თეოდოსია (თავი 7)
სემი სამზარეულოში იჯდა და დოდოს ესაუბრებოდა, რომელიც დაუღალავად ითხოვდა ქორწილის დროულად დაგეგმვას. - ცოტას ხომ არ ვჩქარობთ?- დაეჭვებით იკითხა სემმა. - დღეს სტუმრებს დავპატიჟებ. წვეულება უნდა გავმართოთ სახლში. მკერავს ვეტყვი, რომ შენთვისა და თეოდოსიასთვის ტანსაცმელი შეკეროს. ქორწილი ზეგ საღამოს იქნება.- მოკლედ მოუჭრა დოდომ შოტლანდიელ ბიჭს. თეოდოსიასთვის სამეფო საქმეებისთვის გაძღოლა იოლი არ ყოფილა. მითუმეტეს, როდესაც ათასი რჯულის ადამიანთან უწევდა კომუნიკაციის დამყარება. დღესაც იმერეთის მეფესთან- დემნასთან ჰქონდა შეხვედრა დანიშნული. ერთობლივად უნდა გადაეწყვიტად დახმარებას გაუწევდნენ ქართველები რუსეთის სახელმწიფოს თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში თუ არა. ერთი მხრივ, თეოდოსიას სურვილი არ ჰქონდა რუსეთს დახმარებოდა, თუმცა იმასაც კარგად ხვდებოდა, თუ ეს ნაბიჯი რა შედეგს მოუტანდა მთლიანად თავისი ქვეყანას. ზოგჯერ დგება ცხოვრებაში ისეთი მომენტიც, როდესაც საკუთარ ინტერესებს უკან სწევ, რადგან უარეს გასაჭირში არ აღმოჩნდე. თეოდოსია მამამისის ოთახში იჯდა და დოკუმენტებს ათვალიერებდა. საწყალი გოგო, მერამდენე ღამეა სწორედ სამეფო კარის ამბების გადამკიდე ღამეებს თეთრად ათენებდა. თვალები სრულიად ამღვრეოდა. სახეზე დაღლილობა აღბეჭვდოდა, თუმცა მაინც დაუღალავად აგრძელებდა საქმეების მოგვარებას. დასაკარგი დრო, არც კი ჰქონდა. თეოდოსია იმდენად იყო თავის სამუშაოში გადართული, რომ სრულიად დავიწყებოდა რამდენიმე დღეში დაგეგმილი თავისი ქორწილი. რამდენიმე საათში ბაგრატიონი თავისი სამუშაო ოთახიდან გამოდის და ეზოში გადის. სურს, რომ მუშებს გაესაუბროს... გაიგოს რაიმეში სჭირდებათ თუ არა მისი დახმარება. ამ ქმედების გამო კი, თეოდოსიამ მალევე დაიმსახურა ადამიანების ძალიან დიდი სიყვარული. გარეთ ჯერ კიდევ ციოდა. თეოდოსიას ტანში გააჟრჟოლა და გადაწყვიტა პლედი მოესხა ბეჭებზე. ყველაზე მეტად ახლა მისთვის არ შეიძლებოდა ვირუსის შეყრა. სახელმწიფოს სჭირდებოდა. გარეთ ჩანდა ჭიანჭველებივით მოფუსფუსე ადამიანები, რომლებიც ახალი დედოფლის დანახვაზე ზრდილობის ნიშნად თავს უკრავდნენ. რამდენიმე კილომეტრიდან ბავშვების ჟრიამულიც ისმოდა. ალბათ თამაშობდნენ. - რა სჯობს ბავშვობის ტკბილ წუთებს?!- გულში მოწყენით ჩაილაპარაკა თეოდოსიამ. ჟღალთმიან ქალს არასოდეს არ უყვარდა მედიდური კაბების ჩაცმა. ყოველთვის სურდა, რომ ფენებს შორის არსებული ღრმულები ამოევსო. თითოეული ადამიანი-ხომ თანასწორი იყო. თითოეული ადამიანი უფალმა შობა. უსამართლობა იქნებოდა თუ პიროვნულობას ფენების მიხედვით დაჰყოფდა. ბავშვები ჟივილ-კივილით თეოდოსიას დანახვისას მისკენ გამოიქცნენ. ჟღალთმიანი ქალი გრძნობდა, რომ მათ იგი უყვარდა. თვითონაც არასოდეს არ აკლებდა ყურადღებას. - როგორ მოგვენატრეთ, ქალბატონო!- წამოიძახა ერთ-ერთმა გოგონამ, რომელსაც დაძონძილი კაბა და დაუვარცხნილი თმები ჰქონდა. - მეც ძალიან ბავშვებო. ოღონ ერთ რამეზე შევთანხმდეთ, არა? ქალბატონო არასოდეს არ დამიძახოთ. უბრალოდ თეოდოსია, გასაგებია?- თვალი ჩაუკრა თეოდოსიამ ბავშვებს. - გასაგებია, თეოდოსია!- გაწელვით, მაგრამ ამავდროულად ომახიანად წარმოთქვეს ბავშვებმა ზემოთხსენებული სიტყვები. - თქვენთვის საჩუქრები მაქვს.- სიყვარულითსავსე მზერით დააჯილდოვა თეოდოსიამ ბავშვები.- აქ ტანსაცმელებია, რომლებიც ვგონებ თქვენი ზომისა უნდა იყოს. ასევე ჰიგიენული საშუალებებიც. - თესია!- გაისმა სემის ხმა, რომელიც ძალიან ახლოდან ისმოდა. - გისმენ, სემ! - ორი წუთით გამოდი რა... საქმე გვაქვს. - ახლავე. თეოდოსია იშვიათად ხედავდა-ხოლმე თავის საქმროს დაუსრულებელი სამეფო კარის საქმეების გადამკიდე, თუმცა როგორც კი თავისუფალ დროს იპოვიდა, მაშინვე ცდილობდა ეს წუთები სემის მკლავებში გაეტარებინა. - როგორ მომენატრე, თესია...- მძიმედ აღმოთქვა სემმა, რომელიც მონატრებისგან სრულიადნ უთრთოდა სხეული. როგორ უნდოდა თეოდოსია მუდმივად მის მკლავებში ყოფილიყო. როგორ უნდოდა მთელი გალაქტიკა მისთვის საჩუქრად მიერთვა. იცოდა ეს გააბედნიერებდა. - ჩემო...- ცრემლები წასკდა თეოდოსიას, რომელიც ეს ბოლო პერიოდია ძალიან ემოციური გამხდარიყო. - რატომ ტირიხარ, თესია?- გაკვირვებისგან თვალები გაუდიდდა სემს, რომელიც ვერასოდეს ვერ იტანდა საყვარელი ქალის ცრემლებს. - არასოდეს მინდა გაქრე, ჩემი ცხოვრებიდან...- ნაღვლიანად ამოიოხრა ქალმა. - რას ამბობ, თესია? მიგატოვო?და მერე მე ვინ ვიქნები? განა შევძლებ უშენოდ ცხოვრების გაგრძელებას...- უთხრა თეოდოსიას და სველი კოცნით დააჯილდოვა. თეოდოსია გრძნობა, როგორ ფართოვდებოდა მის თავზე მყოფი ზეცა... როგორ უფრო და უფრო კიაფდებოდა მზის სხივებიც ერთმანეთთად ყოფნის პერიოდში. სხეული ერთიანად ეწვოდა სემის შეხებისას. ფიქრობდა... ფიქრობდა, თუ ამაზე საოცარი გრძნობა რაღა უნდა ყოფილიყო. - უკაცრავად ხელს, რომ გიშლით...- მორცხვათ ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა გოგომ, რომელსაც ქერა ტალღოვანი თმები ჰქონდა. თეოდოსიას როგორც ახსოვდა, მგონი ამ ქალიშვილს ნელი უნდა რქმეოდა. - რას ამბობ, ნელი. რაშია საქმე?- თქვა თეოდოსიამ და ფრთხილად გაუშვა სემის ხელებს თითები. - სიმართლე, რომ გითხრათ ბატონ სემთან მაქვს სასაუბრო.- მოკლედ მოუჭრა ნელიმ თეოდოსიას. - გისმენ, ნელი. - საჯინიბოში ერთ-ერთი ცხენი მგონი ავად არის. ხომ ვერ დამეხმარებოდით?- ჰკითხა სემს ნელიმ. თეოდოსია ეჭვის თვალით უყურებდა ნელის. უმიზეზოდ, მაგრამ ალბათ რაღაცა მიზეზის ფონზე ეს ახალგაზრდა უნდობლობის შეგრძნებას უტოვებდა ჟღალთმიან ქალს. სემი ნელის საჯინიბოსკენ გაჰყვა. შიგადაშიგ ნელი შოტლანდიელ კაცს შეკითხვებს უსვამდა. - როგორც ამბობენ შოტლანდიიდან ჩამოხვედით. - დიახ, მართალია. აქ როგორც ჩანს სწრაფად ვრცელდება ამბები.- ნაძალევად ჩაიღიმა სემმა. - იმასაც ამბობენ, რომ უსიყვარულოდ ქმნით თეოდოსიასთან ოჯახს. - ეს სისულელე ვინ თქვა? თეოდოსია ჩემი ცხოვრების ნავსაყუდელია, რომელიც განა იმის გამო მომყავს ცოლად, რომ ვალდებულობის გრძნობა მაწუხებს... არამედ იმიტომ, რომ ეს ქალი მიყვარს. თავი შემაყვარა თავისი სუფთა სულით.- სიმწრით აღმოთქვა სემმა. - ბოდიშით, მაგრამ ვერ ვხვდები რა მოგწონთ თეოდოსიაში. - მგონი ეს საქმე თქვენთან გასარჩევი არ არის. სჯობს აქ მოსვლის თემას დავუბრუნდეთ. სად არის ცხენი?- დაეჭვებით იკითხა სემმა. ნელი საჯინიბოს კარებისკენ გაიმართა. მჭიდროდ მიკეტა კარები და ისევ სემს მიუბრუნდა. - არცერთი ცხენი არ არის ცუდად. უბრალოდ მინდოდა აქ მომეყვანეთ.- აღზნებული ტონით მიუგო ნელიმ სემს, რომელიც მასში საშინელ ზიზღს იწვევდა. - ეს რას ნიშნავს?- წამოიყვირა ბრაზით სემმა.- დრო დასაკარგად ნამდვილად არ მაქვს. რამდენიმე დღეში ქორწილი იქნება და თქვენ ტყუილად მაკარგვინებთ წუთებს!- ზიზღისგან ზემოთ აექაჩა ბაგეები. ნელი თითქოს სემის სიტყვებს ვერ იგებდაო... ისე დაიწყო თავისი ტანისამოსის ნელ-ნელა გახდა. - რას ჩადი?- სემი ნელის მიუახლოვდა და მწარედ მოუჭირა გლეხის ქალს ხელები... ისე, რომ ბოლოს ტკივილისგან ნელის ცრემლები წასკდა. - რამდენიმე დღეში ქორწილი გაქვთ... არაფერი დაშავდება მანამდე სხვა ქალს თუ შეხედავთ! რითი ჩამოვუვარდები მაგ შენს თეოდოსიას?! მეც შემიძლია ის მოგცე რაც მას გააჩნია. მოდი ჩემთან. პირველივე დანახვისთანავე შემიყვარდი, სემ...- მძიმედ აღმოთქვა ნელიმ და სემის სახის ნაკვთებს თითებით შეეხო. სიამოვნებისგან გლეხის ქალმა თვალები დახუჭა... ერთი ვნებიანად ამოიოხრა და ეს-ეს იყო შოტლანდიელი კაცის ტუჩებს უნდა შეხებოდა, რომ სემმა ნელის ხელი ჰკრა და ძირს დააგდო. - ჩემგან შორს დაიჭირე თავი, ნელი!- თქვა და საჯინიბოდან გაბრაზებული გავარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.