შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილი მილიონ დოლარად *7*


16-05-2020, 20:57
ავტორი Queenofmoon
ნანახია 3 734

- ხვდები,რა შარში ხარ თუ ჯერ კიდევ ვერ ამოძრავებ გამოლაყებულ ტვინს,ზედმეტადაც რომ ურტყეს ჩემმა ბიჭებმა?
თაბაგირის ფარულმა სიცილმა მეტად გააღიზიანა მამაკაცი და ზიზღისგან ორივეთ ხელი პალტოს სახელოებში დასწვდა,მისკენ ახლოს მიქაჩა და სუნთქვა შეიკრა.
- მოკვდები..ნელი,მტანჯველი სიკვდილით მოკვდები..ჯერ რომ არავის გაუგონია,არ წაუკითხავთ..არც უნახავთ..იქნებ,დავფიქრდე და შენი ორგანოები გავყიდო?! ნაწილ ნაწილ აგკუწო...და ყველაზე მწირე ფასი დავადო,რას იტყვი?!
- ფრთხილად იყავი,ხელი არ გაგეჭრას..
გაშლილი ხელი ბენდელიანმა მწარედ შემოარტყა მამაკაცს,რომელიც უსულოდ დაეგდო გაყინულ ბეტონზე,თუმცა,თავს ძალა მაქსიმალურად დაატანა,ზურგს უკან გაკავებულ ხელებს დააწვა და ქვემოდან ამოხედა.
- ბრუტალურ ნიღაბსაც სი/რულად ირგებ..იცი?! არ გამოგდის კაცობაა..პირი გააწკლაპუნა თაბაგირმა. - შენი სტილი არ არის..უფრო,*როჭი შეგიძლია იყო.
- რაო,რაო? შენ ისე ლაპარაკობ,თითქოს დასაკარგი არავინ და არაფერი გქონდეს..მოდი,გაგახსენებ..დედაშენს,შენს დას..დის შვილებს..კიდევ,არის ვინმე,ძალიან ახლო შენს გულში,ყოფილო მინისტრო?იცი,რას გავაკეთებ?! დედაშენს და შენს დას,ყველაზე იაფფასიან ბორდელში ამოვაყოფინებ თავს,სადაც მათ აყროლებულ ლეშს ძაღლებსაც აღარ გადაუგდებენ..შენს ორ პატარა დისშვილს კი,ნელნელა ჩავუბამ შენი ოჯახის გზას..ცოტას გამოვატირებ დედიკოს და ბებიას იმ ქვეყნად გასტუმრებას,ეგეთი ბოროტიც ხომ არ ვარ? მერე მათი ზეიმიც მალე დაიწყება..შენ კი,ამაზე უარეს მდგომარეობაში ეგდები,კეთილი ბიძიასავით დაიწყებ მათთვის ლოცვას..რას იტყვი,რომლით დავიწყო?! საყვარელი დედიკოთი,თუ საყვარელი დით?! არა,მოიცადე..
ბენდელიანი ფეხზე წამოდგა და ჩაფიქრიანებული მზერით დახედა თაბაგირს,რომელიც ნესტოებით ხარბად ისუნთქავდა ჰაერს,კაპილარები შუბლზე ავად გამოჯდომოდა და სიმწრისგან კბილებს აჭერდა ერთმანეთზე. - დავიჯერო,კიდევ უფრო ძვირფასი არავინ გყავს?!აბა,მოდიი..მოდი დაფიქრდი დიმუ..ვინ გახსენდება?! ქერაა?!ცისფერი თვალებით?! არაა..არამგონია..საერთოდ არ მგონია ასე იყოს,შენ რას მეტყვი?! რა იყო,რას დამუნჯებულხარ,ჯერ ენა არ ამომიჭრია,მდუმარების კვირა რომ გამიმართე..ჯერ გაძლევ ლაპარაკის უფლებას შე ნაბი/ჭვარო...
- ჯერ კიდევ ვერ ხვდები რა ნეხვში ხარ..რა იყო,ცხოველივით რომ დამაბი..გეშინია?! ძალიან გეშინია ბატონო პრეზიდენტო?! იქნებ,ასე იმიტომ დამალურჯეს შენმა ცუგებმა,რომ უსაფრთხოების ზომები ზენიტში გქონოდა?!
პირში ჩაგუბებული სისხლი გადააფურთხა და პრეზიდენტის თეთრ პერანგს შეუზავა. მამაკაცმა კოსტუმიდან ფრთხილად ამოიღო ხელსახოცი,ხელის ფაქიზი მოძრაობით მოიწმინდა და ტუჩებდაბრეცილმა თაბაგირის ფეხებთან მიაგდო,რომელიც საუბარს არ წყვეტდა: ვერ იპოვნე შენი შვილი?! დიდ ხანს ეძებე?!მინდა ისეთი ხარხარი ავტეხო მთელმა მსოფლიომ გაიგოს..გაიგოონ რა სი/რიაა ამ ქვეყნის პრეზიდენტი..ვფიცავ,დედას მოგი//ნავ და ამას პირადად ვნახავ,სულ რომ ზემოდან ჩამომაკითხონ,ვერავინ წამართმევს იმ ბედნიერების ხილვას,რასაც შენი ჩალპობა ჰქვიაა!!!!
- ნატალია..ჩემი ძვირფასი ქალიშვილი?საიდან მოიტანე,რომ ახლა სასახლეში არაა?! ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?! აი - ტელეფონის ეკრანი თაბაგირის სახის წინ მიატრიალა და შემომავალი ზარი აჩვენა,რომელიც წკრიალს არ წყვეტდა. - ესენი,ჩემი ბიჭები არიან,ახლა შემატყობინებენ,რომ ნატალია მათ ხელშია..შენ კი ჩემო დიმიტრი,ცოტა დრო დაგრჩა იმისთვის,რომ ილოცო.
- და თუ მათ არ ჰყავთ ნატალია,აზრზე ხარ როგორ ჩაისვარე?!
ისტერიკული სიცილი აუტყდა თაბაგირს და წარბებს შორის მობჯენილი ძარღვი,რომელიც მთელ შუბლზე გამოჯდომოდა,ლამის გამსკდარიყო.
- გისმენ,ლერი..
კმაყოფილი მზერით გახედა თაბაგირს და კვლავ მის წინ ჩამოჯდა.
ღიმილისგან გამოწვეული ნაოჭები,რომელიც ტუჩის კუთხეებში მაქსიმალურად აწეულიყო,ნელნელა ეშვებოდა..ნელნელა უბრუნდებოდა ჩვეულ მდგომარეობას და მეტიც,თითები ძლიერად წაეჭირა ტელეფონისთვის და ამჯერად,კმაყოფილმა და ღიმილიანმა მზერამ,თაბაგირის სახეზე გადაინაცვლა.
თაბაგირმა ჩაახველა,თვალები დააწვრილა და ენაჩავრდნილ პრეზიდენტს დააკვირდა ამღვრეულ გუგებში.
- ბუჰ...ხმა შენც გაიგე?!მიდი,მიდი ეხლაც გაიხიე ერთ ადგილზე და მითხარი,რას მიზავ ბატონო პრეზიდენტო?! ღმერთო,მადლობა ამ დღისთვის..ასეთი მხიარულების მომსწრე არასდროს ვყოფილვარ..იცი როგორი სახე გაქვს?!ამ სახის ყურების გამო ღირს ყველაფერი შე სი/როო!!!
- ჩემი შვილი დააბრუნე..
უიმედოდ ამოიხრიალა ბენდელიანმა
- შენნაირი გამო/სირებული გგონივარ?ვერ ვხვდები,ამას სერიოზულად მეუქბნები?!თუ კი,მაშინ..ბრავო..
ხელები რომ გახსნილი მქონდეს გეფიცები ტაშს დაგიკრავდი..
- გპირდები,თაბაგირო..საშინელი სიკვდილით მოკვდები..
თვალწინ გაგინადგურებ ყველას,ვინც გიყვარს..სულ ფხიზლად დაგჭრი ნაკუწებად და ყოველ ჯერზე,როცა გონებას დაკარგავ,შენს გამოფხიზლებას დაველოდები,სიკვდილი რომ ფხიზელზე შეიგრძნო მხოლოდ..მაგრამ..შეგიძლია გზაზე არ გადამეღობო. შანსს გაძლევ,დააბრუნე ნატალია,დაუბრუნდი შენს პოსტს და გადაარჩინე ოჯახი.
- წადი შენი..
- მაშინ,ჩემი დანაპირების საათები დაითვალე..დროის ათვლა დაიწყო .
რკინის კარი ჭრიალით გააღო,თაბაგირის წინ,ზურგით მდგარი მხრებში გაიმართა,თავი გადაატრიალა და ოდნავ გაატკაცუნა,სენსორზე რამოდენიმე ღილაკს დააჭირა ხელი,ტელეფონი უბეში მოათავსა და ჯიბეებში ჩაწყობილი ხელებით,სტვენით დატოვა ადგილი.
რამოდენიმე წამში,შავებში გამოწყობილი მამაკაცები ერთი მეორის მიყოლებით შევიდნენ მოკუჭულ,ჟანგიან ოთახში თაბაგირთან და გონების დაკარგვის შემდეგაც აგრძელებდნენ მისი ძვლების მტვრევას,ბიტებით.

ტრავმატოლოგიურის საავადმყოფოს ჭიშკართან ერთი მეორის მიყოლებით ჩამწკრივებულიყვნენ ავტომობილები,წვიმის მიუხედავად,დერეფნისთვის შეეფარებინათ თავები მიკროფონებით მომარჯვებულებს და კონკრეტული ადრესატების თვალებით ძებნას არ ეშვებოდნენ დღე თუ ღამე.
კომიდან გამოსული დიმიტრი თაბაგირი,მრავალი დაჟეჟილობით და დალურჯებით,პალატაში გადაეყვანათ,სადაც საწოლის კიდესთან თვალებჩაშავებული ნანიკო ეჯდა,მის პულსს დარაჯო2ბდა და საათში ერთხელ შემოსულ ექიმს კითხვების კორიანტელში ახვევდა,როდის გამოკეთდებოდა მისი შვილი,როდის შეძლებდნენ მის გამოწერას და როდის მოვიდოდა გონს.
იჯდა მარტოდ მარტო,ხან ჩაძინებული,ხანაც ატირებული,რომელსაც გვერდით მისი ერთდაერთი ქალიშვილი არწმუნებდა,რომ მალე ფეხზე დადგებოდა.
იასონ სამხარაძე,ფორმალური ვიზიტებით შემოიფარგლებოდა,რადგან ეჭვი არავის აეღო,ამიტომ მცირეოდენ დაკითხვას ატარებდა იმ შემთხვევისთვის,თუ დაზარალებულს რაიმე ემახსოვრებოდა. იასონის მაგივრობას ტატო უწევდა,თაბაგირის ბავშვობის მეგობარი,რომელიც ყოველ დღე აკითხავდა ნანიკოს და საჭირო პროდუქტები თან მიჰქონდა პალატაში.
უყურებდა ტატო სასტიკად ნაცემ მეგობარს,რომელსაც თითქმის მთელი თვე გამოეყო საავადმყოფოში,განადგურებული ჩანდა,თუმცა მხოლოდ ფიზიკურად,თაბაგირი როგორიც იყო,ისეთივე დარჩა და ეს ყველამ კარგად იცოდა. ბენდელიანი მთელი ორი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით,ყველა კუთხე-კუნჭულს ეძებდა,თუმცა ამაოდ. თაბაგირმა ზუსტად იცოდა,პრეზიდენტი განახორციელებდა შვილზე ნადირობას,გააგზავნიდა თავის ტურებს შესაძლო ქვეყნებში თავისივე კავშირებით,თუმცა ნატალიას სხეულში დაყენებულმა გადამცემმა გადაწყვიტა ყველაფერი.
თაბაგირი,კვლავ ერთი ნაბიჯით წინ აღმოჩნდა.
ბენდელიანი კი,ცოფიან ძაღლს დამსგავსებოდა,რომელსაც ვერავინ ეკარებოდა,პირიდან დორბლი სდიოდა და სწყუროდა შანსი,შანსი დიმიტრის განადგურებისა.
- დიმიტრი..როგორ იქნა..დღეს გაგწერენ..
სლუკუნით ამოიტირა ქეთიმ,საყვარელ ძმას გულზე მიეკრო და ნანიკოს დაღლილ სახეს ახედა.
- ქეთევან,მიაწოდე.
ჩანთიდან მამაკაცის შარვალი ამოიღო და გოგონას გაუწოდა.
- კარგი რა პატარავ..რა გატირებს? ხომ ხედავ კარგად ვარ,ძალიან კარგად.
ფართოდ გაიღიმა თაბაგირმა და სახე ოდნავ დამანჭა ყბაზე ხელის მოკიდებისას.
- რა არის,გტკივაა?
- არა..არ მტკივა არაფერი..ეხლა თუ მაცდით ორივენი ჩაცმას კარგი იქნება..ჯანდაბა,რა გავაკეთოოო?
- ხოო..კარგი..ისე თუ გინდა ჩაგაცმევ..თუ გახსოვს პატარაობაში,შარვლებს უკუღმა რომ მაცმევდი,უბნის ბიჭებს რომ დაეცინათ და არ მოვწონებოდი არავის..გგონია დამავიწყდაა?
ენა გამოუყო ქეთიმ სასაცილოდ და სამივეს გაეღიმა.
- აჰა..ჩემმა პატარა დაიკომ გადაწყვიტა 30 წლის მერე იძიოს შური..ღმერთო,სად ვარ?ჩქარა გადით პალატიდან,თორემ ისევ უკუღმა ჩაცმულს გაგიშვებ გარეთ!
- დაგაგვიანდა,გათხოვება მოვასწარი..თითზე წამოცმული კალიცო ცხვირწინ მიუტანა.-ხოდა თუ არ გინდა შენმა დისშვილებმა აიღონ მთელი პალატა და შემოგიცვივდნენ,დროულად ჩაიცვი.
თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და პალატიდან გავიდა ნანიკოსთან ერთად.
ფეხზე ფრთხილად წამოდგა,შარვალი ამოიცვა და ქურთუკს დაავლო ხელი,რომლის ჯიბეშიც ტელეფონის მოძიებას ცდილობდა.სენსორი გადასწია და გამოტოვებული ზარებისა შეტყობინებების ფანჯარა გახსნა. იასონის,ტატოს და ნანიკოს გამოტოვებული ზარებით გავსებულიყო სმარტფონი.
ქურთუკში ხელები გაუყარა და ტელეფონმა დაიწკარუნა,გამოტოვებული შეტყობინებები ოდნავ დაგვიანებით მოსულიყო.კვლავ მოითავსა ხელში სმარტფონი და სენსორის გადაწევისას ხელი გაუშეშდა,როცა მაშარელის გამოგზავნილი შეტყობინება დახვდა.
"როგორ ხარ? ბარბარა ვარ..სასეირნოდ გამოვედი,დღეს ზუსტად ისეთი ამინდია,როგორიც იმ დღეს,შენ რომ გნახე.თუ მოიცლი,დამირეკე."
უკვე წარმოიდგინა რამდენჯერ აკრიფა და გადაასწორა ტექსტი,რის გამოც გაეღიმა თაბაგირს.
მკერდის არეში სიმსუბუქე იგრძნო,გული უცნაურად აუთამაშდა,შეტყობინებებს ჩამოუყვა და უფრო მოგვიანებით ისევ მაშკას შეტყობინებას დახედა.
" სისულელეა,არ უნდა მომეწერა. ალბათ ცუდი დრო ავარჩიე,ზოგადად ყოველთვის არასწორ დროს და არასწორ ადგილას ვხვდები ხოლმე,უკაცრავად."
ალბათ კიდევ დიდხანს დააჩერდებოდა ტელეფონს,რომ არა კარებში ქეთის შემოყოფილი თავი,თვალებზე ხელი რომ ჰქონოდა აფარებული და ოდნავ იჭყიტებოდა:
- ჰაა..შემოვიდე?ვინც არ არის ჩაცმული ჩემი ბრალი არ არის..
ტელეფონი ჯიბეში მოითავსა.კარს ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და თავგამოყოფილ ქეთის პატარა ცხვირზე წაავლო თითები.
- გაგიჟდი?!დიმიტრი მეტკინა!
ამოიკნავლა პატარა თაბაგირმა და აწითლებული ცხვირი სასაცილოდ მოისრისა თითებით.
- ეს იმისთვის,ეგ კურნოსა რომ ასეთი ცნობისმოყვარეა.
ხელი გადახვია და შუბლზე ხმაურიანად აკოცა. დერეფანში მდგარმა სიძემ ხელი ჩამოართვა თაბაგირს,ტატომ ყავარჯენი მიაწოდა და ნელი სვლით მოშორდნენ ტრამვატოლოგიურს,სადაც რამოდენიმე ჟურნალისტმა გარშემო შემოუარა და ხმაურით მიაცილა მანქანაში ჩაჯდომამდე "ბატონო დიმიტრი"-ის შეძახილებით.

დიმიტრისგან გამოგზავნილ შეტყობინებას დახედა სამხარაძემ,საწოლიდან სწრაფად წამოდგა და სამზარეულოში გასულს,მია დახვდა მინი-ბართან ფეხშიშველი,ყურსასმენებით მომარჯვებული,რიტმულ მუსიკას თეძოების ქნევით და ხუჭუჭა თმის ფრიალით რომ ჰყვებოდა..თან საგულდაგულოდ ჭრიდა სტაფილოს,სხვა დანარჩენ ბოსტნეულთან ერთად.
მამაკაცი უკნიდან ისე სწრაფად მიუახლოვდა წელზე ხელებშემოხვეული,რომ გველნაკბენივით შეხტა შავგვრემანი და დანაც ხელიდან გაუვარდა.
- იასონ?მეგონა სახლში არ იყავი..
ღაწვები სასაცილოდ აუწითლდა და ძირს დაგდებული დანა აიღო.
- ჰო,გამთენიისას მოვედი..
მისკენ გადაიხარა სამხარაძე,ჭიქა წყლით აავსო და მწყურვალივით გაიგრილა ყელი.
- სალათს ვაკეთებ.გშია?
ისევ ბოსტნეულს მიუბრუნდა და წელზე შემოხვეულმა ხელმა,მისკენ მიაბრუნა.
- ცოტახნით მოეშვი ამ დიასახლისობას..ჩემო ხუჭუჭა.
ძლიერი ტორების დახმარებით მაგიდაზე შემოასკუპა,ჭურჭელი ერთი ხელის მოსმით გადასწია და გრძელი ფეხები ისე გააშლევინა,რომ მლიანად მასზე შემოეკრო გოგონა.
თითები იასონის თმაში შეაცურა და ამღვრეული მზერით დააშტერდა. ეშმაკურად აუციმციმდა მამაკაცს თვალები და ხელები თეძოებიდან მისი მკერდისკენ აასრიალა,ნაზად მოუჭირა და მაისური ბრეტელებიანად ქვემოთ ჩამოსწია,საიდანაც ურცხვად გამოეჩინა თავი მადისაღმძვრელ მკერდს.ძუძუსთავები კბილებს გამოსდო,შემდეგ კი ვნებიანად მოაქცია მის ბაგეებში და მანამ ეალერსებოდა,სანამ გოგონას ტუჩებიდან კვნესა არ წახდა.
- მოგენატრე?
გრძელ,მუქ ხორბლისფერ კანს კოცნის ბილიკებით ჩაუყვა ლავიწებამდე და კბილები გამოსდო,ქალისგან საპასუხო ოხვრა კი სისხლს უდუღებდა ვენებში.
- ძალიან..
სამხარაძის ტუჩებს მონდომებით დაეწაფა,ისე,თითქის მთელი სიტკბოება და ალერსი ამოეწოვა ბაგეების დახმარებით,მისი სხეულიდან.
ვნებების ქარცეცხლში დამწვრები,კარზე რამოდენიმეჯერ დაკაკუნებამ გამოაფხიზლა,ფრთხილად შეისწორა მაისური ქალბატონმა მიამ,მორცხვად ახედა სამხარაძეს,იქვე დაგდებულ ჩანთას დასწვდა და ლოყაზე ხმაურიანი კოცნით დაემშვიდობა.
- ასე მტოვებ?!
კოპები შეკრა სამხარაძემ და თითი გამაფრთხილებლად აუქნია ცხვირწინ.-მოგხვდება!
- ლექციები მაქვს საყვარელო!მაპატიეეე..
სიცილ-კისკისით გაიარა შემოსასვლელი,კარი გააღო და სახეწაშლილი წკრიალაშვილი დახვდათ კართან ატუზული,ბრაზისგან სქელი ტუჩები რომ მოეკუმა და მოლოდინის რეჟიმი კარგა ხანს ამოწურვოდა.
- გამარჯობა ელენა..ხელი გაუწია ჩამოსართმევად,მაგრამ საპასუხოდ იგნორი რომ მიიღო,სახელურთან ჩაბღაუჭებულ სამხარაძეს დაემშვიდობა და კიბეები ჩაირბინა..
წკრიალაშვილმა ტუჩები დაბრიცა,დემონსტრაციულად შეაბიჯა სამზარეულოსკენ და სიგარეტი ამოაძრო კოლოფიდან.
- შენც დილამშვიდობის,ელენაა..
მაგიდაზე უმისამართოდ მიყრილ ჭურჭელს ამოეფარა და დოინჯშეკრულმა დახედა მის წინ მჯდომ ქალს,სწორ ხაზად რომ უშვებდა ფილტვებიდან ამოფრქვეულ ნიკოტინს.
- იმ გოგოსთან გაქვს სექ*სი ვინც შენ შეიფარე?როგორი გულუხვი ხარ.
ყოჩაღ,კარგი არჩევანია,ლამაზია ნამდვილად..
- ელენა,რა გინდა?!
ყელში მობჯენილი ბურთი ძლივს გადააგორა წკრიალაშვილმა,სიგარეტი საფერფლეზე დასრისა და ფეხზე წამოდგა. აქ სახელები,გვარები და ლოკაციებია ბენდელიანის ქვეშევრდომების,შეგიძლია დიმიტრის გადასცე!
- კარგი მომეცი.
ხელი გაუწოდა,წკრიალაშვილმა კი ფაილები მაგიდაზე დააგდო.
- სერიოზულად? რა იყო,რამ გაგაღიზიანა ელენაა?!
რამე არ მოგწონს?!
მისკენ ახლოს მიიწია მუშტშეკრული.
- ახლოს არ მოხვიდე და ეგ ბინძური ხელები არ მომაკარო.
ყვრიმალზე ჩამოგორებულმა ცრემლმა გაყიდა წკრიალაშვილი.ზურგი ისე აეწვა და ისე ასტკივდა,თითქოს დანა ჩაარჭეს და სისხლისგან იცლებაო,ჭრილობისგან სუნთქვა უჭირდა,მამაკაცის სუნამოში შეზავებული სხვა ქალის სუნამოს ტონები თავბრუს ახვევდა,გულის რევის შეგრძნებას ჰგვრიდა ისე,რომ პირში სიმწარესაც გრძნობდა..მისი ყოველი სიტყვა სტკიოდა,მისი სხეულის ყურება კლავდა,რადგან სულ ცოტახნის წინ სხვა ქალს ანიჭებდა სიამოვნებას,სხვა ქალის სხეულში უნდოდა ძრომიალი მის ასოს,რომელიც ჯერ კიდევ ერექციის ქვეშ იყო. თმა ნერვიულად გადაიწია გვერდით,ჯერ კიდევ ჰაერში გაჩერებული თითით,რომელიც ავისმომასწავლებლად აუქნია მამაკაცს,ჩანთას ხელი დაავლო და უკანმოუხედავად დატოვა ადგილი. ერთი რამ ნამდვილად იცოდა,მისი ფეხი აქ აღარ დაიდგმებოდა მისივე ნებაყოფლობით.
- კარგია..ბოლოს და ბოლოს იგრძენი რას ნიშნავს ეს.
ჩაიქირქილა მამაკაცმა და ზურგით მდგარ ელენას დააწია სიტყვები,რომელსაც თვალებით ბურღავდა.
- ნეტავ რა იცი,მე რას ვგრძნობდი აქამდე?! გარდა იმისა,რომ ბო*ზია შენი ყოფილი საცოლე..მეტი რა იცი რააა?!
ერთიანად ამოიტირა ქალმა და მამაკაცს ხელი ჰკრა მკერდზე.- რა უფრო გადარდებდა,მითხარიიი!! დამცირებულად რომ იგრძენი თავი თუ მე რომ სხვის მკლავებში ვინებივრე..რომელი გტკიოდა,მითხარი!!!!
- ჯანდაბა შენს თავს..ელენა,გაგაფრთხილე ხმა არ ამოიღო წარსულზე მეთქი,თორემ!!!!
მუშტად შეკრილი ხელი ასწია სამხარაძემ და კედელს მთელი ძალით მიარტყა.გინდა რომ მართლა მოგკლაა?!!!ამისთვის მიწვევ?!!გითხარი,გაა*ჯვი ჩემი ცხოვრებიდან მეთქი,ხოდა ადექი და გააჯ*ვი!!!
- გგონია ვრჩები?
მხრები აიჩეჩა ელენამ. უბრალოდ,შენ თავმოყვარეობა შეგელახა..მხოლოდ ეს გეტკინა..მეტი არაფერი..
- შენ რაღა იცი?! რა იცი მე რა მეტკინაა?! შენი დედაც მოვ**ან წკრიალაშვილო!!!წლები გაილია იმის ტკივილში,რაც შენ გააკეთე!!! აქამდე ქალისთვის თითიც არ დამიკარებია..არავისთვის!!!!და ამ დროს შენ დღემდე პრეზიდენტი გხმარობს..შენ მოდიხარ და პრეტენზია გაქვს მე თუ ვინმეს ვეხებიი?!ხოდა შეეგუეე..გასაგებია?!პირდაპირ შეგიძლია დაჯდე და მიყურო,როგორ ვჟ*მავ მიას..სამახსოვროდ შემიძლია პირადი ცხოვრების ამსახველი მასალაც თავად გადმოგილოცო,შემდეგ კი შენს თავთან განმარტოვებისას დაიკმაყოფილო თავი!!!
სიტყვა დასწრულებული არ ჰქონდა სამხარაძეს,როცა ლოყაზე სიმწარე იგრძნო და ისტერიკული სიცილიც აუტყდა.
- გაგერკვია რა მოხდა..დაინტერესებულიყავი..კითხვები დაგესვა,პასუხები მიგეღო..მაგრამ შენ,თავმოყვარე კაცი ხარ..პოლიციის განყოფილების უფროსი..ბატონი იასონ სამხარაძე..ჩვენი მინისტრის დაახლოვებული პირი,თითიც რომ არ გაანძრია იმ ღამის შემდეგ და ისე აიხია ქალი,თითქოს უბრალო საყვარელი ყოფილიყო და პრეზიდენტს დაუთმო..ძვირფასს ბენდელიანს..ირონია,იცი რა არის?! მე უნდა მეზიზღებოდე,მე უნდა მძულდე და არა შენ!!!
მოთმინების ფიალამ უმტყუნა,მაჯაში ჩავლებულმა ხელებმა ვერც კი მისცა საშუალება გაეანალიზებინა,როგორ აეკრო ზურგით კედელს და როგორ მტკივნეულად ჩაფრენილიყო მამაკაცი მის ყბებს თითებით.
- გამეგო..როგორ მიღალატე,ამის თქმა გინდაა?!დეტალები მომესმინაა?! ზიზღით ამოაფრქვია სიტყვები წკრიალაშვილის ნამიან ლოყებზე,რომელიც ორივე ხელით ცდილობდა კლდესავით კაცი მკერდზე ხელების რტყმით და ფეხების ქნევით მოეშორებინა.
- ნუ მეხები ამ ბინძური ხელებით მეთქი,ნაბი*ჭვარო!!!
- მითხარი..მიდიი,მითხარი და მომიყევი სანამ ამის შანსი გაქვს..მიდი ილაპარაკე!!!!შენიიიი...შენი დედაც ხმა ამოიღე!!
- ხო..როგორ გიღალატე და როგორ ვისიამოვნე..დღემდე ასეა და გული დამწყდება,თუ ბენდელიანს გავანადგურებთ..ერთადერთი მისი ღვთაებრივი ღირსება მომენატრება,ჯერ კიდევ ჩემს ორგანიზმს რომ კვებავს..
- მეზიზღები..
- მეც მეზიზღები..ისე,რომ ჩემი ხელით მინდა სული ამოგხადო,დამპალო ნაბი*ჭვარო..
- აქედან გაეთრიე..გულს მირევს შენი ყურება.
კბილებში გამოსცრა ისე,რომ მისი სახისკენ დახრილი,წამითაც არ გამდგარიყო უკან.
- ხოდა გამიშვი..მომშორდი!!!
სავსე მკერდი გულისცემისგან აუდ-ჩამოუდიოდა..
მამაკაცი განზე გადგა,ქალმაც დრო იხელთა,ძირს დაგდებული ჩანთა აიღო და სრულიად უემოციო სახით დატოვა სახლი,რომელსაც ბონუსად კარების დამანგრეველი ხმაც მოჰყვა..ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან მანქანის გასაღებთან ერთად,მეორე ხაზიდან ქალის სასიამოვნო ხმამ რომ გაიჟღერა და მის კითხვაზე "რა მოხდა?" უარესად აქვითინდა და ცხარე ცრემლებით დატოვა კორპუსის ეზო.

- რა სახე ალეწილი ხარ,შენ გცემეს თუ მე,უკვე ეჭვი მეპარება..ვისკის სამ განიერ ჭიქაში ჩამოასხა სასმელი თაბაგირმა და მაგიდაზე ნახევარი ტანით მჯდარმა გაუწოდა იასონს,შემდეგ კი ტატოს და თავადაც გაისველა ტუჩები სპირტიანი სითხით.
- ნუ სვამ..არ შეიძლება ..
- რა იყო,ნანიკო ხარ თუ რა ხდება?
მზერა კვლავ იასონს მოავლო და წარბშეკრულმა კვლავ გასძახა კითხვით მეგობარს.- ბიჭო!! ხმა ამოიღე და თქვი რა ჯანდაბა გეტაკა..
- მაგ კითხვის ერთადერთი ვრცელი პასუხია "ელენა".
თეატრალურად გაშალა ხელები,სკამიდან წამოხტა და ვისკი ერთი მოსმით გამოცალა.
- რა გავაკეთო?! საბავშვო ბაღია თუ რა *ლეობაა?!მოდი იცი რას ვიზაამ?! საერთოდ მოვაშორებ ამ წკრიალაშვილს ქვეყნიერებიდან..შენც დაისვენებ,მეც..და უკეთესად შევუდგებით ამ დედამოტყ*ულ საქმეს,რომელსაც ჩავეჭიდეთ.
გინდააა?!
ბოხი ბარიტონი მეტად გაუმკაცრდა თაბაგირს და ჭიქა ხმაურიანად დაახეთქა მაგიდაზე.- მეტი მე არაფრის გაკეთება შემიძლია.
- არა,არ მინდა..ყოველ ჯერზე,ყოველ ჯერზე როცა ვცდილობ ჰაერი ჩავისუნთქო,ის მოდის და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს..მუშტად შეკრული ხელები ერთმანეთს ძლიერად მიაჭირა.
- ამ აფორიზმებით რის თქმას ცდილობ,გამარკვიე?
ჩაეკითხა თაბაგირი.
- რის და..მიას ჟ*იმავს და ელენა უჭედავს.
სხარტად უპასუხა ტატომ და აღრენილ იასონს გახედა.
- მოკლედ..ამ უბედური შემთხვევის გამო მოხდა,რომ წკრიალაშვილმა და შენ ისევ ერთად ითანამშრომლეთ,მე პირობას კვალვ ვასრულებ,შენთან ის აღარ მოვა,საქმეებს ერთად მხოლოდ ჩვენ მივხედავთ და ცალცალკე ვიმოქმედებთ,ცხვრის ჩამოშვების დრო არაა..
ტატო,გაემზადე,მივდივართ.
გაკვირვებულმა სამხარაძემ თავი ამოსწია და ორივე მეგობარს ახედა თვალებდაწვრილებულმა.
- სად მიდიხართ?
- საად?!სარკესთან მდგარმა თაბაგირმა კოფტის სახელოები შეისწორა,პალტოს საყელო კოხტად გადაიწია და თავზე ქუდიც დაიმშვენა. - დღეს,ტრამვატოლოგიურს ხუთი ახალი კაცი შეემატება..ოღონდ ვერ დაგპირდები,რომ არ შემომაკვდებიან.
- დიმიტრი..არ გინდა..
ფეხზე წამოდგა იასონი და ორივე მამაკაცს წინ აღუდგა.- ხვდები რომ შარია?!
- შარი მე ვარ,იასონ..დაიმახსოვრე.
ჰო,დღეს არავინ დამირეკოთ,მაშკასთან ვიქნები..სანამ შეყვარებულთან ნაჩხუბარია,დრო უნდა ვიხელთო,მათ შერიგებას დიმიტრი ბიძია არ დაუშვებს..
- აუტანელი ხარ..
- მერე,მომბაძე! აბა ჰე,წავედი..მხარზე ხელი მიარტყა სამხარაძეს და კაბინეტი დატოვა.

თავსხმა წვიმა შხუილით ეხეთქებოდა მიწისკენ,არ ინდობდა ხეზე ობლად შემორჩენილ ფოთლებს და ტოტებზე შემომჯდარ მობუზულ ჩიტებს,რომლებიც საცოდავად ეკვროდნენ ერთმანეთს.
ქალაქის შესასვლელთან,უმოძრაო გზატკეცილზე ორი შავი მანქანა ერთმანეთის მოპირდაპირედ იდგა,დაბურულ მინებს,რომელსაც წვიმისგან შექმნილი ორთქლი უფრო ნაკლებად ხილულს ხდიდა,რთული იყო იმის გარჩევაც კი,ვინმე იჯდა თუ არა შიგნით.
- კარგი,რა..ხომ გითხარი,შეეშვი მაგის ტურებს მეთქი,ეგენი არა და სხვები იქნებიან.
მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და საჭეზე ხელებჩაბღაუჭებულ თაბაგირს დააკვირდა. მისი მარჯვენა ხელი,ლერიც სასტიკად გიწამებიათ..დიმიტრი,ამაზე ხომ არ შევთანხმებულვართ?
- ვიცი,არ შევთანხმებულვართ,მაგრამ ხომ იცი,მამა ზეციერიც ვერ მომასვენებს თუ რამე მაწუხებს აი აქ..
თითი საფეთქელზე მიიდო და ტორპედოზე დაგდებულ სიგარეტის კოლოფს დაავლო ხელი.
- კარგი,ჯანდაბას..რაც იყო,იყო..
ხელი აიქნია კაცმა და თითების კაკუნი დაიწყო.
- ნიღაბი მალე ჩამოეხსნება ყველას,მაგრამ იმისთვისაც მზად უნდა იყო,რომ ნიღაბის მოხსნა შენც მოგიწევს,სხვებთან ერთად.
- მე ხომ იცი..ყველაფრისთვის მზად ვარ,ბატონო პრემიერო..
- ვიცი..განა არ ვიცი?!
ავად ჩაეცინა მამაკაცს. - დღეს სხდომა გვქონდა,პრეზიდენტმა გადაწყვიტა ყველა სოციალურად დაუცველ ახალგაზრდას,რომლებიც მარტო ცხოვრობენ,სწავლის საფასური გადაუხადოს.
- ჯანდაბაა..მამაკაცმა სახეზე ხელები აიფარა.- იმ ფულს,რაც ახალგაზრდების ორგანოებით ვაჭრობისას იღებს,იმითი აფინანსებს ხო?! ამ საქმეს სანამ ბოლომდე გავიყვან,არ მინდა გავგიჟდე,გესმის?! მინდა საღ გონებაზე ვუყურო ყველაფერს ამის დედაც..
- დამშვიდდი..ყველაფერი წინ არის,მე წავალ..ვიდეო მასალებს მეილზე გამოგიგზავნი,სულ გულის ჯიბეში გედოს.
- უბეშიც ჩავიდებ,თემურ!
თვალი გააყოლა მანქანიდან გადასულ მამაკაცს,მალევე დაქოქა შავი პორშე და მთელი სისწრაფით მოწყდა გზატკეცილს.

ტელეფონზე მოსული შეტყობინებები თითებით გადასწია,პოსტზე უამრავ მოწონებას და კომენტარების უთვალავ რაოდენობას მოეყარა თავი.
იქვე,ნიკუშა ყურაშვილის პროფილსაც მოჰკრა თვალი,რომელიც გულის ემოციებს წერდა და ფოტოებს ტვირთავდა,როგორ გუგუნებდნენ ერთ-ერთ კლუბში და ალკოჰოლურ სასმელს ზედ ისხამდნენ..ნიკუშას პროფილზე ახალი შეყვარებულის ფოტო დაეყენებინა,წარწერად 'ერთადერთი".
მობილურის ეკრანი გამორთო და საწოლზე მიაგდო გაბრაზებულმა.
მოლბერტს თითები დაუსვა,ფუნჯი საღებავში ამოავლო,თუმცა მუზას უგზოუკვლოდ მიეტოვებინა,ცდილობდა,თუმცა სული იმდენად სტკიოდა ამ გაბოროტებულ სამყაროში,ვერა და ვერ ეშვებოდა ხელოვნების სამოთხეში,სადაც ერთადერთ განტვირთვას პოულობდა.
კარზე კაკუნმა მოიყვანა გონს და უცბად შეცბა,არავის ელოდა. დეიდა ახალი გასული იყო საყიდლებზე,ლანა ფინალურისთვის ემზადებოდა,დანარჩენები კი კლუბში უბერავდნენ..შიშველი ფეხები ჩამოსწია იატაკზე და ფუმფულა ჩუსტებს გაუყარა.
კოსად შეკრული თმა ჩამოიშალა და სათვალთვალოში ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი,რამაც გული უჩვეულოდ აუჩქარა.
კვლავ დააკაკუნა მამაკაცმა,ხელებით კარებს მიეყრდნო და ჩუმად გასძახა:
- მაშკაა..ვიცი რომ სახლში ხარ..გამიღე..
კარებს ფრთხილად მოშორდა მაშარელი,სახელურისკენ აღმართული ხელი კი,თითქოს ერთ ადგილას გაყინვოდა.
საკეტში გასაღები გადაატრიალა და ზღურბლზე მამაკაცის მომცინარ მზერას მიეწება.
- გამარჯობა,პატარავ.
- გამარჯობა.
კარი ფრთხილად მოხურა და უსიამოვნო შეგრძნებამ დაუარა ტანში. მისაღებში შესულ მამაკაცს დააკვირდა,ქოშინით რომ დაჯდა სკამზე და თვალები მოისრისა.
- როგორ ხარ?
მომცინარი სახით გახედა ბარბარას,რომელიც გაშტერებული უყურებდა მის ნაიარებს სახეზე. ნელნელა მიუახლოვდა,თითები შეახო თვალთან და ნაკერებს სწორ ხაზად გაუსვა თითის ბალიში.
- შენ თვითონ როგორ ხარ?რა გჭირს?სერიოზულად გეკითხები,რა გაცინებს?
თაბაგირმა მისი თითები თავისაში ახლართა და ხელის ზურგზე აკოცა.
- უკვე ძალიან კარგად. შესანიშნავად. მაპატიე,ვერ მოგწერე..არ გეგონოს რომ გაიგნორებდი.
ხელი ფრთხილად გაითავისუფლა ბარბარამ და ოდნავ მოშორებით დადგა.
- შარში გაჰყავი თავი,ხო??
- საიდან მოიტანე?
- საიდან?აი,შენი გაცნობის პირველი დღიდან..
ცალი წარბი ასწია და ცარიელ მოლბერტს გახედა.
- არ დაგიხატავს?
- არა. ისევ თაბაგირს მიუბრუნდა და დაჟინებით დაუწყო ყურება. მშვიდობა გაქვს? სერიოზულად,მაინტერესებს, სიარულიც კი გიჭირს,რა ჯანდაბაა დიმიტრი!
- მაშკა..მოდი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ..მე კარგად ვარ,იმას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა,შევთანხმდით?
- კარგი..ჩაის დალევ?
- კი..მაგრამ აქ არა.
- რას გულისხმობ?
- შენ გელოდები.
- მეე?
- ხო,შენ..თბილად ჩაიცვი პატარავ,ქვემოთ პორშე გველოდება.
- რა სისულელეა..თავი გააქნია ბარბარამ,როცა თაბაგირი ფეხზე წამოდგა და მანქანის გასაღები ააჩხრიალა ხელში,მაჯაზე გადაკრულ საათს დახედა,გოგონას მიუახლოდა და ყურში ჩასჩურჩულა.
- მოგიწევს ჩაიცვა და გამომყვე,თორემ ძალით მომიწევს შენი მანქანაში ჩატენვა.
- შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს?!
ცხვირი აიბზუა მაშარელმა.
- არა.
- არადა,არ მგონია ჩემი ხელში აყვანის თავი გქონდეს,ჯობია დანებდე,ბატონო დიმიტრი!
- მიწვევ მაშკა?!
- არა,სიმართლეს ვამბობ.
ეშმაკურად ახედა ერთი თავით მაღალს.
- რა გაეწყობა..
წელზე ხელების შემოვლება და მაშარელის წამოკივლება ერთი იყო.ერთი ხელი მთლიან წელს შეამოაჭდო,მეორეთი კი ფეხებით იჭერდა.მაშარელის კანის სურნელი მამაკაცს ნესტოებში სრულიად დაუკითხავად შეუძვრა,მთელს სხეულში გაიდგა ფესვები და უფრო და უფრო მეტის შესრუტვა მოინდომა.შუბლით მის შუბლს მიეყრდნო,მაშკას გახსნილ,წითელ ბაგეებს დააკვირდა,ხშირად რომ სუნთქავდა და გული ყელში ებჯინებოდა,მამაკაცის კისერზე გველივით რომ შემოეკრო ხელები,სრულიად გაუცნობიერებლად,შეფაკლულ ლოყაზე კი მის უხეშ და სურნელოვან წვერს გრძნობდა,თითქოს რომ უღიტინებდა,მაგრამ ამავროულად იმდენად სიამოვნებდა,ერთ წერტილში ეღვრებოდა მწველი სურვილები,ახალი შეგრძნებები,ზოგიც აქამდე შეუცნობადი.
გოგონას ტუჩებისკენ დახრილმა,ფრხილად შეახო თავისი ბაგეები,ფრთხილად უკოცნიდა ტუჩებს,მონაცვლეობით,თითქოს ამ შეგრძნებების გახანგრძლივება და მომენტის დამახსოვრება სურდა.
ყბის ძვალზე ფრთხილად მოავლო თითები,რომელიც ფაფუკ თმაში შეუსრიალა და მისკენ უფრო მეტად მიიზიდა,კოცნაც მეტად მომთხოვნი გახადა და ისე კოცნიდა,ვენებში სისხლი შხუილით ეხეთქებოდა ერთმანეთს,კანში გამოხტომას და ერთიანად გასკდომას ლამობდა.





ესეც ესე,მომენატრეთ და მოვედი. ხო,არ ვიცი რა გამოვიდა,შეფასება თქვენთვის მომინდია. <3



№1  offline მოდერი abezara98

გოგოოო, აქ გაჩერება შეიძლებოდა? scream scream გინდა სულ მთლად გადავიდე ჭკუიდან, სანამ ახალი თავი იქნება? laughing მაგრამ, მოდი ჭკუიდან გადასვლას ცოტას გადავდებ და ცოტა ხნით შენს რამდენიმე პერსონაჟს გამოვლანძღავ, რადგან უტვინოაა! bowtie
ნუ, რა თქმა უნდა, დიმიტრით უნდა დავიწყო და მისითვე დავასრულო. სხვა გზა არაა. თავიდან თითქოს ვეჭვობდი, ძალით ხომ არ ჩაუვარდა ბენდელიანს ხელში-მეთქი და ეს მართლა არ დაუჭერიათ, კაცო? hushed აი, ყველაზე უნამუსობად მიმაჩნია, მაშინვე ოჯახზე რომ გადადიან ხოლმე, სხვანაირად არ შეიძლება? ვიცი, რომ ასე უფრო მეტად ეტკინება, რაც უფრო მეტი საყვარელი ადამიანი გყავს, მით უფრო გტკივა, მაგრამ მით უფრო ძლიერი ხარ. ამდენი ვერ გაიგო ბატონმა პრეზიდენტმა. და მოიცადეთ, დავიჯერო, ახლა რა, ამან მართლა იცის მაშკაზე რამე თუ უბრალოდ თაბაგარის შეშინებას ცდილობდა? ქერაო, არა მოიცადეთო და სიტყვაც გააწყვეტინე... open_mouth ისე, ეს თაბაგარიც მაგარი ფენომენია, რაა. დაბმულია, ნაცემი, ნაწამები და მაინც აქეთ დასცინის. ფრთხილად იყავი, ხელი არ გაგეჭრასო, აქ მართლა ბევრი ვიცინე joy ისე, დიმიტრი ბიძია, არ გაგიგონია შენ, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო? ჩემს მაშკას ჯანმრთელი უფრო სჭირდები, ვიდრე ნაბეგვი და ყველა ძვალდამტვრეული unamused მოკლედ, ვერ შეიგნეს ამათ, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი, რა შუაშია აქ ეს მაგრამ მაინც joy joy
ჰო, აი, ახლა იასონი რომ არ გამოვლანძღო, უბრალოდ არ შემიძლია! მართალია რა ჩემი ელენა, სულ ტყუილად ხარჯავს დროს ამ იდიოტზე unamused unamused კაცი პოლიციაში მუშაობს და ერთხელ არ დაინტერესებულა, ერთხელ არ დაუსვამს კითხვა, სინამდვილეში რა მოხდა! და ამის მერე ესაა გამომძიებელი? არ გაიშვა ამისი გამოძიბული საქმე unamused გოგო შეიფარა და მასთან აქვს სექსი? რა იყო იასონ, მეტს ვერ გიქაჩავს ტვინი? თუ იმის შნოც აღარ აქვს ჩემი ელენე დაიბრუნოს?! smirk რა დიდი სიამოვნებით გიხილავდი წკრიალაშვილის ფეხებთან, პატიებას რომ სთხოვ და ეს ტილადაც არ გაგდებს! მართლა ვერ უნდა გიტანდეს, მაგრამ ესეც კარგი ბატი მყავს, ისევ რომ უყვარხარ ამხელა სულელი კაცი smile ხოდა, დიმიტრისი არ იყოს, მიბაძე რაა, გაამოძრავე ის ორი გრამი ტვინი, რაც ღმერთს უბოძებია შენთვის და მიბაძე დიმიტრის, ვერ ხედავ, რამხელა წინსვლა აქვს?
დიმაზე გამახსენდა და ეს ახლა ის პრემიერ მინისტრი იჯდა ამის მანქანაში ეს და ამისი ყოფილი ცოლი რომ იმასშვრებოდნენ? hushed joy
ნუ, ახლა დიმასა და მაშკაზე რა უნდა ვთქვა? ჩემი ბარტყები არიან და მომწონს, როგორც ვითარდება ამათი სიტუაცია. ყოფილთან აღარ შევარიგებო დიმამ და არ გინდათ, ის ბიტა რაც ამას მოხვდა და ტვინი გაუხსნა (ნუ რა სჭირდა გასასხსნელი მაგრამ მაინც joy ), იასონსაც ჩაარტყათ? smile ისე ჩამოცხა დიმასა და მაშკას შორიიიიის, აქ გაჩერება იქნებოდა? გაგრძელება მინდააააააა bowtie
შენ კი მომენატრე საყვარელო და მოუთმენლად გელოდებიი heart_eyes heart_eyes

 


№2  offline მოდერი Queenofmoon

abezara98
გოგოოო, აქ გაჩერება შეიძლებოდა? scream scream გინდა სულ მთლად გადავიდე ჭკუიდან, სანამ ახალი თავი იქნება? laughing მაგრამ, მოდი ჭკუიდან გადასვლას ცოტას გადავდებ და ცოტა ხნით შენს რამდენიმე პერსონაჟს გამოვლანძღავ, რადგან უტვინოაა! bowtie
ნუ, რა თქმა უნდა, დიმიტრით უნდა დავიწყო და მისითვე დავასრულო. სხვა გზა არაა. თავიდან თითქოს ვეჭვობდი, ძალით ხომ არ ჩაუვარდა ბენდელიანს ხელში-მეთქი და ეს მართლა არ დაუჭერიათ, კაცო? hushed აი, ყველაზე უნამუსობად მიმაჩნია, მაშინვე ოჯახზე რომ გადადიან ხოლმე, სხვანაირად არ შეიძლება? ვიცი, რომ ასე უფრო მეტად ეტკინება, რაც უფრო მეტი საყვარელი ადამიანი გყავს, მით უფრო გტკივა, მაგრამ მით უფრო ძლიერი ხარ. ამდენი ვერ გაიგო ბატონმა პრეზიდენტმა. და მოიცადეთ, დავიჯერო, ახლა რა, ამან მართლა იცის მაშკაზე რამე თუ უბრალოდ თაბაგარის შეშინებას ცდილობდა? ქერაო, არა მოიცადეთო და სიტყვაც გააწყვეტინე... open_mouth ისე, ეს თაბაგარიც მაგარი ფენომენია, რაა. დაბმულია, ნაცემი, ნაწამები და მაინც აქეთ დასცინის. ფრთხილად იყავი, ხელი არ გაგეჭრასო, აქ მართლა ბევრი ვიცინე joy ისე, დიმიტრი ბიძია, არ გაგიგონია შენ, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო? ჩემს მაშკას ჯანმრთელი უფრო სჭირდები, ვიდრე ნაბეგვი და ყველა ძვალდამტვრეული unamused მოკლედ, ვერ შეიგნეს ამათ, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი, რა შუაშია აქ ეს მაგრამ მაინც joy joy
ჰო, აი, ახლა იასონი რომ არ გამოვლანძღო, უბრალოდ არ შემიძლია! მართალია რა ჩემი ელენა, სულ ტყუილად ხარჯავს დროს ამ იდიოტზე unamused unamused კაცი პოლიციაში მუშაობს და ერთხელ არ დაინტერესებულა, ერთხელ არ დაუსვამს კითხვა, სინამდვილეში რა მოხდა! და ამის მერე ესაა გამომძიებელი? არ გაიშვა ამისი გამოძიბული საქმე unamused გოგო შეიფარა და მასთან აქვს სექსი? რა იყო იასონ, მეტს ვერ გიქაჩავს ტვინი? თუ იმის შნოც აღარ აქვს ჩემი ელენე დაიბრუნოს?! smirk რა დიდი სიამოვნებით გიხილავდი წკრიალაშვილის ფეხებთან, პატიებას რომ სთხოვ და ეს ტილადაც არ გაგდებს! მართლა ვერ უნდა გიტანდეს, მაგრამ ესეც კარგი ბატი მყავს, ისევ რომ უყვარხარ ამხელა სულელი კაცი smile ხოდა, დიმიტრისი არ იყოს, მიბაძე რაა, გაამოძრავე ის ორი გრამი ტვინი, რაც ღმერთს უბოძებია შენთვის და მიბაძე დიმიტრის, ვერ ხედავ, რამხელა წინსვლა აქვს?
დიმაზე გამახსენდა და ეს ახლა ის პრემიერ მინისტრი იჯდა ამის მანქანაში ეს და ამისი ყოფილი ცოლი რომ იმასშვრებოდნენ? hushed joy
ნუ, ახლა დიმასა და მაშკაზე რა უნდა ვთქვა? ჩემი ბარტყები არიან და მომწონს, როგორც ვითარდება ამათი სიტუაცია. ყოფილთან აღარ შევარიგებო დიმამ და არ გინდათ, ის ბიტა რაც ამას მოხვდა და ტვინი გაუხსნა (ნუ რა სჭირდა გასასხსნელი მაგრამ მაინც joy ), იასონსაც ჩაარტყათ? smile ისე ჩამოცხა დიმასა და მაშკას შორიიიიის, აქ გაჩერება იქნებოდა? გაგრძელება მინდააააააა bowtie
შენ კი მომენატრე საყვარელო და მოუთმენლად გელოდებიი heart_eyes heart_eyes

ჩემო გოგო,მეც ისე მომენატრე და ისე გელოდი,არ იცი! kissing_heart "სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი" ამაზე ჩაქვნესკნელდი joy joy თაბაგირი კიდევ,რისი თაბაგირი იქნება,დაბმულმაც რომ არ ეიაზვოს,თუნდაც იარაღის ლულა ჰქონდეთ მიდებული??:)) ხომ იცი,ცოტა ვერ არის joy გიჟიც გიჟია და ეგაც გიჟიაო,რომ იტყვიან,ხოიცი joy joy ცხელცხელი თავი გელოდება წინ!! heart_eyes kissing_heart ყველაფერი ეხლა იწყება:*

 


№3 სტუმარი მკითხველი

მე თუ მკითხავ იასონი საერთოდ არ იმსახურებს ელენას.
ეს მია ნერვებს მიშლის,გამაღიზიანა,თუმცა არ ვიცი რატომ. ან და რა დააშავა,გამოიჭირა მარტოხელა წარმატებული კაცი,რატომაც არა.
მაგრამ იასონს თუ არაფერი გაურკვევია რატომ დაშორდა საყვარელი ქალი,ყოჩაღ მაგას. ეგ არც მიას იმსახურებს მაშინ. იდიოტი.
ნუ თაბაგირზე და მაშკაზე რა ვთქვა,აქ გაჩერება ნამდვილად არ შეიძლებოდა:დ მინდა მათი ერთად ყოფნა,ის დებილი ნიკუშა რომ გასკდეს ერთ ადგილზე. მინდა დიმიტრიმ მაშკა გამოაცოცხლოს.
დიმუ ცოტა ისეთია,ქარიზმატული,ენერგიული..ამიტომ მის გვერდით ნაზი ქალი ვერ წარმომიდგენია.

 


№4  offline მოდერი Queenofmoon

მკითხველი
მე თუ მკითხავ იასონი საერთოდ არ იმსახურებს ელენას.
ეს მია ნერვებს მიშლის,გამაღიზიანა,თუმცა არ ვიცი რატომ. ან და რა დააშავა,გამოიჭირა მარტოხელა წარმატებული კაცი,რატომაც არა.
მაგრამ იასონს თუ არაფერი გაურკვევია რატომ დაშორდა საყვარელი ქალი,ყოჩაღ მაგას. ეგ არც მიას იმსახურებს მაშინ. იდიოტი.
ნუ თაბაგირზე და მაშკაზე რა ვთქვა,აქ გაჩერება ნამდვილად არ შეიძლებოდა:დ მინდა მათი ერთად ყოფნა,ის დებილი ნიკუშა რომ გასკდეს ერთ ადგილზე. მინდა დიმიტრიმ მაშკა გამოაცოცხლოს.
დიმუ ცოტა ისეთია,ქარიზმატული,ენერგიული..ამიტომ მის გვერდით ნაზი ქალი ვერ წარმომიდგენია.

სრულიად გეთანხმები,მაგრამ ღალატიც ყველასთვის ინდივიდუალურად მისაღებია,თუმცა,ყოველშემთხვევაში უნდა გაირკვეს რატომ,რისთვის..და იმაშიც გეთანხმები,რომ იასონი არ იმსახურებს ელენას relieved

 


№5  offline წევრი ქ ე თ ა თ ო

საოცარი თავი იყო❤❤მოზღავვებული ემოცობი❤❤აი არ ვიცი რა ვთქვაა❤ თაბაგარი და მაშკა ნომერ პირველი წყვილია ეს ისტორიაც მათია მაგრამ აიი იმხელა ბედნიერება იყო მიაა და იასონის ეს სიახლოვე რომ დავინახე❤არ ვიცი რატომ მაგრამ მინდა როომ ეს უბრალოდ ელენას გასამწარებლად გადადგმული ნაბიჯი არ იყოს არ მინდა რიმ მიათი მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებდეს ❤❤მომწინს ეგ ორი როგორც წყვილინდა მინდ აბოლომდე შედგეს❤

 


№6  offline მოდერი Queenofmoon

ქ ე თ ა თ ო
საოცარი თავი იყო❤❤მოზღავვებული ემოცობი❤❤აი არ ვიცი რა ვთქვაა❤ თაბაგარი და მაშკა ნომერ პირველი წყვილია ეს ისტორიაც მათია მაგრამ აიი იმხელა ბედნიერება იყო მიაა და იასონის ეს სიახლოვე რომ დავინახე❤არ ვიცი რატომ მაგრამ მინდა როომ ეს უბრალოდ ელენას გასამწარებლად გადადგმული ნაბიჯი არ იყოს არ მინდა რიმ მიათი მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებდეს ❤❤მომწინს ეგ ორი როგორც წყვილინდა მინდ აბოლომდე შედგეს❤

ძალიან დიდი მადლობა საყვარელოოო kissing_heart kissing_heart ვნახოთ ვნახოთ რა და როგორ იქნება,ყველაფერი მალე გაირკვევა heart_eyes

 


№7  offline წევრი svien

vau dzaan magaria...male dade gtxov ra❤

 


№8 სტუმარი სტუმარი queenofmoon

svien
vau dzaan magaria...male dade gtxov ra❤

მადლობა :* ვეცდები მალე დავდო

 


№9  offline აქტიური მკითხველი grafo

უფრო და უფრო იქოქება ისტორია. ნაწერიც შედარებით გამოასწორე.
ვაიმე, ეს ელენა როგორ ნერვებს მიშლის. ყოჩაღ იასონის მოთმინებას. რა უფლებით ადანაშაულებს ან უყვირის, თუ რამის თქმა უნდა უთხრას. თან საყვედურსაც უბედავს. არც მისთვის ყოფილა იასონი მნიშვნელოვანი, თორემ ხომ არ დაელოდებოდა კაცი როდის დაიწყებდა რეალური მიზეზის ძებნას. არც ახლა ამბობს არაფერს და მხოლოდ აღიზიანებს კაცს. თან, თვითონაც სხვა კაცთან არის და კიდევ აქეთ მართავს ისტერიკას.

 


№10  offline მოდერი Queenofmoon

grafo
უფრო და უფრო იქოქება ისტორია. ნაწერიც შედარებით გამოასწორე.
ვაიმე, ეს ელენა როგორ ნერვებს მიშლის. ყოჩაღ იასონის მოთმინებას. რა უფლებით ადანაშაულებს ან უყვირის, თუ რამის თქმა უნდა უთხრას. თან საყვედურსაც უბედავს. არც მისთვის ყოფილა იასონი მნიშვნელოვანი, თორემ ხომ არ დაელოდებოდა კაცი როდის დაიწყებდა რეალური მიზეზის ძებნას. არც ახლა ამბობს არაფერს და მხოლოდ აღიზიანებს კაცს. თან, თვითონაც სხვა კაცთან არის და კიდევ აქეთ მართავს ისტერიკას.

გეთანხმები,რეალურად ყველაფერი ახლა იწყება.
ჩემი აზრით,ორივე დამნაშავეა,რაღაცაში იასონი,რაღაცაშიც ელენა,თუმცა რეალურად მართალს ამბობ,არანაირი უფლება არ აქვს ისტერიკა გაუმართოს ამ კაცს,მაგრამ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები

 


№11 სტუმარი anka

კარგი იყო ზღვა ემოციებიი... წარმატებები მალე დადე რააა...

 


№12  offline მოდერი Queenofmoon

anka
კარგი იყო ზღვა ემოციებიი... წარმატებები მალე დადე რააა...

დიდი მადლობააა. :* ვეცდები შეძლებისდაგვარად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent