შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაზლების ქურდი IX /აჩრდილებზე მონადირე/


12-05-2020, 00:07
ავტორი belle...
ნანახია 15 147

თავი მეექვსე
საღამოვდებოდა, ბუხრის წინ, ჩაის ფინჯნით ხელში, ვიჯექი და მონტის ზარს მოუთმენლად ველოდებოდი. რამდენიმე საათის წინ დამირეკა და შემატყობინა - ნოვა გამოჩნდაო. გულზე მომეშვა, მასთან საუბარი მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი და მიუხედავად, დიდი რისკისა, გადაფიქრებას არ ვაპირებდი. მონტის ვთხოვე ნოვა დუჩეს სახლში მიეწვია, არ უნდა სცოდნოდა შეხვედრას რომ ვაპირებდი. შეიძლებოდა სულაც უარი ეთქვა. ბოლოს და ბოლოს, შეყვარებულის მამა იყო, იარაღის ლულას ხახაში ხომ არ ჩავთხრიდი და ისე ვაიძულებდი ჩემთან საუბარს?!
მას შემდეგ რაც მასზე გულმოდგინედ მოვიძიე ინფორმაცია, ბევრი ისეთი რამ შევიტყვე რამაც გამაოცა. სანდროსთვის არაფერი მითქვამს, დუმილი ვამჯობინე. შეიძლება იფიქროთ, არ ვენდობოდი, მაგრამ ცდებით. არსებობს საკითხები, რომლებიც ოჯახს არ უნდა გასცდეს. ნოვას წარსული, რომელსაც გულმოდგინედ უმალავდა ყველას, სწორედ ასეთი საკითხი გახლდათ...
- რას ელოდები? - სანდრო გვერდით მომიჯდა.
- მონტის. უნდა გავიდე.
- მაინც შენი დაიჟინე, არა?!
- არ ვიცი შენ რა წარმოდგენა გაქვს ჩემზე, მაგრამ ინსტიქტები არ დამიკარგავს, არც ტვინი გამომცლია თავიდან, ვიცი რასაც ვაკეთებ!
- და შენი სუპერ გეგმა, ნოვა ქავანას წინაშე ნიღბის ჩამოხსნაა?
- ზუსტად! - მისი დამცინავი ტონისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
- რატომ იცავ ასე, ამ კაცს? მასში რა დაინახე, მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბიჭის მამაა?
- შენთან კამათს არ ვაპირებ!
წამოვდექი და ჩაის ფინჯანი მაგიდაზე დავდგი. ჩვენ შორის ურთიერთობა უფრო დაიძაბა. სიტუაციის გამწვავება და ჩხუბში აყოლა აღარ მინდოდა, ამიტომ ოთახში შევედი და მომზადება დავიწყე. ჩემი გულის გასახარად, ჯიბეში ტელეფონი ამიზუზუნდა.
- გისმენ, ფრანჩესკო.
- სინიორინა, - მომესმა მონტის მელოდიური ხმა - სინიორ ქავანა ჩემთან ნახევარ საათში იქნება, მოხვალთ?
- რა თქმა უნდა. უკვე გამოვდივარ.
- კარგი. დროებით.
- დროებით.
სვიტერი გადავიცვი, თმა უკან გადმოვიყარე. თბილ ქურთუკს და მანქანის გასაღებს ხელი წამოვავლე და ოთახიდან გამოვედი.
- წავედი.
- სია... - დაძაბული შემოვბრუნდი. ვნატრობდი ნეტა, ჩხუბის გარეშე გამაღწევინა-თქო. სანდრო სავარძლიდან წამდგა - ფრთხილად იყავი, კარგი?
- კარგი. მალე დავბრუნდები.
- თუ რამე მოხდება დამირეკე!
- ყველაფერზე ასე ნუ ნერვიულობ, ნერვოზი გაგიჩნდება, თმა გაგითეთრდება და მალე მოკვდები.
გაეცინა და თმა ამიჩეჩა. ორმოც წუთში მანქანა პენთჰაუზთან შევაჩერე, კარი გავაღე და გადმოვედი. გული გამალებით მიძგერდა. წარმოდგენა არ მქონდა, სწორად ვიქცეოდი, თუ არა, მაგრამ ინსტიქტებს მივენდე. არასოდეს მღალატობდნენ. სახეზე ქუდი ჩამოვიფხატე და შენობაში შევაბიჯე. ადმინისტრატორმა ინტერესით შემომხედა. ყურადღება არ მიმიქცევია, გვერდი ავუარე და ლიფტი გამოვიძახე.
მოუთმენლად ვიმტვრევდი თითებს. ჩვეულზე მეტად ვღელავდი, ნეტავ, რატომ?! ოქროსფერი კარი ორად გაიყო, შიგნით შევედი და მე-15 სართულის ღილაკს თითი მივაჭირე. უკან შევბრუნდი და სარკეში საკუთარი გამოსახულება შევათვალიერე. ისე ვიყავი შეფუთული საახალწლო საჩუქრის ყუთს შეშურდებოდა. თავზე წითელი ლენტი მაკლდა და პროკურატურისთვის საახალწლოდ გამზადებულ საჩუქარს დავემსგავსებოდი. გამეცინა, კაკაოსფერი თმა სახეზე ჩამოვიშალე და ღრმად ჩავისუნთქე.
თავი გავაქნიე და როგორც კი ლიფტი გაიღო, დერეფანში გამოვედი. მუქი რუხი რკინის კარზე დავაზარუნე. მონტიმ გამიღო.
- სინიორინა! - წაიჩურჩულა აღელვებულმა - სწრაფად შემოდით!
- მოვიდა?
- დიახ, მისაღებ ოთახშია, იმედი მაქვს არ გამიბრაზდება. მკაცრი კაცია.
- ნუ ნერვიულობ, მე მოვაგვარებ.
- ფრანჩესკო! - მომესმა ნოვას გაღიზიანებული ხმა, - ვინ არის კარზე?
- კარგი, შეგიძლია მარტო დაგვტოვო? არ გეწყინოს, მეგობარო, მასთან პირადი საქმე მაქვს.
- რა თქმა უნდა, სამზარეულოში ვიქნები, თქვენ საყვარელ შოკოლადს მოგიმზადებთ.
- ანგელოზი ხარ!
თითის წვერებზე ავწიე და შუბლზე ნაზად ვაკოცე. მოხუცს ლოყები შეეფაკლა. გამეცინა და მისაღები ოთახისკენ თავდაჯერებით გავაბიჯე... გატყუებთ! ხელები შიშისგან მიკანკალებდა. არ ვიყავი მზად, დუჩეს დუბლიკატს პირისპირ შევხვედროდი.
- ფრანჯესკო, რა ჯანდა...
გაღიზიანებულს სიტყვა გაუწყდა და ოთახში შესულს გაოცებული მომაჩერდა. ბატონი ქავანა, ჩვენი ბოლო შეხვედრიდან, საგრძნობლად შეცვლილიყო. ბაკებზე ჭაღარა მომატებოდა. მუქი მწვანე პერანგის სამი ღილი შეეხსნა, სახელოები იდაყვებამდე აეკეცა. ბრინჯაოსფერი თმა უწესრიგოდ ასწეწოდა. ვისკის ჭიქით ხელში ფანჯარასთან იდგა, ნანერვიულები მეჩვენა. კიდევ ერთხელ გავიფიქრე, როგორი სიმპატიურია და რა ძალიან ჰგავს დუჩეს-თქო.
- თქვენ... ვინ ბრძანდებით? - დაიბნა.
- გამარჯობა, - მივესალმე თავაზიანად, ქუდი მოვიხადე და ხელი გავუწოდე - ალბათ არ გახსოვართ...
- ერთი წუთით... თქვენ ხომ საავადმყოფოში იყავით? იმ უცნაური ფერის თვალებიან ბიჭთან ერთად, - ეკეს თვალის ფერი ყველას ერთი შეხედვით ამახსოვრდებოდა. ვეცადე ამ დეტალზე არ გამცინებოდა. ნოვამ ხელი ჩამომართვა, თან დაბნეული მიყურებდა - უხეშობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ აქ რას აკეთებთ?
- მიხარია, რომ გახსოვართ, - ქურთუკი სავარძელზე მივაგდე, თან გავიფიქრე, მეტისმეტად ხომ არ გავუშინაურდი-თქო - სასაუბროდ მოვედი, იმედი მაქვს ცოტა დროს დამითმობთ.
- კი, ბატონო, - მიპასუხა ოდნავ დაბნეულმა - დაბრძანდით, რამეს ხომ არ დალევთ?
სავარძელზე ჩამოვჯექი. ნოვამ ჩემ წინ დაიკავა ადგილი. ჩვენ შორის გაკვეხებულმა, ვისკის ნახევრად დაცლილმა ბოთლმა, თვალი მომჭრა.
- პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
- გისმენთ, - ჩემმა ოფიციალურმა ტონმა შეაფიქრიანა - რაზე გსურთ საუბარი?
- ჯობია თქვენთან გულახდილი ვიყო. იმედი მაქვს არ მიწყენთ და ბოლომდე მომისმენთ. ეს საუბარი თქვენს ინტერესებშიც შედის.
- განაგრძეთ...
- ჩემი სახელია, სია ძნელაძე.
- სია? - წამით ჩაფიქრდა. მერე თითქოს რაღაც მოაგონდაო, გამჭოლი მზერა მომაპყრო - ჩემი შვილის შეყვარებული ხართ?
- უკაცრავად? - ავილეწე.
საიდან გაიგო?! თუმცა, რა იდიოტი ვარ! ისიც, ხომ იყო წვეულებაზე?! ლევანის სიტყვები გაიგონა!
- მმ... - უხერხულად შევიშმუშნე, შეტევაზე გადასასვლელად გამზადებული ლომიდან, ოთახის კნუტად ვიქეცი - მე...
- გასაგებია, - ჩაეღიმა და სავარძელზე გადაწვა. კიდევ უფრო გავწითლდი - ესე იგი, ეს თქვენ ხართ, ვის გამოც ჩემმა შვილმა, ჩემს ყოფილ პარტნიორს კბილები დაამტვრია.
ნეტა მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს-მეთქი, ვფიქრობდი ერთიანად აჭარხლებული. მის წინაშე კიდევ უფრო დავპატარავდი და კიდევ უფრო გამიჭირდა იმ თემაზე საუბრის დაწყება, რისთვისაც აქ მოვედი.
- ნამდვილად დამაინტერესეთ, რა თემაზე გსურთ ჩემთან საუბარი?
ტვინში წვეტიანი აზრები მერჭობოდა. ნეტავ რას ფიქრობდა, ორსულად ხომ არ ვიყავი?! და დუჩეს მამიკოსთან საჩივლელად მოვედი? ფპპ! კაიიიი!
- გსმენიათ რამე Черный список-ის შესახებ?
ნოვამ გაკვირვებულმა შემომხედა. აშკარად ის იფიქრა, რამაც წამის წინ გამიელვა თავში, თორემ ასეთი გაოცებული გამომეტყველება ნაღდად არ ექნებოდა!
- კი... ჭორები მსმენია კერძო დეტექტივზე, რომელიც დღემდე ყველასთვის უცნობი რჩება. რატომ მკითხეთ?
- ის თქვენ წინ ზის, ბატონო ქავანა და საუბარი სურს მეტად მნიშვნელოვან თემაზე!
დამაჯერებლა წარმოვთქვი და ბომბის აფეთქების მოლოდინში გავისუსე. ნოვას სახეზე დაბნეულობა აღებეჭდა. გადახარშვა გაუჭირდა. უხერხულობის დასამალად გაიცინა.
- ვერაფერი გავიგე. მეუბნებით, რომ ზემოთ ხსენებული დეტექტივი თქვენ ხართ?
- დიახ! - წელში გასწორდა და შემფასებლურად ამხედ-დამხედა.
- ასეც რომ იყოს, მე რატომ მეუბნებით ამას?
- გსმენიათ რამე კოლიბრის შესახებ? - თვალი გავუსწორე.
მზერა მაშინვე შეეცვალა.
- დავუშვათ ასეა, რა შუაშია კოლიბრი თქვენთან, ან ჩემთან?
- საქმეც ისაა, რომ ჩემთან არაფერ შუაშია. მისი არსებობის შესახებ სრულიად შემთხვევით გავიგე, მაშინ როდესაც მირიანი გარდაიცვალა და მისმა ნარკოდილერმა მე ამომიღო მიზანში!
- ბატონო???
- ბატონო ქავანა, თქვენს შესახებ ყველაფერი ვიცი. თქვენი პარტნიორების წარსულიც და პირადი საქმეებიც ჩემთვის ცნობილია!
- ერთი წუთით... - ფეხზე წამოდგა. სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა - ეს რას ნიშნავს?!
- ვიცი, რომ მირიანის კოლიბრთან კავშირის შესახებ არაფერი იცოდით და მე საფუძვლიანი ეჭვი გამაჩნია ვიფიქრო, რომ თქვენი ყოფილი პარტნიორები, რომლებიც იმქვეყნად მიაბრძანეს, ორივე ამ საქმეში იყო ჩართული. თქვენს ზურგს უკან ბევრი ისეთი რამ ხდებოდა, რის შესახებაც თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ.
- რაზე საუბრობთ?!
- გახსოვთ „გლობალ არტის“ მიერ შემოთავაზებული წინადადება? მას თავისი აქციების 35% დაბანდება თქვენს კომპანიაში აპირებდა. კერძოდ, საფრანგეთის რესტორნების ქსელის გაფართოებაში სურდა წვლილის შეტანა, მაგრამ შეთანხმება ჩაიშალა, რამაც კომპანია ათი მილიონი დოლარით აზარალა. დაახლოებით ხუთი წლის წინანდელი ამბავია. - ნოვას ფერი დაეკარგა და მოწყვეტით დაეშვა სავარძელში.
- საიდან... იცით ამის შესახებ?
- მაშინ თქვენ ვერაფერს მიხვდით, რადგან არც კი გიეჭვიათ, რომ თქვენმა პარტნიორმა, ლევან კალანდიამ, კომპანიისგან მალულად შეისყიდა აქციების 25%(ნარკოტიკებიდან აღებული ფულით), ბევრად დაბალ ფასად. იმ დროს საფონდო ბირჟაზე სრული კატასტროფა ხდებოდა. ვალუტის კურსის გამუდმებული მერყეობა კომპანიის შემოსავალს 20% ამცირებდა. კალანდიამ კი ეს სათავისოდ გამოიყენა. „გლობალ არტთან“ სარფიანი კონტრაქტი გააფორმა. შესყიდული აქციები კი „მაქს თაუერს“ მიჰყიდა ბევრად ძვირად. იმ პერიოდში თანხა რამდენიმე მილიონს გულისხმობდა. „მაქს თაუერს“ ეს ხელს აძლევდა, რადგან ბირჟაზე აქციონერების 70% ვალუტის გამყარებას ვარაუდობდა, რაც ავტომატურად იწვევს კურსის გაზრდას „Buy” პოზიციით. ცოტას თუ მოითმენდა, კალანდიასთვის გადახდილი თანხა, იმ მოგებასთან შედარებით რაც აუცილებლად ექნებოდათ რამდენიმე თვის შემდეგ, გროშები გამოდიოდა. „გლობალ არტმა“ კი ამით დიდი მოგება ნახა. კალანდიას ორჯერ ნაკლები ფული გადაუხადა და თქვენი აქციების 25% უჩუმრად მიისაკუთრა, რომელიც სინამდვილეში კალანდიას საწილო პაკეტი გეგონათ. რაც შეეხება ლევანს, მან ორივე კომპანიისგან აქციების გარკვეული რაოდენობა შეისყიდა. კონტრქტი გააფორმა და დიდი მოგებაც ნახა.
- თქვენ... რას... - ყელში წაჭერილ ჰალსტუხს ისე დაექაჩა თითქოს წასახრჩობად შემოხვეული ყულფი ყოფილიყო - ეს ყველაფერი საიდან იცით?!
- ჯერ არ დამისრულებია, - გავაგრძელე თავდაჯერებით - კალანდიას თამამმა ავანწიურამ ბაზარზე „ბლექ სტოპის“ მყარი ფინანსები იმსხვერპლა და კომპანია საფონდო ბირჟაზე კინაღამ გააკოტრა! კომპანიის პრეზიდენტს, ავთანდილ ბერიძეს, მიუვიდა ცნობა, რომ კომპანიისადმი მიყენებული ზიანი „ქეი კორპორეიშენის“ დამსახურება იყო! კერძოდ კი, თქვენი! კალანდიამ და მისმა პარტნიორებმა იზრუნეს, რომ ეს ინფორმაცია ავთანდილის ყურამდე ასე მისულიყო. გამწარებულმა ყველაზე სულელური რამ მოიმოქმედა, კომპანიაში ვირთხა შემოგიგზავნათ, გელა ჭყოიძის სახით! რამდენიმე წლის განმავლობაში მას ფარულ ინფორმაციას აწვდიდა, თქვენი და კომპანიის პირადი საქმეების შესახებ. შედეგად კი „ქეი კორპორეიშენმა“ კიდევ ერთხელ იზარალა სოლიდური თანხით და არა მარტო თანხით, ვიცი რომ იტალიაში ახალი სასტუმროს სამშენებლო კომპლექსის გეგმა ჩაგივარდათ.
- ეს შეუძლებელია!... - ისეთი სახე ჰქონდა შემეშინდა ინფარქტი არ მიიღოს-თქო - ლევანი ამას არ იზამდა!... ის ამას არ გამიკეთებდა!...
- ბატონო ქავანა, ვიცი, რომ თქვენი პარტნიორის მიმართ ნდობა დიდი ხნის წინ დაკარგეთ. მშვენივრად მომეხსენება თქვენი ანგარიშების შესახებ, რომელიც მალდივის და ბაჰამის კუნძულებზე გაქვთ გახსნილი! შეგნებულად არ დავასახელებ, ანგარიშზე არსებული თანხის, ციფრების რაოდენობას.
- ეს საიდანღა გაიგეთ? - საერთოდ გადაფითრდა.
- დიდი იმედი მაქვს, რომ არ გამიწყრებით, მაგრამ თქვენს კაბინეტში უნებართვოდ შემოვედი და თქვენი ფაილები ვნახე. მაპატიეთ უხეში საქციელისთვის, მაგრამ ვიძიებ საქმეს, რომელშიც თქვენ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ხართ.
- ბატონო???
აღარ იცოდა რა გაჰკვირვებოდა, ის რომ მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი, ან ის, რომ როგორც იქნა საიდუმლო ამოხსნა და გაიგო ვინ დაძვრებოდა მის კაბინეტში უნებართვოდ, თუ ის რომ ამ წამს ეჭვმიტანილი უწოდეს! ზემოთ ხსენებულმა ჩამონათვალმა მეც დამაბნია.
- ღმერთო ჩემო...
როგორც იქნა, ჰალსტუხი შეიხსნა და განერვიულებულმა სავარძელზე მიაგდო. ჟურნალის მაგიდაზე მდგომ ვისკის გრაფინს გადასწვდა, ჭიქა ნახევრამდე გაავსო და სულმოუთქმელად გამოცალა. შემდეგ კი საშინლად აღელვებულმა ეჭვნარევი მზერა ჩემზე გადმოიტანა.
- დავიბენი, წარმოდგენა არ მაქვს, პირველი რომელი კითხვა დავსვა, გონებაში ყველაფერი ამერია.
- მომისმინეთ, ვიცი რამდენს შრომობთ, რომ ჩასაძირად განწირული კომპანია გადაარჩინოთ. ისიც ვიცი, რომ თქვენი პოზიციები საგრძნობლად შესუსტდა. ეს კი იმის გამო ხდება, რომ კომპანიაში ბევრი ფარული ვირთხა გყავთ, ვის შესახებაც თქვენ არაფერი იცით. რამდენიმე მათგანის სახელის და გვარის დასახელება შემიძლია, დანარჩენები ნამდვილად არ ვიცი, თორემ გეტყოდით. შემიძლია დაგეხმაროთ, კომპანიის ფეხზე დადგომაში, მაქვს შესაფერისი კავშირები და რაც მთავარია ინფორმაცია, რომელიც თქვენ წყალივით გჭირდებათ.
- ამას მეუბნება პატარა გოგონა, რომელმაც ეშმაკმა იცის საიდან გაიგო ეს ყველაფერი! - წაიღრინა გაბრაზებულმა - ჩემს შვილთან რა ურთიერთობა გაქვს? მას იყენებ ჩემამდე მოსაღწევად? რა გინდა ჩემი ოჯახისგან? საიდან გაქვს ამდენი ინფორმაცია? რატომ შემოიპარე ჩემს კაბინეტში?!
- გაგიკვირდებათ და მე სწორედ დუჩეს დახმარება მინდა, ამიტომ გავბედე თქვენთან მოსვლა და გულწრფელად გიამბეთ ყველაფერი.
- დუჩემ ეს ყველაფერი იცის? - წამოენთო - იცის ვინც ხარ?
- დიახ, იცის.
თვალი გავუსწორე, სახეზე შეშფოთება და გაოცება ერთდროულად აღებეჭდა. თითქოს მისი თავი გამჭვირვალე იყო და ნათლად ვხედავდი, როგორ უჭირდა ტვინს ამდენი ახალი ინფორმაციის გადახარშვა.
- გავანებოთ თავი თქვენს კომპანიას, თქვენს წარსულს და თქვენს პრობლემებს. ეს ახლა მეასეხარისხოვანია, როცა საფრთხე გემუქრებათ როგორც თქვენ, ასევე თქვენს შვილს. ჩემი მოკვლა არაერთხელ სცადეს, იციან რომ ვფლობ ისეთ ინფორმაციას, რისი გამჟღავნების შემთხვევაშიც ბევრის ბოდიში და უკანალი გაზაფხულის ყვავილივით გაიფურჩქნება. საქმე ნარკოტიკებს ეხება, რომელიც თქვენი კომპანიის სახელით ვრცელდება ბაზარზე. ჩემი ახსნის გარეშეც მშვენივრად იაზრებთ ეს რას ნიშნავს, როგორც თქვენთვის ასევე თქვენი პრესტიჟისთვის. მარტო ეს რომ იყოს, კიდევ ჰო...
- და კიდევ? კიდევ არის რამე? ისედაც გული ხელით მიკავია! - არ ტყუოდა, ნერვიულობისგან სისხლივით წითელი ტუჩებიც კი გაულურჯდა.
- ყველაზე უარესი ისაა, რომ ვიღაც მომაკვდინებელ შხამს ავრცელებს და ამას კოლიბრის დახმარებით აკეთებს, ამ შხამს მისი შემქნელი „კოლიბრს“ უწოდებს, შეიძლება ეს ასე სულაც არაა, მაგრამ ნარკოტიკის და შხამის სახელწოდება ერთმანეთს შეესისხლხორცა და შავ ბაზარზე მათი გარჩევა შეუძლებელია.
- ერთი წამით ვერაფერი გავიგე, რა შხამზე საუბრობთ?
- შხამი, რომელმაც მოწამლა თქვენი ცოლი, მოკლა მირიანი და დიდი ალბათობით კალანდიაც. არამარტო ისინი, მაგრამ დანარჩენებს თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს.
- ჩემი ცცოლი? - ენა დაება - ჩემი მეუღლე... მეუბნებით, რომ ის ამ შხამით მოწამლეს?
- სიტუაცია ალოგიკურად განვითარდა. დღემდე ვერ გამიგია, თქვენი ცოლი ამ გაუგებრობაში როგორ აღმოჩნდა, მირიანი და კალანდია კიდევ გასაგებია, შეიძლება ვიღაცას პირადი შურისძიება ამოძრავებს, მაგრამ თქვენი მეუღლის ამბავი, ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება.
ნოვამ პირი დააღო და ისევ დამუწა, ისევ დააღო მაგრამ ხმა აშკარად არ ამოსდიოდა. განერვიულებულმა მეორე ჭიქა ვისკი გამოცალა სულმოუთქმელად, გულში ვინატრე ნეტავ ბოლომდე ისე მომისმინოს, რომ საღი აზროვნება შეინარჩუნოს-თქო.
- ეს ყველაფერი ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოებს სცდება! - დაილაპარაკა, როცა სული მოითქვა - ჩემი კომპანიის შესახებ ისეთი ცნობები მოგეპოვებათ, რამდენიც ალბათ თავადაც არ ვიცი. მიყვებით რაღაც ნარკოტიკზე, რომელიც რატომღაც ჩემს კომპანიას უკავშირდება, მეუბნებით, რომ ამ ნარკოტიკს კუდში მოჰყვება შხამი, რომელიც ბაზარზე ვრცელდება და ხალხს ხოცავს და ყველა სიკეთესთან ერთად, მთელს ამ მარაზმში, ეჭვმიტანილი მე ვარ?
ჩამოყალიბებაც ასეთი უნდა! რამდენი ვიბოდიალე, მან კი მთელი ჩემი სათქმელი რამდენიმე წინადადებაში მოაქცია. ახლა მჯერა ჩემი ქართულის მასწავლებლის, რომელიც სულ იმას მეჩხუბებოდა აზრის ლაკონურად ჩამოყალიბება შენი ძლიერი მხარე არააო. გეთანხმებით, ქალბატონო მზია, ცამდე მართალი ხართ! მგონი მეც მჭირდება დალევა!
- საერთო სურათი ასე ჩანს. თუმცა, ყველაფერი ცოტა უფრო ჩახლართულია, მე რომ თავიდან ბოლომდე მოგიყვეთ ყველაფერი, თქვენ ერთი-ორი დღე მაგ სავარძელში მოგიწევთ ჯდომა, მე კი ხმის იოგები აღარ შემრჩება. ასე, რომ მთავარ საკითხზე გადავიდეთ. მე არ ვარ თქვენი მტერი, პირიქით, დახმარება მსურს. კალანდიას სიკვდილმა დამარწმუნა, რომ თქვენ უდანაშაულო ხართ.
- აჰ, რას ლაპარაკობთ, გულზე მომეშვა! - დუჩეს მსგავსი სარკაზმი?! დიდებულია!
- მე თქვენთან რამდენიმე კითხვა მაქვს, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ ამ სიტუაციაში გავერკვე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იდგეს მთელი ამ მკვლელობების უკან, თქვენამდე მოღწევასაც შეძლებს. მას უკვე აღარ გააჩნია შეჩერების ზღვარი, დაუნდობლად და თავხედურად მოქმედებს. იმდენი მოახერხა, რომ თქვენს შვილს დააბრალა მკვლელობა, რომელიც ეჭვი არ არის, რომ მისი ჩადენილია.
- დუჩეს მალე გაათავისუფლებენ, - წარბშეკრულმა სასმელი ჭიქაში მოაპირქვავა - დღეს განყოფილებაში ვიყავი მისული, მალე სახლში დაბრუნდება.
- მართლა? - მოულოდნელმა სიხარულმა ისე დამაბრმავა, რომ წამით ყველაფერი გადამავიწყდა - როდის დაბრუნდება?
- ჩემი ადვოკატი ყველაფერს მოაგვარებს, რაც შეიძლება მალე გამოუშვებენ. და მაინც, შენ რისთვის მოხვედი ჩემთან? მეუბნები, ისეთ რამეებს, რაც წესით არ უნდა მითხრა. ასევე მიმხელ, რომ დუჩემ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არ გამენდო. ცალსახაა, რომ საკუთარმა შვილმა უნდობლობა გამომიცხადა, მაგრამ შენ რამ გაიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა?
- მე თქვენ გნახეთ საავადმყოფოში, ვიცი, რომ შვილი სიგიჟემდე გიყვართ და არ დაუშვებთ, რომ მას რამე შეემთხვას.
- ყველა მამას უყვარს საკუთარი შვილი, - ვისკი მოსვა და თვალი გამისწორა, მისი სიტყვები გულზე ცუდად მომხვდა - მხოლოდ ესაა მიზეზი?
- არა, როცა თქვენი კომპანიის შესახებ ყველაფერი გავიგე, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ არ ხართ ისეთი პიროვნება, ვინც ნარკოტიკების გზით ეცდება პოზიციების გამყარებას, ამიტომაც მოიწვიეთ დუბაის ელჩი, მისი მხარდაჭერით და აქციების პროცენტული რაოდენობით შეძლებთ ისევ ფეხზე დადგომას. მითუმეტეს ახლა, როდესაც კომპანიაში სრული ქაოსი გაქვთ. ეს თქვენს ინტერესებში არ შედის. კალანდიას სიკვდილმა კი გამოუვალ სიტუაციაში ჩაგაგდოთ. თუ გამჟღავნდება, ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ნარკოტიკები თქვენი გავლენის დახმარებით ვრცელდებოდა, ვეღარაფერი გიშველით. თქვენი ინვენსტორები არ დაგიჯერებენ, რომ ამ ყველაფერში თქვენ არ იყავით გარეული და მათთვის არსებითი მნიშვნელობა არც ექნება ამას. კომპანიის რეპუტაცია, თუ შეილახება შემდეგ რაღა აზრი ექნება იმას, თუ ვის მიუძღვის ამაში ლომის წილი - თქვენ, მირიანს, თუ გარდაცვლილ კალანდიას? მეტიც, შეიძლება ბევრი ავანწიურისტი შორს წავიდეს და საერთოდ თქვენკენ გამოიშვირონ თითი და თქვან, რომ მირიანიც და ლევანიც თქვენ მოიშორეთ. არამგონია სცენარის ასეთი განვითარება რამენაირად გხიბლავდეთ. მათი გარდაცვალებით, მათი კუთვნილი აქციების 10%, კონტრაქტის გათვალისწინებით, ხომ თქვენ გადმოგეცათ, არა? - ნოვა გადაფითრდა ეს საიდანღა იცისო - ჰოდა მითხარით, ამ შესანიშნავი ამბის ფონზე ვინ მოისმენს, ან დაიჯერებს თქვენს სიმართლეს? არც არავინ!
- კარგად მომზადებულხარ. რისი გაგება გსურს? - მკითხა პაუზის შემდეგ.
- გაქვთ ეჭვი ვინმეზე, ვისაც ასე შორს შეუძია წასვლა? მე ბევრი რამ ვიცი, მაგრამ არა ყველაფერი.
- ჩემზე მეტი ნამდვილად გცოდნია, - ჩაიცინა და ვისკი მოსვა - მე ვერასოდეს ვიფიქრებდი, საკუთარი მეგობარი დანას ზურგში თუ ჩამცემდა. ასე, რომ ვერაფრით დაგეხმარები. არც ნარკოტიკების შესახებ ვიცი რამე, კოლიბრის ამბავი ჩემი შვილისგან რენესგან მოვისმინე. მე საეროთ არაფერი ვიცი.
- ჩემთვის ცნობილია, რომ ნარკოტრასა იტალიიდან შემოდის, საზღვარზე კი სათამაშოებით გადმოაქვთ. ამის მოხერხება შეუძლებელია, გავლენიანი პირის მფარველობის გარეშე. როგორ ფიქრობთ, შევჩენკოს შეუძლია ამის გაკეთება?
- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვი. მე ისეთი რამეები მოვისმინე, აწი საკუთარ აჩრდილსაც ვეღარ ვენდობი.
- ნუ იტყვით ასე, თქვენი პარტნიორების ღალატი არც ისეთი დიდი მოულოდნელობაა, იმის გათვალისწინებით, რომ არცერთი არ არის წმინდა სულის პატრონი.
- ჩემი შვილივით საუბრობ, - ჩაეცინა - გამუდმებით იმას მიმეორებდა მათგან თავი შორს დაიჭირე, ჩამოშორდიო. სულ ამის გამო ვჩხუბობთ...
- მაგრამ თქვენ ეს არ შეგიძლიათ, ხომ ასეა? - შეფარვით გავხედე, თავი სწრაფად ასწია და შეშფოთებულმა თვალი გამისწორა.
- როგორ... ესეც იცი?
- რა თქმა უნდა, - ჩამეღიმა - დაკვირვებული და ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ, თან უკვე გამოგიტყდით, რომ თქვენს კაბინეტში უნებართვოდ შევიპარე, ახლა კი იმასაც ვაღიარებ, რომ შევჩენკოს და კალანდიასაც შევუარე. ასე რომ ყველაფერი ვიცი.
- სახიფათო გოგონა ხარ, - მომაჩერდა მოხიბლული - ახლა აღარ მიკვირს რატომ დაგსდევენ მოსაკლავად, ინფორმაციის საბადო ხარ, ისეთი რამეები იცი რაც წესით არ უნდა იცოდე.
- ასეა, - გამეცინა, მის თვალებში ამოკითხულმა აღფრთოვანებამ თავდაჯერება შემმატა, ცოდნა ძალააო ხომ გაგიგიათ? ჰოდა, მაგაზე დიდი სიბრძნე ალბათ არავის უთქვამს - მაგრამ, მე იმდენად სულელი არ ვარ, რომ ამ ინფორმაციით ვაჭრობა დავიწყო, არანაირად!
- შენ ფული არ გჭირდება, კონტაქტები კი სხვა საქმეა არა? - მიმიხვდა და თვითონაც გაეცინა - ამიტომ ხარ ასეთი თავდაჯერებული, შენ მათი მართვა შეგიძლია და როგორც ვხედავ ამით შესაშურად მანიპულირებ.
- და მაინც, რაც არ უნდა იყოს, მეც მაქვს სუსტი წერტილი.
- რა არის შენი სუსტი წერტილი? - მკითხა ღიმილით და ეშმაკურად შემომხედა.
- ფიქრობთ გაგიმხელთ?
- არა, ვფიქრობ, რომ საჭირო არაა, ისედაც ვხვდები, - ჩაიღიმა და ვისკი მოსვა - ამაში ჯერ კიდევ საავადმყოფოში დავრწმუნდი. აქაც მის გამო მოხვედი.
- ასეა... - უარყოფას რა აზრი ჰქონდა? ყველაფერი სახეზე მეწერა. ნოვას ისევ გაეღიმა.
- მას უთხარი?... იცის ამის შესახებ რამე? - გვერდულად გამომხედა.
- არა, არაფერი იცის.
- რატომ არ უთხარი? - გაუკვირდა, თან აშკარად გულზე მოეშვა.
- უკვე გითხარით, ბატონო ქავანა, მე ბევრი რამ ვიცი, მაგრამ დაუფიქრებლად არასოდეს არაფერს ვამბობ.
- ეს მუქარაა?
- არასწორად გამიგეთ, - გამეცინა, თუმცა არ გამკვირვებია, რაც მოისმინა იმის შემდეგ, ალბათ უკვე ყველაფერს მოელოდა ჩემგან - ეს იმიტომ, არ მითქვამს, რომ თქვენს დაშანტაჟებას ვაპირებ, არა.
- მაშ, რა არის მიზეზი? - აშკარად დაიბნა.
- თქვენი ურთიერთობა, - სავარძელს მივეყუდე და ნოვას თვალი გავუსწორე.
- ჩვენი ურთიერთობა? ვერ მიგიხვდი.
- მე არ ვაპირებ თქვენს ურთიერთობაში ჩარევას, ეს თქვენ ორს გეხებათ მხოლოდ. ეტყვით, თუ არა თქვენ შვილს სიმართლეს, თუ რატომ არ შეგიძლიათ, ამჯერად უკვე მხოლოდ, შევჩენკოსგან თავის დაღწევა, თქვენი გადასაწყვეტია. მე არასოდეს გადავალ საზღვარს დუჩესთან მიმართებაში. ეს ის საიდუმლო არაა, რომელიც მან ჩემგან უნდა მოისმინოს.
- ვხვდები, რატომ აგირჩია... - ყურადღებით შემათვალიერა და ვისკის ჭიქა მაგიდაზე დადგა - მის გვერდით უამრავი გოგონა მინახავს, მაგრამ... მის თვალებში არასოდეს ამომიკითხავს მსგავსი მრისხანება, რაც მე იმ ღამეს საკუთარი თვალით ვიხილე. როცა კალანდიას ურტყამდა, მზად იყო მოეკლა, ხელი რომ, არ შეგვეშალა ცემაში ამოხდიდა სულს. ჩემი შვილი კი მკვლელი არ არის. შეიძლება ფიცხია, დაუნდობელი და ხანდახან სასტიკიც, მაგრამ მან ყოველთვის იცის ზღვარი. იმ ღამეს კი, მას გაჩერება არც უფიქრია.
- მე მიყვარს თქვენი შვილი და მის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ, ამიტომ მოვედი თქვენთან. ჩემი ვინაობის გამხელით თავი საფრთხეში ჩავიგდე, მაგრამ ეს უკვე ნაკლებად მაღელვებს. ყველანი ისედაც საფრთხეში ვართ.
- და კიდევ რითი შემიძლია შენი დახმარება? ნარკოტიკების შესახებ ვერაფერს გეტყვი, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვეცდები გავარკვიო.
- არა, კითხვებს ნუ დასვამთ! თუ თქვენგან საფრთხეს იგრძნობენ, შეიძლება თქვენზე თავდასხმა დააჩქარონ, ეს კი არ გვაწყობს. დრო მჭირდება, რომ ყველაფერში გავერკვე. შევჩენკოსთან გასაუბრება ვფიქრობ შედეგს გამოიღებს.
- რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ შევჩენკომ რამე იცის?
- გაგიგიათ რამე „ალ-აშმარის“ შესახებ?
- გროზნოს ტერორისტულ დაჯგუფებას გულისხმობ?
- დიახ.
- და მერე რა კავშირი აქვს საშას ტერორისტებთან? - სახეზე მწვანე ფერმა გადაჰკრა. ახალი საშინელების მოსმენის მოლოდინით წინასწარ დაიძაბა.
- გროზნოს ტერორისტულმა დაჯგუფებამ დიდი ზარალი მოუტანა მის მეზობელ ქვეყნებს, იმდენად დიდი, რომ საქმეში რუსეთის ჩართვა გახდა საჭირო, რომ უმართავი დაჯგუფება დაეშალათ. იცით ვინ აფინანსებდა ამ სპეცოპერაციას?
- ახლა არ თქვა, რომ...
- დიახ, თქვენი პარტნიორი, საშა შევჩენკო და ამის გამო ის რუსეთში დიდად პატივსაცემ ადამიანად ითვლება. მეტიც, ხალხი მას გმირადაც კი აღიარებს. რასაც ვერ ვიტყვით, იმ დაჯგუფების წევრებზე, რომლებიც მისი მიზეზით დაიხოცნენ. სპეცრაზმელების შეიარაღებულ დანაყოფს ბევრი მებრძოლი ცოცხალი გადაურჩა, მათ შორის კი არის ერთი ჩეჩენი, რომელიც ასე აქტიურად დაიძურწება თქვენს გარშემო. აქამდე მიკვირდა კიდეც რას აკეთებდა მისნაირი ავი ძაღლი საქართველოში. გასაგებია, რომ ნარკოტრასა სარფიანი თემაა და ისიც, რომ შხამიან კოლიბრთან რაღაც კავშირი აქვს, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ ის შევჩენკოს უტრიალებს. დაღუპული თანამებრძოლებისთვის, რომლებიც მისთვის ოჯახისწევრებივით იყვნენ, შურისძიება სწყურია. უბრალოდ ჯერ იცდის, მაგრამ რას უცდის საკითხავი ესაა. ჩასაფრებულ ტურას ჰგავს, რომელიც თავდასხმისთვის შესაფერის მომენტს ელის. მას სისხლის აღება სურს, ერთი წამითაც კი არ მეპარება ამაში ეჭვი. და მაინც, მე სულ სხვა კითხვა მაქვს თქვენთან.
- თქვენ მე ინფორმაციის გააზრების საშუალებას არ მაძლევთ, - გაოცებულს ყბა ჩამოუვარდა - რას მეუბნებით, რომ საშას ვიღაც შურისძიებას მოწყურებული ჩეჩენი მოსაკლავად დასდევს?
- ასეთია ჩემი ვარაუდი, კადნიერებაში ნუ ჩამითვლით და როგორც წესით ჩემი ვარაუდები მართლდება.
- და შევჩენკომ ამის შესახებ რამე იცის?
- არამგონია, ჩეჩენი მეტისმეტად ფრთხილია. მისი ვინაობა არავინ იცის, ნუ, გარკვეული პირების გარდა.
- ალბათ სისულელე იქნება იმის დამატება, რომ თქვენ მშვენივრად ფლობთ ამ ინფორმაციას.
- ასეა, მაგრამ, მაპატიეთ. მეტს ვერაფერს გეტყვით.
- რატომ? საშა თუ საფრთხეშია მან ეს უნდა იცოდეს! მე არ ვიცი რა ჰიპოთეზები გაქვს მასთან დაკავშირებით, მაგრამ სულ რომ დამნაშავე იყოს, ასე უბრალოდ სიკვდილის უფლებას მისცემ?
- მომიტევეთ, მაგრამ მისი უსაფრთხოება ჩემთვის ყველაზე მცირე სადარდებელია. ის თუ რამეს გაიგებს, დაფრთხება, შეიძლება საერთოდ წავიდეს ქვეყნიდან და ასე შანს ხელიდან გავუშვებ, მისგან რამე მაინც გავარკვიო.
- რა სისასტიკეა! - თვალები გაუფართვდა.
- შეიძლება. მელოდრამულ პათოსში ნუ ჩამითვლით, მაგრამ მთელი სამყაროს ბედი დუჩესას, რომ დაუპირისპირდეს, მე დუჩეს ავირჩევ. ასე რომ გთხოვთ, ეს ინფორმაცია საიდუმლოდ შეინახეთ, შევჩენკო მჭირდება! - ერთხანს შემფასებლურად მაკვირდებოდა, ბოლოს ჩაეცინა.
- ერთდროულად აღშფოთებული და აღფრთოვანებული ვარ შენით. კარგი, რისი კითხვა გინდოდა ჩემთვის?
- თქვენი გარდაცვლილი ცოლი, სესილი დოლიძე... მიამბეთ მის შესახებ.
- სესილი? - საერთოდ დაიბნა - რა შუაშია სესილი მთელ ამ ამბავთან?
- უბრალოდ მიპასუხეთ, სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, რამე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევიათ მისთვის? ან ნერვიულობა, ან გაღიზიანება, ან მტრები ხომ არ ჰყავდა?
- რაზე მიმანიშნებ ვერ ვხვდები!
- მიპასუხეთ!
- არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. ის გულღია, კეთილი და მხიარული ქალი იყო, არასოდეს შედიოდა კონფლიქტში ადამიანებთან. ბოლო დროს ცოტა უხასიათოდ იყო, მაგრამ ეს უცნაურად არ მომჩვენებია, ბუნებრივიც კი იყო მის მდგომარეობაში.
- უკაცრავად?
- სესილი ორსულად იყო, - წაიჩურჩულა თავჩაქინდრულმა, სახეზე ხელი მოისვა და ისევ დაისხა სასმელი - იმ ღამეს მე ცოლთან ერთად შვილიც დავკარგე, ერთი თვის ფეხმძიმე იყო, როცა ის წყეული უბედური შემთხვევა მოხდა.
- მაპატიეთ, არ ვიცოდი.
- არც გეცოდინებოდა, ამის შესახებ, მხოლოდ მე ვიცოდი. - ჭიქა მოიყუდა და ნახევრად გამოცალა. სასმელს წყალივით სვამდა, არადა ძლიერი უნდა ყოფილიყო, მისი მძაფრი სურნელი ნესტოებს მიწვავდა - იმ საღამოს მეგობრებს ველოდებოდი, მინდოდა მათთვის ეს ახალი ამბავი მეცნობებინა და ერთად აღგვენიშნა, მაგრამ...
- მეგობრებს?
- მირიანს და ლევანს, ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან მოვყვებით ერთმანეთს, კალანდიას საერთოდ ბავშვობიდან ვიცნობ. არასოდეს ყოფილა სახარბიელო მეგობარი და ადამიანი, მაგრამ მაინც მეგობარი იყო და მიყვარდა. ახლა აღმოვაჩინე, რომ თურმე ილუზიებში ვცხოვრობდი, მტკივნეულია.
- მაპატიეთ, ამას რომ გეკითხებით, მაგრამ ცოლთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- რას გულისხმობ?
- კამათობდით?
- ცოლ-ქმარი ხშირად კამათობს.
- ამას არ ვგულისხმობ, ანუ სერიოზული უთანხმოება თუ გქონიათ?
- მე იმ პერიოდში ბიზნესის აწყობას ვცდილობდი. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაქსიმალურად გადართული ვიყავი სამუშაოზე და ცოლისთვის იშვიათად ვიცლიდი. ეს ფაქტი კი ნებისმიერი ქალს გააღიზიანებს, ამის გამო ხშირად ვკამათობდით, მებუტებოდა ხოლმე, მაგრამ ჩვენი კინკლაობა შორს არასოდეს წასულა.
- და თქვენს ცოლს როგორი ურთიერთობა ჰქონდა თქვენს მეგობრებთან?
- როგორ, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა?
- მირიანი და კალანდია ხშირად გაკითხავდნენ ხოლმე სახლში?
- საკმაოდ, ჯერ კიდევ 25 ან 26 წლისები ვიქნებოდით, ახალგაზრდები დამღლელი დღის შემდეგ ხან ჩემთან ვიკრიბებოდით, ხან ლევანთან და ხან მირიანთან. უფრო ხშირად მაინც ჩემთან, სესილის ისედაც ხშირად ვტოვებდი მარტოს. ამიტომ ცოლს ერჩივნა სახლში ვყოფილიყავი, თუნდაც აბეზარ ძმაკაცებთან ერთად.
- სესილი როგორ ეწყობოდა თქვენს მეგობრებს?
- რატომ მისვამ უცნაურ კითხვებს? - გაღიზიანდა.
- ჩათვალეთ, რომ პირადი ინტერესია, მიპასუხეთ!
- ჩვეულებრივი, არაფერი განსაკუთრებული. მშვენივრად უგებდნენ ერთმანეთს, ხანდახან ჩვენთანაც კი ჯდებოდა ხოლმე ფეხბურთის საყურებლად, ლუდით ხელში.
- მმ... და თქვენს ცოლს თქვენს მეგობრებთან კამათი ხომ არ მოსვლია ოდესმე? ან კალანდია თქვენს ცოლთან შეუფერებლად ხომ არ მოქცეულა.
- უკაცრავად? - სახე სიბრაზიზგან წამოენთო - რა სისულელეა! შეიძლება ლევანი უტაქტო და უხეში ადამიანი იყო, მაგრამ მასაც ჰქონდა საზღვარი! ამას არასოდეს მაკადრებდა! საერთოდ, ეს კითხვები უკვე მაღიზიანებს.
- დარწმუნებული ვარ, - ამოვიოხრე გადაღლილმა.
აი ამიტომ არ მიყვარდა კლიენტებთან საუბარი, მათ არ სურთ იმის დაჯერება ან აღიარება რაც მათ ცხვირწინ ხდება და უაზრო გამართლებებით ცდილობენ ფაქტების უგულველყოფას. კალანდიას ზღვარი ჰქონდა? დამცინი?!
- დუჩეს ბოლო დროს მასთან ურთიერთობა დაეძაბა, რაღაც მოხდა, მაგრამ მან არაფერი მითხრა. ეჭვიც არ მეპარება, რომ შენ ყველფერი იცი.
- დავუშვათ ასეა.
- მითხარი, მინდა ვიცოდე ამჯერად კალანდიამ რა ჩაიდინა. დუჩე უმიზეზოდ არავის ულაწუნებს სახეში.
- და დუჩეს რატომ არ ჰკითხეთ ეს?
- ვკითხე, მაგრამ არ მიპასუხა.
- და არ გიფიქრიათ, რატომ? - ცოტა უხეშად გამომივიდა, ტუჩზე ვიკბინე.
- ამაყი ლაწირაკია და იმიტომ, - წაიბუზღუნა გაბრაზებულმა - თვლის, რომ საკმარისად დიდია და ძალუძს ყველა პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება, აი რატომ!
მისმა ტონმა ღიმილი მომგვარა, მათი კინკლაობა რაღაც მხრივ სახალისოც კი იყო. ან მე ვარ ასეთი პოზიტიური პიროვნება, წყვდიადშიც რომ ნათელ ფერებს დაეძებს.
- დუჩეს კარგად ვიცნობ და მის მანკიერ თვისებებში გადაჭარბებული თვითშეფასება არასოდეს შემინიშნავს. შესაძლოა ამაყია, მაგრამ არა უკუდო. ვფიქრობ აქვს მიზეზი რატომაც არ გაგიმხილათ სიმართლე.
ვაუ, სია. შეყვარებულს საკუთარი მამისგან იცავ? თვალებ დავხუჭე და ნოვას მზერა ავარიდე, დიდი იმედი მქონდა ამ საუბრის შესახებ დუჩე ვერასდროს ვერაფერს გაიგებდა! ნოვას სიცილი აუტყდა.
- ძუ ლომივით იცავ.
დარცხვენილმა მზერა გავუსწორე, მომწვანო-მონაცრისფრო თვალები განათების შუქზე თვალიმომჭრელად უბზინავდა. მაინც რა სჭირდათ ამ ქავანებს, ა?! შესაშური გარეგნობა საკმარისი არ არის? შარმი და მიმზიდველობაც, რომ ბლომად დააბერტყა თავზე, მამა-შვილს, ყოვლისშემძლე მამაზეციერმა?! დანარჩენმა მოკვდავებმა რა დავაშავეთ?
- დიდი მადლობა, ნამდვილად დამეხმარეთ.
უკვე წასვლის დრო იყო, ამ მზერას ვეღარ გავუძლებდი. მისი თვალები დუჩეს მახსენებდნენ და სრული ბედნიერებისთვის ისღა მაკლდა მამამისის წინაშე ავბღავლებულიყავი. ამ აზრმა პანიკური შიში მომგვარა.
- და მაინც, რა შუაშია სესილი ამ ამბავთან, ვერ მივხვდი მასზე რატომ მკითხე?
- პროფესიული ჩვევაა, ყველა წვრილმანის გამოკვლევა მიყვარს, რამე რომ არ გამომრჩეს. შეიძლება თქვენ უმნიშვნელოდ თვლიდეთ, მაგრამ ჩემთვის მნიშნველოვანი დეტალი აღმოჩნდეს.
- და ახლა რას აპირებ?
- პირობას შევასრულებ, სრულ ინფორმაციას მოგაწვდით აგენტურული ქსელის შესახებ, რაც მე ჯერჯერობით გამაჩნია. სანაცვლოდ კი ერთი თხოვნა მაქვს.
- თხოვნა? - დაიძაბა - რა თხოვნა?
- ჩრდილში დარჩით, ნურავის ნურაფერს ეტყვით, რომ რამე იცით, მითუმეტეს შევჩენკოს. საშუალება მომეცით ყველაფერი გავარკვიო და მთავარი, დუჩე... დამიბრუნეთ!
- და ყველაფრის მოგვარება პატარა გოგოს მივანდო? - გაეცინა - თავმოყვარეობას მილახავ.
- აქ თავმოყვარეობა არაფერ შუაშია და ნურც მე აღმიქვამთ პატარა გოგოდ. როგორც შენიშნეთ, არც ისეთი უვნებელი ვარ, როგორც ერთი შეხედვით მეტყობა.
- ჰო, ეგ შევნიშნე... კარგი, შევთანხმდით.
- ძალიან კარგი, მაშინ, მე დაგტოვებთ. - წამოვდექი, ქუდს და ქურთუკს ხელი წამოვავლე და გასასვლელისკენ გავემართე.
- სია...
დამიძახა ხმადაბლა, შევჩერდი და უკან მოვიხედე. მიღიმოდა და იმ წამს ისე ჰგავდა დუჩეს, რომ ლამის კრუნჩხვებში ჩავვარდი.
- გისმენთ.
- ჩემს შვილს ცოლად გაჰყევი! - ლოყები ამეწვა და გამეცინა.
- თავს გაუფრთხილდით, ბატონო ქავანა, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.
შემოვბრუნდი და წამოვედი, კართან მისულს კი მონტი დამეწია, მოზრდილი ლამაზი ყუთით ხელში.
- სინიორინა!
- ფრანჩესკო, ნუ მომმართავ ასე, თავს უხერხულად ვგრძნობ. უბრალოდ სია დამიძახე.
- არ შემიძლია, მაპტიეთ. ჩემი ბიჭიც გამუდმებით ამას მეჩხუბება, მაგრამ არ გამომდის, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ.
- კარგი, კარგი, ჯანდაბას ჩემი თავი.
- სინიორინა, მალე ახალი წელი მოდის. არც კი ვიცი ერთმანეთს ისევ, როდის შევხვდებით, ამიტომ მინდა ჩემი კერძები თან გაგატანოთ, ჩემი ბიჭი სახლში არ მყავს, მე კი ნერვებისგან სულ ვამზადებ და ვამზადებ. ვიცი როგორ მოგწონთ იტალიური სამზარეულო, გამომართვით და გემრიელად მიირთვით, თან გამიხსენებთ.
- ყველაფერი რომ დამთავრდება შენთან პრაქტიკები უნდა გავიარო. გამოგიტყდები და კერძების კეთება კარგად არ გამომდის, არასოდეს არაფერი მომიმზადებია, ყავის გარდა. - მონტის გაეცინა და ყუთი გამომიწოდა.
- აუცილებლად, დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ცოდნას.
- ცოტახანია რაც გიცნობ, მაგრამ ძალიან შემიყვარდი, მოხუცო. გმადლობ ყველაფრისთვის, - ყუთი გამოვართვი და ლოყაზე ვაკოცე, ისევ გაწითლდა - მაპატიე, მანქანა რომ მოგტაცე, მალე დაგიბრუნებ.
- იყოს... - ჩაილაპარაკა ალეწილმა - გყავდეთ, რამდენი ხანიც დაგჭირდებათ.
- გმადლობ და დროებით... და ჰო... - შევჩერდი და უკან მოვიხედე - თუ რამე მოხდება მაშინვე დამირეკე.
- რა თქმა უნდა, შეხვედრამდე.
- დროებით.
სახლში მონტის კერძებით ხელდამშვენებული დავბრუნდი. სანდრო ბუხრის წინ ბოლთას სცემდა და ფრჩხილს ნერვიულად იკვნეტდა, მაგრამ როგორც კი სახლში შესული დამინახა შვებით ამოისუნთქა.
- ჯანდაბა, სია! - აღელვებული ჩემკენ გამოემართა - კინაღამ შიშით მოვკვდი, სად ხარ ამდენ ხანს?!
- ხომ გითხარი, არაფერი მოხდება-თქო? ყუთი გამომართვი რა, მონტის რამდენი რამე გამოუტანებია, საშინლად მძიმეა.
- ეს რაღაა? - ყუთი ჩამომართვა და მაგიდასთან მიიტანა.
- იტალიური სამზარეულოა, მონტის ოქროს ხელები აქვს. შენი მაწანწალა სენდვიჩები ცოტახნით გვერდზე გადადე და ცხოვრებით დატკბი.
- ჰა, ჰა, ჰა - შემიბღვირა - აბა, მოყევი ეხლა, რა გაარკვიე?
- სანდრექს, - სკამზე ჩამოვჯექი და სანდროს გამჭოლი მზერა მივაპყარი - მგონი ასაწყობი სურათის მთავარი პაზლი ვიპოვე...


