სხვა ქალაქში °სრულად°
სხვა ქალაქში. გაზაფხულია. მზე თავის ოქროსფერ სხივებში ხლართავს გარემოს. ბროწეულის ყვავილებისა და იასამნის სასიამოვნო სურნელი ტრიალებს გარშემო. ხეებზე შემომსხდარი ფრინველები საამურად გალობენ,აქა-იქ გვირილებსაც წამოეყოთ თავები. ხეებზე მძივებივით შესხმული კვირტები თანდათან იშლებიან და ფერადდებიან. წითელ-ყვითელი სახლები ერთმანეთთის მიყოლებით ლამაზადაა ჩამწკრივებული.ქვაფენილის ნაპირებში დაწყობილი,დიდ ქოთანში ჩარგული,ჭრელ-ჭრელი მცენარეები ეფიცხებოდნენ მზეს და ყველა გამვლელ-გამომვლელს სასიამოვნო ღიმილის ჩუქნიდნენ. ადამიანებიც ყურებამდე გახსნილი პირით ესალმებოდნენ ერთმანეთს. მთელ ქალაქში სიყვარულის,სითბოსა და გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა. საშუალო ზომის,აგურით ნაშენი შენობიდან,რომელსაც „ ნიკო ქავთარაძის სახელობის უნივერსიტეტი“ ეწერა დიდი,ყავისფერი ასოებით,რამდენიმე ახალგაზრდა სიცილით გამოვიდა,ერთმანეთში რაღაცაზე საუბრობდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. -მე უნდა წავიდე,თურმე მამაჩემი მოსულა.-ყველა გადაკოცნა წაბლისფერთმიანმა გოგომ და ახალგაზრდების ჯგუფს გამოეყო. გაიხედ-გამოიხედა,გზა სირბილით გადაკვეთა და მამის მანქანაში ჩაჯდა. -როგორ ბრძანდებით ბატონო მამა?-წვერიან ლოყაზე აკოცა კაცს. -მშვენივრად,მაგრამ ხომ გაგაფრთხილე მათსავით გამაღიზიანებლად ნუ იქცევი მეთქი ქუჩაში?!-წარბები შეკრა ოდნავ შევერცხლილმა კაცმა. -კარგი რა მამა,რა არის ამაში გასაღიზიანებელი? ჩვენ უბრალოდ... -ვინ თქვენ?!-წარბები აზიდა კაცმა.-ვინ არიან ისინი და ვინ ხარ შენ? -არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა პირობებშია გაზრდილი.-მტკიცედ თქვა გოგომ.-ისინი ჩემი მეგობრები არიან და ამას ვერაფერი შეცვლის. -კირა,არ გამაბრაზო! როცა გეუბნები რომ მათნაირებს უნდა მოერიდო,მოერიდები! -უკვე მერამდენედ მეუბნები ამას...-ამოიფრუტუნა მობეზრებულმა და მამას თვალი აარიდა. -ჰო და დროა გაიგო,პატარა აღარ ხარ. ცოტა ხანში გათხოვების დროც მოვა და უნდა იცოდე ვისთან უნდა დაიჭირო საქმე და ვისთან არა... -მე ჯერ არ გავთხოვდები!-როცა მიხვდა საითაც მიჰყავდა მამამისს თემა,მაშინვე შეაწყვეტინა. -არავის უთქვამს რომ დღეს თხოვდები და დაწყნარდი.-ოდნავ გაღიზიანდა კაცი. ****** -ეს რომ მამაჩემმა გაიგოს...-ერთიანად აცახცახდა გოგო. -ხომ შეიძლება ჩვენი პირველი ღამის შემდეგ მაინც არ ვილაპარაკოთ მამაშენზე?-თვალებდახუჭული გადაწვა ბალახზე. მერე ნელა გაახილა თვალები,გოგოს თმაზე ჩამოსუვა ხელი და მაჯაზე აკოცა.-კირა,ასე ნუ იქცევი რა!-დანაღვლიანებული წამოდგა და გოგოს წინ ჩაიმუხლა. - გასაგებია რომ არ ვარ ის ბიჭი,რომელიც მამაშენის საოცნებო სასიძო იქნებოდა,ისიც ვიცი,როცა ჩვენს შესახებ გაიგებს ძალიან გაბრაზდება და ეცდება დაგვაშოროს,მაგრამ მე და შენ ერთმანეთი გვიყვარს და ამას ვერც მამაშენი,ვერც შენი ძმები და საერთოდ ვერავინ ვერ შეცვლის. -ყოველთვის ეგრე მარტივად როგორ უყურებ ყველაფერს?- ბრაზი შეერია ხმაში. -ჩემი ხომ გჯერა? -მჯერა მაგრამ... -მაგრამ არ სჭირდება,უბრალოდ გჯეროდეს!-ნაზად შეუმშრალა ცრემლები და შუბლზე აკოცა.-ჩაიცვი,თორემ გაცივდები.-ღიმილით მოავლო მზერა დამშვიდებულ გოგოს. -მიყვარხარ!-თეთრი მკლავები შემოჰხვია კისერზე და გაინაბა. -თმებს ჩაგიწნი და წავიდეთ.-ზურგს უკან ამოუდგა და თითები შეყვარებულის თმებში ახლართა. **** -მოხვედი,შვილო?-თბილი ღიმილით შეეგება სახლში დაბრუნებულ შვილს. -მოვედი დედა,მოვედი.-ლოყები დაუკოცნა ქალს.-რას მაჭმევ? -შენი საყვარელი წვნიანი გაგიკეთე. ხელები დაიბანე და მოდი,მარიამი და საბა გელოდებოდნენ. -რამე ხდება?-დაინტერესდა. -შიათ. -დაიწყონ და მოვალ.-სიცილით გააქნია თავი და სააბაზანოსკენ წავიდა. -როგორც იქნა მოაღწიე!-“უკმაყოფილო“სახით დახვდა სუფრასთან წამომჯდარი და. -რა გინდა გოგო,ჩემი ხელი ხომ არ მოგაკლდა?-ოდნავ მოქაჩა თმაზე. -როდის უნდა მიხვდეთ რომ არც ერთი დაბადებულხართ მონადირედ და არც მეორე?-არ ჩუმდებოდა მარიამი. -რომ გაგიცინებ თავში ნუ აგივარდება ხოლმე!-შეუბღვირა დას და მის დამანჭულ სახეს თვალი აარიდა. -შენ რა ქენი დღეს?-ძმისთვისაც მოიცალა როცა ვახშმობა დაასრულეს. -რა ვიცი,როგორც ყოველთვის.-უხალისოდ აიჩეჩა მხრები საბამ. -ამ ბოლო დროს აღარ მომწონს შენი შვილი,რა ხდება?-თვალით ანიშნა საბაზე. ქალმაც ეშმაკური ღიმილით გახედა უმცროს ვაჟს. -არაფერია,ხომ გითხარი უკვე?! -შეყვარებულია ჩვენი რომეო!-იყვირა მარიამმა და კისკისით წამოხტა ფეხზე. საბაც წამში წამოვარდა ფეხზე და აკივლებულ დას უკან აედევნა. -რა ბავშვებივით დარბიხართ,აქ მოდი!-ღიმილით უხმო ძმას,რომელიც დის წვალებით იყო დაკავებული. -ხომ გითხარი ენას ამოგაწიწკნი მეთქი?-ფეხებით გამოჰკიდა ჰაერში მარიამი. -როდემდე უნდა დაგემალა აბა? ან დასამალი რა არის?-სიცილისგან ძლივს სუნთქავდა გოგო. -დასვი ეგ მანდ და მოდი აქ რომ გეუბნები!-გაეცინა გაბრიელს. საბამაც მარიამი კარადის თავზე შემოსვა და გაბრიელის წინ დაჯდა. -ვინ არის? -ვინ? -ვისაც ეტრფი. -კარგი რა ძმაო,არ იცოდე მაინც... -როგორც ჩანს ბევრი რამე არ ვიცი,-საყვედურნარევი მზერით შეათვალიერა.-ჰო და შენ მითხარი. -არავინაა. -კარგი,მე უბრალოდ მინდოდა როგორც ძმა ძმას,ისე დაგლაპარაკებოდი მაგრამ რადგან შენ ეს არ გინდა არაფერს გაძალებ...-ფეხზე წამოდგა,დედას დაუბარა მივდივარო და ოთახიდან გავიდა. -ხომ იცი რომ მასთან დასამალი არაფერი გაქვს,რაც არ უნდა იყოს გვერდში დაგიდგება. -ვიცი დედა. -აბა რატომ ბავშვობ? -უბრალოდ არ მინდა ლაპარაკი და შემეშვით რა!-გაბრაზებული წამოხტა და წამში გავარდა სახლიდან. -მოიცადე!-დაუყვირა უფროს ძმას,ისიც წარბშეკრული მოუტრიალდა. -დაეტიე სახლში და ეჭორავე დედიკოს და დაიკოს! -ბავშვივით ნუ იქცევი.-სირბილით მივიდა გაბრიელთან. -მე ვიქცევი ბავშვივით? იმის მაგივრად რომ როგორც კაცს,როგორც ძმას და პირველ ძმაკაცს მე მიყვებოდე ვინ მოგწონს და ვინ გიყვარს, მიდიხარ და... -არც მათ იციან არაფერი და შენი დის გრძელი ენის გამო მე ნუ მეჩხუბები! -თუ არ იციან მაშინ როგორ ამბობენ? -არ მიყვარს არავინ. -აჰა,ისევ იგივე! ეგ უკვე მოვისმინე,სხვა თუ აღარაფერი გაქვს სათქმელი შედი სახლში და გააგრძელეთ ყავის სმა და ჭორაობა. მერე დედაც დაგარიგებს გოგოებს რა მოსწონთ და... -გეყოს რა ეს დედამოტ*ნული!-მუშტი მოუქნია ძმას. -შენ სიცხე ხომ არ გაქვს,ბიჭო?-წამოენთო გაბრიელი. -ისე არ წყნარდებოდი და...წამოდი სადმე გავიდეთ და მოგიყვები ყველაფერს.-ამოიხვნეშა საბამ და წინ გაუძღვა ძმას. ******** ქავთარაძეებს ტრადიციულად ერთად მოეყარათ თავი სახლის დიდ აივანზე და ცხელ სასმელს შეექცეოდნენ. -თორნიკე სად არის? -სანადიროდ წავიდა გაბრიელთან ერთად. -ძილში აპირებენ ცხოველების გაგუდვას თუ ამ დრომდე რას აკეთებენ? -მოეშვი შენი ძმის დაცინვას ,კირა!-სიცილით გააქნია თავი მოხუცმა ქალმა. -მოეშვი ბებო,მოეშვი,ერთხელაც იქნება ენით გამოვკიდებ ჭიშკარში და მერე მიხვდება.-კიბეებზე ამოდიოდა იმწუთას დაბრუნებული თორნიკე. -ვერაფერსაც ვერ მიზამ,ჩემი ტყუპისცალი დამიცავს!-გულზე აეკრო ანდრიას. -მაგ შენს ტყუპსაც ზედ რომ მოგაყოლებ,მერე ვის იმედზე იქნები?-თავზე წამოადგა დას. -მოეშვი ანდრიაზე ეჭვიანობას.-გაეკრიჭა. -კიდევ ვერ გაიზარდეთ!-ღიმილით უყურებდა შვილებს ნანა. -მე უნდა გავიდე.-ფეხზე წამოდგა ანდრია. -საით? -ნუცასთან,მამა.-შეყვარებულის გახსენებაზე წამში აუციმციმდა შავი თვალები. -გაბრაზებამ გაუარა?-თავი წამოჰყო კირამ,ვერაფრით ეგუებოდა იმ აზრს,რომ ტყუპისცალი სხვისთვისაც უნდა გაეყო. -გაუარა კირა,გაუარა!-უკამყოფილოდ გააქნია თავი ბიჭმა. -მაშ, წაბრძანდი ვაჟბატონო. -ამას ასწავლეთ ვინმემ,რომ მაქვს უფლება მის გარდა სხვა გოგოსთანაც ვიყო.-დაუბარა ოჯახს და კიბეებზე დაეშვა. -როდის უნდა დაანებო თავი იმ გოგოს?-გადახედა ნანამ შვილს. -დანებებული არ მაქვს? სულ ორჯერ მყავს ნანახი და ერთი სიტყვაც არ მითქვამს.-მხრები აიჩეჩა. -სად ნახე? ანდროს ჯერ არ მოუყვანია... -ჩუმად მივყვებოდი ხოლმე და გადავაწყდი პაემანზე.-გაიცინა.-აი ჩემი ძმა,ისეთი ყინულის კაცია სულ არ ეკარებიან გოგოები!-თმაზე გადაუსვა ხელი. -მოგხვდება!-შეუღრინა თორნიკემ. -უიმე,ჰო კარგი.-დენდარტყმულივით მოშორდა უფროს ძმას.-ისე,ყველა ასე ბედნიერად რომ დახვდით ანდრიას და ნუცას ამბავს ,მე რომ გამოგიცხადოთ შეყვარებული ვარ მეთქი რას იზამთ?-ინტერესით დააკვირდა ოჯახის წევრების რეაქციას. შეამჩნია როგორ ჩამოერეცხა ყველას ღიმილი სახიდან. -ეს როგორ გავიგოთ?-წარბაწეულმა თორნიკემ ახედა. -რა? -რამის თქმა ხომ არ გინდა,კირა?-ახლა მამამისი მიაჩერდა. -არაფრის თქმა არ მინდა...უფრო სწორად ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა,მაგრამ მე ხომ გოგო ვარ?!-მალევე შეეცვალა ტონი.- არ მაქვს უფლება რომ საკუთარი აზრი გამოვთქვა! არც იმის უფლება მაქვს რომ ვინმე შევიყვარო! -კირა,რა ხდება? -არაფერი დედა,უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ არის ტრაგედია ის რომ შეიძლება ვინმე მიყვარდეს? -ვინმე გიყვარს?-ოდნავ აუწია ხმას კაცმა. -კი! მიყვარს მამა და რას იზამ? -ხმას დაუწიე!-მხრებში სწვდა გააფთრებული. -როგორ გრცხვენია შენი შვილი რომ ვარ!-სახე სიძულვილით დაემანჭა.-როგორი ტრაგედიაა! გგონია ოჯახში მომავალ ქალს ზრდი და თურმე ამ უნამუსოს ვიღაც უყვარს! -ნუ ყვირი!-მაგრად შეაჯანჯღარა ქალიშვილი და თავადაც დაიგრგვინა. -ვიყვირებ მამა,ვიყვირებ! იმიტომ რომ სიყვარული თავისუფლებაა და ვერავინ მოაქცევს ჩარჩოებში,ვერავინ დაუწესებს საზღვრებს!-მამამისის მოქნეულმა,ძლიერმა ხელმა ჩააკმენდინა ხმა და თვალები ცრემლებით აუვსო. -ნუ მაიძულებ იმის კეთებას,რაც არ მინდა!-კბილებს შორის გამოსცრა კაცმა. -კარგად დაიმახსოვრე ეს წუთი!-ცრემლები შეიმშრალა და კიბეებზე დაეშვა. -მართლა პატარა ბავშვი ხომ არ გგონია?-უკმაყოფილო მზერით ბურღავდა მამამისს. -მის საქციელს ამართლებ? -ყოველი შემთხვევისთვის იმაზე უარესი არ გაუკეთებია რაც შენ გააკეთე. -იცი რატომ ბედავს მაგდენს? იმიტომ რომ იცის ზურგს ვიღაც აუცილებლად გაუმაგრებს. ან დედამისი იქნება,ან ბებიამისი,ან შენ,ანდრია კი აუცილებლად მის მხარეს იქნება! აი მაგან გაათამამა ზუსტად. სიყვარული სცოდნია თურმე გოგოს!-იღრინებოდა კაცი. -აღარ გაბედო მასზე ხელის აწევა,თორემ ძალიან ვიჩხუბებთ!-გამაფრთხილებლად დაუქნია თითი და გვერდი აუარა. -სად მიეთრევი?-იყვირა გაცოფებულმა. -კარგისტ*ნაში!-უკან აღარც მოუხედავს,ისე გაჰყვა დის კვალს. -აი ესენი არიან შენი გაზრდილი შვილები!-ამჯერად ცოლს მისდგა. -დამშვიდდი ლევან,გთხოვ!-შეწუხებული უყურებდა ქმარს. -დავმშვიდდე? როგორ დავმშვიდდე,ვერ ხედავ შენი ლაწირაკები რამდენს ბედავენ? -აღარ არიან შენი შვილები ლაწირაკები და შეიგნე უკვე,ამხელა კაცი ხარ და იმას ვერ ხვდები რომ საკუთარ ქალიშვილს სილა არ უნდა გააწნა დაუმსახურებლად?-გამოექომაგა შვილიშვილებს ბებია. -დედა,შენ მაინც ნუ დამიმატებ! ***** თითქოს დედამიწა მოულოდნელად,ერთ დღეში სრულიად თავდაყირა დადგა. დილისგან გასხვავებით აღარსად ჩანდნენ ფრინველები,აღარც სითბო იგრძნობოდა,აღარც გაზაფხულის სურნელი. ცივი ქარი უბერავდა და ცას საწვიმრად ამზადებდა.ნელ-ნელა მთვარეც მიიმალა ღრუბლებში და ვარსკვლავებიც თან გაიყოლა.დროდადრო მანათობელი კლაკნილი ზოლი ტბის ზედაპირზე ირეკლებოდა და გარემოს ანათებდა. ტბის ნაპირზე ორი ახალგაზრდა ბიჭი ერთმანეთის გვერდით იჯდა,ერთმანეთს ზედაც არ უყურებდნენ,თავიანთ ფიქრებში ჩაძირულიყვნენ. -თვითონ თუ იცის?-უმცროს ძმას ჩაწითლებული თვალებით გახედა. -არაფერი იცის,ან რა აზრი აქვს რომ იცოდეს? რა აზრი აქვს იმის ცოდნას რომ კვდები?! -ეგეთი უაზრო დაავადება რანაირადაა წამალი რომ არ არსებობს? გავიკითხავ,იქნებ ვინმემ რამე იცოდეს. -არ არსებობს მეთქი რომ გეუბნები არ გესმის? გგონია მარტო იმ კაცთან ვიყავი? ვინც კი ვინმე მაგ საქმეში ცალი თვალით მაინც ჩახედილი მეგულებოდა ყველას მივაკითხე. პასუხი კი ყველას ერთი ჰქონდა,ვერაფერით დავეხმარებით. მოგვიწევს ვუყუროთ როგორ გამოგვეცლება ხელიდან. -ახ დედა,ახ! რატომ მაინც და მაინც შენ?-თავი გაადაქნია. -წვიმა იწყება,წამოდი თორემ ინერვიულებს. -შენ წადი,მე ჯერ ვერ შევხედავ თვალებში. -რა ვუთხრა? -არ ვიცი,რამე მოიფიქრე რა! თავი დაუქნია,კაპიშონი ჩამოიფხატა თავზე და ბუჩქებს შორის მოხერხებულად გაძვრა. მარტო დარჩენილმა გაბრიელმა შიგნით დატრიალებული ქარიშხალი ერთიანად ამოუშვია ღრიალით. რა დროც არ უნდა გასულიყო,რამდენი წელიც არ უნდა მოჰმატებოდა სახლში მისული,დედის თბილ ღიმილის რომ გადააწყდებოდა ისევ პატარა ბავშვი ხდებოდა. რთულ დღეებში მის კალთაში თავჩარგული პოულობდა შვებას,დედის მკერდზე თავდადებულს ავიწყდებოდა ყოველდღიური ქაოსი,წარსულის ლანდიც სადღაც იკარგებოდა,ავიწყდებოდა ვინ იყო რეალურად. ახლა კი ისევ რეალობაში უნდა დაბრუნებულიყო,მარტოს უნდა გაესწორებინა ამ პირქუში მხეცისთვის თვალი,რომელიც დედის წართმევას უპირებდა. ერთიანად ასტკივდა დედის კოცნით მოშუშებული ყველა იარა.თავში უამრავი ბუზი ერთდროულად შეუფრინდა და გულისწამღებად აზუზუნდნენ,თავბრუ დაახვიეს და მოგონებების მორევში გადაისროლეს. პატარა,ხუჭუჭა ბიჭი სახლში ტანსაცმელშემოფხრეწილი დაბრუნდა. სახეზე მტვრის,მუხლებზე კი სისხლის ფენა გადაჰკვროდა. ახალგაზრდა,შავთმიანმა ქალმა დამშრალებული ჭურჭელი სამზარეულოში გაიტანა და სწრაფად დაბრუნდა ოთახში,თვალი ჯერ ტელევიზორთან წამოკოტრიალებული ქმრისკენ გააპარა,მერე კი ბავშვს მაჯაში სტაცა ხელი და სააბაზანოში გაიყვანა. -ეს რა არის გაბრიელ?-გაფართოებული თვალებით ათვალიერებდა შვილს. -არაფერი. -არაფერი?!-წარბები ასწია. -მე...მე და თორნიკემ ვიჩხუბეთ.-ყოყმანით წამოიწყო ბავშვმა და თვალების იქით-აქთ ცეცება დაიწყო. -გინდა თქვა რომ ეს თორნიკემ დაგმართა?-გამჭოლი მზერით უყურებდა შვილს,იცოდა,აუცილებლად გამოტყდებოდა. -მერე მდინარეში ჩავვარდით და...ეგრე მოხდა. -გაბრიელ ნუ მატყუებ! მაშინ სველი რატომ არ გაქვს ტანსაცმელი?! -გაშრა.-მხრები აიჩეჩა. -გაბრიელ! ხომ იცი,ტყუილს თუ იტყვი დედა ავად გახდება... -თორნიკეს ველოსიპედი ჰყავდა,ვიფიქრე ვისწავლი მეთქი და გზაზე როცა გამოვედი ბაზრის მანქანაც გამოვიდა და დამეჯახა,მერე ამოთხრილ ორმოში ჩავვარდი და როცა ამოვყვავდი კაცებს მაშინ გამეხა ეს პერანგი.-მაშინვე ჩამოარაკრაკა ბიჭმა და თვალები დახარა. -როგორ შეიძლება გზაზე ველოსიპედის ტარების სწავლა?!-უფრო შეშინდა ქალი.-უფრო რომ დაშავებულიყავი? რამე რომ მოგსვლოდა? უშენოდ რა უნდა მექნა გაბრიელ?! -აბა სახლში როგორ ვისწავლო,მამამ ჩემი გადააგდო... -ვეტყვი და ახალს მოგიყვანს,მაგრამ ასე აღარ მოიქცე გაბრიელ,ნუ მანერვიულებ დე! -არ მომიყვანს. -გაბრიელ,დამპირდი რომ საფრთხეში თავს აღარ ჩაიგდებ! -გპირდები დედა. -ჩემო ტკბილო.-ლოყები დაუკოცნა შვილს და მერე ჭრილობებიდან სისხლის და ჭუჭყის ჩამობანვას შეუდგა.-ძალიან გტკივა?-შეწუხებულმა ახედა სახედამანჭულ შვილს. -საერთოდ არ მტკივა,რომ მაკოცე გამიარა.-ძალდატანებით გაუღიმა ბიჭმა. **** -აი ამ წერილს მიუტან ლუკას და მერე აქედან აორთქლდები,გაფრთხილებ არსად არაფერი წამოგცდეს თორემ ცუდ დღეში ჩაგაგდებ!-ქაღალდის ნაგლეჯი მიაწოდა ათიოდე წლის ბიჭს და თითი გამაფრთხილებლად დაუქნია. როცა ბავშვისგან პირობა მიიღო რომ ამ ყველაფერს დაივიწყებდა,მხარზე მეგობრულად მიჰკრა ხელი და დანიშნულების ადგილისკენ გასწია. დაახლოებით თხუთმეტწუთიანი ლოდინის შემდეგ გორაკზე ლუკა გამოჩნდა და შეყვარებულის გვერდით წამოკოტრიალდა. -როგორ ხარ? რამე ხდება?-დაკვირვებით შეათვალიერა კირა. -ძალიან ცუდი რამ გავაკეთე. -და რა არის ეგ ცუდი რამ? -მამაჩემს ვუთხარი რომ შეყვარებული მყავს...-ტუჩი მოიკვნიტა და საწყალი თვალებით ახედა სხეულდაჭიმულ ბიჭს.-რა თქმა უნდა არ მითქვამს რომ შენ ხარ,მაგრამ... -რა თქმა უნდა არ გითქვამს!-ჩაეცინა.-მშვენიერია. -ხომ მიხვდი რაც ვიგულისხმე. -ვერა,ვერ ვხვდები. -აქ იმიტომ დაგიბარე რომ რამე მოვიფიქროთ და არა იმიტომ რომ უაზრო კამათი წამოიწყო. -არ ვიცი,დავიღალე ამდენი ფიქრით. -ამდენად არ გაინტერესებს ესე იგი...-წარბები აქაჩა გოგომ. -რა ვქნა? მე რა გავაკეთო? -შენ არ იყავი გუშინ რომ მეუბნებოდი შენ მხოლოდ ჩემი უნდა გჯეროდესო?ახლა რა მოხდა? ფაქტის წინაშე დადექი და მიხვდი რომ ჩემი რწმენა საკმარისი არ არის? -დავიღალე. დღეს ვერაფერზე ვიფიქრებ,ამიტომ აქ ყოფნას აზრი არ აქვს. -შეგიძლია არც სხვალ იფიქრო,საერთოდ აღარ იფიქრო,იქნებ მერე დასივენო!-ფეხზე წამოხტა კირა. -რა ისტერიკები გემართება?-გაღიზიანება აღებეჭდა სახეზე. -როგორ დავკარგე შენზე ამდენი დრო?! -ხვდები ეგ რას ნიშნავს?!-ხმას აუწია ბიჭმა. -მე მოვრჩი!-მტკიცედ თქვა და უკანმოუხედავად დაეშვა გორაზე. ****** სახლისკენ მიმავალ გზაზე მის საძებნელად გამოსულ უფროს ძმას გადააწყდა,მიმალვა სცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა, წამში მის წინ გაჩნდა თორნიკე და დაკვირვებით შეათვალიერა და. -იტირე? -ვიტირე. -რატომ? -იმიტომ. -წამოდი,ვილაპარაკოთ. -არ მინდა.-უხეშად მოიშორა მხარზე შემოხვეული ხელი. -გეყოს! -შემეშვით რა! -ხმას დაუწიე და ფეხი გამოადგი!-კბილებს შორის გამოსცრა თორნიკემ და გაბრაზებულ დას უკან გაჰყვა. სკვერში,ქვის მაგიდასთან დასხდნენ და იქამდე ისხდნენ ჩუმად სანამ თორნიკემ არ დასვა კითხვა. -ვინ არის? -აღარ არის. -მგონი ორი წლის ბავშვს არ ვგავარ. -გითხარი აღარ არის მეთქი და ესე იგი აღარ არის! -ასე ათ წუთში დასასრულებელი ურთიერთობის გამო მოაწყვე ამხელა აყალმაყალი? -ვერ გავიგე?!-წამოენთო. -თუ ასე მარტივად შეგეძლო დაშორება მეთქი,ღირდა ამხელა ამბის ატეხვად? -იმის გამო არ დავშორებივარ რომ მამაშენის შემეშინდა. -მგონი გავიწყდება ვისზე ლაპარაკობ...-უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები. -კაცზე,რომელმაც სიმართლის თქმის გამო სილა გამაწნა.რამე მეშლება? -მაგაში არ ვამართლებ,მაგრამ არ გაქვს უფლება ასე აგდებულად ილაპარაკო მასზე. -ბოდიში,ხშირად მავიწყდება რომ სუნთქვის უფლებაც შეზღუდული მაქვს! -ღმერთო,გაძლება მომეცი...-ამოიოხრა თორნიკემ.-არის რამე ისეთი რაც იმ ბიჭთან დაკავშირებით უნდა ვიცოდე?! -არაფერი. -დარწმუნებული ხარ? -კი. -და ვინ იყო? ჯობია შენ თვითონვე თქვა,იმიტომ რომ მაინც გავიგებ და დროს ტყუილად ნუ დამაკარგვინებ. -ლუკა ჩიხლაძე. -გასაგებია.-ხმით ჩაეცინა. -რა? -არაფერი,სახლში წამოდი. -არ მინდა მანდ წამოსვლა. -გეყოს კირა,შენც იცი რომ სხვაგან წასასვლელი არ გაქვს. -მაგრამ არ მინდა! -ჩემი ხათრით. -ოოო,ჯანდაბა!-ჰაერში გაფარჩხა თითები.-რანაირი ადამიანი ხარ,უარს ვერაფერზე გეუბნები! ****** შინ დაბრუნებულებს მთელი ოჯახი კვლავ ეზოში გამოფენილნი დახვდნენ. -მადლობა ღმერთს!-შვებით ამოისუნთქა ნანამ. -სად იყავით ამ დრომდე?-კვლავ იღრინებოდა ლევანი. -მამა! -შენ ცალკე დაგელაპარაკები ბატონო თორნიკე,შენ კი აქ დამიჯექი!-თვალით ანიშნა კირას სავარძლისკენ. ისიც დაბერილი ნესტოებით და ერთმანეთზე დაჭერილი კბილებით წინ დაუჯდა მამამისს. -ხვდები როგორი საქციელი იყო შენი მხრიდან? -ვერა. -მე გეტყვი,უპატივცემულო!ამდენი წელია შენზე ვზრუნავ,ცივ ნიავს არ გაკარებ და შენგან ეგეც ვერ დავიმსახურე? -ამდენი ხნის მანძილზე ჩემგან მსგავსი რამ გიგრძვნია?!-კითხვითვე უპასუხა. -სულ სხვანაირად,სხვა გარემოში რომ გეთქვა მამა,შეყვარებული მყავსო არ შეიძლებოდა?! ვერ გაგიგებდი? -ვერა.იმიტომ რომ არ არის ის ბიჭი ისეთი,როგორსაც შენ ისურვებდი ჩემს გვერდით! ასეც რომ არ იყოს,შენც კარგად მოგეხსენება აქაურობის წესები... -ესე იგი გამოდის რომ,ყოველ ჯერზე როცა იმ ბიჭს ხვდებოდი მე მაფურთხებდი?დამცინოდი? არაფრად მაგდებდი? -შენ რა კავშირი გაქვს ჩემს გრძნობებთან, მამა? ჩემი ბრალია რომ უბრალო ბიჭი მომეწონა? -შენ წარმოგიდგენია ჩემი ქალიშვილის გვერდით უბრალო ბიჭი?! -შეგიძლია მშვიდად იყო,უკვე ყველაფერი მორჩა. -მე ძალიან მშვიდად ვარ,შენ კი დღეიდან უნივერსიტეტშიც ვერ გაადგამ ფეხს! არავითარი ტელეფონი,წერილები და სეირნობა. სახლში იქნები და ფეხს ვერსად გაადგამ! -უკაცრავად?-წამში გაქრა კირას სიმშვიდე.-გინდა თქვა რომ ამ სისულელის გამო ჩემს ოცნებებს წიხლს ჰკრავ? რას ნიშნავს უნივერსიტეტში ვერ წავალ?! -სწავლა თუ გინდა,სახლშიც ისწავლი! ახლა კი უსიტყვოდ შენს ოთახში ადი! -ჩემი სახლში ჩაკეტვით ვერაფერს შეცვლი,გასაფუჭებელს აქაც გავაფუჭებ! -მერე სხვანაირად დაგელაპარაკები. **** ოთახში ტირილისგან დაღლილს ჩასძინებოდა,არც გაუგია როგორ შევიდა მასთან ანდრია. -კირა.-ნაზი შეხებით სცადა ტყუპის გაღვიძება.-კირა გაიღვიძე. თავს ნუ იკატუნებ,ვიცი რომ არ გძინავს და გადმობრუნდი!-ხმა გაიმკაცრა ბიჭმა და დის აკანკალებულ ნიკაპს სევდიანი თვალებით დახედა. გოგოც წამში წამოვარდა და ტყუპის კისერში ჩარგო თავი. -ნუ ტირი,დაწყნარდი რა!-თმაზე ეფერებოდა. -რა დავაშავე? -არაფერი დაგიშავებია,უბრალოდ რთული ხასიათი აქვს მამაშენს,ხომ იცი არა? -მომბეზრდა აქაურობა! მომბეზრდა რომ გოგო ვარ! მომბეზრდა ეს სულელური წესები,რომელსაც ასე თავდადებით იცავს მამა! რადგან გოგო ვარ არ უნდა მიყვარდეს? აუცილებლად იმასთან უნდა ვიყო ვისაც მამა ამირჩევს? საერთოდ რა სისულელეა? დავიღალე ანდრო,ძალიან დავიღალე! ამდენი წელია ვითმენ და იმის მაგივრად რომ ცოტათი მოლბეს,იმის მაგივრად რომ ერთხელ მაინც შემომხედოს ისეთივე თვალებით როგორც შენ და თოკოს გიყურებთ,სახლში მკეტავს და რაღაც სისულელეებით მსჯის! გასაგებია რომ ისე ვერ შემიყვარებს როგორც თქვენ მაგრამ... -ნუ სულელობ! ეგ არც კი გაიფიქრო! შენ დაბადებისთანავე მის განძად გადაიქეცი. გეთანხმები,ზედმეტი მოსდის,მაგრამ ამას მხოლოდ შენი დაცვის მიზნით აკეთებს. -ჩემი დაცვის მიზნით მკეტავს ოთახში,ჩემი დაცვის მიზნით მიკრძალავს სწავლას,ჩემი დაცვის მიზნით მიკრძალავს ჩემი მეგობრების ნახვას...გავაგრძელო? -ზედმეტად გიფრთხილდება,იმიტომ რომ ზედმეტად უყვარხარ. შენს გამო ნებისმიერ დროს ამოიგლეჯს სულს,თუ ეს დაგჭირდება... -არ მჭირდება,მე მისის სული კი არა სიყვარული მჭირდებოდა...ახლა ეგეც სულ ერთია. -კარგი,ნუღა დარდობ რა!-ნაღვლიანი მზერა მოავლო გოგოს სველ და დასიებულ სახეს.-როცა ტირი ძალიან მახინჯი ხარ!-სიცილით შეუმშრალა ცრემლები და დის გახალისება სცადა. -ტყუპისცალი მაინც არ იყო! -მერე რა რომ ვარ? ღმერთმა დამიფაროს შენნაირი მახინჯი ვიყო,კიდევ კარგი არ გგავარ! -ბლა ბლა ბლა... -მოდი ჩემო ამორძალო,ჩამეხუტე და დავიძინოთ.-ღიმილით მოჰხვია კირას ხელები,მანაც კომფორტულად ჩამოადო გულზე თავი და გაიტრუნა. -რა კარგია რომ მყავხარ! -ჰო,მაგრამ მარტო შენ არა... -ნერვებს ნუ მიშლი! ჩვენს ურთიერთობასთან რა მოსატანია შენი და შენი შეყვარებულის ლავსთორები... -ჰო,არ არის,არა! ***** სახლში გვიან,ოდნავ შემთვრალი დაბრუნდა. ჩუმად აპირებდა ოთახში შეპარვას მაგრამ დედის ოთახში შუქი შენიშნა. ამ დროს არასდროს ეღვიძა ხოლმე,დაინტერესებული მიუახლოვდა ოდნავ შეღებულ კარს და საწოლზე წამომჯდარ ქალს ჩუმად მიაჩერდა. ნინოს რომელიღაც სურათი ჩაებღუჯა ხელში და ცხარე ცრემლით ტიროდა. -რა გინდოდა შე დალოცვილო,რატომ უმწარებდი ბავშვს სიცოცხლეს?-ჩუმად მოთქვამდა ქალი.-ნუთუ არ ჰქონდა უფლება მამის სიყვარული რომ ეგრძნო?! მიუხედავად ყველაფრისა როგორი სიხარულით გელოდა ხოლმე სამსახურიდან სანამ დაბრუნდებოდი...როგორი იმედი ჰქონდა რომ მასაც დაუძახებდი შვილს. ვერც ერთხელ,ვერც ერთხელ გაიმეტე მისთვის თბილი სიტყვა,არც ერთხელ გადაგისვამს თავზე ხელი,არც ერთხელ დაინტერესებულხარ მისი წარმატებით. სულ ეჩხუბებოდი,სულ უარყოფდი,სულ ამწარებდი და ბოლოს ისევ მას მოაკვლევინე თავი! თავიც დაიღუპე და ისიც დაღუპე. არ ვიცი ახლა სად არის,უკვე რა დროა და ისევ არ დაბრუნებულა! რაღაცაზე დარდობს,დარდობს და თან რა მწარედ! მარტო იქნება დილამდე,დილით კი ისევ გაბრწყინებული სახით დაგვიჯდება სუფრასთან,ერთ სიტყვასაც არ დაძრავს თავის სადარდებელზე...რატომ აქციე ასეთად? რატომ აიძულე ჩაკეტილიყო? მიყურე ახლა მაქედან,ვერ შეძლებ რომ დამარტყა,ვერ შეძლებ რომ გაბრიელს რამე დაუშავო,ვერ შეძლებ რომ შეგვეხო! დამელოდე,მეც მალე მოვალ! აქ დარჩენამ და ამ ბავშვის უბედურების ყურებამ იმხელა ძალა მომცა,იმხელა რომ მანდ ამოსული მწარედ გაზღვევინებ,პასუხს მოგთხოვ ჩემი შვილის გამო! სუნთქვაშეკრული უსმენდა ქალის მოთქმას,სახეზე სისხლი მოაწვა და თვალები აეწვა. გაფართოებული თვალებით დახედა აკანკალებულ ხელებს და წამით მოეჩვენა რომ სისხლიანი იყო,ისევ. სწრაფად შევარდა სააბაზანოში და საპნით უამრავჯერ დაიბანა ხელი,სისხლი კი არ შორდებოდა! -შენი დედაც,მამაჩემო,შენი დედაც!-სიმწრით აჭერდა კბილებს ერთმანეთს და ფრხილებით იგლეჯდა კანს ხელიდან.-რით ვერ ჩამოგირეცხე?! არეული ნაბიჯებით გამოვიდა სააბაზანოდან,მზერა დაჰბინდვოდა,მოულოდნელად რაღაცას წამოედო და წამში იატაკზე გაიშოტა. ხმაურით შეშინებული ნინო მაშინვე გამოვარდა ოთახიდან და ნერვულად ახარხარებულ შვილს დახედა. -გაბრიელ,რა გჭირს დედი?-წამში მასთან ჩაიმუხლა და დარდიანი მზერა მოავლო შვილს. -იმ ღამით რატომ არ მოვკვდი?! -ნუ სულელობ ბიჭო,შენ რომ რამე დაგმართნოდა მე რა უნდა მექნა?! -და მე რა უნდა ვქნა? -რა?-გაკვირვებულმა დახედა სახეშეცვლილ შვილს. -მეძინება,ამაყენე რა! -ამხელა კაცს მე როგორ მოგერიო?-ღიმილით წამოდგა ფეხზე და კაბა დაიფერთხა. -ჰო კარგი,დამანებე თავი მე თვითონ...-ოხვრით წამოდგა და არეული ნაბიჯებით ძლივს მიაღწია თავის ოთახამდე. -ნუ წამართმევ ღმერთო!-ჩაძინებამდე ესღა ამოილუღლუღა და თვალები დახუჭა. ***** -მე სამსახურში მივდივარ,გაფრთხილებ,ოთახიდან ცხვირი რომ გამოჰყოს პასუხს შენ მოგთხოვ!-თითისქნევით გააფრთხილა ცოლი და ჭიშკრიდან გავიდა. -რა ვქნა დედა,როგორ მოვექცე ასე ჩემს შვილს?-საცოდავი თვალებით გახედა დედამთილს და დაღლილი ჩამოჯდა დივანზე. -არაუშავს,ცოტა დაფიქრდეს,მასაც სჭირდება დასვენება,იქამდე მამამისსაც გაუვლის და მორჩება.-ღიმილით ჩამოუსვა ხელი მხარზე. -საჭმელს შევუტან.-სამზარეულოში გაფარფატდა და მაცივრიდან ბოსტნეული გადმოალაგა. საგულადგულოდ გარეცხა,დაჭრა და ლამაზად დააწყო ორნამენტებიან თეფშზე,ლურჯ,გამჭირვალე ჭიქაში ფორთოხლის წვენიც დაასხა და ვერცხლისფერი ლანგრით ქალიშვილის ოთახისკენ აიღო გეზი. ნაზად დააკაკუნა კარზე მაგრამ პასუხი არსაიდან ისმოდა. სანამ კარს გააღებდა უამრავმა ცუდმა აზრმა გაუელვა თავში და ანერვიულებულმა მოურიდებლად შეხსნა კარი. მძინარე შვილების დანახვაზე სახეზე თბილი ღიმილი მოედო,ლანგარი დაბალ მაგიდაზე დადგა და საწოლზე ჩამოჯდა. -ანდრო,კირა,გაიღვიძეთ! -ო,მოიცა რა!-შეჭმუხნული წარბებით გადაკოტრიალდა ანდრია მეორე მხარეს და ბალიში დაიმხო თავზე. -ამხელა კაცი ხარ და სულ არ გრცხვენია ამ დრომდე რომ კოტრიალობ...-თავი გააქნია უკმაყოფილოდ. -ხომ იცი როგორ მიყვარხარ? ჰოდა ამ სიყვარულის ხათრით შემეშვი რა. -დედა-შვილური საუბრები გარეთ!-საბანში ჩაიმალა კირა. -შენც ადექი,აქაო და უნივერსიტეტში არ მივდივარო,საღამომდე კი არ უნდა იწვე! -რატომ ავდგე?-უკვე გამოფხიზლებულმა მოისრისა თვალები და რამდენჯერმე დაახამხამა. ჯერ მომღიმარ დედას მიაჩერდა,მერე ძმას დახედა და შეანჯღრია.-ადექი,ნუ გაგიტკბა ჩემს საწოლში გორაობა! -შემეშვით! -ა-რა! რას იძახდი მარტო შენი არ ვარო?!-თითებით აუწია ზედა ქუთუთო და ძალით გაახელინა თვალი. -კირა,თმებს დაგაწიწკნი! -კარგი თქვენთვის არ მცალია,საუზმე მაგიდაზეა და როცა იკადრებთ მაშინ ადექით. -საუზმე მე ამომიტანე ხო?!-მაშინვე წამოხტა საწოლიდან კირა და მადლობის ნიშნად რამდენჯერმე აკოცა დედას,მერე კი გემრიელად შეუდგა საუზმობას. -მეც დამიტოვე,გოგო!-თავი წამოჰყო ანდრიამ. -შენ ნუცამ გაჭამოს!-დაეჯღანა ძმას და ისევ განაგრძო ბოსტნეულის გამუსვრა. *** მზე კარგა ხნის ამოსული იყო ოთახის გარედან შესულმა ხმაურმა რომ გააღვიძა. გაბრუებული წამოჯდა საწოლზე და კისერი რამდენჯერმე გადაატრიალა,მერე საწოლიდან წამოდგა,გუშინდელი ტანსაცმელი გამოიცვალა და მისაღებში გავიდა. -ამ დილით სიზმარში მნახე თუ რას აკეთებ აქ?-გააკვირვა თორნიკეს დანახვამ. -რა ლაპარაკია გაბრიელ?-უსაყვედურა ნინომ და თეფშების ალაგებას შეუდგა. -ორი საათია.-მოკლედ მოუჭრა თორნიკემ. -რა დრო გასულა!-მაჯაზე შემოხვეულ საათს გაფართიებული თვალებით დახედა.-წავიდეთ მაშინ. -სად გეჩქარებათ? ჯერ ახლა მოვიდა ბიჭი. -შემოგივლი ნინო,ისედაც სულ აქ არ ვარ?!-გაუღიმა მეგობრის დედას და სახლიდან გაბრიელთან ერთად გავიდნენ. -შენი აზრით მოვა?-ეჭვნარევი მზერით გახედა გაბრიელმა. -წესით უნდა მოვიდეს. -თუ არა და ჩვენ მივალთ. ქვაფენილით მოპირკეთებულ დაღმართს დინჯი ნაბიჯებით ჩაუყვნენ და მშვიდად განაგრძეს გზა. დათქმულ დროზე ცოტათი ადრე მივიდნენ დანიშნულ ადგილზე. გაბრიელი მდინარის ნაპირზე აღმართულ ჯებირს მიეყრდნო ზურგით და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძრო,ერთი ღერი თორნიკეს მიაწოდა,მეორე თავად მოქცია ტუჩებშორის და დაგუბებული კვამლი გარეთ გამოუშვა. ცოტა ხანში ლუკა და მისი ერთ-ერთი ძმაკაციც გამოჩნდნენ და წინ აესვეტნენ ბიჭებს. -გამარჯობა.-მშვიდი ტონით მიესალმა შეყვარებულის ძმას და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. -გაგიმარჯოს.-ცივად დახედა მის ხელს და მერე მზერა ისევ ლუკაზე გადაიტანა. -მგონი უნდა ხვდებოდე აქ რისთვის დაგიბარე. -დაახლოებით ვხვდები. -პირდაპირ საქმეზე გადავალ.-ხმის გასაწმენდად მსუბუქად ჩაახველა და მკაცრი მზერით აათვალიერა ლუკა.-შენგან მოვითხოვ რომ ნორმალური ახსნით,ზედმეტი სპექტაკლების გარეშე დაშორდე ჩემს დას. -მიზეზი?-ცინიკური ღიმილი მოეფინა სახეზე ლუკას. -რომელი გაინტერესებს?! -ბევრია? -მოდი ზედმეტ მამაკაცურობას მოეშვი და იყავი ის ვინც ხარ,ეს ერთი...და მეორე ჩემს სიმშვიდეს ნუ გამოსცდი. -ქავთარაძეებს სისხლში გაქვთ ღარიბების სიძულვილი,კიდევ კარგი კირა არ გგავთ. -კირა ნამდვილად განსხვავებული გოგოა,თან ძალიან კარგი. თუ ამდენს ხვდები,იმას რატომ ვერ ხვდები რომ ნარკომანი ტიპი მას არ იმსახურებს?! -ეგ...ეგ საიდან მოიტანე?-წამში აერია გამომეტყველება. -როგორ აგეშალა დაყენებული სიფათი!-ხმით ჩაეცინა გაბრიელს. -პატარა ქალაქში ვცხოვრობთ ლუკა,საბოლოოდ არაფერი იმალება. -ჰო? მგონი არის რაღაცები რაც მხედველობიდან გამოგრჩა. თან ამ ქალაქში კი არა,შენსავე ოჯახშია ერთი დიდი საიდუმლო,რომელიც დარწმუნებული ვარ არ იცი.-ცალყბა ღიმილით შესანიშნავად მოქმედებდა თორნიკეს ნერვებზე.-შენს დას ჰკითხე,იქნებ გითხრას.-რამდენჯერმე დაჰკრა გულზე ხელი თორნიკეს და თანამგზავრთან ერთად დატოვა ტერიტორია. -ნაბი*ვარი!-ფეხი მიჰკრა მოზრდილ ქვას. -გავარკვევთ,დაწყნარდი. -ცდილობს ჩემს დაში ეჭვი შემატანინოს.-გაცეცხლებული თვალებით გახედა იმ გზას სადაც რამდენიმე წამის წინ ლუკა მიდიოდა. **** მთელი დღე ოთახიდან არ გასულა,დილის მერე არც არაფერი უჭამია,არც წყალი დაულევია. მთელი დღე საწოლზე იწვა და არაფრის კეთებისგან უკვე გვერდები სტკიოდა. უამრავჯერ გაიხსენა მამამისის დამოკიდებულება,მერე ანდროს სიტყვები და ვერაფრით დააკავშირა ეს ორი რამ ერთმანეთთან. მერე ლუკა გაახსენდა,ღიმილს ჰგვრიდა მასთან დაკავშირებული თითოეული წუთის გახსენება და მიუხედავად იმისა რომ სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა არც თუ ისე სახარბიელოდ მაინც დიდი მონატრება იგრძნო მის მიმართ და საშინლად მოუნდა თუნდაც მისი ხმის გაგონება. ლუკა იმ წელს გაიცნო როცა სკოლას ამთავრებდა,მისი ახლადგადმოსული კლასელის უფროსი ძმა იყო. რამდენჯერმე თვალი ჰქონდა მოკრული ძმებისთვის მაგრამ გაცნობით,ვერც ერთხელ გაიცნო. როცა ნიკა მის კლასში გადავიდა ისიც გაიცნო და მისი ძმაც. მალევე დაუმეგობრდა ლუკას,ხშირად ხედავდა სკოლის ეზოში უმცროს ძმასთან ერთად. ხანდახან კირასაც შეხედავდა ხოლმე და გაუღიმებდა. მერე ნიკას დაბადების დღეზე უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და რაღაც ძაფები გაება მათ შორის. ერთმანეთს უფრო ხშირად ხედავდენ,დროსაც ერთად ატარებდნენ,საერთო წრეში მოექცნენ და მალევე დაწყვილდნენ. აგერ უკვე სამი წელი გავიდა რაც ერთად არიან და ერთი-ორჯერ თუ ექნებათ ნაჩხუბარი. გაბადრული წამოდგა საწოლიდან და საგულდაგულოდ დამალული,საბნებში გახვეული,ორნამენტებიანი სკივრი გადმოიღო კარადიდან. ისევ საწოლზე წამოჯდა და ღიმილით გახსნა ხის ყუთი. რამდენიმე მასთან დაკავშირებული ნივთი და სხვადასხვა ფერის ფოტო ამოალაგა და გაშალა საწოლზე. ეს ყუთი ლუკამ თავის მეოცე დაბადების დღეზე აჩუქა,უამრავი მოგონებითაა სავსე და ვფიქრობ მოგეწონებაო. იშვიათად ხსნიდა,თითქოს არ უნდოდა იმ ემოციების ხშირად გამეორება და გახუნება რასაც მისი ნახვისას განიცდიდა. აციმციმებული თვალებით ათვალიერებდა ფოტოებს და გონებაში აცოცხლებდა კადრებს. მერე მამამისის შინ დაბრუნების ხმა გაიგონა და სწრაფად ჩააბრუნა ყველაფერი სკივრში,სკივრი კი საწოლის ქვეშ შეაცურა და საწოლზე წამოკოტრიალდა. რამდენიმე წამში ოთახის კარი გაიღო და ლევანის სილუეტიც გამოჩნდა. -რამდენჯერ გამოხვედი დღეს ოთახიდან? -არც ერთხელ.-ცივად გასცა პასუხი,ლაპარაკის სურვილის არქონის მიუხედავად. -კარგი გოგო ხარ. -მადლობა.-ცივად გაუღიმა კაცს და თავი სხვა მხარეს მიატრიალდა. ლევანიც უხმოდ წამოდგა საწოლიდან,ოთახიდან გავიდა და კარიც საგულდაგულოდ გადაკეტა. ნესტოებდაბერილმა გახედა ყავისფერ კარს და ნერვებმოშლილმა რამდენჯერმე დასცხო ხელი საწოლს. -რამდენ ხანს გეყოლები ასე?! კარგი გოგო ვყოფილვარ... *** -მალე ათი საათი გახდება და მგონი ჯობია წავიდეთ.-ნაზად დაადო შეყვარებულს მხარზე თავი. -შორიდან მოვლა არ არის საჭირო,პირდაპირ მითხარი რომ ჩემი მოშორება გინდა. -ანდრო,კარგი რა! ყველაზე მეტად რაც მინდა შენს გვერდით ყოფნაა და შენ ეს კარგად იცი!- წარბებშეჭმუხნულმა ახედა ბიჭს. -ჰოო?! მე არაფერი მსმენია ამის შესახებ თორემ აუცილებლად გთხოვდი ცოლობას.-ღიმილით ჩამოუსვა თმაზე ხელი. -ეგ არ მიგულისხმია,მაგრამ თანახმა ვარ. -ეს ახლა იკეკლუცე?!-გაეცინა ანდრიას. -ნუ ცდილობ ჩემს დაკომპლექსებას! -რამდენი შვილი გვეყოლება? -მაქსიმუმ ოთხი.-სიწითლე შეეპარა ნუცას ლოყებს. -მეტი ვერა?-იცოდა როგორ მოქმედებდა გოგოზე ეს თემა და სპეციალურად განაგრძობდა კითხვების დასმას. -ო,ანდროო!-მორცხვი ღიმილით გახედა შეყვარებულს. -ჰო კარგი,ნუ გაპომიდვრდები!-სიცილით წამოდგა ფეხზე,ნუცაც წამოაყენა და ხელჩაკიდებულნი გაუდგნენ ნუცას სახლისკენ მიმავალ,შედარებით გრძელ გზას. -ყოველთვის ამ გზით რატომ მიგყავარ? -შენც კარგად იცი რომ ეს გზა უფრო გრძელია. -მერე?! -მერე ის რომ ნუცასთან ერთად უფრო დიდხანს ვიქნები.-ნაზად აკოცა ლოყაზე. -ანდრია დაგვინახავენ!-დაჭყეტილი თვალებით მოათვალიერა გარემო ნუცამ და ანდრიას მკლავზე უჩქმიტა. ***** სახლში გაღიზიანებული დაბრუნდა,არც ერთს მისალმებია პირდაპირ კირას ოთახისკენ დაიძრა. კარი ჩაკეტილი დახვდა და მაშინვე ბრახუნი ატეხა. -გააღეთ ეს დაწყევლილი კარი!-იღრიალა მთელ ხმაზე და ეზოში შეგროვილნი მაშინვე ზემოთ ავიდნენ. -თორნიკე რა ხდება შვილო?-შეშინებული უყურებდა ნანა უფროს შვილს. -დროზე გააღეთ ეს კარი,კირას უნდა დაველაპარაკო! -იტყვი რა ხდება?!-ხმას აუწია ლევანმაც. -გააღებთ თუ ჩამოვიღო?-ვერ ცხრებოდა ბიჭი. -აჰა!-გასაღები გაუწოდა შვილს და ოთახში შევარდნილს უკან გაჰყვა მაგრამ თორნიკემ ყველა უკან გააბრუნა. -მარტო დაგვტოვეთ!-ცხვირწინ მიუხურა კარები ოჯახის წევრებს და გაკვურვებულ დას თავზე წამოადგა. -რა ხდება თორნიკე,კარგად ხარ? -არა,არ ვარ! ხომ გკითხე რა უნდა ვიცოდე შენსა და შენს შეყვარებულთან დაკავშირებული მეთქი? და რა მიპასუხე?! არაფერიო! -ჰო...ისეთი არაფერი ყოფილა და მაგიტომ.-დაბნეული აცეცებდა თვალებს. -ნუ მატყუებ!-კბილებს შორის გამოსცრა განრისხებულმა. -ვაიმე,არაფერია მეთქი!-გაბრაზდა კირაც.-ან რა კითხვებია?! დაგიჯდე აქ უფროს ძმას და დაქალივით გეჭორავო ჩემი შეყვარებულის შესახებ? -წესიერად ილაპარაკე! და ჰო,ყველაფერი უნდა მითხრა! -მომეშვი რა,საერთოდ თავი დამანებეთ ყველამ კარგი? ხომ გამომკეტეთ ოთხ კედელში,ჰოდა აქ მაინც ნუ მივარდებით,დამასვენეთ! რას ითხოვთ ბოლოს და ბოლოს ჩემგან?! უკვე ზდრასრული ადამიანი ვარ,მაქვს უფლება თავად მივიღო გადაწყვეტილებები! ეს ჩემი ცხოვრებაა,ჩემი,გაიგე? მე მგონი არც ერთის ცხოვრებაში არ ვერევი მაგ დონეზე და ვიცი სად გადის ზღვარი,თქვენგანაც მხოლოდ ამას ვითხოვ! -ღმერთო,მომეცი მოთმინება!-სახეზე ნერვულად ჩამოისვა ხელი. -გასაგებია რომ შენ ძმა ხარ,ის მამაჩემია,მაგრამ არ გაქვთ უფლება რომ ჩემს პირად ცხოვრებაში ჩერიოთ,იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე მეკუთვნის! არ მაინტერესებს თქვენი უაზრო წესები და შეიგნეთ! არ ვგავარ არც ერთ თქვენს წინაპარს და არც სურვილი მაქვს რომ ვინმეს მხარს ამოფარებული ვიყო! შეცდომებსაც დავუშვებ,ხშირადაც წავიქცევი,კისერსაც მოვიტეხ მაგრამ თავადვე წამოვდგები ფეხზე! არ მინდა თქვენი გაკვალული გზით სიარული,მინდა რომ თავად დავაგროვო გამოცდილება,თავად ვისწავლო ცხოვრების გაკვეთილებიდან რა არის სწორი და რა არასწორი,და არა თქვენი ლექციებიდან! მე ცხოვრება მინდა გაიგე? ერთადერთი რამაა რასაც თქვენგან ვითხოვ,მაცადეთ ისე ვიცხოვრო როგორც მინდა! -კარგი.-ერთადერთი სიტყვა ამოუშვა პირიდან,მეტი არც არაფერი ჰქონდა სათქმელი. დამშვიდებული გამოვიდა ოთახიდან და მომლოდინე ოჯახის წევრების მზერას გვერდი აუარა. -ამოიღებ დღეს ხმას თუ არა?-მოთმინება ამოეწურა ოჯახის უფროსს. -რატომ გყავს შიგნით ჩაკეტილი? თუთიყუშია გალიაში რომ გამოკეტო?! საერთოდ რას ითხოვ ჩვენგან? მთელი ცხოვრებაა შენი წესებით გვაცხოვრებ,მთელი ბავშვობა შენი წესების დაცვაში გავატარეთ მეც და ჩემმა და-ძმამაც. უამრავჯერ სცადე გაბრიელისგან ჩამოგეშორებინე,რა აღარ თქვი იმ ბიჭზე მაგრამ შედეგად რა მიიღე? მხოლოდ ის,რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი ჩემს სახლში არ მოდის. რამდენადაც ჩვენს დაცვას ცდილობ იმდენად დიდ სურვილს გვიჩენ შეცდომების დაშვებისას. მამა,ოცდარვა წლის ვარ და მაინც ცდილობ ჩემს ცხოვრებაში ჩაერიო,მაგრამ ეს ასე არ ხდება! შენი შვილების არ გესმის,მაგრამ თავად ითხოვ რომ გაგიგონ და მიიღონ ყველაფერი რასაც შენ იტყვი და დააწესებ. შენს ქალიშვილს თავისუფლება სურს,შენ კი მას ოთახში კეტავ. რატომ? არ ენდობი? შენს თვალწინ გაზრდილ გოგოში ეჭვი შეგაქვს? თავისუფლება შესაძლოა შენთვის პირდაპირ მრუშობასთან კავშირდება მაგრამ არა,ის არასდროს გახდება მასეთი! არც კი იცნობ მას,არასდროს გილაპარაკია მასთან ისე როგორც მამა უნდა ელაპარაკებოდეს ქალიშვილს. მხოლოდ შენს სურვილებს უზიარებდი,მხოლოდ იმას უზიარებდი რაც შენ შენმა მშობლებმა გადმოგცეს,მაგრამ არასდროს გიკითხავს რა უნდოდა მას,როგორ იყო,რა უხაროდა,რა სწყინდა... ყოველთვის გვასწავლიდი რომ კარგი ადამიანები უნდა გვყვარებოდა და ჩვენც კარგები უნდა ვყოფილიყავით,მაგრამ არასდროს განგიმარტავს რას ნიშნავს იყო კარგი ადამიანი. მან უკვე დაუშვა უდიდესი შეცდომა და ეს შეცდომა ზუსტად ადამიანის შეყვარებას უკავშირდება. საყვარელი ადამიანის შერჩევისას შეეშალა და შეიყვარა ის ვინც მას არ იმსახურებს. კარგი,დასჯი,ოთახიდან არ გაუშვებ მაგრამ გგონია თუ მოინდომებს ვერ გაიპარება? იცი რა მოხდება როცა თავისი შეყვარებული მოენატრება? ადგება,გაიპარება და ჩუმად იქორწინებს მასზე,რომ შენი ტყვეობიდან თავი დააღწიოს. გაუღე კარი და გამოუშვი,გაუღიმე,ჩაეხუტე,დაელაპარაკე. კარგი,გასაგებია რომ გიყვარვართ,მაგრამ ისე ნუ გვექცევი თითქოს სამი წლის ბავშვები ვიყოთ და ვერაფერს ვხვდებოდეთ. -დაუძახე,გამოვიდეს.-ჩაწითლებული თვალებით გახედა ატირებულ ცოლს.-მიდი ქალო! ათრთოლებული ქალი დაუკაკუნებლად შევიდა კირას ოთახში. -გეძახის.-მხოლოდ ეს უთხრა და ისევ უკან გაბრუნდა,კირაც მაშინვე აედევნა დედას. -აქ მოდი.-კიბეებზე ჩასულ ქალიშვილს უხმო ლევანმა,ისიც უსიტყვოდ დაუდგა წინ.-როგორია მამაშენი? -ჩემი შვილებისთვის უკეთესს ვისურვებდი.-ძლივს,მაგრამ მაინც გაუსწორა მზერა მამამისს. -ჩემგან გაქცევა გინდათ?-ორივე შვილს გადახედა.-წადით,არავინ გაკავებთ! -ლევან,რას ამბობ?-ხმას ვერ იმორჩილებდა ატირებული ნანა. -თუ კი ვერ მიტანენ,თუ კი ამდენი ზიზღი აქვთ ჩემს მიმართ დაგროვილი რატომ უნდა მიყურონ ყოველ დღე სახეში? წადით! მომშორდით,წადით! -ლევან,არ გინდა. ყველანი განერვიულებულები ხართ,რომ დაწყნარდებით მერე ილაპარაკეთ,ჰა?! ან საერთოდ დავხუროთ ეს თემა,როგორ შეიძლება ოჯახის ერთი წევრი მეორეს აგდებდეს?! ადით ზემოთ,თქვენც დაფიქრდით და მამათქვენიც დაწყნარდება. -საკმარისია! რა მასკარადი გამიმართეთ აქ?-ხმა ამოიღო ბებიამ.-სულ ხომ არ გადაირიეთ? რა სიტყვები მოვისმინე? გადაწყვიტეთ ჭკუიდან შემშალოთ ამხელა ქალი? ესაა თქვენი სიყვარულით ნაშენები ოჯახი? სასწრაფოდ წადით თქვენს ოთახებში და დილამდე ერთმანეთს არ გადაეყაროთ. ერთმანეთისგან გათავისუფლება მომინდომეს! თორნიკე შენც გეყოფა უკვე,სხვა დროს ვილაპარაკებთ მაგაზე. **** საღამოს მთელი ოჯახი ტელევიზორის წინ მოკალათებულიყვნენ და მთელი ინტერესით უცქერდნენ საინფორმაციო გამოშვებას. ოთახიდან ნინოც გამოვიდა,ტელევიზორი გათიშა და შვილების ყურადღება მიიპყრო. -აქეთ გადმოდით.-თავით ანიშნა მრგვალი მაგიდისკენ და ერთ-ერთ სკამზე ჩამომჯდარი დაელოდა როდის გადაბარგდებოდნენ შვილები. რამდენიმე წამში სამივე მის წინ იჯდა და დამრგვალებული თვალებით შესცქეროდნენ ერთდროულად დანაღვლიანებულ და ანერვიულებულ დედას. თხელი ხელები უთრთოდა და თითებს ერთმანეთში ხლართავდა. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და სანამ კითხვას დაუსვამდნენ იქამდე წამოიწყო საუბარი.-კარგად იცით, მარტივი ცხოვრება არ გვქონია,არ გქონიათ ისეთი უდარდელი ბავშვობა როგორიც უნდა გქონოდათ.თქვენ ადრე დაობლდით,მე კი დავქვრივდი,მაგრამ არავისთვის დამიხრია თავი,არავისთვის წამირთმევია, და არავის უთქვამს ჩვენზე ცუდი რამ. რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ჩვენი წარსული,რამდენი უბედურებაც არ უნდა გვქონდეს ჩვენ გამოვლილი,ყველაფერმა ამან ჩვენ ძლიერებად გვაქცია,ბევრი რამ გვასწავლა და რაც მთავარია ერთმანეთის ფასი გაგვაგებინა. მე ვიცი ჩემი ვაჟების და ქალიშვილის ფასი,ვიცი რამდენს ვნიშნავ მე მათთვის,როგორ პატივს სცემენ ჩემს აზრს და ყოველთვის ვახსოვარ,სადაც არ უნდა ვიყო,როგორც არ უნდა ვიყო... ერთ დღეს მეც ჩავალაგებ ჩემს ჩემოდანს და წავალ მამათქვენთან,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ ერთმანეთი უნდა დაკარგოთ. -დედა,ისე რატომ ლაპარაკობ თითქოს გვემშვიდობები?-შიშნარევი მზერით შეათვალიერა დედის უჩვეულოდ თეთრი სახე. -ბოლომდე მომისმინეთ,მარიამ. მჯერა თქვენი და ვიცი რომ მუდამ ერთმუშტად იქნებით შეკრულნი. მარიამ,რაც არ უნდა მოხდეს,არაფრის შეგეშინდეს,მე თუ შენს გვერდით არ ვიქნები,შენთან შენი ძმები იქნებიან და ისინი აუცილებლად დაგიდგებიან გვერდში. საბა,ვიცი შენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ ოჯახის შექმნისთვის,ამიტომ,მე თუ შენს გვერდით არ ვიქნები მაშინ როცა შენ ვინმეს იმის ღირსად ჩათვლი რომ მთელი ცხოვრება შენს გვერდით გაატაროს,გაბრიელი აუცილებლად იქნება შენს გვერდით,ის გამოგყვება გოგოს ხელის სათხოვნელად და საუკეთესო ძმობას გაგიწევს. შენ კი ისედაც ყველაფერი იცი ჩემო ბიჭო.-შვილის ძლიერ ხელს ჩასჭიდა თავისი.-წასვლამდე მხოლოდ ის მინდა ვნახო როგორი ბედნიერი იქნები მაშინ,როცა შენი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს თეთრი კაბით შემოიყვან ამ სახლში. არ ვიცი იცით თუ არა,მაგრამ დედათქვენი ძალიან ცუდადაა და დიდი დრო არ დარჩენია,შვილებო. მაგრამ თქვენ ნუ იდარდებთ,-ნაზად შეუმშრალა ცრემლები მარიამს.-ასე უნდა ღმერთს და ასეც იქნება. მე არ ვდარდობ,მიჭირს თქვენთან განშორება,მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. ყველაფერი წარმავალია,მათ შორის ადამიანის ხორციც. მხოლოდ სული რჩება მარად და იმ სულით მე აუცილებლად თქვენთან ვიქნები. -დედაა!-ატირებული მივარდა მარიამი.-ექიმთან წავიდეთ დედიკო,გიშველიან,გთხოვ... -ნუ იდარდებ მეთქი. ჩემო ლამაზო,-ფრთხილად ააწევინა თავი და თვალებში ჩახედა.-ჯერ შენთან ვარ,ნუ გეშინია,ეს იმიტომ გითხარით რომ მზად იყოთ. -ნუ ამბობ ასე რა!-წარბები შეკრა საბამ. -ნუ დასტირით ქალს,ცოცხალია!-მკაცრად თქვა გაბრიელმა და თვალების ცეცება დაიწყო. ვერ შეხედავდა დედამისს,ვერც და-ძმას გაუსწორებდა თვალს,ვერავის აჩვენებდა რომ გაბრიელს ცხოვრებაში პირველად,ძალიან ეშინია. ******* ის დღე იყო და ის დღე ქავთარაძეების ოჯახში. იმ გულწრფელი საღამოს შემდეგ არც ერთხელ შეკრებილა ოჯახი სრული შემადგენლობით. კირა ისევ ოთახში ჩაიკეტა,მაგრამ ამჯერად კარი შიგნიდან იყო ჩარაზული. დანაღვლიანებული და ქმარ-შვილს შორის ორად გახლეჩილი ნანა,კირას ოთახის ფანჯარასთან ტოვებდა ლანგრით საჭმელს რომელიც ნახევარჯერ ისევ ხელუხლებელი ხვდებოდა. თორნიკე მამამისს მხოლოდ უნივერსიტეტის საქმეზე თუ ეტყოდა ერთ-ორ სიტყვას, სხვა თემაზე საუბრის სურვილი არც ერთს ჰქონდა და არც მეორეს. თითქოს ოდნავ სირცხვილის გრძნობაც აწუხებდა და ყოველ ჯერზე,დიდი ძალისხმევის გაღება სჭირდებოდა რომ კაცისთვის თვალი გაესწორებინა. ბებია ამ ამბებზე ნერვიულობას ლამის გადაჰყვა,გადატანილი ინფარქტის შემდეგ ხშირად ავადმყოფობდა. ვერც ანდრო იყო ისეთი ხალისიანი,მიუხედავად იმისა რომ ოჯახოს არც ერთი წევრი ემდურებოდა,მაინც ყველას ეტყობოდა უგუნებობა და მასაც ედებოდა.ვეღარც ტყუპისცალს ხედავდა და ეხუტებოდა,რამდენჯერაც ოთახში შესვლა სცადა იმდენჯერვე გამობრუნდა უკან. აღარც ლუკასგან ისმოდა რამე,დიდად არც სურვილი ჰქონდა მისი ნახვის,მაგრამ მონატრება მაინც მოსდებოდა მთელ სხეულზე. რამდენჯერმე გავიდა მისი ოთახიდან ხან ტირილის ხმა,ხან რაღაცის მსხვრევის,მაგრამ მისი სახე არავის უნახავს. რამდენჯერმე დადგა ლევანი ქალიშვილის ოთახის კართან,მაგრამ ვერაფრით ახერხებდა დაკაკუნებას,რაღაც აჩერებდა,უკან დახევას აიძულებდა. აღარ ახსოვდა უკვე მერამდენე დღეს ითვლიდა მისი მზერის გარეშე,ცოლს რომ უხმო და კირას საყვარელი სასუსნავის მომზადება სთხოვა. -კი მაგრამ შენ ხომ ტკბილეული არ გიყვარს?!-გაუკვირდა ნანას. -ჩემთვის არა,მისთვის მინდა. -ყოყმანის შემდეგ,მაინც გაანდო ცოლს სურვილი. -აზრი არ აქვს,წუხელ დავუტოვე ფანჯარასთან მაგრამ დღეს დილით ისევ ხელუხლებელი დამხვდა.-დარდი ამოაყოლა სიტყვებს შეწუხებულმა დედამ. -არაუშავს,მე მივუტან. -ლევან,შერიგება გინდა?-თვალები გაუბრწყინდა. -უბრალოდ მინდა დაველაპარაკო. -კარგი,მოვამზადებ და მოგიტან. -კარგი.-სამზარეულოდან გასვლა დააპირა მაგარამ ღია კარიდან მობრუნდა და ცოლს მიაჩერდა.-მართლა ძალიან ცუდი მამა ვარ? -არ ხარ,ლევან. -აბა ჩემი შვილები ასე რატომ ამბობენ? -ამბობენ იმიტომ რომ გაბრაზებულები არიან,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მართლა ასე ფიქრობენ. ისაუბრებთ და ნახავ,ყველაფერი ძველებურად იქნება. *** დაახლოებით ერთ საათში ყველაფერი მზად ჰქონდა,პატარა ტორტიც შესანიშნავად გამოიყურებოდა,სამი ცალი ცოცხალი მარწყვი დააწყო ტორტზე და ლანგრით ხელდამშვენებული გავიდა ქმართან. -მზადაა,შეგიძლია აუტანო. ლევანმა უსიტყვოდ გამოართვა ვერცხლისფერი ლანგარი და კიბეებს ფრთხილად აუყვა.ყურებამდე გახსნილი პირით გააყოლა ნანამ მზერა და თვალები სიხარულის ცრემლით აევსო. კიბის ბოლოში შედგა ლევანი და რამდენიმე ნაბიჯში კირას ოთახის წინ გაჩნდა. რამდენჯერმე დააკაკუნა და ცოტა ხანში შვილის მისუსტებული ხმაც გაიგო. -არ მინდა. -რა არ გინდა,შვილო? -მამა?!-აშკარად იგრძნობოდა გაკვირვება გოგოს ხმაში. -არც მე შემომიშვებ?-რამდენიმე წუთი ელოდა პასუხს,მერე შუბლით ხის კარს მიეყრდნო და ამოიხვნეშა.-ვილაპარაკოთ შვილო,როდემდე უნდა იყო მანდ?! კარის მეორე მხრიდან რაღაც ხმები გაისმა,ალბათ რაღაცას ალაგებდა ან მალავდა,მერე კი საკეტი გადასწია და ფრთხილად გააღო კარი. ლევანმა ჯერ გაფართოებული თვალებით შეათვალიერა ქალიშვილი,მერე კი ისედაც ღია,ცისფერი თვალები კიდევ უფრო გაუფერმკრთალა ცრემლმა. ისედაც გამხდარი გოგო კიდევ უფრო ჩამოსუსტებულიყო,თვალები ჩამუქებოდა,თმა მოუწესრიგებლად ეყარა მხრებზე,სახეზე კი დაღლილობა ეტყობოდა. ოდნავ მოჭუტული თვალებით უცქერდა შეცბუნებულ მამას და დამალვის სურვილი უათასმაგდებოდა. -არ შემოხვალ? -ჰო,შევიდეთ.-ძლივს გადაყლაპა ნერწყვი და ოთახში შებრუნებულ შვილს სუნთქვაშეკრული შეჰყვას. კირას ოთახი უჩვეულოდ არეული იყო. იქით-აქეთ მიყრილ ნივთებზეც კი მტვრის ფენა გადაკრულიყო. სარკესთან რაღაცის ნამსხვრევები ეყარა,საწოლთან კი ნახევრად დამწვარი ფოტოები. კედელზე გაკრული,დიდი ზომის საოჯახო სურათიც ჩამოეხია. -თუ გინდა შენც დაჯექი.-არეულ საწოლზე ჩამოჯდა გოგო.ლევანმა ლანგარი დაბალ მაგიდაზე დადო და კირას გვერდით ჩამოჯდა. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მამა-შვილს შორის უზარმაზარი უხერხულობის განცდა ჩამოწვა,არ იცოდნენ რა უნდა ეთქვათ,რისი თქმის უფლება ჰქონდათ და რისი არა. -შვილო.-გოგოს გამხდარი მტევანი თავისაში მოიქცია და საწოლზე უკეთესად მოთავსდა.-აქ ნუღარ დარჩები,გთხოვ! შეხედე როგორი ხარ,ჯერ ამისთვის ძალიან ახალგაზრდა ხარ. -შენ არ გინდოდა ჩემი აქ ყოფნა? ჰოდა აღარ გიწევ წინააღდმეგობას,ხომ ხედავ? -სწორედ ეგაა მოსვენებას რომ არ მაძლევს. არავინ მეწინააღმდეგება,არავინ მიბღვერს შენსავით. -კარგი რა. -შვილო...ბოდიში. მართალი ხარ,თორნიკეც მართალია. მე უბრალოდ...არც ვიცი რითი გავიმართლო თავი. მშობლისთვის შვილები ყოველთვის პატარები არიან. ასეა,თქვენ გაიზარდეთ მაგრამ ჩემს თვალში ისევ ისეთი დაუცველები ჩანხართ. ვიცი არასწორია,მაგრამ ვერ ვხვდებოდი თუ თქვენ ასე თავს გაზიზღებდით. -მამა,როგორ შეიძლება ჩვენ გვეზიზღებოდე?! -ასე გამზარდეს და მე ასეთი ვარ. შეიძლება ახალ თაობაში გაჩნდა ის მისწრაფება რომ მშობლებისგან დამოუკიდებლად მართოთ თქვენი ცხოვრება,მაგრამ ეს ჩემთვის ასეთი მარტივი გასაგები ვერ იქნება. ოცდაათ წლამდე,სანამ მამაჩემი ხელიდან გამომეცლებოდა მის რჩევებს და სურვილებს ვაყენებდი ყველაზე წინ. ბევრჯერ მითქვამს უარი ჩემს სურვილებზე,ოღონდ მისი კმაყოფილი და ამაყი თვალები დამენახა. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის რომ მას თავზე ხელი გადაესვა ან მხარზე დაეკრა ხელი და ეთქვა ჩემი ლომი ხარო. ასე გავიზარდე,ერთადერთი მიზანი მქონდა ცხორებაში და ეს მამაჩემის სიყვარულის დამსახურება იყო. მეგონა შვილის მოვალეობა ეგ იყო, მშობლების სიყვარულისთვის ბრძოლა,მაგრამ როგორ შევმცდარვარ... ბოდიში ჩემო გოგო,მაგრამ ჩემთვის არ უსწავლებიათ რომ მშობლების სიყვარული უანგაროა და რაც არ უნდა მოხდეს მათ ყოველთვის უყვართ შვილები,არავის უსწავლებია რომ მშობლების სიყვარულს დამსახურება არ სჭირდება და ის იმ წამიდანვე ჩნდება როცა შვილი ქვეყანას მოევლინება. მეგონა სიყვარული იქამდე არ უნდა გამომეხატა სანამ რამე ისეთს არ გააკეთებდით რომ თქვენით მეამაყა,მეგონა თუ ხშირად შეგაქებდით,ხშირად მოგეფერებოდით ჩემს სიტყვას ფასი დაეკარგებოდა. იცი როგორი გრძნობაა,როცა შენი შვილი შენს გამო მშიერია?როცა იცი რომ შენს გამო სევდიანია,დარდიანია,ცრემლიანია... ჩემს ბოდიშს მიიღებ?-ტორტი გაუწოდა და ამღვრეული თვალებით მიაჩერდა აქვითინებულ ქალიშვილის. -მამა...-ტორტი ისევ მაგიდაზე დააბრუნებინა და მთელი ძალით მოჰხვია მკლავები მამას.-ჩემო მამიკო!-ტირილს კიდევ უფრო უმატა როცა იგრძნო რომ კაციც ატირდა. ლევან ქავთარაძე ბოდიშს იხდიდა და ცრემლებს ვეღარსად მალავდა. მოულოდნელად კირამ ტირილი შეწყვიტა და მამის კისერზე შემოხვეული მკლავები ძირს ჩამოეყარა,თვითინაც ოდნავ დამძიმდა და უგონოდ გადააგდო კისერი. -კირა,და დაგემართა შვილო?!-მთელი ძალით აჯანჯღარებდა და სახეზე მსუბუქად უტყაპუნებდა ხელს.-ნანაა! ნანა აქ მოდი,დამეხმარეთ!-სანამ მის ხმას გაიგებდნენ,შვილის უსულო სხეული ხელში აიტაცა და გარეთ გავარდა.-ექიმი მოიყვანეთ,სასწრაფოდ!-მთელ ხმაზე ღრიალებდა კაცი. ******** -რა უნდა ვქნათ,ლევან?-ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა თვალცრემლიანი ნანა. -დაწყნარდი დედა,კარგად იქნება.-ამაოდ ცდილობდნენ მის დამშვიდებას ბიჭები. -ჩემ გამო რომ რამე დაემართოს, საკუთარ თავს არასდროს ვაპატიებ. -რით ვერ გამოვიდა ეს ექიმიც,რა!-წარბები შეკრა ანდრიამ და თითები ჰაერში გაშალა. დაახლოებით ნახევარ საათში საავდმყოფოს შენობიდან ექიმი გამოვიდა და ქავთარაძეების წინაშე წარსდგა. -რა დაემართა? როგორ არის? -დამშვიდდით ბატონო ლევან,ყველაფერს მოგახსენებთ. ახლა დამამშვიდებელი გავუკეთეთ და სძინავს,ყველაფერი ნერვიულობის და გადაღლილობის ბრალია. ალბათ ნორმალურადაც არ იკვებება,რადგან ჰემოგლობინი ძალიან დაბალი აქვს. -სერიოზული ხომ არაფერია?-შიში არ შორდებოდა ნანას ხმას. -სერიოზული ის არის რომ თქვენი ქალიშვილი ორსულადაა. -რ...როგორ ექიმო? როგორ თუ ორსულადაა?-თვალებს აცეცებდა დაბნეული ლევანი. -ნაყოფი ჯერ ძალიან პატარაა,ამიტომ კირას კვების და ძილის რეჟიმს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ,წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვის შენარჩუნებას ვერ შევძლებთ! ამაღამ აქ დავტოვოთ,გადასხმას გავუკეთებთ,ხვალ დილით კი წამლებს გამოგიწერთ რომ დედაც და ბავშვიც მალე მოღონიერდნენ.გამოჯანმრთელებას გისურვებთ!-ღიმილით გაეცალა კაცი ენაჩავარდნილებს და შენობაში დაბრუნდა. -რა თქვა ამ თეთრხალათიანმა? ჩემი შვილი,ჩემი გოგო ორსულადაა? -ლევან დავმშვიდდეთ და მერე ვისაუბროთ გთხოვ. -არც კი ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს,თქვენ რას ფიქრობთ ბიჭებო?-უაზრო მზერით გადახედა დაბნეულ შვილებს. -ბიძა ვხდები!-სიცილი აუტყდა ანდრიას.-რა რეაქცია უნდა გქონდეს მამა,პირველი შვილიშვილი შენი გოგოსგან გეყოლება! ახალი წევრი გვეყოლება,პატარა,საყვარელი... -შენც იცი რომ ასე მარტივად არ არის საქმე!-კბილებსშორის გამოსცრა ლევანმა.-მე მას ვენდობოდი,პატიოსნებას ვასწავლიდი და ახლა ვის შვილს დაატარებს მუცლით?!-ხმას აუწია კაცმა. -ლევან დაწყნარდი,ხალხი გიყურებს!-მის დაწყნარებას ცდილობდა ნანა. -მომშორდი! ამ ოჯახში არეულობები არ სრულდება! როცა მეგონა აქაურობისკენ მობრუნდა,მეც შემირიგდება მეთქი ახალი თავსატეხი გამოჩხრიკა! ეს გოგო ნამდვილი შავი ჭირია!-მოულოდნელად მისი მრისხანება სადღაც გაქრა და სიცილი აუტყდა.-არ არის ეს გოგო ნორმალური,არა! როგორ გავბრაზდე? როგორ გაუბრაზდე ორსულად რატომ ხარ მეთქი? ნანა მითხარი,რა უნდა შენს შვილს ჩემგან?! მითხარი რა უნდა გავაკეთო როცა გაიღვიძებს? მივიდა და თავზე გადავუსვა ხელი,ყოჩაღ ჩემო ლამაზო,ნამდვილად დასაფასებელია ქორწინების გარეშე რომ დაორსულდი მეთქი? ლამის ჩემი შვილის და მისი შვილის სიკვდილის მიზეზი გავხდი...როგორ მოვიქცე,გზა მიჩვენეთ ვინმემ. -კირა იქორწინებს!-მთელი სიმტკიცით თქვა თორნიკემ. -რა?-წარბშეკრული მიუბრუნდა ანდრია. -რაც გაიგეთ! ასე უბრალოდ იმ ნაბი*ვრის შვილს ვერ გავზრდით,ვერც ბავშვს მოვკლავთ,ვერც ოჯახის სახელს შევლახავთ იმ ნარკომანი იდიოტის გამო,ამიტომ კირა იქორწინებს. -ვინ არის ბავშვის მამა? ან შენ საიდან იცი?-წარბები აქაჩა ლევანმა. -ვკითხე და მითხრა,ზოგჯერ უბრალო ლაპარაკითაც შეიძლება ადამიანებთან ურთიერთობა. -მეგონა ეგ თემა დავხურეთ!-ამოისისინა კაცმა. -შენი შვილიშვილის მამა ლუკა ჩიხლაძეა. გაინტერესბს რას წარმოადგენს? არაფერს! უბრალოდ კარგად შენიღბული,ჩამპალი ნარკომანია. -მთავაზობ რომ ჩემი შვილი არარაობაზე დავაქორწინო? -შენი აზრით როცა ეგ ს*რი ბავშვის შესახებ გაიგებს აქ გაჩერდება?! ისე აორთქლდება,კვალსაც ვერსად ვიპოვით. -ორსული ქალი ვის რად უნდა საცოლედ? -ჰო და სანამ მუცელი გაებერება იქამდე იქორწინებს.-წამში გადაჭრა პრობლემა თორნიკემ. -თქვენ ჩემს შვილზე საუბრობთ თუ გასაყიდ საქონოლზე?-გაბრაზდა ნანა.-რა უფლება გაქვს, მითხარი ვინ ხარ შენ რომ კირას გათხოვების საკითხს წყვეტ? -გულზე დასცხო ბიჭს მუშტი.-შენი და ასეთი უმნიშვნელოა შენთვის,რომ ერთი ხელის მოსმით უნგრევ ცხოვრებას? -მე კი არა,თვითონ დაინგრია ცხოვრება,მაშინ როცა იმ იდიოტს შეერწყა!-კბილებს შორის გამოსცრა თორნიკემ და სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული დედისგან სილა რომ მიიღო. -შენს დაზე ასე საუბარი აღარასდროს გაბედო,ეს შენ არ გიხდება! -კარგად დაფიქრდით.-ლოყაზე ჩამოისვა ხელი და ოჯახს მოშორდა. ***** რამდენჯერმე,ხანგრძლივად დააჭირა ზარის ღილაკს თითი და დაელოდა როდის გაუღებდნენ კარს. -თორნიკე?!-კარი გაუღო ნინომ.-ხომ კარგად ხართ შვილო,რამე პრობლემა ხომ არ გაქვს? -არა ნინო დეიდა,გაბრიელს უთხარი გამოვიდეს რა! -ნამდვილად კარგად ხარ?-ეჭვით შეათვალიერა ქალმა. -კარგად ვარ,კარგად.-გაუცინა და თავი დაუქნია. -კარგი,დავუძახებ.-კარი ღია დატოვა,თვითონ კი სახლში შევიდა. რამდენიმე წუთში კარში გაბრიელი გამოჩნდა და ბავშვობის მეგობარი დაკვირვებით შეათვალიერა. -რა ხდება,ამ დროს რამ მოგიყვანა?! -წამოდი,სადმე დავლიოთ და თან მოგიყვები.-ღრმად ამოიხვნეშა ბიჭმა და გაბრიელთან ერთად გაუდგა მდინარისკენ მიმავალ გზას. გზად მაღაზიაში შეიარეს,ორ-ორი ბოთლი ლუდი იყიდეს და მდინარის ნაპირზე,მოზრდილ ლოდებზე ჩამოსხდნენ. რამდენმეცალი კენჭი წყლის ზედაპირზე გაასრიალა,მერე კი თავის ადგილს დაუბრუნდა და ცოტა ხანს,აზრების დასალაგებლად გაჩუმდა. -იტყვი ახლა?!-მოთმინება ამოეწურა გაბრიელს. -არც ვიცი საიდან დავიწყო. -საიდანაც გაგიხარდება,გისმენ. -კითხვებს ნუ დამისვამ ოღონდ. -მიდი,დაუშვი. -ამ საღამოს გავიგეთ რომ ჩემი და ორსულადაა. -მოიცა რანაირად?-სახე აეშალა ბიჭს.-იმ ნაბი*ვრისგან? -ხომ გითხარი კითხვები არ დამისვა მეთქი,გეტყვი ყველაფერს რაც ვიცი. -კარგი გისმენ.-თითები ერთმანეთში ახლართა და სმენა დაძაბა. -ჰო იმ ლუკასგანაა,აბა სხვა ვისგან იქნება?! მამაჩემს ვუთხარი კირა უნდა გავათხოვოთ მეთქი,მაგრამ დედაჩემი სასტიკი წინააღმდეგია. -ვისზე უნდა გაათხოვო ბიჭო,არ იცოდე მაინც რა ჩიტიცაა!-სხეული დაეჭიმა გაბრიელს. -ეგ რომც შემეხვეწოს მაინც არ გავაყოლებ ჩემს დას,თან ზუსტად ვიცი ბავშვის შესახებ რომ გაიგებს აორთქლდება. -იქნებ არ უნდა გაიგოს? -ეგ როგორ? ბავშვის მამაა,ის მაინც უნდა იცოდეს რომ შვილი ჰყავს. -მაშინ ყველაფერს გააკეთებს რომ კირა ცოლად მოიყვანოს. გაბრიელ,მას შენი და მართლა უყვარს! იქნებ ბავშვის ამბავი გაუხარდეს კიდეც... -კირა მაინც ეტყვის. -მაშინ ლუკამ უარი უნდა თქვას ბავშვზე. -გაბრიელ,რას ამბობ შეგიძლია გამარკვიო?! -სანამ ის იდიოტი კირას შეხვდება,იქამდე ჩვენ დაველაპარაკებით,მერე კირას შეხვდება და ეტყვის რომ ბავშვი არ უნდა. -ერთი მაგ ლუკას დედაც! მე კირას სახელზე ვღელავ. -მე მოვიყვან!-რამდენიმე წამიანი სიჩუმე გაბრიელმა დაარღვია. -რა? -კირას,ცოლად მე მოვიყვან. -არა ძმაო,ეგ როგორ შეიძლება? ჩემთვის ძმასავით ხარ... -შენთვის ვარ,კირასთვის არა. -სერიოზულად ამბობ? -კი,სერიოზულად ვამბობ.-თავი დაუკრა. -არ ვიცი გაბრიელ,ახლა ვერაფერზე ვფიქრობ. ჯერ თვითონ გაიღვიძოს,როგორ შეხვდება ამ ამბებს და მერე ყველამ ერთად ვისაუბროთ.-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი,მერე კი ლუდის ბოთლი მოიყუდა. ******** გონს რომ მოეგო პირველ რიგში უდიდესი თავის ტკივილი იგრძნო და ძლივს გახელილი თვალები ისევ დახუჭა. -დედა.-სუსტად ამოიკვნესა და სავარძელში მძინარე ქალიც წამში გამოფხიზლდა. -ჰო,ჩემო ლამაზო,გისმენ!-ქალიშვილის საწოლთან მიიჭრა და ნაზად ჩამოუსვა თმაზე ხელი. -აქ რატომ ვარ? -ნუ გეშინია,უბრალოდ წნევა დაგივარდა და გონება ამიტომ დაკარგე,დილით სახლში წავალთ. -მაშინ ცოტას კიდევ დავიძინებ. -როგორც გინდა დე,მე აქ ვარ.-შუბლზე აკოცა გოგოს და ისევ თავის ადგილზე დაბრუნდა. როცა კირას ჩაეძინა ლევანთან და ანდრიასთან გავიდა. -თქვენ წადით,მასთან მე დავრჩები,დილით მოგვაკითხეთ და წაგვიყვანეთ. -სად წავიდეთ,რამე რომ დაგჭირდეთ? -აღარაფერი დასჭირდება ანდრო,ნუ ღელავ.-ღიმილით ჩამოუსვა მკლავზე ხელი. -კარგი ბატონო,ხვალამდე. ***** სახლში დაბრუნებულებს ჩაფიქრებული თორნიკე დაუხვდათ ეზოში მდგარ მაგიდასთან მჯდომი. მათ დანახვაზე ფიქრებიდან გამოერკვა და ფეხზე წამოდგა. -თქვენ გელოდებოდით, ვილაპარაკოთ. -თუ აქ ჩემი დით ვაჭრობის თემის განსახილველად მეპატიჟები დიდი ბოდიში,მაგრამ ვერ შემოგიერთდებით. -დავსხდეთ.-თავის ადგილზე დაბრუნდა და მშვიდად დაელოდა მამა-შვილს. -გისმენ თორნიკე,რას ფიქრობ?-წინ ჩამოუჯდა ლევანი. -ანდრია,შენც მოდი. -მე ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი.-უარზე იყო ბიჭი. -ანდრო,მოდი შვილო,ის შენი დაცაა. -ა,ჩემი დაცაა?!-ცინიკურად ჩაიცინა.-რომელიმე აღიქვამთ ან დად,ან შვილად?! ვერც კი ხვდებით ახლა რაზე სასაუბროდ სხდებით! შესაძლოა ის თქვენ ნივთად მიგაჩნიათ,რომელსაც გრძნობები არ გააჩნია და სადაც არ უნდა დადო იქ დარჩება და იმ ადგილს მოერგება რომელსაც თქვენ მიუჩენთ,მაგრამ კირა ჩემთვის ნივთი არ არის,ის ჩემი სულის ნაწილია! ვერ მივცემ თავს იმის უფლებას რომ აქ დავჯდე და მის მაგივრად გადავწყვიტო მისი ბედნიერება-უბედურების საკითხი! მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით,კირა არ დაგემორჩილებათ. გაქცევაც რომ დასჭირდეს,ეჭვიც არ შეგეპაროთ რომ დავეხმარები! -კარგი,შენი ნებაა!-მხრები აიჩეჩა თორნიკემ და საბოლოოდ მიანება ანდრიასთან საუბარს თავი.-მამა,ეს კირას სჭირდება! წარმოიდგინე რა იარლიყს მიაკრავენ ახალგაზრდა გოგოს,რომელიც ჯერ კიდევ გაუთხოვარია და ცოტა ხანში მუცელი გაებერება. მას მეძავის სახელი ექნება,მის შვილს კი ნაბი*ვრის! კი,კირა ძლიერი გოგოა,ჩვენც მის გვერდით ვიქნებით და გაუძლებს,მაგრამ ბავშვი?! როცა ის გაიზრდება და მისი თანატოლები შეახსენებენ რომ უკანონო შვილია რას იგრძნობს? არც მე მინდა მის ცხოვრებაში ამდენად ჩარევა,მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ მისი სიყვარულის გამო ვაკეთებ. ჰო,ახლა მესმის შენი...ადამიანებს ზოგჯერ სიყვარულის გამო ისეთი რაღაცების კეთება გვიწევს რაც არ გვინდა. -არ ვიცი თორნიკე,საქმე უბრალო გოგოს არ ეხება,ის კირაა! არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება,მე კი არ მინდა ჩემი შვილი ძალით დავაქორწინო ვიღაც უცხოზე. -ვიღაც უცხოზე არა...გაბრიელს უნდა მისი ცოლად შერთვა.-სიფრთხილით შეაპარა მამამისს. -ვინ...ვინ გაბრიელს? იმ მკვ... -მამა!-ხმას აუწია თორნიკემ.-მას ამ სახელით ნუ მოიხსენიებ! -გინდა რომ ჩემი შვილი მკვლელზე დავაქორწინო? -შენ მითხარი,პატიოსანი მკვლელი ჯობია,რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვიცნობ თუ ნაბი*ვარი ნარკომანი,რომელიც არც კი ვიცით როდის რას გააკეთებს? -ღმერთმა დასწყევლოს,აღარ ვიცი როგორ მოვიქცე!-ხელებში ჩარგო თავი ლევანმა. ***** დაახლოეებით თორმეტ საათზე უკვე სახლში იყო და უცნაურად აფორიაქებულ ოჯახის წევრებს დაკვირვებით ადევნებდა თვალს. -საბოლოოდ ხმას ამოიღებთ? ყველას ისეთი სახე გაქვთ,გეგონება მოჩვენებას ხედავთ... -არაფერია,უბრალოდ დაღლილები ვართ.-თავი დაიძვრინა ნანამ. -ჰო,დაღლილები ვართ!-დინჯად ჩამოვიდა კიბეზე ანდრია და ყველას ყურადღება მიიპყრო.-ბოლო ორი დღეა იმდენს ვფიქრობთ,უკვე ფიზიკურადაც გვეტყობა დაღლილობა! -რამე სისულელე არ თქვა,ბიჭო! -არა,როგორ გეკადრებათ! რადგან ვერც ერთი ძრავთ სიტყვას მე ვიტყვი ყველაფერს,ისე როგორც რეალურადაა და არა იმ ზღაპრებით,რომლების შეთითხვნასაც აპირებთ!-მკვლელი მზერით გახედა მამას და ძმას. -ანდრო,გისმენ!-კიდევ ერთხელ შეათვალიერა ყველა.-რა ხდება? -მოკლედ...-ღრმად ჩაისუნთქა ბიჭმა და ტყუპისცალს წინ დაუჯდა.- აღმოჩნდა რომ ორსულად ხარ,ისინი კი ფიქრობენ როგორ უნდა მოვიქცეთ ისე რომ სახელი არ შეგელახოს...ჰოდა საუკეთესო გზა იპოვეს!-თეატრალურად გაშალა ხელები.-გადაწყვიტეს ვინმეზე დაგაქორწინონ,მანამ სანამ მუცელი გაგეზრდება! -რას...რას ნიშნავა ორსულად ვარ? მე დედა გავხდები? -თვალები გაუფართოვდა გოგოს.-მე დედა გავხდები?-კივილით წამოხტა ფეხზე და თვალები ნელ-ნელა სიხარულის ცრემლით აევსო.-მამა?! შენ არაფერს აკეთებ? არ მკეტავ,არ მიყვირი,არ ჩხუბობ? -არა.-თავი გააქნია კაცმა. -რატომ? -ამბობენ,შვილიშვილი შვილზე უფრო ტკბილიაო,ჰოდა ველოდები პატარას რომელიც შენზე მეტად შემაყვარებს თავს! -ძალიან მიყვარხარ,ძალიან!-მთელი ძალით მოჰხვია კაცს ხელი. -ჩემი სოტყვები ვერ გაიგო?-გაკვირვებულმა გადახედა დედას. -ახლა არაფერი ესმის,ბედნიერია! -მაშინ რატომ უნგრევენ ბედნიერებას?-შვილის კითხვა უპასუხოდ დატოვა ქალმა და სამზარეულოში მიიმალა. -კირა,შეგვიძლია ვისაუბროთ?-დამთბარი ტონით ჰკითხა თორნიკემ. -კი.-თავი დაუკრა და უკან აედევნა წინ წასულ ძმას. შინდისფერკედლებიან ოთახში შეუძღვა და ტყავის სავარძელში მოკალათდა,დას კი იდენტურ სკამზე მიუთითა დაჯექიო. კირაც ფართე ღიმილით ჩამოჯდა. -წარმოგიდგენია? მე დედა ვხდები,შენ ბიძა! საერთოდ არ გიხარია? -მიხარია კირა,მიხარია მაგრამ არის ამ ამბის მეორე მხარეც...წეღან ანდრომ რომ გითხრა,სერიოზულად თქვა. -რა?-წამში დაუსერიოზულდა სახე. -გვინდა რომ გაბრიელზე იქორწინო,რაც შეიძლება მალე. -ნუ სულელობ!-თვალები გაუფართოვდა კირას.-რას ნიშნავს გინდათ ვიქორწინო? ან რატომ შენს ძმაკაცზე? ამ ბავშვს მამა ჰყავს,რომელიც გაბრიელი არც ერთ ვარიანტში არ არის! რატომ უნდა ვიქორწინო მასზე და არა მამამისზე? -მესმის შენი,მაგრამ ვიცი რომ ჭკვიანი გოგო ხარ! დაფიქრდი,ლუკა ისეთ მამობას გაუწევს ბავშვს,როგორიც რეალურად საჭიროა?-მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. -და რა სჭირს ლუკას?-წამოენთო გოგო.-ღარიბებს ვერ ჰყავთ ოჯახი? ღარიბები არ არიან მამები? შენ რომ ნიკო ქავთარაძის შვილიშვილი არ იყო,გექნებოდა ფული? -ფული არ არის აქ მთავარი. ლუკა სუსტია,მამობისთვის კიდევ უფრო სუსტი! და ჯერ ეს ერთი,ჰო, მამობა საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს! -მამობა ხარჯებს კი არა სიყვარულის ცოდნას მოითხოვს და ეს ლუკას არავისზე ნაკლებად შეუძლია! -ლუკა ვერ იქნება შენი შვილის მამა,კირა!-მთელ ხმაზე იღრიალა წყობიდან გამოსულმა.- ღარიბ მამებს შვილები კლავენ! იცი რატომ? იმიტომ რომ ღარიბი ადამიანები დაჩაგრულები არიან,არ შეუძლიათ სანაცნობო წრის და სამეგობროს ყიდვა! ჩვეულებრივ ადამიანებს ჩვენნაირები არ აღიქვამენ თავიანთ თანასწორებად და ისინი ყოველთვის,ყოველთვის დაჩაგრულები არიან ჩვენნაირებისგან! მათ არ შეუძლიათ ოცნებების ახდენა,ვერც საკუთარის და ვერც შვილების! დატვირთული სამუშაოსგან გაბოროტებულნი ჯავრს შვილებზე ანთხევენ,ცოლებზე ძალადობენ,სახლში მისი დაბრუნება ეჯავრებათ! არ მინდა ჩემი ერთადერთი დისშვილი ამ პირობებში გაიზარდოს! -ჩემი შვილი არ გაიზრდება მდიდრებთან,ცხვირაბზუებულ ნაძირლებთან! მას ყველას სიყვარული ეცოდინება,ვინც ამას იმსახურებს! მას ადამიანებში ფინანსური მდგომარეობა კი არა გული შეუყვარდება! ის შეიძლება ერთოთახიან ბინაში გაიზარდოს,შესაძლოა ძალიან დიდხანს მშობლების გვერდით,ერთ საწოლში უწევდეს დაძინება,მაგრამ მას ეცოდინება სიყვარულის ფასი,ეცოდინება ჩახუტების ფასი. მე არ მინდა ჩემი შვილი ამპარტავანი გაიზარდოს,ამას არ დავუშვებ,ის ნამდვილი ადამიანი გაიზრდება,მიუხედავად იმისა თუ სად და რა პირობებში დაითვლის წლებს. -ეს ყველაფერი ასეთი მარტივი გგონია? იცი მაინც ეგეთ მშობლებს როგორ სტკივათ? იცი რას გრძნობს უსახსრო დედა,როცა ხედავს რომ მის შვილს რაღაც აკლია,რაღაც ვერ აქვს... ადამიანებს მხოლოდ სიყვარული არ ჰყოფნით კირა და ეს შენც კარგად იცი! არასდროს დაგჭირვებია ქუჩაში ხელსახოცების გაყიდვა იმისთვის,რომ შინ პური მოგეტანა,არასდროს დაგინახავს მამის გაშავებული,ტალახიანი,შრომისგან დაღლილი ხელები,არასდროს გინახავს ატირებული დედა,რომელიც მეათედ გაკერილ შვილის პერანგს მეთერთმეტედ ვეღარ კერავს,არ გინახავს როგორ სცემს სულიერად დაღლილი და არარაობად ქცეული მამა თავის შვილს,როგორ იქცევა ერთ დროს მოსიყვარულე ადამიანი საშინელ მხეცად,არასდროს გიტირია იმის გამო,რომ სკოლაში ვერ მიდიოდი,მხოლოდ იმის გამო რომ ფეხსაცმელი არ გქონდა,არასდროს გიყურებია თვალებაცრემლიანებულს თუ როგორ ჭამდნენ ნაყინს სხვები,არასდროს შეგშურებია სხვისი ლამაზი ტანსაცმლის და ფიქრობ რომ შენ იცი რას გრძნობენ ღარიბები? ფიქრობ რომ მათი გესმის და გგონია რომ მათსავით ცხოვრება,მხოლოდ სიყვარულის ხარჯზე ბედნიერს გაგხდის? როცა მოშივდება შემწვარ სიყვარულს აჭმევ შენს შვილს,დესერტად შაქარმოყრილ ან ჯემიან სიყვარულს გამოუტან სამზარეულოდან,როცა შესცივდება თბილ სოყვარულს მოახვევ მხრებზე და ისიც მაშინვე შეწყვეტს კანკალს,არა? -გაჩუმდი!-ყურებზე აიფარა ხელები და ხმით ატირდა.-აღარ განაგრძო! გაჩუმდი! -ჩემო ლამაზო!-დასევდიანებულმა მოჰხვია ხელები მხრებზე და აკანკალებული და გულში ჩაიკრა. -ლუკას გამო ამდენის გადატანა არ გიღირს,დამიჯერე რა,გთხოვ! -არ დავუმალავ,შვილს არ დავუმალავ!-დაპროგრამებულივით იმეორებდა ერთსა და იმავეს. -რა აზრი აქვს,კირა? -აქვს,მან უნდა იცოდეს! -და თუ ცოლობას გთხოვს? -ჩემს ოთახში მინდა! ***** დილიდან საღამომდე ოთახში იყო გამოკეტილი,არც საჭმელად ჩასულა ქვემოთ,მხოლოდ ფიქრობდა,ფიქრობდა თუ რა უნდა გაეკეთებინა. აზრები უამრავ ნაწილად ეყოფოდა,ვერ ირჩევდა ერთ კონკრეტულ გზას. რაც არ უნდა ყოფილიყო,მას ლუკა ისეთი შეუყვარდა როგორიც იყო. მიუხედავად იმისა რომ შეყვარებულის შესაძლებლობები კარგად იცოდა,არასდროს დაფიქრებულა მის მატერიალურ მხარეზე. თორნიკეს ნათქვამმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მასზე,ყველაზე მეტად გულს ის სტკენდა რომ მისი ძმის ნათქვამში სიმართლის მარცვალი მაინც მოიძებნებოდა. რა უნდა ექნა თუ სრულყოფილი ოჯახის შექმნას ვერ მოახერხებდნენ?! ასეა თუ ისე,ლუკასთვის კირას წარმომავლობა მაინც დისკომფორტი იყო,გაუქრობდა კი ამ გრძნობას ბავშვის დაბადება? შეძლებდა ლუკა კირას ბოლომდე მიღებას?! უარი რომ ეთქვა მათზე? იქნებ საერთოდ არ გაჰხარებოდა როცა ბავშვის არსებობის შესახებ შეიტყობდა? ფიქრისგან თავი ასტკივდა,გაბრუებული წამოდგა საწოლიდან და ოთახიდან გავიდა. ესიამოვნა გრილი ჰაერის შეგრძნება სახეზე, ისევ იგრძნო რომ ცოცხალი იყო. ღიმილით მოისვა მუცელზე ხელი,უცნაური გრძნობით გაიბერა. -ბედნიერი ხარ,არა?!-ღიმილით ამოუდგა გვერდში ბებია. -ძალიან! მიუხედავად ყველაფრისა,თავს ცუდად ვერ ვგრძნობ. -საოცრებაა დედობა. გაიგებ თუ არა იმას,რომ შენს სხეულში ახალი სიცოცხლე ჩნდება,იმ წამსვე იზრდები. ხვდები რომ შენ დედა ხარ და ცხოვრებაში ერთადერთი მიზანი გრჩება, ეს შენი შვილის ბედნიერებაა,სხვა ყველაფერი უფერულდება,მხოლოდ შენი შვილი გახსოვს. როცა ამას შეიგრძნობ მაშინვე გახსენდება ის სულელური ნატვრა ბავშვობაში სულ პირზე რომ გეკერა,”ნეტავ ბიჭი ვიყო!”-ო. შეიძლება კაცებს ჩვენზე მეტი ძალა აქვთ ხელებში,მაგრამ ჩვენ ბევრად უფრო ძლიერები ვართ. ,სწორედ ამიტომ გვარგუნა ღმერთმა ჩვენ შვილის გაჩენის შესაძლებლობა! კაცები ვერასდროს იგრძნობენ იმას,თუ რას ვგრძნობთ ქალები,როცა ჩვენში ახალი ადამიანი იზრდება,ვერასდროს იგრძნობენ იმ ტკივილს რასაც ქალები მშობიარობის დროს ვგრძნობთ,რომელიც შვილის დანახვისთანავე ქრება,იმიტომ რომ ისინი ამას ვერ გაუძლებენ! ვერასდროს შეიყვარებენ მამები შვილებს ისე,როგორც ეს დედებს შეუძლიათ!-თვალები სხვანაირად აუციმციმდა ცისფერთვალება ქალს. -ბიძია ძალიან გენატრება? -ჰო,როცა ის საბოლოოდ წავიდა,იგივე გრძნობა დამეუფლა რაც ახალნამშობიარევ ქალს,რომელსაც გულიდან ჩვილს წყვეტენ და ეს გრძნობა წლებია არ მშორდება. მაგრამ რაც არ უნდა იყოს ის ბედნიერია,ჩემთვის კი მთავარი ეს არის. მისი ბედნიერებისთვის ავიტან ამ ტკივილისაც,ამ მონატრებასაც,ამხელა მანძილსაც... -მე როგორ მოვიქცე?! ვეღარ გავიგე რა არის სწორი და რა არა! -წამოდი,შიგნით შევიდეთ.-აივანს მოშორდა ქალი და თავის ოთახში შევიდა, კირაც უკან გაჰყვა. ხის კარადიდან ფირუზისფერი,მოზრდილი სკივრი გამოიღო და საწოლზე დადო. -აქ ყველაფერია,რაც კონსტანტინეს მამასთან მაკავშირებს. სურათები,წერილები,საჩუქრები,შეხედე,წლების წინ გამხმარი ვარდიც კი აქ მაქვს. ბოლოს როდის გავხსენი არ მახსოვს,ალბათ მაშინ როცა კონსტანტინემ დამტოვა. წლები ვეჯექი ამ ყუთს, თითოეული წერილის თითოეული სიტყვა ზეპირად ვიცი,ვიცი სად უწერია წერტილი და სად მძიმე,ისიც ვიცი სად შეეპარა სიყვითლე ქაღალდს...შეიძლება არ დამიჯერო,მაგრამ პირველი სიტყვა,რომელიც გახუნდა “მიყვარხარ” იყო. როგორ ვდარდობდი,მისი დაწერილი “მიყვარხარ” ქრება მეთქი და რა არ ვცადე რომ ძველებური იერი დამებრუნებინა. კალამიც უამრავჯერ გადავატარე რომ ისევ დარჩენილიყო თავის ადგილზე, მაგრამ საბოლოოდ ქაღალდი ხელებში შემომეფლითა. ხვდები რის თქმას ვცდილობ? -კი.-გულზე უჭერდა ბებიის ნათქვამი თითოეული სიტყვა,რომლის ქვეტექსტიც მისთვის აშკარა იყო. -ახლა იმ გზას გადიხარ რომელიც მე ორმოცდაათ წელზე მეტი წლის წინ გავიარე,ჩემი ცხოვრება ჩემმა გადაწყვეტილებამ შეცვალა. ჩემი არჩეული გზით განვაგრძე ცხოვრება და ალბათ დიდი ცოდვა იქნება რომ ვთქვა უბედური ვარ მეთქი. ძალიან გამიჭირდა მაშინ კონსტანტინეს მამაზე უარის თქმა და ბაბუაშენის ხელმოწერის გვერდით ჩემი ინიციალების დატოვება. ყველაზე მოღალატედ ვგრძნობდი თავს,დიდხანს ვდარდობდი იმაზე თუ რას იგრძნობდა მაშინ ჩემი შეყვარებული,ვდარდობდი იმაზე რომ მას გულს ვატკენდი,მაგრამ წუთითაც არ მიფიქრია რას მეტყოდა ჩემი შვილი როცა გაიზრდებოდა. ბაბუაშენმა ჩემს შვილს საუკეთესო მამობა გაუწია, საკუთარივით შეიყვარა,მეც გამაბედნიერა. შეუძლებელი იყო ის კაცი არ მყვარებოდა,რომელიც ჩემს შვილს საკუთარისგან არ არჩევდა. როცა ბიძაშენი გაიზარდა ვერ გავბედე იმის თქმა რომ მამამისი სხვა იყო,გამოდის რომ წლები ტყუილში ვაცხოვრებდი. მერე გაიგო,გაიგო და წავიდა. გულნატკენი დ მოტყუებული ადამიანები არასდროს ფიქრობენ იმაზე თუ რატომ მოატყუეს. გულწრფელ ადამიანებს ტყუილი გაუსაძლის ტკივილს აყენებს,თან დედისგან,თან ასეთი, ჰოდა ერთადერთი გამოსავალი რჩებათ, მოშორდნენ ტყუილს... -თავს იდანაშაულებ? -არ აქვს მნიშვნელობა მე რას ვფიქრობ,ჩემი ერთადერთი დანაშაული ის არის რომ კონსტანტინე მამამისს არასოდეს შეხვედრია. -და მამამისი? -მამამისი მალე დავივიწყე,ყოველი შემთხვევისთვის იმ გრძნობის დასავიწყებლად რასაც მის მიმართ ვგრძნობდი,ერთი წელი მალე იყო. -ანუ მარადიული სიყვარულის ცნება სიცრუეა? -იქნებ,ბაბუაშენი იყო ჩემი მარადიული სიყვარული?! მის მიმართ მონატრებას ახლაც ვგრძნობ,ხშირად მეფიქრება იმაზე,რა მოხდებოდა ახლა,ის ჩვენთან რომ ყოფილიყო. ზოგჯერ მგონია რომ ყველაფერს შეცვლიდა,არც ერთი პრობლემა არ შეგვექმნებოდა...არ ვიცი გახსოვს თუ არა,ძალიან პატარა იყავი მაშინ. ძალიან გიფრთხილდებოდა,განსაკუთრებულად უყვარდი. ჰო,ცოტა თავისებური კაცი იყო,მამაშენს რომ ჰკითხო სითბოს გაცემა ენანებოდა,მაგრამ ვფიქრობ რომ ის საუკეთესო ადამიანი იყო. უნივერსიტეტი დაარსა,ახალგაზრდებს უფასოდ ასწავლიდა,უფლებას აძლევდა საკუთარ თავში თავიანთი შესაძლებლობები აღმოეჩინათ,მისწრაფებები და მიზნები გასჩენოდათ,მერე ამ მიზნების მიღწევისთვის ებრძოლათ. სულიერადაც ეხმარებოდა ადამიანებს,როცა რაღაცაზე ვდარდობდი გვერდით მომიჯდებოდა და მხოლოდ თვალებში შემოხედვითაც კი მიქრობდა დარდს. ძალიან მაგარი კაცი იყო ცხონებული.-ცრემლიანი ღიმილით იხსენებდა ქალი,გარდაცვლილ ქმარს. -ჩემი აზრით ის მართლა შენი მარადიული სიყვარულია.-სიამაყით აივსო კირა. -ორ მამაკაცს შორის ვის აირჩევ შენი გადასაწყვეტია,მაგრამ შენს შვილს აქვს უფლება იცოდეს ვინ არის მამამისი. -ლუკა ძალიან კარგი ბიჭია, არის რაღაცები რაც არ მოსწონს, ხშირადაც ვკამათობდით მაგრამ ვერ ვხვდები რატომ უნდა გავზარდო მის გარეშე ჩვენი შვილი. -დაელაპარაკე ძვირფასო, ერთად მოიფიქრებთ რას იზამთ, თუ თქვენი სიყვარული ძლიერია, თუ მარადიულია, აუცილებლად გადაიტანთ!-გულწრფელად უღიმოდა ქალი და თმაზე ეფერებოდა. -მიყვარხარ ბებო!-გულზე აეკრა დამშვიდებული. ******* საღამოს გაბრიელი და თორნიკე ისევ ერთად სვამდნენ, ისევ ჩაფიქრებულნი,ისევ დაბნეულნი... ყველაფერი უცვლელი იყო ლოკაციის გარდა, ამჯერად ზღვის პირას ისხდნენ. -ფიქრობ რომ დათანხმდება?-მუჭში მოიქცია ქვიშა გაბრიელმა და ნელ-ნელა ჩამოცალა. -იმასთან ლაპარაკის მერე სხვა გზა არ დარჩება,ვფიქრობ. -მაშინ, ასე რატომ ზიხარ? რაღა დაგრჩა საფიქრალი? -არ ვარ ხასიათზე, იმ არარაობად გადავიქეცი თავის დას თავისი სურვილის მიხედვით რომ ათხოვებს და მის გრძნობებს ფეხებზე იკიდებს. -თუ ის ჩემზე იქორწინებს სადარდებელი არაფერი გექნებათ, ვიცი რამდენს ნიშნავს შენთვის კირა და პირობას გაძლევ თვალის ჩინივით გავუფრთხილდები! -შენც როგორ გირევთ ცხოვრებას! დაფიქრდი, იქნებ არ გიღირს...-ეჭვნარევი მზერით გახედა ძმაკაცს. -რომ არ მინდოდეს, არც შემოგთავაზებდი. რა ვიცით ვის ხელში შეიძლება ჩავარდეს?! ხშირად ნახავთ და დამშვიდდებით. თან მასეც რომ არ იყოს...-შუაზე გაუწყდა სათქმელი.- არაფერი დაივიწყე.- ხელი აიქნია უმისამართოდ. -მასეც რომ არ იყოს, რა?-ჩაეძია. -არაფერი, შენი პრობლემებიც გეყოფა...-ლუდის მწვანე, შუშის ბოთლი მოიყუდა ბიჭმა. ნელა სვამდა, ძალიან ცოტას წრუპავდა, ტუჩები ბოთლზე ჰქონდა მიკრული და სუნთქვაშეკრული ნელა ახამხამებდა თვალებს. -როდის მორჩები ბოთლთან ზა*აობას?-მოთმინება დაელია თორნიკეს. გაბრიელმა როგორღაც მოიშორა ბოთლი, მისგან დატივებული წითელი ზოლი სასაცილოდ ეტყობოდა ტუჩებზე. დაგუბებული ჰაერი გამოუშვა პირიდან და დასევდიანებული თვალებით გახედა ბავშვობის მეგობარს. -დედაჩემი რა, ძალიან ცუდად არის. ექიმებმა მისი საშველი არ არსებობსო, ჰოდა ერთად ვითვლით იმ დღეებს რაც დარჩენია... თურმე წლებია, ნელ-ნელა მიკვდება დედა და მე ამის შესახებ წარმოდგენაც არ მაქვს. არა და რომ იკითხო ჯანდიერების ოჯახის უფროსი მე ვარ! ჰოდა მისი ერთადერთი სურვილია რომ მის წასვლამდე შევიყვანო თეთრკაბიანი გოგონა სახლში და სიცოცხლეშივე მოასწროს რძლის გაცნობა. -რა...როგორ ცუდად...რა სიკვდილი ბიჭო?!-ძლივს ლუღლუღებდა თორნიკე. სასმლისგან მოთენთილს, იმაზე მძაფრად მოედო მტკივნეული გრძნობა სხეულზე, ვიდრე ეს ფხიზელ მდგომარეობაში მოხდებოდა.- რას ნიშნავს ნინოს საშველი აღარ არსებობს? რა უკანასკნელი სურვილი...- ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან.- ჩემი ნინო დეიდა, ჩემი მეორე დედა!- ცოტა ხანში ხმითაც ატირდა.-რატომ ბიჭო, ჯერ რა დროს ეგ არის?! -ძმაკაცის მხარზე დაყრდნობილი, ურცხვად, მთელი ხმით ტიროდა. -აბა მე რა ვიცი?!-გაეღიმა გაბრიელს, მის ღიმილში კი ოჰ, რა საშინელი ტკივილი ჩანდა. დარდის ღიმილი, სევდის ღიმილი, უიმედობის ღიმილი... ალბათ,დამშვიდობების ღიმილიც. ასე იყო თუ ისე, ქალაქის ორი ვულკანი ათუხთუხებულ ლავას ღვრიდა, უსირცხვილოდ, მოურიდებლად იშორებდა შიგნით დაგროვილ, გავარვარებულ გრძნობებს. ******* -შემოსვლა ისევ აკრძალულია?-ღიმილიანი სახე შეჰყო ანდრიამ ტყუპის ოთახში. -არა ბიძია ანდრო, შეგიძლია შემოხვიდე!-კირასაც ღიმილი მოედო სახეზე. -აბა,პირველ რიგში თავს როგორ ვგრძნობთ?!- საწოლზე წამოკოტრიალდა და ტყუპისცალიც თან გაიყოლა. -შესანიშნავად თქო ვერ ვიტყვით, მაგრამ შეძლებისდაგვარად კარგად. თქვენ? -რა ვიცი, უცნაურად.-იდაყვით დაეყრდნო საწოლს და გაშლილ მტევანზე თავი ჩამოაყრდნო. -რატომ? -უცნაური გრძნობაა ბიძობა.-მხრები აიჩეჩა.- ჰო, იმ თემას რაც შეეხება...რას ფიქრობ? -სანამ ლუკასთან არ ვილაპარაკებ იქამდე არაფერს. მაგრამ თან მეშინია, არ ვიცი რა რეაქცია ექნება ლუკას. -თუ ბოლომდე იცნობ, როგორ არ შეგიძლია გამოიცნო დაახლოებით რა რეაქცია ექნება?-წარბი აქაჩა ანდრიამ. -ო,ნუ მეუბნები ასე,უფრო ვფორიაქობ! -მე მაგალითად, ნუცამ რომ მითხრას ორსულად ვარო გული მეტკინება, მაგრამ ვაპატიებ... -რატომ? -იმიტომ რომ ჯერ არაფერი გვქონია... -იდიოტო!-ხმით გაეცინა კირას.- ისე მართებულად მიგაჩნია დასთან სექსუალური ცხოვრების განხილვა? -პირველი იქნება თუ მეორე? -მაგრამ ახლა ბავშვის თანდასწრებით ვსაუბრობთ!-თვალები გააფართოვა კირამ. -ბოდიში.-პირზე აიფარა ხელი.- მაგრამ შენ არ ინერვიულო, ბიძაშენი ვაჟიშვილი არ არის! - თვალი ჩაუკრა კირას მუცელში მჯდომს. -შენთან ძილი რომ მომენატრება ხოლმე რა გავაკეთო?-ქვედა ტუჩი გადმოატრიალა გოგომ. -დამირეკე, მოვალ და შენსა და შენს რომელიმე ქმარს შორის ჩავწვები. -ანდრო, თავს ცუდად ვგრძნობ მაგ თემას რომ ეხები! -მაშინ ხომ არ გრძნობდი?!-დაეჯღანა დას. -როდის მაშინ? -უკადრებელი რომ იკადრე. -აუ ანდრო კარგი რა! მე აქ იმაზე ვდარდობ რომ მომენატრები რა გავაკეთო მეთქი და შენ რა სისულელეებს მეუბნები!- გაბუტულმა გადაიჯვარედინა ხელები. -ეგრე ნუ შვები,რომ მოკვდები მერეც გეყოფა გულზე ხელების ლაგება!- ხელები ჩამოაშვებინა და წელზე მოიხვია, თვითონაც მოჰხვია მკლავები და როგორც ყოველთვის ჩახუტებულები დაწვნენ. -კირა?! -ჰო. -ერთად ხომ დავიბადეთ, ჰოდა, ნეტა ერთად მოვკვდებით? -ჩემს შვილს ეგეთი სისულელეები არ ასწავლო,თორემ გპირდები რომ ჩემზე ადრე წახვალ ზემოთ!- უკმაყოფილოდ მოპრუწა ტუჩები. ******* დილით მის სახეზე მოთამაშე მზის სხივებმა გამოაფხიზლეს, სანამ თვალებს გაახელდა ხელის ფათურით მოძებნა ტყუპისცალი, მაგრამ ბიჭს ოთახიდან გაპარვა მოესწრო. ათ წუთიანი წრიალის შემდეგ ფეხზე წამოდგა, ფანჯრებზე ფარდა ჩამოაფარა, კარი ჩაკეტა, სარკის წინ დადგა და ატლასის ნაჭრის პერანგი ერთი ხელის მოსმით გადაიძრო. ღიმილით უყურებდა სულ მცირედით ამობურცულ, თითქმის ძველებურად ბრტყელ მუცელს. -როდის გაიზრდები, რომ შენი გულისცემა მოვისმინო?! გშია? კარგი, ჩავიდეთ. კარადიდან თეთრი კაბა გამოიღო და ჩაიცვა. გრძელი, ყავისფერი თმა ლამაზად ჩაიწნა. თხელძირიანი ბალერინებიც მოირგო და ოთახიდან გავიდა. -ანგელოზს გავხარ, შვილო!- ღიმილით აკოცა შუბლზე ნანამ.-თავს როგორ გრძნობ? -ცოტა ვღელავ, მაგრამ კარგად ვართ. -წამოდი, ხილის ტორტი მაქვს შენთვის გადანახული.-მაცდურად შეათამაშა წარბები ქალმა. -უკვე ვიწყებთ კილოგრამების აკრეფას, მაგრამ თანახმა ვარ! სამზარეულოში ფუსფუსებდა ნანა, კირა კი მაგიდასთან მჯდომი, ნეტარებით შეექცეოდა ტორტის მოზრდილ ნაჭერს. ცოტა ხანში მთქნარებით შევიდა თორნიკე და დასიებული თვალებით მიაშტერდა დას. -ეს სილამაზის ფორმულა ვინ არის?- ნაზად უჩქმიტა ლოყაზე, კირამაც ბედნიერმა შესცინა. -ჰო მართლა,დაჯექი რა, რაღაც უნდა გითხრა...-დაუსერიოზულდა სახე. -გისმენ?!- წყლის ჭიქით ხელდამშვენებული ჩამოუჯდა წინ. -მინდა დღეს ლუკა ვნახო და ყველაფერი ვუამბო. -შენი ნებაა.-მხრები აიჩეჩა თორნიკემ. -სულ ეს არის?- გაუკვირდა ძმის ურეაქციობა. -ყველა ვთანხმდებით იმ აზრზე რომ იმ...ლუკას, ცოდნის უფლება აქვს. ჰოდა არავინ გეწინააღდმეგება. -კარგი.-ჩანგალი მშვიდად დადო თეფშზე და ფეხზე წამოდგა.- თუ ასეა ცოტა ხანს ოთახში ავალ, მერე კი შევხვდები. ******* ქვის სახლის წინ გააჩერა მანქანა და ცოტა ხანს უმოძრაოდ იჯდა საჭესთან, სახლს ათვალიერებდა და მანქანიდან გადასვლაზე ფეხს ითრევდა. ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა, მანქანიდან გადავიდა და კარი ფრთხილად მიხურა. კარზე დაკაკუნებას აპირებდა სახლიდან გამომავალ გაბრიელს რომ შეეჩეხა და დალაგებული აზრები მაშინვე გაეფანტა. -ბატონო ლევან?!-სახლის კარი გამოხურა და გაკვირვებული მიაჩერდა კაცს.- რამე ხდება? -არა, შემთხვევით მოვხდი და...-დაბნეული კაცი ძლივს უყრიდა სიტყვებს თავს. -კარგი, თქვენი ნებაა.-მხრები აიჩეჩა და წავიდა, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ კი რობოტივით მოტრიალდა.- ბოდიშს ნუ მომიხდით, ამის გაკეთება მაშინ როცა იცით რომ თქვენი ქალიშვილის ერთადერთი გზა ვარ და იძულებული ხართ ასე მოიქცეთ, ძალიან ცუდად მაგრძნობინებს თავს. როცა წარსულს გულწრფელად ინანებთ,აუცილებლად მოგისმენთ. - სიტყვის თქმა არ აცადა, ისევ თავის გზაზე გაბრუნდა. ლევანი კი ისევ ერთ ადგილზე მიყინული იდგა, მერე გამოფხიზლდა და შერცხვენილი ჩაჯდა მანქანაში. მიუხედავად ყველაფრისა, გაბრიელის სიტყვებში ზრდილობა და პატივისცემა მაინც მკაფიოდ ჩანდა, ეს კი ლევანს არასასიამოვნო შეგრძნებებს უტოვებდა. ****** ფეხით მიუყვებოდა აღმართს, აღელვებულს ხელის გულები წამდაუწუმ უოფლიანდებოდა. დანიშნულების ადგილზე მისულს ლუკა მისული დახვდა. კაბის ბოლოებს თითებით ჩაებღაუჭა და ცოტა ხანს შორიდან აკვირდებოდა შეყვარებულს. მწვანე ბალახზე მჯდომი, ზურგით ხეს ეკვროდა. ერთი ფეხი გაშლილი ჰქონდა, მეორე მუხლში მოკეცილი. ღია ფერის, გახუნებული ჯინსი და უბრალო მაისური ეცვა. წვრილ ბალახს თითებით ეთამაშებოდა და ზოგჯერ მაჯაზე შემოხვეულ საათსაც დახედავდა ხოლმე. კირამ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ღიმილით დაიძრა ლუკასკენ. -მოვედი.- გაბრწყინებული თვალებით წარუდგა წინ. -გამარჯობა.-წარბშეკეულმა აარიდა მზერა.- დრო არ მაქვს, მალე მითხარი რისი თქმა გინდა და მერე დავიშალოთ. -მოიცა...-კაბის ბოლოები შეკეცა და მის გვერდით ჩამოჯდა.- რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრა, თუ დრო არ გაქვს სჯობს მაშინ შევხვდეთ როცა გეცლება. -შენთვის ვეღარ მოვიცლი.-მოგლეჯილი გვირილა მოისროლა, კირასთვის ისევ არ შეუხედავს. -რას...რას ნიშნავს ჩემთვის ვეღარ მოიცლი?-ბედნიერება წამში ჩამოერეცხა სახიდან. -დაივიწყე. რა უნდა გეთქვა? -ლუკა დავიღალე ამ უაზრო თამაშით, მართლა! დავილაპარაკოთ, გავარკვიოთ რა პრობლემა გვაქვს და მის მოსაგვარებლად რამე გავაკეთოთ. -შენ არ იყავი, რომ ამბობდი დავამთავრეო?- წარბაწეული მიუბრუნდა გოგოს.- შენ არ იყავი ის, ვინც ჩემზე დახარჯულ დროს მისტიროდა?! -გეყოფა რა!- უმისამართოდ აიქნია ხელი.- გაბრაზებულზე რამდენი რამ გვითქვამს ერთმანეთისთვის. -საბოლოოდ იტყვი რისთვის მომიყვანე აქ? იმიტომ რომ შევრიგდეთ? ბოდიში, მაგრამ მე აღარ მინდა! მართალი ხარ, რაღაც უაზრო თამაშს აყოლილები ვართ, ჰოდა მომბეზრდა! შენ სხვა სამყაროს ეკუთვნი, მე სხვას. ჩვენს შორის არანაირი კავშირი აღარ არსებობს, მორჩა, გასაგებია?!- ერთი ამოსუნთქვით ჩამოარაკრაკა ბიჭმა. -მორჩა? ესე იგი მორჩა...- ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადაყლაპა.-კარგი. მაშინ მე და ჩემს შვილს ახლოს აღარ გაგვეკარო! გაიგე? -ვინ შვილს? რა სისულელეს ამბობ?! -აი იმ ღამით... -ჯანდაბა!-შუბლში შემოირტყა გაშლილი ხელი.- რას აპირებ? -რა თქმა უნდა გავაჩენ!- ნერვებმოშლილი თავს ძლივს იკავებდა რომ რამე არ დაეშავებინა. -გადაწყვეტილი გაქვს? - რა თქმა უნდა! -კარგი, შენი ნებაა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.- მხრები აიჩეჩა.- შეგიძლია უთხრა რომ მამამისი ნარკოტიკის დოზის გადაჭარბებამ მოკლა, ან ცოცხალია მაგრამ ორივენი ფეხებზე ჰკიდიხართ, ან... შეგიძლია სხვის შვილად გაასაღო. ხვალიდან ამ ქალაქში ვეღარ მნახავთ, წასვლას ვაპირებდი, ახალი ცხოვრების დაწყებას... ჰოდა ხელს ნუ შემიშლით ნურც შენ და ნურც შენი შვილი! - მხარზე მსუბუქად დაჰკრა ხელი და უკანმოუხედავად გაეცალა ტერიტორიას. მოსმენილისგან გაოგნებული გოგო ერთ ადგილზე მიყინული იჯდა, ჯერ კიდევ ვერ გადაეხარშა ბოლომდე ყოფილი შეყვარებულის სიტყვები. როცა გაიაზრა ზიზღის გრძნობამ გული აურია. ძალაგამოცლილი წამოდგა ფეხზე და უემოციო სახით დაადგა სახლისკენ მიმავალ გზას. უცნაური გრძნობა აწვებოდა გულზე, რაღაც მტკივნეული და აუტანელი. რაც უფრო მეტად შორდებოდა გორაკს, მით უფრო უმძაფრდებოდა ეს გრძნობა. ****** სახლში მზის ჩასვლის მერე დაბრუნდა. მთელი ოჯახი ეზოში შეკრებილიყო და რაღაცაზე გაუჩერებლად საუბრობდნენ. მერე თორნიკეს გვერდით მჯდომი გაბრიელიც შენიშნა . -მოხვედი კირა?!-ფეხზე წამოდგა ნანა და შვილს შეეგება. -ჰო.-თავი დაუქნია და მაგიდას მიუახლოვდა. -გამარჯობა, კირა.- მსუბუქი ღიმილით მიესალმა გაბრიელი, საპასუხოდ მხოლოდ თავი დაუკრა, გაღიმება არც კი უცდია. -ვიცი ყველა მე მელოდებით. -ჯერ დაჯექი შვილო, ვისაუბროთ და გავარკვიოთ. -გასარკვევი არაფერია მამა. მადლობა გაბრიელ შემოთავაზებისთვის, თუ ისევ ძალაშია მე თანახმა ვარ.- წამითაც არ მოუშორებია მზერა გაბრიელის სახისთვის. -რა თქმა უნდა.-წარბიც არ შეუხრია ბიჭს. -კარგი, მაშინ ვიქორწინოთ. -თუ ასეა ხვალ ხელის სათხოვნელად მოვალთ.- მხრები აიჩეჩა გაბრიელმა და დაბნეულ ლევანს გახედა. -როგორც გინდათ, მე დავიძინებ.- ხელის დაქნევით დაემშვიდობა ყველას და კიბეებზე ავიდა. ოთახში ისეთივე უემოციო სახით შევიდა, კარის ჩაკეტვის შემდეგ კი ნიღაბი ჩამოიგლიჯა და მთელს ოთახში ქარიშხალი დაატრიალა. სარკის წინ დალაგებული ნივთები ერთი ხელის მოსმით გადმოყარა იატაკზე, კედლიდან საათი ჩამოხსნა და მის ჩარჩოში დამალული ფოტო,რომელზეც ის და ლუკა იყვნენ გამოსახული უხეშად ამოგლიჯა და ნაკუწებად აქცია. საწოლის ქვეშ დამალული სკივრი გამოათრია და ყველა მოგონება, რომელიც ლუკასთან აკავშირებდა, მომენტალურად გახვია ცეცხლის ალში. -გპირდები, რომ ვეღარასდროს მოგვიახლოვდება! გპირდები, მის გარეშე ძალიან ბედნიერები ვიქნებით! ****** შინ ბედნიერი ღიმილით დაბრუნდა. ტელევიზორთან მოკალათებულ ოჯახისწევრებს წინ აესვეტა დოინჯშემორტყმული. -გაბრიელ,გაიწიე რა!-ამოიბუზღუნა მარიამმა. -გავიწიო კი არა საერთოდ გათიშეთ!-პულტი ააცალა დედამის კალთიდან და ტელევიზორის ეკრანიც მაშინვე გაშავდა. -რა ხდება შვილო? -ხვალისთვის მოემზდეთ, კირას დასანიშნად უნდა წავიდეთ! -ვინ არის კირა? ქავთარაძე?- პირი დააღო მარიამმა. -ჰო. -გაბრიელ, მართლა?-გაბრწყინებული სახით წამოდგა ნინო და შვილს ჩაეხუტა. -ჰო, მართლა. საღამოს მივალთ და ხელს ვთხოვთ, მერე ხელს მოვაწერთ. -ასე მალე? შეყვარებულებიც კი არ ყოფილხართ.-საბა ჩერთო საუბარში. -ნეტავ თქვენ რა იცით!- გაიცინა ბიჭმა. -ჰო, მე ამიჯანყდით მთელი ოჯახი, ვიღაც გყავს და არ გვეუბნებიო, აი, რეალურად ვინ მალავს რაღაცებს! ჰო მართლა, გილოცავ!- ჩაეხუტა და რამდენჯერმე დაუტყაპუნა ზურგზე ხელი. -მერე იქ გადაცხოვრდები? -არა, რა თქმა უნდა! -აბა, ქავთარაძეების დედოფალი საშუალო ზომის სახლს იკადრებს? -მარიამ, რანაირად ლაპარაკობ?-თვალები დაუბრიალა ნინომ. -აცადე დედა, მულის მოვალეობა ეგ არის!-თავი დაუქნია საბამ. -ბლა,ბლა,ბლა... -მარიამ, შევთანხმდეთ რომ სისულელეებს არ ჩაიდენ!- წარბი აქაჩა გაბრიელმა. -შევთანხმდეთ.-მხრები აიჩეჩა მარიამმა. -კარგი, მაშინ მე დავიძინებ და ხვალ მოვემზადოთ.- ოთახში შევიდა გაბრიელი. -მარიამ, შენი ძმა იმსახურებს ბედნიერებას! -არ ვამბობ არაფერს, რატომ გადამეკიდეთ?! მიხარია მისი ბედნიერება! ****** მთელი ღამე ძილი არ მიჰკარებია. ცოტა ხანს საწოლზე ზურგით აკრული იწვა, თავქვეშ ხელები ამოელაგებინა და ღიმილით უყურებდა თეთრ ჭერს. ფიქრობდა იმ დღეებზე, რომელიც წინ ელოდა. მერე საწოლიდან წამოდგა, კარადის უჯრა გამოაღო და ტანსაცმლის ქვეშ ჩამალული ფოტო ამოაძვრინა. საკმარისად ძველ ქაღალდს ცოტათი ფერიც შეეცვალა, მაგრამ გაბრიელის სახეზე ისეთივე ღიმილს იწვევდა როგორსაც ადრე. სურათზე ორი, ათიოდე წლის ბიჭი იყო გამოსახული, ერთ-ერთის კისერზე მცირეწლოვანი, ოქროსფერთმიანი გოგონა იყო შემოსკუპებული და ისიც ყურებამდე გარღვეული, უკბილო ღიმილით უმზერდა კამერას. ყოველთვის სიხარულით ეგებებოდა კირა გაბრიელს. ბიჭისგან ყოველთვის დიდ სითბოს გრძნობდა. არასდროს ეზარებოდა ხუჭუჭა გაბრიელს ძმაკაცის უმცროს დასთან ბურთით თამაში, მიუხედავად იმისა, ერთობოდა თუ არა ამით ის. მერე ბიჭები წამოიზარდნენ, სხვა მეგობრები გაიჩინეს, სხვა ინტერესები გაუჩნდათ. გაბრიელიც იშვიათად მიდიოდა ქავთარაძეებთან, ძმაკაცები გარეთ იკრიბებოდნენ. მერე საერთოდ შეწყვიტა გაბრიელმა მათთან სიარული და კირასაც მალევე დაავიწყდა. გაიზარდა, გალამაზდა, დაიხვეწა, თავადაც გაიჩინა სხვა მეგობრები და გაბრიელიც მხოლოდ ძმის ძველი მეგობარი გახდა. ქუჩაში რომ შეხვდებოდა ღიმილით დაუქნევდა თავს მისალმების ნიშნად და თვალებგაბრწყინებულ გაბრიელს ჩვეულებრივად უვლიდა გვერდს. გაბრიელისთვის კი მისი ყოველი გამოჩენა უცნაურ გრძნობებთან იყო დაკავშირებული. რამდენად ცუდადაც არ უნდა ყოფილიყო, გოგოს დანახვა ყოველთვის ახარებდა. ხვდებოდა რომ გოგოს მიმართ სერიოზული გრძნობებით იყო განწყობილი, მაგრამ თორნიკეს ამის შესახებ ვერაფერს ეუბნებოდა. სწორედ კირა იყო მათ შორის არსებული ერთადერთი საიდუმლო. ფოტო ცარიელ ჩარჩოში ჩასვა და ღიმილით შემოდო თაროზე. ფანჯრიდან ფარდები გადასწია და სუფთა ჰაერს ოთახში შემოჭრის უფლება მისცა. დაახლოებით ექვსი საათი იყო ოთახიდან რომ გავიდა და ყავის მადუღარა ჩართო. შორტების ამარა, წელსზემოთ შიშველი ჩამოჯდა სამზარეულოში და ყავის არომატი მთელი ნეტარებით შეიგრძნო. -თვალები გაახილე, თორემ ჩაგეძინება!- სიცილით შეაჯანჯღარა საბამ. -რა ჯანდაბას აკეთებ, რატომ არ გძინავს?-ხველაამტყდარმა დაჭყიტა თვალები. -მომწყურდა და ავდექი.-მხრები აიჩეჩა და მაცივრიდან შუშის ბოთლი გამოიღო.- აქამდე რატომ არაფერი თქვი? -ასე გვერჩივნა.-მოკლედ მოუჭრა და უკვე დაცარიელებულ ჭიქას ჩახედა. -უკეთესი ტყუილის მოფიქრებაც შეიძლებოდა, მაგრამ იყოს ეგრე.-თვალი ჩაუკრა და სამზარეულოდან გავიდა. -ღმერთო მიშველე ! *********** -როგორ ხარ, ბებო? -აჰ კირა, მოდი შვილო!-ღიმილით მიჩოჩდა საწოლის მეორე მხარეს და შვილიშვილს ადგილი გაუთავისუფლა. -არ მინდა დაწოლა, ზურგი მტკივა და არაკომფორტულად ვარ. -გინდა მასაჟი გაგიკეთო? გიშველის. -არა,ბებო, მადლობა.-გაეცინა.- შენი აზრი მაინტერესებს. როგორ ფიქრობ, სწორად მოვიქეცი? -მე არ ვიცი შენმა შეყვარებულმა რა გითხრა, მაგრამ თუ შენ ასე მიიჩნევ საჭიროდ... -უარი თქვა. თქვა რომ ახალი ცხოვრების დაწყება უნდა და ქალაქიდან მიდის, კიდევ უამრავი სისულელე...-ცრემლი ჩაუდგა თვალებში. -არაკაცი! ნამდვილი არაკაცი!- აქოთქოთდა ქალი და თითქმის ატირებულ კირა გულში ჩაიკრა.- მაშინ ნამდვილად სწორად მოქცეულხარ, ეჭვიც არ შეგეპაროს! მისნაირი არაკაცები არც ცოლს და არც შვილს არ იმსახურებენ! გაბრიელი ძალიან კარგი ბიჭია ბები, შენც ხომ იცი? მთელი ცხოვრებაა შენი ძმის გვერდითაა, არასდროს შეშლია ძმობა და ერთგულება. საუკეთესო შვილები ჰყავს ნინოს გაზრდილი. ზრდილობიანი, გამარჯობის თქმას რომ ვერ დაასწრებ. -რა მოხდა მამაჩემსა და მას შორის, დღემდე რომ არ ჰპატიობს თორნიკე? -არ ვიცი შვილო, ეგ ამბავი მათ გარდა არავინ იცის. -დღეს ხომ ჩემს გვერდით იქნები? -სულ შენს გვერდით ვიქნები ჩემო ლამაზო.- თმაზე ჩამოუსვა ხელი და შუბლზე აკოცა.- წადი, ცოტა დაისვენე და მერე მოემზადე. არაფერზე ინერვიულო, შენი შეყვარებული მაგდენი არ ღირს! -ალბათ შევეჩვევი.- ტუჩი მოიკვნიტა და შედარებით დამშვიდებული გამოვიდა ბებიის ოთახიდან. ***** მთელი დღე არეულობა იყო ქავთარაძეების ოჯახში. ნანა სამზარეულოდან არ გამოდიოდა, უამრავი რამ ჰქონდა მომზადებული. კერძების დასრულების შემდეგ დესერტზე გადავიდა. სხვადასხვა სახეობის ნამცხვრები ერთმანეთის გვერდით ჩამოამწკრივა და კმაყოფილმა შეიმშრალა ხელები. მერე დედამთილთან ერთად გაშალა ეზოში სუფრა და როცა დარწმუნდა რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც თვითონ ჰქონდა ჩაფიქრებული, დამშვიდებული ავიდა ოთახში და მომზადებას შეუდგა. ხავსისფერი, ბარხატის ნაჭრის გრძელი კაბა ჩაიცვა. მაჯაზე დედის ნაჩუქარი,წითელთვლიანი სამაჯური შემოიხვია და შავი, საშუალო ზომის ქუსლიან ფეხსაცმელზე შედგა. წაბლისფერი, ტალღოვანი თმა უკან მსუბუქად შეიკრა და სარკეში თავის თავს გაუღიმა. ამასობაში შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ლევანიც გამოჩნდა და უფრო მეტად გალამაზებულ ცოლს წელზე მოჰხვია ხელი. -იცი რომ ძალიან ლამაზი ხარ?! -ახალგაზრდობაში შეიძლებოდა ეგ კომპლიმენტი მიმეღო, ახლა რას ხედავ ლამაზს?-სიცილით მოშორდა კაცს. -შენ შენი თავი მოხუცი ხომ არ გგონია?! აქაო და გოგოს ვათხოვებო და ასაკი იგრძენი? -რა გჭირთ ბატონო ლევან, ამხელა სითბო რით დავიმსახურეთ? -ოხ,ნანა,ოხ!- უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ოთახიდან გაბრაზებული გავიდა. ნანამაც სიცილით გააყოლა თვალი და მალევე მიჰყვა უკან. ***** უკვე წესად ექცა მთელი დღით ოთახში ჯდომა. საღამომდე, სანამ ეზოში ჯანდიერები არ შემოვიდნენ, თავის ოთახში იყო და ემზადებოდა. ლურჯი, თხელი კაბა ეცვა. თმები ლამაზად ჰქონდა ჩაწნილი და ბოლოში კაბისფერი ლენტით ჰქონდა გაბანტული. როცა ყველაფერი მოაწესრიგეს თორნიკემ ააკითხა და ფრთხილად დააკაკუნა კარზე. -მოდი.-სარკიდან გახედა ძმას. -მზად ხარ? ყველა ქვემოთაა. -ჰო.-თავი დაუქნია უემოციოდ. -ძალიან ლამაზი ხარ.- ლოყაზე აკოცა დას.-თუ გაიღიმებ უფრო ლამაზი იქნები. -არ გვეღიმება. -მოდი ჩემთან.-ნაზად მოჰხვია დას გრძელი ხელები და გულზე აიკრა.- ყველაფერი კარგად იქნება, ჩემი ხომ გჯერა? თუ დაგამშვიდებს წავალ და იმ იდიოტს თავ-პირს გავუერთიანებ. -არ გაბედო!-გველნაკბენივით მოშორდა ძმას.- ის უკვე წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან, სხვა ადამიანად უნდა ჰყოფნა. ჰოდა ნურც ჩვენ გავეკიდებით. -ჩემო ჭკვიანო!-შუბლზე აკოცა დას და ხელი გაუწოდა.- წამოდი, გელოდებიან! ხელკავი გამოსდო ძმას და მასთან ერთად გავიდა გარეთ. სანამ კიბეებს ჩაამთავრებდნენ, წამითაც არ მოუშორებია თვალი გაბრიელისთვის. ბიჭი გულწრფელი ღიმილით შეჰყურებდა საცოლეს და მის თვალებში სიყალბის არც ერთი ნაპერწკალი არ ჩანდა. ქვემოთ ჩასვლის შემდეგ ძმას მოშორდა და ყალბი ღიმილითა და დაძაბული ნაბიჯებით მიუახლოვდა გაბრიელს. -ძალიან ლამაზი ხარ!- გაუღიმა ბიჭმა და ლოყაზე მიაკრო ტუჩები.-მეტი ბუნებრივობაა საჭირო.- უჩურჩულა გოგოს და ღიმილითვე მოშორდა. -გამარჯობა.- დარიგებისამებრ, ღიმილით მიესალმა ნინოს და მასთან ერთად გაბრიელის და-ძმაც გადაკოცნა. -ძალიან მიხარია თქვენი ამბავი,შვილო. -მოდით, დაბრძანდით!- სუფრისკენ გაუძღვა ნანა შეკრებილებს. ვახშმობისას ხმას არავინ იღებდა, ზრდილობიან ღიმილს თუ გაუცვლიდნენ ერთმანეთს, ან ზოგად თემას მოედებდონენ. ვახშმობა რომ დაამთავრეს ფეხზე წამოიშალნენ და ნინომაც თავის ვაჟს ბეჭედი მიაწოდა. -მოკლედ, ბატონო ლევან, ქალბატონო ნანა, მინდა თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ. პირობას გაძლევთ ყველაფერს გავაკეთებ მისი ბედნიერებისთვის! დიდი ხანია ერთმანეთი გვიყვარს და გვინდა ეს ყველაფერი ქორწინებით დავაგვირგვინოთ. ამისთვის კი თქვენი თანხმობა გვჭირდება. -თუ კი ჩემი ქალიშვილი თანახმაა, მე რა უნდა მქონდეს საწინააღმდეგო?!- გაიღიმა კაცმა და გაბრიელის გვერდით მდგომ შვილს გახედა.- რას იტყვი კირა? -რა თქმა უნდა, მამა, მე თანახმა ვარ! -მაშინ, ჩემგან დალოცვილები იქნებით მთელი ცხოვრება!-ბედნიერი ღიმილით გადაკოცნა წყვილი მას შემდეგ, რაც კირას თითზე ნიშნობის ბეჭედი აბრჭყვიალდა, მერე დანარჩენებსაც დაუთმო გზა წყვილთან მისასვლელად. -ამიერიდან შენც ჩემი შვილი ხარ,ჩემო ლამაზო!-გაბრწყინებული სახით მოეხვია სარძლოს. -მიხარია ამის მოსმენა. -ამიერიდან კიდევ ერთი ძმა გყავს, შენს გვერდით მიგულე!-ლოყაზე აკოცა საბამაც. -მე კი შენი ერთადერთი და ვიქნები!-გაუცინა მარიამმა და თბილი ღიმილი აჩუქა კირას. -ძალიან მიხარია, კარგი გრძნობაა ალბათ დის ყოლა!-გულწრფელად გაუღიმა გოგოს. -არამგონია ამის დობა დიდი სიხარულის მომტანი აღმოჩნდეს შენთვის, მაგრან როგორმე გაუძლებ!- თვალი ჩაუკრა საბამ. -ბლა,ბლა,ბლა!-უკმაყოფილო სახით მოსცილდა საბას და გაბრიელს ჩაეხუტა. -ბედნიერებას გისურვებთ! -იცი,როცა ვუთხარი კირას დასანიშნად უნდა წავიდეთ მეთქი ძალიან იეჭვიანა!-სიცილით გადახედა საცოლეს და დას ხელი მოჰხვია. -არ მიეჭვიანია, უბრალოდ მოულოდნელი იყო და არც მახსოვს რა ვთქვი! -მე მახსოვს, თუ გინდა ვიტყვი... -გამყიდველო! -რადგან ყველაფერი კარგადაა, ცოტა ხანს ჩემს საცოლეს მოგტაცებთ!-წელზე მოჰხვია ხელი კირას და არავის პასუხს დალოდებია, ისე დატოვა ეზო გოგოსთან ერთად. -ეს რატომ გააკეთე? -იმიტომ რომ დაიღალე და ბავშვისთვის ასე არ შეიძლება! ან რა საჭირო იყო ეგ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი?- წარბშეკრულმა დახედა ფეხებზე. ცოტა ხანს გაკვირვებული იდგა, ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა, მერე კი სიცილი აუტყდა,რომელიც მალევე გადაეზარდა ტირილში. -კარგად ხარ კირა? რატომ ტირი?- გაფართოებული თვალებით უყურებდა გოგოს. -არაფერია. -წამოდი.- იდაყვზე მოჰკიდა ხელი. -სად მიგყავარ აღარ მეტყვი? -სანაპიროზე ჩავიდეთ, ცოტა დამშვიდდები. აღარაფერი უთქვამს, უხმოდ დაჰყვა ბიჭის ნებას და ფეხით გაუყვნენ სანაპიროსკენ გზას. როცა ქვიშიან ნაპირს მიუახლოვდნენ, ქუსლიანი ფეხსაცმელი მაშინვე გაიხადა. -არ შეგცივდება? -არა. -აბა, რატომ ტიროდი?- მიუბრუნდა ძველ თემას, როცა ლოდებზე ჩამოსხდნენ.-კირა, არ გაცივდე და ბავშვს რამე არ დამართო! -არაფერი მომივა, ნუ ღელავ!- გაეცინა და აცრემლებული თვალების დასამალად გვერდზე გაიხედა. -ისევ იგივეს აკეთებ, რა გემართება? მე ვაკეთებ რამეს? -არა.-ჩამოვარდნილი ცრემლი მაშინვე მოიშორა.- უბრალოდ... არ ვიცი როგორ აგიხსნა, მე თვითონაც ვერ ვხდები ბევრ რამეს. მოდი, ორსულობას დავაბრალოთ. -ჰო, ეგ თემა განსახილველი გვაქვს. -რა ხდება?-წამში დაეძაბა სხეული. -ცუდს ნურაფერს იფიქრებ! უბრალოდ ჩემს ოჯახში ყველა ფიქრობს რომ ჩვენ მართლა... -ვიცი, მაგრამ არამგონია სწორი იყოს. -კირა, მე შენც და შენი შვილიც მიგიღეთ! თუ მის გვერდით არ იქნება მისი ბიოლოგიური მამა, მამობას მე გავუწევ. არ არის საჭირო ჩემი სისხლი და ხორცი იყოს, ის მაინც ჩემი შვილი იქნება. -არ ვაპირებ ჩემი შვილისთვის ნამდვილი მამის ვინაობის დამალვას. -მგონი სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ! -არა გაბრიელ, ზუსტად იქ ვარ სადაც შენ! არ ვიცი რატომ, მაგრამ გინდა რომ ჩემი შვილის მამა იყო, მაგრამ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ! საერთოდ იმასაც ვერ ვხვდები ეს ქორწინება რა საჭირო იყო. ამდენი ხანია ვფიქრობ, და ვერაფერს ვხვდები. მხოლოდ ის ვიცი, რომ ლუკამ ჩვენზე უარი თქვა! -შენ თავად არ გადაწყვიტე ჩემზე გათხოვება? ვინმემ დაგაძალა? -ნელ-ნელა კარგავდა მოთმინებას ბიჭი.- ერთხელ მაინც მოვედი შენთან და გითხარი, ცოლად გამომყევი მეთქი? ვინმე ჩაერია შენს გადაწყვეტილებაში?! მესმის, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მაგრამ ეს ასე მოქცევის უფლებას არ გაძლევს! ერთადერთი, რაც ადამიანებში ალბათ ყველაზე მეტად მაღიზიანებს ეს დაუნახავობაა და გთხოვ, ასეთი ნუ იქნები! -ესე იგი დაუნახავი ვარ? გმირმა გაბრიელმა მთელი თავისი ცხოვრება გვერდზე გადადო და იმის გამო რომ მე და ჩემს შვილს სახელი არ გაგვტყდომოდა ცოლად მომიყვანა! მადლობა, მაგრამ შეგიძლია ეს არ გააკეთო! ხვალ ხელი უნდა მივაწეროთ, მაგრამ თუ გინდა უარი თქვი და მოვრჩეთ ამ თამაშს! -ეს თამაში არ არის! ერთ დღეს მომყვებოდე და მეორე დღეს უკან იხევდე, ასე არ გამოვა! შენ დათანხმდი ამ წინადადებას, ჰოდა ასეც იქნება. გაყრაზე არც კი იფიქრო! -რატომ? რატომ აკეთებ ამას? -მხოლოდ შენს გამო არა! -ეს არ არის პასუხი!- დაიყვირა ნერვებმოშლილმა. -იმიტომ რომ დედაჩემი სიკვდილის წინ ერთხელ მაინც გავახარო! გაიგე? - საბოლოოდ დაკარგა სიმშვიდე და მთელ ხმაზე დაიღრიალა.- კვდება დედაჩემი, კვდება! მთავარი მიზეზი, რის გამოც შენზე ქორწინება გადავწყვიტე ის არის! მისი ერთადერთი სურვილი ის იყო, რომ მის სიცოცხლეშივე დავქორწინებულიყავი, ჰოდა შევუსრულე ეს სურვილი, მის გამო ვქორწინდები. -და მაშინ გამეყრები, როცა დედაშენი... ბოდიში, დაივიწყე. ვწუხვარ მის გამო.- დაბნეულმა ამოილუღლუღა და სირცხვილისგან თავი ჩახარა -გაინტერესებს გაგეყრები თუ არა მაშინ, როცა დედაჩემი მოკვდება? -ჩაეცინა.- არა! მე ცხოვრებაში ერთხელ ვიქორწინებ და ამ ქორწინებაში მოვკვდები! -არ მინდოდა მაგის თქმა, მართლა! -არ აქვს მნიშვნელობა. -სახლში წავიდეთ, შემცივდა.- ფეხზე წამოდგა თვალებამღვრეული და წინ გაიჭრა. -ეს ჩაიცვი და მეორედ ისეთი რამ აღარ თქვა, სირცხვილისგან რომ დაიწვა!- თავისი პიჯაკი მოახურა მხრებზე და გვერდით ამოუდგა. ******** მეორე დილით ხელი მოაწერეს და კირა ქავთარაძისა და გაბრიელ ჯანდიერის ქორწინება ოფიციალურად დამტკიცდა. ერთმანეთს ოქროსფერი რგოლები წამოაცვეს თითზე და ქავთარაძეების სახლისკენ დაიძრნენ. სახლში მისულებს ყველაფერი წესრიგში დახვდათ. კირას ნივთები ანდრიამ ჩამოიტანა და დის წინ გაჩერდა. -მომენატრები!- მთელი ძალით მოჰხვია ხელები ტყუპისცალს.- თუ რამე დაგჭირდება დამირეკე, წამში შენთან გავჩნდები. ანდაც არ გინდა დარეკვა, მივხვდები. -კარგი ანდრო, მეც ძალიან მომენატრები!- ლოყები დაუკოცნა ბიჭს. -დედი, აი ეს შენი საყვარელი ტორტია, თუ მოგინდება შეჭამ!-ლანგარი გაუწოდა შვილს. კირამაც გაბრიელს გადაულოცა და დედის გულს აეკრო. -ნუ ამატირებ ახლა, რა!-ამოიბუზღუნა და ორივე ლოყაზე აკოცა ქალს.- ბებო, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი მთელი ამ დროის მანძილზე!- ქვედა ტუჩი დაბრიცა და აცრემლებულ ქალს ჩაეხუტა. -თავს მიხედე ჩემო გოგო.- თმაზე ჩამოუსვა ხელი. -თუ რამე დაგჭირდებათ დაგვირეკე, მა. -შუბლზე აკოცა შვილს. -კარგი გამოდით ახლა!-მანქანიდან დაუყვირა თორნიკემ და გოგომაც ცრემლიანი თვალებით შეათვალიერა სახლი. -წამოდი!- თავი გადააქნია გაბრიელმა და მეორე ხელში გოგოს ჩანთები აიტაცა.-აბა, კარგად! -კარგად შვილო,კარგად!- მანქანამდე მიაცილეს გოგო.- გაუფრთხილდით ერთმანეთს. -ვიზრუნებ თქვენს ქალიშვილზე, ქალბატონო ნანა.- ღიმილით დაემშვიდობა ცოლის ოჯახს და მანქანაში ჩაჯდა. ათ წუთში გაბრიელის სახლთან გაჩერდნენ. გაბრწყინებული სახით შეეგება ნინო შვილს და ნივთების სახლში შეზიდვაში დაეხმარა. -აბა ჩემო ლამაზო, გაკოცებ და წავედი!- შუბლზე აკოცა დას და მანქანაში ჩაჯდა. -რა გეჩქარება, შემოდი ცოტა ხანს!- სახლიდან გამობრუნდა გაბრიელი. -არა, წავალ დავაწყნარებ იმათ.- გაიცინა და მანქანა დაქოქა.- აბა ჰე! ამღვღეული თვალები გააყოლა ადგილიდან მოწყვეტილ მანქანას და ღრმად ჩაისუნთქა. -შემოდი.-თბილად გაუღიმა ქმარმა. -თავი სამი წლის ბავშვი მგონია, საბავშო ბაღში რომ ტოვებენ. -ისედაც ბავშვი ხარ. -კარგი ერთი!- წარბები აქაჩა კირამ. -შედი, შედი!- სიცილით მიჰკრა ხელი და სახლში შეუშვა. საშუალო ზომის სახლი იყო. კარიდან ხელმარცხნივ სამზარეულო იყო, პირდაპირ მისაღები ოთახი, მარჯვნივ კი ვერ დაინახა რა ხდებოდა, კარი ჩაკეტილი იყო. მისაღები ოთახი შედარებით მოზრდილი იყო. იატაკზე ჭრელი ხალიჩა იყო დაგებული, ბორდოსფერი დივნის პირდაპირ თხელეკრანიანი ტელევიზორი გაეკრათ კრემისფერ კედელზე. მისაღებ ითახში შესასვლელი კარის პირდაპირ სამი ოთახი იყო, ტელევიზორის მოპირდაპირე კედელშიც ერთი კარი ამოეჭრათ. სწორედ იმ ოთახში შეიტანეს კირას ჩემოდნები. -მოდი შვილო, დაჯექი. ან თუ გინდა ოთახში შედი დაათვალიერე, მოეწყვე... როგორც შენ გინდა ისე მოიქეცი, დღეიდან ეს სახლში შენიცაა! -მადლობა ქალბატონო ნინო.-უსაზღვრო სითბოს გრძნობდა დედამთილისგან, რაც თავის ნათქვამ სიტყვებს ახსენებდა და თავს ძალიან ცუდ ადამიანად აგრძნობინებდა. -რა ქალბატონო, კირა, არ გრცხვენია? სახელითაც შეგიძლია მომმართო. -ჰო, შევეჩვევი ალბათ.- უხერხულად აიწურა. -წამოდი, შენი ნივთები დავალაგოთ.- ისევ დაიხსნა ცოლი უხერხული სიტუაციიდან და ოთახში შეუძღვა. ფრთხილად მიუხრა კარი და დაბნეულ კირას გაკრეჭილი მიაშტერდა. -რატომ იცინი?- წარბები შეკრა გოგომ. -ძალიან სასაცილოა! -საერთოდ არ არის სასაცილო! -ახლა უნდა იტირო?- უფრო გამხიარულდა ბიჭი. -გაბრიელ, თავი დამანებე რა! არც იცი ახლა რას ვგრძნობ... -ისევ ტირის. -თავი დამანებე მეთქი!- ხმა აუკანკალდა და ქვედა ტუჩი სასაცილოდ დაებრიცა.- ძალიან ცუდი ბიჭი ხარ! საერთოდ რატომ გამოგყევი? -ღმერთო მიშველე!-სიცილით ჩამოისვა სახეზე ხელი და გოგოს მიუახლოვდა.- კარგი, აღარაფერს გეტყვი.-ნიკაპქვეშ ამოსდო საჩვენებელი თითი და თავი ააწევინა. ატირებული გოგოს დანახვაზე მაშინვე წაეშალა სახე და თვალები გაუფართოვდა.- ახლა მაგ ცრემლებს მართლა ვხედავ თუ მეჩვენება?! -შენც ხომ ეგ გინდოდა?- უხეშად მოიშორა ბიჭის ხელი. -მე რა ვიცოდი მართლა რომ ატირდებოდი?! -თავი დამანებე! შეგიძლია გახვიდე, მე თვითონ დავალაგებ ჩემს ნივთებს. -კარგი, ნუღარ ტირი რა! -ვერ ხვდები რომ მასეთი საუბრით უფრო ამატირებ? -მართლა სამი წლის ბავშვი ხარ? -ხო! -კარგი. - მხრები აიჩეჩა და საწოლის გვერდით მდგარ სავარძელზე ჩამოჯდა. -არ გადიხარ? -ნწ. შეჭმუხნული წარბებით გამოაღო კარადის კარი და გაბრიელის ტანსაცმლით სავსე თაროები გაფართოებული თვალებით შეათვალიერა. -აქ ვერაფერს დავატევ, ყველა თაროზე რაღაც გიდევს. -ერთმანეთზე დააწყვე. -ნახა გამოსავალი! მე რა ვიცი რა გინდა გამოსაჩენ ადგილას და რა არა?! -მაშინ შენები დააწყვე ზემოდან. -ო, კარგი მეზარება! სხვა დროს დავალაგებ. -დაიღალე? თუ გინდა ცოტა ხანს დაისვენე. -არა, დედაშენთან გავალ. ასე უფრო მრცხვენია. -საერთოდ რა სირცხვილზე ლაპარაკობ? რომ გეუბნება შენც ჩემი შვილი ხარო გგონია ამას მოვალეობის მოხდის მიზნით ამბობს?! ამ სახლში, ჩვენთან, განსაკუთრებით კი დედაჩემთან არავითარი უხერხულობის გრძნობის ადგილი არ არის. ნებისმიერი რამ შეგიძლია სთხოვო, არაფერს დაგზარდება. -არ არის ასე მარტივი! -არც მასეთი რთულია. ********* “არ ვიცი წერას როგორ იწყებენ ხოლმე, იმედი მაქვს როცა წავიკითხავ არ შემრცხვება. ოცდაერთი წლის ვარ და არც ერთხელ დამიწერია მსგავსი რამ. უკვე ერთი თვეა გათხოვილი ვარ. უცნაურია, მაგრამ რაღაცებს შევეჩვიე. მაგალითად იმას, რომ სხვა სახლში ვარ, სხვა ოჯახში ვარ და დედაჩემის სახეს ვერ ვხედავ. გაბრიელის საწოლსაც მივეჩვიე, ჩემს საწოლზე უფრო კომფორტულია. იმასაც ჩევეჩვიე, “ჩემს” საძინებელში მეორე ადამიანიც რომ ცხოვრობს. ერთი თვეა ჯანდიერებთან ვცხოვრობ და ვფიქრობ, ნინო საუკეთესო დედაა. რაც დრო გადის ვხვდები, რომ ნინოს მიმართ პატივისცემა სიყვარულში გადამდის და მისი დაკარგვის შიში, რომელიც გაბრიელს დაძინების საშუალებას არ აძლევს, მეც მიჭერს კლანჭებს. ამ ერთი თვის მანძილზე გონება ორჯერ დაკარგა, ექიმმა თქვა რომ ვერაფერს ვუშველიდით და მსგავსი მოვლენები ხშირი იქნებოდა. მისი დაავადების სახელი ჯერაც ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ ძალიან ცუდია. როგორც ჩანს ნინო შეეგუა იმ აზრს, რომ დიდი დრო არ დარჩენია. ადამიანი ყველაფერს ეჩვევავო, ძალიან რეალური ფრაზა ყოფილა. ნინო მოახლოებულ სიკვდილს შეეგუა, მე კი იმას რომ გათხოვილი ვარ. გაბრიელზე იმის თქმა შემიძლია რომ პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა რომ კვირაში ერთხელ მაინც ვჩხუბობთ, ვაფასებ მას. ცდილობს ყოველთვის ჩემს გვერდით იყოს, ზოგჯერ ეს საერთოდ არ მსიამოვნებს, ზოგჯერ კი მომწონს მისი ყურადღება. აქ გადმობარგების პირველი კვირა ალბათ ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობდი, ძალიან მარტოდ. გაბრიელი მაშინაც ცდილობდა დამხმარებოდა, ზოგჯერ გამოსდიოდა, ზოგჯერ არა. მიუხედავად ამდენი მოუგვარებელი პრობლემისა, მაინც ახერხებს იმის კითხვას, თუ როგორ ვარ ან რამე ხომ არ მაწუხებს. ბავშვზეც ხშირად მეკითხება და ჩემთვის საუკეთესო ექიმს ეძებს, ჯერაც ვერ იპოვა. თავს ძალიან ცუდ ადამიანად ვგრძნობ ამდენი სიკეთის მერე, ჯერაც მარტო რომ მძინავს მისსავე საწოლში, თვითონ კი იატაკზეა გაშოტილი. იატაკზე ძილი თავად გადაწყვიტა, პირველივე დღიდან მოყოლებული. სასიამოვნო იყო მისგან ეს ჟესტი. მე და მარიამი დავმეგობრდით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემი ორსულობის ამბავი გაიგო. საბაც კარგი ბიჭია, მისი უკეთ გაცნობა ვერ მოვახერხე, სახლში იშვიათად მოდის და როცა მოდის არც მაშინ საუბრობს ბევრს. მიუხედავად იმისა რომ ჩაკეტილია, მაინც მაგრძნობინებს იმას, რომ ჩემს მიმართ კეთილად არის განწყობილი და შემიძლია მასაც ვენდო. ახლა ღამის თორმეტი საათია, გაბრიელმა მისაღებ ოთახში შუქი ჩააქრო და სანამ შემოვა დაგემშვიდობები. მომავალ შეხვედრამდე. “ დღიური დახურა და კალამთან ერთად თავისი პირადი ნივთების უჯრაში ჩამალა. სანამ გაბრიელი დაბრუნდებოდა თხელი ხალათი გაიხადა და სკამზე მიაგდო, თვითონ კი სწრაფად შეწვა საწოლში. მალევე შეაღო გაბრიელმა კარი და თვალებდაჭყეტილ კირას მიაჩერდა. -რა? -არაფერი. -აბა რატომ მიყურებ? -უბრალოდ შემოგხედე. -შუქი რატომ არ ჩააქრე? -შენ გელოდებოდი...ანუ ხომ უნდა შემოსულიყავი და რამეს რომ არ დაჯახებოდი დაგიტოვე.- შეასწორა მაშინვე და გაბრიელის შეკავებულ სიცილზე თვითონაც გაეღიმა.-ო, შენთან ხომ ვერაფერს იტყვის ადამიანი! -თუ მე მელოდებოდი რას ვიზამთ, ჩავაქრობ შუქს და დავწვები.- სიცილით ჩააბნელა ოთახი და წინასწარ გამზადებულ იატაკზე გაგორდა.- ლამაზი სიზმრები. -შენც.- მოხერხებულად მოთავსდა საწოლში და თვალები დახუჭა.- გაბრიელ. -ჰო. -გეძინება? -რატომ მეკითხები?-გაეღიმა. -შეიძლება ხვალ ჩემებთან წავიდე? -ახლა შენებთან არ ხარ? -ო, ასეთ რაღაცებს ნუ მეუბნები მეთქი ხომ გითხარი?! ჩემი მშობლების ნახვა მინდა. -კარგი, წავიდეთ. -მადლობა. -არ გეძინება? -მგონი არა. შენ? -მე კი. -აბა რატომ მკითხე?-წარბები შეკრა უკმაყოფილოდ. -ისე. -ნუ მელაპარაკები, გვეძინება! -ტკბილი ძილი. ******** დილით სამზარეულოდან გამოსულმა ხმაურმა გააღვიძა. ტელეფონს რომ დახედა რვა საათი ხდებოდა. რამდენჯერმე გაიზმორა და ფეხზე წამოდგა, კირას ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა. ჩაიცვა და მძინარე ცოლისთვისაც მოიცალა. ფრთხილად მიუწვა გვერდით და ბალიშზე გადაფენილ თმაზე რამდენჯერმე, ნაზად ჩამოუსვა თითები. იდაყვზე დაყრდნობილი თბილი თვალებით უმზერდა ტუჩებდაბერილს. მერე მზერა მუცლისკენ გააპარა. გოგოს, მოკლე პერანგი წელამდე ასწეოდა და ყველა საჭირო და არასაჭირო ადგილი მოუჩანდა. შეხება ვერ გაბედა, ფრთხილად დააფარა საბანი და ოთახიდან გავიდა. -დილამშვიდობისა!-შუბლზე აკოცა მოფუსფუსე დედას. -უკვე გაიღვიძე, შვილო? -ჰო. მე საუზმობას ვერ მოვასწრებ, სამსახურში დამაგვიანდება. შენ თავს ნუ დაიღლი და კირას უთხარი რომ დანაპირები არ დამვიწყებია. -ექიმთან როდის უნდა მიხვიდეთ დედი? -ერთი თვე კიდევ გვაქვს სქესის გაგებამდე, მანამდე ვინმე ნორმალურს ვუპოვი. -ასეთ ბედნიერს რომ გხედავ სიკვდილის აღარ მეშინია, დედი. -მასე ნუ ლაპარაკობ. წავედი, მეჩქარება. ******* -კირამ დამირეკა, საღამოს ჩვენთან მოვლენ!- სუფრასთან შემომსხდარ ქმარ-შვილს ახარა ნანამ. -არ გამიშვით, თორემ აქამდეც ვნახავდი! -ასე იყო საჭირო, ანდრო. ყოველ დღე მის სანახავდ ეომ გვევლო ვერ შეეგუებოდა. -ამის შემდეგ ხშირად ვნახავ ხოლმე. -შენზე ნაკლებად კი არ გვენატრება ჩვენ!-წარბები შეკრა ლევანმა.-შენი და გათხოვდა, მაგრამ შენს შეყვარებულს ჯერაც არ ვიცნობთ. თუ გინდა დღეს მოიყვანე, ჩვენც გავიცნობთ და შენი დაც აქ იქნება. -არ ვიცი.-დაიბნა ანდრია.-ვეტყვი, მაგრამ არა მგონია დამთანხმდეს. -ადრე თუ გვიან ხომ უნდა გავიცნოთ? ჰოდა დღეს კარგი დღეა, მოიყვანე. -ვეტყვი. -ძალიან კარგი, მაშინ კარგად მოვემზადები!-თვალები აუციმციმდა ნანას. -სულ სამზარეულოსკენ ნუ მიგირბის თვალი, ცოტა ხანს შენც დაჯექი.- გაეცინა თორნიკეს. -მალე მორჩით, ყველაფერი უნდა მოვასწრო. ****** მთელი დღე სამუშაოს გული ვერ დაუდო. პირველად დატოვა კირა მარტო და მასზე ფიქრი თავიდან არ შორდებოდა. ვერც დრო გამონახა იმისთვის, რომ დაერეკა. საღამოს როგორც იქნა გათავისუფლდა და სამსახურიდან უკანმოუხედავად გამოიქცა. გზად სამკაულების მაღაზიაში შეიარა და დიდხანს არჩია ცოლისთვის საჩუქარი. ბოლოს ერთ ყელსაბამს დაადგა თვალი და მალევე შეაფუთინა გამყიდველს. წითელი კოლოფი ჯიბეში ჩამალა და სახლისკენ განაგრძო გზა. შინ მისულს კირა უკვე მზად დახვდა. გაეცინა მის სულსწრაფობაზე და პირდაპირ ოთახში წავიდა გამოსაცვლელად. კოლოფი საგულდაგულოდ გადამალა და მომზადებას შეუდგა. -დასვენებაც არ გაცადე, თუ გინდა ცოტა ხანს ვიყოთ და მერე წავიდეთ. -არა, დღეს არ დავღლილვარ, წავიდეთ. -კარგი.-გაუღიმა და მაშინვე ჩამოხსნა მოსაცმელი საკიდიდან.- ნახვამდის ნინო!-გაკრეჭილმა დაუქნია ხელი დედამთილს და გარეთ გავიდა. -იქნებ მეც დამელოდო... -მადლობა.-დაუფიქრებლად მიაკრო ტუჩები ლოყაზე. -არაფრის.- გაეცინა გოგოს აწითლებულ ლოყებზე და სასიამოვნო შეგრძნებებმა მთელი დღის დაღლილობა წამში დაავიწყეს. -წამოდი, ნუ გაძეგლდი შუა გზაში, არ მინდა ახალგაზრდა დავქვრივდე. -მეჩვენება თუ ძალიან კარგ ხასიათზე ხარ? -ჩვეულებრივად ვარ! -მასეთი გაკვირვეული თვალებით ნუ მიყურებ, თითქმის სულ მოწყენილი ხარ! -ო, დამანებე თავი, ხასიათს მიფუჭებ. -ხასიათს მუფუჭებ...-ჩლიფინით გამოაჯავრა ცოლს. -გაბრიელ.-ოდნავ მოჭუტული თვალებით ახედა ქმარს. -გისმენ. -საბას რა სჭირს? უცნაურად იქცევა. -რაც დედას ამბავი გაიგო ეგეთი გახდა. აღარ გველაპარაკება, თითქოს ჩვენ ვიყოთ რამეში დამნაშავეები.- სახე მოეღუშა ბიჭს. -იქნებ რამით დავეხმარო? -ვერაფრით დაეხმარები, დედის დაკარგვის შიშს ვერაფრით გაუქრობ. შეიძლება ფიქრობდე რომ ჩვენი გესმის, მაგრამ ვერასდროს წარმოიდგენ როგორი გამყინავია იმის გააზრება რომ ყოველი ახლადგათენებული დღე დედის სიკვდილთან გაახლოებს. -კარგი, თუ არ გინდა დღეს ნუ ვილაპარაკებთ მაგ თემაზე. -ჩემი აზრითაც, სჯობს ხასიათი არ გავიფუჭოთ.- ძალდატანებით გაუღიმა ცოლს და ქავთარაძეების სახლამდე გზა ფიქრებში ჩაკარგულმა გალია. გაკრეჭილმა შეხსნა ჭიშკარი და ტრადიციულად ეზოში გამოფენილ ოჯახისწევრებს დიდი სიხარულით წარუდგა წინ. სათითაოდ ყველას ჩაეხუტა და მონატრებული სახეები დაუკოცნა. ნანა უცრემლოდ ვერ შეხვდა ქალიშვილის ნახვას. -როგორ მომენატრეთ!- ტუჩებდაბრეცილმა მოავლო თვალი ოჯახს. - ანდრო სად არის? -ნუცა უნდა მოიყვანოს, მასთანაა.- თვალი ჩაუკრა თორნიკემ. -ოჰ!- წარბები აქაჩა.- დაველოდოთ მაშინ. სანამ ისინი მოვლენ მომიყევით, როგორია უჩემოდ ცხოვრება? -ვაღიარებ, ცოტა მოსაწყენია. -ძალიან კარგი, ახლა მაინც დააფასებ ჩემს მოტანილ ყავას.-ენა გამოუყო ძმას. -ბავშვი როგორ არის,დედი? -ყველაფერი კარგად გვაქვს, ერთ თვეში სქესს გავიგებთ. -თორნიკე.- თავით ანიშნა ძმაკაცს გამომყევიო და ისიც უსიტყვოდ გაუძღვა თავისი ოთახისკენ. საწერ მაგიდას მიუჯდა და მის წინ მოთავსებულ სავარძელზე გაბრიელს მიუთითა დაჯექიო. -აბა, როგორ მიდის საქმეები? -ნორმალურად, მაგრამ უხასიათოდაა ხოლმე. -ეგ მოსალოდნელი იყო. არ იდარდო, მიეჩვევა. -რამდენი ხანია ვფიქრობ და დღემდე ვერ ვხვდები რატომ დაგვთანხმდა. კირა, რომელსაც მე ვიცნობდი ასეთ რამეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდა. სახლში რომ მივედით მეგონა აყალმაყალს მოაწყობდა, ცხოვრებას გამიმწარებდა, ძალიან ბევრჯერ მოგვიწევდა აყალმაყალის მოწყობა, მაგრამ ძალიან მშვიდია. -ჩემი და მასეთი არასდროს ყოფილა. მეშინოდა რომ ვერ შეეგუებოდა, საკუთარ თავს რამეს დამართებდა, მაგრამ იმაში ერთხელაც არ შემპარვია ეჭვი, რომ სიმშვიდეს შეინარჩუნებდა. ზოგჯერ ძალიან მკაცრი ჩანს, ზოგს ისიც ჰგონია რომ ცივია, მაგრამ ჩემი და ძალიან კარგი ადამიანია. შეიძლება ორსულობამ ცოტა შეცვალა, მაგრამ დაუნახავი არც არასდროს ყოფილა. იმ ნაბი*ვრის სიტყვები გულს მოუკლავდა, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ მის მიმართ დაგროვილ ბოღმას სხვებზე არასდროს ამოანთხევს. ზუსტად ვიცი შენს საქციელს აფასებს და ამისთვის მადლიერია. ჭკვიანი გოგოა, სამერთლიანი... და დაუმსახურებლად არასდროს, არავის აწყენინებს. -მიყვარს.-პირდაპირ მიახალა ძმაკაცს და მის რეაქციას დააკვირდა. -რა? -მიყვარს...ძალიან დიდი ხანია.-თვალები დახარა. -რამდენი ხანია?-წარბი ასწია თორნიკემ.- რამდენი ხანია მალავ? -ალბათ ბავშვობიდან. -ღმერთო!-სახეზე ჩამოისვა ხელი და ცეცხლჩამდგარი თვალები გაუსწორა გაბრიელის თვალებს.- ესე იგი შენს წისქვილზე დამასხმევინე წყალი?! ესე იგი ჩემი დის გასაჭირი შენს სასარგებლოდ გამოიყენე?! ჩემმა ძმამ, გაბრიელმა ეს გააკეთა? -ნუ სულელობ! რა შუაშია ჩემი წისქვილი?! ამდენი წელი ვერ გაგიმხილე იმიტომ, რომ შენი და იყო, იმიტომ რომ ვიცოდი ეს არ გესიამოვნებოდა, ვიცოდი მასთან შანსი არ მქონდა და ამიტომაც ვმალავდი. მაგრამ შენ მის ჩემზე დაქორწინებას დათანხმდი, რა არის იმაში ცუდი თუ მეყვარება? -ის, რომ ისე მშვიდად ვეღარ ვიქნები!-კბილებს შორის გამოსცრა.- ვეღარ ვიქნები დარწმუნებული იმაში, რომ არაფერს დაუშავებ! -მიყვარს მეთქი, რა უნდა დავუშავო? -გიყვარს?!-ხმით ჩაეცინა.- იცი მაინც სიყვარული რას აკეთებინებს ადამიანს? მითუმეტეს ცალმხრივი სიყვარული... ყველაზე დაბინძურებული გრძნობაა, ყველანაირი ადამიანური და ცხოველური ინსტიქტი ერთმანეთშია აზელილი და წარმოდგენაც არ გაქვს რა შეიძლება გაგაკეთებინოს. სიყვარულის გამო კლავენ, სიყვარულის გამო ძალადობენ, სიყვარულის გამო ერთმანეთს თელავენ, ანგრევენ, ანადგურებენ... და საერთოდ რა არის სიყვარული? ადამიანების მიერ გამოგონილი, რაღაც უაზრო სიტყვა, რომელსაც ყველაფრის გასამართლებლად იყენებენ. -სიყვარულის გამო ადამიანი ვერც მოძალადე და ვერც მკვლელი ვერ გახდება! მსგავსი რამ მხოლოდ ვერმიღებულმა სიყვარულმა შეიძლება გააკეთებინოს ადამიანს. -და შენ ეს ყველაზე კარგად გესმის, არა?-დაუნდობლად გაკრა კბილი ძმაკაცს. -სანამ რამეს დაამატებდე მოვრჩეთ.-უამრავი ემოცია აეზილა სახეზე. თორნიკემ ერთი შიკურთხა, სკამს მიჰკრა ფეხი და ოთახიდან გავიდა. ********** როცა ანდრია და ნუცა მოვიდნენ ჰაერი კიდევ უფრო სასიამოვნოდ დაიმუხტა. კარში შემოსვლისთანავე გაკრეჭილმა ანდრიამ და დამორცხვილმა ნუცამ მაშინვე შემოიტანეს ხალისი. ტყუპისცალს მთელი თეატრალურობით შეეგება და უმისოდ გატარებული თითოეული წუთი ერთი ჩახუტებით აინაზღაურა. -არავინ მოხვიდეთ ნუცასთან, პირველი კირა უნდა გავაცნო!-საჩვენებელი თითი აღმართა ჰაერში. -გაიცანი ნუცი, ეს კირაა, ჩემი ტყუპისცალი.- წელზე მოჰხვია ხელი შეყვარებულს და დას აციმციმებული თვალებით გახედა. ნუცამ აკანკალებული, თხელი მტევანი გაუწოდა გოგოს ჩამოსართმევად და ოდნავ გაფართოებული თვალებით მიაჩერდა. -მიხარია საბოლოოდ რომ მოება თავი შენს გაცნობას!- გოგოს გამოწვდილი ხელი არ შეიმჩნია, პირდაპირ ლოყაზე აკოცა და ჩეხუტა.- თუ ანდრომ გადაწყვიტა რომ შენ ხარ ის ადამიანი, ვისაც მისი თავი უნდა გავუყო, ესეიგი განსაკუთრებული ხარ! -მადლობა. -მასეთი დამორცხვილი ნუ ხარ, მერე ძალიან დაგცინებენ რომ გაიხსენებენ როგორი ლეკვის თვალებით იყურებოდი პირველ დღეს. -გამოცდილება გალაპარაკებს?!-ხელოვნურად გაუღიმა გაბრიელმა. -ეს ჩემი ქმარ...ნახევარაა.- თითით მიანიშნა მოშორებით მდგომ გაბრიელზე. -სასიამოვნოა.- უხერხული ღიმილით დაუქნია თავი გაბრიელს. -ჩემთვისაც. -მოდი დავსხდეთ და ყველა ნელ-ნელა გაიცნობთ.- ვეღარ გაუძლო შეყვარებულის საწყალ თვალებს და პირველი თვითონ მიუჯდა სუფრას. მალევე შეივსო სკამები და გაბრიელიც კირას გვერდით მოთავსდა. -ქმარნახევარა რა არის,კირა?-ჩუმად ჰკითხა ცოლს. -აი რაც შენ ხარ ჩემთვის. თან ხარ, თან არა. -მგონი ეგ ფაქტი გაწუხებს...-წარბები აწკიპა გაბრიელმა. -მშია.-დააიგნორა მისი ნათქვამი და სალათის თეფშს გადასწვდა. -შეგერგოს! -ისეთი ტონით მითხარი, დავიხრჩობი! -თუ კარგად დაღეჭავ მშვიდობიანად ჩააღწევს კუჭამდე. -მადლობა, გასათვალისწინებელი რჩევაა! ******* ნუცას შეძლებისდაგვარად ცოტა კითხვას უსვამდნენ, რომ გოგო არ დაეფრთხოთ. მისი პასუხებით კი ყველა კმაყოფილი რჩებოდა. ერთი საათის შემდეგ მეტნაკლებად მოიხსნა კომპლექსები და თავი უფრო თავისუფლად წარმოაჩინა. გულგრილი არავინ დაუტოვებია, განსაკუთრებით ბებიას და კირას მოეწონათ გოგო და ანდროს არჩევანი არაერთხელ მოუწონეს. გაბრიელი ბედნირი ცოლის ყურებით და მისი უკეთ შესწავლით ირთობდა თავს, თორნიკე კი ძმაკაცს არ აშორებდა მზერას. ნერვები ეშლებოდა გაბრიელის საქციელზე, მაგრამ მისი სითბოთი სავსე მზერის დანახვა, რომელიც მისი დისკენ იყო მიმართული ბოლომდე გაბრაზების საშუალებას არ აძლევდა. უყურებდა როგორ აშკარად უყვარდა გაბრიელს მისი და და საკუთარ თავზეც ბრაზობდა, აქამდე რომ ვერაფერი შენიშნა. გაბრიელის ადგილზე რომ სხვა ყოფილიყო, ალბათ თავ-პირს გაუერთიანებდა, მაგრამ ის გაბრიელი იყო და ვერაფერს აკეთებდა. თავისივე სიტყვები უღრღნიდა გულს და გაბრიელის მაშინდელი მზერა არ შორდებოდა თვალებიდან. ათ საათზე ნუცა გააცილა ანდრომ, თერთმეტი საათისთვის კი ოდნავ შემთვრალი გაბრიელი და ბედნიერი კირაც დაემშვიდობნენ ქავთარაძეებს. -ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა! - ყურებამდე გაღიმებულმა ახედა ქმარს. -იმის გამო, რომ საკუთარ ოჯახში მოგიყვანე მადლობის გადახდა უცნაურია. -შენს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, იქნებ საერთოდ არ წამოვეყვანე. -საერთოდ არ მეგონე ის გოგო, რომელიც ქმრის მინდა- არ მინდას საკუთარზე წინ აყენებს.-წარბები შეკრა გაბრიელმა. -მე არ მითქვამს რომ არ წამოვიდოდი...შენგან ბევრ დადებითს ვგრძნობ, ვგრძნობ რომ შემიძლია გენდო, ამის გამო კი პატივს გცემ, ანუ შენს აზრსაც პატივს ვცემ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ “ქმრის დაკრულზე მოცეკვავე” ვარ ან ვიქნები. -კარგი გოგო ხარ კირა, კარგი!- თვალები მიენაბა გაბრიელს. -აუ, სასმელი მოგეკიდა?-წარბები შეკრა და შებარბაცებულ ქმარს წელზე ჩაებღაუჭა.-გაბრიელ, სახლში შენ თვითონ უნდა წამოხვიდე, მე ვერ მიგათრევ! -ცოტა ხანს სანაპიროზე უნდა ჩავიდე, თუ გინდა სახლში ადი, ახლოს ვართ. -ნუ სულელობ, რა დროს სანაპიროა?! -არ გინდა რომ ჩავიდე? -არა, საშიშია! -კარგი, მაშინ ცოლის ნებას დავყვები!-გაიცინა და სასმლისგან გათამამებულმა ხელი გადაჰხვია გოგოს. -იცოდე არ დამეკიდო და აქ ბავშვი არ გამაჩენინო, თორემ მაგ ხელს მოგტეხავ! -ცოლის ჭკუაზე დავდივარ!-იღრიალა მთელ ხმაზე და სიცილი აუტყდა. -სახლში სიმთვრალე არ გეტყობოდა, ჰაერმა დაგათრო? -ორ ჭიქიანი ვარ.-ახარხარებულმა ასწია ორი თითი. -გაბრიელ წავიქცევით! -სანაპიროზე ჩავიდეთ რა! ვილაპარკებთ, მერე დავიძინებთ... -სად, სანაპიროზე?! -ჰო. იცი რა მაგარია? -ნუ სულელობ, სახლში ვილაპარაკოთ ჭეშმარიტ ღმერთებზე და სახლშივე დავიძინოთ!- სახლისკენ ექაჩებოდა ბიჭს. -კარგი. ძლივს მიაღწიეს სახლამდე, წითელი კარის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა და მთელი ძალით ატეხა ბრახუნი. კარი შეშინებულმა ნინომ გააღო და ძალაგამოცლილი შვილის დანახვაზე ხმამაღლე შეჰკივლა. -შე უსინდისო ბიჭო, ორსული გოგოს მოსაყვანი როგორ გახდი?!-სახლში შეათრია შვილი და დივანზე დააწვინა.- შენ ხომ კარგად ხარ შვილო? ბავშვს რამე ხომ არ სჭირს?-შეშინებული თვალებით გახედა გაოფლილ კირას. -არ ინერვიულო,, კარგად ვარ. -უნამუსო!-უკმაყოფილოდ გააქნია თავი. -სახურავზე ავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ!-თვალები გაახილა თითქმის ჩაძინებულმა. -სახურავზე არა იქ! მანდ იწექი და არ გაინძრე, დაასვენე გოგო! - დაუცაცხანა ნინომ. -დაიძინე დედიკო, მოვგვარდებით. -ხომ არ გადმომივარდება? -არა, გადმოსავარდნი ადგილი არ არის, მაგრამ რა გინდათ შვილო სახურავზე?- თვალები გაუფართოვდა ნინოს. -სანაპიროზე მივყავდი, ვილაპარაკოთო, მე კი დავპირდი რომ სახლში ვისაუბრებდით და ... -ხვალ ისაუბრეთ შვილო, არ გათენდება?- გაბრიელის გადარწმუნებას შეეცადა ნინო. -ნწ! -ავალთ ჩვენ, შენ დაიძინე, მივხედავ. -ფრთხილად იყავით კირა რა!- დედამთილის შეშინებულ თვალებს თავის დაქნევით უპასუხს და გაბრიელს ფეხზე წამოდგომაში მიეხმარა. სახურავზე ჯერ თვითონ ავიდა, მერე გაბრიელიც მიჰყვა. გააკვირვა მაგიდის და სკამების იქ დანახვამ. -აქ მე და შენი ძმა ამოვდიოდით ხოლმე.-აუხსნა ცოლს და ხის სკამის გვერდით, იატაკზე დაჯდა.- მოდი.- სკამზე დაუტყაპუნა ხელი. უსიტყვოდ დაჯდა დაბალ სკამზე და გაბრიელმაც კომფორტულად მოათავსა თავი მის კალთაში. თვალებგაფართოებული დააშტერდა გატრუნულ ქმარს და გაუცნობიერებლად მის ოდნავ წამოზრდილ თმაში ახლართა თითები. -ძალიან მთვრალი ვარ!-წარბები შეკრა,მერე კი ისევ დააბრუნა ნაკვთები თავის ადგილას. ცოტა ხანს ჩუმად იჯდა, კირამ ისიც იფიქრა ჩეაძინაო, მაგრამ მერე ლაპარაკი დაიწყო.- მაშინ თოთხმეტი წლის ვიყავი, ჯერ კიდევ ძალიან პატარა, მაგრამ უამრავი რამის მომსწრე...მაშინ საბა და მარიამი ბებიაჩემთან, დედამისთან ჰყავდა დატოვებული დედაჩემს. სახლში მამაჩემი როგორც ყოველთვის მთვრალი დაბრუნდა. ცოტა ხანს ტელევიზორს უყურა, მე ჩემს ოთახში ვიყავი და დამიძახა. გაკვეთილების ჩაბარება მომთხოვა, თან ქამარი გამოიძრო შარვლიდან.- ხმა ჩაეხლიჩა და ცხვირის გასწვრივ სითხის თხელი ზოლი გაიკლაკნა.- შემეშინდა, ოთახიდან ყველა წიგნი გამოვუტანე და მოსაყოლ გაკვეთილებზე გადავუშალე. არც მაშინ ჩაუხედავს წიგნში, მხრებში გასწორდა და პირდაპირ დამიჯდა. ქამრის ყოველი გატკაცუნება გონებას მიფანტავდა და სათქმელი წინადადებაც მეშლებოდა, ამის გამო ტყავის ქამარი ჩემს ბეჭებზე გადაიშხუილებდა ხოლმე. ახლაც მახსოვს მისი ნეტარებით დახუჭული თვალები, რომელიც მხოლოდ ჩემი ცემისას ჰქონდა ხოლმე. დედაჩემი მოსვლას ვერ ბედავდა, თითქმის ყოველ საღამოს წინასწარ გამომიგლოვებდა და ოთახიდან გადიოდა, შვილის წამებას ვერ უყურებდა. ალბათ ფიქრობდა, ახლა იქნება და ახლა, ჩემი შვილი სულს გააფრთხობსო და მეორე ოთახში ჩემთან ერთად ბღაოდა, არ ტიროდა, მართლა ბღაოდა. მეც მის გამო არ ვკვდებოდი, არადა შემეძლო. არ ვიცი იმ ღამით ეს რატომ გააკეთა მაგრამ ოთახის კარი შემოაღო და მამაჩემს მთელი ხმით უყვირა ჩემს შვილს თავი დაანებეო, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, დედაჩემი ძუ ლომს ჰგავდა! მის გაცეცხლებულ თვალებში ჩემი ტანჯვის დასასრულს ვხედავდი. მამაჩემი მიუჩვეველი იყო მისგან ასეთ რამეს. გაბრაზდა, ძალიან გაბრაზდა! მე გვერდით მიმაგდო და დედაჩემს ეცა. მახსოვს, თეთრკოპლებიანი ლურჯი კაბა ეცვა, ნადირივით შემოაფხრიწა და შიშველ ტანზე ერთხელ მასაც გადაუჭირა ქამარი. იმ მკერდზე, რომელზეც მე თავს ვდებდი და ვმშვიდდებოდი, ქამრისგან დატოვებული წითელი ზოლი მაშინვე აკაშკაშდა. მაშინ მართლა მეტკინა, ყველაზე მეტად ეგ დარტყმა მომხვდა,პირდაპირ გულზე. მერე ყელში წაუჭირა ხელები, იმ ყელში სადაც მე ვკოცნიდი ხოლმე დედაჩემს და მასაც ბედნიერებით ვავსებდი. ჰაერი შემეზღუდა,ვიგუდებოდი,თავის გადასარჩენად კი რამე უნდა გამეკეთებინა. მეც მასსავით გავცხოველდი და რაც კი ხელში მომყვა ყველაფერი ვესროლე, იმდენად იყო დედაჩემის დახრჩობით გართული, ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია. როცა დედაჩემმა ხრიალი დაიწყო, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ხელი დავავლე რკინის სკამს და თავში ჩავარტყი. პირველივე ჯერზე სწორ ადგილს მივაგენი და ძალაგამოცლილი დაენარცხა იატაკზე, დედაჩემმაც ამოისუნთქა. რამდენიმე წამში სისხლის გუბე დადგა, მისი თავიდან გამოჟონილი სისხლის გუბე... მამაჩემი მოვკალი, იმიტომ რომ დედაჩემს ეცოცხლა, იმიტომ რომ ჩემს და-ძმას იგივე გზა არ გაევლოთ რასაც მე გავდიოდი. პატარები იყვნენ,ვერ გაუძლებდნენ. მეშინოდა მათ გამო, ჰოდა ამ შიშის მოსაშორებლად ყველაფერი გავაკეთე. მისი სიკვდილის შემდეგ აღარაფრის შემშინებია. მისი გვამი დედაჩემმა და მამამისმა სადღაც წაიღეს, დღემდე არ ვიცი სად. ისიც არ ვიცი როგორ არ მოვხვდი იმ გისოსებს მიღმა, სადაც მკვლელები ხვდებიან ხოლმე, მაგრამ ფაქტია მე აქ ვარ. მე დედაჩემს სიცოცხლე შევუნარჩუნე, მან-თავისფლება. მის ვალს ვერასდროს გადავიხდი. მთელი ამ დროის მანძილზე სუნთქვაშეკვრული უსმენდა გაბრიელის მონოლოგს. ცრემლები ახრჩობდა, გული ყელში ებჯინებოდა ისე უნდოდა რომ მთელ ხმაზე ეღრიალა. მის კალთაში პატარა, ნაწამებ ბავშვს ედო თავი და მთელი ძალით ცდილობდა ამ ტკივილის სხეულიდან გამოდევნას. ტანსაცმლის შიგნითაც კი დაინახა გაბრიელის დაშრამული, ნაიარევი სხეული და გული უფრო მაგრად ეტკინა. თითები მისი თმებისგან გაითავისუფლა და ცრემლიანი სახე შეუმშრალა. მანაც ცოლის მტევანი ხელში მოიქცია და გაშლილ ხელისგულზე აკოცა ათრთოლებული ტუჩებით. -ნუღარაფრის შეგეშინდება!-უჩურჩულა ბიჭს და ნიკაპზე ჩამოკიდებული ცრემლის წვეთი მხრით შეიმშრალა.-ნუღარაფრის შეგეშინდება... **** დილით თავის საწოლში გაეღვიძა, წინა ღამიდან თითქმის არაფერი ახსოვდა, არც ის, თუ როგორ აღმოჩნდა საწოლში. დამძიმებული თავი ძლივს მიატრიალა გვერდით, მაგრამ კირა იქ არ დახვდა. წარბშეჭმუხნული წამოდგა ფეხზე და ოთახი მოათვალიერა, მერე მაისური გადაიცვა და ოთახიდან გავიდა. -წყალი დამალევინეთ რა!- ძლივს ამოიზმუვლა. -წყალი, აჰა წყალი!-ქოთქოთით გამოვიდა ნინო სამზარეულოდან და მინერალური წყალი გაუწოდა ბიჭს. -კირა სადაა? -მარიამთან ერთად წავიდა სასეირნოდ. რა უთხარი გუშინ ისეთი, მთელი ღამე რომ თავთან გეჯდა და ტიროდა? -მოიცა დედა, თითქმის არაფერი მახსოვს!- დივანზე ჩამოჯდა და სახეზე აიფარა ხელები. -ჯერ ამხელა კაცი ორსულმა გოგომ მოგიყვანა, ფეხზე ვერ დგებოდი ისეთი მთვრალი იყავი. მერე სახურავზე ახვედით, უნდა ვილაპარაკოთო და ოთხ საათამდე არ ჩამოსულხართ, მერე ოთახში შეხვედით და მთელი ღამე თავთან გეჯდა. -კარგი დედა, გეყოფა! სად წავიდნენ? არაფერი უთქვამს? -არა. ნუ ანერვიულებ დედი იმ გოგოს, ბავშვს რამე არ მოუვიდეს, არ შეიძლება! ******** ქვიშიან სანაპიროზე როგორც ყოველთვის ფეხშიშველი მისეირნობდა. მარიამი მალევე წავიდა მეგობრის სახლში, კირამ კი ზღვის ტალღების ყურება გადაწყვიტა. თბილი მოსაცმელი მუცელთან ჰქონდა გადაჯვარედინებული და თავჩახრილი მიუყვებოდა დანამულ ქვიშას. ზღვის ქაფი შეეხებოდა ხოლმე ტერფებზე და მაშინვე ჟრუანტელი უვლიდა მთელ ტანზე. ჩაფიქრებული თვალსაც იშვიათად ახამხამებდა, ხან ეღიმებოდა, ხან უკამყოფილოდ კრავდა წარბებს. გაბრიელზე ფიქრები თავიდან არ შორდებოდნენ. ვერაფრით ამოიგდო თავიდან მისი შრამები და ნაწიბურები. გაბრიელის ცრემლების გახსენება მასაც უმღვრევდა თვალებს . ერთი და იგივე სიტყვები უტრიალებდა გონებაში და რაღაც მტანჯველად ედებოდა გულზე. “მეც მის გამო არ ვკვდებოდი, არადა შემეძლო...” ეს სიტყვებიც საკმარისი იყო იმის მისახვედრად, თუ რამდენს ნიშნავდა გაბრიელისთვის ნინო. ვერასდროს წარმოიდგენდა თუ დედა-შვილურ სიყვარულს ამხელა ძალა ექნებოდა. მიუხედავად იმისა რომ თავადაც იყო შვილი და ცოტა ხანში დედაც გახდებოდა. ქმრის გავარვარებული ტუჩები ისევ იგრძნო ხელის გულზე, მერე ტუჩებზე და მაშინდელივით გამოეცალა ძალა. გამოსაფხიზლებლად თავი გააქნია და სანაპიროზე ჩამოჯდა. ცოტა ხანს თოლიებს უყურა წყლის ზედაპირზე რომ დაფრინავდნენ, მერე შესცივდა და სახლისკენ წავიდა. შინ დაბრუნებულს ქმარი შინ არ დახვდა, დედამთილისგან გაიგო რომ მის საძებნელად იყო წასული. გაყინულ ფეხებზე ცხელი წყალი გადაივლო და უფრო თბილად ჩაიცვა. ცოტა ხანს დავისვენებო ნინოს უთხრა და ოთახში შეიკეტა. უჯრაში ჩამალული დღიური ამოიღო და სუფთა გვერდზე გადაშალა, წერა ახალი ფურცლიდან დაიწყო. “ ისევ მე ვარ. არაფერი მიჭირს, კარგად ვარ. წუხელ გაბრიელმა თავისი ყველაზე დიდი საიდუმლო გამანდო. რატომ თავადაც არ ვიცი, მაგრამ მოუნდა რომ ჩემს კალთაში ატირებულიყო. ძალიან შემეცოდა, მეც მასთან ერთად ვტიროდი. როცა მის დამშვიდებას ვცდილობდი ხელზე მაკოცა. მეუცნაურა, მაგრამ არაფერი მითქვამს. მერე ტუჩებზეც მაკოცა, რაღაცებსაც მებუტბუტებოდა, მაგრამ ვერაფერი გავიგე. თვითონ ალბათ არაფერი ახსოვს, მეც ასე მირჩევნია. მერე, როცა დასაძინებლად ჩამოვედით და მის ზურგს შევხედე... ღმერთო, ნეტავ იცოდე როგორი დასახიჩრებულია! ვერ ვხვდები ბავშვებს ასეთი დღეების გამოვლა რის გამო უწევთ. თითოეული ნაწიბურის ისტორია ვიცი უკვე, მათზე ფიქრს ვერ ვწყვეტ. გაბრიელი ისედაც ცუდ დღეში იყო, იატაკზე ვეღარ დავაწვინე. კომფორტულად მოეწყო საწოლში და პატარა ბავშვივით, ტკბილად დაიძინა, მე კი მთელი ღამე მის თავთან ვიჯექი სა იმის წარმოდგენებში ვიყავი, თუ როგორი იქნებოდა პატარა, ატირებული გაბრიელი, როგორ ეტკინებოდა თითოეული დარტყმა და მეც კიდევ უფრო მეტად მახრჩობდნენ ცრემლები. გაბრიელი კარგი ადამიანია, არ იმსახურებდა ასეთ ბავშვობას. ტირილისგან დაღლილს მალევე ჩამეძინა. ლუკა დამესიზმრა. არაფერს მეუბნებოდა, მხოლოდ მიყურებდა. მე ისევ თეთრი კაბა მეცვა, მუცელი ახლანდელთან შედარებით კიდევ უფრო დიდი მქონდა, ხელში კი პატარა ბიჭი მეჭირა. მერე ლუკა ჩვენკენ გამოიქცა, მეც გამოვექეცი. ბოლოს პატარა, ხის სახლს შეავაფარეთ თავი და მეც გამეღვიძა. თვალები რომ გავახილე გაბრიელის გულზე ვიყავი აკრული, სხეული მომიდუნდა და ისევ ჩამეძინა. საბოლოოდ როცა გამოვფხიზლდი, სასწრაფოდ მოვშორდი ჩემს ქმარს, ჩავიცვი და დამალვა გადავწყვიტე. მთელი დღეა არაფერი მსმენია მისგან. ნეტავ სად მეძებს? “ დღიური კვლავ თავის ადგილს დაუბრუნა, საწოლზე წამოკოტრიალდა და დაიწყო ხელები. -როგორ ხარ დედი? ნელ-ნელა დიდი ბიჭი ხდები. თუ გოგო ხარ არ მიწყინო, მაგრამ სულ ბიჭების სახელებზე მეფიქრება. ნეტავ როგორი იქნები? გთხოვ, რამდენადაც შეძლებ მე დამემსგავსე! ერთი სული მაქვს როდის აგიყვან ხელში, როდის გაკოცებ, როდის შევიგრძნობ შენს სურნელს. ალბათ ყველაზე ტკბილი ხარ! ვეცდები საუკეთესო დედა ვიყო, ყველაფერს გავაკეთებ შენი ბედნიერებისთვის! შეიძლება მამაშენი შენთან არ იყოს, მაგრამ გპირდები რომ ამას არასდროს გაგრძნობინებ. არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნებით, სულ რომ მარტო დავრჩეთ, ყოველთვის შენზე ვიზრუნებ! რაც არ უნდა იყოს, რამდენი პრობლემაც არ უნდა შეგვექმნას, ცხოვრება ძალიან ლამაზია! ადამიანი რომ იყოს ალბათ ქალი იქნებოდა. ლამაზი, ნატიფი სხეულით, ჭრელი თვალებით, კოპლებიანი კაბით. წერტილები მის კაბაზე, ის ლაქები იქნებოდა, რომელსაც ჩვენ ვამჩნევთ ჩვენს ცხოვრებას მაშინ, როცა შეცდომებს ვუშვებთ. გაურკვეველი ფერის, ჭრელი თვალები ის მაგიური მოულოდნელობები იქნებოდა, რომელსაც ცხოვრება გვიმზადებს. -ეცადე დედაშენივით, ლამაზად ლაპარაკი ისწავლო.- თვალს არ აშორებდა კარზე ზურგით აკრული გაბრიელი, კირას მუცელს. -როდის შემოხვედი? არაფერი გამიგია.-საწოლზე წამოჯდა გოგო. -ალბათ ყველაფერში დაგეთანხმებოდი, უმამობა რომ არ გეხსენებინა.- საწოლზე ჩამოჯდა და თითებით შეეხო გოგოს მუცელს. -ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ!- ძლივსშენარჩუნებული სიმტკიცით უთხრა კირამ. -მეგონა ამას ნანობდი.-მხრები აიჩეჩა და ისევ განაგრძო ბავშვთან “თამაში”. -გაბრიელ! -გისმენ.-ისევ არ შეუხედავს ცოლისთვის. -რატომ გინდა მისი მამობა? -იმიტომ რომ ყველა ბავშვს სჭირდება როგორც დედა, ისევე მამა. მითუმეტეს, ფიქრობ რომ ვაჟი გაგიჩნდება, ბიჭებმა კი მამისგან უნდა ისწავლონ, თუ როგორ უნდა იყვნენ ძლიერები. კიდევ იმიტომ რომ საბოლოოდ დავუმტკიცო პატარა გაბრიელს, რომ ყველა მამა საზიზღარი არ არის! თუ მამაჩემი მართლა მხედავს, მინდა ვანახო თუ რას ვითხოვდი მისგან, მინდა მოსვენება დაკარგოს მისმა სულმა, სინდისის ქენჯვნამ დატანჯოს. შეიძლება ბოროტულად ჟღერს, მაგრამ ის ამას იმსახურებს! -თუ ეს დაგაწყნარებს, გეტყვი რომ მისმა სულმა დიდი ხნის წინ დაკარგა მოსვენება, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ცხოვრება განაგრძე.- უნებურად შემოჰხვია თითები ქმრის თითებს. -გაინძრა.-ყურებამდე გაეხსნა პირი. -კიდევ-ცრემლებით აევსო თვალები.-ჩემი შვილი! -მერამდენე კვირაა, ჯერ ადრე არ არის? -მგონი მეთვრამეტე. -ჰო, მაშინ არ არის ადრე. -ეგეთი რაღაცებიც იცი?-გაუკვირდა. -შენ რომ გძინავს, ორსულებზე იმდენ რამეს ვკითხულობ...-გაეცინა და ცოლიც გააცინა.-მიდი დაწექი, მე გავალ.- ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. გასვლამდე კი ცოლის ხმამ შეაჩერა. -გაბრიელ. -ჰო. -მადლობა.-თბილად გაუღიმა ქმარს. -დაისვენე. ********** საღამოს შიმშილის გრძნობამ გააღვიძა. საწოლზე წამოჯდა და თვალები მოიფშვნიტა. -ჩამძინებია!-უკმაყოფილოდ შეკრა წარბები. - ასე იციან, დაისვენე, დაისვენეო და აჰა, სულ ამირიეს დღე და ღამე!- ბუზღუნით გავიდა ოთახიდან და გარემო მოათვალიერა. -გაიღვიძე?!-ღიმილით შეეგება მარიამი. -მარტო ვართ? -არა, დედა ოთახშია, შენი ქმარი სამზარეულოში.-ეშმაკურად ჩაეღიმა გოგოს. -საბა? -საბა როგორც ყოველთვის. -არ გშია? რამეს მოვამზადებ. -გაბრიელი აკეთებს უკვე რაღაცას. -კარგი მაშინ, ვნახავ რას აკეთებს. ცხვირაწეული გავიდა სამზარეულოში, სადაც წელსზემოთ შიშველი ქმარი დახვდა. -კირა?! რამე გინდა?- მაშინვე მიანება თავი საქმეს. -შოკოლადის ტორტი მინდა.-ქმრის თვალიერაბას რომ მორჩა, მერე უპასუხა. -ახლა დაკეტილი იქნება საკონდიტროები. -მე უნდა გამოვაცხო, გამოდი!- წარბშეკრულმა აუარა გვერდი.-ეს რა არის?-სახედამანჭულმა დააფარა ქვაბს თავსახური. -წვნიანია. -საზიზღარი სუნი აქვს! -შენ გეჩვენება ეგრე. -მალე მორჩი, ტორტი უნდა გამოვაცხო. -კარგი რა, ხვალამდე მოითმინე და ვიყიდოთ. -ჩემი გაკეთებული მინდა. -დავასრულე წვნიანის მზადება, შეგიძლია გამორთო.- ამოიხვნეშა ბიჭმა და კედელს მიეყრდნო. -ჩემი დახმარება გჭირდება? -არა.-მოკლედ მოუჭრა და მაცივარში შეძვრა. -რატომ ხარ გაბრაზებული? -გადი, ხელი მეშლება!-თვალები დაუბრიალა. -კარგი.- მხრები აიჩეჩა და გასასვლელად მომზადებული, ცოლის ხმამ შეაჩერა. -მართლა უნდა წახვიდე?! მანდ დადექი და მიყურე. -როგორი ჩამოყალბებული ბრძანდებით! -შენ შოკოლადის კრემს მოამზადებ, მე ბისკვიტზე ვიზრუნებ.- წინ დაულაგა კრემისთვის საჭირო ინგრედიენტები და თავადაც მიუბრუნდა თავის საქმეს.- გაბრიელ! -გისმენ.-ცოლის ტიტინისგან დაღლილს გაეცინა. -თოვლის ბაბუა ხარ!- ბედნიერი სახით შეაყარა სახეში ფქვილი. -შენ ბებია იყავი, მაშინ.-მალევე გადაუხადა სამაგიერო ცოლს. -კარგი რა!-სატირლად დაბრიცა ტუჩები და ფქვილიან კაბას აცრემლებული თვალებით დახედა.- საერთოდ არ იცი ორსულ ქალებთან მოქცევა! -არ მითხრა, რომ უნდა იტირო.-თვალებგაფართოებული უყურებდა ცოლს. -დიახაც ვიტირებ!-ფქვილიან სახეზე მკვეთრად დაეტყო ცრემლის კვალი. -ახლა სახეზე ცომი გექნება.- გაკრეჭილი მიუახლოვდა ცოლს. ******* -ანდრო. -ჰო... -არაფერი. -რა გინდა, თქვი.- სიცილით დახედა გულზეაკრულს. -ძალიან ლამაზი და გყავს. -მერე? -ანუ, ორსულობა ძალიან უხდება... ლამაზი მუცელი აქვს. -შენც გინდა?- სიცილით უყურებდა შეყვარებულის აღაჟღაჟებულ ლოყებს. -ეგ არ მიგულისხმია!- წარბები შეკრა გაბრაზებულმა. -გექნება, თან არაერთხელ!-ტუჩები მიაკრო საფეთქელზე. -რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ეგეთი ლაპარაკი არ მიყვარს?-გაბუტული მოშორდა ანდრიას. -გინდა შეგახვედრო? უკეთ გაიცნობთ. -რა ვიცი, ორსულადაა და ნუ შეაწუხებ, სხვა დროს ვნახავ. -პირიქით, გაუხარდება. -მართლა? -ძალიან უნდოდა შენი გაცნობა, დარწმუნებული ვარ ბედნიერი გამოფრინდება. -მეც მომეწონა, საყვარელი ჩანს. -ჩემი სულია.-სახე გაებადრა ბიჭს.- შენზე ეჭვიანობდა და თვითონვე გაიქცა სახლიდან... -გენატრება? -რა თქმა უნდა! ყოველ საღამოს სახლში მხვდებოდა, დილით გაღვიძებისას მის სახეს ვხედავდი, მისი ხმა ისმოდა სახლში სულ...ბოლო პერიოდს თუ არ ჩავთვლით. სასწაულია, მოულოდნელობებითაა სავსე. ჯერ ეს ორსულობის ამბავი, მერე გათხოვებას რომ დათანხმდა... მერე ვიფიქრე, რომ ორ დღეში უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ მარტივად მიეჩვია. დარწმუნებული ვარ გაბრიელის მიმართ სიმპათიები აქვს! -როგორ მიხვდი?- გაეცინა. -ხუთი თითივით ვიცნობ, მთელი საღამო მწარე რეპლიკებს ესროდა, ამას ადამიანის ყურადღების მისაქცევად აკეთებს ხოლმე. -მერე? -მერე ის რომ, თუ ადამიანი არ გაინტერესებს, მისი ყურადღება რაში უნდა გჭირდებოდეს?! -როგორ გესმის ქალების!-კისერზე მოჰხვია ხელები შეყვარებულს და თავისი ინიციატივით აკოცა. -რამხელა სითამამეა! ******** თავის ოთახში იჯდა ვისკის დაბალი ჭიქით ხელში და მოჭუტული თვალებით უყურებდა საფერფლეში მოთავსებულ, ნახევრად ჩამწვარ სიგარეტს. ფიქრებით კი თავის ძმაკაცთან იყო. გაბრიელის თვალებზე ფიქრს ვერ იშორებდა, თვალებიდან არ ამოსდიოდა. იცოდა მისი სუსტი წერტილი და ზუსტად ამ წერტილში მოარტყა, სრულიად დაუმსახურებლად. გულს უღრღნიდა და თავს არაკაცად აგრძნობინებდა თავისი წამოსროლილი სიტყვები, რომელიც აუცილბლად, სამუდამოდ დარჩებოდა ორივეს მეხსიერებაში. თითქმის ორი დღე გავიდა იმ საღამოდან და გაბრიელისგან ერთი ზარიც კი არ შემოსულა. არა და, დღეში რამდენჯერმე მაინც უწევდათ საუბარი. თავადაც ვერ კრეფდა მის ნომერს, სულელურად ეჩვენებოდა ამ ფორმით ბოდიშის მოხდა. ნერვებმოშლილმა ხმაურით დადო ჭიქა მაგიდაზე და ტელეფონი გაურკვეველი მიმართულებით მოისროლა. -იდიოტი ხარ, თორნიკე, იდიოტი! ************* -ნინოს არ დაუძახებ?!-წარბეშკრული უყურებდა ქმარს. -შენ თვითონ დაუძახე.-ნეტარებით მიირთმევდა ტორტს.-შენ რატომ არ ჭამ, ხომ გინდოდა? -ნერვებს ნუ მიშლი და შენს თავს მიხედე!-გაბრაზებული წამოდგა დივნიდან და დედამთილის ოთახის კარი შეაღო. -შოკოლადის ტორტი გამოვაცხვეთ, არ შეჭამ? -გამოვალ.-ღიმილით დაუქნია თავი და ცოტა ხანში რძლის გვერდით ჩამოჯდა.-თუ გინდოდა გეთქვა და გაგიკეთებდი, რატომ იწვალე?-მუცელზე ჩამოუსვა ხელი. -ჰო, სულ მაგან იწვალა!- თავი გადააქნია გაბრიელმა. -ნუ იკბინები! მე გავაკეთე. -კრემი მე გამაკეთებინე, ცომიც მე გამაკეთებინე, შენ იჯექი და ტიროდი, რანაირადაა შენი გაკეთებული? -რატომ ტიროდი?-თვალები გაუფართოვდა ქალს. -ფქვილით სავსე ტომარა დამაცალა თავზე. -რამხელა სიცრუეა!-წარბები აქაჩა გაბრიელმა.-მხოლოდ ერთი მუჭა შევაყარე და ორი წლის ბავშვივით ატირდა, თითქოს ტორტის გაკეთება არ მყოფნიდა, ეგეც ჩემი დასაწყნარებელი გახდა.-ეშმაკური ღიმილი შეეპარა ბიჭს -გაჩუმდი! მეორედ აღარ გაბედო! -როგორც შენ მეტყვი.-ყურებამდე გახსნილი პირით გაეკრიჭა ცოლს. -ოჯახს სალამი!-შორიდან მიესალმა საბა. -მოდი საბა, ჩემი გამომცხვარი ტორტი გასინჯე.- ფეხზე წამოხტა და სამზარეულოდან მოზრდილი ნაჭერი გამოუტანა. -რა კარგად გამოიყურება!-თბილად გაუღიმა რძალს. -მადლობა.-თვალი ჩაუკრა გაბრიელმა ძმას. -კარგი შვილო, ნუღარ აღიზინებ.-შვილს გადახედა ნინომ. -ვაღიზიანებ ჰო, ორსულობას იფერებს გოგო... -შენ რატომ არ ჭამ, კირა? -მიიღო დესერტი, ბევრი ტკბილი არ შეიძლება. -გასაგებია.-ნათქვამის ქვეტექსტს მიუხვდა და ეშმაკურად ჩაეღიმა მარიამს. -მე დავიძინებ, ტკბილი ძილი ყველას. -მიდი და მეც მალე მოვალ.- კოცნა გაუგზავნა დაბღვერილ ცოლს. ********* -გძინავს?-ფრთხილად ჩამოჯდა საწოლზე. -იატაკზე წვები! -ხვალ ექიმთან უნდა წავიდეთ, ამის თქმა მინდოდა. -კარგი, მადლობა. -ძილინებისა.-მაისური გადაიძრო და თავის “საწოლში” კომფორტულად მოთავსდა. -შიშველი ნუ წვები, გაცივდები. -ამას ჩემთვის მეუბნები თუ შენთვის?-ხმით ჩაეცინა ბიჭს. -მე რა მანერვიულებს, როგორც გინდა ისე მოიქეცი! -მართლა მებუტები? -კი! -ნუ მებუტები.-საგრძნობლად დაუთბა ხმა და სახეზე ბედნიერების ღიმილი აუთამაშდა. გაკვირვებულმა დაჭყიტა თვალები და შეუმჩნევლად გადახედა ქმარს. -ასე იმიტომ გელაპარაკები, რომ როცა ბრაზობ საყვარელი ხარ. შენი წყენინება არც ერთხელ მიცდია და სიმართლე გითხრა არც ეგ ცრემლები მომწონს, ნებისმიერ დროს რომ მზად გაქვს. -არც ეს კოცნაობაა საჭირო! -რა?-მთელ ხმაზე ახარხარდა ბიჭი. -რა არ არის საჭირო?-სიცილსგან მუცელი სტკიოდა და ორად მოკეცილი იქით-აქეთ გორავდა იატაკზე. -ჰო იცინე, ყველას რომ აღვიძებ არ გაინტერესებს!- ნერვებმოშლილი გადაბრუნდა მეორე მხარეს და ბალიში დაიფარა თავზე. -გაიგუდები.-სიცილით ახადა ბალიში ცოლს. -ნუ დატანტალებ, ბავშვი გხედავს!-ხელზე დაარტყა ხელი და ბალიში ისევ თავის ადგილს დაუბრუნა.-საერთოდ აღარ მეძინება, შუქი აანთე!-საწოლზე წამოჯდა და გულზე გადაიჯვარედინა ხელები. -გინდა ზღაპარი მოგიყვე?-ღიმილით მიუჯდა გვერდით. -საწოლში შემოძრომას ნუ ცდილობ, ღირსი ხარ ეგ გვერდები დაგიბეგვოს კაცმა! -ჩემს საწოლში დაწოლა რომ მინდოდეს , ვერავინ დამიშლიდა. მიიწიე ახლა,ვერ ვეტევი. -მართლა ბავშვი ხომ არ გგონივარ? -სხვათაშორის, მუცლადყოფნის პერიოდში, ბავშვს ხშირად უნდა ესაუბრო, მუსიკები მოასმენინო, მის განვითარებას ხელს უწყობს. და კიდევ, ნუ ფიქრობ რომ ამას შენთვის ვაკეთებ, ჩემს შვილზე ვზრუნავ!- ხელი გადაჰხვია ცოლს და მეორე ხელი მუცელზე მოათავსა. -შენს შვილზე?-სუნთქვა შეეკრა. -ჰო კირა, ჩემს შვილზე! ********* “დღეს პირველად ვნახე ჩემი შვილი. ჩემი ბიჭის გული ხმაც მოვისმინე. სიტყვებით როგორ უნდა გადმოვცე წაროდგენაც არ მაქვს. ალბათ არც არსებობს ისეთი სიტყვა, რომელიც დედობის შინაარსს ბოლომდე გადმოსცემს. ჩემი ბიჭი ჯანმრთელია, ყველაფერი ნორმაში აქვს და მეც მშვიდად ვარ. დღევანდელი დღე არასდროს დამავიწყდება. არც ის დამავიწყდა თუ ვინ უნდა ყოფილიყო ჩემთან და ვინ იყო რეალურად. ლუკაზე აღარასდროს ვიდარდებ, მან თავისი არჩევანი გააკეთა და იმ ადგილზე თქვა უარი, რომელიც ახლა გაბრიელს ეკუთვნის. ჰო, მან ეს სტატუსი დაიმსახურა, ის ჩემი შვილის მამა იქნება. დარწმუნებული ვარ მამობას იდეალურად გაართმევს თავს. როცა საკუთარი აზრები და გაბრიელის ცხოვრების გამწარებუს გეგმა მახსენდება, საკუთარი თავის მრცხვენია! ვნანობ თითოეულ სიტყვას, რომლითაც მას ვამკობდი, ქორწინებამდე. უკვე რამდენიმე დღეა, დილაობით, როგორც კი თვალს გაახელს ჩემს გვერდით წვება და მიყურებს, ზოგჯერ თმაზეც მეფერება და ცდილობს არ გამაღვიძოს. ხანდახან ძალიან სულელია. ვერ ვხვდები როგორ ვერ ამჩნევს ჩემს შეკავებულ სიცილს და ძალით დახუჭულ თვალებს, რომელიც დაძაბულობისგან მითამაშებს ხოლმე. ან იქნებ არც ის იმჩნევს...” ******* -სად მიდიხარ, ნანა?- გაზეთებში ჩაფლულმა კაცმა ახედა გამოწყობილ ცოლს. -დღეს კირა ექიმთან უნდა წასულიყო, გავიგებ რა უთხრეს. -მე წაგიყვან.-წამოდგა თორნიკე და მანქანის გასაღები შეათამაშა ხელში. -არ მინდა შვილო, აქვე არ არიან?! -არა, გაბრიელთან მაქვს საქმე და ბარემ გაგიყოლებ.-თავით ანიშნა წამოდიო და მანქანისკენ წავიდა. რამდენიმე წუთში ჯანდიერების სახლის წინ იდგნენ. -რას უდგახარ, დააკაკუნე.- გაკვირვებული უყურებდა შვილს. თორნიკემაც წარბშეკრულმა გადახედა დედას და ზარის წითელ ღილაკს დააჭირა ხელი. კარი კირამ გაუღო, ბედნიერი ღიმილით აკოცა ჯერ ძმას, მერე დედას და ორივე სახლში შეიპატიჟა. -მორგებულხარ აქაურობას...-ღიმილით გადაუჩურჩულა შვილს და მასპინძლებს თბილად მიესალმა. -მოდით დაბრძანდით, ყავას მოვადუღებ.- ფეხზე წამოხტა ნინო. -ჩემთვის არ გინდა, ნინო, მე და გაბრიელი გავალთ.-მზერა გააპარა ძმაკაცისკენ. -რა ხდება? -წარბაწეულმა გადახედა გაბრიელმა. -გავიდეთ და გეტყვი. -კარგი, გამოვიცვლი.- ყოყმანით წამოდგა ფეხზე და ოთახში შეიკეტა. -შენ როგორ ხარ? რა გითხრა ექიმმა?- ხელზე მოუჭირა ხელი კირას. -ბიჭი გვეყოლება.-ამაყად გაიჯგიმა გოგო. -ოჰ, აღარ ხუმრობ! სწავლაზე რას ფიქრობ? -არაფერს. ჩემს შვილთან მინდა ყოფნა. -ესე იგი, შენი კარიერა კრახით დასრულდა. -თუ შვილის ყოლას კრახს ვუწოდებთ, ჰო.- უკმაყოფილოდ შეკრა წარბები. -მზად ვარ, გამოდი.- ზედაც არ შეუხედავს ბიჭისთვის, პირდაპირ გასასვლელისკენ წავიდა. -კარგი მე წავედი და სხვა დროს გნახავ.- ლოყაზე აკოცა დას და ფეხზე წამოდგა.- საღამოს გამოგიარო თუ წამოხვალ შენით? -არა შვილო, მალევე წავალ სახლში. -კარგი მაშინ.- ხელი დაუქნია კირას და სახლიდან გავიდა. -რა ხდება? ბევრი დრო არ მაქვს. -წამოდი რა!- მოღუშული სახით ჩაჯდა მანქანაში და გაბრიელს დაელოდა.-ამას სახლში დავტოვებ და ტბაზე ჩავიდეთ. ********* -აბა ჩემო ლამაზო, როგორ ხარ?-თმაზე ჩამოუსვა ხელი კირას. -შესანიშნავად. შენ? -უშენოდ როგორ ვიქნებით...-მხრები აიჩეჩა და თავაზიანი ღიმილით გამოართვა ყავა ნინოს. -ძალიან ბედნიერები არიან ორივე, ნეტავ იცოდეთ როგორ უყვართ ერთმანეთი!- გაბადრული სახით ჩაერთო ნინო. -ეჭვიც არ მეპარება!- ყალბი ღიმილით გადახედა ღიმილჩამორეცხილ შვილს. -ბავშვზე რა გითხრეს ეგ მომიყევი ახლა. -ბიჭია, საკმაოდ პუტკუნა, მაგრამ ძალიან ჯანმრთელი.- ისევ გაუბრწყინდა სახე კირას.- დეკემბრის შუა რიცხვებში ხელშიც დავიჭერ! -ღმერთმა ქნას შვილო, ღმერთმა ქნას! -ანდრო რას შვრება?-მოიკითხა ტყუპისცალი. -რა ვიცი, ყოველ დღე ერთი და იგივეს. ჯერ მამაშენს გაჰყვება უნივერსიტეტში, როგორც კი მოიცლის ნუცასთან მიდის, მერე სახლში მოდის და ასე. -ვისღა ახსოვს კირა...-უკმაყოფილოდ აბზიკა ცხვირი და დედაც და დედამთილიც გააცინა. -შენ როგორ გაქვს ჯანმრთელობის საქმეები, ნინო? -რა ვიცი, მივდივარ უკან-უკან და ვარ.- დანაღვლიანებულმა აიჩეჩა მხრები. -მასე ნუ ამბობ, რა! -რაც არის შვილო, იმას ვამბობ.- მკრთალად გაუღიმა რძალს. -ღმერთი შენც დაგეხმარება, მასე ნუ ლაპარაკობ!- წარბები შეკრა ნანამაც. -კარგით მოეშვით ჩემს ავადმყოფობას, სხვა რამეზე ვისაუბროთ... *********** ტბის პირას, ხის ჩრდილქვეშ ისხდნენ და ორივე ტბის მოლივლივე ზედაპირს შესცქეროდნენ, თუ როგორ ირეკლავდა მზის სხივებს. -ასე დასაჯდომად არ მცალია, ორსული ცოლი მყავს, იქნებ რამე დასჭირდეს...-ფეხზე წამოდგა და შარვალი დაიფერთხა. -მოიცა.-ხელზე ჩაეჭიდა და აიძულა ისევ თავის ადგილს დაბრუნებოდა. -თავს არაკაცად ვგრძნობ, თავადაც ვერ ვხვდები ეს რატომ ვთქვი... უბრალოდ ძალიან გავბრაზდი, ჩემიც გაიგე რა! არ მამართლებს, მაგრამ ეგ სისულელე გულწრფელად არ მითქვამს. იცი რომ რაც არ უნდა მოხდეს შენს გვერდით ვიქნები, ნებისმიერს კბილებით გავგლეჯ შენს გამო. არ მინდოდა მაგის თქმა, მართლა. -გასაგებია. -ხომ აგიხსენი არა?!-საცოდავი თვალებით გადახედა ძმაკაცს. -კარგი მეთქი გითხარი და რა გავაკეთო, შუბლზე გაკოცო? -ესე იგი მორჩა?-მკრთალად ჩაეღიმა.-მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ დამვიწყებია, თუ როგორ მატყუებდი ამდენი წელი. -და რომ მეთქვა რა?! შენი და ახლა კარგადაა, იცი რომ არაფერს ვავნებ და მოეშვი უფროსი ძმის გამოხტომებს. -მოგაკითხავენ მარიამის თაყვანისმცემლები და ვნახავთ როგორ არ გამოხტები... -ჩაიგდე ენა, რამე დავლიოთ !- ფეხზე წამოდგა და თორნიკეც წამოაგდო.-კიდევ ერთხელ რომ მითხრა მსგავსი რამ, შენს თავს ხელიდან ვერავინ გამომგლეჯს! -გინდა ახლავე წიხლქვეშ გაგიგდო იმის გამო, რომ კულტურულად ამწაპნე და? -მაგრამ შენი და ბედნიერია!-თვალები დაჭყიტა თორნიკემ. -გეფიცები თავ-პირს გაგიერთიანებ! -თხლად ჩაიცვი, არ გაოფლიანდე!-გაკრეჭილმა აუჩეჩა თმები. ********** ბედნიერმა გააცილა დედა და ახლადდაბრუნებულ მულს ჩამოუჯდა გვერდით. -გინდა ყავა გაგიკეთო? -არა, შევჭამ და მერე ვიმეცადინებ. -კირა, შვილო, შენ ცოტა ხანს მე გამომყევი.-ოთახში შევიდა ნინო და კარი ღია დაუტოვა რძალს. კირაც მხრებისჩეჩვით გაჰყვა და ოთახში შესულმა კარი დაკეტა. -მოდი დაჯექი.- საწოლზე მიუთითა და თვითონაც მოკალათდა.-შენგან რამდენიმე დაპირება მჭირდება! -რა დაპირება?-გაუკვირდა. -გაბრიელი ის შვილია, რომელიც სიმწრით გავზარდე. უამრავი ტკივილიანი დღე გვაქვს ერთად გამოვლილი და ჩემზე უკეთ არავინ იცნობს მას. ყველაზე უბედურ დღესაც კი ერთად ვიბრძოდით მე და ჩემი ვაჟი. ჩემი პირველი შვილია, ჩემი პირველი ბედნიერებაც და უბედურებაც ეგ არის, შვილო. გაბრიელი ის შვილია, რომლის გულსაც ყველაზე მეტად ვუფრთხილდები, აქვს ამას თავისი მიზეზები... პირობა უნდა მომცე, რომ ჩემი წასვლის შემდეგ არათუ ატკენ მას გულს, არამედ დაიცავ, დაიცავ ყველანაირი უბედურებისგან მის სუფთა გულს. ამას იმიტომ არ გეუბნები რომ ჩემი შვილია, უბრალოდ ის მართლა საუკეთესო ადამიანია და შენ ყველაზე იღბლიანი გოგონა ხარ ამ ქალაქში, სწორედ იმიტომ, რომ შენ აგირჩია! პირობა მომეცი რომ ბედნიერს გახდი, აგრძნობინებ იმ უდიდეს სიყვარულს რომელსაც ის ყველაზე მეტად იმსახურებს... შეძლებ მის გაბედნიერებას, კირა?-სევდიანად გაუღიმა აცრემლებულ გოგოს. კირამაც ხელზე ხელი ჩასჭიდა დედამთილს და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -გპირდები. კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მისაღებიდან ხმაურის ხმა შემოესმათ და ორივე ოთახიდან გავიდნენ. -გაბრიელ რა არის ეს შვილო?!- შეშინებული უყურებდა წარბგახეთქილ შვილს. -ნუ მიყურებთ ეგეთი თვალებით, ცოცხალი ვარ!- უკმაყოფილოდ შეკრა წარბები და გახეთქილი ტუჩიდანაც მოიწმინდა სისხლი. -რაც ბავშვობაში არ გიჩხუბიათ ახლა დაიწყეთ?!- გაბრაზებული უყურებდა კირა. -შენს ძმასთან კი არ მიჩხუბია!- გაეცინა და ტუჩი კიდევ უფრო ეტკინა.- დამანებეთ თავი, ვერ ვლაპარაკობ, ხომ ხედავთ?! -გაგიწმინდო თუ მიხედავ შენით?-სახედამანჭული უყურებდა ქმარს. -ხომ ვიცი, ჩემი მოსასულიერებელი უნდა გახდე, მე თვითონ ვიზამ. -მაინც რომ იკბინება!- ნესტოებდაბერილმა გადახედა მულს.- სად იჩხუბე? თორნიკემაც იჩხუბა? - უკან აედევნა სააბაზანოში შესულ ქმარს. -ჰო, შენს ძმას თავი აქვს გატეხილი. -რა?-თვალები დაჭყიტა.-როგორ? რატომ? -ბოთლი გადააფშვნეს თუ რაღაც ეგეთი...- სპირტიანი ბამბით იწმენდდა ჭრილობას. -ახლა ეგ არ გტკივა?! -ეს რა არის, ისეთები მაქვს ატანილი...-გაეცინა და გახეთქილი ტუჩიდან ისევ წასკდა სისხლი. -ხომ ხედავ რომ სიცილი შენი სტიქია არაა, რაღას იკრიჭები სულელურად? როგორ შეიძლება მაგაზე სიცილი? -თავის დროზე ვტიროდი კიდეც. -გაბრიელ!-თვალები დააკვესა გოგომ. -მოვრჩი, გამატარე.- ბამბები ცელოფანში ჩაყარა და ნაგავში მოისროლა. -სად იჩხუბეთ?- ისევ უკან აედევნა ქმარს. -მოგიყვები მერე. თორნიკესთან დარეკე, გაიგე როგორ არიან. -არიან? ვინ არიან? -ო, მომეცი ტელეფონი რა!- ხელიდან აართვა მობილური და ძმაკაცის ნომერი ჩაწერა.-სად ხართ? არ მისულხართ ჯერ? თავი როგორ გაქვს? გოგო როგორაა? კარგი მაშინ მერე დამირეკე. -ვინ გოგო როგორაა, გამარკვევ რა ხდება?!- მოთმინება ამოეწურა კირას. -ცოტა ხანს დამასვენე, რომ გამივლის ტკივილი მერე ყველაფერ აგიხსნი. -ჰო კარგი, შედი და დაწექი! ******** -დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ექიმი არ არის საჭირო?- ეჭვისთვალით უყურებდა ქერათმიანი გოგო საჭესთან მჯდომ თორნიკეს. -დარწმუნებული ვარ, დამშვიდდი. -ახლა სად მივდივართ?- სიბნელეში ვერაფერს არჩევდა. -პატარა სახლისმაგვარი მაქვს, დასამალად გამოდგება. -დამალვა არ მჭირდება, შემიძლია საკუთარი თავის დაცვა!- ხმა გაიმკაცრა და ამაყად გასწორდა სავარძელში. -ჰო,მაგიტომ მაქვს მე თავი გაგლეჯილი და გაბრიელს ჩალურჯებები. -მეტი ირონია, მეტი!- უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები და გზას გახედა. -რისთვის დაგდევენ, რა უნდათ? -გრძელი ამბავია, ყურადღებას ნუ მიაქცევთ. -ესე იგი არ გინდა თქმა. -ჰო, რაღაც მსგავსი. -იცი, საიდანღაც მეცნობი...-მოჭუტული თვალებით გახედა გოგოს და უკეთესად დააკვირდა. -არა, ალბათ ვინმეში გეშლებით!-სუნთქვა გაუხშირდა გოგოს და აკანკალებული თითები ერთმანეთში ახლართა. -მოვედით, გადმოდი.-ხის სახლთან გააჩერა მანქანა, ტელეფონი აიღო და მანქანიდან გადავიდა, ქერაც უკან აედევნა. -აქ მარტო ვიცხოვრებ?-ტყეში ჩაფლულ სახლს შეშინებული თვალები მოავლო. -გეშინია?-ბოქლომი გახსნა და შიგნით შეუშვა, მერე თვითონაც შეჰყვა. -არ მეშინია მეთქი რომ ვთქვა, მოგატყუებთ. -საღამოობით მგლები დაგიცავენ ტყის კაცისგან, დღისით არ მოდის ხოლმე. -ვინ, ტყის კაცი?-ჩაეძია ბიჭს. -ჰო.-სიცილით დაუქნია თავი და სურათებით გადავსებულ კედელთან მივიდა. ღიმილით მოავლო თვალი ქაღალდზე აღბეჭდილ მოგონებებს. -შენი შვილები არიან? -არა.-ისევ გაეცინა გოგოს სისულელეზე.- მე და ჩემი და-ძმა ვართ. ეს ის ბიჭია, დღეს ჩემთან ერთად რომ იყო.-გუბეში ჩავარდნილ ხუჭუჭა ბიჭზე მიუთითა. -საყვარელია... -ცოლი ჰყავს. -ეგ არ მიგულისხმია, ფოტოზე ვთქვი.-დაბნეულმა დაიწყო თვალების ცეცება. -რამდენი წლის ხარ?-ზედმეტად ბავშვური ეჩვენა იმ წამს. -არ ვიცი. -როგორ თუ არ იცი? -ანუ...არ ვიცი ვინ გამაჩინა, ვინ დამტოვა ქუჩაში, როდის მოხდა ეგ... ჩემი სახელიც თავად მივიფიქრე. -რა გქვია? -დარია. რომელიღაც ენაზე ძლიერს ნიშნავს.-ამაყად ასწია თავი გოგომ. -მე კატალინას დაგარქმევდი.-მონუსხული უყურებდა გოგოს თეთრ კისერს. -რატომ? -რომელიღაც ენაზე...მე ვიცი რასაც ნიშნავს. -კარგი. თქვენ ამაღამ აქ რჩებით? -გინდა დავრჩე?-ჩაეღიმა ბიჭს. -არა.-მოკლედ მოუჭრა და ოთახიდან გავიდა. ********** -კარგი, ახლა მომიყევი!-საწოლზე წამოკოტრიალდა და იატაკზე გაწოლილ ქმარს გადახედა. -სახლში რომ მოვდიოდით, ტბასთან ახლოს ერთ გოგოს დაესხნენ თავს, რამდენიმე მუტრუკი იყო. -ვინ იყო? -ეგრე მოიხსენიებენ ვითომ კაცებს. -აჰა, მერე? -ჰოდა იმ გოგოს რომ ვეხმარებოდით მაშინ მოხდა ეს ყველაფერი. -იქნებ ვინ იყვნენ, მადლობა თქვით რომ არ მოგკლეს! -დაუცველი, სიფრიფანა გოგო იყო, ჩვენც გვერდი აგვევლო და გზა გაგვეგრძელებინა, როგორც ნამდვილ მამაკაცებს?! -დაუცველი და სიფრიფანა გოგო ყოფილა... ლამაზი, ტანადი და კოხტაცხვირიანიც ხომ არ იყო? ქმრის მეორე ცოლად ან რძლად ხომ არ მოვიწვიო?- ნერვებმოშლილი წიწკნიდა ბალიშიდან ბუმბულებს. -მეჩვენება თუ ჩვენს ოთახში ეჭვიანობის ბგერებმა გაიჟღერეს?-ჩაეღიმა კმაყოფილს. -მოგეჩვენა! მომინდომეს აქ გმირობანა... -ჩემო ძვირფასო, ისედაც ნაჯიჯგნი მაქვს ნეკნები, იქნებ მოვეშვათ ჩემს იატაკზე დაძინებას?! -ღირსი ხარ, იმ სიფრიფანა გოგომ მოგირჩინოთ ეგ ჩამტვრეული ნეკნები... და საერთოდ, ნუ გავიწყდება რომ ქმარნახევარა ხარ! -ქმარნახევარა თუ ნახევარქმარა? -როგორც არის. -მაშინ ზღაპარი მომიყევი. -კარგი, თვალები დახუჭე და კარგად მომისმინე.- საწოლის კიდესთან გადაკოტრიალდა და იდაყვს დაეყრდნო.- იყო ორი მამალი ინდაური, დაინახეს დედალი ინდაური და გადაირივნენ, წაიგრძელეს კისრები და ამ დედალი ინდაურის ორგვლის მყოფ რამდენიმე ინდაურს თავი დააკორტნინეს. -ისევ მე რომ მოგიყვე ზღაპრები არ გინდა?-გაბადრულმა ახედა ცოლს. -არაფერიც არ მინდა, დაიძინე! -ლამაზი სიზმრები. -ბევრი სიფრიფანა გოგო სიზმრებში! **************** დილით გაბრიელის ხმამ აიძულა სიზმრების სამყაროდან დაბრუნება. -რა ხდება?-ზანტად გაახილა თვალები და ქმრის ასე ახლოს დანახვისას წარბები შეკრა. -საქმეზე უნდა წავიდეთ, გვაგვიანდება. -რა საქმეზე, ხომ კარგად ხარ? რას წამოწოლილხარ ჩემს საწოლზე, სიფრიფანა გოგოები დაილია? -კირა, ძალიან გთხოვ ამ დღეს ჩხუბით ნუ დავიწყებთ! -მეძინება, ჩემი ძმა და ის გოგო გამოგყვნენ. -არ მჭირდება მე შენი ძმა, შენ რომ მიმყავხარ ესე იგი შენ ხარ საჭირო! -უფ, კარგი ჰო!- ბუზღუნით წამოდგა ფეხზე.- რა ჩავიცვა? -აი, ის ყვითელი კაბა.-თვალით ანიშნა კარადის კარზე ჩამოკიდებულ კაბაზე. -საიდან მოვიდა?-გაუკვირდა უცხო კაბის დანახვა. -იმ სიფრიფანა გოგოს გამოვართვი!-ნიშნისმოგებით უპასუხა გოგოს. -ჰოდა მაგ კაბაში შენი ღიპიანი ცოლი ვერ ჩაეტევა! -ო, შენი ზომაა, შენთვის ვიყიდე. -რატომ? -რა კითხვებია?! გავალ და გამოდი. -ჰო,კარგი. გაბრიელი კარსუკან რომ დაიგულა ბედნიერი ღიმილი მოედო სახეზე. დაკვირვებით შეათვალიერა სიფრიფანა კაბა და ხალათშემოხვეული სააბაზანოსკენ გავარდა. ხელ-პირი რომ დაიბანა და კბილებიც გაისუფთავა ისევ ოთახში დაბრუნდა, ქმრის ნაჩუქარი კაბა მოირგო და სარკის წინ რამდენჯერმე დატრიალდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული ჰქონდა როდის გააღწევდა ოთახიდან, დღიური მაინც არ დაჰვიწყებია. “დღეს გაბრიელმა კაბა მაჩუქა, უეჭველად ახსოვს რომ დაბადების დღე მაქვს! გავიქეცი....” ************* -დილამშვიდობისა!- ღიმილით შეეჭრა სახლში ქერს და პროდუქტით სავსე პარკები სამზარეულოში დააწყო.-კარგად ხარ?- წარბები შეკრა გოგოს აწითლებული და დასიებული თვალების დანახვისას. -კი.-თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და სამზარეულოდან გავიდა. -მოიცადე.-უკან აედევნა- რამე მოხდა? -ცოლი გყავს?-ისევ აუკანკალდა ნიკაპი.-მითხარი, გთხოვ!- საცოდავი თვალებით ახედა გაქვავებულ თორნიკეს. -საიდანღაც მეცნობი მეთქი...-ძლივს ამოთქვა რამდენიმე სიტყვა.- კატალინა! -ცოლი მოიყვანე?-პატარა, წითელ დივანზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. -რატომ მაგიჟებ,ღმერთო?-ნერვულად მოიქექა კეფა.-მას შავი თმა ჰქონდა, შავი თვალები. -ხომ დამპირდი არ დამავიწყდებიო? იმ დღეს ჩვენ აქაურობას უნდა მოვშორებოდით... -მაგრამ შენ არ მოხვედი! -იმიტომ რომ ჩემს ნახევარდასთან მიღალატე. -შენი და ჩემი შეყვარებული იყო და ეგ ამბავი გამოგონილია! -მაგრამ მე გიყვარდი.- მხრები ჩამოყარა გოგომ, წამში დაპატარავდა.-მზად იყავი ყველაფერი მიგეტოვებინა და ჩემთან ერთად ახალი ცხოვრება დაგეწყო სხვაგან, სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში! -მაგრამ არ მოხვედი, შენი ნახევარდის ტყუილი დაიჯერე, ერთი წუთითაც არ მომისმინე იმ ღამით... მიუხედავად იმისა, რომ მიწასთან გამასწორე, მე მაინც მოვედი! მზად ვიყავი ყველაფერი ჯანდაბაში მომესროლა, მხოლოდ შენთან ერთად მინდოდა ყოფნა, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცი. ბედნიერების უფლება წამართვი, სიყვარულის შესაძლებლობა წამართვი, ყველაფერი ღირებული რაც გამაჩნდა წამართვი! საერთოდ რისთვის დაბრუნდი? რატომ დაბრუნდი იმ ქალაქში, სადაც ღალატის ტკივილი გამოგაცდევინეს?-ნელ-ნელა უღვივდებოდა ცეცხლი შავ თვალებში. -ალბათ იმიტომ, რომ ისევ გადაგერჩინე. -ისევ? აღარაფერი დავტოვეთ, შეუძლებელია ჩვენს შორის ისევ რამე იყოს! ყველაზე ცუდი სიყვარულით გვიყვარდა ერთმანეთი. მე ვაშენებდი, შენ- ანგრევდი. მე ცეცხლს ვუკიდებდი, შენ- ნავთს ასხამდი.... რისთვის დაბრუნდი, კატალინ? -კატალინ...-სევდიანად ჩაეღიმა გოგოს.- სუფთას, წმინდას ნიშნავს, არა? -არ ვიცი, არ მახსოვს.-გასასვლელისკენ დაიძრა დიდი ნაბიჯებით. -მიდიხარ? ცოტა ვისაუბროთ... -სასაუბრო არაფერი გვაქვს, სიყვარულის აღარ მწამს! ********** -მოდი, მოდი!- ხელი გაუწოდა ნავზე ასულმა ბიჭმა ცოლს. -შე რომანტიკოსო ბიჭო!-სიცილით ჩაეჭიდა ქმრის ხელს და ძლივს გადაცოცდა ნავზე. -იმ ყუთში რა არის?-დაინტერესებულმა წაიგრძელა კისერი. -შევიდეთ წყალში და ყველაფერს გეტყვი.-ნიჩბები მოუსვა და ნაპირს მოშორდა.-ეს ტბა ჩემი სულის სიმშვიდეა!- ღიმილით გადახედა მოსასმენად მომზადებულ ცოლს.- როცა რამე მიხაროდა, მტკიოდა, მწყინდა, ყოველთვის აქ მოვდიოდი. ამ წყალს მიაქვს ხოლმე ყველა ჩემი დარდი, რომელიც სულს მიღლის... მოკლედ, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. აქ მარტო შემოვდივარ ხოლმე, შენს ძმასთან ერთადაც კი არ შემოვსულვარ, ნაპირთან ვაყურყუტებ ხოლმე. -ესე იგი, დიდი პატივი მერგო? -ესე იგი, იმდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის, რომ ამ სილამაზეს გიზიარებ!-ზურგსუკან დამალული ყუთი ფეხებს შორის ჩაიდგა და ქვემოდან ახედა ცოლს.- მზად ხარ? -ჰო.-მოუთმენლად დაუქნია თავი და ფუმფულა ძაღლის დანახვისას ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან.-გაბრიელ!- ყუთიდან ამოიყვანა ძაღლი და გულში ჩაიკრა. -გაბრიელო და ძაღლს ეხუტება... -შენ რომ ჩაგეხუტო ავყირავდებით. -დაბადების დღეს გილოცავ!-ტუჩებზე მიაკრო ტუჩები.-კირა!-თავის აწევა აიძულა ცოლს. -გისმენ. -მიყვარხარ.-სუნთქვაშეკრული დაელოდა კირას რეაქციას. -კარგი, შეგიძლია იატაკზე აღარ დაიძინო!- უხერხულად გაიცინა და გაბრიელს თვალი აარიდა. -ეგ საჩუქარი სამი ერთშია!-თვალით ანიშნა ძაღლზე. -როგორ? -ორსულადაა, ორ ლეკვს ელოდება. -რა?-თვალები დაჭყიტა გოგომ.-ამას რომ მშობიარობა დაეწყოს ვერ გადავიტან გაბრიელ! -საცოდავი თვალებით დახედა ძაღლს. -რატომ?-გაეცინა. -რა ვიცი, ცოდოა! -არ ინერვიულო, კარგად იქნება. -აუ დავბრუნდეთ ნაპირზე რა! -ცუდად ხარ? -არა, უბრალოდ. -კარგი.-ეჭვნარევი მზერით შეათვალიერა ცოლი და ნაპირისკენ გაასრიალა ნავი. -მგონი მეც მიყვარხარ!-თვითონვე აკოცა ქმარს როცა ხმელეთზე დაიგულა თავი. -მეხუთე იყო!-ბედნიერი გაჰყვა წინ წასულ გოგოს. ********* გზაზე გიჟივით მიაქროლებდა მანქანას. გულში ნელ-ნელა ბრაზი უდგებოდა და ერთი სული ჰქონდა რამე დაელეწა. თვალებდაქაჩული, საჭეზე ჩაფრენილი მართავდა მანქანას და სხვა მანქანებს შორის ოსტატურად ძვრებოდა. გაბრიელის სახლთან გააჩერა მანქანა და სახეალეწილმა დააბრახუნა რამდენჯერმე კარზე. კარი გაბრიელმა გაუღო და ძმაკაცის დანახვისას კბილები ერთმანეთზე დააჭირა. -სძინავს შენს დას, რას ჩამომიღე კარი? -წამოდი რა! -რა გჭირს?-ახლაღა დააკვირდა თორნიკეს გამომეტყველებას -წამოდი და მოგიყვები. ტრადიციულად, ლუდმომარჯვებულები ჩამოსხდნენ ტბის ნაპირზე. გაბრიელი ინტერესით აკვირდებოდა ძმაკაცის გამომეტყველებას და ცდილობდა გაეგო, თუ რა დაემართა. რამდენჯერმე სცადა თორნიკემ ხმის ამოღება, მაგრამ ვერც ერთხელ შეძლო. -ტვინის შერყევა მიიღე წუხელ თუ რა გჭირს, რანაირად იყურები?-მოთმინება დაელია გაბრიელს. -ყოველთვის, აი, ყოველთვის, რატომ ვუჩალიჩებ საკუთარ თავს? ხომ შემეძლო გუშინ გვერდი ამევლო იმ ნაძირლებისთვის, არც ის გოგო წამომეყვანა... კარგი, გადავარჩინეთ, მაგრამ რისთვის წავიყვანე იმ ქოხში, რომლის კარიც წლებია არ გამიხსნია?! იმ დღესაც, გმირის როლის მორგება რომ არ გადამეწყვიტა, საერთოდ ხომ ვერ გავიცნობდი? წარმოდგენა არ მექნებოდა, რომ ამ ქალაქში მისნაირი გოგო არსებობდა. -კატალინაზე ვსაუბრობთ?-გაკვირვება შეერია ხმაში. -ჰო. -და გუშინდელთან რა კვაშირშია? -ის გოგო, გუშინ რომ გადავარჩინეთ, კატალინაა! -როგორ? რამე ხომ არ მოგეჩვენა? -რა მომეჩვენა?!- ხმას აუწია თორნიკემ.- დილით ავედი, საჭმელი და გამოსაცვლელი ავუტანე. ვიფიქრე გავიგებ კიდეც რა ხდებოდა გუშინ მეთქი, მაგრამ საოცარი სურათი დამხვდა. თვალებდასიებული, ჩემი და კირას ფოტოს ჩაბღაუჭებული გამომეცხადა და ატირებული მეკითხებოდა ცოლი მოიყვანეო? ხომ დამპირდი რომ არ დამივიწყებდიო. -ღმერთო, შენ გვიშველე!- ნერვულად გაეცინა გაბრიელს.- რას აპირებ? -რას უნდა ვაპირებდე, მოვაწერ ხელს და დამთავრდება! -ამდენი წელი მხოლოდ იმიტომ არ აწერდი ხელს მაგ საბუთზე, რომ როცა თავიდან გამოჩნდებოდა შენს ცხოვრებაში მერე მოგეწერა?-ხმამაღლა გაეცინა გაბრიელს.-ეგ გოგო შენი სასჯელია, შვილო! კარს დაუხურავ-ფანჯრიდან შემოვა, დიდი ხანი გიმეორებდი ამას. -ნუ სულელობ!- მობეზრებულად გადააქნია თავი. -და რამ გაგაცოფა ასე ძალიან?-ღიმილს ვერ იკავებდა. -რას ნიშნავს რამ გამაცოფა? ათი წელი დამჭირდა იმასთან შესაგუებლად, რომ მაგ გოგომ ცხოვრება დამინგრია! როცა თავიდან დავიწყე ცხოვრება, როცა ქალისადმი ინტერესი მეასეხარისხოვანი გავხადე ცხოვრებაში, გამოჩნდა და მეჩხუბება ცოლი რატომ მოიყვანეო. არ უნდა ვცოფდებოდე? -ჯერ ერთი ცხოვრება მაგან კი არა, შენმა შეყვარებულმა დაგინგრია. მეორე, შენც საქონელი იყავი თავის დროზე იმიტომ, რომ ერთი გიყვარდა და მეორესთან იყავი და მესამე, რომ მოგენდომებინა მიწაში ჩაძვრებოდი და მაინც იპოვიდი! ხელის გაწერაზე არც კი იფიქრო, ეგ გოგო გინდა თუ არა, შენი ცოლია! -ხომ არ ავაკითხო, შუბლზე ვაკოცო და ვუთხრა ბევრი შვილები მინდა მეთქი?! -რა ვიცი, თუ გინდა, უნდა უთხრა.-მხრები აიჩეჩა უდარდელად. -როგორ შევიკავე თავი რომ არ დამეხრჩო! -აქეთ არ დაგახრჩოს, წყნარად იყავი. -ახლა რა უნდა ვქნა? -ჯერ უნდა დაფიქრდე, მერე ისაუბროთ და გადაწყვიტოთ თქვენი მომავალი. -ეგრე ნუ მიცინი, თავი მტკივდება! ************ მშვიდი ძილი ზარის ხმამ დაურღვია. ცოტა ხანს ელოდა, იქნებ ვინმემ გააღოს კარიო, მაგრამ კარზე ბრახუნიც რომ ატყდა შუბლშეკრული წამოდგა საწოლიდან და კარის გასაღებად წავიდა. -ჩვენს დღეს გილოცავ ტყუპო!- კარის ზღრუბლთან გაკრეჭილი ანდრია დახვდა. გახარებული ჩააფრინდა ძმის მხრებს და რამდენჯერმე აკოცა წვერიან ლოყაზე. -შემოდი, რამე ვჭამოთ. -არა, რა ვჭამოთ, სიგიჟის ჩადენაში უნდა დამეხმარო! -რა უნდა გავაკეთოთ?- ბედნიერად აუციმციმდა თვალები. -ნუცას უნდა ვთხოვო ხელი, თუ დამთანხმდება ცოლად მოვიყვან. -რა მაგარია!- ტაში შემოჰკრა გახარებულმა. -ოღონდ ბებიამისი ვერ მიტანს. -ნუცას უნდა სთხოვო ხელი, ბებიამისის მოწონება-არმოწონებას რას უყურებ?! გამოვიცვლი და გავიდეთ. აჟიტირებული შებრუნდა ოთახში, რამდენიმე წამში გამოიცვალა ტანსაცმელი და ტყიპისცალთან ერთად დაადგა მომავალი სარძლოს სახლისკენ მიმავალ გზას. -შენ გამოიყვან სახლიდან, მე იქეთ დაგელოდებით.- გზის მეორე მხარეს გაიშვირა თითი. -კარგი, მენდე.- თვალი ჩაუკრა ბიჭს და რკინის ლურჯ კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა. -გისმენთ, ვინ გნებავთ?- კარი სათვალეებიანმა, მოხუცმა ქალმა გაუღო.- ვინ ბრძანდებით? -მე ნუცას მეგობარი ვარ, ნუცასთან მოვედი.- გაუღიმა ქალს.-ეგრე რატომ მიყურებთ, მართლა მეგობარი ვარ.-დაწვრილებული თვალები გაუსწორა ქალის ეჭვნარევ მზერას. -ნუცა, მოდი აქ!- გასძახა შვილიშვილს ისე, რომ კარს არც მოშორებია. -გისმენ ბებო. -ამ გოგოს იცნობ?- ფართედ გააღო კარი და შვილიშვილს გარეთ გახედვის საშუალება მისცა. -კი ანდ... -მისი მეგობარი ვარ მეთქი ბებო, რატომ არ მიჯერებთ?-სიტყვა გააწყვეტინა გოგოს და მალულად დაუბრიალა თვალები. -ჰო, ჩემი მეგობარია.-დაბნეულმა გახედა კირას, მერე კი ბებიას გაუღიმა.-უნივერსიტეტის მეგობარი... -კარგი, გადი მაშინ, გვიანობამდე არ დარჩე!- სახლში შევიდა ქალი. -რა ხდება?- კარი გამოხურა და ჩურჩულით ჰკითხა გოგოს. -მადლობა ნუციკო.-ყალბად გაუღიმა გოგოს. -ა, ვაიმე როგორ დამავიწყდა!-სახეზე აიფარა ხელები.- არა, ანდროს კი მივულოცე მაგრამ შენც რომ გქონდა დამავიწყდა. -ჰო, მაგ ხისთავიანმა გამომიშვა ზუსტად აქ, გზის მეორე მხარეს გველოდება. -რა ხდება?-გაკვირვებულმა მოათვალიერა გარემო. -წადი, წადი!-მსუბუქად მიჰკრა ზურგზე ხელი და ძმას ჩააბარა. -მე წავიდე?-წარბებაწეული უყურებდა ჩახუტებულ წყვილს. -ჰო.-გაეკრიჭა ტყუპისცალი.-მადლობა! -მადლობა.- გამოაჯავრა ჭყანვით და სკვერიდან გავიდა. ხის ტოტებს ამოფარებული, გაბადრული სახით უყურებდა ნუცას წინ ჩამუხლულ ტყუპისცალს და იქამდე არ წასულა, სანამ ბედნიერი წყვილი არ წავიდა სკვერიდან. -ჩემი ცოლიანი ანდრუშა!-ცრემლანერვი ხმით ამოილაპარაკა და ბედნიერი გაბრუნდა სახლში. ************** სახლში დაბრუნებული ოჯახისწევრებს ხელის აწევით მიესალმა და სწრაფად შეიკეტა თავის ოთახში. მაგიდის უჯრიდან ქორწინების მოწმობა და განქორწინების საბუთი ამოაძვრინა, პიჯაკის შიდა ჯიბეში დამალა და ისევ დატოვა სახლი. მთელი სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას და დაახლოებით ნახევარ საათში ხის სახლის წინ იდგა. კარზე რამდენჯერმე დააბრახუნა და გაღებისთანავე შიგნით შევარდა. -ეს ქორწინების მოწმობა,-წინ აუფრიალა წითელყდიანი ქაღალდი.- ეს კი ხელმოუწერელი განქორწინების საბუთი!-ცხვირწინ დაუყარა საბუთები და დოინჯშემორტყმული დაუდგა გახევებულ გოგოს წინ.- მე შენზე უარი არ მითქვამს, შენ გაიქეცი. მაგრამ რადგან ისევ გადაწყვიტე დაბრუნება და ჩემი ცხოვრების არევა, მე მოგასწრებ და შენს სასჯელად ვიქცევი! -შენგან არ ველოდი!-გაკვირვებული უყურებდა ხან საბუთებს, ხან კი თორნიკეს. -თერთმეტი წელი გავიდა, ის ლაწირაკი აღარ დგას შენს წინ.-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გოგოს. -არა?!-წარბები აქაჩა და ერთ ადგილზე გაქვავებული დაელოდა როდის შეეხებოდა თორნიკე.- მაშ ვინ არის ჩემი ქმარი?-ალჩამდგარი თვალები გაუსწორა თორნიკეს. -ჩამოაყილებული მამაკაცი, რომელმაც ძალიან კარგად იცის რა უნდა! -იქნებ მეც გამანდოთ თქვენი სურვილები?!- კიდევ უფრო გათამამდა და მაისურის საყელოზე წაეპოტინა წვრილი თითებით. -ძალიან ცუდად თამაშობ, კატალინა.- წელზე მოჰხვია ხელი და საძინებლისკენ მასთან ერთად დაიძრა. ************* -გაბრიელ, ლულუს მშობიარობა დაეწყო!- ანერვიულებული, ყვირილით შევარდა საძინებელში.- გაიღვიძე, ბიჭო!- რამდენჯერმე შეანჯღრია მძინარე ქმარი. -რა ხდება?-დაფეთებული წამოვარდა ბიჭი. -მშობიარობა დაიწყო! -რა მშობიარობა კირა, რა დროს ეგ არის?!- თვალებდაჭყეტილი მიაჩერდა მუცელზე ცოლს. -ჩემი კი არა, ძაღლის!- ყვირილით გავარდა ოთახიდან.- ნინო უშველე რამე,რა!- საცოდავი თვალებით უყურებდა დედამთილს. -გააჩენს თავისით,შვილო, ნუ ნერვიულობ. -რომ ვერ გააჩინოს? რა საცოდავ ხმებს უშვებს! ისედაც სუსტი ჯიშია, რომ ვერ გადაიტანოს? -დაწყნარდი კირა, გაბრიელი მიეხმარება.- თვალები დაუბრიალა შვილს. -მე როგორ მივეხმარო? -გაბრიელ გეფიცები ვერ გადავიტან!- ძალაგამოცლილი გადაწვა სავარძელში.- ჰაერი არ მყოფნის, დამინიავეთ! -გაბრიელ რამე გააკეთე!-რძლის ნერვიულობა გადაედო მარიამსაც. -ღმერთო, რად მინდოდა ეს სამი ერთში? რა იდიოტი ხარ ზოგჯერ, გაბრიელ!- საკუთარი თავის ლანძღვით ჩაიმუხლა მშობიარე ძაღლთან. -როგორ არის?- ოთახის ბოლოდან კიოდა კირა. -ნუ კივიხარ, შენც არ დაიწყო მშობიარობა! -გეფიცებით ვერ გადავიტან!- რვეულებით ხელმომარჯვებულ დედამთილს და ქმრის და-ძმას გადახედა. -დაწყნარდი კირა, კარგად იქნება.-ეცინებოდა საბას. -პირველი გააჩინა!-ყვირილით ამცნო გაბრიელმა. -რა ბედნიერებაა.- ფეხზე წამოვარდა გოგო.-მოვიდე? -არა. საბა შენ მოდი, გაასუფთავე ლეკვი. -მეორე არ მოდის ჯერ?- პირსახოცში გახვეულ ლეკვს გააყოლა თვალი. -მოდის. -ის გოგოა თუ ბიჭი?-ინტერესით წაიგრძელა კისერი. -მე რა ვიცი კირა, კვერ*ხები ვერ დავუნახე! -ანუ გოგოა? -ღმერთო მიშველე!- ამოიხვნეშა ბიჭმა და აწკმუტუნებულ ძაღლს თავზე გადაუსვა ხელი.-კარგზე იფიქრე და ღრმად ისუნთქე. ******** “დღეს თოთხმეტი დეკემბერია. დღე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ბრჭყვიალაა! ამ თეთრ, თოვლიან დღეს იოანე მოევლინა ქვეყანას და ჩვენს ცხოვრებაში თავისი ახალი, თბილი ფერები შემოიტანა. მშობიარობის დროს ბებიას სიტყვები მიტრიალებდა თავში და მართალიც აღმოჩნდა, შვილის დანახვა, მისი პატარა სხეულის გულით შეგრძნება, ყველანაირ ტკივილს და დარდს გავიწყებს. ყველაზე ბედნიერი ვიყავი იმ წუთას, როცა ჩემი შვილის ხმა გავიგონე. ამ ცხოვრებაში ქალად დაბადება სხვა თუ არაფრის, მის გამო მაინც ღირდა! “ ******* მილოცვების მიღების და ოჯახისწევრების გაცილების შემდეგ ჩუმად შეიპარა პალატაში და მძინარე ცოლს ბედნიერი ღიმილით დააჩერდა. ფანჯარასთან მიდგმული სავარძელი საწოლთან დადგა და კომფორტულად მოთავსდა. სანამ გაბრიელი ცოლის ყურებით ირთობდა თავს, გოგოს სიფხიზლე შეეპარა და ზანტად გაახილა თვალები. -მოდი.- გვერდით მიჩოჩდა და გაბრიელს დასაწოლად გაუთავისუფლა ადგილი.- როგორ არის?-ქმრის გულზე მოაკალათა თავი. -კარგადაა, დილით ისევ შემოგიყვანენ. -სახელი რა დავარქვათ? -ალექსანდრე ან იოანე. თუ გინდა მამის სახელი დავარქვათ და ვივლით ქალაქში უფროსი და უმცროსი გაბრიელები. -იოანე მომწონს. -იოანე ჯანდიერი.-სიამაყით გააჟღერა შვილის სახელი და გვარი.- როგორ კაცს გავზრდი! -მიყვარხარ.-ბედნიერების ცრემლი ჩამოუგორდა ღაწვზე.-დავიძინოთ კარგი? -დაიძინე.-საფეთქელზე მიაკრო ტუჩები და უფრო მაგრად შემოჰხვია ხელები ცოლს. ***** სიგარეტის კვამლში გახვეულ ქმარს გვერდით მიუჯდა და ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო. -რა?-შუბლშეკრული მიუტრიალდა კატალინას. -როგორ არის შენი და? -კარგად არიან.-მოკლედ მოუჭრა ცოლს.-თუ გაინტერესებდა შეგეძლო გამომყოლოდი. -თორნიკე, ჯერ კიდევ არ იცის შენმა ოჯახმა რომ დაქორწინებული ხარ, რა სტატუსით წავრდგენილიყავი მათ წინ? -გითხარი გამომყევი და ყველას ყველაფერი გავაგებინოთ მეთქი... -მაგრამ შენც კარგად იცი რომ ვერ გაგვიგებენ, არ მინდა მამაშენთან პრობლემები შეგიქმნა. -მამაჩემი პრობლემებს თავად ქმნის. -კარგი არაუშავს.-კალთაში ჩაუჯდა ბიჭს და მისი ხელები წელზე შემოიხვია.- ასე უფრო განსხვავებულები ვართ. -დამალვა როდიდან ნიშნავს განსხვავებულობას? -კარგი თორნიკე რა! შეიძლება ყოველთვის ყველაფრის გაფუჭება?! -ნერვებმოშლილი გადაჯდა გვერდით. -ჩემს და-ძმას მაინც გაგაცნობ. -კარგი.-გაუღიმა ქმარს. -შვილები რომ გვეყოლება, მათ დამალვას არ ვაპირებ. -არც მე ვიმალები, უბრალოდ ჯერ არ არის ამის დრო. -ათი წელია ცოლ-ქმარი ვართ. -და მხოლოდ ექვსი თვეა რაც ერთად ვცხოვრობთ.-წარბები აქაჩა გოგომ. -ეგ თმა აღარ შეიღებო, შავი უფრო გიხდებოდა. -კარგი.-სიცილით დაუქნია თავი. *********** მშობიარობიდან მესამე დღეს კირაც და ბავშვიც სახლში გაწერეს. ჯანდიერების ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა უკვე ბავშვის ხმაც ისმოდა მათ სახლში. პატარა, ოქროსთმიანმა ბიჭმა ერთ დღეში შეცვალა ყველას ცხოვრება. განსაკუთრებით კი საბა მიეჯაჭვა ბავშვს. აქამდე თუ სახლში იშვიათად ჩნდებოდა, ახლა საქმეებზე გასვლაც კი არ უნდოდა. ხშირად იღებდა საყვედურებს დედისგან და რძლისგან, ბავშვს ხელში ყოფნას და მუდმივ სიახლოვეს ნუ აგრძნობინებო, მაგრამ იმდენად იყო გართული ძმისშვილთან თამაშით, რომ მათი ნათქვამს ყურადღებას საერთოდაც არ აქცევდა. ხშირად უწევდა მარიამთან კამათი, რომელსაც მამიდობის გაწევა სურდა ბავშვისთვის, მაგრამ საბა ხელს უშლიდა. პირველი რამდენიმე დღე თავს იმით იმართლებდა რომ კირას ეხმარებოდა, სანამ საბოლოოდ აღიდგენდა ძალებს ქალი, მაგრამ ყველა ამჩნევდა, თუ როგორ უჭირდა ბავშვთან “განშორება”. შვილიშვილის ხელში აყვანის შემდეგ ნინომ იგრძნო, რომ სიკვდილის აღარ ეშინოდა. ხედავდა გაბრიელის ბედნიერ თვალებს, რომლებიც მუდამ კირას და პატარა იოანეს უმზერდნენ და ხვდებოდა, რომ შვილს სანდო ხელში ტოვებდა. ბავშვის მიერ გამოწვეულ ქაოსში მთელი თავისი არსებით გადაეშვა და თავის ავადმყოფობასთან ერთად ის აბებიც დაივიწყა, რომლებიც ასე თუ ისე, ცხოვრებას უხანგრძლივებდნენ. თვითონ ბავშვის მშობლები კი მიუხედავად დაღლილობისა, ყურებამდე გაღიმებულნი დასტრიალებდნენ შვილს. სამსახურიდან დაბრუნებული, დაღლილი გაბრიელი როგორც კი ცოლ-შვილს მოჰკრავდა თვალს, ენერგიით თავიდან იმუხტებოდა და მზად იყო მათთან ერთად ღამე ეთენებინა. ყველაფერს აკეთებდა რომ კირა არ დაღლილიყო. შუა ღამითაც დგებოდა და ჩასვრილ პამპერსებს ცხვირზე აფარებული ნაჭრით, მაგრამ მაინც უცვლიდა ხოლმე შვილს. ორმაგად ბედნიერი კირა კი ყოველდღე, უფრო და უფრო რწმუნდებოდა იმაში, რომ გაბრიელზე დაქორწინება სწორი არჩევანი იყო. უყურებდა გაბრიელის მკლავებში გატრუნულ შვილს და ხვდებოდა, რომ ლუკასთან ერთად განცდილ, სიყალბით სავსე წუთებსა და ნამდვილ ბედნიერებას საერთო არაფერი ჰქონდათ. და რა არის ბედნიერება? ბედნიერებაა ყველა ის ადამიანი, რომლის დანახვისასაც ფიქრობ, რომ სახლში ხარ. *********** ოთახში, შვილის საწოლთან იჯდა და მძინარე იოანეს ღიმილით დასცქეროდა. ბავშვის გაბუშტული, წითელი ტუჩებისა და ფუმფულა ლოყების შემყურე თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ჩაეკოცნა სამყაროში ყველაზე ტკბილი არსება. ფიქრებიდან კარის ხმამ გამოარკვია. ჩუმად შემოპარულ ქმარს თბილად გაუღიმა, შვილს ნაზად მიეფერა და თავის საწოლზე დაბრუნდა. მოთმინებით ელოდა ქმრის დაწოლას, რომელიც კარადაში რაღაცას ეძებდა. -რას აკეთებ გაბრიელ?- გაკვირვებული უყურებდა ბალიშმომარჯვებულ ქმარს.-აქ არ წვები? ბიჭმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან. გაკვირვებული წამოდგა ფეხზე და ქმარს გაჰყვა. -რა ხდება?- დივანზე გაშოტილ გაბრიელს თავზე წამოადგა. ბიჭმა დახუჭული თვალები გაახილა და სევდაჩამდგარი მზერით აათვალიერა ცოლი. -ხვალ ტბასთან დაგელოდები, კარგი? -კარგი.-მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა, ამიტომ კითხვებით აღარ შეაწუხა და ოთახში დაბრუნდა. აღელვებისგან მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, გული რაღაც ძალიან ცუდს უგრძნობდა. რამდენჯერმე ისიცი იფიქრა გავაღვიძებ და ვთხოვ ყველაფერი ახლავე მითხრასო, მაგრამ თავის მოთოკვა შეძლო და გამთენიისას ჩაეძინა კიდეც. დილით გაღვიძებისთანავე მომზადება დაიწყო. გასვლამდე შვილი გამოკვება და საბას ჩააბარა, დაჰპირდა მალე დავბრუნდებიო და ქმრის მოსაძებნად, ტბისკენ დაიძრა. ბიჭი ნავსაყუდელზე, გოგოსგან ზურგშექცევით იჯდა და თავდახრილი, საკუთარი ანარეკლის ყურებით ირთობდა თავს. -მოვედი!- ლოყაზე მიაკრო ტუჩები ქმარს და ზურგზე აეკრა. -მოდი.-ცოლის ხელებიდან დაიხსნა თავი და ხელით ანიშნა გვერდით დამიჯექიო. -რა ხდება?-სახე დაუსერიოზულდა გოგოს. -ნებისმიერი შენი რეაქცია გასაგები იქნება ჩემთვის. ძალიან მიყვარხარ, შენც და იოანეც ჩემი ცხოვრების ის ნათელი წერტილები ხართ, რომლებიც ასე ცოტაა ჩემს ცხოვრებაში. -გაბრიელ, რატომ მაშინებ?-გაკვირვებული და დაბნეული უყურებდა ქმარს. -თუ დაშორებას მოინდომებ მაგასაც გავიგებ. გაგეყრები და ბავშვზე, როგორც მამა, ისევ ვიზრუნებ. -ნუ სულელობ გაბრიელ, საიდან მოიტანე ეს? -ლუკას თავისით არ უთქვამს უარი თქვენზე... -რა?-სახე აეშალა კირას. -იმ ღამით, როცა შენ საავადმყოფოში წაგიყვანეს და შენი ორსულობის ამბავი გაიგეს,შენი ძმა ჩემთან მოვიდა, გამოსავლის მოძებნაში მთხოვა დახმარება. -არ მითხრა!-ცრემლებით აევსო თვალები.-არ თქვა გთხოვ! ნუ იქნები ჩემი იმედგაცრუება, გემუდარები გაბრიელ! -თქვა რომ უნდა გაეთხოვებინე, ლუკა უნდა ჩამოგშორებოდა. მეც ვუთხარი რომ მე მოგიყვანდი ცოლად, მაგრამ გეფიცები, ეს საკუთარი თავის გამო არ გამიკეთებია. უბრალოდ ვერ დავუშვებდი, რომ სხვა კაცს გაჰყოლოდი. -ლუკას რა უქენით?-ხმაჩახლეჩილმა ამოილაპარაკა. -თორნიკემ ფული შესთავაზა. მასაც ნარკოტიკების გამო უდიდესი ვალი ჰქონდა და მარტივად დათანხმდა. -ესე იგი ლუკასგან მიყიდეთ...ეს რა ცხოვრება მაქვს?!-სიმწრით ჩაეცინა გოგოს.- ერთი ფულზე მცვლის, მეორე მყიდულობს. რა დავაშავე? ცხოვრებაში ერთხელ, მეც რომ შევუყვარდე ვინმეს გულწრფელად, მეც რომ ვიცხოვრო ტყუილების გარეშე არ შეიძლება? ყველაზე წრფელი, ყველაზე ნამდვილი რაც მგონია, ტყუილი რატომ აღმოჩნდება ხოლმე?! -ის რაც ჩვენს შორის იყო ნამდვილია. -ტყუილით დაწყებული როგორ შეიძლება ნამდვილი იყოს? -ბავშვობიდან მიყვარხარ. ამის შესახებ მხოლოდ მე და დედაჩემმა ვიცოდით, შენი ძმისთვისაც კი არასდროს მითქვამს. ყველაფერს გეფიცები, ეს საკუთარი მიზნებისთვის არ გამიკეთებია, შენი მდგომარეობით არ მისარგებლია. ახლა, როცა ბედნიერებისთვის ყველაფერი მაქვს, შენ და იოანე მყავხართ... საკუთარ თავს ვერ მივცემდი იმის უფლებას, რომ შენი მოტყუების ხარჯზე ბედნიერად მეცხოვრა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ აღარ გამეწელა დრო, მერე უფრო მტკივნეული იქნებოდა.-დასევდიანებული უყურებდა ცოლის პროფილს.- არაფერს მეტყვი? -არ ვიცი.- ცრემლები შეიმშრალა და ღრმად ჩაისუნთქა.- ფიქრისთვის დრო მჭირდება, უნდა გავარჩიო რა არის ნამდვილი და რა არა. ცოტა ხანს ჩემს მშობლებთან დავბრუნდებით მე და იოანე. -კარგი. -შეხვედრამდე.- ფეხზე წამოდგა და უკანმოუხედავად გაეცალა ტერიტორიას. ცრემლები ისევ დაიკლაკნენ მის სახეზე, ორგანიზმში რაღაც ძალიან მხურვალე ჩაეღვარა, რომელიც ერთიანად უწვავდა გულ-მუცელს. -ესეც გაივლის, კირა, ესეც გაივლის! სახლში მისული პირდაპირ ითახში შეიჭრა, იოანეს და თავისი ნივთები ერთ ჩანთაში ჩაალაგა და კართან დატოვა. დედამთილს და მაზლს კი წასვლის მიზეზად ოჯახის მონატრება დაუსახელა. -მალე დაგვიბრუნდი შვილო,მომენატრებით. -თავს არ მოგანატრებთ, არ იდარდოთ!- ძლიერად ჩაეხუტა ქალს, მარიამს და საბასაც თბილად დაემშვიდობა და იოანესთან ერთად სახლიდან გავიდა. -გაბრიელი სად არის? არ წაგიყვანთ? -აი, თორნიკე მოვიდა. გაბრიელს არ ეცალა და ჩემს ძმას დავურეკე. -კარგი შვილო, მალე დაგვიბრუნდი!- კიდევ ერთხელ აკოცა რძალს და შვილიშვილიც მოისიყვარულა. მანქანაში ჩამჯდარმა კარი მაგრად მიხურა და შვილს მოეფერა. -რატომ მოინდომე წამოსვლა?- სარკიდან გახედა დას, როცა გზაზე გავიდნენ. -შენი ხმის გაგონებაც არ მინდა!-გამყინავი მზერით გახედა უფროს ძმას. -რა?- დაამუხრუჭა და გაკვრივებული მიუტრიალდა დას. -ყველაფერ ვიცი. უბრალოდ სახლში წამიყვანე და რაც შეიძლება იშვიათად დამენახე. თრონიკეს აღარაფერი უთქვამს, მანქანა დაქოქა და ადგილს მოსწყდა. ნახევარ საათში უკვე სახლში იყო და დედის და ბებიის კითხვებს ყალბი ღიმილით პასუხობდა. -როგორი საყვარელი ხარ, ბებოს ტკბილო!- ლოყებს უკოცნიდა შვილიშვილს. -დაღლილი ჩანხარ შვილო, თუ გინდა დაისვენე.- ეჭვით უყურებდა კირას უსიცოცხლო თვალებს ბებია. -იოანეს ვაჭმევ და მეც დავისვენებ ცოტას.-შვილი გამოსტაცა ნანას და ოთახში ავიდა. ჩაძინებულ იოანეს გვერდით მიუწვა და ცრემლების დამალვა აღარც უცდია. ძალიან გულნატკენი იყო. ლუკაზე მეტად გაბრიელის სიტყვები ეტკინა. ყელში ბურთგაჩხერილი დაბრუნდა წარსულში და პირველი დღიდან მოყოლებული, დღევანდლამდე ყველფარი გაიხსენა. ვერ იხსენებდა კონკრეტულად რომელ დღეს აღმოაჩინა, რომ გაბრიელი უყვარდა, მაგრამ ფაქტია თავისი ქმარი სიგიჟემდე უყვარდა. ვერაფრით შეჰქონდა ეჭვი გაბრიელის რომელიმე საქციელში. ის ყოველთვის ყველაზე გულწრფელი იყო. თითოეული გამოხედვა, თითოეული ღიმილი იმხელა სითბოს აფრქვევდა, შეუძლებელი იყო მასში სიბილწის კვალი დაგენახა. თავიდან არ ამოსდიოდა ქმრის სევდიანი ხმა და თვალები, როდესაც სიმართლეს უყვებოდა. აშკარა იყო, როგორ ეშინოდა კირას დაკარგვის. მიუხედავად ამხელა იმედგაცრუებისა, ზუსტად იცოდა ადრე თუ გვიან გაბრიელს აუცილებლად დაუბრუნდებოდა. აი, ლუკას მიმართ კი ზიზღის გრძნობა გაუმძაფრდა. მან თავისივე ნებით გადაულოცა გაბრიელს შვილის ყოლის ბედნიერება. ფულზე გაცვალა საყვარელი ქალიც და შვილიც. ********** თითქმის ერთი კვირა იყო გასული სახლში დაბრუნებიდან, ტელეფონზე ზარმა რომ დაუფრთხო ღამის ძილი. თვალდახუჭულმა მოძებნა ტელეფონი და იმის შიშით, რომ იოანეს არ გაღვიძებოდა სასწრაფოდ უპასუხა. -დამტოვა, კირა.-გაბრიელის განადგურებული ხმა ჩაესმა და სუნთქვაშეკრულმა დაჭყიტა თვალები. -როდის?-საცოდავად ამოიკნავლა და თვალებიდან ცხელი სითხე გადმოეღვარა. -ამ ღამით.-მხოლოდ ეს უთხრა და ხმაწართმეულმა ტელეფონი გათიშა. -ღმერთო!-გულამოსკვნილი ატირდა და ცხვირ-პირზე აიფარა ხელი, რომ იოანე არ გაეღვიძებინა. საწოლიდან წამოვარდა და სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად აივანზე გავიდა. ვერაფრით წყნარდებოდა, ცრემლები ახრჩობდნენ. მიუხედავად იმისა რომ ფიქრობდა, რომ ნინოს მოახლოებულ გარდაცვალებასთან შეგუებული იყო, მაინც უზარმაზარი ტკივილი დაატყდა თავს. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, ახსენდებოდა ქალის დედობრივი სითბო, რომელიც არასდროს დანანებია კირასთვის. ახსენდებოდა მისი უკანასკნელი ჩახუტება, მისი სიტყვები, რომ სთხოვდა მალე დაბრუნებულიყვენენ და კიდევ უფრო მეტად სტკიოდა გული. ნეტავ სახლიდან არ წამოსულიყო, ნეტავ ნინოსთვის კიდევ მიეცა იოანეს სიყვარულით ტკბობის საშუალება. მთელი ღამე ნინოს უცნაურად თბილი თვალები ედგა თვალწინ, მთელი ღამე მისი უკანასკნელი ფრაზა უტრიალებდა თავში და საკუთარი თავის მიმართ ბრაზი იპყრობდა. იმის შიშით, რომ იოანეს არ გაღვიძებოდა ოთახში დაბრუნდა და ბალიშში თავჩარგულმა განაგრძო ტირილი. ტირილისგან დაღლილს ისე ჩაეძინა, რომ ვერც გაიგო. როგორც კი გამოფხიზლდა და რეალობას დაუბრუნდა საშინელი თავის ტკივილი და თვალების წვა იგრძნო. ატირებული წამოდგა საწოლიდან და ეზოში ჩავიდა. -იოანე მე მყავს, წადი.-ცრემლიანი თვლებით უყურებდა შვილის წაშლილ სახეს ნანა.- მის გვერდით უნდა იყო. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სახლი დატოვა. თვალებგაშტერებული მიუყვებოდა გზას და ფიქრები ნინოსკენ მიუქროდნენ. ქმრის სახლში რომ მივიდა კიდევ უფრო მტკივნეულად იგრძნო რეალობა. დედის თავთან მჯდომი მარიამის დანახვისას, წამში აუბრჭყვიალდა თვალებში ცრემლი. გაბრიელი და საბა ვერსად იპოვა, ვერც გაბედა მათი მოძებნა. მარიამის გვერდით დაჯდა და დედამთილის გაქვავებულ სახეს გაუშტერა მზერა. -წავიდა,კირა!- მთელი ხმით აბღავლდა მარიამი და გარდაცვლილის ირგვლივ მსხდომი ქალები ხელახლა აატირა.- შეხედე, აღარ რეაგირებს ჩემს ცრემლებზე! ატირებულმა, უსიტყვოდ აიკრა უმცროსი მული გულზე. ვერაფერს ეუბნებოდა, ან კი რა უნდა ეთქვა?! -რატომ ის? რატომ ის და მე არა?! -ეგ აღარ გაიმეორო!-შუბლზე მაიკრო გავარვარებული ტუჩები. -როგორ შეიძლება დედა?- ნინოსთან ჩაიმუხლა და სახეზე შემოჰხვია ხელები.-გაახილე თვალები ჩემო ლამაზო, ჩემო ლამაზო დედიკო! რასაც მეტყვი გავაკეთებ, გულს არ გატკენ, გაგიფრთხილდები, ოღონდ ასე ნუ წევხარ დედი! -გაიყვანე კირა, ცუდად არ გახდეს.-გვერდითმჯდომმა ქალმა ამოიქვითინა. -მარიამ, წამოდი ჰაერზე გავიდეთ.- ძლივს წამოაყენა ძალაგამოცლილი გოგო და გარეთ გაიყვანა. -რატომ, კირა? როგორ შეიძლება შვილების დედის გარეშე დატოვება?! -მესმის ჩემო ლამაზო, მეც ძალიან მტკივა გული, მგონია რომ ვერ გავუძლებ...მაგრამ ჩვენ ერთმანეთი გვყავს,ერთმანეთის გვერდით ვიქნებით და გადავიტანთ ამ დღეებსაც. -სველი სახიდან უწევდა თმებს და ეჩურჩულებოდა. -წყალი მოგიტანო? -არაფერი მინდა.-ემოციებისგან დაცლილს კვლავ წასკდა ცრემლები. -მოდი ჩემთან.-მკლავები მოჰხვია შავებში გახვეულ გოგოს.- ის ამიერიდან შენი მფარველი ანგელოზი იქნება, არასდროს დაგტოვებს! ******** დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმეების მოგვარების შემდეგ სახლის შეშასვლელთან დადგა და ყველა შემსვლელ-გამომსვლელს მადლობას უხდიდა თანაგრძნობისთვის. ხანდახან ცალი თვალით გააპარებდა მზერას ოთახისკენ, მაგრამ დედის სახის დანახვას ვერცერთხელ ახერხებდა. საღამომდე, სანამ სახლი უცხო ხალხისგან არ დაიცალა და და-ძმაც თორნიკეს არ ჩააბარა, სახლში არ შესულა. როგორც კი თავი მარტო დაიგულა სახლის კარი ჩაკეტა და სამგლოვიარო ოთახად ქცეულ მისაღებში შევიდა, სადაც გაძეგლებული ცოლი დახვდა. დაღლილი თვალები დაეხუჭა და ცხელი სითხეც გადმოეღვარა თვალებიდან. ცოლის გვერდით, იატაკზე მოწყვეტით დაენარცხა და მოკეცილ მუხლებს ხელები შემოჰხვია. სულ რამდენიმე წამში პატარა, დაუცველ ბავშვად იქცა. -უიმედოდ დავრჩი იმ ბრძოლაში, სადაც მხოლოდ მოვალეობები მაკისრია. უნდა ვიბრძოლო მარიამის დასაცავად, საბას დასაცავად, საკუთარი თავიც უნდა დავიცვა, მაგრამ რისგან ვერ ვხვდები... ისე დამიმძიმდა მხრები, მგონია რომ ცოტა ხანში ძირს დავენარცხები და ვეღარასდროს ავდგები. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქამდე ზღაპარში ვცხოვრობდი და მოულოდნელად ეს ზღაპარი დამთავრდა. წიგნის პერსონაჟი ვიყავი და ვიღაცამ ეს წიგნი სამუდამოდ დახურა, ვეღარავინ შეძლებს ჩემს გაცოცხლებას. იცი როგორ მცივა? და რას გააკეთებ? მითხარი, როგორ დამეხმარები მაქედან?! შეხვდი მამაჩემს? და რას გეუბნება? მთელი ცხოვრება, ყველაფერს აკეთებდი, რომ არაფერი სტკენოდა და ყველაზე მეტად მაინც შენც ატკინეო? მისი ერთადერთი იმედი გახდი და ასე დაუნდობლად გამოეცალე ხელიდანო?! მარიამი და საბა მე ჩამაბარე, მაგრამ მე? მე რა მეშველება, დედა? სად მაქვს იმდენი ძალა, რომ მათაც და საკუთარ თავსაც ვუშველო?! -მან შენი თავი მე ჩამაბარა!- დედა-შვილს შორის სივრცე კირას ხმამ გაარღვია.- შენ მარტო არ ხარ. მე გყავარ, იოანე გყავს... ჩვენ ვიქნებით შენი ძალა. ყოველთვის შენ ვერ იზრუნებ ჩვენზე, ზოგჯერ ჩვენც უნდა შევძლოთ შენი შველა, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. არ გაქვს ასე ლაპარაკის უფლება. მარიამი და საბა მხოლოდ შენი და-ძმა არ არიან, ისინი ჩემი ოჯახის წევრებიც არიან. მარტო არ ხარ ამ ბრძოლაში, ჩვენც შენს გვერდით ვართ! მე დაგეხმარები რომ ამ ტკივილს გაუძლო, იოანე ენერგიით შეგავსებს,რომელიც ახლა ძალიან გჭირდება, ახალ იმედს მოგცემს. ახლა ის არის ჩვენი მომავლის იმედი, სინათლე გვირაბის ბოლოს, ხმა, რომელიც გვიმეორებს რომ ცხოვრება გრძელდება! გაბრიელ შემომხედე.-სახე მოატრიალებინა ქმარს.- შენ მარტო არ ხარ, გესმის? -არ ვარ მარტო.-ცოლის კისერში ჩარგო თავი.-სახლში არ წაგიყვანო?-თავის აუწევლად ამოიბუტბუტა. -ჩემი სახლი აქ არის. ******** დაკრძალვის დღეს გაბრიელთან მიახლოვება ვერ შეძლო. სახეწაშლილ ბიჭს ეტყობოდა რომ არაამქვეყნიურ ტკივილს ებრძოდა. ალბათ დედის თვალებზე ფიქრობდა, ცდილობდა მისი ღიმილი სამუდამოდ ჩაებეჭდა გონებაში, მისი სურნელი კი ფილტვებიდან არ ამოეშვა. თითქოს პატარა კაფსულაში მოექცა, სადაც მხოლოდ ის და დედამისი იყვნენ. დაღლილი თვალებით უყურებდა დიდ ორმოში ჩაწოლილ, გათეთრებულ დედას და თავს ძლივს იკავებდა მთელ ხმაზე რომ არ აბღავლებულიყო. ათრთოლებულ ხელებს ძლივს იმორჩილებდა, თითებს ერთმანეთში ხლართავდა. დანაშაულის გრძნობას უმძაფრებდა დედის სხეულზე დაყრილი, თითოეული მუჭა შავი მიწა. მხოლოდ მაშინ გამოერკვა ფიქრებიდან, როცა დედის საფლავზე დაცემული, გულწასული მარიამი დაინახა. იმ წამს ყველაფერი დაავიწყდა, მარიამი ხელში აიტაცა და თვითონვე გააქანა საავადმყოფოში. დაკრძალვის შემდეგ კირა საბასთან ერთად დაბრუნდა სახლში. ძალაგამოცლილი ბიჭი მისაღებ ოთახში დატოვა და თვითონ ხელ-პირის დასაბანად სააბაზანოში შევიდა. ჩაწითლებული თვალებით უყურებდა თავის ანარეკლს სარკეში და სახეზე აღბეჭდილი ტკივილის დანახვისას ისევ წასკდა ცრემლები. ონკანი დაკეტა, ცრემლები შეიმშრალა და საბასთან დაბრუნა, მაგრამ ბიჭი ოთახში აღარ დახვდა. მთელი სახლი მოიარა, მაგრამ მაზლი ვერსად იპოვა. ამასობაში გარეთ ყაყანი ატყდა, შეჭმუხნული წარბებით გააღო კარი და მათ სახლთან შეკრებილ ხალხს გაოცებული მზერა მიაპყრო. ყველას ზემოთ ჰქონდა თავი აწეული და რაღაცებს გაირკვევლად ბუტბუტებდნენ. როცა თავადაც აიხედა ზემოთ, სახურავის კიდესთან მდგომი, თვალდახუჭული საბა დაინახა. -ღმერთო, არა!- მთელი სისწრაფით შევარდა სახლში, სახურავზე ავიდა და ისევ ისე მდგომ საბას დაუკივლა. -საბა რას აკეთებ? -კირა?!-თვალები გაახილა ბიჭმა.- არ მომიახლოვდე, გთხოვ! -ნუ სულელობ საბა, მაგის გაკეთება როგორ შეგიძლია?! -შემიძლია. მარტივია. -არ გააკეთო ეგ საბა, გთხოვ მოდი აქ!-სასოწარკვეთა შეერია ხმაში. -დედაჩემთან მინდა.-საცოდავი თვალებით შეხედა რძალს, თითქოს წასვლის უფლებას მისგან ითხოვდა. -თუ გადახტები, ვერ მოკვდები. -საკმარისად მაღალზე ვარ.- ცალი თვალით ჩაიხედა ქვემოთ. -მაგრამ ღმერთი არ მოგცემ მაგის უფლებას! ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ, ნუ გააბრაზებ ღმერთს, გთხოვ! ვიცი, მესმის შენი, ნინო ჩვენც ძალიან გვენატრება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება საბა! ჩვენ შენს გვერდით ვართ, ჩვენ გყავართ...-ცრემლები გადმოსცვივდა.- გეხვეწები, გაბრიელს მაინც ნუ გაუკეთებ ამას, მეტად ნუღარ დატანჯავ იმ ბიჭს ! -გადაეცი რომ ვწუხვარ. -საბა!- მთელ ხმაზე დაიჩხავლა გოგომ.- თუ ამას გააკეთებ, გპირდები რომ შენს ძმისშვილებს არასდროს მოვიყვან შენს საფლავზე! არც დედაშენი მიგიღებს, ჯერ ძალიან ადრეა, ბიჭო! -დედას ყველანაირი ვუყვაარდი... -გეხვეწები, მოდი აქ და ვილაპარაკოთ.-ხელი გაუწოდა ბიჭს და მიახლოება სცადა.- ყველაფერი მითხარი რაც გულში გაქვს, დაიცალე, ჩემზე ამოანთხიე ყველაფერი რაც შიგნით გაქვს, მაგრამ მაგას ნუ გააკეთებ! თუ ერთი წუთით მაინც გყვარებივარ ისე, როგორც საკუთარი და, თუ რაიმე ფასი გამაჩნია შენს თვალში, ხელი მომკიდე და ქვემოთ ჩავიდეთ! შენი ძმის ხათრით, გამოდი მაქედან, გემუდარები! -გაბრიელ.- დაბნეულმა ამოილუღლუღა და კიდევ ერთი, საბედისწერო ნაბიჯი გადადგა უკან. აკივლებულმა კირამ თვალები მაგრად დახუჭა და ყურებზე ხელაფარებულმა მორთო ტირილი. თვალები რომ გაახილა სახურავზე გართხმული საბა და მასზე გადამჯდარი გაბრიელი დაინახა, რომელიც დაუნდობლად ეჯაჯგურებოდა ბიჭს შავი პერანგის საყელოზე. -რატომ მკლავთ, ბიჭო, რა გინდათ?- დაჭრილი ლომივით ღრიალებდა გაბრიელი.-გგონია მარტო შენ გტკივა? ყველა ასეთი ეგოისტები რატომ ხართ? მხოლოდ საკუთარ თავზე როგორ ფიქრობ? თავს მოიკლავ, სამუდამოდ დაიკარგები სივრცეში და ყველაფერიც დამთავრდება არა?! ფეხებზე გკი*ია, შენი ძმა კიდევ ერთხელ რომ დაიწვება ცოცხლად, არა? თქვენი თავი მე მაბარია, ბიჭო!- ხმა ჩაეხლიჩა ბიჭს.- თითოეულ თქვენს შეცდომაზე მე მომთხოვს პასუხს ის დალოცვილი. აზრადაც აღარ გაივლო მსგავსი რამ, თორემ თუ გადარჩები მე მოგკლავ, თავსაც მოვიკლავ და ეგ იქნება ჩემი ბოლო. სანამ დედაშენი იქნებოდა, დედაჩემი იყო, ტყუილად გგონია რომ ვინმეზე მეტად გიყვარდა ის. თუ ვინმემ დედა დაკარგა, თუ ვინმეს მთავარი საყრდენი გამოეცალა, თუ ვინმეს ვინმეზე მეტად ეტკინა, თუ ვინმე მასთან ერთად მოკვდა ან მოკვდება, თუ ვინმეს გულის ერთი ნაწილი მოგლიჯეს, თუ ვინმეს ცეცხლი წაუკიდეს- ეს მე ვარ, გაიგე?! შენი ტკივილი ჩემსას ვერ შეედრება, მაგრამ არ ვკვდები, ხედავ? გგონია მე არ შემიძლია სიკვდილი?! გგონია მაგ დედამო**ლის მეშინია? იცი, მაინც ამ ცხოვრებაში რამდენჯერ მოვკვდი? მაგრამ ხომ ხედავ, არაფერი იცვლება, ისევ რეალობაში ვბრუნდები, ისევ ამ საზიზღარ ტკივილში ვიხრჩობი, სიკვდილი არაფერს შველის, გაიგე? ამ წამსვე შემიძლია საბოლოოდ დავუსვა წერტილი ყველაფერს, მაგრამ მე აქ ვრჩები! იცი რატომ? იმიტომ, რომ მე აქ ის ადამიანები მყავს, ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ. მის საცოდავ თვალებს შეხედე!- თითი გაიშვირა ცოლისკენ.- ხედავ როგორი შეშინებულია? მას შენს გამო შეეშინდა. სულ რომ არაფერი დარჩეს ამ სამყაროში, შენ მე გყავარ. შენი რძალი გყავს, რომელიც საკუთარი ძმისგან არ გარჩევს. ჩემი შვილი გყავს, რომელიც ერთადერთია, ვინც შენი სახლში დაჯენა შეძლო. მარიამი გყავს, რომელიც ყოველ ღამით შენთვის ლოცულობს. ამაზე მეტი სიკვდილმა რა უნდა მოგცეს მითხარი!- ძალაგამოცლილი დაემხო ძმის გულს. -ადექი გაბრიელ.- არეული ნაბიჯებით მივიდა ქმართან და მის წამოყენებას შეეცადა.-ადექი, ცოდო ხარ!-ატირებული ექაჩება ხელზე. -ჩადი შენ და ჩამოვალთ.-ნახევრად ჩურჩულით უთხრა საბამ.- კარგად ვიქნებით, არ ინერვიულო. ********* “დღეს ნინო დავკრძალეთ, გვტკივა...” ******** მზის სხივებმა აიძულეს თვალების გახელა. გვერდით რომ გადაბრუნდა, გაბრიელის ადგილზე ერთი ცალი ვარდი და წერილი დახვდა. გაბადრულმა მოიფშვნიტა თვალები, ფეხზე წამოდგა, მოემზადა და საწერ მაგიდას მიუჯდა. “დღიურო,ისევ მე ვარ. ვფიქრობ ამის შემდეგ გარძელება აღარ ღირს,ვფიქრობ დროა შეგეშვა,საკმარისად დაგტვირთე ჩემი გრძნობებით,ზოგჯერ ისიც მგონია რომ შენითვე დაიფლითები. კარგი.... საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ბედნიერი ვარ,არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას მეტყვის,ვინ რას გააკეთებს,მე ბედნიერი ვარ და მორჩა! ყველას ყველაფერი ვაპატიე,გავთავისუფლდი იმ ტვირთისგან რაც ამდენ ხანს გულზე მეწვა და მოსვენებას არ მაძლევდა,ყველა შეცდომა ნაპატიებია. უკვე აღარ აქვს მნიშვენელობა ლუკამ რატომ თქვა ჩემზე უარი,მისი ადგილი ჩემს ცხოვრებაში აღარ არის და ალბათ მისი მადლობელიც უნდა ვიყო. აღარ მაინტერესებს რამდენად ცუდად მომექცნენ გაბრიელი,მამაჩემი და თორნიკე,ისინი ჩემი საყვარელი ადამიანები არიან და რა უნდა იყოს ისეთი რომ საყვარელ ადამიანს ვერ აპატიო?! თუ იცი რომ შენს ცხოვრებაში მათთვის ადგილი აუცილებლად მოიძებნება,როგორ უნდა გაიმეტო შენი თავი მტკივნეული,შეუვსებელი სივრცისთვის,რომელიც ნელ-ნელა აუცილებლად გაიზრდება და შიგნიდან გშთანთქავს? იცი ამას როდის მივხვდი? როცა ნინო გარდაიცვალა. მაშინ გაბრიელი ყველაზე მარტო იყო. რომ ვუყურებდი რა ემართებოდა ადამიანს მაშინ, როცა საყვარელ ადამიანს ემშვიდობებოდა, მივხვდი, რომ ამას ვერ გავუძლებდი. ვერც უგაბრიელობას გავუძლებ,ვერც უთორნიკეობას,ვერც უმამობას,ვერც,ვერც და კიდევ უფრო მეტი ვერც... რამდენი საყვარელი ადამიანი მყავს ჩემთან ახლოს,თითოეულ მათგანს შემიძლია შევეხო,ჩავეხუტო,დაველაპარაკო...მაშ, ბედნიერებისთვი სხვა რა არის საჭირო? დიდი ხანი ვიცხოვრე წარსულზე ჩაბღაუჭებულმა,ადამიანების შეცდომებზე გადაკიდებულმა,მიტოვებულმა,მოტყუებულმა და რაც მთავარია უბედურმა. ახლა ჩემს ცხოვრებაში ამ სიბინძურის ადგილი არ არის. მე მყავს ქმარი,რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობი,და მყავს შვილი,რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ,მყავს ოჯახი,რომელიც ამდენი ბზარის შემდეგ მაინც ისევ ისეთი მყარია,ჰოდა მეც ბედნიერი ვარ! და შენ, თუ ახლა ამას კითხულობ,ესე იგი დიდი ხანია ჩემი ადგილი ვიპოვე,ჩემი ბედნიერება ვიპოვე და არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ,იცოდე რომ ბედნიერი ვარ.” გაბადრულმა დახურა ყავისფერი,მძივებით გაფორმებული დღიური და წერისგან დაღლილი თითები შეათამაშა. ქმრის ნაჩუქარ, ყვითელ კაბაში გამოწყობილი რამდენჯერმე დატრიალდა სარკის წინ და სულ ცოტათი გამობერილ მუცელზე ღიმილით მოისვა ხელი. -ყველაფერს მოვუყვები შენზე.-სევდიანი ღიმილით ახედა კედელზე ჩამოკიდებულ, დედამთილის სურათს და ოთახიდან გავიდა. ერთმანეთთან კამათით გართულ საბას და მარიამს დაუბარა გავდივარო და სახლი დატოვა. ზაფხულისთვის დამახასიათებელი ცხელი დღე იყო. მზე ენერგიას არ იშურებდა და მთელ ქალაქს თავისი კაშკაშა სხივებით ანათებდა და ათბობდა. ქალაქის ქუჩებში ჩანთებაკიდებული მენაყინეები დადიოდნენ და ბავშვებს და დიდებს გულუხვად უმასპინძლდებოდნენ. სიფრიფანა,ყვითელ სარაფანში გამოწყობილი კირა კი ღრმად ჩაფიქრებული,ღიმილიანი სახით მიაბიჯებდა ქვაფენილზე. ნაზი სიო ოდნავ ურხევდა ხელოვნურად დატალღულ თმას.მის ყავისფერ თვალებს ფერი შეეცვალათ და მისი ოდნავ მოჭუტული, თაფლისფერი თვალები ბედნიერად ბრწყინავდნენ. ზღვის სანაპირომდე ფეხით ჩავიდა,მერე ფეხსაცმელი გაიხადა და ცხელ ქვიშაში ოდნავ შეათამაშა თითები. ბავშვური სილაღით გაიქცა დანიშნულების ადგილისკენ და რამდენიმე წამში ქმარ-შვილის წინ გაჩნდა. ოდნავ მოიჩრდილა თვალები და ფართე ღიმილით ახედა გაბრიელს და მის კისერზე მოკალათებულ იოანეს. ბიჭმაც მისკენ გაიშვირა პუტკუნა ხელები და მამის კისრიდან დედის ხელებში გადაცოცდა. -ბედნიერი ვარ!-მთელი გუწრფელობით წარმოთქვა ორად-ორი სიტყვა და ქმარს წვერიან ლოყაზე მიაკრო ტუჩები. დასასრული.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.