შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოველთვის ვერ გაექცევი გრძნობებს(თავი 2)


15-05-2020, 21:38
ნანახია 1 441

ნუ, პატარა თავია მაგრამ სულ არაფერს, მგონი ჯობს. ვერ მოვახერხე მეტი შუალედურების გამო, სამწუხაროდ...იმედი მაქვს, მთლად საშინელებაც არ გამომდის.


არ ვიცი ასეთ გათიშულ მდგომარეობაში რამდენ ხანს ვიყავი, მაგრამ ის კი ცხადია, რომ რაღაც ენით აღუწერელმა ხმაურმა გამომაფხიზლა. ზლაზვნით წამოვდექი ლოგინიდან...
-კარგი, ნუ გადამდგით. მოვდივარ!-კარი როგორც კი გავაღე მარიამისა და ნიკოლოზის გააფთრებულ სახეებს გადავაწყდი...
-შენ გოგო ნორმალური ხარ?!-ბოლო ხმაზე კიოდა მარიამი-სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი...იცი მაინც რომელი საათია და რამდენი ხანია შენთან დაკავშირებას ვცდილობთ?! სულ დაკარგე აზროვნების უნარი?
-მორჩი?
-ჩემი გაგიჟება გინდა დადიანო?
-მარიამ, თავი მისკდება და შენი ყვირილი უფრო მატკიებს თავს.
-არა, შემომაკვდება ეს გოგო!
-კარგი, მარიამ, დაწყნარდი.
-ნიკოლოზ, როგორ დავწყნარდე?! სანამ აქ მოვიდოდით რა აღარ ვიფიქრე...ლამის გულმა დამარტყა და მეუბნები დავწყნარდე?! შეიშალეთ! ორივე შეიშალეთ!
-მარიამ!-ტონის აწევით მივმართე-უბრალოდ დასვენება მინდოდა, რა პანიკებში ხარ? რამე რომ მექნა და სუიციდისთვის მიმემართა, მესმის, მაგრამ მეძინა ადამიანო! დავიღალე და დასვენება მესაჭიროებოდა და კიდევ თუ ყვირილს განაგრძობ, შეგიძლია წახვიდე!-იმდენად მტკიცე და ცივი იყო ჩემი ნათქვამი, მეც კი გამიკვირდა.
-ევა-სევდიანი და მშვიდი ხმით მომმართავს მარიამი-რომ მიყვარხარ და ვღელავ შენზე, იმიტო ვცოფდები, ნუთუ ვერ აანალიზებ რამდენს ნიშნავ ჩემთვის?!-ცრემლები მოადგა მარიამს.
-ახლა არ იტირო, თორემ მართლა გისვრი გარეთ...მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო გოგო, მაგრამ ამდენი პანიკა საჭირო არ არის, კარგი?!
-თუ საჭირო იქნება, უარესად დავპანიკდები, გასაგებია?
-კარგი, კარგი. პანიკიორი ხარ...მე ვერაფერს გავაწყობ. ამ დროის მანძილზე ნიკა ჩუმად იყო და უბრალოდ გვაკვირდებოდა. მძიმედ ამოისუნთქა და მკითხა:
-სანდრო?
-რა სანდრო?
-სანდროს გამო ხარ ასე?
-არა, ის არაფერ შუაშია.
-ევა, გგონია რამეს გამომაპარებ?
-ნიკოლოზ, რა გნებავს?
-აღიარება! მინდა აღიარო, რომ სანდრო მოგწონს, მაგრამ ამაში შენს თავს და შემდეგ შენს მეგობრებს რატომღაც არ გვიტყდები, რაც არ მომწონს მე პირადად...
-არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. ისიც არ ვიცი ეს რა არის. მაღელვებს მისი ჩემს სიახლოვეს ყოფნა, არ მინდა რომ მას ვხედავდე, მაგრამ როგორც კი შორს არის, ცუდად ვარ, გესმის? ცუდად. ან რა ჯანდაბა მჭირს? ადამიანს წესიერად არც კი ვიცნობ, არა, რომელ წესიერებაზე საუბარი, მას საერთოდ არ ვიცნობ და ვკვდები, როდესაც ვხედავ. ალბათ ნებისმიერს ცოცხლად დავმარხავ მის გვერდზე რომ დავინახო. ცუდად ვარ ბავშვებო. ასეთი უსუსური არასდროს ვყოფილვარ. არ მომწონს ასეთ მდგომარეოაბში ყოფნა, მირჩევნია მიწა გასკდეს და შიგ ჩავიმარხო, ვიდრე დედამიწაზე ვიარო და დავამძიმო იგი ტყუილად სიარულით. რა ვქნა? რა მოვუხერხო საკუთარ თავს? არ ვიცი...და ნება მივეცი ცრემლებს გზა გაეკვალათ ჩემს სახეზე. ამის შემხედვარე მარიამი და ნიკოლოზი, ჩემთან მოვიდნენ და ჩამეხუტნენ, ასე უთქმელად ვისხედით სამივენი უბრალოდ სიჩუმეში და მხოლოდ ჩემი წყვეტილი ტირილიღა არღვევდა ყოველივეს. სიტყვაზე დიდი ძალაც კი აქვს ხოლმე ერთ თბილ ჩახუტებას. ამ დროს სამყარო ჩერდება და ყურს უგდებ იმ ადამიანთა გულს, რომლებიც საჭირო მომნეტში შენს გვერდით არიან და აანალიზებ, თუ როგორ გამალებით ცემს და ამ გულისცემას მთელი სიყვარული მოჰყვება. ესაა ნამდვილი ბედნიერება ჩემთვის. ამ ორი ადამიანის ჩემს ცხოვრებაში არსებობით, თითქოს ის სიცარიელე ივსება, რასაც განვიცდი ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ ამ ბოლო დროს ეს სიცარიელე ხშირად მახსენებს თავს, მაგრამ ისევ ეს ორი გამოჩნდება ყველაზე საჭირო დროს და მეც მიცავენ იმისგან რომ არ ჩავიძირო უკუნით სიბნელეში. მიყვარს ორივე, მაგრა ხშირად ჩემი უაზრო და ეგოისტური ქცევებით, მათ ვაღიზიანებ. რა მოხდება თუ ერთ დღესაც მოჰბეზრდებათ ეს ყველაფერი და წავლენ? რა მომივა შემდეგ მე? აი, ახლაც კი ჩემს თავზე ვფიქრობ. რა სულელი ვარ, ღმერთო! ერთი კი დანამდვილებით ვიცი, თუ ოდესმე მათ ჩემგან წასვლა მოუნდებათ, არ დავაკავებ. განა იმიტომ რომ არ მინდა მათთან, უბრალოდ ისედაც ბევრის ატანა უწევთ და არ მინდა ჩემს გამო, რამე გაუფუჭდეთ. მეჩვენება თუ ახლა ცოტა ხნის წინ ჩემი ეგოისტური ფიქრების გამოსწორებას ვცდილობ?! ოხ, ევა, იდიოტი და ეგოისტი ადამიანი ხარ-შემომძახა ჩემმა თავმა. როდესაც ჩემს თავთან დავასრულე პოლემიკა, შემდეგ მათ მივუბრუნდი:
-ბავშვებო, მიყვარხართ ძალიან.
-ჩვენც, მაგრამ დაიმახსოვრე, ასე აღარ მოიქცე, თორემ შენს თავს, მამაზეციერიც კი ვერ გამომტყავებს, გასაგებია?!
-კი, მარიამ, გასაგებია და ნიკუშ, გაძლება მოგცეს ღმერთმა!
-მადლობა, ჩემო გოგო, ღმერთმა გისმინოს.
-მეც რომ აქ ვარ, არა უშავს?
-უი, ჰო...
-ოხ, ევა, შენი გამოსწორებს არ იქნება.
ასე სიამტკბილობაში დიდ ხანს ყოფნა აღარ შემეძლო, წამოვდექი და სამზარეულოში გავედი.
-ყავას დალევთ გვრიტებო?
-ჩვენი სიკვდილი დაგეგმე?
-რა შუაშია ქალბატონო ეგ?
-აბა როდის აქედან ამზადებ შენ ყავას, თან ორივესთვის?-არ მჩვევია ზოგადად ეს მასპინძლობები და მთელი ამბები. როდესაც ჩემთან მოდიან ხოლმე, ყველაფერს თავად აკეთებენ და მეც მიკეთებენ. მაგარია არა?! საკუთარ სახლში, სტუმრები მიმასპინძლდებიან. მოკლედ, ყველა საკითხში გამაჩნია რაღაც უნაირობა.
-ერთხელ მაინც ვითავებ მასპინძლობას, ნამუსიც კაი საქონელიაო, თქმულა და მეც შემაწუხა ჩემმა ნამუსმა, მეტი არაფერი.
-კარგი, მაგრამ თუ რომელიმეს მოკვლას აპირებ, მე მომკალი ევა! მარიამი დაინდე.
-აუ, მასხარა ხარ ნიკოლოზ, მასხარა! თუ სიკვდილია, ორივეს ერთად მოგკლავთ, ვერ დაგაშორებთ ნამდვილად.
-მთელი ცხოვრება, იმიერშიც კი, შენი მადლიერი ვიქნები, თქვენო აღმატებულებავ.
-კარგით, რა სიკვდილზე ლაპარაკობთ, სულ ნუ გაუბერეთ თქვენ!
-თვითონ დაიწყო მარ...მე მომკალიო, ესაო, ისაო და მეც ავყევი, აი, სრულიად შემთხვევით.
-ნუ ტიტინებ გოგო ბევრს, ყავა გადმოდის.
-ვაიმე, ყავა!
-სულ შენი ბრალია, ნიკა.
-მე რას მერჩი კი მაგრამ?
-ამიყოლიე ლაყბობაში და ყურადღება გამიფანტე. ამ დროს ჩემი ტელეფონი ახმაურდა. ვერ გავიგე სად ჯანდაბაში იყო და ბოლოს, როგორც იქნა ოთახში მივაგენი. დავხედე და უცხო ნომერი იყო. გამიკვირდა. მიუხედავად იმისა, რომ უცხო ნომრებს არ ვპასუხობ, ჩემდა გასაოცრად ვუპასუხე და იმ ადამიანმა, ხმა რომ ამოიღო, ადგილზე გავშეშდი. ეს გაშეშება...რა ვისწავლე რა! ადვილი მისახვედრია თუ ვინ იყო. დიახ, ბატონი სანდრო.
-სალამი, როგორ ხარ ევა?
-მადლობა, კარგად.
-ჰო, მეც კარგად ვარ. მადლობა რომ მკითხე.
-რა გინდა?
-არაფერი, უბრალოდ მოგიკითხე, მაინტერესებდა როგორ იყავი.
-კარგად ვარ, ახლა ხომ გაიგე და ნახვამდის.
-მოიცა...-წესით უნდა გამეთიშა, როგორც სჩვევიათ ხოლმე გოგონებს, მაგრამ მე რატომღაც ისევ გავშეშდი. არა, ხომ ვამბობ რომ ეს გაშეშება ცუდი ვისწავლე-მინდოდა, ბოდიში მომეხადა ჩემი საქციელისთვის, უბრალოდ ვეღარ გავუძელი ამ ცდუნებას...
-კარგი-მხოლოდ ეს აღმოხდათ ჩემს ბაგეებს და ყელში მობჯენილი ცრემლის გროვა, რომელიც სანდროს, ამ მართლაც გულწრფელი აღიარებით იყო გამოწვეული, უკან ჩავაბრუნე.
-ანუ?
-ანუ, გპატიობ, მიღებულია შენი ბოდიში, ახლა კი ნახვამდის.
-კარგი ევა, მაგრამ დაიმახსოვრე, ყოველთვის ვერ გაექცევი გრძნობებს.



№1  offline წევრი ანმეე

უტყუპსიკა ხარ შენ ჩემიი???? სანდრო რა საყვარელი გყავს რო იცოდეეეე joy
ახალს ველოდები იცოდეეე მალე თანნნ(მიუხედავად იმისა რო იცი როგორ მომწონს ლოდინის პროცესი...სხვანაირად კაია მაინც heart_eyes )
აბა ლავუ ჩემო გულოოოო????????

 


ბამმო
უტყუპსიკა ხარ შენ ჩემიი???? სანდრო რა საყვარელი გყავს რო იცოდეეეე joy
ახალს ველოდები იცოდეეე მალე თანნნ(მიუხედავად იმისა რო იცი როგორ მომწონს ლოდინის პროცესი...სხვანაირად კაია მაინც heart_eyes )
აბა ლავუ ჩემო გულოოოო????????

არ გალოდინებ, მითუმეტეს ახლა ჩემო ტყუპსიკა blush blush

 


მწერალი ქალი
ნიუ...გასაგებლარია ყოლფერი))ჩაგქისე❤️

ვუუააიიმეეჰჰ:დდდ ქალიოო...მეც ჩაგქისე❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent