შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუის სადგური 7


18-05-2020, 18:58
ავტორი Lilian Clark
ნანახია 3 230

***
მიუხედავად დატვირთული დღის რეჟიმისა, ლევან მდივანს აღარ გადაუდია ნინაკა აბაშიძესთან შეხვედრა და კახეთიდან დაბრუნებული მეორე დღესვე გაემართა რედაქციაში.
-რით დავიმსახურეთ? თავად ლევან მდივანი გვეწვია რედაქციაში,- ტყავის სავარძლიდან წამოდგა და ირონიით დააჯილდოვა სტუმარი.
-დიდი დრო არა მაქვს მოგიკითხო და სიყვარული ვაფრქვიო, საქმეზე გადავალ.
-სხვათაშორის, გელოდებოდი.
-ჰო, არა?
-დიახ.
-თუ გგონია, ვერ ვამჩნევ რომ ამითვალწუნე და რაც შენს დას დავშორდი, მას შემდეგ არცერთ მომენტს არ უშვებ ხელიდან, ჩემზე პროვოკაციები ააგო, ძალიან ცდები. არ მინდოდა, ქალს ავყოლოდი და რაღაც უმნიშვნელო გაფართხალებებზე მუშტები მომეღერებინა მისთვის. ახლა რომ ძალიან შეტოპე, ხვდები? რა ჩემი ფეხები გინდა ბოლოს და ბოლოს?
ნინაკა ძალიან მშვიდად უსმენდა ლევანს და ნერვიც არ შეუტოკდა. პირიქით, ერთობოდა კიდეც გაღიზიანებულ ლევანს რომ უყურებდა და კმაყოფილი ათამაშებდა თითებში კალამს.
ლევანი მიხვდა, პასუხის დაბრუნებას არ ჩქარობდა და კიდევ მეტად გაცოფდა:
-რა ჯანდაბამ მიგიყვანა სოფი მესხთან? ასე გამუდმებით რატომ მიდგახარ კვალში?
ქალი ადგა და ფანჯარა გააღო:
-რაღაც ჩამოცხა, ჩვენი გველეშაპი ნამეტან ცეცხლს უშვებს პირიდან.
ამ სიტყვების გაგონება იყო და მამაკაცმა თავი ვეღარ შეიკავა, ქალს ეკვეთა და კედელთან მიიმწყვდია. ნინაკამ სიძულვილით შეხედა და თვალები დაუჭყიტა:
-ვიდრე რამეს იტყვი, უკან დაიხიე! მე შენ დეა არ გეგონო!
-რატომ ვერ მიტან? რა არ გასვენებს?
-მეკითხები კიდეც?- წარბი ასწია ქალმა.
-გეკითხები! რას ვერ მპატიობ?
-შენ ხარ უკანასკნელი დონის ნაძირალა, რომელიც ჩემს დას საცოლეს ეძახდა, თვითონ ჩემს დაქალთან დაძვრებოდა და მე საკუთარი პიარისთვის მიყენებდა. აი, ის, რომ სამი ქალი საკუთარ ინტერესებს შესწირე, ვერ მომინელებია და სადაც დაგინახავ და როცა მომეცემა შესაძლებლობა, როგორც ჩემს დას დაუნგრიე ცხოვრება და გაუტეხე გული, ისე, რომ სამუდამოდ აიყარა გული და მხოლოდ სტუმრის სტატუსით ჩამოდის საქართველოში, მეც არ დაგზარდები და გულის გატეხვა და ტყუილი როგორი უნდა, მაგას გზადაგზა კარგად გაჩვენებ.
-მე შენს დაქალთან მანამდე არაფერი მქონია, ვიდრე შენს დას არ დავშორდი.
-მაგრამ ფარულად აბამდი და შენს მახეში ითრევდი! ღალატი მხოლოდ ხორციელი ღალატს არ ნიშნავს, ფლირტიც ღალატია, ბატონო ლევან,- სიტყვა „ბატონოზე“ ნიშნისმოგებით გაეცინა.
-მე და შენმა დამ კიდეც ვისაუბრეთ და კიდეც ყველაფერი გავარკვიეთ, სანამ დავშორდებოდით. შენ რატომ ერევი?
-ყველას უნდა ვაჩვენო ლევანის ნამდვილი სახე. გავიკითხე და სოფი მესხი ძალიან აქეს, შესანიშნავი პიროვნება და პიანისტია. პატარა გოგოს ცხოვრების განადგურება მოინდომე, ლევან? რას დაპირდი ასეთს? რითი შეაბი?
-არავის უთქვამს, რომ სხვისი პირადი ცხოვრება შენი საქმე არ არის?
-საზოგადოებისთვის საფრთხის წარმომადგენელი ჭიაყელების შეუმჩნევლობა და ურეაქციობაც დანაშაულია. არაფერია იმაში ცუდი, თუკი შენი კლანჭებისგან მორიგ მსხვერპლს ვიხსნი.
-სოფი მსხვერპლი არ არის, რომ არ მომწონდეს, მასთან არ ვიქნებოდი.
-ასე ჩემი დაც მოგწონდა, მაგრამ კი ვიცით, რაც მოხდა.
-შენ სოფის დარდი არ გკლავს, ჩემი გამწარება უფრო გახარებს. რას ვერ ინელებ? შენი და რომ შენი დაა და როგორც ყოფილს, მას რომ უფრო სერიოზული მიზეზი აქვს, ისიც მშვიდად არის და შენსავით არ ხმაურობს.
-დეა დეაა, ნინაკა- ნინაკა. ვერ გიტან, ლევან. უსინდისო ადამიანი ხარ და მინდა, ყველამ იცოდეს!
-სიტყვები აკონტროლე, თორემ დავივიწყებ, რომ ქალი ხარ.
-ნუთუ? მაინც რას მაკადრებ? ალიყურს ამარტყამ? მანდამდეც დაეცემი?-ცალყბად ჩაიცინა ქალმა.
გაგულისებულმა ლევანმა კბილები გაახრჭიალა:
-სოფის მეორედ აღარ გადაეყრები, თორემ ისეთს დაგმართებ, სანანებელი გაგიხდება!
ქალი კვლავ უდრტვინველი იყო, სავარძელს დაუბრუნდა და ყოველგვარი ხმის აწევის და ემოციური არამდგრადობის გარეშე მიუგო:
-ვაწყენინე? არაუშავს, მერე მადლობას მეტყვის შენნაირი ადამიანისგან დახსნისთვის.
ლევანმა მთელი ძალით დაარტყა მუშტი მაგიდას და გალომებულმა ზიზღით გამოსცრა:
-კარგი, რადგან წესიერი სიტყვა არ გესმის, მაშინ შენს ენაზე დაგელაპარაკები. კიდევ ერთხელ გნახავ სოფისთან მისულს და მეორე დღეს შენი და გენერალური პროკურორის საყვარლობის ამბავი მთელ თბილისს ეცოდინება.
ქალს პირკატა ეცა. ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, თუ საგულდაგულოდ დაფარული კავშირი ლევანის ყურამდე მიაღწევდ:
-რა? რა? ყველაფერთან ერთად მაგარი მეზღაპრეც ყოფილხარ,- უნდოდა, გამოეცადა, რამდენად მყარად იყო დარწმუნებული ლევანი თავის სიტყვებში.
-ზღაპრები შენი მოგონილია. აქამდე ძალიან მეკიდა ვის აძლევდი, მაგრამ როცა სხვა გზას აღარ მიტოვებენ, მათ ენაზე ვიწყებ ხოლმე საუბარს.
-ვინ გითხრა? საიდან გაიგე?
-საზოგადოების ზედა ეშელონებში არაფერი იმალება. მე არ მიფრენია ახალ წელს KLM-ის ავიახაზებით ამსტერდამიდან ვენაში და არც მე გამიტარებია სასტუმრო „Melia Vienna”-ში ბატონ ზვიად დანელიასთან ვნებიანი ღამეები. ასე, რომ ფრთხილად იყავი და ენას კბილი დააჭირე!
-ნაგავი კაცი ხარ!
-არც შენ ხარ ნაკლები!- ურთიერთობაში დაწინაურებულ ლევანს ჩაეცინა და ხელი დაუქნია: -Adios.
ნინაკას ბრაზისგან ალმურმა გადაუარა და რომ ვეღარაფერი უთხრა, მხოლოდ მძიმედ დაიწყო სუნთქვა. იმ წუთებში ლევან მდივანი გუშინდელზე მეტად სძულდა.

***
სოფი საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადებოდა და მთლიანად იყო ჩაფლული შუბერტის შემოქმედებაში. რომანტიკოსი კომპოზიტორის მელოდიური სიმდიდრე და ფერადოვნება იმდენად გადასდებოდა, თავიდან ბოლომდე მისი სრულყოფილი მუსიკის მსხვერპლი გამხდარიყო. მელოდიულ ტრანსში იყო გაჭრილი, როდესაც კარზე დარეკილმა ზარმა გამოაფხიზლა. არ უყვარდა, როდესაც საქმეს სწყვეტდნენ, ჯერ კიდევ მუსიკის ზემოქმედებაში მყოფი ზოზინით გაემართა შესასვლელისკენ. კართან ყვითლად მოელვარე ლილიების თაიგულით მდგომი ყმაწვილი შენიშნა, ეს თქვენთვის გამოგზავნესო -უთხრა და ხელში მიაწოდა.
სოფის ყვითელი ლილიების დანახვაზე უსიამოვნოდ გააკანკალა. კურიერს მადლობა გადაუხადა, დაემშვიდობა, ყვავილებს ბარათი ამოაცალა და ტექსტი წაიკითხა:
„მხოლოდ ჭეშმარიტ გრძნობებს შეუძლია სამუდამოდ შემოინახონ საყვარელი ქალის სურნელი და ყვავილები“.
-სანდრო!- მაშინვე აღმოხდა და ლამის ხელიდან გაუვარდა ლარნაკში ჩასადებად გამზადებული თაიგული,-შეუძლებელია! - თავი გააქნია და თითქოს საკუთარ თავს ყვავილების მიღება აუკრძალა, ელდანაკრავივით გაუშვა ხელი.
დაბნეული იყო. დივანზე ჩამოჯდა. მალ-მალე გახედავდა ყვავილებს და თვალებს ხუჭავდა, რომ აღარ დაენახა, თუმცა მათი გადაყრაც არ ეთმობოდა. ბოლოს ძალა მოიკრიბა და ყვავილებთან მივიდა, ხელში აიღო, გულში ჩაიკრა და მოგონებებში ჩაიძირა:

- მზესავით კაშკაშა გოგოს, მზისფერი ლილიები საჩუქრად ჩემგან! -ასეთი სიტყვებით დაიწყო პირველი პაემანი.
სოფიმ გაუღიმა და ყვავილები გამოართვა:
-საიდან იცი, რომ ლილიები მიყვარს?
-რა გამოცნობა უნდა? შენნაირ გოგოს ნაკლები სილამაზის ყვავილები არ შეეფერება.
-გამოტყდი, რომ უბრალოდ დამთხვევა იყო.
-უბრალო დამთხვევა არაფერში არსებობს. როდესაც ვინმე ძალიან მოგწონს, ცდილობ, მისი გარეგანი და შინაგანი სამყარო მთელი თავისი მინუს-პლუსებით შეიცნო და მიიღო. მასში ის უმნიშვნელო დეტალიც გიყვარს, რომელიც სხვისთვის დიდი ვერაფერი მუღამია. შენი ორივე სამყარო ლილიებს მივამსგავსე და თურმე არც შევმცდარვარ, გყვარებია კიდეც.
გოგონას სანდროს სიტყვები ესიამოვნა და სული გაიტვრინა. ყვითელი ლილიები მართლაც ძალიან ამშვენებდნენ მის ბავშვურ უბიწობას, სინაზეს და სიმსუბუქეს. მაშინ სოფი ძალიან ნამდვილი იყო, სამყაროს ჭუჭყს ჯერ არ შეეღწია მის გულსა და გონებაში, არ დაებინძურებინა მკვებავი სისხლი და არ გაეხრწნა მისი დაურღვეველი სულიერება. სინამდვილე და სილაღე სხვანაირ იერს აძლევდა, სიცოცხლეს შეგაყვარებდა.

მოგონებებიდან სატელეფონო ზარმა გამოიყვანა. უცებ შეცბა, ყვავილებიანად მივიდა ტელეფონთან და ეკრანს რომ დახედა და ლევანის ნომერი დაინახა, სინდისის ქენჯნამ შეაწუხა და ლილიები პიანინოს თავზე შემოაწყო.
-გისმენ, ლევან,- წყვეტილი ხმით, ოდნავ დაბნეულმა უპასუხა და შუბლი მოიზილა.
-რა ხმა გაქვს?
-ჩვეულებრივი.
-თითქოს რაღაც მოხდა და მიმალავ.
-საიდან დაასკვენი?
-არ ვიცი, ასე მომეჩვენა.
-ტყუილად მოგეჩვენა.
-რას აკეთებ?
-კონკურსისთვის ვმეცადინეობ.
-სულ უფრო ცოტა დრო რჩება, იცოდე, არ მოდუნდე!
-არაა საჭირო მშობელივით ლაპარაკი და გაფრთხილებები,- წყენა გამოხატა ქალმა.
-რატომ გწყინს?
-პატარა ბავშვი არ ვარ, რომელსაც ჩიჩინი სჭირდება მეცადინეობაზე დასათანხმებლად.
-ბოდიში, ეს როგორ გაკადრეს?
-ბოდიში მიღებულია.
-რა ხასიათზე ხარ? ნამეტანად აგრესიულობ.
სანდროსთან დაკავშირებული მოგონებები და ლევანთან წამოწყებული აწმყო ერთმანეთთან იმდენად ტოქსიკური იყო, სხვანაირი რეაქცია ვერც ექნებოდა. თითქოს მისი მოულოდნელი ზარი რაღაც ნაზს შეეხო, წაართვა და რეალობაში დააბრუნა, რომელიც სავსე იყო ეკლიანი გზებით და გაუთავებელი ცხოვრებისეული ომებით. მტკივნეული იყო ამის გაცნობიერება, ძალზედ მტკივნეული...
-არ ვაგრესიულობ, იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ.
-რაღაც ცუდ ხასიათზე ხარ, არ მომწონხარ.
სოფიმ თვალები აატრიალა. ერთი სული ჰქონდა, ტელეფონს როდის გაუთიშავდა:
-მოდი, მაცადე, ნაწარმოებს მივუბრუნდე, კარგი?
-ის მაინც გეკითხა, რატომ გირეკავდი.
-რატომ მირეკავდი?
-იმ უცნობ ქალს შევხვდი.
-მერე?
-რა მერე? მომშხამე შენი საუბრით და აღარაფერზე საუბარს არ ვაპირებ. კარგად იყავი!-ნაწყენმა გაუთიშა ტელეფონი.
-დაიწყო მისი კაპრიზები და გაუძელი სოფი. აბა, შენ იცი! ღმერთო ჩემო, რა დავაშავე? ასე ყველა როგორ ითხოვს ჩემგან სულ მხიარულმა და მარწყვივით დაშაქრულმა ვიარო? ხომ შეიძლება სადმე ბუნებრივობა შევინარჩუნო და ისეთი მიმიღონ, როგორიც ვარ?
ყვავილებს დახედა, ბოლოს იმათზეც ნერვები მოეშალა, ნაგავში ჩაუძახა და კვლავ პიანინოსკენ გაემართა.

***
ცუდ გუნებაზე დამდგარი ლევანი უღიმღამოდ მუშაობდა რეპეტიციაზე ორკესტრთან. მუსიკას მაშინვე დაეტყო დირიჟორის უგუნებობა, თუმცა მაესტრო კვლავ განაგრძობდა საპასუხისმგებლო საქმიანობას. არ არსებობდა, დაწყებული საქმე ბოლომდე არ მიეყვანა. ასეთი იყო ლევან მდივანი და სხვისგანაც იმავეს მოითხოვდა.
სამსახურიდან წამოსულმა სოფის მიაკითხა:
-ამიხსენი, რას ჰგავდა შენი საქციელი.
-რა საქციელი?
-როგორც მელაპარაკებოდი შუადღეზე.
-ნუ დაიწყებ, გთხოვ და ბუზს სპილოდ ნუ გადააქცევ,-ზურგი აქცია სოფიმ და სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად გავიდა.
ლევანმა ხელიდან გააგდებინა ყავის მადუღარა, მისკენ მიიქცია და თვალებში ჩახედა:
-ერთი რამ დაიმახსოვრე, ჩემთან ასეთი ურთიერთობა არ გაგივა.
-რაზე მელაპარაკები, ლევან? მართლა ვერ ვხვდები.
-სულელს ვგავარ? აგრესიული იყავი და არ გსიამოვნებდა ჩემთან ლაპარაკი.
-არ მესმის, რატომ გწყინს და ასეთ უაზრობაზე როგორ ჩხუბობ?
მამაკაცი მდგომარეობიდან გამოვიდა:
-უაზრობაა ის, რომ საყვარელი ქალი ფეხებზე მიკიდებს და აგდებულად მელაპარაკება?
-სად დაინახე აგდებულობა?
-შენს სიტყვებში.
-ნუ ყვირი! გითხარი, რომ შენი პატარა ბავშვი არ ვარ!
-კარგად დაიმახსოვრე! ვინც არ უნდა იყოს, ლევან მდივანი არავისგან მოითმენს უპატივცემულობას. გასაგებია?
სოფიმ თავი დახარა და ღრმად ამოისუნთქა. მამაკაცმა შეამჩნია, რომ ნერვები ეშლებოდა, მაგრამ თავს იკავებდა, მისთვის რამე ეთქვა. ისევ მან გააგრძელა:
-ნუ გეშლება ნერვები და როცა შენთან მართლები არიან, მიიღე ის შენიშვნაც, რასაც იმსახურებ.
-მართლა არ მესმის, რატომ ამიშარდი.
-ახლა უკვე შეუგნებელის შთაბეჭდილებას ტოვებ.
-რა გინდა, ლევან? ჩემთვის მშვიდად ვიყავი და ვმეცადინეობდი, დამირეკე და მას შემდეგ მთელი დღეა მეჩხუბები.
მამაკაცმა ქალს მხრებში ხელები მოჰკიდა და კედელთან ააკრო:
-შენგან წესიერად მოქცევის გარდა, არაფერს ვითხოვ. მიზეზი არ მომიცია, რომ ისეთი ტონით დამლაპარაკებოდი, როგორითაც მელაპარაკე. თუ იმ უცნობ ქალზე ხარ ისევ აჭრილი, ეგ საკითხი უკვე მოვაგვარე და აღარ შეგაწუხებს, თუ შეგაწუხებს, დედა მოეტ/ყვნება.
-ნუ უზრდელობ!-ხელი გააშვებინა სოფიმ.
ლევანმა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ცარიელი რომ შერჩა, გაწბილებული წავიდა ნაგავში ჩასაგდებად. სათლი დაუმჭკნარი ყვავილებით ამოვსებული რომ დაუხვდა, დაეჭვდა და მზერა შეაჩერა. სოფი ადგილზე გაქვავდა და გააკანკალა. ლევანმა ისეთი თვალებით გახედა, ქალმა შეატყო, რაღაცას მიხვდა. შემდეგ ყვავილები ამოიღო, შეათვალიერა და იქვე დაკუჭული ბარათიც წაიკითხა. მამაკაცი სოფისკენ ყვავილებით და ბარათით ხელში წავიდა, შიშმორეულ თვალებში ჩახედა და ბარათი სახესთან ახლოს მიუტანა:
-ეს ვინ არის?
-არ იცნობ.
ლევანმა ბარათს დახედა და მთელი სიბრაზით წაიკითხა:
-„მხოლოდ ჭეშმარიტ გრძნობებს შეუძლია, სამუდამოდ შემოინახონ საყვარელი ქალის სურნელი და ყვავილები“,- ამიხსენი ეს რას ნიშნავს?!
-არაფერს მნიშვნელოვანს.
მდივანმა ბარათი მუჭში მოიქცია, მთელი ძალით დაპრესა და ფანჯარას ესროლა:
-ამის გამო, ისე აირიე, მთელი დღეა ვჩხუბობთ და თურმე მნიშვნელოვანი არ არის?
-არა!
მამაკაცი მკლავში სწვდა და უღრიალა:
-ნუ მეთამაშები!
-ჩემი ყოფილი შეყვარებულია,-ამოილუღლუღა ათრთოლებულმა.
-საიდან გამოენძრა?
-რა?
-როდის გამოჩნდა-მეთქი?
-დღეს.
-რატომ?
-არ ვიცი,-მხრები აიჩეჩა სოფიმ.
-შენ მითხარი, რომ დაშორდი.
-ასეც არის,- ტკივილისგან სახე შეეცვალა ქალს,- ხელი გამიშვი, გთხოვ.
ლევანმა კიდევ უფრო მოუჭირა:
-როგორც ჩანს, კარგად არ დაშორებულხარ!
-დავშორდი.
-ვერ გატყობ!
-რაც არ არსებობს, იმაზე ნუ გაჭედავ.
-ხვალვე მოსვამ ერთ ადგილზე, თუ არა, მაშინ მერე მე სხვანაირად მოვსვამ და პრეტენზიები არ იყოს!
-დაველაპარაკები.
-ძალიან კარგი! დიდი იმედი მაქვს, კარგად აუხსნი,-ხელი გაუშვა.
-არ იღელვო, აუცილებლად დაველაპარაკები. რადგან ვთქვი, ასეც იქნება.
-ჭკვიანი გოგო ხარ და ყოველთვის ხვდები, რა არის შენთვის უკეთესი. ახლა მე წავალ, შენ იფიქრე და ხვალინდელი დღე რომ დამთავრდება, პასუხს პირადად მომახსენებ,- ეს თქვა და იქ აღარ შეყოვნებულა, გააფთრებული გავარდა.
სოფი ძალაგამოცლილი და მოთელილი ჩამოჯდა სკამზე. გაშეშებულივით იჯდა, რამდენიმე წუთი საერთოდ ვეღარ იძვროდა ადგილიდან, შემდეგ ძალა მოიკრიბა და ილანას დაურეკა:
-რას აკეთებ?
-ტიკ-ტოკის პროგრამა გადმოვწერე და ვერთობი. გინდა, ვიდეოები ჩაგიყარო? დედაჩემიც ჩავითრიე და ჭკუაზე არ ვართ,- გაუჩერებლად კისკისებდა.
-ილ, მერე იყოს. შენთან საქმეზე ვრეკავ.
-გამოუშვი.
-სანდროს ტელეფონის ნომერი მჭირდება.
ილანასთვის ვინმეს რომ ეთქვა, სოფის სანდროს ტელეფონის ნომერი სჭირდებაო, ნამდვილად არ დაუჯერებდა. ახლა თავად მისგან ესმოდა ეს სიტყვები და ლამის საკუთარ ყურთასმენაში შეიტანა ეჭვი:
-რა? რა?
-ჰო, მითხარი, როგორ დავუკავშირდე?
-რად გინდა?
-მჭირდება, მერე გეტყვი.
-გათიშე ტელეფონი და მოგწერ. ასე ზეპირად არ მახსოვს და მობილურის კონტაქტებში უნდა ვნახო.
სოფიმ ტელეფონი გაუთიშა და მოუთმენლად დაელოდა შეტყობინების მოსვლას. რამდენიმე წუთში სანდროს ნომერი ხელში ჰქონდა. ახლა, დრო იყო, მოქმედებაზეც გადასულიყო. დიდხანს იფიქრა, სიტყვებს როგორ მოეყარა თავი, საბოლოოდ გამბედაობა მოიკრიბა და დაურეკა.

***
ვაკის პარკში უამრავი ხალხი ირეოდა. ძიძები ბავშვებს ასეირნებდნენ, მოხუცები ქალაქის ხმაურს და ერფეროვან გარემოს სუფთა ჰაერზე ყოფნით და სხვების პატარების ყურებით და საუბრით გაურბოდნენ. სანდრო ისევ იმ სკამზე იჯდა, რომელიც მას და სოფის ჰქონდა ამოჩემებული და არაფრის დიდებით უთმობდნენ არავის.
სოფიმ შორიდან შეათვალიერა „მათი ადგილი“ და როცა დარწმუნდა, სანდრო უკვე მისულიყო და ელოდებოდა, ნაბიჯებს აუჩქარა. ვიდრე მიუახლოვდებოდა, გაჩერდა, შიგნიდან რაღაც უცნაური იგრძნო და გული აუჩქარდა, თუმცა მალევე მოახერხა, საწყის მდგომარეობაში ჩამდგარიყო და ყოფილ შეყვარებულს თავზე წამოადგა:
-გამარჯობა.
-გამარჯობა,- გადასაკოცნად წამოიწია მოღიმარი სანდრო და ლოყაზე ნაზად აკოცა.
სოფიმ უსიამოვნო სახე მიიღო და გვერდით ჩამოუჯდა.
-რა სახე გაქვს? თითქოს რაღაც დავაშავე და აქ ჩემს გასაკიცხად მოხვედი.
-ასეც არის.
-ჰო?- ინტერესი შეერია სიტყვებს.
სოფის მონატრებული ხმა ჩაესმოდა და იმდენად მოქმედებდა მასზე, გონება ფაზლივით ეშლებოდა და წინასწარ დაგეგმილი სიტყვები სადღაც მიფრინავდნენ, მაგრამ არ უნდოდა, ძალიან შესამჩნევი გამხდარიყო და როგორც სჩვეოდა, მაქსიმალურ სიმშვიდეს ავლენდა :
-ჰო. იმის თქმა მინდა, რომ არანაირი საჩუქარი აღარ გამომიგზავნო და ტყუილად ნუ ცდილობ ჩემს ცხოვრებაში შემოჭრას, მაინც არაფერი გამოგივა.
-პრობლემას გიქმნის?
-დიახ.
-შეიძლება, გავიგო რა პრობლემას უქმნის სოფი მესხს საყვარელი ყვავილები?
-ძალიან დიდს.
-მაინც?- ფეხი ფეხზე გადაიდო და თვალები მოჭუტა ახალგაზრდა მამაკაცმა.
სოფი ატყობდა, რომ სანდროს ხმა შინაგან სამყაროს ურევდა, აღებულ გეზს გვერდზე გადაჰყავდა და საკუთარ თავზე ბრაზდებოდა. ხმა გაუწყდა და მაინც უპასუხა:
-მე და შენ დაშორებულები გვქვია.
-მე რატომ არ ვთვლი ასე?- ხელი მისი თმისკენ წაიღო და ყურებზე გადაუწია.
-მეორედ აღარ შემეხო,- გვერდზე გაიწია და ყელს მობჯენილი ნერწყვი გადაყლაპა.
-მაშინ შენმა გაჯიუტებამ და შეუვალობამ საუბარი არ დაგვამთავრებინა. იქნებ ახლა მაინც ამიხსნა, რატომ აღარ უნდა მიყვარდე?
-შენ მე მიმატოვე და შვედეთში გაიქეცი.
-ისევ იგივეს იწყებ,- სანდროს უსიამოვნოდ დაეღმიჭა სახე.
-დიახ, მიმატოვე.
-არ მიმიტოვებიხარ, საიდან მოიტანე? შენ ისიც გეგონა, რომ არ ჩამოვიდოდი და იქ დავრჩებოდი, მაგრამ ახლა მხედავ შენს გვერდით მჯდომს და მაინტერესებს, შენი სიტყვების არ გრცხვენია?
-არ მრცხვენია. იმ ორი წლის მანძილზე დავიჯერო იქ არავის გაიცნობდი?
-კი გავიცანი, მაგრამ სიყვარული სხვა რამეა და მათგან სოფი არცერთი იყო.
-მატყუებ.
-არ გატყუებ,- გულწრფელობას ავლენდა სანდრო,- ან იქნებ გირჩევნია, რომ გატყუებდე?
-ამას რატომ ამბობ?
-გატყობ, რაღაც გაბრკოლებს.
-რა უნდა მაბრკოლებდეს?
-იქნებ ვიღაც?- სახე დაუსერიოზულდა და კარგად დააკვირდა.
-ეს შენ უკვე არ გეხება.
-ესე იგი, მართალი ვარ. ვინ არის?- გული გაუტყდა მამაკაცს.
-შენ არ გეხება-მეთქი.
-გიყვარს?
-რადგან არ მინდა საუბარი, ზედმეტი კითხვებიც არ უნდა დაისვას.
-რატომ მგონია, რომ ცოტა შეშინებული ხარ? ჩემმა ყვავილებმა მასთან პრობლემები შეგიქმნეს და აქ ამიტომ მოხვედი, რომ „მეკაჩავო“ და მერე ჩემს გამო აღარ იჩხუბოთ?- ნელ-ნელა ფეთქდებოდა სანდრო, -ასეა ხომ?
-არავისზე საუბარს არ ვაპირებ.
-სად არის ის თავისუფალი და ოცნებებისთვის მებრძოლი სოფი, რომელსაც ვიცნობდი? ასე როგორ დაბეჩავდი? ასეთი ვინ არის, რომ ამდენის უფლებას აძლევ, შენზე იმოქმედოს? საერთოდ აღარ ჰგავხარ უწინდელს.
-საიდან მოიტანე ჩემი დაბეჩავება?- სახე მოექუფრა სოფის.
-გეტყობა.
-საიდან მეტყობა?
-არეული ხარ, შენს თავს ებრძვი. სოფი, რომელსაც მე ვიცნობდი, ის ყოველთვის დარწმუნებული იყო თავის თავში და ზუსტად იცოდა, რა უნდოდა. ასეთი რა გაგიკეთა? რატომ მიეცი უფლება, რომ შეეცვალე?
-გაჩერდი! აღარაფერი თქვა! უბრალოდ გზიდან ჩამომშორდი.
-ვერ ხვდები, რომ საკუთარ თავს დაგაშორა?
-სანდრო გაჩერდი!
-მე გავჩერდები, მაგრამ შენი ჩაპრესილი მე არ გაჩერდება. როცა იქნება ყელში ამოუვა, იღრიალებს და ახალი ტყავიდან გადმოსჩქეფს. მერე შეიძლება საკუთარ თავსაც აუტეხოს რამე. გახსოვდეს, უცებ გამოღვიძებული საკუთარი მე ურჩხულზე საშიშია.
-დაივიწყე სოფი, კარგი? ორივესთვის ასე აჯობებს,-ფეხზე წამოდგა და მშვიდობითო -ჩაილაპარაკა.
-და მაინც, სად გაქრა სოფი, რომელიც მუდამ მეამბოხე და თავისუფალი სულის ადამიანი იყო?- ვეღარ მოითმინა გაწბილებულმა და ხმამაღლა მიაძახა.
სოფი გაჩერდა, თვალებში ცრემლი ჩაუდგა და ჩურჩულით ჩაილაპარაკა:
-ჯანდაბაში!- მერე გული რომ არ ამოსჯდომოდა, სწრაფად გაეცალა იქაურობას და მოსაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასასვლელ აღმართს აუყვა.



№1  offline მოდერი Lilian Clark

დარინა
კაი სანდრო ჩანს მაგრამ როგორც მე ჩამოყალიბებული ადამიანი მიუხედავად ყველაფრისა მაინც ლევანის ერთგული ვრჩებიიი :დდდდ რა ვქნა პირველად მან დაიპყრო ჩემი გულიიი, სანდრო რომ ადრე გამოჩენილიყოო მის ფანკლუბში ჩავეწერებოდიიი, ახლაა კი მასთან ბოდიშიიი :დდდ არ ვარ მართლა კარგად, მიუხედავად ლევანის იმ საქციელებისა მე მაინც ვპატიობ, სოფიც იმედია მალე ჩამოყალიბდება ცხოვრებაში ვინ უნდა და რა უნდაა, გამოჩნდა რომ ნინაკა ერთი მართლაც დაბოღმილი ქალია მან პროკურორის საყვარელი ყოფილა და აქეთ ხალხს ხელს უშლის, კი მოსვა მის ადგილზე მაგრამ იმედია მართლა მოჯდებაა, ლევანი არ დამიჩაგროო სულ ამას გიმეორებ მე შენ იცოდე მერე მტრად გადაგეკიდებიიი:დდდდდ, მაგრამ საოცარი გოგო ხარ და მე უკვე ძალიან ძალიან მომწონხარ ❤️❤️❤️❤️


დარინა პირველ ჩვენებას აწვება laughing
მეც მომწონხარ და კიდევ ბევრ საინტერესო ამბებს ელოდე ჩვენთან. ყველაფერი ახლა დაიწყო wink რაც შეეხება ლევანს, კიდევ გაგიმეორებ, ეგ თავს არ დაიჩაგრავს, ოხერის ერთია wink

სალანდერი
სოფი აშკარად დაა*მორეს. იმედი მაქვს რატომღაც რომ სამდრო მართალია და ეს გოგო იფეთქებს. სანდრომ ზუსტად მოარტყა. საინტერესო პერსონაჟად გვევლინება მგონი. ლევანი ყველა მხრიდან შევაფასე, ყველა მხრიდან მოვუარე და რასაც ქვია ყველა მხრიდან ტ'რაკია.
საინტერესოდ მიმდინარეობს მოვლენები.
გელოდები.

აუ, ლევანი ვერაფრით მოგაწონე. რა ვიღონო? რა ხერხს მივმართო joy
ძალიან საგონებელში ვარ. მოურჯულებელი მკითხველი ჩანხარ.

 


№2  offline მოდერი Lilian Clark

დარინა
ზოგადად ამ ბოლო დროს ამ ქალ მწერლებს აღარ გენდობით :დდდდდ ძაან მიჩაგრავთ ამ კაც პერსონაჟებს :დდდდ ხოდა მეც მაგისი იმედი მაქვს რომ ოხერია და თავს არ დაიჩაგრავს თორემ ირგვლივ უკვე იმდენი ბოროტის მსურველი ყავს ლამის მე დავეხმარო აქედან, აი. ერ ვხვდები რატომ უნდა თქვას კაცმა იმ ქალზე უარი რომელიც ეძლევაა, ვა არ წაიღეს ტვინი ამ თავისი მორალით, ან იმ ნინაკას ვინ კითხავს, ესე ერთერთი ლევანზე შეყვარებული განოროტებული ქალი მგონია მეე, ხოდა ვითომ ამ თავისი დის და მისი დაწალის გამო აპრავებს ამ თავის საქციელს, აუ კი არ ვიყავის ასეთი ამ ბოლო დროს გავხდიიი :დდდდ, ხოდა სოფის თუ არ უნდა გამოუშვი ჩემთან ❤️❤️❤️

შეხედე როგორ კაპასობს smile
წაიყვანე და გყავდეს შენი ლეონსიო. მშვიდობაში მოიხმარე smile

 


№3  offline მოდერი Lilian Clark

დარინა
შენ არ მომწონხარ იცოდეეე :დდდდ რაღაც ცუდად ახსენე ჩემი ლეონსიოო, აი რა გინდა რაა ხომ ვაღიარებ რო წმინდა წყალი არ არის მაგრამ მაინც ვგულშემატკივრობ და რა ვქნააა, ხოდა ვგრძნობ რომ უნდა დამიჩაგროთ და წინასწარ გამოვაჩინე ბრჭყალებიიი :დდდდ წავიყვან და თქვენც დაისვენებთ და ეგ თქვენი სოფიც, აი მარტო ლევანს რომ ადანაშაულებენ არც სოფია ასე ვთქვათ სუფთა ამ ყველაფერშიიი, რა ვქნა მე ასეთი განსხვავებულები რომ არიან მაგიტომ მომწონს ეს წყვილიიი, ჰა თორემ დაუბრუნდეს ამ სანდროს არც ეგ არის პრობლემაა.

ვაჰ, რა კარგი ვიღაც ხარ შენ heart_eyes
მიხარია, რომ შენი სახით ასეთი მხიარული და პოზიტიური მკითხველი შევიძინე kissing_heart

 


№4  offline წევრი ნანა73

არ მომწონს სოფის სისუსტის ასე წარმოჩენა. გასაგებია, მთელი ცხოვრება იმისთვის შრომობდა წარჩინებული პიანისტი ყოფილიყო. ყველაფერი აქვს და იმსახურებს კიდეც, მიუხედავად მრავალი პრობლემებისა.
არ მომწონს ლევანთან მისი მორჩილება ( მერე რა რომ მისი შანსია წარმატებისკენ)
არ მომწონს სანდროს მიმართ გაურკვეველი გრძნობები.
საერთოდ ისეთი უსუსური ჩანს, მუსიკალური ნიჭის და შესაძლებლობების გარდა არაფერს წარმოადგენს როგორც პიროვნება. სად არის მისი პრინციპები? ბოლოსდაბოლოს ამბიცია?
სუსტია, ურთიერთობებს ვერ ართმევს თავს.
კაცებზე არაფრის თქმა არ მსურს.
ვიცი, კრიტიკული ვარ ამ შეფასებით, მაგრამ სოფი დასაწყისიდან სხვა განზომილებაში გადავიყვანე. იმედებს მიცრუებს.... pensive
❤️

 


ანუ, აზრის დაფიქსირება, ყოველთვის ბოლოს მჩვევია, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უკომენტაროდ ვატარებ მოთხრობას(ისიც იმის გამო, რომ დასასრული, მოლოდინებს ვერ ამართლებს). ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მინდოდა ისტორიის დასასრულს ჩამომეყალიბებინა ჩემი აზრი, მაგრამ როგორც ხედავ, გულმა ვეღარ გამძიძლო. არ შემიძლია არ აღვნიშნო წერის მანერა, ის თუ როგორ კარგად და ოსტატურად გადმოსცემ სათქმელს. მომწონს ის ჩახლართული სიტუაციები და ვნებები, რომლებსაც გამოხატავ და რომელიც ჩემში ატომური ბომბის აფეთქებასა ჰგავს ხოლმე ყოველ ჯერზე. ცოტას თუ შეუძლია მკითხველის გულამდე მიიტანოს პერსონაჟთა განცდები და ვფიქრობ, ამ დაკისრებულ მისიას, არაჩვეულებრივად ართმევ თავს. წარმატებები და გგულშემატკივრობ blush ველი კიდევ ცხელ-ცხელ სიუჟეტებს...პერსონაჟებს რაც შეეხება, მათ შესახებ,ცოტა მოგვიანებით დავაფიქსირებ ჩემს აზრს relaxed

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთო

რა დააშავა ლევანმა, თავის უფლებებს რომ იცავს იმის გარდა? ეგრეც რაა. სანდრო უფრო მიშლის ნერვებს, ქალები კი იყვნენ მაგრამ სოფი არ იყო არცერთიო. ვაი მაგის პატრონს :დდ

 


№7 სტუმარი ტაისა

ყველაფერი რომ დამიტრიალდა თავში რისი ბრალია?

სოფი მინდა ვნახო ისეთად, როგორადაც აუცილებლად უნდა იქცეს!
სანდრო, ცოტა არ იყოსდა მაღიზიანებ. :დდ
გელიიიი ❤

 


№8  offline მოდერი Lilian Clark

ნანა73
არ მომწონს სოფის სისუსტის ასე წარმოჩენა. გასაგებია, მთელი ცხოვრება იმისთვის შრომობდა წარჩინებული პიანისტი ყოფილიყო. ყველაფერი აქვს და იმსახურებს კიდეც, მიუხედავად მრავალი პრობლემებისა.
არ მომწონს ლევანთან მისი მორჩილება ( მერე რა რომ მისი შანსია წარმატებისკენ)
არ მომწონს სანდროს მიმართ გაურკვეველი გრძნობები.
საერთოდ ისეთი უსუსური ჩანს, მუსიკალური ნიჭის და შესაძლებლობების გარდა არაფერს წარმოადგენს როგორც პიროვნება. სად არის მისი პრინციპები? ბოლოსდაბოლოს ამბიცია?
სუსტია, ურთიერთობებს ვერ ართმევს თავს.
კაცებზე არაფრის თქმა არ მსურს.
ვიცი, კრიტიკული ვარ ამ შეფასებით, მაგრამ სოფი დასაწყისიდან სხვა განზომილებაში გადავიყვანე. იმედებს მიცრუებს.... pensive
❤️

კარგია, რომ მკითხველმა არაჩვეულებრივად დაინახა სოფის სისუსტე და არის რაღაც, რაც არ მოსწონს და არის რაღაც, რაც მოსწონს. ასე ვართ ადამიანებიც. ეს არის სინამდვილე, იდეალური არავინ არის! ნანა, მადლობა, რომ საკუთარ შეხედულებებს მაცნობ და აფიქსირებ. საინტერესო შეფასება იყო heart_eyes

ლიკა ახრახაძე
ანუ, აზრის დაფიქსირება, ყოველთვის ბოლოს მჩვევია, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უკომენტაროდ ვატარებ მოთხრობას(ისიც იმის გამო, რომ დასასრული, მოლოდინებს ვერ ამართლებს). ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მინდოდა ისტორიის დასასრულს ჩამომეყალიბებინა ჩემი აზრი, მაგრამ როგორც ხედავ, გულმა ვეღარ გამძიძლო. არ შემიძლია არ აღვნიშნო წერის მანერა, ის თუ როგორ კარგად და ოსტატურად გადმოსცემ სათქმელს. მომწონს ის ჩახლართული სიტუაციები და ვნებები, რომლებსაც გამოხატავ და რომელიც ჩემში ატომური ბომბის აფეთქებასა ჰგავს ხოლმე ყოველ ჯერზე. ცოტას თუ შეუძლია მკითხველის გულამდე მიიტანოს პერსონაჟთა განცდები და ვფიქრობ, ამ დაკისრებულ მისიას, არაჩვეულებრივად ართმევ თავს. წარმატებები და გგულშემატკივრობ blush ველი კიდევ ცხელ-ცხელ სიუჟეტებს...პერსონაჟებს რაც შეეხება, მათ შესახებ,ცოტა მოგვიანებით დავაფიქსირებ ჩემს აზრს relaxed

ლიკა, გამიხარდი ძალიან, რომ გამოჩნდი blush
პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ ჩემზე, როგორც მწერალზე ასეთი სიტყვები დაწერე და დადებითი შეფასება მომეცი. დამიჯერე, ძალიან გამაბედნიერე. heart_eyes
რაც შეეხება პერსონაჟების შენებურ შეფასებებს და მოსაზრებებს, აუცილებლად დაველოდები. დამიჯერე, ძალიან მაინტერესებს heart_eyes

სტუმარი ქეთო
რა დააშავა ლევანმა, თავის უფლებებს რომ იცავს იმის გარდა? ეგრეც რაა. სანდრო უფრო მიშლის ნერვებს, ქალები კი იყვნენ მაგრამ სოფი არ იყო არცერთიო. ვაი მაგის პატრონს :დდ

ქეთო, სანდრომ ცოტა სხვა მნიშვნელობით უთხრა სოფის და არა ისე, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით გაიგე, მაგრამ არაუშავს, ლევანის მხარეზე ხარ და გეპატიება heart_eyes

ტაისა
ყველაფერი რომ დამიტრიალდა თავში რისი ბრალია?

სოფი მინდა ვნახო ისეთად, როგორადაც აუცილებლად უნდა იქცეს!
სანდრო, ცოტა არ იყოსდა მაღიზიანებ. :დდ
გელიიიი ❤

სანდრო რატომ გაღიზიანებს? smile
ვაიმე, ვხედავ მე აქ ლევანის ფანები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ამ უწყინარი ბიჭის bowtie

 


№9 სტუმარი salo

ლევანის პერსონაჟი არ სულ მაღიზიანებს. არადა ქალების უმეტესობას მოსწონთ მსგავსი კაცები.. ქალებს ნასკებივითვრო იცვლან და გულს ტკეკენ..
ლევანისთან ცოდია სოფო ისეთი როგორიც ახლა.. სანდრო არ მემეტბა სოფოსთვის ისევ ლევანის ჰყავდეს .

 


№10  offline მოდერი Lilian Clark

salo
ლევანის პერსონაჟი არ სულ მაღიზიანებს. არადა ქალების უმეტესობას მოსწონთ მსგავსი კაცები.. ქალებს ნასკებივითვრო იცვლან და გულს ტკეკენ..
ლევანისთან ცოდია სოფო ისეთი როგორიც ახლა.. სანდრო არ მემეტბა სოფოსთვის ისევ ლევანის ჰყავდეს .

ვნახოთ, როგორ არჩევანს გააკეთებს სოფი, ორი აზრი არ არის, რომ დიდ დილემაში ჩავარდება. blush
მიხარია, რომ შემოგვიერთდი. სახელი არ მეცნობა.

 


№11  offline წევრი haddes

აუ სანდროც მეცოდება და ლევანიც უკვე. რა ვერ გაარკვია ამა გოგომ რომელი უყვარს ერთი. ან ლევანთან რა უნდოდა თუ სანდრო უყვარდა. მე მაინც სანდრო ილანას წყვილი მინდა :დდ ❤❤

 


№12  offline წევრი tamuna.s

ლევანი არის დომინანტი და მე ვიტყოდი რაღაც დოზით ტირანიც. ურთიერთობაშიც დირიჟორია. ურთიერთობებს თვითონ იწყებს და თვითონ ამთავრებს, ვაი მისი ბრალი თუ ქალმა მისი მიტოვება გადაწყვიტა, მაშინ ყველაფერს გააკეთებს რომ მწარედ ანანოს. სოფოსთან მიმართებაშიც უანგაროდ არაფერს აკეთებს, ყველაფერი გათვლილი აქვს, კი ყველაფერს გააკეთებს რომ წარმატებული გახდეს, ხელს შეუწყობს ყველააირად, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ მასზე დამოკიდებული გახადოს, მისი მადლიერი იყოს, სამაგიეროდ კი მისი სიტყვა კანონი იქნება ყოველთვის. ამ ეტაპზე სოფოს მიმართ მხოლოდ მოწონება და ვნება აქვს, მომავალში ვნახოთ, მინდა თავდავიწყებით შეყვარებული ლევანი ვნახო, რომელიც საყვარელ ქალს აღმერთებს და მისი წარმატება მხოლოდ იმიტომ უნდა რომ საყვარელი ქალი ბედნიერი იყოს. სანდროს რაც შეეხება, ამ ეტაპზე მომწონს. მომავალში ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლეები.

 


№13  offline მოდერი Lilian Clark

haddes
აუ სანდროც მეცოდება და ლევანიც უკვე. რა ვერ გაარკვია ამა გოგომ რომელი უყვარს ერთი. ან ლევანთან რა უნდოდა თუ სანდრო უყვარდა. მე მაინც სანდრო ილანას წყვილი მინდა :დდ ❤❤

სანდროს სოფი უყვარს და გამორიცხულია, ეგ წყვილი ვერ/არ შედგება blush

tamuna.s
ლევანი არის დომინანტი და მე ვიტყოდი რაღაც დოზით ტირანიც. ურთიერთობაშიც დირიჟორია. ურთიერთობებს თვითონ იწყებს და თვითონ ამთავრებს, ვაი მისი ბრალი თუ ქალმა მისი მიტოვება გადაწყვიტა, მაშინ ყველაფერს გააკეთებს რომ მწარედ ანანოს. სოფოსთან მიმართებაშიც უანგაროდ არაფერს აკეთებს, ყველაფერი გათვლილი აქვს, კი ყველაფერს გააკეთებს რომ წარმატებული გახდეს, ხელს შეუწყობს ყველააირად, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ მასზე დამოკიდებული გახადოს, მისი მადლიერი იყოს, სამაგიეროდ კი მისი სიტყვა კანონი იქნება ყოველთვის. ამ ეტაპზე სოფოს მიმართ მხოლოდ მოწონება და ვნება აქვს, მომავალში ვნახოთ, მინდა თავდავიწყებით შეყვარებული ლევანი ვნახო, რომელიც საყვარელ ქალს აღმერთებს და მისი წარმატება მხოლოდ იმიტომ უნდა რომ საყვარელი ქალი ბედნიერი იყოს. სანდროს რაც შეეხება, ამ ეტაპზე მომწონს. მომავალში ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლეები.

რა კარგი და ზუსტი შეფასება იყო. ვაი, მისი ბრალი, ვინც მართლა ლევანის მიტოვებას გადაწყვეტს sob weary pensive

 


№14 სტუმარი Ichika

ლევანი საერთოდ არ მომწონს. თავის თავს რამდენის უფლებას აძლევს? არაფერი ეტყობა რომ მოსწონს სოფო :///

 


№15  offline მოდერი Lilian Clark

Ichika
ლევანი საერთოდ არ მომწონს. თავის თავს რამდენის უფლებას აძლევს? არაფერი ეტყობა რომ მოსწონს სოფო :///

ლევან, აგერ კიდევ ერთი სანდროს მხარდამჭერი გამოჩნდა. მაგრად უნდა დადგე bowtie
მადლობა, რომ შენი აზრი დააფიქსირე. ძალიან გამახარე შენი გამოჩენით kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent