შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაზლების ქურდი VIII /აჩრდილზე მონადირე/


11-05-2020, 00:01
ავტორი belle...
ნანახია 15 860

„ყოველ ჯერზე, როცა ადამიანი ცდილობს ამქვეყნიური სამოთხის შექმნას, საბოლოო ჯამში საკმაოდ ხარისხიან ჯოჯოხეთს ქმნის...“
პოლ კლოდელი


~პროლოგი~
ტიკ-ტაკ.... ტიკ-ტაკ... ტიკ-ტაკ...
საათის ისრები დროს ზომავენ. როდის ამოვა მზე, როდის შეცვლის ბადრი მთვარე, როდის გავა ერთი თვე, ერთი კვირა, ან ერთი წელი...
საათის ისრები სიცოცხლის პერიოდს ზომავენ. ყოველი ისრის გაწკარუნება თითოეულ ჩვენგანს სიკვდილს აახლოებს, გარდაუალ დასასრულს, რომელიც ყველა ადამიანის ხვედრია, მაგრამ ზოგიერთისთვის სიკვდილი უფრო ახლოსაა ჩასაფრებული...
ტიკ-ტაკ... ტიკ-ტაკ... ტიკ-ტაკ...
ამბობენ ცოდვები მუდამ უკან ბრუნდებიანო... ბუმერანგის პრინციპით.
ეს ცხოვრების ურყევი ციკლია... აღმართს დაღმართი მოჰყვება... მზეს-მთვარე... სიკეთეს-ბოროტება... სიცოცხლეს-სიკვდილი... დანაშაულს კი სასჯელი!
ტიკ-ტაკ... ტიკ-ტაკ... ტიკ-ტაკ...
დროს ვერ შეაჩერებ, როგორც არ უნდა გინდოდეს ეს. ერთ წამსაც ვერ მოჰპარავ! ჯიუტად განაგრძობს ათვლას... თითოეულ წუთს დაგითვლის, სანამ ბოლოჯერ ამოისუნთქებ და მაინც, როცა ხვდები, რომ მიჯნაზე დგახარ... ორ სამყაროს შორის გამყოფ საზღვარს მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებს, რა იქნებოდა შენი ბოლო ფიქრი?...
- ჰეი! ესმის ვინმეს ჩემი ხმა?! ახლავე გამომიშვით აქედან, თორემ...
მამაკაცმა თავის მუქარა ვეღარ დაასრულა. სარდაფის კარი გაიღო და ოთახში შავებში გახვეულმა უცნობმა შემოაბიჯა. ბეჭებზე ლაბადა მოესხა, ხელებზე ტყავის ხელთათმანები მოუჩანდა, სახეს კი კაპიშონში მალავდა. სიკვდილის ანგელოზს ჰგავდა. ანგელოზს? ადამიანებს შორის ანგელოზები არ არიან! ეშმაკი, კიდევ შეიძლება!
- ეი, შეშლილო! - დაიღრინა ტყვემ - ახლავე ამიშვი, თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია! იცოდე, აქედან რომ ავდგები...
- ადგები? - ჩაეცინა.
ტყვეს გარშემო შემოუარა. ისე ზვერავდა, როგორც ცხოველი თავის ნადავლს, სანამ ყელში ესცემა და საბოლოოდ გაფატრავს. ტყვეს ურყევ ჯავშანში შიშმა მაინც იპოვა პატარა ხვრელი, მოხერხებულად შეუძვრა შიგნით და აღელვებულ ქვეცნობიერთან ახლოს ჩაცუცქდა - შავოსანის უცნაურმა და საშინლად ნაცნობმა ხმამ გაოცებასთან ერთად შიში მოჰგვარა.
- ვინ ხარ? შენი ხმა მეცნობა...
- მაგამდეც მივალთ, ლევან, ნუ ხარ ასეთი სულსწრაფი!
მოტყავებულ ოთახში, ცივი და მკვდარი კედლების ერთადერთი გაფორმება, მრგვალი, უსახური და მინაჩამსხვრეული საათი ზანტად და რიტმულად განაგრძობდა ტიკ-ტიკს.
კალანდიას ტანში სიცივემ დაუარა - „ვინ არის ეს ტიპი? რა უნდა ჩემგან? ნუთუ ნარკოტიკების გამო ხდება ეს? თუ ჩემი რომელიმე მომდურებული თანამშრომელია, რომელიც უცერემონიოდ გავაპანღურე კომპანიიდან? ჰო, ჰო ეგრე იქნება! ალბათ, ზედმეტი მომივიდა და შეურაცხყოფაც მივაყენე. ოხ, ლევან! ამჯერად თავი დაიხსენი და მერე გაუსწორდი ამ ნაბიჭვარს!“
- მომისმინე, - შემრიგებლურად დაიწყო - არ ვიცი ვინ ხარ და ისიც არ ვიცი ჩემგან რა გინდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ შეთანხმებას შევძლებთ...
- შეთანხმებას?! - სწრაფად დაიხარა მისკენ და ღვარძლით ამონასუნთქი ჰაერი ცხვირ-პირში შეაფრქვია - ლევან... ფიქრობ, ყველაფრის გამოსწორებას შეძლებ, არა? ვირთხა!
- რა გინდა ჩემგან? მითხარი, აქ რისთვის მომიყვანე?
მუდამ მკაცრს და შეუვალს, ხმა გაუწვრილდა. უცნობი მასში ველურ შიშს აღვივებდა. ქვეცნობიერი რაღაცას ჩასჩურჩულებდა, მაგრამ იმდენად ხმადაბლა და გაურკვევლად, რომ მისი სიტყვები არ ესმოდა, თუმცა, განცდებს მშვენივრად გრძნობდა. აქ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა. საათის გულისგამაწვრილებელი ტიკ-ტიკი, ტყვეს პირდაპირ ფსიქიკაზე ურტყამდა!
- 1993 წელი, 17 ოქტომბერი, საღამოს 23:10 წუთი! რამეს ხომ არ გახსენებს, ლევან? - ავად წასჩურჩულა ყურში. - ძალიან ცივი ღამე იყო. იმდენად ცივი, რომ ძარღვებში სისხლს ყინავდა!
ტყვეს თვალები გაუფართოვდა, ველური შიშით მოწამლულმა სწრაფად ახედა შავოსანს. შეუძლებელია! კი, მაგრამ როგორ? ამ ღამის შესახებ როგორ გაიგეს? ეს მხოლოდ მან და მირიანმა იცოდნენ! ის ქათამი სიტყვის თქმას ვერ გაბედავდა, ლევანის სიკვდილივით ეშინოდა. არაფერს იტყოდა! მაშინ საიდან?!
- ვინ ხარ? - წაიჩურჩულა აცახცახებულმა.
კაპიშონიანს ჩაეცინა. არა... გაეცინა... ახარხარდა! ცივი, გამყინავი ხმა კალანდიას ტანში ჟრუანტელს ჰგვრიდა. ჩათვალა, რომ გამტაცებელი ჭკუაზე ვერ იყო, აბა რა აცინებდა? იდგა და გიჟივით ხარხარებდა, შეიშალა? ნამდვილად! მოულოდნელად, ქეჩოში სწვდნენ და კისერი გადაუგრიხეს.
- შეენ... - ჩაისისინა მის ყურთან - ფიქრობდი, რომ ეს შეგრჩებოდათ? შენც და იმ ნაბოზარ გელოვანსაც?! ფიქრობდით, რომ იმ ღამის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა და მშვიდად განაგრძობდით ცხოვრებას? შენი აზრით მირიანს რა მოუვიდა?
- შენ მოკალი? - ამოიკნავლა დამფრთხალმა - ის... ის მანქანამ გაიტანა!
- ჰოო, მანქანამ გაიტანა, - ქოჩორზე კიდევ უფრო მძლავრად დაქაჩა, კალანდიას კინაღამ კისერი გადაუტყდა - ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ აფრინდა ჰაერში მისი დამპალი ლეში და როგორ იქცა უსულო ძვლების ტომარად! მაშინ მაინც და მაინც ვერ გავერთე... შემთხვევითი ავარია ჩემს გეგმებში არ შედიოდა. მაგრამ შენ...
ხელი ზიზღით უშვა და ლაბადის შიდა ჯიბიდან მოზრდილი მეტალის ნევსი ამოაძვრინა. უცნაურ ხელსაწყოს გული მოშიშვლებული ჰქონდა. შიგ უცნაური შეფერილობის სითხე მოჩანდა - არც ყვითელი იყო, არც მუქი ნარინჯისფერი. შეხებისას ფერს იცვლიდა, ხან ღიავდებოდა, ხან მუქდებოდა. ლევანს მსგავსი არასდროს არაფერი ენახა.
- ეგ რა არის? - შიშისგან გააცახცახა - ეგ რა გიკავია ხელში?
- ეს? - შავოსანმა სიყვარულით გადაუსვა ხელი ხელსაწყოს - ეს ჩემი ქმნილებაა, იდეალური, დახვეწილი და ეფექტური! შენ წარმოდგენა არ გაქვს მას რა შეუძლია.
აღტკინებული ნევსს მიეფერა. უცნაური ფერის სითხე პატრონის შეხებისთანავე გაღიავდა. თითქოს ცოცხალი არსება იყო და ყველაფერს გრძნობდა.
- შეშლილი ხარ! - წაიჩურჩულა ლევანმა, ეს უცნობი უკვე გვარიანად აფრთხობდა.
- მერე, ვისი დამსახურებაა?! - იღრიალა მოულოდნელად. ლევანს შიშისგან გული გადაუქანდა - ვისი დამსახურებაა, რომ მე მთელი ცხოვრება თავზე ჩამომენგრა? ვისი?!
ლევანი აკანკალდა, უკვე ხვდებოდა ვის მალავდა ეს შავი ნიღაბი და ისე ეშინოდა, როგორც არასდროს. მაშინაც არ გახეთქვია გული ასე, როდესაც ალექსმა შემოუსწრო, თუ როგორ სცემდა შვილის ძმაკაცი და იფიქრა, რომ მისი ვაჟი საბოლოოდ გაიგებდა სიმართლეს და თავის გადასარჩენად დუჩეს საზიზღარი ტყუილი დააბრალა!
არც მაშინ შეშინებულა, მირიანის უცნაური სიკვდილის შესახებ, რომ გაიგო და იეჭვა, ეს მხოლოდ უბედური შემთხვევა ვერ იქნებოდა და შეიძლებოდა შემდეგი თვითონ ყოფილიყო.
არც მაშინ აღელვებულა ისე ძალიან, როცა შავოსანმა პირველად შემოაბიჯა ოთახში და აფიქრებინა, რომ ეს ბოლო ადამიანი იქნებოდა ვისაც მისი თვალები უკანასკნელად იხილავდნენ.
მას წარსულმა მოჰგვარა ველური, პანიკური ძრწოლა! წარსულმა, რომელიც დიდი წვალების მიუხედავად ვერაფრით დაივიწყა...
რა დაუნდობელია ცხოვრება! მაინც გაუხსენა ძველი ჭრილობა! მაინც მოაკითხა! მაინც მოსთხოვა პასუხი ერთი შეცდომისთვის... შეცდომისთვის? ეს შეცდომა იყო? ყოველშემთხვევაში, თვითონ ასე თვლიდა.
- ეს შენ ხარ, არა? - შიშით ახედა გამტაცებელს.
- გაგინათდა ეგ ბილწი გონება? - ჩაეცინა უცნობს.
თავზე ხელი წაივლო, კაპიშონი გადაიძრო და სახეზე მორგებული ნიღაბი ჩამოიხსნა. ისედაც მიხვდა ვის მალავდა ეს შავი ნიღაბი და როცა დარწმუნდა, მწარედ გაიფიქრა, რომ ეს დასასრული იყო. კედელზე დაკიდებული გამაღიზიანებელი საათი უკანასკნელ წუთებს უთვლიდა დინჯად...
ტიკ-ტაკ... ტიკ-ტაკ... ტიკ-ტაკ...

თავი პირველი
გასული ღამის კადრებს ვიხსენებდი და ტუჩებიდან ღიმილი არ მშორდებოდა. ჩემს კანს მისი სურნელი მოეპარა. თვალდახუჭული ჯერ კიდევ ვგრძნობდი თლილი თითების მოძრაობას ჩემს ტანზე, თბილ ბაგეებს ყელთან... მხრებზე... თეძოებზე... ხელები უნებურად დამემუშტა, მისდამი სურვილი ცნობიერებას დაეუფლა, დამცხა... გულაღმა ამოვბრუნდი და სახეზე ხელები ავიფარე.
ლოგინში წოლა აღარ შემეძლო, ასე საკუთარ თავს ვაგიჟებდი. გადავწყვიტე, სანამ დუჩე დაბრუნდება სახლს დავათვალიერებ-თქო, როგორმე ყურადღება უნდა გადამეტანა...
პირველად რომ მომიყვანეს ისეთი აღელვებული ვიყავი, სულ არ მცხელოდა სახლის ინტერიერისთვის, მაგრამ ახლა უსაქმოდ მყოფს დრო გამომიჩნდა. სავარძელზე მიგდებულ შარვალს ხელი წავავლე და ამოვიცვი. სამზარეულოში გავედი, მაცივარი გამოვაღე და გავშტერდი. ჩემი უბნის სუპერმარკეტში ვერ ნახავდით ამდენ პროდუქტს! აბა ჩემს საცოდავ მინი საყინულეს ცივი რძის და ერთჯერადი საკვების მეტი არაფერი ჰქონდა ნანახი. ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ეგეც დიდი მიღწევა იყო-თქო - გავიფიქრე უხალისოდ. თაროებზე სასმელებს მოვავლე თვალი, ძირითადად კივის და მარწყვის შეიკები მოჩანდა.
- კივი ჰყვარებია ვაჟბატონს, - ჩამეღიმა და მწვანე შეიკი გამოვიღე. ეგრევე მოვიყუდე და ოთახების თვალიერება დავიწყე.
ხუთოთახიანი უზარმაზარი სახლი - სამი საძინებლი, ერთი მისაღები, ერთი სასტუმრო ოთახი და სამზარეულო, საუკეთესო ავეჯით და თანამედროვე ტექნიკით იყო აღჭურვილი. დუჩეს გემოვნებამ მომნუსხა, ბინა მთლიანად მოდერნისტულ-ვინტაჟურ სტილში ჰქონდა მოწყობილი. სადად და გემოვნებით.
ქარვისფერი მუხის პრიალა იატაკს ძვირფასი ხალიჩები ფარავდა. საძინებლისთვის მუქი თაფლისფერი ნოხები შეერჩიათ. დანარჩენი ოთახებისთვის კი, ყავის და თაფლის თბილ პრინტებში, გარდამავალი ტონები. ყველაზე მეტად მაინც ბუხარი მომეწონა. ლამაზი ჩუქურთმებით და მყუდრო აურით.
კედლებს გამოჩენილი მხატვრების ორიგინალი ტილოები ამშვენებდნენ. ვის აღარ ნახავდით ვინტაჟურ ფერებში შესრულებულ შპალერის კედლებზე - ლეონარდო და ვინჩი, რუბენსი, ვანგოგი, ბოტიჩელი, გრეკო, სალვადორ დალი და მიქელანჯელო! მისმა ხელოვნებისადმი სიყვარულმა ტუჩებზე თბილი ღიმილი მომგვარა.
განათება ნამდვილად შთამბეჭდავი გალხდათ - სახლში დეკორატიული, მოჩუქურთმებული და ხისგან მოწნული მინი ლამპიონები წამოჭიმულიყო, თითქოს ძველ ეპოქაში დავბრუნდი და რომელიღაც პრინცის პატარა სასახლეში ამოვყავი თავი. აღფრთოვანებული ვათვალიერებდი დასჯილი ბავშვივით თავჩაქინდრულ „ციცინათელებს“.
კარადები, თაროები, რბილი ავეჯი - ყველაფერი ვინტაჟურ სტილში იყო შესრულებული - ყავის, კაკაოს და რძიანი შოკოლადის გარდამავალ ფერებში. საძინებლებში დაკიდული ღვინისფერი აბრეშუმის ფარდები ორად გაეყოთ და კოხტად შეეკრათ კიდეებზე.
სამზარეულო მთლიანად დეკორატიული, მოცისფრო-მოლურჯო კერამიკით იყო მოწყობილი. იტალიურ სტილში მოწყობილი მინიბარი, ძვირფასი ალკოჰოლური სასმელებით და კოქტეილებით იყო სავსე. ხელუხლებლად გამოიყურებოდა, როგორც ჩანს დუჩეს დალევა დიდად არ უყვარდა.
სამზარეულოს ჩაყოლებაზე, მეორე ოთახში შევიჭყიტე. იტალიურმა სტილმა და მონტის სუნამოს ნაზმა სურნელმა მიმახვედრა, ვის ეკუთვნოდა საძინებელი. კარი გამოვიხურე და ამჯერად მეორე შევაღე. წამით დავიბენი - თავი სპორდარბაზში ამოვყავი. უზარმაზარი სივრცე უახლესი ინვენტარით იყო აღჭურვილი. ბევრი ისეთი ტრენაჟორიც შევნიშნე, რომლის დანიშნულებაზე წარმოდგენაც არ მქონდა. აი თურმე რატომ იყო მუდამ ფორმაში...
დუჩეს საძინებელში დავბრუნდი, მისი ოთახი ყველაზე საინტერესოდ მომეჩვენა. ადამიანები საკუთარ კუთხეს, ხომ თავიანთი შინაგანი სამყაროს მიხედვით აწყობენ. პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტის ამოცნობა მისი პირადი სივრცითაც არის შესაძლებელი.
ფართო ოთახში, ფანჯრების ადგილს, მთლიანად უფარდო მინის კედელი იკავებდა, რომელიც ვერანდაზე გადიოდა. მისგან შემომავალი მზის, თუ მთვარის შუქი ოთახს სინათლით ავსებდა. ღია კრემისფერი იატაკი იდეალურად ეხამებოდა ოთახში მდგომ ჩალისფერ ავეჯს. უზარმაზარი წიგნების კარადა, რომელიც სპეციალური დიზაინით იყო შექმნილი და დაპროექტებული, ჩარდახიანი საწოლის მოპირდაპირე მხარეს იდგა.
კარადა ორ ფლიგელად იყოფოდა. შუაში პერსონალური კომპიუტერი იდგა, თავისი პროცესორით. აქეთ-იქით კი ოდნავ დაქანებული თაროები დაჰყვებოდა, სადაც წიგნები ერთმანეთს ისე მიწყობოდნენ თითქოს მიგანიშნებდნენ, პატრონი ყველაზე მეტად რომელ ჟანრს ანიჭებდა უპირატესობას - ფსიქოლოგიური და კრიმინალური ლიტერატურა საწყისში ელაგა.
გამეღიმა. ტყუილად დავწამე ცილი, სულაც არ იყო გაუნათლებელი და ხეპრე, როგორადაც მუდამ მიმაჩნდა. პირიქით, მის პირად ბიბლიოთეკას თვალი რომ გადავავლე, დავეჭვდი - ნამდვილად იმაზე მეტი განათლება ჰქონდა მიღებული, ვიდრე ჩვენი ლექტორების ნახევარს!
ყველაზე მეტად მაინც მისმა „გარდერობმა“ გამაოცა, რომელიც ჩემი საძინებლის ზომის ოთახს წარმოადგენდა. ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი. ოთახი სავსე იყო ნაირ-ნაირი სტილის სამოსით, ფეხსაცმელებით, საათებით და კიდევ ათასი აქსესუარით.
კარი შევაღე და გავშტერდი. თავი „ძვირადღირებულ მაღაზიაში“ ამოვყავი, ვის აღარ მოჰკრავდით თვალს - “Versace”, “Calvin Klein”, “Armani”, “Prada”, “Gucci”... სათვალავი ამერია.
საკიდებზე კლასიკური და „street st“-ის სამოსი მოვათვალიერე. ამ ბიჭს თავისი გამორჩეული სტილი ჰქონდა. სადად, მაგრამ გემოვნებით ეცვა ხოლმე.
ოთახის შუაგულში მდგომ, ვიტრინას მივუახლოვდი და საათების კოლექცია შევათვალიერე - „Rolex”-ის და „Bell & Ross“-ის ფრანგული ბრენდის გვერდით, მუქი ქვიშისფერი ტყავის ულამაზესი საათი იდო.
საათის ფირფიტაზე “Panerai” ამოვიკითხე. თვალისმომჭრელი იყო, გამორჩეული და დახვეწილი დიზაინით. რა თქმა უნდა, იტალიური ბრენდი აღმოჩნდა. დუჩე გიჟდებოდა იტალიაზე და მათ სტილსაც იდეალურად ირგებდა. თავბრუდამეხვა, ისედაც ვიცოდი, რომ ძალიან მდიდარი იყო, მაგრამ ეს... თავი გავაქნიე და ოთახის კარი საიმედოდ გამოვიკეტე.
მინის კედელს ხელი ვკარი და ვერანდაზე გავედი, ვიფიქრე ცოტა ჰაერს ჩავყლაპავ აზრზე მოსასვლელად-თქო, მაგრამ ვერანდა ისეთი ლამაზი აღმოჩნდა, თვალი მომტაცა, არადა ღამით ბევრი არაფერი შემიმჩნევია. მოზრდილი აივანი, მოჩუქურმებული ფილაქანით იყო მოპირკეთებული. აივნის მოაჯირებზე კი ქოთნით სხვადასხვა ლამაზი ყვავილები დაეკიდათ. იქვე ახლოს კოხტა, ყავისფერი ლერწმისგან მოწნული მაგიდა იდგა თავისი ორი მომცრო, მყუდრო და კომფორტული სკამით.
აქეთ-იქიდან კი მოზრდილ ქოთნებში „დღე-ღამის ლამპიონები“ იწონებდნენ თავს, რომლებიც აივნის რიკულებს გველებივით შემოხვეოდნენ და მაღლა მიიკლაკნებოდნენ. თვალი ავაყოლე და ზემოთ ავიხედე, დეკორატიულ სანათი ჭერს აბლაბუდის ქსელივით მოსდებოდა. უცნაური ფორმის ლამაზი ნათურები მომხიბლელად გამოიყურებოდნენ. ღამით აქ ჯდომა ალბათ სამოთხეში ყოფნას უდრიდა. გონებაში ისევ ის ნახატი ამომიტივტივდა.
ოთახში შევბრუნდი და მსხვილი თოკებით დაბმული გოგონას პორტრეტს მონუსხული მივაჩერდი. პირველად, როდესაც მონტიმ საძინებელში შემოიტანა და მისთვის განკუთვნილ, გამორჩეულ ადგილზე დაკიდა სუნთქვა შემეკრა.
ნახატმა უცნაურად მიმიზიდა, თითქოს მელაპარაკებოდა... რაღაცის თქმა სურდა... ტილო მხატვრის მწველი გრძნობობებით გაჟღენთილიყო. ტკივილი, სევდა და მწუხარება, საღებავების ნაზ ტონებში საიმედოდ მიმალულიყვნენ. მისი ემოცები გადმომედო... ვნებით ანთებულმა ხელი გავიწოდე და ნაზად შევეხე. თითებში სითბო ჩამეღვარა...
თვალები დავხუჭე და მის ნაწილად ვიქეცი... დავინახე... როგორ მოძრაობდა მხატვრის გახურებული ხელი, როგორ დაქროდა მისი ფუნჯი, ვნებისგან წამონთებული ფერებით, ტილოზე. მისი აჩქარებული პულსის ხმა ჩამესმა... გული სწრაფად უცემდა, სახეზე სიმწრის ოფლი ასხამდა... გაშმაგებული პერიოდულად თვალებს ისრესდა და ფეხს ნერვიულად ათამაშებდა...
ღელავდა? თუ განიცდიდა? იქნებ ეშინოდა? ეშინოდა, რომ მისი შედევრი ისეთი არ გამოვიდოდა, როგორიც სურდა!
თითქოს ამ ნახატზე იყო მისი სიცოცხლე დამოკიდებული, ის სწორედ ისეთი უნდა გამოსულიყო, როგორიც ჩაფიქრებული ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჟდებოდა... შეიშლებოდა... მოკვდებოდა, როგორც უსუსური ყვავილი, მზის სხივებს მონატრებული! ნათლად ვხედავდი მის ბუნდოვან სახეზე მოთამაშე ბნელ აჩრდილებს, საკუთარ თავს ებრძოდა.
შეჩერდა... წამით თვალი შეავლო ნამუშევარს... სხეულში მორიგი სითბოს ტალღა ვიგრძენი, ცხელმა ჟრუანტელმა ვენებში დამიარა, მთელს ორგანიზმს მოედო და გამათბო. ენით აუწერელი აღფრთოვანება ვიგრძენი, მიხაროდა... ბედნიერი ვიყავი, მეტიც ვამაყობდი საკუთარი თავით!... სული ამიფორიაქდა, სისხლში ენდორფინის მომატება ვიგრძენი, გულის პულსი ამიჩქარდა... როგორც იქნა!
ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ფრენასაც შევძლებდი, რომ მომენდომებინა... ლამაზია, შეუდარებელია... ღვთაებრივია... ხელები ამიკანკალდა, ღრმად ჩავისუნთქე და მუშაობა განვაგრძე...
მოკლე კადრები... ფუნჯის სწრაფი მოძრაობა... საღებავებით მოთხვრილი ჩემი ხელები... ქალის პერიოდული ქვითინი! იგრიხებოდა, იკლაკნებოდა, ჩემგან თავის დახსნა სურდა... ცოტაც, სულ ცოტაც... გულში ვევედრებოდი, რომ ცოტაც მოეთმინა!
ვნება ფუნჯს მართავდა, ტკივილი ხელებს, ველური აღტკინება გონებას, გული კი... გულს ვეღარ ვგრძნობდი, თითქოს ფურცელზე დახატული კაცუნა ვიყავი და ვიღაცამ საშლელით წამიშალა...
არა, ის არსად გამქრალა! წვრილ ნაწილებად დანაწევრებული, ჩემი თითებისკენ ზანტად მიედინებოდა და ტილოზე შესრულებულ თითოეულ ვარსკვლავში საიმედო თავშესაფარს პოულობდა. ჩემი შინაგანი სამყარო, ჩემი სული, ჩემი მთელი არსება - ჩემს თვალწინ ნახატზე გადადიოდა.
იქამდე ვაგრძელებდი ხატვას სანამ არ ვიგრძენი, რომ ბოლომდე დავიცალე... თითებში სითბოს ვეღარ ვგრძნობდი. ფუნჯი გაცივდა, ვნება გაქრა, ველური აღტკინება და გაუსაძლისი ტკივილი კი ჩემში დარჩა... სხვა ყველაფერი უბრალოდ აორთქლდა! მიმატოვეს... თვალზე ცრემლი მომადგა, ჯებირი გამოარღვია და ღაწვებზე ონავარი, ხითხითა წვიმის წვეთებივით დაეშვა...
...გამომივიდა, მე ის შევქმენი... მაგრამ... მან ყველაფერი წამართვა, გამომფიტა და გამომაცარიელა! უემოციოდ შევცქეროდი ვარსკვლავებში გაფანტულ ჩემი გულის ნაწილებს, სქელ თოკებში ჩაწნულ დაუოკებელ, ცეცხლოვან ვნებას და... სიყვარულს... მის სხეულში, მის თითოეულ უჯრედში საიმედოდ შენახულ ჩემს სიყვარულს, რომელიც ნაზად ეალერსებოდა აბრეშუმივით კანს.
...ვტიროდი, რატომ? იმიტომ, რომ მას ჩემი წრფელი გრძნობები არაფერში სჭირდებოდა. თავჩახრილი იდგა და ჩუმად ქვითინებდა, მის ბაგეებს კი მხოლოდ ერთი სიტყვა ეკერათ საპასუხოდ - „გამიშვი“. ეს აუტანელი ბგერების თანწყობა ყურებში მიგუგუნებდა და მთელს ჩემს არსებაში ექოდ ირხეოდა, გრძნობებისგან მკვდარ კედლებს სასოწარკვეთილი ყრუდ ეხეთქებოდა და შველას ითხოვდა, მაგრამ იქ აღარავინ იყო ვინც მის ხმას გამოეხმაურებოდა... ჩემი სხეული მიატოვა სულმა. ჩამობნელდა...
თვალები გავახილე და ტილოს სწრაფად მოვშორდი. რა იყო ეს?! ლოყებს თითებით შევეხე, დამისველდა... ვტიროდი! გაოცებულმა ისევ სურათს შევხედე, მე ეს ვიგრძენი! მისი ტკივილი... ველური ჟინი... ტანჯვა და შიში... მე ეს ვიგრძენი და როგორც კი, ეს გავიაზრე ძარღვებში სისხლი ამიდუღდა.
გულმა ახალი შემართებით დაიწყო ძგერა. ჩემში რაღაც შეიცვალა, თითქოს სულში ახალი კარი გამიღეს, ხელები გამიხურდა, კანი ამეწვა. გაოცებულმა აკანკალებულ თითებს დავხედე. ძარღვებში ახალი სისხლი მოძრაობდა, ამას ვგრძნობდი, ან საბოლოოდ შევიშალე.
შემეშინდა. ჩემში უცხო ემოცია ჩაბუდებულიყო და შიგნეულობას გამეტებით ასკდებოდა, თითქოს ისიც გრძნობდა, რომ უცხო სამყაროში ამოყო თავი და ეშინოდა. მოუთვინიერებელი მხეცივით თავის დახსნას ლამობდა და დაუნდობლად მიკაწრავდა შიგნეულობას, რაღაც სურდა... რაღაც მთელი არსებით სწყუროდა, მაგრამ ვერ ვიგებდი რა.
უკან დავიხიე, ნახატს მოვშორდი და თვალი ავარიდე, მაგრამ ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ჩვენ შორის უხილავი ობობა დაცოცავდა და ერთმანეთთან საიმედო, გამძლე ქსელებით გვაკავშირებდა. მიზიდავდა, მაგნიტივით მიზიდავდა თავისკენ. თავი გავაქნიე და საძინებლიდან გამოვედი.
ჯიბეში ტელეფონი ამიზუზუნდა. გამოვერკვიე, რეალურ სამყაროს დავუბრუნდი. ალბათ დუჩე რეკავდა, ცოტა შემაგვიანდებაო, თორემ დათქმულ დროს უკვე ოცი წუთით გადააცილა. ეკრანს დავხედე და იმედი გამიცრუვდა.
- გისმენ, სანდრო...
- სია! როგორც იქნა, ღმერთო! სად ხარ?!
- რა იყო?
- არაფერი გაგიგია?
- რა უნდა გამეგო? - გულმა უსიამოვნოდ გამკრა.
- კალანდია... ლევან კალანდია, მოკლული იპოვეს!
- რაო? - დარწმუნებული ვიყავი რომ მომეყურა - სანდრექს, რას ბოდავ?!
- დღეს დილით მისი გვამი პოლიციამ იპოვა! პროზექტურაში გადაასვენეს!
- შეუძლებელია! - სახეზე ხელი ნერვიულად მოვისვი - კი მაგრამ, რა მოხდა? პოლიცია რას ამბობს?
- სია... - სანდროს ხმა ჩაუწყდა.
- თუ ღმერთი გწამს, სანდრო, ამოღერღე!!!
- კალანდიას მკვლელობას შენს ბიჭს აბრალებენ. პოლიციამ ნახევარი საათის წინ დააკავა, ახლა განყოფილებაში ჰყავთ.
მუხლებში ძალა გამომეცალა. მოწყვეტით დავეშვი რბილ დივანზე. მოსმენილის გადახარშვა გამიჭირდა. ხმას ვერ ვიღებდი. მგონი, ენა გადამეყლაპა.
- სია... ჩემი გესმის? სასწრაფოდ, უკან დაბრუნდი!
- მე... გავიგე... კარგი... კარგი... მოვალ.
ტელეფონი გავთიშე და მონტის ნომერი ავკრიფე. ყოველი შემთხვევისთვის დამიტოვა და დამიბარა, თუ დაგჭირდებით დამირეკეთო. ტელეფონის ზარის ხმა კართან გაისმა, საკეტი გაჩხაკუნდა. ჰოლში მონტი გამოჩნდა.
- ფრანჩესკო! - აღელვებული ფეხზე წამოვდექი.
- სინიორინა... - სახე გადაფითრებოდა - რაღაც უნდა გითხრათ!
- ყველაფერი ვიცი, რა მოხდა? სად წაიყვანეს?
- არ ვიცი, - აკანკალებული დივანზე მოწყვეტით დაეშვა - ვერც სინიორ ქავანას ვპოულობ, ვერ ვუკავშირდები. ჩემს ბიჭს კი არ მაჩვენებენ.
- განყოფილებაში იყავი მისული? - გვერდით მივუჯექი.
- კი, მაგრამ მითხრეს მისი ნახვა შეუძლებელიაო, სინიორინა... - აცრემლებული მომაჩერდა - ის არ არის მკვლელი, Te lo giuro !
- ვიცი, ფრანჩესკო, რა თქმა უნდა, ვიცი.
- ვაფრთხილებდი, რომ შარში გაჰყოფდა თავს! იმ ბოროტი კაცის მტრებმა ჩემი ბიჭის სიფიცხით ისარგებლეს და მას მიაწერეს თავიანთი დანაშაული! oh mio Dio ! რა გიშველოს შენმა მოხუცმა, ბატონო! ახლა რა გიშველოს?! - სახე ხელებში ჩარგო და აქვითინდა.
- ფრანჩესკო! - გულდამწვარი მოხუცს მოვეხვიე - დამშვიდდი! აუცილებლად დავიხსნით, გესმის? დუჩეს აუცილებლად გამოვიყვანთ. ახლა ტირილის დრო არ არის, ძალიან გთხოვ.
- სინიორინა, მის გარდა არავინ მყავს, - აკანკალებულმა ვედრებით შემომხედა - ის ჩემი შვილია, ჩემთვის შვილივითაა, გესმით? მისი დახმარება კი არ შემიძლია! ცხოველივით გალიაში გამომაწყვდიეს! არაფერი დაუშავებია! მასზე კეთილი გული არავის აქვს! ჯერ დედამისი, მერე მამამისი, ახლა კი ეს უბედურება! რამდენს უნდა გაუძლოს?!...
- შემომხედე! - მოხუცის სასოწარკვეთილებამ მაიძულა თავი ხელში ამეყვანა - პირობას გაძლევ, რომ იქიდან გამოვიყვან, გესმის? მას აუცილებლად დავიხსნი ციხიდან და დაგიბრუნებ!
- მოკლავენ... მას მოკლავენ...
- გეყოფა! - მკაცრად შევუძახე - თავი ხელში აიყვანე, მონტი! ახლა მას ჩვენი დახმარება სჭირდება, ასე რომ გონს მოეგე!
- ის მეძახის ასე, - ცრემლებში ღიმილი გამოერია - მონტი... მონტი... ჩემი სახელის წარმოთქმა სულ ეზარება. სულელი ბიჭი! იცით... ერთხელ ულვაშებიც კი მომაჭრა ძირში. მითხრა მაღიზიანებსო... ძალიან გავუბრაზდი.
თვალზე ცრემლი მომადგა. ფრანჩესკო დუჩეზე ისეთი სითბოთი საუბრობდა, ეჭვი არ მეპარებოდა მართლაც შვილივით უყვარდა თავისი ახალგაზრდა ბატონი. თუმცა, დუჩეს შეყვარებას რა უნდა? შეუძლებელია ახლოს გაიცნო და არ დაგატყვევოს...
- მე უნდა წავიდე. ჩემი ნომერი გაქვს, თუ რამე მოხდება აუცილებლად დამიკავშირდი, - ფეხზე წამოვდექი და დუჩეს ოთახში გავედი, რომ ქურთუკი ამეღო.
- სად მიდიხართ? ის თუ გაიგებს, რომ წახვედით ნერვიულობით მოკვდება! - მონტი უკან ამედევნა - მთხოვა, რომ ყურადღება მოგაქციოთ, სანამ ის თქვენ გვერდით არ იქნება.
- ნუ ნერვიულობ, - სვიტერი გადავიცვი და ქურთუკს ხელი წამოვავლე - არც ისეთი დაუცველი ვარ, როგორც მიგაჩნიათ. აქ ვერ ვიჯდები და ვერ დაველოდები, ვინმე რამეს როდის მოიმოქმედებს. დასაკარგი დრო არ არის!
- სინიორინა! - მკლავში ხელი წამავლო და შემაჩერა - არის რაღაც რაც უნდა იცოდეთ.
- რა?
- ჩემმა ბიჭმა გამაფრთხილა, რომ თუ რამე მოხდებოდა... რამე გაუთვალისწინებელი, თქვენთვის უნდა მეთქვა...
- რა უნდა გეთქვა?
- თქვენი მეგობარი... მას უნდა ესაუბროთ. თქვენთვის რაღაც აქვს სათქმელი.
- ვინ მეგობარი, ფრანჩესკო? - დავიბენი.
- ეკე... გვარი ვერ დავიხსომე, სახელი კი მგონი სწორად წარმოვთქვი. დუჩემ გადმოგცათ, რომ მას უნდა ენდოთ.
გავშრი. ცივმა ელდამ მეორედ გადამიარა გულზე და ადგილზე გამაშეშა. მოსმენილის აღქმა გამიჭირდა. დუჩე ეკეზე ამას არასოდეს იტყოდა! ისინი ვერ იტანდნენ ერთმანეთს! რაღაც შეცდომა იყო.
- მონტი, რაღაც ხომ არ გეშლება? რასაც შენ მეუბნები აბსურდია. იქნებ არასოწრად გახსოვს?
- არა, - თავი მტკიცედ გააქნია - სახელი სწორად დავიხსომე, ვიცოდი, რომ გაგიკვირდებოდათ, მაგრამ ჩემი ბიჭი ამას ტყუილად არ გეტყოდათ. ენდეთ მას.
- იცი... იცი სად უნდა ვიპოვო? დუჩემ გითხრა რამე მის შესახებ? - ბოლომდე მაინც არ მჯეროდა.
- არა, მხოლოდ იმის თქმა დამავალა, რაც უკვე გადმოგეცით, მეტი არაფერი ვიცი.
- კარგი, გმადლობ. დანარჩენში თავად გავერკვევი. აუცილებლად დამირეკე, თუ რამეს შეიტყობ და ნოვა ქავანა მოძებნე. მისი დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება. ჩემს შესახებ არაფერი უთხრა, დამირეკე და თავად მივაკითხავ.
- კარგით.
- და მონტი... შეგიძლია მანქანა მათხოვო?
- რა თქმა უნდა, გამომართვით - მიპასუხა სწრაფად და სედანის გასაღები გამომიწოდა.
- გმადლობ, შეხვედრამდე.
ქურთუკი მოვიცვი, თავზე ქუდი ჩამოვიფხატე, საყელო ცხვირამდე ავქაჩე და სახლიდან წამოვედი. ლიფტის გამოძახებით თავი არ შემიწუხებია, პირდაპირ კიბეებზე დავეშვი. რაც უფრო ნაკლები ხალხი მომკრავდა თვალს, მით უკეთესი. ფოიეში გამოვაღწიე, ადმინისტრატორს გვერდი ავუქციე და გარეთ გამოვედი. გასაღების ღილაკს თითი დავაჭირე, მუქმა ლურჯმა სედანმა ფარები აანთო და ჩააქრო. მანქანას მივუახლოვდი, კარი გამოვაღე და ჩავჯექი.
ძრავა ავამუშავე და პენთჰაუზს სწრაფად გავეცალე. გზატკეცილზე გამოსულმა, თავი უსაფრთხოდ რომ დავიგულე, მხოლოდ მაშინ დავიწყე ფიქრი ახალ თავსატეხებზე. რატომ უკავშირებდნენ კალანდიას მკვლელობას დუჩეს? ან რას ნიშნავდა ბოლო შეტყობინება? ნუთუ ეკეს შეხვდა? კი, მაგრამ როდის? მერე გამახსენდა, რომ დილას გაღვიძებულს სახლში არ დამხვდა. სადღაც იყო წასული და სიმართლე არ მითხრა.
საათნახევარში უკვე წყნეთის გზას მივუყვებოდი. გზატკეცილი ავიარე და ბუნებაში ჩაფლული, ყველაზე ბოლოს მდგომი, კერძო სახლის წინ შევაჩერე მანქანა. კოტეჯის ფანჯრებიდან ფარდა გვერდზე გაცოცდა, სანდრომ გამოიჭყიტა. ძრავა გამოვრთე და გადმოვედი.
- უნდა მოგკლა! - სახლში შესულს, სანდრო კოჭლობით მომიახლოვდა, მარჯვენა ფეხი ჯერ კიდევ მწარედ ახსენებდა თავს - როგორ ვინერვიულე! სად გაქრი ეს დღეები?! მეგონა ხელში ჩაგიგდეს!
ქურთუკი გავიხადე და სავარძელზე მივაგდე. ბუხართან მდგომ ტახტს მივუახლოვდი და მოწყვეტით დავეშვი. გული გამალებით მიცემდა.
- არჩილი ხომ არ ყოფილა ამოსული?
- გუშინ იყო. პროდუქტები ამოგვიტანა და წავიდა, - სკამი მოაჩოჩა და ჩემ წინ ჩამოჯდა - სად იყავი-თქო, ეს დღეები?! კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით!
- ხომ მოგწერე? რა განერვიულებდა!
- სად იყავი-მეთქი?!
- დუჩესთან...
- მაინც დაელაპარაკე! - წაიღრინა ნერვებმოშლილმა - მაინც გარისკე! ხომ შევთანხმდით? - აღარავითარი ზედმეტი წევრები გუნდში! სისისზეც არ დამიჯერე და ხომ ნახე რა დღეშიც გაიყვანეს?!
- გეყოფა! მაზოლზე წიხლს ნუ მაჭერ! ისედაც ვიცი, რომ რაც ორივეს გადაგხდათ ჩემს სინდისზეა და ამას ვერასოდეს დავივიწყებ! არაა აუცილებელი წარამარა მახსენებდე!
ფეხზე წამოვდექი. მაცივრიდან ცივი კოლა გამოვიღე და მოვიყუდე. ხახაში გაჩხერილი ბოღმა ვერ ჩაწმინდა. თვალები ამეწვა.
- მაპატიე, ამიტომ არ მითქვამს, - მომიახლოვდა და სევდიანად შემომხედა - ბოდიში, ზედმეტი მომივიდა, უბრალოდ შენზე ძალიან ვღელავ.
- ზედმეტი? - გამეღიმა - სიმართლეა. ამას ვერსად გავექცევი და არც ვაპირებ.
- მორჩი! - მომეხვია და გულში ჩამიკრა - სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! მთელს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ იღებ. ყველა საკუთარ არჩევანს აკეთებს. პარტნიორები ვართ და ამ საქმეშიც ერთად ვართ! რაც შეეხება სისის, ის უბრალოდ ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა. ეს შენი ბრალი არაა.
- კარგი... მოვრჩეთ სენტიმენტებს და საქმეზე გადავიდეთ, - თავი უხერხულად ვიგრძენი და სანდროს ხლართებს თავი დავაღწიე - ყველაფერი მომიყევი. სად იპოვეს კალანდია და როგორაა მოკლული?
- პოლიცია დეტალებს არ ამხელს. ტელევიზიიდან გავიგე დილას. ვიღაც ძალიან კი გაუმწარებია, კანალიზაციის თხრილიდან ამოათრიეს გვამი. ეჭვმიტანილად კი დუჩე ქავანას ასახელებენ! ეჭვმიტანილად კი არა, კორესპოდენტი ისე საუბრობდა, მგონი ეჭვმიტანილის სტატუსს გადაახტნენ და პირდაპირ ბრალდებულად განიხილავენ.
- მოუწყეს, მაგრამ საინტერესოა ეს ვის რაში დასჭირდა?!
ბუხარის წინ, სავარძელში ჩავჯექი და კოლა მოვსვი. მონტი მართალი იყო, დუჩეს და კალანდიას შელაპარაკება გამოიყენეს და ბინძური ხელები მას შეაწმინდეს! ნეტავ ალექსი როგორ იყო? დაიჯერა ის სისულელე, რასაც იდიოტი ჟურნალისტები ტელევიზიით გადმოსცემდნენ? დუჩეს სიტყვები გამახსენდა - როცა საჭირო იყო ჩემში ეჭვი შეეპარა და ზურგი მაქციაო. ნეტავ, ახლა როგორ მოიქცეოდა? ძველ შეცდომას გაიმეორებდა? დაიჯერებდა, რომ დუჩეს მამამისის მოკვლა შეეძლო? თუნდაც ამის საფუძვლიანი მიზეზი ჰქონოდა?
- ეს პირადი ანგარიშსწორებაა, - ჩავილაპარაკე ფიქრიანად - ჯერ მირიანი, ახლა კალანდია. აქ რაღაც პირადულია და არამგონია ეს ნარკოტიკებს ეხებოდეს. შენ თქვი კალანდია კანალიზაციიდან ამოათრიესო. ვის მოექცევი ასე სასტიკად, თუ არა მოსისხლე მტერს, რომელმაც რაღაც ძალიან ცუდი გაგიკეთა?
- მეც ასე ვფიქრობ, რაღაც გამოგვრჩა...
- კარგი, საქმე გადავინაწილოთ. შენ აქციონერების წარსული რაც შეიძლება ღრმად ამოქექე. მირიანის და კალანდიას კავშირი სახეზეა! ამ კუთხით იმუშავე. მე კი გავარკვევ დუჩეს რაში ადანაშაულებენ და ვინ იძიებს მის საქმეს.
- რას აპირებ?
- ვიცი ვისაც უნდა მივაკითხო.
წამოვდექი და ჩემს ოთახში შევედი, გარდერობი გამოვაღე და ტანსაცმელი გამოვყარე. სანდრო თავს წამადგა.
- ეგ რაში გჭირდება? ვისთან მიდიხარ? - მკითხა აღელვებულმა, როცა ჟღალ პარიკს თვალი მოჰკრა.
- ძველ მეგობარს უნდა გავესაუბრო. მხოლოდ მას ეცოდინება, რა ხდება შიდა სამზარეულოში. მაგრამ მანამდე კალანდიას შევუვლი პროზექტურაში, შევამოწმებ. თუ ისიც კოლიბრით არის მოკლული, მაშინ სწორ კვალზე ვდგავართ.
- რას ნიშნავს, თუ?
- სანდრო, - მეგობარს ცერად გავხედე - მაგ ნაძირალას იმდენი მტერი ჰყავდა, რომ ვერაფერს გამორიცხავ. მე კი მტკიცებულება მჭირდება. მთელი ეს ამბავი ერთ სივრცეში ტრიალებს, საწყისი ძაფი მჭირდება, რომ ბოლოში გავიდე.
- კარგი, გამოვქექავ კიდევ რამეს. ისე... ერთი რაღაც მაეჭვებს.
- რა?
- გახსოვს დუჩეს წარსულის გაგება რომ მთხოვე? - თავი ავწიე.
- მერე?
- დუჩეს მამას, ნოვას, ადრე ცოლი ჰყავდა, მასთან კი შვილი შეეძინა, რენე.
- ჰო, ვიცი, დუჩემ მითხრა. მერე?
- პირველი ცოლი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, მაგრამ ამის შესახებ ვერაფერი ვიპოვე.
- პოლიციას ჩანაწერები მაინც უნდა ჰქონდეს არქივში.
- ისეთი შეგრძნება, მაქვს, თითქოს ნოვას არ უნდოდა ამის შესახებ ვინმეს რამე სცოდნოდა.
- შენ მოგინდებოდა, შენს ტრაგედიაზე მთელს ქვეყანას რომ ესაუბრა? მართალია, მაშინ არავინ იცნობდა, მაგრამ დრო გავიდა, ნოვა ცნობილი გახდა. ასეთ ადამიანებზე კი გამუდმებით ნადირობენ! წარსულში მოურიდებლად იჩხრიკებიან! არცაა გასაკვირი, რომ ამას მალავს!
- ასე რატომ გაცხარდი? - წარბი შეკრა - თავგამოდებით იცავ!
- ამ ოჯახმა საკმარისზე მეტი ტრაგედია გადაიტანა, სანდრო! - ტანსაცმელების გადარჩევას თავი ვანებე - ჯერ პირველი ცოლი, მერე მეორე, შემდეგ დუჩეს ესროლეს და კინაღამ მოკლეს! ახლა კი ციხეში გამოამწყვიდეს იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია! როგორ ფიქრობ, იოლია ასე ცხოვრება? იოლია, როცა მარტო უმკლავდები ოჯახურ პრობლემებს? ისიც ადამიანია! ჩვეულებრივი მოკვდავი! არ აქვს მნიშნველობა რა რაოდენობის ფული უდევს ჯიბეში! მე ვნახე მისი სახე საავადმყოფოში, როცა დუჩე დაჭრეს. ახლობლები სჭირდებოდა და არა დაცვის წევრები, მაგრამ არავინ მისულა. ეს კაცი სულ მარტოა! მგონი, აქვს უფლება საკუთარი წარსული დაფაროს, თუ ასე მოესურვება!!!
- გასაგებია, - შეცბუნებულმა უკან დაიხია - ბოდიში, არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა.
მძიმედ ვსუნთქავდი, მეტისმეტად ავღელდი, განერვიულებულზე ყველას და ყველაფერს ვერჩოდი. სანდროსაც უმიზეზოდ დავეტაკე. მისი ბრალი არ იყო, რომ დუჩე დაიჭირეს. სახეზე ხელი ნერვიულად მოვისვი.
- მე გავემზადები და კალანდიას მოვინახულებ. შენ კი ყველაფერი გაარკვიე რასაც შეძლებ...
ზურგი ვაქციე. სანდრო ოთახიდან გავიდა და კარი მომიხურა. ტანსაცმელებს თავი ვანებე, ლოგინზე დავეხეთქე და ცრემლები წამომივიდა. სადამდე გაგრძელდებოდა ეს კოშმარი? არადა ყველაფერი რა კარგად იყო... დუჩესთან გატარებულმა ორმა ღამემ თავი უბედნიერეს ქალად მაგრძნობინა, მაგრამ ჩემი ირონიული ბედისწერის გადამკიდე, ახლა მწარედ უნდა მეგო პასუხი თითოეული ბედნიერი წამისთვის! შეგიმჩნევია? როცა რაღაც კარგი ხდება შენს ცხოვრებაში, ამას აუცილებლად მოჰყვება რაღაც ცუდი. თითქოს სამყარო ასე გახდევინებს საზღაურს, მისგან გამეტებული, რამდენიმე ძვირფასი მომენტისთვის.

თავი მეორე
პროზექტურასთან დაყუდებულმა, მანქანაში ოთხი საათი გავატარე. სანამ არ დავრწმუნდი, რომ შენობიდან ხალხი მაქსიმალურად გაიცალა, მანქანიდან არ გადმოვსულვარ. უკვე ღამის სამი საათი ხდებოდა, ჩაბნელებული გარემო ფრთხილად მოვათვალიერე, გადმოვედი და უსახური შენობისკენ გავიქეცი. შენობის ძველმა არქიტექტურამ და ნახევრად მორყეული ფანჯრების ჩაჟანგებულმა ანჯამებმა, საშუალება მომცეს იოლად შევპარულიყავი შენობაში. გენაცვალეთ უსაფრთხოებაში!
ნეტავი რას ფიქრობდა ჩვენი უტვინო ხელისუფლება? გვამებს არავინ მოიპარავს, ცოცხალი ადამიანი არავის არაფერში სჭირდება და მკვდარი ვის რა ტრაკში სათხრელად უნდაო? (რას ერჩი, მთლად ლოგიკას მოკლებულიც არ არის, ეს აზრი).
მორგებს შევეშვათ და მიწაში კომფორტს კი გვთავაზობდნენ - წამოსაჯდომი კუბოები გამოჭიმეს, ბეჭები თუ დაგეღლებათ, შეგიძლიათ ტრაკებზე მჯდომებმა გაატაროთ მთელი უსასრულობა, სანამ ნაცრად არ იქცევითო.
ან მაგრად გვეკაიფებოდნენ, ან პლანის ლეგალიზაცია იმაზე ადრე მოხდა საქართველოში, ვიდრე ხალხი აზრზე მოვედით. ან შეიძლება ევროპას უმტკიცებდნენ, მარტო მიმბაძველობა კი არა, კრეატიულობაც გამოგვდის ქართველებს, თუ მოვინდომებთო.
ფანჯრის რაფაზე მოხერხებულად ავძვერი და მორგში შევიპარე. ბოლოს ჩემი ვიზიტი მიცვალებულებთან არც ისე მეგობრულად წარიმართა. ახლა ასე თუ ისე მომზადებული მოვედი, როგორც ფსიქოლოგიურად ისე აღჭურვილობით - ზურგსუკან ჩამალული პისტოლეტი დასამშვიდებლად ხელით მოვსინჯე.
ნაცნობი შეგრძნება დამეუფლა - თითქოს, მკვდრებმა იგრძნეს, რომ ვიღაც დაუპატიჟებლად შემოეჭრათ მდუმარე სავანეში და ხმადაბლა აჩურჩულდნენ. თავი დავარწმუნე ეს მხოლოდ შენი ფანტაზიის ნაყოფია-თქო და კონტეინერებს ჩამოვუარე.
თვალი მოვკარი, ვერცხლისფერ აბრაზე გადაკრულ, თეთრ წებოვან ქაღალდს, რომელზეც ბატიფეხურით წაეჯღაბნათ სახელი და გვარი : „ლევან კალანდია“. ეს კაცი მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი, როდესაც დუჩემ ჩემს გამო ცხვირი გაუტეხა და მაშინაც ისეთი საშინელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, დაძაბულმა თავი უხერხულად ვიგრძნი. მართალია, უკვე მკვდარი იყო, მაგრამ მაინც მაშინებდა.
სახელურს ხელი წავავლე და კონტეინერი გამოვაღე. მკვდარი ლეშის მყრალმა სუნმა ნესტოები და თვალები ამიწვა. (ალბათ მორგში მომუშავე ექიმებს ყნოსვის ფუნქცია ბოლომდე მორღვეული აქვთ, გამუდმებით აქოთებულ ლეშთან ტრიალი მარტო ყნოსვის უნარს კიარა ტვინის უჯრედების ნელ-ნელა კვდომასაც გამოიწვევს, დიდი ალბათობით) გულისრევა გაჭირვებით შევიკავე, საყელო ცხვირამდე ავქაჩე და რაღაც საზიზღარი სურათის მოლოდინში საკაცე გამოვწიე.
ცხედრისთვის თეთრი სუდარა გადაეფარებინათ, აქოთებულ გვამს ფეკალიების სუნი დაჰრავდა, ნეტავ რამდენი ხანი ეგდო კანალიზაციაში სანამ მიაგნებდნენ?! თავს შევუძახე, სია შენ ამას შეძლებ-მეთქი და მკვდარს ზეწარი გადავხადე და... თვალები დავხუჭე. სასწრაფოდ ზურგი ვაქციე. ღრმად ჩავისუნთქე, სანამ ზედ დავარწევდი მიცვალებულს! რომ იმსახურებდა ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ჩემი გეგმა უჩუმრად შემოპარვას ითვალისწინებდა...
თავი გავაქნიე და გვამისკენ ნელა შევბრუნდი. საზიზღრობა იყო, ნამდვილი საზიზღრობა! გვამს ფეკალიებში ტივტივისგან უცნაური ფერი მიეღო, გალურჯებულ-გაყავისფრებულ კანზე ნაფხაჭნები და ნაკაწრები მოუჩნადა. ალბათ კანალიზაციიდან ამოთრევისას ასფალტზე ახოხეს, დაზიანებები საკმაოდ უხეში იყო. ასეთ ტრამვას ჩაცმული ვერ მიიღებდა, ალბათ ტანისამოსი გახადეს. რისთვის? მღრღნელებს უფრო მალე, რომ გაენადგურებინათ? თითებზე და ფერდებზე ვირთხების კბილების კვალი შევნიშნე. გულის რევის მორიგი შეტევა ვიგრძენი...
მიუხედავად იმისა, რომ გვამი გაუბედურებულიყო, (გატეხილი ცხვირი არაბუნებრივად მოღრეცოდა. დუჩეს მართლაც გამეტებით დაურტყამს), რაღაც უცნაური მაინც მომხვდა თვალში. ტელეფონი ფანარის რეჟიმზე გადავიყვანე და მიცვალებულს დავანათე.
გარდაცვლილს გამომეტყველებამ დამაბნია. აი ბნელ ოთახში შესულს ვიღაც კოჭზე, რომ გტაცებს ხელს და გულს გაგიხეთქავს, ზუსტად ასეთი გამომეტყველება შეჰყინვოდა სახეზე. ხელსაწყოებთან მიგდებული თეთრი ყუთიდან, ერთი წყვილი ხელთათმანი ამოვიღე და ხელებზე მოვირგე. ტელეფონი კბილებით დავიკავე და მკდარს ქუთუთოები ავუწიე.
ცივი ნაცრისფერი თვალები ზუსტად ისევე გამოიყურებოდნენ, როგორც სიცოცხლეში - მკვდარი, უემოციო და სხივჩამქრალი. კიდევ უფრო ახლოს დავიხარე და სინათლე თვალის გუგებს მივანათე, ასეც ვიფიქრე! - გუგები გაფართოებული ჰქონდა. ადამიანს ასე მხოლოდ მაშინ ემართება, როდესაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაა, ან რაღაც ძალიან უხარია, ან პირიქით, რაღაც ძალიან აშინებს. წინა ორი ვარიანტი მაშინვე გამოვრიცხე. შიში! ისევ და ისევ, შიში! კალანდია გარდაცვალებმადე რაღაცამ, ან ვიღაცამ სიკვდილამდე შეაშინა.
დაეჭვებულმა, თავის მხრიდან მოვუარე და თვალების გარს კარგად ჩავაკვირდი. გუგების კონტურებს სისხლჩაქეცევები წრიულად დაჰყვებოდა. თვალის კაკლის ფერადი გარსი კი გაფერმკრთალებულიყო და კარგად თუ დააკვირდებოდით, შეამჩნევდით, რომ წამწამოვან სხეულს ყვითელი და იასამნისფერი ლაქები გასჩენოდა. ქუთუთოებს თავი ვანებე და დაეჭვებული წელში გავსწორდი. მსგავსი არასოდეს არაფერი მენახა.
ფიქრებში გართულმა ყურის ნიჟარაში სიმუქე შევნიშნე. ხელსაწყოების ყუთს გადავწვდი და გრძელი ბამბიანი ჩხირი ამოვაძვრინე. მკვდარს თავი გვერდზე გადავუწიე და ჩხირი ყურში შევურჭე, უსიამოვნო ჭყაპუნის ხმაზე ზიზღით გამაჟრჟოლა.
ბამბას თვალებგაფართოებული დავაცქერდი. ჩხირის დაბოლოება ერთიანად შავი, წებოვანი მასით იყო მოთხვრილი. უნებურად თავში ჩემი საყვარელი სერიალის ერთ-ერთი კადრი ამომიტივტივდა, როცა მონადირე ძმებმა მიცვალებულის ყურიდან ექტოპლაზმა გამოუღეს. ტუჩები ზიზღით მომეღრიცა. ჩხირი ცხვირთან ახლოს მივიტანე და ვუყნოსე, დამპალი ვირთხის სუნი ჰქონდა. თავი სწრაფად გავწიე უკან და პირზე ხელი ავიფარე. კუჭის სახიფათო შეტევამ მაგრძნობინა, ექსპერიმენტებს მოეშვი, მეტს ვეღარ გავუძლებო და შედედებული სისხლით მოთხვრილი ბამბა ნაგვის ურნაში მოვისროლე.
გვამი დეტალურად დავათვალიერე, რამე კონკრეტულის გარჩევა რთული და შეუძლებელიც კი იყო. სხეული ისე იყო დაზიანებული, რომ ნანევსარს ვერსად მივაგენი (საწამლავი აბა სხვა რით უნდა მოხვედრილიყო ორგანიზმში?!) სისხლიან გამონადენს კი ცხვირის ნესტოებსა და ღრძილებშიც წავაწყდი. პირის გაღებისას მეორედ მიბიძგა კუჭმა. გვამს პირის ღრუ ერთიანად გაშავებოდა და ისე ამარზენად ყარდა ჭკუიდან შეიშლებოდა კაცი! ღრძილები ჩასისხლიანებოდა და დასიებოდა.
ფრჩხილების კანქვეშ ჩირქოვანი ბუშტუკები მოუჩანდა, ფრჩხილის ფირფიტები კი ერთიანად გაყვითლებოდა, ისევე როგორც მირიანის გვამს. ეჭვი არ იყო, რომ კალანდია კოლიბრით იყო მოკლული, მაგრამ ამის აღმოჩენამ კიდევ ერთი სადარდებელი გამიჩინა, რატომ გამოიყურებოდა გვამი ასე უვნებლად?(ბაიდაურთან შედარებით თორე...) ნუთუ მწარმოებელმა ბოლოს და ბოლოს მიაღწია სასურველ შედეგს? ახლა რას წარმოადგენდა კოლიბრი? როგორ მოქმედებდა ის მსხვერპლზე?!
ფოტომასალა სწრაფად შევაგორვე. ყველა საყურადღებო დეტალს სურათი გადავუღე და გვამი კონტეინერში დავაბრუნე. მორგიდან გამოსვლა დავაპირე, როცა ნაბიჯების ხმა შემომესმა და ერთი წამით მოვასწარი უკან ამოფარება, რომ ვიღაცამ ოთახის კარი შემოაღო და შუქი აანთო. ყველა კუნთი დამეჭიმა, ახლა კარი რომ მიეხურა უეჭველად დამინახავდა. თეთრხალათიანმა აჩქარებული ნაბიჯით ჩამიარა და კალანდიას კონტეინერს მიუახლოვდა.
დაძაბულმა მალულად გამოვიჭყიტე, რომ დამენახა რას აკეთებდა. სახეს ვერ ვარჩევდი, ჩემგან ზურგშექცევით იდგა. კონტეინერის სახელურს ხელი წაავლო და გამოაღო. საკაცე გარეთ გამოაცურა და გვამს ზეწარი გადახადა. რამდენიმე წუთს მდუმარედ ათვალიერებდა, ბოლოს ჯიბიდან მოზრდილი მეტალის ნევსი ამოაძვრინა და მიცვალებულს ვენაში უჩხვლიტა. გასუსული ვადევნებდი თვალს უცნაურ სანახაობას. მკვდრის სისხლი ვის რა ჯანდაბად სჭირდებოდა?!
თეთრხალათიანმა ნევსი სისხლით აავსო და გვამს მოშორდა. შპრიცს ნათურის შუქზე გახედა და მისი სახეც დავინახე. ეს ხომ ზურაბი იყო! ჩემი ექიმი, რომელიც საავადმყოფოში დუჩეს დავალებით მმკურნალობდა?!
სამალავიდან გამოვედი და კარი უჩუმრად მივხურე. ყრუ ჩხაკუნზე ექიმი დაფეთებული შემობრუნდა. რომ დამინახა შიშისა და გაოცებისგან გაფითრებულ სახეზე ფერი კიდევ უფრო დაეკარგა.
- სსია?... - წაიჩურჩულა დაბნეულმა - შენ ხომ სია ხარ?
- გამარჯობა ექიმო, - ზურაბს მივუახლოვდი და ეჭვით შევათვალიერე - აქ რა დაგრჩენიათ? რად გინდათ მიცვალებულის სისხლი?
- მეე... მე... - დაიბნა, არ იცოდა რა ეთქვა - შენ არასწორად გაიგე... მაგრამ, შენ რაღას აკეთებ აქ?
- ეგ ჩემი საქმეა! მითხარით აქ რა ჯანდაბა დაგრჩენიათ! - შევუღრინე განერვიულებულმა და იარაღისკენ ხელი გავაცოცე.
- მისი სისხლი გამოკვლევებისთვის მჭირდება, - ჩაიბურტყუნა უხერხულად - წამლის დამზადებას ვცდილობ... ეეე... შენ ვერ გაიგებ, ანუ...
- კოლიბრის ვაქცინის შექმნას ცდილობთ? - წავეშველე, იარაღისკენ გაცოცებული ხელი ჰაერში გამიშეშდა. ექიმს თვალები დაუმრგვალდა.
- მის შესახებ შენც იცი? არ მეგონა, რომ...
- მოკლედ, კალანდიას სისხლი რად გინდათ?
- თუ კოლიბრზე ყველაფერი იცი, მაშინ მისი ვარიაციების შესახებაც გეცოდინება.
- ვიცი, რომ სახეს იცვლის, მაგრამ...
- ეს სასაუბროდ კარგი გარემო არ არის, აქედან წავიდეთ, სანამ ვინმე თავზე დაგვადგება. მე რაც მჭირდებოდა უკვე თან მაქვს.
- კარგი, წინ გამიძეხით.
ექიმი გასასვლელიდან გავიდა, მე კი ისევ ფანჯრიდან გადმოვხტი. წამოსვლისას კინაღამ დაცვას გადავეყარე, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ ზურაბმა ყურადღება გაუფანტა და მშვიდობით მოვახერხე თავის დაღწევა. მანქანასთან მივირბინე, ჩავჯექი და როგორც კი ზურაბი გამოსული დავინახე ფარები ავანთე და ჩავაქრე. შემნიშნა და ჩემკენ გამოემართა. კარი გააღო და გვერდით მომიჯდა.
- შენთან ასე შეხვედრას ნამდვილად არ ველოდი. ბოლოს უცნაურად დავშორდით ერთმანეთს...
- დუჩეს შესახებ გაიგეთ?
- ჰო, - სახეზე მომდგარი ცივი ოფლი ხელის ზურგით შეიმშრალა - გავიგე და ერთი სიტყვაც არ მჯერა! დუჩე მკვლელი არ არის! თანაც, როცა ის მოკლეს დუჩე ჩემთან იყო.
- რა თქვით? - თვალები გამიფართოვდა - დილას დუჩე თქვენთან იყო?
- მისი მეგობარი დაჭრილი იყო და გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდა. არ ვიცი რა შეემთხვათ, მაგრამ ის ბიჭი კინაღამ ხელებში ჩაგვაკვდა! დუჩეს, რომ არ ეყოჩაღა ვერ გადარჩებოდა.
- ვინ მეგობარი? ვისზე ლაპარაკობთ? - თვალები შუბლზე ამივიდა.
- ეკე, ასე ჰქვია, მეტი არაფერი ვიცი.
- გაიმეორე?! - ნერვებისგან მუცელი ამტკივდა.
- იცნობ მას? თუმცა, როგორ არა, წუხელ სულ შენზე ლაპარაობდნენ. დუჩე ეუბნებოდა ხელებში არ ჩამაკვდე სიასთვის ყველაფერი ასახსნელი გაქვსო. შენს მოსაყვანად მოდიოდა, როცა აიყვანეს.
- ახლა როგორ არის? სად არის???
- ჩემთან, სახლში. მისი ადგომა არ შეიძლება, ბევრი სისხლი დაკარგა და მძიმედ არის.
- დუჩეზე გაიგო?
- არა, არაფერი მითქვამს. ეგ რომ მეთქვა ჯაჭვითაც ვერ დავაბამდი საწოლში, ისედაც არ უნდა გაჩერება.
- კარგი, მასთან მიმიყვანეთ! - ერთიანად აკანკალებულმა მანქანა ძლივს დავქოქე და საჭე მოვაბრუნე.


****
ხელები საშინლად მიკანკალებდა. ოთახის კართან აღელვებული ვიდექი, თავს ვერაფრით ვაიძულე შიგნით შესვლა. მეშინოდა, საშინლად მეშინოდა... უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, თუ რა ჩაიდინა, ან რა მოხდა წარსულში. ახლა, როცა ვიცოდი, რომ მძიმედ იყო და მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, სხვა ყველაფერმა აზრი დაკარგა. გონებაში, გულში, ჩემი ეკე გაცოცხლდა, ჩემი ერთგული მეგობარი, რომელიც მუდამ გვერდით მედგა და ცხოვრებას მზესავით მინათებდა.
ღრმად ჩავისუნთქე, აკანკალებულმა სახელურს ხელი მოვკიდე, თავს მოვერიე და კარი შევაღე. ეკე ლოგინზე იწვა, ვენებში უამრავი მილი ჰქონდა შეერთებული, გვერდით გულის აპარატი ედგა, რომელიც ხმადაბლა, რიტმულად წიკწიკებდა. თვალდახუჭულს ცხვირზე ჟანგბადის მილი ეკეთა და მშვიდად თვლემდა.
გაუბედავად გადავდგი ერთი ნაბიჯი, შემდეგ მეორე... მივუახლოვდი და საყვარელი მეგობარი ახლოდან შევათვალიერე. ბრინჯაოსფერი ქოჩორი ისევ ისე ასწეწეოდა და უბზინავდა. ლამაზი სახე სისხლნაკლულობისგან ერთიანად გასთეთრებოდა, მუდამ წითელ ტუჩებს კი ლურჯი ფერი დასდებოდათ.
გამახსენდა, ბოლოს ექსკურსიაზე, ზუგდიდში, რომ მომაკითხა მოტოციკლით, არანორმალური! მისი დანახვა ისე გამიხარდა, ლამის ვიტირე. თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა, ისე ჩამიკრა გულში, თითქოს ნაჭრის პატარა თოჯინა ვყოფილიყავი. ცრემლებმა ჯებირი გადმოლახეს და ღაწვებისკენ გაიკვლიეს გზა. დავიხარე და გაყინულ შუბლზე შუბლი მივადე. ცხვირში მედიკამენტების სუნი მეცა, მისი ნაზი სუნამოს სურნელი გამქრალიყო. როგორც კი შევეხე ორგანიზმს სითბო მოედო, ძარღვებში დამიარა და კიდურები გამითბო. ჩემი ცრემლები კი მის ლოყებს დაეწვეთა. თვალები დავხუჭე.
- სია?...
მომესმა ჩურჩული, მისი ბაგეებიდან ამონასუნთქი ჰაერი ტუჩებზე მომეფინა. თვალები ნელა გავახილე. ორი ტოპაზისფერი სფერო სიყვარულით და სითბოთი სავსე მზერით მომჩერებოდა, მათ ჭრელ სიღრმეში მთელი არსებით ჩავიკარგე, გული შემეკუმშა და თავის წამოვწიე.
- არა! - კისერზე ხელი შემომხვია და შემაჩერა - არ გაინძრე, გთხოვ...
შუბლი ისევ მის შუბლზე დამადებინა და თვალები დახუჭა, ყბაზე კუნთი დაეჭიმა, დავინახე თვალის კუთხეებიდან როგორ გამოჟონა ცრემლმა, ჩემსას შეერია და მის ყელში გაუჩინარდა.
- გმადლობ, რომ მოხვედი... - წაიჩურჩულა ხმაჩახლეჩილმა - გმადლობ, რომ ხელი არ მკარი.
- სულელო!
გული ამომიჯდა და გაყინული თითებით ლოყაზე მოვეფერე. ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო... წარსული, უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო! ჩემი ეკე არსად გამქრალა, ის აქ იყო, ჩემთან. დანარჩენს არ ჰქონდა მნიშვნელობა. ჩემი თითები თავის მუჭში მოიმწყვიდა და ნაზად მაკოცა.
- ყველაფერს აგიხსნი... შემიძლია აგიხსნა...
- არ მინდა, - თავი ავწიე და თვალის კუთხიდან გადმოვარდნილი ცრემლები ნაზად შევუმშრალე - ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა, მთავარი შენი გამოჯანმრთელებაა.
- მეგონა, რომ მოკვდი... - ხმა წაერთვა - მეგონა, რომ იმ ახვარმა ტყვია შენ მოგარტყა, რომ მტკვარში დაიხრჩე...
გულის აპარატი შემაშფოთებლად აწიკწიკდა, ეკეს პულსი აუჩქარდა. ლოგინზე წამოწევა სცადა, მაგრამ ჭრილობამ მტკივნეულად შეახსენა თავი და სახეზე მიწისფერმა გადაჰკრა.
- რას აკეთებ?! არც კი გაბედო განძრევა, თორემ წავალ!
- არა, გთხოვ... - თვალები გაუფართოვდა და მაჯაში ხელი მტაცა.
- მაშინ მოისვენე! შენთვის მავნებელია. ექიმმა მითხრა, რომ სიკვდილს ბეწვზე გადაურჩი, ასე რომ თავს გაუფრთხილდი, თუ გინდა რომ დავრჩე.
- კარგი... - ლოგინზე მიწვა და ჩემი ხელი მუჭში მოიმწყვიდა, თითქოს არ მენდობოდა, რომ წასვლას არ ვაპირებდი - შენ როგორ ხარ? რამე ხომ არ გტკივა? ხომ არ დაშავდი?
- მე, კარგად ვარ, - გავუღიმე სევდიანად და ჩემს თითებზე გადაჭდობილ ხელზე ტუჩებით მოვეფერე - ჩემზე ნუ ნერვიულობ, შენ ის მითხარი სად დაშავდი?
- დუჩემ არაფერი გითხრა? მართლა, თვითონ სად არის? - თვალებით ოთახი მოჩხრიკა - არ წამოგყვა?
გული კიდევ ერთხელ შემეკუმშა მტკივნეულად. მისმა გახსენებამ სულში სიცივე მომგვარა, მაგრამ თავს მოვერიე და დამაჯერებლად მოვატყუე.
- მოსული იყო, გინახულა და ისევ წავიდა. მითხრა საქმე მაქვს და მალე დავბრუნდებიო. მე კი შენთან დავრჩი.
- წავიდა? სად წავიდა? არ უთქვამს სად მიდიოდა?
დავიბენი, ვერ მივხვდი ეს ორი ასე როდის დაახლოვდნენ?! დუჩეზე ისე ნერვიულობდა, რომ გაოცება ვერ დავმალე.
- არა, არაფერი უთქვამს, ასე რატომ ნერვიულობ?
- ჯანდაბა! - სახეზე ხელი მოისვა - ამ წყეული ჭრილობის გადამკიდე ადგილიდან ვერ ვიძვრი! მისი მარტო წასლვა არ შეიძლება, უნდა დავეხმარო, ასე წოლა არ შემიძლია.
- აბა, ახლავე ადგილზე დარჩი! - ვუბრძანე მკაცრად - დამშვიდდი და ყველაფერი ამიხსენი.
წამით დადუმდა და თვალებში მომაცქერდა. წარმოდგენა არ მქონდა რაზე ფიქრობდა, მაგრამ ჩემს თვალებში მონდომებით ეძებდა რაღაცის პასუხს.
- სია, დუჩე სად არის? - გაიმეორა ხმადაბლა.
- ხომ გითხარი...
- ვიცი რაც მითხარი, - გამოსცრა კბილებში - ის ასე არ მიმატოვებდა, სიტყვის უთქმელად არ წავიდოდა. მითხარი რა ხდება, რას მიმალავ?
- არაფერს, ნუ იგონებ!
- ტყუილი არასოდეს გეხერხებოდა, - შემიბღვირა უკმაყოფილოდ - ამოღერღე!
- კარგი, გეტყვი, მაგრამ არ ანერვიულდე, გაიგე?
- რა მოხდა?!
- ლევან კალანდია მოკლული იპოვეს. ამის გამო, კომპანიაში ერთი ამბებია, დუჩე კი მამამისთან არის, - ბოლომდე სიმართლის თქმა ვერ გავბედე.
- კალანდია? - ეჭვით გამომხედა - ვის რა უნდოდა მაგ ნაბიჭვართან?
- რომ არის მაგიტომაც მოკლეს! - ჩავიბურტყუნე უკმაყოფილოდ.
ჩაფიქრებული მზერა ჩემს ხელს გაუშტერა. აშკარა იყო ეს ახალი ამბავი მისთვის უფრო ბევრის მთქმელი აღმოჩნდა, ვიდრე ჩემთვის.
- რაღაც რიგზე ვერ არის, მაგ ნაძირალამ, რამდენიმე დღის წინ, დუჩეს მკვლელები მიუგზავნა.
- რაო? - პირი დავაღე.
- მე და დუჩე ბავშვთა სახლში ვიყავით წასულები...
- ბავშვთა სახლში? თქვენ ორნი ერთად იყავით? - აი თურმე იმ ღამეს ვისთან ერთად წავიდა იქ - მაშინ შენთან წამოვიდა, მე კი არაფერი მითხრა.
- ეს იმიტომ არ გაუკეთებია, რომ შენგან რამის დამალვა უნდოდა, - დუჩეს იცავდა? ამ ახალ გარემოებასთან შეგუება მომიწევდა - უნდოდა, რომ შენთვის ყველაფერი პირადად ამეხსნა. ამიტომ არ გითხრა, რომ ერთად ვმუშაობდით.
- კარგი, ყველაფერი თავიდან მომიყევი, თორემ ძალიან ავირიე.
თვალებში მომაცქერდა, ამოიოხრა და თხრობას შეუდგა. რაც უფრო მეტს ვისმენდი თვალები უფრო და უფრო მიფართოვდებოდა, მაგრამ როცა იმ ნაწილზე გადავიდა, თუ როგორ გათიშა დუდაევი, დედაჩემის სახლთან, ხელები ამიკანკალდა.
- იქ იყავი... შენ... ყველაფერი მოისმინე?...
- ჰო, - საწოლში წამოჯდა და თავისკენ მიმაჩოჩა - ყველფერი გავიგონე და ვწუხვარ, რომ შენს შესახებ სრული სიმართლე ასე გავიგე. იმ წამს ისეთი სახე გქონდა, თავს ძლივს ვიკავებდი, რომ საუბარში არ ჩაგჭროდით. ვხედავდი დედაშენის სიტყვები როგორ განაწევრებდა და შენთან ყოფნა მომინდა.
ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები თითით შემიმშრალა და თმა უკან გადამიყარა. ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს ჩემს განკურნებას მზერით ცდილობდა, ნაწილობრივ გამოუვიდა კიდეც...
- შემდეგ რა მოხდა?
თითებში ხელი შემიცურა, მაგრად გადამაჭდო და თხრობა განაგრძო. მიყვებოდა, როგორ დამეძებდა გამწარებული, რომ მოთმინებას უფრო და უფრო კარგავდა და მაშინ, როცა მამაჩემის სიკვდილის ამბავი გაიგო, უკანასკნელი იმედიც გადაეწურა.
- იმ ღამეს დუჩე, რომ არ გამოჩენილიყო... - გაჩუმდა, თვალი ამარიდა და ჩემს ხელს დააცქერდა - არ ვიცი... ისე ვიყავი აჭრილი, ალბათ თავს არ ვიცოცხლებდი, მაგრამ დუჩემ მომაკითხა, მითხრა რომ ცოცხალი იყავი.
ყვითლად აბრიალებული ტოპაზისფერი თვალებით თბილად მომაცქერდა.
- ვიგრძენი, რომ ფილტვებს ჟანგბადი მიეწოდა, - უსიცოცხლო ტუჩებზე ღიმილი მოეფინა - მაშინ გავიაზრე, რომ ცხოვრებას ჯერ კიდევ ჰქონდა აზრი.
- მამაჩემი ცოცხალია, არ მომკვდარა, ჯერ შენ დაასრულე თხრობა და მერე მე ჩემსას მოგიყვები. - თემის შეცვლა ვცადე, მისმა მზერამ სახე ამიწვა.
- მართლა?
- ჰო, ამაზე მოგვიანებით. ახლა მითხარი ბავშვთა სახლში რა მოხდა.
- თავს დაგვესხნენ და ალბათ სისხლიც დაიღვრებოდა ალექსი, რომ არ გამოჩენილიყო.
- ალექსი? კალანდიას იქ რა უნდოდა?
- მითვალთვალებდა და უკან გამოგვყვა, როცა მოისმინა ნაბიჭვარმა მამამისმა, რა დავალება მისცა თავის ძაღლებს, გაცოფდა. არ სჯეროდა, რომ ის ახვარი ამაზე იყო წამსვლელი. ყველანი გაყარა. მერე ჩვენ მოგვივიდა კამათი და გაგვეცალა.
- ამას არ ველოდი, - დაბნეულმა ტუჩზე ვიკბინე - კალანდია ბოლო დონის ნაძარლა კი იყო, მაგრამ ჭკვიანიც. ასე აშკარად არ გარისკავდა დუჩესთვის ქილერების მიგზავნას.
- თავიანთი პირით აღიარეს, რომ იმ ს დაკვეთით მოქმედებდნენ! - გაღიზიანდა - რა არის დაუჯერებელი?! შენ გგონია ეს ერთხელ, ან ორჯერ აქვს გაკეთებული? რაც იმ ნაბოზრების ბუნაგში ვარ გამომწყვდეული, ბევრი საგმირო საქმე მსმენია კალანდიაზე. მაგაზე ცივსისხლიანი დუდაევი, თუ მეგულება, სხვა არავინ!
- მაგრამ მაინც... - დაეჭვებულმა ეკეს გავხედე - რესტორანში ჩხუბი მოუვიდათ. კალანდია სახალხოდ დაემუქრა დუჩეს ამას არ შეგარჩენო. დუჩეს მეორე დღესვე, რომ მოსვლოდა რამე, ეჭვს მაშინვე მასზე მიიტანდნენ. ასეთი იდიოტი არ არის. მეტიც, ეს მეტისმეტად კარგი სცენარია, კიდევ უფრო კარგი გაგრძელებით.
- ვერაფერი გავიგე, რას გულისხმობ?
- დაუკვირდი, დუჩეს და კალანდიას შელაპარაკება მოუვიდათ, თან სახალხოდ! ყველამ დაინახა, რომ ამ ორს სერიოზული უთანხმოება ჰქონდათ, მეორე დღესვე კი დუჩეს ქილერები მიუგზავნეს, ამის შემდეგ, კი კალანდია მოკვდა. ეს ტენისის თამაშს ჰგავს, მაგრამ მოთამაშე ერთი პიროვნებაა! მათი უთანხმოება ვიღაცამ სათავისოდ გამოიყენა და კალანდიას მკვლელობა იდეალურად მოაწყო ისე, რომ ეჭვი მასზე არავის აეღო... ვერაფერს იტყვი, ჭკვიანურია...
- შენი ჰიპოთეზით კი, კალანდიას მკვლელობა დუჩეს უნდა დაბრალებოდა, მაშინ.
ეკეს სწრაფად ავხედე, მაგრამ ჩაფიქრებული ჩემს სიტყვებზე ფიქრობდა და უცნაური არაფერი შეუმჩნევია. გულზე მომეშვა და ცოტა დავწყნარდი.
- კარგი, ამაზე მოგვიანებით ვიმსჯელოთ, ახლა მომიყევი ვინ დაგჭრა.
- გეგეჩკორს ავედევნე, თბილისში ნარკოტიკის ახალი პარტია შემოჰქონდათ. კვალმა ბავშვთა სახლამდე მიმიყვანა. იქ ჰქონიათ ბუნაგი. მე და დუჩემ თავიდან ვერაფერი ვიპოვეთ. შემამჩნიეს და სროლა ატყდა. გამოქცევისას დავიჭერი. შემდეგ დუჩეს დავურეკე, სისხლისგან ვიცლებოდი. დროულად მომისწრო და აქ მომიყვანა, მისი წყალობით ვარ ცოცხალი.
გულში სითბო ჩამეღვარა, გამახსენდა ჩვენი საუბარი, მხოლოდ ახლაღა მივხვდი, რომ რაც კალანდიაზე მელპარაკა ჩემს გასაგონად თქვა. უთქმელად მიმიხვდა სადარდებელს და ისე გამამხნევა, არც კი შეიმჩნია. უნდოდა თავი უკეთ მეგრძნო, სიმართლე იცოდა, მაგრამ არაფერი მითხრა. მისმა სულგრძელობამ და სიკეთემ კიდევ ერთხელ გამაოცა. როგორ შეიძლებოდა ამაზე მეტად შემყვარებოდა? მაგრამ კიდევ უფრო შემიყვარდა.
- მაშინ მენდო, როცა მე არ ვენდობოდი საკუთარ თავს. მაშინ გამომიწოდა დახმარების ხელი, როცა საპასუხოდ დარტყმას, ან ტყვიას ველოდი. ამის გამო მთელი ცხოვრება ვალში ვიქნები მასთან, - ჩაილაპარაკა ხმადაბლა და ხელზე ხელი ძლიერად მომიჭირა - გიმსახურებს, ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია.
თვალი ამარიდა და განზე გაიხედა. ბგერებს სევდის ნოტები გამოერიათ. ბოლო სიტყვების წარმოთქმა მისთვის მტკივნეული იყო და ეს შევამჩნიე. ტუჩებზე ღიმილი გადამეფინა, ახლოს მივჩოჩდი და ფრთხილად მოვეხვიე, რომ უნებურად რამე არ მეტკინა.
- ძალიან მიხარია, რომ კარგად ხარ... ასე თუ ისე, - დავამატე უკმაყოფილოდ.
გაეცინა, თმაზე ნაზად მომეფერა და თავზე მაკოცა. კიდევ უფრო მჭიდროდ მივეკარი მკერდზე, მისმა დაბრუნებამ დასახიჩრებული სული გამიმთელა და საოცარი შვება ვიგრძენი. მაინც, როგორი დაუდევრები ვართ ადამიანები, არა? სიყვარულის და საყვარელი ადამიანის ფასს მხოლოდ მაშინ ვიგებთ, როცა მათ ვკარგავთ, ან მათი დაკარგვის საშიშროების წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე.
- ძალიან მომენატრე... - მიჩურჩულა ყურში და სახე ჩემს თმაში ჩამალა.


თავი მესამე

მანქანა „ცისფერი ლაგუნას“ წინ მყავდა გაჩერებული და მოუთმენლად ვაკაკუნებდი თითებს საჭეზე. მაჯის საათს დავხედე, უკვე სამი საათი გავიდა, ის კი ჯერ კიდევ არ ჩანდა. გაღიზიანებულმა ბარის მოციმციმე აბრას გავხედე, ჭყოიძე გიჟდებოდა აქაურობაზე და თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს, სწორედ აქ ატარებდა, ნაირ-ნაირ საყვარლებთან ერთად.
პირადი წყაროებიდან ვიცოდი, რომ ეს ვაჟბატონი უშიშროების სამსახურს არც თუ ისე იშვიათად სწყალობდა. სწორედ მისი დახმარებით მოხდა, რომ ბევრი მსხვილი თევზი დღეს საკნის გისოსებს მიღმა ატარებდა ცხოვრების დარჩენილ წლებს. (ჩვენი სამართალდამცავი სისტემა „ნასედკებით“ ცოცხლობს და არსებობს. ხალხისთვის ისინი ჩამშვები ვირთხები არიან, პოლიციელებისთვის კი ფასდაუდებელი განძი. მაგარია, არა? თან მძღნერი ხარ, თან ოქრო, გამეცინა).
ის ერთადერთი ხელჩასაჭიდი იყო, დუჩეს ამბის გასაგებად. მამაჩემთან დარეკვაზეც ვიფიქრე, მაგრამ გადავწყვიტე არ ჩამერია, ის ახლა პოლიციის მეთვალყურეობის გარეშე, ტუალეტშიც კი ვერ შედიოდა დამოუკიდებლად. მისგან ინფორმაციის მიღება მეტისმეტად სარისკოდ მეჩვენებოდა.
ამოვიოხრე და სავარძელზე გადავწექი, თვალწინ ეკე დამიდგა. სანამ არ ჩაეძინა წამოსვლა ვერ მოვახერხე, ზურაბს კი დავუბარე მისთვის სიტყვა არ ეთქვა დუჩეზე, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. მისთვის არც ნერვიულობა შეიძლებოდა და არც განძრევა. გადავწყვიტე ცოტა, რომ მოძლიერდება მერე შევაპარებ-მეთქი, თან გულში ვიმედოვნებდი, რომ იქამდე დუჩესაც დავიხნიდით ციხიდან. თუმცა, შინაგანი ინსტიქტი მკარნახობდა, რომ საქმე იმაზე სერიოზულად იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
ნერვები დაწყვეტაზე მქონდა, მანქანაში ჯდომა აღარ შემეძლო. გადავწყვიტე, ბარში შევალ და ჩემი ხელით გამოვათრევ იმ ახვარს-თქო. გრძელი, ჟღალი პარიკი შევისწორე, შავი ლინზები ჩავისვი და ცხვირზე გამჭვირვალემინებიანი სათვალე მოვირგე. ვიზუალი ისე შემეცვალა საკუთარი თავის ცნობა თავადვე გამიჭირდა. ტყავის ქურთუკი შემოვიცვი და მაღლქუსლიანებზე შემხტარმა მანქანიდან გადმოვაბიჯე. ის იყო ბარში შესვლა დავაპირე, რომ გვერდითა კუთხიდან გინების და ყვირილის ხმა შემომესმა.
უკან გამოვბრუნდი და ჩაბნელებულ შუკას ინტერესით მივუახლოვდი. ბარის უკანა გამოსასვლელთან ერთადერთი ნათურა, ქუჩის მიყრუებულ კუთხეს, სუსტად ანათებდა. ჩხუბობდნენ, ორ ტიპს ერთი გამოეჭირა და გამეტებით ურტყამდნენ. გულზე ბრაზი მომაწვა, სადაა სამართალი? თუ ვინმესთან ანგარიშის გასწორება გინდა, კაცობაც გეყოს და ერთი-ერთზე მაინც გაუსწორდი! ნერვები მომეშალა და მათკენ აღრენილმა გავაბიჯე, არადა ვინ მეკთხებოდა, არა?
- ჰეი! - შევუყვირე მოძალადეებს - ახლავე ხელი უშვით!
- ეს ვინღაა?
ჩემს ყვირილზე ცემა-ტყეპა შეწყვიტეს და უკან შემობრუნდნენ. სახეზე გაღიზიანება ეწერათ, მაგრამ როგორც კი გოგოს მომკრეს თვალი, ერთმანეთს ცბიერად გადახედეს, (ნაშაც გაიჩითაა!) უგონოდ მყოფს ხელი უშვეს.
- აქ რას აკეთებ, საყვარელო?
ბოროტი ღიმილით მკითხა შავგვრემანმა, რომელიც რაღაცით ჩემი მეზობლის ძაღლს მაგონებდა, ჩიკო ერქვა. მასაც შავი ბეწვი და უაზრო თვალები ჰქონდა, კუდს მხოლოდ მაშინ აქიცინებდა, როცა საჭმელს ხედავდა. მისმა გამოხედვამ ჩიკო გამახსენა, მისთვის კი პედიგრი მე ვიყავი.
- შეხედე როგორ აცვია, უეჭველი პუტანკაა! - სულელურად გაიღრიჭა მეორე.
ქერა, ერთიანად ჭორფლიანი სიფათით და წაწვეტებული გრძელი ცხვირით, რომელიღაც უაზრო მულტფილმის გმირს მაგონებდა, რომლის სახელიც ვერაფრით გავიხსენე. ერთი შეხედვითაც მივხვდი, რომ ორ პიკანტურ იდიოტთან მქონდა საქმე.
- პუტანკა დედაშენია! - შევუღრინე გაღიზიანებულმა - ორი ერთზე? შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. დედიკოებმა იციან გარეთ რომ ხართ?
- შენი...
შავგრემანი გამძვინვარებული სახით გამოემართა ჩემკენ, ხელი ისე წამოიღო უეჭველი დარტყმას მიპირებდა.
- მოიცა, - შეაჩერა მეორემ და ცბიერად გამომხედა - რამდენად მომცემ?
- ვაგზლის მოვაჭრეს ვგავარ?
- სექსუალური ხარ. მიდი მითხარი, პირობას გაძლევ ვერასოდეს დამივიწყებ.
- ეს ბიჭების თვითრეკლამა არ შემიძლია, - გამეცინა - ეგეთი ლოზუნგებით უფრო პათეტიკურები, რომ ჩანხართ იაზრებ?
- დაგიმტკიცებ!
- აქვე და ახლავე? - გავუღიმე ირონიულად.
- ჰო, - ჩაიღიმა აღგზნებულმა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ.
- ნწ, არაა დამევასე, მიდი ჩაიხადე უფასოდ იყოს.
- მეკაიფები?
- რა იყო პატარა გაქვს და ძმაკაცთან გამოჩენის გიტყდება?
„ჩიკომ“ სიცილის დასაფარად ჩაახველა. ქერას დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, ვერ მიხვდა ვეკაიფებოდი, თუ სერიოზულად დავთანხმდი.
- თუ გადამაგდებ, ამას ძალით გავაკეთებ, გაწყობს ასეთი პირობა?
- ყველა სიკეთესთან ერთად გოგოებზე მოძალადეც ხარ? - სათვალე ოდნავ ჩამოვწიე და ინტერესით შევათვალიერე - საინტერესოა. მიდი, მიდი რაღას უცდი!
- არ გაბანძდე, . ვერ ხედავ, რო გეკაიფება? - ძმაკაცმა იდაყვი სიცილით წაჰკრა ფერდში.
- მაცადე! - ხელი ისე აუკრა, ზედაც არ შეუხედავს. თვალებით მჭამდა.
ქამარი სწრაფად შეიხსნა და შარვალი ჩაიხადა. კარგი, ვაღიარებ, ამას არ მოველოდი, ამიტომ სანამ ჩემს თვალწინ გულისამრევი სანახაობა გადაიშლებოდა მოვლენები დავაჩქარე, ზურგსუკნიდან მაყუჩიანი იარაღი ამოვიღე და ქერას პირდაპირ კვერცხებში დავუმიზნე.
- რას აკეთებს? - შავგვრემანს სახეზე ღიმილი შეეყინა. ქერა კი ადგილზე გაქვავდა.
- ჭკვიანებო! - ზიზღით მივაჩერდი ორივეს - გასაგებია, რომ ორ ....ზე აყოლილ ტიპთან მაქვს საქმე, მაგრამ უთავმოყვარეო ფანტაზია მეტისმეტია. კარგი, დღეს უფასო გაკვეთილი ჩემგან! დროზე, ორივემ გახდა დაიწყეთ!
- რაო? - ერთმანეთს გადახედეს - გიჟია, უეჭველი გიჟია, ვიყო!
- დაგინების გარეშეც დაგიჯერებ, რომ ხარ. გაიხადეთ-მეთქი, თორემ პირდაპირ კვერცხებში გესვრით. მართალია არც ერთს არაფერი გაბიათ, მაგრამ მაგასაც ძირში წაგაძრობთ რითიც ამაყობთ!
- სულ?
- არა, დედიშენისამ ნახევრად, მალე-მეთქი! ყველაფერი გაიხადეთ და მანდვე დაყარეთ!
- აუ, ზურაშ, დღეს თუ აქედან ცოცხლებმა გავაღწიეთ, მაგრად მოგდებ ამის გამო!
- რა ჩემი ბრალია?! რა ვიცოდი ბოზები იარაღსაც, თუ ატარებდნენ?!
ნეტავ ოდესმე ნანახი თუ ჰყავს-თქო, გავიფიქრე გულში. გაღიზიანებულები ერთმანეთს წაეკიდნენ, თან გამწარებულები იხდიდნენ ტანსაცმელს. სიცილი ძლივს შევიკავე, ამ ბომჟების წვალება მართობდა. გარეთ საკმაოდ ციოდა, დეკემბრის სუსხიანი ჰაერი ძვალ-რბილში ატანდა, პირდაპირ მისწრება იქნება თქვენთვის-თქო, ვფიქრობდი უსაზღვროდ კმაყოფილი. ყველაფერი გაიძრეს და წინ ხელებაფარებულები აბუზულები მომაჩერდნენ.
- ჰოდა, გააჯვით ეხლა აქედან! ორივემ!
- რა? ტანსაცმელები?
- ტანსაცმელები აქ დარჩება, მადლობა მითხარით, რომ ბოლომდე არ გაგიმეტეთ.
- ბოლომდე არ გაგვიმეტე? - ქერას თვალები დაუმრგვალდა - შიგ ხომ არ გაქვს, ასე ტიტვლებმა სად ვირბინოთ?!
- ენა გაასწორე, ! - წავისისინე ავად და იარაღს დამცველი მოვხსენი - კიდევ ერთი სიტყვა და ტყვიას დაგაჭედებ! ხომ ხართ მაგარი ბიჭები, ჰოდა გააჯვით-მეთქი აქედან, სანამ მოთმინება არ დამიკარგავს!
- წამო, , ტაქსი გავაჩეროთ და ისე წავიდეთ სახლებში!
- გამო....ვდი? ასე რომ დაგვინახავენ მანქანას, ვინ გაგვიჩერებს?!
ნერვები აღარ მეყო, ორივეს ფეხებში დავუმიზნე და სასხლეტს დავუშვი. ტყვიამ მათ წინ მოციცქნა ასფალტი. დაფეთებულებმა მთელი ხმით შეჰყვირეს და მაშინვე მოცოცხეს.
- ქვეშაფსიები!
მათი ბინძური ტანსაცმელი ფეხით შევტენე ნაგვის ურნის ქვეშ. უკან თუ ასაღებად დაბრუნდებიან ვერ იპოვონ-თქო. მხოლოდ ახლაღა მოვიცალე უგონოდ მგდები სხეულისთვის, რომელიც სახით ჩამფხობილიყო თოვლში და არ ინძრეოდა. დავიხარე და წამოვაყენე.
- ალექს?! - გაოცებულს პირკატა მეცა - ღმერთო, ალექს!
შეშინებულმა კალანდია მთელი ძალით შევანჯღრიე, თვალი არ გაუხელია. ვისკის სუნად ყარდა, ალბათ ბარში უგონოდ გამოტყვრა და მერე იმ იდიოტებს აუშარდა. ტუჩი გახეთქოდა და სისხლი მდორედ მოჟონავდა, წარბი და მარჯვენა თვალი კი გაწითლებოდა და შესიებოდა.
- კარგი, ამისთვის ბოდიში, - თვალები დავხუჭე და სახეში მთელი ძალით გავაწანი სილა. ყრუდ ამოიკვნესა და ქუთუთოები ოდნავ შეერხა - ალექს, გესმის ჩემი?
- დამანებე თავი... - ჩაიბურტყუნა თავისთვის - მომშორდი...
- ჰო, როგორ არა, მაგ ჭკუაზე ვარ ზუსტად! - მკლავში შევუდექი და გაჭირვებით წამოვაყენე ფეხზე - დამეყრდენი, სახლამდე მიგიყვან.
- არა... - თავი ასწია და წარბშეკრულმა დაელმებული თვალებით შემომხედა - სახლში არა... არ მინდა... შენთან წამიყვანე...
- საშინლად ყარხარ! - ცხვირი უკმაყოფილოდ შევჭმუხნე და გზა გავაგრძელე. მისმა მძიმე სხეულის თრევამ მალე დამაწყებინა ქოშინი, წელიც ამტკივდა - ღმერთო, ბინძური ღორივით ყარხარ!
- ვიღაცას მაგონებ, - ჩაიცინა გაბრუებულმა და ცხვირი სახეზე მომადო - მას ძალიან ჰგავხარ, ხმის ტონიც... საუბრის მანერა... ასფურცელა!
- სახეში ნუ მასუნთქებ, თორემ აქვე დაგაგდებ უპატრონოდ და ღამით ძაღლები მოგაფსამენ, გაიგე? - წავიბუზღუნე უკმაყოფილოდ და თავი რაც შემეძლო შორს გავწიე.
- დამტოვე... ან უკეთესი... მომკალი... სიკვდილი მინდა, ახლა მხოლოდ ეს მომგვრის შვებას... ააააჰ! - თავი მაღლა ასწია და იღრიალა.
- ნუ ბღავიხარ, იდიოტო!
მანქანას მივუახლოვდით, კარი გამოვაღე და მთვრალი კალანდია ძალით შევტენე უკანა სავარძელზე. მანქანას შემოვუარე და საჭეს მივუჯექი. დღევანდელი გეგმები ჩამეშალა, კალანდიას ასე ვერ დავტოვებდი. ერთი ამოვიოხრე და ძრავა ავამუშავე.
- ჰეი... წითურო! - ალექსს სარკეში გავხედე. მიტკალივით გაფითრებული გულაღმა ამობრუნდა და დაბინდული მზერით გამომხედა - რატომ მეხმარები?
- მეცოდები. - საჭე მოვაბრუნე და წყნეთისკენ ავიღე გეზი.
- გეცოდები? - სიცილი აუტყდა, სახეზე ხელები აიფარა და ახარხარდა - გოგომ პირველად მითხრა მეცოდებიო.
- იქნებ პირველად ხარ საცოდავი?
- შეიძლება, - თვალებზე მკლავი დაიდო და გაყუჩდა - მართლაც, რომ საცოდავი ვარ.
- ახლა გული ამიჩუყდება!
- მერე, ვინც გეცოდება, ყველა სახლში მიგთრავს?
- გულჩვილი ვარ.
- როგორი მწარე ხარ! - ისევ გაეცინა - მართლა ძალიან ჰგავხარ ერთ ჩემს ნაცნობს.
- ნაცნობს?
- ჰო, ისიც შენსავით სულ მეუხეშება. არადა პარადოქსია, ის ერთადერთი გოგოა, რომელსაც სათამაშოსავით არ ვექცევი.
- როგორი რაინდული ხარ, - ისევ დავცინე - ფიქრობ, ასე მაგარი ტიპი ჩანხარ? რახან ყველას თავზე აჯვავ და იმ ერთს განსაკუთრებულად ეპყრობი, კაი როჟა ხარ?
- საქმე იმაში არაა, რომ მაგარი როჟა ვარ, - მის ხმაში გაღიზიანება შევნიშნე.
- აბა, რაშია?
- შენ ვინ გეკითხება საერთოდ?!
- რამდენიმე წუთის წინ ორი ბომჟისგან გიხსენი, პასუხის ღირსიც არ ვარ? - ტუჩებზე ღიმილი ამითამაშდა.
- მიხსენი არა ის...
- უმადურობაც ამას ჰქვია!
- მე არაფერი დამინახავს, ბოლოს რაც მახსოვს ეს მოქნეული მუშტი იყო, შემდეგ ჩამობნელდა. თვალი, რომ გავახილე შენ დაგინახე, რომელ შველაზე მელაპარაკები?
- კაცს სიკეთე არ უნდა გაუკეთო, რაა.
- კარგი, ჩავთვალოთ, რომ გადამარჩინე. მადლობა რითი გადაგიხადო?
- შენი მადლობა არაფერში მჭირდება!
- აბა, რა გჭირდება? ახლა სხვა რამეს ვერ ვიზამ, ფორმაში არ ვარ.
- ყველას კახპა რატომ ვგონივარ?! - წავიბურდღუნე უკმაყოფილოდ, სათვალე მოვიხსენი და სავარძელზე მივაგდე.
- მე კახპა არ მიკადრებია შენთვის. სულ რომც იყო მაინც არ გაკადრებდი.
- რატომ ვითომ, ძაან ზრდილობიანი ხარ?
- არა, ეგ თვისება საერთოდ არ გამაჩნია. უბრალოდ უკვე გითხარი, რომ ერთ გოგოს მაგონებ, მას კი ამ სიტყვას არასოდეს ვუწოდებ.
თავი ვერ შევიკავე და ჩამეღიმა, ალექსს სარკეში გავხედე. მკლავი ისევ თვალებზე ედო და არ ინძრეოდა.
- რა მოხდა? - ვკითხე ხმადაბლა.
ჩემითაც ვხვდებოდი რატომაც გამოტყვრა ასე უგონოდ, მაგრამ მინდოდა ამაზე ესაუბრა. როცა რაღაც ძალიან გაწუხებს, ჯობია ამაზე ხმამაღლა ილაპარაკო. მართალია, თავიდან მტკივნეულია მაგრამ, მერე ნელ-ნელა შხამისგან იცლები და შვებას გრძნობ. პირადი გამოცდილება მალაპარაკებს, დამიჯერე.
- შენ არ გეხება!
- ვიცი, მაგრამ მაინც მინდა მოსმენა. წინ გრძელი გზა გვაქვს.
- სად მიგყავარ?
- შორს.
- კარგია.
- გისმენ.
- რას ელი, რომ შენს კალთაში ავქვითინდები? გულს გადაგიშლი და ჩემს პრობლემებზე გულწრფელად დაგელაპარაკები? რა ჩერჩეტები ხართ ეს გოგოები.
- ნუ, სცენარი მთლად ეგრე არ წარმომედგინა, მაგრამ ახლოს ხარ.
- ნაგლი ხარ!
- შენ კი უხეში!
- მთვრალი ვარ და ჭკუაში მჯობნი?
არც ფხიზელი გამოირჩევი გონებამახვილობით-თქო, მინდოდა მეთქვა, მაგრამ თავი შევიკავე. არ მინდოდა ნაადრევად გავეფაქტე.
- აბა, მეტყვი რატომ გაილეშე?
- გითხარი უკვე.
- როდის?
- გითხარი, შენი საქმე არაა-თქო, არ მისმენდი?
- არ გეშინია, რომ შუა გზაში ჩამოგაგდებ?
- არა, ვერ გამიმეტებ.
- ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?
- ეგეთი ტიპშა, რომ ყოფილიყავი ერთ ადგილზე დამიკიდებდი და შენს გზაზე გაივლიდი, მაგრამ დამეხმარე, სრულიად უცხოს.
- ხომ შეიძლება გადავიფიქრო?
- გინდა?
- ვფიქრობ.
- თავს იფასებ.
- გულწრფელობა თავის დაფასებად რატომ მიგაჩნიათ მამრებს, ვერ ვხვდები.
- ვკიდივართ აღიარებას, თავს იფასებს ფიქრი სჯობია, მარტივი ლოგიკაა.
- შენც მაგ ლოგიკით მოძრაობ?
- არა, მართლა მგონია რომ თავს იფასებ.
ორივეს გაგვეცინა. სალონში სიჩუმე ჩამოწვა, ოღონდ არა უხერხული. ორივე ჩვენს ფიქრებს ჩავკირკიტებდით. მე ისევ ჭყოიძეს მივუბრუნდი გონებით, კალანდიას გულში ვაგინებდი ჩაშლილი გეგმებისთვის.
- რა გქვია? - დაარღვია სიჩუმე.
- რაში გაინტერესებს?!
- რა გრძელი სახელია, მოფერებით რას გეძახიან?
- არ მეფერებიან, ბავშვობიდან უგულოდ ვიზრდები.
- ამიტომ ხარ უხეში?
- შეიძლება.
- კარგი, მაშინ მე დაგარქმევ რამეს.
- ძაღლი ვარ?
- ძაღლის კვალობაზე მეტისმეტად მიმზიდველი ხარ.
- ზოოფილი ხარ?
- კუდს, თუ მაჩვენებ ვაღიარებ. - ისევ გამეცინა - ვიცი რასაც დაგარქმევ...
- ასე სწრაფად მოიფიქრე?
- ყოჩაღი ვარ.
- აბა, გისმენ.
- სია... სიას დაგარქმევ. - კალანდიას სწრაფად გავხედე, ერთი წამით ვიფიქრე გამომააშკარავეს-თქო, მაგრამ არ მიყურებდა მკლავი ისევ თვალებზე ედო.
- უცნაური სახელია.
- მე მომწონს.
- შენი ნებაა.
- რატომ მეჩალიჩები, რა გინდა, რომ დამაცდენინო?
- დაგაცდენინო? არც მიფიქრია.
- აბა, რატო არ გახატია რა მიჭირს?
- ადამიანის დახმარება, ადამიანურობაა. რა არის ამაში ცუდი?
- დახმარება? შენ როგორ უნდა დამეხმარო, ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობთ.
- გატეხილ გულს ყოველთვის საყვარელი ადამიანები არ გვიმთელებენ, შეიძლება ეს სრულიად უცნობმა ადამიანმა მოახერხოს, რომელიც ცხოვრების გზაზე შეგხვდება.
- რა სენტიმენტალური სირობაა, შენით მოიფიქრე?
- არა, რომელიღაც ფილმში მოვისმინე და მომეწონა.
- სხვისგან მოპარული სიტყვებით მეჩალიჩები? - გაეცინა.
- სიტუაციას მოუხდა.
- ენამოსწრებული ხარ.
- ვახერხებ ხოლმე.
- არ გინდა.
- რატომ?
- რომ შემიყვარდე?
- ერთი ნახვით სიყვარულის არ მჯერა.
- ორი ნახვით?
- ხუთი პაემნის, შემდეგ სექსზე მინამიოკებ?
- არც მიფიქრია, მაგრამ შენ თუ გინდა...
- არც მიფიქრია.
- რატომ ვითომ?
- არ მიზიდავ.
- რა მჭირს შენი დასაწუნი?
- შენ არაფერს გერჩი.
- აბა, სხვა გიყვარს?
- შენი საქმე არაა.
- აბაროტს მიღებ?
- დაახლოებით.
- ოდესმე ისეთი რამ ჩაგიდენია, რისიც შემდეგ მაგრად გაგტყდომია? - მკითხა უცებ.
- შეიძლება და შენ?
- ჰო, მაგრად მივქარე.
- მერე?
- რა მერე?
- გამოსწორება არ გიფიქრია?
- გვიანია.
- გვიანი არასოდეს არის.
- ეგ სტერეოტიპია.
- რომლის დამსხვრევაც შეგიძლია.
- ახლა უკვე აღარაფერს აქვს აზრი... - ჩაილაპარაკა ხმადაბლა.
- რატომ?
- მთელი ეს დრო ტყუილში ვცხოვრობდი, ახლა კი არაფრის გამოსწორება აღარ შეიძლება და არც მინდა.
- არასწორი ხარ.
- რატომ, ფიქრობ, რომ შეცდომას ვუშვებ?
- არა, ეს შეცდომა არაა, ეს არჩევანია, რომელსაც თავად აკეთებ. გინდა თუ არა შენი ცხოვრება დაალაგო, ეს მხოლოდ შენი გადასაწყვეტია.
- აღარაფერი დამრჩა დასალაგებელი.
- დასალაგებელი მაშინაც კი რჩება, როცა ოთახი ყოველგვარი ნივთისგან სრულიად ცარიელდება, იატაკს მტვერი ედება ხოლმე.
- დამცინი?
- არა, მარტივ ჭეშმარიტებას გიხსნი.
- სია... - ჩემი სახელის გაგონებამ უცნაურად გამკრა გულზე, მაინც ვუპასუხე.
- რა იყო?
- შეიძლება ეს ერთი ღამე მეგობრები ვიყოთ?
ალექსს გავხედე. სახიდან ხელი მოიშორა და სავარძელზე წამოჯდა. ნაცრისფერ თვალებში მარტოობა და სევდა დალექილიყო. და ისინი სულაც არ გამოიყურებოდნენ პათეტიკურად, არა... პირიქით, მისი ასეთი გულწრფელი მზერა არასოდეს შემიმჩნევია. მისმა სიტყვებმა გული დამწყვიტეს. არაფერი მიპასუხია. მანქანის საჭე მოვაბრუნე და სახლისკენ მიმავალ აღმართს ავუყევი. ზუსტად ხუთ წუთში მანქანა არჩილის სახლის წინ შევაჩერე.
- მოვედით.
ღვედი შევიხსენი და მანქანიდან გადმოვედი. კარი გავაღე და ალექსს მკლავში ჩავეჭიდე. მანქანიდან გადმოვიდა და კარს ჩამოეყრდნო, ფეხზე დგომა უჭირდა.
- რას მიყურებ?
- გგონია, მართლა ვერ გიცანი? - ჩაიღიმა.
უცებ პარიკს ხელი წაავლო და მოქაჩა. გრძელი თმა მხრებზე ჩამომეყარა. გაოცებულმა კალანდიას ავხედე. წარბშეკრულმა შორიდან გახედა ხელოვნურ თმას და ამჟავებული სახით შეაგდო მანქანის სალონში.
- არ გიხდება, შენი ბუნებრივი თმის ფერი ბევრად ჯობია.
- რამდენი ხანია რაც იცი?
- სანამ მანქანაში შემტენიდი უცერემონიოდ, მაშინ მივხვდი.
- როგორ?
- დაგყნოსე, შენი სუნი ვიცანი.
- ძაღლი ხარ?
- კუდს დილით გაჩვენებ, - ჩაიღიმა, მკლავები წელზე შემომხვია და გულში ჩამიკრა - მიხარია, რომ ჯანმრთელი და უვნებელი ხარ. ძალიან მიხარია, სია... - მიჩურჩულა ყურში და გონება დაკარგა.


****

ჩემს ოთახში ლანგრით ხელდამშვენებული შევედი. კალანდია ლოგინზე ვარსკვლავივით გაშხლართულიყო და ხვრინავდა. ბორჯომის ბოთლი და ასპირინი ტუმბოზე დავუდე და ფეხაკრეფით გამოვიპარე უკან. გარეთ გამოსულს კი სანდრო ამეტუზა ცხვირწინ, აბურძგნული თავით, ჩასისხლიანებული, დაქაჩული თვალებით და კუდზეფეხდადგმული კატის გამომეტყველებით.
- ჯანდაბა! - კინაღამ ლანგარი გამივარდა ხელიდან და ხელი გულზე ვიტაცე - ვერ ხარ? გული გამიხეთქე! რა იყო, ალკატრასის ციხის მოჩვენებას უმტკიცებ, რომ კონკურენტუნარიანი ხარ?
- ეს ვინღაა? - ცერით კალანდიაზე მანიშნა და ამჟავებული სიფათით გამომხედა - შემახსენე ერთი, ბომჟების ბანაკი გვაქვს გახსნილი? სახელიც ხომ არ მოვიფიქროთ? ხალხში ხმა გავრცელდება და თავისით მოღოღდებიან. შენ აღარ მოგიწევს ქუჩაში მათი მოჩხრეკვა! სოცქსელში ლაიქფეიჯიც ხომ არ შეგვექმნა? მეტი პიარისთვის!
- უიმე, - შუბლშეკრულმა სანდროს სიცილით გავხედე და ჭიქებში ცხელი ყავა ჩამოვასხი - რა ხასიათზე ხარ, კოშმარები გესიზმრა?
- მესიზმრა? სიზმარი ბოლოს როდის ვნახე აღარც კი მახსოვს! ან კოშმარი სიზმრად რად მინდა, ისედაც კოშმარში არ ვცხოვრობთ?! - კოჭლობით მოვიდა მაგიდასთან, სკამი გამოსწია და ჩამოჯდა - წუხელ ნორმალურად არც კი მიძინია, ან ისე დამავიწყდა ძილი რას ნიშნავს, რომ ვეღარ ვიგებ როდის მღვიძავს და როდის მძინავს. ტვინი თავისით ითიშება ხოლმე, ავტომატურ რეჟიმზე.
- ქათმის რეჟიმზე, რომ იმუშაო? სანამ შუქი ანთია იღვიძე და როცა შუქს ჩავაქრობ დაიბუდრე ხოლმე.
- მეკაიფები ხო? - გაღიზიანებულმა ყავა მოიყუდა და უკმაყოფილოდ შემიბღვირა.
- აბა რას ვშვები!
ბუხარში ცეცხლი საამურად ტკაცუნობდა და ოთახს მეტ სიმყუდროვეს სძენდა. უცებ მოვითენთე და მომეძინა. ღამით მეც არ მიძინია კომფორტულად, არჩილის მისაღებში მდგომი ტახტი იმაზე ხმელი აღმოჩნდა ვიდრე ერთი შეხედით ჩანდა. დილას, რომ ავდექი, თან წელი ავითრიე. იქვე გავიფიქრე შეიძლება ჩემი წელის ტკივილი ტახტის კიარა კალანდიას მძიმე სხეულის ბრალი იყოს-თქო, აქოშინებულმა გათიშული სახლში ძლივს შემოვათრიე და როგორც კი ჩემს ლოგინზე დავაგდე მაშინვე ხვრინვა ამოუშვა. წელში გავსწორდი, ნეკნებმა ტკაცუნი დამიწყეს.
- მითხარი, ვინ არის ეს ტიპი და რას აკეთებს შენს საწოლში!
- აბა, შენთან ჩამეწვინა? - ჩამეღიმა და ყავა მოვსვი.
- იცი რასაც გეკთხები! - შემიბღვირა გაბრაზებულმა.
- ლევან კალანდიას შვილია.
სანდროს მოყუდებული ყავა გადასცდა და ხველა აუტყდა. აცრემლებულმა გაოცებით ამომხედა, მერე ოთახს გახედა, მერე ისევ მე შემომხედა.
- რაო?
- კურსელები ვართ, არ მითქვამს შენთვის?
- გამოგრჩა!
- ახლა ხომ იცი?
- ჯანდაბა, სია! - წაიღრინა გაღიზიანებულმა - და ჩვენთან რა დარჩენია?!
- მეგობარია, ასეთ მდგომარეობაში ქუჩაში ვერ მივატოვებდი. თან სახლში წასვლა არ უნდოდა.
- და ამიტომ აქ მოათრიე?! გააფრინე?!
- სიტყვები შეარჩიე! მასზე ასე ნუ საუბრობ! - მეც გავბრაზდი. ერთი შემიბღვირა და ისევ კარს გახედა.
- იცის?
- არამგონია, რომ სცოდნოდა უარეს დღეში ვიპოვიდი.
- აბა, რა დაემართა?
- არ ვიცი, არ მითხრა.
- ჯანდაბა, ესღა გვაკლდა! მაინც რა საერთო ენა იპოვე მისნაირ ტიპთან? კვიცი გვარზე ხტისო, არ გაგიგია?
- ამხელა კაცი სტერეოტიპებში იხრჩობი! - შევუბღვირე ამრეზილმა - ის მამამისს სულაც არ ჰგავს, ძალიან კარგი ადამიანია. შეცდომებს კი ყველა ვუშვებთ.
- ჰო, თოიძეც ძალიან კარგი ადამიანი გეგონა, შეგახსენო რა მოხდა? - სანდროსთვის არ მითქვამს, რომ ეკე ვნახე და ყველაფერი გაირკვა. - რა იყო?
- რა?
- ეგრე რატომ შემომხედე, არ მეთანხმები?!
- ეკე ვნახე.
- ჰააა? - ყავა უკვე მეორედ გადაისხა და გამწარებულს ხველა აუტყდა.
- შოკისმომგვრელ ამბებს ყავის სმას რატომ უმთხვევ? - წავიბუზღუნე უკმაყოფილოდ და ხელსახოცი მივაწოდე.
- ყავის სმის დროს, რატომ მეუბნები შოკისმომგვრელ ამბებს?!
- ფიქრობ, ჩემს წინადადებას თუ შემოაბრუნებ მიზეზშედეგობრივი კავშირი შეიცვლება?
- მორჩი სამართლებრივი ტერმინების მარიაჟს და ყველაფერი მომიყევი!
ერთი ამოვიოხრე და წინა დღის ამბები ბოლომდე ვუამბე. სანდრო გაშტერებული მისმენდა, ყავის დალევა არც უფიქრია, ალბათ იეჭვა შეიძლება ისევ სახეზე გადავისხაო და აღარ გარისკა. რაც უფრო მეტს ისმენდა, თვალები უფრო უმრგვალდებოდა.
- გამო....ვდება კაცი! - წაიჩურჩულა გაოცებულმა, როცა თხრობა დავასრულე. სათვალე მოიხსნა, მაისურით სწრაფად გაწმინდა და ისევ ცხვირზე მოირგო - და ახლა შენი ნინძა ძმაკაცი, შენი ბიჭის ექიმის სახლში, დაჭრილი წევს?
- ჰო.
- ვააა... ვააა...
- ცუდად დაგიბოლოვებ, მერე მეტყვი უზრდელი ხარო!
- შენი სამეგობრო წრე შოკში მაგდებს, სახეზე არ მეტყობა? ან მაისურზე კიდე?! - დაბღვერილმა ყავის ლაქების მოშორება ხელსახოცით სცადა.
- ეგ კიარა და, ალექსს რა მოვუხერხო? - ამოვიოხრე - ამას მე ვერ ვეტყვი.
- რას ვერ მეტყვი, ასფურცელა?
მთელი ტანით შევკრთი და უკან მივიხედე. კალანდია, ბორჯომის ბოთლით ხელში, საძინებლის კარს მიყრდნობოდა. გახეთქილ ტუჩზე სისხლი შეხმობოდა, გასიებული თვალ-წარბი კი ჩაცხრომოდა. ტანში სიცივემ დამიარა, მაინც რამდენი მოისმინა?
- დიდი ხანია გაიღვიძე? - ვკითხე უდარდელი ტონით. ნუ, ვეცადე მაინც.
- არა, ორი წუთის წინ. საუბარი მომესმა და გარეთ გამოვედი, - მომიახლოვდა, სკამი გამოსწია და გვერდით მომიჯდა - გაუმარჯოს! - მიესალმა სანდროს.
- გამარჯობა.
- ეს სანდროა ჩემი მეგობარი, ეს ალექსი. - გავაცანი ერთმანეთს.
- და მე რა ვარ შენი, რატომ არ დააბოლოვე? - კალანდია სკამზე გადაწვა, ცბიერად ჩაიღიმა და ბორჯომი მოსვა.
- ჯერ არ გადამიწყვეტია, ვინ ხარ ჩემთვის, - მგონი მასთან უხეშობის გარეშე საუბარი არ შემეძლო, კალანდიას კი პირიქით, ჩემი პასუხები ართობდა, ახლაც გაეცინა - თავი როგორ გაქვს?
- პახმელიის კვალობაზე საკაიფოდ. გმადლობ, წამლისთვის, ბორჯომისთვის, სახლისთვის და საწოლისთვის.
- ყველაფერი ჩამოთვალა, მთავარის გარდა! - ტუჩები ბუტია ბავშვივით გავბუსხე.
- ჰო, გადარჩენისთვისაც, - გამიღიმა ეშმაკურად და ბოთლი ისე მოიყუდა ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. სანდრომ ჩაახველა, უფრო სწორად წაიღრინა.
- სია... - მრავალმნიშვნელოვნად გამომხედა - მე საქმე მაქვს, ლოუდინგთან უნდა გავიდე და მალე დავბრუნდები. მანქანას მათხოვებ?
- წაიყვანე, გასაღები ქოთანში დევს და მოუფრთხილდი იცოდე!
თუ არ გინდა, მონტიმ თავისი ხელით მიგგუდოს-თქო, დავასრულე გონებაში, გაგიკვირდებათ და გაიგონა.
- მალე დავბრუნდები! - ამის თქმისას თან კალანდიას არ აშორებდა თვალს, ქურთუკს ხელი წამოავლო, გასაღები აიღო და კარი გაიხურა.
- მგონი დიდად არ დავევასე, - ჩაიცინა ირონიულად - რა იყო, ხომ არ ეჭვიანობს?
- სისულელეებს ნუ მიედ-მოედები!
- აქ ცხოვრობ? - სახლს თვალი ინეტერესით მოავლო - მოხუცი კაცის კოტეჯს ჰგავს, საზამთროდ დასვენება და განმარტოება რომ უყვარს. - საათივით ზუსტი ხარ-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ სულ სხვა რამ ვკითხე.
- გშია?
- რამეს მომიმზადებ?
- სანდროს გაკეთებული სენდვიჩებია მაცივარში. მგონი უსაფრთხოა, თვითონ სულ მაგას ჭამს, მაგრამ ხარივით ჯანმრთელია, შეგიძლია გარისკო.
- ერთად ცხოვრობთ? რატომ?
- ბევრ კითხვას მისვამ.
- შენ კი არცერთს არ პასუხობ.
- ისევე როგორც შენ.
ტუჩებზე ღიმილი მოეფინა, ხმა არ ამოუღია, ბოთლი მოიყუდა და მთლიანად გამოცალა. სახეზე გაურკვეველი ემოციები დასთამაშებდა. საკვირველი სიტუაცია შეიქმნა, რას ვიფიქრებდი, რომ კალანდია ჩემს თავშესაფარში ამოჰყოფდა თავს? არჩილის ბებერ კოტეჯს კიდევ რამდენი დევნილი უნდა შემატებოდა?
- წუხელ ჩემს კითხვას არ უპასუხე.
- რომელს?
- რომელზე პასუხიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, - თავი ასწია და გვერდულად გამომხედა - მინდა, რომ ვიმეგობროთ.
- გააჩნია შენ მეგობრობა როგორ გესმის, - ორაზროვანი ნათქვამი გამომივიდა, თუმცა ზუსტად ეგრე ვიგულისხმე.
- ფიქრობ სანდო არ ვარ? თუ შენი შებმა მინდა და ფრენდზონაში მაგიტომ მოვძვრები? - მიმიხვდა. ნეტავ რამ მაფიქრებინა ეს ბიჭი შტერია-თქო, გავიფიქრე წარბაწეულმა - აჰა, ანუ ერთიც და მეორეც.
კალანდიას ისევ გაეცინა. თუმცა, ეს არც ირონიული სიცილი იყო და არც სარკასტული. უბრალოდ ამხიარულებდა ის ფაქტი, რომ მასზე ასე ვფიქრობდი.
- ხალხი მუდამ ასე რატომ აღმიქვამს? - რიტორიკული კითხვა იყო? ალბათ.
- როგორადაც თავს აჩვენებ, ისე აღგიქვამენ. ყველას ნუ მოსთხოვ სულში ჩახედვას. ეს არ გამოუვათ და არც არის საჭირო.
- მე დანარჩენები არ მაინტერესებს, კონკრეტულად შენზე მაქვს საუბარი.
- ხალხი ახსენე.
- სიტყვებზე ნუ მეკიდები, სერიოზულად გეუბნები, - ნაცრისფერი თვალები ბრაზით წამოენთო.
- მეგობრობა მეტისმეტად ძვირფასი რამ არის ჩემთვის, ადამიანს ასე უბრალოდ მეგობარს ვერ ვუწოდებ.
- რას ნიშნავს შენთვის მეგობრობა? - იკითხა ხმადაბლა, სკამზე გადაწვა და ინტერესით მომაჩერდა.
- მეგობრებს ენდობიან, არ ღალატობენ, უყვართ და მათი ერთგულები არიან უპირობოდ.
- ესეც ფრაზაა, რომელიმე ფილმიდან? - ჩაეღიმა.
- არა, ეს გამოცდილებაა, პირადი ცხოვრებიდან.
- და შეცდომა არასოდეს დაგიშვია?
- დამიშვია, მაგრამ ბოდიში მომიხდია.
- ამით რამე გამოსწორებულა?
- შეიძლება არც არაფერი, მაგრამ მნიშვნელოვანია შენთვის ძვირფასმა ადამიანმა იცოდეს, რომ დანაშაულს მიხვდი და ნანობ.
- გაპატიეს?
- ამას არ აქვს მნიშვნელობა.
- რატომ? მაშინ რიღასთვის იხდი ბოდიშს, თუ შედეგით დაინტერესებული არ ხარ.
- შედეგით დაინტერესებული ვარ, მაგრამ არა შენებური გაგებით.
- ანუ შენთვის მნიშვნელოვანია მან იცოდეს, რომ გულით ინანიებ და არ აქვს მნიშვნელობა გაპატიებს თუ არა?
- მნიშნველობა აქვს. გულის სიღრმეში ყველას უნდა, რომ აპატიონ, მაგრამ ეს არაა მოტივი, ბოდიშის მოხდის.
დადუმდა. ალბათ ჩემს ნათქვამზე ფიქრობდა, მართალია არ შევიმჩნიე, მაგრამ ჩვენმა დიალოგმა ცოტათი გამაკვირვა. პატარა მოსწავლეს ჰგავდა, რომელმაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გაკვეთილები გამოტოვა. გინდათ გაიგოთ ადამიანები როგორები არიან? ნუ მიაქცევთ ყურადღებას მათ საუბარს თავიანთ თავზე, დაუკვირდით როგორ კითხვებს გისვამენ ისინი.
- დუჩემ ყველაფერი გითხრა... - ეს კითხვა არ იყო, თავი ასწია და გამჭოლი მზერა მომაპყრო.
- ნაწილობრივ.
- სრულად არა?
- არა.
- რატომ? არ ჰკითხე?
- ვკითხე, მაგრამ არ მიპასუხა. - ეჭვით მომაცქერდა.
- რატომ?
- მითხრა მიზეზს მნიშვნელობა არ აქვსო.
- როგორ თუ არ აქვსო?! - წელში გასწორდა - არ გითხრა რის გამო ვიჩხუბეთ?
- არა, უბრალოდ მითხრა, რომ არ ენდე. ეს კი მისთვის სრულიად საკმარისი იყო, სხვა არაფერი უთქვამს, გარემოებას მნიშვნელობას არ ანიჭებს.
- ჯანდაბა, - ჩაიცინა და გადახოტრილ თავზე ხელი გადაისვა - მისი სულგრძელობა ნერვებს მიშლის.
- რა ჩაიდინე?
- შენთვის ასეთი მნიშვნელოვანია?
- კი.
- რატომ?
- მეგობრებმა ერთმანეთზე ყველაფერი უნდა იცოდნენ, მე ასე მესმის.
- უკვე მეგობრობაზე ვსაუბრობთ?
- გგონია, მართლა ყველა მომთრავს სახლში ვინც მეცოდება?
ალექსს გაეცინა, ყავის ჭიქა ხელიდან გამომართვა და თვითონ მოსვა. ჩაფიქრებულმა ტუჩებზე თითი გადაისვა, შემდეგ მზერა ჩემზე გადმოიტანა.
- მამაჩემმა, დუჩეს, დედაჩემის საყვარლობა დააბრალა. ოთახში შევუსწარი როგორ ჩხუბობდნენ. მაშინ არ ვიცოდი დუჩე რის გამო ურტყამდა ლევანს.
არ შევიმჩნიე, მაგრამ მისმა ნათქვამმა გამაკვირვა. ერთია როცა მოწოდებით ხარ , მაგრამ ასეთ „გადაფსიხებულ“ დეგენერატიზმს მაინც არ მოველოდი.
- დაუჯერე?
პასუხი ისედაც ვიცოდი, მაგრამ მისგან მინდოდა ამის მოსმენა. რა ბოროტებაა, არა? როცა იცი, რომ ადამიანს ამის ხმამაღლა აღიარება უჭირს, მაგრამ მაინც მაზოლზე აჭერ წიხლს.
- მაშინ, რომ გეკითხა ჩემთვის, ჰოს გიპასუხებდი, - წარბი არც კი შეუხრია, თვალი ცივად გამისწორა - მაგრამ ახლა ვიაზრებ, რომ ეს სისულელე არცერთი წამით არ დამიჯერებია. მაშინ ძალიან გავბრაზდი, მსხვერპლი მჭირდებოდა ვისაც დავსჯიდი ჩემი დამპალი ოჯახის ცოდვების გამო.
- და არჩევანი შენს საუკეთესო მეგობარზე შეაჩერე?
- ჩემს დასჯას ცდილობ? - ამომხედა ღიმილით.
- არა, ნამოქმედარის გააზრებაში გეხმარები.
- კარგად გამოგდის.
- დალაპარაკება არ სცადე?
- ვცადე, მაგრამ არ მომისმინა და მაგრად ვიჩხუბეთ.
- მას მერე კი სულ ჩხუბობთ...
- ჰო.
- სიმართლე როგორ გაიგე?
- დედაჩემმა მითხრა, - ყავა მოსვა და შუბლი მოისრისა - ორი დღის წინ დაბრუნდა პარიზიდან, შემთხვევით შევესწარი მათ კამათს. მანჩოს, რაღაც წამოსცდა და ვათქმევინე.
- დუჩემ რატომ დაგიმალა სიმართლე?
- დედაჩემმა სთხოვა, - ისეთი ტონით თქვა, თითქოს საკუთარი თავი ეზიზღებოდა ამისთვის - მანჩომ გადაწყვიტა, ჯობდა არ მცოდნოდა, რომ მამაჩემი მასზე ძალადობდა, სცემდა და რამდენჯერმე კინაღამ სიკვდილის პირას მიიყვანა. ერთ-ერთ ასეთ მომენტზე კი დუჩემ წაასწრო და ლევანს სახე გაუსწორა.
- დედაშენზე ბრაზობ, რომ სიმართლე დაგიმალა და დუჩე გააჩუმა.
- ნაწილობრივ მართალი ხარ.
- ნაწილობრივ?
- ვბრაზობ იმიტომ, რომ უნდა მცოდნოდა მანიაკის გვერდით, რომ მიწევდა ცხოვრება. ჩემი გასაკეთებელი დუჩეს არ უნდა გაეკეთებინა. ჩემი და დუჩეს არეულ ურთიერთობას კი დედაჩემს ვერ შევაწერ, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია.
- წუხელ რაღაც მოხდა... - გამბედაობა მოვიკრიბე, ჯობდა ჩემგან გაეგო, ვიდრე რომელიმე ენაასხმარტალებული ჟურნალისტისგან მოისმენდა რამეს.
- ლევანის მკლელობის ამბისთვის მამზადებ?
ყავისკენ წაღებული ხელი გამიშეშდა და კალანდიას თვალებგაფართოებულმა შევხედე. ყველაფერი იცოდა?! დაბნეული მივაჩერდი, არცერთი მიმიკა არ გამოხატავდა მამის გარდაცვალებით მოგვრილ ტკივილს, ისე საუბრობდა თითქოს ღობის ძირში ვირთხა მომკვდარიყო.
- იცოდი? - ენა ძლივს დავიმორჩილე.
- ჰო, ღამით პოლიციელები მომადგნენ სახლში და ყველაფერი მითხრეს.
- ისიც იცი ამაზე პასუხს ვის სთხოვენ?
- არა, არ მიკითხავს, ნაკლებად მაინტერესებს.
კალანდიას ყურადღებით მოვუთვალიერე სახე. სხვა ალბათ ჩემს ადგილზე არ დაუჯერებდა, იფიქრებდა, რომ თვალთმაქცობდა და სინამდვილეში გრძნობებს გულში იკლავდა. აბა, მშობლის სიკვდილი, როგორ ვერ უნდა განიცადო შვილმა, როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს ის, არა? ტკივილს და იმედგაცრუებას სასწაულების მოხდენა შეუძლია. გამოგიცდია? თუ არა, მაშინ ვერც გაიგებ.
მე კი მესმოდა... როგორი ნაცნობი იყო ეს მზერა ჩემთვის... ცარიელი, გრძნობებისგან მიტოვებული და გამოყრუებული, როგორც ცივი და მარტოობისგან შეჭმული, სახლი, ბინადრისგან სამუდამოდ მივიწყებული. მესმოდა, რადგან მეც იგივე გამოვცადე, როცა დედაჩემმა „აღსარება“ ჩამაბარა.
- გახსოვს ჩვენი საუბარი იმ ბნელ აუდიტორიაში?
- ქავანამ უხეშად, რომ შეგვაწყვეტინა? - არ გაღიმებია.
- ჰო, მაშინ რაღაც მკითხე...
- ვინ გელოდება სახლში-თქო. - არ მეგონა თუ ახსოვდა. თვალებში ყურადღებით მომაჩერდა.
- დედაჩემმა მითხრა, რომ მისი ერთი ღამის შეცდომა ვიყავი და ცხოვრება დავუნგრიე. მე რომ არა, ოცნებას აისრულებდა, სამყაროს გარშემო იმოგზაურებდა... და იქნებ, ცოცხალიც გადარჩენილიყო.
- რატომ მომიყევი? - დაარღვია სიჩუმე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და გამომცდელი მზერით ჩამაკვდა თვალებში - ისევ გეცოდები?
- იმ დღეს შენ პირველი იყავი ვინც ჭრილობაზე შემეხო, ისე მიმიხვდა ყველაფერს, რომ სიმართლის ცოდნა არც დასჭირვებია, როცა შენი ფარული სახის ანარეკლს სხვა ადამიანის თვალებში პოულობ, უნებურად მისი ნაწილი ხდები. ასე იბადება მეგობრობა.
- შენ მეგობარი მიწოდე.
- არა, სახელებს ნივთებს არქმევენ, მეგობრები კი ხდებიან.
- ყველაფერი უნდა შემისწორო? - ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა.
- როცა საჭიროა.
- მამაჩემმა მაქცია ნაბიჭვრად, ამის დავიწყება არ შემიძლია.
- ჩვენ მშობლების შეცდომების გამო არ უნდა ვაგებდეთ პასუხს, მათი ქმედებები ჩვენს საქციელებს არ უნდა განსაზღვრავდნენ.
- ჩემი განსაზღვრეს და ამას ვერაფრით წავშლი. წარსულს ერთი ცუდი თვისება აქვს, შეიძლება მიგავიწყდეს, ცოტახნით ან დიდიხნით, მაგრამ თავს მაინც წამოყოფს და ცუდ დროს შეგახსენებს, ჩადენილ ცოდვებს.
- დუჩეს უყვარხარ და ვიცი, რომ შენც გიყვარს. არ არსებობს შეცდომა, რომელსაც მეგობარი მეგობარს ვერ აპატიებს.
- აღარ მენდობა. როცა ნდობას კარგავ, უბრალოდ კარგავ, ის აღარ ბრუნდება, როგორც დამსხვრეულ ჭიქას ვერ აღადგენ თავიდან. ჩვენ ურთიერთობას უკან ვეღარ დავიბრუნებ.
- ეს ნაწილობრივ კარგიცაა, - მისკენ გადავიხარე და თბილად გავუღიმე - ადრე თქვენი ურთიერთობა საკმარისად მყარი არ იყო. რად გინდა ძველი მყიფე გრძნობების უკან დაბრუნება? შეგიძლიათ თავიდან სცადოთ, იქნებ უკეთესადაც გამოგივიდეთ? წარუმატებლობა დასასრულს არ ნიშნავს, ის რაღაც ახალის და უკეთესის საწყისია.
- ამის გულით გჯერა თუ მამხნევებ?
- მთავარი არაა მე რისი მჯერა, მთავარია შენ რისი გჯერა, ალექს.
- მეგობრები ოჯახზე მეტად გიყვარს...
- მეგობრებია ჩემი ოჯახი. სიტყვას მისი შემადგენელი ადამიანები განსაზღვრავენ და არა პირიქით. მე არ მწამს ისეთი ოჯახის სადაც სიყვარული, ერთგულება, პატივისცემა და თანადგომა არაა. მნიშვნელობა არ აქვს სისხლს, თუ ეს ვენები გრძნობებისგან თავისუფალია. გრძნობების გარეშე ადამიანები უბრალოდ სქესობრივი კავშირის შედეგად მოვლენილი ადამიანები ვართ. რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაგაჩინა, თუ მას არ უყვარხარ და არ უნდიხარ? მთავარი ისაა ვინ მიგიღო გულით, ვინ გაგზარდა სიყვარულით და ვინ გიწოდა შვილი. მშობლები ხდებიან ალექსს, მათ ამ სტატუს, ნაყოფის ჩასახვის გამო არ უწოდებენ.
- ასფურცელა... - ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა, ნაცრისფერ თვალებს კი სითბო ჩაეღვარათ - შთამაგონებელი ხარ.
- შენ ასეთი სიტყვებიც იცი? თუ ფილმიდან მოიპარე?
ორივეს გაგვეცინა. ფეხზე წამოდგა, მაჯაში ხელი წამავლო, წამომაყენა და გულში ჩამიკრა. სახე კი ჩემს თმაში ჩამალა, ხელებს ისე ღონივრად მიჭერდა, ლამის გავიგუდე.
- გმადლობ, - მიჩურჩულა ყურში.
- რისთვის?
- ყველაფრისთვის...

თავი მეოთხე

ჭურჭლის სარეცხ ნიჟარას მიყრდნობილი ფიქრიანად გავცქეროდი ბუხართან მჯდომ კალანდიას, რომელსაც ყავის ჭიქა ხელისგულებში მოექცია და ამღვრეული მზერით ჩაშტერებოდა მოგიზგიზე ცეცხლის ალს.
- ანუ, დუჩეს აბრალებენ ლევანის მკვლელობას? - წაიჩურჩულა გესლიანად.
- ჰო, ვიღაცამ გამოიყენა ის ფაქტი, რომ მამაშენი და დუჩე ერთმანეთს ვერ იტანდნენ. სისხლიანი ხელების შეწმენდას მასზე აპირებენ.
- ეგ არ მოხდება! - წელში გასწორდა და წამოდგა - კომპანიაში ვბრუნდები. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დუჩე ციხიდან გამოვაშვებინო.
- მისმინე, არის რაღაც რაც უნდა იცოდე.
- მაინც? - თვალებში შეშფოთება გაუკრთა.
- ეს საიდუმლოდ უნდა შეინახო.
- სია, რა ხდება? კიდევ რა უნდა ვიცოდე?
- შენ ჩემზე არაფერი იცი...
- ანუ? - საუბრის ამგვარი მიმართულებით ცვლილებას არ ელოდა. სახეზე დაბნეულობა შევამჩნიე.
- Черный список-ი, ჩემი ზედმეტსახელია...
ჯერ ვერ მიხვდა რა უთხრეს. სახეზე არეული ემოციები გამოესახა. დაბნეული სკამზე ჩამოჯდა და შეცვლილი მზერით ამომხედა.
- დალურჯებები შენს ტანზე...
- ჰო...
- მე კიდევ ვფიქრობდი, ვეღარაფერი გამაკვირვებს-თქო...
- ასე ნუ მიყურებ!
- უბრალოდ გამიკვირდა, ვიცოდი, რომ იოლი ცხოვრება არ გქონდა, მაგრამ ამას ვერ წარმოვიდგენდი... ამიტომ გაბრაზდი მაშინ უნივერსიტეტში, ღონისძიებაზე კრიმინალი რომ გიწოდეს?
- მაგაზე არ გავცოფებულვარ! მე იმაზე მომეშალა ნერვები, რომ მამაჩემისნაირი კორუმპირებული გალსტუკიანი მე მიწოდებდა გარეშე კრიმინალს! - ამის გახსენებაზე ისევ ბრაზი მომერია.
იმაზე მშვიდად მიიღო ახალი ამბავი ვიდრე ველოდი. მის ემოციურ მდგარდობაში ეჭვიც კი შემეპარა.
- და დუჩეს რა პრეტენზია ჰქონდა Черный список-თან, ანუ შენთან...
- ამას მე ვერ გეტყვი, მისი საქმეა, როცა ციხიდან გამოვა თავად ჰკითხე.
- პრობლემები აქვს?
- ჰო.
- მითხარი!
- არ შემიძლია.
- რატომ? - უფრო გაბრაზდა.
- არის რაღაცეები რაც ჩემგან არ ითქმის, ალექს. ეს ყველაფერი თქვენში უნდა გაარკვიოთ, მე ვერ ჩავერევი, ამის არც უფლება მაქვს და არც სურვილი.
- რას აკეთებდი ბართან? რატომ გეკეთა პარიკი, ემალები ვინმეს?
- ჩემი გამოჩენა სახიფათოა, ახლა ყველაფერს ვერ მოგიყვები...
- არა, სია! - მკლავში ხელი წამავლო სკამზე ჩამომსვა, ჩემს წინ ჩამოჯდა და ბასრი მზერა მომაპყრო - ახლა შენ მე ყველაფერს მომიყვები, დეტალურად! ყელში ამომივიდა სირაქლემას პოზაში ყოფნა, როცა ჩემი მეგობრები განსაცდელში არიან!
ისეთი შეუვალი ტონი და გამოხედვა ჰქონდა, შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონა. დუჩეს თქმის არ იყოს, ახლა ძალების გაერთიანება საუკეთესო არჩევანი იყო. ამიტომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე და ალექსს თავიდან ბოლომდე ვუამბე სრული სიმართლე, გარდა იმისა, რომ დუჩეს დედა შხამიანი ნარკოტიკის პირველი მსხვერპლი აღმოჩნდა. უხმოდ მისმენდა და წარბებს შუა ნაოჭი უფრო და უფრო უღრმავდებოდა.
- ასე აღმოვჩნდით ყველა ერთ ჭაობში, მეც, დუჩეც და თოიძეც... და ახლა უკვე შენც.
ენა მუცელში ჩაუვარდა. ალბათ ის ფაქტი უფრო ანცვიფრებდა, რომ მის გარშემო ამდენი რამ ხდებოდა, ის კი არაფრის გონზე არ იყო.
- ამის შესახებ კიდევ ვინ იცის? ნოვამ? რენემ?
- არ ვიცი, ალექს. ახლა ისეთ პერიოდია, ყველა ეჭვმიტანილია, ვერავის ვენდობით. ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს. შენ კი ყველაზე დაუცველი იყავი, არაფერი იცოდი, გარშემო კი ბევრი პოტენციური მკვლელი გახვევია. ყველაფერი იმიტომ გითხარი, რომ მინდა ფრთხილად იყო.
- დაგეხმარებით! - მოსხიპა სწრაფად - რითიც შემეძლება ყველაფრით დაგეხმარებით. პირველ რიგში კი დუჩე უნდა გამოვიდეს ციხიდან!
- ამ ამბავს დღეს გავარკვევ, საღამოს ერთ ტიპს უნდა შევხვდე, მას აუცილებლად ეცოდინება რამე. უნდა გავიგოთ ვის რაში სჭირდებოდა დუჩეს ციხეში გამოკეტვა. მტკიცებულებები არ გააჩნიათ, ციხეში ვერ დატოვებენ! უბრალოდ ვიღაცას დროის მოგება სურს. ეს კი მაეჭვებს, დუჩე გზიდან ჩამოიშორეს, რატომ?!
- ვისთან აპირებ წასვლას?
- ჭყოიძე გეცოდინება...
- ვისთანო? - თვალები ბრაზით წამოენთო.
დუჩესაც ზუსტად ასეთი რექცია ჰქონდა. რა დროს ეს იყო, მაგრამ უნებურად ერთად გატარებული ღამეები წამომიტივტივდა გონებაში და უსაზღვრო სევდამ გულ-მუცელი დამიფლითა. ისე მომენატრა, სული ამტკივდა.
- საიდან იცნობ ჭყოიძეს? რა გესაქმება მაგ შვილთან?! - ხმას აუწია გაღიზიანებულმა.
- ზოგადად ეგეთი წრის ხალხში ვტრიალებ, რა ვქნა საქმე მოითხოვს...
- და ჭყოიძემ რა უნდა იცოდეს?
- უშიშროებასთან აქვს ვასვასები. დუჩეს ამბავს მხოლოდ მისგან თუ გავიგებთ.
- კარგი, დაველაპარაკები.
- არა! ახლოს არ გაეკარო! მე მომანდე, ჩემს ხელში ყველაფერს დაფქვავს. შენ თუ მიადგები, არაფერს გეტყვის! დაფრთხება და მისგან რამის გაგების შანსსაც ხელიდან გავუშვებთ. დასაკარგი დროა არაა და არც შეცდომის დაშვების უფელბა გვაქვს.
- მარტო გაუმკლავდები? - გამომხედა დაეჭვებულმა.
- უარესებისთვისაც დამიხერხავს რქები, ეგ არაფერი.
- მართლაც ტყუილში მიცხოვრია. ჩემს გარშემო იმდენი რამ ხდება, მე კი არაფერი ვიცოდი...
- ახლა იცი. - სკამის საზურგეს მივეყრდენი და კალანდიას გამომცდელად მივაცქერდი. - შევჩენკოსთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- რავი, ჩვეულებრივი. არც მეგობრები ვართ და არც მტრები. რატომ მეკითხები?
- მისი მონახულებაც მომიწევს. შეგიძლია დამეხმარო?
- ეგ როგორ გავიგო?
- პირისპირ უნდა შემახვედრო. კითხვები მაქვს და ვფიქრობ, პასუხის გაცემასაც შეძლებს.
- ანუ იარაღით ხელში უნდა დაადგე, ხახაში ლულა ჩასთხარო და ყველაფერი ათქმევინო რაც იცის? - ჩაეცინა.
- დაახლოებით.
- მისას მაინც ვერ გაიგებ, ქართულად ლაპარაკი უჭირს.
- სამაგიეროდ მე არ მიჭირს რუსული. - ჩამეღიმა.
- ნუ ხარ ასეთი ჭკვიანი! თავს უხერხულად ვგრძნობ! - ამოიოხრა ნირწამხდარმა - კარგი, მოვიფიქრებ რამეს. ოღონდ ერთი პირობით.
- რა პირობით? - ვიკითხე ფრთხილად.
- მეც მოვდივარ! - თვალი გამისწორა - შევჩენკოს არ იცნობ. მასთან მარტოს ვერ დაგტოვებ.
- შენ არ ჩაერიო. კომპანიაში ჩვენიანი გვჭირდება!
- ნუ ნერვიულობ, სახეს არ ვაჩვენებ.
- კარგი... ამაში დაგითმობ.
- მე წავალ, ვეცდები რამე გავარკვიო. ახლა კომპანიაში ნამდვილი ქაოსი იქნება. საღამოს კი შევხვდეთ, უჩემოდ არ წახვიდე იმ ნაბოზართან. ნუ ნერვიულობ ხელს არ შეგიშლი, უბრალოდ მინდა ახლოს ვიყო, რამე ისე, თუ არ წავიდა...
- კარგი, მაშინ საღამომდე.
ფეხზე წამოდგა, ქურთუკი მოიცვა და წასასვლელად მოემზადა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა. ბოლოს მაინც შემობრუნდა და უემოციო თვალებით მომაჩერდა.
- როგორ ფიქრობ, ნორმალურია როცა მშობლის სიკვდილს არ განიცდი? ამას იმიტომ გეკითხები, რომ ვიცი შენ შეგიძლია ჩემი გაგება.
- ვინ თქვა, რომ არ განიცდი? - გამეღიმა - არ აქვს მნიშვნელობა მამაშენი ვინ იყო სხვებისთვის, მკვლელი, მოძალადე, თუ რიგითი ნაძირალა, ის მაინც მამაშენი იყო. რა თქმა უნდა, განიცდი, მაგრამ სხვაგვარად. რახან გრძნობებმა ფერები იცვალეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მოკვდნენ. უბრალოდ შენში თანაგრძნობაზე და სიყვარულზე მეტი ბრაზი, წყენა და სიძულვილია. მის შესამჩნევად დრო დაგჭირდება.
თვალებში ინტერესით მომჩერებოდა, არ ვიცი მათ სიღრმეში რას ეძებდა, ალბათ ისევ ამოწმებდა მჯეროდა, თუ არა საკუთარი ნათქვამის, მაგრამ ვიცოდი, რომ თვითონაც ხვდებოდა, გულის სიღრმეში მაინც, რომ არ აქვს მნიშვნელობა შენთვის საყვარელი ადამიანი, რამდენად გაგიცრუებს იმედს, რამდენად მოგიკლავს გულს, ვის მიაყენებს ტკივილს, ან ვისთვის იქნება ის ხორცშესხმული ეშმაკი - მისი სიკვდილი აუცილებლად დაგასვამს სამუდამო დაღს, რომლის განკურნებასაც ალბათ დროც ვერ შეძლებს...
შეიძლება წლები გავიდეს, მაგრამ გული არასოდეს მოგიბრუნდეს, ეს კი პატიებაზე რთულია. იცი რატომ? საზიზღარი შეგრძნებაა, როცა შენში მკვდარი სიყვარული ცხოვრობს. გგონია ის სადმე ქრება? არა, რაც დრო გადის უფრო ლპება, მისი მყრალი სუნი კი შენს თითოეულ ორგანოს ედება და ესისხლხორცება. ყოველთვის შეგახსენებს თავს, როცა მასზე ფიქრით ამოისუნთქებ და მკვდარი ლეშის სუნს თან ამოაყოლებ. როცა რაღაც უმნიშვნელო დეტალი მის თავს გაგახსენებს და გაიაზრებ, რომ კიდევ ერთი დღე გათენდა, შენში კი ისევ ცხოვრობს გაორებული ემოცია, რომელსაც ხან სიყვარულის ფერი აქვს, ხან აუტანელი სიძულვლილის და ის შენს მიტოვებას არ აპირებს, არც ახლა, არც მერე... ოდესმე? შეიძლება...
ალექსს ყბაზე კუნთი დაეჭიმა. ნაცრისფერი თვალები ცარიელ სფეროებს დაემსგავსნენ, ემოციებისგან დაცლილ ხვრელებს, რომლებშიც მხოლოდ საკუთარი თავის ანარეკლს ვხედავდი...


****
მანქანა, წითელი აგურისგან ნაშენები, ლამაზი, ორსართულიანი, კერძო სახლის მოშორებით შევაჩერე და გარემო მოვათვალიერე. აგარაკი მრუმე სიბნელეს მოეცვა. მხოლოდ ჭყოიძის საზამთრო სახლიდან იფრქვეოდა ოქროსფერი სინათლე. წარბშეკრულმა მაჯის საათს დავხედე, შუაღამეს უკვე კარგად გადაცილებოდა, კალანდია წესით უკვე აქ უნდა ყოფილიყო. მისამართი მივწერე. იცოდა სადაც უნდა მოსულიყო.
- სასტავში ახალი წევრი გვყავს?
- მეჩვენება თუ ალექსსზე ეჭვიანობ? - გამეცინა.
- არ მომწონს ეგ ბიჭი, - ლეპტოპი ჩართო და უკმაყოფილოდ გამომხედა - არ ვენდობი.
- სანდრექს, ალექსი არ არის ცუდი ადამიანი, - ჩანთიდან პატარა სარკე ამოვაძვრინე, მუხლებზე დავიდე და თვალებში შავი ლინზები ჩავისვი - ასეთი ჩანს, მაგრამ არ არის.
თვალები ამეწვა და ამეცრემლა, რამოდენიმეჯერ ავახამხამე. ვერ ვიტანდი ამ წყეულ ლინზებს! მათთან შეჩვევა ჯერ კიდევ მიჭირდა. თმა მაღლა ავიწიე, კოსად შევიკარი და თავზე ჟღალი პარიკი მოვირგე.
- და მაინც, რა ნახე მასში ასეთი? რომ არ ვიცოდე, რომ ქავანაზე გიჟდები, ვიფიქრებდი, რომ მის მიმართ გულგრილი არ ხარ.
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! - შევუბღვირე განაწყენებულმა და კეფა მოვიქექე. ხელოვნურ დანამატებზე ალერგია მქონდა - ეგრე შენთანაც ვმეგობრობ და რა, მევასები?
- შეადარა! - აღშფოთებულმა სათვალე ცხვირზე შეისწორა - მე შენ არასოდეს შემოგხედავ ისე, როგორც ის გიყურებს. თვალებით გჭამს და ეს მაღიზიანებს!
- ხომ არ აჭარბებ? მის სულელურ გამოხტომებს სერიოზულად რატომ აღიქვამ? ეგეთია და არ შეიცვლება. ისეთს არაფერს აკეთებს, რაც თავს უხერხულად მაგრძნობინებს.
- ეჰ, სია, სია... - თავი გააქნია და ლეპტოპზე თითები სწრაფად ააკაკუნა - შეიძლება საქმეში ბადალი არ გყავს, მაგრამ კაცების არაფერი გაგეგება. კალანდიას მოსწონხარ, თან ძალიან! შენ, კი ამას ან ვერ ხვდები, ან აღიარება არ გინდა.
გაღიზიანებულმა შეპასუხება დავაპირე, მაგრამ მანქანის სარკეში ფარების შუქმა თვალი მომჭრა. უკან მივიხედე. შავი მუსტანგი ჩვენგან ათ მეტრში შეჩერდა.
- მოვიდა...
- როგორც იქნა!
შავი ტყავის ხელთათმანები მოვირგე და მანქანის უკანა კარიც გაიღო. სალონში კალანდია შემოძვრა. თავი მოეწესრიგებინა, ტანსაცმელი გამოეცვალა და ჩვეულ ფორმას დაბრუნებოდა - ატმისფერ პერანგში, შავ შარვალში და ამავე ფერის მანტოში, სიმპათიურად გამოიყურებოდა.
სალონში მისი სუნამოს სურნელი დატრიალდა - თითქოს სველი, ოდნავ ცივი, ჰაეროვანი და ნაზი არომატი ჰქონდა. უნებურად გული შემეკუმშა. ეს სურნელი... ზუსტად ამ სუნამოს ხმარობდა დუჩე. ტუჩები ამიკანკალდა, პულსი ამიჩქარდა და განზე გავიხედე, რომ ყელში მოწოლილი ემოციები, როგორმე დამეოკებინა.
- ოჰ, ასფურცელა! - აღფრთოვანებით შემათვალიერა - რა სხვანაირი ხარ!
- სია... - სანდრომ ეჭვით გამომხედა - ყველაფერი რიგზეა?
- კი, ვიწყებთ!
სათვალე ცხვირზე სწრაფად მოვირგე, ზურგს უკან გადამცემი აპარატი შევისწორე და შავი მოსაცმელი გადმოვიწიე. მანქანის კარი გავაღე და ისე გადმოვედი არც ერთისთვის აღარ შემიხედავს. ხელები საშინლად მიკანკალებდა. კალანდია უკან მომყვა, კარი მიიხურა და გზა მომიჭრა.
- რა დაგემართა? - ნიკაპში ხელი წამავლო - შენ რა, ტირი?...
- არა, ლინზების ბრალია, თვალებს მიღიზიანებს! - ხელი ავუკარი და ღაწვებზე ჩამოგორებული ცრემლები სწრაფად შევიმშრალე.
- ტუჩებიც ამ მიზეზით გიკანკალებს? მოხდა რამე?
- უკან დაიხიე!
სუნთქვა შევიკავე და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი. კალანდია დაეჭვებული მომაჩერდა, მერე ტანსაცმელზე დაიხედა და შუბლი გაეხსნა. ნაცრისფერი თვალებით ცივად ამომხედა, თვალები გადაატრიალა, ერთი ამოიოხრა და მანტო გაიძრო.
- წარმოუდგენელია! - მანქანის კარი გააღო და შიგნით შეუძახა - აბა, ასე უკეთესია?
- ჩაიცვი, გარეთ ძალიან ცივა, გაიყინები!
- სულელი ბავშვი! - ერთი ნაბიჯით ჩემთან გაჩნდა და თავი ამაწევინა - მართლა ასე ძალიან გიყვარს?
- მენატრება...
იდიოტი ბავშვივით გული ამიჩუყდა. ვიცოდი, რომ ახლა სენტიმენტების დრო არ იყო, მაგრამ სევდამ და მონატრებამ როდის იცის სწორი დროის შერჩევა?! გული ისე მეკუმშებოდა, თითქოს ვიღაც მძლავრად მიჭერდა ხელს და მოჭ....ტვა სურდა. კალანდიამ ცრემლები შემიმშრალა.
- ხანდახან ისეთი შეუვალი, მკაცრი და ფიცხი ხარ ხოლმე, მავიწყდება კიდეც სინამდვილეში, როგორი გულჩვილი და ფაქიზი ხარ. - ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა - ყველაფერი კარგად იქნება, მალე დაბრუნდება, პირობას გაძლევ...
- მორჩით დრამებს! - სანდრომ მანქანის ფანჯრიდან თავი გამოყო - საქმეზე ვართ, ხალხო! შეიძლება ცრემლები მოგვიანებით ვაფრქვიოთ? სანამ ვინმეს ჩვენთვის სარი არ უთხრია, საქმეს მივხედოთ!
- ეს სულ ასეთი ხასიათით მოძრაობს? - კალანდიამ ხელი შემიშვა და უკმაყოფილოდ გახედა სანდროს - რა კლიმაქსიანი დედაკაცივით ჯაჯღანებს სულ!
მის სიტყვებზე გამეცინა. სახე შევიმშრალე და თავი გავაქნიე, რომ აზრზე მოვსულიყავი. გავიფიქრე, ცოტას მოვითმენ და როცა ჩემს ბნელ ოთახში განვმარტოვდები, ტირილით გულს ვიჯერებ-თქო.
- უჟმურია, მაგრამ ამჯერად მართალია. როგორც შევთანხმდით, თქვენ ადგილზე რჩებით, მე კი სახლში შევდივარ.
- შემიძლია გამოგყვე...
- არა, - შევაწყვეტინე მკაცრად - მანქანაში დარჩი, სანდროსთან ერთად. შენ იქ არავინ უნდა გნახოს! მარტოც გავუმკლავდები.
- თუ რამე ისე არ წავა, მაშინვე შენთან გავჩნდები, გაიგე? - დამიბრიალა თვალები.
- თუ რამე ისე არ წავა, ისევ ჭყოიძისთვის და არა ჩემთვის! - ჩავილაპარაკე ავად და ქურთუკის შიგნიდან იარაღი მოვსინჯე - წავედი.
კალანდიას ზურგი ვაქციე და სახლისკენ მიმავალ ბილიკს გავუყევი. საშინლად ბნელი და მიცვალებულივით ცივი ღამე იდგა. გარშემო სულიერი არ ჭაჭანებდა, ერთი მხრივ ასეთი მიყრუებული აგარაკი კარგია განსატვირთად, მაგრამ არა მაშინ, როცა სრულყოფილი ნაძირალა ბრძანდები და ბევრი მტერი გყავს.
რა იცი ვინ შემოგივარდება იარაღით ხელში და შიგნეულობას გადმოგიტრიალებს?! უკვირდებით? ჩემი ფიქრები სულ მძაფრსიუჟეტიან ფანტაზიებს უტრიალებს. გამოცდილების ბრალია, თუ შერყეული ფსიქიკის? ალბათ, ცოტ-ცოტა ორივე.
სახლს ფრთხილად მივუახლოვდი და ფანჯარაში შევიხედე. კესანესფერი ფარდების მიღმა ბუნდოვნად ვარჩევდი უზარმაზარ მისაღებ ოთახს, რომელიც დიდი ალბათობით ცარიელი იყო. სახლს წინა მხრიდან მოვუარე და კარის სახელური ჩამოვწიე, რა თქმა უნდა, დაკეტილი დამხვდა (აბა ღიას ვინ დაგიტოვებდა?!). ქურთუკის შიდა ჯიბიდან ჩემი განუყრელი მეგობარი ამოვაძვრინე და კარის საკეტს მოვარგე. წვრილმა ჩხირებმა ხუთ წამში ყრუ ჩხაკუნით კარი გამიღეს. შიგნით სწრაფად შევსხლტი.
ყურთასმენა დავძაბე, მისაღები ოთახიდან ხმადაბალი მუსიკა ისმოდა. გამიკვირდა, ჭყოიძე და ჯაზი? ყველაფერში იდიოტი არ ყოფილა-თქო, გავიფიქრე უხალისოდ და სპარსულ ხალიჩაზე ფეხაკრეფით გავირბინე. კარს ამოვეფარე და შიგნით შევიჭყიტე. ოთახი ცარიელი დამხვდა.
მზერა ჟურნალის მაგიდისკენ გამექცა. ტყავის თეთრი სავარძლების შუაში დაედგათ. სუფრა რომანტიკული საღამოსთვის გაეფორმებინათ - შოკოლადებით, შამპანიურით და ლამაზი ყვავილებით.
- მე არ დამპატიჟებთ რო რამე? - ჩამეცინა.
ოთახში უჩუმრად შევიპარე და მიმოვიხედე. მზერა მეორე სართულისკენ გამექცა, ამავალ კიბეებზე ტანსაცმელები და ფეხსაცმელები დაუდევრად ეყარა. გონების თვალით ვხედავდი, როგორ მისთრავდა ჭყოიძეს საყვარელი საძინებლისკენ, გზაში კი ერთმანეთს ტანსაცმელს ხდიდნენ. თავი გავაქნიე, კინაღამ ვარწყიე! ზიზღით გამაჟრჟოლა და კიბეებზე ავირბინე.
დერეფნის ბოლოში დატანებული კარი, ნახევრად ღია დაეტოვებინათ. შიგნით შუქი ენთო, სინათლის ვიწრო სხივი დერეფნის მუხისფერ იატაკს წვრილ ზოლად ეცემოდა. ოთახიდან ჩუმი კვნესა მოისმოდა. ჩამეღიმა, კისერზე ჩამოკიდებული “Canon EOS 6D” ხელში აზარტულად შევათამაშე და წინ წავედი.
შიგნით წყვილს ისეთი გახურებული სექსი ჰქონდა, სანამ ოთახში არ შევაბიჯე და კარი გვარიანად არ მივიჯახუნე, ვერაფრით გამოერკვნენ, რომ მათ „სასიყვარულო ბუდეს“ მოხალისე ეწვია.
- ყურადღებას ნუ მომაქცევთ, ხელს არ შეგიშლით, განაგრძეთ! - გამეცინა და აპარატი სწრაფად ავაჩხაკუნე.
- შეეენნ... შენნ აქ რას აკეთებ? - ჭყოიძეს თვალები ლამის ბუდიდან გადმოუცვივდა. ზეწარს ისე დაქაჩა, კინაღამ საყვარელი გადმოისროლა კალთიდან - როგორ შემოხვედი? საიდან გაიგე მისამართი?!
- კარგი ერთი, ხომ იცი, ჩემთვის დახურული კარი არ არსებობს! მანდ ვის მალავ? - კისერი ინტერესით წავიგრძელე - ქალბატონო, თუ შეიძლება, გამოძვერით საბნიდან, აქედან ისე არ წავალ, რომ არ გავიგო ჭყოიძე ამჯერად ვის ხერხავს!
- ეს ვინ არის? - წაისისინა ქალმა და მალულად გამოიჭყიტა.
- ეუფ! სასწრაფოდ სკამი მჭირდება, უნდა ჩამოვჯდე! - პროკურორს დამცინავი მზერა შევავლე. ღიმილით დავუქნიე ხელი და თვალი ჩავუკარი.
ეს ქალი დუჩეს წვეულებაზე მყავდა ნანახი. მისი ქმარი, ნიკოლოზ დაბრუნდაშვილი, მოსამართლე გახლდათ და როგორც პირადი წყაროებიდან მომეპოვებოდა ინფორმაცია, ღირსეული ადამიანი ბრძანდებოდა. აი ცოლში კი, აშკარად არ გაუმართლა. რა ქნას კაცმა, თუ ასაკი მოემატა და აღარ უდგება, უნდა გაბოზდე?
- ვინ ჯანდაბა ხარ?
წაისისინა პროკურორმა და ზეწარი მაღლა აქაჩა, რომ რაც შეიძლებოდა ნაკლები შიშველი ადგილი გამოსჩენოდა.
- თქვენი სამართალდამცავი სტრუქტურის, მოუშორებელი ჭირი და თავისტკივილი!
გავეცანი ტკბილად. სკამს ხელი მოვკიდე, მოვაჩოჩე და არხეინად ჩამოვჯექი პირდაღებული წყვილის წინ.
- რას აკეთებ? - ჭყიოძეს თვალები შუბლზე აუვიდა.
- დაკვირვებას ვახორციელებ. მაიმუნების შეჯვარებაზე დისერტაცია უნდა დავიცვა. აბა გაიღმეთ!
„Canon”-ი სწრაფად ავაჩხაკუნე და კიდევ ორი ფოტო გადავიღე. როგორი შესანიშნავი და ბუნებრივი კადრებია-თქო, ჩამეღიმა ჩემთვის.
- რას გაშეშებულხარ?! აპარატი წაართვი, იდიოტო! - შეუყვირა ქალმა საყვარელს.
- მე... - აღელვებულმა შიშით გამომხედა - შენ არ გესმის, ის...
- ...შენ არ გესმის, მას ისეთი ცნობები მოეპოვება ჩემზე, ტრაკში, რომ შემტენოს და ცეცხლი წაუკიდოს დაუვიწყარ ფეირვერკს მოვაწყობ!
წავეხმარე გაჭირვებულს. ტუჩებზე ბოროტი ღიმილი გადამეფინა.
- როგორ ბედავ?! - ქალს აღშფოთებისგან სუნთქვა შეეკრა - ვინ ხარ?!
- ახლა, ორივემ ენას კბილი დააჭირეთ და კარგად მომისმინეთ! მე აქ თქვენი პორნო სცენების საყურებლად კიარ მოვსულვარ მართლა! საქმე მაქვს! - გაღიზიანებული წინ გადავიხარე და ორივეს გამჭოლი მზერა მივაპყარი - ამ ბოლო დროს უცნაური ამბები ხდება თბილისში. იმდენად უცნაური, რომ თავად ვერ გავერკვიე და დახმარება მჭირდება. კარგია ეს ძუკნაც აქ, რომ არის, რაც მეტს ილაპარაკებთ, მით უკეთესი თქვენთვის!
- რა მიწოდეთ?
- უკაცრავად, უნდა მეთქვა, - ჩამეცინა სარკასტრულად - აბა რა ჰქვია ქალს, რომელიც ღამის სამის ნახევარზე ჭყოიძისნაირ სირთან ერთად ჟიმაობს?!
- მე რა დავაშავე? რატომ მლანძღავ გამუდმებით?!
ჭყოიძეს წარბაწეულმა გადავხედე, ხმა წყვიტა და განზე გაიხედა. პროკურორს სახე გაუმკაცრდა და კარგად გაწაფული და სასამართლო დარბაზში ნავარჯიშები ენა შემართა, რომ შემპასუხებოდა, მაგრამ არ ვაცადე.
- თქვენთან ჯაჯგურის თავი არ მაქვს, არც დასაკარგი დრო. ენას კბილი დააჭირეთ და კითხვაზე მიპასუხეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პირობას გაძლევთ, რომ თქვენი ფოტოები, ხვალ დილით, ყველა გაზეთის პირველ გვერდს დაამშვნებეს.
- გვემუქრები?! ეს დანაშაულია! - პროკურორს სახე აღშფოთებისგან წამოუწითლდა, გამეცინა.
- მართლა ასეთი დებილი ხარ, თუ თავს იდებილებ, ამხელა ქალი?! კი არ გემუქრები, გაფრთხილებ! სასაცილოა, კოდექსის არსებობა მხოლოდ მაშინ გახსენდებათ, როცა პირადი გამორჩენისთვის გჭირდებათ! საქმეზე გადავიდეთ, რა ჯანდაბა გინდათ დუჩე ქავანასგან?
- ქავანა? აქ იმისთვის შემომივარდი, რომ იმ ფსიქოპატზე კითხვები დამაყარო? რა გაკავშირებს იმ თავზეხელაღებულ ტიპთან?
ფსიქოპატთანო? დუჩემ მასაც შეურემონტა როჟა? ისე ჭყოიძეს სიფათის გასწორება პირიქით დაამშვენებდა კიდეც, მისი წაგრძელებული კეხიანი ცხვირი თვალში ცუდად მხვდებოდა. დუჩეს ჩემთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს. ჩამეცინა, უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ მისთვის საზღვრები არ არსებობდა. ნეტავ კიდევ რამდენს ახსოვდა მისი მწარე ხელი?
- გულნატკენი საუბრობ, რა იყო, გცემა?
- ის უკონტროლო და გაუწონასწორებელი არანორმალურია! - პასუხს გაერიდა და უკმაყოფილოდ შემიბღვირა - სულ ერთ ადგილზე ჰკიდია მამამისის სტატუსი. ყოველთვის იმას აკეთებს რაც უნდა და როცა უნდა, თავხედი !
- მაგრად უცემიხარ!
სკამზე გადავწექი და სიცილი ამიტყდა. მისმა ტონმა წამით დამავიწყა რისთვის ვიყავი აქ მოსული და ხასიათი გამომიკეთდა. გავიფიქრე, როცა დამიბრუნდება აუცილებლად ვკითხავ ამის შესახებ-თქო.
- რატომ დაინტერესდი? - გამომხედა ეჭვით - მისგან რაღა გინდა? ჯერ წვეულებაზე წამაყვანინე თავი! ახლა კი აქ მომივარდი და კითხვებს მაყრი, რატომ?
- შენი ს საქმე არ არის! - გავუღიმე ტკბილად - ამიხსენი რა ხდება. ვიცი, რომ პირადი კონტაქტები გაქვს უშიშროების სამსახურთან და ისიც ვიცი, რომ საქმის კურსში ხარ. ასე, რომ გისმენ.
- რა, არ იცი რისთვის აიყვანეს? - შემიღრინა გაღიზიანებულმა - კალანდიას მკვლელობისთვის! ეგ ორი ვერასოდეს იტანდა ერთამნეთს.
- ეგ ზღაპრები შენს ძუძუმწოვრებს მოუყევი ძილის წინ! მე სიმართლე მაინტერესებს, რეალური მიზეზი, ვის აწყობდა დუჩეს საკანში გამომწყვდევა? ვისთვის წარმოადგენს ის საფრთხეს?!
- წადი და გაავრცელე ეგ ფოტოები, - წამოიყვირა ერთიანად აჭარხლებულმა - სიტყვასაც არ გეტყვი! რამე რომ გითხრა მომკლავენ, ჭირს წაუღია რეპუტაცია, თუ საფლავში უნდა ჩავწვე.
- კრისის კოდექსი უპირველს ყოვლისა! - ღიმილში შხამი გამომერია - შენნაირი სგან სხვას არც არაფერს ველოდი. კარგი, ნორმალურად საუბარი არ გამოვიდა.
წელში გავსწორდი, ქურთუკის შიდა ჯიბეში შემალული იარაღი გამოვაძვრინე, გადავტენე და დამცველი მოვხსენი. წყვილს თვალები შიშისგან გაუფართოვდა.
- ამჯერად, ყველაფერი უფრო რთულადაა, ეს საქმე ჩემთვის პირადულია და როცა საქმე პირადულს ეხება, ცოტა არასტანდარტულად ვმუშაობ, - წამოვდექი და ჭყოიძე მიზანში ამოვიღე.
- რას აკეთებს? ეს... ეს ნამდვილად იარაღია? - ქალი შეშინებული აეკრა გაფითრებულ ჭყოიძეს.
- არა, სათამაშოა და გეღადავები! - გაღიზიანებულმა მზერა გაფითრებულ ჭყოიძეზე გადავიტანე - ყველაფერს მეტყვი, თან სიტყვა-სიტვით, თორემ, სანამ ვინმე მოგწვდება და ნაწლავებს დაგაყრევინებს, მე ჩაგცხრილავ აქვე და ახლავე! მაგ ძუკნასაც ზედ მოგაყოლებ. ვერ ვიტან პროკურორებს! - დავამატე ზიზღით.
- სულ შეიშალე? - ჭყოიძემ დაჭყეტილი თვალები იარაღს მიაბჯინა და მოშორებით გახოხდა - მომკლავ? მართლა მომკლავ?
- გაფრთხილებ, ნუ გამომცდი! დამიჯერე, პასუხების მისაღებად ყველაფერზე ვარ წამსვლელი. ასე, რომ გირჩევნია ლაპარაკი დაიწყო, სანამ კედლები შენი ტვინით მომისვრია!
- ვერ გაბედავ!
თვალებში სახიფათო ნაპერწკალმა გამიელვა, ხელი შევმართე და სასხლეტს უყოყმანოდ დავუშვი, პისტოლეტმა იგრიალა და საწოლის მარჯვენა კუთხეში მდგომი სანათი ნამსხვრევებად აქცია. შეშინებულებმა წამოიკივლეს და ყურებზე ხელი აიფარეს. ქალს ცრემლები წასკდა.
- შემდეგი ტყვია მაგ ბოზს მოხვდება წარბებშუა, - ჩავისისინე ავად - შემდეგი შენ იქნები, ოღონდ არ იფიქრო, რომ მოგკლავ. სათითაოდ დაგიცხრილავ კიდურებს, სანამ იმას არ გავიგებ რისთვისაც აქ მოვედი! შენი გადასაწყვეტია უვნებელი გზით ილაპარაკებ, თუ მტკივნეულით!
- შეშლილი ხარ... - წაიხრიალა თვლებდაჭყეტილმა - კარგი... კარგი!
აყვირდა დამფრთხალი, როცა ხელი მეორედ შევმართე და მიზანში ამჯერად პროკურორი ამოვიღე. ტუჩები ნერვიულად მოილოკა და საწოლზე შესწორდა.
- ყველაფერს გეტყვი, ოღონდ იარაღი დაუშვი.
- იარაღს მაშინ დავუშვებ, როცა ყველაფერს მოვისმენ, ასე რომ ამოღერღე!
- არ ვიცი ვინ არის, გასაგებია?! წარმოდგენა არ მაქვს, ქავანას ეს ვინ მოუწყო, მაგრამ მთავარი გამომძიებელია ერთი - მესხიშვილი, მასზე მუშაობს! მოსყიდული ჰყავთ! ქავანას საქმე მაგას აბარია.
- მესხიშვილი? - დავიბენი - ახალია ვინმე? რატომ არ მსმენია მის შესახებ არაფერი?
- ახალი კი არა, ბებერი ძაღლია!
- რა იცი მასზე?
- ოცდახუთი წლის წინ, ჯერ კიდევ რიგითი დეტექტივი იყო, სულ რაღაც ოცდაშვიდი წლის, მაგრამ ნიჭიერი და ძალიან ჭკვიანი. ქუჩებში დაძრწოდა და ჯიბის ქურდებს ებრძოდა, მაგრამ მერე რაღაც მოხდა, მისი პიროვნებით დაინტერესდნენ და ნაბიჭვარმა მაღალ ეშელონებს მიაღწია. რაღაც პერიოდი საერთოდ წავიდა აქედან, ახლა კი უკან დაბრუნდა.
- და რა მოხდა? - დაეჭვებული სკამზე ჩამოვჯექი - ერთ ღამეში წარმატებას არავინ აღწევს, მოქრთამეს?
- არ ვიცი, შეიძლება.
- მისი მფარველის შესახებ იცი რამე?
- არა, წარმოდგენა არ მაქვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ იშვიათი გაიძვერაა, არასდროს არაფერს ისე არ აკეთებს, თუ იქიდან რაიმე სარგებელს არ ელის. სამაგიეროდ ენაზე კბილის დაჭერაც კარგად გამოსდის.
- მისი გამოჩენა და დუჩეს დაკავება ერთი იყო. რატომ? რა უნდა მისგან?
- ქავანა დაკითხვაზე ჰყავდა, 24 საათის განმავლობაში ტვინს უბურღავდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ალიბი აქვს, მაგრამ გამხელა თვითონვე არ სურს. ცოცხალი თავით არ ამბობს მკვლელობის ღამეს სად იყო, ეს კი მესხიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.
კალანდიას მკვლელობის ღამეს დუჩე ეკესთან იყო, რა თქმა უნდა, ხმას არ ამოიღებდა, ეკეს არ ჩაუშვებდა. ყველაფერი ზედმიწევნით დაგეგმეს!
- ის ჩვეულებრივი ბიჭი არ არის! - შევუღრინე ნერვებმოშლილმა - „ქეი კორპორეიშენის“ ერთ-ერთი მემკვიდრეა, როგორ შეუძლიათ ასე მოექცნენ?
- ის „ქეი კორპორეიშენის“ ერთ-ერთი მთავარი აქციონერის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი! ამაზე არავინ დახუჭავს თვალს, თუნდაც, პრეზიდენტის შვილი ბრძანდებოდეს!
- ალიბის დადასტურება რამეს შეცვლის?
- არა...
პირველად ამოიღო ხმა პროკურორმა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში საუბარს უხმოდ ისმენდა.
- მისით პირადად არიან დაინტერესებულები. ალიბის დადასტურება არაფერს შეცვლის. ექსპერტიზის დასკვნით კალანდია მოწამლეს, მაგრამ მედიკამენტის დადგენა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. ყველამ მშვენივრად იცის, როგორ სძულდათ ერთმანეთი. მკვლელობიდან ორი დღით ადრე კალანდიას და ქავანას შელაპარაკება მოუვიდათ, საღამოს გამართულ წვეულებაზე. ქავანა კი მას ხელით შეეხო. ინფორმატორის ცნობით, მომდევნო დღეს კალანდიამ ქავანას ქილერები მიუგზავნა. ფაქტები მყარია, მკვლელობის მოტივი გვაქვს! ბიჭი თავის ალიბს არ ადასტურებს.
- ტაშიი, - გამეცინა - და მტკიცებულებები გაქვთ? რითი უმტკიცებთ რომ ეს მან ჩაიდინა? ეგრე ის ახვარი ბევრს ეზიზღებოდა, რას იზამთ ნახევარ საქართველოს აიყვანთ?!
- კალანდიას კაბინეტში ჩხრეკის დროს, კომპიუტერში მიმოწერა აღმოვაჩინეთ. ის და ქავანა ერთმანეთს ემუქრებოდნენ. კალანდიამ მისწერა ამას მწარედ გაზღვევინებ, ჩემს დამცირებას არ შეგარჩენო, ქავანას პასუხი კი ასეთი იყო, მაგასაც ვნახავთ ვინ ვის დაასწრებსო! იმავე ღამეს კალანდია მოწამლეს.
- რაო?
დავიბენი, ეს რა ახალი ავანწიურა იყო?! ვინ სწერდა ლევანს დუჩეს სახელით?!
- მათი მტრობა ცალსახაა! ბიჭს მოტივი ჰქონდა! მტკიცებულებაც არსებობს!
- თქვენთვის ყველაფერი უკვე მოგვარებულია, არა? - წავისისინე ღვარძლიანად.
პროკურორის სიტყვებმა გამაცოფეს. ისე ლაპარაკობდა, თითქოს დუჩესთვის განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდათ და იმასღა ელოდებოდნენ მოსამართლე, მთელი ამ ნაბოდვარის დასადასტურებლად, ჩაქუჩს როდის დასცხებდა. სიბრაზიზგან გამაკანკალა.
- მშვენივრად იცით რომ ეს მას არ ჩაუდენია!
- მტკიცებულები მის წინააღმდეგ...
- ხმა კმინდე! როგორ შეგიძლიათ ასეთი ფლიდები და ნაბიჭვრები იყოთ?! თქვენნაირი ნაძირლები სცხებენ ჩირქს პატიოსან სამართალდამცავებს! თქვენი მსგავსი ვირთხების გამოა, რომ ხალხს სისტემის მიმართ ნდობა აქვს დაკარგული! თვალებში მიყურებ და მიმეორებ, რომ უდანაშაულო ადამიანი მკვლელია! ნუთუ სინდისის ნატამალი აღარ შეგრჩათ?! თავმოყვარეობა კანალიზაციაში ჩარეცხეთ?!
ძარღებში ადრენალინი მომაწვა, ხელის გული გამიხურდა და აღგზნებით ამითრთოლდა. გონებაში ბოროტმა ქვეცნობიერმა თავი წამოჰყო და შემპარავი სისინით ჩამჩურჩულა ყურში: „მოკალი! ესროლე! დასაჯე!“. მზერა ამემღვრა, გული ისე გაგიჟებით მიცემდა სიბრაზიზგან, ლამის შუაზე გამგლეჯოდა. როგორ გინდა დარჩე სუფთად, როცა ყველა მხრიდან ტალახს გესვირიან?! რეალობაში ვცხოვრობთ, თუ ფანტასტიკური ჟანრის განზომილებაში?
როგორც შექსპირი იტყოდა - „ჯოჯოხეთში დემონები აღარ დარჩნენ, ყველა აქაა!“. ერთ-ერთმა მათგანმა კი ჩემში გამოიღვიძა და სრულიად დამეუფლა. ველურმა აღტკინებამ მომიცვა, ძალიან მომინდა მათი ტვინით კედლები მომეთხვარა. ეს გრძნობა... ეს სასტიკი, ამაზრზენი და მაინც სასიამოვნო გრძნობა ყველა კუნთს მოედო, სისხლში გამიჯდა და გონება დამიბნელა... ნაცნობი განცდა იყო, ადრეც მიგრძვნია... დაუოკებელი შურისძიების წყურვილი... გამახსენდა! უნივერსიტეტში, როდესაც ლექციაზე ჩამეძინა და კოშმარი მესიზმრა... აჩრდილი, რომლის ტყავშიც ერთხელ უკვე ვიყავი, მისი გრძნობები ახლა ჩემსას შერწყმოდა.
- რაც ვიცოდი ყველაფერი გითხარი, - ჭყოიძეს ხმა გაებზარა - მეტი მართლა არაფერი ვიცი. ძალიან გთხოვ, დაგვანებე თავი.
ბასრი მზერა მასზე გადავიტანე, თვალებში შიში ჩაბუდებოდა. ჩემმა სახემ აშკარად შეაშინა, ისე საცოდავად გამოიყურებოდა, რომ შემეზიზღა და იარაღი დავუშვი. ორივე მოეშვა. პროკურორი მელასავით აპარებდა ჩემკენ თვალს, მაგრამ ხმის ამოღებას ვეღარ ბედავდა. ის იყო რაღაცის კითხვა დავაპირე, რომ ვიღაცამ მინა ჩაამსხვრია. თავი მარჯვნივ მივაბრუნე და თვალი შევასწარი ოთახში ტყვიასავით შემოვარდნილ ყუმბარას. მძიმედ გაგორდა იატაკზე და ჭყოიძის საწოლის ქვეშ გაუჩინარდა.
თითქოს ყველაფერი ნელ კადრებში ხდებოდა, გულის ერთ დარტყმაში გავიაზრე, რომ საქმე ცუდად იყო. ქალის და მამაკაცის გაოცებული სახეები სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში - არ შეშინებიათ, უბრალოდ ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა. ქვეცნობიერმა მთელი ხმით ჩამკივლა გაიქეციო, მაგრამ შოკისგან გაშეშებულმა ადგილიდან დაძვრა ვერ მოვახერხე.
უეცრად ვიღაც გვერდში დამეძგერა, მკლავები ძლიერად შემომხვია და ფანჯარისკენ ისკუპა. მინის მსხვრევის ხმამ ყურთასმენა დამიხშო, შეშინებულმა სახე მის ყელში ჩავმალე და ყურებზე ხელი ავიფარე, თითქოს უსასრულობაში მივფრინავდით, მიზიდულობის ძალა უფრო და უფრო იზრდებოდა. კალანდია ჰაერში ამოტრიალდა და მკერდში ჩამიკრა. ჩვენი მიწაზე დანარცხება და გამაყრუებელი აფეთქება ერთი იყო. ალექსი ბეჭებით დაეხეთქა გაყინულ მიწას და მწარედ ამოიხავლა, მაგრამ ჩემზე შემოჭდობილი მკლავები მაინც არ გაუშვია.
აკანკალებულმა ქურთუკის კიდეებს სწრაფად წავავლე ხელი და კალანდიას სახეზე გადავეფარე. შუშის ნამტვრევები და დამწვარი ხის ნარჩენები ბეჭებზე დამაცვივდა. კიდევ ერთხელ იგრიალა რაღაცამ, კინაღამ დავყრუვდი. სახლის სახურავი ჰაერში აიწია და ცეცხლმოკიდებულ ნაფოტებად იქცა.
კალანდიას ნამსხვრევებისგან ვიცავდი და გატოკებას ვერ ვბედავდი. რაღაც მძიმე და მწველი ბეჭებში მწარედ მომხვდა და სუნთქვა შემეკრა. კალანდიამ სწრაფად სტაცა ხელი აალებულ მორს და შორს მოისროლა. დამწვარი ხორცის სუნი საზიზღრად მეცა ცხვირში.
- შენი დედაც! - ამოიკრუსუნა სულგამწარებულმა.
გავბედე და თავი ავწიე. მარჯვენა ხელი გასისხლიანებოდა და ხელის გულზე წყლულები მოუჩანდა, დაიწვა!
- კარგად ხარ?
- ბეჭები დაგეწვა? - სახეზე სიმწრის ოფლი ასხამდა - რამე ხომ არ იტკინე?
- მე არა, მაგრამ შენ...
- სხვა დროს უარს არ ვიტყვი ჩემზე თუ ასე წამოწვები, მაგრამ იქნებ ახლა გადმოხვიდე? სუნთქვა მიჭირს, მგონი ფილტვები მიწაში შემეზარდა.
- ვაიმე... - მხოლოდ ახლა მოვისაზრე, რომ ისევ მასზე ვიწექი - ბოდიში!
სწრაფად გადმოვღოღდი და ძლივს წამოვდექი ფეხზე. ყველა გოჯი აუტანლად მტკიოდა. კალანდიას მხარში ვწვდი და წამოდგომაში დავეხმარე. მიტკალივით გაფითრებული ძლივსღა სუნთქავდა. მარჯვენა ხელი შესამჩნევად უკანკალებდა. ცეცხლმოკიდებულ მორს ისე მოჰკიდა შიშველი ხელი, არც დაფიქრებულა, იდიოტი!
- ხელი... შენი ხელი...
- არაფერია, - თავი ასწია და ალში გახვეულ სახლს ახედა - ცოცხლად გამოიწვნენ...
მის მზერას თვალი ავაყოლე და უზარმაზარი ცეცხლის კოცონივით აბრიალებულ შენობას მივაჩერდი. ცეცხლის ალი ლამის ზეცას ასწვდენოდა. გაშმაგებული ცეცხლის ენები გამეტებით იგრიხებოდნენ, ერთმანეთში გველებივით იხლართებოდნენ და ნაპერწკლებს ყრიდნენ.
- რა მოხდა? - მზერა ალექსზე გადავიტანე - საიდან გაჩნდი სახლში?
- მე და სანდრო მანქანაში ვისხედით და თქვენს საუბარს ვუსმენდით. მოულოდნელად არსაიდან მოტოციკლი გამოჩნდა. გვერდით ჩამიქროლა და ქურთუკის ჯიბიდან რაღაც ამოიღო. ეგრევე მოვწვი რაც ხდებოდა და შენკენ გამოვიქეცი. ფანჯრის მსხვრევის ხმა მაშინ მომესმა, როცა უკვე კიბეებზე ამოვრბოდი, ერთი წუთით მოგისწარი თორემ... - ხმა ჩაუწყდა, სიბრაზიზგან გააკანკალა და გაშმაგებული მეტაკა.
- შენ რა, შეიშალე?!
- რა?! - შევკრთი.
- მე რომ ვერ მომესწრო, თავის გადარჩენაზე არ უნდა გეფიქრა?! - გაცოფებული საკინძეში მწვდა - სულ გამოშტერდი, გოგო?! თვითგადარჩენის ინსტიქტი ვაფშე დაგიქვეითდა?!
გამეტებით შემანჯღრია. ნაცრისფერი თვალები ცეცხლის ენებს ირეკლავდნენ. ასეთი კალანდია მხოლოდ დუჩეს ინციდენტის დროს მახსოვს. შეშინებული და გაბოროტებული...
- ალექსს, შენი ხელი...
სისხლმა მაჯაზე გამოჟონა და იდაყვისკენ გაიკვლია გზა. ატმისფერი პერანგის სახელო წითლად შეიღება.
- მეორედ ასეთ სისულელეს კიდევ, თუ იზამ... - წაიღრინა მუქარით და ხელი უხეშად შემიშვა.
დამუშტული მუჭიდან სისხლი წვეთ-წვეთად მოედინებოდა და ქათქათა თოვლს ცრემლებივით ეწვეთებოდა. დავიხარე, ბამბასავით ფუმფულა თოვლს ხელი წამოვავლე და ალექსს ფრთხილად შევეხე.
- ხელი გაშალე...
ერთი შემიბღვირა, მაგრამ მაინც დამემორჩილა, დასისხლიანებულ ხელისგულზე თოვლის გუნდა დავუდე. გამწარებულმა კბილები გააღრჭიალა. შემდეგ ქურთუკი შევიხსენი და ჩემს მაისურს ბოლო შემოვაფხრიწე.
- რას აკეთებ?
- სანამ დამწვრობის მალამოს წაგისვამ მანამდე ხელს გადაგიხვევ, - ვუპასუხე ხმადაბლა და ნაჭერი მჭიდროდ შემოვახვიე აკანკალებულ მარჯვენაზე.
მანქანის ხმა შემოგვესმა, თავი ავწიე. სანდრო ბორბლების წივილით მოაწყდა ეზოს და მუხლებთან დამიმუხრუჭა. სახეზე მკვდრის ფერი ედო. მანქანის კარი სწრაფად გააღო და გადმოვიდა.
- კარგად ხარ?!
- მე კი, მაგრამ ალექსი დაშავდა.
- დაეწიე? - ჰკითხა კალანდიამ.
- ვერა, - გაცოფებული მანქანის კაპოტზე ჩამოჯდა - ისე სწრაფად აითესა, რომ თვალი ვეღარ მივადევნე. ათი წუთი ვდიე, მაგრამ უშედეგოდ... ისინი, გამოიწვნენ?
- ჰო და აქაურობას სწრაფად უნდა გავეცალოთ. მეზობლები ხანძარს შენიშნავდნენ, ან აფეთქების ხმას მაინც გაიგებდნენ. მალე აქაურობა პოლიციელებით გაივსება. - ანერვიულებულმა გარემო მოვათვალიერე.
- მართალი ხარ, ჩაჯექით.
- შენ წადი, მე და ალექსი უკან გამოგყვებით. ხელი დაიწვა მანქანის მართვას ვერ შეძლებს, საჭესთან მე დავჯდები.
- კარგი.
სახეზე უკმაყოფილება დაეტყო. კალანდიას გასისხლიანებულ ხელს უგულოდ შეავლო თვალი და მანქანაში ჩაჯდა.
- ალექს, მანქანის გასაღები! - ხელი მომლოდინედ გავუწოდე.
- ჩემს ბიჭს მოუფრთხილდი იცოდე! - შარვლის ჯიბიდან გასაღები ამოიღო და გადმომიგდო.

თავი მეხუთე
- სულ ცოტაც! ნუ ფართხალებ! - წავიბუზღუნე უკმაყოფილოდ და ყვითელი მალამო, თითით ფრთხილად წავუსვი დამწვარ კანს.
- მეწვის! - აწუწუნდა სულგამწარებული.
- აბა მაგარი ტიპი ვარო? ამაზე წუწუნებ ამხელა კაცი? - ჩამეღიმა, დავიხარე და ხელის გულზე სული შევუბერე.
- ახლა აღარ მაქვს შენი ვალი, გავსწორდით.
- რა? - თავი ავწიე. თბილად მიმზერდა.
- იმ საღამოს ხომ შენ გადამარჩინე, რამდენიმე საათის წინ, კი მე გიხსენი წიწილივით შეტრუსვისგან. ასე რომ გავსწორდით.
- ჰო, გავსწორდით. - გამეცინა.
სანდრომ მთელი გროვა ფაილები მაგიდაზე დაახეთქა და სკამზე ჩამოჯდა, მოულოდნელობისგან ორივე შევკრთით.
- შეიძლება მომხდარს დავუბრუნდეთ?!
- ეს რა არის? - ფურცლების შეკვრა ხელში ავიღე და გადავხედე.
- არქივის ჩანაწერებია. ნოვა ქავანას პირველი ცოლის, სესილი დოლიძის, გარდაცვალების ისტორიაა. მონაცემთა ბაზაში ვიქექებოდი, წეღან მომივიდა დადასტურება პროგრამაზე წვდომის და ამოვბეჭდე!
- ვისიო? - კალანდიამ ხელის შებინტვას თავი ანება და თავი ასწია.
- ნოვას პირველი ცოლის შესახებ რამე ხომ არ იცი? - ვკითხე ალექსს.
- არა, მხოლოდ ის ვიცი, რომ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, - დაბნეული მოგვაჩერდა - რა შუაშია სესილი მომხდართან?
- ჭყოიძემ ერთი დეტექტივის სახელი ახსენა... მესხიშვილი.
- ჰო, მერე?
- ეს ფაილები, - თითით მანიშნა ფურცლების შეკვრაზე, რომელიც ხელში მეკავა - გუშინ საღამოს ამოვქექე, მის გვარს კი სწორედ მანდ წავაწყდი. მაშინ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია ამისთვის, მაგრამ ახლა...
- მოიცა, ერთი წუთით. რა შუაშია მესხიშვილი? სესილის სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო!
- ჰო, მაგრამ მესხიშვილი ასე არ ფიქრობდა, - სათვალე შეისწორა და სკამზე გადაწვა - მიაჩნდა, რომ გარემოებები მეტისმეტად საეჭვო იყო.
- და მაგ ფაილებში წერია სესილი როგორ გარდაიცვალა? - იკითხა კალანდიამ ხმადაბლა.
- სამზარეულოში ფეხი აუსრიალდა და ჭურჭლის ჩასაწყობი ქოთნიდან ამოჩრილ დანებს წამოეგო. დანის ბასრმა პირებმა ქალს სახე დაუსახიჩრეს, ორმა მათგანმა კი ყელში გაუარა და ადგილზე გარდაიცვალა.
- ღმერთო ჩემო! - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.
- არ დამიმთავრებია, - სანდრომ ფაილებიდან ერთი ფურცელი ამოაძვრინა და წინ დამიდო - ეს ერთ-ერთი პოლიციელის ჩვენებაა, რომელიც შემთხვევის ადგიზე პირველი მივიდა. მან ჩვენებაში განაცხადა, რომ დედის გვამი მისმა შვილმა, რენემ, აღმოაჩინა. ბავშვი სულ რაღაც ოთხი წლის იყო, დედის ცხედართან ხუთი საათის განმავლობაში იყო მარტოდმარტო. ოთახის კუთხეში შეშინებული იჯდა და ხმას ვერ იღებდა, სანამ ნოვა სახლში არ დაბრუნდა.
პირზე ხელი ავიფარე, კალანდიას სახეზე მიწისფერი დაედო. შოკირებულს აღარც დამწვრობა ახსოვდა და აღარც ტკივილი, გაშტერებული სანდროს უსმენდა.
- პოლიციამ საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყეს, საქმეს გაბრიელ მესხიშვილი ხელმძღვანელობდა. დეტექტივს აჩემებული ჰქონდა, რომ გარემოებები საეჭვოდ გამოიყურებოდა და საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა, რომ ეს მკვლელობა იყო და არა უბედური შემთხვევა.
- მერე?
- მერე ის რომ, დეტექტივი, რომელიც ყველას ჯიუტად უმტკიცებდა, რომ საქმე მკვლელობასთან ჰქონდათ, აზრი სწრაფად შეიცვალა და საქმე უბედური შემთხვევის დასკვნით დახურა.
- მაგით რისი თქმა გინდა? - კალანდიას ყბაზე კუნთი დაეჭიმა - რომ მკვლელობა უბედურ შემთხვევად გაასაღეს, დეტექტივი მოისყიდეს და საქმე ჩაფარცხეს?
- კი, ზუსტად ასე ვფიქრობ.
- ჭყოიძემ თქვა, წარსულში რაღაც მოხდა, მას შემდეგ კი დეტექტივმა კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწიაო, ეს დამთხვევა ვერ იქნება! - ბიჭებს დაეჭვებულმა გადავხედე.
- ნუ გამომა....ვეთ! - კალანდია ისევ აენთო - ვის რაში სჭირდებოდა სესილის სიკვდილი?
- ეგ უნდა გავარკვიოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალი მოკლეს და თუ რატომ, ამას აუცილებლად გავიგებთ. ის დეტექტივი გვჭირდება, მან სრული სიმართლე იცის!
- ყველაფერი უფრო ჩაიხლართა, - გაბრუებულმა თავი ავიჩეჩე - მესხიშვილი დუჩეს გადაეკიდა ვიღაცის დავალებით. ახლა ირკვევა, რომ მისი სახელი ქავანების ოჯახს ჯერ კიდევ ოცი წლის წინათ ახსოვს. ჭყოიძემ თქვა, რომ მესხიშვილი ვიღაცაზე მუშაობს და გამოდის, რომ ეს ვიღაც უკვე კარგა ხანია ქავანების ოჯახს მტრობს, მოტივი უცნობია და ტვინზე ბოლიც ამივიდა!
- რენე... - ჩაილაპარაკა კალანდიამ.
- რა? - დაბნეულმა ალექსს გავხედე. თავი ასწია და ჩამკვდარი მზერით შემომხედა.
- წარმოგიდგენია რას იგრძნობდა დედამისის გვამის გვერდით? მან 5 საათი გაატარა მასთან, დაჯერებაც კი მიჭირს, რომ ჭკუიდან არ შეიშალა.
- პირველ რიგში მე მასზე ავიღებდი ეჭვს, - სანდროს ხმა ცივად გაისმა - ის იდეალური ეჭვმიტანილი იქნებოდა.
- ბიჭო! - კალანდიამ დენთის კასრივით იფეთქა, ფეხზე წამოიჭრა და სანდროს საკინძეში სწვდა - სულ გამო....ვდი?! დეტექტიურმა თამაშებმა ძალიან ხომ არ გაგიტაცეს?!
- ხელები მომაშორე!
- მორჩით!
ფეხზე წამოვიჭერი და მოჩხუბრებს შორის ჩავდექი. სანდრო ბასრ მზერას არ აშორებდა კალანდიას, ის კი ზიზღით შესცქეროდა და ნებისმიერ წამს მზად იყო ისევ დასტაკებოდა.
- დაუფიქრდი რას ლაპარაკობ! - წაისისინა თვალებანთებულმა - რენეს ბავშვობიდან ვიცნობ. ის ჩემზე, შენზე და ბევრ ჩვენგანზე უკეთესი პიროვნებაა! არ შეიძლება ადამიანს მანიაკობა დააბრალო, მხოლოდ იმიტომ რომ სცენარი ასე მოგწონს. მსგავს ....ობას, თუ კიდევ მოვისმენ შენგან, ენას ამოგდღლიზავ და ტრაკში შეგტენი!
- მორჩით-მეთქი! - ვიყვირე გაბრაზებულმა, როცა სანდრო ერთიანად აჭარხლებული ფეხზე წამოიჭრა, რომ ალექსისთვის პასუხი დაებრუნებინა - საკმარისია! ხომ არ გაგიჟდით ორივე?! ახლა ჩხუბის დროა?!
- დედასშევეცი!
კალანდიამ სკამს წიხლი ამოჰკრა და კოტეჯიდან გავიდა. სანდრომ ამღვრეული მზერა ჩემზე გადმოიტანა.
- ის მართალია, - ვუთხარი ცივად - რენე ეჭვმიტანილი ვერ იქნება, ის საერთოდ არ ცხოვრობდა აქ როდესაც მკვლელობების სერია დაიწყო და საერთოდ, ის ჯერ კიდევ 4 წლის იყო როცა დედა დაეღუპა. მას რა კავშირი უნდა ჰქონდეს ახლანდელ მკვლელობებთან? მტერი, ვინც არ უნდა იყოს ის, სესილის სიკვდილიდან იღებს სათავეს, აუხსნელი მოტივით. ამაზე პასუხი კი მხოლოდ მესხიშვილს აქვს. სანამ მას არ გავესაუბრებით, ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ ივარგებს.
- სია... - ჩემი სახელი ხმადაბლა წარმოთქვა და ტუჩებზე უცნაური ღიმილი გადაეფინა - რაც ამ ბობოლებს გადაეკიდე ვეღარ გცნობ. ხან დუჩეს უვარდები მკლავებში, ხან ამ ნაბიჭვარს იცავ, რომელსაც შუბლზე დიდი ასოებით აწერია რას წარმოადგენს. შენ დეტექტივიდან, ამ ახვრების სათამაშოდ იქეცი და რეალურ ფაქტებს თვალს ვერ უსწორებ! შენ ის სია აღარ ხარ ვისაც მე ვიცნობდი.
საბუთებს ხელი წამოავლო, თავის ოთახში შევიდა და კარი მიიჯახუნა. გაშტერებული მიხურულ კარს წყენით სავსე მზერას ვერ ვაშორებდი. სანდროს არასოდეს ჰქონია რბილი ხასიათი, თუმცა, ამას ადრე არასოდეს შევუწუხებივარ. როგორც კი სამეგობროში ჩვენს გარდა ხალხი გაჩნდა, ჩვენი უერთიერთობა დაიძაბა. ჯერ სისი, მერე დუჩე, ახლა კი კალანდია. საკითხავი ის იყო, სანდროს მესაკუთრეობის გრძნობა სტანჯავდა, თუ გვერდიდან ისეთ რამეს ამჩნევდა რისი დანახვაც მე არ შემეძლო, ან არ მსურდა? ასე იყო თუ ისე, მისი სიტყვები გულზე მომხვდა, მეწყინა.
შემოვბრუნდი და კალანდიას უკან გავყევი. კოტეჯის პარმაღის წინ, კიბეებზე ჩამომჯდარიყო, თავი ჩაეხარა და ხელზე სანახევროდ შემოხვეულ ბინტს გაუცნობიერებლად აწვალებდა.
- მოდი, დაგეხმარები. - გვერდით მივუჯექი, მისი ხელი მუხლებზე დავიდე და ბინტის გადახვევას შევუდექი.
- ერთხელ, მახსოვს, მამაჩემს და ნოვას იტალიაში საქმიანი ვიზიტი ჰქონდათ დაგეგმილი, - წამოიწყო ხმადაბლა - რესტორნის ქსელის აღება უნდოდათ და კონტრაქტის გასაფორმებლად აპირებდნენ გამგზავრებას. მე და დუჩე ჯერ კიდევ პატარები ვიყავით, ასე თერთმეტის ან თორმეტი წლისები. ასეთ შეხვედრებზე ყოველთვის თან დაგვათრევდნენ ხოლმე. მართალია, მაგრად გვეზარებოდა, მაგრამ ერთად კარგად ვერთობოდით და მოგზაურობა არც ისე მოსაწყენი გამოგვდიოდა, - ჩაეცინა და ვარკსვლავებით მოჭედილ ცას ახედა. ჩუმად ვუსმენდი და ბინტს მჭიდროდ ვუხვევდი ხელზე - იმ ერთხელ, ნოვამ რენეს თან წამოყვანა გადაწყვიტა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ხშირად არ მოდიოდა ხოლმე და ნათესავებთან ცხოვრობდა, უნდოდა ძმებს უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და დაახლოებულიყვნენ. ეს აზრი არ მესიამოვნა, მასზე ვეჭვიანობდი, არ მომწონდა როცა დუჩეს ყურადღება ჩემს გარდა სხვასაც ეკუთვნოდა და ვაგრძნობინებდი კიდეც რენეს, რომ ჩვენთან ზედმეტი იყო.
ბინტის ბოლოები მჭიდროდ გავნასკვე და ალექსს ინტერესით მივაჩერდი. გადახვეულ ხელს დააცქერდა. თითქოს ხელის გულზე წარსულში გამავალი კარი ამოუჭრეს და ძველ მოგონებებს შორიდან უცქეროდა, მზერა სევდიანი გაუხდა.
- დუჩე არაფერს მეუბნებოდა, არ უნდოდა რამე მწყენოდა, არადა შემოლაწუნების ღირსი ვიყავი. ძმაკაცს ძმაზე წინ მაყენებდა და იმდენად ეგოისტი ვიყავი, რომ ამას ვამჩნევდი, მაგრამ მაინც არ მყოფნიდა. ერთ საღამოს, პორტში გავლა და იქ ვახშმობა გადავწყვიტეთ. რენე და დუჩე ერთმანეთს კარგად უგებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე ექვსი წლით უფროსი იყო ზემოდან არასოდეს გვიყურებდა. მაგიდასთან მხიარულად ერთობოდნენ, სვამდნენ ხუმრობდნენ და ნოვას ახალ პერანგზე ეკაიფებოდნენ, რომელიც ქალისას უფრო ჰგავდა, ვიდრე კაცისას. სულელური პერანგი იყო! გავღიზიანდი, ჩემი ჭიქაც ჩემი ნერვების პარალელურად სწრაფად იცლებოდა და ივსებოდა.
შუბლი მოისრისა და კენჭს ფეხსაცმლის წვერი წაჰკრა. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს რცხვენოდა იმის რასაც მიყვებოდა. მეც უხმოდ ვისმენდი მის აღსარებას.
- ისე გავილეშე, რომ ფეხზე დგომა მიჭირდა. სუფრიდან წამოვდექი და პორტში გავლა გადავწყვიტე. ჩემი ადგომა არავის შეუმჩნევია. ამაზე კიდევ უფრო დავიბოღმე. სანაპიროს გავუყევი და ვცდილობდი გულზე მოწოლილი შხამი თავიდან მომეშორებინა. ზღვაში რაღაც შევნიშნე, უფრო სწორად, ალბათ მომეჩვენა. მეგონა, რომ წყალში ადამიანის ხელს მოვკარი თვალი. გადავეყუდე, რომ კარგად დამენახა, მთვრალზე წონასწორობა დავკარგე და წყალში გადავვარდი.
- მერე?!
უნებურად დავიძაბე, მიუხედავად იმისა, რომ კალანდია ჩემს გვერდით საღსალამათი იჯდა (ასე თუ ისე), მაინც ავნერვიულდი, რომ პატარა ალექსს რამე დაემართებოდა.
- ცურვა არ ვიცოდი, სასმელისგან კუნთები ისე მქონდა მოდუნებული ფართხალსაც ვერ ვახერხებდი, ენა გამიბრუჟდა და დაყვირებაც კი ვერ მოვახერხე, რომ შველა მეთხოვა. ვიფიქრე, დამენძრა, აქ ისე მოვკვდები ვერავინ ვერაფერს გაიგებს-თქო, - გაეცინა და თვალები მოისრისა - ფიქრის დასრულება ვერ მოვასწარი, როცა წყალში ვიღაც გადმოხტა და საყელოში ხელი წამავლო. სიკვდილს კლანჭებიდან გამომგლიჯეს და ნაპირზე დამაგდეს. ორივე ვქოშინებდით, მლაშე წყალი ბლომად ვყლაპე და გული საშინლად მერეოდა. თავი ავწიე, რომ მენახა ვინ მიხსნა სიკვდილისგან და ხელში რენე შემრჩა. გულზე ხელი ედო და წარბშეკრული მძიმედ სუნთქავდა. მე კი მეგონა, რომ სუფრიდან ადგომისას ვერავინ შემამჩნია.
- და საკუთარი თავის შეგრცხვა. - დავასრულე, მის ნაცვლად.
- იმ წამს, არა. სიამაყემ არ მომცა იმის უფლება, მეღიარებინა, რომ ბიჭმა, რომელსაც დასანახად ვერ ვიტანდი, სიკვდილს გადამარჩინა.
- ღმერთო ჩემო, მაინც რა ნაგავი ხარ, ა? - თავი ვერ შევიკავე, კალანდიას გაეცინა.
- იმდენად დიდი ნაგავი, რომ მადლობაც არ მითქვამს, - უკან გადაწვა და კოტეჯის ბოძს ბეჭებით მიეყრდნო - სახლში ერთიანად გაწუწულები დავბრუნდით. დუჩემ მკითხა რა მოხდაო. თავიდან თქმა არ მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე ის ყველას მოსდებს, რომ სიკვდილს გადამარჩინა და ეს უფრო დამამცირებელი იქნება, ჯობია ჩემგან გაიგოს-თქო და ყველაფერი მოვუყევი. იცი, დუჩემ რა მითხრა?
- რა?
- არ დამიჯერა.
- რა? - დავიბენი. კალანდიამ თავი ჩემკენ მოაბრუნა და სევდიანად შემომხედა.
- მითხრა გალეშილი მთვრალი ხარ, რაღაც გეშლება, ალბათ მიამსგავსე, თორემ რენეს წყლის შიში აქვს, ცურვა არ იცის და აუზშიც კი არ ჩასულა არასოდესო.
- მერე?
რენეს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მისით მოვიხიბლე. ძმები ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ.
- დუჩე ისე მელაპარაკა, რომ საკუთარ თავში ეჭვი შემეპარა, არადა მისი სახე კარგად მახსოვდა. მეორე დღეს კი, როცა თვითმფრინავში ვსხდებოდით რენეს ვკითხე, იმ საღამოს სანაპიროზე მართლა შენ იყავი თუ არა, დუჩესგან გავიგე, რომ წყლის ფობია გჭირს და დავეჭვდი-თქო. თავი ისე დაიჭირა ვითომ საერთოდ ვერ ხვდებოდა რაზე ვესაუბრებოდი. მითხრა, რაღაც გეშლებაო. როცა სავარძელზე დაჯდა და თავი მიაბრუნა, ყურის ძირში კისრის ჩაყოლებაზე, ნახევარმთვარისებურ ლაქას მოვკარი თვალი და ვიცანი. ზუსტად ისეთი ლაქა ჰქონდა იმ ადამიანსაც, რომელმაც წყლიდან ამომიყვანა. თავი რომ ავწიე პირველ რიგში ეგ შრამი შევამჩნიე და შემდეგ რენე დავინახე.
- და მაინც, რატომ დაგიმალა, რომ იმ საღამოს თვითონ გადაგარჩინა? - ვკითხე დაბნეულმა.
- არ უნდოდა, რომ თავი უხერხულად მეგრძნო და მისთვის მადლობა გადამეხადა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სიცოცხლე საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა. წყლიდან რომ ამომიყვანა მისთვის სიტყვაც არ მითქვამს, აი ამიტომ. არ უნდოდა, შევერცხვინე.
- ახლა ვხვდები ასე რატომ გაბრაზდი, - თავი ავწიე და კალანდიას თვალი გავუსწორე, სახეზე სინანული და სევდა ეწერა.
- რენე მკვლელი არ არის, სია! - ჩაილაპარაკა ხმადაბლა - ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს რისკავს შენს გადასარჩენად, როცა მისგან არ იმსახურებ და თან ამას არც გიმხელს, ის ვერ იქნება ცუდი პიროვნება და ახლა, როცა გავიგე თუ რისი გადატანა მოუწია ბავშვობაში, თავს უარეს არამზადად ვგრძნობ! ყოველი ჩემი ქმედებისთვის, რაც მასთან მიმიქარავს.
- მართალი ხარ, მისი კანდიდატურა აბსურდულია. ამ ყველაფრის უკან სხვა დგას და მის ვინაობას მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა მესხიშვილს ჩავიგდებთ ხელში. მისი ალაპრაკება რთული იქნება. მისნაირი ნაბიჭვრები მაღალ ფასად იყიდებიან და ლაპარაკიც არ უყვართ. თუმცა, სანამ მას მივაკითხავ ჯერ შევჩენკოს უნდა გავესაუბრო.
- რა გინდა შევჩენკოსგან, რატომ არ მიმხელ? - წარბშეკრულმა ეჭვით გამომხედა.
- მაპატიე ალექსს, მაგრამ, მთელს ამ ორომტრიალში, მამაშენი და შევჩენკო ჩემი სიის პირველი ეჭვმიტანილები არიან.
- მამაჩემი მოკვდა. დარჩა შევჩენკო. გასაგებია.
- ალექსს, - წელში გავსწორდი და მეგობარს სევდიანად შევხედე - გავიგე, რომ მამაშენის დაკრძალვა ზეგ არის, მისვლას არ აპირებ?
- არა, - თვალი ამარიდა და განზე გაიხედა - მე არ მწამს ისეთი გრძნობების, რომელიც ხალხს მხოლოდ ადამიანის სიკვდილის შემდეგ უჩნდებათ. სიცოცხლეში იყო, სიკვდილი ანგელოზად ვერ აქცევს და ვერც ჩადენილ ცოდვებს გამოუსყიდის. არ მინდა იქ მისვლა და ცრემლების ღვარღვარი, როცა არ მეტირება. არ მინდა იმ ხალხის თვალით დანახვა მოთქმით, რომ აფრქვევენ ცრემლებს, როცა ზუსტად ვიცი, რომ გულის სიღრმეში მამაჩემი ყველას სძულდა, თავისი ამაზრზენი და ბოროტი ქმედებების გამო! არ მინდა ამ მასკარადის ნაწილი ვიყო. საკმარისია, ჩემი ცხოვრება ისედაც ერთი დიდი სპექტაკლი იყო. მე საკმარისზე დიდხანს ვასრულებდი ჭკვიანი და დამჯერი შვილის როლს, რამაც საბოლოოდ უფსკრულამდე მიმიყვანა. აღარ მინდა! დავამთავრე! მეყოფა!
- გაბრაზებული ხარ და ნაწყენი, - ვარსკვლავებს ავხედე - მეც შემზიზღდა დედაჩემი მისი ნათქვამის გამო, მაგრამ როცა მოკლეს... ისიც კი არ ვიცი მისი გვამი სად მოისროლეს. არ შემიძლია მისი საფლავის ქვასთან ჩავიმუხლო და ვიტირო, შევიცოდო, ან უარესად შევიზიზღო, რომ როცა ცოცხალი იყო ტკივილს მაყენებდა და სიკვდილის წინაც კი ვიღაც ამჯობინა ჩემს თავს... და მაინც, მიუხედავად მომხდარისა, მენდომებოდა ნამდვილ საფლავთან მისვლა და არა ცარიელ კუბოსთან, რომელსაც უბრალოდ სახელს არქმევენ, როცა სინამდვილეში მისი გვამი, რომელიღაც ხის ძირში, უპატრონოდ იხრწნება.
- ამ ყველაფერს როგორ უმკლავდები? - ჩემკენ გადმოიხარა - როგორ ცხოვრობ ამ ტკივილით, სია?
- ცხოვრებაში ყველას გვაქვს ჩვენი წილი დარდი და ტკივილი სათრევი, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამ ტკივილის შემსუბუქება შუეძლიათ შენთვის. ადამიანები, რომლებიც არ გაძლევენ საშუალებას თავით გადაეშვა ჭაობში და ცხოვრებას დანებდე.
- მე, არ მყავს ასეთი ადამიანები, - თვალი ამარიდა და ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა - მარტო ვარ და ამას შევეჩვიე.
- ამიტომ დაგეხმარე.
- რა? - თავი მოაბრუნა და გაკვირვებულმა შემომხედა.
- გახსოვს, იმ ღამით, როცა გალეშილი მთვრალი გიპოვე? შენ მკითხე რატომ მეხმარებიო.
- მითხარი, მეცოდებიო. - ტუჩებზე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა.
- იმიტომ დაგეხმარე, რომ მარტო არ ხარ, ალექს! მეგობრები გყავს, ვისაც უყვარხარ, მიუხედავად შენი ნაკლისა და ცუდი თვისებებისა. კარგი მეგობარი მეგობრებს უყვართ, ცუდი მეგობარი კი, ნამდვილ მეგობრებს!
ნაცრისფერ თვალებს თბილი და მბზინავი ფერები შეეპარათ, მოციმციმე სხივმა სული გაუნათა და მომხიბვლელ ტუჩებს გულთბილი ღიმილი უსახსოვრა. ჯერ არ მენახა ალექსი კალანდიას ასეთი სახე, როგორი?... ბედნიერი. მის მუდამ ცივ და დამცინავ გამოხედვას ახლა გულწრფელი ემოციები ჩანაცვლებოდნენ და იმ ღამეს, მე პირველად შევამჩნიე, რომ კალანდია მართლაც ძალიან სიმპათიური და მომხიბვლელი მამაკაცი იყო. გაყინულ ხელებში თითები შემიცურა, მაგრად გადამაჭდო და ცას ახედა.
- გმადლობ, სია...



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

დავბრუნდები უმაგრესო <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი ლიკა
დავბრუნდები უმაგრესო <3

გელოდები უსაყვარლესო! <3 <3 <3 <3 <3

 


№3  offline წევრი შამხათი

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. მომწონს, ძალიან მომწონს!

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

ჩემი აჯაფსანდალი. რა აშკარად ეტყობა, რომ ასფურცელა მოსწონს და მაგრად მიტყდება.
იქ რენეს ხსენება ძალიან, ძალიან არ მომეწონა.
მოკლედ, ზოგადად ძალიან პედანტი მკითხველი ვარ, მაგრამ იმდენად თვალში მხვდება ეს შეცდომები, რომ უნდა ვთქვა. ნევსი - ნემსი, აფსურდი - აბსურდი, მეუნება - მეუბნება, არეული "თქო" და. "მეთქი", მოკლედ, ბევრი შეცდომაა და ძალიან სერიოზულადაა დასარედაქტირებელი.
რაც შეეხება პერსონაჟებს - დუჩეს უნისის იმიჯი მანცვიფრებს მისი იმპულსურობის ფონზე. თუმცა ის, რომ მისი პოზიცია მეგობართან არის უპირობო ნდობა, მომწონს.
კალანდია - ბავშვია, რა. პატარა ბავშვი, რომელსაც წინ დიდი გზა აქვს გასავლელი. სუფთაა რაღაცნაირად.
სია - ბავშვობაში განცდილი ტრავმების ამონთხევითაა დაკავებული მთელი ეს დრო. ნუ, როგორც ჩვენ ყველა.
ეკე - ძალიან წრფელი როჟაა, თავისებურად. აი, ნისლს შევადარებდი, ბურუსს. სიმშვიდემდე შეშლილს.
ნაწარმოები კიდევ არ არის მხოლოდ ჩამთრევი სიუჟეტი. არსობრივად ძალიან ღირებულია მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ნაწილებში აშკარად არ ვეთანხმები.
მოკლედ, აჯაფსანდალი მომგვარე.

 


№5  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
ჩემი აჯაფსანდალი. რა აშკარად ეტყობა, რომ ასფურცელა მოსწონს და მაგრად მიტყდება.
იქ რენეს ხსენება ძალიან, ძალიან არ მომეწონა.
მოკლედ, ზოგადად ძალიან პედანტი მკითხველი ვარ, მაგრამ იმდენად თვალში მხვდება ეს შეცდომები, რომ უნდა ვთქვა. ნევსი - ნემსი, აფსურდი - აბსურდი, მეუნება - მეუბნება, არეული "თქო" და. "მეთქი", მოკლედ, ბევრი შეცდომაა და ძალიან სერიოზულადაა დასარედაქტირებელი.
რაც შეეხება პერსონაჟებს - დუჩეს უნისის იმიჯი მანცვიფრებს მისი იმპულსურობის ფონზე. თუმცა ის, რომ მისი პოზიცია მეგობართან არის უპირობო ნდობა, მომწონს.
კალანდია - ბავშვია, რა. პატარა ბავშვი, რომელსაც წინ დიდი გზა აქვს გასავლელი. სუფთაა რაღაცნაირად.
სია - ბავშვობაში განცდილი ტრავმების ამონთხევითაა დაკავებული მთელი ეს დრო. ნუ, როგორც ჩვენ ყველა.
ეკე - ძალიან წრფელი როჟაა, თავისებურად. აი, ნისლს შევადარებდი, ბურუსს. სიმშვიდემდე შეშლილს.
ნაწარმოები კიდევ არ არის მხოლოდ ჩამთრევი სიუჟეტი. არსობრივად ძალიან ღირებულია მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ნაწილებში აშკარად არ ვეთანხმები.
მოკლედ, აჯაფსანდალი მომგვარე.

მთელი "აჯაფსანდალი" შენს წინაშეა! ყველაფერი გათვლილია, მენდე. თითოუელი დეტალი. უბრალოდ შორიდან გაკვირდები და მეღიმება რას როგორ აღიქვამ. არცერთი პერსონაჟის ქმედება არაა გაუაზრებელი, მიუხედავად იმისა, რომ მე სულაც არ ვაკონტროლებდი მათ. ნელ-ნელა უფრო იხსნებიან შენს წინაშე, რაღაც ისეთ პონტში ნიღბიანს წინ რომ დაისვამ და მოჩვენებითი სახის ჩამოგლეჯას რომ უპირებ. შენში უკმაყოფილებას იწვევენ პერსონაჟებში აქამდე რომ სულ სხვა ემოციით საუბრობდი მათზე - რამ უცვალა ფერი? მინდა რომ ამაზე დაფიქრდე <3 წიგნს მიღმა, შენთან ცხოვრებაში, შენს გვერდით <3 ისინი სხვანაირები არც ყოფილან, არც ნაწარმოების დასაწყისში და არც შუაში, მიწურულს ავლენენ ნამდვილ ბუნებას - არსებულმა "ფაქტორებმა" რომ აიძულეს ასე დაუნდობლად! (ტექსტი რომ დასარედაქტირებელია ვიცი და ყოველი ხაზგასმა მოქნეული მათრახივითაა, მეც ეგეთი პედანტი ვარ და იმიტომ ;დდ ) დავუბრუნდეთ ნაწარმოებს - პერსონაჟებში ძალიან დიდი რამ ჩავდე, მათ დიალოგებში კიდევ მეტი. ახლაც გული მტკივა თვალს რომ ვადევნებ მათ. რატომ? გზა და გზა გაიგებ ყველაფერს. ყველაზე პარადოქსული მომენტი ისაა, რომ სიუჟეტი გულს გტკენდეს, მათი შეცდომები საკუთარივით გტკიოდეს და მაინც არაფრის შეცვლა შეგეძლოს მიუხედავად იმისა, რომ კალამი შენს ხელშია! რატომ? იმიტომ რომ მაშინ ეს ისტორია ღირებულებას დაკარგავს და იქცევა უბრალო ზღაპრად, რომლის კითხვა ბავშვობაშიც კი არ მიყვარდა <3 ))) ესაა ჩემი პასუხი შენს კომენატრზე. მოკლე ნაცნობობის მიუხედავად ძალიან გაფასებ ;)

 


№6  offline მოდერი Catherine Di Perso

belle...
Catherine Di Perso
ჩემი აჯაფსანდალი. რა აშკარად ეტყობა, რომ ასფურცელა მოსწონს და მაგრად მიტყდება.
იქ რენეს ხსენება ძალიან, ძალიან არ მომეწონა.
მოკლედ, ზოგადად ძალიან პედანტი მკითხველი ვარ, მაგრამ იმდენად თვალში მხვდება ეს შეცდომები, რომ უნდა ვთქვა. ნევსი - ნემსი, აფსურდი - აბსურდი, მეუნება - მეუბნება, არეული "თქო" და. "მეთქი", მოკლედ, ბევრი შეცდომაა და ძალიან სერიოზულადაა დასარედაქტირებელი.
რაც შეეხება პერსონაჟებს - დუჩეს უნისის იმიჯი მანცვიფრებს მისი იმპულსურობის ფონზე. თუმცა ის, რომ მისი პოზიცია მეგობართან არის უპირობო ნდობა, მომწონს.
კალანდია - ბავშვია, რა. პატარა ბავშვი, რომელსაც წინ დიდი გზა აქვს გასავლელი. სუფთაა რაღაცნაირად.
სია - ბავშვობაში განცდილი ტრავმების ამონთხევითაა დაკავებული მთელი ეს დრო. ნუ, როგორც ჩვენ ყველა.
ეკე - ძალიან წრფელი როჟაა, თავისებურად. აი, ნისლს შევადარებდი, ბურუსს. სიმშვიდემდე შეშლილს.
ნაწარმოები კიდევ არ არის მხოლოდ ჩამთრევი სიუჟეტი. არსობრივად ძალიან ღირებულია მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ნაწილებში აშკარად არ ვეთანხმები.
მოკლედ, აჯაფსანდალი მომგვარე.

მთელი "აჯაფსანდალი" შენს წინაშეა! ყველაფერი გათვლილია, მენდე. თითოუელი დეტალი. უბრალოდ შორიდან გაკვირდები და მეღიმება რას როგორ აღიქვამ. არცერთი პერსონაჟის ქმედება არაა გაუაზრებელი, მიუხედავად იმისა, რომ მე სულაც არ ვაკონტროლებდი მათ. ნელ-ნელა უფრო იხსნებიან შენს წინაშე, რაღაც ისეთ პონტში ნიღბიანს წინ რომ დაისვამ და მოჩვენებითი სახის ჩამოგლეჯას რომ უპირებ. შენში უკმაყოფილებას იწვევენ პერსონაჟებში აქამდე რომ სულ სხვა ემოციით საუბრობდი მათზე - რამ უცვალა ფერი? მინდა რომ ამაზე დაფიქრდე <3 წიგნს მიღმა, შენთან ცხოვრებაში, შენს გვერდით <3 ისინი სხვანაირები არც ყოფილან, არც ნაწარმოების დასაწყისში და არც შუაში, მიწურულს ავლენენ ნამდვილ ბუნებას - არსებულმა "ფაქტორებმა" რომ აიძულეს ასე დაუნდობლად! (ტექსტი რომ დასარედაქტირებელია ვიცი და ყოველი ხაზგასმა მოქნეული მათრახივითაა, მეც ეგეთი პედანტი ვარ და იმიტომ ;დდ ) დავუბრუნდეთ ნაწარმოებს - პერსონაჟებში ძალიან დიდი რამ ჩავდე, მათ დიალოგებში კიდევ მეტი. ახლაც გული მტკივა თვალს რომ ვადევნებ მათ. რატომ? გზა და გზა გაიგებ ყველაფერს. ყველაზე პარადოქსული მომენტი ისაა, რომ სიუჟეტი გულს გტკენდეს, მათი შეცდომები საკუთარივით გტკიოდეს და მაინც არაფრის შეცვლა შეგეძლოს მიუხედავად იმისა, რომ კალამი შენს ხელშია! რატომ? იმიტომ რომ მაშინ ეს ისტორია ღირებულებას დაკარგავს და იქცევა უბრალო ზღაპრად, რომლის კითხვა ბავშვობაშიც კი არ მიყვარდა <3 ))) ესაა ჩემი პასუხი შენს კომენატრზე. მოკლე ნაცნობობის მიუხედავად ძალიან გაფასებ ;)

ჰანი, შენ თვლი, რომ რაიმეს შეუძლია თბილ ქიმიაზე, მოხარშულ კრემზე და აჯაფსანდალზე ჩემი წარმოდგენა შეცვალოს? :დ ნოო, ნევაა. ასე ვფიქრობდი თავიდანვე, მაგრამ ემოციებს აყოლა ვამჯობინე ჩაღრმავებას. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, მათ შორის ჩემს გამოთქმებსაც:დდ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ხაზგასასმელი თვისებაა, რომ ვიღებ ყველას როგორიცაა და მათზე წარმოდგენას არაფერი მიცვლის.
თენქს ფორ დის ემეიზინგ სთორი*-*

 


№7  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
belle...
Catherine Di Perso
ჩემი აჯაფსანდალი. რა აშკარად ეტყობა, რომ ასფურცელა მოსწონს და მაგრად მიტყდება.
იქ რენეს ხსენება ძალიან, ძალიან არ მომეწონა.
მოკლედ, ზოგადად ძალიან პედანტი მკითხველი ვარ, მაგრამ იმდენად თვალში მხვდება ეს შეცდომები, რომ უნდა ვთქვა. ნევსი - ნემსი, აფსურდი - აბსურდი, მეუნება - მეუბნება, არეული "თქო" და. "მეთქი", მოკლედ, ბევრი შეცდომაა და ძალიან სერიოზულადაა დასარედაქტირებელი.
რაც შეეხება პერსონაჟებს - დუჩეს უნისის იმიჯი მანცვიფრებს მისი იმპულსურობის ფონზე. თუმცა ის, რომ მისი პოზიცია მეგობართან არის უპირობო ნდობა, მომწონს.
კალანდია - ბავშვია, რა. პატარა ბავშვი, რომელსაც წინ დიდი გზა აქვს გასავლელი. სუფთაა რაღაცნაირად.
სია - ბავშვობაში განცდილი ტრავმების ამონთხევითაა დაკავებული მთელი ეს დრო. ნუ, როგორც ჩვენ ყველა.
ეკე - ძალიან წრფელი როჟაა, თავისებურად. აი, ნისლს შევადარებდი, ბურუსს. სიმშვიდემდე შეშლილს.
ნაწარმოები კიდევ არ არის მხოლოდ ჩამთრევი სიუჟეტი. არსობრივად ძალიან ღირებულია მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ნაწილებში აშკარად არ ვეთანხმები.
მოკლედ, აჯაფსანდალი მომგვარე.

მთელი "აჯაფსანდალი" შენს წინაშეა! ყველაფერი გათვლილია, მენდე. თითოუელი დეტალი. უბრალოდ შორიდან გაკვირდები და მეღიმება რას როგორ აღიქვამ. არცერთი პერსონაჟის ქმედება არაა გაუაზრებელი, მიუხედავად იმისა, რომ მე სულაც არ ვაკონტროლებდი მათ. ნელ-ნელა უფრო იხსნებიან შენს წინაშე, რაღაც ისეთ პონტში ნიღბიანს წინ რომ დაისვამ და მოჩვენებითი სახის ჩამოგლეჯას რომ უპირებ. შენში უკმაყოფილებას იწვევენ პერსონაჟებში აქამდე რომ სულ სხვა ემოციით საუბრობდი მათზე - რამ უცვალა ფერი? მინდა რომ ამაზე დაფიქრდე <3 წიგნს მიღმა, შენთან ცხოვრებაში, შენს გვერდით <3 ისინი სხვანაირები არც ყოფილან, არც ნაწარმოების დასაწყისში და არც შუაში, მიწურულს ავლენენ ნამდვილ ბუნებას - არსებულმა "ფაქტორებმა" რომ აიძულეს ასე დაუნდობლად! (ტექსტი რომ დასარედაქტირებელია ვიცი და ყოველი ხაზგასმა მოქნეული მათრახივითაა, მეც ეგეთი პედანტი ვარ და იმიტომ ;დდ ) დავუბრუნდეთ ნაწარმოებს - პერსონაჟებში ძალიან დიდი რამ ჩავდე, მათ დიალოგებში კიდევ მეტი. ახლაც გული მტკივა თვალს რომ ვადევნებ მათ. რატომ? გზა და გზა გაიგებ ყველაფერს. ყველაზე პარადოქსული მომენტი ისაა, რომ სიუჟეტი გულს გტკენდეს, მათი შეცდომები საკუთარივით გტკიოდეს და მაინც არაფრის შეცვლა შეგეძლოს მიუხედავად იმისა, რომ კალამი შენს ხელშია! რატომ? იმიტომ რომ მაშინ ეს ისტორია ღირებულებას დაკარგავს და იქცევა უბრალო ზღაპრად, რომლის კითხვა ბავშვობაშიც კი არ მიყვარდა <3 ))) ესაა ჩემი პასუხი შენს კომენატრზე. მოკლე ნაცნობობის მიუხედავად ძალიან გაფასებ ;)

ჰანი, შენ თვლი, რომ რაიმეს შეუძლია თბილ ქიმიაზე, მოხარშულ კრემზე და აჯაფსანდალზე ჩემი წარმოდგენა შეცვალოს? :დ ნოო, ნევაა. ასე ვფიქრობდი თავიდანვე, მაგრამ ემოციებს აყოლა ვამჯობინე ჩაღრმავებას. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, მათ შორის ჩემს გამოთქმებსაც:დდ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ხაზგასასმელი თვისებაა, რომ ვიღებ ყველას როგორიცაა და მათზე წარმოდგენას არაფერი მიცვლის.
თენქს ფორ დის ემეიზინგ სთორი*-*

ზუსტად მაგიტომ ხარ ჩემთვის გამორჩეულად საინტერესო! <3 ჩაუღრმავდი და ბევრი რამ არ მოგეწონება, ჩაუღრმავდი და ბევრი გეწყინება <3 ჩაუღრმავდი და თუ ისევ გეყვარება, მაშინ მართლა გყვარებია <3 ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია :* <3

 


№8  offline წევრი Ανάξιος

შესანიშნავია წინა თავიც და ესეც <3

 


№9 სტუმარი სტუმარი მანანა

ესე იგი წინ მელოდება კითხვის სიამოვნება, ძალიან კარგია და უფრო კარგია ეს საოცრება სადღაც არ გადამალე.

 


№10  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი მანანა
ესე იგი წინ მელოდება კითხვის სიამოვნება, ძალიან კარგია და უფრო კარგია ეს საოცრება სადღაც არ გადამალე.

გმადლოობთ ^^ <3 <3 <3 დამალული იყო და მაინც გამოჰყო თავი თქვენთან უნდოდა <3 <3

 


№11 სტუმარი Qeti qimucadze

Arvici me gramatikulibsh cdomebi da certilmzimee. Iseti gacxovelebit da suntqvashekrulo cavikitxe sul ar mimiqcevia yuradgeba aseti cvrilmanebistvis. Sad iyavinadamiano aqamdeee. Arasodes shecyvito ceraaa raaa. Shen amistvis xar dabadebuli. Agar vici vin unda momeconos da vin araaaa.zalian kargad gaqvs agcerili sasamartlo sistemis korumpirebuloba. Ra sibinzureahic curavenn. Vaime iaeti moutmenlobit velodebi gagrzelebas. Mgoni naadrevi mshobiaroba damecyoss. Auuuuuuuuuu

 


№12  offline ახალბედა მწერალი belle...

Qeti qimucadze
Arvici me gramatikulibsh cdomebi da certilmzimee. Iseti gacxovelebit da suntqvashekrulo cavikitxe sul ar mimiqcevia yuradgeba aseti cvrilmanebistvis. Sad iyavinadamiano aqamdeee. Arasodes shecyvito ceraaa raaa. Shen amistvis xar dabadebuli. Agar vici vin unda momeconos da vin araaaa.zalian kargad gaqvs agcerili sasamartlo sistemis korumpirebuloba. Ra sibinzureahic curavenn. Vaime iaeti moutmenlobit velodebi gagrzelebas. Mgoni naadrevi mshobiaroba damecyoss. Auuuuuuuuuu

რას იძახი?! ორსულად ხააარ? <3333333 ვაიმეეე გენაცვალე შენ თბილო ტკბილო საყვარელო! <33333333

 


№13 სტუმარი სტუმარი ანი

ერთი წუთით.. მართლა ვერ ვხვდები ყველას სია როგორ უყვარს?! ძალიან ნერვების მომშლელი ფაქტია..
მეგობრობაცაა და მეგობრობაც.. ეკესთან დამოკიდებულებაც... ნუ მოკლედ ვერ გავიგე ეს სასიყვარულო მრავალკუთხედი.. ყველას სია რატო ევასება თუ უყვარს.. ისიც ვერ გავიგე ვის რანაირად უყვარს...

ამ მრავალკუთხედის გარდა ძალიან მომწონს ყველაფერი.. სიუჟეტი ძალიანაგარია..

კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ კალანდია ძალიააან მომწონს..

ველი შემდეგ თავს...

 


№14  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი ანი
ერთი წუთით.. მართლა ვერ ვხვდები ყველას სია როგორ უყვარს?! ძალიან ნერვების მომშლელი ფაქტია..
მეგობრობაცაა და მეგობრობაც.. ეკესთან დამოკიდებულებაც... ნუ მოკლედ ვერ გავიგე ეს სასიყვარულო მრავალკუთხედი.. ყველას სია რატო ევასება თუ უყვარს.. ისიც ვერ გავიგე ვის რანაირად უყვარს...

ამ მრავალკუთხედის გარდა ძალიან მომწონს ყველაფერი.. სიუჟეტი ძალიანაგარია..

კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ კალანდია ძალიააან მომწონს..

ველი შემდეგ თავს...

მოვლენებს ნუ უსწრებ ;დდდდ <3 ყველაფერი ისე არაა როგორც ერთი შეხედვით ჩანდ ;დდდ <3 <3

 


№15 სტუმარი სტუმარი ანი

belle...
სტუმარი ანი
ერთი წუთით.. მართლა ვერ ვხვდები ყველას სია როგორ უყვარს?! ძალიან ნერვების მომშლელი ფაქტია..
მეგობრობაცაა და მეგობრობაც.. ეკესთან დამოკიდებულებაც... ნუ მოკლედ ვერ გავიგე ეს სასიყვარულო მრავალკუთხედი.. ყველას სია რატო ევასება თუ უყვარს.. ისიც ვერ გავიგე ვის რანაირად უყვარს...

ამ მრავალკუთხედის გარდა ძალიან მომწონს ყველაფერი.. სიუჟეტი ძალიანაგარია..

კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ კალანდია ძალიააან მომწონს..

ველი შემდეგ თავს...

მოვლენებს ნუ უსწრებ ;დდდდ <3 ყველაფერი ისე არაა როგორც ერთი შეხედვით ჩანდ ;დდდ <3 <3

ღმერთოოოო.. ასე მწარედ და დაუნდობლად რომ მაინტრიგებ სულ არ გეცოდები ხო?! :დ

 


№16  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი ანი
belle...
სტუმარი ანი
ერთი წუთით.. მართლა ვერ ვხვდები ყველას სია როგორ უყვარს?! ძალიან ნერვების მომშლელი ფაქტია..
მეგობრობაცაა და მეგობრობაც.. ეკესთან დამოკიდებულებაც... ნუ მოკლედ ვერ გავიგე ეს სასიყვარულო მრავალკუთხედი.. ყველას სია რატო ევასება თუ უყვარს.. ისიც ვერ გავიგე ვის რანაირად უყვარს...

ამ მრავალკუთხედის გარდა ძალიან მომწონს ყველაფერი.. სიუჟეტი ძალიანაგარია..

კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ კალანდია ძალიააან მომწონს..

ველი შემდეგ თავს...

მოვლენებს ნუ უსწრებ ;დდდდ <3 ყველაფერი ისე არაა როგორც ერთი შეხედვით ჩანდ ;დდდ <3 <3

ღმერთოოოო.. ასე მწარედ და დაუნდობლად რომ მაინტრიგებ სულ არ გეცოდები ხო?! :დ

საყვარელო შენ ;დდდ <3 <3 ბევრი ემოციები ჩემზე იყოს! <3 <3

 


№17  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ბრავო..
კიდევ დიდი დრო გავა და შეშურდებათ ამ ისტორიის.. უზენაესმა უწყის, როგორი ზარმაცი მკითხველი ვარ და პირველი აბზაცის კითხვა ცალი თვალით დავიწყე ერთობ უხეიროდ, მაღალი წნევა მქონდა და თვალები ისე მეხუჭებოდა..
ჰოდა, ჰოი საოცრებავ, მეორე თვალიც გავახილე.. ტვინში საათის ისრებივით ამიწიკწიკდა სისხლი.. მჯერა რომ ამ ცხოვრებაში ბევრი ტრიალებს წრეზე და იტრიალებს მომავალშიც.. წრეზე, რომელსაც მათთვის შენ დაატრიალებ..
გისურვებ უსაზღვრო წარმატებას.. არასოდეს დაივიწყო ის, რასაც წერ და ამ სამყაროს შემოქმედად დარჩები...

 


№18  offline ახალბედა მწერალი belle...

ლაზარე 13
ბრავო..
კიდევ დიდი დრო გავა და შეშურდებათ ამ ისტორიის.. უზენაესმა უწყის, როგორი ზარმაცი მკითხველი ვარ და პირველი აბზაცის კითხვა ცალი თვალით დავიწყე ერთობ უხეიროდ, მაღალი წნევა მქონდა და თვალები ისე მეხუჭებოდა..
ჰოდა, ჰოი საოცრებავ, მეორე თვალიც გავახილე.. ტვინში საათის ისრებივით ამიწიკწიკდა სისხლი.. მჯერა რომ ამ ცხოვრებაში ბევრი ტრიალებს წრეზე და იტრიალებს მომავალშიც.. წრეზე, რომელსაც მათთვის შენ დაატრიალებ..
გისურვებ უსაზღვრო წარმატებას.. არასოდეს დაივიწყო ის, რასაც წერ და ამ სამყაროს შემოქმედად დარჩები...

უღრმესი მადლობა ძვირფასი შეფასებისთვის გულზე მომხვდა ^^ <3 <3 <3 <3 ბოლომდე ჩემთან დარჩი დიდი სიურპრიზები მაქვს შენთვის <3 <3 <3 აუჩ, ლოყები ამიწითლდა მგონი ;დდდ <3 <3 <3

 


№19  offline წევრი ვიპნი

ძალიან მაგარი გოგო ხარ,მოუთმენლად ველოდები მოვლენების განვითარებას,სიუჟეტი ისე მიმდინარეობს უკვე ვეღარავის მოვიჩნევ მთავარ ეჭვმიტანილად,რენეზე ერთი გაფიქრება გავიფიქრე,მაგრამ მას იცნობდა კალანდია,წვეულებაზეც ნახა,ამიტომ გამოვრიცხე ეგრევე,ახლა ეს ახალი გამომძიებელი ანათებს შავად,საინტერესოა რას გვიმზადებ მწერალო ,წარმატებები ❣️

 


№20  offline ახალბედა მწერალი belle...

ვიპნი
ძალიან მაგარი გოგო ხარ,მოუთმენლად ველოდები მოვლენების განვითარებას,სიუჟეტი ისე მიმდინარეობს უკვე ვეღარავის მოვიჩნევ მთავარ ეჭვმიტანილად,რენეზე ერთი გაფიქრება გავიფიქრე,მაგრამ მას იცნობდა კალანდია,წვეულებაზეც ნახა,ამიტომ გამოვრიცხე ეგრევე,ახლა ეს ახალი გამომძიებელი ანათებს შავად,საინტერესოა რას გვიმზადებ მწერალო ,წარმატებები ❣️

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას იქნებ გაგაოცოთ კიდეც ;დდდ <3 <3 <3 <3 უღრმესი მადლობა ჩემო კარგო <3 <3

 


№21  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

belle...
ლაზარე 13
ბრავო..
კიდევ დიდი დრო გავა და შეშურდებათ ამ ისტორიის.. უზენაესმა უწყის, როგორი ზარმაცი მკითხველი ვარ და პირველი აბზაცის კითხვა ცალი თვალით დავიწყე ერთობ უხეიროდ, მაღალი წნევა მქონდა და თვალები ისე მეხუჭებოდა..
ჰოდა, ჰოი საოცრებავ, მეორე თვალიც გავახილე.. ტვინში საათის ისრებივით ამიწიკწიკდა სისხლი.. მჯერა რომ ამ ცხოვრებაში ბევრი ტრიალებს წრეზე და იტრიალებს მომავალშიც.. წრეზე, რომელსაც მათთვის შენ დაატრიალებ..
გისურვებ უსაზღვრო წარმატებას.. არასოდეს დაივიწყო ის, რასაც წერ და ამ სამყაროს შემოქმედად დარჩები...

უღრმესი მადლობა ძვირფასი შეფასებისთვის გულზე მომხვდა ^^ <3 <3 <3 <3 ბოლომდე ჩემთან დარჩი დიდი სიურპრიზები მაქვს შენთვის <3 <3 <3 აუჩ, ლოყები ამიწითლდა მგონი ;დდდ <3 <3 <3


მე ყვალგან ვარ, სადაც შენ ვერ მხედავ.. მოუთმენლად დაველოდები სიურპრიზებს heart_eyes

 


№22 სტუმარი სტუმარი თაკო

როგორ მინდა წავიკითხო და ვერ ვკითხულობ, სამსახურის დედაც!!!!! დამაბრუნეთ კარანტინში :(:(:(

 


№23  offline ახალბედა მწერალი belle...

ლაზარე 13
belle...
ლაზარე 13
ბრავო..
კიდევ დიდი დრო გავა და შეშურდებათ ამ ისტორიის.. უზენაესმა უწყის, როგორი ზარმაცი მკითხველი ვარ და პირველი აბზაცის კითხვა ცალი თვალით დავიწყე ერთობ უხეიროდ, მაღალი წნევა მქონდა და თვალები ისე მეხუჭებოდა..
ჰოდა, ჰოი საოცრებავ, მეორე თვალიც გავახილე.. ტვინში საათის ისრებივით ამიწიკწიკდა სისხლი.. მჯერა რომ ამ ცხოვრებაში ბევრი ტრიალებს წრეზე და იტრიალებს მომავალშიც.. წრეზე, რომელსაც მათთვის შენ დაატრიალებ..
გისურვებ უსაზღვრო წარმატებას.. არასოდეს დაივიწყო ის, რასაც წერ და ამ სამყაროს შემოქმედად დარჩები...

უღრმესი მადლობა ძვირფასი შეფასებისთვის გულზე მომხვდა ^^ <3 <3 <3 <3 ბოლომდე ჩემთან დარჩი დიდი სიურპრიზები მაქვს შენთვის <3 <3 <3 აუჩ, ლოყები ამიწითლდა მგონი ;დდდ <3 <3 <3


მე ყვალგან ვარ, სადაც შენ ვერ მხედავ.. მოუთმენლად დაველოდები სიურპრიზებს heart_eyes

მე კიდევ შენს შთაბეჭდილებებს <333333

სტუმარი თაკო
როგორ მინდა წავიკითხო და ვერ ვკითხულობ, სამსახურის დედაც!!!!! დამაბრუნეთ კარანტინში :(:(:(

საყვარელი! ;დდდდდდდდ <3 <3 <3 ღამით ჩაუჯექი ახალ თავსაც მოგაშველებ დღეს ;დდდდდ <3

 


№24 სტუმარი Stumari

საზიზღარი შეგრძნებაა, როცა შენში მკვდარი სიყვარული ცხოვრობს. გგონია ის სადმე ქრება? არა, რაც დრო გადის უფრო ლპება, მისი მყრალი სუნი კი შენს თითოეულ ორგანოს ედება და ესისხლხორცება. ყოველთვის შეგახსენებს თავს, როცა მასზე ფიქრით ამოისუნთქებ და მკვდარი ლეშის სუნს თან ამოაყოლებ. როცა რაღაც უმნიშვნელო დეტალი მის თავს გაგახსენებს და გაიაზრებ, რომ კიდევ ერთი დღე გათენდა, შენში კი ისევ ცხოვრობს გაორებული ემოცია, რომელსაც ხან სიყვარულის ფერი აქვს, ხან აუტანელი სიძულვლილის და ის შენს მიტოვებას არ აპირებს, არც ახლა, არც მერე... ოდესმე? შეიძლება...

Fuuuuuuuuuuck!
That's hit me right in the feels

 


№25  offline ახალბედა მწერალი belle...

Stumari
საზიზღარი შეგრძნებაა, როცა შენში მკვდარი სიყვარული ცხოვრობს. გგონია ის სადმე ქრება? არა, რაც დრო გადის უფრო ლპება, მისი მყრალი სუნი კი შენს თითოეულ ორგანოს ედება და ესისხლხორცება. ყოველთვის შეგახსენებს თავს, როცა მასზე ფიქრით ამოისუნთქებ და მკვდარი ლეშის სუნს თან ამოაყოლებ. როცა რაღაც უმნიშვნელო დეტალი მის თავს გაგახსენებს და გაიაზრებ, რომ კიდევ ერთი დღე გათენდა, შენში კი ისევ ცხოვრობს გაორებული ემოცია, რომელსაც ხან სიყვარულის ფერი აქვს, ხან აუტანელი სიძულვლილის და ის შენს მიტოვებას არ აპირებს, არც ახლა, არც მერე... ოდესმე? შეიძლება...

Fuuuuuuuuuuck!
That's hit me right in the feels

<33333333333 თან რომელი ამოარჩია... ჩემი ფავორიტი თავში.. <3 <3 <3

 


№26 სტუმარი სტუმარი ანი

მკაცრად მაქვს გადაწყვეტილი სუუულ რო გათენება მომიწიოს ახალ თავს მაინც დაველოდები :დ :დ ხვალ სამსახურში ვინ 'წამიღებს' არ ვიცი და ისე ვარ ინტრიგაში თავით ჩაყუდებული, დიდად არც მაინტერესებს :დ :დ

 


№27 სტუმარი სტუმარი nancho

როგორ ველოდი ახალ თავს. ფიქრებში ჩამისახლდნენ პერსონაჟები,თითოეული თავისი ემოციებით,ინდივიდუალობით,,საოცარია ამ თავში სიასა და კალანდიას დიალოგი,,მოკლედ ძალიან მომწონს ,სერიალისთვის ძალიან კარგი ისტორიაა,თხრობა გაქვს ძალიან კარგი.გელოდები მოუთმენლად.,ვიმედოვნებ დუჩის გამოუშვებენ,

 


№28  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი ანი
მკაცრად მაქვს გადაწყვეტილი სუუულ რო გათენება მომიწიოს ახალ თავს მაინც დაველოდები :დ :დ ხვალ სამსახურში ვინ 'წამიღებს' არ ვიცი და ისე ვარ ინტრიგაში თავით ჩაყუდებული, დიდად არც მაინტერესებს :დ :დ

ძალიან, ძალიან მაგარი ეპიზოდი მოგიმზადე, საკმაოდ ვრცელი! <333 ასე რომ ან ახლავე დაიძინე ან მართლა გაგათენებინებ ;დდდდ <3 <3 გაფასებ და გყვარობ! <3

სტუმარი nancho
როგორ ველოდი ახალ თავს. ფიქრებში ჩამისახლდნენ პერსონაჟები,თითოეული თავისი ემოციებით,ინდივიდუალობით,,საოცარია ამ თავში სიასა და კალანდიას დიალოგი,,მოკლედ ძალიან მომწონს ,სერიალისთვის ძალიან კარგი ისტორიაა,თხრობა გაქვს ძალიან კარგი.გელოდები მოუთმენლად.,ვიმედოვნებ დუჩის გამოუშვებენ,

გმადლობ ^_^ <3 <3 მიხარია რომ პერსონაჟებმა ასე ახლოს შეძლეს შენთან მოსვლა <3 <3 ახალი ეპიზოდი ატვირთული მაქვს და ელოდება დადასტურებას <3 <3 დიდი ემოციები გელის წინ მართლა...

 


№29 სტუმარი სტუმარი ანი

belle...
სტუმარი ანი
მკაცრად მაქვს გადაწყვეტილი სუუულ რო გათენება მომიწიოს ახალ თავს მაინც დაველოდები :დ :დ ხვალ სამსახურში ვინ 'წამიღებს' არ ვიცი და ისე ვარ ინტრიგაში თავით ჩაყუდებული, დიდად არც მაინტერესებს :დ :დ

ძალიან, ძალიან მაგარი ეპიზოდი მოგიმზადე, საკმაოდ ვრცელი! <333 ასე რომ ან ახლავე დაიძინე ან მართლა გაგათენებინებ ;დდდდ <3 <3 გაფასებ და გყვარობ! <3

სტუმარი nancho
როგორ ველოდი ახალ თავს. ფიქრებში ჩამისახლდნენ პერსონაჟები,თითოეული თავისი ემოციებით,ინდივიდუალობით,,საოცარია ამ თავში სიასა და კალანდიას დიალოგი,,მოკლედ ძალიან მომწონს ,სერიალისთვის ძალიან კარგი ისტორიაა,თხრობა გაქვს ძალიან კარგი.გელოდები მოუთმენლად.,ვიმედოვნებ დუჩის გამოუშვებენ,

გმადლობ ^_^ <3 <3 მიხარია რომ პერსონაჟებმა ასე ახლოს შეძლეს შენთან მოსვლა <3 <3 ახალი ეპიზოდი ატვირთული მაქვს და ელოდება დადასტურებას <3 <3 დიდი ემოციები გელის წინ მართლა...

ანუ დაძინება მოვასწროო?! :დ :დ :დ ორ ცეცხლშუავარ :დ :დ :დ :დ :დ

 


№30 სტუმარი სტუმარი ლიკა

ვაუ... სიტყვები არ მყოფნის... მიხარია, ძალიან მიხარია რომ ამ საიტზე ახალი და თან ასეთი საინტერესო,განსხვავებული,ჩამოყალიბებული და უკვე შემდგარი ავტორი ჰყავს. ბრავო! ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent