შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სახელით!!! /10 - 16 თავი/


18-05-2020, 00:04
ავტორი belle...
ნანახია 11 057

****
მთელი ღამე ფიქრებში ჩაძირულმა გავატარე, სულ იმ უცნობზე ვფიქრობდი, ვინც სკოლაში მომაკითხა. ეჭვი არ იყო, რომ მეძებდნენ, მაგრამ ვინ? ლექსოს სიტყვებში კიდევ უფრო დავრწმუნდი, როცა მითხრა დედაშენი შენთან ერთად უსაფრთხოდ არ იქნებაო. ამ უცნობს მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ სახლში არ ვიყავი. საინტერესოა - საიდან გაიგო?! ალბათ, ჩემს სახლს უთვალთვალებდა.
მხოლოდ ის მამშვიდებდა, რომ ლექსოს ახლობლები დედას თვალყურს ადევნებდნენ და მას არაფერი ემუქრებოდა. ყოველ შემთხვევაში ამ აზრს მტკიცედ ვაჯერებდი საკუთარ თავს. სხვა მხრივ კი, სულაც არ იყო ცუდი. როგორც იქნა, ვირთხამ სოროდან ცხვირი გამოყო. შეიძლება მე ის ვერ მომეძებნა, მაგრამ თვითონ მომძებნიდა, თან აუცილებლად. უბრალოდ მზად უნდა ვყოფილიყავი ამისთვის!
ღამე ოთახიდან რამდენჯერმე გამოვედი და ლექსო შევამჩნიე. ფანჯარა გამოეღო და სიგარეტს აბოლებდა. არადა ვიცოდი რომ არ ეწეოდა. ამ სახლში მე ერთადერთი არ ვიყავი ვისაც ღამით დაძინება უჭირდა.
დღითიდღე ჩვენ შორის უფრო მეტ საერთოს ვპოულობდი. გამოლაპარაკება მინდოდა, მაგრამ რატომღაც თავი შევიკავე. რაც აქ გადმოვედი ლექსო უფრო ახლოს გავიცანი, ყოველთვის როცა ჩემ გვერდით ტრიალებდა თავს უცნაურად ვგრძნობდი. ჩემში რაღაც ძალიან ნაცნობს აღვიძებდა, ალბათ ამიტომაც ვუფრთხოდი.
რბილ სავარძელში ვიჯექი და ჰორიზონტს გავყურებდი, ცას ნელ-ნელა ეპარებოდა ოქროსფერი. უკვე თენდებოდა. მსუბუქი თავბრუსხვევა ვიგრძენი. მთელი ღამე არ მეძინა და ორი დღის განმავლობაში ჩაის მეტი არაფერი დამილევია, სულაც არ იყო გასაკვირი, რომ თვალებში მიორდებოდა. საათს გავხედე, რვა ხდებოდა.
ხვნეშით წამოვდექი და სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად. ლექსო მისაღებში არ დამხვედრია, ალბათ ეძინა. სამზარეულოში შევედი და თაროდან ჭიქა გამოვიღე. ხელის გაწვდენაზე სახელო ქვემოთ ჩამომეწია და ტატუ გამომიჩნდა. შავმა მზემ მაშინვე თვალი მომჭრა. სასწრაფოდ ჩამოვიწიე სახელო, ონკანს ჭიქა შევუშვირე და წყალი მოვუშვი. სუმოუთქმელად გამოვცალე ჭიქა და მაგიდას ჩამოვეყრდნე.
- კარგად ხარ? - მომესმა დაბალი ხავერდოვანი ხმა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, თავი ავწიე და გაოცებულმა ლუკას შევხედე.
- როდის დაბრუნდი?
- ამ წამს, - მიპასუხა შუბლშეკრულმა - რა გჭირს?
- არაფერი, უბრალოდ თავბრუდამეხვა, კარგად ვარ. - თვალი ავარიდე და სახეზე ხელი მოვისვი.
- წამოდი, შენთან სალაპარაკო მაქვს - მიპასუხა ცივად და ოთახში გავიდა.
დაბნეული უკან გავყევი. ისეთი სახე ჰქონდა, უნებურად ავფორიაქდი.
- კარგი, რა ხდება? - ვკითხე ინტერესით და კარი მოვიხურე, რომ ლექსოს არ გაღვიძებოდა.
- შენთან საუბარი მინდა. - მიპასუხა ხმადაბლა და ლოგინზე ჩამოჯდა.
გამახსენდა, როგორ ვრეაგირებდი მის გამოხედვაზე, რა მემართებოდა, როცა მის გამაოგნებლად ჭაობისფერ თვალებს მზერას ვუსწორებდი, ახლა კი...
- რაზე გინდა ლაპარაკი? - გვერდით მივუჯექი.
- ბოლოს ირაკლი რა შარში გაეხვა? იცი ამის შესახებ რამე?
- რა?
- იცი რამე, თუ არა? - მკითხა ცივად და ყურადღებით დამაკვირდა სახეზე.
წამით დავიბენი, მერე მორჩილად ამოვიღე ირაკლის ტელეფონი მოსაცმელის ჯიბიდან და ლუკას გავუწოდე.
- ეს შეტყობინება მოვიდა მისი სიკვდილის ღამეს.
ხელები ერთმანეთს მჭიდროდ გადავაჭდე, რომ კანკალი როგორმე შემეკავებინა. ლუკამ შეტყობინება გახსნა და წარბშეკრული დააჩერდა მონაწერს. რამდენიმე წუთით ჩაფიქრებული ათვალიერებდა მესიჯს, მერე კი თავი ასწია და შემომხედა
- არ იცი ამის გამოგზავნა ვის შეეძლო?
- წარმოდგენა არ მაქვს, რაღაც ვარაუდები მაქვს, თუმცა არაფერში ვარ დარწმუნებული.
- ყველაფერი მომიყევი!
- ბოლო დროს უცნაურად იქცეოდა, - დავიწყე პაუზის შემდეგ - ვხვდებოდი, რომ რაღაცას მიმალავდა. მანამდე ჩემგან დასამალი არასდროს არაფერი ჰქონია.
ყელში ბურთი გამეჩხირა. მიჭირდა მასზე ლაპარაკი. გულში აუტანელმა ტკივილმა დამიარა. წამით სუნთქვა შემეკრა, მაგრამ კბილი კბილს დავაჭირე და თავს ძალა დავატანე:
- როცა ვკითხე რამე ხომ არ ხდება-თქო, მომატყუა. ერთ დილას მის მეგობარს შეხვდა, უფრო სწორად მეგობარი არც ჰქვია, კვარტალში ერთხელ ნახულობდნენ ერთმანეთს.
- და რაზე ლაპარაკობდნენ, იცი?
- არა, შორიდან დავინახე, რატომ მეკითხები?
- შეგიძლია ეგ ტიპი ამიღწერო?
- საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი ბიჭია, რავიცი სხვა ისეთი არაფერი მახსენდება.
- სათვალეს ატარებს? - მკითხა წარბშეკრულმა.
- კი, - ვუპასუხე შიშით - შენ საიდან იცი?!
ლუკამ შუბლი მოისრისა და დაბღვერილმა ფანჯარაში გაიხედა. არაფერი უპასუხია, ფიქრებში წასულს ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა თვალი.
- ლუკა - დავუძახე ხმადაბლა.
ძალიან ნელა მზერა ჩემზე გადმოიტანა და თვალებში შემომხედა, რომელიც სევდით და ტკივილით ავსებოდა. უცებ ძალიან მომინდა, რომ სახეზე მოვფერებოდი, მაგრამ რა წამსაც ამ აზრმა თავში გამიელვა მაშინვე კბილი-კბილს დავაჭირე და ხელები მჭიდროდ გადავაჭდე ერთმანეთს, რომ ცდუნებისთვის გამეძლო.
- იცი ეგ ტიპი სად არის? - მკითხა ხმადაბლა.
- არა, დაჩის ვთხოვე მოძებნა, მაგრამ ჯერ ახალი არაფერია, დღეს უნდა დამირეკოს.
- არამგონია იპოვოს. - ჩაილაპარაკა მშვიდად და წამოდგა.
- ლუკა, რა ხდება?!
- ირაკლიმ მაგ ბიჭთან ერთად რაღაც სერიოზულ შარში გაყო თავი. არ ვიცი რას აკეთებდნენ, მაგრამ მძინარე მხეცს პირდაპირ თვალში ატაკეს თითი.
- რა?!
- როცა შენთან ახლოს ვტრიალებდი ხოლმე ირაკლისაც ვადევნებდი თვალს, ძალიან მომწონდა ეგ ბიჭი, შენზე ისე ზრუნავდა, როგორც არავინ. ეჭვიც არ შემპარვია, რომ უყვარდი - გაიღიმა და ცერად გამომხედა.
ცრემლები ნიაღვარივით წამომივიდა, სახე სასწრაფოდ შევიმშრალე. მისი სიტყვები საშინლად მტკენდნენ გულს, აღარ მინდოდა ამის მოსმენა, არცერთი სიტყვის გაგონება აღარ მინდოდა, მაგრამ მაინც გახევებული ვიჯექი და სუნთქვაშეკრული მის თითოეულ სიტყვას ყურადღებით ვისმენდი.
- ყველაზე მეტად მისი ხასიათი მომწონდა, სამართლიანი, ამაყი, მამაცი. ნაია, ასეთი თვისებების მამაკაცი დღევანდელ ცხოვრებაში იშვიათია, ამას იმიტომ გეუბნები რომ მინდა იცოდე - ირაკლის მეც ვაფასებდი, შეიძლება ერთმანეთს არ ვიცნობდით, მაგრამ საკმარისი გავიგე მასზე, რომ...
აღარ დააბოლოვა. დადუმდა და განზე გაიხედა. ერთიანად მაცახცახებდა. ორგანიზმს ვერ ვიმორჩილებდი. ცოტაც და ალბათ ბოლო ხმაზე ვიკივლებდი. შიგნიდან თითქოს ხანძარი გამიჩინეს. სულში ჯოჯოხეთის ცეცხლი მიგიზგიზებდა და ამის ჩაქრობა არაფერს შეეძლო!
- როცა ის ვცემე, რომელმაც დაგარტყა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მაშინვე ირაკლიზე მიიტანდნენ ეჭვს და ასეც მოხდა. მასთან დალაპარაკება გადავწყვიტე და ერთ საღამოს სახლთან მოგაკითხე. გამიმართლა და ირაკლიც მარტო გამოვიდა სადარბაზოდან. უკვე ღამე იყო. გამიკვირდა, საერთოდ სულ ერთად დადიოდით ყველგან და მისმა ღამეულმა ვიზიტმა დამაეჭვა. ახლოს არ მივსულვარ, ტელეფონზე ვიღაცას გაცოფებული ელაპარაკებოდა. ანერვიულებული მეჩვენა. უკან გაყოლა გადავწყვიტე. ერთ მიტოვებულ შენობაში მივიდა. მაშინვე მიხვდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ძმაკაცებს და მეგობრებს ასეთ ადგილებში არ ხვდებიან, მითუმეტეს ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით.
- მერე? - დავიჩურჩულე დაზაფრულმა.
- იქ სწორედ ის ბიჭი მოვიდა ვისზეც წეღან გკითხე.
- ვაჩე?!
- ჰო, თან რაღაც ყვითელი კონვერტი მოიტანა, არ ვიცი იმ კონვერტში რა იდო, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანი რამ ინახებოდა. ირაკლის უთხრა ამის მეტი არაფერი მაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ვმუშაობო.
- რა იდო კონვერტში? - ვკითხე სუნთქვაშეკრულმა.
- წარმოდგენა არ მაქვს, ირაკლის არ გაუხსნია, საერთოდ არ შეხებია კონვერტს.
- მოიცა, აბა მაშინ...
- კონვერტის გამორთმევა რომ დააპირა, ზუსტად მაშინ არსაიდან ორი მამაკაცი გამოჩნდა. შეიარაღებულები იყვნენ და მაშინვე სროლა ატეხეს.
- რა თქვი? - შიშისგან ყველა გოჯი ამიცახცახდა.
- ის ბიჭი მაშინვე გაიქცა და კონვერტიც თან წაიყოლა. წესით იმ ბიჭს უნდა გაჰკიდებოდნენ, მაგრამ ეგ არც უფიქრიათ, ირაკლი ამოიღეს მიზანში.
- მერე რა მოხდა? - ამოვიკნავლე გადაფითრებულმა.
- ორივე ადგილზე მოვკალი! - მიპასუხა ცივად და თვალი გამისწორა. ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა.
- ირაკლი...
- ერთი უცნაურობა შევნიშნე, როცა ის ახვრები თავს დაესხნენ, მათი დანახვა დიდად არ გაჰკვირვებია, თითქოს მოელოდა ამას.
- რა გითხრა?
- არაფერი, არ დავუნახივარ. როგორც კი სროლა ატყდა ისიც მაშინვე გაეცალა შენობას და შიგნით რა მოხდა არ დაუნახავს.
- მოიცა, - ერთმა აზრმა თავში გამიელვა - ეგ როდის მოხდა ზუსტად შეგიძლია გაიხსენო?
- ის რომ ვცემე მეორე დღეს, რატომ მკითხე?
თვალები დავხუჭე და ბალიშს მივეყრდნე. ეს სწორედ ის საღამო იყო როცა ცუდად გავხდი, იმ დღეს ლამის გული გამიჩერდა და შეშინებულს მაშინვე ირაკლიმ გამიელვა თავში. არაფერი მომჩვენებია. ვიგრძენი, რომ რაღაც უჭირდა. ჩვენ შორის იმდენად ძლიერი კავშირი იყო, რომ ეს არც გამკვირვებია, მე კი სულელი ვერაფერს მივხვდი, ან იქნებ ვხვდებოდი კიდეც მაგრამ დაჯერება არ მინდოდა?! ირაკლისაც არაფერი შეუმჩნევია, ჩვეულებრივად ეჭირა თავი, თითქოს რამდენიმე საათის წინ მისი მოკლვა არც არავის უცდია. „რა ჯანდაბას აკეთებდი ირაკლი?!“ გავიფიქრე განადგურებულმა და ცრემლები ღაპა-ღუპით წამომივიდა ლოყებზე. სახეზე ხელები ავიფარე და ცრემლები უჩუმრად შევიმშრალე.
- კარგად ხარ? არ ვიცი რამდენად უნდა მეთქვა ეს მაგრამ ჯობდა გცოდნოდა.
- გმადლობ, - ვუპასუხე ხმადაბლა - შენ რომ არა... – „იმ ღამეს სახლში არ დაბრუნდებოდა“ გავიფიქრე გულში. სულში ცეცხლი გაძლიერდა და შიგნეულობა გადამიხრუკა.
- ეგ ბიჭი სასწრაფოდ უნდა ვიპოვოთ, - მიპასუხა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და ფანჯარასთან მივიდა. გარეთ გაიხედა, ეზო მოათვალიერა და მომიბრუნდა - მხოლოდ ასე გავიგებთ სიმართლეს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იმ საღამოს იგივე ძაღლები გამოგზავნეს ირაკლის მოსაკლავად.
- ასე არ მგონია
- რატომ? - წარბშეკრული წელში გასწორდა - არის რამე რაც უნდა ვიცოდე?
- იმ ღამეს, როცა ის მანქანა პარკინგზე შემოვარდა... იარაღს მე მიმიზნებდნენ, ირაკლი კი წინ ამეფარა. - ჰაერი კანკალით ჩავისუნთქე და გულზე ხელი მივიჭირე.
- ნაია, ცუდად ხომ არ ხარ? - მკითხა შეშფოთებულმა და მაშინვე გვერდით მომიჯდა.
- არა, ყველაფერი რიგზეა, - წელში მძიმედ გავსწორდი. უკიდურესი ძალისხმევის ფასად მიჯდებოდა მასთან ლაპარაკი, იმდენად ცუდად ვიყავი, რომ არ გამიკვირდებოდა ნებისმიერ წამს გულის შეტევა რომ მომსვლოდა.
- სახეზე ფერი არ გადევს და ერთიანად ცახცახებ!
- არაფერია, - ნაძალადევად გავიცინე და ღრმად ჩავისუნთქე, რომ დავწყნარებულიყავი - იცის ხოლმე, გამივლის.
ლუკამ დაკვირვებით შემათვალიერა. თვალებში შეეტყო, რომ ჩემი ერთი სიტყვაც არ სჯეროდა, თუმცა აღარ ჩამძიებია, ანგარიში გამიწია და აღარაფერი უკითხავს.
- ეს არ ვიცოდი, - მითხრა ხმადაბლა და განზე გაიხედა - მე მხოლოდ სროლის ხმა გავიგე, ახლოს რომ მოვედი უკვე გვიანი იყო - თვალი ამარიდა და მძიმედ ამოისუნთქა.
- იქ საიდან გაჩნდი? - სულ მინდოდა მეკითხა, მაგრამ მომხდარის ფონზე ეს არც ისე მნიშვნელოვანი მეჩვენებოდა.
- ცოტახნით ქალაქიდან ვიყავი წასული, შენს სკოლას შემთხვევით ჩავუარე და სრლის ხმა გავიგე, ის იყო მაშინვე საჭე მოვაბრუნე, რომ შავმა მერსედესმა გიჟივით ჩამიქროლა და თვალს მიეფარა. დანარჩენი ისედაც იცი. იმ ერთხელ შევძელი მისთვის დროულად მიმესწრო, მაგრამ შენ ვერ მოგისწარი, სამაგიეროდ ირაკლიმ გადაგარჩინა. რამდენი სიცოცხლეც არ უნდა მაჩუქონ ამ ვალს ვერასოდეს გადავუხდი.
- ეს ასე არ უნდა მომხდარიყო! - პირველად წარმოვთქვი ეს სიტყვები ხმამაღლა, ლუკამ ტანჯული მზერით გამომხედა - ის არ უნდა მომკვდარიყო! იმ ღამეს, ის წყეული ტყვია მე უნდა მომხვედროდა! ყოველ წამს ამაზე ვფიქრობ, ყოველ დაწყევლილ დღეს ვიაზრებ, რომ ის ჩემს მაგივრად მოკვდა და ეს ნელ-ნელა შიგნიდან მჭამს. ამით როგორ უნდა ვიცხოვრო? ლუკა, ამით როგორ უნდა ვიცხოვრო?! ის ჩემთვის ყველაფერი იყო! - ლუკა მომეხვია და გულში ჩამიკრა.
ტკივილის ნიაღვარი დაუნდობლად მეტაკა გულზე. პანდორას ყუთს თავი მოვხადე და შიგნით დაბუდებული დემონები გამოვუშვი, სულში ხანძარი გამიათკეცდა.
- შენი ბრალი არ იყო, ნაია! - დაიჩურჩულა ლუკამ და კიდევ უფრო მაგრად მიმიკრა მკერდზე.
- ჩემს მაგივრად მოკვდა, ამას ვერასდროს შევეგუები. შენ არ გესმის, ამას ვერავინ გაიგებს, ის... ის ჩემთვის ბევრად მეტი იყო ვიდრე ძმა, ვიდრე მეგობარი, ის...
- გიყვარდა, - დაასრულა ჩემ მაგივრად და თავზე ხელი გადამისვა - ვიცი, ნაია, ამას ყოველდღე ვხედავ შენს თვალებში.
- არა, ეს ბევრად მეტი იყო - ამოვიტირე სასოწარკვეთილმა - ამას ვერ აგიხსნი, ის წავიდა, მე კი აქ ცოცხლად დასალპობად გამიმეტა, ყოველ დღე სიკვდილს ვნატრობ და ერთადერთი მიზეზი რატომაც არ ვიკლავ თავს ეს შურისძიების სურვილია, სანამ იმ ნაბიჭვარს საკუთარი ხელით არ ჩავაწვენ სამარეში იქამდე ვერ მოვისვენებ! - დავისისინე გაცოფებულმა.
- ნაია, - ლუკამ თავი ამაწევინა და თვალებში სერიოზულად შემომხედა - რაც არ უნდა გითხრა შენთვის უსარგებლო სიტყვები იქნება, ვიცი რასაც გრძნობ, დამიჯერე ვიცი.
თვალებში ტკივილი აერეკლა და პირველად დავინახე მათში საკუთარი თავი. პირველად გავუგე ლუკას უსიტყვოდ, პირველად ჩამოიხსნა ის მკაცრი ნიღაბი, რომელსაც მუდამ ატარებდა და ადგილი არნახულმა მრისხანებამ დაიკავა. მისი მწვანე თვალები ისევ ემოციების მორევს დაემსგავსა, ტკივილის, მრისხანების, სიძულვილის და ტანჯვის მორევს.
- ამას როგორ უნდა გავუმკლავდე? - შევხედე სასოწარკვეთილმა - ლუკა...
- არ მოგატყუებ, ვერ გეტყვი, რომ ეს ოდესმე გაქრება, იმიტომ რომ ეს სისულელეა. ოცი წელია ამ ტკივილთან ერთად ვცხოვრობ, ის არსად არ წავა, მასთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლო. მაპატიე, ყველაფერს გავცემდი იმისთვის, რომ ეს ტკივილი შეგიმსუბუქო. ყოველთვის როცა ოთახში შემოვდივარ და ცოცხალ-მკვდარს გხედავ სული მიკვდება. არ ვიცი როგორ დაგეხმარო.
- იცი! - ვუპასუხე ჩუმად და თვალიდან ცრემლი გადმომივარდა - დამეხმარე მის პოვნაში, მხოლოდ ეს მომგვრის შვებას, მისი დამპალი სული მჭირდება! გული ჩემი ხელით უნდა ამოვგლიჯო!
- ნაია, - ლუკამ სევდიანად შემომხედა - თუ ერთხელ შეტოპავ ამ ჭაობში უკან ვეღარასდროს გამოხვალ.
- ლუკა! გამოფხიზლდი! მე ირაკლის სისხლში მაქვს გასვრილი ხელები! ამას ვეღარ შევცვლი, შენი თქმის არ იყოს ამით ცხოვრება მომიწევს! მე ისედაც ყელამდე ვარ ამ ჭაობში.
- არ ხარ, ეს შენი ბრალი არ იყო! - მიყვირა განაწყენებულმა.
- შენ შეგიძლია საკუთარ თავს ეს დააჯერო, მაგრამ მე ამხელა ტალანტი არ მაქვს! ყოველთვის მშიშარა ვიყავი და საყვარელი ადამიანების ზურგს უკან ვიმალებოდი. გამუდმებით მეშინოდა ნაბიჯის გადადგმის და შედეგად რა მივიღე?! ყელამდე გვამები! მორჩა! აღარ ვაპირებ სოროში შეძრომას, იმ ნაბიჭვარს მოვძებნი და ჩემი ხელით ჩავაძაღლებ! თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, არ მაინტერესებს!
- ნაია, ეს კინო არ არის და არც ჩვენ ვართ პერსონაჟები! ხვდები მაინც რას ამბობ?! მე იმ ახვარს აუცილებლად ვიპოვი და გაჩენის დღეს ვაწყევლინებ, მაგრამ შენ ამაში არ გაეხვევი! შენ ვერც კი იაზრებ რისკენ მიისწრაფვი, როცა ერთხელ მოკლავ იქ მთავრდება ყველაფერი, ფარდა ეშვება! ძველი ცხოვრება მთავრდება! ვეღარასდროს იქნები ის ვინც იყავი! არ აქვს მნიშვნელობა შენ დამნაშავეს კლავ თუ უდანაშაულოს!
- თვალებში შემომხედე! როგორ ფიქრობ რამდენად მაინტერესებს ეგ ყველაფერი?! - დავისისინე გააფთრებულმა - შენ თუ არ დამეხმარები ამას მეთვითონ გავაკეთებ და შენ ხელს ვერ შემიშლი! შენთან ერთად, თუ შენს გარეშე იმ ნაძირალას მაინც ვიპოვი ან ის მიპოვის - ჩავიცინე ცივად და ცრემლები მოვიწმინდე - მერე კი რაც მოსახდენია მოხდეს! მე ვეღარასდროს ვიქნები ის ვინც ვიყავი, ლუკა! მე სისხლი მწყურია და ნებისმიერ ფასად მივიღებ მას!
- ნაია...
- შემომხედე! - მისი სახე ხელებში მოვიქციე და თვალებში ჩავხედე - ხვდები რომ ნელ-ნელა სასიცოცხლო ძალებს ვკარგავ? შენ ფიქრობ რომ რამდენიმე თვე ვიტირებ და მერე ამ აზრს შევეგუები?! ეს არ მოხდება, ლუკა! სანამ ის ცოცხალია თავისუფლად ვერ ვისუნთქებ.
- მოვკლავ, ნაია, პირობას გაძლევ რომ ცოფიანი ძაღლივით ჩავაძაღლებ!
- არა, - თავი გავაქნიე და ლუკას ხელი ვუშვი - ის ჩემი ხელით უნდა მოკვდეს, სიკვდილის წინ თვალებში უნდა ჩავხედო! მინდა ის ტკივილი იგრძნოს რასაც ირაკლი გრძნობდა, მინდა ისე ვატკინო როგორც მე მტკივა ახლა! ამას თუ წამართმევ ჩემი გადარჩენის იმედი აღარ გქონდეს! მხოლოდ ამის იმედით ვაგრძელებ ცხოვრებას!
ლუკამ ერთი შემომხედა, მერე ფეხზე წამოდგა და უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან. მარტო დავრჩი. ლოგინზე ჩავცურდი და ბალიში გულში ჩავიხუტე. ემოციებს გასაქანი მივეცი და მწარედ ავტირდი.


თავი მეთერთმეტე
დღეები ერთი მეორის მიყოლებით გადიოდა. დაჩიმ ვერაფერი გაიგო უცნობ ბიჭზე, რომელმაც სკოლაში მიკითხა. მთელი სკოლა მოიარა, მაგრამ ეს ადამიანი ვერსად იპოვა. არც გამკვირვებია, ისედაც ცხადი იყო, რომ ის სკოლის მოსწავლე არ იქნებოდა. მხოლოდ ერთი რამ მაეჭვებდა, თუ მოსაკლავად დამეძებდა მაშინ სკოლაში რატომღა მომაკითხავდა?! ეს ხომ უბრალოდ დიდი სისულელე იქნებოდა. ინას მონაყოლიდან თუ ვიმსჯელებით, ეს უცნობი მართლაც სკოლის ასაკის უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე ნაკლებ სავარაუდო იყო, რომ ვინმეს ჩემს მოსაკლავად გამოეგზავნა ან თუნდაც ამბის გასაგებად, ეს ზედმეტად წინდაუხედავი ნაბიჯი იქნებოდა.
ამის შესახებ ბიჭებისთვის არაფერი მითქვამს. მინდოდა ჯერ მე გამერკვია ვისთან მქონდა საქმე. ლუკა ისეთი აღრენილი დადიოდა, რომ მასთან ამ თემაზე ლაპარაკი სისულელე იქნებოდა. მერე ალბათ საერთოდ სახლში გამომკეტავდა და გარეთ ცხვირს ვეღარ გამოვყოფდი, ისედაც „დაცვის“ გარეშე არსად მიშვებდნენ. დღე-დღეზე ველოდებოდი დაჩის ზარს, რომ იქნებ ვაჩეს შესახებ მაინც გამეგო რამე. მისი პოვნა ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი იყო, მხოლოდ ასე შევძლებდი ირაკლის საიდუმლოსთვის ფარდის ახდას!
- ნაია, - ოთახის კარი გაიღო და აჩეჩილი თავი ლექსომ შემოყო - ჩვენ გავდივართ ცოტახნით და მალე დავბრუნდებით, სახლიდან ფეხი არ გაადგა! მალე დავბრუნდებით, კარგი?
- კარგი - ვუპასუხე უემოციოდ და ისევ ფანჯარაში გავიხედე.
კარის ჭრიალის ხმა გავიგე და უცებ მხარზე შეხება ვიგრძენი, თავი ავწიე. ლექსო თბილად შემომყურებდა.
- რა მოხდა? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- ყველაფერი რიგზეა? - მკითხა ხმადაბლა.
- არა, მაგრამ არაუშავს, - გავუღიმე და სავარძლიდან წამოვდექი - წადით, ნუ ნერვიულობ არსად არ წავალ უშენოდ.
- შენს მეგობარს ხომ არ დაურეკავს? - მკითხა შუბლშეკრულმა.
- არა ჯერ, მაგრამ ნებისმიერ წუთს ზარს ველოდები. თუ რამე სიახლე იქნება შეგატყობინებთ.
- მაშინვე დამირეკე, მალე დავბრუნდებით, რამე წამოგიღო?
- ხომ იცი რა მადა მაქვს? - ვუპასუხე სიცილით, საკვირველია მასთან ძალდაუტანებლად ვლაპარაკობდი და მეცინებოდა კიდეც.
- ვიცი და ამიტომ გეკითხები, რა წამოგიღო, რასაც შეჭამ! - დამიბრიალა თვალები.
- არაფერი არ მინდა, მართლა. მალე დაბრუნდით, კარგი? თორემ თავი ტრანსილვანიელი ვამპირი მგონია სახლში მარტო რომ ვრჩები. - ლექსოს გაეცინა.
- დავრჩები თუ გინდა.
- არა, რა სისუელელა! მიდით და მალე დაბრუნდით და რაც მთავარია ფრთხილად იყავით! - ავხედე გამაფრთხილებლად.
ნაცრისფერ თვალებში სითბო ჩაუდგა და მოულოდნელად ჩამეხუტა. გავხევდი. ამას არ ველოდი.
- ჭკვიანად იყავი. - მიჩურჩულა ყურში, სწრაფად ჩამომეხსნა და ოთახიდან გავიდა.
მე კი ისევ ისე გაქვავებული ვიდექი და გულისცემის დაოკებას ვცდილობდი. კარს გავხედე, საიდანაც წამის წინ ლექსო გაუჩინარდა. სახელო ხელის კანკალით ავიწიე და მაჯაზე ჩემს მზეს დავაცქერდი. თითი ნაზად გადავუსვი და თვალებიდან ცრემლი ჩამომიგორდა. ლექსოს ჩახუტებამ ირაკლი გამახსენა, ის ძალიან გავდა ჩემს მეგობარს, ამიტომაც მაფორიაქებდა ასე ძალიან. მისი მანერები, ღიმილი, აურა, სითბო - ყველაფერი ირაკლის მახსენებდა. ჩახუტებისას იგივე გრძნობა დამეუფლა რაც ირაკლის მიმართ მქონდა ხოლმე.
სავარძელში ნელა ჩავეშვი და სახე ხელებში ჩავრგე. მგონი საბოლოოდ გადავედი ჭკუიდან. ყველგან ირაკლის ვეძებდი. საშინელი უკმარისობის გრძნობა თავს არ მანებებდა, სულში უზარმაზარი სიცარიელე მქონდა და ამას ვერაფრით ვავსებდი. მაგრამ ლექსოს ასეთმა სიახლოვემ თავი უკეთ მაგრძნობინა. სულ რაღაც რამდენიმე წამით, მეგონა რომ ყველაფერი მომეჩვენა და ირაკლი ისევ ჩემთან იყო. მოულოდნელად ტელეფონი აწკრიალდა. თვალები შევიმშრალე და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე.
- დაჩი?
- ნაია, როგორ ხარ?
- შესაშურად, გაარკვიე რამე?
- ვერა, ვაჩე ვერსად ვიპოვე. მთელი თბილისი გადავატრიალე, მაგრამ კვალსაც ვერ მივაგენი, არც მეგობრებმა იციან არაფერი და არც ნათესავებმა, პოლიციაშიც კი განაცხადეს გაუჩინარების შესახებ - თვალები დავხუჭე და სავარძელს მივეყრდენი. ლუკა მართალი იყო.
- ჯანდაბა, ნუთუ...
- არ ვიცი ნაია, მაგრამ ეს კარგს არაფერს ნიშნავს.
- ვიცი, - ამოვიოხრე და შუბლი მოვისრისე - ახლა რა ვქნათ? ვაჩესთან ლაპარაკი ძალიან მჭირდება, სხვანაირად ვერაფერს გავარკვევ.
- მარტო ეგ არ გვაქვს სადარდებელი! - მიპასუხა დაბოღმილმა.
- კიდევ რა მოხდა? - გული შიშით შემიტოკდა.
- ძაღლები! - გამაოსცრა კბილებში - სულ კუდში დამდევენ, ის დეტექტივი მოსვენებას არ მაძლევს.
- სონგულია? - ვკითხე გაკვირვებულმა - კი, მაგრამ შენგან რა უნდა?!
- აბა მე რავიცი, თავისი ნაგაზები მომიქსია, სადაც არ უნდა წავიდე სულ ამათ ვხედავ. მგონი შენ გეძებენ, ალბათ სახლს უთვალთვალებდნენ და გამოსული, რომ ვერ დაგინახეს გავეშებულები დაგეძებენ.
- ჯანდაბა! ესღა მაკლდა! მომისმინე, შენთან შეხვედრა მინდა, ბევრ რამეზე გვაქვს სალაპარაკო. ტელეფონით ბევრს ვერაფერს გეტყვი.
- ვიცი, კარგი, მომწერე როდის და რომელ საათზე და მოვალ.
- ეგენი მოიშორე!
- აუცილებლად, დროებით - ტელეფონი გაითიშა.
- დეტექტივო, რას დაძრწიხარ?! რას ეძებ?! - ჩავისისინე გაცოფებულმა და სავარძლიდან წამოვდექი.
დაჩი დღესვე უნდა მენახა! ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ვაჩე გაუჩინარდა, შეიძლება ცოცხალიც აღარ იყო. შემდეგ ვისი რიგი მოვიდოდა, ამას ვერ დავუცდიდი. როგორც კი ბიჭები მოვიდოდნენ ლუკას უნდა დავლაპარაკებოდი, ერთხელ და სამუდამოდ. თუ დამეხმარებოდა დავრჩებოდი, თუ არადა წასვლა მომიწევდა და ამ საქმეს თვითონ მივხედავდი. აქ რომ დავრჩენილიყავი, ლუკა გასაქანს არ მომცემდა, ასე რომ სხვა გზა არ იყო. მშვენივრად ვხვდებოდი, რომ თვითომკვლელობაზე მივდიოდი, მაგრამ ჩემთვის ამას განსაკუთრებული მნიშნველობა არ ჰქონდა. ერთადერთი რაზეც ვდარდობდი ის იყო, რომ სანამ მოვკვდებოდი ის ც თან უნდა გამეყოლებინა!
ლუკას გარდერობი გამოვაღე და ერთ თაროზე შელაგებული ჩემი ტანსაცმელი გადავქექე. ჩემს ლურჯ სვიტერს ვერ ვპოულობდი, არადა მახსოვდა, რომ აქ დავდე. ალბათ ლუკას ტანსაცმელში აირია-მეთქი, ვიფიქრე და მისი სვიტერები გადავქექე. უცებ რაღაცის ფაჩუნი გავიგე და ძირს დავიხედე. ტანსაცმელების ქექვაში ფოტოსურათი გადმოვარდნილიყო. დავიხარე და გადმოვაბრუნე.
სურათზე ანგელოზივით ლამაზი ქალი იყო გამოსახული. ლუკასავით მწვანე თვალები ჰქონდა და მასავით ბრინჯაოსფერი თმა გრძელ კულულებად ჩამოჰყროდა მოხდენილ ტანზე. გამოკვეთილი, ლამაზი სახის ნაკვთები და სქელი დიდი წითელი ტუჩები ჰქონდა. ქალი ფოტოზე მომხიბვლელად იღიმოდა და სიმპატიურ მამაკაცს სიყვარულით ეხუტებოდა. კაცი მაღალი იყო და შავთმიანი, ხორბლისფერი კანი და მუქი ყავისფერი თვალები ჰქონდა, ქალისთვის წელზე ხელები შემოეხვია და ლოყაზე ნაზად ჰკოცნიდა. გამეღიმა ეს ალბათ ლუკას მშობლები იყვნენ. ლუკა დედას ძალიან ჰგავდა. მას არასოდეს მოუყოლია თავისი ოჯახის შესახებ და მეც არაფერი მიკითხავს, თუმცა ძალიან მაინტერესებდა.
ლოგინზე ჩამოვჯექი და ფოტოს დავაცქერდი. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდა. მაინც რა ლამაზი ქალი იყო დედამისი, მწვანეთალება ანგელოზს ჰგავდა. თვალზე ცრემლი მომადგა, დედა და მამა გამახსენდა. მათაც ასე ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
მახსოვს ერთხელ მამამ მე, დედა და ირაკლი ზღვაზე წაგვიყვანა. დედას წყლის ძალიან ეშინია და მამას გარეშე არასოდეს შედიოდა ზღვაში. ერთხელაც ღამით გავედით სანაპიროზე. ამ დროს ყოველთვის ნაკლები ხალხი იყო ხოლმე და წყალიც საამურად თბილი გვხვდებოდა. მამამ მოულოდნელად დასტაცა დედას ხელი და წყალში გადახტა. დედამ კივილით დაუშინა მუშტები ახარხარებულ მამას. მე და ირაკლიც გულიანად ვიცინოდით. წარმოუდგენელია რომ ეს ყველაფერი უბრალო მოგონებად იქცა, ამ ოჯახისგან ახლა აღარაფერი დარჩენილიყო. გულმოკლულმა ცრემლები შევიმშრალე და ფოტო თავის ადგილზე დავაბრუნე.
ნეტავ ლუკას ოჯახი ახლა სად იყო? რატომ არასდროს ახსენებდა მათ? ბიჭებთან ცხოვრების ერთი თვის განმავლობაში ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ლუკას და ლექსოს ერთმანეთის მეტი არავინ ჰყავდათ. არ ვიცი, შეიძლება მეჩვენებოდა კიდეც, მაგრამ საყვარელი ადამიანების დაკარგვით მოგვრილ ტკივილს იოლად ვამჩნევდი ადამიანებში. ლუკას და ლექსოს მზერაშიც ხშირად შემინიშნავს მსგავი რამ, თუმცა კითხვისგან თავი შემიკავებია.
ჩემი ლურჯი სვიტერი ვერაფრით ვერ ვიპოვე. გაბრაზებულმა ლუკას თბილ ზედას ხელი დავტაცე და გადავიცი. სვიტერს მისი ტკბილი სუნამოს სასიამოვნო სურნელი ასდიოდა. თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენი. ბიჭები ახალი წასულები იყვნენ და ჯერ არ დაბრუნდებოდნენ. ასე რომ ლოდინის გარდა აღარაფერი დამრჩენოდა. ლოგინზე წამოვწექი და ბალიში თავქვეშ ამოვიდე.
მეზიზღებოდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. ამ დროს მუდამ არამკითხე აზრები მაწუხებდნენ, რაც ყოველთვის ცხივრიდან სისხლის დენით მთავრდებოდა. რბილმა ლოგინმა ძილი მომგვარა, მშვენიერი აზრი იყო ბნელი ფიქრებისგან თავის დასაღწევად. გადავბრუნდი, მოხერხებულად მოვეწყე და თვალები დავხუჭე. ორგანიზმი ნელ-ნელა დამიმძიმდა და ალბათ მალე ჩამეძინებოდა კიდეც რომ არა ტელეფონზე ზარი.
თვალები ძლივს გავახილე და გაბრუებულმა ხელის ცეცებით მოვძებნე ტელეფონი. ეკრანს დავხედე, ნომერი არ მეცნო. წამოვჯექი და შუბლშეკრული დავაშტერდი მობილურს. ბოლოს გადავწვიტე მეპასუხა.
- გისმენთ!
- ნაია, ეს შენ ხარ? - მომესმა უცხო ხმა.
- რომელი ხარ? - წამში გამოვფხიზლდი და ლოგინიდან წამოვდექი.
- ნამდვილად შენ ხარ? - უცნობი აშკარად ნერვიულობდა.
- დიახ, მე ვარ, ვის ვესაუბრები?
- სასწრაფოდ უნდა შეგხვდე, ტელეფონით ვერაფერს ვერ გეტყვი.
- ვინ ხარ?! მოიცა, - აღელვებისგან ლამის ტელეფონი გამივარდა ხელიდან - ვაჩე?!
- ჰო, მე ვარ, რამდენი ხანია შენთან დაკავშირებას ვცდილობ, ძლივს მოგაგენი.
- ჰო, ნომერი შევცვალე, მაგრამ, მოიცა, კარგად ხარ? მეც ვცდილობდი შენს მოძებნას, მაგრამ...
- სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ, რაღაც უნდა გითხრა, ტელეფონით ვერაფერს აგიხსნი.
- კარგი, მითხარი სად და როდის?
- არა, მოგწერ - მიპასუხა სხარტად და ტელეფონი გაითიშა.
აკანკალებული ადგილს ვერ ვპოულობდი და ფეთიანივით ვცემდი ბოლთას. გული სიხარულით ამევსო. როგორც იქნა, ერთი კარგი რამ მაინც მოხდა, ვაჩე ცოცხალი იყო და როგორც ჩანს იმალებოდა - თან ძალიან კარგად. ამიტომაც ვერ მიაგნო ვერავინ. ნეტავ რისი თქმა უნდოდა? თუმცა ამას რა კითხვა უნდოდა, ბოლოს და ბოლოს ყველაფერს გავიგებდი, გავიგებდი ირაკლი რაში გაეხვა! ტელეფონი აზუზუნდა, სასწრაფოდ გავხსენი შეტყობინება და მონაწერი წავიკითხე:
„ დღეს შუაღამით, ვაკის პარკში უნდა შემხვდე, მარტო მოდი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოვალ!“
შეტყობინება რამდენჯერმე გადავიკითხე. იმდენად ვიყავი აღელვებული, რომ ვერ ვისვენებდი. სასწრაფოდ ტელეფონი მოვიმარჯვე, რომ ბიჭებისთვის გადამერეკა. უცებ დარეკვის სენსორთან მიტანილი თითი გამიშეშდა - ვაჩემ მომწერა მარტო მოდიო, ისინი კი მარტოს არსად გამიშვებდნენ. სულ რომ უკან გამომყოლოდნენ და ვაჩეს შეემჩნია, ახლოს აღარ გამეკარებოდა და რაიმეს გარკვევის ყველანაირ შანსს ხელიდან გავუშვებდი.
ტელეფონი ლოგინზე მივაგდე და დავფიქრდი. ამდენ ხანს სად იმალებოდა, რომ ვერავინ მიაგნო? იქნებ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა?! იქნებ ახლახანს ვაჩეს სულაც არ ველაპარაკე და სხვა ვინმე ცდილობდა ჩემს სახლიდან გატყუებას?! მასთან დიდი ხანია არ მილაპარაკია, წესიერად არც ვიცნობდი, ამიტომ ხმაზე ვერ ვცნობდი. ან შესაძლოა პარანოიკად ვიქეცი და ყველგან საფრთხეს ვხედავდი. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ეს გასაკვირი არც იყო, მაგრამ ახლა რომ იქ არ წავსულიყავი და ეს მართლა ვაჩე აღმოჩენილიყო, მერე სად ჯანდაბიდან დამეწყო იმ ნაბიჭვრის კვალის ძებნა?!
ოთახში აღელვებული ვცემდი ბოლთას და ვცდილობდი გადაწყვეტილება მიმეღო. ყველაფერი ისედაც რისკი იყო. შეუძლებელია მკვლელი ნაძირლის პოვნა სცადო და თავი საფრთხეში არ ჩაიგდო! ჩემი სიცოცხლე ისედაც არაფრად არ მიღირდა, უბრალოდ არ მინდოდა იმ ნაბიჭვარზე ადრე გადავბარგებულიყავი იმქვეყნად.
უცებ კარზე კაკუნი გავიგე. მოულოდნელობისგან შევკრთი. ბიჭები რომ ყოფილიყვნენ გასაღებით გააღებდნენ კარს, მაშინ ვინ ჯანდაბა იყო?! ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიპარე, დიდ მაგიდაზე დადებულ შანდალს ხელი წამოვავლე და ჰოლში გამოვედი. კარს ფრთხილად მივუახლოვდი და სამზერეში გავიხედე. ჩემდა გასაკვირად ლუკა და ლექსო დავინახე, შვებით ამოვისუნთქე და ოდნავ დაბნეულმა კარი გავაღე.
- ასე მალე არ გელოდით.
- ხომ გითხარი მალე დავ... - ლუკას სიტყვა გაუწყდა ჯერ ჩემს ხელში ჩაბღუჯულ შანდალს შეხედა მერე ჩემს სვიტერს, ბოლოს მე შემომხედა გაოცებულმა.
- რა მოხდა? ხომ არავინ ყოფილა?
- არა, ეს უბრალოდ თავდაცვის მიზნით - ჩავილაპარაკე უხერხულად და შანდალი თავის ადგილას დავაბრუნე.
- კიდევ კარგი გვიცნო, თორემ რამხელა სირცხვილია კაცისთვის შანდალით რომ დაასრულებ უბადრუკ სიცოცხლეს. - გაიცინა ლექსომ, გაბრაზებულმა ენა გამოვუყავი. ლუკას გაეღიმა.
- გიხდება.
თვალი ჩამიკრა და ოთახში გავიდა გამოსაცვლელად, გაწითლებულმა ახლაღა შევამჩნიე, რომ მისი სვიტერი ჯერ კიდევ ზედ მეცვა. რაღა აზრი ჰქონდა გამოცვლას?! ხელი ჩავიქნიე და სამზარეულოში გავედი.
- რამე ახალი ხომ არ არის? - უკან მომყვა ლექსო.
- კი, დაჩის ველაპარაკე და ასე მითხრა ძაღლები მითვალთვალებენო, მგონი შენ გეძებენო.
- რაო? და შენგან რა უნდათ?
- ბევრი კითხვა დაუგროვდათ, მათთან არაფერზე მისაუბრია, საერთოდ არაფერი მომიყოლია ამიტომ, სავარაუდოდ, დეტექტივმა გადაწყვიტა პასუხები თავად მიიღოს. - ამოვიოხრე და მაცივრიდან რძე გამოვიღე - ყავას დალევ?
- კარგი იქნებოდა, - ჩაილაპარაკა და მაგიდას მიუჯდა ჩაფიქრებული - და ვითომ მარტო მაგიტომ? იცის რომ სახლში არ რჩები?
- არამგონია, საიდან უნდა იცოდეს, დედაჩემი ახლოს არ იკარებს, მეგობრები კი არ მყავს - ცხელი წყალი ყავიან ფინჯნებში ჩამოვასხი და რძე დავასხი - დაჩი კი ასი წელი არ უპასუხებს კითხვებზე.
- არცაა საჭირო ვინმემ რამე თქვას, შეიძლება შენს სახლთან მიგიჩინა ხალხი და გითვალთვალებენ, იქ რომ ვერ დაგინახა ეჭვობს, რომ ზუსტად იქ ხარ სადაც შენი მეგობრის მკვლელობის ღამეს. - ჭიქები ლამის ხელიდან გამიცვივდა. ღრმად ჩავისუნთქე და მაგიდამდე უსაფრთხოდ მივიტანე.
- ჰო, მკითხა იმ ღამეს ვინ წაგიყვანაო, მაგაზე კიარა არცერთ კითხვაზე არ მიპასუხია, არ ვენდობი.
- ჭკვიანი გოგო ხარ! - ჩაიცინა ცივად და ყავა მოსვა.
- რას ამბობდით? - სამზარეულოში ლუკაც შემოვიდა.
- დაჯექი, ყავა დალიე - წამოვდექი და ნამცხვრებიც გამოვიღე.
- როგორც ჩანს, პოლიცია ინტერესდება სად დადის ჩვენი პატარა ქალბატონი. - ლუკამ შუბლშეკრულმა გამომხედა.
- შენგან რა უნდათ?
- პასუხები - ვუპასუხე მოკლედ, ნამცხვრებით დაზვინული თეფში წინ დავუდგი და გვერდით მივუჯექი.
- კონკრეტულად?!
- ბევრი კითხვები დამისვეს, მე კი არცერთზე არ გავეცი პასუხი, ახლა კი წარმომიდგენია რა ეჭვები აწუხებს სონგულიას.
- სონგულიას? ისევ სონგულია? - ლუკა გაკვირვებული მომაჩერდა, ლექსომაც ნამცხვარს თავი ანება და თავი ასწია.
- ჰო, რა იყო?
- ძველი დრო გამახსენდა - ცივად ჩაიცინა ლუკამ და ყავა მოსვა.
- რა? - ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. მერე უცებ მომაგონდა, ლუკამ ერთხელ მითხრა რომ დეტექტივს იცნობდა.
- მაგის წყალობით ჩამსვეს ციხეში - გამიკვირდა, თუმცა არაფერი შემიმჩნევია.
- და ეგ როდის მოხდა?
- ხუთი წლის წინ, მართალია მალევე მოვახერხე გარეთ გამოსვლა, მაგრამ ჩემზე დღემდე ნადირობს.
- რის გამო ჩაგსვეს ციხეში? - პასუხის მოსმენა დიდად არ მინდოდა.
- მკვლელობისთვის - წელში გასწორდა და დაკვირვებით შემომხედა, ლექსომ კი ფრთხილად გამომხედა.
- და ვის გაასხმევინე ტვინი? - ვიკითხე მშვიდად და ყავა მოვსვი.
ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა, ადრე მსგავსი რამ რომ მომესმინა ალბათ ისტერიკაში ჩავვარდებოდი, ახლა კი მკვლელობა სულაც არ მიმაჩნდა სასტიკ დანაშაულად. თუ ადამიანი ამას იმსახურებდა რატომაც არა... აი მაგალითად როცა ირაკლის მკვლელს ვიპოვიდი, სულ არ ამიკანკალდებოდა ხელი მისთვის შუბლი გამეხვრიტა. სხვისთვის ეს ალბათ საზარელი დანაშაული იქნებოდა, ჩემთვის კი სამართლიანობის აღდგენა. ვისთვის როგორ!
- ერთხელ აუცილებლად გიამბობ - მიპასუხა ოდნავ გაოცებულმა, ალბათ ჩემგან ცოტა სხვა რეაქციას ელოდა. ლექსომ დაკვირვებით შემომხედა, ბოლოს ისევ თავის ნამცხვარს მიუბრუნდა.
- კარგი, გეყოფათ! - ორივემ თავი ასწია - რა? ისე ნუ მიყურებთ თითქოს სადაცაა წამოვხტები და კივილით გავიქცევი აქედან! თუ არ გინდათ ნუ მეტყვით რას საქმიანობთ ამას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მხოლოდ ის მინდა, რომ თავებს გაუფრთხილდეთ და შარში არ გაეხვეთ. კიდევ ვინმეს დაკარგვა საბოლოოდ მომიღებს ბოლოს! - ლუკა უხმოდ წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა.
- რამე ისე ვთქვი? - მივუბრუნდი ლექსოს.
მან კი ღიმილით გააქნია თავი და ყავა მოსვა. ლუკა მალე შემობრუნდა სამზარეულოში და თან მოზრდილი შავი ყუთიც მოიტანა.
- ეს რა არის? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- ეს შენთვისაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებ თუ პირობას მომცემ, რომ ჭკვიანურად გამოიყენებ, შანდალი შეიძლება ყოველთვის არ გქონდეს. - გაეღიმა ბოლოს.
ლექსოს სიცილი აუტყდა, დაბღვერილმა გულზე ხელები დავიკრიფე და ლუკას მივაჩერდი. ყუთს თავი ახადა და გამომიწოდა. აღფრთოვანებულს წამით სულ დამავიწყდა გაბრაზება და საჩუქარს აღფრთოვანებულმა დავხედე. ხავერდის ყუთში მოკრემისფრო მარმარილოსტანიანი ვერცხლისფერი იარაღი ესვენა. წარმოუდგენლად ლამაზი იყო, დახვეწილი და არც ძალიან დიდი. აკანკალებული ხელით ნაზად შევეხე და ყუთიდან ამოვიღე.
- ეს PT92 ტიპის იარაღია ბრაზილიაშია დამზადებული, “Wonder Nine”-ს ერთ-ერთი იარაღია, 9 კალიბრიანია. ძალიან ადვილი გამოსაყენებელია, არც ძალიან მძიმეა და არც ძალიან დიდი, ასეთები აღარ იშოვება, მოგწონს?
- ჩემია? - გაფართოებული თვალებით ავხედე. დაჯერება მიჭირდა, რომ ამ სილამაზეს მე მჩუქნიდა.
- შენს დაზიანებას სხვა დაზიანდეს მირჩევნია. - შუბლშეკრულმა ცარიელი ყუთი მაგიდაზე მიაგდო
- მე... ემოციებისგან ყელი გამიშრა - მე... გმადლობ!
ასე დიდიხანია არაფერი გამხარებია, ლუკას დაუფიქრებლად მოვეხვიე და ლოყაზა ვაკოცე. მაშინვე დაიძაბა, გვიან მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა და სასწრაფოდ ჩამოვეხსენი.
- მიხარია, რომ მოგეწონა. - ვითომ არაფერი მომხდარაო ისე ჩაილაპარაკა - სროლა გცოდნია, რაც მთავარია.
- კი, მე... - უცებ სიტყვა გამიწყდა და ჩემს დიდებულ საჩუქარს თვალი მოვწყვიტე. საიდან იცოდა ლუკამ, რომ სროლა ვიცოდი?! მაგრამ ისეთი სახით მიყურებდა, რომ ყველაფერს მივხვდი.
- თქმას ვაპირებდი - ვუპასუხე ხმადაბლა.
- ჰო?! - გამომხედა მკაცრად - მაინც როდის?!
- შენი მოტყუება არც მიფიქრია - გაბოროტებულმა ლექსო თვალებით გავანადგურე, ის კი განგებ არ მიყურებდა. თავი ჩაეღუნა და ნამცხვარს გემრიელად მიირთმევდა, თან ცდილობდა არ გასცინებოდა.
- მომისმინე! - დაიწყო მკაცრად - არასდროს არაფერი დამიმალო! რა გიჟური იდეაც არ უნდა მოგივიდეს თავში აზრად, მირჩევნია ვიცოდე!
- კარგი - ვუპასუხე დანაშაულის გრძნობით გაბერილმა. ვაჩეს გახსენებამ მუცელში ყრუ ტკივილი მომგვარა.
- არა, ნაია არ ვხუმრობ! - წარბშეკრული ჩემსკენ გადმოიხარა და თვალებში მომაცქერდა - უნდა მენდო, სხვანაირად შენს დაცვას ვერ შევძლებ. მითუმეტეს ახლა, როცა არც კი ვიცი ვისან გემუქრება საფრთხე!
- კარგი - ვუპასუხე ხმადაბლა და თვალი ავარიდე.
- იარაღი დატენილია, ასე რომ ფრთხილად იყავი. - მიპასუხა გაბრაზებულმა პაუზის შემდეგ და ისევ ყავას მიუბრუნდა.
- ახლა ვიეჭვიანებ, - ლექსომ ეშმაკურად გამომხედა - რამდენი ხანია ამ იარაღს ვიხვეწები, მაგრამ ჩემი ფეხები!
- შენს რიგს დაელოდე, მეგობარო. - ლუკამ ბოლო ყლუპი ყავაც მოსვა და მაგიდიდან წამოდგა.
- აღარ მოვიდა ჩემი რიგი?! - ჩაიჯუჯღუნა შუბლშეკრულმა და კექსი ხახაში გაიქანა, როგორც იქნა თვალი მოვწვიტე საჩუქარს და ლექსოს სიცილით შევხედე.
- თუ დამეხმარები, ისე რომ ლუკამ ვერაფერი გაიგოს, გათხოვებ ხოლმე - ვუჩურჩულე და შუბლზე ვაკოცე. გაოცებულმა ამომხედა. თვალი ჩავუკარი და ჩემს ოთახში გავედი.
ლექსოს ჯუჯღუნი აქაც ისმოდა. კარი მივხურე და ლოგინზე წამოვწექი. იარაღი ბალიშის ქვეშ შევინახე და ჩავფიქრდი. თითქოს ახალი ძალით ამავსეს, ახლა რეალურად მომეცა შანსი ჩემი გეგმები განმეხორციელებინა. ლუკას მიმართ ენით აუწერელ მადლიერებას ვგრძნობდი. თან ინტერესი მკლავდა ასეთი რა დაუშავეს, რომ ვიღაც სასიკვდილოდ გაიმეტა, მართალია ბიჭებს კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ ადამიანების ამოცნობა არ მეშლებოდა. ლუკა ნამდვილად არ ჰგავდა ისეთ ადამიანს ვისაც უმიზეზოდ მიუშვერდა იარაღს. ალბათ საამისოდ მიზეზი ჰქონდა, თვითონ ხომ მითხრა მოგიყვებიო, ჰოდა იდიოტობების წარმოდგენას ისევ ლოდინი მერჩია.
კარზე ფრთხილად მოაკაკუნეს, უკვე ვიცოდი ვინც აკაკუნებდა. მათთან ცხოვრებისას თითოეულის ჩვევას უკვე კარგად ვიცნობდი.
- შემოდი - ლოგინზე ავჩოჩდი და მოხერხებულად დავჯექი, ლუკამ კარი შემოაღო და შემოვიდა.
- ხელს ხომ არ გიშლი? - შემომხედა ყოყმანით.
- არა, ეს შენი სახლია ნებართვას არ უნდა ითხოვდე - კარი შემოაღო და ოთახში შემოვიდა.
- ხდება რამე? - მისი შეჭმუხნილი შუბლიდან გამომდინარე ვხვდებოდი, რომ რაღაც აწუხებდა.
- შენზე ვნერვიულობ, მარტოს ხშირად გტოვებ და ეს არ მომწონს - გამომხედა კუშტად და აუჩქარებლად მივიდა ფანჯარასთან.
- საქმე, რომ არ გქონდეს არ წახვიდოდი, და თუ მიდიხარ ასეა საჭირო.
რამდენიმე წუთით ჩაფიქრებული ჰორიზონტს გაჰყურებდა. მზე უკვე ჩადიოდა და თეთრ ქათქათა ღრუბლებს სისხლისფრად ღებავდა. არ ვიცი ასე ძალიან რა აშფოთებდა, კითხვასაც ვერ ვბედავდი, სათქმელს ისედაც მეტყოდა. ამიტომ გასუსული ვიჯექი ლოგინზე და ველოდებოდი ყურადღებას როდის მომაქცევდა. ბოლოს თავი მოაბრუნა, ნელა მომიახლოვდა და ლოგინზე ჩამოჯდა.
- შენზე ძალიან ვნერვიულობ.
- აქ არაფერი მემუქრება, რა განერვიულებს?
- მაგას არ ვგულისხმობ - ამომხედა მრავალმნიშვნელოვნად.
- ლუკა...
- იცი იარაღი რატომ გაჩუქე? მე და შენ ვილაპარაკეთ უკვე ამაზე და შენი აზრი ვიცი ამ საკითხზე, დიდი ხანი ვცდილობდი რამე გზა მომეფიქრებინა რაც ამაზე უარს გათქმევინებდა, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ მოხდება.
- მართალი ხარ, ეს არ მოხდება, უკან არ დავიხევ რელიგიური რწმენის გამო, მხოლოდ იმიტომ რომ იქ ზემოთ ვიღაცას ჩემი საქციელი არ მოეწონება - ჩავიცინე ირონიულად.
- არ ხარ მართალი, შენ გაბრაზებული ხარ, ნაია. - მიპასუხა ლუკამ და სახეზე ნაზად ჩამომისვა ხელი - მესმის რასაც გრძნობ. უბრალოდ შენს დაცვას ვცდილობ, მაგრამ ამ შემთხვევაში გვერდზე გავდგები.
- და ამის უნდა მჯეროდეს? - ვკითხე ეჭვით.
- როცა პირისპირ შეხვდები იმ ახვარს და პირობას გაძლევ, რომ ამის საშუალებას მეთვითონ მოგცემ - თვალებგაფართოებულმა ლუკას ავხედე, ყურებს არ ვუჯერებდი - როცა საქმე საქმეზე მიდგება, შენ მისნაირ ნაბიჭვარზე ხელს არ გაისვრი, ამაში დარწმუნებული ვარ.
- ცდები, - ვუპასუხე პაუზის შემდეგ - შენ არ იცი ჩემში რა ტრიალებს, როცა მას ვიპოვი სიკვდილს სანატრელს გავუხდი.
ლუკამ ერთხანს სევდიანად მიყურა, არ ვიცი რას ფიქრობდა. შეიძლება იმის დაჯერება უჭირდა, რომ ასეთ ცივსისხლიან არსებად ვიქეცი. არ ვიცი და სიმართლე ითქვას ამას არც ჰქონდა მნიშნველობა, აზრს ვერაფერი შემაცვლევინებდა.
- მენდობი? - მკითხა მოულოდნელად.
- რა?
- მენდობი თუ არა? - მკითხა გამომცდელად და თვალებში ჩამაკვდა.
- კი - ვუპასუხე პაუზის შემდეგ.
- მაშინ სიმართლე მითხარი!
- რა სიმართლე?
- წეღან სამზარეულოში გითხარი არასდროს არაფერი დამიმალო თქო.
- ვიცი, მერე?
- შენ დამეთანხმე - მიპასუხა მკაცრად.
- და მერე?
- და მომატყუე, ნაია! - მიპასუხა გაღიზიანებულმა - იოლად ვხვდები, როცა მატყუებენ.
ავირიე, მის ასეთ მზერას ვერ ვუძლებდი. ისე მიყურებდა თითქოს რენტგენს მიღებდა. ტყუილს აზრი აღარც ჰქონდა, მაინც არ დამიჯერებდა, ტყუილების ოსტატი არც არასდროს ვყოფილვარ. მაგრამ ახლა ისეთი სიტუაცია იყო, ჯობდა ეს სასარგებლო რამ ამეთვისებინა!
- დაჩის ნახვას ვაპირებ. - ვუპასუხე ხმადაბლა, ძალა მოვიკრიბე და თვალებში შევხედე.
- და ამაში დასამალი რა არის? - მკითხა ეჭვით და ყურადღებით დამაკვირდა სახეზე.
- დაჩიმ მითხრა, რომ ვიღაცამ სკოლაში მომაკითხა.
- ვინ? - მკითხა დაძაბულმა.
- არ ვიცი, უთქვამს, რომ ჩემი მათემატიკის ჯგუფელი იყო, მაგრამ ეს ტყუილია, არასოდეს მივლია მათემატიკაზე.
- და ეს როდის მოხდა? - მკითხა მკაცრად.
- ალბათ რამდენიმე დღის წინ, ზუსტად არ ვიცი.
ლუკას აღარაფერი უთქვამს, მაშინვე ტელეფონი ამოიღო და სადღაც გადარეკა. რამდენიმე ზუმერის შემდეგ უპასუხეს.
- სად ხარ? - ჰკითხა ვიღაცას მკაცრად და ფეხზე წამოდგა - ერთ საათში შემხვდით, ბექასაც უთხარი!... კარგი, რომ მოვალ მაგაზე მერე ვილაპარაკოთ - უპასუხა შუბლშეკრულმა და ტელეფონი გათიშა.
- რას აკეთებ?
- უნდა წავიდე, რაღაცეები მაქვს გასარკვევი, შენ კი სახლიდან ფეხი არ მოიცვალო.
- სად მიდიხარ? - ვკითხე ინტერესით და მეც ავდექი.
- სახლიდან არ გახვიდე - მიპასუხა წარბშეკურლმა და მომიახლოვდა - მაინც გავიგებ იცოდე!
- ტყვე ვარ?! - ავხედე გაბრაზებულმა, ჩემზე მთელი ერთი თავით მაღალი იყო, უფრო მეტით თუ არა.
- დაახლოებით, - მიპასუხა ხმადაბლა, წამით თვალებში ისევ სითბო ჩაუდგა - ჩემთვის ყველაზე მნიშნველოვანი შენი უსაფრთხოებაა.
- ეს არ გამართლებს, მაგ მიზეზით აქ ვერ გამომკეტავ! - ვუპასუხე გაღიზიანებულმა და თავი გავწიე, რომ აღარ შემხებოდა.
- თუ საჭირო გახდება გალიაშიც გამოგკეტავ. - მიპასუხა ღიმილით, წელზე ხელი მომხვია და ძლიერად მიმიკრა მკერდზე. მის სუნთქვას ტუჩებზე ვგრძნობდი, ჩემთან ზედმეტად ახლოს იდგა.
წამით ისევ ძველმა გრძნობებმა გაიღვიძეს. სახეზე სისხლი მომაწვა და გული გამეტებით ამიძგერდა. ლუკას მიმართ გრძნობები არ გამნელებია, პირიქით, მაგრამ იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს, რომ ამ ყველაფრის ჩემში ჩამარხვას ვცდილობდი. როგორ უნდა ვყოფილიყავი ლუკასთან, როცა ირაკლი ცოცხალი აღარ იყო?! როგორ უნდა ვყოფილიყავი ბედნიერი, როცა ჩემი მეორე ნახევარი თვალწინ მომიკლეს?!
ამის უფლება არ მქონდა, როგორც კი ირაკლის უსულო სხეული მახსენდებოდა, მაშინვე მიქრებოდა სიცოცხლის სურვილი. ასეთი დასახიჩრებული როგორ შევძლებდი ლუკასთან ყოფნას? ის ჩემთან ვერასდროს იქნებოდა ბედნიერი. ამაზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი მისგან თავი შორს დამეჭირა.
- ხელი გამიშვი - ვუპასუხე მკაცრად და თავის დაღწევა ვცადე.
- და გინდა რომ გაგიშვა? - მკითხა სერიოზულად.
- კი. - ვუპასუხე მტკიცედ და ისევ გავიბრძოლე.
ლუკამ ხელი შემიშვა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. თვალებში ისევ ტკივილი ედგა. ამის ყურება აღარ შემეძლო. სულში ისედაც ცეცხლი მიგიზგიზებდა, მისი მზერა კი ჭრილობაზე მარილს მაყრიდა. ზურგი ვაქციე და ფანჯარასთან მივედი.
- სახლიდან არ გახვიდე, როცა შევძლებ დავბრუნდები. - მიპასუხა ხმადაბლა და ოთახიდან გავიდა.
აკანკალებული სავარძელში ჩავეხეთქე და სახეზე ხელები ავიფარე. გარშემო ყველას მხოლოდ ტკივილს ვაყენებდი, ლუკას, ლექსოს, დედაჩემს ყველას. მთელი გულით ვნანობდი, რომ იმ წყეულ ღამეს მეც არ მომიღეს ბოლო!


თავი მეთორმეტე
ტანსაცმელს სწრაფად ვიცვამდი, როცა კარის გაჯახუნების ხმა გავიგე. მაშინვე ჩემს იარაღს ვტაცე ხელი და კარს ფრთხილად მივუახლოვდი. ჭუჭრუტანაში გავიხედე და გული გადამიქანდა, ორი უცნობი მამაკაცი ფრთხილად დაიპარებოდა სახლში. იარაღს დამცველი მოვხსენი და დაძაბული მოვემზადე საბრძოლველად.
- კარგი მცდელობა იყო! - მომესმა ზურგს უკან ჩუმი სისინი. სწრაფად შემოვბრუნდი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. იარაღმა იგრიალა და გავარვარებული ტყვია გულმკერდში მწარედ დამეძგერა.
დაფეთებულმა თვალები ვჭყიტე. მაგრამ იმდენად ვიყავი სიზმრისგან დაზაფრული, რომ ორგანიზმი გამშეშებოდა და არ მემორჩილებოდა. თვალები რამდენჯერმე დავახამხამე და ღრმად ჩავისუნთქე. ნელ-ნელა კოშმარიდან ვფხიზლდებოდი და დაჭიმული კუნთებიც მეშვებოდა.
ლოგინზე წამოვჯექი და სახეზე ხელი მოვისვი. ცივი ოფლი მასხამდა. ლოგინზე წამოწოლილს როგორ ჩამეძინა ვერც გავიგე. ჩაბნელებულ ოთახს გარედან შემოსული ლამპიონების სუსტი სინათლე ანათებდა. თვალები მოვისრისე და საათს გავხედე, უკვე თერთმეტი საათი ხდებოდა. სახლში ისეთი სიჩუმე იყო, რომ ალბათ ბიჭები ჯერ არ დაბრუნებულიყვნენ.
ისევ დაწოლა გადავწყვიტე, როცა უცებ გამახსენდა დღეს სად ვიყავი წასასვლელი. დენდარტყმულივით წამოვხტი ლოგინიდან და ჩემს ტანსაცმელებს ძებნა დავუწყე. ათ წუთში მოვემზადე, იარაღს ხელი დავავლე და ზურგსუკან ქამარში ჩავიჩურთე. ლუკამ სასტიკად გამაფრთხილა სახლიდან გარეთ არ გახვიდეო, მაგრამ ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, არც იმას გამოვრიცხავდი, რომ ეს მახე იყო, მაგრამ მაინც უნდა შემემოწმებინა.
ჰოლში სწრაფად გამოვედი, საკიდზე დაკიდებულ ქურთუკს ხელი დავავლე და შემოვიცვი. თავზე ქუდი დავიფარე და ფეხსაცმელებიც ჩავიცვი. კარის სახელურს ხელი წავავლე, საკეტი გადავატრიალე და კარი გამოვაღე, მაგრამ გასვლა მიჭირდა. ლექსოს სახე გამახსენდა, მერე კი ლუკა დამიდგა თვალწინ, წარმომიდგენია რა დღეში ჩავარდებოდა სახლში დაბრუნებულს შინ რომ არ დავხვდებოდი და გული მომეწურა.
უკან მოვიხედე და სახლს თვალი შევავლე. არ ვიცი უკან დავბრუნდებოდი თუ არა, მაგრამ ეს სახლი მომენატრებოდა. ჩემთვის ყველაზე ცუდ პერიოდში აქაურობა ჩემს საიმედო თავშესაფრად იქცა. ხელი ამიკანკალდა და ერთი ნაბიჯი უკან გადმოვდგი. რაღაც უკან მექაჩებოდა, მაგრამ მაშინვე ირაკლი გამახსენდა - ღიად დარჩენილი თვალებით და დასისხლიანებული გულმკერდით. ძარღვებში აუტანელმა სიბრაზემ და სიძულვილმა დამიარა. უყოყმანოდ გამოვედი გარეთ და კარი გამოვიჯახუნე.
კიბეებზე სწრაფად დავეშვი და სადარბაზოდან გამოვედი. თავზე კაპიშუნი წამოვიფარე და გარშემო მიმოვიხედე. გარეთ არავინ ჭაჭანებდა. ახლა რა ჯანდაბით წავსულიყავი აქედან?! მანქანა მე არ მყავდა და ვერც ვერავის ვთხოვდი წაყვანას. ერთი ამოვიოხრე და სწრაფი ნაბიჯით გავუყევი გზატკეცილისკენ მიმავალ ბილიკს. ტაქსს მაინც გავაჩერებ სადმე თქო ვიფიქრე.
მთელი გზა თავდახრილი მივდიოდი, რომ შემთხვევით ვინმეს არ შევემჩნიე. ისიც არ ვიცოდი რომელ უბანში ვიყავი, აქ არასდროს ვყოფილვარ და ვერაფერს ვცნობდი. არადა მეგონა, რომ თბილისს კარგად ვიცნობდი. როგორც იქნა გზატკეცილამდე მივედი და პირველივე ტაქსს ხელი დავუქნიე. მანაც მაშინვე ფეხებთან შემიჩერა მანქანა.
- ვაკის პარკთან მიმიყვანე - ვუპასუხე ცივად და მანქანაში სწრაფად ჩავჯექი.
მძღოლმა ეჭვის თვალით შემათვალიერა, მერე კი მხრები აიჩეჩა და მანქანა ადგილიდან დაძრა. მთელი გზა გამალებული ვფიქრობდი. გულით ვნატრობდი, რომ პარკში ვაჩე გამოჩენილიყო, ჩემთვის ბევრ რამ ჰქონდა მოსაყოლი.
- ასე გვიან პარკში რა გესაქმება? - მკითხა მძღოლმა. გაღიზიანებულმა თავი ავწიე და მძღოლს გავხედე.
- შენს საქმეს მიხედე! - ვუპასუხე უკმეხად.
- უბრალოდ ვიკითხე, - გამომხედა შუბლშეკრულმა - ეს ახალგაზრდები, სულ წავიდნენ ხელიდან - ჩაიდუდუნა თავისთვის და საჭე მოატრიალა.
თვალები გადავატრიალე და ფანჯარაში გავიხედე. უკვე ჭავჭავაძეს მივუყვებოდით, მალე პარკთან მივიდოდი. გული გამალებით ამიძგერდა. მოულოდნელად ჩემს ჯიბეში ტელეფონი აზუზუნდა, გული გადამიქანდა. ქურთუკის ჯიბეში ხელი ჩავიყავი და მობილური ამოვიღე. ეკრანს დავხედე და გული მომეწოურა - ლუკა რეკავდა. ტელეფონს ხმა გავუთიშე და ისევ ჯიბეში ჩავიდე.
- მოვედით - მითხრა მძღოლმა ათ წუთში და მანქანა ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან შეაჩერა.
- ხურდა დაიტოვე - ოცლარიანი მივაჩეჩე და მანქანიდან გადმოვედი. მძღოლმა სწრაფად მოუსვა, ემანდ არ გადაიფიქროსო და ქუჩის კუთხეში გაუჩინარდა.
ვგრძნობდი ჩემი ტელეფონი როგორ ვიბრირებდა ჯიბეში გაუთავებლად, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. ღრმად ჩავისუნთქე და პარკისკენ წავედი. კიბეებს ნელა ჩავუყევი, თან იქაურობას თვალებით ვჩხრეკდი. ხალხი კანტი-კუნტად მიმოდიოდა. გარეთ საშინლად ციოდა, ამიტომ აქ სეირნობა, თან ასეთ დროს არავის სურდა. კიბეები ჩავათავე და მარცხნივ პატარა ბილიკს გავუყევი, თან აქეთ-იქით ვიხედებოდი.
რამდენიმე წუთს უაზროდ ვბოდიალობდი წინ და უკან, მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა, არც ტელეფონზე დაურეკავს უცხო ნომერს. გულდაწყვეტილი სკამზე ჩამოვჯექი და იარაღი უჩუმრად მოვისინჯე ზურგს უკან.
- არ მეგონა მართლა თუ მოხვიდოდი, - მომესმა ჩახლეჩილი ხმა. მაშინვე ფეხზე წამოვიჭერი და სწრაფად შევბრუნდი.
მაღალი ფიგურა ხეებს გამოეყო და სინათლეზე გამოვიდა. ვაჩეს ცნობა გამიჭირდა. ძალიან შეცვლილიყო, ლოყები და თვალები ჩასცვენოდა. თვალის უპეები კი ჩემსავით ჩალურჯებოდა და ჩაშავებოდა. არასდროს ყოფილა მსუქანი, მაგრამ ახლა ტანსაცმელი ძონძებივით ეკიდა გაჩხინკულ ტანზე. სათვალე ნერვიულად შეისწორა და სკამზე ჩამოჯდა.
- არც მე მეგონა, - ვუპასუხე ელდანაცემმა და გვერდით მივუჯექი. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ მართლა ვაჩეს ვუყურებდი - რა დაგემართა? - შევათვალიერე შეშფოთებულმა.
- და შენ? - კითხვა დამიბრუნა და სახე მომითვლიერა - არ გეწყინოს, მაგრამ მიცვალებულს გავხარ.
- კარგი, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, სად იყავი? ყველგან გეძებდით.
- ირაკლიზე გავიგე, - გამომხედა სევდიანად - ვწუხვარ, ვიცი შენთვის რასაც ნიშნავდა, სწორედ ამის გამო ვარ ახლა აქ.
- იმ წყეულ ღამეს შენ მოწერე ტელეფონზე?
- როდის?
- კარნავალის ღამეს, როცა... ხომ ხვდები.
- მე არაფერი მომიწერია - მიპასუხა დაბნეულმა.
- მოიცადე, იმ ღამით შენ არ მოგიწერია? - შევხედე დაეჭვებულმა.
- არა, რა იყო? რაზე ლაპარაკობ?
- არაფერი, კარგი, მომიყევი რა ჯანდაბაში გაყავით თავი, ყველაფერი უნდა ვიცოდე! - ვაჩემ გარშემო მიმოიხედა, ძალიან ნერვიულობდა.
- რა გჭირს? მარტო ვარ, არავინ გამომყოლია.
- მჯერა, მაგრამ ის ნაბიჭვრები ყველგან არიან. თვითმკვლელობაზე წავედი აქ მოსვლით.
- ვაჩე, რა ჯანდაბა ხდება შეგიძლია ამიხსნა? - უკვე მეც ავნერვიულდი.
- ირაკლიმ ისეთ რამეში გამაყოფინა თავი, რომ თავისი თავიც დაიღუპა და მეც დამღუპა - ჩაიდუდუნა უკმაყოფილოდ და თვალები შეშლილივით მოავლო გარემოს.
- მითხარი რა მოხდა?! - სული მელეოდა მოუთმენლობისგან.
- უნდოდა, რომ დაგხმარებოდა და ყველაფერი გაერკვია, უნდოდა რომ დაეცავი, - ნერვიულად შემომხედა და გააკანკალა - დახმარება მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი, როცა მჭირდებოდა მუდამ ჩემს გვერდით იყო ხოლმე, ზურგი ვერ ვაქციე.
- რაში გთხოვა დახმარება? - ხმა ჩამიწყდა და გული ფეთიანივით ამიძგერდა.
- მამაშენის სამსახურის ფაილების გატეხვაში! - მიპასუხა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.
- რაო? - ფერი წამივიდა, წამის მეასედში ყველაფერს მივხვდი - შენ გინდა თქვა რომ...
- ჰო, ირაკლიმ რაღაც იცოდა. არ ვიცი მამაშენი რას ეუბნეოდა სიკვდილამდე, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ მოსვენება დაკარგა. იმ ღამეს ლამის შენც დაიღუპე, ვხედავდი ნელ-ნელა ჭკუიდან როგორ იშლებოდა.
- შენ მაშინ იქ იყავი? საავადმყოფოში? - ამოვღერღე ძლივს.
- ჰო, მამაშენის მკვლელობიდან რამდენიმე დღით ადრე ირაკლი დამიკავშირდა და მითხრა რაღაც ხდებაო.
- გააგრძელე!
- მამაშენმა რაღაც სერიოზულ შარში გაყო თავი, მაგრამ რაში ვერ გავიგეთ. ირაკლიმ ყური მოჰკრა როგორ ემუქრებოდა ვიღაცას ტელეფონით და მას შემდეგ მოსვენება დაკარგა.
- ემუქრებოდა? მამაჩემი? - გაოცებისგან თვალები დამიმრგვალდა.
- ჰო, რამდენიმე დღეში კი ეს ტრაგედია მოხდა. ირაკლი ლამის ჭკუიდან გადავიდა, ფიქრობდა, რომ ვერ გადარჩებოდი. ასეთი შეშლილი არასოდეს მინახავს, ადამიანის სახე დაკარგული ჰქონდა. არაფერს ჭამდა, არ ლაპარაკობდა, არ არსებობდა, მთელი ერთი თვე ცოცხალ-მკვდარი დადიოდა, ახლა რომ გიყურებ სულ ის მახსენდება.
- გააგრძელე! - ამოვღერღე ძლივს და ხელები ისე გადავაჭდე ერთმანეთს, რომ კანი ერთიანად გამითეთრდა.
- როცა გონს მოხვედი და მიხვდა, რომ აღარაფერი გემუქრებოდა ცოტა დაწყნარდა. მერე კი ქექვა დაიწყო.
- რისი ქექვა?
- მამაშენს რაღაც ფაილები ჰქონდა შენახული. ასე ვთქვათ, ნამდვილი ბომბი, ეგ რომ გამჟღავნებულიყო ბევრს დაერხეოდა, ალბათ ამიტომაც მოკლეს. - ჩაილაპარაკა აკანკალებულმა და შუბლი ნერვიულად მოისრისა.
- საიდან გაიგო ირაკლიმ ამ ფაილების არსებობის შესახებ?
- არ ვიცი, არ უთქვამს. მხოლოდ ის მითხრა, რომ მამაშენის სამუშაო კომპიუტერში ინახებოდა დამალული ფოლდერი, რომელშიც ეგ ფაილები ინახებოდა. ჩვენ კი სისტემაში უნდა შეგვეღწია, ეგ ფოლდერი გვეპოვა და ფაილები გადმოგვეწერა.
- ეგ ხომ შეუძლებელია! რანაირად უნდა გენახა დამალული ფოლდერი როცა ამის გაკეთება პირდაპირი წვდომითაც კი რთულია, თუ არ იცი ზუსტად სად უნდა ეძებო!
- მეც მაგას გეუბნევი, რომ საწვალებელი საქმე იყო, დღე და ღამე მაგ წყეულს ვუჯექი და ვერაფრით მოვახერხე შეღწევა. ვერაფერს იტყვი კარგი დაცვა აქვთ მაგ ნაბიჭვრებს - სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი და მიმოიხედა.
- ანუ ვერაფერი იპოვე? - ვკითხე იმედგაცრუებულმა.
- ვიპოვე, საქმეც ეგაა რომ ვიპოვე. დიდხანს მოვუნდი ძებნას, მაგრამ მაინც ვიპოვე, მაგრამ შეცდომა დავუშვი, ერთი პატარა დეტალი გამეპარა და ძაღლებმა დამწვეს.
- რაო? - სახეზე ფერი საერთოდ დამეკარგა.
- ჰო, გაიგეს, რომ ვიღაცამ სისტემაში შეაღწია და მათი კოდირებული ფაილები გადაქაჩა, ამიტომ დამბლოკეს და ბოლომდე გადმოწერა ვერ მოვახერხე, მარტო ეგ რომ ყოფილიყო კიდევ არაუშავდა, დაადგინეს საიდან ხდებოდა მათი კომპიუტერის დაჰაკვა და კინაღამ ამაგდეს.
- მერე?!
- გაქცევა მოვასწარი, ვინაობა არ იციან და ვერც გიგებენ დიდი იმედი მაქვს, მაგრამ კინაღამ მომაგნეს.
- შენ ის ფაილები ირაკლისთვის უნდა გადაგეცა ხომ ასეა? იმ მიტოვებულ შენობაში მაგისთვის იყავი მისული. - დავიჩურჩულე თვალებგაფართოებულმა.
- და შენ საიდანღა იცი მაგის შესახებ? - აღელვებულს სათვალე ცხვირზე ჩამოუსრიალდა და კინაღამ ძირს დაუვარდა. სწრაფად დაიჭირა და ცხვირზე შეისწორა.
- ჩემმა მეგობარმა დაგინახათ, ის რომ იქ არ გამოჩენილიყო ორივეს დაგხოცავდნენ!
- ვინ მეგობარმა?! - თვალებგაფართოებული მაშინვე ფეხზე წამოიჭრა - ნაია, ვინმემ რამე იცის შენს გარდა?
- ჰეი, დაწყნარდი, ნუ გადაირიე ახლა, - მეც წამოვდექი და ვეცადე დამემშვიდებინა - არ გაგიკვირდათ ის ორი ნაძირალა უკან რომ არ დაგედევნათ და არ ამოგხოცეს?
- ნაია, შენ ვერ ხვდები, აქ იმდენი ბინძური რამ არის დაფარული, ვერ გაიგებ ვისი ნდობა შეიძლება და ვისი არა, იმ დამპალ ფაილებში პოლიელებიც იყვნენ ნახსენები.
- რა? სულ ნუ დამაბნიე, ასეთი რა ჯანდაბა იყო იმ წყეულ ფაილებში?
ვაჩემ პირი გააღო რომ პასუხი გაეცა და სწორედ ამ დროს მოწყვეტით დაეცა ძირს. ვერ გავიგე რა მოხდა, წამის წინ ჩვეულებრივად მელაპარაკებოდა ახლა კი გაუნძრევლად იწვა მიწაზე. შეშინებული დავიხარე და ზურგზე გადმოვაბრუნე.
- ვაჩე! - ვიკივლე გულგახეთქილმა და უკან გადავვარდი.
გულზე დიდი წითელი ლაქა გასჩენოდა და ნელ-ნელა ფართოვდებოდა. დაფეთებული უკან გავხოხდი და სასწრაფოდ იარაღი ამოვიღე. გარშემო არავინ ჩანდა, ხალხიც არ მოძრაობდა. არავინ იყო, საიდან ისროლეს ვერ გავიგე. იარაღის ხმაც არ გამიგია. ვაჩე უბრალოდ დაეცა და აღარ განძრეულა.
აცახცახებული ფეხზე ძლივს წამოვდექი და ვაჩეს მივუახლოვდი. დავიხარე და პულსი მოვუსინჯე - მკვდარი იყო. უცებ რაღაცამ იწივლა და მკვეთრად დამეძგერა მკლავში. საშინელმა ტკივილმა ელვის სისწრაფით დამიარა ტანში. აცახცახებულმა მკლავზე დავიხედე, მარჯვენა მხარეს ქურთუკი გამგლეჯოდა და სისხლი მდორედ მოჟონავდა.
ბევრი აღარ მიფიქრია გაჭირვებით წამოვდექი და მაშინვე გავიქეცი. იარაღი ზურგს უკან შევინახე, რომ ხალხი არ დამეფრთხო, კაპიშუნი თავზე წამოვიფარე და რაც ძალა და ღონე მქონდა სწრაფად მოვშორდი მკვლელობის ადგილს. ფეხები მიკანკალებდა და კინაღამ დავეცი, თავი როგორღაც მოვთოკე და პარკიდან გამოვვარდი. ნელ-ნელა თავბრუმესხმოდა, აკანკალებული პარკის გალავანს მივეყრდნე და მაშინვე ტელეფონი ამოვიღე. ასამდე გამოტოვებული ზარი წითლად ანათებდა ეკრანზე. ლუკას ნომერი ამოვაგდე და გადავრეკე თან დაფეთებული აქეთ-იქით ვიხედებოდი.
- ნაია?! - მომესმა ლუკას შეშინებული ხმა.
- სასწრაფოდ მოდი, ვაკის პარკთან ვარ.
- ხუთ წუთში მანდ გავჩნდები, ფეხი არ მოიცვალო!
- კარგი.
ტელეფონი გავთიშე, ჯიბეში ჩავიჩურთე და სულგამწარებულმა მკლავზე ვიტაცე ხელი. ისედაც დაუძლურებულს ტკივილთან გამკლავება აღარ შემეძლო. ნებისმიერ წამს შეიძლებოდა თავს დამსხმოდნენ და ადგილზე მოვეკალი, გაქცევა აღარ შემეძლო. ფეხებში ძალა გამომეცალა და მოაჯირზე ჩავცურდი. მანქანები ბუზებივით ირეოდნენ გზაზე, ხალხი კი კანტიკუნტად მიმოდიოდა ქუჩაში. ვერავინ მამჩნევდა, ან იქნებ უსახლკარო ვეგონე და ამიტომ ზედაც არ შემოუხედავს არავის.
ერთის მხრივ კარგიც იყო, ახლა აქ ვინმეს დაჭრილი, რომ შევემჩნიე მაშინვე ერთი ამბები ატყდებოდა, სავარაუდოდ ვაჩესაც მალე იპოვიდნენ ქვასავით გაშეშებულს. თავი მუხლებზე დავიდე და ცრემლები გადმომცვივდა. იცოდა, რომ აქ მოსვლით თავს საფრთხეში იგდებდა და მაინც გააკეთა. ირაკლის გამო გარისკა, რომ ჩემთვის ყველაფერი მოეყოლა. მაგრამ მისი რისკი ამაო აღმოჩნდა, თითქმის ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. კიდევ ერთ სიცოცხლე შევიწირე!
სულგამწარებული ასფალტზე შევსწორდი და აქეთ-იქით მიმოვიხედე. ლუკას გულში ვეხვეწებოდი მალე მოსულიყო.
- კარგად ხარ? - მომესმა შეშინებული ხმა. თავი მოვაბრუნე და პატარა ბიჭს ავხედე. გაფართოებული თვალებით თავზე წამომდგომოდა.
- კი, ყველაფერი რიგზეა - ვეცადე გამეღიმა და წამოვმდგარიყავი, მაგრამ სულ ტყუილად, თავბრუდამეხვა და ისევ ძირს დავეცი.
- ეს რა არის? - შეშინებულმა ხელზე დამხედა. სისხლს მაჯაზე გამოეჟონა და წკაპა-წკუპით ეცემოდა ასფალტზე.
- არაფერია, უბრალოდ საღებავია, აქ მარტო რას აკეთებ? - ჯობდა არ მეკითხა. ბავშვს ისე ცუდად ეცვა ალბათ ქუჩაში ცხოვრობდა.
- დღეს აქ ვაპირებდი ღამის გათევას, - მიპასუხა შუბლშეკრულმა და დაიხარა - შენ რა ტირი? ცუდად ხარ?
- ყველაფერი კარგადაა, - გავუღიმე გამწარებულმა - დღეს აქაურობას არ გაეკარო, კარგი? სხვაგან წადი, აქ ცუდი ხალხი დადის.
- აქ ხშირად ვრჩები ხოლმე, - მხრები აიჩეჩა და გვერდით მომიჯდა - შენ აქ რა გინდა? პირველად გნახე, ახალი ხარ?
- არა, მეგობარს ველოდები.
- კარგია, - ჩაიდუდუნა თავისთვის - როცა მეგობრები გყავს, ან უბრალოდ ვინმე გყავს - თმები აიჩეჩა და გულუბრყვილოდ გაიღიმა.
- რა გქვია? - ვუპასუხე გულმოკლულმა. წამით ჩემი ტკივილიც კი გადამავიწყდა.
- რანგო.
- რანგო? მაგარი სახელია, რამდენი წლის ხარ?
- ცამეტის - ცხვირი მოიფხანა და ინტერესით შემომხედა.
ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, ღია თაფლისფერი თვალებით და კუპრივით შავი გადაჩეჩილი თავით რომელიღაც მულტფილმის გმირს მაგონებდა. მაღალს და აწოწილს სახე მტვრით და ტალახით მოსვროდა.
- არ მატყუებ? ეგ ნამდვილად საღებავია? მაშინ რატომ გამოიყურები ასე ცუდად? თან კანკალებ.
- ცოტათი მცივა, - ვუპასუხე გამწარებულმა და კბილი-კბილს დავაჭირე. თავს ვეღარ ვიმაგრებდი, ცოტაც და გული წამივიდოდა.
- შენ რა გქვია? - მისი ხმა ბუნდოვნად ჩამესმა ყურში. თვალებში შავი ლაქები ამიციმციმდა.
- ნაია... - ამოვიჩურჩულე ძალაგამოცლილმა და შემდეგ რა მოხდა აღარაფერი მახსოვს.


თავი მეცამეტე
- როგორ არის? - მომესმა ლექსოს ანერვიულებული ხმა.
- კარგად იქნება, ბეწვზე გადარჩა.
- კი, მაგრამ რა ჯანდაბა მოხდა?
- წარმოდგენა არ მაქვს!
თვალები ძლივს გავახილე და ოთახი მოვათვალიერე. ლუკას საძინებელში ვიწექი. წამოჯდომა დავაპირე, რომ მკლავში საშინელმა ტკივილმა ცეცხლივით დამიარა და სული გამიმწარა. გაოცებულმა მარჯვენა მხარეს დავიხედე - ჩემთვის ზედა გამოეცვალათ და ვიღაცას მკლავი შეებინტა.
უცებ ყველაფერი გამახსენდა - ვაკის პარკი, მკვდარი ვაჩე, ჩემი დასისხლიანებული მკლავი და ბოლოს უცნობი პატარა ბავშვი. გაბრუებულმა თავზე ხელი მოვისვი და ფეხზე წამოვდექი. ოდნავ თავბრუდამეხვა და კინაღამ ისევ ლოგინზე დავეცი. თავი როგორღაც შევიმაგრე და ოთახიდან გამოვედი.
მისაღებში ბიჭები გავეშებული სახეებით ისხდნენ და ხმადაბლა რაღაცაზე გაცხოველებული საუბრობდნენ.
- ნაია! - ლუკა მაშინვე ფეხზე წამოიჭრა და ჩემსკენ გამოქანდა - როგორ ხარ?
- არამიშავს - ვუპასუხე შუბლშეკრულმა.
- სახლიდან რატომ გახვედი! ხომ გითხარი ფეხი არსად არ გაადგა თქო!
- ნუ ყვირი, თავი მისკდება - ამოვიკრუსუნე საწყლად.
- არაფერია, ცოტა დასვენება გჭირდებათ და მალე გამოკეთდებით - მომესმა უცხო ხმა. ლუკას ზურგს უკან გავიხედე და უცხო, ხანშიშესული მამაკაცი შევამჩნიე.
თოვლივით ქათქათა თმა და წვერი ჰქონდა. ცხვირზე ნახევარმთვარისებური სათვალე დაეკოსებინა და ციმციმა ცისფერი თვალებით ინტერესით შემომყურებდა.
- თქვენ ვინ ხართ? - ვკითხე გაოცებულმა.
- ექიმია, - დაღრინა ლუკამ - მკლავიდან ტყვია ამოგიღო!
- კარგი - ვუპასუხე მოქანცულმა და დივანზე ჩამოვჯექი. ლექსო უხმოდ მიყურებდა, სიტყვაც არ უთქვამს.
- ხელი ხომ არ გტკივათ? - თავზე წამადგა ექიმი.
- ცოტა - დავიმანჭე უკმაყოფილოდ.
- ეს წამალი დალიეთ, - ხელის გულზე პაწაწინა ვარდისფერი აბი დამიდო და ჭიქით წყალიც მომაწოდა - ტკივილი მალე გაგივლით.
- გმადლობთ.
- არაფერ. ლუკა, მე წავალ. საგანგაშო არაფერია, თუ რამე დაგჭირდებათ დამირეკეთ. ხვალ შუადღით შემოვივლი და სახვევს გამოვუცვლი, თუ ტკივილი ისევ შეაწუხებს ეს აბი დაალევინე - პატარა ბოთლით წამალი მიაწოდა.
- კარგი, მადლობა, ავთანდილ.
- რა სალაპარაკოა ჩემო ბიჭო, დროებით. - ხელი დაგვიქნია და წავიდა.
წამალი დავლიე და წყალი მივაყოლე. ორივე ისეთი სახით მიყურებდა ლამის წყალი გადამცდა. წარბშეკრულმა ცარიელი ჭიქა პატარა მაგიდაზე დავდგი და სავარძელზე გადავწექი. წამალს საზიზღარი გემო ჰქონდა.
- აბა?! - მკაცრად დაიღრინა ლუკამ - მითხარი რა ჯანდაბა მოხდა?
- როდის გავითიშე? არაფერი მახსოვს.
- რომ მოვედი გონდაკარგული იწექი ასფალტზე, მეგონა რომ ვეღარ მოგისწარი! - იყვირა გაცეცხლებულმა და მთელი ძალით დასცხო მუშტი მაგიდას, ჭიქა ადგილზე შექანდა, ძირს გადმოვარდა და ნამსხვრევებად იქცა - საერთოდ რაზე ფიქრობდი?! ხომ გითხარი სახლიდან ფეხი არ მოიცვალო მეთქი?!
- სხვა გზა არ მქონდა, სხვა შემთხვევაში ვაჩე არ შემხვდებოდა!
- რა? - ლუკას თვალები გაუფართოვდა, ლექსომ კი გაკვირვებულმა ასწია თავი და შეშფოთებით შემომხედა.
- ვაჩემ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ნახვა უნდოდა. მარტო უნდა მივსულიყავი, თორემ არ შემხვდებოდა. შენთვის რომ მეთქვა იქ არ გამიშვებდი, მითუმეტეს მარტოს, ან უკან გამომყვებოდი. ვაჩე შეგამჩნევდა და მასთან საუბრის ყოველგვარ შანსს დავკარგავდი! თუმცა, ალბათ ჯობდა მართლა არ წავსულიყვი, ახლა ცოცხალი მაინც იქნებოდა - დავამატე ხმაგაბზარულმა. ლუკას წამით სახე შეეცვალა.
- და აზრადაც არ მოგსვლია, რომ შეიძლებოდა ეგ მახე ყოფილიყო? რომ ვიღაცას შეიძლება შენი შუბლის გახვრეტა ნდომოდა? ის საცოდავი ბიჭი ხომ სიცოცხლეს გამოასალმეს, თავისუფლად შეიძლებოდა მის ადგილზე შენ ყოფილიყავი! - იფეთქა ისევ და ფეხზე წამოიჭრა.
- ეგეც ვიფიქრე. - ვუპასუხე ყრუდ.
- მაგრამ, მაინც წახვედი! - დაიღრინა გაცოფებულმა.
- შენ ხომ არ გავიწყდება რა გადავიტანე? - გაცეცხლებული ფეხზე წამოვიჭერი - ირაკლი მკვდარია! გესმის შენ?! მკვდარია და ამას ვეღარ შევცვლი, რა ჯანდაბაც არ უნდა გავაკეთო ამას ვერ გამოვასწორებ! ერთადერთი რაც ჩემი დამპალი სულის დასამშვიდელბად შემიძლია გავაკეთო ეს იმ ახვარის პოვნაა. მე შენ გითხარი ამას ნებისმიერ ფასად გავაკეთებ მეთქი! ჰო, ვიცოდი, რომ შეიძლებოდა იქ ვიღაცას მოვეკალი, მაგრამ მაინც წავედი და ამას ისევ გავაკეთებდი - ვიკივლე აცრემლებულმა - სხვა აღარაფერი დამრჩენია, ლუკა! მისთვის სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია! მან საკუთარი სიცოცხლე მომცა, მე კი მისთვის სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია!
აცრემლებული ჩემს ოთახში შევბრუნდი და კარი მივიჯახუნე. ერთიანად მაკანკალებდა. სახეზე ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა. სავარძელთან მივედი და შიგ მოწყვეტით ჩავეხეთქე. ისევ ვერაფერი მოვახერხე, ვაჩე ისე მოკვდა, რომ მისი დაცვის შანსიც არ მქონია. ყველაფერი წყალში ჩამეყარა, კიდევ ერთი სიცოცხლე შევიწირე და მაინც ვერაფერი ვერ გავიგე, ისეთი რაც იმ ნაბიჭვრის კვალზე დამაყენებდა.
სახეზე ხელები ავიფარე და ჩუმად ავტირდი. ყველაფერი კოშმარს დაემსგავსა, უწყვეტ კოშმარს, რომელიც დღითიდღე უარესდებოდა. დედაჩემი სასწრაფოდ უნდა მომეშორებინა აქაურობას. მისი ძალით წაყვანა რომ დამჭირვებოდა გავაკეთებდი. სიტუაცია უფრო და უფრო რთულდებოდა, მისი აქ გაჩერება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.
კარის ჭრიალის ხმა მომესმა. თავი ავწიე და უკან გავიხედე. ოთახში ლექსო შემოვიდა და კარი მიიხურა. ახლა მისი საყვედურების თავი არ მქონდა. ისედაც ჩემი გამჭირვებოდა. თავი მოვაბრუნე და სახეზე ისევ ავიფარე ხელები.
- ნაია - ლექსომ სახიდან ხელები მომაშორებინა და ჩემს წინ ჩაიმუხლა.
- არ გინდა, აღარაფრის მოსმენა არ მინდა!
- შემომხედე, - სახეზე ხელი ნაზად ჩამომისვა და თავი ამაწევინა - რაც მთავარია კარგად ხარ, ვწუხვარ მომხდარის გამო, არ ვიცი იმ ბიჭთან რამდენად ახლოს იყავი, მაგრამ...
- იცოდა, რომ თავს საფრთხეში იგდებდა, მაგრამ მაინც მოვიდა. მე კი, მისი დაცვა ვერ შევძელი. ლექსო, არ დამინახავს საიდან ისროლეს, უბრალოდ დაეცა, ერთ წუთს მელაპარაკებოდა და მერე უცებ ჩაიკეცა. იარაღის ამოღებაც ვერ მოვასწარი, მე... - თითქოს თავს ვიმართლებდი.
- გეყოფა! - მითხრა მკაცრად და მსუბუქად შემანჯღრია - გამუდმებით საკუთარ თავს ნუ ადანაშაულებ მომხდარში! ისიც სასწაულია, რომ ცოცხალი გადარჩი, ძალიან ვინერვიულეთ, ლუკა ლამის ჭკუიდან გადაცდა.
- სხვანაირად მოქცევა არ შემეძლო. - ვუპასუხე ტუჩებაკანკალებულმა.
- ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, მოსახდენი მოხდა, ნუღარ იტანჯავ თავს. უნდა გამოკეთდე, ძალიან სუსტად ხარ, არაფერს არ ჭამ, არც მოძრაობ. ორგანიზმს განკურნება უჭირს, ნაია. - აღარფერი მითქვამს. ყელში ბურთი გამეჩხირა.
- დაწყნარდი, მოდი ჩემთან. - თავისკენ მიმიზდა და გულში ჩამიკრა.
თავი ვეღარ შევიკავე და ისევ წამომივიდა ცრემლები. ლექსოს თავი მკერდზე მივადე და უხმოდ ავტირდი. მიხაროდა, რომ ჭრილობაზე წიხლს არ მაჭერდა, რომ არ მიყვიროდა და არ მიბრაზდებოდა. მართალია ახლა ჩემი დამშვიდება შეუძლებელი იყო, მაგრამ ხომ ცდილობდა მაინც.
- ყველაფერს მოვაგვარებთ, - თავზე ხელი გადამისვა - დამშვიდდი, ამას ვინც არ უნდა აკეთებდეს თავისას აუცილებლად მიიღებს, პირობას გაძლევ! ახლა კი წამოდი დაწექი. დასვენება გჭირდება, ცოტა კიდევ დაიძინე. რომ გაიღვიძებ, ყველაფერი მოგვიყევი რა როგორ მოხდა.
- კარგი. - ვუპასუხე ჩავარდნილი ხმით და წამოდგომა ვცადე, მაგრამ თავბრუდამეხვა და კინაღამ წავიქეცი.
- ფრთხილად! - ლექსომ დროულად შემაშველა ხელი და იქამდე დამიჭირა სანამ სავარძელს თავს ჩამოვარტყამდი - კარგი, მოდი დაგეხმარები.
მუხლებში მკლავი ამომდო და ხელში ამიტაცა. ლოგინთან მიმიყვანა და ფრთხილად დამაწვინა.
- ესეც ასე, - საბანი გადამაფარა და ბალიში გამისწორა - ახლა დაიძინე, როცა გაიღვიძებ თავს ბევრად უკეთ იგრძნობ.
- ლექსო! - დავუძახე ხმადაბლა, როცა წამოდგომა დააპირა.
- ჰო.
- შეგიძლია დარჩე? - ახლა მარტო ყოფნა არ შემეძლო.
- რა თქმა უნდა. - მიპასუხა ოდნავ დაბნეულმა, სავარძელი საწოლთან მოაჩოჩა და ჩამოჯდა. თვალწინ ირალი დამიდგა, ისიც ასე იჯდა ხოლმე ჩემს წინ და მელოდებოდა როდის დავიძინებდი. გულში კიდევ ერთი ძლიერი ბიძგი ვიგრძენი.
- წასასვლელი ხომ არ ხარ?
- ყველაფერი რიგზეა, ცეროდენა, შეგიძლია მშვიდად დაიძინო - მიპასუხა ეშმაკური ღიმილით და თვალი ჩამიკრა.
გამეღიმა, თვალები დავხუჭე და მოვდუნდი. წამალმა მალე იმოქმედა. ნაცნობი გრძნობა დამეუფლა, ნელ-ნელა ორგანიზმი დამიმძიმდა და შავმა წყვდიადმა თავის უძირო უფსკრულში ჩამითრია.


****
დაახლოებით ორი კვირა დამჭირდა აზრზე მოსასვლელად. ჭრილობა ნელ-ნელა მიხორცდებოდა. ექიმი ყოველ საღამოს სახვევებს მიცვლიდა. არც თუ ისე სასიამოვნო პროცესი იყო, განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ რა სახე უხდებოდა ამ დროს ლუკას.
ბიჭებს ყველაფერი მოვუყევი რაც ვაჩესგან გავიგე, სანამ მას სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. ჩემგან განსხვავებით მათთვის ეს ინფორმაცია გაცილებით მრავლის მთქმელი აღმოჩნდა. ახლა უფრო ხშირად მიდიოდნენ სახლიდან, თუმცა მარტოს აღარ მტოვებდნენ, ბექა, რომელსაც პირადად არ ვიცნობდი მუდამ ახლოს ტრიალებდა. უნდა ვაღიარო, რომ ეს უნდობლობა დავიმსახურე, ამიტომ არ ვწუწუნებდი, ლუკას ნერვებზე თამაში არ ღირდა.
მთელი დღეები ჩემს ოთახში ვიყავი გამომწყვდეული ღამურასავით და ვაჩეს მონაყოლზე ვფიქრობდი. ნეტავ რა ინახებოდა ასეთი იმ ფაილებში, რომ ამ ბინძურმა ქაღალდმა ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ თუ გავითვალისწინებდით, იმასაც რომ ამ საქმეში კორუმპირებული პოლიციელის ხელიც ერია, იოლი წარმოსადგენი იყო რამდენად ღრმად შეეძლოთ შეტოპვა ამ ნაბიჭვრებს!
შევცდი, ვაჩესთან შეხვედრამ პასუხების ნაცვლად მილიარდი პასუხგაუცემელი კითხვა დამიმატა. თუმცა ჯერ ყველაფერი წყალში ჩაყრილი არ იყო, ვაჩემ მითხრა, რომ მას არ გამოუგზავნია ის წყეული შეტყობინება. ესე იგი, არსებობდა კიდევ ვიღაც ვისაც შეეძლო ჩემი კითხვებისთვის ეპასუხა. თუმცა, მისი მოძებნა თივის ზვინში ნევსის ძებნის ტოლფასი იყო, ისიც იმ შემთხვევაში თუ საერთოდ ცოცხალი იყო!
წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ან საიდან დამეწყო კვალის აღება. ირაკლის იმაზე მეტი საიდუმლო ჰქონია ვიდრე მე ოდესმე ვიფიქრებდი და ყველაფერს მაინც ერთ ჩიხამდე მივყავდით - მას მამაჩემის მკვლელზე უნდოდა გასვლა, რამაც საბოლოოდ სამარის კარამდე მიიყვანა, ისიც და მეც.
მაშინ როცა საბოლოოდ გადავწვიტე წარსულისთვის თავი დამეღწია და ირაკლისთან ერთად მშვიდად გამეგრძელებინა ცხოვრება, პირდაპირ ცხელ ქვაბში ამოვყე თავი. მთელი ეს დრო ირაკლი ჩემს ზურს უკან მანიაკებს დასდევდა კუდში. მთელი ეს სპექტაკლი, რომ მე შემეწყვიტა აჩრდილებისთვის კუდში დევნა - თვითონ უარესს აკეთებდა! იცოდა ამას რაც მოჰყვებოდა, მითუმეტეს მაშინ, როცა იმ მიტოვებულ შენობაში ლამის მოკლეს. ამანაც ვერ აიძულა შეჩერებულიყო, ერთი წუთით მაინც დაფიქრებულიყო რა მოჰყვებოდა მის ქმედებებს. მშვენივრად ხვდებოდა, რომ მის გარეშე ცხოვრებას ვერ გავაგრძელებდი. თუმცა ეს მისთვის საკმარისი მიზეზი არ აღმოჩნდა. პირდაპირ ლომის ხახში შეჰყო თავი და ორივე დაგვღუპა.
ამის გააზრება მისი ხელმეორედ დაკარგვის ტოლფასი იყო. იმდენად ვიყავი გაბრაზებული ყველაზე და ყველაფერზე, რომ დამშვიდებას ვერ ვახერხებდი. ვბრაზობდი ირაკლიზე, რომ ასე გამიმეტა, ვბრაზობდი ამ დამპალ ცხოვრებაზე, რომელმაც ტორტის ყველაზე მწარე ნაჭერი მაინც და მაინც ჩემთვის შემოინახა - გულით იმხელა ბრაზს, ბოღმას და ტკივილს ვატარებდი, რომ ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ამ შხამისგან გული შუაზე გამგლეჯოდა.
ყოველ შემთხვევაში, ამ მწარე ამბავმა ერთი სიკეთე მაინც გააკეთა - ტირილი შევწვიტე. თავი ვანებე საკუთარი თავის შეცოდებას და იმაზე ოცნებას, რომ ეს ყველაფერი არარეალური იყო, რომ ყველა კოშმარს ჰქონდა დასასრული და ერთ მშვენიერ დღესაც, როცა ზემოთ ჩემი დაცინვა მობეზრდებოდათ, გავიღვიძებდი და ჩემს გვერდით ირაკლის დავინახავდი. ისევ ისეთ თბილს, სიყვარულით მომღიმარს და სიცოცხლით სავსეს. მაგრამ ეს არ იყო ზღაპარი, არც ფილმი, ეს მწარე რეალობა იყო, ჰეფიენდის გარეშე! - შევეგუე, ჩემს ახალ ცხოვრებას საბოლოოდ შევეგუე.
- რაღაც მინდა გკითხო, მაგრამ არ მინდა ცუდად გამომივიდეს. - ლუკამ შუბლშეკრულმა გამომხედა და ჩაის მოზრდილი ჭიქა გვერდით გასწია.
სამივე სამზარეულოში ვისხედით და ვსაუზმობდით. ბოლო დროს ჭამაც დავიწყე. სხვა რა გზა მქონდა, ორგანიზმს დაზიანებული უჯრედების რეგენერაცია ესაჭიროებოდა!
- მკითხე - ვუპასუხე უემოციოდ და ომლეტი ზიზღით გადმოვიღე თეფშზე.
- მამაშენი, რა მოხდა იმ ღამეს? - ომლეტს მწარე კეჩუპი მოვასხი და უგულოთ ვუჩხვლიტე ჩანგალი.
- ვიღაც ქერა ტიპმა მამაჩემს პირდაპირ გულში ესროლა ტყვია, მერე კი მე მომიბრუნდა. თუმცა, არ გაუმართლა, მე გადავრჩი. - მხრები ავიჩეჩე და წვენი დავისხი.
ლუკამ ყურადღებით შემათვალიერა, არ ვიცი რა უფრო უკვირდა, ჩემი უგულო ტონი, თუ ჩემი უგულო რეაქცია მომხდარზე. ლექსოს არაფერი უთქვამს, არც შემოუხედავს, ერთი ეგ იყო ჭამას თავი ანება და სამზარეულოდან უხმოდ გავიდა.
- რა გჭირს? - მკითხა ხმადაბლა, როცა დარწმუნდა, რომ ლექსო ვერაფერს გაიგონებდა.
- კონკრეტულად რას გულისხმობ? მაგ კითხვას ბევრი პასუხი აქვს. - ავხედე ირონიულად.
- ეს დღეები, რაც ვაჩეს შეემთხვა, მას შემდეგ საერთოდ შეიცვალე. - მიპასუხა წარბშეკრულმა.
- ვერ ვხვდები რას გულისხმობ. - ერბოკვერცხი უხალისოდ წამოვაცვი ჩანგალზე და მზერა ლუკაზე გადავიტანე.
- სადამდე აპირებ ასე გაგრძელებას? სადამდე უნდა იტანჯო თავი? დედაშენის ზარებს მაინც თუ პასუხობ?
- რაც შეეხება დედაჩემს, როგორც კი უკეთ გავხდები აქედან უნდა წავიყვანო. არ მინდა ასეთ მდგომარეობაში მნახოს, საკმარისია რაც გადაიტანა.
- სად აპირებ წასვლას? - გამომხედა ფრთხილად.
- მე არსად, - მზერა გავუსწორე და ომლეტს თავი ვანებე - მირანდა კი დედამისთან უნდა დაბრუნდეს, რაც შეიძლება მალე! აქ მისთვის სახიფათოა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დაცვა ეყოლება. ასე ვერ გავრისკავ.
- მაგაში გეთნხმები, თუ შეძლებ და დაითანხმებ აქედან წასვლაზე ეგ საუკეთესო გამოსავალი იქნება, მაგრამ ახლა სხვა რამეზე ვსაუბრობ.
- ლუკა, იმაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, რაც უკვე აღარ გამოსწორდება. შენ ის მითხარი რამე სიახლე ხომ არ არის? ვერაფერი გაარკვიე? - ლუკამ ერთხანს უხმოდ მიყურა მერე კი უცებ წამოდგა.
- ჩაიცვი, გავისეირნოთ.
- რა? - ჩემთვის ეს არასდროს შემოუთავაზებია, სულ იმას მიმეორებდა შენი გარეთ გასვლა არ შეიძლებაო.
- ერთგან მინდა წაგიყვანო, ასე რომ მოემზადე - ხელსახოცი ნაგავში ჩააგდო და თავის ოთახში გავიდა.
ჯერ კიდევ დაბნეული უხმოდ ვათვალიერებდი თბილისის ხედებს. ლუკა მდუმარედ მართავდა მანქანას და არანაირ ყურადღებს არ მაქცევდა. არ ვიცი რაზე ფიქრობდა, მაგრამ ისეთი მზერა ჰქონდა, რომ ალბათ კარგი არაფერი უტრიალებდა თავში.
- სად ვართ? - ვიკითხე დაბნეულმა, როცა თბილისიდან გავედით და მანქანა ერთ მოზრდილ ბორცვზე შეაჩერა.
- ლამაზი ადგილია, აქ მოვდივარ ხოლმე როცა ძალიან ვიღლები.
ძრავა გამორთო და საზურგეზე გადაწვა. კისერი წავიგრძელე და წინ გავიხედე, ღამის თბილისი ხელის გულივით მოჩანდა აქედან. განათებული ქალაქი უზარმაზარ ტორტს დამსგავსებოდა, რომელზეც უამრავი, პაწაწინა სანთელი აენთოთ. მართლაც იდეალური სიმშვიდე იყო. თავი ძალიან მყუდროდ ვიგრძენი, სავარძელში მოხერხებულად მოვეწყე და ლუკას გავხედე, რომელსაც მზერა რაღაც აბსტრაქტულისთვის გაეშტერებინა და ფიქრიანად ისრისავდა შუბლს.
- ლამაზი ადგილია.
- ჰო, აზრების დალაგებაში მეხმარება - მიპასუხა ხმადაბლა და მზერა ჩემზე გადმოიტანა.
- აქ რას ვაკეთებთ, ლუკა?
- გახსოვს პირველად რომ შეგხვდი? - მოგონებებში წასულს მზერა ისევ გაუშტერდა.
- ჰო...
- როცა პირველად დაგინახე თავი უცნაურად ვიგრძენი, მსგავსი რამ არასდროს მომსვლია. ისეთი ლამაზი იყავი თვალს ვერ გაშორებდი.
ჩაიღიმა და ალმაცერად გამომხედა. უხერხულად შევიშმუშნე, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ეს ყველაფერი წინა ცხოვრებაში მოხდა და ახლანდელ რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
- ლუკა...
- შენ ჩემზე ბევრი რამ არ იცი, ნაია. ალბათ იმიტომ რომ ერთმანეთის უკეთ გაცნობის შანსი არ მოგვცემია. შენი დანახვის წუთიდან ერთი სურვილით ვიყავი შეპყრობილი, მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყავი - დაბინდული თვალები საჭეს გაუშტერა - ცხოვრება უცნაური რამეა, თითქოს ეს სურვილი შემისრულდა, შენ ჩემს გვერდით ხარ, მაგრამ რეალურად შენ აქ არ ხარ.
- ამით რისი თქმა გინდა? - ვკითხე ხმადაბლა და თვალებში შევხედე.
- გასაგებია, ყველაფერი კარგად მესმის, მაგრამ ჩვენ შორის რა შეიცვალა?
- ვერ ვხვდები რას მეკითხები.
- ირაკლი, ის შენთვის ყველაფერი იყო, ამას ვხვდები, მაგრამ მე რა ადგილი მიკავია შენს ცხოვრებაში?
- ახლა ამაზე ფიქრი არ შემიძლია.
- გიყურებ და შენში ცოცხალ ადამიანს ვერ ვხედავ, მინდა ამის გადატანაში დაგეხმარო, მაგრამ საშუალებას თუ არ მომცემ აქედან არაფერი გამოვა.
- ლუკა, ძალიან გთხოვ...
- თავს იდანაშაულებ იმაში რაც შენი ბრალი არ არის. საკუთარ თავს ათას საშინელებას აბრალებ. ნაია, გამოფხიზლდი, სამყარო სავსეა ბოროტი ადამიანებით, ყველაფერს საკუთარ თავზე ვერ აიღებ!
- აღარ მინდა ამის მოსმენა! - კარი გავაღე და გადავედი, დეკემბრის საშინელი სუსხი უმოწყალოდ მეკვეთა სახეზე.
- ნაია! - ლუკაც გადმოვიდა მანქანიდან და კარი მიაჯახუნა - მოდი აქ!
- არ გესმის, ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია - მივუბრუნდი გატანჯული.
- რა არ შეგიძლია? - წინ ამესვეტა და თვალებში მომაცქერდა - თვალებში შემომხედე და მითხარი რომ მე შენთვის სულერთი ვარ, მითხარი რომ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ და თავს დაგანებებ, სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან.
- ლუკა!
ტუჩები ამიკანკალდა, ამღვრეული თვალებით მომშტერებოდა. ისეთი მტკიცე გამოხედვა ჰქონდა, რომ პასუხის გაცემას ვერ ვახერხებდი, მეშინოდა იმის ხმამაღლა თქმის რასაც ვგრძნობდი.
- არა, აქამდე ყველაფერი შენებურად იყო, საშუალება მოგეცი, რომ საკუთარი თავი დაგეტანჯა. ვცდილობდი შენთვის დრო მომეცა, რომ აზრზე მოსულიყავი, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მდგომარეობიდან გამოხვიდე ჭაობში უფრო და უფრო ეფლობი. ამის ატანა აღარ შემიძლია, ვეღარ გიყურებ ყოველდღე ცოცხალმკვდარი როგორ დადიხარ.
- მაშინ ნუ შემომხედავ! - ვუყვირე გაცეცხლებულმა - მე არაფერი მითხოვია შენთვის, ყველაფრისთვის დიდი მადლობა რაც ჩემთვის გააკეთე, მაგრამ ასეთ დისკომფორტს თუ გიქმნი შემიძლია წავიდე.
- რა? - თვალები ბრაზით წამოენთო - მე რას გელაპარაკები და შენ რა გესმის?! ფეხს ვერსად ვერ გაადგამ სანამ საფრთხე გემუქრება და როცა იმ ნაბიჭვარს მოგაშორებ მერე წადი. თუ ასე გინდა აღარ დაგაკავებ, გზაზე არ გადაგეღობები!
ისეთი თვალებით მიყურებდა, რომ საკუთარი თავი უარესად შემზიზღდა. ლუკას თვალებში ვუყურებდი და ვხვდებოდი თუ რამდენად ძვირფასი იყო ჩემთვის. იმაზე ძვირფასი ვიდრე წარმდგენა შეეძლო, მაგრამ როგორც კი ამაზე ვიწყებდი ფიქრს, მაშინვე ირაკლი მიდგებოდა თვალწინ, მისი პირველი და უკანასკნელი კოცნა, თავს საშინლად ვგრძნობდი. ვერ ვხვდებოდი ეს რა იყო, შეიძლება ირაკლი მართლაც სხვანაირად მიყვარდა და ამას ვერ ვხვდებოდი ან თავს არ ვუტყდებოდი, არ ვიცი მის მიმართ როგორი გრძნობა მქონდა. მხოლოდ ერთ რამეში ვიყავი დარწმუნებული, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და ცხადზე უცხადესი იყო, რომ მის გარეშე ცხოვრებას ვეღარ ვაგრძელებდი, არ ვიცოდი ეს როგორ გამეკეთებინა. ის ჩემთვის მთელი სამყარო იყო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ახლა კი ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჰაერში გამოვეკიდე, დავიკარგე, ვეღარც ცხოვრების აზრს ვხედავდი და ვეღარც არსებობის მიზეზს. ამ სიბნელეს და სიცარიელეს ვერაფერს ვუხერხებდი, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად მახსოვდა ვინ გამახსენდა როცა ირაკლიმ პირველად მაკოცა.
ლუკას მზერას ვეღარ გავუძელი და თვალი ავარიდე. ჩემში სრული ქაოსი სუფევდა. საკუთარი თავის აღარ მესმოდა. ვეღარ ვხვდებოდი რას ვგრძნობდი და რას არა. საერთოდ ავირიე. ლუკას ზურგი ვაქციე და სახეზე ხელები ავიფარე, ვცდილობდი ირაკლის მოგონებისგან როგორმე თავი დამეღწია. ნეტავ რა მოხდებოდა ირაკლი, რომ ცოცხალი ყოფილიყო? რას ვიგრძნობდი მის მიმართ? რომელს ავირჩევდი ირაკლის თუ ლუკას? ამ კითხვების გამო თავი უარესად შემზიზღდა.
- მაპატიე, - მივუბრუნდი ლუკას - ვიცი, რომ გტანჯავ, ვიცი რომ ტკივილს გაყენებ, მაგრამ შემომხედე! ჩემში აღარაფერია ცოცხალი, როგორ უნდა ვიგრძნო რამე, როცა შიგნიდან უკვე მკვდარი ვარ.
- იცი რა, - ლუკას მზერა შეეცვალა, ერთი ნაბიჯით ჩემთან გაჩნდა და წელზე ხელი ძლიერად შემომხვია - ასე არაფერი გამოვა, დროა გონს მოგიყვანო!
მკერდზე ძლიერად მიმიზიდა და ვნებიანად მაკოცა. წამით გული გამიჩერდა. შემდეგ კი გაორმაგებულად ამიძგერდა. ძარღვებში ადრენალინი მომაწვა. მწუხარებამ, ტკივილმა და ვნებამ თავბრუ დამახვია. მაშინვე ირაკლი დამიდგა თვალწინ, ცუდად გავხდი, ამდენი არ შემეძლო, ამის ატანა არ შემეძლო! გაღიზიანებულმა ლუკას მოშორება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ, უკან დახევის ნაცვლად უფრო მძლავრად მიმიკრა მკერდზე და ტუჩებით მომეწება.
მისი ტუჩები ნამდვილად არ იყო ნაზი, პირიქით, უხეშად მკოცნიდა და ჩემს ძალით დამორჩილებას ცდილობდა. სიბრაზემ და რისხვამ ერთად დამრია ხელი, საკუთარ გრძნობებში ისე ავირიე, რომ ვეღარც თავს ვიგებდი და ვეღარც ბოლოს. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ირაკლის შეურაწყოფას ვაყენებდი, რომ მისი საკუთრების შეხების უფლებას სხვას ვაძლევდი. ის ხომ თავის საკუთრებად მთვლიდა, მუდამ ამას მიმეორებდა, ახლა კი რას ვაკეთებდი! მთელი ძალით ვცადე ლუკას მოშორებ, მაგრამ სულ ტყუილად, რაც უფრო ვუძალიანდებოდი, მით უფრო მძლავრად მიკრავდა მკერდზე და დასხლტომის საშუალებას არ მაძლევდა. გონებიდან ირალის ხატება არ ამომდიოდა, იმ ღამეს როცა ძალით მაკოცა, მისი თვალები სხვანაირად მიყურებდნენ - ცრემლები წამომივიდა და წინააღმდეგობა შევწყვიტე, დავნებდი.
ლუკას მივენდე და აი პირველად ვიგრძენი ის რაც არასოდეს არ მიგრძვნია ცხოვრებაში - ლუკას ტკივილი ჩემი გახდა, ჩემი კი მისი. თითქოს წიგნი გადამიშალეს, მისი განცდები, მისი ვნება ეს ყველაფერი ჩემში გაერთიანდა. პირველად ვიგრძენი, რომ ნაკუწებად ქცეული გული აღდგენას ცდილობდა - ლუკას ხელები მოვხვიე და კოცნით ვუპასუხე.
მისი ტუჩები წამსვე შეიცვალნენ, ისინი ნაზი, ვნებიანი და მოალერსე გახდნენ. ხარბად შევისუნთქე მისი ტკბილი სურნელი. რამდენჯერ მიოცნებია ამ წუთზე, ჩემთვის ჩუმად. მას შემდეგ, რაც პირველად დავინახე, მისი ხატება გონებიდან არ ამომდიოდა. ღამით როცა დასაძინებლად ვწვებოდი, გამუდმებით ლუკაზე ვფიქრობდი, მაგრამ ირაკლის იმდენად დიდი ადგილი ეკავა ჩემს გულში, რომ სხვა დანარჩენს ჩრდილავდა და იმის შიშით რომ მისთვის არ მეწყენინებინა, თავს ვაიძულებდი, რომ ლუკა დამევიწყებინა.
ახლა კი სიმართლეს თვალებში ჩავხედე - ლუკა მიყვარდა, არ ვიცი ჩემს დასახიჩრებულ გულს სიყვარული კიდევ თუ შეეძლო, მაგრამ ამ გრძნობას სხვას ვერაფერს დავარქმევდი. ლუკა ფრთხილად მომწყდა და თვალებში ალერსით მომაჩერდა.
- მაპატიე, თავს დაგესხი, მაგრამ სხვანაირად შენი დამორჩილება შეუძლებელია, - მიპასუხა ხმადაბლა, დაიხარა და ისევ მაკოცა, ნაზად და ტკიბლად - რაც მაინტერესებდა იმაზე პასუხი მივიღე.
- ლუკა...
- მომისმინე, მე ირაკლის ადგილის დაკავებას არ ვცდილობ. მშვენივრად ვხვდები შენთვის რასაც ნიშნავდა და მასთან მეტოქეობას არ ვაპირებ, მხოლოდ ის მინდა, რომ შენთან მომიშვა. შენც იმავეს გრძნობ რასაც მე და ამაში ამ წამს დავრწმუნდი, უბრალოდ იმდენად ხარ განადგურებული რომ ამაზე ფიქრის საშუალებას საკუთარ თავს არ აძლევ. დრო გჭირდება, მესმის, უბრალოდ ნუ გამირბიხარ.
ლუკას თვალებში შევხედე, მერე ნელა დავუქნიე თავი და სახე მის მკლავებში ჩავმალე. გული ორად მეგლიჯებოდა. ერთი მხარე ლუკასკენ მექაჩებოდა, მეორე კი ირაკლისკენ. თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა.
- ყველაფერი კარგად იქნება, პირობას გაძლევ, - მიჩურჩულა ხმადაბლა და გულში ჩამიკრა - შენ ყველაფერი ხარ, რაც კი ოდესმე ცხოვრებისგან მდომებია - მითხრა მგზნებარედ და ისევ მაკოცა.
მისი შეხება გონებას მიბინდავდა, წამით საერთოდ მავიწყდებოდა ყველაფერი, გარდა დანაშაულის გრძნობისა, ეს საზიზღარი შეგრძნება ვერაფრით ვერ მოვიშორე. ლუკას კოცნაზე გულში რაღაც ყრუდ იწყებდა ტკივილს და ხმადაბალი ჩურჩულით ირაკლის სახელს ახსენებდა.


თავი მეთოთხმეტე
დილას ნაზმა შეხებამ გამომაღვიძა. თვალები ნელა გავახილე, ლუკას ანგელოზური სახე მზის მკრთალ სხივებში გამოიკვეთა. მწვანე თვალები სითბოს და სიყვარულს ასხივებდნენ. მომხიბვლელად გამიღიმა, დაიხარა და შუბლზე ნაზად მაკოცა.
- შენი გაღვიძება არ მინდოდა, ბოდიში.
- რომელი საათია? - თვალები მოვიფშვნიტე და წამოვჯექი.
- ჯერ ძალიან ადრეა, უბრალოდ წასვლას ვაპირებდი და მანამდე შემოგიარე - საათს გავხედე, დილის რვა საათი ხდებოდა.
- ასე ადრე სად მიდიხარ? - ვკითხე გაბრუებულმა და სახეზე ხელი მოვისვი, რომ გამოვფხიზლებულიყავი.
წინა საღამოს სახლში დაბრუნებულს მალევე ჩამეძინა და აქამდე თვალი არ გამიხელია. რამდენი ხანია ამდენი არ მიძინია და ახლა თავს საშინლად ვგრძნობდი, თითქოს გადაბმულად ერთი კვირა მეძინა.
- რაღაც საქმე მაქვს და მალე დავბრუნდები, ლექსო შენთან დარჩება.
- ღვიძავს?
- არა, - ტუჩის კუთხეები ოდნავ შეერხა - რამდენიმე დღეა არ უძინია, არ გავაღვიძე. დასვენება არ აწყენს.
- კარგი - თავი დავუქნიე და გემრიელად დავამთქნარე.
- თუ რამე დაგჭირდება დამირეკე, ახლა კი უნდა წავიდე, შეგიძლია ძილი გააგრძელო.
- მოიცა!
მაჯაზე ხელი წავავლე, როცა ადგომა დააპირა და ჩემსკენ დავქაჩე. ოდნავ გაოცებული ისევ ლოგინზე ჩამოჯდა და ყურადღებით შემომხედა.
- რა მოხდა?
- არაფერი - ვუპასუხე ხმადაბლა და მოვეხვიე - უბრალოდ ფრთხილად იყავი, კარგი?
- კარგი - მიპასუხა ღიმილით და თმაზე ხელი გადამისვა.
- ახლა შეგიძლია წახვიდე.
ჩამოვეხსენი და ხელები მუხლებზე შემოვიხვიე. ჯერ კიდევ მაშინებდა მისი სიახლოვე. ჯერ კიდევ უხერხულად ვგრძნობდი თავს, მასთან ასეთ სიახლოვეს მიჩვეული არ ვიყავი და მისი შეხება ზომაზე მეტად მაფრთხობდა. რამდენიმე წუთს უხმოდ მიყურებდა თვალებში. არ ვიცი მათ სიღრმეში რის ამოკითხვას ცდილობდა, მაგრამ რასაც იქ ხედავდა აშკარად ძალიან მოსწონდა, გლუვ ტუჩებზე თბილი ღიმილი დასთამაშებდა. ბოლოს წამოდგა, ლოყაზე ნაზად მომეალერსა და ოთახიდან გავიდა. ბალიშზე ჩავცურდი და თვალები დავხუჭე. მსუბუქი თავბრუსხვევა ვიგრძენი, ალბათ ძილის ბრალი იყო, ისე გადავეჩვიე ღამით ძილს, რომ ახლა ზედმეტი საათების გამო თავს ცუდად ვგრძნობდი. ყავა ნამდვილად არ მაწყენს მეთქი გავიფიქრე და წამოვდექი. დაძინებას ვეღარ შევძლებდი და ლოგინში წოლაც აღარ შემეძლო.
სამზარეულოში შევედი და ელექტრომადუღარით წყალი დავადგი. სანამ მე ყავას ვეძებდი თაროზე ამ დროს ლექსოც შემოვიდა ნამძინარევი სახით.
- ადრე ამდგარხარ - დაამთქნარა და მაგიდას მიუჯდა თვალების სრესით.
- მე კი, მაგრამ შენ რატომღა ადექი? ლუკამ მითხრა რამდენიმე დღეა არ უძინიაო, დასვენება გჭირდება - ვუთხარი წარბაწეულმა და ყავით სავსე ჭიქა წინ დავუდგი.
- გმადლობ - ჭიქას ხელები შემოხვია და კიდევ დაამთქნარა - ძილს გადავეჩვიე, ოთხ საათზე მეტი თუ მძინავს მერე გამოშტერებული დავდივარ ხოლმე.
- მესმის შენი...
- რძე გვაქვს? გუშინ ამოვიტანე როგორც მახსოვს. ყავას უხდება, შეგიძლია სცადო.
ლექსოს ჯერ გაკვირვებულმა ავხედე, მერე კი სწრაფად ავარიდე თვალი და მაცივარი გამოვაღე, ძალიან ვცდილობდი, რომ კანკალი შემეკავებინა.
- რა მოხდა? - მკითხა შუბლშეკრულმა და ყურადღებით დამაკვირდა - ფერი დაგეკარგა, რამე ისე ვთქვი?
- არა, ყველაფერი რიგზეა - ძალდატანებით გავუღიმე და რძის ყუთი წინ დავუდგი.
- კარგი - მიპასუხა პაუზის შემდეგ, რძე ყავაში ჩაამატა და დაძაბულმა გამომხედა.
- ისიც ასე აკეთებდა. - ვუპასუხე დაუსმელ კითხვაზე - უბრალოდ გამახსენდა, ბოდიში.
- გასაგებია, ბოდიშს ნუ იხდი. თავიდან ასე ხდება, გამუდმებით მას ეძებ, ყველგან და ყველაფერში, დროთა განმავლობაში კი იმ აზრს ეჩვევი, რომ ის უბრალოდ აღარ დაბრუნდება და ამას უნდა შეეგუო. დრო არაფერს კურნავს, უბრალოდ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას სწავლობ - ლექსოს ავხედე, თვალები სევდით ჰქონდა სავსე. წამით თითქოს ერთმანეთს უსიტყვოდ გავუგეთ.
- რა მოხდა? - ვკითხე ხმადაბლა.
- ჩემი სულელური შეცდომები, - ჩაიღიმა მწარედ და ყავა მოსვა - გგონია ერთადერთი ხარ ვისაც სინდისი აწუხებს? ან ღამით დაძინება უჭირს თავისი ცოდვების გამო?
ლექსოს თვალი გავუსწორე. ის და ლუკა ბევრ რამეს მალავდნენ, ორივეს თვალებში სინანულს და ღრმა ტკივილს ვხედავდი. ალბათ ეს გრძნობა ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მაკავშირებელი ძაფი იყო ჩვენ შორის. ალბათ სწორედ ეს საშინელი გრძნობა გვაკავშირებდა ერთმანეთთან სამივეს, ალბათ ამიტომ ვუგებდით ერთმანეთს უსიტყვოდ. პარადოქსია, მაგრამ სიმართლეა - ხანდახან ტკივილი გვაკავირებს იმ ადამიანებთან, რომლებიც შემდგომ ჩვენთვის ფასდაუდებლები ხდებიან.
- თუ გინდა ნუ მეტყვი. მესმის, ამაზე ლაპარაკი არავის სიამოვნებს.
- არა, სასიამოვნო არ არის, მაგრამ ამ დროს შხამისგან იცლები. თუმცა მე ჯერ ვერ მოვახერხე ამისგან განთავისუფლება - ამომხედა და სევდიანად გამიღიმა. მის მზერაში ზუსტად იგივე განცდა ამოვიკითხე, როგორსაც ყოველ დილით ვუყურებდი სარკეში.
- მაშინ მზად ვარ მოგისმინო - გავუღიმე გულწრფელად.
უცებ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. გაკვირვებულმა ლექსოს გადავხედე, ვის უნდა დაერეკა ასე ადრე? სასწრაფოდ ჯიბეში ჩავიყე ხელი და მობილური ამოვიღე.
- ვინ რეკავს? - მკითხა დაძაბულმა.
- დაჩია - ვუპასუხე დაბნეულმა.
- უპასუხე - მითხრა შუბლშეკრულმა.
- დაჩი?
- ნაია, ხომ არ გაგაღვიძე? - მომესმა დაჩის ანერვიულებული ხმა.
- არა, რა მოხდა?
- მომისმინე, დღეს აუცილებლად უნდა გნახო, გადადება გამორიცხულია!
- კარგი, მაგრამ რა მოხდა? ხომ კარგად ხარ? - მისი ხმა არ მომეწონა, შეშინებულმა ლექსოს გავხედე.
- კი, უბრალოდ სასწრაფო სალაპარაკო მაქვს, ტელეფონით ვერ გეტყვი, დღეს საღამოს უნდა შემხვდე.
- კარგი, გნახავ, სიმშვიდეა?
- არა, მაგრამ მოვიშორებ - მიმიხვდა გადაკრულ ნათქვამს - მოკლედ დღეს საღამოს შეგეხმიანები.
- კარგი - ვუპასუხე დაბნეულმა და ტელეფონი გაითიშა.
- რა მოხდა? - მკითხა ლექსომ.
- არ ვიცი, აღელვებული იყო, დღეს საღამოს უნდა შევხვდე.
- კარგი, ან მე გამოგყვები ან ლუკა.
- ნეტავ რა მოხდა? რამე სასწრაფო რომ არ იყოს ასე დაჟინებით არ მთხოვდა შეხვედრას.
- ნუ ნერვიულობ, რამე ცუდი რომ ხდებოდეს გვეცოდინებოდა. - გამომხედა მრავალმნიშვნელოვნად.
- ასე არაფერი გამოვა, ხვალვე დაველაპარაკები მირანდას და აქედან წასვლაზე დავითანხმებ, სანამ ის აქ არის მშვიდად ვერ ვიქნები.
- კარგი, მე ჩემებს გავაყოლებ უკან, სადაც არ უნდა წავიდეს უსაფრთხოდ იქნება.
- გმადლობ, არ ვიცი უთქვენოდ რა მეშველებოდა.
სახე ხელებში ჩავრგე და ამოვიოხრე, თავი მძრაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა. რა იოლი იყო ცხოვრება როცა ასეთ რამეებს შორიდან დიდ ეკრანზე ვუყურებდი, რეალურად მასში ცხოვრება არცისეთი ამაღელვებელია, როგორც ეს ბევრს ჰგონია.
- მორჩი, ყველაფერი რიგზეა.
- კარგი, მომიყევი რა უნდა გეთქვა - ამის თქმა იყო და ახლა ლექსოს ტელეფონი აწკრიალდა. ჩემდაუნებურად გამეღიმა.
- ჰო, როგორც ჩანს დღეს ჩვენ საუბარს ვერ მოვახერხებთ - მიპასუხა სიცილით და მეორე ოთახში გავიდა სალაპარაკოდ.
ჩემი თანდასწრებით არასდროს არ ლაპარაკობდნენ ტელეფონზე. თუმცა, რა აზრი ჰქონდა მის აქ ყოფნას, რუსული ენა არასოდეს ყოფილა ჩემი ძლიერი მხარე. ლექსოს საუბრიდან ნახევარზე მეტი ვერ გავიგე, მაგრამ აშკარად ემჩნეოდა რომ მოსაუბრის ლაპარაკი გვარიანად აღიზიანებდა. ბოლოს გაბრაზებულმა ტელეფონი გათიშა და სამზარეულოში დაბრუნდა.
- მშვიდობაა?
- უნდა წავიდე, - მივიღე მოსალოდნელი პასუხი - შენ აქ დარჩი კარგი? ძალიან გთხოვ, გარეთ არ გახვიდე, ბოლოს ასე რომ დაგტოვე ვაკეში გნახე გულწასული და დაჭრილი!
- ყველაფერი რიგზეა, გარეთ არ გავალ, გპირდები.
- კარგი - სახეზე ხელი მოისვა და ჰოლში გავიდა ქურთუკის მოსაცმელად.
- ლექსო.. - უკან მივყევი და ინტერესით შევხედე.
- ჰო.
- მაშინ, როცა პარკთან მოხვედით შენ და ლუკა გახსოვს?
- მაგას რა დამავიწყებს - ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ - მეგონა, რომ უკვე დავაგივანეთ.
- პატარა ბიჭი ხომ არ გინახავს იქვე? - მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
- პატარა ბიჭი? - შემომხედა გაკვირვებულმა.
- ჰო, დაახლოებით ცამეტი წლის, შავთმიანი.
- არა, რომ მოვედით მარტო იყავი, ასფალტზე იწექი გულწასული - დაამატა ღრენით.
- გასაგებია - ჩავილაპარაკე ჩემთვის, ალბათ შეეშინდა და გაიქცა.
- რატომ მეკითხები? ვინ უნდა ყოფილიყო იქ?
- არავინ - ავიქნიე ხელი - კარგი, წადი და მალე მოდი.
- მალე დავბრუნდები და რამე გემრიელი მოვამზადოთ კარგი? - გამეცინა, ლექსო იარაღით ხელში და ლექსო მზარეული, ნამდვილად კონტრასტული პიროვნებები იყვნენ.
- ფრთხილად იყავი - ვუპასუხე ღიმილით და ყელზე შარფი მოვახვიე. გარეთ საშინლად ციოდა.
- კარგი - ლოყაზე სწრაფად მაკოცა, კარი გაიხურა და წავიდა.
- დიდებულია, ისევ მარტო დავრჩი!
სამზარეულოში ყველაფერი დავასუფთავე. ჭურჭელიც დავრეცხე და მაცივარი გამოვაღე, რომ რამე წვენი მენახა. ჭამა არ მინდოდა, მადა საერთოდ არ მქონდა, მაგრამ ექიმმა მითხრა სითხეები აუცილებლად უნდა მიიღოო. მკლავი ჯერ კიდევ მიხორცდებოდა. ის იყო ბროწულის წვენი უნდა გამომეღო, რომ მაცივრის კუთხეში პატარა განიერი ქილა მომხვდა თვალში. აკანკალებული ხელით პატარა ბანკა გამოვიღე და გულმოკული დავაცქერდი ეტიკეტს, რომელზეც მსხვილი ასოებით “NUSSA” ეწერა.
თვალზე ცრემლი მომადგა და ხელები საშინლად ამიცახცახდა, ქილა ხელიდან გამიცურდა და კაფელის იატაკს მთელი ძალით დაენარცხა. მთელი სამზარეულო ირაკლის საყვარელი შოკოლადის კარაქით მოისვარა. ღრმად ჩავისუნთქე და წელში მოვიხარე. სპაზმები გულზე შემომეჭდო და სუნთქვა გამიჭირდა. პირით რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე, რომ ცოტა დავწყნარებულიყავი - არ მიშველა.
სასწრაფოდ აბაზანაში გავედი და ტილო მოვიტანე, რომ ნამსხვრევები და შოკოლადი იატაკიდან ამეწმინდა. მუხლებზე დავდექი და მონდომებით ვცდილობდი კაფელის ღრმულებიდან შოკოლადის მოშორებას. ცრემლები ღაპა-ღუპით მცვიოდა და შოკოლადის მასაში იკარგებოდა. გამწარებულმა ძლივს მივასუფთავე მოთხვრილი სამზარეულო და ხელიც გვარიანად გავიჭერი. გაცოფებული სააბაზანოში შევვარდი და გადასერილი ხელი ცივ წყალს შევუშვირე. ჭრილობა საკმაოდ ღრმა ჩანდა. წყეული შუშა ვერ შევამჩნიე და როცა ტილოს წყლის ქვეშ ვრეცხავდი, შემთხვევით ნაჭერზე აკრულ მინას მთელი ძალით მოვუჭირე ხელი.
ხელისგულიდან სისხლი მდორედ მომდიოდა, რაც უფრო ვცდილობდი სისხლდენის შეკავებას მით უფრო მეტი მოჟონავდა ღია ჭრილობიდან. გამწარებული ჩემს ოთახში შევედი და ექიმის დატოვებული სამედიცინო ყუთი ცალი ხელით გავხსენი, ბინტი ამოვიღე და გადაჩეხილ ხელზე მჭიდროდ შემოვიხვიე. იმედი მქონდა, რომ ეს მაინც შემიჩერებდა სისხლდენას. შემდეგ ისევ სააბაზანოში შევედი და ახლა საკუთარი სისხლის წმენდას შევუდექი. ფანტასტიურია! მაცივრის კარის გამოღებაც კიარ შემეძლო თავგადასავლების გარეშე!
როგორც იქნა, ყველაფერი მივალაგე, დამსხვრეული შუშები ნაგვის ურნაში ჩავყარე და ისევ სააბაზანოში გავედი ხელის დასაბანად. ცალი ხელით ონკანი მოვუშვი და თბილ წყალს საღი ხელი შევუშვირე. უცებ ნიჟარას წითელი რაღაც დაეწვეთა, შუბლშეკრულმა წვეთს დავხედე, წკაპ და კიდევ დაეწვეთა. სარკეში ჩავიხედე და გაოცებულმა შევამჩნიე, რომ ცხვირიდან სისხლი ღვარად მომდიოდა.
- კარგი რაა! - გაცეცხლებულმა პატარა პირსახოცი ცივ წყალში დავასველე და ცხვირზე მივიდე - ეს ხომ მხოლოდ ერთი წყეული პატარა ქილა იყო!
თუმცა, ამ პატარა ქილამ იმდენად იმოქნედა ჩემზე, რომ ცხვირიდან სისხლდენა კარგა ხანს ვერ შევიჩერე. უკვე ლუკასთან ვაპირებდი დარეკვას სისხლისგან ვიცლები-თქო, რომ როგორც იქნა, სისხლდენა შემიჩერდა. დასისხლიანებული პირსახოცი სარეცხის მანქანაში შევაგდე და ჩემს ოთახში გავედი.
მთელი დილა ლოგინზე წამოწოლილმა გავატარე. ფეხზე არ ავმდგარვარ, იმის შიშით, რომ კიდევ რამე ფათერაკს არ გადავყროდი, რაც ჩემი სისხლისგან დაცლის მიზეზი გახდებოდა. ბოლოს ჩემს იარაღს გადავწვდი და ერთი ათჯერ მაინც დავშალე და ავაწყე. მართლაც იდეალური იყო, მოხდენილი, დახვეწილი და მშვენიერი. მსგავსი სილამაზე არასოდეს მინახავს, არადა ბევრი იარაღი მჭერია ხელში. ლუკას კიდევ ერთხელ გადავუხადე გულში მადლობა, შესანიშნავი საჩუქრისათვის.
იარაღში მჭიდი დავაბრუნე და გადავტენე, დასერილმა ხელმა მტკივნელად გამკრა. სახვევს დავხედე. სისხლს ბლომად გამოეჟონა ბინტზე. გაღიზიანებულმა იარაღი ლოგინზე მივაგდე და წამოვდექი, რომ სახვევი გამომეცვალა და უცებ კარზე კაკუნი გავიგე. სასწრაფოდ იარაღს გადავწვდი და ფეხაკრეფით მივედი კართან. სამზერეში გავიხედე და უცნობი ქალი დავინახე, ჭაღარა თმით და დანაოჭებული სახის კანით თუ ვიმსჯელებდით შუა ხნის იქნებოდა ან ცოტა მეტი. ხელში რაღაც მინის ყუთი ეკავა, ალბათ დახმარება უნდოდა, ბევრი დადიოდა ასე კარდაკარ, ჩემთანაც ხშირად მოდიოდნენ ხოლმე. რას ვიზამთ, საქართველო ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების სიაში ნამდვილად არ შედიოდა. ქალმა რამდენჯერმე კიდევ დააკაკუნა. ღრმად ჩავისუნთქე და უკან გამობრუნება დავაპირე, როცა ხმადაბალი სლუკუნი მომესმა.
- რატომ არავინ აღებთ კარს? ნუთუ ამ ქვეყანაში აღარავის დაგრჩათ თანაგრძნობის უნარი? შვილი მიკვდება, თქვენ კი კარის გაღებასაც არ კადრულობთ, ღმერთო სად ხარ? რატომ მიმატოვე ამ ჯოჯოხეთში! - ქალის მოთქმა-გოდება მთელს სადარბაზოში ექოსავით გაისმა.
ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, მოხუცი ქალი მართლა ძალიან შემეცოდა. დაუფიქრებლად გავედი სასტუმრო ოთახში და ცისფერი ლარნაკიდან ასლარიანი ავიღე, ბიჭები აქ ინახავდნენ ხოლმე პროდუქტების ფულს. იარაღი ზურგს უკან ქამარში ჩავიჩურთე და კარი ფრთხილად გამოვაღე. მოხუცი ქალი ახლა სხვის კარზე აკაკუნებდა უიმედოდ.
- ქალბატონო! - დავუძახე ხმადაბლა, თან სადარბაზო მოვათვალიერე, ხომ არავინ არის-თქო, სრული სიწყნარე იყო.
მოხუცი ჩემს ხმაზე შეკრთა და უკან მოიხედა. მინის ყუთში ცოტაოდენი ხურდა ეყარა, ამით წამალს კიარა ორ პურს ვერ იყიდდა ერთად. თვალები ტირილისგან დასიებოდა და ჩასწითლებოდა, მართლაც საცოდავი სანახავი იყო, მისი ნატანჯი სახე გულზე მომხვდა.
- გამომართვით - კუპიურა გავუწოდე - და თქვენს შვილს წამალი უყიდეთ.
- მე.. - ქალი დაბნეული მიყურებდა, დაჯერება უჭირდა, რომ ამხელა ფულს მართლა მას ვაძლევდი - თქვენ მართლა..
- გამომართვით - ვუთხარი მოუთმენლად. ქალი ნელა მომიახლოვდა და აკანკალებული ხელით ასლარიანი გამომართვა.
- ღმერთმა დაგლოცოს შვილო.
ჩაიჩურჩულა დაბნეულმა და კუპირას ყურადღებით დააცქერდა, ალბათ ამოწმებდა ყალბი იყო თუ არა. ამ ქვეყანაში ადამიანები იმდენად გაჭირვებულად ცხოვრობდნენ რომ სხვისი გულწრფელი დახმარების აღარ სჯეროდათ.
- კარგად იყავით - ის იყო კარი უნდა მიმეხურა, რომ დამიძახა.
- ერთი წამით.
- გისმენთ?
- შვილო, კარგად ხარ?
- კი, ყველაფერი რიგზეა - ვუპასუხე სწრაფად და კარი ცხვირწინ მივუხურე.
ისევ სამზერეს ავეკარი, მოხუცი დაეჭვებული მოშტერებოდა კარს, ბოლოს ამოიოხრა და წავიდა. ამოვისუნთქე და მისაღებში გავბრუნდი. ლუკამ სასტიკად ამიკრძალა ნებისმიერისთვის კარის გაღება, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის. მათ გარდა კარი არავისთვის არ უნდა გამეღო. მაგრამ ეს ქალი ისე საცოდავად მოთქვამდა, რომ გულმა არ მომითმინა, თან ერთ მოხუცს ჩემთვის რა უნდა დაეშავებინა?
მთელი დღე სახლში უაზროდ დავბორიალობდი, ბიჭები ჯერ არ ჩანდნენ, თუმცა ეს გასაკვირი არც იყო. სახლში ყოველთვის გვიან ბრუნდებოდნენ. გახდა, ოთხი საათი, მერე ხუთი, შვიდი, ცხრა, ნელ-ნელა ნერვიულობა შემეპარა. დაჩის ზარს ნებისმიერ წამს ველოდი. მთელი დღე გამალებული ვფიქრობდი, ასეთი რა საქმე ჰქონდა, რომ დაჟინებით ითხოვდა ჩემს ნახვას. მითუმეტეს მაშინ როცა გავაფრთხილე, რომ გამოსვლა ჯერ არ შემეძლო. რაც დამჭრეს მას შემდეგ გარეთ გასვლისგან თავს ვიკავებდი, სანამ ბოლომდე არ გამოვკეთდებოდი.
უკვე მოთმინება მღალატობდა. სახლში უაზროდ ბორიალს თავი ვანებე და ტელევიზორი ჩავრთე. არხებს უაზროდ ჩამოვუყევი, მეც არ ვიცოდი რას ვეძებდი, უბრალოდ სხვა გასართობი ვერაფერი მოვიფიქრე. უქმად ჯდომისას გამუდმებით საშინელებებზე მეფიქრებოდა და სანამ ისევ რამე შემომატყდებოდა ხელში ყურადღების გადატანას ვცდილობდი.
ბოლოს რაღაც სულელური გადაცემა ამოვარჩიე და ხმას ავუწიე. რეპორტაჟი პარანორმალურ მოვლენებზე გაეკეთებინათ. წამყვანი დიდი მონდომებით ცდილობდა იდუმალი ხმით ელაპარაკა და მაყურებელი თავისივე შეთითხნილი სულელური ლეგენდებით დაეინტრიგებინა.
- ჩვენს ქვეყანაში ბევრს არ სჯერა, რომ ბუნებაში არსებობენ ბნელი ძალები, რომელთაც ზიანი მოაქვთ ადამიანებისთვის. აუხსნელი მკვლელობები, გაუჩინარებები, თვითმკვლელობები, ამ ყველაფერს შესაძლოა სხვა ახსნაც ჰქონდეს, რაც ჩვენი საზოგადოების უმეტესობისთვის დაუჯერებელი და ზოგჯერ სასაცილოც კია - ამბობდა წამყვანი.
- ამ უიშვიათეს შემთხვევაში მთელი გულით ვეთანხმები მაგ „საზოგადოებას“ -ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ. „კასპერი“ ნამდვილად კარგი ფილმი იყო, მაგრამ მოჩვენებები არ არსებობდნენ!
- მაგრამ, არსებობს ბევრი ისეთი შემთხვევები, რომელთა ახნსაც ჩვენს მეცნიერებს უბრალოდ არ შეუძლიათ.
- მეგობარო, ჩვენს მეცნიერებს საერთოდ არაფრის ახსნა არ შეუძლიათ! სხვა არგუმენტი სცადე!
- როდესაც ადამიანი კვდება, მისი სული ჯერ კიდევ აგრძელებს არსებობას ჩვენს სამყაროში და თუ მას დაუმთავრებელი საქმე რჩება, სიმშვიდის მოპოვებას ვერ ახერხებს. სწორედ აქედან ჩნდებიან სულები ან იბადება წყევლა!
- მოკეტე! - გაბრაზებულმა ტელევიზორი გავთიშე და პულტი დივანზე მივაგდე.
რომელიღაც საშინელებათა ფილმიდან რეჟისორის მონაჩმახის ციტირება მაყურებელს ვერ შესძენდა ამ იდიოტურ გადაცემას და კიდევ უფრო იდიოტ წამყვანს! დაუმთავრებელი საქმე! სულები! გარდაცვლილები! გაცოფებული წამოვდექი და ის იყო სამზარეულოში შესვლა დავაპირე, რომ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა.
- დაჩი?
- ერთ საათში ადგილზე იყავი, მისამართს მოგწერ!
- კარგი - ვუპასუხე აღელვებულმა და ტელეფონი გაითიშა. სასწრაფოდ ბიჭებთან გადავრეკე.
- ლუკა...
- ნაია? გისმენ, ხომ კარგად ხარ?
- კი, გცალია?
- მითხარი!
- წეღან დაჩის ველაპარაკე. რაღაც მოხდა, ჩემი ნახვა უნდა, ერთ საათში ადგილზე უნდა ვიყო, მოხვალ? თუ არ გცალია თვითონ წავალ.
- სახლთან ვარ უკვე, მარტო არსად არ წახვალ! - მიპასუხა მკაცრად - შენ მოემზადე და მოვალ მეც ორ წუთში.
- კარგი.
ტელეფონი სავარძელზე მივაგდე და ჩემს ოთახში გავედი გამოსაცვლელად. ტანსაცმლის მორგება გამიჭირდა. დასახიჩრებული ხელი და ნატყვიარი მკლავი თავისუფლად მოძრაობის საშუალებას არ მაძლევდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, თავი მოვაბი ჩაცმას. გრძელი თმა გავიშალე, რომ თხელ სვიტერში არ შემცივნოდა და ოთახიდან გამოვედი. უკვე ფეხსაცმელებს ვიცმევდი, როცა ლუკამ გასაღებით კარი გააღო და შემოვიდა.
- მზად ხარ?
- ერთი წამით.
ოთახში შევბრუნდი, ჩემი იარაღი ავიღე და ზურგს უკან ქამარში ჩავიჩურთე. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, შეიძლებოდა დამჭირვებოდა კიდეც.
- ახლა წავედით - ვუპასუხე აღელვებულმა, ქურთუკს ხელი დავავლე და პირველი გავედი სახლიდან.


****
- აქ რატომ გთხოვა შეხვედრა? - მკითხა ლუკამ და შუბლშეკრულმა ჩაბნელებულ კორომს თვალი მოავლო.
უკვე ადგილზე ვიყავით და დაჩის ველოდებოდით, რომელიც ჯერ არ ჩანდა. ნერვიულობა შემეპარა, თუმცა ვცდილობდი ცუდზე არ მეფიქრა.
- ერთხელ აქ ირაკლიმ მოგვიყვანა, - ვუპასუხე ხმადაბლა - სკოლიდან გამოვიპარეთ და სახლში წასვლა არ გვინდოდა, ამიტომ ბიჭებმა სასუსნავები იყიდეს და აქ ამოვედით.
- გასაგებია, კიდევ ვინ იცის ამ ადგილის შესახებ?
- მხოლოდ ჩვენ სამმა, იმ ღამით აქ ბიჭებმა კოცონი დაანთეს და ზეფირებს წვავდნენ - მოგონებებში წასულს წამით სულ გადამავიწყდა რეალობა - კარგი დრო იყო.
ლუკას აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ ხელი ხელზე ძლიერად მომიჭირა. თავი მივაბრუნე და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი უჩუმრად მოვიწმინდე.
- მაპატიე, არ მინდოდა. - მიპასუხა ხმადაბლა.
- შენი ბრალი არ არის, ლექსო სად არის? - ვკითხე ინტერესით, ყურადღების გადატანა არ მაწყენდა.
- ბიჭებთან დარჩა, შენი მეგობარი რატომ აგვიანებს? უკვე ნახევარი საათით გადაცდა, დარწმუნებული ხარ რომ მისი ნდობა შეიძლება?
- აფსოლუტურად! ის ირაკლის ბავშვობის მეგობარია, ლამის მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, თუმცა ახლოს არასდროს ვყოფილვართ.
- რატომ? - გამომხედა ინტერესით.
- არ ვიცი, უბრალოდ ასე მოხდა. ხანდახან ჩვენ სამნი ერთად ვერთობოდით მაგრამ სულ ეს იყო. ალბათ ადამიანებთან ურთიერთობა არ გამომდის, ირაკლის გარდა ვერავისთან ვკონტქტობდი.
- ხალხი გაღიზიანებს?
- ადრე არ მაღიზიანებდა, უფრო კომუნიკაბელური ვიყავი, ჩვეულებრივად ვურთიერთობდი თანატოლებთან, მაგრამ ახლოს არასდროს არავინ მომიშვია. ირაკლის გარდა მეგობარი არასოდეს მყოლია, ის იყო ჩემთვის ყველაფერი, ახლა კი გაქრა და ჩემი მთელი ცხოვრებაც თან წაიყოლა.
- ლექსოს ძალიან უყვარხარ, - მითხრა პაუზის შემდეგ - მართალია ცოტახანია რაც ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ ის უკვე ოჯახის წევრად გთვლის. ნაია, შეიძლება ძველი ცხოვრება სამუდამოდ დაკარგე და ის არც აღარასდროს დაგიბრუნდება, მაგრამ ახალს ზურგს ნუ აქცევ. ჩვენ იდეალურები არ ვართ, პირიქით, შეიძლება ყველაზე სახიფათო პიროვნებებთან მოხვდი კიდეც, მაგრამ ჩვენთან საფრთხე არ დაგემუქრება. არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს.
- რა მოხდა? - შემომხედა გაკვირვებულმა - ეგრე რატომ მიყურებ?
- რა? არაფერი! - გამოვერკვიე და მის მხურვალე მზერას თვალი ავარიდე, მისი სიტყვები გულზე მომხვდა.
- მოიცადე! - ლუკას წამში შეეცვალა სახე.
- რა იყო?
- ეს რა არის? - მაჯა დამიჭირა და წითელ ზოლს დააკვირდა.
როგორც ჩანს, ხელის გულიდან სისხლი ისევ მომდიოდა და ხელთათმანშიც კი გამოეჟონა და ახლა წვრილ ზოლად მიიკლაკნებოდა იდაყვისკენ.
- არაფერია, სახლში შემთხვევით ხელი გავიჭერი. გადავიხვიე, მაგრამ როგორც ჩანს ისევ მომდის სისხლი - ჯანდაბა! არადა ხელთათმანი განგებ ჩავიცვი, რომ ლუკას ჭრილობა არ ენახა.
- მაჩვენე! - მაჯაში ხელი წამავლო და ხელთათმანი ფრთხილად გამხადა.
დასისხლიანებული ბინტი უსიამოვნო შესახედი იყო. ზოგადად, სისხლი და ჭრილობები ჩემი საქმე არ იყო, ადრე მათ დანახვაზე მუდამ გული მიმდიოდა ხოლმე, მაგრამ რაც ირაკლი ვნახე კუბოში მას შემდეგ მსგავსი რამეების მიმართ შიში სამუდამოდ გამიქრა. ლუკამ ბინტი ფრთხილად მომხსნა და ყურადღებით დააკვირდა გადაჩეხილ ხელისგულს.
- ღრმა ჭრილობაა. გასაკერია, ასე არ შეგიხორცდება, კი მაგრამ როგორ გაიჭერი? - გამომხედა შეშფოთებულმა და მანქანის ქვედა უჯრა გამოაღო.
- პატარა ბანკა გამიტყდა და იმას ვასუფთავებდი, ტილოზე მინა აეკრო და ვერ შევამჩნიე, გაწურვისას კი შემთხვევით მინაც მივაყოლე.
- სად ჯანდაბაში წავიდა! - გაღიზიანებულმა უჯრა სულ გადაქექა და ბოლოს პატარა თეთრი ყუთი გამოაძვრინა.
- შენ რა საკუთარი სამედიცინო აღჭურვილობით დადიხარ? - ვკითხე სიცილით.
- დაახლოებით, ჩვენნაირი ცხოვრების პატრონს ნამდვილად სჭირდება - მიპასუხა ღრენით და ყუთიდან ბამბა, სპირტი და დოლბანდი ამოაძვრინა.
- აჰ, სერიოზული შეიარაღებაა - გადავხედე ნივთებს და ისევ გამეცინა.
ლუკამ შუბლშეკრულმა ამომხედა, მაგრამ ტუჩის კუთხეები მაინც შეერხა. ჭრილობას ფრთხილად მიმუშავებდა, იმდენად ნაზად მეხებოდა, რომ ტკივილს ვერც ვგრძნობდი. ჩემს ექიმს ასი თავით სჯობნიდა. მაგრამ როგორც კი ჭრილობაზე სპირტი მომხვდა, სახიდან მაშინვე ჩამომერეცხა ყოველგვარი მხიარულება. მანქანის სალონში სპირტის საზიზღარი სუნი დადგა, ცხვირი უკმაყოფილოდ შევჭმუხნე.
- ესეც ასე, - მითხრა როცა მუშაობა დაამთავრა და ჭრილობა გულმოდგინედ გადმიხვია - ეს დროებით გეყოფა, სახლში რომ მივალთ ექიმს მოვიყვან და გავაკერინებ - აღელვებულმა საათს დავხედე უკვე ღამის თერთმეტი საათი ხდებოდა და დაჩი კიდევ არ ჩანდა.
- კარგი, დაჩის გადავურეკავ თორემ უკვე ვნერვიულობ.
- აღარაა საჭირო, - მიპაუხა მშვიდად და მარცხნივ ამომავალ ბილიკს გახედა - მგონი უკვე აქ არის - შუბლშეკრულმა მანქანას გახედა და დასისხლიანებული ბამბა და დოლბანდი ბუჩქნარში მოისროლა.
ლუკა მართალი იყო, დაჩის თეთრი ჯიპი აღმართზე ნელა მოიკვლევდა გზას. გულზე მომეშვა, მისი დანახვა ასე არასდროს გამხარებია. ამ ბოლო დროს ისეთი საშინელებები ხდებოდა, რომ ყოველ წამს ახალ ტრაგედიას ველოდი. ჯიპი ბუჩქნარს ამოსცდა და მოგვიახლოვდა. ლუკამ ფარები ჩააქრო და გამომხედა. ორივემ კარი გავაღეთ და გადავედით. დაჩიც გადმოვიდა მანქანიდან და შუბლშეკრული წამოვიდა ჩვენკენ. მისი ჯიპის შუქფარების სინათლეზე იოლად გავარჩიე მისი შეშფოთებული გამომეტყველება.
- ნაია! - სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა და გადამეხვია, მისგან ასეთ მოპყობას მიჩვეული არ ვიყავი და თავი უხერხულად ვიგრძენი.
- დაჩი, რა ხდება? - პასუხის ნაცვლად ლუკას გახედა უსიტყვოდ, უფრო სწორად შეუბღვირა.
- ყველაფერი რიგზეა, - ვუპასუხე ხმადაბლა, ლუკა უხმოდ მიყდნობოდა BMW-ს და დაჩის ინტერესით აკვირდებოდა - ამდენი ხანი რატომ დაგჭირდა? უკვე წასვლას ვაპირებდი.
- ის დეტექტივი მთელი დღეა დაგეშილი ძაღლივით დამსდევს, ძლივს ჩამოვიცილე, - როგორც იქნა ლუკას თვალი მოსწყვიტა და მზერა ჩემზე გადმოიტანა - ეს ვინ არის?
- მეგობარია.
- მეგობრები მანქანაში ძალით არ ტენიან ერთმანეთს!
- დამინახა, - ჩაიცინა ლუკამ - იმ ღამეს დამინახე, ხომ ასეა?
- ჰო, სამწუხაროა, რომ ვერ მოვასწარი მოსვლა!
აიქოჩრა დაჩი და ლუკას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ახლაღა შევამჩნიე როგორი მაღალი იყო ლუკა, დაჩი ჩემზე მაღალი იყო, მაგრამ ლუკას მაინც ერთი თავით ჩამორჩებოდა სიმაღლეში.
- დაჩი! გეყოფა! ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გგონია, ახლა ამის დრო არ არის.
- მოიცა, - ლუკამ ერთი ნაბიჯი გადმოდგა და წინ ამეფარა - თუ რამის გარკვევა გინდა, შეგვიძლია მოგვიანებით ვისაუბროთ, მის თვალწინ ეს საჭირო არაა! - შუბლშეკრულმა თვალით ჩემზე ანიშნა.
- შევთანხმდით.
- გეყოფათ! - წინ გამოვედი და შუაში ჩავდექი - აქ ამისთვის არ მოვსულვართ! დაჩი, ამიხსენი რა ჯანდაბა ხდება?
დაჩიმ კიდევ ერთხელ შეუბღვირა ლუკას, შემდეგ უხალისოდ გადმოიტანა მზერა ჩემზე და ქურთუკის ჯიბიდან მომცრო კოლოფი ამოაძვრინა
- ეს რა არის? - შევხედე გაკვირვებულმა, პატარა ყუთი ძველისძველ ზარდახშას ჩამოჰგავდა.
- ეს გუშინ კართან დამიტოვეს, - მიპასუხა დაბღვერილმა და კოლოფი გამომიწოდა - შენთვისაა.
- ჩემთვის? - დაბნეულმა დაჩის ავხედე და კოლოფი გამოვართვი. შიგნით რაღაც იდო, გადმობრუნებისას კი ყრუდ არაკუნდა.
- ეს რა არის? - შუბლშეკრულმა კიდევ ერთხელ შევანჯღრიე.
- ირაკლისგანაა. - მიპასუხა ჩაწყვეტილი ხმით.
ხელი გამიშეშდა და თვალებგაფართოებულმა მეგობარს ავხედე. ყურებს არ ვუჯერებდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი მომესმა.
- რა თქვი?
- ირაკლიმ შეტყობინება დაგიტოვა, მაგ კოლოფში ფლეშკაა და უნდა რომ ნახო, მხოლოდ შენ! - ბოლო სიტყვები ხასგასმით წარმოთქვა და ლუკას ცერად გახედა.
ხელები ამიკანკალდა და კოლოფს დავაცქერდი. უსახური და არაფრის მომცემი ზარდახშა წამში ყველაზე ძვირფას ნივთად იქცა. გული მომეწურა და გამწარებულს ცრემლები გადმომცვივდა.
- არ დაგინახავს ვინ დაგიტოვა? - ჰკითხა ლუკამ.
- არა, მოაზარუნეს და გარეთ რომ გავიხედე არავინ იყო, მხოლოდ ეს დამხვდა.
- და რატომ მოგიტანეს შენ და არა ნაიას? - იკითხა შუბლშეკრულმა.
- აბა მე სად ჯანდაბიდან უნდა ვიცოდე?! - კბილებში გამოსცრა გაფითრებულმა.
- ნახე რაც იყო ფლეშკაზე?
- არა, ირაკლის უნდოდა, რომ მხოლოდ ნაიას ენახა!
- მაშინ საიდან იცი, რომ ეს ნაიასთვისაა?
მისი კითხვები დაკითხვასავით ჟღერდა. თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია, ჯერ კიდევ აკანკალებული პატარა კოლოფს ვატრიალებდი ხელში, გახსნას კი ვერ ვბედავდი.
- წერილი იდო! - შეუბღვირა გაღიზიანებულმა, ჯიბეში ხელი ჩაიყო და ფურცელი გამომიწოდა.
ხელის კანკალით გამოვართვი მომცრო ქაღალდი, ღრმად ჩავისუნთქე და გავშალე. ხელწერა ნამდვილად ირაკლის იყო, მის ბატიფეხურს იოლად ვცნობდი:
„ დაჩი, თუ ამ ჩანაწერმა შენამდე მოაღწია ესეიგი ის მოხდა რასაც ვვარაუდობდი. ძალიან გთხოვ ეს ნაიას გადაეცი, მნიშვნელოვანია. შენს გარდა ვერავის ვენდობი მეგობარო. ირაკლი“
თვალებაცრემლებულმა წერილი წავიკითხე და დაჩის ავხედე. სახეზე მკვდრის ფერი ედო და თვალებაწყლიანებული მიყურებდა.
- ეს ვის უნდა მოეტანა შენთან? - ვკითხე ხმაკანკალებულმა.
- წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი რა ჯანდაბა ხდება, კიდევ ვინმემ იცოდა რამე?
- კი, კარნავალის ღამეს ის შეტყობინება ვაჩეს არ გამოუგზავნია.
- მოიცა, - დაბნეულმა ჯერ მე შემომხედა მერე ლუკას - შენ საიდან იცი?
- თვითონ მითხრა...
- რაო? ნახე? როდის ნახე? სად არის?
- მკვდარია - მოკლედ მოუჭრა ლუკამ.
- რა თქვი? - დაჩის უარესად დაეკარგა ფერი.
- საღამოს დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ნამდვილად ის იყო, მაგრამ სხვა გზაც არ მქონდა - ვუპასუხე აღელვებულმა, გონების მოკრება მიჭირდა, ხელები ჯერ კიდევ მიკანკალებდა - მოკლედ წავედი და შევხვდი, რაღაცეები მომიყვა, მაგრამ ბოლომდე თქმა ვერ მოასწრო, ვიღაცამ გვესროლა. ვაჩე გულში ტყვიით მოკვდა. მე გამოქცვა მოვასწარი, მაგრამ მხარში დამჭრეს.
- ამიტომ მარიდებდი თავს ეს დღეები? - თვალებგაფართოებულს სახეზე სისხლი მოაწვა - და შენ სად ჯანდაბაში იყავი? რატომ მიეცი უფლება თავი საფრთხეში ჩაეგდო? - გაცოფებული ლუკას დაეტაკა.
- წყნარად! - შეუღრინა ლუკამ. დაჩის ტონს ნელ-ნელა წყობილებიდან გამოჰყავდა.
- არ იცოდა, - დაჩის წინ გადავეღობე და ხელით ვუბიძგე, რომ უკან დაეხია - გამოვიპარე, რომ სცოდნოდა სად მივდიოდი არაფრის დიდებით არ გამიშვებდა, მითუმეტეს მარტოს. ვაჩემ კი გასაგებად მითხრა მარტო მოდი თორემ ისე არ გნახავო.
- სულ შეიშალე ჭკუიდან?! - ახლა მე დამეტაკა გააფთრებული - ხომ შეიძლებოდა რომ მახე ყოფილიყო? ხომ შეიძებოდა რომ იქ მოეკალი?! სულ გააფრინე?
- ლექციები უკვე ჩამიტარეს, ასე რომ ნუღარ დაიხარჯები - უკმაყოფილოდ შევიშმუშნე, მაშინდელი ლუკას ყვირილი ახლაც ცხადად მიზუზუნებდა ყურებში.
- რაო? შენ მგონი საერთოდ დაკარგე ჭკუა! ხვდები მაინც რა სისულელეს აკეთებ? ირაკლი აქ რომ იყოს ნამდვილად მოგკლავდა!
- ჰო, აქ რომ იყოს! - ბოლო სიტყვებს ხაზი გავუსვი - მაგრამ არ არის! აქ რომ ყოფილიყო ამ დავიდარებაში საერთოდ არცერთი არ გავყოფდით თავს. სულ იმას მიმეორებდა არაფერი დამიმალოო, ჩემს ზურგს უკან კი ათას სისულელეს აკეთებდა, რამაც საბოლოოდ სამარემდე მიიყვანა! - ვუყვირე გაცეცხლებულმა და თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა. დაჩი გაჩუმდა, აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ გააფთრებული მზერით მბურღავდა.
- დაწყნარდი. - ლუკამ წელზე შემომხვია ხელი და თავზე მაკოცა, დაჩის სახეზე გაღიზიანება დაეტყო.
- მე რატომ ვერაფერი გავიგე? არც საინფორმაციოში ყოფილა, არც ოჯახმა იცის რამე, ყველას დაკარგული ჰგონია.
- იმიტომ რომ კარგად „მიალაგეს“, - ჩაისისინა ლუკამ და წელზე შემოხვეული ხელი დაემუშტა - ეგ ნაბიჭვრები კვალს კარგად მალავენ.
- რას ნიშნავს „მიალაგეს“, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?! არ მჯერა რომ ეს რეალობაა! - დაჩიმ ნერვიულად აიჩეჩა თმები და ორივეს შემოგვხედა - რა ჯანდაბა ხდება?! კიდევ რა გითხრა ვაჩემ?
პირი გავაღე, რომ მეპასუხა, მაგრამ უცებ ჩემი ყურადღება სხვა რამემ მიიქცია. კორომისკენ მომავალ ვიწრო ბილიკზე ორი შავი მერსედესი ამოვარდა დიდი სისწრაფით და ჩვენკენ გამოექანა. წამის მეასედში გავიაზრე, რომ საქმე ცუდად იყო.
- დაიხარეთ! - იყვირა ლუკამ.
ხელი წამავლო და მანქანას ამომაფარა. მისი რეაქცია დროული აღმოჩნდა, წამის წინ სადაც ჩემი თავი იყო ტყვიებმა გაიზუზუნეს. ორმა მერსედესმა მკვეთრად დაამუხრუჭა ჩვენს წინ, თავდამსხმელები ავტომატებით გადმოეკიდნენ მანქანის ფანჯრებს და ცეცხლი გაგვიხსნეს. კიდევ კარგი დაჩის მანქანა უხერხულად იყო გაკვეხებული მათ წინ და იოლად დამიზნებას ვერ ახერხებდნენ. ბილიკიც ისეთი ვიწრო იყო, რომ გვერდიდან მოვლა შეუძლებელი იყო, გარშემო სულ ხეები და ბუჩქები იყო.
- თავი დახარე და არ წამოდგე! - იყვირა ლუკამ.
ქამრიდან პისტოლეტი ამოიძრო და საპირისპირო მხარეს ცეცხლი გახსნა. ტყვიები სეტყვასავით მოფრინავდნენ, ხმაურმა ლამის დამაყრუა. ირაკლის კოლოფი ქურთუკის ჯიბეში ჩავიტენე და მეც ამოვიღე იარაღი.
- ამის დედაც! როგორ მოგვაგნეს?! - იყვირა გაცოფებულმა და ერთ თავდამსხმელს პირდაპირ შუბლში დააჭედა ტყვია.
- დაჩი სად არის? - ვიკივლე დაფეთებულმა და მეც ვისროლე, ისეთი ორომტრიალი იყო, რომ დამიზნება მიჭირდა. თავის გაყოფას კი ვერ ვბედავდი, პირველივე ჯერი თავს წამაცლიდა.
- არ ვიცი. - ლუკამ ხელი ჩამავლო და წინ ამეფარა.
მანქანის უკან ვიყავით ამოფარებულები და თავდაცვას ვცდილობდით, წინ რა ხდებოდა ვერცერთი ვერ ვხედავდით. თავდამსხმელები ჩვენზე გაცილებით ბევრნი იყვნენ, ასეთი ტემპით დიდხანს ვერ გავძლებდით, მეც და ლუკასაც ტყვიები გვითავდებოდა. ისინი კი შეუჩერებლივ გვცხრილავდნენ. გადმოსვლა არცერთს არ უფიქრია, ალბათ ელოდებოდნენ ტყვიები როდის გაგვითავდებოდა, რომ თავს დაგვსხმოდნენ, ამ მიგდებულ ადგილას სროლის ხმას მაინც ვერავინ გაიგონებდა, ასე რომ მხოლოდ ლოდინიღა დარჩენოდათ.
- ლუკა, დაჩის ვერ ვხედავ - ვუყვირე ისტერიკულად.
- ვერ გავალთ, ეგრევე ჩაგვხრილავენ!
- არა, არ მოკვდება! მის სიკვდილს ვერ დავუშვებ, არავითარ შემთხვევაში!
- ნაია! არა მეთქი! ადგილიდან არ გაინძრე, როგორღაც მანქანაში უნდა მოვხვდე, ტყვიები უკვე მითავდება ეს ახვრები კი ჯერ წასვლას არ აპირებენ!
- ჯანდაბა! - აკანკალებულმა ნერვიულად მიმოვიხედე, საშველი არ ჩანდა, ალბათ აქ დაგვხოცავდნენ ყველას.
ღრმად ჩავისუნთქე და იარაღი გადავტენე. აქ სიკვდილს არ ვაპირებდი! არავითარ შემთხვევაში! ირაკლისთვის უნდა მომესმინა, მას რაღაცის თქმა უნდოდა, ისე არ მოვკვდებოდი სანამ არ გავიგებდი ამ ჩანაწერში რა იყო. თვალები დავხუჭე და ის დრო გავიხსენე როცა მამა სროლას მასწავლიდა მოძრავ სამიზნეებზე. მთავარი იყო ყურადღება მომეკრიბა და შიში დამეძლია, თუ სწრაფად ვიმოქმედებდით შეიძლება შანსიც კი გვქონოდა.
- ლუკა! რამდენი არიან? - ვკითხე ხმამაღლა, ტყვიების ზუზუნში ერთმანეთს სხვანაირად ვერ ვაგონებდით.
- ერთ მანქანაში სამი დავთვალე და მეორე ნახევრად არის მოფარებული და კარგად არ ჩანს.
- კარგი, უნდა გავიყოთ, მარჯვენა მხარე შენია, მარცხენა ჩემი.
- არა, ნაია! გარეთ თავი რომ გაყო მაშინვე დაგცხრილავენ!
- ლუკა, სხვა გზა არ გვაქვს, უაზროდ სროლით ტყვიებს ვხარჯავთ და ასე ისეც მოგვკლავენ! სხვა გზა არ არის, შენ მარტო ვერ გაუმკლავდები, საშუალება მომეცი დაგეხმარო, უნდა მენდო!
- ნაია, არა! - ლუკას თვალებში პანიკური შიში აერეკლა.
- აქ სიკვდილს არ ვაპირებ! - ვუყვირე გაცეცლხებულმა - კამათის დრო არ არის, სამ თვლაზე!
იარაღს მთელი ძალით ჩავეჭიდე და გონებაში ის გალია გავაღე, რომელსაც აქამდე მონდომებით ვკეტავდი ცხრაკლიტურით. ზიზღმა, ბოღმამ, შურისძიების წყურვილმა - ყველაფერმა ერთად დამიარა ტანში და სულ დამავიწყდა შიში, ძარღვებში ადრენალინი მომაწვა. მე და ლუკამ ერთმანეთს გადავხედეთ, უსიტყვოდ შევთანხმდით და ერთდროულად წამოვდექით ფეხზე. თითქოს ყველაფერი ნელ კადრებში ხდებოდა, ადრენალინმა გონებაზე უცნაურად იმოქმედა, შესაშური სიზუსტით ვარჩევდი თითოეულ თავდამსხმელს.
სიბრაზიზგან კბილები გავაღრჭიალე და ცეცხლი გავხსენი. ჩემდა გასაკვირად ორი მაშინვე უკან გადავარდა და აღარც განძრეულან. ლუკამაც რამდენიმე მიაცხრილა ადგილზე. გამწარებულებმა ჯერი ჩვენსკენ მომართეს და სულ რაღაც რამდნეიმე წამით მოვასწარით ისევ მანქანას ამოფარება. ტყვიებმა ზუზუნით გადაგვიქროლეს თავზემოთ და ხეებს ტოტები შეასხიპეს.
- რამდენი დარჩა? - ვიკითხე აქოშინებულმა, ხელები საშინლად მიკანკალებდა.
- ორი ერთგან და ორიც მეორეგან, მე უკვე მითავდება ტყვიები - გაცოფებულმა მჭიდი მოხსნა და ტყვიები გადაითვალა - ხუთიღა დამრჩა! - ჩაისისინა გააფთრებულმა.
- ხვდები აქ რა ხდება? - ვკითხე აქოშნებულმა.
- ჰო, ჩვენს დახვრეტას მონდომებით ცდილობენ! - გამოსცრა სარკასტრულად.
- არა, თავს არ გვესხმიან, უბრალოდ გვესვრიან - გავხედე წარბაწეულმა.
- აბა, ამას შენ რას ეძახი? - მკითხა გაოგნებულმა და თავი დახარა. რამდენიმე ტყვიამ მანქანის საბარგულთან გაიწუილა.
- არა, ცდილობენ რომ ტყვიები დაგვახარჯინონ, ამიტომ ისვრიან, უნდათ რომ საპასუხო ცეცხლი გავუხსნათ.
- ვერ ვხვდები რას გულისხმობ. - გამომხედა დაბნეულმა და ქურთუკზე დამქაჩა, რომ თავი დამეწია.
- ჩვენი ცოცხლად აყვანა უნდათ, მოკვლას არც ფიქრობენ. ჩვენ სამნი ვართ აქედან მხოლოდ ორია შეიარაღებული, როგორ ფიქრობ რამდენად დიდი შანსია ჩვენი გამარჯვების? თავისთავად ნული! მაშინ რატომ არ გადმოდიან მანქანებიდან და ადგილზე არ გვცხრილავენ? დაფიქრდი!
ლუკამ შუბლშეკრულმა ამომხედა, როგორც ჩანს ჩემმა ნათქვამმა სერიოზულად შეაფიქრიანა. თუმცა, ეს არსებულ სიტუაციას სულაც არ ცვლიდა, მათ ხელში რომ ჩავვარდნილიყავით საბოლოოდ მაინც დაგვხოცავდნენ, რა მნიშვნელობა ჰქონდა ეს რამდენიმე საათით ადრე მოხდებოდა თუ გვიან?!
ორივე გამალებული ვფქირბოდით რა მოგვეხერხებინა, მეც მიმთავრდებოდა ტყვიები და მასაც. ის იყო გავიფიქრე, ჩვენ საქმე წასულია-თქო, რომ მანქანის საბურავების ბღუილი მომესმა. მე და ლუკამ ერთმანეთს გადავხედეთ. ხმით თუ ვიმსჯელებდით, ჩვენსკენ კიდევ ერთი მანქანა მოემართებოდა დიდი სისწრაფით. საკითხავი ის იყო ეს დამხმარე ძალა იყო თუ ჩვენი აღსასრული!
ჩემს კითხვას მალევე გაეცა პასუხი. თავდამსხმელებმა ჩვენკენს სროლა შეწყვიტეს და ახლა საპირისპირო მიმართულებით გახსნენს ცეცხლი, თან მანქანები უკან გააგორეს. ისეთი აურზაური იყო რომ რამის გარჩევა შეუძლებელი იყო. ლუკამ ხელით მანიშნა არ გაინძრეო და თვითონ თავი გაყო, მისი გამომეტყველება მაშინვე შეიცვალა, სახეზე პირქუშმა კმაყოფილებამ გადაურბინა და დამშვიდებულმა გამომხედა.
- რა ხდება?
- კარგ დროს მოვიდნენ, - ჩაილაპარაკა ლუკამ - აქედან ფეხი არ გაადგა!
გადმომიჩურჩულა სწრაფად და თვითონ წინ გაიქცა, შეშინებულმა დავუძახე, მაგრამ უკან არ მოუხედავს. აცახცახებულმა თავი ოდნავ გავყე და ლუკასკენ გავიხედე. ერთი მერსედესი დაჩის მანქანის უკან უხერხულად გაჩხერილიყო და ადგილიდან არ იძვროდა, ალბათ მანქანაში ცოცხალი აღარვინ იყო, მეორე შავი მერსედესი აღარსად ჩანდა, მისი ადგილი თეთრ სუბარუს დაეკავებინა. ფარების შუქზე ვერ ვარჩევდი ვინები გადმოცვივდნენ მანქანიდან. როგორც ჩანს, ყველაფერმა ჩაიარა და საფრთხე აღარ გვემუქრებოდა. თვალები დავხუჭე და შვებით ამოვისუნთქე.
ის იყო ბიჭებისკენ დავაპირე წასვლა, რომ ზურგიდან ვიღაც დამეძგერა და მანქანას მიმანარცხა. ტკივილისგან სუნთქვა შემეკრა. მანქანის საბარგულს მთელი ძალით მივარტყი მუხლი.
- ხმა არ გაიღო, თორემ ადგილზე მიგახვრეტ! - ჩამხიხინა ვიღაცამ ყურში და იარაღის ლულა საფეთქელზე მომადო.
- კარგი - ჩავიჩურჩულე აკანკალებულმა - წყნარად!
- შემობრუნდი! - უხეშად მიბიძგა და თავისკენ შემაბრუნა.
შავგვრემანი, მაღალი ფიგურა სვავივით დამჩერებოდა ზემოდან. სახე ერთიანად სისხლით მოთხვროდა და თვალები შეშლილივით უელავდა. ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა.
- ახლა აქედან ჩუმად წავალთ, ხომ არ გინდა რომ ეგ ლამაზი თავი წაგაცალო? - მიჩურჩულა ხრინწიანი ხმით და გველური მზერა ბიჭებისკენ გააპარა. ისინი რაღაცაზე საუბრობდნენ და აქეთ არცერთს არ გამოუხედავს.
- კარგი. - ჩავიჩურჩულე აკანკალებულმა და თვალით ჩემი იარაღი მოვძებნე.
მანქანაზე მიჯახების დროს ხელიდან გამივარდა და ვერ დავინახე სად დავარდა. თავდამსხმელმა უხეშად წამავლო ხელი და თავისკენ დამქაჩა, სწორედ ამ დროს ჩემმა იარაღის ტარმა ვერცხლისფრად გაიელვა ფარების შუქზე ჩემს ფეხებთან. ტვინი გამალებით ამიმუშავდა.
- ფეხი გამოადგი! - ჩამსისინა ყურში და ბუჩქნარისკენ მიბიძგა.
- ააჰ! - ამოვიკვნესე გამწარებულმა და ძირს დავეცი.
- ადექი! - დაიღრინა გაცოფებულმა და იარაღი თავზე მომადო.
ერთი არასწორი მოძრაობა და ტვინს გამასხმევინებდა. აღგზნებულმა მიწა ფრჩილებით მოვჩიჩქნე, მუჭში დავიგროვე და სწორედ მაშინ როცა ჩემი წამოყენება ძალით სცადა, სილა თვალებში შევაყარე. გამწარებულმა განწირულად დაიღმუვლა და ხელები თვალებზე წაივლო. დრო ვიხელთე, ელვის სისწრაფით ვწვდი ჩემს იარაღს და მთელი მჭიდი კივილით მივაცალე სახეზე.
თავდამსხმელი ადგილზე შექანდა, მუხლებზე დაეცა და უკან გადავარდა. რაც შემეძლო სწრაფად გავფორთხდი მოშრებით. იარაღის ხმაზე ბიჭები მოცვივდნენ.
- ნაია! - იყვირ ლუკამ და შეშინებული დამეძგერა - კარგად ხარ?
ხმა ვერ ამოვიღე, გაველურებული თვალებით ისევ თავგაჩეჩქვილ თავდამსხმელს ვუყურებდი, რომელსაც თავი აზელილ მასად მოუჩანდა.
- ეს აქ საიდან გაჩნდა? - ლექსო შეშფოთებული დააჩერდა მკვდარს.
- ალბათ უკნიდან მიეპარა, ახვარი! - ლუკამ ფეხზე წამომაყენა და თავი ამაწევინა.
- ნაია, კარგად ხარ? შემომხედე! - მსუბუქად შემანჯღრია და შეშფოთებულმა შემათვალიერა.
ლუკას უკან უცხო ბიჭებიც შევნიშნე, მაგრამ ვერაფერს ვერ აღვიქვავდი რეალურად. თვალწინ სულ წამის წინ მომხდარი მედგა. თავდამსხმელს თავი შუაზე ეხლიჩებოდა, ისევ და ისევ, უსასრულოდ.
- შოკშია, - გადაულაპარაკა ლექსომ - აქედან სასწრაფოდ უნდა წავიდეთ, დაჩის დახმარება სჭირდება! - დაჩის სახელის გაგონებამ წამსვე მომიყვანა გონს და თვალები ავახამხამე.
- დაჩი! - დავიხრიალე შეშინებულმა - დაჩი?!
- დაჭრილია, მაგრამ გადარჩება, - შვებით ამოისუნთქა ლუკამ - ახლავე საავადმყოფოში წავიყვანთ.
- არა! მე წავიყვან - თავი გავაქნიე და უცხო ბიჭები მოვათვალიერე, ნელ-ნელა აზროვნების უნარი მიბრუნდებოდა.
- რა? - ლუკას სახეზე შეშფოთება დაეტყო.
- მე წავიყვან, თქვენ ვერ გამოჩნდებით, პოლიცია მაშინვე იქ გაჩნდება და ყველას დაგაკავებენ! აღარ შემეკამათო, დასაკარგი დრო არ არის!
- ლუკა, ის მართალია. ჩვენ უკან გავყვეთ, არამგონია ის ნაბიჭვრები დღეს კიდევ დაბრუნდნენ.
- კარგი - გადმომილაპარაკა ლუკამ - შენ წინ წადი, მე და ლექსო უკან გამოგყვებით.
დაჩი თავის მანქანაში ჩაესვათ, ჯიპს უკანა კორპუსი საცერივით ჰქონდა დახვრეტილი. სასწრაფოდ საჭეს მივუჯექი და მანქანა დავქოქე. დაჩის გავხედე, უკანა სავარძელზე უგონოდ იწვა, სახეზე კი ფერი არ ედო, მუცელთნ კი ორი მოზრდილი წითელი ლაქა აჩნდა. გამაკანკალა და მანქანა საბურავების წივილით მოვწყვიტე ადგილიდან.
- ცოტაც გაუძელი! ცოტაც გაუძელი! - ჩურჩულით ვევედრებოდი მეგობარს და მანქანას მთელი სისწრაფით მივაქროლებდი. ოც წუთში ჯიპი პირველივე საავადმყოფოს ეზოში მივაგდე, მანქანიდან გადმოვხტი და საავადმყოფოში შევვარდი.
- დამეხმარეთ! ადამიანი კვდება! - ვიყვირე ბოლო ხმაზე. ექიმები მაშინვე გამოცვივდნენ, დაჩი ფრთხილად დააწვინეს საკაცეზე და სასწრაფოდ საოპერაციოში გააქანეს.
- თქვენი წამოსვლა არ შეიძლება, აქ დარჩით! - ხელით შემაჩერა ექიმმა და საოპერაციოს ოთახში გაუჩინარდა.
ერთიანად აცახცახებული ჰოლში მარტო დავრჩი. ხალხი დაფეთებული შემომყურებდა, ვიტრინის მინაზე საკუთარ ანარეკლს მოვკარი თვალი და გული გადამიქანდა. ერთიანად სისხლში ვიყავი ამოთხვრილი, სახეც და ხელებიც სულ სისხლიანი მქონდა. ჰოდა რა გასაკვირი იყო, რომ ხალხი შეშინებული მომჩერებოდა.
მოსაცდელში სკამზე ჩამოვჯექი და სახე ხელებში ჩავრგე. ახლა სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ იმას ვნატრობდი, რომ დაჩი ცოცხალი გადარჩენილიყო. ის არ უნდა მომკვდარიყო! არავითარ შემთხვევაში! ამას ვეღარ გავუძლებდი, ამდენის ატანას ვეღარ შევძლებდი.
არა ამ საქმეს ვინც გაეკარა ყველამ გულში ტყვიით დაასრულა! დაჩი რომ ვერ გადაერჩინათ? ისიც რომ მომკვდარიყო?! არა ამაზე ფიქრი არ შემეძლო, ერთიანად აკანკალებული თავს კარგზე ფიქრს ვაიძულებდი. უცებ ჯიბეში ტელეფონი აწკრიალდა. ნომერს დავხედე, ლუკა რეკავდა.
- რა ქნეს შეიყვანეს? - მკითხა მაშინვე, როგორც კი ვუპასუხე.
- ჰო, საოპერაციოშია.
- ნუ ნერვიულობ გადარჩება, ცოტახანში პოლიცია მოგაკითხავს უნდა წამოხვიდე!
- არა არ შემიძლია, მარტო ვერ დავტოვებ! ყოველშემთხვევაში, იქამდე მაინც სანამ ოჯახს არ გააგებინებენ, მარტოს ვერ დავტოვებ, გამორიცხულია!
- კარგი, ჩვენ გარეთ ვდგავართ. არ ინერვიულო მარტო არ ხარ, თუ რამე ისე არ წავა მაშინვე მოვალ.
- არა! არავითარ შემთხვევაში, აქ არ შემოხვიდეთ! ჰო და მართლა, დაჩის მანქანაში ჩემი იარაღი დამრჩა და აიღე. აქაურობას ახლოს არ გაეკრაო! მეთვითონ დაგირეკავ.
- კარგი.
ტელეფონი გაითიშა. სასოწარკვეთილი ფეხზე წამოვიჭერი და ფეთიანივით დავიწყე სიარული წინ და უკან. ერთი საათი გავიდა და ჯერ კიდევ არავინ გამოსულა რომ რამე მაინც ეთქვათ, უმნიშნველო, რაღაც მაინც! ლამის ჭკუიდან გადავედი. ბოლოს როგორც იქნა კარი გაიღო და ექიმი გამოვიდა.
- ექიმო, როგორ არის?
- ოჯახის წევრი ხართ?
- არა, მეგობარი.
- ოპერაციას ვუკეთებთ, წინ მძიმე საათები ელის, დიდ იმედს ვერ მოგცემთ, მაგრამ რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ.
- გასაგებია - ჩავილაპარაკე უიმედოდ და სკამზე დავეხეთქე.
ექიმი უკან გაბრუნდა. შიშისგან ლამის გული გამხეთქოდა. არა, დაჩი ამას შეძლებდა! ამას გადაიტანდა! უნდა გადაეტანა! სხვა რამეზე ფიქრი უბრალოდ არ შემეძლო. ფიქრებში გართულს ხალხის ჩოჩქოლი შემომესმა, თავი ავწიე და დავინახე როგორ შემოვიდნენ პოლიციელები ჰოლში, წინ დავით სონგულია მოუძღოდათ.
- ჯანდაბა! - ჩავისისინე გაცოფებულმა, ესღა მაკლდა! თითქოს ჩემი სადარდებელი საკმარისი არ იყო!
- ასე, ასე, - სონგულია თავს წამადგა კბილების ღრჭიალით - ნაკაშიძე, შენ ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებ! - თავი ავწიე და გაღიზიანებულმა შევხედე.
- თავიდან მომწყდი, ახლა შენი ნერვები არ მაქვს!
- განყოფილებაში მივდივართ, სასწრაფოდ! - გამოსცრა კბილებში.
- არსად არ წამოვალ! ჩემს მეგობარს მარტო არ დავტოვებ!
- წამოხვალ! წამოხვალ და ბევრ კითხვაზეც გამცემ პასუხს!
- რამეში მადანაშაულებ? - ფეხზე წამოვიჭერი და გაცეცხლებული წინ ავესვეტე.
- განყოფილებაში გავაგრძელებთ ლაპარაკს! - დამისისნა გაბოროტებულმა.
- თუ რამეში მადანაშაულებ მაშინ დამაპატიმრე, თუ არადა უკვე გითხარი რომ ფეხს არ გავადგამ არსად, ჩემს მეგობარს მარტო არ დავტოვებ მეთქი! - ვუყვირე ნერვებმოშლილმა.
გარშემო ხალხი გაშტერებული შემოგვყურებდა. სონგულიამ აფთარივით მიმოიხედა და ბოლოს უსიამოვნო დაღმეჯილი სახით უკან დაიხია. ნახევარ საათში დაჩის მშობლებიც გამოჩდნენ, მათთან შეხვედრა გამიჭირდა. თავისთავად მომხდარის ახსნას ჩემგან მოითხოვდნენ. კითხვებს-კითხვებზე მაყრიდნენ მე კი თავიდან მოშორებას ვცდილობდი! ცოტახანში ინაც გამოჩნდა. ფერწასული და თვალებდასიებული მოვარდა მოსაცდელში. მასთან შეხვედრა ყველაზე მეტად გამიძნელდა.
- ნაია?! - გაკვირვებულმა ძლივს მიცნო - აქ რას აკეთებ? ეს სისხლია?! - გაფითრებულმა სახე და ტანსაცმელი მომითვალიერა.
- დაჩისთან ერთად იყო, როცა თავს დაესხნენ - ტირილით აუწყა დაჩის დედამ, ინამ თვალებგაფართოებულმა გადმომხედა. ჯანდაბა! ესღა მაკლდა!
- ესს... ესს სიმართლეა? - თვალებში ცრემლი აუბრჭყვიალდა.
თვალით ვანიშნე გვერდზე გამოდი-თქო, როცა დაჩის მშობლებს ყურდღება პოლიციელებმა გადაატანინეს. როგორც კი ხალხს გამოვერიდეთ ინა მაშინვე მესცა.
- სად დაიკარგე?! არცერთ ზარზე არ მიპასუხე, ლამის ჭკუიდან შევიშალე! ან ახლა რა მოხდა?! რა დაგემართათ? დაჩის ვინ ესროლა? შენ იქ რა გინდოდა?!
- ცოტა ნელა!
ამოვიბუზღუნე გონებაარეულმა, ახლა ამ კითხვებისთვის პასუხის გაცემის თავი არ მქონდა. ფარულად გავხედე დეტექტივს, რომელიც დაგეშილი ძაღლივით ჩასაფრებული მელოდებოდა.
- რა?! კიდევ თავს მარიდებ? ხვდები რა ხდება? ირაკლი მოკლეს, ახლა დაჩი დაჭრეს! გამაგებინე ნაია, რა ჯანდაბა ხდება შენს თავს?! - ბოლოს უკვე ცრემლები გადმოსცვივდა და აწითლებული თვალებით ვედრებით შემომხედა - რას დაემგვანე, ძლივს გიცანი! სახლში არ რჩები! ვისთან ხარ? დედაშენი ლამის ჭკუიდან შეცდეს! მგონი სამყარო შეიშალა! - ვეღარ გაუძლო და ტირილისგან დაოსებული იქვე სკამზე ჩამოჯდა, სახე ხელებში ჩარგო და გულამოსკვნილი ატირდა.
- კარგი, გეყო - მივუახლოვდი და მის წინ ჩავიმუხლე - შემომხედე! დაჩი კარგად იქნება გაიგე?! არაფერი მოუვა!
- რატომ არაფერს არ ამბობ! რატომ ხარ მუდამ ჩუმად! - შემომხედა აცრემლებულმა.
- იმიტომ, რომ ცოცხლები დარჩეთ! - ჩავისისინე გაცოფებულმა.
- რა? - ინას შიშით გააკანკალა. ჯანდაბა! მეც რეებს ვროშავდი!
- არაფერი. მომისმინე, დაჩის გვერდიდან არ მოშორდე გაიგე? თუ პოლიცია რამეს გკითხავს არაფერი არ იცი! და ყველაზე მთავარი - დაჩის ამბავი შემატყობინე! როგორც კი რამეს გაიგებ მაშინვე დამირეკე!
- შენ სად მიდიხარ?
- განყოფილებაში - გავხედე სონგულიას, რომელიც ყურებდაცქვეტილი ცდილობდა რაიმე მნიშვნელოვანისთვის ყური მოეკრა.
- იქ რა გინდა?!
- აბა მე რა ვიცი რა ჯანდაბა მინდა!
გაცოფებული წამოვდექი, ინაც ადგა და მკლავზე დამექაჩა. საშინელმა ტკივილმა ელვასავით დამიარა ტანში და უსიამოვნოდ შევიჭმუხნე. ზუსტად იქ მომარტყა ხელი სადაც ნატყვიარი მქონდა.
- რა მოხდა? - თვალები გაუფართოვდა და ხელი მიშვა.
- არაფერი! - ნატკენ ადგილზე ხელი მოვისვი და ვეცადე არაფერი შემემჩნია.
- ხელზე რა გჭირს? - შიშსგან თვალები დაუმრგვალდა და ფრთხილად შემეხო მკლავზე.
- რას აკეთებ?! - დავუსისინე გაბრაზებულმა და მისი ხელი უხეშად მოვიშორე.
- ეს რა არის? - შიშსგან ტუჩები აუკანკალდა - სახვევი გადევს? ეს... ეს.. ნატყვიარია?
- რა სისულელეებს ბოდავ!
- ჰო?? მაშინ ხელზე რა გჭირს, ან ამას უყურე! - ბანკისგან გადახსნილ მტევანზე წამავლო ხელი - ეს რაღაა?! სად ჯანდაბაში დადიხარ? რას უკეთებ საკუთარ თავს?!
- გეყოფა, უკვე ყურადღებას იქცევ! - ჩავისისინე უკმაყოფილოდ და პოლიციელებს გავხედე, რომლებიც ინტერესით აკვირდებოდნენ ჩემს თითოეულ მოძრაობას.
- როდის ამიხსნი ყველაფერს?! ბოლოს და ბოლოს, როდის მეტყვი რა ხდება?!
- მაპატიე, მხოლოდ ასე შემიძლია შენი დაცვა! დაჩიმაც სცადა სიტუაციაში გარკვევა! არ მინდა მეორედ აქ მოვიდე და ამის მიზეზი შენ იყო, ამდენი აღარ შემიძლია - ამოვილაპარაკე მოქანცულმა და ინას ხელი გავაშვებინე.
- ფრთხილად იყავი, თუ რამე არ მოგეწონება, ან რამე შეგაშინებს მაშინვე დამირეკე. - ზურგი ვაქციე და დეტექტივთან მივედი.
- დროზე მოვრჩეთ, ბევრი დრო არ მაქვს! - შევუღრინე გაღიზიანებულმა.
- წავედით. - ხელით მანიშნა კარზე და წინ გამიძღვა.
გარეთ გამოვედით, დეტექტივი წინ მიდიოდა. მიდამო მალულად მოვათვალიერე, ბიჭები არსად ჩანდნენ, გულზე მომეშვა და სონგულიას თამამად გავყევი უკან. ამ ნაძირალას თავს მაინც ვერ ავარიდებდი და ჯობდა ეს საქმე მალე მომემთავრებინა, მხოლოდ იმას ვნატრობდი, რომ მირანდას არაფერი გაეგო, ჯერ მაინც! არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში ვენახე და ინფარქტი მოსვლოდა.
- აბა? ახლა რას იტყვი?
განყოფილებაში ვიყავით, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ დასაკითხ ოთახში ვიჯექი და სონგულიას მივჩერებოდი, რომელიც სვავით მადგა თავზე და ეჭვიანი მზერით მბურღავდა.
- რა უნდა ვთქვა? - ვკითხე მოქანცულმა და სახე მოვისრისე.
რამდენიმე საათის წინ ისეთი რამეები გადამხდა თავს, რომ ახლა აქ ჯდომა და კითხვებზე პასუხის გაცემა არარეალურად მეჩვენებოდა. თან ემოციებისგან ისე ვიყავი გადაღლილი, რომ რამდენიმე წუთით თვალის მოხუჭვა ნამდვილად შვება იქნებოდა ჩემთვის.
- აქ კითხვებს მე ვსვავ! შენ კი მპასუხობ! გასაგებია?
- რა მოსაბეზრებელი ხარ, - ჩავიცინე ირონიულად. ეს დეტექტივი მართლა ძალიან მაღიზიანებდა. დროის გასაყვანად ოთახის თვალიერება დავიწყე.
- ილაპრაკებ ბოლოს და ბოლოს? შენი მეგობრის მანქანა ერთიანად დაცხრილულია ამაზე თავს ვერ ამარიდებ - გაცოფებულმა მაგიდას მუშტი დასცხო.
- იცი, სულ მიკვირდა შენნაირი ნერვიული პოსტზე როგორ დანიშნეს.
- ხმა ამოიღე! რა მოხდა? ვინ გესროლათ? სად იყავით? - საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას ჩემს ნათქვამს, კომპილერის ციკლივით ერთი და იგივე შეკითხვებს მაყრიდა.
- ყავა არ შეიძლება? დავიღალე, შენ კიდე ტვინს უარესად ბურღავ. - დავამთქნარე და სკამზე გადავწექი.
- თავი ვინ გგონია ლაწირაკო? ნეტავ მამაშენი გიყურებდეს ახლა! შენი ნამდვილად შერცხვებოდა! მკვლელებს ხელს აფარებ!
- აბა ენას მოუკელი! - სიბრაზიზგან ცეცხლი წამეკიდა.
- მითხარი რა მოხდა! თავს ვინ დაგესხათ?
- ბებიაშენი კაკლის სამტვრევით, წარმოდგენა არ მაქვს! - ვუყვირე გაცეცხლებულმა, სასაცილოა, მაგრამ ამჯერად სრულ სიმართლეს ვეუბნეოდი.
- ჰო და მეც დაგიჯერე! - მიპასუხა სარკასტრულად.
- ამ ჩემს ფეხებს!
- რა უნდათ შენგან? თავს რატომ არ განებებენ? შენს გარშემო მხოლოდ ტყვიების ზუზუნია, ყველგან სისხლის ნაკვალევს ტოვებ, რითი ახსნი ამ ყველაფერს?
გაცეცხლებული თავზე წამადგა და სახე ახლოს მომიტანა. ნათლად ვარჩევდი მის დაღარულ სახეს, რომელიც გადაღლილობისგან გაჰფითრებოდა, საშინელი სანახავი იყო. ალბათ მასაც ჩემსავით რამდენიმე ღამე არ სძინებია.
- აბა რა გითხრა, უიღბლო წელი მქონდა, ვის არ მოსვლია. - დავცინე თავხედურად და თვალებში ჩავაცქერდი.
- მოთმინებიდან ნუ გამოგყავარ, თორემ მზის სინათლეს მოგანატრებ! - ჩაისისინა ჩუმად და ბოროტად შემომხედა.
- ოჰო, ეს უკვე სხვა საქმეა, რაო დეტექტივო მემუქრები? - ჩავიცინე გესლიანად.
- სად იყავით? მანქანა საცერივით არის ქცეული, ვინ გესროდათ ასე გამწარებით?
- ყავაზე მაინც უარს ამბობ?
- ვერ ვხვდები, ასე რატომ იქცევი? არ მენდობი?
- როგორ არა დეტექტივო, წეღან ხომ ყავა გთხოვეთ, მე ყველას მოტანილ ყავას არ ვსვამ - გავუცინე ლაღად. სონგულიამ მიყურა მიყურა და ბოლოს ჩაეცინა.
- ვერ ვხვდები შვილო, ასე როდის დაკარგე თავი? - სკამზე ჩამოჯდა და დანანებით გამომხედა.
- ახლა გული ამიჩუყდება, ჩუმჩუმად თურქულ სერიალებსაც ხომ არ უყურებ ხოლმე?
- ხელზე რა გჭირს? - მკითხა მოულოდნელად - შენი მეგობარი რომ შეგეხო გამწარდი.
- კოღომ მიკბინა!
- ასე ძლიერად?
- აგრესიული იყო. - თვალი თვალში გავუყარე. თემის ცვლილება საშინლად არ მომწონდა.
- შენი სარკაზმით იმ დიდი ტკივილის დაფარვას ცდილობ რაც მოგაყენეს, მაგრამ ასე არაფერი გამოვა, ვერაფრით დაგეხმარები თუ სიმართლეს არ მეტყვი, დარწმუნებული ვარ იმაზე მეტად შეგიძლია ჩემი დახმარება ვიდრე ფიქრობ.
ხმა არ ამომიღია, მხოლოდ ზიზღით ვუყურებდი ამ ფლიდ არამზადას. ჯერ კიდევ გუშინდელი დღესავით მახსოვდა როგორ უბრძანა თავის დამპალ ძაღლებს ირაკლის ოთახიდან გათრევა, როგორ ჩაარტყეს მუცელში, რომ როგორმე დაემორჩილებინათ. სიბრაზემ და რისხვამ ერთიანად დამრია ხელი. იმდენად გავცოფდი, რომ დიდი სიამოვნებით ვეცემოდი ყელში და ჩემი ხელით გავგუდავდი ადგილზე.
- რა საქმე გაქვს დადიანთან? - მკითხა უცებ და თვალებში ჩამაკვდა.
გაოცებული წამში გამოვერკვიე შავ-ბნელი ფიქრებიდან და სონგულიას მივაშტერდი. საიდან იცოდა ჩემზე და ლუკაზე? გამორიცხულია რომ ეთვალთვალა. ასე რომ ყოფილიყო აუცილებლად მოჩხრეკდა რაიმე მიზეზს და ლუკას აიყვანდა. მისთვის ხომ არავითარი მნიშნველობა არ ჰქონდა ადამიანი დამნაშავე იყო თუ არა?! !
- ვისთანო?
- თავს ნუ იკატუნებ, მშვენივრად ხვდები რასაც გეკითხები.
- დადიანი ვინ არის? - ვკითხე შუბლშეკრულმა.
- შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა, უბრალოდ ერთი დეტალი არ მესმის, - წელში გასწორდა და ცინიკურად მომაჩერდა - რა საქმე უნდა ჰქონდეს პოლიციელის ქალიშვილს კანონიერ ქურდთან!


თავი მეთხუთმეტე
- შენ მგონი შეპყრობილი ხარ იცი? - ამოვთქვი გაოგნებულმა.
- როგორც ჩანს, დადიანს ამის შესახებ არაფერი უთქვამს შენთვის, ნეტავ რატომ? - სახეზე ბოროტი ღიმილი გადაეფინა - ჯაბა! - გასძახა მოადგილეს.
- დიახ, დეტექტივო!
- ჩემს კაბინეტში საწერ მაგიდაზე ორი დოსიე დევს და შემომიტანე.
- ახლავე!
მოადგილე ორ წუთში უკან დაბრუნდა და ორი სქელი ყავისფერი საქაღალდე შემოიტანა. სონგულიამ გაცისკროვნებული სახით ფაილები წინ დამიყარა და ღვარძლიანად გამიღიმა.
- ჰო, ჰო, ნახე მიდი რას მიყურებ, გადაშალე და ნახე რა წერია მანდ!
ხარბად შემომყურებდა და ხელს ნერვიულად ათამაშებდა, აშკარად სიამოვნებას ღებულობდა ჩემი დაბნეულობით. ფაილებს გაშტერებული დავაცქერდი. ერთ საქაღალდეს ლუკა დადიანი ეწერა, მეორეს კი ალექსანდრე ჩოხელი.
რეებს ბოდავდა ეს ავადმყოფი? რა კანონიერი ქურდი! კი ვხვდებოდი, რომ ბიჭები „კანონიერი“ ცხოვრებით არ ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს?! ერთხანს უხმოდ ვუყურებდი ფაილებს, ბოლოს თვალი მოვაცილე, ღიმილით გადავიხარე წინ და დოსიეები ერთი ხელის მოსმით მოვისროლე ძირს. სონგულიას გაოცებისგან თვალები შუბლზე აუცვივდა.
- რა პატეთიკური ხარ, - შევხედე გესლიანად - მე უკვე გითხარი, რომ წარმოდგენა არ მაქვს ვისზე მელაპარაკები! შესაბამისად ეს ფაილებიც არ მაინტერესებს.
- ცრუობ! - მიყვირა გაცეცხლებულმა და მაგიადას მუშტი დაჰკრა - პატარა, ფლიდი, მატყუარა ძუკნა ხარ! მოგწონს შენ ეს თუ არა მაინც მოგიწევს ხმის ამოღება! შენს დუმილს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეწირება, ამას კი არ დავუშვებ!
- რეებს ჩმახავ?! - ვუყვირე გაცოფებულმა - გითხარი არაფერი არ ვიცი მეთქი, მაგრამ შენს ხის თავში არაფერი შედის!
- მზის სინათლეს მოგანატრებ ნაკაშიძე, გესმის?! - იყვირა მოთმინებადაკარგულმა - ყველაფერს გავაკეთებ რომ ციხეში ამოგაყოფინო თავი. დამერწმუნე იქაური გარემო შენნაირი გოგონებისთვის არ არის შექმინილი!
- ნუ მემუქრები! - გაცეცხლებული ფეხზე წამოვიჭერი და სახე სახესთან მივუტანე - რაც გინდა ის გააკეთე, ფეხებზე ! ჯერ ირაკლის ემუქრებოდი ახლა მე, ჰოდა კაცობა გეყოს და ერთხელ მაინც შეასრულე შენი საცოდავი მუქარა! მიდი, ამომაყოფინე თავი „ხუთვარსკვლავიან“ სასტუმროში, ძალიან მაინტერესებს მაგას როგორ მოახერხებ! ფორას მოგცემ, ადვოკატს არ მოვითხოვ! - ვუთხარი დამცინავად და ზიზღით შევხედე. იმდენად მირევდა გულს, რომ თავს ძალას ვატანდი შუაზე არ გამეგლიჯა.
კარი გაიღო და დასაკითხ ოთახში სონგულიას მეწყვილე შემოვიდა. ეს ტიპი რამდენჯერმე მყავდა ნანახი, მისი დამპალი პარტნიორისგან განსხვავებით შედარებით ადამიანური მანერები ჰქონდა.
- დავით, რა ხდება? უნდა დაწყნარდე!
- გადი სანდრო, - დაუსისინა მეწყვილეს - გადი მეთქი! ჯერ არ დამისრულებია!
- დავით, - სანდრომ გამაფრთხილებად შემართა ხელი - მე გავაგრძელებ, შენ შეგიძლია შეისვენო.
- გადი მეთქი! - უყვირა სონგულიამ და თვალები დაუბრიალა. სანდრო შეყოყმანდა, ბოლოს კარი გაიხურა და გავიდა.
- რა მეგობრული ხარ! - ჩავიცინე ირონიულად და სკამზე ჩამოვჯექი.
სონგულიამ თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. დამშვიდებას ცდილობდა, მე კი მის ნერვებზე თამაშით ვტკბებოდი. ბოლოს თვალები გაახილა და ჯიბეში ხელი ჩაიყო. პატარა ჯიბის დეკორატიული საათი ამოიღო და შუბლშეკრული დააცქერდა. წამით ყველაფერი გადამავიწყდა და გაშტერებული საათს მივაჩერდი. პატარა ოქროსფერი ნივთი მაშინვე ვიცანი.
ეს საათიც იყო და კომპასიც. ძველის ძველი საკოლექციო ნივთი იყო, საკმაოდ ძვირადღირებული და რაც მთავარია ძალიან ლამაზი. მასზე ამდენი იქიდან ვიცოდი, რომ ის თავად გამოვუწერე მამაჩემს ამერიკიდან დაბადების დღისთვის. საათი კი მამაჩემის მკვლელობის ღამიდან გაქრა, ყველგან ვეძებე მაგრამ ვერსად ვერ ვნახე. ნერვიულობისგან პირი გამიშრა, იქნებ მეჩვენებოდა და ეს ის არ იყო? მაგრამ სანამ სონგულია საათს ისევ ჯიბეში ჩაიდებდა, ნათურის კაშკაშა შუქზე ოქროსფრად გაიელვა ინიციალებმა „N.N”. ფერი დამეკარგა, ეს ნამდვილად ის საათი იყო, რომელიც მამაჩემს ვაჩუქე.
მაშინვე ვაჩეს სიტყვები გამახსენდა, როცა მითხრა ამ ბინძურ საქმეში პოლიციელიც არის გარეულიო. ნუთუ ეს სონგულია იყო? მართალია ის საშინლად მეზიზღებოდა, მაგრამ ამას მაინც ვერ ვიფიქრებდი. მთელი ამდენი ხნის მანძილე ეს ნაძირალა მე და ირაკლის კუდში დაგვდევდა. ყოველთვის მიკვირდა რატომ აითვალწუნა ირაკლი ასე ძალიან, ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. ამ ნაბიჭვარს პირდაპირი კავშირი ჰქონდა ჩემი ოჯახის გაწყვეტასთან. ზიზღმა და შურისძიების წყურვილმა დენივით დამიარა ტანში. პირში სისხლის გემო ვიგრძენი.
- იცი, რაც უფრო გაკვირდები მით უფრო ვრწმუნდები, რომ შენ და დადიანი ერთმანეთს შეეფერებით - მითხრა მშვიდი ღიმილით და მაგიდაზე ჩამოჯდა - ისიც ისეთივე ქვემძრომი და სახიფათოა როგორც შენ! თქვენს გარშემო მხოლოდ გვამებია, წინ მიდიხართ და უკან ცხედრებს ტოვებთ, ასეთი პატარა გოგო და ასეთი ცივსისხლიანი პირველად ვნახე. ყოჩაღ, ნამდვილად გამაოცე, შენ მამაშენთან საერთო არაფერი გაქვს!
- ამ წუთიდან დადიანი შენი ყველაზე ფუმფულა პრობლემაა, გაიგე?! - ჩავისისინე გაბოროტებულმა და ფეხზე წამოვდექი. სიბრაზიზგან თვალებში მიბნელდებოდა.
სონგულიას სახე შეეცვალა, არ ვიცი ჩემს თვალებში რა ამოიკითხა, მაგრამ უკან დაიხია და სკამზე ჩამოჯდა. გააფთრებულს ტანი და ხელები ერთიანად მიცახცახებდა, ცოტაც და აქვე ვესცემოდი და კბილებით ყელს გამოვფატრავდი.
- აჰ, მემუქრები? რაო, დადიანს მომიქსევ? - შეშლილივით მომაჩერდა და ჩაყვითლებული კბილები გამოაჩინა.
უცებ კარი გაიღო და დასაკითხ ოთახში სანდრო შემობრუნდა, თან ორი პოლიციელიც მოიყვანა. მისი დანახვა განსაკუთრებით არ მესიამოვნა, არ მინდოდა რომ სონგულია ოთახიდან გასულიყო.
- დავით, მაპატიე, მაგრამ მე უნდა შეგცვალო. - მიმართა კოლეგას მშვიდად. სონგულია კი მე არ მაშორებდა თვალს, ორივე გაველურებულები შევსცქეროდით ერთმანეთს - დავით!
- კარგი! - იყვირა გაბოროტებულმა, ფეხზე წამოიჭრა და ტყვიასავით გავარდა ოთახიდან.
- თქვენც დაგვტოვეთ თუ შეიძლება. - მიმართა პოლიცილებს.
ისინიც უმალ გავიდნენ ოთახიდან. სკამზე მძიმედ დავეშვი და საზურგეს მივეყრდნე. სულ გადამავიწყდა დაღლილობა, ძარღვებში სიძულვილი მიდუღდა. მხოლოდ იმას ვნატრობდი, რომ სულ ათი წუთით სონგულიასთან მარტო დავეტოვებინე ვინმეს, ესეც საკმარისი იქნებოდა მის გამოსაფატრად! ვერაფრით ვწყნარდებოდი სიბრაზიზგან ერთიანად მაცახცახებდა.
- გამარჯობა, ნაია. - თავაზიანად მომესალმა დეტექტივი და ჩემს წინ ჩამოჯდა - მე სანდრო გელოვანი გახლავარ, არ ვიცი რამდენად გახსოვარ, მაგრამ...
- მახსოვხარ! - შევაწყვეტინე ცივად და ზიზღით შევხედე, სანდრომ გამიღიმა და თავი დამიქნია.
- ძალიან კარგი, პირველ რიგში ბოდიშს გიხდი ჩემი მეწყვილის საქციელის გამო, ზედმეტად აღელვებულია და ეს აღარ განმეორდება.
თავი გვერდზე გადავხარე და დეტექტივს დამცინავად შევხედე. სერიოზულად მაბავდა ეხლა სალაპარაკოდ თუ მეხუმრებოდა. თავი გავაქნიე და სახეზე ხელი მოვისვი.
- დაშავებული ხარ? - მკითხა შეწუხებულმა და ჩემს შებინტულ ხელს მიაჩერდა - ჯერ ექიმს ხომ არ დავუძახო? და მერე გავისაუბროთ.
- კარგად ვარ, პირდაპირ საქმეზე გადადი! - მისი მეგობრული ტონი საშინლად მაღიზიანებდა.
- კარგი, ვიცი რომ ახლა ძალიან ცუდად ხარ და არავის მოსმენა არ გინდა, მაგრამ ჩემი სამსახური მავალდებულებს, რომ ამ თემაზე მაინც გაგესაუბრო.
- აჰ, ესეიგი სონგულია ცუდი პოლიციელია, შენ კი კარგი? - გავხედე სიცილით - როლები ასე გაინაწილეთ? რა საცოდაობაა.
- ვიცი, რომ არ გვენდობი და მესმის შენი კიდეც. მამაშენის ტრაგედია დღემდე ყველას დაღად გვაზის გულზე. არ გთხოვ რომ არ გძულდეთ, ამის სრული უფლება გაქვს, მაგრამ მე მხოლოდ დახმარებას ვცდილობ. ნაია, მამაშენს აქ ყველა დიდ პატივს სცემდა, რადგან შეუდარებელი პიროვნება და ნამდვილი პროფესიონალი იყო. მინდა რომ დაგეხმარო, გთხოვ საშუალება მომეცი რომ მომხდარში გავერკვე.
დეტექტივი ისეთი შეწუხებული სახით მიყურებდა, რომ ლამის დავიჯერე მისი მონაჩმახი. იქნებ მათი სიძულვილი ასე რომ არ მქონებოდა ძვალ-რბილში გამჯდარი, მართლა მივნდობოდი ამ ლეკვისთვალებიან დეტექტივს, მაგრამ რატომღაც არცერთი მისი სიტყვის არ მჯეროდა. ჩემს გარშემო იმდენი ტურა დაიარებოდა, რომ ბეცი ბავშვივით მხოლოდ მის თვალების ჟუჟუნს ვერ დავუჯერებდი.
- ყავა შეიძლება? - ვკითხე მოქანცული ხმით.
- რა თქმა უნდა, ახლავე. - მიპასუხა სხარტად და ოთახიდან გავიდა.
- პირადი მომსახურება? - ჩავილაპარაკე დაეჭვებულმა და კარს გავხედე, საიდანაც წამის წინ სანდრო გაუჩინარდა - რაღაც ძალიან კეთილი ხართ, ბატონო „თავაზიანობავ“.
როგორც კი დეტექტივი გავიდა და კარი გაიხურა მაშინვე ოთახი მოვათვალიერე. აქ არაფერი იყო, საერთოდ არაფერი, ერთი დიდი რკინის მაგიდისა და იატაკზე დაჭედებული ორი სკამის გარდა. გაღიზიანებული სკამის საზურგზე გადავწექი და მაშინვე სონგულიაზე დავიწყე ფიქრი. არა დაჯერება მიჭირდა, რომ ეს მამაჩემის მკვლელობის ღამეს იქ იყო. უცებ წარმოვიდგინე, როგორ იჯდა საჭესთან ჩრდილში და შორიდან როგორ უყურებდა სანახაობას.
გაცეცხლებულმა რკინის მაგიდა ფრჩიხლებით დავფხაჭნე. აუილებლად ვაზღვევინებდი ამას! ჩემი ხელით მოვუღებდი ბოლოს, მაგრამ მანამდე ძალით ამოვგლეჯდი პირიდან იმ ავადმყოფის სახელს ვინც ეს გააკეთა, ყველაფერს ვათქმევინებდი რაც იცოდა, მერე კი...
წამით ყურადღება გამეფანტა და ოთახის კუთხეში დამაგრებულ კამერას ავხედე, რომელიც ახლა მწვანედ ციმციმებდა. წინა მოსვლაზე გამორთული იყო. ამან ჩემი ყურადღება მიიქცია, ამიტომ როცა სონგულიამ ოთახში შემომიყვანა პირველ რიგში ისევ კამერას ავხედე. ის ისევ გამორთული იყო, ახლა კი ჩაერთოთ და მწვანედ ციმციმებდა. გამეცინა და ხელი დავუქნიე. ვაგრძნობინე, რომ სრული იდიოტები იყვნენ. როგორც იქნა კარი ისევ გაიღო და ოთახში, ყავით ხელში, სანდრო შემოვიდა.
- აი ყავაც. - გამიღიმა მეგობრულად და წინ მოზრდილი ჭიქით ორთქლავარდნილი სასმელი დამიდო.
- გმადლობთ.
- არაფერს, თუ შეიძლება დავიწყოთ კარგი? რაც გაგახსენდება ყველაფერი მიამბე, თითოეული დეტალი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- არ შეიძლება, რომ სხვა დროს ვისაუბროთ? ძალიან დავიღალე.
- სამწუხაროდ არ შემიძლია, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. - მიპასუხა შეწუხებულმა და თვალით კამერაზე მანიშნა.
- კარგი, რა გაეწყობა - ამოვიოხრე გაღიზიანებულმა.
- თუ გინდა კითხვებს დაგისვამ და მიპასუხე ან თავად მომიყევი დღეს რა მოხდა, არ მინდა დისკომფორტი იგრძნო ან აღელდე, მე აქ ამისთვის არ მომიყვანიხარ, მხოლოდ შენი დახმარება მჭირდება.
- კარგი, მოგიყვები - სკამზე შევსწორდი და ყავა მოვსვი. სანდრომ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ჩასაწერად მოემზადა.
- მოკლედ, მე და დაჩი ერთმანეთს უნდა შევხვედროდით, - დავიწყე მოქანცული ხმით - დაჩიმ დამირეკა და მთხოვა რომ მენახა.
- თქვენ დიდი ხანია ერთმანეთი არ გინახავთ ხომ ასეა? - ჩამეკითხა ინტერესით. გამეღიმა, რა თქმა უნდა, დაჩის ყველა ნაბიჯი ზეპირად იცოდნენ, ნაბიჭვრები!
- არა, არ მინახავს. ჩემი მეგობრის სიკვდილის შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი და არავის ნახვა არ მინდოდა - მოვუჭერი ცივად.
- გასაგებია, გააგრძელე.
- მე და დაჩი ერთმანეთს შევხვდით. მომიკითხა, ჩემზე ნერვიულობდა, ის და ირაკლი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, აქედან გამომდინარე ჩვენც ახლოს ვართ, ცოტახანს ვილაპარაკეთ.
- ბოდიში რომ გაწყვეტინებ, მაგრამ რაზე ისაუბრეთ?
- დაჩი და ჩემი ახლო მეგობარი ერთმანეთს ხვდებიან, მაინტერესებდა როგორ მისდიოდათ საქმე - ვუპასუხე სერიოზულად თან ვცდილობდი არ გამცინებოდა.
- მხოლოდ ამაზე ისაუბრეთ? - მკითხა დაბნეულმა და ბლოკნოტში რაღაც ჩაიწერა.
- დიახ, დაჩიმ მკითხა თავს როგორ ვგრძნობდი. მე კი ამაზე ლაპარაკი არ მინდოდა. ამიტომ, მხოლოდ ამაზე ვისაუბრეთ. თქვენი არ ვიცი დეტექტივო, მაგრამ თინეიჯერებში ეს თემა საკმაოდ აქტუალურია.
- კარგი, გააგრძელე - მიპასუხა იმედგაცრუებულმა.
- მოსაყოლი არაფერია, უკვე დაშლას ვაპირებდით. დაჩიმ შემომთავაზა გაგიყვანო, მაგრამ უარი ვუთხარი, ფეხით სეირნობა დეპრესიის დაძლევაში მეხმარება.
- კი, მაგრამ თქვენ მიიყვანეთ დანელია საავადმყოფოში, ეს როგორ თუ ერთად არ იყავით?
- გეტყვით, დაჩიმ არ დამანება ამიტომ დავთანხმდი და მანქანაში ჩავჯექი. სწორედ ამ დროს დაგვესხნენ თავს, არ ვიცი ვინები იყვნენ ან ჩვენგან რა უნდოდათ. ავტომატებით დაგვცხრილეს და გაიქცნენ.
- ასე უბრალოდ გაიქცნენ? - მკითხა ეჭვით.
- არა, პოლიციას დაელოდებოდნენ, - ვუპასუხე ირონიულად - ალბათ ეგონათ რომ დავიხოცეთ, ან რავიცი, ავტომატის ჯერი გადაგვატარეს და მაშინვე გაგვეცალნენ. მე დახრა მოვასწარი და ტყვია არ მომხვედრია, მაგრამ დაჩი საჭესთან იჯდა ამიტომ ის დაიჭრა, ამის შემდეგ მაშინვე კლინიკაში მივიყვანე ეს იყო და ეს.
- მანქანა უკანა მხრიდან იყო დაცხრილული, - მითხრა დეტექივმა და ყურადღებით დამაკვირდა - თუ თქვენი დახოცვა უნდოდათ ცოტა სხვანაირი სურათი უნდა ყოფილიყო.
- არ ვიცი რანაირი სურათი უნდა ყოფილიყო დეტექტივო, მაგრამ რაც მოხდა იმას გიყვებით. წარმოდგენა არ მაქვს ვინები იყვნენ, ან ჩვენგან რა უნდოდათ. სროლა რომ ატყდა ძალიან შემეშინდა, წესიერად არც ვიცი რა როგორ მოხდა, შოკში ვიყავი.
- კარგი, სად შეხვდით ერთმანეთს?
- გარეუბანში.
- რატომ იქ?
- ძალიან მყუდრო ადგილია, ხალხმრავლობას ვერიდები. - ვუპასუხე გამომწვევად.
- გასაგებია, თქვენს მეგობარს მტრები ხომ არ ჰყოლია? ან რას ფიქრობთ, ეს თავდასხმა რაიმე კავშირში ხომ არ არის თქვენი მეგობრის მკვლელობასთან?
- მე საიდან უნდა ვიცოდე? - ვკითხე ნერვებმოშლილმა - ამის გამოძიება თქვენი საქმეა, წარმოდგენა არ მაქვს რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს, იქნებ გაგერკვიათ?!
- კარგი, - მიპასუხა შემრიგებლური ტონით - კიდევ ერთი კითხვა მაქვს, სად რჩებოდით ამ თვეების განმავლობაში?
- რა შეკითხვაა, რა თქმა უნდა, ჩემს სახლში! - ვუპასუხე შუბლშეკრულმა.
ტყული იოლად გამომდიოდა, ან იქნებ გამწარებულზე უფრო იოლად ვახერხებდი კონცენტრაციას?! უფრო მეტად ის მახალისებდა, რომ ამ ცინიკოს არამზადას თვალებში ვუყურებდი და უტიფრად ვატყუებდი.
- დარწმუნებული ხართ? - მკითხა ეჭვით.
- მშვენიერია, ანუ საკუთარ სახლში ვიღვიძებ თუ ვიძნებ მაგაში ეჭვი უნდა მეპარებოდეს? დიდი სტრესი გადავიტანე, მაგრამ არ გამიფრენია, დეტექტივო! - მოვუჭერი ცივად და ცხელი ყავა მოვსვი.
- გასაგებია, უბრალოდ ფაქტებს ვაზუსტებ. - მიპასუხა ღიმილით და ბლოკნოტში რაღაც ჩაინიშნა.
- დავამთავრეთ? - ვკითხე ირონიულად, ეს მასკარადი უკვე გვარიანად მაღიზიანებდა - მეტი აღარ შემიძლია, სახლში მინდა წასვლა, ძალიან დავიღალე.
- რამდენიმე წუთს კიდევ მოგაცდენთ, თქვენს ჩვენებას ოფიციალურად მოაწერთ ხელს, შემდეგ კი გაგათავისუფლებთ - მიპასუხა ღიმილით და ფეხზე წამოდგა - და კიდევ, თუ რაიმე კითხვა გაგვიჩნდება დაგიკავშირდებით, ამიტომ ძალიან გთხოვთ ქალაქიდან ნუ გახვალთ.
სახე მოვისრისე და თავი მაგიდაზე ჩამოვდე. გამოვიფიტე, აღარაფრის თავი აღარ მქონდა, ახლა მხოლოდ ლოგინში დაწოლა და დაძინება მინდოდა. ერთი საათი კიდევ მაყურყუტეს და ბოლოს როგორც იქნა გამომიშვეს. დასაკითხი ოთახიდან გამოვედი თუ არა მოპირდაპირე ოთახის კარი გაიღო და იქიდან მირანდა გამოვიდა.
ძარღვებში სისხლი გამეყინა, მის აქ ნახვას ნამდვილად არ ველოდი. როგორც კი დამინახა სახე გადაუფითრდა, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ არაფერი უთქვამს. ტუჩებაკანკალებული ჩვეულებრივად მოვიდა ჩემთან. დეტექტივები ეჭვის თვალით გვათვალიერებდნენ ორივეს.
გელოვანი! ორმაგ თამაშს თამაშობდა, მე აქ შეკითხვებს მაყრიდა და მეორე ოთახში დედაჩემს ამოწმებდნენ, აინტერესებდა ჩვენი პასუხები ერთმანეთს თუ დაემთხვეოდა. გულში ვლოცულობდი, რომ დედაჩემს რამე სისულელე არ წამოსცდენოდა.
მირანდას მკლავში მოვკიდე ხელი და კარისკენ წავიყვანე. პოლიციელებმა თვალი გამოგვაყოლეს და მზერით მიგვაცილეს კარამდე. არცერთს ხმა არ ამოგვიღია, მირანდა მძიმედ სუნთქავდა და როგორც კი გარეთ გამოვედით თვალები აუწყლიანდა.
- ნაია! - ლამის მუხლი მოეკვეთა და აკანკალებული სახეზე ფრთხილად შემეხო - საყვარელო, რა დაგემართა? ეს რას დამგვანებიხარ?!
- მირანდა! - ჩავსისინე გაცოფებულმა და ფარულად ზურგს უკან გავიხედე, ხომ არავინ გვითვალთვალებს-თქო - აქ არა! წამოდი ჯერ აქაურობას მოვშორდეთ.
დედაჩემს მკლავში წავავლე ხელი და ძალით წამოვიყვანე განყოფილებიდან. როგორც კი შენობას კარგად გამოვცდით, მირანდამ თავი ვეღარ შეიკავა და ადგილზე შექანდა.
- დედა! - შევყვირე დაფეთებულმა და ხელი შევაშველე რომ არ წაქცეულიყო - ფრთხილად! მოდი, აქ დაჯექი.
იქვე სკამზე ჩამოვსვი, აქ მე და ლუკა ვისხედით და ცხელ შოკოლადს მივირთმევდით, სანამ ირაკლის გათავისუფლებას ველოდებოდი. მტკივნეულმა მოგონებებმა შხამივით დამიარა ძარღვებში. ქუჩა მოვათვალიერე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიჭები სადღაც ახლოს იყვნენ, გულში ვლოცულობდი, რომ ჯერ არ გამოჩენილიყვნენ.
- დედა, კარგად ხარ?
- მეტი აღარ შემიძლია, - ამოიკნავლა სასოწარკვეთილმა და ცრემლები წასკდა - რას ჰგავხარ ნაია! ცოცხალმკვდარი ერთიანად სისხლში ხარ ამოგანგლული, რა დაგემართა შვილო, ხელზე რა გჭირს? რა დაემართა ჩვენს ოჯახს?!
- დედა, დაწყნარდი! - ანერვიულებულმა ქუჩა მოვათვალიერე, აქ ჯდომა და ჭორაობა არც ისე უსაფრთხო იყო, ბოლოს და ბოლოს რამდენიმე საათის წინ კინაღამ სული გამაფრთხობინეს!
- რა დამაწყნარებს?! - აცრემლებული თვალებით ამომხედა და სახე მომითვალიერა - ისეთ დღეში ხარ რომ ვერც გიყურებ, ჩემი ირაკლი, მის გარეშე ყველაფერი ჯოჯოხეთს დაემსგავსა, ჩემი ბიჭის გარეშე ცხოვრება ერთ დიდ კოშმარად გვექცა.
- დედა!
ისედაც ნანერვიულებს უარესს მიმატებდა, მაგრამ მისიც მესმოდა, წარმომიდგენია დედისთვის როგორი დასანახი უნდა იყოს ცოცხალი მიცვალებულის ნახვა. ამიტომაც ვარიდებდი თავს და არ ვნახულობდი, არ მინდოდა ისე გამწარებულიყო, როგორც ახლა!
- სასწრაფოდ აქედან უნდა წავიდეთ, ახლავე! აღარსად აღარ გაგიშვებ! ღმერთმა უწყის სად რჩები, რას აკეთებ, ვისთან ხარ, რა ჯანდაბაში გაყავი თავი?! რა მოუვიდა დაჩის?! ვინ გესროლათ?!
- დედა, ამაზე აქ ვერ ვილაპარაკებთ - გამოვცერი კბილებში.
- აქ ვერა, იქ ვერა, საერთოდ აღარ მელაპარაკები, ჩემი შვილისგან აღარაფერი დარჩა! - ამოიტირა გულმოკლულმა და სახე ხელებში ჩარგო, მისი ტანჯვა უარესად მიწამლავდა სულს. სასოწარკვეთილმა აქეთ-იქით მიმოვიხედე.
- მისმინე, ახლა აქედან წავალთ კარგი? შენ სახლში მიგიყვან და ხვალ ვილაპარაკებთ, პირობას გაძლევ.
- რას ნიშნავს სახლში მიმიყვან? - ამომხედა თვალებდაწითლებულმა - შენ რა არ მოდიხარ?
- არა.
- რა თქმა უნდა, - შემომხედა აცრემლებულმა, პატარა, დაუცველ ბავშვს მაგონებდა, რომელსაც სიბნელის ეშინოდა და მარტო დარჩენა არ უნდოდა.
- ნანა ხომ შენთან არის?
- ჰო, მაგრამ მე ჩემი შვილი მინდა სახლში!
- დედა, შემომხედე, - მისი ცრემლებისგან დანამული სახე ხელებში მოვიქციე და თვალებში ჩავხედე - დე, გეხვეწები ახლა ისე მჭირდები როგორც არასდროს. გემუდარები სახლში დაბრუნდი და ხვალ გნახავ კარგი? პირობას გაძლევ რომ აუცილებლად მოგაკითხავ და მერე მე და შენ ვილაპარაკებთ.
რამდენიმე წუთს უხმოდ მიყურა შემდეგ კი ძალიან ნელა დამიქნია თავი, შვებით ამოვისუნთქე და წამოვდექი. მირანდაც ადგა და მხარზე ჩამეჭიდა, ფეხზე დგომა აშკარად უჭირდა.
- დედა, რა გკითხეს პოლიციელებმა? - ვკითხე ინტერესით როცა ქუჩას გავუყევით ტაქსის პოვნის იმედით.
- მკითხეს რამე ხომ არ ვიცოდი მომხდარზე. - მიპასუხა ჩახლეჩილი ხმით.
- კიდევ?
- და მკითხეს შენ სად დადიოდი ხოლმე. - ცივმა ჟრუანტელმა ტანში დამიარა, ასეც ვიცოდი! მელაძუები!
- და შენ რა უპასუხე?
- ვუთხარი, რომ ძალიან ცუდად გრძნობდი თავს და სახლიდან გარეთ არ გასულხარ, ამ საღამომდე. - შვებით ამოვისუნთქე, გულზე მომეშვა.
- დე, ძალიან ჭკვიანი ქალი ხარ, ეს არასდროს დაგავიწყდეს - ვუპასუხე ღიმილით და მაგრად ვაკოცე ლოყაზე.
- ნაია, სად რჩები ხოლმე? უბრალოდ მინდა ვიცოდე, ასე უფრო მშვიდად დამეძინება ღამით.
- მეგობართან, რომელიც ყველაფრით მეხმარება. ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ როცა ყველაფერი ჩაივლის გაგაცნობ, არაფერზე იდარდო, მასთან უსაფრთხოდ ვარ.
- ბიჭია? - მკითხა ინტერესით და დაწითლებული თვალებით დაკვირვებით შემომხედა.
- ჰო - ვუპასუხე პაუზის შემდეგ, როგორ სულელურად ჟღერდა ეს კითხვა, პასუხი კიდევ უარესად.
მირანდას აღარაფერი უკითხავს, ალბათ მეტის მოსმენა აღარც უნდოდა. ქუჩის კუთხეში ტაქსი შევამჩნიე, სწრაფი ნაბიჯით მივუახლოვდით და მანქანაში ჩავსხედით.
- გამოფენასთან მიგვიყვანე. - ვუთხარი მძღოლს და საზურგეზე გადავწექი.
ტაქსისტმა გაფართოებული თვალებით შემომხედა, სულ დამავიწყდა, რომ ჯერ კიდევ სისხლით ვიყავი მოთხვრილი.
- ეს მხოლოდ მაკიაჟია - გადავულაპარაკე გაღიზიანებულმა. მძღოლმა უხმოდ დაქოქა მანქანა და გზატკეცილზე გავიდა ნელი სვლით.
- სველი ხელსახოცი არ გაქვს? - გადავულაპარაკე დედაჩემს.
მირანდამ ჩანთა გახსნა და ერთი შეკვრა მომაწოდა. გაბრაზებულმა ხელსახოცი ამოვაძვრინე და სახე მოვიწმინდე. იმ ნაბიჭვრის სისხლი, რომელმაც ჩემი გატაცება სცადა, სულ ზედ შემსხმოდა. ეს არც იყო გასაკვირი, ბოლოს და ბოლოს ტვინი გავასხმევინე - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშნველობით!
ბინძური ხელსახოცები ისევ შეკვრაში გავახვიე და ჯიბეში ჩავიტენე. სახლამდე მალე მივედით. ტაქსმა გამოფენასთან გაგვიჩერა და როგორც კი ფული გადავუხადეთ მაშინვე ადგილიდან მოუსვა, მგონი მაკიაჟზე ნათქვამი ტყუილი არ დამიჯერა.
- სახლამდე მიგაცილებ. - გადავულაპარაკე დედას და მკლავი გამოვდე.
- შენ რითი აპირებ წასვლას? - მკითხა შეშფოთებულმა.
- ნუ ღელავ, მომაკითხავენ. - მთელი გზა ლუკა უკან მომყვებოდა, ტაქსის უკანა ხედვის სარკედან შევამჩნიე და გულზე მომეშვა.
- ეს ყველაფერი არ მომწონს, - ამოიოხრა დაქანცულმა, ტირილის თავიც აღარ ჰქონდა - რა მოხდება, რომ დღეს სახლში დარჩე? უთქვენოდ იმ წყეულ ბინაში ლამისაა ჭკუიდან გადავიდე.
- ამაზე ხვალ ვილაპარაკებთ - ვუპასუხე ხმადაბლა.
მირანდა აუცილებლად უნდა დამეყოლიებინა აქედან წასვლაზე. მართალია დღევანდელის შემდეგ ეს გამიჭირდებოდა, მაგრამ ის მაინც უნდა გამქრალიყო აქედან და რას შეიძლება სწრაფად!
- ნანაც ძალიან ნერვიულობს, სახლში უნდა დაბრუნება, მაგრამ მარტოს ვერ მტოვებს.
- კი მაგრამ, რა დარჩენია იმ სახლში, სულ მარტო ცხოვრობს.
- ყველას თავისთან ურჩევნია. - მიპასუხა ხმადაბლა.
ამაში ვერ დავეთანხმებოდი. ქუჩაშიც კი დიდი სიამოვნებით გავათევდი ღამეს, ოღონდ საკუთარ სახლში არ ავსულიყავი.
- კარგი, უკვე მოვედით, - კორპუსთან შევჩერდი და დედას შევხედე - არ ინერვიულო კარგი? ხვალ გნახავ, დასვენება გჭირდება არც შენ გამოიყურები უკეთ.
- სანამ ჩემს გვერდით არ დაგინახავ, ადამიანური სახით, იქამდე ვერ დავწყნარდები.
- მორჩი, ყველაფერი კარგად იქნება. სახლში ადი და გარეთ აღარ გამოხვიდე.
- შენ როდის მოგაკითხავენ? - თვალები დააცეცა ანერვიულებულმა.
- დედა, მთელი გზაა უკან მოგვყვება - ამოვიოხრე უკმაყოფილოდ - როგორც კი ახვალ მეც წავალ.
- კარგი, წადი და დაიძინე, საშინლად გამოიყურები.
- მადლობა კომპლიმენტისთვის.
მირანდას გაფითრებულ სახეზე ღიმილმა გადაურბინა. დაიხარა და მაგრად მომეხვია. ძალიან მომნატრებოდა მისი ჩახუტება. ლამის გული ამიჩუყდა, მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე. ალბათ დიდი ხანი ვეღარ ვეღირსებოდი ამას, ან იქნებ ვეღარც ვეღარასდროს შევხვედროდი დედას, ყველაზე ძვირფას ადამიანს ვინც კი ცხოვრებაში გამაჩნდა.
- თავს გაუფრთხილდი საყვარელო. - მიჩურჩულა ხმადაბლა, შუბლზე ნაზად მაკოცა და სადარბაზოში გაუჩინარდა.
გაქვავებული ვუყურებდი, როგორ შევიდა ლიფტში დედაჩემი და წამოსვლას ვერ ვახერხებდი. უცებ ძალიან მომინდა დავწეოდი, სახლში ავყოლოდი და მის გვერდით დამეძინა, როგორც ადრე. როცა ცუდ ხასიათზე იყო ხოლმე ან მე ვიყავი ცუდად მუდამ მის ოთახში შევდიოდი, ვეხუტებოდი და მასთან ერთად ვიძინებდი.
ახლა კი ეს ყველაფერი წარსულის მოგონებად ქცეულიყო. მე აღარ ვიყავი ის პატარა გოგო, რომელიც გაჭირვების დროს დედასთან შერბოდა შეშინებული. ახლა იარაღით ხელში სიცოცხლის ფასად ვებრძოდი აჩრდილებს, რომლებიც ტურებივით გარს შემომრტყმოდნენ. ისიც კი არ ვიცოდი ამ ყველაფრის უკან ვინ იდგა. ეს სიბნელეში ხელით ცეცებით გზის გაგნებას ჰგავდა, მაგრამ დიდი არჩევანი არც მქონია.
თითქოს ორ სამყაროს შორის ვმოგზაურობდი. დედაჩემი არ ეკუთვნოდა იმ სისხლით მოსვრილ რეალობას, რომელშიც ირაკლის სიკვდილის შემდეგ ამოვყავი თავი. ის მეტისმეტად სუფთა და ფაქიზი იყო ამისთვის. მისგან თავი შორს უნდა დამეჭირა, ის ამ ყველაფრიგან რაც შეიძლება შორს უნდა მყოლოდა.
ცხოვრების დინებამ ისე დაგვშალა მთელი ოჯახი, რომ ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. მირანდას მონატრებას მთელი ძალით შევებრძოლე და ერთი ნაბიჯი ძლივს გადავდგი უკან. ის ჩემს გვერდით უსაფრთხოდ ვერ იქნებოდა, საკუთარ დედას განსაცდელში ვაგდებდი მის გვერდით ყოფნით. როგორც არ უნდა მდომოდა ეს, მასთან ასვლა არ შემეძლო.
კბილს კბილი დავაჭირე და უკან გამოვბრუნდი. ცრემლები ქურთუკის სახელოთი შევიწმინდე და გზას გავუყევი. მუხლი საშინლად მტეხდა, მთელი ძალით ვცდილობდი მირანდას თანდასწრებით არ მეკოჭლა, ახლა კი ძალა გამომეცალა. ერთიანად დაბეგვილი და დამტვრეული ვიყავი. მკლავი და ხელიც საშინლად მტკიოდა.
სულგამწარებული როგორღაც მთავარ გზატკეცილამდე ავღოღდი და ლუკაც მაშინვე გამოჩნდა. შავმა BMW-მ მუხლებთან დამიმუხრუჭა, კარი გაიღო და შეშფოთებული სახით ლუკა გადმოხტა.
- ნაია, კარგად ხარ? - ჩემთან მოირბინა და ხელი შემაშველა, ფეხზე დგომა საშინლად მიჭირდა.
- უბრალოდ დასვენება მჭირდება, დანარჩენზე ხვალ ვისაუბროთ კარგი?
- კარგი, მოდი ჩემთან! - ხელში ამიტაცა და მანქანის უკანა სავარძელზე მიმაწვინა, თვითონაც გვერდით მომიჯდა და კარი მოიხურა - ლექსო წავედით!
- ნაია, - ლექსომ უკანა ხედვის სარკიდან გამომხედა - კარგად ხარ?
- უკეთესადაც ვყოფილვარ. - ამოვიკრუსუნე გადაღლილმა და ლუკას მხარზე თავი ჩამოვადე.
- ყველაფერი კარგადაა, უსაფრთხოდ ხარ. - მიჩურჩულა ყურში, გულზე მიმიხუტა და თავზე ნაზად გადამისვა ხელი.
- ძალიან მცივა - მოვიკუნტე აცახცახებული და ლუკას მკლავებში თავი ჩავმალე.
ლექსომ მაშინვე კონდიციონერი ჩართო, ლუკამ კი მკლავები შემომხვია და გულზე მიმიკრა. იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ აღარც ლაპარაკის თავი მქონდა და აღარ განძრევის. ლუკას მკლავებში მოხერხებულად მოვეწყე და თვალები დავხუჭე. შავმა ბურუსმა მაშინვე თავი წამართვა.


თავი მეთექვსმეტე
გარშემო მრუმე სიბნელეს დაესადგურებინა. ვერაფერს ვხედავდი, წინ წასვლა არ შემეძლო, ნაბიჯის გადადგმის მეშინოდა, მაგრამ უნდა გამებედა, ეს სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი იყო. წინ წასვლა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ, თითქოს ფეხები იატაკზე შემეზარდა. დაფეთებული მთელი ძალით ვცდილობდი უხილავი მარწუხებისგან განთავისუფლებას, მაგრამ ამაოდ. შეშინებულმა ძირს დავიხედე, რომ რამე მეპოვა, რითიც თავს დავიცავდი და უცებ ჩემი იარაღი შევამჩნიე, ჩემგან სამ ნაბიჯზე თვალისმომჭრელად ელავდა. მასთან მიფორთხება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა, თითქოს ფეხებზე ვიღაც მეჭიდებოდა და წინ წასვლის საშუალებას არ მაძლევდა. უკან მოვიხედე და ირაკლი დავინახე. სახე ერთიანად დასისხლიანებოდა და შუშის თვალებით შემომყურებდა, ისეთი ცივი და უგულო მზერით როგორიც მკვდარს ჰქონდა. რაღაცის თქმას ცდილობდა, პირი გააღო და სიტყვების ნაცვლად სისხლის ნიაღვარმა იფეთქა. შეძრწუნებულს ყვირილი ყელში გამეჩხირა და მაშინვე გამომეღვიძა.
თვალები გავახილე, ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ვერ ვინძრეოდი, თითქოს პარალიზეული ვიყავი. შიშისგან დაზაფრული გატოკებას ვერ ვახერხებდი. თვალები რამდენჯერმე დავახამხამე, რომ კოშმარიდან საბოლოოდ გამოვფხიზლებულიყავი. გამიკვირდა ისევ კივილით რომ არ გავიღვიძე, მაგრამ ეს ბევრად უარესი იყო, კიდურებს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. თვალები დავხუჭე და დამშვიდება ვცადე, ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, ნელ-ნელა დავწყნარდი და ხელ-ფეხშიც მგრძნობელობა დამიბრუნდა. თუმცა, ირაკლის სისხლით მოსვრილი აჩრდილი არსად არ გამქრალა.
ერთიანად დაბრუჟებული ძლივს წამოვჯექი და გავშეშდი. ფანჯარასთან ჩემს საყვარელ სავარძელში ლუკა იჯდა და ეძინა. თავი მხარზე ჩამოედო და მშვიდად თვლემდა. ფანჯარაში გავიხედე, საშინლად ბნელოდა. წვრილი ცინცქლები კი შუშებს გამეტებით ეხლებოდნენ, არც თოვდა, არც წვიმდა - ალბათ სადღაც შუაში. მხოლოდ ლამპიონების სუსტი შუქი აღწევდა ოთახში.
ისევ ლუკაზე გადავიტანე მზერა. ალბათ, აქ თვითონ დამაწვინა, როცა მანქანაში ჩამეძინა და მარტო არ დამტოვა, გამეღიმა. ლოგინიდან ფრთხილად წამოვდექი და ლუკას ჩუმად მივუახლოვდი. ისე მშვიდად და ღრმად ეძინა, რომ მისი შემშურდა, ასე მშვიდად მე კარგა ხანია არ მიძინია, მაგრამ მიუხედავად მშვიდი ძილისა, სახე საშინლად დაღლილი მოუჩანდა. შემეცოდა, ეს სავარძელი კომფორტული კი იყო, მაგრამ ძილისთვის არ გამოდგებოდა, საკუთარი მწარე გამოცდილებიდან ვიცოდი...
- ლუკა, - ვუჩურჩულე ხმადაბლა და სახეზე ნაზად შევეხე, არ განძრეულა - ლუკა! - თვალები ოდნავ გაახილა, როგორც კი დამინახა გაიღიმა და ისევ ჩაიძინა. სიცილისგან თავი ძლივს შევიკავე და სახეზე ისევ ნაზად შევეხე - ადექი, ლოგინში დაწექი, აქ წელი გაგიშეშდება - როგორც იქნა, მართლა გამოფხიზლდა. შუბლშეკრულმა მაშინვე ოთახი მოათვალიერა და მერე მე შემომხედა.
- ნუ იბღვირები, წამოდი, ლოგინში დაწექი!
- შენ რატომ არ გძინავს? ისევ კოშმარი ნახე? მე კიდე იდიოტივით ჩამძინებია - დაიხრიალა ხმაჩახლეჩილმა.
- არა წყლის დასალევად ავდექი, კოშმარი არ მინახავს, წამოდი-თქო!
- არა, აქ ვიქნები იყოს - კომფორტულად მოეწყო და ისევ თვალები მიელულა, ნეტავ რამდენი დღე იყო რაც არ ეძინა?!
- წამოდი, ჩემთან დაწექი, მარტო ვერ ვიძინებ - მხოლოდ ამ ხერხით წამოვაგდებდი სავარძლიდან, გაჭრა, ნამძნარევი თვალებით გაკვირვებულმა ამომხედა - ნუ მომჩერებიხარ, გაინძერი! თორემ ძილი გადამივა და ვეღარ დავიძინებ! - მაშინვე წამოდგა, ლოგინთან მილასლასდა და წამოწვა.
რა წამსაც ბალიშზე დადო თავი მაშინვე ჩაეძინა. გამეღიმა, მივედი და ფეხსაცმელები გავხადე, ფეხები ავაწევინე და საბანი დავაფარე. ლოგინს შემოვუარე და ლუკას გვერდით წამოვწექი. ვუყურებდი, როგორ მშვიდად თვლემდა და მიხაროდა, რომ ერთი ღამე მაინც იძინებდა ნორმალურად, მასზე ათას საშინელებას ბოდიალობდა დეტექტივი და თვითონ ლუკასაც ბევრჯერ უთქვამს, რომ ცუდი პიროვნება იყო, მაგრამ არცერთის არ მჯეროდა.
საკუთარი თვალით გაცილებით მეტს ვხედავდი - ლუკა შესანიშნავი ადამიანი იყო, იმაზე თბილი და კეთილი ვიდრე ბევრს წარმოედგინა, მისი ცივი და მკაცრი ნიღბის უკან მგრძნობიარე ადამიანი იდგა, რომლისთვისაც ოჯახი ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო.
ლუკა შეიშმუშნა და საბანი გადაიძრო, ზემოდან თბილი მოსაცმელი ეცვა და ალბათ დასცხა. ირაკლისაც ასე ემართებოდა, როცა ზედმეტად გადაიღლებოდა ან ღამეს ჩემს ოთახში ათევდა, დასაძინებლად ტანსაცმლიანი მიეგდებოდა ხოლმე.
რამდენჯერ გამიხდია მისთვის ფეხსაცმელები და საბანი დამიფარებია. დილით კი სულ გაოცებული დგებოდა და დედას ეუბნეოდა ჩემს ფეხსაცმელებს ჩემთან ერთად ერთი ღამის გატარებაც არ შეუძლიათ და შენ რა შეყვარებულზე და ცოლზე მელაპარაკებიო. მე და დედას გულით გვეცინებოდა ხოლმე, ის კი გაბუსხული იჯდა და შუბლშეკრული გამეტებით უსვამდა კარაქს პურს. არასოდეს მითქვამს, რომ ეს მე ვიყავი. დილით მისი ანერვიულებული სახის ნახვა ერთი სიამოვნება იყო.
ამ მოგონებამ წამში გამითბო და მომიშხამა სული. ყოველთვის ასე მემართებოდა, საკმარისი იყო რამეზე ყურადღება გადამეტანა, რომ მაშინვე ირაკლიზე ფიქრები თავს არ მანებებდნენ. ლექსომ მითხრა ამასთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოო, თუმცა ჩემთვის ჯერ კიდევ წარმოუდგენლად ჟღერდა ეს. უცებ გუშინდელი ღამე გამახსენდა, დაფეთებულმა ოთახი მოვათვალიერე, მაგრამ ჩემი ქურთუკი ვერსად ვიპოვე.
ფეხზე წამოვდექი და ოთახიდან ჩუმად გავიპარე. სახლში საშინლად ბნელოდა. ძალიან ვცდილობდი რამისთვის ფეხი არ წამომეკრა და ბიჭები არ გამეღვიძებინა. შემოსასვლელამდე გაჭირვებით მივაღწიე და შვებით ამოვისუნთქე, ჩემი ქურთუკი იქვე ეკიდა.
ჯიბეები მოვჩხრიკე და პატარა კოლოფი ამოვაძვრინე. მისი შეხებაც კი საშინლად მანერვიულებდა. ხელი მაგრად მოვუჭირე და მისაღებ ოთახში შევბრუნდი. მაგიდაზე დადებულ ლექსოს ლეპტოპს ხელი დავავლე და სამზარეულოში შევიპარე, კარი ფრთხილად მივიხურე და მაგიდას მივუჯექი.
აკანკალებული ხელით ლეპტოპი ჩავრთე და პაწაწინა ყუთს მივუბრუნდი. მისი გახსნა საშინლად მიჭირდა, ხელები ისე მიცახცახებდა, რომ ლამის კოლოფი ხელიდან გამვარდნოდა. ისიც კი არ ვიცოდი მინდოდა თუ არა ამ ვიდეოს მოსმენა, ყოველშემთხვევაში ამისთვის მზად არ ვიყავი.
ძალა მოვიკრიბე და კოლოფი გავხსენი. პატარა შავი ფლეშკა ხელის გულზე გადმოვარდა. აცახცახებულმა ძლივს შევუერთე ლეპტოპს. პროგრამამ მაშინვე ფოლდერები ამოყარა, არჩევანს მთავაზობდა რომელი ფოლდერით გამეხნა ფაილი. ერთ-ერთს დავაწკაპე და ფაილი გაიხსნა. ფლეშის მეხსიერებაში ერთადერთი ვიდეო იყო ჩაწერილი.
ვიდეოზე მიტანილი პოინტერი გამიშეშდა, მის ჩართვას ვერ ვბედავდი, ძალა არ მყოფნიდა, არ ვიყავი მზად ირაკლის სახე დამენახა, ისევ ისეთის როგორიც მუდამ მახსოვდა და არა ისეთის როგორიც ბოლოს ვნახე, ცივი, გაშეშებული, უმოძრაო და ფერდაკარგული.
ცრემლები წამომივიდა, ასე ცხოვრებაში არაფერი გამჭირვებია. იმდენად რთული იყო ამ ერთი ღილაკისთვის თითის დაჭერა, რომ თავს ვერ ვერეოდი. როგორც არ უნდა დამეძალებინა საკუთარი თავისთვის ჩართვა, ამას ვერ ვახერხებდი. გაცეცხლებულმა ლეფტოპი დავხურე და სახე ხელებში ჩავრგე. მთელი ტანი მიკანკალებდა, ორგანიზმს ვერ ვიმორჩილებდი. იმდენად საცოდავი და უბადრუკი ვიყავი, რომ იმის ძალაც არ მყოფნიდა ჩემი ირაკლისთვის ბოლოჯერ მომესმინა.
ჩემი სისუსტე უარესად მაღიზიანებდა და ნერვებს მიშლიდა. საკუთარი თავი ასე არასდროს შემძულებია. გაცეცხლებულმა ცრემლები მუშტით მოვიწმინდე და ფანჯარასთან მივედი. გარეთ ისევ იდიოტური ამინდი იყო, ალბათ ბუნებაც შეიშალა, ყველაფერი კალაპოტიდან ამოვარდა და ერთ დიდ გაუგებრობას დაემსგავსა.
რატომ არ შემეძლო ირაკლის მოსმენა? რატომ ვერ ვბედავდი ამას?! იქნებ მეშინოდა, ან მრცხვენოდა, მისი სისხლი ხომ ჩემს ხელებზე იყო. მე რომ არა, ის ახლა ცოცხალი და ჯანმრთელი იქნებოდა. არ ვიცი სხვები რას ფიქრობდნენ ან რას ამბობდნენ მაგრამ ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი.
ხელებს დავხედე. გაჭრილი ხელის გულიდან ისევ გამოეჟონა სისხლს. ლუკა მართალი იყო ნაკერის გარეშე ჭრილობა არ შემიხორცდებოდა. უცებ დაუოკებელმა სურვილმა შემიპყრო, რომ დიდი დანა ამეღო და საკუთარი თავი ნაკუწებად ამეჩეხა. მაგრამ რამდენი ჭრილობაც არ უნდა მიმეყენებინა საკუთარი თავისთვის შეცდომას ვერ გამოვასწორებდი, ირაკლის უკან ვერ დავიბრუნებდი.
გარდა ამისა, სულში ისეთი ღრმა ჭრილობები გამჩენოდა, რომ ფიზიკურ ზიანზე გაცილებით მტკივნეული იყო. მას ერთი უწყინარი თვისება ჰქონდა - არ ინკურნებოდა, არც შუშდებოდა, არც იკერებოდა და არც ხორცდებოდა, პირიქით, რას უფრო აღიზიანებდი მით უფრო ფართოვდებოდა. არაუშავს, ერთი რამ მაინც იყო სამართლიანი ამ წყეულ სამყაროში - მე ამ ტკივილით მომიწევდა მთელი ცხოვრების გატარება.
დაუფიქრებლად შევბრუნდი, ლეპტოპი ჩავრთე, ყურსასმენები მოვირგე და ვიდეო ჩავრთე. ღილაკის დაჭერისთანავე მთელს ეკრანზე ირაკლი გამოისახა. ჩემი საყვარელი ლურჯი ზედა ეცვა, არანორმალურად უხდებოდა მის ფართო და დაკუნთულ ტანს. გულში ძლიერი ბიძგი ვიგრძენი, წამით სუნთქვა შემეკრა და თვალებში დამიბნელდა.
კბილები გავაღრჭიალე და ჩართვის ღილაკს მაინც დავაწექი. ვიდეო ჩაირთო. ირაკლიმ კამერა გაასწორა, რომ კარგად გამოჩენილიყო და მოხერხებულად მოეწყო სკამზე.
- ნუს, - გამიღიმა თბილად - თუ ახლა ამ ვიდეოს უყურებ გამოდის, რომ მე იმად ვიქეცი რაც ყოველთვის ვიყავი - ანგელოზად, - გაიცინა მხიარულად, სულში წაკიდებული არაადამიანური ტკივილის მიუხედავად მაინც გამეცინა - არ მინდა რომელიმე ბანძი ფილმის ბანძ პერსონაჟს დავემსგავსო, რომელიც სიკვდილის წინ გულისამაჩუყებელ წერილს ტოვებს. შენ ხომ ყველაზე უკეთ მიცნობ, - გამიღიმა თბილად და ქოჩორი აიჩეჩა, ცრემლები ნიაღვარივით მომდიოდა სახეზე - ამიტომ ამ მომენტს გადავახტეთ, ცრემლები მოიწმინდე და ყურადღებით მომისმინე - მაშინვე დასერიოზულდა და ახლოს მოჩოჩდა.
- მაპატიე, ვიცი დაგპირდი, რომ არასდროს არაფერს არ დაგიმალავდი, მაგრამ ასე გამოვიდა. მინდოდა, რომ შენი და მირანდას ტანჯვა ერთხელ და სამუდამოდ შემეწყვიტა, ამიტომ გავაკეთე ეს. უკან დაბრუნება რომ შემეძლოს იგივეს გავაკეთებდი. იმიტომ რომ, თქევნ ჩემი ოჯახი ხართ და ყველაზე მეტად მიყვარხართ და ნუ მიბრაზდები, დარწმუნებული ვარ ბევრჯერ ჩამდე მიწაში და ამომიღე, - გაიცინა ხალისიანად და ისევ ქოჩორი აიჩეჩა - ძალიან გთხოვ ეს შეწყვიტე, ჯერ არ ვიცი ამას რამდენად ვიგრძნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მკვდარიც გავიგებ შენს წყევლა-კრულვას. - ისევ გაიცინა და თავი გააქნია, ცუდად გავხდი, არაადამიანურად მომინდა, რომ ჩავხუტებოდი, მეკოცნა, მოვფერებოდი ყველაფერს გავიღებდი, რომ თუნდაც ერთხელ მაინც შევხებოდი.
- მოკლედ, გიორგი სიკვდილის წინ ერთ საქმეს იძიებდა, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მისმა უფროსმა გამოძიებას ჩამოაშორა და საქმე დახურეს. გიორგი ლამის ჭკუიდან გადავიდა, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა და არც საქმიდან გასვლას არ აპირებდა. დარწმუნებული ვარ რომ ვიღაცას კუდზე ფეხიც დააბიჯა. ერთ მშვენიერ დღეს ერთმა ტიპმა ქუჩაში გამაჩერა და მითხრა ნაკაშიძეს გადაეცი გაჩერდეს სანამ გვიანი არ არისო. სანამ რამეს ვკითხავდი მაშინვე გამეცალა. მაშინ უკვე მივხვდი, რომ გიორგი რაღაც შარში გაეხვა. სახლში რომ დავბრუნდი ყველაფერი მოვუყევი... - სახეზე ხელი მოისვა და თავი გააქნია, აშკარად უჭირდა ამის გახსენება, გული მომეწურა.
- ძალიან შეეშინდა, უფრო იმიტომ, რომ ჩემთან მოვიდნენ და არა მასთან, მიხვდა რომ ყველანი საფრთხეში ვიყავით. მკაცრად გამაფრთხილა, რომ არავისთვის არაფერი მეთქვა, რომ ამას თვითონ მოაგვარებდა. მისი არცერთი სიტყვა არ დამიჯერებია, ყოველდღე ანერვიულებულს ვხედავდი. ერთხელ წავასწარი როგორ ემუქრებოდა ვიღაცას ტელეფონზე, ჩემი ოჯახისგან თავი შორს დაიჭირეთო. აი მაშინ კი სეროზულად შემეშინდა. შემეშინდა, რომ შენ და მირანდას რამეს დაგიშავებდნენ. ვხვდებოდი რომ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა, დალაპარაკება ვცადე, მაგრამ სიტყვა არ მითხრა. ამის გამო კამათი მოგვივიდა და სწორედ მაგ დროს წამოსცდა, რომ რაღაც ინფორმაციის გამო მოსვენებას არ აძლევდნენ. ვეცადე, მაგრამ ვერაფრით ვათქმევინე რას გულისხმობდა. ვუთხარი პოლიციაში მისულიყო და ყველაფერი ეთქვა, მაგრამ ირნოიულად გაეცინა, უკვე გასაგები იყო მთავარი საფრთხე საიდანაც მოდიოდა. მოკლედ მაგ დღის შემდეგ თავს მარიდებდა, აღარაფერზე აღარ მელაპარაკებოდა, ერთ დღესაც კი ჩემი საშინელი წინათგრძნობა გამართლდა - გიორგი მოკლეს და კინაღამ შენც შეგიწირეს. მარტო დავრჩით, ვიცოდი რომ საფრთხე გემუქრებოდათ, მაგრამ ვისგან? ყველაფერი უნდა გამერკვია, სანამ თქვენც დაგკარგავდით, ამიტომ ვაჩეს დავუკავშირდი და დახმარება ვთხოვე. ბევრი რომ არ ვილაპარაკო ფაილებს მივაგენი, რომელსაც მამაშენი თავის სამუშაო კომპიუტერში ინახავდა. დარმწუნებული ვარ ეს იმიტომ გააკეთა, რომ იქ არავინ დაუწყებდა ძებნას მე კი საქმე გამირთულა - ყვლა სიკეთესთან ერთად ფაილები დამალულიც აღმოჩნდა. მოკლედ ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ მაინც შევაღჭიეთ დაცვაში, მაგრამ ფაილები ჯერ ვერ ვიპოვეთ, ვაჩე ჯერ კიდევ მუშაობს ამაზე. თუ გაიგეს, რომ ამ ფაილების მოპარვას ვცდილობთ უეჭველად დაგვხოცავენ, მაგრამ მაგაზე უარესი ამბავიც მაქვს - თუ მე უკვე მკვდარი ვარ, მაშინ ის ფაილებიც აღარ არსებობს! ჩვენი მცდელობის შემდეგ მიხვდებოდნენ მამაშენი სად მალავდა მათთვის მნიშნველოვან ინფორმაციას და ყველაფერს გაანადგურებდნენ - სახეზე ხელები აიფარა და მძიმედ ამოისუნთქა.
- ნუს, საფრთხე გემუქრებათ, მირანდას სასწრაფოდ მოჰკიდე ხელი და აქედან წადით. უკან აღარასდროს დაბრუნდე! ეს მხოლოდ დროის ამბავია, ისინი მანდ აუცილებლად მოგაკითხავენ, მე კი თქვენთან ვერ ვიქნები რომ დაგიცვათ. მაპატიე საყვარელო, ალბათ შეცდომა დავუშვი, რომ დავრჩი და ყველაფრის გარკვევა ვცადე. უბრალოდ არ მინდოდა, რომ მუდამ შიშში გეცხოვრათ. უკან არ მოიხედო და რაც შეიძლება შორს წადით. მაპატიე, ვიცი როგორი ტკივილიც მოგაყენე, დამიჯერე ვხვდები, მაგრამ ხომ იცი ჩემთვის რასაც ნიშნავ ნუ გამიბრაზდები, ყოველთვის გახსოვდეს, რომ სადაც არ უნდა წავიდე მუდამ მეყვარები - გამიცინა თბილად და კეფა მოიქექა.
- ყოველთვის შენთან ვიქნები, შეიძლება ვერ მხედავდე მაგრამ მე მაინც შენთან ვიქნები, - საკინძე გადაიწია და ტატუ გამოაჩინა - ამაზე არაფერი გითხარი, მაგრამ მე შენი ტატუს ტყუპისცალი მაქვს. შენ ხომ ჩემი მეორე ნახევარი ხარ. ჩვენ ერთნი ვართ, არასოდეს დაგავიწყდეს. ვერაფერი დაგვაშორებს, მითუმეტეს ოთხი ფიცარი! - გაიღიმა და თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა.
ჩანაწერი შეწყდა. ირაკლის მომღიმარი და ცრემლიანი სახე ეკრანზე გაქვავდა. გახევებული ვიჯექი და ირაკლის თვალებში ვუყურებდი. სევდიანი, სითბოთი და ტკივილით სავსე მზერა ჰქონდა. მთელი არსებით ვიგრძენი როგორ დავიშალე პიქსელ-პიქსელ. ირაკლის უკანკასკნელმა სიტყვებმა მთელი ჩემი არსება შეძრა. აქამდე თუ მეგონა, რომ სულში არნახული ტკივილი მიფუთფუთებდა, მწარედ ვცდებოდი...
ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს ორგანიზმში ყველა ორგანო შუაზე გადამეხსნა და სისხლისგან ვიცლებოდი. ფილტვებს ჟანგბადი აღარ მიეწოდებოდა, ვეღარც ჩასუნთქვას ვახერხებდი და ვეღარც მოძრაობას, უბრალოდ გაქვავებული ვიჯექი და ირაკლის შევყურებდი.
უცებ მუცელზე სისველე ვიგრძენი. ირაკლის ძლივს მოვწყვიტე თვალი და მაისურზე დავიხედე. ყველაფერი სისხლიანი იყო. ახლაღა შევამჩნიე, თუ როგორ ძლიერად დამემუშტა ხელები, ალბათ ჭრილობაში ფრჩხილები შემესო და სისხლდენა დამეწყო. ტკივილს ვერ ვგრძნობდი. სისხლს ბლომად გამოეჟონა და ახლა იატაკზე წკაპა-წკუპით წვეთავდა. დასახიჩრებულ ხელს გულგრილად მოვაშორე თვალი და ისევ ირაკლის შევხედე.
მისი ბოლო სიტყვები თავიდან არ ამომდიოდა „ჩვენ ერთნი ვართ, არასოდეს დაგავიწყდეს. ვერაფერი დაგვაშორებს, მითუმეტეს ოთხი ფიცარი!“. მისი ტკივილით სავსე მზერა სულს მიწვავდა, თუ საერთოდ რამე დამრჩა დასაწვავი. მისი ბოლო მზერა კარგად ჩავიბეჭდე გონებაში და ვიდეო გავთიშე. ფლეში ლეპტოპიდან გამოვაძრე და ჯიბეში შევინახე.
ლეპტოპი დავხურე და წამოვდექი. ძლიერი თავბრუსხვევა ვიგრძენი, თვალებში ისე საშინლად დამიბნელდა, რომ ვეღარაფერს ვხედავდი. ცალი ხელით მაგიდას ჩამოვეყრდნე, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე. არ ვიცი მიშველა თუ არა, მაგრამ შავი წერტილები სადღაც გაქრა. წელში გავსწორდი და ფანჯარასთან მივედი.
ირაკლიმ აქედან წასვლა მთხოვა, ეს იყო მისი ბოლო სურვილი, უნდოდა, რომ მე და მირანდა უსაფრთხოდ ვყოფილიყავით, ჩამეცინა. მე ამაზე მეტი აღარაფერი დამიშავდებოდა, აი მირანდას კი ნამდვილად მოვაშორებდი აქაურობას. ირაკლის უკანასკნელ თხოვნას შევუსრულებდი - ნაწილობრივ.
უცებ სამზარეულოს კარი გაიღო, უკან შემოვბრუნდი და ლექსო დავინახე, ნამძინარევი სახით და გაჩეჩილი თავით. როგორც კი შემომხედა ნახევრად დახუჭული თვალები წამსვე გაუფართოვდა.
- ნაია? რა დაგემართა?! - ერთი ნაბიჯით ჩემთან გაჩნდა და სახე ამაწევინა - ეს რა არის?!
- რა? - ვკითხე უინტერესოდ.
- ცხვირიდან სისხლი გდის, თან ძალიან ბევრი! - სახე გადაუფითრდა და მაშინვე ტილოს ესცა. გამიკვირდა, ეს ნამდვილად არ შემიმჩნევია. ცხვირზე ხელი მოვისვი, სისხლი მართლაც მომდიოდა, თან ბლომად.
ნაჭერი ცივ წყალში დაასველა, სწრაფი ნაბიჯით ჩემთან გაჩნდა და სველი ტილო ცხივრზე მომადო.
- თავი გადაწიე და ასე გეჭიროს! - მითხრა შეშფოთებულმა, თვითონ კი დაიხარა და ხელში ამიყვანა.
სასწრაფოდ მისაღებ ოთახში გამაქანა და დივანზე ფრთხილად დამაწვინა. ვიგრძენი როგორ ჩამდიოდა სისხლი ხახაში და ლამის გული ამერია.
- რა ჯანდაბა მოხდა? ხელიდანაც სისხლი გდის! ამის დედაც! - ჩაისისინა გაცოფებულმა და მაშინვე ტელეფონს დასწვდა. თვალები დავხუჭე, აღარაფირს დანახვა აღარ მინდოდა - ავთანდილ! ახლავე ჩემთან მოდი, სწრაფად!
ნეტავ რომელი საათი იყო? საწყალი ექიმი ალბათ ლოგინიდან წამოაგდო, თუმცა არ მაინტერეებდა, ახლა საერთოდ არაფერი მაინტერესებდა.
- ნაია, - ლექსო გვერდით მომიჯდა და თავზე ხელი გადამისვა, თვალი არ გამიხელია, არ მინდოდა თვალებში ჩაეხედა და დაენახა რას ვგრძნობდი - რა დაგემართა? - თავი გავაქნიე, სიტყვები ყელიდან არ ამომდიოდა.
- რა არაფერი, რომ არ გამოვსულიყავი ალბათ სისხლისგან დაიცლებოდი, რა მოხდა? - მკითხა შეშინებულმა - ლუკა გავაღვიძო? - თავი კიდევ ერთხელ გავაქნიე.
- რატომ ტირი? - მკითხა დაფეთებულმა და თვალის კუთხეებზე ხელი მომისვა.
ვტიროდი? საიდან მოიტანა? ჩემთვის მშვიდად ვიწექი და უბრალოდ ხმას არ ვიღებდი. ალბათ ჩემს ორგანიზმს ვეღარ ვიმორჩილებდი, ვერც სისხლდენა ვერ შევამჩნიე.
- ნაია, ნუ მაშინებ, დამელაპარაკე!
თვალები გავახილე და ლექსოს შევხედე, სახე შიშისგან გადაფითრებოდა და ანერვიულებული მათვალიერებდა. მაგრამ როგორც კი თვლებში შემომხედა გაშეშდა და მზერა შეეცვალა.
- ჩანაწერს უყურე... - ეს არ იყო კითხვა, ალბათ ლუკამ მოუყვა მანქანაში სანამ მე მეძინა. საპასუხოდ ვერაფერი მოვიფიქრე და უბრალოდ გავუღიმე.
აღარაფერი უთქვამს, მდუმარედ მომჩერებოდა და თვალებში ჩემი განცდები ერეკლებოდა. უსიტყვოდ მიმიხვდა ყველაფერს, აი რა მიყვარდა მასში განსაკუთრებულად. ლექსოსთან ლაპარაკი საერთოდ არ მჭირდებოდა, საკმარისი იყო ერთხელ ჩაეხედა თვალებში, რომ ყველაფერს ხვდებოდა. თვალი ამარიდა და სახეზე ხელები აიფარა. თვალები ისევ დავხუჭე და გავირინდე.
ცოტახანში კარზე ფრთხილი კაკუნი შემოგვესმა, ალბათ ექიმი იყო, ძალიან გამიკვირდა ასე სწრაფად როგორ მოახერხა მოსვლა. ლექსომ სულ რაღაც ხუთი წუთის წინ დაურეკა ტელეფონზე. ვიგრძენი დივანი როგორ ამსუბუქდა, ლექსო წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა კარის გასაღებად. თვალი არ გამიხელია, ისევ სველ პირსახოცს ვიჭერდი ცხვირზე, სისხლი ისევ გულისამრევად ჩამდიოდა ხახაში.
- აქეთ - მომესმა ლექსოს ანერვიულებული ხმა.
- რა მოხდა? - იკითხა ექიმმა.
- ხელი გაიჭრა, საკმაოდ ღრმა ჭრილობაა და ცხვირიდანაც სისხლი სდის.
- კარგი - ამოიოხრა ექიმმა. ვიგრძენი გვერდით როგორ მომიჯდა - ნაია, - დამიძახა ხმადაბლა. თვალები გავახილე და ექიმს შევხედე, ნამძინარევი სახე და ჩაწითლებული თვალები იმაზე მეტყველებდა, რომ სულ რაღაც ხუთი წუთის წინ ლოგინიდან წამოაგდეს.
- ხელს ვნახავ კარგი? - არაფერი მიპასუხია, რაში მაინტერესებდა რას იზავდა. ალბათ დუმილი თანხმობის ნიშნად ჩათვალა და დასახიჩრებული ხელი მუხლებზე დაიდო.
ლექსო მოპირდაპირე სავარძელში იჯდა და ნერვიულად ადევნებდა თვალს ექიმს, რომელიც ფრთხილად მხსნიდა ბინტს. სახვევი ბოლომდე მომაძრო და დასისხლიანებულ ჭრილობას ყურადღებით დააკვირდა.
- ჰოო, საკმაოდ ღრმა ჭრილობაა, აუცილებლად უნდა გავკერო, გამაყუჩებელი უნდა გაგიკეთო.
- არ მინდა! - პირველად ამოვიღე ხმა, სისხლიანი პირსახოცი ძირს დავაგდე და ექიმს უემოციოდ შევხედე.
- ნაია, გეტკინება. თან კარგად უნდა დავამუშაო, შეიძლება რამე გქონდეს ჩარჩენილი.
- არ მინდა! - გავიმეორე უემოციოდ. ექიმმა დაკვირვებით შემომხედა, ბოლოს თავი დამიქნია და ინსტუმენტების ყუთი გახსნა.
ვხედავდი როგორ მიჯიჯგნიდა ხელს და როგორ ყრიდა რაღაც უმცირეს ნაწილაკებს მომცრო თასში. ტკივილის ვერ ვგრძნობდი, საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი, თითქოს ეს სხეული მე აღარ მეკუთვნოდა. ცხვირიდან სისხლდენა შემიწყდა, რადგან ხახაში აღარაფერი ჩამდიოდა. ექიმმა გულმოდგინედ დამიმუშავა ხელი. რაღაც სითხეებს მასხამდა, რომელიც ჩუმად შიშხინებდა და ქაფდებოდა, ერთადერთი რასაც ვგრძნობდი, მათი საზიზღარი სუნი იყო. ბოლოს კი ჭრილობის გაკერვა დაიწყო.
თვალი არ მომიშორებია, უხმოდ ვუყურებდი, როგორ მიკერავდა საკმაოდ მოზრდილ ჭრილობას მოღუნული ნევსით. ისეთი საზიზღარი სანახაობა იყო, რომ ალბათ ბევრს გული აერეოდა. ლექსო შეშფოთებული გადმომხედავდა ხოლმე, მაგრამ სულ ტყუილად ღელავდა, ვერაფერს ვგრძნობდი.
- ესეც ასე, - თქვა ექიმმა ოცი წუთის შემდეგ და ძაფი მაკრატლით გადაჭრა - ჭრილობა გაკერილია. ახლა ამას კარგად შეგიხვევ, ხელში ნურაფერს ნუ დაიჭერ კარგი? სანამ ჭრილობა არ შეგიხორცდება ეს ხელი არაფერში იხმარო თორემ ნაკერები გაგეხსნება. მხარი როგორ გაქვს? - მხრები ავიჩეჩე - კარგი, მოდი მაგასაც ვნახავ.
წამოვჯექი და მოსაცმელი გავიხადე, შიგნიდან მოკლემკლავიანი მაისური მეცვა. ექიმი უფრო ახლოს მოჩოჩდა და სახვევის მოხსნა დაიწყო.
- ეს რა არის? - გამომხედა შეშფოთებულმა - რამეს მიარტყი?
- არ მახსოვს - ვუპასუხე ცივად.
- ასე არ შეიძლება! - გახედა ლექსოს მკაცრად - ეცადეთ მოუფრთხილდეთ, ჭრილობის გაღიზიანება არ ღირს, ამას შესაძლოა გართულებები მოჰყვეს!
- სახლიდან აღარ გავა, სანამ ბოლომდე არ გამოკეთდება, პირობას გაძლევ! - გააღრჭიალა კბილები გაღიზიანებულმა.
- ძალიანაც კარგი! - უპასუხა ექიმმა უკმაყოფილოდ და გამოჟონილი სისხლი დოლბანდით მომწმინდა.
მხარიც მალე დამიმუშავა და ისევ შემიხვია. სამქიანობას რომ მორჩა სისხლიანი ბამბები და დოლბანდები წამოკრიფა და პატარა თასში ჩაუძახა.
- გამაყუჩებელი არ გამაკეთებინა, ამიტომ ხელი შეიძლება ასტკივდეს. თუ ტკივილი შეაწუხებს ეს წამალი მიეცით - ხელში მოზრდილი ლურჯი კაფსულების ფირფიტა ჩაუდო - დღეში ორჯერ დაალევინეთ, ერთი დილას და მეორე საღამოს, მხოლოდ და მხოლოდ, ჭამის შემდეგ, ძლიერ მოქმედია და ისე კუჭს გაუღიზიანებს.
- კარგი. - თავი დაუქნია ლექსომ და ფირფიტა მაგიდაზე დატოვა.
- სხვა მე ვერაფრით დაგეხმარებით. რაც შემეძლო გავაკეთე, თუ რამეში დაგჭირდები დამირეკე და ისევ მოვალ.
- დიდი მადლობა, ავთანდილ!
- თავს მიხედეთ ბავშვებო! - ჩაილაპარაკა შუბლშეკრულმა, ბოლოჯერ გამომხედა, თავის ჩემოდანს ხელი დაავლო და წავიდა.
ლექსომ კარი გადაკეტა და ოთახში შემობრუნდა. სახეზე სიბრაზე და უკმაყოფილება ეწერა. თუმცა, არაფერი უთქვამს, უხმოდ შევიდა სააბაზანოში. მოსაცმელის ჩაცმა მინდოდა, მაგრამ შევამჩნიე, რომ მუცელთან სულ სისხლიანი იყო და ზიზღით მივაგდე დასისხლიანებულ პირსახოცზე. ამოვიოხრე და დივანზე მივწექი. ლექსო მალე დაბრუნდა უკან, თბილი წყლით და პატარა პირსახოცით. გვერდით მომიჯდა, თასით წყალი მაგიდაზე შემოდო და პირსახოცი შიგ დაასველა. გაკვირვებული ვადევნებდი თვალს.
პირსახოცი კარგად გაწურა, თმა უკან გადამიწია და სახიდან სისხლის წმენდას შეუდგა. საერთოდ არ მიყურებდა, უბრალოდ საქმიანობას აგრძელებდა. შევამჩნიე, რომ ხელები ოდნავ უკანკალებდა. პირსახოცი კიდევ ერთხელ გაწურა და ყელზე შემხმარი სისხლი კარგად მომწმინდა.
ბოლოს წამოდგა, სისხლიანი წყალი და პირსახოცი აბაზანაში გაიტანა და კარი მიიხურა. ვიგრძენი სახე და ყელი როგორ მომისუფთავდა და ლექსოს გულში მადლობა გადავუხადე. თან ვნატრობდი, რომ ლუკას არ გაღვიძებოდა, არ მინდოდა ასეთი ვენახე, ჯერ როგორმე თავი ხელში უნდა ამეყვანა. ლექსო მალე დაბრუნდა უკან, მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა.
- ლუკა გავაღვიძო? - მკითხა ხმადაბლა.
- არა. - დავიჩურჩულე ხმაჩახლეჩილმა.
- კარგი, - თავზე ხელი გადამისვა და თბილად შემომხედა - მარტო არ ხარ ხომ იცი? ჩვენ შენს გვერდით ვართ, ლუკაც და მეც, ყველაფერს ერთად მოვაგვარებთ.
ლექსოს თვალებში შევხედე, ძალიან ცდილობდა რამე ისეთი ეთქვა რაც თავს უკეთ მაგრძნობინებდა, გამეღიმა. მართალია ახლა ვერაფერი მანუგეშებდა, მაგრამ ლექსოს გულწრფელი მცდელობა მაინც სასიამოვნო იყო.
- გინდა რამე მოვამზადოთ? - მკითხა უცებ და გამიცინა.
გაკვირვებულმა თვალები ავახამხამე, სულ სხვა რამეს ველოდი, გრძელ, გულში ჩამწვდომ მონოლოგს, ან ბევრ უსარგებლო სიტყვას, რომელიც მახინჯ რეალობას ვერაფრით შემიცვლიდა, ან რავიცი ყველაფერს, ამის გარდა.
- მაგალითად? - ვკითხე ინტერესით.
- შენ ჩემი საფირმო სასმელი არ გაგისინჯავს, - შემომხედა სიცილით - დრო მოვიდა ჩემი ზოგი საიდუმლო გაგიმხილო.
- კარგი - ვუპასუხე ღიმილით.
მართალია ახლა არაფრის ხალისი არ მქონდა, მაგრამ მისი ხათრით მაინც წამოვდექი ფეხზე, თან ახლა რამე ცხელის დალევა ნამდვილად მიშველიდა.
ლექსო სამზარეულოში შევიდა და კარგი დიასახლისივით ქვაბები აახმაურა. მაგიდასთან უნდა დავმჯდარიყავი, რომ შევამჩნიე იქაურობა სულ სისხლით მომეთხვარა. უკან გავბრუნდი, რომ ტილო მომეტანა და ყველაფერი ამეწმინდა, მაგრამ ლექსომ დამასწრო.
- არც კი იფიქრო! თვითონ ავწმენდ ყველაფერს!
სააბაზანოში გავიდა და სველი ტილო მოიტანა. თავს უხერხულად ვგრძნობდი ჩემს მოსვრილს თვითონ რომ ალაგებდა, მაგრამ შეწინააღმდეგებასაც აზრი არ ჰქონდა, მაინც არ მიმიშვებდა ასალაგებლად. ყველაფერი რომ მიასუფთავა მაგიდასთან ძალით დამსვა, თვითონ კი ინგრედიენტების გამოღება დაიწყო თაროდან. წარმოდგენა არ მქონდა რას აკეთებდა.
- მზარეულობა გეხერხება ხომ იცი. - ვუთხარი ღიმილით, მისი სამზარეულოში ფუსფუსი გულს მიმშვიდებდა, თავი ოდნავ უკეთ ვიგრძენი.
- რას იზამ, როცა ქალი სახლში არ არის, სხვა გზაც არ არის. - სიცილით ჩამიკრა თვალი და მომცრო ქვაბში კაკაო და კვერცხი ჩაუძახა.
- და რას აკეთებ? - ვკითხე ინტერესეით, როცა ქვაბში ჩემთვის უცნობი ყავისფერი ფხვნილი ჩაამატა.
- ტკბილ კურკლებს! - მიპასუხა სერიოზულად და ქვაბი გაზზე შემოდგა.
- ბატონო? - ავხედე სიცილით, დარწმუნებული ვიყავი, რომ მომეყურა.
- ტკბილ კურკლებს! - გაიმეორე დამარცვლით და გაუგებარ მასას ხის ჯოხით მოურია.
- აჰა, მე მაგ რაღაცას არ შევჭამ! - გავაპროტესტე შეშინებულმა.
- ვინ თქვა, რომ უნდა შეჭამო? ეს სასმელია გოიმო! - გამომხედა გაფხორილმა.
- და კურკლები როდის აქეთ არის სასმელი? - შევხედე დაეჭვებულმა, თან ვცდილობდი სიცილი როგორმე შემეკავებინა.
- ეს კურკლები მართლა ძაღლის კურკლები კი არ არის, - გადაატრიალა თვალები და მონდომებით მოურია ქვაბს - ეს ჩემი რეცეპტით დამზადებული ტკბილი კურკლებია.
- და მეც, რა თქმა უნდა, გულზე მომეშვა. - ამრეზით გავხედე ქვაბს, რომელშიც ყავისფერი სითხე უსიამოვნოდ ბუყბუყებდა.
- ჯერ გასინჯე და მერე შეურაცხყვე! - შემომხედა დაბღვერილმა.
- აკი, ოჯახის წევრები ვართო? - ამოვიკნავლე საცოდავად, როცა მოზრდილი ჭიქით შესქელებული სითხე წინ დამიდგა.
- დალიე, თორემ ძალით ჩაგასხამ ხახაში! - დამიბრიალა თვალები - ლუკა მეხვეწება ხოლმე ამის გაკეთებას, პატივი გერგო და შეიფერე, უმადურო! - გამასწორა მიწასთან.
სხვა რაღა გზა მქონდა ფრთხილად დავიხარე და სითხეს დავყნოსე, სუნი მართლაც მადისაღმძვრელი ჰქონდა. თვალები დავხუჭე და ოდნავ მოვსვი.
უნდა ვაღიარო, რომ მსგავსი გემრიელობა არასდროს გამისინჯავს. ცხელი შოკოლადის გემო დაჰკრავდა, მაგრამ ის არ იყო, გაცილებით ნაზი, ფაფუკი და მსუბუქი გემო ჰქონდა. ასე არასდროს არაფერი მომწონებია. დარცხვენილმა ლექსოს ავხედე, რომელიც წარბაწეული ამაყად მიყურებდა
- ერთი ჭიქა კიდევ გამოვა? - კისერი წავიგრძელე და ინტერესით გავხედე ქვაბს. ლექსოს სიცილი აუტყდა.
- კარგი, იქიდან გამომდინარე რომ თვით კეთილშობილება ვარ მაგ კადნიერ სიტყვებს გაპატიებ და დავივიწყებ. - გამეცინა, ხასიათი ოდნავ გამომიკეთდა.
- დიდი მადლობა, - ვუთხარი ღიმილით - ახლა მხოლოდ ეს მჭირდებოდა.
- ვიცი. - გამიღიმა თბილად და თვალი ჩამიკრა.
იმდენად ჰგავდა ჩემს საყვარელ მეგობარს, რომ კრუნჩხვებმა დამიარა. ძალიან მომინდა მაგრად ჩავხუტებოდი, მაგრამ თავი შევიკავე. ცხელ ჭიქას ცალი ხელი შემოვხვიე, მეორე დაშავებულ ხელს ვერაფერში ვიყენებდი. ცხელმა ტალღამ სასიამოვნოდ დამიარა ტანში და გათოშილი ორგანიზმი გამითბო.
- ნეტავ დაჩი როგორ არის? - ამოვიოხრე შეწუხებულმა და სახეზე ხელი მოვისვი.
- ჯერ არ დაურეკავს შენს მეგობარს?
- არა, ნუთუ ამდენ ხანს უკეთებენ ოპერაციას?
- არ გამიკვირდება, რამდენიმე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მაგრამ სასიკვდილო არცერთი არ იყო! - დაამატა სწრაფად, როცა ჩემი გამომეტყველება შეამჩნია.
- კი მაგრამ, იქ საიდან გაჩნდნენ? - ფიქრიანად მოვისრისე შუბლი და ცხელი სასმელი მოვსვი, მართლაც უღმერთოდ გემრიელი იყო.
- არ ვიცი, კიდევ კარგი რომ წამოსვლა გადავწყვიტე. გულმა ცუდი მიგრძნო და ლუკას გამოვყევით.
- თქვენ რომ არ მოსულიყავით დაგვხოცავდნენ, ორივეს ტყვიები გვითავდებოდა.
- ისე, ყოჩაღ, კარგად ისვრი. ყველას შუბლი ჰქონდა გახვრეტილი - შემაქო სიცილით.
- ხომ გითხარი კარგად ვისვრი-თქო, - ვუპასუხე წარბაწეულმა.
ისე მშვიდად განვიხილავდი ამ თემას თითქოს ადამიანებზე კიარა ჩიტებზე ვსაუბრობდი. თუმცა, ეგენი ადამიანები არც იყვნენ, საშუალება რომ მოეცათ სათითაოდ გავაძრობდი ტყავს ყველას.
- ის როგორ მოგეპარა? ლუკამ არავინ შემიმჩნევიაო, არადა მის მახვილ თვალს არასდროს არაფერი არ გამორჩენია.
- წარმოდგენა არ მაქვს საიდან გაჩნდა, უკნიდან მომეპარა.
- მოკვლა სცადა? - მკითხა კბილების ღრჭიალით.
- არა, მითხრა უნდა გამომყვეო.
- გამომყვეო? რაში სჭირდებოდა შენი წაყვანა? - შემომხედა დაეჭვებულმა.
- არ ვიცი და მარტო ეს არ არის ლექსო, გუშინ იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ ყველაფრის მოყოლა ვერ მოვახერხე.
- კარგი, გისმენ - შუბლშეკრული სკამზე შესწორდა და ყურადღებით შემომხედა.
- გახსოვს, რომ გითხარი ამ საქმეში პოლიციაც არის გარეული თქო?
- ჰო - დამიქნია თავი.
- თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ეგ ვირთხა სონგულიაა.
- საიდან მოიტანე?
- ჯიბის საათი დავუნახე, ძველი, ანტიკური და ძალიან იშვიათი.
- მერე, ეგ რა შუაშია?
- ეგ საათი მამაჩემს თავად ვაჩუქე დაბადების დღეზე! - ლექსომ თავი ასწია და ყურადღებით შემომხედა.
- დარწმუნებული ხარ რომ ნამდვილად ეგ იყო? ხომ არ გეშლება?
- არა, უკან ინიციალები ამოვატვიფრინე, ჩემი სახელის და გვარის პირველი ასოები „N.N”, მინდოდა ჩემგან სამახსოვროდ ჰქონოდა. - ლექსომ ფიქრიანად მოისვა ნიკაპზე ხელი, მერე თავი გააქნია და შემომხედა.
- არა, გამორიცხულია! - თქვა ბოლოს.
- რა არის გამორიცხული? - ვკითხე დაბნეულმა.
- სონგულიას დიდი ხანია ვიცნობ, ა, მაგრამ მაგ დონის არ არის. ყველაფერს თავი დავანებოთ არც იმდენად დებილია, რომ მსხვერპლის ნივთით იმოძრაოს მთელს განყოფილებაში, ან კიდევ უარესი მისი შვილის თვალწინ ააფრიალოს ნივთმტკიცება.
- მამაჩემი მას არასდროს ატარებდა თან, მითხრა რომ ძალიან ძვირფასია და ყოველდღიურად თან ვერ ვატარებ, ისეთ ადგილებში მიწევს სიარული შეიძლება მომპარონო, მაგრამ იმ ღამეს თან ჰქონდა, კარგად მახსოვს. თუ სონგულია არაფერ შუაშია საიდან გაჩნდა მასთან მამაჩემის საათი?
- სულ რომ ასე იყოს, შენს თვალწინ მაინც არ გამოაჩენდა, უაზრობაა და მეტსაც გეტყვი, ვიღაცას ძალიან უნდა რომ სონგულიაზე ეჭვი მივიტანოთ. შენ მისდამი სიძულვილი გაბრმავებს და ვიღაც ამის გამოყენეაბას ცდილობს. მაგ ახვარს ვერც მე ვერ ვიტან, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად საეჭვოდ გამოიყურება რომ ამას ვერ დავიჯერებ. - ლექსო ალბათ მართალი იყო, მისი ლოგიკა აზრს მოკლებული სულაც არ იყო.
- შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ მაშინ საიდან იცის სონგულიამ ჩვენზე, როცა განყოფილება არაფრის აზრზე არ არის? - ვკითხე ირონიულად და ცხელი სასმელი კიდევ მოვსვი. ლექსომ სწრაფად შემომხედა.
- გაიმეორე! - წელში გასწორდა და შუბლშეკრულმა შემომხედა.
- ჰო, ლუკაზე კითხვები დამაყარა, რა გესაქმება დადიანთანო.
- რაო? - ლექსოს შეშფოთება დაეტყო - კი მაგრამ საიდან გაიგო?
- მეც ეგ მიკვირს და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი შევამჩნიე.
- მაგალითად? - მკითხა სწრაფად.
- როცა დაკითხვის ოთახში შევყავარ ხოლმე, კამერა სულ გათიშულია.
- ვერ მივხვდი, - დაბნეულმა თვალები აახამხამა.
- დასაკითხ ოთახში კამერა ხომ უდგათ და იწერენ ყველაფერს? ამ ვაჟბატონს კი მუდამ გათიშული აქვს, ორჯერ ვიყავი მაგ ოთახში და ორჯერვე შევამჩნიე. პირველად ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ მეორედ უკვე დავეჭვდი, რატომ არ იწერდა ჩვენ საუბარს? როცა მეორე დეტექტივი შემოვიდა ოთახში კამერა ჩართეს.
- მოიცა, მოიცა... - ლექსოს თვალები გაუფართოვდა.
- ჰო, მეც მაგას ვფიქრობ. რაღაც ისე არ არის, ან ლუკაზე საიდან იცის? პოლიციას ეს ინფორმაცია, რომ ჰქონდეს, ხომ წარმოგიდგენია რა მოხდებოდა? მოსვენებას არ მომცემდნენ, თქვენ კი მაშინვე აგიყვანდნენ, თან ყველაზე საინტერესო ჯერ არ მითქვამს.
- გისმენ! - შუბლშეკრული დაძაბული მომაჩერდა.
- თქვენი დოსიეები მომიტანა. - ლექსოს ფერი ეცვალა.
- დოსიეები? - ამოთქვა ძლივს.
- ჰო თქვენზე ინფორმაციას აგროვებს, თან კარგა სქელიც იყო. კარგი, ამას თავი დავანებოთ, მაგრამ ჩემთვის ჩვენება რატომ უნდოდა? ეს არ შეიძლება, ეს რომ გაუგონ გამოაგდებენ! თუმცა, ამას არ შეუჩერებია, პირიქით, ცხვირწინ დამილაგა ნეტარი სახით მიდი წაიკითხეო. - ლექსოს ხმა აღარ ამოუღია, შუბლი ნერვიულად მოისრისა და თავი ჩაღუნა.
- ნახე რა იყო იმ ფაილებში? - იკითხა ყრუდ.
- არა, - ვუპასუხე პაუზის შემდეგ და მშვიდად გადავწექი სკამზე. ლექსომ სწრაფად ამომხედა და ყურადღებით დამაკვირდა სახეზე.
- რატომ?
- რა რატომ?
- რატომ არ ნახე ყველაფერი?
- დოსიეები რომ მენახა ამით თავისთავად ვაღიარებდი, რომ თქვენთან კავშირი მაქვს. მე კი სონგულიას ვუთხარი რომ წარმოდგენა არ მქონდა რაზე ლაპარაკობდა.
- მხოლოდ ამის გამო? - მკითხა ხმადაბლა და ინტერესით მომაცქერდა.
- არა, იმიტომ რომ ასე იყო საჭირო, სულ არ ვაპირებ იმ ქოფაკის წესებით თამაშს! თუ რამის თქმა მოგინდებათ თავად მეტყვით ეს უკვე მილიონჯერ გაგიმეორეთ!
წამოვდექი და ის იყო მაცივარი უნდა გამომეღო, რომ ლექსო მომიახლოვდა, მაჯაში ხელი ჩამჭიდა და თავისკენ შემაბრუნა, გაოცებულმა ავხედე. თვალებში სითბო ჩასდგომოდა.
- რა იყო? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- არაფერი, - მიპასუხა უცხო ხმით და მომეხვია. სახტად დავრჩი, - არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ - უფრო მაგრად მომხვია ხელები და თავზე მაკოცა.
- ხელს თუ არ გამიშვებ ნამდვილად გავიგუდები. - ამოვიჯუჯღუნე მის მკერდზე სახემიჭეჭყილმა.
- ბოდიში, - ხელი შემიშვა და უკან დაიხია, სახეზე გაურკვეველი ემოციები დასთამაშებდა - კიდევ რამე ხომ არ უთქვამს?
- არა, - ვუპასუხე მშვიდად და მაცივარს მივუბრუნდი. არ მინდოდა ჩემს სახეზე ტყუილი შეემჩნია, არ ვიცი რატომ მაგრამ თავს ვიკავებდი იმის ხმამაღლა თქმისგან რაც სონგულიამ ლუკაზე მითხრა - ნერვებზე მოვშალე და აყვირდა, ამიტომ ოთახიდან მიაბრძანეს და მეორე დეტექტივი შემოძუნძულდა დასაკითხად.
ნამცხვრები გამოვიღე და მაგიდაზე დავალაგე, მოძრაობისას მუხლი საშინლად მტეხდა, მართლა ძალიან დამირტყამს, არაუშავდა სამაგიეროდ იმ ნაბიჭვარმა თავი დაკარგა!
- და მეორე დეტექტივს ჩვენზე არაფერი უკითხავს? - მკითხა შუბლშეკრულმა და ისევ მაგიდასთან დაჯდა.
- არა, ხომ გეუბნევი დანარჩენები არაფრის გონზე არ არიან. თუ სონგულია არაფერ შუაშია მაშინ საიდან იცის ჩვენზე? ამის შესახებ მარტო თავდამსხმელებმა იცოდნენ, სხვამ არავინ იცის, რომ მე თქვენთან ვარ. ახლა აღმოჩნდა, რომ დეტექტივმაც იცის სიმართლე, თუმცა ამის პოლიციისთვის თქმისგან თავს იკავებს, თან ეგ უთვალთვალებდა დაჩის. დაჩიმ კი თქვა თავიდან მოვიშორეო, მაგრამ მაგ ტურასგან ყველაფერია მოსალოდნელი, ზედმეტად ბევრი დამთხვევაა ლექსო, მე კი დამთხვევების არ მჯერა.
- გეთანხმები, ბევრი საეჭვო რამ არის. უკვე ძალიან დავიბენი ვეღარც თავი გამიგია და ვეღარც ბოლო.
- ირაკლიმ თქვა, რომ მამაჩემი ერთ-ერთ საქმეს ჩამოაშორეს და სწორედ მაგედან დაიწყო ეს ჯოჯოხეთი - ვუპასუხე პაუზის შემდეგ.
ამაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირდა, მაგრამ აუცილებლად უნდა მომეყოლა ყველაფერი. ლექსომ ფრთხილად ამომხედა, ვიცოდი, რომ განგებ არ მკითხა არაფერი, არ უნდოდა ზედმეტად გავენერვიულებინე.
- მერე?
ყველაფრის მოყოლა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ როგორღაც თავი მოვაბი. ყველაფერი ვუამბე რაც საჭირო იყო. მთელი ეს დრო უხმოდ მისმენდა.
- გასაგებია - ჩაილაპარაკა წარბშეკრულმა როცა თხრობა დავასრულე და ნამცხვარი გაკბიჩა - ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება, სასწრაფოდ ეგ ფაილები გვჭირდება.
- კი მაგრამ, თუ ისინი მართლა წაშალეს კომპიუტერიდან, მაშინ?
- არა, მაგას არ ვგულისხმობ. ლუკამ ხომ მოგიყვა ირაკლის და ვაჩეს შეხვედრის ამბავი?
- ჰო - ვკითხე დაბნეულმა.
- მერე? ვაჩეს იქ ინფორმციის ნაწილი ჰქონდა, რომლის გადმოქაჩვაც მოასწრო, ჩვენ ეგ კონვერტი გვჭირდება, დარწმუნებული ვარ შიგ საკმარისი ინფორმაცია იქნება, რომელიც სწორ კვალზე დაგვაყენებს, დანარჩენს კი ჩვენითაც გავარკვევთ.
- არამგონია ეგ კონვერტი კიდევ არსებობდეს.
- ცდები, ვაჩე ისე კარგად იმალებოდა რომ ვერავინ მიაგნო, სანამ თვითონ არ მოისურვა. ისღა დაგვრჩენია რომ ჩვენ მაგ საიმედო ადგილს მივაგნოთ, დარწმუნებული ვარ იქ კონვერტზე გაცილებით მეტ რამეს ვიპოვით.
- როგორ მინდა შენსავით ოპტიმისტურად ვუყურებდე სიტუაციას. - ამოვიოხრე უიმედოდ და მაგიდაზე თავი ჩამოვდე.
- პირველ რიგში რაც უნდა გააკეთო ეს ძილია, ახლავე ლოგინში დაწექი და დაისვენე, რომ გაიღვიძებ დანარჩენზე მერე ვიმტვრიოთ თავი.
- შენ რას აპირებ? - თავი ავწიე და ინტერესით შევხედე.
- მეც დავწვები, სულ ორი საათი მეძინა, უბრალოდ შუქი შევნიშნე სამზარეულოში და მაგიტომ გამოვედი. ვიცი ღამურასავით რომ დაბორიალობ ხოლმე და მაინტერესებდა ცუდად ხომ არ იყავი.
გამეღიმა, ჩემი მოსიარულე თილისმა იყო. კეთილი, ყურადღებიანი და მაინც იდუმალი. ნეტავ ასე ძალიან რა აწუხებდა, ძალიან შეშფოთდა როცა ფაილები ვუხსენე. მართალია ჩემთვის არავითარი მნიშნველობა არ ჰქონდა იმ წყეულ დოსიეებში რა ეწერა, მაგრამ მინდოდა მცოდნოდა ჩემს მეგობარს რა ადარდებდა. ყოველთვის თვითონ მეხმარებოდა და მეც მინდოდა მისთვის იგივე გამეკეთებინა ეს იყო და ეს.
- ლოგინში მალე! - დამიბრიალა თვალები და წამოდგა.
ჯუჯღუნ-ჯუჯღუნით წამოვდექი ფეხზე და ცხვარივით გავყევი უკან. ლექსომ ოთახამდე მიმაცილა, შუბლზე ნაზად მაკოცა და თავის ოთახში შევიდა დასაძინებლად. ერთი ამოვიოხრე, დივანთან დაყრილი სისხლიანი ზედა და პირსახოცი სარეცხის მანქანაში შევაგდე და ჩემი ოთახის კარი შევაღე. ლუკა ისევ მშვიდად თვლემდა. საბანი კი ისევ გადაეხადა. ფეხაკრეფით მივუახლოვდი და ბევრი ჯაჯგურის შემდეგ მოსაცმელი ძლივს გავხადე, რომ საბანი აღარ აეხადა და ბალიში შევუსწორე.
ლუკას თბილი მოსაცმელი მოვიცვი, ჩემი ბალიში ავიღე და სავარძელში ჩავჯექი. ბალიში თავქვეშ ამოვიდე და ფანჯარაში გავიხედე. წვრილი წვეთები ისევ გამეტებით ეხლებოდნენ მინებს. ძალიან მეძინებოდა, ორგანიზმი დასვენებას მთხოვდა, მაგრამ როგორც კი საკუთარ თავთან მარტო დავრჩი ისევ ირაკლი დამიდგა თვალწინ. მისი ჩანაწერი გონებაში ერთი ასჯერ მაინც დავაბზრიალე წინ და უკან.
ტკივილი გამიახლდა და ამჯერად გაორმაგებული ძალით მეძგერა. ნათლად ვგრძნობდი როგორ მილღვებოდა ორგანიზმში ყველაფერი. მართალია ფიზიკურად არაფერი მჭირდა, მაგრამ ტკივილი იმდენად გაუსაძლისი იყო, რომ ამაში უკვე ეჭვი მეპარებოდა. ირაკლის თვალცრემლიანი ღიმილი გონებიდან არ ამომდიოდა, მის ხატებას ვერაფრით ვიშორებდი თვალებიდან, ბალიშს მთელი ძალით ჩავაფრინდი კბილებით, რომ არ მეკივლა.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Arvici amis damatavrebamde chemi nervwbi rogor iqneba anabell. Rac crwmli mqonda davxarjeee. Aramgonia songulia mogalate iyoss. Ase pirdapiri samxilebit shen tyuila gvibnev tavgzass. Policia rom iyobgareuli tavshive mivxvdii. Magram vici did tavsatexs da siurprizsac shemogvtavazeb. Amitom prognozirwbosgan tavs shevikavebb. Gmerto chemo ai damuxtuli vkitxulobdii. Naiaaa. Gadagvarda da suli daucarieldaa. Ra samcuxaroaa. Geli moutmenladdddd. Briliantooooo

 


№2 სტუმარი სტუმარი კატო

ამ წამს მოვრჩი კითხვას)) იმდენად კარგად აღწერ მათ გასაჭირს ტკივილს რომ ამ დილაუთენია მაბღავლე(( ირაკლიზე მოვკვდიი არმინდოდა ასე მალე რო მომკვდარიყო-_- ნაია, ოხ ნაიაა როგორ შემეცოდაა(ალბათ იფიქრებ წინათავის კომენტარს აქ რატო მიწერსო მარა ახლა მოვრჩი კითხვას და ერთიანად გიწერ კომენტარს^^) რაღაც ძან დაბნეული ვარრ აქ რაღაც რიგზე ვერაა მთლადდ, ყველაზე მივიტანე ეჭვი მომენტებში ვაჩეც და დაჩიც მოღალატეები მეგონნენ (კიდე კაი ეგრე არ იყო ვერ გავუძლებდი) ირაკლის მერე ლექსოზე ვარ მიწებებული^_^ ბევრი როარ ვიბოდიალოო მიხარია რო ასე კარგად წერ)) ისეთი მაგარიაა რო ვერ გამოვიცანი ვერცერთ მომენტში რადორს რა შეილება მომხდარიყო^_^ ეს მომწონს შენშნი რო გამოცანებით ხარ სავსე)) ხოდა აბა შენ იცი წარმატებები) მართლა ერთერთი ფავორიტი ისტორია გახდა ჩემთვის რომელმაც შეძლო და გამათენებინა^_^

 


№3  offline ახალბედა მწერალი belle...

Qeti qimucadze
Arvici amis damatavrebamde chemi nervwbi rogor iqneba anabell. Rac crwmli mqonda davxarjeee. Aramgonia songulia mogalate iyoss. Ase pirdapiri samxilebit shen tyuila gvibnev tavgzass. Policia rom iyobgareuli tavshive mivxvdii. Magram vici did tavsatexs da siurprizsac shemogvtavazeb. Amitom prognozirwbosgan tavs shevikavebb. Gmerto chemo ai damuxtuli vkitxulobdii. Naiaaa. Gadagvarda da suli daucarieldaa. Ra samcuxaroaa. Geli moutmenladdddd. Briliantooooo

მე კი შენ გელი მუდამ ახალი შთაბეჭდილებებით <3 <3 <3 მაინტერესებს როგორი განწყობით, დამოკიდებულებით და ფიქრებით გავალთ ბოლოში <3 <3 <3

სტუმარი კატო
ამ წამს მოვრჩი კითხვას)) იმდენად კარგად აღწერ მათ გასაჭირს ტკივილს რომ ამ დილაუთენია მაბღავლე(( ირაკლიზე მოვკვდიი არმინდოდა ასე მალე რო მომკვდარიყო-_- ნაია, ოხ ნაიაა როგორ შემეცოდაა(ალბათ იფიქრებ წინათავის კომენტარს აქ რატო მიწერსო მარა ახლა მოვრჩი კითხვას და ერთიანად გიწერ კომენტარს^^) რაღაც ძან დაბნეული ვარრ აქ რაღაც რიგზე ვერაა მთლადდ, ყველაზე მივიტანე ეჭვი მომენტებში ვაჩეც და დაჩიც მოღალატეები მეგონნენ (კიდე კაი ეგრე არ იყო ვერ გავუძლებდი) ირაკლის მერე ლექსოზე ვარ მიწებებული^_^ ბევრი როარ ვიბოდიალოო მიხარია რო ასე კარგად წერ)) ისეთი მაგარიაა რო ვერ გამოვიცანი ვერცერთ მომენტში რადორს რა შეილება მომხდარიყო^_^ ეს მომწონს შენშნი რო გამოცანებით ხარ სავსე)) ხოდა აბა შენ იცი წარმატებები) მართლა ერთერთი ფავორიტი ისტორია გახდა ჩემთვის რომელმაც შეძლო და გამათენებინა^_^

მიხარია თუ მოგწონს ერთი ნერვოზიანი თინეიჯერის აწყობილი ისტორია რომელმაც გადაწყვიტა გაეგო რა იყო "შურისძიება" <3 <3 <3 <3 გმადლობ საყვარელო და გამძლეობას გისურვებ ბოლო წერტილამდე <3 <3 <3

 


№4 სტუმარი სტუმარი ნატალია

მოკლედ ეს დღეები შენს ისტორიებზე ვიძინებ და ვიღვიძებ :)
ძალიან კარგად წერ, მე კი ვზივარ და შიშით ვკითხულობ :)
იმედია დაგვინდობ ეხლა მაინც.
ნაინასი არ იყოს მეც ვერ ველევი ირაკლის და იმედია ლექსოსთან და ლუკასთან განშორებაც არ მოგვიწევს.

 


№5  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი ნატალია
მოკლედ ეს დღეები შენს ისტორიებზე ვიძინებ და ვიღვიძებ :)
ძალიან კარგად წერ, მე კი ვზივარ და შიშით ვკითხულობ :)
იმედია დაგვინდობ ეხლა მაინც.
ნაინასი არ იყოს მეც ვერ ველევი ირაკლის და იმედია ლექსოსთან და ლუკასთან განშორებაც არ მოგვიწევს.

გმადლობ, ნატალი ^_^ <3 <3 რაც შეეხება ნაიას... ვნახოთ მისი ქმედებები სადამდე მიგვიყვანს... <3 <3 <3

 


№6  offline მოდერი Catherine Di Perso

კოკისპირლად მაღიზიანებს. აი, მე როგორ ვიტანჯები და შურისძიება და ჯანდაბა და დოზანა! გამოიხედე გოგო თვალებში! სანამ დანგრეული ხარ, მანამ შურისძიებაზე არც იოცნებო! შურისმაძიებელი ხალხი იკლავს საკუთარ თავში გრძნობებს ცნობიერ დონეზე. სასკეს მაგალითი თუნდაც. ერთადერთი ფიქრი ჰქონდა, ერთადერთი! იმაზეც კი არ ფიქრობდა, რომ კლანი ამოუხოცეს. გამოდის, რომ შურისძიებას ვაქეზებ, მაგრამ თავს ამ დაჭმუჭნული კომბოსტოს ადგილას რომ ვაყენებ, ერთადერთი ეგ მაცოცხლებდა.
ამ ლუკას ასაკი კიდევ სიგიჟემდე მაინტერესებს :დ აზრზე არ ვარ რატომ მივეციკლე.

 


№7  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
კოკისპირლად მაღიზიანებს. აი, მე როგორ ვიტანჯები და შურისძიება და ჯანდაბა და დოზანა! გამოიხედე გოგო თვალებში! სანამ დანგრეული ხარ, მანამ შურისძიებაზე არც იოცნებო! შურისმაძიებელი ხალხი იკლავს საკუთარ თავში გრძნობებს ცნობიერ დონეზე. სასკეს მაგალითი თუნდაც. ერთადერთი ფიქრი ჰქონდა, ერთადერთი! იმაზეც კი არ ფიქრობდა, რომ კლანი ამოუხოცეს. გამოდის, რომ შურისძიებას ვაქეზებ, მაგრამ თავს ამ დაჭმუჭნული კომბოსტოს ადგილას რომ ვაყენებ, ერთადერთი ეგ მაცოცხლებდა.
ამ ლუკას ასაკი კიდევ სიგიჟემდე მაინტერესებს :დ აზრზე არ ვარ რატომ მივეციკლე.

შურისძიება ერთადერთი მაშველი რგოლია რაც აცოცხლებს. ისე საინტერესოა არა? მარტო ზიზღსა და ბრაზზსაც კი შეუძლია ცხოვრება გაიძულოს. პ.ს ყველაფერი გაირკვევა <3 ლუკა და ლექსო ის ორი ცალია, რომელზეც ვერ იტყვი პირველი ან მეორე უფრო კარგიაო <3 <3

 


№8  offline წევრი ვიპნი

ანნაბელ რატომღაც დავასკვენი რომ რძე შენც გიყვარს,სულ თვალში მხვდება რძის ამბავი :D ამხელა მოთხრობაში რომ მაგას შეამჩნევს ადამიანი,უბრალოდ პაზლებშიც რძე იყო,აქაც :) ვცდილობ და ჯერ ვერ დავაკავშირე ლექსო,ლუკა, მანიაკების საქმე და ნიას მამის ფაილები.ველოდები მოვლენების განვითარებას.

 


№9  offline ახალბედა მწერალი belle...

ვიპნი
ანნაბელ რატომღაც დავასკვენი რომ რძე შენც გიყვარს,სულ თვალში მხვდება რძის ამბავი :D ამხელა მოთხრობაში რომ მაგას შეამჩნევს ადამიანი,უბრალოდ პაზლებშიც რძე იყო,აქაც :) ვცდილობ და ჯერ ვერ დავაკავშირე ლექსო,ლუკა, მანიაკების საქმე და ნიას მამის ფაილები.ველოდები მოვლენების განვითარებას.

joy joy joy joy დამიჯერებ რომ გითხრა ველოდი ვინ გაუსვამდა ხაზს ამ ნიუანსს-თქო? joy joy სულ პატარა დეტალში დავიმგვანე ორივე პერსონაჟი ვგიჟდები რძიან ყავაზე! joy joy joy joy მადლობა რომ შეამჩნიე ;დდდდდ <3 <3 <3 პ.ს. ახლა ვუკვირდები და ბავშვობაშიც კარგი დამპალი აზრები მაწუხებდა joy joy ლოგიკურად ლაგდება ყველაფერი ძვირფასო ^_^ <3 <3 ნელ-ნელა გაიშლება და ყველა დეტალი თავის ადგილს დაიკავებს ^_^ <3 <3 <3

 


№10  offline წევრი ვიპნი

belle...
ვიპნი
ანნაბელ რატომღაც დავასკვენი რომ რძე შენც გიყვარს,სულ თვალში მხვდება რძის ამბავი :D ამხელა მოთხრობაში რომ მაგას შეამჩნევს ადამიანი,უბრალოდ პაზლებშიც რძე იყო,აქაც :) ვცდილობ და ჯერ ვერ დავაკავშირე ლექსო,ლუკა, მანიაკების საქმე და ნიას მამის ფაილები.ველოდები მოვლენების განვითარებას.

joy joy joy joy დამიჯერებ რომ გითხრა ველოდი ვინ გაუსვამდა ხაზს ამ ნიუანსს-თქო? joy joy სულ პატარა დეტალში დავიმგვანე ორივე პერსონაჟი ვგიჟდები რძიან ყავაზე! joy joy joy joy მადლობა რომ შეამჩნიე ;დდდდდ <3 <3 <3 პ.ს. ახლა ვუკვირდები და ბავშვობაშიც კარგი დამპალი აზრები მაწუხებდა joy joy ლოგიკურად ლაგდება ყველაფერი ძვირფასო ^_^ <3 <3 ნელ-ნელა გაიშლება და ყველა დეტალი თავის ადგილს დაიკავებს ^_^ <3 <3 <3

❣️❣️❣️❣️

 


№11  offline წევრი დარინა

მოკლედ ორი დღეა თავი ვერ მოვაბი რომ რამე დამეწერაა, ირაკლის სიკვდილს იმდონეზე არ ველოდი რომ გავსკდი ტირილით, მართლა ვაღვარღვარე ცრემლებიი, ჯერ კიდევ დათრგუნული ვარ ამ ყველაფრით, შენ ამბობდი რომ ისეთი არ არის რომ დღის სინათლეზე გამოვიტანოო და ამის დამალვას გვიპირებდიი, აი გეფიცები ასე მგონია ჩამოყალიბებული მწერალია დაწერილ ისტორიას ვკითხულობმეთქიი, გონება მაქვს დაბინდული და ვარაუდებს არ/ვერ გამოვთქვამ, რადგან ვიცი რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდაა, ვნახოთ ნაიაც სიასავით თუ არ ენდობა ლუკას, იმედია ისე არ გააწვალებს, მოკლედ საყვარელო შენ სულ უნდა წერო და წეროო, რადგან შენი საქმე ეს არის რომელიც საოცრად გამოგდის ❤️❤️❤️❤️

 


№12  offline ახალბედა მწერალი belle...

დარინა
მოკლედ ორი დღეა თავი ვერ მოვაბი რომ რამე დამეწერაა, ირაკლის სიკვდილს იმდონეზე არ ველოდი რომ გავსკდი ტირილით, მართლა ვაღვარღვარე ცრემლებიი, ჯერ კიდევ დათრგუნული ვარ ამ ყველაფრით, შენ ამბობდი რომ ისეთი არ არის რომ დღის სინათლეზე გამოვიტანოო და ამის დამალვას გვიპირებდიი, აი გეფიცები ასე მგონია ჩამოყალიბებული მწერალია დაწერილ ისტორიას ვკითხულობმეთქიი, გონება მაქვს დაბინდული და ვარაუდებს არ/ვერ გამოვთქვამ, რადგან ვიცი რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდაა, ვნახოთ ნაიაც სიასავით თუ არ ენდობა ლუკას, იმედია ისე არ გააწვალებს, მოკლედ საყვარელო შენ სულ უნდა წერო და წეროო, რადგან შენი საქმე ეს არის რომელიც საოცრად გამოგდის ❤️❤️❤️❤️

დარინაააა ^_^ საყვარელო <3 <3 <3 <3 <3 ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო ^_^ <3 <3 <3 <3 <3 <3 კი არა, ეს უბრალოდ ბავშვობის ბრაზი იყო, რომელიც მინდოდა რომ ფურცლებზე დამენთხია. ჩემთვის ჩუმად შევინახე და გამომზეურება არ მინდოდა რავიცი... მართლა არ ველოდი ასეთ შეფასებას და უღრმესი მადლობა შენ, რადგან გული ამიჩუყდა ისევ პატარა ბავშვივით <3 <3 <3 <3 ეს ისტორია ცოტა მძიმე საკითხავია, ცოტა არა საკმაოდ... მხოლოდ ახლა ვიაზრებ რა პერიოდი მაქვს გამოვლილი, რომ ჩემს პერსონაჟებსაც იგივე დღე გამოვატარე... არ ვიცი საყვარელო გაგრძელებას თვითონ ნახავ და მოუთმენლად დაველოდები შთაბეჭდილებებს. ძმას ვფიცავარ თუ ვაჭარბებდე ეს ერთი ისტორიაა რომელიც მხოლოდ ჩემთვის დავწერე, რომ... შვება მეგრძნო... <3 და თქვენი სურვილი რომ არა საერთოდ არ გამოვიტანდი მზის სინათლეზე <3

 


№13  offline წევრი Ταμαρα

თვალს გადევნებ მაგრამ, სანამ არ დაასრულებ ერთი სიტყვის წამკითხავი არ ვარ ???????????????? "პაზლების ქურდის" მწარე გამოცდილება მაწერინებს ამას

 


№14  offline ახალბედა მწერალი belle...

Ταμαρα
თვალს გადევნებ მაგრამ, სანამ არ დაასრულებ ერთი სიტყვის წამკითხავი არ ვარ ???????????????? "პაზლების ქურდის" მწარე გამოცდილება მაწერინებს ამას

;დდდდდდდდდდდ <3 <3 ველოდებოდი შენს გამოჩენას და მაღირსე ხომ? ^_^ ;დდდდდდდ <3 <3 <3 დაიწყე და დამეწევი ორი დადება დამრჩა მეტი კიარა ^_^ <3 <3 პ.ს. გამიხარდი ^_^ <333333333333333333333

 


№15  offline წევრი Ταμαρα

belle...
Ταμαρα
თვალს გადევნებ მაგრამ, სანამ არ დაასრულებ ერთი სიტყვის წამკითხავი არ ვარ ???????????????? "პაზლების ქურდის" მწარე გამოცდილება მაწერინებს ამას

;დდდდდდდდდდდ <3 <3 ველოდებოდი შენს გამოჩენას და მაღირსე ხომ? ^_^ ;დდდდდდდ <3 <3 <3 დაიწყე და დამეწევი ორი დადება დამრჩა მეტი კიარა ^_^ <3 <3 პ.ს. გამიხარდი ^_^ <333333333333333333333

ერთი ამოსუნთქვით უნდა ჩავიკითხო... კომენტარებსაც გავურბინე არ წავიკითხე...

 


№16  offline ახალბედა მწერალი belle...

Ταμαρα
belle...
Ταμαρα
თვალს გადევნებ მაგრამ, სანამ არ დაასრულებ ერთი სიტყვის წამკითხავი არ ვარ ???????????????? "პაზლების ქურდის" მწარე გამოცდილება მაწერინებს ამას

;დდდდდდდდდდდ <3 <3 ველოდებოდი შენს გამოჩენას და მაღირსე ხომ? ^_^ ;დდდდდდდ <3 <3 <3 დაიწყე და დამეწევი ორი დადება დამრჩა მეტი კიარა ^_^ <3 <3 პ.ს. გამიხარდი ^_^ <333333333333333333333

ერთი ამოსუნთქვით უნდა ჩავიკითხო... კომენტარებსაც გავურბინე არ წავიკითხე...

და ბოლოში გამიმზადე მერე შთაბეჭდილებები გელოდები იცოდე ;დდდდ <3 <3 <3 <3 <3

 


№17 სტუმარი სტუმარი კატო

კომენტარებს გადავხედე, ცოტა შინაარსი გამოვწურომეთქი, ბაათ ვერაფერი გავიგე და რომ ჩავუჯდები გავაშანშალებ ჩემს კომენტარს (გუშინ მე და ჩემი მეზობელი გავილეწეთ და საშინელ პახმელიაზე ვარ????????????)
რაღაც სხვა კატო მომხვდა თვალში, ხოდა, მე მედორამე კატო ვარ და ის სხვაა????????

 


№18 სტუმარი Qeti

Martla vin xar sad iyavi da ar gaqre gaagrze zgva emocia modis shengan motxrobisgan karga xani vegar shevzleb rame wavikitxo didi xania eseti siamovneba ar migvrzvnia maxareb me shen sheni arsebobit ????

 


№19  offline ახალბედა მწერალი belle...

Qeti
Martla vin xar sad iyavi da ar gaqre gaagrze zgva emocia modis shengan motxrobisgan karga xani vegar shevzleb rame wavikitxo didi xania eseti siamovneba ar migvrzvnia maxareb me shen sheni arsebobit ????

ქეთიიი <3 <3 <3 მიყვარხარ ძვირფასო <3 <3 <3 <3 <3

 


№20  offline წევრი maviwyara

შთამბეჭდავია, საოცარია, უბრალოდ სიტყვები ზედმეტია.
ბოდიში ემოციაზე თითი შემთხვევით დამეჭირა????
--------------------
M.N

 


№21  offline ახალბედა მწერალი belle...

maviwyara
შთამბეჭდავია, საოცარია, უბრალოდ სიტყვები ზედმეტია.
ბოდიში ემოციაზე თითი შემთხვევით დამეჭირა????

უღრმესი მადლობა ძვირფასო ^_^ <3 <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent