გზა ვარსკვლავებისკენ (მეხუთე თავი)
გამთენიისას გამეღვიძა: ღამის ფარდებში პატრა სიცარიელე გაპარულიყო და იქიდან მზის სხივები აჭყიტებდა, ჩემი საწოლის პირდაპირ კიდევ ერთი უსარგებლო საწოლი, ჩემს მარჯვნივ ცარიელი კომოდი, თეთრი შავ ზოლებიანი თეთრეული ჩემს სხეულზე, ფეხებთან მიძუყნილი ტელეფონი, ორი ცარიელი სკამი და ირგვლივ მიმოფანტული ნიას ნივთები, ჩემი ოთახიდან ხელმარცხნივ სამზარეული გამოტენილი პროდუქტებით, კიდევ ერთი ოთახი საწყობის სტატუსით, დედაჩემის მკვლელის საძინებელი და მისაღები. დილით გაღვიძებისას სწორედ ამ რეალობაში ვხვდებოდი. საწოლიდან წამოვდექი, დავამთქნარე და გავიზმორე. გაზმორვა მაგრად ასწორებს. დილით უფრო მეტად ვგრძნობ თავს დაღლილად ვიდრე საღამოობით. ალბათ, შევეჩვიე და ჩემი ორგანიზმი ალიაქოთში, ერთ დიდ უბედურებაში უფრო მეტად კარგად გრძნობს თავს და ისვენებს, ვიდრე ძილის, სიმშვიდის დროს. დაახლოებით რვა საათი უნდა იყოს, კარების გაჯახუნება თუ მოჯახუნება გავიგონე. სწრაფად წამოვდექი და ჩავიცვი, ოთხები დავათვალიერე, სახლში მარტო ვიყავი. აქამდეც მარტოდ ვგრძნობდი თავს, მაგრამ ახლა ფიზიკურად ვიყავი მარტო. სამზარეულოში გავედი, პატარა მაგიდაზე სუფრა იყო გაშლილი: ლამაზად შემწვარი ერბო კვერცხი, ყველი, სალათი და პური. ვიცოდი ვისი ნახელავიც იყო, მაგრამ ამ წუთში ეს არ მაინტერესებდა, მაგიდას მივუჯექი და საუზმობა დავიწყე. ერბო კვერცხის პატარა ნაჭერი ხელით მოვგლიჯე და თეფშზე გადმოვიდე, ცოტა სალათი და ყველის ნაჭერი დავადე ზემოდან. წამოვდექი, მაცივარი გამოვაღე და უპატრონოდ მიგდებულ კეტჩუპის პაკეტი გამოვიღე, ცოტა რამ უნდა ყოფილიყო შიგნით, ბოლომდე გამოვწურე და კვერცხს შევუზავე. სამზარეულოს ხის ფანჯარა ოდნავი ნიავის დროს გამაღიზინებლად ჭრიჭინებდა. დასახურად წამოვდექი და თან მაგიდას გავაყოლე თვალი. პურის ლანგარში ფურცელი იდო. ეს წერილი იყო. წერილი დედის მკვლელისგან. წერილი ავიღე და საუზმობა დავასრულე. აუჩქარებლად ჩემს ოთახში გავედი. გარდერობიდან ტანსაცმელი გადმოვყარე და არჩევა დავიწყე, წერილი იქვე საწოლზე დავდე. სარკესთან მივედი და მოტკეცილი ღია ფერის ჯინსი მოვისინჯე. ღია ფერები უხდება, დედა როგორც იტყოდა ჩემს თოვლივით თეთრ კანს, თუმცა დეპრესიისგან მომატებული მქონდა და ეს შარვალი საშინლად უსვამდა ხაზს ჩემს სქელ ბარძაყებს. ეს ჯინსი გვერძე მივაგდე და წელს ქვემოთ გაშვებული, ესეც ღი ფერის, ჯინსი ჩავიცვი. ტანზე კარგად მომერგო და რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის კომფორტულია. სულ სამი ჯინსი, ერთი ჯენპრი, სამი ჰუდი, ორი მისური და სვიტერი მაქვს. ჩაცმულობას დიდ ყურადღებას არასდროს ვაქცევდი, მეტიც, დილით რაც სუფთა მომხვდებოდა ხელში იმას ვიცმევდი. ზოგადად სისუფთავის გიჟი ვარ. ზემოდან ჩემი საყვარელი ჰუდი ჩავიცვი: ყვითელი, ნაცრისფერი ზოლებით. თმები ჩამოვივარცხნე. ქერა თმას მაქვს, ბოლოში ცოტა ხვეული, იმ სიგრძის, რომ ჩემით მოვახერხო დავარცხნა. ხელ-პირი დავიბანე. მჩვევია უკუღმართად მოქმედება. კბილებიც დავიხეხე. როცა ვიცი, რომ ბოლომდე მოწესრიგებული არ ვარ ყოველთვის დისკომფორტს ვგრძნობ. ასე რომ, ვცდილობ ყველანაირად მოვემზადო ხოლმე. წერილი ჯინსის უკანა ჯიბეში ჩავიჩურთე, გასაღები ჩანთაში ჩავიდე და გასვლისას შავი ვანსები ამოვიცვი დაბალყელიან შავ წინდაზე. ერთი კილომეტრი სკოლამდე უკანა ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილმა და ცალ მხარზე ჩანთა ჩამოკიდებულმა მშვიდად გავიარე. დღეს პირველი მარტია და საამო იყო გაზაფხულის შემობრძანებასთან ერთად ქალაქის ქუჩებში სიარული. სკოლის ეზოს კართან, ვიღაც ღლაპს სახლიდან ძაღლი გამოყოლოდა და ყველა იმ ძაღლს იყო გარსშემოხვეული. სკოლის ეზოს რკინის კარი ორივე ხელით შევაღე და სხვა მოსწავლეებში ავირიე. უკნიდან დაჩი მომეპარა და ხელი ნელი მოძრაობით მისკენ შემატრიალა. გამარჯობა ნიაკოო! სალამი! ხელშემოხვეულებმა გავჭერით მოსწავლეების გარნიზონი და სტადიონთან მდგომ. დაჩის მეგობრებთან მივედით. სულ ორი ბიჭი იყო, ეს სამი საუკეთესო მეგობრები ყოფილან, ბანდა თუ რაღაც ძლიერი სასტავი აქვთ და სკოლის საქმეებს აგვარებენ. ამათი ყველას ეშინია, ყოველშემთხვევაში ასე ამბობენ ისე არვიცი. ბედნიერი სახით მისულებმა ბიჭებს მივესალმეთ, ისე რომ მათთვის არც შემიხედავს, სპორტდარბაზის კართან გოგოები ზასაობდნენ და იმათ მივშტერებოდი, ჯერ ერთი რომ საზიზღრობაა, მეორეც სკოლაში ეს დაუშვებლად მიმაჩნია. დაჩიმ ალბათ ვერც შეამჩნია, რომ ყურადღება გაფანტული მქონდა, ჩემთვის ბიჭების გაცნობა სცადა. ნია მარჯვნივ გიოა და მარცხნივ დუტა, ერთმანეთი გაიცანით, ახლა შენ ერთერთი ჩვენგანი ხარ! დაჩის სიტყვებმა ჩვენს პლანეტაზე დამაბრუნა და უმალ მოვიხედე ბიჭებისაკენ. გიოს დანახვაზე დაჩის ხელი გავუშვი და მასაც ძალაუნებურად გავაშვებინე. დაბნეულობა ბიჭების თვალწინ განზრახ არ შეიმჩნია. დუტამ ხელი გამომიწოდა. სასიამოვნოა ნია შენი გაცნობა! ჩემთვისაც დუტა! გიოს ჩემი იქ ყოფნა არ ადარდება, შავი ჰუდი ქვემოთ ჩამოიქაჩა, დაიხარა და შავი ვანსების თასმები შეიკრა, შავი ჯინსიც გაისწორა და ხელი მელოტ თავზე გადაისვა. ალბათ გუშინ გადაიხოტრა. დაჩის გიოს საქციელი უზრდელობად მოეჩვენა. გიუშ ნიას არ ჩამოართმევ ხელს?! სიცილით გადაულაპარაკა, თუმცა სერიოზულობაც იგრძნობოდა მის ხმაში. გიომ ჯინსის უკანა ჯიბიდან სიგარეტი და სანთებელა ამოიღო, თავი გვერძე გადაქინდრა და გააბოლა. კარგი, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა! - ვთქვი და სკოლისაკენ გავბრუნდი შესასვლელად. მოიცა, საით! - დაჩიმ ხელი მკლავში ჩამკიდა და მათკენ მიმაბრუნა! კაბინეტში ავალ! რატო, მოგწყინდა ჩვენთან? არა, უბრალოდ არ მიყვარს სიგარეტის კვამლი. - ისევ უკან გავბრუნდი დარჩი, ჩავაქრობ! - გიომ მომაძახა. მეც შევბრუნდი და თმებიც ძალაუნებურად მოვიქნიე. თმისამაგრი გამძვრა და სტადიონზე შევარდა, იქ უამრავი ღლაპი თამაშობდა ბურთს. ბიჭებს გაშლილი თმის დანახვაზე ჩაეღიმათ და დუტამ წამოყანთრა: არ მესმის რა ესაქმება შენს ნივთებში თმისამაგრს, თმები ცხოვრებაში აღარ შეიკრა. ამას კომპლიმენტად მივიღებ! გაგვეცინა. გიო ძირს დაგდებულ სიგარეტის ნამწვავს ფეხით გაუჩერებლად სრესდა. ჩაქრა! - ნიშნის მოგებით მივუგე გიოს. გამომხედა, მერე ისევ ჩაქინდრა თავი, ბიჭებს ხელი ჩამოართვა, მე უაზრო ხელის ქნევით დამემშვიდობა და სკოლაში შევიდა. თვალი ალმაცერად გავაყოლე. ყურადღებას ნუ მიაქცევ! რაღაც პრობლემები აქვს და ცუდ ხასიათზეა, თანაც მხოლოდ ამ შემთხვევებში ეწევა. - დუტამ სიტუაცია ამიხსნა . ისე კაი ტიპია! - დაამატა დაჩიმ. მაჯის საათზე დავიხედე, ზარი წუთი წუთზე უნდა დარეკილიყო. დროის სიმჭიდროვე ბიჭებმაც იგრძნეს და ჩანთები აიკიდეს. წამოდი, შევიდეთ მალე დაირეკება! - დაჩიმ ჩემი ჩანთაც აიკიდა და წინ გამიძღვა, მეც ლეკვივით გავყევი უკან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.