შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი {4}


9-05-2020, 21:00
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 406

დიდი, ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა ავტომობილი და სათვალეების ზემოდან გახედა არე-მარეს.
მწვანედ მობიბინე ეზოდან კარგად მოჩანდა, გაწურული ნინიას სხეული, რომელიც მოშორებით იჯდა და რაღაცას გაჰყურებდა. სახლიდან მხიარული ხმა გამოდიოდა, რომელიც გოგონასთან შედრებით ზედმეტად კონტრასტული ეჩვენა ფანგანს.
მანქანის კარი ხმაურით დახურა და ქუსლიანის კაკუნით გადალახა გზისა და სახლის ზღვარი.
უცხო სტუმრის დანახვაზე დიდი ძაღლი მაშინვე წამოენთქო, მაგრამ ყელზე მომდგარმა ჯაჭვმა მაშინვე შეახსენა თავი და კუდის ქიცინით დაელოდა სტუმრის ქმედებას.
კიდევ ერთხელ გააპარა მზერა გოგონასკენ, რომელიც ვერ ამჩნევდა მას და მისაღების ზღურბლს გადააბიჯა.
არავის ყურადღება არ უგრძვნია მანამ სანამ ჩანგალი ჭიქას არ მიარტყა მთელი ძალით.
-გამარჯობათ! ზიზღით წარმოთქვა სიტყვა და მის წინ მჯდარ, წვერიან კაცს ჩააშტერდა.
-ეს ვინ არის? იჯახში ამტყდარი ჩოჩქოლის გამო ნინიაც სახლში გაჩნდა.
-როგორ გაგაცნოთ ჩემი თავი? სკამზე დამჯდარმა, მთელი ძალები მოიკრიბა, რომ არ ენერვიულა და მათთვის არ დაენახებინა.
-ამოღერღე ქალო! მისკენ წამოსული კაცი, სხვამ გააჩერა.
-ნინიას ფსიქოლოგი ვარ!
-ამის დედაც, მოგკლავ შე ! დისკენ გაწეულს შუაში ოსტატურად ჩაუდგა ფანგანი და მისი გაცხოველებული მზერით აათვალიერა უფროსი სამხარაძე.
-კარგად მომისმინე, მეორედ არ გავიმეორებ, არც დამჭირდება იცი რატომ? შემიძლია აქვე დავასრულო შენი კაცობა! თუმცა რა კაცობაზე გელაპარაკები, სულით ჩია ადამიანი ხარ!
ვინ გაბედავს თუნდაც მცირე დისკომფორტი შეუქმნათ მას საქმე ჩემთან გექნებათ.
-შენ ვინ ხარ რომ? როგორ მიგყავს?
-შენ ვინ ხარ? მისი ვინ ხარ გეკითხები!
ტონს ყურადღებას აღარ აქცევდა, იმდენად იყო გაცხოველებული მხოლოდ ის სურდა, ყველა დაეგლიჯა, სათითაოდ დაემახინჯებინა აქ მყოფნი.
-მე მისი საქმეო ვარ!
-შე ნაბი*ვარო! ამოიხრიალა ანომ და ლოყა წამის მეასედში აეწვა.
ვერც კი მიხვდა, რომ გაარტყეს.
-ჯანდაბა, თქვენი კაცობა ესაა? სიტყვები გადმოაფურთხა ანომ და ძლიერად ჩაკიდა ხელი კართან აწურულ ნინიას.
-მიმყავს მეთქი! ვინმე დამიდგება წინ?
-გოგო შენ ხო არ გააფრინე? არ ისვენებდა უფროსი სამხარაძე.
-მანამ გეფიქრა, სანამ გაათხოვებას დააძალებდი. გეუბნებით მიმყავს.
-გაგანადგურებთ!
-სცადე! საჩვენებელი თითი აუფრიალა და ნინას ჩაავლო ხელი...

მერე აღარაფერი ახსოვს. მუცელში ყრუ ტკივილი, ნინიას განწირული კივილი და კაცის გინებით დაყრუებული სივრცე.

----
თვალი თეთრად შეღებილ პალატაში გაახილა, რომლის კედლები წამლის სუნით იყო გაჟღენთილი. თავთან ისევ არეშიძე, რომ დალანდა ოდნავ მოექუფრა სახე და ფანჯარას გაუსწორა მზერა.
-ანო, რას აკეთებ? მეგობრის კითხვაზე მოჩვენებითი ღიმილი აიკრა სახეზე.
-რას თამუნა? თვალებ დაწვრილებულმა ახედა მეგობარს.
-ჯანდაბა ანო გიჩივლეს.
ხმა მაღლა გაეცინა ფანგანს. არეშიძე დუმდა.
-ვინ მიჩივლა? იმ ნაბიჭვარმა? ხელები გაასავსავა ანომ.
-სანდრო აგვარებს ყველაფერს, უფრო სწორად მისი ადვოკატი.
-როგორ გეკადრებათ? გუნდმა ჩემი დაცვა გადაწვიტეთ? მადლობა არეშიზე, არ მჭირდება თქვენი დახმარება.
-ანო ცუდად ხარ!
-მართლა? ჯანდაბას ჩემი თავი, როცა ორსული გოგონაა სასტიკად ნაცემი, სადღაც აყროლებულ სარდაფში და მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ ღმერთმა მიატოვა.
-ანო ეს შენ არ გეხება.
-შენ ვინ ხარ? ვინ? ადამიანიბა სად წაიღეთ ყველამ? სად?
-ადამიანობაზე მაშინ არ ფიქრობდი საკუთარი შვილი მუცელში, რომ მოკალი?
ისე ეტკინა ქალის ეს კითხვა, მთელი სხეული გაუბუჟდა. ვერაფერს გრძნობდა, ვერც ტიროდა...
-გაეთრიე! ძლივს ამოთქვა ეს ერთი სიტყვა და თავზე დამტყდარი ტკივილი ერთიანად ამოხეთქა.
-გაეთრიე და აღარ დაბრუნდე გესმის? გაეთრიე! ღრიალებდა ფანგანი. მაშინაც კი, როდესაც თამუნა მის ოთახში აღარ იყო.

დამამშვიდებელი გაუკეთეს. თვალებ დაბინდული იწვა გაუნძრევლად და თეთრ ჭერს არ აშორებდა თვალს. კარის ხმაზე ოდნავ გადასწია თავი მარჯვნივ.
-ბატონო სანდრო! მთელი ირონიით წამოისროლა სახელი და ისევ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა.
-გაგიჟდი? კაცის ყვირილზე უფრო მეტად დაეძაბა მხედველობა.
-ფსევდო მზრუნველობა ჩართეთ შენ და არეშიძემ?
-ვიღაც სი*ებთან მარტო მიდიხარ იმის გამო, რომ იქიდან მათი ოჯახის წევრი გაიტაცო?
ამაღლობელის ნათქვამ აბსურდზე ხმა მაღლა გაიცინა ანომ და ჯიქურად ჩააშტერდა მონატრებულ თვალებს.
-არავის გატაცებას არ ვაპირებდი...
-ჯანდაბა, დედას ვუტირებ ხომ იცი? ხომ იცი შენს ტკივილს არავის ვაპტიებ ანო! ქალის სახესთან დახრილმა, მკაფიოდ აღიქვა დალურჯებული თვალი.
მთელი სხეული უთრთოდა ბრაზისგან, რომლის ზომა ნელ-ნელა იზრდებოდა მის სხეულში.
-არავის დახმარება მჭირდება გესმის? მითუმეტეს შენი.
-ანო.
-წადი სანდრო. შენს მეგობარ არეშიძეს ხელი ჩაკიდე და წადით.
-ანალიზების პასუხს მე ავიღებ.
მხოლოდ ეს მიაძახა კარში მდგომმა და მერე ისევ მარტო დატოვა.
****
სავადმყოფოდან სამ დღეში გაწერეს.
გამოვიდა თუ არა ესევე მის ძმას დემნას დაურეკა.
-დემნა! მონატრებულ ხმაზე ცრემლები წამოუვიდა.
-დამეხმარე დემნა!
მხოლოდ ეს უთხრა და მერე მისამართი გაუგზავნა.
არც მეტი არც ნაკლები ნინია სამხარაძის მისამართი.

****
კაბინეტში, ბექაურთან ერთად იჯდა და ნება-ნება წრუპავდა ვისკს. ხმას არც ერთი იღებდა და არც-მეორე.
ერთს არ დაბადებული შვილი სტკიოდა, მეორეს მეგობარი.
-როგორ გაიმეტა? ჭიქა კედლის მიმართულებით გაიქნია და მინის ჭურჭელიხ მთელი ძალით შეეხეთქა, შინდისფერ კედელს.
-იქნებ შენი არ იყო?
-მეკაიფები? რა გინდა ვიფიქრო, რომ სხვასთან იყო? სისულელეა, აბსურდია გესმის? მხოლოდ მე ვიყავი, მე და არავინ სხვა.
-რას აპირებ!
-ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვიქცევ. არ ვაპატიებ! ჩემი შვილის მკვლელობას არ ვაპატიებ.
-კი მაგრამ სანდრო, მისიც ხომ იყო?
-არ დაიწყო! თითი გამაფრთხილებლად აუქნია მეგობარს და შავად შეღებილ კარში გაუჩინარდა.

----
საღამო მშვიდობის მეგობრებო! იმედი მაქვს მოგეწონებათ!



№1 სტუმარი სტუმარი ქეთო

კარგი სიუჟეტია და კარგადაც წერ. მაგრამ დალაგება აკლია. თითქოს სკუპ-სკუპით ხტები ერთი მოქმედებიდან მეორეში. ეს ცოტა მაბნევს.

 


№2  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ქეთო
კარგი სიუჟეტია და კარგადაც წერ. მაგრამ დალაგება აკლია. თითქოს სკუპ-სკუპით ხტები ერთი მოქმედებიდან მეორეში. ეს ცოტა მაბნევს.
აუცილებლად ვეცდები გამოვასწორო❤️

 


№3 სტუმარი ტაისა

გამიხარდა, რომ დაგინახე.
სულ გეუბნები, რომ კარგი ნიჭი გაქვს , აი კარგი სიუჟეტი გაქვს თავში , მაგრამ ცოტა ვრცელი თავები უნდ აწერო, უფრო საინტერესოდ რომ იკითხებოდეს ისტორია. ❤


არ ვიცი, სანდრო ცოტა მაბნევს, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ანომ . ყოველ შემთხვევაში მიხარია, რომ მოქმედებას იწყებს.
გელიი

 


№4  offline წევრი ქეთათო4

ტაისა
გამიხარდა, რომ დაგინახე.
სულ გეუბნები, რომ კარგი ნიჭი გაქვს , აი კარგი სიუჟეტი გაქვს თავში , მაგრამ ცოტა ვრცელი თავები უნდ აწერო, უფრო საინტერესოდ რომ იკითხებოდეს ისტორია. ❤

მიხარია შენი კომენტარი ძალიან! ❤️ ვეცდები თავები გავზარდო❤️


არ ვიცი, სანდრო ცოტა მაბნევს, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ანომ . ყოველ შემთხვევაში მიხარია, რომ მოქმედებას იწყებს.
გელიი

 


№5  offline წევრი tamuna.s

მთლიანობაში სიუჟეტი ცუდი არაა, მაგრამ დალაგება ჭირდება. მიზეზი ვერ გავიგე, რატომ გაიკეთა აბორტი, ისეთი გოგო არაა რომ “ვაიმე ხალხი რას იფიქრებს“ მიზეზი მოეშორებინა ბავშვი, პრეზიდენტის საყვარლიბას არ შეუშინდა და მარტხელა დედიბამ შეაშინა? რიცა ზრდასრული ჩამოყალიბებული და შემდგარი გოგოა. ან ის დეა ვინაა, არსად ჩანს ის რომ სანდროს სხვა ქალის სიყვარულით კვდებიდეს და ანოსთან მხოლოდ სექსის გამო იყოს. უფრო უკეთ თუ გაგვაცნობ გმირებს და სიუჟეტს გაშლი კარგი იქნება.

მთლიანობაში სიუჟეტი ცუდი არაა, მაგრამ დალაგება ჭირდება. მიზეზი ვერ გავიგე, რატომ გაიკეთა აბორტი, ისეთი გოგო არაა რომ “ვაიმე ხალხი რას იფიქრებს“ მიზეზით მოეშორებინა ბავშვი, პრეზიდენტის საყვარლიბას არ შეუშინდა და მარტოხელა დედობამ შეაშინა? როცა ზრდასრული ჩამოყალიბებული და შემდგარი გოგოა. ან ის დეა ვინაა, არსად ჩანს ის რომ სანდრო სხვა ქალის სიყვარულით კვდებოდეს და ანოსთან მხოლოდ სექსის გამო იყოს. უფრო უკეთ თუ გაგვაცნობ გმირებს და სიუჟეტს გაშლი კარგი იქნება.

 


№6  offline წევრი ქეთათო4

tamuna.s
მთლიანობაში სიუჟეტი ცუდი არაა, მაგრამ დალაგება ჭირდება. მიზეზი ვერ გავიგე, რატომ გაიკეთა აბორტი, ისეთი გოგო არაა რომ “ვაიმე ხალხი რას იფიქრებს“ მიზეზი მოეშორებინა ბავშვი, პრეზიდენტის საყვარლიბას არ შეუშინდა და მარტხელა დედიბამ შეაშინა? რიცა ზრდასრული ჩამოყალიბებული და შემდგარი გოგოა. ან ის დეა ვინაა, არსად ჩანს ის რომ სანდროს სხვა ქალის სიყვარულით კვდებიდეს და ანოსთან მხოლოდ სექსის გამო იყოს. უფრო უკეთ თუ გაგვაცნობ გმირებს და სიუჟეტს გაშლი კარგი იქნება.

მთლიანობაში სიუჟეტი ცუდი არაა, მაგრამ დალაგება ჭირდება. მიზეზი ვერ გავიგე, რატომ გაიკეთა აბორტი, ისეთი გოგო არაა რომ “ვაიმე ხალხი რას იფიქრებს“ მიზეზით მოეშორებინა ბავშვი, პრეზიდენტის საყვარლიბას არ შეუშინდა და მარტოხელა დედობამ შეაშინა? როცა ზრდასრული ჩამოყალიბებული და შემდგარი გოგოა. ან ის დეა ვინაა, არსად ჩანს ის რომ სანდრო სხვა ქალის სიყვარულით კვდებოდეს და ანოსთან მხოლოდ სექსის გამო იყოს. უფრო უკეთ თუ გაგვაცნობ გმირებს და სიუჟეტს გაშლი კარგი იქნება.

ვეცდები აუცილებლად დაგანახოთ ყველა გკირის როლი ამ მითხრობაში და სიყჟეტიც გავშალო!❤️ მადლობა, რომ კითხულობ! <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ქეთი

კარგი გოგო ხარ , უთუოდ კარგი სიუჟეტი გაქვს, მაგრამ უფრო ოპერატიულად უნდა დადო თავები და ცოტა მოცულობაშიც გაზარდო ????

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა უბრალოდ რას ვერ ვიგებ იცით ქალს რომ მიატოვებენ და მერე უნდათ შვილი დგანან იმუქრებიან ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent