არ შეგიყვარებ. 2 ნაწილი12თავი
იატაკს თვალს ვავლებ აქ ხომ არ დამიავრდა სადმე თქო, მერე თავს მაღლა ვწევ და წამის მეასედში მის მწვანე თვალებში ვიძირები. "ღმერთო როგორ ახერხებს ეს ბიჭი სულ ჩემს სიახლოვეს ტრიალებდეს? ჰმ თან როგორი სიმპატიურია! " წარმოსახვაში დიდი ურო ავიღე და ჩემი მეორე მე რომელიც უაზრო რაღაცეებს მაკეთებინებდა და ფიქრობდა გავთიშე. -აქ რა გინდა დამიანე? -გუშინ ეს დაგრჩა ხო და მოგიტანე! ჯიბიდან ჩემს ყელსაბამს იღებს და ხელში ათამაშებს.მე პირდაღებული ვუყურებდი ის კი უფრო ახლოს მიფრიალებს გულსაკიდს. -გაგიკეთო? -კი რა. ვტრილადები და მხრებზე დაყრილ ისედაც მოკლე თმას მაღლა ვწევ. ის კი ყელსაბამს მიკეთებს, რამდენიმე წამით მის ცივი ხელები კისერზე მეხება. უცნაური შეგრძნება მაქვს, უხერხულობისგან ვიშმუშნები და მისკენ ვტრიალდები, მერე დაუფიქრებლად ვხვევ კისერზე ხელებს და მაგრად ვეკვრი. -მადლობ რომ დამიბრუნე. -კაი რა ხოარ გააფრიმე რა მადლობა. ლოყაზე ოდნავ მახებს ტუჩებს და გასასვლელისკენ ტრიალდება, მე კოპებშეკრული ვუყურებ. -ეეე სად მიდიხარ? არ დარჩები? -გინდა რომ დავრჩე? -თუ საქმე არაფერი გაქვს შემო, თან მარტო ვარ და მოვიწყინე. -კაი ჩემი რა მიდის. იღიმის და კარს ხურავს, მერე მას წინ ვუშვებ მე კი უკან მივყვები, თეთრ სავარძელში ჯდება მე კი სამზარეულოსკენ მივდვარ. -ყავას ხომ დალევ? -დავლევ. -უნალექო? -ხო რა. სამზარეულოში შევდივარ და მოზრდილ ჭიქებში ვასხავ ყავას, მერე ნელი ნაბიჯით გავდივარ მისაღებში და მაგიდაზე ვუდებ ჭიქას. მე კი ჩემი ჭიქითურთ მის წინ ვდგავარ. -იმედია მოგეწონება.მე 3ი კოვზით ვსვავ და დიდი იმედი მაქვს ძაან სიროფი არ არის შენთვის. ვიღიმი და მის წინ სავარძელში ვეშვები. არ ვიცი რატომ მაგრამ მის სახეს ვაკვირდები. ნათელი და გაბრწყინებულია ისევე როგორც სტასიასი, თითქოს ვიღაც უყავრს. ამის გაფიქრებაზე უსიამოვნო გრძნობა მეუფლება. -ჰმ... მეც მასე რომ მიყავრს? -ვა კაია. ჭიქა მარცხენა ხელში მიჭირავს და ნელა ვსვავ ყავას. დრო და დრო მარჯვენა ხელს მივადებ გახურებულ ჭიქას. ცოტახანში ის აგრძელებს. -აბა? რატომ წახვედი სადაც წახვედი იქ? -მეგონა ხვდებოდი! იმ ღამეს რაც მოხდა... რაც ვერ მოხდა უფროსწორედ, მაგრამ სცადეს დიდი დარტყმა იყო, ძალიან ძალიან დიდი. სამყარო კიდევ ერთხელ გამეღადავა ბინძური წესებით... მოკლედ რა ძალაების აღდგენა მჭირდებოდა, მაგრამ როგორც ხედავ ისევ ის ლელა ვარ, თუ აკოსგან დატოვებულ დიდი ცარიელ უფსკრულს არ ჩავთვლით,ყველაფერი მშვენივრად არის. ნაძალადევად ვიღიმი და ყავას ვსვავ, ისიც იგივეს იმეორებს... და მე კვლავ მის მწვანე თვალებს მივშტერებივარ. -აკო გიყვარს? -აკოს და მე ისეთი რამ გვაკავშირებდა, რაც არცერთ სხვა მეგობარტან არ მაკავშირებდა!-გაკვირვება, გაბრაზება, წყენა ყველაფერი ერთად ესახება სახეზე და მე ვხვდები რომ სრული ქაოსია მასში.მერე ლაპარაკს ვაგრძელებ-აკოს და მე ფიცი გვაქვს დადებული, უფროსწორედ გვქონდა, მანამ სანამ მე გავიქცეოდი და მას აქ დავტოვებდი-მარჯვენა ხელს სევდიანი თვალებით დავყურებ, თითქოს ჭრილობა იხსნება და ისვე სისხლი გადმოდის, მაგრამ ამ ჯერად არა ფიცისთვის არამედ ჩემს დასახრჩობად. -ესეიგი უბრალოდ სისხლით შეფიცულები ხართ? -სისხლის სისხლები. ეს ერთხელ თუ ორჯერ უკვე გაგონილი გაქვს ჩემგან. მერე ისევ სიჩუმე ვარდება, არა უხერხული ,ან შემაწუხებელი, არამედ სასიამოვნო სიჩუმე. სიჩუმე რომლითაც ყველაფერი ითქმის, სიჩუმე რომელშიც ნელ-ნლეა ნასიამოვნები ვიძირები.მისი მკვდარიფერის მწვანე თვალები, უცნაურად ანათებენ და პირდაპირ მე მიმზერენ. ძალიან უცნაურად მიყურებს თითქოს სადაცაა გადავიწვები.მე კი ჩემს აიზბერგისფერ თვალებს მას ვუშტერებ. არ ვიცი დრო რა სისწრაფით გადის თუმცა მისი ყურების გარდა ვერაფერს ვახერხებ, მერე ვდგები გაცივებული ყავა სამზარეულოში გამაქვს და ნიჟარაში ვდებ, მერე მისაღებში ვბრუნდები და დამიანეს გვერდით ვჯდები. -აბა? ისე მეკითხება თითქოს რაღაც მკითხა და მე პასუხი არ დავუბრუნე. გაკვირვებული ვუყურებ ის კი კითხვას მისმევს. -სად იყავი? რას აკეთებდი? თვალებს ვატრიალებ და ხელებით აფეთქების სცენას ვაკეთებ. -წაიღე რა ტვინი, წეღანაც ხომ მკითხე? -მაგრამ არ მიპასუხე. მობეზრებული ვპასუხობ მის კითხვას. -გერმანიაში ვიყავი და ვსწავლობდი. -სად იყავი? თვალები ლამის გადმოსცვივდა ისე გაუკვირდა. -გერ-მა-ნი-აში. დავუმარცვლე და თვალები ბოლომდე ავატრიალე...ის კი აგრძელებს. -მთელი ორი თვე გეძებდი მანდ, სად ჯანდაბაში იამლებოდი. -კელნში მეძებე? -ხო აბა? ისტერიული სიცილი მივარდება და ვეღარ ვჩერდები, ზუსტად ვიცოდი პირველს მანდ რომ მომძებნიდნენ. -ვიცოდი, ვიცოდი რომ მანდ მომძებნიდით ასე რომ ბერლინში გავგზავნე საბუთები. -რა საბუთები? -მოგესალმებით აწ უკვე მესამე პროფესიის მქონე გერმანული ფილოლოგიის მცოდნე! ვდრამატულობ, ფეხზე ვდგები და თავს ვუკრავ ის კი სიცილს იწყებს... დიდხანს ვლაპარაკიბთ, ათას რამეზე. უმეტესად გერმანიის ამბებს მაყოლებს და მეც მობეზრებული ვუყვები ყველაფერს.მერე ისევ სიჩუმე ვარდება და ამ სიჩუმეში ორივე ერთმანეთზე მიშტერებულები ვიძირებით. -დამნე! რატომ მეძებდი? -რა დამიძახე? -დამნე..-სიცილს ვერ ვწყვეტ-რა ვქნა დიდი სახელი გაქვს და... მიდი რა მიპასუხე რატო მეძებდი? -იმიტომ რომ სულაც არ ხარ ჩემთვის უმნიშვნელო, ქორწილიდან გაქცეული საცოლე. -ხო ეგ მაგარი იყო... ისე აქეთ რა ხდებოდა? დადიხარ ისევ ეულად? -ხო რავი. ისეთი გაბრწყინებული თვალები აქვს მინდა ამოვჩიჩქნო რომ ვერცერთ გოგოს ვეღარ შეხედოს... არ ვიცი რატომ, მაგრამ ვეჭვიანობ ყველაზე ვინც შეიძლება ოდესმე მის გვერდით აღმოჩნდეს, ხომ მე ეგოისტი ვარ რაც ჩემია ჩემია, რაც არა და არც სხვისია და არც ჩემი... ხომ მე ესეთი საზიზღარი ვარ... ხომ მე ცოდვების ერთი დიდი ენციკოპედია ვარ...მე ეგოისტი ნაბ****** ვარ, რომელსაც არ შეუძლია აღიქვას სხვისად ის რაც მას არ ეკუთვნის... რომელიც ყველას და ყველაფერს დაკარგვის შემდეგ აფასებს... ხომ მე ასეთ ვარ და არც მინდა რომ შევიცვალო.. არ მინდა, რადგან ჩემი ტანჯული ცხოვრება მომწონს... მიუხედავად ტკივილისა და სინდისის ქენჯნისა,მიუხედავად დანაშაულის გრძნობისა, მიუხედავად საკუთარი თვალებისადმი დაუძლეველი შიშისა მე მიყვარს ჩემი ცხოვრება... ...და ჩვენ კვლავ სიჩუმეში ვზივართ, მე და დამიანე... დამიანე და მე, ოთახში მხოლოდ მე, ის, ავეჯი და სასიამოვნოდ ჩამოწოლილი სიჩუმეა. მე მინის კარიდან აივანზე მდგარ ქოთანს მივშტერებივარ, დამიანე კი მე მიყურებს...მის მზერას ისე ცხადად ვგრნობ ღმერთო...ხმას არცერთი ვიღებთ ანდაც რა საჭიროა რამის თქმა, ეს სიჩუმეც მის გვერდით ისეთი ლამაზია... "ფუ ამის რა ჯანდაბას ვბოდიალობ?ლელა გეყოს რა, შენ ის არც კი მოგწონს, სულ გააფრინე რა" უცბად ვტუქსავ საკუთარ თავს... მერე კი ის კოცნა მახსენდება და მინდა ვკითხო... ვკითხო რატომ ამყვა... რატომ არ მკრა ხელი და არ მითხრა "შენ მე მიმატოვე, ახლა ჩემი ჯერია".მინდა ვკითხო "რატომ მეხმარები? რატომ ხარ ჩემს გვერდშ მაშინ როცა უნდა გძულდე?". მაგრამ ამის ნაცვლად გაჩუმებული ვზივარ, ვზივარ და ყვავილის ქოთანს ვუყურებ... და ვგრძნობ, მისი მკვდარი ფერის მწვანე თვალები როგორ მიყურებენ მე. უკვე გითხარით რომ მცენარეები მიყვარს? არა ხომ? ჰმ რამდენიმე წლის წინ სანამ დამიანე გამოჩნდებოდა, ათობით მცენარე მოვიტანე სახლში და თითქმის ყველა ოთახში დავალაგე, განსაკუთრებით ჩემს ოთახსა და სამზარეულოს ფანჯრებზე. ჩემს ოთახში ერთი დიდი ქოთნით მონსტერა დგას და კიდევ არცისე პატარა ქოთნით, სამეცადინო მაგიდაზე ქოთნის ია მიდგას. -ლელო! ფიქრებიდან დამიანეს ხმა მაფხიზლებს და მეც სწრაფად ვატრიალებ მისკენ სახეს -რა იყო დამნე? მისთვის შერქმეულ სახელზე მეცინება და ისიც იღიმის. -ოხ ლელა ლელა... მისმინე ხავლ საღამოს გცალია? -კი რა იყო? -არ გინდა ხიდზე წავიდეთ? მაცდურად მიღიმის და ვამჩნევ მის ლოყებზე ღმილისას და ლააპრაკისას გაჩენილ ფართო ჩაღრმავებებს. "ჰმ როგორ უხდება! უფრო სიმპატიურს ხდის." მინდება რომ შევეხო, ზუსტად იმ ორი ნაჩვრეტზე მინდა შევახო ჩემი ბუნებრივად გაყინული თითები... მინდა, მაგრამა ამას არ ვაკეთებ, ამის ნაცვალდ კი ხელებს ერთმანეთს მაგრად ვხვევ. -მოდი ხიდი არ გვინდა რა! თვალს ვარიდებ და შორს ვიხედები.არ მინდა იქ მისვლა და აკაკისთან შეხვედა...არ ვარ მზად იმ მეგობარს შევხვდე, რომელმაც ცოლი მოიყვანა...მე ასეთ აკოსთან შეხვედრისთის მზად არ ვარ...არ შემიძლია უბრალოდ მარიას ისე მიღება, როგორც დაუშვად ნიკას ცოლის (რომელიც არასდროს ეყოლება ჩემი კარგებო).ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ ახლა მე კი არა მარია დარჩება ყოველ ღამით მის სახლში... ჩაიცმევს მის ფართხუნა მაისურებს. ახლა ანინას და მისი ომი დაიწყება. ვერ ვეგუებ რომ აღარ შემეძლება აკოსთან მაშინ მისვლა როცა მენდომება,ვერ წავალ მასთან ერთად კონცერტებზე,ვეღარც სამოგზაურდ,ვეღარც ხელს ჩავკიდებ.აი ისე მთელ თბილისს რომ მოვივლიდით და გვეკიდა ყველა. და დიახ მე ვხვდები რომ ის დავკარგე რისი ფასიც ამ ქვეყნად არაფერი გამაჩნდა, სისიხლის სისხლი დავარგე... მე ვეღარ მივალ მასთან აცრემლებული და ვინ შემივსებს ამ სიცარიელეს?ვერც ვერავინ. მერე გატეხილი ხმით ვჩურჩულებ. -ჯოჯოხეთშიც წამოგყვები ოღონ იქ არა...არ ვარ მზად ვნახო აკაკი და მისი ცოლი ,იქ სადაც უამრავი მოგონება გვაქვს მე და აკოს. -ჰეი დაწყნარდი ლელა ,თუ არ გინდა არ წავიდეთ. თავს ვუქნევ და ვდგები,არ მინდა კიდევეტ ერთხელ დაინახოს ჩემი ცრემლები,არ მინდა რადგან ეს მგონი 2 ჯერ უკვე მოხდა.არ მინდა ყოველთვის ჩემს გვერდით იყოს ,რადგან ვიცი...ვიცი ისიც ზურგს მაქცვს ადრე თუ გვიან...ისე წავა ,ან ისე შემაქცევს ზურგს, როგორც ერთ დროს ეს დედამ გააკეთა...ფანჯრის რაფასთან ვდგავარ და კალეს სამზარეულოს მივშტერებივარ, ცრემლი უნებურად გორდება თვალებზე,მარცხენა ხელით ვიწმენდ და ოდნავ მეღიმება.დამიანეს ნაბიჯების ხმა მესმის,ჩემსკენ მოდის. -ლელა! მკაცრად ჟღერს მისი ხმა ,მეც უნებურად ვტრიალდები მისკენ. -შენ რა ტირი? -რა სისულელეა-თავს ვიშტერებ,მაგრამ ვერ ვუძლებ. იცით? უნიჭიერეს მსახიოებებსაც არ გამოსდით ხოლმე თამაში,კინოს არ ვგულისხმობ რეალურ ცხოვრებაზე ვამბობ-იცი?იცი რატო არ ვუყვარვარ ადამიანებს?იმოტომ ...იმოტომ რომ აიზბერგისგან ვარ გამოკვეთილი,ვითომ ლამაზი, აიზბერგისფერი თვალებით და უკვე მოკლე შავი თმით.თავად აიზბერგი ვარ,დიდი ყინულისგან გამოკვეთილი ყველაზე საზიზღარი არსება.მე აიზბერგისგან გამოთლილი.... -არა,არა,არა,შენ არ ხარ აიზბერგისგან გამოთლილი,-მაწყვეტინებს ის,-არ ხარ საზიზღარი გასაგებია?!-ის ნაზად ეხება ჩემს ლოყას თავის დიდი ტორებით და ხელს აღარ იღებს,-დამიჯერე,-ამბობს ის,-თუ ეს ვინმემ იცის მე ვარ. თვალები კეთილი გაუხდა.მე მათში ვცურავ. უცებ ჩემში ისეთი სიჩუმე დგება. თავს ვუქნევ.ის იღიმება და ხელი უკან მიაქვს.ხელს იქ ვიდებ,სადაც მას ედო.არ მესმის,რა ხდება.რატომ მინდა ,რომ ხელი ისევ სახეზე მომადოს.მხოლოდ ის მინდა ,ჩემს ლოყას შეეხოს და მითხრას,რომ მე კარგად ვარ,ისევ და ისევ,სანამ მართლა კარგად არ ვიქნები. მინდა რომ ჩემთან იყოს,თუმცა ამავე დროს მისგან გაცევა მსურს,არ მინდა შევეჩვიო და მერე უცბად საყრდენი გამომაცალოს."სამყაროში ან იძირები ,ან მიცურავ".და მე ვიძირები.მე ყოელი გაცურვის მცდელობისას ვიძირები,მე ყოველ ჯერზე როცა სამაყროს შეცვალს ვცდილობ ფსკერისკენ ვეშვები.ჩემგან კი ჰაერის უკანასკნელი ბუშტუკები რჩება,მერე კი ამ ბუშტუკებსაც დიდი და უსასრულო ოკეანე შნთანთქავს. ის თავის ხელებს ისე ჩემს ლოყებზე აბრუნებს,თითქოს ფიქრებს მიმიხვდა,თითქოს მიმიხვდა რა მსურდა. მისკენ ვიწევი...ვიწევი რომ უკვე მეორეჯერ საკუტარ თავზე ავიღო კოცნის ინიციატივა..ის პირდაპირ გამყინავ სფეროებში მომჩერებია,არ ვივი რატომ ,მაგრამ ისიც იხრბა სულ ოდნავ და როცა უკვე ერთმანეთს მეორედ უნდა ვაკოცოთ კარი იღება და ჩვენს სწრაფად ვშორდებით ერთმანეთს.ლელე და სტასია, გაკვირებული გვიყურებს ხან მე ხან დამიანეს,დამიანე უხერხულად ახველებს,ლოყაზე მკოცნის და გასასვლელისკენ მიდის,მეც უკან მივყვები.სებე სტასიას უკავია და მითიმის. დამიანე გზაში ამატებს. -ხვალ საღამოს გამოგივლი და ხიდზე გავიდეთ. -ხომ გთხო... -აკო იქ აღარ დადის,შენმა წასვლამ იმდენანდ ატკინა გული რომ ნოეს კაფის გარდა აღარსად დადის სადაც ოდესმე ერთად გაგივლიათ.ერთადერთი რაც შერჩა,ისევ გერმანული მუსიკებია. -დამიანე,აკოს არაფერი უთხრა ჩემზე-ეჭვისთვალით მიყურებს-გთხოვ -კარგი,ხვალ გნახავ. -კარგი ხვალამდე. კარს ვხურავ და ჩემმა ტყუპმა რამე რომ არ მკითხოს ეგრევე მეორე სართულზე ავდივარ,მახსენდება რომ შხაპის მიღებას ვაპიებდი.ოთახში შესვლისთანავე ვიწყებ გახდას და ყველაფერს იატაკზე ვყრი,რომელსაც შხაპის მიღების შემდეგ უეჭველად სარეცხმანქანაში შევუძახებ.დინამიკში მუსიკას ვრთავ და ხმამაღლა ვამბობ. -მადლობა ღმერთს ოთახს ხმის იზოლატორები აქვს თორემ მეზობლები ოდესმე დამახრჩობდნენ. ზოგადად საშხაპეში ვერაფერზე ვფირობ გარდა სხეულზე მოცურავე წყლის წვეთებისა,თუმცა ახლა დამიანეზე ფიქრს ვერ ვწყვეტ.არ ვიცი ასეთი რა ჯანდაბა გამიკეთა,არ ვიცი რით მომხიბლა ,ან საერთოდ რა ჯანდაბაა ეს გრძნობა.არ ვიცი რატომ მინდა ერთდროულად მის გვერდით ყოფნა და მისგან გაქცევა.არ მინდა ვინმემ ისევ მატკინოს,არ მინდა იმიტომ რომ საკმარისზე მეტი გამოვიარე ამ ცხოვრებაში და დროა ბედნიერებას ჩავებღაუჭო. მთვარის ქვით ,თუ მის გარეშე მე ბედნიერება უნდა მივისაკუთრო. ამ ჯერად სამყაორს მე ვაჯობებ. ამ ჯერად ომში მე გავიმარჯვებ. ამჯერად ყველაფერს მივიღებ რაც ჩემია და რაც მინდა. ამჯერად სამყაროს მანამდე გადავაკეთებ, სანამ თავად გადამაკეთებს. საშხაპედან გამოვდივარ და იქვე მიკიდებულ შავ,დიდ ყვითელ მზესუმზირებიან სარაფანს ვიცმევ.კოჭებამდეა და მე ეს მომწონს,მომწონს რომ ზურგსაც კარგად მიფარავს.ზოგადად ვცდილობ ტოპებიც ისეთი ჩავიცვა რომ ზურგზე ,ხერხემალთან არსებული ნაიარევი დამიფაროს.დიახ,ეს ნაიარევი მაშინ დამჩა, როცა ავარიაში მოყოლილი მე, საოპერაციო მაგდაზე დამაწვინა ვიღაც ექიმმა რომლის სახლიც დღემდე არ ვიცი და ოპერაცია გამიკეთა.მისი მადლობელი ვარ ,რადგან რომ არა ეს ოპერაცია მე ვერც მანქანას გავატარებდი და ვერც გავივლიდი.თავზე პირსახოც დაკოსებული გავდივარ ოთახში და კარს ფრთხილად ვაღებ. -ლელე ყავა გამიკეთე რა!ძააან გთხოვ! -კარგი. ამასობაში თმას ვიშრობ ,ტელეფონს ვიღებ, ქვევით ჩავდივარ და დივანზე ვჯდები . ლელეს ყავა მოაქვს და ჩემს წინ ჯდება.სებე ჩემსკენ მოდის და კალთაში მიჯდება. -მამიკო სადაა სებე? -ცაქლჩი მქოლოდ მე და მამიდები ვართ. -მე ისვე არ ვარ მამიდა? -კი ქალ. ლოყაზე მკოცნის,ამასობაში სტასია თავის ჭიქით გამოდის და ლელეს გვერდზე უჯდება,ორივე მომლოდინე თვალებით მიყურებენ,თითქოს ყველაფერი დაიანახეს,რაც მოხდა და რაც არ მომხდარა. -აბა? სტასია გამომწვევად მეკითხება,მე კი ცალ წარბს მაღლა ვწევ. -რა აბა ? -რა უნდოდა იმ ვაჟბატონს? -რა გინდათ? მთვარისქვა მაგასთან დამრჩა წუხელ და ის მომიტანა.. კიდევ ვაპირებდი რაღაცის თქმას, მაგრამ სებე ჩაგვეკვეჩხა. -მამი იც ბიწი ცენი ცეკალებულია? პირი დავაღეთ სამივემ და მერე ერთიანად ავჭიხვინდით. -უყურე შენ ამას, დაემსგავსა გველ მამამისს, რამხელა ენა გაქვს რა არი? ინტერესით მივაჩერდი და მანაც კოპები შეკრა. -ალაა მამიტო გვკი. -არი სებე, გველია მამიკო. იცი რატო? იმიტომ რომ გველების ბუდეში მუშაობს. ფუუ ვერ ვიტან ტრავმატოლოგებს. -ტავატოდოლები ლაალი? -ტრავმატოლოგი არის სებე, აი ფეხს რომ მოიტეხავ ვინც უნდა გიმკურნალოს ის. უცბად და მარტივად აუხსნა სტასიამ სებეს. აბა მე რომ ამეხსნა სულ გველებს და გევლეშაპებს დავუძახებდი, ვერ ვიტან, საშინლად ვერ ვიტან ტრავმატოლოგებს, ვინაიდან და რადგანაც 10 წლამდე მუდმივი კლიენტი ვიყავი. -მიდი მოყევი, რა იმაიმუნეთ? -ლელე ბავშვია აქ! -მაგ ბავშვმა შენზე მეტი იცის! - ენა გამომიყო და სტასიას გადახედა, ორივე ჩუმად აქირქილდნენ-მიდი რა, გაკოცა? -ტყუპისცალო კარგად ხვედები რომ არ უკოცნია მაგრა მინც მე უნდა მათქმევინო. - ჩუსტი გავიძრე და ვესროლე-ნუ ქირქილებ გველაძუა ესა. ხო და აკოს არავინ გაბედოს და არ უთხრას რომ დავბრუნდი იმ ორ ბელთაყვას დაურეკეთ და უთხარით. -მამი აკო ვინ ალი? -აკო არის ჩემი სისხლის სისხლი... რო გაიზრდები აგისხნი რასაც ნიშნავს. -მე დიდი ვალ. -შენ ჯერ პატარა ხარ! უი ბებო ნახა ამან? თუ ლელამ არაფერი იცის მასზე. -ეგ ვინგააა?. -ლელა არის მამშენის და ჩვენი ბებია!წაგიყავნ მერე და განახებ. -აუ მეც მომენატრა ბებო. უცბად აბუზღუნდა სტასია. -ლელე შენ ის მოგეწონება და მასაც მოეწონები. დას გავუღიმე და სებესთნ ერთად ზევით ავედი. ზღაპრის მოყოლა მთხოვა, მეც მოყოლა დავიწყე, მასაც ტკიბლად ჩაეძინა. მე არც კი მახსოვს რომელი იყო მის ყურებაში გართულს სიზმრები რომ შემომაწვა. ტკბილი და ლამაზი სიზმრები. დილას სებეს ხმა მაღვიძებს. -მამი გაიგვიძე ლა! -აბა რა უნდა ჩემს პრინცს? -მჩია! სებე დავიჭირე და ღიტინი დავუწყე, ისიც ახითხით და და ოთახში მისი ხმა ექოსავით ისმოდა. მას რომ ვუყურებდი გული სითბოთი მევსებოდა. ძმის შვილს რომ ასე შეიყავრებ შვილი, როგორ გეყავრება ხომ წარმოგიდგენიათ. -მეგატუნება, ალა ლა ლელა მამი...მეგაცუნება. -ვუმე შეგჭამ. -ალ ალა. -წამო ხო წამო და ვჭამოთ. ბავშვს ტანსაცმელს ვაცმევ მერე მეც იქვე მიგდებულ იგივე სარაფანს ვიცმევ და სებე ხელში აყავნილი ქვევით ჩამყავს. ჰმ რა საყავრელია იცით? აი უზომოდ. დილის 8 საათია. ბლინებს ვაცხობ, სებე მიყურებს, მელაპარაკება და თან მიჭამს. ეჰ მეც ესე ვიყავი ერთ დროს. -შე მაიმუნო, მამიკოს და დანრჩენებს არ უნდათ? -გემლიელია და ლა ვქნა? -მამიდამ ხშირად გაგიკეთოს საჭმელი? -კი ლა. -უმე ჩემი გული. შუბლზე ვკოცნი და კიდევ ერთ პარტია ბლინებს ვდებ ტაფაზე. მალე ყველა ჩამოდის, სტასია და ლელე მეხმარებიან და სუფრას ვაწყობთ. საღამომდე მობეზრებული ვზიავრ სახლში, მეგობრებზე ვფიქრობ... მიმიღებენ კი? "გადი ხვალ კალესთან და გაიგებ" უცბად მეძახის მეორე მე და მეც საათს ვუყურებ. 10 საათია, ამიტომაც მზადებას ვიწყებ.შავ მაღალწელიან შრტს და წითელ ტოპს ვიცმევ.ფეხზეც წითელ ქუსლიანებს და თმას ვიხვევ. 11ზე კარზე ზარს რეკავენ და მეც კლაჩს ხელს ვავლებ, მერე კი კიბეებზე კაკუნით ვეშვები. -გვიან მოვალ არ დამელოდოთ. კარს ვაღებ და სტუმარს ფართოდ ვუღიმი. -წავედით? -წავედით. ისიც მიღიმის და კიდევ ერთხელ მინდება იმ ნაჩვრეტებზე თითები შევახო ______________________ ინედია გეყოფათ თავიც და დამიანე-ლელას სცენაც პ.ს ვგიჟდები მე თქვენზე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.