****

- რას მეუბნები?! - სანდრომ სათვალე მოიხსნა და გაფართოებული თვალებით მომაჩერდა - შანსი არაა!
- რატომ ვითომ? არ მითხრა, რომ ამაში სიმართლის მარცვალს ვერ ხედავ!
- სიმართლის მარცვალს? პირიქით! ეს ძალიან ჰგავს სიმართლეს, მაგრამ შენგან გამიკვირდა...
- სანდრექს! - უკმაყოფილოდ შევუბღვირე - მე უკვე გითხარი, რომ არ გამოვშტერებულვარ! ჩემი საქმის კეთება ვიცი-თქო!
- მოდი ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.
ფეხზე წამოდგა, კუთხეში მიდგმული გორგოლაჭებიანი დაფა მაგიდასთან მოაცურა და ჩემკენ მოაბრუნა. დაფაზე მთელი რიგი ეჭვმიტანილების ფოტოები გვქონდა გაკრული და ერთმანეთს წითელი და მწვანე ხაზებით უკავშირდებოდნენ. მწვანე ხაზი მათ შორის კავშირს აღნიშნავდა, წითელი კი პირიქით. სამწუხაროდ დაფაზე წითელი ფერი უფრო ჭარბობდა.
- შენ ამბობ, რომ ნოვა, ლევანი და მირიანი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ იცნობდნენ ერთმანეთს.
- ჰო.
- კარგი, - სამეულის ფოტო გვერდი-გვერდ მიაწება - ასევე ახსენე, რომ ნოვასთან მისი მეგობრები ხშირად იკრიბებოდნენ. სესილის გარდაცვალების ღამეს კი მირიანი და კალანდია ნოვასთან უნდა მისულიყვნენ.
- სწორედაც, - სკამზე გადავწექი და შუბლი მოვისრისე - მაგრამ არ მივიდნენ, ეს ოფიციალური ინფორმაციით. ახლა ყველაფერს სხვა მხრიდან შევხედოთ. იქნებ მივიდნენ კიდეც?
- მივყვეთ შენს ჰიპოთეზას. ჩავთვალოთ, რომ ეს ორი ნოვას იმ საღამოს ესტუმრა, მაგრამ მასპინძელი სახლში არ დახვდა, კარი კი სესილიმ გაუღო. იქიდან გამომდინარე, რომ ქმრის ძმაკაცებს ხშირად მასპინძლობდა, სტუმრები შინ შეიპატიჟა, სანამ მეუღლე დაბრუნდებოდა.
სანდროს სიტყვებს გონების თვალით მივყვებოდი. ცხადად დავინახე ჩემ მიერ წარმოსახული სესილი, როგორ უღებს კარს ღიმილით ამ ორ ქვემოძრომს და განზე დგება, რომ სახლში შეუშვას, დამბურძგლა.
- კი, ბატონო. განაგრძე.
- შენ ფიქრობ, რომ სახლში რაღაც მოხდა, ამ ორმა კი სესილი მოკლა.
- შესწორება, - თითი გამაფრთხილებლად ავწიე - არ მოკლეს, შემოაკვდათ.
- და მაინც, რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ შემოაკვდათ? ან საერთოდ, რატომ ფიქრობ, რომ მისთვის რამის დაშავების სურვილი ექნებოდათ?
- მკვლელობის შემთხვევაში სულ სხვა სურათი გვექნებოდა და იმიტომ. გაითვალისწინე, რომ სესილი სახლში მარტო არ ყოფილა, რენეც იქ იყო. პოლიციელის ცნობით, ბავშვმა აღმოაჩინა გვამი. აქედან დასკვნა, რომ რენეს ან ეძინა, ან სხვა ოთახში თამაშობდა. მირიანი და კალანდია სესილის ბავშვის თვალწინ არ გაუსწორდებოდნენ. ამის არ მჯერა.
- კარგი გეთანხმები, მაგრამ რაღაც მაინც ალოგიკურია.
- სანდრექს, ეშმაკი დეტალებში იმალება, შენ კი ბევრი დეტალი გამოგრჩა. დავიწყოთ ამ ორის ფსიქოლოგიური პორტრეტის აღწერით. კალანდია - ამბიციური, მოძალადე (საკუთარი ცოლი ლამის რამდენჯერმე მიახრჩო, ალექსმა თავადვე მიამბო), ეშმაკი და გაიძვერა! მირიანი - მხდალი, მორჩილი და დამყოლი. ამ ორისგან როგორი დუეტი შედგებოდა ხომ წარმოგიდგენია?
- ძალიან კარგად აწყობ. კალანდია გასაგებია და გეთანხმები კიდეც, მაგრამ მირიანი რატომ იყო მხდალი?
- სანდრექს, ბუნების კანონია ასეთი, ძლიერი ყოველთვის ჩაგრავს სუსტს, მირიანი კი სუსტი იყო. კალანდია მას ისე აკონტროლებდა როგორც სურდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ნარკოტრასის სათავეში კალანდია იდგა, მაგრამ ფარად მირიანს იყენებდა. დუჩემ მიამბო დამონტაჟებული ჩანაწერის შესახებ, სადაც „მე“ და მირიანი კოლიბრის იმპორტზე ვსაუბრობდით. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კალანდია მირიანზე ზეწოლას ახდენდა და შეიძლება ემუქრებოდა კიდეც. სხვანაირად ვერ ამიხსნია იმ ჩანაწერის არსებობის მიზეზი. თუ რამე ისე არ წავიდოდა და ნოვა ნარკოტიკების შესახებ რამეს შეიტყობდა, ყველაფერს მირიანს გადააბრალებდა.
- რაღაც მაინც არ გამოდის, - ეჭვით გააქნია თავი - კაი შევეშვათ მირიანს. რა მოტივი უნდა ჰქონოდა ან ერთს, ან მეორეს სესილისთვის უნებურად, ან გამიზნულად, რამე რომ დაეშავებინათ?
- მოტივი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ... - წინ გადავიხარე და ტუჩზე ფიქრიანად მოვისვი თითი - იცი, შენ რატომ ღალატობენ დაქორწინებული წყვილები ერთმანეთს?
- აუფ, - გაეცინა და ცხვირზე სათვალე მოირგო - რომელი ერთი მიზეზი დაგისახელო?
- მე გეტყვი ყველაზე ნაღდს, როცა ერთიდან ერთს მეორის ყურადღება აკლდება, სითბოს სხვაგან ეძებს. ეს შეიძლება იყოს წამიერი ვნება, ჟინი, უბრალოდ ლტოლვის დაკმაყოფილება და მეტი არაფერი. აუცილებელი არაა მეუღლეს მხოლოდ იმ მიზეზით უღალატო, რომ ის აღარ გიყვარს. ჩემი მდიდარი კარიერული გამოცდილებიდან ბევრი მაგალითი მაქვს ნანახი. მინახავს შერცხვენილი ქალები და მამაკაცები, რომლებსაც დანაშაულის გრძნობა აწუხებთ, ღალატის შემდეგ. ისინი უბრალოდ გრძნობებს აჰყვნენ და დაიკმაყოფილეს ბუნებრივი მოთხოვნილებები, რისი მიღებაც მათ მეუღლისგან არ შეუძლიათ და რატომ არ შეუძლიათ ეგ კიდე ცალკე თემაა.
- ანუ შენ ფიქრობ, რომ სესილი ქმარს ღალატობდა?
- ნოვას და სესილის ხშირად მოსდიოდათ კამათი. ნოვა მუდამ დაკავებული იყო და ცოლს ყურადღებას ვერ აქცევდა. იქნებ ნაბიჭვარმა კალანდიამ სცადა ამ პატარა პრობლემის მოგვარება? თან რაც ვაკვირდები, მგონია, რომ კალანდიას ნოვასი მუდამ შურდა.
- რატომ კალანდიამ და არა მირიანმა?
- ოჰ, კაი ერთი, - გამეცინა - სად ჰქონდა მირიანს მაგის , რომ მეგობრის ცოლს დაჩალიჩებოდა? ნწ, ასეთი გარეწრული ქმედება კალანდიას უფრო უხდება.
- და სესილიზე რაღას იტყვი? კალანდიამ რისთვის მოკლა?
- მე არ ვფიქრობ, რომ მან ეს გამიზნულად გააკეთა, ნოვამ მითხრა, რომ სესილი ორსულად იყო, მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. იქნებ ერთ დღეს სესილი ვნებას აჰყვა, ნაბიჭვარმა კალანდიამ შეაცდინა, ან სულაც თავისი ნებით ჩაუგორდა ლოგინში, მაგრამ დაორსულებამ მისი ყველაფერ შეცვალა. კალანდიას უარი აჯახა და ქმართან ურთიერთობის აწყობა სცადა, ნუ დააპირა ყოველშემთხვევაში. კალანდიას დადება არაფრით ესიამოვნებოდა, შეიძლება ხელიც კი გაარტყა, ან უხეშად უბიძგა, მისგან არაფერი გამიკვირდება, ქალს კი ფეხი აუსრიალდა და დანებზე დაეცა.
- შენგან დიდებული სცენარისტი დადგებოდა, - სანდროს გაეცინა - ეს ყველაფერი მართლაც, რომ ლოგიკურად ჟღერს. მირიანი ამ ინციდენტს შეესწრო, მაგრამ კალანდიამ გაჩუმება აიძულა.
- და არა მარტო მას, დეტექტივსაც. ის დამპალი მელა ალბათ ყველაფერს მიხვდა, შეიძლება კალანდიას კვალზეც კი გავიდა. იმ ახვარმა კი მოისყიდა და საქმე უბედური შემთხვევით დაახურინა.
- ეს ხსნის შურისძიების მოტივს, - სანდრომ ყურადღებით შეათვალიერა დაფაზე გაკრული კაცუნების ფოტოები - მირიანი და კალანდია მოკლეს, თან სასტიკად. ეს არ იყო უბრალოდ მკვლელობა, ეს დასჯა იყო.
- თან სასტიკი დასჯა. მირიანი სიკვდილის წინ რას ხედავდა კაცმა არ იცის, მაგრამ კალანდიას მკვლელობამ ნამდვილად შემძრა. შენ არ გინახავს გვამი, ჯერ კიდევ ფეკალიების სუნად ყარდა, კინაღამ ზედ დავარწყიე. დღემდე ცხადად ვგრძნობ იმ აქოთებულ სუნს ნესტოებში. ვინ მოექცევა ასე ადამიანს? თუ უკიდურესად გაბოროტებული არ ხარ?! არამგონია ეს ნარკოტიკებს ეხებოდეს. არ ვიცი შეიძლება ვცდები კიდეც, მაგრამ ეს პირადულ ანგარიშსწორებას უფრო ჰგავს. კალანდიას გვამის კანალიზაციაში მოსროლვა მეტად საყურადღებო დეტალია, მკვლელს შეეძლო მირიანიც ამაზრზენად მოეკლა, რა შეუშლიდა ხელს?
- კარგი, მე გადავიდე მთავარ საკითხზე, თუ ამას შენ იზამ? - სკამზე ჩამოჯდა და ქვემოდან ამომხედა.
- ვიცი რასაც ფიქრობ, - თმა ავიბურდე და მაგიდას შუბლშეკრული ჩამოვეყრდნე - ვის გააჩნდა მათი დახოცვის მოტივი, თუ არა რენეს?!
- არ მეგონა ამას ხმამაღლა თუ იტყოდი, მეგონა კალანდიას უჭერდი მხარს.
- სანდრექს, მაპატიე, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ალექსს ვეთანხმები. რენე ვერ იქნება ამ ყველაფრის ორგანიზატორი.
- რატომ? გაქვს საამისო მიზეზი?
- მაქვს.
ამოვიოხრე და წამოვდექი. ჩემს ოთახში შევედი და ტუმბოზე დადებულ წუხანდელ ამოპრინტერებულ ფურცლებს ხელი წავავლე. უკან გამოვბრუნდი და სანდროს ცხვირწინ დავუყარე.
- ეს რა არის? - დაბნეულმა აკინძული ფურცლები გადაათვალიერა.
- ეს რენეს სამედიცინო ცნობაა.
- რა?
- იმ ღამეს, როდესაც სესილი დაიღუპა და რენემ მისი გვამი აღმოაჩინა, ბავშვს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. ხუთი საათის განმავლობაში ასეთ საზიზღარ სურათს, რომ უყურებ თან პატარა ხარ და თან ეს გვამი დედაშენს ეკუთვნის, მგონი უსიტყვოდ ვთანხმდებით, რომ ეს მოსალოდნელი კიარა ბუნებრივიც იყო.
- და მერე? - ამომხედა გაფითრებულმა.
- იმ საღამოს როცა შენ და კალანდიამ იჩხუბეთ, ალექსმა რაღაც თქვა. ეს სიტყვა გონებაში ჩამრჩა და გადავამოწმე.
- ასე თქვა მიკვირს კიდეც, რომ არ გაგიჟდაო.
- ჰო, ამიტომ რენეს ისტორიის ამოქექვა დავიწყე. შენი პროგრამა უნებართვოდ გამოვიყენე, მაგრამ მთავარია შედეგი მომცა. ნოვამ შვილი იმ ღამის შემდეგ ფსიქიატრიულში გაამწესა. მანდ ექიმის ჩანაწერებია, მაშინ პაციენტებზე ყოვედღიურ მოხსენებებს ადგენდნენ. ექიმი წერს, რომ ბავშვს მწვავე ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებოდა. სიბნელეში ვერ ჩერდებოდა, შუქს ჩაუქრობდნენ თუ არა, მაშინვე კივილს იწყებდა ბოლო ხმაზე და არა მარტო ეს, წყლის შიში დასჩემდა. ბავშვის ფეხებთან დედამისის სისხლის გუბე იდგა, პატარამ კი თავისებურად აღიქვა ეს ფაქტი და კარგა ხნის განმავლობაში ყოველგვარი სითხის დანახვისას ჭკუიდან იშლებოდა. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში რენეს საწრუპით და დახურული ჭიქებით ასმევდნენ წყალს.
- ის სრულებით ჯანმრთელია, ის... ის ხომ ამხელა კომპანიას მართავს?!
სანდროს მკვდრისფერი დაედო სახეზე, შევამჩნიე რომ, რენე იმდენად შეეცოდა, არ უნდოდა იმის დაჯერება რასაც ისმენდა.
- ორი წელი გავიდა, ბავშვს კი გამოჯანმრთელების არაფერი ეტყობოდა, ამიტომ ექიმებმა ნოვას რადიკალური ზომების მიღება შესთავაზეს. უთხრეს, რომ სხვა შემთხვევაში ბავშვი ნორმალურ ცნობიერებას ვერასოდეს დაიბრუნებდა.
- რას გულისხმობ?
- შოკური თერაპია, - სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადავიყარე და საბუთებს შიშით გავხედე - იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ძალიან პატარა იყო, ნოვას ეშინოდა, რომ რენეს რამე დაუშავდებოდა. თან იმ პერიოდში კლინიკებში ამ მეთოდს მაინცდამაინც არ სწყალობდნენ. ამიტომ ექიმმა ნოვა გააფრთხილა, რომ მკურნალობაზე დათანხმების შემთხვევაში, თუ რამე ისე არ წარიმართებოდა, მთელი პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრებოდა.
- მერე, დათანხმდა?
- ჯერ უარი უთხრა და ბავშვი სახლში წამოიყვანა. იფიქრა ოჯახური გარემო უკეთ უმკურნალებს ვიდრე თეთრხალათიანი უგრძნობი ექიმებიო. ნოვას მაშინ ელენა ჰყავდა ცოლად და ის უკვე დუჩეზე იყო ფეხმძიმედ. რენე თავიდან თითქოს შეეგუა კიდეც სიტუაციას, მაგრამ ერთ ღამეს შეტევა განუმეორდა. საძინებელში დანით ხელში შევიდა და ელენას გაფატვრა სცადა. ნოვას დროულად, რომ არ გამოღვიძებოდა ყველაფერი სავალალოდ დასრულდებოდა. მაშინ მიხვდა, რომ რენეს ასეთ ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა, ის ან სამუდამოდ საგიჟეთში უნდა გამოემწყვიდა, ან მისი შველა ეცადა უკანასკნელი იმედით.
- და დათანხმდა?
- ჰო.
- და რა მოხდა? იმოქმედა?
- ნაწილობრივ, მაგრამ ბავშვის ტვინი მაინც დაზიანდა. - თავი ავწიე და სანდროს აცრემლებულმა შევხედე - რენეს წარსული არ ახსოვს, სანდრექს. საერთოდ არაფერი არ ახსოვს. სულ რომ რამე დაენახა, ან შესწრებოდა დედამისის სიკვდილს, არაფერი ემახსოვრება. ყველა სიკეთესთან ერთად ნერვი დაუზიანდა და წამლების გარეშე თავის კონტროლი უჭირს. თუ აბებს არ მიიღებს, თავი ისე სტკივდება, რომ ცხვირიდან სისხლი სდის.
- ამიტომ მალავს ნოვა თავისი პირველი ცოლის გარდაცვალების ამბავს?
- ჰო, რენეს დღემდე ჰგონია, რომ დედამისთან ერთად ავტოკატასტროფაში მოჰყვა და ნერვიც ასე დაუზიანდა, დედა გარდაეცვალა თვითონ კი გადარჩა.
- მერე? ჩანაწერები? ცნობები?
- ნოვამ ვინც შეეძლო ყველა მოისყიდა, რომ ამაზე სიტყვა არ დაეძრათ არასოდეს! ქალაქი კი გამოიცვალა და თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ეშინოდა, ვერ ბედავდა რენეს სახლში მოყვანას. ფიქრობდა, რომ ის მის უმცროს ძმას რამეს დაუშავებდა, ნუ მე ასე ვფიქრობ, სხვა რა მიზეზით გააგზავნიდა ნათესავებთან? ბოლოს კი როცა წამოიზარდა საერთოდ საფრანგეთში გაუშვა, აქაურობას გაარიდა და ამით თავიც დაიზღვია.
- არ ვიცი... არც კი ვიცი რა ვთქვა.
- რენე ცუდი ადამიანი არ არის, სანდრექს. მას დღემდე შემორჩა წყლის შიში, მაგრამ როცა კალანდია იხრჩობოდა, არც კი დაფიქრებულა ისე გადახტა წყალში მის გადასარჩენად. როგორ ფიქრობ, ამ ბიჭმა საკმარისი ტანჯვა არ გამოიარა? კალანდიას და მირიანის ბრალეულობა სესილის სიკვდილში მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ჰიპოთეზაა, რადგან ასე სურათი ლოგიკურად ლაგდება. ვინ შეიძლება იყოს მკვლელი? ვინც არ უნდა იყოს, მაშინ გამოდის, რომ მან იცოდა სიმართლე, რაც მოხდა ოცი წლის წინათ და რატომ ამოქმედდა მაინცდამაინც ახლა? ამდენი ხანი რას უცდიდა? და თუ მე ვცდები და კალანდიას არაფერი აკავშირებდა სესილისთან, მაშინ რის გამო დახოცეს ეს ორი? მე კი ეჭვი არ მეპარება, რომ სესილი მოკლეს. სხვანაირად დეტექტივი ასე სწრაფად არ შეიცვლიდა აზრს, ის მოისყიდეს, რომ გაჩუმებულიყო. მაშინ თუ არა კალანდიას, ვის უნდა მოეკლა სესილი?
- ბევრი რამე გამოვქექეთ, - გაღიზიანებულმა საბუთები მაგიდაზე მიყარა - მაგრამ პასუხების ნაცვლად კიდევ უფრო მეტი კითხვა მივიღეთ!
- არადა მგონია, რომ ყველაფერი მარტივადაა, უბრალოდ ჩვენ რაღაც ნაწილები გვაკლია, რაც სურათს სრულყოფილს და გასაგებს გახდის. ნოვასთან საუბარმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. ეს კაცი გამოირიცხა ეჭვმიტანილების სიიდან, დაგვრჩა შევჩენკო და ის დამპალი მესხიშვილი.
- რას ჩააბჟირდი ამ შევჩენკოს? მერედა რა რომ იმ ჩეჩენთან კავშირი აქვს?
- ნწ, ჩეჩენი ცალკე თემაა. შევჩენკო და კალანდია ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ვაკვირდებოდი ამ ორს წვეულებაზე და შევამჩნიე მათი სახეები, როდესაც დუბაის ელჩმა დუჩე ცალკე გაიყვანა. ერთმანეთს შეფარვით გადახედეს, არ დამავიწყდება ეს მზერა. იმ წყეულ ლილიპუტს კავშირი აქვს მთელს ამ ნაგავთან. კალანდიას ოფისში დიდი ვერაფერი ვიპოვე, მაგრამ მაინც ბრმად მჯერა, რომ კოლიბრის ამბავი მის გარეშე ვერ გამოვიდოდა. მირიანის ავანწიურა ვერ იქნება, მთელი ეს დავიდარება.
- ჩვენს საუბარში უფრო მეტი ვარაუდია ვიდრე ფაქტი, ასე შორს ვერ გავფრინდებით!
- ვარაუდის გარეშე კი ფაქტამდე ვერ მიაღწევ. და მე სულაც არ ვემხრობი იმ აზრს, რომ ფაქტი ყოველთვის ყველაფერზე მეტყველებს. ამ მოსაზრების სიმცდარეში ბევრჯერ დავრწმუნდი. ნუ წუწუნებ, ახლოს ვართ! ვგრძნობ ამას!
- კარგი, - სანდრო უკან გადაწვა და სკამი ორ ფეხზე ააყირავა. სათვალე მოიხსნა და თვალები მოისრისა - მომიყევი რა გითხრა ნოვამ, როცა აცნობე, რომ მისი ძვირფასი ბიჭის შეყვარებული გაიძვერა დეტექტივია?
- მითხრა ჩემს შვილს ცოლად გაჰყევიო, - ისე უდარდელად ვუპასუხე გეგონებოდა პურის ფასს მეკითხებოდა.
- რაო?
თავი ვერ შეიკავა, სკამი აუყირავდა, უკან გადაქანდა და გამეტებით დაენარცხა იატაკს. შეშინებული ფეხზე წამოვვარდი.
- სანდრო!
- კარგად, ვარ... კარგად... წელი... წელი გამიშეშდა ამის დედამოვტყან! რას მიდგახარ, დამეხმარე!
სულგამწარებულმა ხელი ამიქნია. თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამიტყდა. სანდრომ ვერადავერ ისწავლა სენსაციური ამბების მშვიდად მიღება.


თავი მეშვიდე
- სია... - კალანდიამ შუბლშეკრულმა გამომხედა - არ მომწონს ეს აზრი.
- ალექს! ახლა თუ იქ არ მიხვალ, ამას მოგვიანებით აუცილებლად ინანებ.
სასაფლაოსგან მოშორებით, მანქანაში ვისხედით და შეკრებილ შავოსნებს შორიდან ვადევნებდით თვალს. ჯერ არ მენახა ვინმეს გასვენებაში ამდენ ადამიანს მოეყარა თავი. მათი შემხედვარე ალექსის სიტყვებში ვრწმუნდებოდი, მეეჭვებოდა, რომ ამდენ ბრბოში ერთი ადამიანი მაინც მოიძებნებოდა, რომელსაც ამ ცივი, გულქვა და სასტიკი კაცის სიკვდილი გულწრფელად ადარდებდა. შავად გადაპენტილი სასაფლაო სვავების აღლუმს მაგონებდა. თვალთმაქცი ლეშისმჭამელები სანახაობის საყურებად შეკრებილიყვნენ.
ზოგს ველური ინტერესი ჰკლავდა. უნდოდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ ლევან კალანდია ნამდვილად გამომემშვიდობა ამქვეყნიურ წუთისოფელს და მკვდრის გარშემო ისე დაფუთფუთებდნენ, როგორც მატლები გახრწნილი ლეშის წინ. ალბათ როგორი სასიამოვნოა, როცა შენს მოსისხლე მტერს დამარცხებულს და სამუდამოდ გაციებულს ხედავ, არა? ზიზღით გამაჟრჟოლა. შავებში გამოწყობილი სვავების ნაწილს კი საქმიანი პარტნიორები წარმოადგენდნენ, რომლებსაც სახეზე ხარბი გამომეტყველება დასთამაშებდათ. ნეტავ კალანდიას სიკვდილი მათი აქციების ფასს რამდენი პროცენტით გაზრდიდა?!
ყველაზე ამაზრზენი მაინც ის მომენტია, როცა შენს დასაფლავებაზე ხალხი მხოლოდ სეირის საყურებლად მოდის. ამაზე დიდი სასჯელი რა გინდა? უკანასკნელ გზაზე საყვარელი ადამიანების ნაცვლად მტრები, რომ გაცილებენ გესლიანი და შხამიანი ღიმილით. ამას ისევ უჭირისუფლოდ ყოფნა სჯობს, ჩემი აზრით.
ვუყურებდი ამ საჯარო ცირკს და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, მე რას ვგრძნობდი ამ მანიაკის მიმართ? გიპასუხებდით, რომ სულ ცალ ფეხზე მეკიდა და მეტიც შეიძლებოდა გულის სიღრმეში მიხაროდა კიდეც, ერთი მტრით ნაკლები რეალობა და ამ დამოკიდებულებით, არც არაფრით განვსხვავდებოდი ჩემს წინ შეკრებილი შავოსნებისგან, რომლებსაც ზიზღით ვათვალიერებდი, მაგრამ როცა ჩემ გვერდით მჯდომ ალექსს ვუყურებდი, ყველა ბოროტი ფიქრი და აზრი გონებიდან მიფრინდებოდა. მე გულწრფელად ვუთანაგრძნობდი მეგობარს მამის გარდაცვალებას და იმ წამს არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს კაცი რას წარმოადგენდა პირადად ჩემთვის, ან დანარჩენი სამყაროსთვის.
- სია, არ მინდა იქ მისვლა. არ მინდა დედაჩემის უემოციო და გაქვავებული სახის დანახვა, არ მინდა ამ ხალხს თვალი გავუსწორო, ზიზღს მგვრის ეს მასკარადი. ძალიან გთხოვ, წავიდეთ აქედან!
- მამაშენის ნახვა გინდა? - ვკითხე ხმადაბლა - უკანასკნელად. მითხარი, გინდა? გულწრფელად მიპასუხე.
ხმა არ ამოუღია, ფრჩხილს ნერვიულად იკვნეტდა და ფანჯარაში იყურებოდა, სარკეში მისი აწყლიანებული თვალები შევნიშნე. ეჰ, ლევან, ლევან... შენი ყველაზე დიდი დანაშაული შენ მიერ ჩადენილი სიბოროტეები არ არის, გარეწარო! ნეტავ შენს შვილს ხედავდე ახლა, მას იმის აღიარებისაც კი რცხვენია, რომ შენი უკანასკნელად ნახვა სურს. ამაზე მწარედ, ადამიანის ზღვარგადასული მრისხანებაც ვერ დაგსჯის.
- კარგი, - მანქანის ქვედა უჯრა გამოვაღე და შავი პარიკი გამოვაძვრინე.
- რას აკეთებ? - შემომხედა გაოცებულმა.
- წამოგყვები. - თმა მაღლა ავიკეცე, კოსად შევიკარი და თავზე პარიკი მოვირგე.
- ხომ არ შეიშალე?! - შემიბღვირა გაბრაზებულმა - შენი გამოჩენა სახიფათოა, მითუმეტეს აქ! ვერ ხედავ რამდენი ახვარი ირევა? ვინმემ რომ გიცნოს?
- შენი აზრით ასე რატომ ვიკაზმები? - თვალებში ლინზები ჩავისვი და გრძელ თმაზე შავი კეპი ჩამოვიფხატე. - შენი სათვალეც მათხოვე და...
კალანდიას თავზე წამოცმულ მზის სათვალეს გადავწვდი და ცხვირზე მოვირგე. საკუთარ ანარეკლს სარკეში თვალი შევავლე, ცუდი არ იყო.
- სია, ამას რატომ აკეთებ? ხომ იცი, რომ ეს სახიფათოა? საფრთხეში ვერ ჩაგაგდებ იმ კაცის გამო, რომელმაც შენც და დუჩესაც ბევრი უბედურება მოგიტანათ.
- მე ამას მისთვის არ ვაკეთებ, - სათვალე ოდნავ ჩამოვწიე და კალანდიას მკაცრად გავხედე - გამოადგი ფეხი, თორემ ძალით გადმოგათრევ. მერე ეკე უნდა ვინახულო, წამლები მაქვს მისატანი.
- ყოველთვის ყველაზე ზრუნავს, - თავი უკმაყოფილოდ გააქნია, კარი გააღო და გადავიდა, მეც მივყევი.
შავი ქურთუკი შევისწორე, გრძელი შავი თმა მხრებზე და სახეზე ჩამოვიყარე და შუბლზე კეპი ჩამოვიფხატე. წესით ჩემში სია ძნელაძე ვერავის ვერ უნდა ამოეცნო. ალექსი შეყოყმანდა, აშკარა იყო, რომ წინ წასვლა მთელი არსებით უჭირდა.
- ყველაფერი რიგზეა, - ვუჩურჩულე ყურში და ხელი ჩავჭიდე - წავედით, მას უკანასკნელად უნდა დაემშვიდობო. იქნებ ამან ტკივილი ოდნავ მაინც შეგიმსუბუქოს.
ყბაზე კუნთი დაეჭიმა და ხელზე ხელი ძლიერად მომიჭირა. ბოლოს თავს მოერია, სასაფლაოსკენ გააბიჯდა და თან გამიყოლა. მისმა გამოჩენამ ხალხში შესამჩნევი ეფექტი მოახდინა. ყველა ალექსს მიაჩერდა და ხმადაბლა აჩურჩულდნენ, მასთან ერთად კი მეც ეჭვით მაკვირდებოდნენ. კალანდიას მობუზული მივყვებოდი გვერდში და ვცდილობდი დაჭყეტილი თვალებისთვის ყურადღება არ მიმექცია. ხანდახან როგორი უკულტუროები და უტაქტოები ვართ ადამიანები, ზღვარგადასულ ცნობისმოყვარეობას გლოვის დროსაც ვერ ვივიწყებთ!
სასაფლაოს მივუახლოვდით, ხალხი ორად გაიყო და წინ გაგვატარეს. ლევან კალანდიას კუბოსთან ნოვა ქავანა და შევჩენკო შევნიშნე. ორივეს მიტკალივით გაჰფითრებოდა სახე და გაშტერებულები დასცქეროდნენ ლევანის უკანასკნელ თავშესაფარს. ნოვას სევდიანმა თვალებმა აღმაფრთოვანეს, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდა კალანდიას ცოდვები, აშკარა იყო, რომ მისმა სიკვდილმა დიდი დარტყმა მიაყენა. პარდოქსია და ალბათ ცხოვრებისეული ირონიაც, რომ ხშირად თანაგრძნობას იმ ადამიანებისგან ვიღებთ ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ვიმსახურებთ.
შევჩენკოს კი გაფითრებულ სახეზე არაფრისმთქმელი გამომეტყვეელბა ეხატა, თითქოს ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა მომხდარს და ნოვას მხარზე გაუცნობიერებლად უთათუნებდა ხელს. მის თვალებში სინანული ვერ ამოვიკითხე. უგრძნობ ქვეწარმავალს თვალი ავარიდე და ხალხი მოვათვალიერე. ჩემი ყურადღება ერთმა ადამიანმა მიიქცია, რომლის მხარზეც, შავ, ელეგანტურ კაბაში გამოწყობილ ქალს თავი ჩამოედო და სახეზე უხმოდ ჩამოსდიოდა ცრემლები.
გაბურძგნული ხუჭუჭა თმა, თეთრი სახე, მძიმე ქუთუთოებიანი, ჩაშავებული უპეები, მონაცრისფრო-მომწვანო თვალები და დახვეწილი სახის ნაკვთები, თითქოს მოქანდაკეს განსაკუთრებული სიყვარულით გამოუძერწავსო, ძალიან მაგონებდა ერთ პიროვნებას - ეს რენე ქავანა უნდა ყოფილიყო, დუჩეს უფროსი ნახევარძმა. გენი მაინც გენია-თქო, გავიფიქრე მოხიბულულმა. მასზე ჩახუტებულმა ქალმა როგორც კი შეგვნიშნა, მაშინვე თავი წამოსწია და ბაგეები აამოძრავა, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ყელიდან ხმა არ ამოსდიოდა. რენეს ჩამოეხსნა და არეული ნაბიჯით ჩვენკენ გამოემართა.
სავსე ტუჩების მოყვანილობამ და თვალის ჭრილმა ალექსის ვიზუალი მომაგონეს, ეს მანჩო იყო, კალანდიას დედა. მისმა სილამაზემ აღმაფრთოვანა. მაღალს და ტანკენარს გრძელი ყავისფერი თმა ზემოთ აეწია და სქელ ნაწნავად წელამდე სწვდებოდა. გაფითრებულ სახეზე მაკიაჟი არ ესვა, მაგრამ არც სჭირდებოდა, ბუნებირავად ეშხიანს, გამოკვეთილი ღაწვები და უცნაური ჭრელი თვალები ამშვენებდა. გრძელი წამწამები ცრემლებისგან ერთიანად დასველებოდა. გულში გავიფიქრე, ნეტავ მასავით კიდევ ვინმეს, თუ უხდება გლოვა-თქო.
მაღალ ქუსლებზე სიარული უჭირდა, ან შეიძლება ეს ფეხსაცმლის ბრალი სულაც არ იყო და შვილის გამოჩენამ უკანასკნელი შერჩენილი ძალები ბოლომდე გამოაცალა, სევდისაგან დამძიმებულ კიდურებს. თხელ თლილ თითებს გამეტებით იგრეხდა და აკნაკალებული ტუჩებით ალექსს გაუბედავად უახლოდებოდა, თითქოს ეშინოდა, რომ შვილი ხელს ჰკრავდა, სახალხოდ უყვირებდა და თავიდან მოიშორებდა.
- მას სჭირდები და შენც გჭირდება ის, მიდი დედაშენთან, - წავჩურჩულე ყურში, ხელი გავითავისუფლე და გვერდში მსუბუქად ვუბიძგე.
კრიჭაშეკრულმა ერთი ნაბიჯი გაუბედავად გადადგა, შემდეგ მეორე და დედამის მოეხვია. მანჩო შვილს გულში ჩაეკრა და მოთქმით ატირდა. მის ხმაზე კი ნოვამ თავი ასწია, ჯერ ალექსს შეხედა, შემდეგ მე გამომხედა. უკან დავიხიე და ხალხს შევერიე, ვეცადე რაც შეიძლებოდა ნაკლებად მიმექცია გარშემომყოფების ყურადღება. წარმოდგენა არ მქონდა ნოვამ მიცნო თუ არა, მაგრამ ჩემთვის აღარ შემოუხედავს. ალექსს მამაშვილურად გადაეხვია და ბეჭებზე ხელი მოუთათუნა.
- გამოჩნდა, როგორც იქნა, - მომესმა ჩემს გვერდით მდგომი მამაკაცის დამცინავი ჩურჩული - მეგონა, საკუთარი შვილიც მიაფურთხებდა მის საფლავს.
- ღირსი არ იყო, თუ? - უპასუხა მეორემ და გესლიანად ჩაიცინა - მაგ ახვარმა, იმდენს გაუმწარა სიცოცხლე, დაიმსახურა კიდეც შვილისგან სახეში შეფურთხება. აქ კიდევ უფრო მეტ ხალხს ველოდი, ისინი მისთვის პატივის მისაგებად არ მოსულან. უნდათ, რომ ბოლოს და ბოლოს დამარცხებული და მიწასთან გასწორებული იხილონ. მე პირადად ეს ფაქტი ძალიან მართობს.
- უცნაური იუმორის გრძნობა გქონიათ, ბატონო ვახტანგ! - მომესმა ცივი და ოდნავ ხრინწიანი ხმა.
თავი ხმისმიმართულებით მივაბრუნე. რენეს შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაეწყო და ცივი და სუსხიანი მზერით ხვრეტდა ჭორიკნებს. შავი შარვალი და გულთან ოდნავ შეხსნილი შავი პერანგი მის რძისფერ და დახვეწილ სახის ნაკვთებს იდეალურად გამოკვეთდა. გრძელი ლაბადა მხრებზე მოეხურა და ნელა მოაბიჯებდა ჩვენკენ.
- გასაგებია, რომ ადამიანი არ მოგწონდათ, მაგრამ იქნებ მის ოჯახს ცოტაოდენი პატივი სცეთ მწუხარების ჟამს, თქვენი ზიზღი როგორმე დაიოკოთ და ზღვარგადასულ სულმდაბლობას, როგორმე შეეწინააღმდეგოთ?
ტუჩზე ვიკბინე, რომ არ გამცინებოდა. ქავანებისთვის დამახასიათებელმა ტემპერამენტმა გონებაში ტკბილი მოგონებები ამიშალა. უხეშ სტუმრებს სახეები აუჭარხლდათ და უხერხულად შეიშმუშნენ. რენე წინ გადაუდგა ორივეს და ზიზღნარევი მზერით შეათვალიერა.
- თქვენი საზოგადოება მაღიზიანებს! მოვითხოვ, რომ აქაურობა ახლავე დატოვოთ, სანამ ზრდილობის ეტიკეტს გადავაბიჯე და დაცვის დახმარებით ისე გაგაპანღურეთ აქედან, როგორც იმსახურებთ!
იმან, რომელსაც ვახტანგი უწოდეს, მეგობარს მკლავში გამოსდო ხელი და ფაცხა-ფუცხით გაეცალნენ სასაფლაოს. რენემ ბასრი მზერა გააყოლა ზურგით მიმავლებს და სავსე ტუჩები ზიზღით მოეღრიცა, შემდეგ კი ყურადღება ჩემზე გადმოიტანა, დავიძაბე.
- გამარჯობა, - მომიახლოვდა და თავაზიანად მომესალმა.
- გამარჯობა.
- ალექსთან ერთად დაგინახეთ, მისი მეგობარი ხართ? - მკითხა ინტერესით და გვერდით ამომიდგა.
- დიახ.
- მაპტიეთ, უხეშად გამომივიდა, თავი არც კი წარგიდგინეთ, - ჩაიღიმა და ხელი გამომიწოდა - მე რენე ვარ, რენე ქავანა, ალექსის მამა და მამაჩემი ბიზნესპარტნიორები იყვნენ.
დავიძაბე, რა უნდა მეთქვა? გამარჯობა, მე სია ძნელაძე ვარ, შენი უმცროსი ძმის შეყვარებული-თქო? სასაცილო სიტუაცია იქნებოდა, რატომღაც გონებაშიც კი არ გამეღიმა ამ მომენტზე.
- სისი, სისი ჩხეიძე, მე და ალექსი კურსელები ვართ.
ხელი ჩამოვართვი და ზრდილობიანად გავუღიმე. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და იმედი მქონდა, სისი ამ პატარა ტყუილისთვის არ გამინაწყენდებოდა.
- სასიამოვნოა.
გამიღიმა მომხიბვლელად და ალექსს გახედა. უნებურად თვალი მისი თანდაყოლილი ლაქასკენ გამექცა. როგორც კალანდიამ თქვა, ნახევარმთვარის ფორმის ყავისფერი შრამი, ყურს ქვემოთ, კისერთან მოუჩანდა. გონებაში ჩემი და სანდროს წუხანდელი დიალოგი ამომიტივტივდა, უცებ წარმოვიდგინე, როგორ იყო ჩაცუცქული ოთახის კუთხეში პატარა რენე და თვალებდაჭყეტილი დედამისის გვამს საათობით აკვირდებოდა.
მარტო წარმოსახვაზეც, კი ლამის ფსიქიკა შემერყა, წარმომიდგენია ის რას იგრძნობდა იმ წამს. თუმცა, ზრდასრულ რენეს საერთოდ ვერ შეატყობდით წარსულის ჭრილობებს, რატომღაც უფრო სხვანაირი წარმომედგინა.
- მე და ალექსი ახლოს არასოდეს ვყოფილვართ, - დაილაპარახა ხმადაბლა ისე, რომ მანჩოსთვის სევდიანი თვალები არ მოუშორებია, საშინლად დამწუხრებული შვილს გულში ჩაკვროდა და სუსტი მხრები ტირილისგან უცახახებდა - მაგრამ, ის კარგი ადამიანია. შეიძლება მამამისი სამაგალითო პიროვნება არასოდეს ყოფილა, მაგრამ მის განსასჯელად ეს შესაფერისი ადგილი არ არის.
- გეთანხმებით.
- ჩემი ძმა და ალექსი ერთ დროს მეგობრები იყვნენ, - მზერა ჩემზე გადმოიტანა, წარბებს შორის ოდნავ შესამჩნევი ნაოჭი გასჩენოდა - თუ მასთან ახლოს ხართ, გეცოდინებათ, რომ ეს ფაქტი წარსულს ჩაბარდა.
- დიახ...
მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე, დუჩეს ხსენებაზე მთელი ტანით დავიძაბე, ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩავმალე, რომ აკანკალებული თითებისთვის თვალი არ მოეკრა.
- ალბათ, უკვე ყველამ იცის, რომ ლევან კალანდიას მკვლელობაში დუჩეს ადანაშაულებენ.
- სისულელეა! - ეს სიტყვა იქამდე მოსწყდა ბაგეებს, სანამ ენას კბილს დავაჭერდი. მეტისმეტად მგზნებარედ წამომცდა - იმის თქმა მინდა, რომ ამის არავის სჯერა. დუჩე ჩვენი კურსელია, ყველამ კარგად ვიცით, რომ ის მკვლელი არ არის!
- მიხარია ამის მოსმენა, - ტუჩებზე ღიმილი გაუკრთა - მართალია ლევანს და დუჩეს კარგი ურთიერთობა არასოდეს ჰქონიათ, მაგრამ ჩემი ძმა მკვლელი არ არის. ის ვერავის გაიმეტებს სასიკვდილოდ, თუნდაც ის ამას იმსახურებდეს. ყველაფერი მისი ფიცხი ხასიათის ბრალია.
- ელაპარაკეთ? შეძელით მასთან გასაუბრება? - თავი მაინც ვერ შევიკავე და ყველაზე მეტად რაც მაინტერესებდა პირდაპირ ვკითხე.
- თქვენობით საუბარს თუ არ შევეშვებით არაფერი გამოვა, - ჩაიღიმა და ეშმაკურად გამომხედა.
- კარგი, ინახულე? - მოუთმენლობისგან სული მელეოდა.
- კი, ვნახე.
- მერე? როგორ არის? თავს როგორ გრძნობს? რამე ხომ არ უჭირს? ცუდად ხომ არ ექცევიან? დარდობს?
- ასე რატომ ღელავ მასზე?
ტუჩებზე ისევ ღიმილი დასთამაშებდა, უნებურად გავიფიქრე, უკვე ყველაფერი იცის და ელოდება თვითონ როდის გამოვტყდები-მეთქი. ალბათ ნოვამ ჩვენი საუბრის შესახებ ყველაფერი უამბო, ყველაფერი თუ არა ნაწილი მაინც, ავირიე.
- უბრალოდ მიპასუხე, - ხმაში სასოწარკვეთა გამომერია.
- როგორც ყოველთვის შეუვალი და ფიცხია. ხანდახან მგონია, რომ სამყაროში ვერაფერი მოერევა ჩემს უმცროს ძამიკოს, - თვალებში სითბო ჩაუდგა - დეტექტივს დაკითხვაზე ჰყავდა, მაგრამ ეტყობა იქაც თავისებურად გააფრინა და გამომძიებელს ყბაში მოსდო. მესხიშვილის ტუჩი გახეთქილი ჰქონდა.
რენეს ჩაეცინა და თავი გააქნია. ღიმილისგან თავი ვერ შევიკავე, როდის იყო დუჩეს მუშტები ვინეს წოდებას ან წარმომავლობას ითვალისწინებდნენ? სულ მალე ციხიდან გამოვიდოდა... სულ მალე, ცოტაც... ნოვამ ხომ მითხრა გამოუშვებენო? მალე ვნახავდი... გულისცემა ისე გამიხშირდა, არ გამიკვირდებოდა გვერდზე მდგომ რენეს ხმა, რომ გაეგო.
- ადვოკატებს ესაუბრე? როდის გამოუშვებენ? მას არაფერი ჩაუდენია!
- სისი, - მთელი ტანით ჩემკენ შემობრუნდა და ყურადღებით მომითვალიერა სახე - ასე რატომ განიცდი? დუჩეს მიმართ გრძნობები გაქვს?
- ამას რამე მნიშვნელობა აქვს?!
- არსებითად არც არანაირი, პირადი ინტერესია მხოლოდ.
- შეუძლებელია ახლოს გაიცნო და არ შეგიყვარდეს, - წავიჩურჩულე გრძნობამორეულმა - ის ყველაზე კარგი ადამიანია, ვისაც კი ოდესმე ცხოვრებაში შევხვედრივარ.
გრძნობებს ავყევი და ზედმეტი წამოვროშე. მთელი ჩემი ცოდვილობა, რომ არაფერი შემემჩნია, წყალში ჩამეყარა. რენემ ერთხანს ყურადღებით მათვალიერა, შემდეგ მზერა მესაფლავეებზე გადაიტანა, რომლებიც კალანდიას კუბოს, აქეთ-იქიდან ამოჭერილი თოკებით, ფრთხილად დებდნენ მიწაში.
- ადვოკატს ვესაუბრეთ, იქიდან გამომდინარე, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა გირაოზე ყოყმანობენ, მაგრამ ამას მოვაგვარებ.
- რენე... - ჩემკენ შემობრუნდა და ინტერესით შემომხედა. მზის სათვალე მოვიხსენი და თვალი გავუსწორე - შეგიძლია... როცა მას ნახავ... შეგიძლია, რაღაც გადასცე?
- რა გინდა, რომ ვუთხრა?
- მარწყვის ჩუპაჩუპსი... - ტუჩები ამიკანკალდა, ლოყები კი საშინლად ამეწვა - უბრალოდ უთხარი, მარწყვის ჩუპაჩუპსი...
- უკაცრავად?
სახეზე დაბუნეულობა აღებეჭდა, ალბათ იფიქრა მეკაიფებაო, ან ცოტა აკლიაო, მაგრამ თვალებში, რომ შემომხედა მზერა შეეცვალა.
- კარგი, ვეტყვი, მხოლოდ ეს?
- ჰო, მხოლოდ ეს.
- გადავცემ.
- გმადლობ. - შევბრუნდი და წასვლა დავაპირე.
- სისი...
- დიახ, - შევჩერდი და უკან მოვიხედე.
- ვინ ხარ? - წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გასჩენოდა და ინტერესით მაკვირდებოდა.
- შენთვის არაფერი, მისთვის ყველაფერი... - ჩავილაპარაკე უღონოდ.
სათვალე ცხვირზე მოვირგე, კეპი შუბლზე ჩამოვიფხატე და წამოვედი, იქ გაჩერება აღარ შემეძლო, კალანდიას ახლა დედასთან განმარტოება სჭირდებოდა, დრო იყო მათ შორის არეული სიტუაცია დალაგებულიყო. მე ჩემი ვალი შევასრულე, იქ აღარაფერი მესაქმებოდა და თან... არ შემეძლო იმ თვალების ცქერა, ვინც მას მახსენებდნენ. არ შემეძლო მის ნათესავებთან ახლოს ყოფნა და იმის გაანალიზება, რომ მისი რაღაც ნაწილი ახლოს იყო, მისი რაღაც ნაწილი და არა თვითონ. ამაზე ფიქრები მაგიჟებდნენ, მომენატრა... სიგიჟემდე მომენატრა. მანქანასთან მისული შევჩერდი და აცრემლებულმა ცაში ავიხედე... გათოვდა...



****
ეკეს საწოლთან გაქვავებული ვიჯექი და მდუმარედ ვუთვალიერებდი გაფითრებულ სახეს, წამლებისგან გაბრუებულს ღრმად ეძინა. ისე მშვიდად გამოიყურებოდა მისი შემშურდა კიდეც. გულის აპარატი რიტმულად წიკწიკებდა და ოთახში გამეფებულ სამარისებურ სიწყნარეს სევდის ნოტებით ავსებდა. გულზე დარდი მომაწვა, ეკესკენ დავიხარე, ხელზე ხელი მოვუჭირე, თავი მკლავზე დავადე და თვალები დავხუჭე.
გულში სევდას და დარდს ვეღარ ვიტევდი, აუტანელი სასოწარკვეთა და გიჟური მონატრება სხეულში გავარვარებული დანის პირებივით მესობოდა. ვიფიქრე თუ ჩემს მზეს შევეხები ცოტათი მომეშვება-მეთქი. ის ხომ მუდამ ახერხებდა ჩემს დამშვიდებას? ამჯერად არ გამოვიდა... პირიქით, გულზე შემოწოლილი სასოწარკვეთა გამიათკეცდა და თვალის კუთხეებიდან ცრემლებმა გამოჟონეს. კბილი კბილს დავაჭირე, რომ ბაგეებთან დამწყვდეული კივილი უკან ჩამებრუნებინა.
ოთახის კარი ჩუმი ჭრიალით გაიღო და ზღურბლზე ზურაბი გამოჩნდა, თავი ავწიე, ცრემლები სწრაფად შევიმშრალე და ექიმს ინტერესით გავხედე, უხმოდ მანიშნა გარეთ გამოდიო. ეკეს ბოლოჯერ შევავლე თვალი, დავრწმუნდი, რომ ღრმად ეძინა, წამოვდექი და ექიმს უკან გავყევი.
- რა ხდება? - ვკითხე აღელვებულმა.
- წამოდი, ჩაი გავაკეთე, ცოტა ნამცხვრებიც მაქვს. მთელი დღეა მასთან ხარ, პირი არაფრისთვის დაგიკარებია, ჩაი მაინც დალიე.
- გმადლობთ ზრუნვისთვის, მაგრამ...
- არავითარი, მაგრამ! - მომიჭრა მკაცრად და მაჯაში ხელი წამავლო - მე ყოველთვის ვზრუნავ ჩემს პაციენტებზე და ყოფილ პაციენტებზეც!
ჩამეღიმა და მორჩილად გავყევი უკან. ზურაბს სამზარეულოს მაგიდაზე ჩაი და ნამცხვრები გაემზადებინა, მისმა მეგობრულმა ჟესტმა გული გამითბო. მაგიდას მივუსხედით, ექიმმა ორთქლავარდნილი ჩაიდნიდან ჭიქებში ჩაი ჩამოასხა, ერთი ფინჯანი კი მე დამიდგა წინ.
- მიირთვი, მოცხარი და პიტნაა, ცოტათი დაგამშვიდებს.
- გმადლობთ, - ცხელ ჭიქას გაყინული თითები შემოვხვიე და ჩაბნელებულ ეზოს გავხედე, უკვე შუაღამე სრულდებოდა, აღარ თოვდა.
- შენი მეგობრის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. ძლიერი ბიჭია, მალე დადგება ფეხზე.
- მიხარია, ერთი სული მაქვს როდის გამოჯანმრთელდება. ტელეფონს და ტელევიზორს მოარიდეთ, მან დუჩეს შესახებ არაფერი უნდა გაიგოს.
- რა თქმა უნდა, ფხიზლად ვადევნებ თვალს. ძირითადად სულ სძინავს, როცა იღვიძებს სულ შენ და დუჩეს გკითხულობთ.
- ჯანდაბა, - სახეზე ხელი მოვისვი - არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს შევძლებ მის მოტყუებას.
- მალე სიმართლე გაირკვევა და დუჩე გისოსებს თავს დააღწევს, ყველაფერი მოგვარდება.
- იმედია... ყველაფერი მოვიტანე რაც გჭირდებოდათ? რომელიმე წამალი ხომ არ გამომრჩა?
- არა, ყველაფერი მაქვს, - გამიღმა და ჩაი მოსვა - ეს მოხუცი კაცი, მარტო ცხოვრებას ისე მივეჩვიე, რომ ჩემს სახლში ადამიანების სიმრავლე მაკვირვებს.
- იმედი მაქვს, დიდხანს აღარ შეგაწუხებთ, - უხერხულად შევიშუმშნე.
- არა, - ზურაბს გულთბილად გაეცინა - სიბერეში მყუდროება კი კარგია, მაგრამ ხანდახან ეს სიჩუმეც გაყრუებს ადამიანს. ახლა ვფიქრობ, რომ აქედან მალე წახვალთ და მომენატრებით ბავშვებო....
ლოყები ამეწვა, მისმა გულწრფელმა მზერამ ცოტათი გულიც კი ამიჩუყა. საერთოდ რა ჯანდაბა მემართებოდა? საკმარისი იყო რაიმე სენტიმენტალური მომხვედროდა ყურში, ან ვინმეს დუჩეს სახელი ეხსენებინა, რომ მაშინვე თვალზე ცრემლი მადგებოდა. ამ ბოლოს მეტისმეტად მგრძნობიარე გავხდი.
- გუშინ საინფორმაციოს ვუსმენდი, - უცებ დასერიოზულდა და დაკვირვებით შემომხედა - გავიგე, რომ „ბლექ სტოპის“ მსხვილი აქციონერი, გელა ჭყოიძე. საკუთარ აგარაკზე გამოიწვა. მასთან ერთად, კი ქალის გვამი აღმოაჩნიეს, სავარაუდოდ მისი საყვარელი უნდა ყოფილიყო, ქალის ვინაობა ჯერ უცნობია.
- მერე? რას ამბობს პოლიცია? - ვიკითხე უინტერესოდ, ახლა ჭყოიძე და მისი გახრწნილი საყვარელი ნაკლებად მაინტერესებდა.
- ამბობენ, რომ გაზის გაჟონვა მოხდა და აგარაკი ჰაერში აიწია.
ზურაბი ყურადღებით მაკვირდებოდა სახეზე, თითქოს თითოეულ სიტყვას ჩემს მიმიკებზე ტესტავდა.
- ამას მე რატომ მიყვებით? საერთოდ არ ვიცნობდი გარდაცვლილს.
- ამ ბოლო დროს თბილისში უცნაური ამბები ხდება, - ჩაილაპარაკა წარბშეკრულმა - ძალიან უცნაური! მკვლელობების მთელ სერიას დასასრული არ უჩანს. პირიქით, გზაზე უფრო და უფრო მეტი გვამი იყრება. მე არ მჯერა, რომ ჭყოიძე გაზის გაუმართავობის გამო აფრინდა ჰაერში.
- ზოგს უბრალოდ არ უმართელბს, ექიმო.
ჩაი მოვსვი, მომეწონა, მწარე და ტკბილი გემო ერთდროულად დაჰკრავდა ორთქლავარდნილ სითხეს. მართალია, მონტის ჩაის ვერც კი შეედრებოდა, მაგრამ ამასაც არაუშავდა.
- არა, ამას გამართლებასთან არავითარი კავშირი არ აქვს, სია... - ექიმი შეშფოთებით მომაჩერდა - ვიცი, რომ ამ ყველაფერთან რაღაც კავშირი გაქვს, უბრალოდ მინდა სიტუაციაში გავერკვე. უნდა ვიცოდე რას ველოდო მომავლისგან.
- თქვენ არაფრის ცოდნა არ გჭირდებათ, ექიმო, - ფინჯანი თეფშზე დავდგი და ზურაბს მზერა გავუსწორე - დააიგნორეთ ყველა ფაქტი რასაც ყურს მოჰკრავთ, ნუ დაიჯერებთ ტელევიზიის მიერ გადმოცემულ სისულელეებს. მათ წარმოდგენაც არ აქვთ სინამდვიელში რა ხდება და ამის ცოდნა თქვენც არაფერს გარგებთ.
- კი, მაგრამ...
- ძალიან გთხოვთ, - შევაწყვეტინე მოქანცულმა - ცოტახნით მინდა, რომ ამაზე არ ვიფიქრო, თორემ ალბათ გული გამისკდება...
მეც არ ვიცი იმ წამს ცრემლების შეკავება როგორ მოვახერხე (აი, ისევ!...), უბრალოდ არ მინდოდა უცხო ადამიანის წინაშე მეტირა. ექიმი დადუმდა, ერთხანს სევდიანად მიყურა შემდეგ, კი ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა.
- ახლა რომ მაგონდება, ჩემი და დუჩეს შეხვედრა... იმ სურათს ალბათ ვერასოდეს წავშლი ჩემი მეხსიერებიდან.
ყურები ვცქვიტე, თავი ავწიე და ექიმს ცნობისმოყვარეობით აღსავსე მზერით მივაჩერდი.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- სულ პირველად, ისეთი ნაცემი მომიყვანეს კლინიკაში თვალები შუბლზე ამივიდა. ნეკნები ჩამტვრეული ჰქონდა, ტუჩი და წარბი გაგლეჯილი, სახეზეც და ტანზეც უამრავი ჩალურჯება და სისხლჩაქცევა მოუჩანდა.
- რას ამბობთ?! - ხელები ამიკანკალდა - ასე ვინ მოექცა?!
- ანუ, შენთვის არ უთქვამს ტანზე ის ნაიარევები საიდან აქვს?
- არა, ვკითხე, მაგრამ პასუხს თავი აარიდა.
- უცნაური ბიჭია, - გაიღიმა და ნამცხვარს ქოქოსის ფანტელი მოაციცქნა - როცა ასეთ მდგომარეობაში ვიხილე მეგონა, რომ თავს დაესხნენ. მოგეხსენება ვისი შვილიცაა, ეს სტატუსი მას მთელი ცხოვრებაა დამღად ადევს. ბევრისთვის ეს ალბათ ჯილდოა, მისთვის კი ყოველთვის წყევლა იყო, სწორედ ამიტომ აიჩემა ის სულელური გატაცება.
- რომელ გატაცებას გულისხმობთ? - დაძაბული სკამზე შევსწორდი. ზურაბმა ჩაი მოსვა და წარბშეკრულმა ამომხედა.
- ქუჩის რესლინგი. წლების განმავლობაში, თითქმის ყოველ კვირა იმ წყეულ შეხვედრებზე დადიოდა და ჩხუბობდა.
- უკაცრავად? - ყურებს არ დავუჯერე.
- გლდანში ერთი დაწესებულებაა, რომელიც უკანონო ორთაბრძოლებს მართავს. ამ ორგანიზაციის შესახებ პოლიციამ არაფერი იცის, ან შეძლიება იცის კიდეც, მაგრამ ხმას არ სცემენ, არ ვიცი. ბრძოლა წესების გარეშეა, უხეში, დაუნდობელი და სასტიკი ადგილია.
- კი, მაგრამ, დუჩეს ასეთ ადგილას რა ესაქმებოდა?!
- უნდოდა ნოვას გავლენისგან თავი დაეღწია. თავისი ცხოვრებისგან შორს ყოფნა სურდა, თუნდაც დროებით, ამის გამო რადიკალურ ზომებს მიმართა. თავიდან ახალი მისული იყო და სასტიკად გაუსწორდნენ, მამამისი კინაღამ შეიშალა. ამბობდა ვიპოვი ვინც ეს ჩაიდინა და არ ვაცოცხლებო. გამკეთებელი იყო, მას სიგიჟემდე უყვარს შვილი, თავისებურად, მაგრამ მაინც.
- მერე?!
თურმე კიდევ რამდენი რამ არ მცოდნია მასზე! ეს ბიჭი დღითიდღე მაოცებდა. ვიცოდი, რომ თავზეხელაღებული იყო, მაგრამ ასე შორს წასვლა, თუ შეეძლო ვერ ვიფიქრებდი. ქუჩის რესლინგი და დუჩე? სერიოზულად?!
- სულ სხვა სურათს ველოდი, ვიფიქრე მამამის მოუყვება ეს ვინც გაუკეთა-თქო, მან კი უხეშად მოიშორა თავიდან, ჩემი ბრალი იყო, დავიმსახურე და მცემეს, თავი დამანებეო.
- თქვენ იცოდით? სიმართლე გითხრათ?
- ჰო, - გაეცინა და ნამცხვარს ჩანგლით გვერდი ჩამოათალა - ყველაფერი მითხრა და თან მკაცრად გამაფრთხილა საიდუმლოდ შეინახეო, კიდევ ბევრჯერ დამჭირდები და არ მინდა ჩვენი ურთიერთობა ტყუილზე იყოს აგებულიო. მისი სახიფთო გატაცება ხშირად ცუდად სრულდებოდა, ჩემთან დასერილი და აჩეხილი ბრუნდებოდა ხოლმე. ნოვა ხვდებოდა, რომ მისი შვილი რაღაც სახიფათო ამბავში იყო გახვეული, მაგრამ ვერაფერი გაიგო. დუჩე კარგად უმალავდა მამამისს სიმართლეს. ამიტომ მე მომაწვა, დაიჟინა ყველაფერი იცი და მითხარიო.
- შემდეგ?! - სკამზე დაძაბული შევსწორდი.
- ნოვას მალე მობეზრდა თავაზიანი საუბარი და მუქარაზე გადავიდა, შემეშინდა. ის და მისი მეგობრები სახიფათო და გავლენიანი ხალხია, თუ მოინდომებენ იოლადაც გაგსრესენ.
- რა გააკეთეთ?
- დუჩეს დაველაპარაკე, ვუთხარი მამაშენი მემუქრება-თქო. ცივად გაეცინა და მითხრა, არ ინერვიულო, ზედმეტად აღარავინ შეგაწუხებსო.
- მოახერხა?
- რა თქმა უნდა, - მისმა სიტყვებმა ამაყად გაიჟღერეს - გაგიკვირდება, მაგრამ დუჩე ერთადერთია, რომელსაც ნოვას კონტროლი შეუძლია.
- კი, ხშირად მომისმენია მსგავსი სიტყვები.
მაშინვე მამაჩემი გამახსენდა, საავადმყოფოში, რომ მითხრა ქავანას მოერიდე, უმართავი და გაუწონასწორებელია, საკუთარ მამასაც კი არ შეუძლია მისი კონტროლიო. ჩამეღიმა, მასში ყველაზე მეტად ეს თვისება მომწონდა. დუჩე ქავანას მოდრეკა არავის შეეძლო და ეს აზრი ძალიან მხიბლავდა. ექიმაა ჩემი გამომეტყველება შენიშნა და ჩაეცინა.
- ის ყველას თავბრუს ახვევს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მას აქვს ისეთი ღირსებები და თვისებები, რომელიც ბევრ ზრდასრულ მამაკაცსაც კი არ გააჩნია. ალბათ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მისით ძალიან ვამაყობ.
- დუჩე ძალიან გიყვართ...
- ის ყველას უყვარს. ერთგული მეგობარი, ღირსეული შვილი და ძლიერი პიროვნებაა. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს?...


****
- სიაა...
მომესმა ეკეს ნამძინარევი ხმა. ფანჯარას მოვშორდი და ღიმილით მივუახლოვდი მონატრებულ მეგობარს. ახალგაღვიძებულზე თვალები ისე უკაშკაშებდა, თითქოს ამომავალმა მზემ, მცხუნვარე სხივებით, ღრუბლებიდან გამოიჭყიტაო. ისეთი სიმპათიური იყო, გაფითრებული და გალურჯებული ტუჩებითაც კი, რომ თვალს მოგჭრიდათ.
- გაიღივძე, ძილის გუდა? - გვერდით მივუჯექი და სახეზე ნაზად ჩამოვუსვი ხელი. ჩემი თითები მუჭში მოიმწყვიდა და ტუჩებით მომეკრო.
- დიდი ხანია აქ ხარ? რატომ არ გამაღვიძე? - მკითხა ხრინწიანი ხმით.
- დასვენება გჭირდება, ახლა ბევრი უნდა იძინო, ნაკლები ილაპარაკო და ძალები მოიკრიბო, რომ მალე ფეხზე წამოდგე.
- რა ზურაბივით ლაპარაკობ! - შემიბღვირა უკმაყოფილოდ - მისი წამლების გადამკიდე სულ მძინავს, სხეული ტყვიასავით მაქვს დამძიმებული.
- როგორი წუწუნა ხარ! - გამეცინა - ტყვიით დაჭრა სურდო ხომ არ გგონია?! ტაიქოლდის ჩაის დალევ და ფეხზე დადგები? ამბიციური!
- არ შემიძლია უქმად წოლა, როცა ამდენი საქმე მაქვს... მართლა, დუჩე სად არის? - გული ისევ შემიფრთხიალდა, მიჭირდა ამ გამჭოლი მზერის გაძლება.
- აქ იყო, გელოდა როდის გაიღვიძებდი, წამლებიც მოგიტანა და დაგიბარა მალე დავბრუნდებიო, დაურეკეს და ისევ წავიდა.
- კომპანიაში პრობლემებია? - სახეზე მღელვარება დაეტყო - კალანდიას ამბავი დიდ აურზაურს გამოიწვევდა.
- ჰო, ნამდვილი საგიჟეთია. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ადამიანი იყო, ხელწამოსაკრავი პიროვნება არ ყოფილა.
- ალექსი ნახე? - გვერდულად გამომხედა - მამამისი...
- ვნახე, - კალანდიას მიტკალივით გაფითრებული სახე ჯერ კიდევ თვალწინ მედგა - განადგურებულია. როგორიც არ უნდა იყოს მშობელი, მაინც მშობელია...
ეკემ სევდიანად შემომხედა და ხელზე ხელი ძლიერად მომიჭირა. არ მინდოდა ამეღელვებინა და სახეზე სასწრაფოდ ღიმილი მოვირგე.
- მოკლედ, კარგით ვერაფერით გაგახარე...
- შენ როგორ ხარ? - მკითხა ხმადაბლა - მამაშენს ნახულობ? ან სად რჩები? რამე ხომ არ გიჭირს?
- მამაჩემთან კონტაქტი არ მაქვს, ახლა ეს სახიფათოა და არა, არაფერი არ მიჭირს, ჩემზე ნუ ღელავ.
- მის გვერდით არაფერი გაგიჭირდება... - თავისთვის ჩაილაპარაკა და თვალი ამარიდა. გულში მორიგი მწარე ჩხვლეტა ვიგრძენი.
- ჯერაც ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ მეგობრობთ. შეუცნობელია გზანი ღვთისანი?
ეკეს სახიდან ღრუბელი გადაეყარა და გაეცინა. ტოპაზისფერ თვალებს ისევ გამდნარი ოქრო ჩაეღვარათ სიღრმეში და თბილად აციმციმდნენ.
- ან კიდევ ცხოვრებამ ასე მოიტანა, - მიპასუხა გამხიარულებულმა, წელზე ხელი შემომხვია და ახლოს მიმაჩოჩა - მომიწვები?
- რატომ, ვერ ვზივარ? - სწერვასავით გამომივიდა. გაბრაზებულმა შემიბღვირა.
- ცუდი არაფერი იფიქრო, გოგო! უბრალოდ მსიამოვნებს ახლოს, რომ ხარ, ტკივილი მიქრება.
- დამპალი მანიპულატორი, ჩაიჩოჩე! ოღონდ ფრთხილად, ზედმეტი მოძრაობების გარეშე.
საბანზე ზემოდან წამოვწექი და ხელებზე თავი დავიდე. ერთმანეთს პირისპირ ვუყურებდით და უაზროდ გვეღიმებოდა. მისი მზერა დამამშვიდებლად მოქმედებდა ჩემზე.
- სია... - დაილაპარაკა ხმადაბლა და სახიდან თმა უკან გადამიყარა.
- მმ...
- ბედნიერი ხარ?
სევდიანად მიყურებდა, ტოპაზისფერი თვალების ჭრელ წიაღს უცნაური ემოციები დასთამაშებდნენ, მათ სიღრმეში ჩავიკარგე და მისი კითხვის შინაარსზე დავფიქრდი - გამახსენდა დუჩესთან გატარებული თითოეული წუთი და უნებურად ტუჩებზე ღიმილი გადამეფინა.
- ხანდახან...
- პასუხი არ მომეწონა.
გადაბრუნდა, ტუმბოზე დადებულ სიგარეტს გადასწვდა და ერთი ღერი ამოაძვრინა, სანთებელას ხელი წაავლო და გაუკიდა.
- შენთვის მოწევა შეიძლება? - გავხედე უკმაყოფილოდ.
- ხანდახან... - გააბოლა და ფიქრიანი მზერა ჭერს გაუშტერა.
- გაბრაზდი?
- ცოტათი.
- მე მიბრაზდები?
- საკუთარ თავს, - თვალები მოისრისა და სიგარეტს ნერვიულად მოქაჩა - სანამ მე აქ ვით ვწევარ, შენ საფრთხეში ხარ. დუდაევი ძებნას დამიწყებს, თუ უკვე არ მეძებს გამწარებული.
- ამ ყველაფერზე ნუ ფიქრობ, - მხარზე წამოვიწიე და შუბლზე ჩამოყრილი ქოჩორი უკან გადავუწიე. ხელზე ხელი წამავლო და მაჯაზე მაკოცა.
- როგორ არ ვიფიქრო?! - თავი ჩემკენ მოაბრუნა - თავისუფლად სუნთქვაც კი არ შემიძლია, როცა ვიცი რომ ის მანიაკი სადღაც ქუჩაში დაძრწის და იგივე ჰაერს სუნთქავს, რასაც შენ. ამაზე ფიქრს ვერ ვწყვეტ და თავს ძლივს ვიკავებ, რომ ეს წყეული მილები ვენებიდან არ ამოვითხარო!
- შენი ნერვიულობა სიტუაციას არ გამოასწორებს, პირიქით, გამოჯანმრთელებას შეაფერხებს და კიდევ დიდხანს მოგიწევს ზურაბთან ყურყუტი! - გამეცინა.
- არ გამახსენო, - სიგარეტის კოლოფი აიღო და შიგნით ჩააფერფლა - ეს კაცი მაგრად შევაწუხე და არა მარტო ის...
- რა გინდა მაინცდამაინც სიფათში შემოგცხო ცოტა აზრზე, რომ მოხვიდე?!
- შემოსალაწუნებელი ნამდვილად ვარ, მაგრამ არა ამისთვის, - ისევ მოქაჩა და გააბოლა.
- საწოლში წოლამ დაგანერვოზა?! - შევუბღვირე უკმაყოფილოდ - მე ჩემი ხალისიანი მეგობარი მინდა, სულ რომ მიცინის და სულს მინათებს და არა სანდროსეული ეკეს ვერსია. ამ ბოლო დროს სულ აურია.
- რატომ? მოხდა რამე? - გამომხედა წარბშეკრულმა, ამოვიოხრე და თავი გულზე დავადე - კალანდიას ვერ იტანს.
- კალანდია რა ასატანია... მოიცა, ეგენი ერთმანეთს იცნობენ? როდისღა მოასწრეს?
- გრძელი ამბავია, რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და სულ უბღვერს.
- სანდროს არ ვიცნობ. კალანდია კი ვიცი რა ჩიტიცაა, მაგრამ სანდრო როგორ გექცევა?
- სანდრო ჩემი პირველი და საყვარელი მეგობარია, უფროსი ძმასავითაა და უფროსი ძმასავით მექცევა. სულ ნერვიულობს, ფიქრობს, რომ ყურადღებას, თუ მოადუნებს რამე დამიშავდება. ამის გამო კი ხშირად ადამიანებს დაუმსახურებლად ეღრინება და ეუხეშება.
- რაღაც მხრივ ვეთანხმები, - სიგარეტი ისევ ჩააფერფლა და თავზე ხელი ნაზად გადამისვა - შენთვის თვალის მოცილება არ შეიძლება, მაშინვე რაღაც შარში ეხვევი, ან ვიღაც მოსაკლავად მოგდევს, ან პირიქით. - ბოლო სიტყვებზე გაეცინა. ჩამეღიმა და თავი ავწიე, თბილად მიმზერდა.
- ჯერ არავინ მომიკლავს, - ცხვირზე თითი წავარტყი.
- მე კი მოვკალი... - დასერიოზულდა, ჩამწვარი ბიჩოკი ყუთში ჩააგდო და ახალი ამოაძვრინა.
- ეს თავდაცვა იყო, - მისი გამომეტყველება არ მომეწონა.
- ეგ ჩემს სინდისს უთხარი, - სიგარეტს გაუკიდა და ისევ გააბოლა - იყო, თუ არა, ადამიანი იყო. მე, კი მას სიცოცხლე წავართვი.
- შენ რომ ეს არ გექნა, ამას თავად იზამდა! მაპატიე, მაგრამ ამაზე დარდს არ ვაპირებ და ერთი წამითაც არ ვგრძნობ თავს ცუდად ასე რომ ვფიქრობ. ეგოისტი ვარ, მაგრამ გულწრფელი.
- და მაინც...
- რა, მაინც?
- ხანდახან მგონია, რომ ადამიანს ვერაფერს დავუშავებ, ხანდახან კი ვფიქრობ, რომ კაცს ისე მოვკლავ ხელი არ ამიკანკალდება, - ჩემი კულული თითზე დაიხვია და ნერვიულად გააბოლა - ამაზე ფიქრები მაგიჟებს! მგონია, რომ გაორება მჭირს.
- ეშმაკი და ანგელოზი თითოეულ ჩვენგანში იბრძვის, საკითხავი ისაა, შენ რომლის მხარეს ხარ... - ვუპასუხე ჩაფიქრებულმა და ფანჯარას გავხედე.
ისევ გათოვდა...


თავი მერვე
დეკემბრის 31-ც გათენდა. სამყაროს საზეიმო განწყობა შეეპარა, მე კი თავს უცხოპლანეტელად ვგრძნობდი, რომელიც სრულიად სხვა განზომილებაში შემთხვევით შემოიჭრა, კარი ჩაეკეტა და უცხო მიწაზე საბოლოოდ გაიჭედა. ხალხი ახალი წლის დამდეგს აღნიშნავდა, ყველგან მხიარულ სიცილის და კისკისს გაიგონებდით. თითქოს ბუნებამაც გადაწყვიტა უბრალო მოკვდავებისთვის წინასაახალწლოდ საჩუქარი გაეკეთებინა და ციდან მსხვილი ფიფქები გადმოყარა. ხვავრიელად ბარდნიდა, ისე თოვდა როგორც არასდროს.
თბილისი მიჩვეული იყო „ღარიბულ“ ზამთარს, აქ ძირითადად წვრილად ცინცქლავდა უსუსურ ფანტელებს, რომლებიც სველ ასფალტზე შეხებისთანავე კვდებოდნენ და თოვლ-ჭყაპისგან ატალახებულ გზებზე, უჭირისუფლო მიცვალებულის დაკარგული ცრემლებივით იკარგებოდნენ. თუმცა, ამჯერად ბუნებამ გამონაკლისი დაუშვა, იქნებ იფიქრა ადამიანებს დაავიწყდათ ერთმანეთისთვის სიხარულის ჩუქება და მაგალითს მე მივცემო?! ერთიანად შეჭირხლული ფანჯრები თვალისმომჭრელად ელვარებდნენ, ბრილიანტის თვლებივით მობრდღვიალე თოვლის შუქზე. სამყარო ახალი წლის დადგომით ხარობდა...
მიყვარდა ზამთარი, თოვლი და ვგიჟდებოდი ამ სქელ ფიფქებზე, რომლებიც ბავშვობის ტკბილი მოგონებებიდან, პირველი სიყვარულის სიმბოლოდ ქცეულიყვნენ. მათი ნაზი ფარფატი დუჩესთან ცეკვას მახსენებდა, მათი ბაგეებზე შეხება კი მისი ტკბილი ტუჩების გემოს. ქაშმირის სვიტერში გამოწყობილი, ცხელი ყავით ხელში, თეთრად გადაპენტილ ეზოს ფანჯრიდან დაღვრემილი ვათვალიერებდი.
გულში, დაუპატიჟებელი მეკვლესავით, შემოპარულ აღფრთვანებას, უკან ცრემლიანი სევდა მოსდევდა, ბოროტი გრინჩივით. ასეთი მშვენიერი დილის გათენება, დუჩეს გარეშე, ფიფქების ზღვაში შიშველი სხეულით წოლას ჰგავდა, ვერაფრით ვთბებოდი. ჩემმა კანმა, ბუხარში მხიარულად აგიზგიზებული, ცეცხლის სითბო ახლოს არ მიიკარა. ორგანიზმიც კი მებრძოდა, მიბრაზდებოდა და მეურჩებოდა, მას არ სურდა ცეცხლის სითბო, მას საყვარელი კაცის შეხება ენატრებოდა. გათოშილი თითებით ცხელ ფინჯანს ვეკვროდი, მაგრამ ძარღვებში გაყინული სისხლი ვერაფრით გავალღვე. თითქოს სამყაროს ფერები მოპარეს და სევდით გაჟღენთილ ალიონს გრაფიკული პრინტები უსახსოვრეს.
რას არ მივცემდი, ოღონდ ახლა ჩემთან გაჩენილიყო, ზურგიდან მოულოდნელად ჩამხუტებოდა, როგორც ამას მუდამ აკეთებდა, წელზე ხელი შემოეხვია და მის ფართო გულმკერდში სიყვარულით ჩავეკარი...
- ასე ადრე რატომ ადექი?
მომესმა სანდროს ძილისგან ჩახრინწული ხმა. ღაწვებზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად შევიმშრალე და შევბრუნდი.
- ვინ თქვა, რომ საერთოდ მეძინა?
მინი ბართან მივედი და მადუღარიდან მეორე ჭიქა ყავა დავისხი, რძე და დარიჩინი ჩავამატე და მოვურიე. სანდრომ ცხვირზე სათვალე მოირგო და წარბშეკრულმა გამომხედა.
- დასვენება გჭირდება, ნუ გამანიაკდები, როგორც იცი ხოლმე! - გამზადებული ყავა ხელიდან წამგლიჯა და თვითონ მოსვა.
- ჰეი!
- გეყოფა, - შემიბღვირა უკმაყოფილოდ - ამდენი ყავა ჭკუიდან შეგშლის, წადი და დაიძინე.
- ყვავმა ყვავსო... - წავიბუზღუნე უკმაყოფილოდ და ახალი ჭიქა გამოვიღე - შენ რას აპირებ, არ მიდიხარ მშობლებთან?
სანდროს ოჯახზე არაფერი მითქვას, ხომ? - დედისერთაა. ეს ფაქტი კი ყოველთვის აწუხებდა, გამუდმებით იმას ამბობდა, სულ მინდოდა პატარა და მყოლოდაო. მგონი ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობის შედეგად ეს მიზანი ნაწილობრივ მიღწეულ იქნა. ჩემთვის უფროსი ძმასავით იყო და ხანდახან ზედმეტად მკაცრადაც კი მექცეოდა. რაც შეეხება მის მშობლებს, დედა მასწავლებელი ჰყავს, მამა კი მწერალი. სანდროს აშკარად მამამისის ნიჭი გამოჰყვა, ოღონდ მისგან განსხვავებით ჩვენი კიბერბიჭუნა მომხიბვლელი და ჩამთრევი ისტორიებს ნაცვლად კოდებს წერს. მშობლები თბილისში ცხოვრობენ, მაგრამ იმდენად დაკავებულები ვიყავით ჩვენი საქმით, რომ ოჯახს იშვიათად ნახულობდა ხოლმე.
თუმცა, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ახალწელს მუდამ მშობლებთან ერთად ხვდებოდა. რამდენჯერ დამპატიჟა ჩემთან წამოდი, მარტო ნუ იქნებიო, მაგრამ ყოველთვის უარს ვეუბნებოდი. მარტო ყოფნა მსურდა, რადგან ვიცოდი, რომ ჩემს ორგანიზმს უპატრონო ლეკვივით შეჩვეული სევდა მაშინაც კი არ მიატოვებდა, თუ მხიარულებისგან აჟიტირებული ხალხის გარემოცვაში აღმოვჩნდებოდი. პირიქით, ასეთ დროს მარტოსულობის გრძნობა მიათკეცდებოდა და ასატანად გაუსაძლისიც კი ხდებოდა. ამიტომ მერჩივნა ჩემს სახლში გამოვკეტილიყავი და აივნიდან მეცქირა ათასფერად აბრდღვიალებული ფეიერვერკისთვის. ასე მაინც არ მიწევდა თავის მოჩვენება, რომ საერთო მხიარულებას ვიზიარებდი.
ბავშვობაში ჩემი ოთახის ფანჯრის რაფაზე შემოვჯდებოდი ხოლმე და უსასრულოდ გავცქეროდი გზას, ველოდებოდი მამა როდის დაბრუნდებოდა შინ, რომ ჩემი საყვარელი დღესასწაული ერთად აღგვენიშნა. ჩვეულებრივი ბავშვები ახალწელს სანტას ელოდებონენ საჩუქრებით ხელში, მე კი მონატრებულ მამას, რომელიც არასოდეს ჩანდა. გამუდმებით სამუშაოს იმიზეზებდა და სახლში ისე გვიან ბრუნდებოდა, რომ შამპანიურის გახსნას აზრი აღარც ჰქონდა.
წლების განმავლობაში ვაკეთებდი ამ სისულელეს, ყოველ 31 რიცხვში დილიდანვე ვჯდებოდი ფანჯარასთან და ველოდებოდი, ისევ და ისევ... უსასრულოდ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ გავაცნობიერე, რომ ის არ დაბრუნდებოდა, რომ ჩემი ოცნებები უბრალოდ ფანტაზია იყო და დრო იყო საკუთარი თავის შეცედობა შემეწყვიტა. უბრალოდ შევეგუე იმ აზრს, რომ ჩემი ოჯახი არ ჰგავდა დანარჩენებს.
დედაჩემს სულ ფეხებზე ეკიდა ახალი წელიც და ფეიერვერკიც, საახალწო სუფრაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. არასოდეს გამისინჯავს სახლში გაკეთებული გოზინაყი. კატერინას მსგავსი რამეების არც ხალისი ჰქონდა და არც ინტერესი. როგორც კი შუაღამე მოახლოვდებოდა ხოლმე, ყურის საცობებს გაირჭობდა, ფეიერვერკის ხმაურს მისთვის ხელი, რომ არ შეეშალა და ადრე იძინებდა.
მიუხედავად ყველაფერისა, ეს ჯადოსნური ღამე მაინც მიყვარდა, მიხაროდა, ბედნიერი ვიყავი, მხოლოდ ჩემებურად. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ახალწელს მუდამ მარტო ვხვდებოდი, მაშინ ჩემს ცხოვრებაში არ არსებობდა ადამიანი, ვისაც იმ წამს გვერდით ვინატრებდი, მაგრამ ახლა...
- და შენ ისევ მარტო უნდა დარჩე? ამჯერად მაინც გამომყევი.
- სანდრექს, საზეიმო განწყობაზე არ ვარ, - ყავა ფინჯანში ჩამოვასხი და რძე გავურიე - წადი და ნინას დაენახე. თორემ უკვე ნახევარწელზე მეტია დედა არ გინახავს. მე ბევრი საქმე მაქვს.
- საქმე მოიცდის! ახალი წელია ბოლოს და ბოლოს, კრიმინალებიც კი ისვენებენ ამ დღეს! არა, მარტოს ვერ დაგტოვებ, მითუმეტეს ახლა...
- მორჩი, მარტო არ ვიქნები, - ჭიქაში დარიჩინი დავამატე და ბუხართან ჩამოვჯექი, სანდროს გამჭოლი მზერა ბეჭებს მიხვრეტდა.
- აბა, ვისთან ერთად ხვდები ახალწელს? - მომიახლოვდა, სავარძელი მოაჩოჩა და ჩემს გვერდით ბუხარს მიეფიცხა.
- ეკეს მივაკითხავ, ზურაბთან სულ მარტოა.
- მეგონა არჩილს გაუვლიდი, გუშინ დამირეკა, შენ და სიას ჩემთან გელოდებით, ცისნამი სუფრას ამზადებს და გამოდითო.
- არჩილს დავურეკავ და ბოდიშს მოვუხდი. ეკეს დაჭრილს და საწოლზე მიჯაჭვულს, მარტოს ვერ მივატოვებ,
- კარგი, როგორც გინდა...
ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია. მდუმარედ ვსვამდით ყავას და ცეცხლს ფიქრიანი მზერით ჩავშტერებოდით. მისი დუმილი, გამკიცხავი ქვეტექსტებით გაჯერებული, ნერვებს მიშლიდა, მაგრამ კამათში აყოლა არ მინდოდა, ამიტომ ჩუმად ვიჯექი და ცეცხლის მოცეკვავე ალს ზანტად ვადევნებდი თვალს. უცებ მანქანის საბურავების ხმა ჩემს სმენას მისწვდა, მე და სანდრომ ერთმანეთს გადავხედეთ.
- ვინ უნდა იყოს?
- არჩილი არ იქნება...
წამოვდექი და ბუხრისთავზე შემოდებულ ჩემს იარაღს გადავწვდი. მანქანის კარი გაჯახუნდა, ეზოში დადებული ფაფუკი თოვლი კი ახრაშუნდა, ვიღაც სახლისკენ მოაბიჯებდა. სანდრო ფეხზე წამოდგა, იარაღი გადავტენე და დაძაბული მივაჩერდი კარს, ნებისმიერ წამს მზად ვიყავი სროლისთვის. სახელური გადატრიალდა და ზღურბლზე კალანდია გამოჩნდა უამრავი ბრჭყვიალა ქაღალდით შეფუთული ყუთით ხელდამშვენებული. დაჭიმული სხეული მომიდუნდა და იარაღი დავუშვი.
- ჯანდაბა, ალექსს... - წავიბუზღუნე უკმაყოფილოდ და იარაღი შარვლის უკან ჩავიჩურთე. - აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!
- როგორი სტუმართმოყვარე ხარ, ასფურცელა!
სახეზე ჩვეული ირონიული ღიმილი აუთამაშდა. კარი ფეხით მიხურა და უამრავი საჩუქარი ბუხრის წინ, ხის პრიალა, გალაკულ მაგიდაზე დაახვავა. სანდროს სახე ჩამოუგრძელდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
- ეს რაღაა? - გაოცებულმა ყუთების მთა შევათვალიერე.
- როგორ თუ რა, საახალწლოდ საჩუქრები არ მიგიღია? წელს მე ვიქნები შენი სანტაკლაუსი, - თვალი ჩამიკრა და არხეინად გაიჩაჩხა სკამზე.
- სანტაკლაუსის რა მოგახსენო, მაგრამ შენი ფსიქოლოგიური პორტრეტის პატრონს გრინჩი უფრო შეგეფერება.
მისი მხიარულება მეც გადმომედო, გამეცინა და თავი გავაქნიე. სანდროს სახეზე ჩრდილი მოეფინა. კალანდიას კი მისი გამომეტყველება აშკარად მაგრად ეკიდა. მისთვის ზედაც არ შეუხედავს, ყურებამდე გაკრეჭილი მე მომჩერებოდა.
- ყავას დალევ? მონტის გაკეთებული ტირამისუც მაქვს.
- სია, მე წავალ! - სანდრო ტანსაცმელების საკიდთან მივიდა და ქურთუკი ჩამოხსნა - ჩემები უკვე მელოდებიან.
- შენთვისაც არის საჩუქრები, - კალანდიას სანდროსკენ არ გაუხედავს.
- გმადლობ, მაგრამ არ იყო საჭირო, ბედნიერი ახალი წელი!
კალანდიამ ხელი აუქნია რაც, „ჩემს ფეხებს, თუ არც გინდა“-ს ნიშნავდა. სანდრომ თვალი უკანასკნელად შემავლო და წავიდა. წამისწინანდელი მხიარულებისგან კვალიც აღარ დამრჩა.
- ასე ძალიან რისთვის ვეზიზღები?
- არ ეზიზღები.
ბართან მივედი და ყავის აპარატში ამერიკანო ჩავამატე. ეს უფრო საკუთარი თავისთვის ვთქვი, ვიდრე კალანდიას დასარწმუნებლად.
- ჰო, როგორ არა. კაი, შევეშვათ შენს უჟმურ ძმაკაცს და დღევანელი წვეულებას მივუბრუნდეთ.
- უკაცრავად? - ყავას თავი ვანებე და შემოვბრუნდი.
- ჩვენმა კურსელებმა რესტორანი იქირავეს საახალწლოდ. ჭანტურიამ თავი გამოიდო ყველა ერთად შევხვდეთ ახალწელსო. ისე, რას ერჩი ხანდახან ჭკვიანური იდეებიც აფიქრდება მაგ ჩემისას. მოკლედ, დღეს მაგარი წვეულება იქნება. ვინაიდან და რადგანაც შენს ტანზე მხოლოდ ძონძებს ვხედავ ხოლმე, ტანსაცმელი მოგიტანე. - თითით ბრჭყვიალა ყუთებზე მანიშნა - დიდი იმედი მაქვს მოგერგება. ისე, ლამაზებია, მე ცუდი გემოვნება არ მაქვს, ხო იცი?
თვალი ეშმაკურად ჩამიკრა და სახეზე უსაზღვრო კმაყოფილება აღებეჭდა. დაეჭვებული მივაჩერდი. დავიჯერო წვეულების თავი, ან ნერვები მართლა ჰქონდა? მამამისის დასაფლავებიდან მხოლოდ სამი დღე იყო გასული! მართალია კალანდია მაინც კალანდიაა, მაგრამ მასაც აქვს საზღვრები, რომელსაც ვერ გადააბიჯებს.
- რას მაიმუნობ? - შევუბღვირე უკმაყოფილოდ.
- ასეთი ზმანით შენ მოძრაობ და კიდევ მე ვმაიმუნობ?
აწეული წარბებით ქედმაღლურად შეათვალიერა ჩემი გაცვეთილი ჯინსი და მუქი ყავისფერი სვიტერი. გაბრაზებულმა ტუჩი ავიბზუე.
- მე ძალიანაც მომწონს ჩემი ჩაცმულობა, კომფორტულია. ეს ერთი და მეორეც, სულ ტყუილად გაისარჯე. ეგ მთელი ნაგავი ან უკან დააბრუნე, ან თავად გამოიპრანჭე. რა იცი, იქნებ შენს თვალისმომჭრელ გარეგნობას ბრჭყვიალა კაბაც მოუხდეს.
- ანუ ფიქრობ, რომ თვალისმომჭრელი ვარ? - ჩაიღიმა ალმაცერად და წამოდგა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე გაიგო როგორც აწყობდა!
- თავში ნუ აგივარდება, გასამხნევებლად გითხარი.
- არა, შენ პირველად აღიარე, რომ თავდავიწყებით სიმპათიური ვარ, - მომიახლოვდა და ეშმაკური ღიმილით ჩამაკვდა თვალებში - რა თქმა უნდა, ეს ჩემითაც ვიცი, მაგრამ შენგან მოსმენა უფრო სასიამოვნოა. ჩემთვის ტკბილ სიტყვას იშვიათად იმეტებ.
- ტკბილი, თუ ასე გიყვარს კამფეტი ჭამე. - ენა გამოვუყე. გვერდის აქცევა ვცადე, მაგრამ წინ გადამიდგა და არ გამატარა.
- ჩაიცვი რაც გიყიდე, დღეს კარგად გავერთობით. - ცხვირზე თითი წამკრა და თვალი ჩამიკრა. - რაც უნისიდან წამოხვედი, ყველაფერს ხალისი დაეკარგა. მოდი დღეს თავზე გადავიჯვათ!
- არ მემხიარულება, ალექს. თან წვეულებაზეც ვერ წამოვალ.
- რატომ ვითომ? - შემომხედა წარბაწეულმა.
- ეკეს უნდა გავუარო, მარტოს ვერ დავტოვებ.
- ეკეს შენთვის არ სცხელა...
- რა?
- დღეს მისი ძმა მომადგა. ბოლოს ჩვენი შეხვედრა არც ისე მეგობრული საუბრით დასრულდა... რახან მისი ძმა აღარ გამოჩნდა, ჩათვალა, რომ მე დავუშავე რამე და სახლში მომივარდა. მითხარი რა უქენი, თორემ პოლიციაში გიჩივლებო, მაგის ამბიციური დედარომოვტყან მე!
- რაო? მის ძმას როდისღა ელაპარაკე? - თვალები შუბლზე ამივიდა.
- გრძელი ამბავია... იქიდან გამომდინარე, რომ პოლიციის ყურადღება ისედაც არ მაკლია, იძულებული გავხდი ეგ ძმასთან მიმეყვანა.
- რა ქენი? - გაცეცხლებულს თვალებში სახიფათო ნაპერკალმა გამიელვა - შენ ხომ არ შეიშალე, იდიოტო?! ეკეს როგორ მიუყვანე? გააფრინე?!
- რა მოხდა მერე?! - შემიბღვირა ნაწყენმა - უნდა გენახა როგორ გაუხარდათ ერთმანეთსი დანახვა. ნუ შენმა ჩლუნგმა ძმაკაცმა არ შეიმჩნია, მაგრამ მაინც. ვფიქრობ ბევრი სალაპარაკო აქვთ. შენ კი მათ საქმეში ცხვირს ნუ ჩაჰყოფ, ეს ოჯახური თემაა.
- მაინც რა იდიოტი ხარ, ა? იცი რომ ეკეს ეძებენ? ხომ შეიძლება ვინმე უკან გამოგყოლოდა? შენ გამო მას რომ რამე დაემართოს მიგასიკვდილებ და მის იდიოტ ძმასაც ზედ დაგაყოლებ!
გაცეცხლებულმა ხელი ვკარი და მაგიდაზე დადებულ ტელეფონს გადავწვდი. ზურაბის ნომერი სწრაფად ამოვაგდე და გადავრეკე.
- რას აკეთებ? - მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მეორე ზუმერზევე მიპასუხეს.
- ზურაბ!
- გამარჯობა, სია.
- გამარჯობა, სახლში ხარ?
- კი, დამდეგს გილოცავ.
- გმადლობ, შენც. მისმინე, ეკე რაშვება?
- თავის ძმას ესაუბრება, არ ვიცოდი მისთვის მნახველები თუ შეიძლებოდა, მაგრამ შენმა მეგობარმა დაიჟინა ოჯახის წევრია გამატარეო.
გაცეცხლებულმა კალანდია თვალებით გავანადგურე. ის კი, წარბშეუხრელად მიყრდნობოდა მაგიდას და ნაწყენი თვალებით მომჩერებოდა, ნაგლი ნუ!
- ზურაბ, შეგიძლია დამალაპარაკო?
- რა თქმა უნდა, დამელოდე... - თითებს მოუთმენლად ვაკაკუნებდი მაგიდაზე.
- სია... - მომესმა ეკეს სუსტი ხმა.
- როგორ ხარ?!
- შედარებით უკეთ...
- მისმინე, მაპატიე, ალექსის გამოხტომის გამო. არ ვიცოდი ასეთ სისულელეს თუ იზამდა...
- არაფერია, - გაეცინა - ყველაფერი რიგზეა. ჩემი ძმის ნახვას ისედაც ვაპირებდი, მასთან ბევრი რამ მაქვს გასარკვევი...
- მართლა? - ალექსს უხერხულად გავხედე, ტუჩებაბზუებული გაბუტული ბავშვივით მომჩერებოდა - დღეს რას აპირებ?
- ბაჩოსთან სალაპარაკო მაქვს, არ გეწყინოს, კარგი? მოგვიანებით ვისაუბროთ.
- კარგი მაშინ, - ჩავილაპარაკე დაბნეულმა - თავს მიხედე, რამე თუ დაგჭირდება ზურაბს სთხოვე და მაშინვე მოვალ.
- არაფერი არ დამჭირდება. გაერთე, კარგი? ცოტახნით დაივიწყე ყველაფერი. მაპატიე, რომ ამ დღეს შენთან ერთად ვერ შევხვდები, თუმცა, ძალიან მინდოდა.
- არაუშავს, თავს მიხედე.
- შენც. - ტელეფონი გაითიშა.
- აბა? - მომესმა კალანდიას ცივი ხმა.
- რა აბა? - წავიბუზღუნე ჯერ კიდევ ნაწყენმა.
- ბოდიშის მოხდას არ აპირებ? მე ხომ შენს ძმაკაცს დავეხმარე, არა?
- კაი ერთი, - შევუბღვირე გაბუსხულმა - კიარ დაეხმარე თავიდან მოიშორე, რომ შენი გეგმები საათივით აგწყობოდა. მშვენივრად გიცნობ, ალექს!
- მაინც რა უმადური ხარ, - თავი გააქნია და გვერდულად ჩაიცინა - კარგი, ჰო. მისი ძმის ამოპანღურება თავისუფლად შემეძლო, ფეხებსაც ვერ მომჭამდა, მაგრამ მერე იქვე ვიფიქრე, რომ ჩემი იდეალური შანსი თავის ფეხით მომადგა კარზე. ვიცოდი, რომ თოიძის გამო გული აგიჩუყდებოდა და წვეულებაზე არ წამომყვებოდი. მართალი ხარ, გამომიჭირე, მაგრამ დანაშაულის გრძნობა არ მაწუხებს, მეტიც ფეხებზე .
- ხანდახან როგორი აუტანელი ხარ, - მისმა თავხედურმა გულწრფელობამ უფრო გამაღიზიანა.
- მირჩევნია გძულდე სიმართლისთვის, ვიდრე გიყვარდე ტყუილისთვის, - თვალი ეშმაკურად ჩამიკრა და მომიახლოვდა - აბა, დღეს ყველანაირი გეგმა უკვე გაგიუქმე. ახლა ხელიდან ვეღარ დამიძვრები.
- წვეულებაზე ვერ წამოვალ, ვინმემ რომ მიცნოს სახიფათოა.
- საუკუნეა არავის უნახიხარ, არც თავის დროზე ყოფილხარ ზვიოზდაჩკა. მეეჭვება საერთოდ ვინმემ შეგამჩნიოს, თან პროფესიონალური გარდასახვა შენზე უკეთ ვის გამოსდის ნეტავ?! ეგ არაა მიზეზი, მორჩი წრუწუნასავით სოროების ძებნას და ყუთებიდან კაბა აარჩიე. წარმოდგენა არ მაქვს რა მოგწონს, ამიტომ რამდენიმე ვიყიდე, რომელიც უფრო მოგიხდება ის ჩაიცვი, მე შეგაფასებ, - წარბები ეშმაკურად შეათამაშა.
- სერიოზულად?
მისმა თავხედობამ გამაოგნა. თუმცა, ჩემი რეაქცია უფრო მიშლიდა ნერვებს, იმის ნაცვლად, რომ მის სიტყვებზე გავბრაზებულიყავი, პირიქით, მეცინებოდა. კულტურულად მიწასთან გამასწორა და მაინც მეცინებოდა. რომელი უფრო იდიოტია, ის, თუ მე?!
- არა, ამდენი რამე მხოლოდ იმისთვის ვიყიდე, რომ ბანძად გაგხუმრებოდი. ბევრს ნუღარ ტლიკინებ, მიდი-მეთქი!
- მერე დედაშენი?
- რა დედაჩემი?
გამომეტყველება წამში შეეცვალა. თვალებში სითბო სიცივემ შეცვალა, ყბაზე კი კუნთი დაეჭიმა. მტკივნეულ ადგილს შევეხე.
- ამ დღეს მარტო ტოვებ? მას ხომ წლებია არ უნახიხარ?
- რა მნიშვნელობა აქვს? მთელი ეს წლები უჩემოდ ხვდებოდა ახალწელს, არც დღეს მომისაკლისებს. - მისმა უგულო ტონმა გამაოცა.
- ალექს... - მივუახლოვდი და თვალებში ჩავხედე - მოხდა რამე?
- მორჩი სულელურ კითხვებს, რა უნდა მომხდარიყო? შევეშვათ ამ თემას, მიდი გამოიცვალე, მინდა ნორმალურ ტანსაცმელში გნახო, ეგ ძონძები ნერვებს მიშლის! ქუჩის ბოგანოს გავხარ.
გაბრაზებული ყუთებს მიუახლოვდა და გაბანტული ლენტების ხელით გაგლეჯვას შეუდგა. დამწვარი მარჯვენა ჯერ კიდევ მტკივნეულად ახსენებდა თავს, ხელი შესამჩნევად უკანკალებდა.
- ალექს, შეეშვი მაგათ და შემომხედე! - გაღიზიანებულმა ჩანთების შეკვრას თავი ანება და თვალი ცივად გამისწორა - რა მოხდა?
- არ შეიძლება დღევანდელი დღე მხიარულად გავატაროთ? - იფეთქა უცებ - ცოტა დავლიოთ, გავხალისდეთ და მოვიხოდოთ, არ შეიძლება?! მაგის დედავატირე 21 წლისები ვართ და პატრონი გვეტყვნის ყველა მხრიდან. შეიძლება ეს ერთი დღე მაინც შევირგოთ?! როგორც ჩვეულებრივმა სტუდენტებმა! არ შეიძლება?!
- დედაშენს ეკამათე? - მივუახლოვდი და ბრაზით წამონთებულ თვალებში გამომცდელად ჩავხედე - მითხარი რა მოხდა.
რამდენიმე წამს მდუმარედ მიყურა, აღრენილი ენას ღეჭავდა და ცდილობდა გულზე მოწოლილი ბრაზი, როგორმე დაეოკებინა, ბოლოს კი დანებდა...
- არ შემიძლია... - სახე ტკივილისგან გვერდზე მოექცა - გესმის? არ შემიძლია... ახლა ძალიან ბევრი რამ ხდება ჩემს თავს. ამ ყველაფრის გააზრება მიჭირს. დედაჩემი... მასთან ყოფნა არ შემიძლია, არ გამომდის, არ მინდა... ამ ყველაფერს ვერ ვალაგებ, ვერ ვეგუები... სია, მგონია რომ შუაზე გავსკდები...
თვალები აუწყლიანდა, დაძარღვული მკლავები კი ნერვიულად აუკანკალდა. გამწარებული კბილებთან შეკავებულ ბოღმას მთელი ძალით ებრძოდა და უკან ჩაბრუნებას ცდილობდა, შემეცოდა.
- ყველაფერი დალაგდება, გესმის? - მივედი და მოვეხვიე - დრო გჭირდება, მხოლოდ და მხოლოდ, დრო. თავს ნუ იტანჯავ, ძალიან გთხოვ.
- მაპატიე, - წაიჩურჩულა და სახე ჩემს თმაში ჩამალა. წელზე ხელები შემომხვია და მკერდზე მიმიხუტა - არ მინდოდა შენთვის დღევანდელი დღე ჩამეშხამებინა. ჩემზე უცნაურად მოქმედებ, რაზე საუბარიც არ მსურს, რაც მტკენს და მის თავიდან მოშორებას ვცდილობ, შენთან არ გამომდის.
- ეგ კარგია, - ჩავილაპარაკე კმაყოფილმა, თავი ავწიე და ღიმილით ჩავხედე ნაცრისფერ პლანეტებს - ტკივილის დაიგნორება გამოსავალი არაა.
- გმადლობ, - მითხრა ხმადაბლა და სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია. - შენ, რომ არა სასაფლაოზე ჩემი ნებით არ მივიდოდი. ისე გაუჩინარდი შენთვის მადლობის თქმაც კი ვერ მოვახერხე.
- საჭირო არ არის. ნუ მიხდი მადლობას და ნუ მებოდიშები, ეს თავგასულ და თავხედ კალანდიას არ შეჰფერის. - გამომივიდა, გაეცინა.
- ასფურცელა... - წაიჩურჩულა ღიმილით და თვალებში ბრჭყვიალა სხივი გაუკრთა - ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ…
- როგორც იქნა, აღიარა.
- ტუტუცი! ახლა კი თხოვნა შემისრულე. - ჩამომეხსნა, ყუთებს ხელი წაავლო და ხელში მომაჩეჩა - დროზე, ოთახში! ჯერ კი ადრეა, მაგრამ გოგოებმა შვიდსაათიანი მომზადება იცით, ამიტომ ჯერ კაბა ავარჩიოთ! მალე!
თვალები მუქარით გადამიბრიალა. შეკამათებას რა აზრი ჰქონდა?! ისეთი თვალებით მიყურებდა მივხვდი, რომ არჩევანი არც მქონდა. ერთი ამოვიოხრე და ჯუჯღუნ-ჯუჯღუნით შევედი ჩემს ოთახში, კალანდიას ჩუმი სიცილითვის ყურადღება არ მიმიქცევია. ყუთები საწოლზე მივყარე და კარი მივხურე.
გაღიზიანებულმა შეფუთვებს ცერად გავხედე, ბოლოს მორჩილად დავიხარე და ყუთების გახსნას შევუდექი. კალანდიას ისეთი სამოსი შეერჩია, რომ თვალები შუბლზე ამივიდა. ასეთი გამომწვევი კაბები არასოდეს ჩამიცვამს. იდიოტი! მაინც რას ფიქრობდა ასეთებს, რომ ყიდულობდა, ა? არასოდეს მისცეთ მექალთანე ბიჭს სამოსის თქვენს ნაცვლად არჩევის უფლება! ზოგი ისეთი აერჩია, მისი შეხედვაც კი მაწითლებდა. ერთიანად ალეწილმა ცივად მოვისროლე მუხლზემოთ გვარიანად აჭრილი წითელი აბრეშუმის კაბა, რომელსაც ღრმა დეკოლტე და მთლიანად ამოღებული ზურგი ამშვენებდა.
- ეს ბიჭი გამაგიჟებს! აქედან რა ავარჩიო?! - სასოწარკვეთილმა გადავხედე ბრჭყვიალა და ნაირ-ნაირი ფერის ათამდე კაბას - უეჭველი მეკაიფება. დავიჯერო თავისით ვერ მიხვდა, რომ ამ ნაჭრის ნაგლეჯებს არ ჩავიცვამდი?!
- ასფურცელა, შენი ჯაჯღანი მესმის და მანდ არ შემომიყვანო!
- შემთხვევით ეს შეფუთვები პორნო ვარსკვლავთან ხომ არ მიგქონდა, ა? - გავყვირე გაბრაზებულმა.
- ძონძების მოყვარულს გემოვნება მოსთხოვე! - მომესმა ჩუმი სიცილი.
- ყველაფერი გავიგონე!
- მიდი ყველა მოისინჯე, მე აგარჩევინებ, - მისი ხმა კართან მოისმა, აშკარად ახლოს იყო აყუნცული.
- კიდე რა გინდა... - წავიღრინე ნერვებმოშლილმა და ბოლო შეფუთვას შიშნარევი იმედით გავხედე - შენ მაინც იყავი ნორმალური, გეხვეწები!
ღრმად ჩავისუნთქე, ყავისფერ ყუთს ლენტი შემოვხსენი და თავი ავხადე. კესანესფერი სიფრიფანა ცელოფანი ფრთხილად გადავწიე და გავშეშდი. თეთრ ატლასზე ვარდის ფურცლებივით ჰაეროვანი და ღამესავით შავი „Prada“-ს ელეგანტური კაბა ესვენა. დაბნეულმა ხელი გავიწოდე და კაბა ყუთიდან ამოვაძვრინე. ნაზი ქსოვილი სასიამოვნოდ გამისრიალდა თითებში, იმდენად ლამაზი იყო, რომ სუნთქვა შემეკრა.
მომხიბვლელმა დიზაინმა და დახვეწილმა სტილმა თვალი მომჭრა. მუხლზემოთ შეხსნილს მკლავები მკერდის გასწვრივ, მხრებზე ჩამოჰყროდა. კოხტა და სადა მოდელი გახლდათ, ზუსტად ისეთი როგორიც მე მომწონდა. ზომიერად გამომწვევი და არც ზედმეტად გადაპრანჭული. თითებში სითბო ჩამეღვარა, ტუჩებზე კი ღიმილი გადამეფინა. გულში გავიფიქრე კალანდიამ ეს თვითონ აარჩია, თუ აარჩევინეს-თქო, ბოლო კაბა რადიკალურად განსხვავდებოდა დანარჩენებისგან.
ბევრი აღარ მიფიქრია, ტანსაცმელი გავიხადე და კაბა მოვირგე. აბრეშიმივით ქსოვილი ზღვის ნაზი ტალღებივით ჩასრიალდა სხეულზე და მჭიდროდ მომეკრო ტანზე. გრძელი თმა გვერდზე გადმოვიყარე და სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი შევავლე. ღრმა დეკოლტემ თვალი მომჭრა, გამომწვევ და სექსუალურ სამოსს მიუჩვეველს, ლოყები საშინლად ამიწითლდა, მიხდებოდა.
საღამოს „Makeup”-მა, მუქი ტონებით ჩახატულმა თვალებმა და ღვინისფერმა ტუჩსაცხმა ვიზუალი რადიკალურად შემიცვალეს. პროფესიონალურად გაკეთებულ მაკიაჟს სასწაულების მოხდენა შეუძლიაო ნათქვამია, ჰოდა მართალია! თვალებში მწვანე ლინზები ჩავისვი და ჩემს ორეულს, რომელსაც ნამდვილ სიასთან საერთო არაფერი ჰქონდა, ყურადღებით დავაკვირდი. იმდენად განსხვავდებოდი ჩემი თავისგან, რომ პარიკის მორგება აღარ დამჭირდა. ფეხზე მაღალქუსლიანი ვერცხლისფერი ფეხსაცმელი ჩავიცვი და წელში გავსწორდი. კაკაოსფერი გრძელი თმა ბუნებრივ კულულებად წელზე ჩამომეშალა.
- სია, შენს ლოდინში დავბერდი! - კალანდიამ კარზე მოაკაკუნა - რას აკეთებ ამდენ ხანს?! თუ შიშველი ხარ რამე მოიცვი შემოვდივარ!
კარი გაიღო და სარკეში კალანდიას გაღიზიანებულ სახეს მოვკარი თვალი, მაგრამ როგორც კი შემომხედა სიტყვა გაუწყდა და მზერა შეეცვალა. ოთახში შემოვიდა და კარი მიხურა. ისეთი დაბნეული მიყურებდა, თითქოს პირველად მხედავდა, თავი ვერ შევიკავე და მისკენ სიცილით შევბრუნდი.
- აბა? რას იტყვი? გარდასახვა მეხერხება?
ენაჩავარდნილი გაშტერებული მათვალიერებდა. სახეზე უნებური აღფრთოვანება დასთამაშებდა, მისმა დაჟინებულმა მზერამ თავი უხერხულად მაგრძნობინა და სახე ამიხურდა.
- იდიოტო! ხმა ამოიღე და ეგრე ნუ მომშტერებიხარ, მაკომპლექსებ!
- და აი ისიც... - წაიჩურჩულა მზერაწამონთებულმა და ამღვრეული თვალებით მომიახლოვდა.
- რა?
დავიძაბე, მისმა გამოხედვამ საშინლად ამაფორიაქა და ოდნავ უკან დავიხიე. კალანდია კი პირიქით, უფრო ახლოს მოვიდა, ჩვენ შორის მანძილი იმდენად შემცირდა, რომ მის ნაცრისფერ თვალებში ორი ყავისფერი ლაქა გავარჩიე. ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა ბნელ აუდიტორიაში კუთხეში მიმიმწყვდია. ჩემკენ გადმოიხარა და ყურადღებით შემათვალიერა. ლოყები შემეფაკლა და მთელი ორგანიზმი დამეჭიმა. მაგიდაზე ხელები შემოაწყო და მის მკლავებში მომწყვდეულს გვერდზე გადახრილი თავით დაჟინებით მომაშტერდა.
- და აი ისიც... - გაიმეორა ჩურჩულით, მისი სუნთქვას ტუჩებზე ვგრძნობდი - ბოლოს და ბოლოს, მახინჯი იხვის ჭუკი ლამაზ გედად გადაიქცა.
ამღვრეული გამომეტყველება წამში შეეცვალა და სიცილი აუტყდა. დაძაბულობა მაშინვე მომეხსნა და გაბრაზებულმა ხელი ვკარი, მაგრამ, თავი ვერ შევიკავე და მეც გამეცინა.
- შენი სახე უნდა გენახა, - ხარხარებდა გამხიარულებული - ისეთი თვალებით მიყურებდი, თითქოს დაუცველი ბაჭია, ბოროტმა მგელმა, კუთხეში მივიმწყვდიე. მაინც, რამხელა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე ამ ჭინკას!
- დეგენერატო!
- არა, ახლა დავრწმუნდი, გოგოები სანდოები არ ხართ! ცოლს ისე არ მოვიყვან მაკიაჟის და ძვირფასი სამოსის გარეშე თუ არ ვნახავ. რა იცი რა იმალება ამ გლამურული იმიჯის მიღმა, - თვალი ჩამიკრა და უარესად ახარხარდა.
- იდიოტო! - კიდევ უფრო შემრცხვა და გაბრაზებულმა კეფაში წავუთაქე - სულაც არ არის სასაცილო!
- არის, შენც გეცინება! - ხელი დამიჭირა და თავისკენ მიმიზიდა - ნუ ფართხალებ, რაღაც უნდა მოგცე.
ხელი შემიშვა და თბილი ქურთუკის შიდა ჯიბიდან მუქი ლურჯი ხავერდის ყუთი ამოაძვრინა. ჩემკენ შემოაბრუნა და გახსნა. შავი ხავერდის ბალიშზე დასვენებულ წვრილ ვერცხლის ცეპზე, ცრემლის ფორმის ბრჭყვიალა ბრილიანტი ციმციმებდა, რომელსაც გვერდს ლამაზი სამაჯური უმშვენებდა.
- გაგიჟდი? - დაბნეულმა მზერა კალანდიაზე გადავიტანე - მაგას არ ავიღებ!
- აზრი როდის გკითხე?! - წარბაწეულმა კულონი ყუთიდან ამოაძვრინა და თბილად შემომხედა - თმა აიწიე, მე გაგიკეთებ.
- ალექს, არა, ეს მეტისმეტია!
- სია, - ღიმილით მომიახლოვდა, ყუთი მაგიდაზე შემოდო და თვალებში ყურადღებით ჩამაკვირდა - მინდა ჩემს მეგობარს ერთი ლამაზი საღამო ვაჩუქო. სრულყოფილი, ისეთი როგორიც მე მინდა და როგორსაც იმსახურებს! რა არის ამაში ცუდი?!
- ზედმეტია!
- იცი რამდენი ფული დამიხარჯავს უაზროდ? იმაზე ოთხჯერ მეტი ვიდრე წარმოგიდგენია. ჰოდა, ცხოვრებაში ერთხელ მინდა რაღაც გულით გავაკეთო და არ მოგცემ იმის უფლებას, რომ ხელი შემიშალო. შემობრუნდი!
მკლავში ხელი წამავლო და ძალით მიმაბრუნა, თმა გვერდზე გადამიწია და კულონი გამიკეთა. ბრილიანტის ცრემლი სუსტი განათების შუქზე თვალისმომჭრელად აელვარდა.
- ასფურცელა... - კალანდიამ თმა უკან გადმომიყარა და სარკეში ღიმილით მომაცქერდა - დამდეგს გილოცავ...


თავი მეცხრე
კალანდიამ მუსტანგი „ბაბილო რივერსაიდის“ წინ შეაჩერა და ღიმილით გადმომხედა. სავარძელზე ზამბარასავით დაჭიმული ვიჯექი, თავში კი ათასი საშინელი ფიქრი მიტრიალებდა. კურსელებთან გამოჩენა წინდაუხედავ საქციელად მიმაჩნდა. ვინმეს რომ ვეცანი?! აქ მოსვლით უაზრო და სერიოზულ რისკზე მივდიოდი! უცებ სანდროს გაცოფებული სახე წარმოვიდგინე : „შენ რა შეიშალე? სულ გამოშტერდი?! ლოგიკა არაფერს გკარნახობს?!“. ისე ცხადად ჩამესმა მისი ღრიალი ყურში, თითქოს მართლა ახლოს მედგა. თავი გავაქნიე, რომ წარმოსახვით სანდროსგან თავი დამეღწია, დროებით მაინც, სანამ მას ნამდვილი და ბევრად გამძვინვარებული სანდრო შეცვლიდა.
- მოეშვი, - კალანდიამ სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია და ყურადღებით მომაცქერდა თვალებში - ერთი დღე მაინც იყავი თავისუფალი გოგონა და არა ათასი პრობლემით მხრებდამძიმებული გაიძვერა დეტექტივი.
მოახერხა, მაინც გამაცინა. თუმცა, ჩემს სიცილს ყალბი ნოტებივით ერეოდა სევდა. მორიგმა მწარე ფიქრებმა გულ-მუცელი ამომიწვეს, როგორ უნდა შევსულიყავი რესტორანში, როგორ უნდა მემხიარულა, როცა დუჩე რომელიღაც ბნელ საკანში ჰყავდათ გამომწყვდეული? თავი უკანასკნელ ადამიანად ვიგრძენი.
- ალექს, წამოსვლა არ მინდა, აქ მოსვლა შეცდომა იყო. შენ წადი, მე უკან დავბრუნდები, ძალიან გთხოვ!
- არა! - მომიჭრა მტკიცედ.
კარი გააღო და გადავიდა, ამოვიოხრე და თვალი გავაყოლე. დღევანდელი წვეულებისთვის გამოპრანჭულს ნახევრად კლასიკური და ნახევრად ქუჩის სტილი ძალიან უხდებოდა. მანქანას ჩემი მხრიდან შემოუარა, კარი გამიღო და ხელი გამომიწოდა.
- წავედით, პირობას გაძლევ, გაერთობი. გამომყევი... მენდე, ამ ერთხელ, მაინც... - ისეთი თვალებით მიყურებდა თავი უხერხულად ვიგრძენი.
- ღმერთო ჩემო...
წავიბუზღუნე უკმაყოფილოდ და ხელზე მოვეჭიდე. მანქანიდან ფრთხილად გადმოვედი, მეშინოდა კაბის შლეიფზე ფეხი არ დამედგა და ძირს არ გავშხლართულიყავი. ისე, მაგარი სანახაობა კი იქნებოდა, კალანდიას ვეღარაფერი მოაბრუნებდა, გაირღვეოდა სიცილით! აბა ჩემთვის ეკითხა... დროა ადამიანებმა შეიგნონ, რომ წაქცეულს კი არ უნდა დასცინონ, წამოდგომაში უნდა მიეხმარონ! ნეტავ ვისთვის ვქადაგებ...
- ისეთი სახე აქვს გეგონება პანაშვიდზე მიმყავს, - სიცილით მიხურა კარი - თან შავი კაბაც რომ აარჩია, რამდენი მაგარი რაღაც ვუყიდე და მაინცდამაინც ეს ძონძი ამოარჩია!
- ძონძად, თუ მიგაჩნდა რას ყიდულობდი?
- ვიფიქრე, რომ შენი ღარიბი გემოვნება, ჩემს სექსუალურ სტილს ვერ გაუძლებდა და თავი დავიზღვიე.
- წინდახედული. - გამეცინა.
- წავედით, - ხელი წამავლო და თავის მკლავზე გამომადებინა - დატკბი, დღეს ჩემთან ერთად მიხვალ წვეულებაზე. გვერდს უნივერსიტეტის ყველაზე კაი ტიპი გიმშვენებს. ასეთი დღე ყველას კიარ უთენდება, დააფასე და შეიფერე!
- თავი კონკია მგონია, - ავყევი.
- ჩემი მუსტანგი შენს გოგრასთან რა მოსატანია?! - გამომხედა წარბაწეულმა.
- შენს ნარცისიზმს საზღვარი არ აქვს.
- როგორც ყოველთვის...
თვალი ჩამიკრა, რესტორნის კარი შეაღო და ხელით მანიშნა თქვენს შემდეგო. გამეცინა, სუსტად განათებულ დარბაზში შევაბიჯე და ადგილზე გავხევდი, აქ ისეთი ქაოსი სუფევდა, რომ თავბრუდამეხვა. საზეიმო ტანისამოსში გამოწყობილი სტუდენტები, ბოლო ხმაზე აწეული მუსიკის ფონზე, ცეკვავდნენ, სვამდნენ და ერთმანეთს ხმამაღალი გადაძახილებით ეყაყანებოდნენ. გოგონებს საღამოს კაბების მდიდარი კოლექცია გამოეფინათ - ჭრელაჭრულა ფერებში გამოწყობილები, ფერად-ფერად ყვავილებს ჰგავდნენ.
ბიჭების უმრავლესობას კლასიკური სტილი შეერჩია. თუმცა, ჰალსტუხისგან და პრიალა წვეტიანი ტუფლებისგან თავი შეეკავებინათ, კიდევ კარგი! ნაწილს კი გამოპრანჭვა აშკარად დაეზარა და „freest“ დრესკოდს დასჯერებოდნენ. მაგიდების მოშორებით სცენაზე დიჯეის დინამიკები და რთული სტერეო მოწყობილობა შემოედგა და დენსფლორს ახურებდა.
- საგიჟეთი, როგორც ასეთი? - გამეცინა.
- ჯერ სად ხარ, შუაღამემდე სამი საათია დარჩენილი, საგიჟეთი მერე ნახე.
ჩაიღიმა, მკლავი გამომდო და აჟრიამულებული სტუდენტების ზღვას შევერიეთ. ბავშვებში ჩვენი თვითმართველობის წევრებს, ჭანტურიას და აბაშიძეს, მოვკარი თვალი. ერთმანეთისკენ ზედმეტად ახლოს დახრილიყვნენ და ხმადაბლა საუბრობდნენ. როგორც ყოველთვის ნუცა ბრწყინავდა! - ქერა თმა, სისხლივით წითელ, კოქტეილის კაბაზე ზღვის ტალღებად ეშლებოდა. ისედაც შხვართს, გარუჯული ფეხები მოკლე კაბაში, კიდევ უფრო გრძელი მოუჩანდა. საღამოს მკვეთრი მაკიაჟი, კი ხაზგასმით გამოკვეთდა მის თითოეულ ღირსებას - მეწამული ფერის სავსე ბაგეებს და ღრმად ჩამჯდარ, საფირონისფრად მოელვარე თვალებს.
იმდენად ლამაზი იყო, რომ მის გარშემო ყველა გოგოს დაუნდობლად ჩრდილავდა. კურსელი ბიჭები ცბიერ მზერას ვერ აშორებდნენ და ანთებული თვალებით მოურიდებლად აშტერდებოდნენ ფეხებზე, მათი ფიქრების წარმოდგენაზე ზიზღით გამაჟრჟოლა. რაღაც არ მახსენდებოდა დუჩეს თანდასწრებით ნუცასთვის ასეთი ბინძური მზერით მიშტერება გაებედათ. ბოლო ექსკურსიამ მართლაც ბევრი რამ შეცვალა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში...
- მისმინე, შეგიძლია ბართან დამელოდო?
- სად მიდიხარ?
- რესტორნის მფლობელს უნდა მოველაპარაკო, თორმეტის მერე მაგარ ბომბს ვგეგმავთ და უნდა გავაფრთხილო წინასწარ, მერე ტვინი რო არ მოტყნას.
- უნდა ვინერვიულო? - კალანდიას გაეცინა.
- აქ დარჩი, სასმელი შეუკვეთე და მალევე დავბრუნდები. თუ ვინმე აგეკიდა ყბაში მოსდე, ან იქამდე შეაკავე სანამ დავბრუნდები და მერე მე მოვდებ!
- იარაღი წამოღებული მაქვს, თუ რამე, შუბლს გავუხვრეტ! - წარბები შევათამაშე და დარბაზი სიცილით მოვათვალიერე.
- წამოღებული გაქვს? - თვალები გაუფართოვდა და დაეჭვებულმა ჩემი პატარა ხელჩანთა შეათვალიერა - მაგ პატარა ჩანთაში მალავ?
- ნწ...
მარჯვენა ფეხი ოდნავ შევარხიე. ბარძაყზე მჭიდროდ შემოკრული ქამარი ნერვებს კი მიშლიდა, მაგრამ, ასეთ დაძაბულ პერიოდში, იარაღის გარეშე სადმე წასვლა თვითმკვლელობად მიმაჩნდა. კალანდიამ წამონთებული მზერა ჯერ ფეხზე გადაიტანა, შემდეგ კი მე ამომხედა ცბიერად და თავი გააქნია.
- ნეტავ, რატომ არ მიკვირს... - ჩაიცინა. ჩემსკენ დაიხარა და ყურში მიჩურჩულა - არაფერი გააფუჭო, ჭკვიანად იყავი. მალე დავბრუნდები... რაც შეეხება იარაღს... სექსუალურად ჟღერს!
თვალი ჩამიკრა და გამეცალა. ბართან რბილ სკამზე ჩამოვჯექი და კალანდიას თვალი გავაყოლე, ბავშვებს შეერია და მალევე გაუჩინარდა. გამეცინა, იდიოტი! დარბაზი მოვათვალიერე, სტუმრების უმეტესობა უკვე გალეწილი მთვრალი იყო, არადა წვეულება სულ რაღაც ორი საათის დაწყებული იქნებოდა. უნებურად ნოსტალგია მომაწვა, უნივერსიტეტი მომენატრა - საინტერესო ლექციები, საყვარელი და უცნაური ლექტორები, დამღლელი დღის შემდეგ ცხელი ყავა კაფეტერიაში, უნივერსიტეტის ინტრიგები...
ყველაზე მეტად კი ჩემი ქერა მეგობარი დამაკლდა. სისი, ბოლო ინციდენტის შემდეგ, მშობლებმა ქუთაისში წაიყვანეს და ალბათ კარგა ხანს ვეღარც ვნახავდი. ჩემი ცხოვრება ექსკურსიის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა და ეს ამ წვეულებაზე გავაცნობიერე. შეიძლება უნივერსიტეტის გუნდის წევრი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ასე გარიყულად თავი არასოდეს მიგრძვნია. მთელი სიცხადით გავიაზრე, რომ მე მათ სამყაროს არ ვეკუთვნოდი. თავი გავაქნიე და ბარმენს მივუბრუნდი.
- რამე ძლიერი დამისხი.
- კარგი, - გამიღიმა და თაროდან ვისკის ბოთლი გადმოიღო. - დამამთავრებელ კურსზე ხარ?
- დაახლოებით...
ახლა ყველაზე ნაკლებად უცნობებთან საუბარი მინდოდა. ბარმენის მოწოდებული ჭიქა ბოლომდე გამოვცალე. სპირტიანმა სასმელმა ხახა ჩამწვა, მსგავსი საზიზღრობა არასოდეს გამისინჯავს, დავიმანჭე. სკამზე არაკომფორტულად ვიჯექი, მუხლზემოთ მიმაგრებული იარაღი ნერვებს მიშლიდა.
მოულოდნელად დიჯეიმ მუსიკა შეცვალა, დარბაზში კი ერთიანად ჩამობნელდა. თითოეულმა ნათურამ მიიძინა, მხოლოდ სცენა განათდა, რესტორანში კი ენერგიული რიტმის ნაცვლად, ნაზი მელოდია გაჟღერდა. მუსიკა მეცნო, თავი ავწიე და დენსფლორს გავხედე. მოგონებები ქარიშხალივით ამეშალა გონებაში.
ალბათ, სასმელის ბრალი იყო, მაგრამ ცხადად დავინახე, ერთმანეთს ჩახუტებულ სტუდენტებს შორის, წარსულის ექოდ ქცეული დუჩე და სია, როგორ ცეკვავდნენ ერთად... ერთი წამით ზუგდიდის ღამის კლუბში დავბრუნდი. ისე ცხადად ვიგრძენი არარსებული რეალობა, რომ კანი ამებურძგნა, თითქოს დუჩე მართლა მეხებოდა წელზე. საშინელმა მონატრებამ ძარღვებში სისხლი ამიდუღა და შიგნეულობა ამომიწვა.
- დამიმატე!
ბარმენმა ჭიქა გამივსო, ბოლომდე გამოვცალე და დარბაზის შუაგულისკენ გავემართე. გონებაში წარსულის კადრები ერთმანეთს ცვლიდნენ. მისი ჭაობისფერი თვალები, სისხლივით წითელი ტუჩები... ღრმა და ცხელი სუნთქვა ყურისძირში... თითები, რომლებიც ნაზად დასრიალებდნენ თეძოებზე, წელზე, წვივებზე, მკლავებზე, მკერდზე... ჩვენი პირველი ღამე...
სასმელმა გონება დამიბინდა - გრძნობები, ემოციები, განცდები, ყველაფერი ერთმანეთში ამერია. როგორ მინდოდა გავთავისუფლებულიყავი, ამ აურზაურში, ხმამაღალ მუსიკაში და ხალხის ღრიანცელში ჩავკარგულიყავი, გავუჩინარებულიყავი და დამევიწყებინა... დამევიწყებინა, რომ ჩემგან ასე შორს იყო... ყელში ბურთი გამეჩხირა.
თვალები დავხუჭე, ცრემლები წამომივიდა და მუსიკის რიტმს უნებურად ავყევი. გამახსენდა, ექსკურსიაზე კლუბში როგორ მოულოდნელად გაჩნდა ჩემთან... თმაში თითები შევიცურე, ტანში ცეცხლოვანმა ჟრუანტელმა დამიარა, კანი გამიხურდა და საშინლად დამცხა. იმდენად გადავეშვი ტკბილი მოგონებების მორევში, რომ წელი ამეწვა, ორგანიზმი რაღაც ელოდა, მთელი არსებით ელოდა... ცრემლებმა გზა ყელისკენ გაიკვლიეს.
- ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გაქვს გადაწყვეტილი?!
მომესმა ჩურჩული ყურთან. წელზე ძლიერი მკლავი შემომეჭდო და თავისკენ მიმიზიდა. გავშეშდი, ეს ფრაზა... ეს ხმა... ეს სურნელი. ნუთუ ყველაფერი მეჩვენებოდა? შევიშალე? ნამდვილად შევიშალე, ან სასმელმა იმაზე მძაფრად იმოქმედა ვიდრე ველოდი!
- რატომ გაჩერდი? - გრძელ თმაში თითები შემიცურა და მხარზე გადმომიყარა, ცხელი ტუჩები კი კისერზე მომაკრა - მეცეკვე...
- დუჩე... - ხმა გამებზარა და სწრაფად შევბრუნდი.
გულის ერთ დარტყმაში, ერთ ამოსუნთქვაში, თვალის ერთ დახამხამებაში ჩემი სამყარო ამობრუნდა. ნამდვილად ის იყო, წარმოუდგენიელია, მაგრამ მართლა ის იყო! მონაცრისფრო-მწვანე თვალები სითბოთი და სიყვარულით მიყურებდნენ. ისეთი სიმპათიური იყო ენა ჩამივარდა. მზერაწამონთებულმა წელზე ხელი შემომხვია და მკერდზე ძლიერად მიმიხუტა.
- მარწყვის ჩუპაჩუპსი, არა? - ჩაიღიმა გამომწვევად.
ნიკაპში თითი ამომდო და ტუჩებზე ენის წვერი გადამისვა. მთელი ორგანიზმი ამიცახცახდა. რატომღაც მთელი არსებით მწამდა, რომ მისმა მონატრებამ ჭკუიდან შემშალა და ხმა, რომ ამომეღო გაქრებოდა, გაუჩინარდებოდა... როგორც ერთი ღამის სიზმარი.
- შენი შეტყობინება მივიღე, - მიჩურჩულა ყურში და ხელები თეძოზე ჩაასრიალა - როცა რენემ ეს სიტყვები გადმომცა გული ლამის გამიჩერდა. ძალიან მომინდი, შენმა სურვილმა ლამის გამაგიჟა.
ხელი მოსახრელში წამავლო, ფეხი ამაწევინა და წრიულად დამატრიალა. თვალებში ვნების ცეცხლი ენთო, მისი კანის მხურვალებას საკუთარზე ვგრძნობდი.
- ჯანდაბა, ამ კაბაში ძალიან სექსუალური ხარ!
მძიმედ ამოისუნთქა და მისი მხურვალე ბაგეები ჩემსას შეერწყა. სამყარო გაქრა, ყველა და ყველაფერი გაუჩინარდა, მის გარდა... მისი ტუჩების ცხელი და ვნებიანი მოძრაობა არსებას მიწვავდა, თითოეულ უჯრედს ცეცხლს უკიდებდა და სუნთქვას მიკრავდა. სახეზე სისხლი მომაწვა, ვნებით გაბრუებულმა მკლავები კისერზე შემოვხვიე და მის ბაგეებში ჩავიკარგე.
- ძალიან მომენატრე, - ამოიჩურჩულა მზერადაბინდულმა და შუბლზე შუბლი მომადო - უშენოდ ერთი ღამის გატარებაც აღარ მინდა, ამას ვეღარ გავუძლებ!
- არ მჯერა... არ მჯერა რომ აქ ხარ, ბევრი დავლიე... ალბათ, ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ხარ. ახლა თუ გაქრები მოვკვდები! გთხოვ, სიზმარი არ იყო...
- და ასეთი კარგი წარმოსახვის უნარი გაქვს? იმდენად კარგი, რომ ამის წარმოდგენა შეგიძლია? - ჩაეცინა ალმაცერად, ნიკაპში ხელი წამავლო და ტუჩებზე ხარბად დამეწაფა, თავბრუდამეხვა.
- როდის გამოხვედი? - ამოვიჩურჩულე მის ტუჩებს მიწებებულმა - აქ როგორ გაჩნდი?
- შენ ხომ კოცნა მთხოვე? - აღგზნებულმა ქვედა ტუჩზე მწარედ მიკბინა - ჰოდა, მეც მოვედი. როდის იყო რამეზე უარს გეუბნებოდი?! მითუმეტეს კოცნაზე...
- ეს ყველაფერი შენ მოაწყვე, ხომ ასეა? წვეულება, მუსიკა, კაბაც კი...
- კაბა? - ჩაეღიმა - ყველაფერი ჰო, მაგრამ მაგას როგორღა მიხვდი?
- კალანდიას და შენს გემოვნებას შორის მკვეთრი განსხვავება ვიგრძენი, - გაეცინა და თმაში ხელი ნაზად შემიცურა.
- მაინტერესებდა რომელს აირჩევდი. კალანდია დამენიძლავა კიდეც, - თვალები ეშმაკურად წამოენთო - პირობები არასამართლიანი იყო, იმდენი კაბებიდან ჩემი არჩეული მხოლოდ ერთი იყო! წარმოდგენა არ გაქვს, როგორ მესიამოვნა ამ კაბაში, რომ დაგინახე...
- დანახვისთანავე მომხიბლა... არაჩვეულებირივი გემოვნება გაქვთ, ბატონო ქავანა, ქალის ტანსაცმლის არჩევაც კი გამოგდით...
- მშვენიერი ხარ... - ცხელი ტუჩები ყურის ძირზე მომაკრო - სექსუალური და გამომწვევი... თავს ძლივს ვიკავებ, რომ ტანზე ყველაფერი არ შემოგახიო!
- აქედან წამიყვანე...
- ჩემს აზრებს კითხულობ!
ჩაეღიმა, დაიხარა, ხელში ამიტაცა და გასასვლელისკენ გაემართა. კისერზე ხელები შემოვხვიე და თავი მკერდზე მივადე, ფილტვებს ჟანგბადი დაუბრუნდათ, სუნთქვა აღმიდგა...
- ქავანა? ეს ხომ ქავანა?
- დაინახეთ? ნამდვილად დუჩეა!
- მართლა ისაა! გამოვიდა?! როდის გამოუშვეს!
- არ მჯერა... გავს, ის ვერ იქნება!
კურსელები აჩოჩქოლდნენ, ყველამ კისერი წაიგრძელა, რომ მისთვის თვალი მოეკრათ. გაღიზიანებულმა მისი ქურთუკის კაპიშონს ხელი წავავლე და თავზე ჩამოვაფხატე, რომ სახე დამემალა. დუჩეს ერთი ჩაეღიმა, მკერდზე მიმიკრა, მადლობის ნიშნად ცხვირზე მაკოცა და რესტორნიდან წამომიყვანა.


****
ტუჩებზე ნაზმა შეხებამ გამომაღვიძა. თვალები ნელა გავახილე და დუჩეს მხურვალე მზერას წავაწყდი. ჩემკენ ისე ახლოს დახრილიყო, რომ მისი სუნთქვა ბაგეებზე მელამუნებოდა, ალმაცერად ჩაიღიმა, დაიხარა და ისევ მაკოცა.
- გაიღვიძე, მოვედით...
რესტორნიდან წამოსვლისას მანქანაში ჩამსვა და მითხრა სადღაც მიმყავხარო, თუმცა, არ უთქვამს სად. არ ჩავძიებივარ, სიურპრიზის გაფუჭება არ მინდოდა. გზაში კი სასმელმა და მისმა ტკბილმა სურნელმა მომთენთა და ჩამეძინა.
- სად ვართ? - გაბრუებულმა ჩაბნელებული მიდამო მოვათვალიერე.
- ნახავ...
თვალი ჩამიკრა, მანქანის კარი გააღო და გადავიდა. ჩემი მხრიდან მოუარა, კარი გამიღო და ხელი გამომიწოდა. დაეჭვებული ღიმილით მოვეჭიდე ხელზე, გადმოვედი და ჩაბნელებული მიდამო მოვათვალიერე. ჩაშავებულ, ველურ კორომში ორსასრთულიან სახლს მოვკარი თვალი. მიუხედავად სიბერისა, შენობას ძველი სიდიადე შეენარჩუნებინა და დათოვლილი ნაძვებით გარშემორტყმული ამაყად წამომართულიყო მდუმარე ტყეში. შიშველ კედლებს ხავსი და გამხმარი მცენარის ყლორტები საყვარლის ვნებიანი მკლავებივით შემოხვეოდნენ.
შენობის მეორე სართულს უზარმაზარი, ანტიკური სტილის აივანი ამშვენებდა. გამხმარი ვაზის ყლორტები მჭიდროდ მიჰკვროდნენ აივნის მოჩუქურთმებულ რიკულებს, ერთმანეთში იხლართებოდნენ, იგრაგნებოდნენ და ობობის ქსელებივით მოსდებოდნენ ვერანდას. დათოვლილ სახურავს, კი ბუხრის საკვამური გამოსჩროდა და შავ კვამლს ბოლქვებად აფრქვევდა, რომელიც წრიული ზანტი ფარფატით იფანტებოდა უკუნით ბნელში. ალბათ, სახლში ვიღაც იყო, ყინვისგან შეჭირხლული ფანჯრებიდან თაფლისფერი შუქი ციმციმით იღვრებოდა, ეზოში დადებულ თოვლის სქელ ქურქზე.
სულში აღფრთოვანების ძლიერმა ტალღამ დამიარა. შავი აგურისგან ნაშენები სახლი, პატარა სასახლეს ჰგავდა, რომელსაც მხრებზე თოვლის სქელი ქურქი წამოეცვა და ოთხკუთხედად მობრდღვიალე თვალები სიამოვნებისგან და ნეტარებისგან ყვითლად უციმციმებდა. უცებ წარმოვიდგინე, რა მშვენიერი იქნებოდა აქაურობა ზაფხულში. მთელი სახლი სიმწვანეში იქნებოდა ჩაფლული... გამაკანკალა, გარეთ საშინელი სუსხი იყო. მე კი ჩემი მოსაცმელი კალანდიას მანქანაში დამრჩა.
- ეს მოიცვი, - დუჩემ თავისი თბილი ზედა გაიხადა და ბეჭებზე მომახურა.
- სად მომიყვანე? - ვკითხე ოდნავ დაბნეულმა.
- ეს სახლი ბაბუაჩემს ეკუთვნოდა.
- ეკუთვნოდა? ახლა ვის ეკუთვნის? - რა სულელური კითხვა დავსვი.
- მე... - ჯიბიდან წითელი ხავერდის ნაჭერი ამოაძვრინა და ეშმაკურად შემომხედა.
- რას აკეთებ?
- არ გაინძრე... - ნაჭერი ორად გადაკეცა შუაზე და თვალები ამიხვია.
- დუჩე...
- ამას პირველად ვაკეთებ...
დაიხარა და ხელში ამიტაცა. თვალებახვეული ვერაფერს ვხედავდი, ცოტათი შემეშინდა კიდეც და კისერზე მკლავები მჭიდროდ შემოვხვიე. ნეტავ ამჯერად რას მიპირებდა?! თან ისეთი დაძაბული ხმა ჰქონდა უარესად დავინტრიგდი. თოვლში მისი მძიმე ნაბიჯების ხმა მესმოდა. სულგანაბული ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, საშინელი ცნობისმოყვარეობა გულმუცელს მიწვავდა.
მოულოდნელად კარის ჭრიალი შემომესმა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ვიგრძენი, უცებ ძალიან დათბა. ზამთრის სუსხი და ყინვა, სითბომ და ყვავილების ნაზმა არომატმა ჩაანაცვლა. დუჩეს სუნთქვა გაუხშირდა. რბილი ნაბიჯებით მივხვდი, რომ ნოხზე მიაბიჯებდა. თავს ძლივს ვიკავებდი თვალებიდან სახვევი, რომ არ ჩამომეგლიჯა.
- მოვედით...
- ახლა შეიძლება, რომ მოვიხსნა?
- ნწ, არა... - ჩაეცინა და დამსვა.
დაბნეულმა მისკენ ხელი გავიწოდე, რომ მოვჭიდებოდი, მაგრამ გამეცალა. თავი ძლივს შევიმაგრე, რომ არ წავქცეულიყავი, ქუსლიანებზე დგომა მიჭირდა. მოულოდნელად რაღაც გაჩხაკუნდა და ოთახში ძალიან ნაცნობი მელოდია გაჟღერდა. ეს მუსიკა...
- გახსოვს?...
ყურთან ჩურჩული მომესმა, მისი თითები ნელა გასრიალდნენ მკლავებზე და ქურთუკი გამხადეს. თვალებახვეულმა თავი ხმის მიმართულებით მივაბრუნე და მის ცხელ ბაგეებს წავაწყდი, ტუჩებით ჩემს ტუჩებს ეხებოდა. ვენებში სისხლი ამიდუღდა. ვნება სხეულის თითოეულ უჯრედში შემიძვრა და ცეცხლი წამიკიდა.
- როცა პირველად დაგინახე... კაფეტერიაში... ჩვენს მზარეულს ეს მუსიკა ჰქონდა ჩართული... - წავიჩურჩულე აკანკალებულმა. ნუთუ ესეც ახსოვდა?!
- იცი რა გავიფიქრე, როცა პირველად დაგინახე?
თითები ნელა ჩასრიალდნენ თეძოზე. კაბის შიგნით ხელი შემიცურა, მთელი ორგანიზმი დამეჭიმა. მოულოდნელად მისი ცხელი ბაგეები ბარძაყზე მომეკრო, ნაზი კოცნით აუყვა მაღლა და იარაღის ქამრის შესაკრავი კბილებით გაგლიჯა, გამაკანკალა.
- დუჩე...
- ვიფიქრე... - წელში გასწორდა, რადგან მის ცხელ სუნთქვას უკვე კისერთან ვგრძნობდი - ვიფიქრე... აი სად დამენძრა-თქო.
დაძაბულობა განიმუხტა, ორივეს გაგვეცინა. უცებ თვალებიდან სახვევი მომშორდა და სინათლით დაბრმავებულმა თვალები ავახამხამე. როგორც იქნა, მზერა დამეწმინდა და გაოცებულმა ოთახი მოვათვალიერე.
მოდერნისტული ვინტაჟის სტილში გადაწყვეტილმა ინტერიერმა დამამუნჯა. თუმცა, ვინ ჩიოდა ოთახის თვალიმომჭრელ ჩუქურთმებს, ან ძვირფას და იშვიათ ავეჯს, ოთახის მორთულობამ გამაოგნა - მუქი წაბლისფერი, პრიალა იატაკი ერთიანად სისხლისფერი ვარდის ფურცლებით იყო მოფენილი. ლამაზ ბუხარში წითლად მობრიალე ცეცხლი მხიარულად გიზგიზებდა. ბუხრის გვერდით უზარმაზარი მწვანე ნაძვისხე იწონებდა თავს ლამაზი გაფორმებებით და ჭრელაჭრულა ციმციმა ნათურებით. თუმცა, ჩემი ყურადღება სულ სხვა რამემ მიიპყრო.
- ეს... ეს... - ენა დამება.
დაბნეულმა ოთახი მოვათვალიერე. შეფიცრული ჭერიდან ჭრელ ფერებში ნაქსოვი თოკებით საშუალო ზომის დეკორატიული და გამჭვირვალე ქილები ეშვებოდა, რაოდენობით ალბათ ორმოცდაათს აღემატებოდნენ. მინის კედლების მიღმა კი პატარა ფრთიანი არსებები მხიარულად დახტოდნენ და სუსტ სინათლეს ასხივებდნენ.
- ეს, ხომ...
- ცოცხალი ციცინათელებია...
ჩაიღიმა მომხიბვლელად და ერთ-ერთ ქილას თავი მოხსნა. მანათობელი მწერები, რომლებიც აშკარად განათების მოვალეობას ასრულებდნენ, თავისუფლებას მონატრებული ჟინით ამოიჭრნენ ქილიდან და ოთახში ფარფატს მოჰყვნენ. შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი ჯადოსნურ სანახაობას თვალს ვერ ვაშორებდი. თითქოს, თავი უღრან ტყეში ამოვყავი, ფერიების სამფლობელოში, სრულიად სხვა სამყაროში, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. დუჩემ თავი ისევ ზღაპარში ამომაყოფინა... თავი ვერ შევიკავე, გული ამიჩუყდა და ცრემლები ღაპაღუპით გადმომცვიდა ღაწვებზე.
- აბა? - წელზე ხელები შემომხვია და ყურისძირში ნაზად მაკოცა - მოგწონს?
- იცი ადამიანს თავბრუ როგორ დაახვიო, - წავიჩურჩულე ღიმილით.
- რა გატირებს? - თავისკენ შემაბრუნა, დარცხვენილმა სახე მოვარიდე - სია... როგორი მგრძნობიარე მყავხარ.
თავი სიცილით გააქნია. ნიკაპში ხელი წამავლო, თავი ამაწევინა და ღაწვებზე ჩამოგორებული ცრემლები ტუჩებით შემიმშრალა.
- გმადლობ... ულამაზესია... ყველაფერი, უბრალოდ არაჩვეულებრივია.
- არჩვეულებრივი შენ ხარ, - წაიჩურჩულა გრძნობამორეულმა და სახე დამიკოცნა - სულ მალე თორმეტს გადასცდება. ეცადე როგორმე საღი აზროვნება შემინარჩუნო, თორემ ახალწელს სხვანაირად შეხვდები...
ისევ დაიხარა, ხელში ამიტაცა და ოთახის მარცხენა ფლიგელისკენ გააბიჯა. აშკარად გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჩემით სიარული სასტიკად მეკრძალებოდა. სიცილისგან თავი ძლივს შევიკავე. იმდენად გავერთე ოთახის მორთულობით და მომაჯადოვებელი ინტერიერით, რომ კუთხეში დატანებული ღია კრემისფერი სპირალისებური კიბე, რომელიც მეორე სართულზე ადიოდა, არც კი შემიმჩნევია.
- საით?
- ჯერ არ დამისრულებია, - ჩაიღიმა და თვალი ჩამიკრა.
რაღაც ახალის მოლოდინში გავისუსე. დუჩემ კიბეები აათავა და მეორე სართულის დერეფანს აუჩქარებლად გაუყვა. ჰოლის ბოლოს დატანებული კარი ფეხით შეაღო და ჩაბნელებულ საძინებელში შემიყვანა. ოთახის მოთვალიერება ვერც კი მოვასწარი, ჩამომსვა და აივნისკენ გამიყოლა, კარი გამოაღო და გარეთ გამოვედით.
- რას...
- მოითმინე... - მაჯის საათს ინტერესით დახედა - სულ რაღაც ხუთი წუთი... უკვე ოთხი... სამი... ორი... და აი ისიც... - კმაყოფილმა ჩაიღიმა - მაღლა აიხედე...
მოულოდნელად რაღაცმ ისე გამაყრუებლად იბუთქა, შეშინებული დუჩეს მკერდზე ავეკარი. ცაში უზარმაზარი თეთრი სხივი ტყვიის სისწრაფით აიჭრა, მაღლა-მაღლა წავიდა და როგორც კი საკუთარ მაქსიმუმს მიაღწია ყუმბარასავით გასკდა და ციდან ლურჯი ვარსკვლავების წვიმა წამოვიდა. ენაჩავარდნილი ვუყურებდი მომაჯადოებელ სანახაობას და თვალებს ვერ ვუჯერებდი.
- ღმერთო...
- მოიცადე... აი ახლა... - მხიარულად გაიცინა და ზურგიდან ჩამეხუტა.
სიტყვა დაამთავრა, თუ არა მეორე გამაყრუებელმა ხმამ ნაძვებიდან თოვლიც კი ჩამოყარა. ჰაერში მორიგი „მეტეორი“ აიჭრა და ჩაშავებულ ზეცას დაუნდობლად ეკვეთა, გზაში კი უცნაური რამ გაკეთა, ორად გაიყო, ერთმანეთში აიხლართა და მობრდღვიალე ოქროსფერი სხივებით უზამრაზარი გრძელი კიბის ქსოვას შეუდგა.
- რას აკეთებს... კი მაგრამ, რას აკეთებს?! - წამოვიყვირე გაოგნებულმა. მსგავსი რამ ჩემს დღეში არ მენახა.
- გაჩვენებს რაღაცას, რისი აღწერა და გადმოცემაც სიტყვებით არ შემიძლია... ეგ გზაა, რომელიც მე შენამდე მოსასვლელად გავიარე.
ჩაილაპარაკა ხმადაბლა და დაბინდული მზერა უზარმაზარ კიბეს ააყოლა, რომელსაც ალბათ გადაწყვეტილი ჰქონდა ცის ზედაპირს შეხებოდა, ჩაქრობის ნაცვლად უფრო და უფრო ღვივდებოდა და მაღლა მიიწევდა.
- ეს გზა გრძელი, დამღლელი, რთული და ეჭვებით სავსე იყო...
გამაოგნებელ ფეიერვერკს თვალი მოვწყვიტე და მზერა დუჩეზე გადავიტანე. მისი მწვანე სფეროების სიღრმეში ოქროსფრად მობრდღვიალე კიბის ანარეკლს ვხედავდი. ჭაობისფერ თვალებს სევდა შეპარვოდა დაუპატიჟებელი სტუმარივით.
- თუმცა, - ფეირვერკს თვალი მოსწყვიტა და გაღიმებულმა მზერა ჩემზე გადმოიტანა - წარსულს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი აწმყოა. ახალ წელს გილოცავ, სია... ახალ დასაწყის, ჩვენი ერთობლივი ცხოვრების პირველ მშვენიერ დღეს.
დაიხარა და ტუჩებზე ნაზად მეამბორა. გამეღიმა, კისერზე ხელები შემოვხვიე და ჩავეხუტე. სისხლში ენდორფინის მომატება ვიგრძენი, გული სითბოთი და სიყვარულით ამევსო.
- ოცნებები მართლაც სრულდება, - თმაში თითები შევუცურე და კისერზე ნაზად ვაკოცე - შენ მე ბავშვობის ოცნება ამიხდინე და ამისთვის დიდი მადლობა.
- ოცნება? - ჩაეღიმა - მითხარი... რა ოცნება?
თუმცა, თქმა ვერ მოვასწარი. მორიგი ფეიერვერკი ცაში აიჭრა და იმხელა ხმაზე გასკდა, რომ სულ დამავიწყდა რაზე ვსაუბრობდი. თვალებანთებული ჩამოვეხსენი და ულამაზეს სანახაობას გაღიმებული მივაჩერდი. სამყარო ფეიერვერკის წვიმაში გახვეულიყო, ზეცა ნაირ-ნაირი ფერის სხივებით აივსო, გაიშალა, თითქოს მთელს სამყაროს თავზე მოექცა და ისევ იფეთქა. აღფრთვანებისგან წამოვიყვირე.
ოქორსფერი წვიმა დედამიწისკენ დაეშვა და ნაძვის წვერებს მიახლოებულები ჰაერში გალღვა. უმშვენიერესი ფეირვერკი კიდევ თხუთმეტ წუთს გაგრძელდა, მოციმციმე ყუმბარები გამაყრუებელი ზათქით ფეთქდებოდნენ, ერთმანეთში იხლართებოდნენ და ისევ ფეთქდებოდნენ. წარმოდგენა არ მქონდა ამას ვინ აკეთებდა, დუჩეს ყველაფერი იდეალურად დაუგეგმავს. სანახაბოით იმდენად გავერთე, რომ ვერც კი შევნიშნე, როდის მომშორდა გვერდიდან.
- დუჩე?
დაბნეულმა მიმოვიხედე არსად ჩანდა. ფეირვერკს თავი ვანებე და ჩაბნელებულ საძინებელში შევედი. სიბნელეში რაღაცას გამოვედე და კინაღამ წავიქეცი. გაღიზიანებულმა ქუსლიანი ფეხსაცმელები გავიხადე და ფეხშიშველი ოთახიდან გამოვიქეცი.
- დუჩე?
ხმას არ იღებდა, გულგახეთქილი მაშინვე სპირალისებურ კიბეებზე დავეშვი და როგორც კი ბოლო საფეხური ჩავათავე გავშეშდი. ფეხსაცმელები ხელიდან გამიცვივდა და ყრუ ბრაგუნით დაეცა ანტიკურ ნოხს. თავი სიზმარში ამოვყავი. ბუხრის ცეცხლისგან განათებულ ოთახში ციცინათელების ჯარი დაფარფატებდა. იმდენი იყვნენ, რომ ხილვადობაც კი ჭირდა. დუჩეს ყველა ქილისთვის თავი მოეხსნა და მანათობელა მწერებისთვის თავისუფლება ეჩუქებინა.
ეს სანახაობა გონებაში სამუდამოდ ჩამებეჭდა... ალბათ მხატვრული ლექსიკონი არ მეყოფა იმის აღსაწერად როგორი სურათი იშლებოდა ჩემს წინ... სიტყვებით იმის გადმოცემას კი გამიჭირდება რა ვიგრძენი მაშინ, როდესაც ციცინათელების ზღვიდან დუჩემ გამოაბიჯა...
წარმოდგენა არ მქონდა კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებდი, კიდევ რამდენი დღის გატარება მოგვიწევდა ერთად, მაგრამ ეს ერთი ღამე, რომელიც საყვარელმა მამაკაცმა ჯადოსნურ და დაუვიწყარ ზღაპრად მიქცია, მთელს ჩემს განვლილ ცხოვრებად მიღირდა. ყოველი ახალი წელი, რომელიც აქამდე, ფანჯარასთან მარტო მჯდომს, გამიტარებია უკვალოდ გაქრა, წაიშალა და გაუჩინარდა, თითქოს არც არასდროს არსებობდა. გჯერათ სასწაულების? მე მათი არსებობის სწორედ იმ ღამეს ვირწმუნე...
ფიქრებში ჩაძირული, ამღვრეული თვალებით მომაჩერდა. ციცინათელების შუქზე მათ სიღრმეებში აბრიალებული ვნების ცეცხლი შევნიშნე, ყბაზე კუნთი დაეჭიმა, დაძარღვული ხელები დაემუშტა, მზერა მწველი და გამჭოლი გაუხდა. მძიმედ ამოისუნთქა, ჩვენ შორის მანძილი სამ ნაბიჯში დაფარა, კისერზე ხელი მძლავრად შემომხვია და აღგზნებულმა თავის ტუჩებს მიმაჯაჭვა. პულსი გამიხშირდა, გულს ბაგაბგი გაჰქონდა...
ვნებასაყოლილმა ხელში ამიტაცა, ფეხები წელზე შემომადებინა და მაგიდაზე შემომსვა. ჩემს კაბას უხეშად ჩააფრინდა და ზუსტად ერთ წამში ნაკუწებად მიქცია. მისი ცხელი ტუჩები ჯერ ყელზე დამაკვდნენ, შემდეგ მკერდზე... მუცელზე... ჭიპს ჩასცდნენ.. ცუდად გავხდი.
სახეზე სისხლი მომაწვა და ხელები ამიკანკალდა. ცოტაც და გონებას დავკარგავდი... წელში გასწორდა, ალმაცერად ჩაიღიმა, კისერზე ხელი მომხვია და ისევ ტუჩებზე მესცა. მკბენდა... მლოკავდა... მკოცნიდა... თავბრუდამახვია, საკუთარი სახელიც კი დამავიწყდა. განსჯის უნარი დავკარგე...
აღგზნებულმა ერთი ხელის მოძრაობით ზედა გადაიძრო, ხელში ამიტაცა და მხიარულად მოგიზგიზე ბუხრისკენ წამიყვანა. მისი ცხელი კანის მხურვალებას ჩემსაზე ვგრძნობდი, ვნებისგან ადუღებულ სისხლს საყვარელი მამაკაცის სურვილი ცეცხლის ენებად შეერწყა და ერთარსებად იქცა. მისი კანის არომატი... მაღალი ტემპერატურა, მისი გახშირებული სუნთქვა ჩემს მკერდზე - უბრალოდ მაგიჟებდა.
ფილტვებში ჟანგბადი მისმა ტკბილმა სურნელმა ჩაანაცვლა. გაღიმებულმა აჩეჩილ ქოჩორში ხელები შევუცურე და ყელზე ამობურცულ ძარღვზე ნაზად ვუკბინე, გააკანკალა.
- ჭკუიდან უნდა შემშალო? - სიტყვები სუნთქვას ამოაყოლა და წამონთებული მზერა მომაპყრო. ბუხრის წინ ფუმფულა ხალიჩაზე დამაწვინა და ზემოდან მომექცა.
- ჰო... ზუსტად მაგას ვაპირებ!
გავუღიმე გამომწვევად. ჩემი ღიმილი სავსე ტუჩებზე აერეკლა და ცეცხლის ოქროფერ შუქზე მისმა ქათქათა კბილებმა თვალისმომჭრელად გაიელვეს. ციცინათელები ჩვენს გარშემო ზანტად დაფარფატებდნენ. ეშმაკური ღიმილით უბისკენ დაიხარა და საცვალი კბილებით გაგლიჯა. სიცილი ამიტყდა და სახეზე ხელები ავიფარე, შემრცხვა. სულ რაღაც ერთ წუთში მის წინაშე სრულიად შიშველი და დაუცველი ვცახცახებდი.
- არანორმალური ხარ!
- უშენობამ შემშალა!
სახე ჩემს მკერდში ჩამალა და ხელები თეძოებზე ჩაასრიალა. ისე მეალერსებოდა როგორც მოქანდაკე თავის საყვარელ შემოქმედებას. თითები წვივში წამავლო და თავის წელზე შემომადებინა. კიდევ უფრო გავწითლდი.
- ხელები ჩამოსწიე! - სახიდან ხელები მომაშორებინა და გამჭოლი მზერით სულში შემომიძვრა - როგორ მომენატრა ეს შეფაკლული ლოყები...
ჩემკენ ნელა დაიხარა, ენის წვერი ტუჩებზე გადამისვა და ყურის ბიბილოზე მწარედ მიკბინა. მუცელში მწველი ტკივილი ვიგრძენი, კიდურები გამიხურდა, ვნებამ დამაბრმავა და კვნესა აღმომხდა. თვალებზე ხელი ავიფარე და თავის მოსათოკად ტუჩზე ვიკბინე. ჩუმი სიცილი მომესმა, თვალებიდან ხელი მომაშორებინა და ხელისგულზე მაკოცა.
- მიყვარს შენი არომატი... შენი სურნელი... შენი კანი...
ჩურჩულებლდა ვნებასაყოლილი და მთელს ტანზე ტუჩებით დასრიალებდა. სუნთქვა გამიჭირდა, ხმას ვერ ვიღებდი, განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. მაჯებში მჭიდროდ ჩამფრენოდა და სხეულს მიკოცნიდა... მილოკავდა... ძლიერ თითებს ისე მჭიდროდ მიჭერდა, თითქოს არ ვყოფნიდი და ჩემს ნაწილად ქცევას ცდილობდა.
- დუჩე... - წავიჩურჩულე...
ტანში ვნებამ კრუნჩხვასავით დაუარა. ვიცოდი მისი სუსტი წერტილები, ვიცოდი რა აკარგვინებდა წონასწორობას, ცბიერად ჩამეღიმა.
- გაიმეორე! - წელს ქვემოთ ხელი ამომდო, თავის ცხელ სხეულზე მჭიდროდ მიმიკრა და ქვედა ტუჩზე მწარედ მიკბინა - გაიმეორე...
- დუჩე...
თვალებში თავაწყვეტილი ვნება აუელვარდა. ჩურჩულით წარმოთქმულმა სიტყვებმა ძვლებში დაამსხვრია, ორგანიზმი ერთიანად დაეჭიმა და სუნთქვა გაუხშირდა. ხელებში თითები შემიცურა, ძლიერად გადამაჭდო, სისხლისფერი ბაგეებით ტუჩებზე დამაკვდა და დამეუფლა...


თავი მეათე
თვალები ნელა გავახილე და პირვლი რაც თვალში მომხვდა, ეს წითლად მობრიალე ცეცხლის ენები იყო, ბუხარში ცეცხლი ჯერ კიდევ მხიარულად გიზგიზებდა. ჩაბნელებულ ოთახში ციცინათელები ზანტად დაფარფატებდნენ, ფანჯრიდან კი ისევ მრუმე სიბნელე მოჩანდა, ჩაგვძინებია. დუჩეს მკლავები ძლიერად შემოეხვია, ჩახუტებულს სახე ჩემს თმაში ჩაემალა და ტკბილად ეძინა. წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ძილბურანში მყოფმა ინსტიქტურად მკლავები კიდევ უფრო ძლიერად მომხვია და თავის მკერდზე მიმაჯაჭვა. ტუჩზე ვიკბინე, რომ არ გამცინებოდა, დავიცადე სანამ დაჭიმული სხეული ისევ არ მოუდუნდებოდა და მისკენ გადმოვბრუნდი.
ცეცხლის შუქზე ვერცხლისფრად მოელვარე ნაიარევებმა თვალი მომჭრეს, ზურაბის ნაამბობი გამახსენდა და ტანში სიცივემ დამიარა. წამით საშინელი კადრები წარმომიდგა თვალწინ - რინგზე მოჩხუბარი და ერთიანად სისხლში ამოთხვრილი მოწინააღმდეგეს როგორ გამეტებით ურტყამდა მუშტებს, ან პირიქით...
მკლავებზე ღრმა ჭრილობები მოუჩანდა, დანით ან სამართებლით გაჭრილს ჰგავდა... გამაჟრჟოლა. შეშინებული და საკუთარი წარმოსახვით დაზაფრული შიშველ მკერდზე მივეხუტე და სახე მის ყელში ჩავმალე.
- სია? - შეიშმუშნა და ნამძინარევმა თავზე გაუცნობიერებლად გადამისვა ხელი - კარგად ხარ?
- ჰო...
კიდევ უფრო მჭიდროდ მივეკარი და მისი ტკბილი სურნელი ხარბად შევისუნთქე, იქნებ საშინელი ფიქრები თავიდან გამომიბერტყოს-თქო.
- შემომხედე... - ნიკაპში ხელი წამავლო და თავი ამაწევინა - რა გჭირს?
- არაფერი, ცუდი სიზმარი ვნახე. - თვითონაც ვერ ვხვდებოდი რატომ ვატყუებდი.
- ცუდი სიზმარი? - მწვანე თვალებში ეჭვი გაუკრთა - მატყუებ.
- უბრალოდ ჩამეხუტე, კარგი? გთხოვ... - თვალი ავარიდე და მკერდზე მივეკარი.
- უნდა ვინერვიულო?
- არა, ამ ბოლო დროს უცნაურობები დამჩემდა. ზედმეტად მგრძნობიარე გავხდი, ყურადღებას ნუ მომაქცევ...
- როგორ? - სიცილი აუტყდა და სახიდან თმა გადამიყარა - რამის თქმა ხომ არ გინდა ჩემთვის? - თვალებში მრავალმნიშვნელოვნად მომაჩერდა, ტუჩებზე კი ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა.
- სულელო! - გვიან მივხვდი ასე რატომ მიყურებდა და მეც გამეცინა - არაფერი მსგავსი!
- და რა იცი შენ? - თითები მხარზე ჩაასრიალა და მუცელზე ნაზად შემეხო - იქნებ გამოგვრჩა რამე? მართალია თავს ვიცავდით, მაგრამ პირველ ჯერზე პრეზერვატივი არ გამომიყენებია.
- ნუ მაშინებ! - შევუბღვირე დამფრთხალმა.
- გაშინებ? - ზემოდან მომექცა და ქვედა ტუჩზე მწარედ მიკბინა - გეშინია?
- ჰო!
- რატომ? შენდა საბედნიეროდ იმ სირებს არ მივეკუთვნები ბავშვის ხსენებაზე სოროებს რომ დაეძებენ თავქუდმოგლეჯილები, - ირონიულად ჩაეცინა და ცხვირზე თითი წამკრა - საკუთარ შვილს არასოდეს მივატოვებ! ისე ამაზე არც კი მიფიქრია, შვილი... შენგან შვილი მინდა!
- გაგიჟდი, ხო? - გამეცინა - ხომ არ გავიწყდება, რომ სასტიკ ომში ვართ ჩაბმულები?
- და ეს ომი შენ არაფრით შეგეხება, - ტუჩებზე ენის წვერი გადამისვა და გამომწვევად შემომხედა - როგორ ფიქრობ, ვინმეს უფლებას მივცემ რამე დაგიშავოს?
- ასეთ სიტუაციაში არაფრისგან ვართ დაზღვეულები, - თითით ყელზე დაჭიმულ ძარღვს შევეხე - მომავალზე ვერც კი ვფიქრობ, დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ის რომ შენ ახლა აქ ხარ, ჩემს გვერდით და შემიძლია გაკოცო, ჩემთვის საკმარისზე მეტიცაა.
- ამას ნუ ამბობ, - წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა - ისე ნუ საუბრობ, თითქოს დღე-დღეზე სიკვდილს ელი, ეს მაცოფებს!
- მოეშვი, ახალი წელია, ჩვენ კი სადღაც გადაკარგულში ვართ გამოპარულები, აქაურობა სამოთხეს უფრო ჰგავს. მაცადე დავტკბე.
- მაშინ სისულელეებს მორჩი და ნუ მაგიჟებ!
წაიჩურჩულა გაღიზიანებულმა და ტუჩებზე დამაცხრა. ძარღვებს თავაწყვეტილი ვნების ცეცხლი მოედოთ და ორგანიზმის ყველა კუთხე-კუნჭულს მისწვდნენ. მთელი სხეული დამეჭიმა. მისი თითები ჩემს თეძოებზე გასრიალდნენ და მძლავრად ჩამეჭიდნენ, სუნთქვა შემეკრა და გაუცნობიერებლად ბეჭები დავუკაწრე. აღგზნებულს ვნებამ კრუნჩხვასავით დაუარა ორგანიზმში და მთელი ტანით გამეკრა. მოულოდნელად სავარძელზე მიგდებული, ჩემი ტელეფონი მთელი ხმით აზუზუნდა.
- შეეშვი! - წაიჩურჩულა გრძნობამორეულმა და ტუჩები მკერდზე ჩაასრიალა.
- შეიძლება რამე მნიშვნელოვანია... - საკუთარ ბგერებში ჩავიკარგე.
- აქ ჩვენს გარდა არავის და არაფერს აქვს მნიშვნელობა!
ხელი წვივში წამავლო და ტუჩებით სხეულის ყველა ნაწილს შეეხო. ცხელმა ჟრუანტელმა მთელი ორგანიზმი მოიცვა. ჩემმა ტელეფონმა ზუზუნი შეწყვიტა, შემდეგ კი დუჩესი აინთო.
- დუჩე... რაღაც ხდება!
- მაინცდამაინც, ახლა უნდა შემიშალონ ხელი!
წარბშეკრული წელში გასწორდა, გაღიზიანებული წამოდგა და მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონს გადასწვდა, მაგრამ როგორც კი ეკრანს დახედა გამომეტყველება მაშინვე შეეცვალა.
- ვინ რეკავს?
- ახლავე დავბრუნდები...
შარვალი ამოიცვა და გარეთ გავიდა. კარის გაღებისას ციცინათელების არმია უკან დაედევნა და ციმციმა კუდებით წყვდიადში გაუჩინარდნენ. ოთახში საგრძნობლად ჩამობნელდა. ვიგრძენი როგორ შემომეჭრა მშვიდ ნავსაყუდელში გარესამყაროს ბინძური ნოტები. წამოვდექი და ძირს დაგდებული დუჩეს მუქი ჭაობისფერი სვიტერი ავიღე. ჩემი კაბისგან მხოლოდ ნაკუწებიღა შემრჩა, ფაქტობრივად შიშველი დამტოვა. თავი გავაქნიე და თბილი ზედა გადავიცვი. როგორც ყოველთვის, ჩემზე სამი ზომით დიდი სვიტერი, მუხლებამდე ჩამომეჩაჩა.
სავარძელზე მიგდებული ჩემი ტელეფონი ავიღე და გამოტოვებული ზარი შევამოწმე, სანდრო რეკავდა. შუბლშეკრულმა კარს გავხედე და სანდროს გადავურეკე, პირველივე ზუმერზე მიპასუხა.
- როგორც იქნა! - წაიბუზღუნა გაღიზიანებულმა - სად გიგდია ტელეფონი?!
- მეც გილოცავ ახალ წელს, - გამეცინა, მის უჟმურ ხასიათს საზეიმო დღესასწაულიც ვერაფერს აკლებდა - რა მოხდა?
- შენი ბიჭი ციხიდან გამოუშვეს.
- ვიცი.
- თუმცა... რა იდიოტი ვარ! მასთან ერთად ხარ, ხომ ასეა? - მის ხმაში უკმაყოფილება შევნიშნე.
- ჰო, ამის სათქმელად დამირეკე?
- არა, როგორც იქნა, შევძელი, მესხიშვილის ტელეფონზე წვდომა მაქვს. მის ჯიპიესს თვალყურს ვადევნებ და არა მარტო ტელეფონს, მანქანას გადამცემი მივუმაგრე. ტელეფონს თუ მოიშორებს კვალს მაინც არ დავკარგავთ.
- როგორც იქნა, ახლა მუშაობის საშუალება მოგვეცა! მაინც, როგორ მოახერხე?
- ჩემთვის შეუძლებელი არაფერია. მოკლედ, მის მარშუტს ვაკონტროლებ, სახლში, რომ მიხვალ ლეპტოპი შეამოწმე, მონაცემებს გამოგიგზავნი. მეც ორ დღეში დავბრუნდები, ახლავე რომ წამოვიდე ნინა ცოცხალად გამაძრობს ტყავს. ისედაც იშვიათად გვნახულობო, რაც მოსულივარ მაგას მეწუწუნება.
- მშობლებთან დარჩი. შენი წამოსვლა აუცილებელი არაა. თუ რამე სიახლე იქნება შეგატყობინებ, დანარჩენს მე მივხედავ.
- კარგი... და სია... - შეყოყმანდა.
- ჰო.
- ახალ წელს გილოცავ.
გამეღიმა, ტელეფონი გაითიშა და ჰოლში კარის ჭრიალის ხმაც შემომესმა. სუსტად განათებულ ოთახში დუჩემ შემოაბიჯა, შიშველ ტანზე და აბურძგნულ თმაზე თოვლის ფიფქები მოუჩანდა, რომლებიც იმწამსვე წვეთებად იქცნენ და ბუხრის ცეცხლზე თვალისმომჭრელად აკიაფდნენ. აღელვებულმა სახე მოვუთვალიერე, მაგრამ ვერაფერი ამოვიკითხე.
- ვინ რეკავდა? - ვკითხე ინტერესით და სვიტერის სახელოთი დანამული ღაწვები შევუწმინდე.
- მნიშვნელოვანი არავინ, - ხელი დამიჭირა და თავისკენ მიმიზიდა - ჩემი ზედები ძალიან გიხდება, იცოდი?
- ნამდვილად მშვიდობაა? - ვკითხე ეჭვით. რატომღაც ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ პასუხს თავს არიდებდა.
- გარშემო მიმოიხედე, - ჩაიღიმა თვალებანთებულმა და ჩემი კაბის ნაკუწებს ცერად გახედა - შენ როგორ ფიქრობ, მშვიდობაა?
გამეცინა. სისხლისფერი ბაგეები მკვეთრმა ღიმილმა გააპო, აღგზნებულმა ხელში ამიტაცა და ტუჩებზე დამაცხრა. სხეული ისევ დამეჭიმა და კანზე ცეცხლი წამეკიდა.
- სად გავჩერდით? - წაიჩურჩულა მზერაწამონთებულმა და თავისი ზედა ერთი ხელის მოსმით გადამაძრო.
უცებ ეზოდან ხმაური შემოგვესმა. ორივე გავშეშდით და კარს გავხედეთ. ყვირილის ხმამ ჩვენამდე მოაღწია, რომელსაც თან გასროლის ხმაც მოჰყვა. იარაღის გრიალმა შემაკრთო.
- დუჩე! - შევხედე დამფრთხალმა - რაღაც ხდება!
- სწრაფად ჩაიცვი!
ანერვიულებულმა ჩამომსვა და თავისი სვიტერი გადმომიგდო. ის იყო თვითონ ჩემს იარაღს გადასწვდა სავარძელზე, რომ ვიღაცამ კარი წიხლით შემოგლიჯა. სვიტერის გადაცმა ძლივს მოვასწარი, რომ ოთახში ნიღბიანები შემოცვივდნენ. ერთმა ნიღბიანმა, რომელიც ალბათ მათ შორის ლიდერი იყო დანარჩენებს ბრძანება მისცა.
- გოგო აიყვანეთ!
დუჩემ მაშინვე მკლავში წამავლო ხელი, წინ ამეფარა და იარაღი შემართა.
- რომელიც პირველი გადმოდგამს ნაბიჯს, პირველი მას დავანთხევინებ ტვინს! - წაიღრინა გამძვინვარებულმა და იარაღს დამცველი მოხსნა.
- ნუ გაატრაკე, - ლიდერს ირონიულად ჩაეცინა და თვალები ბოროტად აუელვარდა - ჩვენ ხუთნი ვართ, შენ კი ერთი, ძმაო! როგორ ფიქრობ ცოცხალი გადარჩები? შენ არ გვაინტერესებ, ეგ ძუკნა მოგვეცი და გართულების გარეშე დავიშლებით.
- ძუკნა დედაშენია, ახვარო! ერთი ნაბიჯი... მხოლოდ ერთი, - წაისისინა გააფთრებულმა და მთელი ტანით გადამეფარა - და საკუთარ შიგნეულობას ახლოდან გაგაცნობ!
- თავი გემეტება, ბიჭო?! - შეუყვირა გაღიზიანებულმა - ერთი გასროლა და ხუთი ტყვია საცერივით დაგცხრილავს. ქალის გამო სიკვდილი არ ღირს, მაგნაირს ბევრს იშოვი. გამატარე, უკანასკნელად გაფრთხილებ!
ხელები ამიკანკალდა, შიშისგან აზროვნების უნარი წამერთვა. მარტო რომ ვყოფილიყავი, ალბათ ასე არ შემეშინდებოდა, მაგრამ ხუთი გლოკის ლულა პირდაპირ დუჩეს უმიზნებდა გულში, სიმწრისგან ცრემლები წამსკდა.
- გამიშვი, - აკანკალებული წელზე ნაზად შევეხე - გეხვეწები...
- სია... - აღრენილმა ისეთი ბასრი მზერით გამომხედა უარესად დამაფრთხო - ჩემს წყობილებიდან გამოყვანას არ გირჩევ!
მკლავში ისე მჭიდროდ ჩამაფრინდა ხელი მეტკინა. განრისხებული ისევ ნიღბიანს მიუბრუნდა და იარაღის ლულა შუბლში დაუმიზნა.
- მას ვერ შეეხები. ან ორივე აქ მოვკვდებით, ან აქედან გააჯვავთ! არჩევნი შენზეა, - წაისისინა გესლიანად - ვისზეც არ უნდა მუშაობდე, ეს მის გამო არ გიღირს სიკვდილი, ახვარო! მიდი, მესროლეთ, მაგრამ შენ მაინც მიგაბრიდავ!
- როგორც ჩანს უკიდურესი ზომების მიღება მომიწევს.
ამოიოხრა გაღიზიანებულმა და ხელში იარაღი შეათამაშა. გონს მოსვლა ვერც მოვასწარი, დუჩემ ისე სხარტად დაუშვა სასხლეტს. იარაღმა იგრიალა და გავარვარებული ტყვია თავდამსხმელს პირდაპირ მაჯაში ეკვეთა და იარაღი ხელიდან გააგდებინა. მოულოდნელმა მანევრმა ყველა დააბნია. ნიღბიანმა სიმწრით იღრიალა, გახვრეტილი მაჯიდან სისხლმა ამოხეთქა. ის იყო ოთხი იარაღის ლულა ჩვენკენ მოიმართა, რომ დუჩე სწრაფად შემობრუნდა, ხელი წამავლო, სავარძლის უკან მიმაგდო და ზემოდან გადამეფარა.
- ყურებზე ხელი აიფარე! - ჩამყვირა გაფითრებულმა. ტყვიების წივილმა ლამის დაგვაყრუეს.
- ჯანდაბა, აქედან ვერ გავაღწევთ!
წამოვიყვირე შეშინებულმა, როცა ერთ-ერთი ბრმა ტყვია ფანჯრის მინას ეძგერა, ნამსხვრევებად აქცია და შუშის ნამცეცები წვიმასავით დააცვივდა დუჩეს შიშველ ზურგზე. ბასრმა წვერებმა ბეჭები ერთიანად დაუსერეს, კანი გადაუსკდა და ახალი ჭრილობებიდან სისხლმა გამოჟონა.
- თვალები დახუჭე! - მკერდით სახეზე გადამეფარა და სიმწრისგან წაიღრინა - ამათი დედა! აქ არ მოვკვდებით!
- დუჩე, რას აკეთებ?!
შიშისგან კინაღამ გონება დავკარგე, როცა გაველურებული ფეხზე წამოხტა და თავდამსხმელებს ტყვიები დაუშინა. თითქოს ყველაფერი ნელ კადრებში ხდებოდა. მისი მრისხანებისგან წაშლილი სახე სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში, იმ წამს გავიფიქრე ეს ჩვენი დასასრულია-თქო. ოთხი ერთის წინააღმდეგ?! ცუდად გავხდი, დასასრული ისედაც ცხადი იყო.
არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს ბოლო წუთები იყო თუ არა... მარტო სიკვდილის უფლებას მაინც არ მივცემ-თქო, გავიფიქრე სასოწარკვეთილმა, იქვე მიგდებულ ბუხრის რკინას ხელი წამოვავლე და ფეხზე წამოვდექი. ჩემს წინ გადაშლილმა სურათმა სული შემიხუთა.
დუჩეს ორი თავდამსხმელისთვის ბეჭში და ფერდში მოეხვედრებინა ტყვია. იატაკზე ეყარნენ, უღონოდ ფართხალებდნენ და სისხლისგან იცლებოდნენ, მათი ლიდერი აღარსად ჩანდა, დანარჩენი ორი კი ოთახის ავეჯს ამოფარებოდა და ტყვიებისგან თავის დაცვას ცდილობდნენ. აშკარა იყო დუჩესთვის არაფრის დაშავება არ უნდოდათ, მათ მე ვჭირდებოდი. ასე რომ არ ყოფილიყო უყოყმანოდ მოკლავდნენ. რკინას მთელი ძალით მოვუჭირე თითები, თავი ასე დაუცველად არასოდეს მიგვრძნია. სრულიად უიარაღო წრუწუნასავით მომიმწყვდიეს სახლში და ყველა სიკეთესთან ერთად დუჩესაც ტყვიები უთავდებოდა.
- სია, რას აკეთებ?! - მიყვირა შეშინებულმა და ჩემკენ გადმოხტა.
ერთმა თავდამსხმელმა შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და იარაღი შემართა, ბოროტი თვალებით ავად მომჩერებოდა და იარაღის ლულას პირდაპირ გულში მიმიზნებდა. წამით ჩვენი მზერა ერთმანეთს გადაეჯაჭვა, იარაღის გრიალი და დუჩეს დაძგერება ერთი იყო. იატაკს მოწყვეტით დავეხეთქეთ, მისი მძიმე სხეული ზემოდან დამეცა და სული შემეხუთა.
- შენ რა გაგიჟდი?! - მიყვირა გააფთრებულმა - რამე ხომ არ დაგიშავდა?
- მე...
- ! - მომესმა ღრენა და მეორედ იგრიალა იარაღმა.
გავშეშდით და ორივე გაოცებულები მივაჩერდით ერთმანეთს. ეს ხმა... ნუთუ მომესმა? ის აქ რას აკეთებდა?! იარაღმა კიდევ რამდენჯერმე იგრიალა და ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, როგორც მიყრუებულ სასაფლაოზე. აღარც დაჭრილების კვნესა ისმოდა და აღარც მათი უმწეო ფართხალი. დუჩე პირველი წამოდგა და როგორც კი წინ გადაშლილ სცენას თვალი მოავლო სახეზე ფერი დაეკარგა, გაჭირვებით წამოვდექი და მის მზერას თვალი გავაყოლე. მუხლებში სისუსტე ვიგრძენი, ჩემს წინ გადაშლილმა სისხლიანმა სანახაობამ სუნთქვა შემიკრა. ასეთი სცენები მხოლოდ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მქონდა ნანახი, რეალობაში გაცილებით საზიზღრად და გულისამრევად გამოიყურებოდა!
თავდამსხმელების სისხლში ამოწუწული ეკე, იარაღით ხელში, ოთახის ცენტრში იდგა და ცივი მზერით ათვალიერებდა გვამებს, რომლებიც უსულო ძვლების ტომრებად ქცეულიყვნენ. მასში მომხდარმა ცვლილებებმა შემაშინეს. სახეზე არანაირი ემოცია არ ეხატა, ცივი, უგულო მრისხანების გარდა. სახეზე შესხმული სისხლი მშვიდად მოიწმინდა და ცარიელი მზერა ჩემზე გადმოიტანა.
- კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავეს?
- აქ რას აკეთებ? - საკუთარი ხმა არ მეცნო - ეკე...
- გარეთ ხომ არავინ დაგინახავს? - დუჩეს უცნაურად მშვიდი ხმა ჰქონდა.
- არა.
- ერთი აკლია ამ ბოზებს, - ზიზღით მოათვალიერა სასაკლაო - გაიქცა ის ახვარი!
- გარეთ მხოლოდ გვამები ყრია, შენი დაცვის წევრები არიან მგონი.
- ნაბიჭვრები! - წაიღრინა ფერდაკარგულმა. სავარძელზე მიგდებულ პლედს ხელი დაავლო და ბეჭებზე მომახურა - სია მანქანაში ჩასვი, მეც დაგეწევით.
მათმა მშვიდმა და აუღელვებელმა ტონმა თავზარი დამცა. ისე ჩვეულებრივად საუბრობდნენ გეგონებოდათ გვამების და სისხლის ზღვაში კიარა, დახოცილი წიწილების გარემოცვაში იმყოფებოდნენ. ეკემ იარაღი ზურგსუკან ქამარში ჩაიჩურთა, მკლავში ხელი წამავლო და გასასვლელისკენ გამიყოლა. გამოსვლისას შემთხვევით სისხლის გუბეში შიშველი ფეხი ჩავკარი, შევკრთი და ზიზღისგან გამაკანკალა, გულისრევისგან თავი გაჭირვებით შევიკავე. ეკე შეჩერდა, ერთი შემომიბღვირა, მერე კი დაიხარა და ხელში ამიტაცა.
- ეკე... - სახეზე ფრთხილად შევხედე. მუდამ თბილი ტოპაზისფერი თვალები ისევ ყვითელ კრისტალებად ქცეულიყვნენ - შენთვის არ შეიძლება მძიმეს აწევა, შენი ჭრილობა...
- ჩემი ჭრილობა გაღელვებს, თუ ჩემი გეშინია? - ცივი თვალებით გამჭოლი მზერა მომაპყრო და სახლიდან გამომიყვანა.
- შენი არ მეშინია! - წავიბუტბუტე დარცხვენილმა.
- ცუდი მატყუარა ხარ, - ჩაიცინა ირონიულად და გულზე მიმიხუტა - არაფერს დაგიშავებ, ნუ ნერვიულობ.
- რა სისულელეს ამბობ?! - ბრაზმა ზამთრის სუსხივით დამიარა ტანში - შენი არ მეშინია! ეს რამ გაფიქრებინა?! უბრალოდ ავნერვიულდი, შენ...
- მე ისინი დავხოცე! ასე რომ არ მოვქცეულიყავი, შენ მოგკლავდნენ! ამის გამო თავის მართლებას არ ვაპირებ.
ჩაილაპარაკა აუღელვებლად, დუჩეს მანქანასთან მიმიყვანა და ჩამომსვა. ფეხებზე ცივი თოვლის შეხება მესიამოვნა, სხვა თუ არაფერი თბილი სისხლის გუბეებს მაინც ჯობდა, ისევ გამაკანკალა. თოვლიან მიწაზე სისხლიანი ფეხის ნაკვალევი დავტოვე. ეკემ კარი გამიღო და მანქანაში ჩავჯექი.
- აქ იყავი, მალე დავბრუნდები.
კარი მომიხურა და წითლად მოსვრილ ბილიკს აჩქარებული ნაბიჯით გაუყვა, უკან სახლისკენ. ხელები ციებიანივით მიკანკალებდა. სისხლით მოთხვრილი ოთახი და ეკეს უგულო გამომეტყველება გონებიდან არ ამომდიოდა. კი მაგრამ, ვინ მომიგზავნა მკვლელები? ან როგორ მოგვაგნეს?! ეკე საიდან გაჩნდა აქ? ნუთუ, ეს ყველაფერი ისევ იმ წყეულ დუდაევს უკავშირდებოდა?! სხვანაირად ეკე საიდან გაიგებდა, რომ ჩემს მოსაკლავად ქილერები გამოგზავნეს?!
აღელვებულმა სახეზე ხელი მოვისვი და მხოლოდ ახლაღა შევნიშნე, რომ თითებზე სისხლი შემხმობოდა. ვისი იყო ისიც კი არ ვიცოდი, ხელები ამიკანკალდა და მზერა ეზოსკენ გამექცა. მხოლოდ ახლაღა შევნიშნე ბუჩქნარში მიყრილი გვამები. ეკეს უგულო გამომეტყველებით ისე ვიყავი დაზაფრული, რომ გარშემო ვერაფერს ვამჩნევდი.
დუჩეს დაცვის წევრები დაუნდობლად ჩაეცხრილათ. გული შემეკუმშა, სულში აუტანელი სიმძიმე ვიგრძენი, ამდენი სისხლი ჩემს გამო დაიღვარა, ამდენი ადამიანი მხოლოდ იმისთვის მოკლეს, რომ ჩემამდე მოეღწიათ. ეკე... დუჩე... ნერვებმა მიმტყუნეს. გადაწყვეტილება წამში მივიღე, მანქანის საჭესთან გადავჯექი და ძრავი ავამუშავე.
მანქანის მატორი მშვიდად აღუღუნდა, ფარები აინთო და ის იყო გაზის პედლისთვის ფეხი უნდა დამეჭირა, რომ სიბნელიდან ჩემს წინ დუჩეს სილუეტი გამოიკვეთა. მისმა დანახვამ გამაქვავა, სისხლში ამოთხვრილი ამღვრეული მზერით მომჩერებოდა და ყბაზე კუნთი უთამაშებდა. ისეთი სახე ჰქონდა, პირველად შემეშინდა მისი ასე ძალიან. თვალებით მბურღავდა და უსიტყვოდ მანიშნებდა ძრავი გამორთეო. სხეულს მკვდარი სიცივე მოედო, ჩემი მის გვერდით ყოფნა სახიფათო იყო, ადრე თუ გვიან მასაც ვიმსხვერპლებდი. რამდენიმე წუთის წინ ამაში სრულებით დავრწმუნდი.
- სია, - მომესმა მისი სუსხიანი ხმა. თავი ავწიე და მზერა ძლივს გავუსწორე. მწვანე თვალებში მრისხანება ბობოქრობდა - ძრავი გათიშე, ახლავე!
- ჩამომეცალე...
- ძრავა გათიშე-მეთქი! - წაიღრინა გაცოფებულმა და მკლავებით მანქანის კაპოტს დაეყრდნო - ვიცი რომ შეშინებული ხარ, მაგრამ სისულელის გაკეთების უფლებას არ მოგცემ, გადმოდი მანქანიდან!
- გამატარე! - ვუყვირე აკანკალებულმა.
- მაშინ გადამიარე! - გაცეცხლებულმა კაპოტს არნახული ძალით დასცხო მუშტი, მთელი სხეულით შევკრთი - რაღას უცდი?! ან გადამთელე, ან მანქანიდან გადმოდი!
ხელები უარესად ამიკანკალდა, თავგზა ამებნა. აღარ ვიცოდი რა მექნა. აღგზნებულმა გონებამ მიკარნახა მანქანა უკუსვლით დაძარი და გაიქეცი სანამ დროაო, მაგრამ სანამ რამეს მოვახერხებდი დუჩემ ჩემი წამიერი დაბნეულობით ისარგებლა, თვალისდახამხამებაში ჩემს კართან გაჩნდა, გამოაღო და მზერაწამონთებული თავს წამადგა.
- მოდი აქ!
მაჯაში უხეშად წამავლო ხელი და მანქანიდან გადმომათრია, კარს გამაკრა და მკლავები აქეთ-იქიდან შემოაწყო. გამძვინვარებულმა თავის ტყვეობაში მომაქცია, სახე ახლოს მომიტანა და მწვანე სფეროებით, რომელიც ახლა ადუღებული ემოციების მორევს დამსგავსებოდნენ, თვალებში ჩამაკვდა.
- რას აპირებდი?! - წაისისინა ხმადაბლა.
- უნდა წავიდე.
- სად უნდა წახვიდე? - ხმა კიდევ უფრო სუსხიანი გაუხდა.
- შენგან შორს, ჩემს გვერდით საფრთხეში ხარ.
- საფრთხეში? - ჩაეცინა.
წამით თავი ჩაღუნა, შემდეგ კი წელში ელვის სისწრაფით გასწორდა და მანქანის მინას მთელი ძალით დასცხო მუშტი. შევკრთი, შუშა ნამსხვრევებად იქცა, ხელზე კანი გადაუსკდა და სისხლმა მდორედ გამოჟონა. პაწაწინა ალისფერი წვეთები თოვლის ქურქს სისხლის ცრემლებივით დააცვივდნენ.
- რა უნდა გავაკეთო, რომ ჩემი ნდობა ისწავლო, ძნელაძე?! - მიყვირა გაველურებულმა - მითხარი რა უნდა გავაკეთო, რომ სირობებზე ფიქრი შეწყვიტო და უბრალოდ მომენდო?!
- დღეს კინაღამ დაიღუპე. ეს არაა სირობა, მათ მე ვჭირდებოდი და არა...
- ახლავე შეწყვიტე! - საკინძეში ჩამაფრინდა და განრისხებულმა თვალი თვალში გამიყარა - მე არ დამიმსახურებია შენგან უნდობლობა, ყველაფერი იმის შემდეგ რაც შენთვის გავაკეთე ამას არ ვიმსაუხრებ, სია! არ გაქვს უფლება ასე თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება. გადამიწყვიტო რისთვის მიღირს ცხოვრება და რისთვის არა! მე შენ გაგაფრთხილე, გითხარი, თუ ჩემგან გაქცევას ისევ ეცდები მოგკლავ-თქო!
ზურგსუკნიდან იარაღი ამოიღო და მკერდზე მომადო. იმ წამს ისეთი მზერა ჰქონდა, ეჭვიც არ შემპარვია, რომ სასხლეტს დაუშვებდა. საკუთარი თავის გამიკვირდა, არ შემშინებია. ერთადერთი რასაც ვგრძნობდი მწარე დანაშაულის გრძნობა იყო, ვიცოდი, რომ ისედაც მძიმე სიტუაციას ჩემი სულელური საქციელით უარესად ვუმძიმებდი. სულ რომ ტყვია დაეხლია გულში ამას ვიმსახურებდი კიდეც. განრისხებულს თვალებში მძვინვარე ცეცხლი უბობოქრებდა.
- ისწავლე ჩემი ნდობა! ისწავლე ჩემი სათანადოდ დაფასება და არასოდეს იფიქრო გაქცევაზე, გასაგებია?! აღარასოდეს სცადო ჩემგან გაქცევა, გაფრთხილებ! - იარაღის ლულა მკვეთრად მომაჭირა მკერდზე, სვიტერზე ჩაბღუჯული ხელი უარესად დაემუშტა და ერთიანად გაუთეთრდა.
- თორემ?! - გამოვცერი კბილებში. ჩემკენ დაიხარა და სახე ახლოს მომიტანა, მის სუნთქვას ტუჩებზე ვგრძნობდი.
- თორემ, სასხლეტს დავუშვებ, - წაიჩურჩულა თვალებამღვრეულმა - არ ვხუმრობ, მოგკლავ და ზედ მოგყვები! არ მჯერა რომ ამ ....ობას ჩემი პირით ვამბობ, მაგრამ გამკეთებელი ვარ!
- ხელი...
- რა?
- შენი ხელი... სისხლი მოგდის, - თვალიდან ცრემლი ჩამომიგორდა.
დაბნეულმა თავის მუშტს დახედა. გადაჩეხილი კანიდან სისხლი მდორედ მოჟონავდა. ალისფერი კვალი იდაყვისკენ მიცოცავდა და შიშველ ტანზე შემოცმულ თხელ პერანგს ერთიანად სისხლში თხვრიდა. იარაღიანი ხელი აუკანკალდა, მარჯვენა უკან ჩასწია და გაღიზიანებულმა რკინის ნაჭერი შორს მოისროლა.
- ეს რა გამაკეთებინე... - წაიჩურჩულა აკანკალებულმა - პირობა მოგეცი იარაღს არასდროს მოგიშვერ-მეთქი, ასე რატომ გამომიყვანე წყობილებიდან?!
- შემეშინდა... შემეშინდა, რომ დღეს მოგკლავდნენ, ამის ატანა არ შემიძლია!
- საზიზღარი გოგო!
წაიღრინა გაბრაზებულმა, მანქანის კარი გამოაღო და ძალით შემსვა უკანა სავარძელზე. უკან მომყვა და კარი მოიხურა. იქვე მიგდებულ პლედს გადასწვდა და ფეხებზე მომაფარა.
- მალე აქ ჩემი ხალხი ამოვა, სანამ პოლიციას რამე გაუგია ეს ჩვენით უნდა მოვაგვაროთ. ეკე სახლში წაგიყვანს, მოწესრიგდი და დამელოდე. ჩემს გარეშე სახლიდან ფეხი რომ გაადგა ვერ გადამირჩები, გაიგე?!
თმაში ხელი შემიცურა, კისერზე მომეხვია და თავისკენ მიმიზიდა. უცნაურია სიცივის მიუხედავად, ტუჩები მაინც ცხელი ჰქონდა. როგორც კი ჩემს ბაგეებს შეეხო მაშინვე დავწყნარდი.
- მაპატიე, რომ შეგაშინე, - ნაზად მომწყდა და სახიდან თმა გადამიყარა - დღეს მეც ძალიან შემეშინდა, მეგონა დაგკარგავდი.
- დუჩე, მეშინია.
- ვიცი.
- მე იმის არ მეშინია, რომ მომკლავენ, მე ის მაშინებს, რომ შენც შეგიწირავ. ამას ვერ გადავიტან.
- მორჩი, - წელზე ხელი მომხვია და მკერდზე მიმიხუტა, თხელი პერანგი, ერთიანად სისხლით დალაქავებოდა, მის ბეჭებს ახალი იარები შეემატათ - რთული სიტუაციაა, მაგრამ გადავიტანთ. დამშვიდდი, სანამ ერთად ვიქნებით ცუდი არაფერი მოხდება, უბრალოდ მენდე, მხოლოდ ამას გთხოვ, სია, მენდე.
- ეკე... ის...
- მასთან მე მოვაგვარებ, - თვალებში მტკიცედ მომაჩერდა - დღევანდელი მომხდარი დაივიწყე, ჩათვალე რომ ეს ყველაფერი არ დაგინახავს.
- ეს შეუძლებელია... მას... შენც ხომ დაინახე... დუჩე, ეს არ იყო ნორმალური.
- მასთან მე გავარკვევ. ახლა არცერთი არ ვართ მოწოდების სიმაღლეზე, მომხდარი დაივიწყე, დანარჩენს მე მოვაგვარებ. ახლა სახლში წადი და დაისვენე. მონტის უთხარი და ჩაის გაგიკეთებს. როგორც კი მოვახერხებ დავბრუნდები.
- შენთან? ასეთ მდგომარეობაში შენთან ავიდე? გაგიჟდი?
- და რა მოხდა მერე? მონტის ნუ გერიდება.
- მონტი არაფერ შუაშია, სახლში უნდა წავიდე, საქმე მაქვს. შენთან გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები. სანდრომ რაღაცეები გაარკვია და უნდა ვიმუშაო.
- სია...
- არა, ამჯერად ვერ დაგითმობ, სამუშაო მაქვს და ეს მნიშვნელოვანია, ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნი.
- სახიფათოა, დღეს თავს დაგვესხნენ, ის ერთი ახვარი გაგვექცა, არავინ იცის კიდევ როდის შემოგვიტევენ. უყურადღებოდ ვერ დაგტოვებ, საქმე მოიცდის!
- დუჩე, ყველაფერს დროულად თუ ვერ გავარკვევთ კიდევ დიდხანს მოგვიწევს სიბნელეში ხელების ფათური და ბრმა თავდასხმების მოგერიება, არაფერი მომივა. სახლში მინდა, როცა მოიცლი ჩემთან მოდი.
- რა ჯიუტი ხარ!
- ჯიუტი არ ვარ, ახლა ასეა საჭირო, ყველას უსაფრთხოებისთვის.
- კარგი, მაშინ დაცვას გამოგაყოლებ და არც კი გაბედო შეკამათება! - შემიღრინა გაღიზიანებულმა. კისერზე ხელი მომხვია და სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, მისი ტკბილი ტუჩები ისევ შეერწყა ჩემსას - ყველაფერი მალე დასრულდება, გპირდები... - წაიჩურჩულა მზერაწამონთებულმა და ისევ თავის ბაგეებს მიმაჯაჭვა.



№1  offline წევრი ეირინ

ალელუია????წავედი წავიკითხო❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი belle...

ეირინ
ალელუია????წავედი წავიკითხო❤

გვეშველა ;დდდდდდდდდდ <3 <3 <3

 


№3  offline წევრი Tkemali

ქულებს გირიცხავდი და სხვას ჩავურიცხე -_- . წავალ , ეხლა ვისიამოვნებ blush

 


№4  offline ახალბედა მწერალი belle...

Tkemali
ქულებს გირიცხავდი და სხვას ჩავურიცხე -_- . წავალ , ეხლა ვისიამოვნებ blush

ვაიმეეეე ;დდდდდ საყვარელი!! <3 <3 ავაგროვე უკვე ძაან დიდი მადლობა და რომ დამიდასტურებენ მერე შეუფერხებლად აგიტვირთავთ ხოლმე <3 <3

 


№5  offline მოდერი Catherine Di Perso

ვაიმეეეე, მაკანკალებს სიამოვნებისგან. გული ხელით მიჭირავს!
ჩემი აჯაფსანდალი *-* ლა კაქი ბიწი მკავს.:3
თბილ ქიმიას გადაეკეტა, როცა საქმე სიაჩკას სიცოცხლეზე მიდგა ! საკუთარი თავი ცალ ფეხზე ეკიდა, სინდისი ქენჯნიდა - უი, შემომაკვტაო. ახლა? ახლა ისე მიაძაღლა, თვალიც არ დაუხამხამებია. მაგრად მევასება ეკე.
აუ, რა იმედი მქონდა, რომ რენე იყო თავი და თავი, ტო :დ აი, თავს ზევით "ლამპოჩკა" რომ აგენთება, იფიქრებ მივაგენიო, მაგრამ აფსუს! საზარლად მაგარი რამეა, ბელ.
აი, სისი როგორ მედარდება. :(

ღმერთმანი, რა ბედნიერებაა შენი მოდერობა*-* მპუ, მპუ!

 


№6  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
ვაიმეეეე, მაკანკალებს სიამოვნებისგან. გული ხელით მიჭირავს!
ჩემი აჯაფსანდალი *-* ლა კაქი ბიწი მკავს.:3
თბილ ქიმიას გადაეკეტა, როცა საქმე სიაჩკას სიცოცხლეზე მიდგა ! საკუთარი თავი ცალ ფეხზე ეკიდა, სინდისი ქენჯნიდა - უი, შემომაკვტაო. ახლა? ახლა ისე მიაძაღლა, თვალიც არ დაუხამხამებია. მაგრად მევასება ეკე.
აუ, რა იმედი მქონდა, რომ რენე იყო თავი და თავი, ტო :დ აი, თავს ზევით "ლამპოჩკა" რომ აგენთება, იფიქრებ მივაგენიო, მაგრამ აფსუს! საზარლად მაგარი რამეა, ბელ.
აი, სისი როგორ მედარდება. :(

ღმერთმანი, რა ბედნიერებაა შენი მოდერობა*-* მპუ, მპუ!

ეკეს ქმედებით ერთ რამეზე მინდოდა რომ ხაზი გამესვა. ადამაინები შეიძლება ბევრ რამეში მხდალები ვიყოთ. რაღაც ვერ გავრისკოთ მაგრამ როცა საყვარელ ადამიანს ეხება საქმე, იქ გონიერება უკან იხევს. გინდ სწორი იყოს და გინდაც არასწორი დაუფიქრებლად მოქმედებ. სიყვარული არ არის აზროვნება, ინსტიქტია ყველაზე დიდი ინსტიქტი ადამიანის! <3333 ეკე ჩემთვის სისუფთავის სიმბოლოა, მიუხედავად მისი შეცდომებისა. რაც შეეხება კალანდიას ტყუილად იფიქრე, რომ მას სიას მიმართ ცოტა სხვა გრძნობა აქვს. კალანდია თავისებური ტიპაჟია <3 რაღაცნაირი მოფლირტავე როჟაა აი ეგეთი ხასიათი აქვს და რა გააკეთოს ;დდდდდ <3 <3 ის ჩვენზე დიდი გულშემატკივარია სია-დუჩე ტანდემის ;დდდდ <3 რაც შეეხება დანარჩენებს ვერ ჩაგეძიები რამე არ წამომცდეს ისე ;დდდდდ <3 პ.ს. გაკოცე, მიყვარხარ <3 პ.ს.ს. მაინც მოემზადე ფსიქოლოგიურად რა ვიცი... ;დდდდდდ

 


№7  offline მოდერი Catherine Di Perso

belle...
Catherine Di Perso
ვაიმეეეე, მაკანკალებს სიამოვნებისგან. გული ხელით მიჭირავს!
ჩემი აჯაფსანდალი *-* ლა კაქი ბიწი მკავს.:3
თბილ ქიმიას გადაეკეტა, როცა საქმე სიაჩკას სიცოცხლეზე მიდგა ! საკუთარი თავი ცალ ფეხზე ეკიდა, სინდისი ქენჯნიდა - უი, შემომაკვტაო. ახლა? ახლა ისე მიაძაღლა, თვალიც არ დაუხამხამებია. მაგრად მევასება ეკე.
აუ, რა იმედი მქონდა, რომ რენე იყო თავი და თავი, ტო :დ აი, თავს ზევით "ლამპოჩკა" რომ აგენთება, იფიქრებ მივაგენიო, მაგრამ აფსუს! საზარლად მაგარი რამეა, ბელ.
აი, სისი როგორ მედარდება. :(

ღმერთმანი, რა ბედნიერებაა შენი მოდერობა*-* მპუ, მპუ!

ეკეს ქმედებით ერთ რამეზე მინდოდა რომ ხაზი გამესვა. ადამაინები შეიძლება ბევრ რამეში მხდალები ვიყოთ. რაღაც ვერ გავრისკოთ მაგრამ როცა საყვარელ ადამიანს ეხება საქმე, იქ გონიერება უკან იხევს. გინდ სწორი იყოს და გინდაც არასწორი დაუფიქრებლად მოქმედებ. სიყვარული არ არის აზროვნება, ინსტიქტია ყველაზე დიდი ინსტიქტი ადამიანის! <3333 ეკე ჩემთვის სისუფთავის სიმბოლოა, მიუხედავად მისი შეცდომებისა. რაც შეეხება კალანდიას ტყუილად იფიქრე, რომ მას სიას მიმართ ცოტა სხვა გრძნობა აქვს. კალანდია თავისებური ტიპაჟია <3 რაღაცნაირი მოფლირტავე როჟაა აი ეგეთი ხასიათი აქვს და რა გააკეთოს ;დდდდდ <3 <3 ის ჩვენზე დიდი გულშემატკივარია სია-დუჩე ტანდემის ;დდდდ <3 რაც შეეხება დანარჩენებს ვერ ჩაგეძიები რამე არ წამომცდეს ისე ;დდდდდ <3 პ.ს. გაკოცე, მიყვარხარ <3 პ.ს.ს. მაინც მოემზადე ფსიქოლოგიურად რა ვიცი... ;დდდდდდ

ღო, მივღვდი რისი თქმაც გინდოდა. ვიცი ეგ გრძნობა. დაუფიქრებლად დავბრიდავ ვინც არ უნდა იყოს, ჩემს ირგვლივ ხალხს, რომელსაც ოჯახად მივიჩნევ, საფრთხე რომ შეუქმნას. ვაღიარებ ამას.
აუუ, არც სისიზე ძრავ სიტყვას! გავგიჟდები! გამოგრჩა ვითომ ორჯერ რომ ვახსენე? იმედია ჰო.
კალანდიას სიასთვის ეგრე რომ შეეხედა, მაგარი არასწორი იქნებოდა. და ვაფშე, კალანდია ჩემია და კოჭებს დავუხვრეტ, სხვისკენ რომ გაიხედოს. გასაგებია?! ბადრიჯანს ჩავჩრი პირში.
რა ინტრიგანი ხარ. ამაღამ მაინც დაიდება ეგრევე და ენაგადმოგდებული მივვარდები*-*

 


№8  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
belle...
Catherine Di Perso
ვაიმეეეე, მაკანკალებს სიამოვნებისგან. გული ხელით მიჭირავს!
ჩემი აჯაფსანდალი *-* ლა კაქი ბიწი მკავს.:3
თბილ ქიმიას გადაეკეტა, როცა საქმე სიაჩკას სიცოცხლეზე მიდგა ! საკუთარი თავი ცალ ფეხზე ეკიდა, სინდისი ქენჯნიდა - უი, შემომაკვტაო. ახლა? ახლა ისე მიაძაღლა, თვალიც არ დაუხამხამებია. მაგრად მევასება ეკე.
აუ, რა იმედი მქონდა, რომ რენე იყო თავი და თავი, ტო :დ აი, თავს ზევით "ლამპოჩკა" რომ აგენთება, იფიქრებ მივაგენიო, მაგრამ აფსუს! საზარლად მაგარი რამეა, ბელ.
აი, სისი როგორ მედარდება. :(

ღმერთმანი, რა ბედნიერებაა შენი მოდერობა*-* მპუ, მპუ!

ეკეს ქმედებით ერთ რამეზე მინდოდა რომ ხაზი გამესვა. ადამაინები შეიძლება ბევრ რამეში მხდალები ვიყოთ. რაღაც ვერ გავრისკოთ მაგრამ როცა საყვარელ ადამიანს ეხება საქმე, იქ გონიერება უკან იხევს. გინდ სწორი იყოს და გინდაც არასწორი დაუფიქრებლად მოქმედებ. სიყვარული არ არის აზროვნება, ინსტიქტია ყველაზე დიდი ინსტიქტი ადამიანის! <3333 ეკე ჩემთვის სისუფთავის სიმბოლოა, მიუხედავად მისი შეცდომებისა. რაც შეეხება კალანდიას ტყუილად იფიქრე, რომ მას სიას მიმართ ცოტა სხვა გრძნობა აქვს. კალანდია თავისებური ტიპაჟია <3 რაღაცნაირი მოფლირტავე როჟაა აი ეგეთი ხასიათი აქვს და რა გააკეთოს ;დდდდდ <3 <3 ის ჩვენზე დიდი გულშემატკივარია სია-დუჩე ტანდემის ;დდდდ <3 რაც შეეხება დანარჩენებს ვერ ჩაგეძიები რამე არ წამომცდეს ისე ;დდდდდ <3 პ.ს. გაკოცე, მიყვარხარ <3 პ.ს.ს. მაინც მოემზადე ფსიქოლოგიურად რა ვიცი... ;დდდდდდ

ღო, მივღვდი რისი თქმაც გინდოდა. ვიცი ეგ გრძნობა. დაუფიქრებლად დავბრიდავ ვინც არ უნდა იყოს, ჩემს ირგვლივ ხალხს, რომელსაც ოჯახად მივიჩნევ, საფრთხე რომ შეუქმნას. ვაღიარებ ამას.
აუუ, არც სისიზე ძრავ სიტყვას! გავგიჟდები! გამოგრჩა ვითომ ორჯერ რომ ვახსენე? იმედია ჰო.
კალანდიას სიასთვის ეგრე რომ შეეხედა, მაგარი არასწორი იქნებოდა. და ვაფშე, კალანდია ჩემია და კოჭებს დავუხვრეტ, სხვისკენ რომ გაიხედოს. გასაგებია?! ბადრიჯანს ჩავჩრი პირში.
რა ინტრიგანი ხარ. ამაღამ მაინც დაიდება ეგრევე და ენაგადმოგდებული მივვარდები*-*

ჯერ მოდერზე დამიდასტუროს მოთხოვნა და ეგრევე დავდებ <3 <3 <3 რაც შეეხება სისის ნუ ხარ მოუთმენელი ყველაფერი თავისი კალაპოტით წავა <3 <3 <3 რა უნდა გამომრჩეს ოთახში თუ სადმე ქინქლა დაბზუის იმას ვპოულობ მარტო ნახევარ წამში ;დდდდდდდდდდდდდდდდდდ <3 <3 კალანდია კალანდიააა თავისებური ორიგინალური ზაღუარესლი და რაღაცნაირი <3333 ჩემი შტერი კოტორია ეგ ;დდდდ <3 <3

 


№9 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმე კალანდია ჩემთვის მინდაა :დ რატომაა ასე საყვარლად გიჟუნა :დ :დ ერთი თავისნაირი უნდა მაგას :დ რო შეაფუცხუნოს გემრიელად :დ :დ :დ

ნუუუ საოცრებაააა ხაარ გოოოგოოო...
ყოველთვის აჭარბებ მოლოდინს..

ძაან მაინტერესებს ის მკვლელი ვინაა.. სული ამომაძრო მოკლედ :დ მე ისევ რენეზე რატო ვფიქრობ :დ რეები გადაუტანია :( როოოდიის გაირკვევაააააა :დ

ასეთი ცივსისხლიანი ეკე მე პირადად ძალიან მომწონს <3 რაღაც სხვანაირი მუხტი მოდის ამ დროს მისგან <3
მოკლედ ვერ გადავწყვიტე ეკე უფრო მომწონს თუ კალანდია :დ

ველი ახალ თავს მოუთმენლად ^-^

 


№10 სტუმარი Qeti qimucadze

Iseti mahari vinme xar. U ralod prognozsac ki ver vaketeb chemtvis ra sheizleba moxxdess. Arachveulebrivi ganvitareba aqvss. Yvelaferi isea rogorc unda iyos. Saocari gogo xar shen anabel da asetive personajebi gyavs sheqmnilii. Dadgeba dro momenatrebian da zalian bevrjer cavikitxav am deteqtiv romans me vici. Tumca meore rom meyoleba rogor movaxerxeb arvicii. Magram gamovnaxav dros. Cere raaa. Ar gacherdee. Isetive lamazi azrebi gaqvs. Rogoric tavad xarr. Carmatebebi chemo kargo. Moutmenlad veli gagrzelebasss

 


№11  offline წევრი ვიპნი

რაღაც ეჭვები გამიჩნდა ,მკვლელთან დაკავშირებით,როგორ მაინტერესებს მართალი ვარ თუ არა.
ისე ესენი რო უნივერსიტეტს ესე აცდენენ გამოცდებზე ჩემი იმედი აქვთ ნეტა ??:)არაჩვეულებრივად წერ,მინდა კიდევ ერთხელ შეგაქო.

 


№12 სტუმარი ირენე

რამე გამომრჩა?... როდის იხრჩობოდა კალანდია... რენემ რომ გადაარჩინა??

 


№13  offline მოდერი Catherine Di Perso

"- შეშლილი ხარ! - წაიჩურჩულა ლევანმა, ეს უცნობი უკვე გვარიანად აფრთხობდა.
- მერე, ვისი დამსახურებაა?! - იღრიალა მოულოდნელად. ლევანს შიშისგან გული გადაუქანდა - ვისი დამსახურებაა, რომ მე მთელი ცხოვრება თავზე ჩამომენგრა? ვისი?!
ლევანი აკანკალდა, უკვე ხვდებოდა ვის მალავდა ეს შავი ნიღაბი და ისე ეშინოდა, როგორც არასდროს."

მაინც ვერ მოვისვენე. ვერ ვეტევი კანში და ინტერესი მკლავს. კალანდიამ, ამ ინფორმაციით, რაც გვაქვს, მთელი ცხოვრება თავზე რენეს ჩამოუშალა. აი, არ მჯერა, რომ შოკურმა თერაპიამ ყველაფერი მოუსპო ამ ბავშვს. არ მჯერა.

მაგრამ პახოდუ, რენეს რა კავშირი აქვს დუდაევთან? ვერ ამოვხსენი.
შენ ჩემი მეხუთე ფსიქიკური აშლილობა იქნები, ბელ. არ გეჩოდება მე ? :(

 


№14  offline წევრი Tkemali

ჩვეულებრივი ნიჭის ბუკეტი ხარ. მეტსაც გეტყვი, მწერალი რომ ვიყო და მკითხონ, რომელი ნაწარმოების ავტორობას ისურვებდიო, ამ ისტორიას დავსახელებ! blush პალიტრას კონკურსზე ისეთი ნამუშევრები იკავებენ პირველ ადგილს, შენ რომ ვერ გაიმარჯვო, ჩვეულებრივი უნამუსობა იქნება smiley

 


№15  offline მოდერი Catherine Di Perso

პროლოგი გადავიკითხე და გელოვანმა ასეთი ფრაზა თქვა:
"- არა, გთხოვ, ეს არ გააკეთო! გემუდარები! - მამაკაცს სახეზე ცივი ოფლი ასხამდა - გევედრები, მაპატიე, ეს შემთხვევით მოხდა, არ გვინდოდა, გთხოვ!"

არ გვინდოდა - მრავლობითში. ეს ამყარებს რენეს ეჭვმიტანილობას.

დამაცა, კიდევ გადავხედო.

 


№16  offline ახალბედა მწერალი belle...

Qeti qimucadze
Iseti mahari vinme xar. U ralod prognozsac ki ver vaketeb chemtvis ra sheizleba moxxdess. Arachveulebrivi ganvitareba aqvss. Yvelaferi isea rogorc unda iyos. Saocari gogo xar shen anabel da asetive personajebi gyavs sheqmnilii. Dadgeba dro momenatrebian da zalian bevrjer cavikitxav am deteqtiv romans me vici. Tumca meore rom meyoleba rogor movaxerxeb arvicii. Magram gamovnaxav dros. Cere raaa. Ar gacherdee. Isetive lamazi azrebi gaqvs. Rogoric tavad xarr. Carmatebebi chemo kargo. Moutmenlad veli gagrzelebasss

ქეთი უთბილესი და უსაყვარლესი ადამიანი ხარ <33333 გულით მიხარია რომ გაგიცანით ყველა ძალიან ძალიან მაგარი ადამიანები ხართ და თითოეული თქვენი კომენტარი ბედნიერ ღიმილს მგვრის სახეზე <3 <3 რაც მე ამ ისტორიისთვის მაქვს ნათენები მარტო თქვენს კომენტარებად ღირდა <3 გმადლობთ <3 (გული ამიჩუყდა) <333

Tkemali
ჩვეულებრივი ნიჭის ბუკეტი ხარ. მეტსაც გეტყვი, მწერალი რომ ვიყო და მკითხონ, რომელი ნაწარმოების ავტორობას ისურვებდიო, ამ ისტორიას დავსახელებ! blush პალიტრას კონკურსზე ისეთი ნამუშევრები იკავებენ პირველ ადგილს, შენ რომ ვერ გაიმარჯვო, ჩვეულებრივი უნამუსობა იქნება smiley

იცი რომ ოთხი წინადადებით ადამიანს ბედნიერება მიანიჭე? )) არ იცი <333333 გმადლობ <333 ყოველთვის მოუთმენლად ველოდები ხოლმე შენს კომენტარს ^_^ <3 <3 <3

Catherine Di Perso
"- შეშლილი ხარ! - წაიჩურჩულა ლევანმა, ეს უცნობი უკვე გვარიანად აფრთხობდა.
- მერე, ვისი დამსახურებაა?! - იღრიალა მოულოდნელად. ლევანს შიშისგან გული გადაუქანდა - ვისი დამსახურებაა, რომ მე მთელი ცხოვრება თავზე ჩამომენგრა? ვისი?!
ლევანი აკანკალდა, უკვე ხვდებოდა ვის მალავდა ეს შავი ნიღაბი და ისე ეშინოდა, როგორც არასდროს."

მაინც ვერ მოვისვენე. ვერ ვეტევი კანში და ინტერესი მკლავს. კალანდიამ, ამ ინფორმაციით, რაც გვაქვს, მთელი ცხოვრება თავზე რენეს ჩამოუშალა. აი, არ მჯერა, რომ შოკურმა თერაპიამ ყველაფერი მოუსპო ამ ბავშვს. არ მჯერა.

მაგრამ პახოდუ, რენეს რა კავშირი აქვს დუდაევთან? ვერ ამოვხსენი.
შენ ჩემი მეხუთე ფსიქიკური აშლილობა იქნები, ბელ. არ გეჩოდება მე ? :(

ჩემი შერლოკაააააააააა ;დდდდდდდდდდდდ გაგეჭედა სიყვარულო??? ;დდდდდდ ვსოოო ცაუჯდა უნდა გამოიძიოს ;დდდ <33333333333 ვაბოდებ პროსტა შენზე დიპერსო! ;დდდდდდ ვაიმეეე იმენა ვიკეცები ხოლმე ისეთ კომენტარებს მიჩითავ ;დდდდდდ კი კი საყვარელო გამოიძიე ათასი პაზლი დაგიბნიე ფურცლებზე ააწყვე! მე პაზლები მოგეცი შენ ქურდი ხარ მოიპარე და ააწყე! <3 <3 <3 <3 ჩემი ჭკვიანი აზრიანი და ძაააან მხიარული! <33333 ველოდები შენს დასკვნას და ერთი სული მაქვს იმედს როდის გაგიცრუებ ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ მიყვარხარ! <3333

ვიპნი
რაღაც ეჭვები გამიჩნდა ,მკვლელთან დაკავშირებით,როგორ მაინტერესებს მართალი ვარ თუ არა.
ისე ესენი რო უნივერსიტეტს ესე აცდენენ გამოცდებზე ჩემი იმედი აქვთ ნეტა ??:)არაჩვეულებრივად წერ,მინდა კიდევ ერთხელ შეგაქო.

დედას ვფიცცავარ მაგრად გამეცინა ;დდდდდდდდდდდ რა გულწრფელი სინანული იყო უნისის გაცდენაზე ;დდდდდდდდდდდდდდდდ ამოვყირავდი! ;დდდდდდდ გმადლობ საყვარელო ;დდდ <3 <3 <3 <3

სტუმარი ანი
ვაიმე კალანდია ჩემთვის მინდაა :დ რატომაა ასე საყვარლად გიჟუნა :დ :დ ერთი თავისნაირი უნდა მაგას :დ რო შეაფუცხუნოს გემრიელად :დ :დ :დ

ნუუუ საოცრებაააა ხაარ გოოოგოოო...
ყოველთვის აჭარბებ მოლოდინს..

ძაან მაინტერესებს ის მკვლელი ვინაა.. სული ამომაძრო მოკლედ :დ მე ისევ რენეზე რატო ვფიქრობ :დ რეები გადაუტანია :( როოოდიის გაირკვევაააააა :დ

ასეთი ცივსისხლიანი ეკე მე პირადად ძალიან მომწონს <3 რაღაც სხვანაირი მუხტი მოდის ამ დროს მისგან <3
მოკლედ ვერ გადავწყვიტე ეკე უფრო მომწონს თუ კალანდია :დ

ველი ახალ თავს მოუთმენლად ^-^

კაროჩე საყვარელო სანამ ბოლო ფურცლამდე არ მიხვალ შანსი არ გაქვს რამის მიხვედრის ;დდდდდდდდდდდ შენ ეგრე კალანდიაზეც გეგონა სია და რამეო ;დდდდდ ხომ ჩაგეღიმა ახლა ამ თავში რაც ნახე? ;დდდდდ <3 <3 <3 ^_^ ყველაფერი ძალიან ლამაზად არის აწყობილი და ნება მომეცით დაგიმტკიცოთ სულ რაღაც რამდენიმე თავში ;დდდ <3 ცოტა დარჩა (( მალე ფინიშთან მივალთ. პ.ს. ეკე ის ტიპია ბოროტებაც რომ უხდება და სიკეთეც. ჩემი ტოპაზი. ვგიჟდები <33333

ირენე
რამე გამომრჩა?... როდის იხრჩობოდა კალანდია... რენემ რომ გადაარჩინა??

კალანდია სიასთან თავის ბავშვობის ამბებს რომ იხსენებს იქ უყვება როგორ იხსნა სიკვდილისგან. ზღვაში გადავარდა და იხრჩობოდა. ალბათ გამოგრჩა კითხვისას კარგად გადაავლე თვალი <3 ემოციური და თბილი ეპიზოდია <3 <3 <3

 


№17  offline მოდერი Catherine Di Perso

ღმერთო გადმომხედე და ცაო დამსეტყვე ! ახლა გამოძიება კი არა, იმაზე დავფიქრდი იმედს რა გამიცრუებს. მგონი, ასე უფრო გავალ ფონს. :დდდ ჩემი ბადრიჯანი გარეული არ იყოს, თორემ უფრო შემიყვარდება იცოდე ! :დდდდ
მოდი მივყვეთ ყველა პერსონაჟს.
სია - ამის სიზმარი მიშლის ნერვებს, მაგრამ მთელი ეს სპექტაკლი ? ნოოო.
დუჩე - ჩავიფსამ, მაგრამ არ დავიჯერებ, რომ მოხარშულ კრემს ეს შეუძლია.
ალექსა - ზიღბარულოო, შენ რომ იყო თავი და თავი, მაინც კუბოს კარამდე და აჭრილ რძემდე მეღვარებიი. მარა, მამა რა პონტში დაბრიდე, ასე რომ გიყვარდა? :დ ნწ, არა.
სანდრო - სათვალიანი, ოთახის ჭია ჰაკერი. უწი-პუწი:დდდ
სისი - ეს საეჭვოდ არ ჩანს და უეჭველი ამის დაგეგმილია!
მონტი - ამან ლაზანია აკეთოს, მეც კი ვგრძნობ, რომ გემრიელია.
ნოვა - არა, პირველი ამან გამკრა იმედგაცრუებაზე, მაგრამ რატომ ვერ მივხვდი :დ შერჩეს აქაურობას რამე წმინდა, კაცო! ადამიანი გარტყმაში არაა - რა ხტება.
შევჩენკოს არ ვიცნობთ, უბრალოდ ვიცით, რომ *როჭია. დუდა ასრულებს.
რენე და ჯანდაბა მაგას. იმენა მოსიარულე კითხვის ნიშანია ეს ხუჭუჭა მაიონეზი. არც სმეტანაა, არც კეტჩუპი, ფუი.

წვერს ვინ ატარებს ?! ის მკვლელი მგონი შუა საუკუნეებშია ჩარჩენილი და სამართებლით დატასაობს.

ბდიშ-ბახ-ბუხ ხდება ჩემ ტვინში. გოსპაძი!

აი, ეკე რა ცხოველია ამ ყველაფერში?!

 


№18 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Dzaan momwons, ar vici sxva ra vtqva, martla siamovnebit vuyurebdi am nawarmoebis films, imedia aravin dazaraldeba bolos da yvela ertad iqnebian.

 


№19 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძლივს, დუჩე , ძლივს! ძლივს არ მოსვა ტრაკზე? ესეთი ღმერთივით ბიჭები ამ შტერ გოგოზე რატომ გადაირივნენ, აი რატომ? ღმერთო, იმდენად მაღიზიანებს სიას პერსონაჟი , ჩემი თავის მიკვირს:" ამდენი აგრესია, საიდან ლიკა?" ესეთი გავიჩითე :დ რა როგორ იქნება გულწრფელად რომ ვთქვა საააერთოდ აზრზე არ ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად მგონია რომ კალანდიააა... რაღაც, ბოღმის და ბოროტების განვითარების პერსპექტივას უფრო ამ პერსონაჟში ვხედავ, თუმცა გული მიგრძნობს ფინალი ისეთი იქნება არავის რომ არ უვარაუდია.
ლავ ია <3

 


№20 სტუმარი სტუმარი ანი

belle...
Qeti qimucadze
Iseti mahari vinme xar. U ralod prognozsac ki ver vaketeb chemtvis ra sheizleba moxxdess. Arachveulebrivi ganvitareba aqvss. Yvelaferi isea rogorc unda iyos. Saocari gogo xar shen anabel da asetive personajebi gyavs sheqmnilii. Dadgeba dro momenatrebian da zalian bevrjer cavikitxav am deteqtiv romans me vici. Tumca meore rom meyoleba rogor movaxerxeb arvicii. Magram gamovnaxav dros. Cere raaa. Ar gacherdee. Isetive lamazi azrebi gaqvs. Rogoric tavad xarr. Carmatebebi chemo kargo. Moutmenlad veli gagrzelebasss

ქეთი უთბილესი და უსაყვარლესი ადამიანი ხარ <33333 გულით მიხარია რომ გაგიცანით ყველა ძალიან ძალიან მაგარი ადამიანები ხართ და თითოეული თქვენი კომენტარი ბედნიერ ღიმილს მგვრის სახეზე <3 <3 რაც მე ამ ისტორიისთვის მაქვს ნათენები მარტო თქვენს კომენტარებად ღირდა <3 გმადლობთ <3 (გული ამიჩუყდა) <333

Tkemali
ჩვეულებრივი ნიჭის ბუკეტი ხარ. მეტსაც გეტყვი, მწერალი რომ ვიყო და მკითხონ, რომელი ნაწარმოების ავტორობას ისურვებდიო, ამ ისტორიას დავსახელებ! blush პალიტრას კონკურსზე ისეთი ნამუშევრები იკავებენ პირველ ადგილს, შენ რომ ვერ გაიმარჯვო, ჩვეულებრივი უნამუსობა იქნება smiley

იცი რომ ოთხი წინადადებით ადამიანს ბედნიერება მიანიჭე? )) არ იცი <333333 გმადლობ <333 ყოველთვის მოუთმენლად ველოდები ხოლმე შენს კომენტარს ^_^ <3 <3 <3

Catherine Di Perso
"- შეშლილი ხარ! - წაიჩურჩულა ლევანმა, ეს უცნობი უკვე გვარიანად აფრთხობდა.
- მერე, ვისი დამსახურებაა?! - იღრიალა მოულოდნელად. ლევანს შიშისგან გული გადაუქანდა - ვისი დამსახურებაა, რომ მე მთელი ცხოვრება თავზე ჩამომენგრა? ვისი?!
ლევანი აკანკალდა, უკვე ხვდებოდა ვის მალავდა ეს შავი ნიღაბი და ისე ეშინოდა, როგორც არასდროს."

მაინც ვერ მოვისვენე. ვერ ვეტევი კანში და ინტერესი მკლავს. კალანდიამ, ამ ინფორმაციით, რაც გვაქვს, მთელი ცხოვრება თავზე რენეს ჩამოუშალა. აი, არ მჯერა, რომ შოკურმა თერაპიამ ყველაფერი მოუსპო ამ ბავშვს. არ მჯერა.

მაგრამ პახოდუ, რენეს რა კავშირი აქვს დუდაევთან? ვერ ამოვხსენი.
შენ ჩემი მეხუთე ფსიქიკური აშლილობა იქნები, ბელ. არ გეჩოდება მე ? :(

ჩემი შერლოკაააააააააა ;დდდდდდდდდდდდ გაგეჭედა სიყვარულო??? ;დდდდდდ ვსოოო ცაუჯდა უნდა გამოიძიოს ;დდდ <33333333333 ვაბოდებ პროსტა შენზე დიპერსო! ;დდდდდდ ვაიმეეე იმენა ვიკეცები ხოლმე ისეთ კომენტარებს მიჩითავ ;დდდდდდ კი კი საყვარელო გამოიძიე ათასი პაზლი დაგიბნიე ფურცლებზე ააწყვე! მე პაზლები მოგეცი შენ ქურდი ხარ მოიპარე და ააწყე! <3 <3 <3 <3 ჩემი ჭკვიანი აზრიანი და ძაააან მხიარული! <33333 ველოდები შენს დასკვნას და ერთი სული მაქვს იმედს როდის გაგიცრუებ ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ მიყვარხარ! <3333

ვიპნი
რაღაც ეჭვები გამიჩნდა ,მკვლელთან დაკავშირებით,როგორ მაინტერესებს მართალი ვარ თუ არა.
ისე ესენი რო უნივერსიტეტს ესე აცდენენ გამოცდებზე ჩემი იმედი აქვთ ნეტა ??:)არაჩვეულებრივად წერ,მინდა კიდევ ერთხელ შეგაქო.

დედას ვფიცცავარ მაგრად გამეცინა ;დდდდდდდდდდდ რა გულწრფელი სინანული იყო უნისის გაცდენაზე ;დდდდდდდდდდდდდდდდ ამოვყირავდი! ;დდდდდდდ გმადლობ საყვარელო ;დდდ <3 <3 <3 <3

სტუმარი ანი
ვაიმე კალანდია ჩემთვის მინდაა :დ რატომაა ასე საყვარლად გიჟუნა :დ :დ ერთი თავისნაირი უნდა მაგას :დ რო შეაფუცხუნოს გემრიელად :დ :დ :დ

ნუუუ საოცრებაააა ხაარ გოოოგოოო...
ყოველთვის აჭარბებ მოლოდინს..

ძაან მაინტერესებს ის მკვლელი ვინაა.. სული ამომაძრო მოკლედ :დ მე ისევ რენეზე რატო ვფიქრობ :დ რეები გადაუტანია :( როოოდიის გაირკვევაააააა :დ

ასეთი ცივსისხლიანი ეკე მე პირადად ძალიან მომწონს <3 რაღაც სხვანაირი მუხტი მოდის ამ დროს მისგან <3
მოკლედ ვერ გადავწყვიტე ეკე უფრო მომწონს თუ კალანდია :დ

ველი ახალ თავს მოუთმენლად ^-^

კაროჩე საყვარელო სანამ ბოლო ფურცლამდე არ მიხვალ შანსი არ გაქვს რამის მიხვედრის ;დდდდდდდდდდდ შენ ეგრე კალანდიაზეც გეგონა სია და რამეო ;დდდდდ ხომ ჩაგეღიმა ახლა ამ თავში რაც ნახე? ;დდდდდ <3 <3 <3 ^_^ ყველაფერი ძალიან ლამაზად არის აწყობილი და ნება მომეცით დაგიმტკიცოთ სულ რაღაც რამდენიმე თავში ;დდდ <3 ცოტა დარჩა (( მალე ფინიშთან მივალთ. პ.ს. ეკე ის ტიპია ბოროტებაც რომ უხდება და სიკეთეც. ჩემი ტოპაზი. ვგიჟდები <33333

ირენე
რამე გამომრჩა?... როდის იხრჩობოდა კალანდია... რენემ რომ გადაარჩინა??

კალანდია სიასთან თავის ბავშვობის ამბებს რომ იხსენებს იქ უყვება როგორ იხსნა სიკვდილისგან. ზღვაში გადავარდა და იხრჩობოდა. ალბათ გამოგრჩა კითხვისას კარგად გადაავლე თვალი <3 ემოციური და თბილი ეპიზოდია <3 <3 <3

ჯანდაბააა ... არანაირი დანდობაა, ასე როგორ შეიძლება :დ :დ ამოუსუნთქვის გარეშე ველოდები :დ ბოლო ფურცელი კი მე პირადად მაშინებს.. ისეთებს ატრიალებ ალბათ მაგ 'ბოლო ფურცლის' წაკითხვისას ინფაქტს მივიღებ.. 'ალბათ' კიარა ზუსტად ეგრე იქნება ვიცი :დ ჯობია დავჯდე და ჩემი თავი შევამზადო :დ

 


№21 სტუმარი ირენე

ირენე
რამე გამომრჩა?... როდის იხრჩობოდა კალანდია... რენემ რომ გადაარჩინა??

ვერც გავიხსენე და ვერც მივაგენი... რომელ თავშია?

 


№22  offline ახალბედა მწერალი belle...

ირენე
ირენე
რამე გამომრჩა?... როდის იხრჩობოდა კალანდია... რენემ რომ გადაარჩინა??

ვერც გავიხსენე და ვერც მივაგენი... რომელ თავშია?

აჩრდილზე მონადირე რომელსაც აწერია მარტო თავების მითითების გარეშე იმ თავშია ეგ არის მესამე ნაწილის საწყისი და მანდ არის ეგ ეპიზოდი გამოგრჩა ალბათ

 


№23 სტუმარი irene

belle...
ირენე
ირენე
რამე გამომრჩა?... როდის იხრჩობოდა კალანდია... რენემ რომ გადაარჩინა??

ვერც გავიხსენე და ვერც მივაგენი... რომელ თავშია?

აჩრდილზე მონადირე რომელსაც აწერია მარტო თავების მითითების გარეშე იმ თავშია ეგ არის მესამე ნაწილის საწყისი და მანდ არის ეგ ეპიზოდი გამოგრჩა ალბათ

აშკარად, არ არის გამოტოვებულია რგ მომენტი... მეორედ გადავხედე , მსგავსი არაფერი წერია... შეიძლება მე მეშლება??.. თქვენც გადაამოწმეთ...

 


№24  offline ახალბედა მწერალი belle...

irene
belle...
ირენე
ირენე
რამე გამომრჩა?... როდის იხრჩობოდა კალანდია... რენემ რომ გადაარჩინა??

ვერც გავიხსენე და ვერც მივაგენი... რომელ თავშია?

აჩრდილზე მონადირე რომელსაც აწერია მარტო თავების მითითების გარეშე იმ თავშია ეგ არის მესამე ნაწილის საწყისი და მანდ არის ეგ ეპიზოდი გამოგრჩა ალბათ

აშკარად, არ არის გამოტოვებულია რგ მომენტი... მეორედ გადავხედე , მსგავსი არაფერი წერია... შეიძლება მე მეშლება??.. თქვენც გადაამოწმეთ...

ამ თავში არ არის აქ ნუ ეძებთ. გადით და საიტის საძიებოში ჩაწერეთ პაზლების ქურდი აჩრდილზე მონადირე. ორს ამოგიგდებთ ერთს ამ თავს და მეორეს ანიმე პერსონაჟებან ფოტოს იქ შედის იმ თავშია ეგ ეპიზოდი აქ არა

 


№25 სტუმარი ირენე

belle...
irene
belle...
ირენე
ირენე
რამე გამომრჩა?... როდის იხრჩობოდა კალანდია... რენემ რომ გადაარჩინა??

ვერც გავიხსენე და ვერც მივაგენი... რომელ თავშია?

აჩრდილზე მონადირე რომელსაც აწერია მარტო თავების მითითების გარეშე იმ თავშია ეგ არის მესამე ნაწილის საწყისი და მანდ არის ეგ ეპიზოდი გამოგრჩა ალბათ

აშკარად, არ არის გამოტოვებულია რგ მომენტი... მეორედ გადავხედე , მსგავსი არაფერი წერია... შეიძლება მე მეშლება??.. თქვენც გადაამოწმეთ...

ამ თავში არ არის აქ ნუ ეძებთ. გადით და საიტის საძიებოში ჩაწერეთ პაზლების ქურდი აჩრდილზე მონადირე. ორს ამოგიგდებთ ერთს ამ თავს და მეორეს ანიმე პერსონაჟებან ფოტოს იქ შედის იმ თავშია ეგ ეპიზოდი აქ არა

ამ თავში არ ვეძებ... ამის წინა თავში...

 


№26  offline წევრი მე მინე

ეს რაიყო?რასაოცარი სცენები იყო.ვიცოდი დუჩე თავზეხელაღებული რომ იყო და სადღაც დავუშვი რომ გადასცემდა სიას სიცოცხლის გადასარჩენად მაგრამ მწარედ შევცდი და მიხარია რომ შევცდი.სიკვდილი მართლა გარდაუვალჯ იყო იმ სიტუაციაში მაგრამ იმდენად სწამს სიასადმი სიყვარულის, ისეთი ურყევი და შეუვალია
მის მიერ მიცემული პირობის რომ მოკვდება და მაას მაინც შესრულებას.მიყვარს ასეთიი პერსონაჟები ვგიჟდები თან რა სიმპატიურია.მოკლედ იმხელა ემოციების მთელი დღე რომ ვწერო ვერ მოვრჩები ამიტომ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.
კალანდიაზე რაუნდა ვთქვა მაგრად მევასება ,კაი როჟაა.აი მუდამ პოზიტივს რომ ასხივებს,ყველაფრისდა მიუხედავად
ეკე კიდე საოცარი ადამიანია,
--------------------
მ.კ

 


№27  offline ახალბედა მწერალი belle...

მე მინე
ეს რაიყო?რასაოცარი სცენები იყო.ვიცოდი დუჩე თავზეხელაღებული რომ იყო და სადღაც დავუშვი რომ გადასცემდა სიას სიცოცხლის გადასარჩენად მაგრამ მწარედ შევცდი და მიხარია რომ შევცდი.სიკვდილი მართლა გარდაუვალჯ იყო იმ სიტუაციაში მაგრამ იმდენად სწამს სიასადმი სიყვარულის, ისეთი ურყევი და შეუვალია
მის მიერ მიცემული პირობის რომ მოკვდება და მაას მაინც შესრულებას.მიყვარს ასეთიი პერსონაჟები ვგიჟდები თან რა სიმპატიურია.მოკლედ იმხელა ემოციების მთელი დღე რომ ვწერო ვერ მოვრჩები ამიტომ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.
კალანდიაზე რაუნდა ვთქვა მაგრად მევასება ,კაი როჟაა.აი მუდამ პოზიტივს რომ ასხივებს,ყველაფრისდა მიუხედავად
ეკე კიდე საოცარი ადამიანია,

კი საყვარელო არასტაბილურია ფეთქებადი არაპროგნოზირებადი თავზეხელაღებული მაგრამ სია მართლა უყვარს <3 და არც პირობის გატეხა სჩვევია, თუ გარემოპირობები ხშირად მის "მინდას" არ ემორჩილება, არ ნიშნავს რომ არ ცდილობს <3 <3 ამ ბიჭის ყველაზე ძლიერი მხარე ერთგულებაა როგორც ქალის ისე მეგობრებისადმი. ბევრჯერ დაამტკიცა და დაამტკიცებს კიდეც <3 კალანდია ხო უძმესია უბრალოდ ;დდდ <3 ეკე... ეკე ჩემი ტოპაზია <3 ვგიჟდები ამ ბიჭზე ყველა მისი კარგი, ცუდი, ბნელი და ნათელი მხარეებით <3 <3

 


№28  offline წევრი mbella

მემგონი რაღაც მონაკვეთი აკლია ან მე გამომრჩა. ვერაფრისთ ვიხსენებ იმ ადგილს სადაც ალექსი და სანდრო ჩხუბობენ , ან რენეზე საუბრობენ (ამ თაბის დასაწყისამდე ეგ არ მახსენდება)
აქ ნახსენები გაქვს რომ რენემ ალექსი გადაარჩინა მიუხედავად იმისა რომ წყლის ეშინოდა (ეს მონაკვეთიც არ მახსოვს),
გთხოვთ მითხარით მე გამომრჩა რამე? ისტორიას რაც შეეხება ძალიან ძალიან საინტერესო და ჩამთრევია.
ძალიან გამართულად წერ, იშვიათი მწერალი ხარ ნამდვილად.
ველოდები გამოხმაურებას.
მადლობა

 


№29  offline ახალბედა მწერალი belle...

mbella
მემგონი რაღაც მონაკვეთი აკლია ან მე გამომრჩა. ვერაფრისთ ვიხსენებ იმ ადგილს სადაც ალექსი და სანდრო ჩხუბობენ , ან რენეზე საუბრობენ (ამ თაბის დასაწყისამდე ეგ არ მახსენდება)
აქ ნახსენები გაქვს რომ რენემ ალექსი გადაარჩინა მიუხედავად იმისა რომ წყლის ეშინოდა (ეს მონაკვეთიც არ მახსოვს),
გთხოვთ მითხარით მე გამომრჩა რამე? ისტორიას რაც შეეხება ძალიან ძალიან საინტერესო და ჩამთრევია.
ძალიან გამართულად წერ, იშვიათი მწერალი ხარ ნამდვილად.
ველოდები გამოხმაურებას.
მადლობა

კიიი გამომრჩენია დაკოპირებისას იმხელა ტექსტია გამეპარა ამის წინა თავში კომენატრებში დავტოვე ის თავი და აქაც ჩაგიგდებთ ანუ ეს თავი უნდა ყოფილიყო ბოლო და მერე ეს ტექსტი წაგეკითხათ ბოლომდე ქრონოლოგიურობა რომ არ აგერიოთ

თავი მეხუთე
- სულ ცოტაც! ნუ ფართხალებ! - წავიბუზღუნე უკმაყოფილოდ და ყვითელი მალამო, თითით ფრთხილად წავუსვი დამწვარ კანს.
- მეწვის! - აწუწუნდა სულგამწარებული.
- აბა მაგარი ტიპი ვარო? ამაზე წუწუნებ ამხელა კაცი? - ჩამეღიმა, დავიხარე და ხელის გულზე სული შევუბერე.
- ახლა აღარ მაქვს შენი ვალი, გავსწორდით.
- რა? - თავი ავწიე. თბილად მიმზერდა.
- იმ საღამოს ხომ შენ გადამარჩინე, რამდენიმე საათის წინ, კი მე გიხსენი წიწილივით შეტრუსვისგან. ასე რომ გავსწორდით.
- ჰო, გავსწორდით. - გამეცინა.
სანდრომ მთელი გროვა ფაილები მაგიდაზე დაახეთქა და სკამზე ჩამოჯდა, მოულოდნელობისგან ორივე შევკრთით.
- შეიძლება მომხდარს დავუბრუნდეთ?!
- ეს რა არის? - ფურცლების შეკვრა ხელში ავიღე და გადავხედე.
- არქივის ჩანაწერებია. ნოვა ქავანას პირველი ცოლის, სესილი დოლიძის, გარდაცვალების ისტორიაა. მონაცემთა ბაზაში ვიქექებოდი, წეღან მომივიდა დადასტურება პროგრამაზე წვდომის და ამოვბეჭდე!
- ვისიო? - კალანდიამ ხელის შებინტვას თავი ანება და თავი ასწია.
- ნოვას პირველი ცოლის შესახებ რამე ხომ არ იცი? - ვკითხე ალექსს.
- არა, მხოლოდ ის ვიცი, რომ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, - დაბნეული მოგვაჩერდა - რა შუაშია სესილი მომხდართან?
- ჭყოიძემ ერთი დეტექტივის სახელი ახსენა... მესხიშვილი.
- ჰო, მერე?
- ეს ფაილები, - თითით მანიშნა ფურცლების შეკვრაზე, რომელიც ხელში მეკავა - გუშინ საღამოს ამოვქექე, მის გვარს კი სწორედ მანდ წავაწყდი. მაშინ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია ამისთვის, მაგრამ ახლა...
- მოიცა, ერთი წუთით. რა შუაშია მესხიშვილი? სესილის სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო!
- ჰო, მაგრამ მესხიშვილი ასე არ ფიქრობდა, - სათვალე შეისწორა და სკამზე გადაწვა - მიაჩნდა, რომ გარემოებები მეტისმეტად საეჭვო იყო.
- და მაგ ფაილებში წერია სესილი როგორ გარდაიცვალა? - იკითხა კალანდიამ ხმადაბლა.
- სამზარეულოში ფეხი აუსრიალდა და ჭურჭლის ჩასაწყობი ქოთნიდან ამოჩრილ დანებს წამოეგო. დანის ბასრმა პირებმა ქალს სახე დაუსახიჩრეს, ორმა მათგანმა კი ყელში გაუარა და ადგილზე გარდაიცვალა.
- ღმერთო ჩემო! - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.
- არ დამიმთავრებია, - სანდრომ ფაილებიდან ერთი ფურცელი ამოაძვრინა და წინ დამიდო - ეს ერთ-ერთი პოლიციელის ჩვენებაა, რომელიც შემთხვევის ადგიზე პირველი მივიდა. მან ჩვენებაში განაცხადა, რომ დედის გვამი მისმა შვილმა, რენემ, აღმოაჩინა. ბავშვი სულ რაღაც ოთხი წლის იყო, დედის ცხედართან ხუთი საათის განმავლობაში იყო მარტოდმარტო. ოთახის კუთხეში შეშინებული იჯდა და ხმას ვერ იღებდა, სანამ ნოვა სახლში არ დაბრუნდა.
პირზე ხელი ავიფარე, კალანდიას სახეზე მიწისფერი დაედო. შოკირებულს აღარც დამწვრობა ახსოვდა და აღარც ტკივილი, გაშტერებული სანდროს უსმენდა.
- პოლიციამ საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყეს, საქმეს გაბრიელ მესხიშვილი ხელმძღვანელობდა. დეტექტივს აჩემებული ჰქონდა, რომ გარემოებები საეჭვოდ გამოიყურებოდა და საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა, რომ ეს მკვლელობა იყო და არა უბედური შემთხვევა.
- მერე?
- მერე ის რომ, დეტექტივი, რომელიც ყველას ჯიუტად უმტკიცებდა, რომ საქმე მკვლელობასთან ჰქონდათ, აზრი სწრაფად შეიცვალა და საქმე უბედური შემთხვევის დასკვნით დახურა.
- მაგით რისი თქმა გინდა? - კალანდიას ყბაზე კუნთი დაეჭიმა - რომ მკვლელობა უბედურ შემთხვევად გაასაღეს, დეტექტივი მოისყიდეს და საქმე ჩაფარცხეს?
- კი, ზუსტად ასე ვფიქრობ.
- ჭყოიძემ თქვა, წარსულში რაღაც მოხდა, მას შემდეგ კი დეტექტივმა კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწიაო, ეს დამთხვევა ვერ იქნება! - ბიჭებს დაეჭვებულმა გადავხედე.
- ნუ გამომა....ვეთ! - კალანდია ისევ აენთო - ვის რაში სჭირდებოდა სესილის სიკვდილი?
- ეგ უნდა გავარკვიოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალი მოკლეს და თუ რატომ, ამას აუცილებლად გავიგებთ. ის დეტექტივი გვჭირდება, მან სრული სიმართლე იცის!
- ყველაფერი უფრო ჩაიხლართა, - გაბრუებულმა თავი ავიჩეჩე - მესხიშვილი დუჩეს გადაეკიდა ვიღაცის დავალებით. ახლა ირკვევა, რომ მისი სახელი ქავანების ოჯახს ჯერ კიდევ ოცი წლის წინათ ახსოვს. ჭყოიძემ თქვა, რომ მესხიშვილი ვიღაცაზე მუშაობს და გამოდის, რომ ეს ვიღაც უკვე კარგა ხანია ქავანების ოჯახს მტრობს, მოტივი უცნობია და ტვინზე ბოლიც ამივიდა!
- რენე... - ჩაილაპარაკა კალანდიამ.
- რა? - დაბნეულმა ალექსს გავხედე. თავი ასწია და ჩამკვდარი მზერით შემომხედა.
- წარმოგიდგენია რას იგრძნობდა დედამისის გვამის გვერდით? მან 5 საათი გაატარა მასთან, დაჯერებაც კი მიჭირს, რომ ჭკუიდან არ შეიშალა.
- პირველ რიგში მე მასზე ავიღებდი ეჭვს, - სანდროს ხმა ცივად გაისმა - ის იდეალური ეჭვმიტანილი იქნებოდა.
- ბიჭო! - კალანდიამ დენთის კასრივით იფეთქა, ფეხზე წამოიჭრა და სანდროს საკინძეში სწვდა - სულ გამო....ვდი?! დეტექტიურმა თამაშებმა ძალიან ხომ არ გაგიტაცეს?!
- ხელები მომაშორე!
- მორჩით!
ფეხზე წამოვიჭერი და მოჩხუბრებს შორის ჩავდექი. სანდრო ბასრ მზერას არ აშორებდა კალანდიას, ის კი ზიზღით შესცქეროდა და ნებისმიერ წამს მზად იყო ისევ დასტაკებოდა.
- დაუფიქრდი რას ლაპარაკობ! - წაისისინა თვალებანთებულმა - რენეს ბავშვობიდან ვიცნობ. ის ჩემზე, შენზე და ბევრ ჩვენგანზე უკეთესი პიროვნებაა! არ შეიძლება ადამიანს მანიაკობა დააბრალო, მხოლოდ იმიტომ რომ სცენარი ასე მოგწონს. მსგავს ....ობას, თუ კიდევ მოვისმენ შენგან, ენას ამოგდღლიზავ და ტრაკში შეგტენი!
- მორჩით-მეთქი! - ვიყვირე გაბრაზებულმა, როცა სანდრო ერთიანად აჭარხლებული ფეხზე წამოიჭრა, რომ ალექსისთვის პასუხი დაებრუნებინა - საკმარისია! ხომ არ გაგიჟდით ორივე?! ახლა ჩხუბის დროა?!
- დედასშევეცი!
კალანდიამ სკამს წიხლი ამოჰკრა და კოტეჯიდან გავიდა. სანდრომ ამღვრეული მზერა ჩემზე გადმოიტანა.
- ის მართალია, - ვუთხარი ცივად - რენე ეჭვმიტანილი ვერ იქნება, ის საერთოდ არ ცხოვრობდა აქ როდესაც მკვლელობების სერია დაიწყო და საერთოდ, ის ჯერ კიდევ 4 წლის იყო როცა დედა დაეღუპა. მას რა კავშირი უნდა ჰქონდეს ახლანდელ მკვლელობებთან? მტერი, ვინც არ უნდა იყოს ის, სესილის სიკვდილიდან იღებს სათავეს, აუხსნელი მოტივით. ამაზე პასუხი კი მხოლოდ მესხიშვილს აქვს. სანამ მას არ გავესაუბრებით, ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ ივარგებს.
- სია... - ჩემი სახელი ხმადაბლა წარმოთქვა და ტუჩებზე უცნაური ღიმილი გადაეფინა - რაც ამ ბობოლებს გადაეკიდე ვეღარ გცნობ. ხან დუჩეს უვარდები მკლავებში, ხან ამ ნაბიჭვარს იცავ, რომელსაც შუბლზე დიდი ასოებით აწერია რას წარმოადგენს. შენ დეტექტივიდან, ამ ახვრების სათამაშოდ იქეცი და რეალურ ფაქტებს თვალს ვერ უსწორებ! შენ ის სია აღარ ხარ ვისაც მე ვიცნობდი.
საბუთებს ხელი წამოავლო, თავის ოთახში შევიდა და კარი მიიჯახუნა. გაშტერებული მიხურულ კარს წყენით სავსე მზერას ვერ ვაშორებდი. სანდროს არასოდეს ჰქონია რბილი ხასიათი, თუმცა, ამას ადრე არასოდეს შევუწუხებივარ. როგორც კი სამეგობროში ჩვენს გარდა ხალხი გაჩნდა, ჩვენი უერთიერთობა დაიძაბა. ჯერ სისი, მერე დუჩე, ახლა კი კალანდია. საკითხავი ის იყო, სანდროს მესაკუთრეობის გრძნობა სტანჯავდა, თუ გვერდიდან ისეთ რამეს ამჩნევდა რისი დანახვაც მე არ შემეძლო, ან არ მსურდა? ასე იყო თუ ისე, მისი სიტყვები გულზე მომხვდა, მეწყინა.
შემოვბრუნდი და კალანდიას უკან გავყევი. კოტეჯის პარმაღის წინ, კიბეებზე ჩამომჯდარიყო, თავი ჩაეხარა და ხელზე სანახევროდ შემოხვეულ ბინტს გაუცნობიერებლად აწვალებდა.
- მოდი, დაგეხმარები. - გვერდით მივუჯექი, მისი ხელი მუხლებზე დავიდე და ბინტის გადახვევას შევუდექი.
- ერთხელ, მახსოვს, მამაჩემს და ნოვას იტალიაში საქმიანი ვიზიტი ჰქონდათ დაგეგმილი, - წამოიწყო ხმადაბლა - რესტორნის ქსელის აღება უნდოდათ და კონტრაქტის გასაფორმებლად აპირებდნენ გამგზავრებას. მე და დუჩე ჯერ კიდევ პატარები ვიყავით, ასე თერთმეტის ან თორმეტი წლისები. ასეთ შეხვედრებზე ყოველთვის თან დაგვათრევდნენ ხოლმე. მართალია, მაგრად გვეზარებოდა, მაგრამ ერთად კარგად ვერთობოდით და მოგზაურობა არც ისე მოსაწყენი გამოგვდიოდა, - ჩაეცინა და ვარკსვლავებით მოჭედილ ცას ახედა. ჩუმად ვუსმენდი და ბინტს მჭიდროდ ვუხვევდი ხელზე - იმ ერთხელ, ნოვამ რენეს თან წამოყვანა გადაწყვიტა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ხშირად არ მოდიოდა ხოლმე და ნათესავებთან ცხოვრობდა, უნდოდა ძმებს უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და დაახლოებულიყვნენ. ეს აზრი არ მესიამოვნა, მასზე ვეჭვიანობდი, არ მომწონდა როცა დუჩეს ყურადღება ჩემს გარდა სხვასაც ეკუთვნოდა და ვაგრძნობინებდი კიდეც რენეს, რომ ჩვენთან ზედმეტი იყო.
ბინტის ბოლოები მჭიდროდ გავნასკვე და ალექსს ინტერესით მივაჩერდი. გადახვეულ ხელს დააცქერდა. თითქოს ხელის გულზე წარსულში გამავალი კარი ამოუჭრეს და ძველ მოგონებებს შორიდან უცქეროდა, მზერა სევდიანი გაუხდა.
- დუჩე არაფერს მეუბნებოდა, არ უნდოდა რამე მწყენოდა, არადა შემოლაწუნების ღირსი ვიყავი. ძმაკაცს ძმაზე წინ მაყენებდა და იმდენად ეგოისტი ვიყავი, რომ ამას ვამჩნევდი, მაგრამ მაინც არ მყოფნიდა. ერთ საღამოს, პორტში გავლა და იქ ვახშმობა გადავწყვიტეთ. რენე და დუჩე ერთმანეთს კარგად უგებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე ექვსი წლით უფროსი იყო ზემოდან არასოდეს გვიყურებდა. მაგიდასთან მხიარულად ერთობოდნენ, სვამდნენ ხუმრობდნენ და ნოვას ახალ პერანგზე ეკაიფებოდნენ, რომელიც ქალისას უფრო ჰგავდა, ვიდრე კაცისას. სულელური პერანგი იყო! გავღიზიანდი, ჩემი ჭიქაც ჩემი ნერვების პარალელურად სწრაფად იცლებოდა და ივსებოდა.
შუბლი მოისრისა და კენჭს ფეხსაცმლის წვერი წაჰკრა. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს რცხვენოდა იმის რასაც მიყვებოდა. მეც უხმოდ ვისმენდი მის აღსარებას.
- ისე გავილეშე, რომ ფეხზე დგომა მიჭირდა. სუფრიდან წამოვდექი და პორტში გავლა გადავწყვიტე. ჩემი ადგომა არავის შეუმჩნევია. ამაზე კიდევ უფრო დავიბოღმე. სანაპიროს გავუყევი და ვცდილობდი გულზე მოწოლილი შხამი თავიდან მომეშორებინა. ზღვაში რაღაც შევნიშნე, უფრო სწორად, ალბათ მომეჩვენა. მეგონა, რომ წყალში ადამიანის ხელს მოვკარი თვალი. გადავეყუდე, რომ კარგად დამენახა, მთვრალზე წონასწორობა დავკარგე და წყალში გადავვარდი.
- მერე?!
უნებურად დავიძაბე, მიუხედავად იმისა, რომ კალანდია ჩემს გვერდით საღსალამათი იჯდა (ასე თუ ისე), მაინც ავნერვიულდი, რომ პატარა ალექსს რამე დაემართებოდა.
- ცურვა არ ვიცოდი, სასმელისგან კუნთები ისე მქონდა მოდუნებული ფართხალსაც ვერ ვახერხებდი, ენა გამიბრუჟდა და დაყვირებაც კი ვერ მოვახერხე, რომ შველა მეთხოვა. ვიფიქრე, დამენძრა, აქ ისე მოვკვდები ვერავინ ვერაფერს გაიგებს-თქო, - გაეცინა და თვალები მოისრისა - ფიქრის დასრულება ვერ მოვასწარი, როცა წყალში ვიღაც გადმოხტა და საყელოში ხელი წამავლო. სიკვდილს კლანჭებიდან გამომგლიჯეს და ნაპირზე დამაგდეს. ორივე ვქოშინებდით, მლაშე წყალი ბლომად ვყლაპე და გული საშინლად მერეოდა. თავი ავწიე, რომ მენახა ვინ მიხსნა სიკვდილისგან და ხელში რენე შემრჩა. გულზე ხელი ედო და წარბშეკრული მძიმედ სუნთქავდა. მე კი მეგონა, რომ სუფრიდან ადგომისას ვერავინ შემამჩნია.
- და საკუთარი თავის შეგრცხვა. - დავასრულე, მის ნაცვლად.
- იმ წამს, არა. სიამაყემ არ მომცა იმის უფლება, მეღიარებინა, რომ ბიჭმა, რომელსაც დასანახად ვერ ვიტანდი, სიკვდილს გადამარჩინა.
- ღმერთო ჩემო, მაინც რა ნაგავი ხარ, ა? - თავი ვერ შევიკავე, კალანდიას გაეცინა.
- იმდენად დიდი ნაგავი, რომ მადლობაც არ მითქვამს, - უკან გადაწვა და კოტეჯის ბოძს ბეჭებით მიეყრდნო - სახლში ერთიანად გაწუწულები დავბრუნდით. დუჩემ მკითხა რა მოხდაო. თავიდან თქმა არ მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე ის ყველას მოსდებს, რომ სიკვდილს გადამარჩინა და ეს უფრო დამამცირებელი იქნება, ჯობია ჩემგან გაიგოს-თქო და ყველაფერი მოვუყევი. იცი, დუჩემ რა მითხრა?
- რა?
- არ დამიჯერა.
- რა? - დავიბენი. კალანდიამ თავი ჩემკენ მოაბრუნა და სევდიანად შემომხედა.
- მითხრა გალეშილი მთვრალი ხარ, რაღაც გეშლება, ალბათ მიამსგავსე, თორემ რენეს წყლის შიში აქვს, ცურვა არ იცის და აუზშიც კი არ ჩასულა არასოდესო.
- მერე?
რენეს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მისით მოვიხიბლე. ძმები ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ.
- დუჩე ისე მელაპარაკა, რომ საკუთარ თავში ეჭვი შემეპარა, არადა მისი სახე კარგად მახსოვდა. მეორე დღეს კი, როცა თვითმფრინავში ვსხდებოდით რენეს ვკითხე, იმ საღამოს სანაპიროზე მართლა შენ იყავი თუ არა, დუჩესგან გავიგე, რომ წყლის ფობია გჭირს და დავეჭვდი-თქო. თავი ისე დაიჭირა ვითომ საერთოდ ვერ ხვდებოდა რაზე ვესაუბრებოდი. მითხრა, რაღაც გეშლებაო. როცა სავარძელზე დაჯდა და თავი მიაბრუნა, ყურის ძირში კისრის ჩაყოლებაზე, ნახევარმთვარისებურ ლაქას მოვკარი თვალი და ვიცანი. ზუსტად ისეთი ლაქა ჰქონდა იმ ადამიანსაც, რომელმაც წყლიდან ამომიყვანა. თავი რომ ავწიე პირველ რიგში ეგ შრამი შევამჩნიე და შემდეგ რენე დავინახე.
- და მაინც, რატომ დაგიმალა, რომ იმ საღამოს თვითონ გადაგარჩინა? - ვკითხე დაბნეულმა.
- არ უნდოდა, რომ თავი უხერხულად მეგრძნო და მისთვის მადლობა გადამეხადა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სიცოცხლე საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა. წყლიდან რომ ამომიყვანა მისთვის სიტყვაც არ მითქვამს, აი ამიტომ. არ უნდოდა, შევერცხვინე.
- ახლა ვხვდები ასე რატომ გაბრაზდი, - თავი ავწიე და კალანდიას თვალი გავუსწორე, სახეზე სინანული და სევდა ეწერა.
- რენე მკვლელი არ არის, სია! - ჩაილაპარაკა ხმადაბლა - ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს რისკავს შენს გადასარჩენად, როცა მისგან არ იმსახურებ და თან ამას არც გიმხელს, ის ვერ იქნება ცუდი პიროვნება და ახლა, როცა გავიგე თუ რისი გადატანა მოუწია ბავშვობაში, თავს უარეს არამზადად ვგრძნობ! ყოველი ჩემი ქმედებისთვის, რაც მასთან მიმიქარავს.
- მართალი ხარ, მისი კანდიდატურა აბსურდულია. ამ ყველაფრის უკან სხვა დგას და მის ვინაობას მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა მესხიშვილს ჩავიგდებთ ხელში. მისი ალაპრაკება რთული იქნება. მისნაირი ნაბიჭვრები მაღალ ფასად იყიდებიან და ლაპარაკიც არ უყვართ. თუმცა, სანამ მას მივაკითხავ ჯერ შევჩენკოს უნდა გავესაუბრო.
- რა გინდა შევჩენკოსგან, რატომ არ მიმხელ? - წარბშეკრულმა ეჭვით გამომხედა.
- მაპატიე ალექსს, მაგრამ, მთელს ამ ორომტრიალში, მამაშენი და შევჩენკო ჩემი სიის პირველი ეჭვმიტანილები არიან.
- მამაჩემი მოკვდა. დარჩა შევჩენკო. გასაგებია.
- ალექსს, - წელში გავსწორდი და მეგობარს სევდიანად შევხედე - გავიგე, რომ მამაშენის დაკრძალვა ზეგ არის, მისვლას არ აპირებ?
- არა, - თვალი ამარიდა და განზე გაიხედა - მე არ მწამს ისეთი გრძნობების, რომელიც ხალხს მხოლოდ ადამიანის სიკვდილის შემდეგ უჩნდებათ. სიცოცხლეში იყო, სიკვდილი ანგელოზად ვერ აქცევს და ვერც ჩადენილ ცოდვებს გამოუსყიდის. არ მინდა იქ მისვლა და ცრემლების ღვარღვარი, როცა არ მეტირება. არ მინდა იმ ხალხის თვალით დანახვა მოთქმით, რომ აფრქვევენ ცრემლებს, როცა ზუსტად ვიცი, რომ გულის სიღრმეში მამაჩემი ყველას სძულდა, თავისი ამაზრზენი და ბოროტი ქმედებების გამო! არ მინდა ამ მასკარადის ნაწილი ვიყო. საკმარისია, ჩემი ცხოვრება ისედაც ერთი დიდი სპექტაკლი იყო. მე საკმარისზე დიდხანს ვასრულებდი ჭკვიანი და დამჯერი შვილის როლს, რამაც საბოლოოდ უფსკრულამდე მიმიყვანა. აღარ მინდა! დავამთავრე! მეყოფა!
- გაბრაზებული ხარ და ნაწყენი, - ვარსკვლავებს ავხედე - მეც შემზიზღდა დედაჩემი მისი ნათქვამის გამო, მაგრამ როცა მოკლეს... ისიც კი არ ვიცი მისი გვამი სად მოისროლეს. არ შემიძლია მისი საფლავის ქვასთან ჩავიმუხლო და ვიტირო, შევიცოდო, ან უარესად შევიზიზღო, რომ როცა ცოცხალი იყო ტკივილს მაყენებდა და სიკვდილის წინაც კი ვიღაც ამჯობინა ჩემს თავს... და მაინც, მიუხედავად მომხდარისა, მენდომებოდა ნამდვილ საფლავთან მისვლა და არა ცარიელ კუბოსთან, რომელსაც უბრალოდ სახელს არქმევენ, როცა სინამდვილეში მისი გვამი, რომელიღაც ხის ძირში, უპატრონოდ იხრწნება.
- ამ ყველაფერს როგორ უმკლავდები? - ჩემკენ გადმოიხარა - როგორ ცხოვრობ ამ ტკივილით, სია?
- ცხოვრებაში ყველას გვაქვს ჩვენი წილი დარდი და ტკივილი სათრევი, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამ ტკივილის შემსუბუქება შუეძლიათ შენთვის. ადამიანები, რომლებიც არ გაძლევენ საშუალებას თავით გადაეშვა ჭაობში და ცხოვრებას დანებდე.
- მე, არ მყავს ასეთი ადამიანები, - თვალი ამარიდა და ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა - მარტო ვარ და ამას შევეჩვიე.
- ამიტომ დაგეხმარე.
- რა? - თავი მოაბრუნა და გაკვირვებულმა შემომხედა.
- გახსოვს, იმ ღამით, როცა გალეშილი მთვრალი გიპოვე? შენ მკითხე რატომ მეხმარებიო.
- მითხარი, მეცოდებიო. - ტუჩებზე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა.
- იმიტომ დაგეხმარე, რომ მარტო არ ხარ, ალექს! მეგობრები გყავს, ვისაც უყვარხარ, მიუხედავად შენი ნაკლისა და ცუდი თვისებებისა. კარგი მეგობარი მეგობრებს უყვართ, ცუდი მეგობარი კი, ნამდვილ მეგობრებს!
ნაცრისფერ თვალებს თბილი და მბზინავი ფერები შეეპარათ, მოციმციმე სხივმა სული გაუნათა და მომხიბვლელ ტუჩებს გულთბილი ღიმილი უსახსოვრა. ჯერ არ მენახა ალექსი კალანდიას ასეთი სახე, როგორი?... ბედნიერი. მის მუდამ ცივ და დამცინავ გამოხედვას ახლა გულწრფელი ემოციები ჩანაცვლებოდნენ და იმ ღამეს, მე პირველად შევამჩნიე, რომ კალანდია მართლაც ძალიან სიმპათიური და მომხიბვლელი მამაკაცი იყო. გაყინულ ხელებში თითები შემიცურა, მაგრად გადამაჭდო და ცას ახედა.
- გმადლობ, სია...

 


№30  offline მოდერი Catherine Di Perso

belle...
mbella
მემგონი რაღაც მონაკვეთი აკლია ან მე გამომრჩა. ვერაფრისთ ვიხსენებ იმ ადგილს სადაც ალექსი და სანდრო ჩხუბობენ , ან რენეზე საუბრობენ (ამ თაბის დასაწყისამდე ეგ არ მახსენდება)
აქ ნახსენები გაქვს რომ რენემ ალექსი გადაარჩინა მიუხედავად იმისა რომ წყლის ეშინოდა (ეს მონაკვეთიც არ მახსოვს),
გთხოვთ მითხარით მე გამომრჩა რამე? ისტორიას რაც შეეხება ძალიან ძალიან საინტერესო და ჩამთრევია.
ძალიან გამართულად წერ, იშვიათი მწერალი ხარ ნამდვილად.
ველოდები გამოხმაურებას.
მადლობა

კიიი გამომრჩენია დაკოპირებისას იმხელა ტექსტია გამეპარა ამის წინა თავში კომენატრებში დავტოვე ის თავი და აქაც ჩაგიგდებთ ანუ ეს თავი უნდა ყოფილიყო ბოლო და მერე ეს ტექსტი წაგეკითხათ ბოლომდე ქრონოლოგიურობა რომ არ აგერიოთ

თავი მეხუთე
- სულ ცოტაც! ნუ ფართხალებ! - წავიბუზღუნე უკმაყოფილოდ და ყვითელი მალამო, თითით ფრთხილად წავუსვი დამწვარ კანს.
- მეწვის! - აწუწუნდა სულგამწარებული.
- აბა მაგარი ტიპი ვარო? ამაზე წუწუნებ ამხელა კაცი? - ჩამეღიმა, დავიხარე და ხელის გულზე სული შევუბერე.
- ახლა აღარ მაქვს შენი ვალი, გავსწორდით.
- რა? - თავი ავწიე. თბილად მიმზერდა.
- იმ საღამოს ხომ შენ გადამარჩინე, რამდენიმე საათის წინ, კი მე გიხსენი წიწილივით შეტრუსვისგან. ასე რომ გავსწორდით.
- ჰო, გავსწორდით. - გამეცინა.
სანდრომ მთელი გროვა ფაილები მაგიდაზე დაახეთქა და სკამზე ჩამოჯდა, მოულოდნელობისგან ორივე შევკრთით.
- შეიძლება მომხდარს დავუბრუნდეთ?!
- ეს რა არის? - ფურცლების შეკვრა ხელში ავიღე და გადავხედე.
- არქივის ჩანაწერებია. ნოვა ქავანას პირველი ცოლის, სესილი დოლიძის, გარდაცვალების ისტორიაა. მონაცემთა ბაზაში ვიქექებოდი, წეღან მომივიდა დადასტურება პროგრამაზე წვდომის და ამოვბეჭდე!
- ვისიო? - კალანდიამ ხელის შებინტვას თავი ანება და თავი ასწია.
- ნოვას პირველი ცოლის შესახებ რამე ხომ არ იცი? - ვკითხე ალექსს.
- არა, მხოლოდ ის ვიცი, რომ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, - დაბნეული მოგვაჩერდა - რა შუაშია სესილი მომხდართან?
- ჭყოიძემ ერთი დეტექტივის სახელი ახსენა... მესხიშვილი.
- ჰო, მერე?
- ეს ფაილები, - თითით მანიშნა ფურცლების შეკვრაზე, რომელიც ხელში მეკავა - გუშინ საღამოს ამოვქექე, მის გვარს კი სწორედ მანდ წავაწყდი. მაშინ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია ამისთვის, მაგრამ ახლა...
- მოიცა, ერთი წუთით. რა შუაშია მესხიშვილი? სესილის სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო!
- ჰო, მაგრამ მესხიშვილი ასე არ ფიქრობდა, - სათვალე შეისწორა და სკამზე გადაწვა - მიაჩნდა, რომ გარემოებები მეტისმეტად საეჭვო იყო.
- და მაგ ფაილებში წერია სესილი როგორ გარდაიცვალა? - იკითხა კალანდიამ ხმადაბლა.
- სამზარეულოში ფეხი აუსრიალდა და ჭურჭლის ჩასაწყობი ქოთნიდან ამოჩრილ დანებს წამოეგო. დანის ბასრმა პირებმა ქალს სახე დაუსახიჩრეს, ორმა მათგანმა კი ყელში გაუარა და ადგილზე გარდაიცვალა.
- ღმერთო ჩემო! - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.
- არ დამიმთავრებია, - სანდრომ ფაილებიდან ერთი ფურცელი ამოაძვრინა და წინ დამიდო - ეს ერთ-ერთი პოლიციელის ჩვენებაა, რომელიც შემთხვევის ადგიზე პირველი მივიდა. მან ჩვენებაში განაცხადა, რომ დედის გვამი მისმა შვილმა, რენემ, აღმოაჩინა. ბავშვი სულ რაღაც ოთხი წლის იყო, დედის ცხედართან ხუთი საათის განმავლობაში იყო მარტოდმარტო. ოთახის კუთხეში შეშინებული იჯდა და ხმას ვერ იღებდა, სანამ ნოვა სახლში არ დაბრუნდა.
პირზე ხელი ავიფარე, კალანდიას სახეზე მიწისფერი დაედო. შოკირებულს აღარც დამწვრობა ახსოვდა და აღარც ტკივილი, გაშტერებული სანდროს უსმენდა.
- პოლიციამ საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყეს, საქმეს გაბრიელ მესხიშვილი ხელმძღვანელობდა. დეტექტივს აჩემებული ჰქონდა, რომ გარემოებები საეჭვოდ გამოიყურებოდა და საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა, რომ ეს მკვლელობა იყო და არა უბედური შემთხვევა.
- მერე?
- მერე ის რომ, დეტექტივი, რომელიც ყველას ჯიუტად უმტკიცებდა, რომ საქმე მკვლელობასთან ჰქონდათ, აზრი სწრაფად შეიცვალა და საქმე უბედური შემთხვევის დასკვნით დახურა.
- მაგით რისი თქმა გინდა? - კალანდიას ყბაზე კუნთი დაეჭიმა - რომ მკვლელობა უბედურ შემთხვევად გაასაღეს, დეტექტივი მოისყიდეს და საქმე ჩაფარცხეს?
- კი, ზუსტად ასე ვფიქრობ.
- ჭყოიძემ თქვა, წარსულში რაღაც მოხდა, მას შემდეგ კი დეტექტივმა კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწიაო, ეს დამთხვევა ვერ იქნება! - ბიჭებს დაეჭვებულმა გადავხედე.
- ნუ გამომა....ვეთ! - კალანდია ისევ აენთო - ვის რაში სჭირდებოდა სესილის სიკვდილი?
- ეგ უნდა გავარკვიოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალი მოკლეს და თუ რატომ, ამას აუცილებლად გავიგებთ. ის დეტექტივი გვჭირდება, მან სრული სიმართლე იცის!
- ყველაფერი უფრო ჩაიხლართა, - გაბრუებულმა თავი ავიჩეჩე - მესხიშვილი დუჩეს გადაეკიდა ვიღაცის დავალებით. ახლა ირკვევა, რომ მისი სახელი ქავანების ოჯახს ჯერ კიდევ ოცი წლის წინათ ახსოვს. ჭყოიძემ თქვა, რომ მესხიშვილი ვიღაცაზე მუშაობს და გამოდის, რომ ეს ვიღაც უკვე კარგა ხანია ქავანების ოჯახს მტრობს, მოტივი უცნობია და ტვინზე ბოლიც ამივიდა!
- რენე... - ჩაილაპარაკა კალანდიამ.
- რა? - დაბნეულმა ალექსს გავხედე. თავი ასწია და ჩამკვდარი მზერით შემომხედა.
- წარმოგიდგენია რას იგრძნობდა დედამისის გვამის გვერდით? მან 5 საათი გაატარა მასთან, დაჯერებაც კი მიჭირს, რომ ჭკუიდან არ შეიშალა.
- პირველ რიგში მე მასზე ავიღებდი ეჭვს, - სანდროს ხმა ცივად გაისმა - ის იდეალური ეჭვმიტანილი იქნებოდა.
- ბიჭო! - კალანდიამ დენთის კასრივით იფეთქა, ფეხზე წამოიჭრა და სანდროს საკინძეში სწვდა - სულ გამო....ვდი?! დეტექტიურმა თამაშებმა ძალიან ხომ არ გაგიტაცეს?!
- ხელები მომაშორე!
- მორჩით!
ფეხზე წამოვიჭერი და მოჩხუბრებს შორის ჩავდექი. სანდრო ბასრ მზერას არ აშორებდა კალანდიას, ის კი ზიზღით შესცქეროდა და ნებისმიერ წამს მზად იყო ისევ დასტაკებოდა.
- დაუფიქრდი რას ლაპარაკობ! - წაისისინა თვალებანთებულმა - რენეს ბავშვობიდან ვიცნობ. ის ჩემზე, შენზე და ბევრ ჩვენგანზე უკეთესი პიროვნებაა! არ შეიძლება ადამიანს მანიაკობა დააბრალო, მხოლოდ იმიტომ რომ სცენარი ასე მოგწონს. მსგავს ....ობას, თუ კიდევ მოვისმენ შენგან, ენას ამოგდღლიზავ და ტრაკში შეგტენი!
- მორჩით-მეთქი! - ვიყვირე გაბრაზებულმა, როცა სანდრო ერთიანად აჭარხლებული ფეხზე წამოიჭრა, რომ ალექსისთვის პასუხი დაებრუნებინა - საკმარისია! ხომ არ გაგიჟდით ორივე?! ახლა ჩხუბის დროა?!
- დედასშევეცი!
კალანდიამ სკამს წიხლი ამოჰკრა და კოტეჯიდან გავიდა. სანდრომ ამღვრეული მზერა ჩემზე გადმოიტანა.
- ის მართალია, - ვუთხარი ცივად - რენე ეჭვმიტანილი ვერ იქნება, ის საერთოდ არ ცხოვრობდა აქ როდესაც მკვლელობების სერია დაიწყო და საერთოდ, ის ჯერ კიდევ 4 წლის იყო როცა დედა დაეღუპა. მას რა კავშირი უნდა ჰქონდეს ახლანდელ მკვლელობებთან? მტერი, ვინც არ უნდა იყოს ის, სესილის სიკვდილიდან იღებს სათავეს, აუხსნელი მოტივით. ამაზე პასუხი კი მხოლოდ მესხიშვილს აქვს. სანამ მას არ გავესაუბრებით, ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ ივარგებს.
- სია... - ჩემი სახელი ხმადაბლა წარმოთქვა და ტუჩებზე უცნაური ღიმილი გადაეფინა - რაც ამ ბობოლებს გადაეკიდე ვეღარ გცნობ. ხან დუჩეს უვარდები მკლავებში, ხან ამ ნაბიჭვარს იცავ, რომელსაც შუბლზე დიდი ასოებით აწერია რას წარმოადგენს. შენ დეტექტივიდან, ამ ახვრების სათამაშოდ იქეცი და რეალურ ფაქტებს თვალს ვერ უსწორებ! შენ ის სია აღარ ხარ ვისაც მე ვიცნობდი.
საბუთებს ხელი წამოავლო, თავის ოთახში შევიდა და კარი მიიჯახუნა. გაშტერებული მიხურულ კარს წყენით სავსე მზერას ვერ ვაშორებდი. სანდროს არასოდეს ჰქონია რბილი ხასიათი, თუმცა, ამას ადრე არასოდეს შევუწუხებივარ. როგორც კი სამეგობროში ჩვენს გარდა ხალხი გაჩნდა, ჩვენი უერთიერთობა დაიძაბა. ჯერ სისი, მერე დუჩე, ახლა კი კალანდია. საკითხავი ის იყო, სანდროს მესაკუთრეობის გრძნობა სტანჯავდა, თუ გვერდიდან ისეთ რამეს ამჩნევდა რისი დანახვაც მე არ შემეძლო, ან არ მსურდა? ასე იყო თუ ისე, მისი სიტყვები გულზე მომხვდა, მეწყინა.
შემოვბრუნდი და კალანდიას უკან გავყევი. კოტეჯის პარმაღის წინ, კიბეებზე ჩამომჯდარიყო, თავი ჩაეხარა და ხელზე სანახევროდ შემოხვეულ ბინტს გაუცნობიერებლად აწვალებდა.
- მოდი, დაგეხმარები. - გვერდით მივუჯექი, მისი ხელი მუხლებზე დავიდე და ბინტის გადახვევას შევუდექი.
- ერთხელ, მახსოვს, მამაჩემს და ნოვას იტალიაში საქმიანი ვიზიტი ჰქონდათ დაგეგმილი, - წამოიწყო ხმადაბლა - რესტორნის ქსელის აღება უნდოდათ და კონტრაქტის გასაფორმებლად აპირებდნენ გამგზავრებას. მე და დუჩე ჯერ კიდევ პატარები ვიყავით, ასე თერთმეტის ან თორმეტი წლისები. ასეთ შეხვედრებზე ყოველთვის თან დაგვათრევდნენ ხოლმე. მართალია, მაგრად გვეზარებოდა, მაგრამ ერთად კარგად ვერთობოდით და მოგზაურობა არც ისე მოსაწყენი გამოგვდიოდა, - ჩაეცინა და ვარკსვლავებით მოჭედილ ცას ახედა. ჩუმად ვუსმენდი და ბინტს მჭიდროდ ვუხვევდი ხელზე - იმ ერთხელ, ნოვამ რენეს თან წამოყვანა გადაწყვიტა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ხშირად არ მოდიოდა ხოლმე და ნათესავებთან ცხოვრობდა, უნდოდა ძმებს უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და დაახლოებულიყვნენ. ეს აზრი არ მესიამოვნა, მასზე ვეჭვიანობდი, არ მომწონდა როცა დუჩეს ყურადღება ჩემს გარდა სხვასაც ეკუთვნოდა და ვაგრძნობინებდი კიდეც რენეს, რომ ჩვენთან ზედმეტი იყო.
ბინტის ბოლოები მჭიდროდ გავნასკვე და ალექსს ინტერესით მივაჩერდი. გადახვეულ ხელს დააცქერდა. თითქოს ხელის გულზე წარსულში გამავალი კარი ამოუჭრეს და ძველ მოგონებებს შორიდან უცქეროდა, მზერა სევდიანი გაუხდა.
- დუჩე არაფერს მეუბნებოდა, არ უნდოდა რამე მწყენოდა, არადა შემოლაწუნების ღირსი ვიყავი. ძმაკაცს ძმაზე წინ მაყენებდა და იმდენად ეგოისტი ვიყავი, რომ ამას ვამჩნევდი, მაგრამ მაინც არ მყოფნიდა. ერთ საღამოს, პორტში გავლა და იქ ვახშმობა გადავწყვიტეთ. რენე და დუჩე ერთმანეთს კარგად უგებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე ექვსი წლით უფროსი იყო ზემოდან არასოდეს გვიყურებდა. მაგიდასთან მხიარულად ერთობოდნენ, სვამდნენ ხუმრობდნენ და ნოვას ახალ პერანგზე ეკაიფებოდნენ, რომელიც ქალისას უფრო ჰგავდა, ვიდრე კაცისას. სულელური პერანგი იყო! გავღიზიანდი, ჩემი ჭიქაც ჩემი ნერვების პარალელურად სწრაფად იცლებოდა და ივსებოდა.
შუბლი მოისრისა და კენჭს ფეხსაცმლის წვერი წაჰკრა. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს რცხვენოდა იმის რასაც მიყვებოდა. მეც უხმოდ ვისმენდი მის აღსარებას.
- ისე გავილეშე, რომ ფეხზე დგომა მიჭირდა. სუფრიდან წამოვდექი და პორტში გავლა გადავწყვიტე. ჩემი ადგომა არავის შეუმჩნევია. ამაზე კიდევ უფრო დავიბოღმე. სანაპიროს გავუყევი და ვცდილობდი გულზე მოწოლილი შხამი თავიდან მომეშორებინა. ზღვაში რაღაც შევნიშნე, უფრო სწორად, ალბათ მომეჩვენა. მეგონა, რომ წყალში ადამიანის ხელს მოვკარი თვალი. გადავეყუდე, რომ კარგად დამენახა, მთვრალზე წონასწორობა დავკარგე და წყალში გადავვარდი.
- მერე?!
უნებურად დავიძაბე, მიუხედავად იმისა, რომ კალანდია ჩემს გვერდით საღსალამათი იჯდა (ასე თუ ისე), მაინც ავნერვიულდი, რომ პატარა ალექსს რამე დაემართებოდა.
- ცურვა არ ვიცოდი, სასმელისგან კუნთები ისე მქონდა მოდუნებული ფართხალსაც ვერ ვახერხებდი, ენა გამიბრუჟდა და დაყვირებაც კი ვერ მოვახერხე, რომ შველა მეთხოვა. ვიფიქრე, დამენძრა, აქ ისე მოვკვდები ვერავინ ვერაფერს გაიგებს-თქო, - გაეცინა და თვალები მოისრისა - ფიქრის დასრულება ვერ მოვასწარი, როცა წყალში ვიღაც გადმოხტა და საყელოში ხელი წამავლო. სიკვდილს კლანჭებიდან გამომგლიჯეს და ნაპირზე დამაგდეს. ორივე ვქოშინებდით, მლაშე წყალი ბლომად ვყლაპე და გული საშინლად მერეოდა. თავი ავწიე, რომ მენახა ვინ მიხსნა სიკვდილისგან და ხელში რენე შემრჩა. გულზე ხელი ედო და წარბშეკრული მძიმედ სუნთქავდა. მე კი მეგონა, რომ სუფრიდან ადგომისას ვერავინ შემამჩნია.
- და საკუთარი თავის შეგრცხვა. - დავასრულე, მის ნაცვლად.
- იმ წამს, არა. სიამაყემ არ მომცა იმის უფლება, მეღიარებინა, რომ ბიჭმა, რომელსაც დასანახად ვერ ვიტანდი, სიკვდილს გადამარჩინა.
- ღმერთო ჩემო, მაინც რა ნაგავი ხარ, ა? - თავი ვერ შევიკავე, კალანდიას გაეცინა.
- იმდენად დიდი ნაგავი, რომ მადლობაც არ მითქვამს, - უკან გადაწვა და კოტეჯის ბოძს ბეჭებით მიეყრდნო - სახლში ერთიანად გაწუწულები დავბრუნდით. დუჩემ მკითხა რა მოხდაო. თავიდან თქმა არ მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე ის ყველას მოსდებს, რომ სიკვდილს გადამარჩინა და ეს უფრო დამამცირებელი იქნება, ჯობია ჩემგან გაიგოს-თქო და ყველაფერი მოვუყევი. იცი, დუჩემ რა მითხრა?
- რა?
- არ დამიჯერა.
- რა? - დავიბენი. კალანდიამ თავი ჩემკენ მოაბრუნა და სევდიანად შემომხედა.
- მითხრა გალეშილი მთვრალი ხარ, რაღაც გეშლება, ალბათ მიამსგავსე, თორემ რენეს წყლის შიში აქვს, ცურვა არ იცის და აუზშიც კი არ ჩასულა არასოდესო.
- მერე?
რენეს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მისით მოვიხიბლე. ძმები ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ.
- დუჩე ისე მელაპარაკა, რომ საკუთარ თავში ეჭვი შემეპარა, არადა მისი სახე კარგად მახსოვდა. მეორე დღეს კი, როცა თვითმფრინავში ვსხდებოდით რენეს ვკითხე, იმ საღამოს სანაპიროზე მართლა შენ იყავი თუ არა, დუჩესგან გავიგე, რომ წყლის ფობია გჭირს და დავეჭვდი-თქო. თავი ისე დაიჭირა ვითომ საერთოდ ვერ ხვდებოდა რაზე ვესაუბრებოდი. მითხრა, რაღაც გეშლებაო. როცა სავარძელზე დაჯდა და თავი მიაბრუნა, ყურის ძირში კისრის ჩაყოლებაზე, ნახევარმთვარისებურ ლაქას მოვკარი თვალი და ვიცანი. ზუსტად ისეთი ლაქა ჰქონდა იმ ადამიანსაც, რომელმაც წყლიდან ამომიყვანა. თავი რომ ავწიე პირველ რიგში ეგ შრამი შევამჩნიე და შემდეგ რენე დავინახე.
- და მაინც, რატომ დაგიმალა, რომ იმ საღამოს თვითონ გადაგარჩინა? - ვკითხე დაბნეულმა.
- არ უნდოდა, რომ თავი უხერხულად მეგრძნო და მისთვის მადლობა გადამეხადა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სიცოცხლე საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა. წყლიდან რომ ამომიყვანა მისთვის სიტყვაც არ მითქვამს, აი ამიტომ. არ უნდოდა, შევერცხვინე.
- ახლა ვხვდები ასე რატომ გაბრაზდი, - თავი ავწიე და კალანდიას თვალი გავუსწორე, სახეზე სინანული და სევდა ეწერა.
- რენე მკვლელი არ არის, სია! - ჩაილაპარაკა ხმადაბლა - ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს რისკავს შენს გადასარჩენად, როცა მისგან არ იმსახურებ და თან ამას არც გიმხელს, ის ვერ იქნება ცუდი პიროვნება და ახლა, როცა გავიგე თუ რისი გადატანა მოუწია ბავშვობაში, თავს უარეს არამზადად ვგრძნობ! ყოველი ჩემი ქმედებისთვის, რაც მასთან მიმიქარავს.
- მართალი ხარ, მისი კანდიდატურა აბსურდულია. ამ ყველაფრის უკან სხვა დგას და მის ვინაობას მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა მესხიშვილს ჩავიგდებთ ხელში. მისი ალაპრაკება რთული იქნება. მისნაირი ნაბიჭვრები მაღალ ფასად იყიდებიან და ლაპარაკიც არ უყვართ. თუმცა, სანამ მას მივაკითხავ ჯერ შევჩენკოს უნდა გავესაუბრო.
- რა გინდა შევჩენკოსგან, რატომ არ მიმხელ? - წარბშეკრულმა ეჭვით გამომხედა.
- მაპატიე ალექსს, მაგრამ, მთელს ამ ორომტრიალში, მამაშენი და შევჩენკო ჩემი სიის პირველი ეჭვმიტანილები არიან.
- მამაჩემი მოკვდა. დარჩა შევჩენკო. გასაგებია.
- ალექსს, - წელში გავსწორდი და მეგობარს სევდიანად შევხედე - გავიგე, რომ მამაშენის დაკრძალვა ზეგ არის, მისვლას არ აპირებ?
- არა, - თვალი ამარიდა და განზე გაიხედა - მე არ მწამს ისეთი გრძნობების, რომელიც ხალხს მხოლოდ ადამიანის სიკვდილის შემდეგ უჩნდებათ. სიცოცხლეში იყო, სიკვდილი ანგელოზად ვერ აქცევს და ვერც ჩადენილ ცოდვებს გამოუსყიდის. არ მინდა იქ მისვლა და ცრემლების ღვარღვარი, როცა არ მეტირება. არ მინდა იმ ხალხის თვალით დანახვა მოთქმით, რომ აფრქვევენ ცრემლებს, როცა ზუსტად ვიცი, რომ გულის სიღრმეში მამაჩემი ყველას სძულდა, თავისი ამაზრზენი და ბოროტი ქმედებების გამო! არ მინდა ამ მასკარადის ნაწილი ვიყო. საკმარისია, ჩემი ცხოვრება ისედაც ერთი დიდი სპექტაკლი იყო. მე საკმარისზე დიდხანს ვასრულებდი ჭკვიანი და დამჯერი შვილის როლს, რამაც საბოლოოდ უფსკრულამდე მიმიყვანა. აღარ მინდა! დავამთავრე! მეყოფა!
- გაბრაზებული ხარ და ნაწყენი, - ვარსკვლავებს ავხედე - მეც შემზიზღდა დედაჩემი მისი ნათქვამის გამო, მაგრამ როცა მოკლეს... ისიც კი არ ვიცი მისი გვამი სად მოისროლეს. არ შემიძლია მისი საფლავის ქვასთან ჩავიმუხლო და ვიტირო, შევიცოდო, ან უარესად შევიზიზღო, რომ როცა ცოცხალი იყო ტკივილს მაყენებდა და სიკვდილის წინაც კი ვიღაც ამჯობინა ჩემს თავს... და მაინც, მიუხედავად მომხდარისა, მენდომებოდა ნამდვილ საფლავთან მისვლა და არა ცარიელ კუბოსთან, რომელსაც უბრალოდ სახელს არქმევენ, როცა სინამდვილეში მისი გვამი, რომელიღაც ხის ძირში, უპატრონოდ იხრწნება.
- ამ ყველაფერს როგორ უმკლავდები? - ჩემკენ გადმოიხარა - როგორ ცხოვრობ ამ ტკივილით, სია?
- ცხოვრებაში ყველას გვაქვს ჩვენი წილი დარდი და ტკივილი სათრევი, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამ ტკივილის შემსუბუქება შუეძლიათ შენთვის. ადამიანები, რომლებიც არ გაძლევენ საშუალებას თავით გადაეშვა ჭაობში და ცხოვრებას დანებდე.
- მე, არ მყავს ასეთი ადამიანები, - თვალი ამარიდა და ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა - მარტო ვარ და ამას შევეჩვიე.
- ამიტომ დაგეხმარე.
- რა? - თავი მოაბრუნა და გაკვირვებულმა შემომხედა.
- გახსოვს, იმ ღამით, როცა გალეშილი მთვრალი გიპოვე? შენ მკითხე რატომ მეხმარებიო.
- მითხარი, მეცოდებიო. - ტუჩებზე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა.
- იმიტომ დაგეხმარე, რომ მარტო არ ხარ, ალექს! მეგობრები გყავს, ვისაც უყვარხარ, მიუხედავად შენი ნაკლისა და ცუდი თვისებებისა. კარგი მეგობარი მეგობრებს უყვართ, ცუდი მეგობარი კი, ნამდვილ მეგობრებს!
ნაცრისფერ თვალებს თბილი და მბზინავი ფერები შეეპარათ, მოციმციმე სხივმა სული გაუნათა და მომხიბვლელ ტუჩებს გულთბილი ღიმილი უსახსოვრა. ჯერ არ მენახა ალექსი კალანდიას ასეთი სახე, როგორი?... ბედნიერი. მის მუდამ ცივ და დამცინავ გამოხედვას ახლა გულწრფელი ემოციები ჩანაცვლებოდნენ და იმ ღამეს, მე პირველად შევამჩნიე, რომ კალანდია მართლაც ძალიან სიმპათიური და მომხიბვლელი მამაკაცი იყო. გაყინულ ხელებში თითები შემიცურა, მაგრად გადამაჭდო და ცას ახედა.
- გმადლობ, სია...

მე კიდევ მეგონა, რომ ჩემი -7ის გამო ვერ ვიპოვე ეს მონაკვეთი. თურმე სად ბანაობ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent