შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეოდოსია პირველი ნაწილი- სამეფო /სრულად/


14-05-2020, 14:24
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 514

პროლოგი

მზის სხივებში ჩამალული ოცნებები ყოველთვის ცხადი ხდება, რადგან მათ სითბო კვებავს ადამიანურ სულის წამოძახილს. მისი მზერა ცივია. შეხება კი ძალიან თბილი.
სამზარეულოს შუაგულში ახალგაზრდა, წითურთმიანი ქალი ფუსფუსებს, რომელსაც თავის მეტყველ სახეზე სიხარულის გრძნობა გამოსახვოდა. წელზე თეთრი ფართუკი ეკეთა, ხოლო გრძელი, თლილი თითებით ჰარონტულ ტრადიციულ ჰავურს ახვევდა.
ოთახი სანელებლების სურნელით იყო სავსე. თავმომწონე დიასახლისი კი იმ ფიქრებით იყო გართული, რომელიც მუდამ პატრიოტული წამოძახილით იწყებოდა და მთავრდებოდა. თეოდოსია თეთრ ფართუკზე ფქვილიან ხელებს იწმენდდა. მის ღრმა თვალებში ის ვარსკვლავები ჩანდნენ, რომლებიც მუდამ ყოველ ღამით მოჭედილი ცის იმიტაციას ქმნიდა.
გარეთ ავისმომასწავებელი სიჩუმე იყო. ამ სიმყუდროვეში კი, მხოლოდ და მხოლოდ თეოდოსიას ხშირი ქშენა ისმოდა, რომელიც შიგადაშიგ თავის ფერმკრთალ მაჯას დანამულ სახეზე გადაიტარებდა-ხოლმე.
მისმა თითებმა ოცნაოჭიანი ჰავური შექმნეს. ვინ იცის, როგორ ამაყობდა სწორედ ამის გამო ახალგაზრდა, უმწიკვლო ქალი.
ადუღებულ ქვაბში ნელ-ნელა გამზადებული ჰავური ჩაალაგა. საათს შეხედა და დრო დაინიშნა. სწორედ ამ დროს სახლის ეზოდან, თეოდოსიამ წვრილი ყმუილი გაიგო. მიხვდა, რომ ეს მგლის ლეკვი იქნებოდა. ამის შემდგომ არც კი დააყოვნა და გარეთ გავიდა.
თეოდოსიას ალმოკიდებულ სახეზე, როდესაც გრილი სიო შეეხო ეამა. თვალები სიამოვნებისგან რამდენჯერმე მოჭუტა და მძიმედაც ამოიკვნესა. ხმაურმა ნელ-ნელა უფრო და უფრო იმატა. პატარა მგლის ლეკვი განწირული წკმუტუნებდა, თითქოს შველას თხოულობდა კიდევაც. თეოდოსია ფრთხილი ნაბიჯებით ხმას მიჰყვებოდა, რომელიც მას აპოვნინებდა.
ახალგაზრდა ქალმა მწვანე, აყვავებული ხის ქვემოთ რუხი ლეკვი შენიშნა. გულში მხოლოდ და მხოლოდ იმას ფიქრობდა, რომ დროულად უნდა დახმარებოდა მას. თეოდოსიამ მგლის ლეკვი ხელში აიყვანა. მან რამდენჯერმე ღრმად ამოიყმუვლა და უსუსური გამომეტყველებით ქალის მაჯას თავი დაადო. თითქოსდა მადლობის ნიშნადაცო.


თავი 1

თეოდოსია ტყეში წასვლას და კენკრის მოკრეფას აპირებდა... როდესაც მან თავისი სახლის კარები გამოაღო, როგორც ყოველთვის მგლის ლეკვი- ჯესი მასზე წინ გაიჭრა და ადგილის დაზვერვა დაიწყო. ჟღალთმიანი ქალწული კი სიცილ-ხარხარით მისდევდა, თავის ლეკვს რომელიც უკვე რამდენიმე წელიწადია მისი ერთგული მეგობარი გამხდარიყო.
ახალგაზრდა ქალი ნელ-ნელა უყვებოდა კლდოვან ნაპრალებს, რომლებიდანაც კვლავ ისმოდა უწინდელივით ჩიტების საამური ჟღურტული. ასე ეგონა თეოდოსიას, რომ სამყარო მხოლოდ მისი იყო. თვითონ განაგებდა მის კანონებს.
ჯესი კუდის ქიცინ-ქიცინით გზას იკვლევს. შიგადაშიგ თავის წვეტიან ყურებს ჰაერში გააჩერებდა. უსმენდა სამყაროს სუნთქვას და ძალიან ფრთხილობდა. ჯესი ყოველთვის იყო მზად პატრონის დასაცავად. მას თეოდოსია უყვარდა, ისევე როგორც ჟღალთმიან ქალს.
ჯესი კარგა ხნის სიარულის შემდგომ მღვიმესთან გაჩერდა. თვალები ააცეცა და სწრაფად გაიქცა. თეოდოსიც მგლის ლეკვს გაჰყვა. ხვდებოდა, რომ მას რაღაცის თქმა სურდა.
- ჯესი, დამელოდე!- ყვიროდა თეოდოსია, რომელიც ვეღარ ეწეოდა მას.


როდესაც თეოდოსია ჯესის მიუახლოვდა, მან დაინახა, რომ მგლის ლეკვი გონებადაკარგულ კაცს მისჩერებოდა. შიგადაშიგ დაყნოსავდა-ხოლმე და თავისი ძლევამოსილი, ფაფუკი თათებით ცდილობდა უცნობი ამ სამყაროში მოეტრიალებინა.
უცხოელს ალისფერი თმა ჰქონდა, რომელიც სრულიად ასჩეჩვოდა. მუხლები გადაყვლეფილი, ხოლო მხრის მიდამოში ძლიერ დაჭრილი.
თეოდოსიამ გადაწყვიტა, რომ უცნობი სახლში წაეყვანა. ჯესიც მის გადაწყვეტილებას კუდის ქიცინით შეეგება.



გამოღვიძებისას უცნობმა კაცმა ძლიერი ტკივილი იგრძნო მხრის არეში. რაღაცის თქმა სურდა, თუმცა გამომშრალი პირი საშუალებას არ აძლევდა, მისი სიტყვები განთავისუფლებულიყო. თვალების გახელისას შეამჩნია თუ, როგორ დასტრიალებდა თავს მისთვის აქამდე უცნობი ქალი, რომელსაც მოხდენილი სახის ნაკვთები და იმედიანი გამომეტყველება დასთამაშებდა. თეოდოსმა შეამჩნია უცხოელის გამოღვიძება. წყლით სავსე ჭიქა გაუწოდა და დალევაში მიეხმარა.
- Burda ikiC jiha…( მადლობა ჰარონტულ ენაზე)- ძლივას აღმოთქვა მან.
- არაფრის... ტყეში უგონო მდგომარეობაში გიპოვეთ. მეშინოდა ინფექცია არ შეგჭროდათ ამიტომ, ჩემს სახლში წამოგიყვანეთ. იმედია წინააღმდეგი არ ხართ.- უპასუხა თეოდოსიამ.
- არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ, ქალბატონო...- თვალებში ჩახედა მან.
- შეგიძლია თეოდოსია დამიძახო.
- სასიამოვნოა, თეოდოსია. მე ულარი მქვია. რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი შტაკისლოვიდან, თუმცა გზაში უსიამოვნო შემთხვევა გადამხდა თავს.- თქვა და თავის დაჭრილ მხარს შეხედა.
- თუ წინააღმდეგი არ ხარ, საფენები უნდა გამოგიცვალო.
- რა თქმა უნდა.
- ექიმი ვარ. არ ინერვიულოთ. ვიცი რასაც ვაკეთებ.

თეოდოსიამ ულარისს მაისური გახადა. დასისხლიანებული საფენი მოხსნა და ჭრილობას დეზინფექციის ჩატარება დაუწყო. ულარისმა მოულოდნელმა ტკივილმა შეაშფოთა. ამავე დროს ოდნავაც წამოიკვნესავით.
ულარისი თეოდოსიას სახის ნაკვთებს აკვირდებოდა. უნდოდა მისი თითოეული თვალით უხილავი მიმიკები შეეთვისა. თვითონაც არ იცოდა, თუ რატომ გრძნობდა თავს თეოდოსიასთან ასე უსაფრთხოდ.


თავი 2

კისნალში ნისლი ჩამოწვა. მზის უკანასკნელი სხივები ეთხოვებოდნენ მთის მწვერვალებს, რომლებიც ალმაცერად დასთამაშებდნენ გაყვითლებულ სახლის სახურავებს.
თეოდოსია ფანჯრის რაფასთან იჯდა. უყურებდა ბუნების მიძინებულ ხმას, რომელიც მისთვის ყოველთვის მისტიკურ ქმნილებად იქცეოდა. ჟღალთმიანი ქალი გრძნობდა, როგორ იზრდება ღამის წყვდიადთან ერთად მიუსაფარი გრძნობებიც. რამდენჯერმე თვალებიც აუცრემლიანდა და ზიზღნარევი ტონით ნიავს გამოესარჩლა.
თეოდოსია ფიქრობდა ძველ ცხოვრებაზე. იგი ყოველ ღამით აბრუნებდა თავის სხეულში უწინდელ დროს, რომელიც მისთვის ყველაზე თბილი ყოფილიყო. და ასე დაუსრულებლად. ისე მიჰყვებოდა გრძნობათა ბილიკებს, რომ ზოგჯერ უკან დაბრუნება ძალიან უჭირდა.
ჟღალთმიან ქალს მეტყველ სახეზე სასოწარკვეთილება გამოესახა. თვალწინ დაუდგა ის მომენტი, როცა მან საყვარელი ადამიანი დაკარგა. ერთადერთი მეგობარი, რომელიც გააჩნდა ამ სამყაროში. თეოდოსიასთვის მეგობრობა ყველაზე წმინდა მცნებისა იყო. იგი ყველაზე ახლოს იდგა უფალთან... ამის ყოველთვის სწამდა.
თეოდოსიას მეგობარს დანიელი ერქვა, რომელსაც ბავშვობის დროიდანვე იცნობდა. კარგად ახსოვს, როგორ დარბოდნენ-ხოლმე თავის სოფელში დაცვარულ ბალახზე... როგორ წაბორძიკდებოდა იგი, თეოდისიას დაჭერისას. როგორ მოხვედვა-ხოლმე ჟღალთმიან ბავშვს მხრებზე თვალებბრიალა ბიჭი, რომელიც მუდამ სიყვარულს ეფიცებოდა მას. თეოდოსიას დანიელი ყველაზე მეტად უყვარდა. ყველაზე მეტად უყვარდა, რადგან ამაზე წრფელი გრძნობა ამ სამყაროში არც კი ეგულებოდა. მის დანახვისას ყოველთვის უნდოდა ცაზე გამოესახა თავისი თითოეული გრძნობები, რომელიც სულს უმღვრევდა. უნდოდა მთელი ძალით ჩახუტებოდა მონატრებულ მეგობარს, იმის მიუხედავად, რომ დიდი ხანი არც იქნებოდა გასული, რომ ერთმანეთი არ ენახათ.
თეოდოსიას ახლაც კარგად ახსოვს, როგორ აღტაცებული ტონით უყვებოდა-ხოლმე დანიელი მას საინტერესო ამბებს, თითქოს ამაზე საინტერესო ამ სამყაროში სხვა არც არაფერი ყოფილიყოს. იგი განსხვავებული ადამიანი იყო... ალბათ სწორედ ამიტომ დაკარგა იგი.
თეოდოსია ხშირად ფიქრობდა თუ რა იქნებოდა, ამ სამყაროში მაშინ თუ ასეთი საშინელი ტრადიციები განადგურდებოდა. თითოეული ადამიანი მზად იყო განსხვავებული შეხედულების პატრონი დაესაჯათ. ეს კი მას გულს ერთიანად უწვავდა.
ახლაც განადგურებული სულით იხსენებს თეოდოსია წარსულს, რომელიც ფერფლად ქცეულიყო. კვლავ უნდოდა ის მოუშუშებელი იარები დაეფარა... წაეშალა... გაექრო... ოღონდაც დანიელი კვლავ მას დაბრუნებოდა. მეგობრის დაკარგვა ყველაზე მტკივნეული რამ ყოფილა. გტკივა მაშინ, როდესაც ხვდები, რომ იგი შენთან არ არის... გტკივა მაშინ, როდესაც აცნობიერებ, რომ მისი უპირობო მკვლელი უსამართლო ტრადიციები აღმოჩდა.
როდესაც ტრადიციებმა დანიელს სასიკვდილო იარები მიაყენეს, თითქოს ბუნებაც სწუხდა. ხეებმა ამაყი ფოთლები მიწისკენ დაუშვეს. აღარც არაგვის რაკრაკა ხმა ისმოდა საიდანმე.. მხოლოდ და მხოლოდ სულის საშინელი ყივილი ისადგურებდა არემარე...
თეოდოსია ყოველთვის ფიქრობდა, რომ თუ ტრადიცია სხვის გრძნობას შეურაცხყოფდა, მაშინ ტრადიცია ყოფილა ამ ყოველივეში დამნაშავე და არა სიყვარული.
დანიელი განსხვავებული ადამიანი იყო. უყვარდა ჭრელა-ჭრულა ფერი და არა მუქი, რომელიც მამაკაცურ ღირსებას ხაზს გაუსვამდა.
უყვარდა საკუთარი თავის ზედმეტად მოვლა... ვერ იტანდა უწერიგობას.
ვერ იტანდა უსამართლობას...
სძაგდა დრომოჭმული ტრადიციები, რომლებიც ადამიანურ შესაძლებლობებს ჩარჩოში სვამდა. დანიელი ყოველთვის ამბობდა, რომ სწორედ იგი იქნებოდა საზოგადოებისთვის რეალობის სარკე. ალბათ, ეს მოახერხა კიდევაც. ნაწილობრივ. ადამიანს ხომ გონებაზე მოსვლისთვის მხოლოდ სხვისი სისხლის დაღვრა კმარა.
თეოდოსიას უყვარდა დანიელთან საუბარი. უყვარდა, როდესაც ვარსკვლავბიჭუნა თავის გულის ნადებს გადაუშლიდა-ხოლმე. თვალებამღვრეული, რომ ჟღალთმიანი გოგოს კალთებზე პოულობდა შვებას.
ახლაც თვალწინ უდგება თეოდოსიას დანის ჩამქვრალი თვალები, რომელიც შველას ითხოვდნენ. სწორედ ამ დროს გრძნობდა ჟღალთმიანი გოგო დაუოკებელ სულის ყივილს... შეუძლებელი ხდებოდა ეყურებინა იმ სანახაობისთვის, სადაც საკუთარ მეგობარს სასიკვდილოდ წირავდნენ... წირავდნენ იმის გამო, რომ მათნაირი არ იყო. ბრბო ერთიანად გამოხატავდა დანიელის მიმართ დაუფარავ ზიზღს. გონებაში თეოდოსიას უდგება, როგორ წამოიყვირა ერთ-ერთმა იქ მყოფმა შემდეგი სიტყვა...
- კაცი კაცთან და ქალი ქალთან? ღვთის რისხვა არ დაგვატყდება, თუ ეს ადამიანი ჩვენთან ერთად დარჩება! ეს ცოდვაა. უფალმა ქალი და კაცი რისთვის შექმნა? ადამი და ევა... გამოფხიზლდით ხალხო. ეს ადამიანი უწმინდურია!- თქვა და მასთან ერთად სხვადასხვა შეძახილებიც მოჰყვა...

დანიელის სხეული დამძიმდა.
თვალები ჩაუსისხლიანდა...
მის სახის ნაკვთებზე კი საბოლოო ადამიანური გრძნობა შერჩენოდა.
ცრემლი...


დიდხანს ფიქრობდა თეოდოსია დანიზე. ფიქრობდა მის ადგილსამყოფელზე. მას უჭირდა უმისობა. ყოველ ღამეს თეთრად ათენებდა. ასე ეგონა, რომ ცარიელი იყო. ყოველგვარი იმედებისგან ამოწურული.
უეცრად ოთახში ულარი შემოვიდა. წელს ზემოთ სრულიად შიშველი იყო და შეწუხებული მიმიკით ცდილობდა, თეოდოსიას ყურადღება მიეპყრო. საბოლოოდ ეს მოახერხა კიდევაც.
- ბოდიში, ვერ შეგამჩნიე ულარ... რაღაცაზე ჩავფიქრდი.- ამოილუღლუღა თეოდოსიამ და აცრემლებული თვალებით მას შეხედა.- მხარი როგორ გაქვს? ისევ გტკივა?- თავისი დანამული სახე მყისიერად, ფარულად მოიწმინდა.
- ყველაფერი რიგზეა, თეოდოსია?
- კი, რატომ მეკითხები ამას? სჯობს, შენს ჭრილობას მივხედო.
- ჩემი ჭრილობა ღიაა... შენი სულში ჩამარხული. გარეგანი ჭრილობის მოშუშება ადვილადაა შესაძლებელი, ხოლო შინაგანის ძალიან რთული. ზოგჯერ ემოციებს განთავისუფლების საბაბი უნდა მისცე, რომ ტკივილმა ადამიანური გრძნობები არ დათრგუნოს.- უთხრა ულარმა თეოდოსიას და გამჭოლი მზერით შეხედა მას.


თავი 3

ღამის წყვდიადში ჩაძირული, თეოდოსია თავს ვერ აღწევდა... ახლა თავის ოთახში იჯდა. ულარს საკუთარ ისტორიას უყვებოდა და ნაღვლიანი თვალებით ცდილობდა, რომ საკუთარი სულიერი აპოკალიფსი სიტყვების საშუალებით ჩაექრო. ადამიანთან საუბარი, თეოდოსიას ძალიან უჭირდა. ყოველთვის საჭირო აზრი ეფანტებოდა და გონებაც ერეოდა. ახლა კი, ჯერაც უცნობი შტაკისლოვლელი კაცის- ულარის წინ იჯდა და აცრემლებული თვალებით იმ გზების ბილიკებს აჩვენებდა, რომელიც ეკლებით იყო დაფენილი. რამდენჯერმე თავის გაფითრებულ სახეზე ცრემლები გადმოსცვივდა. ტანში ავისმომასწავებლად გასცრა. გრძნობდა, როგორ უჭირდა იმ ისტორიის მოყოლა, რომელსაც უკვე წლებია საკუთარ სხეულშივე ალპობდა... ასამარებდა... აქრობდა....
- სიკვდილი ადამიანის ყველაზე დიდი ირონიული სარკეა. როდესაც მას ჩახედავ თვალებში გრძნობ, თუ როგორ ფუჭად გაფლანგე ცხოვრების თითოეული მნიშნელოვანი წუთი. მის წინ უმანკო სულით დგახარ, თუმცა მას ეს ყოველივე არ სჭირდება. ხშირად ვფიქრობ, რა იქნებოდა მაშინ თუ სიკვდილი არ იარსებებდა. ადამიანი არ დაკარგავდა იმ ადამიანს, რომელიც იარებს უშუშებდა. მასთან ერთად ცხოვრების რიტმს ბედნიერად შეიგრძნობდა, თუმცა ეს ყველაფერი არარეალურია, არა?
- მესმის შენი, თეოდოსია. ადამიანისთვის შეუცნობელია სიკვდილი და სწორედ ამიტომ ინტერესდება ასე ძალიან მისით.
- ერთია დაინტერესება, მაგრამ მეორე როდესაც სიკვდილი ნაადრევად უკაკუნებს ადამიანს სახლის კარებზე.
- როგორც ვხვდები გულგატეხილი ხარ. გტკივა იარები?
- სულის იარები... ეს ერთადერთია რაც რეალურად გამაჩნია. ერთადერთია, რომელიც თავს ჯერ კიდევ ცოცხლად მაგრძნობინებს.
- ალბათ, როგორი საშინელი შეგრძენაა არა?
- არც ისე. თავიდან გტკივა, მაგრამ მას თანდათანობით ეჩვევი. არასდროს გინდება, რომ გაქრეს... რადგან მან, შენი რეალური სულის სარკე იცის. გიცნობს.
- დანის შემდგომ მეგობარი აღარ გყოლია, თეოდოსია?
- არა... ყოველთვის მაშინებდა ამის შემდგომ ადამიანებთან კონტაქტის. მეშინოდა, რომ მათაც დავკარგავდი.- ღრმად ამოიოხრა მან და სწორედ ამ დროს ოთახში ჯესი შემოვიდა, რომელიც პატრონის ცრემლების დანახვსთანავე თეოდოსიას კალთაში თავი ჩაურგო.
- ცხოველები ყველაზე ერთგული მეგობრები არიან, თეოდოსია... მათ ადამიანებზე წრფელი გრძნობები გააჩნიათ. ოდესმე წარმოგედგინა, რომ სახლში მგლის ლეკვი გეყოლებოდა? მე პირადად ეს აფსურდი მეგონა, მაგრამ შენი გაცნობის შემდგომ გავაცნობიერე, რომ გარეული თუ შინაური ცხოველი ადამიანის სულის ანარეკს ხედავს. ისინი ყველაზე კარგი თვალის პატრონნი არიან. თითოეულ სიკეთესაც გულში ინახავენ. მზად არიან, შენ გამო თავისი სიცოცხლეც კი საფრთხეში ჩაიგდონ.
- ხო.. მართლაც გასაოცარია. არ ვიცი, ჯესის გარეშე რა მეშველებოდა.- თქვა და ჯესის უხეშ ბალანს თითები ჰაეროვნად გადაუსვა.- ბოდიში... არ მინდოდა თავი მომებეზრებინა. მადლობა ყველაფრისთვის, ულარ.
- მადლობა საჭირო არაა. უბრალოდ მინდა უკეთესად გაგიცნო. რას იტყვი... ჭიქა ჩაიზე ხომ არ დამეწვევი.
- საკუთარ სახლში ჭიქა ჩაიზე მპატიჟებ?- გაეცინა მას.- მგონი კარგად ჟღერს.
- ასეც ვიცოდი.- ულარმაც საპასუხოდ გაიღიმა. მის შემხედვარე იფიქრებდით, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ვარამის გადამტანი გამხდარიყო. მისი მარცხენა სახის მხარეს, თვალის ქვეშ მყოფი ხალიც კი სპეციფიკურ გარეგნობას სძენდა მას.


ოთახში ჩაიდანის დუღილის ხმა ისმოდა. ულარი თეოდოსიას სახის ნაკვთების შესწავლას ცდილობდა. უყურებდა მას, თუ როგორ იყურებოდა ფანჯრიდან და როგორ აკვირდებოდა თვალით უხილავ არსებებს, რომლებიც ღამის წყვდიადში უკვალოდ დაკარგულიყვნენ.
- ულარ...- ჯერ კიდევ თვალების მოუშორებლად ჰკითხა, თეოდოსიამ მას.
- გისმენ, თეოდოსია.
- მინდა შენზე მომიყვე.
- რა გაინტერესებს?
- არ ვიცი. შენ რასაც თვლი საჭიროდ. რაც შეგიძლია უთხრა უცნობ ქალს, რომელმაც შენი სიცოცხლე იხსნა.- ნახევრად გაღიმებულმა უთხრა ულარს. ცხელ ჭიქას გრძელ თითებში იქცევდა. ულარს უკვირდა როგორ უძლებდა ცხელი წყლის ასეთ სიმხურვალეს.
- შტაკისლოვაში ვცხოვრობ. რამდენიმე წელი ჯარშიც ვმსახურობდი. დედაჩემი წარმოშობით ჰარონტელია. ხშირად მიყვებოდა იგი ამ ქვეყანაზე. მისგან ვიცი, რომ ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ხართ. ამაში უკვე დავრწმუნდი. სწორედ დედაჩემის ისტორიებმა შთამაგონა, რომ ეს ადგილი მომენახულა. არც ვნანობ. შესანიშნავი ადგილია. ზოგადად ძალიან რთულია შენი მიწა დატოვო და სხვა ქვეყანაში წახვიდე. ხომ გესმის... მითუმეტეს ალბათ გაგიგონია, რომ ახლა, 1348 წლის დეკემბერში შავი ჭირი გავრცელდა. დაწყევლილი, ინგალები. ღმერთმა დასწყევლოს ისინი! სწორედ მათი დახმარებით, სელმერის ტყეში ინგალებთან ბრძოლის შემდგომ. ჩემს ქვეყანაში ეს ეპიდემია გავრცელდა. ჩვენმა რაზმა ამ ყოველივეზე არაფერი იცოდა და უნებლიედ გაავრცელეს ეს დაავადება. დასწყევლოს ღმერთმა!..

თეოდოსიამ სხეულის დამძიმება იგრძნო. ხვდებოდა, როგორ უჩინარდებოდა მის წინ მყოფი სამყარო. ჟღალთმიანი ქალი ვერ ხვდებოდა, თუ ულარი ვინ იყო. იგი მე-14 საუკუნეზე საუბრობდა... თვალები უელავდა... სხეული მეტად მძიმდებოდა... თავში გამუდმებით რასაც ფიქრობდა ის იყო, რომ ეს ადამიანი ამ საუკუნიდან არ იყო. ულარი სამი საუკუნის წინანდელ ამბავზე საუბრობდა.
- კარგად ხარ, თეოდოსია?- შეჰკივლა ულარმა.
- მეთოთხმეტე საუკუნე? ეს ხომ მეჩვიდმეტე საუკუნეა?- ძლივას ამოილუღლუღა მან.- ეს ყველაფერი შეცდომაა. როგორ....
- რაზე საუბრობ, თეოდოსია? რა მეჩვიდმეტე საუკუნე? ახლა მეთოთხმეტე საუკუნეა.
- გაზეთი მოიტანე.
- რა?- თვალები გააფართოვა მან.
- გაზეთი მოიტანე დროზე. ფანჯრის რაფაზე დევს!- იყვირა მან.


ულარი თეოდოსიას სიტყვებს ვერ იგებდა... ისევე, როგორც თეოდოსიას ულარის. ორივე ადამიანს გააჩნდა თავთავიანთი სიმართლე.
ულარი გონებაწაშლილი ასრულებდა თეოდოსიას დანაბარებს და გონებადაბინდული, ხელის ცახცახით ქალს გაზეთი მიაწოდა.
- ხედავ ამას, ულარ? წელს ხედავ?- ძლივას აღმოთქვა თეოდოსიამ.
- 1761 წელი...- თქვა და იქვე გული წაუვიდა.

ულარის სხეულს ჯესი დასტრიალებდა. სურდა კვლავ მოესულიერებინა გონებადაკარგული სტუმარი... თავის ფაფუკ თათებს გულზე უბჯენდა. გახშირებულად სუნთქავდა და ცხვირის წვერს ულოკავდა.

თეოდოსია ცდილობდა საღი აზროვნება შეენარჩუნებინა.
ფიქრობდა, რომ ეს რაღაცა გაურკვევლობა იყო რომელსაც აუცილებლად გაარკვევდა. ახლა მხოლოდ და მხოლოდ ის ევალებოდა, რომ ულარი გონებაზე მოეყვანა.


თავი 4

თეოდოსია უსამართლობას ვერასდროს ვერ იტანდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი თავის ოჯახიდან გამოქცევისა და ტყის მისტიკურ ბუნებაში თავის შეხიზნებისა...
თეოდოსიას ოჯახი წარჩინებული ფენის წარმომადგენლები არიან. მამამისი- ისკათა, რომელიც ჰარონტის მეფე გახლდათ ყოველთვის ცდილობდა თავისი ქალიშვილისთვის მშვიდი სახელმწიფო შეექმნა. ბავშვის განვითარებისათვის ხომ ეს უპირველესყოვლისა იყო. თეოდოსიას დედამისის- ანნა მალუს არსებობა სრულიად წაშლილიყო მისი გონებიდან. ბავშვი სულ რაღაც სამი წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, თუმცა როგორც სხვები უყვებოდნენ თეოდოსიას მის შესახებ ხვდებოდა, რომ ყველაზე კეთილი ქალის შვილი ყოფილიყო იგი. ისკათა მეორე ხშირად უსვამდა ხაზს ქალიშვილის გარეგნობაზე. მას მეტყველი, მწვანე თვალები ჰქონდა. ჟღალი და ამავდროულად გრძელი, ტალღოვანი თმები, რომელიც მუდმივად ყელს უმშვენებდნენ. თეოდოსია დედას ჰგავდა გარეგნობით. ანნას მსგავსად მასაც სძაგდა უსამართლობა. ხშირად ცდილობდა, რომ თავისი ქმრისთვის ნათელი გზა გაეკაფა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობა ბუდობდა.
ანნა მალუს გარდაცვალების შემდგომ, თეოდოსიას ცხოვრება უფრო და უფრო აირია. მამამისის ახალი ცოლი- უჯუ ჰაკი ყოველთვის ცდილობდა თავისი სახლის ზღურბლიდან ის ახალგაზრდა გაეძევებინა, რომელიც თავისი ქმრის ყოფილ ცოლს ძალიან ჰგავდა. უჯუ ხვდებოდა, რომ ისკათა სხვა შვილებთან ერთად ყველაზე მეტ დროს თეოდოსიას უთმობდა. ეს კი აღიზიანებდა. გარდა ამისა, დედოფალი უჯუ ჰაკი ხშირად ერეოდა სამეფო საქმეებშიც და როგორც მოსახლეობა აიუწყებოდა იგი ძალიან დიდი ამბიციურობითაც გამოირჩეოდა.
როდესაც ისკათა სახლის ზღურბლს გადაცილდებოდა, მცირეწლოვან ბავშვს ხელით უსწორდებოდა. თეოდოსიას სხეული ახლაც ძალიან ბევრ ნაიარევს იტევს, რომელიც მუდმივად წარსულის გულისამრევ მორევში კარგავდა.
თეოდოსია ხშირად ფიქრობდა თუ რა იქნებოდა მაშინ, როდესაც თავისი დედა არ გარდაიცვლებოდა. ალბათ, ერთიანი ოჯახი საკუთარი სახლის ქვეშ ერთად გაატარებდნენ დაუვიწყარ წუთებს. მამამისთანაც არ ექნებოდა დაძაბული ურთიერთობა, იმის მიუხედავად, რომ ისკათა მუდმივად ცდილობდა საკუთარ ქალიშვილთან მყოფი ბარიელი ამოეძერკვა, თუმცა უშედეგოდ.


ულარი სტუმრების ოთახში იყო განთავსებული. თვალები დახუჭული ჰქონდა და ღრმა ძილს მისცემოდა. შიგადაშიგ ფარულად ჩაეღიმებოდა-ხოლმე და სწორედ მაგ დროს თითოეულ ცოცხალ არსებას სურდა მის სახის ნაკვთებს შეხებოდა.
თეოდოსია სამზარეულოში იყო და როგორც ყოველთვის ფუსფუსებდა. მას ნაირ-ნაირი კერძების გაკეთება ყოველთვის უყვარდა. ახლა განსაკუთრებთ, რადგან სურდა სტუმართან არ შერცხვენილიყო.
თეოდოსიას თავისი ჟღალი თმები თავსაკრავით მოერჯულებინა კოხტად. თვალები ვარსკვლავებივით უელავდა და ცდილობდა წარსულის მოუშუშებელი მოგონებები კერძის გაკეთებით გაექარვებინა. ეს მას ხშირად გამოსდიოდა.
ულარმა მძიმედ გაახილა თავისი ფირუზისფერი თვალები. ერთი მძიმედ ამოიოხრა. თვალები გაუანალიზებლად მოისრისა და წელში გასწორდა, რის შემდგომაც ძვლებმა გამოღვიძება დაუწყეს... შემდგომ კი ნაცნობი სიმფონიით აჟღერდნენ. თავდაპირველად ულარს კვლავ ეგონა, რომ გუშინდელი ღამე სიზმარი იყო. ამ იმედით შეპყრობილი სამზარეულოსკენ დაიძრა, საიდანაც მადისამღძვრელი სურნელი გამოდიოდა.
თეოდოსია ულარის ჩუმი შემოსვლის შემდგომ შეკრთა. გული ძლიერ აუძგერდა, როგორც ეს ხაფანგში გამომწყვდეულ კურდღელს ახასიათებდა.
- არ მინდოდა შენი შეშინება... ბოდიში.- თქვა დარცხვენილმა და გამოფიტულ სკამზე ჩამოჯდა.
- არაფერია. უბრალოდ მიჩვეული ვარ მარტო ყოფნას.
- დიდი ხანია აქ ცხოვრობ?
- დიდი ხანი არცაა. რამდენიმე თვის წინ წამოვედი.
- მიკვირს შენნაირი ახალგაზრდა ასე თავისუფლად, რომ ცხოვრობს.
- მაინც რა აზრი ჰქონდა, ულარ? სახლში ისევ გააგრძელებდა, ჩემი დედინაცვალი ჩემს დამცირებას. ძალიან ძნელია ასეთ სიტუაციაში ცხოვრება, როდესაც ყოველ წამს შიშის ქვეშ ხარ მოქცეული.
- მესმის, თეოდოსია...- უთხრა მას და თანაგრძნობის ნიშნად, ჟღალთმიანი ქალის თითებს შეეხო.
- გესმის?- ცოტა ცინიკური ტონით აღმოთქვა თეოდოსიამ.- რა თქმა უნდა არ გესმის, რადგან შენ არასდროს არ შეგხებიან ხელით. არასდროს არ გაუროზგიხარ სიმართლის თქმის გამო...- ყვირილზე გადავიდა, თეოდოსია, თუმცა ულარი თითქოს აქ არაფერიო ისე უყურებდა მას.- ბოდიში...- თქვა ბოლოს თეოდოსიამ, რომელიც გრძნობდა, რომ ულართან მიმართებაში ზედმეტი მოუვიდა.- გუშინდელის მერე უკეთესად გამოიყურები. შტაკისლოვიდან, რომ მოდიოდი შემთხვევით თავი რამეს ხომ არ დაარტყი? მაშინებს შენი ასეთი არეული საუბარი ცოტა არ იყოს.
- რაზე საუბრობ, თეოდოსია?- ჩაფიქრებული თვალებით ჰკითხა მას, თუმცა გულის სიღრმეში ხვდებოდა რისი თქმაც სურდა ჟღალთმიან ქალს მისთვის.
- დავიჯერო აღარ გახსოვს, ულარ? გუშინ საღამოს ისეთი სიტყვები თქვი ცოტა არ იყოს შემაშინე! როგორ დაგავიწყდა ამჟამინდელი წელი? კი მაგრამ დავიჯერო ამდენი ხანი მოდიოდი შტაკისლავიდან, რომ წლები წაიშალა, შენს გონებაში?- ჩაიცინა თეოდოსიამ.
- თეოდოსია... არ ვიცი. მეთვითონაც გაოცებული ვარ ამ მდგომარეობით. დაზუსტებით ვიცი, რომ ახლა 1349 წელია, მაგრამ ვხვდები, რომ გაზეთი სულ სხვა რამეს მეტყველებს... დაბნეული ვარ, თეოდოსია. ალბათ გადაღლილობის ბრალია.- დაეჭვებით წარმოთქვა ულარმა.
- იმედი მაქვს ასეა. საჭმელი გავაკეთე... ხომ დამეწვევი, ულარ?
- მგელივით მშია, არ მოგატყუებ.- რაზეც ორივემ ერთდროულად გაიცინეს.

ჯესი თეოდოსიას თვალებში უყურებდა. თითქოს მგლის ნაშიერიც ხვდებოდა პატრონის შინაგან გრძნობებს, რომელიც ულარისკენ იხლართებოდა. იხლართებოდა სუროსავით და მთლიანად იპყრობა მას.
რამდენიმე თვის შემდგომ...

1762 წლის თერთმეტ იანვარს თეოდოსია გარეთ იყო გასული, თავის ერთგულ მეგობართან- ჯესთან ერთად, რომელიც აქეთ-იქით დარბოდა. ხან წყაროს პირას პირს გაიგრილებდა და ხან ისე გაიქცეოდა, რომ ყველაზე გაწვრთნილ ცხენსაც კი შეშურდებოდა მისი.
უეცრად ცა მოიქუფრა და წვიმის წვეთები წამოვიდა. ჟღალთმიანი ქალი სახლის ბილიკებს სირბილით გაუყვა, თუმცა შხაპუნა წვიმას ვერ გადაურჩა. სულმთლად დასველებულიყო. საბრალო ქალი. სიცივისგან სულ კანკალებდა.
ულარმა თეოდოსიას დანახვისას თითქოს ფარულად ჩაიცინა, რადგან ჟღალთმიანი ქალის აბურდული თმები მართლაც სასაცილოდ გამოიყურებოდა... მითუმეტეს როდესაც ამ სანახაობას გაფითრებულ სახეს დაამატებდით და ამავდროულად ათრთოლებულ სხეულსაც.
- რას იცინი, ულარ! გაწუწული ვირთხის ყურება ასე ძალიან გახარებს?- ვერც მან შეიკავა სიცილი.
- ახლავე პლედს მოგიტან. მანამდე ტანსაცმელი გამოიცვალე.- თქვა ულარმა და სიცილ-სიცილით პლედის მოსატანად წავიდა, თუმცა მისი ნაბიჯები მალევე შეჩერდა, რადგამ კარებზე კაკუნი გაისმა. ეს ყოველივე უჩვეულოდ ჩანდა, რადგან ულარი უკვე აქ, თეოდოსიას ოჯახში რამდენიმე თვე ცხოვრობდა და აქამდე ამ სახლის ზღურბლში შემოსული არავინ არ უნახავს.
- ულარ, გააღე რა. შიშველი ვარ. მანამდე შენ გააღე. ნეტავ ვინ უნდა იყოს. ალბათ ამ წვიმაში გზა აებნათ და შეფარება სურთ თავის. სახლში შემოიყვანე, ულარ.- გასძახა, თეოდოსიამ... რის შემდგომაც ულარიც კარების გასაღებად დაიძრა.


- გამარჯობა. თეოდოსია ბრანგი სახლშია?- იკითხა სულმთლად გალუპულმა კაცმა, რომელიც შიგადაშიგ სახლის შიგნით იხედებოდა.
დაუპატიჟებელ სტუმარს გრძელი ულვაში ჰქონდა. წვრილი სახე და ამავდროულად სპეციფიკური გარეგნობა. მის შემხედვარე ადამიანს ეგონებოდა, რომ შიმშილისგან იტანჯებოდა. წელზე ძველისძველი იარაღი ეკიდა, რომელზედაც შიგადაშიგ თითებს ახებდა.
- დიახ, სახლშია შემობრძანდით. ახლავე გამოვა.
- დიდი ხანია აქ ცხოვრობთ, ბატონო...
- უბრალოდ ულარი დამიძახეთ. რამდენიმე თვის წინ შტაკისლოვიდან ჩამოვედი. უგონო მდგომარეობაში ღვთისნიერმა ქალბატონმა, თეოდოსიამ მიპოვა და საკუთარი სახლი გამინაწილა.- უცხო კაცი კი კვლავ განაგრძობდა, ულარისთვის მწველი მზერის ტყორცვნას.
- ანუ ახლო ურთიერთობა გაქვთ, არა?- ზიზღნარევი ტონით წარმოთქვა მან.- მამამის არ ესიამოვნებოდა ვიღაც უცხოელთან, თანაც ქორწინებამდე სარეცელი გაეყო.- ულარს ამ სიტყვების გაგონებისთანავე ალმური მოეკიდა გაფითრებულ სახეზე. ხმა აუკანკალდა და რამდენიმე წუთის შემდგომ, როგორც შეეძლო ისეთი მტკიცე ტონით მიუგო.
- ჩემს ვაჟკაცობას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ. ისეთი სულმდაბარი არ ვარ, რომ მარტოხელა ქალით ვისარგებლო და სარეცელი გავინაწილო! უმჯობესი იქნება თუ დაუკვირდებით, ბატონო სიტყვებს.- ანთებული თვალებით, მაგრამ ამავდროულად გაწონასწორებული ტონით მიუგო ულარმა უცნობს.
- ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენს ტრადიციებს სრულიად ეწინააღმდეგება. ბრანგთა შტო ყოველთვის სანაქებო გვარი იყო. იყო, არის და კიდევაც იქნება. თქვენ არ გაქვთ უფლება გაუთხოვარ ქალთან, მითუმეტეს ისკათა მეფის შვილთან ერთად ცხოვრებისა.
- მეფის? კი მაგრამ...- დაბნეულად მიუგო მან უცნობს.
- თქვენ რა არ იცოდით?!- ავისმომასწავებლად ჩაიცინა მან.

ზუსტად საუბრის დროს, თეოდოსიაც გამოჩნდა ოთახში, რომელიც როგორც მისი სიტყვებიდან ირკვევა მოსმენილი ჰქონდა მათი დაძაბული საუბარი.
- გამარჯობა, იში.- ხალისიანად წარმოთქვა, თეოდოსიამ.
- ქალბატონო...- თავი დაუკრა იშიმ მას.
- ულარ გაიცანი ეს ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარია. თქვენი საუბარი ოთახიდან შემომესმა. უზრდელობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოგახსენოთ იში, რომ ულარი აქ... ამ ოჯახში ჩემი სურვილით ცხოვრობს. ულარი კეთილშობილი ადამიანია, რომელსაც ჩემთვის დადებითის მეტი არაფერი გაუკეთებია. ისეთ ტრადიციებს რა ვუთხარი, რომელიც ადამიანობას აუფასურებს. ულარი ჩემი სტუმარია და მას ისე მოექეცი, როგორც ეს შეეფერება.- ტონის აუწევლად უთხრა თეოდოსიამ იშის საჭირო სიტყვები. ულარს აკვირვებდა, თეოდოსიას ამდაგვარი გარდასახვა. ამ თვეების განმავლობაში მის წინ ყოველთვის ერთი საყვარელი, უთქმელი გოგონა იდგა, რომელსაც თითოეული სიტყვის წარმოთქმა ძალიან უჭირდა, თუმცა ახლა... ზუსტად ამ წამს, ულარის წინ (როგორც შტაკისლოვაშუ იტყოდნენ..) ნამდვილი burd hut (ლედი) იდგა წინ. ამის გაფიქრებისთანავე ჩაეღიმა კიდევაც.
- როგორც იტყვით ქალბატონო.- თქვა, იშიმ, თუმცა იგრძნობოდა მის გამოხედვაში, როგორი უკმაყოფილო იყო ამ სიტუაციით.
- კარგი... აქ მოსვლის თემას დავუბრუნდეთ. რისთვის მოხვედი ამ ამინდში, იში აქ? ვერ დავიჯერებ, რომ შენი აქ მოსვლის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მონახულება იქნებოდა.- ამაყად მიუგო მას, ჟღალთმიანმა ლედმა. ულარი ამ ზეციურ ქმნილებას თვალებგაფართოებული უყურებდა. თითქოს აკვირვებდა ამდენი ხანი მისი არსებობა ამდენად, რომ ვერ შეამჩნია.
- არ ვიცი, როგორ გითხრათ ქალბატონო...
- პირდაპირ და სწრაფად.- სიტყვა გააწყვეტინა თეოდოსიამ.
- მანამდე უმჯობესი იქნება თუ ჩამოჯდებით. ბატონო, ქალბატონს წყალი მოუტანეთ თუ შეიძლება.- რის შემდგომაც თეოდოსიამ გაუჩერებლივ დაუწყო ძგერა.
- 1760 წლიდან ისკათა ავადმყოფობდა, თუმცა მისი პირადი თხოვნით ამის შესახებ არ გაგებინებდით. იგი აქტიურად აგრძელებდა თავისი რეზიდენციიდან ქვეყნის მართვას. ფეხები უსივდებოდა, ამბობდნენ წყუჯი ჰქონდაო. ფეხების შეშუპების მიზეზი სავარაუდოდ გულის უკმარისობა იყო. 1761 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო გაუარესდა. ხუთი იანვრიდან გაუნძრევლად იწვა საწოლში. დღეს კი გამთენიისას, თქვენს სასახლეში, ისკათა იმავე ოთახში გარდაიცვალა, სადაც წლების წინ დაიბადა. ვწუხვარ, ქალბატონო...- მძიმედ აღმოთქვა მან. ეტყობოდა, რომ ამ თემაზე საუბარი თვითონაც ძალიან უჭირდა.



თავი 5

“ქალწულნი ეტყჳან სძალსა: რაბამ განშუენდეს ღაწუნი შენნი, ვითარცა გურიტისანი, ყელი შენი, ვითარცა მძივი დაცუმული.”- „ქებათა-ქება სოლომონისა“

- რას ჰქვია გარდაიცვალა?- ცრემლები წასკდა თეოდოსიას. ხის სკამზე მიგდებულივით ჩამოჯდა და აქვითინდა. სემი ჟრალთმიანი ქალისკენ დაიძრა. თანაგრძნობის ნიშნად მხრებზე თითებით ეფერებოდა.
- ტანსაცმელი ჩაალაგეთ, თეოდოსია. სჯობს სასახლისკენ დავიძრათ. იმედია გსურთ მამათქვენის საბოლოოდ ნახვა.
- რა თქმა უნდა...- თქვა სლუკუნით. ფეხზე მძიმედ წამოდგა და თავის ოთახში გაუჩინარდა.

თეოდოსია რამდენიმე წუთში შემოსასველში დაბრუნდა. ულარს მიუტრიალდა და ჰკითხა თუ ის რას იზამდა.
- არ ვიცი... ჩემს გზას გავუდგები ალბათ.
- რომელ შენს გზას, ულარ?
- არ ვიცი...
- ჩემთან ერთად მოდიხარ.- უთხრა გადაჭრით.


ულარი თეოდოსიას შავ ცხენზე იყო მოკალათებული. მის უკან კი თვით ჟღალთმიანი ქალი ჰყავდა დასმული. თეოდოსია ულარს წელზე ძლიერად ჰკიდებდა ხელს. ეს ჟესტი კი, შტაკისლოველ ბიჭს უფრო და უფრო აგიჟებდა. მისი გრძნობები ჰარონტელი ქალის მიმართ სხეულში არნახულ, სასიამოვნო სიმფონიას ქმნიდა. თავისი ნება, რომ ყოფილიყო ამ შეგრძნებას არასოდეს არ გააქრობდა თავისი სამყაროდან. როგორ უნდოდა ულარს... როგორ უწვავდა ჯერ კიდევ ვერ წარმოთქმული სიტყვები... როგორ უნდოდა თეოდოსის მიმართ რეალური ყოფილიყო. გაეზიარებინა შინაგანი წადილი, თუმცა ეს ფიქრები მას აშინებდა. ვერ ხვდებოდა თეოდოსიას მის მიმართ თუ გააჩნდა რამენაირი გრძნობები.
მთელი გზა ულარს შავბნელი ფიქრები აწუხებდა.
მიდიოდა...
მიჰქროდა თეოდოსიას შავი რაშით, რომელიც ზეციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავის მსგავსი ყოფილიყო. რაც უფრო და უფრო უმატებდა ცხენი სიჩქარეს, მით მეტად ეტმასნებოდა ულარის სხეულს თეოდოსია. შტაკისლოველ ბიჭს ფარული ღიმილი გადაესახებოდა-ხოლმე სახეზე. ზუსტად იმ მომენტში გრძნობდა თუ როგორ ფერადდებოდა უბედრუკი სამყარო.
ულარის თვალები ერთხანს გაოცებული შესცქეროდა ბუმბერაზ კლდეებს, რომლებიც ზეციდან თავმომწონედ გადმოცქეროდა. უგზავნიდა შტაკისლოველ ჭაბუკს იმ სასიცოცხლოდ საჭირო ძალას, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა.
- სულ კანკალებ, თესია...- გაუანალიზებლად წარმოთქვა თეოდოსიას შემოკლებული სახელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეარქვა.
- რა?- გაკვირვებულმა წარმოთქვა გოგონამ.
- წინააღმდეგი ხომ არ ხარ თესია, რომ დაგიძახო?
- თესია? ეს სახელი რატომ?
- ასე უფრო თბილად ჟღერს. მინდა რაიმე განსხვავებული სახელით მოგმართო.
- გასაგებია...
- სულ კანკალებ.- ისევ გაუმეორა შავ რაშზე მყოფმა ჭაბუკმა, თეოდოსიას სიტყვები.
- მართლა?
- კარგად ხარ, თესია?- სახე შეწუხებისგან შეეკუმშა.
- არ ვიცი, ულარ... გქონია ისეთი შეგრძნება თითქოს შენ წინაშე სამყარო უფერულდებოდა? ადამიანის დაკარგვა ყველაზე მტკივნეული რამაა მთელს მსოფლიოში. თითქოს მთელი სხეული ერთიანად გიყივისო. გეწვის შენში მყოფი თითოეული ორგანო... ასე თავი ბოლოს, დანის გარდაცვალების შემდგომ ვიგრძენი.
- მე ვერ გეტყვი ყველაფერი კარგად იქნება, ან დრო ყველაფრის მკურნალი აღმოჩნდება მეთქი... თესია... არ მინდა შენი სხეული ტკივილისგან ცახცახებდეს, როგორც ხის მსუბუქი ტოტები ნიავის შედეგად. მე არ მინდა შენს ნატიფ სახეზე ცრემლების კვალს ვხედავდე...
- რატომ?...
- იმიტომ, რომ მ....- სიტყვა გაუწყდა ულარს... რადგან მის წინ სამოთხე გამოისახა.

ბრანგების სასახლე თვით დედამიწაზე ჩამოტანილი სამოთხის მსგავსი ყოფილიყო. ეზოში შესვლისთანავე იგრძნობდი მის სიმშვენიერეს, რომელიც პირელივე დანახვისთანავე სასიამოვნო შეგრძნებით გავსებდა.
თეოდოსია ცხენიდან ათრთოლებული ჩამოდის. სახე სულმთლად გაჰფითრებოდა. მის შემხედვარეს ადამიანს ეგონებოდა, რომ გარდაცვლილი ყოფილიყო.
- თავის ოთახშია?- იკითხა ბოლოს მან.
- დიახ, ქალბატონო.
ბრანტების სასახლე გარედან თეთრი ფერისა იყო. შიგნით ლამაზად გაწყობილი ნივთები სტუმარს კეთილგანწყობით იპყრობდა. პირველ სართულში, ერთ-ერთ კუთხესთან მეორე სართულზე ასასვლელი კიბე იყო. თეოდოსიამ სწრაფ-სწრაფად აირბინა კიბეები. მას ულარიც უკან გაჰყვა, ხოლო ჯესი კუდის ქიცინ-ქიცინით სახლის ზღურბლის შესასვლელთან იყო წამოწოლილი.

რამდენიმე დღის შემდგომ...

- როდის აპირებ წასვლას?- უთხრა თეოდოსიას უჯუმ, რომელიც როგორც ყოველთვის ახლაც გამოირჩეოდა თავისი დამახასიათებელი უტაქტობით.
- ვგონებ იმედების გაცრუება მომიწევს, უჯუ. აქედან წასვლას არ ვაპირებ. იმედია არ გავიწყდებათ, რომ ეს სახლი ჩემია.- ნიშნისმოგებით უპასუხა ჟღალთმიანმა ქალმა დედინაცვალს. შიგადაშიგ ფანჯრის რაფისკენ გააპარებდა-ხოლმე მზერას. თვალს შეავლებდა ულარს, რომელიც ჯესის ეზოში ეთამაშებოდა. მგლის ნაშიერი თოვლში ნებირვობდა. ხან შტაკისლოველი კაცისკენ გაიქცეოდა და ხან მის თითებზე ნაზად შეეხებოდა-ხოლმე თეთრი ეშვებით.
- ეს მგლის ლეკვი საერთოდ საიდან მოათრიე, თეოდოსია? ან ეს უცხოელი კაცი. სხვები რას იფიქრებს? ჩვენს ოჯახში, შენ შტაკისლოველი ყმაწვილი შემოიყვანე. ახლავე დაუძახე ულარს... თუ რაც ჰქვია. ვერ ავიტან, ჩვენს ოჯახს ნაცარი შეაყაროთ. ხალხმა ერთად უკვე დაგინახათ. შენ ბრანგი ხარ, თეოდოსია. უნდა გესმოდეს ეს ყოველივე!
- უკაცრავად? რატომ უნდა დავუძახო?
- შენ არ დაუძახებ? მაშინ მე ვიზამ ამას... თავს ნუ შეიწუხებ.- თქვა თავისი ამპარტავნული მიმიკებით და საჯდომის ქნევა-ქნევით ფანჯრისკენ დაიძრა.

ულარი უჯუს ხმაზე შეკრთა. ზოგადად მიუჩვეველი იყო ამ ქალთან საუბარს, რადგან უმეტესწილად იგი ყურადღების ღირსადაც არ თვლიდა-ხოლმე. შტაკისლოველი ყმაწვილი ნაჩქარევად ამოვიდა მეორე სართულზე და პირდაპირ დოდოს წინაშე დადგა. თითქოს დასჯილი ბავშვი ყოფილიყოს...
- სასაუბრო გვაქვს, ულარ!- მიუგო უჯუმ მას.
- გისმენთ, ქალბატონო.
- მთელი ქალაქი თქვენს ჩამოსვლაზე საუბრობს. ერთად დაგინახეს ცხენზე მყოფნი, თუ როგორ მისეირნობდით ხელი-ხელჩაკიდებულნი ტყეში. ულარ... მე ყოველთვის ჩემი ოჯახის რეპუტაციას წინა ფლაგზე დავაყენებ. არავის მივცემ უფლებას, რომ ამ ყოველივეში ხელი შემიშალოს.. თუნდაც ის ადამიანი, ჩემი ოჯახის წევრი იყოს. ბევრი ფიქრის შემდგომ გადავწყვიტე, რომ უნდა დაქორწინდეთ!- თქვა წარბდაუხამხამებლად. თითქოს ასეთი მარტივი თემა არც არაფერი ყოფილიყოს.
- დავქორწინდეთ?!- ერთხმად წამოიყვირეს თეოდოსიამ და ულარმა. ერთმანეთს შეშფოთებული სახეებით გადახედეს... თითქოს ეჭვი ეპარებოდათ მოსმენილი სიტყვების რეალობაში.
- ეს ყველაფერი ძალიან მალე და მარტივად უნდა მოგვარდეს. ვიტყვით, რომ საიდუმლოდ ტოვებდით თქვენს ურთიერთობას. ოჯახის შექმნა ერთადერთი საშუალებაა საზოგადოების რეაქციის ჩასახშობად. ულარ... შენ თუ თეოდოსია გიყვარს, უნდა უფრთხილდებოდე მის რეპუტაციას. თუ არ გექნებათ ქორწილი საზოგადოება კვლავ გააგრძელებს ქალბატონის აბუჩად აგდებას... ნუთუ თქვენ ეს გინდათ?- რქებშესხმული ურჩხული თითქოს სადღაც გაქრა და მათ წინ ფრთაშესხმული ანგელოზი დამდგარიყო, რომელიც ყველაზე ყალბ ნიღაბს ატარებდა.
- ეს დაუშვებელია... ისეთ საზოგადოებას რა ვუთხარი, რომელიც მეგობრობის არსს ვერ ხედავს!- წამოიძახა თეოდოსიამ და ოთახიდან გაუჩინარდა.


თეოდოსიამ ღამის წყვდიადთან ერთად დაკარგა შინაგანი ძალაც. საკუთარ სხეულს შორიდანვე აკვირდებოდა... თითქოს მისი საერთოდაც არ ყოფილიყო. ჰარონტელ ქალს სულს უწვავდა, როდესაც ამჩნევდა, რომ მოსახლეობამ დიდი ხნის წინ დაივიწყეს ერთმანეთი. გააუფასურეს ყოველგვარი ადამიანური ღირებულებანი... ხვდებოდა თეოდოსია... მას ბედნიერება არ ეწერა ისეთ ადგილას, სადაც უსამართლობა იჩენდა თავს. ვერ იქნებოდა ბედნიერი, სადაც ბრბო ადამიანის ცხოვრებას უპირობოდ განაგებს.
სწორედ იმ საღამოს, როდესაც ზამთრის სუსხი ჯერ კიდევ ძლიერად იყო გაბატონებული გარემოში თეოდოსიასკენ ულარი წამოვიდა. კი... ხშირად მიდიოდა თეოდოსიასთან ულარი, თუმცა ის ნაბიჯები უწინდელის მსგავსი არ ყოფილა. მის ნაბიჯებს სხვანაირი სურნელი ჰქონდა... ალბათ, თეოდოსიას სუნი.
- გეძებდი, თესია...
- მენატრებოდი...
- მართლა?
- ძალიან, მენატერბოდი, ულარ.
- ვგრძნობ, რომ განიცდი ჩვენს მომავალ ქორწილს, ძვირფასო.
- ბრბომ ჩემი ცხოვრება დაანგრია.- თქვა და მწარედ ატირდა, თეოდოსია.
- გთხოვ, არ იტირო რა...- თხოვნითა და ამავდროულად ვნებით აღსავსე ტონით უთხრა ჰარონტელ, ჟღალთმიან ქალს. - იქნებ ასე სჯობს? ჩვენ ოჯახის შემდგომ-ხომ აღარავინ დაგვაშორებს, თესია. მარადიულად ვიქნებით. ასე უსასრულოდ. განა შენც ეს არ გინდოდა, ძვირფასო?
- რა თქმა უნდა მინდოდა, მაგრამ ოჯახის შექმნა ძალიან ზედმეტია, ულარ!
- შენთვის არავის არ უთქვამს თუ რა ლამაზი ხარ, როდესაც ღრმა ფიქრები გიპყრობს?
- შენ რას აკეთებ ახლა, მაბავ?- თვალებმოჭუტვით ჰკითხა თეოდოსიამ ულარს.
- შებმა არც მჭირდება, როდესაც ისედაც ჩემი ხარ...- მძიმედ აღმოთქვა ულარმა და ნელ-ნელა თეოდოსიისკენ მიიწეოდა.
ულარის გონებაში სრული სიბნელე იყო დასადგურებული. ამ უკუნეთში მხოლოდ და მხოლოდ ნათელი სხივი ჩნდებოდა, ისიც თეოდოსიის სიტყვების გაჟღერებისას.
- ნუ გეშინია, თესია... მე და შენ ერთმანეთს ვგავართ. შენ ჩემი წყალი ხარ, რომელიც მუდმივად იღვრება ჩემს სხეულში.-უთხრა საყვარელ ქალს და ლოყაზე ცხვირის წვერით ნაზად შეეხო.
თეოდოსიას სხეულში აქამდე ძალიან უცნობი გრძნობა ვრცელდებოდა, რომელიც ერთიანად მთელ გალაქტიკაში არნახული ელექტროდენივით ნუსხავდა. ასე ეგონა თითქოს მის სხეულში, ამ სამყაროში ყველა პეპელა ერთიანად შლიდა ფრთებს... მასში ისინი ცოცხლობდნენ. ისევე, როგორც ულარი ქართველი ქალის გონებაში.
- მიყვარხარ, თესია... ბოდიში, რომ მხოლოდ ახლა მოვახერხე ამის გამხელა... მიყვარხარ და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გერქმევა...
- ეს დაუჯერებელია...- ვნებითაღსავსე სიტყვები აღმოხდა თეოდოსიას, რომელსაც შტაკისლოველი კაცის სახის ნაკვთებზე ჰქონდა თავისი თითები შეხებული და ნაზად ეფერებოდა მას.
- ზოგჯერ უბრალოდ ვერ ამჩნევ, რომ შენი ცხოვრების მეგზური შენ გვერდით მყოფი პიროვნებაა.

შტაკისლოველ ყმაწვილსა და ჰარონტელ ქალს შორის მანძილი უფრო და უფრო მცირდებოდა. ერთმანეთის გახშირებულ სუნთქვას უსმენდნენ... ცდილობდნენ ერთი მზერით, ერთმანეთის შინაგანი სამყარო უსიტყვოდ ამოეკითხათ.
- მიყვარხარ, თესია... უბრალოდ, ყოველთვის გახსოვდეს ეს!



თავი 6

მზის სხივები, თეოდოსიას ფანჯრის რაფას ფრთხილად შეეხო... თითქოს ეშინოდათ, რომ ქალბატონი ბრანგი არ გაეღვიძებინათ. არ დაერღვიათ, ის სიზმრის ფერთა გამა, რომელიც ჟღალთმიან ქალს ღიმილის მიზეზად ევლინებოდა.
თეოდოსიასთვის ბოლოს, რომ გეკითხათ თუ როდის იყო ასეთი ბედნიერი ვერ გიპასუხებდათ, რადგან მისთვის ცხოვრება ყოველთვის ნეგატიურობასთან ასოცირდებოდა. მისი გარშემო მყოფნი ვერასოდეს ვერ ხვდებოდნენ, თეოდოსიას ღრმა თვალებში ჩამალულ სევდას, რომელიც შიგადაშიგ ფსკერზე ამოსვლისას აკიაფდებოდა-ხოლმე... მათ ქალბატონი ბრანგი ყოველთვის მეოცნებე გოგონად მიაჩნდათ, თუმცა ყურადღებას აღარ აქცევდნენ, როგორ უბილწავდა ბავშვურ სულს შემოპარული ნაღველი. სევდას, სევდა ემატებოდა და საბოლოოდ ერთ დიდ გაუგებრობად წარმოიქმნებოდა.
თეოდოსიას ნაზ ნაკვთებს როგორც იქნა შეეხო მზის საბოლოო სხივიც, რომელიც ძილისმოყვარულ ქალბატონს აუწყებდა, რომ უკვე ადგომის დრო ყოფილიყო. ჰერონტელი ქალის გონებაში გუშინდელი კადრები ერთიანად იწყებდნენ გაცოცხლებას... ნათლად წარმოიდგენდა ულარის გაბრწყინებულ სახეს, რომელიც სიცოცხლის სხივით ავსებდა.
ბრანგი ფეხზე დგება. საკუთარ გამოსახულებას სარკის დახმარებით ათვალიერებდა. თავისი გარეგნობით უკმაყოფილო არასოდეს არ ყოფილა... კიდევ კარგი ამაში მაინც გაუმართლდა.
თეოდოსია ფანჯრის რაფასთან მყოფ კონვერტს უახლოვდება. გული საგულიდან ამოხტომას ლამობს... სხეული კი ცვარით ეფინება.
- მამა...- პირველად წარმოთქვა თეოდოსიამ ეს სიტყვები ხმამაღლა. საკუთარ მამასაც კი არასდროს ეძახდა ზემოთხსენებულ ასოთა ერთობლიობას.

თეოდოსიამ უკვე აღარ იცოდა მერამდენეჯერ კითხულობდა, ისკათას მიერ დატოვებულ წერილს, თუმცა ერთს აცნობიერებდა, რომ თითოეული სიტყვის ხელახლად წაკითხვის შემდგომ უფრო და უფრო მრავალკეცდებოდა მამის მიმართ გრძნობები.
წერილი შემდეგ რამეს ამბობდა:
„ ჩემო თეოდოსია... ჩემო ყველაზე ნათელო და ბრწყინავო ვარსკვლავო. მაპატიე იმისათვის, რომ ისეთი მამობა ვერ გაგიწიე, რომელსაც რეალურად იმსახურებდი. მაპატიე, რომ იმ პერიოდში არ გედექი გვერდით, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი. ადამიანი ყველაზე მეტად სიკვდილის მოახლოვების პერიოდში ფიქრობს წარსულში დაშვებულ შეცდომებზე. და როგორ მსურს თითოეული არასწორად განხორციელებული ქმედება გამოვასწორო, შვილო...
გული მწყდება, რომ პირადად ვერ გხედავ ახლა. გული ნაფლეთებად მექცევა, როდესაც ვაცნობიერებ საკუთარ შეცდომებს. მე არასოდეს არ მითქვამს შენთვის, რომ ძალიან, ძალიან მიყვარდი... ალბათ, როგორ გჭირდებოდა ამის მოსმენა, მაგრამ რატომღაც არ გეუბნებოდი. ნეტავ მაგ დროს საერთოდ რას ვფიქრობდი?
ბოდიში, რომ შენს ქორწილში გვერდით ვერ დაგიდგები. ვერ დავინახავ შენს გაცისკროვნებულ თვალებს, რომელიც დედაშენის თავს მახსენებდა.
ბოდიში, რომ შენს შვილს გულში ვერ ჩავიკრავ.
ალბათ კარგი მამა, რომ ვყოფილიყავი ეს ყოველივე ასე ტრაგიკულად არ დასრულდებოდა.
თეოდოსია, შვილო... ვიცი, ყოველთვის გაკლდა უჩემობა, თუმცა ძალიან მინდა ერთი სურვილი შემისრულო. შენ ჩემი და ერთადერთი ცხოვრების სიყვარულის- ანნას სიყვარულის ნაყოფი ხარ. შენზე ძვირფასი უფალს არაფერი არ გამოუგზავნია ჩემთვის... ჩვენი სამეფო არ მიატოვო, თეოდოსია. ვიცი, უჯუ ისედაც მიხედავს სამეფო საქმეებს, თუმცა შენი შეუდრეკი ხასიათი კარგად ვიცი. შენი სიმართლისმოყვარულობაც. მე მინდა, ჩემი ტახტის გამგრძელებელი იყო, თეოდოსია. შეისმინე ჩემი სიტყვები. ეს ერთადერთი სათხოვარია, რომელსაც მამაშენისგან გაიგონებ ოდესმე.
მიყვარხარ...
მიყვარხარ და იცოდე.... სიკვდილი შენდამი გრძნობას ვერასოდეს ვერ გააქრობს!“



უჯუ სამზარეულოში შესულიყო და მოსამსახურეებს დაუსრულებლად აყრიდა შენიშნვენს. თეოდოსიას ამ სანახაობის შემხედვარე ყელში ჯავრი მოაწვა. ვერ ეგუებოდა ადამიანს მის წინაშე, როცა ამცირებდნენ.
- უჯუ, რატომ საყვედურობ მათ? ისინი ყველაფერს აკეთებენ ჩვენთვის!
- თეოდოსია, უფროსების საუბარში რომ არ უნდა ჩაერიო, ეს დედაშენმა არ გასწავლა?- ირონიულად აღმოთქვა მან. სახე ეშმაკისეული გაუხდა.- უი... სულ დამავიწყდა, რომ მას საერთოდ არც კი იცნობდი, საბრალოვ!
- თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ ჩემს ოჯახს უხეში სიტყვები მიაყენოთ. მითუმეტეს ანნას... ადამიანს ვინც იმ ადამიანური წრფელი ბუნებით გამოირჩეოდა, რომელიც სამწუხაროდ დღესდღეობით მრავალ ადამიანს აქვს დაკარგული. დასანანია, რომ მათ ჩამონათვალში თქვენც შედიხართ.
- როგორ ბედავ?!- კბილებში გამოსცრა, დედინაცვალმა, რომელსაც სიბრაზისგან სრულიად გასწითლებოდა ისედაც გაჭარხლებული სახე.- ნეტავ, როდის დადგება ის დრო, როცა ამ სახლის ზღურბლს გადააბიჯებ. საკუთარი მიწა ხომ გაგაჩნია, არა?!
- იმედები უნდა გაგიცრუო, უჯუ... ეს სახლი მე მეკუთვნის. მამაჩემმა თავისი მიწა მე დამიტოვა. ისევე, როგორც სამეფო ტახტი.- ნიშნისმოგებით უპასუხა თეოდოსიამ სიბრაზისგან სახეწაშლილ უჯუს. ხელში განთავსებული წერილი გაუწოდა მას და თითოეული დედინაცვლის სახეზე გამოსახულ მიმიკას უკლებლივ იკვლევდა.
- როგორ თუ...?!- კბილებში გამოსცრა მან.
- იმედი მაქვს ყველაფერი გასაგებია უკვე შენთვის.

თეოდოსია სამზარეულოდან, მისაღებ ოთახში გადაინაცვლა, სადაც ულარი ეგულებოდა. შტაკისლოველი კაცი როგორც ყოველთვის წიგნების კითხვით ირთობდა თავს. სახეზე ემოციების ქარტეხილი ემჩნეოდა.
ჰარონტელი ქალი უყურებდა სემს... უყურებდა და ფიქრობდა, რომ მასთან ერთად ყველაფერი იყო, მაგრამ უიმისოდ არავინ. ალბათ, სწორედ ეს იყო ნამდვილი, წრფელი სიყვარულიც, რომელზედაც ყოველთვის ოცნებობდა.
- მოხვედი?- სიყვარულითსავსე მზერა შეაგება კარებში მდგომ თეოდოსიას.
- ხელი ხომ არ შეგიშალე, ულარ?
- რას ამბობ... არ გინდა გარეთ გავისეირნოთ? თან შენთვის საჩუქარიც მაქვს.- თვალები აუკიაფდა ულარს, რომლის შემხედვარეს ძალიან რთული ხდებოდა მის წინადადებას არ დაჰყოლოდი.

თეოდოსია და ულარი ტყის შუაგულში შევიდნენ. ერთმანეთის თითები, ერთმანეთის მტევნებში იყო შეზრდილი. მზის მწველი სხივი ორ მონათესავე სულს ანათებდა და ზეციდან ლოცავდა.
- კიდევ ბევრი დარჩა?- წუწუნით აღმოთქვა თეოდოსიამ, რომელიც პატარა ბავშვივით ადგილზე ცქმუტავდა.
- სულ ცოტაც და მალე მივალთ.- ღიმილითვე მიუგო, ულარმა ჰარონტელ ქალს.

გზადაგზა წყვილი ერთმანეთს სასიამოვნო მზერით ასაჩუქრებდნენ-ხოლმე. ამ მომენტში ულარის სხეულში კვლავ ახლიდან იბადებოდა ახალი ადამიანი, რომელიც უწინდელთან შედარებით ბევრად უკეთესი ხდებოდა.
რამდენიმე წუთში თეოდოსიას წინ პატარა ქოხი გამოჩნდა, რომელიც ძალიან აგონებდა თავის ოცნების სახლს.
ხის სახლი ტყის შუაგულში იყო ჩამდგარი. მის გვერდით ანკარა და ამავდროულად ხმაურიანი მდინარე ჩამოდიოდა. ხის ტოტებზე ჩიტები საამურად ჟღურტულებდნენ... თითქოს ორი შეყვარებული წყვილისთვის მეტად რომანტიკულ ადგილად აქცევდნენ.
სემმა ქოხის კარები ფრთხილად გამოაღო. სახლიდან სასიამოვნო მელოდია ისმოდა. ზუსტად ის, რომელიც თეოდოსიას ყველაზე მეტად უყვარდა.
- მოგწონს?- ბოლოს ჰკითხა სემმა, თეოდოსიას.
- შენ დედამიწაზე სამოთხის ჩამოტანა შეძელი!- აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ჟღალთმიანი ქალბატონი, რომელიც ემოციების მოძალების ფონზე ულარს კისერზე ჩვილი ბავშვივით ჩამოეკონწიალა. ულარის თითები თეოდოსიას მხრებზე დაცურავდნენ.
- საჩუქარი ეს არაა მხოლოდ, თესია.- თქვა ულარმა და თავის ჯიბიდან პატარა ბეჭედი ამოიღო, რომელიც ძალიან უბრალო, მაგრამ განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ყოფილიყო. - ვიცი... ასეთი უბრალო ბეჭედი არ შეგეფერება, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ შენ ყოველთვის პატარა უბრალოებაშიც იდეალურობას პოულობ, საყვარელო...
თეოდოსიას თვალები აუცრემლიანდა. თავი დაუვიწყარ სიზმარში ეგონა და ვაი... ვაი, როგორ ეშინოდა, რომ ულარის სახის ნაკვთები მალევე გაქრებოდა.
- სიზმარში ვარ არა? მგონი საკუთარი გონება მეხუმრება უკვე!- ძლივას აღმოთქვა თვალებამღვრეულმა წითურმა არსებამ.
- არა, თესია. მე აქ ვარ. ჩვენ ერთად ვართ. ეს ყველაფერი რეალურია და შენ ჩემი მომავალი ცოლი ხარ. არასდროს ჩაქრე რა...- მძიმედ წარმოთქვა ულარმა. თავის მტევანში თეოდოსიას თითები მოიქცია. ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა. შემდგომ უბრალო, მაგრამ მაინც ყველაზე ძვირფასი ბეჭედი ნაზად გაუკეთა.- შენ ამიერიდან ჩემი გქვია, თესია...- ჟღალთმიანი ქალის ცხირს, თავისივე ცხვირით შეეხო.
- ჩვენ ერთნი ვხდებით, ულარ....
- ორი ადამიანი, ერთი სულით, თესია.- თქვა ულარმა და თეოდოსია ნაზი კოცნით დააჯილდოვა.


თავი 7

ულარი სამზარეულოში იჯდა და უჯუს ესაუბრებოდა, რომელიც დაუღალავად ითხოვდა ქორწილის დროულად დაგეგმვას.
- ცოტას ხომ არ ვჩქარობთ?- დაეჭვებით იკითხა ულარმა.
- დღეს სტუმრებს დავპატიჟებ. წვეულება უნდა გავმართოთ სახლში. მკერავს ვეტყვი, რომ შენთვისა და თეოდოსიასთვის ტანსაცმელი შეკეროს. ქორწილი ზეგ საღამოს იქნება.- მოკლედ მოუჭრა უჯუმ შტაკისლოველ ბიჭს.

თეოდოსიასთვის სამეფო საქმეებისთვის გაძღოლა იოლი არ ყოფილა. მითუმეტეს, როდესაც ათასი რჯულის ადამიანთან უწევდა კომუნიკაციის დამყარება. დღესაც სკუპიოს მეფესთან- დემნასთან ჰქონდა შეხვედრა დანიშნული. ერთობლივად უნდა გადაეწყვიტად დახმარებას გაუწევდნენ ქჰერონტელები რიმის სახელმწიფოს თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში თუ არა.
ერთი მხრივ, თეოდოსიას სურვილი არ ჰქონდა რიმსს დახმარებოდა, თუმცა იმასაც კარგად ხვდებოდა, თუ ეს ნაბიჯი რა შედეგს მოუტანდა მთლიანად თავისი ქვეყანას. ზოგჯერ დგება ცხოვრებაში ისეთი მომენტიც, როდესაც საკუთარ ინტერესებს უკან სწევ, რადგან უარეს გასაჭირში არ აღმოჩნდე.
თეოდოსია მამამისის ოთახში იჯდა და დოკუმენტებს ათვალიერებდა. საწყალი გოგო, მერამდენე ღამეა სწორედ სამეფო კარის ამბების გადამკიდე ღამეებს თეთრად ათენებდა. თვალები სრულიად ამღვრეოდა. სახეზე დაღლილობა აღბეჭვდოდა, თუმცა მაინც დაუღალავად აგრძელებდა საქმეების მოგვარებას. დასაკარგი დრო, არც კი ჰქონდა. თეოდოსია იმდენად იყო თავის სამუშაოში გადართული, რომ სრულიად დავიწყებოდა რამდენიმე დღეში დაგეგმილი თავისი ქორწილი.
რამდენიმე საათში ბრანგი თავისი სამუშაო ოთახიდან გამოდის და ეზოში გადის. სურს, რომ მუშებს გაესაუბროს... გაიგოს რაიმეში სჭირდებათ თუ არა მისი დახმარება. ამ ქმედების გამო კი, თეოდოსიამ მალევე დაიმსახურა ადამიანების ძალიან დიდი სიყვარული.
გარეთ ჯერ კიდევ ციოდა. თეოდოსიას ტანში გააჟრჟოლა და გადაწყვიტა პლედი მოესხა ბეჭებზე. ყველაზე მეტად ახლა მისთვის არ შეიძლებოდა ვირუსის შეყრა. სახელმწიფოს სჭირდებოდა.
გარეთ ჩანდა ჭიანჭველებივით მოფუსფუსე ადამიანები, რომლებიც ახალი დედოფლის დანახვაზე ზრდილობის ნიშნად თავს უკრავდნენ. რამდენიმე კილომეტრიდან ბავშვების ჟრიამულიც ისმოდა. ალბათ თამაშობდნენ.
- რა სჯობს ბავშვობის ტკბილ წუთებს?!- გულში მოწყენით ჩაილაპარაკა თეოდოსიამ.

ჟღალთმიან ქალს არასოდეს არ უყვარდა მედიდური კაბების ჩაცმა. ყოველთვის სურდა, რომ ფენებს შორის არსებული ღრმულები ამოევსო. თითოეული ადამიანი-ხომ თანასწორი იყო. თითოეული ადამიანი უფალმა შობა. უსამართლობა იქნებოდა თუ პიროვნულობას ფენების მიხედვით დაჰყოფდა.
ბავშვები ჟივილ-კივილით თეოდოსიას დანახვისას მისკენ გამოიქცნენ. ჟღალთმიანი ქალი გრძნობდა, რომ მათ იგი უყვარდა. თვითონაც არასოდეს არ აკლებდა ყურადღებას.
- როგორ მოგვენატრეთ, ქალბატონო!- წამოიძახა ერთ-ერთმა გოგონამ, რომელსაც დაძონძილი კაბა და დაუვარცხნილი თმები ჰქონდა.
- მეც ძალიან ბავშვებო. ოღონ ერთ რამეზე შევთანხმდეთ, არა? ქალბატონო არასოდეს არ დამიძახოთ. უბრალოდ თეოდოსია, გასაგებია?- თვალი ჩაუკრა თეოდოსიამ ბავშვებს.
- გასაგებია, თეოდოსია!- გაწელვით, მაგრამ ამავდროულად ომახიანად წარმოთქვეს ბავშვებმა ზემოთხსენებული სიტყვები.
- თქვენთვის საჩუქრები მაქვს.- სიყვარულითსავსე მზერით დააჯილდოვა თეოდოსიამ ბავშვები.- აქ ტანსაცმელებია, რომლებიც ვგონებ თქვენი ზომისა უნდა იყოს. ასევე ჰიგიენული საშუალებებიც.



- თესია!- გაისმა ულარის ხმა, რომელიც ძალიან ახლოდან ისმოდა.
- გისმენ, ულარ!
- ორი წუთით გამოდი რა... საქმე გვაქვს.
- ახლავე.

თეოდოსია იშვიათად ხედავდა-ხოლმე თავის საქმროს დაუსრულებელი სამეფო კარის საქმეების გადამკიდე, თუმცა როგორც კი თავისუფალ დროს იპოვიდა, მაშინვე ცდილობდა ეს წუთები ულარის მკლავებში გაეტარებინა.
- როგორ მომენატრე, თესია...- მძიმედ აღმოთქვა ულარმა, რომელიც მონატრებისგან სრულიადნ უთრთოდა სხეული. როგორ უნდოდა თეოდოსია მუდმივად მის მკლავებში ყოფილიყო. როგორ უნდოდა მთელი გალაქტიკა მისთვის საჩუქრად მიერთვა. იცოდა ეს გააბედნიერებდა.
- ჩემო...- ცრემლები წასკდა თეოდოსიას, რომელიც ეს ბოლო პერიოდია ძალიან ემოციური გამხდარიყო.
- რატომ ტირიხარ, თესია?- გაკვირვებისგან თვალები გაუდიდდა ულარს, რომელიც ვერასოდეს ვერ იტანდა საყვარელი ქალის ცრემლებს.
- არასოდეს მინდა გაქრე, ჩემი ცხოვრებიდან...- ნაღვლიანად ამოიოხრა ქალმა.
- რას ამბობ, თესია? მიგატოვო?და მერე მე ვინ ვიქნები? განა შევძლებ უშენოდ ცხოვრების გაგრძელებას...- უთხრა თეოდოსიას და სველი კოცნით დააჯილდოვა.

თეოდოსია გრძნობა, როგორ ფართოვდებოდა მის თავზე მყოფი ზეცა... როგორ უფრო და უფრო კიაფდებოდა მზის სხივებიც ერთმანეთთად ყოფნის პერიოდში. სხეული ერთიანად ეწვოდა ულარის შეხებისას. ფიქრობდა... ფიქრობდა, თუ ამაზე საოცარი გრძნობა რაღა უნდა ყოფილიყო.
- უკაცრავად ხელს, რომ გიშლით...- მორცხვათ ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა გოგომ, რომელსაც ქერა ტალღოვანი თმები ჰქონდა. თეოდოსიას როგორც ახსოვდა, მგონი ამ ქალიშვილს ნები უნდა რქმეოდა.
- რას ამბობ, ნები. რაშია საქმე?- თქვა თეოდოსიამ და ფრთხილად გაუშვა ულარის ხელებს თითები.
- სიმართლე, რომ გითხრათ ბატონ ულართან მაქვს სასაუბრო.- მოკლედ მოუჭრა ნებიმ თეოდოსიას.
- გისმენ, ნები.
- საჯინიბოში ერთ-ერთი ცხენი მგონი ავად არის. ხომ ვერ დამეხმარებოდით?- ჰკითხა ულარს ნებიმ.

თეოდოსია ეჭვის თვალით უყურებდა ნების. უმიზეზოდ, მაგრამ ალბათ რაღაცა მიზეზის ფონზე ეს ახალგაზრდა უნდობლობის შეგრძნებას უტოვებდა ჟღალთმიან ქალს.

ულარი ნების საჯინიბოსკენ გაჰყვა. შიგადაშიგ ნები შტაკისლოველ კაცს შეკითხვებს უსვამდა.
- როგორც ამბობენ შტაკისლოველიიდან ჩამოხვედით.
- დიახ, მართალია. აქ როგორც ჩანს სწრაფად ვრცელდება ამბები.- ნაძალევად ჩაიღიმა ულარმა.
- იმასაც ამბობენ, რომ უსიყვარულოდ ქმნით თეოდოსიასთან ოჯახს.
- ეს სისულელე ვინ თქვა? თეოდოსია ჩემი ცხოვრების ნავსაყუდელია, რომელიც განა იმის გამო მომყავს ცოლად, რომ ვალდებულობის გრძნობა მაწუხებს... არამედ იმიტომ, რომ ეს ქალი მიყვარს. თავი შემაყვარა თავისი სუფთა სულით.- სიმწრით აღმოთქვა ულარმა.
- ბოდიშით, მაგრამ ვერ ვხვდები რა მოგწონთ თეოდოსიაში.
- მგონი ეს საქმე თქვენთან გასარჩევი არ არის. სჯობს აქ მოსვლის თემას დავუბრუნდეთ. სად არის ცხენი?- დაეჭვებით იკითხა ულარმა.

ნები საჯინიბოს კარებისკენ გაიმართა. მჭიდროდ მიკეტა კარები და ისევ ულარს მიუბრუნდა.
- არცერთი ცხენი არ არის ცუდად. უბრალოდ მინდოდა აქ მომეყვანეთ.- აღზნებული ტონით მიუგო ნებიმ ულარს, რომელიც მასში საშინელ ზიზღს იწვევდა.
- ეს რას ნიშნავს?- წამოიყვირა ბრაზით ულარმა.- დრო დასაკარგად ნამდვილად არ მაქვს. რამდენიმე დღეში ქორწილი იქნება და თქვენ ტყუილად მაკარგვინებთ წუთებს!- ზიზღისგან ზემოთ აექაჩა ბაგეები.
ნები თითქოს ულარის სიტყვებს ვერ იგებდაო... ისე დაიწყო თავისი ტანისამოსის ნელ-ნელა გახდა.
- რას ჩადი?- ულარი ნების მიუახლოვდა და მწარედ მოუჭირა გლეხის ქალს ხელები... ისე, რომ ბოლოს ტკივილისგან ნების ცრემლები წასკდა.
- რამდენიმე დღეში ქორწილი გაქვთ... არაფერი დაშავდება მანამდე სხვა ქალს თუ შეხედავთ! რითი ჩამოვუვარდები მაგ შენს თეოდოსიას?! მეც შემიძლია ის მოგცე რაც მას გააჩნია. მოდი ჩემთან. პირველივე დანახვისთანავე შემიყვარდი, ულარ...- მძიმედ აღმოთქვა ნებიმ და ულარის სახის ნაკვთებს თითებით შეეხო. სიამოვნებისგან გლეხის ქალმა თვალები დახუჭა... ერთი ვნებიანად ამოიოხრა და ეს-ეს იყო შტაკისლოველი კაცის ტუჩებს უნდა შეხებოდა, რომ ულარმა ნელის ხელი ჰკრა და ძირს დააგდო.
- ჩემგან შორს დაიჭირე თავი, ნები!- თქვა და საჯინიბოდან გაბრაზებული გავარდა.

----------------------------------------------
* ჰარონტი- ერთ-ერთი გავლენიენი ქვეყანა აღმოსავლეთში, რომლის მმართველიც არის ოდითგანვე ბრანგთა შტოს წარმომადგენლები.
* ჰავური- ერთ-ერთი ტრადიციური კერძი ჰარონტში.
* შტაკისლოვა- ქვეყანა აზიაში.
* კისნალი- ქვეყანა ჰარონტის ერთ-ერთი სოფელი.
* ინგალები- ჰარონტების უძველესი მტრები, რომლებიც აღმოსავლეთში სახლობენ.
* რიმი- ჰარონტების მოკავშირეები.

______________________________________________

პ.ს. შთაბეჭდილებები აუცილებლად გამიზიარეთ! heart_eyes




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent