შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი {6}


15-05-2020, 16:28
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 706

საკუთარ კაბინეტში, ფიქრებისგან გაგიჟებული, მწველ სითხეს სვამდა და ისევ, უცნობი ქალის პორტრეტს მისჩერებიდა. ცხოვრებისგან ზედმეტად დაღლილს აღარაფერი მიაჩნდა ძვირფასად. მაგიდაზე დაყრილ ქაღალდებს გადახედა და შუბლ-შეკრული წამოდგა ფეხზე. სავარძელში ჩაესვენა და პირველი ქაღალდიც აიღო ხელში. ფინანსებთან დაკავშირებით ისევ პრობლემები იყო ქვეყანაში, მას კი ყველაზე ნაკლებად ახლა ეს ადარრდებდა. ფიქრებით ისევ ფანგანთან იყო... მონატრება მარწუხებით ეხვეოდა მთელს არსებას და მთლიანად ეპატრონებოდა მას.
ფიქრებში გართულმა ვერც კი გაიაზრა, როდის შემოხსნა კარი ანომ და გაცოფებული მზერა აატარა სანდროს.
-რას გინდა მიაღწიო? ქალის მაღალმა ტონმა, გონს მოიყვანა. დაკვირვებით აათვალიერა, სუსტი სხეული...
-რა მოხდა?
-საქორწინო კაბა გაუგზავნე მას, ვისაც შენი ცოლობა უნდა. მე შემეშვი გესმის? შემეშვი
-თუ ცოლად მომყავხარ, ესეიგი შენი ცოლად მოყვანა მინდა.
-მოდი დავქორწინდეთ და რაა? რა შეიცვლება?
-ჯანდაბა, ხმას დაუწიე გესმის? სულ რამდენიმე წამში დაფარა მათ შორის ადგილი და გიჟივით დააცხრა ქალის ბაგეებს. უჰაერობისგან შეწუხებული მოშორდა ფანგანს და შუბლით დაეყრდნო.
-ჯანდაბა, რას მიშვები? თლილი თითები ანოს ყელს შემოატარა და იქვე დაუტოვა სველი კოცნა.
-ჩემგან რა გინდა სანდრო? მილიმეტრითაც არ შორდებოდა კაცის სხეულს.
-შენ მინდიხარ ანო და კიდევ შენი განადგურება მინდა.
-მეც გინდივარ და ჩემი განადგურებაც ამაღლობელო? ეგ ორი ერთად არ ხდება.
-მაშინ არ ვიცი, რომელიმეს ავირჩევ. მთავარია შენი ცოდვილი სული, როგორ გადაწყვეტს.
-სანდრო...
-გამიჩენ შვილებს ანო, ერთს კი არა ბევრს... და თუნდაც, კიდევ ერთხელ, რომ გაიფიქრო მათი მოშორება მოგკლავ, ვეღარ გადავხარშავ და მოგკლავ გესმის?
-შენთვის შვილის გაჩენას მე არ ვაპირებ.
-მე ვაპირებ ანო, რომ ჩემთვის გააჩინო. მერე ჯანდაბაში გესმის?
-რის მიღწევას ცდილობ?
-მინდა გააჩინო, მინდა მისგან შორს იყო, ვერ შეეხო, ვერ ნახო როგორ იზრდება. ასე იგრძნობ სად დააშავე. მიხვდები რამდენი რამ შეიძლებოდა იმ ბავშვის გამო, შენ რომ თავიდან მოიშორე. ყველაფერს მიხვდები.
-ნაძირალა ხარ!
-ქორწილისთვის სამზადისი დაიწყე პატარავ, მალე ჩემთან გადმოცხოვრდები.
-ჯანდაბა ამაღლობელო, თამაში გინდა? ვითამაშოთ!
კაბინეტიდან უკან მოუხედავად გავარდა.
სუნთქვა ყელში ჰქონდა მობჯენილი... სიარული უჭირდა... ავტომობილამდე ძლივს მიაღწია. კარი გამოხსნა თუ არა, მარილიანი სითხე მოსწყდა მის თვალებს, სულ ცოტახანში კი გულ-ამომჯდარი ტიროდა მანქანის სალონში.

***
ბარში შესულმა, ღრმად შეისუნთქა ნაცნობი, კვამლის სუნი და ბექაურისკენ დაიძრა.
ბარმენს ვისკი შეუკვეთა და ცერად იქაურობას. ყველაფეისგან გადაღლილს მხოლოდ დალევა და კარგად გამოძინება სჭირდებოდა.
ბექაურის შეხებაზე, შეიშმუშნა და მის გვერდით მდგარ დეა გამრეკელს გაუყარა მზერა.
-სანდრო. ქალის ბაგეებიდან მისი წარმოთქმული სანდრო, იმდენად საზიზღარი ეჩვენა, სახე დაემანჭა
-როგორ ხარ დეა? ჯიქურად მიშტერებოდა ქალს.
-არა მიშავს. გავიგე ცოლი მოგყავს.
-კი, ვქორწინდები! ხელები ფართოდ გაშალა ამაღლობელმა.
-ფანგანი? სიმწრით მოიკვნიტა ქვედა ტუჩი
-ხო, ანოზე ვქორწინდები.
-გიყვარს? ქალის შეკითხვამ საშინლად გააღიზიანა. მისი მოულოდნელი გამოჩენები, ნერვებს უნგრევდა ამაღლობელს და საკუათი ნერვების ფასად უჯდებოდა არ ეღრიალა, როგორ სძულდა ეს ქალი. სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯი, რომაა სწორედ გამრეკელი ამტკიცებდა.
-სიყვარულზე მაღლა დგას ერთგულება დეა! სუსტ წერტილში მოარტყა სანდრომ ქალს.
ცოტახანს გაშეშებული იდგა, მერე კი უკან მოუხედავად დატოვა ბარი.
-როგორ იქცევი ? ბექაურის ღრინვა არაფრად ჩააგდო.
-მოვიდა, თითქოს ჩავეხუტებოდი. არ მწამს მასეთი სიყვარულის გესმის? როგორ შეიძლება წახვიდე სხვასთან და მერე მოწვა, რომ თურმე გიყვარს? სხვასთან გაერთო? დაქორწინდე და მერე ისე მიუგდო ბეჭედი, თითქოს არაფერი. სიყვარული რა, დეას ეგოისტურობა კლავს. მიხვდა, რომ მკარგავს და ვსო... მანდ სრულდება გესმის? დედაც მოსტ*ვნია მის სიყვარულს.
-სანდრო.
-აღარ მინდა გესმის? მისი ბინძური თამაშები აღარ მინდა! ანომ მითხრა, რომელ კონტექსტში მჯობია მითხარიო. არცერთში. დაჟე რა ჯობნაზეა ლაპარაკი ტიპი, როგორ მეთამაშებოდა.
-შეიცვალა სანდრო.
-მეც შევიცვალე და არანაირად არ მინდა დეა გამრეკელი.
ფეხზე წამოდგა ამაღლობელი და ბანცალით გაუყვა კლუბიდან, მანქანამდე გზას.

წარსული*
წითელ კაბაში გამოწყობილი გამრეკელი, ყველას ყურადღების ცენტრში იყო. კეკლუცი ღიმილი დასთანაშებდა ქალს და არ შორდებოდა აწ უკვე პრეზიდენტ სანდრო ამაღლობელს.
კარში გამოჩენილი სტუმრის შემდეგ ყველაფერი იმდენად აირია გააზრება ვერ მოასწრო სანდრომ.
ნიკა სამადაშვილის დანახვაზე შემკრთალი გამრეკელიც არ გამორჩენია პრეზიდენტს.
-მოხდა რამე? ქალის მხრებს შემოეხვია.
-არაა არაა. თავი გააქნია დეაკ და საპირფარეშოში გაუჩინარდა.

შეაგვიანდა გამრეკელს... სანდრო მის მოსაძებნად წავიდა... სწორედ იქ ნახა ის, რამაც ასე ატკინა ყველა უჯრედი. დეაზე მოხვეული სამადაშვილი ისე ეტკინა, სიტყვა ვერ თქვა. იმ ღამეს მოკლა ამაღლობელმა გამრეკელი. იმ ღამეს დააწესა ზღვარი, რომლის იქით დეა იყო, ხოლო აქეთ თვითონ და ანო...

----
მსხვილი წვიმის წვეთები, მთელი სიძლიერით ეხეთქებოდნენ, ფანჯრის მინებს და შემდეგ მიწაზე ეცემოდნენ. ცაზე ხაზად გავლებულ ელვას, მალვე მოჰყვა გამაყრუებელი ჭექა-ქუხილი. ფეთიანივით წამომხტარ, ანო ფანგანს კუთხესთან მდგარი სილუეტი, რომ დახვდა გიჟივით წამოიკივლა და უფრო მეტად დააკვესა თვალები. ოთახი სავსე იყო, თამბაქოსა და სუნამოს გრილი სურნელით, ერთმანეთთან საოცარ ნაზავს, რომ ქმნიდნენ.
-აქ რა გინდა? სიცარიელეში ამოიჩურჩულა ფანგანმა.
-მომინდა და აქვარ. კაცის ბოხნა ხმამ, მთელს ტანში სასიამუვნოდ დაუარა.
-დემნა სახლშია სანდრო!
-არც გაატრაკო! სიგარეტის ღერი ოდნავ გამოღებულ ფანჯარიდან მოისროლა და საწოლის მიმართულებით დაიძრა.
-წადი! ქალის ბაგეებს მოწყვეტილმა სიტყვამ, უფრო მეტი ბრაზი დაუგროვა ამაღლობელს.
-გიჟი ვარ იმ ქალთან სე*სი, რომ ისევ მინდა ვინც შვილი მოკლა? სახე დაბრიცა და ვნებააშლილი მზერა აატარა, ანოს მკერდს.
-სანდრო... ხმა გაუწყდა.
-დედას შევე*ი! თავთან დახრილი ისე სწრაფად ეცა ქალის ბაგეებს გააზრება ვერ მოასწრო ფანგანმა. მთელი ძალით ჩაფრენოდა ქვედა ტუჩზე და მთელს ბრაზს, იმედგაცრუებას, ტკივილს ამ კოცნაში აქსოვდა. მკერდზე გადანაცვლებულმა, თავებზე მწარედ ჩაავლო კბილები და კვნესის ჩასახშობად, პირზე ააფარა ხელი. კბენის შემდეგ, ენის სირბილემ მეტად გაახელა ფანგანი...
მთელი სხეული უთრთოდა, ყველა უჯრედი, ისე უნდოდა ამაღლობელი. მტანჯველოი სინელე, სიცარიელეში გადაიზარდა, თვალებ გახილმა კო ვეღარსად დაინახა პრეზიდენტი.
-ჯანდაბა! სიმწრით მოიკვნიტა ქვედა ტუჩი და თავი სააბაზანოს შეაფარა.

***
დაგიბრუნდით ახალი თავით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიხარია თქვენი კომენტარები. შეფასებები, რომელიც მთლიანად მავსებს... სტიმულს მაძლევს. იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავი.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

პატარა თავებია ძალიან არ მყოფნის????

 


№2 სტუმარი ტაისა

დღეს ვნახე რაღაცატომ...
კარგია, რომ დეა გაგვაცანი.
ახლა სანდროს ქმედებებზე გადის მთავარი გზა.
წარმატებები❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ...

ხშირ ხშირად დადე ხოლმე და უფრო დიდი თავები
შენი მოთხრობები ძალიან მიყვარს
როდისთვის გელოდით?

 


№4  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ...
ხშირ ხშირად დადე ხოლმე და უფრო დიდი თავები
შენი მოთხრობები ძალიან მიყვარს
როდისთვის გელოდით?

გამარჯობა ძალიან მიხარია ამის წაკიტხვა. დღეს მელოდეთ❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა მიუხედავად იმისა პატარა თავებია,დეას სახე გამოჩნდა კარგად ეგიუსტ ადამიანის შდაბეჩდილებად ტოვებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent