შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი ამბორი +18 (თავი 3)


18-05-2020, 00:06
ავტორი Mary Drey
ნანახია 2 103

ალექსთან ერთად თითოეული გატარებული წუთი ახალი სიცოცხლის ტოლფასი ყოფილიყო. მის წინაშე ზუსტად ის ადამიანი ვარ, რომელიც რეალურად ყოველთვის ვიყავი. ასე მგონია, ალექსი ყველაზე მეტად მცნობს. ალბათ თვითონაც გრძნობს ჩემი მისდამი დამოკიდებულებას. თურმე მართლაც ასე ყოფილა... უეცრად გამოჩენილი ადამიანები უფრო მეტ კვალს ტოვებენ შენში, ვიდრე სხვა პიროვნებები, რომლებთანაც ბავშვობის წარუშლელი მოგონებები გაკავშირებს. ეს ფაქტი შესაძლოა იმით გამოვააშკარავოთ, რომ ახლადგაცნობილ პიროვნებასთან შესაძლებლობა გენიჭება უფრო კარგი ადამიანი გახდე და უწინდელი შეცდომები აღარ გაიმეორო.
ღამის გათენების მიუხედავად გამოძინებულივით ვგრძნობდი თავს. ასე მეგონა, რომ ჩემი სხეული უფრო ახალგაზრდა და მეტად თავმომწონე გახდა. ალექსს ნაჩქარევად დავემშვიდობე. ჩემი საკონტაქტო ნომერის დატოვება განვიზრახე, თუმცა მან ამის შემდგო მითხრა, რომ არ იყო საჭირო... მე აუცილებლად მიპოვიდა, თუნდაც ნომრისა და მისამართის გარეშე. ზოგჯერ იმდენად მაკვირვებს მისი ასეთი ხასიათი, რომ ჩემს გონებაში ათასობით კითხვა იჩენს თავს.
სახლში შესვლისთანავე შხაპი მივიღე. მესიამოვნა ცხელი წვეთების შეხება, თითქოს სხეულში მიძინებულ მოუშუშებელ იარებს საბნად ეფინებოდა. გამოსვლისთანავე ნაჩქარევად გადავიცვი შავი ფერის ზედატანი, მუქი ჯინსი და უნივერსიტეტისკენ სწრაფი ნაბიჯებით გავეშურე.


- დღეს ერთ-ერთი თქვენგანი ძალიან მაგარი გამოწვევის წინაშე დადგება!- განაცხადა ჩვენმა ლექტორმა, რომელსაც ნინელი ერქვა.- სასამართლოდან იქნება მოსული რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც სჭირდებათ ახალგაზრდა, შრომისმოყვარე მომავალი ფსიქოლოგი. ერთ-ერთ თქვენგანს შესაძლებლობა ენიჭება, რომ დამნაშავის ფსიქოლოგიას უშუალოდ ცოცხლად შეეხონ. მოსულ პიროვნებებს თქვენი, ახალი თაობის პროფესიის გამყარება სურთ. ვგონებ ეს შემოთავაზება თითოეული თქვენგანისთვის ახალი ცხოვრების გასაღებია. ლექციის დასრულებისას, ათი წუთის შემდგომ მოვლენ და უშუალოდ ყოველ მოსწავლეს გამოგცდიან. საუბარი როგორ წარიმართება ეს თქვენზე არის დამოკიდებული! წარმატებები ბავშვებო და იცოდეთ, თქვენი იმედი მაქვს!- შესძახა ნინელიმ, რომელსაც ჩვენზე არანაკლებ უხაროდა ასეთი „ნიუსი“. ლექტორის საუბრის შემდგომ ნოა მომიტრიალდა. მხარზე ხელი შემახო და თავისკენ მიმიზიდა.
- იცოდა აუცილებლად უნდა წახვიდე გასაუბრებაზე!- გაფართოებული თვალებით მომიგო მან.
- არ ვიცი, ნოა... არამგონია ამდენ მოსწავლეში მე რამეს გავხდე.
- სხეულის ენას ვისაც კი ვიცნობ ყველაზე კარგად ფლობ. შეუძლებელია კაცმა რამე გამოგაპაროს, თებეა!
- შენ რას აპირებ? არ წამოხვალ?- თემის შეცვლის მიზნით ვკითხე, ნოას.
- მე?- სიცილი დაიწყო მან.- მე ისიც კი არ ვიცი საერთოდ აქ რა მინდა, თე!
- ანუ ღირს, რომ წავიდე?
- ყოყმანის გარეშე! შენში ძალიან დიდ პერსპეკტივას ვხედავ, საყვარელო. ასეთი შესაძლებლობა ყველას არ ეძლევა და უნდა იბრძოლო ამ ოცნებების განხორციელებისათვის. იცოდე არ გაპატიებ თუ არ წახვედი, თებეა!
- კარგი ხო...- ნაძალადევად გავუღიმე მას.
- ხო მართლა, გუშინ სად გადაიკარგე? ყველგან გეძებდი და ვერსად ვერ გიპოვე.
- ხო...- ლოყები ამიწითლდა რაც ნოასთვის კითხვაზე პასუხი აღმოჩნდა.
- გასაგებია, ქალბატონო თებეა. რა ჰქვია იმ ბედნიერ მამაკაცს?- თვალები აუბრწყინდა მას.
- ალექსი.
- კიდევ აპირებ, რომ შეხვდე?
- საკონტაქტო ნომერი და მისამართი არ დამატოვებინა. მითხრა, რომ ისედაც მიპოვიდა.
- უცნაურია, თე...- წარბები შეკრა მან.
- ხო, მეც ძალიან მიკვირს. უცნაურია, რომ ასე მიპასუხა, როდესაც ერთმანეთს ნორმალურად არც კი ვიცნობთ.
- ეტყობა, ალექსი აქამდეც გიცნობდა ან სერიული მკვლელია!
- შენ საბოლოოდ გაგიჟდი, არა?- სიცილისგან მუცლის კუნთები დამეჭიმა.
- ანუ წახვალ ხო?
- კი, წავალ!

ამ ლაპარაკ-ლაპარაკში შეხვედრის დროც მოსულიყო. თითოეულ მოსწავლეს ეტაპობრივად უშვებდნენ. ასე თხუთმეტი წუთი ჰყავდათ შიგნით დატოვებული. არცერთი ადამიანი არ საუბრობდა იქ მომხდრის შესახებ. ალბათ აკრძალულიც ჰქონდათ.
- თებეა ქავთარაძე.- წარმოტქვა ნინელიმ.- შენღა დარჩი, საყვარელო.
არადა მეგონა, რომ ამ შეხვედრის დროს საერთოდ არც კი ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი ჩემი სახელი და გვარი გავიგე იმ წუთშივე დამეუფლა საშინელი ნერვიულობის გრძნობა. ხელისგულები გამიოფლიანდა. წამოდგომისას თავბრუ დამეხვა. ასე მეგონა გულიც წამივიდოდა.
- ყველაფერი კარგადაა, თებეა?!- შეშინებულმა მკითხა ლექტორმა, რომელიც მუდამ კეთილგანწყობილად მეპყრობოდა.
- დიახ, ქალბატონო ნინელი. უბრალოდ მგონი ვნერვიულობ...- სახეშეჭმუხვნით მივუგე მას.
- სანერვიულო რა გაქვს, თებეა? შენნაირი სტუდენტები დღესდღეობით ძალიან მცირეა. მეამაყება, რომ ასეთი შრომისმოყვარე ხარ. საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არც კი შეგეპაროს, გასაგებია?- მითხრა ნინელიმ და ძლიერად ჩამეხუტა... ზუსტად ისე, ადრე დედაჩემმა, რომ იცოდა ხოლმე.
- მიხარია, რომ გიცნობთ ქალბატონო, ნინელი...
- ყველაფერი კარგად იქნება, საყვარელო. უბრალოდ მოდუნდი და საკუთარი შესაძლებლობები დააფასე! ახლა კი დროა შევიდეთ.

ოთახში შემაწუხებლად ცხელოდა, ან ჩემი კანი ხურდა ასე ჯოჯოხეთურად. ერთი სული მქონდა, როდის გავაღწევდი აქედან თავს, თუმცა იმასაც კარგად გაანალიზებდი თუ ამ შეხვედრას როგორი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩემი მომავალი კარიერისათვის.
შესვლისთანავე შევამჩნიე ორი არც თუ ისე ახალგაზრდა მამაკაცების გამჭოლი მზერა, რომელთა წინ ორი სკამი იყო განთავსებული. ერთ-ერთ სკამზე უბრალო შესახედაობის ყმაწვილი იჯდა. თითებს გაუჩერებლივ ისრესდა. ეტყობოდა, რომ ზედმეტადაც კი ნერვიულობდა ან უბრალოდ გადაღლილი იყო.
- თებეა ქავთარაძე?- იკითხა ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელსაც კლასიკური სამოსი ეცვა. ხელში დოკუმენტები ეჭირა და განათებული თვალებით მიყურებდა.- მე პროკურორი ერეკლე მახარია ვარ. ეს კი ჩემი დამხმარე უჩა დემეტრაშვილია.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა...- ძლივას აღმოვთქვი მე. სიმართლე, რომ გითხრათ ხმაც კი გამებზარა ცოტათი.
- თქვენს შეფასებებს გადავხედეთ და როგორც ჩანს ერთ-ერთი ძლიერი სტუდენტი ხარ კავკასიის უნივერსიტეტში. მოდი, ახლა მთავარ თემას დავუბრუნდეთ. ვიცი, დიდი ხანი მოგიწია ლოდინი და ჩვენც გადაღლილები ვართ. პროჟექტორის საშუალებით შენს წინ მყოფ კედელზე ვიდეო რგოლს გავაშუქებთ, სადაც უნდა ამოიკითხო ადამიანის სხეულის ენა. მთავარი მისიაა, სხვა მონაწილეების ქულას გადაუსწრო. მაშ ასე... მზად ხარ, თებეა?- მომმართა მეორემ, რომელსაც პირველის მსგავსაც კლასიკური სამოსი ეცვა. ერთმანეთს მხოლოდ და მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ ამ უკანასკნელს თმები შეთხელებული ჰქონდა.

ეკრანზე ადამიანთა სახეები გამოისახა. მთელი გონება დავძაბე და ვცდილობდი კონცენტრაცია მათ თითოეულ ქმედებაზე გადამეტანა. ადამიანები ხშირად ტყუილს ამბობენ, თუმცა მათი სხეული არასოდეს ცდებიან. მთავარია იმ პიროვნების გაშიფვრა შეძლო. ამის შემდგომ კი ვითარების სადავეები აუცილებლად შენკენ იქნება მომართული.
ვიდეო სამ წუთს გაგრძელდა, თუმცა იმაზე მეტის მთქმელი აღმოჩნდა, ვიდრე სრულმეტრაჟიანი ფილმი.
- მზად ხარ, თებეა?- ნიშნისმოგებით მომიგო ერეკლემ.
- მზად ვარ...
- მაშინ რას გვეტყვით?
- ის კაცი, რომელსაც ლურჯი მაისური ეცვა ვგონებ, რომ უდიდეს ზიზღს გამოხატავს მის წინ მჯდომი გოგონას მიმართ. ამ ყოველივეს მისი სხეულის ენა მოწმობს. თუ კარგად დავაკვირდებით დავინახავთ, რომ მამაკაცი ქალის ყურების დროს შუა თითს სახეზე იხებს. ეს კი ნიშანია იმისა, რომ უცნობს ამ მანდილოსნის მიმართ დაუოკებელი შურისძიების წყურვილი ამოძრავებს. თუმცა როდესაც მამაკაცი ქალს ეუბნება, რომ მისი ერთადეთი სიყვარულია ცრუობს, რადგან სიტყვებით იგი თანხმობას გამოხატავს, თუმცა სხეული უკუაგდებს ამ მოძრაობას. დააკვირდით მის თავის აქეთ-იქით გაქნევას. ვგონებ ამ კაცს... მოდით სიტყვაზე ლერი დავუძახოთ ასე უფრო მარტივი იქნება. ეს ჩვენი ლერი ამ ქალს- მზიკოს ატყუებს იმის შესახებ, რომ უყვარს, თუმცა ეს ასე არაა, რადგან მას ჰყავს უკვე ცოლი, ოჯახი... ტიპური ნაძირალა კაცის უდიდესი, თვალნათელი მაგალითი. მზიკოს ჩამოწეული ზედა ქუთუთო, თვალების ფოკუსის დაკარგვა, ოდნავ და შეუმჩნევლად ჩამოწეული ტუჩის წვერები მეტყველებს, რომ ეს ქალი საშინლად მოწყენილი... დამწუხრებულია. ასე არაა, პროკურორო?- თვალები ამიციმციმდა... ალბათ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი მათი გაოცება დავიმსახურე.
- შესანიშნავია!- გაოცებულმა წარმოთქვა უჩამ, რომელიც შიგადაშიგ თავის მეწყვილეს- ირაკლის ბედნიერი მზერით შეხედავდა ხოლმე.- პირველი ეტაპი ბრწყინვალედ ჩააბარეთ, თებეა და გაკვირვებული ვარ თქვენი ასეთი ნიჭით, რაც მართლაც დასაფასებელია. როგორც ხედავ, ამ ოთახში ჩვენ სამის გარდა კიდევ ერთი პიროვნებაა. მას ლევანი ჰქვია. ის დაგვეხმარება, რომ შენი შესაძლებლობები კვლავ გამოვცადოთ. მას კითხვები დაუსვი თებეა და უნდა მიხვდე იგი ცრუობს თუ არა. დაასაბუთე შემდგომ შენი მოსაზრება. ახლა კალამსა და ფურცელს მოგაწვდი. შედეგები ეტაპობრივად აქ ჩაინიშნე. დრო კვლავ სამი წუთი გაქვს. ამ მოკლე დროში მისი ამოცნობა და გაშიფვრა უნდა მოახერხო.

ლევანი ისევ დაძაბული მიყურებდა, თითქოს უცხოპლანეტელი ვყოფილიყავი და არა ცოცხალი ადამიანი.
- თავს კარგად გრძნობთ, ლევან?
- შესანიშნავად.
- კარგით. თვითმკვლელობაზე ოდესმე გიფიქრიათ?
- დიახ.
- თქვენი სახელი?
- ლევანი- ჩაეცინა მას.
- თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა ამ ცხოვრებაში, რომელიც ყოველ ღამით დაგდევთ აჩრდილივით?
- ერთ დღეს მაღაზიიდან ნივთი მოვიპარე და ამის შემდგომ პრობლემები შემექმნა.
- ნანობთ თქვენს ქმედებას?
- დიახ.
- თავს მარტოსულად გრძნობთ?
- ხალხი ყოველთვის გამირბის. ამას შევეჩვიე. ნაციხარი ადამიანი არავის არაფერში არ სჭირდება... მითუმეტეს თუ ამ ყოველივეს პედოფილობის იარლიყსაც დავამატებთ.


- დრო ამოიწურა.- თქვა უჩამ.
- დროა თქვენი მოსაზრება გამოთქვათ, ლევანთან დაკავშირებით.- სიტყვა გააწვეტინა უჩას ირაკლიმ.
- პირველ რიგში ვეცადე თითოეული კითხვა ალოგიკური ჯაჭვის მქონე ყოფილიყო, რადგან უშუალოდ ეს ადამიანს აბნევს და გაანალიზების საშუალებას არ აძლევს. როდესაც მას პირველი შეკითხვა დავუსვი, მან იცრუა, რადგან მისი სხეული მაგრძნობინებდა რაოდენ ნერვიულობდა აქ ყოფნით. გამუდმებით თითებს ისრესდა და ეს ყოველივე მაშინ ხდება, როდესაც პიროვნება საკუთარი თავის დასამშვიდებლად თანაგრძნობის გრძნობას გამოხატავს. როდესაც სიმართლეს ამბობდა სახეც ჩვეულებრივი უხდებოდა... სუნთქვას ნორმალური უხდებოდა, თუმცა როგორც კი მას მისთვის არასახარბიელ კითხვას ვუსვამდი წამშივე ფარული ზიზღი ვრცელდებოდა მასში. მისი უეცარი ზევით აპრეხილი ზედა ტუჩის წვერო ამაზე მოწმობდა... სხეულიც ოფლით დაეფარა. მეტი არაფერი არ მაქვს, პროკურორო სათქმელი.
- ნამდვილად გაქვთ ტალანტი, თებეა... გაოცებული დავრჩით თქვენი შესაძლებლობებით. იმედი მაქვს ჩვენთან ერთად მუშაობას გააგრძელებთ, არა?- ხელი ჩამომართვა ირაკლიმ და საკონტაქტო ინფორმაცია დამიტოვა.



№1  offline მოდერი Mary Drey

@Daldoni Daldoni--- პირველ რიგში ძალიან გამიხარდა, შენი ხილვა, ჩემს ნაწარმოებში...! მეც ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგის ცხოვრება რადიკალურია ჩვეულებრივი ადამიანისა, მითუმეტეს ამ ყოველივეს თუ კრიმინალურ ფსიქოლოგიასაც დავუმატებთ. ასეთი ადამიანების ცხოვრება მეტად მრავალფეროვანია. ცდილობენ, საკუთარი ცოდნით სხვისი ყოფა სასიკეთოდ შეცვალონ. გარდა ამ ყველაფრისა, ამ წიგნით მინდა ყველა ის პრობმენა წარმოვაჩინო, რაც საქართველოში არის დამკვიდრებული... ყველა ის მენტალიტეტი, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიას ანგრევს.
კიდევ ერთხელ მადლობა, რომ მკითხულობ.
ვნახოთ მოვლენები, როგორ წარიმართება! ^^

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთო

სამივე თავი ერთად წავიკითხე. მინდა გითხრა ძალიან საინტერესოდ წერ. აუცილებლად ვაგრძელებ კითხვას

 


№3  offline მოდერი Mary Drey

სტუმარი ქეთო
სამივე თავი ერთად წავიკითხე. მინდა გითხრა ძალიან საინტერესოდ წერ. აუცილებლად ვაგრძელებ კითხვას


ქეთო... არ იცი, შენი კომენტარით როგორ გამახარე. მადლობა, რომ ჩემს წიგნს ყურადღება დაუთმე. ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ. წინ იმდენი საინტერესო რაღაცები გელოდებათ... <3 !!!
ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ თქვენს ემოციებს წიგნის დასრულებისას!
კიდევ ერთხელ მადლობა!
შემდეგ თავამდე, ქეთო. <3

 


№4 სტუმარი lile

ეხლა წავიკითხე შენი ნაწერი და ძალიან მომეწონა. ვფიქრობ ალექსი ის არ არის ვინც გვგონია. ვნახოთ როგორ გააგრძელებ სიტუაციას.

 


№5  offline მოდერი Mary Drey

მკითხველებო!!!
დღეს დავდებ საღამოსკენ სავარაუდოდ შემდეგ თავს!
დროებით. <3

lile
ეხლა წავიკითხე შენი ნაწერი და ძალიან მომეწონა. ვფიქრობ ალექსი ის არ არის ვინც გვგონია. ვნახოთ როგორ გააგრძელებ სიტუაციას.


ლილე <3 ! არ მეგონა ამ წიგნს ასე მალე თუ შეიყვარებდა მკითხველი. უღრმესი მადლობა, შენ ჩემო საყვარელო გვერდში დგომისთვის. თითოეული მკითხველი დღეებს მილამაზებთ და უფრო და უფრო მოტივირებულს მხდით.
და ხო... ვნახოთ აბა მოვლენები, როგორ განვითარდება. ალექსზე ვერაფერს გეტყვი. მეშინია შემთხვევით არ დაგასპოილერო.
შემდეგამდე! <3

 


№6  offline წევრი Debby Ryan

თქვენი მოთხრობა ძალიან შემიყვარდა, თავისი პერსონაჟებითა და სიუჟეტებით, განსხვავებულია ყველანაირად და ჩემი აზრით, ალექსი თუ ის აღმოჩნდება ვინც მკითხველებს გვგონია, ძალიან მრავალფეროვანი და განსხვავებული სცენარი განვითარდება, ფსიქოლოგისა და კრიმინალის განსხვავებული აზროვნების წყალობით. <3

 


№7  offline მოდერი Mary Drey

Debby Ryan
თქვენი მოთხრობა ძალიან შემიყვარდა, თავისი პერსონაჟებითა და სიუჟეტებით, განსხვავებულია ყველანაირად და ჩემი აზრით, ალექსი თუ ის აღმოჩნდება ვინც მკითხველებს გვგონია, ძალიან მრავალფეროვანი და განსხვავებული სცენარი განვითარდება, ფსიქოლოგისა და კრიმინალის განსხვავებული აზროვნების წყალობით. <3



როგორ მახარებს შენი კომენტარები, ნეტავ თუ იცი?!!! heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent