ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?(დასასრული)
გამარჯობა ჩემო კარგებო .. უღრმესი მადლობა ,რომ კითხულობთ, აფასებთ და მოგწონთ ჩემი ისტორია, განსაკუთრებით მადლობა კრიტიკოსებს, თქვენ ნამდვილად დამანახეთ ჩემი შეცდომები .ახლა კი ‘მიესალმეთ’ ისტორიის დასასრულს მოემზადეთ : 1...... 2... 3.... დავიწყოთ.. კიბეზე ჩავირბინე ისე გაცხარებით ირეკებოდა ზარ, კარი გავაღე და ვიღაც ქალი დავინახე -გამარჯობა -შენ ეკატერინე ხარ?! -დიახ და თქვენ ვინ ბრძანდებით?― წინადადება ბოლომდე ძლივს დავამთავრე და ქალმა იარაღი ამოიღო.მე გაშეშებული ვიდექი , მოძრაობის უნარი დავკარგე -პატარავ ღამის თევით ხარ მანდ? -დამ...ია..ნე.... დამიანეს საკმაოდ ჩემად დავუძახე , თან იარაღს და იმ ქალის თვალებს ვერ ვაშორებდი მზერას -მართა? რა ჯანდაბას აკეთებ!იარაღი დაწიე -დამიანე შენ ჩემი ცხოვრება გაანადგურე ,ახლა კი მე გავანადგურებ შენსას -გაგიჟდი, სულ გამო....ვდი , გაწიე იარაღი ,არაფერი გაბედო!გეფიცები .. -რა ? რას იზამ?მომკლავ თუ ისევ დამამცირებ და მამაშენი სახლიდან გამომაგდებს?ჰა?არა ბიჭუნი აღარაფერი მაქვს დასაკარგი , საერთოდ არაფერი წინადადება დაამთავრა და ჩახმახს ხელი გამოკრა, სრულიად წამებში დამიანე ჩემს წინ აღმოჩნდა და ვიგრძენე როგორ ამოიოხრა ერთი და ცრემლი წამოუვიდა -დამიანეეეეეე..... -მე .. დამ.. დამიანე ეს შენ არ.... შენ .. მე არმინდოდა.. მე მხოლოდ... ― იარაღი დააგდო კართან და გაიქცა, დამიანე ის .. ჩემს მკლავებში დაჭრილოი იწვა, ძლივს სუნთაქვდა, გავგიჟდი, ცუდად გავხდი , ვკიოდი -იესე.. ანუკა... დამეხმარეთ.. ვინმემ სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ... გევედრებით -კატუ რა მოხდა? დამ.. დამიანეეე -დამე ... რა ჯანდაბა მოხდა -ის.. მართა.. ვიღაც მოვი.მოვიდა.. და იარაღი.. დამეს.. - ამოღერღე გოგო რას ბლუყუნებ? რა მოუვიდა -მარ...მართა იყო.. მან.. მეს... ანუკა: დამიანემ ძლივს ამოღერღა და გონება დაკარგა, ამაზე კატერინა სულ მთლად შეიშალა, კიოდა ვეღარ აზროვნებდა დამიანეს ეჩხუბებოდა გაიღვიძეო, ლანამ იმ წამსვე სასწრაფო დახმარება გამოიძახა და 15 წუთში მოვიდნენ მანამდე კი როგორც შევძელით შევუხვიეთ ჭრილობა დამიანეს , აქეთ კატერინას ვაწყნარებდით , იესე გადარეული ყვიროდა -ამ მართას ჩემი ხელით გავხევ შუაზე! რა უნდოდა თქვენგან -მან ..მან თქვა ,, თქვა რომ დამიანემ ცხოვრება დაუნგრია.. ახლა კი მე.. მე არ ვიცი. ეკატერინე გონდაკარგულ დამიანეს გადაეხვია და აი სასწრაფო დახმარებაც მოვიდა -რა დაემართა ? -ვიღაც შეშლილმა ქალმა ესროლა- ლანა გამოეხმაურა ექიმს, დამიანე საკაცეზე დააწვინეს და მანქანაში შესვეს, ეკატერინე გიჟივით გავარდა სახლიდან და მათ გაყვა, დანარჩენები კი ჩვენი მანქანებით გავყევით.20 წუთში საავადმყოფოში გავჩნდით, დამიანე უკვე შეყვანილი ყავდათ , იესე მივარდა ექიმთან და ყვირილით დაუწყო საუბარი -კარგად იქნება? გადაარჩინეთ ჩემი ძმა ! გადამირჩინეთ ბიჭი! -დაწყნარდით ბატონო !ჩვენ ჩვენს საქმეს ვასრულებთ,ყველანაირად ვეცდებით გადავარჩინოთ პაციენტი!დაელოდეთ ექიმს ყველაფერ გეტყვით -ჯანდაბა!შენი დედაცც.... -სიცოცხლე დამშვიდდი გთხოვ. კატუშას შეხედე ლამისაა სული განუტევოს, გთხოვ დავამშვიდოთ, შენ ნუღარ დაუმატებ გევედრები რა წამსაც ეს ვუთხარი , კატოსთან მივცვივდით ,იესემ დაუჩოქა და მუხლებზე თავი დაადო -ჩემო ანგელოზო, მაპატიე გთხოვ.. არ იდარდო დამიანე დაგვიბრუნდება, არ დაკარგო იმედი, კარგად გახდება ამას მე გპირდები― ხელებზე აკოცა ეკატერინეს და სახეზე ხელი მოუსვა -ესე . დამეს.. მას ვერ დავკარგავ.. ამას ვერ გადავიტან..მოვკვდები გეფიცები თავს არ ვიცოცხლებ, მე.... -ჩუმად! დამიანე კარგად იქნება,არ იტირო თორემ ხო იცი დაგვენძრევა რომ გაგვიგოს ! -არაუშავს თუ უნდა მეჩხუბოს ,ოღონდ დამიბრუნდეს, ოღონდ გადარჩეს -დამიანე რამიშვილის ახლობლები ბრძანდებით? -მე მისი შეყვარებული ვარ -ოჯახის წევრებს დაურეკეთ ,რომ მოვიდნენ -არ გითხართ შეყვარებული ვარო?!― იესე ლამის ეცა ექიმს, ძლივს ვაკავებდი -უკაცრავდა მაგრამ ოჯახის წევრები უნდა მოვიდნენ -არ ყავს ჩვენს გარდა არავინ! -ის ხომ ირაკლი რამიშვილის ვაჟია?მამამისს დაურეკეთ, ახლა ოპერაცია უნდა გავუკეთოთ -ოხ მე თქვენი.. -იესე კმარა! გააჩუმა ეკატერინემ და ტელეფონი გამოართვა იესეს -ირაკლის ნომერი მინდა -მანდ წერია ნახე {-გისმენ იესე შვილო -კატერინა ვარ, იესეს და. -გისმენ კატერინა -ახლავე ცენტრალურ საავადმყოფოში მოდით, თქვენმა მეუღლემ თქვენი შვილი დაჭრა -რა ქნა?! -საავადმყოფოში მოდით სასწრაფოდ!} ეს ბოლო სიტყვები უთხრა და ტელეფონი გათიშა, ისევ სკამზე ჩამოჯდა და აქვითინდა. არც კი ვიცი რამდენ ხანს ველოდებოდით ოპერაციის დასრულებას, ეკატერინე გაგიჟებული იყო, ამასობაში გაცეცხლებული ირაკლიც მოვარდა და იესეს ეცა -როგორ არის ჩემი შვილი?! -ახლა გახდა თქვენი შვილი?!― ხელი კრა იესემ ირაკლის― სად იყავით თქვენმა ცოლმა რომ ტყვია დააჭედა? თუ ეგეც იცოდით ჰა? -მე არც კი ვიცოდი.. ის ქალი სახლიდან გავაგდე.. მან .. -ახლა კარგი .. ახლა მაგარი მამის როლის მორგება გინდა ხო?!ბრავო ირუშშშშშშშშშშ.. ტაში! -გთხოვთ ხმას დაუწიოთ, საავადმყოფოში ხართ -გვაპატიეთ ― ირაკლიმ ბოდიში მოუხადა და აი ექიმიც გამოდის საოპერაციოდან -ირაკლი ხომ? -როგორ არის ჩემი ვაჟი? -ოპერაცია საკმაოდ რთული იყო, ტყვია ამოვუღეთ, გული სრულიად ჯანმღთელია ტყვია არ შეხებია, პაციენტი სტაბილურად არის , მდგომარეობას დავაკვირდებით და გეტყვით როდის გადავიყვანთ პალატაში -მადლობა ღმერთ, ჩემი სიცოცხლე კარგად არის -ჩემი ძმა, გენაცვალე ბიჭო! წამოიყვირეს ბიჭებმა , კატერინა კი ბედნიერებისგან ატირდა , და მუხლებზე დაეცა . ჩემი გოგო როგორ შეყვარებია ჩვენი ბიჭი, უჰ თქვენ საყვარლებო, როგორ მიყვარხართ ორივე.. კატერინა: ჩემი სიცოცხლე კარგად არის, ღმერთო მადლობა რომ არ გამწირე და ხელიდან არ გამომაცალე ჩემი ბიჭი. ღმერთმა თუ იცის რამდენ ხანს ველოდეთ და აი ექთანიც გამოჩნდა -დამიანე რამიშვილი უკვე გონს მოვიდა ,პალატაშია და ეკატერინე დადიანს კითხულობს.თქვენს შორის იმყოფემა ამ სახელითა და გვარით ვინმე -კი. მე ვარ -გთხოვთ― გამიძღვა პალატისკენ, ისეთი ბედნიერი მივდიოდი, ლამის დავფრინავდი, ჩემი ბიჭ ვინ იცის როგორ სტკივა -მიბრძანდით, პაციენტს ძალიან ნუ გადაღლით მძიმე ოპერაცია გადაიტანა -დიახ. მალე გამოვალ ― ექთანმა თავი დამიქნია და კარი გამიღო. სევდივარ პალატაში და დამიანეს დაღლილი და მისუსტებული თვალები ჩემკენ არის მოპყრობილი, მკლავებში მილები აქვს ჩადგმული და გულმკედი გადახვეული აქვს -პატარავ― ძალიან დაღლილი და ჩუმი ხმით დამიძახა -დამე ― აცრემლებული თვალებით მივუახლოვდი და საწოლთან ჩამოვჯექი -როგორ მომენატრე ცქნაფ -ჩემო ერთადერთო, მეც ძალიან მომენატრე, როგორ ხარ გტკივა? ღრმად სუნთქავდა და ჩუმი ხმით ნაწყვეტ-ნაწყვეტ მპასუხობდა -რადგან ისევ გხედავ კარგად ვარ -ჩემი ბიჭი ხარ შენ, მანერვიულე― გავიბუტესავით და ტუჩები მოვიბზუე -მაპატიე პატარავ,ვერ დავუშვებდი რამე მოგსვლოდა -არა დამე. არაფერი მომსვლია ამის მერე იცოდე: არასდროს გაგიშვებ ხელს! -სულ შენთან ვიქნები ეკატერინე ! ბედნიერად გახარებულმა ხელები დავუკოცნე, შემდგომ ნაზად ვაკოცე ტუჩებზე და შუბლე. და აი ექთანიც შემოვიდა -ახლა დამამშვიდებელი უნდა გავუკეთოთ, გთხოვთ გარეთ გაბრძანდეთ, რომ პაციენტმა დაისვენოს -კარგით.დამე მიყვარხარ -მეც უსაზღვროდ მიყვარხარ ცქნაფ, არ იდარდო კარგი? -ჩემი სამყარო ხარ დამე -ჩემი სული ხარ ეკ... და ჩაეძინა, თურმე უკვე გაუკეთებია დამამშვიდებელი ექთანს, მე კიდევ ვეამბორე შუბლზე და გამოვედი ოთახიდან. იესე შემეფეთა და გაფაციცებით მისვამდა კითხვებს -კატუ როგორ არის? რამე სტკივა? ხომ კარგად იქნება არა?ამოიღე გოგო ხმა! -კარგად არის ვა! დამამშვიდებელი გაუკეთეს და დაიძინა -აუჰ მადლობა ღერთს― ამოიოხრა იესემ და იმწამს შევამჩნიე როგორ ელაპარაკებოდა ექიმს ირაკლი და მასთან მივედი -გამარჯობა! -როგორ არის? -უკეთ იქნება! -მე არ.. -ვიცი. ვიცი რომ თქვენზე იყო გაბრაზებული თქვენივე მეუღლე და ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება -მაპატიეთ, არ ვიცოდი რომ აქამდე მივიდოდა მართა -არავინ იცოდა! -ის დააკავეს -როდის? -დამიანე რომ საოპერაციოში ყავდათ ,მაშინ დავურეკე პოლიციას და ვაცნობე ყველაფერი -მაგრამ თქვენს სახელს რას უპირებთ? -ჩემი სახელი დამიანეზე მნიშვნელოვანი გგონია? -რატომღაც! -ვიცი ,რომ არ ვიყავი კარგი მამა, მაგრამ დამიანე ჩემი შვილია და ყველაფერზე მეტად მიყვარს -მაგრამ ყველაზე არა! -ის ჩემი ცოლი-ა ეკატერინე -რომელიც მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს -მე ეს არ ვიცოდი, არ ვიცოდი რომ ასეთი იყო -მაშინ არც უნდა შეგყვარებოდათ! -მე... აღარც კი მოვუსმინე , გამოვბრუნდი და წამოვედი. 10 დღის შემდეგ;13 მაისი: -აააააააააა .. ჩემო სიცოცხლე.... კივილით მივვარდი დამიანეს და ფეხზე მდგარი რომ დავინახე გადავეხვიე ბუშტებითა და ტკბილეულით ხელში -ნელა გოგო, თორემ მეორედ მოვხვდები საავადმყოფოში შენს გამო რომ მითხრა შენს გამოო ცოტა გამკრა გულში, რადგან პირველადაც ჩემ გამო მოხვდა -ახლა არ გამაგიჟ და ცხვირი არ ჩამოუშვა -არა დამე, ძალიან მომენატრე უჰ, როგორც იქნა გამოგწერეს ვა -ჩემი ბრაზიანი და ბუტია ანგელოზი, მეც უსაზღვროდ მომენატრე -აე ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი! ― შემოვარდა იესე თავისი ბანძი სიტყვებით, ხელში შამპანური ეჭირა და თქვენ წარმოიდგინეთ ჭიქებიც, რაზეც მართლა გაგვეცინა მე და დამეს― როგორ ხარ ძმა, დედა მოუტყანი ხო მაგ ტყვიას? -აბა რა ვქენი , ერთი ტყვია რას დამაკლებდა ბლიად! გადაეხვივნენ ერთმანეთს და ბუმ! შამპანური გახსნა დამიანემ, ოხ ეს ვირი! ჯერ კიდევ ახალი მოშუშებული აქვს იარა და რეებს სჩადის!მოკლეთ დავლიეთ თითო ჭიქა შამპანური და გავემართეთ რესტორანში,წესით დამიანეს არ უნდა დაელია , ყოველშემთხვევაში ‘ჯერ’ მაგრამ არა გემრიელად ყლურწავდა შამპანურს, კარგად შევჟუჟუნდით აღვნიშნეთ დამეს გამოჯანმრთელება, ვისაუბრეთ ქორწილის თემებზე და აი უკვე ვთქვი რომ დაღლილი ვიყავი და მოდი წავიდეთ მეთქი რომ მთელს რესტორანში სინათლე ჩაქრა: -ეკატერინე დადიანო, ჩემი ცხოვრების ერთადერთო ნათელო წერტილო, გახდები ჩემი ცოლი? გავშეშდი როგორც მჩვევია ხოლმე და ცრემლებით ავივსე -კი, კი რა თქმა უნდა კი დამიანეს ჩავეხუტე , ერთი გემრიელად ვაკოცე და ბეჭედი გამიკეთა და შუბლზე მეამბორა -აბა ცოლო დღეს რა გეგმები გვაქვს? -ბიჭი ჯერ ერთი - საცოლევ, და მეორე -რაღა დღეს ფაქტობრივად შუა ღამეა -მოიცა და ჩვენი ურთიერთობა ამ “შუა ღამემ „უნდა შეიწიროს?! -ნუ ბოდიალობ რა! -აბა ჩვენ წავედით და დილით შეგხვდებით, მეორე მაგიდა სკამი გაამზადეთ ქორწილისთვის -ვერ მივხვდი , რა ნამიოკებს მირტყავ -რას ვერ მიხდი ? ერთ დღეს გვექნება ქორწილი -აუ ხო არ კაიფობ. ასწორებს -მართლა? -რაიყო არ გინდა პატარავ? -კი მინდა, ძალიან მინდა -ჰოდა ხვალე კაბას აარჩევ და ზეგ ვგუგუნებთ მე და დამიანე წავედით, მეთვითონაც არ ვიცოდი სად მივდიოდით , მითხრა სიურპრიზიაო, ოხ ეს ვირი რა, როგორ მიყვარს ახლა გადავუხტები საჭესთან და ჩავკოცნი,არა რას ვბოდავ კაცო მერე ხომ ავარია არ აგვცდებ და ახლა ორივე საავადმყოფოში ამოვყობთ თავს, ძლივს ვთხოვდები და გადადება ? აპ,აპ, აპ აღარ მინდა! მთელი გზა ხხელი მქონდა დამიანეზე ჩაკიდებული და თავი მის მხარზე მედო, ხანდახან სარკეში გააპარებდა ხოლმე თვალს და მიყურებდა მეკი მის მძერას ვერ ვუძლებდი და მეღიმებოდა, წარმოიდგინეთ ისე შემიყვარდა რომ მისი ერთი შემოხედვა და იმ კბილლებსაც ვაჩენ რომლებიც არ მაქვს.აჰა მივედით პატარა სახლში, საკმაოდ ლამაზი გარემოა:წინ გადააშლილი ბაღი,,რომლის შუაში მიდი პაწაწა ბილიკი სახლამდე , სხვათაშორის ქვაფენილს გავს , მგონი.ამ ბილიკის პირას კი ,ორივე მხრიდან, ჩირაღდნების მსგავსი რაღაცეებია , ოღონდ ოცდამეერთე საუკუნეში რომ გადმოვიტანოთ-მათურებით, პატარა და სხვადასხვა ფორმის ნათურებით, დამიანეს ხელი ჩავკიდე და ამ ნათურების თვალიერებაში მივედით სახლის კართან, დამიანემ თვალებზე ხელი ამაფარა და ვიგრძენი როგორ გააღო კარი -პატარავ როცა გეტყვი მაშინ გაახილე თვალები -აუ დამე -ნუ წუწუნებ გოგო! -აუ რა უჰ!კარგი რაღაც წკაპუნის ხმა გავიგე და აი დამიანემაც დამრთო ნება თვალი გამეხილა, გავახილე და გამოვშტერდი: სახლი მთლიანად წითელი ფერის ნათურებითა იყო განათებული, ისეთი ლამაზი იყო, სიბნელე იყო მაგრამ ეს მკვეთრი და ღაჟღაჟა წითელი ფერი ანათებდა ყველაფერს , ძირს კი ვარდის ფურცლებისგან შექმნილი ‘გზა’ იყო რომელიც გვერდით ოთახში შედიოდა -აბა ცქნაფ მზად ხარ თავგადასავლებისთვის? გამიღინა და ოთახისკენ მანიშნა, მივყვებოდი ამ გზას და აღმოვჩნდი ოთახში, რომელიც სავსე იყო უამრავი ვარდების თაიგულებითა დარაღაც არანორმალურად დიდიზომის დათუნიით. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა ,ნეტავ გენახეთ ლამის ამვქვითინდი ,უჰ როგორ მიყვარს ჩემი დამე. ამის ფიქრი იყო და უეცრად მაისურის შიგნით ცივი ხელები ვიგრძენი, დროსაც არ კარგავდა ჩემი სიცოცხლე -მინდიხარ პატარავ! -ძაან ხომ არ ხარ აჟიტირებული ბატონო დამიანე? -კაიფობ?რამდდენი ხანია არ შეგხებივარ -დიდი -ჰო დიდი არის ,კი -ოო დამიანე! ხელში ამიტაცა და საწოლზე “დამაგდო“ -მშია პატარავ, ძალიან მშია დავიღუპე, ალბათ გავაკოტრეთ რესტორანი იმდენი ვჭამეთ და ამან მშაო, მგონია ჯვლებს დატოვებს ჩემგან.მეცა ტუჩებზე ,როგორც ველური, საგიჟეთიდან გამოქცეული და აი შემომახია ტანსაცმელი, ღმერთმა იცის ამის ხელში რამდენი ტანსაცმლის ყიდვა მომიწწევს. დაუვიწყარი ღამე იყო, უკეთესი და უკეთესზე კიდევ უკეთესი,დაღლილებს და ძალაგამოცლილებს , ერთმანეთზე შემოხვეულებს მიგვეძინა . დილით ისევ დამიანეს ამბორმა გამაღვიძა -დილა მსვიდობის პრინცესავ -დილამშვიდობის მომხიბვლელო პრინცო ერთი გემრიელად ჩავეხუტე, მერე კოცნას შევყევით,გადავინაცვლეთ სააბაზანოში,იქაც ერთი ამბები დავატრიალეთ წყლის ქვეშ, ვგრძნობ რომ დამიანეს საკუთრება გავხდი, ის კი მხოლოდ მე მეკუთვნის, ამაში ასი და ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. მთელი დღე მედა ანუკამ საქორწილო სამზადისს დავუთმეთ, კაბებს ვარჩევდით, დარბაზიის მორთვა გადავწყვიტეთ ჩვენი ხელით და ბიჭებიც შემოგვიერთდნენ, საღამოს როცა ყველაფერი დავასრულეთ ბარში წავედით, ცოტა დავლიეთ, ვიმხიარულეთ და გადავნაწილდით: ჩემს სახლში მხოლოდ გოგონები რჩებოდით, დამიანესთანკი მხოლოდ ბიჭები, იმ წესს ,რომ სიძე პატარძალი ქორწილამდე არ უნდა ნახოსო ვიცავდით. დილით მაღვიძებს დამეს ზარი: -დილამშვიდობის ცოლო -დილამშვიდობის აწ უკვე თითქმის ქმარო -მაგ ‘აწ უკვე’-ს განანებ ღამით -ნუ იმუქრები დამ,შორიდან დიდი გული გაქვს ხო?― დამცინავად ვუთხარი -ახლოდანაც დიდი მაქვს პაწ, ეგ კარგად იცი შენ― დარწმუნებული ვარ მიხვედრა არ გჭირდებათ იმაში,რომ გული საერთოდ არ უგულისხმია ვაჟბატონს -იდიოტო -რაო გრცხვენია თუ რას ნიშნავს ეგ?არ გადამრიო გოგო.― ახარხარდა ბოლო ხმით -აუ დამიანე რა!დამანებე თვი უნდა მოვემზადო, გირჩევ შენც იგივე ქნა და ჩემი ბედოვლათი ძმაც გააღვიძე! -ღვიძავს უკვე, უფრო სწორად ისე ნერვიულობდა არც დაუძინია ამ ჩემისას―ისევ ახარხარდა! -ვაიმე საყვარელი, შენ კიდე გკიდია ხო?ძილში ამოგხდა სული არა? -რას იწყევლები გოგო? -არ ვიწყევლები, წადი მოემზადე და მაცადე მეც ვახ! -ხომ იცი კარგად შემიფუთე ყველაფერი. -რა ვქნა? -რაც გაიგე! ― თქვენ წარმოიდგინეთ მართლა ვერ მივხვდი რაზე მესაუბრებოდა ,მაგრამ მე რის კატერინა ვარ რომ ბოლოს მაინც არ მოვწვა. -აუ მიდი რა!― და გავუთიშე მოვლენები ძალიან სწრაფად განვითრდა: გრძელი თეთრი კაბა, წვალებით გაკეთებული “პრიჩო“, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, პარალელურად ანუკას მომზადება.დარბაზში შესვლა და იმის მერე არაფერი მახსოვს, თავს ვარწმუნებდი რომ ეს ქორწილი ძააან ემოციურობა არ იქნებოდა, ყველაზე ემოციურობა - დამიანესთან სექსი უკვე შევიგრძენი , რატომღაც ვიფიქრე რომ ნორმალურად და მხიარულად შევხვდებოდი ამფაქტს ,მაგრამ არა! რომ დავინახე შავ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი დამიანე და მის გვერდით მდგარი ჩემი ძმა გონება გამეთიშა და არაფერი არ მახსოვს გარდა ამისა -თანახმა ხართ ცოლად გაყვეთ დამიანე რამიშვილს და იცხოვროთ ერთად ჭირსა და ლხინში სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ? -თანახმა ვარ -თანახმა ხართ ცოლად შეირთოთ ეკატერინე დადიანი და იცხოვროთ ერთად ჭირსა და ლხინში სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ? -თანახმა ვარ -შეგიძლიათ აკოცოთ პატარძალს― მეცა დამიანე ტუჩებზე და მაშინ გამოვფხიზლდი, დავუბრუნდი ამ სამყაროს და აღმოვაჩინე რომ გავთხოვდი!არა მარტო მე ჩემი საუკეთესო დაქალიც. ძალიან ვიმხიარულეთ, დაუვიწყარი დღე იყო, დამიანე ისეთი ბედნიერი იყო ,თან ორმაგად ბედნიერი მაშინ იყოროდესაც მამამისის გაღიმებულ და ბედნიერ სახეს ხედავდა, ხო აი ეგ არ მითქვამს დამიანე და მამამისი ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთშ, თქვენ წარმოიდგინეთ რომ ირაკლი არც ისეთი ცუდი აღმოჩნდა ,როგორიც მე მეგონა. ... სასტუმრო ოთახში ავყავარ დამიანეს.... ... დილით ვიღვიძებ და ოთახი ოთახს კი არა შტორმგამოვლილ გემს უფრო გავს, არ მახსოვს ჩემი რიგით მესამე „პირველი ღმე“ ,თუმცა ვიცი რომ გიჟური იქნებოდა რადგან ყველაფერი მტკივა... 3 თვის შემდეგ: -აააააააააააააააა , ეკატერინეეეე.. -ანუკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკ -როგორ მომენატრე გოგო.. -აე დამუშშშშშშ -იესეს გაუმარჯოსსსსსსს მე და დამიანე ჩვენს ქვეყანას ვათვალიერებდით, სად არ ვიყავით და რა არ ვნახეთ, აი ანუკა და იესე კი 1 თვე ჩვენს გვერდით იყვნენ და ორი თვის განმავლობში საფრანგეთში გულაობდნენ, ეს მოღალატე ხალხი ! საქართველოს საფრანგეთი არჩიეს , როგორც იქნა შევხვდით ერთმანეთს და მონატრებულზე დანარჩენებსაც დავურეკეთ და სახლში ‘ნადიმი’ გავმართეთ, მოვესიყვარულეთ ერთმანეთშ, ჩვენი ისტორიები მოვყევით, ერთი სიტყვით ძალიან ვიხალისეთ. მეორე დილას არასასიამოვნო შეგრძნებამ გამაღვიძა, თვალები რომ გავახილე საწოლზე გულის ფორმის ყუთში ჩამწკრივებული 6 ვარდი, შოკოლადები და რავიცი უამრავი ტკბილეულობა დამხვდა, ზედ წერილით: „ჩემო პატარავ მე სამსახურში წავედი, ვერ გავბედე რომ გამომეღვიძებინე და შენი სიყვარულები დაგახვედრე საწოლში, მიყვარხარ ჩემო ანგელოზო!“ ჩემი ბიჭი როგორ მიყვარს, მაგრამ ეს შეგრძნება რაღაც არ მომწონს, წამოვვარდი საწოლიდან და საპირფარეშოში გავვარდი, ფუ გული მერევა.მსგავსად საკმაო ხანია ვგრძნობ თავს მაგრამ ასე გამძაფრებული არ ყოფილა , გამოვედი საპრფარეშოდან და ტელეფონის ზარი შემომესმა -ხო ანუკ -რას შვებაო ჩემი გოგოო? -რავიცი ქალო რაღც ვერ ვარ და.. -რაო?რა გჭირს ? -გული ამერია და.. -მოიცა ჰა? -ხო რა რამდენიმე დღეა ასე ვარ რავიცი ერთი,ამდენმა ტკბილეულმა იცის ალბათ -არა! -რა? -ორსულად ხარ შენც? -არ.. არა..არ ვიცი.. მოიცა ‘შენც’? -გილოცავვ.. მამიდა გახდები . და დეიდაც -რა? მამიდა? აუუუუუ ანუკ როგორ გამახარე -ახლავე შენთან მოვრბივარ და მომაქვს ტესტიც. -კარგი სწრაფად გელოდები 10 წუთში ჩემთან გაჩნდა ჩემი არანორმალური გოგო,შემოვიდა თუ არა გიჟივით ჩვეხუტე და დავკოცნე სულ -გილოცავ ჩემო სიცოცხლე. ესეს უთხარი? -არა გოგო, სამსახურშია და.. -უიჰჰ -გოგო,გოგო,გოგო აჰა ტესტი მიდი გაიკეთე რა .. -აუ მომეცი შევვარდი საპირფარეშოში, ალბათ 10 წუთს მაინნც ვიცდიდი და ‘ვუალა’- მალე დედა გავხდები, ცრემლებს ვერ ვიკავებ , ეს .. ეს ისეთი ამაღელვებელია.. მე..მე.. -გოგო გამოდი რა ნუ დამტანჯე . -ანუკ მე .. -რა ? რა შენ? რატომ ტირი ? -მალე დედა გავხდები -რა? აააააააააააააააა..... დეიდა გავხდებიიიიიიი.... აეეეეეეეეე გადამეხვია და ლამის ცეკვა დავიწყეთ, ერთმანეთს ვკოცნიდით ,ვეხვეოდით და ვტიროდით კიდეც . -აუ დამიანეს ახლავე უნდა ვუთხრა რა -მე კი იესეს თორემ შეიძლება გავსკდე ლოდინისგან დამიანეს დავურეკე -რაო პაწი მოგენატრე უკვე? -დამე მე.. -პატარავ რა გჭირს , რა ხმა გაქვს -მე რაღც უნდა გითხრა ოღონდ.. -რა ხდება? კარგად ხარ ? მითხარი გოგო! -კარგად არ ვარ, მე .. -ნუ მაგიჟებ რა მოგივიდა ? -გთხოვ სახლში მოდი გთხოვ -დამელოდე, მოვდივარ! რა იდიოტი ვარ ვერ ვუთხარი ტელეფონშიც კი და რეალურად ვეტყვი ვითომ? ამასობაში ანუკა -ალო იესე , ჩემო სიცოცხლე -გისმენ ჩემო ფერიავ -ორსულად ვააააააააააააააააარ -რა ხარ? -მალე მამა გახდები ბაჭიავ , მამა გახდები -რა გავხდები? -ოოო რას დაშტერდი ბაჭიავ, მამა გახდები -რა გავხდეები? აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე... მამა გავხდები....... -კარგი ნუ შეყარე საქართველო, კატუსთან ვარ და მოდი სწრაფად ძალიან მალე სახლში გაჩნდნენ ბიჭები -პატარავ რა ხდება? რა ხმა გქონდა რა გჭირს? მითხარი ხომ კარგად ხარ? ეკატერინე ამოიღე ხმა? -დამე მალე მამა გახდები -რა გავხდები?― პირი მოაღო -მამა გახდები, ორსულად ვარ -რა ხარ? -ორსულად ვარ დამიანე რამიშვილო, ორსულად! ამ დროს იესე ეცა ანუკას და მერე ჩვენსკენ შემობრუნდა -აეე დამუშ .. მეც ეგეთი რეაქცია მქონდა ძმიჩ― წამოიტაცა ხელში ანუკა და აქეთ იქეთ დაარბენინებდა თან გაჰკიოდა მამა გავხდები მამაო. დამიანე კი ძლივს მოვიდა გონს და ამაფრიალა ფაერში -ჩემი გოგო ორსულადაა.. მამა ვხდები ბიჯოოო.. როგორც იქნა დამსვა და ტუჩებში მეცა,ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს მაშინ, საყვარელი მამაკაცს შვილს მოვუვლენ ამ ქვეყნად. 7თვის შემდეგ: - დამიანეეეეეეეე............. -რა ხდება პატარავ? -მშობიარობა დამეწყო.. დამიანემ საავადმყოფოში გამაქანა და აი ქვეყანას მოევლინენ ჩვენი ორი სიხარული: დეა და დემნა.ეგ ამბავი არ მომიყოლია ხომ? როგორ გადაირია დამიანე ,რომ გაიგო ტყუპები გვეყოლებოდა, უიჰ საავადმყოფოს ყველა დერეფანი ხელში აყვანილს შემომარბენინა. ანუკასა და იესე კი უმშვენიერესი ბიჭუნა - მაქსიმე ეყოლათ. 5 წლის შემდეგ: ჩემო ძვირფასებო აი მე და ჩემი ოჯახიც: დემნა და დეა, 3 წლის და 5 თვის ლილე და არჩილი, ხო მეორეც ტყუპები , ჩემი ანგელოზე დაიბადნენ, და ჩემი ყველაზე პატარა სიხარული 1 წლის გაბრიელი, ჩემს სხეულში კი ელისაბედი ,რომელიც სულ რამდენიმე თვეში მოევლინება ქვეყანას.ანუკას და იესეს კი ეყოლათ უმშვენიერესი ტყუპი გოგონები: სესილია და ეკატერინე, დიახ ეკატერინე .ახლა კი მოუთმენლად ელიან დაჩის დაბადებას. გახსოვდეთ!სიყვარული არასდროს დათმოთ, თქვენი ბედნიერება არაფერში გაცვალოთ, თუ გყავთ საყვარელი ადამიანი არასდროს მიატოვოთ ის, უბრალოდ ძლიერად და უფრო ძლიერად შეიყვარეთ, მე ეს გამომივიდა და უბედნიერეს ქალად ვიქეცი, თქვენც გამოგივათ ამის მჯერა! ესეც ასე მეგობრებო თავი 9 და ისტორიის დასასრული, იმედია არ გამიბრაზდებიტ რომ დამთავრდა ისტორია, მადლობა რომ აქტიურობდით და მოგწონდათ ჩემი ისტორია. გამოხატეთ თქვენი აზრი და შემიფასეთ, მაინტერესებს გსურთ თუ არა რომ სხვა ისტორიის დადება დავიწყო ცოტა განსხვავებულად მაგრამ, ყოველმხრივ ბედნიერი დასასრული. მადლობელი ვარ თქვენი და მიყვარხართ ყველანიიიიი.<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.