შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი {5}


12-05-2020, 15:52
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 507

მთლიანად ნინია სამახარაძეზე გადართულს, აღარაფერი ახსოვდა.
დემნას აქეთ-იქით დაათრევდა და ყველაფერს აგვარებდა. ოფიციალურად ,,იშვილა" გოგონა. ბავში, რომელსაც ნინია ატარებდა ძალიან უყვარდა ფანგანს და ყოველ წამს, ელოდა როდის გამოძრავდებოდა. პატარა ბავშვივით აკეცავდა ფეხებს და პატარას ელაპარაკებოდა. ნინიას ძალიან უჭირდა ახალ გარემოში, ვერ ლაპარაკობდა, ვერ ჭამდა ნორმალურად. მერე დემნა ,,გადმოაცხოვრა" ფანგანმა და სამხარაძეზე პასუხისმგებლობა მას დააკისრა. დილა, დემნას წუწუნით იწყებოდა, ძიძა კი არ ვარო. მაგრამ მაშინვე ჩუმდებოდა ანოს, გაცოფებულ თვალებს, რომ წააწყდებოდა. ცხოვრება მეტად გაურთულდა ფანგანს, ყოველ ნაბიჯზე ხვდებოდა სამხარაძის ძმა. დაძაბული დააბიჯება ყველგან. მერე დაცვის რამდენიმე ბიჭი, რომ შენიშნა ამაზე, სულ გადაირია. სანდროსგან იყვნენ...

სამსახურიდან გადამწვარი გამოვიდა და ზიზღით აავლო თვალი, მის წინ მჯდარ სერგი დადიანს.
-შენმა პატრონმა გამოგგზავნა სერგიკო? ირონიით გააჟღერა ბგერები და გასაღებზე მოთავსებულ ღილაკს, მთელი ძალით დააწვა.
-პატრონიც აქ არის! ზურგიდან, ბარიტონი, რომ მოესმა უცნაურად გასცრა ტანში. მისკენ ვერ ბრუნდებოდა, ან არ... ჯიუტად იდგა ერთ ადგილზე, გახევებული .
-იშვილეთ უკვე ის გოგო? არც პრეზიდენტი აკლებდა ირონიას.
-პასუხის დაბრუნების არც თავი მაქვს და არც ნერვები.
-რა მოხდა ანო? ისევ სე*სზე გელაპარაკება შენი პაციენტი? თუ იმაზე როგორ უ*გება როცა გხედავს.
-სანდრო! კბილებში ძლივს გამოსცრა ამაღლობელის სახელი.
-რომ ვხედავ მინდა სახე ავაგლიჯო. შენთან ზის 24/7-ზე და ტვინს ტ*ნავს იმაზე, როგორ დეპრესიაშია.
-შვილი მოუკვდა გესმის? ცუდად არის?
აღელვება ყელში უჭერდა ფანგანს, მაგრამ მაინც არ იმჩნევდა.
-და შენ შვილის ადგილს იკავებ? თუ რა დედის ტ*ვნაა?
-ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობაა, მოვუსმინო ყველას. განურჩევლად იმისა, ჩემს ყოფილ საყვარელს მოსწონს ეს,თუ არა!
ხმა უკანკალებდა უკვე ანოს... ისე უნდოდა ეყვირა, რომ წასულიყო აქედან,მაგრამ მაინც სახეზე მიმიკას არ ცვლიდა.
-ექს საყვარელი ვარ ესეიგი ანო? არ აპირებ ახლის ძიებას? რომლის შვილსაც ბინძურ კედლებში, არ მოკლავ.
მოკვდა ფანგანი...
სულის ჭრილობა, რომელიც მუდმივად უკან სდევდა, ახლა ისევ შეახსენეს.
იცოდა სანდრომ... ამის გააზრებაზე უფრო მეტად მიიჭირა ხელი, მკერდთან, არათანაბრად მფეთქავ ორგანოზე.
-შეიძლება ვიპოვო კიდეც... ცრემლიანი თვალები შეანათა ამაღლობელს და ნაბიჯი უკან გადადგა.
-დედას შევე*ი! როგორ გაიმეტე? უბრალოდ ადექი და გადაწყვიტე, რომ შენი ნება იყო, რას დამართებდი? ასე იფიქრე?
ტონს აღარ აქცევდა ყურადღებას. სისხლი ისეთი სისწრაფით მოხრაობდა მის ვენებში, ეგონა რომ ცოტახანში გახეთქავდა კანს და აქვე დაიცლებოდა, დამპალი სითხისგან.
-ასე ვიფიქრე? არა ასე არ ვიფიქრე, ასჯერ ვცადე მეთქვა შენთვის. ის დილა გახსოვს? მაშინაც ხომ გკითხე? ხომ გკითხე ოდესმე მოგინდება ეს წყეული ცოლ-შვილითქო? შენ რა მიპასუხე ეგეც ხომ გახსოვს. ახალგაზრდა ვარო.
-და ამის გამო მოკალი ბავშვი? მთელი ძალით ჩაფრენოდა ფანგანის სუსტ სხეულს.
-ჩემი გადასაწყვეტი იყო. ჩემს სხეულში იყო! ჩემი ნაწილი იყო გესმის?
-და ჩემი არ იყო? ჩემი ნაწილი არ იყო ანო? ნუ მაგიჟებ! მეტად ნუღარ მაგიჟებ!
-ამ სცენით რამეს უშველი, თუ დააბრუნებ აქ? ხელი მუცელსე გადაიტარა ფანგანმა. მტანჯველი სიცარიელე იგრძნო...
-ერთი რეალური მიზეზი, რომ მითხრა რატომ მოკალი ბავშვი ხომ შეიძლება? ხომ შეიძლება თორე მინდა აქვე დაგმარხო. დედა მოვუტ*ნა ყველაფერს. იმ მოგონებებს რაც შენთან მაქვს. რა გავაკეთე ისე, რომ ჩვენი შვილი მოკალი? რა გავაკეთე?
-სანდრო!
-მიპასუხე! ქალის საპასუხოდ დაიღრიალა ამაღლობელმაც.
-რა გააკეთე? არაფერი! ანოც არ ჩამორჩა ტონში.
-ახლა, რომ ეს ტვინი გადამიტრიალდეს და მოგკლა, გამამტყუნებს ვინმე? დედა, რომ მომიტ*ანი მაგით ხვდები?
-ასე ნუ იქცევი... ნუ იქცევი თითქოს გინდოდა შვილი... ნუ იქცევი თითქოს მე ვარ დამნაშავე, ამ ბავშვის ჩასახვის მომენტიდანვე შენ ხარ დამნაშავე, შენ გეკიდა, როგორ გამ*იმავდი! აბა რა ანო შენი საკუთრებაა, ფაიფურის თოჯინა, რომელსაც როგორც გინდა ისე იხმარ.
მაპატიეთ ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენი შვილის ადგილი ამ წყეულ მუცელში არ იყო, არც ჩემნაირის გვერდით. თქვენ კი შეგიძლიათ ადგეთ და სხვა ნებისმიერ ქალს, შესთავაზოთ იყოს თქვენი შვილის დედა. სიხარულით გამოგყვებიან.
მე კი შემეშვი. ეს ბავშვი ჩემი იყო, მხოლოდ ჩემი. ასეა, კაცები უნამუსოდ ტოვებთ თქვენს ნაწილს ჩვენში.
-რომ მომკვდარიყავი? იმ ბავშვთან ერთად რომ მომკვდარიყავი?
-მოვკვდი ამაღლობელო! ახლა აქ, ჩემს წინ დგახარ და გგონია შენ განიცდი მხოლოდ? მე ყოველ ღამე მიჭერს პაწაწინა ხელები აი აქ. ხელი კისერზე მოიტარა ანომ.
-არ გაპატიებ!
-არ მაპატიო! მე და შენ მოვრჩით! მე და შენ და არა ჩვენ! ხედავ? ამდენი წელი ვისმენდი შენს პრობლემებს, შენს გვერდით ვიყავი მუდამ, მაგრამ არასდროს გქონია მადლიერება. რატომ? იმიტომ, რომ თავი არ დავიფასე და პირველივე შემთხვევის დროს შენთან ვიწექი? იმიტომ, რომ უარს არ გეუბნებოდი არასდროს?
-ნუ ყვირი! მარჯვენა ხელი პირზე ააფარა ფანგანს.
-შენი კაცები მოაშორე ჩემს სახლს.
-მოვაშორებ მალე, ცოლად რომ მოგიყვან.
-ჯანდაბა! სიმწრისგან მთელი ძალით დააწვა ქვედა ტუჩს.
-ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ. სხვა ვერ შეგეხება! მე კი ვფიქრობ, რომ კარგი ვარიანტი მყავს. ყველასთვის საყვარელი ფსიქოლოგი, რომელზეც ნახევარი თბილისი ან*რევს.
-კარგად მომისმინე! თითი გამაფრთხილებლად დაუქნია მის წინ მდგომს.
-შენი თოჯინა არ ვარ, არ ვარ გესმის?
-ტონს დაუწიეთქო!
მანქანაზე აკრულს, მთელი სხეულით მიწოლილი, მილიმეტრითაც არ შორდებოდა. ქალის სახეზე უამრავ ემოციას კითხულობდა ამაღლობელი, მაგრამ არცერთი იყო ის, რის გამოც ვერ თმობდა.
-გამიშვი! უშედეგოდ გაიბრძოლა ფანგანმა.
-იცი სად დაიწყო ეს დედის ტ*ვნა ანო?
-როდესაც ჩემმა ცოდვილმა სხეულმა პირველად გაგიშალა ფეხები! ირონიულად გაუღიმა ამაღლობელს.

თავი გაინთავისუფლა და სწრაფად ჩაჯდა კუთვნილ, ავტომობილში, რომელიც მთელი სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს.

წარსული*
ვასო გომართელის დაბადების დღეზე შეკრებილებს, მხოლოდ არეშიძე აკლდა. იქ იყო დემნა და ანო ფანგანი. მხიარულება ახალი დაწყებული იყო კარში გამოჩენილმა წყვილმა ყველას ყურადღება, რომ მიიქცია. არავინ ელოდა ამაღლობელს და გამრეკელს ერთად. მშვიდად უყურებდა წყვილს ფანგანი და ნება-ნება წრუპავდა მათრობელა სითხეს.
დეას გამჭოლი მზერა არ გამორჩენია. გარედან გამოსახული სიმშვიდე, მის მთელ არსებას ანგრევდა მაგრამ მაინც უღიმოდა ყველას, ლაპრაკობდა გომართელთან, რომელიც თვალს არ აშორებდა ფანგანს, ლაპარაკობდა მის სამსახურზე, მომავალ გეგმებზე და საერთოდ ყველაფერზე, რაც იმ წამს მოუვიდოდა თავში.იცინოდა ხმამაღლა, უკომპლექსოდ. თმებში დაატარებდა მის გრძელ, თლილ თითებს.
ყურადღების ცენტრში რათქმაუნდა ამაღლობელი იყო, რომლის გვერდს სწორედ ის ქალი ამშვენებდა, რომელიც ასე უმიზეზოდ სძულდა ფანგანს.
-პრეზიდენტი გამოუტყდა დეაკოს! ამის გაგონებაზე უფრო მეტად დაიძაბა ფანგანი.
-მერე? გვერდით გომართელის და ეჯდა, რომელიც ენას არ აჩერებდა.
-ასე უთქვამს დეას, შენს მიმართ გრძნობები არ მაქვს, მაგრამ ვცადოთო.
-ანუ ახლა იმ ქაჯს, ამაღლობელი არ უყვარს? არ ჩუმდებოდა თიკა.
-რა უყვარს? პროსტა ერთად დაპატიჟა გომომ და მაგიტომ, თორე...
-ისე პრეზიდენტზე ამბობენ ვიღაც ჰყავსო, ანუ საკუთარი ნაშა.
-გიკვირს? უმცროსი გომართელის სიცილზე უფრო მეტად წამოენთო ფანგანი.
-ერთი უყვარს მეორეს ჟიმ**ს. The president გვყავს!

აღარ შეეძლო გაჩერება, მთელი დარჩენილი ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა. არავისთვის მიუქცევია ყურადღება, ისე მოუბოდიშა გომართელს და დატოვა ბარი.

ქუსლიანის გამაწვრილებელი ხმა, ყურში ურტყამდა ანოს. საკუთარი თავი იმაზე მეტად აღიზიანებდა, ვიდრე სხვა დანარჩენი. მიუხედავად ყველაფრისა, უყვარდა ამაღლობელი. სიგიჟემდე უყვარდა...
ხელში ძლიერი თითების შეხებაზე, უფრო დაიძაბა და უკან მდგომ სანდროს გახედა.
-რა გემართება ანო?
-სახლში მივდივარ.
-ანო!
-ტონს ნუ უწევ ჩემთან გესმის? წადი და შენს დეაკოს უყვირე.
-რატო ატრაკებ!
-გიყვარს ხომ?
-ჯანდაბა ანო, საიდან მოგდის ეგ აზრად?
-კარგი ახლა არ თქვა, შენს გარდა ქალს არ ვუყურებო. ირონიით სავსე მზერა სტყორცნა ამაღლობელს.
-შენს გარდა ქალს, რომ შევამჩნევ, იმასთან გადავბარგდები.
-რა სასაცილო ხარ ხვდები? და მეც დამცინი ხომ?
-ჯანდაბა მაინცდამაინც უნდა მიყვარდე? მიპასუხე! არ არის სიყვარული ანო! სამაგიეროდ არის ვნება, მონატრება, ბრაზი!
ქალის უკანალს მთელი ძალით ჩაფრენილი, კედელს ისე აეკრო ფანგანი, ვერც კი გაიაზრა.
-ჯანდაბა! კაცის შეხებაზე, მაშინვე აუდუღდა სისხლი ვენებში.
-გამიშვი!
-დღეს მოვალ.
მხოლოდ ეს მიაძახა ფანგანს და სიბნელეში გაუჩინარდა.

***
ლურჯად შეღებილი კარი, თითქმის შეანგრია ამაღლობელმა და რაც ხელში მოხვდა ყველაფერი, მიწასთან გაასწორა.
-დედას შევე*ი! სიმწრით ამოიღმუილა და ბნელ კუთხეში ჩაიკეცა.
იმის გააზრებაზე, რომ შანსი ჰქონდა მამა ყოფილიყო, უარესი ტკივილი იგრძნო გულის არეში. სხეული უკანკალებდა... საკუთარ თავს ადანაშაულებდა, რომ ვერ შეაჩერა...
-რა გიყო ანო რა? მუშტი გაუქნია კედელს.
მერე, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, ფეხზე გიჟივით წამოდგა და ბექაურის ნომერი აკრიფა. რამდენიმე, მტანჯველი ზუმერის შემდეგ, ძილისგან დაბოხებული ხმა გაისმა ყურმილში.
-რა გინდა ?
-ხვალიდან ქორწილისთვის მზადება დაიწყე!
-გამრეკელი?
-ფანგანი!
მობილური მალევე გათიშა და დამძიმებული სხეულით საწოლზე დაეშვა.


----
ბოდიშით დაგვიანებისთვის! იმედი მაქვს მიგეწონებათ! მოვლენების სწრაფად განვითარება, მგონი ჩემი სუსტი წერტილია, მაგრამ არაუშავს. გამოსწორდება! <3 ველი თქვენს შეფასებას.
და აქვე... შეიძლება ვერ გაუგოთ ვერც ფანგანს და ვერც ამაღლობელს მაგრამ... დასასრულამდე ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ! მადლობა კიდევ ერთხელ, რომ კითხულობთ! <3



№1 სტუმარი ტაისა

მოვლენების განვითარება აუცილებლად გამოსწორდება!

უბრალოდ გაგვაცანი უფრო კარგად დეა, თუ სანდროს ის უყვარს ,ასე რატომ უნდა ანოს ცოლად მოყვანა, მხოლოდ იმიტომ რომ აბორტი გაიკეთა?
შენგან ძალიან კარგი მწერალი დადგება, წარმატებები ❤
გელი

 


№2  offline წევრი ქეთათო4

ტაისა
მოვლენების განვითარება აუცილებლად გამოსწორდება!

უბრალოდ გაგვაცანი უფრო კარგად დეა, თუ სანდროს ის უყვარს ,ასე რატომ უნდა ანოს ცოლად მოყვანა, მხოლოდ იმიტომ რომ აბორტი გაიკეთა?
შენგან ძალიან კარგი მწერალი დადგება, წარმატებები ❤
გელი


შემდეგ თავებში უკეთ გამოჩნდება, სანდროს დამოკიდებულება დეასა და ანოს მიმართ! მადლობ, რომ კითხულობ! <3

 


№3 სტუმარი სტუმარი დარინა

აი სანდრომ ამ შემთხვევაში არანაირად არ ვამტყუნებ, ანო ერთი ქარაფშუტა ქალივით მოიქცაა ადგა და ბავშვი ისე მოიშორა ვითომც არაფერი, რაც არ უნდა სანდროს ეთქვა უფლება ქონდა რომ შვილის არსებობაზე ცოდნოდა და გადაწყვეყილება მერე მიეღო ფანგანს, მაგრამ აი ტიპიური ქალივით მოიქცაა, რომ არ შეძლებოდა გაზრდა დამოუკიდებლად მესმის, ხოდა რასაც დასთეს იმას მოიმკო ნათქვამია.

 


№4  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი დარინა
აი სანდრომ ამ შემთხვევაში არანაირად არ ვამტყუნებ, ანო ერთი ქარაფშუტა ქალივით მოიქცაა ადგა და ბავშვი ისე მოიშორა ვითომც არაფერი, რაც არ უნდა სანდროს ეთქვა უფლება ქონდა რომ შვილის არსებობაზე ცოდნოდა და გადაწყვეყილება მერე მიეღო ფანგანს, მაგრამ აი ტიპიური ქალივით მოიქცაა, რომ არ შეძლებოდა გაზრდა დამოუკიდებლად მესმის, ხოდა რასაც დასთეს იმას მოიმკო ნათქვამია.

მიხარია, რომ კითხულობ! შემდეგ თავებში უკეთ ვნახავთ ყველაფერს <3

 


№5  offline წევრი კეტი

ვაუ ძალიან მაგარია უფრო კარგი იქნებოდა აბორტი რომ არ გაეკეთებინა მაგრამ რას ვიზამთ იმედია ჰეფი ენდით დასრულდება

 


№6  offline წევრი ქეთათო4

კეტი
ვაუ ძალიან მაგარია უფრო კარგი იქნებოდა აბორტი რომ არ გაეკეთებინა მაგრამ რას ვიზამთ იმედია ჰეფი ენდით დასრულდება

მადლობა საყვარელო! <3 ყველაფერი წინ არის

 


№7  offline წევრი tamuna.s

მე მაინც ვერანაირად ვერ ვამართლებ რომ ბავშვი მოიშორა, სანდროს დადანაშაულება კი ამ შემთხვევაში არასწორია. ისე გაიკეთა აბორტი რომ მისი აზრი არ იკითხა და ეხლა აქეთ ადანაშაულებს, ვითიმ შენ არ გინდოდა ცოლ-შვილიო. ვერ ვხვდები ბავშვი რაში შეუშლიდა ხელს. მითუმეტეს საყვარელი კაცის შვილი იყო.

 


№8  offline წევრი ქეთათო4

tamuna.s
მე მაინც ვერანაირად ვერ ვამართლებ რომ ბავშვი მოიშორა, სანდროს დადანაშაულება კი ამ შემთხვევაში არასწორია. ისე გაიკეთა აბორტი რომ მისი აზრი არ იკითხა და ეხლა აქეთ ადანაშაულებს, ვითიმ შენ არ გინდოდა ცოლ-შვილიო. ვერ ვხვდები ბავშვი რაში შეუშლიდა ხელს. მითუმეტეს საყვარელი კაცის შვილი იყო.


შემდეგ თავებში უკეთ გაერკვევი ყველაფერში <3 ძალიან მიხარია, რომ კითხულობ! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent