შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუჩინარებული (სრულად)


13-05-2020, 19:47
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 16 653

კოშმართა საუფლოდან მოვლენილი, ჯოჯოხეთური სიუჟეტები:
მთელი სივრცე, მხოლოდ ნისლისფერ ბურუსს დაეკავებინა. არავინ იყო ჩემს გვერდით და თავგზააბნეული, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, თუმცა ვერაფერს ვხედავდი. ნაცრისფერი, უსუნო კვამლი, მთელი სიძლიერით მასკდებოდა სახეზე და უცეცხლოდ მწვავდა.
- ცუდი გოგო! - მომესმა ხრინწიანი, ჩახლეჩილი ხმა. შიშისგან, მთელი სხეული ამიკანკალდა. გამოუცნობი ფრინველების მახინჯმა კივილმა მოიცვა არემარე და მოულოდნელად, გაფითრებული, რუხი ფერის ხელი გამოიშვირა ვიღაცამ, რათა თავისი კლანჭებით დაეხოკა ჩემი კანის ყველა უჯრედი.
მხოლოდ კივილი გავბედე.
- ცუდი გოგო! - განმეორდა შიშისმომგვრელი ჰანგები. - წყეული გოგო, უმადური გოგო! - ყურთან მისი ტუჩის მოძრაობით აგორებული ტალღები მეტაკებოდა. ისტერიულად ვიხედებოდი ირგვლივ, თუმცა ვერაფერს ვხედავდი.
კვლავ აფართხალდა ნისლში ვიღაცის სხეული და მივხვდი, ჩემკენ აიღო გეზი.
- გოგონა, რომელიც ჩაძაღლდება - უერთდებოდა მისი ხმა შემზარავ კივილს და ორივე ერთად, გასაოცარი ტერორის უზარმაზარ ნოტებს ჰქმნიდა, რათა, შიშიგან გული გამხეთქვოდა და საბოლოოდ, მეც მათ დაწყევლილ არსებას შევრწყმოდი.
გავიქეცი.
არც კი ვიცოდი, საით მივრბოდი.
- მამა! - ვკიოდი თავგანწირული, თუმცა მამა არსად ჩანდა. ვიცოდი, აქ არ იყო და ვერც გამოჩნდებოდათეთრცხენზე ამხედრებული, უზარმაზარი აბჯრითა და იარაღებით შემოსილი, ჩემი კოშმარის გასაქარწ....ბლად.
ძალიან შორს ვიყავი სახლისგან და ესფაქტი, ყველა საზარელ ფიქრს ასახმდა ფრთას.
-„ვერ გაიხარებ ვერასდროს,
ვერ გაექცევი სიკვდილს...
ვერ მოიპოვებ სიმშვიდეს
ვერ დასძლევ სულის შიმშილს“ - ყურში ჩამწიოდა მდევარი სიტყვებს. მეგონა, რომელიღაცა სოფლის დამპალი დედაკაცი გავაცოფე და ახლა საშვილიშვილო წყევლას მადებდა ზურგზე.
გაიქეცი საწყალო ჩემო თავო, მეტი მაინც არაფერი შეგიძლია.
გაიქეცი ისე, თითქოს გზის დასასრულთან გელოდება ყველა, ვინც კი ოდესმე გყვარებია.
- გოგონა, ცუდად ხარ? - მთელი ძალით დაიყვირა ვიღაცამ და მომწამვლელი მუსიკის ხმა გადაფარა.
სახეზე შევხედე. ჩვეულებრივი ადამიანი იყო. მეც ჩვეულებრივი ვიყავი და კლუბის მუსიკით გაბრუებულს, ყურები დამგუბებოდა.
- კარგად ვარ - ჩავიჩურჩულე, თუმცა ტუჩის მოძრაობით, მიხვდა რასაც ვგულისხმობდი და შემეშვა.
გარეთ გამოვედი.
სუფთა ჰაერი სახეზე შვებასავით შემომეხვია, თუმცა გვერდითი მოვლენები მაინც ვერ ამაცილა. მხოლოდ, ოდნავ მოფარებულ ადგილას მირბენა მოვახერხე და იმ წამსვე, ხის ძირში ამოვარწყიე შიში, რომელიც ჩემმა გულმა გადაატარა.
ნელი ნაბიჯით გავუყევი ლამპიონებგაძარცვულ ქუჩას.
ღამე ყველაფერზე რთული იყო.
მიჭირდა, ერთმანეთისგან მთვარის შუქზე მოცეკვავე ხის ფოთლებისა და ნამდვილი აჩრდილების გარჩევა. ამიტომ მეშინოდა უსაზღვროდ. მეშინოდა ისე, რომ მხოლოდ მამაჩემის ღიმილს ვნატრობდი, თუმცა აქ სანატრელი აღარაფერი დარჩენილიყო - მისი სითბო, ჰაერში შემონახულ ზამთრის სიცივეს ვერ გაფანტავდა...
უკვე მეათე დღე გასულიყო, რაც სახლში დიადი სკანდალი დავატრიალე და ისე გამოვიქეცი საკუთარი ბუნაგიდან, რომ ჩემი შეჩერებაც კი ვერავინ შეძლო. მთელი დღე, სამყაროს ხმაურსა და მამაჩემს გავურბოდი, ღამე კი მხოლოდ ცეკვა დამრჩენოდა. თვალდახუჭული ვუერთდებოდი მუსიკის აუტანლად მაღალ ხმას, იქამდე ვცეკვავდი, სანამ ოფლში გაწულს, გარიჟრაჟი არ დამატყდებოდა თავზე.
სახლში მივედი. თუმცა იმ ადგილს, სადაც ვცხოვრობდი, გაჭირვებით თუ დავარქმევდი სახლს. ყოველ ღამით, გათოშილს მეღვიძებოდა და მსურდა, მშობლების საძინებლისკენ ამეღო გეზი, რათა გაყინული ფეხები, დედაჩემის კალთისთვის მიმექცია გასათბობად.
მახსენდებოდა, რომ შორს ვიყავი სახლისგან.
ძალიან შორს და თან ძალიან ახლოს.
ოჯახიდან გამოქცევისა და დამალვის ყველაზე ეფექტურ გზასაც მივაკვლიე - ჩემი უბნის ერთ ყველაზე მიყრუებულ, უხალხო ადგილას ვცხოვრობდი და მაშინ, როცა მამაჩემი გაცხარებული მეძებდა ქვეყნის თითოეულ წერტილში, თავისი სამეზობლოლს გადატრიალება, აზრადაც არ მოსდიოდა. როგორც აღმოჩნდა, გაქცევის ყველაზე კარგი გზა, ახლოს მიმალვაა. ამ შემთხვევაში, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ როცა ყურისძირში ხარ, ვერასოდეს გიპოვნიან.
გულის სიღრმეში, ალბათ მსურდა, ვეპოვნე.
ერთი-ორს მაგრად დამიღრიალებდა, შემამკობდა სიტყვებით, როგორიცაა: უპასუხისმგებლო, დაუფიქრებელი, სულელი, ფსიქოპათი, უყურადღებო, ეგოისტი... მაგრამ დროთა განმავლობაში, დაავიწყდებოდა სიბრაზე, იმას იფიქრებდა, რომ მასთან ერთად ვარ და ესაა მნიშველოვანი. ერთხელ, ღიმილიც გამოეპარებოდა კოპებშეკრული სახიდან და ეს ღიმილი იქნებოდა შვება ყველაფრის შემდეგ.
თვალები დავხუჭე თუ არა, იმ წამსვე, რეალობასა და წარმოსახვას შორის გაჩხერილი, უზარმაზარი კადრები დამესხა თავს. წელში მოკაკული, ძაძებიანი ქალი ეკლესიის უზარმაზარი გალავნის წინ იდგა. ხელები კარიბჭეზე ჩაემბღუჯა მაგრად და მთელი ძალით კიოდა:
- ვაი მე! ვაი მე! - კანზე ნაოჭები ასხმოდა ცხოვრების სამკაულებივით და თითები დაკოჟრებოდა. სულისშემძვრელი იყო მისი განწირული კივილი, რომელსაც დროდადრო, თვალიდან მომავალი ცრემლებიც ერწყმოდა.
- ვაი ჩემს თავს! ვაი ჩემს თავს - აგრძელებდა გოდებას. გზაზე გამავალი ხალხი, ჯერ შორეახლოდან შესცქეროდა მის ვაებას, შემდეგ კი, დათრგუნულები, ნელი ნაბიჯებითა და თვალებშიჩამდგარი თანაგრძნობით უახლოვდებოდნენ და ეკითხებოდნენ, რა სჭირდა.
ქალი არაფერს პასუხობდა.
- დამიბრუნე! დამიბრუნე! - აგრძელებდა ყვირილს.
ღმერთთან შეთანხმება რომ შესძლებოდათ, ყველა ადამიანი აღიმართებოდა სხვადასხვა ეკლესიის კარიბჭესთან და გაუჩერებელად, არაადამიანურად დაუცაცხანებდნენ შემოქმედს. თუმცა დასაბრუნებელი ხალხი, ოხრად ესვენნენ ხის აკლდამებში, რომლებიც მალე მათ ხორცს შეეზრდებოდნენ და ერთად იქცეოდნენ მიწის მასად. უცნაურია, რომ ამ ცხედრიანი აკლდამების ცოცხალი პატრონები ღმერთის დაგმობის მაგივრად, მასთან დამეგობრებას არჩევდნენ... ლოცულობდნენ, ტიროდნენ, გრძნობდნენ, უკეთესები ხდებოდნენ.
მხოლოდ ეს ქალი ეჩხუბებოდა დაუსრულებლად და ცრემლით გადაჭედილი, იმედიანი თვალებით განაგრძობდა იმის მოთხოვნას, რაც წესით და კანონით, მისი საკუთრება უნდა ყოფილიყო იქამდე, სანამ თავად არ შეუერთდებოდა ცის ნათელ საფეხურებსა თუ მიწისქვეშეთის ჯურღმულებს.
მისი ყვირილი, მთვარისშუქგანდევნილ, ჩაბნელებულ ღამეს ერწყმოდა და ჯოჯოხეთურ იდუმალებას ასხივებდა, რათა ადამიანთა გულებისთვის გაეხსენებინა, რომ სიცოცხლის ბედნიერებასთან ერთად, არსებობს გამოუთქმელი ტანჯვაც, რომლის შეგრძნება, მხოლოდ ამ ქალის გლოვის გაგონებისას ხდებოდა შესაძლებელი.
ტელეარხიდან გადმონაშთი, ახალგაზრდა ქალის რობოტისებური ხმა კი მაყურებელს არაფრისმთქმელი გამომეტყველებითა და დაყენებული ხმის ტემბრით ამცნობდა, რომ სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა ვიღაცა... ვიღაც მნიშვნელოვანი, რომელსაც გაცხარებული მონდომებითა და სულის უღრან ტყეში მიძინებული, საშინელი წინათგრძნობით ეძებდნენ.
იმედს გავდა ის, ვინც სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.
იმედი ყველაფერი იყო ადამიანებისთვის და მისი პოვნა იქნებოდა რწმენის დაბრუნების მსგავსი.

ღამის მოჩვენებები და გოგონა, რომელიც თვალდახუჭული ცეკვავს

როგორც ყოველთვის, ღამით გამომეღვიძა. თავი ათასი კოშმარით მქონდა გადაჭედილი და წინა ღამის იაფფასიანი არაყიც რიგიანად მიმატებდა ტკივილს. არაფერი მიჭამია. მაცივარი გამომცარიელებოდა. მუცელი კი საჭმლის მოთხოვნის გამუდმებულ სიგნალს მაძლევდა. გაბრუებული ავდექი, ტანსაცმელი გავიხადე და ნელ-თბილი წყლის წვეთებს ჩემი სხეულის ყველა კუნჭული შევთავაზე.
გარეთ გავედი. ოდნავ ნესტიან ტანზე, ცივი სიო ისე შემომეხვია, გეგონება აისბერგისხელა ყინულები ჰქონოდა და ერთიანად ამაძაგძაგა. სუპერმარკეტში შევედი, ერთი სენდვიჩი და კოკა-კოლა ვიყიდე. გარეთ გამოსულმა, მიყრუებულ სკვერს მივაშურე. ერთი ამოსუნთქვით შევჭამე, რამდენიმედღის ნაშიმშილებივით.
ოთხ საქანელას ნიავი თავის ნებაზე აქანავებდა.
ჩემი და დამყავდა ხოლმე ადრე აქ. მაშინ, როცა ათასი სულისგან არ იყო ნახმარი და მისი გამძლეობაც არ იდგა ეჭვქვეშ.
ირწეოდა საქანელა...
ვიღაცა ბავშვი, გაყინული თვალებით შემომცქეროდა და ფეხსაც ვერ აწვდიდა მიწაზე. თითქოს, ავტომატურად ქანაობდა.
- მალე მოვა? - მკითხა ბავშვმა.
აქეთ-იქით გავიხედე. ნუთუ, მართლა მე მეკითხებოდა.
- სადაა დედაშენი? - გავოგნდი.
- ჩემს დას უნდა მოეკითხა - თქვა ბავშვმა. ყავისფერი, მტვრისგან ნაცრისფრადქცეული სათამაშო დათვი მიიხუტა გულზე.
- არ ჩამოვარდე - ფეხზე წამოვდექი, მაგრამ ახლოს მისვლის შემეშინდა.
გავოცდი.
ძალიან ჰგავდა ჩემს დას, თუმცა ჩაწითლებული თვალის უპეები, რამდენიმე არაბავშვური ნაოჭი და აკანკალებული მხრები, გამორიცხავდა, რომ შეიძლებოდა, ევა ყოფილიყო.
- შენი და სადაა?
- წავიდა და აღარ დაბრუნებულა. - დაიწყრიპინა საცოდავადდა გადმოხტა. უმისამართოდ გაიქცა. თვალიც ვერ გავაყოლე, ისე სწრაფად გაუჩინარდა.
გიჟდები ჩემო თავო...
წამოვდექი და უმისამართოდ გავუყევი ქუჩას.
ღამე ყველაფერი ბევრად უფრო საშიში ჩანდა, თუმცა ამავდროულად, ყოველდღიური, დამღლელი ფერები რომ არ მეჩხირებოდნენ თვალებში, უჩვეულო სიმშვიდესაც ვგრძნობდი. ხეტიალმა, რომელიღაცა სახლის გალავანთან მიმიყვანა. ნაცნობი ადგილი იყო, აქ ოდესღაც ნამყოფი ვიყავი. ალბათ, წინა ცხოვრებაში, როცა ჩემი დის გაუთავებელი ტიტინი და ჩემი ძმის წუწუნი მესმოდა.
კარგი იყო წინა ცხოვრება.
მაშინ ყველაფერს რთულად ვუყურებდი, თუმცა არაფერი იყო სთული და დაუძლეველი, რადგან ოჯახი მყავდა. ოჯახი კი ჩემთვის განკუთვნილ ტვირთს, თავის კისერზე ინაწილებდა.
უზარმაზარი, რკინის ჭიშკარი, მწვანედ შეეღება ვიღაცას. გალავანი თეთრი ჰქონდა, მხოლოდ ჭიშკარი იყო მწვანე. ამ სახლის პატრონი ვერ იტანდა მწვანე ფერს. მე კი მის პატრონს ვერ ვიტანდი.
მოგონებები, ობობის ქსელში მხლართავდა, თავის ჭკუაზე მატრიალებდა და ისეთ კადრებს ატივტივებდა ჩემს ჩამკვდარ გონებაში, რაც არ შეიძლებოდა. არ უნდა გამხსენებოდა!
ერთხელ, მამაჩემი გახეთქილი წარბითა და ცხვირში შეტენილი სისხლიანი ბამბით მოვიდა სახლში. ჩემს და-ძმას ეძინათ. მე კი, დედაჩემთან ერთად ვიჯექი და ორივე მის დაბრუნებას ველოდით. მამაჩემის გარეშე, ძილი არც ერთს გვეკარებოდა. მახსოვს, დარცხვენილმა შემომხედა და მთხოვა, არ მენერვიულა.
- გაგიჟდი? 30 წლის ლაწირაკს როგორ ეჩხუბე ამხელა კაცი? - გაოგნებული და შეშინებული ეკითხებოდა დედაჩემი. თან ყველა უჯრას ედებოდა ისტერიულად და მაინც ვერ პოულობდა სპირტს, რომელიც ცხვირწინ ედო.
- მაგარი საცემი იყო - გაეცინა მამაჩემს. მე შემომხედა, ისევ შეეყინა სახეზე ღიმილი, რადგან ყველაზე ბავშვურ საქციელში გამოიჭირეს ყველაზე არაბავშვური კაცი.
იმ ღამეს, სახლის ფანჯრიდან, გაჭირვებით ჩავძვერი მიწაზე. მეზობელი ოთახიდან, ჩემს ძმას, ჭორიკანა მოხუცივით გადმოეყო თავი.
- სად მიიპარები? - მკითხა გაოგნებულმა.
- გეგი აბულაძეს ისეთი რამე უნდა დავმართო, რომ აზრზე ვერ მოვიდეს, ვინ დამართა და რატომ - ავუხსენი ჩურჩულით. ცოტა ძნელი იყო, მეორე სართულზე ჩურჩულის აწვდენა.
- მეც წამოვალ - თქვა და ისე მოუქნელად გადმობობღდა, მეგონა, კისერს მოიტეხდა.
- სანი, პიჟამა გაცვია?
- ჰო, ვინ დაინახავს ამ შუაღამისას, რა მაცვია?
- სჯობს საერთოდ ვერ დაგვინახონ.
ჩვენს უბანში, კერძო სახლები ჩამწკრივებულიყო ერთმანეთის გვერდიგვერდ და გამვლელი ბავშვები, ყოველთვის იმაზე მსჯელობით ერთობოდნენ, რომელი სჯობდა. ჩვენი სახლიდან, ნახევარი კილომეტრის სავალზე, აბულაძის უზარმაზარი კარიბჭე იყო - თეთრი და პრიალა. გეგონება, ვიღაცას მზინვარე მარმარილოებით გაეწყო და მიმზიდველად უხმობდა ყველა გამვლელს.
- რას ვაპირებთ? - მკითხა სანიმ.
პასუხად, ეშმაკურად ჩავიღიმე და მწვანე საღებავი ამოვიღე ჩანთიდან. ბევრი წვალება არ დაგვჭირვებია. დიდი მონდომებითა და სიხარულით მივაწერეთ: გეგი - ნამდვილი ღორი.
ეს იყო და ეს.
იმის მერე, მთლიანად შავად გადაღებეს კარი. მამაჩემი, რა თქმა უნდა, ეჭვმიტანილი არ ყოფილა. აბა, როგორ აკადრებდნენ 42 წლის კაცს მსგავსი სისაძაგლის ჩადენას? თუმცა ვინ იფიქრებდა, რომ ამ კაცს, ერთი ურჩი გოგონა ჰყავდა, რომელიც არავის აპატიებდა მამის წყენინებას.
ესეც მწვანე კარი. ახლა უცნაურად მშობლიური და საყვარელი მეჩვენებოდა.
მოულოდნელად, კარი გაიღო. მისმა ჭრიალმა დამიხშო ყურები და ნაცნობი ჩიტების აუტანელმა კივილმა ამიკანკალა მუხლები.
დანაოჭებული, ჭაღარა ქალი გამოვიდა მწვანე კარიდან და ღიმილით შემომხედა.
- მე შენ გელოდები... უკვე დიდი ხანია, რაც გელოდები - მომმართა და ხელი გამომიწოდა.
ხუთივე თითზე, საშინელი ბრჭყალები ჰქონდა.
თვალის კაკლები ღამის სიბნელეში დაჰკარგვოდა და თეთრად მანათებდა თავის მომაკვდინებელ მზერას.
- ყოველწამს გსტუმრობ, შენს სუნთქვაში ვარ ჩაბუდებული, შენი სიზმრები, ჩემი სახლია - მიმეორებდა ბოხი, ჩახლეჩილი ხმით.
უკან დავიხიე. ვერ ვიაზრებდი, რომ ეს ყველაფერი, რეალურად დამტრიალებდა თავზე.
შემოვბრუნდი და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი.
გავრბოდი რაღაც საზარლისგან, რომელიც ჩემს ზურგსუკან, შეუჩერებლად მომყვებოდა და ცდილობდა, თმაზე შემხებოდა ბასრი ბრჭყალებით.
- მამა! - დავიკივლე ერთხელ. ერთი დაძახებაც ხომ საკმარისი უნდა ყოფილიყო კაცისთვის, რომელიც ჩურჩულითაც იგებდა ჩემს დაზაფრულ მოხმობას?
გაუჩერებლად გავრბოდი. გავურბოდი საშინელ წინათგრძნობას,წყვდიადის კუნჭულებში მიმალულ აჩრდილებსა და იმათ, ვისთვისაც ოდესღაც მიმიყენებია ზიანი.
თავით ვიღაცას შევასკდი.
მომაკვდავივით ამოვიკვნესე და უკან გადავიხარე წასაქცევად განწირულმა.
მისი ხელები შემომეგებდნენ, მაგრად დამიჭირეს. მე კი გაცხარებული, უსიტყვოდ ვებრძოდი და ვუტყამდი.
- რა დაგემართა, რატომ მირტყამ? - მომესმა ადამიანური ხმა.
- მამა? - ვიკითხე გაუცნობიერებლად.
თვალებში ძლივს გამოვიხედე.
- არ ვარ მამა, მაგრამ მოხდა რამე? ვინმე მოგდევს? - მკითხა კაცმა.
მისი დანახვისას, ეგრევე განზე გავდექი, თუმცა არაფერი შემიმჩნევია.
უკან გავიხედე, პერიმეტრი გავაკონტროლე.
- არ ვიცი - ვუპასუხე და ცოტათი დავმშვიდდი. მემგონი, მართლა აღარავინ იყო მჩხავანა ფრინველისა თუ დამპალი მოხუცის მსგავსი.
საცოდავად ამოვიკვნესე და სულ აღარ მადარდებდა, ვიღაც უსიამოვნოს გადავეყარე თუ სასურველს, მთავარია, ადამიანი იყო.
- დაჯექი, სახლში გაგიყვან - შემომთავაზა და მანქანის კარი გამიღო.
- არა, მადლობ, ახლოს ვცხოვრობ. - თვალი ავარიდე მის კეთილგანწყობილ სახეს და საკუთარ თავზე გავბრაზდი, რადგან მადლობას ვუხდიდი.
- ცუდად ხარ?
- არა.
- შენ ის გოგონა არ ხარ? კლუბში რომ ცუდად გახდა? - მკითხა გაოგნებულმა.
- კი, ეგ გოგონა ვარ - ვუპასუხე უხასიათოდ, თუმცა, გულის სიღრმეში, ადამიანის ნახვით გამოწვეულ ბედნიერებას, მაინც დიდი ჟრიამულით ხვდებოდა ჩემი ნატანჯი სული.
- ყოველ ღამით, კლუბში ჩემთან ერთად ცეკვავ, თუმცა თვალები მუდამ დახუჭული გაქვს - გამომიტყდა უხერხული ღიმილით.
გავაცნობიერე, რომ გეგის ველაპარაკებოდი და ცოტა არ იყოს, იმედი გამიცრუვდა, თუმცა ეგ არაფერი. მაინც ბედნიერად ვგრძნობდი თავს. - კლუბში... შენ? - ამოვილუღლუღე სირბილისგან დაღლილმა.
- ჰო. ერთად ვცეკვავთ ხოლმე, თუმცა მუდამ თვალები გაქვს დახუჭული და ფეხებზე გკიდია, ვინ გეცეკვება.
- ანუ მე კი არ ვცეკვავ შენთან ერთად, შენ ცეკვავ იმასთან, ვისაც საერთოდ არ აღელვებს გარშემომყოფები და თავისთვის ერთობა.
- გართობის არაფერი გეტყობოდა მაშინ - ცალი წარბი მაღლა აზიდა.
- ყველა თავისებურად ერთობა - თავი ვიმართლე. მართლა გასართობად მივდიოდი, თუმცა იქიდან, ათასობით ღამის კოშმარი მომყვებოდა თავზე შემომჯდარი.
- აქ ცხოვრობ?
- თითქმის.
- მაშინ, წესით უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს. სულ მინდა, მოვიდე და ვინაობა გკითხო, თუმცა ისეთი გასული ხარ, მერიდება შენი გამოყვანა. თავიდან მეგონა, რამე კლუბურ ნარკოტიკს გადაჰკრავდი და ისე ცეკვავდი ხოლმე. მერე მივხვდი, რომ უბრალოდ გოგონა ხარ, რომელიც მოდის, ცეკვავს, ცუდად ხდება და მიდის.
- ჰო, ეგეთი საინტერესო ცხოვრება მაქვს - საკუთარ თავზე გამეცინა.
- გეგი აბულაძეს იცნობ?
- ნეტა არ ვიცნობდე - ჩავიბურტყუნე ჩემთვის. - არა, არ ვიცნობ - ვთქვი მის გასაგონად.
- კარგი ტიპია, გაიცნობდა კაცი - მომმართა სიცილით.
- მაგარია საკუთარ თავზე მესამე პირში საუბარი - ვუთხარი ირონიული ღიმილით და სახლისკენ გავეშურე.
- რა გქვია? - მაინც არ მომეშვა.
- კეკელინა.
- რა გვარის ხარ კეკელინა?
- მემგონი, აღარ მახსოვს - ვუპასუხე დამცინავად, მაგრამ ვერ მიხვდა, რომ დავცინოდი.
- ნამდვილი ხარ თუ ამ შუაღამისას, ჰალუცინაციები დამეწყო?
- კლუბშიც ჰალუცინაციები თუ არ გჭირს ყოველდღე, ალბათ ნამდვილი ვარ.
- ანუ ნამდვილი ხარ. მოდი, გაგიყვან რაა. არ მინდა, ესეთმა გოგომ, ღამე მარტო იაროს.
- ღამე სულ მუდამ მარტო დადის ესეთი გოგო.
- გაგიჟდი?
- სიგიჟე ძალიან ზოგადი ცნებაა და ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს - დავამატე კისკისით. არ ვიცი, საკუთარ თავზე მეცინებოდა თუ ეს სიცილი უბრალოდ იმ ტირილის მაგიერი იყო, რომელსაც ჩემი უბადრუკი ჯირკვლები ვეღარ გამოყოფდნენ.
- დღესაც ხო არ წავიდეთ საცეკვაოდ?
- არ ვიცი, არ მგონია... უნდა წავიდე, ნახვამდის - ვუთხარი საბოლოოდ და ისე გამოვიქეცი, რომც სდომოდა, მაინც ვერ დამეწეოდა.

მეორე თავი

სკოლის დერეფანში მივაბიჯებდი ნელა, აუღელვებელად. რამდენიმე გოგონა ჩამწკრივებულიყო და ეშმაკურად მიღიმოდა. პერიმეტრი სუფთა იყო. არავინ დამიჭერდა ფაქტზე.
საპირფარეშოში შევედი.
ჩემი რამდენიმე მეგობარი ამაყად შემომცქეროდა და საძაგლად მომღიმარი ნიღბები გადაეკრათ სახეებზე. მეზიზღებოდა ეს ღიმილი. მეზიზღებოდა ის სკოლა და ყველაფერი, რაც ჩემს მაშინდელ ცხოვრებას უკავშირდებოდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ოდესღაც, ამ ყველაფრის ნაწილი კი არა, მოთავე ვიყავი.
- რა გინდათ? - ცახცახებდა საბრალო მარიამი, რომელიც ჩემს მეგობრებს, თავიანთ დამპალ საცეცებშიმოექციათ და ყველა ერთად ჩასისინებდა საშინელ სიტყვებს.
- ცუდი გოგონა ხარ, რადგან ძალიან გრძელი ენა გაქვს - ვუთხარი აუღელვებლად.
- მე არაფერი მიჭორავია... მე არასოდეს ვჭორაობ - ათრთოლდა და თვალები აუწითლდა, ცრემლი შეეპარა მზერაში.
გამწარებული ვეძგერე. წელში ისე მოვკაკე, წინააღმდეგობაც ვერ გამიწია. შეუბრალებლად მივათრიე და უნიტაზთან დავაჩოქე.
- თუ არ აღიარებ, ფსელის დალევა მოგიწევს! - დავემუქრე.
- არ გინდა კეკე, გეხვეწები - ტირილით მევედრებოდა და მაქსიმალურ წინააღმდეგობას მიწევდა, რომ მთლიანად არ გადამეყუდებინა უნიტაზის სიღრმეში, საიდანაც საზიზღარი სუნი ამოდიოდა.
- აღიარე! - ამაზრზენად შეუვალი, ჯიუტი და დაუნდობელი ვიყავი. შორიდან რომ ვუყურებდი საკუთარ თავს, ფილმის ყველაზე ბოროტი პერსონაჟი მეგონა, რომელსაც, დასკვნით ნაწილში, უეჭველად მოუგრეხდა ვინმე კისერს.
- მხოლოდ ის ვთქვი, რომ ზედმეტად ბევრის უფლებას გაძლევენ, რადგან მდიდარი ოჯახი გყავს - წარმოთქვა გულამოსკვნილი ტირილით.
დავიბენი...
მივხვდი, რომ მართალი იყო.
ცოცხალთა ჯოჯოხეთი გამოვატარე მას და კიდევ სხვა ბევრს, ამიტომ, ცხოვრებაში, ბევრი მქონდა უპატიებელი ცოდვა. მაშინ, ჩემს მეგობრებს, თვალებით ვანიშნე, რომ წასვლის დრო იყო და დავეხსენი საბრალო გოგონას.
ადამიანი იმკის ყველაფერს, რაც დათესა და ცხოვრება არავის შეარჩენს ბოროტების პატარა მარცვალსაც კი.
კადრი უკითხავად გადაირთო მომდევნო სიუჟეტზე:
კედელსმიშტერებული ქალი, უძრავად იჯდა სკამზე. თვალსაც კი არ ახამხამებდა. მხოლოდ, დროდადრო ირწეოდა ისტერიულად და იმეორებდა ფრაზას:
- დამიბრუნე ჩემი იმედი! - არ ვიცი, შესაძლოა, ისიც ღმერთთან ცდილობდა შეთანხმების მიღწევას. სახეზე, რამდენიმე ნაოჭი ეტყობოდა მკრთალად. ხანში შესული იყო, თუმცა, როგორც იტყვიან, კარგად მოვლას მაინც შეენარჩუნებინა მისთვის ახალგაზრდული იერი. ტანზე, ბუნებრივი ბეწვისგან შეკერილი ქურთუკი ემოსა. გარედან არ ჩანდა, თუმცა სამკაულებით გადაევსო ხნიერი გულმკერდი.
აღარც ბრილიანტები უნდოდა...
მზად იყო, ოხრადდატრიალებული ცეცხლისთვის შეენთო თავისი ძვირიანი ტანისსამოსი, ოღონდაც თავისი იმედი დაებრუნებინა.
ქალი არ ყვიროდა, არც ტიროდა, არც გოდებდა.
უბრალოდ, ერთადგილას გაშეშებულიყო და ხელოვნურად მომართული მექანიზმივით, ერთი მიმართულებით ეზიდებოდა სხეული წინ და უკან. სახეც გაქვავებოდა. ერთი შეხედვით, კაცი იფიქრებდა, რომ მიმიკის ნასახიც არ ებადა, თუმცა გადმოუცემ ტანჯვას ასხივებდა მისი უსიტყვო სახე.
უცრემლოდ კიოდა, კივილის გარეშე მოთქვამდა, მოთქმის გარეშე იხოკდა სახეს და სახის დახოკვის გარეშე უჩნდებოდა შემზარავი ნაკაწრები სამუდამო ტკივილისა. გული, გამეტებით ამოეგლიჯა ვიღაცას მისთვის და სულში, გავარვარებულ მაზუთს უღვრიდნენ, რათა ვეღარასოდეს გასთეთრებოდა ცხოვრება.
- დამიბრუნე ის, რაც მე მეკუთვნის და ცხოვრების ბოლომდე, ჩემთვის იყო განკუთვნილი - ჩაილაპარაკა გულში.
სადღა ჰქონდა გული?
გული გაყინული ცხედარივით ესვენა მის წინ და აღარ სცემდა, აღარ სუნთქავდა. ლურჯად შეღებილიყო გულის თეთრი ბაგეები. კანი იმაზე თეთრი ჰქონდა გულს, ვიდრე ოდესმე.
ეს სითეთრე, არც თოვლის მსუბუქ ფანტელებს ჰგავდა და არც ბამბის სასიამოვნო გუნდას.
ეს იმაზე საშინელი თეთრი ფერი იყო, ვიდრე სიკვდილს შეიძლება მოსდევდეს გადაფითრებული ნისლის სახით.
ოთხკუთხა ყუთში მომწყვდეული, ახალგაზრდა ქალის რობოტისებური ხმა კი მაყურებელს არაფრისმთქმელი გამომეტყველებითა და დაყენებული ხმის ტემბრით ამცნობდა, რომ სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა ვიღაცა... ვიღაც მნიშვნელოვანი, რომელსაც გაცხარებული მონდომებითა და სულის უღრან ტყეში მიძინებული, საშინელი წინათგრძნობით ეძებდნენ.
იმედს ჰგავდა ის, ვინც სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.
იმედი ყველაფერი იყო ადამიანებისთვის და მისი პოვნა იქნებოდა რწმენის დაბრუნების მსგავსი.
- დამიბრუნე! - კვლავ გაისმოდა აუღელვებელი, ნელი სიტყვები ქალისა, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში წამოკივლებულ, საყვარელი ადამიანის სახელს უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩურჩულს.
აღარც ბრილიანტები სურდა...
აღარც რამე, მსგავსი სიმდიდრის.
მხოლოდ თავისი თვალმარგალიტის დაბრუნება უნდოდა, რომელიც სახლიდან გასული, ჯერ არ დაბრუნებულიყო შინ.
გამომეღვიძა.
საპირფარეშოში გავიქეცი და ათი წუთის განმავლობაში, გულისრევა არ მინელდებოდა.
განადგურებული გამოვედი...
სასწრაფოდ, პროდუქტით უნდა მოვმარაგებულიყავი, თორემ ჰაერით კვებას დიდხანს ვეღარ შევძლებდი(მადა მქონდა დაკარგული ამ ბოლო დროს).
შხაპი მივიღე, კაპიუშონიანი მაისური ჩავიცვი, მოღრუბლულ ამინდში, მზის სათვალე გავიკეთე ქაჯივით და მაღაზიაში ჩავედი... თითქოს, კარგად შენიღბული ვიყავი. სინამდვილეში კი, აშკარად მეტ ყურადღებას ვიქცევდი და სახეზე ნიღაბჩამოცმულს ვგავდი.
გარეთ გამოვედი და ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება თუ ის არ შემემთხვეოდა, რაც შემემთხვა. ისევ ჩავაყუდებდი ადამანებს ფეკალიებით გატენილ დამპალ წყალში თუ იქამდე მოვეგებოდი გონს, სანამ, ცოდვით გადატენილი ჩემი სახე ცოცხალ დემონს არ დაემსგავსებოდა?
ალბათ, ვერასოდეს გავიგებდი.
ახლა უკვე ყველაფერი ძლიერ გვიანი იყო და მონანიების გარდა, არაფერი დამრჩენოდა.
გულის სიღრმეში, ვგრძნობდი, ბოროტება როგორ მხვევდა თავის მშვენიერ, სასტიკსა და შემზარავ კლანჭებს. მისი სითბოს წიაღში, პატარა ნაკადულივით ვიღვრებოდი.
ნუთუ, მსიამოვნებდა მისი შეხება?
ნუთუ, საკუთარ გაუმაძღარ არსებას თუ მივუშვებდი თავის ჭკუაზე, კვლავ ბოროტების სამუდამო საყვარელი გახდებოდა? სიამოვნებით გაუნაწილებდა თავის სუნთქვასა და სხეულს, სანაცვლოდ კი გაუბედურებული ხალხის კვნესას მიიღებდა და ამ კვნესის გაგონებაზე, სიხარულით აენთებოდა ჩაბნელებული სული.
არაფრისმომცემი ფიქრები, სწრაფად გადაფარა დღის სინათლის ხილვით გამოწვეულმა მოულოდნელმა განცდამ. ასე მეგონა, ათასი წელი, ბნელ ჯურღმულებში ვიყავი გამომწყვდეული და მოღრუბლული მზის ოდნავი სინათლეც კი საშინლად მჭრიდა თვალს მუქ სათვალეში.
აქამდე, არასდროს ვაქცევდი ყურადღებას ჯანსაღ კვებას, მაგრამ იმდენი ბოსტნეული და უსაფუარო პური ვიყიდე, გარშემომყოფნი იფიქრებდნენ, რომ ყველაზე ჯანმრთელად ვიკვებებოდი(თუმცა, ერთმა ბლოკმა სიგარეტმა გააფუჭა მთელი ილუზია).
გარეთ გამოვედი. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ამდენი აღჭურვილობის თრევამ დამღალა და ორიოდე წუთით, მიწაზე დავდე პარკი.
- გამარჯობა კეკელინა - მომესმა გოგონას ხმა. დაფეთებულმა შევხედე. ისე ვიყავი აღჭურვილი, მშობელიც კი ვერ ამომიცნობდა.
სახე გამეყინა, ყბა მომეღრიცა და გამალებით ამიძგერდა გული.
- მიცანი ჰო? როგორ ვერა, ალბათ მიცანი - მიღიმოდა და ჩამქრალ თვალებს, ზიზღით მანათებდა სახეში.
- მარიამ? - კანკალით აღმომხდა. გარშემო მიმოვიხედე, არავინ იყო. ჩემი ტერორის სურვილით შემოსილი გარემო, მთლიანად დაცარიელებულიყო და აღარავინ დარჩენილიყო ჩემ საშველად.
- მიცანი - გამიმეორა ყურებამდე გაღიმებულმა. - შენი ნახვა მსურდა... სპეციალურად, შენს სანახავად მოვედი - თვალებს არ მაცილებდა, გამაღიზიანებელ ღიმილსაც არ იშორებდა სახიდან.
- მოგინახულებ ხოლმე... - გამოსცრა ერთმანეთსმიბჯენილი კბილებიდან.
შეტრიალდა...
თავთან, უზარმაზარი ჭრილობა გამოუჩნდა. თითქოს, ვიღაცას მთელი ძალით ჩაერტყა ცული თავში. სისხლით მოთხვრილ გახსნილ ჭრილობაზე, თმა აბლანდვოდა და ზედ მისწებებოდა.
სისხლი უხვ წვეთებად ბჟუტავდა და თავისფრად ღებავდა ასვალს.
დავიკივლე.
უკანმოუხედავად გამოვიქეცი.
დაფეთებული სირბილისას, ფეხი გადამიტრიალდა და ვერ მივხვდი, ტკივილისგან გავენთხე ძირს თუ კიდევ რომელიღაცა კოშმარმა დამიგო მახე. ჩემი კრახისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ნატკენი ფეხით წამოვჯექი და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე.
მიპასუხე, მიპასუხე, მიპასუხე - ვევედრებოდი.
„ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“ - მპასუხობდა ქალის საზარლად ერთფეროვანი ხმა.
- სანი, ოღონდაც მიპასუხე - ვთხოვდი ხმამაღლა და წამდაუწუმ ვურეკავდი.
„ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან...სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა ის, ვის პოვნასაც, იმედის დაბრუნების ფასი აქვს“ - მიმეორებდა გამუდმებით.
- გოგონა, პროდუქტი დაგრჩათ! - ჩემი ნივთებით ხელდამშვენებული მომდევდა ახალგაზრდა ბიჭი. - ცუდად ხართ? დაშავდით?
- არაფერია, ფეხი გადამიბრუნდა - ვთქვი და წამოვდექი. თვალებში შევხედე... აშკარად, ცოცხლის მზერა ჰქონდა.
ფეხი არ მტკიოდა. წამიერ დაბნეულობას, შიშსა და პანიკას დავაბრალე უეცარი ვარდნა.
- კარგად ხართ? დარწმუნებული ხართ?
- დიახ, დიდი მადლობა - ზრდილობიანად გავუღიმე და ჩემი შეფუთული პროდუქტი გამოვართვი.
- უცნაურად დაცარიელდა უბანი არა? - მკითხა გაკვირვებულმა.
- ჰო, არავინაა.
- ალბათ იმას ეძებენ, ვინც სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.
- უკაცრავად? - გავოგნდი მის საუბარზე.
- ვთქვი, რომ ალბათ ყველა უფრთხის მოღრუბლულ ამინდს.
- დიახ, რა თქმა უნდა - უკანმოუხედავად გავეცალე.
* * *
თავი ათასი სისაძაგლით მქონდა გადაჭედილი. მეშინოდა, ზოგჯერ არ მეშინოდა და ჩემს გულში მიმალულ მამაც გოგონას ვიხმობდი, რათა ყველა აჩრდილთან, ერთი-ერთზე დამდგარს, დაუღალავად ებრძოლა. ეს მამაცი გოგონა, ერთდროულად, უშიშარიცა და სასტიკიც იყო. მას არ ადარდებდა გარშემო მყოფი ადამიანები, გარდა ოჯახისა. პატარა, საზიზღარ რობოტს ჰგავდა, რომელიც ადამიანთა გასამწარებლად მოქოქილიყო და მხოლოდ ერთ პატრონს ემორჩილებოდა. მხოლოდ ერთი პატრონი უყვარდა, მხოლოდ მისი ღიმილი უღირდა მთელ სამყაროდ.
ხშირად, გაბედულობა და შიშის არ ქონა, ადამიანის უარყოფით მხარედ ქცეულა. ჩემს გაბედულ მეორე ნახევარს, ხალხთა ჩაგვრა უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა. იმის კი არ ეშინოდა, რაც ამ ყველაფერს შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მათი ტკივილი, ერთბაშად მიჰქონდა ძარღვებში და უხალისდებოდა სისხლი, რომელიც დაცინვითა და ირონიით ჩქეფდა.
ის მონსტრი იყო.
მონსტრი, არაფერში მჭირდებოდა, ზიანს მაყენებდა და ამავე დროს, სასიცოცხლოდ მესაჭიროებოდა მისი დახმარება.
ზოგჯერ, მონსტრის პიროვნებად გარდაქმნის ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ გამოაცალო ყველა საშინელი თვისება და დაუტოვო მხოლოდ ის, რაც სიცოცხლისთვის წაადგება.
ჩემი მონსტრისთვის კი სიმამაცე უნდა შემენარჩუნებინა, რათა დამხმარებოდა.
ასეთი ფიქრების შემდეგ, მივხვდი, რა მინდოდა ყველაზე მეტად - ისევ გოგონა გავმხდარიყავი, რომელიც თავს მიმზიდველად და სასურველად გრძნობს, თუნდაც ერთი ღამით. სასიამოვნოდ შევიმოსე, ორიოდე სამკაული ავიკინძე და ცოტაოდენი მაკიაჟიც წავითითხნე (თუმცა, როდესაც კლუბში მიდიხარ, ცეკვისას, ისე იწურები ოფლისგან რომ ზედმეტის წასმას მაინც არ აქვს აზრი, ისედაც ჩამოგერეცხება ადგილზევე).
დაცვის კაცმა ბავშვურად გამიღიმა და ხელიც მსუბუქად ჩამირტყა (წლებია, მიცნობდა). მგონი, ნელ-ნელა, ისევ ჩვეულ ცხოვრებას ვუბრუნდებოდი. ხალხმრავლობამ, დამძიმებული გული, ხალისითა და სიხარულით ამივსო.
მუსიკის პირველივე ჰანგებზე, თითისწვერებზე ამეზიდა სხეული. ჯერ რაღაც უცნაური მოძრაობები ვაკეთე, მელოდიის გახურებასთან ერთად კი მოძრაობები გიჟურსა და სწრაფ რითმებს ავაყოლე და ცოტახანში, პატარა მხეცს დავემსგავსე, რომელიც ცეკვისას, სამი ადამიანის ადგილს იკავებდა.
სურნელის მიხედვით ვხვდებოდი, რომ რამდენიმე ადამიანი მეცეკვებოდა თანმიმდევრობით. უკანასკნელის სურნელი კი ყველაზე მძაფრად ვიგრძენი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ის იკავებდა მოწინავე ადგილს. თვალი მუდამ დახუჭლი მქონდა, შესაბამისად, ადამიანებსაც არომატის მიხედვით ვცნობდი.
თვალები გავახილე.
მცოცავი განათება, თვალებს მჭირდა, თუმცა მაინც ვიცანი, რომ გეგი იყო.
- არ მეგონა, რომ ოდესმე, ჩემს დანახვას მოინდომებდი - ჩამყვრა ყურში.
- დალევა მინდა! - ვუპასუხე ყველაფრის მაგივრად.
ერთდროულად, დაიბნა და ამოუხნელი სიხარული გამოეხატა სახეზე.
- ამაზე მეტად, მგონი არაფერი გამხარებია ბოლო დროს - გაეცინა და ბართან მივედით. ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა. კოქტეილის სახელს ვერასოდეს ვიმახსოვრებდი, გრძელი და რუსეთთან დაკავშირებული სიტყვა იყო. ცოტა არ იყოს, მრცხვენოდა ამ სასმელის სიყვარული, თუმცა მას ყველაფერი ჰქონდა, რაც მიყვარდა - ლიმონი, სიტკბო, სიმჟავე, არაყი.
ეს კი მაიძულებდა, წარმოშობაზე დამეხუჭა თვალი.
ახლაც ვერ დავიმახსოვრე მისი სახელი, თუმცა საკმაოზე მეტად გრადუსიანი იყო.
- ყველა ნორმალურ კლუბს ვსტუმრობ ქალაქში, თუმცა არასოდეს მინახავს, ვინმე შენნაირი სიყვარულით ცეკვავდეს - სამი ჭიქის შემდეგ გამომიტყდა გეგი.
- დღეს განსაკუთრებულად დავიღალე, თუმცა მადლობ, მიხარია რომ ვიღაცას ჩემი პრიმიტიული ცეკვა მოსწონს.
- ხუმრობ ხო? ქალებიც კი ერთმანეთს ასწრებენ, რომ გამოგიცეკვონ. შენ კი, თვალის გახელის ღირსადაც არ აგდებ არავის. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ისე ჩანს, თითქოს ყველას ეცეკვები და საბოლოოდ, არავინ რჩება გულდაწყვეტილი.
- ეგ უკვე საშინლად უცნაურია.
- რა არის უცნაური?
- ის, რომ ჩემგან გულდაწყვეტილი არავინ რჩება...
იმ ღამეს, იძულებული ვხდებოდი, თვალი გამეხილა, რადგან გეგის ვეცეკვებოდი და უხერხული იქნებოდა, გაუცნობიერებლად, დამატებით ათი პატრნიორი რომ გამომეცვალა. ორი საათის განმავლობაში, არც ერთი გავჩერებულვართ.
ცეკვა ყველაზე სწრაფად აახლოვებს ხალხს. მითუმეტეს, თუ ამ ცეკვებში, არც ერთი რომატიკული ელემენტი არაა და ორივე მხარე, ბავშვური მოძრაობების ფონზე ერთობა.
მოულოდნელად, ჩაბნელებულ დარბაზში, მზერა მხოლოდ ერთ, მოძრავ წერტილზე გავაშეშე და მას ავაყოლე თვალები გიჟურად.
ცეკვა შევწყვიტე... დავფეთდი.
სახეზეც დამეწერა, რომ თავზარი დამეცა.
გეგიმ, ხელების მოძრაობით მანიშნა, რა ხდებაო.
- მისმინე - მის ყურთან ახლოს მივწიე სახე - ახლა მაქსიმალურად უნდა მომეფარო და ისე გავძვრეთ გარეთ, რომ ხალხის იმ მონაკვეთიდან, ვერავინ დამინახოს - თითით ვანიშნე ჩრდილოეთი.
ცოტა არ იყოს, დათვს ჰგავდა.
ერთი შეხედვით, კარგი აღნაგობის ბიჭი იყო, თუმცა ხელებს რომ გაშლიდა და ყველა კუნთს აგიფრიალებდა ერთმანთის მიმდევრობით, საუცხოო აღნაგობის ბიჭად გარდაისახებოდა.
მაგრამ მე ის ყველა ვარიანტში უნდა შემძულებოდა.
თუმცა, ვხვდებოდი, რომ მეგობრობის რამდენიმე მარცვალი ჩამთესვოდა გულში და ეს ფაქტი, მომავალში, სიძულვილთან დაკავშირებით, ხელს შემიშლიდა.
- არ მითხრა, რომ შენი ახლანდელი, ყოფილი ან მომავალი შეყვარებული იყო - გასკდა სიცილით, როცა გარეთ გამოვედით - თუმცა, მომავალზე და ახლანდელზე, ნამდვილად არ გამეცინება.
- შეყვარებული გამოაკელი მაგ წინადადებას და ძმა ჩაამატე. - ამოვთქვი საცოდავად და გულზე მივიდე ხელი.
ვქოშნებდი არა დაღლილობისგან, არამედ აღელვებისგან.
ჯანდაბა! სიგიჟემდე მომნატრებოდა სანი და მისი დანახვით გამოწვეულ გულისცემას, ვერანაირი სტატუსის მქონე შეყვარებულის დანახვის გულისცემა ვერ გადაფარავდა....
ვერასოდეს!
- შენი ყოფილი, ახლანდელი და მომავალი ძმაა? - მკითხა გეგიმ.
- დიახ.
- მოიცა, ის ბიჭი... შენ? - ძალიან დაიბნა.
ვხვდებოდი, რომ არც ისე შესაშურად ვითარდებოდა ჩემი საქმე.
ცოტახანს, თავისთვის იმარჩიელა. გონებაში მოსიარულე ყველა ეჭვი, სახეზე ეხატებოდა უშეცდომოდ.
და ბოლოს ამოთქვა:
- კეკელინა! შენ კეკელინა ჯაფარიძე ხარ! თორნიკეს შვილი.
- one and only - დავაყოლე, რათა ცოტაოდენი იუმორი შემომეტანა, თუმცა არც ისე კარგი დრო დაემთხვა ამ ნიჭის გამომჟღავნების.
- ჩემი ბედის დედას შევე*ი! - სახეზე შემოირტყა ხელები - კეკელინა ჯაფარიძე! - უკვე საკუთარ თავს უმეორებდა და უცნაურად გამოხატავდა გაოგნებასა და ბრაზს.
ჰო, კეკელინა ჯაფარიძე ვიყავი და ეს დიდ პრობლემას წარმოადგენდა ყველასთვის.
მთელი ის დრო, როცა გეგი ბედსა და საკუთარ თავს ეჩხუბებოდა, მე ისევ ჩემი ძმით გამოწვეულ გრძნობებზე ვფქირობდი.
დანახვამ გამანადგურა, მასთან საუბარი კი საბოლოოდ მომიღებდა ბოლოს.
ჯანდაბა! ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა და ამ გრძნობას, ჩემს სულში გამეფებული ქარიშხალი, გულის კედლებზე ჩამოსმული დიდი ბრჭყალები და არეული გონება, ერთდროულად მიდასტურებდა.
- ვაიმე, შენ...შენ! - ისევ გავიგონე გეგის ქოთქოთი - შენ გეძებენ... - დამიმატა უკანასკნელად და ამ სიტყვამ, კიდევ უარესად დაიმონა ფიქრები.


მესამე ნაწილი
- გეგი, თუ არ დაწყნარდები და შოკიდან არ გამოხვალ, უბრალოდ წავალ, რათა საკუთარ თავთან შეძლო გაოგნების ბოლომდე გამომჟღავნება - უკვე ნერვები ამეშალა, გეგონება, გაცოცხლებული კურტ კობეინი დაენახა.
- კარგი, დავწყნარდი - მომმართა რამდენიმეწამიანი ყოყმანის შემდეგ. - შენ მთელი ქალაქი გეძებს კეკელინა, იცოდი?
- უი არა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სახლიდან გაქცევის შემდეგ, ოჯახი ძებნას დამიწყებდა - გულხელი დავიკრიფე და ირონიულად გავუღიმე.
- შენ თორნიკეს შვილი ხარ!
- მადლობ, რომ გამახსენე. მამაჩემის ვინაობა აღარ მახსოვდა - კვლავ გადმოვღვარე ულევი ცინიზმის მდინარე.
- არ უნდა გამეგო ეს ყველაფერი გესმის? ახლა ჩემი ადამიანობის საკითხს აყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ. თუ წაგიყვან, თორნიკეს გაეხარდება, შესაძლოა, მუხლებში ჩამივარდეს ბედნიერებისგან და ფეხისთითები მიკოცნოს, თუმცა მეორე მხრივ, თუ ვერ გიპოვნის, უბედური იქნება.
- მეორედ, ასე აგდებულად მოიხსენიებ თორნიკეს და მერწმუნე, ისე მიგბეგვავ, მთელი წელი, წელში ვეღარ გასწორდები! - დავემუქრე ჩემზე ოცი-ოცდაათი სანტიმეტრით მაღალ ბიჭს - მუხლებში ჩაგივარდება და ფეხებს დაგიკოცნის კი არა, აქეთ არ დაგაკოცნინო მისთვის ფეხის ფრჩხილები, გასაგებია?
- ძალიან ხომ არ ტლიკინებ? - გაბრაზდა, თუმცა როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც ვერ ბრაზდებოდა და სიცილი ეპარებოდა ტუჩებზე.
- რა მნიშვნელობა აქვს. აქედან ვახვევ, სანამ ჩემს ძმას დავუნახივარ და შენ შეგიძლია, მთელს სამყაროს მოსდო, რომ მნახე. სამაგიეროდ, აზრზე არ ხარ, სადაც ვცხოვრობ.
- კეკელინა, შენთან ჩხუბს არ ვაპირებ. მართლა.
- მაგას არც გირჩევდი - გამეღიმა და სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი.
როდესაც მეგონა, რომ გეგი კლუბში შებრუნდა და გართობა გააგრძელა, სწორედ მაშინ ჩამესვარა ფიქრებში. ჩემს ნაბიჯებს აყოლებული, მანქანის ნელი მოძრაობა ვიგრძენი.
ამოვიოხრე და უკან მივიხედე.
იმ წამს, მართლა ვიმედოვნებდი, რომ გეგი ყოფილიყო, თორემ ისეთი მობეზრებული მყავდნენ, ღამის წყვდიადს დასაკუთრებული, ათასგვარი აჩრდილებდი, რომ მზად ვიყავი, ერთი მაგრად შემეკურთხა ყველასთვის.
დავწყნარდი. მართლა გეგი იყო და მორიდებულად მომღიმარი მიცქერდა.
- მთვრალი ხარ და მარტო ნამდვილად ვერ გაგიშვებ.
- შენც მთვრალი ხარ და მირჩევნია, მარტომ ვიარო, ვიდრე მანქანაში ჩაგიჯდე. მართალია, შორიდან თავზეხელაღებული ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, თუმცა სინამდვილეში, საკუთარი ბედი მედარდება.
- კარგი, რა გაეწყობა, შენი ფეხით მიცილება მომიწევს - მანქანიდან გადმოვიდა. ეს ბიჭი, ჩემზე ჯიუტი ჩანდა და მივხვდი, ვერაფერს გავაწყობდი.
- ნამდვილად არ ვარ ისეთი გოგო, ვისაც სახლში მიცილება სჭირდება გეგი - ამოვიოხრე და თითქმის თვალებში ჩავხედე.
- პირიქით, ისეთი ხარ, ვისაც დიდი სიამოვნებით აეკიდება ნებისმიერი მანიაკი.
- ამას კომპლიმენტად მივიღებ, თუმცა მანიაკი უკანასკნელია, რისი შიშიც შეიძლება მქონდეს - უსუსურად ამოვთქვი და ჩემს ცხოვრებაში დატრიალებული, უკანასკნელი მოვლენები გამახსენდა. საერთოდ, როგორ ვიდექი ორ ფეხზე ან როგორ ვახერხებდი უდარდელად სუნთქვას, როდესაც ხის ფოთლების მაგივრად, მრავალტოტიანი მონსტრები დამყვებოდნენ ფეხდაფეხ?
- ამ ჯაფარიძეებში ხომ ერთ ნორმალურს ვერ გამოარჩევ - ჩაიქირქილა უკმაყოფილოდ. მე კი ვორჭოფობდი, მაგრად მომედო მისთვის ყბაში თუ თავი შემეკავებინა.
ბოლოს, გადავწყვიტე, ძალიანაც არ გავკადნიერებულიყავი, რადგან ადამიანებზე ძალადობა, ძალიან ძვირად მიჯდებოდა.
- შეგიძლია წახვიდე გეგი - გავუღიმე ძალით. გამოვტრიალდი.
- არ შემიძლია - ამეკიდა.
- ვერ ვხვდები, რა გინდა?
- გეტყობა, რომ რაღაც გაწუხებს. იქნებ, დახმარება შემიძლია?
- ძალიან მეეჭვება.
- რატომ?
- მკვდრებს ვეღარ ეხმარებიან.
- მკვდარი ხარ? - ყველაზე სულელური პასუხი დამისვა, რაც კი იმ მომენტში შეეძლო.
- როგორ გამოიცანი?
- ვხუმრობ. სულიერად მკვდარი იგულისხმე?
- რა თქმა უნდა - გულწრფელად გავუღიმე და წამოვედი. ამჯერად, აღარ ამდევნებია. ნელა მივაბიჯებდი ღამის მშვენიერი ფერებით მოხატულ სამყაროში და ვიცოდი, ათასობით დამპალი წყვდიადის დემონი ნადირობდა ჩემზე, თუმცა ფეხებზე მეკიდა.
ახლა ნამდვილად ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, რადგან დღეს, ჩემი ძმისთვის მომეკრა თვალი და მისი დანახვა, ნებისმიერ დამთრგუნველ თრთოლვას გადაფარავდა. რამდენჯერაც არ უნდა გვეჩხუბა, რამდენი შეურაცხმყოფელი, უწმაწური სიტყვაც არ უნდა გვეკადრებინა ერთმანეთისთვის, ის მაინც ჩემი სინათლე იყო, რომელიც ყველა ნაბი*ვარ დემონს ამოსცხებდა უკანალში პანღურს და ჯოჯოხეთში შეაბრუნებდა თავით.
სანი თითქმის მამაჩემი იყო. ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი და მამაჩემზე გაცილებით სუსტი, თუმცა „თითქმის“ხომ შესაფერისი სიტყვაა ადამიანების შესადარებლად?
ვაღიარებ, გაცილებით უკეთესი დღე მქონდა, ვიდრე სხვა დანარჩენი, რომელიც ძლიერი გაჭირვებით ჩამოვიტოვე უკან, თუმცა იგივეს ძილზე ვერ ვიტყვი. ჩვეულებრივ, რამდენიმე, შავთეთრი კადრი ირეოდა ერთმანეთში და გაფუჭებული რადიოს შხრიალს ჰგავდა სხვადასხვა ადამიანის ერთდროული საუბარი.
ახლა, უფრო გარკვევით ვხედავდი ტელევიზორში გამოკეტილ ქალს, რომელსაც თმის თითოეული ღერი დაევარცხა თანმიმდევრობით, თმის ფერი არც ძალიან ღია და არც ძალიან მუქი ჰქონდა. ალბათ, ბევრს ფიქრობენ ხოლმე თავიანთ ვიზუალზე, რომ ზედმეტად თვალშისაცემიც არ ყოფილიყო, თუმცა ეფექტურობა მაინც შეენარჩუნებინა. ყავისფერი თვალები ჰქონდა, ზოგჯერ ახამხამებდა და მუდამ ზომიერად მომღიმარი გამომეტყველებით აცნობდა მაყურებელს, რომ სახლიდან გავიდა და შინ არ დაბრუნებულა ის, ვინც ვიღაცეებისთვის, ზედმეტად ძვირფასი იყო.
კადრმა ნელა გადაინაცვლა კაცის თვალებზე. „ღმერთო, რა ლამაზი ლურჯი თვალები აქვს“ - ვფიქრობდი და ძილშიც კი ღიმილი იპყრობდა ჩემს დავრდომილ სხეულს. ისედაც თეთრი კანი, სახეზე შემაძრწუნებლად გადაფითრებოდა, სქელი ტუჩებიდან კი უკანასკნელ წვეთამდე გამოდევნილიყო ცხოვრების ტკბობის ყველანაირი კვალი.
ის გიჟს ჰგავდა... შეურაცხადს.
ადამიანთა რამდენიმე ჯგუფი, ცალ-ცალკე ათვალიერებდა ჭაობებს, ტყესა და მინდვრებს. კაცი კი, ერთდროულად ყველა მათგანთან ახერხებდა ყოფნას და თავისი მიმართულებითაც, უგზო-უკვლოდ დარბოდა.
ვიცოდი, რომ მას ფრენა შეეძლო.
-მერე აფრინდი და მაღლიდან შეათვალიერე ყველა კუნჭული - ტელეპატიურად ვცდილობდი, მისთვის ეს სიტყვები მიმეწვდინა. – აფრინდი, შენ ხომ ანგელოზი ხარ. ვიცი, რომ შეგიძლია ფრენა.
მაგრამ რას შეაგნებინებდი ანგელოზს, რომელსაც კვლავ ადამიანი ეგონა თავი?
და საერთოდ, რას შეაგნებინებდი ადამიანს, რომელიც გადარეულივით, თავისი ცხოვრების უკანასკნელ იმედს ეძებდა?
- დამიბრუნე! დამიბრუნე! დამიბრუნე! - მოთქვამდა კაცი უხმოდ. სურდა,მუხლებზე დაემხობილიყო და მთელი ძალით, თავისი იმედიანი გლოვის სულიშემძვრელი მძივარება დაენახვებინამთელი სამყაროსთვის.
- დამიბრუნე! დამიბრუნე ის, ვისთვისაც დავიბადე, ვისთვისაც მოვევლინე ამ ქვეყანას. მხოლოდ ის დამიბრუნე, სხვა იმედი მე არ მჭირდება ამ სამყაროში. სხვა იმედი, არ არსებობს.
ზღვისფერი თვალები მოღრუბლვოდა და აღელვებული ტაღებივით გმინავდა. როგორ უნდოდა, მიწაზე განთხმულიყო, როგორ უნდოდა, თავისი სისუსტე, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოემჟღავნებინა.
- ჯანდაბა! დათრგუნე ეს სიამაყე, დათრგუნე ეს დაწყევლილი სიამაყე და სიმწრისგან, მიწისჭამა დაიწყე. შენც ხომ ეგ გინდა? მიწის ჭამა გინდა, რადგან შენი იმედი, მიწაზე თუ აღარ დააბიჯებს, მიწაზე ხომ მაინც გდია? ჭამე ეს წყეული მიწა! იქნებ მიწამ მაინც გაგანდოს, მასში ჩამარხული საიდუმლოება.
სიცოცხლისთვის სჭირდებოდა იმედი.
ჯერ თავად უნდა მომკვდარიყო და შემდეგ გამქრალიყო ისიც თუ ბედისწერას ასე სურდა, მაგრამ პირიქით, არასდროს!
ერთი წამიც ვერ იცხოვრებდა სამყაროში, რომელშიც მისი სურნელი, სიცილი, თვალები არ იარსებებდა. არ სურდა. მისით საზრდოობდა, ჰაერის მაგიერ, მის სახელს სუნთავდა.
გამეღვიძა.
გული ისე მიფრიალებდა, წამოდგომისთანავე, კორსიზის სურნელი გავაფრქვიე მთელს სახლში. ახლა უკვე, სახლად აღვიქვამდი ამ ადგილს. მყუდრო და ლამაზი იყო.
ლეპტოპი გავხსენი. სანამ ათას სისულელეში შემომეხარჯებოდა ფული, პატარა, იაფფასიანი მანქანის ყიდვა შემეძლო და შემდეგ, ერთ ადგილას აღარ მომიწევდა გაუთავებელი ბოდიალი. დღის შუქსაც თამამად მივუშვერდი სახეს, აღარ შემაშინებდნენ მზის სხივები.
ცოტახანში, საუზმე გავიმზადე ჩემთვის. კვერცხი მოვიხარშე და ბოსტნეული მოვთუშე. მშვენიერი გურმანი ვიყავი. ზოგჯერ, ექსპერიმენტების ჩატარება მიყვარდა და ყველაფერი გამომდიოდა. ძალიან მამშვიდებდა კულინარია. ადრე ვფიქრობდი, საკუთარი ქმარ-შვილი თუ მეყოლებოდა, არასდროს ვიწუწუნებდი მათთვის სადილებისა და საუზმების მზადებაზე.
ახლა ძალიან მეცინებოდა ეგეთ ფიქრებზე, რადგან საკუთარი თავის მოვლაც კი ჭირივით მეზიზღებოდა. ამას დამატებული, კიდევ ორი ადამიანი ხომ, საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანდა, ისედაც სულით ავადმყოფს.
მომავალთან დაკავშირებული ყველა ამბავი, ძალიან ბუნდოვანი მეჩვენებოდა.
არის ხოლმე ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, როცა საკუთარ თავს ვერ ხედავ 10 წლის შემდეგ. ასე მეგონა, რომ ვიღაც მჭირდებოდა, ვინც ერთ ადგილს ამაწევინებდა, მაგრად შემომილაწუნებდა სახეში და მეტყოდა: „შე იდიოტო, ცხოვრება თვალსა და ხელს შუა გეკუჭება. მიხედე მას, სანამ გვიანი არ არის!“
ასეთი დედა მყავდა...და მამაც...
ნუ, ზოგჯერ ალექსანდრეც.
მაგრამ გამოვექეცი მათ.
ასეთი განცდების, სიზმრებისა და გუშინ დანახული ჩემი ძმის გავლენით, ავდექი და მშობლიურ სახლთან მივიპარე. ეზო ქაოსში ჩაფლულიყო, მამაჩემის მანქანა არსად ჩანდა, თუმცა ბებიაჩემის ზურგს მოვკარი თვალი.
ფანჯარას მიყრდნობოდა.
წელში მუდმივად გამართული და ამაყად ნიკაპაწეული მიმზიდველი ქალი, ახლა საშინლად მოკაკული მეჩვენა. შემეშინდა, არ დავენახე.
9 საათზე, ჩემმა ძმამ ევა გამოიყვანა სახლიდან და სკოლაში წაიყვანა.
სანი ვერასდროს იღვიძებდა ადრე.
რა დაემართა?
ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ჩემი ძმა რამდენიმე წუთში, უკან მობრუნებული, კვლავ დავინახე ჩვენს ქუჩაზე. საეჭვოდ დადიოდა.
ავეკიდე.
ყველა შესახვევში უხვევდა და უკან ბრუნდებოდა. შემდეგ კი ახალ ქუჩაზე გადადიოდა, იქაც ყველგან ეჩხირებოდა.
აქეთ-იქით ლოთი კაცივით დაეხეტებოდა უმისამართოდ და მხოლოდ „სადა ხარ ჩემო სულიკო“-ს სიმღერაღა აკლდა მეტი დრამისთვის.
ნეტავ რა უნდოდა?
შეიძლება, შეყვარებულს დაშორდა და ფეხით სეირნობა შველოდა მის გაბზარულ გულს.
ცოტახანში კვალი დავკარგე.
ნერვებმოშლილი, ჩაფიქრებული მივაბიჯებდი, მანქანასთან მიყუდებული გეგი რომ დავინახე. მეგობრებს ელაპარაკებოდა.
ღმერთო ჩემო, როდის აქეთ იღვიძებს მთელი ქალაქი 9-ზე?
- ქალბატონო კეკელინა - დამიძახა სიცილით.
მივუახლოვდი.
- უფრო ხმამაღლა იყვირე, რომ ყველამ გაიგოს და დამინახოს - უემოციუოდ გავუღიმე და გავტრიალდი...
მაღაზიიდან ჩემი ძმა გამოდიოდა.
ფუ ამის!
გეგის შევხედე და მისკენ გავექანე. მისი რამდენიმე ძმაკაცი უხეშად გავწიე და გულში მოსიყვარულე საყვარელივით ჩავეკარი(თან ძალიან გრძელი იყო და ახტომა მომიწია).
გეგი გაქვავდა.
სრულმა სიჩუმემ დაისადგურა.
გულახდილად რომ ვთქვა, გეგიზე მთლიანად ვიყავი აკრული და წონასწორობის შესანარჩუნებლად, წელზე ფეხებიც შემოვაჭდე მაგრად.
ყველაფერი ისე ჩქარა გავაკეთე, მეცინა თუ მეტირა, აღარ ვიცოდი.
აქვე, შემიძლია დავამატო, მაღლა კარგი ჰაერი იყო.
როდესაც დავრწმუნდი რომ ჩემმა ძმამ ჩაიარა, ჩამოვეხსენი.
ისევ შოკში იყო ყველა.
- რაა? - საკუთარ თავს ჰკითხა ჩაფიქრებულმა გეგიმ.
- არ ვიცით - უპასუხეს ასევე შოკირებულმა მეგობრებმა.
- სასიამოვნო იყო თქვენთან ყოფნა. აბა, არ დავიკარგოთ - გავუღიმე და ხელი დავუქნიე.
წამოვედი.
ისტერიულად მეცინებოდა. აი ისე, როგორც აქამდე არასოდეს.
თან, მშვენიერი დღე გამთენებოდა, რადგან რამდენიმე ნამდვილი ადამიანი ვნახე და არც ერთ მათგანს არ უთქვამს უცნაური ფრაზები, უცნაური ფაქტების შესახებ.
გეგი გამომედევნა.
- კეკელინა! - დამიძახა ისევ ხმამაღლა.
- ღმერთმანი, გეგი! არ შეგიძლია, სხვა სახელით მომმართო, როცა იცი, რომ მთელი სამყარო ნადირობს ჩემზე?
- ლინა - მითხრა ხმადაბლა.
- არა, ლინა არა. - თავი გავაქნიე.
- კეკე?
- არც ეგ.
- კუკური?
- გეყოს რაა.
- კარგი თამარ, მაგრამ ის რა იყო, რაც წეღან გააკეთე?
- არაფერი ისეთი, ასე ვესალმები მეგობრებს - ვუთხარი სრული სერიოზულობით. უკვე ეჭვისთვალით ვუყურებდი იმფაქტს, რომ ასეთ სიტუაციებში, ხარხარისგან შემეძლო თავის შეკავება.
- ძალიან უცნაური ხარ.
- კარგი, ნახვამდის - თვალი ჩავუკარი (ეს რაღა ჟესტი იყო?)
- მისმინე...უბრალოდ, გარშემო მიმოიხედე.
- რაა?
- გარშემო მიმოიხედე.
მიმოვიხედე.
- მერე? - ვკითხე დამცინავად.
- უფრო დაკვირვებით.
უფრო დაკვირვებით მიმოვიხედე.
ამის დედაც!
ხეებზე, სადარბაზოებსა და შენობების კედლებზე, ჩემი სურათები იყო გამოჭიმული წარწერით „იძებნება“.

ნაწილი მეოთხე

- ღმერთო - ამოვთქვი გაოგნებულმა. ჟრუანტელი პეპლებივით გამეფანტა სხეულში და ყველამ ერთად, ერთდროულად აათამაშეს ფრები, რათა უფრო აუტანელი გამხდარიყო მათთან თანაცხოვრება.
კაპიუშონიანი მოსაცმელი გაიხადა გეგიმ. მეტყველებისუნარდაკარგულს, უსიტყვოდ შემომაცვა და თმაც შიგნით ჩამიმალა.
ვაღიარებ, საუცხოო სურნელი ჰქონდა მის სამოსს.
- წავედით. - მომმართა წყნარად.
- მეძებენ - ვჩურჩულებდი ჩემთვის. მთლიანად გეგის მიმართულებას მივნდობოდი, ავტომატურად ვადგამდი ნაბიჯებს და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მეძებდნენ.როცა სადღაც მიყრუებულში, ბუჩქნართან ჩამომსვა, სადაც მხოლოდ ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, კიდევ ერთხელ გავუმეორე გეგის ეს სიტყვა: - მეძებენ!
- ჰო კეკელინა. გეძებენ, აბა რა გეგონა?
- არ ვიცი - მხრები ავიჩეჩე - გეგი, სიგარეტი გაქვს?
- კი. ახლავე. - სასწრაფოდ მოისინჯა ჯიბეები და სიგარეტი გამომიწოდა თავის ცეცხლიანად.
მიყვარდა ეს ჟესტი.
როდესაც, 17 წლის სანი და 21 წლის მე, ჩუმად ვეწეოდით, მაშინ დიდი სიყვარულის გამომჟღავნებად ვთვლიდი, როცა თავად მიკიდებდა სანთებელას.
- კეკელინა, შემიძლია რამეში დაგეხმარო? - გვერდზე მომიჯდა.
- არ ვიცი. არც კი ვიცი, რა მჭირდება რომ შემდეგ, დახმარება ვითხოვო.
- იქნებ, ცეკვა გჭირდება?
- დღის შუქზე? ღია ცის ქვეშ?
- არა. ღამით, კლუბში.
- ეგ ცოტათი მშველის ხოლმე. სახლში უნდა წავიდე გეგი - წამოვდექი და მოსაცმელი გავუწოდე.
- გქონდეს - გამიღიმა პასუხად - ხომ იცი, მაინც შევხვდებით ერთმანეთს და დასაბრუნებლად, ბევრი დრო გექნება. სხვათაშორის, შენს ნომერს თუ მომცემ...
- არ მაქვს ტელეფონი.
- ასეც ვიცოდი - სინანულით გააქნია თავი. - სახლშიც არ გამაყვანინებ თავს ხო?
- არა.
- დედაჩემის მერე, ერთადერთი გოგო ხარ, ვისაც ამდენი არა აქვს ჩემთვის ნათქვამი.
- ხომ ხედავ როგორ დავახლოვდით? უკვე დედას მადარებ - ლოყაზე მოვუცაცუნე ხელი.
- არა, ეგრე არ უნდა გაგეგო ჩემი წინადადება - თქვა კატეგორიულად. - და საერთოდ, იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს, აზრად მოგდის, რომ სხვაგან გადახვიდე?
- მერე?
- მერე როგორ გნახო?
- სხვაგან ვერ გადავალ. ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილია დასამალად - გამოვუტყდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვენდობოდი. გეგისთან ყოფნისას, ყველანაირი დღისა თუ ღამის მოჩვენება ქრებოდა და რჩებოდა მხოლოდ რეალობა, რომელიც ჰაერივით მჭირდებოდა. - ახლა, მართლა უნდა წავიდე.
- აუ, კარგი რაა.
- კლუბში გნახავ - ვუთხარი დასაშოშმინებლად. მართლაც, უსიამოვნო გამომეტყველება, წამებში, ღიმილად გარდაექმნა.
სახლში მივედი. იმ წამსვე ვინანე, რომ გეგისთან ერთად, ცოტახანს მაინც არ დავრჩი გარეთ. მარტოობასთან ერთად, დამზაფვრელი ფიქრებიც მიტევდა ხოლმე და მთელი ძალით ვცდილობდი, ჩემს გონებაში დატრიალებული ყველა უსიამოვნება გამექარწყლა, თუმცა არ გამომდიოდა. არ მასვენებდა, მოგონებები მოხუც, საშინელ მოჩვენებასა და თავგატეხილ გოგონაზე, რომლებიც აჩრდილებივით დამყვებოდნენ კუდში. მათ სიახლოვეს მაშინაც ვგრძნობდი, როდესაც ვერ ვხედავდი. ყურში, ფრინველთა პირქუში წივილი ჩამესმოდა და ნორმალურად სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
გონება დავძაბე.
„რამდენიმე ბედნიერი მოგონება კეკელინა. სულ რაღაც ერთი. მიდი, გაიხსენე“ - შევძახე საკუთარ თავს.
- საშინელი ამბები მომდის შენი სკოლიდან - მაგიდის გარშემო ბოლთას სცემდა დედაჩემი - როგორ გაბედე, მასწავლებელს, როგორ ესროლე ჩანთა?
- ძალიან ადვილად. მაგ დამპალმა, დღიური ამომაცალა ჩანთიდან, როცა ფისკულტურაზე ვიყავი და ჩემი პირადი ისტორიები წაიკითხა. შემდეგ კი, მთელი კლასის თანდასწრებით, რაღაც უმნიშვნელო შენიშვნა მომცა და იცი რა ჩაიჩურჩულა?
- არა კეკელინა, არ ვიცი.
- ვაშლი თავისი ხიდან შორს ვერ ვარდება, რა ოჯახიდანაც არიან, ზუსტად ისეთები გამოდიანო.
- მაინც თავი უნდა შეგეკავებინა. არასწორი აზროვნება აქვს, მთელი ცხოვრება ასეთი ჰქონდა და არაფერი გამოსწორდება. ჩემს დროსაც, ათას სისაძაგლეს მეუბნებოდა.
- რას გეუბნებოდა? - კისერი დავჭიმე და უკვე მზად ვიყავი, მეორედაც მესროლა ჩანთა იმავე ქმნილებისთვის.
- რამდენიმე ბიჭს ვუყვარდი ერთად - თქვა დამნაშავესავით და მამაჩემს მზერა აარიდა. - ამის გამო, უზნეოდ მთვლიდა.
- მაგრამ ბოლოს მე გამოვჩნდი და ყველას მოეხაზა - დაამატა მამაჩემმა.
- ჰო, უბრალოდ, შენი გამოჩენის შემდეგ, მასწავლებლები კი არა, მთელი ქალაქი მთვლიდა უზნეოდ - გაწითლდა დედაჩემი.
- ერთხელ, მეზობლებმა დაგვინახეს სადარბაზოში კოცნაობისას - წამეტრაბახა მამა და მერე ერტყობა გაახსენდა, რომ მისი შვილი ვიყავი. თვალები უხერხულად დაქაჩა, ისევ სერიოზული მზერა მიიღო და თემას დაუბრუნდა- ის მასწავლებელი საცოდავია კეკელინა. სწორედაც, რომ რაც შენი ოჯახია, ის ხარ შენც. ამიტომ, ყელმოღერებული უნდა იყო, რადგან იმ დამპალ დედაკაცზე გაცილებით მაღლა დგახარ. ამაზრზენ ქცევაზე, მსგავსი ქცევით კი არ უნდა უპასოხო, უნდა დაანახო, როგორი დიდსულოვანი ხარ.
- ვიცი, რომ ცუდად ვიქცევი. შენნაირ წმინდანს უკეთეში შვილი უნდა ჰყოლოდა - ამოვილუღლუღე საცოდავად.
- ყველაზე კარგი ხარ. შენზე უკეთესი შვილი არ მინდა, არც სხვანაირი მჭირდება. მხოლოდ შენ მჭირდები - თქვა სასხვათაშორისოდ, ისე, თითქოს, ყურძენი ჩემი საყვარელი ხილიაო, ეთქვას. უცნაური იყო, რადგან მისთვის ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენდა იმის თქმა, რომ ჩემს გარდა არავინ და არაფერი უნდოდა. ამ დროს, არც თვალებშო ჩახედვები და არც ხელებით ერთმანეთის მოფერება გვჩვეოდა. მამას ზომაზე მეტად ვუყვარდი. ამ სიყვარულს კი ისე ამჟღავნებდა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი იყო.
ნეტა, ახლაც არ სჭირდებოდა ჩემზე უკეთესი?
ნეტა, ახლაც ყველაზე კარგი ვიყავი?
რომ სცოდნოდა, რამდენი საშინელება გამოვატარე საბრალო, უსუსურ სკოლელებს, ნუთუ ამდენ ცოდვაში გახვეულიც ძველებურად ვეყვარებოდი?
საერთოდ, თუ ჰქონდა იმ ყველაფერზე პასუხი, რისი კითხვაც მისთვის მსურდა? ძალიან ბევრი მეფიქრებოდა იმის შესახებ, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება უჩემოდ. მე ვიცი, რომ სანის, ევას, დედისა და მამის გარეშე, ნამდვილი ნეხვი ვიქნებოდი, თუმცა ისინი? ნუთუ ყოველდღიურ რუტინაში ჩაებმეოდნენ და გულის პატარა გამოქვაბულებში, არასოდეს შეაწუხებდათ სიცარიელე იმის გამო, რომ შესაძლოა, მათ ყოფას, ვიღაც, მუდმივად ბრაზიანი და ჯიუტი აკლდა?
თავი მაინც უკეთ ვიგრძენი.
მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას გრძნობდა მამაჩემი ახლა ან მაშინ. მთავარი ჩემი დამოკიდებულება იყო. მე ის მიყვარდა. მიყვარდა იმაზე მეტად, ვიდრე მთელი კაცობრიობა დასაკუთარი თავი.
სადღაც წამიკითხავს, რომ ადამიანს თუ გაუმართლა, ცხოვრებაში, მხოლოდ ერთხელ ეწვევა ჭეშმარიტი სიყვარული და აუცილებელი არაა, ამ სიყვარულმა, მთელი თავისი რომანტიკით შემოგიღოს კარგი. პირიქით, ის შეიძლება მშობლის, შვილისა ან და-ძმის თვალებში იხილო.
სწორედ ასე მიყვარდა... მისი სურნელი, ყოველდღიურად მაჯერებდა ღმრთის არსებობას. მიყვარდა, ახალგარეცხილი მისი პერანგები და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოჯახს, მუდამ ჰყავდა დამხმარე ქალი, მათ დაუთავებას არავის ვუთმობდი.
მიყვარდა მამაჩემის თვალები, მისი საუბარი, მისი აზროვნება, მისი ფიქრები, მისი არსებობა.
ის იყო ერთადერთი, რომელიც მაშინაც კი მიყვარდა, როდესაც მეჩხუბებოდა.
ჯოჯხოეთის ნებისმიერ ბნელ უფსკნულშიც რომ მოხვედრილიყო, შემეძლო, მასთან ერთად გადავჩეხილიყავი თავით და ეშმაკებით გარემოცულს, დაუღალავად მებრძოლა მხოლოდ მისთვის.
ის იყო ჩემი დღეც და ღამეს.
ყველა ამოქოლილ ჭუჭრუტანას, მისი არსებობასჩუქნიდა ქურდულად შემოპარულ მზის პატარა სხივებს.
* * *
ჩამობნელდა თუ არა, მაშინვე კლუბისკენ მიმავალ გზას გავუდექი.ჩემგან ორ კვარტალში, ცხოვრება მუდმივად დუღდა. მე კი, მეტყობოდა, რომ ზედმეტად ბევრი მეფიქრა საკუთარ გარეგნობაზე. ჰო, ვაღიარებ, იმდენად დიდხანს ვიყავი გართული დამალობანას თამაშით, რომ საკუთარი სქესი თავადვე დამვიწყებოდა. ჩემი ძმისგან მოპარული პერანგები, ჩემს ქალურ საწყისს ჩრდილავდა და აღარც კი მახსოვდა, რომ გამომწვევი ან ნაზიკაბები მებადა. ამასთან, თუ სკოლის მოსწავლე კეკელინას გარდერობს დავაკვირდებოდით, მივხვდებოდით, როგორი ბო*ანდარა იყო ბავშვობაში.
- ცუდ გოგონას, ჯოჯოხეთში, მეგობრები ელიან! - მომესმა ნაცნობი და თითქმის უკვე მშობლიურად ქცეული, ხრინწიანი ხმა.
სიგარეტი ხელიდან გამივარდა.
გარემო დაცარიელებულიყო.
ჩემს ირგვლივ გადაშლილ სივრცეს შემოვავლე თვალე და დავინახე, რომ ქუჩის გადაღმა, ბუჩქები საეჭვოდ ირხეოდა.
არ გავქცეულვარ. უბრალოდ, ადგილს მივეყინე.
ამბობენ, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. როდესაც, რაღაც ძალიან საშიში ხდება ყოველდღიურად, შიში არსად მიდის, თუმცა ქრება ის ემოცია, რომელმაც მთელი სხეული აგიცახცახა უსუსურად და გაჩენის დღე გაწყევლინა.
- ჯოჯოხეთში, ეშმაკს საყვარლად გავიჩენ და მდუღარე წყალში მოგხარშავ - დავუყვირე აჩრდილს. - გამოეთრიე! ცოცხლებზე დაბოღმილი, შენი მახინჯი სიფათი დამანახე!
გარედან ალბათ, შეუდარებელი, მამაცი ვჩანდი. საშინელებათა ჟანრის ფილმებში, მთელი ოჯახიდან რომ მხოლოდ ერთი წევრი გადარჩება, ზუსტად იმას ვგავდი.
ქალი გამოჩნდა.
სისხლიანი დორბლები გადმოსდიოდა პირიდან. ისეთი მოძრაობებით მოილტვოდა ჩემკენ, თითქოს ყველა ძვალი დამსხვრეოდა.
- გელოდებიან... გელოდებიან, როდის დარჩები მარტო, რომ შენი ახალგაზრდა სხეული, ძვლებიანად გამოხრან. ყველასგან შორი ხარ საბრალო გოგო, შენ ვეღარავინ გიცავს.
ჩანთიდან, სანის ნაჩუქარი პნევმატური იარაღი ამოვიღე და დაუფიქრებლად ვესროლე. ტყვიამ ელვის სისწრაფით გაიარა მის სხეულში და ხეს მოხვდა.
პანიკაში ჩავვარდი. წამითაც ვერ შეაჩერა დამპალი ქალი.
- კეკელინა! - სადღაც, ათასი მთის გადაღმა, გეგის ყვირილი გავიგე.
ამოვისუნთქე, თან ისე, თითქოს, მთელი ეს დრო, ჰაერი დაგუბებული მქონდა.
მისკენ მივიხედე, თუმცა ხმა ვერ გავეცი.
- იარაღი რატომ გიჭირავს? - მკითხა გაოგნებულმა.
ხელებზე დავიხედე. ცოტათი მიჭირდა ფაქტების აღდგენა.
და მართლაც, რა პასუხი უნდა გამეცა ასეთ დროს? რა ჯანდაბად მინდოდა იარაღი შუა ქუჩაში?
- არ ვიცი - ვუპასუხე კანკალით.
- ყველაფერი კარგადაა - მითხრა მან.
არაფრის ახსნა უთხოვია.
ზედმეტი სიტყვების გარეშე გადამეხვია.
იმაზე უფრო მძაფრი და სასიამოვნო სურნელი ჰქონდა, ვიდრე ჩემს გარდერობში დაბინავებულ, მის ქურთუკს. გორილას ჰგავდა. მე კი, მის მარწუხებში მოქცეული ჭიანჭველასავით ვიყავი - ვერ ვინძრეოდი და სიმართლე რომ ვთქვა, არც მსურდა განძრევა.
- წავიდეთ რა - ვთხოვე.
- წავიდეთ.
უსიტყვოდ გავუდექით გზას,
აღარ მეშინოდა. ჯერ არ ვიყავი მარტო, თუმცა, ღამეულ ზმანებაში შემალული სისხლიანი მოჩვენებები, სულმოუთქმელად ელოდნენ, როდის გავხდებოდი სრულიად ეული, რომ თავისთან წავეყვანე.
* * *
ცეკვამ ყველაფერი შეცვალა. გარშემო ბნელოდა და მხოლოდ ჩვენ ორს დაგვნათოდნენ პატარა სხივები, როგორც ჩაბნელებული თეატრის სცენაზე. მე და გეგი უბადლო შემსრულებლები ვიყავით. სამსახიობო ოსტატები - ყველა მუსიკის ხასიათში, ბუნებრივად ვიჭრებოდით. შეგვეძლო, სასიკვდილოდ განწირულ შეყვარებულ წყვილს დავმსგავსებოდით თუ კი მუსიკა მოგვთხოვდა, ამასთანავე,გავმხდარიყავით ერთმანეთის სხეულზე დამოკიდებული საყვარლები ან უბრალოდ მხიარული მეგობრები, რომელთაც ტრ*კის ქნევა ყველაზე უკეთ შეეძლოთ.
ვსვამდით შეუჩერებლად.
გეგისთვის ცეკვის აუცილებელ ნაწილს ალკოჰოლი წარმოადგენდა. მე კი მხოლოდ მუსიკითაც შემეძლო თრობა, თუმცა ლოთი თანამოაზრის გარეშე ვერ დავტოვებდი და ამიტომ, მეც ვსვამდი მასთან ერთად.
- გეგი, ცოტახანს, გარეთ გავიდეთ, თორემ ჩახუთულობისგან ვკვდები - ვთხოვე ცოტახანში.
გარეთ, გიჟებივით ვეწეოდით. თან, ერთ ღერს რომ მოვრჩებოდით, გვავიწყდებოდა და ხელახდა ვიწყებდით მოწევას.
გაუჩერებლად ვლაპარაკობდით.
გაუჩერებლად ვიცინოდით.
ეს ალბათ, ყველაზე ლამაზი ღამეები იყო მთელს დედამიწაზე.
- გეგი, გამარჯობასაც აღარ გვეუბნები? - ჰკითხეს იქვე მდგარმა გოგოებმა.
- ვერ დაგინახეთ, ბოდიში - გაეცინა გეგის და ყველას ჩამოუარა მისასალმებლად (როგორც ვიცით ხოლმე ლოყაზე კოცნაობა) - ეს კე... კესოა - ჩემითავიც გააცნო, თან საკმაოდ ჭკვიანურად.
- შენ ხარ ის გოგო, თავზე რომ იმხობს ხოლმე ყოველდღე აქაურობას? - მკითხა ერთ-ერთმა.
- იმედია, მე ვარ.
- ყველა იმას ცდილობს, როგორმე შენ მოგიდგეს, მაგრამ როცა თვალები დახუჭული გაქვს, არავის ძაღლად არ აგდებ. ახლა კი, გაახილე და გეგიც თან გაიყოლე.
ძალიან მეცინებოდა.
გეგი უხერხულად იდგა. მემგონი, ეგონა, რომ ვიეჭვიანებდი, სინამდვილეში კი ყველაზე კარგად, იმათთან ურთიერთობა გამომდიოდა, ვისაც დიდად არ ვეხატებოდი გულზე.
- ოცნებას აგიხდენთ - ვთქვი და შესვლა დავაპირე - ნახევარი საათით მარტო გოგოებს ვეკუთვნი!
- რაა? - გაოცდა გეგი.
- მაპატიე საყვარელო, ამ ორ გოგონასთან ერთად უნდა ჩავატარო მასტერკლასი ცოტახნით - თვალით ვანიშნე გოგონებს და სიცილით, თუმცა უსიტყვო თანხმობით შემომყვნენ.
რაღაცა დროის მანძილზე, სტრიპტიზიორივით ვიგრიხებოდი, თუმცა, მე თუ მკითხავთ, ყველაზე სექსუალური სამეული ვიყავით დარბაზში. მუსიკის უმაღლეს ნოტებსა და სასმელით გაჯერებულ გემოს, მხოლოდ ქალი ამშვენებს.
ჩვენც ვამშვენებდით გარემოს, თუმცა ყველაზე მეტად, მაინც ერთმანეთს.
ერთსაათიანი აპოკალიფსის შემდეგ, მივხვდი, რომ კვლავ გეგი მჭირდებოდა და ვიღაც უცხო გოგოს ტლანქი მოძრაობებისგან დავიხსენი(უფრო სწორედ, ვირაცას ავწაპნე).
ურცხვად ავეკარი, მის მარჯვენა მკლავს მივანდე სახე. კვლავ კარგი სურნელი ჰქონდა. განსაკუთრებით, გეგის კანის არომატი მსიამოვნებდა.
რაღაც სიმღერა ჩაირთო, გარემიქსებული.
თავიდან, მის რითმებთანაც ვიპოვნე საერთო ენა.
შემდეგ, ყელში ის ბურთულა გამეჩხირა, რომელიც მთელი ცხოვრება მეჯავრებოდა. ბურთულა სველი იყო. ჩაყლაპვის ნებას არ მაძლევდა, თუმცა ერთდროულად, შემზარავად მლაშე და ცხარე წვეთები ჩამოსდიოდა წურწურით და დაუნდობლად მიწვავდა ყელს.
ვერაფერი ვთქვი...
გარეთ ისე გავიქეცი, გეგონება ტუალეტში მირბოდა ტოქსიკოზიანი ორსული ქალი.
- რა გჭირს? - გამომედევნა გეგიც.
ვერ ვპასუხობდი.
ვერც ვსუნთავდი.
წამით, რაღაცის თმა დავაპირე, მაგრამ პირის გაღებისას, შეუჩერებლად გადმოიქცა ამ დროის მანძილზე დაგროვებული სევდა, შიში, ნაღველი და მონატრება. არ მსურდა, ცრემლებში ჩამპალი ჩემი თვალები სხვისთვის ნამენახებინა, თუმცა უკვე ძლიერ გვიანი იყო.
მდინარე ადიდდა და არ აპირებდა ასე ადვილად ჩამჯდარიყო თავის კალაპოტში.
მას სურდა, ეღრიალა, ეგლოვა, ეძახა იმის სახელი, ვინც სიცოცხლედ უღირდა.
გეგიმ დღეს უკვე მეორედ გამიგო უსიტყვოდ.
კვლავ მიმიხუტა გულზე.
მიხვდა, ყველაფერი სიმღერის ბრალი იყო.
- Heart over mind, yes I'm My father's son. I live my life, just like my father's done - წაიღიღინა ტექსტი, რომელმაც ჩემი გრძნობების ატომური აფეთქება გამოიწვია.
თავიდან ვერ მივხვდი, ცეცხლზე ნავთს რატომ მისხამდა. შემდეგ კი მის ვოკალს ჩავუღრმავდი და ისტერიკული სიცილი ამივარდა.
დაუსრულებელი ტირილი, დაუსრულებელ სიცილად გარდაიქმნა და ზუსტად ვერ დავასკვენი, რომელი უარესი იყო.
- ამ კეხს ხედავ? - მკითხა მხიარულად. პროფილში დადგა და თავის ცხვირზე, ოდნავ ამოზნექილ კეხს დაადო ხელი, რომელიც მის იდეალურ ფორმას ცოტა არაბუნებრივობას ანიჭებდა.
- ვხედავ.
- მამაშენმა მიქნა თავის დროზე.

მეხუთე ნაწილი
- გეგი, ძალიან მაგარი ცხვირი გაქვს. ვისთან გაიკეთე?
- გეყოს, უკვე მეათედ დამცინი. აღარაა სასაცილო. - მებუზღუნებოდა და თან ეცინებოდა.
- მე მეგონა, მარტო შვილებს გაგვიკეთა იდეალური ცხვირი.
- კეკელინა!
- შეიძლება, კეხზე მოგეფერო?
- აღარაა-თქო სასაცილო.
- ეგ კეხი გამოიწერე თუ აქ შეიძინე?
- კომენტარს აღარ გავაკეთებ.
- გაბრაზებული უფრო საყვარელი ხარ მემგონი - ძალიან უცნაურად ვეპრანჭებოდი და გამუდმებით მეცინებოდა. არ ვიცი, მისი ცხვირი მართლა მამაჩემის სიახლოვეს მაგრძნობინებდა თუ უბრალოდ, ზემდტად ნასვამი ვიყავი.
- რა იყო, უხეში კაცები მოგწონს?
- ჩემთან კაცები სიუხეშეს ვერასოდეს ბედავდნენ.
- რატომ, სცემდი ხოლმე?
- არა, მაგრამ იცოდნენ რომ ცემაც შემეძლო თუ საჭირო გახდებოდა. ადრე ზედმეტად უკულტურო ქაჯი ვიყავი. სკოლის პერიოდში. შემდეგ, კაცები აღარ გამიკარებია.
- სკოლის პერიოდში, იკარებდი? - შემომხედა უკმაყოფილოდ.
- ჩემი ბაღის შეყვარებულზეც ხომ არ იეჭვიანებდი ბარემ-ღა?
პასუხად ძირს დაიხედა და სიცილით გააქნია თავი რამდენჯერმე.
- მეშვიდე კლასში იყო ჩემი ბიძაშვილი, როცა ტირილით მოვიდა სახლში. საცოდავად სლუკუნებდა და მოთქვამდა. ძლივს დავაწყნარეთ. ბოლოს შემოგვჩივლა, მცემესო. არადა, ძალადობის კვალი არ ჰქონდა. გაიხადა და აღმოჩნდა, რომ მუცელში უტყეს მაგრად.
- საწყალი ბავშვი. ვინ სცემა ასე უმოწყალოდ? - გულწრფელად შემეცოდა.
- შენ. კეკელინა ჯაფარიძემ მცემაო, ამბობდა. დედამისს უნდოდა, სკოლაში მოსულიყო და თმებით ეთრიე, მაგრამ ბავშვმა ძალიან სთხოვა, ნუ შემარცხვენო. არ უნდოდა, ყველას გაეგო, რომ გოგომ სცემა.
- ვინაა შენი ბიძაშვილი? - გაშეშებულმა, ნერწყვიც კი ხმაურიანად გადავყლაპე.
- თემო აბულაძე.
- ააა, აბულაძე. რა თქმა უნდა - ცოტა გამეცინა კიდეც. მეექვსე კლასში, იმდენი ბიჭი მყავდა ნაცემი, ყველა აღარც მახსოვდა. - კარგი ქნა დედამისმა, რომ არ მომივარდა. მაშინ, ჭკუა არ მომეკითხებოდა. თან საბრძოლო ხელოვნების ახალ ილეთებს ვცდიდი ადამიანებზე და შესაძლოა, დედამისსაც მოჰხვედროდა.
- მემგონი, და-ძმიდან, მხოლოდ შენ ხარ ასეთი ველური.
- ვიყავი.
- შეიძლება გკითხო, რატომ გამოიქეცი სახლიდან?
- არამგონია, ამაზე საუბრისთვის მზად ვიყო.
- სათანადოდ არ მენდობი?
- გენდობი. შეიძლება, შენ ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე სანდო ადამიანი ხარ, უბრალოდ, ერთხელ თუ მოვყვები ამ ყველაფერს, სამუდამოდ დამამუნჯებს. არსებობს დაწყევლილი ამბები, რომლის თხრობის შემდეგაც, აღარაფერი რჩება სათქმელი და იძულებული ხარ, ძალიან დიდი ხნით, საუბარი შეწყვიტო. თუ ყველა ემოცია გამოიდევნება სულიდან, ცარიელდები, სიტყვები გეკარგება, ქრება, კვდება და გამუნჯებს.
- არ მინდა, რომ დამუნჯდე. შენი საუბარი, ყველაზე მშვენიერი რამეა, რაც კი ცხოვრებაში მომისმენია. ამიტომ, ნურაფერს მომიყვები.
- სამაგიეროდ, შეგიძლია, შენ მომიყვე რაღაც.
- რა გაინტერესებს?
- რატომ იჩხუბე მამაჩემთან?
- ძველი და ძალიან ვრცელი ისტორიაა.
- გისმენ!
- სანაცვლოდ, რას მომიყვები?
- ხომ იცი, რასაც არ მოგიყვები?
- ვიცი და არაფერს გაძალებ, თუმცა უთუოდ გექნება სხვა ისტორიაც, არანაკლებ საინტერესო.
- კარგი - გამეცინა და ახლა, როცა რაღაში გამოტყდომის დრო ახლოვდებოდა, ვიგრძენი, რომ მისთვის, თვალებში ჩახედვა მირთულდებოდა - მოგიყვები, პირველად როდის გადაიკვეთა ჩვენი გზები. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, გეტყვი, პირველად როდის დაგაზარალე.
- საინტერესოა. - თვალებში, პატარა დემონები აუთამაშდნენ მოუთმენლად.
- ჯერ შენ გისმენ.
- რამდენიმე წლის წინ, მაშინ, როცა ჯერ დაბადებული არ იყავი, ბიძაჩემს დედაშენი უყვარდა. ალბათ, არც გაგიკვირდება ამისი მოსმენა. მთელი უბანი, ორიოდე სკოლაში ვიყავით განაწილებული და თურმე არსებობდა დედაშენი, რომელზეც ყველას გული მისდიოდა. ბიძაჩემს მაგრად ჰყვარებია. დაუსრულებლად უგზავნიდა თეთრ ვარდებს, საუკეთესო სუნამოებს, მაგრამ ყოველთვის უკან იღებდა საჩუქრებს. ერთი ფოთოლიც არ შეურჩენია ქალბატონ სოფის მისთვის. ბიძაჩემი ჩასიებული, ნაბეგვი სახითა და კოჭლობით დაბრუნებულა ბევრჯერ სახლში, რადგან დედაშენის მოტრფიალე კაცებთან მუდამ მოსდიოდა ქიშპობა. ბოლოს, მამაშენი გამოჩნდა...
- ჩემი თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი - შევაწყვეტინე ამაყად.
- ჰო, თეთრ რაშზე ამხედრებულმა პრინცმა, სამ თვეში მოიყვანა ცოლად სოფი. ბიძაჩემს ისე გაუტყდა გული, რომ ორიოდე დღეში დაქორწინდა. წელიწადში, რამდენჯერმე ილაგებდა ბარგს და ოჯახიდან მიდიოდა, რადგან სხვა ქალის სიყვარულს ვერ იშორებდა გულიდან. ერთხელ, რვა წლისამ გამოვიჭირე მთვრალი და ვკითხე, რატომ გარბოდა წარა-მარა. ვინც შენ გიყვარს, ის მაინც არ გელოდება, შენთან ერთად არ იქნება და რა აზრი აქვს მეთქი. ასე თქვა, სჯობს მარტოობაში დალიო სული, ვიდრე ყოველთვის, როცა ცოლს კოცნი, სხვა ქალზე ოცნება გიმშვენებდეს თვალებსო.
- ძალიან სევდიანი ისტორიაა. რა დასანანია, რომ დედაჩემი მამაჩემს გაჰყვა ცოლად და ამის შედეგად, ვარსებობთ ჩვენ: მე, სანი და ევა. ამაზე დამზაფვრელი ისტორია, ჯერ არ მომისმენია - გავაქნიე აფერისტული სინანულით თავი - არა, მართლა სევდიანი ისტორიაა გეგი. არ გეგონოს, თითქოს დაგცინი. უბრალოდ, მაშინ რომ ვყოფილიყავი მოვლენილი ამ სამყაროს, ერთ კარგ რჩევას მივცემდი ბიძაშენს: დედაჩემს ვარდები არ უყვარს. მამაჩემი, უმშვენიერეს, თეთრ ლილიებს სჩუქნიდა და ეუბნებოდა, რომ არასოდეს დაესხა სუნამო, რადგან მისი სურნელი უკანასკნელი მშვენიერებაა დედამიწაზე და მისი გადაფარვა არ ღირს, რომელიმე ფრანგული, თუნდაც მილიონ დოლარიანი ნაგვით.
- ოხერია რა ეს თორნიკე - გაეცინა გეგის. - ჰო, მიდგომა სცოდნია, თუმცა ეს ისტორია, აქ არ მთავრდება.
- მოუთმენლად ველი გაგრძელებას.
- ჩემი მეექვსე კლასელი ბიძაშვილი ნიკუშა, რომელიც უმოწყალოდ სცემე, შენზე იყო შეყვარებული. ბედი არ გინდა? მამამისს დედაშენი უყვარდა უიმედოდ და იმ განსხვავებით, რომ სოფი არ სცემდა. ნიკუშას კი ამ ცემა-ტყეპით შეუყვარდი ერტყობა. კაი ხუთი წელი, შენზე საუბრით მქონდა ყურები გამოლაყებული: კეკელინამ ის თქვა, კეკელინამ ეს ქნა, კეკეს ეს ეცვა. მერე, სასწავლებლად წავიდა უცხოეთში და ამოგიგდო გულიდან. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, ვიჯექი ბარში, სადაც მამაშენი, თავის ძმაკაცებთან ერთად სვამდა. მუსიკაც ჩართული იყო და ჩემი ნათესავი, 25 წლის გოგონა მივიდა მამაშენთან, მასთან ერთად ცეკვა სურდა, ზედმეტად გაეარშიყა. კი გავბრაზდი, მაგრამ ცოტახანს, დავაკვირდი, მეთქი, რას იზამს აბა თორნიკე. ვაი და, უარი არ ეთქვა ქორფა, 20 წლით უმცროს გოგოზე. ამან კიდე, მოუხია, ეჭვიანი ცოლი მყავს და ახლა რომ გეცეკვო, ჩათვალე, ორივე გვამები ვართო. ნერვები მომეთხარა. ვიფიქრე, ეს ჯაფარიძეები რა მოუშორებელი ჭირები არიან.ჩემი მთელი საგვარეულო გიჯდება თავისი თაობებიანად და ესენი, ძაღლადაც არ აგდებენ. მივედი და ავუშარდი მამაშენს. საბოლოოდ, ერთი-ორი მე მომხვდა, ერთი-ორი იმას და დავიშალეთ.
თხრობა რომ დაასრულა, ცოტახანს, გაუჩერებლად ვიცინე, შემდეგ მის სახეს წავაწყდი. სერიოზული და კატეგორიული მზერა ჰქონდა. მისი ჭრელი თვალები, მთვარის სინათლესთან ერთად ცდილობდა ჩაბნელებული სახლებისა და ხეების განათებას.
ვფიქრობ, მთვარეზე უკეთ, მის თვალებს შესწევდათ ძალა, ყველანაირ სიბნელესთან განმკლავების.
- ჯაფარიძეები ვართ მოუშორებელი ჭირი თუ თქვენ გადაგვეკიდეთ, ყველა ერთად? - ვკითხე სერიოზულად.
- უცნაური შემთხვევაა იცი? აი, წლების მანძილზე, ქვეცნობიერში მქონდა დალექილი, რომ შენი გვარის ქალებს არ გავკარებოდი. თუმცა, სანამ შენს ვინაობას გავიგებდი, მანამდე გიყურებდი კლუბში და ვხედავდი, როგორ ვნებიანად, გრძნობააშლილი ცეკვავდი. შენს გამოღვიძებას ვერ ვბედავდი მუსიკის მარადიული სიზმრებიდან, რათა მეკითხა, ვინ იყავი, რა გერქვა. გონებაში, ათას სახელს გარქმევდი, თუმცა ვერც ერთს ვერ გიხდენდი. ბოლოს, სრულიად მოულოდნელად გაგიცანი. კეკელინა გერქვა და იმ წამსვე მივხვდი ყველაფერს. რა თქმა უნდა, შენ ხომ სხვა სახელი ვერ გერქმეოდა? მხოლოდ კეკელინა იყავი და მე აზრადაც არ მომსვლია. მაშინვე მკაცრად შევძახე საკუთარ თავს: არა გეგი! არც კი გაბედო! შემდეგ, ისევ ცეკვისას დაგვემთხვა შეხვედრა და ვიფიქრე, ელენეა ეს გოგო და ტროას ომის ამბავს დავატრიალებ-მეთქი. მე არც ბიძაჩემი ვარ და არც ჩემი პატარა ბიძაშვილი, რომლის ცემაც, ასე გაგიადვილდა. მე ის ვარ, ვინც მარადიული ჯადო უნდა მოხსნას ჩემს ოჯახს, ან პირიქით, თავადვე გაეხვიოს საუკუნოდ გადაჭიმულ, ცალმხრივი სიყვარულის მორევში, რომელიც შესაძლოა, ჩემს შვილზეც გადავიდეს. საბოლოოდ, მივხვდი იმას, რასაც ბიძაჩემი მიხვდა: თუ გავრისკე და გავიმარჯვე, ჩემზე ბედნიერი მამაკაცი არ იარსებებს ამ სამყაროში და თუ დავმარცხდი, თუ სამყარომ უშენობის მსჯავრი გამომიტანა, შენ მაინც ღირხარ ამ ყველაფრად.
გაოცებული ვიდექი.
ვერ ვხვდებოდი, რა სიკეთე მქონდა ცხოვრებაში გაკეთებული იმის ფასი, რომ მსგავსი სიტყვების გაგონების ღირსად ჩამთვალა ბედმა.
ხმას ვერ ვიღებდი.
დაუსრულებელი ჟრუანტელი მივლიდა სხეულში და მაშინ, პირველად დავფიქრდი, რა კარგი ყოფილა, როცა შიშიგან კი არა, სიამოვნებისგან განიცდი ამ ყველაფერს.
მოულოდნელად, ხელი თმაზე მაგრად ჩამბღუჯა და ისე სწრაფად გამაქანა თავისი ტუჩებისკენ, ვერც კი გავიაზრე, რა ხდებოდა. მთელი ძალით მკოცნიდა, ისეთი ვნებითა და გრძნობით, რომ წინააღმდეგობის გაწევა არც მიღირდა. ვფიქრობდი, რომ ადამიანის მოზღვავებული ემოციებისთვის, გასაქანი უნდა მიმეცა. ისედაც ძალიან ხშირად ვახევედბი, ვაკვირვებდი, ვაოცებდი, ამ ბოლო დროს, და ახლა, ერთიანად რომ ამოხეთქა, სრულებით ჩვეულებრივი საქციელი იყო.
კისერზე მოვხვიე ხელები და წამით, თავზეც მოვუფათურე, თმას ვეძებდი, თუმცა გამახსენდა, რომ ვერ ვუპოვიდი.
გეგი არ მყოფნიდა.
ველურებივით ვკოცნიდით ერთმანეთს, თუმცა მაინც არ მყოფნიდა. ჰაერის უკმარისობას ჰგავდა - ზედმეტად ბევრი იყო, თუმცა მაინც მეცოტავებოდა მისი სურნელი, ტუჩები, კოცნისას გამოცემული უხერხული ხმები.
ძალიან ცოტა იყო და არასაკმარისი.
ჩემი წარსულის ქაჯმა კეკელინამ მთელი თავისი ვნებით გამოიღვიძა, გეგის წელზე შემოახტა და შემდეგ უფრო ძლიერად განაგრძო მისი კოცნა.დაუსრულებლად ვკოცნიდით. დრო თითქოს სამარადისოდ გაიწელა, მაგრამ ჩვენთვის მაინც ცოტა იყო.
მე რომ არ გავჩერებულიყავი, გეგი ალბათ სამუდამოდ ასე დარჩებოდა.
- გეყოფა, გეყოფა -ვუთხარი და გამეცინა.
- მაპატიე, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე.
- არაფერია, მეც ვერ შევიკავე.
- ბრაზობ?
- არა, პირიქით, ჩემი პირველი კოცნა ადამიანური და ნაზი არც წარმომედგინა.
- პირველი? - გაოგნდა გეგი.
- ჰო, აქამდე არავისთვის მიკოცნია. მათი ენები ამაზრზენად მეჩვენებოდა.
- ახლა თავს უკვე დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ასე მხეცივით მოგახტი.
- ნუ ნერვიულობ. მეც მხეცივით შემოგახტი. რამე რომ არ მდომოდა, შენი ბიძაშვილის გზას გაგიყენებდი - ვუთხარი სიცილით.
- ვინ გასწავლა ეგ ველური მანერები ან როგორ ისწავლე?
- ვინ და ცხვირზე კეხი ვინც დაგასვა, იმან.
- კაი, გასაგებია. - ჩაახველა უხერხულად და მერე ეშმაკური ღიმილით გამომხედა. - ანუ შენი პირველი კოცნა ვარ?
- ჰო, მაგრამ ძალიანაც ნუ აგივარდება თავში, ერთი კოცნა არაფერს ნიშნავს.
- რა უცნაური გოგო ხარ. მაგას კაცი არ უნდა ეუბნებოდეს ქალს?
- ჩემთან ყველაფერი პირიქითაა. მაგ აზრს რომ ვერ ეგუებოდა აქამდე ვერავინ, იმიტომ ხარ შენ ჩემი პირველი კოცნა.
- რაა? - უკმაყოფილოდ შეიცხადა გეგიმ - ანუ მაგით იმისი თქმა გინდა, რომ ბოლოს მე შეგრჩი?
- არა, ამით იმისი თქმა მინდა, რომ შენ ყველაზე ღირსეული ხარ - გამოვასწორე ჩემი შეცდომა. - და საერთოდ, მე მხოლოდ იმას ვამბობ, რისი თქმაც მინდა და ძირითადად, ქვეტექსტების გარეშე ვმეტყველებ.
- მაგიტომაც ჩამივარდი გულში - ჩაეღიმა გეგის.
მეც გამეღიმა, მაგრამ ძალიან შეუმჩნევლად.
- ცოტა არ გავისეირნოთ? - ძლივს ვსუნთავდი, ისე მოქმედებდა ჩემზე მისი სიახლოვე.
- გავისეირნოთ და თან შენ დაპირებულ ისტორიას მომიყვები. - შემახსენა მან.
- დამპირდი, რომ არ გამიბრაზდები.
- გპირდები.
- შენი სახლის ჭიშკარი, ძალიან ლამაზი ფერისაა.
- მწვანე?
- ჰო. როგორც ვიცი, თავიდან თეთრი იყო ხო? - ვკითხე მორიდებულად.
- ჰო, მაგრამ... მოიცა -ცალი წარბი მაღლა ასწია და ისე შემომხედა. ცოტახანს, ჩაფიქრდა - შე ქურდბაცაცა!
- ძალიაბ ბრაზობ?
- არა - თავს ვერ იკავებდა, იცინოდა და იცინოდა - ვის დაუწერე ღორი გოგო? - მეცა და მხარზე სარეცხივით გადამიფინა.
- მაპატიე, გოჭი უნდა დამეწერა.
- აი, სად შეცდი.
- არ გშია? სადმე ვჭამოთ.
- ვერც ერთ სერტორანში ვერ შევალ. დაგავიწყდა, რომ ვიძებნები?
- ჩემთან რომ ავიდეთ?
- არა. უფრო სწორად, ჩემთან ავიდეთ - შევთავაზე მე. ძალიან გაუკვირდა. მე კი, ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებაში.
სახლში მისული, ყველაფერს მითვალიერებდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, გეგონება, სურდა ყველაფერი სცოდნოდა, უკეთესად გავეცანი. არ ვიცი, ჩემს გაცნობაში, საწოლზე მიყრილი ტრუსების თვალიერება რამდენად დაეხმარებოდა, მაგრამ იმხელა სიამოვნებით იკვლევდა, რომ აღარაფერი ვუთხარი.
- მე ვიცოდი სადაც ცხოვრობდი. - მითხრა მოულოდნელად. - მთვრალი რომ იყავი და სახლში მიცილებაე უარი მითხარი, გამოგყევი. გეფიცები, ცნობისმოყვარეობის გამო არ გამიკეთებია. ძალიან მთვრალი იყავი, უსაზღვროდ გალეწილი და შემეშინდა, ვინმე იდიოტი არ გადაგყროდა.
- იცი, მიხარია ამის გაგება - გავუღიმე.
- აუ, კიდევ ბევრჯერ უნდა გაკოცო რაა.
- კარგი - გამეღიმა მაცდურად და ჩემკენ ჩამოვაქაჩინე თავი.
საოცრად სასიამოვნო სურნელი ჰქონდა მის კანს. ამბობენ, რომ, როცა ადამიანი ყოველგვარი სუნამოებისა და ადეკოლონების გარეშე გიზიდავს, როცა თავისი ბუნებრივი კანის სურნელით გიყვარს, მაშინაა ნამდვილი გრძნობაო და იმ წამებში, ვხვდებოდი ამ სიტყვების მნიშვნელობას. მკვრივ, ძლიერ სხეულზე მთელი ძალით ჩავებღაუჭე და კისერზე მოვხვდიე ხელები. ისევ ამიტაცა ხელში. ყოველ ჯერზე, როცა ამას აკეთებდა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ბუმბულის წონის ვიყავი. ვნების ქარიშხალში ჩათრეულმა, ვერც კი გავაცნობიერე, როდის დავატანე ძალა მის სხეულს, რომ საწოლზე გადავარდნილიყო, მაგრამ ერთი რამ ზუსტად მახსოვდა - ჩემი ხელით გავხადე მაისური, რათა მის სასიამოვნო კანსა და სხეულს უფრო ხარბად დავწაფვოდი.
მსურდა! მთელი სიცხადით მსურდა, ჩვენი შვიშველი სხეულები ერთმანეთს სამუდამოდ ჩაჰკვროდნენ, თუმცა ცოტათი დაძაბული ვიყავი. მეფიქრებოდა იმაზე თუ როგორ გამოვიყურებოდი, როგორი შესახედი ან შესაგრძნობი იყო მამაკაცის წინაშე პირველად გადაშლილი ჩემი შიშველი ტანი.
არ მეგონა, ოდესმე ასეთი აღგზნებული თუ ვიქნებოდი, მაგრამ მთელი ჩემი ხორცი და სული დაჟინებით ითხოვდა, რომ გეგი ჩემში შემოსულიყო. ყველგან ჩემი კოცნის კვალს ვუტოვებდი, სადაც სახე მიმიწვდებოდა, ვეხვეოდი მთელი სიმძლავრით.
- აუცილებლად ზემოდან უნდა იყო? - ვკითხე კრუსუნით, სანამ ჯერ კიდევ ქალიშვილად ვითვლებოდი.
- პირველ ღამეს, ქალებს ასე ურჩევნიათ ხოლმე და რა ვიცი - მიპასუხა ჩემს ალერსში გართულმა. ისეთი მხურვალე და ცხელი იყო, მინდოდა, არასდროს დამეღწია თავი მისი მკლავებისგან.
მეგონა, გაუსაძლისი ტკივილი გამეფდებოდა ჩემს სხეულში, მაგრამ რამდენადაც მეტკინა, იმდენად გამიძლიერა ვნება იმის აღქმამ, რომ საყვარელი კაცი ჩემთან ერთად, ჩემს ყოველ მოძრაობას აყოლილი, გაუსაძლისი სიამოვნების უფრსკნულში გადავარდნილიყო.
არ ვიცი, რა ძალით, მაგრამ ნეტარებით გონებადაკარგული გეგი, ჩემს ქვეშ მოვაქციე და ისე წამოვაჯექი, გეგონებოდა აქამდე დომინანტობის მრავალწლიანი გამოცდილება მქონოდა. ვკიოდი მთელი ხმით, ვკიოდი არა მარტო სიამოვნების, არამედ ბედნიერების ნიშნადაც. მიხაროდა, ჩემი სიყვარულით დატყვევებული მამაკაცის მოციმციმე თვალები, რომლებიც მთელი ეს დრო, ხან სახეში მიცქერდნენ, ხანაც იხუჭებოდნენ გადამეტებული სიამოვნებისგან. გეგის ხმამაღალ ოხვრას ვუწყობდი ჩემს კვნესას. სექსის დროს, თურმე ყველა დეტალი აძლიერებს აქტს - ქალის მკერდზე ჩაბღაუჭებული კაცის ძლიერი, დიდი ხელის მტევნები, ყოველი მზერა, მკვეთრი მოძრაობა, ტუჩების ერთმანეთში ცეკვა, გადამეტებული ოხვრა და საბოლოოდ, ისეთ ორ*აზმამდე მიდიხარ, რომლის არსებობაზე, წარმოდგენაც არ გქონდა.
- გიჟი ხარ, წარმოუდგენლად გიჟი ხარ - იმეორებდა გეგი ქოშინით. ორივე ოფლიანები და სასაცილო შესახედები ვიყავით ალბათ, მაგრამ ერთმანეთის ასეთ მდგომარეობაში დანახვა, კიდევ უფრო აღგვაზნებდა.
- მე კი ახლა ვხვდები რას ნიშნავს სიტყვა დიდის განმარტება - ვუთხარი ეშმაკურად და ტუჩზე ვუკბინე.
- რას მერჩი? კიდევ მინდა, კიდევ ასჯერ მინდა. - მიმეორებდა და კი ვიცოდი, რომ დაახლოებით ნახევარი საათი, არაფრის თავი აღარ ექნებოდა, მაგრამ მაინც ვნებიანად ვილოკავდი ტუჩებს და დროდადრო, მის ტუჩებსაც ვლოკავდი. - ეგეთ რამეებს როგორ აკეთებ? ჯანდაბა! ქალიშვილმა გოგომ ეგეთი რამეები საიდან იცის? ეგრე როგორ გადამიყვანე ჭკუიდან?
ისევ ვერ ცხრებოდა.
- ქალიშვილ გოგონებს, ჩვენს დროში, ინტერნეტი და პორნო საიტების ნახვის საშუალება აქვთ. მე კი ისეთი ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვს, რთულია, ყველაფერი არ დავიმახსოვრო - ვუპასუხე სიცილით. თან უარესებიც ვიცი - ეშმაკურად გავუღიმე.
მოულოდნელად ზემოდან გადმომაწვა და ისე მომიწყვდია, ლამის გამჭყლიტა. გიჟივით მოისროლა შიშველ ტანზე ჩვენი „სიმბოლურად“ შემოხვეული საბნები და გიჟივით დამაცხრა სხეულზე. სიმართლე რომ ვთქვა, ხტუნვისა და ყირაზე გადასვლის თავი ნამდვილად აღარ მქონდა. გეგის ალერსში ჩავიძირე მხოლოდ. უფლება მივეცი, რომ მას განეკარდა თითოეული მოძრაობა, ამოსუნთქვა და შეხება.
ამ ყველაფრის შემდეგ, უფრო აქოშნებული და დაღლილი, მაგრამ ემოციურად შედარებით დაბალანსებული იყო. თავის მკერდზე გადმომაწვინა კმაყოფილი სახით და მომღიმარი, თმაზე მეფერებოდა. იმ წამებში, როდესაც მე მისი სხეულის თითოეულ უჯრედს ისე დავაკვირდი, როგორც საკუთარს, ვხვდებოდი, როგორი სიმპათიური იყო ჩემთვის - მაგიჟებდნენ მისი კუნთები, რომელიც ზომიერად ამობურცვოდა მკლავებსა და მუცელზე, მიყვარდა ცალი ტუჩით როცა იღიმოდა და ფილმიდან გადმოსული მთავარი პერსონაჟივით უჩნდებოდა მის თეთრ პირისახეს ორი ნაჩხვლეტი ლოყებთან. უმშვენიერესი, ჭრელი თვალები ჰქონდა და ოთახის სინათლეზე კარგად რომ ვაკვირდებოდი, ვხვდებოდი, მთელი სამყაროს ფერები ჩაქსოვილიყო ამ თვალებში. ყოველთვის, როცა მიყურებდა, მეგონა რომ სამყარო მიცინოდა მისი სახით.
- კეკელინა - შემომხედა ღიმილით.
- ჰო გეგი.
- არაფერი, უბრალოდ შენი სახელის წარმოთქმისას მგონია, რომ ერთადერთი ხარ და ისიც ჩემი.
- შეიძლება, ვარ კიდეც ერთადერთი - მხიარულად გადავუტარე ხელი თავზე. ახალამოსული თმა ოდნავ მბწკენდა, თუმცა სასიამოვნო იყო.
- ხარ და ძალიან მიყვარხარ. მართალი იყო მამაჩემი, ასე თქვა, როცა ნამდვილად შეგიყვარდება, შენ თვითონ მიხვდებიო.
- ვაა, შენი პირველი სიყვარული ვარ?
- ჰო - გამიღიმა კმაყოფილი სახით.
- მიხარია - გამობერილ ტუჩებზე ვაკოცე და თავი ისევ მკერდზე დავადე.
- მე არ ვარ შენი პირველი სიყვარული? - მკითხა წყნარად.
წამით საშინელი სიჩუმე გამეფდა.
- არ ვიცი - სასტიკად დავარღვიე ეს სიჩუმე. - ცხოვრების საშინელი ეტაპი მაქვს გეგი და ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი ნათელი სხივი ხარ. უსიყვარულოდ, ალბათ ვერც დავწვებოდი ვერავისთან.
- ეგ „ალბათ“ ძალიან მტკენს გულს. - ისე თქვა, ჩემი თმის ფერება არ შეუწყვიტავს.
- სულელო - გამეცინა. - შენ ერთადერთი ხარ, ვისაც გულს არ ვატკენ. დანარჩენ ყველას, უკვე ვატკინე. - ამოვიოხრე და პლედი გადავაფარე ერთმანეთზე მოკალათებულ ჩვენს სხეულებს.
შიმშილი აღარ გვახსოვდა... უბრალოდ, ორივეს უშფოთველი ძილი გვსურდა დილამდე.


მეექვსე ნაწილი
დილით, სასიამოვნო სითბო ვიგრძენი და პირველად ჩავფიქრდი იმაზე, რომ საყვარელი ადამიანის სხეულზე უკეთ, არაფერს ძალუძს შენი გათბობა.
- კეკე - ჩაიბუტბუტა, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა გეგიმ.
გამეცინა.
ნელ-ნელა საოცარი სიზარმაცით გაახილა თვალები და რამდენიმე წუთს, ისე მიყურებდა, გეგონება, რწმუნდებოდა, ნამდვილი ვიყავი თუ არა.
- არ მჯერა - თქვა კმაყოფილმა.
- დაიჯერე - ჯერ გავიზმორე, მერე წამოვჯექი.
ერთადერთი ნორმალური პენუარი მქონდა და ისიც ტანზე მეცვა. დედაჩემი საქმიანი მზერით როცა არჩევდა უჩვეულო საცვლებს, ყოველთვის ვიჯღანებოდი, რადგან ვიცოდი, თავისთვის კი არა, მამაჩემის გასახარებლად უნდოდა. თან მუდამ ისეთებს ირჩევდა, რომ იტყვიან, გინდ სცმია, გინდ არაო. ნეტავ შემეძლოს, ეს სურათისთვის, ბავშვობის ტრავმირება დამებრალებინა. მაგ შემთხვევაში, ჩემი ფსიქიკური გადახრებისა და ცოტაოდენი არაადეკვატურობის მიზეზიც თვალსაჩინო გახდებოდა, თუმცა მათი შემხედვარე, ყოველთვის იმას ვსწავლობდი, როგორი უნდა ყოფილიყო ჯანსაღი ურთიერთობა. ახლა კი ვრწმუნდებოდი, რომ სასწრაფოდ ვიყავი გასავლელი საყიდლებზე, რათა, ეს ბიჭი, კიდევ დიდხანს მომემწყვდია ჩემი შარმის კლანჭებში. ასეთი ფიქრების, ცოტა არ იყოს, მრცხვენოდა, რადგან, რამდენადაც უფრო ეზრდებოდა გეგის ინტერესი ჩემს მიმართ, იმდენად მიმძაფრდებოდა თავდაჯერებულობა. ვგრძნობდი, ჩემში ქალი იღვიძებდა, რომელსაც ჰაერივით სწყუროდა საყვარელი მამაკაცის ვნებით აღვსილი მზერის ხილვა.
- როგორ ხარ? - მკითხა გეგიმ.
- მშვენივრად - ვუპასუხე მხიარულად და სარკეში ჩავიხედე.
ჯანდაბა! ნეტავ, რა აიძულებდა, ასეთი თივის ზვინი ვყვარებოდი.
- ისეთი ლამაზი ხარ, სუნთქვა მეკვირს - მომმართა აღფრთოვანებულმა. ვიჯერებდი, რომ შეყვარებული ქალიცა და კაციც, ორივენი ერთდროულად ბრმავდებოდნენ.
- შენც ძალიან ლამაზი ხარ - მშვენიერ თავზე თითები გადავატარე ნაზად. მისი ახლადამოწვერილი თმის სიუხეშემ სიამოვნება მომგვარა.
- მოდი, დღეს სადმე ვივახშმოთ სანთლის შუქზე და წითელი ღვინის ფონზე.
- მთხოვ, რომ დიდებივით მოვიქცეთ? - სახე ოდნავ დავმანჭე.
- არა. უბრალოდ, ვნახოთ როგორია დიდებივით ცხოვრება. - თავი იმართლა.
ნამდვილ გორილას ჰგავდა, ცდილობდა, არც ისე რომანტიკული გამოჩენილიყო, მაგრამ პოეტურ სულს მაინც ვერ მალავდა ბოლომდე.
მე კი მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ გეგი დიდი იყო.
არც იყო გასაკვირი, ოცდაათი წლის კაცს, ზრდასრული ადამიანის მსგავსი ცხოვრება რომ მოესურვა თავის გოგოსთან ერთად.
- იცი, რა მინდა? - ვკითხე გატრუნული სახით და თან თმის დავარცხნას შევუდექი - ცალ-ცალკე მივიდეთ, დამიჯერე, გაგაოცებ.
- ისეთი შეშლილი ხარ, არც კი ვიცი, გენდო თუ არა.
- არ უნდა მენდო. უბრალოდ, დინებას მიჰყევი. ხომ იცი, არასანდო ადამიანები ქმნიან თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას - გავუცინე ეშმაკურად.
- მაინც რომ გენდობი, რა ვქნა?
- უფსკნულისთვის მოემზადე მაშინ. ყველა გადაიჩეხა, ვინც კი ნდობა გამომიცხადა. თუმცა ნუ გეშინია, მარტო არ იქნები, ერთად წავიმტვრევთ კისრებს.
- ეგ მაწყობს. ერთად სიკვდილი, ყოველთვის უფრო იდუმალია. დახოცილი ადამიანები დიდხანს არ ახსოვს სამყაროს, თუმცა ერთად ამოჟლეტილ, მოსიყვარულე წყვილებს, სმაუდამოდ იმახსოვრებენ.
- ზუსტად ეგ მინდა ყველაზე მეტად - სარკეში საკუთარ თავს შევხედე - მსურს, რომ დიდხანს დამიმახსოვრონ. სამწუხაროდ, ყოველთვის ეგ მინდოდა, გულის სიღრმეში, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვუტყდებოდი. იცი როგორი დიდება მსურდა? - გეგის შევხედე. ვხვდებოდი, მასთან ნამდვილი უნდა ვყოფილიყავი. ჩანთაში, ჩემს ყველა ბნელ ფიქრსა და ხასიათს თუ ჩავალაგებდი და მას მივადგებოდი, გეგი უსიტყვოდ გამიღებდა კარს, თავის ცხოვრებაში შემომიშვებდა. მაინც... ყველაფრის მიუხედავად. ალბათ მხოლოდ მას შეეძლო, ნამდვილი, ჭეშმარიტი ვყვარებოდი. აღარასოდეს გავიკეთებდი ნიღაბს, რომელსაც გარედან ვარდის სურნელი მოსავდა, შიგნიდან კი მკვდარი ვირცხები მისწებებოდა.
- როგორი დიდება გსურდა?
- სასტიკი დიდება. არ ვიცი, ბუნებაში ასეთი განმარტება თუ არსებობს, მაგრამ როდესაც შეუწყნარებელი, ავსული, ბოროტი ხარ და ისე გიფრთხიან რომ შიშისგან ყველა გადიდებს, მაგას ვეძახდი სასტიკ დიდებას. საშინელი მოსასმენია, მაგრამ ეგეთი ძალაუფლება უფრო გკვებავს, გზრდის, თავს გაყვარებს.
- იცი რაა? ამ ყველაფერს როცა მიყვები, მგონია, რომ ფსიქოპათი ხარ, მაგრამ უფრო მეტად მიყვარდები. ის კი არა, ვერ ვხვდები, წინა ცხოვრებაში, ასეთი რა სიკეთე მაქ დათესილი, რომ დღეს, შენი სახით მაჯილდოებს სამყარო. - წამოჯდა და მსუბუქი ღიმილით მომაპყრო თვალები.
ვაკვირდებოდი.
სხეულზე გაბნეულ მის კუნთებს გავაყოლე მზერა. კალთაში ჩავუჯექი და მთელი სიცხადით შევიგრძენი მისი ღიმილი.
ვხვდებოდი, რომ მიყვარდა.
აქამდე, არასდროს შემისისხლხორცებია ასე უცხო კაცის სურნელი.
- მე რომ ღვთისწყალობა გგონივარ, მანდ შენც ვერ გაქ ყველაფერი დალაგებული.
- ანუ ორივე განწირულები ვართ! - თმაზე მომეფერა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში, შეუჩერებლად მეფერებოდა თმაზე. სახეზე კმაყოფილება ეწერა. ისე ვსვამდით ერთმანეთის თვალებში ჩაგუბებულ ვნების ნაკადულს, თითქოს მთელი ცხოვრება, მწყურვალებს გაგვეტარებინა.
- შეგიძლია, იცოდე რომ ცუდია და მაინც გიყვარდეს ადამიანი? - ვკითხე მას.
- შემიძლია, ვიცოდე, რომ არც ისე კარგი ხარ, მაგრამ მაინც მიყვარდე. გამონაკლისი ხარ კეკელინა. თუმცა მაინც ვერ ვხვდები, რატომ თვლი რომ ცუდი ხარ? მხოლოდ იმიტომ, რომ იმას აღიარებ, რისი აღიარებაც სხვებს არ შეუძლიათ, ცუდი ხარ? პირიქით, პირდაპირი, გაბედული, მამაცი გოგონა ხარ. შენ ყველაზე წრფელი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს. ამიტომაც შეგიყვარე. ცეკვითაც ნამდვილი ხარ, სიარულითაც, საუბრითაც.
- შავ ჯიპზე ამხედრებულო პრინცო - ვუთხარი სიცილით და ცხვირზე ვაკოცე.
- შენს პრინცს დედიკო ურეკავს ორი დღეა. - ამოიოხრა - არ ვიცი, მემგონი მართლა ზებუნებრივი შესაძლებლობები აქვთ მშობლებს. რაც შემიყვარდი, იმის მერე ამბობს, რომ ფერი არ მოსწონს, ცუდად გამოვიყურები, დარდი ჩაგიგუბდა თვალებშიო.
- დაგადარდიანე?
- არა, პირიქით. გამაბედნიერე, მაგრამ ცოტა შემომერეოდა ხოლმე სევდა, როცა შენზე ვფიქრობდი.
- ძალიან მაინტერესებს, დარდიანი გეგი როგორი იყო... წვიმის ფონზე, ფანჯარაში იყურებოდი და ჩემზე ფიქრობდი? თან სევდიანი მუსიკა ერთვოდა პეიზაჟს.
- ნუ დამცინი. ჩემი ცხვირის არ იყოს, ყველა ფაქტს იმისთვის იყენებ, რომ მასხრად ამიგდო.
- შენი ცხვირი ახლა გამახსენდა - ვთქვი ხარხარით და კვლავ ცხვირზე ვაკოცე.

* * *

მშფოთვარე ძილს მისცემოდა ბიჭის მშვენიერი სახე. თვალები მსუბუქად მიენაბა, თუმცა უსიამოვნო გამომეტყველება დასთამაშებდა დროდადრო და ისე ხშირად იცვლიდა გვერდს, თითქოს ღამის კოშმარები უკორტნიდნენ უცოდველ გულს.
ვერაფერს ხედავდა. მთელი ქალაქი უსაზღვრო ბურუსში ჩაღვრილიყო და გზას ვერ არჩევდა. იდუმალი, რუხი სივრციდან, დასახიჩრებული გოგონას სილუეტი გამოიკვეთა. თავი შუაზე გახლეჩვოდა და შეუწყვეტლივ სდიოდა სისხლი. ბიჭს არ შეშინებია.
ან შეეშინდა, თუმცა რთულად თუ ეთქმის იმ შეგრძნებას შიში, რომელიც მეტყველ სახეზე გამოესახა. ეს შიშზე გაცილებით მეტი იყო. მას საკუთარი თავის გამო არ უწუხდა გული.
ღელავდა, შფოთავდა, პულსი გამალებულ ძგერას მიცემოდა. სანუკვარი ადამიანის ძებნისგან გართულ მებძოლს დამსგავსებოდა მისი სულის ყველა ნაწილი.
- მე მას წავიყვან! - წარმოთქვა დასახიჩრებულმა გოგონამ, რომლის ხორციდან, გახრწნილი ლეშის სუნი უწვავდა ცხვირს ახალგაზრდა ბიჭს.
- მე მას წავიყვან, რათა შენმა თვალებმა ვეღარასოდეს იხილოს სახება მისი. მე მას წავიყვან არა შენ დასასჯელად, არამედ მის გასატანჯად. შენ თავს მოვწყვეტ! მოვწყვეტ ყველა იმ ადამიანს, რომლის სიყვარული, ძარღვებში სისხლად უჩქეფს და ასფალტზე ამოსულ, უწყლოდ დარჩენილ მცენარეს დაემსგავსება. პირს დავუცობ, ცხვირზე მოვუჭერ აყროლებულ ტორებს, რათა მისმა ფილტვებმა ვეღარ იცოცხლონ.
ბიჭმა აქეთ-იქით გააცეცა თვალები. მხოლოდ ერთი შეკითხვა უტრიალებდა გონებაში: „სად არის? სად არის სურნელი სიცოცხლის და იმედი ჩემი სამყაროსი? მე თუ ვერ მივაგნებ, მე თუ აბჯრად არ შემოვეცმევი მის ბრძოლისგან დაღლილ სხეულს, ვაიდა, ამ უღმერთომ მართლა აასრულოს მუქარა.
- ვერ იპოვნი - წარმოთქვა გოგონამ და თითქოს ბიჭის დაფარულ შფოთვას გამოეხმაურა წამსვე - ვერ იპოვნი იმას, ვინც სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. აღარ დაბრუნებულები, ნელ-ნელა, ვეღარ დაბრუნებულებს ემსგავსებიან და სახება მათი, თვალსა და ხელს შუა ილევა, ქრება, როგორც სანთელი ღამის. მოგონებებიღა შემოგრჩება ნუგეშად. დღეს დღე დაემატება, წელს წელი და იძულებული გახდები, შეწყვიტო მისი ძებნა. ფარხმალს დაჰყრი და სწორედ ეს დაყრილი ფარხმალი გაგიმწარებს სინდისს კუბოს ფიცრამდე. მოგონებები გაგიფერმკრთალდება. მოხუცებული, უსუსურად დაღონებული, მხოლოდ მის სახელს გაიხსენებ, მაგრამ დაგავიწყდება, როგორ შემოგცქეროდნენ მისი თვალები ბედნიერების ჟამს. დაგავიწყდება მისი სიცილი და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში, მხოლოდ ილუზიებში წარმოიდგენ მის ხმას, რომელიც გიხმობს. ეს ხმა, სიცოცხლით სავსე იქნება, გეგონება ცოცხალიაო. მას გაედევნები და საბოლოოდ, შეგრჩება წარსულის ექო, რადგან სასიკვდილოდ განწირულ ადამიანებს, ხშირად ჩაესმით ძვირფასი ხმები. ის სინამდვილეში, სიკვდილი იქნება. სიკვდილი საყვარელი ხალხის სახელით გიხმობს, რათა მოტყუებით, შენივე ნებით დათმო სიცოცხლე და მას გაეკიდო. აღსრულების შემდეგ, სასუფეველშიც ვერ მიაკვლევ მის სახებას. თუმცა არ მოიწყინო, ეს მისი სასჯელია და არა შენი - ეღიმებოდა მოსაუბრეს.
ბიჭს გამოეღვიძა.
აფორიაქებულსა და ჯერ კიდევ, ნახევრად მძინარეს, ძლიერ უჭირდა რეალობისა და სიზმრის გარჩევა. რაღაცა გამუდმებით შხრიალებდა მის გონებაში. შხრიალებდა, როგორც ათასოპბით ადამიანის გადაბმული ფუსფუსი და უჭირდა, ამ ფუსფუსში ნამდვილი საუბარი გამოერკვია.
წამით, უცნობი, თუმცა ამავე დროს, ნაცნობი ქალის საუბარი დაიჭირა ქაოსში:
- სახლიდან გავიდა და უკან აღარ გაბრუნებულა ადამიანი, რომლის პოვნაც, იმედის დაბრუნება იქნებოდა ხალხისათვის. - ერთნაირი ხმის ტემბრით იმეორებდა ვიღაცა ამ ფრაზას. დაახლოებით, ათასჯერ მაინც ჩაესმა იგი. ბიჭს სურდა, სამუდამოდ დაედუმებინა გაუსაძლისი ჩურჩული აურაცხელი, გონებაარეული ადამიანისა.
- ნუთუ ვერ იპოვნი? - მოესმა კითხვა. - და რას იტყვი? ვერ ვიპოვნეო? იტყვი, რომ მზისა და ვარსკვლავების პლანეტები გეღობებოდა და ვერ შეძელი, დასდგომოდი მის კვალს? სხვები გაგიგებენ, თუმცა საკუთარ თავს როგორ აუხვევ თვალს? შენთვითონაც ხვდები, რომ ზებუნებრივი არსებებიც კი ვერ გადაგეღობებიან გზაზე თუ კი იმას ეძებ, ვინც მთელი გონითა და სიცხადით გიყვარს.
ბიჭი გიჟივით გავარდა სახლიდან.
წავიდა სახლიდან, რათა ეპოვნა ის, ვინც სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.

* * *

ბარში ვიჯექი და ცხოვრებაში პირველად, ველოდი მამაკაცს, ისე რომ ეს ლოდინი დიდად არ მაღიზიანებდა. პირიქით, მომწონდა, იმის წარმოდგენა, როგორ ნელა მომიახლოვდებოდა. სახეზე უსაზღვრო კმაყოფილება დაეწერებოდა და მშვენიერ ტუჩებს გახსნიდა.
მართლაც შემოვიდა.
თვალებით მეძებდა, დიდხანს იდგა ასე დაბნეული და ჩემს გამოჩენას ელოდა. შემდეგ, მზერა ზუსტად იქ გაუშეშდა, სადაც მე ვიჯექი. ახლა, გაშეშებული იდგა. ღამის მოჩვენებასავით მომჩერებოდა. თავიდან, ვერც ღიმილი დავტყუე, ვერც აღფრთოვანება. უბრალოდ, იდგა და თვალს არ ახამხამებდა.
ჩემკენ წამოვიდა.
ახლა უკვე უზომოდ გაოგნებული, დაბნეული და სასაცილო იყო. კი არ დადიოდა, გეგონება ღრუბლებში დაფრინავსო, ისე მიმზერდა.
- ამაზე ლამაზი გოგო, ოდესმე გინახავს? - ჰკითხა ბარმენს. ხმაც კი შეცვლილი ჰქონდა.
- ძალიან ლამაზია - დაუდასტურა ბიჭმა სიცილით.
- ჩემი შეყვარებულია - გამოუცხადა ამაყად და ყელში მწვდა თავისი რბილი ტუჩებით.
- მისამართი შეგეშალა - ვუთხარი ხარხარით. მისი შეხება, ყველაზე სასიამოვნო განცდა იყო, თუმცა ამავე დროს, ძალიან მეღიტინებოდა. - სერიოზულად გეუბნებით, ვიღაცაში გეშლებით - თავი გავიგიჟე.
- შენთან ყოფნა სუიციდის ტოლფასია - ჩაილაპარაკა თავისთვის. რამდენიმე წამით, გამეცალა და ისევ უკან დაბრუნდა. - გამარჯობა - მომესალმა ზრდილობიანად.
- გამარჯობა - ვუპასუხე.
- ქალბატონი რასაც სვამს, ის დამისხით - სთხოვა ბარმენს - მოიცა, ეგ რომია?
- დიახ, რომია.
- გამიკვირდა.
- ზედმეტად კაცის სასმელია და იმიტომ გაგიკვირდათ?
- დიახ, თუმცა მე მიყვარს.
- მეც მიყვარს - გავუღიმე და თვალი მოვაშორე.
- შეიძლება, რაღაცა გკითხოთ?
- დიახ - მისკენ არ გამიხედავს. ორივეს გვეღიმებოდა. ბარმენი, დაბნეული შემოგვცქეროდა. ჩვენ კი სიყვარულში ჩამღვრეულ, ორ გაგიჟებულ ბავშვს დავსმგავსებოდით, რომლებიც დაუსრულებლად თამაშობენ ათასგვარი სცენარით.
- ასე საგანგებოდ გამოწყობილი, სამყაროში ყველაზე მშვენიერი ქალი უმიზეზოდ არ იჯდებოდა ბართან, ალკოჰოლით ხელში. არ მითხრათ, რომ ვინმე გალოდინებთ.
- არა, აღარ მოვა - მოვუჭერი მოკლედ - მიმატოვა. აღმოაჩინა, რომ მამაჩემი მისი დაუძინებელი მტერია და ჩემზეც უარი თქვა.
- ცოტა დაუჯერებელი ამბავია - ოხუნჯი ღიმილი მიეპარა ტუჩის კუთხეებში.
- დაუჯერებელია, რომ მამაჩემი მისი მტერია?
- არა. დაუჯერებელია, მსგავსი მიზეზის გამო, თქვენი მიტოვება.
- ჰო, მეც გამიკვირდა. თავიდან, მართლა გამიკვირდა, შემდეგ სინანული, სევდა ვიგრძენი, საბოლოოდ კი გავბრაზდი. ვიფიქრე, ნამდვილი უმადურია და არ მიმსახურებს-თქო. თან მე დანმდვილად ვერ გავუძლებდი. მესაკუთრე და ცოტათი სულელი იყო.
- მე ვერ შევძლებდი თქვენნაირი ქალის მიტოვებას, როგორი დაბრკოლებაც არ უნდა ჩაგვჩროდა. იცით, სამყაროს საჩუქარს ჰგევხართ. ზუსტად ისეთ საჩუქარს, დიდი ბრძოლის შემდეგ რომ მხოლოდ ღირსეულთა ხვედრია. არ ყოფილა ის კაცი ღირსეული. თქვენ გმირი გჭირდებათ, რადგან მხოლოდ მისი შესაფერისი თუ იქნებით.
მომინდა, რომ ამ სიტყვების შემდეგ, მისთვის ცხვირზე მეკოცნა.
მაგრამ არ ვაკოცე, ჩვენი ფანტაზიორობის მომენტი არ გავაფუჭე.
- ეგეთი სიტყვების პატრონი მამაკაცი, ძალიან საშიში უნდა იყოთ - გამეღიმა. - თუმცა, თვალს დავხუჭავ. შეგიძლიათ, მორიგ ჭიქა რომზე დამპატიჟოთ.
- რომთან ერთად, ვახშამზეც დაგპატიჟებდით დიდი სიამოვნებით. რას იტყვით?
- რატომაც არა.
- გამოვიცნობ, რომ სტეიკი გიყვართ - მახარა ბედნიერად.
- ნახევრად უმი სტეიკი. - დავაზუსტე.
- საშიში მე კი არა, თქვენ ყოფილხართ.
- რატომ?
- მხოლოდ სახიფათო ქალბატონები თუ მიირთმევენ უმ სტეიკებს.
- სასიამოვნო მოსაზრებაა თუმცა მეტ ფაქტს საჭიროებს - გამეღიმა.
რესტორნის განყოფილებაში გადავინაცვლეთ. ვერანდა ავირჩიეთ სავახშმოდ.
- ყველა ჩვენ გვიყურებს - კმაყოფილმა მითხრა - გვიყურებენ და ფიქრობენ, რა იღბლიანია ეს კაციო.
- იქნებ, პირიქით? იქნებ ფიქრობენ, რომ მე ვარ იღბლიანი, რადგან ლამაზი ქალი უფრო მრავალადაა სამყაროში, ვიდრე მამაკაცური, მშვენიერი და მიმზიდველი კაცი.
- შეიძლება, თუმცა თქვენ მრავლად არ ხართ. დარწმუნებული ვარ, უკანასკნელი ეგზემპლარიღა შემორჩით და მთელი დედამიწა იმედიანად შემოგყურებთ, რომ პატივი დასდოთ, გაამრავლოთ თქვენი მსგავსები.
გულიანად გამეცინა...


მეშვიდე თავი

მთელი სამყარო რომ განადგურებულიყო, სამუდამოდ რომ ამოეშალათ მისთვის ყველა მოგონება, სოფიო ჯაფარიძეს, ერთი დღე, მაინც არასოდეს დაავიწყდებოდა. ეს დღე იყო მისთვის ბედნიერების გასაღები, რომელიც სამყაროში, სიყვარულით შექმნილ ყველა კარს აღებდა და აშიშვლება უკიდეგანო სილამაზეს - ენით აღუწერელსა და ხელთუქმნელს. სოფიოსთვის, ის დღე, სულის გადარჩენის უკანასკნელ წუთად გამხდარიყო.
სამშობიაროში, მეგობრის ბავშვის დაბადებას ელოდნენ და მიუხედავად სიხარულისა, მაინც უღიმღამო ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე. სოფიო რაღაცას ელოდა.
ელოდა, რაღაც წარმოუდგენელს.
თითქოს, სულ მალე, ზეცა განათდებოდა. განათდებოდა და თავისი პატარა, ლამაზი სხივებით აჩუქებდა გამოუთქმელ ბედნიერებას.
საავადმყოფოში, უეცარი ქაოსი ატყდა. სწორედ ისეთი აურზაური დატრიალდა, რაღაც დიდებულის დასაწყისად რომ იქცევა ხოლმე.
- რა ხდება? - ჰკითხა სოფიმ თორნიკეს.
- არ ვიცი.
- რაღაც ხდება - კანი ატმისფრად აუღელდა ქალს. პირველი სიყვარულის მსგავსმა ფორიაქმა მოიცვა მისი სული.
ექიმები ჭიანჭველებივით ირეოდნენ. ყველას დაბნეულობა ემჩნეოდა სახეზე.
- პატარა ბავშვია - ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს.
თორნიკეს მეუღლისთვის არაფერი უთქვამს. ისედაც, უსიტყვოდ მიხვდნენ, რომ რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც თითქოს არანაირად არ ეხებოდათ. სინამდვილეში კი თავიცა და ბოლოც მათთვის იყო გამიზნული.
თორნიკე ხალხში შეიკარგა. მეგობრის მშობიარობა უსაზღვროდ იწელებოდა და სიმართლე რომ ითქვას, რაღაც ზებუნებრივი მოვლენის გამო, ეგ ამბავი უკვე მეორეხარისხოვანიც გამხდარიყო. ორივე ხვდებოდა, ისეთი დრო ახლოვდებოდა, თავდაყირა რომ დაუყენებდა ყველაფერს, თუმცა თანახმანი იყვნენ, თავიანთი ცხოვრება, უეცარი რეფორმებისთვის მიენდოთ.
- პატარა გოგონაა - უთხრა თორნიკემ ცოლს. ხელით, თავისი ქურთუკის სახელოს აწვალებდა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, პატარა ბავშვი რომ პირველად უხსნის სიყვარულს ვინმეს - ვიღაცამ თოთო გოგონა, ამ სიცივეში, საავადმყოფოს ეზოში დატოვა. სისხლი სჭირდება, მეოთხე ჯგუფის სისხლი სჭირდება, ავადაა.
- მძიმედაა? გადარჩებაა? რამხელაა? - ზედიზედ, იმდენი კითხვა მიაყარა ქმარს, მიხვდა, საკუთარი თავის ხელში აყვანა უჭირდა.
- არ ვიცი სოფი, ასე დაწვრილებით არ მაბარებენ ანგარიშს.
- ჩემი სისხლია, ახლავე გადავუსხამ! სადაა?
- წამომყევი, ექიმს დაველაპარაკოთ.
თვალებგაფართოებული უცქერდნენ ჩვილს. სოფი ფეხმძიმე ქალივით გრძნობდა მის სუსტ გულისცემასა და ამოსუნთქვას.
ეძინა.
- რამდენიმე დღის გაჩენილია - დაასკვდა თორნიკემ.
- ორი დღის წინ, შენი დაბადების დღე იყო. მას კი ჯერ ისევ ეტყობა ყველა ძარღვი სახეზე და პომიდორივით წითელია. შესაძლოა, ერთ დღეს დაიბადეთ.
- იქნებ, ერთ საათსაც დავიბადეთ? ხომ იცი, როგორ ჰგვანან ერთმანეთს ასეთები.
- ხო კარგადაა? ხომ სძინავს? ხომ არ კვდება? - ჰკითხა ქალმა ექიმს.
- აღარ მოკვდება, რადგან გვიპოვნეთ და სისხლი გვაქვს.
- შეუძლებელია, არ მეპოვნა. მე ხომ ის მეძახდა... - თქვა გულში. ბავშვისთვის თვალი არ მოუცილებია.
- ახლა, რა ბედი ელის? - ჰკითხა კაცმა.
- ოჯახს მოვუძებნით.
ცოლ-ქმარმა ერთმანეთს შეხედა. ყველაფერი უკვე ზედმეტად ნათელი გამხდარიყო. იმაზე ნათელი, ვიდრე ათას სიტყვას შესწევს ძალა გამოთქმის.
- არ სჭირდება ძებნა. უკვე იპოვნა - იმედიანი მზერა მიაპყრო ქალმა ექთანს.
- ბავშვის აყვანა თუ გნებავთ, რიგში უნდა ჩაეწეროთ. ჯერ იმათ ერგებათ, ვინც თქვენამდე გამოთქვა სურვილი.
- მას სხვა ვერ წაიყვანს!
ბავშვმა თვალი გაახილა.
პირველად გაახილა თვალი თავისი მცირეხნიანი ცხოვრების განმავლობაში. მას იხმობდნენ. სიკვდილმისჯილ ანგელოზთა სამსჯავროზე მისული, ვიღაცის თბილმა ხმამ დააბრუნდა უკან. ეს ხმა, წამდაუწუმ, გამალებით იძახდა მის ჯერ არ არსებულ სახელს და ისე უმღეროდა ძილისპირულს, როგორც ანგელოზების ზარების წკრიალი ატკბობს მოკლულთა სულის ყურებს. სითბოს გრძნობდა. პატარა გოგონას მთელი გულითა და მონდომებით ელოდნენ. ვიღაცას, თავისი ცხოვრების განვლილი და გაუვლელი სიყვარული ჩაეტია ამ ძახილში. ვიღაცა, სიცოცხლის ენერგიას უსიტყვოდ დახარჯავდა, თუ კი უკან დააბრუნებდა ჩვილს.
და ის დაბრუნდა.
დაბრუნდა, რათა სიკვდილისთვის, მოზრდილი პანღური ამოერტყა და ებრძოლა ისე, როგორც მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევდა ბრძოლა.
ჰო, ეს პატარა, უმწეო და სუსტი ბავშვი ნამდვილი მებრძოლი იქნებოდა. ზუსტად ისეთი, მილიონში ერთხელ რომ იბადებიან და ამ დაბადებით ასხივებენ ძლიერ სინათლესა და წყვდიადსაც, ორივეს ერთად.
თვალი გაახილა. ასეთ სილამაზეს ვეღარასდროს ნახავდა ცხოვრებაში. ცოლ-ქმარს სუნთქვა შეეკვრა. ზუსტად თორნიკეს მსგავსი თვალები ჰქონდა. აბობოქრებული ზღვის ტალღების მსგავსი, მსგავსი, სოფლის უსუსურ სახლებზე ჩამოწოლილი მეწყერისა...
- დარეკე სადაც საჭიროა და ვისთანაც საჭიროა - ჰიპნოზიზსქვეშ მყოფივით წარმოთქვა სოფიმ - დარეკე ყველგან, რათა ეს ბავშვი სხვამ ვერასოდეს აიყვანოს ხელში. ღმერთი არ გაგვიწყრება, თუ ცხოვრებაში პირველად მაინც გამოვიყენებთ გავლენას. თან შენ განსაკუთრებულად უყვარხარ, არასოდეს გიბრაზდება.
- თუ საჭირო იქნება, ვიყიდი კიდეც ამ გოგოს!
- კარგი, მაგრამ ეგ არც ისე გულისამაჩუყებელი და თავდადებული ნაბიჯი იქნება. თუმცა, აქვე შევთანხმდეთ, რომ უსამართლო ნაბიჯებსაც არ მოვერიდებით... - გოგონა ხელში აიყვანა მომავალმა დედამ - ასეა საჭირო. როგორც ჩანს, შენი ხელში ჩაგდებისთვის, კეთილი გზები არ კმარა. რას ვიზამ, რთული გოგონა ჩანხარ და უნდა შევეგუო.
* * *
- იცი რა მაინტერესებს? - მკითხა გეგიმ.
- ნამდვილად არ ვიცი წინასწარ, რა გაინტერესებს.
- სულ ასეთი მშვენიერი ხარ თუ მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში?
- ზოგადად, ამაზე მშვენიერი ვარ - ვუპასუხე სრული ნარცისული გულახდილობით. ჯერ ისევ, პატარა სპექტაკლი გაგვემართა და არც ერთს გვინდოდა, დასრულება.
- ეგრეც ვიფიქრე. ისე, როგორი იყო ის ჩემი წინამორბედი, შენი ყურადღება რომ დაიმსახურა? - მკითხა ეშმაკურად. ზედმეტად მოსწონდა, როცა მასზე ვსაუბრობდი და მეც ვცდილობდი, გამენებივრებინა.
- დიდი ვერაფერი. ფულიანი ტიპი იყო უბრალოდ და ხო იცი, ქალებს გვიყვარს ეგეთები. - ვუპასუხე ხარხარით.
- დიდი ვერაფერს მოგცემ გოგო! - როლიდან გამოვიდა და შემომიბღვირა.
- კარგი, კარგი, ვხუმრობ. ძალიან სიმპათიური იყო და მამაკაცური აღნაგობა ჰქონდა. ვაღიარებ, რაც უფრო აზიდული და მკვრივი სხეული აქვს ჩემს თაყვანისმცემელს, მით უფრო ვიშლები ჭკუიდან. ძალიან პირადულს კი გეუბნები, მაგრამ სექსში ნამდვილი გორილა იყო. სულ საწოლში კოტრიალი უნდოდა და თან არაჩვეულებრივად გამოსდიოდა. - ტუჩების ლოკვით ვუამბე ჩვენი სექსუალური ცხოვრება.
- მიყვარხარ - ამოთქვა ჩახლეჩილი ხმით.
რამდენიმე წუთის განმავლობაში, ხელებს ფეხებშუა ვიფათურებდი, რათა ტრუსი შეუმჩნევლად გამეხადა. საწადელს როცა მივაღწიე, მუჭში მოვიქციე, შემდეგ აქეთ-იქით გავიხედე, დავრწმუნდი რომ არავინ გვიყურებდა და ნელა გადავიხარე გეგისკენ, პატარა გულის ჯიბეში ჩავუკუჭე.
- რატომ ხარ ასეთი არარეალური? სამყაროში ერთადრთი მაგარი გოგო იყო და ისიც მე შემხვდა.
- ნუ იქნები ასეთი თავდაჯერებული საყვარელო.
- რა ნუ ვიქნები? ჯიბეში შენი ფოხანი მიგდია.
- იქნებ, ჩემი ფოხანი ბევრს არაფერს ნიშნავს?
- მოიცა, ყველა მამაკაცს ასეთ სუვენირს უკეთებ?
მთელი სხეულით გადავიხარე მისკენ და ყურში ჩავჩურჩულე.
-კი, ნამდვილი კა*პა ვარ.
- საწოლშიც გეტყობა! - ისევ გამოძვრა როლიდან.

* * *
ცარიელი საქანელა თავისით ქანაობდა. ბავშვს ვერ გაეგო, ქარი თუ არხევდა, მაშინ მას რატომ არ ეფერებოდა სახეზე ნიავის ცივი ამოსუნთქვა?
ის სკვერი იყო... ზოგჯერ დაწყევლილი, ზოგჯერ დალოცვილი, მაგრამ ყოველთვის, როცა ამ საქანელას უახლოვდებოდა, გრძნობდა, როგორ ენატრებოდა თავისი ადამიანის ჩახუტება მთელი გრძნობითა და სიცხადით.
- სად ხარ? - დაიყვირა ბავშვმა, რომელსაც დროზე ადრე ჩამოერთვა უფლება, დარჩენილიყო ბავშვად.
- აქ ვარ - მიიღო პასუხი, თუმცა არა იმისგან, ვისგანაც სურდა.
ბუჩქებიდან ზუსტად ისეთმა დაკოჟრილმა, დანაოჭებულმა ქალმა გამოყო თავი, როგორსაც მხოლოდ ღამის კოშმარში ნახავდა. გრძელ ფრჩხილებში, სისხლისფერი ჭუჭყი ჩასჯდომოდა ლაქებად და ისე ათამაშებდა, გეგონება, მომავალი მსხვერპლის ყურებაში გართულიყო.
- შენ ის არ ხარ - თქვა ბავშვმა. ადგილიდან არ დაძრულა, რადგან ის არ იყო ჩვეულებრივი ბავშვი... რადგან ყველა იზრდება, როცა საყვარელი ადამიანისთვის ბრძოლას ეხება საქმე. ისინი იზრდებიან წამებში, წუთებში და უქრებათ ყველანაირი თრთილვის შეგრძნება.
- მე წავიყვან იმას, ვისი ხმის გაგონებაც, სიცოცხლის ფასად გიღირს. მე წავიყვან და ვეღარასდროს წაგიკითხავს ზღაპარს, ვეღარც თმაზე მოგეფერება, ვეღარც ფეხსაცმლის თასმებს შეგიკრავს. იმისთვის დავბრუნდი ბნელეთის სამყაროდან, რომ თან წავიყვანო ის, ვისი იმედიც გულად გიძგერს სხეულში.
- დამპალო კუდიანო - წამოიყვირა ბავშვმა და ტყვიაზე სწრაფად მივარდა დედაბერს. ურტყამდა ხელებს, ფეხებს, უფხაჭნიდა სახეს. - ვერსადაც ვერ წაიყვან! ვერ წაიყვან! აქ შენი არავის ეშინია!
და ბავშვი ერთადერთი იყო, ვისაც მართლა არ ეშინოდა.
ვინც მთელი არსებით მზად იყო, სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოლა.
- ევა გაიღვიძე, კოშმარი გესიზმრება, გაიღვიძე! - ვიღაცის ნაზი, სურნელოვანი თმა ეფერებოდა გოგონას სახეს და მაშინ მიხვდა, ქარის წისქვილებს ებრძოდა ძილში.
- ხომ ვერ წაიყვანს? ხომ ვერ წაიყვანს? - ისტერიულად ეკითხებოდა დედამისს.
- ვერავინ წაგიყვანს, სიზმარი იყო, სიზმარი კი არარეალურია საყვარელო.
- არა, მე არა. მისი წაყვანა უნდათ.... ყველას მისი წართმევა უნდა.

* * *

- ეს შენი ძმა გამაგიჟებს - ჩამესმა გეგის ნერვიული ხმა.
საწოლიდან ძლივს წამოვყავი თავი. მას კი, როგორც ჩანს, მაღაზიაში ჩასვლა და საჭმლის ყიდვა მოესწრო.
- ასე ადრე როგორ გაიღვიძე? - ვკითხე გაოგნებულმა.
- ქალები რა ენერგიასაც გასცემთ საწოლში, იმ ენერგიას კაცები ვიღებთ. შენ კი, ისეთი ხარ, რომ ერთი კვირის საკვებს მაწვდი ხოლმე.
- მე კი გათიშულს მეძინა.
- ჰო, ჩასვლამდე ძალიან ბევჯერ გაკოცე კისერში და ვერც კი იგრძენი.
- იმიტომ მეძინა უშფოთველად. რა მომიტანე?
- შოკოლადი, ბანანები, სენდვიჩის მასალა და მთელი ბლოკი სიგარეტი. ერთად როცა ვართ, უზომოდ ვეწევით და ბარემ, გვეგდოს სახლში.
- ჩემს ძმაზე რას ამბობდი? - ვკითხე და თან ბანანის ჭამას შევუდექი.
- აქეთ-იქით დაეხეტება ჩაფიქრებული. ისე, ძაან სასაცილო მომენტი იყო. ერთმანეთს შევეჯახეთ შემთხვევით და იმან ძალიან მტრული მზერა მტყორცნა, მე კიდევ, ბოდიში მოვუხადე, ლამის ქურთუკიდანაც გავაცალე ძენძები.
სიცილით ლამის გავიგუდე.
- სანი ყველაზე საყვარელია - ვთქვი სევდიანი ღიმილით. მთელი არსით მენატრებოდა - ბოლოს რომ ვნახე, იმდენი საშინელება ვუთხარი, გაფიქრებისაც კი მეშინია. წავალ და აღარასდროს დავბრუნდები, არ გეგონოს, რომ წამით მაინც გამახსენდები მეთქი. იმის შემდეგ, ყოველდღე მასზე ვფიქრობ.
- ჩემზე?
- შენზეც გეგი.
- დღეს დედაჩემი უნდა ვნახო. წამოხვალ? - მკითხა მორიდებული მეზობლის ბავშვივით.
- დედაშენის გასაცნობად?
- ჰო.
- გეგი, ჩემი გვარი დაგავიწყდა?
- ჯაფარიძე, თუ სწორად მახსოვს.
- ჯაფარიძე უნდა გააცნო ოჯახს?
- ოჯახსაც გავაცნობ და მთელ სამყაროს. ხო უნდა იცოდნენ, რომ თორნიკეს შვილი დავკერე და ყველაზე მაგარი ვარ ჯიშში.
- ფრთხილად პატარა, მეორე კეხიც არ დაგაჯდეს ცხვირზე - მუშტი მოვუღერე
- მაინც მოვუყვები შენზე!
- რაზეც გინდა, იმაზე მოუყევი.
- დღეს ცუდ ხასიათზე ხარ?
- არა, უბრალოდ, რაღაცნაირი წინათგრძნობა მაქვს, ავის მომასწავებელი.
- თუ გინდა, არსად აღარ წავალ და სულ შენთან ვიქნები.
- არა საყვარელო - გამეცინა და ცხვირზე ვაკოცე...რომ შემძლებოდა, უკან მოუხედავად გავიქცეოდი დედასთან. უცნაურია, ახალი ცხოვრება ზოგჯერ ყველაფერ საუკეთესოს გჩუქნის, თუმცა ძველში იმდენი ადამიანი გყავს დატოვებული, რომ პირველივე შესაძლობისას, მზად ხარ, ყველა სიკეთე ფეხვეშ გათელო და იქ გაიქცე, სადაც გული დატოვე.
* * *
- გინდა ცხოვრება დაგინგრიო? - მკითხა გოგონამ. სისხლის გუბე გამხდარიყო მთლიანად და გახუნებულ თვალებში ეტყობოდა, ჩემთვისაც იგივე უნდოდა.
- რა უნდა დაანგრიო? ისედაც ყველაფერი ნაფლეთებად არა მაქვს ქცეული?
- არა. ჯერ არ გაქვს ყველაფერი დაკარგული, თუმცა მე შემიძლია, დაგიკარგო. - გამიღიმა და მთელი სიძულვილი ჩადო ამ ღიმილში, რასაც ჩემს მიმართ გრძნობდა.
- შენ არაფერი შეგიძლია - მეც ღიმილი დავუბრუნე.
- მე უკვე შევძელი....
ნაცნობი კადრი დამიდგა თვალწინ. მოგონებები, ისე იმღვრეოდა ერთმანეთში, როგორც შვილმკვდარი მშობლების ცრემლები. მალევე დალაგდა. ახლა უკეთესაც ვარჩევდი ხმებსა და ადამიანებს:
- საშინელი ხასიათი აქვს. უკვე ამხელაა, მაგრამ მაინც ვერ ისწავლა ჭკუა - ეწუწუნებოდა ბებიაჩემი ჩემს მშობლებს.
არ იცოდნენ, რომ სახლში მისული, უჩუმრად ვაყურადებდი მათ საუბარს. ვერა და ვერ ისწავლეს, რომ ყოველთვის ყველაფერი მესმოდა, ყოველთვის ყველაფერს ვიგებდი და მათი სიტყვები, შემდეგ მათივე მტრები ხდებოდნენ.
- პატარა ბავშვია - მიცავდა დედა - შენ გგონია, გაიზარდა? 22 წლისა სულ პატარა ვიყავი. თორნიკეს სისულელეებზე ვეწუწუნებოდი და ისეთ რამეებს ვაკეთებდი, რომ მაგ ასაკსაც კი მიქვეითებდა.
- შენ სულ მას იცავ! - ებუზღუნებოდა ბებიაჩემი - მუდამ მას იცავთ ორივეს. სანი და ევა ძიძამ გაზარდეს, მხოლოდ კეკელინასთვის არ მოგიკლიათ ყურრადღება და საბოლოო ჯამში, ყველაზე უარესი გამოვიდა. მშვენივრად იცით, საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, მაგრამ ვინმემ თუ არ ასწავლა ცხოვრება, თავს დაიღუპავს ამ ამაზრზენი ქცევით.
- და რატო გვიყვები ჩვენივე ბიოგრაფიას? - გაბრაზდა მამაჩემი. - რა დააშავა ასეთი?
- მეზობელმა რაღაცა ჰკითხა და ამან ყვირილი დაუწყო, რა თქვენი საქმეა, თქვენს უბადრუკ ცხოვრებას მიხედეთო. გესმის? - აღშფოთებული ჩანდა. ცოტათი გამეცინა, ყოველთვის იმაზე წუწუნებდა, რომ არ ვიყავი საკმარისად ზრდილობიანი ქალბატონი - დედაჩემისთვის არ მითქვამს, მოხუცია უკვე და გული გაუსკდება თუ გაიგებს, რა გააკეთა მაგისმა სანუკვარმა შვილთაშვილმა.
- რამე არასასიამოვნოს ჰკითხავდა. კეკელინა ვერ იტანს, როცა ვიღაცა უცხო, მის ცხოვრებაში ერევა.
- თქვენც უცხოები იყავით მისთვის, თუმცა როცა სავაადმყოფოდან გამოიყვანეთ, ჩვენ ყველა ერთად ჩავერიეთ მის ცხოვრებაში და ოჯახი ვაჩუქეთ. არ უნდა ჩავრეულიყავით? - ჰკითხა დედაჩემს.
- ეგ სხვა ჩარევაა.
- არანაირი სხვა ჩარევა არაა. შენ კიდევ ძალიან შეცდი, თავის დროზე რომ არ მიაკვლიე მის ბიოლოგიურ მშობლებს. ხომ შეიძლება, რამე გენეტიკური დაავადება ჰქონდეს? მშობლებისგან, ზოგჯერ ფსიქიკური აშლილობაც კი გადადის მემკვიდრეობით. ბავშვს რომ რამე სჭირდეს, ასე ცარიელი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ კვლევა?
თავიდან, მეგონა რომ მომესმა.
ყველა დადუმდა.
გაუცნობიერებლად გამოვსულვარ და მათ წინ დავმდგარვარ. მე კი ვერ ვხვდებოდი, ისევ კედლის უხილავი ნაწილიდან თუ ვაყურადებდი, რატომ მხედავდნენ?
- კეკე? - ჩემი სახელი ფრთხილად წარმოთქვა დედამ.
ბებიაჩემს ცივმა ოფლმა დაასხა. გარდაცვლილივით გაიკმინდა ენა და თვალები ამარიდა. ვხვდებოდი, როგორ უკანკალებდა ხელები, როგორ იმკვიდრებდა მის სახეზე, ლურჯი ფერი ადგილს.
- ბიოლოგიური? - მხოლოდ ამ კითხვის დასმა მოვასწარი. მემგონი, სწორად ვერ გადმოვეცი, რა მაინტერესებდა, თუმცა მამა მაინც მიმიხვდა.
- სისულელეზე ვარდები შოკში. დაჯექი და აგიხსნი ყველაფერს - მომიახლოვდა და ხელი შემახო.
უხეშად მოვიშორე მისი მტევანი. მოვიშორე ხელი, რომელიც მუდამ თბილი და სასიამოვნო მეჩვენებოდა. შხამად მომდგარ სიბრაზეც კბილებში ვგრძნობდი. ვგრძნობდი, როგორ ცდილობდა ეს შხამი, გარეთ გადმოენთხია მთელი თავისი რისხვა. თუმცა არასოდეს მჩვეოდა აყალმაყალი და ხმამაღალი ისტერიკების მოწყობა. მე უხმო ტერორის მოყვარული ვიყავი. დუმილით კონფლიქტი ხომ ადამიანებისთვის ყველაზე მძლავრი ტრავმაა? ჰოდა, როდესაც მსურდა, განსაკუთრებულად სტკენოდათ, მაშინ ჩურჩულს ვამჯობინებდი.
- ეტყობა, ამიტომაც არ დაგემსგავსეთ არც ერთს - აღმომხდა სრულიად წყნარი ტემბრით. საკუთარი თავის მიკვირდა, როგორ ვიყავი ასეთი გაწონასწორებული მაშინ, როცა მთელი არსებით მსურდა ყველა ჭურჭელი, სათიტაოდ დამენარცხებინა იატაკზე.
- რა სისულელეს ამბობ - გაეცინა დედაჩემს - არ მინდოდა, ეს ყველაფერი გაგეგო.
- პირიქით, ამაზე უკეთესი გზით, ვერც კი გამაგებინებდით - გამეღიმა და ბებიაჩემს შევხედე. იმ წამს, ალბათ მეზიზღებოდა. მეზიზღებოდა არა იმიტომ, რაც ილაპარაკა, მეზიზღებოდა იმის გამო, რომ აქამდე, მისი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი მეგონა თავი.
„შენს გარდა არავის ვაინტერესებ, სანი ერთხელაც არ მომიკითხავს, შენ კი ჩემი თვალის სინათლე ხარ“ - ამბობდა და იმ წამებში, ისეთი გულახდილი ჩანდა, ეჭვსაც ვერ შევიტანდი.
დამპალი ცხოვრება კიდევ რას მომიმზადებდა, რომ უფრო დავშორებოდი მათ, ვინც მთელი გულით მიყვარდა? მაგრამ ზოგდად, რას გაუგებ, ხრიკები არ ელევა მაგ ოხერს. ზუსტად ამ ხრიკების მრავალფეროვნების ვიწამე იმ წამებიდან, როცა გეგი სახეალეწილი დაბუნდა სახლში და ისეთი მზერა მომაპყრო, თითქოს მთელს სამყაროში, ყველაზე საძაგელი ადამიანი ვიყავი.
- კეკელინა! - წარმოთქვა ჩემი სახელი. თავიდანვე ცუდად მომხვდა ყურში. ახლა, ისეთ კეკელინას აღარ ამბობდა, რომელიც ყველაზე გამორჩეულ, სასურველ ქალად მიანჩდა, პირიქით, კეკელინა ეშმაკის სინონიმი გამხდარიყო, უხსენებელი გამხდარიყო კეკელინა.
- რა ხდება?
- იცნობდი? ი ი იცნობდი? - მკითხა თვალებამღვრეულმა. შოკირებული ვიყავი. სიტყვებს ერთმანეთზე ვეღარ აბამდა და ენა არ ემორჩილებოდა აღელვებისაგან.
- ვის ვიცნობდი?
- ერთი გოგო იყო ადრე. - აღმოხდა მას. - შენხელა. მაშინ ვუყვარდი, როცა 24 წლისა ვიყავი. ის თექვსმეტის იყო და მხოლოდ ისე ვუყურებდი, როგორც პატარა, საყვარელ ბავშვს. მას კი ვუყვარდი. იცი როგორ ვუყვარდი? ასე არავის ვყვარებივარ... შენც არ გყვარებივარ! - ბრალდებასავით მესმოდა მისი წინადადებები.
- რა ვქნა, თავი დამნაშავედ ვიგრძნო, რომ ვიღაც ლაწირაკს უყვარდი? - ნერვები ამეშალა. ვხვდებოდი, საით მიჰყავდა დიალოგი. ღმერთია მოწმე, რომ რაღაც უბედურების მოყოლას როცა იწყებენ, პირველივე ბგერიდან ვხვდები, რას და როგორ ეხებათ ხოლმე.
- უნდა იგრძნო! დამამთავრებინე! - თითქმის დამიღრიალა.
თავიდან ვიფიქრე, ვაზა ჩამერტყა მისთვის თავში ან ფეხებშუა მაგრად ამოეტყა ასეთი ტონისთვის, თუმცა ვიმსახურებდი...
და მის ფიზიკურ დაშავებას ნებისმიერ დროს მოვასწრებდი, ახლა ნამდვილად უნდა გველაპარაკა.
- გააგრძელე - ჩამოვჯექი საწოლზე, სიგარეტს გავუკიდე და მოთმინებით დაველოდე, როდის გამასწორებდნენ მიწასთან გეგი და საკუთარი სინდისი.
- სახლთან ყვავილებს მიტოვებდა ხოლმე. ჩემს დანახვაზე, ენა ებმეოდა, პატარა ბავშვივით, შეუჩერებლად იცინოდა და პომიდორივით წითლდებოდა... თვრამეტი წლის იყო, როდესაც თავი მოიკლა. იცი როგორი შეგრძნება დამეუფლა? თითქოს შემეძლო, გადამერჩინა, მაგრამ არაფერი გავაკეთე. ზოგჯერ, საკუთარ თავსაც ვადანაშაულებდი. ერთი შეხედვით, სისულელეა, რადგან მაშინ ძალიან, ძალიან პატარად მიმაჩნდა და სიყვარულს ნამდვილად ვერ შევთავაზებდი. ყოველი შემთვევისთვის, ისეთს, როგორიც უნდოდა. საბოლოოდ, აღმოჩნდა რომ მამინაცვალი სცემდა, დედა არაფერს აკეთებდა მის დასახმარებლად და ამ კოშმარს დამატებული, სკოლაშიც რიგიანად სჩაგრავდა ვიღაც მდიდარი მამიკოს შვილი.
- მარიამი - ვთქვი ჩურჩულით.
- მარიამი - დამიდასტურა გეგიმ.
- თავი არ მოუკლავს.
- შენ საიდან იცი?
- ყველაფერს თავისი სახელი დაარქვი გეგი. თავი კი არ მოიკლა, გაქრა. ვერანაირად ვეღარ გამოიძიეს, ვერ იპოვნეს. შემდეგ, მისი რთული ცხოვრების დეტალები გაირკვა და სუიციდს შეახოცეს ხელი. - ფეხზე წამოვდექი - არ ვიცი, გაცნობიერებულად თუ გაოცნობიერებლად მადანაშულებ მის სიკვდილში, მაგრამ ერთი რამე კარგად გაითვალისწინე... მე აღარ ვარ თექვსმეტი წლის. როდესაც თავს იკლავდა, თუ რა თქმა უნდა, თავი მოიკლა, რისიც მე ძალიან ნამკლებად მჯერა, არამგონია, რომ მაინცდამაინც იმაზე ეფიქრა მაგ დროს, როგორ ჩაგრავდა მდიდარი მამიკოს შვილი სკოლაში. დარწმუნებული ვარ, ის უფრო ენაღვლებოდა, რომ მამინაცვალმა გააუპა*იურა.
- კეკელინა, ცხოვრება გაუმწარე. გესმის რას ვამბობ? ბავშვობა დაუნგრიე. ბავშვობის ტრავმები კი სამუდამოდ რჩება. ვიღაცამ ახლა რომ მაწყენინოს რამე, ფეხებზე დავიკიდებ, მაგრამ ბავშვობაში მოყენებული ზიანი, სამუდამოდ დამრჩება.
- ჰო, მართალი ხარ. ეტყობა, გაუპა*იურებაზე მეტად, ის ეწყინა, რომ ერთი-ორჯერ, უნიტაზში გადავაყუდე თავით.
- როგორ შეგიძლია, ასეთ დროს, ცინიზმის დედოფალი იყო?
- ყველაფრის დედოფლობა შემიძლია, სადამდეც ძალა გამწვდება. ნამდვილად არ ვამაყობ ამ საქციელით, თუმცა უფლება არ გაქვს, მოხვიდე და ახლა მომთხოვო პასუხი. ამის უფლება არავის აქვს. როგორ შეძელი, რომ ერთ წამში დამინგრიე იმ იდეალური მამაკაცის პორტრეტი, რომელიც შენით დავხატე? გთხოვ, ცოტახანს, არ დამენახო. - გავუღიმე და გასასვლელისკენ მივუთითე.
- საერთოდ აღარ დაგენახვები - ღიმილითვე მიპასუხა მან - და სიმართლე რომ ითქვას, სურვილიც აღარ მაქვს შენთან ყოფნის.
- ფეხები რომ აგიკანკალდება ჩემი მონატრებისგან, აგრესიული როცა გახდები გარშემომყოფების მიმართ და სიბრაზისგან, გარშემო ყველაფერს მილეწ-მოლეწავ, მერე გაიხსენე ეგ სიტყვები და კარგად დაიმახსოვრე: მე შემიძლია შენს გარეშე ცხოვრება. აი მთავარი ისაა, შენ თუ შეგიძლია.
- შემიძლია.
- ეს კითხვა არ ყოფილა, ჭკუის სასწავლებელი ფრაზა იყო და არ დამენახო არასოდეს!
* * *
- კეკელინა, ნუ ტირი - გაბრაზებული ვუყვიროდი საკუთარ თავს - ნუ ტირი შე ბოროტო ძუკნავ! ნუ ტირი, ამ ცრემლებს არასოდეს გაპატიებ! - თვალებიდან მლაშე წყალი მომდიოდა და ვხვდებოდი, ეს ყველაფერი გამომშვიდობებას ჰგავდა, საკუთარ თავთან გამომშვიდობებას. ნუთუ ჩემს უწინდელ სახეს ვეთხოვებოდი? ნუთუ საჭირო იყო, წარსულის ბუნება დამეთბო, რათა ახალს შევგებებოდი?
ჯანდაბა!
მე მიყვარდა... საკუთარი თავი ცუდიც მიყვარდა და ამ ფაქტს ვერ ვპადიობდი თავს.
როგორ მინდოდა სარკეში ჩახედვა. ღმერთმანი, საშინლად მსურდა, დამენახა ის, ვინც მართლა მიყვარდა. დიდმა ბებიამ გამაფრთხილა ადრე: - არასოდეს შეხედო შენს თავს მაშინ, როდესაც ტირი. სარკე შენს ცრემლებს ირეკლავს, შენს ტკივილს ირეკლავს და მაშინ გიბრუნებს უკან, როცა ყველაზე ბედნიერი ხარ.
- მე მიყვარხარ. მე მიყვარხარ და კიდევ, სანისაც უყვარხარ. შეუძლებელია, მას არ უყვარდე. ევა პატარაა, შეიძლება, ბევრი რამე ვერ გაიგოს, მშობლებმა, შეიძლება ბოროტება ვერ გაპატიონ, მაგრამ სანი ხომ გყავს? სანი ხომ ყველაფერს იაზრებს და ყველაფრის მიუხედავად უყვარხარ? - ვესაუბრებოდი საკუთარ თავს. ოღონდ ეს დამპალი ცრემლები აღარ მდენოდა, ოღონდაც აღარ მეტირა და შემეძლო, დაუსრულებლად მესაუბრა, ყველა თემაზე მესაუბრა და მოპასუხე თავადვე ვყოფილიყავი.
- უნდა წახვიდე აქედან, უნდა გაასწრო აქაურობას, სანამ ვიღაც იდიოტის სიყვარულმა გამოგიღრღნა ძირი - გაგიჟებული ვალაგებდი ბარგს. სად გავრბოდი? სად მქონდა წასასვლელი, კაცმა არ იცოდა, თუმცა შეუჩერებლად ვალაგებდი ყველაფერს... სახლში უნდა შევპარულიყავი, შევპარულიყავი და გამომეზიდა ყველაფერი. განსაკუთრებით, მამაჩემის ქურთუკი და სანის პერანგი, ევასთვის სათამაშო სპილო მომეპარა, რომელსაც დიდხანს ექნებოდა მისი სურნელი, დედაჩემის ხალათები წამომეღო.
ბებიაჩემის ნაადრევად ნაჩუქარი სამკაულები: - აჰა ჩემო თვალის სინათლევ, მაინც შენ უნდა დაგიტოვო როცა მოვკვდები და ბარემ, ახლავე დაიწყე გამოყენება. ქალს უხდება ვერცხლი. ოქრო კი არ გიყვარს, მაგრამ ოქრო უფრო უხდება - და შემდეგ ჩემს ყურთან მიბჯენილი ტუჩები, ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვა - ეს ბრილიანტია. ჩვენი ოჯახის რელიქვია, რომელსაც მხოლოდ შენ თუ გისახსოვრებ.
იქნებ დიდი ბებიის საძინებელშიც შევპარულიყავი და ის შავი თავსაბურავი წამომეღო, რომელიც დღემდე, თავისი ქმრის გლოვის ნიშნად ეკეთა? რამდენ წელიწადს დადიოდა მაგით, კაცმა არ იცის. სახეზე აღარავის ახსოვდა ჩემი დიდი ბაბუა და არც ბებიაჩემი ახსოვდათ უთავშლოდ. მხოლოდ მე ვიცოდი, დაძინებისას, თავიდან იხსნიდა, მაგრამ გულში იხუტებდა.
და გეგისგან რა დამრჩებოდა?
საერთოდ, მინდოდა, რომ რამე დამრჩენოდა? აზრი არ აქვს, მაინც ვერ წავშლიდი ათას კოცნასა და შეხებას, რომელიც სამუდამო შრამებივით ეტყობოდა ჩემს სხეულს. ისეთი შეგრძნება მქონდა, მთელი ცხოვრების მანძილზე, თანამგზავრად გამომყვებოდა მისი ალერსის კვალი და ამას მაინც ვერაფერს მოვუხერხებდი. ტრაგედია ის კი არაა, ადამიანები რომ გულს გვიცრუებენ, ტრაგედია ისაა, რომ იმედგაცრუების შემდეგაც ისეთივე სიძლიერით გვიყვარს, ვიდრე უწინ. შესაძლოა, მეტადაც კი გვიყვარს. აი, რომ დავფიქრდეთ, იდეალურის სიყვარული მარტივია, თუმცა მის ნამდვილ სახეს თუ დაინახავ, გულს თუ ჭეშმარიტად გატკენს და კვლავ გიყვარს, საბოლოოდ, ხვდები, რომ უფრო მეტადაც შეგაყვარა თავი მისმა ჭეშმარიტმა სახემ.
ჰო, როგორც ჩანს, გეგი არ აღმოჩნდა იდეალური მამაკაცის ეტალონი, თუმცა ხომ ვერ გადავიყვარებდი? ალბათ, ყველაფერს გავაკეთებდი, მას აღარასოდეს ვნახავდი, მაგრამ ძნელია გადაყვარება. ჭეშმარიტი სიყვარულის შემთხვევაში კი შეუძლებელი.
ყველაზე კარგად, გაუჩინარება შემეძლო. მაშინაც უჩინარი ვიყავი, როდესაც ჩემი სახლის მეორე სართულზე ავძვერი და ყველა საჭირო ნივთი ჩავილაგე. მაშინაც, როცა ევას საყვარელი სათამაშო მოვიპარე... ჩემს სუპერძალას დავკარგავდი თუ მშობლების ოთახში შევდიდოდი. დავკარგავდი, რადგან სამუდამოდ მივეყინებოდი ადგილს და დავრჩებოდი.
ავტოფარეხში შევედი. ზუსტად ვერ ვიტყვი, ჩემი ძმის მანქანა როცა მოვიპარე, ვინ გაიგო, მაგრამ ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ მოქმედებას ვერ მოასწრებდნენ.
მე წავედი.
ავტოფარეხში წერილი დავტოვე.
მივდიოდი და მხოლოდ ღმერთმა ან ჩემი სულის ღრმა კუნჭულებში შემალულმა დემონებმა იცოდნენ, სად მივდიოდი. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ჩემი ოჯახისგან სიშორე მკლავდა, გაქცევის იდეა კი მნუსხავდა. სიზმრებში, ხშირად მომდევდნენ და იმის მაგივრად, რომ შიშისგან ჩამეფსა, საოცარ ადრენალინსა და სიამოვნებას ვიღებდი მდევრის ჩამოტოვებით.
„ჩემო სანი, ჩემო საყვარელო სანი. ალბათ გეგონება, რომ ეს წერილი მხოლოდ შენთვისაა, თუმცა წაკითხვის შემდეგ მიხვდები, ამას ყველა იმ ადამიანს ვუძღვნი, ვინც კი ოდესმე მყვარებია. ძნელი იყო, საუბარი დამეწყო ფრაზით: „ძვირფასო მამა“ ან „ძვირფასო დედა“. ვერ მივმართავდი ცრემლის გარეშე. განა, შენ ნაკლებად ძვირფასი ხარ? არა, ასე არ გეგონოს. უბრალოდ, ნაკლებად მტკივნეული ხარ. ასეთ დროს, მეგობრებს შესჩივიან ხოლმე თავიანთ გაჭირვებაზე და სიმართლე რომ ითქვას, ჩემი ძმის გარდა, სხვა მეგობარი მე არ მყავს, არც არასოდეს მყოლია. ვიცი, შენთვისაც ერთადერთი ვარ. კარგია, როცა ოჯახის წევრი შენი გრძნობების ერთადერთი გამზიარებელია.
მეშინია, ცოტა გამომშვიდობებას ჰგავს ეს ყველაფერი. არ ვკვდები, არც რამე საბედისწერო დაავადება მაქვს. უბრალოდ, მსურდა ჩემს გრძნობებზე მომეთხრო. თავიდან, სხვა ადამიანებიც გუბნებიან, რომ ისეთი ეყვარები, როგორიც ხარ, საბოლოოდ კი აღმოჩნდება, თურმე შენი ახლობლის გარდა, ვერავინ მიგიღებს ჭეშმარიტი სახით. ეს ხომ ასეა? შენ ხომ ყველაზე კარგად მიცნობდი და მაინც უპირობოდ აგრძელებდი ჩემს ნდობას? ვიცი, გიყვარვარ. სულელივით დაეხეტები ქუჩებში, ყველა კუთხე-კუნჭულს ათვალიერებ და იმედი გაქვს, სადმე შემამჩნევ. განა ვერ მივხვდი... შენ უბრალო გოგოს გამო არასდროს შეიწუხებდი თავს უიმედო ბოდიალითა და ეგეთი სევდიანი თვალებით. იმას არ ვამბობ, გეგონება, მხოლოდ მე ვღირდე ამად. პირიქით, მე ალბათ ყველაზე ნაკლებად ვიმსახურებ მაგხელა სიყვარულს. უბრალოდ, ვიცი, მხოლოდ მე მთვლი შენი ყურადღების და ზოგჯერ, ცრემლების ღირსადაც. იცი, ერთხელ კლუბში დაგინახე. არ გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ ხშირად მივდივარ საცეკვაოდ, ადრე ხომ ჩვენ დავდიოდით ხოლმე და შენ დეკორაციული ნივთივით იდექი, მამისმკვლელი სახით მიყურებდი, არ გინდოდა, ვინმე სი*ს შევეწუხებინე. მოკლედ, იმის თქვა მინდა, ერთხელ რომ დაგინახე. ჩვენს ორივე მშობელს გეფიცები, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს დიდი ხნის უნახავი, ცხოვრების ერთადერთი სიყვარული მენახოს. გული გამალებით ამიჩქარდა, სუნთქვა გამიჭირდა, გარეთ გამოვედი და შემდეგ, სიხარულისგან ისტერიკული სიცილი ამიტყდა. მივხვდი, როგორ მენატრებოდი, როგორ მიხაროდი, როგორ მჭირდებოდი.
სანი, მე ცუდი ადამიანი ვარ. ამის შესახებ, შენს გარდა, ვერავის დაველაპარაკები. და ყველაზე საშინელება იცი რა არის? არ მანაღვლებს ეგ ამბავი. სწორედ აქედან გამომდინარე ვასკვნი რომ ცუდი ვარ. შენ ნამდვილი ანგელოზი იყავი მთელი ცხოვრება, მე კი ალბათ, ბიოლოგიურ მშობლებს დავემსგავსე. წარმოდგენა არ მაქვს, როგორები იყვნენ, თუმცა ჩვენს მშობლებს რომ არაფრით ვგევარ, ეგ აშკარაა და ეტყობა, გენეტიკაც თავისას შვრება. ვინ იცის, იქნებ ჩემი ნამდვილი მამა სერიოზული მკვლელი ან პედოფილი იყო? ალბათ, ბავშვობიდან ამიტომ მქონდა მიდრეკილება ძალადობისკენ. საერთოდაც, შესაძლოა, ბავშვობიდან ვეჭვობდი, რომ შენთან ჭეშმარიტი სისხლი არ მაკავშირებდა და ამ ბოღმის, ამ სიცარიელის ამოვსებას ვცდილობდი ძალადობით. რას გაიგებ?
მოკლედ, ეს ყველაფერი მხოლოდ წინასიტყვაობა იყო იმ საზარელი ამბის, რომლის მოყოლაც მსურს. არ ვიცი, რატომ მაქვს საშინელი წინათგრძნობა. გითხარი, არ ვკვდები-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში, წარმოდგენა არ მაქვს, რას მიმზადებს ცხოვრება. ისიც არ ვიცი, უეცრად თუ მოვკვდები, უნდა გაავრცელო ეს წერილი თუ საფლავში ჩაიტანო. მართლა არ ვიცი. შენ გადაწყვიტე, ისე გენდობი, საკუთარ სიცოცხლეს განდობდი. ბავშვობაში, ვიღაცა გოგოს ვჩაგრავდი. მსუბუქად კი არ ვჩაგრავდი, აი, სკოლებში რომ აჩვენებენ, როგორ ირჩევენ ხოლმე ვინმე სუსტს, როგორ უმწარებენ ცხოვრებას, როგორ დასცინიან - ზუსტად ეგრე ვიქცეოდი. შემდეგ, ცოტათი გავიზარდეთ, ის გოგონა გაუჩინარდა. ვერავინ იპოვნა. ამბობენ, მანქანა გაიტაცა და სადღაც გადაიჩეხაო, იმასაც ამბობენ, განგებ მოიკლა თავიო, მაგრამ სუიციცდისთვის მანქანას ვინ იტაცებს? განა ვენების გადაჭრა ან თავში ტყვიის დახლა უფრო მარტივი არაა? ვერ გეტყვი. საქმე იმაშია, რომ იმ გოგონას აჩრდილი, მოსვენებას არ მაძლევს. ნეტავ, სად უნდა გავექცე? ნეტავ, მართლა მკვლელი ვარ? მე ვუბიძგე?რას გაიგებ... ცოტახანს, სადმე შორს მსურს წასვლა. ვხვდები, თავში ყველაფერი დალაგებული არაა.ზოგჯერ, გაურკვეველი ხმები მესმის, ჰალუცინაციები მეწყება, მოჩვენებები მესაუბრებიან. ბევრი ვიფიქრე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ შიზოფრენია მაქვს. ძალიან მენატრებით, თუმცა ევასთვის ცოტა საშიში მგონია თავი. ამიტომ, უმჯობესია, ჩვენს უბანს, ჩვენს ქალაქს გავეცალო. დედა და მამა, ალბათ თავში იშენენ ხელს რომ ბაბუაჩვენის ნაანდერძარი ქონება დროზე ადრე მაჩუქეს. სხვა შემთხვევაში, აქეთ-იქით სარბენი ფული არ მექნებოდა.
იძულებული ვარ, შენი მანქანა მოვიპარო. არა, იძულებული არ ვარ, უბრალოდ, შენი მანქანა ყველაზე კარგად დამყავს და თან ახლის ყიდვის თავი არ მაქვს. ჯიპიესიც არაა დამონტაჟებული, შენი სუნით ყველაზე მკვეთრადაა გაჟღენთილი და სიმართლე რომ გითხრა, იმ რამდენიმე მოპარულ ქურთუკთან ერთად, ეს მანქანაც შენს თავს გამახსენებს.
მე ისედაც ყოველთვის მახსოვხარ.
მიყვარხარ და მენატრები.
უბრალოდ, ჩემი ავადმყოფი სულის განსაკურნებლად უმჯობესია, საკუთარ ფიქრებს ჩავუღრმავდე.
აქვე, ბოლოში გეტყვი, რომ სასწაული მოხდა. მოხდა ის, რასაც ვერასოდეს იფიქრებდი - შემიყვარდა. ძალიან შემიყვარდა, თუმცა როგორც ყველა საყვარელი ადამიანი, ისიც დავაფრთხე.
ბებოს უთხარი, რომ ვაპატიე და ისევ მიყვარს. თუ წინააღმდეგი არ იქნება, კვლავ დავრჩები მისი თვალის სინათლედ.“

ახალი ამბები ჭორივით გავრცელდა მთელს ქალაქში. ტელევიზორიდან, ქერა, ახალგაზრდა ქალის ხმა დაძაბული ტონით გადმოსცემდა, რომ სახლიდან წავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა გოგონა, კეკელინა ჯაფარიძე, რომელსაც მთელი ქალაქი ეძებდა დღე და ღამე. მართლაც იმედის ძებნას ჰგავდა მისი ძიება. ქუჩების ყველა კუთხე კუნჭულში გამოჭიმულიყო მისი სურათები, წარწერით: იძებნება.
დაღლილიყვნენ სურათებიც. ნაცრისფერი ელვარება გადაუვლიდათ ხოლმე და ხვდებოდნენ, ვიღაცა როგორი მონდომებით, როგორ გრძნობით ანთებული თვალებით ეძებდა გაუჩინარებულ გოგოს.
იმედი იყო კეკელინა.
წელში მოკაკული, ძაძებიანი ქალი ეკლესიის უზარმაზარი გალავნის წინ იდგა. ხელები კარიბჭეზე ჩაემბღუჯა მაგრად და მთელი ძალით კიოდა:
- ვაი მე! ვაი მე! - კანზე ნაოჭები ასხმოდა ცხოვრების სამკაულებივით და თითები დაკოჟრებოდა. სულისშემძვრელი იყო მისი განწირული კივილი, რომელსაც დროდადრო, თვალიდან მომავალი ცრემლებიც ერწყმოდა.
- ვაი ჩემს თავს! ვაი ჩემს თავს - აგრძელებდა გოდებას კეკელინას დიდი ბებია. გზაზე გამავალი ხალხი, ჯერ შორეახლოდან შესცქეროდა მის ვაებას, შემდეგ კი, დათრგუნულები, ნელი ნაბიჯებითა და თვალებშიჩამდგარი თანაგრძნობით უახლოვდებოდნენ და ეკითხებოდნენ, რა სჭირდა.
ქალი არაფერს პასუხობდა.
- დამიბრუნე! დამიბრუნე! - აგრძელებდა ყვირილს.
ღმერთთან შეთანხმება რომ შესძლებოდათ, ყველა ადამიანი აღიმართებოდა სხვადასხვა ეკლესიის კარიბჭესთან და გაუჩერებელად, არაადამიანურად დაუცაცხანებდნენ შემოქმედს. თუმცა დასაბრუნებელი ხალხი, ოხრად ესვენნენ ხის აკლდამებში, რომლებიც მალე მათ ხორცს შეეზრდებოდნენ და ერთად იქცეოდნენ მიწის მასად. უცნაურია, რომ ამ ცხედრიანი აკლდამების ცოცხალი პატრონები ღმერთის დაგმობის მაგივრად, მასთან დამეგობრებას არჩევდნენ... ლოცულობდნენ, ტიროდნენ, გრძნობდნენ, უკეთესები ხდებოდნენ.
მხოლოდ ეს ქალი ეჩხუბებოდა დაუსრულებლად და ცრემლით გადაჭედილი, იმედიანი თვალებით განაგრძობდა იმის მოთხოვნას, რაც წესით და კანონით, მისი საკუთრება უნდა ყოფილიყო იქამდე, სანამ თავად არ შეუერთდებოდა ცის ნათელ საფეხურებსა თუ მიწისქვეშეთის ჯურღმულებს.
მისი ყვირილი, მთვარისშუქგანდევნილ, ჩაბნელებულ ღამეს ერწყმოდა და ჯოჯოხეთურ იდუმალებას ასხივებდა, რათა ადამიანთა გულებისთვის გაეხსენებინა, რომ სიცოცხლის ბედნიერებასთან ერთად, არსებობს გამოუთქმელი ტანჯვაც, რომლის შეგრძნება, მხოლოდ ამ ქალის გლოვის გაგონებისას ხდებოდა შესაძლებელი.
რა ექნა, გარდა ტირილისა?
ქმრის გარდაცვალების გლოვა ახლა თავისი საყვარელი ბავშვის გლოვას შეეცვალა. გლოვობდა არა გარდაცვალებას, არამედ დაკარგვას. გლოვობდა პატარა ხელებს, რომელსაც 22 წლის წინ, ფრთხილად და შიშით შეახო დაბერებული ტუჩები და მაშინ, პირველად აენთო თვალებში ახალგაზრდული ბედნიერება. ბედნიერება იყო მისთვის თავისი შვილიშვილი. ბედნიერება იყო კეკელინა და მისი დაკარგვა, ყველა სიხარულით გაჟღენთილი წუთის დაკარგვის ტოლფასი იქნებოდა. მისი დაკარგვა, ახალი ძაძებით შემოსავდა მოხუცის სხეულს - უფრო მომწამვლელი, მტკივნეული, საზიზღარი ძაძებით.
ირწეოდა საქანელა...
6 წლის გოგონა გაუნძრევლად უყურებდა საქანელას.
არ ჯდებოდა.
არ უყვარდა, როცა თავისით ჯდებოდა, რადგან დას უნდა დაესვა, მის დას უნდა გასძრომოდა სული საათობით, მის რწევაში. ევა ნამდვილ დედოფალს ჰგავდა. გარშემო, ყველა მისთვის იხარჯებოდა და თვითონ ამაყად შეჰყურებდა სხვების შრომას, რადგან სჯეროდა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ბუნების კანონად მიაჩნდა.
ახლა სად იყო ის, ვინც სუნთქვასაც კი დათმობდა ევას გასართობად? სად იყო? რომელი ჭაობის აყროლებული წყალი ავსებდა მის ფილტვებს? ნეტავ თუ სუნთქავდა საერთოდ?
ევა ახლა უჩვეულოდ გაზრდილიყო. მისი სხეული ისეთივე პატარა და უმწეო ჩანდა, თუმცა სული დაბერებულიყო ნაადრევად, რადგან სასოწარკვეთას მოეცვა.
ვინ იბრძოლებდა იმ კეკელინასთვის, რომელსაც ყოველთვის თავად უწევდა ბრძოლა? ევა ფიქრობდა, რომ ნამდვილ ლიდერებს უსამართლო ბედი არგუნა გამჩენმა - ისინი გამუდმებულ ომში ატარებენ ცხოვრებას, გამუდმებული დამტკიცებაა მათი ყოფა, მაგრამ როცა საქმე მათ დახმარებაზე მიდგება, ყველას წამში ერთმევა ძალა.
ჰო, უსამართლოა ლიდერთა ხვედრი, რადგან მათ იშვიათად სწონის ფათერაკი. თუ ღმერთმა არ ჰქნა და მართლა გადასწონა, ამ ფათერაკის დაძლევის ძალა სხვას არავის შესწევს.
ირწეოდა საქანელა.
არც ქარი იდგა, არც ნიავი.
საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში და შერჩენილი იმედის გაფერმკრთალება არწევდა საქანელას.
მაშინ, როცა უფროსი დის წერილს, ცხოვრების მეგზურივით დაატარებდა გულის ჯიბით, სანიმ ზუსტად იცოდა, რომ ყველაფერი ვერ იყო რიგზე. უფრო მეტიც, საერთოდ არაფერი იყო რიგზე. ვერ გრძნობდა კეკელინას. თავისი საყვარელი ადამიანის არსებობას ვერ გრძნობდა. ჰაერი, უწინდებურად ვეღარ გაჟღენთილიყო კეკელინას არსებობის იმედით და ბიჭი ხვდებოდა, რომ ძლიერი უბედურება, ბუმერანგივით უბრუნდებოდათ უკან. გაქცეულ საფრთხეს სხვებთან ყველა ანგარიში გაესწორებინა, ყველა გაეყენებინა კუთვნილი გზისთვის. ახლა კი, ხელებდაკაპიწებული მოილტვოდა მათკენ და უკანასკნელი იმედის გადასანსვლის სურვილით უკაწკაწებდა კბილები...
- სად ხარ? რატომ არ მესმის შენი ფიქრების ჩურჩული? - ეკითხებოდა სანი უვარსკვლავო ღამეში გაბნეულ წყვიადის შუქებს.
პასუხი აგვიანებდა.
ან ასეთ ხმაურიან დუმლში, ძლიერ უჭირდა რამის გარკვევა.
ზოგჯერ მაინც, სრულიად მოულოდნელად შეიმოსებოდა ხოლმე უხილავი შიშის სამოსით და ჩაესმოდა ბუნდოვანი ხმა, რომელიც ავბედით ამბებს მოუთხრობდა:
- დავპირდი, რომ წავიყვანდი... კიდევ ბევრი იყო მისი მსურველი. მე მხოლოდ გოგონას გაყინვა მევალებოდა. მე მხოლოდ მისი ხორცის გაყინვა, მისი ცისფერი თვალების გაქვავება, მისი ამოსუნთქვის ჩახშობა მევალებოდა. სულს სხვა ყორნები გამოუჩნდებოდნენ. სულსაც ბევრი ჰყავდა მუშტარი.
სანი კვდებოდა.
უჭრილობოდ კვდებოდა, რადგან თავისი დის გაქრობაზე მეტად, არაფრის ეშინოდა ამ სიცოცხლეში. ვაი თუ, ისე მომკვდარიყო, რომ მომდევნო ცხოვრებაში ვეღარ შეხვედროდა კეკელინას? წამით, იმაზე ფიქრს შეუდგა, აქ თუ დაიხოცებოდნენ, სად დაეწერა მესიჯი მომდევნო სამყაროსთვის, რომ ხელახლადაბადებულებს, ერთმანეთი გახსენებოდათ.
იცოდა, სისულელე იყო ამაზე ფიქრები.
იცოდა, ვერც ერთ ცხოვრებაში ვერ აიტანდა, თუ კეკელინაზე ადრე მოკვდებოდა.
ძალიან უყვარდა.
ვერ პატიობდა საკუთარ თავს, რომ არც ერთხელ, სათანადოდ არ გამოუხატავს მის მიმართ სიყვარული. ვერ ცხრებოდა, ვერ წყნარდებოდა. შეუჩერებლად გარბოდა უსასრულობისკენ და ვერასოდეს გაჩერდებოდა. მხოლოდ სიკვდილი შეაჩერებდა ალბათ. ან ისიც ვერ შეძლებდა, რადგან როცა გიყვარს, სიკვდილიც კი ყველაზე უბადრუკ დაბრკოლებად გესახება.
უნდა ეპოვნა თავისი და.
უნდა ეპოვნა, რომ ყველაფერი ეთქვა, რისი თქმაც ბოლო ცხრამეტი წლის მანძილზე ვერ მოასწრო.
უნდა ეთქვა, რომ სამყაროში, ყოველთვის მასზე ერთი დღით ადრე მოკვდებოდა. ან ერთი საათით, ან ერთი წამით, რათა არასოდეს შეეხედა მისი გაქვავებული სხეულისთვის.
- თუ კი შენს გვამს იპოვნიან უსუსლოდ დაგდებულს მიწაზე, თვალებს დავითხრი და გვერდით მოგიწვები, რომ არასოდეს დავინახო, როგორ შეგჭამა სიკვდილმა - ეუბნებოდა თავის დას.
ღმერთმა იცის, ესმოდა თუ არა კეკელინას.
22 წლით ადრე:
- დედა ძალიან სუსტი იყო - ცდილობდა, მშობლისთვის აეხსნა ექიმს. - ბავშვი ძლივს გამოვიყვანეთ, თუმცა ქალბატონს სისხლდენა დაეწყო და გადარჩენა ვერ მოვახერხეთ.
მხოლოდ ის გაიგო, რომ შვილი მოუკვდა.
მხოლოდ ის გაიგო, რომ ვიღაც ბავშვმა, შვილი მოუკლა.
საათობით ეხუტებოდა თავის გაქვავებულ ქალიშვილს. უკოცნიდა ქვადქცეულ ლოყებს, ჩაცვენილ თვალებს, უსუნთქვო მკერდს.
კალათაში ჩასვა ჩვილი.
ჯერ სახლში წაიყვანა - დედიშობილა, გაყინული, ტირილისგან გაწითლებული და დიდხანს უმზერდა. სურდა, დანა პირდაპირ გულში ჩაესო.
ვერ შეძლო.
- სიცოცხლეს გაგიმწარებ და შენი სიკვდილის მიზეზიც თავად გავხდები - წარმოთქვა ხმამაღლა. წყევლასავით დაადო თავისი სიტყვები ჩვილის სიცოცხლეს.
წამით შეეცოდა.
მოქარგულ, შალის პლედში გაახვია და საკუთარი თავის შერცხვა რომ სიბრალულით შეჰყურებდა თავისი შვილის მკვლელს.
საავადმყოფოში დაბრუნდა.
ალბათ, შეამჩნიეს, თუმცა მაინც დააწვინა ეზოში, ჭიშკართან და დატოვა იმ იმედით, რომ გაიზრებოდა და მაშინ, როცა აღარ იქნებოდა ასეთი უმწეო, გოგონას მოაკითხავდა. მოაკითხავდა, რადგან ეძია შური.
თავად გარდაიცვალა, მოკვდა ან თავი მოიკლა. კაცმა არ იცის, რა ბედი ეწია მოხუცს, თუმცა სიკვდილის წინ, დარდითა და ზიზღით გაჟღენთილმა მისმა გულმა, გარეგნულადაც დაასვა დაღი: ზღაპრის ბოროტ დედაბერს დამსგავსებოდა დაკოჟრებული ხელებით, უზარმაზარი კლანჭებითა, აყროლებული სუნთქვით.
მხოლოდ შურისძიებას ნატრობდა. ნატრობდა, სიკვდილის შემდეგ, საზიზღარ აჩრდილად ქცეულიყო და გოგონას სასთუმალთან დაედო ბინა, მოესპო მისთვის უშფოთველი ძილი, დაესამარებინა მისი მშვენიერი თვალები.
* * *
პალატაში გეგის დედა, დეიდა და ბიძა შეკრებილიყვნენ. თვალცრემლიანი დედა ნერვიულად დაჰყურებდა კაცის უგონო სახეს და ჩუმად მოთქვამდა.
- არ ვიცი, რა დაემართა. ეს ბოლო პერიოდი, აღარ გვეკარებოდა, თავის თავსსაც აღარ ჰგავდა. სად მიდიოდა? რატომ მიდიოდა ასეთი სიჩქარით?
- არ ვიცით ნინო. აბა, რა გითხრათ? - გაურკვევლობაში იყო ბიძამისი.
- მის სახელს ბოდავს ხოლმე. გონზე ვერ მოდის, თუმცა მის სახელს ამბობს. იმ საწყალი, დაკარგული გოგოს სახელს ამბობს. ნეტავ, რა იცის, რას ეძებს? - კვლავ ჯიუტად სვამდა ქალი კითხვებს, რომელზე პასუხიც, არავინ იცოდა.
- კეკელინა - აღმოხდა გეგის - კეკელინა - გაიმეორა. როგორ უნდოდა, ამდგარიყო და გაქცეულიყო. იქამდე ერბინა, სანამ საყვარელი ქალის სახეს არ დაინახავდა. გარშემო, ყველგან ბურუსი ჩამოწოლილიყო. ნისლით შემოსილიყო მთელი გარემო. წყლის ხმა ესმოდა. ოღონდ, არა აბობოქრებული ტალღების, არამედ ერთ ადგილას ჩაძირული, ჩამყაყებული წყლის, რომლის ფსკერზეც, ათას საიდუმლოებას მოეყარა თავი.
საკუთარ სხეულს ძალა დაატანა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
- კეკელინა! - დაიყვირა ხმამაღლა და ამ სახელში ჩააქსოვა ყველა გრძნობა, მთელი სამყარო. მართლაც, სამყაროს ფასი ჰქონდა მის სახელს.
„ჩემო ერთადერთო სიყვარულო. ენით გამოუთქმელო სიყვარულო, ნეტავ სად გეძებო? ნეტავ რომელი სამყარო მალავს შენს მშვენიერებას? ნეტავ, ვის დააჩაგვრინე თავი, რა ადგილმა მიისაკუთრა შენი სიცოცხლე?“ - იმეორებდა გულში, მაგრამ ვერ ამბობდა. რცხვენოდა ამ ყველაფრის ხმამაღლა წარმოთქმა.
გაუჩინარებულ, წასულ ხალხსა და დარჩენილ ხალხს შორის, მხოლოდ უთქმელი სიტყვების ტრაგედია გრძელდება სამარადისოდ. ჩვენ ვგლოვობთ, ვჩერდებით და ისევ ვგლოვოთ. ეს გლოვა, სევდაში ჰპოვებს გასაქანს, სევდა კი დროს მიჰყავს თავისთან და ოდესმე მაინც ვპოვებთ ხოლმე შვებას, თუმცა უთქმელი სიტყვები გვაჩნდება დაღად სამარადისოდ. ის უთქმელი სიტყვები, რომლის გამოაშკარავებაც გვსურდა, თუმცა ვერ გავბედეთ, არ გავბედეთ ან საჭიროდ არ ჩავთვალეთ, გვეთქვა.
- გეგი? - გაიგონა ხმადაბალი ხმა. კეკელინას ხმა იყო, თუმცა უფრო წყნარი, იდუმალი, შეშინებული. ზუსტად ისეთი ხმა, როგორიც არასოდეს სჩვეოდა.
- აქ ხარ? - იკითხა გაოგნებულმა. ბურუსში, საყვარელი გოგონას სილუეტი დაინახა. ნამდვილად კეკელინა იყო. მხოლოდ, ჩამქრალი თვალები აეჭვება. ისე გაფერმკრთალებულიყო გოგონას სიცოცხლით სავსე მზერა, რომ გეგონებოდა, მილიონ ტკივილს ებრძვისო.
- ოდესმე მაპატიებ? ოდესმე დამიბრუნდები?
- არ ვიცი. პატიება გამიჭირდება, დაბრუნება კი უფრო ძნელი იქნება ჩემთვის. - ამოიოხრა გოგონამ. თავისი გაყინული ხელები შეახო კაცის გაქვავებულ მკლავებს. - მეშინია... ჩემი სიკვდილის კი არა, ჩემი საყვარელი ადამიანების სევდის მეშინია.
- შენ არ მოკვდები - გამბედაობა მიეცა გეგის - შენი სიკვდილი არ შეიძლება. შენ ღმერთი ხარ ჩემთვის და სად გაგონილა, ღმერთი მომკვდარიყოს?
- ეგ არაფერი, ადამიანები ღმერთსაც კლავენ. ადამიანებს ყველაზე ძვირფასისა და ძლევამოსილის მოკვლა შეუძლიათ.
- მაგრამ შენი არა! რატომ ვეღარ გხედავ? სად ხარ? სად დაიმალე? არა, ასე არ გამოვა - ვერ ცხრებოდა ბიჭი - სახლში უნდა დაგაბრუნო, ასე არ გამოვა. ჯერ უნდა გითხრა, რომ მიყვარხარ და თუ სიკვდილია, ერთად მოვკვდეთ. კეკელინა!
გოგონა აღარსად ჩანდა....
მასთან ერთად სიკვდილის მსურველი კი სხვაც ბევრი იყო.
* * *

კედელსმიშტერებული ქალი, უძრავად იჯდა სკამზე. თვალსაც კი არ ახამხამებდა. მხოლოდ, დროდადრო ირწეოდა ისტერიულად და იმეორებდა ფრაზას:
- დამიბრუნე ჩემი იმედი! - არ ვიცი, შესაძლოა, ისიც ღმერთთან ცდილობდა შეთანხმების მიღწევას. სახეზე, რამდენიმე ნაოჭი ეტყობოდა მკრთალად. ხანში შესული იყო, თუმცა, როგორც იტყვიან, კარგად მოვლას მაინც შეენარჩუნებინა მისთვის ახალგაზრდული იერი. ტანზე, ბუნებრივი ბეწვისგან შეკერილი ქურთუკი ემოსა. გარედან არ ჩანდა, თუმცა სამკაულებით გადაევსო ხნიერი გულმკერდი.
აღარც ბრილიანტები უნდოდა...
მზად იყო, ოხრადდატრიალებული ცეცხლისთვის შეენთო თავისი ძვირიანი ტანისსამოსი, ოღონდაც თავისი იმედი დაებრუნებინა.
ქალი არ ყვიროდა, არც ტიროდა, არც გოდებდა.
უბრალოდ, ერთადგილას გაშეშებულიყო და ხელოვნურად მომართული მექანიზმივით, ერთი მიმართულებით ეზიდებოდა სხეული წინ და უკან. სახეც გაქვავებოდა. ერთი შეხედვით, კაცი იფიქრებდა, რომ მიმიკის ნასახიც არ ებადა, თუმცა გადმოუცემ ტანჯვას ასხივებდა მისი უსიტყვო სახე.
უცრემლოდ კიოდა, კივილის გარეშე მოთქვამდა, მოთქმის გარეშე იხოკდა სახეს და სახის დახოკვის გარეშე უჩნდებოდა შემზარავი ნაკაწრები სამუდამო ტკივილისა. გული, გამეტებით ამოეგლიჯა ვიღაცას მისთვის და სულში, გავარვარებულ მაზუთს უღვრიდნენ, რათა ვეღარასოდეს გასთეთრებოდა ცხოვრება.
- დამიბრუნე ის, რაც მე მეკუთვნის და ცხოვრების ბოლომდე, ჩემთვის იყო განკუთვნილი - ჩაილაპარაკა გულში.
სადღა ჰქონდა გული?
გული გაყინული ცხედარივით ესვენა მის წინ და აღარ სცემდა, აღარ სუნთქავდა. ლურჯად შეღებილიყო გულის თეთრი ბაგეები. კანი იმაზე თეთრი ჰქონდა გულს, ვიდრე ოდესმე.
ეს სითეთრე, არც თოვლის მსუბუქ ფანტელებს ჰგავდა და არც ბამბის სასიამოვნო გუნდას.
ეს იმაზე საშინელი თეთრი ფერი იყო, ვიდრე სიკვდილს შეიძლება მოსდევდეს გადაფითრებული ნისლის სახით.
ოთხკუთხა ყუთში მომწყვდეული, ახალგაზრდა ქალის რობოტისებური ხმა კი მაყურებელს არაფრისმთქმელი გამომეტყველებითა და დაყენებული ხმის ტემბრით ამცნობდა, რომ სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა ვიღაცა... ვიღაც მნიშვნელოვანი, რომელსაც გაცხარებული მონდომებითა და სულის უღრან ტყეში მიძინებული, საშინელი წინათგრძნობით ეძებდნენ.
იმედს ჰგავდა ის, ვინც სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.
იმედი ყველაფერი იყო ადამიანებისთვის და მისი პოვნა იქნებოდა რწმენის დაბრუნების მსგავსი.
- დამიბრუნე! - კვლავ გაისმოდა აუღელვებელი, ნელი სიტყვები ქალისა, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში წამოკივლებულ, საყვარელი ადამიანის სახელს უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩურჩულს.
აღარც ბრილიანტები სურდა...
აღარც რამე, მსგავსი სიმდიდრის.
მხოლოდ თავისი თვალმარგალიტის დაბრუნება უნდოდა, რომელიც სახლიდან გასული, ჯერ არ დაბრუნებულიყო შინ.
* * *

დანახშირებული მანქანიდან გადმოვარდნილი ცხედარი მერქვა ალბათ, გაუნძრევლად ვესვენე აყროლებული ტბის ნაპირას. მართლაც, რა საშინელი, ზიზღის სურნელი ასდიოდა გარშემო ყველაფერს. ვერ ვინძრეოდი, ხმასაც ვერ ვიღებდი.
მძებნელთა ქაოსი ჩამესმოდა ყურში.
- იქნებ, შენ მაინც მიშველო რამე - გამოუთქმელად ვევედრებოდი კაცს, რომლის მსგავსი თვალებიც დამბედებოდა ბავშვობიდან.
ბოლოს, მხოლოდ დაკოჟრებული დედაბრის სილუეტი დავინახე და როცა დატორმუზება ძლიერ გვიანი იყო, ზუსტად მაშინ მივადგი ფეხი ტორმუზს.
ეს საშინელი რეფლექსები. სჯობდა, მომეკლა დამპალი ალქაჯი, ვიდრე ამ ჯოჯოხეთში გადმოვჩეხილიყავი. კაცმა არ იცის, წყევლაა თუ სინამდვილეა. ან რა ჯანდაბად გადაეკიდა ჩემს თითოეულ ამოსუნთქვას?
მაგას ვუჩვენებ!
დაბრუნდებიან, მიპოვნიან და მაგას უჩვენებენ სეირს!
თავს ვიმშვიდებდი თუ იმედგადაწურულიც კი არ ვკარგავდი დამპალ ლექსიკას?
გარშემო ყველაფერს სიკვდილის ფერი დაჰკრავდა. ნელი, მძიმე ნაბიჯებით ვიგრძენი საკუთარი წყევლის მოახლოება.
თავზე წამომდგომოდა ის მოხუცი, ბოლო წამებში რომ დავინახე ავარიამდე და მომღიმარი სახით დამყურებდა.
- მე მხოლოდ შენი სიკვდილი მევალებოდა... სულს ჭირიც კი წაუღია, სულს ბევრი სხვა მუშტარი გამოუჩნდება. - მითხრა აუღელვებლად.
მთელი ღონე მოვიკრიბე.
ერთადერთი კითხვა მქონდა მასთან, ერთადერთი და ისიც არ ვიცოდი, თუ შემწევდა ამის კითხვის ძალა.
- შენ რაღა დაგიშავე? - აღმომხდა უსუსურად.
- ყველაფერი - გაისმა არც თუ ისე ამომწურავი პასუხი. - ეს ყველაზე კარგი დროა შენს დასატანჯად. ყველაზე კარგი დრო - მიღიმოდა. ბედნიერი ჩანდა. ვერც კი ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა, სხვის უბედურებას ასე გაეხარებინა ვინმე.
მართალი იყო.
ეს ყველაზე უკეთესი დრო გამოდგა ჩემს მოსაკლავად.
- პატარასა და უსუსურს, არაფერი გებადა დასაკარგი. ახლა, შესანიშნავი დროა. შესანიშნავი - იმეორებდა, საკუთარი თავით კმაყოფილი.
ახლა, უფრო გარკვევით ვხედავდი ტელევიზორში გამოკეტილ ქალს, რომელსაც თმის თითოეული ღერი დაევარცხა თანმიმდევრობით, თმის ფერი არც ძალიან ღია და არც ძალიან მუქი ჰქონდა. ალბათ, ბევრს ფიქრობენ ხოლმე თავიანთ ვიზუალზე, რომ ზედმეტად თვალშისაცემიც არ ყოფილიყო, თუმცა ეფექტურობა მაინც შეენარჩუნებინა. ყავისფერი თვალები ჰქონდა, ზოგჯერ ახამხამებდა და მუდამ ზომიერად მომღიმარი გამომეტყველებით აცნობდა მაყურებელს, რომ სახლიდან გავიდა და შინ არ დაბრუნებულა ის, ვინც ვიღაცეებისთვის, ზედმეტად ძვირფასი იყო.
ის, ვისაც ჩემი სახელი ერქვა.
კადრმა ნელა გადაინაცვლა კაცის თვალებზე.
„ღმერთო, რა ლამაზი ლურჯი თვალები აქვს“ - ვფიქრობდი და მის დანახვაზე, ღიმილი იპყრობდა ჩემს დავრდომილ სხეულს. ისედაც თეთრი კანი, სახეზე შემაძრწუნებლად გადაფითრებოდა, სქელი ტუჩებიდან კი უკანასკნელ წვეთამდე გამოდევნილიყო ცხოვრების ტკბობის ყველანაირი კვალი.
ის გიჟს ჰგავდა... შეურაცხადს.
ადამიანთა რამდენიმე ჯგუფი, ცალ-ცალკე ათვალიერებდა ჭაობებს, ტყესა და მინდვრებს. კაცი კი, ერთდროულად ყველა მათგანთან ახერხებდა ყოფნას და თავისი მიმართულებითაც, უგზო-უკვლოდ დარბოდა.
ვიცოდი, რომ მას ფრენა შეეძლო.
-მერე აფრინდი და მაღლიდან შეათვალიერე ყველა კუნჭული - ტელეპატიურად ვცდილობდი, მისთვის ეს სიტყვები მიმეწვდინა. – აფრინდი, შენ ხომ ანგელოზი ხარ. ვიცი, რომ შეგიძლია ფრენა. აფრინდი და მიპოვნე!
მაგრამ რას შეაგნებინებდი ანგელოზს, რომელსაც კვლავ ადამიანი ეგონა თავი?
და საერთოდ, რას შეაგნებინებდი ადამიანს, რომელიც გადარეულივით, თავისი ცხოვრების უკანასკნელ იმედს ეძებდა?
- დამიბრუნე! დამიბრუნე! დამიბრუნე! - მოთქვამდა კაცი უხმოდ. სურდა,მუხლებზე დამხობილიყო და მთელი ძალით, თავისი იმედიანი გლოვის სულიშემძვრელი მძვინვარება დაენახვებინა მთელი სამყაროსთვის.
- დამიბრუნე! დამიბრუნე ის, ვისთვისაც დავიბადე, ვისთვისაც მოვევლინე ამ ქვეყანას. მხოლოდ ის დამიბრუნე, სხვა იმედი მე არ მჭირდება,სხვა იმედი, არ არსებობს.
ზღვისფერი თვალები მოღრუბლვოდა და აღელვებული ტაღებივით გმინავდა. როგორ უნდოდა, მიწაზე განთხმულიყო, როგორ უნდოდა, თავისი სისუსტე, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოემჟღავნებინა.
- ჯანდაბა! დათრგუნე ეს სიამაყე, დათრგუნე ეს დაწყევლილი სიამაყე და სიმწრისგან, მიწისჭამა დაიწყე. შენც ხომ ეგ გინდა? მიწის ჭამა გინდა, რადგან შენი იმედი, მიწაზე თუ აღარ დააბიჯებს, მიწაზე ხომ მაინც გდია? ჭამე ეს წყეული მიწა! იქნებ მიწამ მაინც გაგანდოს, მასში ჩამარხული საიდუმლოება. - ეჩხუბებოდა საკუთარ თავს.
სიცოცხლისთვის სჭირდებოდა იმედი.
ჯერ თავად უნდა მომკვდარიყო და შემდეგ გამქრალიყო ისიც თუ ბედისწერას ასე სურდა, მაგრამ პირიქით, არასდროს!
ერთი წამიც ვერ იცხოვრებდა სამყაროში, რომელშიც მისი სურნელი, სიცილი, თვალები არ იარსებებდა. არ სურდა. მისით საზრდოობდა, ჰაერის მაგიერ, მის სახელს სუნთავდა.
მე კი ყვირილსაც ვერ ვბედავდი, რომ საკუთარი ადგილსამყოფელი მემცნო მისთვის.
ჯანდაბა, ცოცხალს თუ მაინც ვეღარ მომისწრებს, სხეულს ხომ ნახავს, გაყინულს ლოდივით?
* * *
- ვინ ხარ კეკელინა? - მკითხა სისხლიანმა გოგონამ.
ვიცანი.
ახლა, ზუსტად ახლა იყო ჩემზე შურისძიების დრო ალბათ.
- კიდევ არავინ დარჩა სხვა რომ პასუხი მაგებინოს? - კითხვითვე ვუპასუხე. - ნუ მოგერიდებათ. იქნებ, რომელიმე ეშმაკის მოციქულს დაუგროვდა გულში ბოღმა? ეგეც ამოუშვას ჩემზე, რა პრობლემაა - ვეჩხუბებოდი გახრწნილ ცხედარს ძველი ნაცნობის.
გარემო უცნაურად შეცვლილიყო.
თითქოს წამოვდექი, თუმცა სხეული მაინც დამრჩა მიწაზე მიჯაჭვული.
- ვინ ხარ? - გამიმეორა მან, ვისაც გადაჩეხილი თავიდან სდიოდა წებოვანი სითხე... წებოვანი და თან წითელი.
- ბოროტმოქმედი, შესაძლოა მკვევლიც. - ვუპასუხე და ამ პასუხით, თითქოს დავნებდი.
- შესაძლოა?
- ჰო.
- შენ ხომ არავინ მოგიკლავს?
- განა მკვევლი მხოლოდ მაშინ ხარ, როცა ალესილ დანისპირს აუსმევ ვინმეს ყელზე? არა. ნამდვილ მკვლელად მაშინ იწოდები, თუ ადამიანს სულს წაართმევ. ჰო, მე შენ სული წაგართვი და მნიშვნელობა არ აქვს, ავარიამ შეგიწირა თუ ჩამოვარდნილ თვითმფრინავს ემსხვერპლე. შენი სული უკვე კარგა ხნის მკდარი იყო. ვიცი, რომ მელოდი. არ ვიცი, რატომ მელოდებოდი ასე ერთგულად, ნუთუ ჩემი უბედურების ხილვა გსურდა?
- არა. შენი უბედურება ვერ გაათბობს ჩემს გაყინულ სხეულს. მკვდრებს შურისძიება აღარაფერში გვჭირდება. მხოლოდ ერთი რამით მიშველიდი - ახსარებით. ვინ იცის, იქნებ, გულისსიღრმეში, მსურს რომ აქ დარჩე და სამუდამოდ, შენი გაუბედურებულ სახეს ვუცქერდე. ჯანდაბა! მიყვარდი. ისე მტკივნეულად და ძლიერად მიყვარდი, როგორ ძლიერადაც მჩაგრავდი და მტაჯდავდი. ამიტომაა უცნაური ადამიანი. მუდამ ის უყვარს, ვინც სულით ხორცამდე უმწარებს სიცოცხლეს. შესაძლოა, ბოროტი იყავი, თუმცა ამ თვისების გარდა, თავისუფლებას ვხედავდი შენში. შენ მუდამ თავისუფლება გებადა. ვერანაირი საზღვარი და ჩარჩო ვერ გაჭრიდა ბუმბულებითა და შავი ბრილიანტებით მორთულ ფრთებს.
- არ ვყოფილვარ თავისუფალი. მუდამ სინდისის ქენჯნა იყო ჩემი მუდმივი თანამგზავრი და იმისთვის, რომ სინდისი მომეკლა, უარეს ბოროტებას ვიმატებდი. არასდროს მიფრენია მარიამ. იცი, როგორი მძიმე ვიყავი? ვერავინ და ვერაფერი აზიდავდა ცაში ჩემს დამძიმებულ სულს. ეს სინდისი, დღემდე მაწუხებს. მრავალჯერ მსურდა, შიშველი ხელებით მომეგრიხა მისთვის სხეული, თუმცა იცი ერთხელ მამაჩემმა რა თქვა?
- რა თქვა?
- თუ ვინმეს სინდისი ქენჯნის, ესეიგი ჯერ კიდევ ადამიანია. სინდისი ღმერთმა გამოგზავნა დედამიწაზე, რათა თავის პირმოშებისთვის შეეხსენებინა, რომ ისინი არ იყვნენ მარტონი. თუ იტანჯები, ესეიგი ღმერთისგან გამოგზავნილი პატარა ნაწილი, ჯერ კიდევ შენს გულში ჩქეფს და მე მივხვდი, რომ აღარ უნდა გავნთავისუფლებულიყავი ტვირთისგან, რადგან ყველას შეუძლია თავისი წილი ცოდვების ზიდვა. ეს ბუნებრივია. შენ ჩემი ტვირთი ხარ და სამუდამოდ დარჩები ჩემში, რადგან სადაც წავალ, ყოველთვის თან წაგიყვანო, თუმცა აქ დარჩენას ვერ მომთხოვ. მე აქ ვერ დავრჩები.
- რომც გინდოდეს, ვერ დარჩები.
- მეძებენ.
- გეძებენ...
- მეძებენ. გეგის სიახლოვეს ვგრძნობ, ჩემი ოჯახის სიახლოვესაც ვგრძნობ. - გავიმეორე ეს სიტყვები კვლავ და მივხვდი, როგორ ვთავისუფლდებოდი ტაჯვისგან.
- გეძებენ, რადგან სახლიდან წახვედი და უკან აღარ დაბრუნებულხარ. წასულებს აღარავინ ეძებს, თუმცა მშობლიური კერიდან გაქცეულები, სამუდამოდ იძებნებიან.
- უნდა დავბრუნდე!
ოთხკუთხა ყუთში მომწყვდეული, ახალგაზრდა ქალის ხელოვნურად მომღიმარი ხმა ხალხს აცნობდა, რომ იპოვნეს ის, ვისაც მთელი ქალაქი, იმედის პატარა ნაპერწკალივით ეძებდა შეუჩერებლად. ქალაქის ბოლოს, აყროლებულ ჭაობთან ახლოს გადაჩეხილიყო მანქანა. გოგონას სხეულს კი ათასი ჭრილობის მიუხედავად, სასწაულებრივად დამჩნეოდა სიცოცხლის კვალი.
გოგონა იპოვნეს და იგი ცოცხალი იყო.
პოლიციას, დიდი ხნის წინათ გაუჩინარებული ახალგაზრდა მარიამის ცხედარიც ეპოვნა, რომელიც იმავე ტბაში ჩაძირულიყო თავისივე მანქანით.
თვითმკვლელობის დასკვნა უბედური შემთხვევით შეიცვალა.



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

ვგიჟდები ამაზე და გთხოვ "როცა წახვედი" -ც ატვირთე სრულად რა❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი თაკო
ვგიჟდები ამაზე და გთხოვ "როცა წახვედი" -ც ატვირთე სრულად რა❤

თავებად გიშლის რამეს? smile

 


№3  offline წევრი ვიპნი

სიტყვები არ მყოფნის,ეს რა იყო.გიჟი ხარ ამ საუკუნის.
ეს მოთხრობა დიდი ხნის წინ წავიკითხე,თუმცა აღარ მახსოვს იყო თუ არა დასრულებული,ერთი ის ვიცი რომ ასეთი მძაფრი ემოციები მაშინ არ მქონია.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ვიპნი
სიტყვები არ მყოფნის,ეს რა იყო.გიჟი ხარ ამ საუკუნის.
ეს მოთხრობა დიდი ხნის წინ წავიკითხე,თუმცა აღარ მახსოვს იყო თუ არა დასრულებული,ერთი ის ვიცი რომ ასეთი მძაფრი ემოციები მაშინ არ მქონია.

აუ მაგრად გამეხარდა ისევ რომ მოგეწონა <3 შენ წარმოიდგინე, მეც გუშინ წავიკითხე თავიდან და თითქმის არაფერი არ მახსოვდა. გეგონება მე არ დამეწეროს.

 


№5 სტუმარი ტაისა

ვაიმე! მართლა ვაი მე!
ეს რა მიქენი , რა მაგარი გოგო ხარ! ❤

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ტაისა
ვაიმე! მართლა ვაი მე!
ეს რა მიქენი , რა მაგარი გოგო ხარ! ❤

მართლა არ მეგონა თუ ისევ მოგეწონებოდათ <3 დიდი დიდი მადლობაააა

 


ემოციების ნაკადული, მათი მოზღვავება და ლამაზად გადმოცემა, ლამაზი ისტორია და საყვარელი მწერალი, უმაგრესი გოგო, უმაგრესი ისტორიებით, ათჯერ რომ წავიკითხო არ მომბეზრდება, მიხარიხარ ენ♡♡

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სიყვარული გულს გვტკენს
ემოციების ნაკადული, მათი მოზღვავება და ლამაზად გადმოცემა, ლამაზი ისტორია და საყვარელი მწერალი, უმაგრესი გოგო, უმაგრესი ისტორიებით, ათჯერ რომ წავიკითხო არ მომბეზრდება, მიხარიხარ ენ♡♡

მეც ძალიან მიხარია ხოლმე შენი გამოჩენა ჩემი ისტორიის ჯილდოდ <3 სულ მახარებ და მაბედნირებ, დიდი მადლობა :*

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინიკო

საოცრად კარგი იყო. შენი სხვა ისტორიებიც უნდა წავიკითხო, რამდენიმე მაქვს კიდევ წანაკითხი. წერის ეს სტილი საოცრად მომწონს.????????

 


№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ნინიკო
საოცრად კარგი იყო. შენი სხვა ისტორიებიც უნდა წავიკითხო, რამდენიმე მაქვს კიდევ წანაკითხი. წერის ეს სტილი საოცრად მომწონს.????????

ნინიკო, მიხარია თუ ჩემი ისტორიების კითხვა დაგაწყვებინეეე <3 იმედია, ისიამოვნებ სხვებითაც.

 


№11 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

მეტკინა.
საშინლად მეტკინა, მომეწონა და ბევრი ვიტირე.
უზარმაზარ "ბედ თრიფს" გავდა ეს ყველაფერი, კიდევ მილიონ სხვა რამეს, უბრალოდ ვერ ვამბობ, იმდენად ძლიერი ემოციები გამოიწვია.

 


№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი მოიისფრო
მეტკინა.
საშინლად მეტკინა, მომეწონა და ბევრი ვიტირე.
უზარმაზარ "ბედ თრიფს" გავდა ეს ყველაფერი, კიდევ მილიონ სხვა რამეს, უბრალოდ ვერ ვამბობ, იმდენად ძლიერი ემოციები გამოიწვია.

ძალიან მიხარია. მაშინაც მაგ ემოციებით ვწერდი და ზუსტად მაგისი გადმოცემა მინდოდა <3

 


№13  offline წევრი Тамуна тамуна

სულ მაინტერსებს კეკელინას ცხოვრება შემდგომ

 


№14  offline წევრი ელენე (ნენე)

საოცარი წერის სტილი გაქვს! თითოეულ შენს ნაწარმოებში იგრძნობა რაღაც ამოუხსნელი, გიჟური. ალბათ, სწორედ ეს მიზიდავს მუდამ მათკენ.
უღრმესი მადლობა შენ. ბედნიერი ვარ, რომ ეს ისტორია წავიკითხე. არ ვიცი რა გამიკეთა ამ ნაწარმოებმა და ალბათ, ვერასდროს გავიგებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ რაღაც დიდი შემმაატა. თითოეული ქცევის გააზრებასა და საკუთარი პიროვნების პოვნას, როგორც წესი, სიმშვიდისკენ მივყავართ, ეს ნაწარმოებშიც მშვენივრად ჩანს.
ხო, ბევრი ვიბოდიალე, ალბათ თავიც მოგაბეზრე, მაგრამ...
ენ, რა ასაკში დაწერე ეს ისტორია?
თუ პირადულია და არ გინდა ამ კითხვაზე პასუხი, უბრალოდ დაიკიდე! წარმატებები, კიდევ მრავალი, საოცარი ისტორია დაგეწეროს!

 


№15  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Тамуна тамуна
სულ მაინტერსებს კეკელინას ცხოვრება შემდგომ

მეც მიფიქრია მაგაზე. მაგრამ რატომღაც ჯერ დრო არ მოსულა მაგის დაწერის <3

ელენე (ნენე)
საოცარი წერის სტილი გაქვს! თითოეულ შენს ნაწარმოებში იგრძნობა რაღაც ამოუხსნელი, გიჟური. ალბათ სწორედ ეს მიზიდავს მუდამ მათკენ.
უღრმესი მადლობა შენ. ბედნიერი ვარ, რომ ეს ისტორია წავიკითხე. არ ცივი რა გამიკეთა ამ ნაწარმოებმა და ალბათ ვერასდროს გავიგებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ რაღაც დიდი შემმაატა. თითოეული ქცევის გააზრებასა და საკუთარი პიროვნების პოვნას, როგორც წესი სიმშვიდისკენ მივყავართ, ეს ნაწარმოებშიც მშვენივრად სჩანს.
ხო, ბევრი ვიბოდიალე, ალბათ თავიც მოგაბეზრე, მაგრამ...
ენ, რა ასაკში დაწერე ეს ისტორია?
თუ პირადულია და არ გინდა ამ კითხვაზე პასუხი, უბრალოდ დაიკიდე! წარმატებები, კიდევ მრავალი, საოცარი ისტორია დაგეწეროს!

მემგონი, ძალიან დავაგვიანე პასუხი. აი ეგაა ძველი ისტორიების მინუსი რაა, კომენტარებს ხშირად არ ვამოწმებ, მაპატიე.
უდიდესი მადლობა ნენეკო <3
მემგონი, 20 წლის ვიყავი

 


№16  offline წევრი TamoTi

ისევ ვერ ჩავუარე ამ საოცრებას გვერდი.არც კი მახსოვს რამდენჯერ წავიკითხა და თანაც შენი გამოგზავნილი ტელეფონშიც მაქვს შენახული და მინიმუმ ორჯერ ის წავიკითხე❤️არც კი ვიცი როგორ გადმოვცე ის ემოციები ამის წაკითხვის დროს და შემდეგ რომ მრჩება❤️❤️ბევრს ვეძებ სიტყვებს მაგრამ რატომღაც ვერ ვარჩევ შესაფერისს❤️ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება ეს ისტორია❤️რაღაცნაიარად მანიაკალურად მიყვარს❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent