შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური სამყარო

9-05-2020, 02:38
ავტორი Ni♥♥
ნანახია 1 183

გამარჯობათ, ახლა ვწერ იმას, რაც დარწმუნებული ვარ სხვებსაც უგრძვნიათ, გადაუტანიათ. ვწერ არა რაიმე მიზნისთვის, არამედ იმისთვის, რომ გულს უნდა ასე. ხშირად დგება ჩემს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როდესაც ძალიან ბევრი ფიქრი ერთად იყრის თავს ჩემს გონებაში და თავს ვერ ვიხსნი. არ შემიძლია მივიდე ვინმესთან და მოვუყვე რა მაფიქრებს, რა მადარდებს და ზოგადად რა მინდა ცხოვრებაში, ეს არა იმიტომ, რომ არ მყავს ასეთი ადამიანი, უბრალოდ არ შემიძლია, რაღაც მაფერხებს, ვერ ვუყრი სიტყვებს თავს და საკუთარ თავში ვიკეტები. ასე ხდებოდა პატარაობიდან, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩემი საზრუნავი მხოლოდ თამაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ თამაშის გარდა ბევრი სხვა რამ არ მაძლევდა მოსვენებას. ხშირად ვტიროდი ხშირად ვგრძნობდი თავს მარტო, ხშირად ვგრძნობდი ადამიანებისგან გარიყვას. იყო დრო, როდესაც აღარ მინდოდა თუნდაც სკოლაში წასვლა, რადგან მაწუხებდა პრობლემა, რის გამოც თანატოლებისგან დაცინვას ვიღებდი, იმ მომენტში სულ მინდოდა გავქცეულიყავი, ან მეტირა, ვინმესგან მეგრძნო მზრუნველობა მაგრამ არა ადგილზე ვშეშდებოდი და ვიყინებოდი, ვერ ვამბობდი ერთ სიტყვასაც კი, ვერც მათ შეჩერებას ვახერხებდი, ამ ყველაფერმა კი დიდი ზიანი მიაყენა ჩემს ფსიქიკას, უამრავ ღამეს ვათენებდი ტირილში თანაც ისე, რომ დედას არ გაეგო არ მინდოდა გული სტკენოდა და ენერვიულა. ვახერხებდი კიდეც დამალვას. იყო პერიოდიც როდესაც მშობლები დაშორდნენ, დედა დროებით საზღვარგარეთ წავიდა, რამაც უფრო დაამძიმა ჩემი მდგომარეობა. ვხედავდი ბავშვები როგორ ეხუტებოდნენ საკუთარ მშობლებს მე კი ეს არ შემეძლო. სახლში მისულს მხოლოდ ბებია და პაპა მხვდებოდნენ, სკოლაში მშობელთა კრებაზე დედის ნაცვლად ბებია იჯდა. სახლში ხშირად ვიმალებოდი და დედის მაისურს დავსტიროდი მისი მონატრებისგან, ერთხელ ბებიამაც მომისწრო და ძალიან ვინერვიულე ყველაზე მეტად რაც არ მინდოდა ის მოხდა. მაგრამ ბევრი მტკივნეული დღე დამთავრდა, როდესაც დედა დაბრუნდა. მას შემდეგ ვცდილობ, რომ დედა გვერდით მყავდეს, როცა ერთად ვართ მის გარეშე ვერ ვიძინებ. მშობლები შერიგდნენ, მაგრამ დედას ყოველთვის ვთხოვდი, რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო. უხერხულუა ალბათ, მაგრამ დღემდე მის გვერდით მძინავს. გავიზარდე, შემეცვალა შეხედულებები და თითქოს გავძლიერდი, მაგრამ მოგონებები არასდროს მტოვებს, არც ფიქრები ქრება. ერთადერთი გამოსავალი ფიქრების განსქარვებლად წერა აღმოჩნდა, რდესაც ფიქრები შემომაწვება და თავს ცუდად ვგრძნობ, მაშინვე ვიწყებ წერას, ვწერ იმაზე, რასაც იმ წუთას განვიცდი და შემდეგ ვკითხულობ, თითქოს ეს მეხმარება დამშვიდებაში შემდეგ ჩემს ნაწერს ვშლი ან ვხევ და ვყრი, არ მინდა მისი სხვა დროს წაკითხვა ან ვინმემ რომ წაიკითხოს. პირველად ხდება, როდესაც ასეთ საკითხზე ღიად ვწერ და შესაძლებელია, რომ ვინმემ წაიკითხოს. და ახლა ახლა რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. არაფერი, უბრალოდ შევეგუე, რომ ფიქრები ხშირად მჭამენ. ყოველ დღე ვდგავ ნაბიჯებს, ზოგჯერ სწორს, ზოგჯერ და უფრო ხშირად არასწორს, რაც ჩემს გონებას ვნებს, მაგრამ არა სპეციალურად. უბრალოდ ყველაფრის მიუხედავად ვერ ვისწავლე, რომ ადვილად არ ვენდო. რომ ბევრი ბოროტი ადამიანია ამ სამყაროში. მგონია, რომ კარგები არიან და არ შევცდი, როდესაც ვენდე. თუმცა ხშირად ვცდები. ბევრი შემოვუშვი ჩემს ცხოვრებაში და ბევრიც შეცდომის გამო გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან. არავინ არ დამიბრუნებია უკან მათი სურვილის მიუხედავად. ძალიან მინდა ვიპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემიანი იქნება, ისეთი რომელიც გულწრფელად მიმიღებს და არ იქნება ჩემთან რაიმე მიზეზით ან მიზნით. ასევე მინდა და ვცდილობ გავაკეთო ის, რაც მე და ჩემს გარშემო მყოფებს გაგვაბედნიერებს. მინდა ჩემს ცხოვრებაში კარგი უფრო მეტი ხდებოდეს. მინდა არ მეშინოდეს დაღამების, რომ ისევ ფიქრებმა არ შემაწუხონ. გული მინდა, გული, რომელიც სიხარულითაა სავსე და არა სევდით :)

მესმის, იპოვე გზა რომ ეს ყველაფერი გადალახო, მე მაგალითდ, რასაც ვგრძნობ, ყველაფერს ვწერ დღიურში, იქნებ შენც გიშველოს? სცადე, თუ მაინც არ გიშველა, გაიჩინე მეგობარი, ან დაუბრუნდი იმას ვინც წინააღმდეგი იყო, შენგან შორს ყოფილიყო, დამიჯერე ნამდვილი მეგობარი გჭირდება, მე ღმერთს მადლობას ვუხდი რადგან ბავშვობის მეგობრებრები მყავს, ერთად გავიზარდეთ და უკვე შვიდნი ვართ, კიდევ ორი საუკეთესო დაქალი მყავს, თუმცა მე არ მინდა რომ მათ ჩემი ტკივილი განიცადონ, ამიტომ ავდექი და დღიურში წერა დავიწყე, შენც რაიმე ამდაგვარი გზა გამონახე, ზოგი საერთოდ შოკოლადებში პოულობს ხსნას, ზოგიც უბრალოდ საკუთარ ცხოველს, ფრინველს ან დათუნიას ელაპარაკება, იმედია შეიძენ მეგიბრებს, იპოვი ნამდვილ სიყვარულს და არ იქნები მოწყენილი, რადგან რაც უფრო ბედნიერი ხარ, მით უფრო ფერადია სამყარო.
იმედია ჩემი რჩებვები რაიმეში გამოგადგება, იყავი ბედნიერი და იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა რომ ცხოვრობდე ^_^

№2  offline წევრი Ni♥♥

სიყვარული გულს გვტკენს

ძალიან დიდი მადლობა რჩევისთვის ????????

№3 სტუმარი ნეკერჩხლის ფოთოლი

როგორც ჩანს ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხარ და ბევრ რაღაცას უშვებ გულთან ახლოს, მეც ეგრე ვიყავი მაგრამ დროის გასვლის შემდეგ შევიცვალე.. მეგობრები მეც არ მყავს და ნამდვილად საჭიროა ადამიანს ჰყავდეს თუნდაც ერთი ისეთი მეგობარი, რომელსაც ყველაფერს მოუყვება და მისგან რჩევებს მიიღებს.. ეცადე ვინმე იპოვო, რომელიც ნამდვილ მეგობრობას გაგიწევს და კიდევ შეეცადე, რომ ყველაფერი გულთან ძალიან ახლოს არ მიუშვა, უნდა გააცნობიერო ის, რომ ჩვენთვის საყვარელი ადამიანები მუდმივად ჩვენთან არ იქნებიან, და კიდევ, ძალიან დამოკიდებული ნუ იქნები მშობლებზე.. და ბოლო რჩევა, რასაც გრძნობ, რასაც განიცდი, სჯობს პირდაპირ თქვა, თუ ვინმე გაწყენინებს ან გულს გატკენს პირდაპირ უთხარი.. ასე ნაკლებად ნაწყენი დარჩები და ისინიც მიხვდებიან რომ არასწორად იქცევიან.

№4  offline წევრი Ni♥♥

ნეკერჩხლის ფოთოლი

ძალიან დიდი მადლობა <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent