შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაზლების ქურდი XI /აჩრდილებზე მონადირე/


14-05-2020, 06:28
ავტორი belle...
ნანახია 5 679

თავი მეთვრამეტე
გაბრუებულმა თვალები ძლივს გავახილე, თავი საშინლად მტკიოდა და გულის რევის მძაფრი შეგრძნება შიგნეულობას მიწვავდა. წამოჯდომა ვცადე, მაგრამ ყველაფერი ისე შეირყა ცუდად გავხდი და ისევ ბალიშს მივესვენე. თვალები ავახამხამე და გარემო მოვათვალიერე, უხეშად შელესილი შიშველი კედლები და ჭერში დაკიდებული ერთადერთი ნათურა ცუდად მენიშნა.
აღელვებულმა საწოლი თითებით მოვსინჯე. ერთადერთი გაქუცული ლეიბი ძველისძველ საწოლზე დაეგოთ, ჩრჩილისგან შეჭმული ბალიში კი საშინლად ყარდა და გულის რევის შეგრძნებას უფრო მიმძაფრებდა. წამოდგომა ისევ ვცადე, მაგრამ სხეული ტყვიასავით დამძიმებოდა და განძრევა ვერაფრით მოვახერხე. უცებ ვიღაცამ კარი ჭრიალით გააღო და ოთახში, რომელიც მიგდებულ სარდაფს უფრო ჰგავდა, მსუბუქი ნაბიჯის ხმა გაისმა.
- გაიღვიძე ძვირფასო? - იტალიური აქცენტით წარმოთქმული სიტყვები დამცინავად ჩამესმა ყურში. მონიკა ვან დერ ვილი ირონიული ღიმილით თავს წამადგა და მომხიბვლელად გამიღიმა - აბა, თავს როგორ გრძნობ?
- შენ?!
გულისრევამ უარესად შემაწუხა და თავი ძლივს შევიკავე, რომ მისი ძვირადღირებული ფეხსაცმელი ერთიანად არ მომესვარა. ისე კარგი აზრი კი იყო, რატომაც არა?! სხვანაირად განძრევის თავიც არ მქონდა და შური როგორმე ხომ უნდა მეძია?!
- რა გამიკეთე? რა მემართება?
- ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ხარ, განძრევას ვერ შეძლებ, ტყუილად არ იწვალო.
ფართოდ გაღიმებულმა სკამი ჩემს ფეხებთან მოაჩოჩა. ჩანთიდან ხელსახოცი ამოიღო, ცხვირაბზუებულმა მოღრეცილი ტუჩებით გადააფარა და ჩამოჯდა.
- ძუკნა!
- გეგონა ტყვიის ამბავს შეგარჩენდი?! - თვალები გველურად დაუვიწროვდა, მოძრაობისას შევნიშნე, რომ კოჭლობდა - მე ხომ დაგპირდი პასუხს აუცილებლად მოგთხოვ-თქო?! თან შენ ძალიან შორს წახვედი, წარმოდგენა არ მაქვს ის ვიდეო ხელში როგორ ჩაგივარდა, მაგრამ ამით დიდი პრობელმები შემიქმენი! როგორ ფიქრობ, ახლა რა მოგელის ამის გამო?!
- კომპანიაში... ცუდად გავხდი, - პირი მიშრებოდა და ლაპარაკი მიჭირდა - მომწამლე, კი მაგრამ, როგორ? არაფერი მიჭამია, არც დამილევია.
- დარბაზიდან გამოსვლისას, ჩემმა მეგობარმა ხელი გაგკრა და „შემთხვევით“ გაგკაწრა, ნევსი კი მოწამლული იყო.
გაღიზიანებულმა ხელზე დავიხედე, მაჯაზე ალისფერ ნაკაწრს ლურჯი ფერი მიეღო და უფრო და უფრო შავდებოდა. ზიზღისგან და ბრაზიზგან გამაკანკალა.
- ავადმყოფო! - წავისისინე გაალმასებულმა - ასე ცდილობ დუჩეს ხელში ჩაგდებას? ის აქციონერი შენი მოგზავნილი იყო!
- არა, ცდები, - მხიარულად გადაიკისკისა და სკამზე გადაწვა - აქციონერებმა მართლა მიიღეს მუქარის შეტყობინებები, რომელიც შენი სახელით იყო გაგზავნილი. ყველა ინფორმაცია რაც შენ და შენმა ჰაკერმა აქციონერებზე შეაგროვეთ გასაჯაროვდა! განა ეს არ იყო თქვენი „ბ“ გეგმა? ჰოდა მეც დაგეხმარეთ, ოღონდ ინფორმაციას საპირისპირო მიმართულება მივეცი. - თვალები ეშმაკურად გააკვესა - ნებისმიერმა პროგრამისტმა, ვინც არ უნდა გადაამოწმოს, აიპ მისამართი, დუჩეს ყველა ეტყვის, რომ შეტყობინებები შენი ტელეფონიდან იყო გაგზავნილი. ჰაკერებს სასწაულების მოხდენა შეუძლიათ, ჩემო კარგო.
- დუჩე ამას არ დაიჯერებს! არაფერი გამოგივა, იცის, რომ მას არასდროს ვავნებ! ტყუილად ცოდვილობ!
- ვნახოთ, ვნახოთ, - თვალები ბოროტად გააკვესა - შენი ტელეფონი მის კაბინეტში დარჩა, შენ კი გაუჩინარდი. დავაზუსტებ, მას შემდეგ გაუჩინარდი, რაც მომავალი პრეზიდენტის მომხრეების დაშინებაში დაგადანაშაულეს. თავი მოიავადმყოფე, რომ დუჩე თავიდან მოგეშორებინა, შემდეგ კი დრო იხელთე და გაიქეცი. განა სულ ასე არ აკეთებ? მუდამ გარბიხარ, ვირთხასავით! როცა დუჩე შენს ტელეფონს ნახავს, აუცილებლად გადაამოწმებს შეტყობინებებს, აი მერე კი... პლუს ამას შენი რეპუტაციისგან აღარაფერი დარჩა, შენთან თანამშრომლობას აღარავინ მოისურვებს. დეტექტივი, რომელიც კლიენტების ინფორმაციას მათივე საშანტაჟოდ იყენებს! აბა, როგორ ჟღერს? მართალია აქედან ცოცხალი ისედაც ვერ გააღწევ, მაგრამ აქამდე თუ რამეს გაბრალებდნენ ახლა ყველა „დარწმუნდება“, რომ მთელი ეს ბინძური ჭორები სიმართლეა!
- შეშლილი ხარ, ჩამოყალიბებული არანორმალური!
მინდოდა მეყვირა, მაგრამ ძალა არ მეყო. ისევ ვცადე წამოდგომა, რომ ყელში ვცემოდი და ჩემი ხელით გამეგუდა, მაგრამ ორგანიზმი ვერ დავიმორჩილე. მგონი უფრო ვსუსტდებოდი. ახლა თითის გატოკებაც კი მეზარებოდა. შხამი მთელს ორგანიზმს მოედო და ბინძურ ლეიბზე მიმაჯაჭვა.
- ყველაფერს წაგართმევ რაც აქამდე გაგაჩნდა და ამას საკუთარი თვალით გაყურებინებ, მერე კი, როცა დუჩე საბოლოოდ ჩაიქნევს შენზე ხელს და შეგიძულებს, როცა მის ზიზღით სავსე თვალებს შორიდან დაგანახებ, საბოლოოდ მოგკლავ!!! ფიქრობ, რომ დღეს, საჯარო წარმოდგენით, დარტყმა მომაყენე? გეტყობა, რომ წარმოდგენა არ გაქვს ვისთან დაიჭირე საქმე!
- შენ და შენი ავადმყოფი ქმარი ზუსტად შეეფერებოდით ერთმანეთს!!! - სიბრაზიზგან თვალზე ცრემლი მომადგა - დუჩესთან არაფერი გამოგივა, სულ რომ მომკლა ის ახლოს მაინც არ მიგიშვებს. მშვენივრად იცის რა კახპაც ხარ!
- დუჩე... - მგონი საერთოდ არ მისმენდა, გაღიმებული სკამზე გადაწვა და ტუჩზე თითი მოისვა - ეს ბიჭი მაგიჟებს!
- სამკურნალო ხარ, - გამეცინა, მგონი მეც გავგიჟდი, აბა რა მაცინებდა?! - რაო, შენი ასაკის მამაკაცები ვერ გაკმაყოფილებენ შვილის ტოლა ბიჭებს, რომ დასდევ ატეხილი ძუკნასავით?! საწყალი მირიანი...
გაცეცხლებულს მზერა მაშინვე წამოენთო, ფეხზე წამოხტა და სახეში მოწყვეტით გამარტყა. დიდი ვერაფერი ძალა ჰქონდა, მაგრამ იმდენად ვიყავი მისუსტებული ესეც მეყო გასაბრუებლად. თავბრუ უარესად დამეხვა და თავი გავაქნიე, რომ მხედველობა აღმედგინა, გამოსახულება გულისამრევად გაიდღაბნა.
- იმ მხდალი ნაბიჭვრის ხსენება არ გაბედო! - იკივლა გაკაპასებულმა - გგონია ყველაფერი იცი?! გგონია ჩემი ასე განსჯის უფლება გაქვს? შენ არ იცი ვინ ბრძანდებოდა მირიან გელოვანი!!!
- ერთი შეშლილი ფსიქოპატის ქმარი, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭების დანახვაზე ერთი ადგილი უხურს! - მივახალე გამძვინვარებულმა - მაინც როგორ იტან საკუთარ თავს?!
- უტვინო ღლაპი ხარ, - წაისისინა გაღიზიანებულმა, სკამს მსუბუქი კოჭლობით მიუახლოვდა და ისევ ჩამოჯდა - მირიანი ჩემს გარეშე არაფერს წარმოადგენდა! ერთი ჩვეულებრივი იყო, რომელსაც ყველა თავის ჭკუაზე ატრიალებდა! მთელი თავისი ცხოვრება ლევანის ყურმოჭრილი მონა იყო, იმდენად უბადრუკი, რომ იმის აღიარებაც ვერ გაბედა, თუ რა მიქარა მისმა ძმაკაცმა!
- რეებს ბოდავ?! - ბოღმის მიუხედავად მისმა სიტყვებმა დამაინტერესეს - რა შუაშია ლევან კალანდია? რა მიქარა?
მონიკამ დამცინავად გამომხედა. ერთხანს დაკვირვებით მიყურა, შემდეგ კი თვალები დახუჭა, სკამზე გადაწვა და გრძელი თითებით საფეთქელი დაისრისა.
- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ამ ამბავს, როცა სასიკვდილოდ ხარ განწირული?
- წიკი მაქვს ასეთი. სანამ მოვკვდები ერთ საიდუმლოსაც გავიგებ, ასე დიდად აღარ გამიჭირდება საიქიოში გადაბარგება, ამოღერღე!
- საკუთარ პროფესიაზე გაგიჟებული ხარ, არა? - თვალები გაახილა და ირონიულად მომაჩერდა - ჭორიკანა დეტექტივი, რომელიც ხალხის პირად ცხოვრებაში დაძვრება და მათ საიდუმლოებებს ბინძური საცვლებივით საჯაროდ აფრიალებს!
- ემოციური შესავლის გარეშე არ გამოვა?
სული მელეოდა ისე მაინტერესებდა რას მალავდა ეს ანჩხლი დედაკაცი, ინსტიქტი მკარნახობდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს გამოვკრავდი ხელს. ცნობისმოყვარეობამ იმდენად შემიპყრო, რომ გულისრევაც კი გადამავიწყდა. არა, აშკარად არ ვიყავი სრულ ჭკუაზე, ახლა გაქცევაზე უნდა მეფიქრა და არა ლევან კალანდიას ბინძურ გრეხებზე!
- მიდი, მომიყევი ყველაფერი. ბნელ შუა საუკუნეებში მომაკვდავს სიკვდილის წინ ერთ სურვილს უსრულებდნენ ხოლმე, დავიჯერო აბორიგენებზე მეტი გულმოწყალება არ გაგაჩნია?
- როგორი სასაცილო ხარ, - დაკვირვებით შემათვალიერა - მაინც რა მოეწონა მას შენში? ერთი ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული აბეზარი ბავშვი ხარ. გარეგნობაც კი არ გივარგა.
- ჰო, გამოგიტყდები და ეგ მეც მაინტერესებს... კარგი, მორჩი ჩემს ლანძღვას და მითხარი წეღან რაზე საუბრობდი, დამაინტერესა. მაინც რა ჩაიდინა ასეთი მირიანმა? თუ არც არაფერი და რაღაცეებს იგონებ? ან იქნებ საკუთარი ს ახურებას, მირიანის არარსებული გრეხებით გაპრავებას ცდილობ?
მონიკას ტუჩები ბრაზისგან მოეღრიცა. ეს მეთოდი ყოველთვის ჭრის, საკმარისია ადამიანის ცხვირაწეულ ეგოს ოდნავ მაინც შეეხო, რომ მაშინვე თავდაცვაზე გადადის. სიცილისგან თავი ძლივს შევიკავე.
- მირიანს და ლევანს, ნოვას პირველი მეუღლე, სესილი, შემთხვევით შემოაკვდათ! - მომახალა გაღიზიანებულმა.
მოულოდნელობისგან და შოკისგან ენა მუცელში ჩამივარდა. ტვინმა მისი სიტყვები ძალიან ნელა აღიქვა. რა თქვა ახლა?!
- რაო?
საკუთარი ხმა არ მეცნო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი ნარკოტიკის ბრალი იყო და ეს უბრალოდ მომესმა.
- სესილი, სანამ ნოვას გაიცნობდა, ადრე ლევანს ხვდებოდა, - ჩაიღიმა ალმაცერად - ლევანი ახალგაზრდობიდანვე მექალთანე იყო, ვერასოდეს კმაყოფილდებოდა ერთი ქალით. სესილი ლევანის მამის საადვოკატო ფირმაში მდივნად მუშაობდა, მამამისს რომ გაეგო ეს ამბავი სესილის სამსახურიდან გამოაპანღურებდა, ამიტომ ერთმანეთს ჩუმად ხვდებოდნენ. ამის შესხებ მხოლოდ მირიანმა იცოდა. სესილის მალე მობეზრდა საიდუმლო შეხვედრები და შეყვარებულის ორგულობა, ადგა და ლევანი მიატოვა. შემდეგ კი ქალბატონმა ნოვა გაიცნო და ერთმანეთი შეუყვარდათ.
- ბრაზილიური საუნდრეკიც დაურთე შენს მონაჩმახს, უფრო ეფექტური იქნება, - მისი სიტყვების დაჯერება მიჭირდა, მაგრამ მაინც ყურადღებით ვუსმენდი.
- ლევანის სახე უნდა გენახა, როცა ნოვამ მეგობრებს თავისი ძვირფასი შეყვარებული წარუდგინა, - ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა, ფიქრებში წასულს დაბინდული მზერა ერთ წერტილისთვის გაეშტერებინა - თან გამოუცხადა მალე ვიქორწინებთ კიდეცო. სესილიმ არ იცოდა, რომ ლევანი და ნოვა მეგობრები იყვნენ, - უცებ სიცილი აუტყდა, აშკარა იყო ამ ამბით ძალიან ერთობოდა.
- ნოვამ ეს დღესაც არ იცის!
- ასეა, - ავი ღიმილით წინ გადმოიხარა და თვალებში მომაცქერდა - ლევანს არ უნდოდა ნოვას და მის მეგობრობას ქალის გამო ჩრდილი მოჰფენოდა. მისთვის ქალს ამდენად დიდი მნიშვნელობა არასოდეს ჰქონია, რომ ძმაკაცისთვის ზურგი ექცია. ამიტომ თავი ისე დაიჭირა, თითქოს სესილი მისთვის რიგითი გასართობი იყო და მეტი არაფერი, ალბათ ეს ასეც იყო.
- სესილი? მან რატომ არ უთხრა ნოვას არაფერი?
- უნდოდა თქმა, მაგრამ შეეშინდა, იფიქრა, რომ ნოვა მიატოვებდა. თან ლევანმაც ჩააწვეთა შეგიძლია ყველაფერი მოუყვე, მერე კი დამშვიდობებაც მოგიწევს, ის ძმაკაცის ნახმარს ახლოს არ გაგიკარებსო.
- ეს ყველაფერი მირინმა მოგიყვა?
- ჰო, მას ჯერ კიდევ მაშინ აიძულა კალანდიამ ენისთვის კბილი დაეჭირა. უთხრა ნუ ჩაერევი და ნოვას ცხოვრებას ნუ დაუნგრევო, ჩემთვის ის ქალი მაინც არაფერს ნიშნავს, ნოვას კი სიგიჟემდე უყვარსო. მირიანიც დადუმდა.
- მთელი ეს დრო... ნოვასთან კალანდია და მირიანი ხშირად მიდიოდნენ სტუმრად! როგორ, თავი ისე ეჭირა ვითომ არც არაფერი მომხდარა?!
- ლევანს კარგად ეხერხებოდა ადამიანების დაიგნორირება. სესილიც შეეგუა მის ცივ დამოკიდებულებას და თავი მოიტყუა, რომ არაფერი მომხდარა. ადამიანები ხშირად იქცევიან ასე, როცა რაღაცის დაჯერება გულით სურთ, თუნდაც ეს მტკნარი სიცრუე იყოს, გამოსდით კიდეც.
- მაშინ იმ ღამეს რა მოხდა? შენ თქვი მირიანს და ლევანს სესილი შემოაკვდათო!
- იმ საღამოს მირიანი და ლევანი ნოვას სახლში ესტუმრნენ, მაგრამ შინ არ დახვდათ. სესილიმ ეს ორი სახლში შეიპატიჟა და სანამ ქმარი შინ დაბრუნდებოდა, სტუმრებს სასმელი შესთავაზა. ლევანს იმ პერიოდში ტვინი აჭრილი ჰქონდა, არც მანამდე ყოფილა დალაგებული, მაგრამ მაშინ მანჩოსთან პრობელმები ჰქონდა. მისი ცოლად მოყვანა უნდოდა, ის კი უარს ეუბნებოდა. კალანდია სასმელმა საერთოდ გამოათაყვანა. გონებაარეულმა სესილის ხელების ფათური დაუწყო, არ გინდა ძველი დრო გავიხსენოთო? ქალმა მისი თავიდან მოშორება სცადა, ამ ცხოველმა კი სახეში მოწყვეტით გასცხო ხელი, სესილის ფეხი დაუცურდა და ჩასადებში ჩალაგებულ დანის პირებს ზედ წამოეგო.
გაქვავებული თითოეულ სიტყვას დაძაბული ვისმენდი. დაჯერება მიჭირდა, რომ ეს საზარელი ფაქტები ჩემს ჰიპოთეზას ასე ზედმიწევნით ემთხვეოდა. ხომ ვამბობ მძაფრი ინსტიქტები მაქვს-თქო, არა?! ისე, დეტექტივად კიარა „შამანად“ უნდა მემუშავა, უფრო მეტი შემოსავალი მექნებოდა!
- ლევანს შეეშინდა, მირიანი კი უარესად დაფრთხა. რენეს იმ დროს ლოგინში ეძინა და არაფერი გაუგია. ეს ორი კი სახლიდან სწრაფად წამოვიდა, სანამ ნოვა თავზე წაადგებოდა. მირიანს პოლიციაში წასვლა უნდოდა, მაგრამ ლევანი დაემუქრა ყველას მოვუყვები, რომ სინამდვილეში შენ გინდოდა სესილის გაუპატიურება და როცა უარი გითხრა ხელი ჰკარი და შემოგაკვდაო. ისე დააშინა, რომ ამ სულელმა ხმის ამოღება ვერ გაბედა. იმ საღამოდან მოყოლებული უცნაურად იქცეოდა, ერთი თვის განმავლობაში ღამით ვერ იძინებდა. ერთ საღამოსაც უგონოდ გაილეშა, ამ ბინძური საიდუმლოს შენახვა ვეღარ შეძლო და ჩემთან ყველაფერი დაფქვა.
- რატომ არაფერი თქვი? - ბრაზი ცეცხლივით წამეკიდა გულზე - რატომ არ თქვი სიმართლე? რატომ არ მოუყევი ნოვას ყველაფერი?!
- რატომ უნდა მეთქვა? - წელში გასწორდა და გამჭოლი მზერა მომაპყრო - რაში მაინტერესებდა ვის რა დაუშავეს? მე მირიანი ჩემი საქმისთვის მჭირდებოდა, სხვა დანარჩენი არაფერში მადარდებდა. ერთი ეგ იყო, რომ მესხიშვილმა რაღაც იეჭვა. იმდენი თხარა, რომ ლევანის და სესილის ამბავიც გამოქექა, შემდეგ კი ნოვას დაკითხვისას გაიგო, რომ მისი მეგობრები მასთან სტუმრობას აპირებდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს. ის გაიძვერაც კვალს მეძებარი ძაღლივით გამოჰყვა და მეორე დღეს კარზე მომადგა. ისეთ კითხვებს უსვამდა მირიანს, აშკარა იყო, რომ ლევანის პათოლოგიურ გადახრებზე უკვე ყველაფერი იცოდა. მისი მოსყიდვა მომიწია, რომ ენისთვის კბილი დაეჭირა. მირიანის ჩაძირვა ჩემს ინტერესებში არ შედიოდა. ასე ჩემი ბიზნესი ფართო მასშტაბებს დაემშვიდობებოდა, მაშინ საკმარისი გავლენა არ მქონდა, რომ მირიანის გარეშე თავი გამეტანა.
- წარმოუდგენელია...
თავბრუ უარესად დამეხვა, თვალებში ვუყურებდი ამ ცივსისხლიან ალქაჯს და დაჯერება მიჭირდა, რომ ადამიანს ვესაუბრებოდი. სესილიზე საუბრისას თვალებში სიცივე ედგა. მისთვის ამ ამბავს ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორიც მაწანწალა ძაღლის ასფალტზე გაჭ....ტის ისტორიას. ნორმალურ ადამიანს ძაღლიც კი შეგეცოდება. მას კი...
- კალანდია... მას დამსახურებულად შეეფერებოდა ცივსისხლიანი მანიაკი, მაგრამ მირიანი...
- ჰო, მირიანის დამრგვალებული თვალები და პატიოსანი ღიმილი ადამიანებს მუდამ აფიქრებინებდათ, რომ ანგელოზი ბრძანდებოდა. ნოვას ამიტომაც არ შეჰპარვია მასში ეჭვი არასოდეს. მისი ეს ქამელეონისებური გარდასახვის უნარი ბევრჯერ გამომადგა. მხდალ და მშიშარა ადამიანზე უარესი არაფერია, გოგონი. ბოროტ ადამიანზე უარესიც კია ასეთი პიროვნება.
- ადამიანი? პიროვნება? რა სიტყვებს უწოდებთ საკუთარ თავებს? ყველა სიკეთესთან ერთად უთავმოყვარეო ამბიციურიც ყოფილხარ!
- როგორი თვალთმაქცი ხარ! - მონიკამ მხიარულად გადაიკისკისა - შენ ჩვენზე უკეთესი გგონია თავი? მშვენივრად მომეხსენება შენი საქმიანობის შესახებ. რამდენს გაუნადგურე კარიერა და ოჯახი?! თან რის გამო, ფულის გამო. როგორ ბედავ ჩემს გაკიცხვას?!
- გავუნადგურე? - ახლა მე გამეცინა, თან მძაფრი გულისრევაც ვიგრძენი, ოღონდ ვერ მივხვდი ეს შხამის ბრალი იყო, თუ ეს ალქაჯი იწვევდა ჩემში მსგავს შეგრძნებებს - მე არავინ გამინადგურებია, ეს ადამიანები ანადგურებთ საკუთარ თავებს... მე...
უეცრად მოვდუნდი და ძალა ერთიანად გამომეცალა. პირი გამიბრუჟდა, ენას ვერ ვიმორჩილებდი, თითსაც კი ვეღარ ვატოკებდი. სასოწარკვეთილმა გავიფიქრე ამ მიგდებულ სარდაფში სული ისე ამომხდება, რომ ამ ბინძურ საიდუმლოს სამარეში ჩავიტან-მეთქი. ეს უნდა სცოდნოდა, ნოვას... მას ყველაფერი უნდა სცოდნოდა!!! თვალები დამეხუჭა.
- წამალი იდეალურად მოქმედებს, - ხმადაბალი სიცილი შორიდან ჩამესმა - მალე ჰალუცინაციები დაეწყება, ყურადღება მიაქციე და დოზა ყოველ ორ საათში გაუზარდე, მინდა ნელ-ნელა და ტანჯვით ამოხდეს სული...
უცებ იარაღმა გამაყრუებლად იგრიალა, ოთახში არეკლილმა ექომ ყურთასმენა დამიხშო. იმდენად შემეშინდა, რომ საშინლად გაბრუებულმა თვალები ვჭყიტე. თუმცა, ფიგურების გარჩევა მიჭირდა, ყველაფერი გაიდღაბნა. კართან ახლოს მაღალ სილუეტს მოვკარი თვალი, მაგრამ სხეულის კონტურებს ვერ ვარჩევდი. ძლიერმა გულისრევამ ისევ მწვავედ შემახსენა თავი და თვალები სასწრაფოდ დავხუჭე.
- დამპალი ძუკნა!
უხეში ბგერების თანწყობა უწესრიგოდ ჩამესმა ყურში. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს გვირაბის მეორე ბოლოში ვიდექი და სადღაც უსასრულობიდან ვიღაცის ხრიალი მესმოდა. ტანში სიცივემ დამიარა და გამაჟრჟოლა, მაგრამ ეს სიცივის ბრალი სულაც არ იყო. კანზე ცივი ხელების შეხება ვიგრძენი, ვიღაცამ ხელში ამიყვანა. დამფრთხალმა ისევ ვცადე რამის დანახვა და თვალები გავახილე, მაგრამ მგონი ჯობდა ეგ არ მექნა.
უზარმაზარ აჩრდილს მკერდზე ვყავდი მიკრული და სადღაც აუჩქარებლად მიაბიჯებდა. თვალებზე ჩამოფხატებული კაპიშონი სახეს უმალავდა, მაგრამ მე მაინც დავინახე... ქვემოდან მისი სახე გარკვევითაც კი გავარჩიე - გული შემიწუხდა, ეს არ შეიძლებოდა რეალობა ყოფილიყო, ალბათ შხამმა ცნობიერება ისე მომიწამლა, რომ საშინელებები მეჩვენებოდა. გონება დამებინდა, სხეული მომიდუნდა და ისევ შავ წყალში ჩავიძირე.

*****
ტიკ ტაკ... ტიკ ტაკ... ტიკ ტაკ...
რატომ არასოდეს ჩუმდება ეს წყეული საათი?! არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება - სამყარო ამობრუნდება, თუ ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა. დედამიწამ სრულიად, რომ იცვალოს ფერი, სულ რომ ციდან ბაყაყების წვიმა წამოვიდეს, ან ადამიანების რასა მაიმუნებმა ჩაანაცვლონ, ეს წყეული საათი მაინც არ შეწყვეტს წიკწიკს! ისევ განაგრძობს დროის ათვლას და ყოველი გაწკარუნებით, ყოველი გასული წამით სიკვდილთან მიაახლოებს თითოეულ მოკვდავს.
ყველაფერი ბურუსში გაეხვა, სადღაც გაურკვეველ პლანეტაზე აღმოვჩნდი - რას ვუწოდებდი მას? „ფენიქსის პლანეტას“. რატომ ფენიქსი? ის ხომ ფერფლიდან აღსდგა. როცა საბოლოოდ ცეცხლოვან ფრინველს სიკვდილის დრო მოუვიდა, აალდა, დაიწვა და დაიფერფლა. ბოლოს კი, პატარა ბარტყმა საკუთარივე ნაცრიდან მახინჯი თავი წამოჰყო და პირველი ბგერით მიესალმა სამყაროს, მისი ახალი ცხოვრების, ახალ საწყისს. როგორი ჯადოსნური მომენტია, არა?
ფერფლი... ციდან ფერფლი ცვიოდა. ხელი გავიწოდე, რომ შევხებოდი. ნაცრისფერი ქულის ნაგლეჯი თითებზე შემეხო, ისეთი ფუმფულა და თბილი იყო! რა ცუდია ადამიანებს, რომ არ შეგვიძლია ფერფლიდან აღდგომა. არა, ჩვენ ყველანი მიწის შვილები ვართ, ერთ დღეს ყველა თავად ფერფლად ვიქცევით. არცერთ ჩვენგანს არ ექნება ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი, მაგრამ გვჭირდება კი ის? რა დროც გაგვაჩნია, იმასაც უაზროდ ვფლანგავთ უაზრო მოკვდავები, რაღაში გვჭირდება დამატებითი სიცოცხლე?!
საშინელი სიმძიმე ვიგრძენი, ყველაფერი ჩამობნელდა, გაირინდა და დადუმდა. შავმა და გაურკვეველმა კონტურებმა ისედაც გაბრუებულს თავგზა უარესად ამიბნიეს. ვინ იყო ეს ადამიანი? რა უნდოდა ჩემგან? რატომ მიჩხვლეტდა ვენებს?! მინდოდა მეთქვა მტკენ და შემეშვი-თქო, მაგრამ ძალა არ მეყო. ვერ ვეწინააღმდეგებოდი, ის კი თან თმაზე მეფერებოდა, თან ხმადაბლა რაღაცას ბუტბუტებდა, მის გაურკვეველ ბურტყუნში მხოლოდ ორი სიტყვა გავარჩიე „შენთან ვარ“, მაგრამ ამ ბგერებიდან აზრი ვერ გამომქონდა.
ყოველი ახალი მტკივნეული ჩხვლეტა ვენებზე ცეცხლს მიკიდებდა, რაღაც მძიმე და მხურვალე სისხლში დაძვრებოდა, მთელს ორგანიზმს ედებოდა და ენერგიით მავსებდა. ისევ ფენიქსის პლანეტაზე აღმოვჩნდი, თოვდა. ოღონდ ციდან თეთრი და ქათქათა ქულების ნაცვლად, რუხი ფიფქები ცვიოდა. რაღაცას მახსენებდნენ, არა, რაღაცას, არა - ვიღაცას.
მიმოვიხედე, ის უნდა მომეძებნა, აქ იყო, სადღაც ახლოს უნდა ყოფილიყო, ვგრძნობდი ამას. თოვდა, ესე იგი ის ჩემს გვერდით იყო, უბრალოდ ვერ ვხედავდი, მაგრამ ეს არ იყო თოვლი და მეც ვერაფრით ვიხსენებდი ვის ვეძებდი, ან რატომ? რატომ მკლავდა შიგნიდან ასეთი ძლიერი სურვილი, რომ მენახა - მაგრამ ვინ?! დამავიწყდა... თავგზა ამებნა, მაგრამ ეს ძლიერი ინსტიქტი, რომელიც ძვალსა და რბილში გამჯდომოდა არაფრით მასვენებდა, ვიღაცისკენ იწევდა, ან რაღაცისკენ.
ისევ ეს გაუთავებელი ბუტბუტი - „შენთან ვარ...“, „ჩემთან დარჩი...“, „სულ ცოტაც...“, „ასე არ მომექცე გევედრები...“, „სია, სიკვდილი არ გაბედო!...“, „მაპატიე, გევედრები მაპატიე...“. ეს ხმა... ისეთი სასოწარკვეთილი იყო, ვინ იყო სია? ვის ეძახდა? არ ვიცი, მაგრამ შემეცოდა. ძალიან მომინდა დამემშვიდებინა, მაგრამ ვერ ვხედავდი, საერთოდ ვერაფერს ვხედავდი, გარშემო მხოლოდ თოვდა. სახეზე სისველე ვიგრძენი, თითები მოვისვი... მე რა ვტიროდი? კი მაგრამ, რატომ? უცნობის გამო? ჰო, მეცოდებოდა, მისი ხმა გულზე მხვდებოდა, მაგრამ რა მატირებდა? ის ვიღაც სხვას მისტიროდა, მე რა შუაში ვიყავი?!
ტიკ ტაკ... ტიკ ტაკ... ტიკ ტაკ...
აააჰ! ისევ ეს წყეული საათი, კუთხეში ჩასაფრებული ეშმაკივით იყო, ერთი სული ჰქონდა როდის მომიღებდა ბოლოს! როდის იქნებოდა მისი ისრის წკარუნი ჩემს გონებაში არეკლილი უკანასკნელი მელოდია! გავღიზიანდი, არ მინდოდა დათმობა, რაღაც მაკავებდა, ან ვიღაც. არ მინდოდა სიკვდილი, ვიღაც მელოდებოდა. იქ სადღაც, ამ რუხი ფიფქების მიერ წარმოქმნილი მთების უკან ვიღაც მიცდიდა. მასთან უნდა მივსულიყავი, რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს უნდა მომეხერხებინა. ჯანდაბა! ნეტავ გამეხსენებინა, ნეტავ შემძლებოდა გახსენება, მაინც ვის ვეძებდი ასე გაგიჟებით?!
ფენიქსის პლანეტა გაქრა, ისევ ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში აღმოვჩნდი, ამჯერად ყველაფერი უკეთ ჩანდა, მაგრამ რეალობის აღქმა მაინც მიჭირდა. აჩრდილმა, რომელიც ნევს მომარჯვებული ისევ თავზე მედგა, თავზე წამოფარებული კაპიშონი მაშინვე ნიკაპისკენ დაქაჩა, რომ მისი სახე არ დამენახა.
- შეწყვიტე... - წავიჩურჩულე გონებაში - გეყოფა, მტკივა...
- მალე ყველაფერი დასრულდება, - მიპასუხა ხმაგაბზარულმა - ცოტაც კიდევ გაუძელი, მერე კი გავქრები, ვეღარც მე მიხილავ თვალით და ვეღარც ამ ნემსს, კარგი? სულ ცოტაც.
- ვინ ხარ? - მინდოდა მეკითხა, მაგრამ მგონი სიტყვები ვერ წარმოვთქვი, ბგერები დამეფანტა.
- უბრალოდ კოშმარი. ერთი ღამის ცუდი სიზმარი, სხვა არაფერი. თვალები დახუჭე, რომ გაიღვიძებ უკეთ იქნები, კოშმარი კი დაგავიწყდება. დაიძინე, სია...
- შეენ... - ძალა გამომეცალა, დავიღალე, თვალები მიმეხუჭა - არ წახვიდე.
- შენთან ვარ...
ხმა შორიდან ჩამესმა. გაყინულ მაჯაზე კი ცხელი ტუჩები ვიგრძენი, ან უბრალოდ მომეჩვენა. ყველაფერი ისეთი არარეალური იყო, მაგრამ ეს აჩრდილი... რატომ იწვევდა ჩემში ასეთ თბილ ემოციებს? რატომ ვგრძნობდი თავს უსაფრთხოდ? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მტკენდა, მაწამებდა, მისი ახლოს ყოფნა ჩემზე დამამშვიდებლად მოქმედებდა. ალბათ საბოლოოდ გავგიჟდი...


თავი მეცხრამეტე
- ზურაბ, ხმა ამოიღე, თორემ შევიშლები! რა სჭირს? ასეთი ფერი რატომ აქვს? რატომ ვერ იღვიძებს? ვენები რას უგავს, ზურაბ, მატყუებ, მატყუებ, არ გაიღვიძებს ხომ ასეა?! არ გაიღვიძებს!!!
- დუჩე, წყნარად! თავი ხელში აიყვანე!
- სიცოცხლე ხომ არ მოგბეზრდა, ბებერო?! მითხარი რა სჭირს-მეთქი, არაფერი დამიმალო თორემ...
- უბრალოდ სძინავს, მალე გონს მოვა, ნუ ღრიალებ, ასე შეაშინებ, დაწყნარდი-მეთქი!
თითქოს რადიოს ხმა ჩაურთეს და ბოლომდე აუწიესო, თითოეული სიტყვა ნერვებზე მასკდებოდა. თავს გუგუნი გაჰქონდა, თითოეული სიტყვა გონებაში ხმამაღალ ექოდ ირეკლებოდა, ყურის აპკებს აწვებოდა და საშინლად მტკენდა. თავი ლამის შუაზე გამსკდომოდა.
- უკვე ოთხი დღეა ასე წევს! შევიშლები, ნამდვილად ჭკუიდან გადავალ!
სიტყვებს მსხვრევის ხმა მოჰყვა, თითქოს ვიღაცამ შუშის ნაკეთობა კედელს მთელი ძალით მიაფშვნაო. ჩუმმა ბრდღვინვამ გამოფხიზლება მაიძულა. პირველი რაც თვალში მომხვდა, ეს კარგად ნაცნობი თეთრი კედლები და სამედიცინო მაგიდა იყო, რომელზეც უამრავი წამალი დაეხვავებინათ. თვალები ავახამხამე, ექიმის სახლში რა ჯანდაბას ვაკეთებდი? მიმოვიხედე, ოთახის კარი ღია დაეტოვებინათ, ჩემს გვერდით კი წვეთოვანი იდგა, რომელსაც ვიწრო მილით ჩემს ვენაში რაღაც წამალი შეჰყავდა, წამოვჯექი.
დავიბენი, მე ხომ დუჩესთან ერთად კომპანიაში ვიყავი, აქ რა ჯანდაბას ვაკეთებდი? ხელებს დავხედე და გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა. ჩემი ვენები!... ისე მქონდა დაჩხვლეტილი და გალურჯებული, სტაჟიან ნარკომანს შეშურდებოდა, კი მაგრამ, რა მოხდა? დერეფნიდან აჩქარებული ნაბიჯების ხმა შემომესმა. ოთახში ერთიანად თმააბურძგნული და ნერვიულობისგან სახეწაშლილი დუჩე შემოვიდა, როგორც კი თვალი მომკრა ადგილზე გაშეშდა და ტუჩებგალურჯებული ზომბივით მომაშტერდა.
- დუჩე...
მასში მომხდარმა ცვლილებებმა გამაოცეს, საკუთარ თავს არ ჰგავდა. მუდამ სუფთად გაპარსულ სახეზე ახლა წვერი მოსდებოდა, თვალის უპეები ჩაშავებოდა, წითელ ტუჩებს კი მოშავო-მოლურჯო ფერი დაჰკრავდათ. ასეთი მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი, საავადმყოფოში, როცა ტყვიით დაჭრილი სიკვდილს ებრძოდა, გამაკანკალა.
- რა დაგემართა?
ხმა არ ამოუღია, ერთხანს გაშტერებული მაკვირდებოდა, თითქოს მაფასებდა და ჩემგან რაიმე უცნაურობის გამოვლენას ელოდა.
- დუჩე, ასე რატომ მიყურებ?
- შენ... შენ ჩემი გეშინია? - იკითხა ხმადაბლა.
- რა? - დაბნეულმა თვალები ავახამხამე - რა სისულელეს მეკთხები, შენი რატომ უნდა მეშინოდეს?
დაბნეულმა ეჭვით შემათვალიერა, მერე კი ერთ ნაბიჯში ჩემთან გაჩნდა და მკლავები ისე მჭიდროდ შემომხვია, ლამის ნეკნები დამალეწა. სახე ჩემს თმაში ჩამალა და გულში ჩამიკრა.
- დუჩე...
- მეგონა დაგკარგე, - წაიხრიალა ხმაგაბზარულმა და კიდევ უფრო მძლავრად მომიჭირა ხელები, უკვე სუნთქვა მიჭირდა - ჯანდაბა, სია, შიშისგან კინაღამ მოვკვდი!!!
ხელები მიშვა და თავი ამაწევინა. საშინლად გამოიყურებოდა. თვალზე ცრემლი მომადგა. კი მაგრამ, ასე მალე როგორ მოახერხა საკუთარი თავი ცოცხალი მიცვალებულისთვის დაემსგავსებინა?
- დუჩე, რა დაგემართა? სახეზე რა გჭირს?
აკანკალებული ლოყაზე ნაზად შევეხე. სწორედ ამ დროს ოთახში ზურაბი შემოვიდა და რა წამს თვალი მომკრა გამომეტყველება მაშინვე დაუმშვიდდა და შვებით ამოისუნთქა. სახეზე ხელი მოისვა და თავი გააქნია.
- თქვენ მე ბოლოს მომიღებთ, - წაიბურდღუნა უკმაყოფილოდ და ნელა მომიახლოვდა - სია, თავს როგორ გრძნობ?
- თქვენზე კარგად, აშკარად, - აღელვებულმა ისევ დუჩეს შევხედე, ასეთი არასოდეს მინახავს, თვალებამღვრეული ხელზე ხელს ძლიერად მიჭერდა და ფეთიანივით მათვალიერებდა. - რა გჭირთ? ან შენმა წვერმა ასე მალე გაზრდა როგორ მოასწრო? რამდენი ხანი მეძინა? აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ?
- შენ... შენ არაფერი გახსოვს? - დუჩეს ტუჩები აუკანკალდა.
- რა უნდა მახსოვდეს? - შეშფოთებულმა ჯერ ერთს გადავხედე, მერე მეორეს - რა ხდება?
- სია, - ზურაბი მომიახლოვდა და ლოგინზე ფრთხილად ჩამოჯდა - თავს როგორ გრძნობ? ცუდად ხომ არ ხარ? ან რამე ხომ არ გტკივა? ან... ან...
- რა ან ზურაბ? - უკვე სერიოზულად ავღელდი, ჩემს თავს რაღაც ხდებოდა, სხვაგვარად დუჩეს ასეთი შეშლილი სახე არ ექნებოდა - რა მჭირს, ექიმო?
- ერთი თვე დაკარგული იყავი, - დუჩეს ხმა შესამჩნევად უთრთოდა - ოთახში, რომ დავბრუნდი იქ აღარ დამხვდი, უბრალოდ გაქრი, აორთქლდი და შენს კვალს ვეღარსად მივაკვლიე.
- რრამდენი? - ენა დამება - ერთი თვე? რა სიგიჟეა! ეს შეუძლებელია, ცოტა ხნის წინ კომპანიაში ვიყავით, მე და შენ!
- სავარაუდოდ საწამლავის ბრალია, მისი მეხსიერება დაზიანებულია, - ექიმმა კრიტიკულად შემათვალიერა.
- რა საწამლავი, რაზე ლაპარაკობთ? - უკვე პანიკაში ვიყავი.
- სია, - დუჩემ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა - შენს სისხლში კოლიბრია!
კოლიბრი... ეს ერთი სიტყვა ჩემს მთელს არსებაში ექოდ გავრცელდა, შიგნეულობას დამწყვდეული მხეცივით მიასკდა და ძვლები გამეტებით ჩამომიკაწრა. ეს... ეს შეუძლებელი იყო, კი მაგრამ, მე... სხდომაზე ვიჯექი, დუჩესთან ერთად, შემდეგ კი აქციონერი წაგვადგა თავს, დუჩესთან საუბარი უნდოდა, დერეფანში გამოვედით და მერე... თითქოს წიგნის კითხვის პროცესში ფურცლები ამომიხიეს, მერე რა მოხდა ვერაფრით გავიხსენე.
- ეს, - თავს ძალა დავატანე, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა - ეს როგორ მოხდა? მე ხომ დუჩეს გვერდიდან არ მოვშორებივარ? როგორ მომწამლეს? ან თუ კოლიბრი ჩემს სისხლშია, როგორ ვახერხებ აზროვნებას? რატომ არ ვკივი შეშლილივით ან მონსტრებს რატომ ვერ ვხედავ გარშემო?
- მაჯაზე ნაკაწრი გიპოვე, სავარაუდოდ ასე მოხვდა შენს ორგანიზმში შხამი, - ექიმმა ვენასთან ალისფერ ჭრილობაზე მიმითითა, რომელსაც რატომღაც წითელის ნაცვლად შავი ფერი მიეღო - რაც შეეხება დანარჩენს, არ ვიცი, სია, ვერც მე ვხვდები რა ხდება. წესით სიმპტომები ზუსტად ასეთი უნდა იყოს, მითუმეტეს ის უკვე ერთი თვეა შენს ორგანიზმშია, ვერაფერი გამიგია. ანალიზები აგიღე, პასუხებს ველოდები. იქნებ მერე მაინც გავიგოთ რამე.
- ზურაბ, - თავი ავწიე და ექიმს თვალი გავუსწორე - მოვკვდები?
- სისულელეს ნუ ლაპარაკობ!!! - დუჩემ ისე მიყვირა, რომ შიშისგან მთელი ტანით შევკრთი - ამის ხმამაღლა თქმა მეორედ არ გაბედო!!!
- დუჩე, გოგონას აშინებ!
- მე... - აკანკალებული ლოგინიდან წამოდგა და სახეზე ხელი მოისვა - მე, ცოტახნით გავალ...
შებრუნდა და ოთახიდან ისე სწრაფად გავიდა სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი. გული გადამიქანდა. აცრემლებულმა მზერა ექიმზე გადავიტანე.
- მითხარი, მოვკვდები?
- არ ვიცი, სია, - ზურაბს ხმა ჩაუწყდა - შენს სისხლში კოლიბრი მოძრაობს, მისი უჯრედული აგებულება ძალიან ჰგავს ელენას პარაზიტს, მაგრამ არსებითად და დამახასიათებელი თვისებებითაც რადიკალურად განსხვავდება. საერთოდ არაფერი გახსოვს? ეს ერთი თვე სად იყავი?
- არ ვიცი, არაფერი მახსოვს. ბოლო მოგონება რაც გონებაში შემომრჩა, ის იყო, რომ დუჩესთან ერთად დარბაზი დავტოვე, შემდეგ კი აქ გამეღვიძა. ზურაბ ვერ ვხვდები, თუ კოლიბრით მომწამლეს, აქამდე ცოცხალი როგორ ვარ? ან რატომ არ მაქვს ისეთი ამაზრზენი გამონაყარი როგორც წინა მსხვერპლებს? რა მჭირს?
- საქმეც ისაა, რომ წარმოდგენა არ მაქვს. არ ვიცით რა მოხდა. პარაზიტი შენს ორგანიზმში ერთ სხეულად ცხოვრობს, შენს ვენებში კოლიბრი მოძრაობს, მაგრამ ფაქტია, რომ არაფერს გიშავებს, ჯერჯერობით... - დამატა უიმედოდ. „ჯერჯერობით!“ დიდებულია, პირდაპირ გულზე მომეშვა!
- როგორ მიპოვეთ? ან აქ საიდან გავჩნდი?
- მას შემდეგ რაც გაუჩინარდი დუჩე გაშმაგებული დაგეძებდა. ერთი თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა შენს პოვნას, ერთ ღამესაც ტელეფონზე შეტყობინება მიუვიდა. მისამართი იყო, ვიღაც სწერდა, რომ ადგილზე მისულს იქ დახვდებოდი. ისიც მაშინვე შენთან გამოვარდა და მიტოვებულ მანქანაში გიპოვა. უგონოდ იყავი, ვენები ერთიანად დაჩხვლეტილი გქონდა. კინაღამ შეიშალა, მაშინვე ჩემთან მოგიყვანა, ასეთი გაგიჟებული არასოდეს მინახავს. ოთხი დღეა რაც ჩემთან ხარ და ისიც ოთხი დღეა საკუთარ თავს ანადგურებს და მათ შორის ყველაფერს, რაც ჩემს სახლში ჯერ კიდევ მთელი შემორჩა... - დაამატა უხალისოდ და თვალი ამარიდა.
- კარგი, კიდევ რა მოხდა ჩემი არ ყოფნის დროს?
- ბევრი ცუდი რამ, - აღელვებულმა შუბლზე მომდგარი ცივი ოფლი ხელსახოცით შეიწმინდა - ის დეტექტივი, რა ჰქვია არ მახსოვს...
- მესხიშვილი?
- ჰო, ეგ, გაუჩინარდა. რაც დუჩემ ჩანაწერი პოლიციაში გაგზავნა, მას შემდეგ ის კაცი აღარავის უნახავს, ალბათ გაქცევა მოასწრო და დროულად მიიმალა, რაც მონიკამ აშკარად ვერ შეძლო.
- მონიკა? დაიჭირეს?
- არა, მკვდარი იპოვეს, - ნიკაპზე ნერვიულად მოისვა ხელი - შუბლგახვრეტილი კანალიზაციიდან ამოათრიეს.
- კანალიზაციიდან? - ამაზრზენმა ჟრუანტელმა მთელი ჩემი სხეული მოიცვა - ისევე, როგორც კალანდია.
- ჰო.
- მერე? პოლიცია რას ამბობს?
- გამოძიება დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს, პოლიციას ამ სისხლიანი სერიის ვერც თავი გაუგია და ვერც ბოლო, მაგრამ იმ ჩანაწერმა, რომელიც პროკურატურას დუჩემ გაუგზავნა, ერთ კვალზე დააყენა. ახლა ოფიციალური ჰიპოთეზა ჩამოაყალიბეს, რომ მთელი ეს მკვლელობები ერთი პიროვნების მიერაა ჩადენილი და შიშობენ, რომ შემდეგი მსხვერპლი ნოვა ქავანა იქნება. პრესა და მედია ამის გარდა სხვა არაფერზე საუბრობს.
- ნოვა როგორ არის? ან რენე? კომპანიას რა ბედი ეწია? აქციონერებმა მხარდაჭერაზე ხომ უარი განაცხადეს?!
- დუჩეს მეგობარი რომაა, ის ბიჭი, ალექსი ჰქვია მგონი.
- ჰო, კალანდია.
- მაგ ბიჭს, რომ არ ემარჯვა კომპანიისგან ნარჩენებიც კი აღარ დარჩებოდა. დუჩემ შენი გაუჩინარების შემდეგ კონტროლი საერთოდ დაკარგა. ვიღას ახსოვდა კომპანია და აქციები, ყველგან შენ დაგეძებდა. მთელი პასუხისმგებლობა ალექსმა აიღო თავის თავზე, როგორც ვიცე პრეზიდენტი, ახლა ის მართავს კომპანიას. ნოვა და რენეც ეხმარებიან და ასე თუ ისე სიტუაცია გამოსწორდა. ხელახალი სხდომა მოიწვიეს, ის უცნაური კაციც ესწრებოდა, ელჩი რომაა. ყველამ მხარდაჭერა გამოუცხადა დუჩეს და მათ შორის ალექსსაც. ელჩმა კი წინასწარი კაპიტალი შემოიტანა კომპანიაში, ისე რომ დუჩეს ჯერ კონტრაქტზე ხელიც არ მოუწერია. გაუგებარია, ჩვენს ბიჭს ასე რატომ ენდობა.
- გასაგებია, - ცოტა დავწყნარდი - ზურაბ, შეგიძლია დუჩე მომიყვანო? ძალიან გთხოვ.
- კარგი, ახლავე დავუძახებ.
- გმადლობ.
ექიმი ოთახიდან გავიდა, მე კი ზურგსუკან ბალიში შევისწორე და ბეჭებით მივეყრდენი. ხელები ამოვაბრუნე და თითებს დავაკვირდი. შეიძლება მეჩვენებოდა, ან შევიშალე, მაგრამ ჩემს მუდამ ხორბლისფერ კანს ახლა მოლურჯო ფერი დაჰკრავდა. უცებ წარმოვიდგინე როგორ დაძვრებოდა ის საზიზღარი პარაზიტი ჩემს ვენებში და კინაღამ ცუდად გავხდი. თავი გავაქნიე და ხელები საბნის ქვეშ ჩავმალე. შიშისგან და ნერვებისგან კეფა დამიმძიმდა და ყურებში მონოტორული წივილი ჩამიგუბდა. ახლა თუ თავს ხელში არ ავიყვანდი გულიც წამივიდოდა.
- შენ არ მოკვდები, გაიგე?! არ მოკვდები! - ვუჩურჩულე საკუთარ თავს და თვალები დავხუჭე.
სასაცილოა, ადამიანები თითოეული წამის დაფასებას მაშინ ვიწყებთ, როცა ვფიქრობთ, რომ ჩვენი წუთები დათვლილია. ჰო, მუდამ ასე ხდება, სანამ რამეს არ დაკარგავ ისე მის ფასს ვერ გებულობ, ვერც სიცოცხლის, ვერც ჯანმრთელობის და მითუმეტეს ვერც საყვარელი ადამიანის!
გონება დავძაბე, რომ იქნებ რამე მაინც გამეხსენებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, პირიქით, იმდენს მივაღწიე, რომ თავიც ამტკივდა. როგორც კი გონებას წარსულის წაშლილი ფრაგმენტების გახსენებას ვაიძულებდი, ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს ტვინში მილიონობით გავარვარებულ ნემსს გამეტებით მირჭობდნენ.
- სია... - თვალები გავახილე, დუჩე კართან იდგა და ფრთხილად მაკვირდებოდა, მისი გამომეტყველება არ მომეწონა.
- დუჩე, - ტუჩები ამიკანკალდა, ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს ჩემი ეშინოდა - დუჩე, ასე რატომ მიყურებ?
- მე... - კეფაზე ხელი ნერვიულად მოისვა - ხომ არ შეგაშინე?
- რა? - დავიბენი - რა თქმა უნდა, არა. რა სისულელეა! მოდი ჩემთან... გთხოვ.
ბოლო სიტყვა მუდარით წარმოვთქვი, როცა ადგილიდან არ დაიძრა. ბოლოს თავს მოერია, ნელა მომიახლოვდა და ჩემგან მოშორებით, საწოლის კიდეზე, ჩამოჯდა. მასთან მივჩოჩდი და მკლავები ყელზე შემოვხვიე, შეკრთა.
- შენი რატომ უნდა მეშინოდეს? ასე რატომ მიყურებ?
- დედაჩემი... - როგორც იქნა, წელზე ხელები შემომხვია და გულზე მიმიხუტა - მას ეზიზღება ჩემი მიკარება, როცა მიყურებს კივილს იწყებს, ჩემი ეშინია და გამირბის.
- შემომხედე, - თავი ავაწევინე და თვალი გავუსწორე - არაფერი მჭირს, შენი არ მეშინია. შენი შეხება კი ძალიან მსიამოვნებს, გაიგე? კარგად ვარ, არ ვიცი ჩემს ვენებში რა დაბოდიალობს, მაგრამ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მოეშვი, შენი ასეთი გამომეტყველება ბოლოს მიღებს.
- ძალიან შემაშინე, - წაიჩურჩულა და თვალები აუწყლიანდა - უკვე ფობიად მექცა შენთვის ხელის გაშვება, როცა ამას ვაკეთებ უჩინარდები. შემდეგ კი ვეღარ გპოულობ, სია...
- აქ ვარ, ყველაფერი რიგზეა.
გავუღიმე და ჩემი ტუჩები მისას შეერწყა. მხოლოდ მე ვიცოდი, რამხელა ძალისხმევად მიჯდებოდა ამ უბრალო სიტყვების წარმოთქმა, მაგრამ არ შემეძლო, სხვანაირად არ შემეძლო. ძლიერი უნდა ვყოფილიყავი... მისთვის. თუნდაც ხვალვე მოვმკდარიყავი, მის სახეზე ტანჯულ გამომეტყველებას ვერაფრით ავიტანდი, ამას სიკვდილი მერჩივნა. მართლაც საოცარი ძალა ჰქონია სიყვარულს, სიკვდილის მიჯნაზეც კი ადამიანს გაღიმების ძალას, რომ გაძლევს.


****
- სია, ეს ცუდი აზრია, აქ არ უნდა მოვსულიყავით! - დუჩემ ზიზღით ახედა მომცრო ორსართულიან შენობას.
- მაპატიე, ვიცი, რომ ძალიან გიჭირს აქ ყოფნა. შენ მანქანაში დამელოდე, მე კი მალე დავბრუნდები.
- არა!!! - გამომხედა მკაცრად - ჩემს გარეშე ფეხს ვერსად გაადადგამ!
პანსიონის წინ მანქანაში ვისხედით. დუჩე ძლივს დავითანხმე დედამისთან მოვეყვანე. ელენას ნახვა მინდოდა. მეთვითონაც არ ვიცი რატომ, ალბათ ქვეცნობიერს იმ ერთადერთი ადამიანის ნახვა სურდა, რომელსაც ჩემი ახლა ყველაზე უკეთ ესმოდა და არა მარტო ამიტომ, უბრალოდ ძალიან მინდოდა მისი გაცნობა.
- დუჩე, სახლში რა უნდა მომივიდეს? - ვეცადე მშვიდად ამეხსნა - შენი წამოსვლა აუცილბელი არაა.
- არა-მეთქი, - შემიბღვირა გაღიზიანებულმა - ეგრე ჩემი ოფისიდანაც ვერ უნდა გამქრალიყავი. ყველგან კამერებია, ხალხი მოძრაობს, შენ კი ისე გაგიტაცეს, რომ ვერავინ ვერაფერი შენიშნა. იგივე შეცდომას აღარ დავუშვებ, წამოდი!
კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა. ერთი ამოვიოხრე და უკან მივყევი. გარეთ საშინლად ციოდა, თებერვლის მზის სუსტი სხივები ზამთრის სუსხს ვერაფერს აკლებდა. უცნაურია, მე კი საერთოდ ვერ ვგრძნობდი სიცივეს, თითებიც კი თბილი მქონდა, არადა ზამთარში გაყინული ხელები ჩემი მარადიული პრობლემა იყო.
უცებ თავი სუპერგმირად წარმოვიდგინე, რაღაც მაქციების მსგავსად, სხეულის მაღალი ტემპერატურა რომ აქვთ და ზამთარში არ სცივათ, ოღონდ ერთი განსხვავება იყო, სავსე მთვარეობისას მხრებზე ბალანი არ მეზრდებოდა და არც ვინმეს მოკვლის სურვილი მიჩნდებოდა, სამაგიეროდ ჩემს სისხლში მკვლელი შხამი ბუდობდა... მგონი საერთოდ შევიშალე.
დუჩე ამღვრეული მზერით მომიახლოვდა, თითებში ხელი შემიცურა და ძლიერად გადამაჭდო. სახლში შესულებს ჰოლში ექთნები გამოგვეგებნენ, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ალბათ მთავარი ექიმი იყო, წინ გამოვიდა და დუჩე აღელვებული სახით შეათვალიერა.
- დუჩე, ასეთ დროს აქ რას აკეთებ? - დაბნეულმა მზერა ჩემზე გადმოიტანა და ენა დაება - აქამდე... აქამდე თან არავინ მოგიყვანია.
- ღვიძავს? - მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
- კი, წეღან ისაუზმა. დუჩე, რა გჭირს?
- წამოდი.
გადმომილაპარაკა ხმადაბლა, ექთნებს გვერდი აუქცია და კიბეებზე ამიყოლა. მთავარი ექიმის მზერა არ მომეწონა, დუჩეს ისე უყურებდა აშკარა იყო მასზე საჭიროზე მეტად ღელავდა. ასეთ მდგომარეობაში ქალს ეჭვიანობის თავი კიდევ რომ გექნება, ესე იგი, ჯერ არ კვდები! მეორე სართულზე ავედით და თეთრ კარს მივუახლოვდით. აღელვებულმა შეყვარებულს ავხედე, სახეზე საშინელი ტკივილი აღბეჭდვოდა.
- მომისმინე, შენ აქ დამელოდე, კარგი? - მისი სახე ხელებში მოვიქციე და ტუჩებზე ნაზად ვეამბორე - არ შემოხვიდე, აქ იყავი. ძალიანაც რომ მინდოდეს იმ ერთი ოთახიდან ვერსად ავორთქლდები, თაგვები ხომ არ მომიტაცებენ, არა?
- სია...
- დუჩე, გთხოვ! - თვალებში მუდარით შევხედე.
- კარგი, - ხელის გულზე მაკოცა და კედელს ბეჭებით მიეყრდნო - შედი, თუ სიტუაცია უკონტროლო გახდება, მეც შემოვალ.
- კარგი.
- როგორც გასწავლე ისე მოიქეცი.
- ჰო.
საშინლად დაძაბულმა კარის სახელური ძლივს ჩამოვწიე და ოთახში ისე შევსხლტი, რომ დუჩეს დედამისისთვის თვალი არ მოეკრა. კარი მივიხურე და დამფრთხალმა ფანჯარასთან ზურგით მჯდომი ქალი შიშით შევათვალიერე. ჩემთვის ყურადღება საერთოდ არ მოუქცევია. ლოგინზე მშვიდად იჯდა და არაფრისმთქმელი მზერა ჰორიზონტისთვის გაეშტერებინა.
მისმა ჯდომის მანერამ დუჩე გამახსენა, ისიც ასე ჩამოჯდებოდა ხოლმე აუდიტორიაში, ლექტორის მაგიდაზე და ჰორიზონტს მიშტერებოდა. ალბათ ეს ჩვევა დედამისისგან გამოჰყვა. უცნაური შეგრძნებაა, უნივერსიტეტის მოგონებები შორეულ წარსულად ქცეულიყვნენ, თითქოს ეს ყვველაფერი წინა ცხოვრებაში ხდებოდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან ბევრი...
- გამარჯობა.
ვიცოდი, რომ მაინც ვერ გაიგებდა, მაგრამ მისალმება მინდოდა, ბოლოს და ბოლოს, პირველად ვიცნობდით ერთმანეთს, საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში, მაგრამ მაინც. ღრმად ჩავისუნთქე და რამდენიმე ნაბიჯი ფრთხილად გადავდგი წინ. ჩემთვის არ შემოუხედავს, თითქოს არც ვარსებობდი. ფანჯარას დაძაბული მივუახლოვდი და უძრავად მჯდომს მორიდებით შევხედე. დანაოჭებულ და მიტკალივით გადაფითრებულ სახეს ძველი სილამაზის კვალი ჯერ კიდევ შერჩენოდა. ელენა ავადმყოფობის მიუხედავად მაინც მშვენიერი იყო.
გაცრეცილ და ავადმყოფურად ფერმკრთალ სახეს, უცნაური ფერის, ჭრელი თვალები უნათებდა. მსხვილ ტუჩებს რუხი ფერი დაჰკრავდათ, მუქი წაბლისფერი თმა კი მსხვილ ნაწნავად წელამდე ეშვებოდა. გრძელი შავი წამწამები კალმით ნახატს მიუგავდა. გამეღიმა, დუჩეს გამოყვანილი ღაწვები და ცხვირის კოხტა მოყვანილობა დედისგან გამოჰყოლოდა.
გული შემეკუმშა, ტუჩზე ვიკბინე და შავი ფარდები ჩამოვაფარე, ოთახში წყვდიადმა დაისადგურა. მხედველობა დავძაბე, რომ სიბნელეში კონტურები მაინც გამერჩია და მდუმარე ქალს გვერდით მივუჯექი. ლოგინის განძრევაზე შეკრთა. ღრმად ჩავისუნთქე და აკანკალებულმა ხელი ნელა გავიწოდე მისკენ.
- ელენა... - მხარზე ნაზად შევეხე, გაღიზიანებული უკმაყოფილოდ აბუტბუტდა და შორს გაჩოჩდა, რომ აღარ შევხებოდი - მაპატიეთ, თქვენი შეწუხება არც მიფიქრია.
- წაეთრიე, მომშორდი, უწმინდურო, გველო! - ასისინდა გაცოფებული - არ მომეკარო! შხამიანო, ბილწო!
თვალზე ცრემლი მომადგა, მხოლოდ ახლა გავიაზრე, თუ რა შეიძლებოდა ეგრძნო დუჩეს, ჩემს ადგილზე მჯდარს, როცა დედის შეხებისას ამ სიტყვებს მოისმენდა.
- ელენა, მე...
დავიბენი, რა უნდა მეთქვა ქალისთვის, რომელსაც ჩემი ერთი სიტყვაც არ ესმოდა? მაინც რისთვის მოვედი აქ? რას ველოდი? რომ დარდი ოდნავ შემიმსუბუქდებოდა? რომ სიკვდილის შიშს ცოტათი მაინც დავძლევდი? შევცდი! ეს სიმძიმე უფრო გაიზარდა და სულზე გამეტებით დამაწვა.
- ელენა, მე... მეც შენს მდგომარეობაში ვარ, მომწამლეს - წავიჩურჩულე ხმაგაბზარულმა - არ ვიცი რა მელის, არ ვიცი რად ვიქცევი, შეიძლება რამდენიმე დღეში მოვკვდე, ან რამდენი თვეში, ან საერთდაც რამდენიმე საათში. მე...
- წყეულო გველო! ეშმაკივით შეუჩნდი ჩემს ოჯახს, სატანა, მკვლელო!
- ელენა, გემუდარები, - ხელი გავიწოდე და გაყინულ თითებზე ნაზად შევეხე - გემუდარები, ამის თქმა მხოლოდ შენთვის შემიძლია, გავგიჟდები. ასე ჩუმად ყოფნით გავგიჟდები, დუჩე... მას ვერაფერს ვეუბნევი, გესმის? გთხოვ...
მაინც რას ვთხოვდი? რა მინდოდა მისგან?! იმდენად ვიყავი სასოწარკვეთილი, რომ გვიან შევამჩნიე - ელენას თავიდან არ მოვუშორებივარ, არც შორს გაჩოჩებულა და არც ზიზღით აბუტბუტებულა. გაყუჩებული ჩუმად იჯდა და არ ინძრეოდა. საშინლად აღელვებულმა ხელი ძლიერად მოვუჭირე, არც კი ვიცოდი უნდა შემშინებოდა, თუ გამხარებოდა - ელენა მისმენდა!
- მეშინია, სიკვდილის არა, დუჩეს სახის. ყოველდღე ვუყურებ და მის თვალებში საკუთარ განაჩენს ვკითხულობ. ყოველთვის ისე მიყურებს, თითქოს სადაცაა უნდა მოკვდე, ან რამე საზიზღარ ურჩხულად გადავიქცე. მისი ტანჯვა აუტანელია, ამ საზიზღარ შხამზე აუტანელია!
- დუჩე... - წაიჩურჩულა ხმადაბლა - დუჩე...
- ჰო, დუჩე, - აღელვებულს ცრემლები ღპაღუპით წამომივიდა - ის, აქ არის, ელენა, შენთან.
- ჩემი შვილი... ჩემი ბიჭი...
აკანკალებული მთელი ძალით ჩამაფრინდა მაჯაში, გულგახეთქილმა უკან დახევა ვცადე, მაგრამ განძრევის საშუალება არ მომცა. ავადმყოფ ქალს ასეთი ძალა საიდან ჰქონდა ხელებში?! იმდენად ძლიერად მიჭერდა თითებს, რომ მატკინა.
- დაიცავი... - ახიხინდა ნერვიულად - შენ უნდა დაიცვა ის... ის ეშმაკი... სატანა... ის ჩემს შვილს მოკლავს, ჩემი ბიჭი, ჩემი ბიჭი უნდა დავიცვა!
- ვისზე ამბობ ელენა? ვის გულისხმობ?
- ახლოსაა... სულ ახლოს ტრიალებს!!! - აბუტბუტდა გაველურებული - გველია, საშიში, სადისტი ეშმაკი! გევედრები... თუ გინდა დაგიჩოქებ, ჩემს შვილს უშველეთ... ჩემი ბიჭი, მის გარდა არავინ მყავს... გთხოვთ... ის სატანა უნდა მოკვდეს... ის უწმინდური!!! მომწამლა, ჩემი მოკვლა უნდოდა. სულ აქ არის, სულ ჩემთან ტრიალებს, გამუდმებით დამცინის. ერთ სული აქვს, როდის მომიღებს ბოლოს, მაგრამ იცი რას აკეთებს? მაწამებს, შორიდან დამცინის და სიკვდილის საშუალებას არ მაძლევს, ჩემი ტანჯვა სიამოვნებს.
- ელენა, შეწყვიტე.
- ის უნდა მოკვდეს, ან მე მომკლავს... მერე, მერე ჩემს შვილს მოკლავს... ამას ვერ დავუშვებ, გევედრები... გემუდარები, ჩემი შვილი დაიცავი...
- ელენა, - უკვე სერიოზულად ავნერვიულდი, მისი სიტყვებიდან აზრი ვერ გამომქონდა - ელენა, დამშვიდდი, აქ არავინ არ არის, არავინ არაფერს დაგიშავებთ.
- მაშინაც იქ იყო... ჩემი მოკვლა უნდოდა, ჩემი და ჩემი ბიჭის! არა, ის აქ არის, ახლაც აქ არის... შენ რა, მას ვერ ხედავ? გამუდმებით კუთხეში ზის, სულ იქ არის ატუზული, შორიდან მადევნებს თვალს... აი, ახლაც იცინის, ახლაც... და სულ ამას გაიძახის, გამუდმებით ეს ჩამესმის გონებაში... მაგიჟებს, ეს ხმა მაგიჟებს.
- რა ხმა, ელენა?
- ტიკ ტაკ... ტიკ ტაკ... გამუდმებით ამას ბუტბუტებს, ჩემი ჭკუიდან შეშლა უნდა!!!
გავხევდი, შეშინებული და პირდაღებული სიბნელეში მკრთალ სილუეტს მივაჩერდი. ნუთუ მომესმა? ეს სიტყვები... ეს ხომ... არა შეუძლებელი იყო! ეს უბრალოდ სიგიჟე იყო!
- მთვარე, სისხლიანი ნახევარმთვარე... ეს დამღაა, წყეული ეშმაკი, სატანა!!! ის ბევრ სისხლს მოიტანს, ის ჩემს შვილს შეიწირავს, გევედრებით... დამეხმარეთ!!! - იკივლა სასოწარკვეთილმა.


****

სამზარეულოში გაშტერებული ვიჯექი და ვცდილობდი კანკალი როგორმე შემეწყვიტა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, ჩაის ცხელ ფინჯანს თეფშზე გამაღიზიანებლად ვარაკუნებდი. დუჩე კი უარესად მძაბავდა, ჩემს წინ სკამზე ჩამომჯდარიყო და წარბშეკრული თვალს არ მაშორებდა. გონება ამღვრეულს ყველა სხვა სადარდებელი გადამავიწყდა, საათის ისრების წყეული ექო, ელენას ოთახიდან ჭირივით ამკიდებოდა და წამითაც არ მაძლევდა მოსვენებას. ტიკ, ტაკ... ტიკ, ტაკ... გულში ძლიერი ბიძგი ვიგრძენი, ფინჯანი ხელიდან გამივარდა, მაგიდაზე დაეცა და იქარობა მდუღარე ჩაით მოწუწა.
- სია! - დუჩე მაშინვე წამოხტა და ხელებში მესცა - კარგად ხარ? ხომ არ დაიწვი? რა მოგივიდა?
- არაფერი, - ჩავისუნთქე, მაგრამ ფილტვებს ჟანგბადი არ მიეწოდათ - ჰაერი მჭირდება...
- ახლავე!
მაშინვე სამზარეულოს ფანჯარას ესცა, გამოაღო, ხელი შემაშველა და ახლოს მიმიყვანა. ზამთრის გრილი ჰაერი მესიამოვნა. სპაზმები ოდნავ შემეშვა და ჩასუნთქვა შევძელი, თავი ოდნავ უკეთ ვიგრძენი.
- სია, საყვარელო, შემომხედე, კარგად ხარ?
- ჰო, ახლა უკეთ ვარ.
თავი მკერდზე მივადე და თვალები დავხუჭე. წამით თავი მართლა მშვიდად ვიგრძენი. მკლავები მომხვია და გულში ჩამიკრა, ცალი ხელით კი თმაზე მეფერებოდა. როგორ მიყვარდა... როგორ ძლიერ მიყვარდა ეს ადამიანი და სულ ცოტა დრო დამრჩენოდა მასთან დროის გასატარებლად. კბილი კბილს დავაჭირე, რომ თვალზე მომდგარი ცრემლი უკან ჩამებრუნებინა.
- სია... - შუბლზე ნაზად მაკოცა - ისევ ცუდად ხარ? ხომ ვამბობდი, ცუდი აზრი იყო აქ მოსვლა, ამაზე არ უნდა დაგთანხმებოდი!
- არა, - სახე მის მკერდში ჩავმალე - ყველაფერი რიგზეა, კარგად ვარ.
- რატომ მატყუებ? ასე შეგეშინდა? რამე ხომ არ დაგიშავა? გატკინა რამე? - მისი სიტყვები გულზე მომხვდა.
- დუჩე, მას ჩემთვის არაფერი დაუშავებია და თანაც...
- რა თანაც?
- ძალიან ლამაზი დედა გყავს, - თავი ავწიე და გულთბილად გავუღიმე - გამიხარდა მისი გაცნობის საშულება რომ მომეცი. გმადლობ, რომ მომიყვანე.
- ღმერთო ჩემო! - ტუჩზე იკბინა და თვალი ამარიდა - რას მიკეთებ, სია?
- რა იყო? - ვერ მივხვდი რაზე განერვიულდა.
- მოდი აქ!
მოულოდნელად კისერზე ხელი წამავლო და ტუჩებზე მეძგერა. რამდენი ხანია ჩემთვის ასე ტკბილად და ვნებიანად არ უკოცნია. რაც ზურაბის პერსონალურ პალატაში თვალი გავახილე, სულ ისე მეფერებოდა, თითქოს ფაიფურის თოჯინა ვიყავი და ზედმეტად თუ შემეხებოდა დავიმსხვრეოდი. თურმე, როგორ მომნატრებია მისი სითბო.
- მოვაგვარებ, ამ ყველაფერს მოვაგვარებ, გესმის? - თვალებში ცეცხლი უგიზგიზებდა - ამ სიტუაციიდან თავს დავაღწევთ, ორივე კარგად იქნებით, შენც და დედაჩემიც, სია! გამოკეთდები, მე უშენოდ ვერ ვიცხოვრებ, გაიგე?! გთხოვ, მითხარი, რომ ჩემი გჯერა. მითხარი ეს, გთხოვ!!!
შუბლი შუბლზე მომადო და თვალები დახუჭა, ყბაზე კუნთი დაეჭიმა. მთელი ტანით კანკალებდა, უნებურად გამეღიმა. იცით, არ აქვს მნიშვნელობა დასასრული როგორი იქნება, გაიმარჯვებთ, თუ დამარცხდებით. მნიშვნელობა მხოლოდ ერთ რამეს აქვს, რომ თქვენთვის საყვარელი ადამიანი თქვენს დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს, მთავარი სწორედ ესაა.
- მე მჯერა შენი, ყოველთვის მჯეროდა. შენს გვერდით არაფრის მეშინია, - ვუპასუხე ხმადაბლა.
თავი დამიქნია, ძლიერი ხელი თმაში შემიცურა და აღგზნებული ტუჩებზე დამეწაფა. მისი თითოეული შეხება სასიცოცხლო ძალებს მიორმაგებდა. აი ახლაც, გულიდან ყოველგვარი დაძაბულობა და სიმძიმე გამიქრა, მისი ადგილი კი სითბომ და სიყვარულმა დაიკავა. მე მასში თავდავიწყებით ჩავიკარგე და ეს ძალიან მომეწონა. ჩვენს ზურგს უკან ვიღაცამ ხმადაბლა ჩაახველა. დუჩემ ხელი შემიშვა და უკან მიიხედა. ოთახში მთავარი ექიმი შემოსულიყო და ორივეს უხერხულად მოგვჩერებოდა. ნეტავ რამდენი ხანი იდგა ასე? ან რამე, თუ მოისმინა ჩვენი საუბრიდან?! გავღიზიანდი.
- რა მოხდა? - დუჩეს უხეშმა ტონმა შეაკრთო.
- მინდოდა მეკითხა, დღეს ხომ არ დარჩებოდი? მამაშენიც აპირებს მოსვლას და ვიფიქრე...
- ამის საკითხავად შემომეჭერი?! - შეუღრინა გაბრაზებულმა და ისეთი თვალებით შეხედა, გოგონა დაფრთხა - სოფია, მარტო დაგვტოვე!
- კარგი, უკაცრავად...
ექიმი მაშინვე გავიდა ოთახიდან. არა, ამ გოგოს მართლა ჰქონდა გრძნობები დუჩეს მიმართ, ამაში წამის წინ დავრწმუნდი და ნერვებიც გვარიანად მომეშალა. ჯერ მონიკა, ახლა ეს დედაკაცი! უფროსი ქალები მასზე ჭკუას კარგავდნენ. რა მოხდებოდა ახლა, რომ დავწეოდი და მისთვის თავიდან სკალპი ამეძრო? ცოტა ქაჯური საქციელი კი იქნებოდა, მაგრამ გულზე ოდნავ მაინც მომეშვებოდა! ღმერთო ჩემო, სია, როდის გახდი ასეთი არაადეკვატური?!
- დუჩე, რაღაც მინდა, რომ გთხოვო.
- მთხოვე, მითხარი რა გინდა, ყველაფერს შეგისრულებ, შენ ოღონდ მითხარი!
- სანდროსთან წამიყვანე, არჩილის კოტეჯში. მასთან საუბარი მინდა, მხოლოდ ტელეფონით ველაპარაკები ეს დღეებია, ლამისა ჭკუიდან გადავიდეს, გთხოვ.
- კარგი, - სკამის საზურგედან ჩემი ქურთუკი აიღო და ბეჭებზე მომახურა - წავიდეთ.
სახლიდან გამოსვლისას დუჩე პირველი გაემართა მანქანისკენ. ამ ბოლო დროს ჩვევად ექცა ჩემთვის კარის გაღება. მისი ეს ჯენტლმენური ქცევები თავს ცოტათი უხერხულად მაგრძნობინებდა ხოლმე, თან მეცინებოდა. უცებ ონავარი ბავშვივით თვალი, გაზონზე კოხტად დადებული, თოვლისკენ გამექცა. ცბიერად ჩავიღიმე, დავიხარე, უხეში და ფხვიერი ქურქისგან მომცრო გუნდა ძლივს გავაკეთე და დუჩეს ვესროლე. არა, მიზანი მართლაც კარგი მაქვს-თქო, გავიფიქრე საშინლად კმაყოფილმა, როცა გუნდა დუჩეს პირდაპირ კისერში მოხვდა. მოულოდნელობისგან ისე შეკრთა, რომ გამხიარულებულს სიცილი ამიტყდა.
- რა ჯანდ...
სიტყვა გაუწყდა და კისერზე ხელი მოისვა. აზარტში შესული ისევ დავიხარე, მეორე გუნდა გავაკეთე და ისევ კისერში დავუმიზნე, მისდა საუბედუროდ და ჩემდა გულის გასახეთქად, სწორედ ამ დროს შემობრუნდა და მეორე გუნდამ, ტრაექტორიის ოდნავი ცვლილებით, პირდაპირ შუბლში უწია.
- ვაი! - შეშინებულმა ტუჩზე ვიკბინე, თან სიცილისგან თავი ძლივს შევიკავე, როცა თავი გააქნია და სახეზე შემლღვალი თოვლის წუწები სახელოთი შეიმშრალა - მე... მაპატიე, არ მინდოდა!
წავიკნავლე გვარიანად დამფრთხალმა. საეჭვოდ გაყუჩებულმა თავი ასწია და უცნაურად შემომხედა. ახლა კი მართლა გადამიბრუნდა გული.
- შენ, მე გუნდა მესროლე? - წაიჩურჩულა ავად - ძნელაძე, შენ მე გუნდა შუბლში გამარტყი?!
- სახეში სროლა არც მიფიქრია, შემთხვევით მომივიდა. ისაა, ბოდიში, რომ მოგიხადო? - გავიკრიჭე, იქნებ გაჭრას-თქო.
- ბოდიში არა? - ერთი ჩაეცინა და უცებ ისე სწრაფად მოსწყდა ადგილიდან, გონზე მოსვლა ვერც მოვასწარი ისე აღმოვჩნდი ძირს გართხმული. თვითონ კი ზემოდან მომექცა და ხელები თავს ზემოთ მჭიდროდ გამიკავა - აბა, რა გიყო ახლა?
- შენ რა ვამპირი ხარ? - გული გამალებით მიძგერდა - ასე სწრაფად ჩემთან როგორ გაჩნდი?!
- სხვათაშორის ბოლო გუნდა მწარე იყო! - ცალი ხელით მაჯებში ჩამაფრინდა, მეორეთი კი თოვლი მოხვეტა და ხელი ძლიერად მოუჭირა - შური ვიძიო?
აღგზნებულმა გამომწვევად შემომხედა, მწვანე სფეროები თოვლის შუქზე დამაბრმავებლად ელვარებდნენ, გამეღიმა. ვიცოდი, რომ არაფერს მავნებდა და თვალი თამამად გავუსწორე.
- გუნდას არ მესვრი.
- და ამით მშვენივრად სარგებლობ არა? - ალმაცერად ჩაიღიმა და გუნდა ტუჩებზე მომადო.
ცივმა თოვლმა ბაგეები გამიყინა, თუმცა ამისთვის ყურადღება არც მიმიქცევია. მისი თვალები დიდი ხნის შემდეგ ისევ ხალისით ციმციმებდნენ. მწვანე სფეროებს სიცოცხლის სხივი დაბრუნებოდათ და იმდენად ლამაზად გამოიყურებოდნენ, რომ სუნთქვაც კი შემეკრა. როგორ შეეძლო ასეთი მიმზიდველი ყოფილყო?! ჩემდა სამარცხვინოდ ისევ თავბრუდამეხვა და სახე ამელეწა. თოვლის გუნდა ტუჩებზე დამადნა და მასზე მიშტერებულმა ეს ვერც კი შევამჩნიე, სანამ თავად არ მითხრა.
- ტუჩები ხომ არ გაგეყინა? - მკითხა ცბიერი ღიმილით. ჩემსკენ დაიხარა და სისხლივით წითელი ბაგეები ჩემსას მიაკრო - გაგეყინა... - წაიჩურჩულა გრძნობამორეულმა. მისი მხურვალე მზერა სულს მიფორიაქებდა - არაუშავს, ისევ გავათბობ...
გაღიმებული და საშინლად თვითკმაყოფილი დაიხარა და ცხელი ბაგეებით ჩემსას შეერწყა. ვენებში სისხლი ამიდუღდა, კანზე ცეცხლი წამეკიდა. ნუთუ ვერასდროს მივეჩვეოდი მის ტკბილ ტუჩებს? ალბათ ვერა. კისერზე ხელები შემოვხვიე და ვნებიანად ვაკოცე. კმაყოფილს ალმაცერად ჩაეღიმა და თმაში ხელი შემიცურა. ვის ადარდებდა ცივი მიწა, ან ჩუმად მოთვალთვალე ექთნები, ორივემ თავი დავკარგეთ. რა მნიშნველობა აქვს მომავალს, როდესაც წუთებით ტკბობა შეგიძლია? იმ წამს სამყაროში ყველაზე ბედნიერი ვიყავი და ეს სრულებით საკმარისი იყო...


თავი მეოცე
კოტეჯში მისულს, სანდრომ, როგორც კი დამინახა, ჩემკენ სწრაფად გამოემართა და ისე ძლიერად ჩამიკრა გულში, ლამის ნეკნები დამალეწა. ესენი ასე გამგუდავენ-თქო, გავიფიქრე უკმაყოფილოდ და გვერდების სრესით ბუხრის წინ, რბილ სავარძელზე, ჩამოვჯექი. ბიჭებმა ხელი ჩამოართვეს და ერთმანეთს ზრდილობიანად მიესალმნენ, კინაღამ გამეცინა. ცუდი ამბები არამარტო მტრობის დასაწყისის, არამედ მისი დასასრულის საწინდარიცაა.
- აბა, როგორ ხარ?
სანდრომ სკამი მოაჩოჩა და გვერდით მომიჯდა. ძალიან ცდილობდა უდარდელი ტონი ჰქონოდა, მაგრამ მსახიობობა მისი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა. ყავისფერი თვალები შეშფოთებას მონდომებით მალავდნენ. დუჩემ ფერდში შეუმჩნევლად წაჰკრა იდაყვი.
- კარგად ვარ, ცოტა დავიღალე, მაგრამ კარგად ვარ. შენ როგორ ხარ, ხომ არ მოიწყინე უჩემოდ? - თვალი ეშმაკურად ჩავუკარი. დუჩეს მუჯლუგუნისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
- დილაობით აღარ ვწუწუნებ ჩემს ყავაში ჩამატებული ზედმეტი შაქრისთვის, არც ჩემს ლეპტოპს იყენებენ დაუკითხავად და შემდეგ მისი ძებნა გრძელი თმების ქვეშ აღარ მიწევს. აღარც პროგრამები მირტყამენ ერორს დიბაგინგის დროს და აღარც აღარავინ აყენებს შეურაცხყოფას ჩემს უგემურ და ცივ სენდვიჩებს. ასე, რომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს!
ფარული საყვედურების საკმაოდ გრძელი ჩამონათვალი ფართო ღიმილით დაასრულა. მის სარკასტრულ სიტყვებს წარბაწეული ვისმენდი და ძალიან ვცდილობდი შეურაცხყოფილი სახე არ მქონოდა, მითუფრო მაშინ, როცა სრულ სიმართლეს ამბობდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მხიარულად საუბრობდა, მის ღიმილში გამორეული სასოწარკვეთა უფრო მკვეთრად მოჩანდა, როგორც ნაცნობ მელოდიაში ყალბი ნოტები.
- ჯანდაბა, მეგობარო, თავი რაღაც სირულ მელოდრამაში მგონია, - დუჩემ სიტუაციის განმუხტვა სცადა - საქმე გამოგელია და სერიალებს ჩაუჯექი?
- შენ რა იყო, კალანდია ჩაგისახლდა? - შეუბღვირა განაწყენებულმა. ტუჩზე ვიკბინე, რომ არ გამცინებოდა.
- კალანდიას ახლა, შენზე და ჩემზე, ბევრად მეტი საქმე აქვს, ლაზღანდარობისთვის აღარ სცალია.
მათი საუბრისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, გაღიმებული წამოვდექი და კარგად ნაცნობი მარშრუტი გავიმეორე. ყავის აპარატს მივუახლოვდი და ჩავრთე, მაცივრიდან კი ცივი რძე გამოვიღე. გვიან შევამჩნიე, სახლი მომნატრებოდა. სანამ ყავა გამზადდებოდა, ფანჯარას მივუახლოვდი და ჩაბნელებული მიდამო მოვათვალიერე. გარშემო მრუმე წყვდიადი გამეფებულიყო. მოწყენილი ცა უსუსურ და წვრილ ფანტელებს ცრიდა. ალბათ, თებერვლის ზეცას მსხვილი ფიფქები აღარ ემეტებოდა ზამთრის ხალისისგან გაძარცვული დედმიწისთვის. გარეთ საშინელი სიცივე, სევდასთან ერთად, მიტოვებული ცხოველივით დაწანწალებდა და ატალახებულ გზებზე მარტოობის ფართო ნაკვალევს ტოვებდა. როგორი უსამართლობაა - ჩვენ, ადამიანები, ყველანი, ხომ ისედაც მარტონი ვართ?!
ყინვისგან შეჭირხლული ფანჯრები ნათურის შუქზე კარამელისფრად ციმციმებდნენ, თუ კარგად დააკვირდებოდით ყინულის უსწორმასწორო ფორმებში სხვადასხვა სახის ფიგურებს გაარჩევდით. პატარა რომ ვიყავი ამ სისულელეს ხშირად ვაკეთებდი, ყოველთვის მიყვარდა რაღაცის, ან ვიღაცის ძებნა არეულ პრინტებში. დღემდე ამ ყველაფერს გაუაზრებლად ვაკეთებდი, მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ქვეცნობიერად სამყაროში რაღაც ამოუხსნელს და იდუმალს დავეძებდი. თუმცა, როცა მას რეალურად წავაწყდი, შემეშინდა. გონებაში პანსიონის სცენა წამომიტივტივდა, როცა ხელში გუნდა ავიღე სიცივე არ მიგრძვნია, ადრე კი თითები მუდამ მეყინებოდა ხოლმე.
ჩაფიქრებულმა ხელი ყოყმანით გავიწოდე და გაყინულ მინას ნაზად შევეხე. საოცარია, მაგრამ თბილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხრიდან მინას ორი სანტიმეტრის სისქის ყინულის ფენა მოსწებებოდა, შუშა მაინც თბილი იყო! ან... ან მე ვეღარ ვგრძნობდი სიცივეს. აკანკალებულმა დაცვარულ ხელის გულს დავხედე, რატომ ვერ ვგრძნობდი სიცივეს?! რა ჯანდაბას მიკეთებდა ეს წყეული შხამი?!
როგორ მინდოდა ყველაფერი გამეხსენებინა, იქნებ ამ უცნაურობებისთვის როგორმე ახსნა მომეძებნა, მაგრამ ჩემი მოგონებები ბურუსით იყო მოცული, ვერაფრით ვიხსენებდი რა მოხდა ჩემი კომპანიიდან გატაცების შემდეგ, ან სად ვიყავი მთელი ის ერთი თვე. როგორც კი ამაზე ფიქრს ვიწყებდი თავის ტკივილებს ჭკუიდან გადავყავდი. ალბათ, რენეც ჩემსავით იტანჯებოდა, ის ერთადერთი იყო, რომელსაც ჩემი გაგება შეეძლო... რენე...
ისევ ელენა დამიდგა თვალწინ, გამახსენდა მისი შემზარავი სიტყვები, როგორ გამეტებით მეჭიდებოდა მკლავებზე და სასოწარკვეთილი მევედრებოდა დუჩე რენესგან დამეცვა. თავი გავაქნიე, მისი ეს უცნაური ქცევა წარსულის ტრამვას მივაწერე. ელენას გონება არეული ჰქონდა, შეიძლება მას რენესადმი შიში ჯერ კიდევ წლების წინ მომხდარიდან შემორჩა, როცა გონებაარეულმა ბავშვმა ღამით მისი მოკვლა სცადა. ჰო, ასე იქნებოდა, მის სიტყვებს სხვა ახსნას ვერ ვუძებნიდი. რენე არასოდეს ავნებდა ელენას და მითუმეტეს დუჩეს! მზერადაბინდულმა ისევ ფანჯარას გავხედე და მთელი ტანით შევკრთი.
ნაძვების ჩრდილში მაღალი ფიგურა მიმალულიყო, თავზე კაპიშონი ჩამოეფხატა და ყურადღებით მაკვირდებოდა. ჩვენი მზერა წამით ერთმანეთს გადაეჯაჭვა - სხეულს სიცივემ დაუარა. ვინ იყო ეს უცნობი?! სიბნელეში მისი სახის კონტურებს ვერაფრით ვარჩევდი. კაპიშონიანმა ხეების ჩრდილიდან ნელა გამოაბიჯა, ისეთივე სიფრთხილით მოიწევდა წინ, როგორც ბუჩქებში ჩასაფრებული ნადირი ეპარება თავის მსხვერპლს, მთელი ტანით დავიძაბე.
- სია, - უკვე მეორედ შევკრთი მთელი სხეულით, დუჩემ წელზე ხელები შემომხვია და ყურისძირში ნაზად მაკოცა - რას უყურებ?
- მე...
აღელვებულმა ისევ ფანჯარას გავხედე, გარეთ აღარავინ იდგა. ნუთუ მომეჩვენა?! შეიძლება. ან იქნებ მართლაც მითვალთვალებდა ვიღაც შორიდან? არა, ჩემი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. აქ ვერ მომაგნებდნენ! ალბათ მართლა მომეჩვენა. კოლიბრი! ის ხომ ჰალუცინაციებს იწვევს?! ჯანდაბა, რეალობას და წარმოსახვას ერთმანეთისგან ვეღარ ვარჩევდი, საკუთარ გონებას ვეღარ ვენდობოდი. სიმწრისგან ტუჩები ამიკანკალდა და თვალები დავხუჭე.
- სია, - დუჩემ თავისკენ შემაბრუნა და წარბშეკრულმა თავი ამაწევინა - რა მოხდა? რამე ხომ არ გტკივა? შენ, რა, ტირი?!
- არა, - თვალები სასწრაფოდ შევიმშრალე და მზერა ავარიდე.
- შემომხედე! - ნიკაპში ხელი წამავლო და თავი ძალით მომაბრუნებინა - რა მოხდა? რაზე განერვიულდი?
- მგონი ჭკუიდან ვიშლები, - თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა - მგონი ჰალუცინაციები დამეწყო, კიდევ... კიდევ სიცივეს ვეღარ ვგრძნობ, დუჩე!
მწვანე თვალებში ტკივილმა ჩაიბუდა, სასოწარკვეთილს ყბაზე კუნთი დაეჭიმა და გამწარებულმა ტუჩზე იკბინა. თავი უარესად ვიგრძენი, არაფერი არ უნდა მეთქვა! მკლავები მომხვია და მკერდში ძლიერად ჩამიკრა.
- ზურაბი მალე გამოკვლევების პასუხებს მიიღებს, საბოლოოდ გავიგებთ რა გჭირს, სულ ცოტაც მოითმინე, - თმაზე ნაზად მომეფერა - ბოლოს და ბოლოს გავიგებ რა მოძრაობს შენს სისხლში, ასე შევძლებ შენს დახმარებას.
- მეშინია, რომ გავგიჟდები. მეშინია, რომ საღ აზროვნებას დავკარგავ... შენ დაგკარგავ...
- სისულელეს ნუ ამბობ! - მზერაწამონთებულმა მკაცრად შემომხედა - შენს მიტოვებას არ ვაპირებ! ეს რამ გაფიქრებინა! მე მამაჩემი არ ვარ, სია!!! საკუთარ თავს ნუ აგიჟებ და ნურც მე გადაგყავარ ჭკუიდან!
- მაპატიე, - თვალის კუთხიდან ცრემლი ჩამომიგორდა.
- საზიზღარი გოგო! - შემიბღვირა ნაწყენმა და ისევ მომეხვია.
- დუჩე, - სანდრო ყოყმანით მოგვიახლოვდა - ერთი წუთით შეიძლება?
ჯერ კიდევ გაბრაზებულმა წამით მე შემომხედა, ერთი ამოიოხრა, ხელი შემიშვა და სანდროს გაჰყვა. მაგიდას ჩამოვეყრდნე და თვალები დავხუჭე. ხელები საშინლად მიკანკალებდა. თავი ხელში უნდა ამეყვანა, სისულელეებს ვროშავდი და მასაც უარესად ვტანჯავდი. ის იყო ყავს უნდა მივბრუნებოდი, რომ თვალი ბიჭებისკენ გამექცა. ლეპტოპისკენ დახრილიყვნენ და დაბღვერილები რაღაცას უკმაყოფილოდ კითხულობდნენ.
- რა ხდება? - ვიკითხე ინტერესით.
მაგიდას შემოვუარე და მათკენ გავემართე. სანდრომ ლეპტოპი საჩქაროდ დახურა, დუჩე კი წელში გასწორდა და ჩაფიქრებულმა მზერა ერთ წერტილს გაუშტერა.
- არაფერი ისეთი.
- რა არაფერი, ლეპტოპი რატომ დახურე, როგორც კი კითხვა დავსვი? - დაეჭვებული ორივეს თავს წავადექი - რას მიმალავთ?
- აჩვენე.
დუჩემ სანდროს გადახედა, მან კი საყვედურნარევი მზერით უპასუხა. მათმა უხმო კამათმა ნერვები უარესად დამიჭიმა.
- მდუმარე დისკუსიას მორჩით და მითხარით რას მიმალავთ!
- აჩვენე, მაინც გაიგებს.
სანდრომ დუჩეს წარბშეკრულმა შეხედა, შემდეგ კი ერთი ამოიოხრა, ლეპტოპი გახსნა და ამჟავებული სახით ჩემსკენ შემოაბრუნა. დავიხარე და შუბლშეკრული ეკრანს მივაჩერდი. მოზრდილი სტატიის საკმაოდ გამომწვევი სათაური, რომელიც მსხვილი შრიფტით დაეწერათ, მაშინვე თვალში მომხვდა : „ეგრეთ წოდებული „Черный список“-ი - კერძო დეტექტივი, თუ უბრალო თაღლითი?!“. ქვესათაურში კი მყვირალა წარწერა გაეშანშალებინათ : „კერძო დეტექტივმა თავისი კლიენტურის სია გაასაჯაროვა! აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 157-ე მუხლის მე-4-ე ქვეპუნქტის გათვალისწინებით!“
- რაო? - თვალები დამიმრგვალდა - ეს რა ჯანდაბაა? მეღადავებით?!
- ვერაფერი გამიგია, - დუჩემ ჩაფიქრებულმა გადახედა სანდროს - ამჯერად ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?
- ამჯერად? - სულ დავიბენი - ამიხსენით რა ხდება?!
- სია, - დუჩე წარბშეკრული მომიბრუნდა - გახსოვს რა მოხდა ჩემს კაბინეტში, სანამ ცუდად გახდებოდი?
- რა? არა. მე... მხოლოდ ის მახსოვს, რომ დარბაზიდან გამოვედით, ერთ-ერთ აქციონერს შენთან საუბარი უნდოდა. შემდეგ რა მოხდა არაფერი ვიცი. რატომ მეკითხები?
- კაბინეტში აქციონერმა მიამბო, რომ უმრავლესობა მათგანს მუქარის წერილები მიუვიდათ, რომ თუ ჩემს მხარდაჭერაზე უარს არ იტყოდნენ მათი პირადული და საკმაოდ უხერხული ფოტომასალა გასაჯაროვდებოდა.
- რაო? - პირი დავაღე - ადრესატი დაადგინე?
- შეტყობინებები შენი სახელით იყო გაგზავნილი, - მკლავები ერთმანეთს გადააჭდო და წარბშეკრული მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა.
- უკაცრავად???
დარწმუნებული ვიყავი, რომ მომესმა. დაზაფრულმა სანდროს გადავხედე, ხმას არ იღებდა. ფიქრებში წასული წვერს ნერვიულად აწვალებდა.
- შეტყობინებები Черный список-სგან იყო გაგზავნილი, ან ვიღაცას ძალიან უნდოდა, რომ მე ასე მეფიქრა - მიპასუხა მშვიდად.
- ეს სიგიჟეა! ხომ იცი, რომ მე არასდროს...
- სია, - თვალებში მკაცრად შემომხედა - არ გაბედო მაგ წინადადების დასრულება! მშვენივრად ვიცი, რომ შენ არაფერ შუაში ხარ!
- ზურაბმა მითხრა, რომ აქციონერებმა მხარდაჭერა გამოგიცხადეს. როგორ მოახერხე?
- მოკლედ, რომ გითხრა საქმეს ტაისონამ მიხედა.
- და ვერ გაარკვიეთ ეს ვინ გააკეთა? ჩვენი მეილი გატეხეს? ეს როგორ მოხდა, სანდრექს? ასეთი დაჰაკვებისგან ყოველთვის მარტივად იცავდი თავს!
- ყველა კოდი ტყდება, სია, - მიპასუხა უჩვეულოდ დაბოღმილმა - თუ იცი ეს როგორ უნდა გააკეთო. ჩვენს შემთხვევაში კი უბრალოდ არ გაგვიმართლა.
- და ახლა? ეს იდიოტური სტატია სიმართლეა? ჩვენი კლიენტების სია მართლა გავრცელდა ინტერნეტში?!
- ვშიშობ, რომ ასეა. - აღელვებულმა შუბლი ნერვიულად მოისრისა - მაგრამ ვერაფერი გამიგია, ეს როგორ მოახერხეს? წინა შემთხვევის შემდეგ თავს მაქსიმალურად ვიცავდი. ყველა ჩვენი ინფორმაცია ინტერნეტისგან მიუწვდომელია. ჰაკერს ჩემს კომპიუტერში შემოძრომა რომც მოეხერხებინა იქ ვერაფერს იპოვიდა. ფაილები დაშიფრულია, მის გახსნას ვერ შეძლებდა.
- და სიის მხოლოდ ელ ვერსია გაქვს? - დუჩემ ინტერესით გახედა სანდროს.
- არა, მაგრამ... მოიცა, შენ ფიქრობ, აქ შემოძვრა ვინმე და ფაილები ისე ამწაპნა, რომ მე გონს ვერ მოვედი? - აიმრიზა გაღიზიანებული.
- სხვა იდეა გაქვს? სულ სახლში ხომ არ იჯექი ეს ერთი თვე, არა?
- ფაილები სეიფში დევს! - შეუღრინა გაგულისებულმა - როგორ ფიქრობ, მაგიდაზე დავყრიდი და ისე გავიდოდი კოტეჯიდან?!
- მორჩით! - აკანკალებული სკამზე ნელა დავეშვი, ნერვებისგან უკვე გულიც კი მერეოდა - სანდრო, მონაცემები როდის გავრცელდა?
- გუშინ საღამოს. აშკარაა, რომ ვიღაც ჩვენი რეპუტაციის შელახვალზე მონდომებით მუშაობს. ახლა მარტო პროკურატურა კიარა, მთელი ქვეყანა ზიზღით გვიყურებს. ჰგონიათ, რომ კლიენტები ჩავუშვით. ამ ამბავს იმხელა სკანდალი მოჰყვა, რომ აქციონერების სიკვდილის ამაზრზენი ფაქტები წამში მიავიწყდათ. ყველა ჩვენს დასჯას და გასამართლებას მოითხოვს. მოკლედ, რომ ვთქვა პენსიაზე გაგვიშვეს!
- რაღაც მნიშვნელოვანი გამოგვრჩა, - დუჩეს სახეზე ჩრდილმა გადაურბინა - აქამდე როგორ ვერ დავუკვირდი!
- რას გულისხმობ?
- სანდრექს, მიმიშვი!
დუჩემ ლეპტოპი თავისკენ შეაბრუნა და კლავიატურაზე სწრაფად ააკაკუნა თითები. ორ წუთში ჩემკენ შემობრუნდა და ეკრანზე მანიშნა.
- ვიცი, რომ ჩემი აქციონერების რაღაც ნაწილზე გარკვეული ინფორმაცია მოგეპოვება. მოდი, პირველი ათი კაცის სახელი და გვარი ჩაიკითხე, აქედან რომელიმე შენს სიაში წერია? - დაბნეული ლეპტოპისკენ დავიხარე და სია შევათვალიერე.
- არა, აქედან მხოლოდ ორი კაცი ემთხვევა ჩემს მონაცემებს, დანარჩენი არ ვიცი.
- ასეც ვიცოდი! - მაგიდას მუშტი დაჰკრა და აღრენილი წელში გასწორდა.
- დუჩე ვერაფერი გავიგე, ამიხსენი რა ხდება!
- მონიკა! მხოლოდ იმ ძუკნას შეეძლო ამის გაკეთება, - გაცეცხლებულმა ქოჩორი ნერვიულად აიჩეჩა - სანდროს ლეპტოპი არავის გაუტეხავს და არც თქვენი ინფორმაცია მოუპარავს ვინმეს. ეს მონიკამ შეაგროვა ის მონაცემები და შენი სახელით გააგზავნა აქციონერებთან. მან იცოდა შენი ვინაობის შესახებ და უნდოდა ერთი გასროლით ორი კურდღელი მოეკლა. იფიქრა, რომ შენში ეჭვს შევიტანდი და თავიდან მოგიშორებდი, მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ კი მასთან მივიდოდი დახმარების სათხოვნელად. ეს ძალიან ჰგავს მის ბინძურ აზროვენბას.
გაშტერებული დუჩეს მივაჩერდი. მისი მოსაზრება ახლოს იყო ლოგიკასთან. იმ ძუკნას მართლაც შეეძლო ამის გაკეთება, ყველაფერზე წავიდოდა ჩემზე შურის საძიებლად! მაგრამ ახლა? ის ხომ მოკვდა? ახლა ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან? როგორც ჩანს, სანდროც იმავეს ფიქრობდა.
- შეიძლება მართალი ხარ და ასეც იყო, მაგრამ ახლა? - იკითხა წარბშეკრულმა - სია რეალურია, დუჩე. ყველა აღნიშნული პირი ჩვენი კლიენტი იყო წლების განმავლობაში. ვის შეეძლო ამის მოპარვა, ისე, რომ მე ვერაფერი შემემჩნია? ეს უბრალოდ გამორიცხულია!
- ასეა თუ ისე, ამჯერად მიზანს მიაღწიეს...
ბუხრის წინ სავარძელზე მძიმედ დავეშვი და სახე ხელებში ჩავრგე. ყველაფერი, აფსოლუტურად ყველაფერი, რისთვისაც აქამდე მიშრომია - განადგურდა! ჩემი სახელი, რეპუტაცია, ლაფში ამოითხვარა. არავინ დამიჯერებდა, რომ ეს მომიწყეს. სულ, რომ ის ჰაკერი მომეძებნა და სიმართლე ეღიარებინა, მომხდარს მაინც ვერ შევცვლიდი. ხალხს ჩემში ეჭვი შეეპარა, მათ თვალში დამნაშავე ვიყავი, ამას ვეღარაფერს მოვუხერხებდი. ჩემი კარიერა, რომლითაც ასე ვამაყობდი ერთი ხელის მოსმით მიწასთან გასწორდა. სულგამწარებულს ბოლო ხმაზე კივილი მომინდა.
- სია... - დუჩემ ჩემს ფეხებთან ჩაიმუხლა და სახიდნ ხელები ჩამომაწევინა - ძალიან გთხოვ, არ ინერვიულო. შენთვის არ შეიძლება.
- არ ვინერვიულო? - წავიჩურჩულე აკანკალებულმა - ხვდები მაინც ეს ჩემთვის რას ნიშნავს? დუჩე, მე ცხოვრება მქონდა, საქმე მქონდა, რომელიც მართალია დიდად უსაფრთხო ან კომფორტული არასოდეს ყოფილა, მაგრამ მე ამით ვირჩენდი თავს. ამ საქმემ მაჩუქა დამოუკიდებლობა და ვამაყობდი კიდეც იმით, რომ შემეძლო ხალხს დავხმარებოდი. ახლა? რა ჯანდაბა შემრჩა ხელში?! დანგრეული კარიერა და სიკვდილის პირას მიყვანილი ორგანიზმი! შენ კი მეუბნევი არ ინერვიულოო?!
- სია...
- მარტო მინდა დარჩენა!
ფეხზე წამოვდექი და ჩემს ოთახში შევედი. იმდენად ვიყავი განრისხებული, რომ ყველაფრის დალეწვა მომინდა. ყველა სიკეთესთან ერთად, ჩემს სინდისს დანაშაულის გრძნობაც შეეპარა. დუჩეს დაუმსახურებლად ვეუხეშე, ეს მისი ბრალი არ იყო! ჩემს თავს დატეხილი უბედურებისთვის მას არ უნდა ეგო პასუხი. ლოგინს მივუახლოვდი და მოწყვეტით დავეხეთქე. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ჭაობში ნელ-ნელა ვიძირებოდი და თავის გადასარჩენად ვერაფერს ვაკეთებდი, პირიქით, უფსკრულისკენ იმ ადამიანსაც თან მივათრევდი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა.
ლოგინზე გულაღმა გადავწექი და მზერადაბინდულმა თვალი ჭერს გავუშტერე. ისე მონდომებით ვაკვირდებოდი მუხის პრიალა შეფიცრულ ჭერს, თითქოს ყველა კითხვაზე პასუხს იქ ვიპოვიდი. რა მემართებოდა? რა მოუვიდა ჩემს ცხოვრებას? ყველაფრის დაკარგვა როდის მოვასწარი, ისე რომ აზრზე ვერც მოვედი? როდის გავხდი ასეთი გამოუსადეგარი და დაუცველი? ჩემი ცხოვრების შემადგენელ მნიშვნელოვან ელემენტებს დღითიდღე მპარავდნენ, მე კი ვერაფერს ვაკეთებდი - როდიდან?!
უცებ ჯიბეში ტელეფონი ამიზუზუნდა. გაღიზიანებულმა ერთი ამოვიოხრე, ტელეფონი ძლივს ამოვაძვრინე და ეკრანს დავხედე, ხასიათი კიდევ უფრო გამიფუჭდა. დაბღვერილი წამოვჯექი და უხალისოდ ვუპასუხე.
- ბატონო.
- სია! - ყურმილში ზვიადის აღელვებული ხმა გაისმა - როგორც იქნა, დაგიკავშირდი! რატომ არ პასუხობდი ტელეფონს? უკვე ორი კვირაა შენთან დაკავშირებას ვცდილობ! ძალიან ვინერვიულე. გავიგე რაც მოხდა. არ მჯერა, რომ ეს შენ ჩაიდინე. რა ჯანდაბა ხდება შენს თავს?!
- რატომ მირეკავ? - ვკითხე უხეშად - ხომ იცი, რომ ეს სახიფათოა? ახალი პრობლემები არ მჭირდება, ზვიად.
- სია, ვიცი, რომ დიდად არ მოგწონვარ, მაგრამ მე მამაშენი ვარ და მაღელვებს...
- გაღელვებს? - გამეცინა. სულში დაგროვებულმა ბოღმამ ერთიანად ამოხეთქა - რა გაღელვებს? გეშიანია არ გამოაშკარავდეს Черный список-ის ნიღბის უკან ვინ იმალება და თავი არ მოგეჭრას? „პატიოსანი“ პროკურორის ერთადერთი ქალიშვილი „კორუმპირებული“ ქუჩის დეტექტივი აღმოჩნდაო?! ნუ ნერვიულობ მსგავსი არაფერი მოხდება. შეგიძლია ღამით მშვიდად დაიძინო.
- სია, ასე ნუ მელაპარაკები. არ ხარ მართალი, მე მართლა...
- აღარ დამირეკო! ჩემს პრობლემებს თავად მოვაგვარებ!
ტელეფონი გავთიშე და გაგულისებულმა ლოგინზე მივაგდე. ნერვები უარესად მომეშალა. აღელვებდა თურმე! მაშინ რატომ არ ვაღელვებდი, როცა მისი ზრუნვა და ყურადღება მართლა მჭირდებოდა?! ყველაფერი უკვე გვიანი იყო, მამიკოს ზურგის იმედი დიდი ხანია წაიშალა ჩემი ცნობიერებიდან. აუტანელი მრისხანება და ზიზღის გრძნობა ყელში მომაწვა და ლამის დამახრჩო. უცებ ოთახის კარი გაიღო და ზღურბლზე დუჩე გამოჩნდა.
- შენი ხმა გავიგე, - მითხრა ხმადაბლა და კარი მიხურა - სიბნელეში რატომ ზიხარ?
- სინათლე მაღიზიანებს, თვალებს მჭრის და თავს მატკიებს.
- ვის ელაპარაკებოდი? - ნელა მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა.
- ზვიადს, - მისკენ არ გამიხედავს, თვალებში ვერ ვუყურებდი, ჩემი უხეში გამოხტომის ჯერ კიდევ მრცხვენოდა - გადაწყვიტა მზრუნველი მამიკოს როლი მოერგო და გულისამაჩუყებელი მონოლოგი გამიბა. გულსმირევს, ახლა მისი ხმის გაგონება ყველაზე ნაკელბად მინდა!
- ჰო, ეგ ჩემთვისაც ნაცნობი გრძნობაა, - ხელში თითები შემისრიალა და მაგრად გადამაჭდო - ერთხელ მე და ნოვამ ისე ვიჩხუბეთ, რომ თავი დავკარგე და ხელით შევეხე.
გაოცებულს თვალები გამიფართოვდა და თავი ავწიე. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მოგონებებში წასული ჩვენს გადაჭდობილ თითებს წარბშეკრული დააჩერდა და საუბარი განაგრძო.
- იმ საღამოს ელენას, რომ არ ჩამდგარიყო შუაში არ ვიცი რას ვიზამდი. ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, მაგრამ იმ დღის მერე ჩვენ შორის ყველაფერი შეიცვალა. საკუთარი თავი შემძულდა მამისთვის ხელის გარტყმის გამო, ნოვა კი ორმაგად შევიზიზღე, რომ ამის გაკეთება მაიძულა.
- ასეთი რა მოხდა?
გული დამიმძიმდა. დუჩე არასოდეს აღმართავდა ვინმეზე ხელს უმიზეზოდ, მითუმეტეს საკუთარ მამაზე. ესე იგი, რაღაც სერიოზული მოხდა, დავიძაბე.
- ბოლო დროს აღრენილი დადიოდა, საკთარ თავს არ ჰგავდა. სახლში ხშირად ჩხუბობდა და უმიზეზოდ მეტაკებოდა ხოლმე. ჩემმა უნივერსიტეტში ჩაბარებამ კი საერთოდ შეშალა ჭკუიდან, - თვალები მოისრისა და მოგონებებში წასულმა დაბინდული მზერა იატაკზე დაფენილ ხალიჩას გაუშტერა - მაგრად ვიჩხუბეთ. ისედაც ყელში მქონდა ამოსული მისი გაუთავებელი კონტროლი და უაზრო გამოხდომები, ამიტომ სახლიდან წამოსვლა გადავწყვიტე. ამან უარესად გააცოფა, თავი სულ დაკარგა და ჩემზე გაბრაზებულმა ელენაზე იყარა გულისჯავრი. ხელით შეეხო, წონასწორობა დავკარგე, თვალებში დამიბნელდა და იმ საღამოს მამაჩემი კიანაღამ შემომაკვდა.
უნივერსიტეტში ჩაბარების გამო? ეს ხომ ის პერიოდი იყო, როცა ნოვა... ახლა გასაგებია რატომ იყო ასეთი განერვიულებული. თავს ვერ აკონტროლებდა და მრისხანებამ უპატიებელი შეცდომებიც დააშვებინა. ნეტავ დუჩეს სიმართლე, რომ სცოდნოდა რას იფიქრებდა? ნაკლებად შესძულდებოდა მამამისი? თავი გავაქნიე, ეს ჩემი საქმე არ იყო! ეს ჩემგან არ უნდა გაეგო!
- იმ ღამეს ჩვენ შორის რაღაც გატყდა, - როგორც იქნა, შემომხედა. მწვანე თვალები სევდით ავსებოდა - რაღაც, რაც აღარასდროს დაიბრუნებდა უწინდელ სახეს. ვიცი, როგორი გრძნობაა, როცა მშობლის მიმართ ზიზღს და ბრაზს გრძნობ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ის მაინც მშობელია. ამას ვერც მე გადავახტები და ვერც შენ, სია. ეს სიძულვილი ისევ შენ შეგჭამს, ისევ შენ მოგიღებს ბოლოს. წლების განმავლობაში ასე ვცხოვრობდი, ბოლოს კი მივხვდი, რომ ამად არ ღირდა.
- აპატიე? - ვკითხე ყრუდ.
- ვერა, - ჩაეღიმა, თუმცა მის ღიმილს საერთო არაფერი ჰქონდა სითბოსთან - ბევრისთვის მიპატიებია უპატიებელი, მაგრამ მამაჩემთან ეს ვერ შევძელი. უბრალოდ ვცდილობ ამ ყველაფერზე აღარ ვიფიქრო.
- ალბათ იმიტომ ვერ აპატიე, რომ რაც უფრო მეტად გიყვარს ადამიანი, მისგან უფრო მეტს მოელი და როცა იმედს გიცრუებენ ეს დანარჩენებზე მეტად გტკენს. ასეთ დროს კი პატიებაც რთულია, ხანდახან კი შეუძლებელიც.
- შეიძლება მართალი ხარ, - ჩემი ხელი ლოყაზე მიიდო და ხელის გულზე მაკოცა - უცნაურია, არადა სიყვარული უნდა გაიძულებდეს ეს საშინელი გრძნობა თავიდან მოიშორო. არადა პირიქით ხდება, სწორედ მის გამო ვერ ახერხებ მისთვის დანაშაულის მიტევებას. რა ....ობაა.
ორივეს გაგვეცინა. საშინელი სიმძიმე, რომელიც გულზე მაწვებოდა და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა ოდნავ შემიმსუბუქდა, თავი უკეთ ვიგრძენი. თუმცა, როგორც კი ეს გავიფიქრე, ყურისძირში მიმალულმა ყრუ ტკივილმა მაშინვე შემახსენა მთელი რიგი პრობლემები, რომელიც ამ დახურულ კარს მიღმა მელოდა და გუნება ისევ მომეშხამა.
- როგორ ფიქრობ, ამ ყველაფრის გადატანას შევძლებთ? გულწრფელად მიპასუხე.
თავი ავწიე და თვალებში ყურადღებით მივაჩერდი. ფანჯრიდან შემოპარული მთვარის შუქი მომხიბვლელ სახეს უნათებდა და მასზე აღბეჭდილ თითოეულ ემოციას გარკვევით ვხედავდი. ჩემმა კითხვამ ჩააფიქრა. წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა, ბოლოს ამოიოხრა და თვალები დახუჭა.
- არ ვიცი, - მიპასუხა ხმადაბლა - ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა წინ რა გველის, - თვალები გაახილა და მტკიცე მზერით გამომხედა - შენ თუ ჩემს გვერდით იქნები ყველაფერს გავუძლებ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს. ასეთია ჩემი პასუხი.
- ხომ იცი, რომ მუდამ შენს გვერდით ვიქნები? სანამ...
ვეღარ დავასრულე და ტუჩზე ვიკბინე. მისი განერვიულება არ მინდოდა, თუმცა, მწარე სიმართლესაც ვერსად გავექცეოდი. სისხლისფერ ტუჩებს უცნაურმა ღიმილმა გადაურბინა.
- სანამ რა, სია? - მკითხა ღიმილით - დაასრულე, მიდი.
- იცი შენ რაც, - თვალი ავარიდე, მისი მზერა სახეს მიწვავდა.
- არ იქნება არავითარი სანამ, - ჩაილაპარაკა ხმადაბლა - მე პირობა მოგეცი, რომ წამალს ვიშოვიდი და ასეც ვიზამ, მაგრამ თუ ვერ შევძლებ, მაშინ...
- რა მაშინ? - მისკენ გახედვა ვერ გავბედე.
- მაშინ, ეს ორივეს დასასრული იქნება, საყვარელო...
მიპასუხა ხმადაბლა, ხელზე ხელი ძლიერად მომიჭირა და ლოგინზე გულაღმა გადაწვა. შეშინებულმა თავი ავწიე და სწრაფი მზერა მასზე გადავიტანე. თვალები დახუჭა და ისე მშვიდად ამოისუნთქა, თითქოს ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, მძიმე ტვირთისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდაო. ტუჩები ამიკანკალდა, თვალზე მომდგარმა ცრემლებმა კი ღაწვებისკენ გაიკვლიეს გზა. როგორ შეიძლებოდა იმ წამს თავი იმაზე უარესად მეგრძნო ვიდრე განვიცდიდი? არადა ვიგრძენი...


თავი ოცდამეერთე
უცნობი აჩრდილი ჩემს საწოლთან ჩამუხლულიყო და ჩუმად ქვითინებდა, ეს ხმა... ეს ხმა მეცნობოდა. მისი ცრემლები გულზე მდუღარე წვეთებივით მეცემოდა და შიგნეულობას მიხრუკავდა. ხელი უღონოდ ავწიე, რომ შევხებოდი, მინდოდა დამემშვიდებინა. მინდოდა ნერვიულობა შეეწყვიტა... რა ატირებდა, მე ხომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი?!
თითებით ნაზად შევეხე, კაპიშონი გადავაძრე და მისი ცრემლებისგან დანამული სახე ნათლად გავარჩიე - გასაოცრად მშვენიერ, ტოპაზისფერ თვალებს, რომლებიც მუდამ სითბოთი და სიყვარულით მიმზერდნენ ხოლმე, ახლა სასოწარკვეთა და ტკივილი დაპატრონებოდათ. „ჩემთან დარჩი, სია... გევედრები!“ აწყლიანებული თვალები მუდარით მომაპყრო. მისი ხმა გონებაში ექოდ დაირხა და ლამის გული გამიჩერდა.
გამოვფხიზლდი, დაფეთებული ლოგინში წამოვჯექი. მძიმედ ვსუნთქავდი და შეშინებული ერთიანად ვკანკალებდი. ოფლში ვცურავდი და დამშვიდებას ვერაფრით ვახერხებდი. ეს რა იყო?! უბრალოდ კოშმარი, თუ წარსულის აქამდე უცნობი მოგონება?! ეკე... იქ ეკე იყო! კი მაგრამ, იქ რას აკეთებდა?! მისი ცრემლიანი სახე თვალწინ წარმომიდგა და გულში ძლიერი ბიძგი ვიგრძენი, სული შემეხუთა. გონება დავძაბე, რომ ჩემს ცნობიერებაში მტკიცედ აღმართული ბურუსის კედლის მიღმა რამე გამერჩია, მაგრამ როგორც წინა მცდელობები ესეც კრახით დასრულდა. ყურებმა წივილი დამიწყეს და თავი საშინლად ამტკივდა.
- კარგი, კარგი! - წავიჩურჩულე სულგამწარებულმა და თავზე ხელები წავიფარე - გავჩერდები, ოღონდ შეწყვიტე!
თავი მუხლებზე დავიდე და ღრმად ჩავისუნთქე. ტკივილი ნელ-ნელა მიყუჩდა და ბოლოს საერთოდ გაირინდა. თუმცა, სხეულს ციებიანივით ცახცახი ვერაფრით მოვაშლევინე. ცოტა შევიცადე და როცა ვიგრძენი, რომ შეტევამ გადამიარა თავი წამოვწიე. გვერდით გავიხედე, დუჩეს მშვიდად ეძინა, არაფერი გაუგია. შვებით ამოვისუნთქე.
უკვე ორი ღამე იყო ზედიზედ რაც თვალი არ მოუხუჭავს, გამუდმებით თავს დამტრიალებდა და გვერდიდან არ მშორდებოდა. ამიტომ თავი მოვიმძინარე, რომ ჩასძინებოდა. ბევრი ლოდინი არ დამჭირვებია, გადაღლილს ხუთ წუთში, ჩემს მკერდზე, უკვე ღრმად ეძინა. როცა ფიქრობდა, რომ არ ვუყურებდი, ან ყურადღება რამე სხვაზე მქონდა გადატანილი ვერანდაზე განმარტოვდებოდა ხოლმე და ფიქრებში ჩაძირული სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. ძალიან ცდილობდა ჩემთან მღელვარება არ შეემჩნია და თავი მუდამ მტკიცედ ეკავა, მიჭირდა მისი ყურება, ვტანჯავდი და ეს მანადგურებდა.
მისკენ დავიხარე, აჩეჩილ ქოჩორში თითები ნაზად შევუცურე და ცხვირი შიგ ჩავრგე, ისეთი სასიამოვნო სურნელი ჰქონდა, რომ კანკალი მაშინვე შევწყვიტე, სხეული უნებურად მომიდუნდა და დავმშვიდდი. გამიხარდა რომ კოტეჯში დარჩენაზე დამთანხმდა, რატომღაც თავს აქ უფრო მშვიდად ვგრძნობდი, ვიდრე მის უზარმაზარ სახლში. თუმცა, გატყუებთ, სინამდვილეში რენესთან შეხვედრას გავურბოდი. მასზე ისეთი საშინელი აზრები მომდიოდა თავში, რომ თვალის გასწორების მრცხვენოდა.
ბნელი ფიქრები ამღვრეული წყალივით წამომეშალა გონებაში. მივხვდი, რომ წოლას ვერ შევძლებდი და ვეღარც ძილს შევიბრუნებდი (კიდევ ერთი მსგავსი კოშმარი და ალბათ კივილით გამეღვიძებოდა კიდეც!). წამოვდექი, ტანსაცმელი ჩავიცვი და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიპარე. მისაღებში არავინ დამხვდა, მყუდროებას მხოლოდ ბუხარში ნახევრად ჩამწვარი შეშის ტკაცუნი არღვევდა.
სანდროს ალბათ ეძინა. გამიხარდა, რომ ისევ ლეპტოპთან არ დამხვდა გაბრუჟებული სიფათით. საცოდავს კვირეების მანძილზე მხოლოდ რამოდენიმე საათით ეძინა ხოლმე. ჩემი სამუშაოც მას დააწვა კისერზე და ახლა ორი ადამიანის გასაკეთებელს ის აკეთებდა. ერთი ამოვიოხრე და უკვე სისხლში გამჯდარი ჩვევით ყავის აპარატს მივაშურე, აზრზე მოსვლა ნამდვილად მჭირდებოდა.
მაცივრის კარი უნდა გამომეღო რძის ასაღებად, რომ თვალი ისევ ფანჯრისკენ გამექცა. ჯერ კიდევ ნათლად მახსოვდა წუხელ ნანახი უცნობი, რომელიც წყვდიადში მიმალულიყო და შორიდან მაკვირდებოდა. ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა, მადლობა ღმერთს გარეთ აღარავინ შემინიშნავს. კოშმარს პლუს ჰალუცინაცია - მეტისმეტი იქნებოდა! რძე ყავის ჭიქაში ჩავამატე და ისევ მაცივრისკენ მივბრუნდი, რომ ნიჟარაზე დაცემულმა ჩრდილმა თავის აწევა მაიძულა. გულგახეთქილს კივილი ყელში გამეჩხირა, ყუთი ხელიდან გამივარდა და იქაურობა ერთიანად რძით მოითხვარა.
- ეკე?! - წავიჩურჩულე შოკირებულმა, როცა ვიგრძენი, რომ მეტყველების უნარი დამიბრუნდა.
კოტეჯის ფანჯარას ჩემი მონატრებული მეგობარი მოსდგომოდა და ტოპაზისფერი თვალებით შეშფოთებით მაკვირდებოდა. ეს მზერა... როგორი ნაცნობი იყო მისი ეს გამოხედვა, კოშმარშიც ზუსტად ასეთი თვალებით მიყურებდა. მზერაწამონთებულმა ტუჩზე თითი მიიდო გაჩუმდიო და თავით მანიშნა გარეთ გამოდიო.
ჯერ კიდევ გვარიანად დამფრთხალმა ნაბიჯის გადადგმა ძლივს მოვახერხე. სამზარეულოს ბარიდან გამოვედი და გასასვლელისკენ ფეხარეული გავემართე. ნერვიულობისგან მუხლებიც კი მიკანკალებდა. კარი ფრთხილად გამოვაღე და გარეთ გავედი. ეკე პარმაღთან მიცდიდა. მისთვის თვალის გასწორება გამიჭირდა, როგორც ჩანს მასაც. ისეთი სახით მიყურებდა, თითქოს თავს ებრძოდა. გული მომეწურა, თურმე როგორ მომნატრებია და ეს მხოლოდ ახლა გავაცნობიერე, როცა ჩემთან ასე ახლოს, ხელის ერთ გაწვდენაზე, იდგა. იმ წყეული ღამის შემდეგ მასზე აღარაფერი მსმენია და ძალიან ვღელავდი.
- აქ... - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და კარი მოვიხურე - აქ საიდან გაჩნდი?
- შენი ნახვა მინდოდა, - მიპასუხა ხმადაბლა, ტოპაზისფერი თვალები შეშფოთებით უელავდა - თავს როგორ გრძნობ?
- კარგად.
ნეტავ ჩემი გატაცების ამბავი თუ გაიგო? ალბათ, თორემ ამდენი ხნის შემდეგ კოტეჯში არ მომაკითხავდა. მითუმეტეს ასეთ დროს და ასეთი სახით! იმედია ის მაინც გამორჩა, რომ მომწამლეს-თქო, გავიფიქრე ნერვებდაჭიმულმა.
- შენ როგორ ხარ? ჭრილობა როგორ გაქვს?
- მე არაფერი მიჭირს.
ჩემკენ გადმოიხარა და თვალებში ყურადღებით მომაცქერდა, ნეტავ იქ რას ეძებდა?! ინსტიქტურად ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. ეს შენიშნა, ყბაზე კუნთი დაეჭიმა და წელში ნელა გასწორდა.
- ნუ ნერვიულობ, სია, - მითხრა ხმადაბლა - არ შეგეხები... აღარ.
- აქ რას აკეთებ?
ვეცადე გულში ჩაბუდებული ყრუ ტკივილისთვის ყურადღება არ მიმექცია, რომელიც მისმა სიტყვებმა გამოიწვიეს. ეს ერთი საშინელი სიტყვა „აღარ“ ყრუ ექოდ დაირხა ჩემს არსებაში და შიგნეულობა დაუნდობლად ჩამომიხოკა. თვალები ცრემლით ამევსო.
- აქ შენს გასაფრთხილებლად მოვედი.
წარბშეკრულმა კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. დაბნეულს წამით ყველაფერი გადამავიწყდა და ეკეს გაკვირვებული მივაჩერდი.
- გასაფრთხილებლად? რას გულისხმობ?
- დუდაევს, - ყბაზე კუნთი დაეჭიმა - ის ახლა გაცოფებულია და ყველაფერზეა წამსვლელი. ყველგან დამეძებს და ვშიშობ, რომ ჩემზე შურის საძიებლად შენთვის რამის დაშავებას ეცდება. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ შარში გაგხვიე. მინდა, რომ ფრთხილად იყო.
- დუდაევი? - გული გადამიტრიალდა - რას ნიშნავს ახლა გაცოფებულია? ის ხომ ისედაც გეძებდა? კიდევ მოხდა რამე?!
- ამაზე შენ ნუ იფიქრებ, - მიპასუხა ცივად - მოვაგვარებ. უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალე, რომ უნდა გცოდნოდა, მეტი სიფრთხილისთვის. მე თვალყურსგადევნებ, მაგრამ...
უცებ გაჩუმდა და თვალი ამარიდა. მიხვდა, რომ ზედმეტი წამოსცდა, დავიძაბე.
- მოიცა... - ის აჩრდილი, რომელიც მე დავინახე რამდენიმე საათის წინ... - ეს შენ იყავი? შენ მითვალთვალებდი შორიდან?
- მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად იყავი. მაპატიე, თუ შეგაშინე, გპირდები, ეს აღარ განმეორდება.
- რამდენი ხანია რაც მითვალთვალებ? - ხმა ჩამიწყდა.
- არ გითვალთვალებ. ვცდილობ დუდაევისგან საფრთხე აგარიდო, როცა მასთან გავასწორებ ანგარიშს, შემდეგ წავალ.
- სად წახვალ? - სიტყვები ღამის სუსხში გამეფანტა, მგონი შიგნეულობაც.
- შორს, - ოდნავ გაიღიმა და კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან - კარგი, რახან კარგად ხარ წავალ. სახლში შედი, გარეთ ძალიან ცივა. მხოლოდ ამის თქმა მინდოდა, ფრთხილად იყავი და მარტო ნურსად გახვალ. გპირდები, ამ პრობლემას მალე მოვაგვარებ და შენც მშვიდად განაგრძობ ცხოვრებას.
- დამცინი? - ტუჩები ამიკანკალდა - მშვიდად ვიყო და არ ვინერვიულო, როცა ვიცი, რომ ვიღაც არანორმალური ფსიქოპატი მოსაკლავად დაგეძებს?
- ჰო, ზუსტად ეგრე უნდა მოიქცე, - მიპასუხა ცივად - მე...
რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ბაგეებთან მომდგარი სიტყვები უკან ჩააბრუნა. ტუჩი მოიკვნიტა და თვალი ამარიდა, თუმცა ტოპაზისფერ თვალებში აბრჭყვიალებულ ცრემლს მზერა მაინც შევასწარი.
- ეკე...
სული შემეხუთა, მისი სიცივე ბოლოს მიღებდა. მისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგი. ძალიან მინდოდა ჩავხუტებოდი, დამემშვიდებინა და ეს საშინელი ტკივილი, რომელსაც ასე მონდომებით მალავდა, ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა. ელდის მიუხედავად, მისი დანახვა ძალიან გამიხარდა. მინდოდა ეს სცოდნოდა.
- სახლში შედი, სია.
მითხრა ხმადაბლა, ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და როგორც იქნა მზერა გამისწორა. გრძნობები საიმედოდ მიემალა გულის ბნელ კუთხეში, სადღაც შორს, სადაც მათ დანახვას ვერ შევძლებდი, სახეზე ისევ ცივი და უემოციო ნიღაბი მოირგო. სულ ტყუილად წვალობდა, მას საკუთარ თავზე უკეთ ვიცნობდი.
- არაფერზე იდარდო, ის ვერ შეგეხება. უბრალოდ თავი დავიზღვიე და ამიტომ გაგაფრთხილე. ჩემი წასვლის დროა, ღამემშვიდობის.
- მოიცა!
წამოვიძახე დამფრთხალმა, როცა აჩეჩილ ქოჩორზე კაპიშონი წაიფარა და წასასვლელად შებრუნდა. ჩემს ხმაზე შედგა, თუმცა, არ შემობრუნებულა.
- ეკე, არ მძულხარ, - ხმა საშინლად მიკანკალებდა. ცრემლები ვეღარ შევიკავე, თბილმა წვეთებმა ღაწვები დამისველეს - შენი შეძულება არ შემიძლია, რაც არ უნდა გააკეთო ამას ვერ ვიზამ. ისედაც ხომ იცი ეს, არა? მაპატიე, ვიცი რომ ტკივილი მოგაყენე...
- სია, შეწყვიტე! - მისმა ხმამ ზამთრის სუსხზე ცივად გაიჟღერა - სისულელეებს ნუ ლაპარაკობ და სახლში შედი.
- ეკე...
- გთხოვ... ნუ მანანებინებ აქ მოსვლას... უბრალოდ... უბრალოდ სახლში შედი.
ხმა გაებზარა, თითქოს მასაც ისევე ახრჩობდნენ ცრემლები, როგორც მე. არ ვიცი, არ დამინახავს, ჩემკენ არ შემობრუნებულა. ისე გაუყვა ატალახებულ ბილიკს, რომ უკან აღარ მოუხედავს. ვიგრძენი როგორ დამეშალა სული ათას ნაწილად და არამარტო სული, შიგნეულობაც ნაფლეთებად მექცა. მუხლი მომეკვეთა და კართან ჩავიკეცე. ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა ლოყებზე და გალაკულ იატაკს წკაპაწკუპით ეცემოდნენ.
მისთვის ბევრი რამის თქმა მინდოდა, მინდოდა მეთქვა, რომ მიყვარდა, მთელი გულით მიყვარდა და საშინელებები არ ეფიქრა ჩემზე, მაგრამ მხოლოდ ის მოვახერხე, რომ გული უარესად ვატკინე. ძალიან მომინდა წამოვმდგარიყავი და უკან გავკიდებოდი, მეიძულებინა ჩემთვის ბოლომდე მოესმინა, მაგრამ ვერ შევძელი. დუჩეს გამო? თუ ისევ ეკეს გამო? იქნებ, უბრალოდ იმიტომ, რომ უძლური და მშიშარა ვიყავი, რომელსაც ნგრევის და ადამიანებისთვის გულისტკენის მეტი არაფერი გამოსდიოდა?! მოულოდნელად კოტეჯის კარი გაიღო და ხელი გამომიწოდეს.
- სია, ძირს ნუ ზიხარ, - მითხრა ხმადაბლა - სახლში შევიდეთ, ძალიან ცივა.
- სანდრო, რატომ ვტკენ გულს საყვარელ ადამიანებს?! რა მჭირს ასეთი?!
მკლავში ხელი წამავლო და ძალით წამომაყენა. აცახცახებული ცრემლებს ვერაფრით ვიკავებდი
- შენ არავის ტკენ გულს, - წაიბუზღუნა შუბლშეკრულმა და მომეხვია - უბრალოდ ასეც ხდება ხოლმე, დაიკო. მორჩი, ნუ ტირი, ცრემლები მას უკან არ დააბრუნებს.
ამოიოხრა შეწუხებულმა და თავზე ხელი ნაზად გადამისვა. სახეზე ხელები ავიფარე და უხმოდ ავტირდი. ყველაფრის ტკივილს გაუძლებ და აიტან ადამიანი, სულისას კი ვერა...


****
- გამომართვი.
სანდრომ ცხელი ყავა ხელებში ჩამიდო და გვერდით მომიჯდა. ბუხარს ჩაშტერებული ფიქრებით ისევ ეკეს ვუტრიალებდი. მისი ცივი თვალები და სევდიანი მზერა გონებიდან არ ამომდიოდა. ნეტავ, მისი ტოპაზისფერი სფეროები ოდესმე ისევ თუ დაიბრუნებდნენ ძველ სითბოს, რომელიც ასე მიყვარდა და მენატრებოდა?
- სია, ნუ ტირი, ასეთს რომ გიყურებ გული მიწუხს.
- რა?
დაბნეულმა სახეზე ხელი მოვისვი, თითები დამისველდა. არც კი შემიმჩნევია, ცრემლები ისევ უნებართვოდ მოიპარებოდნენ ღაწვებზე.
- ნუღარ ნერვიულობ, შენთვის არ შეიძლება! - შემიბღვირა გაღიზიანებულმა - დუჩემ, რომ დაგინახოს... ხომ ხვდები.
კეფა უხერხულად მოიქექა. ჰო, დუჩეს ეკეს მოულოდნელი ვიზიტის შესახებ რამე, რომ გაეგო უბედურება დატრიალდებოდა. სახე შევიმშრალე და ყავა მოვსვი. ცხელი სასმელი მესიამოვნა.
- გახსოვს... ის დრო, როცა მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით? - ცეცხლის მოცეკვავე ალზე თვალი გამიშტერდა, ხან ლურჯდებოდა ხან წითლდებოდა. დანახშირებულ შეშას ისე ეალერსებოდა, რომ მისი ცქერა მატყვევებდა. - ვიღლებოდით, ხანდახან ღამეები არ გვეძინა ხოლმე, მაგრამ მაინც გვსიამოვნებდა საქმის კეთება, ვერთობოდით კიდეც.
- მაშინ ბოზების და საყვარლების მეტი სადარდებელი არაფერი გვქონდა, - გაეცინა და ცხვირზე სათვალე შეისწორა - ადრე ყველაფერი მარტივი იყო.
- მენატრება ეს დრო, - ყავა მოვსვი და მეგობარს გავხედე - მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. შენ კინაღამ მოგკლეს, მე კი... სათქმელადაც არ ღირს.
- მართალი ხარ, სათქმელადაც არ ღირს. - სავარძელზე გადაწვა და თვალი ცეცხლს გაუშტერა - გახსოვს, პარლამენტარის ცოლს მისი მანქანის მექანიკოსთან, რომ შეუსწარი რესტორნის საპირფარეშოში? შენი სახე არასოდეს დამავიწყდება, ღებინებისგან თავს ძლივს იკავებდი. - გამხიარულებულს სიცილი აუტყდა - ერთიანად გამწვანებულმა ორი ფოტოს გადაღება ძლივს მოასწარი, ფირზე კი მხოლოდ საპირფარეშოს კაბინების აღბეჭდვა მოახერხე. ფოტოები, რომ გავამჟღავნე არ ვიცოდი მეცინა, თუ მეტირა. მაშინ ჯერ კიდევ გამოუცდელი იყავი.
- ნუ დამცინი, - შევუბღვირე, თუმცა მეც გამეცინა - ეგ ჩემი პირველი საქმე იყო. თან იქ შესული ისეთ სცენებს შევესწარი, სულ გადამავიწყდა რისთვის მივედი.
მექანიკოსს საყვარელი, სარკის წინ, ნიჟარაზე შემოესვა და ერთ ამბებში იყვნენ, ქალს მისი ჰალსტუხი პირში ჩაეჩარა, რომ კვნესისგან თავი შეეკავებინა, ზიზღისგან გამაჟრჟოლა. სანდროს ისევ გაეცინა.
- სამაგიეროდ მერე ისე გაიწაფე, რომ საკმაოდ ექსტრემალური ფოტოების გადაღებასაც კი ახერხებდი. შენში ახლად გამოვლენილი ნიჭი, გამოგიტყდები და ჩემში აღფრთოვანებასაც კი იწვევდა ხანდახან.
- ჰა, ჰა... ძალიან სასაცილოა! - სანდროს ისევ გაეცინა.
ორივენი დავდუმდით. ფიქრებში წასული ჭიქის ზედაპირზე გაუცნობიერებლად ვატარებდი თითს და დაძაბული ველოდებოდი როდის წამოიწყებდა ჩემი მეგობარი იმ უხერხულ საუბარს, რომელიც ზუსტად ვიცოდი, რომ არ ამცდებოდა, რამდენიმე წუთისწინანდელი მომხდარის შემდეგ.
- სია... რაღაც მინდა რომ გითხრა.
- მაინც?
და აი ისიც... მისკენ არ გამიხედავს. ჩემს ჭიქაში მოტივტივე ყავის ქაფიან ბუშტუკებს ვადევნებდი თვალს, ცეცხლის შუქზე თვალიმომჭრელად ბზინავდნენ.
- ეს შენი პირადი ცხოვრებაა და მე ჩარევის უფლება არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის უმცროსი დასავით ხარ.
- სანდრექს, ნუ უვლი გარშემო, პირდაპირ მითხარი რისი თქმაც გინდა.
- დუჩე გიყვარს.
- სიცოცხლეზე მეტად.
- მაგრამ, შენ თოიძეც გიყვარს, - თავი ავწიე და სანდროს გავხედე, სერიოზულად მიყურებდა - არა როგორც მეგობარი, თქვენ შორის მეგობრობაზე მეტია.
- ნეტავ, საიდან მოგაქვს ეს სისულელეები?! - შევუბღვირე გაღიზიანებულმა.
- სია, მე და შენ მეგობრები ვართ, წლებია ერთად ვართ და ერთად გვიცხოვრია კიდეც. ჩვენ შორის მსგავსი არაფერი ყოფილა და არც იქნება, იმიტომ რომ ეს ნამდვილი მეგობრობაა და არა ისეთი გრძნობა, რომელსაც მეგობრობით აპრავებ.
- მე, ეკესადამი გრძნობებს, არაფრით ვაპრავებ! - შევეპასუხე აღშფოთებული.
- სია, მორჩი თავის მოტყუებას. თუ გინდა მე ნუ გამომიტყდები, მაგრამ საკუთარ თავს მაინც ნუ უმალავ ამას. სანამ ბოლომდე არ გაერკვევი საკუთარ თავში და გრძნობებში, მანამდე ასე დაიტანჯები და არა მარტო შენ. იმ ბიჭსაც ტანჯავ. გგონია ვერ გრძნობს შენს დამოკიდებულებას? სწორედ ეს ურევს ტვინს და წასვლის საშუალებას არ აძლევს. შენ დუჩესთან ყოფნა გინდა, მაგრამ არც თოიძის დაკარგვა გინდა. ერთ მშვენიერ დღესაც ეს ყველფერი საბოლოოდ უფსკურალმდე მიგიყვანს და არა მარტო შენ.
ხელები ამიკანკალდა. მისი თითოეული სიტყვა გახურებული შანთივით მხვდებოდა გულზე. მიუხედავად იმისა, რომ ამის აღიარება არ მინდოდა, ის მართალი იყო და ამ სიმართლის გამო საკუთარი თავი უფრო მეტად შემზიზღდა.
- სანდრექს, როგორ მოვიქცე? - ვიკითხე ყრუდ - არ შემიძლია მასზე არ ვიდარდო, როცა ვიცი რომ იმ სიბნელეში ვიღაც მანიაკს დაეძებს. არ შემიძლია მისი გაშვება, როცა ვიცი, რომ ყოველ წუთს საკუთარი სიცოცხლით რისკავს, ჩემ გამო! არ შემიძლია, ეს მეტისმეტია!
- ადრე თუ გვიან, ყველაფერი დასრულდება. ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება, მას კი წასვლა მოუწევს. მაშინ რას იზამ? შეძლებ გზის გაგრძელებას? შეძლებ იმ რეალობაში ცხოვრებას, სადაც თოიძე აღარ იარსებებს?
- შევძლებ, - ვუპასუხე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და ყავა მოვსვი - შევძლებ, თუ მეცოდინება, რომ კარგად იქნება. ჩემგან ძალიან შორს, მაგრამ ბედნიერი და ჯანმრთელი. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვისუნთქებ თავისუფლად.
- დარწმუნებული ხარ? - გვერდულად გამომხედა.
- სანდრექს, ჩემი დღეები ისედაც დათვლილია, - თვალი ღიმილით გავუსწორე - მოდი ეს ორივემ ვაღიაროთ. უბრალოდ, არ მინდა ისე მოვკვდე, რომ ეკეს ეგონოს თითქოს მძულდა. ჩვენი წარსულიდან გამომდინარე, ის ჩემს ნაწილად იქცა და ამას ვეღარაფერს მოვუხერხებ, უბრალოდ ასე მოხდა, მაგრამ მე დუჩე მიყვარს, ყოველთვის მიყვარდა. მისდამი გრძნობას არავის ვუყოფ, ის მხოლოდ მას ეკუთვნის. ეკეს ადგილას ალექსი, ან შენ რომ ყოფილიყავით ისევე ვინერვიულებდი, როგორც მასზე ვღელავ ახლა. იმის თქმას ვცდილობ, რომ შეიძლება ჩვენი ურთიერთობა სხვანაირად ჩანს გვერდიდან, მაგრამ მე ვიცი რა ხდება ჩემს გულში და მას საერთო არაფერი აქვს იმასთან, რასაც შენ ფიქრობ.
- კარგი, როგორც გინდა...
თვალი ამარიდა და ბუხარში მხიარულად მოგიზგიზე ცეცხლს ჩააშტერდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთი სიტყვაც არ დამიჯერა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას ფიქრობს? მთავარია საკუთარ თავს არ დააჯერო შენთვის სასურველი სიმართლე, რომლის სიყალბეც მაშინვე იჩენს თავს, როგორც კი არჩევნის წინაშე დადგები.
- არის კიდევ რაღაც, რაზეც შენთან განცალკევებით საუბარი მინდოდა, - დაილაპარაკა ხმადაბლა და წარბშეკრუმა გამომხედა. მისი მზერა არ მომეწონა.
- რა იყო? ეგრე რატომ მიყურებ? - ავნერვიულდი.
- სია, მესმის ოჯახური კავშირები და რამე, მაგრამ ჩვენი საქმე ყველა ჰიპოთეზის განხილვას გვავალდებულებს. შენ ეს ჩემზე უკეთ იცი.
- რამხელა შესავალი იყო. ამოღერღე პირდაპირ, რისი თქმა გინდა?
- როცა შენ გაგიტაცეს, ყველგან გეძებდით. დუჩემ მთელი კომპანია ფეხზე დააყენა, ყველა, ვინც კი შენობაში იმყოფებოდა, საგულდაგოულოდ შემოწმდა.
- მერე? - ვიკითხე ფრთხილად.
- ტაისონას ვთხოვე, რომ მთელი დღის კამერის ჩანაწერები ჩემთვის გადმოეგზავნა. ჩანაწერს ერთად ვუყურებდით, როცა დუჩემ კადრში ერთი პიროვნება შენიშნა. მითხრა, რომ სადღაც უკვე ჰყავდა ნანახი, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა სად. ამიტომ პიროვნების იდენტობის გადამოწმება მთხოვა.
- და? - დავიძაბე.
- მის შესახებ ყველაფერი გავარკვიე და იმედი გამიცრუვდა, რადგან ისეთი ვერაფერი აღმოვაჩინე. ის უბრალოდ რენეს პირადი დაცვის წევრი აღმოჩნდა და დიდი ალბათობითაც თავის უფროსს უცდიდა ფოიეში.
- და ამაში რა ნახე შემაშფოთებელი? - საერთოდ დავიბენი.
- სია... - სათვალე მოიხსნა და სერიოზულად გამომხედა - დუჩემ მოგვიანებით გადმომირეკა და მითხრა, რომ გაახსენდა სად ჰყავდა ეს პიროვნება ნანახი და გამაფრთხილა, რომ როგორც კი რამეს გავიგებდი მისთვის შემეტყობინებინა. პირი გავაღე, რომ მეთქვა რაც ვიპოვე, მაგრამ ისეთი რამ მითხრა, რომ ენა მუცელში ჩამივარდა, თქმა ვერ გავბედე.
- რა გითხრა? - ცუდმა წინათგრძნობამ შიგნეულობა ამომიწვა.
- მითხრა, რომ ეს ტიპი, ერთ-ერთი მათგანი იყო იმ ბანდიდან, რომელიც კალანდიამ მიუგზავნა მას მოსაკლავად. ნერვიულობდა, ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა მას შენს გატაცებასთანაც ჰქონოდა რაიმე კავშირი.
თითებიდან ჭიქა გამისრიალდა და მუხის პრიალა პარკეტზე ნამსხვრევებად იქცა. სხეულს სიცივე მოედო და თითოეულ უჯრედში შხამიანი სარეველასავით გამიჯდა. ნუთუ... ნუთუ, რენემ მიუგზავნა მკვლელები თავის ძმას? ყველაფერი კი, ისე მოაწყო, რომ ეჭვი კალანდიაზე მიგვეტანა?! იმ საღამოს, როცა დუჩემ კალანდიას ცხვირი გაუტეხა, რენეც იქ იყო და ეს მომენტიც სათავისოდ გამოიყენა!
მოტივი არსებობდა, კალანდიას შურისძიების სურვილი გაუჩნდებოდა მისი სახალხოდ დამცირების გამო, რატომაც არა?! მაშინ კი, მაინც დავეჭვდი, რომ კალანდია ასე შორს არ შეტოპავდა, ყოველშემთხვევაში ასე ღიად და სწრაფად არ გადავიდოდა შეტევაზე. მომხდარის შემდეგ ყველა მასზე აიღებდა ეჭვს, ის კი იშვიათი გაიძვერა იყო და მსგავს ბინძურ საქმეებსაც ისე გეგმავდა და ასრულებდა, რომ არასოდეს გამოუჭერიათ დანაშაულის ჩადენაში. ყველაფერი ისე საზარლად ემთხვეოდა, რომ ძარღვებში სისხლი მეყინებოდა!
- სია!
სანდროს გული გადაუქანდა, მაგრამ მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. გაქვავებული მის ნათქვამს ჩახვეული ფირივით ვაბზრიალებდი გონებაში. შემდეგ, ელენას გამყინავი ხმა ჩამესმა ყურში და კინაღამ შევიშალე. თავზე ხელები წავიფარე, ყურებმა გუგუნი დამიწყეს, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ტვინში მილიონობით ნევსი ერთდროულად მერჭობოდა.
სანდროს ტუჩების მოძრაობას ვხედავდი, მაგრამ მისი ხმა არ მესმოდა. რეალობას აქამდე უცნობი კადრები ფრაგმენტულად ცვლიდნენ. გონებაში ხან სანდროს გადაფითრებული სახე ამოცურდებოდა, ხან მის შმაგ გამომეტყველებას მოშიშვლებულ კედლებიანი სარდაფი ცვლიდა, სადაც ბინძურ ლეიბზე ღონემიხდილი ვეგდე.
თვალები დავხუჭე, რომ უეცრად მოწოლილი გულისრევა როგორმე შემეკავებინა. მოტყავებული კედლები... საათის წიკწიკი... მონიკას ამაზრზენი და გესლიანი სიცილი... ის ალქაჯი რაღაცას მიყვებოდა... სესილი... მან სესილი ახსენა... და... და მე ყველაფერი გამახსენდა!!! თავზე გამეტებით წავიჭირე ხელები და კივილისგან თავი, რომ შემეკავებინა მუხლზე ვიკბინე.
იარაღმა გამაყრუებლად იგრიალა... ისე მკვეთრად და რეალურად ჩამესმა ყურში აგზნებული ტყვიის მიერ შიშველ კედლებზე არეკლილი ექო, თითქოს ისევ იმ სარდაფში ვიყავი გამომწყვდეული, კინაღამ გული წამივიდა. მონიკა მოკლეს! შემდეგ, კი შეხება ვიგრძენი, ვიღაცამ ხელში ამიყვანა და იქიდან წამომიყვანა... მისი სახე... მისი სახე არ მახსოვდა! ქვეცნობიერად მწამდა, რომ დავინახე, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი მის სახეს.
თავს ძალა დავატანე, რომ გონებაში გაცრეცილი და დაბურული კადრები როგორმე აღმედგინა, თითქოს დაორთქლილი მინის მიღმა ვცდილობდი გახედვას და მის უკან საიმედოდ მიმალული უცნობი მხსნელის პოვნას, მაგრამ ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო. ძლიერი თავბრუსხვევა ვიგრძენი, კიდურები დამიბრუჟდა და მომიდუნდა, კეფა დამიმძიმდა და ბოლოს საერთოდ გავითიშე.


თავი ოცდამეორე
- რა უთხარი ასეთი? - ყურში დუჩეს ღრენა ჩამესმა - რატომ გახდა ცუდად?! სია, სია, გესმის ჩემი?!
მსუბუქად შემანჯღრიეს. თვალები ძლივს გავახილე, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში დუჩეს გადაფითრებული სახე გამოიკვეთა, მწვანე თვალებს პანიკური შიში ჩასდგომოდათ.
- დუჩე...
- აქ ვარ, საყვარელო, - აღელვებული დაიხარა და ტუჩებზე ნაზად მეამბორა - როგორ ხარ? ძალიან შემაშინე.
- თავი მტკივა. - წამოჯდომა ვცადე, მაგრამ საფეთქლები ისე ამტკივდა, რომ განზრახვაზე იმწამსვე ხელი ავიღე.
- რა მოხდა? ცუდად რატომ გახდი? რომ გავიღვიძე გვერდით აღარ იწექი, გარეთ გამოსულს კი გულწასული დამხვდი.
არაფერი მიპასუხია, მშვენივრად მახსოვდა რატომ წამივიდა გული. საზარელი სიმართლე, რომელსაც ქვეცნობიერი ცხრაკლიტურში მონდომებით ამწყვდევდა, იმდენად მაშინებდა, რომ მერჩივნა ამაზე არ მეფიქრა, დროებით მაინც, სანამ ძალას მოვიკრებდი და მისთვის თვალის გასწორებას შევძლებდი. ოთახი მოვათვალიერე.
- სანდრო სად არის?
- ზურაბის მოსაყვანად გავუშვი, - მიპასუხა წარბშეკრულმა - მითხარი რა მოხდა.
- არ ვიცი, უბრალოდ ცუდად გავხდი.
ეს ყველაფერი უკვე ნერვებს მიშლიდა. ამ ბოლო დროს მასთან იშვიათად ვიყავი გულწრფელი, თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ჩემგან ამას არ იმსახურებდა, მაგრამ სიმართლის თქმაც რომ არ შემეძლო?!
- ნუ მატყუებ! შენს თვალებში ყველაფერს ვკითხულობ. მითხარი, რა მოხდა, როცა მეძინა?
დივანზე შევსწორდი და დუჩეს დამნაშავე გამომეტყველებით ავხედე. ისეთი შეუვალი და გამჭოლი მზერა ჰქონდა, რომ ტყუილს აზრი არ ჰქონდა, მაინც არ დამიჯერებდა და უარესად გავანაწყენებდი, ამიტომ სიმართის თქმა ვამჯობინე, ნაწილობრივ.
- არ გამიბრაზდები? - ვიკითხე ყრუდ.
- ამჯერად რა გააფუჭე? - ცალი წარბი მაღლა ასწია.
ისეთი სახე ჰქონდა, კინაღამ გამეცინა. მკაცრ მასწავლებელს ჰგავდა, რომელმაც თავისი მოსწავლე დანაშაულში გამოტეხა და რაიმე მკაცრი სასჯელის მოფიქრებამდე, ჯერ სიტუაციის სიმძიმის შეფასებას ცდილობდა. თუმცა, მხიარულება მაშინვე გამიქრა, როცა წამისწინანდელი წარმოსახვა სულ სხვა და გაცილებით მტკივნეულმა კადრებმა ჩაანაცვლეს.
- ეკე იყო მოსული. - ვუპასუხე ხმადაბლა და თვალი ძლივს გავუსწორე.
სახე მაშინვე შეეცვალა. ეჭვი ენით აუწერელმა მრისხანებამ ჩაანაცვლა. მწვანე თვალებში სახიფათო ნაპერწკალი გაუკრთა. ყბაზე კუნთი კი ნერვიულად აუთამაშდა. მისი აფეთქების მოლოდინში დივანზე მოვიბუზე. თვალები დახუჭა და განზე გაიხედა, რამდენიმე აუტანელი წუთის შემდეგ, კი როცა მძვინვარებამ ოდნავ გადაუარა, მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა.
- რისთვის მოგაკითხა? - მკითხა ცივად.
- ჩემი გაფრთხილება უნდოდა.
- რას ნიშნავს შენი გაფრთხილება უნდოდა?! - იმაზე უხეშად გამოუვიდა ვიდრე თქმას აპირებდა, თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა - რა გითხრა?
- თქვა, რომ დუდაევისგან საფრთხე მემუქრება და ფრთხილად უნდა ვიყო.
- ეგ ისედაც ვიცოდით! რა საჭირო იყო ამის გამეორება?! ამისთვის მოგაკითხა?! თუ კიდევ გითხრა რამე? ზედმეტად შეგეხო? ახლოს მოვიდა? მოვკლავ მე მაგის...
- დუჩე!
შეშინებულს ტუჩები ამიკანკალდა. უკვე ვინანე სიმართლე რომ ვუთხარი, გაცოფებული მთელი ტანით ცახცახებდა. მუშტები ისე შეკრა, რომ ხელებზე კანი ერთიანად გაუთეთრდა.
- რა, დუჩე?! რა გითხრა ისეთი, რომ ცუდად გახდი? რა გააკეთა, თუ ისევ... - თვალები სახიფათოდ წამოენთო.
- არა! - შევაწყვეტინე სანამ რამე სისულელეს მეტყოდა - ახლოს საერთოდ არ მოსულა, მხოლოდ ეს მითხრა, რომ ფრთხილად ვიყო. უცნაურად საუბრობდა, არ ვიცი, მგონი რაღაც მოხდა.
- რაღაც მოხდა? - ჩაეცინა და გაბოროტებული ფეხზე წამოდგა - რაღაც აუცილებლად მოხდება, თუ სადმე გადამეყრება, ამის პირობას გაძლევ! დედასაცშევეცი!!!
გაცოფებულმა იქვე მდგომ სკამს მთელი ძალით ამოსცხო წიხლი, ზურგი მაქცია და საძინებელში შევიდა. ჯერ კიდევ საშინლად დამფრთხალი გატოკებას ვერ ვბედავდი. ამჯერად მართლა გამოვიდა წყობილებიდან, მანამდე ასეთი არასოდეს ყოფილა. საკუთარ თავს ვწყევლიდი მისთვის სიმართლის თქმისთვის!
მისი მუქარა გულზე მომხვდა. ნუთუ, ეკეს მართლაც დაუშავებდა რამეს? თუმცა, პასუხი ისედაც ვიცოდი - ის დადებულ პირობას ყოველთვის ასრულებდა, მაგრამ ამჯერად მისი ეს პრინციპულობა ჩემთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნებოდა. ეკეს რომ რამე მოსვლოდა, მითუმეტეს დუჩეს ხელით...
გულისრევა ვიგრძენი და ბნელი ფიქრები სასწრაფოდ გამოვიბერტყე თავიდან. თვალები დავხუჭე და ბალიშზე ჩავცურდი. გვერდით გადავბრუნდი და მოვიკუნტე, თითები ერთმანეთს მჭიდროდ გადავაჭდე, რომ უეცრად წამოვლილი შეტევისთვის როგორმე გამეძლო. სხეულს ცივი ჟრუანტელი უვლიდა, პულსი ამიჩქარდა, კიდურები კი ერთიანად გამეყინა და დამეკრუნჩხა. თვალებდახუჭულმა ღრმად ჩავისუნთქე, რომ დავმშვიდებულიყავი, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
- სია... სია! - აჩქარებული ნაბიჯების ხმა ჩამესმა. დუჩე სწრაფად მომიახლოვდა და თავისკენ გადმომაბრუნა - ცუდად ხარ? რატომ კანკალებ?! ჯანდაბა, მაპატიე, თავი დავკარგე, შენთვის ასეთი რამეები არ უნდა მეთქვა, მაპატიე, გთხოვ.
შეშინებულმა გულზე მიმიხუტა და თმაზე ნაზად ჩამომისვა ხელი. ცახცახს ვერაფრით ვწყვეტდი, აცრემლებულმა სახე მის მკერდში ჩავმალე.
- მაპატიე, წყობილებიდან გამოვედი, - თავი ძალით ამაწევინა და ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები ტუჩებით შემიმშრალა - ეს არ უნდა მეთქვა შენთვის. გთხოვ, ნუაღარ ტირი, შენი ცრემლები სიკვდილამდე მაშინებს.
- არ ავნო, - წავიჩურჩულე სასოწარკვეთილმა - გევედრები, არაფერი დაუშავო. დუჩე, გემუდარები.
- სია, - ნიკაპში თითი ამომდო და თავი ამაწევინა, სახეზე ყურადღებით მაკვირდებოდა - რას ნიშნავს ეს ცრემლები? სიმართლე მითხარი, მის მიმართ...
- არაა! არა! - პირზე ხელი ავაფარე, ყველა ყველა და მისგან ამას ვერ მოვისმენდი - არა, არ გაბედო მაგის თქმა! არ მინდა შენგან ამის მოსმენა, არაა ასე!!! დუჩე, მე მარტო შენ მიყვარხარ! გთხოვ, მინდა, რომ დამიჯერო. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, მისდამი სიყვარული კი სულ სხვაა, ამას ვერ ვხსნი. მაგრამ ეს ის არაა, რაც შენ გგონია! გთხოვ, გემუდარები, არ მინდა, რომ ერთმანეთს ავნოთ. ამას ვერ გადავიტან. გეფიცები, მისგან თავს შორს დავიჭერ, არც კი დაველაპარაკები, ოღონდ არაფერი დაუშავო.
მზერაჩამქრალი ჩემს თითოეულ სიტყვას მდუმარედ ისმენდა. სანამ მე აცრემლებული ვევედრებოდი, რომ ეკესთვის არაფერი დაეშავებინა, სახეზე ყურადღებით მაკვირდებოდა და ხმას არ იღებდა. მისი სიჩუმე მაფრთხობდა.
- კარგი, - მითხრა ბოლოს, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით - ოღონდ ტირილი შეწყვიტე, ნერვებს მიშლის ის ფაქტი, რომ მასზე ასე ნერვიულობ! მეტიც ეჭვიანობისგან ლამისაა გავგიჟდე!!!
- კარგი, - ცრემლები სწრაფად შევიმშრალე, ძლიერად მოვეხვიე და მის ყელში ცხვირის წვერი ჩავმალე - აღარ ვიტირებ და არც შენ იფიქრო სისულელეები.
- შემომხედე! - თავი ამაწევინა და თვალებში ყურადღებით მომაცქერდა - შენ მარტო მე მეკუთვნი და თუ ვინმე ამის შეცვლას ეცდება...
მწვანე თვალებში სახიფათო ნაპერწკალმა გაურბინა. ყველაფერი გასაგები იყო, თქმა არც სჭირდებოდა, მშვენივრად მივხვდი რაც იგულისხმა. არაფერი მიპასუხია, უბრალოდ თავი დავუქნიე. თვალებანთებულმა კისერზე ხელი ძლიერად მომხვია, თავისკენ მიმიზიდა და მგზნებარედ დამეწაფა ტუჩებზე. მისი შეხებისას გულის ყველაზე ბნელ კუნჭულში მიმალულმა ყრუ ტკივილმა თავი წამოჰყო და ეკეს სახელი ხმადაბლა წაიჩურჩულა.



№1  offline წევრი მე მინე

ეკე გადაარჩინა სია.მააგრამ როგორ მოახერხა ის რაც დუჩემ ვერ შეძლო? როგორც ვფიქრობდი დუდაევთან იყო შეკრული და უღალატა ან არ ვიცი დავიბენიიი, ფაქტი ერთია მან გადაარჩინა
მკვლელი რენეა. თითქმის დავრწმუნდი მაგრამ როგორ შეუძლია ადამიანებს ასე გარდასახვა, თამაში ვერ ვხსნი.
ტოჩკა:დდ
არმინდა მჯეროდეს რომ სიას ეკეც უყვარს,მე მაინც მჯერა გულწრფელი მეგობრული გრძნობების რომ სია თავის მეგობარზე ღელავს,მის სიცოცხლეზე,რომლიც მისდაუნებურად თვითონ ჩააგდო საფრთხეში და თავს დამნაშავედ გრძნობს ამის გამო.
მაინტერესებს ფინალი თან გული მწყდება რომ სრულდება და მერე რა გავაკეთო?როგორ ვიცხოვრო :დდ
--------------------
მ.კ

 


№2  offline ახალბედა მწერალი belle...

მე მინე
ეკე გადაარჩინა სია.მააგრამ როგორ მოახერხა ის რაც დუჩემ ვერ შეძლო? როგორც ვფიქრობდი დუდაევთან იყო შეკრული და უღალატა ან არ ვიცი დავიბენიიი, ფაქტი ერთია მან გადაარჩინა
მკვლელი რენეა. თითქმის დავრწმუნდი მაგრამ როგორ შეუძლია ადამიანებს ასე გარდასახვა, თამაში ვერ ვხსნი.
ტოჩკა:დდ
არმინდა მჯეროდეს რომ სიას ეკეც უყვარს,მე მაინც მჯერა გულწრფელი მეგობრული გრძნობების რომ სია თავის მეგობარზე ღელავს,მის სიცოცხლეზე,რომლიც მისდაუნებურად თვითონ ჩააგდო საფრთხეში და თავს დამნაშავედ გრძნობს ამის გამო.
მაინტერესებს ფინალი თან გული მწყდება რომ სრულდება და მერე რა გავაკეთო?როგორ ვიცხოვრო :დდ

ვნახოთ დასასრულოს როგორ გაგიმართლებენ იმედებს საყვარელო ^_^ <3 <3 <3 პ.ს. კიდევ ერთი ისტორია მაქვს მაგრამ ძაან ადრინდელია ის, არ ვიცი რამდენად დავდებ. ვფიქრობ ჯერ კიდევ ;დდდ <3 რაც შეეხება პაზლებს, დასასრულს რომ მე გულისწყვეტა და მონატრება ვიგრძენი არ ვიცი... ბოლო წერტილში ჩავდე მგონი მთელი ენერგია და დავცარიელდი კიდეც (( <3

 


№3 სტუმარი სტუმარი თამთა

ძალიან მომწონს, განსხვავებული სიუჟეტია. დიდი თავები. ყოველ თავს დიდი მოლოდინით ველოდები.კარგად წერ... ვფიქრობ რომ რენეა ყველაფრის თავი დათავი. საინტერესოა როგორ დაასრულებს ისტორიას. სიამოვნებით წავიკითხავ შენს სხვა ნაწარმოებებიდან ასე გააგრძელე ????

 


№4  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
სისიო, ტო. სისიო, თქვენც დაინახეთ?! სესილიო, ტასიაო! ჩემი დასახიჩრებული მუხლუხო რა შუაშია?! ამიტომ არ ძრავდი გოგო კრინტს?! ჩვიდმეტიათასჯერ რომ ვახსენე და ტიპი იმენა, არ იმჩნევს, გეგონება აგურის ქვეშ მობინადრე ჭიაყელა ვიყო! ანტილოპას ტყავში გადაცმული ნიანგი ხარ!
ტოტალური გამოღლევება სტუდიაში! შენ თუ ამას ახლა უყურებ, კითხულობ თუ რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს. სისის თათი არ დაედოს, თორე ნიანგი კი არა, ხვლიკი იქნები და კუდს მოგაძრობ! (კი გაგეზრდება, მაგრამ ვერ გაგიმეტე. ბოლობოლო ცოლად მომყავხარ და პირველ ღამეს ხომ უნდა გავაჩაღო ზებრაობა.)

ამ ყველაფერში ყურადღების გამახვილება მინდა სიას ნანემსარებზე. ეკემ თუ გადაარჩინა, ნანემსარები საიდან? რა იცოდა კოლიბრის მომადუნებელი ქიმიური ელემენტების შესახებ? ფაქტია, რომ სიას ორგანიზმში კოლობრი შესუსტდა და ეს დახმარების გარეშე ვერ მოხერხდებოდა.
კოლიბრის შემქმნელი რენეკოა. მან იცის ოტ ი დო ამ შხამის შესახებ ყოლიფერი. რაღაცას ვერ ვაჯენ მაინც.
მაგრამ ეს "რადღეშიგაქვსხმისიოგები" კაცი რატო ვერ ისვენებს ? თაფლიანი წყალი ვერ გაიმეტე ჩეჩენისთვის, კაცო?
ჩემი ეკე ერკემალი :3 აი ლუვ ჰიმ სოუ მააააჩ. ერთი ეკე ყველას სჭირდება, მაგრამ ფრინველი იყო ერთი დოდო, ჰოდა დოდოსავით გადაშენდნენ ეგეთი როჟიკოები. თბილი დოდო ქიმია ❤
ეს დაცვის წევრი და რენეს მიგზავნილი და მაიონეზმა გაიკეტჩუპა, რა მაფიაა?
რატომ უნდა უნდოდეს რენეს ძმის დაბრედვა? მაიონეზმა და კრემმა რა ვერ გაიყვეს?! დედა. დუჩეს ჰყავდა, რენეს მოუკლეს.
პაზლების ქურდის დასრულებას ვერ გადავიტან.
ზაგსში გელოდები.

ჯერ მომასულიერეთ და მერე გავცე პასუხი ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ არაჯანმრთელო! არანორმალურო! ფსიქიკაწაბილწულოო!!!!!!!!! ;დდდდდდდდდდდდდდდ საყვარელო და შენ სად ბანაობ ჩემ თავს გაფიცებ? ;დდდდდდდდდდდდდდდ ვუმე ერთი სული მაქვს მაგ გაბერილ ბუშტს საკაიფოდ ვუჩხვლიტო და სიფათზე შემოგახეთქო რწმენა-წარმოდგენები ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდ უ რა ღამე გველოდება დღეს პაზლების ოჯახში ;დდდდდდდდ ყველა გამოტოვებული პაზლი მაგიდაზე ბრუნდება! პაზლების ქურდებთან ერთად <3 <3 <3 ემოციური და გიჟური დასასრულით. დიდი მადლობა, დროეიბთ ;დდდდდ <3 <3 <3 პ.ს. მიყვარხარ შენ მე უზომოდ შიზოფრენიკო! <3 <3 <3

 


№5  offline მოდერი Catherine Di Perso

belle...
Catherine Di Perso
სისიო, ტო. სისიო, თქვენც დაინახეთ?! სესილიო, ტასიაო! ჩემი დასახიჩრებული მუხლუხო რა შუაშია?! ამიტომ არ ძრავდი გოგო კრინტს?! ჩვიდმეტიათასჯერ რომ ვახსენე და ტიპი იმენა, არ იმჩნევს, გეგონება აგურის ქვეშ მობინადრე ჭიაყელა ვიყო! ანტილოპას ტყავში გადაცმული ნიანგი ხარ!
ტოტალური გამოღლევება სტუდიაში! შენ თუ ამას ახლა უყურებ, კითხულობ თუ რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს. სისის თათი არ დაედოს, თორე ნიანგი კი არა, ხვლიკი იქნები და კუდს მოგაძრობ! (კი გაგეზრდება, მაგრამ ვერ გაგიმეტე. ბოლობოლო ცოლად მომყავხარ და პირველ ღამეს ხომ უნდა გავაჩაღო ზებრაობა.)

ამ ყველაფერში ყურადღების გამახვილება მინდა სიას ნანემსარებზე. ეკემ თუ გადაარჩინა, ნანემსარები საიდან? რა იცოდა კოლიბრის მომადუნებელი ქიმიური ელემენტების შესახებ? ფაქტია, რომ სიას ორგანიზმში კოლობრი შესუსტდა და ეს დახმარების გარეშე ვერ მოხერხდებოდა.
კოლიბრის შემქმნელი რენეკოა. მან იცის ოტ ი დო ამ შხამის შესახებ ყოლიფერი. რაღაცას ვერ ვაჯენ მაინც.
მაგრამ ეს "რადღეშიგაქვსხმისიოგები" კაცი რატო ვერ ისვენებს ? თაფლიანი წყალი ვერ გაიმეტე ჩეჩენისთვის, კაცო?
ჩემი ეკე ერკემალი :3 აი ლუვ ჰიმ სოუ მააააჩ. ერთი ეკე ყველას სჭირდება, მაგრამ ფრინველი იყო ერთი დოდო, ჰოდა დოდოსავით გადაშენდნენ ეგეთი როჟიკოები. თბილი დოდო ქიმია ❤
ეს დაცვის წევრი და რენეს მიგზავნილი და მაიონეზმა გაიკეტჩუპა, რა მაფიაა?
რატომ უნდა უნდოდეს რენეს ძმის დაბრედვა? მაიონეზმა და კრემმა რა ვერ გაიყვეს?! დედა. დუჩეს ჰყავდა, რენეს მოუკლეს.
პაზლების ქურდის დასრულებას ვერ გადავიტან.
ზაგსში გელოდები.

ჯერ მომასულიერეთ და მერე გავცე პასუხი ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ არაჯანმრთელო! არანორმალურო! ფსიქიკაწაბილწულოო!!!!!!!!! ;დდდდდდდდდდდდდდდ საყვარელო და შენ სად ბანაობ ჩემ თავს გაფიცებ? ;დდდდდდდდდდდდდდდ ვუმე ერთი სული მაქვს მაგ გაბერილ ბუშტს საკაიფოდ ვუჩხვლიტო და სიფათზე შემოგახეთქო რწმენა-წარმოდგენები ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდ უ რა ღამე გველოდება დღეს პაზლების ოჯახში ;დდდდდდდდ ყველა გამოტოვებული პაზლი მაგიდაზე ბრუნდება! პაზლების ქურდებთან ერთად <3 <3 <3 ემოციური და გიჟური დასასრულით. დიდი მადლობა, დროეიბთ ;დდდდდ <3 <3 <3 პ.ს. მიყვარხარ შენ მე უზომოდ შიზოფრენიკო! <3 <3 <3

გადაშენდი გოგო აქედან :დდდდდ რაღაც სასწაულს მომიხევს ახლა და თბილისს სამჯერ დავკრუგავ, სანამ ქავთარაძეს ვიპოვი. დედა აღარ მყავს ამდენი ნერვიულობისგან, ნაგაო, არ გეცოდები მაინც? (აქ კალანდიას ლეკვის თვალები)

 


№6 სტუმარი სტუმარი მანანა

ვრცელი კომენტარების წერა არ მეხერხება, ეს საოცრებაა

 


№7  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
belle...
Catherine Di Perso
სისიო, ტო. სისიო, თქვენც დაინახეთ?! სესილიო, ტასიაო! ჩემი დასახიჩრებული მუხლუხო რა შუაშია?! ამიტომ არ ძრავდი გოგო კრინტს?! ჩვიდმეტიათასჯერ რომ ვახსენე და ტიპი იმენა, არ იმჩნევს, გეგონება აგურის ქვეშ მობინადრე ჭიაყელა ვიყო! ანტილოპას ტყავში გადაცმული ნიანგი ხარ!
ტოტალური გამოღლევება სტუდიაში! შენ თუ ამას ახლა უყურებ, კითხულობ თუ რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს. სისის თათი არ დაედოს, თორე ნიანგი კი არა, ხვლიკი იქნები და კუდს მოგაძრობ! (კი გაგეზრდება, მაგრამ ვერ გაგიმეტე. ბოლობოლო ცოლად მომყავხარ და პირველ ღამეს ხომ უნდა გავაჩაღო ზებრაობა.)

ამ ყველაფერში ყურადღების გამახვილება მინდა სიას ნანემსარებზე. ეკემ თუ გადაარჩინა, ნანემსარები საიდან? რა იცოდა კოლიბრის მომადუნებელი ქიმიური ელემენტების შესახებ? ფაქტია, რომ სიას ორგანიზმში კოლობრი შესუსტდა და ეს დახმარების გარეშე ვერ მოხერხდებოდა.
კოლიბრის შემქმნელი რენეკოა. მან იცის ოტ ი დო ამ შხამის შესახებ ყოლიფერი. რაღაცას ვერ ვაჯენ მაინც.
მაგრამ ეს "რადღეშიგაქვსხმისიოგები" კაცი რატო ვერ ისვენებს ? თაფლიანი წყალი ვერ გაიმეტე ჩეჩენისთვის, კაცო?
ჩემი ეკე ერკემალი :3 აი ლუვ ჰიმ სოუ მააააჩ. ერთი ეკე ყველას სჭირდება, მაგრამ ფრინველი იყო ერთი დოდო, ჰოდა დოდოსავით გადაშენდნენ ეგეთი როჟიკოები. თბილი დოდო ქიმია ❤
ეს დაცვის წევრი და რენეს მიგზავნილი და მაიონეზმა გაიკეტჩუპა, რა მაფიაა?
რატომ უნდა უნდოდეს რენეს ძმის დაბრედვა? მაიონეზმა და კრემმა რა ვერ გაიყვეს?! დედა. დუჩეს ჰყავდა, რენეს მოუკლეს.
პაზლების ქურდის დასრულებას ვერ გადავიტან.
ზაგსში გელოდები.

ჯერ მომასულიერეთ და მერე გავცე პასუხი ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ არაჯანმრთელო! არანორმალურო! ფსიქიკაწაბილწულოო!!!!!!!!! ;დდდდდდდდდდდდდდდ საყვარელო და შენ სად ბანაობ ჩემ თავს გაფიცებ? ;დდდდდდდდდდდდდდდ ვუმე ერთი სული მაქვს მაგ გაბერილ ბუშტს საკაიფოდ ვუჩხვლიტო და სიფათზე შემოგახეთქო რწმენა-წარმოდგენები ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდ უ რა ღამე გველოდება დღეს პაზლების ოჯახში ;დდდდდდდდ ყველა გამოტოვებული პაზლი მაგიდაზე ბრუნდება! პაზლების ქურდებთან ერთად <3 <3 <3 ემოციური და გიჟური დასასრულით. დიდი მადლობა, დროეიბთ ;დდდდდ <3 <3 <3 პ.ს. მიყვარხარ შენ მე უზომოდ შიზოფრენიკო! <3 <3 <3

გადაშენდი გოგო აქედან :დდდდდ რაღაც სასწაულს მომიხევს ახლა და თბილისს სამჯერ დავკრუგავ, სანამ ქავთარაძეს ვიპოვი. დედა აღარ მყავს ამდენი ნერვიულობისგან, ნაგაო, არ გეცოდები მაინც? (აქ კალანდიას ლეკვის თვალები)

დასასრული არ დაგიდო მცემ, დაგიდო და მაინც მცემ და რა გავაკეთო მითხარი (სიას ლეკვის თვალები) ;დდდდდდდდდდდდდდდ

სტუმარი მანანა
ვრცელი კომენტარების წერა არ მეხერხება, ეს საოცრებაა

გმადლობთ, ქალბატონო მანანა ^_^ <3 <3 <3 დღეს ფინალით დაგემშვიდობებათ "პაზლების ქურდი" და გული მწყდებაა (((

 


№8  offline წევრი დარინა

აუ რომ მთავრდება გული მწყდებააა, გამოვეტირები ამაღამ ბოლო თავებს ტირილის სმაილი მინდა მაგრამ ვერ ვწერ, მე მიყვარს ეს ისტორია სულ მოვუბრუნდები წასაკითხად და იმ ემოციების გასახსენებლად ახლა რომ მაქვს კითხვის დროს და მერე მთელი დღეები მიმყვებაა, საოცარი გოგო ხარ და იმედი მაქვს იმ ძველ ისტორიასაც გამოგვიტან და წაგვაკითხებ იცოდე მერე აქციებს მოგიწყობთ :დ :დ, სანამ აბა ჩიხი გაიმარჯვებს და წიგნად დაიბეჭდება მანამდე უნდა გაგვანებივრო ახალი ისტორიით, ისე კიდევ კარგი დასრულებული გაქვს და წერის პროცესში არ არის თორემ ამ შენმა სიამ ჩემი ნერვების ძაფი ბოლომდე გაწყვიტაა, ყველა სანათესაო მოვუკითხე თავისი სიდებილის გამოო მაპატიე შეურაცხოფას რომ ვაყენებ აღელვებული ვარ :d :d კაირა რა ეკე რა გაორება, დუჩეს ადგილზე ორივეს დავბრიდავდიიი :დ :დ ისე ის მუქარები ტყუილად კი არ აქვს ნათქვამიი რაღაც მგონია სადღაც წინ დაგვხვდებაა შენ ისეთი ინტრიგანი ხარ, აი შოკოლადი კანფეტი და მარმალადიი ალექსია, რომ ჩნდება პირი ბოლომდე რომ გეხევა ღიმილისგან ის პერსონაჟიაა, ხო რენეზე თავიდანვე მქონდა ეჭვები მერე მეხსიერებაო ის ესოოო და კი ამრიე მაგრამ ახლა კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ ინტრიგებში გაგვხლართე მაგრამ მაინც არ დავიბენიიი :დ :დ, ეგოისტი ვარ მე დუჩესავით და სიასავით და მთავარია კალანდია იყოს კარგად და დანარჩენი წყალსაც წაუღიათ :d :d თავიდანვე დაგვიკიდეს სიამ და დუჩემ და მეც ვიკიდებ ყველას.

 


№9  offline ახალბედა მწერალი belle...

დარინა
აუ რომ მთავრდება გული მწყდებააა, გამოვეტირები ამაღამ ბოლო თავებს ტირილის სმაილი მინდა მაგრამ ვერ ვწერ, მე მიყვარს ეს ისტორია სულ მოვუბრუნდები წასაკითხად და იმ ემოციების გასახსენებლად ახლა რომ მაქვს კითხვის დროს და მერე მთელი დღეები მიმყვებაა, საოცარი გოგო ხარ და იმედი მაქვს იმ ძველ ისტორიასაც გამოგვიტან და წაგვაკითხებ იცოდე მერე აქციებს მოგიწყობთ :დ :დ, სანამ აბა ჩიხი გაიმარჯვებს და წიგნად დაიბეჭდება მანამდე უნდა გაგვანებივრო ახალი ისტორიით, ისე კიდევ კარგი დასრულებული გაქვს და წერის პროცესში არ არის თორემ ამ შენმა სიამ ჩემი ნერვების ძაფი ბოლომდე გაწყვიტაა, ყველა სანათესაო მოვუკითხე თავისი სიდებილის გამოო მაპატიე შეურაცხოფას რომ ვაყენებ აღელვებული ვარ :d :d კაირა რა ეკე რა გაორება, დუჩეს ადგილზე ორივეს დავბრიდავდიიი :დ :დ ისე ის მუქარები ტყუილად კი არ აქვს ნათქვამიი რაღაც მგონია სადღაც წინ დაგვხვდებაა შენ ისეთი ინტრიგანი ხარ, აი შოკოლადი კანფეტი და მარმალადიი ალექსია, რომ ჩნდება პირი ბოლომდე რომ გეხევა ღიმილისგან ის პერსონაჟიაა, ხო რენეზე თავიდანვე მქონდა ეჭვები მერე მეხსიერებაო ის ესოოო და კი ამრიე მაგრამ ახლა კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ ინტრიგებში გაგვხლართე მაგრამ მაინც არ დავიბენიიი :დ :დ, ეგოისტი ვარ მე დუჩესავით და სიასავით და მთავარია კალანდია იყოს კარგად და დანარჩენი წყალსაც წაუღიათ :d :d თავიდანვე დაგვიკიდეს სიამ და დუჩემ და მეც ვიკიდებ ყველას.

ძაააააან ვიცინეეე ;დდდდდდდდდდდდდდდდდ ვგიჟდები, თვალები ამიგულდა მაგარ ემოციებში ხარ ;დდდდდდდდდ ჩაგეხუტებოდი ახლა ისეთი საყვარელი ხარ. აი დღეს დასასრულს ყველა შევიკრიბოთ და გამიზიარეთ ემოციები მოლოდინები და ასე შემდეგ. როგორ მოგეწონათ დასასრული რას ელოდით და რა შეგრჩათ რავიცი მე. ბოლო ფურცლამდე მიყვარს თამაში და რამე. ვნახოთ რა როგორ წავა ;დდდდდდდდდ <3 რაც შეეხება ძველ ისტორიას არ ვიცი ((( არ არის ისეთი დახვეწილი, როგორიც უნდა იყოს მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირველი შემოქმედებაა და ძალიან მიყვარს. ჯანმრთელი სიუჟეტით. მანდ მივხვდი, ჩემი ჟანრი სად და როგორ იქნებოდა ;დდდდდდდდდ

 


№10 სტუმარი სტუმარი ანი

ამ თავზე არაფერს ვწერ :დ
შემდეგი თავი ბოლო იქნება?

 


№11  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი ანი
ამ თავზე არაფერს ვწერ :დ
შემდეგი თავი ბოლო იქნება?

კი საყვარელო ბოლო თავები ბოლოა <33333

 


№12 სტუმარი Qeti qimucadze

Yoveltvis vaqebdi chem isntiqtebs tu ibtuicuass. Magram xmamagla vacxadeb am saqmeshi passs. Eeti pazlis qveah sxva devss. Sad ra gamovchxruko agar vici. Cuxel xo gelode gvianobamdee. Xuti iyo davizine. Atasjer shemovedi saitzeee. Mere iyo da sul magatze mefiqrebaaa. Mgonia rom es ase moxdeba da braxxx. Sxva ragacaaa. Au raaa. Naadrevad damasmevineb bavshvstqo geubnebii. Damtavrdebaooo. Davisveneb magram ragas dacelodoo. Tavidan chavujdebi da tabshi chavirtyam xela ahens mieeer ahemogdwbul namioks rom agmovachen. Gulgrilad eom avuare gveerdi. Anabel icode dade is zveli istoriacc. Ar gacherde gtxovv. Am saqmistvis xar dabadebuli. Mainteresebs cxovrebashi ra profesiis xarrr. Carmatebebi brilianto

 


№13  offline ახალბედა მწერალი belle...

Qeti qimucadze
Yoveltvis vaqebdi chem isntiqtebs tu ibtuicuass. Magram xmamagla vacxadeb am saqmeshi passs. Eeti pazlis qveah sxva devss. Sad ra gamovchxruko agar vici. Cuxel xo gelode gvianobamdee. Xuti iyo davizine. Atasjer shemovedi saitzeee. Mere iyo da sul magatze mefiqrebaaa. Mgonia rom es ase moxdeba da braxxx. Sxva ragacaaa. Au raaa. Naadrevad damasmevineb bavshvstqo geubnebii. Damtavrdebaooo. Davisveneb magram ragas dacelodoo. Tavidan chavujdebi da tabshi chavirtyam xela ahens mieeer ahemogdwbul namioks rom agmovachen. Gulgrilad eom avuare gveerdi. Anabel icode dade is zveli istoriacc. Ar gacherde gtxovv. Am saqmistvis xar dabadebuli. Mainteresebs cxovrebashi ra profesiis xarrr. Carmatebebi brilianto

ქეთიიიი <3 <3 <3 <3 მოკლედ მოუთმენლად ველოდები შენი პაწუას დაბადებას რააა <3 <3 <3 გგულშემატკივრობთ მთლიანად პაზლების ოჯახი <3 <3 <3 გმადლობ საყვარელო თბილი ტკბილი და გემრიელი ემოციებისთვის <3 <3 რაც შეეხება ინტრიგებს და ხლართებს ხომ არ მოგაკლებთ და არ მოგაკლებთ. ბოლო ფურცლამდე ფრომის! ;დდდ <3 <3 <3 მიყვარხარ ძალიან მართლა გულწრფელად და ყოველთვის თბილი ღიმილით ვკითხულობ შენს კომენტარებს <3 <3 პ.ს. პროფესიით იურისტი ვარ სიყვარულო ;დდდდ <3 <3 მაგრამ ისე... ისე წერააა ყველაფერი ჩემთვის. რაც მართლა ვარ იმას ფურცლავთ ყოველ საღამოს <3 <3 <3 მწერალს ვერ ვუწოდებ თავს. არ ვიცი რამდენად მეკუთვნის ეს პატივი. რაც ვარ ეს ვარ რა ვიცი ;დდ <3 <3 <3

 


№14  offline წევრი ვიპნი

სესილი ნეტა რამდენითვის ორსული იყო საინტერესოა,რომ გარდაიცვალა.რენე ძალიან დიდ საიდუმლოს მალავს, 90 %დარწმუნებული ვარ რომ მკვლელი ისაა,მაგრამ რაღაც ფაქტები ზოგჯერ მაფიქრებინებს რომ ის არ არის.ველოდები შუაღამეს ,ნიღებების კარნავალზე ვნახოთ ვინ მოიხსნის ყველაზე ბოლოს ნიღაბს.

 


№15 სტუმარი Qeti qimucadze

belle...
Qeti qimucadze
Yoveltvis vaqebdi chem isntiqtebs tu ibtuicuass. Magram xmamagla vacxadeb am saqmeshi passs. Eeti pazlis qveah sxva devss. Sad ra gamovchxruko agar vici. Cuxel xo gelode gvianobamdee. Xuti iyo davizine. Atasjer shemovedi saitzeee. Mere iyo da sul magatze mefiqrebaaa. Mgonia rom es ase moxdeba da braxxx. Sxva ragacaaa. Au raaa. Naadrevad damasmevineb bavshvstqo geubnebii. Damtavrdebaooo. Davisveneb magram ragas dacelodoo. Tavidan chavujdebi da tabshi chavirtyam xela ahens mieeer ahemogdwbul namioks rom agmovachen. Gulgrilad eom avuare gveerdi. Anabel icode dade is zveli istoriacc. Ar gacherde gtxovv. Am saqmistvis xar dabadebuli. Mainteresebs cxovrebashi ra profesiis xarrr. Carmatebebi brilianto

ქეთიიიი <3 <3 <3 <3 მოკლედ მოუთმენლად ველოდები შენი პაწუას დაბადებას რააა <3 <3 <3 გგულშემატკივრობთ მთლიანად პაზლების ოჯახი <3 <3 <3 გმადლობ საყვარელო თბილი ტკბილი და გემრიელი ემოციებისთვის <3 <3 რაც შეეხება ინტრიგებს და ხლართებს ხომ არ მოგაკლებთ და არ მოგაკლებთ. ბოლო ფურცლამდე ფრომის! ;დდდ <3 <3 <3 მიყვარხარ ძალიან მართლა გულწრფელად და ყოველთვის თბილი ღიმილით ვკითხულობ შენს კომენტარებს <3 <3 პ.ს. პროფესიით იურისტი ვარ სიყვარულო ;დდდდ <3 <3 მაგრამ ისე... ისე წერააა ყველაფერი ჩემთვის. რაც მართლა ვარ იმას ფურცლავთ ყოველ საღამოს <3 <3 <3 მწერალს ვერ ვუწოდებ თავს. არ ვიცი რამდენად მეკუთვნის ეს პატივი. რაც ვარ ეს ვარ რა ვიცი ;დდ <3 <3 <3

Kargi profesia gaqvss. Getyoba rom ganscavluli xar am sakitxshi. Aq gamimartlda intuiciaa. Tvis bolos imedia moevlineba chemi gogona samyaros. Saxeli rom archeuli armwondes. Anabels davarqmevdii. Moutmenlad gelii chemo kargo. Mercmune bevri mcerali ver. Shegedrebaa. Tan zalian rtuli janria es. Idhviatad vinmem shesxlos ase chaxlartos zafis gorgali. Sanam ar vipovit da gavyvebit. Dagvabodialb labirintshii. Yochag. Gulcrfeli emociebit sheni maradiuli mkitxveli viqnebiii. Mtavaria cereeee

 


№16  offline ახალბედა მწერალი belle...

Qeti qimucadze
belle...
Qeti qimucadze
Yoveltvis vaqebdi chem isntiqtebs tu ibtuicuass. Magram xmamagla vacxadeb am saqmeshi passs. Eeti pazlis qveah sxva devss. Sad ra gamovchxruko agar vici. Cuxel xo gelode gvianobamdee. Xuti iyo davizine. Atasjer shemovedi saitzeee. Mere iyo da sul magatze mefiqrebaaa. Mgonia rom es ase moxdeba da braxxx. Sxva ragacaaa. Au raaa. Naadrevad damasmevineb bavshvstqo geubnebii. Damtavrdebaooo. Davisveneb magram ragas dacelodoo. Tavidan chavujdebi da tabshi chavirtyam xela ahens mieeer ahemogdwbul namioks rom agmovachen. Gulgrilad eom avuare gveerdi. Anabel icode dade is zveli istoriacc. Ar gacherde gtxovv. Am saqmistvis xar dabadebuli. Mainteresebs cxovrebashi ra profesiis xarrr. Carmatebebi brilianto

ქეთიიიი <3 <3 <3 <3 მოკლედ მოუთმენლად ველოდები შენი პაწუას დაბადებას რააა <3 <3 <3 გგულშემატკივრობთ მთლიანად პაზლების ოჯახი <3 <3 <3 გმადლობ საყვარელო თბილი ტკბილი და გემრიელი ემოციებისთვის <3 <3 რაც შეეხება ინტრიგებს და ხლართებს ხომ არ მოგაკლებთ და არ მოგაკლებთ. ბოლო ფურცლამდე ფრომის! ;დდდ <3 <3 <3 მიყვარხარ ძალიან მართლა გულწრფელად და ყოველთვის თბილი ღიმილით ვკითხულობ შენს კომენტარებს <3 <3 პ.ს. პროფესიით იურისტი ვარ სიყვარულო ;დდდდ <3 <3 მაგრამ ისე... ისე წერააა ყველაფერი ჩემთვის. რაც მართლა ვარ იმას ფურცლავთ ყოველ საღამოს <3 <3 <3 მწერალს ვერ ვუწოდებ თავს. არ ვიცი რამდენად მეკუთვნის ეს პატივი. რაც ვარ ეს ვარ რა ვიცი ;დდ <3 <3 <3

Kargi profesia gaqvss. Getyoba rom ganscavluli xar am sakitxshi. Aq gamimartlda intuiciaa. Tvis bolos imedia moevlineba chemi gogona samyaros. Saxeli rom archeuli armwondes. Anabels davarqmevdii. Moutmenlad gelii chemo kargo. Mercmune bevri mcerali ver. Shegedrebaa. Tan zalian rtuli janria es. Idhviatad vinmem shesxlos ase chaxlartos zafis gorgali. Sanam ar vipovit da gavyvebit. Dagvabodialb labirintshii. Yochag. Gulcrfeli emociebit sheni maradiuli mkitxveli viqnebiii. Mtavaria cereeee

გული რომ ამიჩუყე ახლა შენ იცი?????? <333333333333333333333333 უამრავზე უამრავზე კიდევ უფრო უამრავი დიდი მადლობა შენ ჩემო საყვარელო <3 <3 <3 <3 ბედნიერი, ლამაზი, საყვარელი და დედიკოს მსგავსი ლამაზი სულის ანგელოზი გაზრდილიყოს ჩემო კარგო <3 <3 <3 მითხარი რას არქმევ პაწიას <3333333333333 პ.ს. წერას ყოველთვის გავაგრძელებ და ვეცდები არ მოგაწყინო <3 <3 <3

 


№17  offline აქტიური მკითხველი grafo

ვაახ, ჩემი ვარაუდი სულ სხვანაირია და ხო გავგიჟდი ამ გარბენით წაკითხულში თუ გამოვიცანი :D.
ტიპმა ქალს ლამის შუბლი გაუხვრიტა ეჭვიანობისგან და ამან გულიო და ეკეო, ფუ!

 


№18 სტუმარი Qeti qimucadze

belle...
Qeti qimucadze
belle...
Qeti qimucadze
Yoveltvis vaqebdi chem isntiqtebs tu ibtuicuass. Magram xmamagla vacxadeb am saqmeshi passs. Eeti pazlis qveah sxva devss. Sad ra gamovchxruko agar vici. Cuxel xo gelode gvianobamdee. Xuti iyo davizine. Atasjer shemovedi saitzeee. Mere iyo da sul magatze mefiqrebaaa. Mgonia rom es ase moxdeba da braxxx. Sxva ragacaaa. Au raaa. Naadrevad damasmevineb bavshvstqo geubnebii. Damtavrdebaooo. Davisveneb magram ragas dacelodoo. Tavidan chavujdebi da tabshi chavirtyam xela ahens mieeer ahemogdwbul namioks rom agmovachen. Gulgrilad eom avuare gveerdi. Anabel icode dade is zveli istoriacc. Ar gacherde gtxovv. Am saqmistvis xar dabadebuli. Mainteresebs cxovrebashi ra profesiis xarrr. Carmatebebi brilianto

ქეთიიიი <3 <3 <3 <3 მოკლედ მოუთმენლად ველოდები შენი პაწუას დაბადებას რააა <3 <3 <3 გგულშემატკივრობთ მთლიანად პაზლების ოჯახი <3 <3 <3 გმადლობ საყვარელო თბილი ტკბილი და გემრიელი ემოციებისთვის <3 <3 რაც შეეხება ინტრიგებს და ხლართებს ხომ არ მოგაკლებთ და არ მოგაკლებთ. ბოლო ფურცლამდე ფრომის! ;დდდ <3 <3 <3 მიყვარხარ ძალიან მართლა გულწრფელად და ყოველთვის თბილი ღიმილით ვკითხულობ შენს კომენტარებს <3 <3 პ.ს. პროფესიით იურისტი ვარ სიყვარულო ;დდდდ <3 <3 მაგრამ ისე... ისე წერააა ყველაფერი ჩემთვის. რაც მართლა ვარ იმას ფურცლავთ ყოველ საღამოს <3 <3 <3 მწერალს ვერ ვუწოდებ თავს. არ ვიცი რამდენად მეკუთვნის ეს პატივი. რაც ვარ ეს ვარ რა ვიცი ;დდ <3 <3 <3

Kargi profesia gaqvss. Getyoba rom ganscavluli xar am sakitxshi. Aq gamimartlda intuiciaa. Tvis bolos imedia moevlineba chemi gogona samyaros. Saxeli rom archeuli armwondes. Anabels davarqmevdii. Moutmenlad gelii chemo kargo. Mercmune bevri mcerali ver. Shegedrebaa. Tan zalian rtuli janria es. Idhviatad vinmem shesxlos ase chaxlartos zafis gorgali. Sanam ar vipovit da gavyvebit. Dagvabodialb labirintshii. Yochag. Gulcrfeli emociebit sheni maradiuli mkitxveli viqnebiii. Mtavaria cereeee

გული რომ ამიჩუყე ახლა შენ იცი?????? <333333333333333333333333 უამრავზე უამრავზე კიდევ უფრო უამრავი დიდი მადლობა შენ ჩემო საყვარელო <3 <3 <3 <3 ბედნიერი, ლამაზი, საყვარელი და დედიკოს მსგავსი ლამაზი სულის ანგელოზი გაზრდილიყოს ჩემო კარგო <3 <3 <3 მითხარი რას არქმევ პაწიას <3333333333333 პ.ს. წერას ყოველთვის გავაგრძელებ და ვეცდები არ მოგაწყინო <3 <3 <3

Analiliass. Madloba chemo brilianto gogoo. Carmatebebi yvela sferoshiii

 


№19  offline ახალბედა მწერალი belle...

grafo
ვაახ, ჩემი ვარაუდი სულ სხვანაირია და ხო გავგიჟდი ამ გარბენით წაკითხულში თუ გამოვიცანი :D.
ტიპმა ქალს ლამის შუბლი გაუხვრიტა ეჭვიანობისგან და ამან გულიო და ეკეო, ფუ!

ეს გარბენით რას კითხულობ არ ვიცი მარა წარმატებები ;დდდდდდდდდდდ რაც შეეხება არაადეკვატურობას კარგად ჩაუჯექი სიურპრიზები მერე გელის ;დდდდდდდდდდდ

Qeti qimucadze
belle...
Qeti qimucadze
belle...
Qeti qimucadze
Yoveltvis vaqebdi chem isntiqtebs tu ibtuicuass. Magram xmamagla vacxadeb am saqmeshi passs. Eeti pazlis qveah sxva devss. Sad ra gamovchxruko agar vici. Cuxel xo gelode gvianobamdee. Xuti iyo davizine. Atasjer shemovedi saitzeee. Mere iyo da sul magatze mefiqrebaaa. Mgonia rom es ase moxdeba da braxxx. Sxva ragacaaa. Au raaa. Naadrevad damasmevineb bavshvstqo geubnebii. Damtavrdebaooo. Davisveneb magram ragas dacelodoo. Tavidan chavujdebi da tabshi chavirtyam xela ahens mieeer ahemogdwbul namioks rom agmovachen. Gulgrilad eom avuare gveerdi. Anabel icode dade is zveli istoriacc. Ar gacherde gtxovv. Am saqmistvis xar dabadebuli. Mainteresebs cxovrebashi ra profesiis xarrr. Carmatebebi brilianto

ქეთიიიი <3 <3 <3 <3 მოკლედ მოუთმენლად ველოდები შენი პაწუას დაბადებას რააა <3 <3 <3 გგულშემატკივრობთ მთლიანად პაზლების ოჯახი <3 <3 <3 გმადლობ საყვარელო თბილი ტკბილი და გემრიელი ემოციებისთვის <3 <3 რაც შეეხება ინტრიგებს და ხლართებს ხომ არ მოგაკლებთ და არ მოგაკლებთ. ბოლო ფურცლამდე ფრომის! ;დდდ <3 <3 <3 მიყვარხარ ძალიან მართლა გულწრფელად და ყოველთვის თბილი ღიმილით ვკითხულობ შენს კომენტარებს <3 <3 პ.ს. პროფესიით იურისტი ვარ სიყვარულო ;დდდდ <3 <3 მაგრამ ისე... ისე წერააა ყველაფერი ჩემთვის. რაც მართლა ვარ იმას ფურცლავთ ყოველ საღამოს <3 <3 <3 მწერალს ვერ ვუწოდებ თავს. არ ვიცი რამდენად მეკუთვნის ეს პატივი. რაც ვარ ეს ვარ რა ვიცი ;დდ <3 <3 <3

Kargi profesia gaqvss. Getyoba rom ganscavluli xar am sakitxshi. Aq gamimartlda intuiciaa. Tvis bolos imedia moevlineba chemi gogona samyaros. Saxeli rom archeuli armwondes. Anabels davarqmevdii. Moutmenlad gelii chemo kargo. Mercmune bevri mcerali ver. Shegedrebaa. Tan zalian rtuli janria es. Idhviatad vinmem shesxlos ase chaxlartos zafis gorgali. Sanam ar vipovit da gavyvebit. Dagvabodialb labirintshii. Yochag. Gulcrfeli emociebit sheni maradiuli mkitxveli viqnebiii. Mtavaria cereeee

გული რომ ამიჩუყე ახლა შენ იცი?????? <333333333333333333333333 უამრავზე უამრავზე კიდევ უფრო უამრავი დიდი მადლობა შენ ჩემო საყვარელო <3 <3 <3 <3 ბედნიერი, ლამაზი, საყვარელი და დედიკოს მსგავსი ლამაზი სულის ანგელოზი გაზრდილიყოს ჩემო კარგო <3 <3 <3 მითხარი რას არქმევ პაწიას <3333333333333 პ.ს. წერას ყოველთვის გავაგრძელებ და ვეცდები არ მოგაწყინო <3 <3 <3

Analiliass. Madloba chemo brilianto gogoo. Carmatebebi yvela sferoshiii

ძალიან ლამაზი სახელია <33333 შეგვატყობინე შენი სიახლეები <3333333

 


№20 სტუმარი სტუმარი თაკო

ბოდიში მაგრამ, ბოლოს ისტერიკულად გამეცინა. რა ეკე , ნუ აი რა ეკე :/

 


№21  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი თაკო
ბოდიში მაგრამ, ბოლოს ისტერიკულად გამეცინა. რა ეკე , ნუ აი რა ეკე :/

ბოლოში მე გავიცინებ laughing laughing laughing

 


№22 სტუმარი Drogon

წავიკითხე და ცოტა ძაან გაოცებული დავრჩი, დავიჯერო მარტო მე მივხვდი რომ ეს გულში გავლა მორიგ დაფარულ ინტრიგას , მთელ ამ პაზლებს უკავშირდება და არა ბანალურ სასიყვარულო სამკუთხედისკენ არ წავსულვარ? რატომ ესეთი პრიმიტიული აზროვნება? ვაი გად , ვაი :))) პორკეე

 


№23 სტუმარი სტუმარი nancho

ვფიქრობ რენესკენ მივდივართ,ვნახოთ რა იქნება,

 


№24  offline ახალბედა მწერალი belle...

Drogon
წავიკითხე და ცოტა ძაან გაოცებული დავრჩი, დავიჯერო მარტო მე მივხვდი რომ ეს გულში გავლა მორიგ დაფარულ ინტრიგას , მთელ ამ პაზლებს უკავშირდება და არა ბანალურ სასიყვარულო სამკუთხედისკენ არ წავსულვარ? რატომ ესეთი პრიმიტიული აზროვნება? ვაი გად , ვაი :))) პორკეე

;დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ <3 <3 <3 <3 <3 არაფერს არ გეტყვი ვაფშე! <3 <3 <3 <3 <3 <3

მკითხველთან 99% რენეზე ფიქრობს და მაინც არ სჯერათ ბოლომდე. მიჩნდება კითხვა ჩემი ინტრიგანობის ბრალია თუ რენემ იმდენად შეგაყვარათ თავი ბოლომდე დაჯერება არ გინდათ? <3 <3 <3 ;დდდდდ

 


№25 სტუმარი ანუ

ჯანდაბა! ჭკუიდან ვიშლები.. მალე დადე :დ

 


№26  offline აქტიური მკითხველი grafo

გარბენის გარეშე ვერ ვკითხულობ, იმიტომ რომ იმიტომ...
ჩემი ვარაუდი თუ გამართლდა მაგაზე მეტად სხვა სიურპრიზი არ გამაკვირვებს : D :D.

 


№27 სტუმარი ანუ

რენეს დანაშაულის არ მჯერა რადგან ასე გამიზნულად, ასე ცალსახად, უბრალოდ არ მიუთითებდი აი ამიტომ მიჭირს იმის დაჯერება რომ რენე დგას ამ ყველაფრის უკან, არადა ძალიან ზუსტად ერგება...
ეს ეკე უბრალოდ ვერ ამოვხსენი.. და დუდაევი.. ეკე იცნობს ხომ დუდაევს?
უკვე ყვალაზე ეჭვი მაქვს დუჩეს ჩათვლითაც კი..
მალე გამისკდება თავი..

სია და ეკეეე.. სიას ასე ძალიან როგორ უყვარს ეკე ან უფრო საინტერესოა, რატომ?!

 


№28 სტუმარი სტუმარი ლიკა

აი, რაღაცას ისეთს მოგვიხევ , ხო ვიცი რომ... აუუ, ვკვდები ინტერესით, რა მოითმენს თორმეტამდე , თან დადებენ მაგ დროს რო?! ხვალამდე არ გვალოდინონ. ეჭვი მაქვს ყველაზე და შესაბამისად ყველას ამრეზით ვუყურებ, არავინ არ მევასება, სანამ სიმართლე არ გაირკვევა, ვოტ ტაკ! რადგან , ვიცი რომ არავინ არ არის , ის, ვინც ჩვენ აქამდე გვეგონენ :| კალანდიას გარდა , რა თქმა უნდა, მაგას რაც არ უნდა მოუხიო, მარად და მარად ჩემი გულის კოკორად დარჩება <3
ლავ <3

 


№29  offline წევრი Tatutatu

მოკლედ რაა ...როგორ არ მინდა ამის დასასრულმა იმედები გამიცრუოს... რაღაც ვარაუდები მაქ მაგრამ იმედია მასე არაა..და მხოლოდ იმიტომ არიქნება ისეთი ვინმე ამის შეემოქმედი რომ მკითხველი გააოცოო ...ან მარკეტინგული სხვა მიზეზით...როგორიც ბოლო დროს ცოტაა ძააან მოდაშიაა..მარტივი მაგალითი გროსმაისტერის ბეტცელეერობაა ...ღმერთმანი..!!მოკლედ ლოგიკური დასასრული მინდა:დ რაც შეეხებანშენ ფანტაზია რომ ზენიტშიი გაქვს ისეეე მომწონს!!! ქებათა ქება... კარგი ხარ კარგი და ასსეე გაანარგძე,,იმდდეენი რამის თქმა მინდა კიდევ არიციი :დ

 


№30  offline ახალბედა მწერალი belle...

კალანდიას თავმოყვარეობის და გაბერილი სიამაყის შესახებ ხომ ბევრი იცით და გსმენიათ? ახლა წარმოიდგინეთ რას გრძნობს როცა ამ ქარცეცხლში ის ერთადერთია ვისაც ყველაფერს აპატიებენ joy joy joy joy joy joy ისეთი გაჯგიმული გადევნებთ თვალს, თქვენ ჯვარი გწერიათ ;დდდდდდდდდდდდდდდდდ უბედურების ზარი 12 ჩამოჰკრავს! laughing laughing

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent