შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ და ცხოვრება (თავი 11)


11-05-2020, 22:29
ავტორი duchi_duchi
ნანახია 1 601

ბათა
მირა რომ გავიდა ტელეფონი ამოვიღე და დადას დავურეკე.
-დადა მე ვარ.
-გისმენ ბათა.
-ვუთხარი.
-ვის რა უთხარი?
-მირას ვუთხარი რომ მიყვარს.
დადას ჩაეცინა.
-ესეიგი დროს არ კარგავ ყიფიანო ხომ?
-ყველაზე მთავარი არ გაინტერესებს?
-ვიცი.
-რა იცი ტო?-გაკვირვებულმა ვკითხე.
-ვიცი რომ მასაც უყვარხარ.
-საიდან?
-მამის გული არასდროს ცდება ყიფიანო.-მიხარია.
-მეც!-მეც ბედნიერი ვარ ძალიან.-წავედი ახლა თორემ გამიბრაზდება.
-მიდი მეც საქმეზე გავდივარ.
კარების უკან ნაკაშიძე იდგა და ამ ყველაფერს ისმენდა მუშტ შეკრული და დაძაბული ყბებით.
სუფრასთან რომ დავბრუნდი მირა წასული დამხვდა.
-მირა სადაა?-ვკითხე დუდუს
-სახლში წავიდა.
-ჩვენც წავალთ მაშინ.-ნატა წავედით.
-კარგი ახლავე.
-დუდუ საქმე მაქვს შენთან და გიოსთან როდის გეცლებათ რომ გნახოთ?
-მშვიდობაა?
-კი მშვიდობაა.
-აქედან ბარში მივდივართ,მოდი და ვილაპარაკოთ.
-კარგი.-ნატას გავიყვან და მოვალ-კარგად ბიჭებო გნახავთ ხვალ.
ყველას დავემშვიდობე, ნატას ხელი მოვკიდე და წამოვედი.
მანქანაში როგორც კი ჩავჯექით ერთი ამოვიოხრე, სახეზე ხელი მოვისვი და ნატას გავხედე.
-ნატა სალაპარაკო გვაქვს.
-ვიცი.
გაკვირვებული სახით შევხედე.
-ჰოო?
-ვიცი ჰო.-რომ მივალთ ვილაპარაკოთ.
ხმა არცერთს არ ამოგვიღია,ნატასთან როგორც კი მივედით მისაღებში შევედი და დივანზე დავჯექი.
-ყავას დალევ?
-არა არ მინდა.-დაჯექი ვისაუბროთ.
-გისმენ.-მითხრა ხმის კანკალით.
-ნატა ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, ქალი რომელიც მიყვარს.
ამის თქმაზე ნატას ცრემლები გადმოცვივდა.თავი დავხარე და გავაგრძელე საუბარი.
-პირველად მიყვარს ცხოვრებაში.-უნდა დავშორდეთ.-უბრალოდ, ასე ვერ ავდგებოდი და ვერ წავიდოდი,ამიტომ გეუბნები და იმედია გაიგებ.სხვა რომ იყო არც აგიხსნიდი და სულ ფეხებზე.
-ოღონდ არ იტირო ტო ხო იცი ვერ ვიტან ქალის ცრემლებს.
-გასაგებია ბათა მაგრამ, მე მიყვარხარ.
-ვიცი რომ გიყვარვარ და ზუსტად მაგიტომ გიხსნი.
-აღარ მნახავ?
-ვერ და არ ნატა.
-მოვკვდები რომ ვერ გნახო.-მეგობრულად მაინც.
-არ გამოვა ეგ.-გეტკინება.
-ეგ ჩემი პრობლემაა.
-არ გინდა გთხოვ.-კარგი იყო შენთან მაგრამ,შემიყვარდა.-თავს მიხედე და თუ რამე დაგჭირდეს ჩემი ნომერი იცი.
ხმა აღარ ამოუღია, მხოლოდ ცრემლები ცვიოდა თვალებიდან, მივედი, ჩავეხუტე, ცრემლები ცერებით ამოვუშრე,თვალთან ახლოს ვაკოცე და კარები გამოვიხურე.
დათრგუნული ვიყავი, მართალია მასთან მხოლოდ სე*სი მქონდა მაგრამ,ყოველთვის გამოვარჩევდი ჩემი დანარჩენი პარტნიორებიდან,პირველი იყო ვისთანაც ამდენხანს გავჩერდი.ფიქრების გასაფანტად თავი გავაქნიე, სახეზე ხელები მოვისვი, მანქანაში ჩავჯექი და ბიჭების ბარისკენ წავედი,სალაპარაკოდ.
ბარში რომ შევედი სიგარეტის და ალკოჰოლის მძაფრი სუნი დამეტაკა,ფერადი შუქები ანათებდნენ და თვალს მჭრიდნენ თავის ანცი მოძრაობით.ბარი გავიარე,კიბეებზე ავედი, კარზე დავაკაკუნე და თან შევაღე.დუდუ სავარძელში იჯდა გიო კი ვისკს ისხამდა.
-მოვედი.
-მოდი დაჯექი.
-დალევ?
-დაასხი გიო დავლევ.
-აბა რა ხდება გვითხარი.
-კაროჩე პატარა ბიჭი აღარ ვარ,ვიცი რა მნიშვნელოვანიც არის თქვენთვის მირა.-დადას უკვე ველაპარაკე,რადგანაც მირასთვის თქვენც მამასავით ხართ ჩავთვალე საჭიროდ,რომ თქვენც ჩემგან იცოდეთ.
დუდუმ და გიომ ერთმანეთს გადახედეს.ცოტა დავიძაბე,მე ხომ მიჩვეული არ ვიყავი საყვარელი ქალის მამასთან ლაპარაკს და მითუმეტეს ამ ქალს თუ სამი მამა ყავს.პირველად ვიყავი ასეთ სიტუაციაში და ლაპარაკის გაგრძელება მიჭირდა.ფიქრებიდან გიოს ხმამ გამომიყვანა.
-მერე?
ერთი ამოვიხვნეშე,სახებზე ხელები ჩამოვისვი და ორივეს გავხედე.
-მიყვარს.
ცოტახანი დუმილი ჩამოვარდა.
-შენ?!ანუ გიყვარს ხო?
მკითხა გიომ.
-კი მიყვარს.
-და მერე ჩვენ რა შუაში ვართ შენს სიყვარულთან,ან დადა,ან მირა?
გიო იმდენად არ ელოდებოდა,ვერც გადახარშა რა ვუთხარი, ან არ უნდოდა დაეჯერებინა ქვეცნობიერად.
დუდუ კი ჩაფიქრებული თვალებით მიყურებდა.
-ვერ გაიგე.-ვუთხარი გიოს.
-გავიგეთ ბათა!- კარგად გავიგეთ.
პასუხი გამცა დუდუმ.
-რა გაიგე?იქნებ მეც გამაგებინო.
-დაჯექი გიო.
-აჰა დავჯექი.-და რა?
-რა და მირა უყვარს.
-ჩვენი მირა გიყვარს ტო?
გაოცებულმა იკითხა გიომ.
-კი თქვენი მირა მიყვარს.-სიგიჟემდე.
-ასე როგორ?რანაირად?
-როგორ უყვარდებათ გიო?
-ასე მალე?
-სიყვარულს დრო არ ჭირდება გიო და შენ მაგას არ უნდა კითხულობდე.
სიცილით უთხრა დუდუმ.
-მიხარია ბათა რომ დაგვაფასე მოხვედი და გვითხარი.-ისიც მიხარია რომ შენ შეგიყვარდა მირა და არა ვიღაც სხვას,იმიტომ რომ მოგვწონხარ,კარგი ვაჟკაცი ბიჭი ხარ,დადას უყვარხარ როგორც შვილი და ჩვენც არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო მაგრამ, თუ ოდესმე დავინახავ მის თვალზე ცრემლს,მოგკლავ ისე რომ გული არ დამწყდება.გააბედნიერე ჩვენი გოგო.ალბათ არ იცნობ მას ჯერ ისე კარგად,როგორც უნდა იცნობდე.
-მეცოდები ძმაო დაგტანჯავს და შენი წუწუნი არ გავიგონოთ მერე.
დუდუმ ბოლო სიტყვები სიცილით მითხრა.
-ავიტან მისგან ყველაფერს.
-ხოდა აბა რაღა დაგვრჩენია?-ჩვენიდან მწვანე გაქვს,დადასგანაც.-ახლა მთავარს და ყველაზე მნიშვნელოვანს მოუგვარე.
-ეგ მოვაგვარე უკვე.
-რაა?-გიომ წამოიყვირა.
-ანუ მირამ იცის ეგ ყველაფერი და ჩვენ არ გვითხრა?-გაბრაზდა დუდუ.
-ვერ გეტყოდათ რადგან მანაც ცოტახნის წინ გაიგო.
-კარგი მაშინ ხვალ შევუვლით.
-წავედი ახლა საქმეები მაქვს და გნახავთ კიდევ.
-კარგად ყიფიანო.
დუდუსგან და გიოსგან რომ წამოვედი ამოვისუნთქე,ყველაფერი მოგვარებული იყო მაგრამ,გული ცუდს მიგრძნობდა.უცნაური ფიქრების გასაფანტათ თავი გავაქნიე, მანქანაში ჩავჯექი და მირასთან წავედი,სახლს რაც უფრო ვუახლოვდებოდი გული უფრო და უფრო მეტად ბაგუნობდა.
სადარბაზოში როგორც კი შევედი 4 სართული სულ მოუთქმელად ავირბინე.რკინის კარზე ზარი დავრეკე და დაველოდე ჩემს სიყვარულს.ერთი სული მქონდა კარებს როდის გამიღებდა,საუკუნეები მეგონა გავიდა სანამ ფეხის ხმა არ გავიგონე,მერე კი კარის გაღება.
-პატარავ!-წამოვიყვირე გახარებულმა და ნერწყვი ძლივს გადავუშვი სასულეში, როცა მირა ხალათით და თავზე პირსააწმენდ შემოხვეული დამხვდა.
-შემოდი.-მითხრა ღიმილით.
-პატარავ!-არავის უსწავლებია რომ კაცს,მითუმეტეს იმ კაცს რომელსაც უყვარხარ ასე არ უნდა დახვდე?
-არ გელოდებოდი.-მეგონა ნატასთან იყავი.
-მართალი იყო დუდუ.-დაიწყო უკვე.
-დუდუ რა შუაშია?
-არაფერი დაივიწყე და მოდი მოგეფერო.
-არ მინდა.
-მირა არ გამაბრაზო რა,ერთი დღეც არ არის რაც ერთად ვართ და უკვე ვჩხუბობთ.
-და ნატა?-მკითხა მოღუშული სახით.
-ველაპარაკე და მორჩა.-დავიშალეთ სამუდამოდ.
ყურებამდე გაიღიმა და კისერზე ჩამომეკიდა.
-მიყვარხარ.
-გაიმეორე კიდევ.
-მიყვარხარ ყიფიანო სიგიჟემდე.
-მეც მიყვარხარ ნაკანო.
ვუთხარი და მოწყურებულივით დავეტაკე მის ტუჩებს.არ მყოფნიდა და ვერ ვძღებოდი მისით.
ოთახში შევედით,საწოლზე დავაწვინე და ზემოდან მოვექეცი,ვუკოცნიდი ტუჩებს,ყელს, სახეს,ძუ*უს თავებს,ხელებს მის ფეხებზე დავასრიალებდი და მაგიჟებდა მისი ჩუმი კვნესა.არ მინდოდა დამეფრთხო,ან სე*სზე გაგიჟებული კაცივით მოვქცეულიყავი.სიკვდილის ტოლფასი იყო ჩემთვის შეწყვეტა და გაჩერება მაგრამ, ასე ჯობდა.მის გვერდით გადავწექი და გულზე ავიხუტე.
-რატომ გაჩერდი?
-არ მინდა რომ მერე ინანო.
-არასდროს ვინანებ,მაგრამ...კარგი იყოს ასე.-ჩამეხუტე.
-მოდი.-გულზე დამადო თავი და მის თმებში ავხლართე თითები.
-არ წახვიდე დღეს ასე ვიყოთ და დავიძინოთ.
-დავიძინოთ.-მოწყვეტით ვაკოცე ტუჩებზე,მჭიდროდ ავიკარი სხეულზე და მორფეოსის სამყაროში გადავეშვით.
ისე მშვიდად მეძინა მგონი არც გავტოკებულვარ.
დილით ყავის სუნმა გამაღვიძა თვალები გავახილე და ჩემს წინ მირა იჯდა ყავით ხელში.
-ყიფიანო როგორ გეძინა?
-შესანიშნავად ყავის არომატს რომ არ გავეღვიძებინე, უფროსწორად ვინც მოადუღა იმას.
-მინდოდა გაგღვიძებოდა.
ტუჩებ დაბრეცილმა მითხრა.
-ხოდა დაისჯები ახლა.- ყავა გამოვართვი, გვერდზე გადავდე, ხელი მოვკიდე და საწოლზე დავაგდე.
-მეტკინა ველურო.
-სად გეტკინა მანახე აბა?-აქ ბეჭზე გეტკინა ხო?თუ აქ კისერში?თუ აქ მკერდზე?თუ აქ გეტკინა?-ვეუბნებოდი და თან ყველა ადგილზე კოცნებს ვუტოვებდი.ბოლოს ტუჩებამდეც მივახწიე,მის რბილ ბაგეებს რომ შევეხე, მოწყვეტა არ მინდოდა, აი ჩვენმა ენებმა რომ ცეკვა დაიწყეს ერთი ამოვიგმინე და მოვშორდი.
-პატარავ ასე არ შეიძლება მითუმეტეს დილით.-გინდა მოვკვდე ხო?
-როდის იყო მაგით კვდებოდით?
კეკლუცად მითხრა, ხელიდან გამისხლტა და სამზარეულოში გავიდა.
აბაზანაში შევედი,წყალი გადავივლე და შემდეგ სამზარეულოში გავედი.მირა გარეთ იხედებოდა და თან ყავას სვამდა.
-რაშვები?
-ვფიქრობ.
-რაზე ფიქრობს ჩემი გიჟი გოგო?
-რა მოხდება აწი.
-მე გეტყვი.
-მითხარი აბა?
-აწი ყოველი დღე სიყვარულის და ერთმანეთის იქნება,მერე ცოლად გამომყვები, ორ ბიჭს და ერთ პრინცესას მაჩუქებ,გვექნება ყველაზე ბედნიერი,საყვარელი ყიფიანების ოჯახი.-პრინციპში არც ახლა ვიტყვი უარს შენს ცოლობაზე.
ვუთხარი გაკრეჭილმ, ხელი მოვკიდე და კალთაში ჩავისვი.
-გაგიჟდი?-რა დროს ცოლობაა ჯერ.
-რატო?
-ჯერ ადრეა.
-როგორც გინდა მაგრამ...
-რა მაგრამ?
ცალი წარბი აწია და ისე შემომხედა.
-ის მაგრამ რომ ასეთი სიმპათიური გყავარ და შეიძლება ვინმემ წაგართვას ჩემი თავი.
-მაეჭვიანებ?-ყიფიანო არც იოცნებო, დღეიდან ყველა ქალი გაქრება შენს ირგვლივ.
-რა მესაკუთრე ხარ?
-ბავშვობიდან ასე ვარ,რაც ჩემია, ჩემია და ვსო.
-მეც მანდ ვარ.-რაც ჩემია ,ჩემია და ორი თავი თუ არავის აბია,გაბედოს ვინმემ რამე.
-მიყვარხარ და ვერავინ ვერაფერს გაბედავს.
-პირველად რომ დაგინახე, აი იმ დღეს, მანქანიდან რომ გადმოხტი გიჟივით.მანდ მივხვდი რომ მაგრად გავები.-იმის მერე კი ასე მომყვები, დღისით გხედავდი,ღამით კი ჩემს სიზმრებში იყავი.არ დავიღლები იმის თქმით, რომ ვაფშე სამყაროში,ყველაზე მეტად მიყვარხარ და ჯანდაბა საერთოდ სად დედის ტ*ვნაში ვიყავი ამდენხანს რომ ვერ შეგხვდი?
-მე აქ ვიყავი ყოველთვის.
-აი ყველაზე მეტად იმაზე ვჭედავდი რომ მეჯიბრებოდი,მაცოფებდი,ხანდახან ისე მინდოდა მოგვარდნოდი და რამე მეტკინა შენთვის, აი ისე როგორც შენ მტკენდი შენი სიტყვებით.
-შენც მატკინე ეგრე.
-ჰმ როდის?
-ვერასდროს გაიგებ თორემ მერე თავში აგივარდება.
-ღადაობ ხო?
-არა არ ვღადაობ.-ბათა!
-ჰო.
-არასდროს მიღალატო და არასდროს წახვიდე ჩემგან.-გთხოვ.
-სულელო.-სანამ ცოცხალი ვარ ეგ არ მოხდება.აი მერე მიქელა თუ მომაკითხავს სხვა გზა არ მექნება.
-ნუ ხუმრობ ეგრე.
-ახლა არ იტირო თორემ შევიშლები, შენ რა გულჩვილი ყოფილხარ?არადა კაცმა რომ შემოგხედოს იფიქრებს მთებს გადადგამსო.
-მაგასაც ვიზამ მერწმუნე.
-მჯერა.-იცი რა მინდა?
-რაა?
-სადმე მინდა წავიდეთ,ერთი ან ორი კვირით,მხოლოდ მე და შენ.
-აუ კიი წავიდეთ.-ზღვაზე წავიდეთ რაა ძალიან მიყვარს.
-დღეს დუდუ და გიო მოვლენ მიდი ჩაიცვი და დავხვდეთ მზად.
-რაიცი?
-გუშინ მითხრეს ხვალ მირას შევუვლითო.
მირა საძინებელში შევიდა,სიგარეტს ვეწეოდი კარებზე რომ ზარი გაისმა.კარი გავაღე დუდუ და გიო იყო.
-დილამშვიდობისა.
-გაუმარჯოს!- მოდით მირა ოთახშია გამოვა.
სამზარეულოში შემოვიდნენ სკამები გამოწიეს და ყველა ერთად დავჯექით მაგიდასთან,მირაც მალე მოვიდა.მოკლე შორტი და ტოპი ეცვა, თვალი ძლივს მოვაშორე,ისე მინდოდა შევხებოდი ხელის თითები ამეწვა.
-ვა დუდუ,გიო,როგორ ხართ ბიჭებო?
-ჩვენ მაგრად შენ როგორ ხარ?
-მე ძალიან,ძალიან მაგრად ვარ.-რაღაც მინდა გითხრათ,-ოღონდ არ გაჭედოთ ახლა.
-რახდება?
დუდუ და გიო მიხვდნენ რის თქმასაც აპირებდა და თვალით მანიშნეს ხმა არ ამოიღოო.
-შეყვარებული ვარ.
-ვისზე?
მკაცრად იკითხეს.მირამ კი ხელების მტვრევა დაიწყო.
-მირა ვისზეო დუდუმ გკითხა.
-მესმის გიო მაგრამ ეგეთი ტონით რატო მელაპარაკებით?
-აბა როგორი ტონით დაგელაპარაკოთ?-შენი აზრით ადვილია ერთადერთი ქალიშვილი რომ გვეუბნება შეყვარებული ვარო?
-ახლა ვარ ქალიშვილი?
გაწიწმატდა მირა.
-როდის არ იყავი?
-ბიჭივით რომ მზრდიდით მაშინ.
-ვინ არის?
-ვინ?
-ვინც შეგიყვარდა ის.
ვუსმენდი მათ დიალოგს და სიცილს ძლივს ვიკავებდი.
-მირა მე ვიტყვი.
-არა ბათა გაჩერდი.
-შენც იცი?
იკითხა გიომ
-ბათა კრინტი არ დაძრა.
-რატომ?
-მე ვიტყვი.
დუდუმ იარაღი ამოიღო ხელში შეათამაშა და იკითხა.
-ბათა წავედით.
-სად მიდიხართ?
იკითხა მირამ.
-ბათამ ხომ იცის ვინცაა? ხოდა წავალთ ახლა და ჭკუას ვასწავლით.
-თქვენ რა გაგიჟდით?-მიყვარსთქო არ გემისთ?
მირას სახეზე ცრემლები რომ დავინახე ყბები დამეჭიმა.ფეხზე წამოვდექი და ვთქვი.
-ვინც მირას უყვარს მე ვარ ის.
ამის თქმა იყო და მირამ სამზარეულოს კუთხიდან იარაღი ამოაძვრინა და წინ ამესვეტა.
-დუდუ იცოდე თუ თმის ერთი ღერიც ჩამოუვარდება და მაგ იარაღს არ შეინახავ მიწასთან გაგასწორებთ ყველას საერთოდ, ხომ იცი არ გამიჭირდება, თქვენი გაზრდილი ვარ.თუ თქვენ ვერ გაგიმეტებთ იმ ქვეყნისთვის, საკუთარ თავს გავიმეტებ და ვფიქრობ ეს უფრო დაგტანჯავთ.
დუდუ და გიო გაშტერებულები უყურებდნენ.სხვათაშორის მეც გაშტერებული ვიყავი.
-რას აკეთებ გაგიჟდი?-
იარაღს ვეცი და ხელიდან გამოვართვი.-ბიჭებო გეყოთ ნახე რა დღეშია.
-მოიცა რა ხდება?
-იციან მირა წუხელ ვუთხარი ორივეს.-იხუმრეს.
-იხუმრეს?-თქვე რა გაგიჟდით?-ადამიანად აღარ ვარგივარ, ასე როგორ მომექეცით?ბოლო ხმაზე ყვიროდა მირა.
დუდუ და გიო კი ჩაფიქრებული, თვალებში უყურებდნენ.
-შენ მართლა გვესროდი მირა?
დუდუმ ჩუმი ხმით უთხრა.
-რაა?
-რო რამე გვესროდი?
-არა.-თქვენ ვერ და საკუთარ თავს კი.
-მაგ მეორედ არ გაიმეორო.-უთხრა მკაცრად.-ასე ძალიან გიყვარს?-დააყოლა სიცილით.
-ხო.
უპასუხა მირამ გაბრაზებულმა.
-კარგით გეყოთ ახლა.
ჩავერიე საუბარში.-პატარავ მოდი აქ ჩაგეხუტო.
დუდუ და გიო ფეხზე წამოდგა ორივეს ჩაგვეხუტა.
-ბედნიერები იყავით ბავშვებო.-შენს მეტი ჩვენ არავინ გვყავს,დღეიდან კი ორი შვილი გვეყოლება.
-მიყვარხართ.-ხო ხვალ ზღვაზე მივდივართ მე და ბათა.-იმედია ამაზეც არ გაჭედავთ.
-ხვალ?-გავიოცე მე.
-ხო ხვალ ასე გადავწყვიტე.
-ჩემთვის არ უნდა გეკითხა მირა?
-წინააღმდეგი ხარ?
-არა.
-ხოდა გადაწყვეტილია.
-მაგ რქებს მაინც მოგტეხ.
-კარგი ყიფიანო ეგრე ქენი.თვალი ჩამიკრა და გავიდა.
დუდუ და გიო სიცილით გვიყურებდნენ.ერთი ერთი გვერდიდან მომიდგა მეორე მეორედან და დაიწყეს.
-ხომ გითხარი დაგტანჯავსთქო?
-გაგაგიჟებს კიდეც.
მითხრა გიომ.
-ნერვებს შეგიჭამს.
-სისხლს გაგიშრობს.
-ხანდახან განატრებს რომ გაქრე.
-დაგღლის თავისი წუწუნით.
-ეჭვიანობით.
-ეგოისტობით.
-ჯინიანობით.
-ნერვებს დაგაწყვიტავს და ბოლოს მაინც თავისას გაიტანს.
ხან ერთი მეტყოდა, ხან მეორე, მე კიდევ ხან მარცხნივ გავხედავდი დუდუს, ხან მარჯვნინ გიოს.ბოლოს თავიდ მეტკინა ამდენი ქიცინით,ყურებიც და ტვინიც გადამეღალა.
-კარგით გეყოთ.-ახლა არ ჩამომათვლევინოთ მე როგორი ვარ,თორემ ჩემს ხელში შეგეცოდებათ.
-ეჰ შენ გვეცოდები ყიფიანო შენ.
ბეჭზე ხელი დამკრეს და კარებში გაუჩინარდნენ.
-სად წავიდნენ?
-წავიდნენ.-ხოდა ძალიანაც კარგი როგორ გამაბითურეს.
გაბუტული ტუჩები დავუკოცნე და კრუტუნი რომ დაიწყო მოვშორდი.
-ესეიგი ხვალ მივდივართ ხომ?
-კი და ბარგი ჩაალაგე რაა.-ჩემი მანქანით წავიდეთ რა.
-ჩემსას რას უწუნებ?
-არაფერს მაგრამ ჩემი ახალია და წავიდეთ ჩემით.
-ჩემით წავალთ.
-ჩემით ბათა.
-კარგი მაშინ მე ვჯდები საჭესთან.-ხმა აღარ ამოიღო.
-კარგი ჰო ჯანდაბას.
-წავედი მოვემზადები და გავიდეთ.
-ჩემთან ხომ დარჩები დღეს?
-გადმოვალ ბარემ აქ გინდა პატარავ?
-არა არ მინდა.-დღეს ბავშვებს დავურეკავ გამოვლენ და ვუთხრათ ჩვენზე.
-კარგი მიდი გავიქეცი ახლა.-საღამოს მოვალ.
მოწყვეტით ვაკოცე და კარებში გამოვედი.
-ჭკუით იყავი ყიფიანო.
კიბეებზე დამეწია ხმა.
მირა.
ისეთი ბედნიერი ვარ,მგონია ბედნიერებისგან გავსკდები.ისე ლაღად და ბედნიერად ვგრძნობ თავს სამყარო ჩემი მგონია,იმდენად ძლიერი ვარ ამ სიყვარულით მგონია რომ არასდროს დავმარცხდები.ასე გაგიჟებით თუ შემეძლო სიყვარული არვიცოდი.ვფიქრობდი წუხანდელ ღამეზე და სიხარულისგან გამაკანკალა, ყველაზე მაგარი,ბედნიერი დაბადებისდღე მქონდა,ყველაზე მაგარი ოჯახი,მეგობრები მყავს მე და ყველაზე მაგარი ბიჭიც ჩემია.ღმერთო როგორ მიყვარს, მგონია ეს სიყვარული რაღაცას დამმართებს, მეშინია გული არ გამისკდეს და უკან არ დამრჩეს ყველაფერი.ტუჩებზე ხელი გადავიტარე, ყურებამდე გავიღიმე,ოთახში შევედი, საწოლზე წამოვწექი და ვარსკვლავის ფორმა მივიღე,ჭერს გავუშტერე თვალები და წარმოვიდგნე როგორი იქნებოდა ხვალიდან,ზღვაზე ჩვენი მარტო ყოფნის ერთი კვირა.




:არ ვაპირებდი დღეს დადებას.კომენტარები ვნახე და დავწერე.არვიცი რა გამოვიდა,რაც მაქვს ჩაფიქრებული ისე თუ დავწერე და არაფერი შევცვალე ვფიქრობ ცუდი არ უნდა იყოს.დავაგვიანე ატვირთვა იმიტომ რომ მეგონა არ მოგწონდათ და გული ამიცრუვდა. ტელეფონით ვწერ და ძალიან მიჭირს,ლეპტოპს ველოდებოდი და იმედია მალე დამთავრდება კარანტინი რომ გამომიგზავნონ.გაფასებთ ყველას ვინც კიტხულობთ, კომენტარებს მიწერთ,თუნდაც მაკრიტიკებდეთ ან არ მოგწონდეთ.თითოეულ თქვენგანს მადლობა.გისურვებთ ჯანმრთელობას და გაძლებას ამ რთულ პერიოდში.



№1 სტუმარი სტუმარი ელლ

მაგრად ვიხალისე ძაან კარგიაა. დდდდ

 


№2  offline წევრი ელენე (ნენე)

მომწონს, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.

 


№3  offline წევრი svien

vaime ra magariaaaa....male dade gtxov ra❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent