შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი {8}


19-05-2020, 23:25
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 527

ყელთან შეწითლებულ ადგილზე ჩაეღიმა და ნატიფი თითები გადაატარა.
ყველაფერი არასწორად ხდებოდა, აქ არ იყო იმისთვის, რომ ამაღლობელის სრულუფლებიანი ცოლი ყოფილიყო, სანდროს სიტყვები ,,ბავშვს გააჩენ და მერე მისგან შორს იქნები" ჯიუტად ურტყამდა ტვინს და აიძულებდა ყველანაირი გზა ჩაეხშო, რომლითაც ბედნიერებაზე ფიქრობდა.
-ჯანდაბა ანო. რა გემართება? სახეზე ხელები ჩამოისვა და უკვე კარგად შემთბარ წყალს შეუშვირა საკუთარი სხეული.
წყლის წვეთებთან ერთად მის სახეზე მარილიანი სითხე იკვლევდა გზას და უსასრულობაში უჩინარდებოდა.
ტკივილისგან ძლიერად დააჭირა კბილები ერთმანეთს და რომ არ წაქეულიყო ხელებით კედელს დაეყრდნო.
ყველა მომენტი ფრაგმენტებად ტრიალებდა მის წინ დ ამეტად ახვევდა თავბრუს.
პირზე ხელის აფარებით, საკუთარი ემოციები გამოდევნა გარეთ და ძლიერად ჩააფრინდა ქვედა ტუჩს.
ცოტახანს კიდევ იდგა ჭავლის ქვეშ, შემდეგ პირსახოცი მოიხვია და ისე გავიდა გვერდით ოთახში, სადაც ამაღლობელს უკვე მოესწრო, საქმეში თავით ჩახტომა.
არც გაუხედავს მისკენ, ისე მიუახლოვდა თეთრ კარადას და სარაფანას დასწვდა.
უკან სააბაზანოში შებრუნებულს კაცის მძიმე თითები, რომ ჩააფრინდნენ, უემოციო გამომეტყველებით გახედა სანდროს.
-რას აკეთებ? მწვანედ ელავდნენ თვალები.
-უნდა ჩავიცვა, შენი ნაყიდი კაბა. შეიძლება?
-ვატრაკებთ და გვიხარია? ბეჭით მიეყრდნო კარის ჩარჩოს და კიდევ ერთხელ გაატარა ქალის სხეული რენტგენში.
-არ ვიცი, ვატრაკებთ? მიმიკას არ ცვლიდა სახეზე ფანგანი.
-ანო
-სანდრო.
-დედას შევე*ი! ხელი ძლიერად გაიქნია კედლის მიმართულებით.
-რა არის? რამე პრეტენზია გაქვს?
-უნდა მქონდეს? მხრები აიჩეჩა ქალმა და ქვემოდან ახედა ამაღლობელის სილუეტს.
-ნუ გამაბრაზებ გაიგე? საერთოდ ხმას ნუ ამოიღებ. ფეხებში ნუ გამებლანდები, ვაბშე რატომ ვცდილობ არ გატკინო? რას იმსახურებ და რას ვაკეთებ?
-გააკეთე რაც გინდა. მე კი მაცადე, თაფლობისთვეში ვარ.
-მომისმინე პატარავ. ხელი ყბაზე გადაუსვა და იქვე მიაწება ცხელი ტუჩები.
-დედა მოტ*ნული აზრები მიტრიალებს თავში. დალაგება მჭირდება, რომ ერთხელ ეს პატარა თავი არ წაგაცალო.
-რას ამბობ? შეგიძლია ახლავე დაიწყო.
-არა, ჯერ არა. ხვალიდან ექიმთან წავალთ.
-რატომ? მე ჯანმრთელი ვარ. გაოცებულმა გახედა ამაღლობელს.
-მეგონა რამე პრობლემა გქონდა. ამდენი წელი, რომ ვერ დაორსულდი.
-შენი დედაც ამაღლობელო! მთელი ძალით იკივლა და კართან დადებული ლარნაკი გაუქანა.
-კიდევ ერთხელ, რომ ახსენო ის ბავშვი შენი პირიდან გეფიცები მოგკლავ.
-კიდევ ერთხელ, რომ უწოდო იმ ბავშვს მასე, მე მოგკლავ პატარავ და იმ ნაბიჭვარ ადამიასაც ზედ მიგაყოლებ, სიამუვნებით, რომ გაგიკეთა აბორტი.
-რა გინდა? ვისაც რაიმე წვლილი აქვს ამ აბორტში ყველა უნდა დასაჯო?
-ხო ამის დედაც ხოო. გიჟივით გაიჭრა ქალისკენ.
-იცი რატომ? ისევ არ მოუვიდეს იმ დედა მოტ*ნულ თავში ვიღაცის შვილი, მუცელშივე გააქროს, თანაც ისე, რომ ამაზე მამასთან ლაპარაკიც არ ითხოვოს. გგონია ვსო გავჩერდი? გგონია ასე ადვილია იმის გადახარშვა, რომ უაზრო ბავშვური ეჭვიანობის გამო, რომელიც ვიღაც ბოზ დეა გამრეკელს ეკუთვნის ჩვენი შვილი მოკალი. ჩვენი გესმის? და ამაზე, რომ ცოტახანს მაინც დაფიქრებულიყავი, შეიძლება ახლა აქ იგივე სტატუსით იდგე, მაგრამ ჩემი თვალები ასეთი არ იყოს. ჩვენ ასე არ ვიყოთ. ქალი, რომელიც სხვას აძლევს რჩევებს თავად ვერ გაუმკლავდა საკუთარ ფსიქოლოგიას. ეს არის შენი ბუნება ფანგანი? მე, რომ გამანადგურო ყველაფერზე წახვალ?
-გეყოფა. მზერა აარიდა კაცის თვალებს.
-არ მეყოფა. ჯერ ახლა დავიწყე ყველაფერი. ჯერ ახლა დავიწყე იმის გადახარშვა, რომ შენ დაასრულე. სამაგიეროდ მე ვიწყებ ახლა, უბრალოდ შენ მეტად გეტკინება.
-ეგოისტო . რა გგონია იქ მისვლა ადვილია? ფეხების გადაშლა და ლითონების შეხება შიგნით მარტივი ასატანია? იმის გააზრება, რომ შვილს კლავ სასიამუვნოა? თუ იმ ნაგავი თვალების ყურება, ირონიით გაჟღენთილი იმას, რომ დაგძახის, როგორ მოკლა კიდევ ერთი . მიპასუხე სასიამუვნოა? ფსიქოლოგიას ვერ გავუმკლავდი? არა ამაღლობელო, ფსიქოლოგია არფერ შუაშია. მე შენ ვერ გიმკლავდები, ამხელა დოზით რომ ხარ აქ. ხელი გულზე მიიბჯინა.
და საკუთარ თავს ვერ ვუმკლავდები, რომელიც არ არის მზად დედობისთვის. მე ვერ ვიქნები კარგი დედა და არ მინდა, ჩემმა შვილმაც იგრძნოს ის რაც მე მაკლია. მიუხედავად იმისა, რომ მე მყავდა კარგი დედა ის აღარ არის. არ მინდა აუტანელი იყოს მისთვის უჩემობა.
-და ეგ არის მიზეზი? დედას შევეცი. ეგ არის მიზეზი ანო?
-არა მიზეზი ისაა, რომ მე არმინდა შვილი.
-ვნახოთ. ვნახოთ პატარავ.
ტუჩები შუბლზე მიაკრო და თეთრ კარში გაუჩინარდა.
ოთახში მარტოდ დარჩენილს მხრები აუთრთოლდა და არც ცრემლებმა დატოვეს მარტო.
-ხომ შეიძლება შემეშვა. თავისთვის ამოიჩურჩულა და სარაფანა გადაიცვა.
ყველაფერი ეზიზღებოდა, ეს საწოლიც ეზიზღებოდა ჯერ კიდევ, რომ ინახავდნენ წინა ღამის ფრაგმენტებს.

***
სავაადმყოფოს მწვავე სუნმა, სასუნთქი გზები აუწვა ფანგანს და კიდევ ერთხელ გახედა, კედელზე დაკიდებულ მომცინარ ბავშვს. ტანში უსიამუვნოდ გასცრა და წინ წასულ სანდროს უკან გაჰყვა.
ყვითლად შეღებილ კარში, რომ შეაბიჯეს დაძაბულობა მეტად მოემატა ანოს და ოცდაათიოდე წლის ლამაზ ქალს გაუსწორა მზერა.
-სანი.
-ევაკო. ერთმანეთს მოეხვიენ და არც კი შეიმჩნიეს იქ მათ გარდა სხვაც, რომ იყო.
-ეს შენი ცოლი ხომ? ანოს თბილად გაუღიმა და საკუთარ სავარძელში ჩაეფლო.
-რაო პრეზიდენტო? ორსულად გვყავს უკვე ცოლი?
-არა აბორტი აქვს გაკეთებული. ღიმილი სახეზე შეეყინა ევას, სამაგიეროდ ანო იჯდა მშვიდი გამომეტყველებით, ცდილობდა ბოლომდე დაერწმუნებინა საკუთარი თავი, სიძლიერეში, რომელიც არსაიდან გააჩნდა.
-ანუ ორგანიზმის მდგომარეობა გვაინტერესებს ხო? ახლა ფანგანს გადახედა თბილი თვალებით.
-კი და კიდევ მაინტერესებს რამდენად მალე შეიძლება ბავშვის ყოლა.
-როგორც მახსოვს ბავშვები არ გიყვარს.
-მაგრამ შემიყვარდება... სიტყვა ჩაუსწორა ექიმს და ფეხზე მდგარ ფანგანს გახედა.
-მოდი ეხო გადავიღოთ, შემდეგ ანალიზებიც ავიღოთ კარგი? თუ გეშინია ნემსის მითხარი.
-არა.
-ჯანდაბა. ქალისკენ ელვის სისწრაფით მოტრიალდა ევა.
-ანო ფანგანი. შენ ის ფსიქოლოგი ხარ ხომ ნინია, რომ იშვილა.
-კი. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სპეციალურ საწოლზე მოთავსდა.
-მიხარია, რომ გადააფიქრებინე აბორტი.
-მე არა, დემნამ.
-დემნა შენი
-ჩემი ძმაა. ქალის აკიაფებულ თვალებს ჩააშტერდა ფანგანი.
-იცნობ დემნას? ზედა გაისწორა
-ეგ თავხედი კაცი. მალევე აიკრიფა ბარბაქაძე მაგრამ მერე ანოს გაოცებულ სახეს, რომ შეხედა თავი შეიკავა.
-კი კინაღამ დამაინვალიდა შენმა ძმამ, მერე კი აქეთ დამადო ვალი.
-ხო ასეთია. ქალს გაუღიმა და ანალიზის ასაღებად გაჰყვა.
ყველა პროცედურა ჩაიტარა, რაც საჭირო იყო და საბოლოოდ გადამწვარი დაბრუნდა სახლში, რომელშიც სიმშვიდეს ვერ პოულობდა.
ქუსლიანი ფეხსაცმელი იქვე მოისროლა და სამზარეულოში გავარდა.
ცივი წყალი, ჭიქაში მოათავსა და ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა.
არაფრის თქმას არ აპირებდა ფანგანი, არც სანდრო იყო რამის თქმის ხასიათზე. სიმშვიდეში ჩაკარგულებს სიმყუდრივე ტელეფონის ზარმა დაურღვიათ.
-ხო ბექაურო.
-რას ქვია დაჭრეს? ფეხზე დაფეთებული წამოხტა.
-მოვდივარ. გასაღებს ხელი დაავლო და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დატოვა ანო.
***
კართან ჩაკეცილ ნინიას, რომ დახედა, გული მიეწურა ამაღლობელს და მის გვერდით მდგარ ბექაურს გახედა.
-მისმა საქმრომ დაჭრა. ჩუმად ამოიჩურჩულა ნინიას, რომ არ გაეგო და სკამზე ჩამოჯდა.
-ჯანდაბა. ხელო ნერვიულად გადაისვა თავზე და აწკრიალებული ტელეფონი გათიშა
-არ ეტყვი? უკვე მერამდენედ განათებულ ტელეფონს დახედა ბექაურმა
-ვერ გაუძლებს ვახო. გაგიჟდება. თავს დაიდანაშაულებს.
-ეგ ქალი გიყვარს სანი.
-ნუ შემე*ი! კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს და საოპერაციოდან გამოსულ ექიმს გახედა, რომელიც ღიმილით რაღაცას ეუბნებოდა ნინიას.
-ყველაფერი რიგზეა, მაგრამ აქ უნდა დარჩეს ცოტახანს. ბატონო სანდრო. ხელი წაიღო პრეზიდენტისკენ.
-პოლიციას არ შეატყობინოთ, ჩვენ მივხედავთ.
-როგორც იტყვით. თავი დაუკრა კაცს და მალევე გაშორდა.

უკვე მიწყნარებულიყო სიტუაცია, მშვიდად ისხდნენ სავაადმყოფოს ჰოლში. კიდევ ერთხელ, რომ აწკრიალდა მობილური ვეღარ გაუძლო და უპასუხა.
-სად ხარ აქამდე? რატომ არ მპასუხობ? ანოს დაძაბულ ხმაზე, თავადაც დაიძაბა
-ანო, დემნა დაჭრეს.
მხოლოდ ამის თქმა მოასწრო, სწრაფად, რომ დაუყვირა ფანგანმა მისამართი მომწერეო და შემდეგ ზუმერის ხმა გაისმა.
-ჯანდაბა. საფეთქლებზე მიიჭირა ხელები და ვახოს გახედა, ნინიას რომ სჭამდა თვალებით.
-ბექაური. კაცის ხმაზე უკმაყოფილოდ გააქნია თავი
-არც იფიქრო პატარაა!
-ნეტავ არ მიტრაკებდე უაზროდ. მხარი გაჰკრა და სუფთა ჰაერზე გავიდა.

სკამზე ჩამომჯდარს ანოს ხმა, რომ მოესმა მაშინვე წამოდგა ფეხზე და მომავალს დააკვირდა. ისე დაპატარავებულიყო, თვითონაც უკვირდა ეს ყველაფერი.
-სად არის დემნა? კაცის სახესთან ამოიჩურჩულა და ჩაიკეცა.
-სძინავს, კარგადაა ანო.
-არ არის კარგად აქ ვგრძნობ! ხელი გულზე მიიბჯინა, რომელიც ისეთი სისწრაფით ფეთქავდა, ცოტაც და მთლიანად გაანგრევდა ორგანიზმს.
-კარგადაა ექიმმა თქვა!
-მალე მოვიდეს გონს რა, უმოსბას ვერ გადავიტან.
-ანო!
-რამე, რომ დაემართოს მოვკვდები.
კაცის სხეულს მთელი ძალით მიეხუტა და თვალები ძლერად დააჭირა ერთმანეთს.
-დემნა ფანგანის ნათესავები სად არიან? ბოხნა ხმამ ყველა გამოარკვია და ანოც სირბილით დაიძრა მისკენ.
-რა მოუვიდა? რამე სერიოზულია?
-დამშვიდდით. ზემოდან დახედა ცრემლიან ფანგანს.
-შეგიძლიათ ნახოთ. მისკენ დაიხარა და ისე უჩურჩულა, შენდეგ კი კარში გაუჩინარდა.

ანო დემნასკენ გაიქცა, სანდრო კი იდგა გახევებული, სუნთქვა გახშირებული, გაშმაგებით, რომ სუნთქავდა და წამის წინ მომხდარს ხარშავდა. მთელი ძარღვთა სისტემა დაჭიმული ჰქონდა და მხოლოდ იმას ცდილობდა აქ სკანდალი არ მოეწყო...

---
იმედი მაქვს მოგეწონებათ!



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა მიუხედავად იმის დრთმანეც დატანჯავენ მაინც უყვართ ერთმანეთი საინტერესოა როდის დაზავდებიან

ველოდები ახალ თავს

 


№2 სტუმარი ტაისა

ანოს როგორ უყვარს ძმა ❤
წარმატებები

 


№3  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა მიუხედავად იმის დრთმანეც დატანჯავენ მაინც უყვართ ერთმანეთი საინტერესოა როდის დაზავდებიან

ველოდები ახალ თავს

მადლობა, რომ კითხულობ! მალე იქნება ❤️

ტაისა
ანოს როგორ უყვარს ძმა ❤
წარმატებები


მადლობა საყვარელო <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

რაღაცნაირი ისტორიაა. თითქოს მშრალი და ამ დროს არც. ემოციას აკლებ ხოლმე ხანდახან და მხოლოდ ფაქტის აფიშირებაზე გაქვს აქცენტი აღებული.
თუმცა შეიძლება ასეთი სტილი გაქვს არჩეული, არ ვიცი...
მოვლენებს ჩქარა არ ანვითარებ ჩემი აზრით, მშრალად კი :)).
სანდროსი კარგად მესმის, ისე აღწერ...ამ ანოს ვერაფერი ვერ გავუგე. როდის ადნება მკლავებში, როდის ეჯუჯღუნება და რატომ ვერ მივხვდი. ჩამოუყალიბებელი გოგოა და რატომ ფსიქოლოგობს სანდროსავით მეც ვერ ვგებულობ :D.

 


№5  offline წევრი ქეთათო4

grafo
რაღაცნაირი ისტორიაა. თითქოს მშრალი და ამ დროს არც. ემოციას აკლებ ხოლმე ხანდახან და მხოლოდ ფაქტის აფიშირებაზე გაქვს აქცენტი აღებული.
თუმცა შეიძლება ასეთი სტილი გაქვს არჩეული, არ ვიცი...
მოვლენებს ჩქარა არ ანვითარებ ჩემი აზრით, მშრალად კი :)).
სანდროსი კარგად მესმის, ისე აღწერ...ამ ანოს ვერაფერი ვერ გავუგე. როდის ადნება მკლავებში, როდის ეჯუჯღუნება და რატომ ვერ მივხვდი. ჩამოუყალიბებელი გოგოა და რატომ ფსიქოლოგობს სანდროსავით მეც ვერ ვგებულობ :D.


ხო ცოტა ჩამოუყალიბებელია გეთანხმები და ვეცდები აუცილებლად წარმოვაჩინო სწორად. მადლობა, რომ აქ ხარ და კითხულობ <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ...

როდის დადებ ახალს?

 


№7  offline წევრი კეტი

საოცრება ხარ !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent