თეოდოსია (თავი 4)
თეოდოსია უსამართლობას ვერასდროს ვერ იტანდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი თავის ოჯახიდან გამოქცევისა და ტყის მისტიკურ ბუნებაში თავის შეხიზნებისა... თეოდოსია ოჯახი წარჩინებული ფენის ქალია. მამამისი- ერეკლე, რომელიც ქართლ-კახეთის მეფე გახლდათ ყოველთვის ცდილობდა თავისი ქალიშვილისთვის მშვიდი სახელმწიფო შეექმნა. ბავშვის განვითარებისათვის ხომ ეს უპირველესყოვლისა იყო. თეოდოსიას დედამისის- ანა არჩვაძის არსებობა სრულიად წაშლილიყო მისი გონებიდან. ბავშვი სულ რაღაც სამი წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, თუმცა როგორც სხვები უყვებოდნენ თეოდოსიას მის შესახებ ხვდებოდა, რომ ყველაზე კეთილი ქალის შვილი ყოფილიყო იგი. ერეკლე მეორე ხშირად უსვამდა ხაზს ქალიშვილის გარეგნობაზე. მას მეტყველი, მწვანე თვალები ჰქონდა. ჟღალი და ამავდროულად გრძელი, ტალღოვანი თმები, რომელიც მუდმივად ყელს უმშვენებდნენ. თეოდოსია დედას ჰგავდა გარეგნობით. ანას მსგავსად მასაც სძაგდა უსამართლობა. ხშირად ცდილობდა, რომ თავისი ქმრისთვის ნათელი გზა გაეკაფა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობა ბუდობდა. ანა არჩვაძის გარდაცვალების შემდგომ, თეოდოსიას ცხოვრება უფრო და უფრო აირია. მამამისის ახალი ცოლი- დოდო დადიანი ყოველთვის ცდილობდა თავისი სახლის ზღურბლიდან ის ახალგაზრდა გაეძევებინა, რომელიც თავისი ქმრის ყოფილ ცოლს ძალიან ჰგავდა. დოდო ხვდებოდა, რომ ერეკლე სხვა შვილებთან ერთად ყველაზე მეტ დროს თეოდოსიას უთმობდა. ეს კი აღიზიანებდა. გარდა ამისა, დედოფალი დოდო დადიანი ხშირად ერეოდა სამეფო საქმეებშიც და როგორც მოსახლეობა აიუწყებოდა იგი ძალიან დიდი ამბიციურობითაც გამოირჩეოდა. როდესაც ერეკლე სახლის ზღურბლს გადაცილდებოდა, მცირეწლოვან ბავშვს ხელით უსწორდებოდა. თეოდოსიას სხეული ახლაც ძალიან ბევრ ნაიარევს იტევს, რომელიც მუდმივად წარსულის გულისამრევ მორევში კარგავდა. თეოდოსია ხშირად ფიქრობდა თუ რა იქნებოდა მაშინ, როდესაც თავისი დედა არ გარდაიცვლებოდა. ალბათ, ერთიანი ოჯახი საკუთარი სახლის ქვეშ ერთად გაატარებდნენ დაუვიწყარ წუთებს. მამამისთანაც არ ექნებოდა დაძაბული ურთიერთობა, იმის მიუხედავად, რომ ერეკლე მუდმივად ცდილობდა საკუთარ ქალიშვილთან მყოფი ბარიელი ამოეძერკვა, თუმცა უშედეგოდ. სემი სტუმრების ოთახში იყო განთავსებული. თვალები დახუჭული ჰქონდა და ღრმა ძილს მისცემოდა. შიგადაშიგ ფარულად ჩაეღიმებოდა-ხოლმე და სწორედ მაგ დროს თითოეულ ცოცხალ არსებას სურდა მის სახის ნაკვთებს შეხებოდა. თეოდოსია სამზარეულოში იყო და როგორც ყოველთვის ფუსფუსებდა. მას ნაირ-ნაირი კერძების გაკეთება ყოველთვის უყვარდა. ახლა განსაკუთრებთ, რადგან სურდა სტუმართან არ შერცხვენილიყო. თეოდოსიას თავისი ჟღალი თმები თავსაკრავით მოერჯულებინა კოხტად. თვალები ვარსკვლავებივით უელავდა და ცდილობდა წარსულის მოუშუშებელი მოგონებები კერძის გაკეთებით გაექარვებინა. ეს მას ხშირად გამოსდიოდა. სემმა მძიმედ გაახილა თავისი ფირუზისფერი თვალები. ერთი მძიმედ ამოიოხრა. თვალები გაუანალიზებლად მოისრისა და წელში გასწორდა, რის შემდგომაც ძვლებმა გამოღვიძება დაუწყეს... შემდგომ კი ნაცნობი სიმფონიით აჟღერდნენ. თავდაპირველად სემს კვლავ ეგონა, რომ გუშინდელი ღამე სიზმარი იყო. ამ იმედით შეპყრობილი სამზარეულოსკენ დაიძრა, საიდანაც მადისამღძვრელი სურნელი გამოდიოდა. თეოდოსია სემის ჩუმი შემოსვლის შემდგომ შეკრთა. გული ძლიერ აუძგერდა, როგორც ეს ხაფანგში გამომწყვდეულ კურდღელს ახასიათებდა. - არ მინდოდა შენი შეშინება... ბოდიში.- თქვა დარცხვენილმა და გამოფიტულ სკამზე ჩამოჯდა. - არაფერია. უბრალოდ მიჩვეული ვარ მარტო ყოფნას. - დიდი ხანია აქ ცხოვრობ? - დიდი ხანი არცაა. რამდენიმე თვის წინ წამოვედი. - მიკვირს შენნაირი ახალგაზრდა ასე თავისუფლად, რომ ცხოვრობს. - მაინც რა აზრი ჰქონდა, სემ? სახლში ისევ გააგრძელებდა, ჩემი დედინაცვალი ჩემს დამცირებას. ძალიან ძნელია ასეთ სიტუაციაში ცხოვრება, როდესაც ყოველ წამს შიშის ქვეშ ხარ მოქცეული. - მესმის, თეოდოსია...- უთხრა მას და თანაგრძნობის ნიშნად, ჟღალთმიანი ქალის თითებს შეეხო. - გესმის?- ცოტა ცინიკური ტონით აღმოთქვა თეოდოსიამ.- რა თქმა უნდა არ გესმის, რადგან შენ არასდროს არ შეგხებიან ხელით. არასდროს არ გაუროზგიხარ სიმართლის თქმის გამო...- ყვირილზე გადავიდა, თეოდოსია, თუმცა სემი თითქოს აქ არაფერიო ისე უყურებდა მას.- ბოდიში...- თქვა ბოლოს თეოდოსიამ, რომელიც გრძნობდა, რომ სემთან მიმართებაში ზედმეტი მოუვიდა.- გუშინდელის მერე უკეთესად გამოიყურები. შოტლანდიიდან, რომ მოდიოდი შემთხვევით თავი რამეს ხომ არ დაარტყი? მაშინებს შენი ასეთი არეული საუბარი ცოტა არ იყოს. - რაზე საუბრობ, თეოდოსია?- ჩაფიქრებული თვალებით ჰკითხა მას, თუმცა გულის სიღრმეში ხვდებოდა რისი თქმაც სურდა ჟღალთმიან ქალს მისთვის. - დავიჯერო აღარ გახსოვს, სემ? გუშინ საღამოს ისეთი სიტყვები თქვი ცოტა არ იყოს შემაშინე! როგორ დაგავიწყდა ამჟამინდელი წელი? კი მაგრამ დავიჯერო ამდენი ხანი მოდიოდი შოტლანდიიდან, რომ წლები წაიშალა, შენს გონებაში?- ჩაიცინა თეოდოსიამ. - თეოდოსია... არ ვიცი. მეთვითონაც გაოცებული ვარ ამ მდგომარეობით. დაზუსტებით ვიცი, რომ ახლა 1349 წელია, მაგრამ ვხვდები, რომ გაზეთი სულ სხვა რამეს მეტყველებს... დაბნეული ვარ, თეოდოსია. ალბათ გადაღლილობის ბრალია.- დაეჭვებით წარმოთქვა სემმა. - იმედი მაქვს ასეა. საჭმელი გავაკეთე... ხომ დამეწვევი, სემ? - მგელივით მშია, არ მოგატყუებ.- რაზეც ორივემ ერთდროულად გაიცინეს. ჯესი თეოდოსიას თვალებში უყურებდა. თითქოს მგლის ნაშიერიც ხვდებოდა პატრონის შინაგან გრძნობებს, რომელიც სემისკენ იხლართებოდა. იხლართებოდა სუროსავით და მთლიანად იპყრობა მას. რამდენიმე თვის შემდგომ... 1762 წლის თერთმეტ იანვარს თეოდოსია გარეთ იყო გასული, თავის ერთგულ მეგობართან- ჯესთან ერთად, რომელიც აქეთ-იქით დარბოდა. ხან წყაროს პირას პირს გაიგრილებდა და ხან ისე გაიქცეოდა, რომ ყველაზე გაწვრთნილ ცხენსაც კი შეშურდებოდა მისი. უეცრად ცა მოიქუფრა და წვიმის წვეთები წამოვიდა. ჟღალთმიანი ქალი სახლის ბილიკებს სირბილით გაუყვა, თუმცა შხაპუნა წვიმას ვერ გადაურჩა. სულმთლად დასველებულიყო. საბრალო ქალი. სიცივისგან სულ კანკალებდა. სემმა თეოდოსიას დანახვისას თითქოს ფარულად ჩაიცინა, რადგან ჟღალთმიანი ქალის აბურდული თმები მართლაც სასაცილოდ გამოიყურებოდა... მითუმეტეს როდესაც ამ სანახაობას გაფითრებულ სახეს დაამატებდით და ამავდროულად ათრთოლებულ სხეულსაც. - რას იცინი, სემ! გაწუწული ვირთხის ყურება ასე ძალიან გახარებს?- ვერც მან შეიკავა სიცილი. - ახლავე პლედს მოგიტან. მანამდე ტანსაცმელი გამოიცვალე.- თქვა სემმა და სიცილ-სიცილით პლედის მოსატანად წავიდა, თუმცა მისი ნაბიჯები მალევე შეჩერდა, რადგამ კარებზე კაკუნი გაისმა. ეს ყოველივე უჩვეულოდ ჩანდა, რადგან სემი უკვე აქ, თეოდოსიას ოჯახში რამდენიმე თვე ცხოვრობდა და აქამდე ამ სახლის ზღურბლში შემოსული არავინ არ უნახავს. - სემ, გააღე რა. შიშველი ვარ. მანამდე შენ გააღე. ნეტავ ვინ უნდა იყოს. ალბათ ამ წვიმაში გზა აებნათ და შეფარება სურთ თავის. სახლში შემოიყვანე, სემ.- გასძახა, თეოდოსიამ... რის შემდგომაც სემიც კარების გასაღებად დაიძრა. - გამარჯობა. თეოდოსია ბაგრატიონი სახლშია?- იკითხა სულმთლად გალუპულმა კაცმა, რომელიც შიგადაშიგ სახლის შიგნით იხედებოდა. დაუპატიჟებელ სტუმარს გრძელი ულვაში ჰქონდა. წვრილი სახე და ამავდროულად სპეციფიკური გარეგნობა. მის შემხედვარე ადამიანს ეგონებოდა, რომ შიმშილისგან იტანჯებოდა. წელზე ფრანგული იარაღი ეკიდა, რომელზედაც შიგადაშიგ თითებს ახებდა. - დიახ, სახლშია შემობრძანდით. ახლავე გამოვა. - დიდი ხანია აქ ცხოვრობთ, ბატონო... - უბრალოდ სემი დამიძახეთ. რამდენიმე თვის წინ შოტლანდიიდან ჩამოვედი. უგონო მდგომარეობაში ღვთისნიერმა ქალბატონმა, თეოდოსიამ მიპოვა და საკუთარი სახლი გამინაწილა.- უცხო კაცი კი კვლავ განაგრძობდა, სემისთვის მწველი მზერის ტყორცვნას. - ანუ ახლო ურთიერთობა გაქვთ, არა?- ზიზღნარევი ტონით წარმოთქვა მან.- მამამის არ ესიამოვნებოდა ვიღაც უცხოელთან, თანაც ქორწინებამდე სარეცელი გაეყო.- სემს ამ სიტყვების გაგონებისთანავე ალმური მოეკიდა გაფითრებულ სახეზე. ხმა აუკანკალდა და რამდენიმე წუთის შემდგომ, როგორც შეეძლო ისეთი მტკიცე ტონით მიუგო. - ჩემს ვაჟკაცობას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ. ისეთი სულმდაბარი არ ვარ, რომ მარტოხელა ქალით ვისარგებლო და სარეცელი გავინაწილო! უმჯობესი იქნება თუ დაუკვირდებით, ბატონო სიტყვებს.- ანთებული თვალებით, მაგრამ ამავდროულად გაწონასწორებული ტონით მიუგო სემმა უცნობს. - ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენს ტრადიციებს სრულიად ეწინააღმდეგება. ბაგრატიონთა შტო ყოველთვის სანაქებო გვარი იყო. იყო, არის და კიდევაც იქნება. თქვენ არ გაქვთ უფლება გაუთხოვარ ქალთან, მითუმეტეს ერეკლე მეფის შვილთან ერთად ცხოვრებისა. - მეფის? კი მაგრამ...- დაბნეულად მიუგო მან უცნობს. - თქვენ რა არ იცოდით?!- ავისმომასწავებლად ჩაიცინა მან. ზუსტად საუბრის დროს, თეოდოსიაც გამოჩნდა ოთახში, რომელიც როგორც მისი სიტყვებიდან ირკვევა მოსმენილი ჰქონდა მათი დაძაბული საუბარი. - გამარჯობა, ირაკლი.- ხალისიანად წარმოთქვა, თეოდოსიამ. - ქალბატონო...- თავი დაუკრა ირაკლიმ მას. - სემ გაიცანი ეს ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარია. თქვენი საუბარი ოთახიდან შემომესმა. უზრდელობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოგახსენოთ ირაკლი, რომ სემი აქ... ამ ოჯახში ჩემი სურვილით ცხოვრობს. სემი კეთილშობილი ადამიანია, რომელსაც ჩემთვის დადებითის მეტი არაფერი გაუკეთებია. ისეთ ტრადიციებს რა ვუთხარი, რომელიც ადამიანობას აუფასურებს. სემი ჩემი სტუმარია და მას ისე მოექეცი, როგორც ეს შეეფერება.- ტონის აუწევლად უთხრა თეოდოსიამ ირაკლის საჭირო სიტყვები. სემს აკვირვებდა, თეოდოსიას ამდაგვარი გარდასახვა. ამ თვეების განმავლობაში მის წინ ყოველთვის ერთი საყვარელი, უთქმელი გოგონა იდგა, რომელსაც თითოეული სიტყვის წარმოთქმა ძალიან უჭირდა, თუმცა ახლა... ზუსტად ამ წამს, სემის წინ (როგორც შოტლანდიაში იტყოდნენ..) ნამდვილი ლედი იდგა წინ. ამის გაფიქრებისთანავე ჩაეღიმა კიდევაც. - როგორც იტყვით ქალბატონო.- თქვა, ირაკლიმ, თუმცა იგრძნობოდა მის გამოხედვაში, როგორი უკმაყოფილო იყო ამ სიტუაციით. - კარგი... აქ მოსვლის თემას დავუბრუნდეთ. რისთვის მოხვედი ამ ამინდში, ირაკლი აქ? ვერ დავიჯერებ, რომ შენი აქ მოსვლის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მონახულება იქნებოდა.- ამაყად მიუგო მას, ჟღალთმიანმა ლედმა. სემი ამ ზეციურ ქმნილებას თვალებგაფართოებული უყურებდა. თითქოს აკვირვებდა ამდენი ხანი მისი არსებობა ამდენად, რომ ვერ შეამჩნია. - არ ვიცი, როგორ გითხრათ ქალბატონო... - პირდაპირ და სწრაფად.- სიტყვა გააწყვეტინა თეოდოსიამ. - მანამდე უმჯობესი იქნება თუ ჩამოჯდებით. ბატონო, ქალბატონს წყალი მოუტანეთ თუ შეიძლება.- რის შემდგომაც თეოდოსიამ გაუჩერებლივ დაუწყო ძგერა. - 1760 წლიდან ერეკლე ავადმყოფობდა, თუმცა მისი პირადი თხოვნით ამის შესახებ არ გაგებინებდით. იგი აქტიურად აგრძელებდა თავისი მიწიდან ქვეყნის მართვას. ფეხები უსივდებოდა, ამბობდნენ წყალმანკი ჰქონდაო. ფეხების შეშუპების მიზეზი სავარაუდოდ გულის უკმარისობა იყო. 1761 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო გაუარესდა. ხუთი იანვრიდან გაუნძრევლად იწვა საწოლში. დღეს კი გამთენიისას, თელავის სამეფო სასახლეში, ერეკლე იმავე ოთახში გარდაიცვალა, სადაც წლების წინ დაიბადა. ვწუხვარ, ქალბატონო...- მძიმედ აღმოთქვა მან. ეტყობოდა, რომ ამ თემაზე საუბარი თვითონაც ძალიან უჭირდა. პ.ს. შთაბეჭდილებები გამიზიარეთ. ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.