შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეოდოსია (თავი 5)


8-05-2020, 23:47
ავტორი Mary Drey
ნანახია 805

“ქალწულნი ეტყჳან სძალსა: რაბამ განშუენდეს ღაწუნი შენნი, ვითარცა გურიტისანი, ყელი შენი, ვითარცა მძივი დაცუმული.”- „ქებათა-ქება სოლომონისა“

- რას ჰქვია გარდაიცვალა?- ცრემლები წასკდა თეოდოსიას. ხის სკამზე მიგდებულივით ჩამოჯდა და აქვითინდა. სემი ჟრალთმიანი ქალისკენ დაიძრა. თანაგრძნობის ნიშნად მხრებზე თითებით ეფერებოდა.
- ტანსაცმელი ჩაალაგეთ, თეოდოსია. სჯობს სასახლისკენ დავიძრათ. იმედია გსურთ მამათქვენის საბოლოოდ ნახვა.
- რა თქმა უნდა...- თქვა სლუკუნით. ფეხზე მძიმედ წამოდგა და თავის ოთახში გაუჩინარდა.

თეოდოსია რამდენიმე წუთში შემოსასველში დაბრუნდა. სემს მიუტრიალდა და ჰკითხა თუ ის რას იზამდა.
- არ ვიცი... ჩემს გზას გავუდგები ალბათ.
- რომელ შენს გზას, სემ?
- არ ვიცი...
- ჩემთან ერთად მოდიხარ.- უთხრა გადაჭრით.


სემი თეოდოსიას შავ ცხენზე იყო მოკალათებული. მის უკან კი თვით ჟღალთმიანი ქალი ჰყავდა დასმული. თეოდოსია სემს წელზე ძლიერად ჰკიდებდა ხელს. ეს ჟესტი კი, შოტლანდიელ ბიჭს უფრო და უფრო აგიჟებდა. მისი გრძნობები ქართველი ქალის მიმართ სხეულში არნახულ, სასიამოვნო სიმფონიას ქმნიდა. თავისი ნება, რომ ყოფილიყო ამ შეგრძნებას არასოდეს არ გააქრობდა თავისი სამყაროდან. როგორ უნდოდა სემს... როგორ უწვავდა ჯერ კიდევ ვერ წარმოთქმული სიტყვები... როგორ უნდოდა თეოდოსის მიმართ რეალური ყოფილიყო. გაეზიარებინა შინაგანი წადილი, თუმცა ეს ფიქრები მას აშინებდა. ვერ ხვდებოდა თეოდოსიას მის მიმართ თუ გააჩნდა რამენაირი გრძნობები.
მთელი გზა სემს შავბნელი ფიქრები აწუხებდა.
მიდიოდა...
მიჰქროდა თეოდოსიას შავი რაშით, რომელიც ზეციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავის მსგავსი ყოფილიყო. რაც უფრო და უფრო უმატებდა ცხენი სიჩქარეს, მით მეტად ეტმასნებოდა სემის სხეულს თეოდოსია. შოტლანდიელ ბიჭს ფარული ღიმილი გადაესახებოდა-ხოლმე სახეზე. ზუსტად იმ მომენტში გრძნობდა თუ როგორ ფერადდებოდა უბედრუკი სამყარო.
სემის თვალები ერთხანს გაოცებული შესცქეროდა ბუმბერაზ კლდეებს, რომლებიც ზეციდან თავმომწონედ გადმოცქეროდა. უგზავნიდა შოტლანდიელ ჭაბუკს იმ სასიცოცხლოდ საჭირო ძალას, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა.
- სულ კანკალებ, თესია...- გაუანალიზებლად წარმოთქვა თეოდოსიას შემოკლებული სახელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეარქვა.
- რა?- გაკვირვებულმა წარმოთქვა გოგონამ.
- წინააღმდეგი ხომ არ ხარ თესია, რომ დაგიძახო?
- თესია? ეს სახელი რატომ?
- ასე უფრო თბილად ჟღერს. მინდა რაიმე განსხვავებული სახელით მოგმართო.
- გასაგებია...
- სულ კანკალებ.- ისევ გაუმეორა შავ რაშზე მყოფმა ჭაბუკმა, თეოდოსიას სიტყვები.
- მართლა?
- კარგად ხარ, თესია?- სახე შეწუხებისგან შეეკუმშა.
- არ ვიცი, სემ... გქონია ისეთი შეგრძნება თითქოს შენ წინაშე სამყარო უფერულდებოდა? ადამიანის დაკარგვა ყველაზე მტკივნეული რამაა მთელს მსოფლიოში. თითქოს მთელი სხეული ერთიანად გიყივისო. გეწვის შენში მყოფი თითოეული ორგანო... ასე თავი ბოლოს, უჩას გარდაცვალების შემდგომ ვიგრძენი.
- მე ვერ გეტყვი ყველაფერი კარგად იქნება, ან დრო ყველაფრის მკურნალი აღმოჩნდება მეთქი... თესია... არ მინდა შენი სხეული ტკივილისგან ცახცახებდეს, როგორც ხის მსუბუქი ტოტები ნიავის შედეგად. მე არ მინდა შენს ნატიფ სახეზე ცრემლების კვალს ვხედავდე...
- რატომ?...
- იმიტომ, რომ მ....- სიტყვა გაუწყდა სემს... რადგან მის წინ სამოთხე გამოისახა.

ბაგრატიონების სახლი თვით დედამიწაზე ჩამოტანილი სამოთხის მსგავსი ყოფილიყო. ეზოში შესვლისთანავე იგრძნობდი მის სიმშვენიერეს, რომელიც პირელივე დანახვისთანავე სასიამოვნო შეგრძნებით გავსებდა.
თეოდოსია ცხენიდან ათრთოლებული ჩამოდის. სახე სულმთლად გაჰფითრებოდა. მის შემხედვარეს ადამიანს ეგონებოდა, რომ გარდაცვლილი ყოფილიყო.
- თავის ოთახშია?- იკითხა ბოლოს მან.
- დიახ, ქალბატონო.
ბაგრატიონების სახლი გარედან თეთრი ფერისა იყო. შიგნით ლამაზად გაწყობილი ნივთები სტუმარს კეთილგანწყობით იპყრობდა. პირველ სართულში, ერთ-ერთ კუთხესთან მეორე სართულზე ასასვლელი კიბე იყო. თეოდოსიამ სწრაფ-სწრაფად აირბინა კიბეები. მას სემიც უკან გაჰყვა, ხოლო ჯესი კუდის ქიცინ-ქიცინით სახლის ზღურბლის შესასვლელთან იყო წამოწოლილი.

რამდენიმე დღის შემდგომ...

- როდის აპირებ წასვლას?- უთხრა თეოდოსიას დოდომ, რომელიც როგორც ყოველთვის ახლაც გამოირჩეოდა თავისი დამახასიათებელი უტაქტობით.
- ვგონებ იმედების გაცრუება მომიწევს, დოდო. აქედან წასვლას არ ვაპირებ. იმედია არ გავიწყდებათ, რომ ეს სახლი ჩემია.- ნიშნისმოგებით უპასუხა ჟღალთმიანმა ქალმა დედინაცვალს. შიგადაშიგ ფანჯრის რაფისკენ გააპარებდა-ხოლმე მზერას. თვალს შეავლებდა სემს, რომელიც ჯესის ეზოში ეთამაშებოდა. მგლის ნაშიერი თოვლში ნებირვობდა. ხან შოტლანდიელი კაცისკენ გაიქცეოდა და ხან მის თითებზე ნაზად შეეხებოდა-ხოლმე თეთრი ეშვებით.
- ეს მგლის ლეკვი საერთოდ საიდან მოათრიე, თეოდოსია? ან ეს უცხოელი კაცი. სხვები რას იფიქრებს? ჩვენს ოჯახში, შენ შოტლანდიელი ყმაწვილი შემოიყვანე. ახლავე დაუძახე სემს... თუ რაც ჰქვია. ვერ ავიტან, ჩვენს ოჯახს ნაცარი შეაყაროთ. ხალხმა ერთად უკვე დაგინახათ. შენ ბაგრატიონი ხარ, თეოდოსია. უნდა გესმოდეს ეს ყოველივე!
- უკაცრავად? რატომ უნდა დავუძახო?
- შენ არ დაუძახებ? მაშინ მე ვიზამ ამას... თავს ნუ შეიწუხებ.- თქვა თავისი ამპარტავნული მიმიკებით და საჯდომის ქნევა-ქნევით ფანჯრისკენ დაიძრა.

სემი დოდოს ხმაზე შეკრთა. ზოგადად მიუჩვეველი იყო ამ ქალთან საუბარს, რადგან უმეტესწილად იგი ყურადღების ღირსადაც არ თვლიდა-ხოლმე. ჩოტლანდიელი ყმაწვილი ნაჩქარევად ამოვიდა მეორე სართულზე და პირდაპირ დოდოს წინაშე დადგა. თითქოს დასჯილი ბავშვი ყოფილიყოს...
- სასაუბრო გვაქვს, სემ!- მიუგო დოდომ მას.
- გისმენთ, ქალბატონო.
- მთელი ქალაქი თქვენს ჩამოსვლაზე საუბრობს. ერთად დაგინახეს ცხენზე მყოფნი, თუ როგორ მისეირნობდით ხელი-ხელჩაკიდებულნი ტყეში. სემ... მე ყოველთვის ჩემი ოჯახის რეპუტაციას წინა ფლაგზე დავაყენებ. არავის მივცემ უფლებას, რომ ამ ყოველივეში ხელი შემიშალოს.. თუნდაც ის ადამიანი, ჩემი ოჯახის წევრი იყოს. ბევრი ფიქრის შემდგომ გადავწყვიტე, რომ უნდა დაქორწინდეთ!- თქვა წარბდაუხამხამებლად. თითქოს ასეთი მარტივი თემა არც არაფერი ყოფილიყოს.
- დავქორწინდეთ?!- ერთხმად წამოიყვირეს თეოდოსიამ და სემმა. ერთმანეთს შეშფოთებული სახეებით გადახედეს... თითქოს ეჭვი ეპარებოდათ მოსმენილი სიტყვების რეალობაში.
- ეს ყველაფერი ძალიან მალე და მარტივად უნდა მოგვარდეს. ვიტყვით, რომ საიდუმლოდ ტოვებდით თქვენს ურთიერთობას. ოჯახის შექმნა ერთადერთი საშუალებაა საზოგადოების რეაქციის ჩასახშობად. სემ... შენ თუ თეოდოსია გიყვარს, უნდა უფრთხილდებოდე მის რეპუტაციას. თუ არ გექნებათ ქორწილი საზოგადოება კვლავ გააგრძელებს ქალბატონის აბუჩად აგდებას... ნუთუ თქვენ ეს გინდათ?- რქებშესხმული ურჩხული თითქოს სადღაც გაქრა და მათ წინ ფრთაშესხმული ანგელოზი დამდგარიყო, რომელიც ყველაზე ყალბ ნიღაბს ატარებდა.
- ეს დაუშვებელია... ისეთ საზოგადოებას რა ვუთხარი, რომელიც მეგობრობის არსს ვერ ხედავს!- წამოიძახა თეოდოსიამ და ოთახიდან გაუჩინარდა.


თეოდოსიამ ღამის წყვდიადთან ერთად დაკარგა შინაგანი ძალაც. საკუთარ სხეულს შორიდანვე აკვირდებოდა... თითქოს მისი საერთოდაც არ ყოფილიყო. ქართველ ქალს სულს უწვავდა, როდესაც ამჩნევდა, რომ მოსახლეობამ დიდი ხნის წინ დაივიწყეს ერთმანეთი. გააუფასურეს ყოველგვარი ადამიანური ღირებულებანი... ხვდებოდა თეოდოსია... მას ბედნიერება არ ეწერა ისეთ ადგილას, სადაც უსამართლობა იჩენდა თავს. ვერ იქნებოდა ბედნიერი, სადაც ბრბო ადამიანის ცხოვრებას უპირობოდ განაგებს.
სწორედ იმ საღამოს, როდესაც ზამთრის სუსხი ჯერ კიდევ ძლიერად იყო გაბატონებული გარემოში თეოდოსიასკენ სემი წამოვიდა. კი... ხშირად მიდიოდა თეოდოსიასთან სემი, თუმცა ის ნაბიჯები უწინდელის მსგავსი არ ყოფილა. მის ნაბიჯებს სხვანაირი სურნელი ჰქონდა... ალბათ, თეოდოსიას სუნი.
- გეძებდი, თესია...
- მენატრებოდი...
- მართლა?
- ძალიან, მენატერბოდი, სემ.
- ვგრძნობ, რომ განიცდი ჩვენს მომავალ ქორწილს, ძვირფასო.
- ბრბომ ჩემი ცხოვრება დაანგრია.- თქვა და მწარედ ატირდა, თეოდოსია.
- გთხოვ, არ იტირო რა...- თხოვნითა და ამავდროულად ვნებით აღსავსე ტონით უთხრა ქართველ, ჟღალთმიან ქალს. - იქნებ ასე სჯობს? ჩვენ ოჯახის შემდგომ-ხომ აღარავინ დაგვაშორებს, თესია. მარადიულად ვიქნებით. ასე უსასრულოდ. განა შენც ეს არ გინდოდა, ძვირფასო?
- რა თქმა უნდა მინდოდა, მაგრამ ოჯახის შექმნა ძალიან ზედმეტია, სემ!
- შენთვის არავის არ უთქვამს თუ რა ლამაზი ხარ, როდესაც ღრმა ფიქრები გიპყრობს?
- შენ რას აკეთებ ახლა, მაბავ?- თვალებმოჭუტვით ჰკითხა თეოდოსიამ სემს.
- შებმა არც მჭირდება, როდესაც ისედაც ჩემი ხარ...- მძიმედ აღმოთქვა სემმა და ნელ-ნელა თეოდოსიისკენ მიიწეოდა.
სემს გონებაში სრული სიბნელე იყო დასადგურებული. ამ უკუნეთში მხოლოდ და მხოლოდ ნათელი სხივი ჩნდებოდა, ისიც თეოდოსიის სიტყვების გაჟღერებისას.
- ნუ გეშინია, თესია... მე და შენ ერთმანეთს ვგავართ. შენ ჩემი წყალი ხარ, რომელიც მუდმივად იღვრება ჩემს სხეულში.-უთხრა საყვარელ ქალს და ლოყაზე ცხვირის წვერით ნაზად შეეხო.
თეოდოსიას სხეულში აქამდე ძალიან უცნობი გრძნობა ვრცელდებოდა, რომელიც ერთიანად მთელ გალაქტიკაში არნახული ელექტროდენივით ნუსხავდა. ასე ეგონა თითქოს მის სხეულში, ამ სამყაროში ყველა პეპელა ერთიანად შლიდა ფრთებს... მასში ისინი ცოცხლობდნენ. ისევე, როგორც სემი ქართველი ქალის გონებაში.
- მიყვარხარ, თესია... ბოდიში, რომ მხოლოდ ახლა მოვახერხე ამის გამხელა... მიყვარხარ და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გერქმევა...
- ეს დაუჯერებელია...- ვნებითაღსავსე სიტყვები აღმოხდა თეოდოსიას, რომელსაც შოტლანდიელი კაცის სახის ნაკვთებზე ჰქონდა თავისი თითები შეხებული და ნაზად ეფერებოდა მას.
- ზოგჯერ უბრალოდ ვერ ამჩნევ, რომ შენი ცხოვრების მეგზური შენ გვერდით მყოფი პიროვნებაა.

შოტლანდიელ ყმაწვილსა და ქართველ ქალს შორის მანძილი უფრო და უფრო მცირდებოდა. ერთმანეთის გახშირებულ სუნთქვას უსმენდნენ... ცდილობდნენ ერთი მზერით, ერთმანეთის შინაგანი სამყარო უსიტყვოდ ამოეკითხათ.
- მიყვარხარ, თესია... უბრალოდ, ყოველთვის გახსოვდეს ეს!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent