სიცრუის სადგური 4 (18+)
*** სოფის გადაწყვეტილებით კმაყოფილი ლევან მდივანი განსაკუთრებულად ემზადებოდა საღამოსთვის. საკმაოდ დიდი ხანი იღწვოდა იმისთვის, რომ სასურველი ქალი ისე ახლოს გაეცნო, როგორც დღეს აპირებდა და ამისთვის დიდხანს ელოდებოდა გოგონას იმ მდგომარეობამდე მისვლას, რომ მისთვის საშუალება მიეცა, ახლოს მისულიყო და თავი თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცად მოეჩვენებინა. სწორედ ამიტომ სჭირდებოდა მუსიკალურ სამყაროში სოფი მესხი მთლიანად მასზე ყოფილიყო დამოკიდებული: -ერთი სულიერი ამბობდა, პასუხებს არ ვცვლიო,- კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილი ლევან მდივანი სარკის წინ იდგა, სოფის სიტყვებს იმეორებდა და “Diesel”-ის ბრენდის მაჯის საათს ირგებდა,- ჩემი წყალობით, აუცილებლად გახდები საუკეთესო პიანისტი, მთავარია, ლევანთან ყოფნა მოისურვო და ხელი არ ჰკრა. ახლა მხოლოდ შენზეა დამოკიდებული სამუდამოდ ამოიძირკვები თუ არა მუსიკალური სამყაროდან. დღეს არჩევანის გაკეთება მოგიწევს, საყვარელო, - ან მე და მუსიკალური კარიერის მწვერვალები, ან შენი ლამაზი თითების მუწუკიანი სახეების წმენდაზე მოცდენა და უსახსრობა! *** სოფის ყველაზე მეტად უჭირდა საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ წასვლა და რომ არა, ფინანსური კუთხით ჩიხში მოქცევა, მუსიკალური ინსტრუმენტისკენ და, მით უმეტეს, ლევან მდივანისკენ საერთოდ არ გაიხედებოდა. საღამოზე წასვლის წინ ნაწარმოებების გასამეორებლად კვლავ მოუწია პიანინოსთან დროის დაყოფა. როგორც კი კლავიშებით დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სის აბურდულ და ჯადოსნურ სამფლობელოს შეუერთდა, იგრძნო წამლეკავი ძალა, რომელიც სხეულში ჩაუჯდა და როგორც ნარკოთრობით გათიშული ადამიანი, მთლიანად მოსწყდა რეალობას. -ბედის ირონიაა. რამდენიმე დღის წინ მუსიკა წარსულში მოვისროლე და დავასამარე, მაგრამ მაინც მხვევს მის მარწუხებში. როგორც ჩანს, ვერ ვეთმობი,- მუსიკალური ინსტრუმენტის უკანასკნელი ბგერა გააჩუმა და მწუხარედ ამოთქვა. შვიდი საათი იყო, როდესაც ტაქსი იმ შენობასთან გაჩერდა, სადაც წესით ღონისძიება უნდა გამართულიყო. მისამართზე, რომელიც ლევან მდივანის მიერ გაგზავნილ ბარათზე ეწერა, არც თუ ისე დიდი სახლი მდებარეობდა, რომელიც თანამედროვე სტილით ნაგები დიზაინის ახალ შენობას წარმოადგენდა. -უცნაურია, კაციშვილის ჭაჭანება არ არის,- სახლი შეათვალიერა და მეორე სართულიდან გამომავალი შუქი და აივნის ღია კარი შენიშნა, საიდანაც წვეულებისთვის დამახასიათებელი ხმაური რატომღაც არ გამოდიოდა. შიშმა შეიპყრო. ჯერ იფიქრა, სხვა მისამართზე მოხვდა და საღამოზე აგვიანებდა, მაგრამ როგორც კი ლევან მდივანს დაუკავშირდა, მეორე სართულზე მყოფი მამაკაცი მისკენ დაეშვა, ეზოს კარი გაუღო და სახლში შეიპატიჟა. შეუდარებელი იყო სოფი მესხი, მაესტრო თვალს ვერ წყვეტდა და ამის გამო, სტუმარმა თავი უხერხულად იგრძნო. -შემოდი,-დაბნეულმა გაუღო სახლის კარი და კიდევ ერთხელ შეათვალიერა. გოგონამ წყნარ სახლს მოავლო თვალი და რომ ვერავინ დალანდა, შეცბუნებულმა შეხედა: -რაღაც შეცდომაა, აქ პრივატულ საღამოს და სტუმრებს ვერ ვამჩნევ. მამაკაცმა სუსტად ჩაიცინა და თავდაჯერებით უპასუხა, პრივატული საღამო ორი ადამიანისთვისაც შეიძლება მოეწყოს. -რაღაც თქვენი ლაპარაკი არ მომწონს,- სხეულში დავლილმა შიშმა სისხლი გაუყინა სოფის და უკან გაბრუნება დააპირა. -არაფერი განსაკუთრებული, ეს საღამო ერთმანეთის გასაცნობ ვახშამს და ჩემთვის შესრულებულ გემოვნებიან მუსიკას ითვალისწინებს. სოფიმ მასზე ერთი თავით მაღალ მამაკაცს ზურმუხტისფერი თვალებით ახედა და თრთოლვით ამოთქვა: -რა გინდათ ჩემგან? რატომ არ მასვენებთ? ლევან მდივანმა ხელი გაუწოდა: -წამომყევი, მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა. გოგონა ეჭვით, მაგრამ მაინც შეჰყვა მისაღებ ოთახში, რომელიც თეთრი როიალით და რენესანსულ სტილში გადაწყვეტილი ავეჯით იყო გაწყობილი. მაგიდა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა. ირგვლივ ძვირფას ჭურჭელზე დალაგებული, ახლად მომზადებული საჭმლის სურნელი იფრქვეოდა. -ვახშამი და ეს სანთლები რა საჭიროა?- წყვეტილი ხმით იკითხა. -დაჯექი და მიხვდები,- სკამი გაუწია მდივანმა. -ფული რაში გადამიხადეთ? თქვენთან ერთად რომ მევახშმა? სოფის მასთან მეტისმეტად ახლოს მისული მაესტროს პარფიუმის და სიგარეტის არეული არომატი ეცა და იმდენად ესიამოვნა, გაირინდა. მამაკაცმა ყურადღება ღვინის ბოთლებზე გადაუტანა: -წითელ ღვინოს დალევ, თუ თეთრს? -ადრეც გითხარით, ალკოჰოლს არ ვსვამ! -წითელი იყოს, ხორცს უხდება,-ჩაილაპარაკა და ბოკალი ნახევრამდე შეუვსო. -კითხვაზე არ მიპასუხეთ,- სიბრაზემ სძლია სოფის. -ვიცი, ამ წუთებში გუშინდელზე მეტად გძულვარ, მაგრამ არაფერში მომიტყუებიხარ. ბარათზე გარკვევით ეწერა, რომ საღამოს ორგანიზატორი მე ვიყავი და სამი ნაწარმოების შესრულება მოგიწევდა. -აქ მხოლოდ ჩვენ ვართ. -ვერ ვხედავ პრობლემას. ვისაუბრებთ, ვახშმის შემდეგ ამ როიალზე დაუკრავ და სულ ეს არის, მეტს არც გთხოვ. გოგონამ თავი გასაყიდ ნივთად იგრძნო, რომელსაც დროებითი მფლობელი ყიდულობდა და შინაგანად აირია: -რატომ არის, რომ თქვენთან თავს ყოველთვის ცუდად ვგრძნობ? -ნება მომეცი, დღეს სხვანაირი ლევან მდივანი გაგაცნო. იმედი მაქვს, ჩემზე შთაბეჭდილებას შეიცვლი. -რაღაც არა მგონია, მაგრამ რაკი დაჟინებით მოითხოვთ, გისმენთ, რაზე გინდოდათ საუბარი? -სიმართლე გითხრა, შენსა და ჩემს შორის რაღაც მსგავსებას ვხედავ. -ნუ გამაცინეთ, თავსაც მოვიკლავ. -შენს ასაკში მუსიკაზე უზომოდ შეყვარებული სტუდენტი ვიყავი, რომელსაც საკუთარი სწავლის საფასური რომ დაეფარა, არანორმალურ რეჟიმში უწევდა მუშაობა. ოჯახს არაფრის საშუალება ჰქონდა რომ გვერდში დამდგომოდა, ამიტომ არავის იმედად არ ვიყავი. მხოლოდ ჩემი თავის მჯეროდა, რომელიც ზუსტად ვიცოდი, არასოდეს მიღალატებდა და სამომავლო გეგმების შესრულებაშიც დამეხმარებოდა. -ამას რატომ მიყვებით? -იმიტომ, რომ დაგარწმუნო, მეც შენსავით მებრძოლი სულის ადამიანი ვარ და არასოდეს ვნებდები. -ეს რომც არ მოგეყოლათ, ისედაც გეტყობოდათ. იბრძვით იმისთვის, რომ გამანადგუროთ. მე -თქვენ და თქვენ მე არ მნებდებით. ბოლო წინადადებაზე ლევანმა თავი ვეღარ შეიკავა და გაეცინა. სოფიმ გვიან გააცნობიერა მისი სიტყვების გადატანითი მნიშვნელობა და მასაც იგივე რეაქცია ჰქონდა: -მიხვდით ალბათ, რასაც ვგულისხმობ. -რა თქმა უნდა, უბრალოდ სხვაგვარადაც შეიძლება ზოგმა გაიგოს,-კვლავ გაეცინა ლევანს და გააგრძელა:- იცი, რა? რომ არა შენი სახლში თავდაპირველი მოვარდნა და ჩამწერის ჩართვა, მერე რედაქციაში ჩემი სახელის ამოსათხვრელად კონკურსანტების სიით სირბილი, დამიჯერე, ბევრად იოლად ავაწყობდით ურთიერთობას. შენგან წამოსულ აგრესიას აგრესიითვე დავხვდი. სულ ეს იყო,- ხელები გაშალა მამაკაცმა. -მე გამარჯვებისთვის ვიბრძოდი. -მეც ჩემი სახელის გადასარჩენად ვიბრძოდი. -ეს რატომ გააკეთეთ? -რა? -ყველამ იცოდა, რომ ნუცა მალიძე ჩემზე სუსტი იყო. ორკესტრში რატომ გადაიყვანეთ? -მოდი, ვივახშმოთ და პირობას ვდებ, გზადაგზა ყველაფერს აგიხსნი, კარგი? სოფიმ არაფერი უთხრა, თეფშზე ლამაზად დაკეცილი ქსოვილის ხელსახოცი გაშალა, მუხლებზე დაიფინა და დანა-ჩანგლით სტეიკის პატარა ნაჭრებად დაჭრას შეუდგა. -სალათს ხომ არ მიირთმევდი? - მამაკაცმა „ცეზარით“ სავსე მრგვალი ლამბაქი გაუწოდა და დაელოდა, ვიდრე გადაიღებდა. სოფიმ ორი კოვზი სალათი გადმოიღო და მადლობა გადაუხადა. -რა შეგიძლია მომიყვე შენზე?- რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ დიალოგი განაახლა მდივანმა. -თქვენ ჩემზე მეტად გაგიმართლათ, სტუდენტობის ასაკში ოჯახი მაინც გყოლიათ, მე კი სულ მარტო ვარ. -ეგ როგორ? -მშობლები ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ, ობლად დარჩენილი ორი წლის ბავშვი კი, გულით ავადმყოფმა დეიდამ გამზარდა. ისიც მესამე წელი დაიწყო, რაც გარდაიცვალა. ასე, რომ...- თავი დახარა გოგონამ და ჩანგლით სალათის ინგრედიენტებს დაუწყო წვალება. -სამწუხაროა,- სახეზე თანაგრძნობა გამოესახა მაესტროს და ცოტა ხნის შემდეგ კვლავ გააგრძელა: -შეყვარებული გყავს? -რატომ მეკითხებით? -შენსავით მიმზიდველ ქალს, არა მგონია, ყურადღების გარეშე ტოვებდნენ. -მყავდა, მაგრამ დავშორდით. -გასაგებია. -ჩემს შეკითხვას როდის უპასუხებთ? -რომელს? -ნუცაზე რომ გკითხეთ. მდივანმა ღრმად ამოისუნთქა და უხერხული მომენტისგან თავი რომ დაეხსნა, სიტყვების ფაქიზად შერჩევა დაიწყო: -სამწუხაროდ, არის ცხოვრებაში მომენტები, რომლებიც ჩემს ნება-სურვილებს ეწინააღმდეგებიან და საკუთარი ტოტი რომ არ მოვჭრა, დათმობებზე მიწევს წასვლა. ასეთი რამ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარ დირიჟორს და კომპოზიტორს კი არა, მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების პრეზიდენტებსაც ემართებათ. -გინდათ თქვათ, რომ თქვენ სხვანაირად არ შეგეძლოთ? -მოდი, ამ თემას ნუ განვავრცობთ. მირჩევნია, ისევ ჩვენზე ვისაუბროთ. -კიდევ მაქვს ერთი შეკითხვა. -კიდევ ნუცაზე უნდა მკითხო? -არა. -მაშინ გისმენ. -კონცერტის ბილეთები რატომ გამომიგზავნეთ? არ უარყოთ, ვიცი, თქვენ ეს თქვენ გააკეთეთ. -პასუხის პასუხი დაგიბრუნე, რომელიც ჩემს პიროვნებას უკეთესად გაგაცნობდა. -ჰო, რომ გეჩვენებინა, რამდენად საშიში მონსტრი ხარ!- გულში გაიფიქრა, თუმცა სხვა რამ თქვა:- რატომ გინდათ, ერთმანეთს დავუახლოვდეთ? -მინდა, შეცდომა გამოვასწორო და დაგეხმარო მუსიკალურ კარიერაში. სოფისთვის ლევან მდივანის სიტყვები მოულოდნელი შოკი აღმოჩნდა. ცოტა გაუკვირდა და რა დასამალია? გულიც მოულბა. მასში სხვანაირ პიროვნულ შტრიხებს იჭერდა და მანამდე შექმნილ წარმოდგენებს თანდათან სხვა შთაბეჭდილებებით ანაცვლებდა: -მე არ მინდა, ვინმეს ვეცოდებოდე,-მხოლოდ ეს თქვა და თავი დახარა. -არა, არა! ცუდად არ გაიგო, მაგრამ, როგორც მუსიკოსი, ძალიან მომწონხარ და მინდა, შენს ცხოვრებაში ყოველივე კარგი ხდებოდეს. -ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ მუსიკაში არ მიმართლებს და გადავწყვიტე, კარიერა სხვა მიმართულებით წარვმართო. -რომელი მიმართულებით? -სილამაზით, ესთეტიკით, თავის მოვლით და მსგავსი საკითხებით პროფესიონალურ დონეზე დავინტერესდი. -არც ეგ არ არის ურიგო საქმე, ყველა სფეროს და მათში დასაქმებულებს პატივს ვცემ, მაგრამ მუსიკა და სილამაზის სალონების პროცედურები ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან. -გეთანხმებით, მაგრამ მე ასე ვამჯობინე. დღეს კი გამონაკლისს დავუშვებ და დიდი მაესტროსთვის იმ ნაწარმოებებს შევასრულებ, რომლებიც თავად შევარჩიე. -თუ უკვე მზად ხარ, მაშინ გთხოვ,- ლევანი სოფისთან მივიდა და როიალამდე მიაცილა. გოგონა მოხერხებულად დაჯდა ინსტრუმენტთან, ემოციურად მოემზადა, შემდეგ გრძელი ფეხები პედლებისკენ წაიღო და თეთრი როიალი ბეთჰოვენის „მთვარის სონატით“ ააჟღერა. ლევანი თავზე ადგა ქალს, რომელიც გარდა იმისა, რომ უმაღლესი დონით ასრულებდა მუსიკას და მთელი სხეულით მასში ჩაფლულიყო, სექსუალურობასაც ამჟღავნებდა. მოშიშვლებული ზურგი და დეკოლტე სხვა ემოციებს აღვიძებდა მამაკაცში და ყოველი შეხედვისას სუნთქვა უხშირდებოდა. ვერაფერს ამბობდა, ღვინოს ბოკალი როიალთან დადგა, ხშირ-ხშირად ეპარებოდა, სოფის სმენით და ყურებით ვერ ძღებოდა და მასში გაღვიძებულ ვნებებს იცხოველებდა. როცა პირველი კომპოზიცია დასრულდა, ქალმა ახედა და გაუღიმა: -გავაგრძელოთ? -აუცილებლად!- არ დააგვიანა პასუხმაც. -მაშინ შემდეგს ჩაიკოვსკის შემოქმედებიდან შემოგთავაზებთ. -როგორც გადაწყვეტ,-ყველაფერზე თანახმა იყო მაესტრო. ამჯერად სოფიმ მელოდია ააჩქარა, ჰანგებს სიგიჟე შთაბერა და კლავიშებს ისეთი ცეცხლი წაუკიდა, რეტდასხმული ნოტები გახელებულები აწყდებოდნენ კედლიდან კედელს. -დიდებული ვინმე ხარ,-მამაკაცი მიუახლოვდა და მოშიშვლებულ მხარზე დაადო თითები. სოფი შეიშმუშნა. ლევანმა მაშინვე იგრძნო და რომ არ დაეფრთხო, ხელი აიღო: -გთხოვ, არ გაჩერდე,- დაბალ ხმაზე მიმართა და ხელთ შერჩენილი ცარიელი ბოკალი ღვინით შეავსო. -ცოტას შევისვენებ და გავაგრძელებ,- სწრაფად წამოდგა და თვალი ძლივს გაუსწორა დაჟინებით მომზირალ მდივანს. -დაიღალე?- წინ გადაუდგა მამაკაცი და ჯერ თმაზე წაატანა თითები, შემდეგ ყელისკენ ჩაუცურა და მის რეაქციას აკვირდებოდა. ქალს პატარა და მრგვალი ფორმის მკერდი ტალღისებურად აუდიოდა და ჩაუდიოდა. ლევან მდივანი თავის ვნებას ნაზად და მოთელვითი სახის შეხებებით უნაწილებდა. გამოცდილების წყალობით, ზუსტად იცოდა სად რამდენი დოზით შეჰხებოდა. სოფის ვირუსივით ედებოდა ვნება, რომელიც მაგნიტივით იზიდავდა მის წინ მდგომი მამაკაცისკენ. პარფიუმის სურნელში არეული სიგარეტის სუნი კვლავ თიშავდა და სურდა, რაც შეიძლებოდა ახლოდან შეეგრძნო. ერთი სიტყვით, მაესტრო სასიყვარულო თამაშის ხაფანგში ჰხვევდა და კარგადაც გამოსდიოდა. სოფიმ თვალები დახუჭა, თავი ოდნავ გადახარა და მამაკაცის თითებს ღაწვით შეეხო. ლევანმა ხელი გააჩერა და სუსტად ჩაეცინა, სასურველი ქალისგან სასურველი მამაკაცობა შეიგრძნო და თავდაჯერებულობა განუმტკიცდა. ნელა მიუახლოვდა, ცალი ხელი წელზე მოჰხვია და იგრძნო, სოფის როგორ გააჟრჟოლა. მეორე ხელი ნიკაპისკენ წაიღო და სახე ახლოს მიუტანა. მდივანის კანის სურნელი და მისგან წამოსული მხურვალება მთელ სახეზე უნაწილდებოდა. სურდა მის კანს ტუჩებით შეჰხებოდა და მისი გემო ჩქარა შეეგრძნო. -ძალიან მომწონხარ,- ჩურჩულით უთხრა და მის ტუჩებს ნაზად შეაგება თავისი. სოფის მეტყველების უნარი წაერთვა და წამოწყებაში აჰყვა. როგორც კი ტუჩები გაურღვია და პირში მისი ენა იგრძნო, მთლიანად მოიცელა. ახლა ძალიან თავისუფლად შეიძლებოდა მისი დაყოლიება. -სანამ აქამდე მოვაღწევდი, ძალიან მეზიზღებოდი,- წყვეტილად ამოთქვა და ლევანის ცხელ ტუჩებს ჯერ შუბლი, შემდეგ თვალები, შემდეგ ისევ ტუჩები და ღაწვები შეაგება. -კარგია, რომ „სანამ აქამდე მოვაღწევდი“ დაამატე,- ყურთან ეჩურჩულებოდა მამაკაცი და თითებს ზურგზე და მხრებზე ასრიალებდა. -ჯანდაბა, რას მიკეთებ?- ბგერები არეულად თქვა და ლევანს უფრო მეტად მიეტმასნა. მამაკაცმა კაბის ელვაშესაკრავი ზურგზე ნახევრამდე ჩაუხსნა და მკვრივ მკერდზე მიჯრილი კაბისგან გაათავისუფლა. ვარდისფერ კერტებზე ალერსმა ყრუ კვნესამდე მიიყვანა სოფი. ფეხზე ვეღარ იდგა, მუხლები ეკვეთებოდა და კისერზე მკლავებით ჩამოეკიდა. ლევანმა ხელში აიტაცა და როიალზე შემოსვა. ერთიანად გაისმა ოთახში კლავიშების ხმა. ვნება უმართავი გახდა ორივესთვის. ერთმანეთი ტანსაცმლისგან ველურად შემოძარცვეს და ნეტარების წუთებში გაუჩინარდნენ. როგორც კი ქალი მამაკაცის სურვილს ორგა/ზმით შეხვდა, ამან კიდევ უფრო გაამხეცა მდივანი და ბიძგებს აუჩქარა. -ვიცოდი, რომ შენში პატარა ვეფხვი იმალებოდა,- სექსის შემდეგ ღონემიხდილმა უთხრა და საკოცნელად კვლავ ტუჩებზე დასწვდა. სოფიმ გულის ცემა ძლივს დაირეგულირა, როგორც კი გონზე მოვიდა, როიალიდან ჩამოვიდა და დანანებით გაიქნია თავი: -ეს არ უნდა მომხდარიყო! -რა?- შეცბა ლევანი. -ეს არ უნდა მომხდარიყო!-კვლავ გაიმეორა სოფიმ. -იქნებ სექსის დროს რამე არ მოგეწონა? არ მოგერიდოს, მითხარი. -არა, ყველაფერი იდეალური იყო, მაგრამ... -ცრემლით აევსო თვალები. -მაშინ რა მოხდა? -შემპირდი, რომ რაც აქ მოხდა, აქვე უნდა დარჩეს! -მაგას გპირდები, რომ ვერავინ გაიგებს, მაგრამ ასე რატომ ლაპარაკობ? -შენ ის მიიღე, რაც გინდოდა, მე კი უბრალოდ ვცდუნდი, ლევან. ბოდიში, ბატონოთი აღარ მოგმართავ, უხერხულია სექსის შემდეგ თქვენობითი ფორმით მიმართვა შევინარჩუნო,- კაბა გადაიცვა და შურდულივით გავარდა ოთახიდან. -სად მიდიხარ? -სახლში. -მოიცადე, მე წაგიყვან ჩემი მანქანით, -უკან დაედევნა მდივანი. -ძალიან გთხოვ, ნუ გამომყვები. ტაქსს გამოვიძახებ. -ტაქსით არ გაგიშვებ,- მკლავში სწვდა მამაკაცი და თავისკენ მიიქცია,- რა გჭირს? ასე მოულოდნელად რატომ შეიცვალე? -ეს შეცდომა იყო. აქ მოსვლა თავიდანვე დიდი შეცდომა იყო. ვიცოდი და მაინც გავაკეთე. იძულებული ვიყავი, გამეკეთებინა. -ნუ ტირი და წესიერად ამიხსენი რამე დაგიშავე? -კი, ძალიან დამიშავე. -რა? -ჩემს ცხოვრებაში რომ გამოჩნდი ის დამიშავე. ძალიან გთხოვ, დამეხსენი, აქედან გავაღწიო და მითხარი, რომ აღარასოდეს გამოჩნდები და დამიშავებ რამეს. -აღარ ვაპირებ რამე დაგიშავო, დამიჯერე. -ძალიან კარგი! აღარ გამომყვე! ერთი ნაბიჯიც არ გადმოდგა ჩემკენ! ლევან მდივანმა აღელვებული სოფი გაუშვა და უკან აღარ გაჰყოლია. არ უნდოდა, უფრო მეტად გაეღიზიანებინა, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ იოლად მისთვის თავის დანებებას ვერ შეძლებდა. *** სახლში შესული სოფი კარებთან ჩაიმუხლა და აქვითინდა. -უკანასკნელი დონის იდიოტი ვარ. თითქოს ის არ მეყო, რაც ლევან მდივანისგან წარსულში დარტყმად მივიღე, ახლა VIP მეძავივითაც გავიყიდე. ჯანდაბა ჩემს თავს! სხეული, რომელშიც მე ვცხოვრობ, დღეს ფულზე გავყიდე,- ხმამაღლა მოთქვამდა და სიმწრის ცრემლებს მუჭებით იწმენდდა. ემოციებისგან რომ დაიცალა, იმდენად იყო დაუძლურებული, ადგილიდან წამოდგომა ვერ მოახერხა, იატაკზე გაიშალა და თვალები დახუჭა. გათენებულიყო, როდესაც ტელეფონის ზარმა გააღვიძა. თავის ტკივილით წამოდგა და იატაკზე წოლისგან ატკიებული ფერდები და ნეკნები გაიზილა. ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი „ქლაჩს“ ეძებდა, რომ ტელეფონი ამოეღო და ეპასუხა. -დილა მშვიდობისა,- მხიარულად მიესალმა ილანა მეგობარს. -დილა მშვიდობისა,- უღიმღამოდ მიუგო სოფიმ. -რა ხმა გაქვს? გეძინა? -კი, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთან გამოდი, სალაპარაკო მაქვს. -რაღაცას მიქარავდი. სოფიმ აუხსნა, რომ ძალიან სჭირდებოდა ვიღაც, ვინც მოუსმენდა და რაღაცით მაინც ანუგეშებდა. საუბრიდან ნახევარი საათი არ იყო გასული, ილანა გადარეულივით არბოდა მეოთხე სართულზე. -რა ჩაიდინე?- სუნთქვას ძლივს ახერხებდა სირბილისგან დაღლილი მეგობარი. -ლიფტი არ იყო? -არ მუშაობდა. -მაშინ ჯერ დამშვიდდი, წყალი მაინც დალიე,-სამზარეულოში გავიდა და მალე ჭიქით ხელში დაბრუნდა. -ცოცხალმკვდარივით დადიხარ. კარგად გიცნობ, ეგეთი ჩამქრალი თვალებით რომ იყურები, უსაშინლესი რაღაც გადაგხდა თავს. მიდი, დაიწყე. -მე და ლევან მდივანი გუშინ ერთად... -ხმა გაუწყდა და არეულმა გააგრძელა:- მე და ლევან მდივანს გუშინ სექ/სი გვქონდა... -ჰა? რა? - ხმამაღლა წამოიყვირა ილანამ და სკამიდან წამოხტა. სოფიმ თავი დაუქნია: -სიმართლეს გეუბნები. -ნორმალური ხარ? რომელი კინო რეჟისორის ფილმის სცენარს მიყვები? -ალმოდოვარის. -ჰო, ეგ კი იზამდა მაგას,-შოკური რეაქციით აგრძელებდა სიტყვებს,- კარგია, რომ ასეთ ხლე და ღლე მომენტებშიც არ კარგავ იუმორის გრძნობას. -ახლა რა უნდა ვქნა?- ყელს მობჯენილი ნერწყვი გადაყლაპა სოფიმ და სახეზე სირცხვილისგან ხელები აიფარა. -როგორ მოხვდი ლევანთან? მეგობარმა მაგიდაზე დადებული მისაწვევი აჩვენა, თუმცა ახსნა-განმარტებები აღარ დაუწყია, ყველაფერი ისედაც ნათელი იყო. - მინდა, თმებით გითრიო!- სახეზე აილეწა ილანა,- ხვდები მაინც, რა გააკეთე? -ვხვდები და საკუთარი თავი მეზიზღება. -მიხრწნილი ბებერი! მომინდომა ახალგაზრდა გოგოსთან გართობა! -ბებერი არ არის, ასე ნუ ამბობ! -ხმა! კრინტი!-იღრიალა ილანამ,- სასწრაფოდ გაწყვიტე ყველანაირი კავშირი მასთან! არ იცნობ მას, რამდენიმე ღამეს გაატარებს შენთან და ისე მიგაგდებს, არც დაგემშვიდობება. -უკვე ვუთხარი, რომ რაც ჩვენს შორის მოხდა, შეცდომა იყო. იმედი მაქვს, თავს დამანებებს. -ეს როგორ მოხდა? -მოგიყვე? -რა ჯანდაბად მინდა იმის ცოდნა, ჩემს დაქალს ლევან მდივანი როგორ მიაჯდა. უბრალოდ ის ვიგულისხმე, თავი როგორ დაკარგე? ასეთი რა მოხდა, რომ კაცი, რომელიც გძულდა, უცებ სექსუალურ პარტნიორად გაიჩითა შენს ცხოვრებაში? -ეგ მეც ვერ ამოვხსენი. მოხდა, რა. ვნებებს ავყევი და ყველაფერი ასე დასრულდა. -დებილკა!- ამრეზით უთხრა და გაცოფებულმა მკლავები ერთმანეთს გადააჯვარედინა. ამასობაში, კარზე ზარის ხმა გაისმა და მეგობრების დიალოგი გადაბმულმა ხმამ ჩაანაცვლა. -ვინმეს ელოდები?- ილანა კარისკენ წავიდა და ჭუჭრუტანიდან გაიხედა. მის მიღმა სახეარეული ლევან მდივანი რომ დაინახა, შუბლზე ხელი შემოირტყა და ტუჩზე იკბინა. სოფი ცნობისმოყვარე სახით მიაშტერდა: -რატომ არ აღებ? ვინ არის? -მიდი და გაუღე. შენი ბუღა გეახლა,-სახე აუწითლდა სიბრაზისგან და ჩანთას დასტაცა ხელი. -სად მიდიხარ? -მე სანთელი დაგიჭიროთ, თუ რა უნდა ვქნა?-ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ხელები გაშალა. -ნუ გაქვს მწარე ენა. ყველაფერი დასრულდა! -ვხედავ, როგორც დასრულდა,- თითი გაიშვირა კარისკენ. სოფიმ კარი გააღო და ლევანს უსიტყვოდ ახედა. მამაკაცმა ხელით გაწია და სახლში ძალით შეიჭრა: -მე და შენ ბევრ რამეზე უნდა ვილაპარაკოთ. -გამარჯობა, ბატონო ლევან,- ილანამ მისაღები ოთახიდან თავი გამოყო და მიესალმა. მერე დაქალს შეხედა- მე წავალ და მერე შემოგივლიო, უთხრა, გაწბილებული ეცა კარს და გარეთ გავარდა. პირისპირ ერთად შერჩენილი წყვილი კვლავ ერთად აღმოჩნდნენ, ზუსტად ისე, როგორც წინა დღეს - სრულიად მარტო და კვლავ მაგნიტური მიზიდულობით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.