უკანასკნელი ამბორი +18 (თავი 2)
ყოველთვის, როდესაც თვალებს ვხუჭავ ჩემში მოკაშკაშე ვარსკვლავები ჩნდება, რომლებიც ანთებული სხივებით ცდილობენ საკუთარ სხეულში თავიანთი ურყევი ადგილი დაიკავონ. სხეული თრთის... მოლეკულები სასიამოვნო შეგრძნებებით ივსება. ალექსი და მე ღამის წყვდიადს თვალყურს ვადევნებთ და ვცდილობთ ვარსკვლავების საშუალებით ერთმანეთის მომავალ ვიმკითხაოთ. ალექს თვალები კაკლისოდენა ჰქონდა გამხდარი. მის აჩქარებულ გულისცემას ახლაც მკვეთრად ვგრძნობდი, თითქოს მისი რიტმები ჩემში ყოფილიყოს გავრცელებული. - მიყვარს ღამე...- მოულოდნელად წამოსცდა სავსე, წითელი ბაგეებიდან ეს სიტყვები ალექსს.- ღამე ძალიან ბევრ ადამიანის სახეს იტევს...- ნაღვლიანად შემომხედა მან მე. რის შემდგომაც ტანში უსიამოვნოდ გამაჟრჟიალა. - იცი? ხშირად მთვარეს ველაპარაკები... ასე მგონია, რომ მასთან საუბრის დროს ყველა ის ტკივილი გაქრება, რაც კი ჩემში იქნა მთელი დღის განმავლობაში ჩალექილი. სასიამოვნოა. როცა გრძნობ რომ ვიღაც შენთანაა... შესაძლებლობა გენიჭება შენი ტვირთი ვიღაცას გაუზიარო. - სიგარეტი გინდა? - უარს არ გეტყვი...- ნაძალადევად გავუღიმე. ალექსის მოხდენილი ნაკვთების დანახვისთანავე ადამიანს დაუოკებელი ვნება მოაწვებოდა... მინდოდა მუდმივად მისთვის მეყურა და დამეკმაყოფილებინა საკუთარი სურვილები. - საერთოდ არ გიცნობ, არადა ასე მგონია, რომ ყოველთვის ჩემთან იყავი, თე... - ეს როგორ? - აი ასე... არასოდეს არ გქონია ისეთი შემთხვევა, როცა თითქოს ახლადგამოჩენილ ადამიანთან წინა ცხოვრებაში რაღაცა გაკავშირებდა? - კი, მაგრამ ძალიან მეუცხოვება ჩვენი სიტუაცია. - ის არ გეუცხოვება, რომ უცნობთან ქალიშვილობა დაკარგე?- ცოტა ირონიული ტონით მითხრა მან. - დავიჯერო შენც იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნები, რომლებსაც ჰგონიათ რომ ადამიანის პატიოსნება პატარა აპკით განისაზღვრება? რამდენი ადამიანი ვიცი, რომელიც ქალიშვილია, მაგრამ სულით ა! - ეს არ მიგულისხმია, თე... ფეხებზე ქალი ქალიშვილი იქნება თუ არა. - აბა რატომ წარმოთქვი ის სიტყვები ასე ირონიულად? - მეუცხოვა შენი გაბედულობა. სხვებს არ ჰგავხარ. - არცერთი ადამიანი არაა იდენტური. - შენ ყველანაირად განსხვავდები საზოგადოებისგან, თე...- თქვა და ვნებიანად დაეწაფა ჩემს მთრთოლვალე აბაგეებს.- რაღაც მინდა გითხრა და არ გამიბრაზდე კარგი? - გისმენ, ალექს. - შეყვარებული არ გყავს? - რომ მყავდეს ახლა შენთან არ ვიქნებოდი. - თე... ზოგჯერ ადამიანს სხეულის ენა გასთქვამს ადამიანს. ახლა შენი მიმიკა ადასტურებს რომ ამ სიტყვების გაჟღერებისთანავე ზიზღი დაგეუფლა, რადგან შეფარვით აგითამაშდა მარცხენა ტუჩის წვერი. რატომ ამდენი ზიზღის გრძნობა ამ სიტყვების წარმოთქმის დროს? - ალბათ იმიტომ, რომ გულს მირევს ისეთი გოგოები, რომლებიც ათას კაცთან ამყარებელ ერთდროულად ურთიერთობას. - მთავარია შენ მათნაირი არ ხარ. - იმედია... - ზოგჯერ ისე ლამაზად მიყურებ, რომ მეშინია არ შემომეჭამო! - ხო არა? გაფრთხილებ, შესაძლოა გარეგნულად ძალიან ტკბილად გამოვიყურები, მაგრამ ჩემი დაგემოვნებისთანავე სიმწარეს იგრძნობ. - მიყვარს შენი ხალი... - რა? - აი ეს... აქ, რომ გაქვს.- მითხრა და ტუჩის ქვემოთ განთავსებულ ხალზე ფრთხილად შემეხო.- მართლა ყველაზე დიდი კაიფი ხარ, თე.- ისევ გამიმეორა მან კლუბში წარმოთქმული სიტყვები და გულში ძლიერად ჩამიკრა. იმ წამს მეგონა, რომ ზეცა განათდა. ვარსკვლავები გარშემო დაგვტრიალებდნენ, თითქოს რომანტიკულ გარემოსაც გვიქმნიდნენ. სიო ჩემს წაბლისფერ თმას ჰაერში ათამაშებდა. შიგადაშიგ რამდენიმე ღერი, ალექსის სახეს დაეკონებოდა... ისიც ანთებული თვალებით მომაპყრობდა მზერას. გონებაში კი მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი... როგორ შეიძლება უცნობ კაცთან ერთად ასე კომფორტულად გრძნობდეს ადამიანი თავს. - ხომ არ წახვალ? არ მინდა, რომ მზის სხივების შემოპარებასთან ერთად გაქრე.- მძიმედ აღმოთქვა, ალექსმა და ნაღვლიანი თვალები მომაპყრო. - არა არ წავალ, არ იდარდო! - რა ცუდია, რომ არ მიცნობ... შესაძლოა ამის შემდგომ არც მოგწონებოდი.- სახე მოექუფრა მას. - იგივე შემიძლია მეც გითხრა. თითოეულ ადამიანში სახლობს შავბნელი პიროვნება, უბრალოდ ნება არ უნდა მივცეთ, რომ მან ოდესმე ადამიანური ბუნება დაჩრდილოს. - ყველაზე კარგი ხარ, თე... - უბრალოდ აზვიადებ. - არა არ ვაზვიადებ, თე. - კარგი რა, ალექს!- შევძახე და მუჯლუგუნი ვკარი ფერდებში. - კიდევ გაიღიმე, თე... - რა?- გაოცებისგან სახე დამემანჭა. - გაიღიმე!- მის სიტყვებში თხოვნა აღარ იგრძნობოდა... მის ასეთ უცაბედმა მიმიკების შეცვლამ კი მართლაც გვარიანად გამაცინა.- ყოველთვის უნდა იცინოდე, თე... ალექსის ხშირი სუნთქვა ღამეულ კოშარს მიქრობდა. როგორ მინდოდა დაუსრულებლად მის მკლავებში ვყოფილიყავი მოქცეული და როგორ მინდოდა ყოველთვის ამ წრფელი თვალებით ეყურებინა ჩემთვის. მომენტალურად სამყარო ფერფლად მექცევა... გონებაში ვფიქრობ, რომ ალექსი აუცილებლად გაქრება... ან ის არ აღმოჩნდება ვინც სამუდამოდ ჩემში დარჩება. ადამიანების დაკარგვა ყველაზე მეტად მტკივა. შესაძლებლობა, რომ მქონოდა არცერთ მოსულ პიროვნებას უკან აღარ გავუშვებდი. - კარგად ხარ, თე? სხეული აგიკანკალდა... - მეშინია, ალექს... - რისი პატარა?! - უშენობის. - ახლა უკვე მაცინებ, თე... რამდენიმე საათია მიცნობ და უკვე ამხელა ადგილი დავიჭირე შენს ცხოვრებაში? - შენ რომ იცოდე როგორი უბადრუკი ცხოვრება მაქვს ასე აღარ ისაუბრებდი. შენ ჩემი უფერული სამყაროს ნათელი წერტილი ხარ და არასოდეს მინდა ჩაქვრე. - არასოდეს არ ჩავქვრები, თე... გპირდები! ალექსის სიტყვების შემდგომ უკუნეთს პირველი ფერადი სხივი შეეხო. შემდგომ მკრთალი ნათებაც მოჰყვა. მალე გათენდებოდა. - მზის ამოსვლას ვუყუროთ არა, თე?!- თქვა ალექსმა და ზედა ტუჩი ენის წვერით დაისველა. პ.ს. ვინც კითხულობთ შთაბეჭდილებების გაზიარებას ნუ დაიზარებთ! თუ გამოხმაურება ექნება დღეს ღამე შემდგომ თავსაც დავდებ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.