შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი ამბორი +18 (თავი 4)


19-05-2020, 00:01
ავტორი Mary Drey
ნანახია 8 192

- აბა რაშია საქმე?- წარმოვთქვი აღტაცებით ეს სიტყვები. ალბათ იმიტომ, რომ საშინლად მიხაროდა პირველ სამსახურში სამუშაოს დაწყება.
- ოცდაექვსი წლის მამაკაცი, საშუალო სიმაღლის, ცისფერი თვალებით. საჩივარი შემოვიდა არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის. დამნაშავე ლ.რ კი თავის გამართლების მეტს არაფერს აკეთებს. იუწყება, რომ მოზარდს გამომწვევი დეკოლტე ეცვა და სწორედ ამიტომ მამაკაცურ ბუნებას ვეღარ შეეწინააღმდეგა.- მძიმედ ამოიოხრა ერეკლემ.
- დაზარალებულთან გქონდათ გასაუბრება?
- ჯერ არა.
- ახლავე დაუკავშირდით. ჯერ მას უნდა გავესაუბრო და შემდგომ დამნაშავეს.
- როგორც იტყვით, თებეა.
რამდენიმე საათში დაზარალებული ოთახში შემოვიდა. გამომძიებელი თავის საქმეს ასრულებდა, შემდგომ კი ასპარეზი უშუალოდ მთლიანად მე დამითმო.
- გამარჯობა, მარტა..
- გამარჯობა..- დაბნეულმა შემომხედა თექვსმეტი წლის მოზარდმა.
- მოდი, პირდაპირ უშუალოდ საქმეზე გადავიდეთ.. არ ღირს საქმის ტყუილად გაწელვა. არ მეთანხმები, საყვარელო? პირველ რიგში მაინტერესებს როგორ გაიცანით ერთმანეთი.... არა, არ იტირო, მარტა. მე შეგიძლია მენდო!
- ერთმანეთი შარშან მაისში გავიცანით. კერძოდ ლიტერატურული კონკურსიდან... ძალიან მიყვარს სხვადასხვა ნაწარმოებების კითხვა, მითუმეტეს ახალგაზრდა ქართველების. დავდაპირველად მე დავიმატე სოციალური ქსელით ლევანი და რამდენიმე საათში თვითონვე მომწერა. სურვილი ჰქონდა, რომ მისი ნაწარმოები შემეფასებინა. მეც უარი არ ვუთხარი. პირიქით მართლა ძალიან გამიხარდა. მთელი ღამე ვკითხულობდი მის წიგნს და გამთენიისას უკვე ჩამთავრებული მქონდა. ჩემი შეხედულებები მას პირდაპირ, მკაფიოდ დავუსაბუთე. ცუდი ნაწერი არ იყო, თუმცა არც საუკეთესო. მთხოვა კონკურსში დავხმარებოდი. უარი არც ამ შემთხვევაში ვუთხარი. ასე ერთი თვე ონლაინ ურთიერთობა გვქონდა. ხშირად ბინძურ საუბარსაც მიწყებდა. რამდენიმეჯერ სიცილში გავუტარე, მაგრამ როდესაც მისმა ქმედებებმა უკვე მონოტორული ხასიათი მიიღო მეც შეტევაზე გადავედი. ვუთხარი, რომ მისი საუბარი არ მსიამოვნებდა. ამის შემდგომ ასე აღარ მოქცეულა. ერთ დღეს მომწერა შენთან ჩამოსვლას და ნახვას ვაპირებო. იმ მომენტში დედის დედასთან ვიყავი, ქალაქგარეთ... ზუსტად იქ ჩამომაკითხა. ერთმანეთს ქუჩაში შევხვდით. ისეთ ადგილას გავიყვანე, სადაც ვერავინ შეგვამჩნევდა. ზოგადად არ მიყვარს ხალხმრავალი ადგილები... სწორედ იმ ადგილას მაკოცა... თავიდან მოვიშორე და სახეში სილა გავაწანი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამის შემდგომ კონტაქტი არ გამიწყვეტავს. ალბათ იმიტომ, რომ წასვლის საშუალებას არასოდეს მაძლევდა. რამდენიმე თვის შემდგომ საკუთარ სოფელშიც ამომაკითხა, სვანეთში. ხელების ფათური დაიწყო და ეს გახდა ბოლო წვეთი მოთმინების ფიალის ავსებისა. ყველა იმ სიტყვას ვეუბნებოდი რაც კი აზრად მომდიოდა. ეს ყოველივე მას განა აკავებდა, არა... უფრო და უფრო ცხოველს ემსგავსებოდა. მეშინოდა მე მისი... საბოლოოდ კი ისედაც იცით ეს ყოველივე რითითაც დასრულდა...- ძნელად გადაყლაპა მარტამ ნერწყვი და ცრემლები წასკდა.- ჩემი ბრალია... ჩემამდე არ უნდა მომეშვა, ეს ნაძირალა!- კბილებში მკვეთრად გამოსცრა მან.
- მარტა... პირველ რიგში შენი ბრალი არ არის, რომ ეს მოხდა. მამრების რაღაც ნაწილი ქალებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ჰორმონების დასაკმაყოფილებლად იყენებენ. ვწუხვარ, რომ ასეთი რამ გადაიტანე. წარმოდგენაც კი მიჭირს ახლა რას შეიძლება გრძნობდე.
- ყველაზე ცუდი იცი რა არის, თებეა? ის, რომ ამ ამბის შემდგომ ოჯახთან ურთიერთობა ამერია. თითოეული ადამიანი ამრეზად მიცქრედა თითქოს რიგითი ნაძირალა ვყოფილიყავი. მამიდაშვილმაც ხელი მკრა, რომელთანაც ყველაზე გახსნილი ვიყავი. ვინაიდან ყველაზე დიდ დროს მასთან ვატარებდი დედაჩემმა ტაისიას ყველა დეტალი გამოჰკითხა ჩემს შესახებ... ტაისიამაც არაფერი დაუმალა. ყველა ის ქმედება პირნათლად უამბო, რაც კი გადამხდენია ოდესმე. ყველაზე მეტად ორპირობას ვერ ვიტან ადამიანში. ყველაფერი შესაძლოა ვაპატიო მათ, გარდა ამისა. თავს მარტოსულად ვგრძნობ. მეშინია თითოეული დაწყებული დღის... მეშინია, რადგან მზის სხივები ვეღარ მითბობს აკანკალებულ ძვლებს. საუბარი, რომ მინდება ირგვლივ არავინ მყავს. ზოგჯერ ხეს ველაპარაკები. ის ერთადერთია, რომელიც არ მღალატობს... არ მთქვავს... არ მკრავს ხელს... იცი ეს რა შეგრძნებაა?
- იმაზე მეტად მესმის შენი, ვიდრე შეიძლება ამას ფიქრობდე. შეგიძლია მაშინ დამირეკო, როდესაც უბრალოდ საუბარი მოგინდება.- ვუთხარი მარტას და ჩემი საკონტაქტო ნომერი დავუტოვე.
- არ ვიცი მადლობა, როგორ გადაგიხადოთ...
- მადლობა საჭირო არაა. გპირდები, რომ ლევანს კარგი დღე არ ელოდება.


- როგორ ჩაიარა გასაუბრებამ?- მკითხა დოინჯშემორტყულმა უჩამ, რომელიც როგორც ჩანს სარკის საშუალებით გვაკვირდებოდა.
- საშინელ დღეშია, მარტა... ის ნაძირალა კი ღირსია ციხეში ამოლპობის. მას ხომ წარმოდგენა არც კი აქვს, როგორი ფსიქიკური დარტყმა განახორციელა მარტას მიმართ. ოჯახთან დამოკიდებულების წარმოდგენა არც მინდა... რა საშინელებაა.
- მეცოდება ეს ბავშვი? შეხედე, როგორ ტირის...
- არ ვიცი რითი ვანუგეშო. ჩემი საკონტაქტო ნომერი დავუტოვე... ეგება მოინდომოს საუბარი ჩემთან. ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც შენი არავის ესმის. გამოვიარე ეს პერიოდი და თან ცუდად დასამახსოვრებლად.
- ძალიან კარგი ადამიანი ხარ... ეჭვიც არ მეპარება, რომ დახმარების ხელს გაუწოდებ მას! ლევანთან ახლა აპირებ გასაობრებას?
- კი, ახლა უფრო მირჩევნია, ვიდრე გავწელო დრო.
- შენი საქმის შენ იცი. მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომელი გახდი, თებეა.
- მეც მიხარია, ძალიან!


საუბრის დასრულებისთანავე იმ ოთახისკენ ავიღე გეზი, სადაც ის ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც წინასწარვე გულს მირევდა, თუმცა თავი უნდა შემეკავა. ნამდვილად არ შედიოდა ჩემს დღევანდელი დღის სიაში სამსახურში პირველი იმიჯის გაფუჭება.
ოთახი თეთრი იყო. რამდენიმე შავი სკამითა და გრძელი მაგიდით. ლევანს თავისი თითები გადაჯვარიდინებული ჰქონდა და ეტყობოდა, როგორ უპირისპირდებოდა საკუთარ თავს შინაგანად.
- გამარჯობა..- თქვა ჩემს დანახვისას.- მე ყველაფერი უკვე მოვყევი. სალაპარაკო აღარაფერი მაქვს.- თქვა და თავი თანხმობის ნიშნად დააქნია. სხეულის ენა გათქვამდა მას.
- დარწმუნებული ხართ? სანამ თქვენთან შემოვიდოდი, მარტას ვესაუბრე. განადგურებული იყო.
- ეს ჩემი ბრალი არ არის!
- აბა ვისი ბრალია?
- მისი ჩაცმულობის.- თქვა და ფარულად ქუთუთოები აუთამაშდა.- მე არ ვაპირებ, რომ ათასჯერ გავიმეორო დიალოგები. ყველამ ყველაფერი ისედაც იცის.
- და იმასთან დაკავშირებით რა აზრი გაგაჩნიათ, რომ შესაძლოა სამუდამოდ მოგიწიოთ ციხეში ჩაჯდომა?
- მთავარია, მე ვიცი, რომ ეს ჩემი ბრალი არ იყო.
- ფსიქოლოგთან ოდესმე ყოფილხართ?
- თქვენ რა გგონიათ, რომ გიჟი ვარ?
- განა ფსიქოლოგი გიჟების ექიმია? კიდევ არსებობს ეს ცრუ სტერეოტიპი?
- ადამიანი ჯანმრთელი, რომ იყოს მას არც ფსიქოლოგთან ვიზიტი დასჭირდებოდა.
- თითოეული ადამიანი თავისებურად შეშლილია. შენც მათ შორის. მარტას გარდა სხვა გოგოსთანაც გქონდათ ფიზიკური კონტაქტი?
- არა.- ისევ სიცრუე... ტუჩები წინ წამოწია და თვალები აუთამაშდა. ხელებსაც ნერვიულად იზელდა.
- ტყუი.
- ცდები.
- არა არ ვდები, საკუთარი სხეული გფაქტავს.
- უკაცრავად?
- სხეულის ენაზე არაფერი გაგიგონიათ, ლევან? ვფიქრობ იმაზემეტი პრობლემა გაწუხებთ ვიდრე, მხოლოდ და მხოლოდ პედოფილიზმი. ნარკოტიკებზე იყავით დამოკიდებული?
- რამდენიმე წლის წინ.- მძიმედ წარმოთქვა მან.
- ოჯახური მდგომარეობა? ძალადობის მსხვერპლი ოდესმე ყოფილხართ?
- ხელით არავინ შემხებია, თუმცა მუდმივად დაძაბულ ვითარებაში მიწევდა ცხოვრება.
- ეს როგორ გავიგო?
- ოჯახური კონფლიქტი... მამასა და დედას შორის.



№1 სტუმარი lile

აუ ცოტა პატარა თავებია მაგრამ ძალან მომწონს. როდის დადებ ახალს?

 


№2  offline მოდერი Mary Drey

lile
აუ ცოტა პატარა თავებია მაგრამ ძალან მომწონს. როდის დადებ ახალს?


თავებს აზრობრივად ვყოფ და არა მოცულობის მიხედვით. შევეცდები მალე დავდო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent