შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრთხილად შეარჩიე ოცნება, რადგან შეიძლება ახდეს (თავი 10)


19-05-2020, 11:59
ავტორი ანუკიანკა
ნანახია 1 537

სახლში რომ მივიდნენ შუადღე იყო უკვე. ელენეც და ნოაც ცოტათი დაიღალნენ. ელენეს ხელები ტკიოდა მოუხერხებლად რომ იქნევდა რათა ცურვა ესწავლა.
- ნოა ხვალ ისევ მასწავლი ცურვას?
- შენ თუ გინდა კი
- არ მეგონა გატაცებას კარგი მხარეც თუ ჰქონდა
- რას გულისხმობ? - ნოამ ელენეს გამომწვევად შეხედა
- იმას რომ ჩემი ორი ოცნება უკვე ავიხდინე მას შემდეგ რაც მომიტაცე პირველი ცხენზე ჯირითი ვისწავლე და მეორე ცურვას ვსწავლობ.
- ანუ კარგი ვქენი რომ მოგიტაცე?- ნოას მის სიტყვებზე თვითონ გაეღიმა
- ნუ ერთის მხრივ კი
- ელენე გუშინ წყალში რომ ჩავარდი და გონზე რომ მოხვედი რამე გაგახსენდა?
- რაუნდა გამხსენებოდა?
ელენემ ჭიქაში წყალი დაასხა და სვამდა როცა ნოას სიტყვაზე წყლის სმა შეწყვიტა და ჭიქა მაგიდაზე დადო, რადგან ძალიან კარგად ახსოვდა ყველაფერი.
- ანუ ხელოვნური სუნთქვა რომ ჩაგიტარე არ გახსოვს?- ნოას ისევ ეღიმებოდა და აკვირდებოდა ელენე რა რეაქციას მიიღებდა.
ჯერ ძალიან გაბრაზდა და ნოას ის ის იყო ეგონა ახლა აფეთქდებაო რომ მშვიდად უპასუხა ელენემ
- კიდევ კარგი ეგ ჩემს გადასარჩენად გააკეთე თორემ ახლა შენ იწვებოდი გონებადაკარგული
- ზოგჯერ მგონია რომ საშიში ხარ
- კიარ გგონია არამედ მართლა ვარ ხოლმე . ნუ ეხლა ვინმე თუ გამაბრაზებს მინიმუმ ჩემთან საქმის დაჭერა ინანოს მაქსიმუმზე აღარაფერს ვამბობ.
- მასეთი საშიშიც არ ჩანხარ
- არ მადარდებს როგორი ვჩანვარ
- ნუთუ?
- დიახაც.
-ელენე მე უნდა გავიდე ცოტა ხანი და მალე დავბრუნდები
- კაი
ნოა წავიდა ელენე სახლში მარტო დარჩა და მამასთან გამართულ დიალოგზე ფიქრობდა. ფიქრობდა იმაზე სწორედ იქცეოდა თუ არა უნდოდა თუ არა იმის გაკეთება რაც მამამ უთხრა. ახლა უკვე აღარ იცოდა ნოა ძულდა თუ უყვარდა. უყვარდა? საკუთარ თავს დაუსვა კითხვა. პასუხის გაცემა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე კითხვის დასმა. ჰო უყვარდა. როდის მოსწრო შეყვარება? მაშინ როცა პირველად გადაარჩინა მგლისგან ნოამ, როცა სიცხიანს უვლიდა, როცა ცხენიდან ჩამოვარდა და ნოაზე აკრული იწვა, როცა ნოასთან ერთად ჩახუტებულს ეძინა რამდენჯერმე, მაშინ როცა ასე გულმოდგინედ ასწავლიდა ცურვას თუ მაშინ როცა ნოას შეცვლილ თვალებს ხედავდა. არ იცოდა მართლა არიცოდა როდის შეუყვარდა. ტირილი აუტყდა. არუნდა შეყვარებოდა მაგრამ უყვარდა. რა უქნა მის და საბას სიყვარულს? უბრალოდ დაივიწყა ესეიგი არც ყვარებია ისევე როგორც საბას არ უყვარდა ელენე. ცრემლები თავისით მოდიოდა მერე გაუაზრებლად ნოას ოთახში შევიდა თვალი მოავლო ირგვლივ. მთელს ოთახში ნოს სურნელი იდგა. სურნელი რომელიც ელენეს აგიჟებდა და ჭკუიდან გადაყავდა. ეს იყო ელენეს საყვარელი სურნელი. რა მოხდებოდა როცა წავიდოდა და ამ სურნელს ვეღარ შეიგრძნობდა. ამაზე უფრო აეტირა უკვე ხმით. საწოლზე ჩამოჯდა და სლუკუნი დაიწყო.
- რატომ რატომ შემიყვარდა ღმერთო ჩემი გამტაცებელი. ხომ შეიძლებოდა უბრალოდ ისე წავსულიყავი აქედან რომ გრძნობა არ გამჩენოდა. ვიცოდი რომ საბა ჩემი პირველი სიყვარული არ იყო რადგან მომწონდა და არა მიყვარდა, მაგრამ მეგონა რომ გახდებოდა ის ჩემი პირველი სიყვარული. რაიქნებოდა რომ ის ყოფილიყო ჩემი პირველი სიყვარული და არა ჩემი ჩოხიანი გამტაცებელი. ვიცი რომ ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო რომ შეიძლება ვინმე მთიულს გავყოლოდი ვინმე ნამდვილ ქართველს, მაგრამ მე ასე არ მიოცნებია. მე არ მიოცნებია რომ ეს ჩოხიანი ჩემი გამტაცებელი უნდა ყოფილიყო.
მერე ნოას მაისური აიღო კარადიდან და უყნოსა თან ჩაიხუტა.
- ელენე სად ხარ?
სწრაფად შეიმშრალ ცრემლები, მაგრამ რა აზრი ჰქონდა თვალები სულ ჩაწითლებული ქონდა. ფეხზე სწრაფად წამოდგა, მაგრამ ნოას მაისურის დადება დაავიწყდა დაბნეულობისგან და ისევ ჩახუტებული ჰქონდა. ნოამ კარი გააღო და ოთახში შემოვიდა. ელენემ თავი დახარა თითქოს არუნდოდა ნოას მისი თვალები ენახა, მაგრამ ნოას ამას ვერ გამოაპარებდი.
- ელენე რა გჭირს? რატომ ტირი? - ახლოს მივიდა ელენესთან და მისი სახე ხელებში მოიქცია თმა კი უკან გადაუწია.
- არაფერია ისე უბრალოდ მშობლები გამახსენდა და ამეტირა.
ელენე, რომელიც ცრემლებს არასოდეს არავის ანახებდა ნოს წინაშე უძლური იყო.
- და ეგ მაისურიც იმიტომ აიღე რომ მშობლები მოგენატა?
ელენემ ახლა დაინახა რომ ნოას მაისური ისევ მიხუტებული ჰქონდა და იმასაც მიხვდა რომ თავი გაყიდა ამით
- მე..... მე ეს ისე ავიღე
- ელენე ჩემი მაისური ისე რატომ აიღე თანაც ასე გამეტებით რატომ გაქვს მიხუტებული?- ნოა ჩამჭრელ კითხვებს ერთმანეთის მიყოლებით ისვროდა.
- არვიცი . არვიცი რატომ ავიღე. უბრალოდ მინდოდა და ავიღე ამის მოსმენა გინდოდა აჰა ხომ ვთქვი ახლა გამიშვი გარეთ მინდა გავიდე. ნოა არ უშვებდა მაგრამ ელენე დაუსხლტა და გარეთ გავარდა. ნოაც მაშინვე დაედევნა. მირბოდა ელენე მაგრამ არ იცოდა რატომ. თითქოს მოზღვავებული ენერგიისა და ემოციებისგან იცლებოდა.
- ელენე ნუ გარბიხარ გაჩერდი და დავილაპარაკოთ
ისევ გარბოდა უკან არ იყურებოდა ვერ შეამჩნია როდის წამოეწია ნოა მკლავში ხელი ჩაავლო თავისკენ შემოატრიალა და თვალებში შეხედა
- ელენე რატომ გარბიხარ?
- ასე მინდა და იმიტომ?
- ელენე რატომ გარბიხარ?
- ხომ გიპასუხე უკვე- ისევ აეტირა ელენეს
- ელენე რატომ გარბიხარ? მე სწორი პასუხი მჭირდება და არა ტყუილი
- შემიყვარდი და იმიტომ გესმის? შემიყვარდი ჰო არვიცი როდის და რანაირად, მაგრამ შემიყვარდი- თან ტიროდა თან ხმამაღლა უყვიროდა ნოას ამ სიტყვებს და თვალებში უყურებდა.
მერე ნოამ ელენეს წელზე ხელი მოხვია თავისკენ მიიზიდა სხეულზე აიკრო და აკოცა. ელენეს სუნთქვა შეეკრა ისედაც დაღლილი იყო სირბილისგან, მაგრამ ყველაფერი დაავიწყდა და დედამიწამ შეწყვიტა ელენესათვისაც და ნოასთვისაც იმ წამს ბრუნვა. სწორედ იმ წამს აზრი აღარაფერს ქონდა ამ ორის გარდა. ელენეც აყვა კოცნაში და მერე სწრაფად დამუხტულივით მოცილდა.
არაფერი უთხრა ხმა ვერ ამოიღო მიბრუნდა და სახლისკენ გაიქცა ისევ.
20 წუთი მაინც იჯდა საწოლზე და თვალი ერთი წერტილისკენ გაესწორებინა. ნოა კი ისევ არ შემოდიოდა სახლში. დაღამდა და ისევ არ შემოსულა სახლში. რომ შემოვიდა ელენე იწვა გადაბრუნებული. არ უნდოდა ნოას დანახვა, არ იცოდა რა ეთქვა. რამდენიმე საათის წინ ხომ ნოას სიყვარულში გამოუტყდა. ოღონდაც ახლა ნოას არაფერი ეთქვა და რას არ გააკეთებდა, მაგრამ ეს ოცნებაც ოცნებად დარჩა
- ელე გძინავს. - ელენეს ეუცნაურა ,, ელე"-ს დაძახება, რადგან სულ ელენეთი მიმართავდა და ელე არსდროს დაუძახია. ვერ გადაწყვიტა ეპასუხა რომ არ სძინავდა თუ მოეტყუებინა ვითომ სძინავდა
- ელენე ჯერ 10 - ია საათი მხოლოდ და გინდა დამაჯერო რომ გძინავს?- აი აქ უკვე მიხვდა რომ არ ქინდა მოტყუებას აზრი და უპასუხა
- არ მძინავს რაგინდა?
- არ გადმობრუნდები?
- ნწ
- ელე გთხოვ
ელენე გადმობრუნდა და საწოლზე წამოჟდა, რადგან მართლა ეუხერხულა ასეთი საქციელი თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს
- რა გინდა?
- დღეს რაც მითხარი მართალია?
- არა- ელენემ ამის ისე თქმა ვერ გაბედა რომ თვალებში ეყურებინა ამიტომ თავი დახარა და თვალებშიც არ უყურებდა.
- გახსოვს ელე გითხარი რომ თუ ერთ დღეს შენი გრძნობის დამალვას შეეცდებოდი ვისურვებდი რომ ამას შენი თვალებით მივმხდარიყავი
- მე კი გკითხე რომ გინდა რომ ჩემმა თვალებმა გამყიდოს მეთქი?
- და მეც გიპასუხე რომ კი. ახლა კი ელენე შენ შენმა თვალებმა გაგყიდა. - ელენემ წამით შეხედა ნოას თვალებში და მერე ისევ მოაცილა. ნოა ელენეს პირისპირ იჯდა სავარძელში იდაყვები მუხლებზე ეწყო და ხელებს ნერვიულად თმაზე ისვამდა. სავარძელი საკმაოდ ახლოს იდგა საწოლთან.
- რატომ გგონია რომ ჩემმა თვალებმა გამყიდა ჰა?
- კაი რა ელენე თითქმის ორი თვეა გიცნობ და იმას ვხდები შენი თვალები რას ამბობენ როცა შენ ჩუმად ხარ და ხმას არ იღებ. ამას მაშინ მივხდი როცა პირველად დაგინახე. მაშინაც გაგყიდა თვალებმა და მაშინ მივხდი რომ ჩემი დანახვა გაგიხარდა, მაგრამ ამას ცოცხალი თავით არ აღიარებდი.
- ორი თვე არაა საკმარისი ადამიანის კარგად გასაცნობად
- მაშინ არც შესაყვარებლად უნდა ყოფილიყო ერთი დღე საკმარისი მაგრამ იმ ერთ დღეზე შემიყვარდი ელენე გესმის? ზუსტად იმ ერთ დღეზე და შენ მეუბნები რომ ორი თვე არაა საკმარისი ისეთი ადამიანის გასაცნობად რომელსაც ტყუილის თქმა არ შეუძლია და მოიტყუება თუ არა თვალებს ხრის რომ იმათმა არ გაყიდონ? - ნოა უკვე ფეხზე წამოდგა. ელენეც ადგა და ნოას წინ დადგა.
- ნოა რატომ არ მიშვებ სახლში. გამიშვი და არცერთს არ გვეტკინება გული. ხომ იცი რომ ერთ დღეს მაინც წავალ და მერე უფრო მტკივნეული იქნება. აი აქ შენც და მეც ძალიან გვეტკინება ნოა- ელენემ ნოას გულზე შეახო ხელი და ცრემლებმა იწყეს დენა.
- იცი ელე მე ახლაც მტკივა.
- ახლა რატომ?
- იმიტომ რომ შენ წახვალ. ვიცი რომ წახვალ და მეშინია რომ მარტო დამტოვებ წყვდიადში სადაც ერთი სანთელიც არ იქნება. ყველაზე მეტად კი იცი რატომ მტკივა? იმიტომ რომ შენც შეგიყვარდი და ვიცი რომ შენც გეტკინება გული.
- და იქნებ ვინმემ აანთოს ეგ სანთელი ოდესღაც
- გგონია შენს გარდა ვინმე მეყვარება. გგონია შევძლებ რომ შენზე მეტად შევიყვარო ვინმე?
- ნოას არ მინდა რომ მარტო დარჩე შენ კარგი ხარ და იპოვი ვინმე შენნაირ კარგს
- ნუ მაცინებ ელენე. არცერთი ქალი არ მინდა რომ ჩემი შვილების დედა იყოს შენს გარდა ელე.
ელენე გაწითლდა და თავი ისევ დახარა ცრემლები ისევ მოდიოდა. ნოასაც აუცრემლიანდა თვალები
-ხომიცი რომ ეს არ შეიძლება
- მაგრამ შეუძლებელიც არ არის
- ნოა მტკივა. გული მტკივა. რატომ მტკივა ნოა ასე ძალიან? სიყვარულმა ასე იცის? - ელენეს ისევ ნოას გულზე ქონდა ხელი დადებული
- ყველაფერს ეშველება ელენე გარდა გულის ტკივილისა და თუ გინდა გაგიაროს უნდა დანებდე და არუნდა ებრძოლო
- თუ არ შევებრძოლები ვიცი რომ ისევ მეყვარები
- და არ გინდა რომ გიყვარდე?
- ჩემს სურვილზე რომ ყოფილიყო ახლა არ მეყვარებოდი მაგრამ ხომ გაგიგია გულს ვერ უბრძანებო ჰოდა მართლა არ მესმის როდის შე.....- აქ შეჩერდა ელენე და სლუკუნი აუტყდა.
- ერთი წამიც კმარა ელე რომ შეგიყვარდეს.
- და თუ სიყვარული გვტკენს
- ყოველი ადამიანი თვითონაა საკუთარი ტკივილის საზომი და საზღვრის დამდგენი ელე
- მომწონს ელეს რომ მეძახი.
- არვიცი რატომ მაგრამ დღეს უცებ დაგიძახე და მერე მივეჩვიე
- ნოა გულს თუ გატკენ ისევ გეყვარები? მაპატიებ?
- გიყვარდეს და პატიება არ შეგეძლოს ეს წარმოუდგენელია ელე.
- თუ ერთ დღეს ჩემ გამო გეტკინება იცოდე რომ მეც მტკივა კარგი. აი აქ მტკივა. და თუ შენ მაპატიებ შეიძლება კიდევ უფრო მეტკინოს ჩემი საქციელის გამო- ელენეს ცრემლები ისევ სდიოდა შეუჩერებლად.
- ელე მაგას რატომ მეუბნები ? ან რატომ ტირი ელე- ნოამ ელენეს სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები მოწმინდა.
- ნოა არაფერი მკითხო უბრალოდ ჩამეხუტე ისე რომ შენში ჩავიკარგო ცოტა ხნით კარგი.
ნოამ ელე თავისკენ მიიზიდა ჯერ აკოცა მერე ხელში აიყვანა და მაგრად ჩაეხუტა
- ნოა...
- ჩშ არაფერი თქვა ელენე. მერომ რაღაც მოგიტანე და შენ არ გინახია ელენე.
- რა მომიტანე?
- ორი წუთით დაგსვამ რომ გაჩვენო კარგი?
- კაი
ნოამ მაგიდაზე დადებული აიღო
- ეს ყვავილები შენ დაბადებისდღის საჩუქრად და კიდევ ეს ყელსაბამი მინდა გაჩუქო სამახსოვროდ. მინდა რომ სულ ატარო. ამ კოლიეს ხომ ხედავ ჩიტის გამოსახულებით. მინდა რომ ამ ჩიტივით გაშალო ყოველთვის ფრთები
- და იქ გავფრინდე სადაც და ვისთანაც მინდა ხომ ასეა? შენ ასე მითხარი გორაზე რომ ვიყავით.
- კი ელე.
- არ გამიკეთებ?
- ჰო რათქმაუნდა
გაუკეთა და ისევ ელენესკენ მიტრიალდა
- ხომ არასდროს მოიხსნი?
- ჩემი თილისმა იქნება ეს
ისევ მიიხუტა ელენე და ერთად დაიძინეს. ისევ შეიგრძნო ელენემ მისი საყვარელი სურნელი და ბევრი ფიქრის გარეშე ნოაში ჩამალულს ჩაეძინა.



№1 სტუმარი სტუმარი Lol

Kargi tavi iyo rogorc iqna agiara elenem noe ro uyvarda ???? Kai iqneba tu ufro Mal male dadeb xolme ????❤️ velodebi shemdeg tavs rac sheidzleba male

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

აუ არ წავიდეს რააა ელენე, ნოა მეცოდება :( :(
ძაან საყვარლობაა ოღონდ მართლა, მაგრამ ნუ აგვიანებ რა ასე ძალიან :(

 


№3  offline წევრი ანუკიანკა

სტუმარი Lol
Kargi tavi iyo rogorc iqna agiara elenem noe ro uyvarda ???? Kai iqneba tu ufro Mal male dadeb xolme ????❤️ velodebi shemdeg tavs rac sheidzleba male

ვეცდები მალე დავდო ახალითავი და აღარ გალოდინო❤️

სტუმარი ანი
აუ არ წავიდეს რააა ელენე, ნოა მეცოდება :( :(
ძაან საყვარლობაა ოღონდ მართლა, მაგრამ ნუ აგვიანებ რა ასე ძალიან :(

მიხარია თუ მოგეწონა და ვეცდები ბევრი არ გალოდინო❤️

 


№4 სტუმარი Sopo

Ooo intrigebi da intrigebii:)) mainteresebs elenes ra utxra mamamisma asetii ragacas apirebs elene isets mgoni rom droebit orives etkinebat:(

 


№5  offline წევრი ანუკიანკა

Sopo
Ooo intrigebi da intrigebii:)) mainteresebs elenes ra utxra mamamisma asetii ragacas apirebs elene isets mgoni rom droebit orives etkinebat:(

სწორედ მსჯელობ მინდა გითხრა????❤️

 


№6 სტუმარი ატბ

მალე დადეე......

 


№7  offline წევრი ანუკიანკა

ატბ
მალე დადეე......

ხვალ დავდებ ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent