შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრმაა,ძვირფასო,სიყვარული


9-05-2020, 22:14
ავტორი სვანი
ნანახია 3 974

კლასელის დაბადების დღიდან მოდიოდა.გვიანი იყო,ტაქსი ძლივს გააჩერა და მაშინვე ჩახტა.სახლის მისამართი უკარნახა და საზურგეს მიეყრდნო.საშინლად ეძინებოდა,იმდენი იცეკვა კუნთები სტკიოდა.თვალები მინაბა და თავისთვის ჩუმად ღიღინი დაიწყო.კინაღამ ჩაეძინა.მძღოლის,ბოხმა,უსიამოვნო, ხმამ შეაწვყვეტინა "სიმღერა".თავი წამოსწია და კაცს გადახედა.მძღოლმაც არ დააყოვნა მოვედითო უთხრა.გოგონამ ფული მიაჩეჩა და მანქანიდან გადაკუსკუსდა.კორპუსისაკენ წავდა და ჩანთაში ტელეფონის ძებნა დაიწყო.ჩაბნელებულ სადარბაზოში შეაბიჯა და ლიფტის ღილაკს დააწვა.ტელეფონი ამოიღო და შეამოწმა
-რამდენჯერ გაგაფრთხილე ღამეს ნუ დაბორიალებ-თქო
გაიგონა გოგონამ მისთვის ასე ნაცნობი და საყვარელი ხმა.ღიმილით შეტრიალდა ყმაწვილისკენ და მისი სახის ძებნა დაიწყო.ვერც იპოვა ისეთი სიბნელე იყო
-ჰო,რა იყო ცოტა შემაგვიანდა
გაღიმებული იდგა გოგონა და ერთი სული ჰქონდა როდის მოეხვეოდა
-ცოტა?ერთ საათში გათენდება გოგო!
თითქმის დაიყვირა ბიჭმა და ამასობაში ლიფტის კარიც გაიღო.უკვე კარგად ხედავდა ნენე ბიჭის გახეთქილ ტუჩსა და წარბს.გაბრაზდა,საშნლად გაბრაზდა ბიჭზე და უკან აედევნა ლიფტში შესულს.ღილაკს გაბრაზებულმა დააჭირა თითი და ჯიქურ გაუსწორა მზერა ორი თავით მაღალს.წარბები უსიამოვნოდ შეჭმუხნა და ლიფტიდან პირელი გავიდა.ჩანთიდან გასაღები ამოიღო და სახლში შევიდა.ჩანთა და ფეხსაცმელები იქვე მიყარა და მისაღებისკენ დაიძრა.ჩუმად მიყვებოდა ბიჭი უკან.აკვირდებოდა თავის ნენეს.მაცივართან მივიდა, ლუდის ქილა გადმოიღო და ერთი ამოსუნთქვით გამოცალა
-ნენე მალე გამოდი!
გასძახა გოგონას და დივანზე მოწყვეტით დაეცა.მალევე გამოვიდა ნენე ოთახდან,ორი ზომით დიდი სპორტული შარვალი და მაისური ეცვა.ხელში სამედიცინო ყუთი ეჭირა,ანდრიას წინ მაგიდაზე დაჯდა და ბიჭის ჭრილობებს ფრთხილად შეახო გაყინული თითები
-ასე როდემდე უნდა იყო ანდრია?ასე როგორ შეიძლება?!
ამოიკნავლა გოგონამ და ბამბაზე სპირტი დაასხა,შემდეგ კი სახიდან სისხლის ფრთხილად გაწმენდა დაიწყო
-რატო გსიამოვნებს საკუთარი თავის დამახინჯბა?წამოდი რა იქიდან!
უკვე ხელების კანკალი ეწყებოდა ნენეს.ცრელმებს ვეღარ იკავებდა
-არ იტირო!არ გაბედო!
ბრძანებას უფრო გავდა ბიჭის ნათქვმი ვიდრე დამშვიდებას
-ჩემზე სულ არ ფიქრობ?სულ არ გეცოდები?
უფრო უმატა გოგონამ ტირილს და ანდრიას მკერდს მუშტები დაუშინა
-წადი და შენმა კატომ მოგიაროს!მან გიწმინდოს სისხლები სახიდან!
გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და გასვლას აპირებდა ნაკანმა მაჯაზე ძლიერად რომ მოუჭირა თითები და მისკენ მიატრიალა
-წავალ,გინდა?!
გამომცდელად შეხედა გოგონას და უფრო მეტად მიიზიდა მისკენ.დაიბნა გოგონა,აბნევდა ანდრიას სიახლოვე.ამოიკრუტუნა და ბიჭის მკედს მიაბჯინა შუბლი.მალევე იგრძნო თავზე ანდრიას ტუჩების შეხება.გააჟრჟოლა,სასიამოვნოდ დაბურძგლა მთელ სხეულზე.ცრემლები შეიმარალა და ბიჭს მოშორდა
-დაჯექი ასე ვერ გწვდები
ხმადაბლა უთხრა და ისევ აიღო ბამაბა და სპირტი.ჭრილობების გასუფთავებას,რომ მორჩა პირსახოცი და გაბრიელის შარვალი მიაჩეჩა და სააბაზანოში შეუშვა.თვითინ კი ოთახი მიალაგა და ბიჭისთვის საწოლის გამზადება დაწყო.ამასობაში ანდრიამაც გადაივლო წყალი და კარების ჩარჩოზე ატუზული უყურებდა ნენეს.გოგონა,რომ შეტრიალდა მოულოდნელობისაგან შეხტა და გულზე ხელი მიიბჯინა
-შემაშინე
სიცილნარევი ხმით უთხრა და მისკენ დაიძრა.
-შეგიძლია დაწვე ყველაფერი მზადაა.
გაუღიმა და ოთახიდან გასვლა დააპირა წინ ნაკანი,რომ აესვეტა
-მადლობა,ყველაფრისთვის!
დაიხარა და მის საყვარელ ადგილას, ყბაზე მიაკრო ტუჩები ნენეს.თვალები მიენაბა გოგონას,ფეხზე ძლივს იდგა ამდენს ვეღარ გაუძლებდა.ტუჩზე მწარედ იკბინა სიამოვნებისგან,რომ არ წამოეკვნესა.გონს რომ მოვიდა ანდრეა უკვე საწოლთან იდგა და ნენეს მიშტერებოდა
-ძილინებისა
ჩაიბუტბუტა გოგონამ და ოთახი სწრაფად დატოვა.წყალი გადაივლო და საწოლში შეიყუჟა.ძალიან სციოდა,ოდნავ როგორც კი გათბა ეგრევე ჩაეძინა.დილით ანდრიას მკერდზე იყო აკრული და ტუჩებს საყვარლად აცმაცუნებდა.ბიჭიც გაღიმებული უყურებდა და თმაზე ფრთხილად ეფერებოდა.ნენემ გამოფხიზლება როგორც კი დაიწყო ხელი მოაშორა და ღიმილიც გაიქრო სახიდან
-რა გინდა შენ აქ?
წარბები აწკიპა გოგონამ და საწოლზე წამოჯდა.მოკლე პენუარი ძლივს უფარავდა გრძელ,გამხდარ ფეხებსა და მადისამღძვრელ მკერდს.ნაკანმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და საწოლიდან სწრაფად ადგა
-მშია.
თქვა და ოთახს გაეცალა.ნენემ მხრები აიჩეჩა და სააბაზანოსკენ გაეშურა.მოწესრიგდა და სამზარეულოში გავიდა.საჭმელი სწრაფად გაამზადა და მაგიდას აწყობდა გაბრიელი,რომ დაადგა თავზე.გაბრიელი და ნენე დეიდაშვილები არიან.ნენეს მშობლების გარდაცვლების შემდეგ გაბრიელმა აიღო მასზე მეურვეობა.ანდრია გაბრიელის ბავშვობის მეგობარი იყო,ფაქტიურად ნენე მის თვალწინ გაიზარდა.
თვალების ფახუნით ახედა გოგონამ დეიდაშვილს.ისიც წარბაწეული უყურებდა
-რა უნდა ამას აქ?
ჯერ ნენეს შეხედა მერე ანდრიას
-რა იყო შე ჩემა შენთან მოვედი მაგრამ სახში არ დამხვდი
მობეზრებულმა აიქნია ხელი და ფეხზე წამოდგა.გაბრიელმა ერთი გააქნია თავი და საჭმელებს გადახედა
-მაჭამეთ ტო მშიაა
ამოიზმუვლა გაბრიელმა და მაგიდას მიუჯდა.იმდენი ჭამა ლამის გასკდა ძლივს გაგორდა მისაღებში.
-სად იყავი გუშინ?
ნენემ სამზარეულო როგორც კი მიალაგა მისაღებში გავიდა ბიჭებთან.
-გითხრა რა პოზაში ვი***ავე?
ცალყბად გაუღიმა და მაგიდაზე ფეხები ააწყო
-ფუ რა იდიოტი ხარ
სახე დამანჭა ნენემ და დეიდაშვილს თავში წამოარტყა ხელი.მანაც უცებ მოკიდა მაჯაში ხელი და კალთაში ჩაისვა
-ხელებს რატო არ აჩერებ ქალბატონო?
ლოყები დაუკოცნა დეიდაშვილს და ძლიერად ჩაეხუტა.ისიც კისკისებდა და ხელებს უმისამართოდ აქნევდა.შემთხვევით ანდრიას მოარტყა ხელი,უცებ შეწყვიტა სიცილი და ნაკანს გახედა.წარბებ შეკრული რომ უყურებდა.ძლივს შეიკავა თავი არ გაღიმებოდა ისეთი საყვარელი იყო შეშინებული ნენე.
-წავედი მე გაბრიელ და გნახა რა საღამოს
თავისი ნივთები აიღო და სახლი დატოვა ანდრიამ.
მოიწყინა ნენემ,არ იცოდა რა გაეკეთებინა.გაბრიელის ოთახში გაფრატუნდა და ბიჭს მიუწვა გვერდით.გამწარებული წერდა ვიღაცას და იღიმოდა საერთოდ არ შეუმჩნევია ნენე.
-გაბრი წავიდეთ რა სადმე
კნუტის თვალებით ახედა და მხარზე აეკრო
-ანდრია და კატო არიან ბარში და წავიდეთ თუ გინდა
ზევიდან დააწვა გოგონას და ლოყაზე უკბინა
-მეტკინაააა
დაიყვირა ნენემ და მანაც უკბინა დეიდაშვილს.გაბრიელის ჭყავილმა გაჰკვეთა ოთახი.ნენე სიცილს ვერ იკავებდ,ბოლო ხმაზე ხარხარებდა.გამყრელიძე კი ლოყას იზელდა
-მეტკინა შე ალქაჯო!
-არაუშავს გაგივლის
ისევ კისკისებდა და ცრემლებს იწმენდდა.გაბრიელმა ფეხზე წამოაგდო და კარებისკენ უბიძგა
-მიდი მოემზადე და გავიდეთ
-მუშუს აჭამე რა სანამ ჩავიცვამ
მიაძახა და ოთახში შევიდა.გაბრიელმა კნუტს აჭამა და ნენეს შეაკითხა ოთახში.მანაც გაუღიმა და ბიჭთან ერთად დატოვა სახლი.ბარში ანდრია და მისი შეყვარებული კატო დახვდათ.გადაფსკვნილები ისხდნენ და ერთმანეთს უღიმოდნენ.ნენემ თვალები აატრიალა და თავისი საყვარელი მანგოს წვენი მოსვა,რომელიც გამყრელიძემ მიუტანა.ცოტახანს ასე იჯდა გოგონა,ბოლოს მოსწყინდა და გაბრიელთან ერთად ცეკვა დაიწყო.თვალს ანდრიასკენ აპარებდა კატოს გამალებით,რომ უყვებოდა რაღაცას და ერთად იცინოდნენ.დეიდაშვილის მხარზე დადო თავი და თაველბი დახუჭა.გაბრიელი თმაზე ეფერებოდა ნენეს
-ნენე
გამყრელიძემ თავი ააწევინა გოგონას და თვალებში ჩააშტერდა
-რაიყო
გოგონამ გაუღიმა და ლოყების გაწელვა დაუწყო
-გინდა რაჭაში წავიდეთ ერთი კვირით ან მეტით
-რავიცი,შენ თუ გინდა წავიდეთ
წარბები საყვარლად შეჭმუხნა გოგონამ
-ეე მე შენ გეკითხები ციცქნა
ცხვირზე თითი დაკრა გოგონას
-ჰო,კაი წავიდეთ
მხრები აიჩეჩა გოგონამ
-მიყვარხარ ბაჭია
ლოყაზე ხმაურით აკოცა გაბრიელმა და მაგიდისკენ წაიყვანა.
გადაწყვიტეს რაჭაში წასვლა.ანდრია და კატოც მიდიოდნენ.ნენემ დიდხანს იწუწუნა მაგრამ გაბრომ მაინც დაითანხმა მათთან ერთად წასვლაზე.
მთელი გზა მშვიდად ეძინა გოგონას.რაჭაში მისვლისას სახლი მიალაგეს და ოთახებში განაწილდნენ.გაბრიელს მეგობარი გოგო ახლდა და მასთან ერთად შევიდა ოთახში.უკვე გვიანი იყო ნენე ვერ იძინებდა.საწოლზე იყო წამოგორებული და კნუტს ეფერებოდა ანდრეამ,რომ შეაღო კარები.გოგონას მიუწვა გვერდით და მუშუს გადაუსვა ხელი თბილ ბეწვზე
-რატო შემოხვედი?
არც გაუხედავს მისკენ ისე კითხა
-მომინდა და შემოვედი
გოგონასკენ გადატრიალდა და ჯიქურ მიაშტერდა მის უნაკლო პროფილს
-მინდოდა და შოვედი
თავისთვის ჩაიფრუტუნა აბაშიძემ
-ნენე მესმის!
-ხოდა გესმოდეს
ზურგი აქცია გოგონამ და მუშუ უფრო ძლიერად ჩაიხუტა
-გამებუტე?
ანდრიას გაეღიმა და გოგონას ზურგზე აეკრო,ხელი მუცელზე მოხვია და თავი მხარზე დაადო.გააკანკალა ნენეს,სუნთქვაც კი გაუჭირდა წამიერად
-შენს კატოსთან წადი!
ეცადა მკაცრად ეთქვა მაგრამ ხმა გაებზარა გოგონას,ცოტაც და იტირებდა.ნაკანმა მისკენ მიატრიალა და გავარვარებული ტუჩები ლოყაზე მიაწეპა.კარგა ხანს არ მოშორებია მერე ისევ ნენემ გაწია თავი.ვეღარ უძლებდა მის სიახლოვეს, მთელი სახე ეწვოდა
-ანდრია რას მერჩი უფ
ამოიკნავლა გოგოგონამ და თვალები მლაშე სითხით აევსო
-ნენე არ გაბედო ტირილი!ვერ ვიტან უაზროდ როცა ტირი!
ხმა ჩახლეჩოდა ანდრიას.
-რას მტანჯავ?გსიამოვნებს?
წამოიყვირა ნენემ და ფართხალი დაიწყო ბიჭის მარწუხებიდან გასათავიზუფლებლად.
-მოისვენე!
უფრო ძლიერად აიკრა გოგონა
-გამიშვი უნდა გამოვიცვალო
ხელზე უჩქმიტა და მუშუ საწოლზე გადასვა.ანდრიამ ხელები გაუშავ და მაიკა გადაიძრო,საწოლში შეწვა და ნენეს დაუწყო ლოდინი.ისიც მალე გამოვიდა სააბაზანოდან წითელი,მოხდენილი პენუარით.სწრაფად გადასწია საბანი და საწოლში შეწვა.ანდრიამაც არ დააყოვნა სწრაფად მოხვია ხელები გაყინულ მხრებზე და მისკენ მისწია
-კატოსთან რატო არ ხარ?
-კატოს შოკოკადის სურნელი არა აქსვ!
ცხვირის წვერი ყელზე გაუხახუნა და გაეღიმა ნენეს დაბურძგლულ სხეულზე
-დაიძინე.
შუბლზე აკოცა გოგონას და თვლები დახუჭა.
დილით მარტოს გაეღვიძა ნენეს,ანდრია მის გვერდით არ იწვა.ეწყინა,ფეხზე წამოდგა და მოწესრიგდა.კიბეებზე ეესმოდა კატოს სიცილი და მისი მოკვლის სურვილი ახრჩობდა.გაბრიელს ლოყაზე აკოცა და სამზარეულოში შევიდა.ჩაი მოიდღა და ეზოში,ჰამაკში ჩაჯდა.მშვიდად იჯდა სანამ ანკა და კატო არ გამოვიდნენ ბიჭებთან ერთად
-ტყეში ვაპირებთ გასეირნებას შენც ხო წამოხვალ?
უშნოდ გაწელა სიტყვები კატომ და ნენემ ისეთი სახით ახედა ანდრიამ ფხუკუნი დაიწყო.
-წამოვა აბა რას იზამს
გაბრიელმა ჭიქა გამოართვა და წამოაყენა.ტყეში მისეირნობდნენ,ნენე დაიღალა და ცივ ქვაზე ჩამოჯდა.იფიქრა მერე დავეწევიო.დრო ისე გაეპარა ვერც კი მიხვდა როგორ ჩამორჩა დეიდაშვილს.თვალებს დამფრთხალი აცეცებდა და არ იცოდა სად წასულიყო.ტირილის დაწყებას აპირებდა ანდრია რომ მიუახლოვდა
-რატო გაჩედი?!იცი როგორ ვინერვიულე მოვტრიალი და ვერ დაიგინახე.
ხელები მოხვია და ჩაიხუტა
-სულ გაყინულხარ
თავისი მოსაცმელი გაიხადა და გოგონას მიაწოდა.მანაც გამოართვა და სწრაფად ჩაიცვა.მაშინვე იგრძნო ანდრიას გამაბრუებელი სურნელი
-გაბრიელი სად არის?
ხმა ჩახლეჩვოდა,ყელიც საშინლად ეწვოდა
-ალბათ უკვე სახლში იქნებან.წამოდი,მალე დაღამდება
ხელის გული ზურგზე მიადო და წინ უბიძგა.გზაზე ხმა არცერთს არ ამოუღია.სახლში როგრც კი შევიდნენ კატო კისერზე ჩამოეკიდა ანდრიას და მთელი სახე დაუკოცნა
-ანდრუშა წამოდი ოთახში ავიდეთ,რამდენი ხანია გელოდები
გაუღიმა ბიჭს და კიბეებისკენ წავიდა,ნაკანიც უხმოდ მიჰყვა.ნენემ გაბრიელი ნახა,კარგად გამოლანძღა უყურადღებობის გამო და ოთახში შევიდა.ცხელი აბაზანა მიიღო და თავის პენუარზე ანდრია მოსაცმელი მოიცვა.მუშუ ხელში აიყვანა და კიბეები ღიღინით ჩაირბინა.სამზარეულოში შევიდა და შუქი აანთო.მაგიდაზე მიყრდნობილი ანდრია,რომ დაინახა ისე შეეშინა წამოიკივლა,ეგონა ყველას ეძინა
-ჯანდაბა როგორ შემაშინე
ღრმად სუნთქავდა და გაყინულ წვივებს ერთმანეთზე ახახუნებდა.
-რატო არ გძინავს შენ?
წარბებშეკრული უყურებდა ნაკანი გალურჯებულ გოგონას
-მუშუს უნდა ვაჭამო
კნუტზე მიუთითა და მაცივრიდან კატისთვის საჭმელი გადმოიღო.
-მომეცი მე ვაჭმევ შენ ადი დაიძინე გალურჯებული ხარ,გაცივდები!
-არ მინდა მე თვოთონ ვაჭმევ
მაგიდაზე დასკუპდა და ფისოც გვერდით დაისვა,ქილა გაუხსნა და საჭმელი წინ დაუდო.მანაც სწრაფად დაიწყო ჭამა
-რატომ ხარ ჯიუტი?!
ანდრია გოგონას წინ დადგა და თავისი გრძელი,თლილი თითები ნენეს ბარძაყზე დადო,ოდნავ მოუჭირა და მისკენ მიქაჩა.ნენემ ბიჭს ახედა და სახე მოეღუშა უემოციო გამომეტყვლებით,რომ დასცქეროდა.თავი დახარა და ანდრიას ხელი მოიშორა.თავი ისე დაიჭირა ვითომაც არაფერიო
-კატო მომყავს ცოლად
ისე უეცრად უთხრა ,ნენე კინაღამ მაგიდიდან გადმოვარდა.უცებ ახედა მომღიმარ ბიჭს და გული საშინლად ეტკინა.მუშუ ხელში აიყვანა და სწრაფად ჩამოხტა მაგიდიდან
-კიდევ კარგი,მეშველება და აღარ მომადგები შუაღამისას ნაცემ-ნაბეგვი
სწრაფად აუარა გვერდი და ოთახში შეიკეტა.დილამდე ტიროდ,გამთენიისას ჩაეძინა.მერე გაბრიელმა მიუკაკუნა კარებზე სასეირნოდ გავდივართ და გამოდოი.ნენემ გასძახა შეუძლოდ ვარ თქვენ წადითო,კი გაიგიჟა გაბრიელმა თავი სად წავიდე ცუდად თუ ხარო მაგრამ ნენემ დაარწმუნა რომ სერიოზული არაფერი სჭირდა და უბრალოდ გამოძინება უნდოდა.ცოტახანს იწრიალა საწოლში,შემდეგ ადგა და დაბლა ჩავიდა.ცოტა წაიხემსა და ჰამაკში გაწვა კნუტთან ერთად.ისე ჩაეძინა ვერც კი მიხვდა.ნაცნობი სურნელი,რომ იგრძნო და ძლიერი მკავები მოეხვია,თვალები ჭყიტა და წააწყდა კიდევაც ანდრიას კარამელისფერ სფეროებს
-დამსვი!
ფართხალი დაიწყო და კინაღამ გაუვაედა ნაკანს.თვალები რომ დაუბრიალა გოგნას,ნენე მაშინვე გაჩედა.ბიჭმა ოთახში შიყვანა,საწოლზე დასვა და ოთახი ხმისამოუღებლად დატოვა.
ისევ ადგა ნენე და ჩავიდა ქვვით.ყველანი იქ იყვნენ,რაღაც ფილმს უყურებდნენ და ახლად მოხალულ ბატიბუტს მიირთმევდნენ.ნენე ანდრიას და გაბრიელის შუაში ჩაჯდა.დეიდაშვილს ბურბუშელის ჯამი ააცალა და თვითონ დაიდო მუცელზე.მუჭით იტენიდა პირში ბატიბუტს და ფილმზე იცინოდა,ანდრიასაც ეღიმებოდა მისი შემხდვარე.
მაგიდაზე დადებული ნენეს ტელეფონი ,რომ ამღერდა ნაკანმა მაშინვე გახედა ნენეს.ისიც უცებ წამოიწია,ტელეფონს ხელი დასტაცა და სამზარეულოში შევარდ.მისი ერთ-ერთი თაყვანისმეცემელი ურეკავდა.მაგიდაზე იყო დამჯდარი და ფეხებს ორი წლის ბავშვივით აქანავებდა თან გულიანად კისკისებდა.ანდიამ ვერ მოითმინა და სამზარეულოში რასაც ქვია შევარდა.ნენეს რომ შეხედა ეჭვიანობისგან სახეზე წამოწითლდა და მუშტები ძლიერად შეკრა.მაცივართან მივიდა ვითომ ლუდი უნდოდა,ისე წელავდა ამ პროცეს აბაშიძემაც კი გახედა მაცივრის კართან გახევებულ ბიჭს და ნიშნისმოგებით გაუღიმა.მაგიდიდან ჩამოხტა და ოთახში ავიდა,საწოლზე გაწვა და ისე გააგრძელა ლაპარაკი.ანდრია უკვე ჭკუიდან გადადიოდა,კიბეები სწრაფად აირბინა და ნენეს ოთახში შეუვარდა.ტელეფონი ააცალა და სწრაფად გათიშა
-რა უნოდა ამას?
წარბებშეკრული დაჰყურებდა საწოლზე გაშოტილ გოგონას
-რავიცი,მომიკითხა სად ხარო,გნახავო.მეც ვუთხარი რაჭაში ვარ მოდი თქო
მხრები აიჩეჩა ნენემ და საწოლზე წამოჯდა.ხარხარი კინაღამ დაიწყო ანდრიას აწითლებული სახე უკეთ,რომ დაინახა
-არსადაც არ მოვა!
-ოფ კაი ერთი,შენ ვინ გეკითხება?
ფეხზე წამოიმართა და ნაკანს წინ აესვეტა
-მე გაგაფრთხილე
დაიხარა,შუბლზე აკოცა და ოთახი ისე დატოვა ვითომაც არაფერიო.საშინლად გაბრაზდა ნენე და მართლაც მისწერა გიორგის რაჭაში ამოდიო.ისიც სიხარულით დასთანხმდა.გიორგი ჭკადუა მამამისის ახლო მეგობრის ვაჟი იყო.დიდად არ ეხატებოდა გაბრიელს გულზე მაგრამ უწევდა ატანა რა ექნა.გოგონამ კიბეები ჩაირბინა და დეიდაშვის ახარა ხვალ გიორგი ამოვაო და აბა შენ იცი ჭკვიანადო.
დილით გიორგი დაადგათ თავზე.ანდრია ისეთ ხასიათზე იყო კატო კინაღამ გააკრა კედელზე.
ამინდი შესანიშნავი იყო ამიტომ გადაწყვოტეს მდინარეზე წასუიყვნენ.
ნენემ ცურვა არ იცოდა ამიტომ პირსახოცი ნაპირზე დააგო და ზედ გაწვა.მზეს ეფიცხებოდა და სხეულს ირუჯავდა.იგრძნო გვერდით ვიღაც რომ მიუწვა,სათვალე ჩამოსწია და მომღიმარ გიორგის თავადაც გაუღიმა
-შენ რატო არ ჩადიხარ?
-ცურვა არ ვიცი
უხერხულად ჩაეღიმა და როგორც კი წააწყდა ანდრიას გააფთრებულ თვალებს გიორგისკენ უფრო ახლოს მიიწია.რაღაცაზე იცინოდნენ ანდრია, რომ დაადგათ თავზე და გოგონა წამოაყენა
-წამოდი ცურვას გასწავლი
მაჯაში ჩაკიდა ხელი და მდინარისკენ წაათრია
-გამიშვი ხელი შე ცხოველო
მაჯაზე ჩქმეტდა და ცდილობდა თავი დაეხსნა
-გამიშვი მეთქი არ მინდა წყალში
-გიორგი ჭკადუა ხო კარგად გინდა?!
ნენესკენ შეტრიალდა და ისე დაუყვირა გოგონა შეხტა
-რა გაღრიალებს ბიჭო ნორმალური თუ ხარ?სულ გადაირიე შენ
მანაც დაუვირა და ხელი გამოგლიჯა
-წადი და შენს კაწენკას ასწავე ცურვა
შემობრუნდა და ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული წელზე ხელი,რომ მოხვია ანდრიამ და მასთან ერთად ჩახტა წყალში.ძლივს მოასწრო ნენემ ხელების მოხვევა.ისე ეკვროდა,ანდრიას რომც სდომოდა ვერ მოიშორებდა
-შენ...შენ...მზიზღები
როგორც კი ამოყვინთეს ბუტბუტი დაიწყო აბაშიძემ და კიდევ უფრო მიეკრო ბიჭს.ფეხები წელზე შემოხვია და მხრებში ძლიერად ჩააფრინდა.ანდრიამ მხარზე მიწეპილი თმა გადაუწია და ტუჩები გაყინულ კანზე მიაკრო.სხეული დაუბუსუსდა გოგონას და ცახცახი დაიწყო.
-ანდრია მცივა ამიყვანე
ამოიკნავლა ხმა წათმეულმა.ბიჭმაც სწრაფად ასვა ნაპირზე და თავისი პისახოცი მოახვია.ხელებე მოხვია და გულზე მიიკრა,კიდევ დიდხანს იდგებოდნენ ასე კატო რომ არ გამომხტარიყო საიდანღაც და ანდრია არ წაერთმია.მჭიდროდ მოიხვია ბიჭის პირსახოცი მხრებზე და ქვაზე ჩამოჯდ.ისევ მთელი სხეულით კანკალებდა. კიდევ რამდენიმე დღე დარჩნენ რაჭაში.ანდრია ისე უღრენდა გიორგის,საწყალი ბიჭი ორჯერ შეასკდა შიშით ხეს.
თბილისიში დაბრუნების შემდეგ გაბრიალი ახლა გეგმას ადგენდა.დუღდა ქალაქი,აგვისტოს ბოლო რიცხვები იყო და წარმოიდგინეთ რა სიცხე იქნეოდა.ბათუმში წასვლა უნდოდათ,მაგრამ ჯერ გაბრიელს კომპანიაში საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი.ნენეს იშვიათად უწევდა ანდრიას ნახვადა და მაშინაც კატოსთან ერთად.უმეტეს შემთხვევაში სახლში იჯდა გოგონა და არაფერს აკეთებდა.ერთ დღესაც კარზე ზარის ხმა,რომ გაიგონა სიხარულით წამოფრინდა ფეხზე.ანდრია ეგონა მაგრამ შეცდა.მისი გადარეული დაქალი იყო.მაშინვე შეახტა ნენეს და ეს სიფრიფანა გოგო გაშალა იატაკზე.კისკისებდნენ და ერთმანეთს ძლიერად ეხვეოდნენ.ელენე გაბადაძე ნენეს ბავშოვობის მეგობარია.წლების წლინ წინ წავიდნენ ის და მისი ოჯახი ამერიკაში.ფოტომოდელი გახლავთ ქალბატონი.დიდხანს იყვნენ იატაკზე გართხმულები ბოლოს ნენემ ზმუილი რომ დაიწყო,ინება კეთილი და ფეხზე წამოდგა
-რა ჯანდაბაა ლიფტი რატო არ მუშაობს?
ქოთქოთით შეათრია ჩემოდანი ოთახში და დივანზე გაწვა
-რავიცი...აქამდე მუშაობდა
მხრები აიჩეჩა ნენემ და მონატრებულ მეგობარს გვერდით მიუჯდა და ისევ მოეხვია
-როგორ მომემატრე შე საძაგელო
ელენემაც სწრაფად მიხვია ხელები
-ის,შენი ულაყი დეიდაშვილი სად აგდია?
ცხვირი აიბზუა გოგონამ და ტუჩები საყვარლად დაბრიცა
-მოვა ალბათ მალე
-ანდრია ხოა ცოცხალი?
-ცოცხალია რა მოკლავდა
გაიკვირვა გოგონამ.ცოტახანს დივანზე ისხდნენ შემდეგ ოთახში ავიდნენ და ელენეს ნივთები დაალაგეს.
საწოლზე იყვნენ წამოგორებულები და ხან ნენე ყვებოდა თავის ამბრბს ხან ელიკო.ელენემ ყავას გავიმზადებო და ფეხზე წამოხტა.სამზარეულოში ჩაირბინა და ყავის მომზადება დაიწყო.გასვლას აპირებდა გაბრიელი ,რომ შევიდა და ზევიდან დახედა გოგონას.მოკლე მაისურის ამარა იდგა ელენე და გაღიმებული უყურებდა ყბაჩამოვარდნილ გაბრიელს
-ელიკო?
ძლივს ამოიოხრა ბიჭმა და ხელები მოხვია ქალბატონს
-როდის ჩამოხვედი?
-დღეს დილით
მხრები აიჩეჩა გოგონამ.არ ელოდა ასე ცივად თუ შეხვდებოდა ბიჭი
-ნენე სად არის?
-ოთახშია
გაბრილმა არც დააცადა სიტყვის დასრულება კიბეებზე აირბინა და ნენეს შეუარდა ოთახში
-გაბრი როდის მოხვედი?
ფეხზე წამოდგა და დეიდაშვის მიუახლივდა,საწყალ ბიჭს ფერ არ ედო სახეზე
-აქ რჩება ის ალქაჯი?
-დიახ,აქ ვრჩები!
ოთახში ელიკო შევიდა,თავისი ფინჯანი კამოდზე დადო და საწოლზე გაწვა.უნაკლო სზეულს ისე ნაზად დაანარნარებდა გამყრელიძეს უკვე სული ეხუთებოდა.გნახავთ მერეო დაიბარა და გავარდა ოთახიდან.ნენეს გაეცინა და დაქალს მიუჯდა გვერდით.დიდხანს ილაპარაკეს ელენე დაღლილ იყო დავიძინოთო სთხოვა.
დაძინებას აპირებდნენ გაბრიელმა მიუკაკუნა კარზე კლუბში მივდივარო და წამოდით თუ გინდათო.კი ეზარებოდათ მაგრამ მაინც წავიდნენ.
კლუბში ანდრია და მისი შეყვარებული დახვდათ.ბიჭზე იყო კატო ჩომეკიდებული და რაღაცას ეჩურჩულებოდა.გაბრიელმა სასმელი მოიტანა და ელენეს მიუჯდა გვერდით
-ეს საფრთხობელა ვინაა ქალო?!
ყურში ჩასჩურჩულა ელიკომ ნენეს და თვალით უაზროდ მოკისკისე კატოზე ანიშნა.ნენემ მხრები აიჩეჩა და თავისი მანგოს წვენი მოსვა.ელენე საცეკვაოდ, რომ გაიწვიეს გაბრიელი ისეთი დაძაბული იჯდა ნენე გაკვირვებული უყურებდა დეიდაშვილს.ბოლოს ვეღარ მოითმინა ბიჭმა ფეხზე წამოდგა და ელენეს ხელი გამოგლიჯა ბიჭს.თვალები ისე დაუბრიალა საწყალმა ბიჭმა ბოდიში ძმაოო და ისე გაიძურწა ხმა აღარ მოუღია.ელენემ წარბები უკმაყოფილოდ შეჭმუხნა და გაბრიელს ამზერით ახედა.მანაც უცებ შეუცურა წელზე ხელი და სხეულზე აიკრო
-ელიკო...ელიკო როგორ შეცვლილხარ
ყურში უჩურჩულა და თმებში შეუცურა თლილი თითები
-ჰო,აღარ ვარ ის თექვსმეტი წლის ბავშვი
ირონია გაურია ტონში ქალბატონმა.გაბრიელმა გავარვარებული ტუჩები ყურს უკან მიაკრო და ნაზად აკოცა
-მაინც ჩემი ელიკო ხარ
ისევ უჩურჩულა და დატოვა ერთ ადგილას გახევებული ელენე.ისევ ისე აბრუებდა გაბრიელის სიახლოვე როგორც წლების წინ.კატომ ანდრია საცეკვაოდ წაათრია რასაც ქვია და დაიწყო მანჭვა-გრეხვა.ასე დარჩა ნენე მარტო და თვალს ავლება იქ მყოფ ხალხ.უცებ ვიღაცამ ლოყაზე აკოცა,თავი გვერდით მიატრიალა და მომღიმარი გიორგი შერჩა ხელში
-როგორ ხარ?
ისე თბილად უღიმოდა გოგონასაც გაეღიმა
-რვაიცი კარგა,შენ?
-მეც კარგად
ისევ გაიღიმა გოგონამ და ანდრიას გახედა კატოს,რომ ეხვეოდა.თავი დაბლა დახარა და თავის თითებს დააშტერდა
-წამოდი ჩვენც ვიცეკვოთ
შესთავაზა გიორგიმ მაგრამ ნენემ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია
-არ მინდა ცეკვა
თავისთვის ჩაიფრუტუნა გოგონამ.გიორგიც გაჩუმდა აღარ დააძალა,ასე უხმოდ მიშტერებოდა ნენეს.
ცოტახანში გაბრიელმა მისწერა გოგონას სახლში არ მოვალ ანდრიას სთხოვე წაგიყვანთო.ნენემ წარბები შეჭმუხნა და ანდრიას გახედა.გიორგი წაგვიყვანსო გაიფიქრა და მომღიმარ ბიჭს თავადაც გაუღიმა.ვინ აცადა?გიორგის ვიღაცამ დაურეკა და ისიც სწრაფად გაიქცა.ნენე ბედს იწყევლიდა და სიმწრის სიცილს ძლივს იკავებდა.
წასვლას აპირბდა უკვე ელენემ უთხა ძველ მეგობრებს უნდა შევხვდეო.გაუბრაზდა ნენე მაგრამ რა ექნა?გაუშვა დაქალი და დარჩა ანდრიას და კატოს ანაბარა.ტაქსის გამოძახებას აპირებდა მაგრამ ანდრიამ მე წაგიყვანო და ნენე ძალით ჩასვა მანქანაში.ჯერ კატო მიიყვანა ბიჭმა,კატომ კი დაიწყო წუწუნი შენთან წავიდეთო მაგრამ ანდრიამ არ მოუსმინა.ნენე უკან იჯდა და არ გაუხედავს ნაკანისკენ.კატო როგორც კი გადავიდა ანდრიამ გოგონას გახედა
-გადმოდი წინ
ეს ბრძანებითი ტონი ნენეს ნერვებს როგორ უშლიდა.თვალები აატრიალა გოგონამ და ფანჯარა ჩამოსწია
-ნენე!
შეუღრინა ბიჭმა და საჭეს ისე მოუჭირა თითები კინაღამ შემოატყდა
-გისმენთ
-გადმოდი-თქო ვერ გაიგე?!
-აქ მირჩევნია
ჩაიფრუტუნა თავისთვის და მზერა აარიდა ბიჭს
-კარგი,ვითამაშოთ შენი წესებით
ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და მანქანა დაძრა.ნენე მშვიდად იჯდა და თავის თითებს აშტერდებოდა.მანქანა როცა გაჩერდა თავი ასწია და გადასვლა დააპირა,გარემოს თვალი მოავლო და ანდრიას გაბრაზებულმა გახედა
-ეს არ არის ჩემი სახლი!
უკმაყოფილოდ შეიშმუშნა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა
-ხო,ვიცი ჩემია
მეტი არაფერი უთქვამს ნაკანს,მანქანიდა გადავიდა და გოგონას დაელოდა.ნენეც უცებ გადახტა და ბიჭს დაუდგა წინ
-სახლში არ წამიყვან?
დაბლიდან ახედა ორი თავით მაღალს
-ნწ
თავი გააქნია ანდრიამ და სადარბაზოში შევიდ.კიბეებს აუყვა ისე, რომ ნენეს არც დალოდებია.დარწმუნებული იყო იმაში, რომ ნენე უკან გაჰყვებოდა.სადარბაზოში ისეთი სიბნელე იყო გოგონა კიბეებს ძლივს აგნებდა
-დამელოდე რა იქნება
ხელების ცეცებით მიიწევდა ანდრიასკენ
-დროზე ამოდი
დაუძახა ბიჭმა და კიბეებზე შედგა.ნენე როგორც კი მიუახლოვდა წელზე მოხვია ხელი და წინ დაიყენა
-რას...რას აკეთებ
დაიბნა გოგონა და ანდრიას გახურებული ხელის გულები როგორც კი იგრძნი თავის წელზე კინაღა დაგორდა კიბეებიდან
-გაჩუმდი და იარე
წინ უბიძგა გოგონას და სვლა განაგრძო.მალევე ავიდნენ მეოთხე სართლზე.ანდრიამ კარები გააღო და შიგნით შევიდა,ნენეც მას მიჰყვ.მისაღებში დივანზე დაჯდა და ბიჭს გახედა
-აქ რატო მომიყვანე?
თვალების ფახუნით ახედა
-ასე მინდოდა და მაგიტომ
მაიკა გადაიძრო ბიჭმა და ნენეც კინაღამ მიესვენა დივანზე.აკვირდებოდა ბიჭის გამხდარ,მაგრამ ნავარჯიშებ სხეულს.როცა მიხვდა როგრ ურცხვად ათვარიელებდა ანდრიას სხეულს თავი მორცხვად დახარა
-მუშუ მარტოა
ამოთქვა გოგონამ და თვალწინ თავისი შავი კნუტი დაუდგა თათების ლოკვით
-არაუშავს არ მოუა არაფერი!
თვალები აატრიალა ნაკანმა და ოთახში შევიდა.ნენეს მაისური და პირსახოცი გამოუტანა და მიაწოდა
-მიდი წყალი გადაივლე
გოგონა ფეხზე წამოგდა და სააბაზანოში შეიკეტა.დიდხანს არ გაჩერებულა შიგნით.მალევე გამოფლატუნდა ანდრიას მაიკა საკმაოდ დიდი ჰქონდა.მორცხვად ახედა მომღიმარ ბიჭს და ლოყები საყვარლად აუწუთლდა.ნეკანი დაიხარა ნენეს ლოყაზე ძლიერად აკოცა და სააბაზანოში შევიდა.გოგონამ იფიქრა ანდრიას საწოლში დავწვებიო მაგრამ მალევე გადაიფიქრა.სტუმრების ოთახში შევიდა და საწოლში შეწვა.ცოტახანში ანდრია ედგა თავზე და წარბებშეკრული დაჰყურებდა
-რაიყო?
ხმადაბლა ამოიჩურჩულა გოგონამ
-წამოდი ჩემთან
-რატომ?
ნენემ წარბები ასწია და იდაყვებს დაეყრდნო
-ნენე ნუ მაბრაზებ
გოგონას საბანი გადაუწია,მაჯაში ხელი ჩაავლო და თავისი საძინებლისაკენ წავიდა
-მერე კატო?გინდა თმებით მითრიოს?!
გაკვირვებულმა იკითხა გოგონამ,ანდრიას ვითომ არც გაუგია ნენეს ნათქვამი.საწოლთან გაჩერდა და დაელოდა აბაშიძე როდის დაწვებოდა.გოგნაც მალევე შეწვა საწოლში და მაშინვე იგრძნო ანდრიას სურნელი.გაიღიმა და ფილტვები გრილი სურნელით აივსო.ნაკანიც მაშინვე მიუწვა,ნენეს წელზე ხელი მოხვია და მისკენ მისწია.მაისური ოდნავ აუწია და ხელის გული მუცელზე დაადო.სასიამოვმნოდ გააჟრჟოლა გოგონას და ძლივს ამოისუნთქა.გულის საშინლად აუჩქარდა და სუნთქვა გაუხშირდა.ანდრიას ტუჩები ყელზე, რომ იგრძნო მთელ სხეული აუხურდა.ცოტაც და ცეცხლი წაეკიდებოდა.ბიჭს ხელი ხელზე დაადო და ოდნავ მოუჭირა
-ანდრია
ძლივს გასაგონად ამოიკნავლა გოგონამ და ეცადა სუნთქვა დაერეგურილებინა
-ჰმ
ამოიზმუვლა ნენეს შოკოლადის სურნელით გაბრუებულმა ანდრიამ და უფრო აიკრო გოგონა სხეულზე
-რას მერჩი?
ჩხაოდა ნენე კი არ ლაპარაკობდა
-რას გერჩი?
გაოცრბულმა ახედა ანდრიამ ნენეს
-რას მმართებ?
-რას გმართებ?
ჩაეღიმა ბიჭს და ახლა გავარვარებული ტუჩრბი ლავიწზე მიაკრო.გააკანკალა ნენეს და კინაღამ ტირილი დაიწყო სიამვნებისგან.
-ანდრია გაჩერდი რა...
ხმაწართმეულმა ძლივს ამოიკნავლა და თვალები მინაბა.ბიჭმაც ძლივს შეიკავა თავი,ხელები კარგად მოხვია და თავის ნენეს ძლიერად ჩაეხუტა.
მარტოს გაეღვიძა დილით ნენეს.ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა.ანდრია,გაზქურასთან,წელს ზემოთ შიშველი იდგა და რაღაცას ამზადებდა.ნენე მაგიდაზე შომოსკუპტა და ანდრიას მოძრაობებს აკვირდებოდა
-დიდხანა გეძინა
ბიჭი მოტრიალა და ზურგით კარადას მიეყრდნო.ტუჩებს შორის სიგარეტი ჰქონდა მიქცეული,გამჭირვალე კვამლი თვალს უწვავდა და მარცხენა თვალი ოდნავ მოეხუჭა.სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა და ნენესთან ახლოს მივიდა და მაგიდიდან ჩამოსვა.მაგიდა სწრაფად გააწყო და გაზქურა გამორთო.ჭამის დაწყებას აპირებდნენ,ოთახში ნენეს ტელეფნი, რომ აწკრიალდა.სწრაფად გაიქცა ოთახში,გაბრიელი ურეკავდა
-ჰო გაბრი
-ნენე სად ხარ?სახლში რატო არ ხარ?ან ელენე სად არის?ერთად ხართ?
-ანდრიასთან ვარ,სახლშ რატო არ ვარ და ეგ შენს ძმაკაცს ჰკითხე,ელიკო მეგობრებთან არის,გაბრიელ რამდენი კითხვა დამისვი თავი ამტკივდა
გაეცინა გოგონას და ისევ სამზარეულოში გაბრუნდა
-ანდრიასთან რა გინდა?
-რავიცი მე
მხრები საყვარლად აიჩეჩა,თითქოს ხედავდა გაბრიელი
-მალე მოდი რა მშია
-შენ უნდა ზრუნავდე ჩემზე პირიქით კი არა
-ნუ გაიტლიკე ენა შენ
ნენეს გაეცინა,ტელეფონი მაგიდაზე დადო და ანდრიას გეხედა წარბებს ქვემოდან რომ უყურებდა.გემრიელად მიირთვეს,სამზარეულო ნენემ მიალაგა,თავისი ტანსაცმელ ჩაიცვა და ანრიასთან ერთად თავისი სახლისაკენ დაიძრნენ.ელენე სახლში დახვდა.გაბრიელს საჭმელს უმზადებდა და ენერგიულ მუსიკას ტანას აყოლებდა.გამყრელიძეც პირდაღებული უყურებდა მოკლე შორტში გამოწყობილ ანგელოს.ნენე წინ გადაუდგა ბიჭს და ისიც სწრაფად გამოფხიზლდა.მომღიმარ დიდაშვილს გახედა და თვალები აატრიალა
-სად ხარ გოგო ამდენ ხანს მომკლა ამან მშიერი
-ნუ ბუზღუნებ რა შენიჭირიმე
ელენემ თეფში წინ დაუდო და ცხვირაბზუებული წავიდა კარებისკენ.ანრიას მიესალმა,კნუტს დაავლო ხელი და კიბეებზე აირბინე
-ნენე ხუთ წამში აქ გაჩნდი
კიბის თავიდან გასძახა დაქალს და არც კი დალოდებია პასუხს ოთახში შევიდა,ნენეც მას მიჰყვა.გაბრიელმა ჯერ ერთს გააყოლა თვალი მერე მეორეს
-ჭკუიდან გადავყავარ
უფრო თავისთის ჩაილაპარაკა და დანანებით გააქნია თავი
-გაუძელი მეგობარო
ანრიამ გაიცინა და ძმაკაც მხარზე ხელი დაჰკრა
-დამცინი ხო?
-როგორ გეკადრებათ
ხარხარი დაიწყო ნაკანმა გაბრიელის გამომეტყველებაზე და ბიჭის ნასროლი ჩანგალი თავის დაწევით აიცდინა
-ვინმე ჰყავს?
ნენე როგორც კი ოთხში შევიდა,ელენე მხრებში წვდა და საწოლზე დასვა
-ვის?
-ვის და გაბრიელს შე სულელო
-რავიცი მგონი კი
მხრები აიჩეჩა გოგონამ.ელენემ ოთახში სიარული დაიწყო და თავისთვის რაღაცეებს ბუტბუტებდა
-ელენე დაჯექი თავბრუ დამეხვა
ბოლოს ვეღარ მოითმინა ნენემ და იმხელა ხმაზე დაყვირა გაბაძესაც კი გაუკვირდა
-რა გამაჩერებს გოგო რაა?!ვინარის თმებით უნდა ვითრიო ეგ კახპა
-გაბრიელზე რატომ ჯავრობ შენ ან მაგის ნაშებზე?
-ახლა ჭკუიდან ნუ გადამიყვან თორე არ ვიცი რას გიზამ
-გიყვარს?!ჰო,ისევ გიყვარს
გაეღიმა ნენეს და აცრემლებულ ელენეს რომ შეხედა ღიმილი სახეზე შეახმა
-რა გატირებს ელენე არ გამაგიჟო
ფეხზე წამოდგა და დაქალს მოეხვია
-ვერ დავივიწყე ხედავ?გამიჭირდა
სლუკუნებდა გოგონა და ნენეს ძლიერად ეხვეოდა.ისიც თმაზე ეფერებოდა და ამშვიდებდა.ტირილისგან გადაღლილს მალევე ჩაეძინა,ნენემ თხელი ზეწარი დააფარა და ოთახიდან ჩუმად გავიდა.გაბრიელი და ანდრია მისაღებში ისხდნენ და ბრძოლა წესების გარეშეს უყურებდნენ
-ფუფ სადისტებო
-ის სადაა?
როგორც კი დაინახა გამყრელიძემ ნენე მაშინვე კითხა
-ჩაეძინა
უკმეხად მიუგო და სამზარეულოში გავიდა.წვენი დაისხა და ბიჭების შუაში ჩაჯდა.შუქი ჩამქრალი ჰქონდათ ამიტომ გაბრიელი ვერ ხედავდა ანდრიას ხელს ნენეს ფეხზე ურცხვად რომ დაატარებდა.მაგრამ გოგონა ხომ გრძნობდა?ისე ბურძგლავდა ცოტაც და ჭკუიდან გადავიდოდა.მწარედ უჩქმიტა ხელზე და ანდრიამაც ხმა ვერ დაიმორჩილა და წამოიყვირა
-რა იყო შე ჩემა?
გაბრიელმა გახედა ფეხზე წამომდგარ ანდრიას
-უნდა წავიდე ბიჭო დამაგვიანდა ხვალ თუ გადავრჩი დაგირეკავ
გაიცინა და თავისი ნივთები აიღო
-ისევ იქ მიდიხარ?!
ნენეს სახე მოეღუშა,ანდრიმ თავი რომ დაუქნია კიდევ უფრო ცუდ გუნებაზე დადგა.ნაკანი რომლიღაცა მოტოვებული შენობის სარდაფში არალეგალურად ჩხუბობდა და ამით დიდ ფულს შოულობდა.ჩემპიონი კი იყო მაგრამ ბევჯერ ისეთი ნაცემი იყო კვირეების განმავლობაში ფეხზე ვერ დგებოდა.ნენეს არ უყვარდა ანდრიას ასეთს რომ ხედავდა,გული სტკიოდა.არადა რამდენჯერ სთხოვა გოგონამ წამოდიო მაგრამ ვინ უსმენდა?არც არავინ
-ვის ხვდებ დღეს?
-ირაკლი გორგოძეს
-ვის?დაგამტვრევს ბიჭო ძვლებში უარი თქვი!
ისე უცებ შეეცვალა გაბრიელს გამომეტყველება ნენე დაიძაბა
-დედას ვუტირებ
ისევ გაიცინა ანდრიამ და ნენეს თვალი ჩაუკრა
-წამოვალ მეც
-არ მინდა შე ჩემა იყავი.არაფერი მომივა!
დარწმუნებით თქვა ბიჭმა და სახლი სწრაფად დატოვა.
ნენე ვერაფრით დამშვიდდა.რამდენიმეჯერ გადაურეკა ანდრიას მაგრამ არ პასუხობდა.ბოლოს ელენეს მიუწვა და ისე ჩაეძინა ვერც კი მიხვდა.ღამის ოთხი საათი იქნეოდა ტელეფონის ზუზუნმა რომ გააღვიძა,ანდრია იყო.ისე შეეშინად თითების კანკალი დაეწყო
-ნენე...
ძლივს გასაგონად ამოიხრიალა ანდრიამ
-ანდრია...კარგად ხარ?
ისეათი შეშინებული ხმა ჰქონდა ნენეს თვითონაც ძლივს იცნო
-მოდი,გთხოვ
ნენემ არც მოუსმინა ბოლომდე სწრაფად გამოიცვალა და სახლიდან გიჟივით გავარდა.ტაქსი გამოიძახა და სანამ ანდრიას სახლამდე მივიდოდა ფრჩხილები სულ დაიკვნიტა.კიბეებზე ისე სწრაფად არბოდა ორჯერ რაღაცას წამოკრა ფეხი.ანდრია რომ დაინახა დივანზე მისვენებული ცრემლები ძლივს შეიკავა.ისეთი ნაცემი იყო ნენეს რომ არ სცოდნოდა ვინ იწვა იქ ვერც კი იცნობდა.ბიჭმა გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.ნენე უცებ გამოფხიზლდა საჭირო ნივთები მოიმარაგა და დივანთან ჩაიმუხლა.ჭრილობებს ფრთხილად უწმენდდა და თან საყვედურობდა.სხეული სულ დალურჯებული ჰქონდა,განძრევასაც ძლივს ახერხებდა
-ხო გითხრა გაბრიელმა უარი თქვიო?რატო არ დაუჯერე?რას ერჩი საკუთარ თავს
ტიროდა და თან სპირტიან ბამბებს აგროვებდა.ოთახი სწრაფად მიალაგა,სილურჯეებისთვის მალამო იპოვა და ისევ ანდრიასთან ჩაიმუხლა.ფრთხილად წაუსვა მალამო და თხელი ზეწარი გადააფარა.გაბრიელს მიწერა სადაც იყო და ემოციებისგან გადაღლილს ანდრიას საწოლზე მიეძინა.
დილით საუზმის მომზადება დაიწყო.გაზქურასთან იდგა და ჩუმად თავის საყვარელ მელოდიას ღიღინებდა ანდრია,რომ აეკრო ზურგზე და გავარვარებული ტუჩები ყელზე მიაკრო.ისე დაიბნა ნენე კინაღამ ტაფა გადმოუვარდა გაზიდან.სიამოვნებისგან თვალები დაეხუჭაბდა კრუტუნი დაიწყო
-დილამშვიდობისა
ყურს უკან გაიგონა ნაკანის ძილისგან დაბოხებული ხმა.სწრაფად შეტრიალდა და ჩალურჯებულ ბიჭს დააკვრიდა
-რას გავხარ,რომ იცოდე!როგორ მინდა დაგახრჩო
-ნუ მეჩხუბები თავი მისკდება ისედაც
-თავი უსკდება თურმე
გოგონამ მაგიდა გაუწყო ანდრიას და თავისთვის ჩაი გაიკეთა
-შენ არ შეჭამ?
-ნწ
თავი გააქნია უარყოფის ნიშნად და ანდრიას წინ დაიკავა ადგილი
-მაგიტიმ ხარ ოცი კილო
-ოცი კილო არ ვარ მე
ტუჩები საყვარლად დაბრიცა ნენემ და წარბებშეკრულმა გადახედა ბიჭს.რაღაცის თქმას აპირებდა ანდრია ზარის ხმა რომ გაიგონა.მე გავაღებო თქვა ბიჭმა და სკამიდან ადგა,თვალი გააყოლა ნენემ მიმავალ ბიჭს
-ანდრუშააა რა დაგემართაა?
კატოს წიკვინა ხმა რომ გაიგო გუნება გაუფუჭდა და თვალები აატრიალა
-უი მარტო არ ყოფილხარ
სამზარეულოში ისე შევარდა გოგონას შეეშინდა
-დაგტოვებთ მე,აბა კარგად
თავისი ნივთები უცებ წამოკრიბა და კარებისკენ წავიდა
-არ წახვიდე!
სადარბაზოში გასულს დაეწია ანდრიას სიტყვები მაგრამ არ მიტრიალებულა
-ნენე!
-კატო არ მოაცდინო,სირცხვილია
ნენემ მიაძახა და კიბეები ჩაირბინა.საკუთარ თავზე გაბრაზდა,ასე სულეურად რომ წამოხტა და გამოვარდა.სახლში ტაქსით მივიდა,გაბრიელი არ დახვდა. ელენე კი აფორაჯებული იჯდა მისაღებშიში
-რამე მოხდა?
გვერდით მიუჯდა დაქალს და წარბები მაღლა აწკიპა
-დაურეკა ვიღაცამ და გავარდა გიჟივით!გადავაბამ ერთმანეთზე მე მაგათ!
-მე რატო მიყვირი?რა შუაშ ვარ მე?!
-ოი გაბრიელ გამყრელიძევ მიფრთხილდი
ისევ თავისას აწვებოდა ელენე საერთოდ არ ესმოდა ნენეს ლაპარაკი
-უიმე გაფრენილი გაქვს შვილო შენ
მობეზრებულმა აიქნია ხელი ნენემ და თავის ოთახში ავიდა.
საღამოს გიორგიმ მისწერა გამოგივლი და სადმე წავიდეთო.ნენეც დასთანხმდა მაინც არაფერს არ აკეთებდა სახლში,იფიქრა ელენესაც წავიყვანო მაგრამ ქალბატოს არ ეცალა ნაცნობს უნდა შეხვედროდა.გიორგიმ,ნენე საკმაოდ კარგ რესტორანში წაიყვანა.თავიდან კარგად ხალისობდნენ მაგრამ მერე ნენემ მოიწყინ.რა არ სცადა ბიჭმა მის გასამხიარულებლად მაგრამ უშედეგოდ.ბოლოს უთხრა მთაწმინდაზე გავისეირნოთო.ფული გადაიხადა და გასვლას აპირებდნენ ანდრია,რომ დაადგათ თავზე
-უკვე მიდიხართ?მე ვიფიქრე შევუერთდები-თქო
ირონიით გადახედა ნენეს მხარზე მოხველ გიორგის ხელს.ნენე დაბნეული აცეცებდა თვალებს,იგრძნი როგორ დაიჭიმა მის ზურგზე მოხვეული მკლავი
-დიახ,მივდივართ
ნაძალადევად გაიღიმა გიორგიმ და ეცადა გვერდი აეარა ბიჭისთვის
-შენ თუ გინდა წადი ნენე არსად არ მოდის
-შენთვის არავის უკითხავს ანდრია!და თუ შეიძლება გაგვატარე
ხმა შეეცვალა გიორგის და კიდევ უფრო დაიძაბა
-ეხლა სახეს გაგიერთიანებ თუ არ მორჩები უაზრო ტლიკინს
გაეცინა გიოგრის ანდრიას სიტყვებზე და ბიჭისკენ გაიწია მაგრამ ნენე ჩადგა მათ შორდის
-გარეთ გავიდეთ!
მკერდზე დააწყო გიორგის ხელები და ოდნავ უბიძგა,ისიც გატრიალდა და გასასვლელისკენ წავიდა.ნენეც მას მიჰყვა და ანდრიაც მალევე გაჩნდა მათთან
-მე წაგიყვან ხასლში
ნაკანმა მაჯაში მოკიდა ხელი და მისკენ მისწია სიფრიფანა სხეული
-შენ კი დაახვიე აქედან
შეუღრინა ჭკადუას და მანქანისკენ დაიძრა
-ვერსადაც ვერ წაიყვან!
ნენეს ხელი გამიგლიჯა და ახლა მან დაიყენა გვერდით
-არაფერი მიქარო გიორგი!
-წადი რა შეგვეშვი
-მაგას მე გადავწყვეტ და აქედან ნენეს გარეშე არსად წავალ
გიორგიმ არც მოუსმინა ბიჭს შეტრიალდა და მანქანის კარები გამოუღო ნენეს.ჩაჯდომას აპირებდა გოგონა ანდრიამ მისკენ რო დაქაჩა
-ხელი გამიშვი!სათამაშო კი არ ვარ მე ხან ერთი რომ მიმათრევთ და ხან მეორე?!
წამოიყვირა გოგონამ და ანდრიას მარწუხებიდან თავი დაიხსნა
-ყველაფერი გააფუჭე!
ნაკანს ჩააშტერდა თვალებში ერთხანს ასე უყურა მერე შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა მათ
-ნენე მოიცადე
უკან გაჰყვა გიორგი
-არც კი გაბედო გამოყოლა!
დაუყვირა ბიჭს და უფრო აუჩქარა სვლას.სახლიდან არც ისე შორს იყო და გადაწყვიტა ცოტა გაესეირნა.მშვიდად მიაბიჯებდა ქუჩაში და არაფერზს ფიქრობდა.იფიქრა პარკში დავჯდები ცოტა ხანსო მაგრამ არ დასცალდა წვიმა დაიწყო და ერთიანად დასველდა.საშინლად შესცივდა და კანკალი დაიწყო.ცოტახანში მანქანა გაჩერდა მის გვერდით,არ შეიმჩნია ნენემ და გზა გააგრძელა
-ნენე დაჯექი
ჩამოწეული ფანჯრიდან ანდრიას ხმა გაიგონა,არ გაუხედავს მისკენ ნაბიჯებს აუჩქარა.ანდრიამ მანქანა გააჩერა,სწრაფად გადმოვიდა და გოგონას გადაუდგა წინ
-გამატარე
-დაჯექი!
-არ მჭირდება ჩემით მივალ!
ანდრია გაჩუმდა და გაწუწულ გოგონას მიაშტერდა.ნენეს წელზე მოხვია ხელი,მხარზე გადაიდო რასაც ქვია და მანქანაში ძალით ჩასვა.სწრაფად დაიკავა მისი ადგილი და უხმოდ დაძრა მანქანა
-რატო არ მეშვები?რაგინდა ჩემგან?
ანდრიასკენ მიტრიალდა და ჩხუბი დაუწყო.ბიჭს არ მიუქცევია ყურადღება,ვითომ არც ესმოდა მშვიდად მართავდა საჭეს
-იცოდე სახლში წამიყვანე თორე არ ვიცი რას გიზამ
ანდრია თავისი კორპუსის წინ რო გაჩერდა ნენემ ყვირილი დაიწყო
-მორჩი ისტერიკებს და გადმოდი!
ბიჭმა ისე დაუბრიალა თვალები ნენე გაჩუმდა და უკან აედევნა.
სააბაზანოში ნენე შეუშვა პირველი,თვითონ კი ცხელი ჩაი მოიდუღა და გოგონას დაუწყო ლოდინი.დიდხანს დაიგვიანა ნენემ,ანდრიამ ვეღარ გაუძლო ლოდიმს და სააბაზანოს კარებზე მიუკაკუნ
-ნენე კარგად ხარ?
-კარგად ვარ ნუ ნერვიულობ შენ
კარები გააღო და არც შეუხედავს ბიჭისთვის გვერდი აუარა და ანდრიას ოთახში შევიდა.საბანში გაეხვია და თვალები დახუჭა.ნაკანმა წყალი გადაივლო და ნენეს მიუწვა გვერდით.გოგონას უკვე მშვიდად ეძინა.თავზე აკოცა და მანაც დაიძინა თავის ნენესთან ერთად.შუა ღამეზე აბაშიძე საშინელმა სიცხემ გააღვიძა,ეწვოდა მთელი ხელხემალი.ანდრიასკენ გადატრიალდა და თავი ოდნავ წამოსწია.ოფლში გაწუწულ ბიჭს დააშტერდა და ფეხზე სწრაფად წამოხტა.შუბლზე თითები ფრთხილად შეახო და წვივებზე შეპარული სიგრილე დააიგნორა
-ჯანდაბა იწვის
თერმომეტრი მოძებნა და სიცხე გაუზომა.როგორც კი დარწმუნდა იმაში რომ სიცხე ჰქონდა,მაშინვე სამზარეულოში გავარდა და ცხელი ჩაი გაამზადა
-ანდრია გაიღვიძე
ოდნავ შეაფხიზლა ბიჭი და მის გვერდით საწოლზე ჩამოჯდა.ანდრიამ ერთი წამოიზმუვლა და გვერდი იცვალა
-ანდრია
-რაიყო...
დამძიმებული თავი ძლივს წამოსწია ბიჭმა და მოჭუთული თვალებით გახედა ნენეს
-სიცხე გაქ
-არაუშავს,გამივლის მოდი დაწექი
-რას ქვია გაგივლის?!ჩაი გაგიმზადე და დალიე
-ნენე რად მინდა ამ შუა ღამეზე ჩაი?დაწექი და დაიძინე
-იწვი სიცხისგან რა დავიძინო
-ხმას ნუ უწევ!
საწოლიზე წამოჯდა და ჩაის სმა დაიწყო.ამასობაში ნენემ სიცხის დამწევი იპოვა და ისევ ანდრიასთან დაბრუნდა.წამალი დაალევინა და გვერდით მიუწვა ბიჭს
-რამ გაგაცია სულ არ დასველებულხარ
-ძაან კარგად იცი შენ რა მალე ვცივდები და საერთოდაც შენი ბრალია ,რომ ჩამჯდარიყავი არ მომიწევდა გადმოსვლა და არ დავსველდებოდი
-ნუ წუწუნებ ორი წლის ბავშვივით რა
გაეცინა გოგონას და ანდრიას ზურგი აქცია.ბიჭმაც არ დააყოვნა,მალევე მოხვია წელზე ხელები და სხეულზე აიკრო.
დილით ანდრიას სახლი ისე დატოვა ბიჭს არაფერი გაუგია.ელენე სახლში არ იყო გაბრიელს კი მშვიდად ეძინა.ფრთხილად მიუწვა დეიდაშვილს გვერდით და წელზე მოხვია ხელები.ბიჭმა შუბლზე მიამკრო ტუჩები და ძილი განაგრძო.
ვერსად მოახერხეს წასვლა.გაბრიელს არ ეცალა სამსახურში საქმეები ჰქონდა.ელენე გადარეული დადიოდა და ნერვები აწყდებოდა იმაზე
,რომ გაბრიელი ზედაც არ უყურება.ნენე კარგად ხალისობდა ამ ყველაფრით.გიორგი ხშირად ურეკავდა მაგრამ გოგონა არ პასუხობდა.ისევ ნაწყენი იყო ორვეზე.ანდრიასაც იშვიათად ნახულობდა,საერთოდ აღარ დადიოდა მათთან ბიჭი.
ზაფხული ისე მიიწურა დასვენება ვერცერთმა ვერ მოასწრო.ნენესთვის "მძიმე" პერიოდი იწყებოდა.პირველ კურსელი იყო და ემზადებოდა ტანჯვისთვის,სასურველ ფაქულტეტზე მოხვდა.გახდებოდა ექიმი უპრობლემოდ სანერვიულ არაფერი ჰქონა.პირველ დღეებში ისეთი დაბნეული დადიოდა აუდიტორიაც კი აერია რამდენიმეჯერ მაგრამ ერთ კვირაში უკვე ყველაფერი კარგად იყო.
ელენეც ემზადებოდა წასასვლელად.გაბრიელი უხასიათო გახდა სულ წარბებ შეკრული დააბოტებდა.ნენეს დაბადების დღე, რომ მოახლოვდა გაბრიელმა გადაწყვიტა რესტორანში გადავიხადოთო და გოგონაც დასთანხმდა.ყველაფერი მოაგვარა გამყრელიძემ,საღამოსთვის ნენე და ელენე ისეთი ლამაზებ იყვნენ გაბრიელი ყბა ჩამოვარდნილი უყურებდა მათ.რესტორანში მისულებს ნენეს კურსელები დახვდა როდენიმე მეგობართან და ნათესავთან ერთად.ყველაფერი კარგად მიდიოდა.ბევრი იცეკვეს,იმხიარულეს.თვრამეტი სანთელიც ჩააქრო ნენემ და უამრავი მილოცვაც მიიღო მაგრამ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ანდრია იყო რომელიც არსად ჩანდა.მოიწყინა ნენემ სკამზე იჯდა და მთელი გულით ელოდა ანდრიას გამოჩენას
-ალბათ არ ეცალა
ელენე ჩამოუჯდა გვერდით და ოდნავ გაუღიმა
-ჰო,ალბათ ამაზე მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა
მანაც გაუღიმა დაქალს და ამღვრეული თვალების დასამალად თავი დახარა.ელენე ძლიერად ჩაეხუტა და საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა.ნენე მის კურსელს მიაჩეჩა და თავად გაბრიელისკენ დაიძრა.კისერზე მოხვია ხელები და სხეულზე აეკრო
-არ დაგავიწყდეს მალე მივფრინავ
სხეული წყნარ მუსიკას ააყოლა და ბიჭის ირონიული ღიმილი დააიგნორა
-არ დამავიწყდება ნუ გეშინია
გაბრიელი დაიხარა და ტუჩები ჯერ ნიკაპზე მიაკრო შემდეგ კი ყელზე,ელენე კინაღამ ჩაადნა ხელებში გამყრელიძეს.თვალები მინაბა და ბიჭს დაეყრდნო მხრებზე.სიგრილე რომ იგრძნო სხეულმა მაშინ მარტო გამოფხიზლდა,ავტო სადომისკენ მიდიოდა გაბრიელი და ელენეც თან მიჰყავდა
-გაბრიელ სად მივდივართ?
გაოგნებულმა იკითხა გოგონამ და ხელის განთავისუფლება სცდა
-ცოტა გავისეირნოთ
-მერე სტუმრები?
-დაბრძანდით,გთხოვთ
გაღებულ კარზე მიუთითა ბიჭმა და მისი სიტყვები ვითომ არც გაუგონია ისე დაიჭირა თავი.ელენე ცოტახანს გაჩერდა და ჭინკებ ათამაშებულ თვალებში ჩააშტერდა ბიჭს.ბოლოს დანებდა და სავარძელში ჩაეშვა.გაბრიელმა სწრაფად დაიკავა თავისი ადგილი და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.თბილის რომ გასცდნენ ელენე დაიძაბა და ბიჭს გახედა
-გაბრიელ სად მივდვართ?
გამყრელიძისგან პასუხი რომ ვერ მიიღო კიდევ უფრო შეეშინდა
-მიპასუხე!
-შატილში
-შატილში რა გვინდა ბიჭო?!
-ნუ ყვირი დამშვიდდი!
გაბრიელმა გოგონას გადახედა,გაუღიმა და სიჩქარეს უმატა
-ახლავე მოაბრუნე მანქანა და იქ დამაბრუნე სადაც ვიყავი!
კივილი დაიწყო ელენემ მაგრამ გაბრიელი არც უსმენდა მშვიდად მართავდა მანქანას
-გამყრელიძევ იცოდე მოგკლავ!ის მაინც მითხარი რა გვნდა შატილში
-ფრენა შეგეცვალა,ამერიკის მაგივრად ჩემს ოჯახში დაფრინდები!
ისეთი საყვარელი თვალებით გახედა ელენე კინაღამ ჩადნა სავარძელში.მაგრამ როგროც კი გაბრიელის სიტვები გაიაზრა ფერი გადაუვიდა სახიდან
-რაა...რას ქვია ფრენა შეიცვალა...გაბრიელ ნორმურად ამიხსენი რა ჯანდაბა ხდება
-გიტაცებ რა
ისეთი მშვიდი ტონი ჰქონდა ბიჭს ელენეს მოუნდა თავი საჭეზე ერტყმევინებინა და ცემით მოეკლა
-რას ქვია მიტაცებ?
ხმა წაერთვა გოგონას.სული ეხუთებოდა,ფანჯარა ჩამოსწია და გრილი ჰაერი ღრმად შეისუნთქა
-რას ველოდოთ ელენე?!წახვალ მერე ღმერთმა უწყის როდის ჩამოხვალ,გიცადო გამო*ირებული როჟასავით და ვითვალო წლები?!
-გაბრიელ ცუდად ვარ
ამოიკნავლა ელენემ და თვალები დახუჭა.
ბიჭმა სწრაფად გადააყენა მანქანა და ელენეს კარი გაუღო.გოგონა ძლივს გადმოფოფხდა სავარძლიდან და გულზე ხელი მიიჭირა
-გაბრიელ დამაბრუნე უკან
-ძალია კარგად იცი რომ უკან არ დავიხევ!
კატეგორიულად განუცხადა და ბოთლით წყალი მოაწოდა.
რესტორნიდან თავისმა კურსელმა მიიყვანა სახლში.მადლობა გადაუხადა და სადარბაზოში შეირბინა.სახლში შევიდა თუ არა ფეხსაცმელები იქვე მიყარა და ოთახში გალასლასდა.შხაპმა უფრო მოადუნა და ძილი მოერია.საწოლში შეწვა და თვალები დახუჭა.ანდრიაზე საშინლად სწყდებოდა გული,საერთოდ რომ დაავიწყდა გოგონა.უნებართვოდ წამოსული ცრემლები შეიმშრალა და საბანში გაეხვია.დილით გაბრიელს დაურეკა,რომ არ უპასუხა ცოტა შეეშინდა.შემდეგ ელენეს ნომერი აკრიბა და დაელოდა
-ნენე მიშველე გაგიჟდა შენი დეიდაშვილი!მომიტაცა და რაღაც სისულელეებს ბოდავს!უთხარი დამაბრუნოს სახლში თორემ ყელს გამოვჭრი!
-ნუ კივი თავი მისკდება,დამშვიდდი რა დაგემართა შენც კიდე,გიყვართ ერთამენთი და დატკბით ერთად ყოფნით,რა აწიე მთელი შატილი ჰაერში უფ
-იცოდი ხოო?იცოდი რომ ამას აპირებდა და არაფერი მითხარი?!
იმხელა ხმაზე ჭყაოდა ელენე ნენემ ტელეფონი,ყურიდან შორს გაწია და სახე დამანჭა
-ნუ ყვირი!გადარიე მთელი სამეზობლო
მობილური გაბრიელმა აართვა გოგონას და ტუჩებზე თითები ააფარა
-გაბრიელ როდის ჩამოხვალ?
საწყლად ამოიკნავლა ნენემ და კარის გასაღებად მისაღებში გავიდა
-სანამ შენი ალქაჯი დაქალი არ დაწყნარდება!
-მალე ჩამოდით რა მარტო არ მინდა
-ნენე ხმას არ გაგცემ თუ ახლავე არ მომაშორებ ამ ცხოველს
-მეც მიყვარხააარ
გაიცინა გოგონამ და მობილური გათიშა.სიცილი სახეზე შეახმა კარებზე ატუზული ანდირა რომ დაინახა
-არ შემომიშვებ?
წარბები მაღლა ასწია ბიჭმა და ქვემოდან ახედა გოგონას.ნენე კარებს მოშორდა და ანდრია სახლში შემოატარა,დივანზე დაჯდა ნაკანი და ნენეს გახედა შემოსასვლელში გახევებული რომ იდგა
-ვისკი ექნება გაბრიელს სადმე,მომიტანე რა
-რისთვის მოხვედი?
ნენემ დააიგნორა ბიჭის ნათქვამი და მის წინ სავარძელში ჩაჯდა
-მართლა მოიტაცა ელენე?
-არ იცნობ შენს ძმაკაცს?!
-სად წაიყვანა?
-შატილში
ანდრია ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.ვისკი სწრაფად იპოვა კარადაში,ჭიქა შეივსო და ერთი ამოსუნთქვით გამოცალა.ბოთლთან ერთად დაბრუნდა ნენესთან და თავისი ადგილი დაიკავა.ხმას არცერთი იღებდა.ანდრია თითქმის ბოლომდე რომ გამოცალა მათრობელა სითხე ფეხზე წამოდგა და გოგონას დააშტერდა.ხმისამოუღებლად დატოვა ოთახი და კარებში გაუჩინარდა.
-რას მოდიოდა საერთოდ
ამოიტირა გოგონამ და ფეხები მკერდთან აიკეცა.ბევრი იტირა ნენემ.ეზიზღებოდა ის დღე პირველად რომ გაუჩნდა ანდრიას მიმართ გრძნობები.თავს იწყევლიდა და იმ გრძნიბებსაც ასე რომ ანადგურებდა.საღამომდე სავარძელში იჯდა და ქვითინებდა.მერე ფეხზს წამოდგა და ოთახში სამეცადნოდ შევიდა.
დაძინებას აპირებდა ტელეფონი რომ აწკრიალდა,ანდრია ურეკავდა.ღრმად ჩაისუნთქა და უპასუხა
-ჩამოდი ქვემოთ გელოდები.
მეტი არაფეეი უთქვამს ბიჭს ტელეფონი გათიშა.ნენემ ფანჯრიდან გადაიხედა და მანქანას მიყრდნობილი ნაკანი დაინახა.მოსაცმელი მოიცვა და სახლი დატოვა.ლიფტს არც დალოდებია სწრაფად ჩაირბინა კიბეები და სადარბაზოდან გავიდა.ანდრიას წინ დადგა და სახემოეღუშულმა ახედა,ისევ ნაცემი იყო.ბიჭმა სიგარეტის ნამწვავი შორს მოისროლა და გოგონას დააშტერდა.ხმას არც ერთი იღებდა და არც მეორე.
-რისთვის ჩამომიყვანე?
ძალიან რომ შესცივდა გოგონას იკადრა ხმის ამოღება
-ვინა დათა?
გაღიზიანებულმა ამოიქშინა ანდრიამ
-ვინა დათა?
დაიბნა გოგონა და წარბები საყვარლად შეჭმუხნა
-ხო,ვინ არის დათა?!
დაუმარცვა ბიჭმა და ახალი სიგარეტის ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან.ნენე ერთხანს გაჩუმდა და დაფიქრდა.ბოლოს როგორციქნა გაახსენდა დათა,მისი კურსელი იყო.სახლშიც მან მიაცილა
-რამოდენიმე საგანი გვიტარდება ერთად
მხრები აიჩეჩა ნენემ
-ჰო?მთელს თბილისს მოადო ნენე ჩემი შეყვარებული არისო გოგო!
ხმა ვეღარ გააკონტროლა და ისე იღრიალა ნენე ადგილზე შეხტა.შეშინებუი აცეცებდა დამგვალებულ თვალებს
-ანდრია ნუ სულელობ რაღაცას და გაჩუნდი,გაიგეს მეზობლებმა
-მე ვსულელობ?
ირინიით გაეცინა ნაკანს და მანქანას მოშორდა
-რატო ღრიალებ?უბრალოდ მეგობარია და მეტი არაფერი!და საერთოდ ნუ ერევი ჩემს ცხოვრებაში!მე არ ვერევი შენსა და კატოს შორის!
ზურგია აქცია ნაკანს და სწრაფი ნაბიჯებით შევიდა სადარბაზოში.
გაბრიელს უწევდა ელენეს,გამუდმებული წიწუნუს და მუქარის მოსმენა მაგრამ, ერთს აკოცებდა და გოგონა მაშინვე ჩუმდებოდა.ბიჭი კმაყოფილი იყო თავისი გადაწყვეტილებით.ელენემაც იცოდა რომ გაბრიელის გვერდით ბედნიერი იქნებოდა მაგრამ არ ტყდებოდა.დილით ხმაურმა გააღვიძა გოგონა.თავი წამოსწია და კარადაში შემძვრალ გაბრიელს დააშტერდა
-გაბრიელ რას აკეთებ?
ინტერესით კითხა და ბიჭისგან პასუხი რომ ვერ მიიღო,ფეხზე წამიდგა და მის გვერდით დადგა.გაბრიელი გამწარებული ერთ-ერთი ჩაკეტილი უჯრის გახსნას ცდილიბდა
-როგორც იქნა
წამოიყვირა ბიჭმა როდესაც უჯრა წვალების შემდეგ როგორც იქნა გააღო.უჯრიდან პატარა კოლოფი ამოიღო და ელენენეს მიუტრიალდა
-მიდი ჩაიცვი გავდივართ
ტუჩებზე დააცხრა და ოთახიდან გავარდა.ელენემ მხრები აიჩეჩა და ტანზე ჩაიცვა.ეზოში რომ გავიდა გაბრიელი ახალგაზრდა ბიჭს ესაუბრებიდა.მასთან ახლოს დადგა და სტუმარს ინტერესით დააჩერდა
-საბა ეს ელენეა ჩემი საცოლე
გოგონას წელზე შეუცურა ხელი და სხეულზე აიკრო
-სასიამოვნოა
გაუღიმა ბიჭმა და ელენეს ხელი გაუწოდა.მანაც ღიმილით ჩამოართვა და გაბრიელს ახედა ისიც დაიხარა და ტუჩის კუთხეში აკოცა.შენდეგ კი ხელით უბიძგა გასასვლელისკენ.სახლი ჩუმად დატოვეს და ერთ-ერთ აღმართს დაადგნენ.ცოტახანში ძველი ეკლესიის წინ გაჩერდნენ.გაბრიელმა ერთი ღმად ჩაისუნთქა და ეკლესიის კარებში ფეხი შედგა.თან გაკვირვებული ელენეც შეიყოლა
-გაბრიელ რას აკეთებ?
ამოიჩურჩულა გოგონამ და ბიჭის გამოწვდილი თავსაფარი თავზე მოირგო
-ჯვარი უნდა დავიწერო
ელენეს თვალი ჩაუკრა და საკურთხევლის წინ დააყენა.ელენე გამობრუნებას აპირებდა და სახლში დაბრუნებას მაგრამ მოინანა.უყვარდა გაბრიელი და ხელს არაფერი უშლიდა მასთან ყოფნაში.ერთი გადახედა ბიჭს და საკურთხევლიდან გამოსულ მამაოს გაუღიმა.ჯვრის წერამ იმაზე ამაღელვებლად ჩაიარა ვიდრე ელენეს წარმოედგინა.მარჯვენა ხელის არათითზე მორგებული გაბრიელის ბებიის ბეჭედი იმდენად ლამაზი იყო რომ გოგონას ღიმილს ვერ მალავდა.საღამოს ნენეს დაურეკა და ახარა ახალი ამბავი,ისეთი ბედნიერი იყო ბრწყინავდა.კიდევ რამდენიმე დღე დარჩნენ შატილში შემდეგ კი დაუბრუნდნენ დედაქალაქს.ნენემ იმდენი კოცნა ელენე,კინაღამ მოახრჩო გოგონა.შემდეგ დეიდაშვილს მიულოცა დაოჯახება და მასაც ბევრი აკოცა.გადაწყვიტეს ბარში წასულიყვნენ და ვიწრო წრეში აღენიშნათ ჯვრისწერა.ანდრია და კატოც რა თქმა უნდა მათთან ერთად იყვნენ.ნენე არც ერთს აქცევდა ყურადღებას თავისთვის იჯდა და ხმას არ იღებდა.მშვიდად მიდიოდა ყველაფერი სანამ არსაიდან გიორგი გამოჩნდეოდა.ჯერ გაბრიელს და ელენეს მიულოცა დაოჯახება შემდეგ კი ნენეს მიუჯდა გვერდით
-ისევ გაბრაზებული ხარ?
-ისევ?და როდის ვიყავი რო?
გაკვირვებულმა ასწია წარბები ნენემ და ბიჭს გადახედა
-ნენე რატო იქცევი ასე?იმ გამოს*რებულის გამო უნდა ვიჩხუბოთ?
ხმას აუწია ჭკადუამ და გოგონას მაჯა მოიქცია მის თითებში.ანდრიამ როგორც კი შეამჩნია გიორგი დაიძაბა და მის ხელს გაუშტერა მზერა
-არ გინდა გთხოვ დავასრულოთ ის რაც არ ყოფილა
ხმადაბლა უთხრა გოგონამ და ხელის განთავისუფლება სცადა მაგრამ,გიორგიმ კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა.ფეხლზე წამოდგა და გოგონაც გაიყილა.ნენეს სხეული დაეხორკლა სიგრილე რომ იგრძნო მკლავებზე და უკმაყოფილოდ შეიშმუშნა.ბიჭი თავისი მანქანის წინ გაჩერდა და გოგონა ზედ ააკრო
-რას მმართებ ჰა?!გინდა რომ ჭკუიდან გადამიყვანო ხო?გამოგივიდა იცი?!ყურებამდე შემიყვარდი!
ბოლო ხმაზე ღრიალბდა ჭკადუა და მუშტებს გამწარებული ურტყამდა მანქანიას.ნენე შეშინებული ქანაობდა ერთ ადგილას და ხმის ამიღებას ვერ ბედავდა.გიორგიმ რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა გოგონასკენ ნენეს კიდევ უფრო შეეშინდა და კანკალი დაიწყო.თავბრუსხვევა იგრძნო და რომ არა მანქანა ალბათ ძირს გაიშოლტებოდა.ჭკადუამ სახე ახლოს მიუტანა გოგონას და კოცნა დააპირა მაგრამ ისეთი სიძლიერით დაენარცხა ძირს ამოსუნთქვა ძლივს მოასწრო.ნენეს თვალები ძლიერად დაეხუჭა და ვერაფერს მიმხვდარიყო.ცნობიერება როცა დაუბრუნდა და თვალების გახელა მოახერხა დაინახა გიორგიზე შემჯდარი ანდრია რომელიც ბიჭს გამეტებით ურტყამდა სახეში
-ხო გაგაფრთხილე შე ახვარო არაფერი მიქარო მეთქი?ხო გითხარო არ გაეკარო მეთქი
უყვიროდა და მუშტებს კიდევ უფრო ძლიერად ურტყამდა.თავბრუ ეხვოდა გოგონას და არეული ნაბიჯებით ძლივს მიუახლოვდა ანდრიას
-შეეშვი ასე მოკლავ
ხმაჩამწყდარმა ამოიხრიალა და რომ არ წაქცეულიყო კედელს მხრით მიეყრდნო.ანდრიას ვითომ არც გაუგია ნენეს სიტყვები ისევ უშენდა გიორგის მუშტებს.ცაავას გონება დაკარგვოდა და სახე სულ სისხლში ამოსვროდა
-ანდრია დაანებე თავი!
ხმას აუწია ნენემ და მხარზე დაექაჩა ბიჭს.მანაც უმალვე ასწია თავი და ჩაწითლებული თვალები ნენეს გაუსწორა
-დაგიშავა რამე?
გააფთრებული წამოვარდა ფეხზე და ნენეს ჩააფრინდა მხრებში
-არაფერი დაუშავებია
ამოიკნავლა გოგონამ და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა
-მადლობა დახმარებისთვის
გვრედი აუარა და შენიბაში შევარდა.ტელეფონი აიღო და სასწრაფო გამოიძახა,რამდენიმე წუთში კი გიორგი უკვე საავადმყოფოში მიჰყავდათ.აღიზიანებდა ეს ბიჭი მაგრამ იქ ასეთ მდგომარეობაში ვერ დატოვებდა.ნელ-ნელა ყველანი დაიშალნენ,გაბრიელმა გოგინები სახლში დატოვა და თვითონ ანდრიასთან წავიდა.ბიჭი ჩაბნელებულ ოთახი იჯდა და ვისკს სვამდა.სიგარეტის ნამწვავებით საფერფლე სავსე იყო.გაბრიელი ანდრიას წინ დაჯდა და თვალებში ჩააშტერდა
-ხომ იცი მამამისმა თუ გაიგო რაც მოხდა დედას გიტირებს!
ანდრიას ირონიით გაეცინა ბიჭის სიტყვებზე და ჭიქა მათრობელა სითხით შეავსო,თავი დივნის საზურგეს მიაბჯინა და თვალები დახუჭა
-ნუღა სვამ!
მკაცრად მიმართა გაბრიელმა მეგობარს და ვისკის ჭიქა ხელიდან გამოგლიჯა.უკმაყოფილოდ შეკრა წარბები ნაკანმა და გაბრიელს მტრული მზერით გახედა
-და მე თუ მოვინდომე ხომ იცი დედას მოვ***ნავ ოროვეს?!
ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა და ახლა სასმელი ბოთლიდან მოსვა
-ღადაობ ხო?მგონი დაგავიწყდა რამხელა გავლენა აქვს მაგ კაცს!
ვეღარ გაუძლო გაბრიელმა და ბოლო ხმაზე იღრიალა,ჭიქა კედელს გაუქანა და ნერვიულად დაიწყო ოთახში სიარული
-*ლეზე
ისევ გაიღიმა ანდრიამ და ფეხზე წამოდგა,პერანგის ღილები შეიხსნა და ოთახისკენ წავიდა
-წადი სახლში ცოლი გელოდება
თვალი ჩაუკრა ბიჭს და ოთახში გაუჩინარდა.
გაბრიელი ჯერ იმ საავადმყოფოში მივიდა სადაც გიორგი იწვა.გაიგო ბიჭის მდგომარეობა და ცოტა დამშვიდდა როდესაც მიხვდა რომ მხოლოდ დაჟეჟილობები და მცირე ტვინის შერყევა ჰქონდა და სხვა ისეთი არაფერი.
სახლში რომ დაბრუნდა ნენე სამზარეულოში დახვდა,გოგონას მაგიდაზე ედო თავი და თვალები დაეხუჭა.გაბრიელის შესვლა ვერც კი გაიგო,ბიჭი ფრთხილად მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო.ნენე შეცბა და თავი უცებ წამოსწია
-შემაშინე
-ადი დაიძინე გვიანია
თავზე აკოცა დეიდაშვილს და სკამიდან წამოაყენა
-როგორაა?
-კარგად ნუ ღელავ არაფერი სჭირს
გაუღიმა ბიჭმა და ნენე ოთახში შეაცილა.ემოციებისგან დაღლილს ისე ჩაეძინა საწყალ გოგონას ვერც კი გაიგო.
გოგონა ხშირად აკითხვადა გიორგის საავადმყოფოში.ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს უფროსი ჭკადუა დახვდა პალატაში,შვილს ესაუბრებოდა და იმუქრებოდა.ნენემ ჩუმად დააკაკუნა კარეზე და იქვე დადგა
-შემოდი ჩემო გოგო
დაუძაღა ზურაბმა,გიორგის მამამ.ისიც მორიდებით მიესალმა მას და საწოლის გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა
-როგორ ხარ?
დაბალი ხმით კითხა გიორგის
-უკეთესად,დღეს გამწერენ
მაშინვე უპასუხა ჭკადუამ
-მიხარია
ოდნავ გაიღიმა გოგონამ და ზურაბს გადახედა,რომელსაც ტელეფონმა დაურეკა.მანაც ბოდიში მოიხადა და პალატა დატოვა.ნენემ გიორგის შეხედა რომელიც გოგონას მიშტერებოდა
-გიორგი...
მძიმედ დაიწყო ნენემ
-მამაშენი მართლა აპირებს ანდრიას დაჭერას?
-რათქმაუნდა!აუცილებლად დაისჯება იმისთვის რაც გააკეთა
თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა ბიჭი
-გიორგი ამას თუ გააკეთებ გეფიცები ვეღარასოდეს მნახავ
-აბა რას ვქნა?!დავდგე და ვუყურო როგორო მაჩმორებს?!
გიორგი უკვე საკმაოდ გაღიზიანებული ჩანდა და ნენეც დაიძაბა
-უბრალოდ მამაშენს ნუ ჩარევ ამ საქმეში შენ თვითონ მოაგვარდი ანდრიასთან
ბიჭი გაჩუმდა და თავი გაატრიალა,ფანჯარაში გაიხედა
-გიორგი,გთხოვ
შეემუდარა გოგონა,ფეხზე წამოდგა და ჭკადუას თავზე დაადგა
-კარგი,ოღონდ ეგ ნაბი*ვარი აუცილებლად მიიღებს იმას რაც ეკუთვნის
მოლბა გიორგი და წარბებშეკრულმა ახედა გოგონას
-მადლობა
ჩაიჩურჩულა ნენემ და ოთახიდან გამოვიდა.ზურაბს დაემშვიდობა და კლინიკა სწრაფად დატოვა.ტაქსი გააჩერა და ნაკანთან წავიდა.დიდხანს აკაკუნა კარებზე,ანდრია სახლში არ იყო არც ტელეფონზე პასუხობდა.ჩანთიდან გასახები ამოიღო და ბინაში შევიდა.საშინელი არეულობა დახვდა,თავი უსიამოვოდ გააქნია და ოთახების მილაგება დაიწყო.დრო ისე გავიდა ვერც კი იგრძნო,ნაკანი კი თითქოს განგებ არ მიდიოდა სახლში.ნენე ლოდინით რომ დაიღა გადაწყვიტა იქ წასულიყო სადაც ეგულებოდა.
ჩაბნელებული შენობიდან საშინელი ხმაური ისმოდა.ფრთხილად მიუახლოვდა სარდაფში ჩამავალ კიბეებს და ტელეფონის შუქით გაინათა გზა.ოთახში შემავალ კარებთან მაღალი,მელოტი კაცი იდგა და გოგონას წარბებაწეული აშტერდებოდა.ნენემ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და კაცს ახედა
-მე...მე...ანდრიასთან ვარ
კაცმა უსიამივნო,ხმამაღალი სიცილი დაიწყო
-აქ ყველა ანდრიასთან არის პატარა გოგო
სიცილით უთხრა ნენეს და კიბეზე ჩამომავალ მამაკაცს შეხედა,უხმოდ გაუღო კარი და შიგნით შეატარა
-მართალს გეუბნები არ გატყუებ
საწყლად აიჩეჩა გოგონამ მხრები და კიდევ უფრო მოიღუშა,როდესაც კაცმა უკმაყოფილოდ გადმოხედა
-სრულწლოვანი მაინც თუ ხარ?!
მობეზრებით იკითხა დაცვამ
-კი,კი აი ნახე
სწრაფად ამოიღო საფულე და პირადობა აჩვენა.დაცვამაც სწრაფად გადაამოწმა და გოგონა კარში შეატარა.ნენეს შესვლისთანავე ცხვირი აუწვა მძაფრმა,თამბაქოსა და ალკოჰოლის სუნმა.სწრაფად მოავლო თვალი დიდ ოთახს სადაც რამდენიმე მაგიდა იდგა,მაგიდებთან პიჯაკებში გამოწყობილი კაცები ისხდნენ,რომლებსაც თავზე დაცვა ედგათ.დანარჩენი მაყურებელი კი ფეხზე იდგა და უაზრო რეპლიკებს ისროდნენ.ნენემ სწრაფად მოავლო თვალი ოთახს და ანდრიაც დაინახა რომელიც "რინგზე" იდგა და თავის მოწინააღმდეგეს ზევიდან დასჩერებოდა,რომელიც ძირს ეგდო და უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა.ცოტახანში ბიჭი ფეხზე წამოდგა,ისევ ანდრიას წინ დადგა და ხელები სახეზე აიფარა.ნაკანს გაეცინა და ისეთი ძალით შემოარტყა მუშტი,საწყალმა ბიჭმა ტრიალი დაიწყო.ანდრიამ ბიჭი გააჩერა და კიდევ ერთხელ დაარტყა ოღონდ ამ ჯერად თავი ვერ შეიკავა და მოწყვეტით დაეცა იგი.ნენემ ხელები პირზე აიფარა,რომ არ ეყვირა.ნაკამნმა ირონიული ღიმილით მოავლო თვალი დარბაზს და ნაცნობი სილუეტის დანახვის შემდეგ სახე წაეშალა.სწრაფად გადმოხტა არენიდან და ნენესკენ წავიდა.ისეთი გააფთრებული იყო გოგონას შეეშინდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან.მკლავში წვდა ნენეს და რომელიღაც ჩაბნელებულ ოთახში შეათრია
-აქ რას აკეთებ გოგო?!
იმხელა ხმაზე დაუყვირა ნენე შეხტა და შეშინებული თვალებით ააშტერდა ორი თავით მაღალს
-მე...შენთან მოვედი
ძლივს ამოიკნავლა გოგონამ
-არ გამაგიჟო ახლა!რამ ჯანდაბამ მოგიყვანა აქ
-ნუ ყვირი რააა!სახლში რომ ყოფილიყავი არსადაც არ მოვიდოდი
ისე უცებ აუწია გოგონამ ხმას თვითონაც ვერ გაიაზრა.ანდრიამ წარბი აწია და სახე უფრო მოენგრა
-ხმას ნუ უწევ!აქ იყავი მე გამოვიცვლი და წავიდეთ
ხელი უხეშად გაუშვა და ოთახიდან გავიდა.ნენემ გაიგონა საკეტის გაჩხაკუნების ხმა და გაოცებული მიაშტერდა ჩაბნელებული ოთახის კარს
-ავადმყოფი
მიაძახა კარებში გაუჩინარებულს
-ნენე გავიგონე!
მოესმა ბიჭის მოგუდული ხმა,გოგონამ თავი გადააქნია და მაშინღა იგრძნო,რომ სრულ სიბნელეში იყო.კარებს ზურგით აეტუზა და თვალები მაგრად დახუჭა.ვერც კი გაიგო როგორ გავიდა დრო და როგორ გააღო ვიღაცამ კარი,ნენემ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ბიჭის მკერდს შეეჯახა.შეშინებულმა ახედა და სწრაფად მოტრიალდა
-წავიდეთ რა მალე
უკვე თავი სტკიოდა უაზრო შეძახილებითა და ყვირილით.ანდრიამ უხმოდ ჩაკიდა ხელი და გასასვლელისკენ გაუძღვა.გოგონამ კარგად დაინახა რინგზე მოჩხუბარო ორი უზარმაზარი ბიჭი,რომლებიც გამეტებით ურტყამდნენ ერთმანეთს.შიშისგან გააჟრიალა და სწრაფად აეტუზა ანდრიას მკავს.ბიჭი კარებში გავიდა და დაცვას დაემშვიდობა,ამ უკანასკნელმაც ნენეს გაუცინა და თვალი ჩაუკრა გოგონამაც ხელი დაუქნია.კიბეები სწრაფად აირბინეს და მანქანაში ჩასხდნენ
-მეორეჯერ არასდროს გაბედო აქ მოსვლა!
მკაცრად გააფრთხულა ანდრიამ და საჭეს თითები მოუჭირა
-მაშინ შენც ნუ დადიხარ!
-ნენე ხმას ნუ უწევ უკვე მერამდენეჯერ გითხარი?!
ბიჭმა გაბრაზებული მზერით გადახედა ნენეს და სიჩქარეს მოუმატა.გოგონას რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ მისი ტელეფონი აწკრიალდა.სწრაფად დახედა ეკრანს და უპასუხა
-ნენე სად ხარ მთელი დღე?!
მაშინვე გაიგონა გაბრიელის ხმა
-ჯერ საავადმყოფოში ვიყავი გიორგისთან...
ამის გაგონებაზე ანდრია ისე დაიძაბა კინაღამ საჭე შემოეფშვნა ხელში.ნენემ სწრაფად გაიხედა ფანჯარაში,რომ ნაკანის მზერა აერიდებინა
-ახლა ანდრიასთან მივდვარ უნდა ველაპარაკო
-რაზე უნდა ელაპარაკო?
დაეჭვებით კითხა გაბრიელმა
-გიორგიზე
ჩუმად უპასუხა გოგონამ
-დღეს მოხვალ?თუ გინდა არ მოხვიდე,რავიცი შენ თუ გინდა ოღონდ
ნენეს გაეცინა გაბრიელზე
-მარტო გინდა ელენესთან დარჩენა?
-როგორი მიხვედრილი მყავხარ ნუუუ
გაიწელა გაბრიელი და მასაც გაეცინა ნენეს კისკისზე
-კარგი ანდრიასთან დავრჩები
-გაკოცეეეე
ნენემ სიცილით გათიშა ტელეფონი და მოღუშულ ნაკანს გადახედა
-რაზე უნდა მელაპარაკო?
-მივალთ სახლში და გაიგებ
უპასუხა და გზას გახედა.მანქანა მალევე გაჩერდა ნაკანის კორპუსთან,ბიჭი სწრაფად გადავიდა მანქანიდან და ნენეც მას მიჰყვა.სახლში შესვლისას ანდრიამ მაშინვე გადაიძრო მაისური და ოთახში შევიდა,ნენე პირდაღებული უყურებდა საძინებლიდან გამოსულსა და სააბაზანოსკენ მიმავალს.ბიჭმა კარი მიიხურა და ნენემ მალევე გაიგო წყლის ხმა.ანდრიას ოთახში შევიდა და კარადიდან ბიჭის მაისური გამოიღო,ტანზე გამოიცვალა და ისევ მისაღებში დაბრუნდა.ნაკანი მალე გამოვიდა სააბაზანოდან,სპორტული შარვალი ეცვა და წელს ზემოთ ისევ შიშველი იყო.გოგონას გადმოხედა და ინტერესით დააჩერდა
-გისმენ,რაზე უნდა მელაპარაკო?
კითხა და მის წინ ჩამოჯდა
-ანდრია,მოუხადე გიორგის ბოდიში
ჩუმად დაიწყო აბაშიძემ და ნაკანს დააკვირდა რომელსაც ძარღვები დასკდომაზე ჰქონდა
-ნენე,საიდან მოიტანე ეგ სისულელე?!
კბილებში გამოსცრა ბიჭმა
-გიორგისთან ვიყავი და მამამისი დამხვდა იქ...
-რამე გითხრა?!
უარესად გაღიზიანდა ნაკანი
-არა...არა იმუქრებოდა და ამბობდა,რომ დაგიჭერდა
ანდრიას ამ სიტყვებზე გაეცინა და ნენეს მიუჯდა გვერდით
-და შენ მაგის გჯერა?
ირონიით ჰკითხა გოგონას და თმაზე მოეფერა
-ანდრია მჯერა აბა არ უბდა მჯეროდეს?!გავლენიანი პიროვნებაა და თან...
ანდრიამ არაფრის თქმა დააცადა,ნენეს სახეს მიუახლოვდა და ტუჩებზე დააცხრა.აბაშიძე გაქვავდა,ვერ იჯერებდა რომ ეს მართლა ხდებოდა.თვალები დახუჭა და იგრძნო როგორ აუკანკალდა მუხლები.მაგრად მიაბჯინა ანდრიას მკერდზე გაყინული თითები.ბიჭის ტუჩები რბილი და ძალიან ცხელი იყი.ნაკანმა მალევე გაასწორა თავი და აწითლებულ ნენეს დააკვირდა.გოგონამ ვერ იგრძნო როდის მოშორდა ბიჭი,ისევ გრძნობდა ანდრიას ტუჩებს თავისასზე.როგორც კი გაიაზრა აღარ კონცნიდა თვალები გაახილა და ტუჩზე იკბინა.გაფართოებული თვალებით უყურებდა მომღიმარ ბიჭს.ანდრიას მკერდზე მიდებული ხელებით გრძნობდა მის გულისცემას.ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ტუჩზე კიდევ უფრო მწარედ იკბინა,ცრემლების შესაკავებლად
-ნენე,არ უნდა ინერვიულო იმაზე რაც არ არის ამდენი ყურადღების ღირსი
დუმილი დაარღვია ანდრიამ და დამფრთხლა გოგონას ლოყაზე მოეფერა.ნენე უცებ წამოდგა ფეხზე და რომდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია
-შენ...მე....მე....შენ
უაზროდ ბლუყუნებდა და ჯერ კიდევ არ ჰქონდა გააზრებული თუ რა მოხდა
-მე შენ გაკოცე.
ფეხზე წამოდგა ანდრია და გოგონას წინ დაუდგა
-რაა?რატომ?!
გაოგნებული შეშტერებოდა ბიჭს,თითქოს ახლა გაეაზრებინა თუ რა მოხდა
-ვერ მოვითმინე
ოდნავ გაეღიმა ნაკანს და ნენეს მტევანი თავის,თლილ თითებში მოიქცია.თვალები დახუჭა და ფრთხილად აკოცა გაყინულ თითებზე.ნენე ვეღარ უძლებდა ამდენს,ცოტაც და ტირილს დაიწყებდა.ანდრია ისევ დაიხარა გოგონას ტუჩებისაკენ მაგრამ კაკუნის ხმამ ორივე შეაკრთო.ბიჭმა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და წელში გასწორდა.აბაშიძემ იგრძნო მუხლებში სისუსტე და რომ არ წაქცეულიყო დივანზე ჩამოჯდა.ანდრიამ კარები გააღო და ოთახში ქარიშხალივით შემოვარდა კატო.ნენეს საერთოდ არ სცხელოდა მისთვის.ყურადღება არ მიუქცევია ქალის ლაპარაკისთვის,ისევ ანდრიაზე და მის მხურვალე ბაგეებზე ფიქრობდა
-ანდრუშა,მეგონა მარტონი ვიქნებოდით
ამოიკრუსუნა კატომ და მამაკაცის შიშველ მკერდს მიეკრო
-ან საერთოდ რა უნდა აქ?!
-კატო,მაპატიე უბრალოდ სახლში ვერ მივიდოდი და ანდრუშამ შემიფარა,მე ხელს არ შეგიშლით
ძალით გაუღიმა გოგონას და ოთახში შეიკეტა,საწოლზე დაწვა და ჭერს მიაშტერდა.რამდენ ხანს ელოდა ამ დღეს,რამდენჯერ უნატრია ნაკანის ტუჩები.გარედან კატოს ჭიხვინი ესმოდა და თავს იკავებდა,რომ არ გავარდნილიყო და არ ერტყმევინებინა მაგიდაზე თავი.მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა,როგორც კი გათენდა მოწესრიგდა და სახლში წავიდა.
ოთახში უხმაუროდ ავიდა და მთელი ღამის უძილარს მალევე ჩაეძინა.როცა გეღვიძა უკვე შუადღე იყო,ტელეფონი შეამოწმა რამდენიმე გამოტოვებული ზარი ჰქონდა ანდრიასგან.ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა.გაბრიელისა და ელენეს ხმა სამზარეულოდან მოდიო და ისიც იქ შევიდა.ელენე გაზქურასთან იდგა და საჭმელს ამზდებდა,გაბრიელი მის უკან იყო და აწვალებდა
-რა დღეში ხართ თქვენ?!
წარბი აწია ნენემ და სიცილი დაიწყო წყვილის შეშინებულ თვალებზე
-უიმეე,რაიყი გოგო გამისკდა ეს სათუთი გული
გაბრიელი ნენეს მოეხვია და ლოყაზე ძლიერად აკოცა
-გამყრელიძე,ნუ ცანცარებ
მკაცრად გადმოხედა ელენემ და ნენეს თვალი ჩაუკრა
-რას ამზადებ?
ინტერესით დააჩერდა გაზქურაზე შედგმულ ქვაბსა
-ღომს
ელენემაც ამაყად უპასუხა
-გეტყობა რა მეგრელი დედა,რომ გყავს
გაუცინა გოგონამ და სკამზე ჩამოჯდა.ელენე ამთავრებთა მაგიდის გაწყობას გაბრიელს,რომ დაურეკეს და სასწრაფოდ გავარდა.გაბაძემ კი იწუწუნა მაგრამ გამყრელიძეს აუცილებელი საქმე ჰქონდა.დარჩნენ მარტო გოგონები.მშვიდად მიირთვეს საჭმელი და მისაღებში გადაინაცვლეს
-რაო გუშინ ნაკანმა?!
გამომცდელად შეხედა ელენემ გოგონას და ყავის ჭიქას თითები შემოხვია
-რავიცი,არაფერი
მხრები აიჩეჩა ნენემ და მაშინვე გაახსენდა ანდრიას ტუჩები
-მაკოცა....
ისე ჩუმად ამოიჩურჩულა თავისი სიტყვები თვითონაც ძლივს გაიგო
-რაააააა?
იმხელა ხმაზე იყვირა ელენემ ნენე შიშისგან შეხტა
-შეხედე,შეხედე უნამუსო ვირი ეგ
-ელენე,დამშვიდდი რა გაყვირებს
-თავხედი ჯორი!ჯერ გეუბნება ცოლი მომყავსო და ახლა გკოცნის?!უტიფარი
გაუჩერებლად ლანძღავდა ელენე ნაკანს.აბაშიძიე რომ დანაღვლიანდა ელენემ მაშინვე მოკუმა ტუჩები
-ნენე,მართლა ძალიან გიყვარს?
შეპარვით ჰკითხა გაბაძემ დაქალს,ამ უკანასკნელმაც თავი ფრთხილად დაუქნია.სიჩუმე ჩამოწვა ოთახში,ნენე ანდრიაზე ფიქრობდა ელენე კი ნენეს გრძნობაზე
-მე და გაბრიელმა გადავწყვიტეთ მალე ვიქორწინოთ
დუმილი დაარღვია ელენემ და მორცხვად გაიღიმა მერე კი კივილით წამომხტარ ნენეს მოეხვია.
დღეები ისე გადიოდა ნენე ანდრიას არ შეხვედრია.გოგონა თითქოს განგებ ერიდებოდა ნაკანს.ახალი წელი ახლოვდებოდა და გაბრიელს გადაწყვეტილი ჰქონდა რაჭაში წასულიყვნენ ყველანი ერთად და იქ აღენიშნათ.ნენემ იცოდა მოუწევდა ანდრიასთან შეხვედრა და დიდად არ უხაროდა რაჭის ამბავი.
ყველაფერი მოგვარებული ჰქონდათ და დილით წასვლას აპირებდნენ. ელენემ რაღაც საქმე მოიმიზეზა და გაბრიელს სთხოვა კიდევ ერთი დღიდ დარჩენილიყვნენ ქალაქში.ნენე მიხვდა,რომ ელენემ ეს ყველაფერი იმისთვის მოიგონა ანდრია და თვითონ მარტო დარჩენილიყვნენ
-მაშინ მეც თქვენთან ერთად წამოვალ,რა საჭიროა ცალ-ცალკე ვიაროთ?!
-რას ამბობ ჩემო ძვირფასო?!
მოჩვენებით გაიკვირვა ელენემ
-ჩვენ რატომ უნდა გველოდო?წადით შენ და ანდრია,ხო მართალი ვარ გაბრიკო?
მუჯლუგული გაკრა ბიჭს
-ჰო,ანდრია წაგიყვანს არ არის პრობლემა
გოგონამ დეიდაშვილს თავი დაუქნია და დაქალს თვალებმოჭუთულმა გახედა,მანაც ჩუმად ჩაიქირქილა.ნენემ სთხოვა მუშუ მათ წამოეყვანათ.
დილით ანდრიამ მოაკითხა და ისიც ჩუმად გაჰყვა ბიჭს.მანქანაში სასიამოვნოდ თბილოდა.ისიც მოდუნდა და ძილი მოერია.ნაკანი მშვიდად მართავდა მანქანას,არ ჩქარობდა.გოგონას თითქმის ნახევარი გზა ეძინა,რომ გამოეღვიძა გაიზმორა და ბიჭს გადახედა,რომელიც წარბებშეკრული გაჰყურებდა გზას
-მშია...
ამოიზმუვლა ნენემ და კიდევ ერთხელ გაიზმორა
-გინდა გავაჩერო სადმე?
-არა,არ მინდა შოკოლადები მაქვს წამოღებული
წარბები აათამაშა გოგონამ და უკანა სავარძელზე გადადებულ თავის ჩანთას გადასწვდა.თავისი საყვარელი შოკოლადები ამოკრიფა და კალთაში ჩაიყარა
-გაჭმევდი მაგრამ არ გიყვარს და...
თავი დანანებით დააქნია ნენემ
-რა უჯიშო უნდა იყო შოკოლადი არ გიყვარდეს
ჩუმად ჩაიზუზუნა და წარბაწეულ ანდრიას ნიშნის მოგებით გახედა
-ენას მოუკელი და იცოდე არაფერი დაყარო
-ნუ წუწუნებ "ჟეშტზე"
ამზერით გაიხედა გოგონამ წინ და შოკოლადის ჭამა გააგრძელა.რამდენიმე საათში უკვე სახლში ყვნენ.ანდრიას ბუხარი დაენთო,ნენეც აგიზგიზებული ბუხრის წინ იჯდა და ცეცხლს მიშტერებოდა.ნაკანი კი ნენეს უყურებდა.ისეთი ლამაზი იყო აბაშიძე ანდრეა ხელებს ძლივს აკავებდა,რომ არ მოფერებოდა.გოგნას ნაკვთები მოდუნებოდა და მშვიდად სუნთქავდა.უცებ ასწია თავი და ნაკანს ჩააშტერდა კარამელისფერ თვალებში
-ანდრია,რა გვიშლის ხელს?
მოულოდნელად ჰკითხა და ოდნავ წამოიწია.ანდრეა დაიძაბა,ძარღვები დაებერა,კარგად იცოდა რასაც ეკითხებოდა ნენე.თვალი აარიდა გოგონას და კედელს მიაჩერდა
-ახლა არ გვინდა ამაზე საუბარი
ჩუმად ამოთქვა და ფეხზე წამოდგა. ნენეც უცებ წამოხტა და წინ აესვეტა
-აბა როდის?!როდემდე ვიტანჯო ანდრეა?!შენ თუ არ გეცოდება შენი თავი მე რა დავაშავე?!
თვალები აენთო აბაშიძეს და გაყინული ხელები მკერდზე მიაბჯინა ანდრიას
-ნენე,ახლა არა მეთქი
ისევ გაუმეორა და კიდევ უფრო დაიძაბა
-კარგი,თუ ახლა არა მაშინ აღარასოდეს!
როგორ უნდოდა ნენეს ეს სიტყვები მტკიცედ ეთქვა მაგრამ აფორიაქებული,აკანკალებული ხმა ვერაფრით დამალა.უცებ მოშორდა ანდრიას და კიბეები აირბინა,ოთახში შევიდა და აცახცახებული სხეულის დამშვიდება სცადა.იქვე კარებთან დაჯდა და ხმადაბლა ტირილი დაიწყო.ვერ ხვდებოდა რა უშლიდა ხელს იმაში,რომ ბედნიერი ყოფილიყო.ნაკანი ამ დროს გაშეშებული იყო და ისევ იმ ადგილს უყურებდა სადაც წუთის წინ ნენე იდგა.ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და გამწარებულმა ფეხი კრა შეშის პატარა გორას,რომელიც ბუხრის წინ ეწყო.სამზარეულოში შევიდა და სასმლის ძებნა დაიწყო,ამ ყველაფერს ფხიზელი ვერ აიტანდა.ძალიან კარგად იცოდა როგორ ატკინა ნენეს მაგრამ ახლა ვერაფერს ვერ გააკეთებდა.
საღამომდე არცერთი არ განძრეულა.ანდრიამ ვერ გაბედა ნენესთან ასვლა,სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა და კარებს მიშტერებოდა.ბევრ რამეზე ფიქრობდა.ნენემ კუნთების ტკივილი,რომ იგრძნო ნელა წამოდგა ფეხზე და რომ არ წაქცეულიყო კედელს მიეკრო მხრით.ღრმად ამოისუნთქა და იგრძნო, როგორ ჩახლეწვოდა ყელი და საშინელ წვას გრძნობდა.კარი გამოაღო და კიბეები აუჩქარებლად ჩაიარა.ცეცხლი ჩამქრალიყო და ოდნავ შესამჩნევლად ციმციმებდა ნაკვერჩხალი.ნერწყვი გადაყლაპა და სამზარეულოში შევიდა.მაშინვე დაინხა მაგიდასთან მჯდარი ანდრია,რომელსაც თავი დაეხარა და ხმისამოუღებლად ჩასჩერებოდა თავის ხელებს.თითქოს დაპატარავებულიყო ამხელა კაცი.ნენემ იგრძნო ყრუ ტკივილი მკერდის არეში.უსიტყვოდ აუარა გვერდი ნაკანს და ონკანს მიუახლოვდა,ორი ჭიქა წყლის დალევის შემდეგ იგრძნო როგორ ჩაეწმინდა ყელი.გამოსვლას აპირებდა ანდრია მკლავზე,რომ მოეჭიდა და ჩუმად ძლივს გასაგონად დაუძაღა
-გინდოდა რამე?
მანაც დაბალი ხმით ჰკითხა
-ნენე,ვიცი,რომ გაწყენინე მაგრამ მეც უნდა გამიგ...
-ახლა არა ანდრია!
ხელი ცივად გააშვებინა და სწრაფად დატოვა სამზარეულო.ზურგს უკან გაიგონა გინება და რაღაცის მტვრევის ხმა.კიბეებზე ძლივს ალასლასდა და ოთახში შეიკეტა,საწოლზე მოწყვეტით დაეცა და საბანში გაეხვია.
გაბრიელი და ელენე დილით უკვე რაჭაში იყვნენ.ნენემ,რომ გაიგონა მათი ხმა ფეხზე წამოდგა,მოწესრიგდა და ოთახი დატოვა.ანდრია გაბრიელთან ერთად დივანზე იჯდა და მას ესაუბრებოდა.დეიდაშვილთან მივიდა და ლოყაზე აკოცა,დივანზე მოკალათებულ კნუტს ხელი დაავლო და მკერდზე მიიკრა
-ელიკო სად არის?
-სამზარეულოშია
ნენე ელენესთან შევიდა და მოფუსფუსეს ჩაეხუტა
-დაგეხმარო?
-არ მინდა გოგო დაჯექი მანდ
მკაცრად უთხრა და დანით სკამზე მიანიშნა.ნენე დაემორჩილა მას და სკამზე მოწყვეტით დაეცა,ფეხები აიკეცა და მუშუ კალთაში ჩაისვა
-აბა ელაპარაკე იმას?
ინტერესით კითხა გოგონამ.ნენემ ღმად ჩაისუნთქა და მაგიდის ზედაპირს ჩააჩერდა
-ნეტავ,საერთოდ არაფერი მეთქვა
ჩუმად ამოთქვა გოგონამ და აკანკალებული თითები კნუტის ფუმფულა ბეწვზე გადაატარა
-რა მოხდა?!
-მითხრა,რომ არ სურდა ჩვენს ურთიერთობაზე საუბარი
-რაოო?
თვალები გაუფართოვდა ელენეს და დაქალს ჩამოუჯდა გვერდით
-ჰო,ასე მარტივად მოვაგვარეთ ყველაფერი
ირონიით ამოთქვა გოგონამ,თავის თავს დასცინოდა
-რას ქვია არ სურდა საუბარი?ეგ იდიოტი ვირი სულ გამოყეყეჩდა?!
აღშფოთებას ვერ მალავდა გაბაძე და ხელებს უმისამართოდ აქნევდა.ნენეს თავი ჩამოეგდო და ცდილობდა არ ეტირა
-ელიკო,აღარ მინდა მიყვარდეს
ამოიკნავლა გოგონამ და დაქალს ჩაეხუტა.ცრემლები მაინც ვერ შეიკავა,ჩუმად დაიწყო ქვითინი დაქალის მხარზე
-დამშვიდდი ჩემო ციცქნა,ყველაფერი კარგად იქნება
ელენე თმაზე ეფერებოდა და კოცნიდა.ნენე მაშინ გასწორდა,როდესაც ოთახში გაბრიელი და ანდრია შევიდნენ.ცრემლები სწრაფად შეიმშრალა და ელენეს გამოწვდილი წყალი დალია.ანდრია მისჩერებოდა ნენეს და ხვდებოდა,რომ ყველაფერი გააფუჭა.გაბაძემ მაგიდა გააწყო და ბიჭებიც შემოუსხდნენ
-ნენე,რამე გაწუხებს?
გაბრიელმა ერთხანს უყურა თვალებდასიებულ დეიდაშვილს და რომ ვერ მოითმინა ჰკითხა.გოგონამ უცებ ასწია თავი და წინ მჯდომ გამყრელიძეს შეხედა
-კარგად ვარ უბრალოდ გუშინ ვერ დავიძინე.ძალიან მციოდა,თან ხომ იცი მიჭირს საწოლის გამოცვლის დროს მშვიდად ძილი
მხრები აიჩეჩა გოგონამ და წვენი მძიმედ გადაყლაპა.მაქსიმალურად ცდილობდა ანდრეასკენ არ გაეხედა, რომელიც თვალს არ აშორებდა.
ოცდათერთმეთში ელენეს გაწამაწია ჰქონდა სამზარეულოში.ნენე არაფერს მიაკარა,რადგან იცოდა რაღაცას გააფუჭბდა ამიტომ უბრძან ნაძვისხე გაეწყო.გოგონაც მის ბრძანებას დაჰყვა.გაბრიელს საწყობიდან ნაძვისხე გამოატანინა თავისი სათამაშოებითურთ.მშვიდად იდგა მასზე მაღალი ხელოვნური ხის წინ და საახალწლო მოსართავებით ალამაზებდა,თან ხმადაბლა ღიღინებდა
-ნენე,დამელაპარაკე რა
გოგონა შეკრთა ანდრიას ხმაზე და სწრაფად მოტრიალდა.ნაკანი მის წინ იდგა და სასოწარკვეთილი დაჰყურებდა აბაშიძეს.ნენემ ოთახს თვალი მოავლო,მარტონი იყვნენ
-რაზე ანდრია?რაზე გელაპარაკო?
-სულ ერთია...ოღონდ თვას ნუ მარიდებ და ნუ ცდილობ დამაიგნორო
-არ მინდა არაფერზე საუბარი
ჩუმად ჩაიბუტბუტა გოგონამ და ისევ ნაძვის ხისკენ შეტრიალდა.ანდრია გოგონას მიუახლოვდა და ნენემ იგრძნო ძლიერი ხელები მის მუცელზე
-ყველაფერს აგიხსნი,ოღონდ ახლა ვერ
ყურს უკან უჩურჩულა ნაკანმა და კისერში აკოცა გაშეშებულ ნენეს
-აწი არაფერის ახლსნა არ მინდა!
უკმეხად მიუგო ბიჭს და ხელები ცივან გააშვებინა.ანდრიამ ღრმად ჩაისუნთქა და სათამაშოების ყუთში ჩამძვრალ კნუტს ხელი დაავლო.დივანზე გაწვა და მუშუ მკერდზე დაისვა
-რა უნდა შენს პატრონს ჰა?რატომ არის ასეთი მოუთმენელი?!ხო შეიძლება დამაცადოს ცოტა ხანს?!მაგრამ არა,მერე ვინ იჯიუტებს?!ვახ ჩემი, გავგიჟდი კატას ველაპარაკები
თავზე ხელი გადაისვა და აკრუტუნებული მუშუ კიდევ უფრო კარგად მოაკალათა მასზე.ნენე აფორიაქებული იდგა და ცდილობდა ანდრიასკენ არ გაქცეოდა თვალი.
ყველაფერი გაალამაზა და ისევ ელენეს შეაკითხა სამზარეულოში,რომ ახალი მითითება მიეღო.მანაც სთხოვა მაგიდა გაეშალა.ნენეცუყოყმანოდ დასთანხმდა.სამზარეულო დატოვა და კიბეებისაკენ წავიდა.ერთ-ერთ ოთახში შევიდა და მაღალი კარადა გამოაღო.ლამაზი მაგიდის გადასაფარებელი სჭირდებოდა,რომელიც სულ მაღლა იდო
-გაბრიეეეელ,ამოდი მჭირდებიიიი
დაიყვირა გოგონამ და დეიდაშვილს დაუწყო ლოდინი.მალევე გაიგო ნაბიჯების ხმა და ოთახში გამყრელიძის ნაცვლად ანდრია შევიდა.თვალებიი აატრიალა და კარადასთან ახლოს დადგა
-ამწიე,გადასაფარებელი უნდა ჩამოვიღო
ანდრიაც უხმოდ მიუახლოვდა გოგონას და წელზე დააწყო ხელები,შემდეგ კი სწრაფად ასწია მაღლა.ნენემ მაშინვე გამოაცურა ლამაზი ნაჭერი კარადიდან და ბიჭს დააჩერდა
-ჩამომსვი აწი
იატაკზე როგორც კი დადგა ფეხები კარებისკენ წავიდა,მაგრამ ანდრიამ მაგრად მოუჭირა წელზე ხელები და მისკენ მიატრიალა.კარი მიხურა და ზედ მიაკრო გოგონა
-ახლავე გამიშვი ხელი თორემ მიგახრჩობ
ამოისისინა ნენემ და მაგრად ჩასჭიდა ხელები ცივ მატერიას.ანდრია ხმის ამოუღებლად მიშტერებოდა გოგონას,რომელიც დამრგვალებული,გაოცებული თვალებით უყურებდა.შემდეგ კი ფრთხილად დაიხარა.უნდა უკოცნა მაგრამ ნენე სწრაფად მოეგო გონს და ხელიდან დაუსხლტა
-უტიფარი ვირი!
გაიმეორა დაქალის სიტყვები და კარები გამოგლიჯა,კიბეები დარეტიანებულმა ჩაიარა და გულში ანდრიას ლანძღავდა ამ ყველაფრისთვის.ნაკანმა ძლიერად ჰკრა კარადის გაღებულ კარს მუშტი და ხმადაბლა შეიგინა,შემდეგ კი ნენეს მიჰყვა უკან.გაბრიელს თავისი მეჯვარე ჰყავდა დაპატიჟებული მეუღლესთან ერთადი.ინა ელენეს ეხმარებოდა საჭმელების გამზადებაში ნენე კი ჩუმად აწყობდა მაგიდას.თითქმის ყველაფერი მზად იყო ელენემ ფეხზე წამოაგდო ნენე და ოთახში აიყვანა,რათა გამოეცვალათ
-რა საჭიროა გამოცვლა ელენე?
-გოგო,ნუ გამაგიჟე მე შენ!აბა ამ ტანსაცმლით უნდა შეხვდე ახლა წელს?!
-კარგი ხო,ნუ დამჩხავი ოღონდ
ნენემ ჯინსის შარვალი და ლამაზი ჯემპრი ჩაიცვა მაგრამ,ვინ აცადა?ელენემ იმხელაზე დაუყვირა სხვა რამე ჩაიცვიო ფიზიკურად ვერ შეეწინააღმდეგა
-გამოდი აქეთ მე ჩაგაცმევ რამე ადამიანურს
დაუცაცხანა მეგობარმა და კარადასთან ატუზული გოგონა გვერდით გასწია
-ქალოო,არაფერი წამოგიღია ნორმალური?!
-ელიკო კარგი რააა,ასეც მშვენივრად გამოვიყურები
დაიწუწუნა ნენემ და საწოლზე გადაწვა.ელენეს არ მიუქცევია მისთვის ყურადღება,ოთახიდან გავარდა და მალევე შემოვიდა.ხელში ლამაზი სპილოს ძვლისფერი კაბით.ნენემ თავი წამოსწია და წარბაწეულმა გადახედა დაქალს
-ადექი,ჩაიცვი
აბაშიძემ რაღაც ამოიფრუტუნა და ფეხზე წამოიზლაზნა.მსუბუქი,ნაზი ნაჭერი მოირგო ტანზე.კაბა მუხლს ზევით იყი და ისე უხდებოდა ელენემ კინაღამ ტირილი დაიწყო
-შენთვის წამომიღია
-ჩავიდეთ ახლა,სირცხვილია ინასთან
ჩუმად ამოთქვა ნენემ და ოთახი დატოვა დაქალთან ერთად.ანდრია ბუხართან იდგა,საბას და გაბრიელს ესაუბრებოდა კიბეებზე ჩამომავალი ნენე,რომ დაინახა კინაღამ თვითონ შევარდა ბუხარში შეშის ნაცვლად.გოგონას არც კი შეუმჩნევია ის ელენეს გაჰყვა სამზარეულოში.
ყველანი სუფრასთან ისხდნენ და ელოდნენ ახალი წლის დადგომას.თორმეტ საათზე ელიკო და გაბრიელი ერთ ბანჯარასთან იდგნენ ჩახუტებულები საბა და ინა მეორესთან.ნენე ბუხართან იჯდა და მშვიდად გასცქეროდა ცეცხლს.ანდრიამ ფრთხულად აიღო გოგონას გაყინული მტევანი და ნაზად აკოცა ხელის გულზე.ნენე შეცბა,თითქოს არ ელოდა ამას.ბიჭს ახედა და შეანათა ამღვრეული წყლისფერი თვალები
-ახლა წელს გილოცავ
ყურში ჩასჩურჩულა და ფეხზე წამოდგა.მაგიდაზე დადგმული თავისი ვისკის ჭიქა აიღო და სულმოუთქმელად გამოცალა.ნენემ სიმწრით მოიწმინდა უკითხავად წამოსული ცრემლი და თვალები დახუჭა,ღრმად ჩაისუნთქა და ეცადა აფორიაქებული გული დაეწყნარებია.გაბრიელმა ყროყინი დაიწყო საახალწლო სიმღერის და თავი ვერ შეიკავა ხმამაღლა არ გაეცინა სულელ დეიდაშვილზე.დილით სრული სიწყნარე იყო სახლში.ნენეს ადრე გაეღვიძა და ოთახი დატოვა.ნელა ჩაიარა კიბეები და პირდაპირ სამზარეულოში შევიდა.მაცივრიდან წვენი გადმოიღო და ჭიქაში ჩაისხა.მისაღებში მთქნარებით გავიდა.იქვე დადებულ პლედში გაეხვია და დივანზე ჩამოჯდა.მალევე ჩაუჯდა კალთაში მუშუ და მანაც მოფერება დაუწყო.თვალები დაეხუჭა და ხმადაბლა ღიღინებდა.ვერ შეამჩნია ოთახში შესული ანდრია,რომელიც გოგონას დასჩერებოდა და მშვიდად უსმენდა.ნენემ თვალები,რომ გაახილა და ანდრია დაინახა შიშისგან წამოიკივლა
-ვაიმე,გამისკდა გული
ჩქარა წამოიბუტბუტა და სწრაფად აარიდა ბიჭს მზერა
-დილამშვიდობისა
ანდრიას ბოხი ხმა კიდევ უფრო დაბოხებოდა,ნენეს სასიამოვნოდ გააჟრჟო ტანში.თვალები მინაბა და წელს ზემით შიშველ ანდრიას მიაშტერდა,რომელიც ბუხარს ანთებდა
-მე ვიყინები აქ და ეს ტიტველი დადის
ჩუმად ჩაილაპარაკა აბაშიძემ და გაყინული ცხვირი პლედში ჩამალა.ნაკანმა წარბაწეულმა გადმოხედა გოგონას და ცალყბად გაუღიმა.ნენემ ტუჩი აიბზუა
-კატო რატომ არ წამოიყვანე?საცოლისგან ასე შორს უნდა შეხვდე ახალ წელს?!ნწ,ნწ არ გეკადრება ანდრუშაა
ბოლო სიტყვები კატოს ხმით წარმოთქვა და თავის ნათქვამზე გაეცინა.ანდრია ფეხზე წამოდგა და გოგონას თავზე დაადგა
-ნუ ცდილობ ნერვები მომიშალო
-აა,ნერვული სისტემაც გაქვთ?!
ირონიით ამოილაპარაკა და ბიჭის უნაკლო,იდეაალურ პრეს მიაჩერდა
-გოგო,რატომ არ წყნარდები?!ან საერთოდ არ მელაპარაკები ან მეენამწარეები უშნოდ
ბოლოს მაინც გაბრაზდა ნაკანი და დივანს ცალი ხელით ჩამოეყრდნო,ნენეს დაცხა ისე ახლოს იდგა ანდრია
-დისტანცია დაიცავით თუ შეიძლება
გაპარული ხმით ამოიკნავლა და სცადა თვალი აერიდებინა ანდრიასთვის
-ზედმეტს ნუ ლაპარაკობ,იცოდე!
მკაცრად უთხრა და სწრაფად გაეცალა გოგონას
-არც კი უარყოფს,რომ ის ცალტვინა ბატი მისი საცოლეა.ვირი ეგ!
თავისთვის ლაპარაკობდა ნენე და გონებიდა ვერ იშორებდა ანდრიას შიშველ სხეულს.თავის ფიქრებზე გაწითლდა და თავი ისე სწრაფად გააქნია აზრების გასაქრობად,მისმა კისერმა უსიამოვნო ტკაცანი გაიღო
-ვაიმე,დედიკო
წამოიკვნესა და ფეხზე წამოდგა,თავი ფრთხილად გადააქნია ჯერ მარჯვნივ შემდეგ მარცხნივ.ეძინებოდა,ოთახში ასვლა და ძილის გაგრძელება გადაწყვიტა.საბას და ინას ეჩქარებოდათ.შვილი საბას დედასთან ჰყავდათ დატოვებული და გოგონა ძალიან ნერვიულობდა ამიტომ მალე წავიდნენ.ელენემ ისევ გააწყო სუფრა და ანდრია ააგზავნა ნენესთან,რათა ჩამოსულიყო.ბიჭმა ჩუმად შეაღო ოთახის კარი და საწოლზე გაშოტილ აბაშიძეს დააჩერდა.გოგონა ზურგზე იწვა.ცალი ხელი თავთან,ბალიშზე გადაეგდო მეორე კი მუშუზე ჰქონდა შემოხვეული,რომელიც მის ყელზე იწვა
-ნენე
ფრხილად შეარხია გოგონა და აკნავლებული კნუტი გვერდით გადასვა
-ნენე,გაიღვიძე
-ჰო,მღვიძავს
ამოიზმუვლა და ცალი თვალი სიმწრით გაახილა
-რა იყო?
-ადექი,ელენემ ჩამოვიდესო
ნენემ თავი გადააქნია და გვერდი იცვალა
-ნენე,არ დაიძინო!
-ოო,მეძინება რაა
ანდრიამ აღარ მოუსმინა გოგონას ზმუილს,საბანი გადააძრო და ინანა კიდევაც.ნახევრად შიშველი აბაშიძე შერჩა ხელში.თვალები დაქაჩა და სწრაფად დააბრუნა სქელი ნაჭერი თავის ადგილას
-გოგო,გაიღვიძე მალე უნდა წავიდეთ
ხმაწართმეულმა ამოილაპარაკა ნაკანმა და დაბარბაცებული წავიდა კარებისკენ.გოგონამ წამოიზუზუნა და ფეხზე თვალდახუჭული წამოდგა.საუზმის შემდეგ მოწესრიგდნენ და მანქანებში განაწილდნენ.ნენე ისევ ანდრიას მანქანაში იჯდა ელენეს დამსახურებით,რა თქმა უნდა.ანდრიამ თავი გაიგიჟა,მე კატას მანქანაში არ ჩავისვამო ამიტიმ აბაშიძე გაბერილი იჯდა და ხმას არ იღებდა.ნახევარი გზა მშვიდად გაიარეს.ნენემ,რომ მოიწყინა მუსიკები ჩართო და ხმადაბლა მღეროდა.ანდრიას თავიდან მოსწონდა ნენეს მოსმენა მაგრამ გოგონამ მუსიკებს ბოლო ხმაზე რომ ამღერებდა ეგ აღარ მოეწონა.ხელი გაწია და ხმას დაუწია,შემდეგ კი მშვიდად გახედა გზას.ნენემ წარბები უკმაყოფილოდ შეკრა და კიდევ უფრო ხმამაღალზე ჩართო.ანდრიამ წარბაწეულმა გადმოხედა და ისევ დაუკლო ხმა.აბაშიძემ ისევ აუწია
-ვატყობ,კარი გაიღება და გადავარდები!
მკაცრად თქვა ნაკანმა და საერთოდ გათიშა
-ოთხმოცი წლის კაცივით ნუ იქცევი რაა
-ბევრს ხო არ ლაპარაკობ?!
კიდევ უფრო დაიბოხა ანდრიამ ხმა და გოგონას ზევიდან დახედა.ნენემ ვეღარ გაუძლო მის მკაცრ,გამჭოლ მზერას და ფანჯარაში გაიხედა
-ვირი
ჩუმად ჩაიდუდღუნა და უფრო კარგად მოკალათდა სავარძელზე.
დრო სწრაფად გადიოდა.აბაშიძემ ელენესგან გაიგო,რომ ანდრია და კატო დაშორებულან.ნენეს იმდენი სამეცადინო ჰქონდა საერთოდ ვეღარ იცლიდა ანდრიასთვის.ელენემ და გაბრიელმა ქორწილის თარიღიც დაითქვეს.ივნისის ბოლოსთვის.ელიკო ისეთი აჟიტირებული იყო დაფრინავდა კი არ დადიოდა.ერთი თვეღა რჩებოდა და გაბაძე გადარბენაზე იყო.ნენეც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა,რადგან გამოცდებისთვის ემზადებოდა.ამასთან ერთად მეჯვარეც თვითინ იყო.გაბრიელი გასავათებული დააბოტებდა ელენეს ხელში.იმდენ რამეს ავალებდა გოგონა საწყალ ბიჭს ღამე ხელსახოცები და ქრიზანთელები ესიზმრებოდა.აბაშიძემ პირველი სასწავლო წელი წარმატებით დახურა და ახლა მთლიანად ქორწილზე გადაერთო .ელენეს ყველაფერი იდელურად სურდა რომ ყოფილიყო და თავს არ ზოგავდა ამისთვის.გაბრიელის მშობლები ადრე ჩამოფრინდნენ საფრანგეთიდან.ელენეს მშობლები ვერ ახერხებდნენ ამიტომ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდოდნენ.გოგონა ისე მოწიწებით ექცეოდა დედამთილ-მამათილს ნენე ბევრს დაცინოდა.ელენე კი სულ უწყრებოდა ამაზე
გოგონების კაბები უკვე მზად იყო.ელენე ისე საოცრად გამოიყურებოდა ნენე ცრემლებს ვერ იკავებდა და ატირებულ დაქალს ეხვეოდა.ქორწილის წინა ღამეს არც ნენეს ეძინა და არც ელენეს.აივანზე ისხდნენ და სიჩუმით ტკბებოდნენ
-ელენე,გვიანია დავიძინოთ.ხვალისთვის ენერგია გჭირდება
-ჰო,დავიძინოთ დავიძინოთ
თავი დააქნია ელენემ,ფეხზე წამოდგა და ოთახში შევიდა
-რაზე ნერვიულობ შენც კიდე.ვითომ არ იცოდე ვის მიჰყვები ცოლად
ჩაიფრუტუნა ნენემ და ელენეს მიუწვა გვერდით.
დილით ისეთ გადარბენაზე იყვნენ ელენეს ეგონა ვერაფერს მოასწრებდა.გაჰკიოდა და ოთახებში დარბოდა.ისეთი ლამაზი იყო მაკიაჟსა და კაბაში ყველა გაბადრული უყურებდა
-ნენეეე,შენ ჯერ კიდევ არ ჩაგიცვააამს?!
კივილი დაუწყო დაქალს და სასწრაფოდ გაამწესა ოთახში.ნენეს თმას უკეთებდნენ მისი ტელეფონი რომ აწკრიალდა.ანდრია იყო
-გისმენ
მშვიდად უპასუხა ბიჭს
-რა ხდება მანდ?კიდევ ბევრი დაგრჩათ?
-რა მოუთმენლები ხართ!დამშვიდდით ჯერ მაინც ადრეა.დაახლოებით ერთ საათში ყველაფერი მზად იქნება და შეგეძლებათ მოხვიდეთ
-რა ერთი საათი გოგო,გამძვრა სული
ნენემ გაიგონა გაბრიელის ყვირილი და ხმამაღლა გადაიკისკისა
-დაწყნარდი გაბრიკო,შენს იქით ამ გოგოს გზა არა აქვს
-ნენე უკვე ნერვებს მიშლი და იმას უთხარი მალე მოემზადოს
ისევ დაიყვირა გაბრიელმა და ტელეფონი გათიშა.ყველაფერი მზად იყო და გაბრიელსაც მაშინვე შეატყობინეს,რათა მოსულიყო და თავისი სატრფო წაეყვანა
-თინი კიდევ ხომ არ ვალოდინოთ შენი ბიჭი?
სიცილით გადახედა ნენემ დეიდას
-ვაიმე,დეი შეიძლება საერთოდ გაგიჟდეს ის ისედაც სულით გიჟი
ორივე ერთ ხმაში იცინოდნენ ელენეს, რომ უთხრეს გაბრიელი გელოდებაო.გოგონამ ღმად ჩაისუნთქა და ნენესთან ერთად დატოვა ოთახი.კიბეები ფრთხილად ჩაიარეს და ელენემ იგრძნო როგორ აუჩქარდა გული მომლოდინე გაბრიელის დანახვაზე.ულამაზესი იყო გაბაძე.გამყრელიძე ტუჩებს თავს ვერ უყრუდა და გაბადრული შესცქეროდა.ანდრია კი თვალს ვერ აშორებდა მოხდენილ,სადა ატმისფერ კაბაში გამოწყობილ ნენეს.როგორ უნდოდა ახლა მისულიყო და მოხვეოდა.ღრმად ჩაისუნთქა და გვერდით მდგომ გაბრიელს მხარზე ხელი დაჰკრა. ხელის მოწერამ შესანიშნავად ჩაიარა.ყველაფერი ისე იყო როგორზეც ელენე ოცნებობდა.უამრავი ფოტო გადაიღეს,უამრავ პოზაში.ბოლოს გაბრიელს ნერვებმა უმტყუნა და კამერას მარტო ელენე შეატოვა
-ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ,ვაჟბატონო
მკაცრად უთხრა ელენემ აწ უკვე კანონიერ ქმარს
-ჯერ ბოლომდე არ გამხდარა შენი ცოლი და უკვე გატერორებს შე ჩემა
სიცილით გადახედა საბამ მეგიბარს
-ვშიშიბ,მხოლოდ ერთი მეჯვარე ეყილება ქორწილს
კბილებში გამოსცრა გაბრიელმა და ძალით გაუღიმა კამერას.ნენე ხეზე იყო მხრით მიყრდნობილი და წყვილს გაღიმებული უყურებდა
-ულამაზესი ხარ!
ყურს უკან გაიგონა ანდრიას დაბალი,ხრინწნარევი ხმა და იგრძნო როგორ ამოუტრიალდა მთელი მუცელი.თავი მოატრიალა და აციმციმებულ თვალებში ჩახედა ბიჭს
-დიდი მადლობა
სარკასტულად გაუღიმა ნაკანს და ისევ გაატრიალა თავი.ანდრიას გაეღიმა მის საქციელზე.დაიხარა და მოშიშვლებლ ყელში აკოცა.ნენე უცებ შეკრთა და დახორკლილი მკლავების დამალვა სცადა
-უტიფარი!
ჩაიბურტყუნა და გაეცალა ანდრიას."ფოტოსესიას" რომ მორჩნენ რესტორანში გადაინაცვლეს.გაჩაღდა ნამდვილი ქართული ქორწილი სადღეგრძელოებითურთ,გაბრიელის მამის დამსახურებით.ელენე მშვიდად იჯრა ქმრის გვერდით და მისი მაჯა ჩაედო კალთაში.ანდრია მშობლების გვერდით იჯდა და მათ ესაუბრებოდა
-როგორი ლამაზია და ნაზია ნენე
მშვიდად უთხრა მარიამმა შვილს და ქმარს გადახედა,რომლიც მრავლისმეტყველად უღიმოდა
-მარიამ,დღეს მთავარი სინაზე და სილამაზე ელენეა
უპასუხა შვილმა და ნენეს გახედ,რომელიც მისთვის უცხო ბიჭს ეცეკვებოდა
-ჰო,მაგრამ ნენეც იდეალურად გამოიყურება,როგორ დაქალებულა
ისევ არ ჩერდებოდა მარიამი.ანდრიამ მშვიდად გადახედა დედას და ცალყბად გაეღიმა მის ღიმილზე
-მარიამ,ნუ მაჭანკლობ!
გააფრთხილა დედა და ფეხზე წამოდგა
-ირაკლი რას ფიქრობ შენ?
ახლა ქმას მიუბრუნდა ფანგანი
-რაზე ჩემო ძვირფასო?
-იცი შენ რაზეც
გაუწყრა ცოლი ირაკლის
-არ ვიცი მარიამ,მშვენიერი გოგოა.მთავარია ჩვენი ბიჭი რას იზამს
ანდრია სწრაფად მიუახლოვდა ახლად ჩამომჯდარ ნენეს და ზემოდან დააჩერდა
-წამოდი,ვიცეკვოთ
-რა უხეში ხარ!არ მინდა შენთან ცეკვა
ცხვირი აიბზუა ნენემ და სხვა მხარეს გაიხედა.უმალ იგრძნო ჩხვლეტა ფერდში და გაკვირვებულმა გადახედა ელენეს,რომელიც თვალებდაქაჩული უყურებდ.ნენემ თავი გააქნია და ანდრიას გაჰყვა საცეკვაოდ.ბიჭმა ნაზად მოხვია ხელი მოშიშვლებულ ზურგზე და ახლოს დაიყენა.აბაშიძემ ანდრიას მტევანს თავისი შეაგებაბ და ნელა ააყოლა სხეული ნაზ მელოდიას.ნაკანი მშვიდად ცეკვავდა და თვალს ვერ აშორებდა ნენეს.მელოდიის დასრულების შემდეგ დაიხარა და ფრთხილად აკოცა ნენეს ლოყაზე.მანაც უცებ ახედა ბიჭს და შეანათა წყლისფერი თვალები
-უ'ლამაზესი ხარ!და ყოველ მეორეს ნუ ეცეკვები
მშვიდად უთხრა ნაკანმა და გოგონას გაეცალა.ნენე ძლივს მილასლასდა თავის ადგილამდე და სკამზე მოწყვეტით დაეცა.ელენე მამამის ეცეკვებოდა ამიტომ გაბრიელს გადაუჯდა რომელიც უკმაყოფილოდ დაჰყურებდა
-რა იყო?
ჩუმად ჰკითხა დეიდაშვილს
-არაფერი
თავი გააქნია გაბრიელმა და წინ გაიხედა.ნენემ მხრები აიჩეჩა და ანდრიას გახედა რომელიც ელენეს მეგობარს ესაუბრებოდა.რა თქმა უნდა იეჭვიანა.მას თუ არ ჰქონდა სხვასთან ცეკვის უფრება თვითონ რატომ ესაუბრებოდა გოგონას,რომელიც ანდრიას აშკარად ეფლირტავებოდა?!ფეხზე უცებ წამოდგა და იქითკენ წავიდა სადაც წყვილი იდგა
-ანდრია,სად დაიკარგე?შენი ცოლია შეუძლოდ.იძახის მუცელი მტკივაო და ნერვიულობს ბავშვს არ მოუვიდეს რამეო
აბაშიძე აფორიაქებული ლაპარაკობდა და კინაღამ ხარხარი დაიწყო გოგონას ჩამორეცხილ ღიმილზე
-რას ბოდიალობ?!
კბილები ერთმანეთს დააჭირა ნაკანმა და სახეზე მთლიანად აწითლდა
-შენი ცოლი თუ არ გეცოდება ბავშვზე მაინც იფიქრე.ანდრია რას მალაპარაკებ ცუდათაა ქალიი
კიდევ უფრო შეუშფოთდა ხმა ნენეს და მკლავზე უჩქმიტა ბიჭს
-მე წავალ,სჯობს
ამოილაპარაკა გოგონამ და წყვილი მარტო დატოვა.ანდრიამ თვალი გააყოლა მიმავალს მერე კი განრისხებულმა დახენა ნენეს,რომელსაც ბიჭის მხარზე მიეყრდნო თავი და იცინოდა
-ვაიმე,გავიგუდები ახლაა.ნწ,ნწ ანდრია საწყალი შენი მომავალი ცოლი.ხომ შეატოვე სიკვდილს ხელებში
ისევ იცინოდა ნენე
-ენას ამოგაძრობ ახლა!
ამოისისინა ანდრიამ და მკლავში სწვდა აკისკისებულ გოგონას
-ოჰ კაი ერთი.გავერთე ცოტა რაიყო
ვითომაც არაფერიო ისე თქვა,ლოყაზე მოუთათუნა ხელი და გაეცალა გაცხარებულ ბიჭს.სიცილით დაბრუნდა თავის ადგილზე და შამპანური მოსვა.ქორწილმა მშვიდად ჩაიარა.ნელ-ნელა ყველანი დაიშალნენ.გაბრიელი და ელენე თავიანთ ახლა სახში წავიდნენ.მათი მშობლები კი ნენესთან
-ანდრია,შენები სად რჩებიან?
ჰკითხა გოგონამ და მკლავზე ჩამოეკიდა,რომ არ წაქცეულიყო.მგონი ბევრი მოუვიდა შამპანურის "წრუპვა"
-წყნეთის სახშლი
-წყნეთში სახლი გაქვს?
გაკვირვებულმა ახედა ანდრიას რომელიც წარბაწეული დაჰყურებდა
-ჰო,მაქვს
-ასე უბრალოდ გაქვს სახლი?
-რამდენი დალიე შენ?!
ნენემ თვალები მოჭუთა თითქოს იხსენებდა რამდენი დალიე
-სუულ ცოტა
ამოიღიღინა და მთელი ტანით დააწვა ბიჭს.ანდრიამაც ხელი შეაშველა,რომ არ წაქცეულიყო
-შენთან წამიყვანე რაა.თინი და ზურაბი არიან ჩვენთან და კიდევ ელიკოს მშობლები,ხელს შევუშლი მე
ამოიტიტინა ნენემ და ბიჭს გაუღიმა.
ანდრიამ უხმოდ ჩასვა მანქანაში და ღვედი შეუკრა.ნენე ხმადაბლა ღიღინებდა და თავს უაზროდ აქანავებდა.ანდრიასკენ გადაიწია და დააჩერდა ბიჭის პროფილს.ლამაზი ოდნავ კეხიანი ცხვირი,საშუალო ზომის ტუჩები,ხშირი და გრძელი წამწამები,წარბთან მოზრდილი შრამი
-მომწონს შენი სახის წყობა
ამოიბუტბუტა გოგონამ.ანდრიას გაეღიმა და გვერდით მჯდომ ნენეს გადახედა.მიხვდა მთვრალი აბაშიძე აზრებს ვერ აკონტროლებდა
-მხოლოდ სახის წყობა?!
გამომცდელად ჰკითხა ბიჭმა და კიდევ უფრო გაეღიმა ნენეს დაფიქრებულ სახეზე
-არა,მთლიანად შენ მომწონხარ
ამოიჩურჩულა ნენემ და ფანჯარას მიადო თავი.ანდრიამ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და მაქანა კორპუსის წინ გააჩერა.ნენემ ძლისვ გააღო კარი და როგორც კი გადმოდგა ფეხი კინაღამ ძირს გაიშოლტა.ანდრიამ შეაშველა ხელი და სადარბაზოსკენ წაიყვანა.აბაშიძე ძლივს ადგამდა ფეხებს.ანდრიამ ვეღარ გაუძლოდა მის წვალებას და ხელში აიყვანა.ნენემ მჭიდროდ მოხვია კისერზე ხელები და ქვევიდან დუწყო ყურება.როგორ აბრუებდა ბიჭის გრილი სურნელი.ნაკანი მშვიდად მიაბჯებდა კიბეებზე.კარების წინ,რომ გაჩერდა ჯიბიდან გასაღები ამოაძვრინა
-კარგად მომეჭიდე არ დამივარდე
ნენემ კიდევ უფრო ძლიერად მოხვია მკლავები და თავი მკერდზე მიადო.ანდრიამ კარი გააღო და ნენე მისაღებში,დივანზე ჩამოსვა
-სააბაზანოში შესვლას შეძლებ?
ჰკითხა და პირსახოცი გამოუტანა თავისი მაისურითურთ
-კი...
ჩუმად თქვა გოგონამ და ფეხზე წამოდგა.სააბაზანოდან რომ გამოვიდა ანდრია კართან იყო ატუზული და აშკარად მას ელოდა
-აქ რა გინდა?!
-შემეშინდა რამე არ მოგსვლოდა და თან სხვასაც სჭირდება აბაზანა
მშვიდად ამოთქვა და თვითონ შევიდა სააბაზანოში.ნენე დივანზე ჩამოჯდა და თავი საზურგეს მიაყრდნო.ჩაეძინა.ანდრიამ თავის ოთახში შეიყვანა და საწოლში ფრთხილად შეაწვინა.ცოტა ხანში თვითონაც მიუწვა და მშვიდად დაიძინა.
ელენესა და გაბრიელს თაფლობის თვე ჰქონდათ ამიტომ მალევე დატოვეს ქვეყანა.გამყრელიძემ ანდრიას სთხოვა ნენე მარტო არ დაეტოვებინა თბილისში,რადგან მის მშობლებს საფრანგეთში დაბრუნება უწევდათ.ნაკანს გადაწყვეტილი ჰქონდა ზაფხული სვანეთში,მშობლებთან გაეტარებინა.ნენეს არ უნდოდა თბილისში მარტო ყოფილიყო ამიტომ დიდხანს არ უფიქრია წასვლაზე.მთელი დღე ეხვერწებოდა ანდრიას,რომ მუშუც წაეყვანათ მაგრამ ბიჭი მტკიცე უარზე იყო.უთხრა თავშესაფარში დაეტოვებინა და ქალაქში რომ დაბრუნდებოდა ისევ წამოიყვანდა
-ანდრია,გული საერთოდ არ გაქვს?!სულ არ გეცოდება?
ტირილამდე იყო ნენე მისული
-ნენე არა მეთქი.ან მოდიხარ მარტო შენ ან რჩები კატიანად
-მაშინ დავრჩები!
-კარგი,დარჩი
მხრები აიჩეჩა ანდრიამ და მანქანიდან ნენეს ნივთების ამოწყობა დაიწყო
-გთხოვ,რა ანდრია წავიყვანოთ
-არა
ისევ გაუმეორა ბიჭმა
-რატომ?
-მანქანას დასვრის და იმიტომ
მშვიდი და აუღელვებელი ჩანდა ,ნენე კი კანკალებდა და მუშუს ეხუტებოდა
-არ დასვრიის
ამოიტირა გოგონამ და ამღვრეული თვალებით ახედა ანდრიას.ნაკანმა ღრმად ჩაისუნთქა და სახეზე ჩამოისვა ხელები
-იცოდე რამე რომ გააფუჭოს ფანჯრიდან ვისვრი!
მკაცრად გააფრთხილა.ნენემ ტირილი დაიწყო სიხარულისგან და თავის კნუტს კოცნიდა
-მე იმიტომ დაგთანხმდი რომ არ გეტირა
წარბები აწია ანდრიამ და თავისი ადგილი დაიკავა.კნუტი ნენეს კალთაში იჯდა და მშვიდად ეძინა.ნენესაც ჩაეძინა.ანდრია დინჯად ატარებდა მანქანას და როგორც ყოველთვის წარბები შეეჭმუხნა და გზას ისე გაჰყურებდა.აბაშიძეს რომ გამოეღვიძა თითქმის მისულები იყვნენ.მუშუ ანდრიას ფეხზე იჯდა და საყვარლად კრუტუნებდა.ნენეს გაეღიმა და თითები გადაუსვა რბილ ბეწვზე
-მალე მივალთ?
-კი,ცოტა დარჩა
-დავიღალე
ამოილაპარაკა ნენემ და გაიზმორა.ანდრიამ გაკვირვებულმა გადმოხედა
-რამ დაგღალა მთელი გზაა გძინავს
-ჰო,და მაგან დამღალა.შენ რა გინდა?!
წარბები შეკრა გოგონამ და კნუტი მიიხუტა.ანდრიას გაეცინა და თავი გააქნია.მანქანა უზარმაზარი სახლის წინ გააჩერა და ნენემ პირი დააღო გაოცებისგან
-ეს შენი სახლია?
გაკვირვებული უყურებდა ლამაზი გალავნით შემოსაზღვრულ სასახლეს
-ჰო,ჩემი სახლია
გაიცინა და მანქანა ეზოში შეიყვანა.შესასვლელთან ანდრიას მშობლები იდგნენ და გოგონას უღიმოდნენ.ნენე მორცხვად გადმოვიდა მამქანიდა.მუშუ მაშინვე გადახრა მინდორში და ფერად პეპლებს დაუწყო დევნა.ანდრიას მშობლები გადაკოცნა და მოიკითხა
-აბა ჩემო ძვირფასებო,როგორ იმგზავრეთ?
-კარგად,ცორა ნენე დაიღალა ძილისგან
სარკასტულად გაიღიმა ანდრიამ და ნენეს გადახედა რომელიც აწითლებული იდგა.გოგონამ ხელი აწია და ისე უჩქმიტა ბიჭმა სიმწრით ამოიგმინა
-ანდრია შენ და ირაკლიმ ნივთები ამოალაგეთ მანქანიდა მე და ნენე სახლში შევალთ
გასცა ბრძანება მარიამმა და ნენესთან ერთად დაიძრა სახლისაკენ.სახლი შიგნიდან უფრო მდიდრულად და ლამაზად გამოიყირებოდა.ისეთი გემოვნებით იყო შერჩეული ყველაფერი ნენე აღშფოთებას ვერ მალავდა
-ძალიან ლამაზი სახლი გაქვთ
ამოილაპარაკა გოგონამ და კედლებზე დაკიდებულ სურათებს დაუწყო თვარიელება
-ანდრიას სულ ვეუბნებოდი ამოეყვანე მაგრამ ყოველთვის მიმეორებდა,რომ არ გეცალა
-რას ამბობთ,ერთხელაც არ უთქვამს ჩემთვის
გაიოცდა ნენემე და ანდრიაზე გაბრაზდა ასეთი სიამოვნება რომ მოაკლო.მარიამი სამზარეულოში შევიდა და ნენეც მას მიჰყვა
-რამეში დაგეხმაროთ?
ჰკითხა გოგონამ და მორცხვად მოავლო თვალი უზარმაზარ სამზარეულოს
-არა,შვილო რაში უნდა დამეხმარო დაღლილი იქნები
გაუღიმა ქალმა და სკამზე ჩამოსვა.მარიამმა ცივი ხილი დაჭრა ლამაზად და გოგონას მიუბრუნდა
-რის კომპოტს დალევ ძვირფასო?
ნენეს შერცხვა და თავის ხელებს ჩააჩერდა
-სულ ერთია
ჩუმად ამოიბუტბუტა მან
-რას ქვია სულ ერთია?მითხარი არ მოგერიდოს
-კარგით,მაშინ შინდის იყოს
-ფეხმძიმედ როცა ვიყავი სულ ტკბილს ვჭამდი და ყოველთვის შინდის წვენს ვსვამდი.მე და ჩემს დედამთილს გვეგონა ანდრიაც ტკბილი იქნებოდა მაგრამ მჟავე აღმოჩნდა
ნენემ სიცილი ვერ შეიკავა და მომღიმარ ქალს ახედა
-თვითინ არ უყვარს ტკბილი,მგონი საერთოდ არ იღებს შაქას
ისევ გაიცინა ნენემ და სამზარეულოში შესულ ანდრიას გაუღიმა
-აბა რაზე ჭორაობთ?
ირაკლი ცოლს მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა.ნენეს გული გაუთბა მათი შემხედვარე
-ანდრიაზე ვსაუბრობდით.მჟავე და უკმეხი რომაა
გაიცინა ფანგამა და ქმარს მიაჩეჩა ხილის თეფში
-ეს გაიტანე,ეზოში დავსხდეთ
-მე გავიტან
ფეხზე წამიდგა ნენე და ირაკლის მიუახლოვდა მანაც მაშინვე გადასცა თეფში
-ანდრიკო შენ მოდი ესენი წაიღე
ქალმა დაუძახა შვილს და ტკბილეულით სავსე კალათა მიაწოდა.ნენეს გაეცინა და უკმაყოფილოდ მომზირად ანდრიას აედევნა უკან.სახლის წინ ლამაზი ფანჩატური იდგა და საკმაოდ გრილოდა იქ.მარიამი გაუჩერებლად საუბრობდა ანდრიას ბავშობაზე.ნენე ბევრს ხალისობდა ანდრია კი წარბებშეკრული უყურებდა დედას
-ხუთი წლის იყო ჩვემს მეზობლად ლამაზი გაუთხოვარი ქალი რომ გადმოვიდა.ანდრიას თავდავიწყებით შეუყვარდა.ბაღიდან გამოსვილას ვარდს ვყიდულობდით მისთვის.კარებთან დაუდებდა,დააკაკუნებდა და სახლში შემორბოდა.ერთი წლის შემდეგ ანდრია გამოიპრანჭა და სახლიდან გავიდა მე და ირაკლი ვუყურებდით როგორ დააკაკუნა მეზობელ კარებზე
-დედა!
თვალები დაუბრიალა ნაკანმა დედას და მომღიმარ ნენეს გადახედა
-რა გააკეთა მითხარით
ვეღარ ითმენდა გოგონა
-კარი გააღო ლიზამ და ანდრიას დააჩერდა,ამანაც დიდი კაცივით ჩაახველა და ხელი სთხოვა.უთხრა ხელის გულზე გატარებ,არაფერს მოგაკლებო.მე და ირეკლიმ სიცილი ვერ შევიკავეთ,ანდრია გაგვიბრაზდა და წარბებშეკრულმა გადმოგვხედა.ლიზა დაიხარა და ლოყაზე მოეფერა უთხრა მისი გული სხვას ეკუთვნოდა.ანდრია გამწარდა ვარდი ძირს დააგდო და უთხრა დიდ შეცდომას უშვებო,შემდეგ თავის ოთახში შევარდა და მთელი დღე ტიროდა.გული გამიტეხაო ამბობდა
ნენე იცინოდა და გაფხორილ ანდრიას უყურებდა
-როგორი სასიყვარულო ისტორია გქონია
ისევ იცინოდა ნენე და თავის საყვარელ შინდის წვენს მიირთმევდა.ნენე მუშუზე ნერვიულობდა,ეშინოდა არ დაკარგულიყო.კნუტი მინდორში დარბოდა და მაღალ ყვავილებში იმალებოდა
-ძაღლი გყავთ?
დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ მორცხვად იკითხა
-კი,გვყავს უკანაა ეზოში.ხომ არ გეშინია?
ირაკლიმ თბილად გაიღიმა გოგონას
-არა,მე არ მეშინია მუშუზე ვღელავ
-არ ინერვიულო ძვირფასო,ძალიან თბილი და მოსიყვარულე.არაფერს დაუშავებს შენს მუშუს
გაუღიმა ქალმა და ეზოში მორბენალ ფისოს გადახედა
-ანდრიას მანქანაში პირველად ვნახე ბეწვიანი არსება.როგორ მოახერხე?
გაიცინა ქალმა და შვილს გადახედა,აკაშკაშებული თვალებით
-ძალიან ვთხოვე
მხრები აიჩეჩა ნენემ და მანაც გახედა ანდრიას
-ორი წლის ბავშვივით ტიროდი
გააჯავრა ნაკანმა და ფეხზე წამოდგა
-მე სალომეს ვნახავა
-რა უმსგავსობა ანდრია?!ნენეც წაიყვანე მარტო როგორ ტოვებ?
გაიოცა მარიამმა და ნენე ფეხზე წამოაგდო
-არაა,საჭირო დავრჩები.მომწონს თქვენთან საუბარი
მაშინვე თქვა და მარიამს შეხედა
-რას ამბობ შვილო,ანდრია ახლავე მოკიდე ბავშვს ხელი
დატუქსა შვილი და მკაცრი გამომეტყველებით ახედა.ანდრიამ თვალები გადაატრიალა და გასასვლელისაკენ წავიდა
-წამოდი თუ მოდიხარ
დაუძახა მან და ნენეც მას აედევნა.სახლი რომ დატოვეს გოგონა გვერდით დაუდგა
-თუ გინდა დავრჩები.იქნებ მარტო გინდა მაგ შენი სალომეს ნახვა
ანდრიამ წარბებაწეულმა გადმოხედა და ცალყბად გაუღიმა
-კარგი,მაშინ გზა იცი და დაბრუნდი.მარტომ მინდა ჩემი სალომე ვნახო
ნენე გაბრაზდა და მაშინვე მოტრიალდა.ჩქარი ნაბიჯებით დაბრუნდა სახლში და ეზოში მჯდარ წყვილს მორცხვად გადახედა
-იცით...დაღლილი ვარ.სახლში ყოფნა მირჩევნია
ამოიბუტბუტა გოგონამ,რომელიც ერთ ადგილას ქანაობდა
-კარგი ჩემო ძვირფასო როგორც შენ გირჩევნია.ოთახი მზადაა,წამოდი გაჩვენებ
მარიამმა ნენე დიდ,ნათელ და ძალიან ლამაზ ოთახში შეიყვანა
-თუ არ მოგეწონება შემიძლია სხვაგან გაგიმზადო
-არა,რას ამბობთ ძალიან ლამაზია
სწრაფად უპასუხა ნენემ და ქალს გაუღიმა
-კარგი,მაშინ დაისვენე
მანაც გაუღიმა,ოთახი დატოვა და ქმარს შეუერთდა რომელიც კნუტს ეფერებოდა
-როგორი საყვარელი ფისოა
-შენ და შენს ვაჟბატონს არ გიყვარდათ კატები ირაკლი და ახლა რა ხდება?ხომ კარგად ხართ ორივე?!
გვერდით მიუჯდა ქმარს და მანაც გადაუსვა თბილ ბეწვზე ლამაზი თითები
-ეს ძალიან საყვარელია
-როგორ მომწონს ნენე.ძალიან ნაზი და მშვიდია.რა უჯიშოა ეს ჩვენი ანდრია
ამოიბუზღუნა ქალმა და ქმარს ფისო გამოართვა
-მარიამ,მაცადე მოვეფერო
გაიცინა ირაკლიმ და ისევ დაუწყო კატას თამაში.ნენე ოთახში,საწოლზე იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა.საოცრად ლამაზი იყო გოროზად მომზირალი,დათოვლილი მთები.მშვიდად გასცქეროდა ბუნების პეიჟაზს და ტკბებოდა ამ ყველაფრით.ანდრია გვიან დაბრუნდა და ნენე იკითხა.მარიამმა უთხრა ოთახშიაო.მანაც კნუტს დაავლო ხელი და იმ ოთახში შევიდა,რომელიც დედამისმა უთხრა.გოგონა საწოლზე იწვა და ეძინა.ნელა მიუახლოვდა მას და მხარზე დაადო ხელი.ნენემ უცებ გაახილა თვალები და ბიჭს შეშინებულმა შეხედა
-გამოიცვალე და დაწექი
კატა საწოლზე გადასვა და გოგონას დააჩერდა,რომელიც ისევ შეშინებული აცეცებდა თვალებს
-შეგაშინე?
ღიმილით კითხა და საწოლზე გადაწვა
-ჰო
ჩუმად თქვა ნენემ და ფეხზე წამოდგა.თავის ჩანთასთან მივიდა და ღამის პერანგი ამოაძვრინა.სააბაზანო თავის ოთახში იყო ამიტომ თვალებ დახუჭული წავიდა მისკენ.ოთახში დაბრუნებულს ანდრია ისევ საწოლზე დახვდა წამოწოლილი.კნუტს უბღვერდა მუშუ მის მკერდზე იწვა და თათებს ილოკავდა
-წადი,მეძინება
ამოიკრუსუნა ნენემ და საწოლში შეწვა
-დაიძინე მერე
-ოო,წადი რა დამაძინე
თვალებ დახუჭული ბურტყუნებდა და ანდრიას ეჯიკავებოდა,ცდილობდა საწოლიდან გადაეგდო
-დაიძინე თუ იძინებ
დაიყვირა ნაკანმა და ხელები გაუკავა.ნენე ისეთი დაღლილი იყო არაფერის თავი არ ჰქონდა.მალევე ჩაეძინა.ანდრია ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა.კართან მარიამი იდგა და შვილს გაოცებული უყურებდა.ანდრიამ წარბი აწია და დედას დააჩერდა
-რა გინდოდა იქ?
-რას მაკონტროლებ?
-ნუ მიბღვერ,მაინტერესებს
გაიოცა ქალმა და შვილს აედევნ,რომელიც თავისი ოთახისკენ მიდიოდა
-ანდრია,მოიცადე შვილო
-დაღლილი ვარ,მარიამ
მიაძახა დედას და ოთახში გაუჩინარდა.მარიამი გაბრაზებული გამობრუნდა და ოთახში შევიდა.ქმარს აკოცა და დაიძინა.მეორე დილით ყველანი სამზარეულოში იყვნენ ნენეს გარდა.მარიამი ნერვილობდა რამე ხომ არ დაემართაო
-დედი,ააკითხე იქნებ რამე უჭირს
ფანგანი შვილს დაადგა თავზე და ლუკმის გადაყლაპვა არ აცადა
-მგონი მასზე უფრო ღელავ ვიდრე ჩემზე
უკმაყოფილოდ წამოდგა და კიბეებს აუყვა.ოთახში შევიდა და მძინარე ნენეს დახედა
-ნენე,გაიღვიძე დედაჩემი გეძახის
ხმამაღლა უთხრა და შეარხია გოგონა
-სულ რატო მაღვიძებ უუუფ
ამოიფრუტუნე და თვალები ძლივს გაახილა
-ორი საათია უკვე
-მერე რაა...მეძინება მე
პატარა ბავშვივით ამოიბუტბუტა და გამწყრალმა გადახედა ბიჭს
-ადექი მალე
უთხრა და ოთახიდან გავიდა.ნენე სწრაფად მოწესრიგდა.მარიამისი და ირაკლისი ერიდებოდა.სამზარეულოში შევიდა და ყველას მიესალმა
-ნენე,ხომ კარგად ხარ?
-კი,კარგად ვარ
მორცხვად უპასუხა მარიამს და ანდრიას გვერდით დაჯდა.ისეთი საჭმელები ჰქონდა გამზადებული ნენე გაოცებული უყურებდა სუფრას.გაეღიმა ანდრიამ შინდის კომპოტი რომ დაუსხა. მხოლოდ სალათა გადაიღო და მშვიდად დაიწყო ჭამა
-ვაიმე,ირაკლი მიშველე
მარიამმა წამოიყვირა და ქმარს გადახედა
-რა ხდება?
მშვიდად ჰკითხა ქმარმა
-ეს ბავშვი გადამრევს,შეხედე რას ჭამს
-დედა დამშვიდდი ეს სულ ასეა
პასუხი გასცა ანდრიამ და აწითლებულ ნენეს შეხედა
-ნამდვილად გადავირევი
ვერ მშვიდდებოდა მარიამი.ნენეს შერცხვა და ლამაზად დაჭრილ ხაჭაბურს გადაწვდა.ანდრიას გაეღიმა და ჭამა განაგრძო.ნაკანმა მდინარეზე წაიყვანა ნენე.გოგონას მაისური გაეძრო და ქვაზე იჯდა.მშვიდა უყურებდა წყალში ჩასულ ანდრიას.ცოტა ხანში ბიჭიც შეუერთდა.ანდრიას გახურებულ ზურგზე ჰყონდა შუბლი ჩამოყრდნობილი.ვიღაცამ მზე მოუჩრდილა და თვალებმოჭუტულმა ახედა თავზე დამდგარ გოგონას,რომელიც წარბებაწეული უყურებდა წყვილს.ნენემ ხელი გაკრა ანდრიას.ბიჭმაც მაშინვე მოატრიალა თავი და მაღლა აიხედა
-გამარჯობა,სალომე
-არ გამაცნობ მეგობარს?
ანდრია ფეხზე წამოდგა და ნენეც წამოაყენა
-ნენე ეს სალომეა სალომე ეს ნენეა
აუღელვებლად გააცნო ისინი ერთმანეთს.ნენე დაჭიმული იდგა და მასზე მაღალ გოგონას შესცქეროდა
-მე ანდრიას ბავშვობის მეგობარი ვარ
სალომემ ხელი გაუწოდა აბაშიძეს და მანაც უცებ ჩამოართვა
-სასიამოვნოა
დაბალი ხმით უთხრა და შეძლებისდაგვარად გაუღიმა.ანდრია ისევ თავის ადგილას დაჯდა და თავზე ნენეს ქუდი დაიხურა
-ანდრია,საღამოს არ ამოხვალ ჩემთან?
-არ ვიცი
უპასუხა ნაკანმა და ნენეს ახედა, რომელიც გაყვითლებული იდგა და სალომეს თვალს არ აშორებდა.გოგონა ძალიან კარგად ხვდებოდა,რომ სალომე სულაც არ იყო უშნო.ისეთი,როგორიც გუშინ წარმოედგინა
-ისევ მარტო ვარ,ჩემები ჯერ არ ჩამოსულან
"ისევ მარტო ვარ" ნენეს ეს სიტყვები ტვინში უტრიალებდა და განგაშის სიგნალივით გაჰკიოდა
-არ ვიცი მეთქი ხომ გითხარი?!
ისევ მშვიდი იყო ანდრია და ახლა სალომეს შეხედა,რომელიც აშკარად გაბრაზებული დაჰყურებდა
-ნენე,წყალში არ ჩამოხვალ?
ნენეს მიუბრუნდა სალომე.აბაშიძე დაიბნა.რამდენიმე წამი ჩუმად იდგა და ისევ სახეში ჩაშტერებოდა
-არაა...მე ცურვა არ ვიცი
ბოლოს ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი და თვალები სწრაფად დაახამხამა
-რას ამბობ?აქ ისეთი ბიჭი გვყავს წამში გასწავლის
აჟიტირდა სალომე და მდინარესთან შეკრებილ საზოგადოებას გადახედა
-ლუკა
ხმამაღლა დაუძახა მისთვის სასურველ პიროვნებას და ზემოთ ხსენებული ლუკაც მალევე გაჩნდა მათთან.ბიჭმა ანდრიას ხელი ჩამოართვა და მოიკითხა.ნაკანი ფეხზე წამომდგარიყო
-ლუკა,ეს ნენეა გაიცანი
სალომემ ითავა მათი გაცნობა.ანდრიას ნესტოები დაებერა და გაბრაზებულმა გადახედა
გოგონას,რომელიც აშკარად კმაყოფილი იყო
-გამარჯობა,ნენე
ბიჭმა გაუღიმა აბაშიძეს და ხელზე ნაზად აკოცა.ანდრიას ძარღვები დასკდომაზე ჰქონდა,ცოტაც და წყალში ჩაახრჩობდა ამ ქერა საფრთხობელას
-ლუკა,ნენემ ცურვა არ იცის,ხომ ასწავლი?
-დიდი სიამოვნებით
ისევ იღიმოდა და გოგონას თვალს არ აშორებდა
-სხვა დროს იყოს,ახლა გვეჩქარება!
ამოისისინა ანდრიმ და გაოცებულ ნენეს მაი თავად ჩააცვა
-მაშ კარგი,შეხვედრამდე ნენე
ლუკამ ხელი დაუქნია მიმავალ ნენეს
-ახლა იმ ხელს მივამტვრევ
კბილებში გამოსცრა ანდრიამ და კიდევ უფრო აუჩქარა სვლას
-რატომ გამომაქცუნე?
ნენე ძლივს ეწეოდა ნაკანს
-იმიტომ!
-მე მინდოდა ცურვა მესწავლა
დანანებით თქვა.ანდრია სწრაფად გაჩერდა და ნენეც შეასკდა მის მკვრივ ზურგს.ბიჭი სრაფად მოტრიალდა და მას დააჩერდა
-ჩემთვის არასდროს გითხოვია და ლუკაზე რას გადაირიე?!
-რა გაყვირებს?ცურვას მასწავლის კი არ მჭამს
გაკვირვებული უყურებდა ნენე ბიჭს,რომელიც სადაც იყო აფეთქდებოდა
-ვერაფერსაც ვერ გასწავლის!
ანდრიამ გზა განაგრძო და სახლის შევარდა.თავის ოთახში ავიდა და კარი ისეთი ძალით მიაჯახუნა,ხმა მთელს სახლში ისმოდა.ნენე გაოგნებული შეჰყურებდა კიბეებს
-უი,დაბრუნდით უკვე?
მარიამის ხმამ გამოაფხიზლა და მომღიმარი ქალისკენ შეტრიალდა
-ჰო,დავბრუნდით
ამოიჩურჩულა გოგონამ და თავადაც გაუღიმა ქალს
-შენ არ იბანავე?
მარიამმა ნენეს მშრალი ტანსაცმელი რომ დაინახა ჰკითხა
-არ მითხრა,რომ შეიშრე?!
გაიოცა ქალმა და ხელები პირზე აიფარა
-არა,არა მე ცურვა არ ვიცი და წყალში არ ჩავსულვარ
სწრაფად უპასუხა ნენენ და კიბეებს ახედა
-კიდევ კარგი,ადი ოთახში მოისვენე.მე ხელს აღარ შეგიშლი
ისევ გაუღიმა და ნენეს გასცილდა.აბაშიძე გაოცებული იყო მარიამის კეთილშობილებით.ოთახში შევიდა და წყალი გადაივლო.მოკლე,თეთრი სარაფა ჩაიცვა და ოთახი დატოვა.ანდრია ეზოში,ჩრდილში იჯდა და ტელეფონს ჩაჰყურებდა.გოგონა მის გვერდით დაჯდა და აწითლებულ ბიჭს ახედა.მალევე სახლიდან მარიამი გამოვიდა ხელში რაღაც ქილა ეჭირა
-ანდრია,ეს წაისვი გაგივლის
ქალმა ქილა მაგიდაზე დადგა.ნენე ინტერესით აკვირდებოდა ჯერ ქილას შემდეგ ანდრიას
-ნენე დაგეხმარება
გაიღიმა და დატოვა ახალგაზრდები
-ეს რა არის?
-დამწვრობის მალამო
სასხვათაშორისოდ თქვა ანდრიამ და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო
-სახეზე წამისვი
ნენემ წარბი აწია და ბიჭს გადახედა.ანდრია მშვიდად უყურებდა და ელოდა როდის წაუსმევდა მალამოს.გოგონამ ქილას თავი მოხსნა და მოთეთრო,ბლანტ მასაში თითი ჩაყო,შემდეგ კი ფეხზე წამოდგა და ანდრიას ფეხებ შორის დადგა.ბიჭმა თვალები დახუჭა და სახე ოდნავ ზევით აწია.ფრთხილად გადაუნაწილა ლოყებსა და შუბლზე ცივი მალამო
-ლამაზია
ჩუმად თქვა გოგონამ.ანდრიამ თვალები სწრაფად გაახილა და ნენეს ცისფერებს შეხედა
-ვინ?
წარბები შეკრა მან
-სალომე
გოგონამაც გაუსწორა მზერა.ანდრია დაიძაბა.სახის ნაკვთები დაეჭიმა.ნენე უკან დახევას აპირებდა ანდრიამ ფეხები რომ შეატყუპა
-კი,ლამაზია მერე?
-მერე,არაფერი
მხრები აიჩეჩა ნენემ
-უბრალოდ ფაქტი ავღნიშნე
-უბრალოდ ფაქტი აღნიშნე?!კარგად დავინახე როგორ უყურებდი მდინარეზე
ნენეს ლოყები აუწითლდა და სცადა ანდრიას დასხლტომოდა
-იმიტომ,რომ ლამაზია.ვაკვირდებოდი
ბოლო სიტყვა ძალიან ჩუმად თქვა და სხვაგან გაიხედა
-რას აკვირდებოდი?
-ანდრია,გამიშვი რა
ამოთქვა გოგონამ
-მითხარი და გაგიშვებ!
-ჩემზე ლამაზია
ხმამაღკა თქვა გოგონამ და როგორც კი თავისუფლება იგრძნო სწრაფად წავიდა სახლისკენ.ხელები დაიბანა და თავის ოთახში ავიდა.მზის აბაზანამ მოადუნა და ძილი მოერია.საწოლზე წამოწვა და თვალები დახუჭა.სალომე გაახსენდა.მისი კუპრივით შავი თვალები და იდეალური სხეულის ფორმები.ცდილობდა არ ეფიქრა მასზე მაგრამ არ გამოუვიდა.ისევ ახსენდებოდა გოგონას თვალები,რომლებიც ურცხვად ათვარიელებდა ანდრიას სხეულს.ოთახი რომ დატოვა უკვე შეღამებული იყო.მარიამი და ირაკლი სამზარეულოში ისხდნენ და ვახშმობდნენ
-საღამო მშვიდობისა!
-მოდი ჩემო ძვირფასო.არ ივახშმებ?
-არა,მადლობა დიდი
გოგონას არ შიოდა მაგრამ შერცხვა და მაგიდას მაინც მიუჯდა
-ანდრია სად არი?
-სადღაც წავიდა.შეეცოდე და აღარ გაგაღვიძა
ნენემ თავი დაუქნია.სალომეზე ფიქრობდა,რომელიც დიდი ენთუზიაზმით ეპატიჟებოდა ანდრიას მის სახლში.გულის არეში ტკივილი ოგრძნო და მისთვის დასხმული წვენი მოსვა.ხელები უცახცახებდა და სწრაფად დამალა მაგიდის ქვეშ.გვიანობამდე იჯდა ოჯახის უფროსებთან და საუბრობდა.ძალიან,რომ შეგვიანდა ჯერ ირაკლი წავიდა საძინებელში და შემდეგ მარიამი.ფანგანმა დაუბარა არ შეგცივდეს ოთახში მალე შედიო.ნენე იჯდა ეზოში და თბილი ნიავით ტკბებოდა.მაგიდაზე ჩამოედო თავი და თვალები დაეხუჭა.კარის გაღების ხმა როგორც კი გაიგო მაშინვე ჭყიტა თვალებ და ანდრიას შეხედა.ბიჭიც მისკენ დაიძრა
-რატომ არ გძინავს
თავზე დაადგა ნენეს და თავისი მოსაცმელი შემოახვია მხრებზე
-არ მეძინება
ამოიბურტყუნა და სხვა მხარეს გაიხედა.ნაკანი მშვიდად ჩამოჯდა ხის სკამზე.ჩუმად ისხდნენ ორივენი და ჭრიჭინების გამაყრუებელ ხმას უსმენდნენ
-სად იყავი?
ვეღარ მოითმინა ნენემ და ანდრიას გახედა,რომელსაც თავი სავარძლის საზურგეზე მიეყრდნო
-სალომესთან
მშვიდა ამოთქვა მან ისე რომ ნენესთვის არ შეუხედავს.გოგონამ იგრძნო როგორ ასეწვა მუცელი.ფეხზე წამოდგა და სახლისკენ დაიძრა
-კარგი გოგოა
მიაძახა ბიჭს და უზარმაზარ შენობაში გაუჩინარდა.ოთახში სწრაფად შევარდა და ტირილი დაიწყო.ვერ ხვდებოდა რაზე ტიროდა.იმაზე რომ სალომეს აშკარად უყვარდა ნაკანი თუ იმაზე რომ ბოლო იმედიც გაუქრა,რომელსაც სიმწრით ეჭიდებოდა.მეორე დილით ანდრიამ მდინარეზე არ წაიყვან ნენე.უთხრა უფრო უკეთეს რამეებს აჩვენებდა.ნენემ ჯერ უკანა ეზოში მორბენალი,უზარმაზარი ჩარლი გაიცნო.შემდეგ სულ პაწუა წიწილები.გოგონა ვერ მოწყდა წიწილებს,უხუტებოდა და კოცნიდა
-ნენე,დასვი აწი და წამოდი
ბოლოს ვეღარ გაუძლო ანდრიამ და წიწილები ხელიდან აართვა
-არ მინდა წამოსვლაა,აქ მინდა ამათთან!
გაჯიუტდა გოგონა და ისევ აიყვანა ხელში პატარა მოთეთრო,მოყვითალო წიწილა
-ხვალაც მოგიყვან
დაპირდა ბიჭი და სახე სასაცილოდ დამანჭა ნენემ წიწილას როცა აკოცა.მოწყენილი გამოვიდა აბაშიძე ქათმების სამყოფიდან და თავდახრილი მიჰყვებოდა ანდრიას.ბიჭი ცხენების საჯინიბოში შევიდა და ნენე გაოცებული უყირებდა სამ ულამაზეს ცხენს
-რა ლამაზები არიან
ამოილაპარაკა გოგონამ.უნდოდა მოფერებოდა მაგრამ ვერ გაბედა,შეეშინდა
-ჯირითი იცი?
-არ ვიციი
მოწყენილი ხმით თქვა ნენემ და ანდრიას შეხეთა,რომელიც ერთ-ერთ ცხენს კაზმავდა
-კარგი,არ შეგეშინდეს იცოდე
ნენეს უნდოდა კითხვა რისი უნდა შეშინებოდა მაგრამ მაშინვე იგრძნო ანდრიას გახურებული ხელები წელზე და მალევე მოსწყდა მიწას.ბიჭმა სწრაფად,შუფერხებლად შემოსვა ცხენზ.გოგონა გაფართოებული თვალებით იჯდა ცხენის ზურგზე და ამოსუნყქვას ვერ ბედავდა.ნაკანის მტევანმა გამოაფხუზლა რომელიც ნენეს მუცელს მოხვეოდა.ბიჭი მის უკან იჯდა და ნენეს მოშიშვლებულ ზურგს ეკვროდა.გოგონამ ძლივს კანკალით ამოუშვა ფილტვებიდან ჰაერი და მაგრად ჩაეჭიდა ანდრიას მკლავს
-ნუ გეშინია,მოდუნდი
უჩურჩულა ნაკანმა და ცხენი საჯინიბოდან გაიყვანა.გოგონა დაჭიმული იჯდა,ეშინოდა არ გადმოვარდნილიყო.ცხენი მზეზე როგორც კი გავიდა შავი ბეწვი მაშინვე აუბრჭყვიალდა
-რა ლამაზია
ჩუმად თქვა ნენემ
-კი,ლამაზია
უთხრა ანდრიამ და გავარვარებული ტუჩები მხარზე მიაკრო.ნენემ იგრძნო როგორ დაუბუსუსდა სხეული და თავისი რეაქციის შერცხვა.ანდრიას ოდნავ მოზრდილი წვერი კანზე ეხებოდა და სასიამოვნოდ აჟრიაებდა სხეულში.ცხენი მშვიდი,აუჩქარებელი ნაბიჯით მიდიოდა.ნენემ თვალები დახუჭა და ანდრიას მხარზე გადადო თავი.ბიჭის ცხელი სუნთქვა კისერზე ეფრქვეოდა,მთელი სხეული ეწვოდა
-არ შეგეშინდეს,გესმის?!
გაიგინა ანდრიას ხმადა ბიჭმა მაშინვე შემოჰკრა ცხენს ფეხი,ისიც სწრაფად გაიჭრა ტრიალ მინდორში.ნენემ თვალები სწრაფად გაახილა და კიდევ უფრო ძლიერად ჩაეჭიდა ნაკანის მკლავს.ცხენი გაუჩერებლად მირბოდა მთებს შორის.ანდრიამ აღვირი მოქაჩა და ცხენიც მის ნებას დაჰყვა,სვლა შეანელა.მაღალ გორაკზე იდგნენ.მთელი სოფელი ხელის გულივით მოსჩანდა.ნენე გრძნობდა როგორ უთრთოდა სხეული.ანდრიას მკერდს ეკვროდა და აჩქარებული სუნთქვის დაწყნარებას ცდილობდა.ულამაზეს ხედს უყურებდა და მზის ჩასვლით ტკბებოდა
-ყველაფერი როგორი ლამაზია
ამოჩურჩულა ნენემ და ანდრიას გახედა რომელიც მაც უყურებდა
-აქ,ყველაზე ლამაზი შენ ხარ!
უთხრა ბიჭმა და ყბაზე მიაკრო ტუჩები.ნენეს ლოყები საყვარლად აუწითლდა და თვალები დახუჭა.ანდრიას ხმამაღლა გაეცინა მის საქციელზე
-ნუ დამცინი
უჩქმიტა ნენემ და ისევ გასწორდა
-წავიდეთ აწი
თქვა ანდრიამ და ცხენი მოატრიალა
-ცოტახანს კიდევ ვყოფილიყვით.რანაირი ხარ რაა
-მარიამი გველოდება
ანდრიამ ცხენი თავის სამყოფში დააბა და ნენეს მოუბრუნდა რომელიც კართან იყო ატუზული და კნუტის თვალებით უყურებდა
-ახლა არ თქვა რომ წიწილებთან წაგიყვანო თორემ გავაფრენ
-აუუუ,გთხოოვ რა წამიყვანეე.ერთხელ მოვეფერები მარტო
-კარგი,წამოდი
გაიცინა ბიჭმა და უკან გაყვა ნენეს რომელიც ხტყნვა-ხტუნვით მიდიოდა.წიწილებთან ფერებითა და ლაპარაკით გული რომ იჯერა სახლში შევიდნენ.მარიამი სამზარეულოში ფუსფუსებდა.ირაკლი იქვე სკამდე იჯდა და მუშუს ეთამაშებოდა
-მოხვედით დედი?აბა,როგორ გაისეირნეთ?
-წიწილებს ძლივს მოვაშორე
გაიცინა ანდრიამ და მაცივრიდან გადმოღებული წყალი ჭიქაში ჩაისხა
-ცივი არ დალიო ყელი გეტკინება
დატუქსა შვილი ფანგანმა და გაღიმებულ ანდიას თვალები დაუბრიალა
-ჩვენი წითური არ აჩვენე?
-მხოლოდ წიწილები და ცხენები მაჩვენა
-დედა არ უთხრა რაზე ეუბნები თორემ იქიდან ვერ გამოიყვან
მარიამმა ჯერ შვილს გახედა მერე კი ნენეს
-პატარა ღბო გვყავს
გაღიმებულმა უთხრა ირაკლიმ გოგონას
-რაა?
ნენემ კინაღამ ტირილი დაიწყო სიხარულით თან ანდრიაზე გაბრაზდა
-როგორ არ მაჩვენე?!
გამწყრალმა გადახედა ბიჭს
-ხვალ გაჩვენებ
-ცუდი ბიჭი ხარ
მოიწყინა აბაშიძემ და ირაკლის მიუჯდა გვერდით
-რა კარგია ცხოველები რომ გიყვარს
უღიმოდა მარიამი კატასთან და ირაკლისთან მოთამაშე გოგონას
-ყოველთვის მინდოდა დიდი ფერმა მქონოდა
მარიამი შვილს მრავლისმეტყველად უღიმოდა და ბიჭის შეკრულ წარბებსა და უკმაყოფილო მზერას აიგნორებდა.საღამოს გაწვიმდა.ანდრია და ნენე აივანზე ისხდნენ.სასიამოვნოდ გრილოდა და ჰაერში მიწის სუნი იდგა.ნაკანი სიგარეტს ეწეოდა.ნენე უხმოდ უყურებდა ბიჭის მოშვებულ ნაკვთებს
-ანდრია,როდემდე იქნები ჩუმად?
ნაკანმა უცებ მოატრიალა თავი და გოგონას წყლისფერ თვალებს ჩააშტერდა.ფეხზე წამოდგა და მოაჯირს მიეყრდნო ზურგით
-კარგი,გეტყვი ყველაფერს!
ღრმად ჩაისუნთქა და სიგარეტის ახალი ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან
-ნენე,მიყვარხარ იმაზე მეტად ვიდრე ვინმემ იცის სიყვარული
გოგონას რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ანდრია მიუახლოვდა.მასთან ჩაიმუხლა და მისი გაყინული ხელები თავისაში მოიქცია
-ნენე,არ შემიძლია არ მაქვს ამის უფლება.გაბრიელმა პირველად,რომ შეატყო ერთმანეთის მიმართ გრძნობები გვქონდა მითხრა ნენეს ორი ძმა ყავს ერთი შენ და ერთი მეო.ნენე გეფიცები მერჩივნა იმ წამს მომკვდარვიყავი და ეგ სიტყვები არ მომესმინა.არ მაქვს უფლება მიყვარდე ნენე.კატოც იმისთვის მყავდა,რომ გამეღიზიანებინე მეგონა გადაგიყვარდებოდი.მაპატიე ნენე
გოგონა აკანკალებული უყურებდა თავდახრილ ანდრიას და ვერაფერს ამბობდა.გრძნობდა როგორ უსველდებოდა ლოყები ცრემლებით
-შენ...შენ რა მხოლოდ ამის გამო მაწვალე ამდენი წელი?
ხმა ჩახლეჩვოდა ნენეს და თავბრუსხვევას გრძნობდა.ანდრიამ თავი ასწია და გოგონას შეხედა
-მე არ შემეძლო იმ ადამიანის სიტყვებისთვის გადამეარა,რომელსაც თექვსმეტი წელია ვიცნობ და ადამიანის,რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა
ნენემ ხელები სწრაფად გაინთავისუფლა და ფეხზე წამოდგა.სული ეხუთებოდა,ცუდად იყო.კიბეები სწრაფად ჩაირბინა და ეზოში გავარდა.ღრმად სუნთქავდა.გრძნობდა მალე წაიქცეოდა.ამდენი წელი ელოდა ნაკანისგან იმის თქმას რომ უყვარდა,ის კი სრულ ქაოსში აღმოჩნდა.კოკისპირულად წვიმდა.გოგონა ერთიანად დასველდა და მთლიანად გაეყინა სხეული.ანდრიამ ხელი მაჯაში ჩაავლო და მისკენ მიატრიალა
-არაფერი მითხრა!არაფერი მითხრა თორემ მოვკვდები
წამოიყვირა ნენემ
-მომისმინე გთხოვ,უნდა გამიგო ნენე,შენ ხომ ჩემი ნენე ხარ
-როგორ გაგიგო ანდრია?ამდენ ხანს იმიტომ მტანჯავდი რომ გაბრიელის გეშინოდა?!
-მე შენი დაკარგვის მეშინოდა ნენე!
ხმა გაებზარა ანდრიას და თვალებში ჩააჩერდა
-ჩემი დაკარგვის?!რაებს ბოდავ?ერთხელ მაინც დალაპარაკებიხარ გაბრიელს?ერთხელ მაინც გითქვამს იმის შესახებ რომ ერთმანეთი გვიყვარს?!
ნაკანს გაეღიმა და კარამელისფერი თვალები აუციმციმდა
-გიყვარვარ!
ამოიჩურჩულა ბიჭმა და ნენეს გალურჯებულ,გაყინულ ტუჩებს დაეწაფა.ნაზად და თან ამავდროულად მომთხოვნად კოცნიდა.ნენე მაგრად ჩეჭიდა ბიჭის მკლავებს.თვალები ორივეს დაეხუჭათ.თავსხმა წვიმაში იდგნენ და ერთმანეთს კოცნიდნენ.ნენე და ანდრია
-ახლა თუ გინდა გაბრიელმაც მომკლას და ელენემაც
გაიცინა ანდრიამ და გოგონას ათრთოლებული სახე ხელებში მოიქცია
-ნენე,მიყვარხარ!
ნენემ სწრაფად აკოცა და თავი მკერდზე მიადო
-გთხოვ,მითხარი რომ სიზმარი არ არის
ამოიჩურჩულა და თვალები მაგრად დახუჭა.მთელი სხეული უკანკალებდა და მომხდარს ვერ იჯერებდა.ანდრიას ტუჩები დავზე იგრძნო და მიხვდა რომეს ყველაგერი მართლა ხდებოდა.ბიჭს ახედა და გაეცინა.შუბლზე სასაცილოდ ჩამოყრილი თმა გადაუწია
-სასაცილო ხარ
ისევ იცინოდა და ანდრიას სიახლოვით ტკბებოდა
-ამაღამ სიცხე მექნება
ანდრიამაც გაიღიმა და ისევ აკოცა თავის ნენეს.



№1  offline წევრი ელენე (ნენე)

სასიამოვნოდ წასაკითხია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent