შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილი მილიონ დოლარად *5*


7-05-2020, 21:11
ავტორი Queenofmoon
ნანახია 3 763

მიუხედავად იმისა რომ ძილბურანში მყოფი მაშარელი საწოლში ჩააწვინა მამაკაცმა,შუბლზე კოცნით დაემშვიდობა და ზედ თბილი საბანიც დააფარა,თავიდან ფეხეხამდე გაყინული ყოფილიყო.
მასთან დიდხანს გაჩერება არ იყო კარგი იდეა,ამას ზუსტად ხვდებოდა თაბაგირი,მისი ასე დატოვება სიკვდილს უტოლდებოდა,უნდოდა რომ მის მკერდზე დაედო თავი,მის ძლიერ ტორებში მოექცია და მანამ ყოფილიყო ასე,სანამ თავად მაშარელი არ დამშვიდდებოდა და არ მობეზრდებოდა.
ვერ მიხვდა,როდის გაეხვა მაშარელის მახეში.. მახე,რომელიც საერთოდ არ დაგებულიყო მისთვის..როდის შეუძვრა ტვინში პატარა მაშკა,როდის გაიდგა ასე ძლიერად ფესვები მის ფიქრებში,მთელ სხეულში და ყველა ნერვულ დაბოლოებაში,რომელიც ასე ძლიერად ფეთქავდა მისი სახელის გაგონებისას,მისი ხმის ტემბრის,ტანის რხევის,ხშირი წამწამების ფახუნისას..
მაშინ,როცა მანქანით დაეჯახა?! მაშინ,როცა მანქანაში ლარივით დაჭიმული იჯდა და გული ისე უცემდა მთელი გზა რომ არ უჩერდებოდა?! თუ მაშინ,როცა თვალებში ჩახედა მის მშვენიერებას,მის პატარა,მაგრამ ამავდროულად უზარმაზარ სამყაროს,სადაც ხელოვნებებისა და სილამაზის ადგილი იმაზე მეტი იყო,ვიდრე ამას ოდესმე ვინმე წარმოიდგენდა?!
ძნელი იყო გრძნობებთან ჭიდილი,რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავის მეშვეობით უნდა გამკლავებოდა,ან ჩაეკიდა ხელი მისთვის და იძულებული გაეხადა იმ მორევში ჩაეთრია,სადაც თაბაგირი მიექანებოდა.. მანქანის საჭესთან მჯდომი კვლავ მაშარელის სახლს გაჰყურებდა,როცა დაინახა როგორ ავიდა ნინა ფურცელაძე, მხოლოდ მაშინღა დაქოქა მანქანა და ადგილს მოშორდა.
კარი ფრთხილად შეაღო ფურცელაძემ,ჯერ კიდევ ჩაწითლებული თვალებით,რომელიც ნამდვილად არ სურდა ბარბარას დაენახა და თაბაგირისგან ტელეფონზე მოსული შეტყობინებისთვის
"ყურადღება მიაქციე,მარტო არ დატოვო"
აღარც უპასუხია,იქვე დააგდო ჩანთა და გონზე ახალ მოსულ ბარბარასთან მივიდა.
საწოლის კიდესთან ჩაიმუხლა და ბარბარას თითები მის თითებში ახლართა.
- ვიცი,რასაც გრძნობ..შენ უფრო დიდ ხანს იცნობდი,ვიდრე მე..თუმცა,დამიჯერე,მეც იგივენაირად მიყვარს და ისევე ძლიერად მომენატრება,როგორც შენ..ნუ შემაშინებ,გთხოვ..ხმა გამეცი..იძულებული ვხდები გარშემო ყველა მე დავამშვიდო..მეც მტკივა,ბარბი..მეც მეშინია..მეც მინდა ტირილი..რა გავაკეთო?! ადვილია? არა..არ არის..მაგრამ მხოლოდ მე ვერ გავუძლებ..
მარტო ვერ გავქაჩავ..
- ნინა..
საწოლიდან წამოდგა მაშარელი,მეგობართან ერთად ფუმფულა ხალიჩაზე ჩაიმუხლა და ხელები ძლიერად მოხვია.
- მაპატიე. შენთან ვარ..არაფრის შეგეშინდეს,კარგი?! ყოველთვის შენთან ვიქნები და მარტო არასდროს დაგტოვებ,გპირდები.
- გგონია მე მოგცემ მაგის უფლებას,დამტოვო და წახვიდე?! არასდროს!
- დაჯერებაც არ მინდა,რომ ოდესმე როცა მივწერ,ის არ მიპასუხებს ნინ..ვერ მოვუყვები ჩემზე ვერაფერს..ვერ ვეტყვი,როგორ მაწყენინა ნიკუშამ და ვერ მოვისმენ როგორ გალანძღავს კვლავ ჩემს შეყვარებულს.
ვერ დავინახავ,როგორ უთვალთვალებს შენს თაყვანისმცემელ რატის,გატყუებს თუ არა,ჰყავს ვინმე თუ ნამდვილად შენ მოწონხარ..უიმისობა ყველაზე მეტად დაგვაკლდება..
მეც..
შენც..
- მე კი დარწმუნებული ვარ,რომ ყოველთვის ჩვენთან იქნება..ჩვენს სიხარულს გაიზიარებს მალე,რამოდენიმე თვეში,მაშინაც კი როცა გამოსაშვებ საღამოს მოაწყობს ჩვენი უნივერსიტეტი..და თუ არ წავალთ,გაიხსნე რას გვეტყოდა?
- მაშინ წადი და ბებიაჩემთან ერთად ქსოვე წინდები ჭალაღაანთ უბანში ფეხმოჭრილი ვარდიასთვინაო..ჩაეღიმა მაშარელს.ნინას ახედა და ისევ გულზე მიეკრო: მიყვარხარ!
- მეც ძალიან მიყვარხარ.ვერ წარმოიდგენ რამდენად ეგოისტურად მიყვარხარ და რამდენჯერ მიეჭვიანია კიდეც მეგიზე..ასევე მეგისაც,ჩემზე..ან შენზე.
სიცილი გაეპარათ ნაკადულებად ჩამოღვრილ ცრემლებში.
მადლობელი ვარ რომ მყავხარ..შენისთანა მეგობარი მყავს და ვერ წარმოიდგენ,როგორ გამიმართლა..მეგისაც გაუმართლა..ზუსტად ვიცი.
უფრო ძლიერად მიეკრო მაშარელი მეგობარს და ხელები მჭიდროდ შემოხვია.
წამწამებში გაჩხერილი ცრემლები თვალებში ედებოდა და მხედველობას უქვეითებდა.ნელნელა მოსულიყო გონს,სიცოცხლე შეეგრძნო მის ორგანიზმსაც და აქამდე ნაცნობი სურნელი სწრაფად შეესუნთქა რამოდენიმეჯერ,რომელსაც თავისი სახელი ჰქონდა.
დიმიტრი თაბაგირი.
- ნინა..
ხმა ოდნავ ჩაუწყდა და საკუთარ საძინებელს მოავლო მზერა.
- აქ..
- ჰო..ის იყო,მოგიყვანა..შენი ტელეფონიდან დამირეკა და მთხოვა,მოვსულიყავი..
- მალე წავიდა?
ფურცელაძემ მხრები აიჩეჩა და ბარბარას თვალებში ჩამდგარ სევდას მორიდებით გაუსწორა მზერა.
- ვიცი ამის დრო არ არის,მაგრამ..არ მინდა ვიფიქრო რომ ჭკუიდან შევიშალე..ჩვენი ყოფილი მინისტრია?
მაშარელმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია,ფურცელაძეს კი ათასმა კითხვამ გაუელვა თავში და ცდილობდა აზრები დაელაგებინა,თუმცა ვერანაირად..არ გამოსდიოდა.
მაშარელმა ჩაახველა,მარილიანი სითხით სავსე თვალები ხელის ზურგით შეიმშრალა,ფეხზე წამოდგა და ფიქრებს მიეცა,რა ეპასუხა საუკეთესო მეგობრისთვის.
- კაფეში გავიცანი,სადაც მე ვმუშაობდი.ჩვენი ხშირი მომხმარებელი იყო.
- კი,მაგრამ..
კეფა მოიქავა ფურცელაძემ და დაბნეული სახით ახედა დაქალს.
- ჩახლართული ამბავია..როცა შევძლებ,ყველაფერს დეტალურად მოგყვები,კარგი?
- კარგი,რა თქმა უნდა..
ფარდა გადასწია მაშარელმა და უსასრულო ჰორიზონტს გადახედა,საიდანაც პატარა მზის სხივები ჭრიდნენ თვალებს,ცაში მცოცავი ღრუბლებიდან.

გაზაფხული-ზაფხულის გასაყართან,ნელი ვალსით მორცხვად იწონებდნენ თავს ტიტები,აბიბინებულ მწვანე ბალახზე.ზემოდან ცაზე დაკოპლილი ვარსკვლავების რიჟრაჟი და მთვარის საამო სიმღერა იავნანად ჩაესმოდათ..
სიო,ტალღის ეფექტს ჰქმინდა და მინდორიც,წითელ,მოლივლივე ზღვას დამსგავსებოდა..
სიამოვნებდა ასეთი სილამაზის ხილვა სათაო ოფისის ვერანდიდან,ვისკით ხელში მდგარს,რომელიც არც ბედნიერი და არც უბედური ყოფილიყო,სწორედ ამ ორს შორის გაჭედილიყო და ტვინში ნემსებივით ერჭობოდა აზრები,რომელიც სხეულში მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.
კარი ფრთხილად შეაღო ახალგაზრდა გოგონამ,მამაკაცს ამოუდგა გვერდით და ჩემოდანიც ხმაურით შეასრიალა.
- დიმიტრი..
ხელი მკლავზე მოხვია და სახე მის სურნელოვან კისერში მოაქცია,სადაც სიგარეტისა და გრილი სუნამოს სურნელს,თან დაერთვოდა ალკოჰოლის ოდნავი ტონიც.- ჩემ გამო არ მინდა შენს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
ცხვირით შეისრუტა სისველე და მამაკაცს პერანგი დაუნამა ცრემლებით.
თაბაგირმა სიგარეტის ბიჩოკი საფერფლეში მიასრისა,მაგიდაზე ხმაურით დადო განიერი ჭიქა,სადაც ნახევრამდე ჩაცლილიყო ვისკიც.სახე მის ხელებში მოაქცია,რაზეც პატარა ბენდელიანს რეაქცია არ დაუყოვნებია,მაშინვე თვალები მიელულა და ბაგეები ორად გაეხსნა.
- შენთან ვალში ვარ,პატარავ..უბრალოდ,მაპატიე,კარგი?
- წამოხვალ ჩემთან ერთად?
უიმედოდ ახედა თაბაგირის ჩამუქებულ გუგებს და თვალებიდან კვლავ გამოჟონა ცრემლებმა.
- ნატალია...გთხოვ,ისედაც ამ დედამოტ**ად რთულ სიტუაციაში ვარ..ჩემი სიცოცხლე ბეწვზე კიარა,ჰაერშია უკვე..სადღაც.. საოცარი პათოსით აღაპყრო თვალები და ხელები გაშალა..ღმერთმა იცის,ხვალ სად ვიქნები..ან შეიძლება არც მან იცოდეს..ჩემზე ხელი აქვს ჩაქნეული..
მწარედ გაეცინა,ვერანდას ხელებით დაეყრდნო და ზურგზე მიკრულ ქალს უფლება მისცა,გამომშვიდობებისას მასთან ასე ახლოს ყოფილიყო.
ბენდელიანისკენ შემოტრიალდა..შუბლზე აკოცა მწვანეთვალებას და შლიაპა შეუსწორა.
- ჭკვიანად იყავი,ტატო მიგაცილებს აეროპორტამდე.
ყოველთვის ხაზზე ვიქნები,რაც არ უნდა დაგჭირდეს,ახლა კი წადი,დროა.
- არ მაკოცებ?
- ნატალია..
თვალები აატრიალა თაბაგირმა და ხმაურიანად ამოისუნთქა ჰაერი..
- კარგი..დროს აღარ წაგართმევ.ტუჩის კუთხესთან ნაზი კოცნა დაუტოვა ბენდელიანმა,ხელები კისერზე შემოხვია და მთელი არსებით შეისრუტა საყვარელი მამაკაცის სურნელი,რომელსაც ვეღარასდროს იგრძნობდა.
რამოდენიმე საათში თვითმფრინავი ღრუბლებთან ერთად გამქრა ცის კაბადონზე,მამაკაცმა ღრმა ნაფაზი ჩაარტყა და უკან მდგარ იასონს მადლობის ნიშნად ხელებგაშლილი გადაეხვია.
კაბინეტში შევიდა,ლეპტოპი ჩართო და სახლში დაფიქსირებულ კამერებს მოავლო მზერა.
მაგიდის წინ სამხარაძე ჩამოჯდა,ხელები მაგიდაზე დააწყო,კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო თუმცა გადაიფიქრა მოწევა და კოლოფი ღერთან ერთად დივანზე მოისროლა.
- რა ჯანდაბა გჭირს?
კოპები შეკრა თაბაგირმა მეგობრის უცნაურ მოძრაობებზე.
ლეპტოპი გვერდით გადადო და მთელი ტანით მაგიდისკენ გადმოიხარა.
- ჰა..ამოიღე ხმა,რა ხდება?!
- არ შეიძლება ელენა საქმეს ჩამოვაშოროთ?!
სავარძლიდან ელდანაკრავივით წამოხტა და აქეთ იქით სიარულს მოუყვა.
- რას მეუბნები იასონ?!ხვდები მაინც რამხელა საქმე გააკეთა მაგ ელენაამ?
კოპებშეკრული სამხარაძე კვლავ სავარძელში ჩაჯდა და დივანზე მიგდებულ სიგარეტის ღერს ჩაავლო თითები.
- მომისმინე,იასონ..ან დაიკიდე სი*ზე და აპატიე რაც ამდენი ხანი თავზე გიშვებოდა,ან არადა გაუშვი..საკუთარი თავიც შეიცოდე და მიეცი საშუალება დაივიწყო ყველაფერი! ჩამოვაგდებთ იმ ახვარს პრეზიდენტის სკამიდან,მერე კი მორჩა..რაც გინდა ის უქენი წკრიალაშვილს..
- კარგი..გავუძლებ.
უბრალოდ,რომ ვხედავ,მინდა იქვე მივახრჩო..მაღიზიანებს მისი ფეხებზე მკი*დია დამოკიდებულება,ხვდები?!
პირდაპირ ის სი*ი წარმომიდგება თვალწინ..
- რა თქმა უნდა,გაუძლებ.
თანაც ახლა,როცა ის თავის შვილს გამწარებული ეძებს,ზუსტად მაგ დროს გავუყრით ერთ ადგილას მტკიცებულებებს,რომელიც ძალიან მწარედ ეტკინება..მერე კი,იმდენად გასაცოდავებული აღმოჩნდება ჟანგიან გისოსებს მიღმა,საპონი რომც დაუვარდეს,აღებას ნამდვილად ვერ გაბედავს..
კაბინეტში დაძაბული საუბრისას ყურადღება გაუფანტა ახალგზარდა გოგონამ,ფრთხილი კაკუნით რომ შეაღო კარი მოკლე კაბაში გამოწყობილმა,მაგიდასთან მსხდომ კაცებს შეავლო მზერა და სინიდან გადმოაწყო ორი ჭიქა ყავა.
- ბატონო დიმიტრი,ქალბატონი ელენაა გარეთ,შემოვიდეს?
თანხმობის ნიშნად თავი დააქნია თაბაგირმა,ახალგაზრდა ქალმაც ანიშნა წკრიალაშვილს შესულიყო კაბინეტში და მასაც დემონსტრაციულად,ქუსლების კაკუნით გადაეკვეთა გზა მამაკაცებამდე.
- რა სასიამოვნო სურპრიზია,ელენაა?
- ამას ალბათ მხოლოდ თქვენ თუ იტყვით,ბატონო დიმიტრი..
თვალები გააპარა სამხარაძესკენ,რომელიც მას საერთოდ არ უყურებდა.
ჩანთა მაგიდაზე დადო,კრემისფერი მოსაცმელი კი სავარძელზე გადაკიდა და ხელები გადააჯვარედინა.
- მოკლედ,ბარის მეპატრონესა და ჩვენს პრეზიდენტს,ერთი საერთო ბიზნესი ჰქონიათ..ვაჭრობენ,თუმცა კონკრეტულად რაზე,ეს ვერ გაირკვა,არ თქვა ბატონმა გიორგიმ,თუმცა..
ჩვენი გეგმის ნაწილი,ისევ საჩვენოდ გამოვიყენე..
სანამ ნატალიას სახლიდან გამოვიტყუებდი,მამამისის კაბინეტში მოვაძებნინე ყველანაირი ფაილი,რასაც საგულდაგულოდ ინახავს,ბოლო ბოლო,ამხელა სიკეთეს ვუკეთებდი და სარგებელი ხომ უნდა მენახა?!
- რა სარგებელი..ნატალიასთან ამდენი ხანი მქონდა კავშირი,თუმცა,მამამისს არანაირი ფაილი არ ჰქონია თავის კაბინეტში..არანაირი ინფორმაცია..საქალწულე აპკივით უფრთხილდება თავის ბიზნესს.
- ბინგო..პრემიერისა და პრეზიდენტის გადაუდებელი შეხვედრა იყო დაგეგმილი სწორედ ამ დღეს,როცა ჩვენ ნატალია უნდა გამოგვეტყუებინა,ხომ ასეა?ჰო და მოკლედ,ბევრი რომ არ ვიჭორაოთ..ეს ფაილებია..სადაც მოსახლეობის სახელები,გვარები,ასაკი..მოკლედ ყველაფერი წერია..თითქოს აღრიცხული ჰყავთ რამეზე.
ფურცლები რიგრიგობით დაალა მაგიდაზე და კმაყოფილმა გადახედა მის წინ მჯდომთ.
თაბაგირმა სამხარაძეს გადახედა,ზუსტად მიხვდა რაშიც იყო საქმე,ანბანის მიხედვით მიუყვა ცხრილს,სადაც გოგონების სახელები და გვარები ჩამწკრივებულიყო.
- მ.. თითი გაუსვა ქვემოდან ზემოთ თაბაგირმა და მზერა გაეყინა.ახლა კი,ნამდვილად დარწმუნებულიყო იმაში,რასაც ასე ხაზგასმით ამბობდა.მეგი.. კოპალეიშვილი.
პრეზიდენტის ბინძური ბიზნესის მორიგი მსხვერპლი,რომელსაც საქონელივით ჩამოეწერა ახალგაზრდების სია,ცხვრებივით დაეკლა და ზოგიც პროსტიტუციაში ჩაება.
- შენი დედას შე*ეცი ბენდელიანოო!!!!
ფურცლები მოისროლა,ჯიბიდან ნერვიულად ამოაძვრინა ტელეფონი,სენსორზე ლანას ნომერი აკრიფა,თუმცა რამოდენიმე ზარის გამოტოვების შემდეგ ხმაურიანად მიანარცხა კედელს მოწყობილობა,რომელიც ნამხსხვრევებად ქცეულიყო.
- კიდევ ერთი ამბავი..პაჭკორიძემ დარეკა და თქვა,რომ ოთხი გოგონადან ერთადერთი გადარჩა,გონზე მოვიდა. აი,ასე...
ხელები თეატრალურად გაშალა წკრიალაშვილმა,ფეხზე წამოდგა და ჩანთა გადაიკიდა.
- იასონ..წადით..გოგონა დაკითხეთ სასწრაფოდ..ყველაფერი,დეტალურად..მის უსაფრთხოებაზე მე ვიზრუნებ. ელენა..მადლობა.
კაბინეტი წყვილმა სწრაფი ნაბიჯით დატოვა,წინ სამხარაძე მიდიოდა,უკან კი ელენა მიჰყვებოდა ქუსლების კაკუნით.
- ნუ გარბიხარ..დამელოდე იასონ!!
მანქანასთან გულამოვარდნილი მივიდა და ხელით კარებს დაეყრდნო,სუნთქვის დასარეგულირებლად.
- ყოჩაყ..
- ხომ არ დაიღალე?უი..გული როგორ გიცემს..მეგონა კარგად გავარჯიშებული იყავი,წესით არ უნდა გაგჭირვებოდა!
ზედ მის კანზე ამოილაპარაკა და მანქანას შემოუარა,საჭის მხარეს.
- შენ,არ მოდიხარ!
თითი ცხვირწინ აუშვირა მამაკაცმა,თუმცა წკრიალაშვილმა მაინც ჯიუტად გახსნა მანქანის კარი,ღვედი გადაიკრო და კმაყოფილი მზერით გადახედა მის გვერდით მჯდომ მამაკაცს,რომელიც ბრაზისგან ცეცხლის ალში იწვოდა.
- მოგწონს თუ არა,მოგიწევს ჩემი ატანა..იასოონ..
თითებით წვერზე მიეფერა და კუთვნილ ადგილს ზურგით მიეკრო წკრიალაშვილი. მიდი,დაქოქე..წავედით..
სათვალე ცხვირზე მოიბჯინა და ტუჩსაცხი სარკეში შეისწორა.
- შენი დედაც,სამხარაძე.. ტრა*ში ხარ..
ჩუმად ჩაილაპარაკა სამხარაძემ და ღმუილით გაიყვანა მანქანა ოფისის ეზოდან ისე სწრაფად,რომ მანქანის საბურავებს წრესავით ზოლები დაეტოვებინა ასფალტზე.

* * *

ლიფტის ღილაკისთვის რამოდენიმეჯერ მიერტყა ხელი,მაგრამ თითქოს მის საწინააღმდეგოდ არა და არ ჩამოდიოდა პირველ სართულზე,მთელ სხეულში აუდუღდა სისხლი და ნერვებმა იმდენად უმტყუნა,ვერც კი მიხვდა როდის ან როგორ აირბინა ასე სწრაფად რვა სართული.
კარებზე ორივე ხელით აბრახუნებდა,სათვალთვალოში იყურებოდა,მაგრამ მაინც დაუღალავად ურტყამდა ხელს რკინის კარებს.
- ლანააა!!!
მისი ღრიალი მთელ სადარბაზოში ექოსავით ისმოდა,რამოდენიმე წუთიანი ბრახუნის შემდეგ კი ნება იბოძა მასპინძელმა კარი გაეღო და მის წინ ატუზული მამაკაცისთვის უდარდელად შეეხედა.
- რა გაყვირებს ?
კარის ზღურბლი ისე გადალახა ლამის ზედ ქალს გადაუარა. რკინის კარები გასაღებით გადაკეტა და პირდაპირ ნანობაშვილს სწვდა:
- გინდა რომ თავი მომაკვლევინოო?! ეს გინდა?!!
- გამიშვი!
ხელი გააშვებინა და მისგან დასხლტა.
რამოდენიმე ნაბიჯით უკან გაიწია და ცალი წარბი ისე ასწია,თითქოს მისი აზრების წაკითხვას ლამობსო.
- სპეციალურად იქცევი ასე,არა?!
ქალისკენ დაიძრა დიდი ნაბიჯებით რაზეც ნანობაშვილმაც უკან დაიხია.
- და შენც არაფერი გაქვს ბარბარა მაშარელთან არააა?! რა იყოო? გგონია დებილი ვაარ?
- მოიცაა..შენ რა გეგონა?! დამაიგნორებდი და ვიღაც პრიშიკიანივით მოვიდოდი,გულს დაგინთებდი სახლის წინ?!!
კედელზე აკრულ ქალს ყბებში ჩააფრინდა ხელებით და სახე ააწევინა:
- არ გინდა და შეგიძლია გაა*ვა...ისედაც აღარაფრად ვარგიხარ ბოლო დროს,არც საქმეში და არც საწოლში..
ხელი ზიზღით გაუშვა,სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა და რამოდენიმე ნაფაზის შემდეგ გახედა აწურულ ნანობაშვილს,სატირლად რომ გაებზიკა ტუჩები.
- მე გაგაფრთხილე,საქმეს და გრძნობებს ერთმანეთში თუ აურევ,დაგერხევა მეთქი..ამიერიდან,გზაზე არ გადამეღობო,საყვარელო!
- დიმიტრი..დიმიტრი..
სწრაფი ნაბიჯით მიმავალს გაეკიდა დაწევის მიზნით,რომელსაც ცხვირწინ მიუჯახუნა კარები მამაკაცმა და ადგილიდან გაქრა.

სოციალურ ქსელებს სქროლავდა სავარძელში მჯდარი,ჭიქა ჩაით ხელში და ნებანება წრუპავდა არომატულ სითხეს.
სველ თმაზე დაუდევრად მოხვეულ პირსახოცს კი ცალი ხელით ისწორებდა.
ჯერ კიდევ რამოდენიმე საათის წინ ყურაშვილთან ნაჩხუბარი,მხოლოდ გავარვარებულმა ცხელმა შხაპმა დაამშვიდა. ისიც კი არ იცოდა,დაშორდნენ თუ არა,თუმცა,არც ამას ერქვა ერთად ყოფნა.
თაბაგირის სიტყვები ახსენდებოდა,მანქანაში თუ ჩაუჯდებოდა და შემდეგ აუხსნიდა რაშიც იყო საქმე,წესით არ უნდა გაბრაზებულიყო,თუმცა მაინც გაბრაზდა,მაინც აიფოფრა,იეჭვიანა..ვერ მიხვდა რატომ,მაგრამ თვლიდა,რომ როგორც დიმიტრიმ თქვა,ისე უნდა მოქცეულიყო,ნამდვილი კაცივით.
საშინლად დაწყდა გული,ემოციებისგან იმდენად დაღლილი იყო,თვალები სრულიად გამოშრობოდა და ერთი ცრემლიც კი ვეღარ გორდებოდა მის წამწამთა არმიიდან.
ყურაშვილის პროფილზე ყოველ ნახევარ საათში ერთხელ შედიოდა,იმის დასამტკიცებლად,თუ რამდენად ნაწყენი და გაბრაზებული იყო,უნდოდა დაეჭირა ღილაკისთვის "გამოწერის გაუქმება" თუმცა ვერ ბედავდა,რადგან მის პოსტებს ვერ ნახავდა,რომელიც მხოლოდ მეგობრების სანახავად იყო დაყენებული.
თითქმის ორ საათამდე იჯდა ფანჯრის წინ,ღამის თბილისს რომ გაჰყურებდა მესამე სართულიდან და იმ მუსიკას უსმენდა,რომელსაც მეგი სასაუბროში უგზავნიდა ხოლმე.
ასე იჯდა მანამ,სანამ ტელეფონის ეკრანზე შეტყობინებამ არ გამოანათა.
" მაშკა,სახლთან ვდგავარ,შემომიშვებ?"



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

თაბაგიროოოოოო ვაიმეე...თუ მაშკას არ უნდიხარ მოდი სიხარულო აქ ვარრ:დ ემოციებს არ ვიმჩნევთ:დ მოკლედ მიყვარხარ შენი პერსონაჟებითუუურთ და გელოდებიიიიი

 


№2  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი თაკო
თაბაგიროოოოოო ვაიმეე...თუ მაშკას არ უნდიხარ მოდი სიხარულო აქ ვარრ:დ ემოციებს არ ვიმჩნევთ:დ მოკლედ მიყვარხარ შენი პერსონაჟებითუუურთ და გელოდებიიიიი

შევფუთავ და ზედ ლამაზ ბანტსაც დავაკრობ თუ გინდა?:დდდ
ძალიან საყვარელი ხარ,უღრმესი მადლობა შენ ამისთვის :*

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთო

მომწონხარ ძალიან, ძალიან. ყოველი ახალი თავი მეტად ჩამთრევია. უნამუსოდ ვიქცევი, ვკითხულობ და არ მყოფნის თავები : დდ
მაგრამ მამშვიდებს ის, რომ ასე ხშირად დებ. ასე გააგრძელე კარგო

 


№4  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ქეთო
მომწონხარ ძალიან, ძალიან. ყოველი ახალი თავი მეტად ჩამთრევია. უნამუსოდ ვიქცევი, ვკითხულობ და არ მყოფნის თავები : დდ
მაგრამ მამშვიდებს ის, რომ ასე ხშირად დებ. ასე გააგრძელე კარგო

ძალიან დიდი მადლობა,საყვარელო! მე კიდევ ასე უნამუსოდ მიხარია რომ მკითხულობ და მოგწონს heart_eyes

 


№5  offline მოდერი abezara98

ბოდიში, ბოდიში, ბოდიში... წუხელ ისე გვიან ვნახე ახალი თავი რომ ატვირთე, უბრალოდ წაკითხვა ვერ მოვახერხხე და ახლა გიტოვე კომენტარს smile სიმართლე გითხრა, ცოტა ვერ გავიგე, რა შუაში იყო მეგი ან რატომ და როგორ მოკლეს, მაგრამ ჩემი მაშკა რომ ასეთი სევდიანია, სულ იმ დამპალი ბენდელიანის ბრალია. მალე მიახრჩვეთ, რა! smile
მოკლედ, რა იყო, ამ დიმიტრის თაფლი უსვია, თუ რა არის? ყველა ამაზე შეყვარებული როგორ გამოვიდა? მთელი თბილისის ქალებს უყვართ თაბაგარი და დიმიტრის ვინც უყვარს, ის კიდევ ვიღაც გამოშტერებულ ნიკოლოზზეა შეყვარებული. ბედის ირონიაა, რაა joy რაც შეეხებათ იასონს და ელენას, აი, ამათმა ქიმიამ მე გამაბრუა და დამატყვევა. როგორ უკან არ იხევს ელენა და როგორ კარგად თამაშობს კაცის ნერვებზე. მიდი დაო, შენთან ვართ! გაგიშვებს არა ის smirk
ჰმ... სასწრაფოდ მჭირდება შემდეგი თავი, თაბაგარი ადის ბომბონერითა და შამპანიურით ჩემს მაშკასთან და ცეცხლოვანი წყვილის სუნი მცემს bowtie
მოუთმენლად გელი, ტკბილოო heart_eyes heart_eyes

 


№6  offline მოდერი Queenofmoon

abezara98
ბოდიში, ბოდიში, ბოდიში... წუხელ ისე გვიან ვნახე ახალი თავი რომ ატვირთე, უბრალოდ წაკითხვა ვერ მოვახერხხე და ახლა გიტოვე კომენტარს smile სიმართლე გითხრა, ცოტა ვერ გავიგე, რა შუაში იყო მეგი ან რატომ და როგორ მოკლეს, მაგრამ ჩემი მაშკა რომ ასეთი სევდიანია, სულ იმ დამპალი ბენდელიანის ბრალია. მალე მიახრჩვეთ, რა! smile
მოკლედ, რა იყო, ამ დიმიტრის თაფლი უსვია, თუ რა არის? ყველა ამაზე შეყვარებული როგორ გამოვიდა? მთელი თბილისის ქალებს უყვართ თაბაგარი და დიმიტრის ვინც უყვარს, ის კიდევ ვიღაც გამოშტერებულ ნიკოლოზზეა შეყვარებული. ბედის ირონიაა, რაა joy რაც შეეხებათ იასონს და ელენას, აი, ამათმა ქიმიამ მე გამაბრუა და დამატყვევა. როგორ უკან არ იხევს ელენა და როგორ კარგად თამაშობს კაცის ნერვებზე. მიდი დაო, შენთან ვართ! გაგიშვებს არა ის smirk
ჰმ... სასწრაფოდ მჭირდება შემდეგი თავი, თაბაგარი ადის ბომბონერითა და შამპანიურით ჩემს მაშკასთან და ცეცხლოვანი წყვილის სუნი მცემს bowtie
მოუთმენლად გელი, ტკბილოო heart_eyes heart_eyes

ჩემი შოკოლადიანი მარწყვიც მოვიდა! joy heart_eyes ესე იგი,რა ხდება..აქ იმ გოგონების სია წერია,ვინც მარტო ცხოვრობს,არ ჰყავს არავინ და ა.შ მეგიც ხომ მარტო ცხოვრობდა? არცისე დიდი სამეგობრო წრე ჰყავდა და მხოლოდ მუშაობდა,სწავლობდა.ჰო და მეგიც სამწუხაროდ მათ ხელში ჩავარდა,ვინც გოგოების გატაცებითაა დაკავებული kissing_heart იმედია კარგად აგიხსენი,მესამე სემინარზე შევდივარ ეხლა და უცებ რაც მოვასწარი,ის დაგიწერე heart_eyes შემდეგი თავიც აი ძალიან მალე იქნება გპირდები:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent