პაზლების ქურდი VII (მეორე ნაწილის დასასრული)
თავი მეხუთე დივანზე ჩამომჯდარი ყინულის პაკეტს უკვე მეორედ ვიდებდი ხელახლა გადაგლეჯილ წარბზე და კალანდიას წარბშეკრულ და გამჭოლ მზერას თვალს ვარიდებდი. - გინდა ის სისულელე დავიჯერო, რომ თავს დაგესხნენ და მანქანა წაგახიეს? - კალანდიას სკეპტიკური ტონი ნერვებს მიშლიდა. - ახალს გიყიდი და ბევრად უკეთესს! - გავარტყი მანქანას! მაგაზე არ გელაპარაკები, - შემიღრინა ნერვებმოშლილმა - რა ჯანდაბა ხდება შენს თავს? დიდი ხანია მთელი აღარ მინახიხარ. რომ არ ვიცოდე, რომ ჩხუბი შეგიძლია გირჩევდი დაცვით იარე-მეთქი! მონტი ოთახში შემოვიდა, ცივი ლუდის ჭიქებით და თხილით ხელდამშვენებული. ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა და სკამზე ჩამოჯდა. - მომიყევი რა გაარკვიე თოიძეზე! - მანამდე მითხარი ვინ გაგილამაზა სიფათი! - შემიბღვირა უკმაყოფილოდ - პრობლემები გაქვს? - კალანდია, მგონი უკვე შევთანხმდით, რომ ერთმანთის ცხოვრებაში არ ვერევით! მორჩი დაკითხვებს და მითხარი რა გაარკვიე! - Sono tutte balle ! - მშვიდად წარმოთქვა მონტიმ. - მონტი! - რა თქვა? - კალანდიამ ეჭვით გამომხედა. - არ მაინტერესებს რა სისულელეზე იჩხუბეთ! - შუბლშეკრულმა ორივეს გადმოგვხედა - მახსოვს, რომ ერთად ძალიან კარგად იყავით და თქვენი ეს უაზრო კინკლაობა გამუღუზუნებელია! თქვენ მეგობარი გჭირდებათ, სერ! - ჯერ ერთი, გამუღუზუნებელი კი არა, გამაღიზიანებელი და მეორეც, ახლა ამის დრო არ არის! - ზუსტადაც რომ არის! - შემიტია უჩვეულოდ გაბრაზებულმა - არავის ესაუბრებით, მარტო დადიხართ, შარში ეხვევით, ტანზე იარები გეტყობათ, არაფერს მიყვებით! - რა იარები? - კალანდიამ ყურები ცქვიტა - რაზე ლაპარაკობს, ბიჭო?! - თქვენ რა მართლა გაატრაკეთ საქმე! - გამძვინვარებულმა ისევ ვიფეთქე და ფეხზე წამოვიჭერი - ისედაც ყელამდე მძღნერში ვარ და ამ საქმის ვერაფერი გამიგია. ახლა გულისამაჩუყებელ გრძნობებზე ლაპარაკის დრო არ არის! არ მჭირდება ვინმეს კალთაზე თავის ჩამოდება და ქვითინი! პასუხები მინდა, მხოლოდ და მხოლოდ, ეს დედამოტყნული პასუხები! სად გაქრა ჩემი გოგო და რა შარში გაყო თავი! შეგიძლიათ გარკვევაში დამეხმაროთ?! თუ მარტო ტვინი უნდა მიტყნათ ადექით და გააჯვით აქედან! დედასაც შევეცი! - გაცეცხლებულმა ყინულის პაკეტი მთელი ძალით მივანარცხე კედელს. სიგარეტის კოლოფი ამოვიღე და ვერანდაზე გავედი. ერთი ღერი ამოვაძვრინე და გავუკიდე. ცივი ჰაერი მესიამოვნა, ახურებული ორგანიზმი ოდნავ დამიწყნარდა, თავი უკეთ ვიგრძენი, სამაგიეროდ დანაშაულის გრძნობამ მტკივნეულად მომწიწკნა. კალანდიას არაუშავდა, მაგრამ მონტისთან ასე არ უნდა მელაპარაკა, საკუთარი თავი უფრო შემზიზღდა. ამ წყეულმა ამბებმა თვითკონტროლი საერთოდ დამაკარგვინეს. ჩუმი ნაბიჯების ხმა შემომესმა. კალანდია აუჩქარებლად მომიახლოვდა, სიგარეტი გამომართვა და თვითონაც გაუკიდა. - მესმის, რომ ნერვიულობ, მაგრამ მთლად თავზეც ნუ გადაიჯვავ. მონტის არაფერი დაუშავებია. - გააბოლა და ცერად გამომხედა - ზოიძე მკვდარი იპოვეს გუშინ დილით. - რა?! - თავი ავწიე და კალანდიას გაკვირვებული მივაჩერდი - ეს იმ კაზინოს მეპატრონზე არ მეუბნები? - ჰო, - გადააფერფლა და შუბლშეკრულმა გამომხედა - რაღაც მაგარი ბინძური ხდება აქ. თოიძემ არაფერი მითხრა, სიტყვა ვერ დავაცდენინე მაგ ნაბოზარს. დაძალება არ მიცდია, შემომელახებოდა ეგ მშიშარა ქათამი. ვაფშე არ გავს თავის ძმას, ერთი ქვეშაჯვია ა. - თოიძემ არაფერი გითხრა ეკეზე? - არა, არ ვიცი სადაა და რომც ვიცოდე არ გეტყოდიო, შემეშვი თორემ პატრულს გამოვუძახებო. - გაეცინა და სახეზე ხელი მოისვა. - შეშინებულია, ალბათ ზოიძის ძაღლებმა ბევრჯერ მოსდეს თავ-ყბაში. შენც იმათიანი ხომ არ ეგონე? - არ ვიცი, შეიძება. ეკეზე რომ ვკითხე დაიძაბა და ეგრევე წამოაყრანტალა ზოიძე ხო დაიბრიდა, რაღა გინდათ ჩემგან ან ჩემი ძმისგანო, მაგრამ რომ მიხვდა ზედმეტი წამოროშა ეგრევე მოკეტა. - შეგიძლია ჩეპესას დაებაზრო? მაგ კაზინოზე რაც შეიძლება ბევრი უნდა გავარკვიოთ. ბევრი ბინძური ჭორი მსმენია, რომ ზოიძე ნარკოტიკებით ვაჭრობდა. აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია, დღეს ეგეთი ბევრი დადის თბილისში, მაგრამ თუ დაბრიდეს და თან მაშინ, როცა მისი სახელი ჩვენს ახლოს ტრიალებს, ჯობია ყველაფერი გავიგოთ. - რად უნდა ჩეპესა ამ ამბავს, კომპანიაში დავავალებ ტაისონას და ყველაფერს გაარკვევს, ხუთ წუთში მთელი ინფო ხელში მექნება. - ტაისონა? ეგ კიდე მანდ მუშაობს? ბოლოს მაგან და მამაშენმა მაგრად არ დასცხეს? - ჰო, იჩხუბეს და გაგდებას უპირებდა, მაგრამ ლევანის გავუტრაკე. მამაჩემის უაზრო ხუშტურები ხანდახან მაგრად მარცხვენს. - კარგი მაშინ და გააფრთხილე არავისთან სიტყვა არ დასცდეს, მითუმეტეს მამაჩემთან. რამე რომ იყნოსოს ტვინს მოტყნავს. - კაი, ხვალ დაგირეკავ. ახლა წავედი, გვიანია უკვე, მაგრად დავიღალე მეც. - მოიცა, - ჩემს საძინებელში შევედი, უჯრიდან მანქანის გასაღები ამოვიღე და კალანდიას გადავუგდე - წაიყვანე, შენი იყოს. - სერიოზულად? - გამომხედა გაკვირვებულმა - შენს ახალ ფორდ მუსტანგს მაძლევ? ამის ჩამოყვანაზე ნოვამ სამი თვე იჩალიჩა! - ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მაგის ჯართზე ვირევი. შენი იყოს კამაროს სანაცვლოდ. ვერაფერს იტყვი იმ ნაგავის სანაცვლოდ ნორმალური მანქანით ივლი. - სხვათაშორის კამაროსთან ტკბილი მოგონებები მაკავშირებდა და მისი მოშორება არ მინდოდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალ საჩუქარზე უარს ვიტყვი. ანთებული თვალებით შეხედა გასაღებს. გამეცინა და თავი გავაქნიე. კალანდიამ ხელი ამიქნია და გასასვლელს მიაშურა. - ხვალამდე ფრანჩესკა! - აჰ, ეს უმსგავსი ბიჭი! - მომესმა მონტის სისინი სამზარეულოდან. - მონტი! - გავძახე მეგობარს. - დიახ, სერ! - ოთახში შემოვიდა და ინტერესით მომაცქერდა. - ბიდიში წეღანდელისთვის, მეგობარო. ვით მოვიქეცი, მაპატიებ? - ზედმეტი მომივიდა, არ უნდა ჩავრეულიყავი. - არა, ერთადერთი ვისაც ზედმეტი მოუვიდა, მე ვიყავი. ჩემს მეგობარს დაუმსახურებლად ვაწყენინე და ამისთვის ბოდიშს გიხდი. ახლა ჩემს თავს არ ვგავარ, ამით ვერ გავამართლებ ჩემს საქციელს, მაგრამ... - რას დალევთ? - შემაწყვეტინა ღიმილით - რამე ძლიერს, თუ არომატული იტალიური ჩაი მოგიმზადოთ, პიტნით და რძით? მოხუცს ციმციმა თვალებში ჩავაცქერდი და თავი უარესად ვიგრძენი, როგორც არ უნდა გავცოფებულიყავი მისთვის ზედმეტი არ უნდა მეკადრებინა. ბოლოდ და ბოლოს, ის ჩემი ერთადერთი ერთგული მეგობარი იყო, რომელსაც ძალიან ვაფასებდი და მიყვარდა. - ჩაი დავლიოთ, სასმელის ხსენებაც არ მინდა. - კი ბატონო, ახლავე მოგართმევთ. - ვერანდაზე გამოდი, მომენატრა შენთან საუბარი. - როგორც იტყვით. თავი ოდნავ დამიკრა და სამზარეულოში გავიდა. მისი ასეთი მაღალფარდოვანი დამოკიდებულება თავს უხერხულად მაგრძნობინებდა, მაგრამ ვერაფრით მოვაშლევინე ჯიუტ იტალიელს. აღზრდა და შინაგანი ბუნება თავისას შვება, არ აქვს მნიშვნელობა როგორ გარემოში ამოჰყოფ თავს. ნათქვამია, ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო, ჰოდა მართალია. ერთი ამოვიოხრე და ვერანდაზე გავედი, რბილ სავარძელში ჩავჯექი და მთაწმინდას გავხედე. იმის ფონზე, რომ სრულიად მარტო ვიყავი და არავის ნდობა არ შემეძლო, საქმეს უფრო მირთულებდა. შინაგანი ინსტიქტი მკარნახობდა, რომ ამ ბინძურ ამბავში შინაურების ხელიც ერია. ვერავინ დამაჯერებდა, რომ კომპანიაში რაღაც ხდებოდა და ეს აქციონერებმა არ იცოდნენ. სწორედ ეს მაფრთხობდა ასე ძალიან, მეშინოდა, რომ როცა დრო მოვიდოდა და იმ ნაბიჭვარს ნიღაბს ჩამოვხსნიდი, მის ადგილზე რომელიმე ახლობელს აღმოვაჩნედი, მათ შორის მამაჩემსაც. კალანდიას ამ საკითხში ვერ ვენდობოდი, იმიტომ არა, რომ კარგი ურთიერთობა არ გვქონდა. არა, მას სიგიჟემდე უყვარდა მამამისი და თავის კერპად მიაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან კინკლაობდნენ, ის მაინც არ აქცევდა ზურგს ლევანს, ნაბიჭვარს რომლის დამპალი სულისაც ისევე ღრმად მწამდა, როგორც მამაზეციერის არსებობის. ის ჩემს ეჭვმიტანილთა სიაში პირველ ადგილს იკავებდა და ამის ფონზე კალანდიასთვის არაფრის თქმა არ შემეძლო, არადა მისი დახმარება ახლა ისე მჭირდებოდა როგორც არასდროს. ყველაზე მეტად კი უგზოუკვლოდ გაუჩინარებული სია მედარდებოდა. არ ვიცოდი სად იყო, რას აკეთებდა და რამდენად ღრმად იყო ჩაფლული ამ მძღნერში. მეშინოდა, რომ თუ დროულად ვერ მივუსწრებდი დავაგვიანებდი, მას უკან ვეღარ დავიბრუნებდი და იქნებ იძულებულიც გავმხდარიყავი, რომ... აზრი ვეღარ დავასრულე. ვის ვატყუებდი, მშვენივრად ვიცოდი, რომ მისთვის ვერაფრის დაშავებას ვერ შევძლებდი. როცა პირველად შევიტყვე მისი გაქცევის შესახებ მრისხანებამ გონება დამიბინდა და მის მოკვლაზეც კი ვფიქრობდი, მაგრამ როცა რამდენიმე საათის წინ კინაღამ მომკლეს, სწორედ მაშინ გავიაზრე, რომ ერთადერთი ფიქრი რაც ამ დროს მტანჯავდა ის იყო, რომ ამ გაბოროტებულ ნაბიჭვრებში პატარა გოგოს სრულიად დაუცველს ვტოვებდი. სავარძელზე გადავწექი და სახე ხელებში ჩავრგე. ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა. ის დღე, როცა მან პირველად გადმოაბიჯა უნივერსიტეტის ზღურბლს. სწორედ მისი დანახვისას შეირყა სამყარო და მთელი ჩემი ცხოვრება ერთ წამში თავდაყირა დამიყენა. განა ეს სამართლიანი იყო? ის არც კი მიცნობდა, არც კი იცოდა რას მიკეთებდა, თუმცა, ეს ხელს არ უშლიდა ჩემს განადგურებაში. გავბრაზდი, გულზე ცეცხლი წამეკიდა. მშვენივრად ვიცოდი, რომ ვით ვიქცეოდი, სულელი, ჭირვეული და ჯიუტი ბავშვივით, რომელსაც მშობლები იმ სათამაშოს არ ჰყიდულობდნენ, რომელიც ასე ძალიან სურდა, მაგრამ არ მადარდებდა. ყველაფერს გავაკეთებდი ამ გრძნობის თავიდან მოსაშორებლად, რადგან ეს ერთადერთი რამ იყო რაც ჩემს მყარ და გაუვალ ჯავშანში, რომელსაც წლების განმავლობაში საიმედოდ ვამაგრებდი, შეღწევა და განადგურება შეეძლო. მეტისმეტად ბევრი პრობლემა მქონდა და ახლა ეს გოგონაც დამემატა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ერთადერთი და რეალურიც კი იყო. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ გამუდმებით ვამწარებდი. მინდოდა გული მეტკინა, დამეტანჯა, დამემცირებინა კიდეც, ყველაფერს ვიზამდი, რომ ჩემს სიამაყეს თავი უსაფრთხოდ ეგრძნო - რა ვიყავი! ადამიანები ყოველთვის ჩვენი ხელით ვსპობთ იმას რაც ჩვენთვის ძვირფასია, არ ვუფრთხილდებით, არ ვაფასებთ, უბრალოდ ვანადგურებთ. საცოდავ მოკვდავებს ნგრევასა და მსხვრევაში ვინ შეგვედრება?! მერეც ჩამოვჯდებით და სიგარეტით ხელში მივსტირით ჩვენივე ჩაჯმულს. ყველას და ყველაფერს დააბრალებ მომხდარს, შენი თავის გარდა, მაგრამ გულის სიღრმეში შენზე უკეთ არავინ იცის ვისი სული ყარს ასე მძაფრად, დანაშაულის მძაღე სუნისგან. გგონია სარკეში ჩახედვა და შენი ანარეკლისთვის მზერის გასწორება ერთადერთი გზაა თავის შესაზიზღებლად? არა, საკმარისია საკუთარ თავთან მარტო დარჩე, ერთი გააბოლო და გაიაზრო რომ სინამდვილეში ის ნაგავსაყრელი, რომელიც თვალწინ ამაზრზენ ხედად გეშლება, შენივე ნამოქმედარია. ყველა სიბინძურის ავტორი თავად ხარ და ამას ვერაფერი დაგავიწყებს - ვერც გონების დაკარვამდე გალეშვა, ვერც ნარკოტიკის გაჩხერა, ვერც უაზრო ჩხუბი და ვერც რომელიმე შემხვედრი ს გაჟიმვა. ამ გრძნობას ვერაფერი მოკლავს, შენში ღრმად დაილექება და ყოველთვის, როცა საშუალება მიეცემა, თავს მწარედ შეგახსენებს. მე საკუთარ თავს ბედნიერება მოვპარე, რომელიც შემეძლო მქონოდა, მასთან ერთად... - სერ, თქვენი ჩაი! მონტი ლანგრით ხელში გამოვიდა ვერანდაზე. ნამცხვრები და ჩაი პატარა მაგიდაზე დააწყო და მოპირდაპირე სავარძელში კომფორტულად მოთავსდა. - გმადლობ. რძიანი ჩაი მესიამოვნა, გემრიელი არომატი დაჰკრავდა, პიტნის და კიდევ რაღაც სუნელის, მგონი დარიჩინი იყო. - რა უნდოდა ნოვას? რისთვის დაგიბარა კომპანიაში? - დუბაის ელჩი შეხვედრაზე დაითნხმა და მთხოვა, რომ სუფრა მე გამემზადებინა, იტალიური კერძები ძალიან მოსწონს და უნდა დამეხმაროო. - მოიცა, ეგ ტიპი მაინც დათანხმდა შეხვედრას? მამაჩემის მიერ მოწყობილ წვეულებაზე მისვლა ვერ მოვახერხე, მთელი რიგი მიზეზების გადამკიდე, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა და ნოვას ნახევარსაათიანი საყვედურების ატანაც მომიხდა. ბოლოს კი გაბოროტებული დამემუქრა, თუ დუბაის ელჩთან კონტრაქტს ვერ გავაფორმებ სამ ასოზე გაგიშვებ, სახლსაც დაემშვიდობები და შენს მდიდრულ ცხოვრებასაცო. ალბათ იმ წამს ისე რომ არ ვყოფილიყავი განერვიულებული ნოვას სიტყვებზე ბევრს ვიცინებდი. - დიახ, არ ვიცი როგორ დაითანხმეს, მაგრამ შეხვედრა სამშაბათს არის დაგეგმილი და სინიორ ქავანამ დამაბარა ამჯერად გადაგდება არც იფიქროს, მწარედ ვანანებო. - სამშაბათს? - შევუბღვირე უკმაყოფილოდ - ზეგ? - ჰო, ასე რატომ ბრაზდებით? თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ შეხვედრას უნდა დაესწროთ ესაა და ეს. - სწორედ ეგ მაღიზიანებს მონტი, დავიღალე ამ ბანძი ფულიანი ტომრების სათამაშოდ ყოფნით. - სათამაშო სულაც არ ხართ, ერთ დღეს „ქეი კორპორეიშენი“ თქვენი გახდება და მზად უნდა იყოთ მის სამართავად. ბევრი კონკურენტი ჰყავს მამათქვენს, ჩასაფრებულები ელოდებიან როდის დაუცდება ფეხი, რომ კუთვნილი აქციების რაოდენობა გაიორმაგონ. ასეთ მდგომარეობაში რთულია წონასწორობის შენარჩუნება, დუბაის ელჩი კარგი შანსია მამათქვენის პოზოციების გასამყარებლად. - რა კარგად დაუმუშავებიხარ ნოვას! - მონტის უკმაყოფილოდ გავხედე - რომ იცოდე ახლა აქციებზე გაცილებით სერიოზული პრობლემები მაქვს. - და რატომ არ მიმხელთ რა ხდება? ოდნავ განძრევაზეც კი კრთებით, აშკარაა რომ ბეჭები გტკივათ, რატომ არ იღებთ ხმას? „იმიტომ, რომ ვერავის ვენდობი, მონტი...“, გავიფიქრე გულში და თვალი ავარიდე, წამით ერთმა აზრმა გამიელვა გონებაში, იქნებ სიაც იგივეს განიცდიდა? იქნებ ეს იყო მისი დუმილის მიზეზი? იქნებ ისიც ვერ ენდობოდა გარშემომყოფებს და ამიტომ ერთ სიტყვაც არ მითხრა? თუმცა, ამით ვერ გავამართლებდი მის საქციელს... - მონტი, როგორ ფიქრობ, შეიძლება ადამიანს ბრამდ ენდო? თუნდაც, მის წინააღმდეგ ბევრი სამხილი არსებობდეს, შეიძლება უბრალოდ გრძნობებს მიენდო? - ჩაი მოვსვი და ინტერესით გავხედე მოხუცს. ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა და თვალები დახარა. პასუხის გაცემას არ ჩქარობდა, მე კი ერთი სული მქონდა ჩემი ბრძენკაცის აზრი მომესმინა, იქნებ მის სიტყვებს ცოტა შვება მაინც მოეცა ჩემთვის. - Chi è dunque il Diavolo? - იკითხა ღიმილით და მზერა გამისწორა - სერ, ჩემს ჭაღარას ბევრი რამ ახსოვს, მეც ვყოფილვარ თქვენი ასაკის, მეც მყვარებია და მეც დამიშვია შეცდომები. თქვენმა სიტყვებმა კლარა გამახსენეს, ჩემი ერთადერთი სიყვარული, რომელიც ჩემივე შეცდომების გამო დავკარგე. სავარძელზე შევსწორდი და მოსასმენად მოვემზადე. მონტის მანამდე არასოდეს უსაუბრია პირად ცხოვრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გამჩენია სურვილი რაიმე მეკითხა თავს ვიკავებდი. პირად ცხოვრებაზე საუბარი თავად არ მიყვარდა და ამას არც სხვისგან ვითხოვდი. - მაშინ თქვენსავით ახალგაზრდა ვიყავი. წარმოშობით ტოსკანადან ვარ, ის სარდინიასთან შედარებით ერთი უბრალო სოფელია. - უბრალო სოფელი? - მისმა სიტყვებმა გამაკვირვეს - ტოსკანა ხომ მიჩნეულია იტალიური რენესანსის დაბადების ნამდვილ ადგილად. იქიდან იყვნენ ცნობილი ხელოვანები და მეცნიერები - ბოტიჩელი, პეტრარკა, დანტე, ლეონარდო და ვინჩი, გალიელო გალილეი და ა.შ. ალბათ იტალიაში ყველაზე ლამაზი ლანდშაფტები სწორედ ტოსკანაშია. - მართალი ბრძანდებით და ძალიან მიხარია, რომ ჩემს კუთხეზე ამდენი რამ იცით, ეს ყველა იტალიელისთვის სასიამოვნო და საამაყოა. თუმცა, ჩემთვის ის არასოდეს ყოფილა ისეთი გასაოცარი, როგორც ეს თქვენთვისაა. განა ქართველებიც ასე არ ხართ? გაქვთ უამრავი შეუდარებელი და თვალისმომჭრელი ადგილები, ბუნება, შესანიშნავი კულტურული ძეგლები და მაინც სხვა ქვეყნებზე გიჭირავთ თვალი. ალბათ ადამიანია ასე მოწყობილი, ვერასოდეს აფასებს იმას რაც აქვს და მუდამ სხივსკენ გაურბის თვალი. თითოეული ჩვენგანის ბუნებაში დევს ეს მარცვალი, ზოგში მძლავრად ღვივდება და ფესვებსაც ღრმად იდგამს. იმდენად ღრმად, რომ სულსაც კი ეხება. ამ დროს ცხოველური სურვილი გიჩნდება, რომ შენს ბუდეს რაც შეძლება შორს გაერიდო. ნატრობ რომ ფრთები გქონდეს და აფრენა შეძლო, სადღაც შორს, ახალი ხედების აღმოჩენის იმედით, ახალი ოცნებების, ახალი ცხოვრების და ახალი სურვილების. თითქოს ასე თავისუფლად სუნთქვას შეძლებ... მონტი შეჩერდა, დაბინდული მზერა ოქროსფრად მოელვარე ანძას გაუშტერა და ფიქრებში ღრმად გადაეშვა. მივხვდი, რომ საკუთარ თავზე საუბრობდა. იქნებ პირველადაც ჰყვებოდა საკუთარ სურვილებს, რომლებმაც აშკარად შორს წაიყვანეს, იმდენად შორს, რომ ეს მზერა ღრმა და უძირო სევდამ დაამძიმა. თვალის გუგების ფსკერზე დაილექა და ახლა ამღვრეულ მდინარეს დამსგავსებოდა, რომელიც ნაპირის გადმოლახვას ლამობდა. - მხოლოდ ერთი რამ მსურდა, ცხოვრებაში ბევრისთვის მიმეღწია, ვყოფილიყავი წარმატებული ადამიანი, მქონოდა საყვარელი საქმე, მემოგზაურა სამყაროს გარშემო და ცხოვრებით დავმტკბარიყავი. არ მინდოდა ტოსკანას „მუზეუმში“ გამომწყვდეულს გამეტარებინა მთელი ცხოვრება. სასახლეც ჯოჯოხეთად მოგეჩვენებათ, თუ იქ სამუდამოდ ცხოვრებას მოგისჯიან, სერ. - მართალი ხარ... - ასე ვფიქრობდი, სანამ კლარას არ შევხვდი. მაშინ ჯერ კიდევ სასწავლებელში დავდიოდი და კულინარიის კურსებს გავდიოდი, შეფმზარეულობა მინდოდა. მიყვარდა კერძებთან მუშაობა. მათ ყოველთვის ცოცხალ ორგანიზმებად აღვიქვავდი, მომზადება ეს ჩემთვის ერთგვარი ხელოვნებაა. ჩემი კერძი ჩემს განწყობას იზიარებდა. საქმიანობაში მთელს სულს და გულს ვდებდი, ჩემს გრძნობებს, ჩემს ემოციებს ჩემს საქმეს ვუზიარებდი და თითქოს ასეთ დროს ერთი მთლიანობა ვხდებოდით. ის ერთადერთი იყო, რომლისთვისაც გრძნობების გაზიარება შემეძლო. საამურად მოხრაშუნე ახალი პური ტანში ჟრუანტელს მგვრიდა. ცუდ ხასიათზე მყოფს ცხარე ლაზანია იდეალურად გამომდიოდა, კარგ განწყობაზე კი ტირამისუს ვაკეთებდი, მისი ჰაეროვანი გემო ყველას აოცებდა. თავდავიწყებით ვეფლობოდი საკუთარ საქმეში და ეს მაბედნიერებდა. - ამ ბოლო დროს სახლში ცხარე ლაზანიას გარდა არაფერი მხვდება, - შევხედე ეჭვით - ახლა უკვე დავეჭვდი, ჩემი საზოგადოება გაღიზიანებს ასე ძალიან, თუ მამაჩემის იდიოტური გამოხტომები? მონტის სახიდან სევდა გაუქრა და გახალისებულს გულიანად გაეცინა. აწეული წარბებით თბილად გამომხედა და მიპასუხა. - არა, სერ! უბრალოდ თქვენ ძალიან მოგწონთ ჩემი გაკეთებული ლაზანია, სწორედ ამიტომ გიმზადებთ მუდამ მას. - ჰო, - ოდნავ გულზე მომეშვა და სავარძელზე შევსწორდი, გვერდმა მტკივნეულად გამკრა, მაგრამ არ შევიმჩნიე - იმედია მართლაც ასეა, განაგრძე. - კლარა შემთხვევით გავიცანი. ის ჩემგან რადიკალურად განსხვავებული გოგონა იყო, მას მხატვრობა იტაცებდა, ტოსკანაში კი კარგად მოგეხსენებათ, როგორი ხელშეწყობაა ხელოვანი ხალხის მიმართ. მოკლედ, ძალიან დავახლოვდით, მთელს თავისუფალ დროს მას ვუთმობდი. თითქოს ჩემმა სამყარომ მიმართულება შეიცვალა, ახლა კულინარია ერთადერთი აღარ იყო, რომლის გარშემოც ჩემი პლანეტა ბრუნავდა. შემდეგ კი ალბერტო გამოჩნდა და ჩვენი ურთიერთობაც აირია. - ალბერტო? - ჰო, ისიც მხატვარი იყო და კლარას ჩემზე ხშირად ხვდებოდა სასწავლებელში. ერთი ინტერესები და მუშაობის იგივე სფერო ჰქონდათ. - მერე რა? რას ცვლიდა ეს თქვენ შორის? - იდეაში არც არაფერს, მაგრამ მე ვეჭვიანობდი. ნერვები მეშლებოდა, როცა ვუყურებდი ერთად როგორ მუშაობდნენ პროექტებზე. ამ დროს თავს უსარგებლოდ ვგრძნობდი. ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა, რომ ალბერტო მას იმას აძლევდა რისი მიცემას მე არ შემეძლო. ისე უგებდა როგორც მე ვერ გავუგებდი ვერასდროს, მის სულში იმაზე ღრმად შეეძლო ჩახედვა ვიდრე მე. ხელოვანი ხალხის ამბავი ხომ იცი, ცოტათი უცნაურები და განსხვავებულები არიან, მათ ფიქრებს იოლად ვერ გაიგებ, ყველაფერს სხვანაირად აღიქვამენ, სხვა გრძნობები და ხედვები აქვთ. კლარა ამიტომ მომწონდა ასე ძალიან, ის მართლაც განსხვავებული, ლამაზი და ფაქიზი გოგონა იყო. მიყვარდა მისი ორიგინალურობა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვერც კი ვუგებდი. არ მესმოდა რა ენაზე მესაუბრებოდა, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, სანამ ჩემი გამოტოვებული ადგილების შევსება ალბერტომ არ დაიწყო. მონტის წარსულში მასთან ერთად ჩავიძირე. მისი ნაამბობი უცნაურად მეხებოდა სულზე. ქვეცნობიერი კი წვეტიან აზრებს არ იშურებდა, რატომ მაგონებდა მონტის ისტორია საკუთარს? განა ასე არ ვიყავი სიასთან? მიუხედავად იმისა, რომ მიყვარდა, მასზე ვგიჟდებოდი, მაინც ვერ ვახერხებდი მასთან ახლოს მისვლას. თოიძეს კი მსგავსი მცდელობები არც კი დასჭირვებია, რამდენჯერ შემინიშნავს ლექცებზე მათი მზერა, ისინი უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს. ვგრნობდი მათ შორის მჭიდროდ გაბმულ უხილავ ძაფებს, რომელიც იმდენად მყარი და ძლიერი იყო, რომ მათი გაწყვეტა უბრალოდ არ შემეძლო. ვიცოდი, რომ ასე სიასაც დავაზიანებდი, ამიტომ არც მიცდია მისი თოიძისთვის ჩამოშორება. - მერე, რა მოხდა? - ცნობისმოყვარეობისგან სული მელეოდა. - ეჭვიანობა დავიწყე, უკვე მკაცრად მივუთითებდი კლარას ალბერტოს ჩამოშორებოდა, მისგან თავი შორს დაეჭირა. ამის გამო ბევრჯერ ვიჩხუბეთ. გაბრაზებული სულ იმას მიყვიროდა რა გინდა რას ერჩი, რას გიშავებსო. მისგან მსგავსს არაფერს ვგრძნობ და არც რამეს აკეთებს ისეთს, რომ ჩამოშორების სურვილი გამიჩნდეს და შენი ხუშტურების გამო მეგობარს ზურგს არ ვაქცევო. ქალების ამბავი ხომ იცი, ხშირად არ უნდათ იმის დაჯერება რაც ცალსახაა. ალბერტოს სიგიჟემდე უყვარდა კლარა, მაგრამ ამას ისე არ გამოხატავდა, რომ გოგონას თავი უხერხულად ეგრძნო. მე კი ყველაფერს თვალნათლივ ვხედავდი, ცხვრის ტყავში გახვეული მგელი იყო, რომელიც შესაფერის მომენტს ელოდებოდა, როდის გამოაჩენდა ბრჭყალებს. ეს აზრი მაცოფებდა, ბოლოს იმდენად დავკარგე წონასწორობა, რომ კლარას შეგონებებს თავი ვანებე და ალბერტოს სახე გავულამაზე. - შენ და ძალადობა? ძალიან გამიკვირდა, ამ დარბაისელი და დახვეწილი ჯენტლმენისგან მსგავს საქციელს ძნელად თუ დაიჯერებდა კაცი. - როცა ეჭვიანობა შეგიპყრობს, როცა საკუთრების დაცვაზე მიდგება საქმე, მამაკაცში მხეცი იღვიძებს, მონსტრი, რომელიც მზადაა ყველა და ყვლაფერი გაანადგუროს ვინც მის კუთვნილ ტერიტორიაზე გადმოაბიჯებს. მეც ასე დამემართა, რაც უკანასკნელი ბიძგი აღმოჩნდა ჩვენს დაბზარულ ურთიერთობაში... კლარამ მიმატოვა. ჩემი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დადგა, კერძები აღარ გამომდიოდა, თითქოს სიყვარულთან ერთად საყვარელმა საქმემაც ზურგი მაქცია. ტოსკანის ჰაერი დღითიდღე ყელში მიჭერდა და მახრჩობდა. - მერე რა ქენი? - გადავწყვიტე, რომ ყველაფერი უკან უნდა დამებრუნებინა, რომ ვიღაც ალბერტოს არ მივცემდი ჩემი მთელი ცხოვრების წართმევის უფლებას და გამოსაშვებ საღამოზე კლარას მივაკითხე. მინდოდა დავლაპარაკებოდი და ურთიერთობა მოგვეგვარებინა, მაგრამ წვეულებაზე მისულს მითხრეს ალბერტო ბონუჩისთან ერთად საზაფხულო სახლშია წასული, დიდი ხანია ერთად არიან და შენ რატომ ეძებო. ნერვები მომეშალა, ბრაზმა და სიძულვილმა დამაბრმავა. მეორე დღესვე საზაფხულო სახლში გავემგზავრე ავი ფიქრებით, რომ ალბერტოს საბოლოოდ მოვკლავდი. იქ ჩასულს ორივე სამხატვრო ოთახში დამხვდა, რაღაც პროექტზე მუშაობდნენ, კლარა ისეთი ბედნიერი და გაბრწყინებული იყო, რომ ცუდად გავხდი. თავი უსუსურ ბავშვად ვიგრძენი, მივხვდი რომ ჩემი ადგილი მის ცხოვრებაში არ იყო. აცრემლებული, პატარა ბიჭივით უკან გამოვბრუნდი და სწორედ მაგ დღეს მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ტოსკანას რაც შეიძლება შორს უნდა გავცლოდი. მათ გვერდით ცხოვრებას ვერ შევძლებდი, ვერ ავიტანდი საყვარელი ქალის სხვის მკლავებში ყურებას. - და ასე უბრალოდ დანებდი? - მონტი ამჯერად სულ სხვა თვალით დავინახე. - დავნებდი და გავბოროტდი, სერ. გამგზავრების წინა ღამეს კი კლარამ მომაკითხა, დალაპარაკება უნდოდა, მაგრამ რისი თქმაც უნდოდა ვერ მითხრა, არ დავაცადე. მთელი ხმით ვუღრიალე თავიდან მომწყდი და იმ კაცთან მიბრძანდი ვის გამოც ზურგი მაქციე-თქო. მითხრა ჩვენ შორსი არაფერია, არაფრისგან სცენებს რატომ მიწყობო. ამაზე კი ძალიან გავბრაზდი, სტუდენტებმა ხომ მითხრეს ერთად არიანო. გავცოფდი, რომ თვალებში მიყურებდა და მატყუებდა. სახლიდან გავაგდე და სამუდამოდ წამოვედი ტოსკანადან. დიდი დრო დამჭირდა, რომ საკუთარი თავი ისევ მეპოვა. გამიჭირდა, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ეს ტკივილი დავძლიე, სარდინიაში ჩამოვედი და ცხოვრება თავიდან დავიწყე. ყველაფერი რიგზე იყო, ცხოვრება ავიწყე, ისევ დავუბრუნდი საკუთარ თავსაც და საყვარელ საქმესაც. მერე კი ჩემს რესტორანში შემთხვევით ჩემს კურსელს შევხვდი, მეგობრებთან ერთად სავახშმოდ შემოიარა. ერთმანეთის ამბები მოვიკითხეთ, მან კი კლარაზე მიამბო, მითხრა, რომ ის ბიჭები წვეულებიდან, იმ ნაძირალას, ალბერტოს მეგობრები იყვნენ. რომ ეს სრული სიცრუე იყო და მეც იდიოტივით მათი ყველა სიტყვა დავიჯერე. ეჭვიანობამ იმდენად დამაბრმავა, რომ საყვარელი ქალის მიმართ რწმენა დაჩრდილა და სრულიად უცნობების სიტყვას ვენდე, კლარას ათასი საშინელება ვუთხარი და ისე მივატოვე. - სულელი მოხუცი! - გაბრაზებულმა თვალი ავარიდე. - წლების მიუხედავად მე ის ისევ მიყვარდა, უბრალოდ საკუთარ თავს მასზე ფიქრს სასტიკად ვუკრძალავდი. - ჩაი მოსვა და სევდიანი მზერით თხრობა განაგრძო - როგორც კი ეს მოვისმინე მაშინვე მასთან დაბუნების სურვილმა შემიპყრო, თან ძალიან მრცხვენოდა ჩემი საქციელის. არ ვიცოდი თვალებში როგორ უნდა ჩამეხედა, ისიც კი არ ვიცოდი უკან მიმიღებდა თუ არა. მეორე დღესვე გავემგზავრე ტოსკანაში, მაგრამ როცა სახლში მივაკითხე დედამისი აცრემლებული გამომეგება. თურმე, კლარას ორი კვირა ციებ-ცხელება სტანჯავდა, ბოლოს კი ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო და დაიღუპა. ამის მოსმენისას ვიგრძენი, რომ ჩემში ყველაფერი მოკვდა, იმ დღეს ჩემი გულიც მოკვდა, სერ. უხმოდ გამოვბრუნდი და სარდინიაში დავბრუნდი. მას შემდეგ ჩემი ცხოვრება ცარიელია, დღე არ გავა, რომ ჩემი ფიცხი გადაწყვეტილება არ ვინანო, დღე არ გავა, რომ საკუთარი თავი იმ შეცდომისთვის არ დავწყევლო, რომელმაც საყვარელი ქალი სამუდამოდ დამაკარგვინა, მაგრამ ახლა სინანული გვიანია. ვეღარაფერს შევცვლი. მას შემდეგ ქალისკენ აღარ გამიხედავს, სურვილიც კი არ გამჩენია. - ისევ გიყვარს... ეს კითხვა არ იყო. მის თვალებში ენით აუწერელ ტკივილს ვხედავდი, ტკივილს, რომელსაც სარჩულად საშინელი სინანული ედო. მწუხარება არსად გამქრალა, არ მიუტოვებია მისი ბებერი სხეული, ვუყურებდი და ვამჩნევდი, რომ სასოწარკვეთას მისი თითოეული უჯრედი მძლავრად მოეცვა, მისი მზერა, მისი თვალები, მისი სუნთქვაც კი, რომელიც არათანაბარი იყო, სინანულით გაჟღენთილიყო... უძირო მწუხარებით, რომელსაც უკვე ვეღარ შეცვლიდა და ამაზე ფიქრი უფრო აბეჩავებდა, აპატარავებდა და ნელ-ნელა კლავდა. მონტი მანამდე ასეთი არასოდეს მინახავს. ჩემი ბრძენი მოხუცი, ახლა უბრალო მოხუცად გამოიყურებოდა, რომელიც დღემდე საკუთარი შეცდომებისთვის მწარედ ისჯიდა თავს. - მიყვარს, სერ. დღემდე მიყვარს და ის დღე, როცა მე ის სახლიდან გავაგდე, ისე რომ სიტყვაც არ ვათქმევინე, ყოველ დღე წყევლასავით დამყვება გონებაში. დღემდე ინტერესი მკლავს, რისი თქმა უნდოდა ჩემთვის, მაგრამ ახლა უკვე ვეღარაფერს გავიგებ... - გაცივებულ ჩაის თავი ანება და დათოვლილ გორაკებს გახედა - როცა გიყურებთ, ხშირად საკუთარ თავს მაგონებთ, თქვენც ფიცხი და გაუწონასწორებელი ხართ. სხვის შეცდომებზე ნამდვილად ვერ ისწავლით, მაგრამ რჩევის მოცემა შემიძლია, ბოლომდე მოუსმინეთ ადამიანს, სანამ მას განაჩენს გამოუტანთ. შეიძლება ასეთმა საქციელმა თქვენი მთელი ცხოვრეა შეცვალოს. არ მინდა წლები გავიდეს, ასაკი მოგემატოთ და თქვენც ჩემსავით დაბერებულმა და დამჭკნარმა გაიაზროთ, რომ საკუთარმა სიფიცხემ დაგღუპათ, რომ თქვენი დაუფიქრებელი ნათქვამით და მწარე სიტყვით სწორედ ის ადამიანი მოკალით, რომელიც სიცოცხლეს გერჩიათ. ეს სინანული კუბოს ფიცრამდე გაგყვებათ და მოსვენებას არ მოგცემთ. მიუხედავად მონტის ისტორიით დათრგუნულმა გულში ოდნავი შვება ვიგრძენი, თითქოს ის პაწაწინა რწმენა, რომელიც ჯერ კიდევ შემრჩენოდა სიას მიმართ, რომელიც ასე უსუსურად ბჟუტავდა ჩემში, ძალა მოემატა და ახლა უფრო მძლავრად აგიზგიზდა. ახალი იმედით და იმ რმწენით, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო მხოლოდ მას მოვუსმენდი, მხოლოდ მის ნათქვამს დავიჯერებდი, სულში ჩაბუდებული გაუსაძლისი ტკივილი ოდნავ შემიმსუბუქა. მონტის მიმართ ენით აუწერელი მადლიერება ვიგრძენი. ყველა სიტუაციაში ახერხებდა ჩემთვის „დამამშვიდებელი“ ყოფილიყო, ისე, რომ ამას თავადაც ვერ იაზრებდა. - Non è un bel posto? დაბინდული მზერით გახედა ცეცხლისფრად აბრიალებულ ანძას, რომელიც პატარა ეიფელის კოშკის მინიატურას ჩამოჰგავდა. - ჰო, მართლაც მშვენიერია... Sono tutte balle ! - სისულელეა. Chi è dunque il Diavolo? - მაშ, ვინ არის სინამდვილეში ეშმაკი? Non è un bel posto? - მართლაც მშვენიერია, არა? თავი მეექვსე საწოლში მწოლიარეს ვგრძნობდი როგორ მეხებოდა პატარა თითები შიშველ მკერდზე. ვარდის ფურცლებივით ნაზ კანს ორგანიზმი სიგიჟემდე მიჰყავდა. ნაზად მეხებოდა, ცდილობდა არ გავეღვიძებინე, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, შეუძლებელი იყო მისი შეხება არ მეგრძნო, თუნდაც, ღრმა ძილში მყოფს. ეს სურნელი... ნაზი, ტკბილი და სასიამოვნო. ჟასმინის და ვანილის სურნელი ერთმანეთს ერწყმოდა და ფილტვებს ნანატრი არომატით მივსებდა. როგორ მომნატრებია... როგორ მომნატრებიხარ, სია... ხელი გავიწოდე, რომ პატარა წელზე მკლავები ძლიერად შემომეჭდო, მკერდზე მიმეჯაჭვა და ისევ გაუჩინარების უფლება აღარ მიმეცა. თვალის გახელა მინდოდა, რომ ისევ დამენახა მისი პატარა, მშვენიერი სახე, მოციმციმე ვარსკვლავებივით აპრიალებული თვალები, მისი ღიმილი, რომელსაც ჩემთვის ყველაფრის დავიწყება შეეძლო, მაგრამ ქუთუთოები საშინლად დამძიმებოდა და თვალის გახელას ვერ ვახერხებდი. თითები რაღაც რბილს შეეხო, ეს მისი თმა იყო, აბრეშუმივით რბილი და სრიალა, გამუდმებით ნაზი სურნელი რომ დაჰკრავდა. ასეთივე სუნი ჰქონდა მის ყელს და მკერდს. ტკბილი, თბილი, არომატული. როცა ყელში ვკოცნიდი ვნება ცეცხლივით მივლიდა ძარღვებში. არ მყოფნიდა, ვეხებოდი და ეს არ იყო საკმარისი, ვკოცნიდი მაგრამ ვერ ვკმაყოფილდებოდი. ეს შეგრძნება გონებას მირევდა, ამღვრეული თვალებით მივჩერებოდი ჩემს მკლავებში ჩიტივით მომწყვდეულს და გულაძგერებულს, გაფართოებული თვალებით და შიშნარევი მზერით რომ მომჩერებოდა. ისევ მომინდა ამ მზერის ნახვა, ისევ მომინდა მის თმაში ხელის შეცურება და მისი ტუჩების გემოს გაგება. მისმა სურვილმა ლამის ჭკუიდან შემშალა. ხელებს უაზროდ ვიქნევდი, რომ მივწდომოდი, მაგრამ ჩემი ყოველი მცდელობა კრახით სრულდებოდა. მოულოდნელად მისი ბაგეები ღაწვებზე შემეხო, ტანში ისევ დამიარა ნაცნობმა, ცხელმა ჟრუანტელმა, ისევ მომინდა ხელი მეტაცა და დამეტყვევებინა, ამჯერად სამუდამოდ! მისი გლუვი ტუჩები ჩემს კანზე ნაზად მოძრაობდა, ღაწვებიდან ცხვირის წვერზე გადაინაცვლა, ბოლოს კი ტუჩებზე ენის წვერით შემეხო, მე რომ მიყვარდა ზუსტად ისე. მისი კოცნით ვერასოდეს ვკმაყოფილდებოდი, მინდოდა მისი გემოც შემეგრძნო... გამეღიმა. გულში სითბო ჩამეღვარა, არ გავინძრეოდი, სუნთქვასაც შევწყვეტდი, ოღონდ არ გაჩერებულიყო, არ შეეწყვიტა ამის კეთება, რომელიც წვეთ-წვეთობით მივსებდა, უკვე ისედაც პირთამდე ავსებულ, მოთინების ფიალას. მისი სუნთქვა ყურისძირში ვიგრძენი. ცხვირის წვერით ნაზად მეხებოდა ყურის ბიბილოზე. ხელები დამემუშტა, ვიგრძენი როგორ გაიხსნა მისი ბაგეები, გრილი სუნთქვა კანზე ვარდის ნაზი ფურცლებივით შემეხო. - დუჩე... წარმოთქვა ზმანებამ, მისი ხმით. კბილები გავაღრჭიალე, როცა ასეთი ტონით წარმოთქვამდა ჩემს სახელს, წონაწორობას ვკარგავდი. - დუჩე, მაპატიე... - სია... სია! გამომეღვიძა. საწოლში სწრაფად წამოვჯექი და ლოგინი მოვათვალიერე, ის აქ არ იყო, ეს უბრალოდ სიზმარი იყო, მეტისმეტად რეალური და მეტისმეტად სასიამოვნო... სახეზე ხელები ავიფარე, ჯერ კიდევ ვგრძნობდი მის შეხებას კანზე და ტანში ჟრუანტელი მივლიდა, თუმცა, მწარე იმედგაცრუება, რომელიც ყელში ძვალივით გამჩხეროდა სხვა დანარჩენს ჩრდილავდა. თვალები მოვისრისე და ვიგრძენი თითები როგორ დამისველდა. გაოცებულმა ხელებზე დავიხედე, არა თვალი არ მატყუებდა, ხელის გულები სველი მქონდა. გამძვინვარებული საწოლიდან წამოვიჭერი და ნახევრად შიშველი, ისე რომ ტანზე არაფერი გადამიცვამს ვერანდაზე გავედი. სავარძელში ჩავეხეთქე და მაგიდიდან სიგარეტის კოლოფი ავიღე. მხოლოდ ერთი ღერი დარჩენილიყო. გაწბილებულმა გავუკიდე და სახე შევიმშრალე. სირცხვილია პირდაპირ, დაბადების შემდეგ არ მიტირია (დედაჩემის ამბებს, თუ არ ჩავთვლით) და ამით ძალიანაც ვამაყობდი, ამ დღემდე. თავი სავარძელს მივადე და ცას ავხედე. ვარსკვლავები უფრო და უფრო ფერმკრთალდებოდნენ, თენდებოდა. როგორი მშვიდია ასეთ დროს სამყარო, ბუნებაც კი არ იღებს ხმას, რომ მყუდროება არ დაურღვიოს მას. ჩიტებიც კი ჩუმდებიან, თითქოს ვიღაც მოკვდა და სამყარო წამიერი დუმილით პატივს მიაგებს მის ხსოვნას. მართლაც მოკვდა, ადამიანობა მოკვდა სამყაროში... თვალები მოვისრისე, მეტისმეტად გამიტაცეს ფიქრებმა. დაძინებას აზრი არ ჰქონდა, ძილის შებრუნებას ვეღარ მოვახერხებდი და არც მინდოდა. არ მინდოდა ეს განწყობა, რომელიც ჩემმა სიზმარმა დამიტოვა, გამქრალიყო. სიგარეტი საფერფლეში ჩავჭყლიტე და წამოვდექი. ოთახში შევედი, შორტი ამოვიცვი, ყურსასმენებს და აიფონს ხელი დავავლე და სავარჯიშო ოთახში გავედი. სარბენი ბილიკი მაქსიმალურზე მოვმართე, მუსიკა ჩავრთე, ყურსასმენები გავიკეთე და სირბილი დავიწყე. რაც უფრო ვუმატებდი ტემპს, აღგზნებული გონება უფრო მკვეთრად მახსენებდა წარსულის მოგონებებს, რომლებიც მოჩვენებებივით მუდამ უკან დამსდევდნენ და წამითაც არ მაძლევდნენ მოსვენებას - მისი ღიმილი, გრძნობამორეულს კოცნას რომ მანდომებდა. პატარა, ნატიფი სხეული, შეხებისას თითებს რომ მიწვავდა და ენდორფინით მივსებდა ვენებს. კაკაოსფერი თმა, ზღვის ტალღებად, რომ ეშლებოდა წვრილ წელზე, როგორ მომწონდა მათში ხელების სრიალი. ნუშის ფორმის, კარამელისფერი თვალები, ძარღვებში სისხლს რომ მიდუღებდა... და ბოლოს, ყველაზე საყვარელი, ტუჩები... მისი ვარდისფერი ბაგეები განსაკუთრებით აღმაგზნებდა... სასიამოვნო სურნელი და ტკბილი გემო ჰქონდათ. რატომღაც მისი კოცნისას სულ ის მარწყვის ჩუპაჩუპსი მახსენდებოდა, ბავშვობაში მაგრად რომ მევასებოდა. უნებურად ჩამეღიმა და გონებაგაფანტულმა ტრენაჟორზე კინაღამ კისერიც მოვიტეხე. თავგზააბნეული ქოშინით გავჩერდი და წელში მოვიხარე, თავბრუდამეხვა. ნატკენი ბეჭები და გვერდები უარესად ამეწვა, მაგრამ, ახლა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორმე ყურადღება უნდა გადამეტანა, თორემ ნამდვილად შევიშლებოდი... წელში გავსწორდი და ტურნიკზე ჩამოვეკიდე. მეასე აწევაზე ძვლებმა ტკაცუნი დაიწყეს. ვგრძნობდი, როგორ მოძრაობდნენ ხერხემლის ძვლები, როგორ მეჭიმებოდა კანი და როგორ ჩრდილავდა კუნთების წვა, ცემისგან დატოვებულ, ფერდების ტკივილს. მკლავები დამეძარღვა, მუცლის პრესი კიდევ უფრო დამეჭიმა. სუნთქვა გამიხშირდა. ასორმოცდამეათე აწევაზე ვიგრძენი, რომ მკლავები აღარ მემორჩილებოდა და ჩამოვხტი. ორგანიზმი ტყვიასავით დამძიმებოდა, ერთიანად სველი ძლივსღა ვსუნთქავდი. აღრენილი სარკეს მივუახლოვდი და სკამზე გადაკიდებულ პირსახოცს ხელი დავავლე. მგზნებარე ფიქრებისგან თავდაუზოგავმა ვარჯიშმაც კი ვერ გამანთავისუფლა, არადა ეს ხერხი აქამდე იდეალურად ჭრიდა. სარკეში საკუთარმა ანარეკლმა თვალი მომჭრა. მთელი ბეჭები და ფერდები ლურჯ და ყვითელ ლაქებს დაეფარა. სხეულს კი იმდენი ნაიარევი მიმშვენებდა, რომ უკვე აღარც მიკვირდა ნოვა რატომ ვარდებოდა პანიკებში, როცა წელზემოთ შიშველს მხედავდა. ჩამეცინა, ჩემი სხეული ჩემი ცხოვრების ამსახველ სარკეს წარმოადგენდა, ბნელს, აჩეხილს, ნაკუწებად ქცეულს და მაინც მიმზიდველს. იარებმა ჩემი წარსული გამახსენეს, ის პერიოდი როცა ჯერ კიდევ უკონტროლო და ზედმეტად თავზეხელაღებული ვიყავი. მოზღვავებულ ბოღმას, ბრაზს და სიძულვილს ვერაფერში ვახშობდი და ეს შიგნიდან მანადგურებდა. კალანდიას დაკარგვამ კი საბოლოოდ მომიღო ბოლო, ისედაც ცარიელი სულ მარტო დავრჩი, მაგრამ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, რომ ეს მტკენდა, მისი დაიგნორება საუკეთესო გზა იყო ჩემთვის. ნერვებს მიშლიდა ნოვას კონტროლი, გამუდმებით იმას მიმითითებდა, თუ რა მეკეთებინა. უაზრო, უემოციო კაცუნების გარეშე სახლიდან ფეხს ვერ ვადგამდი. ჩემი თავი და ჩემი ცხოვრება მე არ მეკუთვნოდა. ფული და კარგი ცხოვრება მხოლოდ იქამდეა საკაიფო, სანამ ის შენი თავისუფლების შეზღუდვას და საბოლოოდ დატყვევებას არ შეძლებს. გალია მაინც გალიაა, გინდ ოქროსი იყოს და გინდ რკინის. სახლიდან გაქცევაზე ბევრჯერ მიფიქრია, როგორც ხუშტურიან თინეიჯერს წამოუვლის ხოლმე თავში წვეტიანი და ემოციური იდეა, მიატოვოს მშობლები და რაც შეიძლება შორს გაექცეს მათ, მაგრამ მე ამის გაკეთება ყურადღების მისაქცევად არ მსურდა, პირიქით, მინდოდა მამაჩემს ჩემი არსებობა საერთოდ დაევიწყებინა და შეეწყვიტა ჩემი მარიონეტივით მართვა. ერთადერთი მიზეზი რატომაც ასე არ ვიქცეოდი ელენა იყო, მისი მიტოვება არ მსურდა. ასე გაჩერებაც აღარ შემეძლო, ამიტომ შესაფერისი „გასართობი“ გამოვჩხრიკე, სადაც გულს ვაყოლებდი, სადაც არ ვიყავი „დუჩე ქავანა“, რომელსაც კუდში გაქვავებულსახიანი მცველები დაჰყვებოდნენ, სადაც ჩემი აქციების რაოდენობა მაგრად ეხატათ - ქუჩის რესლინგში. ჩხუბი ყოველთვის კარგად მეხერხებოდა. ბავშვობაში საბრძოლო ხელოვნებით მეტისმეტად ვიყავი გატაცებული, პირადი მწვრთნელიც კი მყავდა, რომელიც ინტენსიურად მავარჯიშებდა, დიტო ერქვა, კარგი კაცი იყო. თუმცა, ალბათ ახლა ჩემთვის რომ შემოეხედა ისე აღარ იამაყებდა, როგორც ადრე. მუდამ მიკრძალავდა საბრძოლო ილეთების გამოყენებას პირადი სარგებელის მიღების მიზნით, პირიქით, ორთაბრძოლის ხელოვნების დაუფლებით ჩემი შინაგანი აგრესიის, ბრაზის და მრისხანების კონტროლს მასწავლიდა. ეს ალბათ ყველაზე რთული ეტაპი იყო ჩვენს ხანგრძლივ გაკვეთილებში, ემოციების კონტროლი ყოველთვის მიჭირდა. მაშინ, კი როცა მთელს ქვეყნიერებაზე ვიყავი გაბრაზებული, ვიღაცის თავ-პირის დალეწვა შვებასაც კი მომგვრიდა. ამ აკრძალული „სპორტის“ შესახებ ჩემი ერთი მცველისგან შემთხვევით გავიგე, რომელიც თავის მეწყვილეს გატაცებით უყვებოდა, თუ როგორ ჩაამწნილა სახიაშვილმა კიდევ ერთი ძუძუმწოვარი. თვალები მაშინვე აღგზნებით წამომენთო, ძალიან მომინდა ამ ტიპს ახლოს გავცნობოდი. ძველი დრო გამეხსენებინა, მეჩხუბა, იქნებ თავი უკეთ მეგრძნო... მცველი მაშინვე გვერდზე გამოვიყვანე და ყველაფერი დავაფქვევინე, თან გავაფრთხილე ამის შესახებ კრინტი არ დაეძრა, თუ სამსახურის გარეშე დარჩენა არ სურდა. შეკრებები გლდანში ეწყობოდა, ერთ-ერთ ყველაზე უსახურ და მიგდებულ ქარხანაში. როცა პირველად ეს ადგილი მოვინახულე ტუჩებზე ცივი ღიმილი გადამეფინა, იქ მხოლოდ ძალადობა და ბევრი სისხლი იყო. ხალხი ატეხილი ძაღლებივით გარს შემორტყმოდნენ მოჩხუბრებს და აღგზნებულები ამხნევებდნენ რჩეულ მებრძოლს. ამ სურათმა რომელიღაც უხარისხო ბოევიკის ერთი სცენა გამახსენა, სადაც ორი მებრძოლი გალიაში იყო გამოკეტილი და ერთმანეთს გამეტებით ამტრევდნენ თავ-ყბას, ხალხი კი ბოლო ხმაზე ყვიროდა დაარტყი, მოკალი, არ დაინდოო. „ადმინისტრაციაში“ ბლომად სტავკის გადახდა მომიწია, რომ თავიანთ „სასტავში“ დავეშვი. ოცი წლის ღლაპებს ჩხუბის უფლებას არ ვაძლევთ, რამე რომ მოგივიდეს ჩვენ პასუხს არ ვაგებთო, მითხრა ქერათმიანმა მკერდსავსე ქალმა. გამეცინა, ჩხუბის უფლება მომეცით და ვის რა მოუვა მაგაზე თქვენ ნუ იდარდებთ-თქო, ვუპასუხე. - კარგი! - შემომხედა ეჭვით - თუ მაგრად მოგხვდება უთხარი და გაჩერდება, აქ არავის ვკლავთ, მაგრამ აქედან რომ გაგიტანენ თავზე არავინ დაგვაყენო, თორემ უარესი დაგემართება, გაიგე? - ვინ ვის გაიტანს მაგასაც ვნახავთ! სახიაშვილთან მინდა შეხვედრა! - ბიჭი! - ქალი წარბშეკრული მომაჩერდა - სიკვდილი მოგნატრებია? ჯერ ახალი მოსული ხარ, სხვას შეეჯიბრე, სახიაშვილს ერთ ლუკმად არ ეყოფი. - საყვარელო, ვაფასებ შენს მზრუნველობას, მაგრამ სათამაშოებით დაინტერესებული არ ვარ, სახიაშვილთან მინდა შეხვედრა! - კი ბატონო, - ჩაეცინა ირონიულად - შენ თუ შენი თავი არ გენანება, მე სულ ! - აი, ეგრე უკეთესია, საბავშვო ბაღის დირექტორის როლი არ გიხდება. თვალი ჩავუკარი და საბრძოლო მოედანს მივუახლოვდი. ზუსტად ათ წუთში ჩვენი წყვილი გამოაცხადეს. - ქალბატონებო და ბატონებო, დღეს საკმაოდ საინტერესო სანახაობა გველის წინ, გუნდში „ახალი სისხლია“, - ქერამ პუბლიკას ეშმაკურად მოავლო თვალი და გამომწვევად გამომხედა - და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მან გუგა სახიაშვილის გამოწვევა გაბედა! ხალხი დამშეული მგლების ხროვასავით აყმუვლდა. აქა-იქ სტვენა გაისმა, ზოგი ახარხარდა. გაოცებულმა ბრბოს თვალი მოვავლე, პირველად ვხედავდი ასე სისხლმოწყურებულ ადამიანებს, რომლებიც აშკარად დამცინოდნენ. სახეზე ეტყობოდათ რასაც ფიქრობდნენ, პირველივე ნოკაუტში გასასვენებელი გახდებაო. მრისხანებამ ერთიანად დამრია ხელი. გგონია, მებრძოლი მხოლოდ თავის ძალას ეყრდნობა როცა რინგზე გადის? არა, დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრებს. როცა პუბლიკიდან მხოლოდ ნეგატივი და დამცინავი კომენტარები გესმის, ეს გგრუზავს, გაკომპლექსებს, გაღიზიანებს და ჩვეულებრივად შეიძლება წონასწორობა დაკარგო და სულ რომც „რემბო“ იყო თავისუფლად დამარცხდე, თან მაშინ, როცა რინგზე ჩხუბს მიუჩვეველი ხარ. მითუმეტეს, მე არ ვიყავი მიჩვეული ასეთ დამოკიდებულებას. სადაც არ უნდა გამევლო „წითელ ხალიჩას“ მიფენდნენ, ყველა თქვენობით მესაუბრებოდა. აქ კი, აქ არაფერს წარმოვადგენდი, ერთი ჩვეულებრივი ოცი წლის „ლაწირაკი“ ვიყავი, რომელმაც აკრძალული „სპორტით“ გართობა მოინდომა. ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს ზღაპარიდან რეალურ სამყაროში გამოვაბიჯე. ვიქნები გულახდილი და გაგიმხელთ, ეს ძალიან არ მომეწონა, მეტიც ცოტა შემეშინდა კიდეც. თავი სწრაფად მოვთოკე, აქ ხომ სწორედ ამისთვის ვიყავი მოსული?! ხომ მინდოდა თავი თავისუფალ ადამიანად მეგრძნო?! ხოდა არც უნდა ჩამესვარა! - ბატონებო, მივესალმოთ, ჩვენს ახალ, პატარა ენთუზიასტს, ალექს კალანდიას! პატარა ენთუზიასტიო?! ნერვები კიდევ უფრო მომეშალა, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს პირში სოსკა ჩამთხარეს. კიდევ უფრო დავიძაბე და ნერვებიც დამეჭიმა. ჰო, რაც შეეხება სახელს და გვარს, როცა ქერამ ვინაობა მკითხა უცებ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, იქვე გავიფიქრე მაგარი ღადაობა იქნება, თუ ოდესმე აქედან ხმა გავა, რომ ალექს კალანდია ქუჩის რესლინგში იღებდა მონაწილეობასო. მის იმიჯს ნამდვილად დაამშვენებდა, ეს უწყინარი ფაქტი. ლევანის სახის წარმოდგენამ კი, გუნება უფრო გამომიკეთა. ხალხმა ყიჟინა ატეხა, აყაყანებულ ბრბოს კი ერთი ზორბა და კუნთმაგარი ტიპი გამოეყო, რომელიც ალბათ სწორედ ის ლეგენდარული სახიაშვილი უნდა ყოფილიყო. სულ არ აღმოჩნდა ის „ფუმფულა ავი ლეკვი“ როგორიც წარმომედგინა. სიმაღლეში ორ მეტრამდე იქნებოდა, ისეთი უხეში სახის ნაკვთები ჰქონდა, ეჭვი გამიჩნდა ალბათ ბავშვობაში ტაფით ეფერებოდნენ ამ უბედურს-თქო. შიშველ ტანზე უამრავი ნაიარევი და დიდი ხნის შეხორცებული ალისფერი ჭრილობები მოუჩანდა, რაც მის სტაჟიანობაზე მეტყველებდა. კუნთების ტომარას ბულდოგისებრ სახეზე არანაირი ემოცია არ ეტყობოდა. ცივი გაყინული თვალებით მომჩერებოდა და ერთი სული ჰქონდა როდის გამაბრტყელებდა. კიდევ ერთი რჩევა ჩემგან, ნურასოდეს შეაფასებთ მოწინააღმდეგეს წინასწარ და ზერელეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემსავით მიწაზე აღმოჩნდებით, მტვერში და ჭუჭყში ამოგანგლული, პირველმა დარტყმამ საკაიფოდ დამარეტიანა, წამით თვალებშიც კი დამიბნელდა. ხალხს სიხარულის ღმუილი აღმოხდა და ახარხარდნენ. უემოციო გოლიათს კი არანაირი რეაქცია არ ჰქონია, მიწაზე გართხმულს თავს ქორივით დამაცხრა. უნდა ვაღიარო ისე მცემა, რომ სახლში პატრონი ვერ მცნობდა. ერთიანად დალეწილ-დაბეგვილმა, როცა საავადმყოფოში ზურაბი ჭრილობებს მიმუშავებდა, გავიაზრე, რომ საკუთარ თავზე მეტისმეტად დიდი წარმოდგენა მქონდა, ზედმეტად ვიყავი საკუთარ ძალებში დარწმუნებული და ამან დამღუპა. ისე გამლახეს, ხელის შებრუნებაც კი ვერ მოვახერხე. დედაჩემი ისტერიკაში ჩავარდა. ნოვა ლამის ტყავიდან ამოხტა, რას ჰქვია ჩემს ბიჭს ხელის აწევა გაუბედესო, თითქოს დიდი ბრიტანეთის პრინცი ვიყავი და არ მეკადრებოდა. როგორ არ მეჩალიჩნენ, რომ რამე მაინც მეთქვა ასეთ დღეში ვინ ჩამაგდო, მაგრამ ხმა არ ამომიღია, ვუთხარი ქუჩაში ვიჩხუბე და ჩემი ბრალი იყო, შემეშვით-მეთქი. როცა ჩემს ბნელ ოთახში საწოლზე ვიჯექი და მომხდარზე ვფიქრობდი, თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად ვიგრძენი. ბარტყს ვგავდი, რომელსაც ფრენა მოუნდა, ბუდიდან გადმოხტა და მიწას სახით გამეტებით დაენარცხა. სიბრაზიზგან ხელები ამიკანკალდა, კბილების ღრჭიალით გავიფიქრე, რომ ასე მხოლოდ მამიკოს ჩმორ ბიჭად ჩამოვყალიბდებოდი, რომელსაც პირველივე ყბაში მოდებაზე შეეშინდა და მის ფრთის ქვეშ შეიმალა. ყურებში ჯერ კიდევ ჩამესმოდა ხალხის აღგზნებული ღრიალი, როცა ის გოლიათი გამეტებით მიმასპინძლდებოდა მუშტებით და წიხლებით. უნებურად ტუჩებზე ღიმილი გადამეფინა, ჰო, მომხვდა, თან მაგრად, ისე რომ ორი კვირა დამჭირდა ფეხზე დასადგომად, მაგრამ მერე რა?! როცა ყბაში რამდენჯერმე გემრიელად გითავაზებენ და გაიაზრებ, რომ შუშის არ ყოფილხარ და გაუძელი, მერე უკვე მოხვედრის დიდად აღარც გეშინია. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რომ ცოცხალი ვიყავი. რაღაც მიზანი გამიჩნდა, მიზანი, იმისა, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა სახიაშვილს სამაგიეროს გადავუხდიდი. ყურადღებას აღარ მივაქცევდი აყაყანებულ ბრბოს, რომელსაც მხოლოდ სანახაობა სწყუროდა და სულ ერთ ადგილზე ეხატა ვინ მოიგებდა და ვინ არა. როგორც კი მოვძლიერდი ვარჯიში დავიწყე, დილიდან დაღამებამდე სპორტდარბაზში ვეგდე. ერთი თვე დამჭირდა ფორმაში მოსასვლელად. ორგანიზმი გამეხსნა, მანამდეც მიყვარდა ვარჯიში და სხეული კარგ ფორმაში მქონდა, არც კუნთები მაკლდა და არც ძალა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. არა, სხვა რამე მჭირდებოდა, რასაც სპორტდარბაზში მთელი დღის განმავლობაში საკუთარ თავს შთავაგონებდი, საკუთარი თავის რწმენა. ერთ საღამოსაც, როცა ვიგრძენი რომ მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, ისევ ვეწვიე „სასაკლაოს“, ჩემი იქ ხილვა ყველას გაუკვირდა. დამცინავად შემათვალიერეს, რაო ლაწირაკო კიდევ მოგინდა სიფათის გაერთიანება და დაბრუნდიო?! ერთი ყურიდან შევუშვი და მეორედან გამოვუშვი. ქერას ვუთხარი სახიაშვილს ვხვდები ისევ-თქო, ჯერ გაუკვირდა, შემდეგ კი ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა და რინგიც გახურდა. მოედანზე სახიაშვილმა გამოაბიჯა, ისეთი მაღალი აღარ მეჩვენებოდა როგორც პირველ ჯერზე. არც მე ჩამოვუვარდებოდი სიმაღლით, მართალია მასავით ორმეტრიანი არ ვიყავი, მაგრამ ქვემოდან ზემოთ მაინცა არ ვუყურებდი. აღგზნებულმა მაისური გადავიძრე და იქვე მივაგდე. ბროძლა გაცილებით საინტერესოდ წარიმართა, ამჯერად მხოლოდ მე აღარ ვაფურთხებდი სისხლს. მთელი ბრაზი და ბოღმა გამოვუშვი, თავისუფლად თარეშის უფლება მივეცი და საკუთარმა მრისხანებამ და ბოროტებამ მეთვითონ გამაკვირვა. თავადაც არ ვიცნობდი ჩემში ამ ბნელ მხარეს, რომელიც დაუნდობლად იბრძოდა და ყველაზე უარესი, მე სიამოვნებას მაყენებდა მისი ტკივილი. მომწონდა როგორ ეჭმუხნებოდა სახე ტკივილისგან, მძიმე მუშტის მოხვედრისას. ძარღვებში ადრენალინი მიჩქეფდა, არ მინდოდა შეჯიბრი დასრულებულიყო, არ მინდოდა მოწინააღმდეგე იოლად დამნებებოდა, არც აპირებდა, რაც მეტ სიამოვნებას მაყენებდა, ძალიან გავერთე. სახიაშვილი უფრო და უფრო ბრაზდებოდა, მისი დარტყმები უფრო მწარე და დაუნდობელი ხდებოდა, რაც მხოლოდ ცივ ღიმილს მგვრიდა. ლამის ერთმანეთი დავხოცეთ. ხალხის აღგზნებული ყვირილი აღარცერთს აღარ გვესმოდა, უპირატესობის მოსაპოვებლად მგლებივით ვჭამდით ერთმანეთს. უცებ რინგზე სამართებლები შემოყარეს. წამით ორივე გავჩერდით და ალესილ პირებს მივაცქერდით. აღელვებული ბრბო იმდენად შევიდა ეშხში, რომ ის სისხლი აღარ ჰყოფნიდათ რასაც რინგზე ხედავდნენ. მათ მეტი სანახაობა სწყუროდათ, რაც შეიძლება მძაფრი... სახიაშვილს ცერად გავხედე, მანაც მელასავით გამომხედა, ბოლოს კი დაიხარა და სამართებელს ხელი წამოავლო. - ესე იგი, მაინც ასე? - წავისისინე უკმაყოფილოდ - ასე აპირებ ბრძოლის გაგრძელებას? - ეს ხალხს უნდა მეგობარო, მათ იმედს ვერ გავუცრუებ! - ჩაიხიხინა ავად და სამართებელმომარჯვებული ღრიალით გამოქანდა ჩემკენ. მრისხანებამ ცნობიერება მთლიანად დამიბნელა. თვალებზე წითელი ლიბრი გადამეკრა, პირში სისხლის გემო ვიგრძენი, წონასწორობა დავკარგე. მთელი ეს დრო, რაც თავს ვიკავებდი და ჩემში არსებულ ბნელ დემონს სქელი ჯაჭვით ვაკავებდი, ახლა წინააღმდეგობა შევწყვიტე და მან საბოლოოდ შეძლო ჩემი დამორჩილება, ტყავში შემომიძვრა და თითოეულ უჯრედში ჭირივით გამიჯდა. გონებადაბინდულმა გახეთქილი ტუჩი ხელის ზურგით მოვიწმინდე და ჩემკენ დანით გამოქანებული გოლიათი მოხერხებულად ავიცილე. სწრაფად ვწვდი მაჯაში, ფეხი გამოვუდე და გააზრება ვერც კი მოასწრო, როგორ აღმოჩნდა ძირს გართხმული, მე კი ზემოდან ვეჯექი და მზად ვიყავი საკუთარივე სამართებლით ყელი გამომეჭრა. - მიდი, მიდი! - გაჰყვიროდა ხალხი - ის დამარცხდა, დაამთავრე! ალექს! ალექს! - გესმის მათი ხმა? - წავისისინე ღიმილით - ისინი შენს სახელს აღარ ყვირიან სირო, ცხრამეტი წლის ლაწირაკმა კვერცხები მოგაჭრა, აბა, როგორი გრძნობა?! - მიდი! - წაიხრიალა დუჟმომდგარმა, თვალები შეშლილივით უელავდა, მის სახეზე პირველად ვხედავდი ემოციას, არნახული მრისხანებისგან მთელი ტანი უცახცახებდა - რაღას უცდი, ხომ ხედავ რასაც გთხოვენ, შე ქვეშაფსია, დაასრულე! დაასრულე! მიყვირა თვალებგადმოკარკლულმა. ხელი ამიკანკალდა, ერთ წამს ველურმა ჟინმა მომიცვა, მისი არტერია ალესილი პირით გამეგლიჯა და მისი ბინძური სისხლით ხელები შემეღება, მაგრამ უეცრად მოვეშვი, მრისხანება გაქრა, ბრაზი და ბოღმა სადღაც გაუჩინარდა და სახიაშვილს დამცინავად შევხედე. - სულ ....ზე ამათი სურვილები. მე არავის დაკრულზე არ ვცეკვავ. რაც მინდოდა ის გავისწორე, შენ დაგამარცხე, ანგარიში გავასწორეთ! მე არასოდეს აღვმართავ ხელს ადამიანზე, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, შენ რომ არა, საჭირო გაკვეთილს ვერ ავითვისებდი. სამართებელი შორს მოვისროლე და წამოვდექი. ხალხი უკმაყოფილოდ აღმუვლდა. პირში ჩაგუბებული სისხლი გადავაფურთხე და მაისურის ასაღებად დავიხარე, რომ უეცრად ხალხი ისევ აღრიალდა. წამის მეასედით მოვასწარი მიბრუნება, სახიაშვილი სამართებელით ხელში ღრიალით მოექანებოდა ჩემკენ. თავი გავაქნიე, მაისური ბრაზით მოვისროლე და გაცეცხლებულმა წიხლი მთელი ძალით მოვიქნიე. სამართებელი ხელიდან გაუვარდა, მწარე მუშტმა კი პირდაპირ ცხვირში უწია. გათიშული, უკან გადაქანდა, ზურგით დაენარცხა მიწას და აღარც განძრეულა. - ახვარო! - დავაფურთხე ზიზღით - ზურგიდან მოპარვა ყველაზე ბოზური ხოდია, რაც კი შეძლებოდა სასოწარკვეთილზე გეჩალიჩა! - ყოჩაღ! - ღიმილით მომიახლოვდა ქერა - ვაღიარებ, დასკვნები ნაადრევად გამოვიტანე, შეგიძლია როცა მოგესურვება გვესტუმრო. - ვიფიქრებ! - გაღიმებულმა თვალი ჩავუკარი ქალს, მაისურს ხელი წამოვავლე და საშინლად დაღლილი სახლში წამოვედი. პირველად ვიგემე ნამდვილი გამარჯვების გემო და ეს ძალიან მომეწონა. საკუთარ თავში ვიპოვე ის რასაც ვეძებდი, მეტი თავდაჯერება, მეტი რწმენა საკუთარი თავისადმი და უარყოფითი ემოციებისგან განმუხტვის იდეალური მეთოდი. მას შემდეგ, თითქმის სამი წელი ქუჩის რესლინგით „ვმკურნალობდი“ ჩემს დამძიმებულ სულს. ბევრჯერაც მომხვედრია, ბევრჯერაც მიცემია და ბევრი ექსტრემალური სიტუაციაც გამჩითვია. სწორედ აქედან მქონდა ამდენი ნაიარევი ტანზე, რომელიც ასე აინტერესებდა მამაჩემს. ბოლოს კი როცა დედაჩემი მოწამლეს, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა... მოგონებებიდან გამოვერკვიე და საკუთარ ანარეკლს თვალი ავარიდე. კისერზე პირსახოცშემოხვეული, სამზარეულოში გავედი ცივი წვენის დასალევად. - დილამშვიდობის, სერ! ქურასთან მონტი დამხვდა, წინსაფარით და მზარეულის ქუდით მოკაზმული. ასეთ დროს სიცილის ძლივს ვიკავებდი ხოლმე, ყვავილებიანი წინსაფარი სასაცილოდ ეხამებოდა კლასიკური სტილის მოყვარულ იტალიელს. - გავიგე, როგორ ვარჯიშობდით. დილით ადრე ადგომა არ გიყვართ და გამიკვირდა, ხომ კარგად ხართ? - მკითხა ეჭვით. - საკაიფოდ, - ვუპასუხე სარკასტრულად და მაცივრის კარი გამოვაღე, ცივი მანგოს წვენი გამოვიღე და მოწყვეტით დავეხეთქე ხისგან დეკორატიულად მოწნულ სკამზე - შენ რამ აგაყენა ასე ადრე? ჯერ რვაც არ არის. - თქვენთვის საუზმე ხომ უნდა გამემზადებინა? - გამომხედა აწეული წარბებით. მოხარშული შოკოლადი ჭიქებში ჩამოასხა, თან დაფქული ქოქოსით და პიტნის ფურცლებით გააფორმა. - ნეტა მზრუნველი ცოლივით არ დამტრიალებდე თავს! - შევუბღვირე უკმაყოფილოდ და ცივი წვენი მოვსვი, მესიამოვნა - აუცილებელი არაა დილით ადრე წამოხტე. რამდენი ხანიც გინდა იძინე, მე რას მიყურებ?! - მზრუნველი ცოლი, რომ გეყოლებათ მე შევწყვეტ თქვენზე ზრუნვას, მანამდე კი ბებერი კაცის ატანა მოგიწევთ. - მეეჭვება შენსავით მზადება ეხერხებოდეს, ხომ ასწავლი? - გავხედე ღიმილით. მონტის გაეცინა. - რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ ისევ თქვენთან ვიქნები... ცხელი შოკოლადი წინ დამიდგა, გვერდით პანაფორტე და ნუთელას ჩიზქეიქი მიუდგა და ჩემს წინ ჩამოჯდა. - რას ჰქვია, თუ ისევ ჩემთან იქნები? - შევუბღვირე უკმაყოფილოდ - და ვინ გაძლევს სადმე წასვლის უფლებას?! - როცა მეუღლე გეყოლებათ მე აღარ დაგჭირდებით, - გამომხედა ღიმილით და ცხელი შოკოლადი მოსვა. - მოხუცო, ბერდები და ჭკუაც გაკლდება! - შევუღრინე გაბრაზებულმა - სისულელეების ლაპარაკს შეეშვი, ვერსად ვერ გაადგამ ფეხს. შენს გარეშე ცხოვრება ვერ წამომიდგენია. ნუ ღელავ, იმხელა სახლია ადგილი ყველას ეყოფა, თუ არა, კიდევ დიდს ვიყიდი, ნახა სანერვიულო რა! - არ მეტყვით ეს დალურჯებები საიდან გაქვთ? - მკითხა გამომცდელად და შიშველი ტანი მომითვალიერა - რა სჭირდა სინიორ კალანდიას მანქანას? ვინ დაგესხათ თავს? - მონტი, ისეთ კითხვებს ნუ დამისვამ, რომელზეც ვერ გიპასუხებ. - არ მენდობით. - ეს კითხვა არ იყო, დიდი ცისფერი თვალები წყენით შემომანათა. - მიყვარხარ, ბებერო, მაგრამ ამ საქმეში ვერ ჩაგრევ. - რატომ? - გაჯიუტდა გაღიზიანებული. - იმიტომ, რომ დახმარებას ვერ შეძლებ. თან არ მინდა მამაჩემმა ტკბილი ენით ყველაფერი დაგაფქვევინოს. მშვენივრად ვიცი, როგორ ფლობს „შებმის ხელოვნებას“, ეგ მაგისი კოზირია, ამიტომაცაა ასეთი მდიდარი. - გამეცინა ირონიულად. - არავის არაფერს ვეტყვი, გეფიცებით! თქვენზე ძალიან ვღელავ, მირჩევნია სიმართლე ვიცოდე. - მოხუცო, მოეშვი ჩემზე ნერვიულობას და ძუკნა ქალივით ჩემს შებმას. ხვალინდელი ვახშმისთვის მზადებას შეუდექი, გირჩევნია. ეცადე ისეთი კერძები გამოგივიდეს, რომ იმ განდონა საზოგადოების ატანა ნახევარი საათით მაინც შევძლო. - დღეს რიზოტოს გაკეთებას ვგეგმავ, თეთრი ღვინით, სოკოთი და ქათმით. ხომ მიირთმევთ? - ხომ იცი, რომ ბრინჯი არ მიყვარს? - გავხედე უკმაყოფილოდ. - რამდენი ხანია მის გასინჯვას გთხოვთ, იქნებ შანსი მოგეცათ? რიზოტო იტალიაში ყველაზე პოპულარული კერძია, ის დედათქვენის... - სიტყვა გაუწყდა და თვალი ამარიდა. გვერდულად გავხედე და შოკოლადის ჭიქა მაგიდაზე დავდგი. - კარგი, გააკეთე, შენი ხათრით გავსინჯავ. წამოვდექი. გონება მომეშხამა, აღარც ჭამა მინდოდა და აღარც სმა. აბაზანაში შევედი და დუში მოვუშვი. სახე წყალს შევუშვირე და ვეცადე ბნელი ფიქრები კანალიზაციისთვის გამეტანებინა, არ გამომივიდა... თავი მეშვიდე - ყველაფერი მზად გაქვს? - გავხედე კალანდიას. - ჰო, პლატინის კარტებიც ვიყიდე, სხვანაირად ქვემოთ ვერ მოვხვდებით, შეგვიძლია შევიდეთ. - კარგი, - „გოლდენ როიალს“ შუბლშეკრულმა გავხედე, კალანდიას კარტა გამოვართვი და ქურთუკი შევისწორე - მაშინ წავედით. - იმედია პოკერი უკეთესად დაამუღამე, სირცხვილი იქნება იმ სქელტრაკა სირებმა უკანასკნელი გოიმებივით, ტყავი რომ გაგვაძრონ. - მიპასუხა სიცილით. „როიალ გოლდენის“ კაზინო მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა, უზარმაზარ დარბაზს დიდი მდიდრული ჭაღი ანათებდა, ყველგან აპარატები და სათამაშო მაგიდები იდგა. სკამებს შორის ოფიციანტი გოგონები, ლანგრებით ხელში, მოხერხებულად მოძრაობდნენ. მუხლზემოთ კაბებით, ღრმა დეკოლტით და ცამეტსანტიმეტრიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, სასმელისგან გაბრუებულ კლიენტებს, უარესად ურევდნენ ისედაც გამოლაყებულ ტვინს, თუმცა, მათი რა ბრალი იყო, დრესკოდი ჰოქონდათ ასეთი. ბლექჯეკის მაგიდასთან კრუპიე ხელის სხარტი მოძრაობით კარტს არიგებდა და მოთამაშეებს ცბიერად შესცქეროდა. ჩამეცინა, ვინ იცის რამდენი ხელი გაამაზინა, ისე, რომ ეს მაყუთიანი გოიმები ვერც ვერაფერს მიხვდნენ. სანამ ისინი მარტინის გრძელფეხება ჭიქებში კლავდნენ თავიანთ ბოღმას და იმედგაცრუებას, კრუპიე მომხიბვლელი ღიმილით აგრძელებდა მათი ჯიბეების ბოლომდე გასუფთავებას და ცხვრებივით გაპარსვას. დარბაზს უკმაყოფილოდ მოვავლე თვალი, კაზინოები არასოდეს მიზიდავდა. არ მესმოდა იმ ადამიანების, რომელიც რულეტკით ან რომელიმე მაგიდის თამაშით ცდილობდნენ „გამდიდრებას“, შედეგად კი ტრაკში გათხრილი უამრავი ვალით და ბანკში ჩადებული ბინით ასრულებდნენ მოღვაწეობას. ზოგს კი, უბრალოდ აზარტი კლავდა და თავის მავნე ჩვევას მთელს თავის კაპიტალს ატყნავდა. რამდენიმე მაგიდასთან „ლარიანი ხო არ გექნება, ჩემი ძმა“, ტიპსაც მოვკარი თვალი. მოთამაშეების ეს კატეგორია ყველაზე დაბალ და სასოწარკვეთილ ფენას წარმოადგენდა, რომელსაც ღრმად სწამდა, რომ ერთ დღესაც აუცილებლად გაუღიმებდა ბედი და მათხოვრობით ახეული მაყუთით იმდენს მოიგებდა, რომ მთელს თავის წაგებულს უკან ამოიღებდა და ცხოვრებასაც დაიბრუნებდა. იმედი ბოლოს კვდებაო, არა?! სანამ ბოლო თეთრი არ გაგძვრება დან, ცდად ჯერ კიდევ ღირს. - შეხედე, მგონი ეს უნდა იყოს ჯაბა. პეპელა ჰალსტუხით, წითელ კოსტუმში გამოწყობილ სქელკისერა ტიპზე მანიშნა კალანდიამ, რომელიც მოშორებით იდგა და ქორივით ადევნებდა თვალს თამაშის ეშხში შესულ მოთამაშეებს, რომლებიც უცნაური ხერხით ცდილობდნენ მოგებას, სამი მათგანი დიდი მონდომებით აგინებდა დედის ტრაკს აპარატს და უყვიროდა ფული მოჯვი ო. - კაი, წამო. - ჰეი! - გასძახა კალანდიამ სქელკისერას. დაცვას ყურადღება არ მოუქცევია, გვერდზე გადახრილი თავით, დაბნეული მისჩერებოდა მოთამაშეებს, რომლებსაც ტაქტიკა შეეცვალათ და ამჯერად ლოცვით ცდილობდნენ აპარატისთვის როგორმე თეთრი გაეგდებინებინათ. - მეგობარო! - კალანდიამ თვალებთან თითი გაუტკაცუნა - შენ გელაპარაკები! - ჰა? - დაბნეული გამოერკვა და შუბლშეკრულმა მზერა ჩვენზე გადმოიტანა - დიახ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - შენ, ჯაბა ხარ? - ვკითხე ხმადაბლა, მცველს სახე შეეცვალა და ახლა ყურადღებით დაგვაკვირდა ორივეს. - დიახ. - ჰოდა, „შავ იატაკში“ გვინდა მოხვედრა, ხომ დაგვეხმარები? - კალანდიამ ცბიერად გაუღიმა და პლატინის ბარათი ცხვირწინ აუთამაშა. მცველმა ბარათ გამოართვა და ყურადღებით დააკვირდა, ალბათ ამოწმებდა ყალბი ხომ არააო. მერე ჯიბიდან პატარა ხელსაწყო ამოიღო და ბარათს გადაატარა, აპარატი გამწვანდა, მცველს კი სახეზე პირქუში კმაყოფილება აუთამაშდა და თვალით გვანიშნა გამომყევითო. დარბაზს გვერდი აუქცია და შენობის მარცხენა ფლიგელისკენ აიღო გეზი, მე და კალანდია უკან მივყევით. ჰოლი გავიარეთ და კედელში დატანებულ კარში შევედით, რომელსაც წითელი ბარხატის ფარდები ფარავდა. მეგონა მეორე დარბაზში ამოვყოფდი თავს, სინამდვილეში კი კარს მიღმა გრძელი და ვიწრო კიბე აღმოჩნდა, რომელიც მიწისქვეშ ეშვებოდა, მარჯვნივ უხვევდა და გვირაბის ბოლოს დატანებულ შავ კართან ჩერდებოდა. კიბის ბოლო საფეხური ჩავათავეთ და მცველმა შავი პრიალა კარი შეაღო. გაოცებულმა რადიკალურად განსხვავებულ ადგილას ამოვყე თავი. აქ არ ისმოდა კაზინოსთვის დამახასიათებელი გაუთავებელი ყაყანი და აპარატების გულისგამაწვრილებელი ჩხაკუნი. „შავი იატაკი“ სუსტად განათებულ, ნახევრად ბნელ, ღამის კლუბს ჩამოჰგავდა, სადაც სათამაშოდ, მხოლოდ ოთხი მწვანე მაგიდა იდგა თავისი სკამებით, ისიც დარბაზის კუთხეებში. ცენტრში კი ბარი გაეკეთებინათ, სადაც სერიოზული გამომეტყველების ბარმენი აალებულ ჭიქაში კოქტეილს ასხამდა. ბართან ერთ ტიპს პატარა შავ დაფაზე ცხვირი მიებჯინა და მონდომებით იყნოსავდა კოკაინს, ესეც შენი ნარკოტიკები! სათამაშო მაგიდებს შორის რბილი სავარძლები გაემწკრივებინათ, სადაც მდიდარ ბობოლებს ჩამოედოთ და სიგარებს ნეტარებით აბოლებდნენ, მუხლებზე კი „ძვირადღირებული“ ბოზები წამოესკუპებინათ. ქალებს აშკარად ეტობოდათ რომ ქართველები არ იყვნენ, ზოგი უზბეკი იყო, ზოგი რუსი, ზოგიც უკრაინელი. თავიანთ ფულიან „მამიკოებს“ მკერდზე ეგლასუნებოდნენ და მხიარულად კისკისებდნენ. - შეგიძლიათ ისიამოვნოთ, მე დაგტოვებთ. - ჯაბამ თავი დაგვიკრა და წავიდა. - როგორ ფიქრობ, ამათ შორის ზის ახალი ბოსი? - ჩურჩულით გადავულაპარაკე კალანდიას. - არ ვიცი , ტაისონამ მხოლოდ ის თქვა, რომ მეპატრონის სიკვდილის შემდეგ მისმა სიმამრმა ახალი ხელმძღვანელი დანიშნა. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის. - კაი, მაშინ ჯობია მაგიდა გავახუროთ და იქნებ ლაპარაკში რამე გავარკვიოთ კიდეც. - ჰო, აქ არავინ გვიცნობს, ასე იოლად არ გაგვენდობიან. ცოტა ფულის დახარჯვაც მოგვიწევს ამათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. - ზიზღით გახედა სქელტრაკა ბობოლებს. - კარგი, წამო მესამე მაგიდასთან, სამი კაცი ზის. - ვანახოთ, როგორ უნდა თამაში? - წარბები ეშმაკურად შეათამაშა და აზარტული იერით გააბოტა მაგიდისკენ. გამეცინა, თავი გავაქნიე და უკან მივყევი. მაგიდას მივუახლოვდით და აქეთ-იქიდან შემოვუსხედით. მოთამაშეებმა და კრუპიემ ინტერესით შემოგხვედეს. გეგმის მიხედვით, მე და კალანდიას თავი ისე უნდა დაგვეჭირა, თითქოს ერთმანეთს არ ვიცნობდით. - 300-ის ვყიდულობ, მხოლოდ დასაწყისისთვის. - ვუთხარი კრუპიეს და პლატინის ბარათი მივაწოდე. ქალს ამრეზილი გამომეტყველება, მაშინვე კმაყოფილი იერით შეეცვალა. სამასიათასის ღირებულების ჩიპი ბევრი არ იყო ამ „ბუნაგისთვის“, თუმცა, არც ისეთი ცოტა, იყო, რომ მათზე „ღარიბის“ შთაბეჭდილება დამეტოვებინა. - ინებეთ! - კრუპიემ ღიმილით მომიცურა ფერადი ჩიპების მთა და ალექსს მიუბრუნდა - თქვენ? - 500! - გაუღიმა კრუპიეს და თავისი პლატინა მიაწოდა. თამაში ჯერ არ იყო დაწყებული და კალანდია უკვე აზარტში იყო შესული. მოთამაშეებმა ინტერესით გამოგვხედეს. ალექსთან ახლოს შუახნის წარმოსადეგი ქალბატონი იჯდა, გაჩხინკულ ყელზე და მკლავებზე უამრავი სამკაული აესხა და სუსტად განათებულ ოთახში გამაღიზიანებლად ბრჭყვიალებდა. ექსტრავაგანტულ ჩაცმულობას კიდევ არაუშავდა, აი, მისი მყვირალა მაკიაჟი კი ნამდვილად თვალს მოგჭრიდათ. დანაოჭებულ კანს, სახეზე ბლომად ალესილი, „შპაკლიც“ ვერ უფარავდა. ტუჩების ვიზუალის გასადიდებლად კი, წითელი ფანქრის კონტური ისეთ მასშტაბებზე გადაეჭიმა, რუსეთს შეშურდებოდა. ქალში ყველაზე მეტად ტუჩები მიზიდავს, მაგრამ მისი შემხედვარე, ტანში ზიზღის ჟრუანტელმა დამიარა. ბებრუხანა მაშინვე დაინტერესდა მისი მეწყვილით, როგორც კი ალექსმა ნახევარი მილიონის ღირებულების ჩიპი მიიცურა ახლოს, მისკენ გადაიხარა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. კალანდიას ეშმაკურად ჩაეღიმა და ქალს თვალი ჩაუკრა. გაღიზიანებულმა სიცილი ძლივს შევიკავე. - აქ არასოდეს მინახიხართ, ახალი ხართ? - გამომელაპარაკა გვერდით მჯდომი მამაკაცი. გასიებულს კისერი ძლივს მოუჩანდა ძვირადღირებულ პიჯაკში. კისერზე მსხვილი ოქროს ცეპი ჩამოეკიდა. პეპელა ჰალსტუხს კი ჩამოწელილი ღაბაბი უფარავდა და რაღაცით გომბეშოს ამსგავსებდა. პატარა კეხიან ცხვირზე მრგვალმინებიანი სათვალე დაეკოპსებინა, რომელიც წარამარა უცურდებოდა გაოფლილ დინგზე. კოტიტა თითებზე მსხვილი ოქროს ბეჭდები წამოეცვა, მარცხენა ხელში ვისკის ჭიქა და სიგარა ჩაებღუჯა და ინტერესით მაკვირდებოდა. რუსი ჩინოვნიკივით გამოიყურებოდა. - ჰო. - ვუპასუხე ცივად. ლაპარაკში არ ავყოლილვარ, ვაგრძნობინე, რომ მასთან საუბრით არ ვიყავი დაინტერესებული, ამით კი ერთგვარი ბიძგი მივეცი, რომ თვითონ ეცადა ჩემთან დაახლოება. აქ ისედაც ახალი „სახეები“ ვიყავით და ზედმეტი კითხვებით, ყურადღების მიქცევა ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა. - მე დიდი ხანია ამ კაზინოს ვსტუმრობ, თქვენ კი პირველად გხედავთ, ამიტომაც დავინტერესდი. - მიპასუხა მოფლაშული ღიმილით და სიგარა გააბოლა. - საქართველოში ახალი დაბრუნებული ვარ, აქაურობის შესახებ მეგობრისგან გავიგე. - რუსეთი? - არა, იტალია. - სკამზე გადავწექი და კრუპიეს მომლოდინედ მივაჩერდი - დაარიგებ? „გომბეშომ“ ინტერესით შემათვალიერა და კრუპიეზე გადაიტანა მზერა, რომელმაც კარტის დარიგება დაიწყო. ჩემი კუთვნილი ორი კარტი გამოვართვი და ინტერესით გავშალე, ქეციანი ორიანის და სამიანის წყვილი ამომივიდა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. ტუჩებზე პირქუში ღიმილი გადამეფინა და მოთამაშეებს შეფარვით გავხედე, თვალის კუთხით შევამჩნიე, რომ გომბეშომ ჩემს მზერას თვალი მოჰკრა. - აბა, დავიწყოთ - კრუპიემ მომლოდინედ შემომხედა - თქვენი პოზიცია? - ჩეკი! - ვუპასუხე ეშმაკური ღიმილით. - ჩეკი! - ჩეკი! - მმმ, ჩეკი! - წარმოთქვა ბრჭყვიალამ ყოყმანით. - რეიზი! - კალანდიამ ღიმილით მოაჩოჩა ათიათასის ფიშკა მაგიდაზე. - ქოლი! - გავყევი თავდაჯერებით. გომბეშომ შეფარვით გამომხედა. რამდენიმე წამის წინ თვალი მოჰკრა ჩემს გამომეტყველებას და ეჭვი გაუჩნდა, რომ კარტი მყავდა, თუმცა მაინც არ მენდო. - ქოლი! - გაბედა მაინც. დანარჩენებმა დაფოლდეს. კალანდიამ ეშმაკურად გამომხედა და მანიშნა მივცხოთო. ღიმილი ძლივს შევიკავე. ყოველთვის მიყვარდა „ქეციან“ წყვილში პარტიის მოგება. კრუპიემ პირველი სამი კარტი დააწყო მაგიდაზე - ათიანი, ვალეტი და კაროლი. - რეიზი! - კალანდიამ ამჯერად ოცდაათის ფიშკა გამოაჩოჩა. - საინტერესოა, ქოლი! - ვუპასუხე ღიმილით. გომბეშოს დასცხა, ჩვენს მოსვლამდე კარგა ბლომად წაეგო, მხოლოდ 150-ის ჩიპი შერჩენოდა და გაქოლვას ვერ ურისკავდა, არადა დარწმუნებული ვიყავი ხელში მაღალი კომბინაცია ეკავა, თუმცა, არც იმდენად მაღალი, რომ სეტი ან სტრიტი მაინც აეწყო, ფლეში თავისთავად გამოირიცხა, მაგიდაზე ჭრელი კარტები ამობრუნდა. დიდი დიდი ერთი წყვილი ეკავა ხელში, ეგეც ან ვალეტის, ან ათიანის. - თქვენი ჯერია, ბატონო მურთაზ! - მიმართა კრუპიემ. - ჯანდაბას, ქოლი! - ფიშკების მოზრდილი მთა მაგიდაზე მიაჩოჩა. მე და კალანდიამ ერთმანეთს შეფარვით გავხედეთ, თვალით ვანიშნე გაჩერდი-მეთქი, მურთაზის ნაადრევად ამოპანღურება ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა. ცუდ ხაიათზე მყოფ მოთამაშეს ჭორაობის სურვილი გაუქრებოდა. კრუპიემ კიდევ ერთი კაროლი ამოაბრუნა. გომბეშოს ცალი თვალით გავხედე, სახე კიდევ უფრო აუჭარხლდა, კაროლი აშკარად არ შედიოდა მის ინტერესებში. ორი კაროლი „ფლობზე“ სეტის საფრთხეს უქმნიდა. - ჩეკი! - კალანდიამ უკმაყოფილოდ მიყარა კარტები. - ჩეკი! - გავიმეორე მშვიდად და მურთზის რეიზის მოლოდინში მოხერხებულად შევსწორდი სკამზე. - ოლლ-ინ! დაახეთქა ერთიანად გამწვანებულმა და მთელი ჩიპები კრუპიეს მიუყარა. როგორ მომწონდა მისნაირი „ბულკები“, უკვე აღარც მიკვირდა ასე იოლად რომ ჩამოატყავეს. მეტისმეტად აგრესიული და ემოციური მოთამაშე იყო. ნერვები არ ჰყოფნიდა ჭკვიანური სვლებისთვის და უაზრო რისკის იმედათ რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებდა. კალანდიას ისეთი სახე გაუხდა, აშკარა იყო, მისი კარტი გომბეშოსას ხმარობდა, მაგრამ თავს მოერია და უკმაყოფილო სახით დაფოლდა. კარტები მეც დავყარე. მურთაზმა შვებით ამოისუნთქა და მთელი ჩიპები წინ მიიჩოჩა. - დღეს აშკარად მიმართლებს! გამომხედა კმაყოფილებისგან სახეალაპლაპებულმა. იმდენი შენი დედაცმოვტყან-მეთქი, გავიფიქრე გულში, მაგრამ საპასუხოდ მაინც გავუღიმე. - პოკერი ძალიან მიყვარს, ფულის გამო არ ვთამაშობ, უბრალოდ აზარტის ამბავია. - ვუპასუხე ირონიულად და მიმტან გოგონას თითით ვუხმე. ისიც კეკლუცი ღიმილით და თეძოების რხევით სწრაფად მომიახლოვდა. - დიახ, რა მოგართვათ? - რამე საკაიფო, შენ აარჩიე. - ვუპასუხე ეშმაკურად და თვალი ჩავუკარი. - კი ბატონო, ახლავე. ფართო ღიმილით, გრძელი შავი თმა უკან გადაიწია და სავსე მკერდი გამომწვევად გამოაჩინა, ნელა შებრუნდა და ბარისკენ გაემართა. - ისე, ზოიძეს მარტო კარგი კაზინო კი არა, მაგარი გოგოებიც ჰყავს, - ეშმაკური ღიმილით გამომხედა მურთაზმა. ყურები ვცქვიტე, არ მეგონა ასე მალე თუ წამოეგებოდა ანკესს. - ზოიძე ვინღაა? - ისეთი ტონით ვიკითხე, ვითომ პასუხის მოსმენა დიდად არც მაინტერესებდა. - შენ მართლა არ გიცხოვრია საქართველოში, - მიპასუხა სიცილით - ზოიძეს თბილისში ყველა იცნობს, ის ამ კაზინოს მმართველია, უფრო სწორად იყო. - თანამდებობიდან გადააყენეს? - ვიკითხე დამცინავად და ახალი წყვილი გავშალე. ამჯერად უკეთესი კომბინაცია მეკავა, გულის ტუზი და ყვავის ვალეტი. - არა, დაბრიდეს! - ვისკი მოსვა და ისევ გააბოლა. - დაბრიდეს? - გავხედე შუბლშეკრულმა - რატომ? - უკაცრავად, თქვენი ჯერია. - გამომხედა კრუპიემ. - ჩეკი! - მეც, ჩეკი! - უპასუხა მურთაზმა - არ ვიცი ძმაო, წარმოდგენა არ მაქვს, შუბლგახვრეტილი გამორიყა მდინარემ. ალბათ მომწოდებლებთან ვერ შეთანხმდა, ბოლო დროს ბევრი ვალი დაიდო. პოლიცია კუდზე ეჯდა და ნარკოტიკების შემოტანას ვეღარ ახერხებდა. - არც მიკვირს, აქ პალაჟენია არ გივარგათ. იტალიაში ასე არ ხდება, იქ თუ ადგილობრივ მაფიოზებთან კარგი ატნაშენიე გაქვს, ბიზნესიც კარგად მუშაობს და პოლიციაც ვერ ატრაკებს. - სად იტალია და სად საქართველო, თუ ძმა ხარ! - ხელი ჩაიქნია იმედგაცრუებულმა - ერთ წელია რაც რუსეთიდან დავბრუნდი და ისევ გაქცევაზე მიჭირავს თვალი. კრუპიემ მაგიდაზე სამი კარტი ამოაბრუნა - შვიდიანი, ათიანი და დამა. უკმაყოფილოდ გავხედე იდიოტურ კარტებს და მზერა კალანდიაზე გადავიტანე. უჩუმრად მანიშნა მე პასო. - ჩეკი! - ჩეკი! - ჩეკი! - რეიზი! - კალანდიას გვერდით მჯდომმა ქალმა სამოცდაათიათასის ჩიპი მიუცურა კრუპიეს. ყველამ მაშინვე დაყარა კარტები ჩემს გარდა. ქალს დაკვირვებით შევხედე, თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, აშკარა იყო, რომ ან დამების წყვილი ეკავა ხელში, ან ერთი წყვილი მაინც შეუსრულდა. - ქოლი! - ვუპასუხე გამომწვევად. კრუპიემ კიდევ ერთი კარტი ამოაბრუნა, მაგიდაზე ვალეტი დაეცა. ერთი წყვილი შემისრულდა! ქალს სახეზე კმაყოფილი ღიმილი აუთამაშდა, უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ დამის იმედად იბრძოდა. - რეიზი! - ფსონი გააორმაგა. - ქოლი! - დათმობას არ ვაპირებდი. კრუპიემ მეხუთე კარტი ტუზი ამოიღო, ესეც ჩემი ორი წყვილი! - რეიზი! - მაგიდაზე ასიათასი შემოცურდა. მის ხმას დამაჯერებლობა აკლდა, პრინციპში უკან დასახევი გზა ისედაც აღარ იყო, უკვე ბლომად ფული ჰქონდა გადაყრილი და ბოლომდე მისულს ან ხარისხიანად უნდა გაერისკა, ან მსუყე საკბილო ჩემთვის დაეთმო. - ოლლ-ინ! - მთელი ფიშკები კრუპიეს მივუჩოჩე. ძალიან ვცდილობდი ღიმილი შემეკავებინა, პირიქით ისეთი სახე მივიღე, თითქოს ამით ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი და ქალს დაძაბულმა გავხედე. მურთაზი და კიდევ ერთი მოთამაშე აღგზნებული თვალებით მოგვჩერებოდნენ. კალანდია არაფერს იმჩნევდა. - აჰ, რას მიკეთებთ?! - ქალმა მხიარულად გაიცინა და მრავალჯერ შეღებვისგან გაფშიკინებული, მოკლე, წითელი თმა ნერვიულად შეისწორა. - თამაშში ჯენტლმენობა არ მოსულა. - მივუგე ღიმილით და სკამზე გადავწექი - აბა, რას იზამთ? ამ დროს მიმტანი მომიახლოვდა ყინულიანი ვისკით ხელში და ჭიქა გვერდით დამიდგა. წასვლა არც უფიქრია, მხარზე ჩამომეყრდნო და სავსე მკერდი წინ გამოზნიქა, რომ უკეთ შემემჩნია მისი სილიკონები. ფუჰ, როგორ მეზიზღებოდა ხელოვნური ძუძუები! რაღა რეზინის ბურთები მოგიჭ....ტია და რაღა ხელოვნურად „დაბერილი“ მკერდი. შეხებას ვინ ჩიოდა, ვიდზეც გულისამრევად გამოიყურებოდა, არაბუნებრივად გადიდებული ბურთები პატრონს ლამის ყელში უჭერდნენ. - არა, ვერ გავრისკავ. შენი ლამაზი თვალებით ვერ შემაცდენ, ფოლდი! გამეცინა, ვერც კი ვიჯერებდი, რომ მაგიდასთან ასეთი იდიოტები ისხდნენ. ახლა აღარც მიკვირდა ზოიძე ასე იოლად, როგორ ახერხებდა მათ გაფცქვნას. მოზრდილი ნადავლი ჩემსკენ გამოვაჩოჩე. - ყოჩაღ, - ღიმილით მიჩურჩულა ყურში მიმტანმა და კისერზე ნაზად შემეხო თითით - კიდევ რამით, ხომ არ შემიძლია შენი დახმარება? - აი, ამ კაცს ჭიქა შეუვსე, მე ვპატიჟებ. - თავით ვანიშნე მურთაზისკენ. გომბეშოს კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა მოფლაშულ სახეზე, სათვალე ცხივრზე შეისწორა და მადლობის ნიშნად ოდნავ დამიკრა თავი. - ახლავე! - თვალი ჩამიკრა და ნაზი ღიმილით გამეცალა. - მგონი მოეწონე. - ახითხითდა მურთაზი. - არაა, უზბეკები ჩემს გემოვნებაში არ ჯდებიან. - ვუპასუხე სიცილით. - თამაში არ მოგბეზრდა? წამოდი ბართან, ცოტა დავლიოთ, მოვიხოდოთ და თამაშიც გავაგრძელოთ. - წამო. კრუპიემ ორივეს დაგვიბრუნა ჩვენი კუთვნილი მოგებული თანხა და მაგიდიდან წამოვდექით. კალანდიას შეფარვით გავხედე და ვანიშნე თამაში გააგრძელე-თქო. ბარს მივუახლოვდით და სკამებზე ჩამოვჯექით. - მაშ, აქ ცუდი ამბები ხდება? - წამოვიწყე საუბარი. - ამ დამპალ ქვეყანაში კარგი რა ხდება, რო? ხალხი გაბოროტებული დადის ქუჩებში. სულ ვიღაცას კლავენ, ჩეხავენ, აწამებენ, აკოტრებენ, აბოზებენ! - როგორ თქვი, რა ერქვა მეპატრონესო? - ზოიძე, - მურთაზმა ბარმენს ხელით ანიშნა ვისკი ჩამოგვისხიო - დავით ზოიძე. - არა და არ მსმენია. მართალია დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ, მაგრამ გავლენიან პირებს ასე თუ ისე ვიცნობ. ახლა ვის ეკუთვნის ეს ბუნაგი? - ვიკითხე უინტერესოდ და მურთაზს გვერდულად გავხედე. - ეს ზოიძის საკუთრება არც არასდროს ყოფილა, უბრალოდ აქაურობა მას ებარა. მფლობელი მისი სიმამრია, სულხან გეგეჩკორი. მნიშვნელოვანი კაცია, ნახევარი მთავრობა ჯიბეში უზის. სწორედ ამიტომ, არის რომ არც ნარკოტიკების რეალიზაციას ერიდება. - ანუ სიძე რიგითი პაიკი იყო? - გამეცინა - ცოლის ბლატებით გაქაჩული კაცუნა? - მთლად ეგრეც ვერ იტყვი. ზოიძე არც ისეთი უმნიშვნელო ფიგურა იყო, ჩვენებში ხმა გავარდა, რომ სულხანთან შელაპარაკება მოუვიდა, რაღაც ახალი ნარკოტიკის შემოტანა უნდოდა და სიმამრმა დაუშალა. - ახალი ნარკოტიკი? - წამით სიფრთხილე სულ დამავიწყდა და დაძაბული მურთაზს მივაჩერდი, ნუთუ „კოლიბრზე“ საუბრობდა?! - ჰო, სახელწოდება ზუსტად არ მახსოვს, მგონი ჩიტის სახელი ჰქვია. - „კოლიბრი“? - ვიკითხე სწრაფად. - მასზე შენც გსმენია? - გამომხედა ეჭვით. - ხომ გითხარი, გავლენიან პირებს ასე თუ ისე ვიცნობ-თქო, ვიცი რომ შავ ბაზარზე რაღაც ნარკოტიკია გამოსული „კოლიბრს“ ეძახიან, მაგრამ ნიტოდ მოქმედებს, ახალგაზრდები დაღუპულან მაგის გაჩხერვით. - ჰო, მგონი ზოიძეს უნდოდა მაგ ხაზის აღება და სულხანმა უარი სტკიცა. წვრილი ნარკოტიკის გასაღება ერთია და შხამის ჩემს კაზინოში მოთრევა მეორეო. საერთოდ ბევრი ფიქრობს, რომ საკუთარმა სიმამრმა სიძე დაბრიდა, თუმცა, პირში თქმას ვერავინ უბედავს. - არაფერია გამორიცხული, - ვუპასუხე ჩაფიქრებულმა და ვისკი მოვსვი, მწარე სასმელმა ხახა ჩამწვა - და ანუ ახლა სულხანი მფარველობს აქაურობას? - არა, სულხანს სხვა საქმეები აქვს, აქაურობისთვის იშვიათად იცლის, როგორც ვიცი ეს „ბუნაგი“ სხვას გადააბარა. უცხო ტიპია, მაღალ ეშელონებში არავინ იცნობს. - და ეგეთ როჟას „შავი იატაკი“ ჩააბარა? ან ძალიან მნიშვნელოვანი ვინმეა, ან მაგრად ენდობა. - შეიძლება ერთიც და მეორეც. - სახელი იცი? - ასე რატომ დაინტერესდი ამ ამბით? - მკითხა ეჭვნარევი გამომეტყველებით და ვისკი მოსვა. - აქაურობა მომეწონა, - უდარდელად მოვავლე თვალი დარბაზს - შემოვივლი ხოლმე, მინდა ვიცოდე ჩემი ფული ვის ჯიბეში მიდის. - გასაგებია... - ჩაეცინა და ვისკი მოსვა - სახელი და გვარი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩვენი ახალი ბოსი ამ წამს გვესტუმრა. მის მზერას თვალი გავაყოლე და უკან მივიხედე. ერთ წამს ისიც ვიფიქრე სასმელში რამე ხომ არ გამირიეს-თქო. ტანში სიცივემ დამიარა. წელში გავსწორდი და ახალ მოსულ „ბოსს“ თვალი გავუსწორე. ტუჩებზე დამცინავი ღიმილი გადამეფინა, ფეხზე წამოვდექი და ელეგანტურ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილ ეკე თოიძეს აუჩქარებლად მივუახლოვდი. - ეს უკვე საინტერესოაა, რაო, თოიძე, ახალ მწვერვალებს მივწვდითო? - დუჩე! - გამოსცრა კბილებში და გაოცებული ზიზღნარევი მზერით ჩამაკვდა თვალებში - აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! **** - აბა, ახლა ამიხსენით, აქ რას აკეთებთ ორივე?! თოიძემ ცივად გადმოგვხედა მე და კალანდიას. მის კაბინეტში პირისპირ ვიჯექი და ყურადღებით ვაკვირდებოდი კურსელს. ჯერაც ვერ დამეჯერებინა, რომ ნამდვილად ის იყო, რომ მთელი ამ ბინძური ბუნაგის ახალი „ბოსი“, ეკე თოიძე იყო, ბიჭი, რომელსაც მიუხედავად ყველაფრისა, მაინც დიდ პატივს ვცემდი. ცხოვრება უცნაურია, მართლაც ძალიან უცნაური… - ბიჭო, - კალანდიამ შუბლშეკრულმა გამომხედა - რამე ნაგავი ხო არ შემოგვაპარეს სასმელში? დავიჯერო, რომ ახლა ამ შარვალ-კოსტუმში გამოწკეპილი , ის თოიძეა, რომელსაც ასე იცავდი? - ეკე, - კალანდიასთვის ყურადღება არ მიმიქცევია - რა გესაქმება ამ ბუნაგთან? ვერ დამაჯერებ, რომ ამ ბოზების დონეზე დაეცი, მითხარი რა ხდება. - დუჩე ქავანა, - დამცინავად შემომხედა და სკამზე გადაწვა - ყოველთვის მაგარ ტიპად მოგაქვს თავი, როგორ ყელში ამოხვედით ეს მამაიკოს გაბლატავებული ბიჭუნები! - ამჯერად, მართლა გაგინგრევ თავ-ყბას! - კალანდია ფეხზე წამოიჭრა. ალექს მაჯაზე ვტაცე ხელი. - დაწყნარდი! ჩვენ ამისთვის არ მოვსულვართ აქ! - მეც ეგ მაინტერესებს, - ეკემ დამცინავი მზერა ჩემზე გადმოიტანა - აქ რისთვის მოეხირეთ? ფულის ხარჯვის ახალ მეთოდს მიაგენით? თან უბრალოდ კაზინო არ გაკმაყოფილებთ და ახლა „შავი იატაკითაც“ დაინტერესდით? - სტერეოტიპებში მომწყვდეული დაბნეული ბავშვი ხარ, - შევათვალიერე ირონიულად - იმედი უფრო და უფრო მიცრუვდება. ერთი ადგილით ზომავ ყველას და ყველაფერს. რაღაც აკვიატებით ხარ შეპყრობილი და გამუდმებით მას ეჭიდები. შენი აზრები ყოველთვის ფაქტები გგონია. ახლა საკუთარ თავსაც კი ვეღარ ვუგებ, რა მომწონდა შენში. - ხელჩაქნეული საყვარელივით მელაპარაკები, - გაეცინა ცივად და გამჭოლი მზერა მომაპყრო - მეუბნები რომ სტერეოტიპულად ვმსჯელობ? ანუ აქ ფულის სახარჯავად არ მოსულხარ? - ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, თოიძე! - წელში გავსწორდი და მისკენ ნელა გადავიხარე - სანამ ჯერ კიდევ გამაჩნია შენთან საუბრის სურვილი, კითხვებზე მიპასუხე, რას აკეთებ ამ წუმპეში? და კიდევ უფრო საინტერესო, როგორ აღმოჩნდი მაგ სკამზე?! - შემახსენე ერთი, რატომ ვარ ვალდებული შენს კითხვებს ვუპასუხო? - იკითხა ირონიულად და სუსხიანი მზერა გამისწორა. - უხ! - კალანდიას ისევ წამოუარა ბრაზმა, მაგრამ ამჯერად მისი შეჩერება თავში აზრადაც არ მომსვლია. ფეხზე წამოვიჭერი, თოიძისკენ დავიხარე და სახე ახლოს მივუტანე. მრისხანება და სიძულვილი შხამივით მივლიდა ძარღვებში. თავს ძლივს ვიკავებდი სიფათში მუშტი არ მეტაკებინა. - მომისმინე, ახვარო! - წავისისინე გაცოფებულმა - სულ მახატია აქ როგორ ამოყავი თავი, შენ თუ ამ ბოზებს მიეყიდე, ეგეც მაგრად . შენი ნახვა მხოლოდ ერთი რამისთვის მჭირდებოდა, სია! რა იცი მასზე? უგულო გამომეტყველება შეეცვალა, ყინულივით ცივი, ტოპაზისფერი თვალები წამით სევდით აევსო, მაგრამ თავს მალე მოერია და ისევ უგრძნობის ნიღაბს ამოეფარა მოხერხებულად. მასში მომხდარმა ცვლილებებმა გამაოცეს. - მე საიდან უნდა ვიცოდე სადაა შენი გოგო? - მკითხა დამცინავად - ან რაში უნდა მაინტერესებდეს მისი ამბავი? წელში გავსწორდი და თოიძეს შუბლშეკრული მივაჩერდი. ყველაფერს დავიჯერებდი, იმასაც კი ვირწმუნებდი, რომ ნარკოდილერებს ფულის სანაცვლოდ მიეყიდა, რაც აფსურდად და სასაცილოდაც კი მეჩვენებოდა, მაგრამ სიას ფეხებზე დაკიდება? არა, ეს მეტისმეტი იყო. ის იყო მისთვის შემოლაწუნება დავაპირე აზრზე მოსაყვანად, რომ უცებ მის უკან კედელზე დაკიდებულ სარკეში რაღაცას მოვკარი თვალი და მზერა სწრაფად გადავიტანე ეკეზე. - ამ ბოლო დროს ვერსად ვპოულობ და ყველგან ვეძებ, ესაა და ეს. ვიფიქრე, შეიძლებოდა რამე გცოდნოდა. - ჰოდა, მისამართი შეგეშალა, - მიპასუხა ყინულივით ცივი ხმით - თუ დაასრულეთ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ, გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს. - ალექს, ჩვენი წასვლის დროა! - გადავხედე კალანდიას - აქ ჩვენ აღარაფერი გვესაქმება. - კი მაგრამ, - ფეხზე წამოიჭრა და ეკეს ზიზღით შეხედა - ეს ახვარი ასე დავტოვოთ? - და მაინც რა უნდა დამიშავოს შენაირმა ძუძუმწოვარმა? - დამცინავად გამოხედა თოიძემ. - კალანდია, ისევ ვერ ეტევი ტყავში! - ალექს, წავედით! - მხარში ხელი მოვკიდე და გასასვლელისკენ ვუბიძგე. კართან მისულს, გაცეცხლებულმა მკლავი გამომგლიჯა და ეკეს გაბოროტებული თვალებით მიუბრუნდა. - მართალია, ვერასოდეს გიტანდი და უაზროდ აბლატავებულ სირად მიმაჩნდი, მაგრამ, მაშინ საავადმყოფოში, ერთი წამით მომეჩვენა, რომ ჩემზე უკეთესი ადამიანი იყავი, თოიძე. ახლა კი გიყურებ და გული მერევა. არ მეგონა შენში ასე მწარედ თუ შევცდებოდი. ბოლოჯერ შეხედა ზიზღით, კარი გამოაღო და პირველი გავიდა ოთახიდან. ეკემ ცივი მზერა ჩემზე გადმოიტანა. ყბაზე კუნთი დასჭიმვოდა და გამომწვევად მიყურებდა. - დღეს მართლაც უცნაური დღე გათენდა. კიდევ ერთხელ გავუსწორე თვალი მახინჯ რეალობას და დიდი ხნის შემდეგ, პირველად ვეთანხმები კალანდიას. მე მახსოვს შენი ბოლო სიტყვები, ახლა კი შენ დაიმახსოვრე ჩემი, მეორედ თუ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, - კარი გამოვაღე და მრისხანედ შევხედე - ჩვენ შორის მხოლოდ ერთი დარჩება ცოცხალი! ბოლოჯერ შევავლე თვალი ქანდაკებად ქცეულ თოიძეს და კარი გამოვიხურე. კაზინოდან განერვიულებული გამოვედი. ალექსი უკვე მანქანაში იჯდა. სავარძელს მიყრდნობოდა და ფიქრებში გართულს ყურადღება არც მოუქცევია, როცა მანქანის კარი გამოვაღე და გვერდით მივუჯექი. - რა მოხდა იქ, დუჩე? - კალანდიამ შუბლშეკრულმა გამომხედა. - არ ვიცი... - სახეზე ხელი მოვისვი და ფიქრებში ჩავიძირე. - თოიძეს ზოიძეთან ვალი ჰქონდა და ეკე ასე აღმოჩნდა ამ წუმპეში, მაგრამ ახლა? რა ჯანდაბას აკეთებს ზოიძის სკამზე? თავისი ლამაზი თვალების გამო იქ არავინ დასვამდა. ეს საქმე მაგრად ყარს, ახლა გასაგებია რატომ აღარ სცხელა უნივერსიტეტისთვის, გაცილებით საინტერესო საქმით ყოფილა დაკავებული! - მისი საქმე ჩვენ აღარ გვეხება, ის არაფერში გამომადგება, სხვა გზა უნდა გამოვნახო სიას საპოვნელად. სისიზე არაფერი გაგიგია? - კალაძეს ვთხოვე რამე გაერკვია. ეგ და ჩხეიძე მეგობრობენ, მაგრამ ვერაფერი გაიგო, დედამისმა უთხრა ოჯახური პრობლემები გვაქვს და სისი დროებით ვერ ივლის უნივერსიტეტშიო. - მოიცა, სისი სახლშია? - ვკითხე სწრაფად. - ჰო, აბა სად უნდა იყოს? - გამომხედა გაკვირვებულმა - უბრალოდ უნივერსიტეტში არ დადის. - კარგი, მანქანა დაქოქე! - საით? - სისისთან, ის ჩემი ბოლო იმედია... ჩამწკრივებულ კერძო სახლებს ეჭვით გავხედე, სისისთან მხოლოდ ერთხელ ვიყავი და ისიც დიდი ხნის წინ. ღამით მთვრალი ნაბიჭვრები აეკიდნენ და სახლამდე მოვაცილე. წესიერად არც შემიხედავს სად მოვყვებოდი, საკუთარ ფიქრებში იმდენად ღრმად ვიყავი ჩაძირული, სანამ თვითონ არ ამოიღო ხმა უკვე მოვედითო, გონს ვერ მოვედი. - რომელი სახლია? - ვკითხე კალანდიას. - ოცდამესამესამე ნომერი, აი ის, ცისფერი აგურით რომაა ნაშენები, ეგ უნდა იყოს. - კარგი, შენ აქ დამელოდე, მალე დავბრუნდები. მანქანიდან გადმოვედი და სახლისკენ გავემართე. ეზოში მოხუცები ისხდნენ და უკბილო პირით ერთმანეთს რაღაცას ეჩიფჩიფებოდნენ. ჩამეცინა, უბნის „უშიშროება“ ფორმაში იყო, ადგილობრივი „ეჭვმიტანილები“ პირად კონტროლზე ჰყავდათ აყვანილი. როგორც კი თვალი მომკრეს ყურებდაცქვეტილებმა მოჭუტული თვალებით გამომხედეს. „მინი ალქაიდა! არადა, რომ ჰკითხო ბებრები არიან და არაფერი ესმით!“, გავიფიქრე გაღიზიანებულმა და ყურის აპარატებს უკმაყოფილო მზერა შევავლე. სახლს მივუახლოვდი და კარზე დავაკაკუნე. ორ წუთში ზღურბლზე მაღალი და ქერა ქალი გამოჩნდა, რძისფერი სახით და ზღვისფერი თვალებით სისის მივამგვანე, ალბათ დედამისი იყო. - გამარჯობა. - გამარჯობა, - მომესალმა ზრდილობიანად - რით შემიძლია დაგეხმაროთ? - სისი სახლშია? - ქალს მაშინვე წაეშალა ღიმილი სახიდან. - თქვენ ვინ ბრძანდებით? - შემათვალიერა სკეპტიკურად. - მისი კურსელი ვარ, სისის ბოლოს ჩემი წიგნი ვათხოვე და დაბრუნება მინდა. გამოცდები გვიახლოვდება და კომენტარები მჭირდება. - ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სისი ახლა შინ არ არის, მამამისთან ერთად ქუთაისში წავიდა. მითხარით რომელი წიგნი გჭირდებათ, სისის გადავურეკავ და მეტყვის სად დევს. - ჰოო.. - ავირიე, გონებაში სწრაფად მოვჩხრიკე საგნების სია - ჰო, „გერმანული სისხლის სამართალის კომენტარები“, მწვანე წიგნია. - გასაგებია, დამელოდეთ, ახლავე გამოგიტანთ. - გმადლობთ. კარი ცხვირწინ მომიხურა. მეუცნაურა, განა ქართველი ხალხის ზრდილობის ეტიკეტი იმდენს ვერ სწვდება, რომ სტუმარი სახლში უნდა შეიპატიჟოს და ზღურბლთან არ უნდა დააყუდოს?! ეზო მოვათვალიერე, მოხუცები ინტერესით მომჩერებოდნენ, უკმაყოფილოდ შევუბღვირე და თვალი ავარიდე ჯაშუშურ ქსელს. სახლის მარცხენა კუთხეში ორი ფანჯარა მოჩანდა, რომელიც ალბათ საძინებელს ეკუთვნოდა, ღვინისფერი ფარდები ოთახებს ფარავდა და ვერ ვხედავდი შიგნით რა ხდებოდა. ხუთწუთიანი ლოდინის შემდეგ კარი მეორედ გაიღო და ქალმა მწვანე წიგნი გამომიწოდა. - ინებეთ, ეს არის ხომ? - დიახ, გმადლობთ. - ნახვამდის! წიგნი შემომაჩეჩა და კარი მიიხურა. რაღას ვიზამდი, სახლში ძალით ხომ ვერ შევეჭრებოდი?! იმედგაცრუებული უკან გამოვბრუნდი და მანქანისკენ გავემართე. კალანდია ინტერესით მომჩერებოდა საქარე მინიდან. - აბა, რა ხდება? - მკითხა შუბლშეკრულმა, როცა გვერდით მივუჯექი. - დედამისმა მითხრა ქუთაისშია წასული მამამისთან ერთადო, - მწვანე წიგნი უკმაყოფილოდ მივაგდე უკანა სავარძელზე. - და ეს რაღაა? - კალანდიამ წიგნს გახედა. - რამე მიზეზი ხომ უნდა მეთქვა, რისთვის მივაკითხე?! - არა, , მაგაზე არ გეკითხები, აი ეს! კალანდიამ ხელი უკან გადაყო და წიგნიდან გამოჩრილი ფურცელი გამოაძვრინა. თვალები გამიფართოვდა, მაშინვე გამოვგლიჯე ხელიდან და სწრაფად გავშალე. „მარცხნიდან მეორე ფანჯარა, შუაღამის შემდეგ!“ პატარა შეტყობინება სწრაფად იყო წაჯღაბნილი, ისეთი გაკრული ხელით იყო ნაწერი სიტყვები ძლივს გავარჩიე. რადგანაც სისის ექიმისთვის დამახასიათებელი კალიგრაფია არ ჰქონდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ არც ისე ბევრი დრო ჰქონდა ამის დასაწერად. - რა წერია? - სისი მთხოვს, რომ მის ოთახში შუაღამის შემდეგ შევიპარო, - თავი ავწიე და კალანდიას მზერა გავუსწორე - სახლში ჰყავთ დამწყვდეული. - რას ნიშნავს დამწვდეული? რატომ? - არ ვიცი, დღეს გავარკვევ. - წერილი კიდევ ერთხელ გადავიკითხე და შუბლშეკრულმა კერძო სახლს გავხედე. - დუჩე, ამიხსენი წესიერად რა ხდება, თორემ უკვე ძაან გამოვ....ვდი! რატომ გაქრა სია, რატომ გამოკეტეს სისი სახლში და რა ჯანდაბას აკეთებს თოიძე ნარკოტიკების ბუნაგში?! - ნეტავ ვიცოდე... **** შუბლშეკრულმა მაჯის საათს დავხედე, ღამის ორი ხდებოდა. უკვე დრო იყო... სუსტად განათებული უბანი მოვათვალიერე და სისის სახლს უჩუმრად მივუახლოვდი. მითითებულ ფანჯარაზე ჩუმად მივაკაკუნე და დაველოდე, როდის გამომეხმაურებოდნენ. ხმა არავის გაუცია, ანერვიულებულმა მეორედ მივაკაკუნე, ამჯერად ძლიერად. როგორც იქნა, ფარდები შეირხა, მთვარის შუქი პატარა ფერმკრთალ ხელს დაეცა, რომელიც ნელა გამოცოცდა სახელურთან, გველივით გასრიალდა ბნელში და ფანჯარა შიგნიდან გამიღო. ფანჯრის რაფაზე მოხერხებულდ ავხტი და ჩაბნელებულ ოთახში ქურდივით შევიპარე. შიგნით ისე ბნელოდა, რომ რამის გარჩევა მიჭირდა. - სისი? - დუჩე! - წაიჩურჩულა სუსტმა ხმამ და პატარა სხეული მკერდზე ამეკრა - როგორ მიხარია შენი ნახვა! - სისი! - მისი ხმა არ მომეწონა, მეტისმეტად სუსტად ჟღერდა - სისი, რა გჭირს! - დუჩე... უცებ ერთბაშად მოდუნდა და მუხლი მოეკვეთა. დროზე, რომ არ დამეჭირა ძირს დაეცემოდა. ხელში ავიტაცე და ლოგინზე მივაწვინე. აყვანისას ძალიან მსუბუქი მეჩვენა. შეშინებულმა ჩამოშლილი თმა უკან გადავუწიე, მთვარის შუქი სახეზე დაეცა და მოულოდნელობისგან კინაღამ წამოვიყვირე. სახე ერთიანად დასახიჩრებოდა. ყველგან ნახეთქები და ჩალურჯებები მოუჩანდა, ისე იყო ნაცემი თვალის გახელა უჭირდა. ტუჩები დახეთქოდა, წარბთან კი ორი ღრმა ჭრილობა მოუჩანდა. ყელზე ნათითურები ეტყობოდა. - სისი! - ძლივს ამოვიღე ხმა - სისი, რა დაგემართა?! - დუჩე, - ამოიჩურჩულა ძალაგამოცლილმა - მომისმინე, რაღაც უნდა იცოდე... ლაპარაკი უჭირდა, მალე იღლებოდა და სიტყვა უწყდებოდა. ხელები ამიკანკალდა, კბილები გავაღრჭიალე, სიბრაზიზგან თვალთ დამიბნელდა. - ასე ვინ მოგექცა? მითხარი! ყველაფერი მომიყევი! - გაგვიტაცეს, მე და სანდრო.. - გაგიტაცეს? რას ჰქვია გაგიტაცეს?! - საავადმყოფოში უნდა მოვსულიყავით, მაგრამ სიამ დარეკა და გეგმები შეიცვალა. ისევ იმ ბინაში დავბრუნდით, მაგრამ სია იქ აღარ დაგვხვდა, მისვლიდან ხუთ წუთში თავს დაგვესხნენ, გაგვთიშეს და რომ გამოგვეღვიძა სადღაც მიყრუებულ ქოხში ვიყავით ბოძზე მიბმულები. - სიამ საავადმყოფოდან გაქცევის შემდეგ დაგირეკათ, რომ ბინაში შეხვედროდით? - ჰო... - წაიჩურჩულა მილეული ხმით და აცრემლებულმა შემომხედა - მაგრამ, იქ აღარ იყო, მგონი ისიც... ვეღარ დასრულა და ჩუმად ატირდა. ცხოველური შიში გამდნარი ტყვიასავით ჩამეღვარა გულში და მთელი ორგანიზმი მომიწამლა. აღგზნებულმა გონებამ მაშინვე ათასი საშინელება წარმოიდგინა. თვალწინ სია წარმომიდგა, რომელიღაც უღრან ტყეში უპატრონოდ მიგდებული და სუნთქვა გამიჭირდა. - შენ როგორ გამოაღწიე? თავი როგორ დაიხსენი? - ვკითხე ყრუდ. - სანამ ყველაფერს მოგიყვები რაღაც უნდა იცოდე, - გაჭირვებით შესწორდა ლოგინზე და აცრემლებულმა გამომხედა - სია... ის... - Черный список-ია - დავამთავრე მის მაგივრად - ვიცი! - საიდან? - სახეზე ფერი დაეკარგა - საიდან გაიგე? - ამას ახლა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მომიყევი რა მოხდა, რისთვის გაგიტაცეს, რა უნდოდათ თქვენგან? - ჩემგან არც არაფერი, მათ სანდრო სჭირდებოდათ, აინტერესებდათ რა ინფორმაციას ფლობდა Черный список-ი „კოლიბრზე“ და მის მწარმოებელზე. - მოიცა, რას მეუბნები?! სია თვითონ თანამშრომლობდა მწარმოებელთან!!! - რაო? რეებს ბოდავ?! საიდან მოიტანე ეს სისულელე?! სიას წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო მწარმოებელი, ისიც კი არ იცოდა საიდან მოდიოდა ეს ბინძური ნარკოტიკი, პირიქით, ყველაფრის გარკვევა უნდოდა, რომ შენ დაეცავი, შენ და კალანდიაც! მას შემდეგ როცა დაგჭრეს, ამ საქმეს ხელი მოჰკიდა! მასზე ამიტომ ნადირობდნენ, რომ ღია ომი გამოუცხადა იმ ნაბიჭვრებს, რომლებმაც ჩვენ გაგვიტაცეს!!! გონებაში ყველაფერი ამერია, აბა რას ნიშნავდა ის ჩანაწერები, რომელიც საკუთარი ყურით მქონდა მოსმენილი? მირიანი და Черный список-ი „კოლიბრზე“ საუბრობდნენ, მისი რეალიზაციის ხერხებზე და მოწოდების გრაფიკზე. საერთოდ, რა ჯანდაბა ხდებოდა?! - ყველაფერი მომიყევი რაც იცი და ამჯერად არც კი გაბედო რამის დამალვა!!! თუ ის უდანაშაულოა, რატომ არ მითხრა სიმართლე? რატომ?! - ლამის ვიყვირე. - დუჩე... შენ ყველაფერი არასწორად გაიგე. სიას ამ საქმეში ჩარევა არ უნდოდა, თვლიდა, რომ ზედმეტად სახიფათო და ბინძური იყო ეს ყველაფერი, მაგრამ როცა შენ დაგჭრეს, აზრი შეიცვალა. მას და სანდროს ისედაც ითრევდნენ ჭაობში და თვითონაც არ იცოდა რატომ, შენი ამბის შემდეგ კი ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. ათას უბედურებაში ეხვეოდა, ყოველდღე დალურჯებულს და ნაცემს ვხედავდი, უჭირდა ამის შენგან დამალვა, თავისი ცხოვრების დამალვა. შენი დაცვა უნდოდა, ამიტომ არ გითხრა სიმართლე, არ უნდოდა ამაში გარეულიყავი. ფეხზე წამოვდექი და სახე ხელებში ჩავრგე. გონებაში ყველაფერი ამერია. ჩემი რაღაც ნაწილი ახალი ამბის მოსმენით ხარობდა, მაგრამ სიას გაუჩინარება და ამით მოგვრილი ველური შიში, სხვა დანარჩენს ჩრდილავდა. თავში ათასი შემაძრწუნებელი კითხვა მიტრიალებდა - სად გაქრა? ის მეგობრებს არ მიატოვებდა, აუცილებლად დახვდებოდა ბინაში, ნუთუ ისიც... აზრის დასრულება ვეღარ შევძელი. - თავი როგორ დააღწიე ტყვეობას? სანდრო სად არის? - სანდრო... - ხმა ჩაუწყდა, ბალიშებზე მიწვა და მოთქმით ატირდა. - სისი! - მოკლეს! - ამოიქვითინა გამწარებულმა - ჩემს გამოყენებას აპირებდნენ, რომ სანდრო აელაპარაკებინათ, გაუპატიურებას მიპირებდნენ. შეიშალა, აწყვეტა მოახერხა და... მეტის მოსმენა აღარ მინდოდა, რაც უფრო მეტს ლაპარაკობდა, მით უფრო მიჭირდა ჩემში გაღვიძებული ველური მხეცის დამორჩილება, რომელიც შიგნეულობას მონდომებით მინგრევდა. - ყურადღება მასზე გადაიტანეს, ორნი იყვნენ. სანდრომ მიყვირა გაიქეციო და... და... დავუჯერე, დუჩე, გესმის?! მე, მას დავუჯერე!!! - კარგი, - გვერდით მივუჯექი და ატირებული გულში ჩავიკარი - სწორად მოიქეცი, ასეც უნდა გექნა. იქ რომ დარჩენილიყავი ვერაფერს უშველიდი, შენც მოგკლავდნენ, თავს ნუ იდანაშაულებ. - ტყეში გიჟივით გამოვიქეცი, გზაში კი სროლის ხმა გავიგე... ესროლეს, დუჩე! სანდრო... - ხმა ჩაუწყდა და მწარედ ატირდა, თავზე ხელი გადავუსვი, მისმა ცრემლებმა სვიტერი მთლიანად დამისველეს - სირბილისას შემთხვევით გზატკეცილზე ამოვყე თავი და პირველივე მანქანას ჩავუხტი საბურავებში, კინაღამ დამეჯახა, მერე კი აქ აღმოვჩნდი. ჩემებს შიშისგან გული გაუსკდათ, ვუთხარი, რომ პოლიციაში არ დაერეკათ, თორემ უარესი მოხდებოდა. მას შემდეგ ხმა არ ამომიღია. დედაჩემი ყოველდღე მაიძულებს, რომ რამე მოვუყვე. ოთახიდან ცხვირს არ მაყოფინებენ, ტელეფონი წამართვეს, ინტერნეტი გამითიშეს, შენთან დარეკვა ვერ მოვახერხე. - კარგი, დამშვიდდი აქ ვარ, - თავი ავაწევინე და ცრემლები ნაზად შევუმშრალე. სახე მართლაც საშინელ დღეში ჰქონდა - ახლა უნდა გამოჯანმრთელდე. სახლიდან ფეხი არ გამოადგა, მე ჩემს მეორე ტელეფონს დაგიტოვებ და თუ რამე დაგჭირდება გადმომირეკე, გაიგე? - გავიგე, - თავი დამიქნია და ისევ წამოუვიდა ცრემლები - დუჩე, სია... სია სადაა?!! მასაც თუ რამე დაუშავეს... - არა!!! - ვუთხარი მტკიცედ - არა, ის კარგადაა! ვგრძნობ ამას და მე მას აუცილებლად ვიპოვი. შენ კი, რაც იცი ყველაფერი მომიყევი, არცერთი დეტალი არ გამოტოვო, ეს დამეხმარება მისი კვალის პოვნაში. - კარგი... თავი მერვე მანქანას დიდი სისწრაფით მივაქროლებდი „ქეი კორპორეიშენისკენ“. გონებაში აღგზნებული ფიქრები ისე მაწყდებოდნენ, როგორც ქილაში გამომწყვდეული კრაზანები მინის კედელს. ეს ყველაფერი მახე იყო! მახე და მე ვერაფერს მივხვდი!!! ნაბიჭვრები ხელების შეწმენდას სიაზე და მირიანზე აპირებდნენ, სწორედ ამას ნიშნავდა ის წყეული ჩანაწერი, რომელიც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ვერც კი მივხვდი რომ ყალბი იყო. სიას ხმა მოდულატორით იყო შეცვლილი და ეს არც გამკვირვებია, თავისი ნამდვილი ხმით არც დაელაპარაკებოდა მირიანს, მაგრამ გელოვანის ხმა?! სწორედ ამან შემიყვანა შეცდომაში, გელოვანის ხმა მონტაჟი არ ყოფილა, ესე იგი, ის ახვარიც მონაწილებოდა, მთელ ამ ბინძურ ამბავში, შემდეგ კი, გაუგებარი მიზეზის გამო თავიდან მოიშორეს. - ვერავინ დამაჯერებს, რომ ამაში აქციონერების ხელი არ ურევია! ახვრები!!! გავაღრჭიალე კბილები და გაზის პედალს ფეხი მივაჭირე. მანქანა ტყვიასავით გაქროლდა ტრასაზე. ჯერ კიდევ თვალწინ მედგა სისის დასახიჩრებული სახე და ბოღმა უფრო და უფრო მიჭერდა ყელში. სანდროც ამ ამბავს შეეწირა, დიდად არც არასდროს მეხატებოდა გულზე, მაგრამ მისი სიკვდილი ნამდვილად არ მდომებია. ყველაზე მეტად კი სია მადარდებდა, იმ აზრს თავიდან ვერ ვიგდებდი, რომ ახლა რომელიღაც მიყრუებულ სარდაფში ჰყავდათ გამომწყვდეული და ათას საშინელებას უკეთებდნენ. ნელ-ნელა ჭკუიდან ვიშლებოდი, ალბათ ამიტომაც მივიღე რადიკალური ზომები... როგორც იქნა, კომპანიას მივუახლოვდი, მანქანა მოწყვეტით შევაჩერე ეზოში და სწრაფად გადმოვედი. შუშებიანი კოშკი ამაყად წამომართულიყო და თვალისმომჭრელად ელვარებდა უკუნ ბნელში. ეს კომპანია იყო ყველა სიბინძურის სათავე, სწორედ ამ შენობის ძვირფასმა კედლებმა გამომკეტეს „ოქროს გალიაში“, რომლისგანაც მეგონა, რომ თავის დახსნა მოვახერხე, თუმცა, ის ჯერ კიდევ განაგრძნობდა ჩემთვის ძვირფასი ადამიანების განადგურებას! - ბატონო ქავანა? - დაცვის წევრს თვალები შუბლზე აუვიდა, საუკუნე იყო აქ არ გამოვჩენილვარ. - მანქანას მიმიხედე! გასაღები უგულოდ გადავუგდე და ზედაც არ შემიხედავს ისე შევედი შენობაში. უკვე ძალიან გვიანი იყო, მომსახურე პერსონალი კანტიკუნტად ირეოდა ფოიეში. სულ დამვიწყებოდა როგორი „დიადი“ იყო აქაურობა. ორმოცსართულიანი, 147 მეტრის სიმაღლის შუშის ცათამბჯენი შიგნიდან უფრო თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. ქვიშისფერი, ლაპლაპა კერამიკული მეტლახი სარკესავით პრიალებდა და მუქ ოქროსფერშუშებიან შენობას თვალისმომჭრელად ირეკლავდა. მაღალ ჭერში ჩაშენებული მბრწყინავი ნათურების სხივები მხიარულად ციმციმებდნენ კრემისფერ კედლებზე, საბოლოოდ კი დარბაზის შუაში მდგომ უზარმაზარ, კერამიკული ლოკოკინებისგან მოპირკეთებულ, შადრევანთან იყრიდნენ თავს და მათში თავდავიწყებით იკარგებოდნენ. თბილი ფერების გარდამავალი სპექტრები ისე ერწყმოდნენ შადრევნიდან ამოხეთქილ წყლის ნაკადს, რომ შუშხუნა შამპანიურს ამსგავსებდნენ. შადრევნის უკან, კედლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს ლიფტები მოჩანდა. დარბაზის ბოლოში კი ორი საავარიო გასასვლელი იყო დატანებული. ერთი შენობის სიღრმეში ჩადიოდა, მეორე კი კიბეებს ფარავდა, რომელიც ორმოცივე სართულს მაღლა მიუყვებოდა. აქაურობა განსაკუთრებით ლამაზი გამთენიისას იყო, როცა ამომავალი მზის ოქროსფერი სხივები მუქ თაფლისფერ შუშებში აღწევდნენ, ცეცხლის ენებად გარდაიქმნებოდნენ და შენობის თითოეულ სართულს კარამელის ზღვას ამსგავსებდნენ. ახირებულ მილიონერებს კომპანიის ბოლო სართულები თავიანთი განცხრომისთვის ჰქონდათ მოწყობილი. აქ ყველაფერი იყო - კაზინო, სადაც აქციონერები დამღლელი დღის შემდეგ, ვისკის ჭიქებით ხელში, პოკერის სათამაშოდ იკრიბებოდნენ. სარელაქსაციო ოთახები, სადაც ტიბეტიდან ჩამოსული სერთიფიცირებული მასაჟისტები პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობდნენ მომხმარებელს. სპორტდარბაზი, რომელიც უახლესი და ძვირადღირებული ტექნიკით იყო აღჭურვილი. თუმცა, ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით რაც შევჩენკომ შენობის სახურავზე წამოჭიმა. უზარმაზარი ლურჯი აუზი, რომელიც მთლიანად შუშის გახლდათ, გიგანტურ აკვარიუმს ჩამოჰგავდა. მის შუაგულში კი პატარა ბარი იყო ჩადგმული, რომელიც იშვიათი სახის სასმელებით და კოქტეილებით იყო გაწყობილი. შეგეძლო წყალზე წამოწოლილს თან დაგესვენა, თან დაგელია, ისე რომ აუზიდან ამოსვლა არც გჭირდებოდა. შევჩენკო გიჟდებოდა ალკოჰოლურ სასმელებზე და კოლექციონერიც კი გახლდათ. მის სახლში მხოლოდ ერთხელ ვიყავი ნამყოფი, როცა დიდი ივენთი მოაწყო, სერბებისთვის თავისი ძვირფასი საცავით თავი, რომ მოეწონებინა. გამოუვიდა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ სერბები სასმელის მოყვარულები არ იყვნენ, ამ ჯადოსნურ სანახაობას მაინც ვერ აშორებდნენ ხარბ მზერას. ბოთლებში ჩამოსხმული ქარვისფერი და სისხლივით წითელი ანტიკური ღვინოები გამომწვევად ბზინავდნენ მდიდრული ჭაღის ოქროსფერ შუქზე და უცხოელ სტუმრებს თვალს ჭრიდნენ. ქვედა სართულები კი ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა - ტელეფონების გაუთავებელი ზუზუნი, ოფისებიდან გამოსული დებატების ხმა, ანალიტიკოსების მსჯელობები აქციების ფასის გამყარებაზე, ან პირიქით, მათ კატასტროფულ ვარდნაზე. ოპერატორების წინდაუკან სირბილი მძიმე საქაღალდეებით ხელში და ა.შ. აქაურობა ცალკე გალაქტიკას მაგონებდა, სრულიად სხვა სამყაროს, რომლის შიგნითაც ყველაფერი იმით წყდებოდა, თუ რა სისქის ჯიბე გქონდა და არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა შენს ღირსებებს ან ინტელექტს. მგონი დაბალი ინტელექტის მქონე მდიდარი სირები უფრო სასურველი სტუმრები იყვნენ ამ „ეშმაკის ხაფანგში“, სწორედ ისინი წარმოადგენდნენ ფულის შოვნის ყველაზე იოლ და მოსახერხებელ გზას. თავი გავაქნიე, საამურად მოჩუხჩუხე შადრევანს გვერდი ავუქციე და პირველი სართულის „სარდაფს“ მივაშურე. ეს კომპანიის იატაკქვეშა განყოფილება იყო, საიდანაც „ქეი კორპორეიშენი“ ვირტუალურად იმართებოდა. კომპანიის „ტვინი“(მთავარი გენერატორი, საიდანაც მთლიანად კომპანიის კიბერსივრცე იმართებოდა) ქვემოთ იყო. კიბეებზე ჩავირბინე და მარცხენა შესახვევს გავუყევი. ყველა ოთახი დაკეტილი დამხვდა, ერთის გარდა. გულზე მომეშვა, ტაისონას გვიანობამდე მუშაობა ვერაფრით მოეშალა. თუმცა, ამას მის შრომისმოყვარეობას ვერ მიაწერდი, სახლში მისულს ლოთი დედამისის ყურებას ისევ კომპანიაში „ცხოვრება“ ერჩია. არც დამიკაკუნებია კარი ისე შევაღე, მაგრამ, ჯობდა ეგ არ მექნა... არასოდეს შეაღოთ მამაკაცსი ოთახის კარი დაკაკუნების გარეშე, განსაკუთრებით ღამით!!! კინაღამ გული ამერია. - შიგ ხომ არ გაქ, ! წავიბუღზუნე გაღიზიანებულმა და თვალი ავარიდე ტაისონას, რომელიც შარვალჩახდილი, პორნოების ფონზე მარჯვენა ხელს ეფექტურად ავარჯიშებდა. - დუჩე!!! წამოიყვირა დამფრთხალმა და სწრაფად ამოიცვა შარვალი. შებრუნებას ვერ ვბედავდი, წამის წინანდელი სცენა ჯერ კიდევ თვალწინ მედგა და ძლივს ვიკავებდი თავს, რომ იქვე გული არ ამრეოდა. - გამო....ვდი, ბიჭო?! - შევუღრინე ნერვებმოშლილმა და კარი მივხურე - კარი მაინც ჩაგეკეტა შიგნიდან, რა საზიზღრობაა!!! - ასე გვიან არავის ველოდი! - შეიშმუშნა უხერხულად. თვალები უძილობისგან ჩალურჯებოდა და ჩაშავებოდა. შავი თმა ყალყზე ედგა, მუდამ ფერმკრთალი სახე კი ახლა ერთიანად ასჭარხლებოდა. ვის არ გაუტყდება ნძრევისას რომ შემოგისწრებენ?! - გამორთე ეგ დედამოტყნულობა! - უი! - სწრაფად შებრუნდა და პორნო საიტები გათიშა - ჰოო, ისაა... - უხერხულად მოიქექა კეფა და გვერდულად გამომხედა - აქ რას აკეთებ? დიდი ხანია არ გამოჩენილხარ. - წაეთრიე ხელები დაიბანე და მერე ვისაუბროთ! შევუბღვირე გაღიზიანებულმა. სწრაფად წამოდგა და ოთახიდან გაიძურწა. ოთახში მდგომ ერთადერთ დივანზე ჩამოვჯექი და ცხვირშეჭმუხნულმა თვალი მოვავლე აქოთებულ სოროს, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ქსელების და კიბერუსაფრთხოების ადმინისტრატორის კაბინეტთან. კომპიუტერების მაგიდა ლუდის ცარიელი ქილებით და სიგარეტის ნამწვავებით იყო სავსე. აქაურობას სიტყვა საღორე უფრო შეჰფეროდა! მართალია ტაისონა დიდი ფეთხუმი ვიღაც იყო, მაგრამ თავისი საქმის პროფესიონალი გალხდათ და მის ასეთ მავნე ჩვევებზე კომპანია თვალს ხუჭავდა. - ჰო, - ოთახში მალევე შემობრუნდა, კარი მიხურა, თავის სკამზე ჩამოჯდა და მორიდებით გამომხედა - აბა, ახლა მითხარი რამ შეგაწუხა. - შენთან სერიოზული საქმე მაქვს, მაგრამ სანამ რამეს გეტყვი, მანამდე რაღაცის გარკვევა მინდა. - რისი? - დაიძაბა. - რაც უნდა გთხოვო ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ჩემთან ხარ და რაც არ უნდა მოხდეს პირს არ მოაღებ! - ეგეთი რა უნდა მითხრა? როდის იყო ხმა ამომიღია, დუჩე? ასე რატომ მელაპარაკები? - მე სხვა რამეს გეუბნევი, შენ ყველაფრის დამალვა სხვებისგან კი არა, შენივე უფროსებისგან მოგიწევს. მზად ხარ ამისთვის? - მოიცა, ვერ გავიგე, რაც უნდა გავაკეთო აქციონერებმა ამის შესახებ არაფერი უნდა გაიგონ? - ჰო. - მაგას ვერ ვიზამ! - მიპასუხა სწრაფად - მაპატიე, დუჩე. პატივს გცემ, ნებისმიერ რამეს გავაკეთებ რასაც მთხოვ, მაგრამ მათ ვერაფერს დავუმალავ, მომკლავენ! - მომისმინე, ახვარო! - ნერვებმა ისევ მიმტყუნეს, ფეხზე წამოვიჭერი და გამძვინვარებული საკინძეში ვწვდი - შენ ხომ არ გავიწყდება ვის ელაპარაკები?! დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი გადაკიდება გინდა?! დამიჯერე კალანდია ისეთს ვერაფერს დაგმართებს, რისი შესრულებაც მე შენთვის შემიძლია! რას აპირებ მომავალში, მთელი ცხოვრება პორნოებზე უნდა ანძრიო?! პირობას გაძლევ, რომ ახლა თუ უარს მეტყვი, ასეც მოგიწევს! - შენ რა, მემუქრები?! - არა, გაფრთხილებ! არ ვარ იმ მდგომარეობაში, რომ შენს კერვაზე დრო ვხარჯო, ან ჩემთან ხარ, ან ამ ბოზებთან, მაგრამ ისიც ნუ დაგავიწყდება, რომ მალე ამათი დრო წავა, მერე კი მართლა დაგენძრევა!!! - რა უნდა გავაკეთო? - იკითხა პაუზის შემდეგ და თვალი ამარიდა. ხელი ვუშვი და წარბშეკრული ზიზღით მივაჩერდი. ვერ ვიტანდი, როცა რაღაცის გასაკეთებლად ხალხის დაშინება მიწევდა, განსაკუთრებით მისნაირი უსურების. ჩემნაირებს მათი განადგურება ხომ ძალიან იოლად შეეძლოთ და როცა ამას საჩემოდ ვიყენებდი, საკუთარი თავი მეზიზღებოდა. ასე მამაჩემს და მის საძმაკაცოს ვემსგავსებოდი, ეს კი ნერვებს მიშლიდა. - ნუ მაიძულებ ასე გელაპარაკო, - შევუბღვირე უკმაყოფილოდ - ნუ გეშინია, რაც არ უნდა მოხდეს, დაგიცავ, გაიგე?! - შენ შევჩენკოს და კალანდიას არ იცნობ... - სკამზე ჩამოჯდა და სახეზე ხელი ნერვიულად მოისვა. - რა მოხდა? ზედმეტად შეგეხნენ? - გახსოვს, კალანდიასთან კონფლიქტი, რომ მომივიდა? - მერე? - იმ დღეს საშინლად დამამცირა, ისეთი სიტყვები მითხრა თავი ვერ შევიკავე და ზედმეტი წამოვროშე. ამის გაკეთებას არც ვაპირებდი, უბრალოდ გაბრაზებულ გულზე წამომცდა. - რა უთხარი? - ვკითხე და ისევ დივანზე ჩამოვჯექი. - ვუთხარი, ამას არ შეგარჩენ-მეთქი, კომპანიის უსაფრთხოება ჩემს ხელშია და მარტივი ალგორითმით ისე აგირევ მთელ სისტემას პროფესიონალი პროგრამისტებიც ვერ გამოგისწორებენ ზიანს და მერე შემეხვეწები, რომ უკან დავბრუნდე-თქო. - ჩაიბურტყუნა თავჩახრილმა. - რა გაგიკთეს? - ვიკითხე მშვიდად, მშვენივრად ვიცნობდი იმ ორ მანიაკს, ამ სიტყვების შემდეგ, მიკვირდა კიდეც ტაისონას ცოცხალს რომ ვუყურებდი. - მცველებს უბრძანეს, მანქანაში ჩამტენეს და ქარხანაში წამიყვანეს, - თავი ასწია და მზერა გამისწორა - ცემენტით სავსე ავზში ჩამაგდეს. იქ აპირებდნენ ჩემს დატოვებას. - მერე, როგორ დააღწიე თავი?! - ალექსი, ის რომ არ გამოჩენილიყო დანძრეული მქონდა. მცველებს ეჩხუბა თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ, კაცს რისთვის კლავთო. ჩემი გაშვება არ უნდოდათ, უფროსებისგან ბრძანება ჰქონდათ მიღებული, მაგრამ ალექსმა არ დათმო და იმ ავზიდან ამომათრია. მაგ დღეს კალანდიამ მიხსნა და გამაფრთხილა ენას კბილი დააჭირე, თორემ სხვა დროს მეც ვეღარ გიშველიო. ახლა ხვდები რატომ მეშინია მათი? მართლა მომკლავენ, დუჩე! კალანდიას სიტყვები გამახსენდა ტაისონაზე რომ მითხრა, მამაჩემთან შელაპარაკება მომივიდა მის გამოო, მაგრამ არ მეგონა საქმე ასე სერიოზულად თუ იყო. ჩამეღიმა, სხვა თუ არაფერი ის მაინც არ ჰგავდა მამამისს და ეს აზრი ძალიან მომწონდა. - ვიცი რომ შეშინებული ხარ, - წამოვდექი და მის წინ სკამზე ჩამოვჯექი - მაგრამ, მე შენი დახმარება მჭირდება, ამას შენს გარეშე ვერ ვიზამ, ანდრო. მე პირობა მოგეცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს დაგიცავ და იცი, რომ ამას შევასრულებ. - კალანდიასგანაც? შევჩენკოსგანაც? - ვერავინ შეგეხება, მენდობი? - კარგი, ჩათვალე რომ ჩემი სიცოცხლე შენს ხელშია. მამათქვენებს არ ჰგავხართ, არც ალექსი და არც შენ. მარტო ამიტომ გავრისკავ, იმედია ამ წამს საკუთარ თავს განაჩენი არ გამოვუტანე. - ამოიხრა წარბშეკრულმა და მზერა გამისწორა - რა უნდა გავაკეთო? - დროებით მთელს კომპანიაში კამერები უნდა გაითიშოს, ოღონდ ისე, რომ ეს პარალელურმა პროგრამულმა ადმინისტრაციამ ვერ შენიშნოს. შეძლებ? - ვერა, მაგას ისე ვერ გავაკეთებ, „ტვინმა“ რომ ვერ გაიგოს, მაგრამ შემიძლია კამერების მეხსიერება შევცვალო, ოღონდ ერთ საათზე მეტის მოცემა არ შემიძლია, უკვე ღამის ხუთი ხდება, ექვსზე გენერატორი ჩაირთვება და ჩემი ყოველი ქმედება „ტვინზე“ აისახება. - არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია კამერებზე არ გამოვჩნდე. დრო საკმარისია, მეყოფა. - კიდევ რა გჭირდება? - სათვალთვალო კამერები, მითხარი რომ ჯერ კიდევ ინახავ იმ პატარა ტარაკნებს. - მაქვს, მაგრამ ძველი მოდელებია, ცუდი აკუსტიკა აქვთ, ბგერები დახშულად ისმის. ახალი პარტია მთლიანად დავამონტაჟეთ კომპანიაში, მხოლოდ ძველი ნაგავი მაქვს შემორჩენილი. - რაო, ნოვა თანამშრომლებს არ ენდობა? - ჩამეცინა ირონიულად. - მისი კაბინეტიდან რაღაცეები გაქრა, თან ისე, რომ კამერებმა ვერაფერი დააფიქსირეს, მეც კი ვერ შევამჩნიე ვერაფერი, არადა კაბინეტს იშვიათად ვტოვებ, ამიტომ რეზერვული მარაგიც ამოვწურეთ. - მოიცა, რას ნიშნავს რაღაცეები გაქრა? რა დაიკარგა? ეს სიახლე არ მომეწონა, ნოვას აქამდე მსგავსი პრობლემები არ ჰქონია და როცა კომპანიის პრეზიდენტის ოთახიდან რაღაცეები ასე უჩინარდება, ეს უკვე სანერვიულო ფაქტია. როგორც ჩანს, ნოვასაც საკმარისად ჰქონია პრობლემები, რომლის შესახებაც მე არაფერი ვიცოდი. - არ ვიცი, ჩემთვის არაფერი უთქვამს. მხოლოდ ის მითხრა, რომ კამერები დამეყენებინა მის კაბინეტში, თან გამაფრთხილა ამის შესახებ არავისთვის მეთქვა. - გადავწყვიტე ამის შესახებ ნოვას მოგვიანებით დაველაპარაკები-მეთქი და ტაისონას მივუბრუნდი. - ძველი კამერები არაფერში გამომადგება, ახალის შოვნას შეძლებ? - ლოუდინგს თუ ექნება, მაგრამ ამ ბოლო დროს მარაგი ამოწურა. წარმოდგენა არ მაქვს ამდენს მოსასმენს ვინ ყიდულობდა, მაგრამ ბოლო პარტია იქამდე გაასაღა სანამ მე მოვასწრებდი რამის შეძენას, თან ისეთი ფასები აქვს... - ფული პრობლემა არაა, დაურეკე და შეუთანხმდი. საუკეთესო ტექნიკა მჭირდება, მოსასმენები, კამერები, ხმის შემცვლელი მოდულატორი და ორი ლეპტოპი, აიპ მისამართით რედაქტირებული. - ჯანდაბა, ძმაო, ასეთს რას გეგმავ? - შეძლებ?! - რა თქმა უნდა, ორ საათში დავურეკავ, ახლა არ მიპასუხებს, თავისებური კაცია... - უთხარი, რომ ყველაფერს თავად წამოვიღებ, ფულს ადგილზე მივუტან. - კარგი. - და კიდევ, კალანდიას კაბინეტში როგორ მოვხვდე? როგორც ვიცი თავისი პლასტიკური ბარათით აღებს კარს, გაქვს რამე რითიც შესვლას მოვახერხებ? - კალანდიას კაბინეტში? - გადაფითრდა - ჰოო... თავისი ბარათით აღებს კარს, მაგრამ ამ ბოლოს რაღაც შეფერხება ჰქონდა ბარათს და კოდერი დააყენებინა, პინკოდის გარეშე კარი არ გაიღება. - მოიცა რა შეფერხება, როდის აქეთაა პლასტიკურებს პრობლემები აქვთ? - არ ვიცი, დაებლოკა და გამოყენებას ვეღარ ახერხებდა. - ასეთი რამ შესაძლებელია? - მხოლოდ მაშინ თუ, კარის აპარატს გადააპროგრამებ, ასეთ შემთხვევაში ის ძველ ბარათს აღარ აღიქვამს და ვეღარც გააღებს, ან ბარათი უნდა დაზიანედეს. კალანდიას ბარათს ხარვეზი არ ჰქონია, აქედან გამომდინარე კარის ბრალია. - მეჩვენება, თუ აქციონერების კაბინეტში ვიღაც უნებართვოდ დაეხეტება? - ჩაფიქრებულმა ერთ წერტილს გავუშტერე თვალი. ჯერ ნოვას კაბინეტი, ახლა კალანდია. ეს დამთხვევა ვერაფრით იქნებოდა. - არ ვიცი, არამგონია, შევჩენკოს არანაირი პრობლემა არ აქვს. შეიძლება სულაც დამთხვევაა, აპარატურაც ფუჭდება ხანდახან. რაც შეეხება მამაშენის კაბინეტს, კამერები დაყენებული მაქვს, თუ ვინმე უნებართვოდ შეჰყოფს ცხვირს აუცილებად გავიგებ. - ანუ შევჩენკოს არანაირი ხარვეზი არ აქვს? - თავი ავწიე და ტაისონას ინტერესით შევხედე. - ეგრე რატომ მიყურებ? - დამფრთხალს თვალები დაუმრგვალდა - არ მომწონს ეგ სახე! - ორი ვარიანტია, ან ეგ ახვარი ჩალიჩობს რაღაცას, ან მის კაბინეტთან ჯერ არ მიუღწევიათ. მე დამთხვევების არ მწამს, მითუმეტეს ახლა... ტუჩებზე თითი ფიქრიანად მოვისვი, შევჩენკო არასოდეს მომწონდა, მაგრამ ეს მისდამი ანტიპათიას არასოდეს გასცელია, დღემდე. - რას გულისხმობ? ახლა რა ხდება? - როდის მოხდა ეს ინციდენტი? - გუშინ და გუშინწინ. ჯერ მამაშენის კაბინეტი „დაარბიეს“, შემდეგ კი კალანდიასი. დუჩე, რატომ ფიქრობ, რომ ვიღაც კაბინეტებში შეღწევას ცდილობს? ეს უაზრობაა, ამხელა კომპანიაა, ვერავინ შემოძვრება აქ ისე, რომ დაცვამ ვერ დაინახოს, ან ჩემთან არ გამოჩნდეს ეკრანზე. მითუმეტეს მაშინ, როცა თანამშრომლებსაც კი სპეციალური საშვები აქვთ. - მაგრამ ფაქტია, რომ შემოაღწიეს, კალანდიას და მამაჩემის კაბინეტები გატეხეს და ვინც ამას აკეთებს, ესე იგი, შესაბამისი გამოცდილებაც აქვს უჩუმრად შემოპარვის. მე კი, აქ დროს ტყუილად ვკარგავ, გეგმები შეიცვალა. - რას გულისხმობ? - კალანდიას მოგვიანებით მივხედავ, ახლა შევჩენკოს კაბინეტში უნდა მოვხვდე, თუ ჩემი ვარაუდი გამართლდება, დღეს მის კაბინეტში დაუპატიჟებელ სტუმარს შევხვდები, იმ ვირთხას, რომელიც ასე თავისუფლად დანავარდობს „ქეი კორპორეიშენში“, მაგრამ თუ მის კაბინეტს არავინ მოაკითხავს, საქმე გაცილებით სერიოზულად იქნება... - დაცვას გავაგებინებ, თუ შენ დარწმუნებული ხარ, რომ ვიღაც შემოჭრას გეგმავს, მაშინ შესაბამის ზომებს უნდა მივმართოთ. - არა! - მოვსხიპე მკაცრად - ამის შესახებ არავინ არაფერი არ უნდა გაიგოს, ხმას არ ამოიღებ! უბრალოდ შევჩენკოს ოთახში შემაღწევინე და ჰო, კამერები აღარ გათიშო. - მოიცა, რატომ? - იმიტომ, რომ აქ ისე ვერავინ შემოაღწევს შენ თუ არ „დაგაბრმავეს“ და ფაქტი სახეზეა, რომ ამას აკეთებნ კიდეც, ისე რომ შენ ვერაფერს ხვდები. თუ კამერებს წინასწარ ავურევთ მეხსიერებას, მაშინ ის ჰაკერი, რომელიც დარწმუნებული ვარ რომ შენს სერვერზე ჩაილოჩობს ყველაფერს დაინახავს და „თავდასხმასაც“ გადაიფიქრებს. - მოიცა, მაგით რა გინდა თქვა, რომ „მაჭამეს“ და ვერაფერს მივხვდი? - აიფხორა წარბშეკრული. - ჰო, გამეცინა, ანდრომ თავი შეურაწყოფილად იგრძნო. შესაძლო კონკურენტის არსებობამ (თან საკმაოდ ძლიერის, ტაისონას გაცურება არც თუ ისე იოლია) გვარიანად გააღიზიანა. - მაგრამ, პრობელმა იმაშია, რომ თუ ის ახლა ვირთხასავით დაძვრება შენს სერვერზე, მაშინ ისიც ეცოდინება, რომ მე აქ ვარ და დამინახავს კიდეც შევჩენკოს კაბინეტში თუ ვცდი შესვლას, ეს კი პრობლემაა. - არა, არ არის! გაბრაზებულმა სახელოები აიწია და კომპიუტერისკენ აღრენილი შებრუნდა, როგორც ჩანს ახალმა ამბავმა მოტივაცია მისცა დაემტკიცებინა, რომ მას ამ საქმეში ბადალი არ ჰყავდა. - რას აკეთებ? დაბნეული მონიტორებს მივაჩერდი. ოთხივე ეკრანი გაშავდა და მწვანე შრიფტით კოდები გაეშვა. ტაისონა შუბლშეკრული მომიბრუნდა. - თუ ვიღაც გარედან ჩალიჩობს, ის „ტვინს“ აზიანებს და არა მე! ასეთ შემთხვევაში მისი პარამეტრების გააქტიურება მომიწევს, ის ახვარი ვერაფერს მიხვდება. ამის უფლებას არ მივცემ, ჩემივე სამფლობელოში, ვერავინ შემომეჭრება! - წაიღრინა გაცეცხლებულმა - თუ ის მართლაც დღეს გეგმავს თავდასხმას, მაშინ გათვლილი ექნება, რომ ტვინს ოცდაოთხი საათის განმავლობაში მხოლოდ 2 საათით სძინავს. დრო 1 საათი გრჩება, გენერატორი ზუსტად 6-ზე ჩაირთვება. შეიძლება ის უკვე კაბინეტშიცაა, მაგრამ არჩევანი არ გვაქვს, თუ ახლავე იქ წახვალ დაგინახავენ. - მაშინ, როგორ მოვიქცე? - „ტვინის“ ნაადრევად ამუშავება მომიწევს, მისი დახმარებით შევძლებ შენს „გაქრობას“ ეკრანიდან, ისე რომ ჰაკერმა ვერაფერი შენიშნოს. მას გათვლილი აქვს, რომ გენერატორს სძინავს და არც უშვებს იმ ფაქტს, რომ შეიძლება დროზე ადრე ამუშავდეს. - „ტვინის“ დახმარებით? ასე ხომ ყველაფერი გამოჩნდება ჩვენთან? - სხვა გზა არ არის, დუჩე, ჩვენ მთლიანი ძალები უნდა გამოვიყენოთ. რამეს მოვიფიქრებ, ვეცდები ჩანაწერი ისე წავშალო, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს. თუ არც მოძებნიან ვერც ნახავენ, რომ კადრები ამოჭრილია, უნდა გავრისკოთ. - კარგი, არჩევანი მაინც არ მაქვს! - ეს გამომართვი, - პატარა ყურსასმენი მომაჩეჩა - მე შენს ყურში „ვიჯდები“ და თუ რამე ისე არ წავა შეგატყობინებ და ეს პლასტიკურიც აიღე. შევჩენკოს ბარათის დუბლიკატია, კარს მაგით გააღებ. - კარგი, - ყურსასმენი მოვირგე და ანდროს გვერდულად გავხედე - დავიწყოთ! **** დავეჭვდი, მეთვრამეტე სართულის დერეფანში არავინ ჭაჭანებდა, არადა წესით აქ მცველები უნდა ყოფილიყვნენ. ისინი მუდამ მიმოდიოდნენ დერეფნებში და ფხიზლად ადევნებდნენ თვალყურს მძინარე შენობას. ეს ნოვას ახირება იყო, მარტო სათვალთვალო კამერების იმედად თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა. თვლიდა, რომ დაცვა საჭირო და აუცილებელიც კი იყო. თუმცა, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, მისი სიფრთხილე სულაც არ იყო საფუძველს მოკლებული. ცერად გავხედე დერეფნის კუთხეებში დამონტაჟებულ კამერებს, რომლებიც „ტვინის“ ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და ახლა იმის ნაცვლად რომ კადრში მე გამოვჩენილიყავი უკვე ჩაწერილ და დამონტაჟებულ ჩანაწერს „უყურებდნენ“. სწრაფი ნაბიჯით მივუახლოვდი შევჩენკოს კაბინეტის კარს. დაკეტილი დამხვდა, შეიძლება შიგნით უკვე მელოდნენ კიდეც, მცველების არ ყოფნამ დამაეჭვა, ან შეიძლება სულაც არავინ მოსულიყო. მეორე ვარიანტზე ფიქრიც კი არ მინდოდა. სენსორს კარტა ავატარე და ყრუ ჩხაკუნით ოფისის კარიც გაიღო. სწრაფად შევსხლტი ბნელ ოთახში და კარი მივიხურე. უკუნით სიბნელეს, მხოლოდ მინის კედლიდან შემომავალი მთვარის ნაზი შუქი აფერმკრთალებდა და ოთახის კუთხეში მდგომ უზარმაზარ აკვარიუმში, მხიარულად მოცურავე ოქროს თევზებს, თვალისმომჭრელ ბრწყინვალებას ჰმატებდა. როგორც კი ოთახში შემოვედი, მაშინვე დაფრთხნენ და აკვარიუმის ფსკერზე, მარჯნის რიფებში, საიმედოდ მიიმალნენ. ოთახს თვალი მოვავლე, მანამდე არასოდეს ვყოფილვარ შევჩენკოს კაბინეტში და იმედგაცრუებულმა გავიფიქრე აქაც იგივე ნაგავია რაც მამაჩემის ოფისში-თქო. მოზრდილ საწერ მაგიდას დიდი პერსონალური კომპიუტერი ამშვენებდა. მინის კედელთან კი რბილი, შავი ტყავის სავარძლები, მეთვრამეტე სართულიდან გადაჰყურებდნენ განათებულ თბილისს, შუაში კი ჟურნალის პატარა მაგიდა გარედან შემოსულ მთვარის შუქს სარკესავით ირეკლავდა. მაგიდის მარცხნივ, კედელში ჩაშენებული კრემისფერი კარადა, ათასი ფაილით და კომპანიის დოკუმენტებით იყო გამოტენილი. კედლებზე კი ცნობილი მხატვრების ორიგინალი ნამუშევრები იწონებდნენ თავს, რომლის ავტორებიც, მეეჭვებოდა რომ შევჩენკოსნაირ ლოთს სცოდნოდა. ეს ალბათ მისი „განათლებული“ კაცის იმიჯის ნაწილი, იყო როგორც სხვა ბევრი რამ, რასაც მუდამ ამარიაჟებდა პატივსაცემი საზოგადოების წინაშე, ირონიულად ჩამეცინა. ერთი სიტყვით, ყველა საოფისე აღჭურვილობა ადგილზე იყო და არაფერი გამოკვეთდა იმას, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ერთფეროვანი და არაფრით გამორჩეული კაბინეტი. არცერთი დამახასიათებელი შტრიხი, რომელიც მიგახვედრებდათ, თუ ვის სამფლობელოში შემოაბიჯეთ, გარდა ერთი დეტალისა - რბილი სავარძლების მოპირდაპირედ, კედლის მარჯვენა კუთხეში, ძვირადღირებული სასმელების მინიბარი იწონებდა თავს. გაიძვერა რუსს სასმელზე მეტად მგონი საკუთარი საყვარელიც კი არ უყვარდა, რომელსაც ყველაფრით თან ჰყვებოდა. რა სამარცხვინოა, შენს პიროვნებასთან მხოლოდ ალკოჰოლური სასმელი რომ ასოცირდება. ის იყო საწერ მაგიდას მივუახლოვდი და უჯრების შესამოწმებლად დავიხარე, რომ სუსტი ნაბიჯების ხმა ჩემს მახვილ სმენას მისწვდა. დავიძაბე და გაქვავებული მზერა ბნელ კარს მივაბჯინე. - ანდრო! ანდრო! - ჩავსისინე გადამცემს, მაგრამ ხმა არავის გაუცია, - გესმის? ანდრო, ტფუი ბლიად! ის იყო შევჩენკოს პიჯაკების კარადისკენ დავაპირე გაქცევა, რომ ხმადაბალმა საუბარმა ადგილზე გამაშეშა. - აქ უნდა იმორიგეო? - ჰო, სხვა რა გზა მაქვს?! მაინც ვერ გამიგია, რა საჭიროა დაცვა ყველა სართულზე, როცა ეს ეშმაკის მანქანები ისედაც ყველაფერს ხედავენ?! - ჰო, მაგრამ, როგორც ჩანს, აქციონერები მხოლოდ ვირტუალურ კონტროლს არ ენდობიან და მართალიც არის, კამერების გატეხვა დღევანდელ რეალობაში დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. - მაგათ ხო ტვინი მოტყნეს თავიანთი სირული გამოხტომებით! გუშინწინ კეზერაშვილი სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ ფრანგებთან ბიზნესვახშამზე დააცემინა და ერთ-ერთს პიჯაკზე ბრიუსელის კომბოსტო შეაფრქვია. უცებ კალანდიას ბრაზიზგან ამჟავებული სიფათი წარმოვიდგინე, რომელიც უხერხული ბოდიშებით და სახეზე მიკერებული აჭრილი ღიმილით ცდილობდა სტუმრისთვის ბრიუსელის კომბოსტო მოეშორებინა პერანგიდან და ტუჩზე ვიკბინე, რომ არ გამცინებოდა. გული დამწყდა იქ რომ არ ვიყავი, კალანდიას დაცინვის შანსს ხელიდან არასოდეს ვუშვებდი. - მართლა? - ჩემგან განსხვავებით მეორე მცველმა სიცილი ვერ შეიკავა და გულიანად ახარხარდა - მაპატიე, მაგრამ სასაცილო სანახავი იქნებოდა. წამოდი, ყავა ვიყიდოთ და პოსტზე დავბრუნდეთ. თხუთმეტი წუთის საქმეა, ვერავინ გაიგებს ჩვენს აქ არ ყოფნას. კომპანიაში ტაისონას გარდა თითქმის არავინაა, ეგეც ალბათ ისევ თავის ოთახში ზის და პორნოებზე ანძრევს. - კარგი, წამო. გამოფხიზლება ნამდვილად არ მაწყენდა. გადავიღალე, ერთი სული მაქვს ჩემი ცვლა როდის დამთავრდება. ჩემი ცოლი სულ მეჩხუბება გვიან ბრუნდებიო, გეგონება მე მეხალისებოდეს... მცველების ხმა მიწყდა. თავი ვანებე დაკეტილი უჯრების ჯაჯგურს და ის იყო კიდევ ერთხელ უნდა მეცადა ანდროსთან დაკავშირება, რომელიც საეჭვოდ დუმდა, რომ სუსტი ფაჩუნი მომესმა. ინსტიქტმა მიკარნახა, რომ მცველები უკან ასე მალე ვერ დაბრუნდებოდნენ და ძლივს მოვასწარი შევჩენკოს კარადაში შესხლტომა, რომ კარი გაიღო და ნახევრად ბნელ ოთახში დაუპატიჟებელმა სტუმარმა შემოაბიჯა. გარედან შემოსული, ოქროსფერი სინათლის, ვიწრო ზოლი ორი წამით დაეცა ძვირფას ხალიჩას და მალევე გაქრა, უცნობმა კარი მიიხურა და ფეხაკრეფით შემოიპარა ოთახში. კარში დატოვებული პაწაწინა ღრიჭოდან სუნთქვაშეკრული მივჩერებოდი შავებში გამოწყობილ, საშუალო სიმაღლის, კაპიშონიანს, რომლის სახესაც სიბნელეში ვერ ვარჩევდი. განძრევა არც მიფიქრია, მდუმარედ მივადევნე თვალი უცნობს, რომელიც სწრაფად მიუახლოვდა შევჩენკოს საწერ მაგიდას. დაიხარა და ზუსტად ორ წამში სუსტი ტკაცუნით დაკეტილი უჯრები გააღო და საბუთების ქექვას შეუდგა. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ პროფესიონალი იყო, ისე სწრაფად და უხმაუროდ მოქმედებდა, რომ არა მისი სხეულის მუქი კონტურები ვერც კი შეამჩნევდით, რომ ოთახში ვიღაც იყო. მთვარის შუქი ზურგიდან ეცემოდა და სახის გარჩევას ვერ ვახერხებდი. ბოლოს კი, როგორც იქნა, წამოდგა. ალბათ იპოვა რისთვისაც მოვიდა. საბუთები ზურგს უკან ჩაიჩურთა და მოსაცმელი გადმოიკეცა. უჯრები ისევ მიხურა და წასვლა დააპირა. ნერვებმა მიმტყუნეს და კარადის კარს ხელი ვკარი. ჩემმა უეცარმა გამოჩენამ წამით დააბნია, ერთ ადგილზე გაიყინა და დაძაბული მომაჩერდა. - სტუმრობისთვის გვიანი ხომ არ არის? - ვკითხე დაცინვით და წინ გადავუდექი, რომ ვერ გამქცეოდა - აბა, იპოვე რისთვისაც მოხვედი? არაფერი უთქვამს, ერთ ნაბიჯი წინ გადმოდგა და მოულოდნელად ისე სწრაფად მოიქნია ფეხი, რომ აცილება ძლივს მოვასწარი. თავდასხმას ველოდი, მაგრამ ასეთი სწრაფი შეტევა ჩემთვისაც კი დამაბნეველი აღმოჩნდა. უცნობმა ჩემი წაბორძიკებით ისარგებლა, მოხერხებულად გადაახტა სავარძლებს და კარისკენ გაიქცა. - სად გარბიხარ! მოვახერხე და ერთი ნახტომით მივწვდი, მუხლებში წავავლე ხელი და ორივე გამეტებით დავენარცხეთ რბილ ხალიჩას. ჩაბნელებულ ოთახში მდუმარე ბრძოლა ატყდა. კაპიშონიანი ჩემს თავიდან მოშორებას ცდილობდა. მისი მოქნეული მუხლი მწარედ მეტაკა ყვრიმალში და წამით თვალთ დამიბნელდა, მაგრამ ისე მძლავრად ვიყავი ჩაფრენილი მის ქურთუკს, რომ ხელი მაინც ვერ გამაშვებინა. რამდენიმე წუთიანი ძიძგილაობის შემდეგ, როცა მეც ისევე გვარიანად მომხვდა, როგორც მას, კაპიშონიანი ზემოდან მომექცა და ნატყვიარ მკერდზე მუხლი ძლიერად დამაჭირა, თითქოს იცოდა რომ სამი თვის წინ სწორედ მანდ მესროლეს. გამწარებულმა ღრიალი კბილების ღრჭიალით შევიკავე და მუშტი მოწყვეტით გავსცხე სახეში. უნებურად კაპიშონი გადასძვრა და ნიღბიანი თავი მთვარის შუქზე მკვეთრად გამოუჩნდა. ბევრი აღარ მიფიქრია. ქეჩოში ხელი წავავლე და ნაქსოვი ნიღაბი ხელის ერთი მოსმით გადავაძრე. რა წამსაც მის თავს ქსოვილი მოშორდა აბრეშუმივით გრძელი, სურნელოვანი, კაკაოსფერი თმა მკერდზე ჩამომეყარა. გოგონამ თავი ასწია და აწყლიანებული, ღია ყავისფერი, თვალები შემომანათა. - სია?! - წავიჩურჩულე შოკირებულმა. ტუჩგახეთიქილი ცრემლიანი თვალებით მომჩერებოდა. წარბი ოდნავ შესიებოდა. როგორც ჩანს, ძლიერად დამირტყამს, გული მტკივნეულად მომეწურა. თითქოს ცხადში სიზმარს ვხედავდი, ვერც კი ვიჯერებდი, რომ ამდენი ხნის ძებნის შემდეგ მას აქ შევხვდებოდი, ჩემივე ხელით ნაცემს და ცრემლიანს, რომელიც ზემოდან წამომჯდომოდა, შიშიგან გაფართოებული თვალებით მომჩერებოდა და ერთიანად კანკალებდა. უამრავი ემოცია ერთდროულად მეკვეთა გულზე - გაკვირვება, შიში, ბრაზი, ბოღმა, დაბნეუოლობა, მაგრამ ყველაფერი ერთმა გრძნობამ დაჩრდილა, იმ ერთადერთმა რომელმაც წამსვე დამატყვევა და ძარღვებში თბილ სითხედ ჩამეღვარა, სისხლს შეერია და გულს გადააწოდა - სიხარულმა, უზომო, ველურმა სიხარულმა! ცოცხალი იყო, ცოცხალი და მისი შეხება შემეძლო. შემეძლო ეს ნანატრი სახე იქამდე მეკოცნა სანამ არ დავიღლებოდი, როგორც მაშინ ექსკურსიაზე. ყველაფერმა აზრი დაკარგა, შურისძიებამ, მრისხანებამ, წყენამ... - სია... წამოვიწიე, რომ შევხებოდი, მაგრამ უეცრად წიხლი სწრაფად მოიქნია, სახეში გამეტებით შემომცხო და სანამ რამეს მოვიმოქმედებდი, გადამახტა და თავგუდმოგლეჯილი გაიქცა დერეფანში. გაბრუებული სწრაფად წამოვიჭერი ფეხზე და უკან დავედევნე. წიხლი მართლაც მწარედ მომხვდა საფეთქელში, თავი ლამის გამხეთქოდა, სიარული მიჭირდა. - სია! ვიღრიალე ჭკუიდან გადასულმა და დერეფანში გამოვვარდი, მაგრამ ის აღარსად ჩანდა. პანიკურმა შიშმა გონება დამიბინდა, კიდურები ამიცახცახდა და გაშმაგებულმა მიმოვიხედე. ლიფტის გამოძახებას ვერ მოასწრებდა, ალბათ სახანძრო კიბით დაეშვა ქვემოთ. გაველურებული მოვწყდი ადგილიდან და ელვის სისწრაფით მივირბინე სათადარიგო გასასვლელთან, კარი გამოვაღე და კიბეებზე დავეშვი. - სია! გაჩერდი! არც კი ვიცოდი ჩემი ხმა ესმოდა თუ არა, კიბეებს შეშლილივით ვახტებოდი, ბოლო საფეხურებზე ფეხიც კი დამიცდა, დავგორდი და მწარედ მივენარცხე ბეტონის კედელს. გაჭირვებით ავითრიე წელი და სირბილი გავაგრძელე. როგორ ჩავათავე თვრამეტივე სართული გააზრება ვერც მოვასწარი. შლეგიანივით გამოვვარდი ფოიეში და იქაურობა მოვათვალიერე. - შიდა პარკინგი! ჩამყვირა აღგზნებულმა ქვეცნობიერმა და სწრაფად მოვწყდი ადგილს. ფანტანს ჩავურბინე და სათადარიგო გასასვლელის თეთრ კარს ხელი ვკარი, კიბეებზე დავეშვი და სწორედ ამ დროს, კიბეების ბოლოში, ორი გათიშული მცველი შევამჩნიე. მათ შესამოწმებლად არ შევჩერებულვარ, ორივეს თავზე გადავახტი, კარს წიხლი ვკარი და პარკინზე გამოვიჭერი. ჩემი გარეთ გამოვარდნა და შავი BMW-ს საბურავების წივილით მოწყდომა ერთი იყო. მანქანამ მკვეთრად მოუხვია და ტყვიასავით გაიჭრა გასასვლელისკენ. - სია! შეჩერდი! სია!!! ვიღრიალე გააფთრებულმა და დავედევნე. მშვენივრად ვიცოდი, რომ ვერ დავეწეოდი, მაგრამ გაჩერება არ შემეძლო, მისი გაშვება არ შემეძლო... ისევ!... იქამდე ვდიე სანამ მუხლი არ მომეკვეთა და არ ჩავიკეცე. აქოშინებულმა თავი ავწიე და დავინახე მანქანა როგორ გაუჩინარდა გზატკეცილისკენ მიმავალ გვირაბში. - სია!!!... ამის დედაც! გამძვინვარებულმა მთელი ძალით დავსცხე მუშტი ჯერ კიდევ თბილ ასფალტს, ვიგრძენი როგორ გადამეგლიჯა ძვლებზე კანი და სისხლმა გამოჟონა. მრისხანებისგან ერთიანად მაკანკალებდა და სუნთქვა მიჭირდა. ბოლოს ღრმად ჩავისუნთქე, სული მოვითქვი და წამოვდექი. სასოწარკვეთილმა ამღვრეული მზერით უკანასკნელად გავხედე გვირაბს და გამოვბრუნდი. - ისევ გამექცა, ისევ! - წავისისინე ხმადაბლა და გაცოფებულმა თმა ნერვიულად ავიჩეჩე - არადა ასე ახლოს იყო... ხელის ერთ გაწვდენაზე, მე კი ისევ ვერ მოვახერხე მისი დაჭერა, ისევ გავუშვი ხელი, არადა დავპირდი ამას არასოდეს ვიზამ-თქო!... **** ფოიეში აბრუნებულს დაცვის წევრები გარს შემომეხვივნენ. აღელვებულები ერთხმად ყაყანებდნენ. იარაღები ბუდიდან ამოეღოთ და თავქუდმოგლეჯილები შიდა პარკინგის კიბისკენ მიექანებოდნენ. მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია, სწრაფი ნაბიჯით ტაისონას ოფისისკენ გავემართე, მაგრამ ოთახში შესულს თვალწინ შემაშფოთებელი სურათი გადამეშალა. ანდროს თავი მაგიდაზე ჩამოედო და ნახევრად პირდაღებულს თვალები დაეხუჭა. ფეხებთან ყავის მოზრდილი ჭიქა ეგდო, ყავა კი გადმოღვრილიყო და იატაკი ერთიანად მოესვარა. მაშინვე ტაისონას ვესცი და მკვეთრად შევანჯღრიე. - ანდრო! ანდრო! ბიჭო, გესმის?! არაფერი გაუგია, არც კი გატოკებულა. თავი უღონოდ ჩამოუვარდა მკერდზე. ტანში სიცივემ დამიარა. შეშინებულმა ყელთან არტერია მოვუსინჯე, სუსტმა პულსმა ოდნავ დამამშვიდა. გათიშულ ანდროს თავი ვანებე და ყავის ჭიქას ხელი წამოვავლე, ახლოს მივიტანე და ვუყნოსე. დიაზეპამის კარგად ნაცნობმა მძაფრმა სუნმა ნესტოები ამიწვა. შეშინებულმა ისევ ტაისონას გავხედე. სწორედ ამ დროს ოთახში მცველები შემოცვივდნენ. - ბატონო ქავანა, რა მოხდა? - აღელვებული დაცვის უფროსი ჯგუფს გამოეყო და შეშინებულმა ტაისონას გახედა - ამას რაღა მოუვიდა?! - ამას მე მეკითხებით? - ვუყვირე გაცოფებულმა, წამოვდექი და ტაისონა მხარზე გადავიკიდე - თქვე სირებო, რა ჩემ ....ს მიკეთებთ კომპანიაში, რომ ვერც ამჩნევთ როგორ დაძვრებიან უცხო პირები სხვის კაბინეტებში?! გამეცალეთ! - წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოახერხეს შემოღწევა. ყველა გასასვლელეს მცველები და კამერები აკონტროლებენ, ისე ვერავინ შემოპარებოდა ანდროს რომ ვერ შეემჩნია, მაგრამ ის... დაცვის უფროსის თავისმართლებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მცველებს ხელი ვკარი და გათიშული ტაისონა ჩემი მანქანისკენ გავაქანე, დამფრთხალი მცველები უკან მომყვნენ. - რა გავაკეთოთ? პოლიციას შევატყობინოთ? - მკითხა აღელვებულმა მცველმა, როცა ტაისონა მანქანის უკანა სავარძელზე კუნძივით მივაგდე და კარი მივუხურე. - რა პოლიცია, ხომ არ გამოსირდი! შენს ბიჭებს გადაეცი ენას კბილი დააჭირონ! მომხდარის შესახებ არავინ არაფერი უნდა გაიგოს! რომელიმე თქვენგანის მხრიდან ინფორმაციამ, რომ გაჟონოს, შემდეგ არ დავინტერესდები ეს შენგან გავიდა, თუ რომელიმე შენიანისგან და ამისთვის პასუხს მოგთხოვთ. პირველ რიგში კი, შენგან დავიწყებ. გაიგე? - შევუღრინე ავად. - დიახ, რა თქმა უნდა. - მიპასუხა დაბნეულმა. - ბიჭებს რამე ხომ არ დაუშავდათ? დაინახეს ვინ დაესხათ თავს? - ვკითხე შუბლშეკრულმა. - კარგად არიან. უკნიდან დაესხნენ თავს, კეფაში რაღაც ჩაურტყამთ და კიბეებზე დაგორდნენ, შედეგად თავდამსხმელიც არ დაუნახავთ. მეტი არაფერი ახსოვთ. - იზრუნე იმაზე, რომ ყველამ მოკეტოს. დღევანდელი ინციდენტი მხოლოდ მე მეხება, ამას თავად მივხედავ, არაა საჭირო აურზაურის ატეხა. პოსტს დაუბრუნდით და თვალები ფართოდ გაახილეთ, კიდევ ვინმე არ გაგეპაროთ თვალსადახელშუა! - გასაგებია, როგორც მეტყვით. - კრიჭაშეკრულმა თავი დამიქნია. მცველებს ბოლოჯერ მოვავლე ბასრი მზერა და საჭეს მივუჯექი. მანქანა საბურავების წივილით მოვწყვიტე ადგილიდან და საავადმყოფოსკენ გავემართე, გზაში კი ტელეფონი ამოვიღე და ზურაბთან გადავრეკე. - დუჩე? - რამდენიმე ზუმერის შემდეგ ექიმის ნამძინარევი ხრინწიანი ხმა მომესმა - ასე ადრე რატომ მირეკავ? - მაპატიე, რომ გაგაღვიძე, მაგრამ შენი დახმარება მჭირდება. - აღელვებულმა უგონო ანდროს გავხედე სარკეში - შეგიძლია საავადმყოფოში მოხვიდე? - რა მოხდა? - ხმაში შეშფოთება გამოერია - კარგად ხარ? - მისმინე, დიაზეპამის დიდი დოზით მიღება საშიში ხომ არ არის? საავადმყოფო აუცილებელია? თუ ამის მოგვარება კლინიკის გარეშეც შეგიძლია სახლში მოგაკითხავ, ზედმეტი ყურადღება არ მჭირდება. - დიაზეპამი? ფსიქოტროპული გაქვს მიღებული? - ჩაუწყდა ხმა. - მე არა, მაგრამ მგონი ჩემს მეგობარს შეაპარეს. რა ვქნა, ზურაბ? - კარგი, სახლში მოდი, ჩემი ბინა უფრო ახლოსაა. დიდი ხანია რაც მიღებული აქვს? - დროის ინტერვალი ალბათ ოცი, ან თხუთმეტი წუთი იქნება. - არაუშავს, ჩემთან მოიყვანე კუჭს ამოვურეცხავ, დიდი დოზა არ მოკლავს, მაგრამ გართულებების გამოწვევა შეუძლია. - კარგი, მოვდივარ. ტელეფონი გავთიშე, სავარძელზე მივაგდე და საჭე მკვეთრად მოვზიდე. მანქანა მოვაბრუნე და საპირისპირო მხარეს გავემართე. სიას ხატება გონებიდან არ ამომდიოდა, ჯერ კიდევ თვალწინ მედგა მისი ნაცემი სახე და აცრემლებული თვალები. აღგზნებულს შუქნიშანისთვის ყურადღება არ მიმიქცევა, წითელზე გავიარე და კინაღამ ფეხითმოსიარულეს გადავუარე. წამის მეასედით მოვასწარი დამუხრუჭება, შეშინებული ქალი კივილით გამეცალა. აკანკალებულმა სახეზე ხელი ნერვიულად მოვისვი. აღელვებულს მართვა ყოველთვის მიჭირდა და არა მარტო საჭის, საკუთარი თავისაც... **** - არ ინერვიულო, მალე გამოკეთდება, ახლა წამლის ზემოქმედების ქვეშ არის დაახლოებით საათნახევარში, ან ორ საათში გონს მოვა. ზურაბმა ცხელი ყავა წინ დამიდგა და ჩემს გვერდით სავარძელზე დაეშვა. შუბლშეკურლმა ტახტზე უგონოდ მწოლიარე ანდროს გავხედე. - კარგი. სავარძელს მივეყრდენი და თვალები მოვისრისე, უკვე ორი დღე იყო არ მიძინია და გადაღლილი ტვინი პერიოდულად მეთიშებოდა. აღგზნებული გონება კი მოდუნების საშუალებას მაინც არ მაძლევდა. გამუდმებით კომპანიაში მომხდარ ინციდენტზე ვფიქრობდი, უკვე ეჭვიც აღარ მეპარებოდა, რომ კალანდიას და მამაჩემის კაბინეტებში სია შეიჭრა. მაინც რას ეძებდა იქ?! - საიდან მიხვდი, რომ დიაზეპამი ჰქონდა მიღებული? - ზურაბმა ინტერესით გამომხედა და ყავა მოსვა. - სუნი ვიცანი, - შუბლი მოვისრისე და თვალები დავხუჭე, დაქანცული ორგანიზმი ძილს მთხოვდა - ელენას სულ ამ მედიკამენტის სუნი ასდის, ეს გულისამრევი სურნელი ვერაფერში ამერევა. - გასაგებია, - ჩაილაპარაკა ხმადაბლა - მაინც რა მოხდა, დუჩე? ვცდილობ ზედმეტი კითხვები არ დაგისვა, მაგრამ დღითიდღე სიტუაცია უფრო რთულდება. რატომ არის კომპანიის ადმინისტრატორი ფსიქოტროპულით გაბრუებული? თან მისთვის გადაჭარბებული დოზა არ მიუციათ. ვინც ეს გააკეთა ზუსტად გათვალა რამდენი დასჭირდებოდა მის გათიშვას, მოწამლვა რომ ნდომებოდათ ანდრო აქამდე ცოცხალი ვერ მოაღწევდა. ეს ვინ გააკეთა? თვალი გავახილე და გამჭოლი მზერა ზურაბს მივაბჯინე. ჩემს ბნელ და მტკივნეულ ფიქრებს აუჩქარებლად მიუყვებოდა და მოურიდებლად მაჭერდა ღია ჭრილობებზე წიხლს, იმ ჭრილობებზე რომლებიც სულზე ღრმად გამჩენოდა, ყოველ შეხებაზე კი ისეთ შეგრძნებას მიტოვებდა თითქოს ძარღვებში სისხლი მიდედდებოდა. ბინაში გაჩერება აღარ შემეძლო, აქაურობა სულს მიხუთავდა. ფეხზე წამოვდექი და მანქანის გასაღებს ხელი წამოვავლე. - რას აკეთებ? უკვე მიდიხარ? - ზურაბიც წამოდგა. - ანდრო რომ გაიღვიძებს უთხარი სამსახურში დაბრუნდეს და თავისი საქმე დაასრულოს, თვითონ მიხვდება... - ქურთუკი შემოვიცვი და ზურაბს ბოლოჯერ გავხედე - გადაეცი, რომ მალე მივაკითხავ და... გამოიძინე, დასვენება არ გაწყენდა, ჩემს ხელში ადამიანის სახე საერთოდ დაკარგე. წარბშეკრულმა მანქანა პენთჰაუსის პარკინგზე შევაჩერე, ძრავა გამოვრთე და სავარძელს მივეყრდენი. სახლში ასვლა არ მინდოდა, ახლა წოლის და ძილის დრო არ იყო, მაგრამ ორგანიზმი არ მემორჩილებოდა. ჩემში სულიერი და ფიზიკური მხარე ერთმანეთს გააფთრებით ებრძოდა. გონება სიაზე ფიქრებით იყო შეპყრობილი და მკაცრად მოითხოვდა მისი კვალის მოძებნას, ძალაგამოცლილი ორგანიზმი კი დასვენებას მთხოვდა. ერთი ამოვიოხრე, მანქანიდან გადმოვედი, კარი საიმედოდ დავკეტე და აუჩქარებელი ნაბიჯით გავუყევი ტროტუარს. უკვე დილის შვიდი საათი ხდებოდა, მაგრამ გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა. ზამთარის სეზონი ყველაზე მეტად ამის გამო მიყვარს, გვიან თენდება და ადრე ღამდება. დროის უმეტეს ნაწილს კი მაინც სიბნელეში ვატარებთ. მიყვარს სიბნელე, ხშირად ის დღეზე უფრო ნათელი და მშვენიერია... შევჩერდი და მოწმენდილ ცას ავხედე, სავსე მთვარე უზარმაზარი ნათურის მსგავსად გამოჰკიდებოდა შიშველ ზეცას. ისე მარტოსულად გამოიყურებოდა... ვარკსვლავები არსად ჩანდნენ. მათი განუყრელი მეგზური უგულოდ მიეტოვებინათ და ამ გიგანტურ სამყაროში აუტანელი მარტოობისთვის გაეწირათ. იცოდი? მარტოობის ყველას ეშინია, ციურ სხეულებსაც კი, მათ ამის თქმა არ შეუძლიათ, თუმცა გამოხატავენ. მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი იყო და ზეცას ერთპიროვნულად დაპატრონებოდა, მაინც არ კაშკაშებდა თვალისმომჭრელად, როგორც ეს სჩვეოდა, თითქოს ახალ კალამს მელანი გამოელია. ალბათ მასაც ისევე აკლდა მისი განუყრელი ნაწილი, როგორც მე ჩემი. მასაც ისევე დაუნდობლად წაართვეს სასიცოცხლო ძალები, როგორც მე და ამიტომაც გამოიყურებოდა ასე ავადმყოფურად. ვუყურებდი და მის ტკივილს ვიზიარებდი. სასაცილოა, მაგრამ ამ წამს, მთელს სამყაროში, ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმოდა ერთმანეთის... სიყვრული მარტო სითბო და ბედნიერება არ ყოფილა, მას დიდი ტკივილის მოყენებაც შეუძლია. სევდა? ტკივილი? გამეცინა, ეს ორი აუტანელი გრძნობა ჩემი ცხოვრების საუნდრეკად ქცეულიყო. და მაინც... ალბათ, მაზოხისტი ვიყავი, რომ ეს ორი რამ, მასთან ერთად, ძალიან მომწონდა. ვერ გაიგებ სიყვარულის ფასს, თუ მას არ დაკარგავ, ვერ იგრძნობ ბედნიერებას მთელი სიმძაფრით, თუ ტკივილს არ იგემებ. ალბათ რა მოსაწყენი იქნებოდა სამყარო, ყველაფერი ისე რომ ხდებოდეს როგორც ჩვენ გვინდა. სია მაშინვე, რომ ჩამეგდო ხელში, როცა პირველად დავადგი თვალი, შეიძლებოდა მის მიმართ ასეთი გრძნობები არც გამჩენოდა. არ მყვარებოდა ასე ძლიერ, როცა მის სურვილს, მომხდარის მიუხედავად, მტკიცედ ვეჭიდებოდი. ვერ გამეგო მისი ფასი, ჩემთვის მისი წართმევა ასე გულმოდგინედ, რომ არ ეცადათ და არ მქონოდა მისდამი ასეთი მყარი რწმენა, რის საპირისპიროსაც მთელი სამყარო მიმტკიცებდა, მისი ჩათვლით. მე ორივე გამოვცადე, ტკივილიც და ბედნიერებაც. ერთი მივიღე, იმიტომ რომ მეკუთვნოდა, ჩემი შეცდომების გამო, მეორე კი... მეორე უნდა დამემსახურებინა. მე მომეწონა მასთან ყოფნა, ზედმეტადაც კი. ის ჩემში ისეთ გრძნობებს აღვიძებდა, რომლის არსებობის შესახებაც თვითონაც არაფერი ვიცოდი. მასში საკუთარი ანარეკლი დავინახე, რომელსაც მონდომებით ვეძებდი ყოველ დილით სარკეში და ამ ყველაფრის შემდეგ ჩემგან წასვლის საშუალებას ვერ მივცემდი. დაკეტილი კარი არ ნიშნავს, რომ მის მიღმა მოხვედრა შეუძლებელია. თუ ძალას მოიკრებ, მის წიხლით შენგრევასაც შეძლებ. საამისოდ კი, ჯერ კარგად უნდა გამომეძინა. სახლში გადაღლილი დავბრუნდი. ქურთუკი გავიხადე და სწორედ ამ დროს, სამზარეულოდან მონტი გამომეგება, გაფართოებული თვალებით. - არ გძინავს, მოხუცო? - შევუბღვირე უკმაყოფილოდ და ქურთუკი ხელში მივაჩეჩე - მამალივით დილით ადგომა არ გეზარება? ასაკში ხარ უკვე, ბებერ ძვლებს მოუფრთხილდი. - სერ! აქამდე სად იყავით? წუხელ სახლში არ მოსულხართ, ძალიან ვინერვიულე. საერთოდ არ მიძინია, გელოდებოდით. სააბაზანოში ღიმილით შევედი. ხანდახან ჩემი საყვარელი უფროსი მეგობარი ეჭვიან ცოლს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ყოველთვის მეკითხებოდა სახლში რატომ ვბრუნდებოდი გვიან, ან სად ვიყავი, რას ვაკეთებდი და თუ ყურადღებას არ მივაქცევდი, რასაც მუდამ ვაკეთებდი, იტალიურად ქოთქოთს იწყებდა და გვარიანად მლანძღავდა ჩემი უპასუხისმგებლო საქციელის გამო, როგორც თავად იტყოდა. ონკანი მოვუშვი და გაბრუებულმა ცივი წყალი სახეზე შევისხი. ცოტა აზრზე მოვედი. სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი გავუსწორე. კანზე შემორჩენილი სილურჯეები ნელ-ნელა მიფერმკრთალდებოდა. მზერა კი ისევ ისეთი უსიცოცხლო და მკვდარი მქონდა როგორც მუდამ. გაღიზიანებულმა სვიტერი გადავიძრე და სარეცხის მანქანაში შევუძახე. შიშველ სხეულზე ნაიარევებმა გამოანათეს. ანარეკლს ცივად ვაქციე ზურგი და აბაზანიდან გამოვედი. მონტი კართან დამხვდა ატუზული. - რა იყო? - სერ, თქმა არ დამაცადეთ, თქვენთან სტუმარია. უკვე დიდი ხანია გელოდებათ. - ვინ სტუმარი? - ვკითხე დაძაბულმა. - ასე უნდა მეგობრების დავიწყება, ბიჭო?! თავი მეცხრე სამზარეულოდან საშინლად ნაცნობი, ოდნავ ხრინწიანი ხმა, შემომესმა. წლები იყო ეს ხმა არ გამეგონა, გულზე ნოსტალგია შემომაწვა. ალბათ ყველაფერს აღგზნებულ გონებას დავაბრალებდი, მაგრამ ბავშვობის გაცრეცილი და კარგად მივიწყებული ფრაგმენტები რეალობად მექცა, როცა სამზარეულოდან რენემ გამოაბიჯა. შავი ხუჭუჭა თმა უწესრიგოდ აბურდვოდა. მომწვანო თვალები, სწორი ცხვირი და ჩაშავებული უპეები ძველებურად უმშვენებდა მუდამ ფერმკრთალ სახეს. თვალებში სითბო ჩაუდგა და გაიღიმა, ტუჩის მარჯვენა კუთხე ჩვეულებრივსამებრ უცნაურად მოეღრიცა. ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, კიდევ უფრო გამაღლებულიყო, ჩემზე რამდენიმე სანტიმეტრით დაბალს ნავარჯიშები სხეული სპილოსძვლისფერ ზედაში მკვეთრად ეკვეთებოდა. ჩამეცინა, სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი ოჯახური ტრადიცია იყო ქავანებში, სხვა თუ არაფერი ნოვას ამაში მაინც ვუჯერებდით ორივე. - რენე! - ოდნავ დაბნეული მივუახლოვდი და ხელი ჩამოვართვი - აქ რას აკეთებ?! - თითქმის ათი წელი გავიდა, რაც ერთმანეთი არ გვინახავს და შენი პირველი კითხვა ეს იყო? ამას უყურე! - ამრეზილს სახიდან ღიმილი გაუქრა და წარბშეკრულმა დასახიჩრებული ტანი მომითვალიერა - რა იყო, ბიჭო, ბრჭყალები გაგიცვდა? რას გავხარ?! - ახლა შენც არ დამიწყო ნოვასავით, - შევუბღვირე უკმაყოფილოდ - ჭამე რამე? - ბოლონეზე გავამზადე, - მონტი საუბარში ჩაერთო და მაშინვე დაფაცურდა - სამზარეულოში წამობრძანდით, ახლავე გავაწყობ მაგიდას! - აბა, ახლა მითხარი, აქ რა ქარმა გადმოგაგდო? - ქვემოდან გავხედე ნახევარძმას, როცა მაგიდას მივუსხედით. რენე ნოვას პირველი ცოლისგან შეეძინა. დედამისი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. წარმოდგენა არ მქონდა რა მოხდა, ნოვა ამაზე არასოდეს საუბრობდა. მამაჩემმა პირველი ცოლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ელენა შეირთო და ცხოვრებაც თავიდან დაიწყო. მე და რენეს ახლო ურთიერთობა არასოდეს გვქონია. დედამისის ნათესავებთან იზრდებოდა, ჩვენთან ცხოვრება არ სურდა, არც ვამტყუნებდი, მის ადგილას ალბათ ვერც მე შევეგუებოდი დედინაცვალს. ძმები იშვითად ვნახულობდით ერთმანეთს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთმანეთისადმი მეგობრულ დამოკიდებულებას მაინც ვინარჩუნებდით. მე ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როცა ნოვამ რენეს საფრანგეთში სასწავლებლად გაგზავნა გადაწყვიტა. მას შემდეგ კი ის თვალით აღარ მინახავს და არც მის შესახებ მსმენია რამე. მის ნახვას ნამდვილად არ ველოდი და ამ მოულოდნელმა ფაქტმა ოდნავ დამაბნია. ალბათ, უკვე შეამჩნევდი, ჩვენი ოჯახი მჭიდრო ოჯახური კავშირებით ნამდვილად ვერ გამოირჩევა. - ნოვამ დამირეკა, - მიპასუხა ხმადაბლა და ყურადღებით შემომხედა - მითხრა, რომ პრობლემები გაქვს, რაღაც შარში გაყავი თავი და არავის იკარებ ახლოს. უკონტროლო ხარ და შენთან ლაპარაკი შეუძლებელია. გაღიზიანებულს ჩამეცინა. თავი გავაქნიე და სკამზე გადავწექი. როგორც ჩანს, მამაჩემი იოლად არ ყრიდა ფარხმალს, იმდენად შორს შეტოპა, რომ ჩემს უფროს ძმას სთხოვა დახმარება. ნუთუ, ამდენად იყო სასოწარკვეთილი, რომ რენეს აქ ჩამოსვლა აიძულა?! - თუ მართლა ამისთვის ჩამოხვედი, დრო ტყუილად დაგიკარგავს, მეგობარო, მამაშენი ყველაფერს აზვიადებს. - ჰოო? შენი დაჩეხილი სხეული სხვა რამეზე მეტყველებს! - ცივად შეავლო თვალი ნაიარევებს - კარგად იცი, რომ ნოვა იშვიათად მთხოვს რამეს, როცა აქ დაბრუნება და შენთან დალაპარაკება მთხოვა, მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, რომ საქმე ასე სერიოზულად იქნებოდა. სახეზე ჯერ კიდევ გეტყობა ცემის კვალი! - ესეც თქვენი პეპერონატა ! - მონტიმ ჯამით სავსე ბოსტნეული წინ დამიდგა - ეს კი თქვენი პასტა ბოლონეზე. - რენეს თეფში მიაწოდა და უხერხულად გამომხედა. - ეგრე ნუ მიყურებ! საჭმელი მოიტანე და შემოგვიერთდი, - შევუბღვირე მოხუცს - რენე უცხო არ არის, საჭირო არაა შენი წასვლა. - მე და ფრანჩესკომ შენს მოსვლამდე ვისაუბრეთ, - რენემ ღიმილით გახედა მონტის - არ ვიცოდი ასეთი კარგი მეგობარი თუ გყავდა. ნოვას არასოდეს უხსენებია, თუმცა, რა გასაკვირია, ეგ კაცი მარტო საქმეზე ლაპარაკობს ყოველთვის. - სერ, მე დაგტოვებთ, კომპანიაში ვარ წასასვლელი. დუბაის ელჩის სადილი გასაწერია, ბევრი საქმე მაქვს. - ყავა მაინც დალიე, არსად გაგექცევა ის ჩალმიანი, მთელი ღამეა არ გიძინია! - გმადლობთ, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდე. თქვენს დაბრუნებას ველოდებოდი, სტუმარი მარტო ვერ დავტოვე. - მორიდებულად გახედა რენეს. - კარგი, დამირეკე თუ რამე დაგჭირდეს. - აუცილებლად, სასიამოვნო დღეს გისურვებთ, შეხვედრამდე. - თავი ოდნავ დაგვიკრა და ღიმილით გაგვეცალა. - მადლობა საუზმისთვის! - მივაძახე გაბრუებულმა. კარის ჯახუნის ხმა შემომესმა, მონტი წავიდა. - კაი ვინმეა, - რენემ ღიმილით გამომხედა და პასტა ჩანგალზე წამოაცვა - იტალიელია? - ჰო, ჭამე და მერე აეროპორტში გაგიყვან. - რა მინდა აეროპორტში? - პირთან მიტანილი მაკარონი ჰაერში გაუშეშდა და შუბლშეკრულმა გამომხედა. - როგორ თუ, რა გინდა? შენ თუ მხოლოდ ნოვას სულელური გამოხტომისთვის ჩამოხვედი აქ, ბილეთს გიყიდი და უკან გაგაბრუნებ. კარგად ვიცი, როგორ ვერ იტან აქაურობას, შენი აქ ყოფნა საჭირო არაა. - როგორი სტუმართმოყვარე ხარ, ძამიკო. - გაეცინა და მაკარონი პირისკენ გააქანა - არსად წასვლას არ ვაპირებ, ჯერჯერობით მაინც. ყელშია საფრანგეთი, სამშობლო მომენატრა, თან აქ მხოლოდ შენი გიჟური ამბების გამო არ ჩამოვსულვარ. მიპასუხა მაკარონით პირგამოტენილმა. მაგიდაზე მდებ ხელსახოცსს გადასწვდა და პირი მოიწმინდა, გამეცინა. - რა გაცინებს? - გამომხედა შუბლშეკურლმა. - ეს იდიოტური ჩვევა ვერ მოიშალე, ხომ? მანიაკივით ყოველ ლუკმაზე ხელსახოცსს ხმარობ. - დავაი რა! ისე ძალიან გემრიელია, ასეთი პასტა არასოდეს გამისინჯავს. შენს მოხუცს ოქროს ხელები აქვს. - იტალიის რესტორანში შეფმზარეულად მუშაობდა, - ჩანგალს ხელი წამოვავლე და დაბრაწულ სოკოს უგულოდ ვუჩხვლიტე გვერდში. - ახლა გასაგებია. შესანიშნავი მზარეულია, დიდი ხანია ასეთი გემრიელი არაფერი მიჭამია. - მონტის გაუხარდება, ახლა ერთი მეზობელი შემოემატა, რომელიც ჭამაზე უარს არასოდეს ეტყვის. იქნებ ცოტა ნერვებიც დაუწყნარდეს, თორემ უკვე ცოლიანი მგონია თავი. - რენეს ჩაეცინა და სპაგეტი ჩანგალზე დაახვია. - არა, აქ დარჩენას არ ვაპირებ. - აბა? - თავი ავწიე და ძმას გავხედე - რას ჰქვია აქ დარჩენას არ აპირებ? აბა სად მიდიხარ? - ნოვასთან, დიდი ხანია არ მინახავს. მინდა ცოტა დრო მასთან გავატარო. - და შენ ძმასთან არა, ხომ? - შევუბღვირე ნაწყენმა, რენეს ისევ გაეცინა. - წამის წინ აეროპორტისკენ მიმაქანებდი და ახლა გინდა, რომ აქ დავრჩე? ისევ ისეთი გაუგებარი ხარ, როგორც ყოველთვის. კაცი შენს ნათქვამს ვერც თავს გაუგებს და ვერც ბოლოს. - ეგ იმიტომ არ მითქვამს, რომ შენი აქ დარჩენა არ მინდა. - ვიცი, ვხუმრობ. - ხელსახოცით პირი მოიწმინდა და სერიოზულად შემომხედა - ახლა კი სერიოზულად, ამიხსენი რა ხდება შენს თავს და არ გაბედო მოტყუება! იმის შემდეგ რაც საკუთარი თვალით ვნახე ვერ დამაჯერებ, რომ პრობლემები არ გაქვს. რენეს უკმაყოფილოდ ავხედე, ზუსტად ვიცოდი, რომ არ მომეშვებოდა. სიჯიუტე გენებში გვქონდა ორივეს. ვინატრე ნეტავ ზედა მაინც არ გამეხადა-თქო, მაგრამ რას ვიფიქრებდი რომ ათი წლის უნახავი ძმა მოულოდნელად თავს წამადგებოდა. ბოლოს გადავწყვიტე, ნახევარი სიმართლე მეთქვა, ასე უფრო მოვიშორებდი თავიდან. - პრობლემები არ მაქვს. უბრალოდ, ამ ბოლო დროს, აკრძალული სპორტი მიტაცებს, - საჭმელს თავი ვანებე და სკამზე გადავწექი, ისე ვიყავი დაღლილი მადა საერთოდ არ მქონდა, ძილის მეტი არაფერი მინდოდა. - რაზე ლაპარაკობ? - ნოვას თუ რამეს ეტყვი კბილებს დაგაყრევინებ, გაიგე? - „მამიკოსთან“ ენის მისატანად როდის გავქცეულვარ, ლაწირაკო?! - შემიბღვირა გაღიზიანებულმა - ამოღერღე! - ხანდახან ქუჩის რესლინგში ვიღებ მონაწილეობას, ნერვების დასაწყნარებლად. ესაა და ეს, განსაკუთრებული არაფერი. - რაშიო? - წამით დაიბნა, შემდეგ კი სიცილი აუტყდა - ასე ქუჩაში გცემეს, ? ვიღაც ბომჟებს თავი გაალახინე? - პირველივე დღეს თავი უნდა მაგინებინო?! - რა ქუჩის რესლინგი, ბიჭო, შიგ ხო არ გაქვს! ამის გამო იკიდებ კომპანიას? ნოვა ლამისაა ჭკუიდან გადაცდეს. მე არაფერს მეუბნება, მაგრამ საკმარისია შენზე ჩამოვუგდო სიტყვა, რომ მაშინვე რამე შემოემტვრევა ხოლმე ხელში. - იმიჯი უპირველეს ყოვლისა, არა?! საკუთარ შვილთანაც კი არ სურს იმის აღიარება, რომ ოჯახში პრობელმები აქვს. მისი სიამაყე მთელს კაცობრიობას ეყოფა. ჩამეცინა ირონიულად. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოვიღე, ერთი ღერი ამოვაძვრინე და გავუკიდე. - როდის აქეთ ეწევი? - ამ ბოლოს მივეჩვიე, ნერვების კონტროლი მიჭირს. - რატომ წამოხვედი სახლიდან? მკითხა ხმადაბლა. სიგარეტს გადასწვდა, ერთი ღერი ამოაძვრინა, გაუკიდა და ინტერესით გამომხედა. ერთი გავაბოლე და რენეს გვერდულად გავხედე. არ მინდოდა მასთან ამ თემაზე საუბარი. - ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა ამის არც თავი მაქვს და არც საკმარისი ძალა. - გადაღლილი მეჩვენები, წუხელ არ გეძინა? - არა, საქმეები მქონდა. გამოძინება ვერ მოვახერხე. - კარგი, მაშინ დაისვენე და მერე ვისაუბროთ. შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ლაპარაკს აზრი არ აქვს. გამოიძინე და დამირეკე, გამოგაკითხავ. - რა საქმე? მშვიდობა გაქვს? - კი, კომპანიას ეხება. - არა, ჰო, მაშინ მოგვიანებით იყოს, ახლა ძილი მჭირდება. შენც ნამგზავრი ხარ, დარჩი და დაისვენე. - არა, უნდა წავიდე, ნოვასთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, მაგრამ მგონი ჯობია ამ საკითხზე ორივეს ერთად გაგესაუბროთ. როცა გაიღვიძებ გადმომირეკე და სადმე შევიკრიბოთ. - რენე, რა ხდება? თუ სასწრაფოა, შეგვიძლია ახლავე განვიხილოთ. - შენი ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია! - შემიბღვირა უკმაყოფილოდ - თვალები ამოღამებული გაქვს, სახეზე ფერი არ გადევს, ავადმყოფურად გამოიყურები, თვალებიც კი ჩამქრალი გაქვს. ეს მარტო დაღლილობის ბრალი ვერ იქნება. - კარგი, - სიგარეტის ბიჩოკი საფერფლეში ჩავჭყლიტე და ფეხზე წამოვდექი - ბოდიში, მეგობარო, მაგრამ შენი გაპანღურება მომიწევს. ტვინი მეთიშება, ვეღარ ვაზროვნებ, უნდა დავიძინო. - კარგი, კარგი, - ღიმილით წამოდგა და ბეჭებზე მეგობრულად დამკრა ხელი - გამიხარდა შენი ნახვა ძამიკო. ბოლოს რომ გნახე ჯერ კიდევ ცხვირმოუხოცავი ღლაპი იყავი, ახლა კი კაცი ხარ. რა მალე გადის დრო... **** მიტოვებული შენობა შემაშფოთებლად გამოიყურებოდა. სევდისგან ამოღამებული კედლები და არარსებული სტუმრის მოლოდინით დაღლილი შუშებჩამსხვრეული ფანჯრები პათეტიკურად გამოიყურებოდნენ. მიტოვებული და უარყოფილი ნაგებობა მარტოობის მიერ შეჭმული მოგონებებითღა არსებობდა. მისი ყურებისას უცნაური შეგრძნება მიჩნდებოდა, თითქოს რაღაც ნაცნობის წინ ვიდექი, რაღაც ძალიან ახლობელის, მაგრამ მას ისე ეცვალა იერსახე, რომ ვეღარ ვცნობდი. მიუხედავად ჩვენ შორის აშკარა კავშირისა, როგორ დაჟინებითაც არ უნდა მეცქირა მისთვის ვერაფერს ვიხსენებდი. თითქოს ტვინი ამომირეცხეს და მნიშვნელოვანი მომენტები, ჩემს დაუკითხავად, გონებიდან სამუდამოდ წამიშალეს. ჩემთან საუბარს ცდილობდა, უნდოდა რაღაც ენიშნებინა, მაგრამ მისას ვერაფერს ვიგებდი, უკვე ვეღარ და ეს ფაქტი მაგიჟებდა. მტკიცედ გადავდგი ერთი ნაბიჯი და პირქუშ შენობაში შევაბიჯე. ირგვლივ მრუმე სიბნელე გამეფებულიყო, ყველაფერი წყვდიადს მოეცვა, მაგრამ, უცნაურია, მე მაინც ვხედავდი ყველაფერს. ბეტონის ამოტეხილ იატაკზე უამრავი პაწაწინა არსების ჩონჩხები და ფიტულები ეყარა. რაც უფრო ღრმად შევდიოდი შიგნით, სანახაობა მით უფრო მძიმე ხდებოდა, ყველგან ქაოსი, უწმინდურობა და ბოროტება სუფევდა. ნაბიჯის გადადგმა უფრო და უფრო მიჭირდა, იატაკზე ყველგან შხამიანი გველები დასრიალებდნენ, ორკაპა ენას მტრულად ასავსავებდნენ და ნებისმიერ წამს მზად იყვნენ თავდასხმისთვის. შიში არ მიგვრძნია, პირიქით, ჯიქურ მივაბიჯებდი წინ და ქვეწარმავლების ცივ სხეულებს კედის წვერით განზე ვისროდი. მათ სიძულვილს ვგრძნობდი, აღიზიანებდათ ის ფაქტი, რომ მათი ავი სისინი ჩემზე არ მოქმედებდა, შხამიანი მზერით ზანტად დასრიალებდნენ ფეხებთან და საკბენად შესაფერის ადგილს ეძებდნენ. მგონი გავგიჟდი, მაგრამ მათი ჩურჩული მესმოდა, მახრჩობელა სისინში სიტყვებს ვარჩევდი - „სიკვდილი... დასასრული, მაინც ერთია, სიკვდილი!“. გამომეღვიძა. ლოგინში წამოვჯექი და სახეზე ხელი მოვისვი. მძიმედ ვსუნთქავდი, შიშველ ტანზე ცივი ოფლი მასხამდა. გონებიდან არ ამომდიოდა ბოლო ზმანება, რომელიც რატომღაც ძარღვებში სისხლს მიყინავდა - შენობის სიღრმეში... იქ, უკუნით სიბნელეში, ვიღაც იყო. ზურგშექცევით იდგა, თავი ჩაეხარა და ხმადაბლა ქვითინებდა. როგორც კი, მისკენ გადავდგი ნაბიჯი, გველები კოჭებზე შემომეხვივნენ და გულმკერდზე ამომაცოცდნენ. ცივი სხეულებით ყელზე შემომეხვივნენ და ჩემი მოხრჩობა სცადეს. - სულ დაკარგე ჭკუა, ბიჭო! - წავიღრინე ნერვებმოშლილმა და წამოვდექი. აივნის კარს ხელი ვკარი და ზამთრის ცივი ჰაერი ოთახში შემოვუშვი. ცივი ნიავი მესიამოვნა. ტუმბოზე დადებულ სიგარეტის კოლოფს ხელი წამოვავლე, ერთი ღერი ამოვიღე, გავუკიდე და ვერანდაზე გავედი. უკვე ბნელდებოდა, მაჯის საათს დავხედე, საღამოს 6 ხდებოდა. ის იყო გავიფიქრე, ნეტავ ტაისონამ რა ქნა-თქო, რომ ჩემი საძინებლიდან ტელეფონის ხმა მომესმა. შემოვბრუნდი, ოთახში შევედი და ეკრანს დავხედე, კალანდია რეკავდა. გამიკვირდა კიდეც აქამდე, რომ არ შემეხმიანა. - ჰო. - სად ხარ? - მომესმა მისი აღელვებული ხმა. - სახლში, რა იყო? - ჩაიცვი და განყოფილებაში მოდი. - რა მოხდა? - ტანში სიცივემ დამიარა. - სიას მამა... მკვდარი იპოვეს. - რაო?! - მდინარიდან დამტვრეული მანქანა ამოათრიეს, გვამი შიგ იპოვეს. მოკლედ განყოფიელბაში ვარ, აქ მოდი. - გამოვდივარ! სიგარეტი საფერფლეში ჩავჭყლიტე, სწრაფად გავემზადე და სახლიდან წამოვედი. ოც წუთში ბენტლი განყოფილების წინ შევაჩერე. კალანდია უკვე კიბეებზე ჩამოდიოდა სწრაფი ნაბიჯით. - რა მოხდა? - ვკითხე აღელვებულმა, როგორც კი მანქანის კარი გააღო და გვერდით მომიჯდა. - მამამისი მოკლულია! - წაიჩურჩულა თვალებგაფართოებულმა - დადვანმა ჩუმად მითხრა. ამ საქმის გამოძიებას ის გაუძღვება, მაგრამ სანამ სიტუაცია არ გაირკვევა, რა როგორ მოხდა, ამ ამბის გახმაურება არ სურთ. - მოკლული? - შუბლშეკრულმა განყოფილებას გავხედე - როგორაა მოკლული? - ერთიანად დაკოჭილი იპოვეს, უკანა სავარძელზე. თავიდან იფიქრეს, რომ ამის გამო ვერ გამოაღწია მანქანიდან და დაიხრჩო, მაგრამ მკერდზე მოზრდილი ნატყვიარი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, როცა მანქანა წყალში აღმოჩნდა ის უკვე გარდაცვლილი იყო. - ანუ გაიტაცეს, მოკლეს და მანქანა წყალში მოისროლეს? - მანქანას დაზიანებები აღენიშნება. წინა ხიდი სულ დაშლილი აქვს, სულ რომ ჯებირი გაენგრია ერთჯერადი დატაკება ამხელა დაზიანებას ვერ მიაყენებდა. სავარაუდოდ რამდენჯერმე მიარტყა ცხვირი, ეს კი ბრძოლის კვალზე მიუთითებს. ვფიქრობ მისი მოკვლა დაგეგმილი სულაც არ ყოფილა, მანქანაში რაღაც მოხდა. - პროკურატურა რას ამბობს? - ქაოსია. ძნელაძე მათი თანამშრომელი იყო, ეს ამბავი უხმაუროდ არ ჩაივლის, მთელი განყოფილება ფეხზე დგას. ჟურნალისტებს ახლოს არ აჭაჭანებენ. - მაინც საეჭვოა, - დაბნეულმა ფიქრიანად მოვისვი ნიკაპზე ხელი - ჩვეულებრივზე მეტად ფრთხილობენ. მესმის, რომ აყალმაყალის გამოწვევა არ უნდათ, მაგრამ ის მათი თანამშრომელი იყო, ამას უფრო მძაფრი რეაქცია უნდა მოჰყოლოდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გამოძიების ნაცვლად ამის მიჩუმათებას ცდილობენ. რა გითხრა დადვანმა? - იცის, რომ სია ჩვენი კურსელია, ამიტომ დარეკა. აინტერესებდა მისი ადგილსამყოფელის შეახებ რამე თუ ვიცოდი. ახლა სიას დაუწყებენ ძებნას, მისი გაუჩინარება უკვე სერიოზულად მაშფოთებს. კიდევ კარგი წინა დღეს სია საკუთარი თვალით ვნახე, თორემ ალბათ ნერვიულობით გული გამისკდებოდა. წარმოდგენა არ მქონდა ახლა სად იყო, მაგრამ ის მაინც ვიცოდი, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი იყო. - დადვანი შენც დაგირეკავს. როცა გაიგებს, რომ მის გოგოს ხვდებოდი, აუცილებად დაინტერესდება წვრილმანებით. - ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებს ახლა. - ისეთი შეგრძნება, მაქვს, რომ რაღაცას მიმალავ, - წარბშეკრულმა გვერდულად გამომხედა - არის რამე რაც უნდა ვიცოდე? - რას უნდა გიმალავდე, ასეთ ამბებს ისევ შენგან ვიგებ, ჩემზე მეტი ყოველთვის შენ იცი. - ჰოო? და წუხანდელ ინციდენტზე რას იტყვი? რა მოხდა კომპანიაში და რა მოუვიდა ტაისონას?! - მკითხა ცინიკურად და თვალები ავად გააკვესა. კალანდიას გვერდულად გავხედე, რა თქმა უნდა, მასაც ჰყავდა თავისი დაგეშილი ძაღლები კომპანიაში. მათ ჩემი მკაცრი გაფრთხილებაც კი ვერ მოაკეტინებდათ. ანერვიულებულზე ამდენი ვეღარ გავთვალე. - წუხანდელი ინციდენტის შესახებ, კიდევ იცის ვინმემ რამე? - ვიკითხე მშვიდად. - არა, ჩემები გავაფრთხილე, რომ ენისთვის კბილი დაეჭირათ, ახლა კი მორჩი ჩემთვის თვალებში ნაცრის შეყრას და გამაგებინე, რა სირობა ხდება ჩვენ თავს?! - ვერ გეტყვი. - რატომ? - თვალები ბრაზით აემღვრა - რა ხდება ისეთი რის დამალვასაც ასე ცდილობ? ან რატომ არაფერს მიყვები, არ მენდობი? - შეიძლება ასეც ითქვას. - სიმართლე არ დამიმალავს. კალანდიას სახე შეეცვალა. ბრაზიზგან ავარვარებული სახე წამში დაუმშვიდდა, თვალები ისევ უმეტყველო და ცივი გაუხდა. მუდამ ასე ემართებოდა, როდესაც ემოციების კონტროლს ცდილობდა. ჩემმა ნათქვამმა გული ატკინა. - დუჩე, რაც აქ ხდება ეს ჩვენს კინკლაობაზე ბევრად მაღლა დგას, - წამოიწყო ხმადაბლა - ვიღაც ჩვენზე ნადირობს, კომპანიას თავს ესხმიან, შენი შეყვარებული გაუჩინარდა, მისი მამა კი მოკლული იპოვეს მტკვარში. ჩვენი ზიზღი დროებით გვერდით უნდა გადავდოთ. რასაც არ უნდა ცდილობდე, ამას მარტო ვერ გაართმევ თავს. - კარგად ლაპარაკობ, - გამეცინა - მაგრამ, საქმე საქმეზე, რომ მიდგება სხვაგვარად მოიქცევი. როგორც ადრე, გახსოვს?... კალანდიას მრავალმნიშვნელოვნად გავხედე. შევამჩნიე როგორ გადაჰკრა სიწითლემ სახეზე. მშვენივრად მიმიხვდა ნათქვამს, სიბრაზიზგან ლოყაზე კუნთი დაეჭიმა. წამით ვიფიქრე ახლა აყვირდება ან დამარტყამს-მეთქი, მაგრამ თავი ჩაღუნა, ცივად ჩაიცინა და უხმოდ გადავიდა მანქანიდან. კარი მოაჯახუნა და ნელი ნაბიჯით გაუყვა ტროტუარს. მზერაჩამქრალმა, თვალი გავაყოლე ზურგით მიმავალს. ერთ დროს ეს მხრები ჩემს გვერდით იდგნენ, მათი იმედი მქონდა. ალექსი ყოველთვის იყო ჩემი საიმედო საყრდენი, მაგრამ ახლა... ახლა ეს მხრები იმ ადამიანს ეკუთვნოდა, რომელიც უბრალო ექოდ ქცეულიყო, წარსულის მოგონებად, რომლის ტკივილიც საკუთარივით მტკიოდა. მაგრამ ძველ ნდობას უკან ვეღარაფერი დამიბრუნებდა. ეს კალანდიამაც მშვენივრად იცოდა. თვალები ამეწვა, გაღიზიანებულმა თავი გავაქნიე და მანქანა დავქოქე, აქაურობას რაც შეიძლებოდა შორს უნდა გავცლოდი. მისი სილუეტის ყურება ძველ ჭრილობებზე მჟავას მასხამდა და შიგნეულობას მინაწევრებდა. ვცდილობდი ბნელი მოგონებებისგან ყურადღება გადამეტანა, მაგრამ პირიქით, გონებამ კინოფირივით დამიტრიალა თავში წარსულის ერთი ღამე, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა ორივე ჩვენგანისთვის. ჩემი სახლიდან წამოსვლის მეორე საღამოს კალანდიას სახლში მივაკითხე. მინდოდა მისთვის მომხდარი მომეყოლა, ვიფიქრე, ცოტას დამცინებს ნოვას ფსიხოზურ გამოხტომაზე და მეც ასე აღარ მომეშლება ნერვები მის საქციელზე-თქო. კარი ღია დამხვდა, ალექსთან მისვლისას კარზე არასდროს ვაკაკუნებდი, არც ახლა დამიკაკუნებია. სახლში შევედი და ალექსს გავძახე, ხმა არ გაუცია, ალბათ სახლში არაა-თქო, ვიფიქრე და წასვლა დავაპირე, მაგრამ უცებ მანჩოს და ლევანის ყვირილი შემომესმა საძინებლიდან. გამიკვირდა, ვიცოდი, რომ მანჩო, რაც ლევანს გაშორდა, პარიზში გადავიდა საცხოვრებლად ახალ ქმართან ერთად და მისი ხმის გაგონებამ დამაბნია. თავი უხერხულად ვიგრძენი, ის იყო გამობრუნება დავაპირე, რომ მანჩოს კივილმა ადგილზე გამაქვავა. მეც არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, მაგრამ ინსტიქტმა თავისი ქნა, სწრაფად შემოვბრუნდი და საძინებლის კარს ვესცი. თვალწინ გადაშლილმა სანახაობამ კი თავზარი დამცა. ლევანს სამართებლის პირი მანჩოს ყელზე მიებჯინა, ატირებული ქალი შიშისგან გაფართოებული თვალებით შესცქეროდა ყოფილ ქმარს. მრისხანებამ გონება დამიბნელა, გაცეცხლებულმა ლევანს ხელი ვკარი და აცხცახებული მანჩო ხელიდან გამოვსტაცე. ამან უარესად გაახელა, ჭკუიდან გადასულმა დანა ახლა მე მომიღერა, თან ბოლო ხმაზე ბღაოდა ესაა შენი ახალი საყვარელი ძუკნაო. აქ უკვე თავი ვეღარ შევიკავე, ქალს ხელი ვუშვი, გამძვინვარებულმა მთელი ძალით მოვიქნიე მუშტი და ლევანს პირდაპირ სიფათში ვხეთქე. გამწარებულმა ერთი დაიყმუვლა და გატეხილ ცხვირზე ხელები იტაცა. ისევ მომინდა მისთვის დარტყმა, მაგრამ თავი როგორღაც შევიკავე, დავიხარე სამართებელი ავიღე და ჯიბეში შევინახე. შემდეგ კი ატირებულ მანჩოს მივუბრუნდი, რომ შემემოწმებინა რამე ხომ არ დაუშავდა. აქვითინებული მკერდში ჩამეკრა და მთელი ხმით ატირდა. მისი დამშვიდება ვცადე, მაგრამ ტირილს ვერ წყვეტდა. სწორედ მაშინ გამენდო და სიმართლე მითხრა, რომ ლევანი გამუდმებით სცემდა და აშინებდა, რომ სინამდვილეში მისი ქმარი პათოლოგი მოძალადე იყო და ბოლოს კინაღამ რომ შემოაკვდა, მისგან საბოლოოდ გაქცევა გადაწყვიტა. მთხოვა, რომ მომხდარის შესახებ ალექსისთვის არაფერი მეთქვა. მითხრა, მირჩევნია ჩემს შვილს ვძულდე და მოღალატედ მთვლიდეს, ვიდრე სიმართლე გაიგოს და გული ეტკინოსო. უფრო კი იმის ეშინოდა, რომ ლევანს რამეს დაუშავებდა. კალანდიას მისმა სიტყვებმა კონტროლი დააკარგვინა, გაცოფებულმა ახლოს მდგომ დეკორატიულ ქანდაკებას ხელი სტაცა და ღრიალით ისროლა მანჩოსკენ. წამის მეასედით მოვასწარი მის წინ აფარება, ფიგურა ბეჭებში მწარედ მომხვდა. ტკვილი დიდად არ მიგვრძნია, აი მრისხანებამ კი თვალთ დამიბნელა და მისკენ აღრენილი შევბრუნდი. - შე ახვარო! ქალზე ძალადობა გსიამოვნებს?! - ვიყვირე სახეშეშლილმა და გამძვინვარებული ვესცი. იქამდე ვურტყამდი მუშტებს სახეში სანამ სიფათი ერთიანად ბინძური სისხლით არ მოეთხვარა. მანჩო კივილით მეტაკა, რომ ლევანს მოვეშორებინე. ამ ძიძგილაობაში კი თავს კალანდია წამოგვადგა. - აქ რა ხდება? - იყვირა გადაფითრებულმა - რა ჯანდაბას აკეთებთ? ლევანს თავი ვანებე და ფეხზე წამოვდექი. კალანდია შეშლილი თვალებით მომჩერებოდა და სახიდან ფერი უფრო და უფრო ეკარგებოდა. - მამაშენი... ის იყო მისთვის სიმართლე პირში უნდა მიმეხლია, მაგრამ აცრემლებული მანჩო მკლავზე დამექაჩა და მუდარით სავსე თვალებით შემომხედა. შემეცოდა, მისმა გამოხედვამ დედაჩემი გამახსენეს და წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ მოვახერხე, მაგრამ დავდუმდი. ლევანი გაჭირვებით წამოდგა და აღრენილმა ზიზღით გამომხედა. - შენი ძმაკაცი დედაშენის ერთ-ერთი საყვარელია, იცოდი? მთელი ამდენი ხნის განმავლობაში დედაშენს შენს თვალწინ ხმარობდა, - შეუღრინა კალანდიას და გველურად გამომხედა - ერთად წავასწარი ამ ბოზებს და ხედავ რა მიქნა? - რა თქვი? კალანდია კიარ გაფითრდა, გალურჯდა. ერთიანად აკანკალდა და მძულვარე მზერა დედამისზე გადაიტანა. ვერ გეტყვით იმ წამს მამამისის ბილწი სიტყვების ირწმუნა თუ არა, მაგრამ დედამისს ზიზღით სავსე თვალებით შესცქეროდა, მას ხომ სრულიად სხვაგვარი წარმოდგენა ჰქონდა მანჩოზე. ის თვლიდა, რომ დედამისმა ფსიქოპატ მამამისს სხვა კაცთან უღალატა და ამიტომ დაანგრია ოჯახი, ჰოდა ასეთ მოწამლულ გონებაზე შენ რას იფიქრებდი? ლევანის ქვეწარმავლობამ შოკში ჩამაგდო, იმდენად გავოგნდი, რომ მრისხანებისგან ისტერიკული ხარხარი ამივარდა. ის იყო ისევ უნდა დავტაკებოდი და ამჯერად სიკვდილამდე მეცემა, ბინძური ტყუილისთვის, რომ მწარე მუშტმა ძირს დამცა. გაცოფებული ალექსი თავს წამომდგომოდა და ისე მიყურებდა როგორც არასდროს. მისი ასეთი მზერა არასოდეს შემინიშნავს... ასეთი მძულვარე და ბოროტული. - ჩემი სახლიდან წაეთრიეთ, ორივე! ჩემმა თვალებმა აღარასდროს დაგინახოს , თორემ საკუთარი ხელით გამოგიყვან წირვას! რა ვიგრძენი იმ წამს? ზიზღი, ბრაზი, ან მრისხანება? არა, იმედგაცრუება. ვერ ვიჯერებდი, რომ საკუთარმა ძმაკაცმა, რომელსაც ძმად ვთვლიდი ასეთი რამ დაიჯერა, მაგრამ ის იმდენად ბრმად ენდობოდა მამამისს, რომ ჩემში ეჭვი უპრობლემოდ შეიტანა. იმ ღამეს მწარე მუშტი, მე კიარა ჩვენს თვრამეტწლიან მეგობრობას მოხვდა, რომელიც ნამსხვრევებად აქცია და წყვდიადში გაფანტა - სამუდამოდ. წარმოდგენა არ მქონდა ალექსმა იმ წყეულ ღამეს მართლა დაიჯერა თუ არა მამამისის მონაჩმახი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ როცა სიბრაზემ გაუარა და კარგად დაფიქრდა, შეიძლება მიხვდა კიდეც, რომ ეს სიცრუე იყო. არ ვიცი მამამისის სიტყვები რას მიაწერა, უბრალო ეჭვიანობას, თუ ზღვარგადასულ ბოროტებას, მაგრამ ეს იმ ფაქტს არ ცვლიდა, რომ ჩემმა ძმაკაცმა ერთი წამით მაინც დაუშვა, რომ მანჩოს ზედმეტად შევეხებოდი. ქალს, რომელიც ისეთივე წმინდა იყო ჩემთვის, როგორც საკუთარი დედა. შეიძლება ასეთი ამაყი არ უნდა ვყოფილიყავი და ლევანისთვის უფლება არ უნდა მიმეცა, რომ ჩემსა და კალანდიას შორის ჩამდგარიყო, მაგრამ უსაზღვრო ტკივილმა და იმედგაცრუებამ იმხელა უფსკრული გააჩინა ჩვენ შორის, რომელსაც ვერაფრით გადავახტი. კალანდიას შემდგომმა დალაპარაკების მცდელობამ კი სრულიად ამჭრა ჭკუიდან და მაგრად ვიჩხუბეთ. რაც დრო გადიოდა ვხვდებოდი, რომ მომხდარი მხოლოდ კალანდიას ბრალი არ იყო. ეს მე არ მეყო საკმარისი სიყვარული მისდამი, რომ ჩემი სიამაყე დაეჩრდილა. სწორედ ამიტომ არ მძულდა ის, მასზე ვბრაზობდი მაგრამ არ მძულდა. ჩვენ, ორივემ, ჩვენივე ხელით მოვსპეთ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი რამ, რაც წლების მანძილზე მტკიცე ჯაჭვით გვაკავშირებდა ერთმანეთთან - მეგობრობა. მანქანა მოვაბრუნე და კომპანიისკენ წასვლა გადავწყვიტე, რომ უცებ განყოფილებასთან, ძალიან ნაცნობ, შავ დუგატს მოვკარი თვალი. - თოიძე? მანქანა იქვე ახლოს შევაჩერე და წარბშეკრულმა მიდამო მოვათვალიერე, მაგრამ ეკეს თვალი ვერსად მოვკარი. კი მაგრამ, რა ჯანდაბას აკეთებდა განყოფილებაში? ცოტახანი შევიცადე, ოცი წუთის შემდეგ, მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე და სწორედ ამ დროს შენობიდან გამოსულ თოიძეს მოვკარი თვალი. კიბეებზე აჩქარებული ნაბიჯით დაეშვა. სახეზე საშინელი მღელვარება ეწერა. გამუდმებით თმას იჩეჩავდა და თავჩახრილი რაღაცას ხმადაბლა ბუტბუტებდა. მოტოციკლს მიუახლოვდა, თავზე ჩაფხუტი ჩამოიცვა და დაქოქა. მისი უცნაური ქცევები ძალიან მაბნევდა, ამიტომ ბევრი აღარ მიფიქრია, ძრაფა ჩავრთე და უკან ავედევნე. ჯერ ვიფიქრე სახლისკენ მიდის-მეთქი, მაგრამ თავის შესახვევს რომ ასცდა და გზა გააგრძელა დავიძაბე. ბოლოს მოტოციკლი ერთ კორპუსთან შეაჩერა. მოტოდან გადმოვიდა, ჩაფხუტი მოიხადა და მაღალ შენობას ახედა. მანქანა ხეივანში შევაჩერე და დაველოდე რას მოიმოქმედებდა. მოულოდნელად მთელი ხმით იღრიალა და გამძვინვარებულმა ჩაფხუტი კედელს შემოანარცხა, მუხლებზე დაეცა და სახე ხელებში ჩარგო. შუბლშეკრული ინტერესით დავაკვირდი, თოიძე ასეთი არასოდეს მენახა. უცებ ყველაფერს მივხვდი და თვალებგაფართოებულმა კორპუსს ავხედე. ვეღარ მოვითმინე, მანქანის კარი გავაღე და გადმოვედი. სწორედ ამ დროს თოიძეც წამოდგა და სადარბაზოში შევიდა. მანქანის კარი მივხურე და უკან დავედევნე. ლიფტის გამოძახება არც უფიქრია, ფეხით არბოდა კიბეებზე. გულაძგერებული უჩუმრად მივყევი უკან. ბოლოს მეშვიდე სართულზე სენსორი აინთო და თოიძე შუა კართან შეჩერდა. დაიხარა და საკეტი ჩემთვის კარგად ნაცნობი ჩხირებით გააღო. კარს ხელი ჰკრა და ბინაში გაუჩინარდა. ბოლო საფეხურები სწრაფად ავირბინე და კარი შევაღე. რა წამსაც ბინაში ფეხი შევდგი ნაცნობმა და ტკბილმა სურნელმა ნესტოები მტკივნეულად ამიწვა. ლავანდის, ჟასმინის და რაღაც უცხო ყვავილების სუნმა ძვირფასი მოგონებები წამომიტივივეს გონებაში. აღგზნებულმა ხარბად შევისუნთქე მონატრებული არომატი და უნებურად გამაკანკალა. კარი კბილების ღრჭიალით მივხურე და ჩაბნელებულ ოთახში შევაბიჯე. შიგნით არავინ დამხვდა, მისაღები გავიარე და მოპირდაპირედ დატანებულ კარს მივუახლოვდი, რომელიც ნახევრად ღია დაეტოვებინათ. გონებაარეული ოთახის ზღურბლთან გავქვავდი. თოიძე ფართო საწოლზე იჯდა და ხელში რაღაცას ატრიალებდა. სუსტი ჩხაკუნი მომესმა და უცებ ოთახი მოციმციმე მხტუნავი ვარსკვლავებით გაივსო, პატარა დინამიკიდან კი კარგად ნაცნობი, „Serhat Durmus - La Câlin“, მელოდია გადმოიღვარა. გაშტერებული მივაჩერდი ჯადოსნურ სანახაობას, თითქოს ყველაფერი გაქრა და თავი უსასრულო გალაქტიკაში ამოვყავი. - გახსოვს ბოლოს რას დამპირდი? მოულოდნელად ხმადაბლა დაილაპარაკა თავჩახრილმა. მისმა ხმამ შემაკრთო და წამში გამომაფხიზლა. ვერ მივხვდი, როდის შემნიშნა. ლოგინიდან ნელა წამოდგა, ამღერებული დინამიკი საწოლზე მიაგორა და ჩემკენ შემობრუნდა. ლოყებზე ჯერ კიდევ ეტყობოდა ცრემლების კვალი, თვალები კი... დაჯერება მიჭირდა, რომ ასეთი მკვდარი მზერა ჩემს გარდა სხვასაც შეიძლებოდა ჰქონოდა. ადამიანს არ ჰგავდა, ჩემს წინ ცოცხალი მიცვალებული იდგა. - გახსოვს? - წაიჩურჩულა ხმადაბლა და ერთი ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა - კარგად გიცნობ, დუჩე, ვიცი რომ სიტყვას ყოველთვის ასრულებ. ჰოდა, დანაპირები შემისრულე, მომკალი! - ასე უბრალოდ? წამისწინანდელი რისხვა სადღაც გაქრა, ერთიანად დავმშვიდდი და მოვეშვი. მუდამ ასე მემართებოდა, როცა სია ჩემს ახლოს ტრიალებდა. ბრაზი და ზიზღი, რომელიც სულ უკან დამყვებოდა, მისი მოახლოებისთანავე ქრებოდა. ალბათ აქაურობა მოქმედებდა ჩემზე, სახლი, რომელსაც ჯერ კიდევ შეენარჩუნებინა პატრონის სითბო და სურნელი, სახლი, რომელიც დიდი ტკივილის მიუხედავად ენით აუწერელ სიამოვნებას მგვრიდა. - ასე უბრალოდ, - დამიქნია თავი - ხელს არ შემოგიბრუნებ, არ შეგეწინააღმდეგები. შეასრულე შენი სიტყვა, დამიმტკიცე, რომ შენში ვცდებოდი, დამიმტკიცე რომ ჩემზე უკეთესი ხარ. - ჯანდაბა! უცებ სიცილი ამიტყდა, თოიძეს გვერდზე გადახრილი თავით შევსცქეროდი და სიცილს ვერ ვწყვეტდი. მისმა სიტყვებმა წონასწორობა ისევ დამაკარგვინეს, ზიზღს მგვირდა მისი ასეთი საცოდავის ხილვა, ნერვებს მიშლიდა ეს მკვდარი სახე, რომელსაც ადამიანთან საერთო აღარაფერი ჰქონდა. გულს მირევდა ის ფაქტი, რომ ბიჭი, რომელიც ღირსეულ მეტოქედ მიმაჩნდა უსუსურ, სასოწარკვეთილ და გასაცოდავებულ მოკვდავად ქცეულიყო. სიცილი ღრენაში გადამეზარდა, სიმშვიდე სადღაც გაქრა, ადგილი კი ისევ მრისხანებამ დაიკავა. ორი ნაბიჯით გავჩნდი მასთან და მთელი ძალით მოქნეული მუშტი პირდაპირ სახეში ვხეთქე. თოიძე უკან გადავარდა და გამეტებით დაენარცხა ქვიშისფერ ხალიჩას. - შენთან დასამტკიცებელი არფერი მაქვს, ! - შევუღრინე ავად - სხვა დროს სიამოვნებით გაგისწორდები, მაგრამ არა აქ და არა ახლა, როცა ასეთი საცოდავი ხარ! მოულოდნელად ღრიალით წამოიჭრა ფეხზე და დამეძგერა. ნახევრად განათებულ ოთახში მძვინვარე ბრძოლა გაჩაღდა. გაცოფებული თავს არ ზოგავდა, არც მე დამიკლია და ერთმანეთს თავ-პირი დავალეწეთ. იქამდე ვურტყამდით ერთმანეთს მუშტებს სანამ მკლავებში ძალა არ გამოგვეცალა. აღრენილმა უკანასკნელად მოვიქნიე მუშტი და გამეტებით შემოვცხე ყბაში. გონებადაბინდული ძირს დაეცა, დრო ვიხელთე და ზემოდან მოვექეცი, თავისუფლად შემეძლო იქვე მიმეგუდა, მაგრამ ისეთი თვალებით შემომხედა, რომ გავშეშდი. მის თვალებში სანატრელი აღსასრულის მოლოდინი იკითხებოდა. ერთი სული ჰქონდა საქმე ბოლომდე მიმეყვანა და მართლა მომეკლა. გამომიწვია, მთელი ეს ჩხუბი პროვოკაცია იყო, რომელსაც იდიოტივით წამოვეგე. - დაასრულე, რაღას უცდი?! - თავპირდასისხლიანებულს ხველა აუტყდა - მაჩვენე რისი გაქვს! - წადი შენი! გაღიზიანებულმა მუხლი წავკარი ფერდში, გვერდზე გადავბობღდი და აქოშინებული საწოლს მივეყრდენი ზურგით. მოქანცულმა სახეზე ხელი მოვისვი, თითები სისხლით მომეთხვარა. - თვითმკვლელი ! - წავიღრინე გამძვინვარებულმა და გახეთქილი ტუჩიდან წამოსული სისხლი ხელის ზურგით შევიწმინდე. ეკეს ადგომა არ უცდია, სახეზე ხელები აიფარა და გაყუჩდა. მისი ყურება უარესად მიშლიდა ნერვებს. - რა დაგემართა? ან აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - ყველაფერი ჩემი ბრალია, მე მოვუღე ბოლო, ამას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, ამას სიკვდილი მირჩევნია. წაიჩურჩულა ხანგრძილივი პაუზის შემდეგ. შუბშეკრულმა თოიძეს გავხედე, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. - გარკვევით ილაპარაკე! წამით დადუმდა, შემდეგ სახიდან ხელები მოიშორა და ნელა წამოჯდა. მარჯვენა თვალი გასიებოდა, წარბი და ტუჩი გახეთქოდა, ცხვირიდან კი სისხლი მოსდიოდა. მოციმციმე ვარსკვლავები მხიარულად დახტუნავდნენ კედლებზე და ამჯერად რაღაც სხვა, სევდიან მელოდიას უკრავდნენ. - ზოიძის შესახებ გსმენია რამე? - აკანკალებულმა ცხვირიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა და ანთებული თვალებით მომაცქერდა. - ვიცი თქვენი ამბავი, ვიცი რომ შენს ძმას ვალი ჰქონდა მაგ ნაბიჭვართან. - გაუკვირდა, მაგრამ აღარაფერი უკითხავს. - სერიოზული თანხა დაიდო ვალად, ორი წელი ვირივით რომ ემუშავა მაინც ვერ მოაგროვებდა მაგდენს. ზოიძესთან სალაპარაკოდ მივედი, ვუთხარი ჩემს ძმას შეეშვით და ვალს მე დავაბრუნებ-თქო. - და შენ როგორ აპირებდი მისთვის ვალის დაბრუნებას? საიდან უნდა მოგეტანა ამხელა ფული? - ჩემი ძმის მსგავსი ლუზერებისთვის ერთი გამოსავალი აქვთ, რომელსაც იშვიათად მიმართავენ. სად იპოვი ისეთ თვითმკვლელს, რომელიც სხვის გამო შარში გაჰყოფს თავს?! - ანუ? - ზოიძემ გადათამაშება შემომთავაზა. „შავ იატაკში“ ყველაზე ძლიერ მოთამაშესთან ერთი-ერთზე უნდა მეთამაშა, თუ მოვიგებდი ვალი გარასხოდდებოდა, თუ წავაგებდი არცერთს აღარ შეგვრჩებოდა თავი კისერზე. თანხა კოლოსალურ ციფრებს მიაღწევდა რისი გადამხდელიც არცერთი არ ვიყავით. - ავადმყოფი , - ზიზღით ჩამეცინა - მერე, დათანხმდი? - სხვა რა გზა მქონდა, ჩემს ძმას მოკლავდნენ. ზოიძის მსგავს ახვართან სხვანაირად ვერ გახვალ ფონს, ან მისი წესებით უნდა ითამაშო, ან დაბრიდო. - როგორც ჩანს, კიდევ ვიღაც ფიქრობდა ასე, ზოიძე ხომ მოკლეს, - ეკეს თვალი გავუსწორე. - მე არ მომიკლავს, - შემომხედა შუბლშეკრუმა - მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთების სურვილი ბევჯერ მქონია, მისთვის თითი არ დამიკარებია. მის თვალებში გულწრფელობა იკითხებოდა. თუმცა, ჩემთან ამის მტკიცება არც სჭირდებოდა. ისედაც ვიცოდი, რომ თოიძე არავის გაიმეტებდა სასიკვდილოდ, ზოიძის მსგავს არამზადასაც კი. - კარგი, გააგრძელე. - ზოიძემ ვიღაც ჩეჩენს შემახვედრა. დუდაევი, ესაა მისი გვარი, სახელი არავინ იცის. მისი გვარიც კი უცნობია ბევრისთვის. ზოიძის მარჯვენა ხელი და შავი საქმის შემსრულებელია. - მკლავზე ტატუ აქვს? - ვკითხე სწრაფად. ეკე წელში გასწორდა და გამჭოლი მზერა მომაპყრო. - ჰო, - მიპასუხა მოკლედ. - კარგი... განაგრძე. - პოკერი ვითამაშეთ, მოვუგე. მაგრამ ეგ გამართლება უფრო იყო. მაგრად გავრისკე და მეხუთე კარტზე გამიფლეშა, იმ ნაბიჭვარს სტრიტი ეკავა. წესით ყველაფერი უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ ზოიძე ქორივით ჩამაფრინდა, ჯერ არ მახსოვს დუდაევს ვინმესთან წაეგოო, ასე უბრალოდ ვერ გაგიშვებო. ახვარმა, პირობა არ შეასრულა, მითხრა ერთ საქმეს მოგცემ, მომიგვარე და ყველაფერი თუ კარგად ჩაივლის სამუდამოდ შეგეშვები და პლიუს მაგას გასამრჯელოსაც მიიღებო. - რა დაგავალა? - ზუგდიდში ერთი კაზინოა, „თეთრი იალქანი“, მისი შესყიდვა უნდოდა, მეპატრონე კი თანახმა არ იყო. სერიოზულ ფულს აკეთებდა მაგედან და გაყიდვა თავში აზრადაც არ მოსვლია. არალეგალური დაწესებულებაა, მის შესახებ მხოლოდ ვიაიპ კლიენტებმა იციან, „შავი იატაზე“ ნაკლები ფულის არ ჭრიან. ზოიძემ მითხრა ფული არ აინტერესებს, ტყუილად არ შესთავაზოო. - ამიტომ არ წამოხვედი ექსკურსიაზე, - მაშინ ძალიან გამიკვირდა. ის სიას მარტოს არასდროს ტოვებდა და მასთან ერთად ყოფნის ასეთ იდეალურ შანს ხელიდან არ გაუშვებდა, აი თურმე რაში ყოფილა საქმე - და ამიტომ იყავი ჩამოსული ზუგდიდში. - ჰო, - თავი დამიქნია და ბასრი მზერა გადაყვლეფილ მუშტებს გაუშტერა - ზოიძეს ჩემი დახმარება არაფერში სჭირდებოდა, ასეთი სამქეებისთვის იმ ჩეჩენს იყენებდა, მაგრამ ნაბიჭვარმა გამომცადა. აინტერესებდა მოვაბამდი თავს თუ ვერა. - როგორც ვხედავ მოაგვარე. - რთული არ ყოფილა, მუქარა და ხელის გარტყმაც იკმარა, - თვალი ამარიდა, თავისივე ქმედების თვითნვე რცხვენოდა - უკან დაბრუნებულს ზარზეიმით შემხვდა. გულიანად იცინა და ფულის მოზრდილი შეკვრა გამომიწოდა, ესეც შენ დამსახურებული ჯილდოო. - გამოართვი? - გავხედე ღიმილით. - არა! - ამომხედა ზიზღით - არაფერში მჭირდებოდა მაგის ბინძური ფული! წამოსვლა დავაპირე, მაგრამ შემომთავაზა ჩემთან დარჩი და ვითანამშრომლოთო, ძალიან მომწონხარ, შენი ჩემს გუნდში შემოსვლა გამახარებს და საქმეც წინ წაიწევსო. დუდაევსაც კი მოსწონხარ, მას ზოგადად ადამიანები არ უყვარსო. თან ერთი მნიშვნელოვანი საქმე მაქვს მოსაგვარებელი და ეჭვი არ მეპარება თავს კარგად გაართმევო, შესრულების შემთხვევაში კი ისეთ ცხოვრებას გაჩუქებ რომელზეც არც კი გიოცნებიაო. - როგორი გამწარებული ყოფილა, ვინმეს დაბრედვა გთხოვა? - მაშინვე მივხვდი. - ჰო, - თავი ასწია და გამომწვევად გამომხედა, სახეზე დინამიკიდან არეკლილი სინათლის სხივები დასთამაშებდნენ - Черный список-ის. თავი მეათე მთელი ორგანიზმი დამეჭიმა, მისმა ბოლო სიტყვებმა გველის ნაკბენივით მომიწამლეს სისხლი, ხელები ამიკანკალდა და თოიძეს გამძვინვარებულმა შევხედე. წამით ისევ მომინდა მისი სიკვდილამდე ცემა, მაგრამ იმდენად მაინტერესებდა ამბის გაგრძელება, რომ ნერვები უკიდურესი ძალისხმევით მოვთოკე. შხამიანი გესლი გაჭირვებით გადავყლაპე და კრიჭაშეკრული მდუმარედ მივაჩერდი. - მის სამ ასოზე გაგზავნას ვაპირებდი, მაგრამ როგორც კი Черный список-ის სახელი გავიგონე წამსვე შევიცვალე აზრი. - ნერვებმა მიმტყუნეს, თავი ვეღარ შევიკავე და საკინძეში ვწვდი. - რა თქვი, ახვარო?! რა დაუშავე?! მიპასუხე! რა დაუშავე-მეთქი! - ვუღრიალე გააფთრებულმა. - მისთვის რამის დაშავება არც მიფიქრია, - არ შემწინააღმდეგებია, ცივი თვალებით მომჩერებოდა - იქ მის მოსაკლავად არ დავრჩენილვარ, მისი დახმარება მინდოდა. უნებურად ხელები ვუშვი და უკან დავიხიე. ისევ მივეყრდენი საწოლს და თოიძეს მრისხანედ გავხედე. - შენი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, უკვე იცი ვისზეც ვსაუბრობ, - კედელს მიეყრდნო და თვალი გამისწორა. არაფერი მიპასუხია, ამიტომ ლაპარაკი გააგრძელა - მაშინ არ ვიცოდი ვინ იმალებოდა Черный список-ის ნიღაბს მიღმა, მისი დახმარება სხვა რამის გამო მსურდა. პირადი სიმპათიები გამაჩნდა ინკოგნიტო დეტექტივის მიმართ და ძალიან დავინტერესდი ამჯერად რა გამოუჩხრიკა ზოიძეს, რომ მისი მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. - როდის გაიგე სიმართლე? - ვკითხე ხმადაბლა. - ზუგდიდში სიას მოსასმენი ჩავუდე ჯიბეში. მინდოდა გამეგო რას მიმალავდა, ვხვდებოდი, რომ პრობლემები ჰქონდა, თან იმდენად სერიოზული პრობლემები, რომ მეც კი არ მეუბნეოდა არაფერს. ამიტომ ჩემით გარკვევა გადავწყვიტე. შემდეგ კი მისი და იმ ბიჭის საუბარი მოვისმინე. მეორე დღეს ზოიძის აყვანას გეგმავდნენ, რომ რაღაც ნარკოტიკზე სიმართლე გაეგოთ. სია ფიქრობდა, რომ ზოიძე იყო შემომტანი და გამსაღებელი. - მერე? - ცნობისმოყვარეობისგან სული მელეოდა. - ამისთვის ხელი უნდა შემეშალა, ზოიძეს თუ მართლა ჩაიგდებდა ხელში სიტუაცია უარესად გართულდებოდა. სიას არავინ აცოცხლებდა, ის კი ზოიძეს ვერ მოკლავდა, ამიტომ ჩარევა გადავწყვიტე და ზოიძის საყვარელს მივაკითხე, სია იქიდან აპირებდა იმ ნაბიჭვრის აყვანას. იქ ნანახმა სურათმა საერთოდ დამაბნია, საყვარელი სიას დედა აღმოჩნდა. - რაო? ეს მეც კი არ ვიცოდი. წარმოვიდგინე მასზე ამ ახალი ფაქტის აღმოჩენა, როგორ იმოქმედებდა და სინანულმა მომიცვა. მაინც რამდენი რამის გადატანა უწევდა მარტოს?! - ისეთი რამეები მოვისმინე, რაც ჯობდა არ გამეგო, - ქოჩორი ნერვიულად აიჩეჩა და ამღვრეული მზერით გამომხედა - ეს გოგო იმაზე მეტად დატანჯეს ვიდრე, მე ან შენ ოდესმე წარმოვიდგენდით. სიამ დედამის თან გაყოლა დააძალა, უთხრა ზოიძე თუ გაიგებს რომ დედაჩემი ხარ მოგკლავსო. იმ სულელმა ქალმა არ მოუსმინა, სიას ლარნაკი შემოაფშვნა სახეში და გაიქცა. ის წყეული ლარნაკი ცუდ ადგილას მოხვდა სახეში, წამოდგომა უჭირდა, შემეშინდა, მასთან მისვლა დავაპირე, მაგრამ ყრუ ხმა შემომესმა და კარის მიმართულებით გავიქეცი. ის ჩეჩენი სიას დედის გვამთან იდგა, მაყუჩიანი იარაღით ხელში და შიგნით შესვლას აპირებდა. ბევრი აღარ მიფიქრია, ზურგიდან მივეპარე და გავთიშე. სანამ სიასთან დაბრუნებას მოვასწრებდი, დავინახე მაგის მეგობარი გულწასულს როგორ მიარბენინებდა მანქანისკენ. - იმ ნაბიჭვარმა ხომ არ დაგინახა? - არა, რომ დავენახე არ მაცოცხლებდა. იქაურობას სწრაფად გავეცალე, ეგენი ნაკლებად მადარდებდნენ, მე სია მაშინებდა, სისხლი საფეთქელიდან მოსდიოდა. მაგრამ გზაში მათი კვალი დავკარგე. ვეღარ დავლანდე სად გაქრნენ. ისევ მოსასმენით ვცადე რამის გაგება, მაგრამ გათიშული დამხვდა. მივხვდი, რომ აღმომაჩინეს. მაშინვე სიას სახლში დავბრუნდი, მაგრამ შინ არ დამხვდა. ამიტომ სახლში შემოვიპარე, აქაურობა გადავქექე მისი კვალის პოვნის იმედით და შემთხვევით მოსასმენი ვიპოვე. მივხვდი, რომ ზოიძემ უკვე ყველაფერი იცოდა, ამიტომ მოვიდა ჩეჩენი იმ სახლში, სიას და დედამისის მოკვლა ჰქონდა დაგეგმილი. ორივეს ადგილზე ჩახოცავდნენ და ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. გამაკანკალა, მთელი ეს დრო დანის პირზე დადიოდა, ისე რომ მე არაფერი ვიცოდი. მაინც რამდენი რამ გამომრჩა მასთან? ეკეს, რომ არ მიესწრო იმ ღამეს შეიძლება ის ცოცხალი ვეღარც მენახა. “უძლური... უმაქნისი...“ ქვეცნობიერმა მწარედ გამკრა კბილი. - სია გაქრა, მის კვალს ვეღარ მივაგენი. წარმოდგენა არ მქონდა სად იყო და ან ცოცხალი იყო თუ არა საერთოდ. ზოიძემ თავისთან დამიბარა და ყველაფერი მითხრა, შემდეგ კი სიას პოვნა დამავალა. გადაწყვეტილი მქონდა, როცა ვნახავ ყველაფერს მოვუყვები-მეთქი, მაგრამ კვალს ვერ მივაგენი. - იმ საღამოს სისიმ დამირეკა, სანდროსთან იყვნენ სახლში, - მტკივნეული მოგონებები უსუსური ნაფოტივით წამომიტივტივდა გონებაში - ადგილზე, რომ მივედი უგონოდ დამხვდა, მძიმე ტვინის შერყევა ჰქონდა მიღებული. სიცხეც ჰქონდა და სუნთქვა უჭირდა, მაშინვე საავადმყოფოში წავიყვანე. - ყველა საავადმყოფო შევამოწმე, - გამომხედა წარბშეკრულმა - მაგრამ კვალს მაინც ვერ მივაგენი. - შესაფერისი ზომები მივიღე, რომც მოსულიყავი ვერ იპოვიდი. - მაგრამ თუ შენთან იყო, შენგან წამოსვლა როგორღა მოახერხა? რატომ გამოუშვი?! - არ გამომიშვია, - ყბაზე კუნთი დამეჭიმა და ეკეს თვალი ავარიდე - გამომექცა, გაიგო რომ მის შესახებ სიმართლე მოვისმინე და გამექცა. - რატომ? - ჩემი შეეშინდა, იფიქრა, რომ რამეს დავუშავებდი და გაიქცა. სულელი, - სახეზე ხელი ნერვიულად მოვისვი - სულ რომ მართლა დამნაშავე ყოფილიყო, ვერასდროს ვერაფერს ვავნებდი. - რაზე ლაპარაკობ? - სახეზე შეშფოთება დაეტყო - რაში უნდა ყოფილიყო დამნაშავე? - არაფერი, განაგრძე, რასაც ყვებოდი. - ერთხანს დაკვირვებით მიყურა, ბოლოს კი თხრობა მაინც განაგრძო. - ერთ დღესაც ზოიძემ დამირეკა და მიტოვებულ ქარხანაში მთხოვა შეხვედრა, მითხრა შენთვის ახალი დავალება მაქვსო. იქ მისულს კი ადგილზე დაკოჭილი სია და მამამისი დამახვედრა. თავი ავწიე და თოიძეს თვალებგაფართებული მივაჩერდი. სისის მონაყოლი გამახსენდა, როცა მითხრა ბინაში მისულს სია იქ აღარ დამხვდაო. - რა თქვი?! - საკუთარი ხმა არ მეცნო. - სია ზოიძის პროვოცირებას ცდილობდა, უნდოდა რამე მაინც დაეტყუა, რომ მოსასმენით ყველაფერი სანდროს გაეგონა. ჩეჩენი ყველაფერს მიუხვდა, ზოიძე მოკლა და სიას მოსასმენი ნამსხვრევებად უქცია. ჩრდილში დგომა აღარ შემეძლო, გადაწვეტილება უნდა მიმეღო. ან მაშინვე ავტეხავდი სროლას, ან თამაში უნდა გამეგრძელებინა. - რაზე მელაპარაკები, ბიჭო! - ვუყვირე - სია საფრთხეში იყო, იმ ახვარს მისი მოკვლა სურდა!!! - არის რაღაც რაც შენ არ იცი, - კედელს თავი მიაყუდა და თვალები დახუჭა - სიას მოკვლის უფლებას არავის მივცემდი, მაგრამ ისიც უნდა გამერკვია, ვინ იდგა ამ ბინძური ამბის უკან. სხვანაირად სიას ვერ დავეხმარებოდი. მე რომ ჩეჩენი ადგილზე მომეკლა, რასაც ვიზამდი კიდეც მის გადასარჩენად, ყველაფერი ისევ გაურკვეველი დარჩებოდა, ხელში მარტო გვამები შემრჩებოდა და არანაირი პასუხები. სია ისევ საფრთხეში იქნებოდა, ჩეჩენი მხოლოდ პაიკია, მის გარდა კიდევ ბევრი არსებობს, მას თუ გაიყვან თამაშიდან დაფაზე ახალი ფიგურა გამოჩნდება და ასე დაუსრულებლად, სანამ მთავარს არ მიწვდები. - რა გააკეთე? - წავიჩურჩულე ნერვებდაჭიმულმა - ეკე, რა გააკეთე?! ხმა ვეღარ ამოიღო, თვალდახუჭულს ღაწვებზე ცრემლი ჩამოუგორდა. მისმა უხმო პასუხმა ძარღვებში სისხლი გამიყინა. მოძრაობის უნარი დავკარგე, ყველა კუნთი გამეთიშა. - რომ დამინახა სახე შეეცვალა, - წაიჩურჩულა ხანგრძილივი პაუზის შემდეგ, თვალები გაახილა და დაბინდული მზერა ჭერს მიაპყრო - არაფერი უთქვამს, არც ყვირილი დაუწყია, არც ის უკითხავს ეს როგორ გამიკეთეო, ან აქ რას აკეთებო, ან ეს გაუგებრობაა და ამიხსენი რა ხდებაო. უბრალოდ დუმდა და ცარიელი თვალებით მომჩერებოდა. მათში ვერანაირ ემოციას ვერ ვკითხულობდი, ვერც შიშს, ვერც ბრაზს, ვერც იმედგაცრუებას, ვერაფერს. ჩეჩენს არაფერი შეუმჩნევია, ვერ მიხვდა რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით. დამავალა, ტყვეები მანქანაში გადავიყვანოთ, ჩემს ბოსს ამ პატარა ქალბატონის ნახვა სურსო. - ბოსს? იცი ვისზეც საუბრობდა? გინახავს ვინ არის? - არა, მათთან ცოტა დრო გავატარე, მაგრამ პირველივე დღეს მივხვდი, რომ ზოიძე არ მართავდა ჩეჩენს. დუდაევი ყველა ბინძურ საქმეს აკეთებდა, ზოიძეს ემორჩილებოდა, მაგრამ ამ ყველაფრის სათავეში ვიღაც სხვა დგას, ვისაც ნარკოტიკები საქართველოში შემოაქვს. სწორედ მაგ საღამოს უნდა შევხვედროდი პირველად მას. - გააგრძელე! - ტყვეები მანქანაში გადავიყვანეთ, თან გამალებული ვფიქრობდი სია როგორ დამეხსნა მათი კლანჭებიდან ისე, რომ ვერაფერს მიმხვდარიყვნენ. მაგრამ ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხე, გზაში სიტუაცია უკონტროლო გახდა. ჩეჩენი ტყვეებთან ერთად იჯდა, რომ სიტუაცია ეკონტროლებინა, სიამ კი ეს სათავისოდ გამოიყენა. ვერ დავინახე, ხელების გახსნა როდის შეძლო და მამამის როდის ანიშნა ჩუმად. პროკურორი ჩეჩენს ესცა, სია კი მე, სახე გამეტებით ჩამომკაწრა. ხელის შებრუნება არც მიფიქრია, მას არაფერს დავუშავებდი. საჭეს ვეღარ ვიმორჩილებდი, ამ ბრძოლაში მანქანამ მართვა დაკარგა, ჯებირი გაანგრია და მტკვარში გადავარდა. ჰაერში ვარდნისას კი იარაღის გავარდნის ხმა გავიგე, დუდაევმა ისროლა, მაგრამ ბრმა ტყვია ვის მოხვდა ვერ დავინახე. სანამ აზრზე მოსვლას მოვასწრებდი წყალში მოხვედრისთანავე თავი საჭეს ჩამოვცხე და გავითიშე. ერთიანად აკანკალებულმა სახეზე ხელები აიფარა. მის სიტყვებს მძაფრ კადრებად წარმოვიდგენდი გონებაში. თვალნათლივ დავინახე, როგორ გადავარდა მანქანა მტკვარში, არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ სია გადარჩა, მადლობა ღმერთს გადარჩა. ენით აუწერელ ბედნიერებას მგვრიდა ის ფაქტი, რომ იმ ღამეს ტაისონასთან მისვლა გადავწყვიტე, ასე რომ არ მოვქცეულიყავი ვერ გავიგებდი, რომ ჩემი გოგო ცოცხალი იყო და ამ სიტყვების შემდეგ ეკე თოიძეს ულაპარაკოდ გამოვუყვანდი წირვას, აქვე და ახლავე. მაგრამ ახლა, როცა ასეთ სასოწარკვეთილს ვუყურებდი, ვეღარ ვბრაზდებოდი, მეცოდებოდა, აშკარა იყო, რომ სია მკვდარი ეგონა. - წყლიდან ჩეჩენმა ამომათრია. გონს რომ მოვედი მასთან ვიყავი სახლში. არ ვიცი რა მოხდა, არ ვიცი დანარჩენებს რა მოუვიდათ, დღეს კი გავიგე, რომ ზვიად ძნელაძე მკვდარი იპოვეს. სია კი... - ვეღარ დაასრულა, გაცეცხლებულმა მთელი ძალით მისცხო თავი კედელს - მთელი ეს დრო ვეძებ, ყველგან დავეძებ და მისი გვამიც კი ვერსად ვიპოვე. სახეშეშლილს მზერა შეეცვალა, ჩასისხლიანებული თვალებით მომაჩერდა და ავად ასისინდა. - შენ ხომ გიყვარს, ვიცი, რომ გიყვარს. ჩვენ ორივეს გვიყვარს ის. მაშინ, ბოლოს რომ გნახეთ ერთად საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ თუ ოდესმე მას შენი მიზეზით რამე დაუშავდებოდა მოგკლავდი. ცხოვრება უცნაური რამ არის, ის ჩემი მიზეზით დაშავდა, ჰოდა ახლა იცი სიმართლე, რაღას უცდი? ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ მოგიყევი, რომ მყარი მიზეზი მომეცა შენთვის. მომკალი! - იღრიალა ერთიანად აკანკალებულმა. ვარსკვლავები სახეზე დასთამაშებდნენ. მის ყვითელ თვალებში უამრავი ემოცია ერთად იკითხებოდა - ბრაზი, სასოწარკვეთა, დანაშაულის გრძნობა, სინანული. სხვა დროს და სხვა შემთხვევაში მას თითსაც არ დავაკარებდი, ასე დავტოვებდი თავისივე სასოწარკვეთილების ტყვეობაში. ეს მეტ ტკივილს და ტანჯვას მიაყენებდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, მაგრამ... - როგორი პათეტიკური ხარ, - ჩამეცინა ცივად და წამოვდექი - მოკვლით არ მოგკლავ, მაგრამ ერთს კარგად შემოგილაწუნებ, ოღონდ ახლა არა, ისედაც გაერთიანებული გაქვს სიფათი. არ მინდა ხელებში ჩამაკვდე და სიასთვის ყველაფრის ახსნა ვეღარ შეძლო. შენ თუ ფიქრობ, რომ შენს ჩასვრილზე მე მივცემ ახსნა განმარტებას ცვეტში ცდები. ადექი! - ცივად გავუწოდე ხელი. რამდენიმე წამს დაბნეული მომჩერებოდა. - რას აკეთებ? ვერ გაიგე რა გითხარი წეღან? - წაიჩურჩულა უცხო ხმით. - სია ცოცხალია და ჯანმრთელი. იმის თავიც კი აქვს, რომ ჯერ არ წოდებულ შეყვარებულს მთელი ძალით მოსდოს სიფათში, ასე რომ ნუ დარდობ და ადექი-მეთქი, შენი ასეთის ყურება გულს მირევს! - ცოცხალია? ნამდვილად? ნახე? შენი თვალით ნახე? - შევამჩნიე, როგორ დაუბრუნდათ სხივი მის უცნაური ფერის თვალებს. - ჰო, მოგვიანებით მოგიყვები ყველაფერს, აბა? დიდხანს აპირებ მანდ ჯდომას? - შევუღრინე გაღიზიანებულმა. წამით დადუმდა, მზერა ჩემს ხელზე გადაიტანა და ბოლოს მაინც მომეჭიდა. წამოდგომაში დავეხმარე და დამცინავად შევხედე. - ისე... რამდენიმე უხეშობისთვის ისე გამტებით მომხვდა სიფათში დავიწყებას ვცდილობ და არ გამომდის, წარმოდგენაც კი არ მინდა შენ რას გიზამს, როცა ხელში ჩაუვარდები. - ჩამეცინა ბოროტი კმაყოფილებით და პირველი წამოვედი სახლიდან. **** დეკემბერი იწურებოდა, სულ მალე ახალი წელი შემოაბიჯებდა თბილისში მე კი საზეიმოდ სულაც არ მქონდა საქმე. მანქანის საქარე მინიდან დაბინდული მზერით გავყურებდი ზანტად მოფარფატე ფიფქებს, ისევ გათოვდა... ვაკვირდებოდი, როცა თავს განსაკუთრებით ცუდად ვგრძნობდი და მისი მონატრება უკვე აუტანელი ხდებოდა, თოვას იწყებდა... საინტერესოა, სამყარო ჩემს გამხნევებას ცდილობდა ასე, თუ ჭრილობაზე დაუნდობლად მაყრიდა მარილს?! ჯერ კიდევ ვერ გადამეწყვიტა... - ერთი წამით, ვერ გავიგე რა შხამზე მელაპარაკები, - ეკე დაბნეული მომაჩერდა. ყველაფერი ვუამბე რაც კი ვიცოდი. ბედის ირონიაა, არა? რას წარმოვიდგენდი მე და თოიძე ერთ ნავში თუ აღმოვჩნდებოდით?! ორივეს ერთი მიზანი გვქონდა - სიას პოვნა და ნარკოდილერამდე მიღწევა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კი ბედისწერამ ჩვენი გზები ჩვენს უკითხავად გადაკვეთა. ახლა გაერთიანება და ერთიანი ძალებით მტრის დამარცხება ჩვენი ერთადერთი გამოსავალი იყო. - ეს შხამი შენი იატაკიდან ვრცელდება, - ფიფქებს მზერა მოვწვიტე და ეკეს შუბლშეკრულმა გავხედე - ამის შესახებ როგორ არაფერი იცოდი? საერთოდ როგორ მოხვდი მანდ? - არა, რაღაც არასოწორად გაიგე, - სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა და ერთი ღერი ამოიღო - გინდა? - მომე, ამ ბოლო დროს მეტისმეტად მივეჩვიე ამ ნაგავს. - უკმაყოფილოდ გავუკიდე და გავაბოლე - მაინც რა გავიგე არასწორად? - მე „შავი იატაკის“ ხელმძღვანელი არ ვარ, პაიკად მიყენებენ, სახედ რომელიც ხალხში უნდა გამოჩნდეს. სინამდვილეში „შავი იატაკი“ ნარკოდილერს ეკუთვნის, გეგეჩკორს წილში უზის, ზოიძის სიკვდილის შემდეგ ჩეჩენმა მითხრა კაზინოს შენ უნდა გაუძღვე, ბოსმა ასე გადმოგცაო. - და მაგ შენ ბოსს შენთან შეხვედრა რატომ არ უნდა? - რაც უფრო ვაკვირდები, ვხვდები, რომ ჩრდილში ყოფნას ცდილობს. მგონი ჩეჩენი ერთადერთია ვინც მისი ვინაობის შესახებ იცის. მის გარშემო ბევრი ხალხი არ მოძრაობს და ეს მაეჭვებს, რომ ვიღაც ძალიან გავლენიანი და კარგად ნაცნობი პიროვნება იმალება მთელი ამ მძღნერის გროვის მიღმა. და როცა გავიგებ ვინ არის... - რას იზამ, მოკლავ? - გავხედე ირონიულად და კიდევ ერთი ნაფაზი დავარტყი. - და შენ რა იდეა გაქვს? პოლიციას გადავცეთ? - ახლა მას აუთამაშდა ტუჩებზე დამცინავი ღიმილი. - არავითარ შემთხვევაში, - უკვე ჩამწვარი ბიჩოკი წკიპურტით მოვისროლე მანქანიდან და სიას კორპუს ცივი მზერით ავხედე - არა, ის ჩემია და როცა მასთან მივაღწევ, გაცილებით უარესს დავმართებ ვიდრე სიკვდილია. - რატომ არ მეუბნევი ამ ამბავში როგორ გაერიე? და რატომ ამბობ რომ კოლიბრი სინამდვილეში საწამლავია? ჩვენთან ჩვეულებრივ ნარკოტიკს ასაღებენ, მაგ კოლიბრს ვიაიპ კლიენტები მოიხმარენ საკმაოდ მაღალ ფასად. ეს აქამდე მხოლოდ ჭორი მეგონა. ხომ იცი, ბაზარზე როგორც ხდება, ხარისიხის გასაფუჭებლად, ან ფასის დასაგდებად ათას მარკენტიკულ სიბინძურეებს მიმართავენ. - არ ვიცი ზოიძეს რა ეგონა და რა შემოჰქონდა ბუნაგში, მაგრამ ნამდვილი კოლიბრი ნარკოტიკი არაა, ეკე. შენ ძალიან ზედაპირული ინფორმაცია გქონია შენს ბანდაზე. როგორც ჩანს, არ გენდობიან, - ტუჩზე ფიქრიანად გადავისვი თითი - მაშინ, შენთან კაბინეტში, რომ ვიყავი რაღაც შევამჩნიე, სწორედ ამიტომ აღარ გაგიგრძელე სიაზე საუბარი. იცოდი, რომ გითვალთვალებენ? - რა? - გაკვირვებულს თვალები დაუმრგვალდა - რას ჰქვია მითვალთვალებენ? - შენს კაბინეტში წიგნში ჩამონტაჟებულ ფარულ კამერას მოვკარი თვალი, სარკეში შევამჩნიე შემთხვევით. ასეთ რამეებს იოლად ვცნობ, მსგავს სათამაშოებს ჩემს კომპანიაში აქტიურად იყენებენ აქციონერები. მაშინ ისე გავბრაზდი შენზე, ვიფიქრე, რომ ამის შესახებ გეცოდინებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ წარმოდგენაც არ გაქვს რაში გაყავი თავი. - ახვარი! - წაისისინა გაცოფებულმა და ჩამწვარი ბიჩოკი ფანჯრიდან მოისროლა - იმ დღის მერე არ მენდობა, აი თურმე ბოლოს უცნაურად რატომ იქცეოდა. - რომელი დღის? რას გულისხმობ? - მაშინ, როცა კალანდიას ვუთვალთვალებდით, შენ რომ დაგვედევნე... - გავშეშდი და ეკეს მივაჩერდი. - ის ტიპი... ტატუებიანს ხელი, რომ აუკრა, შენ იყავი? - აბა, შენ თავს ხომ არ დავაბრედინებდი? ეგრე ძალიან არ მძულხარ. სალონში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მოკლედ ეს საღამო სიურპრიზებს არ წყვეტდა, ახლა აღმოვაჩინე, რომ თოიძესთან სიცოცხლით ვყოფილვარ დავალებული. ამ ფაქტმა მაინცდამაინც არ აღმაფრთოვანა. - და რა მოხდა მაგ დღის შემდეგ? რატომ არ გენდობა? - იფიქრა, რომ სუსტი ვარ. თვლის რომ ადამიანის მოკვლა არ შემიძლია. ამით კი მის თვალში რეპუტაცია მელახება. სისხლის მსმელი მანიაკია, ის მხოლოდ ერთით საზღვრას ადამიანს. რამდენმად დაუნდობელია ის და რამდენად შორს შეუძლია წასვლა საქმის შესასრულებლად. - ეგ ვერაა მთლად კარგი კომბინაცია. - ვიცი, კარგი ამაზე მოგვიანებით, ახლა მითხარი ეგ შხამი რას წარმოადგენს და რა კავშირი აქვს „შავი იატაკის“ კოლიბრთან. - „კოლიბრი“, რომლზეც მე გიყვები სინამდვილეში საწამლავია, მას შეუძლია ადამიანის ფაფად ქცევა, როგორც კი ორგანიზმში მოხვდება. საკმაოდ სახიფათოა. თან ბოლო მსხვერპლები უფრო და უფრო მძიმე ვითარებებში იღუპებიან, წარმოდგენა არ მაქვს მწარმოებელი რის შექმნას ცდილობს, ის თავიდანვე ასეთი არ ყოფილა. თავიდან მხოლოდ ჰალუცინაციებს და სიგიჟეს იწვევდა მსხვერპლებში, ახლა კი უპირობოდ კლავს. - მსხვერპლები ახსენე, იცი მათი ვინაობა? რა იცი საწამლავის განვითარების სტადიებზე? ვინ იყო პირველი ინფიცირებული? დავდუმდი. ელენას ჭკუიდან შეშლის ამბავი მხოლოდ მე ზურაბმა და ნოვამ ვიცოდით. ამ ინფორმაციას ყველა ჩვენი მიზეზით ვმალავდით. ნოვას ზედმეტი აურზაურის ატეხა არ სურდა, არ უნდოდა მისი ცოლი პრესის ყბაში ჩავარდნილიყო და დედაჩემი გაზეთის პირველ გვერდზე გამოეჭენებინათ ახალი და სენსაციური სათაურით: „ „ქეი კორპორეიშენის“ პრეზიდენტის მეუღლე, რომელიც უცნობი მიზეზის გამო ჭკუიდან შეცდა!“. როცა ელენა ცუდად გახდა, ექიმმა ანალიზები აუღო, რომელმაც აჩვენა რომ დედაჩემს რაღაც უცხო პრეპარატი ჰქონდა მიღებული, რომელმაც შიზოფრენია გამოიწვია. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი „კოლიბრის“ არსებობის შესახებ და გვეგონა, რომ დედაჩემი უბრალოდ მოწამლეს. შემდეგ კი მირიანი დაიღუპა, ეს მეუცნაურა და ზურაბს მისი ანალიზების აღება ვთხოვე, მის სისხლშიც იგივე შემადგენლობის საწამლავი აღმოჩნდა. ეს კი საიდუმლოდ შევინახე, არ მინდოდა ნოვას რამე სცოდნოდა. მისმა რეაქციამ დამაეჭვა, ის პოლიციაში არც კი წასულა, რომ დანაშაულის შესახებ განეცხადებინა. იმდენად არ ვენდობოდი საკუთარ მამას, რომ იდუმალი საწამლავის გამოქექვა მარტომ გადავწყვიტე. აქამდე არავისთვის მითქვამს, რომ დედაჩემი იტალიაში კი არ იყო წასული დროებით საცხოვრებლად და დასასვენებლად, არამედ პანსიონის ოთხკედელში მყავდა გამომწყვდეული, რომ საკუთარი თავისთვის რამე არ დაეშავებინა. თავი ავწიე და ეკეს გავხედე, არ ვიცი რატომ, მაგრამ სიმართლე ვუთხარი, ყველაფერი ბოლომდე მოვუყევი რაც კი ვიცოდი. უხმოდ მისმენდა, თვალებში კი სევდა ედგა. - გასაგებია... - მიპასუხა მოკლედ, როცა თხრობა დავასრულე - ახლა მესმის. ალბათ საშინელი შეგრძნებაა როცა ფიქრობ, რომ... - აღარ დაასრულა. - სანამ სისიმ ყველაფერი არ მითხრა ასეც მეგონა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვეძებდი. მინდოდა თვალებში ჩამეხედა და მისგან გამეგო მთელი სიმართლე, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის. - ახლა მრცხვენია საკუთარი ფიქრების, - ჩაიღიმა თავისთვის - ვფიქრობდი, რომ უგრძნობი ნაძირალა იყავი და სია მხოლოდ გასართობად გჭირდებოდა. ახლა ვხვდები, რომ ბრაზი მაბრმავებდა და ძალიან ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი. - ამის შესახებ არავინ არაფერი იცის. - ვერც ვერავინ გაიგებს, ეს ჩვენში მოკვდება. – მესიამოვნა რომ უსიტყვოდ გამიგო. ნელ-ნელა ვხვდებოდი რა იზიდავდა მასში სიას. - კვალს ჩემს კომპანიამდე მივყავართ. ვფიქრობ რომ ერთ-ერთი აქციონერი ამაში გარეულია, შეიძლება ყველაც, არ ვიცი და ასე მარტო მე არ ვფიქრობ. უკვე გითხარი რომ სია შევჩენკოს კაბინეტში გამოვიჭირე. ის მამაჩემის და კალანდიას კაბინეტშიც იყო შეპარული. - მაინც მიკვირს, რომ ამ თემაზე ასე მშვიდად ლაპარაკობ, ისინი შენი ოჯახის წევრები არიან. რა მოხდება, თუ მათ შორის მართლა აღმოაჩენ დამნაშავეს? - ისინი ჩემი ოჯახის წევრები არ არიან! - შევუღრინე გაღიზიანებულმა - ჩემი ერთადერთი ოჯახი დედაჩემია. თუ მათ შორის დამნაშავეს აღმოვაჩენ, წარბსაც არ შევხრი ისე გავასწორებ მიწასთან, მათ შორის მამაჩემსაც! ერთხანს დაკვირვებით მიყურა, შემდეგ თვალი ამარიდა და განზე გაიხედა. არ ვიცი რამდენად დაიჯერა ჩემი სიტყვები, მაგრამ ეს დიდად არც მაღელვებდა. - ეს ჩვენი შანსია, კარგი იქნება თუ მოკავშირე შიგნით მეყოლება. უნდა გავიგოთ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და რას ხლართავს. მეგონა კოლიბრი მარტო საწამლავი იყო, ახლა მეუბნევი რომ ჩვეულებრივი ნარკოტიკია, მაშინ როგორ დაიხოცნენ ის ახალგაზრდები ქალაქგარეთ? ეს ერთადერთი გაჟონილი ინფორმაციაა, სწორედ აქედან გასკდა ამბავი და პოლიციამაც მის შესახებ შეიტყო, თუმცა, ამას ჯერ-ჯერობით ასაიდუმლოებენ. - იმ პაცნებზე ამბობ, მიტოვებულ შენობაში რომ იპოვეს დახოცილები? - გამომხედა წარბშეკრულმა. - ჰო. - აი, თურმე რა ხდება. არასწორმა ინფორმაციამ მთელი მონასტერი აურია. - რას გულისხმობ? - ის ბიჭები კოლიბრით არ მოწამლულნან. ჰო ნარკოტიკი ჩვენგან იყიდეს, ეგეც გადამყიდველისგან. რომელიღაც სირმა ახალი „ვეშით“ ხელის მოთბობა გადაწყვიტა, იატაკიდან გაიტანა და გაავრცელა, თორემ მაგ ბომჟებს ვინ შემოუშვებდა ქვემო სექციაში. ვინც გადამყიდველისგან იყიდა ნარკოტიკი, იმან მოწამლა ფხვნილი, როგორც ვიცი ერთ-ერთ გარდაცვლილთან პირადი ანგარიშსწორება ამოძრავებდა. ერთი პარტია იმ ტიპისთვის იყო განკუთვნილი, იმანაც თავის გამოდება სცადა და ძმაკაცები ჩაისასტავა. შედეგად კი ყველა დაიხოცა. საბოლოო ჯამში კი ჩვენს ნარკოტიკს დაბრალდა. ეს ყველაფერი ჩეჩენმა გამოჩხრიკა, როცა პოლიციაში ხმა გავარდა, რომ ბაზარზე ახალი მკვლელი საწამლავი გამოვიდა. უბრალოდ ყველა ფაქტი ერთმანეთს დაემთხვა და ჭორი უკვე რეალურ ფაქტებს შეეწება. ეს იყო და ეს. რაზეც შენ მელაპარაკები იმის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი. - ჯანდაბა, ასე მგონია ტვინი გადამეწვება. რაც უფრო შიგნით შევდივარ, გარკვევის ნაცვლად, ყველაფერი უფრო იხლართება. გამოდის, რომ სინამდვილეში პოლიციამ არაფერი იცის? - ჰო, ეგრეა, ეს უბრალოდ ჭორია. არ ვიცი ზოიძემ იცოდა, თუ არა რამე ნამდვილი „კოლიბრის“ შესახებ, მაგრამ ეგ რაღაც ჩვენგან არ ვრცელდება და გავრცელების აზრსაც ვერ ვხედავ, რა მიზანი უნდა ჰქონდეს შხამს? ვინმეს დაბრედვა თუ მინდა ათას სხვა ხერხს მივმართავ და ისე მოვუღებ ბოლოს, რატომ უნდა ვიხადო ათიათასები რაღაც გიჟურ საწამლავში? - ვერც მე გავიგე ვერაფერი. ტვინადუღებულმა შუბლი მოვისრისე. უცებ ჯიბეში ტელეფონი ამიწკრიალდა. ეკრანს დავხედე და ამოვიოხრე, რენე რეკავდა. - გისმენ. - დუჩე, სად ხარ? - რა იყო? - სახლში მოდი, მე და ნოვა შენთან ვართ, სალაპრაკო მაქვს თქვენთან. - კარგი, მოვალ. - ტელეფონი გავთიშე და ეკეს გავხედე. - მე წავალ, - მიპასუხა ხმადაბლა - სისის მოგვიანებით ვინახულებ, თუ რამე სიახლეს გავიგებ შეგატყობინებ და შენც დამირეკე. - კარგი. - ხშირად ვერ დაგეკონტაქტები და ეცადე თუ რამე სასწრაფო არ ხდება შენც არ დამირეკო. ის , თუ კუდზე მაზის, კონტროლზე ვეყოლები აყვანილი. თუ დროზე ადრე დაფრთხება, ვეღარაფერს გავიგებთ. - შევთანხმდით. ეკემ თავი დამიქნია და მანქანიდან გადავიდა. როგორც კი კარი მიიხურა ძრავა ავამუშავე, საჭე მოვაბრუნე, ბოლოჯერ გავხედე სიას სახლს და იმ ფიქრით წამოვედი, რომ, როგორც კი მოვიცლიდი აქ ისევ დავბრუნდებოდი. როგორც იქნა, გავიგე, სადაც ცხოვრობდა და ძალიან მომინდა მის პატარა სამყაროში განმარტოება, იქ სადაც ყველაფერს, ჯერ კიდევ, მისი სურნელი ჰქონდა... **** სახლში ათასი ფიქრით თავგამოტენილი დავბრუნდი. ეკეს ნაამბობს წინ და უკან ვახვევდი გონებაში და აქამდე გამოტოვებულ ადგილებს ნელ-ნელა ვავსებდი. თითქოს პაზლებით ვთამაშობდი, წინ უამრავი პაზლის ნაწილი მელაგა და მათ ლოგიკურ დაკავშირებას ვცდილობდი, ისე რომ საბოლოო სურათი ნანახი არც კი მქონდა. წარმოდგენა არ მქონდა სადამდე მიმიყვანდა ამ ბინძური ამბის ქექვა და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა - სულ, რომ ამ ომში გამემარჯვა, მომეწონებოდა კი დასასრული? - როგორც იქნა! წაიბუზღუნა რენემ, როცა მისაღებ ოთახში შევაბიჯე. ის და ნოვა ჟურნალის მაგიდასთან ისხდნენ და ვისკის ჭიქებით “Macallans”-ს შეექცეოდნენ. მამაჩემი როგორც ყოველთვის შარვალ-კოსტუმში ელეგანტურად გამოწყობილიყო. ამჯერად მისი საყვარელი რუხი პიჯაკი და ლურჯი ჰალსტუხი ამშვენებდა. კარგად მახსოვდა ამ ტანისამოსის შესაკერად რამხელა ამბები აწია მკერავს, რომელსაც ფერების ტონი აიერია და ოდნავ მუქი შარვალი შეუკერა. მას შემდეგ ნოვა ქართველებს აღარაფერს აკერინებდა. ხანდახან როგორი სასაცილა ეს ახირებული მოხუცი. „მოხუცი“ სიტყვის მასალად, თორემ ნოვას ასაკი საერთოდ არ ეტყობოდა. მთელი თავისუფალ დროს სპორტდარბაზს და ჯანსაღ ცხოვრების წესს უთმობდა. ბაკებთან ოდნავ შევერცხლილი თმა, რომ არა ვერც იფიქრებდით, რომ ორმოცდაშვიდი წლის ბრძანდებოდა. დაკუნთულს, მაღალს და ჩამოსხმულტანიანს ჯერ კიდევ კარგად გამოსდიოდა ახლაგაზრდა გოგონების ყურადღების მიქცევა. ისე, გარეგნულად ტყუპისცალივით ვგავდი და უცხოელ ინვენსტორებს ხშირად ვეშლებოდით ხოლმე ერთმანეთში. სასაცილოა, მაგრამ, რამდენადაც ვიზუალურად ვგავდით ერთმანეთს, იმდენად განვსხვავდებოდით ხასიათებით. - რა გჭირს სახეზე? ნოვამ კრიტიკულად შემათვალიერა. ეკესთან ჩხუბს არც ჩემთვის ჩაუვლია უკვალოდ. წარბი და ტუჩი მერამდენედ გადამეგლიჯა უკვე სათვალავი მერეოდა. სახლში ამოსვლამდე თავი მოვიწესრიგე, მაგრამ იარებს რას მოუხერხებდი?! - მოწყენის არაფერი გეტყობათ, - ჩავიცინე ირონიულად და რბილ სავარძელში ჩავეხეთქე - და მონტი სად არის? - ვიკითხე ინტერესით და ოთახი მოვათვალიერე, ჩემი ბებერი „ცოლი“ თვალში დამაკლდა. - მე ვთხოვე ცოტახნით მარტო დავეტოვებინეთ, - რენემ ჭიქაში ვისკი ჩამოასხა და ჩემკენ მოაცურა. - ისევ იჩხუბე? - რატომ ვითომ? რა უნდა თქვა ისეთი, რაც მონტისთან არ ითქმის? მე არ ვიცი რა წესებით თამაშობთ, მაგრამ ჩემს ჭერქვეშ თქვენი პალაჟენიე არ ვრცელდება! სანამ მონტის გამიგდებდი, იქამდე აზრი უნდა გეკითხა. მასთან დასამალი არაფერი მაქვს! რენეს ცივად გავხედე და ვისკი მოვსვი. ნოვას ჩაეღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს. რენემ წყენით გამომხედა და უკმაყოფილოდ შეკრა შუბლი. - ახლა ამის დრო არ არის, დუჩე. ტერიტორიების მონიშვნას მერეც მოვასწრებთ, საქმე სერიოზულადაა. ეს ჩვენ სამ შორის უნდა მოკვდეს. - რა მოხდა, თქვი ბოლოს და ბოლოს, - ნოვას მოთმინების ფიალა აევსო. - იცოდით, რომ მირიანი იტალიის ერთ-ერთ მსხვილ ნარკოტრასას წილში ეჯდა? ტუჩებთან მიტანილი ჭიქა ჰაერში გამიშეშდა და მზერა სწრაფად გადავიტანე რენეზე, შემდეგ კი ნოვას გავხედე ცბიერად, თუმცა, ისიც ისევე გაკვირვებული და დაბნეული ჩანდა მოსმენილით, როგორც მე. - რას ლაპარაკობ? - წაიღრინა თვალებანთებულმა - მირიანს არაფერი ესაქმებოდა ნარკოტიკებთან. საიდან მოიტანე ეს სისულელე? - არაფერი ესაქმებოდა? - ჩაეცინა რენეს, ჭიქა მაგიდაზე დააბრუნდა და სიგარეტის კოლოფს გადასწვდა - მამაჩემო, ამხელა ბიზნესს ატრიალებ და მთავარ საკითხებში ჯერ კიდევ ვერ ერკვევი! - სიგარეტს გაუკიდა, გააბოლა და ნოვას გვერდულად გახედა. - საიდან მოიტანე ეს სისულელე?! - ეს სისულელე კიარა საგანგაშო ფაქტია! შენი პატივცემული ბიზნესპარტნიორი ჩვენი კომპანიის გავლენას და სახელს იყენებდა კონტრაბანდის საქართველოში შემოსატანად, ნარკოტიკები სათამაშო დათვებით გადამოჰქონდათ. პაკეტები სათამაშოებში იყო დამალული. - შენ საიდან გაქვს ეს ინფორმაცია? - ჩავერიე საუბარში. - ჩვენთან რესტორანში იტალიელი ბიზნესმენები გვესტუმრნენ. ერთ-ერთის ქალიშვილი ფრანგი მაგნატის შვილზე დაინიშნა და ჩვენთან ჩაატარეს საზეიმო ცერემონიალი. სტუმრები გამოთვრნენ, ერთ-ერთი კი მე მომიჯდა გვერდით და „სარფიანი“ წინადადება შემომთავაზა. - კერძოდ? - დაძაბული წელში გავსწორდი. - წუხდა მირიანის უდროო გარდაცვალების გამო, თქვა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, რაც ახალი ბოსი ჩაუდგა სათავეში მირიანის სადავეებს. მასთან მოლაპარაკება ძალიან რთულია, წუწურაქია და ორჯერ მეტ გასამრჯელოს ითხოვს საქონელში, ვიდრე ამას მირიანი აკეთებდაო. რატომღაც მისმა ლენჩმა ტვინმა იფიქრა, რომ რახან მირიანი ამ ბინძურ ამბავში იყო გარეული, მთელი კომპანია იგივე წუმპეში ცურავდა. ალბათ, იმ სირმა გელოვანმა შესაფერისი ფონიც შექმნა ხალხში. ჰოდა, ჩემთან უნდოდა ახალი შეთანხმების დადება, ცოტა მეტს გადავიხდი ჩვეულებრივ სტავკასთან შედარებით, ოღონდაც ორმაგს ნუ მომთხოვო, თან ნოვასთან და შენთან მირჩევნია თანამშრომლობაო. - რაო? ეგ ხო არ გამო....ვდა, ა?! - იფეთქა ნოვამ და გაცეცხლებული ფეხზე წამოიჭრა - რა ნარკოტიკები, რა ნარკოტრასა, რაშუაშია ჩვენი კომპანია მაგ კანალიზაციის ვირთეხებთან? მირიანი ამას როგორ იზამდა, ისე რომ მე ვერაფერი გამეგო? ეს აფსურდია, რენე! - აფსურდი კიარა დიდი სიურპრიზია, მამა! ჩვენ მნიშვნელოვანი დეტალები გამოგვრჩა და ამან შეიძლება ჩვენი მთელი წვალება და შრომა რისკის ქვეშ დააყენოს. როგორც კი, ამის შესახებ გავიგე, მაშინვე ჩამოვედი, ეს ორივესთვის უნდა მეთქვა, კომპანიაში კრისაა და ის შენი რიგითი ოპერატორი, ან ადმინისტრატორი ვერ იქნება. ეს სერიოზული პრობლემაა, ჩვენი ინვენსტორები თუ გაიგებენ, რომ იმ წყეულ „კოლიბრთან“ რამე გვაკავშირებს ყველაფერს დავკარგავთ, აღარავის მოესურვება ჩვენთან თანამშრომლობა! - „კოლიბრი“? ეგ რაღა ჯანდაბაა? - ნარკოტიკია, მოხუცო, ნარკოტიკი. ასე უწოდებენ მას ბაზარზე. მთელი ამდენი ხნის განმავლობაში მდუმარედ ვადევნებდი თვალს მათ კამათს და ნოვას ბუჩქებში ჩასაფრებული მხეცივით ვადევნებდი თვალს. მის თითოეულ მოძრაობას და მიმიკას ვსწავლობდი, რომ იქნებ ტყუილში გამომეჭირა, მაგრამ უშედეგოდ. ეს ამბავი მისთვის სრულიად ახალი და თავზარდამცემი გამოდგა. თვით ნოვა ქავანაც, არ იყო, ისეთი მსახიობი, რომ ასე ოსტატურად ეთამაშა შეშფოთებული კაცის როლი, რომელსაც ნერვიულობისგან სახიდან ფერი, უფრო და უფრო, ეკარგებოდა. - ჯანდაბა, ამის დედაც! - იყვირა გააფთრებულმა და ნერვიულად დაექაჩა ჰალსტუხს - ისედაც ყელამდე მძღნერში ვართ! კიდევ ეს გვინდოდა?! და შენ რაღატომ ხარ ჩუმად, ა? თუ ესეც ....ზე გკიდია, როგორც ყველაფერი დანარჩენი? საერთოდ გაინტერესებს რამე? შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ, შენ კიდევ ისე მშვიდად ზიხარ გეგონება ეს ამბავი საერთდ არ გეხებოდეს! გამძვინვარებულმა მთელი ბოღმა ჩემზე ამოანთხია. საშუალება მიეცა ისევ დამტაკებოდა და შანსი ხელიდან არც გაუშვა. უნებურად გამეღიმა. - რა გაცინებს? - ჭკუიდან შეშლილს სახიდან ფერი სულ გაუქრა და ბრაზიზგან გადმოკარკლული თვალებით გავეშებული მომაჩერდა - რა ვთქვი სასაცილო? - შენ ხარ სასაცილო! - ჭიქა მაგიდაზე დავდგი და წამოვდექი - მიდი სარკეში ჩაიხედე, ნოვა, ასეთი შეშფოთებული და გადარეული მაშინაც არ ყოფილხარ, როცა ასეთ რეაქციას ყველაზე მეტად ველოდი შენგან. ელენაზე ჩარტყმულ ნამიოკს მაშინვე მიმიხვდა და სახე შეეცვალა, თითქოს სიფათში გემრიელად შემოულაწუნესო. რენე ვერაფერს მიხვდა და დაბნეული ხან მე მიყურებდა, ხან ნოვას, მან ხომ არც არაფერი იცოდა. - რა ხდება აქ? - რენეც წამოდგა ფეხზე - გამაგებინეთ რა გაჩხუბებთ გამუდმებით? კაცმა რომ შემოგხედოთ მოსისხლე მტრები ეგონებით და არა მამა-შვილი! - ეგ მამაშენს უთხარი! მამის როლის შესრულება ყველაზე მეტად უჭირს, თავის მრავალფეროვან და წარმატებულ სამსახიობო კარიერაში! - ჯერ კიდევ წუწუნა და მტირალა ლაწირაკი ხარ, რომელმაც ვერა და ვერ მოახერხა გაზრდა! - წაისისინა ნოვამ, ჰალსტუხი მოიგლიჯა და გამძვინვარებულმა მთელი ძალით მოისროლა ოთახის კუთხეში. - ზრდასრული მამაკაცის შენებური ინტერპრეტაცია გულს მირევს! - ზიზღით შევხედე და მზერა რენეზე გადავიტანე - სხვა დროს, ასეთი უმნიშვნელო სისულელეებით ნუღარ შემაწუხებ და მონტის დაურეკე სახლში მოვიდეს. უკვე გვიანია, ის ადრე დაძინებასაა მიჩვეული, თქვენი ბიზნეს შეხვედრები კი სხვაგან აწარმოეთ! - ასე როგორ ლაპარაკობ? - ნოვას ხმა ჩაუწყდა - გიყურებ და ვერ ვიჯერებ რომ ჩემი შვილი ხარ! - რას როგორ ვლაპარაკობ? - ვიღრიალე წყობილებიდან გამოსულმა და ერთიანად აცახცახებული ნოვას ცხვირწინ ავესვეტე - რა გაგიკვირდა? არ იცოდი რა .... ნაროდთან გქონდა საქმე? რა ისტერიკები გამართე? თუ შენს ცხვირწინ რომ არ ჯვამენ, ილუზიები გაქვს, რომ საერთოდ არ ისაქმებენ?! მე შენ ბევრჯერ გაგაფრთხილე გამოერიდე მაგ ბოზ ბანდას, გქონდეს შენი პატარა ბიზნესი, შენს ოჯახს რომ ეყოფა იმხელა-თქო, მაგრამ შენ წითელ ხალიჩებს გემო გაუგე და მაგას შეელეოდი?! არ იცი, რომ რაც უფრო მაღლა მიღოღავ მერე დანარცხებაც უფრო მწარეა? თავი ყოველთვის ყველაზე ჭკვიანი გგონია, ჰოდა კისერიც გიტეხია. მე მაგრად მახატია რას იზამ. - დუჩე, საკმარისია! - რენე შუაში ჩაგვიდგა და მხარში მიბიძგა - ერთმანეთის დაჭმა გამოსავალს არ გვაპოვნინებს. - ხედავ, როგორ მელაპარაკება? არა, ხედავ?! - რენეს გაფართოებული თვალებით მიაჩერდა. - გეყოფა! - რენემ შეუბღვირა - არც შენ ხარ მართალი კაცი, არცერთი არ ხართ მართალი. მამა-შვილი ხართ და ერთმანეთს ცივსისხლიანი მტრებივით ეპყრობით. კიდევ კარგი ელენას თვალები არ უყურებს ამას. ამიტომაც გაგექცათ ცოტახნით, არა? დედაჩემის ხსენებაზე ხელები ამიკანკალდა. წონასწორობა ისევ დავკარგე, მაგიდაზე მდგომ ვისკის ბოთლს ხელი წამოვავლე და მთელი ძალით მივანარცხე კედელს. ორივე შეკრთა. იატაკი ვისკით მოიწუწა, აცრემლებულმა ზიზღნარევი მზერა ნოვას მივაბჯინე. - გაეთრიე ჩემი სახლიდან! ახლავე, სანამ თავი ისე არ დამიკარგავს, რომ მერე ჩემი საქციელი ვინანო! გაეთრიე! რენე გაოცებული მომაჩერდა. ნოვას კი წარბიც არ შეუხრია. სავარძლის კიდეზე გადაკიდებულ პიჯაკს ხელი წამოავლო და უხმოდ წავიდა, კარის გაჯახუნებამ შემაკრთო. ოთახში მხოლოდ მე და რენე დავრჩით. - რა გააკეთე ამ წამს? - წაიჩურჩულა შეშფოთებულმა. - რაც დედაჩემს უნდა გაეკეთებინა დიდი ხნის წინათ, - უღონოდ ჩავიქნიე ხელი და საძინებლისკენ გავემართე ფეხარეული - თუ გინდა დარჩი, თუ გინდა წადი, ჩემთვის სულერთია. - არა, შენთვის სულერთი არაფერია, დუჩე. უბრალოდ შენ ძალიან გინდა ეს მართლაც ასე იყოს. საძინებელთან მისული შევჩერდი, კარის სახელურთან მიტანილი ხელი ჰაერში გამიშეშდა. გავიგონე როგორ გააბიჯა ოთახიდან, ბოლოს კი კარის სუსტი ჯახუნიც შემომესმა, რენე წავიდა. - ! - წავისისინე განრისხებულმა - ყოველთვის ეხერხებოდა ჭრილობაზე წიხლის სწორად დაჭერა. კარს ხელი ვკარი და ჩემს ოთახში შევედი. ლოგინზე გაუხდელად მივეგდე და ტელეფონი ამოვიღე. მონტის ნომერი ამოვაგდე და გადავრეკე. - დიახ, სერ! - მომესმა მისი ჩვეული დაბალი, ბოხი ხმა. - სად ხარ? - მარკეტში ვარ, თქვენთვის ლაზანიას ინგრედიენტებს ვყიდულობ. - და შენ რატომ ყიდულობ? გაგეგზავნა ვინმე. სია მიგეცა, რაც გჭირდებოდა ყველაფერს მოგიტანდნენ. - არა, ყველამ არ იცის პროდუქტის არჩევა, თავად მირჩევნია შეძენა. სახლში ყოველთვის ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტი მომაქვს, თქვენთვის. - უკვე ნამუსზე მაგდებ, - ბრაზი მაშინვე დამავიწყდა და გამეცინა - ცოტახანში ალბათ ბეჭდის ყიდვა მომიწევს და შენს წინ მუხლზე დაჩოქება. - რას ამბობთ, მე არ ვარ პუდარისტი! - მიპასუხა აღშფოთებულმა. თავი ვერ შევიკავე და ავხარხარდი, სახეზე ხელი ავიფარე, მაგრამ სიცილს მაინც ვერ ვწყვეტდი. ჩემს უფროს მეგობარს, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი შეეძლო ჩემი გამხიარულება. - ისევ შემეშალა სიტყვა ხომ? - გაიცინა გახალისებულმა. - ჰო, ბილწი სიტყვები შენი საქმე არ არის, - ვუპასუხე სიცილით და თვალზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე - მალე მოდი სახლში და მეორედ არ გაბედო სახლიდან ასე წასვლა. თუ ვინმე გასეირნებას შემოგთავაზებს ტრაკში წიხლი უთავაზე და სახლიდან გააპანღურე, გაიგე? - მაგას ვერ ვიზამ, სერ. - მაშინ დამირეკე და შენს მაგივრად მე ვიზამ! - დღეს რას ინებებთ? საღამოს ჩაი გესიამოვნებათ, თუ ცხელი შოკოლადი მოგიმზადოთ? - შენი სითბო და ალერსი საყვარელო! - მე არ ვარ... როგორ ვთქვა ის სიტყვა, რომ ისევ არ დამცინოთ? - პიდარასტი, ბებერო. - ჰო, მე არ ვარ პიდარასტი-თქო! უკაცრავად ქალბატონო, მაპატიეთ... ვიღაცას ბოდიშების ხდა დაუწყო, ალბათ როცა ამას ომახიანად ჩამძახოდა ტელეფონში გამვლელმა ყური მოჰკრა. თავი ისევ ვერ შევიკავე და სიცილი წამსკდა. ოღონდ იმ წამს ვერ ვარჩევდი გულით მეცინებოდა, თუ ისტერიკულად... თავი მეთერთმეტე სარკის წინ ვიდექი და საკუთარ ანარეკლს კრიტიკულად ვათვალიერებდი. გახეთქილი ტუჩი და წარბი უსიამოვნოდ მჭრიდა თვალს. გაღიზიანებულმა ჩალურჯებულ ტანზე თეთრი პერანგი მოვიცვი. - სერ, მამათქვენმა დარეკა, უნდა დარწმუნდეს, რომ დღეს ნამდვილად მიხვალთ წვეულებაზე, - საძინებელში მონტი შემოვიდა. - ვემზადები, მოხუცო, ვემზადები! სად გინახავს კლასიკური სტილი ჩემს ტანზე ყოველდღიურ სამოსად? - არადა ძალიან გიხდებათ, - ჩაიღიმა თვალებაციმციმებულმა. ჩემს გარდერობს მიუახლოვდა და უამრავი კოლექციიდან მუქი ქვიშისფერი პიჯაკი გამოიღო. - თეთრ შარვალს ყავისფერი ფერები ძალიან მოუხდება, - საწოლზე ღიმილით დამიდო პიჯაკი და მასზე ოდნავ მუქი ჟილეტი, ამავე ფერის ჰალსტუხით. - ვერ ვხვდები მამაჩემს შეხვედრაზე მე ვჭირდები, თუ საიმპერატორო პინგვინი, - უკმაყოფილოდ ამოვიოხრე და ჰალსტუხს ხელი წამოვავლე - შემიკარი ეს ეშმაკის ფეხი, ხომ იცი მე ვერაფერს ვუხერხებ! მონტი სიცილით მომიახლოვდა და ჰალსტუხის შეკვრას შეუდგა. აშკარად ამხიარულებდა ჩემი წუწუნი, თვალები ხალისით უციმციმებდა. - ასე რა გაბედნიერებს, შეგიძლია მითხრა? - შევუბღვირე უკმაყოფილოდ. - როცა ასე იცვამთ, ნამდვილ საქმიან ჯენტლმენს ემსგავსებით, როგორადაც მუდამ წამომიდგენიხართ, - გამიღიმა თბილად და ჰალსტუხი პერანგს მიამაგრა - ეჭვი არ მეპარება, რომ მამათქვენის ღირსეული შვილი ხართ, ბევრად ღირსეული ვიდრე თავად გთვლით. ერთ დღესაც ყველას დაუმტკიცებთ ამას, მე მჯერა თქვენი, სერ. - რამდენჯერ გითხარი, მელოდრამების ყურებას შეეშვი-თქო? - გავხედე უხერხულად და ჟილეტი მოვიცვი. - მუდამ იუმორით ცდილობთ სიტუაციის განმუხტვას, - ჩაიცინა, პიჯაკს ხელი წამოავლო და ჩაცმაში დამეხმარა. - მაგას სარკაზმი ჰქვია, სარკაზმსა და იუმორს შორის დიდი განსხვავებაა. - მაგ სიტყვას ვერ ვიტყვი, რთულია, ენა მებმის. - ჩემი წუწუნა ბებერი! - გამხიარულებულმა მისი დაღარული სახე ხელებში მოვიქციე და თავზე ვაკოცე. გაოცებულს თვალები გაუფართოვდა და უხერხულად შეიშმუშნა - აი ამ წამს, ჩემი რიგითი ნაშასავით გაწითლდი. გაღიმებული საათს გადავწვდი, მონტი კი ხმადაბალი იტალიური ჯუჯღუნით გავიდა ოთახიდან, თუმცა, სარკეში მის ღიმილნარევ მზერას თვალი მოვკარი და გამეცინა. ფეხსაცმელების კოლექციიდან თეთრი ყელიანი კედები ამოვარჩიე და ჩაცმა დავიწყე. სწორედ ამ დროს კარზე ზარი გაისმა. შუბლშეკრულმა მაჯის საათს დავხედე, საღამოს 6 ხდებოდა, ასეთ დროს ვინ უნდა ყოფილიყო?! - სახლშია? - მომესმა კარგად ნაცნობი ხმა. ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა და წელში გავსწორდი. - დიახ, მიბრძანდით, საძინებელშია. - გმადლობთ. გაღიზიანებულმა მანქანის გასაღებს დავუწყე ძებნა და როგორც იქნა, ტუმბოზე ხის პატარა მინიატურაზე შევნიშნე ჩამოკიდებული. ასაღებად ხელი გავიწოდე, როცა ზურგსუკან ნუცას ხმა მომესმა: - კარგად გამოიყურები, როგორც ყოველთვის, - გაღიზიანებულმა გასაღები ავიღე და შემოვბრუნდი. - აქ რას... სიტყვა გამიწყდა, მისმა გარეგნობამ თვალი მომჭრა. ნუცა წვეულებისთვის გამოწყობილიყო. გრძელი მუხლზემოთ შეხსნილი ვერცხლისფერი კაბა, მის დახვეწილ და გამოკვეთილ ფიგურას უფრო ლამაზს და მაღალს აჩენდა. ქერა თმა გრძელ კულულებად ჩამოჰყროდა წელზე, ისედაც მაღალს ვერცხლისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩაეცვა და სიმაღლით თითქმის მიტოლდებოდა. კისერზე და მკლავებზე ძვირფასი ბრჭყვიალა სამკაულები მოუჩანდა. ყინულის დედოფალს ჰგავდა, რომელიც ზღვისფერი თვალებით მორიდებით მომჩერებოდა. - მამაშენმა დამირეკა, - უხერხულად შეიშმუშნა - მითხრა რომ რაღაც წვეულებას აკეთებს და დუჩეს თუ წამოჰყვები გამიხარდებაო. - რაო? - ყურებს არ დავუჯერე - გამოშტერდა ამხელა კაცი?! - დუჩე, გამაგდებ? ნუცას ტუჩები აუკანკალდა, თვალებში კი ცრემლი აუბრჭყვიალდა. გაღიზიანებულმა ამოვიოხრე და შუბლი მოვისრისე, ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის! - არ მინდა გაწყენინო, იცი რომ ასეთ რამეებს ვერ ვიტან, - დავიწყე ხმადაბლა - მაგრამ მე უკვე გასაგებად აგიხსენი, რომ შენთან ურთიერთობა არ მსურს და რაც უფრო შორს დაიჭერ ჩემგან თავს შენთვისვე იქნება უკეთესი. - მე ვიცი რა არის ჩემთვის უკეთესი, - წაიჩურჩულა და ნელა მომიახლოვდა - გგონია რომ ამეკვიატე? არ ვიცი, აქამდე ალბათ ასეც იყო. ერთად კარგ დროს ვატარებდით, მაგრამ ახლა როცა საბოლოოდ მკარი ხელი და უარმყავი მივხვდი, რომ შენს მიმართ სერიოზული გრძნობები მაქვს. - მორჩი! - შევუღრინე ნერვებმოშლილმა - ნუ მელაპარაკები გრძნობებზე, ჩვენ შორის მსგავსი არაფერი ყოფილა. საკუთარ თავს ცოტაოდენი პატივი ეცი, არაფერი გჭირს ვინმეს შესახვეწი! - მე ვინმე კიარა, შენ მჭირდები! - აკანკალებულს ცრემლები წამოუვიდა - დუჩე, გთხოვ... - რას მთხოვ, ნუცა?! - ლამის ვუყვირე. - არ გამაგდო, - აცრემლებული თვალებში მუდარით მომაჩერდა - ახლა არა, გთხოვ. - სერ, - ოთახში მონტიმ შემოყო თავი - მანქანა გელოდებათ, თუ არ იჩქარებთ გახსნის ცერემონიალზე დააგვიანებთ. ერთი დღისთვის მეტისმეტად ცუდი დასაწყისია-თქო, გავიფიქრე ნერვბმოშლილმა და ნუცას უკმაყოფილოდ შევუბღვირე. უცებ ძალიან მომინდა ნოვასთვის სიფათში გამელაწუნებინა ამ ახალი შარის დამატებისთვის, ერთი ამოვიოხრე, ნუცას მაჯაში წავავლე ხელი და თან გავიყოლე. - წვეულებაზე გნახავ, - გადავულაპარაკე მონტის და ნუცა სახლიდან წამოვიყვანე. საღამოს წვეულება „რივერსაიდ ჰოლში“ იმართებოდა. სანამ რესტორანს მივუახლოვდებოდით ვფიქრობდი, რომ ჩვეულებრივი დახურული ივენთი იქნებოდა და სიტუაციაც ასე თუ ისე ასატანი იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ ადგილზე მისულს იმედი გამიცრუვდა. რესტორნის შესასვლელთან უამრავ ძვირადღირებულ მანქანას მოეყარა თავი. გზას კი მცველები კეტავდნენ და მხოლოდ წვეულებაზე მიპატიჟებულ სტუმრებს უშვებდნენ შიგნით. მოშორებით ჟურნალისტებს მოეყარათ თავი და აპარატებს გამალებულები აჩხაკუნებდნენ. რესტორნის კიბეებს ტროტუარამდე წითელი ხალიჩა მოუყვებოდა. ირონიულად გამეცინა, ნოვას ძალები და ფული არ დაეზოგა უცხოელ სტუმრებთან თავის მოსაწონებლად. - როგორც ჩანს, დიდი წვეულება იქნება, - ნუცას კმაყოფილი ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე და აციმციმებული თვალებით გამომხედა - წავედით? - წავედით! - ვუპასუხე ჩამქრალი ხმით, კარი გავაღე და გადავედი. ნუცას დასახმარებლად თავი არ შემიწუხებია. თვითონ გადმოფოფხდა მანქანიდან, გრძელ კაბაში ფეხსაცმლის ქუსლი გამოედო და კინაღამ წაიქცა. ჩამეცინა, შარვლის ჯიბეებში ხელები ჩავიწყე და პირველი ავუყევი კიბეებს. რეპორტიორები მაშინვე მოქანდნენ ხელში მომარჯვებული მიკროფონებით და ფოტოაპარატებით. დაცვა წინ გადაუდგა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდნენ, გამწარებულები ცდილობდნენ თავის დაღწევას და ფოტოაპარტებს აჩხაკუნებდნენ. - ბატონო ქავანა, ერთი კომენტარი, ძალიან გთხოვთ, მხოლოდ ერთი კომენტარი! მათი გაავებული ზუზუნი გამაღიზიანებლად ჩამესმოდა ყურში, არცერთისთვის არ შემიხედავს, მშვიდად მივაბიჯებდი კიბეებზე. ნუცა კბილების ღრჭიალით მალევე წამომეწია და მკლავი გამომდო. - როგორ იქცევი? - წაისისინა ხმადაბლა - რომ დამლოდებოდი გაგიჭირდებოდა? - თუ რამით უკმაყოფილოხარ შეიგიძლია მიბრუნდე, არ დაგაკავებ, - ვუპასუხე ცივად, ისე რომ ზედაც არ შემიხედავს. - ხალხში მაინც ნუ გამოხატავ უხეშობას! - რატომ, ცოლი ხარ და ნერვიულობ ჩვენს ოჯახურ ურთიერთობაზე ვინმემ რამე ცუდად არ თქვას? - დავცინე. - როგორი მწარე ენა გაქვს, - შემიბღვირა გაბრაზებულმა - ხალხში ნუ გამოხატავ, რომ გულზე დიდად არ გეხატები. - მაგრამ, ეს ხომ სიმართლეა? - გავხედე ღიმილით - ერთადერთი მიზეზი რის გამოც აქ წამოგიყვანე, ისაა რომ არ მიყვარს როცა გულს ვტკენ ადამიანებს. წვეულებაზე წამოსვლა გინდოდა, ჰოდა მოხვედი, ამაზე მეტის იმედი ნუ გექნება. შეგიძლია გაერთო და ჩემი არსებობა საერთოდ დაივიწყო. ასე ტყუილად ხომ არ გამოიპრანჭე? - უნივერსიტეტში რატომ აღარ დადიხარ? ის ბოგანოც აღარ ჩანს... - რესტორნის კართან მისული შევჩერდი და ნუცას ამღვრეული მზერით ჩავაკვდი თვალებში. - უკანასკნელად გაფრთხილებ! მასზე საუბრისას სიტყვები შეარჩიე-მეთქი, თორემ აღარ გავითვალისწინებ, რომ გოგო ხარ! გაცეცხლებულმა მკლავი უხეშად გამოვგლიჯე და მარტო შევედი აბრდღვიალებულ დარბაზში. რესტორანი თვალიმომჭრელად გამოიყურებოდა, ყველგან ბროლის ჭურჭელი ბზინავდა, მიმტანები ლანგრებით ხელში სტუმრებს შორის მიმოდიოდნენ და შამპანიურს სთავაზობდნენ შეკრებილებს. დარბაზის კუთხეში უზამრაზარი ალაფუშეტი გაეშალათ. მონტის მართლაც გულით მოუნდომებია, რძისფერ სუფრას მთლიანად იტალიური სამზარეულო ამშვენებდა თავისი გამორჩეული, განსხვავებული დახვეწილი და მრავალფეროვანი კერძებით. დარბაზის მოპირდაპირე კუთხეში, სცენასთან უზარმაზარი თეთრი როიალი იწონებდა თავს, რომელსაც პიანისტი მისჯდომოდა და რაღაც ნაზ მელოდიას ასრულებდა. გადაჭედილი დარბაზი მოვათვალიერე. ვის აღარ შეხვდებოდით აქ - ბანკირებს, ბიზნესმენებს, წვრილ და მსხვილ აქციონერებს, იურისტებს და კიდევ მრავალ სქელჯიბიან კაცუნას, რომლების საზოგადოებაც გვარიანად მაღიზიანებდა. გაღიზიანებული ბრბოს შევერიე და ალაფუშეტთან რენეს და ნოვას მოვკარი თვალი, ვიღაც თეთრჩალმიან ტიპს ღიმილით ესაუბრებოდნენ. ალბათ, ეს ბრძანდებოდა დუბაის ელჩი. შავგრემანს, შავი თვალები სქელ წარბებში ძლივს მოუჩანდა. ტუჩზემოთ ბოლოებაპრეხილი ხშირი ულვაში ამშვენებდა, მთლიანად თეთრებში იყო გამოწყობილი და მომავალ პარტნიორებს სერიოზული სახით ესაუბრებოდა. აშკარა იყო, რომ ჩვენს მიმართ მაინცდამაინც კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდა. ალბათ, ბოლოს ჩაშლილი ვახშამი ვერა და ვერ მოენელებინა. რენემ თვალი მომკრა, სტუმარს ოდანვ დაუკრა თავი და ჩემკენ გამოემართა სწრაფი ნაბიჯით. - სად ხარ აქამდე?! - წაიბუზღუნა შუბლშეკრულმა - ის კაცი შენი ნახვის სურვილით კვდება! - რა იყოთ, ბიჭო, ამ სირზე მათხოვებთ შენ და მამაშენი? რა შემეცით ტოო! - რენეს გაღიზიანება გაუქრა და გაეცინა. - ნუ იბღვირები, თორემ მაგ წინადადებაზე სერიოზულად დავფიქრდები, თან დღეს სიმაპტიურად გამოიყურები და მომენტით ვისარგებლებ. - მე ყოველთვის სიმპატიურად გამოვიყურები, ძმაო. აი ეს ჰალსტუხი კიდე ნერვებს მიშლის, მონტიმ ისე გამეტებით შემიკვანძა, მგონი ჩემი დახრჩობა უნდა. - გაბრაზებული ჰალსტუხს დავეჯაჯგურე. - სადაა შენი ცოლი? წვეულებაზე არ წამოიყვანე? - გამომხედა სიცილით. - ცოლი და ნაშა ერთ მანქანაში ჩემთვისაც კი მეტისმეტია, - გამეცინა - წამოდი, გამაცანი თქვენი წვერებიანი. ისე, რა ენაზე ლაპარაკობს? არაბული მე არ ვიცი. - ინგლისურს ახერხებს, წამო. შეკრებილებს მივუახლოვდით, ნოვა უკან შემობრუნდა და როგორც კი დამინახა სახე ერთბაშად დაუმშვიდდა. ალბათ იფიქრა დღესაც გადამაგდებსო, სიცილი ძლივს შევიკავე. არაბს გაუღიმა და ჩემი თავი წარუდგინა. - ადილარ, გაიცანი, ჩემი უმცროსი ვაჟი, დუჩე. - გადაულაპარაკა ინგლისურად. - სასიამოვნოა, - ზრდილობიანად გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი. ადილარს პირქუშ სახეზე კმაყოფილება გამოესახა, თავი ოდნავ დამიკრა, ხელი ჩამომართვა და ინტერესით სავსე თვალებით მომაჩერდა. - მიხარია, რომ, როგორც იქნა, მოვახერხეთ შეხვედრა, თქვენი გაცნობა ძალიან მინდოდა. - მიპასუხა არაბული აქცენტით. - ვწუხვარ, რომ წინა შეხვედრამ უსიამოვნოდ ჩაიარა, პირადი პრობლემების გამო შეხვედრა ვერ მოვახერხე. - სახეზე გეტყობათ! - მზერა ჩემს გახეთქილ ტუჩზე შეაჩერა. ნოვას ჭირის ოფლმა დაასხა, რენემ კი თავი მიაბრუნა, რომ სიცილი დაემალა. წამით დავიბენი, შემდეგ კი თავი ვეღარ შევიკავე და გამეცინა. ნოვა თვალებად იქცა, მზერით ლამის შემჭამა თავი შეიკავეო. - შენ მეორე უნდა ნახო რა დღეშია, ეს არაფერია. - გავუღიმე და თვალი ჩავუკარი. ნოვას მწვანე ფერი დაედო, რენემ კი თავი ვეღარ შეიკავა და გაეცინა. ადილარს კი გაურკვეველი ემოციები დასთამაშებდა სახეზე, თითქოს უხმოდ მსწავლობდა. - მაპატიეთ, თუ შეიძლება, - მამაჩემი მაშინვე ჩაერია საუბარში - ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, უხეშობაში ნუ ჩამოართმევთ... - კარგად იბრძვი? - ადილარს ნოვას ერთი სიტყვაც არ გაუგონია. - შეიძლება ასეც ითქვას. საბრძოლო ხელოვნება გიტაცებთ? - უკვე მეც დამაინტერესდა. ეს კაცი არ ჰგავდა დანარჩენ გაქსუებულ ტიპებს, რომლებსაც სახეზე მუდამ სულელური ღიმილი და მლიქვნელური ლაქლაქი ახასიათებდათ. - მამაჩემი, ასან ალ-აჰდალი, კარგი მოფარიკავე იყო. ყოველთვის მომწონდა ორთაბრძოლები, მაგრამ თავად არასდროს გამომდიოდა. - რთული არაფერია, ბევრ ვარჯიშს და ნებისყოფას მოითხოვს. - ალბათ, მართალი ხართ. - თავი დამიქნია. ნოვას სახე დაუწყნარდა და არაბს ღიმილით შესთავაზა სასმელი. სწორედ ამ დროს, სტუმრებს ლევან კალანდია გამოეყო. ვიგრძენი როგორ დამიარა ძარღვებში ენით აუწერელმა სიძულვილმა. ეს ნაცრისფერი თვალები, ქედმაღალი გამოხედვა, წინ წამოწეული ყვრიმალები და მკაცრი სახე ზიზღს იწვევდა ჩემში. ტუჩებზე მუდამ ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა, ამით თითქოს ყველას აგრძნობინებდა შენზე მაღლა ვდგავარო, ! ცივსისხლიან ქვეწარმავალს გვერდით შევჩენკო მოჰყვებოდა, ტანმორჩილ რუსს, ქერა თმა და ცისფერი თვალები საკუთარ ეროვნებას მკვეთრად უსვამდა ხაზს. თხელი, გაცრეცილი სახე და ლოყებზე წამოზრდილი, დაბალი, ჟღალი წვერი ამშვენებდა. წინ წამოწეული, გაბუშტული ვარდისფერი ცხვირი კი მის დამოკიდებულებას ალკოლისადმი ცალსახას ხდიდა. კალანდიაზე მთელი ერთი თავით დაბალი სასაცილო კაცუნასავით გამოიყურებოდა. ეს ერთი შეხედვით, თორემ მშვენივრად მომეხსენებოდა როგორი სასტიკი და დაუნდობელი პიროვნება იმალებოდა მის ტანორჩილ ტყავში. - საღამომშვიდობის, - ახალმოსულები ზრდილობიანად მიესალმნენ დუბაის ელჩს და რიგრიგობით ჩამოართვეს ხელი - მოხარულები ვართ, რომ ისევ დაგვთანხმდით შეხვედრაზე. - კალანდიამ ნიშნის მოგებით გამომხედა. - რა თქმა უნდა, - ადილარმა ოდანვ დაუკრა თავი. - მიხარია შენი ნახვა, დუჩე, - შევჩენკომ ზრდილობიანად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა - შენი აქ ხილვა სასიამოვნოდ გამიკვირდა. - ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე, საშა! - ვუპასუხე გამომწვევად. ხელი არ ჩამომირთმევია. კალანდიას ჩაეცინა, შევჩენკოს კი გაღიზიანება დაეტყო სახეზე, თუმცა, თავს მალე მოერია, ხელი ჩასწია და ცივი ღიმილით დამასაჩუქრა. ადილარმა ჯერ მე შემომხედა, შემდეგ აქციონერებს გახედა შუბლშეკრულმა. - სადმე უფრო წყნარ ადგილას ხომ არ დავმსხდარიყავით? უფრო მშვიდ გარემოში შევძლებდით საუბარს - სიტუაციის განმუხტვა სცადა რენემ. - ჰო, კარგი აზრია. იქნებ მეორე სართულზე ავსულიყავით? - მაშინვე აჰყვა ნოვა - ადილარმა შესანიშნავი ფერწერული ნამუშევრების კოლექცია ჩამოგვიტანა დუბაიდან და მათი ახლოს ნახვის შესაძლებლობა მოგვცა. - ნახატები? ტილოზე შესრულებული? - მაშინვე გამოვერკვიე და არაბს ინტერესით მივაჩერდი. - გიყვარს მხატვრობა? - ტუჩებზე პირველად გადაეფინა ღიმილი. - დიახ. - ძალიან სასიამოვნოა, მაშინ, - გაღიმებული აქციონერებს მიუბრუნდა - თუ უხეშობაში არ ჩამომართმევთ, მე ამ ყმაწვილთან ერთად მსურს ზემოთ ასვლა. მასთან გასაუბრება მინდა, მარტოს. - კი, ბატონო, - ნოვამ დაბნეულმა გამომხედა - როგორც ინებებთ. - ძალიან კარგი, წამობრძანდით. ხელით მანიშნა კიბეებისკენ. შევჩენკოს და კალანდიას ამჟავებულ სიფათებს გვერდი ავუქციე და ადილარს უკან მივყევი. ჩემდა გასაკვირად საღამო საინტერესოდ წარიმართა. სტუმარს გზაში ხმა არ ამოუღია, სანამ მეორე სართულზე არ ავედით. დიდი დარბაზი მთლიანად ტილოზე შესრულებული, ულამაზესი ნამუშევრებით იყო მორთული. ნახატებმა ისე გამიტაცეს, რომ სტუმარი სულ გადამავიწყდა. კედელბს ანტიკური ხანის ფერწერული ტილოები ამშვენებდა. ულამაზესი პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები. ყველაზე მეტად კი „წვიმიანმა ლონდონმა“ მომჭრა თვალი, უკვე წლები იყო ამ რუსი მხატვრის შედევრს დავეძებდი და ვერსად მივაგენი. მის სურათს მხატვრული ენციკოპედიის ფურცლებზე წავაწყდი და იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე, თუ ოდესმე სადმე გადავეყრები აუცილებლად შევიძენ, ნებისმიერ ფასად-თქო. ნახატი ზეთებში იყო შესრულებული და ისეთ ბუნებრივ ეფექტს ქმნიდა სურათთან, რომ თითქოს წვიმიან ლონდონს ფანჯრიდან ვუყურებდი. ძველებური, არისტოკრატული სახლებების ფანჯრებიდან ოქროსფერი შუქი ნაზად იღვრებოდა სველ ასფალტზე, რომელიც პეიზაჟს მეტ მყუდროებას და სილამაზეს სძენდა. პირისპირ მდგომ სახლებს პატარა მდინარე ჰყოფდათ, რომელსაც შუაში გადებული რკალისებრი, მოჩუქურთმებული, ხიდი აკავშირებდა. სახლის გვერდით, სქელტანიანი ხისთვის ვიღაცას ველოსიპედი მიეყუდებინა. თითქოს შენ გელოდებოდა, როდის გაბედავდი და შეაბიჯებდი ტილოზე ასახულ ოცნებაში და ლონდონის ქუჩებს აუჩქარებლად გაუყვებოდი. - მოგწონთ? - ღრმა ფიქრებიდან ადილარის დაბალმა ხმამ გამომარკვია. - დიდი ხანია ამ ნახატს ვეძებ, არ მეგონა მას აქ თუ ვიპოვიდი, ულამაზესი კოლექცია გქონიათ. - მხატვრობა მეც მიყვარს, - გაიღიმა და წვიმიან ლონდონს დაბინდული მზერა გაუშტერა - მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიწევს ხეტიალი და თუ სადმე ჩემთვის საინტერესოს წავაწყდები, აუცილებლად ვყიდულობ ხოლმე. - მეც ასე შევაგროვე ჩემი მწირი კოლექცია. მამაჩემის დაუსრულებელი მივლინებებს მხოლოდ ეს ერთი დადებითი ჰქონდა ყოველთვის. ჩემთვის საინტერესო ნამუშევრებს ვყიდულობდი და სახლში კოლექციას ვამატებდი. - არ გახსოვართ, არა? - მკითხა მოულოდნელად. - უკაცრავად? - დაბნეული მივაჩერდი, ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა. - რა თქმა უნდა, არ გახსოვართ, - გაიღიმა და ინტერესით მომაცქერდა - მას შემდეგ წლები გავიდა, ძალიან მინდოდა თქვენთან შეხვედრა და ამ დრომდე ეს ვერ მოხერხდა. - ვიცნობთ ერთმანეთს? შეიძლება ნანახი მყავდა კიდეც სადმე, მაგრამ მამაჩემი იმდენ წვეულებაზე მაიძულებდა მისვლას, სტუმრებს სახეებზე ვერასოდეს ვიმახსოვრებდი. - იტალია, კალიარი. მე თქვენ მაშინ დამეხმარეთ, როცა სასეირნოდ გამოსულს ადგილობრივი ჯიბის ქურდები თავს დამესხნენ, მაშინ პირველად ვნახე როგორ ცემა ერთმა პატარა ბიჭმა სამი მასზე მოზრდილი მამაკაცი. - მოიცა... წარსულის მოგონებები თავში კინოფირივით დამიტრიალდა. იმ საღამოს ელენა მონტის ესაუბრებოდა, რომ ჩვენთან წამოსვლაზე დაეყოლიებინა. მე კი რესტორანში ყურყუტი მომბეზრდა და ქუჩაში ფეხით გავლა გადავწყვიტე. სწორედ მაშინ შევნიშნე შემთხვევით, სამი ტიპი როგორ ცდილობდა უცხოელის დაყაჩაღებას. არადა მეგონა ასეთი რამეები მხოლოდ საქართველოში ხდებოდა. მოწყენილს გამიხარდა კიდეც ხელ-ფეხის განძრევის შანსი რომ მომეცა, ჩემზე ბევრად დიდები არ იყვნენ და არც ჩხუბი ეხერხებოდათ დიდად, ასე რომ მაინცდამაინც მამაცობაში ვერ ჩავუთვლიდი საკუთარ თავს ამ გმირობას. მაშინ იმ უცხოელისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რას ვიფიქრებდი თუ ეს დუბაის ელჩი აღმოჩნდებოდა და მითუმეტეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ მას აქ შევხვდებოდი. ცხოვრება მართლაც ბუმერანგივით აბრუნებს უკან, წარშულში ჩადენილ ჩვენს თითოეულ ქმედებას. - ეს თქვენ იყავით, მაშინ... - გაგახსენდათ, - ღიმილით დამიქნია თავი - დიახ, მაშინ თქვენ სახელი და გვარი გკითხეთ და მიპასუხეთ. მას შემდეგ არ დამვიწყებიხართ და როცა მამათქვენმა გახსენათ, მაშინვე გამახსენდა ეს მომენტი. ამიტომ მსურდა თქვენთან შეხვედრა. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს ნამდვილად თქვენ იყავით. - კი, მაგრამ, ასეთი წოდების ადამიანი რას აკეთებდით მარტოდმარტო იმ ბნელ ქუჩაში? ასეთი საფრთხე ყოველთვის არსებობს. - და თქვენ რას აკეთებდით? - ღიმილით დამიბრუნა კითხვა - ჩვენც გვსურს ხანდანხან დაცვის და ამალის გარეშე ქუჩებში მშვიდად ხეტიალი, ვფიქრობ თქვენ კარგად გამიგებთ. - ვერ შეგეწინააღმდეგებით, - მეც გამეცინა. - მაშინ მადლობა ვერ გადაგიხადეთ, გაწეული დახმარებისთვის, მაგრამ მინდა, რომ ეს გამოვასწორო. უმადურობა არ მჩვევია. - რას ბრძანებთ, ეს რამ გაფიქრებინათ, ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. - მისმა სიტყვებმა თავი უხერხულად მაგრძნობინეს. - არა, არ მოიქცეოდა. თქვენ ვალდებული არ იყავით დამხმარებოდით. შეგეძლოთ გვერდით ჩაგევლოთ და საერთოდ არ მოგექციათ ყურადღება უცნობი არაბისთვის. შენ ალბათ კავკასიური ტემპერამენტის მოკვდავებს არ გადაჰყრიხარ-მეთქი, გავიფიქრე გულში. შეიძლება ქართველი კაცი, მაინცდამაინც, დახვეწილი მანერებით არ გამოირჩევა, მაგრამ გულგრილად გვერდს არასოდეს აუვლის გასაჭირში მყოფ ადამიანს. - სალაპარაკოდ არ ღირს, ნუღარ გავიხსენებთ წარსულს. ელემენტარული დახმარება ყველა ადამიანის ვალია, ამის აღნიშვნა კი ჩემთვის დიდად საამაყო არ არის. - თავმდაბალი და ჯენტლმენი ბრძანდებით. - აი, ეგ ორი თვისება ნამდვილად არ მახასიათებს, - ისევ გამეცინა. ადილარს ჩაეღიმა. - ის ორი, მამათქვენის პარტნიორები არიან ხომ ასეა? - გამომხედა ინტერესით. - შევჩენკო და კალანდია? - დიახ, სწორედ ისინი. - დიახ, მამაჩემს მათთან საერთო ბიზნესი აქვს. - მაგრამ, თქვენ ისინი არ მოგწონთ. - დაკვირვებით ჩამაკვდა თვალებში, ვერ მივხვდი საით მიჰყავდა საუბარი. - ასეც შეიძლება ითქვას. - მეტიც, გძულთ ისინი. ეს თქვენს მზერაში შევნიშნე. - რისი თქმა გსურთ, პირდაპირ მითხარით, ქარაგმებით ლაპარაკი არ მიყვარს. - ადილარს ისევ ჩაეღიმა. - პირდაპირი და მკაცრი, ძალიან მომწონხართ. არ ჰგავხართ ამბიციურ ადამიანს, რომელიც კონტრაქტზე ხელისმოწერის მისაღებად ყველაფერს იკადრებს. - მე საერთოდ არ მაინტერესებს ბიზნესი და არც ამ შეხვედრას ვესწრები საკუთარი ნებით, მაგრამ გამაჩნია ვალდებულებები, რომელსაც ვერ დავაიგნორებ, როგორც არ უნდა მინდოდეს ეს. ეს, ჩემი პასუხისმგებლობაა. - თქვენ მამათქვენის მემკვიდრე ხართ. მალე მის ადგილს დაიკავებთ. ეს როგორ, არ გსურთ კომპანიის მართვა? - მკითხა შუბლშეკრულმა. - არა, - მოვუჭერი მკაცრად - როცა დრო მოვა, ამ ბიზნესს სათავეში ჩემი ძმა, რენე, ჩაუდგება. მე არ ვარ დაინტერესებული ბიზნესპოლიტიკით. როგორც უკვე შენიშნეთ, ადვილად მაღიზიანებს ხარბი ხალხი და ამის დამალვაც არ გამომდის. მე არ შემიძლია ამ სფეროში მოღვაწეობა და არც ამის სურვილი გამაჩნია. - სამწუხაროა, - ჩაილაპარაკა თავისთვის და ისევ ნახატს მიაშტერდა - მე აქ თქვენთან სასაუბროდ მოვედი და არა დანარჩენებთან. ერთადერთი ვისაც რეკომენდაციას გავუწევ ჩემს უფროსთან თქვენ ხართ. კონტრაქტს მხოლოდ თქვენთან გავაფორმებთ. - ეს არ მოხდება, - ჩამეღიმა - სულ რომ ამის სურვილი მქონდეს, დანარჩენი აქციონერები ამას არ დაუშვებენ. მე ჯერ არ ვარ საბჭოს წევრი და ჩემი აქციებიც 10% არ აღემატება. აქედან გამომდიანრე მე არ შემიძლია ინდივიდუალური კონტრაქტების გაფორმება და საქმის დამოუკიდებლად წარმოება. - ეს გათვალისწინებული გვაქვს, - ნახატიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა და ყურადღებით მომაცქერდა - მაგრამ ჩვენ შეგვიძლია კონტრაქტში ჩვენი პირობები ნათლად დავაფიქსიროთ. კონტრაქტი ოფიციალურად თქვენზე იქნება გაფორმებული, მანამდე საქმის წარმოებისას რეგენტი მამათქვენი იქნება, სანამ თქვენ არ აიღებთ მართვის სადავეებს ხელში. ჩვენგან ძლიერი მხარდაჭერა გექნებათ, რაც თქვენს დროზე ადრე სათავეში მოსვლასაც ითვალისწინებს. - დაეჭვებულმა მზერა გავუსწორე. - და რატომ, მაინცდამაინც, მე? მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ საღამოს დაგეხმარეთ? - არა, იმიტომ რომ მეც თქვენსავით არ მომწონს ქვემოთ შეკრებილი საზოგადოება, მათ არ ვენდობი. თქვენ კი ყველა ის ღირსება გაგაჩნიათ, რასაც მე და ჩემი უფროსი პატივს ვცემთ ადამიანში. როგორც მომავალ პარტნიორს, მე ასეთ პიროვნებასთან მსურს ურთიერთობა. თუ, რა თქმა უნდა, ჩემს შემოთავაზებას დათანხმდებით. - მაგრამ მე უკვე გითხარით, რომ ჩემი აქციების გაზრდის პერსპექტივით დაინტერესებული არ ვარ. საერთოდ არ ვაპირებ აქ მუშაობას. - ეს შემოთავაზე 2 თვის განმავლობაში ძალაში იქნება, კარგად მოიფიქრეთ და ისე მიპასუხეთ. საქმე მილიონებს არ ეხება, მოგეხსენებათ დუბაი საკმაოდ მდიდარი დედაქალაქია. ჩვენ ყველა მსხვილი კომპანიისგან ვყიდულობთ აქციებს, სიაში კი საქართველოც მოხვდა, „ქეი კორპორეიშენი“ საკმაოდ დიდ მასშტაბებს მოიცავს, რაც ჩვენთვის მისაღები წინაპირობაა. იმედი მაქვს, რომ მომავალში როგორც პარტნიორები ისე შევხვდებით. - კარგი. აღარ შევკამათებივარ. დაფიქრება ნამდვილად ღირდა. ბოლოს და ბოლოს, ეს იდეალური შანსი იყო შევჩენკოს და კალანდიას თავიდან მოსაშორებლად. ამ თანხით და პერსპექტივით, რომელსაც ადილარი მთავაზობდა შევძლებდი მათგან გამოყოფას, რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იქნებოდა, თუმცა არა შეუძლებელი. - ძალიან კარგი, ოფიციალური მხარე ასე თუ ისე განვიხილეთ. ახლა კი ჩემ საჩუქარს დავუბრუნდეთ, რომლის გადმოსაცემადაც მე თქვენ აქ გეწვიეთ. - რა საჩუქარი? - ძვირადღირებული მანქანით ვერ გაგაკვირვებთ, თავადაც შეძლებთ ნებისმიერის შეძენას. მინდა ისეთი რამ მოგცეთ რასაც ძნელად თუ იშოვით, თან ის ფაქტი, რომ მხატვრობა თქვენც ჩემსავით გიტაცებთ, ძალიან მახარებს. ეს სურათი თქვენთვის ფასდაუდებელ ნამუშევრად იქცევა. - ნახატი? - მაშინვე მძლია ცნობისმოყვარეობამ - რომელი ნახატი? - წამობრძანდით. დარბაზი გადაჭრა და ჩვენს მოპირდაპირედ დატანებულ თეთრ კარს მიაშურა. სახელური ჩამოსწია და ბნელ ოთახში პირველმა შეაბიჯა. ცნობისმოყვარეობით ანთებული უკან მივყევი. - აი, ისიც... - ჩამრთველს ხელი აჰკრა და პატარა თეთრ ოთახს ნათელი მოჰფინა, - ეს ნამუშევარი, ჩვეულებრივმა პოლონელმა მხატვარმა ანდრე ვირიელმა შექმნა. მან ტილოზე საყვარელი ქალი აღბეჭდა და იმდენად გენიალურად გადმოსცა საკუთარი გრძნობები, რომ რა წამსაც თვალი მოვკარი მას, ჩემთვის ფასდაუდებლად იქცა... ადილარს აღარ ვუსმენდი. ნახატს დამუნჯებული შევცქეროდი, დრო შეჩერდა, წამი გაიყინა, ყველა და ყველაფერი დადუმდა. თითქოს გულმაც შეწყვიტა ფეთქვა, ძარღვებში სისხლი ამიდუღდა, ვნებამ და ტკივილმა ერთდროულად დამრიეს ხელი - „ის“ იყო, ნამდვილად ის იყო. სრულიად შიშველი ზურგით იდგა, ხელები ზურგს უკან გადაეგრიხათ და მკლავის სისქის თოკებით საიმედოდ შეეკრათ. მოვარდისფრო-მოკრემისფრო გრძელი თმა წელამდე სწვდებოდა. გარშემო კი უამრავი პაწაწინა და ფერად ფერადი ვარკსვლავები ამშვენებდნენ. თითქოს, ჯადოქარმა ჯადოსნური ჯოხი მოიქნია და მისი წვერიდან მოწყვეტილი სხივები ტილოს დააფრქვიაო. გალაქტიკაში დაკარგულ სულს ჰგავდა, ტუჩებზე ღიმილი გადამეფინა... მის სახეს ვერ ვხედავდი, თუმცა მის ტკივილს ვგრძნობდი. მშვენიერი იყო, იმდენად მშვენიერი რომ შეხება მომინდა... თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობდნენ და ისე ქმნიდნენ ამ შედევრს. მე მას სწორედ ასეთს ვხედავდი, შიშველს, დაბმულს, ჩემს მკლავებში მომწყვდეულს, თუმცა, მაინც მიუწვდომელს.... ისეთი უსუსური იყო, ისეთი დაუცველი, ჩახუტება მომინდა. გულზე ხელი მივიდე, წამით დადუმებული ახლა ორმაგად ამიძგერდა, ნეკნების გამონგრევას ლამობდა, უნდოდა გარეთ გამოსულიყო და საკუთარი თვალით ეხილა ჩემი ხორცშესხმული ფანტაზია. - დუჩე, - ადილარს სახეზე შეშფოთება დაეტყო - კარგად ხარ? - ესაა შენი საჩუქარი? - თვალი ძლივს მოვწყვიტე ნახატს და გამჭოლი მზერა ადილარს მივაბჯინე. - ეს ნამუშევარი ჩემთვის ფასდაუდებელია, მილიონები შემომთავაზეს, მაგრამ გაყიდვა აზრადაც არ მომსვლია, შენთვის მადლობის გადახდას მხოლოდ ასე შევძებ. დაგითმობ მას რაც სხვისთვის არ მემეტება. დავდუმდი, ხმას ვეღარ ვიღებდი. ან როგორ უნდა გამომეხატა მის მიმართ მადლიერება, მას ხომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ნახატზე ჩემი ბნელი წარსული, გაურკვეველი აწმყო და კიდევ უფრო ბნელი მომავალი იყო ასახული. ამ ტილოზე ყველაფერი იყო, ყველაფერი რაც ცხოვრებისგან მინდოდა. როგორ უნდა ამეხსნა ეს მისთვის? ამდენი მხატვრული სიტყვა ჩემი ინგლისურის ლექსიკონში უბრალოდ არ მომეპოვებოდა. - როგორც ვხედავ ძალიან მოგწონს, - ადილარს კმაყოფილებით ჩაეღიმა - მიხარია. ის მართლაც მშვენიერია, მისი ისტორია კი ტრაგიკულია. - რას გულისხმობ? - სურათს თვალი ძლივს მოვწყვიტე და არაბს ინტერესით მივაცქერდი. - როგორც ნახატის ბოლო პატრონმა მიამბო, ანდრეს ეს გოგონა სიგიჟემდე უყვარდა. თუმცა, მათი სიყვარული ორმხრივი ვერ აღმოჩნდა. გოგონას არაფრით მოსწონდა ერთი უბრალო მხატვარი, რომელსაც არაფერი არ გააჩნდა, ფუნჯების და საღებავების გარდა. ანდრემ ბევრჯერ სცადა მისი დახატვა, წარმოიდგენდა მის ღვთაებრივ სილამაზეს და ტილოზე გადმოტანას ცდილობდა, ფიქრობდა, რომ თუ მას ტილოზე აღბეჭდავდა, ასე მაინც შეძლებდა მის გვერდით ყოფნას. მაგრამ არ გამოსდიოდა, ყოველი მცდელობა კრახით სრულდებოდა, ბოლოს ანდრემ გაბედა და გოგონას სთხოვა მისთვის გაშიშვლებულიყო, მხოლოდ ნახატისთვის. მან კი როგორც მოსალოდნელი იყო ცივი უარი სტკიცა. სასოწარკვეთილი მხატვარი სულში აშლილ ვნებათაღელვას ვეღარ გაუმკლავდა. გოგონა მოიტაცა, ძალით გააშიშვლა, დააბა და ისე დაიწყო მისი ხატვა. ღამეები არ ეძინა, ფუნჯი ხელიდან არ გაუგდია, სანამ საყვარელი ქალის სრულყოფილი სხეული ტილოზე არ გადმოიტანა. - შემდეგ? რა მოხდა? - ვკითხე უსაზღვრო ინტერესით შეპყრობილმა. - ანდრემ საკუთარ შედევრთან მხოლოდ ერთ დღე გაატარა, როგორც კი გოგონა გაუშვა, მეორე დღესვე მამამისმა მიაკითხა იარაღით ხელში და მხატვარი ადგილზე მოკლა, შვილის შეურაცხყოფისთვის. მისი ნამუშევრის დაწვაც უნდოდათ, მაგრამ გოგონამ არ დაანება, იმდენად მოეწონა თავისი პორტრეტი, რომ სიბერემდე ინახავდა. მისი სიკვდილის შემდეგ, კი სურათი მუზეუმს გადასცეს. მუზეუმისგან კი ერთმა ფრანგმა მწერალმა შეიძინა, მისგან კი მე ვიყიდე. მხატვარმა მას „მილენა“ უწოდა. - მართლაც ტრაგიკული ისტორიაა, - გრძნობამორეული ისევ ნამუშევარს მივაჩერდი. - მე მაინც არ ვთვლი, რომ მხატვრის სიყვარული უიმედო აღმოჩნდა, - ჩაიღიმა ადილარმა და ბეჭებზე ხელი მეგობრულად დამკრა. - ჰოო? მაინც რატომ? - მან თავისი სიყვარული უკვდავად აქცია. განა შენ ახლა მისი სრულყოფილების წინაშე მუხლი არ გეკვეთება? განა საყვარელმა ქალმა არ გადაარჩინა მისი შედევრი, რომელსაც თავადვე შეეწირა? შეიძლება ეს ბედნიერი დასასრული არ იყო, მაგრამ გენიალურს ყველა ინდივიდუალურად აღვიქვამთ. გიყურებ და ვრწმუნდები, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ერთ აზრზე ვდგავართ. მზერა ისევ ტილოზე გადავიტანე და ადილარის ნათქვამზე დავფიქრდი. გენიალური? რას უწოდებენ ადამიანები გენიალურს? სილამაზეს? სიყვარულს? უპასუხო გრძნობებს, რომლებიც შედევრის შექმნის წინაპირობად იქცნენ? ამ კითხვაზე პასუხი ჯერაც ვერ მეპოვა, აქამდე, სანამ „მილენას“ არ შევხვდი. დაკარგული სიყვარულის მდუმარე სასაფლაოს, სადაც უარყოფილი გრძნობები პათეტიკურად და დამამცირებლად კი არ გამოიყურებოდნენ, არამედ მომნუსხველად და თვალისმომჭრელად. უცნაური პარადოქსია, არა? მწერალი საკუთარი ტკივილით ქმნის ნაშრომს, რომელმაც წლების შემდეგ შეიძლება აღიარება მოუტანოს მას. ტკივილი, რომელმაც ოდესღაც არსებობის ხალისი წაართვა, სასიცოცხლო ძალები გამოაცალა მისუსტებულ სხეულს, ცხოვრება ნანგრევებად უქცია, ახლობლებისთვის გაზიარებულმა კი საჭორაოდ და საერთო განსჯის თემად აქცია - გრძნობების საბადოდ იქცა. ფურცელზე გადმოტანილი, ბევრი გატეხილი გულის საამებელ წყაროდ გარდაიქმნა. ყოველგვარი ბოროტება, ზიზღი, ბრაზი, ბოღმა, სასოწარკვეთა, ტკივილი და იმედგაცურება - ერთი შეხედვით ეს ამაზრზენი განცდები სახეუცვლელები წარსდგნენ ჩვენს წინაშე, ისინი შემოქმედის შთაგონების წყაროდ იქცნენ და ხალხს ისინი მოეწონა, გააღმერთეს, მათ წინ მუხლი მოიდრიკეს. ყველაფერი რაც მათ სძულთ და წუწუნებდნენ, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ამ განცდებით უწევდათ არსებობა, ტილოზე აღბეჭდილს და ფურცელზე ამოკითხულს თაყვანისცეს - აი ეს არის გენიალური... **** წვეულებაზე დაბრუნებულს აზრების მოკრება გამიჭირდა. ყურადღება ისევ მეორე სართულზე მქონდა გადატანილი, სადაც ახლა ჩემს საჩუქარს საგულდაგულოდ ფუთავდნენ. ადილარმა წასვლამდე ისევ შემახსენა მისი შემოთავაზება, ყველას დაემშვიდობა და მალევე დაგვტოვა. - ასე სწრაფად რატომ წავიდა? - ნოვა შუბლშეკრული წამადგა თავს - რამე ისე უთხარი? - როდის მორჩები ქვეყნიერების ცოდვების ჩემზე გადმობრალებას? - მობეზრებულმა ზურგი ვაქციე და ვისკი ჭიქაში ჩამოვასხი. - რა უნდოდა? რატომ გელაპარაკა ცალკე? - აღელვებულმა ვისკიანი ჭიქა ხელიდან გამომტაცა და თვითონ მოიყუდა. - რა გჭირს შენ? რატომ ხარ ასე აღელვებული? - არ უნდა ვიყო? - წაისისინა ფერდაკარგულმა - მასთან წესიერად საუბარიც კი ვერ მოვასწარი, კონტრაქტზე მიდგებოდა თუ არა საუბარი, მაშინვე თემას ცვლიდა. ვერ ვხვდები თუ ჩვენთან თანამშრომლობა არ უნდოდა აქ რაღატომ მოვიდა. ის ჩემი საუკეთესო შანსია ამ წუმპიდან ამოსაძრომად. - გეყოფა, მაგდენს ნუღარ სვამ! - შევუბღვირე უკმაყოფილოდ. სწორედ ამ დროს თავს კალანდია წაგვადგა, დამცინავი ღიმილით. - აბა, რაზე საუბრობდით თქვენ ორნი? - მკითხა ცბიერი ღიმილით და ინტერესით ჩამაკვდა თვალებში. - არამგონია ჩემი პირადი საუბრები შენ რამით გეხებოდეს, - ვუპასუხე ირონიულად. - დუჩე! - ნოვამ თვალები დამიბრიალა. - არაუშავს, ნოვა, არაუშავს, - მხარზე ხელი მეგობრულად დაჰკრა და ალმაცერი ღიმილით გამომხედა - საინტერესოა, დუბაის ელჩს შენთან რა პირადი ინტერესი ამოძრავებს? - ტრაკზე ყური ვერ მომადე? ასე ცნობისმოყვარეობს სრულად დაიკმაყოფილებდი. -სახეზე მკვდრისფერი დაედო, თუმცა, თავს სწრაფად მოერია და სახეზე ხელოვნური ღიმილი ოსტატურად მოირგო. - დუჩე, საკმარისია-მეთქი! - ნოვა სახე სიბრაზიზგან აუჭარხლდა. გაღიზიანებულმა ორივეს ზურგი ვაქციე და წასვლა დავაპირე, როცა კალანდიას შემპარავი ხმა ჩემს სმენას მისწვდა. - არასწორად იქცევი, დუჩე. შენს ადგილზე შეყვარებულს დავამშვიდებდი, მამა მაინც მამაა როგორი ნაძირალაც არ უნდა იყოს ის. მისი სიტყვები გველის ნაკბენივით მეცა გულზე. ნელა შემოვბრუნდი და ბასრი მზერა ლევანს მივაბჯინე, რომელიც ცბიერი ღიმილით მაკვირდებოდა. ეს რა იყო, ნამიოკი? სიბრაზემ ცეცხლივით დამიარა ვენებში და ხელები ამიკანკალდა. ნოვა დაძაბული მოგვჩერებოდა ხან ერთს, ხან მეორეს. - რაო, რა თქვი? გაიმეორე! - წავისისინე მძვინვარედ. - შენი გოგონა სად გაქრა, სია ჰქვია მგონი, ხომ? დიდი ხანია აღარავის უნახავს, მიგატოვა? ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა. გაცოფებული ლევანს ღრიალით დავეტაკე და მუშტი მთელი ძალით ვხეთქე სახეში. - რისი თქმა გინდა მაგით, ? ხმა ამოიღე! გაველურებული გამეტებით ვანჯღრევდი და მუშტებს სახეში ვუბრაგუნებდი. გადარეული მამაჩემი მკლავებში ჩამაფრინდა, რომ ლევანს მოვეშორებინე, მაგრამ გამძვინვარებულმა ხელი ვკარი და ისევ ლევანს ვესცი. ხალხში კივილი და ჩოჩქოლი ატყდა. რამდენიმე სტუმარი მაჯებში მწვდა, რომ ლევანი ხელიდან გამოეწიწკნათ, რის შედეგადაც რამდენიმე მძიმე მუშტმა მათაც უწიათ ყბებში. ბრბოს რენე გამოეყო და მაშინვე თავს დამაცხრა ქორივით, იქიდან მამაჩემი მომვარდა და აღრიალებული ძლივს მომაცილეს იატაკზე გაშხლართულ კალანდიას, რომელსაც სიფათი სულ სისხლით მოსთხვროდა და კვნესით იფარებდა ცხვირზე ხელს, ისევ გავუტეხე. - დუჩე! - რენემ მკაცრად ჩამყვირა - ხომ არ შეიშალე, ბიჭო! - ხელი გამიშვით! გამიშვით-მეთქი, დავბრიდავ მაგ ახვარს! - ახლავე შეწყვიტე! - ნოვამ ძლიერად მიბიძგა მკერდში და გავეშებული თვალებში ჩამაკვდა - ხალხი გიყურებს, დუჩე, გონს მოეგე! - ხელი მიშვი, რენე! - გააფთრებულმა ძმას მკაცრად გავხედე. წამით ეჭვით შემომხედა, მაგრამ ხელი მაინც შემიშვა. აღრენილი კალანდიასკენ შევბრუნდი, რომელიც წამომდგარიყო და ხელსახოცით ცდილობდა ცხვირიდან წამსკდარი სისხლის მოწმენდას. - სხვა დროს მის სახელს თუ კიდევ ახსენებ, ჩემი ხელით მოგკლავ, ნაბოზარო! - მეტისმეტად შორს შეტოპე, ქავანა, ეს არ უნდა გექნა... კალანდიამ გაცოფებულმა მოისროლა სისხლიანი ხელსახოცი, მუქარით შემომხედა და თავის დაცვის წევრებთან ერთად სწრაფად დატოვა დარბაზი. გადაჩეხილი ცხვირი ამაზრზენად უმშვენებდა ისედაც გულისამრევ სიფათს. სიბრაზიზგან ჯერ კიდევ მძიმედ ვსუნთქავდი, ხელები მისი ბინძური სისხლით მქონდა მოთხვრილი. - ეს გამომართვი, - ნოვამ ხელსახოვი ჩამჩარა ხელებში - და გამომყევი! - რაო, კუთხეში უნდა დამაყენო? - გავხედე დაცინვით და სისხლის წმენდას შევუდექი. სტუმრები ისევ დაუბრუნდნენ წვეულებას, პიანისტმა როიალზე დაკვრა განაგრძო, ვითომ არც არაფერი მომხდარა, მაგრამ შესამჩნევი დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა ხალხში. ყველა ჩემკენ აპარებდა თვალს და გაცხოველებულები რაღაცას ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს. ბრბოში ნუცასაც მოვკარი თვალი, გაფართოებული თვალებით შორიდან მომჩერებოდა. ისე, გამიკვირდა, კალანდია არსად ჩანდა. მისთვის ერთხელაც კი არ მომიკრავს თვალი, არადა წესით წვეულებაზე უნდა ყოფილიყო. ის არასოდეს ტოვებდა ასეთ ივენთებს, სასმელი და მდიდარი ნაშები მისი საყვარელი გასართობი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, დღეს გამონაკლისი დაუშვა. ნეტავ, რატომ? - გამომყევი-მეთქი! - შემიღრინა გაღიზიანებულმა და სწრაფი ნაბიჯით აუყვა მეორე სართულს. - უარესად ნუ გაამწვავებ სიტუაციას, - რენემ გამაფრთხილებლად გამომხედა - დღეისთვის კონცერტები საკმარისია, ისედაც ყველა შენზე ჭორაობს. - კეთლი იყოს შენი ოჯახში დაბრუნება, ძამიკო! - ჩავიცინე ირონიულად და ნოვას უკან მივყევი. მეორე სართულის დარბაზი ცარიელი დამხვდა. აღარსად ჩანდა ნახატები, როგორც ჩანს, ადილარს ყველა ჩამოეხსნა და თან წაეღო. გამიკვირდა, ამხელა გამოფენა მხოლოდ ჩემთვის მოაწყო? ნეტა ყველა ასე მიხედავდეს გაკეთებულ სიკეთეს-თქო, გავიფიქრე ირონიულად. ნოვამ მაშინვე მიხურა კარი, როგორც კი დარბაზში შევაბიჯე და ერთიანად გაფითრებული მომიბრუნდა. - ხვდები რა ჩაიდინე? - წაისისინა გაცოფებულმა. - რა ხდება შენსა და კალანდიას შორის? - შენ არ გეხება, - ვუპასუხე ცივად და იქვე მდგომ სკამზე ჩამოვჯექი. - მიპასუხე, რომ გეკითხები! - ხმას აუწია. - შენ არ გეხება-მეთქი, გითხარი უკვე! - ნელ-ნელა მოთინებას ვკარგავდი. - ასე რატომ გაბრაზდი? აქამდეც ვერ ეწყობოდით იდეალურად, მაგრამ მას ხელით არასოდეს შეხებიხარ. ვინ გოგოზე ლაპარაკობდა, მისმა ხსენებამ ასე რატომ გაგაბრაზა? - მე შენ გაგაფრთხილე, რომ კალანდიასთან თავს არ შევიკავებ-თქო და რატომ ეს მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება! - რა მოხდა თქვენ შორის? ტყუილად ხელს არ დაარტყავდი, შეუფერებლად მოიქცა შენთან? - ისე შენი გამკვირვებია, მეგონა მე მესცემოდი და მიზეზს არ იკითხავდი, მთლად ხელიდან წასულიც არ ყოფილხარ, მამაჩემო. - მე შენს საქციელს არ ვამართლებ! - მოსხიპა მკაცრად - რაც არ უნდა დაეშავებინა კალანდიას ეს არ უნდა გექნა. ქვემოთ შეკრებილი საზოგადოება უკვე საქმის კურსშია, რომ შიგნით არეულობაა, ეს კი ცუდის მეტს არაფერს მომიტანს. შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენი გველი ფუთფუთებს ახლოს, შანს ელოდებიან რომ მაშინვე თავს დაგესხან. დღეს კი მათ იდეალური შესაძლებლობა მიეცი! და მაინც, მინდა ვიცოდე, ჩემი შვილი ასე რატომ ემტერება ჩემს პარტნიორს. ნოვას ინტერესით მივაჩერდი. იმდენად მძულდა მასში მცხოვრები კარიერისტი, რომ ხანდახან მავიწყდებოდა კიდეც, რომ მამაჩემი იყო. თავიდანვე ასეთი დაძაბული ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ ელენას ინფიცირებამ ყველაფერი აურია. მანამდეც მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ მას თავისი კარიერა და ბიზნესი უფრო აინტერესებდა ვიდრე ოჯახი, მაგრამ მისი დანახვა ზიზღს მაინც არ მგვრიდა. ახლა კი მამაჩემს თვალებში შევყურებდი და ვფიქრობდი, შევძლებდი კი მისთვის ყველაფრის პატიებას? მოვერეოდი ამ სიძულვილს, რომელიც სულში დამპალი სარეველასავით მომდებოდა? - დედა ინახულე? - ვკითხე ხმადაბლა. - დუჩე, არ გვინდა ამაზე საუბარი. - დედას რატომ არ ნახულობ? - ფეხზე წამოვდექი და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ინტერესით მივაჩერდი მამაჩემს - რაც ცუდად გახდა, ერთხელაც კი არ ყოფილხარ მის სანახავად მისული, მაინტერესებს, რატომ? - არ შემიძლია, გასაგებია?! - იყვირა უცებ. ერთიანად აცახცახებულმა სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი - არ შემიძლია, მისი ასეთის ყურება, ამას ვერ გადავიტან! შეგიძლია შემიძულო ამის გამო, მაგრამ არ შემიძლია. მწვანე თვალები ცრემლით აევსო. მის თვალებში ნათლად ვკითხულობდი ტკივილს, რომელსაც ამჯერად ცივი და უგულო ნიღაბი არ ფარავდა. თუმცა, მის პასუხს ჩემთვის შვება არ მოუგვრია, პირიქით. - იმდენად ეგოისტი ხარ, რომ საკუთარ გრძნობებს პირველ პლანზე აყენებ? - წავიჩურჩულე ზიზღით - როგორ ფიქრობ, ჩემთვის იოლია საკუთარი დედის ასეთის ყურება? ყოველ მისვლაზე ხუთი წლის სიცოცხლე მაკლდება, რადგან იმ მოჩვენებას საერთო არაფერი აქვს დედაჩემთან. მისი სურნელიც კი შეიცვალა, იცი ეს?! - ვიყვირე აკანკალებულმა - ყოველ ჩემს დანახვაზე კივილს იწყებს და ყოველი ჩემი მიკარება ზიზღს ჰგვრის. გამუდმებით მეძახის და როცა ვეუბნევი რომ მასთან ვარ ტირილს იწყებს და მოკვლას მევედრება. შენი აზრით მე როგორ უნდა ვგრძნობდე თავს, ა?! - არ შემიძლია... - ნოვას მკვდრისფერი დაედო - შეწყვიტე, ამის მოსმენა აღარ მინდა! - ლაჩარო! - გადავაფურთხე ზიზღით - შენ არ დაუდე ფიცი საკურთხეველთან ჭირშიც და ლხინშიც შენთან ვიქნებიო? ახლა კი შენს მხდალობას, იმით აპრავებ, რომ მისი ასეთის ყურება არ შეგიძლია? მეზიზღები! მე რომ შენს ადგილას ვიყო, საყვარელ ქალს უყურადღებოდ არ მივაგდებდი, შენსავით ტრაკში არ შევიყოფდი თავს. შენ ვალდებული ხარ ძლიერი იყო, კაცი ხარ, მისი პატრონი ხარ, ქმარი ხარ! სჭირდები, ისე როგორც არასდროს, შენ კი იმის ნაცვლად რომ გვერდიდან არ შორდებოდე მისი დანახვაც არ გინდა. მძულხარ როგორც კაცი, როგორც პიროვნება და როგორც მამა! ჩემს თვალში კი უკვე დიდი ხანია აღარცერთი ხარ! - შეწყვიტე, გთხოვ... - ჩემს პრობლემებს თავად მოვაგვარებ და დედასაც მივხედავ. შეიძლება ქმარი არ ჰყავს, მაგრამ შვილი ჯერ კიდევ ცოცხალია, შენ არაფერში გვჭირდები. კომპანიას მიხედე, შენი ახვარი პაძელნიკის სიფათის გაერთიანებამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნას. ბოლოჯერ შევავლე თვალი ზიზღით, მიტკალივით გაფითრებულს, ზურგი ვაქციე და წამოვედი. **** ამჯერად ნელა ვატარებდი, ვშიშობდი, რომ ნერვებს აყოლილი ვინმეს აუცილებლად შევიწირავდი გზაზე. სახლში წასვლა არც მიფიქრია, ახლა არავის დანახვა არ მინდოდა. წვეულებიდან ისე წამოვედი არავისთვის სიტყვა არ მითქვამს. არც რენესთვის მიმიქცევია ყურადღება და არც ახლად მოსული მონტისთვის, რომელმაც მომხდარის შესახებ უკვე ყველაფერი იცოდა. საჭე მოვაბრუნე და ბარნოვის ქუჩას ჩავუყევი, სულ მალე მივაგენი ნაცნობ კორპუსს და მანქანა სადარბაზოსთან შევაჩერე. გულდამძიმებულმა შენობას ავხედე, გულით ვინატრე, რომ ბინაში ასულს სია იქ დამხვედროდა, მინდოდა ჩავხუტებოდი და ყველაფერი დამევიწყებინა. მანქანიდან გადმოვედი, კარი საიმედოდ ჩავკეტე და სადარბაზოს კიბეებს ნელი ნაბიჯით ავუყევი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი მეშვიდე სართულს გული უფრო მძლავრად მიცემდა. წარმოვიდგინე, როგორი ურთიერთობა გვექნებოდა ჩვენ ორს, ადამიანურად რომ გვეცხოვრა. ხშირად მივაკითხავდი სახლში, ალბათ რომანტიკულ სიურპრიზებსაც კი გავუკეთებდი. უნებურად გამეღიმა, მსგავსი რამ არასოდეს გამიკეთებია გოგოსთვის, რატომღაც სირობად მიმაჩნდა. უნივერსიტეტშიც ერთად ვივლიდით, სია სამოქალაქო სამართალში დამეხმარებოდა, როგორც სისის ეხმარებოდა გამუდმებით. ის დღეები მომენატრა, როცა შორიდან ვუყურებდი, როგორ ერთობოდა მეგობრებთან, როგორ იკავებდა სიცილის ვარდიძის სემინარზე, ეს ქალი მაგრად უშლიდა ნერვებს. მოსაბეზრებელ ლექციებზე გამუდმებით ეძინებოდა და მხოლოდ სისის მწარე მუჯლუგუნზე ახელდა თვალებს. რამდენჯერ მომდომებია ამ დროს მის გვერდით ვმჯდარიყავი, მინდოდა ახლოდან მეყურებინა, როგორ ეთამაშებოდნენ მზის სხივები ვარდისფერ ტუჩებზე. ერთხელ, მახსოვს, ისეთი დაღლილი მოვიდა უნივერსიტეტში, როგორც კი მერხს მიუჯდა, მაშინვე თავი ჩამოდო და ჩამოეძინა. აუდიტორია ჯერ კიდევ ცარიელი იყო, იმდენად იყო გაბრუებული, რომ არც კი შევუმჩნევივარ. მძინარეს მზის სხივები თვალებში უჭყიტინებდნენ და გაღიზიანებულმა თავი ჯუჯღუნით მიაბრუნა. გამეცინა, მისი ყურება თან მართობდა, თან სევდას მგვრიდა. იმ დღეს პირველად მივედი ახლოს, თუმცა, ეს მას არც გაუგია. ფანჯარას ზურგით ავეფარე, რომ მისთვის მზის სხივები ამერიდებინა. კმაყოფილმა თავისთვის ჩაიღიმა და ისევ ჩათვლიმა. ნეტავ ამ დროის უკან დაბრუნება შემძლებოდა, ნეტავ ახლა ისევ იქ ვმდგარიყავი, ამჯერად თავს აღარ ავარიდებდი და აღარც მის კოცნის სურვილს შევეწინააღმდეგებოდი. აღარ მივცემდი უფლებას ჩემს გარშემო ასე მშვიდად ეტრიალა. ყველაფერი ჩემს ხელში იყო, მე კი უაზრო ამპრატავნებამ დამაბრმავა, შანსი ხელიდან გავუშვი, ახლა კი დათესილს ვიმკიდი კიდეც. მაინც რამდენ ხანს ვინანებდი ჩემს საქციელს?... ფიქრებში გართულმა გავიაზრე, რომ უკვე მისი ბინის კართან ვიდექი. ჯიბიდან რკინის ჩხირები ამოვიღე და დაკეტილი კარის საკეტს მოხერხებულად მოვარგე. რამდენიმე წამში საკეტმა ყრუდ გაიჩხაკუნა და გაიღო. ბნელ ჰოლში უჩუმრად შევსხლტი და კარი მივხურე, ყრუ ჩხაკუნმა მიმახვედრა, რომ კარი ავტომატურად დაიკეტა. პირველი მოსვლისას სახლის შეთვალიერება ვერ მოვახერხე, გაცილებით საინტერესო საქმით ვიყავი დაკავებული... მაგრამ ახლა, მარტო დარჩენილს, მისი დათვალიერების სურვილმა შემიპყრო. მომცრო ოროთახიანი ბინა კოხტად იყო მოწყობილი და აშკარად სიას გემოვნებით. მასზე ხანგრძილვმა დაკვირვებამ ბევრი რამ მასწავლა, კერძოდ, ძალიან მოსწონდა ნაზი ფერები. არასოდეს მინახავს მის ტანზე ჭყეტელა ტანისამოსი. ნაზ ტონებს მუქ ფერებში ურევდა და ყოველთვის უბრალოდ, მაგრამ კოხტად ეცვა. სახლის ინტერიერიც ზუსტად იგივე ფერებში იყო შერჩეული. კრემისფერი ხალიჩები და მუქი ავეჯი ღიმილს მგვრიდა. მისაღებ ოთახში ღია თაფლისფერი დივანი ედგა თავისი სავარძლებით, ერთი პლაზმური ტელევიზორი და მომცრო ჟურნალის მაგიდა. ტელევიზორს ისე სქლად დასდებოდა მტვერი, რომ აშკარა იყო, როცა აქ ცხოვორბდა, მაშინაც არ რთავდა ხშირად. მასზე უკვე საკმაო ინფორმაცია მქონდა და ვხვდებოდი, რომ უნივერსიტეტის და ფარული სამსახურის გადამკიდე, გადაცემების საყურებლად ნამდვილად არ ეცლებოდა. ტელევიზორის მარცხენა კუთხეში პატარა წიგნების კარადა იდგა, რომელშიც უამრავი ჭრელა-ჭრულა ტანის წიგნი ერთმანეთს მჭიდროდ მისწყობოდა. დამაინტერესდა რას კითხულობდა. ბიბლიოთეკაში ძირითადად სულ მეცადინებოდა, ამიტომ მისი ლიტერატურული გემოვნების შესახებ არაფერი ვიცოდი. კარადას მივუახლოვდი და წიგნების სათაურებს თვალი გადავავლე. პირველ თაროს კლასიკოსი მწერლები იკავებდნენ - დოსტოევსკი, ბრონტე, სტენდალი, მაინ რიდი, ალექსანდრე დიუმა, ჩარლზ დიკენსი და კიდევ მრავალი სხვა. მისი არჩეული წიგნები მომეწონა, აქედან ყველა მქონდა წაკითხული. მათ შორის განსკაუთრებით „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ მიყვარდა, ჰიტკლიფი ძალიან მაგონებდა საკუთარ თავს. მას ისევე ეგოისტურად და წრეგადასულად უყვარდა კეტრინი, როგორც მე სია. მეორე თაროს კრიმინალური ლიტერატურა იკავებდა, სულ თავში ჩემდა გასაკვირად ქართველი მწერლის სახელს მოვკარი თვალი, როგორც ჩანს ეს წიგნი განსაკუთრებით უყვარდა. დავიხარე და წიგნების გროვიდან გოჩა მანველიძის „მგლები“ გამოვაძვრინე. წიგნის კიდეები მრავალჯერ გამოყენებისგან გაცვეთილიყო, მაგრამ მაინც ისე ფაქიზად იყო მოვლილი, ზედმეტი დაზიანება არ ეტყობოდა. ამ წიგნის შესახებ არაფერი მსმენია, წარმოდგენაც კიარ მქონდა მისი არსებობის შესახებ. წიგნი გადმოვაბრუნე, მაგრამ უკან ანოტაცია არ ეწერა. სათაურით და ყდაზე გამოსახული ვარსკვლავით, რომლის გულშიც ხახადაფჩენილი მგელი მოჩანდა ჩემითაც მივხვდი, რომ წიგნი კანონიერ ქურდებზე იქნებოდა. გამიკვირდა, რა ეწერა ამ წიგნში ისეთი, რომ იურისტი გოგონა თავის ფავორიტად სწორედ ამ წიგნს თვლიდა? დაეჭვებულმა გავიფიქრე, ერთხელ აუცილებლად წავიკითხავ და საიდუმლოს ამოვხსნი-მეთქი. წიგნი ადგილზე დავაბრუნე და დანარჩენები მოვათვალიერე. ბიბლიოთეკის 80%-ს დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებები შეადგენდა. ის მართლაც შეყვარებული იყო კრიმინალურ სამყაროზე. ალბათ ამიტომაც გახდა კერძო დეტექტივი, რომელიც ცუდ ტიპებს სისხლს უშრობდა, ისევ გამეღიმა და წამოვდექი. ამჯერად საძინებლისკენ გავემართე, მისი სურნელი ყველაზე მძაფრად სწორედ აქ იგრძნობოდა. სინათლის ანთება არც მიფიქრა, სავსე მთვარის შუქი ისედაც ავსებდა მთელს ოთახს. კრემისფერმა კედლებმა, ფუმფულა ხალიჩამ და უზარმაზარმა რბილმა საწოლმა უნებური შვება მომგვარეს. საწოლის აქეთ-იქით მდგომ მომცრო ტუმბოებს მინიატურული ფიგურები ამშვენებდა, სანათი კი მარჯვენა ტუმბოზე იდგა, ესეც მისი საწოლის საყვარელი მხარე. ფანჯარას მივუახლოვდი და რძისფერი ფარდები გადავწიე, რომ მთვარის კაშკაშა სინათლე უკეთ მოჰფენოდა ოთახს. მიმოვიხედე და მზერა ტანსაცმლის, მოჩუქურთმებულ, ღია ჩალისფერ, ლამაზ კარადაზე შევაჩერე. ნელა მივუახლოვდი და როგორც კი, კარი გავაღე, მისი სუნამოს ნაზი სურნელი დაუნდობლად მეკვეთა ნესტოებზე და პულსი ამიჩქარა. ტანსაცმელებს შორის კაკაოსფერ მოკლე სარაფანას მოვკარი თვალი, ეს კაბა განსაკუთრებით მომწონდა მის ტანზე. მისი ფერის თმას და წვრილ გამოყვანილ ტანს იდეალურად ეხამებოდა, თოჯინას ჰგავდა, პატარა ლამაზ თოჯინას... ხელი გავიწოდე და ფრთხილად შევეხე ნაზ ქსოვილს. კაბა საკიდიდან ჩამოვხსენი და ახლოდან შევათვალიერე. უბრალო იყო, არანაირი ზედმეტი გაფორმებებით. ჰაეროვანს და ბუმბულივით მსუბუქს წელზე შავი მაქმანი შემოხვეოდა ტალღებად. აღგზნებულმა გულზე მოწოლილი სევდა კბილების ღრჭიალით შევიკავე. საწოლს აუჩქარებლად მივუახლოვდი, საბანი გადავაძრე და ფუმფულა ბალიშებზე გაუხდელად მივწექი. კაბისთვის ხელი არ გამიშვია, ისე გამეტებით ჩამებღუჯა ნაზი ქსოვილი, თითქოს ისიც აპირებდა ჩემგან გაქცევას. თვალზე მოწოლილი ცრემლი სწრაფად შევიმშრალე, გვერდი ვიცვალე და რბილ ბალიშები, რომლებიც მისი სურნელით გაჟღენთილიყო სახე ჩავმალე. მისი მონატრებით გაბრუებულს ისე ჩამეძინა ვერც გავიგე. **** ძილბურანში მყოფმა სახეზე ნაზი შეხება ვიგრძენი, რაღაც პატარა და ნაზი ღაწვებზე ფრთხილად მეხებოდა, მგონი თითები იყო. შეხება მეცნო, უნებურად გათიშულმა გონებამ ექსკურსიის დღეები ამომიტივტივა ზედაპირზე. გამახსენდა როგორ მედო მის მკერდზე თავი. არ მეძინა, ერთი წუთითაც არ მძინებია. ნაზად მეფერებოდა, არ უნდოდა გავეღვიძებინე. იმას კიარ დარდობდა, რომ სიმშვიდეს დამირღვევდა, არა, არ უნდოდა, მცოდნოდა, რომ მეფერებოდა. ამის გაფიქრებაზე ღიმილის ძლივს ვიკავებდი, იმდენად მსიამოვნებდა მისი შეხება, რომ საათების განმავლობაში თვალს არ ვახელდი, არ მინდოდა ეს შეეწყვიტა, არ მინდოდა მისი პატარა თბილი ხელი ჩემს სახეს მოშორებოდა. უსაზღვრო სევდა ყელში ბურთივით გამეჩხირა, მომენატრა, იმდენად მომენატრა, რომ მის სურნელს ნათლად ვგრძნობდი, თითქოს აქ იყო, ჩემთან, ჩემს გვერდზე, მისი კანის სითბოსაც კი ვგრძნობდი. ძალიან მომინდა ხელი გამეწვდინა და ჩემი ზმანება მკლავებში მომემწყვდია, არ მინდოდა ისევ გამქცეოდა, თვალი გამეხილა და აღმომეჩინა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ჩემი ქვეცნობიერის გამოძახილი იყო და საერთო არაფერი ჰქონდა რეალობასთან. - დუჩე... - მგონი ვგიჟდები, - წავიბუტბუტე გაბრუებულმა - შევიშალე, მისი ხმაც კი მესმის. - დუჩე, აქ რას აკეთებ?! - გაბზარული ხმა ნათლად ჩამესმა. მოულოდნელობისგან თვალები ვჭყიტე, მთვარის შუქზე პატარა სახე გამოიკვეთა, კაკაოსფერი გრძელი თმა სანახევროდ ჩამოშლოდა სახეზე და აწყლიანებული თვალებით ფრთხილად მაკვირდებოდა. ფანტაზია სახიფათოდ და დაუნდობლად მეხუმრებოდა. ასეთი სიზუსტით მისი წარმოსახვა აუტანელ ტკივილს მაყენებდა. - დუჩე... - შეშინებულს ტუჩები აუკანკალდა - ასე რატომ მიყურებ, დამელაპარაკე... - არ გააქრო, ცოტახანიც მაცადე, სულ ცოტახანი, - გავიფიქრე სასოწარკვეთილმა. - დუჩე, - აკანკალებულმა პატარა ხელი სახეზე მომადო და ღაწვებზე ნაზად ჩამომისვა ხელი - გევედრები, ჩუმად ნუ ხარ, მაშინებ. ვიცი რომ ჩემზე ყველაფერი იცი, ვიცი. მინდოდა შენთვის ყველაფერი მომეყოლა, მაგრამ მე... - რა ზუსტად ბაძავ მის ხმას, - შევუღრინე ქვეცნობიერს - ასე გინდა დამტანჯო? როგორც კი შეხებას ვცდი მაშინვე გაქრება, გამომეღვიძება და ისევ მომინდება ყველაფრის დამტვრევა, როგორც წინათ. - თუ გინდა მეჩხუბე, მიყვირე, თუ გინდა იარაღი მომადე შუბლზე ოღონდ ჩუმად ნუ ხარ, - ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა - შენგან გაქცევა აღარ მინდა, მოხდეს რაც მოსახდენია. გული მომეწურა. მის ცრემლებს ვერ ვიტანდი, მეზიზღებოდა როცა ატირებულს ვხედავდი. ეს პატარა წვეთები მაშინებდნენ, თავი ვეღარ შევიკავე, მისი გაუჩინარების შიში, შეხების დაუოკებელმა სურვილმა გადაფარა. ხელი ნელა გავიწოდე და ჩამოგორებული ცრემლები ნაზად შევუმშრალე. თვალები ავახამხამე, არსად გამქრალა, არ გაუჩინარებულა, ჩემს შეხებაზე თვალები დახუჭა და ჩუმად ატირდა. ნუთუ ეს სიზმარი არ იყო? ნუთუ ეს რეალურად ხდებოდა? - სია... - წავიჩურჩულე დაბნეულმა - სია, ნამდვილად შენ ხარ? - მაპატიე, - ერთიანად აკანკალებულმა მუდარით შემომხედა - უბრალოდ დამაცადე, ყველაფერს აგიხსნი, არ ვიცი შენ რა გაიგე, ვერ ვხვდები ასე რატომ გძულვარ... - სია! - გული ძლიერად შემიქანდა. სამყარო შეირყა, თითქოს უსახურ პლანეტას ფერები დაუბრუნეს, მე კი დაკარგული სული. ეიფორია, სიხარული, უსაზღვრო მონატრება - ყველაფერი ერთად დამატყდა თავს. არეული გრძნობები ერთმანეთს შეერწყა და სულში ფეიერვერკი ამეშალა. მისი არცერთი სიტყვა არ გამიგია, საერთოდ არ ვუსმენდი რაზე მელაპარაკებოდა, მონატრებულმა კისერზე ხელი მძლავრად მოვხვიე და ჩემკენ მოვიზიდე, მის ტუჩებს ისე დავეწაფე როგორც მოწყურებული წყაროს წყალს. მის ბაგეებს ისევ ტკბილი მარწყვის გემო ჰქონდათ. ისევ მაგიჟებდა მათი გემო, მისი სურნელი, სიგიჟემდე მომნატრებოდა და ეს მხოლოდ ახლა გავაცნობიერე, როცა ჩემს მკლავებში მომწყვდეული დამრთხალი ჩიტივით კანკალებდა. ვნებისგან აწითლებულ ტუჩებს იქამდე ვულოკავდი სანამ სუნთქვა არ შეეკრა და მზერადაბინდულს კვნესა არ აღმოხდა. გრძნობამორეულმა მკლავები ძლიერად შემოვაჭდე და მჭიდროდ მივიკარი გულზე. - ასე აღარ მომექცე, გესმის? - წავიღრინე აღგზნებულმა - ასე აღარ გაუჩინარდე, თორემ გული გამიჩერდება. მეორედ ხელის გაშვება არ გაბედო თორემ მოგკლავ! ამჯერად ეს პირობაა, ჩემი ხელით გაგიხვრეტ გულს, გაიგე?! - დუჩე... მე... - არა, არ მაინტერესებს! - შევაწყვეტინე მკაცრად - არაფერი არ მაინტერესებს, არ მინდა შენი მოსმენა. უბრალოდ არ გაინძრე, ჯერ კიდევ არ მჯერა რომ ნამდვილად აქ ხარ. - მიყვარხარ... ჩემს მკლავებში მომწყვდეულმა ხმადაბლა წაიჩურჩულა და თვალის კუთხეებიდან ცრემლებმა გამოჟონეს. გულში სითბო ჩამეღვარა, პირველად მოვისმინე მისგან ეს სიტყვა, თურმე როგორი სასიამოვნო ყოფილა საყვარელი ქალისგან ამ გაცვეთილი სიტყვის მოსმენა, რამდენ ხანს ველოდი ამას და როგორც იქნა მაღირსა. სისხლში ენდორფინის დოზის მომატება ვიგრძენი, ვნებამ და სურვილმა თითოეული უჯრედი მოიცვეს, სხეულს შეერწყნენ და ერთარსებად იქცნენ. კანი გამიხურდა, პულსი ამიჩქარდა, თითოეული ატომი მასთან შერწყმას ითხოვდა. გონებაამღვრეული ისევ მის ბაგეებს დავეწაფე, ხელები მის აბრეშუმივით ნაზ და სურნელოვან თმაში შევაცურე და ახლოს მოვიზიდე. მკერდზე მჭიდროდ ვიკრავდი, ვკოცნიდი, ვეფერებოდი და მაინც არ მყოფნიდა. შემეძლო ეს იქამდე მეკეთებინა, სანამ ტუჩები არ დამეღლებოდა, სანამ გული ფეთქვას არ შეწყვეტდა, სანამ ვნებისგან დაცლილი სხეული არ მომიდუნდებოდა და მის მკერდზე არ იპოვიდა საიმედო თავშესაფარს. თავზე საბანი წავიფარე და მის მიღმა გავუჩინარდით, ჩვენს სამყაროში სადაც არავინ და არაფერი არსებობდა, ჩვენს გარდა! სადაც არავის და არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა, მის გარდა... თავი მეთორმეტე გაუნძრევლად ვიწექით და მონატრებულები ერთმანეთით ვტკბებოდით. პატარა თავი ჩემს მკლავზე ედო და აციმციმებული თვალებით მდუმარედ მომჩერებოდა. ისევ ერთმანეთის სულში ვიჩხრიკებოდით, როგორც მაშინ ისტორიის ლექციაზე. მაშინ თავი ისე დავკარგე, რომ არა მღებრიშვილის მჭახე ხმა, ალბათ თავს ვეღარ მოვთოკავდი და ვაკოცებდი. ახლაც იგივე გრძნობა დამეუფლა, ისევ მომინდა მის ბაგეებს დავპატრონებოდი, ამჯერად სამუდამოდ. - რა მოხდა რესტორანში? - მკითხა უცებ, დავიბენი. - რესტორანში? - უცებ ყველაფერს მივხვდი და თვალები გამიფართოვდა - იქ იყავი? - ჰო. - როგორ? სტუმრების სიას მკაცრად აკონტროლებდნენ. როგორ მოახერხე რესტორანში შემოპარვა? - ნეტავ რომელი კარი იყო მისთვის საიმედოდ დაკეტილი და შეუღწეველი?! - მარტივად, შენს ერთ-ერთ სტუმარს პარტნიორად მოვყევი. - მიპასუხა ხმადაბლა და თვალი ამარიდა. - რომელ სტუმარს? - ჭყოიძეს. - ვისო?! ბრაზმა ცეცხლივით დამიარა ტანში. ჭყოიძე ჩვენი კონკურენტი კომპანიის „ბლექს სტოპის“ მსხვილი აქციონერი იყო, ერთ-ერთი ყველაზე ბილწი და გახრწნილი ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. თავიდან ჩვენს კომპანიაში მუშაობდა, მაგრამ ერთხელ ნოვამ შემთხვევით წაასწრო, როგორ დაძვრებოდა კონფიდენციალურ ფაილებში, რომელიც პრეზიდენტის კაბინეტში ინახებოდა. ნაძირალა, მთელი ორი წლის განმავლობაში ჩუმად აწვდიდა ინფორმაციას „ბლექ სტოპს“ და ამაში კარგ გასამრჯელოსაც იღებდა. მისი ჯაშუშური ქმედების გამო კომპანიამ ორი მილიონი დოლარით იზარალა და სიკვდილს მხოლოდ იმით გადაურჩა, რომ ძლიერი მფარველები აღმოუჩნდა და დროზე ადრე გაარიდეს დენთის კასრივით აფეთქებულ მამაჩემს. - რა საერთო გაქვს ჭყოიძესთან?! - შუბლშეკრულმა მკლავზე წამოვიწიე. - არანაირი, - მიპასუხა მშვიდად და ბალიშზე შესწორდა - უბრალოდ მაგ ნაძირალას ზედმეტად ბინძურ საქმეებში აქვს გასვრილი ხელი, მე კი ეს საჩემოდ გამოვიყენე, რომ რესტორანში შემომეღწია. - ამას დამიხედეთ! - გაბრაზებულმა თვალები დავუბრიალე - ასე რატომ ცდილობდი წვეულებაზე მოხვედრას? ასე ძალიან თუ გინდოდა იქ წასვლა ჩემთან მოსულიყავი! - რა სულელი ხარ, - სახიდან ღრუბელი გადაეყარა და გაეცინა - შენთან მოვსულიყავი და წვეულებაზე თან წაყვანა მეთხოვა? ამნეზია გჭირს თუ საერთოდ ვერ ერკვევი სიტუაციაში? - მაშინ ისე მწარედ მომხვდა შენი წიხლი სიფათში, არაფერია გამორიცხული, ასე როგორ გამიმეტე?! - შევუბღვირე უკმაყოფილოდ. - მაპატიე, - თვალები ისევ სევდით აევსო - პანიკაში ჩავვარდი, შემეშინდა, რომ ჩემს დაჭერას მოახერხებდი. - ნეტავ მომეხერხებინა... კარგი, დავუბრუნდეთ მთავარს, როგორ შემოხვედი რესტორანში ისე, რომ ვერ დაგინახე? აუცილებლად შეგამჩნევდი, ეს როგორ გამომეპარა? - როგორ ფიქრობ, ჭყოიძეს ჩემი ნამდვილი ვიზუალით დავენახებოდი? - გამომხედა წარბაწეულმა. - აბა? - პარიკი, კარგი მაკიაჟი, ლინზები და შესაბამისი ჩაცმულობა. შენ კი არა საკუთარი თავი თავადვე ვერ ვიცანი სარკეში. - ხანდახან ძალიან მაშინებ. რაში დაგჭირდა წვეულებაზე მოხვედრა? იცოდი დუბაის ელჩს რომ ვხვდებოდი? - არა, შენი სტუმრები დიდად არ მაინტერესებდა. მე სხვის გამოჩენას ველოდი იქ. - ვისი? - დუდაევის, - დავიძაბე - შემეშინდა, რომ ამ მომენტს სათავისოდ გამოიყენებდა, რომ რამეს დაგიშავებდა, როგორც ეს... როგორც ეს დედაშენს გაუკეთა. - რა თქვი? - გაოცებულს ელდა მეხივით მეტაკა გულზე - დედაჩემის შესახებ იცი? როგორ? საიდან? - როგორც ჩანს, წინ მძიმე საუბარი გველის, წამოდი ყავას გავაკეთებ და ყველაფერს მოგიყვები. ჯერ კიდევ დაბნეული და საკუთარ ფიქრებში დაკარგული უკან გავყევი. ისე ვიყავი დანარჩენი ოთახების თვალიერებით გართული, რომ აქ არც კი შემომიხედავს. სამზარეულო მთლიანად ქვიშისფერი დეკორატიული კერამიკით იყო მოპირკეთებული, კედლები, იატაკი, მაგიდაც კი იგივე ფერის იდგა. ოთახის კუთხეში პატარა კოხტა გაზქურა დაემონტაჟებინათ, მის მოპირდაპირედ კი სამზარეულოს თაროები იყო განლაგებული. მათ შორის კი კერამიკული ყვავილებისგან მოპირკეთებული ნიჟარა იდგა. სამზარეულოს თაროები ჭაობისფერი მწვანე იყო და ინტერიერს მაცოცხლებელ დეტალებს ჰმატებდა. ორიგინალურ სტილში მოწყობილი სამზარეულო ძალიან მომეწონა. სიამ მადუღარით წყალი დაადგა და თაროს კარი გამოაღო. შიგნით მხოლოდ ყავა და რამდენიმე სახეობის ჩაის ყუთი მოჩანდა. ქვედა სივრცეში კი ჭიქები იყო განლაგებული. - მაცივარი გამოაღე, შეიძლება გაგვიმართლოს და რძეც აღმოჩნდეს. - რამდენი ხანია სახლში არ ყოფილხარ? - ვკითხე შუბლშეკრულმა. მაცივრის კარი გავაღე და გაოცებულმა ცარიელ თარობს თვალი მოვავლე. მაცივრის ქვედა კუთხეში მხოლოდ ერთი პატარა ყუთით რძე მოჩანდა - ეს რა არის? რატომ არ გაქვს პროდუქტები? - უკვე დიდი ხანია, რაც მოსასმენი ვიპოვე და უკან აღარ დავბრუნებულვარ, - გვერდულად გამომხედა და ადუღებული წყალი ყავიან ჭიქებში ჩამოასხა - პროდუქტებს კი ბევრს არასდროს ვყიდულობ, სახლში მხოლოდ ღამით მოვდიოდი ხოლმე, ისიც ისე ვიყავი დაღლილი ჭამის თავი არ მქონდა. მაცივრის კარს ხელი ისე მოვუჭირე ლამის ხელში შემომეღუნა. ნორმალურად არ ეძინა, არ იკვებებოდა, მთელს თავის დროს და ენერგიას სწავლას და მუშაობას ახმარდა. ვეცადე ყელში მოწოლილი ბრაზი და სინანული მისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო. - ამ რძეს ვადა აქვს გასული, - ყუთი უკმაყოფილოდ მოვისროლე ნაგავში - აქამდე ცოცხლებმა იმიტომ ხომ არ მოვაღწიეთ, რომ ერთმა ყუთმა რძემ ორივე იმქვეყნად გაგვისტუმროს? სირცხვილი იქნება პირდაპირ, მარტო ყავაც საკმარისია. - კარგი, - გამიცინა და ცხელი, ორთქლავარდნილი ჭიქა წინ დამიდგა. - ახლა ყველაფერი მომიყევი, შენი გაუჩინარებიდან დაიწყე, დანარჩენი ყელაფერი ვიცი. - მაგიდას მივუჯექი და ყავა მოვსვი, ცხელი სასმელი მესიამოვნა. - ვიცი, რომ იცი, სისის მეც მივაკითხე. - ჩემს წინ ჩამოჯდა და ცხელი ჭიქა პატარა ხელებში მოიქცია. - იცი რაც მოუვიდა... - ჰო, - თვალები აუწყლიანდა და მზერა ამარიდა - ყველაფერი ჩემი ბრალია, ამ შარში მე გავხვიე, ვიცოდი რომ ამის საფრთხე არსებობდა, მაგრამ შეცდომა მაინც დავუშვი. - შენი ბრალი არაფერია, - ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ნაზად შევუმშრალე - დამშვიდდი და ყველაფერი ისე მიამბე. რა მოხდა როცა საავადმყოფოდან წამოხვედი? ვიცი, მიხვდი, რომ თქვენი საუბარი უნებურად მოვისმინე და შეგეშინდა. - ჰო, - თვალებში ისევ შიში ჩაუდგა - არ ვიცოდი რისთვის გძულდი, არ ვიცოდი რა დავაშავე შენთან მიმართებაში, ამიტომ შემეშინდა. შემეშინდა, რომ არ მომისმენდი, ხელს მკრავდი და ახსნის საშუალებას არ მომცემდი. - მიუხედავად იმისა, რომ გრძნობებში გამოგიტყდი და გითხარი, რომ მიყვარდი, ჩემში ეჭვი მაინც შეგეპარა. - წყენა მაინც ვერ დავმალე - რამ გაფიქრებინა, რომ რამეს დაგიშავებდი? სულ რომ დამნაშავე ყოფილიყავი თითსაც ვერასდროს დაგაკარებდი, სია! - იმ ღამეს... მირიანის აგარაკზე. - წყეულიმც იყოს ეგ ღამე! - წამოვიძახე გაღიზიანებულმა - რომ მცოდნოდა, ნიღაბს მიღმა შენ იმალებოდი, იარაღს არასოდეს მოგიშვერდი! ახლაც კი სიცივე მივლის ტანში იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძლებოდა მართლა მესროლა. მართლა რამე რომ დამეშავებინა შენთვის თან გადმოგყვებოდი! - მაპატიე, - თავი ჩახარა და ცრემელბი წამოუვიდა - ვიცი რომ შეცდომა დავუშვი. - ეს მხოლოდ შენი ბრალი არაა, - ყბაზე კუნთი დამეჭიმა - შენთან ბევრჯერ მოვქცეულვარ შეუფერებლად. ვიცი რომ უნდობლობას ვიმსახურებ, მაგრამ მკვლელობა? ეს მეტისმეტია. - ამოვიოხრე და აჩეჩილი თავი უარესად ავიჩეჩე - კარგი, შევეშვათ ამ თემას, მითხარი რა მოხდა შენი საავადმყოფოდან წასვლის შემდეგ. - სანდროს დავურეკე და ვუთხარი ბინაში შემხვედროდა, სისიც თან ახლდა, ამიტომ ორივე უკან მობრუნდა. სახლში მისულს კი დუდაევი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მამაჩემი ტყვედ ჰყავდა. სხვა გზა არ მქონდა, მართალია, ზვიადს ვერასოდეს ვუგებდი და მეზიზღებოდა კიდეც თავისი ამაზრზენი ქცევებისთვის, მაგრამ სასიკვდილოდ ვერ გავიმეტებდი, ამიტომ წავედი. - მერე? - ვკითხე დაძაბულმა. ვიცოდი რაც მოხდა ქარხანაში, მაგრამ ხმა არ ამომიღია. - ხელცარიელი არ წავსულვარ, სანამ ბოლოს მომიღებდნენ, მინდოდა ზოიძეს ყველაფერი ეთქვა „კოლიბრის“ შესახებ. მაგრამ დუდაევი ყველაფერს მიმიხვდა, მოსასმენი ნამსხვრევებად მიქცია, ზოიძე კი ადგილზე მოკლა. - ქარხანაში მხოლოდ ზოიძე და დუდაევი დაგხვდნენ? - ვკითხე გამომცდელად. წამით შეყოყმანდა, ბოლოს კი მორჩილად დამიქნია თავი. - ჰო, დუდაევს მეტი არც არავინ სჭირდებოდა. ორ დაკოჭილ ტყვეს თავისუფლად გაუმკლავდებოდა. ყბაზე კუნთი დამეჭიმა, აუხსნელი მიზეზის გამო ისევ ეკეს იცავდა. მან ხომ სიმართლე არ იცოდა მის მეგობარზე, მაგრამ მაინც იცავდა. მისდამი ბრმა ნდობამ თან აღმაფრთოვანა, თან გამაღიზიანა. მერე ქვეცნობიერმა მწარედ შემახსენა ის ფაქტი, რომ როცა სიას რამე სჭირდებოდა ეკე მუდამ მის გვერდით იდგა და სიას ხასიათიდან გამომდინარე მეგობარს ახსნა-განმარტების გარეშე ზურგს არ აქცევდა. ეჭვიანობის მწარე მარწუხებს როგორღაც მოვერიე და თავი ისე დავიჭირე, ვითომ არაფერი ვიცოდი. - კარგი, განაგრძე. - გზაში ხელების გახსნა მოვახერხე და დუდაევს შევუტიე. მანქანამ მართვა დაკარგა, ჯებირი გაანგრია და ყველანი მდინარეში გადავცვივდით. ნაბიჭვარმა სროლა მაინც მოასწრო, ტყვია კი მამაჩემს მოხვდა მხარში. - მხარში? - გაკვირვებული წელში გავსწორდი - მე გუშინ განყოფილებაში ვიყავი, მითხრეს რომ მამაშენი დაიღუპა. - შემთხვევით, დადვანს ხომ არ ესაუბრე? - მე არა, კალანდია იყო მისული, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. რატომ მოიტყუა? ან შემთხვევის ადგილზე პატრული იქნებოდა გამოცხადებული, გვამი ვინმეს ხომ უნდა ენახა? - გეტყვი. მძლავრი დინება იყო, თან ბინძური წყალი, რამის გარჩევა ჭირდა. ტყვიამ მამაჩემს მკლავში გაუარა, მინა ჩაამსხვრია და რა წამსაც მდინარეში მოვხვდით, სალონი მაშინვე წყლით აივსო. ამით ვისარგებლე, მამჩემს ხელი მოვკდიე და ძლივს გამოვაღწიეთ. მძიმე კაცის თრევა გამიჭირდა, მხარში დაჭრილს ცურვა არ შეეძლო, მალე დავიღალე და ორივე წყალმა წაგვიღო. ბოლოს რომელიღაც სოფლის განაპირას ამოვყავით თავი. გლეხები სათევზაოდ იყვნენ გამოსულები და როგორც კი შეგვნიშნეს გადაგვარჩინეს. ერთ-ერთმა კეთილმა კაცმა თავისთან შეგვიფარა, საჭმელი და ტანსაცმელი მოგვცა. მამაჩემს მხრიდან ტყვია ამოვუღე და როცა მომჯობინდა თავისიანებთან გადარეკა. დადვანი და მამაჩემი ახლო მეგობრები არიან. მკვლელობის სცენარი თავადვე დაგეგმეს. ყველას უნდა სცოდნოდა, რომ მამაჩემი და მე იმ ღამეს დავიხოცეთ. არ ვიცოდი დუდაევი გადარჩა თუ არა, მაგრამ მაგას არც ჰქონდა მნიშვნელობა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მაგის უფროსი ფხიზლად გვადევნებდა თვალს. ჩვენი გამოჩენა თვითმკვლელობას უდრიდა. - პოლიცია საქმის კურსშია? იციან ამ დადგმული სპექტაკლის შესახებ? - მთავარმა პროკურორმა იცის, უშიშროება საიდუმლოდ აწარმოებს „კოლიბრის“ გამოძიების საქმეს. მამაჩემი კი ავტომატურად დაუკავშირდა ამ ამბავს, მათივე ინტერესებში შედის მისი დახმარება. ეს საიდუმლო სპეცოპერაციაა. - და მთელი ეს დრო მამაშენთან ერთად იმალებოდი? - არა, მამაჩემი პოლიციასთან ერთად მუშაობს. მოწმეთა დაცვის პროგრამით გადამალული ჰყავთ თავიანთ შტაბბინაში. მე მათთან უსაქმურად ვერ ჩამოვჯდებოდი, ბოლოს და ბოლოს მათზე მეტი ვიცი. ისინი მე თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ მომცემდნენ, მითუმეტეს თუ გაიგებდნენ ვინც ვარ, თითსაც არ გამანძრევინებდნენ. თან შენ აქ დაუცველი მეგულებოდი, იქ ვერ გავჩერდებოდი. ბოლო სიტყვებზე წამოწითლდა და ისევ ამარიდა თვალი. ტუჩებზე ღიმილი გადამეფინა, გული კი სითბოთი ამევსო. ისევ მომინდა ახლოს მომეზიდა და მეკოცნა, მაგრამ ცდუნებას მოვერიე და კითხვა დავუსვი, რომელზე პასუხიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. - „ქეი კორპორეიშენში“ როგორღა შეაღწიე? ეჭვიც არ მეპარება, რომ მამაჩემის და კალანდიას კაბინეტში შენ იჩხრიკებოდი და რატომ მაინცდამაინც აქციონერები? იცი რამე? - დიდი ხანია „ქეი კორპორეიშენს“ ვაკვირდებით, ჯერ კიდევ მაშინ როცა გესროლეს. ამიტომ ვიცოდით, რომ კომპანიის მთავარი გენერატორი დღე ღამის მანძილზე მხოლოდ ორი საათით ითიშებოდა. ეს იდეალური დრო იყო კომპანიაში უჩუმრად შემოსაღწევად. - შენ თქვი ვაკვირდებოდითო, კიდევ ვინ მუშაობდა შენთან ერთად? - სანდრო. - გავკირვებულმა უკვე მეორედ დავაღე პირი. - მოიცა, სანდრო ხომ... - არა, მძიმედ დაშავდა, მაგრამ არ მომკვდარა. სისის გამოქცევის შემდეგ ესროლეს, ტყვია ბარძაყში მოხვდა. მადლობა ღმერთს ჩემს მეგობარს, მხოლოდ ჰაკერობა არ ეხერხება, ორნი იყვნენ, იოლად გაუმკლავდა. ეს მათი ბრალია სათანადოდ, რომ ვერ შეაფასეს. - წაისისინა თვალებაპრიალებულმა - მაგრამ ტყვიის გამო ბევრი სისხლი დაკარგა. ქოხიდან გამოქცეული ლოუდიგნთან აფარებდა თავს, მასთან საჭირო ინვენტარზე ვიყავი მისული და სანდროსაც იქ წავაწყდი. - ესე იგი, სანდრომ გატეხა ტაისონას დაცვითი სისტემა? - ჰო, რაც შეეხება შენს დაცვას, მგონი თანამშრომლებს ვერ ცნობენ. შენს ერთ-ერთ ოპერატორს საშვი ავწაპნე, როცა სამსახურიდან გამოდიოდა. „შემთხვევით“ ჩანთან ხელიდან გაუვარდა, მე კი ნივთების აკრეფაში დავეხმარე. - ჩაიღიმა ეშმაკურად. - ჯანდაბა, - სახეზე ნერვიულად მოვისვი ხელი - არადა სულ არ გეტყობა, რომ ასეთი საშიში ხარ. - სამწუხაროდ შენი ოპერატორის მოწამვლა მომიწია, რომ სამსახურში არ მოსულიყო და არ აღმოეჩინა, რომ მისი საშვი გაქრა. საწყალს ერთი კვირა მოუწია მწვავე დიარეით სახლში ყურყუტი, მაგრამ არაუშავს დასვენება არ აწყენდა. - და რაში დაგჭირდა სამი დღე? ერთ საღამოს ვერ მოახერხებდი სამივეგან შეღწევას? სანდრო თუ მთავარ ბაზას აკონტროლებდა, დაბრკოლებას რაღა გიქმნიდა? - კომპანიაში შემოღწევა მარტივი არაა, მაგრამ არც რთულია, მაგრამ აქციონერების კაბინეტებში შეღწევა კი დიდი თავისტკივილია. კარის გაღებაზე მარტო ნახევარი საათი მეკარგებოდა. კარის სენსორის გადაპროგრამირებას დრო სჭირდება. თან ყველაფერი ისე უნდა გამეჩხრიკა, რომ მათ ვერაფერი შეემჩნიათ, მეპოვა საჭირო ინფორმაცია და უკან გამოვბრუნებულიყავი. ამისთვის საათნახევარი ძალიან ცოტა დროა. ამიტომ ერთ დღეში ყველას კაბინეტის გაჩხრეკვას ვერ მოვასწრებდი. - და ტაისონას გათიშვა რატომ დაგჭირდა? დამინახე როგორ მოვედი კომპანიაში? - ჰო, - თავი ასწია და თვალი გამისწორა - მთელი დღე თვალყურს ვადევნებდით შენობას. გამთენიისას კი, უკვე მზად ვიყავი კომპანიაში შემოსვლისთვის, როცა შენი მანქანა შევამჩნიე. დავინახე როგორ გადმოხვედი და შენობაში შეხვედი. გეგმას ვერ შევცვლიდი დასაკარგი დრო არ იყო, შენმა გვიანდელმა ვიზიტმა ტაისონასთან მიმახვედრა, რომ ის ტიპი გეტყოდა მამაშენის კარის პრობლემების შესახებ, ეს კი დაგაეჭვებდა. ამიტომ ყავის აპარატში დიაზეპამი ჩაგიყარეთ. შენი მეგობარი ძალიან ბევრ ყავას სვამს, იცოდი? - ყურებს არ ვუჯერებ! - გაშტერებულს თავი მძაფრსიუჟეტიან თრილერში მეგონა. - ვიფიქრე, რომ შენც შემოგთავაზებდა და თუ დალევდი, ორივე გაითიშებოდით. მე კი ჩემს საქმეს გავაკეთებდი და სწრაფად გავეცლებოდი იქაურობას. ამჯერად კარის გაღებაზე ბევრი დრო აღარ დამეკარგებოდა, სანდროს უკვე გააჩნდა შესაბამისი ალგორითმი, რომლითაც კარტა დამიპროგრამირა. შენს ენაზე რომ ვთქვა, შევჩენკოს კარტის დუბლიკატი დაამზადა. - ტაისონას, რომ მოასმენინა ნამდვილად გული დაარტყავს. ასეთ ძლიერ მეტოქეს მისი თავმოყვარეობა ვერაფრით გადაიტანს. - თავი გავაქნიე და ყავა მოვსვი, სიას გაეცინა. - მოკლედ დანარჩენი შენც იცი, რა როგორ მოხდა. - ჰო, მაგას რა დამავიწყებს, - შევუბღვირე უკმაყოფილოდ - ისე, არ მეგონა ასეთი სწრაფი და მოქნილი თუ იყავი, რეაგირება ძლივს მოვასწარი. - უამრავმა იარამ და შარმა, შესაბამისი გამოცდილებაც შემძინეს, თუ სწრაფად არ იმოქმედებ სხვა დაგასწრებს. - მისი ჩალურჯებული ტანი ჯერ კიდევ ცხადად მახსოვდა. - კარგი, ეს ყველაფერი გასაგებია, - ჭიქის ზედაპირს თითი გადავუსვი, ჩემთვის ყველაზე უსიამოვნო თემასაც მივუახლოვდით - საიდან გაიგე დედაჩემის შესახებ? წამით დადუმდა და დამნაშავე გამომეტყველებით მომაჩერდა. არ იცოდა ეთქვა თუ არა სიმართლე, ყოყმანს მის თვალებში ვკითხულობდი. - ყველაფერი რიგზეა, მითხარი. - როცა საავადმყოფოში დაჭრილი იწექი, ბრბოში ტატუებიან ტიპს მოვკარი თვალი, შემდეგ იგივე პიროვნება აღმოვაჩინე რესტორანთან, სადაც მირიანი უკანსაკნელად იმყოფებოდა. ამიტომ მისი პიროვნების ჩხრეკვა დავიწყეთ. თუმცა, ეს თივის ზვინში ნევსის ძებნას უდრიდა. მაგრამ ერთი ხელჩასაჭიდი მაინც გვქონდა, ქიმერა, რომელიც ჩეჩენს მკლავზე აქვს გამოსახული. მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აღმოჩნდა, არც პოლიციის სააღრიცხვო ფაილებში. მხოლოდ ერთი წყარო იყო შესამოწმებელი, ჩვენი ბოლო იმედი, რომელსაც რაიმე შეიძლებოდა სცოდნოდა. - კერძოდ? - უშიშროება! მისნაირ ტიპებს, მხოლოდ უშიშროების სამსახური იცნობს კარგად და ინფორმაციაც შესაბამისად კარგად აქვთ დაცული. მათ ბაზაში იოლად ვერ შეაღწევ. სანდრომ ბევრი იწვალა, მაგრამ ვერ შეძლო, ამიტომ დახმარება მამაჩემს ვთხოვე. მას ჰქონდა შესაბამისი კავშირები, ასე აღმოვაჩინეთ ის ჩეჩენი მანიაკი. - რა იცი მასზე? - ვკითხე ინტერესით. - მისი სრული სახელი და გვარი, ოდეს დუდაევია. 2010 წელს გაწევრიანებული იყო გროზნოს ტერორისტულ დაჯგუფებაში. გაერთიანებას „ალ-აშმარი“ უწოდეს, დაჯგუფებამ დიდი ზიანი მიაყენა ჩრდილოეთ ოსეთს და დაღესტანს. ტერორისტული თავდასხმების და აფეთქებების შედეგად, უდანაშაულო მოსახლეობა დაიღუპა, რამაც დიდი ხმაური გამოიწვია მეზობელ ქვეყნებში. სიტუაცია მალე გამწვავდა, ამიტომ საქმეში რუსეთი ჩაერთო და დაჯგუფება დაშალეს. ეს ოფიციალური ცნობებით, თორემ ტერორისტების უმრავლესობა ცოცხალი გადარჩა, ნაწილი დღეს რუსეთის ფედერაციაზე მუშაობს, ნაწილი კი იტალიის. ჩვენი დუდაევი კი სწორედ იტალიაში აღმოჩნდა. ამჯერად ხალხის ხოცვის ახალი მეთოდს მიაგნო, მკვლელ ნარკოტიკს, რომელსაც თავისუფლად შეუძლია გენოციდის გამოწვევა - „კოლიბრს“. - ახლა გასაგებია მისი და მირიანის კავშირი როგორ დამყარდა, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები მირიანს რა ესაქმებოდა ამ ყველაფერთან და როგორ დაუკავშირდა, ორი რადიკალურად განსხვავებული წრის პიროვნება, ერთმანეთს. - ამაზე პასუხი კი ჯერ მეც არ მაქვს, - მიპასუხა ჩამქრალი ხმით. - და მაინც, რა შუაში იყო დედაჩემი? საიდან დაუკავშირე ის ამ ამბავს? - მინდოდა თქვენ შორის კავშირი დამედგინა, თუ რა მიზეზით გერჩოდა ჩეჩენი შენ და შენს ოჯახს. ამიტომ ყველაფერთან ერთად შენი წარსულიც გამოვქექე. იმ საღამოს, როცა მამაშენის საფრანგეთიდან დაბრუნების ასაღნიშნავი, წვეულება გაიმართა, ჩემი ერთი კლიენტი იმყოფებოდა. ადრე მასთან საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებდა, სასამართლოში ბავშვებზე მეურვეობის მოპოვებაში დავეხმარე. როცა თქვენს კონტაქტებს ვჩხრეკდი მისი სახელიც აღმოვაჩინე, ამიტომ გავესაუბრე. - სახელი? - ტარიელ მამულაშვილი, სამშენებლო კომპანია „ბილდინგის“ გენერალური დირექტორია. - ეს ის ტიპი არაა ცოლი მამაშა რომ ჰყავდა? უნივერსიტეტში შეხვედრაზე ეს ქეისი ახსენეს ბავშვებმა. - გონებაში მაშინვე წამომიტივტივდა სტუმრების უხერხული გამომეტყველება. - ჰო, ჩემს მიმართ კეთილად არის განწყობილი და თქვენზე ყველაფერი მიამბო. შემდეგ კი ის წვეულება ახსენა, თქვა, რომ მაგ საღამოს დედაშენი შეუძლოდ გახდა და წვეულების დატოვება მოუხდა. მითხრა, მას შემდეგ, ის აღარვის გვინახავს, ნოვას თქმით იტალიაში გაემგზავრაო. ამან დამაეჭვა, ამიტომ მამაშენის ტრანზაქციების ისტორია შევამოწმე. იქ წესით უნდა დაფიქსირებულიყო დედაშენისთვის გადაგზავნილი ფულის გადარიცხვის ისტორია. მაგრამ ჩანაწერებში სრულიად სხვა რამ აღმოვაჩნიე, ყოველთვიურად ის ერთ-ერთ აფთიაქს სოლიდურ თანხას ურიცხავდა. წამლების ამონაწერში კი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს წავაწყდი და ყველაფერს მივხვდი. დედაშენი პირველი მსხვერპლი აღმოჩნდა და ის სწორედ წვეულებაზე მოწამლეს. ყველაფერი ერთმანეთს დავუკავშირე და მივხვდი, რატომ დადიოდი მუდამ დაღვრემილი. მაპატიე, ვიცი, რომ პირად სივრცეში დაუკითხავად შემოვიჭერი, მაგრამ ყველაფერი უნდა გამერკვია, ახლა რამე დეტალის გამოპარვაც კი დამღუპველია. - გასაგებია, - გაყინული მზერა ყავის ჭიქას გავუშტერე. გუშინდელი დღესავით მახსოვდა, როგორ გამოვათრიე აკივლებული დედაჩემი რესტორნიდან. ვერ ვხვდებოდი რა სჭირდა, ნოვა საერთოდ შეიშალა. ვისთვისაც არ უნდა შეეხედა, შიშისგან აკანკალებდა და ბოლო ხმაზე კიოდა. სასწრაფოდ სახლში წავიყვანეთ და ზურაბს დავურეკეთ. დედაჩემი მალე უკონტროლო გახდა, არანაირი მედიკამენტი მასზე არ მოქმედებდა, ამიტომ ექიმმა ძლიერი ფსიქოტროპული აბები და ნევსები გამოუწერა, რომელიც მის დამშვიდებას შეძლებდა და სასწრაფოდ წყნარ ადგილზე გადაყვანა მოითხოვა. ასე აღმოჩნდა ელენა პანსიონში, სრულიად გადაგარკულ ადგილას და ყველასგან მივიწყებული. - დუჩე... - სია წამოდგა, ნელა მომიახლოვდა და მკლავები ყელზე შემომხვია - წარმოდგენაც კი არ შემიძლია, ახლა როგორ გიჭირს. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ, დამნაშავემ დამსახურებული უნდა მიიღოს! - ანტიდოტი არსებობს, - სიას პატარა ხელი მუჭში მოვიმწყვდიე და ხელის გულზე ვაკოცე - არ ვიცი ის ახლანდელ „კოლიბრს“ რამდენად კურნავს, მაგრამ მისი პირვანდელი ვარიანტი ვაქცინას ექვემდებარება. - ანტიდოტი? - გაკვირვებულს თვალები წამოენთო - რა იცი? ვინ გითხრა? - მირიანის ჩანაწერებში ჟურნალს წავაწყდი, კოლიბრის ქიმიური ფორმულის, შემადგენლობის და მისი ვაქცინაციის შესახებ ყველაფერი ეწერა. მაგრამ ფურცელი შუაზე იყო გადახეული, ამიტომ ანტიდოტის ფორმულის მხოლოდ ნაწილია ჩემთვის ცნობილი. ზურაბი ცდილობს ვაქცინის დამზადებას, მაგრამ ექსპერიმენტები წარმატებით არ მიდის, მსგავსი რამ არასდროს არავის უნახავს. დამოკიდებლად ვაქცინას ვერ შევქმნით, მეორე ნაწილი მჭირდება, სანამ გვიანი არაა და კოლიბრი ტვინის ყველა უჯრედის განადგურებას არ შეძლებს. - ჩეჩენი ხელში უნდა ჩავიგდოთ, ეგ ერთადერთი გასაღებია მთავარ საიდუმლომდე, მხოლოდ მან იცის ვინ დგას ამ ბინძური ამბის სათავეში და თუ მას ვიპოვით, ვაქცინასაც ვიშოვით. - ჰო, მართალი ხარ. და მაინც, რატომ იფიქრე, რომ წვეულებაზე მოვიდოდა? მას ერთხელ უკვე შევეჩეხე, მაგრამ ჩემი მოკვლით მაინცდამაინც დაინტერესებული არ ჩანდა. - ეს მხოლოდ დროის საკითხია, დუჩე, - აღელვებული ჩამომეხსნა, ფანჯარასთან მივიდა და უკუნ ბნელს გახედა - მე არ ვიცი მაგ ფსიქოპატს თავში რა მოუვა აზრად, შენი სიცოცხლით ვერ გავრისკავდი. ამიტომ მოგაკითხე წვეულებაზე, თუ ისიც იქ გამოჩნდებოდა, ერთიდან ერთისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა! - ასე ხომ შენს სიცოცხლეს რისკავდი?! - შევუღრინე გაღიზიანებულმა და ფეხზე წამოვდექი - შეიშალე? მართლა რამე რომ მომხდარიყო, ამით როგორ უნდა მეცხოვრა?! - მე უკვე დიდი ხანია ჩემი სიცოცხლით ვრისკავ, - ჩემსკენ შემობრუნდა და ცივი მზერით ჩამაკვდა თვალებში - რისკის გარეშე ამ ომს ვერ მოვიგებთ. - შენი სიცოცხლის ფასად არ მიღირს ამ ომის მოგება! - დუჩე, აქ მთავარი ჩემი სიცოცხლე არაა. დაფიქრდი, რის გამოყვანას ცდილობენ ლაბორატორიაში? - სიბრაზიზგან თვალები წამოენთო - ხვდები მაინც რა შეიძლება მოხდეს ეს შხამი სასმელი წყლის აუზში თუ მოხვდება?! ხალხი დაიხოცება, ყველა მოკვდება! ამასთან შედარებით ჩემი სოცოცხლე არაფერია. - არ მადარდებს! - ვუპასუხე ცივად, მივუახლოვდი და თავი ავაწევინე - მე არ მადარდებს დანარჩენები, შენ თუ რამე დაგიშავდება, დაე კოლიბრს წაუღია მთელი საქართველო! - მე მადარდებს! - თვალები ცრემლით აევსო - მე აქ მეგობრები მყავს, ახლობლები, რომლებიც წლების განმავლობაში ოჯახის მაგივრობას მიწევდნენ, მათ სიკვდილის უფლებას არ მივცემ. ნუ იქნები ასეთი ეგოისტი! - შემომხედე! - წავიღრინე გაღიზიანებულმა და ნიკაბზე ხელი წავავლე - როგორ ფიქრობ საკმარისი არ გავიღე?! საკმარისი არ დავთმე?! შენს დაკარგვას არ ვაპირებ სხვისი სიცოცხლის სანაცვლოდ, რაც გინდა ის მიწოდე, ამის გამო თავს დამნაშავედ არ ვიგრძნობ! - კარგი... - თვალი ამარიდა და თემა შეცვალა - თავიდან დავიწყოთ, „კოლიბრი“ პირველად წვეულებაზე გამოჩნდა, როდესაც დედაშენი ინფიცირდა. შემდეგი მსხვერპლი კი თავად მირიანი იყო, კაცი რომელიც ნარკოტიკის იმპორტში ფიგურირებს. მათ შორის კავშირს ვერ ამჩნევ? სკამზე ჩამოვჯექი და ფიქრიანი მზერა ყავის ჭიქებს გავუშტერე. ამაზე მეც ბევრი ვიფიქრე და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ წვეულებაზე მომხდარს უფრო ღრმა აზრი ჰქონდა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. - დედაჩემი განზრახ მოწამლეს, მოტივი უცნობია. მირიანი მოკლეს, მოტივი ასევე უცნობია, ამ ყველაფრის სათავეში ერთი ადამიანი დგას, ადამიანი, რომელიც იმ წვეულებაზე იმყოფებოდა. მირიანი დედაჩემს არაფერს დაუშავებდა, შეიძლება იყო, მაგრამ ამხელა გამბედაობა მას არ ჰქონდა. - ჰო, - სია გვერდით მომიჯდა და ყურადღებით შემომხედა - მირიანზე ეჭვი არც მე მიმიტანია. არ ჰგავდა ისეთ პიროვნებას, რომელიც ადამიანს სასიკვდილოდ გაიმეტებდა და მაინც, ერთმა ფაქტმა დამაეჭვა. - რას გულისხმობ? - გავხედე ინტერესით. - ბაიდაურის ჩვენებაში ეწერა, რომ მირიანი ბავშვთა სახლს ხშირად სტუმრობდა. თავიდან ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ვფიქრობ ამით შეცდომა დავუშვი. სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც გამომრჩა... - რაო? - დაბნეულმა სიას გავხედე - რა ბავშვთა სახლი, ის არასოდეს... - სიტყვა გამიწყდა, მაშინვე ეკესთან საუბარი გამახსენდა - სათამაშოები! - რა? - დათვები, სათამაშო დათვები! ნარკოტიკების იმპორტი სათამაშო დათვების დახმარებით ხდებოდა, - აღგზნებული ფეხზე წამოვიჭერი - ვიცი სადაც არის კონტრაბანდის ბუნაგი! - წესიერად ამიხსენი რას გულისხმობ, - დაბნეული თვითონაც წამოდგა - რა იცი კონტრაბანდის იმპორტზე? ტუჩზე ვიკბინე. ეკესთან საუბრის შესახებ ვერ მოვუყვებოდი, თავიანთი ურთიერთობა თავადვე უნდა მოეგვარებინათ, მაგრამ ამის დრო არ იყო. სასწრაფოდ უნდა შემემოწმებინა ბავშვთა სახლი, სადაც მირიანი ხშირად მიდიოდა. - ბავშვთა სახლის მისამართი გაქვს? - ვკითხე სწრაფად. - არა, ბაიდაურს არ უხსენებია, რომელ ბავშვთა სახლს სტუმრობდა მირიანი, დუჩე, რა ხდება? - მისმინე, მე სასწრაფოდ უნდა გავიდე. - მეც მოვდივარ! - არა, - მოვუჭერი მკაცრად - შენ ჩემთან წახვალ სახლში და იქ დამელოდები, მონტის დავურეკავ, ის მოგაკითხავს და მოგხედავს. - ასე არ შეიძლება, - გამომხედა აღშფოთებულმა - სახლში ვერ გამომამწყვდევ, უკან უნდა დავბრუნდე, სანდრო მელოდება და თან ბევრი საქმე მაქვს! - შეგიძლია მენდო? ძალიან გთხოვ, გააკეთე რასაც გეუბნები, - მივუახლოვდი და თავი ავაწევინე - შენს გაშვებას აღარ ვაპირებ-თქო. დაურეკე სანდროს და ისიც მოიყვანე, მისი დახმარება ორივეს დაგვჭირდება. მაგრამ ამჯერად მარტო უნდა წავიდე, მიზეზს მოგვიანებით აგიხსნი. - კი, მაგრამ... - სია, - შევაწყვეტინე მკაცრად - ძალიან გთხოვ, უნდა მენდო! - იქ მარტო ვერ წახვალ, თუ მართლა მიაგნებ იმას რასაც ეძებ, სახიფათოა! - ამომხედა ანერვიულებულმა. - არ იდარდო, ვიცი რასაც ვაკეთებ. სახლში დაბრუნებული კი ყველაფერს აგიხსნი, შევთანხმდით? აღელვებული თვალებში მომაჩერდა, ბოლოს კი თვალები დახარა და თავი ნელა დამიქნია. მკლავები მოვხვიე და გულზე მივიკარი, ცხვირი კი მის სურნელოვან თმაში ჩავრგე. ფილტვები ნეტარებით ამევსო. - არაფერზე იდარდო, ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება. - წვრილი მკლავები წელზე შემომხვია და მკერდზე მომეკრა. - გთხოვ, თავს გაუფრთხილდი, - ჩაიჩურჩულა ხმაგაბზარულმა - დიდი გამბედაობა დამჭირდა შენთან მოსასვლელად და როცა ახლა ყველაფერი ასე თუ ისე დალაგდა ჩვენ შორის, არ მინდა ისევ დაგკარგო. - ისე, რა იცოდი აქ რომ ვიყავი, უკან გამომყევი? სადაა შენი წვეულების კაბა? - ნიკაპში თითი ამოვდე და თვალებში ინტერესით ჩავაცქერდი. ღაწვები ვარდისფრად შეეფაკლა. - უკან გამოგყევი, დავინახე როგორ დაეტაკე ლევანს, თქვენი საუბარი უნებურად მოვისმინე და მოსვლა გავბედე, - უხერხულობისგან კიდევ უფრო გაწითლდა - მანამდე კი გზაში გამოვიცვალე, იმ კაბით ხომ არ მოგადგებოდი? - რა ფერის კაბა გეცვა? - ვკითხე ეშმაკურად. ცნობისმოყვარეობა მკლავდა, თვალს მაინც მოვკრავდი, მაინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა. - ღვინისფერი. გონება დავძაბე, ნუცამ ისე მომიშალა ნერვები, რომ შესვლისას ზედ არავისთვის შემიხედავს, მაგრამ რენესთან საუბრისას უცნობ გოგონას თვალი მოვკარი. გრძელი ღვინისფერი კაბა და შავი გრძელი თმა ჰქონდა, რომელიც ზღვის ტალღებად ეშლებოდა წელზე. სახე არ დამინახავს და ყურადღება დიდად არც მიმიქცევია. - შავი პარიკი გეხურა? - შევხედე დაეჭვებულმა. - ჰო, - კიდევ უფრო გაწითლდა. გამეცინა, მიყვარდა მისი ავარდისფრებული ლოყები, გრძნობამორეული ისევ მის ტუჩებს დავეწაფე. გაკვირვებული წამით შეკრთა, შემდეგ მკლავები კისერზე შემომხვია და კოცნით მიპასუხა. გონება დამებინდა, ადრენალინმა ვენები მოიცვა და კიდურებს მოედო. უცებ ძალიან მომინდა მისი ტანისამოსის შემოხევა. მაშინვე მოვშორდი, სანამ ჩემს ფანტაზიებს რეალობად ვაქცევდი. - სექსუალურად გამოიყურებოდი, - ვუჩურჩულე ყურში. შევნიშნე კანი როგორ აებურძგნა და კმაყოფილს ჩამეღიმა. - აჰ, ესე იგი, გოგონებსაც ათვალიერებდი წვეულებაზე? რატომ, ნუცა საკმარისი არ იყო? - ამომხედა წარბაწეულმა. მისი ირონიის მიღმა ფარული ეჭვიანობა შევნიშნე და ღიმილი ვერ შევიკავე. მიყვარდა როცა ეჭვიანობდა, ამ დროს გაცილებით სექსუალური ხდებოდა. - ხომ იცი ერთით ვერასოდეს ვკმაყოფილდები... - თვალი ეშმაკურად ჩავუკარი. - არც ჭყოიძეა მახინჯი, მართალია ა მაგრამ მაინც. - გამიღიმა თვალებანთებულმა. სამაგიეროს გადახდაც ასეთი უნდა-თქო, გავიფიქრე გაღიზიანებულმა. - ჩემი პირობა ხომ გახსოვს?! - შევუბღვირე მკაცრად. - ჰო, თუ გაგექცევი მომკლავ, თუ სხივსკენ გავიხედავ მომკლავ, თუ არ შეგიყვარებ მომკლავ. - სწრაფად აგითვისებია. კისერზე ხელი მოვხვიე და ისევ ვაკოცე. მისი შეხებით ვერ ვძღებოდი, ვერც კოცნით, ვერც მოფერებით. მკლავებში მყავდა მომწყვდეული და მაინც სიგიჟემდე მენატრებოდა. მისი სურვილი გონებას მაკარგვინებდა, ამ პატარა გოგონას ჭკუიდან გადავყავდი. - სულელო, - წავიჩურჩულე მის ტუჩებზე მიწებებულმა - ნუთუ ვერ ხედავ შენს მიმართ რას ვგრძნობ?! - სხვა ქალს გაკარებულს გნახავ და მერე მე მოგკლავ! - ამოიკვნესა ვნებისგან გონებაწართმეულმა. - შევთანხმდით, - ჩამეღიმა კმაყოფილს და ხელში ავიტაცე. თავი მეცამეტე მანქანის საჭეზე მოუთენლად ვაკაკუნებდი თითებს. უკვე ნახევარი საათი გავიდა ის კი ჯერ კიდევ არ ჩანდა. უკვე ნერვიულობა შემეპარა, როცა მოულოდნელად მანქანის კარი გაიღო და ეკე გვერდით მომიჯდა. - რა მოხდა? - მკითხა აღელვებულმა - ტელეფონში მითხარი, რომ სასწრაფო საქმე გქონდა. - სად ეგდე ამდენს ხანს?! - შევუბღვირე უკმაყოფილოდ და მანქანა დავქოქე. - ამ წურბელებისგან თავის დაღწევა იოლი გგონია? - ბრაზით გახედა მოშორებით მდგომ „გოლდენ როიალს“ - სად მივდივართ? - მგონი კონტრაბანდის ბუნაგს მივაგენი, უნდა შევამოწმოთ. - მართლა? სად? - გამომხედა სწრაფად. - მირიანი ერთ ბავშვთა სახლს სტუმრობდა, ის არასოდეს ყოფილა ასეთი გულჩვილი. ვფიქრობ, ბუნაგი სწორედ იქ უნდა იყოს. - მისამართი გაქვს? - არა, მაგრამ მეგობარს დავავალე და თბილიში არსებული ყველა ბავშვთა სახლის მისამართს მომწერს, სათითაოდ მოგვიწევს შემოწმება. - კარგი, - სკამზე შესწორდა და თავზე ქუდი ჩამოიფხატა. - შენ პრობლემები ხომ არ შეგექმნება? არ მინდა რამე იეჭვონ. - გავხედე შუბლშეკრულმა და ასათიანის კვეთაზე გადავუხვიე. - არა, დუდაევი აქ არ გდია. იტალიაში გაემგზავრა და დამიბარა ორ დღეში დავბრუნდებიო. თავიდან მეგონა მახეს მიგებდა, შენი ნათქვამის მერე სულ ფხიზლად ვარ და უჩუმრად გავყევი უკან. ჩემი თვალით დავინახე როგორ ავიდა თვითმფრინავში. - ეგ იმას არ ნიშნავს, რომ კუდი არ გყავს. - არა, მყავს, - გამომხედა სიცილით - ორი თავგასიებული მომიჩინეს ძიძებად, მაგრამ მჩხავანა კატაზე უარესები არიან. ვუთხარი პირად საქმეზე მივდივარ და მალე დავბრუნდები-თქო. სიტყვას ვერ მიბრუნებენ, შეიძლება მარიონეტი ვარ, მაგრამ შეწინააღმდეგებას ვერ მიბედავენ. - საინტერესოა, დუდაევი რატომ გაემგზავრა იტალიაში? - ვიკითხე ჩაფიქრბულმა. - დავალება მიიღო, არ ვიცი რას აკეთებს, არ მეუბნება, მაგრამ ისევ შავი საქმისთვის იყენებენ. ამჯერად აქ სიტუაცია ასე თუ ისე ჩაწყნარებულია. სია მკვდარი ჰგონიათ, პროკურორი ისედაც მოკლეს. ზოიძეც მიაბრიდეს, ჩემში საფრთხეს არ ხედავენ, ასე რომ ქვეყნის დროებით დატოვებაში ტრაგედიას ვერ ხედავს. - რაღაც უნდა გითხრა, - მანქანა ტროტუართან შევაჩერე და ეკეს გავხედე - სანამ ტაისონა მისამართებს მოგვწერს, იქამდე უნდა ვისაუბროთ. - რა მოხდა? - წარბშეკრული წელში გაიმართა. - სია გამოჩნდა. - რა? - აღელვებულს თვალები გაუფართოვდა - ნახე? სად? ახლა სად არის? კარგადაა? - დამშვიდდი, არაფერი უჭირს. ჩემთან სახლში გავუშვი, ჩემმა მეგობარმა მოაკითხა, ის მიხედავს, სანამ ჩვენ ამ საქმეს მოვაგვარებთ. - რამე უთხარი? - მკითხა ხმადაბლა და გვერდულად გამომხედა, თვალებში სევდა ედგა. - არა, არაფერი მითქვამს. ეს თქვენ ორს გეხებათ, ამაში მე არ ჩავერევი. - სავარძელს მივეყრდენი და მზერა ამომავალ მზეს გავუშტერე, უკვე თენდებოდა. - არ მომისმენს, - მიპასუხა ჩამქრალი ხმით და სავარძელს უღონოდ მიეხეთქა - და რომც მომისმინოს ჩემს მიმართ ძველ ნდობას აღარაფერი დაუბრუნებს. - ცდები, - შუბლი მოვისრისე და ეკეს გვერდულად გავხედე - ყველაფერი მიამბო, მაგრამ შენ არ უხსენებიხარ. არ უთქვამს, რომ ქარხანაში დუდაევთან ერთად გნახა. ეკემ თავი ასწია და გაოცებულმა გამომხედა. ცოტახანს მაკვირდებოდა, ალბათ ჩემი ნათქვამის დაჯერება უჭირდა. ბოლოს ყბაზე კუნთი დაეჭიმა და თვალი ამარიდა. - ექნება მიზეზი, რატომაც არ თქვა ეს შენთან. ეს არაფერს ამტკიცებს, - ჩაილაპარაკა ხმადაბლა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს თავის თავს უფრო არწმუნებდა, რომ ტყუილი იმედი არ ჰქონოდა. - მე არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ გენდობა, შეიძლება ასე არცაა, მაგრამ სიას კარგად ვიცნობ, როცა ეს მომენტი ვუხსენე თვალებში სევდა ჩაუდგა. მას თავად სურს ყველაფრის გარკვევა და შემდეგ გამოიტანს დასკვნებს. მართალია, დიდად არ მხიბლავს ის ფაქტი, რომ მომხდარის მიუხედავად მაინც დაგიცვა, მაგრამ ეს სიმართლეა. - ამას რატომ აკეთებ? - მკითხა მოულოდნელად და მზერა გამისწორა - რატომ მეხმარები მასთან ურთიერთობის გარკვევაში? პასუხი არ გამიცია. თვალი ავარიდე და მოვარდისფრო ჰორიზონტს თვალი გავუსწორე. სწორედ ამ დროს ჯიბეში ტელეფონი ამიზუზუნდა, სწრაფად ამოვიღე და ეკრანს დავხედე. - ტაისონამ მისამართები მოგვწერა, - ეკეს შეუბლშეკრულმა გავხედე - აქ ძალიან ბევრია, ასე ორ დღეს მოვანდომებთ ბოდიალს. - მაჩვენე! - ტელეფონი გამომართვა და სიას ჩახედა - კარგი, შენ რომ კონტრაბანდის ტვირთის გადამალვა გნდომებოდა, ტეროტორიულად როგორ ადგილს აირჩევდი? - ქალაქიდან მოშორებულს და ნაკლებად დასახლებულს, სადაც მოზრდილი ფურგონის ხშირი გამოჩენა ნაკლებ ყურადღებას მიიქცევდა. - ვუპასუხე დაფიქრებით. - კარგია, ასეთი ორი მისამართი გვაქვს. სიაც გაცხრილულია, ამ ორით დავიწყოთ! - შერლოკ ჰოლმსი ხარ, . ეკეს ჩაეცინა. მანქანა დავქოქე, საჭე მოვაბრუნე და „ჭიამაიას“ ბავშვთა სახლისკენ გავემართე. დანიშნულების ადგილამდე მისვლას ლამის ერთი საათი მოვუნდი. ადგილზე მისულებს კი საკმაოდ უცნაური სურათი დაგვხვდა. - ესაა ბავშვთა სახლი? - ეკემ დაეჭვებით გამომხედა. შუბლშეკრულმა გაურემონტებელ შენობას გავხედე. მოზრდილი ორსართულიანი ნაგებობა უღიმღამოდ და მიტოვებულად გამოიყურებოდა. ჩამსხვრეული ფანჯრებიდან ჭუჭყიანი და ჩრჩილისგან შეჭმული ფარდები მოჩანდა. ნახევრად მორღვეული ღობე კი გარს შემორტყმოდა გაპარტახებულ შენობას. მოუვლელ ეზოს სარეველა მოსდებოდა. უსუსური თოვლის ქულები ბალახებს აქა-იქ შემორჩენოდა. - მიტოვებული შენობაა, აქ არავინაა - შუბლშეკრულმა, ეულად მოქანავე საქანელას გავხედე. - შევამოწმოთ? - ჰო, წამო. ორივე გადმოვედით მანქანიდან და კარი მივხურეთ. მიდამო მოვათვალიერე, ახლო-მახლო დასახლება არ ჩანდა, მხოლოდ ეს გაუბედურებული ნაგებობა შემორჩენოდა ველურ ბუნებას. ეზოში შევაბიჯეთ, ეკე წინ წავიდა, მე კი გარემოს ვზვერავდი. აქაურობა საშინლად არ მომეწონა. ეზოში მკვდარი სიჩუმე გამეფებულიყო, მყუდროებას მხოლოდ გვერდჩამოტეხილი ცხენის ატრაქციონი არღვევდა, რომელიც ნიავის რიტმულ შეხებაზე საზარლად ჭრიალებდა. - ახალი ვერაფერი გაარკვიე? - ვკითხე ინტერესით და ამოღამებულ შენობაში მასთან ერთად შევაბიჯე. - ვერა, - წარბშეკრულმა ჩამონგრეული დერეფნები მოათვალიერა და უკმაყოფილოდ გადმომხედა - ჯერ მაგდენად არ მენდობიან. ჩეჩენი ჯერ კიდევ ეჭვის თვალით მიყურებს. - სასაცილოა პირდაპირ, ნარკობუნაგში ტრიალებ და გაგნებაში არ ხარ ნარკოტიკი საიდან ხვდება შენს „რეზიდენციაში“. გამეცინა ირონიულად და უწესრიგოდ მიყრილ ყუთებს ფეხი წავკარი. ერთ-ერთი ყუთიდან მოზრდილმა ვირთაგვამ ისკუპა და დაფეთებულმა მთელი ძალით მოკურცხლა. - გეგეჩკორი ჩვეულებრივზე ხშირად სტუმრობს კაზინოს. ახლა თითქმის ყოველ კვირას მოდის, ეჭვი მაქვს ახალ პარტიას ელოდებიან. ჩეჩენის გამგზავრებაც საეჭვოდ დაემთხვა. - როგორც ვიცი გეგეჭკორი წინააღმდეგი იყო თავის ბუნაგში კოლიბრის გასაღების, აზრი რამ შეაცვლელვინა? - დაბინძურებულ კიბეებს ნელა ავუყევით მეორე სართულისკენ. - ხომ გითხარი, მასაც ეგონა, რომ კოლიბრი შხამი იყო, მაგრამ ჩეჩენმა მოკლედ მითხრა სიტუაციაში გაერკვა და დათანხმდაო. - დათანხმდა, თუ დააშინა? - გეგეჩკორზე ეგეთი რამეები არ ჭრის. ჩეჩენს არაფრით ჩამოუვარდება, დიდი ნაძირალა ვინმეა, სულ ეჭვის თვალით მიყურებს. ვგრძნობ, რომ რაღაც ისე არ არის. - რას გულისხმობ? წამით დადუმდა და ჩაფიქრებულმა უხმოდ მოათვალიერა გაპარტახებული შენობა. რაღაც აფიქრებდა, რაღაც რის თქმაც არ სურდა. - ეკე, რა ხდება? - გეგეჩკორი უცნაურად მექცევა, ხანდახან მგონია, რომ ყველაფერი იცის, მაგრამ ჯერჯერობით ჩუმად ყოფნას ამჯობინებს. ბუჩქებში ჩასაფრებულ ტურას ჰგავს, რომელიც არ იცი როდის დაგესხმება თავს. - გითხრა რამე? - შენზე მკითხა, - თავი მოაბრუნა და თვალი გამისწორა. - მკითხა რა ურთიერთობა გაქვს ქავანასთანო, ვიცი, რომ კურსელები ხართო. - რამე ხომ არ იეჭვა? - მისი ნათქვამი არ მომეწონა, გეგეჩკორმა თუ მართლა რამე იცოდა, ეკე საფრთხეში იყო. - შეიძლება, დაზუსტებით არ ვიცი, არაფერი შემიმჩნევია, ვუთხარი ერთმანეთს დასანახად ვერ ვიტანთ-თქო. - მერე, დაგიჯერა? - არ ვიცი. ყველაფერი იქამდე უნდა გავარკვიო სანამ გამომააშაკარავებენ. არ მინდა ყველაფერი წყალში ჩამეყაროს. მათთან ურთიერთობით მე ჩემს პრინციპებს გადავაბიჯე, არ მინდა ეს ამაო იყოს. - მარტო ეს არ გადარდებს, - შევჩერდი და ეკეს ყურადღებით შევხედე, თვითონაც შედგა, შემობრუნდა და თვალებანთებულმა მზერა გამისწორა. - არა, მარტო ეს არა, - მიპასუხა ხმადაბლა და თვალები კრისტალის ნატეხებად ექცა - არ მინდა იმ ფიქრით მოვკვდე, რომ მისი დაცვა ვერ მოვახერხე. ისედაც ვიცი, რომ ცეცხლთან თამაში ჩემთვის უსაფრთხოდ არ დასრულდება, ეს გააზრებული მქონდა, როცა გადაწყვეტილება მივიღე და ზოიძის წინადადებას დავთანხმდი, უბრალოდ არ მინდა ნაადრევად დავიწვა. მზერა ამარიდა და დერეფანს გაუყვა. თვალი გავაყოლე, ვიცოდი რასაც გრძნობდა, როცა ჩეჩენმა შუბლზე იარაღი მომადო და ვიფიქრე, ჩემი აღსასრულიც დადგა-თქო, მეც მხოლოდ ერთ ფიქრი მიტრიალებდა თავში, რაც მას. - დუჩე! - ფიქრებიდან ეკეს ხმამ გამომარკვია - მგონი დაუპატიჟებელი სტუმრები გვყავს. თავით მანიშნა ეზოსკენ. ფანჯარას მივუახლოვდი და გარეთ გავიხედე. ეზოში ვერცხლისფერი მერსედესი შემოსრიალდა და შენობასთან შეჩერდა. კარი გაიღო და მანქანიდან ხუთნი გადმოვიდნენ. ეკეს სწრაფი მზერა ვესროლე, უსიტყვოდ მიმიხვდა, თავი დამიქნია და პირველი სართულის კიბეებისკენ შევბრუნდით. ქვემოდან ხმადაბალი ლაპარაკი შემოგვესმა. - მთელი შენობა გაჩხრიკეთ! აქ იქნება, ქავანას ბენტლი გარეთ დგას. არაფერი ავნოთ უბრალოდ აქ მომითრიეთ! - მე მგონი სტუმრები შენთან არიან, - ეკეს ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე - რას იტყვი გავუმარტივოთ საქმე? - იმედი მაქვს შენზე უკეთეს წინააღმდეგობას გამიწევენ, - გამეცინა გახალისებულს და პირველი დავეშვი კიბეებზე. ბოლო საფეხურიც ჩავათავე და დერეფანში გამოვედი, ეკეც გვერდით მომყვა. მეძებრები ცარიელ ოთახებში დაფოთარობდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა კი თვალი მომკრა და მაშინვე თვალები გაუფართოვდა. - აქ არის, დაიჭირეთ, სანამ გაქცევა მოასწრო! - მერედა ვინ ცდილობს გაქცევას, პიჟონო?! - შევუღრინე უკმაყოფილოდ, ეკეს გაეცინა. მეწყვილის ხმაზე დანარჩენებიც ტარაკნებივით მოგროვდნენ. პატარა ჯგუფს ერთი ახმახი გამოეყო და წინ გამოვიდა. ალბათ ეს იყო მათ შორის ლიდერი, რომელმაც ჩემი დაჭერა უბრძანა. მაღალს და ბულდოგისსახიანს თავი ისე გასიებოდა, უკანა ფეხებზე შემდგარ ღორს მაგონებდა. - ასე, ასეე... - უსწორმასწორო პირი ბაყაყივით მოეფლაშა - აი თურმე სად ყოფილხარ, რაღას უცდით? დაიჭირეთ! ოთხივე მათგანი ჩვენკენ ღრიალით გამოქანდა. ერთი ამოვიოხრე, კედელზე მიყუდებულ მოზრდილ ხის ნაჭერს ხელი წამოვავლე და პირველივე ახმახს სახეში მთელი ძალით შემოვსცხე. თავპირდასისხლიანებული ღმუილით გაგორდა იატაკზე და გადახლეჩილ ცხვირზე ხელები წაივლო. ეკეს მოქნეული წიხლი, კი მეორეს მოხვდა კუჭისთავში და ერთიანად აწითლებული ორად მოიკეცა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. სახეში დაძგერებულმა მუხლმა, უკან გადააგდო და აღარც განძრეულა. დანარჩენები ჩვენგან მოშორებით შედგნენ და ფრთხილად გამოგვხედეს. მე და ეკემ ერთმანეთს გადავხედეთ, უსიტყვოდ შევთანხმდით და ერთდროულად გადავედით შეტევაზე. ზუსტად ხუთ წუთში დანარჩენი ორიც თავიანთ მეწყვილეებს შეუერთდნენ, თავპირდასისხლიანებულები უგონოდ ეყარნენ ბეტონის ბინძურ იატაკზე. გაშმაგებულმა მზერა ბანდის ლიდერზე გადავიტანე. - ყოჩაღები ხართ, - ჩაიცინა ირონიულად - როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სისხლისღვრის გარეშე ვერ მოგვარდება. შენი ცოცხლად მიყვანა დამავალეს, მაგრამ როგორც ჩანს ეს ვერ მოხერხდება. ქამრის უკნიდან პისტოლეტი დააძრო, დამცველი მოხსნა და ბოროტი მზერით გამოგვხედა. სახეზე საშინელი თვითკმაყოფილება დასთამაშებდა. მწარედ ვინანე, რომ ჩემი რევულვერი თან არ წამოვიღე, მაგრამ რაღას ვიზავდი?! - როგორც ჩანს, გავებით, - ეკემ ფრთხილი მზერა იარაღზე გადაიტანა - ახლა რა ვქნათ? - ვინ მოგაგზავნა? რა გინდათ ჩემგან? - წავიღრინე გაცეცხლებულმა. - ან დამემორჩილები და შენი ნებით გამომყვები, ან ნახევრად მკვდარს წაგიღებ აქედან. ეგ მეორე არ მჭირდება, მის გვამს აქვე დავტოვ... - იარაღი დაუშვი, , სანამ შენი ტვინით კედლები მოვსვარე! - წაისისინა ვიღაცამ. მე და ეკემ სწრაფად გადავხედეთ ერთმანეთს. მის თვალებში ჩემი ფიქრის ანარეკლი შევნიშნე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ხმა მეც მომესმა. ახმახის უკნიდან კალანდია გამოვიდა იარაღით ხელში. სახე მრისხანებისგან გვერდზე მოჰქცეოდა და თავგასიებულს თვალებით ჭამდა. მსუქანმა ფრთხილი მზერა ალექსის იარაღზე გადაიტანა. - მეორედ არ გამამეორებინო, თორემ ჩახმახს თითს გამოვკრავ, არ ვხუმრობ! გასიებულმა ფრთხილად შეხედა მოწინააღმდეგეს, შემდეგ კი იარაღი ნელა დაუშვა. ალექსმა ელვის სისწრაფით მოიქნია მარჯვენა და იარაღის კონდახი საფეთქელში შემოჰკრა თავდასხმელს. ისიც ერთი შექანდა ადგილზე და უზარმაზარი სხეულით, გათიშული, მოწვეტით დაენარცხა იატაკს. - აქ საიდან გაჩნდი? - გაკვირვებულმა კალანდიას გავხედე. - თქვენ რა ჯანდაბას აკეთებთ აქ? ან ეს სირები ვინ არიან? - ჰო, ეგ ჩვენც გვაინტერესებს, - ეკე ცხვირგატეხილი ტიპისკენ დაიხარა და თავში წაუთაქა - აბა, ამოღერღე, ვინ გამოგგზავნათ? - წადი შენი! - წაიხრიალა ერთიანად გალურჯებულმა და გაჭირვებით წამოიწია. - ტრაკს ნუ ათამაშებ, ნაბოზარო! - ეკე ყელში წვდა და სახე ახლოს მიუტანა - ხმა ამოიღე, ვინ გამოგგზავნათ და რა გესაქმებათ ქავანასთან?! - არ შემოგეგუდოს, - ეკეს მუხლი მივარტყი ბეჭში, სახე უფრო და უფრო ულურჯდებოდა. გაღიზიანებულმა ერთიანად გაშავებულს ზიზღით უშვა ხელი. თავდამსხმელს ხველა აუტყდა. - შენთან ლოლიავს არ ვაპირებ, მდუმარე არაფერში მჭირდები, აქვე მოგიღებ ბოლოს! - კარგი, კარგი! - შეშნებულმა სახეზე ხელები აიფარა, რომ თოიძის მოქნეული ხელი ისევ გატეხილ ცხვირში არ მოხვედროდა. - კალანდია! ლევან კალანდიამ გამოგვგზავნა და ქავანას მასთან მიყვანა გვიბრძანა. მეტი არაფერი ვიცი. აღარ დამარტყათ! ეკეს მოქნეული ხელი ჰაერში გაუშეშდა და გაოცებულმა სწრაფად ამომხედა, ორივემ კი ალექსს გავხედეთ, რომელიც დაბნეული გამომეტყველებით, ხან თავდამსხმელს გახედავდა, ხან მე მომჩერებოდა, აშკარა იყო რომ მოსმენილის დაჯერება უჭირდა. **** - ჰეი, ! - კალანდიამ წინამძღოლს ფერდში უთავაზა წიხლი - გამოფხიზლდი, შენ გეუბნები, ახვარო! გაცეცხლებულმა კიდევ ერთი მწარე წიხლი უთავაზა გვერდში. ახმახი ოდნავ შეირხა და ხმადაბლა ამოიკვნესა. - თვალები გაახილე! - კალანდია დაიხარა და გაბოროტებული საკინძეში სწვდა - ამოღერღე, მამაჩემმა გამოგგზავნათ აქ? ეს სიმართლეა? - მამაშენმა? - გონებარეულმა ალექსს დაელმებული თვალებით მიაჩერდა - შენ ალექსი ხარ? - ხმა ამოღე-მეთქი, აქ ლევანმა გამოგიშვათ? - ჰო... კალანდიას ფერი დაეკარგა, ყურადღებით ვაკვირდებოდი მის სახეზე მოთამაშე ემოციებს. სასტიკად არ სურდა იმის დაჯერება, რომ მამამისი ამ დონის ნაძირალა იყო. თუმცა, ეს ჩემთვის სიახლეს არ წარმოადგენდა, მას არასოდეს შეეძლო ამ ფაქტისთვის თვალის გასწორება. ბოლოს, როგორც იქნა, თავს მოერია და გამძვინვარებულმა თავდამსხმელი მკვეთრად შეანჯღრია - რა უნდა ლევანს დუჩესგან? ამოღერღე, თორემ ცოცხალი ვერ გადამირჩები! - არაფერი ვიცი, მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებ. ლევანმა მისი მიყვანა დაგვავალა თავისთან, - ჭირის ოფლში გახვითქული, შეშინებული მიაჩერდა ალექსს - მეტი არაფერი ვიცი, გეფიცები. - არ მჯერა! - კბილებში გამოსცრა გაავებულმა - შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა, როცა ის შერეკილი ბებერი თავის ნაგაზებს გზავნის დავალებაზე, გარკვეულ მითითებას ყოველთვის აძლევს მათ! რას იზამდი ახვარო თავისი ნებით რომ არ წამოგყოლოდა? მითხარი!!! - ნებისმიერი ხერხით მასთან უნდა მიმეყვანა, - ჩაილაპარაკა ხმადაბლა და ალექსს თვალი აარიდა. - და თუ, არა? რა მოხდებოდა, თუ მის აყვანას ვერ შეძლებდით?! - მოვკლავდი. მითხრა, თუ სიტუაცია უმართავი გახდება, ესროლეთო. პასუხს დიდად არ გავუკვირვებივარ, მაგრამ მაინც ვერ ვიფიქრებდი, რომ ლევანი ასე ღრმად შეტოპავდა. როგორც ჩანს, ბოლოს ჩვენ შორის მომხდარი ინციდენტი ჯერ კიდევ მწარედ ახსოვდა. ამ ფიქრმა უნებურად ღიმილი მომგვარა ტუჩებზე, ჯიბეებში ხელი ჩავიწყე და კალანდიას თავს წავადექი. - შეეშვი, მათი ბრალი არაა. პატრონი საითაც გადაუგდებს ძვალს ესენიც იქით გარბიან, დუჟმომდგარი ნაგაზებივით... ალექს! კალანდიას მხარზე ფრთხილად შევეხე, როცა ხმა არ გაიღო. ის ჯერ კიდევ გაქვავებული სახით მისჩერებოდა თავდამსხმელს. ბოლოს ჩაბღუჯული ხელი მოუდუნდა, თავი ანება და ფეხზე წამოდგა. სახე ერთიანად ჩამუქებოდა, თვალებში კი სუსხიანი, სასტიკი, სიცივე ჩასდგომოდა. - რას დაყუდებულხართ?! - შუბლშეკრულმა ძირს გართხმულ ხალხს გავხედე. - გააჯვით აქედან!!! ერთიანად დაბეგვილები ძლივს წამოდგნენ ფეხზე და თავიანთ წინამძღოლს მიაჩერდნენ მომლოდინე თვალებით, რომელიც ნელა წამოდგა და ალექს შეფარვით გახედა. - ვერ გაიგე რა გითხრეს?! - უღრიალა კალანდიამ - გააჯვით აქედან, სანამ გადამიფიქრებია და ყველა ერთად ამოგწყვიტეთ! თავდამსხმელები მაშინვე გაიკრიფნენ შენობიდან, ცოტახანში მანქანის ხმაც გავიგეთ. ეკე შუბლშეკრული მომიახლოვდა და დაბნეულმა მკითხა : - რა უნდა კალანდიას შენგან? - ალექსი გაავებული შემობრუნდა და ბასრი მზერა მომაპყრო. - აბა, მე საიდან უნდა ვიცოდე, - მხრები უდარდელად ავიჩეჩე - ვიცოდი, რომ გულზე დიდად არ ვეხატებოდი, ახლა კი გავიაზრე, რომ საქმე ბევრად რთულად ყოფილა. - ტყუილია, - წაისისინა კალანდიამ და თვალებში ჩამაკვდა - მშვენივრად იცი სიმართლე, დუჩე! რა ხდება თქვენ შორის. მამაჩემს კარგად ვიცნობ, რახან ამაზე წავიდა ესე იგი, რაღაც სერიოზული ხდება! - რახან ამაზე წავიდა? - ეკემ დამცინავად გახედა ალექსს - შენ რა სირ მამაშენს ამართლებ? ფიქრობ, რომ სერიოზული მიზეზი აქვს და ამიტომ მისი დაბრედვაც მოჟნა? - სიტყვებს დაუკვირდი, ბიჭო! - ალექსმა მუქარით გადადგა მისკენ ერთი ნაბიჯი - ახლახანს თქვენი ტრაკები ვიხსენი სიკვდილისგან, ამას როგორ მეუბნები?! - გეყოფათ! - შუაში ჩავდექი და შუბლშეკრულმა ალექს მკერდში ვუბიძგე - ჩვენ შორის მტერი არ არის. - ეგ მაგას უთხარი ....ობებს რომ მებაზრება! - გამძვინვარებულმა თოიძეს ბოროტად გახედა - საერთოდ თქვენ ერთად რას აკეთებთ? დიდი ხანია დაძმაკაცდით? ან აქ რა ჯანდაბა დაგრჩენიათ? - ეს შენ გვითხარი აქ რას აკეთებ. - ეკემ ეჭვით გახედა ალექსს. - ისე, ეგ მეც მაინტერესებს, - კალანდიას ინტერესით გავხედე - აქ საიდან გაჩნდი? - მაგას მივაკითხე კაზინოში, - კალანდიამ თავი თოიძისკენ გაიქნია, - დალაპარაკება მინდოდა, შევამჩნიე კაზინოდან როგორ გამოვიდა, უკან გამოვყევი და დავინახე მანქანაში, რომ ჩაგიჯდა. - და უკან გამოგვყევი? - ეკე გაღიზიანებული აიჯაგრა. - ჰო, ძალიან დამაინტერესდა, რა გესაქმებათ თქვენ ორს ერთად! - რა ჭორიკანა ქალივით ლაპარაკობ! - წაეკიდა თოიძე. - იდი ნახუი! - სიმწრით გადააფურთხა კალანდიამ. აღრენილი ეკე მისკენ გაემართა. გაღიზიანებული მოჩხუბრებს შუაში ჩავეჭერი და ორივეს მკვეთრად ვუბიძგე მკერდში. - საკმარისია-მეთქი! - წავიღრინე გაბრაზებულმა, ნერვები უფრო და უფრო მეშლებოდა. - არაფრის გამო ერთმანეთს ნუ ხოცავთ! - შიგ ხომ არ გაქვს, ბიჭო?! - კალანდიას სიბრაზიზგან სახე აუწითლდა - ამ ნაბიჭვართან რა გესაქმება? შენც ხომ არ დაუდექი თანაშემწედ? ვაკანსია გამოჩნდა ნარკობუნაგში? - ალექს, ნუ ბავშვობ! - შევუბღვირე ნაწყენმა - ყველაფერი ისე არაა როგორც შენ გგონია. - აბა, როგორაა? ამიხსენი, რას აკეთებ მასთან ერთად და როგორ გავიგო ეს? მე თავიდან მომიშორე, მითხარი, რომ არ მენდობი! მაგის დედაცმოვტყან, შეიძლება ვიმსახურებ, მაგრამ ამ ნაბიჭვარს ენდობი? მითხარი, ენდობი?! - განრისხებული მძვინვარე მზერით მომაჩერდა თვალებში. - ვენდობი... საკუთარ სიცოცხლესაც ვანდობ თუ დამჭირდა. კალანდიას ისეთი სახე გაუხდა თითქოს გემრიელად შემოულაწუნესო. წამით გაქვავებული სახით მომაჩერდა, შემდეგ კი ტუჩებზე მწარე ღიმილი აუთამაშდა. - გასაგებია, - ჩაილაპარაკა ერთიანად აკანკალებულმა - შევცდი, ამაში არ უნდა ჩავრეულიყავი. ....ზე , მე მივდივარ. - ალექს! - გავძახე კართან მისულს, შედგა და გვერდულად გამომხედა - მომხდარი საიდუმლოდ შეინახე, თოიძე შენ აქ არ გინახავს. - ნახუი! - ღვარძლიანად გადააფურთხა და წავიდა. - მისი ასე გაშვება არ ღირდა, - ეკემ წარბშეკრულმა გამომხედა - რა იცი რას იზამს. - არაფერს იტყვის. - ჩავილაპარკე ხმადაბლა. - რატომ ხარ ასე დარწმუნებული? მამამისმა შენს მოსაკლავად ხალხი გამოგზავნა, ხიდან ვაშლი შორს არ ვარდება, დუჩე. - არა, ალექსი მამამისს არ ჰგავს, ახლა უბრალოდ გულნატკენია. - მისი სახე მტკივნეულად ჩამებეჭდა გონებაში - ჯობია მე ვეზიზღებოდე, ვიდრე თავისი თავი შეიძულოს სიმართლის მოსმენის შემთხვევაში. - შენ იცი, მამამისმა რატომაც მოგიგზავნა ის ნაბიჭვრები, - ეს კითხვა არ იყო, თვალებში ყურადღებით მომაჩერდა - იცი, მაგრამ მას არ ეუბნები, რატომ? - წავედით, - ეკეს ზურგი ვაქციე და გასასვლელისკენ გავემართე - დამპალი ვირთხების მეტი, აქ არაფერია მოსაძებნი... - ახლა რას აპირებ? - ეკემ შუბლშეკრულმა გამომხედა. მანქანა „როიალ გოლდენის“ მოშორებით შევაჩერე და ძრავა გამოვრთე. მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია. გონება ათასი ბნელი ფიქრით დამძიმებოდა, კალანდიას რადიკალურმა ნაბიჯმა დამაბნია. მართალია ერთმანეთს მოსისხლე მტრებივით ვიყავით გადაკიდებულები, მაგრამ მე ჯერ კიდევ შემომრჩენოდა გონებაში ის ლევანი, რომელიც წლების წინ ჩემს ოჯახში საპატიო სტუმარი იყო. ახლა კი დაჯერება მიჭირდა, რომ მოსაკლავად ქილერები მომიგზავნა. შიგნიდან რაღაც მკარნახობდა, რომ რაღაც ისე არ იყო, ლევანი ასე დაუფიქრებლად არ მოიქცეოდა, ან შეიძლება მე მიჭირდა სიმართლისთვის თვალის გასწორება. - არ ვიცი, ეკე, მეტისმეტად ბევრი რამ ხდება. ყველაფერი კარგად უნდა გადავხარშო, ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებით ვერაფერს გამოვასწორებ. - შუბლი ნერვიულად მოვისრისე. - მე ალექსი მაფიქრებს. არ მომეწონა მისი მზერა, არ ვიცი შენ და სიას მის მიმართ რა ბრმა ნდობა გაქვთ, მაგრამ ის სუსტი ნერვების პატრონია, მას არ შეუძლია თავის კონტროლი. - საქმე ამაში არაა, - ეკეს გვერდულად გავხედე - მე მესმის მისი, მაგრამ სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მასზე დაყრდნობა არ შემიძლია. - ვერაფერი გავიგე, - წარბშეკრული დაბნეული მომაჩერდა - რას გულისხმობ. - მამამის ვერ გაიმეტებს, - ვუპასუხე პაუზის შემდეგ - რაც არ უნდა მოხდეს, ამას ვერ შეძლებს. ეს მას ბოლოს მოუღებს, მის გარდა არავინ ჰყავს, შეგიძლია ამის გაგება? თავი მოვაბრუნე და ეკეს მზერა გავუსწორე. ჩაფიქრებულს ყბაზე კუნთი დაეჭიმა. პასუხის გაცემა საჭირო არც იყო, მის თვალებში ისედაც ვხედავდი სიმართლეს - ესმოდა, მშვენივრად ესმოდა რაზეც ვსაუბრობდი. ცუდი კი მხოლოდ ის იყო, რომ ეს არაფერს ცვლიდა, არც ჩემთვის და არც მისთვის. - კარგი, შევეშვათ კალანდიას. სიასთან რას აპირებ? მისი ნახვა მინდა. - დრო მომეცი, უნდა შევამზადო ამისთვის. ახლა ყველაფერი ერთად ხდება მის თავს. - შენ მაინც არ მიპასუხე, - ყვითელი თვალები ინტერესით შემომანათა - რატომ მეხმარები? მინდა ვიცოდე, ასე რომ მიპასუხე. განა მეტოქედ არ მთვლიდი მთელი ეს პერიოდი? ჩამეღიმა. როგორც ჩანდა, ამ თემას თავს ვერ ავარიდებდი. მეგონა ყველაფერი ისედაც ცხადი იყო, მაგრამ ვცდებოდი. ხანდახან ადამიანები უმარტივეს ჭეშმარიტებას ახსნის გარეშე ვერ ხვდებიან, ან უბრალოდ დაჯერება არ სურთ... - მეტოქეობასა და არაკაცობას შორის დიდი განსხვავებაა, ეკე, - ამოვიოხრე და სახეზე ხელი მოვისვი, უეცრად საშინელი დაღლილობა ვიგრძენი, - მიკვირს კიდეც ამ კითხვას რომ მისვამ. ფიქრობ, იმ დონის ვარ, რომ სიას უფელბას მივცემ, მისი საყვარელი ადამიანი მკვლელი და მოღალატე ეგონოს სიცოცხლის ბოლომდე და ამ ფიქრმა არნახული ტკივილი მიაყენოს, მხოლოდ იმიტომ რომ მე და შენ მეტოქეები ვართ? ამას არ ვიზამ. აღარ დავუშვებ, რომ რამემ, ან ვინმემ ისევ მიაყენოს ტკივილი. სალონში სიჩუმე ჩამოვარდა. ეკემ თვალი ამარიდა და დაბინდული მზერა აბსტრაქტულ სივრცეს გაუშტერა. ტუჩებზე თითს გაუცნობიერებლად იტარებდა და ფიქრებში ჩაძირული უხმოდ ებრძოდა საკუთარ თავს. - შენთან დავალებული ვარ. - დაილაპარაკა ბოლოს და თვალი გამისწორა - კიდევ ერთხელ გავიზარე, რომ შენში მწარედ ვცდებოდი... - არა, - ჩამეღიმა - დავალებული არ ხარ, შენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილას? - სიმართლეს გეტყოდი. - არც დაფიქრებულა ისე მიპასუხა. - ამიტომ მომწონდი ყოველთვის. თუმცა, შენ მაინც ყოველთვის ჩემზე კაი ტიპი გეგონა თავი, ქედმაღალო ! - გამეცინა, ეკეს სახიდან ღრუბელი გადაეყარა და ჩაეღიმა. - ამ წამს, შენთან საბოლოოდ დავმარცხდი, - თავი სავარძელს მიაყუდა და თვალები დახუჭა - ბრძოლის გაგრძელების აღარც სურვილი, მაქვს და აღარც მიზანი. ვიცი, რომ საიმედო ხელში ვტოვებ. ესეც საკმარისია ჩემთვის, თან - თვალები გაახილა და გვერდულად გამომხედა - მეტოქეობას ვერ გავუწევ ბიჭს, რომელსაც უკვე მეგობრად ვთვლი. - მოდი გამოვტოვოთ ის სცენა სადაც ერთმანეთს ვეხვევით და ცრემლებს ვაღვარღვარებთ და პირდაპირ ფინალზე გადავიდეთ, გადააჯვი ჩემი მანქანიდან, ბევრი საქმე მაქვს. ეკეს ჩაეცინა და გაბურძგნული თავი ჩვეულებრივსამებრ აიჩეჩა. მეც გამეღიმა. მისი სიტყვები გულზე მომხვდა, თუმცა, არაფერი შევიმჩნიე. - თუ რამე დაგჭირდება იცი სადაც უნდა მიპოვო. - შენი პოვნა რთული არაა, მუდამ ყურადღების ცენტრში ხარ, ძვირადღირებული ვით, - გაეცინა გახალისებულს. - წადი შენი! - უცებ დავსერიოზულდი და ეკეს წარბშეკრულმა გავხედე - გეგეჩკორს უფრთხილდი, თუ სიტუაცია უკონტროლო გახდება მაშინვე დამირეკე, ეგრევე გამოვალ. - კარგი, თუ რამე სიახლე იქნება შემატყობინე შენც. - შევთანხმდით. - დროებით. მკერდზე ხელი მომარტყა და მანქანიდან გადავიდა, თავზე კაპიშონი ჩამოიფხატა და ტროტუარს აჩქარებული ნაბიჯით გაუყვა. ახლა ყველა საფრთხეში ვიყავით, მაგრამ თოიძეს პირდაპირ ლომის ხახაში ჰქონდა თავი შეყოფილი. ერთი პატარა შეცდომა და ისე მოკლავდნენ ხელიც არ აუკანკალდებოდათ. საოცარი ძალა აქვს სიყვარულს, ადამიანს სიცოცხლესაც კი დაუფიქრებლად დაგათმობინებს. მე კი დილემის წინაშე აღმოვჩნდი, საყვარელ ქალთან ერთად, უკვე ახლო მეგობრის ბედიც მადარდებდა, მეგობრის, რომელიც ყოველ წამს საკუთარი სიცოცხლით რისკავდა... თავი მეცამეტე სახლში მისულს მონტი სამზარეულოში დამხვდა. როგორც ყოველთვის, გაზქურასთან ტრიალებდა და რაღაც ძალიან გემრიელს ადუღებდა. ტკბილი შოკოლადის და მწარე წიწაკის სუნმა ნესტოები ამიწვა. - ცხელი შოკოლადი ცხარე წიწაკით? - ვიკითხე გაკვირვებულმა - რას მივაწერო, შენი განსაკუთრებული რეცეპტი? - გოგონასთვის ვამზადებ, - მიპასუხა ღიმილით. - დიდხანს გელოდათ და გამთენიისას ძლივს ჩაეძინა. თქვენს ოთახშია. - ძალიან კარგი, მანამდე მე წყალს გადავივლებ. - სერ! - დამიძახა ხმადაბლა. შევჩერდი და შემოვბრუნდი, გაზქურას დაუწია და ყურადღებით შემომხედა. მისი მზერა არ მომეწონა. ასე მხოლოდ მაშინ მიყურებდა, როცა რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი. - რა მოხდა? რატომ გაქვს ეგეთი სახე? - რესტორანში მომხდარზე მინდოდა თქვენთან საუბარი, შეიძლება ორი წუთით? - სკამზე მანიშნა და თვითონ მაგიდას მიუჯდა. ერთი ამოვიოხრე და ჩამოვჯექი. - რა გინდა, მოხუცო? უნდა მისაყვედურო, კალანდიას სიფათში, რომ მოვდე? - დაუფიქრებლად მოიქეცით, სერ, - წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა - არც მე მომწონს ის ბატონი, მაგრამ სახალხოდ მისდამი მტრული დამოკიდებულება გამოავლინეთ, ეს კი პრობლემებს შეგიქმნით. - ვიცი, რომ არ უნდა ავყოლოდი მის ავანწიურას, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე. - თქვენზე ძალიან ვღელავ. მეგონა თქვენი ძმის დაბრუნება სიტუაციას ცოტათი მაინც განმუხტავდა, მაგრამ ყველაფერი უფრო დაიძაბა, ან ამ გოგონას რას უპირებთ? - როგორც გაგაფრთხილე, მის შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს, გესმის? - ავხედე მკაცრად - სიტყვა არავისთან წამოგცდეს და სანამ ის აქ არის სახლში ნურავის შემოუშვებ, ვინც გინდა ის იყოს! - რა თქმა უნდა, თქვენი თქმა არც მჭირდება. ჩემითაც ვხვდები, რომ ორივეს რაღაც ხათაბალაში გაქვთ თავი გაყოფილი, მაგრამ ისღა დამრჩენია, რომ ბრმად გენდოთ და დაგეხმაროთ, რითიც შემიძლია, - ცისფერი თვალები აუწყლიანდა. გული მომეწურა, მის თვალებში პირველად ვხედავდი ასეთ მწუხარებას. - მონტი, ასე ნუ განიცდი. ყველაფერს მოვაგვარებ, უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება, კარგი? მოხუცო! - მხარზე მეგობრულად დავკარი ხელი - ყველაფერი კარგად იქნება. - ჰო, - თვალები მოიწმინდა და გაიღიმა - მისმა გამოჩენამ გულში იმედი ჩამისახა, ამ გოგონას ძალიან უყვარხართ. ეს მის თვალებში დავინახე წუხელ, როცა თქვენზე ვსაუბრობდით. - მჭორავდით? - გამეცინა. - დედათქვენს მაგონებს, - თავი ვერ შეიკავა და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა - მასავით ნაზი, თბილი და კეთილი გულის პატრონია. ელენას გაუხარდება მისი გაცნობა. მთელი ტანით დავიძაბე, მონტის ცრემლები ჩემთვის ჭრილობაზე მარილის მოყრას ნიშნავდა. თავი ჩავხარე, რომ მისი სახისთვის აღარ მეყურებინა, ცოტაც და ალბათ მრისხანებისგან და ტკივილისგან გულიც გამისკდებოდა, გამაკანკალა. - ვიცი, რომ დედათქვენზე საუბარი გტკენთ, - თმაზე ნაზად შემეხო და ხელი გადამისვა - მაპატიეთ, რომ ჭრილობას გიღიზიანებთ. მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, რომ თავს გაუფრთხილდით და გოგონასაც, ის სუსტია თქვენი სამყაროსთვის. მანუგეშებს ის ფაქტი, რომ თქვენ მამათქვენს არ ჰგავხართ, მასავით სუსტი არ ხართ, მაგრამ ის ტვირთი რაც ახლა მხრებზე გაწევთ მეტისმეტად მძიმეა თქვენთვის, მითუმეტეს ასეთ ასაკში. საკმარისია ამდენი მსხვერპლი, ქავანების ოჯახი დიდი ხანია მიატოვა სიყვარულმა და ბედნიერებამ. ამის ყურება გულს მტკენს, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ძველი სითბოს დაბრუნება, თქვენ და იმ გოგონას, რომელიც თქვენს ოთახში მშვიდად თვლემს. თვალები დავხუჭე და სახე ხელებში ჩავრგე. ტკივილის და უმწეობის გრძნობა ძვლებში მამსხვრევდა. როგორ მეზიზღებოდა ეს შეგრძნება, მძულდა იმის გააზრება, რომ შავებში გამოწყობილი სასოწარკვეთა მკვდარი სულივით დაეხეტებოდა ჩემში და შიგნიდან მიკაწრავდა ძალაგამოცლილ ძვლებს. სისხლში შემძვრალი შიში კი მთელს ორგანიზმს შხამივით უვლიდა და აღგზნებულ გონებას, ავბედითი ყორანივით ჩასჩხაოდა მუდმივ სიფხიზლეს! - მიყვარს, მონტი, - თავი ავწიე და მოხუცს თვალი გავუსწორე - მთელი გულით მიყვარს. როგორ ფიქრობ, დავუშვებ, რომ მას რამე დაუშავდეს? - ბოროტი ადამიანის ქმედებები, თქვენზე არ არის დამოკიდეული, სერ! წუხანდელი ინციდენტი მე ბევრად შორს მახედებს ვიდრე თქვენ, სწორედ ეს მაფორიაქებს. - რას გულისხმობ? - დაძაბული წელში გავსოწრდი. - კალანდია საშიში მტერია, - ჩემკენ გადმოიხარა და გამჭოლი მზერა მომაპყრო - ის ყველაფერს იკადრებს, თქვენზე შურის საძიებლად, სერ! გგონიათ წუხანდელ დამცირებას შეგარჩენთ? ეს პირადული იყო, ძალიან პირადული. ნათლად დავინახე მისი სახე, როცა რესტორანს ტოვებდა, მისი საპასუხო ნაბიჯი მაშინებს. ამ კაცსს საოცარი ალღო აქვს-თქო, გავიფიქრე გულში. რამდენიმე საათის წინ სწორედ კალანდიას შმაგი ბუნების გამოვლინების წინაშე აღმოვჩნდი და რომ არა ალექსი, არც კი ვიცი ყველაფერი რით დასრულდებოდა. კალანდიას სახელის გაფიქრებამ, გულში ყრუ ტკივილი მომგვარა. - მასზე ნუ იდარდებ, - წამოვდექი და პერანგი შევიხსენი, - მაგას მოგვიანებით მივხედავ, შენ კი შოკოლადს მიხედე, მგონი იწვის. - ღმერთო ჩემო! - დაფეთებული სწრაფად წამოიჭრა ფეხზე და ქვაბს ესცა. სააბაზანოში შევედი და დუში მოვუშვი. ტანსაცმელი გავიძრე და ცხელ წყალს სახე შევუშვირე, მესიამოვნა. დაძაბული დღის შემდეგ, ცხელმა აბაზანამ მომთენთა და მომეძინა. იმის გაფიქრება, რომ სიას ახლა ჩემს ლოგინში მშვიდად ეძინა, საოცარ სიმშვიდეს მგვრიდა. ერთი სული მქონდა შევსულიყავი და მენახა, მაგრამ იმდენად ბინძური ვიყავი, რომ არ მინდოდა ჭუჭყიანი ხელით შევხებოდი. წყალი სწრაფად გადავივლე, ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე და აბაზანიდან გამოვედი. მონტი ცხელ შოკოლადს უკვე ჭიქებში ანაწილებდა. - უკვე მზად არის, გოგონას შეუტანეთ, მე კი წავალ. - სად მიდიხარ? - ვკითხე ინტერესით და მაცივრიდან წვენი გამოვიღე. - მამათქვენი თავს ცუდად გრძნობს, სავარაუდოდ დღეს მასთან დავრჩები. თქვენზე არ ვიდარდებ მარტო არ ხართ. - ჩამეღიმა, მშვენივრად ვხვდებოდი, რომ მიზეზებს იგონებდა. - შეგიძლია დარჩე, ხელს არ შემიშლი. - გავხედე ეშმაკურად, მოხუცს სახე აელეწა, მის გამომეტყველებაზე წვენი გადამცდა და ხველა ამიტყდა. - არ დაიხრჩოთ! - სველ ბეჭებზე უკმაყოფილოდ წამიტყაპუნა ხელი. - მე აუცილებლად უნდა წავიდე, თუ დაგჭირდებით დამირეკეთ, დროებით. - მოხუცო, მე მართლა... - დროებით! - არ დამამთავრებინა, სწრაფად გავიდა ჰოლში და კარი ისე გაიხურა უკან აღარ მოუხედავს. - ეს კაცი არ შეიცვლება! თავი სიცილით გავაქნიე და თბილი მზერა ორ შოკოლადიან ჭიქებზე გადავიტანე, ისე გამექცა მადლობის თქმაც კი არ დამაცადა, შეშლილი ბებერი! თაროდან მომცრო ლანგარი ჩამოვიღე და ორი მსუქანი ჭიქა ზედ დავალაგე. მონტის ისე ლამაზად გაეფორმებინა, ბანანებით და ქოქოსის ფანტელებით, რომ გულში სითბო ჩამეღვარა. თავი ავწიე და მიმოვიხედე. მზერა ყვავილებით სავსე ლარნაკზე შევაჩერე, რომელიც მონტის ფანჯრის რაფაზე შემოედო. ეს მისი ერთ-ერთი ახირება იყო, მოსწონდა როცა სამზარეულოში ვარდების და სხვადასხვა ყვავილების სურნელი ტრიალებდა. ამიტომ ყოველდღე ახალი თაიგული მოჰქონდა სახლში. ამჯერად ამ წიკისთვის გულში მადლობა გადავუხადე, ყვავილების ბუკეტს ერთი ყველაზე ლამაზი და სისხლივით წითელი ვარდი ამოვაცალე და შოკოლადის ჭიქებს გვერდით მივუდე. ლანგარი ავიღე და საძინებლისკენ გავემართე. კარი ფრთხილად შევაღე და შევედი. ჩარდახიან საწოლზე, მონტის რძისფერი თხელი ფარდები ჩამოეფარებინა. სიას სილუეტს ბუნდოვნად ვარჩევდი ოდნავ გამჭვირვალე ქსოვილს მიღმა. საწოლს შემოვუარე, ლანგარი ტუმბოზე დავდგი და ფარდები გადავწიე. მძინარე ჩვეულებრივზე ლამაზი მომეჩვენა. გრძელი კაკაოსფერი თმა ბალიშზე გაშლოდა, პატარა ხელები ლოყის ქვეშ ამოედო და მშვიდად თვლემდა. ფანჯრიდან ქურდულად შემოაპრული მზის ოქროსფერი სხივები ვარდისფერ, გლუვ ტუჩებს უნებართვოდ უკოცნიდნენ. გრძელი წამწამები კი აბრეშუმივით კანზე ნაზად ეხებოდნენ. მისმა მშვენიერებამ დამატყვევა. ძალიან მომინდა შევხებოდი, მაგრამ იმდენად სრულყოფილი იყო, რომ მისკენ გაწვდილი ხელი ჰაერში გამიშეშდა. წამოვდექი, საწოლს შემოვუარე, სველი პირსახოცი გავიძრე და ლოგინში შევწექი. სიასკენ ფრთხილად ჩავიჩოჩე, რბილ აბრეშუმივით თმაზე თავი დავადე და ზურგიდან ჩავეხუტე. ოდნავ შეიშმუშნა და თვალები ნელა გაახილა. - დუჩე... - წაიჩურჩულა ნამძინარევი ხმით, გრძელი წამწამები ააფახურა და ჩემკენ გადმობრუნდა. - გაგაღვიძე, მაპატიე, - წელზე ხელი მოვხვიე და ჩემკენ მოვიზიდე. - როგორ მიხარია, რომ დაბრუნდი, - ცხვირი ცხვირზე გამკრა და გამიღიმა. ჩემთვის სწორედ მაშინ გამოანათა მზემ და მისი ღიმილი ჩემს ტუჩებზე აირეკლა. - მოგენატრე? - ტუჩებზე თითი გადავუსვი და სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადავუყარე. - ძალიან, - თავისი წვრილი მკლავები კისერზე შემომხვია და ტუჩებზე ნაზად მაკოცა. ტანში მხურვალე ჟრუანტელმა დამიარა. კანი გამიხურდა, გონება კი ისევ ამემღვრა. ძარღვებში ვნებამ ადრენალინივით დამიარა და მის წელზე შემოხვეული ხელები დამემუშტა. - მოიცა, - სწრაფად მომწყდა და გაფართოებული თვალებით მომაჩერდა. - რატომ გაჩერდი? - შევუბღვირე უკმაყოფილოდ - მომწონდა... - შენ... შენ, რა შიშველი ხარ? სახე ერთიანად აუჭარხლდა და მთელი ტანი დაეძაბა. წელზე შემოხვეული ფეხი კი ცივად გასწია უკან. სიცილი ამიტყდა, აღგზნებულმა წვივში ხელი წავავლე და ისევ უკან დავაბრუნე. - სად მიძვრები? - ღიმილით მოვექეცი ზემოდან და მკლავებში მოვიმწყვდიე. ერთიანად ალეწილი თვალს ვერ მისწორებდა. - რას აკეთებ? - გახსოვს, მე შენ პირობა მოგეცი, მოვა დრო და ხელიდან ვეღარ დამიძვრები-მეთქი! - ჩამეღიმა, დავიხარე და ტუჩებზე ენის წვერი გადავატარე. - რაა?... - ამოიკნავლა დამფრთხალმა - სერიოზულად? - ხუმრობის რამე მეტყობა? - ვუჩურჩულე ყურში და ყურისძირში ვაკოცე. კანი ერთიანად აებურძგნა და გაუხურდა. მისი აჩქარებული გულისცემა ნათლად მესმოდა, აკანკალდა. თვალებზე ბინდი გადამეკრა, მისმა სურვილმა მთლიანად მოიცვა ჩემი არსება. აღგზნებულმა ტუჩები ყელზე ჩავასრიალე, შემდეგ გულის ფიცარს მივწვდი, ლავიწებს ენის წვერი გადავატარე და მხარზე ვუკბინე. სხეული აუცახცახდა და აღგზნებულს კვნესა აღმოხდა, მის კვნესას მორიგი ცეცხლოვანი ადრენალინი მოჰყვა ძარღვებში და მისით შეპყრობილი ტუჩებზე დავეწაფე. მისი კანის მხურვალებას საკუთარზე ვგრძნობდი. ის არასოდეს ყოფილა ასეთი ტკბილი, ასეთი მიმზიდველი და ასეთი სრულყოფილი. მისი პატარა სხეული მკლავებზე მადნებოდა, ჩემი თითები მის თმაში გაუჩინარდა, მისი სხეული კი ჩემსას მიეკრო. - დუჩე... - ამოიკრუსუნა, როგორც კი ამოსუნთქვის საშუალება მივეცი. - ასე ნუ მომმართავ... - გონებააჭრილი დაბინდული მზერით ჩავაკვდი თვალებში - ახლა არა, თუ ჩემი შეჩერება გინდა, ჩემი სახელის წარმოთქმა შეწყვიტე, თორემ თავს დავკარგავ! - არ მინდა, - ამოიჩურჩულა აწითლებულმა და პატარა ხელი თმაში შემიცურა - შეჩერება არ მინდა... გული სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა. მისი სიტყვები გულში საიმედოდ ჩაკეტილ უცნობი კარის საკეტს, გასაღებივით მოერგნენ და გამოაღეს. ვიგრძენი, სისხლძარღვებს როგორ მოედო ჯერ აქამდე უცნობი გრძნობა, თითოეულ მოლეკულას შეუძვრა და მის ნაწილად იქცა. აქამდე უცნობი და არნახულად სასიამოვნო - საყვარელი ქალის სურვილი. ისე მიზიდავდა, რომ ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვის ფასად ვახერხებდი თავის შეკავებას. - მოდი ჩემთან! წავიჩურჩულე აღგზნებულმა და ხელის ერთი მოსმით გადავაძრე ზედა. უნაკლო სხეულმა თვალი მომჭრა, მაისური შორს მოვისროლე და მის ყელს მოწყურებული დავეწაფე. ხელები მოხერხებულად ჩავასრიალე თეძოებზე და საცვალი გავხადე. შეშინებულს გულისცემა უფრო გაუხშირდა. - ნუ გეშინია, მოეშვი... - ვუჩურჩულე ყურში, ნაზად ვაკოცე და ლიფიც გავხადე. თავი ოდნავ დამიქნია, მაგრამ, ერთიანად დაჭიმული კანაკალს ვერ წყვეტდა. - ნუ ცახცახებ, - ხელები თითებში შევუცურე და ძლიერად გადავაჭდე, - არ გატკენ... ტუჩებზე ნაზად ვაკოცე, რომ დამემშვიდებინა. გაჭრა, ოდნავ მოეშვა, ჩამეღიმა. ტუჩებით ნაზად ვეალერსებოდი, ნიკაპს... ყელს... მკერდს... მუცელს... შემდეგ ისევ მკერდს... გადაჭდობილ ხელზე, ხელი ძლიერად მომიჭირა. მეორე ხელით კი ფრჩხილები ძლიერად დამისვა ბეჭებზე და გამეტებით დამკაწრა. ვნებამ კრუნჩხვასავით მოიცვა მთელი ორგანიზმი... ეს უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა... - მიყვარხარ... - ვუჩურჩულე ყურში და... საბოლოოდ ის ჩემი ნაწილი გახდა, მე კი მისი. შეშინებულმა ტკივილნარევი სიამოვნებით წამოიკვნესა და თვალები დახუჭა, თვალის კუთხიდან ცრემლმა გამოჟონა. დავიხარე და ცრემლი ტუჩებით შევუმშრალე. - მოდუნდი, ასე მეტ სიამოვნებას მიიღებ... მიდი... მენდე... აი ასე... **** თვალი რომ გავახილე, მინის კედლიდან შემოჭრილი, სავსე მთვარის მოკაშკაშე ვერცხლისფერმა ათინათმა თვალი მომჭრა. მიმოვიხედე, სია ჩემს გვერდით არ იწვა. გული გადამიქანდა და სასწრაფოდ წამოვჯექი, მაგრამ უცებ საწოლის წინ ზურგშექცევით მდგარს თვალი მოვკარი და დავმშვიდდი. ტანზე ზეწარშემოკრული, ადილარის მიერ ნაჩუქარი, ნახატის წინ იდგა და მდუმარედ აკვირდებოდა პორტრეტს. - შემაშინე! მეგონა წახვედი, - წამოვდექი და ზურგიდან ჩავეხუტე. - ეს... - დაბნეულმა მზერა ნახატიდან ჩემზე გადმოიტანა - ეს სურათი... - მოგწონს? - გავუღიმე და ყურისძირში ვაკოცე - ვინმეს, ხომ არ გაგონებს? - მსგავსი სილამაზე არასოდეს მინახავს, შეუდარებელია, - წაიჩურჩულა გრძნობამორეულმა. - მე მინახავს, ახლაც ვუყურებ, - ზეწარის ქვეშ ხელი შევუცურე. - სერიოზულად! - ანთებული თვალებით შემომხედა - წუხელ მონტიმ მაჩვენა. მითხრა რომ შენთვის განსაკუთრებულია, თქვა, რომ ამ გოგოს მამსგავსებ. - ჰო, მართალი უთქვამს, - ხელში ავიყვანე და ისევ საწოლზე მივაწვინე. - მითხარი... - ამოიჩურჩულა და ჩემს ტუჩებს გაექცა, როცა საკოცნელად დავიხარე - მითხარი, რატომ მამსგავსებ ამ გოგოს? - არ გამსგავსებ, - სახიდან თმა გადავუწიე და თვალებში სიყვარულით მივაჩერდი - მე ასე გხედავ შენ... გააზრება არც ვაცადე, დავიხარე და ტუჩებზე ტკბილად ვაკოცე. სხეული მოუდუნდა, ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა და კისერზე ხელები შემომხვია. - ამ ზეწარში კომბოსტოსავით ხარ გახვეული, ხელს მიშლის! - მის ტუჩებზე მიწებებულმა ცალი ხელით ვცადე მისი ტანიდან მოშორება. - მოიცა, - ტუჩზე მწარედ მიკბინა და მოშორებით გაჩოჩდა. - რას აკეთებ შენი აზრით? - შევუბღვირე უკმაყოფილოდ, წვივში ხელი წავავლე და ჩემსკენ მოვიზიდე. - კითხვა მაქვს. - მოგვიანებით მკითხე, ახლა მოფერება დამაცადე, ისედაც დიდი ხანი მაწვალე! - ჯერ მომისმინე. - არ მინდა! - ძალიან გთხოვ... გავჩერდი და თვალებში ჩავხედე. კარამელისფერი თვალები ცნობისმოყვარეობით წამონთებოდა. თავი გავაქნიე და მოვშორდი, ლოგინში წამოვჯექი, თავქვეშ ბალიში შევისწორე და სიგარეტს გადავწვდი. კოლოფიდან ერთი ღერი ამოვიღე და გავუკიდე. აქოთებულმა კვამლმა ფილტვები ამივსო და დაჭიმული ორგანიზმი ოდნავ მომიდუნა, სექსის შემდეგ, სიგარეტი უკვდავი ტრადიციაა. ზოგადად სახლში არასოდეს ვეწეოდი, მაგრამ ახლა მისგან შორს ყოფნა ერთი წამითაც არ მსურდა. - გინდა? გავხედე ინტერესით. ისეთი მიმზიდველი იყო, სრულიად შიშველი და ზეწარში გახვეული, რომ კინაღამ ისევ დავკარგე თავი. - არა. - თავი ზიზღით გააქნია. - არ ეწევი? გამიკვირდა, ახლა ვინ არ ეწეოდა? თუმცა, იქვე გავიაზრე, რომ მას ნიკოტინის მყრალი სუნი არასოდეს ასდიოდა. მხოლოდ ყვავილების, ვარდის, ვანილის და კიდევ უცნაური მცენარის, რომლის სახელიც არ ვიცოდი, თუმცა, ძალიან მომწონდა. - არა, - ბალიშზე შესწორდა და თითით, მკერდთან ტყვიისგან დატოვებულ, ნაირევს ნაზად შეეხო. ვაცადე, სანამ თავად მკითხავდა იმას რაც ასე ძალიან აინტერესებდა - სხეული ნაირევებით გაქვს დაფარული. - წაიჩურჩულა სევდიანად. - ამის გამო შემაჩერე? - შევუბღვირე უკმაყოფილოდ. - საიდან გაქვს ამდენი ნაირევი? კანზე ცარიელი ადგილი თითქმის არ მოგეძებნება. - სიგარეტი არასოდეს გაგისინჯავს? - მის კითხვას წავუყრუე, არ მინდოდა ეს მომენტი წარსულის ცუდი მოგონებებით გამეფუჭებინა. - სიტყვას ბანზე მიგდებ! - შემიბღვირა უკმაყოფილოდ. - არა? საერთოდ? - თვალებში ეშმაკურად ჩავხედე. - არა! - კარგი, - ჩამეღიმა, ერთი ნაფაზი დავარტყი და კვამლი პირში ჩავიგუბე. - რას აკეთებ? - დაბნეულს გაეცინა. აღარ ვაცადე, კისერზე ხელი მოვხვიე, ჩემსკენ მოვიზიდე და ვაკოცე. გაოცებულს თვალები გაუფართოვდა, წამით დაიბნა, შემდეგ კი მომწყდა და პირში დაგროვებული კვამლი გააბოლა, თან ხველა აუტყდა. - აბა, ისეთი საზიზღარია როგორსაც ფიქრობდი? - ვკითხე სიცილით და ჩამწვარი ბიჩოკი კოლოფში ჩავჭყლიტე. - ჯანდაბა, ასე აღარ გააკეთო! - საშინლად ალეწილმა თვალი ამარიდა. - მოგეწონა? - წელზე ხელი სიცილით შემოვხვიე და მკერდზე მივიკარი - სულ გაწითლდი, რისი შეგრცხვა? - სულაც არა. - როგორ არა, - თითი ნიკაპქვეშ ამოვდე და თავი მაღლა ავაწევინე - მითხარი, მაინტერესებს. - მეც არ ვიცი... - ამოღერღა ძლივს - უბრალოდ, არ ვიცი... - მოგეწონა, - გამხიარულებულს სიცილი ამიტყდა - თან ძალიან მოგეწონა, საინტერესოა, რა ემოციებს ვიწვევ შენში როცა ასე გკოცნი. თმაში ხელი შევუცურე, ჩემსკენ მოვიზიდე და მის ტკბილ ტუჩებს ნეტარებით დავაკვდი. საოცარია, ნიკოტინის მწარე გემოსაც კი ანეიტრალებდნენ. აი თურმე როგორი გემო ჰქონია სიყვარულს, მასთან შეხებისას აშკარა სიმწარესაც კი ვერ გრძნობ. ეს გოგონა ჩემთვის ყველაფერი იყო, ყველაფერი რისი არსებობისაც არასოდეს მჯეროდა, რაც ჩემთვის ყოველთვის სასაცილოდ ჟღერდა. ის ხორცშესხმული ოცნება იყო, რომელიც აქამდე მხოლოდ ქვეცნობიერის ახირებად რჩებოდა. მის ბაგეებს ნაზად მოვწყდი და თვალებში თბილად ჩავხედე. - ნეტავ არ გათენდეს, - წაიჩურჩულა და ტუჩებზე თითი გადამისვა - არ მინდა, რომ გათენდეს, არ მინდა აქედან ადგომა, არ მინდა რეალობაში დაბრუნება. - ასე ნუ ამბობ, შენთვის უკეთესი წუთების ჩუქება შემიძლია, უკეთესი დღის, უკეთესი მომავლის. - არა, ეს დღე... ის შეუცვლელი იქნება, ყოველთვის. - დღე, როცა პირველად გქონდა სექსი. ჰო, შენთვის დაუვიწყარი იქნება, - გამეცინა. გაბრაზებულმა კეფაში სუსტად წამითაქა - კარგი, ვხუმრობ. შენ ერთადერთი არ ხარ, ვისაც ეს დღე სამუდამოდ ემახსოვრება. თავი ასე კარგად არასოდეს მიგრძვნია. - მე... - დადუმდა და თვალი ამარიდა. - გატკინე? - ვკითხე ხმადაბლა და სახეზე ნაზად ჩამოვუსვი თითი. - ჰო, - გრძელი წამწამების ქვემოდან ღიმილით ამომხედა. - როგორც ვიცი ყველას სტკივა, - თავისმართლებასავით გამომივიდა - მაპატიე, ვეცადე ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო. - რა იდიოტი ხარ, - ერთიანად აწითლებულმა პატარა ხელებში ჩამალა სახე და სიცილი აუტყდა. - რა გაცინებს? სახიდან ხელები მოვაშორებინე, თმა უკან გადავუწიე, რომ მისი თვალები კარგად დამენახა და ინტერესით ჩავაცქერდი. როგორ მომწონდა მათი ყურება, სპეციალურად ჩემთვის შექმნილ ორ პლანეტას მაგონებდნენ, პლანეტებს რომლებსაც ჩემი სამყარო განაგებდა, სამყარო სადაც ბედნიერი ვიყავი - მასთან ერთად. - მე სხვა ტკივილი ვიგულისხმე, დუჩე... - მაბრალებ, - მეც გამეცინა - ისე გკოცნიდი არასდროს არავისთვის რომ არ მიკოცნია, ისე გეხებოდი, როგორც ყვავილს, რომლის ნაზი ფურცლების დაზიანებაც არ მსურდა. შენთვის ტკივილის მოყენება არც მიფიქრია, პირიქით, დღეს გაჩვენე რას ვგრძნობდი შენს მიმართ, შენთან თავი დავკარგე და ეს ძალიან მომეწონა. - ზუსტად ეს იყო მტკივნეული, - მიპასუხა სერიოზულად. კისერზე ხელები შემომხვია და ახლოს მიმიზიდა, მისმა ტკბილმა სურნელმა ისევ გამაბრუა, ალბათ ისევ თავდავიწყებას მივეცემოდი მის ტუჩებზე, პასუხის მოსმენის სურვილით ასე, რომ არ ვყოფილიყავი დაბრმავებული. - ვერ მივხვდი... - წუხელ გავიაზრე, რომ სრულიად გამძარცვე, ყველფერი წამართვი რაც კი გამაჩნდა და ცარიელი დამტოვე. მე შენს გარეშე ვეღარ ვიარსებებ. ამის გააზრება იყო მტკივნეული. ამ სიტყვებს ჩემთვის ბედნიერება უნდა მოეტანათ? ჰო, ალბათ ასეც უნდა მეგრძნო თავი, რომ არა ბოლო სიტყვა, რომელიც თაფლში შხამის წვეთივით ერეოდა - მტკივნეული. რატომ იყო მისთვის ჩემს ნაწილად ქცევა მტკივნეული? - ისევ არ მენდობი, - თვალებში წყენით მივაჩერდი - ისევ ფიქრობ, რომ გულს გატკენ, გავქრები და მიგატოვებ, ხომ ასეა? - არა, - მიპასუხა სევდიანად. დავიბენი, ვერაფერი გავიგე, მაშ რა აშინებდა? მისი თვალების სიღრმეში მონდომებით ვიჩხრიკებოდი პასუხის პოვნის იმედით. არ ტყუოდა, სიმართლეს მეუბნებოდა, მაშინ რა ხდებოდა? - სია, ჭკუიდან ნუ გადაგყავარ, ამიხსენი რას გულისხმობ. - შენ მე თავისუფლება წამართვი, დუჩე. ფრთები მომაჭერი და შენთან მიმაჯაჭვე, ისე რომ არც გიკითხავს ეს მინდოდა თუ არა. თავი შემაყვარე და სრულიად დამეპატრონე. - რაში ხედავ პრობლემას მაინც ვერ ვხვდები. როგორი რთულები ხართ ხანდანხან ეს ქალები, კაცი ვერაფერს გაგიგებთ - გამეცინა. ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა, თვალები კი ისევ აუციმციმდა. გულზე მომეშვა, თითქოს ღრუბლებიდან მზემ გამოანათა. - გაბნევ? - მეტისმეტად, - წელს ქვემოთ ხელი შევუცურე და მკერდზე ძლიერად მივიკარი - ჰო, არ მიკითხავს შენთვის გინდოდა თუ არა ჩემთან ყოფნა, გინდოდა თუ არა ჩემი შეყვარება, არ მიკითხავს და ამით კმაყოფილი ვარ. როცა დაგინახე, ჩემს მთელს არსებას ჩასწვდა ის ფიქრი, რომ შენს გარდა აღარავინ მსურდა, გგონია ჩემთვის, დუჩე ქავანასთვის, ეს იოლი იყო? მთელი სამი წელი ვებრძოდი ჩემს გრძნობებს და მაინც დავმარცხდი, როგორ ფიქრობ ამას შეგარჩენდი? - შური იძიე, ახლა კმაყოფილი ხარ? - მკითხა გამომწვევად და ტუჩებზე თითი გადამისვა. - თან ძალიან, - ვუპასუხე აღგზნებულმა და ვნებით მთვრალი მის ბაგეებს დავაკვდი. სწორედ ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა. შევჩერდი და ტელეფონს უკმაყოფილოდ გავხედე, ასეთ დროს ხელის შეშლა იქნებოდა?! ყურადღებას არც მივაქცევდი, მაგრამ თავში გამიელვა ეკე არ იყოს-მეთქი და ტელეფონს გადავწვდი. ეკრანზე რენეს ნომერს, რომ მოვკარი თვალი ამოვიოხრე. - ვინ რეკავს? - სიას აღელვება დაეტყო. - ჩემი ძმაა. - ძმა? - გაკვირვებულს თვალები გაუფართოვდა - ძმაც გყავს? - ნახევარძმაა, - სიას მოვშორდი და ტელეფონს ვუპასუხე - რა იყო? - სად ხარ? - მომესმა ტელეფონში მისი ხრინწიანი ხმა. - დროზე მითხარი რა გინდა, არ მცალია. - ნოვას ვერსად ვპოულობ, წვეულების მერე არავის უნახავს. მცველებიც კი არ გაუყოლებია, მარტო წავიდა მანქანით. ტელეფონზე არ მპასუხობს, ვნერვიულობ. - წუხანდელის შემდეგ არ გამოჩენილა? - ვიკითხე აღელვებულმა. - არა. მეგონა ღამით მაინც მოვიდოდა სახლში, მაგრამ გუშინდელს მერე მისგან არაფერი ისმის. - ბოლოს ჩვენი კამათი გამახსენდა, ნუთუ... - კარგი, გადმოგირეკავ. - ტელეფონი გავუთიშე და ნოვას ნომერი ამოვაგდე. - რა ხდება? - სია ანერვიულებული წამოჯდა - რამე ხომ არ მოხდა? ვინმე დაიკარგა? - ნუ ნერვიულობ, - შუბლზე ვაკოცე, წამოვდექი, შარვალი ამოვიცვი და ნოვასთან გადავრეკე - შენ მონტის გაკეთებული შოკოლადი გასინჯე, მართლია გაგვიცივდა, მაგრამ მაინც გემრიელია, მეც მოვალ. სიგარეტის კოლოფს ხელი წამოვავლე და აივანზე გავედი. ზუმერი გადიოდა, მაგრამ ტელეფონს არავინ პასუხობდა. მეორედ გადავრეკე, თან ერთი ღერი ამოვაძვრინე და გავუკიდე. როგორც იქნა, მიპასუხეს. - დიდი ხანია ჩემს ტელეფონზე შენი ზარი არ შემოსულა, - მომესმა ნოვას ხრინწიანი ხმა. - მთვრალი ხარ? - ვკითხე ხმადაბლა და ერთი ნაფაზი დავარტყი. - სხვანაირად აქ მოსვლა არ შემეძლო. - მარტო რატომ წახვედი? შეგეძლო დაგერეკა, - შუბლი ნერვიულად მოვისრისე. - და მიპასუხებდი? შენ დიდი ხანია ჩემს ზარებს აღარ პასუხობ. - მის ხმაში ასეთი სასოწარკვეთა მანამდე არასოდეს შემინიშნავს, ავნერვიულდი. - კიდევ მანდ ხარ? მოგაკითხავ. - არა, არ მოხვიდე, მასთან მარტოს მინდა ყოფნა, - გაბზარული ხმით მივხვდი, რომ ტიროდა - შენი სიტყვები მეტისმეტად მწარე იყო, ყოველთვის გეხერხებოდა ჩემთვის თვალის ახელა. - ნოვა... - სიმართლე მითხარი, თითოეული სიტყვა სიმართლე იყო, - შემაწყვეტინა ხმაჩახლეჩილმა - მართალია, მას დედაშენთან საერთო აღარაფერი აქვს, მაგრამ მაინც ლამაზია, დუჩე, ძალიან ლამაზია. ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად შევიმშრალე და ისევ მოვქაჩე, სიგარეტის ნახევარი ერთ ნაფაზზე ჩამეწვა. - რენემ დაგირეკა ხომ? სხვანაირად არ დამირეკავდი. - მითხრა, რომ სახლში არ გამოჩენილხარ და ყველაფერს მივხვდი. - არ მინდა ვინმემ შემაწუხოს, ცოტახანი მასთან მინდა ყოფნა. შეგიძლია ამის მოგვარება? - კარგი. - გმადლობ, ახლა უნდა გავთიშო. დედაშენს ჭამის დრო უწევს, მინდა ეს მე გავაკეთო. - შუქი ჩააქრე და ფარდები გადასწიე, მხოლოდ სიბნელეში მშვიდდება, თუ გარკვევით ვერ დაგინახავს მიკარების საშუალებას მოგცემს. - კარგი, - წამით დადუმდა, რაღაცის თქმა უნდოდა და ყოყმანობდა - დუჩე... - ჰო. - მაპატიე, - წაიჩურჩულა ხმაგაბზარულმა - ახლა ვხვდები, რომ ამ განსაცდელის წინაშე მარტო მიგატოვე. მთელი ეს დრო შენ იყავი მის გვერდით. მე ისიც კი არ ვიცი რა აშინებს და რა ამშვიდებს. მაპატიე, შვილო... ყელში ბურთი გამეჩხირა. თავი ჩავხარე და გულზე მოწოლილ გრძნობებს კრიჭაშეკრული შევებრძოლე. ბოლოს თავს მოვერიე, ღრმად ჩავისუნთქე და მშვიდი ხმით ვუპასუხე. - არავინ შეგაწუხებს, რამდენი ხანიც გინდა დარჩი. დანარჩენს მოვაგვარებ. - კარგი. ტელეფონი გაითიშა. თვალები დავხუჭე და ზამთრის გრილი ჰაერი ღრმად შევისუნთქე. გულზე ცეცხლი მეკიდა. დიდი ხნის შემდეგ, მე ბოლოს და ბოლოს მამის ხმა გავიგონე, კაცის რომელიც მკვდარი მეგონა. მოულოდნელად წელზე წვრილი მკლავები შემომეხვივნენ. შიშველ ზურგზე თბილი სხეული ვიგრძენი, მესიამოვნა. - ყველაფერი რიგზეა? - წაიჩურჩულა და ლოყა ხერხემალზე მომაკრო - კარგად ხარ? შემოვბრუნდი და სიას სევდიან თვალებში ჩავაცქერდი. ტანზე ზეწარი შემოეხვია და ფეხშიშველი ცივ მეტლხზე იდგა. დავიხარე, ხელში ავიყვანე და საძინებლისკენ გავაბიჯე. - გარეთ ცივა, - შუბლზე ნაზად ვაკოცე და გავუღიმე - წამოდი, რამე გემრიელს მოგიმზადებ. ჩემს მოხუცსს ვასახელებ, რაღაცეები მეც მასწავლა. - დუჩე, - კისერზე ხელები შემომხვია და შუბლშეკრული ყურადღებით მომაჩერდა - ამას ნუ აკეთებ, ვალდებული არ ხარ ამას მარტო გაუმკლავდე. ზუსტად ვიცი ახლა რასაც გრძნობ, დამიჯერე ვიცი. საძინებელში შესული შევჩერდი და თვალებში თბილად შევხედე. შეიძლება აქამდე ეს მართლაც ასე იყო, მარტოობის გრძნობა ჩემს ძალაგამოცლილ სხეულს შეჩვეული ბინადარივით არასოდეს ტოვებდა, ისე დაეხეტებოდა ჩემში, როგორც აჩრდილი ბნელ ქუჩებში, მაგრამ ახლა... - ცხოვრებაში შტორმის დასრულებას კიარ უნდა ელოდო, წვიმაში ცეკვა უნდა ისწავლოო, ასე მითხრა ერთხელ ჩემმა მოხუცმა - გამეღიმა და ტუჩებზე ნაზად ვაკოცე - კარგად არ ვარ, მაგრამ შენ აქ მყავხარ. ეს საკმარისია რომ თავი უკეთ ვიგრძნო. - ძალიან მომწონს შენი მოხუცი, - გამიღიმა თბილად - ჩემს მოხუცსს მაგონებს. ყველა სირთულეს ერთად გავუმკლავდებით, კარგი? - კარგი. - ახლა კი დამსვი თუ შეიძლება, შენი მკლავები კომფორტული და მოსახერხებელია, მაგრამ წყალი უნდა გადავივლო, - გამიცინა თვალებანთებულმა. - კარგი, - ჩამოვსვი და პატარა თავი ხელებში მოვიქციე. იქამდე ვუკოცნე ხორბლისფერი სახე სანამ ერთიანად არ აწითლდა - ახლა შეგიძლია მიბრძანდე, მე კი რამეს მოვამზადებ. - შეგაფასებ, - თვალი ჩამიკრა, ზეწრის კალთები აიკეცა და სააბაზანოსკენ გაიქცა. გამეცინა, ტელეფონი ამოვიღე და სამზარეულოში გავედი, თან რენეს ნომერი ავკრიფე, მეორე ზუმერზევე მიპასუხა. - გაარკვიე რამე? - იკითხა მაშინვე. - არ დაურეკო, მარტო ყოფნა უნდა, ცოტახანი მის საქმეებს შენ მიხედე. - კარგად არის? რა მოხდა? - კარგადაა, - თაროდან ტაფა ჩამოვიღე და გაზქურაზე შემოვდე - როცა მზად იქნება თვითონ მოვა, კომპანიას მარტო გაუმკლავდები? - კი, ეგ პრობლემა არაა, - წამით დადუმდა - შეგიძლია დღეს შემხვდე? - არ მცალია, საქმე გაქვს რამე? - არა, ისეთი არაფერი, კარგი. დროებით. ტელეფონი მაგიდაზე მივაგდე და მაცივარი გამოვაღე. მონტის იმდენი რამე შეელაგებინა თაროებზე, უმრავლესობის სახელიც კი არ ვიცოდი. ბოლოს არჩევანი მაინც კვერცხზე შევაჩერე. პომიდორი, სოკო, სალათის ფურცელი და სამი სახის წიწაკა გამოვიღე. კონტეინერებს უკან კი იტალიურ ავოკადოს სოუს მოვკარი თვალი, კმაყოფილს ჩამეღიმა და ისიც გამოვაყოლე ხელს. ვახშმის მზადებას თხუთმეტ წუთში მოვრჩი. ექსკლუზიურად მომზადებულ ომლეტს მწარე სანელებლები მოვაყარე და კვერცხი ტაფით ამოვაბზრიალე, ამჯერად იქაურობა არ მომითხვრია. ნახევრად შემწვარი ომლეტი მორჩილად დაეტყეპა ტაფის ცხელ ძირს. - ვაუ! - სიას თვალები აღფრთოვანებისგან გაუფართოვდა - შენ მართლა არ ხუმრობ! თავი შევიკავე იმის აღნიშნვისგან, რომ სულაც პირველად გამომივიდა ეს ილეთი. ერთხელ ცხელი ომლეტი პირდაპირ მონტის გავარტყი სიფათში. ახლაც კარგად მახსოვდა მისი ჩამოგრძელებული სახე, თეთრ ულვაშზე მწვანილის ნარჩენები უსუსურად რომ უქანავებდა და გამეცინა. - ხომ გითხარი, პროფესიონალი ვარ-მეთქი, - ბოლომდე შევიფერე და გაღიმებული შემოვბრუნდი. მოულოდნელად, სულ გადამავიწყდა ომლეტიც და მონტის ულვაშიც. თვალებანთებული სიას მივაჩერდი. ჩემს საყვარელ, მუქ ლურჯ მაისურში ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდა, რომელიც ლამის მუხლებამდე სწვდებოდა. სველი თმა კი წელამდე ჩამოჰყროდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა გოგოს ჩემი მაისური ეცვა. - რა მოხდა? - მკითხა გაკვირვებულმა. - არაფერი, - თვალი ძლივს მოვწყვიტე და ომლეტი თეფშზე გადმოვიღე. ავოკადოს სოუსით მომღიმარი სმაილიკი დავახატე და წინ დავუდგი - შემიფასე. - რა რომანწიკულია, - სოუსს თითი წაჰკრა და გალოკა. - ჩემს პროვოცირებას მოეშვი და ნორმალურად ჭამე, - ხელში ჩანგალი მივაჩეჩე და სასმელების ბარიდან ღვინო გამოვიღე. - შენი პროვოცირება არც მიფიქრია, ეს შენ ხარ მგრძნობიარე, - თვალი ჩამიკრა და ომლეტს ჩანგალი უჩხვლიტა. - გაითვალისწინე, რომ შენთვის არც ისე უსაფრთხო ზონაში იმყოფები, ნებისმიერ წუთს შეიძლება ისევ საწოლში აღმოჩნდე. ჭიქები მაგიდაზე დავალაგე და ღვინო ჩამოვასხი. თავჩახრილს ჩაეღიმა და ლოყები ისევ შეეფაკლა. სკამი გამოვწიე და გვერდით მივუჯექი. - აბა, როგორია? - შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, - გახალისებულმა, ჩანგალზე კვერცხი წამოაცვა და მომიბუნდა - პირი გააღე. - არ მშია, შენთვის გავაკეთე. - მე არ მიკთხავს გინდა თუ არა, - ტუჩები უკმაყოფილოდ გაებუშტა - პირი გააღე-მეთქი! გამეცინა და დავემორჩილე. მართლაც გემრიელი გამოსულა, ღიმილით ვუყურებდი, როგორ მადიანად შეექცეოდა ჩემს მომზადებულ კვერცხს და გული მითბებოდა. - დუჩე... - კვერცხი ჩანგალზე წამოაგო და ფიქრიანი მზერა გაუშტერა - შეიძლება რაღაც გკითხო? - როგორი ცნობისმოყვარე ხარ, ქალბატონო! კარგი, რაც გინდა მკითხე, - ღვინო მოვსვი და ინტერესით შევხედე, ყოყმანობდა - ნუ გაჩუმდი, გისმენ. - შენ და ალექსმა რაზე იჩხუბეთ? - თავი ასწია და გვერდულად გამომხედა - რა მოხდა თქვენ შორის? - და ალექსი ახლა რატომ გაგახსენდა? - ვკითხე ხმადაბლა. - მაინტერესებს, ისეთი რა მოხდა, რომ ერთმანეთს ასე ეპყრობით. თქვენ საუკეთესო მეგობრები იყავით და ზუსტად ვიცი, რომ ერთმანეთი ძალიან გიყვართ, მაგრამ მაინც ასე ხართ. რატომ? რა გააკეთა ისეთი რაც ვერ აპატიე? მზერა ღვინის ჭიქას გავუშტერე. არ ვიცოდი მეთქვა თუ არა მისთვის სიმართლე, ეს ბინძური საიდუმლო უკვე დიდი ხანი იყო გულით დამქონდა. მზერა სიაზე გადავიტანე, სევდიანი თვალებით მომჩერებოდა და უცებ მივხვდი, თუ რატომ დამისვა ეს კითხვა. მას ამის მოსმენა ინტერესის დასაკმაყოფილებლად არ სჭირდებოდა, ხელჩასაჭიდს ეძებდა, რაიმეს რაც თავს ოდნავ უკეთ აგრძნობინებდა, მისი ფიქრები ეკეს დასტრიალებდნენ, ამას მის თვალებში ვკითხულობდი. - მიზეზს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, - მისკენ გადავიხარე და სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადავუწიე - მნიშვნელოვანი ის არის, რომ მას ჩემში ეჭვი შეეპარა, იმის გათვალისწინებით, რომ იცოდა ძმასავით მიყვარდა, მაინც სხვის სიტყვებს მოუსმინა. სწორედ ეს ვერ ვაპატიე, რაც არ უნდა დაენახა, რაც არ უნდა მოესმინა, ჩემთან გარკვევის გარეშე დასკვნები არ უნდა გამოეტანა. მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მას კითხვასაც კი არ დავუსვამდი, ეს მართლაც ასეა თუ არა-თქო, იმ ნაბიჭვარს ენას ამოვადღლიზავდი ბინძური ტყუილისთვის. ჩვენ შორის კი ნდობა ორმხრივი არ აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ დაინგრა ყველაფერი. - ეს რომ სიმართლე ყოფილიყო? - ტუჩები აუკანკალდა და თვალებაწყლიანებულმა შემომხედა - ალექსს მართლა ძალიან ცუდი რამ, რომ ჩაედინა, რას იზამდი? მაინც აპატიებდი? შენთვის გული ძალიან რომ ეტკინა, აპატიებდი? - სია, - ნიკაპში თითი ამოვდე და თავი ავაწევინე - ადამიანები ბოდიშს მაშინ იხდიან, როცა შეცდომას უშვებენ, უნდობლობა კი შეცდომა არაა, ეს არჩევანია. ამის პატიება კი არ შემიძლია. თუ ადამიანს მეგობრად თვლი, მას ზურგი არ უნდა შეაქციო, მისი მოსმენის გარეშე დასკვნები არ უნდა გამოიტანო. თავი ოდნავ დამიქნია, მზერა დაუმშვიდდა, მათ სიღრმეში ფარული შვება ამოვიკითხე და გამეღიმა. ჭრილობები ირონიული რამეა, შეიძლება შენმა ჭრილობამ სხვისი შეახორცოს... - და მაინც... - კვერცხს თავი ანება და მომიბრუნდა - მას სჭირდები, დუჩე. ასეთ რთულ მომენტში, როცა შეიძლება ყველაფერი მოხდეს, ის სრულიად მარტოა. არ გინახავს მისი სახე, როცა დაგჭრეს, ადამიანს არ ჰგავდა. ერთ შანსს ყველა იმსახურებს, დამნაშავეც კი. - კარგი, - ვუპასუხე ხანგრძილივი პაუზის შემდეგ. - კარგი? ასე უბრალოდ, კარგი? - თვალები ეჭვით მოწკურა. - ჰო, ასე უბრალოდ, - ცხვირზე თითი წავკარი და გავუღიმე - ვფიქრობ ახლა ძალების გაერთიანება საუკეთესო არჩევანია. ფართოდ გამიღიმა, წამოდგა კალთაში ჩამიჯდა და კისერზე მომეხვია. გაკვირვებული წამით გავშეშდი. თავი ჩემს კისერში ჩამალა და მჭიდროდ მომეკრო. - ისეთი კარგი ხარ, ხანდახან მგონია რომ არარეალური ხარ, - ჩაილაპარაკა თავისთვის. გამეცინა და წელზე ხელები მოვხვიე. - ვინ მოგცა შენ მაგხელა ფანტაზია, შენს წარმოსახვას რომ მიმაწერ ასე თამამად?! - ძალიან მიყვარხარ, - მიჩურჩულა ყურში და ყელზე დაჭიმულ ძარღვზე ნაზად მომაკრო ტუჩები. - არადა საღამოსთვის სხვა გეგმები მქონდა... ამოვიოხრე აღგზნებულმა, ხელში ავიტაცე და წამოვდექი. გამხიარულებულს სიცილი აუტყდა და მკლავებში ამიფართხალდა. - დამსვი, მეტს აღარ ვიზამ! - უკვე გვიანია! საძინებლის კარი ფეხით გავაღე, ხელში აფართხალებული საწოლზე მივაგდე და ზემოდან მოვექეცი. მთვარის შუქზე მისმა ღიმილმა თვალი მომჭრა. - მე უფრო მიყვარხარ, - წავიჩურჩულე სერიოზულად და ჩვენი ტუჩები ისევ შეერწყა ერთმანეთს... თავი მეთოთხმეტე ძილბურანიდან ტელეფონზე ზარმა გამომაფხიზლა. თვალი არც გამიხელია, ტელეფონს გადავწვდი და ისე, რომ არც მინახავს ვინ რეკავდა, ვუპასუხე. - დუჩე... - მომესმა ჩურჩული - დუჩე... მაშინვე თვალები ვჭყიტე და სწრაფად წამოვჯექი. ეკეს მისუსტებული ხმა ძლივს მესმოდა ყურმილიდან. მძინარე სიას სწრაფი მზერა ვესროლე და ოთახიდან უჩუმრად გავიპარე. - ეკე? რა ხმა გაქვს, ბიჭო! - ჩავჩურჩულე შეშფოთებულმა. - დაჭრილი ვარ, - წაიხრიალა სუსტად - შეგიძლია... - სად ხარ? მითხარი სად ხარ, გამოვდივარ უკვე! - არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს... - ეკე! ეკე! - ლამის ვიყვირე. ტელეფონი გაითიშა. - ამის დედაც! სასწრაფოდ საძინებელში შევვარდი. რაც ხელში მომხვდა ამოვიცვი და მანქანის გასაღებს ხელი დავტაცე. აღელვებულმა სიას გავხედე, არ გაუღვიძია ღრმად ეძინა. მაშინვე გამოვბრუნდი და სახლის კარი უჩუმრად გამოვიხურე. ლიფტის ღილაკს თითი მივაჭირე, თან ტაისონას ნომერი ამოვაგდე. ლიფტის კარიც გაიღო და ანდრომაც მიპასუხა. - ანდრო! სამსახურში ხარ? - აბა, სად ვიქნები?! - წაიბურდღუნა ნამძინარევი ხმით - რა მოხდა? - ნომერს გადმოგიგზავნი და სასწრაფოდ მისი ადგილმდებარეობა უნდა დამიდგინო. - ჰაა? - გამოფხიზლდი და გააკეთე რასაც გეუბნები! - ვიყვირე გაცეცხლებულმა - ადგილმდებარეობა ჩემს ნავიგატორზე გადმოამისამართე, გაიგე? - გავიგე, ნომერი მომწერე, - მიპასუხა დამფრთხალმა. ტელეფონი გავთიშე, ეკეს ნომერი სწრაფად ავკრიფე და ესემესი გავაგზავნე. ამ დროს ლიფტის კარიც გაიღო და ადგილიდან ტყვიასავით მოვწყდი. გულამოვარდნილმა მანქანასთან მივირბინე, კარი გამოვაღე, ჩავჯექი და სწრაფად დავქოქე. ბენტლი საბურავების წივილით მოსწყდა ადგილიდან და მთავარ გზატკეცილზე გაიჭრა. მობილური ჰოლდერზე მივამაგრე და ნავიგატორი ჩავრთე. სიგნალი ჯერ კიდევ არ ჩანდა. - ჯანდაბა, მალე! მალე! მანქანის ქვედა უჯრა გამოვაღე და იქიდან იარაღი ამოვიღე. ყოველი შემთხვევისთვის ზურგს უკან ჩავიჩურთე, თან წინ ვიყურებოდი, რომ სიჩქარეში ვინმე არ გადამეთელა. როგორც იქნა, ნავიგატორზე წითელი ციმციმა წერტილი აინთო. - მადლობა ღმერთს, ახლოს ხარ! გაზის პედალს მთელი ძალით დავაჭირე ფეხი, მანქანა დამშეული მხეცივით აღმუვლდა და ტყვიასავით გაიჭრა წინ. ათ წუთში, მანქანა კორპუსების ჩიხში მივაგდე. ტელეფონს ხელი დავტაცე და მანქანიდან გადმოვედი. წითელი სიგნალი აქვე ახლოს ციმციმებდა. ეკეს ნომერი ამოვაგდე და გადავრეკე. მიყრუებულ უბანში სუსტი ხმა მომესმა, ტელეფონი საიდანღაც რეკავდა. აღელვებული მაშინვე ხმის მიმართულებით გავიქეცი. კორპუს შემოვურბინე და სმენა დავძაბე. ხმა ერთ-ერთი სადარბაზოდან ისმოდა. ნაბიჯს ავუჩქარე, შუა სადარბაზოში შევირბინე და სარდაფის კიბეებზე დავეშვი. ყველაფერი უკუნ სიბნელეს მოეცვა. ტელეფონის ზარის ხმაც შეწყდა. ხელახლა გადავრეკე, მაგრამ ოპერატორმა მაცნობა აბონენტს დროებით ვერ დაუკავშირდებითო. - ტელეფონი დაუჯდა! ეკე... ეკე! ხმადაბალი ძახილით წინ წავედი, ტელეფონი ფანარის რეჟიმზე გადავიყვანე და მაღლა ავწიე, რომ გზა გამეკვლია. ჩაბნელებულ დერეფანს ნათელი მოეფინა, თეთრი შუქი კი, ჰოლის ბოლოს, მიწაზე უგონოდ მგდებ სისხლიან სხეულს დაეცა. - ეკე! - წამოვიყვირე შეშინებულმა და მისკენ გავიქეცი. სხეულის ქვეშ სწრაფად დგებოდა სისხლის გუბე. თოიძეს ფერდთან ორი ნატყვიარი მოუჩანდა. სახეზე კი მიწის ფერი ედო. - ეკე! ბიჭო, გამოფხიზლდი! - სახეში გამეტებით გავარტყი, მისუსტებულმა თვალები ოდნავ გაახილა - კარგია, ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ, მომეჭიდე! მკლავში ხელი წავავლე და გაჭირვებით წამოვაყენე. ერთიანად გაოფლილმა მწარედ ამოიკვნესა და ფერი კიდევ უფრო დაკარგა. მკლავქვეშ შევუდექი და როგორც შემეძლო სწრაფად წამოვიყვანე. - გონება არ დაკარგო, გაიგე! ჩემთან დარჩი, გონება არ დაკარგო, ბიჭო! - მეგონა ვერ მომისწრებდი, - წაიჩურჩულა ძალაგამოცლილმა. - და ვირთხების საძიძგნად დამპალ სარდაფში მიგაგდებდი? - ნერვიულად გამეცინა და კიბეებს ავუყევით - გაგიმართლა, რომ ბოლოს გულისამაჩუყებელი მონოლოგით დამემშვიდობე, თორემ გადავბრუნდებოდი და ძილს გავაგრძელებდი. - ! - მისუსტებულს მაინც გაეცინა. კორპუსიდან გამოვაღწიეთ, ეკე მხრებზე შევისწორე და მანქანისკენ გავემართე. ფეხზე დგომა უფრო და უფრო უჭირდა. - გონება არ დაკარგო, ცოტაც გაუძელი, გესმის! სიასთან ჯერ არ დაგისრულებია! ხელში ისე ნუ ჩამაკვდები, რომ მასთან საუბარი ვერ მოასწრო, გაიგე?! - სია... - წაიჩურჩულა გონებადაბინდულმა. - ჰო, გელოდება, შენზე დარდობს, გესმის? მას უნდა ელაპარაკო! როგორც იქნა, მანქანამდე მივაღწიე, უკანა კარი გამოვაღე და დაჭრილი ფრთხილად მივაწვინე სავარძელზე. კარი სწრაფად მივხურე და საჭეს მივუჯექი. - სასწრაფოდ საავადმყოფოში მიმყავხარ! ბევრი სისხლი დაკარგე. - არა, - წაისისინა მიტკალივით გაფითრებულმა და გაჭირვებით წამოჯდა - არავითარი საავადმყოფო. - შიგ ხომ არ გაქვს, ბიჭო, ხელში ჩამაკვდები! - მანქანა დავქოქე და ელვის სისწრაფით მოვწყვიტე ადგილიდან. - გავუძლებ, - კრიჭაშეკრულმა ცხარედ გამოსცრა კბილებში - ექიმი, შენს ექიმს დაურეკე. - ეკე, შენი სიცოცხლით ვრისკავ! - დუჩე, გთოხვ! ახლა თუ საავადმყოფოში მივალ ყველაფერი წყალში ჩამეყრება გესმის? გთოხვ... - ამის დედაც! მანქანა მოწყვეტით შევაჩერე, ტელეფონი ამოვიღე და ზურაბთან გადავრეკე. მესამე ზუმერზე მისი ნამძინარევი ხმა მომესმა, გავაღვიძე - ისევ. - გისმენთ... - ზურაბ, სასწრაფოდ მჭირდები! - ახლა რაღა მოხდა? - ხმაში შეშფოთება გამოერია. - მეგობარი დაჭრილი მყავს. უნდა მიშველო, საავადმყოფოს გარეშე, გესმის? - მძიმედაა დაჭრილი? - ორი ტყვია ფერდში აქვს მოხვედრილი. - ხომ არ შეიშალე, საავადმყოფოს გარეშე ვერაფერს ვიზამ, ელემენტარულად ბევრი სისხლი ექნება დაკარგული. მე არ მაქვს შესაფერისი აღჭურვილობა სახლში. - ყველაფერს გავაკეთებ, მითხარი რა დაგჭირდება და ყველაფერს მოგიტან, ოღონდ ეს საავადმყოფოს გარეშე უნდა მომიგვარო. ზურაბ, სხვა გზა არ მაქვს! - სასოწარკვეთილმა ეკეს შეშფოთებით გავხედე. - ჯანდაბას ჩემი თავი! კარგი, სასწრაფოდ ჩემთან მოიყვანე, მე ინსტუმენტებს გავამზადებ, ჭრილობაზე ხელი მაგრად მიიჭიროს, ასე სისხლდენას შეაკავებს. - კარგი, მოვდივარ. ტელეფონი სავარძელზე მივაგდე, საჭე მოვაბრუნე და გაზის პედალს მთელი ძალით დავაჭირე ფეხი. ეკემ სუსტად ამოიკვნესა და სავარძელს მიეყუდა. აღელვებულმა სარკეში გავხედე. - ჩემი გესმის? არ გაითიშო, მელაპარაკე! - მეძინება... - არა, არავითარ შემთხვევაში! თვალები არ დახუჭო, თორემ საავადმყოფოში გაგაქანებ ეგრევე, გაიგე?! - დავემუქრე გაღიზიანებული. - გმადლობ... რომ მოხვედი... - სახეზე ცივი ოფლი ასხამდა. - მადლობა მაშინ გადამიხადე, ცოცხალი რომ გადარჩები. სიკვდილის უფლებას არ მოგცემ, ასე სიას თვალს ვეღარასდროს გავუსწორებ. არ მჯერა, რომ ამას საკუთარი პირით გეუბნები, მაგრამ მასზე იფიქრე, გესმის? - ცხოვრება უცნაური რამ არის, - მისუსტებულს გალურჯებულ ტუჩებზე ღიმილისმაგვარმა გადაურბინა - რამდენიმე თვის წინ ამას ვინ იფიქრებდა, არა? - ჰო რას ვიფიქრებდი, შენი ს გადარჩენა, მე თუ მომიწევდა. ჩამეცინა სარკასტრულად და სიჩქარეს კიდევ უფრო მოვუმატე. თან ვნერვიულობდი პატრულს არ გამოვეჭირე, ახლა თითოეული წუთი მნიშვნელოვანი იყო. - რა მოხდა? ვინ დაგჭრა? - შემომაკვდა... კაცი შემომაკვდა, დუჩე... ეკეს სარკეში გავხედე, სახეზე მკვდრის ფერი ედო და გაჭირვებით სუნთქავდა. მის ნათქვამს დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, ეს არც მადარდებდა, მთავარი იყო, რომ თვითონ ცოცხალმა გამოაღწია. - რა შეგემთხვა? - ვკითხე ხმადაბლა. - გეგეჩკორი ახალი შეკვეთის მისაღებად გაემგზავრა. კონტრაბანდა თბილისში შემოჰქონდათ და თავის ნაბიჭვრები თან გაიყოლა. მინდოდა საწყობის ადგილმდებარეობა დამედგინა და უჩუმრად უკან გავყევი. - გაიგე სად ინახავენ ტვირთს? - გავხედე სწრაფად. - ბავშვთა სახლში, სადაც ჩვენ ვიყავით... ლაპარაკს უკანასკნელ ძალებს ახმარდა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს უნდოდა ყველაფრის თქმა მოესწრო, სანამ... აზრი ვეღარ დავასრულე და გაზის პედალს ფეხის ტერფი მივაწებე. - კი მაგრამ, ჩვენ იქაურობა შევამოწმეთ! - არა, სარდაფი... იქ სარდაფია, ბეტონის იატაკის ქვეშ ხუფია... პირველი სართულის მარცხენა ფლიგელი, ყველაზე ბოლო ოთახში... იქიდანაა შესასვლელი... - კარგი, გავიგე, ახლა მითხარი იქ რა მოხდა. - ვცდილობდი ლაპარაკში დრო გამეყვანა, რომ არ ჩასძინებოდა, მისი ფერი მაშინებდა. - დამინახეს, ის ახვარი უკნიდან წამადგა თავს... იარაღს მიმიზნებდა, მე რომ არ დამესწრო... - მორჩი! - შევუღრინე ნერვებმოშლილმა - ეს თავდაცვა იყო, გესმის?! მორჩი სისულელეებზე ფიქრს! მერე? სროლა რომ ატყდა ყურადღებას მიიქცევდი. სახეზე დაგინახეს? - არა, ნიღაბი მეკეთა. მანქანაში რომ ვჯდებოდი გეგეჩკორმა დამჭრა, აქამდე მოსვლა ძლივს მოვახერხე... ვგრძნობდი, რომ გონს ვკარგავდი, ამიტომ მანქანა შუა ტრასაზე მივაგდე და ფეხით წამოვედი. - არ დაგედევნენ? - ორი ფურგონით იყვნენ მხოლოდ, გამოქცევისას საბურავები დავუხეთქე... ამან დრო მომაგებინა, სანამ თავის ძაღლებს დამადევნებდა ის ახვარი! როგორც იქნა, ზურაბის კერძო სახლს მივუახლოვდი, მანქანა ხეივანში შევიყვანე და ჭიშკართან შევაჩერე. სწრაფად გადმოვედი და ეკეს გადმოსვლაში დავეხმარე. - ცოტაც გაუძელი, უკვე მოვედით. მანქანის ხმაზე, ჰოლის ფანჯარაში შუქი აანთეს, კარი გაიღო და ზღურბლზე პიჟამაში გამოწყობილი ზურაბი გამოჩნდა. - ზურაბ, სწრაფად, დამეხმარე! დაბნეული ძლივს მოეგო გონს, ეკეს მეორე მხარში ამოუდგა და დაჭრილი სახლში შევიყვანეთ. - მარჯვენა ოთახისკენ წავიყვანოთ, ყველაფერი გამზადებული მაქვს. - კარგი. დერეფნის ბოლოს, თეთრ კარს მივუახლოვდით, ფეხი ვკარი და შევაღე. მინი საოპერაციოდ გადაკეთებული ოთახი ისე გაეჩახჩახებინათ, რომ მისმა სინათლემ ლამის დამაბრმავა. - ლოგინზე დააწვინე, ფრთხილად... აი ასე... ახლა კი საოპერაციოდ უნდა მოვემზადო. შენ ზედა გახადე. - ეკე, დამეხმარე, - ფრთხილად წამოვაყენე და ზედას დავეჯაჯგურე - ხელები ასწიე, , რას მიძალიანდები კიარ გაუპატიურებ ბლიად! ბევრი ჯაჯგურის შემდეგ, ქურთუკი და ზედა გავაძრე. სინათლის შუქზე, დაკუნთულ სხეულზე, იარებმა გაიელვეს. ჩემს მსგავსად არც მას აკლდა, ვარდისფერი ნაიარევები ტანზე. ფერდი კი ერთიანად სისხლით მოთხვროდა და ორ შავ ღრმულს სახიფათოდ დაეღო პირი, სისხლი ისე მოჟონავდა ღია ჭრილობიდან, როგორც ონკანიდან ანკარა წყალი. - ზურაბ, ბევრს სისხლს კარგავს! გადაფითრებულმა ექიმს გავხედე. ხელზე სწრაფად მოირგო სამედიცინო ხელთათმანები და დოლბანდით და სპირტის ბოთლით ხელში ჩემკენ გამოქანდა. - სისხლდენას შევუჩერებ, ახლა პანიკის დრო არაა. რახან ვრისკავთ, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ელაპარაკე, გონება არ უნდა დაკარგოს, მე ჭრილობას მივხედავ. - ეკე, ბიჭო! - გვერდით მივუჯექი და მკლავზე ხელი წავავლე, - აქამდე მოვედით, ახლა დანებება არ გაბედო! - თუ... - კბილებში მწარედ გამოსცრა, რადგან სწორედ ამ დროს ექიმმა ჭრილობაზე სპირტი დაასხა. ტკივილსგან გალურჯებული მკლავში ჩამაფრინდა - თუ ოპერაციას ვერ გადავიტან... - წინადადების დაბოლოება არ გაბედო, ! - შევუღრინე გამძვინვარებულმა - ჩამეჭიდე, თუ გეტკინება ხელი მომიჭირე. - სია... - გამწარებულს თვალები დაუელამდა - უთხარი, გესმის? დუჩე, თუ მე ვერ მოვახერხებ უთხარი, რომ ასე არ მინდოდა... ყველაფერი ცუდად გამოვიდა... - იცის, უშენოდაც იცის, სულ რომ დამნაშავე ყოფილიყავი მაინც გაპატიებდა, სირო! - გთხოვ, უფლება არავის მისცე... დაიცავი... - გონებადაბინდულს ხმა მიუსუსტდა, ბოლოს კი საერთოდ დადუმდა. ჩემზე შემოჭდობილი ხელი კი უღონოდ ჩამოუცურდა. - არა, არა, არა! - ვიღრიალე გაცოფებულმა - ზურაბ! - გონება დაკარგა, - ყელთან არტერია მოუსინჯა - პულსი ძალიან სუსტი აქვს, გული უჩერდება... - არა, არა! გაველურებული წამოვხტი და მკერდზე მასაჟების კეთება დავიწყე. ხელებს გამეტებით ვაჭერდი და რიტმულად ვუმასაჟებდი გულს. - არ გაბედო, თვალი გაახილე, სიკვდილი არ გაბედო! - ვუყვირე სიგიჟის ზღვარზე მისულმა. - დუჩე... პულსი არ ესინჯება... - ზურაბს ხმა გაებზარა. - ღმერთს ვფიცავ, ახლა თუ ხელში ჩამაკვდები, ჯოჯოხეთში გამოგყვები და ჩემი ხელით ამოგგლეჯ გულს!!! განწირულმა მუშტი მთელი ძალით მოვიქნიე და გამეტებით დავსცხე მკერდზე. დარტყმა და მისი კვნესა ერთი იყო. - დაუჯერებელია! - ექიმს თვალები შუბლზე აუცვივდა და სახე სიხარულისგან გაუბრწყინდა - შეძლო... - ჯანდაბა... ღმერთო... - მუხლებში სისუსტე ვიგრძენი, ძალა ერთიანად გამომეცალა. - ამისთვის გაზღვევინებ. არაკაცი ვიყო, თუ ამის გამო მაგრად არ გცემო! საწოლზე უღონოდ ჩავცურდი და თავი ჩავხარე. გადატანილი შოკისგან ხელები ჯერ კიდევ მიკანკალებდა. ზურაბი მუშაობას შეუდგა. ეკეს ხმადაბალი კვნესა გულში მბჟუტავ იმედს სასიცოცხლო ნაპერწკლებს აძლევდა და აღვივებდა. თითოეული ამოსუნთქვისთვის გულში მადლობას ვუხდიდი. ოპერაცია ხანგრძლივი და დამღლელი აღმოჩნდა. ჭრილობიდან ამოღებული ტყვიების სუსტი წკარუნი, რომლებსაც ექიმი მომცრო ჯამში ყრიდა, ისედაც დაჭიმულ ნერვებს, უარესად მიღიზიანებდა. ეკეს გვერდიდან არ მოვცილებივარ, მისი ხელი მჭიდროდ მქონდა ჩაბღუჯული. ბოლოს რამდენიმე საათის შემდეგ, როცა ფანჯრებიდან დილის მკრთალმა სინათლემ შემოაღწია, ზურაბი წელში გასწორდა. - დავამთავრე, - შუბლზე მომდგარი ოფლი ხელის ზურგით შეიწმინდა და დაქანცულმა გამომხედა - ახლა მხოლოდ სახვევს დავადებ და მორჩა, სასწაულებრივად გადარჩა, ვერც კი ვიჯერებ. - ეკე, - სახეზე მსუბუქად წავუტყაპუნე ხელი - როგორ ხარ, ბიჭო?! - სუსტად, მაგრამ ვიცოცხლებ... - წაიბუტბუტა სახეალაპლაპებულმა - ჭრილობა მტკივა... - წვეთვანს დაგიდგამ და გამაყუჩებელს გაგიკეთებ. ცოტახანში ჩაგეძინება, ტკივილი გაგიყუჩდება და ვეღარაფერს იგრძნობ. - რამდენ ხანში შევძლებ ადგომას? - წაიჩურჩულა მიტკლავით გაფითრებულმა. - ორი თვე მინიმუმ... - რა ორი თვე! - შეაწყვეტინა ანერვიულებულმა და ლოგინიდან წამოიწია. - რას აკეთებ, ბიჭო! - შევუღრინე გაღიზიანებულმა და ძალით დავაწვინე ლოგინზე - რამდენიმე საათის წინ კინაღამ ხელებში ჩამაკვდი?! ცოტა თავს გაუფრთხილდი! - დუჩე, - მხარში ჩამეჭიდა და სიმწრისგან კბილები გააღრჭიალა - თუ არ გამოვჩნდები ყველაფერს მიხვდებიან. რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს რისკს, თუ ასე ცხვარივით დავიწვები?! - შენთვის ადგომა არ შეიძლება და ეს არ განიხილება! - მაქსიმუმ ორი დღე, მეტს ვერ მოვითმენ, თუ დამწვავენ... - ჰოდა, მაგათი დედაცმოვტყან! სხვა გეგმას მოვიფიქრებთ! - შევუყვირე ნერვებმოშლილმა - შენი სიცოცხლით ვერ გავრისკავ, მორჩი სისულელეებს და დაწექი! თორემ ზურაბს ვეტყვი, ცხენის დოზას მოგცემ და ერთი თვე თვალს ვერ გაახელ! - დუჩე, - ზურაბმა შეშფოთებით გამომხედა - რა გავაკეთო? - რაც არ უნდა მოხდეს ფეხზე ადგომის საშუალება არ მისცე, ნებისმიერი ხერხით დააბი ლოგინზე! ნუ მოკლავ და დანარჩენი ნებადართული ხარ ყველაფერში. - დუჩე! - გაღიზიანებული ლოგინიდან წამოიწია - რას აპირებ? საწყობს უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ, ახლა თუ არ ვიმოქმედებთ... - მაგას მე მოვაგვარებ, შენ იწექი და დაისვენე! - იქ მარტო არ წახვალ! - გამოსცრა კბილებში - იქ ტვირთია, გეგეჩკორს კი ხროვა ეყოლება სადარაჯოდ. მაშინ საცავში არაფერი იყო, იმიტომ დაგვხვდა შენობა ცარიელი! - ნუ ნერვიულობ, ამას მოვაგვარებ-მეთქი! შენი ჯაშუშის მისია კი დასრულებულია. გეგეჩკორს თუ მართლა აქვს შენზე ეჭვი წუხანდელის შემდეგ აუცილებლად შეგამოწმებს და დაიწვები კიდეც! ასე უაზროდ სიკვდილის უფლებას არ მოგცემ! და საერთოდ, რატომ წახვედი იქ მარტო?! რატომ არ დამირეკე?! - დუჩე, მას დასვენება სჭირდება! - ზურაბმა მკაცრად გამომხედა - თუ შეიძლება წვრილმან საკითხებზე მოგვიანებით იდავეთ! პაციენტს უნდა მივხედო! ბევრი სისხლი დაკარგა. - გაუკეთე რაც საჭიროა, რაც დაგჭირდება ყველაფერს მოვიტან და ადგომის უფლება არავითარ შემთხვევაში არ მისცე! - მიდიხარ? - ეკემ საცოდავად გამომხედა. - ჰო, მაგრამ დავბრუნდები, თან ვიღაცას მოგიყვან. - სია... - ტოპაზისფერ თვალებში სუსტი სხივი ჩაუდგა და უნებურად გაეღიმა. - ჰო, ექიმს დაუჯერე და ცოტახანს დაიძინე, რომ გაიღვიძებ შენს გვერდით იქნება. მასთან სალაპარაკოდ ძალები დაგჭირდება. გაგიმართლა, ისედაც გაფარჩაკებული ხარ, აღარ გცემს! - წადი შენი! - გაფითრებულს გაეცინა და გამწარებულმა ჭრილობაზე ხელი მიიდო. - შენ სამსახურში თუ არ მიხვალ პრობლემები ხომ არ შეგექმნება? - მივუბრუნდი ზურაბს. - ერთკვირიანი შვებულება მაქვს აღებული, - ჩაეცინა ირონიულად - მაგრამ, როგორც ჩანს ჩემთვის შვებულება არ არსებობს. არ უნდა ამერჩია ეს წყეული პროფესია! - მადლობა ყველაფრისთვის, ამას არ დაგივიწყებ, - მხარზე მეგობრულად დავკარი ხელი. - თავს გაუფრთხილდი, მე შენს მეგობარს მივხედავ. ჯერ-ჯერობით ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება, მაგრამ რაღაც მედიკამენტები უნდა მიყიდო. - ფურცელზე ჩამომიწერე და მოგიტან... უკვე მანქანაში ვჯდებოდი, როცა ჯიბეში ტელეფონი ამიწკრიალდა. ეკრანს რომ დავხედე ტუჩებზე ღიმილი გადამეფინა. გადატანილი სტრესი და დაძაბულობა ჰაერში აორთქლდა. - უკვე გაიღვიძე? - დუჩე, სად ხარ? - მომესმა სიას ნამძინარევი ხმა. - სახლში მოვდივარ, ცოტახანში შენთან ვიქნები. - ასე ადრე სად წახვედი? მოხდა რამე? - არა, საუზმის მომზადება მინდოდა, მაცივარში აღარაფერი გვქონდა და საყიდლებზე გამოვედი. მალე სახლში ვიქნები, დაიძინე, ჯერ შვიდიც არ არის, რომ მოვალ გაგაღვიძებ. - მაცივარი სავსეა, საყვარელო, ამდენი პროდუქტი მარკეტებში არ აქვთ გასაყიდად, - მიპასუხა ირონიულად, სახე დამემანჭა და ტუჩზე ვიკბინე - სანამ ტყუილს იტყვი, იქამდე დარწმუნდი, რომ ვერავინ გამოგიჭერს! - ცხოვრება გაცილებით რთულია, როდესაც შენი გოგო დეტექტივის უნარებს ფლობს, - წავიბუზღუნე ბრაზნარევიმხიარულებით. - და არა მარტო მაგას, საბრძოლო ხელოვნებაც ეხერხება. ჯერ სახლში მოდი! - სექსუალურად ჟღერს, - გამეცინა და მანქანა დავქოქე. - გელოდები, არ ვიძინებ. - თხუთმეტწუთში შენთან ვარ. - დროს ვინიშნავ! - ჩაცმული არ დამხვდე! - საქმეს არ გაგიმარტივებ! - შენთვის უარესი... - გარყვნილო! ტელეფონი გაითიშა. გამეცინა, საჭე მოვაბრუნე და მანქანა ნელა გავაგორე გზატკეცილზე. გზაში ტელეფონი ისევ აზუზუნდა. ეკრანს დავხედე, რენე რეკავდა. ალბათ ისევ კომპანიის საქმეებზე უნდა დამიწყოს საუბარი-მეთქი, გავიფიქრე მობეზრებულმა და არ ვუპასუხე. ახლა საამისოდ არ მცხელოდა, სიტუაცია ძალიან გართულდა. ეკეს დაშავება ყველაფერს ცვლიდა. შიგნიდან რამის გაგება უკვე შეუძლებელი იყო. მალულად მოქმედებამ აზრი დაკარგა, უკვე დრო იყო იმ უცნობი ნაბიჭვრისთვის ტრაკში ცეცხლი შემენთო და ჩრდილიდან გამომეთრია. მისი გაღიზიანება ერთადერთ გამოსავლად მეჩვენებოდა და უკვე ვიცოდი ამას როგორც გავაკეთებდი... პენთჰაუზს მივუახლოვდი, მანქანა პარკინგზე დავაყენე და გადმოვედი. ამ დროს, ტელეფონი ისევ აზუზუნდა, ეკრანს დავხედე და გაღიზიანება გაოცებამ შეცვალა, ასე ადრე კალანდიას რაში გავახსენდი?! ის იყო უნდა მეპასუხა, რომ პარკინგზე პატრულის სამი მანქანა შემოვარდა სირენების კივილით. ფეხებთან დამიმუხრუჭეს, კარები გაიღო და პოლიციელები იარაღით ხელში მანქანას გადმოეკიდნენ. - განძრევა არ გაბედო, თორემ გესვრით! - რა? - თვალები შუბლზე ამივიდა - შიგ ხო არ გაქვთ?! პარკინგზე კიდევ ერთი მანქანა, შავი ჰიუნდაი, შემოსრიალდა და საპატრულო მანქანებთან შეჩერდა. კარი გაიღო და ასფალტზე წვეტიანმა, პრიალა, ფეხსაცმელმა გადმოაბიჯა. მანქანის სალონს, შავ ლაბადაში გამოწყობილი, მაღალი ფიგურა გამოეყო. უცნობს თმაც და სახეზე მოდებული გრძელი წვერიც ერთიანად ჟღალი ჰქონდა. მაღალი შუბლი, ოთხკუთხედი სახე და გრძელი ცხირი რომელიღაც უაზრო მულტფილმის მახინჯ კარიკატურას ამსგავსებდა. ჟღალი წამწამების ქვემოდან, უცნაური თევზისებური თვალებით ცივად და მკაცრად მომშტერებოდა. - ამჯერად ძალიან შორს შეტოპე, ქავანა, - წაიღრინა ხრინწიანი ხმით და თავის ლეკვებს გახედა - დააპატიმრეთ! - რაო? - გაოცებული წამით დავიბენი - რას აკეთებთ? ხელები მომაშორე, ახვარო! გაცეცხლებულმა მუშტი მოვიქნიე და ახლოს მოსულ პოლიციელს სიფათში ვხეთქე. ამ ქმედებას უმალ მოჰყვა მძაფრი რეაქცია. სამი პოლიციელი გავეშებული მესცა, მუცელში წიხლი ჩამაზილეს, მკლავები ზურგსუკან ამომიგრიხეს და ბორკილები დამადეს. - რა ჯანდაბას აკეთებთ?! ხო არ გამო....ვდით, ტო?! - ვიყვირე გააფთრებულმა. წვეროსანი მომიახლოვდა და ისე შემომხედა, თითქოს ზოოპარკის უიშვიათესი მხეცი ვყოფილიყავი. - მე გახლავართ, გაბრიელ მესხიშვილი, უშიშროების სამსახურის სპეც ქვედანაყოფის მთავარი გამომძიებელი! - თავი წარმიდგინა და ირონიულად გამიღიმა - დუჩე ქავანა, თქვენ დაკავებული ხართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე... - რაო? - ტანში სიცივემ დამიარა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მომეყურა. - ...დანაშაულით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 109-ე მუხლის კანონიერი უფლების ფაქტზე! თქვენ გაქვთ დუმულის უფლება, გაქვთ კითხვებზე თავის შეკავების უფლება და ყველაფერი რასაც იტყვით, შესაძლებელია თქვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული სასამართლოში! - რა მკვლელობა! ვის მკვლელობას მტენით?! - წაიყვანეთ! პოლიციელები აქეთ-იქიდან ჩამაფრინდნენ, საპატრულო მანქანის უკანა სკამზე უცერემონიოდ შემტენეს და კარი მომიხურეს. გაშმაგებულმა წვეროსანს გავხედე, რომელიც პოლიციელებს რაღაცაზე ხმადაბლა ესაუბრებოდა. უშიშროება? ნეტავ ვინ მოკლეს ისეთი, რომ საქმე უშიშროების სპეც ქვედანაყოფმა აიღო, ან ყველაზე უარესი, ამ მკვლელობას მე როგორ მიკავშირებდნენ?!... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.