შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაზლების ქურდი XII /აჩრდილზე მონადირე/ დასასრული


15-05-2020, 00:30
ავტორი belle...
ნანახია 18 160

ცხოვრება ფილმს ჰგავს, რომლის რეჟისორიც თავადვე ხარ. თუმცა ფილმის დასასრულს ყველა ვერ იღებს ოსკარს...

ზურაბი ჩაფიქრებული სახით მისჯდომოდა მაგიდას და ორთქლავარდნილ ყავის ჭიქას გულგრილად შესცქეროდა. სანდრო ისევ თავის ლეპტოპში ჩამძვრალიყო და ინტერნეტში გაუცნობიერებლად დაბორიალობდა იმის იმედით, რომ იქ იპოვიდა იმ კითხვებზე პასუხებს, რომლებიც ზურაბის ახალმა ამბავმა თითოეულ ჩვენგანს გაუჩინა.
- ანუ, - დუჩემ თავი ასწია და ექიმს სკეპტიკურად მიაჩერდა - ანუ, სია ჯანმრთელია?
„ჯანმრთელი“, ეს სიტყვა უცნაურად მომხვდა ყურში, ზურაბის ნაამბობის დაჯერება ჯერ კიდევ მიჭირდა. სიზმრიდან გამოღვიძებას ნებისმიერ წამს გულისკანკალით ველოდი. ატალახებულ ეზოს თვალი მოვწყვიტე და მათკენ შევბრუნდი.
- ჰო, ასეა, - ექიმმა უცნაურად გამომხედა - მის სისხლში ნამდვილად კოლიბრია, მაგრამ ანალიზებმა აჩვენეს, რომ ის მისთვის არაფრის დაშავებას არ ცდილობს და არც აპირებს. კოლიბრის უჯრედები ისე გარდაიქმნენ, რომ ორგანიზმთან ერთად თანაარსებობას უპრობლემოდ შეძლებენ და მეტიც, ის ერთგვარ დამცავ მექანიზმს წარმოადგენს სიასთვის. კერძოდ, მისთვის ახლა გაციება, სურდო და სხვა წვრილმანი დაავადებები ძალიან ძნელი მისაღწევი იქნება.
- ამიტომ... - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე - ამიტომ ვერ ვგრძნობ სიცივეს? შემიძლია ყინულს ისე შევეხო, რომ კანი არ ამეწვას. ეს ნორმალურია?
- ვფიქრობ, ეს შხამის მოქმედების გვერდითი ეფექტია, - ნიკაპზე ფიქრიანად მოისვა ხელი - დროთა განმავლობაში გაგივლის და ორგანიზმი ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება. სანერვიულო არაფერია. უფრო გასაგებად, რომ აგიხსნა ეს ნაბახუსევიდან ნელ-ნელა გამოსვლას ჰგავს. კუჭს არყის მიღების შემდეგ დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება, რომ თავის ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდეს. კოლიბრის შემთხვევაში ეს დროში წელვადი პროცესია, შეიძლება სხვა უცნაური გამოვლინებებიც გქონდეს, მაგალითად ენერგიის ჭარბი მოზღვავება, ან არაბუნებრივი სიმხურვალე, როგორც უკვე თავად აღნიშნე, მაგრამ ნუ შეგეშინდება, ეს გაივლის. ასეთი რამ პირველად ვნახე, ორგანიზმი და მასში მოხვედრილი პარაზიტი თანაცხოვრებას ცდილობენ და რაც უფრო გასაკვირია, გამოსდით კიდეც.
- ზურაბ, თავადაც თუ ხვდები ეს რა გიჟურად ჟღერს? - დუჩეს მოსმენილის დაჯერება აშკარად უჭირდა, ჩემი არ იყოს! - ჩვენ რა მარველის განზომილებაში გავიჭედეთ? სახლის სახურავებზე სპაიდერმენი დახტის და ღამღამობით ბეტმენი გამოდის ტრუსებით? ჰალკთან გადაგვერეკა ბარებ, დუდაევზე ჩვენ რატომ ვწალობთ?!
- არა, შენ ამ ყველაფერს ფანტასტიკას ტყუილად უკავშირებ, დუჩე, - ექიმს თვალები აღფრთოვანებით უელავდა, თან ცდილობდა არ გასცინებოდა - ეს წმინდა მეცნიერული საკითხია. კოლიბრი ჩვეულებრივი, არა, არაჩვეულებრივი ფორმულის მქონე, დახვეწილი და იშვიათი ქიმიური ნაერთია, რომელმაც თავისი ძველი ვერსიის შთანთქმა შეძლო და ადამიანის უჯრედს იდეალურად დაემსგავსა, ისე, რომ მასთან თანაარსებობა, როგორც მისმა ნაწილმა, ისე შეძლო და არა როგორც ანტისხეულმა.
- ძველი ვერსია შთანთქა?
დავიბენი, როგორც არ უნდა აეხსნა ექიმს, ეს მაინც ფანტასტიკის დონეზე ჟღერდა. თუმცა, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის, რომლებსაც მეცნიერების არაფერი გაგვეგება, მსგავსი რამეები ყოველთვის უჩვეულოდ ჟღერს.
- კოლიბრის ვაქცინა არ არსებობს. ანალიზების პასუხების მიხედვით ამის თქმა თამამად შემიძლია, მისმა შემქმნელმა შხამის ანტიდოტად იგივე შხამი გამოიყენა, ოღონდ გაუმჯოებესებული ფორმულით და გარდაქმნილი თვისებებით.
- დაახლოებით ეგ ის პონტია, შხამიანი მორიელი მასზე შხამიან არსებას, რომ შეაჭმევინო, ოღონდ ის მუტანტი შენ არაფერს გიშავებდეს, რა.
თავისებური დასკვნა გამოიტანა სანდრომ. მისეულმა ინტერპრეტაციამ ზურაბის ნაამბობი კიდევ უფრო მიემსგავსა მარველის ერთ-ერთი კომიქსიდან ამოღებულ სისულელეს.
- ნუ, მთლად ასეც ვერ ვიტყოდი, მაგრამ საერთო სურათის შემთხვევაში, ეგ ვარიანტიც მისაღებია. - ჩაიალაპარაკა ექიმმა.
- სერიოზულად? - დუჩეს წარბები ლამის აჩეჩილ ქოჩორში გაუჩინარდა - თქვენ რა სპეციალურად მიშლით ნერვებს, თუ რა გჭირთ, ტო? ზურაბ, სიას ნამდვილად არაფერი სჭირს? ამის თქმა დანამდვილებით შეგიძლია? არც შემდეგ განუვითარდება რამე ანომალია?
- კი, სია სრულებით ჯანმრთელია, - თავი დაუქნია და ღიმილით გამომხედა - ამ უცნაური სიახლით სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. მაგრამ არის ერთი პრობლემა, რომელიც სიას სისხლზე დაკვირვებით აღმოვაჩინე.
- რას გულისხმობ? - დავიძაბე. დუჩეს მთელი სხეული დაეჭიმა.
- ახალი კოლიბრი, თავის წინამორბედს დაუნდობლად უსწორდება. ეს კი სახიფათო და კრიტიკული ფაზაა ორგანიზმისთვის. ყველას არ შეუძლია მას, როგორ ვთქვა, გარდაქმნას გაუძლოს. ადამიანის სხეული საკმარისად ძლიერი, თუ არ აღმოჩნდება...
- რა? რა მოხდება მაშინ? - დუჩე წინ გადაიხარა და ექიმს გამჭოლი მზერით მიაშტერდა.
- ორგანიზმი, თუ მასში მიმდინარე ცვლილებებს ვერ გაუძლებს, ადამიანი დაიღუპება. - ჩაილაპარაკა ყრუდ და დუჩეს დამნაშავე სახით შეხედა.
გული შემეკუმშა, ელენა უკვე სამი წელი იყო ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი სხეული ერთიანად გამოფიტული და დაუძლურებული იყო შხამისგან. ზურაბის სიტყვებმა, წამლის მოლოდინით დაღლილი ქალისთვის, უმოწყალო განაჩენივით გაიჟღერეს. დუჩეს სახეზე მკვდრის ფერი დაედო, როგორც ჩანს, ისიც იგივეს ფიქრობდა.
- მაგით რისი თქმა გინდა, ექიმო? - სახიფათოდ მშვიდი ხმა ჰქონდა.
- დუჩე, კოლიბრისგან განკურნება შესაძლებელია, მაგრამ... მაგრამ, არ ვიცი ეს რამდენად უსაფრთხო იქნება დედაშენითვის. მცდელობამ შესაძლოა ჩვენთვის სასურველი ეფექტი ვერ მოახდინოს.
- მოკვდება? - იკითხა არაბუნებრივი ხმით.
- მორჩი! - შევუტიე დაზაფრულმა - არავინ არ მოკვდება! ელენა ამას გაუძლებს, ეჭვიც არ მეპარება, რომ გაუძლებს. ის ძლიერი ქალია! იმაზე მეტის ატანა შეუძლია ვიდრე თქვენ ფიქრობთ!
- სია მართალია, ნაადრევი დასკვნების გამოტანა სწორი არ არის.
- შენ თვითონ მითხარი, რომ ელენას ტვინი ნელ-ნელა კვდება და თუ დროულად არ მიიღებს ანტიდოტს, მერე უკვე დაგვიანებული იქნება, ზურაბ! - მაგიდას მუშტი დასცხო და გაცეცხლებული ფეხზე წამოიჭრა - არ მჭირდება ზღაპრები, არ მჭირდება ტყუილი იმედი, თვალებში შემომხედე და სიმართლე პირდაპირ მითხარი! რამდენი პროცენტია იმის შანსი, რომ დედაჩემი ვაქცინას ვერ გაუძლებს?
- მე...
- ზურაბ!
- ორმოცდაათი ორმოცდაათზეა, - ჩაილაპარაკა ყრუდ და დუჩეს ბასრ მზერას თვალი აარიდა - მაპატიე...
- გასაგებია.
გაქვავებული სახით წელში გასწორდა. მისმა გამომეტყველებამ გვარიანად შემაშინა. სახეწაშლილს თვალებში ბნელი ჩრდილები დასთამაშებდნენ. აღარაფერი უთქვამს, ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და კოტეჯიდან ისე გავიდა არავისთვის შეუხედავს. გული მომიკვდა.
- ზურაბ, - ექიმს გაუბედავად მივუახლოვდი და მის წინ ჩამოვჯექი - ერთი თვე... მე ერთი თვე ვიყავი დაკარგული, ვენები კი ერთიანად დაჩხვლეტილი მქონდა, გამოდის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემს სისხლში ვაქცინა შეჰყავდათ და დაახლოებით, თუ ვივარაუდებთ ერთ კვირიანი ინტერვალებით. ხომ ასეა?
- ჰო, ასე გამოდის.
- როგორ ფიქრობ, ელენას რამდენი დრო დასჭირდება განსაკურნად?
- მე არ ვფიქრობ, რომ წამლის დოზირება ორგანიზმზეა დამოკიდებული. არა, ეს მისი მოხმარების წესია. ანტიდოტი ერთი კვირის ინტერვალით უნდა მოხვდეს ორგანიზმში, აქედან გამომდინარე ოთხი ნევსი გამოდის. თუმცა, განსაზღვრული დოზა ჯერ კიდევ უცნობია ჩემთვის. მე იმაშიც კიარ ვარ დარწმუნებული, რომ ელენა პირველ ნევსს გაუძლებს. მისი ორგანიზმი დღითიდღე სუსტდება და კვდება.
- მე... მე ვერ ვიხსენებ რა ხდებოდა მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში, როცა ამაზე ვფიქრობ ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ეს დღეები სულ მეძინა. კოშმარები არ მქონია, არც ჰალუცინაციები, არც შიშები, არაფერი.
- ეს იმიტომ, რომ შენს ორგანიზმს ვიღაცამ დროულად მიაწოდა ანტიდოტი. კოლიბრს მოქმედება დაწყებული არც ჰქონია. თან პლუს ამას, შენს სისხლში კოლიბრის სახეშეცვლილი ვარიანტი აღმოჩნდა, რომელსაც ერთი კვირა სჭირდება მოქმედების დასაწყებად. ელენას შხამი კი სულ სხვა ხასიათისა, თუმცა, ვფიქრობ ეს მაინც არ უნდა იყოს პრობლემა, ანტიდოტი მის დამარცხებასაც შეძლებს. საკითხავი ისაა გაუძლებს, თუ ვერა მისი ორგანიზმი. გულწრფელად, რომ გითხრა მე ამის არ მჯერა.
სახეზე ხელები აიფარა და გულდამძიმებულმა მძიმედ ამოიოხრა. სანდრომ სევდიანად შემომხედა, თითქოს მზერით მეუბნებოდა ძალიან ვწუხვარო. ნერვები ამეშალა, ქალისთვის შანსიც კი არ მიუციათ, ისე გამოიტირეს უკვე. მე ვიგრძენი მისი ძალა, მაშინ, ოთახში, როცა სასოწარკვეთილი მკლავებში ჩამაფრინდა. გამიკვირდა კიდეც, რომ ჩონჩხად ქცეულ ქალს ამხელა ენერგია ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი ხელებში. მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ელენა ჯერ კიდევ იბრძოდა, მას ძალას შვილის სიყვარული აძლევდა, ერთადერთი ვაჟის, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა და მეც არ ვიცი რატომ, ღრმად მწამდა, რომ ელენა დუჩეს გამო ამ განსაცდელსაც გაუძლებდა და შვილისთვის გამოჯანმრთელდებოდა.
შეიძლება ეს რწმენა სულაც აფსურდულად, მიამიტურად და იქნებ ბავშვურადაც ჟღერდა, მაგრამ ხანდახან აუცილებელია ადამიანმა ყველაზე დაუჯერებელი რამისაც კი ირწმუნო. სასწაულები ხდება, მითუმეტეს მაშინ, როცა მას ასე გულით ნატრობ. შეიძლება უბრალო ზღაპარიც კი რეალობად გექცეს, მკითხველო, ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება. ამაში ჩემმა საყვარელმა მამაკაცმა ბევრჯერ დამარწმუნა, ახლა კი ჩემი ჯერი იყო მისთვის იგივე შთამეგონებინა.
- დუჩე...
სახლის კიბეებთან მჯდომს ნელა მივუახლოვდი და გვერდით მივუჯექი. ფიქრებში დაკარგულს დაბინდული მზერა ჩამუქებული ჰორიზონტისთვის გაეშტერებინა და სახეზე არეული ემოციები დასთამაშებდა. როგორი ნაცნობი იყო ეს გამომეტყველება, უნივერსიტეტში ზუსტად ასეთი სახით გაჰყურებდა ხოლმე ღრუბლებს, მისი ეს მზერა ყოველთვის მატყვევებდა.
- ზურაბს ისეთი არაფერი უთქვამს რაც აქამდე არ ვიცოდი, - დაილაპარაკა ხმადაბლა და გვერდულად გამომხედა, მწვანე თვალები ემოციების მორევს დამსგავსებოდა - ვიცი, რომ შეიძლება ყველაფერი ცუდად დასრულდეს, მაგრამ ამის მოსმენა მტკივნეულია, აუტანლად მტკივნეული. მე...
თვალი ამარიდა და ისევ ჰორიზონტს გახედა. საუბარი უჭირდა, გასასული ვუსმენდი და მისი თითოეული სიტყვა გულზე ეკალივით მერჭობოდა.
- დედაჩემს დავპირდი, რომ სახეზე ღიმილს დავუბრუნებდი, პირობა მივეცი, რომ წამალს ვიშოვიდი. მისი პოვნის შემთხვევაშიც კი შეიძლება დედაჩემი ხელებში ჩამაკვდეს... - ტუჩზე იკბინა და თავი ჩახარა, მისი გაბზარული ხმით მივხვდი, რომ ცრემლებს ძლივს იკავებდა, ტუჩები ამიკანკალდა - წარმოდგენა არ მაქვს ვინ გიხსნა გამტაცებლისგან, არ ვიცი სიცოცხლე ვინ შეგინარჩუნა, მაგრამ ამისთვის მთელი სიცოცხლე ვალში ვიქნები მასთან. მაგიჟებს იმის გააზრება, რომ მე აქ ვით ვზივარ, ჩემს გასაკეთებელს კი სხვები აკეთებენ. ამ ყველაფერზე ფიქრს ჭკუიდან გადავყავარ. აღარ ვიცი რამდენს გავუძლებ, მართლა არ ვიცი, სია.
სახე ხელებში ჩარგო და გაირინდა. უხმოდ ვისმენდი მის ახსარებას და ცრემლებს გაჭირვებით ვიკავებდი. არ მქონდა უფლება სუსტი ვყოფილიყავი, როცა მას ახლა ძლიერი ისე ვჭირდებოდი, როგორც არასდროს. წამოვდექი, მის წინ ჩავიმუხლე და სახეზე აფარებული ხელები ძალით ჩამოვაწევინე.
- შემომხედე, - მისი სევდისგან გაცრეცილი და მაინც უღმერთოდ სიმპათიური სახე პატარა ხელებში მოვიქციე და თვალებში მტკიცედ ჩავხედე - დედაშენი კარგად იქნება, გაიგე? მე ამას დასამშვიდებლად არ გეუბნები. მე ვიყავი მასთან, ვნახე ის რაც შენ არ გინახავს. ის ამას გადაიტანს, შენთვის! ამას მხოლოდ შენთვის გააკეთებს. თვალებში ჩამხედე და თუ იქ ეჭვის ნაპერწკალს იპოვი, თუ ჩემს თვალებში იოტისოდენა ტყუილს მაინც ამოიკითხავ, ნუ ირწმუნებ ჩემს ნათქვამს და თუ ვერა, ფეხზე ადექი და გამომყევი!
ჭაობისფერი თვალებით დაკვირვებით მომაჩერდა. წარმოდგენა არ მქონდა რას ფიქრობდა, სახეზე გაურკვეველი ემოციები დასთამაშებდნენ, მაგრამ მისი მზერა სულში მწვდებოდა. მხოლოდ მას შეეძლო ჩემთვის ასე შემოეხედა. შემოდგომის ფოთოლებივით ფერდაკარგული და მნიშვნელობაგაცივებული სიტყვების ნაცვლად, ერთი გამოხედვით გადმოეცა მგზნებარე სიყვარულით დამუხტული გრძნობები და ეს ჩემს გულთან მთელი თავისი სრულყოფილებით მოეტანა, როგორც ახლა. მხოლოდ მას შეეძლო ასეთი სიყვარული, რომელსაც სხვა ვერავინ გაიმეორებდა.
სისხლისფერი ბაგეები გაეხსნა, გრძელი თითები ყელზე გასრიალდნენ, კისერზე მძლავრად შემომეჭდნენ და მისი ტუჩებისკენ მიბიძგეს. მეორე ხელი კი ჩემს თმაში გაუჩინარდა. მისმა ტკბილმა სურნელმა ფილტვები ამივსო და გამაბრუა. მკლავები კისერზე შემოვხვიე და ქვასავით მკერდზე მთელი ძალით მივეკარი. აგზნებულმა ჩემი ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და მწველი მზერით სულში ჩამაკვდა.
- მჭირდები... - წაიჩურჩულა თვალებამღვრეულმა.
მისგან ეს სიტყვა პირველად მოვისმინე. ბგერები ორგანიზმში გამეფანტა, თბილ ტალღებად გარდაიქმნა, სისხლს შეერია და მთელ სხეულს მოედო, გამეღიმა. როგორი სასიამოვნო მოსასმენია ეს ერთი უბრალო სიტყვა, როცა მას საყვარელი მამაკაცი გეუბნებათ.
- ვიცი, - ვუპასუხე ხმადაბლა და ტუჩებზე ენის წვერი გადავატარე - და ეს მაბედნიერებს.

- სანდრექს, რასაც ახლა გეტყვი, ეს ამ სახლიდან არ უნდა გავიდეს და მითუმეტეს, დუჩემ არაფერი არ უნდა გაიგოს!
- ამიტომ დაიჟინე, რომ ექიმი მას წაეყვანა სახლში? - ამომხედა ეჭვით.
- შენთან ცალკე მინდოდა საუბარი.
- ჰო, მეც, მაგრამ ჯერ შენ მითხარი რისი თქმა გინდოდა.
ბუხრის წინ აღელვებული ვცემდი ბოლთას და თითებს ნერვიულად ვიგრეხდი. თავსატეხის ყველა ნაწილი ხელში მეკავა. ახლა მათი შეერთებაღა დამრჩენოდა სრული სურათის მისაღებად, თან შიშით მუხლები მიკანკალებდა. ის საშინელი და ამაზრზენი რეალობა, რომელიც თვალწინ გადამეშლებოდა საუბრის დასასრულს, გულ-მუცელს მიყინავდა.
- სია, ხმა ამოიღე!
სანდრომ ლეპტოპი გვერდით გადადო და წარბშეკრული ინტერესით მომაჩერდა. წინ და უკან ბორიალი შევწყვიტე და ტუჩი ნერვიულად მოვიკვნიტე.
- სანდრექს, მეხსიერება დამიბრუნდა.
- რაა?? - გაოცებულს თვალები გაუფართოვდა - როდის?! მერე, რას გაჩუმებულხარ?! რა მოხდა? გაგახსენდა ვინ გაგიტაცა? იცი სად იყავი ეს ერთი თვე? ვინ გიხსნა გამტაცებლისგან?! ყველაფერი მომიყევი, სასწრაფოდ!
წინ და უკან ბოდიალი განვაგრძე, თან სანდროს თავსდამტყდარ უბედურებას ვუყვებოდი. პირდაღებული მისმენდა და შიგადაშიგ გაოცების წამოძახილი აღმოხდებოდა ხოლმე. ყველა დეტალი და წვრილმანი ვუამბე, რომელიც ჩემმა დაზიანებულმა მეხსიერებამ აღიდგინა.
- ესე იგი, შენი ჰიპოთეზა სიმართლე აღმოჩნდა? - იკითხა დამფრთხალმა და სათვალე მოიხსნა - რენეს დედა მართლა მოკლეს? დაუჯერებელია!
- ასე თქვა მონიკამ. ეს კი ბუნდოვანი ისტორიის ნაგლეჯებს საჭირო დეტალებივით ერგება, - თმა ავიჩეჩე და სავარძელზე მოწყვეტით დავეშვი, თორემ წინ და უკან ბოდიალისგან უკვე თავბრუ მესხმოდა - მკვლელობების მოტივი გვაქვს, შურისძიება! ეს ყველაფერს ნათელს ჰფენს.
- ნუთუ, ამ ყველაფრის უკან, მართლა რენე დგას?! აბა, არაფერი ახსოვსო?!
- ამის დაჯერება არც მე მინდოდა, არც ელენას სიტყვები მიმიღია სერიოზულად. ყველაფერი წარსულის ექოს გამოძახილს დავაბრალე, მაგრამ ბოლოს რაც შენ მითხარი, ეს უკვე მეტისმიეტია. ამდენი დამთხვევა უბრალოდ გამორიცხულია!
- ამის დედაც! - დაუსტვინა ხმადაბლა და თვალებგაფართოებული ცეცხლს ჩააშტერდა - რას ვაპირებთ? დუჩეს სადამდე დაუმალავ, ამ ამბავს?
- დუჩეს ვერაფერს ვეტყვი, სანამ ამაში თავად არ დავრწმუნდები, მტკიცებულებები გვჭირდება.
- და მაინც, ვინ წამოგიყვანა სარდაფიდან? მისი სახე ვერ დაინახე?
- არ ვიცი, არ მახსოვს...
ამ სიტყვებზე, რატომღაც ქვეცნობიერმა ირონიულად ჩაიცინა (შეამჩნიე? არც ისე მეგობრული მეორე მე მყავს) და ჩემი კოშმარი ამომიტივტივა გონებაში, სადაც ეკე აცრემლებული ჩემს თავთან ჩამუხლულიყო. ახლა უკვე მშვენივრად ვხვდებოდი, რომ ეს უბრალო კოშმარი კიარა, იმ მოგონების მცირე ნაგლეჯი იყო, რომელსაც ჩემი მეხსიერება მონდომებით ბლოკავდა.
- ის ერთი თვე საერთოდ არ მახსოვს. ეს ალბათ იმ გარდაქმნის პერიოდის გამოა, რომელიც ზურაბმა ახსენა. მკურნალობის დროს გათიშული ვიქნებოდი, ან უბრალოდ ყველაფერი წამეშალა მეხსიერებიდან.
- რაც შეეხება ამას, - სათვალე სვიტერზე გაწმინდა და ცხვირზე მოირგო - ექიმის ნათქვამიდან ერთი დასკვნა გამოვიტანე, რომელიც ვეჭვობ, რომ ძალიან ახლოს დგას სიმართლესთან.
- რას გულისხმობ?
- გვამები... მთელი ამ დროის განმავლობაში კოლიბრი სახეს იცვლიდა. გვამებს სხვადასხვა სიმპტომები აღენიშნებოდათ, - ჩაფიქრებულმა ნიკაპზე წამოსული წვერი თითებში მოიქცია - თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შემქმნელი ლაბორატორიაში საშიში ბიოლოგიური იარაღის კი არა, ანტიდოტის გამოყვანას ცდილობდა! საბოლოოდ კი, მან ეს შეძლო და წარმოდგენა არ გაქვს, როგორ გაგიმართლა, რომ მისი უკანასკნელი საცდელი წრუწუნა ცოცხალი გადაურჩი!
- მართალი ხარ, ამაზე არც კი მიფიქრია!
სანდროს სიტყვები სარწმუნოდ მეჩვენა, ეს ნამდვილად ხსნიდა კოლიბრის ხასიათის და გვამების გარეგნული ანომალიების ცვლილების მიზეზს. აკრძალული ექსპერიმენტები ცოცხალ ადამიანებზე? დიდებულია!
- მაგრამ ისმის კიდევ ერთი საინტერესო კითხვა, რაში სჭირდებოდა ანტიდოტი? ვის განკურნებას ცდილობს შემქნელი?
- თუ ამ ყველაფრის მიღმა რენე დგას, გამოდის, რომ იმ ხალხს, რომელიც შხამით დაიღუპნენ ის ხოცავდა! - სანდრომ ეჭვით გამომხედა - მაგრამ რაღაც უაზრობაა, რენეს რანაირად უნდა შეექმნა ეს რთული ქიმიური ნაერთი? ექიმს არ უსმენდი? თქვა, მას იშვიათი და დახვეწილი ფორმულა აქვსო! ამას გამოცდილი მეცნიერის გარდა ვერავინ მოახერხებდა. რენეს ბიოგრაფიაში კი მსგავსი არაფერი ამომიკითხავს. თუ თანამზრახველი არ ჰყავს, რა თქმა უნდა, რაც მაგრად მეეჭვება.
- ჰო, მაგრამ, თუ შენი ჰიპოთეზა მართალია და შემქმნელი მართლაც ანტიდოტზე მუშაობდა მთელი ეს დრო, გამოდის, რომ ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. რამდენი ადამიანი შეეწირა მის ექსპერიმენტებს?! ის კი ჯიუტად ცდილობდა ვაქცინის შექმნას. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ მას ვიღაცის განკურნება უნდოდა, რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მთელს ამ დავიდარებაში პირადი ინტერესი და მოტივი პრიორიტეტია და თუ ისევ ამ კუთხით წავიყვანთ ვარაუდს, თავში მხოლოდ ერთი აზრი მომდის.
- მაგალითად?
- ელენა! - ეს იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა სანდრომ ექსპერიმენტების და ლაბორატორიაში ვაქცინის გამოყვანის ჰიპოთეზა გამანდო - ის ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი მსხვერპლია. იქნებ რაღაც მოხდა? იქნებ რენეს არც უფიქრია ელენას მოწამვლა? ახლა კი დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ცდილობს, პარალელურად კი მის მტრებს ბოლოს უღებს?
- განვმეორდები, - ცხვირზე სათვალე შეისწორა და ირონიულად გამომხედა - შენგან შესანიშნავი სცენარისტი დადგებოდა!
- ახლა არასერიოზულობის დროა?!
- სია, რამდენიმე საათის წინ გითხარი, რომ დუჩეს თავდამსხმელებში რენეს პირადი დაცვის წევრი ერია. ლოგიკა არ გკარნახობს, რომ მან საკუთარ ძმას მკვლელები მიუგზავნა და სასიკვდილოდ გაიმეტა? ისმის კითხვა - მას თუ თავისი ნახევარძმა ერთ ადგილზე ჰკიდია, დედინაცვალი ვაფშე არ ახატია?!
- შეგეძლო ასე უხეშად არ გეთქვა! - შევუბღვირე ნაწყენმა.
- სამაგიეროდ სიმართლეა! არ ვიცი, ამდენი ვარაუდით ტვინი მომეტყნა, საბოლოო ჯამში კი ისე ავიბლანდეთ, რომ ვეღარც თავი გამიგია რამის და ვეღარც ბოლო. თუ რამის გაგება გვინდა, რენეს უნდა ვუთვალთვალოთ. ის ჩვენი ერთადერთი ხელჩასაჭიდია, იქნებ ანტიდოტსაც გამოვკრათ ხელი?! დედის დაკარგვას არავის ვუსურვებ, მოსისხლე მტერსაც კი!
ლეპტოპს გადასწვდა, მუხლებზე დაიდო და ისევ ეკრანს მიღმა გაუჩინარდა. მე კი ფიქრებში წასული ისევ ცეცხლს ჩავაშტერდი. ნუთუ, იმ წყეული სარდაფიდან მართლა ეკემ წამომიყვანა? გამოდის, რომ მონიკას მან ესროლა? თვალები დავხუჭე. ის სისხლიანი სასაკლაო საკუთარი თვალით, რომ არ მენახა დუჩეს აგარაკზე, ალბათ ამას არასდროს დავიჯერებდი, მაგრამ ახლა...
თავი გავაქნიე და კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე დავფიქრდი, თუ ეკემ გადამარჩინა, ესე იგი, ანტიდოტი მან იშოვა. გამოდიოდა, რომ ის ერთადერთი იყო, რომელსაც ჩემი დახმარება შეეძლო. ბოლო მისი ვიზიტი გამახსენდა, ახლა ჩავუღრმავდი მის სიტყვებს, როცა მკითხა თავს როგორ გრძნობო, ან როცა, ჩემკენ გადმოიხარა და თვალებში მომაცქერდა. მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ სინამდვილეში მამოწმებდა, რამდენად იმუშავა ვაქცინამ, მე კი ვერაფერს მივხვდი! მაინც როგორი იდიოტი ვარ ხანდახან!
ეს გარემოება კიდევ ერთ ფაქტზე მაფიქრებდა - ეკემ თქვა, რომ დუდაევი გამწარებული დაეძებდა, თუ ბნელ ბილიკს ლოგიკის სანთლით გავუყვებოდი, მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივდიოდი - ეკემ, ვაქცინა დუდაევს წაართვა. ჩემდაუნებურად ორი წითელი ხაზი თავისით დაუკავშირდა ერთმანეთს - დუდაევი და რენე ერთად მუშაობდნენ! ესეც შენ, თავსატეხის ბოლო პაზლები!
მგონი სანდრო მართალი იყო, მეტისმეტად გავიჭერი სცენარის იდეალურად აწყობაში! არადა ჩემი გონება უფრო და უფრო მეტ აღმოჩენას აკეთებდა და რაც უფრო ღრმად ვიქექებოდი მთელს ამ შავ-ბნელ ისტორიაში, მით უფრო მაშინებდა მისი შიგთავსი. ყველაფერი თავისით ეწყობოდა, თითქოს პაზლები მაგნიტისგან იყვნენ დამზადებულები და თავისით უერთდებოდნენ ერთმანეთს.
ფეხზე წამოვდექი, დრო იყო საქმისთვის მიმეხედა! ზურაბის ახალმა ამბავმა ახალი ძალით ამავსო. თითქოს დამატებითი სიცოცხლე მაჩუქეს, როგორც ფენიქსს! ახლა იმ მახინჯ ბარტყს ვგავდი, რომელმაც ნაცრიდან თავის წამოყოფიდანვე იგრძნო ბოროტი სამყაროს არსებობა და საბრძოლველად ემზადებოდა.
- სია, სად მიდიხარ? - სანდრომ, ოთახისკენ მიმავალს, თვალი გამომაყოლა - დუჩემ სასტიკად გამაფრთხილა, რომ თვალი არ მოგაშორო მის მოსვლამდე! ასე რომ ოთახში განმარტოებაც კი არ გაბედო, სულ უნდა გხედავდე!
- შენ როდის გადაიქეცი დუჩეს მდივნად? - გავხედე წარბაწეულმა და ოთახში შევედი.
- ეგ რა შუაშია! - წაიბუზღუნა გაღიზიანებულმა - უბრალოდ ვღელავ, მისი თქმისა არ იყოს, კაცმა თვალი არ უნდა მოგაშოროს! მერე თვეობით დავეძებთ ხოლმე შენს კვალს!
მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, გარდერობის კარი გამოვაღე და ჩემს მწირ კოლექციას უკმაყოფილო მზერა შევავლე. ტანსაცმელების უმეტესობა დუჩესთან იყო. ზოგი ჩემს ბინაში, ზოგიც კი ღმერთმა უწყოდა სად დამრჩა. ასეთია მაწანწალა ადამიანის ცხოვრება, სადაც უღამდება იქ უთენდება. რაც აცვია იმითაც კმაყოფილია. უცებ კალანდიას სიტყვები გამახსენდა, სულ ძონძებში გხედავ ერთხელ მაინც ჩაიცვი ნორმალურადო, უნებურად გამეცინა და აღმოვაჩინე, რომ ეს თავნება და თავხედი ბიჭი მომნატრებია.
რაც უკან დამაბრუნეს და ალექსი კომპანიის საქმეებში მონდომებით ჩაერთო, მას შემდეგ აღარ მინახავს. ნეტავ, თუ შეიცვალა? ალბათ. ის ხომ აღარ იყო უბრალო მასხარა და ფეხზე სტუდენტი?! ის ახლა „ქეი კორპორეიშენს“ მართავდა ნოვას დახმარებით, სანამ დუჩე თავის პოსტს დაუბრუნდებოდა. ღმერთო ჩემო, მაინც როგორ შეიცვალა ყველაფერი!
- სია! - სანდრო ოთახში შემოვიდა - სერიოზულად, სად მიდიხარ? ხომ ხვდები, რომ აქედან არსად გაგიშვებ?
- შენი ნებართვა როდის მერე მჭირდება სადმე წასასვლელად? - შევუბღვირე გაღიზიანებულმა და თბილი სვიტერი გადავიცვი.
- მას შემდეგ, როცა შენი გასვლები უკან მოსვლებით აღარ სრულდება! - შემიღრინა გაბრაზებულმა - სად მიდიხარ-მეთქი?
- რაღაც უნდა გავარკვიო, - ბეჭებზე თბილი ქურთუკი მოვიცვი და ელვა შესაკრავი სანახევროდ ავქაჩე - მონტის მანქანას მე წავიყვან, მალე დავბრუნდები.
ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და გასვლა დავაპირე, რომ სანდრო წინ გადამეღობა და გზა მომიჭრა. გაბრაზებულმა უკმაყოფილოდ ავხედე.
- სიცოცხლე მოგბეზრდა, ბიჭო?! - თვალები დავუბრიალე - გზიდან ჩამომეცალე!
- ჯერ ერთი, ნუ მემუქრები, როცა ქვემოდან ზემოთ მიყურებ, არც ისე ეფექტურია! მეტიც, სასაცილოა! და მეორე - სანამ არ მეტყვი საით გაგიწევია, აქედან ფეხს ვერსად გაადგამ!
გულხელი დაიკრიფა და წარბაწეული კუშტად მომაჩერდა. ერთი ამოვიოხრე და კეფა მოვიქექე, არ მინდოდა მისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ ვიცოდი, რომ არ მომეშვებოდა. რაღაც მხრივ მართალი იყო, მე მასზე გაცილებით პატარა ვიყავი, რომ მოენდომებინა ასანთის კოლოფში თავისუფლად შემინახავდა და თაროზე შემომდებდა, დუჩეს მოსვლამდე. საკუთარ ქვეცნობიერს უკმაყოფილოდ შევუღრინე, ცინიკური გადახვევისთვის.
- მისმინე, მგონი ვიცი ვინც წამომიყვანა მონიკასგან. უბრალოდ, მინდა დავრწმუნდე, რომ არ ვცდები.
სანდროს უხერხულად ავხედე. ამრეზილი გამომეტყველება იმწამსვე შეეცვალა. წარბებშორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა და ეჭვით შემომხედა.
- როგორი ნაცნობია ეს გამოხედვა, - ჩემკენ გადმოიხარა და ინტერესით მომაცქერდა თვალებში - თოიძესთან მიდიხარ!
ეს არ იყო კითხვა, გაოცებულს თვალები გამიფართოვდა. ნუთუ, სახეზე მართლა ასე აშკარად მეწერა ყველაფერი?!
- რამდენი ხანია იგივე ეჭვი გღრნის, რაც მე? - ვკითხე წარბშეკრულმა.
- საკმაოდ დიდი ხანია, - ცხვირზე სათვალე შეისწორა და უკმაყოფილოდ გამომხედა - როცა კოტეჯში მოგაკითხა, საბოლოოდ ვირწმუნე ჩემი ეჭვების, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასთან წასვლა უსაფრთხოა, სია! ისიც კი არ იცი სად უნდა ეძებო.
- მისი ძებნა არც დამჭირდება, - ვუპასუხე აწითლებულმა და თვალი ავარიდე - თვითონ მომაკითხავს, როცა მარტოს დამინახავს.
- გითვალთვალებს?! - სახე გაუმკაცრდა.
- ასეც შეიძლება ითქვას... მოკლედ, დროს ნუ მაკარგვინებ, ეს ამბავი დუჩეს დაბრუნებამდე უნდა მოვაგვარო. გზიდან ჩამომეცალე! ეკე ერთადერთი ხელჩასაჭიდია ვაქცინამდე მისაღწევად. ელენას ბევრი დრო აღარ დარჩენია, ვერ დავუშვებ, რომ ჩემი საყვარელი მამაკაცის დედა დაიღუპოს!
- კარგი, - მიპასუხა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ და გვერდით გადგა - სულ თუ არაფერი, იმაში მაინც ვარ დარწმუნებული, რომ თოიძე არაფერს გავნებს. მალე დაბრუნდი, არ მინდა შენმა არანორმალურმა შეყვარებულმა ჩვენი ერთადერთი თავშესაფარი გაცოფებულზე ნაცარტუტად აქციოს!
თავი დავუქნიე, მანქანის გასაღებს, რომელიც იქვე საკიდზე ეკიდა, ხელი წამოვავლე და წამოვედი. გულში ვლოცულობდი, რომ ეკე ამჯერად მართლა ახლოს ყოფილიყო. მასთან საუბარი ისე მჭირდებოდა როგორც არასდროს! ეზოში გამოვედი, ატალახებული ბილიკი გავიარე და მანქანას მივუახლოვდი. იქაურობას თვალი მოვავლე, მაგრამ ვერაფერი შევნიშნე, მანქანის კარი გამოვაღე და იმ იმედით ჩავჯექი, რომ ჩვენს ადგილზე მისულს, ეკე მომაკითხავდა. უნდა მოსულიყო! აუცილებლად უნდა მოსულიყო, როცა ასე გულით ვუხმობდი!

თავი ოცდამესამე

თოვლ-ჭყაპისგან ატალახებული გორაკი მარტოსულად და სევდიანად გამოიყურებოდა. თითქოს განიცდიდა, რომ მისმა ხშირმა სტუმრებმა მისი არსებობა მიივიწყეს. უკან დაბრუნებულს კი, სიხარულით შემეგება და მაშინვე თბილი მოგონებებით გამიმასპინძლდა - ისევ თვალწინ წარმომიდგა ის ჯადოსნური ღამე, როცა ეკემ პირველად მომიყვანა აქ. მოციმციმე ფრანები და ულამაზესი ფეიერვერკი მთელი თავისი სრულყოფილებით შემოენახა ჩემს გონებას. გულს, ნოსტალგიის სველი ფერებით გაჯერებული, სითბო შემოეპარა და ტუჩებზე სევდიანი ღიმილი მომგვარა. მანქანის კარი გავაღე და გადმოვედი.
გონებაში, წარსულის კადრები ახალმა მოგონებებმა შეცვალეს. მწარე ირონია როგორც ასეთი? - მაშინ, როცა დუჩეზე გამწარებულმა სწორედ ამ ადგილს მოვაკითხე თავშესაფრის პოვნის იმედით, ზუსტად რენე აღმოჩნდა ის მაშველი რგოლი, რომელიც იმ წამს ასე მჭირდებოდა. ვიხსენებდი ჩვენს საუბარს და ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ეს ბიჭი, რომელიც ამხელა სიმპათიებს იწვევდა ჩემში, სწორედ ის პიროვნება იყო, რომელსაც მტრის ნიღაბი საიმედოდ ფარავდა.
ნუთუ, შესაძლებელია, რომ ადამიანში ასე შეცდე? მის გვერდით დროს ატარებდე, თვალებში უმზერდე და მასში მიმალულ ეშმაკს ვერც კი ამჩნევდე? როგორც ჩანს, ცხოვრებაში მართლაც ყველაფერი ხდება და მე ჯერ კიდევ ბევრი რამ მქონდა სასწავლი მისგან.
გორაკის წვერს აუჩქარებლად მივუახლოვდი, თბილისი ხელის გულივით მოჩანდა აქედან. სევდიანად ვათვალიერებდი ჩემს პატარა სამყაროს, რომელსაც ეშმაკები დაპატრონებოდნენ და გული მტკიოდა. უცნაური იყო იმის შეგრძნება, რომ მიუხედავად თბილისში დატრიალებული ტრაგედიისა, სამყარო მაინც თავისი ტემპით განაგრძობდა არსებობას. თითქოს არც არაფერი მომხდარა. საერთოდ არ იმჩნევდა იმ საზარელ ფაქტს, რომ მის ბნელ ქუჩებში მარტოობა, ღალატი, ბოროტება, ორპირობა და სიკვდილი, შავებში გახვეული მომკელივით, დაიძურწებოდა და ახალ მსხვერპლს არჩევდა გასაფატრად.
ამ ქალაქს, ამ ქუჩებს უამრავი სისხლი, ძალადობა და უსამართლობა უნახავთ, ახლა კი წვეთწვეთბით აკრეფილ ბოროტებას, ნელ-ნელა უკან უბრუნებდა ცოდვილ ადამიანებს. სამყარო მართლაც ბუმერანგის პრინციპით მოქმედებს, არავის შერჩება ბოროტება, არავის შეაშრება სისხლი ხელებზე, სასჯელის გარეშე! ვერავინ ჰპოვებს სიმშვიდეს, თუ მისი სული დანაშაულის მუქი ლაქებით არის მოთხვრილი!
კალანდია, მირიანი, შევჩენკო, მონიკა, ზოიძე... და კიდევ უამრავი ბოროტი ადამიანი უკვე შეიწირა მათსავე ცოდვებისგან შექმნილმა გრძელმა და ბასრმა ცელმა. საკითხავი ის იყო - ვინ იქნებოდა შემდეგი?! კიდევ რამდენს გადათელავდა დაუნდობლად, მთის კალთიდან აგორებული, ადამიანების ამაზრზენი და ბილწი ქმედებებისგან შექმნილი, სისხლიანი ლოდი, სანამ უფსკრულს მიაღწევდა? მეშინოდა, მთელი გულით მეშინოდა, რომ მას ჩემი ძვირფასი ადამიანები არ ემსხვერპლა, რომლებიც ასე ახლოს იდგნენ მიჯნასთან - სიკვდილის და სიცოცხლის გასაყარ საზღვართან.
ბნელ ფიქრებში გართულს ზურგს უკან ფრთხილი ნაბიჯების ხმა შემომესმა, გული ძლიერად შემიტოკდა - მოვიდა, მაინც მოვიდა! ერთიანად აცახცახებული და მისი ნახვის სურვილით შეპყრობილი ნელა შევბრუნდი უკან და...
- დაუჯერებელია, - წაიხიხინა შავებში გამოწყობილმა უცნობმა. ნიღბიანი სახე კაპიშონში შეემალა და მაყუჩიან იარაღს პირდაპირ გულში მიმიზნებდა - ნუთუ, მართლა ასეთი სულელი ხარ? ან, იქნებ თვითმკვლელი?
- დუდაევ! - შიშისგან ხმა წამერთვა. ეს საშინელი ღრჭიალა ხმა მაშინვე ვიცანი.
- გამარჯობა, საყვარელო, - ჩაიქირქილა ავად - ეს ყველაფერი უკვე ძალიან მახალისებს! აზარტშიც კი ვარ შესული. შენს მოხელთებას ყოველთვის ვახერხებ, მაგრამ მუდამ ხელიდან მიძვრები პატარა თევზივით! თუმცა, ვფიქრობ, ამჯერად ასე აღარ გაგიმართლებს.
- აქ საიდან გაჩნდი?! როგორ მომაგენი?!
- მოგაგენი?
ირონიულად ჩაიცინა და რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა. დამფრთხალმა თვალები დავაცეცე გასაქცევის პოვნის იმედით, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ერთი მცდელობაც საკმარისი იქნებოდა და ჩეჩენი მაშინვე გულს გამიხვრეტდა. არა, ადამიანი იდიოტად, რომ იქნები დაბადებული არაფერი გეშველება! მერამდენედ გავები?!
- კი არ მოგაგენი, დიდი ხანია გითვალთვალებ, - მიპასუხა შემპარავად, წამით ყველაფერი გადამავიწყდა.
- მითვალთვალებ???
- ჰო!
- და აქამდე რას უცდიდი? ყავაზე მიპატიჟებას?
სიკვდილის წინ იუმორი, ჭიქა არყის გადაკვრის წინ ლიმონის გაღეჭვას ჰგავს. გგონია, რომ შვებას მოგგვრის და ენას ისე აღარ დაგწვავს, სინამდვილეში კი მაინც ერთი ნაგავია!
- შენ და შენი შეუცვლელი სარკაზმი. არც ყავაზე ვიტყოდი უარს, მაგრამ მე შენთან განცალკევებით მსურდა საუბარი. ვერც კი ვიჯერებ, რომ აქ მოსვლა გაბედე, თან სულ მარტომ. ასეთი მამაცი ხარ, თუ ასეთი იდიოტი?
- მეორე ვარიანტი უფრო, - ჩავილაპარაკე სარკასტრულად - კაიფობ? ჩემთან საუბარი გინდოდა, არა? საუბრის შენებური ინტერპრეტაცია ღიმილს მგვრის.
- ჰო, რაც შეეხება ამას. - ჩემდა გასაკვირად იარაღი დაუშვა და ლაბადის შიდა ჯიბეში შემალა - ამჯერად თმაში ხელს არ მოგკიდებ და ისე არ წაგაპრონწიალებ, როცა მოისმენ აქ რის სათქმელად მოვედი, ცუნცულით გამომყვები.
- წეღან ვიხუმრე, არც ისეთი იდიოტი ვარ, რომ ჩემი ნებით, სადმე გამოგყვე!
- არც შენი ძმაკაცის ხათრით წამოხვალ?
თავი გვერდულად გადახარა და ეშმაკურად მომაჩერდა. სხეულში ველურმა შიშმა ზამთრის სუსხივით შეაღწია და ყველა ორგანო გამიყინა, გამაკანკალა.
- რას... რას გულისხმობ?
- იცი, თოიძე ყოველთვის მომწონდა, - წაიხიხინა ავად - შემსრულებელი, ცივსისხლიანი, დაუნდობელი, მაგრამ მაინც პატიოსანი ბიჭი იყო. ჩემთან რომ მოსულიყო და ეთქვა, რომ მისთვის ძვირფასი იყავი, იქნებ თითიც არ დამეკარებინა შენთვის? იქნებ მისი მოკვლის წყურვილს ასე არ შევეპყარი? იცოდა, - გველივით ასისინდა და კიდევ ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა - იცოდა, როგორ ვერ ვიტანდი ტყუილს და მაინც გამიბედა! ჰოდა, ახლა მისი სისხლი შენსაზე მეტად მწყურია! შეგიძლია მანქანაში ჩაჯდე და ახლავე გაეცალო აქაურობას, თითსაც არ დაგაკარებ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ნატვრას ავისრულებ და შენს ბიჭს სისხლისგან ლიმონივით გამოვწურავ! შენი გადასაწყვეტია.
ხელები ისე უდარდელად გაშალა გეგონებოდა ყავაზე მეპატიჟებოდა და არჩევანის საშუალებას მაძლევდა, რძით შემეკვეთა, თუ რძის გარეშე.
- საიდან ვიცი, რომ არ მატყუებ? - ხმა შესამჩნევად მითრთოდა.
- სერიოზულად?
ერთი ამოიოხრა, ლაბადის ჯიბეში ხელი ჩაიყო და ტელეფონი ამოაძვრინა. ეკრანზე თითები გაასრიალა და ჩემკენ მოაბრუნა. წუთნახევრიანი ჩანაწერი ხმადაბლა აშიშინდა. თავპირდასისხლიანებული ეკესთვის ბინძური ნაჭრით პირი აეკრათ და სკამზე სქელი თოკებით მიებათ, უგონოდ იყო. სიმწრის ცრემლებმა თვალის კუთხეებიდან გამოჟონეს, ტუჩები ამიკანკალდა.
- რა გინდა ჩემგან? - წავიჩურჩულე ხმაგაბზარულმა და ნაცემ ეკეს თვალი ავარიდე, მისი ყურება სულს მატკიებდა.
- გამომყევი, - ტელეფონი ჯიბეში შეინახა და ცბიერად გამომხედა - შენთან საუბარი სურთ.
- შემთხვევით რენე ქავანას ხომ არა? - გამოვცერი კბილებში.
დუდაევმა ერთი ჩაიცინა, გვერდით გადგა და ხელით მანიშნა მხოლოდ თქვენს შემდეგო. გაცეცხლებულმა ცრემლები უხეშად შევიმშრალე და ნიღბიანს გვერდით ისე ჩავუარე მისთვის ზედაც არ შემიხედავს. რენესთან საუბარი თავადაც მინდოდა. მისთვის თვალებში უნდა ჩამეხედა, მხოლოდ ამის შემდეგ ვირწმუნებდი იმ საშინელ სიმართლეს, რომლის დაჯერებაც არაფრით არ მსურდა.

ვიგრძენი მანქანა როგორ შეჩერდა. აღმუვლებული ძრავის ხმა მიყუჩდა და სალონში სიჩუმე ჩამოვარდა. თვალებახვეული მობუზული ვიჯექი მანქანის უკანა სავარძელზე. მაჯებზე მჭიდროდ წაჭერილი თოკი კანს მიხეხავდა, მაგრამ ტკივილი ნაკლებად მადარდებდა. ყურებდაცქვეტილი ვცდილობდი მცირე ხმებით მაინც გამომეცნო სად მომათრიეს. კარი გაჯახუნდა, დუდაევი მანქანიდან გადავიდა. ორ წუთში კარი მეორედ გაიღო, იდაყვში ხელი უხეშად წამავლეს და მანქანიდან გადმომათრიეს.
- ცოტა ფრთხილად, შენ ვიღაც მაწანწალა ხომ არ გგონივარ?! ცნობილი და ძებნილი დეტექტივი მოგყვები გვერდით! მეტი პატივისცემა გმართებს, თავხედო!
დუდაევს ირონიულად ჩაეცინა, მანქანის კარი მიაჯახუნა და უცერემონიოდ წამაპრონწიალა წინ. დაძაბული ვცდილობდი რამისთვის ყური მომეკრა, მაგრამ გარშემო ისეთი სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო, ვიეჭვე რომელიმე აგარაკზე ამომიყვანეს-თქო. არც მოძრავი მანქანების ხმა მესმოდა გზატკეცილზე და არც რაიმე სხვა ნიშანი იმისა, რომ თბილისში ვიმყოფებოდი. მგზავრობამ კარგა ხანს გასტანა და ღმერთმა უწყოდა სად ჯანდაბაში წამომათრიეს. წყეულიმც იყოს ეს აგარეკები! გამუდმებით სისხლს მიშროებენ!
ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ მიმახვედრა, რომ შენობაში შემიყვანეს, დამთბა. უნებურად გონებაში დუჩეს მოწყობილი სიურპრიზი ამომიტივტივდა, როცა ახალიწლის ღამეს თავის აგარაკზე მიმიყვანა თვალახვეული. ყელში ბურთი გამეჩხირა, ნეტავ კიდევ თუ ვნახავდი ოდესმე? ჩემი ამაზრზენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ეს კითხვა უკვე ტრადიციად მექცა.
კბილი-კბილს დავაჭირე, რომ ცრემლები როგორმე შემეკავებინა. ახლა პანიკის უფლება არ მქონდა, როცა ეკეს სიცოცხლე, ისევე როგორც ჩემი, ბეწვზე ეკიდა! სასაცილოა პირდაპირ, ეკემ სიკვდილისგან მიხსნა, თვით კოლიბრისგან მოახერხა ჩემი განკურნება და ახლა ასე იოლად შეძლეს ჩვენი გამოჭერა. ცხოვრების ცინიკური და შავი იუმორი, ხანდახან გვარიანად მიშლის ნერვებს!
თვალებიდან სახვევი მომშორდა. მზერადაბინდულმა თვალები ავახამხამე, ბუნდოვანმა კონტურებმა ნელ-ნელა მკვეთრი გამოსახულება მიიღეს. მზერა დამეწმინდა და დაბნეულმა მდიდრული ოთახი მოვათვალიერე. ძვირფასმა ავეჯმა და ბუხარში მხიარულად მოგიზგიზე ცეცხლმა თვალი მომჭრა.
ღია ტონებში შეღებილ კედლებს ცნობილი მხატვრების ფერწერული ტილოები ამშვენებდნენ. ოთახის ცენტრში, დიდი, ლამაზი მოჩუქურთმებული მაგიდა იდგა, თავისი სწორზურგა, მოხდენილი სკამებით. უზარმაზარი ფანჯრების ანჯამებს, ბორდოსფერი ფარდები ჩიტის გაშლილი ფრთებივით ჩამოჰკიდებოდნენ აქეთ-იქიდან. მუქ ყავისფერ გალაკულ იატაკზე ჭრელი სპარსული ხალიჩა დაეგოთ. ფანჯრების წინ კი გრძელი, შავი ტყავის, რბილი დივანი დაედგათ, თავისი სავარძლებით. ბუხრის მარცხენა კუთხეში ძვირადღირებული სასმელების ბარი იწონებდა თავს. გავკარი უიღბლობას, ნორმალურ ადგილას მაინც მომკლავდნენ!
დუდაევმა სკამი გამოსწია, იდაყვში ხელი წამავლო და ძალით დამსვა. აღშფოთებულმა უკმაყოფილოდ შევუბღვირე. ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია, წინ გადმოიხარა და ჯიბიდან დანა ამოიღო. დამფრთხალი უკან გავჩოჩდი.
- ნუ გეშინია, - წაიღრინა გაღიზიანებულმა - შენი გაფატვრა, რომ მდომებოდა ამას აქამდე გავაკეთებდი! - დამამშვიდა თავისი ჭკუით, იდიოტი!
მაჯაში ხელი წამავლო და სქელი თოკი დანის ერთი გასმით შუაზე გადაჭრა, ბორკილებისგან გავთავისუფლდი. ნატკენ მაჯებზე ხელი მოვისვი, ერთიანად გადამხეხოდა და საშინლად მეწვოდა.
- ეკეს როდის გაუშვებ?
- ეგ შენზეა დამოკიდებული, - მიპასუხა მშვიდად, ფანჯარას მიუახლოვდა და ეზოს თვალი მოავლო.
- მე ხომ გამოგყევი? თქვენს ხელში ვარ! გაქცევას არ ვაპირებ და ძაანაც, რომ მინდოდეს, არც გამომივა. ის აღარაფერში გჭირდება, გაუშვით!
- ბევრს ნუ ლაპარაკობ!
ის იყო პირი გავაღე, დამპალ ჩეჩენს რამე უწმაწური სიტყვით გავმასპინძლებოდი, რომ დერეფნიდან ნაბიჯების ხმა შემომესმა. მთელი ტანით დავიძაბე და ყურადღება კრემიფერ ხის კარზე გადავიტანე, რომელიც მთელი ამ დავიდარების გამომწვევ მიზეზს ფარავდა. ნაბიჯები უფრო მოახლოვდა, სახელური ნელა გადატრიალდა და კარი გაიღო. ზღურბლზე კი ის ადამიანი გამოჩნდა, რომელსაც ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი. გონებაში ყველაფერი ამერია და პირდაღებული ახალმოსულს მივაშტერდი.
- თქვენ??? - წავიჩურჩულე დაზაფრულმა - ეს... ეს, რამე ბოროტი ხუმრობაა???
- გამარჯობა, სია, - ნოვა ქავანამ თბილად გამიღიმა და ოთახში შემოვიდა - მიხარია შენი ნახვა.
- კოშმარში ვარ, - წავიბუტბუტე საბოლოოდ დაბნეულმა - ეს ყველაფერი მეჩვენება, ახლა გამეღვიძება და აღმოვაჩენ, რომ ეს უბრალოდ ცუდი სიზმარია!
- გამოგიტყდები და მიხარია, რომ ჩემდამი ამხელა რწმენა გქონდა, - ჯიბეებში ხელებჩაწყობილი სასმელების ბარს მიუახლოვდა, ვისკის ბოთლი გადმოიღო და ალკოჰოლი ჭიქაში ჩამოასხა - შენს ნდობას ნამდვილად ვაფასებ, დამიჯერე.
- ეს... ეს სიგიჟეა! ნუთუ... ნუთუ, თქვენ დგახართ მთელი ამ სისხლიანი სერიის უკან?
- ვწუხვარ, რომ შენი იმედი ვერ გავამართლე, - ვისკი მოსვა, ცალი ხელი შარვლის ჯიბეში ჩაიყო და ჩემსკენ შემობრუნდა - არ ველი, რომ გამიგებ, მაგრამ სხვანაირად მოქცევა არ შემეძლო.
- სხვანაირად მოქცევა არ შეგეძლოთ?! - წავიჩურჩულე შოკირებულმა - თქვენ... თქვენი პარტნიორები ამოხოცეთ! ადამიანურ დონეზე შემიძლია თქვენი შურისძიების წყურვილის გაგება, მაგრამ ელენა?! საკუთარი ცოლი მოწამლეთ?! და მეუბნებით, რომ სხვაგვარად მოქცევა არ შეგეძლოთ?! სრულ ჭკუაზე ხართ?!
- ოდეს, - ნოვამ დუდაევს გახედა - მარტო დაგვტოვე, თუ შეიძლება.
დუდაევს არაფერი უთქვამს, ნოვას ოდნავ დაუქნია თავი და ოთახიდან მორჩილი ძაღლივით გაძუნძულდა. გამიკვირდა, მისნაირი დაუმორჩილებელი და თავზეხელაღებული ტიპი ნოვას ოთახის კნუტივით რატომ უჯერებდა?! თუმცა, ყველაფერი, რაც ჩემს თვალწინ ხდებოდა, ისედაც დაუჯერებელი იყო!
- რატომ? - წავიჩურჩულე გაფითრებულმა - ეს რატომ გააკეთეთ?
- რატომ დავხოცე ჩემი პარტნიორები? - თვალები ბოროტად გააკვესა - ვფიქრობ ამაზე პასუხი თავადაც იცი.
- არა... ელენა... თქვენ ის მოწამლეთ!
- ჩემი ცოლი არ მომიწამლავს, - ჩაილაპარაკა ყრუდ - მას არასდროს არაფერს დავუშავებდი! ეს... ეს შემთხვევით მოხდა.
- რას ნიშნავს შემთხვევით?! - ვკითხე უკმეხად.
- საწამლავი მირიანისთვის იყო განკუთვნილი და არა ელენასთვის. ჭიქები აერიათ, მირიანის მოწამლული ღვინო, ელენამ დალია. - ყბაზე კუნთი დაეჭიმა და მკვდარი მზერით ვისკი მოსვა.
- ახლა გასაგებია, რატომ არ ნახულობდით თქვენს ცოლს, - გამოვცერი კბილებში - დანაშაულის გრძნობა შიგნიდან გჭამდათ, ბოლოს და ბოლოს, თქვენ გამო ელენა ჭკუიდან შეიშალა და მთელი ეს წლები თქვენს შეცდომაზე დუჩე აგებდა პასუხს! ხომ ასეა?!
განრისხებული გესლს ვერ ვიკავებდი. იმდენად ვიყავი გაბოროტებული, რომ არ მადარდებდა ჩემს სიტყვებს რა შედეგი მოჰყვებოდა. საკუთარი თავის მრცხვენოდა! ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ადამიანში ასე მწარედ შევცდებოდი. თვით რენეს კანდიდატურასაც კი არ აღვუშფოთებივარ ასე!
- ასეა, - დამეთანხმა ხმადაბლა და სავარძელზე ჩამოჯდა - ჩემს შეცდომებს ჩემი შვილი შევწირე მსხვერპლად, მართალი ხარ, სია.
- მეგონა... მეგონა ავად იყავით! - თვალებში ცრემლი ამიბრჭყვიალდა - მე ვნახე თქვენი სამედიცინო დასკვნა! კიბო გქონდათ! მაგრამ ამას ოჯახს უმალავდით! არ გინდოდათ, რომ მათ რამე გაეგოთ და ენერვიულათ! ამიტომ არ წყვეტდით პარტნიორებთან კონტრაქტს, გინდოდათ იქამდე მდგარიყავით ფეხზე სანამ თქვენი მემკვიდრეობისთვის შვილებს სათანადოდ არ შეამზადებდით. მათთვის წვალობდით! გტკიოდათ, იტანჯებოდით, მაგრამ ამას ყველასგან მალავდით! შეუძლებელია ასეთი ადამიანი ასეთი ცივსისხლიანი მანიაკი აღმოჩნდეს! არ მჯერა! ამის გამო დიდ პატივს გცემდით!
ნოვა სავარძელზე გადაწვა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ჩაფიქრებულმა ვისკის ჭიქას თითი გადაუსვა. მზერა დაებინდა, ფიქრებით წარსულს დაუბრუნდა, რომელიც აშკარად დიდ ტკივილს აყენებდა და ხმადაბლა ალაპარაკდა.
- ერთ დღეს საშინელი თავისტკივილები დამეწყო, თავიდან დაღლილობას ვაბრალებდი. თავს მუდამ სუსტად ვგრძნობდი, კომპანიაში გვიან ღამემდე ვრჩებოდი და ვმუშაობდი ხოლმე, ხანდახან საერთოდ არ მეძინა. ჩავთვალე, რომ გადაღლილობის და სტრესის ბრალი იყო და უბრალოდ ცოტა დასვენება მჭირდებოდა, მაგრამ ტკივილები ისე გამიძლიერდა, რომ უკვე წამალი აღარ მშველოდა. ბოლო პერიოდში წონაშიც საგრძნობლად დავიკელი, ფერიც ცუდი მქონდა და მოტორული ფუნქციებიც დამერღვა, კიდურებში ძალის დაქვეითებას ვუჩიოდი. ხშირად ფინჯანიც კი მივარდებოდა ხელიდან. ეს კი ცუდად მენიშნა, სპორტდარბაზში ინტენსიურად ვვარჯოშობდი, მე ეს არ უნდა დამმართნოდა. ყველაფერი ყველაფერი და კიდურებში სისუსტე უკვე მეტისმეტი იყო! იძულებული გავხდი ექიმთან მივსულიყავი. ელენა ნერვიულობდა, სულ იმას მეჩხუბებოდა ეგ კომპანია ერთ დღესაც შეგიწირავსო. რას იფიქრებდა, რომ მართალი აღმოჩნდებოდა, - ცივად გაეცინა - ექიმმა ყველაფერი გამომკითხა და როცა სიმპტომები მოისმინა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება მომთხოვა. მითხრა რაღაც ეჭვები მაქვს და მინდა თავი დავიზღვიოო. ცოტა გამიკვირდა და შემეშინდა კიდეც, მაგრამ მაინც დავთანხმდი. ანალიზების პასუხებმა კი მაცნობეს, რომ ჩემი დღეები დათვლილი იყო. კიბოს მეტასტაზები საშინელი სისწრაფით ვრცელდებოდა თავის ტვინში. შემეშინდა, პანიკაში ჩავვარდი. ექიმმა მითხრა, რომ გადაუდებელი ოპერაცია მჭირდებოდა. სიმსივნის ბოლომდე ამოკვეთა უნდოდათ, მაგრამ ეს მეტისმეტად სახიფათო იყო. იმის ალბათობა, რომ საოპერაციო მაგიდაზე დავრჩებოდი ოთხმოცდაათი პროცენტი იყო. ექიმმა შემომთავაზა ნაწილობრივ ამოეკვეთა ეს საძაგლობა და დანარჩენს სხივური თერაპიებით მიმკურნალებდნენ. არ დაუმალავს, პირდაპირ მითხრა იმედი ძალიან მცირეა, რომ აქედან რამე გამოვა, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთო. ბევრჯერ მინახავს ადამიანები, როგორ იხრწნებოდნენ ცოცხლად. ათას საზიზღრობას სვამდნენ, სხივებს იკეთებდნენ, მაგრამ თვალსა და ხელს შუა მაინც ილეოდნენ და ნელ-ნელა კვდებოდნენ. არ მინდოდა მოჩვენებას დავმსგავსებოდი, არ მინდოდა ჩემს ცოლ-შვილს ჩემი მომაკვდავი სხეულისთვის ეყურებინათ. მკურნალობაზე უარი ვთქვი და გადავწყვიტე შერჩენილი ძალებით ჩემი შვილებისთვის ქონების შენარჩუნება მომეხერხებინა. მინდოდა ორივე ფეხზე დამეყენებინა და საკმარისი ცოდნა გადამეცა, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ კომპანიის მართვა არ გასჭირვებოდათ.
- მაგრამ ფაქტია, რომ განიკურნეთ, როგორ?
- კოლიბრი, - თავი ასწია და გამჭოლი მზერა მომაპყრო - მან სიმსივნური უჯრედების გავრცელებას ხელი შეუშალა, შემდეგ კი მისი ნელ-ნელა განადგურება დაიწყო.
- ვერაფერი გავიგე, - დაბნეულს და გაოცებულს წამით რისხვაც კი გადამავიწყდა - კოლიბრი, ხომ შხამია?
- კი ასეა, მაგრამ მისი სათანადოდ განვითარების და ფორმულის დახვეწის შემთხვევაში უნიკალურ ნაერთს ვიღებთ, რომელსაც ადამიანისთვის სერიოზული სარგებლობის მოტანა შეუძლია.
- კი მაგრამ, საიდან აღმოჩნდა ის თქვენთან?!
- გახსოვს გროზნოს ტერორისტული დაჯგუფება, რომ დაარბიეს?
- მერე? - სულ დავიბენი, რა შუაში იყვნენ ტერორისტები კოლიბრთან?!
- სინამდვილეში თავდასხმა და მათი ქმედებების აღკვეთა, სწორედ კოლიბრის გამო მოხდა. - მიპასუხა მშვიდად და ვისკი მოსვა, გაოცებულს ყბა ჩამომივარდა.
- რა თქვით?!
- ტეორისტული დაჯგუფება, „ალ-აშმარი“, ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის გამოყვანას ცდილობდა. უნდოდათ ისეთი შხამი შეექმნათ, რომლის მცირე დოზაც კი საკმარისი იქნებოდა პატარა ქალაქის მთლიანად გასაწყვეტად. მათი ლიდერი, რამზან ზავგაევი, თავდასხმას რუსეთზე გეგმავდა. არ ვიცი ინფორმაციამ როგორ გაჟონა, მაგრამ ამ ამბავმა რუსეთის უშიშროების ყურამდე მიაღწია, რასაც, მათი მხრიდან, მყისიერი თავდაცვითი მანევრი მოჰყვა. სწორედ ამის გამო დაარბიეს ტერორისტები და არა იმიტომ, რომ ისინი მეზობლებს აწიოკებდნენ. ეს გასაიდუმლოებული სპეცოპერაცია იყო, დეტალები არ გახმაურებულა. რუსეთმა საფრთხე აღკვეთა და პლუს მაგას, ქულებიც დაიწერა მცირე სახელმწიფოების თვალში, როგორც მათმა მხსნელმა. ეს ხომ მისი ბუნებრივი ამპლუაა? გმირის ნიღაბს ამოფარებული მტაცებელი!
- შემდეგ? რა მოხდა შემდეგ?
- სპეცდანაყოფმა ლაბორატორია ნაცარტუტად აქცია, ლაბორანტი მეცნიერი და მისი მარჯვენა ხელი კი ტყვედ აიყვანეს, ტერორისტების უმრავლესობა, კი ჩახოცეს.
- მარჯვენა ხელი?
- დუდაევი, - მოსალოდნელი პასუხიც მივიღე! - მაგრამ მათი საპყრობილეში გადაყვანისას დუდაევმა გაქცევა მოახერხა, ლაბორანტი კი ტყვედ დარჩა.
- მოიცა, დუდაევი, ამის გამო დასდევდა შევჩენკოს? - გაოცებულს თვალები გამიფართოვდა. - მეცნიერის გათავისუფლება უნდოდა?
- მეცნიერი მას სულ ფეხებზე ეკიდა, მას ფორმულა სჭირდებოდა, რომელიც მხოლოდ მეცნიერმა იცოდა. ტერორისტების დარბევას ზავგაევი ცოცხალი გადაურჩა, დუდაევი ჯერ კიდევ მისთვის მუშაობდა. ახალი ტერაქტის განსახორციელებას გეგმავდნენ, საამისოდ კი, მათ მეცნიერი სჭირდებოდათ.
- შევჩენკოს მოკვლით მეცნიერს როგორ დაიბრუნებდა?
- შევჩენკოს მოკვლა არც უფიქრია, მისი ტყვედ ჩაგდება უნდოდა, იცოდა, რომ ლაბორანტი შევჩენკოს ჰყავდა. ეს იქამდე სანამ სჭირდებოდა, თორემ შევჩენკოსთან ანგარიშს მოგვიანებით გაასწორებდა. სპეცრაზმის თავდასხმისას დუდაევმა ძმა დაკარგა. შევჩენკოს კი ამას არც ერთ ვარიანტში არ შეარჩენდა, როცა აღარ დასჭირდებოდა აუცილებლად გამოუყვანდა წირვას.
- ახლა გასაგებია... მაგრამ მეცნიერი შევჩენკოსთან რას აკეთებდა? თქვენ ხომ თქვით, რომ პოლიციამ აიყვანაო?
- და გითხარი, რომ დუდაევმა თავის დახსნა მოახერხა. ეს კი მორიგი თავდასხმის დროს მოხდა. შევჩენკომ გვიან გაიგო აღმკვეთი ღონისძიების ფარული მოტივი და ლაბორანტის ხელში ჩაგდება მოინდომა. ნაბიჭვარს იშვიათი საწამლავის ფორმულა მეტისმეტად დაუჯდა ჭკუაში. შავ ბაზარზე ამ უნიკალურ შხამს მისთვის სერიოზული თანხის გამომუშავება შეეძლო. გზაში სპეცდანაყოფს თავს დაესხნენ. დუდაევმა გაასწრო, მაგრამ ლაბორანტი შევჩენკომ ჩაიგდო ხელში.
- სიგიჟეა პირდაპირ! - გაოგნებულმა სახეზე ხელი ნერვიულად მოვისვი - თქვენ ეს ყველაფერი საიდან იცით?
- ერთ საღამოს შევჩენკოს აგარაკზე ავაკითხე. თავს შეუძლოდ გრძნობდა და მისი მდგომარეობის შემოწმება მინდოდა, მეორე დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა საფრანგეთის დელეგაციასთან და მაინტერესებდა დასწრებას თუ შეძლებდა. დუდაევი დიდი ხანი დარაჯობდა მას და ვეჭვობ შევჩენკოს უეცარი ცუდად გახდომაც მისი ჩარევის გარეშე ვერ მოხდებოდა. აგარაკზე ასულს იქაურობა გაპარტახებული დამხვდა, ეზო საშას დაცვის წევრების გვამებით იყო მოფენილი, სახლთან მისულმა კი დავინახე როგორ მიარბენინებდა დუდაევი მხარზეგადაკიდებულ შევჩენკოს თავისი მანქანისკენ. მაშინვე უკან დავედევნე და დავეწიე კიდეც. ჩემმა დაცვის ბიჭებმა ჩეჩენის აყვანა მოახერხეს, საშა საავადმყოფოში გადავიყვანე, უგონოდ იყო. დუდაევი კი სარდაფში დავამწყვდიე. რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ სიტუაციაში გარკვევა მინდოდა.
- და დაკითხეთ.
- უფრო სწორი იქნება, რომ მეთქვა ვცადე-თქო, - ჩაეცინა - აგდებით მითხრა, თუ გინდა მომკალი სიტყვასაც არ დავძრავო. სწორედ ამ დროს შეტევა განმიმეორდა, მისი თანდასწრებით, მან კი ყველაფერი დაინახა.
- შეტევა? - დავიბენი.
- კიბო! მოულოდნელად თავი ისე ამტკივდებოდა ხოლმე გონებას მაკარგვინებდა, მაშინვე წამლებს ვიღებდი, რომ ცნობიერება შემენარჩუნებინა.
- მიხვდა?
- ჰო და ეს მომენტი სათავისოდ გამოიყენა კიდეც, ჩემი მოულოდნელი სისუსტით ისარგებლა და გაქცევა მოახერხა, ვაღიარებ ამაში ძალიან კარგია.
ფიქრებში წასულს ირონიულად ჩაეღიმა და ვისკი მოსვა. ნოვას სიტყვების გადახარშვა და მისი რეალობად აღქმა ძალიან მიჭირდა, თან ყურებდაცქვეტილი ვუსმენდი, რომ ერთი სიტყვაც არ გამომრჩენოდა მისი ნაამბობიდან.
- შემდეგ რა მოხდა? - ვკითხე ცნობისმოყვარეობით ანთებულმა.
- დუდაევი ერთგული პარტნიორია. თუ ის გადაწყვეტს, რომ შენთან თანამშრომლობა უნდა, შეგიძლია ბრმად ენდო და იგივეს მოითხოვს შენგანაც, მაგრამ თუ იმედს გაუცრუებ, სასტიკი და დაუნდობელი ხდება.
- მაგით რისი თქმა გინდათ?
- ზავგაევმა უღალატა. არ ვიცი ასე რატომ მოექცა, შეცდომის დაშვება არ აპატია, როცა მეცნიერი შევჩენკოს ჩაუგდო ხელში, თუ უბრალოდ დიდი ხანია მისი თავიდან მოშორება ისედაც უნდოდა, მაგრამ მკვლელები მიუგზავნა. ამჯერად ოდესი თავდასხმას უვნებელი ვერ გადაურჩა. ღამით მის თავშესაფარს ბენზინი მიასხეს და ერთიანად გადაწვეს. დუდაევს ეძინა და კვამლის მძიმე და მახრჩობელმა სუნმა გამოაფხიზლა. თვალები, რომ გაახილა აღმოაჩინა, რომ მისი ბინა ცეცხლის ალში იყო გახვეული. გაქცევის მცდელობისას კი ჭერი ჩამოინგრა და აალებული ნაფოტები სახეზე დააცვივდა. ბინიდან თავის დაღწევა მაინც მოახერხა, როგორც აღვნიშნე მას ამის იშვიათი ნიჭი აქვს, მაგრამ სახე სამუდამოდ დაუსახიჩრდა.
- ამიტომ ატარებს გამუდმებით ნიღაბს?
აბა ვის მოუნდება თავისი დამწვარი სახით ხალხში სიარული? ჯერ ერთი, რომ ავტომატურად არასასურველი ყურადღების ცენტრში ექცევი და მეორეც ხალხი ყოველთვის ხამივით იქცევა, პირდაღებული გაშტერდებიან და მოურიდებლად გათვალიერებენ, ან პირიქით, თვალს ისე გარიდებენ თითქოს კეთროვანი იყო. ჰოდა, ვის მოუნდება თავისი დასახიჩრებული გარეგნობის საჯაროდ გამოფენა?!
ესეც ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთი მანკიერი მხარე! - რაიმე ნაკლი, თუ გაქვს იძულებული ხდები ის დამალო, რომ დამცირების და ბულინგის მსხვერპლი არ გახდე. აქედან გამომდინარე კი, შენს გარშემომყოფებსაც ავტომატურად ერიყები.
- ჰო, ასეა. იმ ღამეს დუდაევი სერიოზულად დაშავდა და კინაღამ მოკვდა კიდეც. ალბათ ასე, რომ არ ყოფილიყო შურისძიების წყურვილით შეპყრობილი ჩემთან არასოდეს მოვიდოდა. სიამაყე არ მისცემდა იმის საშუალებას, რომ ჩემთვის დახმარება ეთხოვა.
- მან... მან დახმარება გთხოვათ? - ყურებს არ დავუჯერე.
- უფრო გარიგება შემომთავაზა. მითხრა, რომ ჩემი დახმარება შეეძლო, ამ საშინელი სენისგან განმკურნავდა. სამაგიეროდ კი, მისთვის მეცნიერი უნდა დამებრუნებინა, უნდოდა ლაბორანტი იქამდე ჩაეგდო ხელში, სანამ მას ზავგაევი მიწვდებოდა.
- მას როგორ... მოიცა, - ტუჩზე ვიკბინე და ნოვას გაოცებული მივაჩერდი - ეს შეუძლებელია! მას არ შეუძლია! ეს ხომ შხამია?!
- როგორც უკვე გითხარი, კოლიბრს უნიკალური ფორმულა აქვს, მის ანტიდოტს შეუძლია კიბოს მეტასტაზების გავრცელების აღკვეთა და საბოლოოდ მისი განადგურება, სხვა შემთხვევაში მე უკვე დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი.
- მოიცადეთ, თქვენ... თქვენ ის მიიღეთ?
- არჩევანი არ მქონდა, - დაქანცულმა შუბლი მოისრისა - დრო ცოტა მქონდა დარჩენილი, ალბათ კვირეები ან დღეებიც კი. ჩემი დაავადების დამალვას დიდხანს ვერ შევძლებდი. ჩემი სიკვდილი კი ჩემი ოჯახისთვის ჭაობში სამუდამოდ ჩაძირვის წინაპირობა გახდებოდა. ამიტომ დავთანხმდი.
- რომ არ ემოქმედა? რომ მოეკალით? ასე როგორ ენდეთ გაიძვერა ტერორისტს?
- რა მნიშვნელობა ჰქონდა რა მომკლავდა, სია? - სევდიანად ამომხედა - კიბო ბოლოს მიღებდა. ეს ტკივილები დღითიდღე იმდენად აუტანელი ხდებოდა, რომ სიკვდილს ვნატრობდი. გადავწყვიტე მეცადა, სულ რომ არ ემოქმედა ტანჯვისგან დავისვენებდი მაინც. გამართლების შემთხვევაში კი შანსი მეძლეოდა ყველაფერი თავიდან დამეწყო. თუმცა, მაინც მეშინოდა, გადავწყვიტე ლევანს დავლაპარაკებოდი. ის ჩემთვის ყოველთვის კარგი მეგობარი იყო, შეიძლება არც ისეთი მისაბაძი, მაგრამ მაინც. მინდოდა მეთხოვა, რომ თუ კოლიბრი ბოლოს მომიღებდა, ჩემი ოჯახისთვის მიეხედა.
უცებ საკუთარ სიტყვებზე სიცილი აუტყდა. სახეზე ხელები აიფარა და თავი გააქნია. მისმა არაადეკვატურმა საქციელმა ცოტათი დამაფრთხო კიდეც. მის სიცილში გამორეულმა სიმწარემ მიმახვედრა, თუ რა აფსურდულად ეჩვენებოდა მისი ფიქრები, იმ საშინელი რეალობის ფონზე, რომლის შესახებაც მანამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა.
- იმ ახვართან იმისთვის მივედი, რომ ჩემი ოჯახის დაცვა მეთხოვა, გჯერა? - სახიდან ხელები მოიშორა. მწვანე თვალებს არნახული სისასტიკე ჩაბუდებოდათ - კალანდიას სახლში მივაკითხე. კარი მოსამსახურემ გამიღო, მითხრა ლევანთან ბატონი მირიანია სტუმრად და მის კაბინეტში შებრძანდითო. კართან მისულს კი, შემთხვევით, მირიანის და კალანდიას ლაპარაკი შემომესმა. გავიგონე სესილიზე როგორ საუბრობდნენ. მირიანის ხმამ შემაკრთო, ტიროდა. ლევანს ადანაშაულებდა შენ გამო წლებია საკუთარი სინდისი ისე მამძიმებს, რომ სიცოცხლე მიჭირსო. სესილის აჩრდილი დღემდე არ მაძლევს მოსვენებას. მისი სიკვდილი შენი ბრალია, შენ კი თავი ყოველდღე ისე გიჭირავს, თითქოს შენი ძმაკაცის ცოლი სულაც არ მოგიკლავსო. ნოვას თვალებში დიდი ხანია ვეღარ ვუყურებ, შენ კი წარბსაც არ ხრი, ნამდვილი მონსტრი ხარო!!
- სიმართლე ასე გაიგეთ...
კარს უკან ყურმოკრული სიმართლე ყველაზე მწარე და აუტანელი, რომ არის საკუთარი გამოცდილებით ვიცოდი, უნებურად ეკე და კალანდია გამახსენდა.
- ტვინში სისხლი ჩამექცა. ჩემი ოჯახი... ჩემი შვილი, რენე... მის ტვინს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა, შვილი წლების განმავლობაში მეტანჯებოდა!!! ყველაფერი წამართვეს, ცხოვრება თავზე ჩამომენგრა და ვის გამო?! იმ ნაძირლების გამო, ვისაც მეგობრად ვთვლიდი!!! გონება ამეჭრა. მეც არ ვიცი, რა ძალამ მაიძულა უკან გამობრუნება, თავი როგორ შევიკავე, რომ ორივე ადგილზე არ გავფატრე, მაგრამ არ შემეძლო. მათი ასე უბრალოდ მოკვლა არ შემეძლო! მთელი ის ჯოჯოხეთური წლები რაც მე და რენემ გამოვიარეთ... ამას ასე იოლად ვერ გავაკეთებდი. მოსამსახურეს ვუთხარი დამირეკეს და სასწრაფოდ უნდა წავიდე, ლევანს გადაეცი მოგვიანებით შემოვუვლი-მეთქი და წამოვედი.
- მერე?
- გადავწყვიტე ვაქცინა მიმეღო, ისე ვიყავი გამწარებული აღარ მედარდებოდა ამას რა მოჰყვებოდა. ნახევრად ცოცხალმკვდარი მათ ვერაფერს ვავნებდი და ვერც ჩემს ოჯახს დავიცავდი ამ მონსტრებისგან!
- და ვაქცინამ იმოქმედა... - ნოვა ყურადღებით შევათვალიერე, საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურებოდა.
- ჰო, მეტასტაზები გამიქრა, განვიკურნე. კოლიბრმა ახალი ძალით ამავსო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დრო იყო ამ ორ ნაბიჭვარს ისე გავსწორებოდი, როგორც იმსახურებდნენ!
- ტერორისტს გაურიგდით? შხამი მან მოგცათ?
- ჰო, მინდოდა ისე დატანჯულიყვნენ როგორც ჩემი შვილი იტანჯებოდა წლების განმავლობაში. მინდოდა საკუთარივე შიშში ჩამპალიყვნენ, სიკვდილის წინ ისე მეწამებინა, როგორც იმსახურებდნენ.
- მაგრამ ჭიქები აგერიათ და შემთხვევით ელენა მოწამლეთ.
- მისი განკურნება მინდოდა, ჩეჩენს ანტიდოტი ვთხოვე, მან ხომ ერთი ამპულით მომარჩინა, შეეძლო ელენა განეკურნა.
- მოდი გამოვიცნობ, უარი გითხრათ? - ჩამეცინა.
- უარი არ უთქვამს, უბრალოდ ანტიდოტის უკანასკნელი ამპულა მე გამოვიყენე. მისი ხელახლა დამზადება კი მხოლოდ ლაბორანტს შეეძლო. მისი გათავისუფლება ერთადერთი გამოსავალი იყო, მხოლოდ ასე შევძლებდი ელენას დახმარებას.
- ეს გააკეთეთ? შევჩენკოს ტყვე წაართვით?
- ჰო, - სახე ხელებში ჩარგო - მისი დახსნა მოვახერხე, მაგრამ ახალი პრობლემა წარმოიშვა, ლაბორანტს ფორმულის მხოლოდ ნახევარი ახსოვდა. მისი ნაწილი კი სპეცდანაყოფმა რეიდის დროს გაანადგურა.
- ექსპერიმენტები... გვამები... თქვენ ლაბორანტს ანდიტოდის შექმნას აიძულებდით! ამიტომ იცვლიდა კოლიბრი სახეს, თქვენ ხალხზე ცდებს ატარებდით! - შიშისგან და გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა - ასეა? მართალი ვარ?
- ძალიან გამჭრიახი ხარ, სია. - გამიღიმა სევდიანად - ასეა. მე ჩემი დაშვებული შეცდომის გამოსწორება მინდოდა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი რაც შემეძლო.
- მან შეძლო? ფორმულის აღდგენა შეძლო?
- ჰო, მოახერხა. სწორედ ამ ვაქცინის წყალობით განიკურნე შენ, როდესაც მონიკამ ხელში ჩაგიგდო.
- ერთი წუთით, - დაახლოებით ვხვდებოდი, რომ ჩემი კიდევ ერთი ჰიპოთეზა ხორცს ისხამდა, მაგრამ დარწმუნება ვამჯობინე - ვიცი, რომ მონიკასგან მომიტაცეს. ეს თქვენ იყავით?
- არა, - სავარძელზე გადაწვა და ჩაფიქრებულმა ტუჩზე თითი გადაისვა - იმ უცნაურთვალებიანმა ბიჭმა, შენმა მეგობარმა, სწორედ მან გიხსნა მონიკასგან, ვაქცინაც მან წაართვა დუდაევს. ბიჭი ძალიან ფრთხილი და საზრიანი აღმოჩნდა. დუდაევის კვალი აიღო და მალულად უკან დასდევდა, სწორედ მაშინ მოისმინა ჩვენი საუბარი, გაიგო, რომ ლაბორანტმა ვაქცინის შექმნა შეძლო. მისი გადატანისას კი დუდაევს უკან გაჰყვა და ანტიდოტი წაართვა. უნდოდა დუჩესთვის მიეტანა, მაგრამ, როცა შენი გატაცების და ინფიცირების ამბავი გაიგო მაშინვე შენთან გამოიქცა.
- შეუძლებელია...
ტუჩები ამიკანკალდა, თვალები ცრემლით ამევსო. ის იყო... მან გადამარჩინა და თითქოს ბრმას თვალი აეხილაო, გონება დამეწმინდა, ბურუსი გაქრა და როგორც იქნა ნანატრი მოგონებები თვალწინ დამიდგა - ეკე საათბით იჯდა ჩემს საწოლთან, ხმადაბლა მეჩურჩულებოდა და ვაქცინა ჩემს ვენებში შეჰყავდა. გამახსენდა მისი აცრემლებული თვალები და სპაზმებმა სული შემიხუთეს, სუნთქვა გამიჭირდა.
- ელენასთვის განკუთვნილი ვაქცინა... - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე - ის მე გამიკეთეს?
- ყველაფერი აირია. დუდაევი გაგიჟდა, უკონტროლო გახდა. შურისძიების წყურვილმა და სიბრაზემ ისე დააბრმავა, რომ საერთოდ აღარ მისმენდა, მაშინვე თოიძეზე დაიწყო ნადირობა.
- ვაქცინა! ექიმს ხომ შეუძლია მისი შექმნა? - ვიკითხე სასოწარკვეთილმა - თავიდან! მას ხომ აქვს ფორმულა?
- არა, ეს შეუძლებელია.
- კი მაგრამ, რატომ?! ერთხელ ხომ მოახერხა, არა?! - პანიკაში ვიყავი.
- სია, ექიმი მკვდარია. - თვალები დახუჭა და სავარძელს თავი მიაყუდა - თოიძემ არამარტო ვაქცინა გაიტაცა, მან ლაბორანტი საკუთარივე შხამით მოწამლა, რომ კოლიბრის შექმნა ვეღარ შეძლებოდა. ასე კი ანტიდოტის შექმნის ერთადერთი შანსიც დავკარგეთ.
- არა, ეკე ამას არ იზამდა, - თვალზე ცრემლი ჩამომიგორდა - ის ამას არ იზამდა. ადამიანს არ მოკლავდა, დუჩეს ერთადერთ იმედს არ მოუკლავდა! ამას ვერ დავიჯერებ!
- როგორც ჩანს, შენი მეგობრის შესახებ ძალიან ცოტა რამ გცოდნია, სია. სამწუხაროა, მაგრამ ეს სიმართლეა და მე დავმარცხდი. ელენას ვერ დავეხმარე, ეს ყველაფერი კი მხოლოდ ჩემი ბრალია. იმ დღეს უკან არ უნდა წამოვსულიყავი, ეს ავანწიურა არ უნდა წამომეწყო. მირინი და კალანდია ადგილზევე, რომ ჩამეხოცა ეს ამბავი არ დატრიალდებოდა. ჩემს შურისძიებას და ავხორც სურვილებს ჩემი მეორე ცოლი შევწირე.
- რას უპირებთ? - ლოყაზე ცრემლი ჩამომიგორდა - ეკეს რას უპირებთ?
- შენ როგორ ფიქრობ? - გაავებულმა სუსხიანი მზერა მომაპყრო - მან ჩემს ცოლს უკანასკნელი იმედი წაართვა, როგორ ფიქრობ, სიცოცხლის უფლებას მივცემ?!
- თქვენი ცოლი ეკეს არ დაუღუპავს, ბატონო ქავანა! - არნახულმა მრისხანებამ ფეხზე წამომაგდო - ეს ყველაფერი თქვენი ბრალია! ნუ ცდილობთ თქვენი ბინძური ხელების სხვაზე შეწმენდას. ყველას თავისი ცოდვა აწევს კისერზე, ყველა საკუთარ ქმედებაზე აგებს პასუხს!!! შესაძლოა ეკემ მართლაც ჩაიდინა ის საშინელებები, რაც თავად მიამბეთ, მაგრამ ეს თქვენ დანაშაულს არაფრით ცვლის! თქვენ საკუთარი ცოლი მოწამლეთ, მთელი ამ დროის განმავლობაში შეუდარებლად თამაშობდით უდანაშაულო და წამებული კაცის როლს! თქვენ ორივე შვილს სიცოცხლე გაუმწრეთ, აქ კი ისეთი სახით ზიხართ, თითქოს უდანაშაულო ბრძანდებოდეთ. გული მერევა თქვენზე!
სიბრაზისგან ერთიანად ვცახცახებდი. არნახულმა მრისხანებამ ისე დამაბრმავა, რომ პირში მივახალე ის რასაც ვფიქრობდი და სულ არ მედარდებოდა ის ავი და ბოროტი მზერა, როგორი თვალებითაც მბურღავდნენ. მის მწვანე სფეროებში საკუთარ განაჩენს ვკითხულობდი.
- სია, სია, სია... - წაიჩურჩულა უცნაურად და თვითონაც წამოდგა - უცნაურია, ყოველთვის ვთვლიდი, რომ ერთი უვნებელი, ცნობისმოყვარე და მაწანწალა ბავშვი იყავი, რომელიც საკუთარ თავს დეტექტივს უწოდებდა. მაგრამ შენ იმაზე შორს წახვედი, ვიდრე ველოდი და იძულებული გამხადე სათანადოდ დამეფასებინე.
- ამიტომ არაერთხელ სცადეთ ჩემი მოკვლა, არა? - ჩავიცინე გესლიანად - რომელი ერთი შემთხვევა გავიხსენო? სათვალავიც კი მერევა, იმდენჯერ მომიქსიეთ ის ჩეჩენი! რა იდიოტი ვიყავი, მე კი თქვენთან მოვედი, დახმარება შემოგთავაზეთ!!! ღმერთო ჩემო, სანდრო ცამდე მართალი იყო, სულ ტყუილად მწყინდა მისი სიტყვები!
- იცი, როცა ზოიძეს კუდი აეწვა და ჩეჩენს დახმარება სთხოვა შენს თავიდან მოშორებაში, მაშინ მოგაქციე პირველად ყურადღება.
- ისე, ჰო, იმდენი საშინელება მოვისმინე, სულ გადამავიწყდა მეკითხა, რა ჯანდაბას აკეთებდა დუდაევი ზოიძესთან? თქვენ შეაგზავნეთ? გამოდის, რომ ნარკოტიკების შესახებაც იცოდით ყველაფერი?
ნოვამ ვისკის ჭიქა მაგიდაზე დადგა და აუჩქარებლად მომიახლოვდა. უცნაურად მათვალიერებდა, ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, შემეშინდა.
- ნარკოტიკების ამბავი მოგვიანებით გავიგე, - მიპასუხა ხმადაბლა, ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და მაგიდაზე გვერდულად ჩამოჯდა - როცა სირმა კალანდიამ ზოიძეს შავი იატაკის გამსაღებელ პუნქტად გამოყენება შესთავაზა. ზოიძე მაშინვე ჩემთან მოცუნცულდა და ყველაფერი მიამბო, მითხრა რასაც აკეთებდნენ მირიანი და კალანდია ჩემს ზურგს უკან.
- რაში დასჭირდა მას თქვენთვის ამის თქმა? - შევუღრინე გაღიზიანებულმა.
- კალანდია საქმეში, თუ მოგების ხუთ პროცენტს აძლევდა, (ეგ, წუწურაქი !) ჩემგან თხუთმეტი მოითხოვა, სამაგიეროდ ყოველთვის საქმის კურსში ვიქნებოდი და ჩემს ნებისმიერ ბრძანებას უყოყმანოდ შეასრულებდა. მგონი სიმამრი მეტისმეტად ავიწროებდა, ყელში ჰქონდა ამოსული ცოლის კისერზე ჯდომა და საკუთარი ძალისხმევით სცადა ფეხზე წამოდგომა.
- თქვენც ჩეჩენი მიუჩინეთ, რომ თქვენი ბინძური საქმეები მას ეკეთებინა და პარალელურად საქმის კურსში ყოფილიყავით? - მისდამი ზიზღის გრძნობა გამიორმაგდა.
- გავიმეორებ, ძალიან გამჭრიახი ხარ, სია.
ცბიერად გამიღიმა და თმაში ხელი შეიცურა. მისმა ჟესტმა რენე გამახსენა, მასაც ასეთი ჩვევა ჰქონდა, გული მომეწურა.
- გადაწყვიტეთ, თუ რამე ისე არ წავიდოდა და ნარკოტიკების ამბავი გამოაშკარავდებოდა, ხელებს მირიანს შეაწმენდით და ამ ავანწიურაში მეც გამხვიეთ!
- ეს დუდაევის იდეა იყო, - გაეცინა - მითხრა, რომ მართალია საფრთხეს არ წარმოადგენდი, მაგრამ ხალხში სახელი გქონდა. რამე რომ გეყნოსა და გაგესაჯაროვებინა პრობლემები შეგვექმნებოდა. ხომ გაგიგია, სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო? - ეშმაკურად გამომხედა და თვალი ჩამიკრა - ამიტომ შენი თავიდან მოშორება ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტეთ, როცა ზოიძეს პირველად დაემუქრე, რომ თუ ვიღაც მოხუცს შეეხებოდა, მის ბინძურ გრეხებს საჯაროდ გამოფენდი.
- ერთი წუთით! - ყალყზე შევდექი - ჩემი ფაილები თქვენ მოიპარეთ? ჩემი კლიენტების სია თქვენ გაასაჯაროვეთ?! სახელი გამიტეხეთ, რომ თავი უსაფრთხოდ გეგრძნოთ?!
- აბა, გერჩივნა რომ მომეკალი? - გამომხედა ცივად - არჩევანი არ დამიტოვე. შენთვის ან შუბლი უნდა გამეხვრიტა, ან ის იარაღი წამერთმია, რომლითაც ჩემთვის ზიანის მოყენება შეგეძლო. მე მეორე ვარიანტი ვარჩიე. აზრი მაშინ შევიცვალე, როცა დუჩეს სახლში მომაკითხე და დახმარება შემომთავაზე. რაც არ უნდა იყოს, არ მიყვარს ვალში ყოფნა. თან არ მინდოდა იმ ქალისთვის დამეშავებინა რამე, რომელიც ჩემს შვილს მთელი გულით უყვარს. ვიცი ეს რა სიმწარეცაა, დუჩეს ასე ვერ მოვექცეოდი. ისედაც არასოდეს ვყოფილვარ მისთვის სასურველი მშობელი.
- ეს როგორ მოახერხეთ? - ხმა წამერთვა.
- როცა გაგიტაცეს, დუჩემ ძებნა დაგიწყო და ჩემს პროგრამისტს, ანდროს, შენ, რომ ტაისონათი იცნობ, დახმარება სთხოვა. ის დუჩეს ყოველთვის ერთგულად ემსახურებოდა, მაგრამ შიში ოხერიაო, ხომ გაგიგია? რაც არ უნდა იყოს, ის ჩემს წინააღმდეგ წასვლას ვერასოდეს გაბედავს. მასზე ნუ გაბრაზდები, ჩემი თხოვნა, რომ არ შეესრულებინა და შენს მეგობართან მოსულს ფაილები არ წამოეღო, საკუთარი სიცოცხლით აგებდა პასუხს! ამის გამოცდილება აქვს, იცის რა ხდება, როცა მის უფროსს ეურჩება.
- ვაუ, ქების ღირსი ხართ, - თვალებში ზიზღით მივაცქერდი - მე გასაგებია, ფეხებზე გეკიდეთ და მიწასთან გამასწორეთ, მაგრამ საკუთარმა შვილმა რაღა დაგიშავათ? ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ რენეს პირადი მცველი მასზე კიარა თქვენზე მუშაობდა. თქვენ რა, დუჩეს მკვლელები მართლა მიუგზავნეთ?!
- არა, შენ მე ვინ გგონივარ?! - გამომხედა აღშფოთებულმა.
- დავკონკრეტდე? - წარბი ავწიე. ნოვას სიბრაზე გაუქრა და გაეცინა.
- დუჩეს მოკვლა არც მიფიქრია, საკუთარ შვილს არასოდეს ვავნებდი! უბრალოდ მინდოდა, რომ მას ეფიქრა, თითქოს ამ ყველაფრის უკან კალანდია იდგა. დღემდე არ ვიცი ასე რის გამო ვერ იტანდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს ფაქტი საჩემოდ გამოვიყენე. მე შენთან მქონდა საქმე, დუჩე კი ყველგან დაგეძებდა. ხელს მიშლიდა, გამუდმებით ფეხებში მებლანდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე ცოტახნით შემეკავებინა. მისი კონტროლი შეუძლებელია! არასოდეს მისმენს, არასოდეს მიჯერებს! წარმოიდგინე, საკუთარი შვილის დამორჩილება მხოლოდ ციხეში გამომწყვდევით მოვახერხე, სანამ შენთან მოვაგვარებდი ყველაფერს, ეგეც დროებით.
- შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, - სახტად დავრჩი - თქვენ ყველაზე ჭკვინი და საშინელი ადამიანი ხართ ვისაც კი ოდესმე ცხოვრების გზაზე გადავყრივარ. ახლა გასაგებია რატომ ვერ გიტანთ საკუთარი შვილი, რატომ გაგექცათ და რატომ გაქციათ ზურგი! მაგრამ ბოლოს... კომპანიაში, ის მაინც გვერდით დაგიდგათ! როგორ ახერხებთ მისთვის თვალებში ყურებას, როცა ამდენ სიბინძურეში გაქვთ ხელები გასვრილი?! საერთოდ ადამიანი ხართ?!
- ამ კითხვას მეც ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს, - მიპასუხა ჩაფიქრებულმა და დაბინდული მზერით ეზოს გახედა - თუმცა, პასუხი ჯერ კიდევ ვერ მიპოვია.
წამით დავდუმდი და ჩვენს გრძელ დიალოგს ჩავუღრმავდი. ჯერ კიდევ მქონდა კითხვები, რომელიც გამოტოვებულ ადგილებს შემავსებინებდა. ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ამოვარჩიე და ნოვას კუშტად შევხედე.
- მონიკას საიდან ჰქონდა კოლიბრი? მასთან შეხება მხოლოდ თქვენ გქონდათ, იმ ძუკნას როგორ ჩაუვარდა ხელში?
- დუდაევმა მისცა. როცა გაიგო, რომ შენს ხელში ჩაგდებას აპირებდა, გადაწყვიტა ისევე მოეწამლე, როგორც დანარჩენებს წამლავდა ჩემი დაკვეთით. თუმცა, ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი, მოგვიანებით გავიგე, როცა შენმა მეგობარმა ელენასთვის განკუთვნილი ანტიდოტი გაიტაცა.
აჰ, დუდაევისთვის მართლა გვარიანად მომიშლია ნერვები, რომ ნოვას ზურგსუკან დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება და ჩემი მოკვლა სასტიკი მეთოდით სცადა. თუმცა, კარგად დასახული გეგმა სულაც არ წაუვიდა დაგეგმილი რაკურსით, ეკემ მუღამში მოუსაქმა! რაიყო სასაცილო? კინაღამ გამეცინა!
- და მაინც... რატომ კოლიბრი? - თავი ავწიე და ნოვას თვალი გავუსწორე - რატომ აირჩიეთ მათ დასახოცად მაინც და მაინც ეს შხამი?
- საინტერესო და გონივრულ კითხვებს სვამ, - წელში გასწორდა და ჩაფიქრებულმა გამომხედა - მისი მოქმედების გამო. მომწონს ის რასაც ეს შხამი ადამიანებს უკეთებს.
- უკაცრავად?
- ინფიცირებულს კოლიბრი არ კლავს, მას ის კლავს რისიც ყველაზე მეტად ეშინია. გონება ადამიანს სწორედ იმას აჩვენებს, რაც ყველაზე მეტად აშინებს და აფრთხობს. სწორედ ესაა, ამ შხამის განსაკუთრებული და მომხიბვლელი თვისება.
- რას მეუბნევით, რომ შხამი უბრალოდ შიშის ფუნქციას უაქტიურებს ადამიანს? საქმე მხოლოდ ამაშია? შიში და მეტი არაფერი?
- სია, რა იცი შიშის შესახებ? - მკითხა ინტერესით - იცი როგორ მოქმედებს ის? ან როგორ რეაქციებს იწვევს ადამიანში?
- გამარკვიეთ.
- შიში არის ადამიანის ემოცია, რომელიც მას გადარჩენის შანსს აძლევს. საამისო სტრუქტურები კი თავის ტვინის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი ერთობლიობა ცნობილია, როგორც ლიმბური სისტემა. შიშის შეგრძნებისას აქტიურდება სიმპათიკური ნერვული სისტემა, იწყება ენერგეტიკული რესურსების მობილიზება და ორგანოთა სისტემები მოქმედებას განაგრძობენ სულ სხვა რეჟიმში. - თითები ერთმანეთს გადააჭდო და თხრობა ისე განაგრძო თავი ლექციაზე მეგონა - ნერვული სიტემის გააქტიურების შედეგად გულისცემა ძლიერდება, თვალის გუგა ფართოვდება, ჩერდება საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების მოქმედება. ამავე დროს აქტიურდება ენდოკრინული სისტემა, რომელსაც საშიშ სიტუაციებში სისხლში გადააქვს შიშის ჰორმონი - ანუ ადრენალინი. მის შედეგად კი სისხლძარღვები ვიწროვდება. სისხძარღვების ხანგრძლივი შევიწროვება კი დაავადებებს იწვევს ორგანიზმში, ბევრს არ ჩამოგითვლი სამედიცინო ტერმინებია და მაინც ვერ გაიგებ, მაგრამ ერთს გეტყვი - ინფარქტი.
- ანუ ბაიდაურს, როცა ეს დიაგნოზი დაუსვეს, მან მართლა ინფარქტი მიიღო შიშიგან?
- სწორედაც! კოლიბრმა მასში პათოლოგიური შიში გამოიწვია, რამაც საბოლოოდ ინფარქტამდე მიიყვანა. დიაგნოზი სწორი იყო, დიახ!
- და კალანდიას რა მოუვიდა?
- ოოო, კალანდია საკმაოდ საინტერესო საცდელი ვირთხა აღმოჩნდა... იცი, ადამიანებს სხვადასხვა რამის შიში აქვთ, მაგალითად: კლაუსტროფობია , აგორაფობია , ლისოფობია , ნოზოფობია , კალანდიას კი ყველაზე სასაცილო რამ გაუაქტიურა შხამმა, მის ძარღვებს თანატოფოზია, ანუ სიკვდილის შიში გაუჩნდა. დამპალ ნაბიჭვარს მოშხამულზეც კი მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებდა, სხვა არავინ და არაფერი!
- და კოლიბრმა მასში სიკვდილის ველური შიში გამოაღვიძა?
- ზუსტად. შიში ჩვენი ეპოქის ბოლომდე აუხსნელი და დაუზუსტებელი ფენომენია, ის ერთ-ერთი უძლიერესია იმ გრძნობათა შორის, რომელიც გარკვეული დოზით ყველა ადამიანში დევს. კალანდიაში კი საკმარისზე მეტი აღმოჩნდა. სიკვდილის ბოლო წამამდე კოლიბრი მის ვენებში დასრიალებდა და აჩვენებდა ყველა მის მსხვერპლს, რომელიც მის ველურ აღტკინებას შეეწირა, სიკვიდლის ბოლო წამამდე უყურებდა „ფილმს“ თავისი ამაზრზენი ცხოვრების შესახებ და ველური შიში შიგნიდან ნელ-ნელა ხრწნიდა, რომ ყველა მკვდარი სული ფეხზე წამოდგებოდა და შურს იძიებდა, მასაც ისევე აკუწავდნენ, როგორც მან მოუსწრაფა სიცოცხლე ყველას.
- კალანდიას გვამი ვნახე, - შუბლი ნერვიულად მოვისრისე - სახეზე ველური შიში შეჰყინვოდა, თვალის გუგები კი გაფართოებოდა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს კოლიბრის შხამი იყო, შხამი რომელიც საკუთარივე შიშში ახრჩობს მსხვერპლს.
- ადამიანის ყველაზე სუსტი და ძლიერი მხარე შიშია. წარმოიდგინე შიში გაიძულებს გადარჩე და ასევე გაიძულებს მოკვდე. მისი წყალობით ადამიანები ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლიან, ნაწილი კი, პირიქით, მას ეწირება, უფსკრულში იჩეხება და სამუდამოდ იღუპება. როგორი ფაქიზი და საინტერესო რამ არის, არა? მეტიც, ის ფუფუნებაა, უბრალოდ ჩვენ მას სათანადოდ ვერ ვაფასებთ, ესაა და ეს.
გაბრუებულმა თავი გავაქნიე. ამდენი ახალი ინფორმაციისგან ცოტაც და ყურებიდან ბოლი გამომივიდოდა. უცებ აგზნებულმა ქვეცნობიერმა ერთ საზარელ და აშკარა ფაქტს ხაზი გაუსვა, თავი ავწიე და ნოვას ფრთხილად შევხედე.
- ეს ყველაფერი რატომ მიამბეთ? - ვკითხე ხმადაბლა - აქ რისთვის მომიყვანეთ? რა გინდათ ჩემგან?
- როგორც იქნა, მივუახლოვდით ფინიშს, - მაგიდიდან წამოდგა და ამღვრეული თვალებით ნელა მომიახლოვდა - სია, ხომ ხვდები, რომ ამ ყველაფრის შემდეგ აქედან უბრალოდ ვერ წახვალ?
- ვხვდები, - მისმა სიტყვებმა დამაფრთხეს, მაგრამ თვალი მაინც თამამად გავუსწორე - რას მიპირებთ? მე რაც გინდათ ის მიქენით, მაგრამ ეკეს შეეშვით. გინდათ, რომ შეგეხვეწოთ? ამასაც ვიზამ!
ნოვას ჩაეღიმა და ყურადღებით შემათვალიერა. მაინც რა შემაძრწუნებლად ჰგავდა დუჩეს?! მისი ყურება ორმაგად მიმძიმდა ამის გამო!
- შენთვის იმდენად ძვირფასია, რომ მისთვის სიცოცხლესაც სწირავ? იმას, რომ უყვარხარ ამას მივხვდი, მაგრამ შენ? მეგონა ჩემი შვილი გიყვარდა.
- ასეცაა! - შევუღრინე ნერვებმოშლილმა - ჩვენი ურთიერთბა თქვენ არ გეხებათ! გაუშვით ეკე და ყველაფერს გავაკეთებ რასაც მთხოვთ.
- ყველაფერს?
ჩემკენ იმდენად ახლოს გადმოიხარა, რომ მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი, მთელი ტანით დავიძაბე და ოდნავ უკან დავიხიე.
- ჰო, ყველაფერს!
- დუჩესაც მიატოვებ? - მკითხა შემპარავად და სუსხიანი მზერით თვალებში ჩამაკვდა.
- რა? - პირი გამიშრა. მისი სიტყვები ტვინმა ძალიან ნელა აღიქვა.
- შენ ხომ თქვი, რომ ჩემი შვილი გიყვარს? ადრე მითხარი, რომ მის გამო ყველას და ყველაფერს ჰკრავდი ხელს. ახლა კი ამბობ, რომ თოიძის გადასარჩენად ყველაფერზე ხარ წამსვლელი. ეს როგორ გავიგო?
- ის ჩემი მეგობარია! - გამოვცერი კბილებში, თვალებში ცრემლი ამიბრჭყვიალდა - თქვენნაირი მონსტრი ამას ვერასოდეს გაიგებს! მე მიყვარს თქვენი შვილი და მიყვარს ჩემი მეგობარი!
- წადი! - წაიჩურჩულა მზერაწამონთებულმა.
- რა?
- მისი ცხოვრებიდან... დუჩეს ცხოვრებიდან გაუჩინარდი და თოიძეს თითს არ დავაკარებ. გაქრი, მიატოვე, გაუჩინარდი! შენ საფრთხე ხარ, არ მინდა შენი მოკვლა, მაგრამ ჩემი შვილის გვერდით ყოფნის უფლებასაც ვერ მოგცემ! ცოტახანს იდარდებს, შემდეგ კი დაგივიწყებს. ცოლს მოიყვანს და ცხოვრებას განაგრძობს ჩვეული რიტმით. აბა, შეძლებ? გააკეთებ ამას შენი მეგობრისთვის? თუნდაც დუჩესთვის? გააკეთებ ამას მათთვის? ხომ თქვი, რომ ორივე გიყვარს?
ვიგრძენი როგორ ჩამობნელდა სულში, შიგნიდან გამომრთეს. ხელები ამიკანკალდა, შიშმა დამატყვევა. მივატოვო? დუჩე? მისგან წავიდე? მერე როგორ ვიცხოვრო? მის გარეშე როგორ... ეს ვერ იქნებოდა რეალობა! ეს ყველაფერი... უბრალოდ ვერ იქნებოდა რეალობა! ნეტავ გამღვიძებოდა! ნეტავ!!!
- ის არასოდეს დამანებებს თავს, - წავიჩურჩულე აცახცახებულმა და თვალიდან ცრემლი ჩამომიგორდა - არ მომცემს წასვლის საშუალებას, სულ რომ ეს მოვინდომო...
- ვიცი, ამიტომ დაგეხმარები. აქედან ისე გაგაპარებ, რომ მან შენს კვალს ვეღარასდროს მიაგნოს. ამოირჩიე ნებისმიერი ქვეყანა და მე შენ იქ გაგიშვებ. პირობას გაძლევ, რომ არაფერი გაგიჭირდება, უბრალოდ წადი.
- რომელიღაც ბომჟურ სერიალში ვართ? რა იყო ბევრ ფილმს უყურეთ, როგორ იშორებენ თავიდან ქალებს ფულით? ფიქრობთ მომისყიდით და მე ამაზე დაგთანხმდებით?
- ფულის გამო არა, დუჩეს გამო. - მაზოლზე წიხლი დამაჭირა.
- როგორი სასტიკი ხართ!!!
- სასტიკი მაშინ ვიქნებოდი, რომ მომეკალი, მაგრამ ამას ვერ ვიზამ. შენ თუ მოკვდები შვილს გავანადგურებ. ის ვერასოდეს შეძლებს შენს დავიწყებას, შეიძლება უკანაც კი გადმოგყვეს, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ამას ვერ დავუშვებ. ამიტომ მიატოვე, ეს გულს მოუკლავს. თავიდან ძებნას დაგიწყებს, გაბრაზდება, ეწყინება, ბოლოს კი შეზიზღდები, შეზიზღდები იმის გამო რომ ხელი ჰკარი. ასე კი ნელ-ნელა დაგივიწყებს. ფიქრობ, სიყვარული მართლა მარადიულია? ფიქრობ, მისთვის მართლა შეუცვლელი ხარ? სია, სია... შეიძლება ამას წლები დასჭირდეს, მაგრამ ერთხელაც, ერთ დღესაც, მისი გულიდან სამუდამოდ წაიშლები. გამოჩნდება ახალი გოგონა ვინც შენს ჩანაცვლებას შეძლებს. აბა, შეძლებ მისთვის ამას?
ენა მუცელში ჩამივარდა, ხმას ვეღარ ვიღებდი. ოდესმე გიგრძვნიათ როგორ ტოვებს სული თქვენს ორგანიზმს? გიგრძვნიათ რას ნიშნავს სიკვდილი, თან ისე რომ ცნობიერება და მოტორული ფუნქცია მაინც უნარჩუნდება სხეულს? ოდესმე ცოცხლად მომკვდარხართ?!
- მოსაფიქრებლად დროს მოგცემ, - გამიღიმა და წელში გასწორდა - მანამდე შეგიძლია შენი მეგობარი მოინახულო, შენი ნახვა ნამდვილად გაუხარდება.
კარი მეორედ გაიღო და ოთახში დუდაევმა შემოაბიჯა. ნოვამ უხმოდ ანიშნა ჩემზე გაიყვანეო. ისიც ავი ძაღლივით მკლავში მწვდა და ოთახიდან წამომაპრონწიალა. ისე ვიყავი გამოფიტული, რომ მის ჩაბღუჯულ ხელს ვერც კი ვგრძნობდი. სადღაც მიმათრევდა, მაგრამ ვერც იმას ვიაზრებდი სად. მგონი განსჯის უნარი საერთოდ დავკარგე.
- ვწუხვარ, - წავიჩურჩულე არაბუნებრივი ხმით.
- რა? - დუდაევი შეჩერდა და ინტერესით მომაცქერდა.
- ვწუხვარ, რომ გიღალატეს, - ჩეჩენს ორ უემოციო ხვრელში ჩავხედე - ვწუხვარ, რომ სახე დაგიზიანდა. თანაგიგრძნობ, გულწრფელად. ეს შემთხვევით, რომ მოგსვლოდა ალბათ ასე არ გეტკინებოდა, მაგრამ ახლა სარკეში, რომ იყურები გახსენდება, რომ ეს სწორედ იმ ადამიანმა დაგმართა ვისაც ერთგულად ემსახურებოდი. შემიძლია შენი გაგება და... ვწუხვარ შენი ძმის გამოც.
მეც არ ვიცოდი ამ ყველაფერს რატომ ვეუბნებოდი ამ უგრძნობ მკვლელ მანქანას. მისთვის სულერთი იყო ჩემი სიტყვები, ან იქნებ ვცდებოდი. შავ თვალებს უცნაურმა ჩრდილმა გადაურბინა, ან უბრალოდ მომეჩვენა. თავი ჩავხარე, რომ ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლი დამემალა.
- არ ვიყურები.
წაიხრიალა ხმადაბლა. გაკვირვებულმა თავი ავწიე, ხომ არაფერი მომესმა-თქო. დუდაევი ყურადღებით მათვალიერებდა.
- რა?
- სარკეში არ ვიყურები. - მიპასუხა უემოციოდ.
გზა განაგრძო და მეც თან წამიყოლა. თურმე გულცივ და სასტიკ ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს გრძნობები, მთავარია მასში ის მოძებნოთ...

კლაუსტროფობია - ჩაკეტილი სივრცის შიში.
აგორაფობია - ღია სივრცის შიში.
ლისოფობია - გაგიჟების შიში.
ნოზოფობია - დაავადების შიში.

თავი ოცდამეოთხე

დუდაევი მწიფე ალუბლისფერი კარის წინ შეჩერდა, სახელურს ხელი წაავლო და გამოაღო. გრძელი და ვიწრო კიბე თავქვე ეშვებოდა, ბოლოს კი ვერ ვხედავდი. სარდაფში ბნელოდა. ცოტათი გამიკვირდა კიდეც, შიში არ მიგრძვნია. ვერ გეტყვით ეს გულში ჩამკვდარი გრძნობების ბრალი იყო, თუ უბრალოდ ასეთ ადგილებს ავადმყოფურად მივეჩვიე, მაგრამ აშკარა იყო, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩვეულებრივ ოთახში გამომამწყვდევდნენ, თუ სარდაფში დამაბამდნენ ცოფიანი ძაღლივით.
დუდაევმა მკვეთრად მიბიძგა მხარში. არ გავძალიანებივარ, მორჩილად ჩავუყევი კიბეებს. ბოლო საფეხურიც ჩავათავეთ და ჩეჩენმა იქვე დატანებულ ჩამრთველს ხელი აჰკრა. ჩაბნელებულ სარდაფს ნათელი მოეფინა. მკვეთრმა შუქმა თვალები მომჭრა, მაგრამ როცა თვალი მივაჩვიე, მხოლოდ მაშინ შევნიშნე ოთახის შუაგულში სკამზე დაკოჭილი და სახეზე სისხლშემხმარი ეკე. თავი მკერდზე ჩამოედო და არ ინძრეოდა.
- ეკე! - აღმომხდა შეშინებულს - რა უქენი, ?!
- ნუ ღელავ, ცოცხალია. ჯერჯერობით... - დაამატა ცივად.
ხელი უხეშად მკრა, თვითონ კი ისევ კიბეებს აუყვა. კარი მიიხურა და საკეტის ხმაც გავიგე, გარედან ჩაგვკეტეს. შეშინებული მაშინვე ეკეს ვესცი. დაზაფრულმა თავი ავაწევინე და მკვეთრად შევანჯღრიე.
- ეკე! გამოფხიზლდი! გესმის ჩემი??? ძალიან გთხოვ, თვალი გაახილე! ეკე!!!
სასოწარკვეთილს თვალის კუთხეებიდან ცრემლები გადმომცვივდა. ხმას არ იღებდა, მგონი არც კი სუნთქავდა. ისე არაადამიანურად იყო ნაცემი კინაღამ ცუდად გავხდი. ფერდთან დიდი წითელი ლაქა მოუჩანდა, დავიხარე და სვიტერი ავუწიე. ნატყვიარი საზიზღრად გამოიყურებოდა, ერთიანად გალურჯებოდა და გაშავებოდა. მგონი ინფექცია ჰქონდა შეჭრილი. პირზე ხელი ავიფარე.
- ღმერთო... არა, გეხვეწები! - წავიჩურჩულე დამფრთხალმა - ეკე, ეკე თვალი გაახილე, გემუდარები!!!
დავიხარე და მთელი ძალით შევანჯღრიე. არანაირი რეაქცია არ ჰქონია, თავი მკერდზე უღონოდ ჩამოუვარდა. დამფრთხალმა ხელი ძლივს გავიწოდე და ყელზე პულსი მოვუსინჯე, სუსტად ფეთქავდა. ოდნავ დავწყნარდი და შეშინებულს პანიკური ტირილი ამიტყდა. მისი დასისხლიანებული სახე ხელებში მოვიქციე, თვალი გასიებოდა და დაბუშტვოდა, ლოყებზე კი ღრმა ჭრილობები მოუჩანდა. ჩემი მეგობარი... ჩემი საწყალი მეგობარი! მუხლი მომეკვეთა და მის ფეხებთან უღონოდ ჩავიკეცე.
- მაპატიე, ყველაფერი ჩემი ბრალია. მაპატიე, ეკე! - კალთაში თავი ჩავუდე და ცხარე ცრემლით ავტირდი - ჩემ გამო ყველაფერი გაწირე, მე კი... მე...
სიტყვები ხმელი ძვალივით გამეჩხირა ყელში. ვის ადარდებდა ჩემი სინანული? რაში სჭირდებოდა ჩემი ცრემლები? ჩემ გამო ცხოვრება აეწეწა, მომავალი გაუნადგურდა, მკვლელად იქცა!!! ჩემ გამო, რომელიღაც ბინძურ სარდაფში სიკვდილამდე ნაცემი გამოკეტილი ჰყავდათ. რომელი სიტყვა შეცვლიდა ამას? რომელი სინანული დაუბრუნებდა იმ წარსულს, რომელიც ჩემს გამოჩენამდე გააჩნდა?!
ერთი ჩვეულებრივი ბეჯითი სტუდენტი იყო, რომელსაც დიდი გეგმები და ამბიციები ჰქონდა. უნდოდა სამყარო უკეთესობისკენ შეეცვალა, სამაგიეროდ კი რა მიიღო? დაუფასებელი და ფეხქვეშგათელილი სიყვარული, რომელმაც სიკვდილის პირას მიიყვანა...
გულმა ამდენ ტკივილს ვეღარ გაუძლო, ზედაპირზე ცოტაოდენი შვების იმედით ამოხეთქა და არაადამიანურად ვიკივლე. ჩემი გამყინავი ხმა ექოდ დაირხა ცივ სარდაფში, კედლებს მიეხალა და როცა იგრძნო, რომ გარეთ ვერ გააღწევდა მის ნაწილად იქცა, უფერულ, მკვდარ ბარიკადს შეერწყა და დადუმდა.
- ყველაფერს გამოვასწორებ, გპირდები... - ჩავილაპარაკე ხმაჩახლეჩილმა - შენ ეს არ დაგიმსახურებია, მაპატიე, თუ შეგიძლია.
აკანკალებული ძლივს წამოვდექი, ფეხზე დგომა შესამჩნევად მიჭირდა. ეკეს ნაზად ჩამოვუსვი სახეზე ხელი და კიბეებისკენ რობოტივით გავაბიჯე. თითოეული ნაბიჯის გადადგმა მტკივნეულად მახსენებდა დუჩეს. ამჯერად მართლა ყველაფერი დასრულდა... კიბეებს ნელა ავუყევი, კარს მივუახლოვდი და უკანასკნელი შერჩენილი ძალით მუშტი დავსცხე.
- გამიღეთ! - წავიჩურჩულე ღონემიხდილმა - არავის ესმის ჩემი? კარი გამიღეთ!
ისიც არ ვიცოდი ამას ვყვიროდი, თუ გულში ვამბობდი, კარს მუშტებს ვუბრაგუნებდი, თუ უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და სინამდვილეში უძრავად ვიდექი მის წინ, მაგრამ გამიღეს. ზღურბლზე დუდაევი გამოჩნდა.
- მასთან მიმიყვანე...
დუდაევმა უცნაურად შემომხედა, არ ვიცი ჩემს სახეზე რას აკვირდებოდა და არც მაინტერესებდა, უბრალოდ მინდოდა ეს რაც შეიძლებოდა მალე დასრულებულიყო. ეკე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, მისთვის თითოეულ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
- რას დაყუდებულხარ? მასთან მიმიყვანე-მეთქი, ვერ გაიგე?! ეკეს შენ გამო რამე, რომ მოუვიდეს, ღმერთს გეფიცები მოგკლავ! ავხორცო, !
მეგონა საპასუხოდ რამეს იტყოდა ან დამარტყამდა, როგორც ეს ადრე გააკეთა, როცა პირველად ჩამიგდო ხელში, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. მგონი საერთოდ გადაყლაპა ენა. იდაყვში უხეშად წამავლო ხელი და დერეფანს გავუყევით. როგორც იქნა, მისაღები ოთახის კარს მივუახლოვდით, დუდაევმა შეაღო და შიგნით შემაგდო, თვითონ კი უკან გაბრუნდა. ნოვა ბუხრის წინ თავჩახრილი იდგა და ფიქრებში წასული გაუცნობიერებლად აწვალებდა ჰალსტუხს, მისმა დანახვამ ენით აუწერელი ზიზღი მომგვარა.
- სწრაფად დაბრუნდი უკან, - დაილაპარაკა ხმადაბლა, თავი ასწია და ჩემკენ შემობრუნდა - აბა, რა გადაწყვიტე?
- ეკეს სასწრაფოდ სამედიცინო დახმარება სჭირდება, - საკუთარმა სიმშვიდემ გამაკვირვა - გაუკეთეთ რაც საჭიროა, დაუყონებლივ!
- და მე რას მივიღებ აქედან? - თავი გვერდით გადახარა და ცბიერად მომაჩერდა.
- იყოს თქვენებურად, - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე - რა გაეწყობა, გაგეცლებით. დაეხმარეთ ჩემს მეგობარს და სამუდამოდ გადავიკარგები! მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს... საშუალება მომეცით დუჩე უკანასკნელად ვნახო. გეფიცებით, არაფერს ვეტყვი, დამშვიდობება მინდა მხოლოდ. შემდეგ... შემდეგ კი, წავალ.
...და მე ზურგი ვაქციე ყველაფერს - მთელს ჩემს ცხოვრებას, კარიერას, პრინციპებს, მეგობრებს და ბოლოს ყველაზე ძვირფასს ვინც კი გამაჩნდა - საყვარელ მამაკაცს! რომლისთვისაც ყველაფერი დავთმე რაც შემეძლო. ცხოვრებამ ბინძური წესებით თამაში გადაწყვიტა და არჩევნის წინაშე დამაყენა - ან ყველაფერი, ან არაფერი...
დუჩე მუდამ მეუბნებოდა შენთვის ზღაპრების რეალობად ქცევა შემიძლიაო და ასეც იყო. მასთან გატარებული თითოეული წამი ჯადოსნური და დაუვიწყარი იყო ჩემთვის. მის გვერდით მართლაც ზღაპარში ვგრძნობდი თავს, მაგრამ ახლა... ფარდა დაეშვა, ზღაპარი მორჩა და აღარც ჩვენ ვიყავით ისტორიის მთავარი გმირები. ჩვენს ზღაპარს საბოლოოდ ჰეფიენდი არ ჰქონია, ეს კი ცხადად გავიაზრე, როცა ნოვას მსხვილ ტუჩებს კმაყოფილი ღიმილი მოეფინათ...

მანქანა არჩილის კოტეჯის წინ შევაჩერე და ძრავა გავთიშე. იქვე დუჩეს ბენტლის მოვკარი თვალი. სხეულს სიცივე მოედო, სახლში სერიოზული პრობლემები მელოდა, დუჩეს ალესილი კბილებით. როგორ არ მინდოდა, რომ ეჩხუბა, ახლა არა, დღეს არა, დღეს მაინც...
ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი სასწრაფოდ შევიმშრალე და მანქანიდან გადმოვედი, კარი მივხურე და კოტეჯის კარიც გაიღო. ზღურბლზე დუჩე გამოჩნდა, შიშისგან წაშლილი გამომეტყველებით და გადაფითრებული სახით. როგორც კი დამინახა, ნერვიულობა მრისხანებამ შეცვალა. მწვანე თვალები ბრაზით წამოენთო და აღრენილმა ჩემკენ გამოაბიჯა. განრისხებულიც ისეთი თვალისმომჭრელი იყო, რომ გული ამიჩქარდა.
- ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გაქვს გადაწყვეტილი, ქალბატონო?! - წაისისინა მოახლოებულმა - ნუთუ, ცოტახნით მაინც ვერ უნდა დაგტოვო მარტო... - სიტყვა გაუწყდა და წარბშეკრული თვალებში მომაცქერდა - რა მოგივიდა?
- რა?
- რა გჭირს? ადამიანს არ ჰგავხარ, სახეზე ფერი არ გადევს. სად იყავი?
- მე... მამაჩემი ვნახე. - უკეთესი ტყუილის მოფიქრება ვერ მოვახერხე.
- მამაშენი? - გამომხედა ეჭვით - მისი დანახვაც არ გინდა, რატომ წახვედი მის სანახავად? თან მითუმეტეს ახლა, როცა თქენი კონტაქტი ასე სახიფათოა და არც ძაღლები შორდებიან გვერდიდან?
ჰო, მისი მოტყუება იოლი საქმე არაა, მაგრამ ისე მქონდა ტვინი არეული უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. ერთი ნაბიჯი გადავდგი, წელზე ხელები შემოვხვიე და მკერდზე მივეხუტე.
- სია, რა გჭირს? ვნერვიულობ!
- უბრალოდ მომეხვიე, გთხოვ. ახლა არაფერზე არ მინდა საუბარი, გეხვეწები, უბრალოდ მომეხვიე.
- სია, - აღელვებულმა ხელი ნიკაპში წამავლო და თავი ამაწევინა - რას მიმალავ? რაღაც ძალიან ცუდს მიმალავ, შენს თვალებში ყველაფერს ვკითხულობ! მითხარი, რა მოხდა?!
ჩემში მიძინებულმა ქვეცნობიერმა თავი წამოჰყო და მონდომებით აყვირდა, შიგნიდან კიოდა და დახმარებას ითხოვდა, მაგრამ მისი ხმა არავის ესმოდა. არ უნდოდა ამ მკლავებთან განშორება, ამ ადამიანისგან სამუდამოდ წასვლა, რომელთან ყოფნისთვისაც სიცოცხლესაც უპრობლემოდ დათმობდა. არ უნდოდა! - მაგრამ, სხვა გზაც არ ჰქონდა.
- მამაჩემი არ უნდა მენახა, აღარ მინდა მისი ნახვა, რომ ვუყურებ ცუდად მხდის, - სახე მოვარიდე და ცხვირი მის ყელში ჩავმალე - გთხოვ, უბრალოდ ყველაფრის დავიწყება მინდა, არ მეჩხუბო. ვიცი, რომ არ უნდა წავსულიყავი, მაპატიე, რომ განერვიულე. გთხოვ, უბრალოდ ჩამეხუტე, ახლა ეს ძალიან მჭირდება.
- ოხ, სია! - ერთი ამოიოხრა, დაიხარა და ხელში ამიტაცა - შენი მარტო დატოვება, ცვეტში აპასნია!
თავი უკმაყოფილოდ გააქნია, შუბლზე ნაზად მაკოცა და სახლისკენ წამიყვანა. კოტეჯში შესვლისას სანდრო გულგახეთქილი წამოვარდა ფეხზე. პირი გააღო, რომ კითხვები სეტყვასავით მოეყარა, მაგრამ დუჩემ თავი გააქნია და უხმოდ ანიშნა - ახლა არაო. ჩემი ოთახისკენ წამიყვანა, კარი ფეხით შეაღო და შიგნით შევედით.
- გინდა რამე მოგიტანო? - მკითხა ხმადაბლა, როცა ლოგინზე მიმაწვინა.
- არა, ჩემს გვერდით დარჩი, მომიწექი და არსად წახვიდე, სხვა არაფერი მინდა.
- კარგი.
ბეჭებზე საბანი მომაფარა და ლოგინში შემოწვა, მკლავი გადამხვია და გულზე მიმიხუტა. თავი მკერდზე დავადე და მჭიდროდ მივეკარი. შიგნეულობა ისე მეწვოდა, თითქოს აგიზგიზებული კოცონის თავზე, რკინას წამოცმული წიწილა ვიყავი. კბილი-კბილს დავაჭირე, რომ ცრემლები შემეკავებინა. ახლა როცა ასეთი ძვირფასი იყო მასთან თითოეული წუთის გატარება, არ მინდოდა ის უქმად გამეფლანგა.
წამით სასოწარკვეთილმა და ველურმა სურვილმა წამომიარა, რომ არაფრის დიდებით არ დამეთმო ეს მამაკაცი, რომელიც ახლა მთელი სიყვარულით მიკრავდა გულში და მისთვის ყველაფერი მომეყოლა, მაგრამ თვალწინ მაშინვე დასისხლიანებული და უგონო ეკე მიდგებოდა და ენას მწარედ ვაჭერდი კბილს.
- ყველაფერი, რომ დასრულდება, - დუჩემ ხმადაბლა წამოიწყო - როცა ყველა პრობლემას მოვაგვარებთ და დედაჩემს ფეხზე დავაყენებ, იტალიაში მინდა შენთან ერთად წასვლა.
მის სიტყვებზე კიდევ ერთი საშინელება ამომიტივტივდა გონებაში, უკანასკნელი ვაქცინა ჩემს ვენებში მოძრაობდა! ელენასთვის განკუთვნილი სიცოცხლე მე მაჩუქეს, იმ წამს ძალიან მომინდა სიკვდილი!
- იტალიაში რატომ? - ვეცადე მშვიდი ხმა მქონოდა. რამე რომ შეემჩნია დავიღუპებოდი.
- იტალია ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია, - თითები თმაში შემიცურა და ნაზად მომეფერა - იქ თავს მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ. ამას ისიც ემატება, რომ ის ჩემი მოხუცის სამშობლოა. მონტი მამასავით მიყვარს. თან არის რაღაც, რისი გაკეთებაც ზუსტად იქ მინდა, ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ.
- რისი გაკეთება გინდა? - მხარზე წამოვიწიე და მწვანე თვალებში ინტერესით მივაცქერდი.
- ვერ გეტყვი, - ჩაეღიმა - სიურპრიზად მინდა დავტოვო.
- ახლა გავაკეთოთ, - ვუთხარი სწრაფად - რაც არ უნდა იყოს, მოდი ახლა გავაკეთოთ!
- ეგრე არ გამოვა, - გაეცინა - მე სხვანაირად ვგეგმავ ყველაფერს. ნუ ხარ სულსწრაფი, დრო ბევრი გვაქვს.
ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. „დრო ბევრი გვაქვს...“ ეს რამდენიმე სიტყვა ექოსავით დაირხა ჩემს არსებაში და მკვდარი ყვავილის ფურცლებივით ჩაიფერფლა ცივ უფსკრულში. დრო ერთადერთი რამ იყო, რომელიც აღარ გამაჩნდა, ისევე როგორც ეს ადამიანი, რომელთან გამომშვიდობებაც ჩემთვის ნელი წამების ტოლფასი იყო.
- სია, რა გემართება? - წარბშეკრული მხარზე წამოიწია, ცალი ხელი თმაში შემიცურა და მწვანე თვალებით ყურადღებით მომაჩერდა - რისი თქმა გინდა ჩემთვის და ვერ მეუბნები?
- მიყვარხარ, მთელი სულით, გულით და მთელი არსებით მიყვარხარ, დუჩე!
- მხოლოდ ამის? - მკითხა ეჭვით.
- კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ საუბარი რომ დავიწყო, რამდენიმე დღე ვერ მოვრჩები. ლაპარაკი არ მინდა.
- მაშინ რა გინდა?
- რა, არა, ვინ!
კისერზე ხელი მოვხვიე და ტუჩებში ვნებიანად ვაკოცე. დაბნეულს ჩაეღიმა და ეშმაკურად ამომხედა.
- ესაა შენი სურვილი? - მკითხა ღიმილით.
- ჰო... ისე მომეფერე, როგორც არასდროს.
- სია, ვერ გცნობ.
- დუჩე, გთხოვ.
- ჯანდაბა! საბოლოოდ გადამიყვან ჭკუიდან!
გვერდულად ამომხედა, თვალები ვნებით წამონთებოდა. წელზე ხელი ძლიერად მომხვია, კალთაში ჩამისვა და ზედა ერთი ხელის მოსმით გადამაძრო...

ლოგინიდან ფრთხილად წამოვდექი, დუჩეს ღრმად ეძინა. ტუჩი მოვიკვნიტე და თვალები ცრემლით ამევსო, ძალიან მომინდა გვერდით მივწოლოდი და მაგრად ჩავხუტებოდი, მაგრამ თავს მოვერიე, ტანსაცმელი ჩავიცვი და ჩემი მოსახერხებელი პატარა, სამგზავრო ჩანთა ავიღე. უცებ ერთი აზრი მომივიდა თავში. ტელეფონი ამოვიღე, კარგი რაკურსი შევარჩიე და მძინარეს ფოტო გადავუღე. ეკრანს დავხედე, ისეთი მომხიბვლელი და საყვარელი იყო, რომ ტუჩებზე ღიმილი გადამეფინა. დავიხარე და მისი სურნელი უკანასკნელად შევისუნთქე, თმაზე ტუჩებით ნაზად შევეხე, ბოლოჯერ შევავლე თვალი ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს და ისე სწრაფად გამოვბრუნდი, რომ უკან აღარ მიმიხედავს.
მისაღები ოთახი ცარიელი დამხვა, ცოტათი გული დამწყდა, მინდოდა სანამ წავიდოდი სანდროც მენახა. ალბათ, წლები ისე გავიდოდა, რომ მას ვეღარ შევხვდებოდი, მაგრამ რაღაც მხრივ ეს კარგიც იყო. ახლა სანდროს, რომ დავენახე კითხვებს მომაყრიდა - დუჩესგან მალულად სად მიიპარებიო. არჩილის კოტეჯს თვალი მოვავლე და ისე ამოვიოხრე ლამის გულიც ამოვაყოლე. გადავწყვიტე, საკუთარი თავის გაგიჟება შემეწყვიტა და აჩქარებული ნაბიჯით გავემართე კარისკენ. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს სახლი უკან მიზიდავდა. კარის სახელურს თითები წავავლე და ზურგსუკნიდან ხმაც შემომესმა.
- საით გაგიწევია? - გავშეშდი.
ნელა შემოვბრუნდი. სანდრო თავის ოთახიდან გამოსულიყო და გულხელდაკრეფილი ყურადღებით მაკვირდებოდა.
- საქმე მაქვს და მალე დავბრუნდები. დუჩე არ გააღვიძო, - ხმა შესამჩნევად მითრთოდა.
- არა, არ დაბრუნდები, - მზერა ჩემს ჩანთაზე გადაიტანა - რას აკეთებ, სია?
- სანდრექს, - ხმა გამებზარა - ძალიან გთხოვ, ახლა არა. აუცილებლად უნდა წავიდე!
- სად მიდიხარ? - წარბშეკრული ნელა მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა - რატომ გაქვს მკვდარი მზერა? რას აკეთებ? რა ჯანდაბას აკეთებ, სია?!
- ეკეს გადარჩენას ვცდილობ, - ვიფიქრე, რომ სიმართლის თქმა ჯობდა - ახლა თუ არ წავალ, მოკლავენ! ამით ვერ ვიცხოვრებ! ძალიან გთხოვ, დასაკარგი დრო არ მაქვს! დუჩე არ გააღვიძო. არ გამიშვებს და...
- რას მიედმოედები, რა შუაშია თოიძე?! - გამოსცრა კბილებში, სახეზე შეშფოთება დაეტყო - ვისთან მიდიხარ, სად მიდიხარ?!
- ახსნის დრო არ მაქვს, უბრალოდ გამიშვი, - ცრემლები წამომივიდა - ჩვენი ამდენწლიანი მეგობრობის ხათრით სანდრო, გამიშვი.
- სულ შეიშალე! საერთოდ გააფრინე!!!
- თავს მიხედე და შარში არ გაეხვე. საერთოდ შორს დაიჭირე თავი ამ საქმიდან.
- შენ რა, მემშვიდობები? - მკლავში ხელი წამავლო და თვალები დამიბრიალა.
- ჰო და თუ ისევე გიყვარვარ, როგორც მე მიყვარხარ და თუ მართლა დად მთვლი მაშინ არ შემაკავო. თუ მართლა ისე ზრუნავ ჩემზე, როგორც ამბობ, გამიშვი და ხმა არ ამოიღო. ამდენი წლის განმავლობაში პირველად გთხოვ ჩემთვის რაღაცის გაკეთებას... გააკეთებ?
თვალები აუწყლიანდა, გამწარებული ენას ღეჭავდა და არ იცოდა რა ეთქვა, ბოლოს კი უბრალოდ ხელი შემიშვა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
- გმადლობ.
ჩავილაპარაკე ხმადაბლა, თითის წვერებზე ავიწიე, ლოყაზე ვაკოცე და სახლიდან სწრაფად წამოვედი. მთელი არსებით ვცდილობდი უკან არ მიმეხედა, ეს რომ გამეკეთებინა წინ ნაბიჯის გადადგმას ვეღარ შევძლებდი. გონება ვაიძულე, რომ მხოლოდ ეკეზე ეფიქრა. ალბათ, გძულვარ მკითხველო და ეგოისტად მთვლი. არაუშავს, მეც მძულს საკუთარი თავი.
მონტის მანქანასთან მივირბინე, კარი გამოვაღე და ჩავჯექი. ძრავი ავამუშავე და კოტეჯს სწრაფად გავეცალე. როგორც კი გზატკეცილზე გავედი ტელეფონი ამოვიღე და გადავრეკე.
- აბა, როგორ მიდის საქმე? - გაისმა ნოვას მშვიდი ხმა. კანზე ცეცხლი წამეკიდა.
- გზაში ვარ, აეროპორტში მოვდივარ. ეკე სად არის?
- როგორც კი აეროპორტში შეაბიჯებ, ის საავადმყოფოში მოხვდება, დაუყონებლივ. რა თქმა უნდა, ჩანაწერს გადმოგიგზავნი, რომ დარწმუნდე.
- აჰ, თქვენ ამ დროს ოფისში იჯდებით ფეხი-ფეხზე გადადებული, არა? - გამეცინა მწარედ და გაზის პედალს მთელი ძალით დავაჭირე წიხლი.
- აბა, ხომ არ გაგაცილო? - გაეცინა.
- ზუსტად ეგ მინდა! - წავიღრინე გაცეცხლბულმა - აეროპორტში დამხვდით, თუ ჩემი თავიდან მოშორება გინდათ!
- რა ჩაიფიქრე, სია? - მისი ხმა შემპარავად გაისმა ყურმილში - ხომ იცი, ერთი შეცდომა და...
- ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ასე გაფრთხობთ, ბატონო ქავანა, - ახლა მე გამეცინა გესლიანად - მაგრამ, მენდეთ, არაფერს გიპირებთ. უბრალოდ, მინდა სანამ აქაურობას გავეცლები, თვალებში ჩაგხედოთ და სამუდამოდ მოვკლა ჩემში იმ კაცის ხატება, რომელიც ყოველთვის მეგონეთ, რომ იყავით.
- სია, ნუ ბავშვობ!
- აეროპორტში გელოდებით! აზრს არ შევიცვლი!
ტელეფონი გავუთიშე და სავარძელზე მივაგდე. სიბრაზისგან ხელები მიცახცახებდა. ნაბიჭვარს, გული უკანკალებდა, რომ მისთვის რამე არ გამეჩალიჩებინა! ოჰ, ამის ნამდვილად დიდი სურვილი მქონდა და მოვახერხებდი კიდეც რამეს, ისე, რომ ეკესთვის ზიანი არ მიმეყენებინა, მაგრამ გავჩერდი. არ მინდოდა დუჩეს მამა სახალხოდ გამომეჭენებინა და მისთვის საჯაროდ ჩამომეხსნა ნიღაბი. ის ყველაფრის ღირსი იყო, მაგრამ დუჩეს ამას ვერ გავუკეთებდი.
გზაში იმდენად ავყევი ბნელ ფიქრებს, რომ სიბრაზემ ამიტანა და კანკალს ვერაფრით ვწყვეტდი. აღარ ვიცოდი რაზე მედარდა - ჩემი გაუჩინარებით გაგიჟებულ დუჩეზე? თუ სიკვდილამდე ნაცემ მეგობარზე, რომელსაც უპატრონოდ მიაგდებდნენ საავადმყოფოში?! მე კი ამ დროს უბრალოდ თვითმფრინავში უნდა ჩავმჯდარიყავი და სადღაც ჯანდაბაში წავსულიყავი. გაცეცხლებულს თვალიდან ცრემლიც კი აღარ მიგორდებოდა.
აეროპოტში მისასვლელად ორი საათი დამჭირდა, როცა მანქანას პარკინგზე ვაყენებდი უკვე ძალიან ბნელოდა, იქნებოდა ასე ალბათ საღამოს შვიდი ან რვა საათი. როგორც კი ძრავა გავთიშე, ვიღაც უცნობმა ფანჯარაზე მომიკაკუნა. მისი გაბრტყელებული სახით და უემოციო გამომეტყველებით მივხვდი, რომ ნოვას დაცვის წევრი უნდა ყოფილიყო. ხელში, ჩემთვის განკუთვნილი ყალბი საბუთები (დუჩეს, ჩემი კვალისთვის, რომ ვერ მოეგნო) და თვითმფრინავის ბილეთი, ეკავა. მანქანის კარი გავაღე და გადმოვედი.
- სია თქვენ ხართ, ხომ ასეა? - მკითხა ცივად.
- ჰო.
- ეს თქვენი საბუთებია, ბატონი ქავანა კი დარბაზში გელოდებათ.
- იკადრა მობრძანება, ხომ? - ცივად გამეღიმა - მისმინე, ეს გასაღები გამომართვი და ფრანჩესკოს მანქანა მიუყვანე. მე ამას ვეღარ მოვახერხებ. შეგიძლია?
- რა თქმა უნდა.
- გმადლობთ.
საბუთები გამოვართვი, ჩანთა მხარზე გადავიკიდე და აეროპორტის შესასვლელს მტკიცე ნაბიჯით მივაშურე. მიუხედავად იმისა, რომ საღამო იყო, ფოიეში უამრავი ხალხი ირეოდა. ზოგი ახლახანს ჩამოფრენილიყო და მძიმე ჩანთებს გასასვლელისკენ მიაგორებდა, ზოგი კი ჩასასხდომად გამზადებულ, გრძელ, გაჭიმულ რიგში იკავებდა ადგილს. ამათ დამატებული გამცილებლები და დარბაზში სრული არეულობა სუფევდა. თვალები დავაცეცე, რომ ნოვასთვის თვალი მომეკრა. საბუთებისთვის არც დამიხედავს, წარმოდგენა არ მქონდა საით მიშვებდნენ. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჩემი თვითმფრინავი ნახევარ საათში გადიოდა.
- მიხარია, რომ პირობა შეასრულე და მოხვედი, - საშინლად ნაცნობმა ხმამ უკან მიმაბრუნა. ნოვას შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაეწყო და მეგობრულად მიღიმოდა - აი, მეც აქ ვარ, როგორც მთხოვე.
- ეკე მაჩვენეთ!
ნოვამ თავის დაცვის წევრს გადახედა, მანაც სწრაფად აკრიფა ნომერი, გადარეკა და მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა „შეიყვანეთ“. ხუთ წუთში მომიბრუნდა და ტელეფონის ეკრანი ცხვირწინ ამაფარა. დავინახე ეკე საკაცეზე, როგორ დააწვინეს ექთნებმა და მაშინვე შიგნით შეაგორეს.
- აბა, კმაყოფილი ხარ? - მკითხა ნოვამ ღიმილით. დაცვის წევრმა ტელეფონი ჯიბეში შეინახა.
- რა ვიცი, რომ იქ არავინ არაფერს დაუშავებს? თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი! - წავიღრინე ავად.
- მიუხედავად იმისა, რომ მასზე, ასე ვთქვათ, გაცოფებული ვარ, მე მოცემულ პირობას ყოველთვის ვასრულებ. რახან გითხარი, რომ თითს არ დავაკარებ, ასეც ვიზამ. ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილის ტოლი ბავშვია!
- და სიტყვაზე უნდა დაგიჯეროთ, ხომ? - ვკითხე აგდებით.
- სხვა გზა არც გაქვს, - თვალები ცივად გააკვესა - თუ შენი მხრიდან არ დაირღვევა შეთანხმება, არც მე დავარღვევ მას. საწუწუნო არაფერი გაქვს, გაცილებით უკეთეს ქვეყანაში მიდიხარ და გაცილებით უკეთესი ცხოვრება გელის, ვიდრე ქუჩებში წანწალი და ხალხის თვალთვალია.
- თქვენგან არაფერი მჭირდება! - წავისისინე გესლიანად - იყოს ნება თქვენი! გაგეცლებით, მაგრამ თქვენი ბინძური ფული არაფერში მჭირდება! ერთ თეთრსაც კიარ ავიღებ. ამ ბილეთის ფულსაც კი უკან დავაბრუნებ, როგორც კი შევძლებ.
- ძალიან მომწონხარ, სია, - ჩაიღიმა ნოვამ - სამწუხაროა, ჩემთვის წინაღობა, რომ არ გამხდარიყავი მთელი გულით მიგიღებდი ოჯახში. შენი სიამაყე და სიმტკიცე მხიბლავს.
- ალბათ იმიტომ, რომ თქვენ არც ერთი არ გაგაჩნიათ! - მივახალე გაცოფებულმა.
- და სითამამე, ჩამონათვალში გამომრჩა. - დაამატა ღიმილით.
- ტყუილად ზეიმობთ, - გამოვცერი კბილებში - ეს ბოროტება არ შეგრჩებათ! თქვენი ცოდვები თქვენი ცოლის სახით მუდამ შეგახსენებენ თავს! ყოველთვის როცა დუჩეს თვალებში ჩახედავთ და იქ მის მკვდარ მზერას წააწყდებით, ყოველთვის შეგაწუხებთ ეგ დამპალი სინდისი, რომელიც ვეჭვობ, რომ საერთოდ გაგაჩნიათ! ფიქრობთ, მე მიმეტებთ ჯოჯოხეთისვის? ჰო, ასეცაა, მაგრამ თქვენც მომყვებით უკან! თქვენ იმ ადამიანების გვერდით მოგიწევთ ცხოვრება, რომლებიც ასე გიყვართ და რომელთა გამწარებული ცხოვრებაც მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ბრალია! მე დავასრულე, კარგად ბრძანდებოდეთ! ღამით აჩრდილებს მოერიდეთ, მარტო კოლიბრი არ შხამავს ადამიანს, ჩადენილი ბოროტებაც იგივეს აკეთებს და მასზე გაცილებით სასტიკად მოქმედებს!
აცრემლებულმა ზურგი ვაქციე, ბილეთს დავხედე და ნიუ იორკის თვითმფრინავის რიგისკენ ავიღე გეზი. ის იყო ხალხმა ესკალატორზე ასვლა დაიწყო, რომ ბრბოში ჩოჩქოლი შემომესმა. უკან მოვიხედე და გაოცებულმა სპეცრაზმელებს მოვკარი თვალი, რომლებიც ავტომატებით ხელში ბრბოში გზას მოიკვლევდნენ. ხალხი შეშინებული ეცლებოდათ გზიდან. შაოვსნებმა ნოვა ქავანა ალყაში მოაქციეს.
- რა ხდება?!
ნოვას მკვდრისფერი დაედო. ბრბოს მაღალი მამაკაცი გამოეყო, შავ ლაბადაში და მოკლედ, მაგრამ ელეგანტურად შეჭრილ ჩალისფერ თმაში დადვანი ამოვიცანი - მამაჩემის ახლო მეგობარი და თბილისის მთავარი განყოფილების უფროსი გამომძიებელი. გაოცებისგან პირი დავაღე.
- ძალიან ვწუხვარ, ბატონო ქავანა, მაგრამ თქვენთან არც ისეთი მეგობრული ჟესტით ვარ მოსული, - გაუღიმა ცივად და თანამშრომლებს თავით ანიშნა დააკავეთო - თქვენ დაკავებული ხართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დანაშაულით გათვალისწინებული სსკ კოდექსის, 109-ე მუხლის კანონიერი უფლების ფაქტზე!
- მიხეილ! - ნოვამ გამაფრთხილებლად წაიღრინა, როცა მაჯებზე ბორკილები დაადეს - სულ გასულელდი?
- თქვენ გაქვთ დუმულის უფლება, გაქვთ კითხვებზე თავის შეკავების უფლება და ყველაფერი რასაც იტყვით, შესაძლებელია თქვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული სასამართლოში! - დაასრულა უფლების წაკითხვა დადვანმა, ვითომ მისთვის არაფერი უთქვამთ.
- ხომ არ შეიშალე, მიხეილ?! - შეუყვირა ნოვამ - რა მკვლელობა, სულ გაგიჟდით?
- ყველაფერზე განყოფილებაში ვისაუბრებთ, დაწვრილებით, - გამომძიებელს წარბი არ შეხრია, ნოვასკენ გადაიხარა და მკაცრად შეხედა - ძალიან გთხოვ, დრამების გარეშე, ნოვა, ისედაც ყველა შენ გიყურებს. ის ფაქტი, რომ სახალხოდ დაგაკავეს დამამცირებელია. საქმეს ნუ გაირთულებ.
ნოვას ზედა ტუჩი სახიფათოდ შეუტოკდა, მისი მზერა ასეთი ბასრი და ბოროტი არასოდეს ყოფილა. გააფთრებულმა დადვანს ნელა მოაშორა თვალი და მე გამომხედა, მთელი ორგანიზმი ზამბარასავით დამეჭიმა.
- ხვდები ხომ, რომ დიდი შეცდომა დაუშვი?! - წაიჩურჩულა მხოლოდ ჩემს გასაგონად.
- მე არაფერ შუაში ვარ! - ხმა ამიკანკალდა - მე არაფერი ვიცოდი!
- ნოვა! - გამომძიებეს პირველად დაეტყო სახეზე სიბრაზე - საკმარისია, მივდივართ!
- ესე იგი, შენ არაფერ შუაში ხარ, არა?! - ნოვა ისევ მე მომიბრუნდა გამჭოლი მზერით - ჰოდა, მაშინ გზა განაგრძე! შენთვის არაფერი შეცვლილა, სია... ნუ მაიძულებ...
- სია!!!
საშინლად ნაცნობმა ხმამ ნოვას სიტყვა გააწყვეტინა. შიშმა და სიხარულმა ერთდროულად დამრია ხელი და მთელი ტანით გამაცახცახა. თავი მივაბრუნე, ხალხი ორად გაიყო, დუჩე ჯიბეებში ჩაწყობილი ხელებით აუჩქარებლად მოიკვლევდა გზას. მკვდრის ფერი ედო, სახე კი ისე გაჰქვავებოდა, რომ ემოციებს ვერ გაარჩევდით. მხოლოდ თვალები უელავდა არნახული სისასტიკით, კინაღამ მუხლი მომეკვეთა.
- ფეხი არ მოიცვალო ადგილიდან!
წაისისინა თითქმის ჩურჩულით, თუმცა, მისი ხმა მაინც მკვეთრად გავიგონე. სუსხიანი სიტყვები სხეულზე შემომეჭდნენ და ერთ ადგილზე გამაქვავეს, ნაბიჯის გადადგმა ვერ შევძელი. ნოვას სახე წაეშალა. ხალხი კი გასუსული ადევნებდა თვალყურს უცნაურ სანახაობას. დადვანს ნერვებმა უმტყუნა და პირი გააღო, რომ რაღაც ეთქვა, მაგრამ დუჩემ ისეთი თვალებით შეხედა, გადაიფიქრა და დადუმდა.
- ძალიან შორს შეტოპე, მამაჩემო.
დუჩე ნელა მიუახლოვდა ნოვას და მზერა გაუსწორა. ისეთი სახე ჰქონდა, პირველად შემეშინდა მისი, როგორც ჩანს ნოვასაც. ტუჩები გალურჯებოდა და შვილს მზერას არიდებდა.
- დუჩე, მე... - წამოიწყო ხმაგაბზარულმა.
- რამე დაგრჩა სათქმელი? - ჰკითხა მშვიდად - მიდი ბოლომდე თქვი, სანამ ჯერ კიდევ გაქვს დრო, მეორედ შანსი აღარ მოგეცემა!
- მაპატიე, შვილო...
წაიჩურჩულა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. დუჩეს მზერა აემღვრა, ტუჩები ზიზღით აუთრთოლდა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მისმა გამომეტყველებამ დამაფრთხო. მამამის ენით აუწერელი ზიზღით უყურებდა, ის იყო ვიფიქრე ქარიშხალმა გადაიარა-თქო, რომ უცებ მარჯვენა მთელი ძალით მოიქნია და მამამისს პირდაპირ ცხვირში ხეთქა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ნოვა უკან გადავარდა, წაიქცა და რამდენიმე პოლიციელიც უკან მიიყოლა. სუსტად წამოვიკივლე და პირზე ხელი ავიფარე. დადვანი მაშინვე წინ გადაუდგა, რომ მამამისს ისევ არ დასტაკებოდა.
- დუჩე, დუჩე! - აღელვებულმა მკლავში ხელი წაავლო - გეყოფა, საკმარისია, შვილო! ხალხს ამას ნუ აყურებინებ.
- რა უნდა ნახონ, მიშა? - დუჩეს თვალები აუწყლიანდა, ხმას ერთი ტონითაც არ უმაღლებდა - რა დარჩა სანახავი? ამ მძღნერის გროვისთვის გინდ შეგიხედავს და გინდ არა.
ტუჩები ზიზღით მოეღრიცა და გამწარებულმა გადააფურთხა. ნოვას წამოდგომა არც უცდია, გასისხლიანებული სახით პირაღმა იწვა იატაკზე და თვალის კუთხეებიდან ცრემლი მოჟონავდა.
- წამოაყენეთ და წაიყვანეთ, სწრაფად!
დადვანის ბრძანება მაშინვე შეასრულეს. პოლიციელები აქეთ-იქიდან ამოუდგნენ ნოვას, წამოაყენეს და წასასვლელად შეაბრუნეს. ნოვა წამით შედგა და უკან მოიხედა. მის სახეზე ასეთი სასოწარკვეთილება, მანამდე არასოდეს შემინიშნავს, ალბათ უკანასკნელი იდიოტი ვარ, მაგრამ შემეცოდა.
- მისთვის არაფრის დაშავება არ მინდოდა, - წაიჩურჩულა ხმაგაბზარულმა - დედაშენი...
- არც კი გაბედო! - იფეთქა უცებ და ისევ დასარტყმელად გაიწია, მაგრამ დადვანი უკვე მზად იყო მსგავსი ქმედებისთვის და მაშინვე შუაში ჩადგა. დუჩე ადგილზე ბრდღვინავდა და მთელი ძალით ცდილობდა მამამისს მისწვდენოდა - არც კი გაბედო, მისი ხსენება, თორემ მოგკლავ! ბოზ’იშვილი ვიყო აქვე დაგბრიდავ!!! ძალიან ეცადე, რომ რაც შეიძლება მეტი წელი მოგარჭონ და გარეთ ვერ გამოაღწიო, თორემ თუ ხელში ჩამივარდი ცოცხალი ვერ გადამირჩები, ნოვა! ცოცხლად გაგატყავებ!!! კაცობას გეფიცები, არ ვხუმრობ!!!
- წაიყვანეთ-მეთქი.
იღრიალა დადვანმა, როცა შეამჩნია, რომ დუჩეს ვეღარ აკავებდა. ნოვა ძალით შეაბრუნეს და დარბაზიდან გაიყვანეს. ხალხი შეშფოთებული და თვალებდაჭყეტილი ეჩურჩულებოდა ერთმანეთს. სულ არ ადარდებდათ, რომ მათ თვალწინ მამა-შვილმა სამუდამოდ დაკარგა ერთმანეთი.
- რას დაყუდებულხართ? სანახაობა დასრულდა, დაიშალეთ!
დავუცაცხანე გაღიზიანებულმა. ზოგი შეკრთა და ამრეზილი თვალებით მომაჩერდა, ზოგმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი, ზოგს კი შერცხვა. ხალხი ნელ-ნელა დაიფანტა. დადვანი დუჩეს მიუბრუნდა.
- უნდა დაწყნარდე, დუჩე, - მხარში მეგობრულად უბიძგა - წარმოდგენაც არ მაქვს ახლა რას განიცდი, მაგრამ...
- მიშა, არ გინდა, - თვალები უხეშად შეიწმინდა, ტუჩები ჯერ კიდევ ზიზღისგან უთრთოდა - შენს საქმეს მიხედე, მე შემეშვით.
გამომძიებელს ზურგი აქცია და ჩემკენ წამოვიდა. შეშინებული დამნაშავე სახით მივაჩერდი თვალებში, რომლებიც მანამდე ასეთი დატანჯულები არასოდეს მინახავს. გული მომიკვდა. სახეაჭრილი მომიახლოვდა და მზერა ჩემი საბუთებისკენ გაექცა. წარბშეკრული ხელებში მეტაკა, საბუთები წამართვა და ყურადღებით გადაათვალიერა. მერე ვითომაც აქ არაფერიო, უემოციო გამომეტყველებით, თვითმფრინავის ბილეთთან ერთად იქვე ჩემ თვალწინ ნაკუწებად აქცია, მაჯაში ხელი წამავლო და ფოიედან წამომიყვანა. ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ საშინლად ბრაზობდა. მისი დუმილი იმდენად მაფრთხობდა, რომ დალაპარაკებას ვერ ვბედავდი.
მანქანას მივუახლოვდით, კარი გამოაღო და მსუბუქად მიბიძგა. სავარძელზე დავჯექი და მოვიბუზე. კარი მოაჯახუნა, ბენტლის შემოუარა და საჭეს მიუჯდა. მანქანა ისე დაქოქა, არც გამოუხედავს. მთელი გზა უხმოდ ვისხედით. დაძაბულობა უკვე პიკს აღწევდა, თითქოს ჩემს გარშემო ჰაერიც კი შედედდა. რამდენჯერმე პირი გავაღე, რომ რამე მეთქვა, მაგრამ ვერ გავბედე და ისევ დავდუმდი.
მგზავრობამ საკმაოდ დიდხანს გასტანა, უკვე ღამის ათი საათი ხდებოდა, როცა ბენტლი პენთჰაუზის პარკინგზე შესრიალდა, დუჩემ თავისთან მომიყვანა. ბინაში ისე ავედით, ზედაც არ შემოუხედავს. უსიამოვნო წინათგრძნობა ძარღვებში სისხლს მიყინავდა. მერჩივნა ეყვირა, ეღრიალა, გულზე იარაღი მოებჯინა, ოღონდ ხმა ამოეღო, ოღონდ ეს გულისგამაწვრილებელი დუმილი დაერღვია და ყველაფერს ავიტანდი.
სახლში შესულებს ჰოლში მონტი შემოგვეგება. როგორც კი თვალი მომკრა სახე გაუნათდა, მისმა დანახვამ მეც გამახარა. ეს მოხუცი მოკლე დროში ძალიან შემიყვარდა.
- სერ!...
- ახლა არა, მოხუცო.
დუჩემ მხარზე ხელი მეგობრულად დაჰკრა, მაჯაში ხელი წამავლო და თავისი ოთახისკენ წამიყვანა. კარი შეაღო და შემიყოლა. ცოტათი შემეშინდა, როცა შიგნიდან გადაკეტა და ამღვრეული სახით მომიბრუნდა, კუთხეში მომიმწყვდია! ოთახში სანახევროდ ბნელოდა, თუმცა, მის სასტიკ გამომეტყველებას მაინც გარკვევით ვხედავდი.
- მე, რომ არ მოვსულიყავი, რას აპირებდი? - იკითხა მშვიდად.
- დუჩე... - მისმა ხმამ უარესად დამაფრთხო.
- გეკითხები და კითხვაზე პასუხი გამეცი. რას იზამდი, მე რომ არ მოვსულიყავი? - ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა და თვალებში გამჭოლი მზერით მომაცქერდა.
- წავიდოდი, - თვალებში შეხედვა ვერ გავბედე.
- ჩემს მიტოვებას აპირებდი? - იკითხა წყნარად.
- სხვა გზა არ მქონდა, - თავი ვერ შევიკავე და თვალის კუთხიდან ცრემლები მომწყდა.
- სხვა გზა არ ჰქონდა, - გაიმეორა სარკასტრულად - იმის ნაცვლად, რომ ჩემთვის ყველაფერი გეთქვა, ჩემთან გულწრფელი ყოფილიყავი, როგორც ყოველთვის თვითნებურად მიიღე გადაწყვეტილება და ისევ გაქცევა ამჯობინე!
- რა უნდა მეთქვა?! - ვიფეთქე უცებ - მოვსულიყავი და ასე უბრალოდ ყველაფერი მომეყოლა?
- ჰო, ზუსტად ეგრე უნდა გექნა!!! - მიყვირა გამძვინვარებულმა. მოულოდნელობისგან შევკრთი - უნდა მოსულიყავი და გეთქვა, დუჩე, მამაშენი მავიწროებს და მაიძულებს მიგატოვო, წინააღმდეგ შემთხვევაში თოიძის მოკვლით მემუქრებაო, აი ასე უნდა გეთქვა!!!
- და რას იზამდი? გეკითხები რას იზამდი?!
- რას ჰქვია, რას ვიზამდი?! - სახე სულ წაეშალა - რას ჰქვია, რას ვიზამდი-მეთქი?!
- ხო, აი რას იზამდი? - შევუტიე აცრემლებულმა - ცემდი? თავ-პირს დაალეწავდი, თუ მოკლავდი?
- მოვაგვარებდი! შენთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, როგორ?! მოვაგვარებდი!!!
განრისხებულმა მუშტი მოიქნია და სარკეს მთელი ძალით დაატაკა, შუშა შუაზე გადასკდა და მცირე ნაწილაკებად ძირს ჩამოცვივდა, ხელიდან სისხლმა გამოჟონა. სახეზე ხელები ავიფარე, ცუდად გავხდი.
- ნებისმიერი ვარიანტი ჯობდა! - დაიღრინა გაალმასებულმა - ნებისმიერი ვარიანტი, რომელიც შეიძლებოდა მაგ უტვინო თავში აზრად მოგსვლოდა! ნებისმიერი ჩემი მიტოვების გარდა! საკმარისია, მეყოფა!
სახიდან ხელები მოვიშორე. ახლა ზუსტად იმას მოვისმენდი, რისი თქმაც ჯერ კიდევ აეროპორტში უნდოდა ჩემთვის, მაგრამ ხალხში არ დამამცირა.
- დავიღალე იმის მტკიცებით, რომ შენი დაცვა შემიძლია. დავიღალე იმის მილიარდჯერ გამეორებით, რომ უნდა მენდო, - გაქვავებულ სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა - შენთვის არასოდეს მომიცია საიმისო მიზეზი, რომ ჩემში ეჭვი შეგპაროვდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ის ახვარი რითი დაგემუქრა, ჩემთან უნდა მოსულიყავი. ეს ყველაფერი თავად უნდა გეთქვა, სია. კარგი... რა გაეწყობა...
ლოგინზე უღონოდ დაეშვა და გასისხლიანებული ხელი სახეზე მოისვა. მუხლები ამიკანკალდა, ცოტაც და გული წამივიდოდა.
- შეგიძლია წახვიდე, - სახე მომარიდა და განზე გაიხედა - მე აღარ დაგაკავებ. ურთიერთობა, სადაც ერთმანეთის ნდობა და რწმენა არ არის, არაფერში მჭირდება. ჩემს გოგოს, ჩემი სიტყვის თუ არ სწამს, ჩემთან არაფერი ესაქმება. წადი, წადი და მარტო დამტოვე. დავიღალე... ყველაფრისგან დავიღალე, დასვენება მინდა. თავი დამანებეთ, ყველამ...
ამოიოხრა და ლოგინზე მიწვა, გატყდა. პირველად ვხედავდი ასეთს, როგორს? დაცემულს. მამამისის ამბავმა ის მცირე ძალებიც გამოაცალა, რომელიც ჯერ კიდევ შერჩენოდა, უიმედობის მორევში ჩაძირულს. ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა ლოყებზე და ვიაზრებდი, რომ ამ კოშმარში, ამ განსაცდელში მარტოობისთვის გავწირე. გამახსენდა მისი ნათქვამი, როგორ გულით მითხრა მჭირდებიო, მე კი ზურგი შევაქციე.
როცა მჭირდებოდა ყოველთვის გვერდით მედგა, როცა ვეცემოდი ყოველთვის ხელს მიწვდიდა და წამოდგომაში მეხმარებოდა. მან კი ერთადერთხელ მთხოვა, ცხოვრებაში პირველად მთხოვა მის გვერდით დგომა და რა გავაკეთე... ეს რა გავაკეთე?!...
სული ნაწილებად მეხლიჩებოდა, როცა ასეთ მდგომარეობაში მყოფს ვხედავდი და დახმარებას ვერ ვახერხებდი. მიახლოებასაც კი ვერ ვბედავდი, რომ მოვხვეოდი. გამბედაობა არ მყოფნიდა, რომ პატიება მეთხოვა. შევეხვეწებოდი კიდეც, რომ ამ ერთხელ კიდევ ერთი შანსი მოეცა, რომ მსგავს შეცდომას მეორედ აღარ დავუშვებდი, მაგრამ ყელიდან ხმა არ ამომდიოდა. მგონი ენა გადავყლაპე.
აცრემლებულმა შუშის ნამსხვრევებს დავხედე, რომლებიც სისხლით მოთხვრილი ხალიჩაზე ეყარა. ალბათ ხელი როგორ სტკიოდა... ხელი? მგონი საერთოდ შევიშალე. ხელის ტკივილს ვერ გრძნობ, როცა სული ზუსტად ისევე გექცევა ნამსხვრევებად, როგორც ეს სარკე იქცა ნაფშვენებად...
თავი ავწიე და ზურგით მწოლიარეს დაბინდული მზერით შევხედე. მისთვის ათასი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე და ვიგრძენი, რომ რამის თქმა აღარც ღირდა. არ უნდა ილაპარაკო იქ, სადაც შენს სიტყვებს ფასი არ ექნებათ. დუჩესთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა რას ვეტყოდი, მისთვის ახლა ნებისმიერ სიტყვას ჩალის ფასი ექნებოდა, დამსახურებულად. მეც არ ვიცი ეს როგორ მოვახერხე, მაგრამ შემოვბრუნდი, კარის საკეტი გაჭირვებით გადავატრიალე და ოთახიდან გამოვედი. მონტი კართან იდგა და შეშფოთებული სახით მათვალიერებდა.
- სინიორინა! - წაიჩურჩულა აღელვებულმა - კი, მაგრამ რა მოხდა? ჩემი ბიჭი ასე რამ გააცოფა?
მივხვდი, რომ ნოვას შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა, ძალიანაც კარგი. რაც უფრო გვიან გაიგებდა საშინელ სიმართლეს მით უკეთესი. იქნებ მისთვის მაინც ამერიდებინა დარდი და ნერვიულობა, ცოტახნით მაინც. გაუბედავად მივუახლოვდი და მოხუცს მოვეხვიე. თავიდან გაუკვირდა, შემდეგ კი მკლავები შემომხვია და ღიმილით გადამისვა თმაზე ხელი.
- ყველაფერი კარგად იქნება, სინიორინა, აი ნახავთ. ყველაფერს ეშველება, სიკვდილის გარდა...

თავი ოცდამეხუთე

საავადმყოფოს დერეფანს აჩქრებული ნაბიჯით გავუყევი, გული ამოვარდნას მქონდა. მიმღებში მითხრეს, რომ თოიძე პალატაში ჰყავდათ გადაყვანილი, მაგრამ ვერაფრით მივაგენი. მაინც სად ჯანდაბაში იყო ეს „425“ ოთახი?! თეთრ კარებებს ვათვალიერებდი და წინ მივიწევდი.
- 422... 423... აი ისიც, 425!
გულაძგერებულმა სახელურს ხელი წავავლე და კარი შევაღე. გაოცებულმა ცარიელი ოთახი მოვათვალიერე. შიგნით არავინ იყო. ნეტავ, რამე ხომ არ შეეშალათ-მეთქი, გავიფიქრე ანერვიულებულმა და უკან ფოიეში დაბრუნება გადავწყვიტე, რომ უცებ ექთანი შემეჩეხა.
- უკაცრავად, აქ თოიძე უნდა გადმოეყვანათ, - ცერით ცარიელ პალატაზე ვაჩვენე - მაგრამ, შიგნით არავინ არის. რამე ხომ არ შეეშალათ? სად არის პაციენტი?
- თოიძე? - დაეჭვებულმა დაფაზე აკინძულ ფურცლებს ჩახედა - აჰ, ის უცნაურთვალებიანი ბიჭი? სასტიკად ნაცემი, რომ იყო?
- დიახ, სწორედ ის! - გული ამიჩქარდა.
- წავიდა.
- რას ნიშნავს წავიდა? - ცოტა უხეშად გამომივიდა, ექთანს წარბები ზემოთ აუცოცდა.
- იმას ნიშნავს, რომ წავიდა! ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ პოლიციაში აუცილებლად უნდა დაგვერეკა, მაგრამ როგორც კი ეს გაიგო, ყველა გზიდან ჩამოიცილა და საავადმყოფოდან წავიდა.
- და გაუშვით? - ნერვები მომეშალა.
- ქალბატონო, ეს საავადმყოფოა, აქ ძალით არავინ არავის აკავებს! - მიპასუხა ცხვირაბზუებულმა და გამეცალა.
სახეზე ხელი ნერვიულად ჩამოვისვი. არანორმალური! მაინც სად წავიდა ასეთ მდგომარეობაში?! ისე იყო ნაცემი დამოუკიდებლად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერ შეძლებდა! რაღას ვიზამდი? გულდამძიმებული საავადმყოფოდან წამოვედი, პირველივე ტაქსი გავაჩერე და არჩილის კოტეჯის მისამართი ვუკარნახე.
მძღოლმა ერთი ამათვალიერ-ჩამათვალიერა, ალბათ ფიქრობდა რამდენად გადამხდელი ვიყავი. გაღიზიანებულმა ორმოცდაათლარიანი მივუგდე, თან ვუთხარი ხურდა დაიტოვე-თქო. კმაყოფილმა საკმაოდ მსხვილი კუპიურა ჯიბეში ჩაიჩურთა და თავით მანიშნა დაჯექიო.
მთელი გზა მინაზე თავმიდებულმა გავატარე. თვალდახუჭული ვცდილობდი დუჩეზე არ მეფიქრა. საკმარისი იყო მისი სახელი ქვეცნობერს წაეჩურჩულა, რომ გულზე შემოჭდობილი სპაზმები ჩემს დახრჩობას ლამობდნენ. მისი სახლიდან ისე წამოვედი, რომ ოთახში აღარ შევსულვარ. გარეთ გამოსულმა კი კიბეებით გადავწყვიტე ქვემოთ ჩასვლა. მეთოთხმეტეზე ვეშვებოდი, როცა დავინახე როგორ გაიღო ლიფტის კარი და სახეწაშლილი და ერთიანად გალურჯებული რენე გამოვარდა და დუჩეს ბინისკენ აჩქარებული ნაბიჯით გაემართა. ძმებს ახლა ისე სჭირდებოდათ ერთმანეთი, როგორც არასდროს. რენეს დანახვამ გულში ყრუ ტკივილი მომგვარა, მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.
თავი გავაქნიე, მეტისმეტად გავიჭერი ფიქრებში. ასე თუ გავაგრძელებდი, ტაქსის მძღოლი სახლამდე ცოცხალ-მკვდარს მიმიყვანდა. გონებამ ახლა ეკეს სახელი ამოატივტივა ზედაპირზე და ერთმა საშინელმა კითხვამ შიგნიდან გამომხრა - სად წავიდა???
- გოგონა, მოვედით.
გაკვირვებულმა თავი ავწიე. მანქანის საქარე მინიდან არჩილის კოტეჯი მოჩანდა. ფანჯრებიდან ოქროსფერი სინათლე იღვრებოდა, თავი უკეთ ვიგრძენი, შინ ვიყავი, ოდნავ დავმშვიდდი. მანქანის კარი გავაღე და ისე გადმოვედი მძღოლისთვის მადლობაც არ მითქვამს. ჩემს ნაცვლად ეგ სიტყვები დამატებითმა ოცდაათმა ლარმა უთხრა, მადლობა არა ის! კარი მივუჯახუნე და სახლისკენ თავჩახრილი გავემართე.
- სია... - მომესმა სუსტი ხმა ბუჩქებიდან. შევკრთი და თავი ავწიე.
- ეკე?!
გაოცებულს თვალები გამიფართოვდა. მისუსტებულმა ბუჩქებიდან გამოაბიჯა. საშინლად გამოიყურებოდა, წელში სანახევროდ მოხრილი ფეხზე ძლივს იდგა. დაუძლურებული ერთი შექანდა და ხელი, რომ არ შემეშველებინა ძირს დაენარცხებოდა.
- გიჭერ, გიჭერ, მშვიდად... - მხარზე გაჭირვებით შევისწორე და სახლისკენ წავიყვანე.
კოტეჯის კარი შევაღე და შიგნით შევედი. სანდრო ბუხართან აღელვებული სცემდა ბოლთას. კარის ხმაზე თავი სწრაფად ასწია და როგორც კი, დამინახა გაოცების და შვების წამოძახილი ერთდროულად აღმოხდა.
- ჯანდაბა, სია, როგორ მანერვიულე! მოიცა... - წარბშეკრულმა ახალ ლტოლვილს შეხედა. - ეს თოიძე არაა?
- შეგიძლია დამეხმარო? ძალიან მძიმეა.
- ჰო, რა თქმა უნდა.
ეკეს მხარში შეუდგა და ტახტზე მიაწვინა. ერთიანად დაბეგვილმა მწარედ ამოიკვნესა და ფერდზე ხელი მიიდო. ქურთუკი სასწრაფოდ გავიძრე და გვერდით მივუჯექი. სვიტერი მაღლა ავწიე და ჭრილობა შევათვალიერე, არც ისე კარგად გამოიყურებოდა.
- სანდრექს, - წარბშეკრულმა მეგობარს ავხედე - რას ამბობდი, ჭრილობების დამუშავებაში გავიწაფეო?
ტუჩებაბზუებულმა თვალები გადაატრიალა და ხელით მანიშნა მიმიშვიო. დაახლოებით საათნახევარი დასჭირდა ეკეს მინიოპერაციას. სანამ სანდრო მის ნატყვიარს ჩემს ჭრილობებზე დამხეცებული გამოცდილებით უვლიდა, მე სველ ტილოს თბილ წყალში ვრეცხავდი და თავპირდასისხლიანებულ სახეს ფრთხილად ვუწმენდდი.
- მგონი ეს საკმარისია, - კბილის ძაფი მაკრატლით გადაჭრა და პროფესიონალივით შეათვალიერა საკმაოდ კოხტად გაკერილი ჭრილობა - მართალია, მთლად ჰიპოკრატეს საამაყო ნაკერი არ არის, მაგრამ ესეც წავა რა. ყოველშემთხვევაში გადარჩება.
- ჰო, კარგი. გმადლობ.
გასისხლიანებული ნაჭერი ნაგვის ურნაში მოვისროლე, ჩემს ოთახში შევედი და თბილი პლედი და ბალიში გამოვიტანე, ეკეს თავი კომფორტულად დავადებინე და პლედი გადავაფარე. წელში გავსწორდი, ვიფიქრე ჩაის მაინც გავაკეთებ-თქო, რომ უცებ ხელზე შეხება ვიგრძენი. უკან შემოვბრუნდი, ეკეს თვალები სანახევროდ გაეხილა და მცირეოდენი ძალით, რომელიც ჯერ კიდევ შერჩენოდა, მაჯაზე მეჭიდებოდა.
- ეკე! - მაშინვე მისკენ დავიხარე და შუბლზე ხელი მივადე, ოდნავ ცხელი იყო - თავს როგორ გრძნობ?
- გადავრჩები, შენი წყალობით, - ხელზე ხელი მომიჭირა.
- საავადმყოფოში მოგაკითხე, მაგრამ იქ აღარ დამხვდი. მითხრეს წავიდაო, ძალიან ვინერვიულე.
- პოლიციაში დარეკვას აპირებდნენ... - წაიჩურჩულა უღონოდ, ლაპარაკი აშკარად ღლიდა.
- მისმინე, მოდი გამოიძინე და მერე ვისაუბროთ, კარგი? დასვენება გჭირდება.
- არა, მოიცა, - მაჯაში ხელი წამავლო - რაღაც უნდა მოგცე, ჩემი... ჩემი ქურთუკი.
მის თბილ ქურთუკს გადავწვდი და მივაწოდე, მაგრამ თავი გააქნია და მანიშნა ჯიბეები შეამოწმეო. დაბნეულმა ჯიბეში ხელი ჩავყე, ჩემდა გასაკვირად თითები მეტალს შეეხო. ხელი ამოვწიე და გაოცებული მეტალის ნევსს დავაჩერდი, მასში მოცურავე მზისფერი სითხე მხიარულად ციმციმებდა. როგორც კი შევეხე ფერი იცვალა, უფრო მკვეთრი და კაშკაშა გახდა, თითქოს კანის სითბო იგრძნოო და სიამოვნებისგან გაბრწყინდა, ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.
- ეს... ეს კოლიბრია? - წავიჩურჩულე დაზაფრულმა. სანდრო მომიახლოვდა და შხამს შიშით დახედა.
- ანტიდოტი, ეს უკანასკნელი ამპულაა, დუჩეს... - გადაღლილმა ნერწყვი გადაყლაპა, რომ საუბარი გაეგრძელებინა - დუჩეს დედისთვისაა.
- შენ საიდან გაქვს?
გაოცებული ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ ხელისგულზე ის წამალი მესვენა, რომლის პოვნისთვისაც მთელი ეს დავიდარება გამოვიარეთ.
- დუდაევმა მომცა.
- რაო?! - ყურებს არ დავუჯერე.
- საავადმყოფოში მომაკითხა და ეს ვაქცინა დამიტოვა. მითხრა, რომ ეს უკანასკნელია, რომ კოლიბრის აღარცერთი სახეობა აღარ არსებობს, აღარც შხამი და აღარც ანტიდოტი.
- კი, მაგრამ რატომ მოგცა? ის ხომ მოსაკლავად გეძებდა? რატომ დაგვეხმარა? - მგონი სამყარო მართლა შეიშალა!
- აზრი შეიცვალა, შენ გამო... - თავი ჩემკენ გადმოაბრუნა და სუსტად გამიღიმა.
- უკაცრავად???
- ჩემთვის არაფერი უთქვამს, თვითონ მიხვდებაო. ვაქცინა დამიტოვა და წავიდა.
გაოცებული კოლიბრს დავაჩერდი. მერე უცებ მისი მზერა გამახსენდა, როცა ვუთხარი ვწუხვარ შენი ტრაგედიის გამო-თქო, ნუთუ ამ სიტყვების გამო შეიცვალა აზრი? მაშინ კი ვერ შევამჩნიე, რომ ჩემი ნათქვამი ასე მოხვდა გულზე. დაუჯერებელი ამბები ხდებოდა პირდაპირ - ნოვა ქავანას სიკეთე ვერ დავანახე და სისხმოწყურებული ჩეჩენი თანაგრძნობისთვის სიცოცხლეს მჩუქნიდა. რა უცნაურია ეს სამყარო!
- და... და ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს? - ვიკითხე ხმადაბლა.
- არა, არამგონია, - სახეზე ხელი მოისვა - რამის დაშავება რომ ნდომებოდა ადგილზე მომკლავდა. ვინ შეუშლიდა ხელს? ისე ვიყავი დაუძლურებული შეწინააღმდეგებას ვერც შევძლებდი. თან არც ვაქცინას დამიტოვებდა. ასე, რომ არამგონია.
- ისადა... ხალხო... - სანდრომ კეფა მოიქექა, დაბნეული ლეპტოპს მისჩერებოდა - ეს უნდა ნახოთ!
- რა მოხდა?! - მაშინვე შიშმა შემიპყრო.
სანდრომ ლეპტოპი შემოაბრუნა, რომელიღაც ჟურნალისტს საგანგებო რეჟიმში, რეპორტაჟი მიჰყავდა. კორესპოდენტი იუწყებოდა, რომ პოლიციამ ნოვა ქავანა დააკავა, რომ მას ბრალი ედებოდა მისი პარტნიორების - ლევან კალანდიას და მირიან გელოვანის მოწამვლაში. ეკეს თვალები შუბლზე აუვიდა, ნოვას აყვანის შესახებ მან არაფერი იცოდა.
ისე, მაინც, საიდან გაიგო პოლიციამ ნოვას გრეხების ამბავი? სიმართლე მხოლოდ მე ვიცოდი. თითქოს ჟურნალისტმა ჩემი დაუსმელი კითხვა გაიგოო, მაშინვე გადაერთო კიდევ ერთ სენსაციურ ამბავზე, რომ პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათის წინ მიიღეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ვინმე ოდეს დუდაევი თავის დანაშაულებრივ ქმედებებს და სისხლიან სერიას ასაჯაროებდა.
მან აღიარა ყველა მკვლელობა რაც კი აქამდე ჩაუდენია და პლუს ამას ნარკოტიკების, იტალიის საზღვრის გავლით, საქართველოში ტრანზაქციის ყველა დეტალს ამხელდა. ახალი ამბის შოკისგან ჯერ კიდევ ვერ გამოვსულიყავი, როდესაც კადრში დეტექტივი გამოჩნდა და დუდაევის დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრა. უსაზღვროდ გაოცებულმა აღმოვაჩნიე, რომ ოდესს მარტო საკუთარი დანაშაულები კიარა, ეკეს მიერ ჩადენილი მკვლელობებიც საკუთარ თავზე აეღო.
- ნოვა დუდაევმა ჩაუშვა! ეკეს კი ხელი დააფარა, - წავიჩურჩულე გაშტერებულმა - არა, გჯერათ ეხლა ეს ყველაფერი?
- რა ჯანდაბას აკეთებს?! - ეკეს სახე ბრაზისგან წამოენთო - ვინ მისცა ამის უფლება?! როგორ გაბედა, რომ ჩემი დანაშაული თავის კისერზე აეღო?! წამებული მყავს?...
- ეკე, ნუ ფართხალებ! ნაკერები გაგეხსნება!
შეშინებულმა მკერდში ვუბიძგე და ძალით მივაწვინე ტახტზე. გაცოფებული მთელი სხეულით ცახცახებდა. სანდრომ ლეპტოპი დახურა. მეტის მოსმენა აღარავის შეეძლო.
- ეგ , ეგ! ვინ სთხოვა ამის გაკეთება?! რამ გამოა....ვა ამხელა კაცი?! მანიაკთან ერთად შიზოფრენიკიც ყოფილა. ტფუი, მოგი’ტყან...!
- ეკე, დაწყნარდი! - უკვე სერიოზულად შევშფოთდი, მისი ნერვიულობა არ შეიძლებოდა - მაინც არ აუყვანიათ, ვერ გაიგე რა თქვა ჟურნალისტმა? მტკიცებულებები და ჩანაწერი გაგზავნა მხოლოდ, თვითონ კი გადაიკარგება. არ მჯერა, რომ ამით გამშვიდებ და არ მჯერა, რომ ამაზე საერთოდ ვსაუბრობთ, მაგრამ რეალობაა.
- ეს ჩემი ტვირთია, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა! - წაისისინა თვალებანთებულმა - ის ხალხი მე დავხოცე! მათი სისხლი ჩემს ხელებზეა! ეს სამუდამოდ ჩემთან ერთად დარჩება და ახლა იმის საშუალებაც წამართვა, რომ ეს მომენანიებინა, !!!
გაცეცხლებულმა მთელი ხმით იბღავლა. მე და სანდრო სახტად დავრჩით და დაბნეულებმა ერთმანეთს გადავხედეთ.
- მისმინე, ძმაო, - სანდრომ სათვალე ცხვირზე შეისწორა - ბღავილს მორჩი და ფილტვებს გაუფრთხილდი! რაც შეეხება შენს გრეხებს, ჰო, ისინი შენთან დარჩება, როგორც ჩემთან დარჩებიან ჩემები! მეც მომიკლავს, მაშინ როცა გამიტაცეს. ეს თავდაცვა იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?! მე ადამიანის სიცოცხლე შევიწირე და ამით მომიწევს ცხოვრება. შენ თუ პოლიციაში გაიქცევი და დანაშაულს აღიარებ, ამით არაფერი შეიცვლება. რა მნიშვნელობა ექნება იმას სად დაისჯი თავს? საკუთარ სინდისზე მეტად ვერცერთი გისოსი და ცხრაკლიტური ვერ დაგსჯის. ასე, რომ ფართხალს მორჩი და ჩემი ცოდვით გაკერილი ჭრილობა შეიბრალე. მეორედ ჩალიჩს არ დავუწყებ, ისედაც თვალები დამეთხარა, ბლიად!
ფეხზე წამოდგა, ლეპტოპს ხელი წამოვალო და თავის ოთახში შევიდა. გაოცებულმა თვალი გავაყოლე. აქამდე არასოდეს უსაუბრია იმ საშინელ ღამეზე, როცა კინაღამ მოკლეს. ისიც კი არ ვიცოდი, რომ ვიღაც შემოაკვდა. მხოლოდ ის მითხრა, რომ თავის დაღწევა მოახერხა და ამ თემაზე სიტყვა აღარ დაუძრავს, გული მომეწურა.
შეიძლება ადამიანი ხმამაღლა ბევრს წუწუნებდე, მოთქვამდე საკუთარ ტკივილსა და პრობლემებზე, რომლებიც შიგნიდან გჭამს და განადგურებს. ასე ცოტათი მაინც გრძნობ შვებას, მაგრამ ყველაზე უარესი მაინც ის არის, როცა შენს ტკივილთან მარტო რჩები. ღრიალი გინდა, ტირილი, იქნებ - კივილიც, მაგრამ მაინც დუმხარ. არა იმიტომ, რომ თქმა არ შეგიძლია, არა, - შენ ასე ისჯი თავს, იმ დანაშაულისთვის, რომელიც სინდისზე მძიმე ლოდივით გაწვება.
მხოლოდ მას შეუძლია ჩასწვდეს ამ ტკივილს ვისაც გამოუცდია, დანარჩენებისთვის კი ეს უბრალოდ სიტყვებია, - სიტყვები, რომლებსაც სინამდვილეში ჯოჯოხეთურად მძიმე წონა აქვთ. სანდროც ზუსტად ამას აკეთებდა, საკუთარ ცოდვებში ნელ-ნელა თავს იხრჩობდა, მე კი ვერაფერს მივხვდი. სულელი, სია...

თავი ოცდამეექვსე

ნოვას აეროპორტში აყვანის ინციდენტიდან ლამის ორი კვირა გავიდა, მაგრამ ხალხი ჯერ კიდევ გაცხოველებული განიხილავდა, ამ საზარელ და სენსაციურ ამბავს. სადაც არ უნდა გაგეხედათ ყველა ამაზე ჩურჩულებდა. მათი გაუთავებელი ბურტყუნი ისე მიშლიდა ნერვებს, მინდოდა ჭორიკნებისთვის სახეში რამე მეთხლიშა. მოცლილი იდიოტები! რა საქმე ჰქონდათ სხვისი გაკიცხვის და ტალახის სროლის გარდა?! იმდენივე ენერგიას, რომ ახმარდნენ საკუთარ ოჯახებს, რამდენსაც სხვისი განსჯის დროს ხარჯავენ, ამდენი პრობლემა არ ექნებოდა ქართველ ერს!
ყველაზე მეტად მაინც იმ მონაკვეთის ხმამაღლა აფიშირება მაღიზიანებდა, სადაც დუჩე მამამის ხელით ეხებოდა. ხალხი ისეთი აღფრთვანებით საუბრობდა ამ ფაქტზე, რომ პირდაპირ ფსიქიკას მირყევდნენ! ერთხელაც თავი ვერ შევიკავე და ავტობუსში ორი შუახნის შინაბერა დედაბერი გვარიანად შემომელანძღა.
ამ დღეების განმავლობაში კიდევ ბევრი რამ მოხდა. ეკეს მოცემული ვაქცინა ზურაბს მივუტანე და ვთხოვე დუჩესთვის არაფერი ეთქვა. ვუთხარი რაც გინდა ის მოიფიქრე, მაგრამ ნუ ეტყვი, რომ მე მოგეცი-თქო და დავუბარე პერიოდულად ელენას ამბებიც გამაგებინე-მეთქი. ექიმს თვალები შუბლზე აუვიდა, მაგრამ აღარაფრის თქმა აღარ ვაცადე და უკან გამოვბრუნდი. რაც არ უნდა ეთქვათ დანარჩენებს, მტკიცედ მწამდა, რომ ელენა ფეხზე დადგებოდა და შვილს დაუბრუნდებოდა.
გონს მოსვლა ვერც კი მოვასწარი, ეკემ ერთ კვირაში ფეხზე წამოდგომა შეძლო და გამომიცხადა აქ გაჩერება აღარ შემიძლია, სული მეხუთება და მივდივარო.
- სად მიდიხარ? - ვკითხე ხმადაბლა, ვეცადე ამ სიტყვებით გამოწვეული საშინელი გრძნობა არ შემემჩნია.
- ჯერ არ ვიცი, მაგრამ შორს.
ქურთუკი ბეჭებზე შემოიცვა და აჩეჩილ ქოჩორზე ხელი გადაისვა, უკეთ გამოიყურებდა. მართალია, სისხლნაკლულობის გამო სახე ჯერ კიდევ გაცრეცოდა და თვალიც შესიებული ჰქონდა, მაგრამ სხვა მხრივ ჩემს მეგობარს ჰგავდა, ეს გარეგნობით, თორემ მის თვალებში ჩახედვაც საკმარისი იყო, რომ მივმხვდარიყავი, ჩემი ეკე, რომელიც უნივერსიტეტში გავიცანი, დიდი ხანია აღარ არსებობდა. ამის გააზრებამ კიდე უფრო მომიკლა გული და თვალი ავარიდე.
- რას აპირებ? - მასზე ძალიან ვღელავდი.
- არ ვიცი, სია, ახლა არაფერი ვიცი, - ნელა მომიახლოვდა და თავი ამაწევინა - ახლა აუცილებლად უნდა წავიდე. ყველაფერზე დაფიქრება მჭირდება. ის რაც მოხდა... ეს უნდა გადავლახო. ამას უნდა მოვერიო, რომ ცხოვრების გაგრძელება შევძლო.
- მარტომ? - თვალები ამიწყლიანდა. მარტოობისთვის მტერიც კი არ მემეტება.
- ჰო, მარტომ, - გამიღიმა და სახეზე ნაზად მომეფერა - მისმინე... მაპატიე ის მწარე სიტყვები, რაც მაშინ გითხარი, ასე არ ვფიქრობ. არც კი ვიცი რა დამემართა, უფრო სწორად ვიცი, მაგრამ ეს არ მამართლებს.
- რას გულისხმობ? - ტოპაზისფერ თვალებში ყურადღებით მივაცქერდი.
- სია, ვიცი რომ დუჩე გიყვარს და ეს ასე იქნება ბოლომდე, - მისი სახელის ხსენებაზე გული მომეწურა, იმ ღამის შემდეგ აღარ მინახავს - შენ მეც გიყვარვარ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს მე მინდა. ამ სიყვარულის მიღება, კი მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია. ეს სიყვარული სიგიჟეების ჩადენას მაიძულებს, თუნდაც იმ ღამეს მომხდარი... მთელი ღამე იმას ვფიქრობდი, რომ როცა სისხლში ამოთხვრილი დამინახე, როცა დაინახე რა ჩავიდინე, შეგძულდი. ამ ფაქტის მიღება არ შემეძლო, ეს მაგიჟებდა. ალბათ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მქონდა იმედი. იმედი, რომ ოდესმე ჩემი გახდებოდი. ვიცი, ამ სურვილის გამო ვარ! მე დუჩეს დავპირდი... მოკლედ, იმ ღამეს ეს იმიტომ გავაკეთე, რომ დავრწმუნებულიყავი ნამდვილად შემიძულებდი, რომ ჩემი სიყვარული ზიზღში გადაგეზრდებოდა და ეს წასვლის საშუალებას მომცემდა, რომ გამიმარტივებდა იმ გადაწყვეტილბას, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო.
- სულელი ხარ! - წავიჩურჩულე გულნატკენმა - შენი შეძუელბა არ შემიძლია, ეკე. რაც არ უნდა გააკეთო, არ შემიძლია. მაპატიე, თუ ამით ტკივილს გაყენებ.
- არა, - ჩემი სახე ხელებში მოიქცია - გეყოფა ბოდიშების ხდა იმის გამო, რაც შენი ბრალი არაა. ჩვენ არ ვირჩევთ ვინ შეგვიყვარდება და ვინ არა. ეს ადამიანებზე არაა დამოკიდებული, სია. ეს არც ჩემი ბრალია და არც შენი. აი, ქმედებები კი, რომელსაც სიყვარულის სახელით ჩავდივართ, კი ნამდვილად ჩვენი პასუხისმგებლობაა. მე კი ზუსტად ვიცი, რომ თუ შენს გვერდით გავჩერდები, თავს ვერ მოვთოკავ, მითუმეტეს ახლა.
- ანუ მართლა მიდიხარ... - თავი ვერ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა.
- რა გატირებს, სულელო! - გაეცინა და მკერდზე მიმიკრა - აჰ, სია, რა გიშველო აღარ ვიცი. არც ჩემი დარჩენა გინდა და არც წასვლა. ჭრელო პეპელაო, ეგრეა შენი საქმე.
გამეცინა და გაბრაზებულმა გვერდში მსუბუქად ვუბიძგე. გაღიმებულმა თმა ამიჩეჩდა და ცხვირზე თითი წამარტყა.
- ვიცი, რომ ჩემს გამო იჩხუბეთ. ვიცი რაც მოხდა თქვენ შორის, ამას გამოვასწორებ.
- არა! - ავხედე მკაცრად - არც კი გაბედო ჩარევა! ეს შენი ბრალი არ ყოფილა, როგორც შენ თქვი, ყველა ჩვენს ქმედებაზე თავადვე ვაგებთ პასუხს! შენი მოკვლის უფლებას ვერ მივცემდი. ამისთვის თუ უნდა დავისაჯო, დაე, დავისაჯო!
- სია... - ეკემ უკმაყოფილოდ შემიბღვირა.
- არავითარი, სია! მას არ უნდა ჩემი ნახვა და მისიც მესმის. არ ვადანაშაულებ. არ მინდა ვინმემ უკარნახოს რა უნდა გააკეთოს. ხომ იცნობ? მასზე ასეთი რამეები არ ჭრის და სწორედ ამის გამო მიყვარს ის ასე ძალიან. მხოლოდ იმაზე მწყდება გული, რომ ასეთ რთულ მომენტში... - ვეღარ დავასრულე, თვალები ამეცრემლა და ეკეს მზერა მოვარიდე.
- მოდი ჩემთან, - ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა - პატარა სია, მუდამ ყველას დახმარებაზე ფიქრობს, საკუთარი თავი კი სულ ავიწყდება.
- რომ წახვალ... - ნერწყვი გადავყლაპე და თავი ავწიე - რომ წახვალ აღარ შემეხმიანები?
- არ ვიცი, - კისერზე ხელი მოისვა და უხერხულად გამომხედა - დრო მჭირდება, როცა დავლაგდები, როცა შენს გვერდით ყოფნა ჭკუიდან აღარ შემშლის და შენი კოცნის სურვილი აღარ გამიჩნდება, მაშინ ალბათ შევძლებთ მეგობრობას.
თავი უხერხულად ვიგრძენი. ასეთი პირდაპირბაც არ იყო საჭირო, გავწითლდი. ეკეს გაეცინა და თავი გააქნია.
- და შენ რას აპირებ? დეტექტივობა ისევ გინდა?
- არა, არ ვიცი. ახლა ყველაფრისგან დასვენება მინდა. მერე კი ალბათ დავფიქრდები, რას გავაკეთებ მომავალში.
- ყოველ შემთხვევაში, ახლა ვიცი, რომ უსაფრთხოდ ხარ, ყველაფერმა ცუდმა ჩაიარა.
- თავს გაუფრთხილდი, კარგი? - გული ამიჩუყდა - ვიცი, რომ ჩემთან კონტაქტი არ გინდა და...
- სია, - ნიკაპში ხელი წამავლო და წამონთებული მზერით თვალებში ჩამაკვდა - არ მინდას და არ შემიძლიას შორის დიდი განსხვავებაა, ნუ ურევ!
- კარგი, გავიგე.
ერთხანს მწველი მზერით მაკვირდებოდა, ბოლოს თავი გააქნია და უკან დაიხია. ისევ უხერხულობა ვიგრძენი, ალბათ სახეზე შუქნიშანი მენთებოდა წითელ-ყვითელ-მწვანე ფერებში.
- შეიძლება რაღაც გკითხო? - დარცხვენილმა ქვემოდან ავხედე.
- რაც გინდა მკითხე, - არ მიყურებდა.
- მეცნიერი... ნოვამ თქვა, რომ... - ვეღარ დავასრულე, ეკემ თავი ასწია და მზერა გამისწორა - კარგი, დაივიწყე.
- მკითხე რისი კითხვაც გინდოდა. - წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა. ჯანდაბა! საერთოდ რატომ წამოვიწყე ამაზე საუბარი?! - სია, რისი კითხვა გინდოდა-თქო, დაასრულე!
- ნოვამ მითხრა, რომ შენ ის... მოკალი, - ბოლო სიტყვა როგორც შემეძლო ხმადაბლა წარმოვთქვი.
- ასე გითხრა? - გაეცინა. თავი ავწიე, თამამად მიყურებდა.
- ჰო.
- მე არავინ მომიკლავს, - წელში გასწორდა, მტკიცე გამოხედვა ჰქონდა.
- მოიცა, მეცნიერი ხომ მკვდარია?
- კი, ასეა, მაგრამ ეს მე არ გამიკეთებია, - თავი გვერდით გადახარა და გამჭოლი მზერით მომაჩერდა - დუდაევმა გამოუყვანა წირვა. მეცნიერთან ზუსტად მის გასაფარჩაკებლად მივედი, ამას ვაღიარებ. მას რომ არ მოეკლა ამას მე ვიზამდი, მაგრამ დამასწრო. ასე, რომ ეს მე არ გამიკეთებია. სწორედ მაგ დროს შევეჩეხეთ ერთმანეთს, მე დაჭრილი ვიყავი და იოლად მომერია. ასე ჩამიგდეს ტყვედ.
- ესე იგი, - გაოცებულს თვალები გამიფართვდა - დუდაევმა ნოვა მოატყუა, კი მაგრამ, თვითონ რატომ მოკლა მეცნიერი? მეგონა ის კაცი სჭირდებოდა.
- მეცნიერი არაფერში სჭირდებოდა, მას ფორმულა უნდოდა, სრულყოფილი კოლიბრის ფორმულა და მან ის მეცნიერს წაართვა. იმ ნაბოზარს ხმა, რომ არ ამოეღო, თან არ უნდოდა ფორმულა კიდევ ვინმეს ჩავარდნოდა ხელში, ადგა და დაბრიდა. ხელები კი მე შემაწმინდა, თურმე - ისევ გაეცინა.
- მოიცადე, - ავღელდი - ანუ დუდაევმა ფორმულა გაიტაცა და გაიქცა? წასვლისას კი ანტიდოტი დაგვიტოვა?
- ეგრე გამოდის.
- მაშინ, მას თუ კოლიბრის ფორმულა აქვს, გამოდის, რომ...
- ვიღაცას დედასმოუტყნავს! მაგრამ ეს ვიღაც საქართველოს ფარგლებს გარეთ იქნება, რაც ჩვენ არ გვეხება.
ისე ცივად და უემოციოდ თქვა, რომ მაშინვე დუდაევის სიტყვები გამახსენდა, ცივსისხლიანი და დაუნდობელიაო. ამ ფიქრის გამო თავი საზიზღრად ვიგრძენი.
- ისევ შეგაშინე, ხომ? - მაშინვე მიმიხვდა და გაეცინა - ჩემს ამ ახალ ვერსიას ვერაფრით ეგუები. არც მიკვირს, შენ ჩემში ჯერ კიდევ ძველ ეკეს ეძებ, სია, ის კი აღარ არსებობს.
- მე არ ვიცი ძველი და ახალი ეკე. შენ ჩემი მეგობარი ხარ და მიყვარხარ ისეთი როგორიც ხარ, მორჩა! - შევუღრინე გაგულისებულმა.
- იგივე აზრზე დარჩები, თუ გეტყვი, რომ ბევრი ადამიანი მომიკლავს? - თვალებში ყურადღებით შემომხედა, ჩემს თითოეულ მიმიკას და ემოციას აკვირდებოდა. შევკრთი. - აი, ხომ ხედავ...
- მოკეტე! უბრალოდ დავიბენი, რას გულისხმობ? - ერთი ამოიოხრა და დაბინდული მზერით ეზოს გახედა.
- როცა ნარკობუნაგში მოხვედრა მოვინდომე ისეთი რამეების გაკეთებას მავალებდნენ, რომ... ხომ ხვდები, ასეთ ხალხთან ხელის გარტყმა და პანღურის ამოკვრა არ მოსულა. იქ მარტო შუბლში ტყვია იციან, ეგეც მხოლოდ საუკეთესო შემთხვევაში. ხალხი დამიხოცავს და მიწამებია კიდეც. თავიდან ძნელია, გიჭირს, მაგრამ მერე ნელ-ნელა ეჩვევი. ერთს რომ მოკლავ, მეორე აღარ გიჭირს...
ვიგრძენი, როგორ ჩამწყდა რაღაც შიგნით. ეკეს სიტყვები ლახვარივით მესობოდა გულზე. რის გაკეთებას აიძულებდნენ?! იქნებ არც აიძულებდნენ? ხომ შეეძლო წამოსულიყო?! უბრალოდ გამოქცეულიყო?!
- ვიცი რაზეც ფიქრობ, - თავი მოაბრუნა და ღიმილით შემომხედა თვალებში - არავინ არაფრის კეთებას არ მაიძულებდა, სია. მე ჩემი ძმის ვალი გავისტუმრე, თავისუფალი ვიყავი. შემეძლო წამოვსულიყავი, მაგრამ დარჩენა ვამჯობინე, როცა გავიგე, რომ ისინი მოსაკლავად შენ დაგეძებდნენ. ეს ჩემი არჩევანი იყო და არა შენი დანაშაული. ასე, რომ ჩემს ცოდვებს შენს სინდისზე ნუ აიკიდებ. ამით მხოლოდ მე მომაყენებ ტკივილს.
- ჰო, მაგრამ... - ისევ ცრემლები წამომივიდა.
- არავითარი მაგრამ! - შემიბღვირა გაბრაზებულმა - და მორჩი ტირილს! შენი ცრემლები ვერაფერს გამოასწორებს, მე კი გულს მტკენს. გთხოვ, არ მინდა აქედან წასვლისას ასეთი დაგიმახსოვრო.
- მაპატიე, - სახე სწრაფად შევიმშრალე.
- აი ისევ, უაზრო ბოდიშები! - წაიჯუჯღუნა გაღიზიანებულმა, ერთ ნაბიჯში ჩემთან გაჩნდა და ისევ მომეხვია.
- გთხოვ, ერთი სურვილი შემისრულე, მერე კი წავალ.
- რა სურვილი?
- ბოლოჯერ მოგიტაცებ, - ჩამომეხსნა და ტოპაზისფერი თვალები აღფრთოვანებით წამოენთო - წამო, მოტოციკლით გავისეირნოთ, როგორც ადრე. ცოტახნით წარსულის დაბრუნება მინდა, ასე ოდნავ უკეთ ვიგრძნობ თავს.
- კარგი, - გამეღიმა - წავიდეთ...
საღამომდე ვსეირნობდით, შემდეგ კი როცა მზემ ჩასვლა დაიწყო, ეკე ღიმილით მომიბრუნდა, მაგრად მომეხვია და შუბლზე თბილად მაკოცა. ვგრძნობდი, რომ მემშვიდობებოდა და ლამის ქურთუკზე ჩავბღაუჭებოდი, არ მინდოდა მისი გაშვება. ცრემლებისგან თავი ვერაფრით შევიკავე. გაღიმებულმა თვალები მომწმინდა, ყურში მიჩურჩულა ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდებიო, ბოლოჯერ ტკბილად მაკოცა, მოტოციკლს გადაევლო და წავიდა... შორს, სადღაც შორს... და ჩემი არსების ნახევარიც თან გაიყოლა...

არჩილის კაფეტერიაში მაგიდასთან ვიჯექი და თითებს მოუთმენლად ვაკაკუნებდი, უკვე კარგა ხნის წინანდელ გაცივებულ, ყავის ჭიქაზე. მეოთხედ დავიხედე მაჯის საათზე. შეხვედრა ოთხზე გვქონდა დანიშნული, ახლა კი უკვე ხუთის ნახევარი ხდებოდა.
- მაინც რამ მაფიქრებინა აქ მოთრევა?! - საკუთრ თავზე გავბრაზდი და წამოვდექი - მეტის ღირსი ვარ! არ უნდა დავთანხმებოდი შეხვედრაზე!!!
გაცოფებულმა თბილი ქურთუკი შემოვიცვი მხრებზე და კაფეტერიის კარიც გაიღო. ჩაცმას თავი ვანებე და ახალმოსულს ბრაზით გავხედე. კაფეტერია მოათვალიერა და როგორც კი შემამჩნია ჩემკენ გამოემართა.
- გამარჯობა, სია, - ზვიადი უხერხულად მომესალმა - მაპატიე, შემაგვიანდა, შეიძლება დავსხდეთ?
ჩემს ქურთუკს ყოყმანით გახედა, მიხვდა, რომ გავბრაზდი და წასვლას ვაპირებდი. ასეც იყო, მაგრამ ტელეფონში ისე მთხოვა შეხვედრა, მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო, რომ ცნობისმოყვარეობამ მძლია და მაინც მოვედი. შევიცადე, შემდეგ ქურთუკი თავის ადგილას დავაბრუნე და უემოციო სახით ისევ სკამზე ჩამოვჯექი, ზვიადი ჩემს წინ დაჯდა.
- რამეს დალევ? აჰ... ვხედავ ყავა უკვე შეგიკვეთავს, კიდევ რამე ხომ არ გინდა? წვენი ან, ნამცხვარი ან...
- აქ შენთან დროის სატარებლად არ მოვსულვარ. მითხარი საქმე მაქვსო, ჰოდა გისმენ! მალე მოვრჩეთ, წასასვლელი ვარ, - მივუგდე ცივად. ზვიადს თვალები სევდით აევსო.
- სია, ვიცი, რომ ჩემი ატანა არ გაქვს, ალბათ დამსახურებულადაც...
- ალბათ? - წარბი დამცინავად ავწიე - რა იყო, აქაც სასამართო დარბაზში ხარ, რომ ყველა ვარიანტში შენს სიტყვას აწვები და მაგრადაც გკიდია მართალი ხარ, თუ არა?
- ასე არაა, - თვალები უხერხულად დააცეცა - მაპატიე.
- ჰო, მაგის თქმა კაი რამდენიმე წლით დაგაგვიანდა, - დავცინე - მოვრჩეთ! წარსულის გასარჩევად არ მოვსულვარ აქ. არ აქვს აზრი იმ თემაზე ლაპარაკს რაც უკვე აღარ გამოსწორდება!
ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოვთქვი. ზიზღით შევყურებდი ჩემს წინ მჯდომ მამაკაცს და ვერაფრით ვაჯერებდი თავს, რომ ჩვენ შორის ნათესაური კავშირი მართლაც არსებობდა, რომ ეს საშინლად ნაცნობი თვალები, მისი ჭრილი და სახის მოყვანილობაც კი მას მამსგავსებდა. ამის გააზრებაც საკმარისი იყო, რომ ვენებში არნახულ სიძულვილს და გაღიზიანებას დაევლო. სწორედ ამიტომ არ მინდოდა მისი ნახვა, სწორედ ამიტომ გავურბოდი ამ ღია ყავისფერ თვალებს. ისინი წარსულს მახსენებდნენ, წარსულს რომლის დავიწყებაც ასე მსურდა!
- რისი თქმა გინდოდა, ზვიად? - ვკითხე ცივად. სახელით მიმართვამ შეაკრთო, თუმცა, აღარაფერი უთქვამს.
- სია, დედაშენის ცხედარი იპოვეს ორი თვის წინ, - ფრთხილად შემომხედა, მთელი ტანით დავიძაბე.
- და მერე? - ვიკითხე ცივად.
ვცდილობდი არაფერი შემემჩნია და არც იმ უეცარი ყრუ ტკივილისთვის მიმექექცია ყურადღება, რომელიც სულში გველივით ამიფუთფუთდა.
- სასაფლაოზე დაასვენეს, მინდოდა ეს გცოდნოდა, თუ მისი ნახვა მოგინდა...
- რატომ უნდა მინდოდეს იმ ქალის ნახვა? რა საერთო მაქვს მასთან?
- სია, ის დედაშენია.
- უკაცრავად, ვერ გავიგე, რა მითხარი? - წარბშეკრული მისკენ გადავიხარე - წარმოდგენა არ მაქვს ეგ სიტყვა რას ნიშნავს! თეორიულად, რა თქმა უნდა, ვიაზრებ, მაგრამ აი პრაქტიკაში ცოტა მიჭირს, ხომ ხვდები.
- სია, - ზვიადს სახე გაუმკაცრდა - გასაგებია, რომ მასზე ნაწყენი ხარ, მაგრამ...
- ნაწყენი?
მისი სიტყვები ცინიკურ შოკში მაგდებდა. მაინც როგორ შევიკავე თავი, რომ ყავის ჭიქას ხელი არ წამოვავლე და თავში არ დავარტყი, მიკვირს. ნაწყენიო, გესმით რა მითხრა?
- ის დედაშენია, როგორც არ უნდა უარყო ეს, ფაქტია.
- ჰოდა, ტრაკში გაირჭე ეგ შენი ფაქტები, მამაჩემო! - მივახალე გამძვინვარებულმა.
ასე უხეშად თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ წყობილებიდან გამომიყვანა. ისე მესაუბრებოდა, თითქოს სასამართლოზე ვისხედით და უნაკლო პროკურორი წყალგაუვალი მტკიცებულებებით ცდილობდა თავისი სიმართლის ჩემთვის დამტკიცებას. პირდაპირ კანიდან ამოვხტი! ზვიადს სახეზე მიწისფერი დაედო.
- სია!!! - წაიღრინა გაცეცხლებულმა.
- იცი, შენმა ძვირფასმა სიყვარულმა ყველაფერი გულახდილად, რომ მიამბო? გულისამაჩუყებელი დედაშვილური საუბრები გვქონდა, მაგრად დავახლოვდით, - გესლს ვერ ვიკავებდი - გამიმხილა, რომ თქვენი ერთი ღამის შეცდომა ვიყავი და ამის გამო ვძულდი მთელი ცხოვრება. შე დალოცვილო, როცა ქალს ხმარობდი პრეზერვატივი არ აღმოგაჩნდა ჯიბეში, რომ ეს ოცდაერთწლიანი დავიდარება თავიდან აგერიდებინე?
- სია, ზედმეტები მოგდის! - ზვიადს მწვანე ფერი დაედო.
- იცი, თავი როგორ ვიგრძენი როცა ეს მოვისმინე? არა, მოიცა, გავიხსენო, ამით არც დაინტერესებულხარ, - თმა უდარდელად ავიჩეჩე და ირონიულად გამეღიმა - ჰო, ზუსტად მახსოვს, როცა გითხარი, რომ შენმა ძუკნა ყოფილმა სახეში ლარნაკი შემომაფშვნა და გაიქცა, იმაზე წამოგცვივდა ცრემლები, რომ კარის ნოხთან მაწანწალა კატასავით მიაბრიდეს. რაში გედარდებოდა შვილი? ხომ შეიძლებოდა მეც მოვეკალი იმ არანორმალურს? მაგრამ მთავარი იყო შენს წინ თავგაჩეხილი, მაგრამ მაინც ცოცხალი, ვიჯექი, ვსუნთქავდი და ვლაპარაკობდი. ზნაჩიტ სანერვიულოც არაფერი იყო.
- არ ხარ მართალი! - თვალები აუწყლიანდა.
- ბარემ მაგრადაც გახატია ეგ ამბავი, მაგრამ გული არ მომითმენს, რომ არ გითხრა. იქნებ ასე მაინც გავთავისუფლდე ამ საზიზღარი მომწამვლავი ბოღმისგან, რომელიც სულს მისახიჩრებს! - წავისისინე ბოროტად - ემოციებისგან გათიშული უხმოდ ვეგდე საწოლზე. იმდენად ვიყავი გაბრაზებული, ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი. გაბრაზებულზე მეტად ალბათ ნაწყენი. ეს ორი გრძნობა იმდენად მისწებებოდა ერთმანეთს, რომ მათი დახლიჩვა ისევე შეუძლებელი იყო, როგორც ანკარა წყალში სხვადასხვა სითხის გამოცალკევება. წყენა, ბრაზი, იმედგაცრუება და ტკივილი, მთელს ორგანიზმს მოედო, თითოეულ უჯრედში შემიძვრა და ჩემს ნაწილდ იქცა, ნაწილად, რომელიც აღარასდროს დატოვებდა ჩემს სხეულს. სული ჩამემსხვრა და როგორ მონდომებითაც არ უნდა მეცადა მისი აღდგენა, უშედეგო იქნებოდა. ყველაფერი ფუჭი იქნებოდა, რადგან მისი ნამსხვრევები უმცირეს ნაწილაკებად იქცნენ და ისე გაფანტნენ, მათი პოვნის უსუსური იმედიც კი სასაცილოდ მიქციეს. არსებობს რაღაცეები რაც აღარ გამოსწორდება, ადამიანის ქმედებები, ზვიად! მათი სიტვები, ქცევები, ზღვარგადასული ბოღმა, რომელიც ისეთ რამის ჩადენას აიძულებენ, რომ შემდეგ მათი გამოსწორება გულწრფელ ბოდიშსაც კიარ ძალუძს. როგორი ქვა უნდა იყო, რომ პატიება ვერ შეძლო, არა?! როგორი ეგოისტი უნდა იყო, რომ მიტევება ვერ შეძლო, იმ ადამიანისთვის, რომელიც შენთვის სისხლი და ხორცია? არ ვიცი როგორი ადამიანი ვარ, მაგრამ ამის პატიება არ შემიძლია. გონება მაზოხისტი თინეიჯერივით ათასჯერ მიტრიალებს იმ კადრს თვალწინ, რომელმაც ჩემში ყველაფერი მოკლა, ჩემი გრძნობები მტვრად აქცია და უსასრულობაში გაფანტა. ეგოიზიმი? სისასტიკე? შეიძლება, შეიძლება ორივეს ვიჩენდი იმ წამს, როცა მას გულამოსკვნილად აქვითინებულს ვხედავდი, როცა მევედრებოდა, რომ მეპატიებინა, მაგრამ რატომღაც ჩემში არც ერთი ემოცია არ იღებდა ხმას. არცერთს არ წამოუყვია თავი და მწარედ არ უჩხვლეტია გვერდებში. სიბნელე იყო, უკიდეგანო წყვდიადი და სამარისებული სიჩუმე. ერთადეთი გონება არ აპირებდა ჩემი ნაფლეთებად ქცევის უწყვეტი პროცესის შეჩერებას, ჩახვეული ფირის კადრივით, აბზრიალებდა და აბზრიალებდა ერთსა და იმავე მომენტს. ალბათ ფიქრობდა, მაზოლზე წიხლს მილიარდჯერ თუ დამაჭერდა ტკივილი გაქრებოდა. ჩემს არსებას დატოვებდა ეს მკვდარი სიჩუმე, რომელიც დაუპატიჟებელი სტუმარივით შემომეჭრა და წასვლას აშკარად არ აპირებდა. ფიქრობდა, თუ ბევრჯერ შემახსენებდა ამ მომენტს, შემდეგში ასე ძალიან აღარ მეტკინებოდა მისი გახსენება, მაგრამ ცდებოდა, ყოველი ახალი წარმოსახვა წყვდიადს უფრო გაურკვეველს, ბნელს და გაუსაძლისად მდუმარეს ხდიდა. ვგრნობდი ამ მკვდარი გრძნობის უსიამოვნო სუნს, რომელიც უფრო და უფრო ყროლდებოდა, ლპობაშეპარული გვამივით, რომელსაც ნელ-ნელა მატლები ესეოდნენ საბოლოოდ გასახრწნელად. როგორ მომეშორებინა ეს მძაღე სუნი, რომელიც ცნობიერებას უფრო მიბნელებდა?! ნეტავ ხელშესახები მაინც ყოფილიყო, უყოყმანოდ ჩავირტყავდი დანას და საკუთარი ხელით ამოვჭრიდი ამ სიდამპლეს. არაფერი გამოვიდა, ომი ისე წავაგე არც კი მიბრძოლია და ცხოვრებაში პირველად ამის გამო დანაშაულის გრძნობას თავს მტკივნეულად არ მახსენებდა. პირიქით, მინდოდა საკუთარი ხელით გადამეხსნა ვენები და ის ბინძური სისხლი ბოლომდე დამეღვარა, რაც მასთან მაკავშირებდა, რაც ჩვენს არსებობას ერთმანეთს უწყვეტ ძაფად უკავშირებდა. ყველაფერი მძულდა მასთან დაკავშირებით, ყველაფერი ზიზღს მგვრიდა, მაგრამ სინდისი არ მაძლევდა თვითმკვლელობის ჩადენის უფლებას. სინდისი და პრინციპები, რომელიც ჩემში ჩემზე მაღლა იდგნენ, რომელიც საკუთარი სისხლის სახეში შეფურთხებამაც კი ვერ შეურაცხყო და ვერ დაამცირა. გაპატიებთ ოდესმე? ვერა!!!
მთელი ამდენი წლის ნაგროვები ბოღმა ბოლომდე ამოვუშვი. ყველა ის განცდა, ემოცია და ტკივილი, რომელიც კატერინას სიტყვებმა ჩემში ბინძური ჭუჭყივით დალექა, აიმღვრა, აიქოჩრა და ზედაპირზე ამოხეთქა. ზვიადი გადაფითრებული მისმენდა და სახეზე ცივი ოფლი ასხამდა. მას ჩემი სიტყვების ეშინოდა, ამას მის თვალებში ვხედავდი. ნაგავი! ის სიტყვებმა შეაშინა, მე კი ამ ყველაფერს ცხადად ვგრძნობდი და განვიცდიდი.
ეს იყო ჩვენ შორის განსხვავება. ისინი ვერასოდეს გრძნობდნენ რას მიკეთებდნენ და დიდი ხანია მათგან ამის მოთხოვნაც შევწყვიტე. მაგრამ მისმა თავხედურმა ტონმა, რომ მავალდებულებდა „დედაჩემი“ მშობლად მეღიარებინა, წონასწორობა დამაკარგვინა.
- სია... - წაიჩურჩულა მიტკალივით გადაფითრებულმა.
- აღარ მინდა ამაზე საუბარი, - ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად შევიწმინდე - ამ თემაზე უკანასკნელად ვსაუბრობ შენთან, ეს თემა მოკვდა! მორჩა.
შევამჩნიე, რომ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ დადუმდა. ჩემს უარესად გაღიზიანებას მოერიდა, იცოდა ჩემი ხასიათი, ერთ სიტყვასაც აღარ მოვისმენდი, ავდგებოდი და წავიდოდი, ამიტომ თემა შეცვალა.
- ალბათ, შენც ნახავდი რეპორტაჟს, - წამოიწყო პაუზის შემდეგ - სიმართლე გითხრა, გამიკვირდა კიდეც, მე ქავანაზე ცოტა სხვანაირი წარმოდგენა მქონდა.
- ახლა ნოვაზე ჭორაობას აპირებ?! - ყალყზე შევდექი - ვის აინტერესებს ვისზე რა წარმოდგენა გაქვს?! არ გაბედო მისი განსჯა, როცა თავად არ ხარ ანგელოზი!
- მე ნოვა არ მიგულისხმია, - მიპასუხა ნაწყენმა.
- რა?
დავიბენი, აბა რა რეპორტაჟი? ტელევიზორი კარგა ხანია არ ჩამირთავს, არც ლეპტოპს გავკარებივარ რამდენიმე დღე.
- მოიცა, არ გინახავს?
- რა უნდა მენახა? - გავღიზიანდი.
- დუჩემ კონფერენცია მოიწვია თავის კომპანიაში. ყველა არხი და რადიო მაშინვე იქ გაჩნდა. დუჩე პირველად აკეთებდა საჯარო განცხადებას, კინაღამ გულები დაუსკდათ ინტერესისგან. ისეთი ამბავი იყო ნემსი არ ჩავარდებოდა დარბაზში.
- განაგრძე! - გამაკანკალა, ნერვებისგან თვალებშიც კი დამიბნელდა.
- დუჩემ საჯაროდ განაცხადა, რომ დეტექტივი, რომელსაც Черный список-ად იცნობს საზოგადოება, უდანაშაულოა იმ სიის გავრცელებაში, რამაც ამხელა სკანდალი გამოიწვია საზოგადოებაში. მან თქვა, რომ მამამისს პირადი ინტერესი ამოძრავებდა ამ დეტექტივისადმი და თავისი ძალისხმევით მოახერხა იმ ფაილებზე წვდომა, რომელიც ინტერნეტში გასაჯაროვდა. მედიას აღუთქვა, რომ თითოეული ადამიანი, რომელსაც ამ დანაშაულში წვლილი მიუძღვის მკაცრად დაისჯება, პირადად მისი მეთვალყურეობის ქვეშ. შემდეგ კი წამოდგა, დარბაზი დატოვა და არავის კითხვისთვის პასუხი არ გაუცია.
აკანკალებული მამაჩემს უხმოდ მივაჩერდი. მგონი ენაც კი გადამეყლაპა. ცუდად გავხდი, თვალები დავხუჭე, რომ წამით მოვლილ შეტევას როგორმე გავმკლავებოდი. გული მაშინვე ამიჩქარდა, თვალებში დამიბნელდა და ყურებმა წივილი დამიწყეს. ცოტაც და გული წამივიდოდა.
- სია, - მამაჩემის შეშფოთებული ხმა შორიდან ჩამესმა - ცუდად ხომ არ ხარ? ფერი სულ დაკარგე, რატომ კანკალებ?!
- ეს... - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე, თვალი არ გამიხელია, გულის წასვლის შანსი ჯერ კიდევ არსებობდა - ეს როდის მოხდა?
- განცხადება დღეს დილით გააკეთა, მეგონა იცოდი. ნამდვილად კარგად ხარ?
- ხალხმა... ხალხმა რა თქვა? დუჩეზე რა თქვეს? - თვალები ძლივს გავახილე და ზვიადს დაბინდული მზერით შევხედე.
- თქვენ რა ერთად აღარ ხართ? - გამომხედა ეჭვით - ისეთ კითხვებს მისვამ...
- დუჩეზე რა თქვეს?! - გამოვცერი კბილებში.
- იმ ბიჭზე რა უნდა თქვან? - პირველად დაეტყო ბრაზი - მეც კი ვაღიარებ, რომ ამ ბავშვს საერთო არაფერი აქვს მამამისთან! ყველა შოკში ჩავარდა. არავინ ელოდა, რომ მამამისს ასე ღიად დაუპირისპირდებოდა. რა თქმა უნდა, ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ტყავის გადასარჩენად ნოვას ბოლომდე ერიყება, რომ მისმა ბინძურმა ქმედებებმა დუჩეს სახელს ჩრდილი არ მიაყენოს. პირველ სხდომაზე ხომ განუცხადა აქციონერებს, რომ მამამისის არაფერ შუაში იყო, ჰოდა ახლა...
- ეს სიგიჟეა! - გაცეცხლებული ფეხზე წამოვვარდი და მთელი ძალით დავსცხე მუშტი მაგიდას, ყავის ჭიქა გადაბრუნდა და იქაურობა ცივი კაპუჩინოთი მოიწუწა, ზვიადი შეკრთა - ის არაფერ შუაშია! მისი ბრალი არ არის, რომ ხალხი ღალატობს! მისი ბრალი არ არის, რომ იმას ვერ იღებს რასაც გარშემომყოფებისგან მოელის. ზედმეტად კეთილი, ერთგული და პატიოსანია, ეს მისი ბრალი არ არის!!!
ყვირილი ტირილში როდის გადამივიდა ვერც მივხდი. კაფეტერიაში ყურადღება მივიქციე, კლიენტები უკმაყოფილოდ მომაჩერდნენ. ზვიადს ფერი სულ წაუვიდა, მაგრამ არ მადარდებდა. არავინ და არაფერი მადარდებდა. რატომ გააკეთა ეს?! რაში მჭირდებოდა სახელის აღდგენა?! რად მინდოდა მისი მსხვერპლი, როცა მე მისი სახელი უფრო მადარდებდა ვიდრე საკუთარი?! ზვიადის თქმის არ იყოს, ახლა ხალხი იმაზე დაიწყებდა ჭორაობს, რომ თავის გადასარჩენად მამამისს ბოლომდე მიწასთან ასწორებდა, ან უარესს მოიფიქრებდნენ რამეს. რატომ გამიკეთა ეს!!! რატომ?!
- სია! - გულგახეთქილი არჩილი მაშინვე მოქანდა - საყვარელო, რა გჭირს? რა უთხარით? ასეთი რა უთხარით, რომ ასე განერვიულდა?!
გაცეცხლებულმა პირველად მიმართა მამაჩემს ასე უხეშად. ზვიადი დამნაშავე ბავშვივით მოიბუზა. სახეზე ხელები ავიფარე და ავტირდი. თავი უარესად ვიგრძენი. ჯობდა ეს არ გაეკეთება, ეს არ უნდა ექნა!!!
მისი სიტყვები მაშინვე გონებაში ამომიტივტივდა : „დავიღალე იმის მტკიცებით, რომ შენი დაცვა შემიძლია. დავიღალე იმის მილიარდჯერ გამეორებით, რომ უნდა მენდო, შენთვის არასოდეს მომიცია საიმისო მიზეზი, რომ ჩემში ეჭვი შეგპარვოდა...“. როგორ ვცდილობდი ამ ღამის დავიწყებას და არაფერი გამომდიოდა. მუხლი მომეკვეთა და სკამზე მოწყვეტით დავენარცხე. ნეტავ მიწა გამსკდომოდა და ეს არ მომესმინა. თავი ასმაგად შემზიზღდა.
- სია, ძვირფასო, შემომხედე, - არჩილი თმაზე მეფერებოდა - რა მოხდა, შვილო?
- ყველაფერი ჩემი ბრალია, არჩილ! - ამოვიტირე გულამოსკვნილმა - ჩემი ბრალია, ტკივილი მივაყენე, ბევრჯერ. დავტანჯე, გული ვატკინე, ის კი... ის...
დასრულება ვეღარ შევძელი. გული ამომიჯდა და ყველა უსარგებლო სიტყვა ყელში გამეჩხირა. არჩილი მომეხვია, გულში ჩამიკრა და მომეფერა.
- ყველაფერი გაივლის, ჩემო გოგონა. დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება. ვიცი, რომ გტკივა, მასაც სტკივა. როცა დამშვიდდება, როცა წყენა გაუვლის აუცილებლად გაპატიებს.
- არჩილ, არ აქვს მნიშვნელობა მაპატიებს თუ არა, მე ვერ ვაპატიებ ამას საკუთარ თავს. - ცრემლები მახრჩობდა.
- სია...
ზვიადს აღარ იცოდა რა ექნა. გადაფითრებული დამრგვალებული თვალებით მომჩერებოდა და ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა.
- წადით! - არჩილი მკაცრი სახით მიუბრუნდა მამაჩემს - საკმარისია, გოგონას მხოლოდ ტკივილს აყენებთ! აქამდე საკუთარ თავს უფლებას არ ვაძლევდი, რომ თქვენთან ასე მესაუბრა, მაგრამ ვფიქრობ უკვე საკმარისია! სია ჩემთვის შვილივით არის და არავის მივცემ უფლებას, რომ სულ მცირედი ტკივილი მაინც მიაყენოს ჩემს გოგონას! თუნაც, ეს მისი ბიოლოგიური მამა ბრძანდებოდეს! მხოლოდ სისხლი ვერ გაქცევთ მშობელად, ბატონო ზვიად! ასე, რომ მკაცრად მოვითხოვ დატოვოთ აქაურობა!
მამაჩემს ისეთი სახე გაუხდა თითქოს გემრიელად შემოულაწუნესო. ხმა ვეღარ ამოიღო, ფეხზე წამოდგა, უკანასკნელად შემავლო მზერა და თვალებაწყლიანებულმა კაფეტერია დატოვა. გამწარებულმა სახე ხელებში ჩავრგე და მოთქმით ავტირდი.

თავი ოცდამეშვიდე

ისე, დაკვირვებიხართ? მამაკაცები მუდამ ასე იქცევიან - როგორც კი, რამე ტრაგედია შეემთხვევათ, როგორც კი რამეზე გაღიზიანდებიან, ან გაცოფდებიან, საკუთარ ბოღმას და დარდს სასმელში კლავენ. ნეტავ, შველით ვითომ? რა ვიცი, უკვე მეორე ბოთლ არაყს ვეჯაჯგურებოდი, რომ გამეხსნა და ჩემში აშლილი საზიზღარი გრძნობები ჯერ კიდევ გულისამრევად ფუთფუთებდნენ შიგნიდან. რამდენი სპირტიც არ უნდა დამესხა ზედ, წამპალ ქვეცნობერს შხამიანი ენა ვერაფრით ჩავაგდებინე. აგზნებული გამუდმებით დუჩეზე მგესლავდა.
- ჰო, ჰო იყვირე რამდენიც გინდა, შენი ხმა მაინც არავის ესმის, სუჩკა!
როგორც იქნა, ბოთლის სახურავს თავი მოვხსენი. სხვა დროს ალბათ არყის მძაფრი სუნი წამაქცევდა კიდეც, მაგრამ ახლა ვერაფერი ვიგრძენი. სასმელისგან ისე ვიყავი გაჟღენთილი, მგონი ბოთლი იქით გადატრიალდა. ხელი დროულად შევაშველე, სანამ ერთადერთი მაშველი რგოლი ასფალტზე გაადენდა ზღართანს. სად ვიყავი? წარმოდგენა არ მქონდა!
ბოლოს ის მახსოვდა, რომ არჩილის კაფედან აჭრილი წამოვედი. ისე ვიყავი განერვიულებული ტელეფონიც გამოვრთე, რომ არჩილს, ან სანდროს ტვინი არ ებურღათ. შემდეგ, რომელიღაც ბარში შევიარე და კარგი ლოთი კაცივით ორი ჭიქა ცოფივით ვისკი გამოვცალე. მერე ვიღაც იდიოტი მომიჯდა და შებმა დამიწყო. არ მახსოვს რა სიტყვები ვუთხარი, მაგრამ მგონი ახლაც გაშეშებული ზის სკამზე და გონს მოსვლას ცდილობს, ამის გახსენებაზე ხითხითი ამიტყდა.
არყის ბოთლი? გონზე არ ვარ ჩემთან როგორ გაჩნდა. მეხსიერებაში ჩავარდნები ჯერ იმ იდიოტური საწამლავიდან მომყვებოდა და მგონი ჩემთვის დალევა არც შეიძლებოდა, ნამეტანი გავიჭერი, არ მეტყობა თუ?! სად მივეხეტებოდი ისიც არ ვიცოდი და ბოლოს სიარულით, რომ დავიღალე ასფალტზე ჩამოვჯექი და ამ დალოცვილს ვეჯაჯგურებოდი, რომ გამეხსნა, რაც ჩემდა სასახელოდ უნდა გახაროთ, რომ მოვახერხე!
აეეე... გავკარი ისეთ ცხოვრებას, სადაც ერთხელ მაინც არ გაილეშები უგონოდ. რა მნიშვნელობა აქვს იგრეკ ქრომოსომა გაქვს, თუ იქსი? ტკივილი ტკივილია, კაცისთვისაც და ქალისთვისაც! აუფ, ახლა რომ ვუფიქრდები გამოგიტყდებით და ცოტა მრცხვენია საკუთარი თავის, მე და დალევა? არა, ეს რაღაც არარეალურია. ეტყობა სისხლმა ის საშინელი ამბავი, რომელიც ზვიადისგან მოვისმინე, ვერაფრით გაატარა, კენჭივით გაიჭედა და შიგნიდან გამანადგურა.
- ყოჩაღ, სია, - წავიღიღინე და არაყი პირდაპირ ბოთლიდან მოვიყუდე - ყველა სიკეთესთან ერთად პათეტიკური, გალეშილი საცოდაობაც ხარ! იფ, წამო ეხა სასაფლაოზე წავიდეთ და დედაშენს გვერდით მივუწვეთ. ჰა, რას იტყვი? მკვდარია ის უბედური და ვეღარსად გაგექცევა. ვინუჟდენში მოუწევს შენი ატანა... აჰაჰაჰ...
ხარხარი ამიტყდა და გაჭირვებით წამოვდექი. სასაფლაოზე წასვლის იდეა ცუდად არ ჟღერდა. მთვრალი მაინც მივსულიყავი ეგრეთ წოდებულ „დედიკოსთან“, თორე ფხიზელს იქ რა მიმიყვანდა?! ისეთი მთვრალი ვიყავი გონებაც მერეოდა, ფეხიც და გზაც. იდეაში კუკიაზე უნდა წავსულიყავი, მაგრამ ნეტა ეს გზატკეცილი საით მიიკლაკნებოდა? ვის ადარდებდა! კიდევ გამეცინა. მოულოდნელად ჩემს გვერდით შავი ფორდი შეჩერდა, მინა ჩამოიწია და უცნობმა ტიპმა ღიმილით გამოჰყო თავი სალონიდან.
- დაიკარგე საყვარელო? - ეშმაკურად შემომხედა. ცალი თვალით შევათვალიერე, არ შევჩერებულვარ, გზა გავაგრძელე. არყის ბოთლი მთელი ძალით ჩამებღუჯა ხელში. - პასუხს რატომ არ მცემ? - მანქანას ნელ-ნელა მოაგორებდა.
- გააჯვი აქედან! - შევუღრინე გაღიზიანებულმა.
- როგორი უხეში ხარ, - გაეცინა - მე კი შენი დახმარება მინდოდა, ასე უნდა ელაპარაკო ადამიანს?
- გააჯვი-მეთქი, გითხარი! წადი ვინმე სხვას აეკიდე.
- შენ გარდა აქ, რომ არავინაა? - ცბიერად ჩაეღიმა.
- მშვენივრად ჟღერს, მარტო დამტოვე და დაიკარგე აქედან.
- არ მინდა.
მანქანა შეაჩერა. კარი გააღო და გადმოვიდა. ფხიზელი, რომ ვყოფილიყავი ალბათ შემეშინდებოდა კიდეც, სადღაც მიყრუებულ ადგილას მივბოდიალობდი. რა შეუშლიდა ხელს, რომ გავეუპატიურებინე? ასეთი საზიზღრობები ხშირად ხდება თბილისში და განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც სავარაუდოდ ვიმყოფებოდი, თუმცა, ახლა რეაქცია არ მქონია. მხოლოდ ის მაღიზიანებდა, რომ მარტო დარჩენის საშუალებას არ მაძლევდა.
მომიახლოვდა და მკლავში ხელი წამავლო. თითოეული უჯრედი მრისხანებით ამენთო, გამძვინვარებულმა ხელი ავუკარი და არყის ბოთლი მთელი ძალით შემოვსცხე სიფათში. ამას არ ელოდა და მოგერიება ვერც მოასწრო, თავპირდასისხლიანებული მოწყვეტით დაენარცხა ძირს, წარბი გავუხეთქე. ჰაჰ, ცხვირში მაინც მოხვედროდა მერე ვიტრაბახებდი მაინც.
- თითის დაკარება არ გაბედო, ახვარო! - მთელი ტანით ვცახცახებდი.
- შენი!!!
დაიღრინა გაალმასებულმა, გასისხლიანებულ შუბლზე ხელი მოისვა და თვალებგაფართოებული ფეხზე წამოვარდა. ხელუკუღმა ისე ძლიერად გამსცხო სახეში, რომ გამეტებით დავენარცხე ასფალტს და თავი დავარტყი. ჯერ ხომ ყველაფერი ირყეოდა, ახლა სულ ამობრუნდა სამყარო, გულისრევა ვიგრძენი. ის იყო ჩემკენ დაიხარა, ალბათ ადგილზე მიმახრჩობდა კატასავით, რომ არსაიდან შავი ბენტლი გამოჩნდა და საბურავების წივილით მუხლებთან დაუმუხრუჭა. მანქანის მკვეთრი ფარების შუქმა თვალი მომჭრა და ვერ დავინახე ვინ დაეძგერა უცნობს.
- რას აკეთებ, შე ყლ’ეო!!!
გამძვინვარებული საკინძეში სწვდა და ისე გამეტებით ატაკა მუშტი, რომ უცნობი ადგილზევე ჩაიკეცა. გააფთრებული ზემოდან მოექცა, მუშტებს მთელი ძალით ურტყამდა სახეში და აგინებდა, ცოტაც და შემოაკვდებოდა. მანქანის ფარების შუქზე მისი გაგიჟებული სილუეტი გულს მიხეთქავდა. ვამპირს ჰგავდა, რომელმაც ბნელ გზატკეცილზე უსუსურად აფართხალებული მსხვერპლი გამოიჭირა და ნაწილ-ნაწილ კუწავდა.
- შეწყვიტე... - წავიჩურჩულე აცახცახებულმა - გეყოფა, გთხოვ... ასე მოკლავ.
გასისხლიანებული მუშტი ჰაერში გაუქვავდა, მძიმედ სუნთქავდა და ცოცხალმკვდარ უცნობს გაველურებული თვალს არ აშორებდა. მეორე ხელს გამეტებით უჭერდა ყელში და მთელი ტანით ცახცახებდა.
- გეყოფა... დუჩე... გეყოფა...
ფეხზე ნელა წამოდგა, უგონოდ მგდებ სხეულს ცივად გადააბიჯა და ნელა მომიახლოვდა. სპილოსძვლისფერ სვიტერზე სისხლის შხეფები შესხმოდა, დამუშტული ხელებიდან კი ბლანტი წითელი სითხე წვეთ-წვეთობით ეცემოდა ასფალტს. ჩემკენ ნელა დაიხარა, ნიკაპში თითი ამომდო და თავი ამაწევინა. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რა ვიგრძენი, როცა მისი მწვანე თვალები ჩემსას ისევ შეხვდა. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს აღარასდროს მოხდებოდა და ახლა, როცა ის ჩემს წინ იდგა, მიუხედავად საშინელი ტკივილსა და ამაზრზენი სიტუაციისა, თავს უბედნიერს ადამიანად ვგრძნობდი.
- გატკინა? - წაიჩურჩულა თვალებამღვრეულმა.
თავი ნელა გავაქნიე და უნებურად ცრემლები წამომივიდა, გული ამიჩუყდა. თბილი მანტო გაიხადა, ბეჭებზე მომახურა და ხელში ამიტაცა. მისმა ტკბილმა სურნელმა ფილტვები ამივსო და გამაბრუა. მონატრებულმა კისერზე ხელები შემოვხვიე და მთელი ძალით მივეკარი მკერდზე.
- მაპატიე... მაპატიე, რომ გასაჭირში მარტო დაგტოვე. - მდუღარე ცრემლებმა ყელისკენ გაიკვლიეს გზა.
- შენც მაპატიე.
მკლავები მჭიდროდ შემომხვია, ტუჩებზე ნაზად მაკოცა, გულზე მიმიხუტა და მანქანისკენ გააბიჯა. და... და თითქმის ერთი თვის შემდეგ, ჩემს ფილტვებს პირველად მიეწოდათ ჟანგბადი. გულზე მოწოლილი დარდი, რომელიც ვერანაირმა სასმელმა ვერ გააყუჩა, ის საშინელი ხმები, რომლებიც მოსვენებას ერთი წამითაც არ მაძლევდნენ - გაუჩინარდა. თითქოს წყვდიადში ანგელოზი გამოჩნდა და დემონები დააფრთხოო.
დუჩემ მანქანასთან მიმიყვანა, ჩამომსვა, კარი გამოაღო და უკანა სავარძელზე მიმაწვინა. თავისი მანტო გადამაფარა და საჭეს მიუჯდა. მგონი თავი მაგრად დავარტყი, მისკდებოდა. მანქანა მთელი სისწრაფით მოსწყვიტა ადგილიდან. გულისრევა ვიგრძენი, თავს შევუძახე გაუძელი-თქო. იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, რომ შეიძლებოდა მანქანის სალონი მომემშვენიერებინა. ჯერ იმისიც მრცხვენოდა, რომ დუჩემ ასეთ მდგომარეობაში მიპოვა, ალბათ რა საზიზღარი დასანახი ვიყავი. დარცხვენილმა სახე მის მანტოში ჩავმალე. არა, მართლა ცუდად ვიყავი, ცოტაც და გული ამერეოდა.
- დუჩე... მანქანა გააჩერე, გთხოვ.
- ცუდად ხარ? - მკითხა შეშფოთებულმა.
სვლა შეანელა და ბენტლი გზიდან გადაიყვანა. კარი სასწრაფოდ გააღო და გადავიდა, თვალი არ გამიხელია. ზამბარასავით დაჭიმული ნებისმიერ წამს ველოდი ჩემი კუჭის სახიფათო აფეთქებას. სულ მალე ცივი თითები კისერთან ვიგრძენი. დუჩე სალონში შემოძვრა და წამომაყენა.
- სია, შემომხედე, - თავი ამაწევინა და აღელვებულმა სახე მომითვალიერა - ცუდად ხარ? გული ხომ არ გერევა?
- ჰო, - წავიბუტბუტე საშინლად დარცხვენილმა, მისთვის თვალის გასწორება მიჭირდა - ნუ მიყურებ, თავს საშინლად ვგრძნობ!
თვალები დავხუჭე და თავი მკერდზე მივადე. მანქანის გამოღებული კარიდან ცივი და სუფთა ჰაერი სახეში მცემდა და მსიამოვნებდა, მძიმედ ამოიოხრა. თმაზე ნაზად მომეფერა, მეორე მკლავი კი წელზე მჭიდროდ შემომხვია და გულში ჩამიკრა.
- მარტოს ამდენი რამ დაგალევინა?! - აშკარად ბრაზობდა - როგორ უნდა მისულიყავი სახლამდე? რატომ არ იფიქრე, რომ გზაში შეიძლებოდა რამე მოგსვლოდა?! ჩემზე რატომ არ იფიქრე?!
- ზუსტად შენზე ფიქრმა დამალევინა ამდენი, - წავიბუტბუტე გაბრუებულმა.
- ამდენი იმიტომ დალიე, რომ ჩემზე ფიქრობდი?
ვერ მივხვდი გაბრაზდა თუ ეწყინა, თუ უბრალოდ იმ ფაქტმა გააკვირვა, რომ მასზე ფიქრებმა ამ ზომამდე მიმიყვანეს.
- დუჩე, - თავი ძლივს წამოვწიე, თვალებში მიორდებოდა - ეს რატომ გააკეთე? მე არ მჭირდებოდა ეს!
- რატომ გავაკეთე?! - მწვანე თვალები მაშინვე ბრაზით წამოენთო - მადლობა მითხარი, რომ ადგილზე არ მოვკალი ის დედამოტყნუ’ლი!
- არა, მაგას არ ვგულისხმობ. რატომ უთხარი ყველას სიმართლე? ახლა... ახლა შენზე ცუდ რამეებს იტყვიან.
- მა’ხატია! - მოსხიპა ცივად - ასე იყო საჭირო, დამნაშავე უნდა დაისაჯოს! არ აქვს მნიშვნელობა ბრალდებულის სკამზე ვინ ზის! და სიმართლე თუ გაინტერესებს, ხალხის აზრი სულ ყლ’ეზე ! კიდევ გაქვს კითხვები?
სალონში დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა. ისეთი შეუვალი მზერა ჰქონდა ვეღარაფრის თქმა ვეღარ გავბედე. შევამჩნიე, მამამისზე ჯერ კიდევ საშინლად ბრაზობდა, გავიაზრე, რომ იმ წყეული ღამის შემდეგ, რაც მისი ოთახის კარი გამოვიხურე, არაფერი შეცვლილა. მის თვალებში მკვდარი გრძნობები ტივტივებდნენ, როგორც დახოცილი თევზები მწვანე ტბის ზედაპირზე, გული მომიკვდა.
- რენე როგორ არის? - ვიკითხე ყრუდ. ამოიოხრა და აჩეჩილ ქოჩორში თითები შეიცურა.
- გონს მოსვლა უჭირს. თავიდან ცუდად გახდა, ერთი კვირა საავადმყოფოში მეწვინა. როცა სიმართლე მოისმინა, ყველაფერი გაახსენდა. მის ტვინში ცოდვით ნაშენები ბარიკადები ჩამოიშალა და კინაღამ გააგიჟა. დრო დასჭირდა აზრზე მოსასვლელად, - განზე გაიხედა და ჩაბნელებულ კორომს დაბინდული მზერა გაუშტერა - არ ვიცი ოდესმე, თუ შეძლებს ამ ღია ჭრილობების მოშუშებას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას მოახერხებს. სიმართლე, რომ ვთქვა კალანდია და მირიანი დღეს ცოცხლები, რომ ყოფილიყვნენ რენე დაუფიქრებლად გამოფატრავდა ორივეს. ასეთი გაგიჟებული არასოდეს მინახავს. მეგონა, ჩვენს ოჯახში მარტო მე ვიყავი შეურაცხადი.
- ახლა სად არის?
- ჩემთან, ბინაში. მონტი სულ თავს დასტრიალებს, გარეთ გამოსვლის უფელბას არ ვაძლევ, სანამ წამლები ისევ არ შეძლებენ მის კონტროლზე აყვანას. მეშინია თავს რამე არ აუტეხოს.
- ძალიან ვწუხვარ, - ტუჩები ამიკანკალდა, სასმელი უარესად მოქმედებდა. გრძნობები გაათმაგებული ძალით მაწყდებოდნენ შიგნიდან - არ მინდოდა ასე მომხდარიყო.
- ეგ არავის უნდოდა, თუმცა, მაინც მოხდა. - თავი ჩემკენ მოაბრუნა და თვალებში დაკვირვებით მომაცქერდა - რატომ არ გინდოდა, რომ გამეგო, თუ საიდან მოხვდა ზურაბთან ვაქცინა?
- მაინც გითხრა?! - გავბრაზდი.
- კითხვაზე მიპასუხე!
- არ მინდოდა ამის გამო მოსულიყავი ჩემთან, - ჩავილაპარაკე ყრუდ - არ მინდოდა თავი რამეში ვალდებულად გეგრძნო, ან არ ვიცი. უბრალოდ არ მინდოდა...
- თავი რამეში ვალდებულად მეგრძნო? - გაიმეორა წარბშეკრულმა. თვალი ავარიდე. ნიკაპში ხელი წამავლო და თავი ძალით მიმაბრუნებინა - ეგ როგორ გავიგო, სია? რაები მოგდის თავში აზრად?! შენთან იმიტომ მოვედი, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია, ამის დედაც! და არა იმიტომ, რომ თავს ვალდებულად ვგრძნობ!
მიუხედავად იმისა, რომ მიბრაზდებოდა, მისი მკაცრი ტონისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მისი სიტყვები გულზე მომხვდა, უცებ ძალიან დამთბა. სისხლში ენდორფინის დოზის მომატება ვიგრძენი.
- გიყვარვარ?
- ჰო, აბა მძულხარ? ეგეთი რა დალიე, გოგო?! - უარესად გაბრაზდა.
გამეცინა. უცებ ძალიან მომინდა მეკოცნა, მაგრამ ალბათ სასმელის სუნად ვყარდი და თავი შევიკავე. გაღიზიანებულმა თავი გააქნია, კისერზე ხელი წამავლო და ტუჩებზე მეძგერა. გულმა გაასმაგებული ძალით დაიმიწყო ფეთქვა, როგორ მომნატრებოდა... როგორ მომნატრებოდა ეს მსხვილი ბაგეები, რომლებიც ასე ტბილად და ვნებიანად მეალერსებოდნენ. ახლა, როცა მთელი გრძნობით გულში მიკრავდა და მკოცნიდა, მიკვირდა კიდეც ეს დღეები როგორ ვძლებდი მის გარეშე, მისი შეხების, მოფერების, მისი ალერსის გარეშე. ძარღვებს თავაწყვეტილი ვნების ცეცხლი მოედოთ და ისე აღმოვჩნდი მის კალთაში, რომ გონს მოსვლაც ვერ მოვასწარი. აღგზნებულმა მანქანის კარი მოკეტა და ქურთუკი გამხადა.
- აღარასდროს გაბედო ჩემთვის ზურგის შექცევა, სია ძნელაძე! - წაიღრინა გაღიზიანებულმა - მეორედ ასე იოლად ვერ გადამირჩები!!!
ქურთუკი წინა სავარძელზე მიაგდო და ზედა ერთი ხელის მოსმით გამხადა, გამაცახცახა. ყელს, მკერდს, გულისფიცარს აღგზნებული მიკოცნიდა და მილოკავდა. სასმელზე მეტად მახვევდა თავბრუს, როცა სავარძელზე მიმაწვინა და წამონთებული მზერით ზემოდან მომექცა, გონება საბოლოოდ გამეთიშა.
- ძალიან მომენატრე... - აღმომხდა გულაძგერებულს.
სისხლისფერ ბაგეებს კმაყოფილი ღიმილი მოეფინათ. სვიტერი გადაიძრო და ჩემკენ ნელა დაიხარა, მისი მზერა ბოლოს მიღებდა, ტუჩებით ფრთხილად ეხებოდა ჩემს ბაგეებს. თვალები ვნებით წამონთებოდა. ხელი მუცელზე გაასრიალა და შარვლის შიგნით შემიცურა.
- კიდევ გაიმეორე... - წაიჩურჩულა ანთებულმა და ტუჩებზე ენა ამისვა, სხეული ამიცახცახდა.
- ძალიან მომენატრე... დუჩე...
ცბიერად ჩაეღიმა და...

ხუთი თვის შემდეგ

„ისეთი ლამაზი დილაა... საწერად ნამდვილად ჯადოსნური მომენტია. ჩიტების ჭიკჭიკი მესმის და განწყობას მიფერადებს, თან აქვე, სასტუმროსთან, პატარა კაფეტერიაა და ისეთ გემრიელ კრუასანებს და ფუნთუშებს აცხობენ მათი სურნელი ოთახში შემოდის. დუჩე, რომ დაბრუნდება უნდა ვთხოვო, რომ სასადილოდ ისევ ფლორიანთან წავიდეთ. ძვირიან რესტორნებს და გადაპრანჭულ კერძებს ფლორიანის ტკბილეულობა ორივეს გვირჩევნია.
ისე, ახლა ვუფიქრდები და ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. არც კი ვიცი მოყოლა საიდან დავიწყო. ნოვა ქავანა ციხეში ზის. სასამართლომ ჩვიდმეტი წლით პატიმრობა მიუსაჯა. 109-ე მუხლით გაასამართლეს, მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. მართალია გამოძიებამ დღემდე არ იცის ნოვამ რა გამოიყენა მისი პარტნიორების მოსაშხამად და ჭკუიდან შესაშლელად, მაგრამ ეს ფაქტი სრულიად საკმარისი იყო მისი სასჯელის დამძიმებისთვის.(კოლიბრი თავისი ვაქცინით და შხამით დღემდე დიდი კითხვის ნიშანია პროკურატურაში. სიმართლე გითხრა, მგონი ჯობია ასეც დარჩეს) შვილები არც კი ნახულობენ მამას.
დუჩესთან დალაპარაკება ბევრჯერ ვცადე, მაგრამ როგორც კი ამ თემაზე ვიწყებ საუბარს მაშინვე თემას ცვლის, ან უბრალოდ თავს მარიდებს. გულწრფელად მინდა, რომ მამას აპატიოს, ალბათ მისგან ძალინ ბევრს ვითხოვ (ამის გაკეთება თავად ვერ შევძელი, ზვიადს დღემდე ვერიდები). არც რენე იხსენებს მამის სახელს. თითქოს ძმები უსიტყვოდ შეთანხმდნენ, რომ ნოვა უბრალოდ შორს წავიდა სამოგზაუროდ და დიდხანს აღარ დაბრუნდება. არ ვიცი რამდენ ხანს აპირებენ ასე გაგრძელებას, მაგრამ იმედი მაქვს, დრო მაინც მოაშუშებს ღია ჭრილობებს.
რენე... რენეს ხასიათი გაუფუჭდა. გულჩათხრობილი და ზედმეტად სერიოზული გახდა, ჩაიკეტა. რაც მე დუჩესთან გადავედი ჩვენთან იშვიათად მოდის. რამდენჯერმე დალაპარაკება ვცადე, მაგრამ მივხვდი, რომ ზრდილობის გამო მესაუბრებოდა და შევეშვი. დრო სჭირდება, რომ ყველაფერი გაიაზროს და გადახარშოს, ბოლოს და ბოლოს, როგორი მოსასმენია, როცა იგებ, რომ დედა მხეცურად მოგიკლეს?! ხვდები, რომ სინამდვილეში სულ სხვა სამყაროში ცხოვრობდი, შენი რეალობა კი იმაზე საშინელი აღმოჩნდა ვიდრე წარმოდგენა შეგეძლო. რენესი მესმის, ვაგრძნობინე, რომ ჩემთან საუბარი ყოველთვის შეუძლია, თუ სურვილი ექნება. მე მასთან ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ისე, ვერ მოვითმინე და სიმართლეში გამოვუტყდი, ვუთხარი მასზე რასაც ვფიქრობდი და გულწრფელად მოვუბოდიშე. ოდნავ გამიღიმა და მითხრა ეს შენი ბრალი არაა, ამაზე აღარ იფიქრო, შენს ადგილზე ალბათ ბევრი იმავეს იფიქრებდაო. რენე, ძალიან კარგი ადამიანია.
ელენა უკეთ არის, წამლის მიღება უკვე შეწყვიტა. მართალია, მთლად ჩიტივით ვერ გრძნობს თავს, მაგრამ ზურაბი გვამშვიდებს, რომ ყველაფერი დროის საკითხია და ელენა აუცილებლად ბოლომდე გამოჯანმრთელდება. იქიდან გამომდინარე, რომ შხამი მის ორგანიზმში სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მკვდარ უჯრედებს რეგენერაცია უჭირთ, თუმცა, უწინდელ სახეს აუცილებლად დაიბრუნებენ. წინა კვირას მის სანახავად ვიყავი მისული და შენ წარმოიდგინე მიცნო! გამიღიმა და მომეხვია კიდეც.
გულში უცხო სითბო ჩამეღვარა, მისგან რაღაც დედობრივი ვიგრძენი. არ ვიცი, ალბათ ეს იმ ნაკლული გრძნობის იმიტაცია იყო, რომელიც კატერინამ დამიტოვა სულში, მე ხომ დედის სითბო არასოდეს მიგრძვნია?! ამიტომ ელენას ოთახის კნუტივით მივეკედლე. მიხარია, რომ ჩემი დანახვისას იღიმის. მგონი მართლა მოვწონვარ, გული სიყვარულით მევსება როცა მკლავებს მხვევს და გულში მიხუტებს. მიუხედავად იმისა, რომ სულ მედიკამენტების სუნი ასდის, როცა ვეხუტები მისი კანის სურნელს მაინც ვგრძნობ. ძალიან ნაცნობი არომატი აქვს, ზუსტად ასეთი სურნელი აქვს დუჩეს კანს. ამის გამო კიდევ უფრო მეტად მიჩუყდება გული. ეს ქალი, მოკლე დროში, საოცრად შემიყვარდა!
ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ სტერეოტიპების დამსხვრევა, დედამთილი აუცილებლად „დედამთილთან“ არ უნდა ასოცირდებოდეს ღრუზინული გაგებით. ელენას მართლა დედად აღვიქვავ, ნანატრ მშობელად, რომელიც მუდამ მინდოდა, რომ მყოლოდა. რაღაცნაირია თბილი, კეთილი და მოსიყვარულე. აი, ის ჭრელი თვალები სიხარულისგან ისე უბზინავს ხოლმე, როცა მე და დუჩეს გვხედავს, რომ სული მითბება...
ჰო, რაც შეეხება ჩემს ყოფილ პარტნიორს და ახლა უკვე მომავალ სიძეს, მინდა გითხრა, რომ თავს მშვენივრად გრძნობს. მეტიც, შენთვის სასიამოვნო სიახლე მაქვს, სისი და სანდრო ერთმანეთს ხვდებიან! აჰ, რაც უნდა ის თქვას დუჩემ, იმ მოხუც მკითხავზე, დღემდე დედის ტრა’კის გინებით, რომ ასრულებს მასზე საკმაოდ მოკლე და ხისტ მონოლოგს - სისის შემთხვევაში ქალბატონი მადონა მართალი აღმოჩნდა. მან მართლა იპოვა თავისი მეორე ნახევარი და აღარც სამართალზე სწავლობს. წინა თვეს საბუთები ჟურნალისტიკაზე გადაიტანა. სანდრო მომავალ კვირას მისთვის ხელის თხოვნას აპირებს, წინა დღით დამირეკა და რჩევა მთხოვა, შენი დაქალია და რამე ორიგინალური მომაფიქრებინეო. იდიოტი! კომპიუტერის და კიბერსივრცის გარდა სხვა ვერაფერში ერკვევა. იმედია პირველ ღამეს მაინც არ შეირცხვენს თავს, ცალი თვალით წააკითხა ახლა რასაც ვწერ, უეჭველი მომკლავდა.
რაც შეეხება მამაჩემს, მასთან კონტაქტი იშვიათად მაქვს. დღემდე ცდილობს ჩემთან ურთიერთბის აწყობას, მაგრამ მისდამი გული ვერაფრით მოვიბრუნე. ხანდახან კაფეში ვხვდები ხოლმე და ერთად ჩაის ვსვამთ, თუმცა, ჩვენი დიალოგი ზერელე და მოსაწყენ თემებს, როგორიცაა უამინდობა და გზაზე საშინელი საცობები, დღემდე ვერ გასცდა. რაღაცეები მაინც არ იცვლება, რას იზამ.
აი ჩემი არჩილი კი ისეთი ბედნიერი სახით დასუსნულებს მაგიდებს შორის, თითქოს დღედღეზე ახალწელს ელოდება. წარმოდგენა არ მაქვს რა უხარია. ორი კვირის წინ მას და დუჩეს ერთმანეთი გავაცანი და მას შემდეგ ასე დაფარფატებს მხიარული პეპელასავით. როცა ვეკითხები ასე რა გიხარია-მეთქი, კარგი ამინდიო მპასუხობს - გინდ მზე იყოს და გინდ წვიმა. მგონი რაღაცას მიმალავს.
ყველაზე მეტად ალბათ ეკეს ამბავი გაინტერესებს, ჩემი ყველაზე ახლო მეგობრის, რომლის მონატრებაც მუდამ უკან დამდევს საკუთარი ჩრდილივით. მას შემდეგ აღარ მინახავს, რაც საქართველოდან გაემგზავრა. მაინტერესებს მისი ამბები, მინდა ვიცოდე, რომ სადაც არ უნდა იყოს კარგად არის, მაგრამ ჩემთან დაკავშირებას საერთოდ არ ცდილობს. ორი დღის წინ დუჩეს ტელეფონში ეკეს შეტყობინებას წავაწყდი, უფრო სწორად პასუხი ჰქონდა მოწერილი, ალბათ დუჩე ეკითხებოდა ახლა სად ხარო, რადგან პასუხი ასეთი იყო:
„ ლოსანჯელესში ახლა ჩამოვედი, მაგრამ დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებ, ერთი კვირა და ისევ მადრიდში მინდა დაბრუნება. შენ როგორ ხარ? იმედია ყველაფერი რიგზე გაქვს, ხომ იცი თუ რამე დაგჭირდეს...“
როგორც ჩანს, ბიჭები ერთმანეთთან კონტაქტობდნენ, მე კი ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. დუჩე ჩატს ასუფთავებს. ეს ბოლო შეტყობინებაც შემთხვევით ვნახე, როცა ჩემს ტელეფონს ვერ მივაგენი და დუჩეს აიფონით ვცადე გადარეკვა. არ ვიცი, რატომ არ მიმხელს, რომ მიმოწერა აქვთ, ალბათ ეშინია, რომ გული ამიჩუყდება და ისევ ვიდარდებ. შეიძლება მართალიც არის, ესემესი რომ ვნახე, თვალები ამეცრემლა. რა ვქნა, მენატრება. ეკეს მიმართ გრძნობები წმინდა მეგობრულია, მაგრამ ეს ვერავის გავაგებინე. თუმცა, რას ვიზამთ, ხშირად ასეც ხდება. იმით მაინც ვარ ბედნიერი, რომ არაფერი უჭირს და ფარულ სიხარულს ვგრძნობ გულში, როგორც ჩანს, ბიჭებმა ურთიერთობა მოაგვარეს.
მმმ... კალანდია გამომრჩა. არა, არ გამომრჩა, ბოლოსთვის შემოვიტოვე ეს გადარეული ბიჭი! იცი, როგორ შეიცვალა? - ვხუმრობ, რა თქმა უნდა! კალანდიას რა შეცვლის! დუჩე სულ იმას წუწუნებს, რომ თათბირებზე და ოფიციალურ შეკრებებზეც კი არ არის სერიოზული, მაგრამ აქციონერები მის ხუმარა ხასიათს ასე, თუ ისე მიეჩვივნენ და ახლა თვალები დიდად აღარ უმრგვალდებათ, თუ კალანდიას რომელიმე პროექტის აღწერისას უწმაწური სიტყვა წამოსცდება ხოლმე, ან რომელიმე აქციონერს ასაკზე ან კლასიკურ ჩაცმულობაზე უწყებს ღადავს. ჩვენში დარჩეს და მათი დრესკოდი მეც ღიმილს მგვრის ტუჩებზე. საიმპერატორო პინგვინებს ჰგვანან, რომლებიც დაძაბული სახეებით კვერცხის გამოჩეკას ელიან.
რამდენიმე დღის წინ, კომპანიას ფრანგების დელეგაცია ეწვია. დუჩესთან კონტრაქტის გაფორმება სურდათ, დედაქალაქში ახალი ფეშენებელური სასტუმრო შენდება მათი პროექტით და „ქეი კორპორეიშენი“ მათთვის ყველაზე მომხიბვლელი კანდიდატურა აღმოჩნდა. (კომპანიამ, რაც დუბაის ელჩთან გააფორმა კონტრაქტი, კლიენტების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ისე, ადილარი ძალიან მომწონს, ხანდახან გვსტუმრობს ხოლმე, მილენას მეძახის, უცნაური კაცია. წინა კვირას ბილეთებიც კი გვაჩუქა და თავისთან დაგვპატიჟა. დუჩეზე აბოდებს!) ჰოდა, შეხვედრაზე კალანდია ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა (როგორც ყოველთვის!). კერძოდ, უჟმურ სტუმრებს უწმაწური ანეგდოტი მოუყვა, როგორც დუჩემ თქვა, მათი გაქვავებული მიმიკების ოდნავ შესარხევად. შედეგად კი, ჩვენმა აქციონერებმა თავი ვერ შეიკავეს და მოურიდებლად ახითხითდნენ. ფრანგებს დააინტერესათ რა თქვა კალანდიამ და როცა ანეგტოდი ფრანგულად ათარგმნინეს შეურაცხყოფილი სახეებით ულვაშები აიწკიპეს და დარბაზი დატოვესო, თან მტკიცედ დაიბარეს, რომ კონტრაქტს მხოლოდ მაშინ გააფორმებდნენ პრეზიდენტთან, თუ შეხვედრას ვიცე პრეზიდენტი არ დაესწრებოდა!
დუჩეს ნაამბობზე გულიანად ვიცინე. უნივერსიტეტის პერიოდი გამახსენდა, როცა დაუმორჩილებელ და მასხარა კალანდიას ლექტორები აუდიტორიიდან აპანღურებდნენ, როგორც ხედავ, დიდად არაფერი შეცვლილა. ხალხისთვის სისხლის გაშრობა მისი მოწოდებაა და რა ქნას ადამიანმა?! ხანდახან სერიოზულიც არის ხოლმე. ძალიან დავახლოვდით. როცა სამსახურიდან დაღლილები ბრუნდებიან, ვერანდაზე მონტის გაკეთებულ ჩაის, ან რომელიმე გემრიელ კოქტეილს ვსვამთ და საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ.
კალანდია ხშირად მიშლის გულს და ისეთ თემებზე მესაუბრება რაზეც არავისთან იღებს ხმას. დედამისთან ურთიერთობას ნელ-ნელა ალაგებს, მართალია დღემდე უჭირს მანჩოსთან კონტაქტი, მაგრამ მგონი ცოტახანში მაგასაც შევძლებთ. მანჩო ძალიან მომწონს, დავმეგობრდით კიდეც, ხალისიანი, თბილი და საყვარელი ქალია. მისი სილამაზე დღემდე შოკში მაგდებს! ჰო, ალექსიზე ვსაუბრობდი... წარმოიდგინე და ერთმანეთს უკვე უსიტყვოდ ვუგებთ, ძალიან მიხარია! თავისი იდიოტური ხასიათი სხვებისთვის გამაღიზიანებელია, მაგრამ მე მუდამ ღიმილს მგვრის და მოწყენილს სულ მამხიარულებს. სულ ვეუბნები მორჩი მაიმუნობას, შეეშვი ნაშების კუდში დევნას და ვინმე შეიყვარე-მეთქი, მაგრამ გაგიგონია? მე ისევე ვერ მოვიშლი ქალების სიყვარულს, როგორც რუსი სასმელისასო. ხელი ჩავიქნიე, ადრე თუ გვიან კუბიდონი მისთვისაც მოიცლის და მოძუნძლდება ჩემთან აჭრილი სიფათით, დამეხმარეო. ჯერ კარგად დავცინებ, მერე კი ალბათ რამე გამოსადეგ რჩევასაც მივცემ, როგორ არ დააფრთხოს გოგო პირველ პაემანზე.
ალბათ, გაინტერესებს მე რას ვსაქმიანობ. ჰო, ჩემს პროფესიაზე ხელი ავიღე. მიუხედავად იმისა, რომ დუჩემ სახელი აღმიდგინა და საზოგადოებას ისევ სჯერა ჩემი სიტყვის, მაინც უარი ვთქვი მასზე, უბრალოდ ბოლო თვეებში ისეთ საშინელი სტრესი და ექშენი გამოვიარე, ალბათ მთელი ცხოვრება მეყოფა! ისე, გამოგიტყდები და ხანდახან მენატრება კიდეც ჩემი ფოტოაპარატი, რომლის დანახვაზეც ჩემი მსხვერპლები შიშით ცახცახს იწყებდნენ, რომ მათი თვალისმომჭრელი კადრები ან მეუღლის ხელებში გაშანშალდებოდა, ან რომელიმე გაზეთის პირველ გვერდზე, თუმცა, ცხოვრების ეს ეტაპი დავხურე. ქუჩის დეტექტივი, რომლის სახელიც ისტორიას ალბათ კარგა ხანს არ დაავიწყდება, პენსიაზე გავიდა!
სანდრო უმუშევარი არ დარჩენილა, დუჩემ ტაისონა სამსახურიდან გააგდო. როცა გაიგო, რომ ანდრო ნოვაზე ფარულად მუშაობდა, თავიდან მოიშორა, ვისაც მე ვერ ვენდობი მასთან ვერც ვიმუშავებო. მისი ადგილი კი სანდრომ დაიკავა. ჰოდა, ბრძანდება ახლა „ქეი კორპორეიშენის“ კიბერუსაფრთხოების ადმინისტრატორი. ნორმალური სამსახურიც აქვს და კარგი ხელფასიც.
როგორც შეამჩნიეთ სამართალს არც ერთი ჩვენგანი არ გაჰყვა. როგორი უცნაურია, არა? ცხოვრებაში შეიძლება ბევრი რამ დაგეგმო - კარიერა, ოჯახი, წარმატება, მაგრამ ის მაინც მიგიჩენს შენთვის განკუთვნილ ადგილს, რომელიც შეიძლება შენი მოლოდინის სრულიად საპირისპირო აღმოჩნდეს. ახლა ხატვით ვარ დაკავებული, „მილენამ“ ჩემში მიძინებული ემოციები გამოაღვიძა. მასთან მეორე შეხებისას რაღაც იდუმალი კავშირი ვიგრძენი, მას შემდეგ ჩემი ნახატები სულაც არ გამოიყურება სასაცილოდ და მახინჯად, პირიქით, დუჩეს ისე მოსწონს მეუბნება გამოფენა უნდა გაგიკეთოო, მაგრამ ჯერ არ ვარ ამისთვის მზად.
თბილ ღიმილს მგვრის ის ფაქტი, რომ ყოველთვის დარწმუნებულია ჩემს შესაძლებლობებში, ჩემზე მეტადაც კი და ძალას მაძლევს, რომ ახალი და ბევრად უკეთესი მომავლისკენ თამამად გადავდგა ნაბიჯები. ამის გამო კიდევ უფრო მეტად მიყვარს! მომწონს იმის გააზრება, რომ ახალფეხადგმულ ბავშვს ძლიერ ხელს მაშველებს, რომ ნაბიჯების გადადგმისას არ დავეცე.
დუჩე... დუჩე ნამდვილად შეიცვალა. ახლა უფრო პასუხისმგებლიანი, სერიოზული და დამჯდარია, ვიდრე ადრე იყო (მისი ეს თვისებები ისეთ მიმზიდველს ხდის, რომ ხანდახან თვალის მოშორებაც კი მიჭირს. ღმერთო, ამ ბიჭზე უგონოდ ვარ შეყვარებული!). ალბათ ეს იმ ტვირთის ბრალია, რომლის ტარებაც უწევს. ის ხომ ახლა „ქეი კორპორეიშენის“ პრეზიდენტია?! თავიდან ფიქრობდა, რომ ვერ შეძლებდა, არა იმიტომ, რომ მართლა არ შეეძლო, უბრალოდ იმ სკამისადმი ზიზღს ვერ სძლევდა, რომელმაც ამდენი სისხლი მოიტანა. თუმცა, დროთა განმავლობაში დამშვიდდა, მიხვდა, რომ ზიზღს მისი პოსტი კიარა ის ადამიანები იწვევდნენ მასში, რომლებმაც ბევრი ცუდი მოგვიტანეს ცხოვრებაში და ამ კლიშეს მაინც გადააბიჯა.
ახლა ყოველ დილით ჰალსტუხს ვუკრავ და ოფისში ისე ვუშვებ. საღამომდე ვერ ვნახულობ და ძალიან მენატრება ხოლმე, მაგრამ მონტი სულ ჩემს გვერდით არის და ცდილობს არ მომაწყინოს. ისეთი საინტერესო ადამიანია, რომ მასთან ხანგრძლივი დიალოგები არასოდეს მბეზრდება, პირიქით, ჩემში შთაგონებას აღვიძებს და ისეთ ნამუშევრებს ვქმნი, რომ მერე მეთვითონ მიკვირს ხოლმე. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.
მონტის ძალიან მოსწონს ჩემი ახალი საქმე, როცა ვხატავ ოთახის კუთხეში ჩუმად ჯდება და თვალზე ცრემლმომდგარი შორიდან მიყურებს. მის მზერაში წარსულის ექოს ვგრძნობ. მომიყვა თავისი ისტორია, ბევრი ვიტირე. მგონი თავისი შეყვრებული დღემდე ენატრება და როცა ხატვას ვიწყებ იმ გოგოს ჩემში წარმოიდგენს, ან იმ ნახატებში, რომელიც მის თვალწინ იქმნება. გული მწყდება ასეთ სევდიანს, რომ ვუყურებ.
როცა ცრემლებს ვეღარ იკავებს, ხატვას ვწყვეტ, სამზარეულოში ძალით მიმყავს და მისსავე ნასწავლები ცხელი შოკოლადით ვუმასპინძლდები. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, თუნდაც ვსაქმიანობდე, ან მონტისთან საინტერესო თემებზე ვსაუბრობდე, მთელი გულით და გონებით დუჩეზე მეფიქრება. მგონი იგრძნო რომ ამ ბოლო დროს იმდენ ყურადღებას ვეღარ მითმობს და ეს აწუხებს, რამდენჯერმე თათბირიდანაც გამოსულა, რომ უბრალოდ დაერეკა.
ვცდილობ ხოლმე, რომ არ შევიმჩნიო, თუმცა, არაფერი გამომდის, ხშირად გული მიჩუყდება პატარა ბავშვივით და კარს მივჩერებივარ იმის იმედით, რომ ან ახლა დაბრუნდება შინ, ან ახლა. სახლში დაბრუნებული კი ისე თბილად მიღიმის წამში მავიწყდება მთელი დღის სიმძიმე. სულ იმას მეუბნება, როცა ვიცი სახლში შენ მელოდები ეკლებზე ვზივარ, ერთი სული მაქ შინ წამოვიდეო. ნეტავ ცოტათი მაინც ხვდებოდეს, როგორ მაბედნიერებს ეს სიტყვები.
რაღაც ამ ბოლოს ზედმეტად მგრძნობიარე გავხდი. ეს რომ აღვნიშნე სისიმ სასწრაფოდ მირჩია ორსულობის ტესტის ყიდვა. რა უბედურებაა, შეყვარებული ისე ვერ მომნატრებია ვიღაცამ ცხვირში რომ არ მაჯახოს ორსულად ხომ არ ხარო?! ნერვები მეშლება, თუმცა რაზე თავადაც ვერ გამიგია. ახლა, რომ ვუფიქრდები მაგაზეც ნერვები მეშლება.
ამიტომ დუჩემ გადაწყვიტა, რომ სამსახურისგან ცოტა დაესვენა (ან უბრალოდ ლამაზი სიურპრიზის მოწყობა უნდოდა, როგორც ახასიათებს ხოლმე). ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა საშინლად კმაყოფილი და მაცდური სახით ცხვირწინ თვითმფირნავის ბილეთები ამიფრიალა. ხელი მომკიდა და იტალიაში წამოვედით. ისეთი მზრუნველი და საყვარელია ხოლმე, მასში იმ თავხედი ტიპის ამოცნობას საერთოდ ვეღარ ვახერხებ, რომელიც ერთ დროს სისხლს მიშრობდა უნივერსიტეტში. ახლა ამის გახსენებისას კი მეცინება, სუფთა დრამატული სერიალის წყვილივით ვიყავით, მაგრამ აბა მაშინ გეკითხათ! კუდზე ფეხდადგმული კატის ხასიათი მქონდა მისი ქცევების გადამკიდე.
ახლა კალიარში ვართ. ისე მომწონს აქაურობა, რომ არ მინდა ეს მოგზაურობა ოდესმე დასრულდეს. იტალია ისეთი ლამაზია, რომ სუნთქვაც კი მეკვრის მისი თვალიერებისას. მეც არ ვიცი ასე რამ შემაყვარა აქაურობა, ალბათ უფრო იმიტომ, რომ დუჩეს ყველა ტკბილი მოგონება ამ ქვეყანას უკავშირდება და ამის გამო მასთან რაღაც იდუმალ კავშირს ვგრძნობ, სულში რაღაც სასიამოვნო გრძნობას მიღვიძებს და ეს ძალიან მომწონს.
წინა საღამოს ერთ პატარა კაფეში ვიყავით შესულები. კაფეტერიის მეპატრონე ისე შინაურულად და მეგობრულად მიესალმა დუჩეს მგონი აქ ხშირად დადიოდა ელენასთან ერთად. ადგილობრივი ნაყინი გავსინჯეთ, ისეთი გემრიელი იყო, ცრემლები წამომივიდა. ახლა, რომ ვუკვირდები მართლა არ ვიქცევი ადეკვატურად. მგონი ჯობია ორსულობის ტესტი ვიყიდო. აბა, ნაყინის ჭამის დროს სიხარულისგან ვინმე მართლა ტირის?! დუჩე ქალაქშია გასული, დილით გაღვიძებულს ბალიშზე წერილი დამახვედრა, მალე დავბრუნდები პატარა და გემრიელი სიურპრიზებითო. როგორი რომანტიკულია ეს ბიჭი, მეტირება. აი ისევ!“
დღიურის წერა შევწყვიტე, ლეპტოპი დავხურე და დავამთქნარე. გაბრუებულმა საათს გავხედე, უკვე რვა ხდებოდა. რამხელა დრო გასულა. ვიფიქრე, შხაპს მივიღებ-მეთქი, დილით წყლის გადავლება ერთი სიამოვნებაა. წამოვდექი და საძინებელში გავედი. ტანსაცმელების ნახევარი ჯერ კიდევ ჩემოდანში მელაგა. ყველაფრის ამოყრა დამეზარა. ოთახის კუთხეში მიდებული ჩემოდანი საწოლთან მოვაგორე და გავხსენი.
შიგ იმდენი წვრილმანი რაღაც ეყარა, რომ ჩემი საყვარელი დუშგელის ნახვა გამიჭირდა. ამ სასტუმროში ახალი გადმოსულები ვიყავით. რატომღაც ძალიან მომეწონა ეს ჩვეულებრივი, მაგრამ დახვეწილი შენობა, რომელსაც ძველებური არქიტექტურის სიდიადე ჯერ კიდევ შეენარჩუნებინა. დუჩეს ძვირადღირებული სასტუმროს ნომერი მოვახსნევინე და ამ უბრალო ადგილას გადმოვბარგდით.
ნივთების ჩხრეკვისას რაღაც გრძელი და ვიწრო მომხვდა ხელში, წარბშეკრულმა კოლოფი ამოვწიე და ხელში ორსულობის ტესტი შემრჩა. გამიკვირდა, მე რომ არ მიყიდია ზუსტად ვიცი! აჰ, ალბათ ჩემთან სისი, რომ იყო გამოსული მაშინ გამომიყოლა და ჩემოდანში ჩუმად ჩამიდო. რა ჯიუტია ეს გოგო! ის იყო გაღიზიანებულმა უკან ჩაბრუნება დავაპირე, რომ შევჩერდი და ყუთს ეჭვით დავაცქერდი. ბოლოს გავიფიქრე ჩემგან რა მიდის, დავრწმუნდები-თქო და აბაზანაში გავედი.
სულ ცოტახანში პასუხს გავიგებდი. რატომღაც ძალიან ვღელავდი. ბოლოს მომხდარი უცნაურობები გონებაში ციცინათელებივით დაქროდნენ. გამახსენდა, როგორ ამიჩუყდა გული დუჩეს მოტანილ ყვავილების თაიგულზე. წარმოდგენა არ მქონდა ასეთი ლამაზი ვარდები სად იშოვა, მაგრამ ისე მომეწონა ცრემლები წამომივიდა. მეორე დილას ლოგინში საუზმე მომართვა (არადა ამას თითქმის ყოველდღე აკეთებს, თუ მე არ დავასწარი გაღვიძება), კრუასანებით და ყვავილებით კოხტად გაწყობილი ლანგარი მუხლებზე დამიდო და ტკბილად მაკოცა, ჰო, ამაზეც ვიტირე.
აღელვებულმა ტესტს შიშით გავხედე. მეც არ ვიცი ასე რა მაფრთხობდა. დუჩეს ძალიან უნდოდა შვილი, ბოლო დროს ხშირად ვსაუბრობდით ამ თემაზე. მე თავს ვიკავებდი, განა იმიტომ, რომ მისგან შვილი არ მინდოდა - პირიქით, ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იქნებოდა, რისი მოცემაც მას ჩემთვის შეეძლო, მაგრამ მეშინოდა. ძალიან მეშინოდა, რომ მეც ისეთივე უვარგისი და ქარაფშუტა დედა ვიქნებოდი მისთვის, როგორც კატერინა იყო ჩემთვის. შეიძლება ჩემი შიშები სულაც უსაფუძვლო იყო და როცა პატარა დუჩეს დავინახავდი ჩემს მკლავებში სამყაროც შეიცვლებოდა ერთ წამში, მაგრამ ახირებულ ქვეცნობიერს ვერაფერი, რომ ვერ შევაგნებინე, რა მექნა?! მე არ ვიცოდი რას ნიშნავდა იყო კარგი დედა, ამის მაგალითი არასოდეს მინახავს და ეს ძალიან მაშინებდა.
ბოლოს ვიფიქრე სანამ დუჩე მოსულა პასუხს მაინც გავიგებ-მეთქი და აკანკალებულმა ტესტს დავხედე. რამდენიმე წუთის განმავლობაში უხმოდ მივჩერებოდი პლასტმასის ჯოხს და ხმას ვერ ვიღებდი. ბოლოს თითები მომიდუნდა, ტესტი გამივარდა და ყრუ ჩხაკუნით დაეცა იატაკს. ხელები ნელა მივიდე მუცელზე. ალბათ და თან უეჭველად, ნერვების და აღგზნებული ფანტაზიის ბრალი იყო, მაგრამ ჩემში რაღაც პაწია და ჯერ კიდევ განუვითარებელი არსება გაინძრა, თითქოს დამიდასტურა მე ნამდვილად აქ ვარო. თვალზე ცრემლი მომადგა. მოულოდნელად მისაღებ ოთახში ჩემი ტელეფონი აზუზუნდა. ძლივს გამოვერკვიე. ტესტი ავიღე, ყუთში შევინახე და ნაგავში მოვისროლე. ოთახში გავედი და ტელეფონი ხელში ავიღე, ნაცნობმა ნომერმა ცოტათი გამაკვირვა.
- ალექს?
- ჰეი, ასფურცელა! - მომესმა კალანდიას მხიარული ხმა - როგორ ხარ? სად გდია შენი დებილი შეყვარებული, ტელეფონს, რომ არ პასუხობს?
- სახლში დატოვა. რამე ხომ არ გინდოდა?
- არა, ტო, ისე დავრეკე. რა იყოთ, წაეთრიეთ საგულაოდ და სულ დამიკიდეთ, არა?
- ნასვამი ხარ, ბიჭო?
- ბოსთან არ ჩამიშვა იცოდე! - ახითხითდა. გამეცინა.
- ღმერთო, რა იდიოტი ხარ!
- მართლა მომენატრეთ. ძაან მომენატრეთ, შვი’ლი ვიყო! საღამოს, რომ გამოვდივარ თქვენთან მარტო ის ულვაშებიანი მხვდება რენესთან ერთად. რენე ისევ ცუდ ხასიათზეა, ვერ ველაპარაკები, ყველას ერიდება. მე კი საუბარი მინდა, შენ კი... შენ, წახვედი.
- მოხდა რამე?
- აჰ, არა, სია. უბრალოდ...
- რა უბრალოდ, ალექს?
- უბრალოდ საუბარს მიმაჩვიე, ჰოდა ახლა ემოციები შიგნით აღარ მიჩერდებიან, გარეთ გამოსვლა უნდათ. ჩემი ფსიქოლოგი კი ახლა ძალიან შორს არის და ბედნიერ წუთებს ჩემი სირული გამოხტომით ვუშხამებ.
- სისულელეებს ნუ მიედ მოედები! მითხარი რა გჭირს?
- მე კი არა შენ რა გჭირს? ხმაზე გატყობ, რომ რაღაც მოხდა... ჰა ეხლა, ამოღერღე... გააჯვი , ხო ხედავ რო ვლაპარაკობ, ტო, რა ტვინი მოტყა’ნი!
- ვინ არის მანდ?
- რავი, ერთი ამის დედაც მოვტყ’ან, მითხარი რა მოხდა, სია...
- ალექს... ორსულად ვარ!
- რაო???
მის გაოცების წამოძახილს თან საშინელი ხმაური მოჰყვა ყურმილიდან, მგონი ვიღაცას რაღაც გადაასხა და ახლა იყო ერთი წიოკი. გოგოების წიკვინი გავიგე, მგონი კალანდიამ ერთ-ერთს კაბაზე სასმელი გადაასხა და ახლა აწივლებულ გოგოს თავისებურად ამშვიდებდა, დაიკიდე, მაინც არ გიხდებოდაო. დაძაბულობა წამში გამეფანტა და სიცილი ამიტყდა, ეს არანორმალური ბიჭი მუდამ ახერხებდა ჩემს გამხიარულებას.
- კარგი... კარგი ახალს გიყიდი!... სია, აქ ხარ?
- ჰო, რა მოხდა?
- სულიერი აღელვების ფონზე მარცხი მომივიდა. ისეთი არაფერი... მოიცა, ესე იგი, ბიძა გავხდები?! - მის ხმაში საშინელი აღფრთოვანება შევნიშნე და გამეღიმა.
- იდიოტო, ხმას დაუწიე, ყველას ნუ გააგებინებ, დუჩემაც კი არ იცის.
- რაო? გასულელდი გოგო? რას ელოდები? ტვინი მომი’ტყნა მაგაზე ლაპარაკით ბოლო კვირეებია. მოიცა, არ უთხრა, სიხარულისგან გულმა, რომ დაარტყას? ძმაკაცი არ დამიბრიდო, გოგო!
- ალექს, მორჩი მაიმუნობას, ძალიან ვნერვულობ.
- და რა განერვიულებს? მშობიარობამდე კიდევ ცხრა თვეა.
- საქმე მაგაში არაა.
- აბა?... სია, რას გაჩუმდი, მითხარი რა გაწუხებს.
- ალექს, კარგი დედა რომ არ ვიყო? შვილი ისე, რომ ვერ აღვზარდო როგორც საჭიროა? მეც, რომ ისეთვე საშინელება ვიყო, როგორიც დედაჩემი იყო?
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! - გაბრაზდა - შენი ლოგიკით თუ ვიმსჯელებ, შვილი არ უნდა ვიყოლიო, იმის შიშით, რომ ყ’ლე მამაჩემს არ დავემგვანო? ეს მათი შეცდომები და გრეხები იყო, სია, ისინი ჩვენ არ გვეხება! შენ გეყვარება შენი შვილი, მოუვლი, გაუფრთხილდები და იზრუნებ მასზე, ისევე როგორც მე მეყვარება ჩემი. ასე, რომ თავს სისულელეებით ნუ იტენი და ჩემს ბიჭს რაც შეიძლება მალე ახარე! ისე, აქამდე რა ჯანდაბას აკეთებდი მაინც ვერ ვხვდები.
- ამ წამს გავიგე, იდიოტო და შენც დარეკე!
- უი, პირველმა მე გავიგე? აუუუ! - ამ აზრმა აშკარად აღაფრთოვანა. სიხარულისგან ბოლო ხმაზე დაუსტვინა და ახარხარდა - მაგარია, საძმაკაცოს პირველი ბავშვი, ტო! ჰაჰ, იმედი მაქვს ბიჭი იქნება, უნდა ვაბლატაო!...
- ჩემს ჯერ არ დაბადებულ შვილზე უკვე ბილწი აზრები მოგდის თავში! აქ მესმის, გაფუჭებულო!
- ბედნიერი ვარ, სია! - მიპასუხა პაუზის შემდეგ - გმადლობ, რომ მითხარი. ახლა უკეთ ვარ, არა, ძალიან კარგად ვარ.
- ალექს...
თვალები ამეცრემლა. მისმა სიტყვებმა გული ამიჩუყეს. მისი ხმა ისე გულწრფელად ჟღერდა, ნათლად წარმოვიდგინე ნაცრისფერი თვალები სიხარულისგან როგორ უციმციმებდა.
- ახლა დალევის მიზეზი ნამდვილად მაქვს, ოჯახში მატებაა, ამაზე კარგი რა უნდა მოხდეს?! - გაეცინა - სია, დუჩეს მალე უთხარი, ამაზე მეტად არაფერი გააბედნიერებს და ძალიან გთხოვ, ბნელი აზრები გონებიდან გამოიბერტყე. წარსული წარსულში უნდა დავტოვოთ, რომ აწმყო და მომავალი შეგვრჩეს, კარგი?
- კარგი, გმადლობ, ალექს.
- ასფურცელა... - წარმოთქვა თბილად.
ტელეფონი გაითიშა. აღელვებულმა ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები სასწრაფოდ შევიმშრალე და უნებურად გამეღიმა. ალექსის სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედეს. ახლა ის საშინელი შიში, რომელიც შიგნეულობას მწარედ მწიწკნიდა ცოტათი მიყუჩდა. კარგ და ერთგულ მეგობარზე ძვირფასი არაფერია! უცებ ჰოლიდან ხმაური შემომესმა, დუჩე დაბრუნდა! გახარებულმა ტელეფონი საწოლზე მივაგდე და მისაღებ ოთახში გავიქეცი.
- სია... - პარკებდაზვინულს მაშინვე ფართო ღიმილი მოეფინა ტუჩებზე, როგორც კი დამინახა - მაპატიე, ცოტა შემაგვიანდა. მინდოდა ლოგინში დამხვედროდი...
აღარაფრის თქმა აღარ ვაცადე, სწრაფად მივუახლოვდი და მოვეხვიე. გაკვირვებული წამით შეტოკდა, შემდეგ პარკები ძირს დაყარა და გაღიმებულმა ხელში ამიტაცა.
- რა იყო, საყვარელო, მორიგი უცნაურობების შემოტევა გჭირს?
თმა უკან გადამიწია და ანთებული თვალებით თბილად მომაჩერდა. წელზე ფეხები შემოვხვიე და მკერდზე მჭიდროდ მივეკარი.
- ძალიან მიყვარხარ, - ვუჩურჩულე გრძნობამორეულმა და სისხლისფერ ბაგეებზე ნაზად ვაკოცე - და ძალიან მომენატრე.
- ჰოო? - მწვანე თვალები მაშინვე ვნებით აემღვრა - მორჩები ეხლა ჩემთვის ტვინის არევას და დილის საუზმის მომზადებას დამაცდი, თუ...
- აჰ, საუზმეს პირადად თქვენ ამზადებთ? - გამეღიმა.
- ჰო, დღეს განსაკუთრებული დღეა, საღამოს შენთვის სიურპრიზი მაქვს, - თვალი ეშმაკურად ჩამიკრა და ტუჩები ამილოკა.
- რა სიურპრიზი? - გაეცინა.
- სიურპრიზი იმისთვისაა, რომ მის ნახვამდე არაფერი არ უნდა გაიგო, - წარბაწეულმა თავი გააქნია - ახლა, კი თუ შეიძლება მორჩი ჩემს პროვოცირებას და საძინებელში დაბრუნდი, თავს ისედაც ძლივს ვიკავებ...
აღგზნებულმა გულის ფიცარზე ცხელი ტუჩები მომაკრო. სხეულს მაშინვე მოედო თავაწყვეტილი ვნების ცეცხლი და თავბრუდამახვია. თავი გავაქნიე და ღრმად ჩავისუნთქე, მინდოდა მისთვის დილის ჩემებური სიურპრიზი გამეკეთებინა, მაგრამ თქმა ვერაფრით გავბედე.
- კარგი, ლოგინში დაგიცდი.
ტუჩებზე სწრაფად ვაკოცე, ჩამოვხტი და ჩემი ოთახისკენ წავედი. გზაში თითებს ვიმტვრევდი, ღმერთო, ასეთი აღელვებული არასოდეს ვყოფილვარ. ოთახში შევედი და კარი მივიხურე, ლოგინზე ჩამოვჯექი და კალიარის თვალისმომჭრელ ხედს გავხედე. ჭრელაჭრულა კორპუსები და სანაპიროდან მონაბერი მლაშე წყლის სურნელი ისედაც აჩქარებულ გულს, უარესად მიგიჟებდა. წამოვდექი და ფეხშიშველი აივანზე გავედი. თავს უცნაურად ვგრძნობდი, ძალიან უცნაურად. ჩემში ახალი სიცოცხლე იზრდებოდა და ის იმ მამაკაცთან სამუდამოდ დამაკავშირებდა, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს მერჩია. ამაზე დიდი ბედნიერება მართლა არსებობს? მუცელზე ხელები მივიდე.
- ძალა მომეცი, რომ ეს ვუთხრათ, კარგი? - წავიჩურჩულე გაღიმებულმა - გთხოვ, ამას მარტო ვერ შევძლებ. არ ვიცი როგორი დედა ვიქნები შენთვის, მაგრამ პირობას გაძლევ, რომ მთელი არსებით მეყვარები და ძალიან ვეცდები შენთვის ის მშობელი გავხდე, რომელიც ყოველთვის მინდოდა, რომ თავად მყოლოდა.
თითებში სითბო ჩამეღვარა. დედა-შვილის იდუმალ და ამოუცნობ კავშირზე ბევრი რამ მსმენია, მაგრამ ამ სიტყვებმა ჩემთვის მხოლოდ ახლა მიიღეს რეალური სახე. ეს პატარა სასწაული, რომელიც ჩემში იზრდებოდა, უცნაურ და აქამდე უცნობ ინსტიქტებს მიღვიძებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი სიტყვები გაიგო.
მოწმენდილ ცას ავხედე და სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. გადავწყვიტე, დუჩეს საღამოს ყველაფერს ვეტყოდი. არ ვიცოდი რა სიურპრიზს მიმზადებდა, მაგრამ ჩემი აშკარად, რომ უკეთესი იქნებოდა ზუსტად ვიცოდი. ამ აზრმა კმაყოფილი ღიმილი მომგვარა და ოთახში შევბრუნდი...
- დუჩე... რას აკეთებ?
- მალე ნახავ, ცოტაც მოითმინე.
- თვალებიდან ეს, რომ მოვიძრო არ შეიძლება?
- არავითარ შემთხვევაში! ასე ყველაფერს გააფუჭებ.
- ტალღების ხმა მესმის, ჩვენ რა სანაპიროზე ვართ?
თვალებახვეული ვერაფერს ვხედავდი. სახლიდან წამომიყვანა და სად მივყავდი არაფერი უთქვამს. ბოლოს მისი ასეთი ჟესტის შემდეგ, თვალწინ ისეთი ჯადოსნური სანახაობა გადამეშალა, რომ ახლა ცხოველური ინტერესით შეპყრობილი მოუთმენლად ველოდი დაპირებულ სიურპრიზს, თან მღელვარებისგან მუხლებიც კი მიკანკალებდა.
- ჰო, სანაპიროზე ვართ, - ჩაეცინა და ყურისძირში ნაზად მაკოცა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
- კარგი. არაფერს მეტყვი ხომ?
- რა თქმა უნდა, არა.
ტუჩები გავბუსხე და მკერდზე მივეკარი. მის მკლავებში თავს ისე კომფორტულად ვგრძნობდი მიხაროდა კიდეც, რომ მანქანით არ წამომიყვანა. სანაპიროსთან ახლოს ვცხოვრობდით და ბევრი სიარული არც დაგვჭირვებია. გზატკეცილს, რომ გამოვცდით თვალები ამიხვია და ხელში ამიტაცა.
- და ეს კაბა რატომ ჩამაცვი? სანაპიროზე კაბით უნდა ვიყო? - გამეცინა.
- ეგ კაბა გიხდება, თან ძალიან მომწონს და საერთოდ რამდენს ლაპარაკობ?! - ტუჩზე მწარედ მიკბინა, ისევ გამეცინა.
- დრო გამყავს. თორემ ასე ახლოს, რომ ხარ გონება მერევა და თავში ბინძური აზრები მომდის.
გამხიარულებულს სიცილი აუტყდა. მკერდზე ძლიერად მიმიკრა და ტუჩებზე ტკბილად მაკოცა, გამაჟრჟოლა. ნეტავ რა აცინებდა?! კიარ ვხუმრობდი!
- მოვედით.
- მართლა? - აღფრთოვანებულმა კინაღამ სახვევი ჩამოვიგლიჯე.
- ხელები გააჩერე, მე არ მითქვამს, მოხსნა შეგიძლია-თქო!
- ბოროტო!
ვიგრძენი, რომ ჰაერში ავიწიე, გული გადამიქანდა. დუჩეს სხეული დაეძაბა და უცებ რაღაცაზე დავხტით, ლითონის ყრუ ხმამ საერთოდ დამაბნია. ამჯერად მაინც რა მოიფიქრა? სულ უნდა გავეშტერებინე? მერე უეცრად გამახსენდა მისი სიტყვები, რომელიც ჯერ კიდევ თბილისში, არჩილის კოტეჯში მითხრა, იტალიაში მინდა შენთან ერთად წასვლა და რაღაცის გაკეთებაო. მაშინ არაფრით არ მითხრა რა იგულისხმა და მგონი სულ მალე ამ საიდუმლოსაც ფარდა აეხდებოდა, უფრო დავინტრიგდი!
- კარგი, ახლა აქ დაგსვამ და არ გაინძრე იცოდე.
- უნდა ვინერვიულო?
წავიბუტბუტე დამფრთხალმა. დუჩეს გაეცინა და რაღაც ძალიან რბილზე და ფუმფულაზე დამაჯინა. ქსოვილი ხელით მოვსინჯე, ისეთი ნაზი და ფაფუკი იყო მესიამოვნა. პლედს ჰგავდა, პლედიც არ იყო. უცებ რაღაც საშინლად ახმაურდა, ძრავი ჩაირთო და ათუხთუხდა.
- კატერი!
აქამდე როგორ ვერ მივხვდი? თან დუჩეს მკლავებში უცნაურად ვირწეოდი. ნამდვილად კატერზე ვიყავით და ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა ადგილიდან დაიძრა და ზღვისკენ თავისუფლებას მოწყურებული ფრინველივით გაიჭრა. შუაზე გახლეჩილი ტალღების ხმა მესმოდა, ვგრძნობდი, როგორ მიაპობდა ცივი ლითონი წყლის მოსარკულ ზედაპირს და სხეულს სასიამოვნო სითბო უვლიდა. ისეთი გრილი სიო ქროდა, რომ ცოტათი შემცივდა კიდეც. პლედს ხელი წავავლე და ბეჭებზე მოვიხურე, წამში გამათბო. კატერს აშკარად დუჩე მართავდა, რახან ჩემს გვერდით არ იჯდა.
მგზავრობამ ალბათ თხუთმეტ ან ოც წუთს გასტანა. იმდენად გავერთე ბუნების იდუმალი ნოტების მოსმენით, რომ ვერც კი შევამჩნიე როდის შევჩერდით, სანამ დუჩეს ხელი წელზე არ შემომეხვა, მისი მუდამ ცხელი ტუჩები კი მხარზე მომეკრო.
- ხომ არ შეგცივდა? - მიჩურჩულა ყურში და პლედი შემისწორა.
- არა, კარგად ვარ. სად ვართ?
უცებ თვალებიდან სახვევი მომშორდა. თვალები ავახამხამე, რომ დაბინდულ კონტურებს მკვეთრი გამოსახულება მიეღოთ. დუჩეს მომღიმარ მზერას თვალი გავაყოლე და დავმუნჯდი. შუა ზღვაში ვიყავით. გარშემო არავინ და არაფერი მოჩანდა. უზარმაზარი ყვითელი მთვარე ისე ახლოს იყო წყალთან ლამის მის ზედაპირს ეხებოდა, გიგანტურ ნათურას ჰგავდა, რომელიც ზღვაში სპეციალურად ჩვენთვის აანთეს. კამკამა და კუპრივით შავი წყალი სავსე მთვარეს ჯადოსნურად ირეკლავდა. წყალი ისეთი მშვიდი იყო, ისეთი მშვიდი, თითქოს რაღაცას გრანდიოზულს განაბული უცდიდა.
- ეს რეალობაა? - წავიჩურჩულე დაბნეულმა და დუჩეს აღფრთოვანებული მივაჩერდი - არაფერი მეჩვენება?
- შენთვის რაღაცის მოცემა მინდა. - თვალები უცხო გრძნობით აენთო - მას უკვე წლებია ვაკეთებ, ჰოდა მგონი დავხურე ის პერიოდი, როცა ამას მარტო ვავსებდი. ახლა დროა ის ახალი მოგონებებით შეივსოს.
- რას...
დაიხარა და კაბინიდან რაღაც დიდი პორტფელი გამოიღო, შესაკრავი მოხსნა, მუხლებზე დამიდო და გვერდით მომიჯდა.
- გახსენი.
რატომღაც ძალიან ავღელდი, ჩასადები ვიცანი, უკვე ვიცოდი შიგნით რაც მელოდა. ალბომის ყდას ხელი ავკარი და პირველი გვერდი გადავფურცლე. უზარმაზარი შავთეთრი პოტოსურათი თვალში მომხვდა - ეს მე ვიყავი! ფოტო უნივერსიტეტის პირველ დღეს იყო გადაღებული, როგორი პატარა ვყოფილვარ, თან არც ისეთი ლამაზი! ჯანდაბა, ძალიან შემრცხვა. საკუთარი თავი ასეთი აღარც მახსოვდა, მართლაც დამფრთხალ ჩიტს ვგავდი, როგორც დუჩე მიწოდებდა ხშირად. დერეფანში ვიდექი და მორიდებით ვათვალიერებდი ოთახებს. მახსოვს მაშინ პირველი შეხვედრა გვქონდა უნივერსიტეტის კურატორთან და აუდიტორია ამერია, ვერაფრით მივაგენი. დუჩე არც კი შემინიშნავს!
- მაშინ პირველად დაგინახე... - მიჩურჩულა ღიმილით და კისერში ნაზად მაკოცა - და პირველად შემიყვარდი. უცნაურად მიმიზიდე, იმ დღის შემდეგ ჩემს გულში და გონებაში ხარ.
თვალებზე ცრემლი მომადგა. შემდეგი გვერდი გადავფურცლე, ისევ შავთეთრი ფოტო იყო, ამჯერადაც უნივერსიტეტში ვიყავი, მერხზე თავი მედო და მეძინა. ძველი მოგონებები ქარბორბალასავით ამეშალა გონებაში. გამახსენდა ეს საშინელი დილა, წინა ღამით კლიენტის ქმარს დავსდევდი უკან, რომ ბოზებთან გამომეჭირა, მაგრამ მთელმა ერთკვირიანმა ნადირობამ უშედეგოდ ჩამიარა. ისე ვიყავი დაღლილი და იმედგაცრუებული არაფრის თავი არ მქონდა, მაგიდაზე როგორც კი თავი ჩამოვდე, მაშინვე ჩამეძინა.
- მაშინ პირველად დაგეძინა მერხზე, - დუჩეს გაეცინა - ვაშაკიძეს შენი გაღვიძება უნდოდა, მაგრამ უფლება არ მივეცი. მომწონდა მძინარეს, რომ გიყურებდი, ეს მომენტი გონებაში ღრმად ჩამებეჭდა. არც კი ვიცი თავი, როგორ შევიკავე, კოცნა მომინდა.
- არ ვიცოდი... - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და დუჩეს აცრემლებულმა შევხედე - არ ვიცოდი, რომ მიყურებდი, ისიც კი არ ვიცოდი, რომ საერთოდ მამჩნევდი.
- ახალი ამბავი, - გვერდულად ჩაეცინა - შენ როდის იყურებოდი სწორ მხარეს, სია? გახსოვს ჩემი სიტყვები, როცა თოიძესთან ერთად პირველად წახვედი კაფეში ყავის დასალევად?
- როგორ არ მახსოვს!
რა დამავიწყებდა იმ საშინელ წუთებს, თვალწინ ცხადად წარმომიდგა მის კისერზე ჩამოკიდებული ნუცა და თავი სწრაფად გავაქნიე, ამ ბედნიერი მომენტების გაფუჭება არ მინდოდა. თუმცა, იმ დღემ ეკეს დამსახურებით მაინც კარგად ჩაიარა.
- მაშინ გითხარი, მუდამ არასწორ მხარეს იყურები-თქო, მაგრამ შენ არ მომისმინე.
აბა მე ვენახე მსგავს სიტუაციაში ერთ სიტყვას, თუ მაინც მიუშვებდა ტვინთან. აღარაფერი მითქვამს, შემდეგი გვერდი გადავფურცლე და გავშეშდი. შავთეთრი ფოტო ჩემს აივანზე იყო გადაღებული, თან ახალი წლის ღამეს! (ამ ბინაში ქირით ვცხოვრობდი, სანამ საკუთარს ვიყიდდი) კადრში ცაში აჭრილი ფეიერვერკიც კი მოჩანდა, როგორი სევდიანი სახე მქონდა, თუმცა მაინც ბედნიერი. მახსოვს, ის ყველაზე სევდიანი ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში, მაშინ პირველად შევხვდი ახალ წელს სრულიად მარტო (თუმცა, როგორც აღმოვაჩინე მარტო სულაც არ ვყოფილვარ). ფოტო მარცხენა კუთხიდან იყო გადაღებული, გამოდიოდა, რომ ჩემს გვერდითა აივანზე იდგა, მე კი ვერც კი დავინახე!
- ჩემს მეზობელთან რაღას აკეთებდი? - გაოცებულს თვალები დამიმრგვალდა - ან როგორ ვერ დაგინახე?! რა სიგიჟეა!
- შემთხვევით აღმოვჩნდით გვერდიგვერდ - მოგონებებში წასულს ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა - ძმაკაცთან ვიყავი. აივანზე გამოსულს შენ, რომ დაგინახე თან გამიკვირდა, თან საოცრად მესიამოვნა. ბედისწერის იმ ღამეს ვირწმუნე და ფოტო გადაგიღე.
- აჰ, იმ ღამეს ამიტომ არ ხმაურობდნენ? - გამეცინა - ხმაურიანი ძმაკაცი გყავს. ღამით სულ როკმუსიკას აბღავლებდა და დაძინება მიჭირდა ხოლმე. ეგ იყო მიზეზი რის გამოც სხვაგან გადავედი.
- ჰო, უკან დაბრუნებულმა შენი კვალი ვეღარც ვიპოვე, - თვალებში სევდა ჩაუდგა - ვეღარ მოვითმინე და კარზე მოგიკაკუნე. სახლის პატრონი გამოვიდა, მაშინ გავიგე, რომ ქირით იყავი და წახვედი.
გაოცებული შავთეთრ ფოტოებს ვფურცლავდი და რაც უფრო მეტს ვნახულობდი მით უფრო ვშტერდებოდი. დუჩე ყველგან იყო - ყველგან! როცა მეგონა, რომ არავინ მიყურებდა, როცა ვფიქრობდი, რომ მარტო ვიყავი. ის მუდამ ახლოს იყო, მაგრამ ვერ ვხედავდი. ბიბლიოთეკის ფოტოებს წავაწყდი, გაღიზიანებული სახით არქივებს, რომ ვფურცლავდი, სწორედ მაშინ დამელაპარაკა პირველად, მახსოვს კრიმინალური ფსიქოლოგიის წიგნი მთხოვა. მისი ღიმილი... ეს პირველი ბიძგი იყო ჩემს გულში, როცა პირველად გამიღიმა, როცა ეს მწვანე თვალები თბილად შემომანათა, ალბათ ზუსტად მაშინ შემიყვარდა ისე, რომ ვერც მივხვდი, ან უბრალოდ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი.
საოცარია, ჩემს თვალწინ რამდენი რამ ხდებოდა, მე კი ბრმა ვიყავი! ფოტოებში რენეს ნახსენებ სურათს წავაწყდი და ლოყები შემეფაკლა. დუჩეს ლოგინში, სრულიად შიშველს, ზეწარში გახვეულს მეძინა. ეს სწორედ ის დილა იყო, როცა პირველად დამეუფლა. მიუხედავად იმისა, რომ მასთან უამრავი ჯადოსნური წუთი მქონდა გატარებული ეს დღე განსაკუთრებული იყო, გამორჩეული და ყველაზე ტკბილი მოგონება ჩემს გონებაში. რენე არ ცდებოდა, ფოტო მართლაც ლამაზი გამოსულა. კიდევ უფრო შემრცხვა.
ფოტოები გრძელდებოდა და გრძელდებოდა, დაუსრულებლად. ყველა მომენტი, ყველა ემოცია, ყველა დასამახსოვრებელი, თუ უბრალო მოგონება ფირზე ჰქონდა აღბეჭდილი, ამ დღემდე! ალბომში კალიარის ფოტოებსაც კი წავაწყდი. ალბომი დავხურე და ემოციებისგან გაბრუებულმა დუჩეს ავხედე. მწვანე თვალები სითბოთი და სიყვარულით უბზინავდა, ეს სწორედ ის მომენტი იყო, როცა მისთვის უნდა მეთქვა... უნდა მეთქვა, რომ მისგან შვილს ველოდებოდი, რომ ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, რომელიც ამ წლების განმავლობაში უფრო და უფრო მტკიცდებოდა, ახლა ჩემს მუცელში იზრდეობდა.
- დუჩე...
- მოიცა.
თავი ღიმილით გააქნია, კისერზე ხელი მომხვია და ტუჩებზე ვნებიანად დამეწაფა, გონება გამეთიშა.
- უყურე...
წაიჩურჩულა თვალებანთებულმა, მის მზერას თვალი გავაყოლე და ენა მუცელში ჩამივარდა. წყლის ზეტაპირზე, პატარა მრგვალი, სანთლები ტივტივებდნენ და უფრო და უფრო მრავლდებოდნენ. დინებას ისინი საიდანღაც მოჰქონდა, სულ მალე ჩვენს წინ მოციმციმე სანთლების ხალიჩა გაიშალა. ისეთი ლამაზი იყო, რომ მეტყველების უნარი წამერთვა. პატარა ციცინათელებს ჰგავდნენ, რომლებიც წყლის ზედაპირზე მხიარულად დაცურავდნენ.
- რა ხდება?! ესენი... საიდან...
- მოიცა...
წელზე ხელი მომხვია და საათს დახედა, როგორი ნაცნობი ჟესტი იყო, მაშინვე ცაში ავიხედე, დუჩეს გაეცინა. ზუსტად ხუთ წუთში ვარსკვალვებით მოჭედილი ზეცა ძლიერმა გრგვინვამ გააყრუა. მაშხალები გამხეცებული ყუმბარებივით აიჭრნენ მაღლა და ისეთი ხმით გასკდნენ, რომ წყლის ზედაპირი შეირხა. ციდან ოქროსფერი წვიმა წამოვიდა და მოხდენილად დაეშვა დედამიწისკენ, პირზე ხელი ავიფარე. მობრდღვიალე ვარსკვლავების ფონზე ალისფერი ასოები გამოისახა და მკვეთრად აბრიალდა : „MARRY ME?”.
- სია, გამომყვები ცოლად?
მიჩურჩულა ყურში და პატარა, შავი ხავერდის გახსნილი ყუთი მუხლებზე დამიდო. ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი, რომლის მსგავსიც ჩემს დღეში არ მენახა, ფეირვერკის შუქზე თვალისმომჭრელად ელვარებდა, კინაღამ გული გამიჩერდა. ენა ჩამივარდა, ემოციებისგან და სიხარულისგან დავმუნჯდი. სიტყვის თქმაც კი ვერ მოვახერხე. სულ მიკვირდა ასეთ დროს რა ატირებდათ, მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ თურმე უსაზღვრო ბედნიერება ცხარე ცრემლით გატირებს და სიტყვის თქმის საშუალებას არ გაძლევს.
- ჰო! - ძლივს ამოვღერღე და ცრემლები წვიმასავით წამომცვივდა ლოყებზე.
- ჯანდაბა, მილიონჯერ მაინც წარმოვიდგინე ეს სცენა, - მწვანე თვალები ბედნიერებისგან გაუბრწყინდა - რა საკაიფო შეგრძნებაა, მოდი ჩემთან!
აღგზნებულმა კისერზე ხელი წამავლო და ტუჩებზე მომეჯაჭვა, ისე ტკბილად მკოცნიდა, თავგზა სულ ამიბნია.
- თავი სიზმარში მგონია, - წაიჩურჩულა თვალებანთებულმა, ყუთიდან ბეჭედი ამოიღო, თითზე გამიკეთა და ხელზე მაკოცა - დანახვის წუთიდან ჩემი დაგარქვი, ახლა კი ოფიციალურად ჩემი საკუთრება ხარ!
- დუჩე... დუჩე ორსულად ვარ! - როგორც იქნა გავბედე.
თავი სწრაფად ასწია და დაბნეული გაფართოებული თვალებით მომაჩერდა. მისი ასეთი სახე არასოდეს მინახავს. მაშინაც კი არ შეშლია სახე ასე, როცა ცოლობაზე დავთანხმდი, - შოკში იყო. მგონი ახლა მან დაკარგა მეტყველების უნარი. ხმას ვერ იღებდა და თვალებში გაფაციცებით მომჩერებოდა.
- რა თქვი? - წაიჩურჩულა.
- შენგან შვილს ველოდები, - გამეღიმა და მისი ხელი მუცელზე მივიდე - მამა გახდები, საყვარელო.
აკანკალებულმა თავის ხელს დახედა და მუცელზე ისე ნაზად შემეხო თითქოს ფაქიზი ყვავილი ვიყავი და ზედმეტ მოძრაობაზე ფურცლები დამცვივდებოდა. მისი თითებიდან გადმოღვრილი სითბო მთელი არსებით ვიგრძენი და სხეულს მხურვალე ტალღებად დაუარა, სული გამითბა.
- მამა გავხდები? - აწყლიანებული თვალებით ამომხედა - არ მეხუმრები? სიმართლეს მეუბნები? სია, მართლა მეუბნები?
- ჰო, - მისგან ასეთ რეაქციას არ ველოდი. სიამოვნებისგან და ბედნიერებისგან ანათებდა. ჩემს ჰოზე სახე, ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავზე, მეტად გაუბრწყინდა.
- ღრიალი მინდა!!!
ყურებზე ხელები ამაფარა და მთელი ხმით იყვირა, სიცილი ამიტყდა. სახეგაბრწინებულმა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე ვნებიანად დამეწაფა.
- აი, ამ წუთს, ჩემზე ბედნიერი კაცის დედასშ’ევეცი! - წაიჩურჩულა ჩემს ტუჩებზე მოწებებულმა. გულში დავეთანხმე. როგორც იქნა, მომწყდა და ჩემი მუცლისკენ დაიხარა. გამეცინა და დარცხვენილმა თვალებზე ხელი ავიფარე - მეგობარო, შენც გრძნობ ახლა იმ ბედნიერებას რასაც შენი მშობლები განიცდიან? დედაშენი ცოლობაზე დამთანხმდა და ახლა მამაშენი ყველაზე ბედნიერი კაცია, პლანეტაზე! მიდი, ხელი მოარტყი, ჩემპიონო, გავიმარჯვეთ!
ყურებამდე გაღიმებულმა მუცელზე ხელი მომადო. თავი სიცილით გავაქნიე და კისერზე ხელები მოვხვიე. თვალებანთებულმა მაშინვე ხელში ამიტაცა, კალთაში ჩამისვა და ჩვენი ტუჩები ისევ შეერწყა ერთანეთს... მიყვარდა, მთელი არსებით მიყვარდა ეს მამაკაცი და მეყვარებოდა სიცოცხლის ბოლომდე... არა, მერეც, იქ სადაც ადამიანის გონებას ჯერ არ გაუხედავს...
შეიძლება ცხოვრებაში ბევრი სირთულე შეგხვდეთ, მაგრამ არასოდეს შეწყვიტოთ ოცნება, არასოდეს დანებდეთ. ნუ შეგეშინდებათ თქვენი ოცნებების, ნუ იფიქრებთ, რომ ზღაპრები მხოლოდ ძილის წინ თავის შესაქცევი ამბებია. სინამდვილეში მათ ჯადოსნური ძალა აქვთ - ისინი ხდებიან! გულის სიღრმეში, იქ სადაც თქვენს გარდა ვერავინ ჩაიხედავს, მათი რწმენა იქონიეთ, უბრალოდ დაიჯერეთ და მათი რეალურობა გაგაოცებთ კიდეც...
დასასრული....

დიდი სიყვარულით, თქვენი პაზლების ქურდი...



№1  offline მოდერი Mary Drey

აუ, ახლა წავიკითხავ და როგორც დაგპირდი შთაბეჭდილებებსაც გეტყვი საბოლოოდ!

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

აბაა დავოწყოოთ...
უფრო სწორად დავასრულოთ წამება :დ

 


№3  offline ახალბედა მწერალი belle...

Mary Drey
აუ, ახლა წავიკითხავ და როგორც დაგპირდი შთაბეჭდილებებსაც გეტყვი საბოლოოდ!

ოქეი... შეუდექი!! <3 <3 <3 <3

 


№4 სტუმარი )))

გელოდი როდის დაასრულებდი) ახლა ვიწყებ ისტორიის კითხვას და იმედი მაქვს მოლოდინს გადააჭარბებ

 


№5  offline ახალბედა მწერალი belle...

)))
გელოდი როდის დაასრულებდი) ახლა ვიწყებ ისტორიის კითხვას და იმედი მაქვს მოლოდინს გადააჭარბებ

აუცილებლად )) გელოდები კომენტარებში! <3 <3

 


№6 სტუმარი მკითხველი

ორი აზრი არ არის, მაგარი ისტორია გამოგივიდა და მაგარი ხარ შენც, თუმცა დარწმუნებული ვარ უფრო მაგარი ისტორიის წერაც შეგიძლია და ეს არ არის შენი მაქსიმუმი. იყო რაღაც ბანალური კლიშეები, რომლებიც არ მომეწონა. შეიძლებოდა ისტორიის მეტი გაშლაც.
კალანდია ცალკე ისტორიაა :) ისტორიისადმი , ჩემი მოწონების 100%-დან , 50 კალანდიას ეთმობა , 50 შენს ნიჭსა და ფანტაზიას. გავეცანი "ჩიხის" ნაწყვეტს და საშინლად დამაინტერესა. წარმატებები , წერა ნამდვილად "შენია".

 


№7  offline ახალბედა მწერალი belle...

მკითხველი
ორი აზრი არ არის, მაგარი ისტორია გამოგივიდა და მაგარი ხარ შენც, თუმცა დარწმუნებული ვარ უფრო მაგარი ისტორიის წერაც შეგიძლია და ეს არ არის შენი მაქსიმუმი. იყო რაღაც ბანალური კლიშეები, რომლებიც არ მომეწონა. შეიძლებოდა ისტორიის მეტი გაშლაც.
კალანდია ცალკე ისტორიაა :) ისტორიისადმი , ჩემი მოწონების 100%-დან , 50 კალანდიას ეთმობა , 50 შენს ნიჭსა და ფანტაზიას. გავეცანი "ჩიხის" ნაწყვეტს და საშინლად დამაინტერესა. წარმატებები , წერა ნამდვილად "შენია".

ძალიან დიდი მადლობა ^_^ <3 <3 <3

 


№8  offline წევრი Ταμαρα

მოკლედ სულზე მომისწარი.... ალღოს და ინტუიციას ვუჩიოდი და სულ ტყუილად თურმე... მადლობააა და ერთი აბზაციც რომ დაწერო სადმე არ გამომაპარო რააა.... ხვალ მშვიდად წავალ სამსახურში და სანაპიროზე კატერებს შევათვალიერებ...

 


№9  offline ახალბედა მწერალი belle...

Ταμαρα
მოკლედ სულზე მომისწარი.... ალღოს და ინტუიციას ვუჩიოდი და სულ ტყუილად თურმე... მადლობააა და ერთი აბზაციც რომ დაწერო სადმე არ გამომაპარო რააა.... ხვალ მშვიდად წავალ სამსახურში და სანაპიროზე კატერებს შევათვალიერებ...

ოქეი საქმის კურსში იქნები <3 ახლა რაღაცას დავდებ და წაიკითხე კომენტარში <3

კომენტარს კითხულობენ მხოლოდ ის მკითხველები ვინც ბოლომდე წაიკითხეს ნაწარმოები!!!!


„პაზლების ქურდმა“ საბოლოოდ დაასრულა თავისი ისტორია. ნიღბები მოხსნილია, დაფა კი აწობილი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თვალს ვადევნებდი თქვენს ემოციებს, ბრაზს, სიხარულს, სასოწარკვეთას, მხიარულ თუ სევდიან განცდებს (მუქარებს ;დდდ). გიყურებდით, როგორ მონდომებით ცდილობდით ლოგიკურ დასასრულამდე მისვლას, მაგრამ დამპალი სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ამჯერად მე მოვიგე!!!! ;დდდდდ
მართლაც საინტერესო და ჩახლართული გამოდგა თქვენთან თამაში. არც ერთი წამით არ გსნჯით იმის, გამო რომ ვერავინ მიხვდა ფარდის უკან ვინ იდგა - რატომ? არა იმიტომ, რომ მე გიმალავდით რამეს - არა! იდალურად მალავდა ნოვა ქავანა თავის სახეს! ზუსტად ისეთივე ამაზრზენად „გულუბრყვილო“ იყო თქვენთან, როგორც ჩვენს ოთხეულთან და ყველა გაგვაბრიყვა! მწარე იმედგაცრუებას თუ გრძნობთ, აღშფოთებას ან ბრაზს. ახლა წარმოიდგინეთ დუჩეს რა უნდა განეცადა საბოლოოდ სიმართლის შეტყობისას?!
შესაძლოა მწერალმა „კოლიბრი“ შექმნა, მაგრამ ადამიანის ფლიდი და უტიფარი სახე მე არ შემიქმნია )) ეს მოგონილი არ არის, ბევრი „ნოვა“ შემხვედრია ცხოვრების გზაზე და არცერთისთვის არ ამივლია გვერდი იმედგაცრუებით, იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ „წინაღობამ“ ბევრი მასწავლა. ვწუხვარ, რომ ნოვამ ძალიან შორს შეტოპა. ტყუილს ასე სჩვევია, ერთხელ თუ ითქმის, მერე ფეხი უცდება და ასე მიგორავს უფსკრულის კიდემდე სანამ საბოლოოდ დასასრულს არ შეასკდება. გზადაგზა კი ყველაფერს იკრავს რაც შეხვდება, ფართოვდება და საკუთარ თავთან ერთად სხვასაც ღუპავს! შესაძლოა სულაც არ სურდეს მას ეს, მაგრამ გაჩერება? - უბრალოდ შეუძლებელია!
რენე... ყველამ მაშინვე მასზე მიიტანა ეჭვი. ჩემი, რენე... წიგნში უამრავი საყვარელი პერსონაჟია, არიან ისეთებიც, მართლა რომ ვერ გამოარჩევ, მაგრამ რენე... განსაკუთრებული სიყვარული და დიდი პატივისცემა მას მას ჩემგან! რატომ? იმიტომ, რომ მან მართლა ყველაზე მეტი გადაიტანა! დედა დაეღუპა და ამიტომ მიატოვა, მაგრამ მამა ცოცხალი ჰყავდა, მაგრამ მაინც მიატოვა!!!! და არა... არაფერი არ გახსენებია, სანამ სიმართლე სხვისგან არ შეიტყო <3
მეგობრებო, როდესაც ადამიანი ბავშვობაში რაღაც ძალიან მძიმე ტრამვას იღებს. მისი გონება მართლა ავტომატურად ბლოკავს მას. მით უფრო ექიმების ჩარევით! ასე „ზღაპრულად“ არ ხდება მეხსიერების აღდგენა <3 მან არაფერი იცოდა... საერთოდ არაფერი. მისი წუხილი, წამიერი თიშვები და მსგავსი რამ ქვეცნობიერის ექო იყო, ცნობიერს მიღმა დარჩენილი საზარელი სიმართლე, რომელიც ტვინს არ ახსოვდა და ვერც აღიდგინა დამოუკიდებლად. რატომ? გადატანილი, მოსალოდნელზე სასტიკი აღმოჩნდა და იმიტომ! - ტიკ.. ტაკ... ტიკ... ტაკ... აი მხოლოდ ეს შემორჩა რენე ქავანას ცნობიერებას. ორიოდე ნაგლეჯი წარსულიდან, რომელმაც ყველას მისკენ თითის გაშვერა გაიძულათ. მხოლოდ იმიტომ, რომ სცენარს ასე ძალიან უხდებოდა! არამც და არამც! კადნიერებაში ნუ ჩამითვლით, მეგობრული რჩევა იყოს - ნურასოდეს გამოიტანთ დასკვნებს ადამიანებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ქმედებები სიტუაციას „უხდებიან“. სწორად გამიგეთ. ძალიან ბევრი რამის თქმა მინდოდა, ამ ნაწარმოებით. რამდენად კარგად გამომივიდა, ეს კი ცალკე თემაა...
ოთხეულმა ბევრი განსაცდელი გადაიტანა. თქვენთან ერთად სტკიოდათ, განიცდიდნენ, უყვარდათ, ხარობდნენ და ხალისობდნენ. გისმენდნენ მაშინ, როცა ამაზე წარმოდგენაც არ გქონდათ. გვერდით ამოგიყენეს, ზუსტად მაშინ, როცა თვლიდით, რომ ამ ერთი ამბის უბრალოდ მაყურებელი იყავით და არა მონაწილე. ცდებით )) არ გჯერათ? შეიყვარეთ? გაუბრაზდით? გეწყინათ? ხანდახან ხელიც ჰკარით? უარყავით?! ნებისმიერ განცდა თუ გრძნობა მათთან მიმართებაში, მათ ნაწილად გაქცევთ, მეგობრებო. ნებისმიერმა მკითხველმა, რომელმაც კარი შემოგვიღო, პაზლების ქურდის ოჯახის წევრად იქცა. მინდოდა ამისთვის ხაზი გამესვა და მადლობა მეთქვა თქვენთვის გვერდში დგომისთვის, უამრავი თბილი ტექსტისა თუ წერილისთვის <3 უკლებლივ ყველა მიყვარხართ. მართლა... პატივისცემით, თქვენი პაზლების ქურდი! ^_^ <3
პ.ს. მორალი ლაკონურად დავასრულე და ძალიან ვეცადე ამომწურავი ვყოფილიყავი, თუმცა იმდენი საუბარი შეიძლება თითოეულ მათგანზე, მიმიქარავს ვეფხისტყაოსანი გამოგიცხოთ - ამჯერად განხილვის საგნად! ;დდდდდდდდდ გამოუშვით კომენტარები ახლა თქვენი ჯერია!
პ.ს.ს. დასასრული დაგიხატეთ „ზღაპრული“. არ მინდოდა ასეთი! არ უხდებოდა, მაგრამ ჯანდაბას სტილი! დასასრულში კიდევ ერთი მიზანი ჩავდე - ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ, თუ კი გულით მოინდომებთ. ოთხეულმა ბევრი იბრძოლა საიმისოდ, რომ მშვიდობა ღირსებოდა. ჰოდა, მოდი ჩემთან ერთად ირწმუნეთ, რომ სასწაულები მართლა ხდება <3 იქნებ აგვიხდეს კიდეც, რა იცით?? )))

 


№10 სტუმარი Qeti qimucadze

Ise guli damcyda rom damtavrda anabelll. Magram samudamodac xo ar gagrzeldeboda araaa. Minda agvnishno rom saocari dasasruli hqonda. Simartle gitxraa dges mteli dgea vfiqrob vin sheizleba iyos ufrosi tqo. Yvela varianti ganvixile. Sxvata shoris novacc. Magram egreve vuaryavi. Mere absurduli albatobebic davushvii magram reneeze mainc ver davrcmundii. Iq shtrixebahi davukvirdi da mivxvdi rom zalit agvibnie. Tavgzaa. Nova qavanas dapatimreba iyo cheemtvis shoki da ara misi liderobaa. Argamkvirvebia didadd. Iae daglili viyavi. Vifiqre dae moxdes rac mosaxdenia tqoo. Ai duchea bentlize vgijdebi. Am. Bichs saocari gemovneba aqvsa. Chemtvis bentli aris klasikkurobisa da daxvecilobis nimushi. Raunda vtqvaa. Kalandia isev mocodebis simmagleze darchaa. Saocrad magari peraonajiaa da xandaxan ducheze mwtadac momconss. Ubralod visurvebdi sias da qavanas nairi siyvaruli bevr cyvils gamoecadoss. Shenc tuki jer argipovia megzuri. Nova shemecodaaa. Imdenad mdabali pirovnebaaa. Dudaevmac ki ajoba saqcielit. Ekee. Es calke temaa. Saertod bevri shemtxveva vici. Aseti chkviani adamianebi ufro eqcevian ragac borotebis qveahh. Im sanimusho cxovrebis kompensacias axdenen. Renee. Es adamiani yvelaze uigblo agmochndaa. Zogjer kargicaa albat rom ar gaxsovs carsuli. Sia zalian magari peraonajiaa. Tumca masac hyavs chonchxebi karadaahi. Tumca iset martosulobashi gaozardaa. Rom davufiqrdi rogoe moviqceodi mia adgilas tqoo. Ver gavamtyunee. Zustad isevwee. Sxva raga vtqvaaa. Besnierebas giaurveb. Madloba yvela im cutiatvis rac am deteqtivis kitxvisas davxarje. Madloba im bednierebistvis rac momaniche da utvalav agfrtovanebul cuteba da saatebs giaurveb shencc. Ar daikargo raaa. Isev unda chavujde da gavshiqro yvela movlena rogorc ki movicliii. Gelodebi isev moutmenlad axali iatooriit. Bodiahi shecdomebistviss

 


№11  offline წევრი ვიპნი

ჩემს კომენტარებს მაინც არ აქცევ ყურადღებას,მაგრამ მაინც მომწონხარ.არაჩვეულებრივი მოთხრობა იყო,ლოგიკური დასასრულით,ნოვაზე მხოლოდ მაშინ დავეჭდი,როცა თქვეს ელენას გამო უნდა მკვლელს ანტიდოტის შექმნა და ცდებს ატარებსო,ვაღიარებ წამიერად დუჩეზეც კი მივიტანე ეჭვი,მიხარია მკითხავი რო შეცდა და ჩვენი "შავი სია" გაღმა ,მარილზე არ გაუშვი,სანდრო-სისის წყვილი რომ შედგებოდა ეგ თავიდანვე ვიცოდი,ეს მაინც გამოვიცანი,ყოჩაღ მე :) ყველაზე მეტად მაინც ის გამიხარდა,რომ შენი ხედვა გქონდა მკვლელთან დაკავშირებით,ყოველ დღე განვიხილავდი ჩემს თანამშრომელთან შენს მოთხრობას,ის დღეს იწყებს კითხვას,ვუთხარი რომ "გროსმაისტერის" კითხვისას უფრო შეიძლებოდა მკვლელის ვინაობის გამოცნობა ვიდრე ამ მოთხრობის წაკითხვის დროს და ეგრევე ლინკი მთხოვა ,არ უყვარს ელ-ვერსიების კითხვა ,მაგრამ შენს შემთხვევაში გამონაკლისზე წავიდა.
უკვე ღამის ორი საათია ,ძილის დროა. წავედი შორს,წარმატებები ,ბევრი ასეთი საინტერესო მოთხრობის შექმნას გისურვებ ❣️

 


№12 სტუმარი Qeti qimucadze

Ise guli damcyda rom damtavrda anabelll. Magram samudamodac xo ar gagrzeldeboda araaa. Minda agvnishno rom saocari dasasruli hqonda. Simartle gitxraa dges mteli dgea vfiqrob vin sheizleba iyos ufrosi tqo. Yvela varianti ganvixile. Sxvata shoris novacc. Magram egreve vuaryavi. Mere absurduli albatobebic davushvii magram reneeze mainc ver davrcmundii. Iq shtrixebahi davukvirdi da mivxvdi rom zalit agvibnie. Tavgzaa. Nova qavanas dapatimreba iyo cheemtvis shoki da ara misi liderobaa. Argamkvirvebia didadd. Iae daglili viyavi. Vifiqre dae moxdes rac mosaxdenia tqoo. Ai duchea bentlize vgijdebi. Am. Bichs saocari gemovneba aqvsa. Chemtvis bentli aris klasikkurobisa da daxvecilobis nimushi. Raunda vtqvaa. Kalandia isev mocodebis simmagleze darchaa. Saocrad magari peraonajiaa da xandaxan ducheze mwtadac momconss. Ubralod visurvebdi sias da qavanas nairi siyvaruli bevr cyvils gamoecadoss. Shenc tuki jer argipovia megzuri. Nova shemecodaaa. Imdenad mdabali pirovnebaaa. Dudaevmac ki ajoba saqcielit. Ekee. Es calke temaa. Saertod bevri shemtxveva vici. Aseti chkviani adamianebi ufro eqcevian ragac borotebis qveahh. Im sanimusho cxovrebis kompensacias axdenen. Renee. Es adamiani yvelaze uigblo agmochndaa. Zogjer kargicaa albat rom ar gaxsovs carsuli. Sia zalian magari peraonajiaa. Tumca masac hyavs chonchxebi karadaahi. Tumca iset martosulobashi gaozardaa. Rom davufiqrdi rogoe moviqceodi mia adgilas tqoo. Ver gavamtyunee. Zustad isevwee. Sxva raga vtqvaaa. Besnierebas giaurveb. Madloba yvela im cutiatvis rac am deteqtivis kitxvisas davxarje. Madloba im bednierebistvis rac momaniche da utvalav agfrtovanebul cuteba da saatebs giaurveb shencc. Ar daikargo raaa. Isev unda chavujde da gavshiqro yvela movlena rogorc ki movicliii. Gelodebi isev moutmenlad axali iatooriit. Bodiahi shecdomebistviss

 


№13  offline წევრი ვიპნი

ჩემს კომენტარებს მაინც არ აქცევ ყურადღებას,მაგრამ მაინც მომწონხარ.არაჩვეულებრივი მოთხრობა იყო,ლოგიკური დასასრულით,ნოვაზე მხოლოდ მაშინ დავეჭდი,როცა თქვეს ელენას გამო უნდა მკვლელს ანტიდოტის შექმნა და ცდებს ატარებსო,ვაღიარებ წამიერად დუჩეზეც კი მივიტანე ეჭვი,მიხარია მკითხავი რო შეცდა და ჩვენი "შავი სია" გაღმა ,მარილზე არ გაუშვი,სანდრო-სისის წყვილი რომ შედგებოდა ეგ თავიდანვე ვიცოდი,ეს მაინც გამოვიცანი,ყოჩაღ მე :) ყველაზე მეტად მაინც ის გამიხარდა,რომ შენი ხედვა გქონდა მკვლელთან დაკავშირებით,ყოველ დღე განვიხილავდი ჩემს თანამშრომელთან შენს მოთხრობას,ის დღეს იწყებს კითხვას,ვუთხარი რომ "გროსმაისტერის" კითხვისას უფრო შეიძლებოდა მკვლელის ვინაობის გამოცნობა ვიდრე ამ მოთხრობის წაკითხვის დროს და ეგრევე ლინკი მთხოვა ,არ უყვარს ელ-ვერსიების კითხვა ,მაგრამ შენს შემთხვევაში გამონაკლისზე წავიდა.
უკვე ღამის ორი საათია ,ძილის დროა. წავედი შორს,წარმატებები ,ბევრი ასეთი საინტერესო მოთხრობის შექმნას გისურვებ ❣️

 


№14 სტუმარი სტუმარი მანანა

ესეც ასე, დავასრულეთ, პაზლები დაეწყო, მე მგონი არცეთ კომენტარში ასეთი ვარაუდი არ გაჟღერებულა, საოცარი ისტორიაა. გელოდები კიდევ მრავალი ასეთი იდუმალი ამბებით, წარმატებები, წარმატებები.

 


№15  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

კალანდია კარაგდაა და აწი მშვიდად გავაგრძელებ კითხვას ;დდდდ
რა მიუსვენარი ვარ, რატომ წავიკითხე ბოლოები,ხომ უფრო მეტად ვისიამოვნებდი,მაგრამ ალექსზე იმდენი ვინერვიულე,მეტის მოთმინება აღარ შემეძლო;დ
წარმატებები შენ! ძალიან მაგარი გოგო ხარ

 


№16 სტუმარი სტუმარი მანანა

ესეც ასე, დავასრულეთ, პაზლები დაეწყო, მე მგონი არცეთ კომენტარში ასეთი ვარაუდი არ გაჟღერებულა, საოცარი ისტორიაა. გელოდები კიდევ მრავალი ასეთი იდუმალი ამბებით, წარმატებები, წარმატებები.

 


№17  offline წევრი duchi_duchi

ეს რა იყოო?ემოციების ზღვა იყო დავიცალეე,იმედია ამის შემდეგ სხვა ისტორიების კითხვა არ გამიჭირდება.ისეთი ბედნიერი ვარ ასეთი დასასრულით ვგიჟდები.მაქვს რამდენიმე ფავორიტი ისტორია მაგრამ პირველ ადგილას გადაინაცვლა ამან.ჯერ ხო ნერვები დამაწყდა მაგრამ მიღირდა ყველა თავის წაკითხვის შემდეგ ისეთი ბედნიერი ვიყავი.ამ ისტორიიდან ჩემი ვარაუდი მხოლოდ იმაში გამართლდა რომ სანდრო და სისი ერთად დარჩნენ.აუუ რა გავაკეთო?გული დამწყდა რომ დამთავრდა მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ თავიდან.და ბოლოს რამდენი საყვარელი გმირი მყავს საყვარელი ისტორიებიდან და მაინც ყველაზე მეტად ვჭედავ ალექსს კალანდიაზეე.ავტორო შემიყვარდი და მინდა სულ წერდე გვანებივრებდე და მე პირობას ვდებ რომ შენი ერთგული მკითხველი ვიქნები ოღონდ ასეთი მაგარი ისტორიები და გმირები შექმენი და კითხვას არ დავზარდები ღამეებსაც კი გავათენებ.აუცილებლად გამოეცი წიგნათ რომ სულ სახლში მქონდეს.აი ფილმზედაც არ ვიტყოდი უარს სასწაული იქნებოდა.

 


№18  offline ახალბედა მწერალი belle...

ვიპნი
ჩემს კომენტარებს მაინც არ აქცევ ყურადღებას,მაგრამ მაინც მომწონხარ.არაჩვეულებრივი მოთხრობა იყო,ლოგიკური დასასრულით,ნოვაზე მხოლოდ მაშინ დავეჭდი,როცა თქვეს ელენას გამო უნდა მკვლელს ანტიდოტის შექმნა და ცდებს ატარებსო,ვაღიარებ წამიერად დუჩეზეც კი მივიტანე ეჭვი,მიხარია მკითხავი რო შეცდა და ჩვენი "შავი სია" გაღმა ,მარილზე არ გაუშვი,სანდრო-სისის წყვილი რომ შედგებოდა ეგ თავიდანვე ვიცოდი,ეს მაინც გამოვიცანი,ყოჩაღ მე :) ყველაზე მეტად მაინც ის გამიხარდა,რომ შენი ხედვა გქონდა მკვლელთან დაკავშირებით,ყოველ დღე განვიხილავდი ჩემს თანამშრომელთან შენს მოთხრობას,ის დღეს იწყებს კითხვას,ვუთხარი რომ "გროსმაისტერის" კითხვისას უფრო შეიძლებოდა მკვლელის ვინაობის გამოცნობა ვიდრე ამ მოთხრობის წაკითხვის დროს და ეგრევე ლინკი მთხოვა ,არ უყვარს ელ-ვერსიების კითხვა ,მაგრამ შენს შემთხვევაში გამონაკლისზე წავიდა.
უკვე ღამის ორი საათია ,ძილის დროა. წავედი შორს,წარმატებები ,ბევრი ასეთი საინტერესო მოთხრობის შექმნას გისურვებ ❣️

ვაიმეე, რას ამბობ მაქსიმალურად ვცდილობ ყველა კომენტარს ვუპასუხო. მაპატიე თუ რამე გამომრჩა <3 <3 <3 <3 უღრმესი მადლობა ჩემო კარგო ძალიან თბილი და მაგარი შეფასებისთვის <3 და კიდევ უფრო მეტად მიხარია, რომ ისტორიამ გული არ დაგწყვიტა ^_^ <3 <3 <3

პენელოპე
კალანდია კარაგდაა და აწი მშვიდად გავაგრძელებ კითხვას ;დდდდ
რა მიუსვენარი ვარ, რატომ წავიკითხე ბოლოები,ხომ უფრო მეტად ვისიამოვნებდი,მაგრამ ალექსზე იმდენი ვინერვიულე,მეტის მოთმინება აღარ შემეძლო;დ
წარმატებები შენ! ძალიან მაგარი გოგო ხარ

მადლობა საყვარელო, მაგრამ მაგარი გამიბანძე მუღამი შენს ნაცვლად რა მთელი ამბავი ეგ იყო, რომ ჯერ არ უნდა გცოდნოდა არაფერი ქამააან ((((((((((( ნუ ენივეი ;დდდდ <3 <3 მაინც სასიამოვნო წუთებს გისურვებ <3 გყვარობ <3 შენს პოსტებს თვალს ვადევნებ და გულწრელად მიხარია შენი და კალანდიას "რილენშიფი" ;დდდდდდდდდდ <3

სტუმარი მანანა
ესეც ასე, დავასრულეთ, პაზლები დაეწყო, მე მგონი არცეთ კომენტარში ასეთი ვარაუდი არ გაჟღერებულა, საოცარი ისტორიაა. გელოდები კიდევ მრავალი ასეთი იდუმალი ამბებით, წარმატებები, წარმატებები.

დიდი მადლობა ქალბატონო მანანა ^_^ <3 <3 აუცილებლად შემოგთავაზებთ კიდევ ერთ ძალიან მაგარ ბომბს! <3 <3

 


№19 სტუმარი სტუმარი nancho

რამდენი რამ გამოვიარეთ ამ ბედნიერ დასარულამდე,ძალიან კარგი იყო,საოცრად კარგი,ბრავო შენს ფანტაზიას ,წარმატებები,

 


№20  offline ახალბედა მწერალი belle...

duchi_duchi
ეს რა იყოო?ემოციების ზღვა იყო დავიცალეე,იმედია ამის შემდეგ სხვა ისტორიების კითხვა არ გამიჭირდება.ისეთი ბედნიერი ვარ ასეთი დასასრულით ვგიჟდები.მაქვს რამდენიმე ფავორიტი ისტორია მაგრამ პირველ ადგილას გადაინაცვლა ამან.ჯერ ხო ნერვები დამაწყდა მაგრამ მიღირდა ყველა თავის წაკითხვის შემდეგ ისეთი ბედნიერი ვიყავი.ამ ისტორიიდან ჩემი ვარაუდი მხოლოდ იმაში გამართლდა რომ სანდრო და სისი ერთად დარჩნენ.აუუ რა გავაკეთო?გული დამწყდა რომ დამთავრდა მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ თავიდან.და ბოლოს რამდენი საყვარელი გმირი მყავს საყვარელი ისტორიებიდან და მაინც ყველაზე მეტად ვჭედავ ალექსს კალანდიაზეე.ავტორო შემიყვარდი და მინდა სულ წერდე გვანებივრებდე და მე პირობას ვდებ რომ შენი ერთგული მკითხველი ვიქნები ოღონდ ასეთი მაგარი ისტორიები და გმირები შექმენი და კითხვას არ დავზარდები ღამეებსაც კი გავათენებ.აუცილებლად გამოეცი წიგნათ რომ სულ სახლში მქონდეს.აი ფილმზედაც არ ვიტყოდი უარს სასწაული იქნებოდა.

ვაიმეეეე!!!! ემოციების მორევიიიი!!!!! უდიდესი მოტივაცია და გულის დიდი სითბო იყო ეს კომენტარი!!!! <3 <3 <3 <3 <3 აუცილებლად შემოგთავაზებთ ძალიან ძალიან მაგარ ისტორიებს კიდევ უფრო მაგარი სიუჟეტებით. მადლობა ნდობისთვის, სიყვარულისთვის და ერთგულებისთვის. ათასმაგად დაგიბრუნებთ უკან!!! მიყვარხართ მე თქვენ უზომოდ!!!! <333333333333333333333333333333333333

 


№21 სტუმარი სტუმარი ანი

გიჟი ხარ გეფიცები :დ :დ
გადაკრეჭილი ვარ :დ
ძალიან ძაააალიან კარგი ხარ...
ჩემი ალექსიიიი :დ როგორ მიყვარს.... და როგორ მეგონა რომ მის "სიყვარულ აშლილ" მდგომარეობასაც გამოვკრავდით ხელს :დ :დ ნუ არუშავს, ეს ისტორია კი უბრალოდ საოცრებაა:დ და შენ კიდევ უბრალოდ სასწაული ვიღაც ხარ ამის შექმნისთვის..
ოფიციალურად ვაცხადებ რომ მიყვარხარ :დ <3
წარმატებები, და იმედი მაქვს არ დაიკარგები.. ამ ისტორიის მერე უბრალოდ წარმოუდგენელია უშენოდ ღამის 12 საათი :დ

 


№22  offline წევრი duchi_duchi

belle...
duchi_duchi
ეს რა იყოო?ემოციების ზღვა იყო დავიცალეე,იმედია ამის შემდეგ სხვა ისტორიების კითხვა არ გამიჭირდება.ისეთი ბედნიერი ვარ ასეთი დასასრულით ვგიჟდები.მაქვს რამდენიმე ფავორიტი ისტორია მაგრამ პირველ ადგილას გადაინაცვლა ამან.ჯერ ხო ნერვები დამაწყდა მაგრამ მიღირდა ყველა თავის წაკითხვის შემდეგ ისეთი ბედნიერი ვიყავი.ამ ისტორიიდან ჩემი ვარაუდი მხოლოდ იმაში გამართლდა რომ სანდრო და სისი ერთად დარჩნენ.აუუ რა გავაკეთო?გული დამწყდა რომ დამთავრდა მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ თავიდან.და ბოლოს რამდენი საყვარელი გმირი მყავს საყვარელი ისტორიებიდან და მაინც ყველაზე მეტად ვჭედავ ალექსს კალანდიაზეე.ავტორო შემიყვარდი და მინდა სულ წერდე გვანებივრებდე და მე პირობას ვდებ რომ შენი ერთგული მკითხველი ვიქნები ოღონდ ასეთი მაგარი ისტორიები და გმირები შექმენი და კითხვას არ დავზარდები ღამეებსაც კი გავათენებ.აუცილებლად გამოეცი წიგნათ რომ სულ სახლში მქონდეს.აი ფილმზედაც არ ვიტყოდი უარს სასწაული იქნებოდა.

ვაიმეეეე!!!! ემოციების მორევიიიი!!!!! უდიდესი მოტივაცია და გულის დიდი სითბო იყო ეს კომენტარი!!!! <3 <3 <3 <3 <3 აუცილებლად შემოგთავაზებთ ძალიან ძალიან მაგარ ისტორიებს კიდევ უფრო მაგარი სიუჟეტებით. მადლობა ნდობისთვის, სიყვარულისთვის და ერთგულებისთვის. ათასმაგად დაგიბრუნებთ უკან!!! მიყვარხართ მე თქვენ უზომოდ!!!! <333333333333333333333333333333333333

ჩემი სასწაული აღმოჩენა ხარ და მიხარია...უზღვავ წარმატებებს გისურვებ❤️

 


№23  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი ანი
გიჟი ხარ გეფიცები :დ :დ
გადაკრეჭილი ვარ :დ
ძალიან ძაააალიან კარგი ხარ...
ჩემი ალექსიიიი :დ როგორ მიყვარს.... და როგორ მეგონა რომ მის "სიყვარულ აშლილ" მდგომარეობასაც გამოვკრავდით ხელს :დ :დ ნუ არუშავს, ეს ისტორია კი უბრალოდ საოცრებაა:დ და შენ კიდევ უბრალოდ სასწაული ვიღაც ხარ ამის შექმნისთვის..
ოფიციალურად ვაცხადებ რომ მიყვარხარ :დ <3
წარმატებები, და იმედი მაქვს არ დაიკარგები.. ამ ისტორიის მერე უბრალოდ წარმოუდგენელია უშენოდ ღამის 12 საათი :დ

არც მოგიწევს ;დდდდ ძველი ისტორიის დადებას ვაპირებ ხვალ დილამდე თუ არ გადავიფიქრე. თქვენთან ერთად გავათენე მეც ისე მწყუროდა რეაქციები ;დდდდდდდდდდ მეც მიყვარხარ ჩემო პატარა და მადლობა ბოლომდე გვერდში დგომისთვის <3 <3 <3 ალექსისთვის კიდევ თითი არ დამიკარებია და სიკვდილს გადავრჩი მგონი ძალიან ბევრი მკითხველის ხელით ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

 


№24 სტუმარი სტუმარი ანი

ყველაააფრის მიუხედავაად.. აი სულ ყველაფრის ამდენი ინტრიგების, ჩახლართულობების მიუხედავად.. მე მაინც მეტი კალანდია მინდა :დ მისი გიჟობების და შეშლილი ხასიათის გარეშე როგორ უნდა გავძლო ჯერ არ ვიცი.. :დ ძაალიან გავაფანატე ეს პერსონაჟი.. უბრალოდ ვერ ვწყდები :დ <3

 


№25  offline ახალბედა მწერალი belle...

Qeti qimucadze
Ise guli damcyda rom damtavrda anabelll. Magram samudamodac xo ar gagrzeldeboda araaa. Minda agvnishno rom saocari dasasruli hqonda. Simartle gitxraa dges mteli dgea vfiqrob vin sheizleba iyos ufrosi tqo. Yvela varianti ganvixile. Sxvata shoris novacc. Magram egreve vuaryavi. Mere absurduli albatobebic davushvii magram reneeze mainc ver davrcmundii. Iq shtrixebahi davukvirdi da mivxvdi rom zalit agvibnie. Tavgzaa. Nova qavanas dapatimreba iyo cheemtvis shoki da ara misi liderobaa. Argamkvirvebia didadd. Iae daglili viyavi. Vifiqre dae moxdes rac mosaxdenia tqoo. Ai duchea bentlize vgijdebi. Am. Bichs saocari gemovneba aqvsa. Chemtvis bentli aris klasikkurobisa da daxvecilobis nimushi. Raunda vtqvaa. Kalandia isev mocodebis simmagleze darchaa. Saocrad magari peraonajiaa da xandaxan ducheze mwtadac momconss. Ubralod visurvebdi sias da qavanas nairi siyvaruli bevr cyvils gamoecadoss. Shenc tuki jer argipovia megzuri. Nova shemecodaaa. Imdenad mdabali pirovnebaaa. Dudaevmac ki ajoba saqcielit. Ekee. Es calke temaa. Saertod bevri shemtxveva vici. Aseti chkviani adamianebi ufro eqcevian ragac borotebis qveahh. Im sanimusho cxovrebis kompensacias axdenen. Renee. Es adamiani yvelaze uigblo agmochndaa. Zogjer kargicaa albat rom ar gaxsovs carsuli. Sia zalian magari peraonajiaa. Tumca masac hyavs chonchxebi karadaahi. Tumca iset martosulobashi gaozardaa. Rom davufiqrdi rogoe moviqceodi mia adgilas tqoo. Ver gavamtyunee. Zustad isevwee. Sxva raga vtqvaaa. Besnierebas giaurveb. Madloba yvela im cutiatvis rac am deteqtivis kitxvisas davxarje. Madloba im bednierebistvis rac momaniche da utvalav agfrtovanebul cuteba da saatebs giaurveb shencc. Ar daikargo raaa. Isev unda chavujde da gavshiqro yvela movlena rogorc ki movicliii. Gelodebi isev moutmenlad axali iatooriit. Bodiahi shecdomebistviss

ქეთიიი მადლობა ჩემო საყვარელო <3 <3 <3 <3 ძალიან ძალიან დიდი მადლობა თბილი ტკბილი შეფასებისთვის და კიდევ უფრო დიდი მადლობა რომ ამდენი იწვალე ყველა დეტალისთვის რომ აქამდე მოგეტანა და აზრი გამოგეთქვა <3 ვაფასებ, გაფასებ და მიყვარხარ. არსად არ ვიკარგები მალე ისევ შევხვდებით! <3 <3 <3

სტუმარი nancho
რამდენი რამ გამოვიარეთ ამ ბედნიერ დასარულამდე,ძალიან კარგი იყო,საოცრად კარგი,ბრავო შენს ფანტაზიას ,წარმატებები,

მადლობა ბოლომდე გვერდში დგომისთვის <3 <3 <3 <3

 


№26  offline წევრი ნან

გაოცებული ვარ.ამდენად ემოციური მგონი არაფერი წამიკითხავს.იმდენი დეტალი იყო ვკითხულობდი და მეგონა ფინალთან ახლოს იყო მაგრამ აღმოვაჩენდი რომ შევცდი.ემოციებით სავსე კარგად დალაგებული ყოჩაღ შენ.ძალიან ვისიამოვნე და დიდი სიამოვნებით კიდევ წავიკითხავდი. მართლა იმსახურებ შექებას.♥

 


№27 სტუმარი სტუმარი მანჩო

ძალიან მაგარი ხარ! სულმოუთქმელად წავიკითხე, საოცრად წერ, იშვიათად მინახავს ამ საიტზე ასე საოცარი ემოციებით, ასე გამართულად გადმოცემული ისტორია!❤️❤️❤️❤️გთხოვ, არასოდეს შეწყვიტო წერა! გული დამწყდა რომ დამთავრდა.????????❤️❤️❤️ აწ უკვე შენი ერთგული მკითხველი????მოუთმენლად ველი ახალ ისტორიას????❤️❤️❤️

[quote=სტუმარი მანჩო]ძალიან მაგარი ხარ! სულმოუთქმელად წავიკითხე, საოცრად წერ, იშვიათად მინახავს ამ საიტზე ასე საოცარი ემოციებით, ასე გამართულად გადმოცემული ისტორია!❤️❤️❤️❤️გთხოვ, არასოდეს შეწყვიტო წერა! გული დამწყდა რომ დამთავრდა.❤️❤️ აწ უკვე შენი ერთგული მკითხველიმოუთმენლად ველი ახალ ისტორიას❤️❤️

ძალიან მაგარი ხარ და საოცარი წერის სტილი გაქვს, სულმოუთქმელად წავიკითხე და დაზუსტებით შემიძლია ვთქვა,რომ ამ საიტზე ასეთი კარგი ისტორია იშვიათად მინახავს!❤️გთხოვ არასოდეს შეწყვიტო წერა! მოუთმენლად ველოდები ახალ ისტორიას,შენი ერთგული მკითხველი❤️????????

 


№28  offline ახალბედა მწერალი belle...

[quote=ნან]გაოცებული ვარ.ამდენად ემოციური მგონი არაფერი წამიკითხავს.იმდენი დეტალი იყო ვკითხულობდი და მეგონა ფინალთან ახლოს იყო მაგრამ აღმოვაჩენდი რომ შევცდი.ემოციებით სავსე კარგად დალაგებული ყოჩაღ შენ.ძალიან ვისიამოვნე და დიდი სიამოვნებით კიდევ წავიკითხავდი. მართლა იმსახურებ შექებას.♥[/quote]
მადლობა დიდი ^_^ <3 <3 <3

[quote=სტუმარი მანჩო]ძალიან მაგარი ხარ! სულმოუთქმელად წავიკითხე, საოცრად წერ, იშვიათად მინახავს ამ საიტზე ასე საოცარი ემოციებით, ასე გამართულად გადმოცემული ისტორია!❤️❤️❤️❤️გთხოვ, არასოდეს შეწყვიტო წერა! გული დამწყდა რომ დამთავრდა.????????❤️❤️❤️ აწ უკვე შენი ერთგული მკითხველი????მოუთმენლად ველი ახალ ისტორიას????❤️❤️❤️

[quote=სტუმარი მანჩო]ძალიან მაგარი ხარ! სულმოუთქმელად წავიკითხე, საოცრად წერ, იშვიათად მინახავს ამ საიტზე ასე საოცარი ემოციებით, ასე გამართულად გადმოცემული ისტორია!❤️❤️❤️❤️გთხოვ, არასოდეს შეწყვიტო წერა! გული დამწყდა რომ დამთავრდა.❤️❤️ აწ უკვე შენი ერთგული მკითხველიმოუთმენლად ველი ახალ ისტორიას❤️❤️

ძალიან მაგარი ხარ და საოცარი წერის სტილი გაქვს, სულმოუთქმელად წავიკითხე და დაზუსტებით შემიძლია ვთქვა,რომ ამ საიტზე ასეთი კარგი ისტორია იშვიათად მინახავს!❤️გთხოვ არასოდეს შეწყვიტო წერა! მოუთმენლად ველოდები ახალ ისტორიას,შენი ერთგული მკითხველი❤️????????[/quote]
უღრმესი მადლობა მანჩო! ^_^ <3 <3 <3 შენ არასდროს გამოტოვო სიახლეები მე კი რასდროს შეწყვეტ წერას <3 <3 გმადლობ, საყვარელო ^_^ <3 <3 <3

 


№29  offline წევრი Ταμαρα

belle...
Ταμαρα
მოკლედ სულზე მომისწარი.... ალღოს და ინტუიციას ვუჩიოდი და სულ ტყუილად თურმე... მადლობააა და ერთი აბზაციც რომ დაწერო სადმე არ გამომაპარო რააა.... ხვალ მშვიდად წავალ სამსახურში და სანაპიროზე კატერებს შევათვალიერებ...

ოქეი საქმის კურსში იქნები <3 ახლა რაღაცას დავდებ და წაიკითხე კომენტარში <3

კომენტარს კითხულობენ მხოლოდ ის მკითხველები ვინც ბოლომდე წაიკითხეს ნაწარმოები!!!!


„პაზლების ქურდმა“ საბოლოოდ დაასრულა თავისი ისტორია. ნიღბები მოხსნილია, დაფა კი აწობილი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თვალს ვადევნებდი თქვენს ემოციებს, ბრაზს, სიხარულს, სასოწარკვეთას, მხიარულ თუ სევდიან განცდებს (მუქარებს ;დდდ). გიყურებდით, როგორ მონდომებით ცდილობდით ლოგიკურ დასასრულამდე მისვლას, მაგრამ დამპალი სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ამჯერად მე მოვიგე!!!! ;დდდდდ
მართლაც საინტერესო და ჩახლართული გამოდგა თქვენთან თამაში. არც ერთი წამით არ გსნჯით იმის, გამო რომ ვერავინ მიხვდა ფარდის უკან ვინ იდგა - რატომ? არა იმიტომ, რომ მე გიმალავდით რამეს - არა! იდალურად მალავდა ნოვა ქავანა თავის სახეს! ზუსტად ისეთივე ამაზრზენად „გულუბრყვილო“ იყო თქვენთან, როგორც ჩვენს ოთხეულთან და ყველა გაგვაბრიყვა! მწარე იმედგაცრუებას თუ გრძნობთ, აღშფოთებას ან ბრაზს. ახლა წარმოიდგინეთ დუჩეს რა უნდა განეცადა საბოლოოდ სიმართლის შეტყობისას?!
შესაძლოა მწერალმა „კოლიბრი“ შექმნა, მაგრამ ადამიანის ფლიდი და უტიფარი სახე მე არ შემიქმნია )) ეს მოგონილი არ არის, ბევრი „ნოვა“ შემხვედრია ცხოვრების გზაზე და არცერთისთვის არ ამივლია გვერდი იმედგაცრუებით, იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ „წინაღობამ“ ბევრი მასწავლა. ვწუხვარ, რომ ნოვამ ძალიან შორს შეტოპა. ტყუილს ასე სჩვევია, ერთხელ თუ ითქმის, მერე ფეხი უცდება და ასე მიგორავს უფსკრულის კიდემდე სანამ საბოლოოდ დასასრულს არ შეასკდება. გზადაგზა კი ყველაფერს იკრავს რაც შეხვდება, ფართოვდება და საკუთარ თავთან ერთად სხვასაც ღუპავს! შესაძლოა სულაც არ სურდეს მას ეს, მაგრამ გაჩერება? - უბრალოდ შეუძლებელია!
რენე... ყველამ მაშინვე მასზე მიიტანა ეჭვი. ჩემი, რენე... წიგნში უამრავი საყვარელი პერსონაჟია, არიან ისეთებიც, მართლა რომ ვერ გამოარჩევ, მაგრამ რენე... განსაკუთრებული სიყვარული და დიდი პატივისცემა მას მას ჩემგან! რატომ? იმიტომ, რომ მან მართლა ყველაზე მეტი გადაიტანა! დედა დაეღუპა და ამიტომ მიატოვა, მაგრამ მამა ცოცხალი ჰყავდა, მაგრამ მაინც მიატოვა!!!! და არა... არაფერი არ გახსენებია, სანამ სიმართლე სხვისგან არ შეიტყო <3
მეგობრებო, როდესაც ადამიანი ბავშვობაში რაღაც ძალიან მძიმე ტრამვას იღებს. მისი გონება მართლა ავტომატურად ბლოკავს მას. მით უფრო ექიმების ჩარევით! ასე „ზღაპრულად“ არ ხდება მეხსიერების აღდგენა <3 მან არაფერი იცოდა... საერთოდ არაფერი. მისი წუხილი, წამიერი თიშვები და მსგავსი რამ ქვეცნობიერის ექო იყო, ცნობიერს მიღმა დარჩენილი საზარელი სიმართლე, რომელიც ტვინს არ ახსოვდა და ვერც აღიდგინა დამოუკიდებლად. რატომ? გადატანილი, მოსალოდნელზე სასტიკი აღმოჩნდა და იმიტომ! - ტიკ.. ტაკ... ტიკ... ტაკ... აი მხოლოდ ეს შემორჩა რენე ქავანას ცნობიერებას. ორიოდე ნაგლეჯი წარსულიდან, რომელმაც ყველას მისკენ თითის გაშვერა გაიძულათ. მხოლოდ იმიტომ, რომ სცენარს ასე ძალიან უხდებოდა! არამც და არამც! კადნიერებაში ნუ ჩამითვლით, მეგობრული რჩევა იყოს - ნურასოდეს გამოიტანთ დასკვნებს ადამიანებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ქმედებები სიტუაციას „უხდებიან“. სწორად გამიგეთ. ძალიან ბევრი რამის თქმა მინდოდა, ამ ნაწარმოებით. რამდენად კარგად გამომივიდა, ეს კი ცალკე თემაა...
ოთხეულმა ბევრი განსაცდელი გადაიტანა. თქვენთან ერთად სტკიოდათ, განიცდიდნენ, უყვარდათ, ხარობდნენ და ხალისობდნენ. გისმენდნენ მაშინ, როცა ამაზე წარმოდგენაც არ გქონდათ. გვერდით ამოგიყენეს, ზუსტად მაშინ, როცა თვლიდით, რომ ამ ერთი ამბის უბრალოდ მაყურებელი იყავით და არა მონაწილე. ცდებით )) არ გჯერათ? შეიყვარეთ? გაუბრაზდით? გეწყინათ? ხანდახან ხელიც ჰკარით? უარყავით?! ნებისმიერ განცდა თუ გრძნობა მათთან მიმართებაში, მათ ნაწილად გაქცევთ, მეგობრებო. ნებისმიერმა მკითხველმა, რომელმაც კარი შემოგვიღო, პაზლების ქურდის ოჯახის წევრად იქცა. მინდოდა ამისთვის ხაზი გამესვა და მადლობა მეთქვა თქვენთვის გვერდში დგომისთვის, უამრავი თბილი ტექსტისა თუ წერილისთვის <3 უკლებლივ ყველა მიყვარხართ. მართლა... პატივისცემით, თქვენი პაზლების ქურდი! ^_^ <3
პ.ს. მორალი ლაკონურად დავასრულე და ძალიან ვეცადე ამომწურავი ვყოფილიყავი, თუმცა იმდენი საუბარი შეიძლება თითოეულ მათგანზე, მიმიქარავს ვეფხისტყაოსანი გამოგიცხოთ - ამჯერად განხილვის საგნად! ;დდდდდდდდდ გამოუშვით კომენტარები ახლა თქვენი ჯერია!
პ.ს.ს. დასასრული დაგიხატეთ „ზღაპრული“. არ მინდოდა ასეთი! არ უხდებოდა, მაგრამ ჯანდაბას სტილი! დასასრულში კიდევ ერთი მიზანი ჩავდე - ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ, თუ კი გულით მოინდომებთ. ოთხეულმა ბევრი იბრძოლა საიმისოდ, რომ მშვიდობა ღირსებოდა. ჰოდა, მოდი ჩემთან ერთად ირწმუნეთ, რომ სასწაულები მართლა ხდება <3 იქნებ აგვიხდეს კიდეც, რა იცით?? )))

რენე ჩემთვის ეჭვმიტანილიც კი არ ყოფილა... ორი ვარიანტი მქონდა ერთი ნოვა იყო... იმიტომ რომ კაცმა იმპერიაა ააწყო და მის გარშემო რაც ხდებოდა არ იცოდა ამან დამაეჭვა. ეს დღეები მაცხოვრე იმ სისხლსავსე ცხოვრებით რაც მინდა რომ რამოდენიმე წელში მქონდეს... ხო მე ამ ასაკში პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე და ზუსტად ეს ისტოროაა ის რაც მინდოდა... გრამატიკული შეცდომები არ იდარდო... ყველა დიდ მწერალს საუკეთესო კორექტორები ყავდა...

 


№30 სტუმარი elza gudusauri

საოცარი გოგო ხარ და ნაწარმოებია სუპერ! გამიხარდა რენე რომ არ იყო მკვლელი,ვერ დავუშვი, რომ მას ეს შეეძლო. მიყვარს მოულოდნელი დასასრულით ნაწარმოები.

სამი დღეა სახლშიც და სამსახურშიც ვკითხულობდი ამ ნაწარმოებს და ვერ მოვწყდი. კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. აუცილებლად წავიკითხავ განმეორებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent