შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ დამისრულებია...(დასასრული)


10-05-2020, 00:17
ავტორი nina.d.
ნანახია 7 585

დილით სასიამოვნო ნიავმა და ჩიტების ჭიკჭიკმა გამაღვიძა. გუშინდელი საღამოს გახსენებაზე, ღიმილით შევხედე ჩემს გვერდით მშვიდად მძინარე გაბრიელს. ლოყაზე მივეფერე და შუბლზე ვაკოცე. ჰამაკიდან ნელა წამოვდექი, მხარის გამოძრავება და ტკივილის შეგრძნება ერთი იყო. სახე დავმანჭე და სახლში შევედი. საუზმე მოვამზადე, ყავაც გავაკეთე და გაბრიელთან გავედი. თმაზე ვეფერებოდი, ხელი ხელზე ნაზად დამადო და ტუჩებთან მიიტანა, ბაგეები ნელა შეახო და გაიღიმა.
-დილამშვიდობისა._მითხრა ღიმილით და ჰამაკში წამოჯდა.
-დილამშვიდობისა._მეც ღიმილით ვუპასუხე და ტუჩებზე ვაკოცე.
-წავიდეთ სამსახურში?
-უფროსი შენ ხარ.
-არ წავიდეთ, შენთან ერთად მინდა ყოფნა.
-საუზმე მოვამზადე.
-საუკეთესო შეყვარებული მყავს მე._ტუჩებზე მაკოცა და ჰამაკიდან წამოდგა. მხრის გამოძრავებისას ტკივილი ისევ მაწუხებდა, გაბრიელმა, რომ შეამჩნია გამაჩერა და მზრუნველი თვალებით შემომხედა.
-რამე გტკივა?
-მხარი მტკივა._ვუთხარი მოღუშული სახით და მხარი გავიზილე.
-წამოდი მე მივხედავ მაგას.
სახლში შევედით, დივანზე ჩამოვსხედით. გაბრიელმა მაისური გამხადა და მხარი გამიზილა. მისი ხელების შეხებისას, ისევ ყველაფერი ამიწრიალდა სხეულში. ხო მართალია, ეს მხოლოდ შეხებისას არ ხდება, თვალებში შეხედვაც კი საკმარისია. მხარზე მაკოცა, მომეფერა და თითის ბალიშები ნაზად ჩამოაცურა ზურგზე. ჩემთან ახლოს მოიწია ისე, რომ მის სუნთქვას კისერზე ვგრძნობდი. მისკენ მივბრუნდი და ტუჩებზე ვაკოცე, გაეღიმა და კიდევ მაკოცა.
-შენი ტანსაცმელი ხელს მიშლის._ვუთხარი ღიმილით და მაისური გავხადე.
-კი, რაღაც მეც მაწუხებს._ხელი წელზე მომხვია და უცებ ჩამისვა კალთაში. ზურგზე ნაზად ჩამოაცურა თითები და ლიფი გამიხსნა, სხეულიდან მომაშორა და ძირს მოისროლა.
ამის შემდეგ საწოლი ნამდვილად არ გაგვხსენებია. რბილ ხალიჩაზე ვიწექით და ერთმანეთს ვეხუტებოდით.
-გაბრიელ...
-გისმენ, ჩემო პრინცესავ.
-ნიას სანახავად წავიდეთ.
-წავიდეთ. მომენატრა ჩემი ტლიკინა ბავშვი._ღიმილით თქვა და შუბლზე მაკოცა.
-მეც მომენატრა ჩემი პატარა გოგო._ღიმილით წამოვდექი და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე. მანაც უცებ ჩაიცვა და სახლიდან გავედით. მთელი გზა მხიარულად გავიარეთ. კარი მერაბიმ გააღო, სახლში შევედით და ყველაზე თბილ სიტუაციას წავაწყდი. ნია რატის გვერდით იწვა და ეთამაშებოდა, კოცნიდა, ეხუტებოდა. ღიმილით ვუყურებდი ამ ორ გოჭს, გაბრიელი კი იდგა და მე მიყურებდა. წარბაწეულმა შევხედე და თვალებით ვანიშნე რა ხდება-მეთქი.
-შეყვარებული ბიჭივით ვიქცევი._მითხრა ღიმილით და დივანზე ჩამოჯდა.
მე რატისთან და ნიასთან ჩამოვჯექი და ორივეს მოვეფერე.
საღამომდე იქ ვიყავით, ბავშვებიც კი გავასეირნეთ პარკში. შემდეგ კი ისევ წყნეთში წავედით.
ყოველ დღეს ერთად ვატარებდით, სამსახურში ერთად მივდიოდით და ერთად მოვდიოდით. ხან მე ვრჩებოდი გაბრიელთან, ხან ის რჩებოდა ჩემთან. ნია უფრო ხშირად მამასთან რჩებოდა, პატარა ძამიკო შეუყვარდა და სულ მასთან უნდოდა ყოფნა. ყოველ დილით გაბრიელის გვერდით გაღვიძება, ნამდვილი სასწაული იყო.
ასე გავიდა ერთი თვე.
დილით როგორც ყოველთვის ერთად წავედით სამსახურში. ხო, ამ დღეს გაბრიელის დედის დაბადების დღე იყო. კომპანიის სახელით საჩუქარი გავუგზავნე, რას წარმოვიდგენდი საღამოს თუ მის სახლში ამოვყოფდი თავს. საღამოს, სამსახურიდან, რომ გავდიოდით ხელი ჩამჭიდა, ყველას თვალწინ. გაკვირვებულმა შევხედე, მან კი საყვარლად გამიღიმა და მანიშნა წავედითო. სამსახურიდან გამოვედით, მანქანაში ჩავსხედით და წავედით. მე მეგონა, რომ სახლში მივდიოდით და საბოლოოდ ქალბატონ ეკასთან ამოვყავი თავი. გაკვირვებული ვუყურებდი გაბრიელს და მანქანიდან გადასვლას არც ვაპირებდი, დაპირება რომელია არც კი ვფიქრობდი.
გაბრიელი მანქანის კართან იდგა და ჩემს რეაქციაზე იღიმოდა. შემდეგ კარი გააღო, ხელი გამომიწოდა და მოწიწებით მითხრა:
-ქალბატონო ქეთევან, მადლობელი ვიქნები თუ მანქანიდან გადმოხვალთ.
-გაბრიელ, მოგკლავ.
-ჩემი მშობლების სახლში ხარ, ასე, რომ მაგას ვერ იზამ._ხითხითით მითხრა და შემდეგ დაამატა:
-სახლში არ წავალთ, თუ აქ გათენებას აპირებ შენი ნებაა. თუმცა რაღაც მოვიფიქრე.
სახლის კართან მდგომ ბიჭს დაუძახა, რომელიც აშკარად მცველი იყო.
-ნოდარ, თუ შეიძლება დედაჩემს დაუძახე.
-კარგი, გაბრიელ.
მოიცა მხოლოდ გაბრიელი დაუძახა? აუ, რა დროს ეგაა, ახლა ქალბატონი ეკა გამოვა და „იმენნა“ შევრცხვები. მანქანიდან სწრაფად გადმოვედი, გაბრიელმა ნოდარი გააჩერა და ღიმილით შემომხედა.
-ნუ ნერვიულობ.
სახლში შევედით, ქალბატონი ეკა მეუღლესთან ერთად მისაღებ ოთახში იჯდა და რაღაცაზე საუბრობდნენ. ჩვენს დანახვაზე ფეხზე წამოდგნენ და ღიმილით მოგვესალმნენ.
-გამიხარდა ქეთა შენი ნახვა._ღიმილით მითხრა ეკამ და გადამეხვია.
-მეც ასევე, ქალბატონო ეკა.
მოულოდნელად გაბრიელმა ხელი ჩამჭიდა და დედამისს შეხედა.
-დედა, რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ, მითხარი._თან ჩვენ ხელებს უყურებდა.
-მე შეყვარებული ვარ, ქეთევანზე.
-თქვენი შეხვედრის დღიდან, აშკარა იყო ეგ, რომ მოხდებოდა.
მე და გაბრიელმა ერთმანეთს გაკვირვებულებმა შევხედეთ, მერე კი ქალბატონ ეკას.
ჩვენს სახეებზე გაეღიმათ.
-ქეთაზე კარგ გოგოს სად იპოვიდი გაბრიელ კიდევ?
-ვერსად._ღიმილით თქვა და ხელი წელზე მომხვია.
-ძალიან კარგი. ვახშამზე დარჩებით, იმედია.
-კი, დავრჩებით.
ვახშამმა მშვიდად ჩაიარა. მანქანაში ჩავსხედით თუ არა, მაშინვე ფეხსაცმელი გავიხადე. გაბრიელს გაეღიმა, მუსიკა ჩართო და შემომხედა.
-სად მივდივართ?
-სადაც გინდა, მთავარია დავისვენოთ.
ამის შემდეგ, როგორ მივედით სახლში, როგორ დამაწვინა საწოლში და როგორ გამხადა არ მახსოვს. დილით მის მკლავებში მოქცეულს გამეღვიძა. საწოლიდან წამოვდექი და სააბაზანოში შევედი. გამოსვლას ვაპირებდი, გაბრიელიც, რომ შემოვიდა.
-ჩემს გარეშე აბაზანაში შესვლა გეკრძალება._საყვარელი ღიმილით მითხრა და ტუჩებზე მაკოცა.
-კიდევ რისი კეთება მეკრძალება უშენოდ?_მეც ღიმილით ვუთხარი და ხელები კისერზე მოვხვიე.
-უჩემოდ ყველაფრის კეთება გეკრძალება.
-მაშინ სულ ჩემთან იყავი.
-არც ვაპირებ სადმე წასვლას. მთელი ცხოვრება ჩემი ატანა მოგიწევს.
-ეგ არც ისე რთულია._სიცილით ვუთხარი და ცხვირი ცხვირზე გავუხახუნე.
-არ არის რთული?
-ნწ, არა.
-უბრალოდ არ გიმეტებ._თქვა და წარბები ასწია.
-ძალიან საყვარელი ხარ, როდესაც ჩემს შეშინებას ცდილობ._ღიმილით ვუთხარი და ყელში ვაკოცე. აბაზანიდან გამოვედი და მარტო დავტოვე.
საუზმეს ვამზადებდი, მოღუშული სახით, რომ ჩამოვიდა და მაგიდას მიუჯდა. ყავა მოსვა და სახე დამანჭა.
-ეს რა არის ქეთა?
-ყავა. თუ არ მოგწონს აი ყავის აპარატი._ვითომ ნაწყენი სახით ვუთხარი, მაშინვე მოლბა, ხელი მომკიდა და კალთაში ჩამისვა.
-გეხუმრე, ძალიან გემრიელია.
-ეგ ხომ ისედაც ვიცი._ეშმაკურად გავუცინე.
-როგორი ეშმაკუნა ხარ._ღიმილით მითხრა და ცხვირზე მაკოცა.
ვისაუზმეთ და სამსახურში წავედით. ოფისშიც უკვე ყველამ იცოდა ჩვენს შესახებ, ამიტომ თამამად დავდიოდით ჩახუტებულები.
ისეთ თავისუფლებას და სიმშვიდეს ვგრძნობდი მისი ჩახუტებისას, რომ ჩემს გარშემო ყველაფერი ქრებოდა.
სამი თვე ხდებოდა უკვე რაც ერთად ვიყავით.
გაბრიელი ამერიკაში უნდა წასულიყო საქმეებზე , რამდენიმე დღით. ამის გაგების შემდეგ მთელი დღე ვებუზღუნებოდი.
-არ შეიძლება, რომ ლექსო წავიდეს?
-არა პატარავ, იქ მე მელოდებიან.
-არ წახვიდე რაა.
-მალე ჩამოვალ, აი როგორც კი მოვრჩები საქმეებს მაშინვე წამოვალ, გპირდები._თან სახეზე მეფერებოდა და მკოცნიდა.
-უშენოდ რა ვაკეთო?_ბუზღუნით ვუთხარი და ჩავეხუტე.
-აქამდე რას აკეთებდი ხოლმე უჩემოდ?_ სიცილით მითხრა და ყურზე მიკბინა.
-დამპალო._წამოვიყვირე და ყური დავიზილე.
-ამ ბოლო დროს სულ ჯუჯღუნებ , პატარა ბავშვივით ქეთევან.
-მართლა? _ღიმილით ვუთხარი.
-კი, მართლა.
-არაუშავს._სიცილით ვუთხარი და ვაკოცე.
-ისე, რომ იცოდე შენც უნდა წამოხვიდე._სერიოზული სახით მითხრა, მაგრამ ეტყობოდა, რომ სიცილს ძლივს იკავებდა.
-ეს თურმე მეღადავება და ნერვებს მიშლის._დაბღვერილმა შევხედე. გაიცინა და დივანზე გადაწვა.
-აბა, შენი აზრით, სადმე წავალ უშენოდ?
-წახვალ და მოგხვდება._სიცილით ვუთხარი და მუშტი მოვუღერე.
-ხვალ საღამოს უნდა გავფრინდეთ.
-კარგი. ტანსაცმელს ჩავალაგებ.
-ბევრი არაფერი გვინდა, თუ რამე დაგვჭირდება იქ ვიყიდით.
-კარგი, ხო გავიგე._სიცილით ვუთხარი და საძინებელში ავედი.
რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი ჩავდე პატარა ჩემოდანში და ქვემოთ ჩავედი.
-ტანსაცმელს აარჩევ თუ მე ჩავალაგო?
-მე ავარჩევ, შენ ჩაალაგე._ღიმილით მითხრა.
-შენ ძალიან ხომ არ აგივარდა თავში, ჩემი შეყვარებული, რომ ხარ?_სიცილით ვუთხარი და სამზარეულოსაკენ წავედი. უკან გამომყვა და გააგრძელა საუბარი.
-რატომაც არა, ასეთი გოგო მყავს და._გაიცინა და ზურგიდან მომეხვია.
-აფერისტი._მხარზე ხელი მივარტყი და მაცივრიდან პროდუქტები გამოვიღე.
-რა უნდა გააკეთო?
-ტორტი. ოღონდ მარწყვი და ბანანი მჭირდება.
-წავიდე და ვიყიდო?
-კი, რა თქმა უნდა._გავუცინე და საქმეს შევუდექი.
-კიდევ რამე ხომ არ გინდა?
-კიდევ, შოკოლადის ნაყინი წამოიღე.
-კარგი, მალე მოვალ._შუბლზე მაკოცა და სახლიდან გავიდა.
ნუცამ დამირეკა, ტელეფონი ხმამაღალზე ჩავრთე და საქმის კეთება გავაგრძელე.
-ხვალ ამერიკაში მივდივართ მე და გაბრიელი.
-რა? რატომ?_იკითხა გაკვირვებულმა.
-შეხვედრა აქვს, 3-4 დღეში ჩამოვალთ.
-ხო მაგრამ შენი დაბადების დღე?
-რომ ჩამოვალთ მერე აღვნიშნოთ.
-კარგი, კარგი. მე და ნიკა... _არაფრის თქმა არ დავაცადე.
-უჩემოდ რამე, რომ გააკეთოთ დაგხოცავთ._სიცილით ვთქვი.
-არაფერს არ ვაპირებთ უშენოდ, ნუ გეშინია. უბრალოდ ბაკურიანში მივდივართ და მეგონა თქვენც წამოხვიდოდით.
-არაუშავს, მარტოებიც არ მოიწყენთ._ჩავიფხუკუნე და ბისკვიტები ღუმელში შევაწყვე.
-გარყვნილო._სიცილით თქვა.
-კარგი წავედი ეხლა მე, ნუ მაცდენ.
-ვაცდენ თურმე, რა იყო ჯადოს ამზადებ?
-კიი და გონებას მიფანტავ._სიცილით ვთქვი და ტელეფონი ხელში ავიღე.
-კარგი, მიდი რამე არ შეგეშალოს, არ დაიღუპო თავი._გადაიკისკისა და გათიშა.
-ცანცარა._ამოვიბურდღუნე და კრემის კეთებას შევუდექი.
ცოტახანში გაბრიელიც მოვიდა დატვირთული.
-რა იყო, მთელი სავაჭრო ცენტრი იყიდე?
-ცოტაც და მართლა ვიყიდიდი._მითხრა სიცილით. პროდუქტები გამოვართვი და მივალაგე. მარწყვი დავჭერი ტორტისთვის და კრემის მზადება დავასრულე. გაბრიელმა კრემი წაათხიპნა ბისკვიტებს, რომ ვუყურებდი სიცილით ვბჟირდებოდი. ტორტიც გავამზადეთ.
ჯერ ვივახშმეთ, შემდეგ კი ტორტი მივირთვით. ფილმს ვუყურეთ, შემდეგ კი საძინებელში გადავინაცვლეთ.
-ის ჰუდი ჩადე მე, რომ მიყვარს._ღიმილით ვუთხარი გაბრიელს და საწოლზე გადავწექი.
-ჩემი ტანსაცმელი ასე, რატომ გიყვარს?
-შენია და მომწონს.
-არ გინდა, რომ ჩემთან გადმოხვიდე?_ჩემოდანი შეკრა, ძირს გადადო და გვერდით მომიწვა.
-გადმოსული არ ვარ?_გავიღიმე და მისკენ გადავბრუნდი.
-მინდა, რომ სულ აქ იყო.
-და ნია?
-ნიასთვის შეგვიძლია ოთახი გადავაკეთოთ და ჩვენთან დარჩეს ხოლმე._ღიმილით მითხრა და ჩამეხუტა.
-ასეთი კარგი რატომ ხარ?_ამოვიჩურჩულე და ყელში ვაკოცე.
-იმიტომ, რომ შენ ხარ ჩემთან._შუბლზე მაკოცა.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ ქეთევან.
დილით ნიასთან წავედით და სათამაშოები წავუღეთ. შესული არ ვიყავი სახლში, ჩემსკენ, რომ გამოიქცა და მომეხვია. პარკში გავისეირნეთ ბავშვებთან ერთად და ვითამაშეთ. ნიას ვუთხარი, რომ რამდენიმე დღე ვერ ვნახავდი და ყველაფერი მშვიდად მიიღო. წამოსვლის წინ კარგად ჩავკოცნე ორივე და სახლში წავედით.
საღამოს აეროპორტში წავედით. 12 საათი ჰაერში ვიყავით. თავიდან მუსიკას ვუსმენდით, შემდეგ კი გაბრიელის მხარზე ჩამომეძინა. ლოს-ანჯელესში ჩავფრინდით, აეროპორდიდან პირდაპირ სასტუმროში წავედით. დავისვენეთ და ქალაქის დასათვალიერებლად წავედით. ძალიან კარგად გავერთეთ სუვენირები და ათასი რამ ვიყიდეთ. სასტუმროში გვიან დავბრუნდით.
დილით შეხვედრაზე წავედით. გაბრიელმა თავისი მეგობრები გამაცნო.
-გაბრიელ...
-გისმენ საყვარელო.
-შეიძლება შემდეგ სანაპიროზე წავიდეთ?
-კი, რა თქმა უნდა._ღიმილით მითხრა და შუბლზე მაკოცა.
შეხვედრის შემდეგ სასტუმროში გავიარეთ, ტანსაცმელი გამოვიცვალეთ და სანაპიროზე წავედით. გაბრიელმა ცურვა გადაწყვიტა, ნაპირზე ვიდექი და წყალში ფეხებით ვიდექი. ჰორიზონტს გავყურებდი, რომელშიც გაბრიელი იყო და ბედნიერებისგან სულელივით ვიღიმოდი. წყლიდან, რომ გამოვიდა ჩემთან გამოიქცა და სველი სხეულით მომეხვია.
-გაბრიელ დავსველდი._იცილით ვუთხარი და ძლივს მოვიშორე.
-ეს თეთრი მაისური რატომ ჩაიცვი?
-არ მოგწონს?
-რაც ჩანს ყველაფერი მომწონს._მითხრა ფხუკუნით და წარბები აათამაშა.
-ძალიან კარგი._გავუცინე
საღამოს, ჰოლივუდის დიდების ხეივანს ვესტუმრეთ. გარშემო უამრავი ადამიანი ირეოდა ერთმანეთში. ფოტოები გადავიღეთ და ერთ-ერთ რესტორანში ვივახშმეთ. დაღლილები დავბრუნდით სასტუმროში. სააბაზანოში შევედი, წყლის ჭავლმა მთელი დღის დაღლილობა მომიხსნა. მოულოდნელად გაბრიელის ხელები შემომეხვია მუცელზე. მისი თბილი სხეულის შეგრძნებამ სულ მომადუნა. მისკენ მივბრუნდი და წელზე შემოვხვიე ხელები, ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. ისეთი ლამაზი თვალები აქვს, ვარსკვლავები ციმციმებდნენ მათში. ნელა დაიხარა და ნაზად შემეხო ტუჩებზე. მერე ყველამ იცით რაც იყო.
დილით, რომ გავიღვიძე გაბრიელი საწოლში არ დამხვდა. მობილური ავიღე და დავურეკე:
-სად ხარ?_ვკითხე, როგორც კი ყურმილი აიღო.
-რაღაც საქმე მაქვს და მალე მოვალ.
-რა საქმე?
-საღამოს გეტყვი.
-კარგი._ყურმილი დავკიდე და საწოლში გადავბრუნდი.
რომ გამეღვიძა გაბრიელის მკლავებში ვიყავი მომწყვდეული, თავი ჩემს თმებში ჰქონდა ჩამალული და მშვიდად სუნთქავდა. ადგომა ვცადე, მაგრამ უფრო ძლიერად მომხვია ხელები და საწოლზე დამაბრუნა.
-კარგად ხარ?_მკითხა დაბოხებული ხმით.
-კი, რატომ მეკითხები?
-ამ დრომდე არასდროს არ გძინებია._წამოიწია და თვალებში ჩამხედა.
-არ ვიცი, დაღლილობას ვგრძნობ და არაფრის კეთების ხასიათზე ვარ.
-კარგი, ვიწვეთ საწოლში და არაფერი ვაკეთოთ._ღიმილით მითხრა და ცხვირზე მაკოცა.
-ჯერ ვჭამოთ და მერე ვქნათ ეგ.
გაბრიელმა ნომერში შეუკვეთა საჭმელი. გემრიელად მივირთვით და ისევ საწოლში დავბრუნდით.
-საღამოს რესტორანში წავიდეთ.
-რატომ?
-სიურპრიზია._გამიღიმა და ჩამეხუტა.
-ხო კარგი, კარგი._ვაკოცე და თავი მხარზე დავადე.
საღამოს გაბრიელმა მზადება დაიწყო. თეთრი პერანგი და შავი კლასიკური შარვალი ჩაიცვა, ეტყობოდა, რომ ცოტა ნერვიულობდა.
-აი ეს ჩაიცვი._ატმისფერი ზურგზე ამოჭრილი, მოკლე კაბა მომაწოდა, რომელიც ყვავილებით იყო მოქარგული.
-ძალიან ლამაზია._ღიმილით ვუთხარი და კაბა გამოვართვი.
-ჩემი პრინცესასთვის ყველაფერი საუკეთესო._ჩამეხუტა და მთელი ძალით მომეკრა ტუჩებზე.
-შენ შეარჩიე?
-კი, უნდა გენახა როგორ მიყურებდნენ. აშკარად შურდათ._ღიმილით მითხრა და ზურგიდან ჩამეხუტა.
მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, გაბრიელი კი საწოლზე იჯდა და მოჯადოებულივით მიყურებდა. ყველაფერს, რომ მოვრჩით, სასტუმრო დავტოვეთ და რესტორანში წავედით. მაგიდას მივუსხედით, ძალიან მყუდრო ადგილი იყო, ნელი მუსიკა სასიამოვნოდ ჟღერდა.
-რამეს დალევ?_მკითხა გაბრიელმა, როდესაც მიმტანი მოვიდა ჩვენთან.
-ალკოჰოლი არ მინდა.
-რატომ?
-უბრალოდ არ მინდა.
-კარგი საყვარელო.
ჩემთვის უალკოჰოლო მოჰიტო შეუკვეთა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. თითებს ნერვიულად ათამაშებდა და თან მე მაკვირდებოდა.
-გაბრიელ რა გჭირს?
-არაფერი, ყველაფერი რიგზეა.
-კარგი.
ხელი გავუწოდე და მანაც მთელი ძალით ჩამჭიდა თავისი. ნელ-ნელა დამშვიდდა. შეკვეთა მოიტანეს. მშვიდად მივირთმევდით და ვსაუბრობდით. საპირფარეშოში გავედი, გულის რევის შეგრძნება ძალიან მაწუხებდა. ღრმად ჩავისუნთქე და გაბრიელთან დავბრუნდი. მაგიდაზე ვარდების თაიგული იდო, გაბრიელი კი მომღიმარი სახით იჯდა და მელოდებოდა. მაგიდას, რომ მივუახლოვდი ფეხზე წამოდგა და თაიგული გამომიწოდა.
-ქეთა რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ._ღიმილით ვუთხარი და ყვავილები მაგიდაზე დავდე.
მოულოდნელად გაბრიელი ცალ მუხლზე დაიჩოქა და პატარა ყუთი გახსნა, რომლიდანაც ლამაზმა ბეჭედმა ამოანათა. ბედნიერებისგან ცოტაც და ვიტირებდი.
-ცოლად გამომყევი.
-გამოგყვები._გავუღიმე და ხელი გავუწოდე. ფეხზე წამოდგა და ბეჭედი გამიკეთა, შემდეგ კი მთელი ძალით მომეხვია.
-მიყვარხარ გაბრიელ._მის ყურთან ამოვიჩურჩულე და იქვე ვაკოცე.
-მეც ძალიან მიყვარხარ ქეთევან._ბედნიერი სახით თქვა და ტუჩებზე მაკოცა.
მომდევნო დღეს საქართველოში დავბრუნდით. აეროპორტიდან პირდაპირ სახლში წავედით.
მთელი დღე საწოლში გავატარე, გაბრიელი კი თავს დამტრიალებდა და უცნაურად მაკვირდებოდა. თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და დაახლოებით ვხვდებოდი მიზეზს. საღამოს ქვემოთ ჩავედი, გაბრიელი სამზარეულოში იყო და რაღაცას აკეთებდა. მაცივარში ნაყინის ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერ ვიპოვე.
-რამე გინდა?_ღიმილით მკითხა და ჩემთნ მოვიდა.
-ნაყინი მინდოდა, მაგრამ აღარაა.
თავბრუ დამეხვა და მაგიდას დავეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი. გაბრიელმა ხელი მომხვია და აღელვებული სახით შემომხედა.
-გაბრიელ...
-გისმენ საყვარელო.
-მგონი ორსულად ვარ...
რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა, ფიქრობდა ალბათ ხომ არ მომესმაო.
-ჯობია დავაზუსტოთ ხო?_ გაბრწყინებული თვალებით მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-კი ჯობია.
-მამა გავხდები._სიხარულისგან წამოიყვირა და მთელი ძალით ჩამეხუტა.
Happy end.





****
არ ვიცი ეს ისტორია კიდევ ახსოვს თუ არა ვინმეს, მაგრამ აუცილებლად უნდა დამემთავრებინა.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთო

სათაური მახსოვს, მაგრამ შინაარსი ვერ გავიხსენე. და რას ვხედავ, ორი წლის წინანდელი ისტორიის ბოლო თავია. ვიცი როგორც კი პირველივე წინადადებას წავიკითხავ თუ არა, გამახსენდება, მაგრამ მაინც თავიდან უნდა დავიწყო კითხვა და ვგრძნობ ამაღამ ძილი არ მიწერია????

 


№2  offline წევრი nina.d.

სტუმარი ქეთო
სათაური მახსოვს, მაგრამ შინაარსი ვერ გავიხსენე. და რას ვხედავ, ორი წლის წინანდელი ისტორიის ბოლო თავია. ვიცი როგორც კი პირველივე წინადადებას წავიკითხავ თუ არა, გამახსენდება, მაგრამ მაინც თავიდან უნდა დავიწყო კითხვა და ვგრძნობ ამაღამ ძილი არ მიწერია????

იმედია მაპატიებთ, ძალით არ მინდოდა ))
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent