შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბუაწვერას სინდრომი


7-05-2020, 23:32
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 555

“I won't soothe your pain
I won't ease your strain
You'll be waiting in vain
I got nothing for you to gain…”

- ბაბუაწვერას გრძნობები არ გააჩნია, იდიოტო. მიდი მოკრიფე და ჩაუთქვი სასურველი სურვილი.- მითხრა საკუთარ სხეულში ჩასახლებულმა გოგონამ, რომელიც ყველას შაითანის სახელით ეცნობოდა.
- მოგლიჯე ამის დედაც! რაღატო აჭიანურებ?- დაეჭვებული ტონით შეჰკივლა, ბელზებელმა, რომელსაც თმები ყალყზე ჰქონდა დამდგარი სასურველი შედეგის მოლოდინისგან.
- იცი, როგორი სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ვიღაცას ტკენ?!- მძიმედ აღმოთქვა, ლუციფერმა, რომელსაც ვნებისგან გაბრწყინებული თვალები მთლიანად უელავდა.
- ბაბუაწვერას მოწყვეტის დროს იგრძნობ თუ, როგორ წყდება სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არსებული ბარიერი. გაბედე... გაბედე... შეიგრძენი ეს ძალა, რომელიც ცხოვრებას მეტად მომაჯადოვებლად დაგანახებს.- ჩაყვითლებული კბილები გამოაჩინა იქვე მყოფმა ეშმაკმაც.
- თუ მას არ მოწყვეტ, მე მოგკლავ!- ყელში ამოსულმა ჯავრმა, სატანის ზრახვები საჯაროდ გამოიტანა.

„And I'm not scared
Of your stolen power
I see right through you any hour...“

ეზო ბაბუაწვერებით არის მოფენილი. თვალებამღვრეული ზედაპირზე ვწვები და ვცდილობ ჩემი ეშმაკისეული ანარეკლი მათ სამყაროს შევუხიზნო.
- რა ლამაზი ცა არის, არა?- გავიფიქრე ჩუმად ჩემთვის... ისე, რომ ეშმაკებისთვის ეს ბგერები აშკარა არ ყოფილიყო.

საკუთარ სხეულში მყოფმა არსებებმა ციხისმაგვარი გალავნები ააშენეს, საკუთარი რეალური „მე“-ს გასანადგურებლად. სწორედ ამ მომენტში ვფიქრობდი-ხოლმე ყოველგვარ ცხოვრებისეულ ჰარმონიებზე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ეშმაკებმა მომავალი ამიკრძალეს. სულის კედლებზე აბსტრაქტულ ნამუშევრებს ქმნიდნენ და შიგადაშიგ, რაღაც რიტუალის მაგვარად ჰღაღადებდნენ. ნუგეშის გრძნობა კი სადღაც ბნელ კუთხეშია მიგდებული, რომელსაც უკვე აღარავინ აქცევს სათანადო ყურადღებას. იგი მოკვდა. მოკვდა, რადგან მზრუნველობა გაქრა წარმოთქმულ სიტყვებთან ერთად და თანდათანობით გახუნდა. ბაბუაწვერაც ასე გაუფერულდა. არადა იყო დრო, როდესაც მის ფირუზისფერ მაისურს თავისი სიცოცხლის კვალი დარჩენოდა და მეც დამშეული მის სითბოს ვიზიარებდი. სხეულზე ერთიანად ვიკრავდი. ვიტმასნიდი. არ მინდოდა ოდესმე გამქრალიყო. თითქოსდა მის ჩახუტებას მხრებზე შემოვიგდებდი და სახეგაბრწყინებული ქუჩაშიც გავიდოდი. მისი შინაგანი ემოცია ჩემი იყო. ჩემი კი მისი. ბაბუაწვერასი.

„I'm taking it slow
Feeding my flame
Shuffling the cards of your game
And just in time
In the right place
Suddenly I will play my ace...“

ბაბუაწვერა თვალებში მიყურებს.
თითქოს ხვდება, რომ მისი უპირობო მკვლელი უნდა ვყოფილიყავი.
- არ მომკლა რა...- ძლივას აღმოთქვა მან.- მე ხომ, შენი მარტოსულობის ერთადერთი გამზიარებელი ვიყავი?.. თუმცა რა მიკვირს... ადამიანები ქრებიან მაშინ, როცა მათში ბოროტი სულები იწყებენ ბატონობას. მე მაინც მიყვარხარ, ქრისი. შენ მასწავლე რა იყო მეგობრობა. უბრალოდ ცინიკურია, როდესაც საკუთარი მკვლელი შენი ახლო მეგობარი ხდება. თურმე ასეც ხდება. არავის უნდა ენდო.- თქვა და თეთრ, სადედოფლო კაბაზე წითელი სისხლის წვეთები აუკიაფდა.

პ.ს. არ მგონია, რომ ბევრმა ეს ისტორია გაიგოს, მაგრამ მაინც. თუ რაიმე შეხედულება გაქვთ გამიზიარეთ. მაინტერესებს...



№1  offline წევრი ელენე (ნენე)

მომეწონა, კარგი იყო.

 


№2  offline მოდერი Mary Drey

უბრალოდ ნენე
მომეწონა, კარგი იყო.



შენ არ იცი, როგორ გამახარე ამ კომენტარით. მადლობა დიდი. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent