შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟივით შეყვარებული (თავი 6)


13-05-2020, 01:04
ნანახია 2 310

კარის ხმა გაისმა და გამოიცანით ვინ დამხვდა?ჩემი სიზმრის გმირი-ბატონი დემნა
-უკაცრავად?!― გაოცებული და ბრაზნარევი სახით იხედებოდა
-დილამშვიდობის დემო
-ხელს ხომ არ გიშლით?!― ისეთი სახით შემომხედა ,გაგას ხელი რომ არ ჰქონოდა ჩაჭიდებული საწოლზე დავეცემოდი
-არა დემო, დეა ხომ წაიქცა გუშინ და ფეხი სტკივა ,წამოდგომაში დავეხმარე
-აჰა გასაგებია !მე წავალ შეგაწუხეთ
-დემნა
-რა?!― ისე დამიღრიალა გაგაც შეშინდა და ხელი გამიშვა, აი მეკი გემრიელად დავენარცხე იატაკზე და
-ააააააააააააააუ....― მთელი სულით აღმომხდა
-დეა! რა მოხდა?ბოდიში .მაპატიე გთხოვ― გაგა ჩემს წინ დაჩოქილი აღმოჩნდა და პატიებას მთხოვდა მე კი საშინლად მტკიოდა ფეხი, წყლიანი თვალებით დემნას შევხედე და ის მაშინვე ჩემსკენ გამოემართა
-გაიწიე ბიჭო!დეა კარგად ხარ? ძალიან აგტკივდა?
-დემნა მტკივა ,ძალიან მტკივა
-მოდი ჩემთან პატარავ― დემნამ ხელში ამიყვანა და საწოლზე დამსვა, გვერდით მომიჯდა და ნახვევი გამიხსნა
-პატარავ ცოტა გალურჯდა ,ახლა მალამოს წაგისვამ და გაგივლის კარგი
-დემნა მტკივა, ძალიან მტკივა
-პატარავ გაუძელი გთხოვ, აი ტკივილგამაყუჩებელი დალიე და გაგივლის ― საწოლის გვერდით მდგომი კარადიდან წამალი და წყალი მომაწოდა, იმდენად მტკიოდა რომ ვკანკალებდი,თან ლამის ავტირდი,დემნამ გაშეშებულ გაგას მალამოს მოტანა სთხოვა, უფრო სწორად დაუღრიალა და ისე უთხრა, ისიც გავარდა გიჟივით
-დეა არაუშავს კარგი ,დაწყნარდი,სულ ცოტაც და გაგივლის
-დემნა მაპატიე კარგი?
-რატომ პატარავ?
-იმ ღამეს ცუდად გელაპარაკე და მე..
-არანაირი შენ!ის ღამე დაივიწყე კარგი?მე უკვე დავივიწყე
-მივხვდი რომ დაივიწყე― ცრემლნარევი თვალები ახლა უფრო ამიცრემლიანდა, თავი ტკივილისგან დაბლა დავხარე მაგრამ მაინც ვერ შეაჩერა ამან დემნა.თავი მაღლა ამაწევინა და თვალი გამისწორა, ისე ატრიალებდა თავს თითქოს ცდილობს რაღაც წაიკითხოს ჩემს თვალებში,მაგრამ არ გამოსდის
-ისეთ მშვენიერი ხარ. ჩემს გამო არ უნდა იღელვო დეა , არ ღის მერწმუნე
-არა დემნა!მე თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმის გამო, რომ ძალიან ცუდად გელაპარაკე, ეს არ უნდა მეთქვა , ასე არ უნდა მეთქვა.
-დეა შენ მე არ მოგწონვარ,ჩემი საქციელით კი ეს გრძნობა უფრო გავამძაფრე .მაპატიე ამის გამო.გითხარი ,რომ წავიდოდი შენი ცხოვრებიდან ,მაგრამ ვერ შევძელი.ყველანაირად ვეცდები შენგან შორს ვიყო.გპი..
-არავითარ შემთხვევაში!სიტყვები უკან წაიღე!
-რატომ დეა?შენ ხომ ასე გინდოდა?
-კი ,მაგრამ მინდოდა!ახლა კი აღარ მინდა
-შეიძელბა მიზეზი გავიგო?
-ახლა არა!უბრალოდ ნუ გამექცევი და მარტოს ნუ გადამატანინებ ყველაფერს―ამ სიტყვების გაგონებაზე ისე გაეღიმა ,რომ უნებურად მეც გამეღიმა
-რატომ იღიმი პატარავ?
-შენ რატომ იღიმი?
-მე გკითხე ჯერ!
-სულ ასეთი მკაცრი უნდა იყო?!
-არ ვიყო?
-კითხვით კითხვაზე ნუ მპასუხობ ბაგრატიონო!
-გთხოვ გვარით არასდროს მომმართო
-მაპატიე
-ნუ სულელობ გოგონი.როგორც ჩანს აღარ გტკივა― არ მტკივა.მართლა აღარ მტკივა,მაგრამ ხომ არ ვეტყვი არა?
-კი მტკივა დემნა―თავი მოვისაწ....,მაგრამ რად გინდა მიმიხვდა
-კარგი ერთი.უკვე ტყუილებიც დაიწყე ხომ?
-მტკივა დემნა
-გინდა გაკოცებ და გაგივლის?― ყურებამდე გამიღიმა , ნურას უკაცრავად ბატონო, გვერდით გადავიწიედა
-არ მინდა უკვე გამიარა
-ჩემი პატარა მატყუარა,თურმე გაუარა
-დემნა გეყოფა ნუ დამცინი!― ჩემსკენ მოიწია და ღიმილით სავსე თვალებით შემომხედა, თმა ყურს უკან გადამიწია და ტუჩზე თითი ჩამომისვა, არც მე დავაყოვნე და მის ტუჩს შევეხე.ზუსტად იმ ადგილას სადაც ვუკბინე
-რაო პატარა ქალბატონო შენი ნამოღვაწევი გეცნო?
-მაპატიებთ ბატონო?
-გააჩნია რითი გამოისყიდი დანაშაულს?
-არა !
-არვიცი
-არა დემნა , არა!
-დაფიქრდი და პასუხი ისე მითხარი
-ოხ დემნა!
-აი მალამო მოვიტანე
-კარგი ერთი!
-რა მოხდა?
-უკვე გადაუარა!შენ სასწრაფოში უნდა მუშაობდე რა ..―ახარხარდა დემნა და მალამო გამოართვა.საწოლთან ჩამოჯდა და ფრთხილად წამისვა მუხლზე მალამო, თან იმით მხიარულობდა რომ საშინელ შრუანტელს ვგრძობდი სხეულზე, კანიც კი დამეხორკლა, ამით კი ეს ბატონი ხალისობდა.
-აბა პატარავ როგორ გრძნობ თავს?
-შეურაცხყოფილად
-ბატონო?
-შეგიძლია დეა დამიძახო!― იფ მასე, აქამდე ხომ თვითონ მეღადავებოდა ,ახლა ჩემი ჯერია
-ყოჩაღ ―სიცილი აღმოხდა― და შეურაცხყოფილი რატომ ხართ დეა?
-ჩემი უფროსი შევაწუხე, არ მეგონა თუ ეს ბედნიერება მერგებოდა- უფროსი ჩემზე ზრუნავს
-ხო?
-მე დაგტოვებთ, დეაკო მაპატიე რა გთხოვ
-არაუშავს გაგა, გამიარა უკვე
-ცოტა ფრთხილად იყავი ხოლმე რაიყო?რამის გოგო მომიკალი?
-გოგო?
-ხო გოგო.
-მე წავალ, დაბლა გნახავთ
-დროებით გაგა―გაგას გასვლისთანავე დემნას შევუბღვირე
-რა?
-რამე დააშავა?რანაირად ელაპარაკები?
-რაო პატარავ ხომ არ მოგეწონა?!
-დემნა გეყოფა რა..
-მიდი დაისვენე ,მე დაბლა ჩავალ― ვიგრძენი რომ გაბრაზდა , არ ვაპირებ ასე გავუშვა ძლივს შემოვირიგე
-დემნა მოიცა
-რას შვები გოგო? არ წამოდგე
-აბა რავქნა? მშია
-ჰა?
-მშია.მში-ა!
-ჭამის მინისტრი!― ჩაიცინა და ჩაილაპარაკა თავისთვის, მე რის დეა ვარ რომ ვერ გავიგო
-დამპალო!
-მოდი , მოდი წაგიყვან
-არა!ჯერ უნდა გამოვიცვალო ,მაგრამ ჩემით ვერ...―ვაიმე დედა, დემნას როგორ ვთხოვო გახდაში დამეხმაროს.
-და.....
-დახმარება მჭირდება
-მერე?
-აუ დემნა ვითომ ვერ ხვდები ხომ?
-კარგი ხო რაიყო
-ნუ დამცინი!
-არ დაგცინი― ისევ იცინის,როგორ მინდა მოვაძრო ის სახე ,მაგრამ ვერც კი დავდივარ,ოხ მართლა ცეტი ვარ რა .საწოლიდან წამოვდექი დემნას დახმარებით,ვთხოვდი ჩანთიდან ტანსაცმელი ამოეღო მაგრამ ისეთ რაღაცეებს იპოვიდა ,რომ ჰუჰ.ასე რომ უბრალოდ ჩანთის მოტანას ვთხოვ
-დემნა ჩანთას მომაწვდი?
-ახლავე
-მადლობა―ჩანთა გავხსენი და საჭირო ტანსააცმელი ისე ამოვიღე რომ დემნა ზურგით შევაბრუნე,მეტი საქმე არ მქონდა ჩემი საცვლები მენახებინა მისთვის,მართალია დამცინა კიდეც მაგრამ არაუშავს გადავიტან.
-შეგიძლია თვალები დახუჭო და უბრალოდ წონასწორობის შეკავებაში დამეხმარო?
-ჯერ ზურგით შებრუნდიო,ახლა თვალები დახუჭეო ნეტავ რას მალავ ასეთს ჰა?
-დემნა გეყოფა.თუ მეხმარები დამეხმარე .თუ არა და ჩემით ვიზამ
-დარწმუნებული ხარ?
-ოოოო... არა !ნუ დამცინი და გააკეთე რაც გთხოვე
-ჰო კარგი კარგი
მაისურიუნდა გამეხადა მაგრამ მკავზე რომ ჰქონდა ხელები ჩაჭიდებული ვერ ვახერხებდი.
-მოდი წელზე შემოგხვევ ხელებს და ისე ჩაიცვი თორემ დავიტანჯე შენი ცოდვით
-აუ დამპალო!ისევ დამცინი.
თვალდახუჭულმა შიშველ წელზე შემომხვია ხელები და იმ მომენტში საშინელმა ჟრუანტელმა დამიარა და ვიგრძენი როგორ ჩაიცინა ამ ვირმა.წელზე შემოხვეული ხელებით მიჭერდა ,მე კი მაისური მალევე გავიხადე და ჩავიცცი,ჯანდაბა ახლა შარვალი უნდა ჩამეცვა მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს როგორ?შავი შარვალი მეცვა რომელიც გვერდებზე ღილებით იკვრებოდა ,ასეთ მეორე არ წამომიღია,რას წარმოვიდგენდი ეს რომ დამემართებადა.
-დემნა შეგიძლია თვალები გაახილო
-ყოჩაღ რა მალე ჩაგიცვამს
-დემნა პრობლემა გვაქვს?
-რა პრობლემა ?
- შარვალი არ მაქვს
-შენ რა ერთი შარვლით წამოხვედი?დეა აქ პლიაჟი ხომ არ გეგონა?!
-ოოო ნუ ბოდიალობ, სულ ტანზე მომდგარი შარვლები მაქვს და ამ ფეხს ვერ ჩავტენი შიგნით.
-ჯანდაბა.იქნებ ჩემი გათხოვო?
-შენი რა?
-სპორტული შარვალი დეა,სხვა რა ?
-არაფერი .მაშინ მიდი შემოიტან მე ჩამოვჯდები
- ფრთხილად
დემნა ოთახიდან გავიდა ,მე კი საკუთარ თავზე მეცინებოდა, ჩემი უფროსის სპორტული შარვალი უნდა ჩავიცვა?ნეტავ თუ ჩავძვრები შიგნით?ან მომიხდება თუ არა?ვაიმე რა სისულელეებზე ვფიქრობ.აი დემნაც გამოჩნდა.საკმაოდ სიმპატიური შარვალი შემოიტანა
-პატარავ აი.იმედია დიდი არ გექნება
-ახლა ჩაცმაში უნდა დამეხმარო
-დღეს უკვე მერამდენედ გავხდი შენი მხსნელი
-დემნა კარგი რა?
-აჰა მოდი დაგეხმარო
-არა.თვალები
-ოოოოო...აჰა.
თვალები დახუჭა და შარვლის გახდა დავიწყე,ნეტა გენახათ რა საწყლად ვიცვლიდი შარვალს,შარვლის ერთი „ტოტი“ გავიხადე და გადავედი მეორეზე,ისიც როგორც იქნა გავიხადე, ხელი დემნას სპორტულ შარვალს დავავლე და ჩაცმა დავიწყე.დემნას გავხედე და მის თითქმის მომღიმარ და თვალდახუჭულ სახეზე სიცილი ამიტყდა―
-დეა რა გაცინებს?უკვე ჩაიცვი?
-ა..არ ჩამიც..ვამს
-გოგო გაგიჟდი ?რას იცინი?
-ცუდ..ად ვარ...― აღარ შემეძლო იმდენად ძლიერად ამიტყდა სიცილი
-ვსო თვალებს ვახელ!― ვერც კი შევეწინააღმდეგე ,სიცილს ვერ ვწყვეტდი,შარვალში მხოლოდ ფეხები მქონდა ჩაყოფილი,მადლობა ღმერთს მაისური გრძელი იყო და ჩემს სუსტ ბაყვებს მიფარავდა.დემნამ შემომხედა თუ არა სიცილი დაიწყო,არ ვიცი რატომ ,მაგრამ ვიცი რომ ჩემზე გაიცინებდა.ჯანდაბა შემთხვევით ფეხი ამისრიალდა და ოპ!საწოლზე აღმოვჩნდი და დემნაც გამოვიყოლე.
-დემნა მძიმე ხარ!
-გამიშვი ხელი,ხედავ შენს სიცილს რა მოჰყვა?
-აუ დემნა რა ვქნა ისეთი საყვარელი იყავი―ისევ სიცილი ამიტყდა.
დემნამ თავისი ხელით ჩამაცვა შარვალი და შორიდან დამაკვირდა
-ჩემი ფუფალა ხარ შენ
-რა?აუ დემნა მოგკლავ!
რა ფუფალა!ეს ვერ არის,სარკესთან ნელ-ნელა მივედი ,რას ვხედავ:ფუფალა კიდევ უფრო ლამაზია ვიდრე მე
-აუ დემნა რას ვგავარ
-ფუფალ ფუფალ
-აუ გაეთრიე რა!
-კაი
-მოიცა ჯერ დამიჭირე რომ არ წავიქცე
მაისური კარგად ჩავიკეცე შარვალში, ცალ მხარეს მკლავთან გადავიწიე და თმა წინ ჩამოვიყარე.ესეც ასე „პერFექტო“.
-ვაუ !მშვენივრად გამოიყურები
-აბა სიტყვები უკან მიგაქვს?
-კი .. ფუფალ
-აუ დემნა მოგკლავ
სიცილ-ხარხარით გავედით ოთახიდან და კიბეზე ჩავდიოდით,როცა ვიღაც უცხო გოგონას ხმა შემომესმა.მისაღემში ჩავედით და ვიღაც ქერა გოგო ესაუბრებოდა მერიემს.
-ააააააა დემნუუუუუუუუუუ
ქამოექანა და დემნას სხეულზე შეახტა.გულში ძლიერი ჩხვლეტა ვიგრძენი მაგრამ ალბათ ესეც ნათესავია.
-როგორ მომენატრე ტკბილო― და ტუჩებზე ეცა.ახლა მოვკვდები ,ის ..მე...
-რას აკეთებ ლილუ― ლივს მოიშორა დემნამ ეს გოგო,მე გაოგნებული დავრჩი
-რა იყო პატარავ არ მოგენატრე?მოიცა ეს გოგო ვინ არის?
-მე არავინ, უბრალოდ აქ ვისვენებ ― დემნასგან შორს გამოვედი, მთელი ძალით ვეცადე ,რომ ფრთხილად გამოვსულიყავი მაგრამ დავეცი იატაკზე
-ჯანდაბა
-დეა!
-არ არისდ საჭირო ბატონო დემნა!―ისეთი გაცოფებული ვიყავი ,რომ ხელი ვკარი როცა ჩემსკენ გამოიწია
-დეკო კარგად ხაარ?
-კი უბრალოდ ფეხი მტკივა, გუშინ რომ დავეცი და..
-მოდი ჩემთან გოგონი―გაბრიელმა წამომაყენა და სკამზე დამსვა
-დემუუ არ გამაცნობ შენს მეგობრებს?
-დემნა ეს გოგონა ვინ არის?―მერიემმა გაოცებული სახით იკითხა
-ვაიმე არ გითხართ დემნამ?
-რა უნდა ეთქვა?!
-მე მისი საცოლე ვარ ლილუ გასვიანი.
საცოლე?აი ეს მესმის ,თურმე საცოლე ჰყოლია.ყოჩაღ ბატონო დემნა.
-გილოცავთ!― მთელი ზიზღით და ცინიზმით ამოვღერღე.
-დეა მე...
-მშია!რამე გვაქვს?!
-ჩემი ბიჭი როგორ მომენატრე― ისევ მივარდა და აკოცა.ყოჩაღ დემნა დიდი მადლობა ყველაფრისთვი.
-რას აკეთებ შემეშვი!
-შენ ..―გაბრიელი დემნას ეცა და მთელი ძალით დაარტყა
-რას აკეთებ ―ნიკა და სანდრო მივარდნენ გასაშველებლად,დემნა არც კი ინძრეოდა ისე იდგა,გაბრიელი კი გიჟს ჰგავდა.
-დემუ ,პატარავ
-შემეშვი ლილუ!― ხელი ჰკრა და მოიშორა.
-ვაიმე შვილებო აქ რა ხდება?!
-დედა?!..............................................

ესეც მეექვსე თავი .იმედი მაქვს ძალიან პატარა არ გამომივიდა,ყველანაირად ვეცადე მომესწრო.ვიმედოვნებ მოგეწონათ.
heart_eyes innocent



№1  offline წევრი კეტი

ვაიმე აქ რა ამბავია დედა შვილს არ აიყვანს ხელში რა საცოლე რაა ესღა გვინდოდა უფფ

 


კეტი
ვაიმე აქ რა ამბავია დედა შვილს არ აიყვანს ხელში რა საცოლე რაა ესღა გვინდოდა უფფ

რას ვიზამთ კეტ

 


№3  offline წევრი lortkia

აუუ ძაან მაგარია მიყვარს ჩახლართვები heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი bird of life

Პირდაპირ შოკიააა. Ლამის გადავირიე რა საცოლე, ჩემი ხელით დავახრჩობ ახლა ამას. Ვაი, ვაიი ინტრიგის სუნი მცემსსს.????????

 


lortkia
აუუ ძაან მაგარია მიყვარს ჩახლართვები heart_eyes heart_eyes

მაშ კარგი blush გავითვალისწინებ joy

bird of life
Პირდაპირ შოკიააა. Ლამის გადავირიე რა საცოლე, ჩემი ხელით დავახრჩობ ახლა ამას. Ვაი, ვაიი ინტრიგის სუნი მცემსსს.????????

ვაიმე შენც გცემს? dizzy_face scream heart_eyes joy

 


№6 სტუმარი სტუმარი ანი

გაბრიელი რამ გადარია? ვერ გავიგე

 


№7 სტუმარი kyller_hero

ვაიმე ინტრიგით არის აქოთებული ეს თავი scream

kyller_hero
ვაიმე ინტრიგით არის აქოთებული ეს თავი scream

დემნას ხომ დეა მოსწონს და ალბათ მაგან.ვცდები კატუშ? confused

ემოციებისგან ვერ ვიცლები scream

 


№8 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Es lilu sadga gamoxta erti, tu dea mowonda sacole rogor iyolia, albat rame shetanxmebaa magis ukan. Warmatebebi

 


სტუმარი ანი
გაბრიელი რამ გადარია? ვერ გავიგე

დემნას გრძნობებმა დეას მიმართ

kyller_hero
ვაიმე ინტრიგით არის აქოთებული ეს თავი scream

kyller_hero
ვაიმე ინტრიგით არის აქოთებული ეს თავი scream

დემნას ხომ დეა მოსწონს და ალბათ მაგან.ვცდები კატუშ? confused

ემოციებისგან ვერ ვიცლები scream

კიკი,გეთანხმები

სტუმარი Mariamimari
Es lilu sadga gamoxta erti, tu dea mowonda sacole rogor iyolia, albat rame shetanxmebaa magis ukan. Warmatebebi

ვნახოთ ვნახოთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent