შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეოდოსია (თავი 6)


9-05-2020, 22:11
ავტორი Mary Drey
ნანახია 769

მზის სხივები, თეოდოსიას ფანჯრის რაფას ფრთხილად შეეხო... თითქოს ეშინოდათ, რომ ქალბატონი ბაგრატიონი არ გაეღვიძებინათ. არ დაერღვიათ, ის სიზმრის ფერთა გამა, რომელიც ჟღალთმიან ქალს ღიმილის მიზეზად ევლინებოდა.
თეოდოსიასთვის ბოლოს, რომ გეკითხათ თუ როდის იყო ასეთი ბედნიერი ვერ გიპასუხებდათ, რადგან მისთვის ცხოვრება ყოველთვის ნეგატიურობასთან ასოცირდებოდა. მისი გარშემო მყოფნი ვერასოდეს ვერ ხვდებოდნენ, თეოდოსიას ღრმა თვალებში ჩამალულ სევდას, რომელიც შიგადაშიგ ფსკერზე ამოსვლისას აკიაფდებოდა-ხოლმე... მათ ქალბატონი ბაგრატიონი ყოველთვის მეოცნებე გოგონად მიაჩნდათ, თუმცა ყურადღებას აღარ აქცევდნენ, როგორ უბილწავდა ბავშვურ სულს შემოპარული ნაღველი. სევდას, სევდა ემატებოდა და საბოლოოდ ერთ დიდ გაუგებრობად წარმოიქმნებოდა.
თეოდოსიას ნაზ ნაკვთებს როგორც იქნა შეეხო მზის საბოლოო სხივიც, რომელიც ძილისმოყვარულ ქალბატონს აუწყებდა, რომ უკვე ადგომის დრო ყოფილიყო. ქართველი ქალის გონებაში გუშინდელი კადრები ერთიანად იწყებდნენ გაცოცხლებას... ნათლად წარმოიდგენდა სემის გაბრწყინებულ სახეს, რომელიც სიცოცხლის სხივით ავსებდა.
ბაგრატიონი ფეხზე დგება. საკუთარ გამოსახულებას სარკის დახმარებით ათვალიერებდა. თავისი გარეგნობით უკმაყოფილო არასოდეს არ ყოფილა... კიდევ კარგი ამაში მაინც გაუმართლდა.
თეოდოსია ფანჯრის რაფასთან მყოფ კონვერტს უახლოვდება. გული საგულიდან ამოხტომას ლამობს... სხეული კი ცვარით ეფინება.
- მამა...- პირველად წარმოთქვა თეოდოსიამ ეს სიტყვები ხმამაღლა. საკუთარ მამასაც კი არასდროს ეძახდა ზემოთხსენებულ ასოთა ერთობლიობას.

თეოდოსიამ უკვე აღარ იცოდა მერამდენეჯერ კითხულობდა, ერეკლეს მიერ დატოვებულ წერილს, თუმცა ერთს აცნობიერებდა, რომ თითოეული სიტყვის ხელახლად წაკითხვის შემდგომ უფრო და უფრო მრავალკეცდებოდა მამის მიმართ გრძნობები.
წერილი შემდეგ რამეს ამბობდა:
„ ჩემო თეოდოსია... ჩემო ყველაზე ნათელო და ბრწყინავო ვარსკვლავო. მაპატიე იმისათვის, რომ ისეთი მამობა ვერ გაგიწიე, რომელსაც რეალურად იმსახურებდი. მაპატიე, რომ იმ პერიოდში არ გედექი გვერდით, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი. ადამიანი ყველაზე მეტად სიკვდილის მოახლოვების პერიოდში ფიქრობს წარსულში დაშვებულ შეცდომებზე. და როგორ მსურს თითოეული არასწორად განხორციელებული ქმედება გამოვასწორო, შვილო...
გული მწყდება, რომ პირადად ვერ გხედავ ახლა. გული ნაფლეთებად მექცევა, როდესაც ვაცნობიერებ საკუთარ შეცდომებს. მე არასოდეს არ მითქვამს შენთვის, რომ ძალიან, ძალიან მიყვარდი... ალბათ, როგორ გჭირდებოდა ამის მოსმენა, მაგრამ რატომღაც არ გეუბნებოდი. ნეტავ მაგ დროს საერთოდ რას ვფიქრობდი?
ბოდიში, რომ შენს ქორწილში გვერდით ვერ დაგიდგები. ვერ დავინახავ შენს გაცისკროვნებულ თვალებს, რომელიც დედაშენის თავს მახსენებდა.
ბოდიში, რომ შენს შვილს გულში ვერ ჩავიკრავ.
ალბათ კარგი მამა, რომ ვყოფილიყავი ეს ყოველივე ასე ტრაგიკულად არ დასრულდებოდა.
თეოდოსია, შვილო... ვიცი, ყოველთვის გაკლდა უჩემობა, თუმცა ძალიან მინდა ერთი სურვილი შემისრულო. შენ ჩემი და ერთადერთი ცხოვრების სიყვარულის- ანას სიყვარულის ნაყოფი ხარ. შენზე ძვირფასი უფალს არაფერი არ გამოუგზავნია ჩემთვის... ჩვენი სამეფო არ მიატოვო, თეოდოსია. ვიცი, დოდო ისედაც მიხედავს სამეფო საქმეებს, თუმცა შენი შეუდრეკი ხასიათი კარგად ვიცი. შენი სიმართლისმოყვარულობაც. მე მინდა, ჩემი ტახტის გამგრძელებელი იყო, თეოდოსია. შეისმინე ჩემი სიტყვები. ეს ერთადერთი სათხოვარია, რომელსაც მამაშენისგან გაიგონებ ოდესმე.
მიყვარხარ...
მიყვარხარ და იცოდე.... სიკვდილი შენდამი გრძნობას ვერასოდეს ვერ გააქრობს!“



დოდო სამზარეულოში შესულიყო და მოსამსახურეებს დაუსრულებლად აყრიდა შენიშნვენს. თეოდოსიას ამ სანახაობის შემხედვარე ყელში ჯავრი მოაწვა. ვერ ეგუებოდა ადამიანს მის წინაშე, როცა ამცირებდნენ.
- დოდო, რატომ საყვედურობ მათ? ისინი ყველაფერს აკეთებენ ჩვენთვის!
- თეოდოსია, უფროსების საუბარში რომ არ უნდა ჩაერიო, ეს დედაშენმა არ გასწავლა?- ირონიულად აღმოთქვა მან. სახე ეშმაკისეული გაუხდა.- უი... სულ დამავიწყდა, რომ მას საერთოდ არც კი იცნობდი, საბრალოვ!
- თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ ჩემს ოჯახს უხეში სიტყვები მიაყენოთ. მითუმეტეს ანას... ადამიანს ვინც იმ ადამიანური წრფელი ბუნებით გამოირჩეოდა, რომელიც სამწუხაროდ დღესდღეობით მრავალ ადამიანს აქვს დაკარგული. დასანანია, რომ მათ ჩამონათვალში თქვენც შედიხართ.
- როგორ ბედავ?!- კბილებში გამოსცრა, დედინაცვალმა, რომელსაც სიბრაზისგან სრულიად გასწითლებოდა ისედაც გაჭარხლებული სახე.- ნეტავ, როდის დადგება ის დრო, როცა ამ სახლის ზღურბლს გადააბიჯებ. საკუთარი მიწა ხომ გაგაჩნია, არა?!
- იმედები უნდა გაგიცრუო, დოდო... ეს სახლი მე მეკუთვნის. მამაჩემმა თავისი მიწა მე დამიტოვა. ისევე, როგორც სამეფო ტახტი.- ნიშნისმოგებით უპასუხა თეოდოსიამ სიბრაზისგან სახეწაშლილ დოდოს. ხელში განთავსებული წერილი გაუწოდა მას და თითოეული დედინაცვლის სახეზე გამოსახულ მიმიკას უკლებლივ იკვლევდა.
- როგორ თუ...?!- კბილებში გამოსცრა მან.
- იმედი მაქვს ყველაფერი გასაგებია უკვე შენთვის.

თეოდოსია სამზარეულოდან, მისაღებ ოთახში გადაინაცვლა, სადაც სემი ეგულებოდა. შოტლანდიელი კაცი როგორც ყოველთვის წიგნების კითხვით ირთობდა თავს. სახეზე ემოციების ქარტეხილი ემჩნეოდა.
ქართველი ქალი უყურებდა სემს... უყურებდა და ფიქრობდა, რომ მასთან ერთად ყველაფერი იყო, მაგრამ უიმისოდ არავინ. ალბათ, სწორედ ეს იყო ნამდვილი, წრფელი სიყვარულიც, რომელზედაც ყოველთვის ოცნებობდა.
- მოხვედი?- სიყვარულითსავსე მზერა შეაგება კარებში მდგომ თეოდოსიას.
- ხელი ხომ არ შეგიშალე, სემ?
- რას ამბობ... არ გინდა გარეთ გავისეირნოთ? თან შენთვის საჩუქარიც მაქვს.- თვალები აუკიაფდა სემს, რომლის შემხედვარეს ძალიან რთული ხდებოდა მის წინადადებას არ დაჰყოლოდი.

თეოდოსია და სემი ტყის შუაგულში შევიდნენ. ერთმანეთის თითები, ერთმანეთის მტევნებში იყო შეზრდილი. მზის მწველი სხივი ორ მონათესავე სულს ანათებდა და ზეციდან ლოცავდა.
- კიდევ ბევრი დარჩა?- წუწუნით აღმოთქვა თეოდოსიამ, რომელიც პატარა ბავშვივით ადგილზე ცქმუტავდა.
- სულ ცოტაც და მალე მივალთ.- ღიმილითვე მიუგო, სემმა ქართველ ქალს.

გზადაგზა წყვილი ერთმანეთს სასიამოვნო მზერით ასაჩუქრებდნენ-ხოლმე. ამ მომენტში სემის სხეულში კვლავ ახლიდან იბადებოდა ახალი ადამიანი, რომელიც უწინდელთან შედარებით ბევრად უკეთესი ხდებოდა.
რამდენიმე წუთში თეოდოსიას წინ პატარა ქოხი გამოჩნდა, რომელიც ძალიან აგონებდა თავის ოცნების სახლს.
ხის სახლი ტყის შუაგულში იყო ჩამდგარი. მის გვერდით ანკარა და ამავდროულად ხმაურიანი მდინარე ჩამოდიოდა. ხის ტოტებზე ჩიტები საამურად ჟღურტულებდნენ... თითქოს ორი შეყვარებული წყვილისთვის მეტად რომანტიკულ ადგილად აქცევდნენ.
სემმა ქოხის კარები ფრთხილად გამოაღო. სახლიდან სასიამოვნო მელოდია ისმოდა. ზუსტად ის, რომელიც თეოდოსიას ყველაზე მეტად უყვარდა.
- მოგწონს?- ბოლოს ჰკითხა სემმა, თეოდოსიას.
- შენ დედამიწაზე სამოთხის ჩამოტანა შეძელი!- აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ჟღალთმიანი ქალბატონი, რომელიც ემოციების მოძალების ფონზე სემს კისერზე ჩვილი ბავშვივით ჩამოეკონწიალა. სემის თითები თეოდოსიას მხრებზე დაცურავდნენ.
- საჩუქარი ეს არაა მხოლოდ, თესია.- თქვა სემმა და თავის ჯიბიდან პატარა ბეჭედი ამოიღო, რომელიც ძალიან უბრალო, მაგრამ განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ყოფილიყო. - ვიცი... ასეთი უბრალო ბეჭედი არ შეგეფერება, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ შენ ყოველთვის პატარა უბრალოებაშიც იდეალურობას პოულობ, საყვარელო...
თეოდოსიას თვალები აუცრემლიანდა. თავი დაუვიწყარ სიზმარში ეგონა და ვაი... ვაი, როგორ ეშინოდა, რომ სემის სახის ნაკვთები მალევე გაქრებოდა.
- სიზმარში ვარ არა? მგონი საკუთარი გონება მეხუმრება უკვე, ღერთმანი!- ძლივას აღმოთქვა თვალებამღვრეულმა წითურმა არსებამ.
- არა, თესია. მე აქ ვარ. ჩვენ ერთად ვართ. ეს ყველაფერი რეალურია და შენ ჩემი მომავალი ცოლი ხარ. არასდროს ჩაქრე რა...- მძიმედ წარმოთქვა სემმა. თავის მტევანში თეოდოსიას თითები მოიქცია. ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა. შემდგომ უბრალო, მაგრამ მაინც ყველაზე ძვირფასი ბეჭედი ნაზად გაუკეთა.- შენ ამიერიდან ჩემი გქვია, თესია...- ჟღალთმიანი ქალის ცხირს, თავისივე ცხვირით შეეხო.
- ჩვენ ერთნი ვხდებით, სემ....
- ორი ადამიანი, ერთი სულით, თესია.- თქვა სემმა და თეოდოსია ნაზი კოცნით დააჯილდოვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent