შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუის სადგური 8 (18+)


20-05-2020, 18:20
ავტორი Lilian Clark
ნანახია 3 875

***
სახეშეცვლილი სოფი სანდროს ახალ თავის სატკივრად ექცა. უამრავი კითხვა დაუტოვა მასთან შეხვედრამ, რომელსაც პასუხებს ვერ უძებნიდა:
-აშკარად რაღაც უჭირს და აუცილებლად გავიგებ მიზეზს, რამაც ასე შეცვალა,-გაიფიქრა და ილანას საცხოვრებელი მისამართისკენ აიღო გეზი.

***
-ბატონ სანდროს გაუმარჯოს,- მეგობრის დანახვაზე სახე გაუნათდა ილანას.
-შემომიშვებ? შენთან აუცილებელი საქმე მაქვს,-დაღონებულმა ჰკითხა.
-რამე მოხდა?-უმალ შეეცვალა სახე ილანას და გვერდზე გაიწია, რომ სტუმარი შეეშვა.
სანდრომ პირდაპირ მისაღებ ოთახში შეაჭრა და თავისუფლად ჩამოჯდა დივანზე.
-ჩაი? ყავა? რომელს მიირთმევ.
-არაფერზე შეწუხდე, მალე უნდა წავიდე.
ილანა გვერდით მიუჯდა და ცნობისმოყვარე მზერა შეავლო:
-მაშინ გისმენ.
-ვის ხვდება სოფი?- პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-დაგირეკა?
-კი, მაგრამ ჯერ კითხვაზე მიპასუხე.
-შეხვდით?
-კი.
-მერე თავად რატომ არ ჰკითხე?
-როგორ ფიქრობ, არ ვკითხავდი?
-მერე?
-რა მერე? თევზივით დაიგუბა წყალი პირში.
-ალბათ, არ აწყობს, რომ იცოდე.
-ილ, ხომ იცი, არაფერი იმალება? მაინც გავიგებ.
-ჰოდა გაიგე, მე ნუ გამრევ ამ ამბავში.
-სოფი სრულიად სხვა ადამიანი დამხვდა. შენ მეგობარი ხარ და წესით უნდა იცოდე, რა ხდება მის თავს.
-ვიცი და არც მე მომწონს, მაგრამ მან ეს არჩევანი გააკეთა და მე რა შემიძლია, გარდა იმისა, რომ მივიღო იგი ისეთად, როგორიც გახდა?
-ამას როგორ ამბობ?
-და რა გავაკეთო, როცა მას ასე სურს?
-რას ჰქვია, რა გააკეთო? ვერ ატყობ, რომ საკუთარ თავს უკვე ისეა დაშორებული, თავს საფრთხეში იგდებს?
-ვეცადე, მაგრამ არ მომისმინა. მას ის პიროვნება უნდა, ვისთანაც არის.
-მე რატომ ვერ შევატყე, რომ სოფი თავის გადაწყვეტილებაში მყარი იყო?
-სანდრო, ძალიან კარგად მესმის, რაც გაწუხებს და გალაპარაკებს. ორივე ჩემი მეგობარი ხართ და მიყვარხართ, მაგრამ ვერცერთს ვერ გაწყენინებთ. სოფისიც მესმის და შენიც, თუმცა არის რაღაცები, რაშიც ილანა უძლურია.
-ვინ არის? რატომ მიმალავ? ვინ აურია ტვინი?
-არის ერთი.
-ერთი რომ არის, მეც ვიცი. გვარი, სახელი!
-რა გინდა ახლა? გინდა, ინფორმაცია დამტყუო და მერე სოფის ნდობა დააკარგვინო ჩემს მიმართ?
სანდრომ ამოიგმინა და საუბარი სხვა მხრიდან შეატრიალა:
-მოდი , ასე გეტყვი, ჩათვალე, რომ მე და შენ მეგობარს ვეხმარებით. ნუ შემომხედავ ისე, როგორც სოფიზე შეყვარებულ სანდროს, ისე მიმიღე, როგორც მისი დახმარების სურვილით სავსე პიროვნება და ყველაფერი მიამბე, რომ ერთად ავუხილოთ თვალები.
-და არ უნდა სოფის თვალების ახილვა, იმ ვაჟბატონმა თავის სტატუსით, მდგომარეობით და მიმზიდველობით ისე მოხიბლა, ძალიანაც ბედნიერია მასთან. ყოველ შემთხვევაში, მას ასე ჰგონია და მეც დავანებე თავი. ყბები გვერდზე მომექცა, მაინც ვერაფერი შევასმინე.
-არ არის ბედნიერი სოფი.
-თუ არ არის ბედნიერი, იცის როგორც უნდა მოიქცეს. ცოლ-ქმარი შორდება და დიდი ამბავი, შეყვარებულები დაშორდნენ.
-რა ცუდად მსჯელობ?
-და რა გინდა ჩემგან?
-მხოლოდ ინფორმაცია, ვის ხვდება სოფი, რომ დრო აღარ დავკარგო იმ პიროვნების ძიებასა და თვალთვალში და პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდე.
-იქნებ მოსწონს სოფის შეცვლილი თავი? ამაზე არ გიფიქრია?
-რატომ ხარ ასეთი აპათიური? ის ვერ ხვდება, რომ მასზე ზემოქმედებას ახდენენ. უნებურად იცვლება, თუმცა საკუთარი მეს დაპრესვის ხარჯზე და რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამ ლაფიდან ამოვიყვან.
-დაანებე თავი. არ გირჩევ იმ პიროვნების გადაკიდებას.
-ვინ არის ასეთი, რომ შენც მის ზეგავლენის ქვეშ ხარ?- თავი ვეღარ შეიკავა და ყვირილზე გადავიდა.
-საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და კომპოზიტორი, ლევან მდივანი,- დამშვიდდი? ახლა ტრა/კი დააყენე!- არც ილანა ჩამორჩა ყვირილში.
სანდრომ სიმწრის ღიმილი მოადგა პირზე:
-სად გაიცნო?
-ღმერთო ჩემო, სად გაიცნობდა? შენც ახლა ისეთი აცდენილები არიან პროფესიულად, განსაკუთრებული გარემო სჭირდებოდათ, რომ ერთმანეთს შეხვედროდნენ.
-ყველაფერი გასაგებია,- თავი ჩაღუნა სანდრომ და ღრმად ამოისუნთქა.
-რის გაკეთებას აპირებ? იცოდე, მე არაფერი მითქვამს, თორემ მიგასიკვდილებ.
სანდრო აღარ უსმენდა, ინტერნეტში შევიდა და ლევან მდივანზე ინფორმაციას ეცნობოდა.
-რას აკეთებ?-დაინტერესდა ილანა.
-ეს როჟა მოსწონს?- ეკრანზე გამოსახული ლევან მდივანი დაანახა მეგობარს.
-კი, ეგ არის.
-ამხელა კაცი რა პონტში მოეწონა, ტო?- გაკვირვებას ვერ მალავდა სანდრო.
-მე რა ვიცი,- უხალისოდ უპასუხა ილანამ და მხრები აიჩეჩა.
-ამას როგორ უგებს?
-არც ეგ ვიცი.
-მდაჰ!- იმედგაცრუება გამოესახა სახეზე.
-შეიძლება მასში ის დაინახა, რაც სოფის ავსებს და სჭირდება. ასეც ნუ იტყვი, ზოგჯერ ასაკი არაფერს ნიშნავს. ადამიანები უგებენ და მორჩა. არის რაღაცები, რასაც ახსნა არ აქვს. უფრო სწორად აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ მათ იციან, ვინც ასეთი ასაკობრიი სხვაობით ერთად არიან.
-არა, ბაზარი არ არის. ყველაფერი ხდება, მაგრამ...
-არაფერი მაგრამ, სანდრო. ჩემი რჩევაა, უბრალოდ შეეშვა.
-მე დაგიმტკიცებ, რომ სოფის არ უყვარს ეს ტიპი.
-რის გაკეთებას აპირებ?
-ეგ მე ვიცი,- ჩაილაპარაკა სანდრომ და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
-შარს არ გადაეყარო! ახლა ამაზე არ მანერვიულო, იცოდე!
-ნუ ნერვიულობ.
-ჩემგან არაფერი გაგიგია!
-არ არის საჭირო ეგ სიტყვები. ისედაც კარგად მიცნობ და იცი, რომ არ გაგთქვამ.
-მაინც ყოველი შემთხვევისთვის გაფრთხილებ.
-კარგი, წავალ, ჰო?-ფიქრით უკვე სადღაც სხვაგან იყო სანდრო და მოზღვავებულ გრძნობებს ებრძოდა, რომლებიც აგრესიას ჰმატებდნენ.
-როგორც გინდა,- ხელები გაშალა ილანამ,- ჰო, მართლა, მოტორბოლა სად ტარდება? რამე ხომ არ შეცვლილა?
-ტრადიციულად იგივე ადგილას და იგივე დროს, როგორც ადრე,-ხელის გულს მიარტყა სიმწრისგან შეკრული მეორე ხელის მუშტი და აღარც შეუხედავს, მარდად წამოდგა და ცივი სახით დატოვა მეგობრის ბინა.

***
სოფის სამყარო ლევანის გამოჩენამდე უღრან ტყეს და მასში შემთხვევით შესულ პატარა გოგონას ჰგავდა, რომელიც გზას ვერ იკვალავდა, ბედს მაინც არ ეპუებოდა და იქიდან გამოსაღწევად იბრძოდა. დადიოდა ფართო ფოთლებისგან დაბნელებულ ლაბირინთებში და მაღალი ხეებისგან დახლართულ წვეროებს მისჩერებოდა, რომ მზის სხივი დაენახა. ხმელი ტოტები კუშტად გადაჭდობოდნენ ერთმანეთს, თითქოს მის ჯიბრზე არ ატარებდნენ სინათლეს, რომ თვალებში არ გამოეხედა. ხავსმოდებული ნიადაგი ყოველ დღე კიდევ უფრო დიდ ფართობებს იკავებდა და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ფეხის გულებს უსველებდა, უციებდა და იმდენად უყინავდა, ზოგჯერ ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ აძლევდა. დაჯდებოდა და ცრემლმორეული ხელებით ითბუნებდა შელახულ ტერფებს, ისევ დგებოდა, კვლავ აგრძელებდა გზას და ამ სიცივეს კვლავ დიდი მონდომებით გაურბოდა. იღლებოდა, არ იყო მარტივი, პატარა გოგონა ბუნებისგან შობილ და სიმკაცრით მართულ სინამდვილესთან პირისპირ და მარტო აღმოჩენილიყო, მაგრამ მებრძოლი ხასიათის წყალობით, მაინც არ ეცემოდა, თავგამეტებით ეძებდა ტყიდან გასასვლელს.
ლევან მდივანის გამოჩენა მისთვის უღრან ტყეში თითოეული ბილიკის და კვალის კარგად მცოდნე მეტყევის გამოჩენას ჰგავდა, რომელმაც ხელი მოჰკიდა და ბრძოლისგან ძალაგამოცლილი სწორი ბილიკებისკენ წაიყვანა. როგორ შეიძლებოდა, სოფის ეს არ დაენახა? კიდეც დაინახა და კიდეც იმდენად მოიხიბლა მისი გამოცდილებით და სიძლიერით, მასზე მთლიანად დამოკიდებული გახდა.

***
საღამო იყო, როდესაც მზადება დაიწყო. ლევანთან წასვლა ეჩქარებოდა. სურდა, მალე ეხარებინა, რომ ყოფილი შეყვარებულისგან შექმნილი პრობლემა მოაგვარა. ჭრელი, გრძელი და ფერადი სარაფანი ჩაიცვა, შესაფერისი სანდლები ჩაიცვა, მხარზე ტყავის პატარა ჩანთა გადაიკიდა და ქუჩაში გავიდა.
ლაჟვარდოვან ცას თანდათან ეპარებოდა ბნელი ფერები. აღელვებული სოფი ცას მისშტერებოდა და ლევანზე, კონკურსზე და სამომავლო გეგმების ახდენაზე ფიქრობდა. ყველაფერი იდეალურად ესახებოდა მის გვერდით, აბსოლუტურად ყველაფერი და არ უნდოდა, წარსულიდან უეცრად გამოჩენილ ადამიანს და მის ქმედებებს მისთვის რამე აერიათ.

***
ახალმა ბიზნესმა იმდენად დატვირთა ლევან მდივანი, წესიერ ძილსაც ვეღარ ახერხებდა. სესხის ასაღებად ბანკში გამუდმებული სირბილი, სამსახური და პირადი ცხოვრება საკმაოდ დიდ დაძაბულობას ჰმატებდა და სტრესული დღის შემდეგ თავს მუსიკით იქცევდა. დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი- ს სამფლობელო ერთადერთი განტვირთვის საშუალება იყო, რომელიც სულიერ სავანეს უმდიდრებდა და ნათელს ჰფენდა. აი, ახლაც, ვიდრე სოფი კარს შეაღებდა, თავს თანამედროვე კლასიკური კომპოზიციის შექმნით ირთობდა. უფრო სწორად, ბოლო დეტალებს ხვეწდა და სურდა, პირველად იმ ქალისთვის მოესმენინებინა, რომელიც სწორედ ამ მუსიკის ინსპირაციის წყარო გახლდათ მისთვის. ადრე დედის გარდა, არცერთი ქალისთვის მიეძღვნა მელოდიები. ვერცერთმა მოახერხა, მათგან მომდინარე შთაგონებები ლევანისთვის სასიამოვნო ბგერებად გადაქცეულიყვნენ და ჰაერში პეპლებივით დაეწყოთ ფარფატი. სოფი კი ისეთი აღმოჩნდა, რომელმაც თავის დაუმორჩილებელი ბუნებით მისი მონადირების სურვილი გაუღვიძა და გამოუვიდა კიდეც, თუმცა იყო რაღაც მათ ურთიერთობაში, რაც ლევანს ბოლომდე კმაყოფილების შეგრძნებას არ უტოვებდა. არადა, ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო და თითქოს სოფი ბოლომდე მისი იყო.
როიალთან მომუშავე ლევანი კარზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა. კართან მდგომ სოფის რომ თვალი შეავლო, მისმა მშვენიერებამ წამით დააბნია.
-შეიძლება, შემოვიდე,- სუსტად გაუღიმა სოფიმ.
-შემოდი,- უცებ მოვიდა გონზე და წინა დღის სიმკაცრე დაიბრუნა.
ქალი ჩვეული მოხდენილობით შევიდა სახლში და დაელოდა, ვიდრე კარს დაკეტავდა.
-შედი,- თვალებით მისაღები ოთახისკენ მიანიშნა მამაკაცმა.
სოფი გაჩერდა, უცებ შემობრუნდა და მის უკან მყოფ ლევანთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა:
-ვიცი, გაინტერესებს რა გავაკეთე და ეგრევე საქმეზე გადავალ.
ლევანს არაფერი უთქვამს, მის ზურმუხტისფერ თვალებს დააცქერდა.
-ნაშუადღევს ჩემს ყოფილ შეყვარებულს შევხვდი და ...- მამაკაცისგან იმდენად ძლიერი და გამთელავი ენერგია მოდიოდა, წამით იფიქრა, იქნებ სიტყვა „შეყვარებული“ არც ეხსენებინა და მხოლოდ „შევხვდით“ შემოფარგლულიყო.
-მერე?- ცივად გაისმა ლევანისგან.
-მერე ის, რომ მოვაგვარე. იცის, რომ ჩემთან დაბრუნების შანსი არ აქვს და იმედი მაქვს, თავს დამანებებს.
-იმედი გაქვს? და რატომ დარწმუნებული არ ხარ? წესიერად არ აუხსენი?
-ავუხსენი.
-კარგი, მაშინ მალე გამოჩნდება, რამდენად კარგად აუხსენი,-წარბი აუწია მდივანმა და მის ალუბლისფერ ტუჩებს დახედა, თუმცა არ მიჰკარებია.
ქალს ამ გამოხედვაზე ელეთმელეთი მოსდიოდა და წამსვე მის მორჩილებაში ექცეოდა.
-მისაღებ ოთახში შევიდეთ, რაღაც უნდა მოგასმენინო,- გაისმა უცნაურ სიჩუმეში.
გონებაწართმეული სოფი მდგომარეობიდან გამოერკვა და როიალისკენ მიმავალ ლევანს გაჰყვა.
-დაჯექი, -გაისმა მამაკაცისგან.
-მე? კი, მაგრამ...- დაიბნა ქალი.
მდივანმა ხელი მოჰკიდა და როიალთან დასვა.
-ცოტა წინ მიიწიე,-უკან მიუჯდა, ყურში ჩასჩურჩულა და ბალიშივით ფაფუკი და ცხელი ტუჩები სუსტად მიადო.
სოფის ტანში ჟრუანტელმა დაუარა მამაკაცის სხეულის უკნიდან შეგრძნებაზე და თვალები დახუჭა. ლევანმა მის წვრილ წელზე ნაზად აატარა ხელები და კლავიშებისკენ წაიღო თითები. როგორც კი მელოდია გაისმა, მის ხელებში მოქცეულმა ქალმა თვალები გაახილა და სმენად გადაიქცა. საყვარელი კაცი, გემოვნებიანი მუსიკა და ვნება ერთმანეთში იხლართებოდა ქალისთვის და გულის ცემას უჩქარებდა.
ლევან მდივანი იმდენად შეიჭრა როლებში, მთელი გრძნობებით უკრავდა სოფისთვის მიძღვნილ მელოდიას. სოფი ლევანს, ლევანი კი სოფის აგიჟებდა და მუსიკაც დიდ როლს ასრულებდა მათ გახელებაში. გახურებული კლავიშები ბოლო ნოტებს მასპინძლობდნენ, ნელ-ნელა ტემპმაც იკლო და ყველაფერი დამშვიდდა, მაგრამ არ დამშვიდდნენ ვნებიანი გრძნობები, რომლებიც ამ ორში წარმოქმნილიყვნენ და დიდი სასიყვარულო თამაშისთვის ემზადებოდნენ. უკანასკნელი ბგერაც მიიკარგა, მუსიკამ კარი გაიხურა და წყვილი მარტო დატოვა...
-მოგეწონა?- დაბალ ხმაზე გაისმა ლევანი ხმა.
-ძალიან,- ხმა უთრთოდა სოფის და მის ძლიერ მკლავებში ერთიანად აკანკალებულიყო.
-იცი, კომპოზიციას რა დავარქვი? -მამაკაცმა თითები მუცლიდან მკერდისკენ წაიღო და მთლიანად გადაუფარა. ქალმა სიამოვნებისგან კვლავ დახუჭა თვალები.
-რა დაარქვი?
-სულის ასვეტება. რაღაც ახალი რომ შემოიჭრება სულში და ძველთან ნაზავით სხვანაირი სიგიჟით გაიჭრება ცაში. რაღაც ამის მსგავსი ვიგრძენი, როცა ვქმნიდი.
-გადასარევი ხართ, მაესტრო,-ლუღლუღებდა მისგან გათიშული ქალი.
-იცი ვის ეძღვნება?
-ვის?-სუნთქვას მოუხშირა სოფიმ.
-შენ.
სიამოვნებისგან გაეღიმა და ლევანის ხელებს თავის გრძელი თითები შეახო.
-დღეს სხვანაირად მომწონხარ.
-როგორ?
-ძალიან ტროპიკული და ეგზოტიკური ხარ.
ქალმა სუსტად ჩაიცინა. მამაკაცი მიმიკებით მიხვდა და მის ტუჩებს თითებით შეეხო.
-როგორი ცხელი ხარ და როგორ აღმაგზნებ,-აგრძელებდა ლევანი.
-ლევან,-აღმოხდა სოფის და უნებურად თავი მის მხარზე გადაკიდა.
მამაკაცი ყელზე დასწვდა და კოცნით სიამოვნების წუთები გაუხანგრძლივა. პრელუდია დასასრულისკენ მიდიოდა, ყველაფერი მთლიანად გაცხოველებულმა ვნებამ და ერთმანეთთან შერწყმის სურვილმა ჩაანაცვლა. ლევანმა სოფის ფანჯრისკენ უბიძგა. ქალი რაფაზე ხელებით დაეყუდა. ჭრელი სარაფანი ზურგზე აუკეცა და მის სხეულში ძლიერი ბიძგებით შეიჭრა.
-რას აკეთებ? -ლევანის თამამ გადაწყვეტილებას შემცბარი შეხვდა სოფი.
-დაიკიდე და მოდუნდი. ვიცი, შენც გინდა.
-ჯანდაბა, მომწონს,-ძლივს ამოთქვა სოფიმ და სირცხვილი სადღაც, მიუღწეველ ადგილას გადამალა.
-მიდი, პატარა, მიდი!-ნირვანაში გადასულს ძლივს ესმოდა ლევანის სიტყვები.
ერთმანეთში შეჭრილი ორი სხეული ვეღარც გრძნობდა რამდენად ველურები და თავხედები ჩანდნენ. ფანჯარასთან სექსით დაკავებულები ერთმანეთის სურვილს იმდენად დამონებოდნენ, საერთოდ აღარ აქცევდნენ ყურადღებას ვინმე შეამჩნევდათ, თუ არა. კვლავ ერთდროულად იფეთქა კულმინაციამდე მისულმა ემოციებმა, გასახეთქად გამზადებული კვირტივით გასკდა და ორივეს ხმად მიმოიბნია ჰაერში. მოწყვეტით დაეშვნენ იატაკისკენ და ფანჯრის ძირას მოსასულიერებლად ჩამოსხდნენ.
-ძალიან მაგარი ხარ!- გადახედა ლევანმა.
-შენ კი აღვირახსნილი. გარედან რომ ვინმეს დავენახეთ,-თავი გააქნია სოფიმ და ჩაეცინა.
-ერთი იმათი დედაც მოვტ/ყან. ვისი რა ტრა/კის საქმეა მე ჩემს სახლში რას ვიზამ?
-უზრდელი,-ხელები მოუთათუნა ლოყაზე და ჯერ კიდევ აჩქარებულ პულსს იცხრობდა.
-დარჩი ჩემთან.
-არა.
-რატომ?
-არ შემიძლია.
-მინდა, ამ ღამეს შენს გვერდით მეძინოს.
-არა,-გაჯიუტდა ქალი.
-კი, მაგრამ რატომ? ძილში ფეხებს ირტყმეინები?
-საიდან მოიტანე?
-აბა, ხვრინავ?
-ჯანდაბა, რა აზრები გაწუხებს?- ჩაბჟირდა სოფი.
-მაშინ რა გიშლის ხელს?-სიცილში აჰყვა ლევანი.
-მიყვარს, როდესაც ჩემს სახლში ვარ, ნაცნობ სივრცეში და იმ სურნელში, რომლითაც ოთახების კედლებია გაჟღენთილი.
-სხვაგან დარჩენა არ გიყვარს?
-არა.
-აბა, კონკურსზე რომ წავალთ, სასტუმროში ღამეები უნდა ათენო?
-მთლად ასეც არ იქნება, მაგრამ როცა მაქვს საშუალება, ღამის გასათევად ყოველთვის ჩემს სახლში დაბრუნებას ვირჩევ.
-უცნაურია.
-არაფერია ამაში უცნაური.
-არის.
-რატომ?
-საგონებელში ჩამაგდე. მე რომ შენი ცოლად მოყვანა გადავწყვიტო, ჩემთან გადმობარგებაზე ვერ უნდა დაგითანხმო?
-და ვინ მოგყვება?- ეშმაკურად შეხედა სოფიმ.
-არ წამომყვები?
-ვნახოთ, ყველაფერს დამსახურება უნდა.
-საზიზღარი ხარ.
-ახალი თქვი, ეგ ვიცი.
-ძალიან სექსუალურიც.
-ძველი ამბავია.
-საყვარელიც.
-ეგეც წარსულის სკივრიდან არის.
-კიდევ კარგი რომ გვერდით არ მყავხარ, ჩემგან კარგი დღე არ დაგადგებოდა.
-ჰოდა, ვიდრე მიღებულ სიამოვნებას იცხრობ და კიდევ არ აგშლია ლომის ფაფარივით ჩემი სურვილი, მე თავს უნდა ვუშველო,-ფეხზე წამოდგა ქალი.
ლევანი მკლავში წვდა და დაიჭირა.
-გამიშვი.
-არა.
-ლევან!
-მაკოცე და...
სოფი მის ბაგეებს დასწვდა და ნაზი კოცნით დააჯილდოვა, შემდეგ შესასვლელში კედელთან დაკიდებულ სარკესთან გაჩერდა და თავის მოწესრიგება დაიწყო. სახლიდან ლევანთან ერთად გავიდა. გზაში მოახლოებულ კონკურსზე საუბრობდნენ, რომელზეც საკმაოდ ბევრი რამ იყო დამოკიდებული სოფის კარიერაში. ქალი ღელავდა და მამაკაცისთვის არც დაუმალია, ძალიან გულწრფელი საუბარი გაუბა. ლევანი ცდილობდა, დაეწყნარებინა და მხნეობა მიეცა. უკეთესად ეცნობოდნენ, უფრო ღრმად სწავლობდნენ და კიდევ მეტ საინტერესო დეტალს პოულობდნენ ერთმანეთში.
იმ ღამეს სოფის ძილი არ ეკარებოდა -კონკურსზე და ლევანზე ფიქრობდა. მისი ახლანდელი ცხოვრება მხოლოდ ამ ორზე ფიქრს მოიცავდა. ეს იყო ის, რაც ამ ეტაპზე არ იხლიჩებოდა, ერთმანეთს ეზილებოდა და კირივით ქვავდებოდა.

***
ღამის ფიქრები უეცრად აწკრიალებულმა ტელეფონმა შეაწყვეტინა. ზლაზვნით გადასწვდა ტუმბოზე დადებულ მობილურს. ეგონა, ვიღაცას ნომერი შეეშალა და ეკრანზე გამოტანილი ილანას ნომერი რომ დაინახა, შეცბა. ჩახლეჩილი ხმით უპასუხა, რაღაც ცუდის გაგების მოლოდინით აღსავსემ.
-სოფი, უნდა მიშველო.
-რა ხდება? - ელდანაკრავი წამოდგა საწოლიდან.
-სანდროა ძალიან ცუდად, მოტოციკლით მანქანას შეასკდა და სასწრაფოს მოსვლას ველოდები. მე ვერ ვეტყვი მათ მშობლებს, არც ტელეფონის ნომერი ვიცი, ამ საძაგელი ბიჭის მობილური კი ისეთ დღეშია, ასფალტიდან უნდა აფხიკო. გთხოვ, წადი მის სახლში და გააგებინე.
სოფის მთელ სხეულში საზარელმა შეგრძნებამ დაუარა, ისეთმა, თითქოს ორგანოებს ნაწილ-ნაწილ აგლეჯდნენ:
-სანდრო,-ძლივს ამოიღნავლა.
-სოფი შემპირდი რომ მიხვალ და გააგებინებ.
-შენ როგორ გაჩნდი მანდ.
-მოტო რბოლაში იღებდა მონაწილეობას. მეც აქ ვიყავი და ვგულშემატკივრობდი. გაიმარჯვა, ცოტა დალია, არ დამიჯერა და მოტოციკლზე დაჯდა. შემდეგ ეს საშინელება დატრიალდა.
-ახლა როგორ არის?
-არ ვიცი, გათიშულია. სასწრაფოც მოვიდა, მეტი დრო აღარ მაქვს სალაპარაკოდ.
-კარგი, დამირეკე და მითხარი რომელ საავადმყოფოში წაიყვანენ.
-აუცილებლად,- სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, ილანამ ტელეფონი გათიშა.
აფორიაქებულმა სოფიმ რაც ხელთ მოხვდა, სასწრაფოდ გადაიცვა და ბინიდან გავარდა. ღამის ორი საათი იყო დაწყებული, როდესაც სანდროს მშობლების სახლთან იდგა. ხელის კანკალით დარეკა ზარი და ტუჩის კვნეტით და ხელების ფშვნეტით ატუზულიყო კართან. მალე პიჟამაში ჩაცმული შუახნის ქალბატონი გამოჩნდა და სოფის დანახვაზე სახე აერია:
-რა მოხდა? ასეთ დროს აქ რამ მოგიყვანა? სანდრო სად არის?- აქეთ-იქით დაიწყო ცქერა.
-მანანა დეიდა, გეძინათ? ბოდიში, რომ გაგაღვიძეთ.
-არ მეძინა, სანდროს ველოდებოდი.
-ძალიან გთხოვთ, არ ინერვიულოთ და ცუდი არ იფიქროთ, მაგრამ უთქმელობაც არ ივარგებს. სანდრო ავარიაში მოჰყვა და ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ.
-ჰა?-თვალები გაუფართოვდა ქალს და ადგილზე გახევდა.
-დიახ.
-სად? როდის? როგორ? ვაიმე!-დაბნეული ენას ვეღარ იტრიალებდა.
-არ ინერვიულოთ. ყველაფერი კარგად იქნება,- სიტყვებს ვეღარ აგროვებდა, თავადაც თავზარდაცემული იდგა და ცრემლები მოსდიოდა.
ქალი კედელს აეკრო, მერე ბარბაცით გაუყვა საძინებლისკენ და ქმარი გააღვიძა. ნახევარ საათში ილანას მიერ მიწერილ მისამართზე აღმოჩნდნენ. სიტუაცია არც თუ ისე მსუბუქი დაუხვდათ. სანდროს მოტეხილობები და თავის ტრავმა აღენიშნებოდა. ექიმებს გამოკვლევებზე ჰყავდათ შეყვანილი. დაშავებულის სიმძიმეების ხარისხს ადგენდნენ.


------------------------------
აი, ასეთი ამბები ხდება ჩვენთან. როგორც ხვდებით, მოსაწყენად არ გვცალია. აბა, ვინ რას ფიქრობთ და საითკენ მიდის თქვენი ფანტაზიები? ძალიან მაინტერესებს, არ დაიზაროთ და მეჭორავეთ.



№1  offline მოდერი Lilian Clark

დარინა
უზრდელი სანდრო როგორ აკადრა ჩემს ლეონსიოს ამას ხვდებაოოო, არ გაგიკვირდეს სანდროზე ეგ ამბავი ჩემი მოწყობილი რომ აღმოჩნდეს :დდდდდ არ ვარ კარგად, აუ გეფიცებიი პირველად ვე ვფიქრობდიი და მე ვაკადრე ჩემ ლეონსიოს აღვირახსნილიამეთქიი და კინაღამ გადავბჟირდი რომ ჩავედი და სოფიმაც უთხრააა :დდდდდ, ახლა სოფიმ თუ კიდევ გაიხლოჩა და სანდროს დაუწყო დევნა და კონკურსზე არ წაყვა ეგ არ დამანახო მერე შემიძლია ერთი გასროლით მოვკლააა, ილანა ძალიან მომწონს მაგრამ რომ ჩაუშვა სანდროსთან ცოტა ალმაცერად შევხედე იცოდეეე :დდდ, არ ვიცი სოფი რას გადაწყვეტს მაგრამ მართლა წარსული უნდა გაუშვაა მისგან ტკბილი მოგონებები უნდა შემოინახოო, მგონი სანდროს ეგონაა ჩამოვიდოდა და თავისუფალი დახვდებოდა მის მოლოდინში სოფიი ერთი შეხედვით ასე ჩანს, მაგრამ მაგას რა გონია ჩემი კაცი აქ ხელწამოსაკრავი კი არ არის, დაეტიოს თავის ადგილზეეე, ისე ცოტა დავიბოღმეე ამ ჩამოუყალიბებელ გოგოს რომ მიუძღვნა მუსიკაა აი მეც კი დამიარა ჟრუანტელმაა იცის კაცმა თავისი საქმე და აცადეთ რაა, რა სანდრო რის სანდროოოო :დდდ


აჰაჰაჰ, ცუდად ვარ laughing
რამ გაგაბოროტა, რომ უკვე ავტოავარიების მოწყობას შეუდექი?
საწყალი სანდრო ამის ხელში. არ გაახარებს ისტორიის დასასრულამდე ამ ბიჭს weary

 


№2 სტუმარი ტაისა

აუ , მე მომწონს ის განცდა, ნაწარმოები რომ სპეციალურად სოფისთვის დაწერა.

გელი

 


№3  offline მოდერი Lilian Clark

დარინა
დატეულიყოო იმ თავის შვედეთშიბრას მოდიოდააა ან თავიდან რას მიდიოდააა :დდდდ აი არ მესმის თან ცომ იცოდა სოფი რომ მარტო იყოო და არავინ ყავდა ასე როგორ უნდა დატოვო საყვარელი ქალიიი, აუ რაღაც ნართლა ცუდად გადავეკიდე შენს სანდროს იცოდეე, ხოდა მას თუ არ უნდა აჰა კი გამოჩნდა ჩემი ლეონსიოო, ვაღიაროთ ამ თავშიიი რომ მოხიბლული არ ვყოლოდიი აი აქედან დამაბამდაა კიდევ :დდდდდ ხოდა კიდევ კი შემაბა, გულიც კი ამიჩუყაა კაცოო დედს გარდა არავისთვის მიუძღვნია კომპოზიციაო და აჰააა ამ ჩამოუყალიბებელს მიუძღვნა( აქ ცოტა შურის მომენტიცააა:დდდდდ), რეალურა გეფიცები ისტორია რომ დამთავრდება მაშინ შეგიფასებ ყველა გმირს, ახლაა ცოტას კი არა და კარგად ვხალისოობ, აი მე შენ კი ძალიან ძალიან მომწონხარ, კი შემაბი ამ შენი ლევანით და მაჭიკჭიკებ აქ❤️❤️❤️

სანდროს როგორ არ უნდა? სასწავლებლად წავიდა შვედეთში და დაუბრუნდა ისევ სამშობლოს. ეს სოფის ეგონა, რომ ფეხზე იკიდებდა და მოუწყო ისტერიკები, თორემ არაფერი შეშლია სანდროს blush
მაგრამ შენ მაინც ლევანჩო მოგწონს და რაღას გადაგარწმუნებ? laughing

ტაისა
აუ , მე მომწონს ის განცდა, ნაწარმოები რომ სპეციალურად სოფისთვის დაწერა.

გელი


ყველას კი არ აქვს ეგ პატივი relieved

 


№4  offline მოდერი Lilian Clark

დარინა
მართლა ჩემი ბრალი კი არ არის ისეთი შთაბეჭდილება მექმნება სანდროზეე რომ არასასურველ დროს გამოეჩხირა სადაც უკვე მისი ადგილი არ არის, არ ვიცი ამას სოფის საქციელიდან გამომდინარე ვაკეთებ დასკვნას, მოწონება არ მოწონებაზე აქ არ ვსაუბრობ, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენებიი, არავისაც არ ვამართლებ როცა საჭიროა ლევანსაც ვლანძღავდიიი, ბოლო თავებში არ მაძლევს ამის საბაბს და რა გავაკეთოოო :დდდდ პირიქით დღეს ჩემი გული თავიდან დაიპყრო ამ თავისი მელოდიით, სანდროს დაშავება კარგად არ მენიშნააა, არ ხარ შენ სანდოო ადამიანიი :დდდდდ ჯერჯერობით ლევანში ის მომწონს იცის კაცმა რა უნდა და რას აკეთებს დაანებეთ ამ ჩემ ლევანჩოს თავი ძირს ნუ უთხრით :დდდ

სად არის მშვიდი და კარგი ცხოვრება? laughing
ვნახოთ რა ამბები დატრიალდება შემდეგ თავებში.
ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით ყველაფერი დასალაგებელია, თუ უფრო არ აიბურდა ამბები wink

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა მაგრამ კიდევ აირია ძლივს დალაგებული ურთიერთობა ამ გოგოსაც ვერ გაუგია რა ქნას ბოროტი არ ვარ მაგრამ ისიც ღირსია რომ ავარიაში მოხვდა

 


№6  offline მოდერი Lilian Clark

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა მაგრამ კიდევ აირია ძლივს დალაგებული ურთიერთობა ამ გოგოსაც ვერ გაუგია რა ქნას ბოროტი არ ვარ მაგრამ ისიც ღირსია რომ ავარიაში მოხვდა

ყველა სანდროს ერჩის. არ არის ის ბიჭი იღბლიან ვარსკვლავზე გაჩენილი. მითქვამს მე confused

 


№7 სტუმარი სტუმარი ქეთო

არ მომეწონა სანდროს ავარია. იმედია გამოძვრება ამ მდგომარეობიდან. მომწონს ძალიან ლევანი და რა ვქნა :დდ
ისეთი ამაღელვებელი იყო როიალზე დაკვრის ეპიდოზი, ახლაც ემოციებში ვარ
კარგი ხარ ლილიან, ძალიან კარგი❤

 


№8  offline მოდერი Lilian Clark

სტუმარი ქეთო
არ მომეწონა სანდროს ავარია. იმედია გამოძვრება ამ მდგომარეობიდან. მომწონს ძალიან ლევანი და რა ვქნა :დდ
ისეთი ამაღელვებელი იყო როიალზე დაკვრის ეპიდოზი, ახლაც ემოციებში ვარ
კარგი ხარ ლილიან, ძალიან კარგი❤

როიალი და მუსიკა ორივეს განუყოფელი ნაწილია და ეტყობა ეპიზოდებსაც მელოდიის სიყვარულის გავლენა.
სანდროზე რა ვთქვა? იმედი მაქვს, ეშველება და გამოძვრება ამ მდგომარეობიდან pensive
დიდი მადლობა, ქეთო
გამახარე შენი გამოჩენით kissing_heart

 


№9 სტუმარი სტუმარი ანი

არ არსებოოოობს!!!!!! კი გამოვტოვე რაღაც-რაღაცეები მაგრამ ვანაზღაურებ ამ ერთ ღამეში...სხვა მკითხველებისგან განსხვავებული აზრი მაქვს. მე გეტყვი და ლევანმა ვერ დაიმსახურა ჩემი კარგი განწყობა, მანიპულატორს დავარქმევდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თუ გინდა წარმატების მწვერვალზე აიყვანოს გოგო, მე არ ვიცი, ვერ მოვიწონებ.აი სანდრო...ეგ სულ სხვა თემაა. ისეა თითქოს სოფის ლევანთან მხოლოდ ტოქსიკური ურთიერთობა აქვს და სანდროსთან რაღაც სულიერი, ძველი და წმინდა აკავშირებს. წინა თავში შემდგარი დიალოგიც ამაზე მიანიშნებდა, სოფის სუსტ წერტილს მიარტყა და ზუსტად უთხრა სათქმელი. მე სანდროს ფანკლუბში ჩამწერეთ ????, მის და სოფის წყვილს ძალიან ვგულშემატკივრობ.
ორი ახალი ქალი პერსონაჟიც ძალიან მომწონს, ნინაკა განსაკუთრებით. ისეთი კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა, მებრძოლი ძლიერი ქალის..მომხიბლა..მინდა არ დანებდეს და მიაღწიოს თავის მიზანს, ბოლომდე რომ დააჩოქოს ლევანი თანახმა ვარ. (ეგ არ მოხდება მაგრამ მაინც ჩემი ვარაუდები მაქვს) ვიცი დეას სახელით გადაწყვიტა შურისძიება მაგრამ მგონია ამ ყველაფრის უკან გულნატკენი ქალია რომლის წარუმატებელმა გრძნობებმა ლევანის მიმართ სიძულვილი გამოიწვია.
გელოდები <3

 


№10  offline მოდერი Lilian Clark

სტუმარი ანი
არ არსებოოოობს!!!!!! კი გამოვტოვე რაღაც-რაღაცეები მაგრამ ვანაზღაურებ ამ ერთ ღამეში...სხვა მკითხველებისგან განსხვავებული აზრი მაქვს. მე გეტყვი და ლევანმა ვერ დაიმსახურა ჩემი კარგი განწყობა, მანიპულატორს დავარქმევდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თუ გინდა წარმატების მწვერვალზე აიყვანოს გოგო, მე არ ვიცი, ვერ მოვიწონებ.აი სანდრო...ეგ სულ სხვა თემაა. ისეა თითქოს სოფის ლევანთან მხოლოდ ტოქსიკური ურთიერთობა აქვს და სანდროსთან რაღაც სულიერი, ძველი და წმინდა აკავშირებს. წინა თავში შემდგარი დიალოგიც ამაზე მიანიშნებდა, სოფის სუსტ წერტილს მიარტყა და ზუსტად უთხრა სათქმელი. მე სანდროს ფანკლუბში ჩამწერეთ ????, მის და სოფის წყვილს ძალიან ვგულშემატკივრობ.
ორი ახალი ქალი პერსონაჟიც ძალიან მომწონს, ნინაკა განსაკუთრებით. ისეთი კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა, მებრძოლი ძლიერი ქალის..მომხიბლა..მინდა არ დანებდეს და მიაღწიოს თავის მიზანს, ბოლომდე რომ დააჩოქოს ლევანი თანახმა ვარ. (ეგ არ მოხდება მაგრამ მაინც ჩემი ვარაუდები მაქვს) ვიცი დეას სახელით გადაწყვიტა შურისძიება მაგრამ მგონია ამ ყველაფრის უკან გულნატკენი ქალია რომლის წარუმატებელმა გრძნობებმა ლევანის მიმართ სიძულვილი გამოიწვია.
გელოდები <3

ანი, როგორ გამახარე შენი გამოჩენით. გელოდებოდი heart_eyes
მიხარია, რომ უფრო მეტი განსხვავებული აზრის მკითხველი გვემატება და აფიქსირებს თავის აზრს.
კარგია, რომ სანდროს კიდევ ერთი მომხრე ჰყავს, თორემ ძალიან იჩაგრება ეს ბიჭი unamused
საკმაოდ საინტერესო აზრი გაქვს ნინაკაზე. არაერთმა აღნიშნა იგივე. ალბათ, მკითხველი მართალია, იქნებ ლევანის მიმართ ფარული და გაუმხელელი გრძნობებიც აქვს და სწორედ ეს არის მისი შურისძიების მიზანი?.. ვნახოთ, იქნებ დაგვანახოს და აღიაროს კიდეც, რომ ასეა? ან იქნებ არც არის ასე და მხოლოდ ის მიზეზია, რაც უკვე თქვა?..

 


№11  offline წევრი ვიპნი

სანდროს ფანკლუბელი ვაარ :) ენერგოვამპირად მეჩვენება ლევანი ქალებთან მიმართებაში,სოფისაც იყენებს,ახალი ხილია,მუზებს აღუძრავს,სამი -ოთხი წლის მერე კი ახალ საკბილოს აღმოაჩენს,ჯერ ვერაფერი შევამჩნიე წრფელი გრძნობების,იმედია ცხირ-პირს წაიმტვრევს სოფისთან და დარჩება ხახამშრალი :)

 


№12  offline მოდერი Lilian Clark

ვიპნი
სანდროს ფანკლუბელი ვაარ :) ენერგოვამპირად მეჩვენება ლევანი ქალებთან მიმართებაში,სოფისაც იყენებს,ახალი ხილია,მუზებს აღუძრავს,სამი -ოთხი წლის მერე კი ახალ საკბილოს აღმოაჩენს,ჯერ ვერაფერი შევამჩნიე წრფელი გრძნობების,იმედია ცხირ-პირს წაიმტვრევს სოფისთან და დარჩება ხახამშრალი :)

ვაჰ, სანდრექს, ახლა ნამდვილად გაგიმართლა. მისი ფან კლუბი სერიოზული შემართებით დაიძრა blush
დიდი მადლობა, რომ კომენტარში შენი აზრი დააფიქსირე. ვნახოთ რა მოხდება შემდეგ თავებში.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent