შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სახელით!!! /დასასრული/


21-05-2020, 00:00
ავტორი belle...
ნანახია 17 736

თავი ოცდამეათე
ბნელ ოთახში ვიდექი, რომელსაც ერთადერთი ფანჯარა ჰქონდა. ძალიან მინდოდა მასთან ახლოს მისვლა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. გაბრაზებულმა გავიბრძოლე, რომ ადგილიდან დაძვრა მომეხერხებინა, მაგრამ ვერცკი გავტოკდი. შეშინებულმა ძირს დავიხედე და აღმოვაჩინე, რომ სკამზე ვიყავი მიბმული.
- მოგენატრე? - ჩამსისინა ცივმა ხმამ ყურში.
დაფეთებულს მაშინვე გამომეღვიძა. აქოშინებული წამოვჯექი და სახე ხელებში ჩავრგე. მთელს ტანში ჟრუანტელი მივლიდა, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს წამის წინ დავიდოვის საცეცები მართლაც დასრიალებდა ჩემს ტანზე - გამაკანკალა.
- გაიღვიძე?
მოულოდნელობისგან შევკრთი და სახიდან ხელები მოვიშორე. ლუკა ოთახში შემოსულიყო და შუბლშეკრული მომჩერებოდა.
- გული გამიხეთქე. - ჩავიბუზღუნე უკმაყოფილოდ და სახეზე მომდგარი ცივი ოფლი სასწრაფოდ მოვიწმინდე.
- ისევ კოშმარი ნახე ხომ? - მკითხა კუშტი სახით და ლოგინზე ჩამოჯდა.
- არა, უბრალოდ სულელური სიზმარი იყო, კლოუნებით და ათასი უბედურებით. ვერ ვიტან კლოუნებს!
როგორც შემეძლო დამაჯერებლად ვსაუბრობდი, თუმცა ლუკას სახეზე ეწერა, რომ არც ერთი ჩემი სიტყვის არ სჯეროდა. წუხანდელი ღამე გამახსენდა, ალბათ გვარიანად დავაფრთხე. სხვა დროსაც შესწრებია ჩემს ჭკუიდან გადასვლას, მაგრამ წუხელ თავი დავკარგე და ახლა მისთვის თვალის გასწორება მერიდებოდა. თავი უხერხულად ვიგრძენი, მისი დაჟინებული მზერა სახეს მიწვავდა.
- ნუ მატყუებ! - თმა უკან გადამიწია - ტყუილი არ გეხერხება! თუმცა ამას მალე მოეღება ბოლო, მიდი მოწესრიგდი, აქედან მივდივართ.
- სად? - ვკითხე დაბნეულმა.
- რაც შეიძლება შორს, - მიპასუხა სახეგაქვავებულმა და წამოდგა - შენი ნივთები ჩაალაგე, მე ქვემოთ დაგელოდები.
- მოიცა, - დაზაფრული მაშინვე წამოვდექი ლოგინიდან - რას ნიშნავს შორს? შენ არ შეგიძლია! არსად არ მოვდივარ სანამ...
- სანამ ბოლო არ მოგეღება? - დაამთავრა ჩემს მაგივრად და მკაცრად შემომხედა - საკმარისია, ამ ყველაფრისგან თავს შორს დაიჭერ! დანარჩენს მე მოვაგვარებ.
- ვიცი რომ გუშინ შეგაშინე, - ვუპასუხე სასწრაფოდ, მისი შეუვალი გამოხედვა არ მომეწონა - მაპატიე, უბრალოდ თავი დავკარგე, ეს აღარ მოხდება.
- არა, ნაია! - ლუკა გაცეცხლებული მომიბრუნდა - წუხელ პირველად არ დაგიმალავს არაფერი, პირველად მითხარი სიმართლე. ეს ალბათ ერთადერთი გულწრფელი საუბარი იყო რაც შენგან ბოლო დროს მომისმენია. გუშინ ნათლად დავინახე ჩემი უდიდესი შეცდომა, ამაში ჩარევის უფლება არ უნდა მომეცა შენთვის. დედაშენთან ერთად უნდა გამგზავრებულიყავი აქედან!
- რა?! - სიბრაზიზგან ცეცხლი წამეკიდა - ძალიან ცდები თუ ფიქრობ, რომ ამას გავაკეთებდი! ეს შენზე არ არის დამოკიდებული, უკან დახევას ვერ მაიძულებ, უკვე ძალიან გვიანია, მაგრამ იმიტომ არა, რომ გამიტაცეს და იქ ხალხი დავხოცე, არა! როცა ირაკლი დაიღუპა იმ წუთიდან განადგურდა ჩემში ყველაფერი და ამის ხელახლა განხილვას არ ვაპირებ!
- აბა რა გინდა? აქ დარჩე და გააგრძელო საკუთარი თავის დასამარება? - მიყვირა გააფთრებულმა.
გაბრაზებულს თვალებში ცრემლი ამიბრჭყვიალდა. მწარე სიმართლე ენის წვერზე მედგა, თავს ძალიან ვიკავებდი, რომ ხმამაღლა არ მეყვირა ყველაფერი ისედაც დასამარებულია-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე, მისთვის გულის ტკენა არ მინდოდა.
- რამდენიც არ უნდა ეცადო ჩემი ცხოვრება უკვე ასეთია, ეს აღარ შეიცვლება და გამუდმებით ჩემს უკან დახევას თუ შეეცდები ამით მხოლოდ უარესი იქნება. არ გავჩერდები სანამ იმას არ მივიღებ რაც მინდა!
სწორედ ამ დროს ოთახში ლექსო შემოვიდა, სახეზე გაღიზიანება და სიბრაზე ეწერა. ლუკა ერთხანს თვალებით მბურღავდა, მერე კი ლექსოზე გადაიტანა მზერა.
- რა მოხდა?!
- ბოდიში, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ, ლუკა, ეს უნდა ნახო!
- რა ხდება? - ვიკითხე დამფრთხალმა, მაგრამ ჩემთვის ყურადღება არავის მოუქცევია.
ბიჭები სწრაფად გავიდნენ ოთახიდან. გულგახეთქილმა თბილი მოსაცმელი მოვიცვი და უკან დავედევნე. პირველ სართულზე ჩავირბინე და გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ ყველა იქ შეკრებილიყო - ბექა, თორნიკე, რამდენიმე უცხო ბიჭი, რომლის სახელებიც არ ვიცოდი, თუმცა ხშირად მენახა ისინი აქ. ლუკა და ლექსო, კი ლეპტოპისკენ დახრილიყვნენ. კომპიუტერიდან ტელეწამყვანის წკრიალა ხმა ისმოდა.
- ახლახანს გახმაურდა გამოძიების დეტალები, - იუწყებოდა წამყვანი - პოლიციის ცნობით, 112-ე საჯარო სკოლის, მეთორმეტე „ა“ კლასის მოსწავლე, ნაია ნაკაშიძე, დაიკარგა. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ის გაიტაცეს! დანაშაულში ეჭვმიტანილად კი ცნობილი კანონიერი ქურდი, ლუკა დადიანი, მიიჩნევა. ამჯერად სხვა ინფორმაცია არ გაგვაჩნია, თუ ვინმემ რაიმე დაინახა, ან რაიმე ინფორმაციას ფლობთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ პოლიციას! - გაოცებული ვუსმენდი საინფორმაციოს წამყვანს, რომელიც მშვიდად ადანაშაულებდა ლუკას ჩემს გატაცებაში.
- ეს რა ჯანდაბაა?! - წამოვიძახე გაოცებულმა.
ყველამ მე შემომხედა. ლუკამ ლეპტოპი დახურა და შუბლი მოისრისა. ბიჭებმა შეშფოთებულებმა გადახედეს ერთმანეთს.
- დავიდოვი ნერვიულობს, - ჩაიცინა თორნიკემ - გატაცება? სერიოზულად?
- ეგ ყველაფერზეა წამსვლელი, იცის რომ კუდზე აქვს ფეხი დაბიჯებული და ფართხალებს, - დაიღრინა ლექსომ - ლუკა, დროა დავიწყოთ, სანამ ძაღლებს ჩვენი სიყვარული მეტისმეტად გასჯდომიათ გვერდებში!
ერთი სული მქონდა ლუკასთვის ყველაფერი გამომეკითხა, მაგრამ ბიჭების თანდასწრებით ლაპარაკი არ მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა ჩემთვის ყველაფერი იყო, მისი სტატუსი მაინც არ მავიწყდებოდა, ამიტომ გაჩუმება ვარჩიე. ბიჭები მოლოდინით სავსე მზერით შესცქეროდნენ რას იტყოდა კანონიერი ქურდი, ის კი ცეცხლს ჩაშტერებოდა და რაღაცაზე ჩაფიქრებული ხმას არ იღებდა.
- კარგი, - როგორც იქნა თავი ასწია და შემობრუნდა - იცით, რაც უნდა გააკეთოთ!
მრავალმნიშნველოვნად გადახედა ბიჭებს, მათაც უმალ თავი დაუქნიეს და ოთახიდან გაიკრიფნენ. მხოლოდ ლექსოს არ მოუცვლია ადგილიდან ფეხი.
- ლუკა, რა ხდება გამაგებინე! - ანერვიულებული მივუახლოვდი და თვალებში ჩავხედე.
- აქაურობას სწრაფად უნდა მოგაშოროთ, შენც და აჩიც, ყველაფერი გართულდა. ზემოთ ადი და შენი ნივთები ჩაალაგე, აჩისაც უთხარი.
- ამიხსენი რა ხდება? რას ნიშნავდა ის ნაბოდვარი? რაში სჭირდება დავიდოვს ამ სისულელის მოჩმახვა. მე ხომ თავისუფლად შემიძლია ამის უარყოფა!
- არა, არ შეგიძლია - ლუკას ნაცვლად ლექსომ მიპასუხა - მან კარგად იცის, რომ ლუკა არაფრით არ ჩაგაგდებს საფრთხეში და სანამ ის ცოცხალია შენ არსად გამოჩნდები. დავიდოვმა გვაგრძნობინა, რომ პირდაპირ შეტევაზე გადმოდის, უბრალოდ კარგი სპექტაკლი დადგა მაყურებლებისთვის. ეს იმიტომ გააკეთა, რომ ღიად შეძლოს მოქმედება!
- მოიცა, - ლუკას შიშით გავხედე - მას პოლიციის ხელით უნდა შენი თავიდან მოშორება?
- დაახლოებით, - მიპასუხა მშვიდად და სავარძელში ჩაჯდა - პოლიციას მომიქსევს, რომ ცოცხლად ამიყვანონ მერე კი დავიდოვი შეუდგება საქმეს, თუმცა თუ ძაღლებს ცოცხალი არ ჩავბარდები და რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება, არც ეგაა მისთვის ურიგო ვარიანტი! ყველა შემთხვევაში მოგებული რჩება. - ცივად ჩაიცინა და ლექსოს გახედა.
- და ამას ასე მშვიდად მეუბნები? - ვკითხე გაფითრებულმა და მოწვეტით დავენარცხე დივანზე.
- ეს მხოლოდ მისი ილუზიაა, - ლუკამ გადაჭდობილი თითების ზემოდან გამომხედა და ცივად ჩაიღიმა - ის თვლის რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. ეს ასეც არის, მაგრამ ყველაზე საინტერესო იცი რა არის? ეს მისი ტაქტიკური სვლა არ არის, მას ეშინია და როცა ადამიანს ეშინია ის იმაზე მეტ შეცდომას უშვებს ვიდრე ფიქრობ.
- ვერაფერი გავიგე.
- ახლა ახსნის დრო არ არის, აქაურობას სწრაფად უნდა გაეცალოთ. ძალიან გთხოვ გააკეთე რაც გითხარი, ბარგი ჩაალაგე.
სასოწარკვეთილმა ლექსოს გავხედე მხარდაჭერის იმედით, მაგრამ სულ ტყუილად, თავი გააქნია და თავით მანიშნა წადიო.
- ფეხზე რა ჯანდაბას აპირებთ, მაგრამ უკან ცოცხლები დაბრუნდებით! - შევუღრინე ორივეს და წამოვდექი.
- აჩიც გააფრთხილე - გამომხედა ლუკამ.
- კარგი!
გაღიზიანებული სწრაფი ნაბიჯით წავედი ოთახისკენ. კიბეებზე ავირბინე და ჩემს ოთახში შევედი. იქაურობა მოვათვალიერე და აღმოვაჩინე, რომ აქ ჩემი თითქმის არაფერი არ იყო, რამდენიმე ტანსაცმლის და იარაღის გარდა. გარდერობი გამოვაღე, მომცრო ჩანთა გამოვიღე და ჩალაგებას შევუდექი.
ხელები საშინლად მიკანკალებდა. მთელი არსებით ვგრძნობდი რომ ფინიშს მივუახლოვდით. მალე ყველაფერი დამთავრდებოდა, ამ ომში ან ერთი მხარე გაიმარჯვებდა ან მეორე. ეს ყველაფერი კლდიდან დაგორებულ ლოდს წააგავდა, რომელიც იქამდე არ შეჩერდებოდა, სანამ უფსკრულს არ მიაღწევდა, გზად კი ყველაფერს ანადგურებდა რაც კი წინ შეხვდებოდა.
ამ სისხლიანმა და დაუნდობელმა ბრძოლამ, ბევრი ჩემი ახლობელი შეიწირა. ჩემი საყვარელი ადამიანები დაიღუპნენ და ახლა როცა დასასრულს ვუახლოვდებოდი, გული შიშით მიკანკალებდა, რომ იმ წყეულ ლოდს ისინიც არ გაესრისა ვინებიც ამ დამპალ ცხოვრებაში შემომრჩა.
ლუკასი მთელი გულით მჯეროდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე იოლად ვერავინ მოდრეკდა, მაგრამ მე იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ირაკლი ჩემგან არასოდეს წავიდოდა, თუმცა დღეს ის ვერის სასაფლაოზე განისვენებდა, მე კი ცოცხლად ვლპებოდი ამ ღვთისგან მიტოვებულ პლანეტაზე.
ყველაფერი ჩავალაგე. ჩემი იარაღი ავიღე და ზურგს უკან ქამარში შევინახე. ჩანთა მხარზე გადავიკიდე და აჩის საძინებლისკენ გავემართე. კარი ფრთხილად შევაღე, აჩის ლუკას ლოგინში ეძინა. ბალიში გულში მაგრად ჩაეხუტებინა და მშვიდად ფშვინავდა. ფეხაკრეფით მივუახლოვდი და ნაზად შევეხე სახეზე.
- აჩი, - დავუძახე ხმადაბლა, - გაიღვიძე.
- სულ ცოტაც, ორი წუთი და ავდგები, ლუკა, - შუბლშეკრულმა ამოიბურტყუნა ისე, რომ თვალები არც გაუხელია და ბალიში კიდევ უფრო მჭიდროდ ჩაიკრა გულში.
- აჩი, უნდა გაიღვიძო, მივდივართ. - მოულოდნელად თვალები ჭყიტა და ჯერ კიდევ ნამძინარევმა დაბნეული თვალებით შემომხედა.
- ნაია? რა მოხდა?
- აქედან მივდივართ, სხვა ბინაში გადავდივართ. უნდა ადგე, ჩაიცვი და შენი ნივთები ჩაალაგე.
- რა მოხდა? რატომ მივდივართ? ლუკა სადაა? - შეშფოთებულმა კითხვები სეტყვასავით მომაყარა და სწრაფად წამოჯდა ლოგინში.
- ლუკა ქვემოთ არის და გველოდება, ასე რომ ადექი. მეც ქვემოთ ვიქნები, როგორც კი ყველაფერს ჩაალაგებ ჩანთა ჩამოიტანე.
- კი, მაგრამ.
- აჩი, სწრაფად!
ოთახიდან გამოვედი და პირველ სართულზე ჩავირბინე. ლუკა და ლექსო რაღაცაზე ხმადაბლა მსჯელობდნენ. ორივეს სახეზე შეშფოთება ეწერა, მაგრამ როგორც კი დამინახეს მაშინვე გაჩუმდნენ, ეს არ მომეწონა.
- რას ჩურჩულებთ მანდ? - ვიკითხე ეჭვით, ჩანთა სავარძელზე მივაგდე და იქვე ჩამოვჯექი.
- აჩი? - გამომხედა ლუკამ.
- გავაღვიძე, ბარგს ალაგებს და მალე ჩამოვა.
- ძალიან კარგი, - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და შუბლი ნერვიულად მოისრისა.
- ახლა რა იქნება ლუკა? - ვკითხე ხმადაბლა და სახეზე დავაკვირდი - სად მიშვებ? ან შენ რას აპირებ?
- შენ უსაფრთხოდ იქნები, ბიჭებს გამოგაყოლებ, შენთან იქნებიან და არაფერი მოხდება. მე და ლექსო კი დავიდოვს მივხედავთ, უკვე დროა, რომ ეს სარეველა სამუდამოდ ამოვძირკვოთ მიწიდან!
- მის მოკვლას აპირებ. - ეს შეკითხვა არ იყო, ლუკამ თვალი გამისწორა და მშვიდად დამიქნია თავი.
- გასაგებია, - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და ხელები მაგრად გადავაჭდე ერთმანეთს - ეს ის დასასრული არ არის რომელიც მე წარმომედგინა, თუმცა არის რაღაც რაც უნდა იცოდე.
თავი ავწიე და ლუკას თვალი გავუსწორე, ძალიან მიჭირდა ამაზე ლაპარაკი, მითუმეტეს ახლა, მაგრამ უკვე დრო იყო. ამ საზიზღარ საიდუმლოს ვეღარ შევინახავდი. ლუკა ინტერესით მომაჩერდა.
- რას გულისხმობ? - მკითხა შუბლშეკრულმა.
- როცა დავიდოვს დამწყვდეული ვყავდი, ფიქრობდა, რომ იქიდან თავს ვეღარასდროს დავაღწევდი, ამიტომ ჩემთან მეტისმეტად გულახდილი იყო.
- გააგრძელე.
ლუკა წელში გასწორდა. სახეზე ნერვიულად მოვისვი ხელი და მზერა ავარიდე, მისთვის თვალის გასწორება მიჭირდა.
- მან შენზე მიამბო და მერიზე...
თავი მოვაბრუნე და ბოლოს და ბოლოს ლუკას თვალებში შევხედე. დავინახე ფერი როგორ დაეკარგა, სახის კუნთები დაეჭიმა, მზერა კი ცივი და ბოროტი გაუხდა. ცალი თვალით შევნიშნე, როგორ შეტოკდა ლექსო სავარძელში.
- მოგიყვა, როგორ ამომიხოცა ოჯახი? - მკითხა მშვიდად.
დაზაფრულს, ტანში სიცივემ დამიარა, უკვე ყველაფერი იცოდა?! გულში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, როდის გაიგო? ან საიდან? რატომ არაფერი მითხრა ამის შესახებ?!
- იცოდი... რამდენი ხანია რაც იცი?
- შენი გაქცევის შემდეგ რამდენიმე დღის მერე დამირეკა და ყველაფერი მითხრა, - გამოსცრა კბილებში, სახეზე არნახული სისასტიკე ეხატა - მაგრამ არ ვიცოდი ეს ყველაფერი შენც თუ გიამბო!
- თავისი პირით გითხრა?
- ჰო, უნდოდა, რომ წყობილებიდან გამოვსულიყავი, თავი დამეკარგა და რამე სისულელე ჩამედინა. ამიტომ გამიმხილა თავისი ბინძური საიდუმლო, ისედაც იცის, რომ მისი ბოლო სიკვდილია და ამას ვერაფერი შეცვლის. ამიტომ ამ ამბის სათავისოდ გამოყენება სცადა.
- მისნაირი ცივსისხლიანი მანიაკი მეორე არ მინახავს! - სახეზე ჩამოგორებული ცრემლები სწრაფად შევიმშრალე - მე, კი არ ვიცოდი ეს როგორ მეთქვა შენთვის.
- ხალხო, - ლექსო ოდნავ გადმოიხარა წინ და სევდიანად შემოგვხედა ორივეს - წარსულში ბევრი ცუდი გადავიტანეთ. ისეთი რამეები რომლის მოსმენაც კი ბევრს თმას ყალყზე დაუყენებს, მაგრამ დღეს ჩვენ აქ ვართ, ერთად ვართ და დღეს ჩვენ ოჯახი ვართ! დანაკარგი დიდია თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა რაც ჯერ კიდევ ჩვენთან არის - ერთმანეთი! ასე რომ დავამთავროთ ეს კოშმარი ერთხელ და სამუდამოდ, მერე კი ახალი ფურცლიდან დავიწყებთ ცხოვრებას. ახლა ამაზე უნდა ვიფიქროთ და მეტზე არაფერზე, თუ გადარჩენა გვინდა ერთმანეთისთვის უნდა ვიბრძოლოთ!
- ლექსო მართალია, - დავილაპარაკე პაუზის შემდეგ და ლუკას ფრთხილად გავხედე - ახლა მხოლოდ ერთმანეთზე უნდა ვიფიქროთ, სიბრაზე, ბოღმა და მრისხანება არ გამოგვადგება. პატარა შეცდომაც და ყველანი მკვდრები ვართ!
ლუკა ხმას არ იღებდა, თავჩახრილი სავარძელში იჯდა და ხალიჩის ერთი წერტილისთვის თვალი გაეშტერებინა. მისი დუმილი ბევრად უარესი იყო, იმაზე უარესი რაც დაწოლის წინ ღამით წარმომედგინა ხოლმე, როცა ლუკასთვის სიმართლის თქმის სცენაზე ვფიქრობდი. ლექსოს ფარულად გავხედე და თვალით რაღაც ვანიშნე.
- მე აჩის მივეხმარები ჩალაგებაში.
როგორც კი ლექსო თვალს მიეფარა, წამოვდექი და ლუკას მივუახლოვდი. მის წინ დავიჩოქე და მისი სახე ხელებში მოვიქციე.
- ვწუხვარ მომხდარის გამო, - ვუთხარი ხმადაბლა - ყველაფერს გავაკეთებდი, რომ შენი თვალებიდან ეს ტკივილი გამექრო. წარმომიდგენია რასაც გრძნობ, დამიჯერე ვიცი ეს რა ჯოჯოხეთიც არის და ისიც ვიცი შენს გულში ახლა რა ტრიალებს. როცა დავიდოვმა ეს ამბავი მიამბო მის თვალებში შიში დავინახე. მას შენი ეშინია ლუკა, სიკვდილივით ეშინია! იცის რაც მოელის და როცა მითხრა, რომ ჩემს გვამს შენს გასანადგურებლად გამოიყენებდა სახეში მივახალე, რომ ამას ვერ შეძლებდა, რომ შენ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე წარმოდგენა შეუძლია. მთელი ეს დრო გაკვირდებოდი, შენ არ ხარ ისეთი, როგორიც სხვებს ჰგონიათ. არ აქვს მნიშვნელობა რა ავტორიტეტი გაქვს ამ ხალხის თვალში. შენ ჩემი ლუკა ხარ! ანგელოზი, რომელმაც სიკვდილს ბევრჯერ გადამარჩინა. შენ რომ არა დიდი ხნის წინ დავიღუპებოდი და აი კიდევ ერთხელ მჭირდები. ცოცხალი უნდა დამიბრუნდე, იმიტომ რომ შენ ერთადერთი ხარ რაც ამ დამპალ წუთისოფელს მაკავშირებს. შენ რომ რამე მოგივიდეს მოვკვდები და იცი, რომ ამას პირდაპირი მნიშნველობით გეუბნები. ხოდა ახლა დაჩოქილი გევედრები, რომ ცოცხალი დამიბრუნდე. გავაკეთებ რასაც მეტყვი, წავალ, რომ მშვიდად იყო, დაგემორჩილები მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება მთელი არსებით მიჭირს. ამას შენთვის გავაკეთებ, მაგრამ შენც უნდა გააკეთო რაღაც ჩემთვის - შინ უნდა დაბრუნდე! ჩემთან, სადაც შენი ადგილია! არავის მისცე უფლება რომ შენი თავი წამართვას, ახლა როცა გიპოვე შენს დაკარგვას ვერ გადავიტან! აქედან წავალთ და როგორც ლექსომ თქვა ახალ ცხოვრებას დავიწყებთ. ქვეყნის დასალიერშიც გამოგყვები, ლუკა, ოღონდ უნდა დამიბრუნდე!!!
- კარგი, - მიპასუხა პაუზის შემდეგ და მტკიცედ შემომხედა თვალებში.
- კარგი - თავი დავუქნიე და ტუჩებზე ნაზად ვაკოცე.
მკლავები მაგრად შემომხვია და გულში ჩამიკრა. მისი კოცნა არ ჰგავდა დანარჩენს, რაღაც შეცვლილიყო, მაგრამ რა ვერ ვხვდებოდი. მისი ტუჩები ვნებიანად მეალერსებოდნენ, მის ტკბილ სურნელს ხარბად ვისუნთქავდი და მთელი ძალით ვეკვროდი. ბოლოს ნაზად მომწყდა და ტუჩებზე ღიმილით გადამისვა თითი.
- შენთან თავის შეკავება ყოველთვის მიჭირს, - გამიღიმა ეშმაკურად - გმადლობ, ახლა ეს ძალიან მჭირდებოდა.
- მალე დაბრუნდი, კარგი? შენს გარეშე ერთი ღამის გატარებაც კი ვერ წარმომიდგენია.
- მაპატიე, დაბადების დღე ჩაგიშხამე, მაგრამ გპირდები, ყველაფერი რომ დამთავრდება ამას აუცილებლად გამოვასწორებ.
- სიტყვაზე გიჭერ! - გავუღიმე და წამოვდექი.
კიბეებზე ნაბიჯების ხმა გავიგეთ, ლექსო და აჩი ქვემოთ ჩამოდიოდნენ. ლუკაც წამოდგა და ბიჭებს გახედა. აჩის სახეზე უკმაყოფილება და შეშფოთება ეწერა.
- ლუკა, - შუბლშეკრულმა სწრაფად ჩამოათავა კიბეები - ყველაფერი რიგზეა? ლექსომ მითხრა დროებით აქედან უნდა წახვიდეთო.
- არაფერია მეგობარო, ყველაფერს მოვაგვარებ. მანამდე კი ნაიას შენ უნდა მიხედო, შევთანხმდით? - გაუღიმა ლუკამ.
- შევთანხმდით.
- ლექსო, ბექას უთხარი მანქანა მოამზადოს და ავთანდილსაც დაუძახე, თორნიკესთან იქნება ფარეხში.
- კარგი.
- აჩი, შენი ბარგი გაიტანე და ნაიას ჩანთაც გაიყოლე, ჩვენც გამოვალთ.
აჩიმ თავი დაუქნია, ჩემი და თავისი ჩანთა ზურგზე მოიგდო და ისიც უკან მიჰყვა ლექსოს. ლუკა კი მე მომიბრუნდა.
- მისმინე...
ფანჯარას ფრთხილად გახედა და ისევ ჩემზე გადმოიტანა მზერა. ეს გამომეტყველება ძალიან ნაცნობი იყო!
- რა ხდება? - დავიძაბე ანერვიულებული.
- დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ეჭვი მაქვს, რაღაც ისე არ არის.
- რას გულისხმობ? - ვკითხე სწრაფად.
- დავიდოვს ვიღაც შემოგზავნილი ჰყავს, ყოველშემთხვევაში ეჭვი მაქვს, ასე რომ ფრთხილად იყავი. არავის არ ენდო, თორნიკეს და ბექას გარდა არავინ გაიკარო. მხოლოდ მათ იციან სადაც მიდიხართ.
- ეგ რა ჯანდაბას ნიშნავს? - ვკითხე შეშინებულმა - ასე ხომ საფრთხეში ხარ? თუ ვინმე დავიდოვის კაცი შენს ახლოს ტრიალებს ეს... ეს...
- ნაია, - ლუკამ თვალები დამიბრიალა - ეს იმიტომ გითხარი, რომ ფრთხილად იყო. ნუ ნერვიულობ, მე ვერაფერს დამაკლებენ კანონიერ ქურდს ასე პირდაპირ თავდასხმას ვერავინ გამიბედავს. სულ რომ მართლა რამე დამიშავოს ეს მისი დასასრული იქნება სიცოცხლის ბოლომდე ქურდები არ მოასვენებენ, სანამ არ იპოვიან და მიწაში არ ჩააწვენენ. ჩემს თავს მივხედავ, ახლა მთავარი შენი უსაფრთხოებაა.
- ჰო, აი პირდაპირ გულზე მომეშვა!
- იარაღი სულ თან გქონდეს. არავის დაურეკო, სახლიდან ცხვირი არ გაყო, ბექა და თორნიკე შენს გვერდით იქნებიან, თუ რამე დაგჭირდება მათ უთხარი.
- და შენ? შენ ვინ გამოგყვება?
- შენ ნუ დარდობ, ერთგული მეგობრები ჯერ კიდევ შემომრჩა საქართველოში.
გამიღიმა და გადამეხვია, ისეთ ტონით ლაპარაკობდა თითქოს პურის საყიდლად მიდიოდა მაღაზიაში. მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდით თვეები გავატარე, მაინც ვერ ვეგუებოდი მის ჩვეულებრივ დამოკიდებულებას ასეთი საკითხებისადმი. გულში ჩავეკარი და თვალები დავხუჭე, გული ფეთიანივით მიცემდა.
- არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, - თავი ამაწევინა და ტუჩებზე ნაზად მეამბორა - ახლა კი შენი წასვლის დროა.
- ჯანდაბა! - თვალი ავარიდე და თვალის კუთხეები სწრაფად მოვიწმინდე - იმაზე რთული ყოფილა ვიდრე წარმოვიდგენდი.
- ვიცი, მაგრამ უნდა წახვიდე.
თავი ავწიე და ჭაობისფერ, მწვანე თვალებს მზერა გავუსწორე, ლამის კრუნჩხვებში ჩავვარდი. არ მინდოდა მისი მარტო დატოვება, დიდი სიამოვნებით გავყვებოდი თან, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს სიგიჟე იყო, ამაზე ვერასდროს დავითანხმებდი. უნდა წავსულიყავი სანამ მის ხაფანგში გასაბმელად გამომიყენებდნენ - ისევ.
ნელ-ნელა უკან დავიხიე და გაუბედავად წავედი კარისკენ, ფეხები უკან მრჩებოდა, გული საშინლად დამძიმებოდა, ასე არასდროს არაფერი გამჭირვებია. ვერაფრით ვიშორებდი პანიკურ შიშს, რომ შეიძლება ლუკას ახლა ბოლოჯერ ვხედავდი. ყველაზე მეტად კი ის აზრი მაგიჟებდა, რომ ვტოვებდი და მივდიოდი.
- ნაია!
კარის სახელურთან მიტანილი ხელი ჰაერში გამიშეშდა და აცრემლებული ნელა შემოვბრუნდი. ლუკა სწრაფი ნაბიჯით გაჩნდა ჩემთან, თმაში ხელი შემიცურა და ვნვებიანად დამეწაფა ტუჩებზე. ლამის მუხლები მომეკეცა. სუნთქვა შემეკრა და თავბრუდამეხვა. მისი კოცნა ასეთი ტკბილი და თან ასეთი მტკივნეული არასოდეს ყოფილა. ბოლოს მომწყდა და თვალებში მგზნებარედ მომაჩერდა.
- მალე შევხვდებით.
- დაგელოდები - ვუპასუხე მტკიცედ.
ბოლოჯერ შევავლე თვალები მის ღვთაებრივ სახეს და სანამ სული წამძლევდა და ისევ ვაკოცებდი სწრაფად გამოვედი სახლიდან.
ეზოში ბექა მანქანით მელოდებოდა, გვერდით კი თორნიკე ეჯდა. ექიმი და აჩი უკვე ჯიპში ისხდნენ, უკანა სავარძელზე. ლექსო კი სახლის მოაჯირს დაყრდნობოდა და ფიქრიანი მზერა მზის სხივებზე მობრჭყვიალე ყინულის ლოლუებისთვის გაეშტერებინა.
- ლექსო! - სწრაფი ნაბიჯით მივუახლოვდი და მოვეხვიე.
- ცეროდენა, - ხელები ნაზად მომხვია წელზე და გულში ჩამიკრა - ყველაფერი კარგად იქნება.
- გირჩევნია ასეც იყოს! მალე დამიბრუნდით!
ავხედე დაბღვერილმა და სიყვარულით მოვუთვალიერე სიმპათიური სახე. ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა და თვალი ჩამიკრა.
- ჩვენ ყოველთვის ვბრუნდებით. - მიპასუხა ღიმილით. მერე კი ჩემკენ დაიხარა, ვითომ მეხვეოდა, ტუჩები ჩემს თმაში ჩამალა და ჩუმად მიჩურჩულა - ლუკამ ყველაფერი გითხრა, ხომ? არაფერი შეიმჩნიო, ყველა გვიყურებს, ოდნავ დამიქნიე თავი. - ასეც მოვიქეცი - ძალიან კარგი, ფრთხილად იყავი, ბიჭებსაც არ უთხრა რომ რამეს ვეჭვობთ, არაა საჭირო, შენთვის ჩუმად იყავი! თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, მაშინვე რეკავ და კიდევ, არც დაფიქრდე ისე დაუშვი სასხლეტს გაიგე?!
- გავიგე. - ვუპასუხე ჩურჩულით.
- ჩემი გოგო. - შუბლზე ნაზად მაკოცა და მანქანის კარი გამიღო. მანქანაში ჩავჯექი, კარი მომიხურა და ფანჯარაში თავი შემოყო.
- აჩი, ნაიას შენ გაბარებ, არ მოჩვარო! - თვალი ჩაუკრა და გაუცინა.
- მე და შენ მოგვიანებით გავსწორდებით!
- ბეჭი არ იღრძო! - ჩაიცინა ლექსომ და ბექას ბეჭებზე ხელი დაუტყაპუნა.
მანაც უმალ დაქოქა მანქანა და საჭე მოაბრუნა. ჯიპი ნელა გაგორდა თოვლით დაფარულ ბილიკზე. ლექსოს ნაჩუქარი ანგელოზი მუჭში მოვიმწყვდიე და უკან მოვიხედე. ლექსო ისევ მოაჯირს დაყრდნობოდა და სევდიანად უყურებდა მანქანას, სწორედ ამ დროს სახლის კარი გაიღო და ლუკაც გამოვიდა.
თვალზე ცრემლი მომადგა, ისტერიკულად მომინდა უკან მიბრუნება, ლუკასთან მინდოდა, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა, მასთან მინდოდა დარჩენა, მაგრამ მანქანამ მალე შეუხვია მარჯვნივ და ჩემი ბიჭები თვალს მოეფარნენ. მუჭში მომწყვდეული ანგელოზი ლამის შემომეჭყლიტა.
- ნაია, დამშვიდდი - ჩუმად მიჩურჩულა აჩიმ და თავზე ხელი გადამისვა - ლუკა დაგვპირდა, რომ მალე დაბრუნდება და ასეც იზამს, ის ხომ ლუკაა.
სახიდან ხელები მოვიშორე და აჩის მოვეხვიე. უცნაურია ცხოვრება. ჩემი და ლუკას გზები შემთხვევით გადაიკვეთა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ერთი მტერი გვყავდა, მანიაკი, რომელმაც ორივეს ცხოვრება გაგვინადგურა და ახლა როცა თითქოს შევძელი თავის მოკვლის სურვილის დაძლევა ლუკას წყალობით, ისევ იგივე საშიშროების წინაშე აღმოვჩნდი. ლუკაც რომ დამეკარგა? ისიც ისევე, რომ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან როგორც ირაკლი? არა, ამაზე ფიქრი არ შემეძლო! ამაზე არ უნდა მეფიქრა.
აჩის თავი თავზე ჩამოვადე და თვალები დავხუჭე, რობოტებივით მჯდარი ბიჭების ყურება აღარ შემეძლო, ავთანდილიც უხმოდ იჯდა სავარძელზე და პეიზაჟებს გასცქეროდა.
- ის დაბრუნდება - ჩაილაპარაკა აჩიმ - აუცილებლად დაბრუნდება, დამპირდა...


თავი ოცდამეთერთმეტე
ოთახში გაუნძრევლად ვიჯექი და ფანჯარას თვალს არ ვაშორებდი, ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი უაზრო იყო. აქ ჯდომა და ლუკას ლოდინი თუ როდის დაბრუნდებოდა ის სისულელე იყო, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. რაც ამ სახლში ფეხი შემოვდგი მას შემდეგ ინსტიქტები უფრო გამიმძაფრდა, მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო. თავს ვაჯერებდი, რომ ეს ნერვიულობის გამო ხდებოდა, რომ უბრალოდ ბიჭებზე ვღელავდი და მათ არაფერი დაუშავდებოდათ, მაგრამ ჩემს გულში დაბუდებულ ყრუ ტკივილს ეს უსუსური არგუმენტი ვერაფერაფრით შთავაგონე.
იმდენად ვიყავი ჩემს სადარდებელში ჩაძირული, რომ წესიერად არც მახსოვს ახალ თავშესაფრამდე, როგორ მოგვიყვანეს. ისიც არ შემიმჩნევია კონკრეტულად სად ვიყავით. თბილისში, რომ არ შემოვსულვართ მახსოვს, ალბათ სადმე გარეუბანში მოგვიყვანეს.
კერძო სახლი სხვა ჩვეულებრივი სახლებისგან არაფრით განსხვავდებოდა. სამი პატარა ოთახი და ერთი მოცუცქნული სამზარეულო ჰქონდა, კოტეჯს უფრო წააგავდა ვიდრე სახლს და არაფერი ჰქონდა საერთო დანარჩენ სახლებთან სადაც აქამდე გვიცხოვრია, არც მდიდრული იყო და არც გამორჩეული. ბიჭებმა ალბათ დროებით იქირავეს, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიეპყროთ. თუმცა ახლა სახლი სულაც არ მადარდებდა.
რაც ამ ბინაში ფეხი შემოვდგით აჩის ხმა აღარ გაუღია. მისაღებ ოთახში, სავარძელში იჯდა და ტელევიზორს მიშტერებოდა. ვხედავდი, რომ ბიჭებზე ძალიან ნერვიულობდა, მანქანაში ჩემი დამშვიდება სცადა, მაგრამ მისი სიტყვები სულაც არ ჟღერდა დამაჯერებლად. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ამას საკუთარი თავის დასამშვიდებლად უფრო ამბობდა. მოკლე დროში ლუკას და ლექსოს ძალიან დაუახლოვდა და ისიც ისევე განიცდიდა შექმნილ სიტუაციას, როგორც მე.
ბიჭებიც სახლში ისხდნენ და არ ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს არც უყურებდნენ. სახეზე ორივეს გაღიზიანება ეწერა. ვიცოდი რაც ადარდებდათ, აქ ჯდომა არცერთს არ უნდოდა, მაშინ როცა ლუკა დავიდოვთან აპირებდა შეტაკებას. მათი მშვენივრად მესმოდა, აქ უმოქმედოდ ჯდომას ისევ ტყვიების წივილში ყოფნა მერჩივნა.
აი ავთანდილი კი ცდილობდა თავი ისე დაეჭირა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, იჯდა და გაზეთებს კითხულობდა და შიგადაშიგ აღშფოთებული რაღაც კომენტარებს წამოიძახებდა ხოლმე. რამდენჯერმე მის შეძახილზე აჩი მოულოდნელობისგან შეკრთა.
ამ ჩუმი გლოვის ატანა აღარ შემეძლო და ოთახში შემოვედი, კარი მივიხურე და ფანჯარასთან დავჯექი. მას შემდეგ ასე ვიჯექი ქანდაკებასავით და ოთახიდან ფეხი არ მომიცვლია. ბნელი ფიქრები კი თავში ფუტკრებივით მიზუზუნებდნენ. უცებ კარზე ფრთხილი კაკუნი გავიგე.
- შემოდი.
გავძახე ხმაჩახლეჩილმა, იმდენი ხანი ვდუმდი, რომ ხმა ლამის საერთოდ დავკარგე. კარი გაიღო და ოთახში თორნიკე შემოვიდა.
- ნაია, ცოტახნით გასვლას ვაპირებ, პროდუქტებს მოვიტან, რამე ხომ არ წამოგიღო?
- არ მინდა, გმადლობ, არ მშია.
თორნიკემ ერთხანს მიყურა, შემდეგ კარი მიიხურა და იქვე მდგომ ზამბარებიან ლოგინზე ჩამოჯდა.
- აქ ჯდომით და დარდით ვერაფერს უშველი - მითხრა ხმადაბლა.
- ვიცი, მაგრამ დიდი არჩევანიც არ მაქვს.
- ლუკას დიდი ხანია ვიცნობ, თითქმის პატარაობიდანვე. ერთად გავიზარდეთ და ერთად მოვედით აქამდე, ვიცი რაც შეუძლია. მისნაირი სხვა არ მინახავს, ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ დაგამშვიდო ან მოგატყუო. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ დავიდოვს აქვს სანერვიულო და არა შენ.
- თუ ასეა მაშინ რატომღა ნერვიულობ? შენ და ბექა გაქვავებული სახეებით სხედხართ. - ვუპასუხე ცივად და გამომცდელად შევხედე.
- ნერვიულობა არაფერ შუაშია, უბრალოდ ლუკასთან მინდა ყოფნა, ისევე როგორც ბექას, მაგრამ ლუკამ შენი თავი ჩაგვაბარა, მისთვის ყველაზე მნიშნველოვანი ხარ. ამიტომ როგორც არ უნდა მინდოდეს იმ ნაბიჭვრებისთვის თავის გაჭეჭყვა აქედან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ ყველაფერი არ დამთავრდება.
თორნიკე დაკვირვებით შევათვალიერე, ნეტავ თვითონ თუ ეჭვობდა რამეს? მის თვალებში გულწრფელობას ვკითხულობდი. ნამდვილად არ ვიცოდი ვინ იყო ის შემოპარული ვირთხა, მაგრამ ის თორნიკე არ იყო. მე და მას ახლო ურთიერთობა არასოდეს გვქონია, მაგრამ მიუხედავად ამისა დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ნდობა შეიძლებოდა. ლუკას გვერდით ინსტიქტები უფრო დამეხვეწა და იოლად ვარჩევდი ადამიანების მზერაში გულწრფელობას.
- რაღაც მინდა გკითხო, ლუკამ ამის თქმა ვერ მოასწრო, მაგრამ მაინტერესებს.
- თუ შემიძლია გიპასუხებ. - მითხრა ფრთხილად და კედელს ბეჭებით მიეყრდნო.
- სონგულიას რა უქენით? ის მას შემდეგ აღარ მინახავს რაც დავბრუნდი.
- არ ვიცი - მიპასუხა მშვიდად.
- ვერ გავიგე?
- ლუკამ მისი მიყვანა ერთ ადგილზე გვთხოვა, შემდეგ კი ყველა გამოგვიშვა, მხოლოდ ის და ლექსო დარჩნენ, სონგულიას რა მოუვიდა არ ვიცი. ლუკას მას შემდეგ აღარ უხსენებია და მეც არ მომიბეზრებია თავი კითხვებით, საჭირო, რომ ყოფილიყო გვეტყოდა, თუმცა დიდი მიხვედრა არც უნდა...
- რას გულისხმობ? - ვკითხე სწრაფად.
- სონგულიამ ლუკას ბევრი უბედურება მოუტანა, მის გამო ოთხი წელი გაატარა ციხეში, იმ დანაშაულისთვის რომელიც არ ჩაუდენია - გამოსცრა კბილებში.
გონებაში მაშინვე წამომეშალა მოგონებები, მახსოვს ლუკამ ერთხელ მითხრა, რომ სონგულიას და მას წარსული ჰქონდათ. ისიც ვიცოდი, რომ ციხეში იჯდა, მაგრამ როცა ამაზე ვკითხე თავი ამარიდა, გრძელი ამბავია ერთხელ ალბათ მოგიყვებიო, თუმცა მას შემდეგ იმდენი რამ მოხდა, რომ წარსულის გასახსენებლად აღარავის ეცალა.
- ყველაფერი მომიყევი.
ვუთხარი შუბლშეკრულმა და სკამზე მოხერხებულად მოვეწყვე. თორნიკემ ერთი გამომხედა, მერე კი წელში გასწორდა და მოყოლა დაიწყო.
- გეცოდინება ალბათ, რომ ლუკას ოჯახი ამოუხოცეს.
- კი - ვუპასუხე სწრაფად, ყურადღება არ მიმიქცევია ამ ნათქვამით გამოწვეული ყრუ ტკივილისთვის.
- ლუკა დიდი ხანი დაეძებდა, მას ვინც მშობლები დაუხოცა, მაგრამ ვერ მიაგნო, სანამ ერთ მშვენიერ დღესაც რაღაც არ გაირკვა.
- კონკრეტულად?
- ლუკას ბინაში სამნი იყვნენ, მაგრამ მათ შორის ერთი მთავარი იყო, ახლახანს გავიგეთ ეს მთავარი ვინც იყო, მაგრამ მაშინ არაფერი ვიცოდით. წლები გავიდა და ის ორნი ისე ამოტივტივდნენ წყლის ზედაპირზე, როგორც გვამები მდინარეში. ლუკამ გაიგო, რომ ერთ მოტელში იყვნენ გაჩერებულები და ისიც სასწრაფოდ მათკენ გაემართა. წაყოლა გვინდოდა, მაგრამ არავინ გაგვიყოლა. თვით ლექსოსაც კი აუკრძალა ახლოს გაკარება, თვითონ მივხედავო. მაგრამ მოტელში, რომ მივიდა ისინი უკვე მკვდრები დახვდა და სწორედ ლუკას მისვლის დროს წამოადგა თავს პოლიცია და აიყვანეს.
- მახე დაუგეს? - ვკითხე თვალებგაფართოებულმა.
- ის ნაბიჭვრები ახალი დახოცილები იყვნენ, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ, ახლა გასაგებია რაც მოხდა, დავიდოვს არ უნდოდა მისი სახელი გამჟღავნებულიყო, ამიტომ საკუთარი ხელით მოუსწრაფა სიცოცხლე მის „პადელნიკებს“, გვამები კი ლუკას შეტენა. პოლიციამ მშვენივრად იცოდა ლუკას პირადი ინტერესები გარდაცვლილებთან დაკავშირებით, ამიტომ ორს ორი მიუმატეს და ლუკა ციხეში აღმოჩნდა.
- კი მაგრამ იარაღი? დანაშაულის იარაღი საიდან მოიტანეს, ლუკას მათთვის თითიც არ დაუკარებია, როგორ დაუმტკიცეს?
- ამაზე სონგულიამ ბევრი იწვალა, - თორნიკემ ბოროტად გააკვესა თვალები - არ ვიცი საიდან რა მოიტანეს, მაგრამ იარაღზე, რომელითაც ის ორი იყვნენ მოკლულები, ლუკას თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა. ამიტომ სონგულიამ არ დაახანა და ორი ტრუპით გაისტუმრა ციხეში. დავიდოვს სერიოზული გავლენა ჰქონდა, არ გაუჭირდებოდა ექსპერტების მოსყიდვა და საქმის სათავისოდ შემობრუნება.
- კი, მაგრამ მაგ დროს მამაჩემიც მუშაობდა განყოფილებაში, ამის შესახებ არაფერი იცი? არ დაინტერესებულა ამ საქმით?
- არა, ლუკას საქმე სონგულიას ჩააბარეს, მამაშენი არაფერ შუაში იყო. ასე აღმოჩნდა ლუკა ციხეში, როგორც დავიდოვს სურდა. ბევრი ვიწვალეთ, რომ იქიდან გამოგვეყვანა, მაგრამ სონგულია კლანჭებით იყო ჩაფრენილი და გასაქანს არ გვაძლევდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი როგორც იქნა რაღაც წინსვლა გვქონდა, იმდენი მაინც მოვახერხეთ, რომ იმ ექსპერტმა, რომელმაც „დაასკვნა“, რომ მკვლელობის იარაღზე ლუკას თითის ანაბეჭდები იყო, აღიარა რომ „შეცდა“.
- რას ჰქვია შეცდა? - ავიფხორე გაცეცხლებული - ოთხი წელი ადამიანი იმ დანაშაულისთვის ჩასვეს ციხეში, რომელიც მას არ ჩაუდენია და მან თქვა, რომ შეცდა?!
- დავიდოვის სახელს შიშით ვერ ახსენებდა. მისი იმდენად ეშინოდა, რომ ჩვენთანაც კი არ უხსენებია, ამიტომ დანაშაული საკუთარ თავზე აიღო. როცა ლუკა ციხეში მოხვდა ის სასწრაფოდ წავიდა სამსახურიდან, ბევრი ვეძებეთ და ძლივს ვიპოვეთ, დამალვა კარგად ეხერხებოდა ნაბიჭვარს!
- და რა დაემართა ექსპერტს?
- გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით გაასამართლეს, ლიცენზია ჩამოართვეს და ციხეში ჩასვეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი იქვე მოკლეს, სანამ იქაური გარემო მას სხვა ნოტებზე აამღერებდა.
- გასაგებია.
სახეზე ხელი მოვისვი და მოსმენილზე დავფიქრდი, ახლა გასაგებია რატომ ვერ იტანდნენ ლუკა და სონგულია ერთმანეთს, მაგრამ დაჯერება არ მინდოდა, რომ ლუკამ ის მოკლა.
- ლუკა ციხიდან გაათავისუფლეს და ისიც მაშინვე გაეცალა აქაურობას. მთელი ეს დრო რუსეთში ვიყავით, ხან უკრაინაში. შემდეგ კი ისევ საჭირო გახდა ჩვენი საქართველოში დაბრუნება. ერთი ახლობელი გარდაიცვალა და მის გამო ჩამოვედით, შემდეგ ლუკა შენ შეგხვდა და... - აღარ დაასრულა. თორნიკეს თვალი ავარიდე და ფანჯარაში გავიხედე.
„და მისი ცხოვრება ისევ გაუთავებელ საზრუნავად იქცა“, დავასრულე გულში. ეს ყველაფერი ჰო, მაგრამ საიდან გაიგო ლუკამ სად იყვნენ ის ორნი? მთელი ამ დროის განმავლობაში მათზე არაფერი იცოდა, ალბათ იმდენი ქექა, რომ მეტისმეტად ახლოს მივიდა. დავიდოვმაც სწრაფად მოქმედება გადაწყვიტა, სანამ ლუკა კუდიდან დაითრევდა და ის ორი მოწმე, რომელმაც მისი საიდუმლო იცოდა - სიცოცხლეს გამოასალმა. მაგრამ ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ლუკა ასე ბრმად ენდო ინფორმაციას, ხომ შეიძლებოდა, რომ ეს მახე ყოფილიყო?!
- ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო, - ჩავილაპარაკე ფიქრიანად და თორნიკეს გავხედე - ის ორი მოტელში შემთხვევით არ აღმოჩენილან. დავიდოვმა განგებ მიიყვანა იქ შემდეგ კი დახოცა და სწორედ ამ დროს შეატყობინეს ლუკასაც.
- ჰო, - მიპაუხა შუბლშეკრულმა - ლუკა ახალი დაბრუნებული იყო მოსკოვიდან, გააგებინეს, რომ ვისაც ეძებდა საქართველოში იმყოფებოდნენ.
- ესეიგი ჩამოიტყუეს, კი მაგრამ ლუკა, რომ გამოვიდა ეს არ გაარკვია? მახეში ვინც შეიტყუა სწორედ ის იყო კვალი დავიდოვამდე და საერთოდ როგორ ენდო ბრმად ვიღაცის ნათქვამს? რატომ არ იფიქრა, რომ შეიძლებოდა ეს მახე ყოფილიყო?
- ლუკა როგორც კი ციხეში მოხვდა, მაშინვე იმ ნაბიჭვართან წავედით, - ჩაიცინა თორნიკემ - ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მისგან ღალატს არავინ ელოდა, ის კაცი ლუკას ახლო მეგობარი იყო.
- ქართველი იყო? - ვკითხე ინტერესით.
- ჰო, აქაური იყო. ყველას გაგვიკვირდა მისი ღალატი, ლუკას მუდამ შვილივით ექცეოდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს ცხოვრებაში ასეთი რამეები ხშირად ხდება.
- მოიცა ერთ წამს, ლუკას მაგ კაცმა დაურეკა და უთხრა რომ აქ ჩამოსულიყო?
- ლუკას არა, ბექას დაურეკა. ლუკასთან დაკავშირება ასე იოლი არ არის... თუ რამე სჭირდებათ ჩვენ გვაგებინებენ, მე ან ბექას, ან ლექსოს ან რომელიმე ჩვენს ბიჭს.
- და ბექამ ლუკას დაურეკა. - ეს კითხვა აღარ იყო.
- ჰო, ლუკამ დაგვიბარა თითი არ დააკაროთ უჩემოთო, დაჯერება არ უნდოდა, რომ ვასილიჩმა ასე უღალატა. ყველაფერს თვითონ გავარკვევ უბრალოდ მოძებნეთო, მაგრამ როცა მივაკითხეთ უკვე მკვდარი დაგვხვდა.
- და იქნებ ყველაფერი სხვანაირად იყო? ამაზე არ გიფიქრიათ? - ვკითხე ფრთხილად და თორნიკეს თვალებში შევხედე.
- რომ ვასილიჩის სახელი ვინმემ გამოიყენა? ჩვენც ასე ვიფიქრეთ, როცა მივედით და მისი გვამი ვნახეთ. ალბათ დაარეკინეს შემდეგ კი მოკლეს, რომ არაფერი ეთქვა. ყოველშემთხვევაში ლუკა ასე ფიქრობს.
- ყველფერი მეტისმეტად ჩახლართულია - შუბლი ნერვიულად მოვისრისე.
- ჰო, თუმცა ამაზე ფიქრს ახლა აზრი არ აქვს, ყველა კარტი გახსნილია, დავიდოვი მთავარი გველია, გველს კი თავს რომ მოაჭრი ტანიც კვდება. მისმა ხალხმა უკვე მიატოვა ის, დადიანთან რქებით დატაკება მარტო თვითმკვლელს თუ მოუვა თავში აზრად.
- მიატოვა? რას ნიშნავს მიატოვა?
- მცველების უმრავლესობა გაშორდა, ეს დაპირისპირება ნამდვილ ომში გადაიზარდა. მშვენივრად ხვდებიან რომ დავიდოვს ძალიან პატარა შანსი აქვს გამარჯვების და სულ რომც გაიმარჯვოს ქურდები აღარ მოეშვებიან, აღარც მას და აღარც მის ხალხს. ამაზე წასვლა კი ბევრს არ უნდა, ამიტომ მარტო ერთგული ძაღლები შემორჩა გვერდით, დანარჩენებმა კი მიატოვეს. ისე გაიქცნენ, როგორც ვირთხები გემის ჩაძირვის დროს.
- გასაგებია, ეს ურიგო ამბავი არ არის. თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის, დავიდოვი არც ისეთი ხელწამოსაკრავი ქვემძრომია როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
- ვიცი, მაგრამ ამას მოევლება, დამიჯერე უარესებიც გადაგვიტანია. - გამიღიმა ეშმაკურად.
- ძალიან დამამშვიდე - ვუპასუხე სარკასტრულად და ფანჯარაში გავიხედე, გარეთ ისევ ხვავრიელად ბარდნიდა.
- ახლა კი თუ შენი ცნობისმოყვარეობა ბოლომდე დავაკმაყოფილე, მე წავალ და რამე საჭმელს მოვიტან, თორემ ამ სოროში შიმშილისგან სული ამოგვძვრება.
- კარგი.
- რა წამოგიღო?
- გმადლობ, მაგრამ მართლა არ მშია, სანამ სახლში მშვიდობით არ დაბრუნდებიან ყელში არაფერი გადამივა.
- იცი, - თორნიკე კართან შეჩერდა და სევდიანად გამომხედა - ჩვენი ცხოვრება სისხლით და გვამებით არის სავსე, ეს კი მარტოობის გარანტიაა. მთელი სიცოცხლე ეული მგელივით მოგიწევს წანწალი სანამ ვიღაცის ბრმა ტყვია არ მოგიღებს ბოლოს. თითოეული ჩვენგანი ასე ცხოვრობს და მიხარია, რომ ლუკა შენ შეგხვდა. მას ნამდვილად გაუმართლა. დიდი ხანია გაკვირდები ნაია, შენ და ლუკა ერთმანეთს ნამდვილად შეეფერებით, არ მეგონა ამას ოდესმე თუ ვიტყოდი.
- მე კი არ მეგონა, რომ ლაპარაკი გიყვარდა - გავხედე სიცილით - გმადლობ, ყველაფრისთვის.
თორნიკემ თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა. ისევ მარტო დავრჩი, ნელ-ნელა ჩამოღამდა. გავიგე თორნიკემ მანქანა როგორ დაქოქა და წავიდა. ზურგს უკნიდან იარაღი ამოვიღე და მჭიდი შევამოწმე - სავსე იყო. ჩანთას გადავწვდი და სათადარიგო მჭიდებიც ამოვაძვრინე, ამოღებისას კი გასაღებების აცმაც მომყვა ხელში. ეს ჩემი სახლის, მანქანის და ფარეხის გასაღებები იყო, მირანდამ წასვლის წინ რომ დამიტოვა.
მის გახსენებაზე გული მტკივნეულად მომეწურა. დედაჩემი საშინლად მენატრებოდა, თითქოს მთელი ცხოვრება გასულიყო მას შემდეგ რაც ის აეროპორტში გავაცილე. წარმომიდგენია ახლა ნერვიულობისგან ალბათ ჭკუიდან გადადიოდა, მაგრამ მასთან დარეკვა არ შემეძლო - მეტისმეტად სახიფათო იყო ყველასთვის.
გასაღებების აცმა უკან ჩავაგდე ჩანთაში, სათადარიგო მჭიდები კი მაგიდაზე დავაწყე. ის იყო იარაღის გაწმენდა უნდა დამეწყო თავის გასართობად, რომ ფანჯრისკენ გამექცა მზერა და თეთრად აბრდღვიალებულ თოვლში ნაკვალევს მოვკარი თვალი. მჭიდი სასწრაფოდ დავაბრუნე კოლტში, ფრთხილი ნაბიჯით მივუახლოვდი ფანჯარას და გარეთ გავიხედე. სამი შავოსანი ფიგურა ფეხაკრეფით უახლოვდებოდა სახლს, მათ შორის კი მელოტი შევამჩნიე, რომლის თავიც სახლის ფანჯრებიდან გამოჭრილ შუქზე თვალისმომჭრელად ელავდა.
გული გადამიქანდა. კი მაგრამ, როგორ მოგვაგნეს?! სათადარიგო მჭიდებს ხელი დავავლე და მოსაცმელის ჯიბეებში ჩავილაგე. შემდეგ კარს ვესცი და გამოვაღე. ბექას სავარძელში ჩასძინებოდა, აჩი კი ისევ ტელევიზორს უყურებდა, ექიმი კი არსად ჩანდა.
- აჩი! - დავუძახე ხმადაბლა.
აჩიმ თავი ასწია და გაკვირვებულმა გამომხედა. ტუჩებზე თითი მივიდე და ვანიშნე ჩემკენ წამოდი მეთქი. აჩის სახეზე ფერი დაეკარგა და შიშით გახედა კარს.
- აჩი, სწრაფად! - აკანკალებული სწრაფად წამოდგა და ჩემსკენ გამოიქცა.
- ნაია, რა ხდება?
- ლოგინის ქვეშ შეძვერი და არ გამოხვიდე - გადავუჩურჩულე სწრაფად და მაგიდაზე მდგომ ასანთს ხელი დავავლე.
- აქ არიან ხომ? მაინც მოგვაგნეს!
- წყნარად! - ასანთი მონდომებით დავუმიზნე ბექას და მთელი ძალით ვესროლე თავში.
ჩემდა საბედნიეროდ ასანთის მომცრო კოლოფი მიზანს მოხვდა, ბექამ მაშინვე თვალები ჭყიტა და სწაფად წამოვარდა ფეხზე. თუმცა უკვე გვიანი იყო, სწორედ ამ დროს სახლის კარი მთელი ძალით შემოგლიჯეს. ორი შავოსანი ფიგურა მხეცივით შემოვარდა სახლში, ბექამ იარაღი შემართა, მაგრამ დააგვიანა, ერთი თავდამსხმელის ტყვიამ ბეჭში უწია და მოწვეტით გადავარდა სავარძლის უკან.
იარაღს დამცველი სწრაფად მოვხსენი და შავოსნებს ცეცხლი გავუხსენი. ერთ-ერთი მათგანი მოწვეტით ჩაემფხო კართან და აღარც განძრეულა, სხეულის ქვემოთ სწრაფად დგებოდა სისხლის მოზრდილი გუბე. ერთმა კი გახტომა მოასწრო და ქოშინით ამოეფარა კარს.
- აჩი, ახლავე ლოგინის ქვეშ შეძვერი!
- არა! აღარ დავიმალები, იარაღი აღარ გაქვს? სროლა ვიცი, მომეცი.
- რა?! სწრაფად-მეთქი, ასე მხოლოდ დავშავდებით. ლოგინის ქვეშ შეძვერი, შენს ახალ ნიჭზე კი მოგვიანებით ვისაუბრებთ!
სწორედ ამ დროს მოპირდაპირე მხრიდან ისევ იგრიალა იარაღმა და წამის მეასედით მოვასწარი თავის დაწევა, თორემ ადგილზე ტვინს გამასხმევინებდა.
- აჩი! სწრაფად! - ვუყვირე გააფთრებულმა და მეც გავხენი საპასუხო ცეცხლი.
როგორც კი დავინახე, რომ ბავშვი ლოგინის ქვეშ შეძვრა, კარი კარგად გავაღე, რომ თავდამსხმელი მიზანში ამომეღო და კედელს ამოვეფარე. ისევ იგრიალა პისტოლეტმა და გაველურებულმა ტყვიამ ჩემს წინ ბათქაში მოციცქნა. ღრმად ჩავისუნთქე და როგორც კი სროლა შეწყდა მაშინვე მოვშორდი კედელს, რომ საპასუხო ცეცხლი გამეხსნა, მაგრამ დავაგვიანე. შავოსანი გველური სახით მიღიმოდა და იარაღს პირდაპირ გულში მიმიზნებდა.
- არც იფიქრო, იარაღი ძირს დააგდე და ჩემსკენ გამოაცურე, სწრაფად! - მიყვირა გაცეცხლებულმა როცა არ გავინძერი, ჯანდაბა! რა იდიოტივით გავები! გამალებული ვფიქრობდი თავი როგორ დამეძვრინა - ნუ მაიძულებ რომ ტვინი გაგასხმევინო!
ის იყო იარაღი უნდა დამეშვა, რომ სავარძლის უკნიდან ბექა გამოხოხდა და თავდამსხმელს პირდაპირ თავში დაუმიზნა.
- ბოლო სურვილი არ გაქვს? - ვკითხე დაცინვით.
- რა?
სწორედ ამ დროს იგრიალა ბექას იარაღმა და შავოსანი მოცელილი ზედ დაემფხო თავის მკვდარ მეგობარს. ბექას იარაღი ხელიდან გაუვარდა და კვნესით წაიჭირა ხელი ბეჭზე. მისკენ გაქცევა დავაპირე, მაგრამ სწორედ ამ დროს ოთახში კიდევ ორი შავოსანი შემოვარდა და იარაღები გულში დამიმიზნეს.
- ასე, ასე, ასე.
მომესმა ხმა ეზოდან, შავოსნები აქეთ-იქით გადგნენ და გზა მელოტს დაუთმეს, რომელიც ცბიერი ღიმილით შემოვიდა სახლში და დაცინვით შემომხედა.
- მოგენატრე?
- შენ! - ძარღვებში სიძულვილმა დამიარა. მთელი ტანი სიბრაზიზგან ამიკანკალდა, დაუფიქრებლად შევმართე იარაღიანი ხელი მაღლა და მელოტს შუბლში დავუმიზნე - აქვე და ახლავე გაგასხმევინებ ტვინს!
- არა, მაგას არ იზამ, იარაღს დაუშვებ და არავინ დაშავდება. კარგი რა, ნაია! ჩვენ ეს გზა უკვე გავლილი გვაქვს, წესები ხომ იცი! - გამიღიმა თბილად.
- , სულ თუ არაფერი შენს მოკვლას მაინც მოვასწრებ!
- შესაძლოა მართალიც იყო, მაგრამ ჩემი ბიჭები ჯერ ბავშვს მოკლავენ, მერე კი შენს ძმაკაცს, შეხედე მგონი გული წაუვიდა, მთლად ჯანმრთელად არ გამოიყურება - ბექა ინტერესით შეათვალიერა, რომელიც უგონოდ ეგდო იადაკზე და არ ინძრეოდა.
- ნუ ჩქარობ ახვარო! - მომესმა სისინი ეზოდან და კიდევ ერთხელ იგრიალა იარაღმა.
ერთი შავოსანი მაშინვე ჩაიკეცა შუბლგახვრეტილი, წამიერი დაბნეულობით ვისარგებლე და მელოტის მეგობარს მაშინვე ტვინი გავასხმევინე. მელოტი კი ისე დააბნია მოულოდნელი მოწინააღმდეგის გამოჩენამ, რომ რეაგირება ვეღარ მოასწრო და სანამ იარაღის ჩემკენ დამიზნებას მოასწრებდა, მეორე პისტოლეტი უკვე მის კეფაზე იყო მიბჯენილი.
- ერთი არასწორი მოძრაობა და აქვე აგიგებ ანდერძს ახვარო! - ჩაისისინა თორნიკემ - იარაღი დააგდე! სწრაფად!
- კარგი - ფრთხილად გამომხედა და იარაღი მოშორებით მოისროლა.
- ასე ჯობია! - დაიღრინა თორნიკემ და იარაღის ტარი მთელი ძალით შემოსცხო კეფაში, მელოტი გათიშული დაენარცხა იატაკს და აღარც განძრეულა.
- ამის დედაც! - დაიკვნესა თორნიკემ და ადგილზე შექანდა.
ახლაღა შევამჩნიე, რომ დაჭრილი იყო, მკლავიდან მდორედ მოჟონავდა სისხლი და ფერი უფრო და უფრო ეკარგებოდა.
- თორნიკე! - ვიყვირე დაფეთებულმა და ხელი შევაშველე სანამ ძირს დაეცემოდა.
- როგორ მოგვაგნეს?! - ჩაისისინა გაცეცხლებულმა და კოჭლობით ჩამომეყრდნო მხარზე.
- არ ვიცი, მაგრამ ამას ახლა არც აქვს მნიშნველობა, დაჭრილი ხარ, ბექაც დაჭრეს!
ძლივს მივათრიე სავარძელთან და ფრთხილად დავსვი. ამ პატარა მოძრაობაზეც კი ფერი უფრო დაეკარგა. ოთახიდან შეშინებული აჩი გამოვარდა იარაღით ხელში.
- რა სჭირს? დაჭრილია?
- ექიმი მოძებნე, მეორე ოთახში ნახე და ახლავე აქ მოიყვანე! - ვუყვირე ანერვიულებულმა და თორნიკეს ჭრილობას ხელი მაგრად დავაჭირე, რომ სისხლდენა შემეჩერებინა.
- კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავდა? - ამოიკვნესა თორნიკემ.
- მე კარგად ვარ, მაგრამ შენ... ჯანდაბა ფერდშიც დაჭრილი ხარ.... ავთანდილ! - ვიყვირე ბოლო ხმაზე.
- ბექა... ბექა როგორ არის? - ამოილუღლუღა გაჭირვებით, სახეზე ცივი ოფლი ასხამდა.
- მხოლოდ მხარშია დაჭრილი, არაუშავს გადარჩება. შენც გადარჩები, უარესებიც გადაგიტანიათ ხომ?
თორნიკეს გალურჯებულ სახეზე ღიმილმა გადაურბინა. სწორედ ამ დროს მოპირდაპირე ოთახიდან ავთანდილი გამოვარდა, ერთიანად აკანკალებულს, შიშისგან გაველურებულ სახეზე მიწის ფერი დასდებოდა.
- დაეხმარე! - ვუყვირე ისტერიკულად - სწრაფად!
- მე... მე... - აკანკალებული ერთ ადგილზე გაქვავებული იდგა და ვერ ინძრეოდა, აშკარად შოკში იყო.
- აჩი, ექიმს თავისი ჩემოდანი მოუტანე - გაცეცხლებული ავთანდილს მივვარდი და მთელი ძალით შემოვსცხე სახეში, რომ გონს მომეყვანა - გამოფხიზლდი და ბიჭებს მიხედე, თორემ პირობას გაძლევ რომ საკუთარი ხელით გაგასხმევინებ ტვინს!
როგორც ჩანს გალაწუნებამ უშველა, მაშინვე გამოფხიზლდა და დაფაცურდა. აჩის მოტანილი ჩემოდანი ხელიდან გამოგლიჯა და ნევსების და წამლების ამოყრა დაიწყო. მე კი ბექას მივვარდი და ზურგზე გადმოვაბრუნე. უგონოდ იყო, მაგრამ სუნთქავდა.
- აჩი, დამეხმარე, წამოვაყენოთ! - ორმა კაცმა ძლივს ავწიეთ დაჭრილი და სავარძელზე დავსვით. ექიმი კი უკვე თორნიკეს ჭრილობებს ამუშავებდა.
- კარგი, ახლა ამ ს ჯერია! - გაცეცხლებული თავს წავადექი უგონოდ მყოფ მელოტს.
აჩიც დამეხმარა და მელოტი სკამზე დავაგდეთ და საგულდაგულოდ შევკოჭეთ. როცა დავრწმუნდი, რომ კარგად იყო დაბმული და ვერ აიწყვეტდა, სახლის კარი მივხურე და ოთახი მოვათვალიერე. ხელები ჯერ კიდევ მიკანკალებდა. თორნიკე უფრო და უფრო მეტ სისხლს კარგავდა, ავთანდილი კი მაქსიმალურად ცდილობდა დახმარებას.
- მითხარი რა უნდა გავაკეთო და ბექას მე მივხედავ - გადავულაპარაკე ავთანდილს.
- შეძლებ?
გამომხედა შიშით და თორნიკეს ჭრილობას აქაფებული სითხე დაასხა. ჭრილობა აშიშინდა, აბუყბუყდა და მეწამული სისხლი მდორედ ჩამოედინა მკლავზე.
- უნდა შევძლო, ორივეს ერთად ვერ მიხედავ!
- კარგი, ხელთათმანები გაიკეთე. ჯერ ჭრილობაზე სპირდი დაასხი, რომ ინფექცია არ შეეჭრას, მერე კი ამ ხელსაწყოთი ტყვია უნდა ამოუღო - დამანახა პინცეტისმაგვარი რაღაც.
- კარგი! - ხელთათმანები გავიკეთე და აჩის გავხედე - ესე იგი, სროლა გისწავლია ხომ?
- ჰო - მითხრა გაფითრებულმა და შიშით გახედა დაჭრილ ბიჭებს.
- ძალიან კარგი, შენ მაგ მელოტს მიხედავ. თვალყური ადევნე სანამ მე ბექას ჭრილობას მოვუვლი.
- თუ გაიღვიძა და გაქცევა სცადა, ან აიწყვიტა? - გამომხედა თვალებგაფართოებულმა.
- ესროლე! - ვუთხარი ცივად და სპირტი მოვიმარჯვე - მხოლოდ ფეხებში, რომ გაქცევა ვერ შეძლოს, მაგასთან პირადი ანგარიში მაქვს გასასწორებელი!
- კარგი - მიპასუხა აღელვებულმა და მელოტს დაადგა თავზე.
ბექას ჭრილობის დამუშავება გამიჭირდა, ბოლოს და ბოლოს აქამდე მსგავსი არაფერი გამიკეთებია და არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა, როგორც ეს ფილმებში მინახავს. ჭრილობაზე ვისკის რომ ისხამენ და შემდეგ პინცეტით იღებენ ტყვიას. ხელები მიკანკალებდა, ტყვიას ვერაფრით ვკიდებდი ხელსაწყოს პირს, ხელიდან მისხლტებოდა და უფრო ღრმად მიდიოდა ჭრილობაში.
თავს შევუძახე და პირით ღრმად ჩავისუნთქე, რომ როგორმე თავბრუსხვევა შემეჩერებინა. ახლა ნერვიულობის დრო არ იყო, თორემ ბექა ხელებში ჩამაკვდებოდა. ძალა მოვიკრიბე და როგორც იქნა ტყვია ამოვაძვრინე. დაჭეჭყილი ლითონი წკრიალით ჩავარდა ჯამში.
- ყოჩაღ! - ავთანდილმა პატარა ბოთლი მომაწოდა, - ახლა ეს გადაავლე ჭრილობას და შემდეგ კარგად მოწმინდე, საქმიანობას, რომ დაამთავრებ უნდა გაკერო. აქამდე ოდესმე რამე გაგიკერავს?
- გახეული წინდის გარდა არაფერი. - შიშით გავხედე ავთანდილს.
- ჰო, - ნერწყვი გადაყლაპა და გაფითრებულმა შემომხედა - აქაც დაახლოებით იგივე სისტემით უნდა იხელმძღვანელო.
- ჯანდაბა! - ამოვიკვნესე დაფეთებულმა.
იმპროვიზირებულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ყოველშემთხვევაში ერთი შეხედვით ასე ჩანდა. ბექას ჭრილობიდან სისხლდენა შეუჩერდა და არც ნაკერები გამოიყურებოდა ცუდად. მართალია გაკერვისას რამდენჯერმე კინაღამ გული ამერია, მაგრამ მაინც მოვახერხე და საქმე ბოლომდე მივიყვანე.
- ყოჩაღ, კარგად იმუშავე! - ავთანდილმა ოფლით დაცვარული შუბლი სახელოთი შეიწმინდა და სისხლიანი ხელთათმანები ნაგვის ურნაში მოისროლა.
- გმადლობ, - ხელთათმანები გავიხადე და ბექას ჭრილობა შევუხვიე - თორნიკე როგორ არის? - ისიც უგონოდ იწვა დივანზე.
- არაუშავს, რაც შემეძლო გავაკეთე, გამოკეთდება, უარესებისთვისაც გაუძლიათ - ბიჭებს გადახედა მოქანცულმა.
- მისმინე, მაპატიე უხეშობისთვის, ცუდად გამომივიდა.
- არაუშავს, შოკიდან გამოსვლა ნამდვილად მჭირდებოდა. - გამიღიმა საწყლად და უღონოდ ჩამოჯდა სკამზე.
- ასეთ რამეებს მიჩვეული არ ხარ ხომ? - გავხედე ირონიულად და აჩის იარაღი წავართვი.
- სწორად მიხვდი, მგონი გული მერევა.
- აქ დარჩენა სახიფათოა, ამათმა თუ მოგვაგნეს დანარჩენებიც მოხოხდებიან ტარაკნებივით, უნდა წავიდეთ.
- კი, მაგრამ სად?
- ვიცი სადაც, მანამდე კი ბიჭებთან დარეკვას ვცდი.
- ნუ იჩქარებ... - მომესმა ხრინწიანი ხმა, ნელა შევბრუნდი და მელოტს შევხედე, რომელიც გონს მოსულიყო და ბოროტი ღიმილით შემომყურებდა - არამგონია საიქიოში ტელეფონი იჭერდეს!


თავი ოცდამეთერთმეტე
ოთახში გაუნძრევლად ვიჯექი და ფანჯარას თვალს არ ვაშორებდი, ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი უაზრო იყო. აქ ჯდომა და ლუკას ლოდინი თუ როდის დაბრუნდებოდა ის სისულელე იყო, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. რაც ამ სახლში ფეხი შემოვდგი მას შემდეგ ინსტიქტები უფრო გამიმძაფრდა, მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო. თავს ვაჯერებდი, რომ ეს ნერვიულობის გამო ხდებოდა, რომ უბრალოდ ბიჭებზე ვღელავდი და მათ არაფერი დაუშავდებოდათ, მაგრამ ჩემს გულში დაბუდებულ ყრუ ტკივილს ეს უსუსური არგუმენტი ვერაფერაფრით შთავაგონე.
იმდენად ვიყავი ჩემს სადარდებელში ჩაძირული, რომ წესიერად არც მახსოვს ახალ თავშესაფრამდე, როგორ მოგვიყვანეს. ისიც არ შემიმჩნევია კონკრეტულად სად ვიყავით. თბილისში, რომ არ შემოვსულვართ მახსოვს, ალბათ სადმე გარეუბანში მოგვიყვანეს.
კერძო სახლი სხვა ჩვეულებრივი სახლებისგან არაფრით განსხვავდებოდა. სამი პატარა ოთახი და ერთი მოცუცქნული სამზარეულო ჰქონდა, კოტეჯს უფრო წააგავდა ვიდრე სახლს და არაფერი ჰქონდა საერთო დანარჩენ სახლებთან სადაც აქამდე გვიცხოვრია, არც მდიდრული იყო და არც გამორჩეული. ბიჭებმა ალბათ დროებით იქირავეს, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიეპყროთ. თუმცა ახლა სახლი სულაც არ მადარდებდა.
რაც ამ ბინაში ფეხი შემოვდგით აჩის ხმა აღარ გაუღია. მისაღებ ოთახში, სავარძელში იჯდა და ტელევიზორს მიშტერებოდა. ვხედავდი, რომ ბიჭებზე ძალიან ნერვიულობდა, მანქანაში ჩემი დამშვიდება სცადა, მაგრამ მისი სიტყვები სულაც არ ჟღერდა დამაჯერებლად. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ამას საკუთარი თავის დასამშვიდებლად უფრო ამბობდა. მოკლე დროში ლუკას და ლექსოს ძალიან დაუახლოვდა და ისიც ისევე განიცდიდა შექმნილ სიტუაციას, როგორც მე.
ბიჭებიც სახლში ისხდნენ და არ ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს არც უყურებდნენ. სახეზე ორივეს გაღიზიანება ეწერა. ვიცოდი რაც ადარდებდათ, აქ ჯდომა არცერთს არ უნდოდა, მაშინ როცა ლუკა დავიდოვთან აპირებდა შეტაკებას. მათი მშვენივრად მესმოდა, აქ უმოქმედოდ ჯდომას ისევ ტყვიების წივილში ყოფნა მერჩივნა.
აი ავთანდილი კი ცდილობდა თავი ისე დაეჭირა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, იჯდა და გაზეთებს კითხულობდა და შიგადაშიგ აღშფოთებული რაღაც კომენტარებს წამოიძახებდა ხოლმე. რამდენჯერმე მის შეძახილზე აჩი მოულოდნელობისგან შეკრთა.
ამ ჩუმი გლოვის ატანა აღარ შემეძლო და ოთახში შემოვედი, კარი მივიხურე და ფანჯარასთან დავჯექი. მას შემდეგ ასე ვიჯექი ქანდაკებასავით და ოთახიდან ფეხი არ მომიცვლია. ბნელი ფიქრები კი თავში ფუტკრებივით მიზუზუნებდნენ. უცებ კარზე ფრთხილი კაკუნი გავიგე.
- შემოდი.
გავძახე ხმაჩახლეჩილმა, იმდენი ხანი ვდუმდი, რომ ხმა ლამის საერთოდ დავკარგე. კარი გაიღო და ოთახში თორნიკე შემოვიდა.
- ნაია, ცოტახნით გასვლას ვაპირებ, პროდუქტებს მოვიტან, რამე ხომ არ წამოგიღო?
- არ მინდა, გმადლობ, არ მშია.
თორნიკემ ერთხანს მიყურა, შემდეგ კარი მიიხურა და იქვე მდგომ ზამბარებიან ლოგინზე ჩამოჯდა.
- აქ ჯდომით და დარდით ვერაფერს უშველი - მითხრა ხმადაბლა.
- ვიცი, მაგრამ დიდი არჩევანიც არ მაქვს.
- ლუკას დიდი ხანია ვიცნობ, თითქმის პატარაობიდანვე. ერთად გავიზარდეთ და ერთად მოვედით აქამდე, ვიცი რაც შეუძლია. მისნაირი სხვა არ მინახავს, ამას იმიტომ არ გეუბნევი, რომ დაგამშვიდო ან მოგატყუო. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ დავიდოვს აქვს სანერვიულო და არა შენ.
- თუ ასეა მაშინ რატომღა ნერვიულობ? შენ და ბექა გაქვავებული სახეებით სხედხართ. - ვუპასუხე ცივად და გამომცდელად შევხედე.
- ნერვიულობა არაფერ შუაშია, უბრალოდ ლუკასთან მინდა ყოფნა, ისევე როგორც ბექას, მაგრამ ლუკამ შენი თავი ჩაგვაბარა, მისთვის ყველაზე მნიშნველოვანი ადამიანი ხარ. ამიტომ როგორც არ უნდა მინდოდეს იმ ნაბიჭვრებისთვის თავის გაჭეჭყვა აქედან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ ყველაფერი არ დამთავრდება.
თორნიკე დაკვირვებით შევათვალიერე, ნეტავ თვითონ თუ ეჭვობდა რამეს? მის თვალებში გულწრფელობას ვკითხულობდი. ნამდვილად არ ვიცოდი ვინ იყო ის შემოპარული ვირთხა, მაგრამ ის თორნიკე არ იყო. მე და მას ახლო ურთიერთობა არასოდეს გვქონია, მაგრამ მიუხედავად ამისა დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ნდობა შეიძლებოდა. ლუკას გვერდით ინსტიქტები უფრო დამეხვეწა და იოლად ვარჩევდი ადამიანების მზერაში გულწრფელობას.
- რაღაც მინდა გკითხო, ლუკამ ამის თქმა ვერ მოასწრო, მაგრამ მაინტერესებს.
- თუ შემიძლია გიპასუხებ. - მითხრა ფრთხილად და კედელს ბეჭებით მიეყრდნო.
- სონგულიას რა უქენით? ის მას შემდეგ აღარ მინახავს რაც დავბრუნდი.
- არ ვიცი - მიპასუხა მშვიდად.
- ვერ გავიგე?
- ლუკამ მისი მიყვანა ერთ ადგილზე გვთხოვა, შემდეგ კი ყველა გამოგვიშვა, მხოლოდ ის და ლექსო დარჩნენ, სონგულიას რა მოუვიდა არ ვიცი. ლუკას მას შემდეგ აღარ უხსენებია და მეც არ მომიბეზრებია თავი კითხვებით, საჭირო, რომ ყოფილიყო გვეტყოდა, თუმცა დიდი მიხვედრა არც უნდა...
- რას გულისხმობ? - ვკითხე სწრაფად.
- სონგულიამ ლუკას ბევრი უბედურება მოუტანა, მის გამო ოთხი წელი გაატარა ციხეში, იმ დანაშაულისთვის რომელიც არ ჩაუდენია - გამოსცრა კბილებში.
გონებაში მაშინვე წამომეშალა მოგონებები, მახსოვს ლუკამ ერთხელ მითხრა, რომ სონგულიას და მას წარსული ჰქონდათ. ისიც ვიცოდი, რომ ციხეში იჯდა, მაგრამ როცა ამაზე ვკითხე თავი ამარიდა, გრძელი ამბავია ერთხელ ალბათ მოგიყვებიო, თუმცა მას შემდეგ იმდენი რამ მოხდა, რომ წარსულის გასახსენებლად აღარავის ეცალა.
- ყველაფერი მომიყევი.
ვუთხარი შუბლშეკრულმა და სკამზე მოხერხებულად მოვეწყვე. თორნიკემ ერთი გამომხედა, მერე კი წელში გასწორდა და მოყოლა დაიწყო.
- გეცოდინება ალბათ, რომ ლუკას ოჯახი ამოუხოცეს.
- კი - ვუპასუხე სწრაფად, ყურადღება არ მიმიქცევია ამ ნათქვამით გამოწვეული ყრუ ტკივილისთვის.
- ლუკა დიდი ხანი დაეძებდა, მას ვინც მშობლები დაუხოცა, მაგრამ ვერ მიაგნო, სანამ ერთ მშვენიერ დღესაც რაღაც არ გაირკვა.
- კონკრეტულად?
- ლუკას ბინაში სამნი იყვნენ, მაგრამ მათ შორის ერთი მთავარი იყო, ახლახანს გავიგეთ ეს მთავარი ვინც იყო, მაგრამ მაშინ არაფერი ვიცოდით. წლები გავიდა და ის ორნი ისე ამოტივტივდნენ წყლის ზედაპირზე, როგორც გვამები მდინარეში. ლუკამ გაიგო, რომ ერთ მოტელში იყვნენ გაჩერებულები და ისიც სასწრაფოდ მათკენ გაემართა. წაყოლა გვინდოდა, მაგრამ არავინ გაგვიყოლა. თვით ლექსოსაც კი აუკრძალა ახლოს გაკარება, თვითონ მივხედავო. მაგრამ მოტელში, რომ მივიდა ისინი უკვე მკვდრები დახვდა და სწორედ ლუკას მისვლის დროს წამოადგა თავს პოლიცია და აიყვანეს.
- მახე დაუგეს? - ვკითხე თვალებგაფართოებულმა.
- ის ნაბიჭვრები ახალი დახოცილები იყვნენ, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ, ახლა გასაგებია რაც მოხდა, დავიდოვს არ უნდოდა მისი სახელი გამჟღავნებულიყო, ამიტომ საკუთარი ხელით მოუსწრაფა სიცოცხლე მის „პადელნიკებს“, გვამები კი ლუკას შეტენა. პოლიციამ მშვენივრად იცოდა ლუკას პირადი ინტერესები გარდაცვლილებთან დაკავშირებით, ამიტომ ორს ორი მიუმატეს და ლუკა ციხეში აღმოჩნდა.
- კი მაგრამ იარაღი? დანაშაულის იარაღი საიდან მოიტანეს, ლუკას მათთვის თითიც არ დაუკარებია, როგორ დაუმტკიცეს?
- ამაზე სონგულიამ ბევრი იწვალა, - თორნიკემ ბოროტად გააკვესა თვალები - არ ვიცი საიდან რა მოიტანეს, მაგრამ იარაღზე, რომელითაც ის ორი იყვნენ მოკლულები, ლუკას თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა. ამიტომ სონგულიამ არ დაახანა და ორი ტრუპით გაისტუმრა ციხეში. დავიდოვს სერიოზული გავლენა ჰქონდა, არ გაუჭირდებოდა ექსპერტების მოსყიდვა და საქმის სათავისოდ შემობრუნება.
- კი, მაგრამ მაგ დროს მამაჩემიც მუშაობდა განყოფილებაში, ამის შესახებ არაფერი იცი? არ დაინტერესებულა ამ საქმით?
- არა, ლუკას საქმე სონგულიას ჩააბარეს, მამაშენი არაფერ შუაში იყო. ასე აღმოჩნდა ლუკა ციხეში, როგორც დავიდოვს სურდა. ბევრი ვიწვალეთ, რომ იქიდან გამოგვეყვანა, მაგრამ სონგულია კლანჭებით იყო ჩაფრენილი და გასაქანს არ გვაძლევდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი როგორც იქნა რაღაც წინსვლა გვქონდა, იმდენი მაინც მოვახერხეთ, რომ იმ ექსპერტმა, რომელმაც „დაასკვნა“, რომ მკვლელობის იარაღზე ლუკას თითის ანაბეჭდები იყო, აღიარა რომ „შეცდა“.
- რას ჰქვია შეცდა? - ავიფხორე გაცეცხლებული - ოთხი წელი ადამიანი იმ დანაშაულისთვის ჩასვეს ციხეში, რომელიც მას არ ჩაუდენია და მან თქვა, რომ შეცდა?!
- დავიდოვის სახელს შიშით ვერ ახსენებდა. მისი იმდენად ეშინოდა, რომ ჩვენთანაც კი არ უხსენებია, ამიტომ დანაშაული საკუთარ თავზე აიღო. როცა ლუკა ციხეში მოხვდა ის სასწრაფოდ წავიდა სამსახურიდან, ბევრი ვეძებეთ და ძლივს ვიპოვეთ, დამალვა კარგად ეხერხებოდა ნაბიჭვარს!
- და რა დაემართა ექსპერტს?
- გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით გაასამართლეს, ლიცენზია ჩამოართვეს და ციხეში ჩასვეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი იქვე მოკლეს, სანამ იქაური გარემო მას სხვა ნოტებზე აამღერებდა.
- გასაგებია.
სახეზე ხელი მოვისვი და მოსმენილზე დავფიქრდი, ახლა გასაგებია რატომ ვერ იტანდნენ ლუკა და სონგულია ერთმანეთს, მაგრამ დაჯერება არ მინდოდა, რომ ლუკამ ის მოკლა.
- ლუკა ციხიდან გაათავისუფლეს და ისიც მაშინვე გაეცალა აქაურობას. მთელი ეს დრო რუსეთში ვიყავით, ხან უკრაინაში. შემდეგ კი ისევ საჭირო გახდა ჩვენი საქართველოში დაბრუნება. ერთი ახლობელი გარდაიცვალა და მის გამო ჩამოვედით, შემდეგ ლუკა შენ შეგხვდა და... - აღარ დაასრულა. თორნიკეს თვალი ავარიდე და ფანჯარაში გავიხედე.
„და მისი ცხოვრება ისევ გაუთავებელ საზრუნავად იქცა“, დავასრულე გულში. ეს ყველაფერი ჰო, მაგრამ საიდან გაიგო ლუკამ სად იყვნენ ის ორნი? მთელი ამ დროის განმავლობაში მათზე არაფერი იცოდა, ალბათ იმდენი ქექა, რომ მეტისმეტად ახლოს მივიდა. დავიდოვმაც სწრაფად მოქმედება გადაწყვიტა, სანამ ლუკა კუდიდან დაითრევდა და ის ორი მოწმე, რომელმაც მისი საიდუმლო იცოდა - სიცოცხლეს გამოასალმა. მაგრამ ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ლუკა ასე ბრმად ენდო ინფორმაციას, ხომ შეიძლებოდა, რომ ეს მახე ყოფილიყო?!
- ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო, - ჩავილაპარაკე ფიქრიანად და თორნიკეს გავხედე - ის ორი მოტელში შემთხვევით არ აღმოჩენილან. დავიდოვმა განგებ მიიყვანა იქ შემდეგ კი დახოცა და სწორედ ამ დროს შეატყობინეს ლუკასაც.
- ჰო, - მიპაუხა შუბლშეკრულმა - ლუკა ახალი დაბრუნებული იყო მოსკოვიდან, გააგებინეს, რომ ვისაც ეძებდა საქართველოში იმყოფებოდნენ.
- ესეიგი ჩამოიტყუეს, კი მაგრამ ლუკა, რომ გამოვიდა ეს არ გაარკვია? მახეში ვინც შეიტყუა სწორედ ის იყო კვალი დავიდოვამდე და საერთოდ როგორ ენდო ბრმად ვიღაცის ნათქვამს? რატომ არ იფიქრა, რომ შეიძლებოდა ეს მახე ყოფილიყო?
- ლუკა როგორც კი ციხეში მოხვდა, მაშინვე იმ ნაბიჭვართან წავედით, - ჩაიცინა თორნიკემ - ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მისგან ღალატს არავინ ელოდა, ის კაცი ლუკას ახლო მეგობარი იყო.
- ქართველი იყო? - ვკითხე ინტერესით.
- ჰო, აქაური იყო. ყველას გაგვიკვირდა მისი ღალატი, ლუკას მუდამ შვილივით ექცეოდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს ცხოვრებაში ასეთი რამეები ხშირად ხდება.
- მოიცა ერთ წამს, ლუკას მაგ კაცმა დაურეკა და უთხრა რომ აქ ჩამოსულიყო?
- ლუკას არა, ბექას დაურეკა. ლუკასთან დაკავშირება ასე იოლი არ არის... თუ რამე სჭირდებათ ჩვენ გვაგებინებენ, მე ან ბექას, ან ლექსოს ან რომელიმე ჩვენს ბიჭს.
- და ბექამ ლუკას დაურეკა. - ეს კითხვა აღარ იყო.
- ჰო, ლუკამ დაგვიბარა თითი არ დააკაროთ უჩემოთო, დაჯერება არ უნდოდა, რომ ვასილიჩმა ასე უღალატა. ყველაფერს თვითონ გავარკვევ უბრალოდ მოძებნეთო, მაგრამ როცა მივაკითხეთ უკვე მკვდარი დაგვხვდა.
- და იქნებ ყველაფერი სხვანაირად იყო? ამაზე არ გიფიქრიათ? - ვკითხე ფრთხილად და თორნიკეს თვალებში შევხედე.
- რომ ვასილიჩის სახელი ვინმემ გამოიყენა? ჩვენც ასე ვიფიქრეთ, როცა მივედით და მისი გვამი ვნახეთ. ალბათ დაარეკინეს შემდეგ კი მოკლეს, რომ არაფერი ეთქვა. ყოველშემთხვევაში ლუკა ასე ფიქრობს.
- ყველფერი მეტისმეტად ჩახლართულია - შუბლი ნერვიულად მოვისრისე.
- ჰო, თუმცა ამაზე ფიქრს ახლა აზრი არ აქვს, ყველა კარტი გახსნილია, დავიდოვი მთავარი გველია, გველს კი თავს რომ მოაჭრი ტანიც კვდება. მისმა ხალხმა უკვე მიატოვა ის, დადიანთან რქებით დატაკება მარტო თვითმკვლელს თუ მოუვა თავში აზრად.
- მიატოვა? რას ნიშნავს მიატოვა?
- მცველების უმრავლესობა გაშორდა, ეს დაპირისპირება ნამდვილ ომში გადაიზარდა. მშვენივრად ხვდებიან რომ დავიდოვს ძალიან პატარა შანსი აქვს გამარჯვების და სულ რომც გაიმარჯვოს ქურდები აღარ მოეშვებიან, აღარც მას და აღარც მის ხალხს. ამაზე წასვლა კი ბევრს არ უნდა, ამიტომ მარტო ერთგული ძაღლები შემორჩა გვერდით, დანარჩენებმა კი მიატოვეს. ისე გაიქცნენ, როგორც ვირთხები გემის ჩაძირვის დროს.
- გასაგებია, ეს ურიგო ამბავი არ არის. თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის, დავიდოვი არც ისეთი ხელწამოსაკრავი ქვემძრომია როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
- ვიცი, მაგრამ ამას მოევლება, დამიჯერე უარესებიც გადაგვიტანია. - გამიღიმა ეშმაკურად.
- ძალიან დამამშვიდე - ვუპასუხე სარკასტრულად და ფანჯარაში გავიხედე, გარეთ ისევ ხვავრიელად ბარდნიდა.
- ახლა კი თუ შენი ცნობისმოყვარეობა ბოლომდე დავაკმაყოფილე, მე წავალ და რამე საჭმელს მოვიტან, თორემ ამ სოროში შიმშილისგან სული ამოგვძვრება.
- კარგი.
- რა წამოგიღო?
- გმადლობ, მაგრამ მართლა არ მშია, სანამ სახლში მშვიდობით არ დაბრუნდებიან ყელში არაფერი გადამივა.
- იცი, - თორნიკე კართან შეჩერდა და სევდიანად გამომხედა - ჩვენი ცხოვრება სისხლით და გვამებით არის სავსე, ეს კი მარტოობის გარანტიაა. მთელი სიცოცხლე ეული მგელივით მოგიწევს წანწალი სანამ ვიღაცის ბრმა ტყვია არ მოგიღებს ბოლოს. თითოეული ჩვენგანი ასე ცხოვრობს და მიხარია, რომ ლუკა შენ შეგხვდა. მას ნამდვილად გაუმართლა. დიდი ხანია გაკვირდები ნაია, შენ და ლუკა ერთმანეთს ნამდვილად შეეფერებით, არ მეგონა ამას ოდესმე თუ ვიტყოდი.
- მე კი არ მეგონა, რომ ლაპარაკი გიყვარდა - გავხედე სიცილით - გმადლობ, ყველაფრისთვის.
თორნიკემ თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა. ისევ მარტო დავრჩი, ნელ-ნელა ჩამოღამდა. გავიგე თორნიკემ მანქანა როგორ დაქოქა და წავიდა. ზურგს უკნიდან იარაღი ამოვიღე და მჭიდი შევამოწმე - სავსე იყო. ჩანთას გადავწვდი და სათადარიგო მჭიდებიც ამოვაძვრინე, ამოღებისას კი გასაღებების აცმაც მომყვა ხელში. ეს ჩემი სახლის, მანქანის და ფარეხის გასაღებები იყო, მირანდამ წასვლის წინ რომ დამიტოვა.
მის გახსენებაზე გული მტკივნეულად მომეწურა. დედაჩემი საშინლად მენატრებოდა, თითქოს მთელი ცხოვრება გასულიყო მას შემდეგ რაც ის აეროპორტში გავაცილე. წარმომიდგენია ახლა ნერვიულობისგან ალბათ ჭკუიდან გადადიოდა, მაგრამ მასთან დარეკვა არ შემეძლო - მეტისმეტად სახიფათო იყო ყველასთვის.
გასაღებების აცმა უკან ჩავაგდე ჩანთაში, სათადარიგო მჭიდები კი მაგიდაზე დავაწყე. ის იყო იარაღის გაწმენდა უნდა დამეწყო თავის გასართობად, რომ ფანჯრისკენ გამექცა მზერა და თეთრად აბრდღვიალებულ თოვლში ნაკვალევს მოვკარი თვალი. მჭიდი სასწრაფოდ დავაბრუნე კოლტში, ფრთხილი ნაბიჯით მივუახლოვდი ფანჯარას და გარეთ გავიხედე. სამი შავოსანი ფიგურა ფეხაკრეფით უახლოვდებოდა სახლს, მათ შორის კი მელოტი შევამჩნიე, რომლის თავიც სახლის ფანჯრებიდან გამოჭრილ შუქზე თვალისმომჭრელად ელავდა.
გული გადამიქანდა. კი მაგრამ, როგორ მოგვაგნეს?! სათადარიგო მჭიდებს ხელი დავავლე და მოსაცმელის ჯიბეებში ჩავილაგე. შემდეგ კარს ვესცი და გამოვაღე. ბექას სავარძელში ჩასძინებოდა, აჩი კი ისევ ტელევიზორს უყურებდა, ექიმი კი არსად ჩანდა.
- აჩი! - დავუძახე ხმადაბლა.
აჩიმ თავი ასწია და გაკვირვებულმა გამომხედა. ტუჩებზე თითი მივიდე და ვანიშნე ჩემკენ წამოდი მეთქი. აჩის სახეზე ფერი დაეკარგა და შიშით გახედა კარს.
- აჩი, სწრაფად! - აკანკალებული სწრაფად წამოდგა და ჩემსკენ გამოიქცა.
- ნაია, რა ხდება?
- ლოგინის ქვეშ შეძვერი და არ გამოხვიდე - გადავუჩურჩულე სწრაფად და მაგიდაზე მდგომ ასანთს ხელი დავავლე.
- აქ არიან ხომ? მაინც მოგვაგნეს!
- წყნარად! - ასანთი მონდომებით დავუმიზნე ბექას და მთელი ძალით ვესროლე თავში.
ჩემდა საბედნიეროდ ასანთის მომცრო კოლოფი მიზანს მოხვდა, ბექამ მაშინვე თვალები ჭყიტა და სწაფად წამოვარდა ფეხზე. თუმცა უკვე გვიანი იყო, სწორედ ამ დროს სახლის კარი მთელი ძალით შემოგლიჯეს. ორი შავოსანი ფიგურა მხეცივით შემოვარდა სახლში, ბექამ სწრაფად მოასწრო რეაგირება და იარაღი შემართა, მაგრამ დააგვიანა, ერთი თავდამსხმელის ტყვიამ ბეჭში უწია და მოწვეტით გადავარდა სავარძლის უკან.
გაცეცხლებულმა იარაღს დამცველი სწრაფად მოვხსენი და შავოსნებს ცეცხლი გავუხსენი. ერთ-ერთი მათგანი მოწვეტით ჩაემფხო კართან და აღარც განძრეულა, სხეულის ქვემოთ სწრაფად დგებოდა სისხლის მოზრდილი გუბე. ერთმა კი გახტომა მოასწრო და ქოშინით ამოეფარა კარს.
- აჩი, ახლავე ლოგინის ქვეშ შეძვერი!
- არა! აღარ დავიმალები, იარაღი აღარ გაქვს? სროლა ვიცი, მომეცი.
- რა?! სწრაფად მეთქი, ასე მხოლოდ დავშავდებით. ლოგინის ქვეშ შეძვერი, შენს ახალ ნიჭზე კი მოგვიანებით ვისაუბრებთ!
სწორედ ამ დროს მოპირდაპირე მხრიდან ისევ იგრიალა იარაღმა და წამის მეასედით მოვასწარი თავის დაწევა, თორემ ადგილზე ტვინს გამასხმევინებდა.
- აჩი! სწრაფად! - ვუყვირე გააფთრებულმა და მეც გავხენი საპასუხო ცეცხლი.
როგორც კი დავინახე, რომ ბავშვი ლოგინის ქვეშ შეძვრა, კარი კარგად გავაღე, რომ თავდამსხმელი მიზანში ამომეღო და კედელს ამოვეფარე. ისევ იგრიალა პისტოლეტმა და გაველურებულმა ტყვიამ ჩემს წინ ბათქაში მოციცქნა. ღრმად ჩავისუნთქე და როგორც კი სროლა შეწყდა მაშინვე მოვშორდი კედელს, რომ საპასუხო ცეცხლი გამეხსნა, მაგრამ დავაგვიანე. შავოსანი გველური სახით მიღიმოდა და იარაღს პირდაპირ გულში მიმიზნებდა.
- არც იფიქრო, იარაღი ძირს დააგდე და ჩემსკენ გამოაცურე, სწრაფად! - მიყვირა გაცეცხლებულმა როცა არ გავინძერი, ჯანდაბა! რა იდიოტივით გავები! გამალებული ვფიქრობდი თავი როგორ დამეძვრინა - ნუ მაიძულებ რომ ტვინი გაგასხმევინო!
ის იყო იარაღი უნდა დამეშვა, რომ სავარძლის უკნიდან ბექა გამოხოხდა და თავდამსხმელს პირდაპირ თავში დაუმიზნა.
- ბოლო სურვილი არ გაქვს? - ვკითხე დაცინვით.
- რა?
შემომხედა დაბნეულმა, სწორედ ამ დროს იგრიალა ბექას იარაღმა და შავოსანი მოცელილი ზედ დაემფხო თავის მკვდარ მეგობარს. ბექას იარაღი ხელიდან გაუვარდა და კვნესით წაიჭირა ხელი ბეჭზე. მისკენ გაქცევა დავაპირე, მაგრამ სწორედ ამ დროს ოთახში კიდევ ორი შავოსანი შემოვარდა და იარაღები გულში დამიმიზნეს.
- ასე, ასე, ასე.
მომესმა ხმა ეზოდან, შავოსნები აქეთ-იქით გადგნენ და გზა მელოტს დაუთმეს, რომელიც ცბიერი ღიმილით შემოვიდა სახლში და დაცინვით შემომხედა.
- მოგენატრე?
- შენ! - ძარღვებში სიძულვილმა დამიარა და მთელი ტანი სიბრაზიზგან ამიკანკალდა, დაუფიქრებლად შევმართე იარაღიანი ხელი მაღლა და მელოტს შუბლში დავუმიზნე - აქვე და ახლავე გაგასხმევინებ ტვინს!
- არა, მაგას არ იზამ, იარაღს დაუშვებ და არავინ დაშავდება. კარგი რა ნაია, ჩვენ ეს გზა უკვე გავლილი გვაქვს, წესები ხომ იცი! - გამიღიმა თბილად.
- , სულ თუ არაფერი შენს მოკვლას მაინც მოვასწრებ!
- შესაძლოა მართალიც იყო, მაგრამ ჩემი ბიჭები ჯერ ბავშვს მოკლავენ, მერე კი შენს ძმაკაცს, შეხედე მგონი გული წაუვიდა, მთლად ჯანმრთელად არ გამოიყურება - ბექა ინტერესით შეათვალიერა, რომელიც უგონოდ ეგდო იადაკზე და არ ინძრეოდა.
- ნუ ჩქარობ ახვარო! - მომესმა სისინი ეზოდან და კიდევ ერთხელ იგრიალა იარაღმა.
ერთი შავოსანი მაშინვე ჩაიკეცა შუბლგახვრეტილი, წამიერი დაბნეულობით ვისარგებლე და მელოტის მეგობარს მაშინვე ტვინი გავასხმევინე. მელოტი კი ისე დააბნია მოულოდნელი მოწინააღმდეგის გამოჩენამ, რომ რეაგირება ვეღარ მოასწრო და სანამ იარაღის ჩემკენ დამიზნებას მოასწრებდა, მეორე პისტოლეტი უკვე მის კეფაზე იყო მიბჯენილი.
- ერთი არასწორი მოძრაობა და აქვე აგიგებ ანდერძს ახვარო! - ჩაისისინა თორნიკემ - იარაღი დააგდე! სწრაფად!
- კარგი - ფრთხილად გამომხედა და იარაღი მოშორებით მოისროლა.
- ასე ჯობია! - დაიღრინა თორნიკემ და იარაღის ტარი მთელი ძალით შემოსცხო კეფაში, მელოტი გათიშული დაენარცხა იატაკს და აღარც განძრეულა.
- ამის დედაც! - დაიკვნესა თორნიკემ და ადგილზე შექანდა.
ახლაღა შევამჩნიე, რომ დაჭრილი იყო, მკლავიდან მდორედ მოჟონავდა სისხლი და ფერი უფრო და უფრო ეკარგებოდა.
- თორნიკე! - ვიყვირე დაფეთებულმა და ხელი შევაშველე სანამ ძირს დაეცემოდა.
- როგორ მოგვაგნეს?! - ჩაისისინა გაცეცხლებულმა და კოჭლობით ჩამომეყრდნო მხარზე.
- არ ვიცი, მაგრამ ამას ახლა არც აქვს მნიშნველობა, დაჭრილი ხარ, ბექაც დაჭრეს!
ძლივს მივათრიე სავარძელთან და ფრთხილად დავსვი. ამ პატარა მოძრაობაზეც კი ფერი უფრო დაეკარგა. ოთახიდან შეშინებული აჩი გამოვარდა იარაღით ხელში.
- რა სჭირს? დაჭრილია?
- ექიმი მოძებნე, მეორე ოთახში ნახე და ახლავე აქ მოიყვანე! - ვუყვირე ანერვიულებულმა და თორნიკეს ჭრილობას ხელი მაგრად დავაჭირე, რომ სისხლდენა შემეჩერებინა.
- კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავდა? - ამოიკვნესა თორნიკემ.
- მე კარგად ვარ, მაგრამ შენ... ჯანდაბა ფერდშიც დაჭრილი ხარ.... ავთანდილ! - ვიყვირე ბოლო ხმაზე.
- ბექა... ბექა როგორ არის? - ამოილუღლუღა გაჭირვებით, სახეზე ცივი ოფლი ასხამდა.
- მხოლოდ მხარშია დაჭრილი, არაუშავს გადარჩება. შენც გადარჩები, უარესებიც გადაგიტანიათ ხომ?
თორნიკეს გალურჯებულ სახეზე ღიმილმა გადაურბინა. სწორედ ამ დროს მოპირდაპირე ოთახიდან ავთანდილი გამოვარდა, ერთიანად აკანკალებულს, შიშისგან გაველურებულ სახეზე მიწის ფერი დასდებოდა.
- დაეხმარე! - ვუყვირე ისტერიკულად - სწრაფად!
- მე... მე... - აკანკალებული ერთ ადგილზე გაქვავებული იდგა და ვერ ინძრეოდა, აშკარად შოკში იყო.
- აჩი, ექიმს თავისი ჩემოდანი მოუტანე - გაცეცხლებული ავთანდილს მივვარდი და მთელი ძალით შემოვსცხე სახეში, რომ გონს მომეყვანა - გამოფხიზლდი და ბიჭებს მიხედე, თორემ პირობას გაძლევ რომ საკუთარი ხელით გაგასხმევინებ ტვინს!
როგორც ჩანს გალაწუნებამ უშველა, მაშინვე გამოფხიზლდა და დაფაცურდა. აჩის მოტანილი ჩემოდანი ხელიდან გამოგლიჯა და ნევსების და წამლების ამოყრა დაიწყო. მე კი ბექას მივვარდი და ზურგზე გადმოვაბრუნე. უგონოდ იყო, მაგრამ სუნთქავდა.
- აჩი, დამეხმარე, წამოვაყენოთ! - ორმა კაცმა ძლივს ავწიეთ დაჭრილი და სავარძელზე დავსვით. ექიმი კი უკვე თორნიკეს ჭრილობებს ამუშავებდა.
- კარგი, ახლა ამ ს ჯერია! - გაცეცხლებული თავს წავადექი უგონოდ მყოფ მელოტს.
აჩიც დამეხმარა და მელოტი სკამზე დავაგდეთ და საგულდაგულოდ შევკოჭეთ. როცა დავრწმუნდი, რომ კარგად იყო დაბმული და ვერ აიწყვეტდა, სახლის კარი მივხურე და ოთახი მოვათვალიერე. ხელები ჯერ კიდევ მიკანკალებდა. თორნიკე უფრო და უფრო მეტ სისხლს კარგავდა, ავთანდილი კი მაქსიმალურად ცდილობდა დახმარებას.
- მითხარი რა უნდა გავაკეთო და ბექას მე მივხედავ - გადავულაპარაკე ავთანდილს.
- შეძლებ?
გამომხედა შიშით და თორნიკეს ჭრილობას აქაფებული სითხე დაასხა. ჭრილობა აშიშინდა, აბუყბუყდა და მეწამული სისხლი მდორედ ჩამოედინა მკლავზე.
- უნდა შევძლო, ორივეს ერთად ვერ მიხედავ!
- კარგი, ხელთათმანები გაიკეთე. ჯერ ჭრილობაზე სპირდი დაასხი, რომ ინფექცია არ შეეჭრას, მერე კი ამ ხელსაწყოთი ტყვია უნდა ამოუღო - დამანახა პინცეტისმაგვარი რაღაც.
- კარგი! - ხელთათმანები გავიკეთე და აჩის გავხედე - ესე იგი, სროლა გისწავლია ხომ?
- ჰო - მითხრა გაფითრებულმა და შიშით გახედა დაჭრილ ბიჭებს.
- ძალიან კარგი, შენ მაგ მელოტს მიხედავ. თვალყური ადევნე სანამ მე ბექას ჭრილობას მოვუვლი.
- თუ გაიღვიძა და გაქცევა სცადა, ან აიწყვიტა? - გამომხედა თვალებგაფართოებულმა.
- ესროლე! - ვუთხარი ცივად და სპირტი მოვიმარჯვე - მხოლოდ ფეხებში, რომ გაქცევა ვერ შეძლოს, მაგასთან პირადი ანგარიში მაქვს გასასწორებელი!
- კარგი - მიპასუხა აღელვებულმა და მელოტს დაადგა თავზე.
ბექას ჭრილობის დამუშავება გამიჭირდა, ბოლოს და ბოლოს აქამდე მსგავსი არაფერი გამიკეთებია და არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა, როგორც ეს ფილმებში მინახავს. ჭრილობაზე ვისკის რომ ისხამენ და შემდეგ პინცეტით იღებენ ტყვიას. ხელები მიკანკალებდა, ტყვიას ვერაფრით ვკიდებდი ხელსაწყოს პირს, ხელიდან მისხლტებოდა და უფრო ღრმად მიდიოდა ჭრილობაში.
თავს შევუძახე და პირით ღრმად ჩავისუნთქე, რომ როგორმე თავბრუსხვევა შემეჩერებინა. ახლა ნერვიულობის დრო არ იყო, თორემ ბექა ხელებში ჩამაკვდებოდა. ძალა მოვიკრიბე და როგორც იქნა ტყვია ამოვაძვრინე. დაჭეჭყილი ლითონი წკრიალით ჩავარდა ჯამში.
- ყოჩაღ! - ავთანდილმა პატარა ბოთლი მომაწოდა, - ახლა ეს გადაავლე ჭრილობას და შემდეგ კარგად მოწმინდე, საქმიანობას, რომ დაამთავრებ უნდა გაკერო. აქამდე ოდესმე რამე გაგიკერავს?
- გახეული წინდის გარდა არაფერი. - შიშით გავხედე ავთანდილს.
- ჰო, - ნერწყვი გადაყლაპა და გაფითრებულმა შემომხედა - აქაც დაახლოებით იგივე სისტემით უნდა იხელმძღვანელო.
- ჯანდაბა! - ამოვიკვნესე დაფეთებულმა.
იმპროვიზირებულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ყოველშემთხვევაში ერთი შეხედვით ასე ჩანდა. ბექას ჭრილობიდან სისხლდენა შეუჩერდა და არც ნაკერები გამოიყურებოდა ცუდად. მართალია გაკერვისას რამდენჯერმე კინაღამ გული ამერია, მაგრამ მაინც მოვახერხე და საქმე ბოლომდე მივიყვანე.
- ყოჩაღ, კარგად იმუშავე! - ავთანდილმა ოფლით დაცვარული შუბლი სახელოთი შეიწმინდა და სისხლიანი ხელთათმანები ნაგვის ურნაში მოისროლა.
- გმადლობ, - ხელთათმანები გავიხადე და ბექას ჭრილობა შევუხვიე - თორნიკე როგორ არის? - ისიც უგონოდ იწვა დივანზე.
- არაუშავს, რაც შემეძლო გავაკეთე, გამოკეთდება, უარესებისთვისაც გაუძლიათ - ბიჭებს გადახედა მოქანცულმა.
- მისმინე, მაპატიე უხეშობისთვის, ცუდად გამომივიდა.
- არაუშავს, შოკიდან გამოსვლა ნამდვილად მჭირდებოდა. - გამიღიმა საწყლად და უღონოდ ჩამოჯდა სკამზე.
- ასეთ რამეებს მიჩვეული არ ხარ ხომ? - გავხედე ირონიულად და აჩის იარაღი წავართვი.
- სწორად მიხვდი, მგონი გული მერევა.
- აქ დარჩენა სახიფათოა, ამათმა თუ მოგვაგნეს დანარჩენებიც მოხოხდებიან ტარაკნებივით, უნდა წავიდეთ.
- კი, მაგრამ სად?
- ვიცი სადაც, მანამდე კი ბიჭებთან დარეკვას ვცდი.
- ნუ იჩქარებ... - მომესმა ხრინწიანი ხმა, ნელა შევბრუნდი და მელოტს შევხედე, რომელიც გონს მოსულიყო და ბოროტი ღიმილით შემომყურებდა - არამგონია საიქიოში ტელეფონი იჭერდეს!




თავი ოცდამეთორმეტე
- რა თქვი? - დავიჩურჩულე.
- რაც გაიგონე, - გაღიზიანებულმა სისხლი იატაკზე გადააფურთხა და ბასრი მზერით შემომხედა - შენი ძვირფასი საყვარელი, ჰაერში აფრინდა თავის ძმაკაცთან ერთად.
- ტყუი! - ვიკივლე გაკაპასებულმა და მთელი ძალით შემოვკარი იარაღის ტარი სახეში.
- რამდენიც გინდა მირტყი, - ამოიხრიალა გამხიარულებულმა - მაგრამ რეალობას ვეღარ შეცვლი. დადიანი როგორც იქნა საიქიოსკენ გაემგზავრა, თუმცა ნუ ინერვიულებ, მალე შენც მის გზას დაადგები!
- ნაია, რას ამბობს? - შიშით ამომხედა აჩიმ - ლუკა მოკვდა?
- არა! - მოვსხიპე მკაცრად - სისულელეებს ბოდავს!
- ნუ დამიჯერებ, შენი ნებაა. მე ვიცი რაც დავინახე, ბოლოს და ბოლოს ეს ჩემი ხელით გავაკეთე. მის მანქანაზე მიმაგრებული პატარა ბომბი და ყველაფერი მოგვარდა, ახლა მხოლოდ შენღა დარჩი გასასრესი!
- ჰო არა?! - ჩავისისინე გაცოფებულმა. სკამს ხელი დავავლე და მელოტიანა ძლივს გავახოხე მოპირდაპირე ოთახში - თქვენ აქ დარჩით და ბიჭებს მიხედეთ! - გავძახე ექიმს და აჩის, კარი მივიხურე და მელოტს გაავებულმა შევხედე.
- ახლა უნდა შემეშინდეს? - გამომხედა სიცილით და ისევ გადააფურთხა სისხლი იატაკზე.
- ახლა მე კითხვებს დაგისვამ, შენ კი მიპასუხებ, არასწორი პასუხის შემთხვევში ცხელ ტყვიას მიიღებ.
- სექსუალურად ჟღერს - ჩაიღიმა გამომწვევად - ყოველთვის მომწონდი!
- არასწორი პასუხია! - სასხლეტს დაუფიქრებლად დავუშვი და მუხლის ჩაშკა ნაფშვენებად ვუქციე.
მელოტი გამწარებული აკივლდა. მუხლიდან მაშინვე იხუვლა სისხლის ნიაღვარმა და იატაკი ერთიანად მოსვარა.
- მომისმინე, ! - სახე ახლოს მივუტანე და ზიზღით შევხედე - იმდენი მიზეზი მაქვს შენს ასაკუწად, რომ დამიჯერე ძალიან გავერთობი შენი წამებით. გირჩევნია ხმა ამოიღო და კითხვებზე მიპასუხო, თორემ გავაგრძელებ შენს დაფლეთვას და ამით სიამოვნებასაც მივიღებ! იქამდე გავაგრძელებ შენს დამპალ მძორში ტყვიების ჩაჭედებას სანამ ადგილი არ ამოიწურება! ხომ გახსოვს ეს როგორც ხდება?!
- ძუკნა! - ჩაისისინა გააფთრებულმა და კბილებით გამოიწია ჩემზე.
- ახლა გაიგებ როგორია უმწეოდ ყოფნა, ძალიან ვეცდები ბოლომდე მიგახვედრო! - იარაღი შევმართე და ახლა მეორე მუხლში დავუმიზნე ლულა.
- მომკალი რაღას ელოდები?! - იღრიალა გაცოფებულმა.
- არა, სიკვდილი შენთვის ფუფუნებაა! - სასხლეტს დავუშვი და მეორე მუხლის ჩაშკაც დავუმსხვრიე.
მელოტმა გამწარებულმა შეჰკივლა, ისევ იხუვლა სისხლის ნიაღვარმა, და მთელი იატაკი წითლად შეღება.
- მითხარი რა იცი ბიჭებზე! რას გულისხმობდი ბომბში?
- წადი შენი! - ამოიჩხავლა ერთიანად გალურჯებულმა.
- შთამებჭდავი პასუხია, მაგრამ ისევ არასწორი! - ახლა მხარში დვუმიზნე იარაღი და ისევ დავუშვი სასხლეტს.
- გეყოფა! - იყვირა სასოწარკვეთილმა.
- მითხარი რა იგულისხმე წეღანდელ ნათქვამში, თორემ საცერს დაგამსგავსებ, ახვარო! - ვუყვირე გაცეცხლებულმა.
- დადიანი და ჩოხელი, - აკანკალებულმა თავი ძლივს წამოსწია და დანისნული თვალებით შემომხედა - მანქანაში ისხდნენ, იქ... იქ...
ვეღარ დაამთავრა, გული წაუვიდა და თავი უღონოდ ჩამოუვარდა მკერდზე. გაცოფებულმა კარი გავაღე და მოპირდაპირე ოთახში გავედი. ექიმი და აჩი გაშეშებულები ისხდნენ სკამებზე და შიშით იყურებოდნენ ჩემი ოთახისკენ. მათთვის ყურადღება არც მიმიქცევია, მაგიდაზე მდგარ წყლით სავსე ბოთლს ხელი დავავლე და ისევ შევიკეტე ოთახში.
ბოთლს თავსახური მოვხსენი და ცივი წყალი დაუნდობლად შევასხი სახეში. მელოტი ოდნავ შეირხა და გაჭირვებით გაახილა თვალები.
- გააგრძელე რას ამბობდი! - მელოტმა თავი გააქნია, რომ გონს მოსულიყო.
- დადიანი მოკვდა! - უცებ სიცილი აუტყდა და დაელმებულმა ამომხედა - მისი მანქანა აფეთქდა, ხომ გითხარი რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა?
- არა, - თავი გავაქნიე და სკამზე მოწყვეტით დავეხეთქე - შეუძლებელია, ლუკა არ მოკვდებოდა, მატყუებ!
- შენი ნებაა, - ამოიქოშინა ძალაგამოცლილმა - ფეხებზე დაიჯერებ თუ არა, დავიდოვმა შენთვის გამომგზავნა, მერე კი აქედან წავა, საქმეს რომ დაამთავრებს...
თავბრუდამეხვა და თვალებში დამიბნელდა. აკანკალებული ხელით შევეხე კისერზე ჩამოკიდებულ ლექსოს ანგელოზს. ამის დაჯერება არ შემეძლო, არა, ეს შეუძლებელი იყო. ბიჭები მკვდრები ვერ იქნებოდნენ, ლუკა დამპირდა, მითხრა, რომ დაბრუნდებოდა, რომ ეს არაფერი იყო, რომ ამას იოლად მოაგვარებდა. სული შემეხუთა, ცოტაც და გული წამივიდოდა.
- ხომ გეუბნებოდი? - ჩაისისინა ერთიანად თავპირდასისხლიანებულმა და სისხლი იატაკზე გადმოაფურთხა - გეუბნებოდი დადიანი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს-მეთქი!
მისი სისინი შორიდან ჩამესმოდა ყურში, ყველაფერი ისეთი არარეალური იყო, თითქოს ცხადში სიზმარს ვხედავდი. ცხოვრებამ წამში გამიელვა თვალწინ, ლუკას ბოლო კოცნა, მისი უძირო, მწვანე თვალები... ლექსო... თავი ვეღარ შევიკავე და გული ამერია. გამწარებულს ხველა ამიტყდა. მთელი ტანი ციებიანივით მიცახცახებდა, ხელში იარაღის დაკავებაც კი მიჭირდა.
- შეიძლება აქ სიკვდილი მიწერია, მაგრამ იმის ყურებით მაინც დავტკბები როგორ იტანჯები! ყველაფერი დაკარგე, ნაკაშიძე! - ოჯახი, მეგობრები და ლუკა, ის ხომ შენთვის ყველაფერს ნიშნავდა.
ფეხზე გაჭირვებით წამოვდექი და პირი ხელის ზურგით მოვიწმინდე. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს შიგნიდან გამომრთეს. სულში უკუნმა სიბნელემ დაისადგურა. ვეღარაფერს ვგრძნობდი.
- როგორ მოგვაგენი? - ვკითხე უემოციოდ.
- ჩიტმა მომიტანა ამბავი. - მიპასუხა დაცინვით.
- რა ჰქვია მაგ ჩიტს?
- შენი საქმე არ არის!
გამიცინა ირონიულად. ხელი შევმართე და ახლა მეორე მხარში ვესროლე. მელოტი ისევ გამწარებით აკივლდა.
- რა ჰქვია მაგ ვირთხას? - გავიმეორე.
- არ ვიცი, - ამოიხრიალა გამწარებულმა - არაფერი ვიცი, დავიდოვი მის სახელს არავის უმხელდა. შეგიძლია მომკლა მაინც არაფერი ვიცი.
- სად არის დავიდოვი? - ვკითხე მშვიდად.
- რა? - ამომხედა გაოცებულმა.
- სად არის დავიდოვი, შენ ვერ შეძლებ ჩემს იქ მიყვანას, იმიტომ რომ აქვე დაგანთხევინებ ტვინს! ჩემით წავალ მითხარი სად მივაგნო.
- იმ აგარაკზე საიდანაც წამოგიყვანეს, ძვირფასო, - გამიღიმა ბოროტად - დავიდოვი შენს სახლში გელოდება, ხომ იცი როგორი რომანტიკულია.
- კარგი, - მელოტს ნელა მივუახლოვდი და თვალებში ჩავხედე - იმ ღამით დაგინახე! შენ იყავი, მანამდე ვერ ვიხსენებდი, მაგრამ როცა დავბრუნდი, როცა შენს ბოსს თავი დავაღწიე გამახსენდა, ის მოგონებები ამომიტივტივდა თავში რასაც უნებურად ვბლოკავდი. დავიფიცე, რომ გიპოვიდი და აი შენ აქ ხარ!
- რას აკეთებ?! - მკითხა შიშით და დაელმებულმა იარაღს შეხედა.
- ეს ირაკლისთვის!!!
მელოტს თვალები შიშისგან გაუფართოვდა, თუმცა ვეღარაფრის თქმა ვეღარ მოასწრო, იარაღი სწრაფად შევმართე და მთელი მჭიდი სახეზე მივაცალე. მისი სისხლი ცხვირ-პირში შემეშხეფა, კედლები კი ტვინით მოისვარა. იარაღის ლულიდან სისხლის წვეთები წკაპა-წკუპით ეცემოდა იატაკს. სხვა სიტუაციაში შეიძლება შურისძიებით დავმტკბარიყავი, მაგრამ ახლა ვეღარაფერს ვგრძნობდი უსაშველო სიცარიელის და ტკივილის გარდა.
სულში ისეთი ხანძარი მეკიდა, რომ ფიზიკურად სხვას ვერაფერს აღვიქვავდი. თვალწინ გამუდმებით ბიჭები მედგნენ, მათი ხატება არადა არ მშორდებოდა და ჩემს სულში გაჩენილ უზარმაზარ იარებს უარესად მისერავდა.
დავითს ნელა მივუახლოვდი და ინტერესით მოვათვალიერე მისი უსულო გვამი. სახე აზელილ მასად მოუჩანდა, უფრო სწორად თავისგან აღარც აღარაფერი იყო დარჩენილი, მაგრამ მაინც ვერ ვწყნარდებოდი, ეს სისხლი საკმარისი არ იყო. წელში გავსწორდი, ცარიელი მჭიდი გვამთან დავაგდე, ჯიბეში აუჩქარებლად ჩავიყე ხელი და ახალი მჭიდი ამოვიღე. იარაღი გადავტენე და მეორე ოთახში გავედი.
- ნაია! - აჩიმ შიშით დაიხია უკან.
- ესენი გააღვიძეთ და მანქანაში გადაიყვანეთ, აქედან მივდივართ!
სანამ ისინი გონს მოეგებოდნენ და გაინძრეოდნენ ეზოში გავედი და იქაურობა მოვათვალიერე, უკუნი სიბნელე იდგა და რამის გარჩევა მიჭირდა. თოვლზე დატოვებულ ნაკვალევს გავუყევი, ირგვლივ მხოლოდ ტრიალი მინდორი მოჩანდა, მოშორებით კი ორი მანქანა შევნიშნე. ალბათ თავდამსხმელები ამით მოვიდნენ. იქვე ახლოს თორნიკეს მანქანა იდგა, კარი კი ღია დაეტოვებინა. თეთრ თოვლს სისხლის ნაკვალევი აჩნდა. ალბათ როგორც კი შავოსნები შენიშნა, მაშინვე გადმოხტა მანქანიდან და მაშინ დაჭრეს.
შავი მერსედესისკენ გავემართე. კარი გამოვაღე და ჩავჯექი. მანქანა დავქოქე და ნელი სვლით მივიყვანე სახლთან. ექიმი მხარში ამოსდგომოდა ბექას და მანქანისკენ გაჭირვებით მოჰყავდა. კარი შიგნიდან გავუღე, რომ ბექა ჩაესვა.
- ნაია... - ამოიხავლა ძალაგამოცლილმა - რა ხდება?
- თორნიკეც მოიყვანე!
გავხედე ექიმს და მანქანიდან გადავედი, ბექასთვის ყურადღება არ მიმიქცევია. სახლში შევედი და ოთახიდან ჩანთა გამოვიტანე. აჩი და ექიმი თორნიკეს ეხმარებოდნენ წამოდგომაში. ცივად ჩავუარე გვერდით, გარეთ გავედი და ჩანთა ბექას მივაჩეჩე ხელში.
- ჩანთაში გასაღებების აცმაა. ყველაზე დიდი სახლის გასაღებია, ახლა ჩემთან მიგიყვანთ და თქვენ ბინაში ახვალთ, შენ შედარებით უკეთ ხარ ამიტომ თორნიკეს ყურადღება მიაქციე მძიმედ არის დაჭრილი.
- რა? შენ რას აპირებ?
გამომხედა თვალებგაფართოებულმა და გაჭირვებით შესწორდა სკამზე. ამ დროს ექიმმა და აჩიმ თორნიკეც გამოიყვანეს სახლიდან. მეც დავეხმარე და თორნიკე ძლივს ჩავსვით მანქანაში. აჩიც გვერდით მიუჯდა ბიჭებს და კარი მიიხურა. ავთანდილი კი წინა სავარძელზე დაჯდა და მომლოდინედ მომაჩერდა.
- ყველაფერი აიღე რაც გჭირდებოდა? - ვკითხე შუბლშეკრულმა.
- კი - მითხრა შეშინებულმა.
- კარგი, აქ დამელოდე.
ფეხით გავყევი ბილიკს და მეორე მერსედესს მივუახლოვდი. კარი გამოვაღე, ჩავჯექი და მანქანა დავქოქე. საჭე მოვაბრუნე და მერსედესი ეზოში შევიყვანე, ბილიკს როგორც კი გავუსწორდი ღვედი შევიკარი და გაზის პედალს მთელი ძალით დავაჭირე ფეხი. მანქანა საბურავების წივილით გაექანა სახლისკენ, ცოტაც და გამაყრუებელი ჭახანით შევარდა მისაღებ ოთახში.
სავარძელზე ძლიერად შევჯანჯღარდი, მაგრამ არაფერი მომსვლია. ღვედი მოვიშორე და მანქანის შეჭეჭყილი კარი წიხლის დარტმით გავაღე. მერსედესი პირდაპირ ოთახის შუაგულში შევარდნილიყო, გზად კი უსულო გვამები გადაეთელა. აუჩქარებლად მივუახლოვდი სავარძელს, გადასაფარებელი გადავაძრე და მანქანას შემოვუარე. დავიხარე და საწვავის ავზის ხუფი მოვხსენი. გადასაფარებელი შიგნით ჩავჩურთე, ზეწარი კარგად დავასველე და სანახევროდ გადმოვკიდე მანქანაზე.
წელში გავსწორდი და გაზქურას მივუახლოვდი. საკეტები გადავატრიალე და გაზქურა ჩავრთე, გაზმა შიშინით დაიწყო გამოჟონვა. სახლს ბოლოჯერ მოვავლე თვალი და გარეთ გამოვედი. ავთანდილი თვალებგაფართოებული იყურებოდა საქარე მინიდან. მერსედესს მივუახლოვდი და საჭეს მივუჯექი.
- რას აკეთებ? - მკითხა შიშით.
- აქ თუ გვამების გროვას იპოვიან ზედმეტი კითხვები გაჩნდება! - ვუპასუხე ცივად.
მანქანა მოვაბრუნე, ფანჯრიდან ხელი გადავყე და დაჭეჭყილ მერსედესს ტყვია ვესროლე. ერთ წამში ყველაფერი ჰაერში აიწია. გამაყრუებელმა აფეთქებამ წამით ყურთასმენაც კი დამიხშო. აგიზგიზებულ სახლს ბოლოჯერ შევავლე თვალი, რომელიც თვალისმომჭრელად მოჩანდა თეთრად გადაბარდნილ მინდორზე და გაზის პედალს დავაჭირე ფეხი.
- ნაია, სად მივდივართ? - დაიკვნესა თორნიკემ.
- ჩემთან სახლში, იქ არავინ მოგძებნით, საუკუნეა იქ არავინ ყოფილა. - ვუპასუხე მექანიკურად.
- რა მოხდა? რა თქვა იმ ნაბიჭვარმა?
თორნიკეს სარკეში შევავლე თვალი. სახეზე ციფი ოფლი ასხამდა, საშინლად გამოიყურებოდა. მის კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემეძლო, ამას ხმამაღლა ვერ გავიმეორებდი, უბრალოდ არ შემეძლო.
- ნუ ლაპარაკობ, ძალა დაგჭირდება, ახლა უნდა დაისვენოთ ორივემ!
- ნაია, - აჩიმ გაუბედავად გამომხედა.
- აჩი, ყველაფერი რიგზეა! - ვუპასუხე მკაცრად.
მთელი გზა ხმა აღარავის ამოუღია. მანქანას რობოტივით ვმართავდი, საერთოდ დავკარგე დროის შეგრძნება, არადა ძალიან მეჩქარებოდა აგარაკზე დაბრუნება. საკმარისი იყო გონებაში ფიქრით ამ თემამდე მივსულიყავი რომ ტვინში სისხლი მექცეოდა. როგორც იქნა თბილისამდე მივაღწიე და სიჩქარეს ოდნავ მოვუკელი. გზაში თუ გამაჩერებდნენ ახალი პრობლემები დამემატებოდა.
დაახლოებით ერთი საათი დამჭირდა სახლამდე მისასვლელად. ეზოში მანქანა ნელა შევაგორე და კორპუსის წინ გავაჩერე.
- მოვედით - გადავულაპარაკე ექიმს და ბექას ჩემი ჩანთა გამოვართვი - ეს აიღე, შიგ გასაღებების აცმა დევს, ყველაზე დიდი სახლის გასაღებია, კარს ამით გააღებთ, მეცხრე სართულია პირდაპირ კარი. გარეთ არ გამოხვიდეთ და ბიჭებს მიხედე.
- შენ? - ერთხმად მკითხეს სალონში.
- ერთგან ვარ გასასვლელი და მალე დავბრუნდები, ახლა კი გადადით სანამ არავინ არის ქუჩაში, ყურადღებას არ მიიქცევთ.
- ნაია, - თორნიკე შეშფოთებული მომიბრუნდა როცა ექიმი და აჩი მანქანიდან გადმოვიდნენ - რა ჯანდაბას აკეთებ?
- რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა, - ვუპასუხე ცივად - თავს მიხედე, როცა გამოკეთდები აჩის ყურადღება მიაქციე. მარტოს ნუ დატოვებ ახლა კი მანქანიდან გადადი მაგვიანდება!
- არსად არ წავალთ! - ჩაისისინა ბექამ - ხომ არ შეიშალე? ლუკა ჭკუიდან გადავა ამას რომ გაიგებს! - მის ხსენებაზე ტკივილის მძლავრმა ტალღამ დამიარა ტანში და სუნთქვა შემეკრა.
- თქვენი ნებაა.
მანქანიდან გადმოვედი და ექიმს სწრაფი ნაბიჯით მივუახლოვდი, ჩანთა ხელიდან გამოვგლიჯე და გასაღების აცმა ამოვაძვრინე. სახლის დიდი გასაღები ექიმს მივაჩეჩე ხელში, დანარჩენი კი ჯიბეში ჩავიდე.
- ამათ მიხედე, ბინაში აიყვანე და ჩუმად ისხედით, არცერთი არ გამოუშვა გარეთ სანამ არ გამოკეთდებიან!
- ლუკა მართლა მოკვდა? - მკითხა ყბააკანკალებულმა.
- ნაია, - აჩი სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა - რას აკეთებ? სად მიდიხარ?!
- მალე დავბრუნდები, ავთანდილთან დარჩი.
ზურგი ვაქციე და სწრაფი ნაბიჯით გავემართე ფარეხისკენ, რომელიც კორპუსის ოდნავ მოშორებით იდგა. გავიგონე როგორ მეძახდნენ ბიჭები, მაგრამ ყურადღება არავისთვის მიმიქცევია. ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი - დავიდოვისთვის ყელი უნდა გამომეღადრა ან თვითონ მომკლავდა, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის. ყველაფერი ისედაც დასრულებული იყო.
ფარეხის კარი სწრაფად გავაღე და ჩემს მანქანაში ჩავჯექი. ვოლვოს სალონში ჯერ კიდევ ტრიალებდა ირაკლის სუნამოს სურნელი. ეს მეტისმეტი იყო, ისედაც სული კბილით მეკავა... სახეზე ჩამოგორებული ცრემლები სწრაფად შევიწმინდე და მანქანა დავქოქე. მეორე წამს უკვე გზატკეცილზე მივქროდი.
ხელებს მთელი ძალით ვუჭერდი საჭეს, რომ კანკალისგან როგორმე თავი შემეკავებინა. გონებიდან ლუკას სახე არ ამომდიოდა, ვიხსენებდი პირველად როგორ გავიცანით ერთმანეთი, როგორ მოვიხიბლე მისით. ის განსაკუთრებული იყო, გამორჩეული და შეუდარებელი. მისნაირი არასდროს არავინ შემხვედრია.
ახლა კი ის აღარ იყო, აღარც ლუკა და აღარც ლექსო, ჩემი ბიჭები წყვდიადში გაუჩინარდნენ. წყეული ლოდი ყველას წამოგვეწია და მაინც გააკეთა თავისი საქმე, როცა ვიფიქრე, რომ ცხოვრებამ კიდევ ერთი შანსი მომცა, ლუკას სახით, ყველაფერი ისევ დაუნდობლად ჩამომექცა თავზე, მე კი ისევ ცოცხალი გადავრჩი.
სიბრაზიზგან კბილები გავაღრჭიალე და გაზის პედალს მთელი ძალით დავაჭირე წიხლი. ახლა სიკვდილის გარდა არაფერი მინდოდა, ოღონდაც ეს ცეცხლი გამქრალიყო ჩემი სულიდან და ყველაფერზე თანახმა ვიყავი.
შურისძიების წყურვილმა იმდენად დამაბრმავა, რომ ისიც დავკარგე რაც გამაჩნდა. ამას აქამდე ვერ ვხვდებოდი, ვერ ვხვდებოდი როგორ ძალიან მიყვარდა ლუკა, როგორ მჭირდებოდა ის და რომ მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო, შეიძლება ვიცოდი, მაგრამ ახლა ამას ნათლად ვიაზრებდი. უცნაურია, ადამიანი მხოლოდ მაშინ აფასებს რამეს როდესაც კარგავს და როცა დაკარგავ მერე სინანულიც გვიანია.
მშვენივრად ვხვდებოდი რომ სიკვდილთან ჩემი ფეხით მივდიოდი. მე ნამდვილად არ ვიყავი ტერმინატორი ან რომელიმე კომიქსის სუპერგმირი, რომ დავიდოვის მთელი ამალა დამემარცხებინა. ისე მომკლავდნენ, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოვასწრებდი და გულში მიხაროდა კიდეც, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ტანჯვა შეწყდებოდა.
მე ერთი პატარა გოგო ვიყავი ბრაზით და ბოღმით ავსებული, რომელმაც დიდი ხარკი გადაიხადა იმისთვის, რომ შური ეძია საყვარელი ადამიანის მკვლელობისთვის. ვიცოდი, რომ ეს გზა სისხლიანი და ეკლიანი იქნებოდა, ისიც ვიცოდი რამდენი რამის დაკარგვა მომიწევდა, მაგრამ ბიჭები - ეს მეტისმეტი იყო, ცხოვრებაში ყველაფერი დავთმე - დედა, მამა, ირაკლი, მეგობრები, ახლობლები და ყველაზე ძვირფასი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა - ლუკა.
გამწარებულმა მთელი ძალით დავაჭირე ფეხი გაზის პედალს, სპიდომეტრზე ისარი შეშლილივით აცახცახდა. ორ წუთში უკვე მაგისტრალზე მივქროდი. ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, ჩემი წყეული ამბიციების, ჩემი სიძულვილის რომელმაც გზად ყველა და ყველაფერი გაანადგურა.
მანქანის საბურავებს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები არ ეკეთა, ამიტომ როცა აგარაკისკენ მიმავალ აღმართზე გიჟივით ავარდა ვოლვო მოვცურდი და საჭე რომ არ დამეჭირა ალბათ ავარია მომივიდოდა. შენელების ნაცვლად კიდევ უფრო დავაჭირე ფეხი გაზის პედალს და მანქანა არანორმალური სისწრაფით მოსწყდა ადგილიდან.
სულ ცოტაც და აგარაკს მივუახლოვდებოდი, საქარე მინაში გავიხედე და შავ უზარმაზარ კვამლს მოვკარი თვალი. რაღაც იწვოდა, რაღაცას ცეცხლი ეკიდა. საჭე მკვეთრად მოვაბრუნე და აგარაკისკენ მიმავალ ბილიკს დავადექი და სულ მალე სულისშემძვრელი სანახაობა გადამეშალა თვალწინ. უზარმაზარი სახლი ცეცხლის ალში იყო გახვეული. ცეცხლის ენები ლამის ცას სწვდებოდა და ოქროსფერ ნაპერწკლებს გამეტებით ისროდა - აგარაკი იწვოდა.
- არა, არა - ვოლვო მოწყვეტით დავამუხრუჭე და სწრაფად გადმოვხტი მანქანიდან - შეუძლებელია, აქ უნდა ყოფილიყო!
აკანკალებული მივუახლოვდი მობრდღვიალე სახლს. ისეთ ჯოჯოხეთური სიცხე იდგა, რომ გარშემო თოვლი აღარსაც ჭაჭანებდა. ყველაფერს ცეცხლი ეკიდა - სახლს, ფარეხს, რამდენიმე მანქანას. აქაურობა სულ გადაებუგათ.
- არა! - თვალზე ცრემლი ჩამომიგორდა და მუხლი მომეკვეთა.
მიწაზე მოწყვეტით დავენარცხე მუხლებით და აბრიალებულ სახლს ავხედე. თავი კოშმარში მეგონა, დაუსრულებელ კოშმარში.
- აქ უნდა ყოფილიყო, - ვბუტბუტებდი შეშლილივით - სად წავიდა ყველა?! დავიდოვ!!! - ვიკივლე ბოლო ხმაზე - სად ხარ !
ვეღარ გავუძელი, აქამდე იმის იმედით მოვაღწიე, რომ დავიდოვს შევხვდებოდი, შედეგად კი მხოლოდ გადამწვარი წარსული დამხვდა, ყველაფერი დაინგრა, დაიწვა და ფერფლად იქცა - ისევ.
- ასე არ მომექცე, - ჩავიჩურჩულე უღონოდ - ისევ ცოცხალს მტოვებ, ისევ მომაკვდავს მაგდებ და გარბიხარ, დაბრუნდი! - ვიკივლე ბოლო ხმაზე და შერჩენილი ძალებიც ამოვწურე.
ვიგრძენი თავბრუ როგორ დამეხვა, ყურებმა წივილი დამიწყეს, ორგანიზმი მომიდუნდა და პირქვე დავემფხე სველ მიწაზე. ბუნდოვნად ვარჩევდი უზარმაზარ წითელ ლაქას, რომელიც გველის ენებივით ირწეოდა, ყველაფერი უფრო გაიდღაბნა. გონებას ვკარგავდი.
- ნაია! - მომესმა ყვირილი, ან შეიძლება უბრალოდ მომეჩვენა. თვალები დავხუჭე და შავ წყვდიადს დავნებდი, იმის იმედით რომ ვეღარ გამოვიღვიძებდი.
- ჯანდაბა, - მომესმა ჯაჯღანი და ვიღაც დამეჯაჯგურა, რომ ხელში ავეყვანე - ამისთვის მეტისმეტად მოხუცი ვარ!
ეს ბოლო სიტყვები იყო რაც გავიგონე, შემდეგ კი წყვდიადში ჩავყვინთე და აღარაფერი მიგვრძნია.


თავი ოცდამეცამეტე
თვალები ძლივს გავახილე, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს როდეოზე ყველა ხარმა ჩემზე ირბინა, ყველა გოჯი მტკიოდა. თვალები ავახამხამე და აღმოვაჩნე, რომ მანქანის წინა სავარძელზე ვიჯექი. დაფეთებულმა გვერდით მივიხედე და გავშრი:
- შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!
- მეც მიხარია შენი ნახვა, - წაიბუზღუნა სონგულიამ - როგორც ყოველთვის შესანიშნავი ხასიათი გაქვს!
- რა? აქ რას აკეთებ მეთქი? ან სად მიგყავარ?
- და შენ რა ჯანდაბას აკეთებდი იმ წყეულ აგარაკზე? მადლობა მითხარი, რომ იქაურობის შემოწმება გადავწყვიტე და პირდაპირ არ დავურეკე „ძაღლებს“, თორემ ახლა განყოფილებაში იჯდებოდი გამომწყვდეული!
- ვერაფერი გავიგე, რა გინდოდა აგარაკზე?
- გრძელი ამბავია და საერთოდაც რას ჰგავხარ? ერთიანად სისხლში ხარ ამოგანგლული, საგიჟეთიდან გამოქცეულს ჰგავხარ!
- მე კი მეგონა, რომ რომელიღაც თხრილში შენს ლეშს მატლები ჭამდნენ!
- ვწუხვარ, რომ იმედი გაგიცრუვდა, - მანქანის ქვედა უჯრა გამოაღო და სველი ხელსახოცების შეკვრა ჩამიგდო კალთაში - ეცადე, როგორმე ეგ სისხლი მოიშორო, მანიაკს ჰგავხარ! და საერთოდაც როგორ აღმოჩნდი აგარაკზე? მეგონა დადიანმა სხვაგან წაგიყვანა.
- და შენ როგორ აღმოჩნდი ცოცხალი? ან რას აკეთებდი აგარაკზე? ან საიდან იცი რომ... - ლუკას სახელის ხსენება ვერ მოვახერხე - რომ სხვაგან ვიყავი?
სონგულიამ გვერდულად გამომხედა და უხმოდ გახედა საქარე მინას. მისი ეს გამომეტყველება არ მომეწონა.
- რატომ გაჩუმდი? ან სად მივდივართ?
- უსაფრთხო ადგილზე - მიპასუხა მოკლედ.
- გააჩერე მანქანა - ვუპასუხე წყნარად.
- რა?
- გააჩერე ეს წყეული მანქანა! - ვუყვირე გაშმაგებულმა.
- რა ბზიკმა გიკბინა?! - დაიღრინა გაღიზიანებულმა.
მანქანა გზიდან გადაიყვანა და შეაჩერა. მიდამო მოვათვალიერე, ადგილი საერთოდ არ მეცნო, გზატკეცილი სადღაც წინ მიემართებოდა, არც სახლები მოჩანდა არც შენობები, საერთოდ არაფერი. მხოლოდ ტყე.
- ახლა ყველაფერს მომიყვები ან მარტო მოგიწევს მგზავრობა „უსაფრთხო“ ადგილამდე!
- შენი აზრით ახლა ამის დროა? როცა დავიდოვის ცოფიანი ძაღლი აქეთ-იქით დაძრწის სისხლმოწყურებული მხეცივით და ყველგან დაგეძებს?
- მელოტს გულისხმობ? - გავხედე ცივად.
- ჰო.
- ნუ ნერვიულობ, აქედან ძალიან შორს არის და იმედი მაქვს ლუციფერი მასთან მშვენიერ დროს ატარებს.
- რა? - სონგულიას გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
- ეს მისი სისხლია, - ვუპასუხე უგულოდ, სველი ხელსახოცის შეკვრა გავხსენი და ერთი ხელსახოცი ამოვაძვრინე.
- რა მოხდა? - მკითხა თვალებგაფართოებულმა.
- ერთ-ერთ უსაფრთხო ადგილზე ვიყავი გადამალული, მაგრამ მაინც მოგვაგნეს, ჰოდა ხომ იცი როგორც ხდება ხოლმე, ამჯერად მე ვაჯობე.
- მოკალი? - მკითხა ხმაჩახლეჩილმა.
- არა, ყავაზე დავპატიჟე! რა თქმა უნდა, მოვკალი. უფრო სწორად, ტვინი დავანთხევინე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით! - გაღიზიანებულმა სველი ხელსახოცით სახე მოვიწმინდე, თეთრი ნაჭერი მაშინვე წითლად შეიღება.
- რას მომშტერებიხარ? - ვკითხე შუბლშეკრულმა, როცა მისი დაჟინებული მზერა ვიგრძენი.
- რა დაგემართა? შენს თავს არ ჰგავხარ! - დაკვირვებით შემათვალიერა ერთინად გაფითრებულმა.
- კარგი ერთი, როდის აქეთ მიცნობ კარგად, რომ მაგდენს მიხვდე?!
- და ბიჭები რა ჯანდაბას აკეთებდნენ? შენით რატომ მოგიწია თავის დაცვა?
- ბევრნი იყვნენ, ბიჭები დაიჭრნენ. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ყველას ამოგვხოცავდნენ. ჩემდა საბედნიეროდ ყველაზე გემრიელი ნაჭერი მე შემხვდა.
სახეს მონდომებით ვიწმენდდი და ზიზღით ვისროდი მოსვრილ ხელსახოცებს ფანჯრიდან. სონგულია კი გაოგნებული სახით იჯდა სავარძელზე და ისეთი სახით მიყურებდა თითქოს დრაკონი ვიყავი და ნებისმიერ წამს გამოვაფრქვევდი ცეცხლს პირიდან.
- ის მკვდარია, მაგრამ დავიდოვი ისევ ცოცხალია. - დავიღრინე გაშმაგებულმა და სისხლიანი ხელების წმენდას შევუდექი.
- მკვდარია.
მიპასუხა სონგულიამ პაუზის შემდეგ და მანქანა დაქოქა. ხელი გამიშეშდა და თვალებგაფართოებულმა დეტექტივს გავხედე.
- ვინ არის მკვდარი? - ვკითხე დაბნეულმა, დარმწუნებული ვიყავი რომ მკვდარში დავიდოვი არ იგულისხმებოდა.
- დავიდოვი. - მიპასუხა მოკლედ და სიჩქარეს მოუმატა.
მისი ნათქვამი ტვინმა ძალიან ნელა აღიქვა. დარწმუნებული ვიყავი, რომ შეცდომა იყო, ან სონგულიას ეჩვენებოდა რამე, დავიდოვი როგორ მოკვდებოდა?! რაღაც სისულელე იყო.
- რეებს ბოდავ?!
- იმ აგარაკთან ერთად გამოიბუგა, დეტალები არ ვიცი რა როგორ მოხდა, მაგრამ ცეცხლში დაიწვა.
- კი მაგრამ როგორ?! ან შენ საიდან იცი, საერთოდ იქ რას აკეთებდი?
- ყველაფერს მოგიყვები როცა ადგილამდე მივალთ, ცოტა დარჩა.
- სად მიგყავარ?
- როგორც უკვე გითხარი, - გამომხედა სერიოზულად - უსაფრთხო ადგილზე.
- თუ დავიდოვი მკვდარია საფრთხე აღარავისგან მემუქრება.
ვუპასუხე ცივად, თუმცა ამის დაჯერება მიჭირდა, ვერ წარმომედგინა, რომ მონსტრი, რომელსაც ამდენი ხანი ჩემი ღამის კოშმარი იყო, მოკვდა!
- პოლიციელები მოსვენებას არ მოგცემენ, ამიტომ ჯობია მკვდრად დარჩე.
- რაო? - გაოცებულმა სონგულიას გავხედე - რას ნიშნავს მკვდრად დავრჩე?
- აი, უკვე მოვედით. - ჩემი კითხვისთვის არ უპასუხია.
საჭე მარცხნივ მოაბრუნა და ტყისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა. გაოცებულმა საქარე მინაში გავიხედე. მანქანა უღრანი ტკისენ მიიკვლევდა გზას, ხუთი წუთიც და მოშორებით გალაკული ხის კოტეჯი გამოჩნდა. საკვამურიდან შავი ბოლი ბოლქვებად ამოდიოდა, სახლში ვიღაც იყო.
- აქ სად მომიყვანე?
- ნახავ.
მანქანა კოტეჯთან მიიყვანა და შეაჩერა. ძრავა გამორთო და დაასიგნალა. ცოტახანში კოტეჯის კარი გაიღო და იქიდან ვიღაც უცხო კაცი გამოვიდა. ვერ ვიცანი, აქამდე არასოდეს მენახა. ეს ამბავი უფრო და უფრო არ მომწონდა - სად ჯანდაბაში მომიყვანა სონგულიამ?!
- ეს რაღა ჯანდაბას აკეთებს აქ? - შუბლშეკრულმა გახედა უცნობს - გადმოდი! - შემიღრინა გაღიზიანებულმა.
მანქანის კარები გავაღეთ და გადმოვედით. ჯერ კიდევ დაეჭვებული თვალს არ ვაცილებდი უცხო კაცს, რომელიც შუბლშეკრული მოგვჩერებოდა. მაღალს და ხმელ-ხმელს შავი ლაბადა მოესხა მხრებზე. შევერცხილი თმა წვერი კი ასაკს ჰმატებდა, არადა სულ არ ჩანდა ხნიერი. გადატკეცილ სახეზე ერთი ნაოჭიც კი არ მოუჩანდა.
- გამარჯობა დავით, - ღიმილით მიესალმა უცნობი სონგულიას. მსუბუქი აქცენტი დაჰკრავდა, ალბათ რუსი იყო.
- ზვიად, - სონგულიამ უკმაყოფილოდ გახედა უცნობს და გვერდით ამომიდგა - შენს აქ ნახვას არ ველოდი, მეგონა მოსკოვში იყავი!
- ეგ ამბავი ძალიან გაგახარებდა, არა? - გაუღიმა ზვიადმა და მზერა ჩემზე გადმოიტანა - შენ ალბათ ნაია ხარ.
- თქვენ ვინ ხართ? - ვკითხე ცივად, ეს უცნობი მაინც და მაინც არ მომწონდა.
- კიდევ ერთი კრიმინალი, რომელიც დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დატოვებს ამ, ისედაც გაჩანაგებულ, ქვეყანას! - დაიღრინა სონგულიამ - ისედაც საკმარისად შევტოპე, ეს მეტისმეტია!
- წყნარად, დავით! - მომესმა მკაცრი ხმა.
ტანში მტკივნეულმა ჟრუანტლემა დამიარა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მომესმა. ნუთუ იმდენად გავგიჟდი, რომ მისი ხმა მეჩვენებოდა? მთელი ტანი ამიცახცახდა. კოტეჯის უკანა მხრიდან ლუკამ გამოაბიჯა, უკან კი ლექსო მოჰყვებოდა, ორივე ცოცხალი იყო და უვნებელი.
შოკისგან და ელდისგან მუხლი მომეკვეთა და მანქანას ჩამოვეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი. შეუძლებელია ეს სიმართლე ყოფილიყო, ნამდვილად შევიშალე, საბოლოოდ გადავედი ჭკუიდან.
- ბევრს ნუ ლაპარაკობ.
შეუღრინა ლუკამ და ჩემსკენ წამოვიდა შეშფოთებული სახით. რაც უფრო მიახლოვდებოდა მით უარესად ვგრძნობდი თავს. თითქოს სიზმარში ვიყავი და ნებისმიერ წამს შეიძლებოდა გამოვფხიზლებულიყავი.
- შეუძლებელია, - ამოვიჩურჩულე ცრემლმორეულმა და ლუკას გაშტერებული მივაჩერდი - შენ... შენ...
- აქ ვარ, - ლუკა მომიახლოვდა და ნაზად შემეხო სახეზე - ხომ გითხარი დავბრუნდები მეთქი.
ეს ბოლო იყო, თავი ვეღარ შევიმაგრე და ჩავიკეცე. ლუკამ დროულად შემაშველა ხელი, იქამდე დამიჭირა სანამ ძირს დავეცემოდი და ხელში ამიტაცა.
- ყველაფერი კარგადაა საყვარელო, - ჩამჩურჩულა ყურში - შენთან ვარ!
შუბლზე ნაზად მაკოცა და კოტეჯისკენ წამიყვანა. ლუკას ტკბილი სურნელი ღრმად შევისუნთქე, არა ნამდვილად ის იყო, აშკარად ცუდად იყო ჩემი საქმე. ასეთი მძაფრი წარმოსახვა ჩემნაირი ტვინაღრძობისთვისაც კი მეტისმეტი იყო. ლუკამ კოტეჯში შეაბიჯა და კარი მიიხურა.
აქაურობა პატარა ზღაპრულ სახლს ჰგავდა. ყველგან რბილი სავარძელი იდგა, ოთახის კუთხეში კი გრძელი რბილი ტახტი დაედგათ, ზედ კი დათვის ტყავის გადასაფარებელი დაეგოთ. იქვე იდგა მომცრო, ხისგან გამოჩორკნილი მაგიდაც. პრიალა იატაკზე ფუმფულა კრემისფერი ნოხი გაეფინათ, რომელიც ცხოველის ტყავს წააგავდა. ოთახის მარცხენა კუთხეში ბუხარი გიზგიზებდა, მარჯვენა მხარეს კი ორი ხის გალაკული კარი მოჩანდა ოქროსფერი სახელურებით.
ლუკამ ფუმფულა ტახტზე ჩამომსვა და გრძელი თმა უკან გადამიყარა. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ ნამდვილად ცოცხალი იყო და არაფერი მეჩვენებოდა. აკანკალებული ხელით შევეხე სახეზე და ცრემლები წამომივიდა.
- მეჩვენები ხომ?
ყელში ბურთი გამეჩხირა, გულში არანორმალური შიში მიფუთფუთებდა, იქნებ ჯერ კიდევ მეძინა და ყველაფერი მესიზმრებოდა, იქნებ აგარაკთან რომ გული წამივიდა აღარც გამიღვიძია?!
- მე პირობას ყოველთვის ვასრულებ, - გამიღიმა თბილად და მწვანე თვალებით სიყვარულით შემომხედა - არაფერი გეჩვენება, მე შენთან ვარ.
- რა ვიცი რომ ნამდვილი ხარ? ან იქნებ მეჩვენები? ან საბოლოოდ შევიშალე ჭკუიდან?
- კარგი - ლუკა ღიმილით დაიხარა და ვნებიანად მაკოცა ტუჩებზე.
ტანში ელექტროდენივით დამიარა ცხელმა ტალღამ და სუნთქვა შემეკრა. მისი ტუჩები ისეთივე თბილი და ტკბილი იყო როგორც ყოველთვის. მთელი ტანი ამიკანკალდა. ლუკას მაგრად მოვხვიე კისერზე ხელები და ჩემსკენ მივიზიდე.
- აბა, ესეც არარეალურია? - მკითხა ჩურჩულით და თვალებში თბილად შემომხედა.
- ლუკა! - ამოვიტირე სასოწარკვეთილმა და გულში ჩავეკარი - მეგონა დაგკარგე.
- ყველაფერი რიგზეა, - მკლავები შემომხვია და თავზე ხელი გადამისვა - ახლა ერთად ვართ, ყველაფერი დამთავრდა.
- მელოტმა მითხრა, რომ დაიღუპეთ და მე... - აცრემლებულმა სიტყვებს თავი ვეღარ მოვუყარე.
- ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნი, - სახეზე ნაზად ჩამომისვა ხელი - მოიცა, ეს რა სისხლია? - თავი ამაწევინა და ყელი მომითვალიერა, როგორც ჩანს სისხლის ბოლომდე მოშორება ვერ მოვახერხე.
- ჩემი არ არის. - ვუპასუხე ხმაგაბზარულმა და თვალი ავარიდე.
ამ დროს კარიც გაიღო და დანარჩენები შემოვიდნენ. სონგულიას სახეზე უკმაყოფილება ეწერა, ზვიადი კი მისი რეაქციით უფრო ხალისობდა. ლექსოს თმა ალაგ-ალაგ შეტრუსვოდა, სხვა მხრივ უვნებელი ჩანდა.
- ლექსო! - გამიხარდა, რომ თემის შეცვლის საბაბი მომეცა, წამოვდექი და მეგობარს ჩავეხუტე.
- ცეროდენა, - მიპასუხა ძველებურად და ღიმილით გადამეხვია - გეგონა ასე იოლად მომიშორებდი თავიდან?
- იდიოტებო! - გაგულისებულმა მთელი ძალით ჩავარტყი მუშტი მკერდში - წარმოდგენა მაინც გაქვთ რა დამემართა?!
- ახლა თუ საკუთარი ხელით არ მომკლავ მადლობელი ვიქნები - მიპასუხა სიცილით, მერე უცებ უკან გადგა და შუბლშეკრულმა შემათვალიერა.
- რა იყო? - შევუბღვირე გაბრაზებულმა.
- თმაში სისხლი გაქვს? დაჭრილი ხომ არ ხარ?
- ჩემი არ არის, - გავიმეორე უხალისოდ - ამაზე მერე. აქ რა ჯანდაბა ხდება ამიხსნის ვინმე?
ლუკა ფეხზე წამოდგა და ლექსოს მრავალმნიშნველოვნად გადახედა, ისიც უმალ ჩამომეცალა და ოთახის მოპირდაპირე კარში გაუჩინარდა. ზვიადი კი სკამზე ჩამოჯდა და მელასავით გახედა სონგულიას, რომელიც დაბღვერილი თვალს არ აცილებდა დაუპატიჟებელ სტუმარს.
- აბა, დეტექტივო, - ლუკა სონგულიას მიუახლოვდა და შუბლშეკრულმა შეხედა - რა ამბები გაქვს, მშვიდობაა?
- მშვიდობა? - დავითს გიჟივით გაეცინა - მშვიდობა კი არა, ნამდვილი საგიჟეთია თბილისში. პოლიცია გვამების კრეფას ვერ აუდის. გარეუბანში აგარაკები ცეცხლის ალშია გახვეული, უკრაინის და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა და ეს ყველაფერი ერთ კანონიერ ქურდს ბრალდება, რომელიც ოფიციალური ცნობით გარდაცვლილად ცხადდება. როგორ ფიქრობ მშვიდობას ჰგავს ეს? მე კი სწორედ იმ გარდაცვლილთან ერთად ვიმყოფები ამ მიკარგულში, ეს ყველაფერი ძალიან ცუდ ანეგდოტს ჰგავს!
- ტონს დაუწიე! - შეუღრინა ლუკამ - ნუ გავიწყდება ვის ელაპარაკები! - სონგულიას სახეზე აშკარა გაღიზიანება დაეტყო, თუმცა სიტყვა აღარ უთქვამს - შენი მონაყოლიდან გამომდინარე ყველაფერი მშვენივრად ყოფილა, - თქვა ლუკამ და სკამზე ჩამოჯდა. მე კი ისევ გაშტერებული ვიდექი და მოსმენილის გააზრებას ვცდილობდი - ჩამოჯექი დავით, სალაპარაკო გვაქვს.
- ლუკა, - დეტექტივი უხალისოდ დაეშვა სკამზე და ლუკას მორიდებით შეხედა - ვიცი ეს რატომაც გააკეთე, მართალია არ მესმის და არ ვამართლებ შენს საქციელს, მაგრამ დავიდოვი იმ იშვიათი ჯიშის ცხოველს მიეკუთვნებოდა, რომელიც უნდა მომკვდარიყო!
- შეხედე ზვიად, - ლუკამ ღიმილით გადახედა მეგობარს - მწვადის ჭამა უნდა, მაგრამ ხელების გასვრას ერიდება.
- ეგ არაფერ შუაშია! - აიჯაგრა დავითი - მე ჯერ კიდევ დეტექტივი ვარ, ჩემი მოვალეობა კი დამნაშავეების დილეგში გამოკეტვაა და არა მათი დახოცვა.
- ჰო, დავით, დამნაშავეების, - თვალები გააკვესა ლუკამ - რაღაც არ მახსენდება ოთხი წლის წინაც იგივე პრინციპებით გეხელმძღვანელოს.
- მე შეცდომა დავუშვი, ამას ვაღიარებ. - ლუკას თვალი აარიდა და კეფა უხერხულად მოიქექა.
- გეყოფა, - ლუკამ ზიზღით შეხედა - ეს ლაპარაკი უკვე გულს მირევს, წარსული წარსულში დარჩა, თუმცა არაფერი შეცვლილა, შენ ისევ პოლიციელი ხარ მე კი კანონიერი ქურდი. ჩვენ შორის მშვიდობა არასოდეს იქნება. როცა ამ კარიდან გააბიჯებ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. შენ ისევ შეგეძლება ქუჩებში სირბილი და დამნაშავეების თუ უდანაშაულოების ციხეში ამოყუდება, მე კი ჩემს ცხოვრებას გავაგრძელებ. თუმცა დღევანდელი ჩემი სტატუსი არ შეიცვლება, მე მკვდრად უნდა დავრჩე საქართველოსთვის.
- ამას აზრი არც აქვს, მე უკვე აღარ ვარ გამომძიებელი. დავიდოვის ამბების შემდეგ უკან აღარავინ მიმიღებს, იქაურობა გველებით არის სავსე.
- მიგიღებენ, - ჩაიცინა ლუკამ და გვერდულად გახედა დავითს - როცა იქაურობას გაწმენდ აუცილებლად დაგაბრუნებენ სამსახურში.
- და ამას როგორ მოვახერხებ? - ლექსო უკან გამობრუნდა და თან მოზრდილი ყვითელი კონვერტი გამოიტანა. ლუკამ კონვერტი გამოართვა და სონგულიას დაუგდო ცხვირწინ.
- ამით, - უთხრა ცივად და სონგულიას მზერა გაუსწორა - ეს გიორგი ნაკაშიძის ფაილებია, სრული კომპლექტი, ყველა ის ჩანაწერი რაც მან შეაგროვა სანამ მოკლავდნენ! - გაოცებულმა მოზრდილ კონვერტს შევხედე, საიდან აღმოჩნდა ის აქ?!
- რა? - სონგულიას თვალები გაუფართოვდა - შენ საიდან გაქვს?
- ამას შენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს! - მოუჭრა მოკლედ.
- და მე მაძლევ? ამას რატომ აკეთებ?
- ამას შენთვის არ ვაკეთებ - უპასუხა ცივად და მე გამომხედა - ნაიას მამა ამ საქმეს შეეწირა, იმ კაცს უნდოდა ეს ყველაფერი გამჟღავნებულიყო და ამისთვის ყველაფერი დაკარგა - სიცოცხლეც და ოჯახიც. მე ასე გადავწვიტე, მის დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ გესტუმრები!
გაოცებულმა ლუკას გავხედე. მისგან ასეთ ნაბიჯს არ ველოდი, გული მადლიერებით და სითბოთი ამევსო. კბილი კბილს დავაჭირე, რომ თვალზე მომდგარი ცრემლები როგორმე შემეკავებინა. მისმა საქციელმა გული ამიჩუყა, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ყოველთვის განვიცდიდი, რომ მამაჩემის სიკვდილი ამაო იყო, რომ მისი მოპოვებული ფაილები ვაჩესთან ერთად დაიმარხა.
- კარგი, - სონგულიამ კონვერტი აიღო და წამოდგა - იცი, არ მეგონა ამას ოდესმე თუ ვიტყოდი, მაგრამ შენ შენს მოდგმას არ ჰგავხარ. ზედმეტად ჭკვიანი და სამართლიანი ადამიანი ხარ. ამის გამო კი პატივს გცემ, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი მტრები ვართ. დანარჩენს თავად მივხედავ, პრობლემები არ გექნება, მშვიდობით! იმედი მაქვს აღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს. - ლუკამ ოდნავ დაუქნია თავი.
დეტექტივმა ბოლოჯერ შეგვავლო თვალი ყველას და სახლიდან გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ სონგულიას ვერასოდეს ვიტანდი, გული მაინც უსიამოვნოდ შემიტოკდა. დაუფიქრებლად ჩავუარე ბიჭებს და დავითს წამოვეწიე, რომელიც უკვე მანქანაში ჯდებოდა.
- რა მოხდა, დადიანმა გადაიფიქრა და ტვინი უნდა დამანთხევინოს? - გამომხედა ირონიულად.
- იუმორი შენი საქმე არ არის, ისევ ქუჩას მიხედო ჯობია. - ვუპასუხე ცივად, თუმცა მაინც გამეღიმა.
- თავს მიხედე ნაია, მე ვიზრუნებ იმაზე, რომ შენც მკვდრად დარჩე ისევე როგორც ლუკა, ასე ყველა შეგეშვება და მშვიდად ცხოვრებას შეძლებ, მეეჭვება ეს მის ხელში მოახერხო, მაგრამ მაინც.
- ისევ იკბინები, - გავხედე წარბაწეულმა - ისე წვერის გაპარსვა არ გაწყენდა, ბებერ ღამურას ჰგავხარ.
- ლაწირაკი! - ჩაიბურდღუნა უკმაყოფილოდ და მანქანა დაქოქა.
- ბეხრეკი არამზადა! - დავუბრუნე პასუხად, სონგულიას ჩაეცინა, ბოლოჯერ გამომხედა, თავი დამიქნია და წავიდა.
თვალი არ მომიშორებია, სანამ მისი მანქანა ნაძვებს არ მოეფარა. ლუკა სახლიდან გამოვიდა და ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა.
- კარგად ხარ?
- შენ აქ ხარ, ცოცხალი და უვნებელი, რა თქმა უნდა, კარგად ვარ - გავუღიმე და ნაზად ვაკოცე ტუჩებზე.
- ხშირად უნდა მოვკვდე, არც კი მახსოვს ბოლოს თვალები ასე როდის გიბრწყინავდა - გამიღიმა ეშმაკურად.
- იდიოტო! - დავუცაცხანე გაბრაზებულმა და მუშტი ჩავარტყი მხარში - მსგავსი რამ მეორედ აღარ გაიმეორო!
- კარგი, კარგი ნუ ბრაზდები - წელზე ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა - ბევრ რამეზე გვაქვს სალაპარაკო, სონგულიამ რომ დამირეკა და მითხრა, მასთან იყავი ამოვისუნთქე. თავშესაფარში მოგაკითხე, მაგრამ იქაურობა გადაბუგული დამხვდა, მეგონა რომ... რა მოხდა?
- ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ მანამდე... ლუკა, ის მართლა მკვდარია? - ლუკას მზერა გაუმკაცრდა და ყბაზე კუნთი დაეჭიმა.
- წამოდი.
ხელი ჩამჭიდა და კოტეჯს უკანა მხრიდან შემოუარა. სახლის ფანჯრის ქვემოთ ხის ორი მოზრდილი კარი გამოჩნდა - ეს სარდაფის ხუფი იყო. გამიკვირდა, ერთი შეხედვით არ ეტყობოდა რომ ამ ციცქნა სახლს სარდაფიც ჰქონდა. ლუკა ხუფს მიუახლოვდა და მძლავრად მოზიდა თავისკენ. კარი ჭრიალით გაიღო და ხის კიბეები გამოჩნდა, რომელიც თავდაღმართზე ეშვებოდა.
ლუკა დამეხმარა და სარდაფში ჩავძვერით, თვალები ავახამხამე, რომ სიბნელისთვის თვალი შემეჩვია, ბუნდოვნად განათებული ოთახი ნელ-ნელა მკვეთრად გამოიკვეთა და გაოცებულმა სკამზე დაკოჭილ მამაკაცს შევხედე, რომელსაც თავ-პირი ისე ჰქონდა დასისხლიანებული, რომ სახის გარჩევა მიჭირდა. პირი კი ბინძური ჩვარით ჰქონდა აკრული. ტყვემ თავი ასწია და მრისხანე და სიძულვილით სავსე მზერა შემოგვანათა. ეს მკვდრისფერი თვალები მაშინვე ვიცანი და გულში არნახულმა სიძულვილმა დამიარა.


თავი ოცდამეთოთხმეტე
- როგორ გადარჩა? - ავხედე ლუკას ერთიანად აცახცახებულმა, თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ყელში არ ვცემოდი და ჩემი ხელით არ გამეგუდა.
- გრძელი ამბავია, - ჩაილაპარაკა ხმადაბლა და დავიდოვი ზიზღით შეათვალიერა - ზემოთ ავიდეთ, ყველაფერს მოგიყვები.
ლუკას აღარ ვუსმენდი, დამშეული მხეცივით შევყურებდი დავიდოვს. მთელი ეს დრო, მთელი ეს წლები - ყველაფერი დავთმე ამ წუთისთვის, ყველაფერი გავწირე, რომ ეს ხელში ჩამეგდო, ისეთი უმწეო და უსუსური როგორსაც ახლა ვხედავდი. გონება მომეწამლა, სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი, ვგრძნობდი ჩემში ბოროტი სიხარული როგორ ბობოქრობდა.
- მასთან მარტო დამტოვე. - მივუბრუნდი ლუკას - გთხოვ, არაფერს ვიზამ უშენოდ. პირობას გაძლევ, უბრალოდ მასთან მარტო მინდა გასაუბრება.
- ნაია... - ლუკამ ყოყმანით შემომხედა, ალბათ ჩემს თვალებში ამოკითხული მძვინვარე გრძნობები აჩერებდა.
- გთხოვ, არაფერს ვიზამ!
- კარგი, აქვე ვიქნები, თუ რამე დაიძახე.
ლუკამ ცერად გახედა დავიდოვს, შემდეგ შებრუნდა და კიბეებს აუყვა. ღრმად ჩავისუნთქე და დავიდოვისკენ შევბრუნდი, ის კი ისევ სიძულვილით და მრისხანებით სავსე მზერით მომჩერებოდა. ტუჩებზე ცივი ღიმილი გადამეფინა, ნელა მივუახლოვდი და პირზე აკრული ჩვარი მოვაშორე.
- ძალიან, ძალიან ცუდი დღე გაგითენდა დავიდოვ, - გავუღიმე ცივად და თვალებში ჩავხედე, - იცი რამდენი ხანი ველოდებოდი ამ დღეს?
- პატარა ნაია, როგორი სასიამოვნო სიურპრიზია, მე კი მეგონა რომ საიქიოში გაგისტუმრე.
- დროა შენს წარმოსახვას მიხედო. - ვუპასუხე ირონიულად - იჩქარე, ბევრი დრო აღარ დაგრჩა, წამზომი ჩართულია!
- კი, მაგრამ რამდენი სიცოცხლე გაქვს?! - შემომიღრინა ავად - იმ წყეულ ტყეში ცოცხალი ვერ გადარჩებოდი, მითუმეტეს შენი იარებით! იქიდან გზა არსად მიდიოდა, იმ ღამით უნდა მომკვდარიყავი, ძუკნა! რამდენჯერაც მომაკვდავი დაგაგდე იმდენჯერ მოახერხე სამშვიდობოზე გამოღოღება!
- იმდენჯერ დავბრუნდები უკან რამდენჯერაც საჭირო იქნება, - გავუცინე ბოროტად - ერთხელ უკვე გითხარი, რომ ჯოჯოხეთიდან მოვბრუნდი, შენს წასაყვანად !
- ჰო? - დავიდოვს ტუჩებზე საზიზღარი ღიმილი გადაეკრა - ყოჩაღ, გაიმარჯვე, მაშინვე უნდა მომეკალი, როცა ხელში ჩაგიგდე.
- აჰ, მე ხომ გირჩიე, რომ ასეც მოქცეულიყავი? ხომ გაგაფრთხილე აქედან აუცილებლად ავდგები და მოგაკითხავ მეთქი?
- იმაზე მეტად გაგიმართლა ვიდრე წარმოვიდგენდი, - ჩაისისინა ავად და თვალები გააკვესა - ახლა რას იზამ მომკლავ?
- იცი, ამ ბოლო დღეებში იმდენი რამ გადავიტანე, რომ მივხვდი შურისძიებას კარგი არაფერი მოაქვს. მას თან იმაზე მეტი სისხლი და ტკივილი ახლავს ვიდრე ბევრს წარმოუდგენია, მაგრამ ჩემი შენდამი სიძულვილი... ოჰ, შენ არ იცი ეს როგორი ძლიერია, იმდენად ძლიერი, რომ შენი სარდაფიდან თავი დამაღწევინა და ბრძლოთ მომიყვანა აქამდე, რომ შენთვის თვალებში ჩამეხედა და ისე გაგსწორებოდი როგორც იმსახურებ!
- ეს ვერ გაგაბედნიერებს, ვერც შენებს დაგიბრუნებს, რომლებიც დაკარგე, - ბოროტი ღიმილით თვალებში მომაჩერდა - მე ვიცი როგორ იტანჯები, ბევრჯერ მომისმენია შენი ბუტბუტი ძილში, როგორ ეძახდი ირაკლის. ყველანაირად მიძალიანდებოდი როცა გაწამებდი, ცდილობდი არ გეჩვენებინა რომ გტკენდი. ნაია, მე შენ ძალიან კარგად გიცნობ, შენში იმაზე მეტი ტკივილი და სიბნელეა ვიდრე შენი საყვარელი ამჩნევს და ის უფრო ღრმა გახდება როცა ჩემთან დაამთავრებ.
- ძალიან კარგად კერავ, - დავიჩურჩულე სიძულვილით დაბრმავებულმა - ვაღიარებ, ერთ წამს ისიც კი ვიფიქრე, რომ შენნაირ ნაბიჭვარზე ხელის გასვრაც არ ღირდა, რომ შენ იმად არ ღირდი რაც შემდეგ მელოდება. მართალი ხარ, ჩემში არსებული სიბნელე უფრო და უფრო ღრმავდება, მაგრამ ახლა, როცა თვალებში გიყურებ, როცა ვხედავ რამხელა ბოროტება ხარ, სულ ის ღამე მახსენდება როცა ირაკლი ჩამაკვდა ხელებში, მისი თვალები... იცი როგორი იყო? არ იცი, ამას ვერც ვერასდროს გაიგებს შენნაირი მონსტრი და როცა ამას ვიხსენებ.... - შენ წარმოდგენაც არ გაქვს რაზე ვარ წამსვლელი მის გამო. არა აქედან ვერ გამოძვრები! მზად ვარ მთელი ცხოვრება სიბნელეში გავატარო. მთელი დარჩენილი წლები ეს ცოდვები ჩემთან ერთად ვათრიო, ყველაფერს ავიტან, მაგრამ შენ მაინც მიიღებ დამსახურებულს. ახლა როცა ხელში ჩამივარდი, პირობას გაძლევ რომ ყველა იმ ფანტაზიას, რომელიც ყოველ ღამით თავში მიფუთფუთებდა ხორცს შევასხამ!
- დარწმუნებული ხარ? - მკითხა ცივი ღიმილით - ასე, რომ იყოს აქ ასე საამურად არ გამიბავდი ლაპარაკს.
- იცი, კატა ჯერ ეთამაშება თავის მსხვერპლს მერე კი ჭამს, ეს იმიტომ რომ სიამოვნება გაიხანგრძლივოს. ფიქრობ, უბრალოდ დაგაჭედებ შუბლში ტყვიას და ამით ყველაფერი მორჩება? ძალიან ცდები, შენ იმაზე მეტი ბოროტება მოუტანე სამყაროს და ჩემს ახლობლებს, ვიდრე შეიძლებოდა, ამისთვის კი დამსახურებულს მიიღებ. შენამდე მოსაღწევად დიდი, მტანჯველი და სისხლიანი გზა გავიარე და როცა ბოლოს და ბოლოს ხელში ჩაგიგდე ასე იოლად არ მოგცემ სიკვდილის უფლებას! - დავიდოვს ფერი დაეკარგა და თვალებში შიში გაუკრთა.
- ნუ მეთამაშები! - დაიღრინა გაცოფებულმა და თვალები შეშლილივით აუელვარდა - დროზე მომკალი და დაამთავრე ეს მასკარადი!
დავიდოვს მივუახლოვდი, დავიხარე და სახე ახლოს მივუტანე, რომ მისი მკვდრისფერი თვალები კარგად გამერჩია.
- გახსოვს სარდაფში რა გითხარი? - ვკითხე ცივი ღიმილით - გახსოვს? - დავიდოვს ტუჩები აუკანკალდა, ბოლოს კი გიჟივით ახარხარდა.
- ცოცხლად უნდა დამმარხო? რაც გინდა ის თქვი ჩემზე, შენ გაცილებით უარესი ხარ, ჩემზე ბევრად უარესი ხარ, ნაკაშიძე! - თავი გააქნია და ისევ ახარხარდა.
- გეთანხმები.
ვუპასუხე ხმადაბლა და წელში გავსწორდი. დავიდოვმა უმალ შეწყვიტა სიცილი და სიძულვილით ამომხედა.
- რას აპირებ? - მკითხა დამფრთხალმა, მაგრამ არაფერი მითქვამს, ზურგი ვაქციე და კიბისკენ წავედი - შენ გეკითხები, რას აპირებ მეთქი?! - იღრიალა ბოლო ხმაზე.
სარდაფიდან ამოვედი და ხუფს ისევ დავაფარე თავი. ლუკა იქვე იდგა და ტყეს გასცქეროდა დანისლული თვალებით, ხმაურზე კი უკან მოიხედა.
- ყველაფერი რიგზეა?
- მის გვერდით თავის შეკავება მიჭირს - შუბლი ნერვიულად მოვისრისე და ნაძვნარს გავხედე - მინდა, რომ შამფურზე წამოვაგო და ღორივით შევტრუსო კოცონზე!
- მაგის დროც მოვა, ახლა სახლში შევიდეთ, რაღაცეებია გასარკვევი. აქაურობას მალე უნდა გავეცალოთ.
ლუკას თავი დავუქნიე და უკან გავყევი. დავიდოვის მოგუდული ღრიალი ჯერ კიდევ ისმოდა. კოტეჯის კარი შევაღეთ და ოთახში შევედით. ზვიადი და ლექსო მაგიდასთან ისხდნენ და რაღაცაზე ხმადაბლა საუბრობდნენ, მაგრამ როგორც კი შევედით ლაპარაკი შეწყვიტეს.
- ლუკა, - ზვიადი ფეხზე წამოდგა - ლექსოს უკვე ვუთხარი, გასამგზავრებლად ყველაფერი მზად არის. აქაურობას რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავეცალოთ. სახიფათოა, ვინმემ თვალი რომ მოგკრას ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება.
- კარგი, მანამდე რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. ყველაფერს რომ მოვრჩები დაგიკავშირდები.
- კარგი - ზვიადმა ლუკას და ლექსოს ხელი ჩამოართვა, მე თავი ოდნავ დამიკრა და წავიდა.
- ეს ვინ იყო? - ვკითხე ლუკას, როცა მანქანის დაქოქვის ხმა გავიგე.
- მეგობარია, აქედან წასვლაში დაგვეხმარება. ჩამოჯექი, ბევრი რამ უნდა გავარკვიოთ.
სავარძელზე დავჯექი. ბიჭებიც ჩემს წინ ჩამოსხდნენ. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ ეს სიზმარი არ იყო, რამდენჯერაც შევხედავდი ორივეს თავიდან ვიბადებოდი.
- რა შეგემთხვა? სონგულიასთან როგორ აღმოჩნდი? - მკითხა ლუკამ.
ამოვიოხრე და მოყოლა დავიწყე, რაც უფრო მეტს ვლაპარაკობდი ბიჭებს სახე უფრო და უფრო უქვავდებოდათ, ყველაფერი ვუამბე რაც თავშესაფარში მოხდა, თუმცა მელოტის მკვლელობის დეტალები გამოვტოვე.
- ... და ასე აღმოვჩნდი აგარაკზე, მერე ცუდად გავხდი და აღარაფერი მახსოვს, რომ გავიღვიძე სონგულიას მანქანაში ვიჯექი და აქეთ მოვყავდი. - დავასრულე თხრობა და ბიჭებს ფრთხილად გადავხედე.
- კი მაგრამ როგორ მიაგნეს? - ლექსომ შეშფოთებით გადახედა ლუკას.
ლუკას არაფერი უპასუხია, ცეცხლისთვის თვალი გაეშტერებინა და რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო, წარბებს შორის კი ღრმა ნაოჭი გასჩენოდა. მისი ეს მზერა არ მომეწონა.
- ბიჭები სერიოზულად დაშავდნენ? - გამომხედა შუბლშეკრულმა.
- ბექა მხარშია დაჭრილი, აი თორნიკეს კი ორი ტყვია მოხვდა, მკლავში და ფერდში, ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ გამოკეთდება, ავთანდილმა ჭრილობები დაუმუშავა.
- და ახლა ყველანი შენს სახლში არიან? - მკითხა ლექსომ.
- ჰო, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, წასასვლელი არსად გვქონდა.
- თქვენთან ვრეკავდი, მაგრამ ვერ დაგიკავშირდით, ადგილზეც მოგაკითხეთ, მაგრამ ყველაფერი გადამწვარი დაგვხვდა...
- ჰო, სახლი მე გადავწვი, მეტისმეტად ბევრი სისხლი და გვამები იყო, ზედმეტ კითხვებს დასვამდნენ.
- ჭკვიანი გოგო, - გამიღიმა ლექსომ.
- მართალია დანახშირებული ცხედრები უსიამოვნო სიურპრიზი იქნება, მაგრამ ყველა სამხილი და კვალი გავანადგურე. ახლა კი დადგნენ და თავი იმტვრიონ რა მოხდა!
- კარგი, მაშინ მე წავალ და ბიჭებს წამოვიყვან - თქვა ლექსომ და წამოდგა.
- ფრთხილად იყავი - ახედა ლუკამ - თუ რამე მოხდება მაშინვე დამირეკე.
- კარგი.
- სანამ სახლში ახვალ სახლის ტელეფონზე დაურეკე ბიჭებს, მაინც ყოველი შემთხვევისთვის, ტყვია არავინ გესროლოს.
- ძალიან სასაცილოა!
- სულაც არ ვხუმრობ! ექიმი შეშინებული ჩანდა. ჩემს სახლში დიდი ხანია არავინ უნახავთ. ეცადეთ არ იხმაუროთ ჭორიკანა მეზობლები ყურებდაცქვეტილები არიან სადარაჯოზე და ზედმეტ ყურადღებას მიიქცევთ. რაც შეეხება აჩისთვის სროლის სწავლებას, მაგაზე მოგვიანებით დაგელაპარაკები!
- რა? - შემომხედა უცოდველად - საიდან მოიტანე...
- არც კი ეცადო! - თვალები დავუბრიალე გაბრაზებულმა - ლუკა მას იარაღის შეხებასაც კი უკრძალავს, მე კი არ მახსოვს ბოლო დროს გაკვეთილები ჩამეტარებინოს!
- სახლის ტელეფონის ნომერი დამიწერე - მითხრა დამნაშავე სახით და ტელეფონი გამომიწოდა.
- ფრთხილად იყავი - ნომერი ავუკრიფე და ტელეფონი დავუბრუნე.
- მალე დავბრუნდები.
ქურთუკს ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა. მე და ლუკა მარტონი დავრჩით. იმდენი კითხვა მქონდა, როგორ გადარჩა, რა მოხდა, ან აგარაკზე სახლს ცეცხლი ვინ წაუკიდა, რომ რომლით დამეწყო აღარ ვიცოდი. თუმცა ის არანაირ ყურადღებას არ მაქცევდა, მოთამაშე ალისთვის თვალი გაეშტერებინა და რაღაცაზე შუბლშეკრული ფიქრობდა.
- ლუკა, - სახეზე ნაზად ჩამოვუსვი ხელი - რა მოხდა? რაზე დარდობ?
- მინდა რომ ამ ერთხელ შევცდე, ძალიან მინდა, სხვა შემთხვევაში ისევ დაიღვრება სისხლი. ეს კი მთელი დარჩენილი ცხოვრება ახალ იარად გამყვება.
- რაზე ლაპარაკობ? - ვკითხე შეშფოთებულმა, ლუკამ ცეცხლს თვალი მოსწყვიტა და დარდით სავსე თვალებით შემომხედა.
- მთელი ჩემი ცხოვრება იმ აჩრდილის დევნას შევალიე, რომელმაც ცხოვრება გამინადგურა და მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა სარდაფში ცოფიანი ძაღლივით მყავს დაბმული ისევ აგრძელებს ზიანის მოტანას - ლუკამ სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი.
დაახლოებით ვხვდებოდი ასე რაც ადარდებდა, ჩვენი თავშესაფარის ადგილმდებარეობა მარტო ბიჭებმა იცოდნენ ბექამ და თორნიკემ. საიდან გაიგებდა დავიდოვი ჩვენი ადგილმდებარეობის შესახებ თუ არა რომელიმე მათგანისგან. არა ამის დაჯერება არ მინდოდა და არც შემეძლო, ბიჭები რომ არა ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი, ამას ვერ დავიჯერებდი!
- ლუკა...
- ჯერ თვითონაც არ ვარ დარწმუნებული, სანამ ყველაფერს არ გავარკვევ ჯობია ყველაფერი ისე იყოს, როგორც არის.
- არ ვიცი რას გულისხმობ, ან რას აპირებ, მაგრამ დავიდოს არ მისცე უფლება, რომ თავისი შხამით ისევ მოგწამლოს. ჩვენ მხოლოდ ის გვჭირდება.
- ასე არ ხდება, - სახიდან ხელები მოიშორა და სევდიანად ამომხედა, - ნაია, ხანდახან მაშინაც კი არ შეიძლება გაჩერება, როცა ეს გინდა. შეიძლება სისხლის დაღვრა არ გინდოდეს, მაგრამ სხვა გზა არ გქონდეს.
- შემომხედე! - მისი სახე ხელებში მოვიქციე - არ მაინტერესებს შენი სტატუსი, არ მაინტერესებს რომ ახლა კანონიერ ქურდს სწორად მოქცევას ვასწავლი, ჩვენ იმდენი სისხლი დავღვარეთ, რომ ალბათ მთელი ცხოვრება მეყოფა კოშმარებისთვის. მაგრამ საკმარისია, ლუკა, ჩვენ უკვე მივიღეთ ის რაც გვინდოდა. ის ჩვენს ხელშია, უნდა გაჩერდე.
ლუკამ თბილად ჩამხედა თვალებში, მერე კი მკლავები მომხვია და გულში ჩამიკრა.
- სანამ ლექსოს ველოდებით, არ გინდა მიამბო როგორ გადარჩით?
- ჩემი მანქანით წასვლა გადავიფიქრე, დავიდოვის ძაღლები მშვენივრად ცნობენ ჩემს ჯიპს და მასთან უჩუმრად მისასვლელად არ გამომადგებოდა ეს იყო და ეს. სამაგიეროდ ჩემი ბიჭები დაიღუპნენ, ჩემს ნაცვლად - ისევ.
სახე ხელებში ჩარგო და მძიმედ ამოისუნთქა. ამოვიოხრე და კისერზე მოვეხვიე, ვგრძნობდი მის მწუხარებას. მესმოდა რასაც გრძნობდა და არ ვიცოდი ეს ტკივილი რით შემემსუბუქებინა. ყველა სიტყვა უაზრო და ფუჭი იყო.
- ეს შენი ბრალი არ იყო! არც კი გაბედო ამაში შენი თავის დადანაშაულება! ისედაც საკმარისი ცოდვები გვაქვს ორივეს, ახალს ძალით ნუ იმატებ!
- ბევრი ადამიანი დაიღუპა იმისთვის, რომ მე ეს ხელში ჩამეგდო, ყველა გარდაცვლილის სისხლი ჩემს ხელებზეა ნაია! ამ ომმა ბევრი კარგი ადამიანი შეიწირა და რისთვის, მხოლოდ ერთი ტარაკნის გასრესის გამო! - სახიდან ხელები მოიშორა და დანისულული თვალებით ისევ ცეცხლს ჩააშტერდა.
- გინდოდა გეთქვა ჩვენს ხელებზეო, - შევუსწორე გაღიზიანებულმა - მე არანაკლები ადამიანი გამოვასალმე სიცოცხლეს. ჰო, ისინი მკვლელები იყვნენ, მანიაკები, მაგრამ მაინც ადამიანები. ამაზე ფიქრს ახლა არავითარი აზრი არ აქვს ლუკა, ეს გარდაუვალი იყო, ორივემ ვიცოდით ეს რას მოიტანდა.
ლუკამ ცეცხლს თვალი მოსწყვიტა და ტანჯული მზერით შემომხედა. ვერ ვიტანდი მის ასეთ გამომეტყველებას, ამ დროს გული მტკივნეულად მეკუმშებოდა.
- მე ვიცოდი რასაც მომიტანდა, ესაა მთელი ჩემი ცხოვრება, მაგრამ შენ... შენ არ იმსახურებ ასეთ ცხოვრებას.
- და ისევ საწყისს ვუბრუნდებით, - სახეზე ხელი მოვისვი და წამოვდექი - იცი, აღარ მინდა იმაზე წუწუნი რა იქნებოდა მომავალში, ან როგორი ცხოვრება მექნებოდა, რომ ახლა აქ ჯდომის ნაცვლად, რომელიმე კლუბში ვიქნებოდი მეგობრებთან ერთად. ეს აბსურდია ლუკა, მე შევეგუე იმას რაც ახლა მაქვს და ბედნიერი ვარ იმით რაც მაქვს. შენ და ლექსო მყავხართ, თქვენ ჩემი ოჯახი ხართ. საკმარისია, თავს ნუ იტანჯავ ეს შენი ბრალი არ არის, ამაში მხოლოდ ერთადერთი ცხოველია დამნაშავე და ახლა ის სარდაფში გდია ცოფიანი ძაღლივით და თავის განაჩენს შიშით ელოდება!
- კარგი, მაპატიე - წამოდგა და მომეხვია - უბრალოდ ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ ასეთია შენი რეალობა. არ მინდა, ყველაფერს მივცემდი, რომ ასეთ ცხოვრება არ გენახა.
- მორჩი, - მისი მკლავებიდან თავი გავითავისუფლე და თბილად გავუღიმე - შეიძლება სუპერ სიტუაცია არ გვაქვს, მაგრამ შენ და ლექსო კარგად ხართ, ცოცხლები და ჯანმრთელები. ეს უკვე დიდი მიღწევაა, თან ძალიან და ჰო, აქ სააბაზანო არის? ეს სისხლი სასწრაფოდ უნდა ჩამოვიბანო.
- არის, მაგრამ ტანსაცმელი არაფერია, ყველაფერი აგარაკზე იყო და დაიწვა.
- პირსახოცი? - ვკითხე იმედიანად.
- აბაზანაშია.
- ძალიან კარგი, სხვა თუ არაფერი სახეს და თავს თავიბან.
- აქეთ, - მიმითითა ერთ-ერთ კარზე.
სახელური ჩამოვწიე და ერთ მოცუცქნულ სააბაზანოში ამოვყე თავი. აქაც ყველაფერი ხის იყო. ტუალეტი და პირსაბანი ნიჟარა ახლოს იდგა ერთმანეთთან. საკიდზე კი ერთადერთი თეთრი პირსახოცი ჩამოეკიდათ. აბაზანა ისეთივე ეფექტური ვერ გამოდგა, როგორც სასტუმრო ოთახი. თუმცა ამას არავითარი მნიშნველობა არ ჰქონდა.
ნიჟარასთან მივედი და სარკეში ჩავიხედე. გაოცებულმა საკუთარი ანარეკლი შიშით შევათვალიერე. სახეზე ფერი საერთოდ არ მედო, ალაგ-ალაგ სისხლის ლაქები შემხმობოდა, თვალები კი - უკვე მიჩვეული ვიყავი ასეთ მზერას, ცივს, უემოციოს და სასტიკს.
გაღიზიანებულმა თმა უკან გადავიყარე და ონკანი მოვუშვი. თბილი წყალი სწრაფად შევისხი სახეზე და შემხმარი სისხლის ჩამობანვა დავიწყე. ვხედავდი როგორ მიედინებოდა წითელი ნიაღვარი ტრაპისკენ და ვცდილობდი გული არ ამრეოდა. მეზიზღებოდა მისი შეხედვაც კი როცა მახსენდებოდა ვის ეკუთვნოდა. ნიჟარას ჩამოვეყრდნე და თვალები დავხუჭე. იმწამსე თვალწინ დამიდგა მელოტის მოგლეჯილი თავი და მისი ტვინით მოთხვრილი კედლები. თავი ვეღარ შევიკავე და ძლივს მოვასწარი უნიტაზზე გადაყუდება, გული ამერია.
აკანკალებულმა უნიტაზი ჩავრეცხე და ძირს დავჯექი. ერთიანად ვკანკალებდი. როგორ ძლიერადაც არ უნდა დამეჭირა თავი, გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი მეტისმეტი იყო. ამდენი მკვლელობა, ამდენი გვამები. ადამიანის მოკვლა იოლი არაა, მაგრამ როცა ამას ერთხელ იზამ, მერე არც ისე რთულია - დროებით. დროთა განმავლობაში ყველაფერი უკან გიბრუნდება ბუმერანგივით და ფატალური შედეგით მთავრდება.
თავი ჩავღუნე და სიცილი ამიტყდა თან ცრემლები წვიმასავით მომდიოდა. ემოციები ერთმნეთში ამერია - ბრაზი, ზიზღი, ბოღმა და ბოროტი სიხარული. ვიჯექი თავჩაქინდრული და გონებაში ვატრიალებდი მელოტის მკვლელობის კადრებს. თან მეცინებოდა, თან მეტირებოდა, მგონი საბოლოოდ შევიშალე ჭკუიდან.
ეს არასოდეს დასრულდებოდა, მომავალში აუცილებლად გამოჩნდებოდა ახალი დავიდოვი, რომელიც ისევ დააპირებდა ჩემი ბიჭებისთვის რაიმეს დაშავებას. მე კი როცა უკვე ამდენი სისხლი მქონდა დაღვრილი არ გამიჭირდებოდა იარაღისთვის ხელის წამოვლება და მორიგი არამზადისთვის შუბლის გახვრეტა. ფეხზე ძლივს წამოვდექი და პირზე წყალი შევისხი. ღრმად ჩავისუნთქე და ვეცადე თავი გამეკონტროლებინა.
- საცოდავო, ისევ გეშინია არა? - ჩავიჩურჩულე ჩემთვის და საკუთარ ანარეკლს მზერა გავუსწორე - რაიყო ამდენმა ბოროტებამ ხომ არ დაგაფრთხო? განა ამისკენ არ ისწრაფვოდი, ნაია ნაკაშიძე? მაშინ რატომ გდიხარ უნიტაზთან და საკუთარ შიგნეულობას არწყევ? საცოდავო, შე საცოდავო - ისევ გამეცინა და პირზე წყალი შევისხი.
- თავი ხელში აიყვანე, იდიოტო - გავაგრძელე საკუთარ თავთან ლაპარაკი - ახლა ნუ ჩაისვრი, ახლა როცა სადაა ფინიშის ხაზს გადაკვეთ. თუ გონს არ მოხვალ და საკუთარი თავის შეცოდებას არ მოეშვები ვერსაოდეს შეძლებ ლუკას გვერდით ცხოვრებას, მას შენნაირი სუსტი არაფერში სჭირდება. საცოდავი არსება, რომელსაც საკუთარი თავის ეშინია... ნაია - ჩავიჩურჩულე ღიმილით - შე საცოდავო...
მოქანცულმა პირსახოცი ჩამოვხსენი, სახე შევიმშრალე და ისე გავედი აბაზანიდან, რომ საკუთარი ანარეკლისთვის აღარ შემიხედავს.
ლუკა ტახტზე წამოწოლილიყო და თვალები დაეხუჭა. ჩემს ლოდინში ჩასძინებია. ფრხილად მივუახლოვდი, სავარძელზე გადკიდებული პლედი ავიღე და გადავაფარე. არ გაღვიძებია, მშვიდად ფშვინავდა. მისი შემხედვარე მეც ძილი მომერია, საშინელი დაღლილობა ვიგრძენი.
ფეხაკრეფით მივედი ფანჯარასთან და გარეთ გავიხედე, არავინ და არაფერი არ ჭაჭანებდა ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილზე. არც დავიდოვის ღრიალი ისმოდა. შემოვბრუნდი და ბუხართან მივედი. ხის სარწეველა სკამი ცეცხლთან მივაჩოჩე და ჩამოვჯექი. ტანზე შემოხვეულმა სახვევმა გამაღიზიანა, სვიტერის ქვეშ ხელი შევიყე და სახვევები ავიგლიჯე. ჭრილობები უკვე შემხორცებოდა, ეს ბინტები კი ნერვებს მიშლიდა. გაღიზიანებულმა ცეცხლში შევყარე და ვაკვირდებოდი თხელი ქსოვილი როგორ უჩინარდებოდა მოწითალო ალში.
ვუყურებდი წრიპინით როგორ იწვებოდა შეშა და როგორ აფრქვევდა მეწამულ ნაპერწკლებს. დედაჩემი მენატრებოდა, ჩემი ლამაზი, საყვარელი და სათნო დედა. ალბათ ამ ყველაფერს მძიმედ განიცდიდა, დიდი ხანია აღარ შევხმიანებივარ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ლუკას მეგობრები ყველაფერს აგვარებდნენ, რომ დედაჩემი ნაწილობრივ ინფორმირებული ყოფილიყო, რომ რაც არ უნდა ეთქვა ტელევიზიას მისი შვილი ცოცხალი და უვნებელი იყო. თუმცა როგორც დედაჩემს ვიცნობდი, მეეჭვებოდა ეს მისთვის საკმარისი ყოფილიყო. ალბათ ბიჭები ჭკუიდან გადაჰყავდა.
გამეღიმა, მირანდა ყოველთვის ჯინიანი და მიზანსწრაფული ქალი იყო. ერთხელ მაღაზიებში გავყევი საყიდლებზე. მთელი პეკინი ფეხით შემომატარა, სანამ ზუსტად ისეთი ფეხსაცმელი არ იყიდა, როგორიც უნდოდა და როცა წუწუნი დავიწყე ფეხები მეტკინა ამდენი ბოდიალით-თქო, აღშფოთებულმა გამომხედა მხოლოდ სამ მაღაზიაში ვიყავით რა გაწუწუნებს ბიჭი ხომ არ ხარო, ირაკლი უფრო დიდი ხალისით მომყვება ვიდრე შენო.
ასეთ დროს სულ ბრაზი მომდიოდა ხოლმე, მაგრამ მაინც მეცინებოდა. მშვენივრად ვიცოდი ირაკლი, როგორი ხალისითაც დაჰყვებოდა მაღაზიებში. უბრალოდ მირანდას წყენინება არ უნდოდა და მეტისმეტად ოსტატურად ნიღბავდა უკმაყოფილებას. მე კი ამ ყველაფრით ძალიან ვხალისობდი. დედაჩემს წუწუნით ვაბეზრებდი თავს, რომ ჩემთვის თავი გაენებებინა და თუ მისი მეგობარი ლიზა დაკავებული იყო, ისევ ირაკლი მიჰყავდა საყიდლებზე. მირანდა უკან უამრავი ტანსაცმლით ბრუნდებოდა ხოლმე, ირაკლი კი წაშლილი სახით.
ამ ტკბილმა მოგონებებმა ღიმილი მომგვარეს, თუმცა იქვე გავიაზრე, რომ ასეთი რამ აღარასდროს მოხდებოდა, ჩვენი ოჯახი სამუდამოდ გახლიჩა ირაკლის დაღუპვამ. ის აღარასდროს დაბრუნდებოდა და ამის გახსენება სულში მოგიზგიზე ხანძარზე ნავთს ასხამდა.
კბილების ღრჭიალით შევიმშრალე ცრემლები და სკამის სახელურებს მჭიდროდ ჩავებღაუჭე. ძალიან ვცდილობდი, რომ წყობილებიდან არ გამოვსულიყავი და დავიდოვისთვის რამე არ დამეშავებინა. სიბრაზე და სიძულვილი ცხელ ტალღად მივლიდა ტანში. თავი გავაქნიე და ისევ ცეცხლს მივაშტერდი, როგორმე ყურადღება უნდა გადამეტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ უმცირეს მოთმინებასაც დავკარგავდი, რომელსაც კბილებით ვებღაუჭებოდი. დავიდოვი მაგნიტივით მიზიდავდა, რაღაც უხილავი ძალა ქვემოთ მექაჩებოდა. სისხლის დაუოკებელი წყურვილი ყურში ჩუმად მეჩურჩულებოდა იარაღს ხელი მოჰკიდე და იმ ახვარს ტვინი გაასხმევინეო. ძალიან მიჭირდა ჩემი აღგზნებული ქვეცნობიერისთვის წაყრუება, როცა მისი სიტყვები ასე მომხიბვლელად ჩამესმოდა ცნობიერებაარეულ გონებაში.
თვალები დავხუჭე და სკამზე გადავწექი. ცეცხლის ხატება არსად გამქრალა, ჯერ კიდევ თვალწინ მედგა მოციმციმე ალისფერი ლანდები, რომლებიც გველის ენებივით იგრიხებოდნენ, ერთმანეთს უერთებოდნენ და ნაპერწლებს ყრიდნენ. შემდეგ ისევ იყოფოდნენ და ციმციმებდნენ.
ეს ყველაფერი მეორდებოდა და მეორდებოდა, დაუსრულებლად, იმდენად ლამაზი სანახაობა იყო, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი. ცეცხლის ენები მოგიზგიზე ალად გადაიქცა, რომელიც გრძელდებოდა და გრძელდებოდა. ცოტაც და ალბათ წვერით ცას შესწვდებოდა. რესტორანს ცეცხლი ეკიდა, ბებიაჩემი კივილით გამორბოდა შენობისკენ. მინდოდა წინ გადავღობებოდი, შემეჩერებინა, რომ ცეცხლში არ შევარდნილიყო, მაგრამ ვერ ვინძრეოდი, ცეცხლი კი უფრო და უფრო ძლიერდებოდა, რესტორნიდან გვერდით მდგომ მაღაზიებზე გადავიდა. ალმოდებული ხალხი კივილით გარბოდა შემთხვევის ადგილიდან.
გააფთრებულმა გავიბრძოლე, რომ ბებიაჩემთან მიმერბინა, მაგრამ ვეღარსად დავლანდე. გულგახეთქილმა ისევ რესტორანს გავხედე. შიშით აკანკალებულმა გავიფიქრე, ალბათ ალმოდებულ შენობაში შევარდა მეთქი. გამწარებულმა ისევ ვცადე აწყვეტა, მაგრამ სკამზე იმდენად ძლიერად ვიყავი მიბმული, რომ განძრევას ვერ ვახერხებდი.
შიშით დავიხედე მაჯებზე. ჟანგიანი ბორკილებით საიმედოდ ვიყავი დაბმული. აცახცახებულმა თავი ავწიე და აღმოვაჩინე, რომ ისევ ბინძურ სარდაფში ვიყავი გამომწყვდეული გარშემო კი უამრავი ხალხი მეხვია. ცარიელი თვალებით მომჩერებოდნენ და ისე მაკვირდებოდნენ როგორც საინტერესო ცხოველს ზოოპარკში.
დაფეთებულს მაშინვე გამომეღვიძა. შეშინებულმა სახეზე მომდგარი ცივი ოფლი სწრაფად შევიწმინდე და ჩაბნელებული ოთახი მოვათვალიერე, რომელსაც მხოლოდ ბუხრიდან გადმოღვრილი სინათლე ანათებდა. ლუკას ისევ ღრმად ეძინა, მე კი ბუხრის წინ ჩამძინებოდა. აკანკალებულმა სახეზე ხელი მოვისვი და სკამზე გადავწექი.
ყველაფერი კოშმარი იყო, არც ბებიაჩემის რესტორანი იწვოდა პრაღაში და არც მე ვიყავი დატყვევებული. მიუხედავად იმისა, რომ უფრო და უფრო ვფხიზლდებოდი პანიკური შიშისგან მაინც მიკანკალებდა ხელ-ფეხი, თითქოს ყველაფერი რეალურად მომხდარიყო. ღრმად ჩავისუნთქე და წამოვდექი. მაგიდაზე დადებულ ლუკას ტელეფონს ხელი დავავლე და ლექსოსთან გადავრეკე. მეორე ზუმერზევე მიპასუხეს.
- გისმენ, ლუკა.
- ლექსო, მე ვარ.
- ნაია? რა მოხდა? - ხმაში მაშინვე გამოერია შეშფოთება.
- არაფერი, უბრალოდ გირეკავ, მაინტერესებს როდის დაბრუნდები.
- ბიჭები მომყავს უკვე, დაახლოებით ნახევარ საათში ან ერთ საათში მანდ ვიქნები, ხომ მშვიდობაა, რა ხმა გაქვს? ლუკა სადაა? - მიუხედავად იმისა, რომ ვერ მხედავდა მაინც მიმიხვდა, რომ აფორიქებული ვიყავი.
- ლუკას ჩაეძინა. მისი გაღვიძება არ მინდა, ცოტა დაისვენოს, მომეწყინა და დაგირეკე.
- მოეწყინა გოგოს, - ჩაიბურდღუნა უკმაყოფილოდ - აბა რა, ის დღე რა დღეა თუ ვინმემ იარაღის ლულა არ მოგიშვირა და არ გესროლა!
- ექშენი მიყვარს ხომ იცი. - ვუპასუხე ღიმილით. წამისწინანდელი კოშმარი ჯერ კიდევ თვალწინ მედგა.
- არანორმალური ხარ! - ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა, თუმცა ხმა ოდნავ შეურბილდა.
- ჰო, კარგი მასწავლებელი მყავს - ვუპასუხე სარკასტრულად.
- მალე მოვალ ცეროდენა, სახლიდან არ გამოხვიდე, მანდ დათვები იცის.
- დიდებულია, ჩემს უნაკლო ცხოვრებას გაბრაზებული გრიზლიღა აკლია მრავალფეროვნებისთვის! - ლექსოს სიცილი აუტყდა.
- კარგი, დროებით, თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე.
- კარგი.
ტელეფონი გავთიშე და ისევ მაგიდაზე დავტოვე. შევბრუნდი და ფანჯარასთან მივედი. ფარდა გავწიე და გარეთ გავიხედე. ისევ ბარდნიდა, ნაძვები ერთიანად თოვლის ქურქში იყვნენ გახვეულნი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი. უკან მოვბრუნდი და ჩემი იარაღი ამოვიღე ქურთუკიდან. ცეცხლთან ჩამოვჯექი და კოლტი შევათვალიერე.
იარაღის ლულაზე და ტარზე სისხლის მსხვილი წვეთები შეხმობოდა. ამოვიოხრე და მისი დაშლა დავიწყე. ლულაში რბილი ლითონის ნარჩენები და ნამწვავები დარჩენილიყო, სისხლს კი შიგნითაც შეეღწია. იარაღი თავიდან ბოლომდე იყო დასაშლელი და გასაწმენდი, მაგრამ ამას აქ ვერ მოვახერხებდი, სპეციალური სითხე თან არ მქონდა.
ბევრჯერ მინახავს მამა, როგორ წმენდდა ხოლმე იარაღს, თან მასწავლიდა, რა როგორ გამეკეთებინა. მუდამ მეუბნეოდა, რომ იარაღის ხშირი წმენდა ისევე ცუდია, როგორიც მისი იშვიათად გაპრიალებაო. საუკეთესო დრო კი მისი გამოყენების შემდეგ გაწმენდააო. ვუყურებდი, როგორ იყენებდა სპეციალურ ქიმიურ ხსნარს ლულის გასაწმენდად. სითხე ლულაში 15-20 წუთსზე მეტ ხანს არ უნდა გაჩერებულიყო(თუმცა გააჩნია ხსნარს, ზოგის გაჩერება 10 წუთითაც კი არ შეიძლება), რადგან, ძლიერი ქიმიური ხსნარი დროთა განმავლობაში აზიანებდა ლითონს.
ხსნარების გამოყენების შემდეგ კი ზეთით აპრიალებდა. თუმცა ახლა ჩემს იარაღს შევყურებდი და გული მიქანდებოდა, ზედმეტად იყო დაბინძურებული. სხვა გზა არ მქონდა, ძველი და ნაცადი ხერხისთვის უნდა მიმემართა. მართალია ეს არ იყო რეკომენდირებული ხშირად გამოყენებისთვის, მაგრამ როცა სხვა გზა არ არის...
ონაკიდან ცხელი წყალი მოვუშვი და საპნით დავიწყე იარაღის წმენდა, თან ვცდილობდი რთულად მისაღწევ ადგილებში წყალს არ შეეღწია და კოროზიისგან თავი ამერიდებინა. ვხედავდი, როგორ გამოდიოდა ლულიდან ნადები, ჭუჭყი და სისხლი. რკინა მალევე გამიცხელდა ხელში და მისი დაკავება უკვე მიჭირდა. ონკანი მოვკეტე და იარაღის ნაწილები ყურადღებით შევათვალიერე. რკინა კარგად გახურებულიყო და მასზე მდებარე წვეთები მალევე აორთქლდა ზედაპირიდან. მეტალმა ლაპლაპი დაიწყო აბაზანის შუქზე.
- ასე უკეთესია - ჩავილაპარაკე კმაყოფილმა და ნაწილები მეორე ოთახში გავიტანე.
ისევ ბუხართან ჩამოვჯექი და ყურადღებით დავიწყე თითოეული ნაწილის შემოწმება, რომ სადმე წყალი არ ჩარჩენილიყო. ვერ ვიტანდი ასეთი მეთოდით იარაღის გასუფთავებას, რადგან პისტოლეტის გაფუჭების რისკი საკმაოდ მაღალი იყო.
როცა დავრწმუნდი, რომ ყველაფერი წესრიგში იყო იარაღის აწყობა დავიწყე, თან ძველი დრო მედგა თვალწინ. როდესაც მამაჩემი იარაღის დაშლას იწყებდა ისეთი ინტერესით ვადევნებდი თვალს დედა სულ მეჯუჯღუნებოდა, ნეტავ გოგოსთვის საინტერესო საკითხები გაინტერესებდეს ეგრეო. მამას კი მუდამ ეღიმებოდა და თვალს ეშმაკურად მიკრავდა.
- იარაღის ცხელი წყლით რეცხვა? საინტერესოა.
მოულოდნელობისგან შევკრთი და შევბრუნდი, ლუკა ტახტზე წამომჯდარიყო და ინტერესით მადევნებდა თვალს.
- დიდი ხანია გაიღვიძე? - ვკითხე ინტერესით და უკვე აწყობილი იარაღი გადავტენე.
- ცოტა ხნის წინ, მაგრამ ისეთი სიყვარულით აწყობდი იარაღს, რომ ხელი არ შეგიშალე.
- ჰო, - ღიმილით დავხედე ცეცხლის შუქზე მოელვარე მარმარილოს ტარს - როცა პირველად დავინახე სუნთქვა შემეკრა, ასეთი ძვირფასი რამ არასოდეს უჩუქებიათ ჩემთვის.
- პირველად, რომ დაგინახე ასეთი სათამაშოების მოყვარულს არ ჰგავდი. პირიქით, მეგონა, რომ მსგავსი რამეები შეგაშინებდა. - ლუკა ღიმილით წამოდგა ფეხზე და ჩემს გვერდით ჩამოჯდა სკამზე.
- იარაღები პატარაობიდანვე მაინტერესებდა, სულ მინდოდა სროლა მესწავლა. ერთხელაც მამაჩემი დავითანხმე და ტირზე დავყავდი ხოლმე. იოლად ავითვისე, მალე ყველა ტყვიას მიზანში ვარტყამდი შორი მანძილიდან.
- ვიცი, ბევრჯერ შევამჩნიე - მიპასუხა ღიმილით - ცხელი წყლით რეცხვა? ასე ადრე აკეთებდნენ, როცა ქიმიური საშუალებები ძნელად საშოვნელი იყო.
- ჰო, ვიცი, მამამ მითხრა, როცა სხვა გზა არ არის ცხელი წყალი და საპონიც იგივე ეფექტს ახდენს როგორსაც ბევრი სხვა ქიმიური საშუალებებიო, მაგრამ სარისკოა, ცხელი რკინიდან წყალი მალევე ორთქლდება, თუმცა არა ძნელად მისაღწევი ადგილებიდან, რამაც შეიძლება კოროზია გამოიწვიოს და იარაღი რკინის ჯართათ აქციოს.
- ყოჩაღ! - ლუკამ ამაყად გამომხედა - მგონი ლექსოს წამეცადინება მოგიწევს. - ორივეს გაგვეცინა.
- ნახევარი საათის წინ ველაპარაკე, მითხრა გზაში ვარ მალე მოვალო, ნებისმიერ წუთს შეიძლება დაბრუნდეს.
- ძალიან კარგი, - სკამზე მოხერხებულად შესწორდა და ცეცხლს გახედა - რაც უფრო მალე მოვა, მით მალე მოვაგვარებ იმ დამპალი ძაღლის ამბავს, მისი თითოეული ამოსუნთქვა შხამიანი ისარივით მერჭობა სულში!
- მართლა, რაღაც მინდოდა, რომ მეკითხა - ლუკას ინტერესით გავხედე - მამაჩემის ფაილები საიდან იშოვე?
- გამომიგზავნეს - მიპასუხა შუბლშეკრულმა და აბრიალებულ ცეცხლს თვალი მოსწყვიტა.
- გამოგიგზავნეს? - ვკითხე დაეჭვებულმა - ვინ გამოგიგზავნა?
- არ ვიცი, ალბათ იგივე პიროვნებამ, ვინც დაჩის ირაკლის ჩანაწერი მისცა.
- კი, მაგრამ ვინ აკეთებს ამას? ან რაში სჭირდება ეს ყველაფერი?
- წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ეს ინკოგნიტო არ მომწონს, თუ დახმარება უნდა მაშინ რატომ იმალება? კაცს, რომელსაც სიკეთე ამოძრავებს ჩრდილში ყოფნა არაფერში სჭირდება.
- ვერაფერი გამიგია, რატომ მოგცა ფაილები? თუ დავიდოვის ჩაძირვა უნდოდა პოლიციას რატომ არ მიუტანა?
- თუ იცის, რომ დავიდოვს თავისი ხალხი ჰყავდა პოლიციაში იქ არაფრის დიდებით არ მიიტანდა. რახან ეს ფაილები ჰქონდა, შიგთავსაც გაეცნობოდა, ამიტომ არ წავიდა პოლიციაში. საინტერესო ისაა მე როგორ მომძებნა და საიდან იცის ეს ყველაფერი.
- გახსოვს რომ მოგიყევი სკოლაში უცნობი მესტუმრა-თქო? - ფრთხილად გავხედე ლუკას.
- შენს მეგობრებს რომ მოატყუა ჯგუფელი ვარო? - მკითხა ლუკამ.
- ჰო, დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ. არამგონია დავიდოვის კაცი ყოფილოყო, იქნებ სწორედ ის არიც ვინც დაჩისთან ირაკლის ჩანაწერი დატოვა და იქნებ სწორედ მან გამოგიგზავნა ეს ფაილებიც? წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის, ან ამას რატომ აკეთებს მაგრამ მე ასე მგონია.
ლუკამ ფიქრიანად მოისვა ნიკაპზე ხელი და ისევ ცეცხლს ჩააშტერდა. ამ ახალმა ამბავმა აშკარად დამატებით საფიქრალი გაუჩინა. ნეტავ ვინ იყო ეს უცნობი და ამას რატომ აკეთებდა? საიდან იცოდა ჩვენს შესახებ ამდენი და მეტიც რატომ გვეხმარებოდა?! ამ პერიოდისთვის იდუმალი მოკავშირე არც ისე მომხიბვლელად ჟღერდა.
- კონვერტი აგარაკზე მოიტანეს. ვიღაც ბავშვი იყო, ეზოში მოისროლა და გაიქცა. თვალს ისე მალე მიეფარა, რომ ვეღარ დავლანდე. თავისთავად გამოაგზავნეს, მაგრამ ვინ და რატომ? შეიძლება ეს ირაკლის ახლობელია, მის ყველა მეგობარს იცნობდი? - მკითხა ინტერესით. მისი სახელის ხსენებაზე გული შემიქანდა, თუმცა თავს მოვერიე და მის შეკითხვაზე დავფიქრდი.
- თითქმის ყველას, მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი ვისაც ასეთ რამეს გაუმხელდა. დაჩის ყველაზე მეტად ენდობოდა და მასაც კი არაფერი უთხრა, არ ვიცი ვინ შეიძლება იყოს, ვაჩე მკვდარია, სხვა ვინ?
- ეს ტიპი აშკარად შეშინებულია. ახლოს არ მოდის, სხვა არ ვიცი რა ვიფიქრო, არამგონია ირაკლის ბევრისთვის გაემხილა ეს ბინძური ამბავი, მეტისმეტად სახიფათო იქნებოდა.
- ჰო, მაგრამ პოლიციის ცნობით დავიდოვი მკვდრად ცხადდება. შეიძლება ამის მერე მაინც გამოჩნდეს, როგორ ფიქრობ?
- მაგ დროისთვის ჩვენ აქედან მეტისმეტად შორს ვიქნებით, მაგრამ მაინც საინტერესოა ამას ვინ აკეთებს. იმედია ბიჭები რამეს გაიგებენ, ჩვენები უკვე ცდილობენ რაღაცეების გარკვევას.
- იქნებ ყველაფერი არ ვიცით? - ლუკას ფრთხილად გავხედე - იქნებ, ყველაფერი ისე არაა როგორც ჩვენ ერთი შეხედვით ვამჩნევთ?
- მეც მაგ დასკვნამდე მივდივარ, - ჩაფიქრებულმა კეფა მოიქექა და ისევ ცეცხლს ჩააშტერდა - უბრალოდ ვერ ვხვდები რა გამოგვრჩა.
- შენ ნახე ფაილები? - ვკითხე ინტერესით.
- კი, იქ ყველაფერი იყო, დეტალური ინფორმაცია დავიდოვზე, მის ბინძურ საქმიანობაზე, სურათები, ჩანაწერები, ყველაფერი რაც ადასტურებს მის კავშირს ბავშვების მკვლელობებთან და მისი აგენტურული სია, მათ შორის პოლიციელების სახელებიც მომხვდა თვალში.
- სამწუხაროა, რომ ჩვენ აღარ გვაქვს, შეიძლება რაღაც ხელჩასაჭიდი გვენახა.
- ვინ თქვა, რომ აღარ გვაქვს? - გამომხედა გვერდულად - შენ იფიქრე, რომ სონგულიას მართლა ყველაფერს მივცემდი?
- მოიცა, ასლი გაქვს?
- ასლი სონგულიას აქვს.
ლუკა წამოდგა და მოპირდაპირე ოთახში გაუჩნარდა, გაოცებულმა თვალი გავაყოლე. ცოტახანში ზუსტად ისეთვე ყვითელი კონვერტით დაბრუნდა უკან, როგორიც სონგულიას მიაჩეჩა.
- დაუჯერებელია!
ნანატრი კონვერტი გამოვართვი და გავხსენი. შიგნით აუარებელი ფაილები იდო, ლუკამ პატარა მაგიდა ახლოს მომიჩოჩა და მეც ყველაფერი ზედ გადმოვაპირქვავე. მაგიდაზე დოკუმენტები და სურათები გადმოცვივდა. ზოგ ფაილს სურათები ჰქონდა მიმაგრებული, ზოგი კი უბრალოდ ხელნაწერს და დაარქივებული მასალას წარმოადგენდა.
ფაილებს თვალი გადავავლე, სურათებზე დავიდოვი იყო აღბეჭდილი უცხო პიროვნებებთან ერთად, ზოგთან ეტყობოდა საქმიან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ზოგან რესტორანში იჯდა სოლიდურად ჩაცმულ პიროვნებებთან ერთად და შამპანიურს მიირთმევდა.
- მოიცა! - ფაილების გროვიდან, ერთი ფარატინა ფურცელი გამოვაძვრინე, რომელზეც ფოტო იყო მიმაგრებული - ამ კაცს ვიცნობ, უფრო სწორად ვიცნობდი!
ლუკას ცხვირწინ დავუდე ფურცელი და შარვალ-კოსტუმიან ხანშიშესულ მამაკაცზე ვანიშნე, რომელიც ვაკის პარკში იჯდა და უცნობ მამაკაცს ესაუბრებოდა.
- ვინ არის? - იკითხა ლუკამ და წარბშეკრული ფოტოს დააცქერდა.
- არჩილ ზვიადაური. მამას სამსახურში ხშირად ვაკითხავდი ხოლმე, ისიც იქ მინახავს, გამომძიებელი იყო, ის და მამა პარტნიორები იყვნენ.
- მოიცა, ეს უკვე საინტერესოა, ანუ მამაშენის მეწყვილეც დავიდოვის კაცი იყო?
- ასე გამოდის, - დავიღრინე სიბრაზიზგან დაბრმავებულმა - სხვა შემთხვევაში მისი ფოტო აქ ვერ აღმოჩნდებოდა! ეს მეორე ხომ არ გეცნობა? დავიდოვის კაცია?
- არა, - ლუკამ თავი გააქნია და შუბლშეკრული დააკვირდა ფოტოს - წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის და სად არის ახლა ეს კაცი?
- მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ სამსახურიდან მალევე წავიდა, პოლიციაში აღარ მუშაობს.
- სამსახურიდან წავიდა? - ეჭვით იკითხა ლუკამ - დავიდოვის ხალხი სამსახურიდან არ მიდის, ან მასთან მუშაობენ ან კლავენ.
- მისი ცოლი და დედაჩემი მეგობრობდნენ, სწორედ მირანდასგან ვიცი ეს ამბავი. დედამ მითხრა, მამაშენის სიკვდილი მეტისმეტად განიცდა და იქ ყოფნა აღარ შეუძლიაო.
- აქ წერია, რომ ცოლი და ორი შვილი ჰყავს, ბიჭი და გოგო.
- სალომე და რატი, სალომე ჩემზე პატარაა, მე და რატი კი ტოლები ვართ, აქედან დიდი ხანია წავიდნენ.
- სად წავიდნენ? - სწრაფად გამომხედა ლუკამ.
- მირანდამ მითხრა საფრანგეთში გაემგზავრნენო, მამაჩემის სიკვდილის შემდეგ არჩილს აქ გაჩერება აღარ უნდოდა, ახლა გასაგებია რატომაც!
- დედაშენი მას შემდეგ კიდევ შეეხმიანა მის ცოლს?
- არა, როგორც ვიცი არა.
- გასაგებია, - ლუკამ ფაილი მაგიდაზე მოისროლა და სკამზე გადაწვა.
- ეგ რა იყო?
- არამგონია აქედან ცოცხლებს გაეღწიათ, ამ ნაბიჭვარმა ალბათ ათესვა გადაწყვიტა, დავიდოვი კი ცოცხალს არ გაუშვებდა და რახან ამ ლეშის შესახებ პოლიციამ ვერაფერი გაიგო, ესე იგი ცოცხალი აღარავინ დარჩა ვინც რამეს იტყოდა.
მდუმარედ დავაცქერდი არჩილის ფოტოს. უკვე ძალიან ვნანობდი, რომ ფაილი გავხსენი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ისედაც დამახინჯებული წარსული უარესად დამისახიჩრეს. მამაჩემს მის მეწყვილესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, რამდენჯერმე ჩვენთანაც კი იყვნენ მოსულები ოჯახით. სწორედ მაშინ გავიცანი მისი შვილები და ახლა ვიგებდი, რომ დავიდოვს ის თავის საბელზე ჰყავდა გამობმული.
ფოტოს თვალი ავარიდე, რომ გული არ ამრეოდა და ცეცხლს ჩავაშტერდი. ვგრძნობდი, რომ რაც უფრო მეტს გავქექავდი მით უფრო მეტ ნაცნობ სახეს აღმოვაჩენდი, მე კი ამის არც გაგების სურვილი მქონდა და არც ატანის. მალე აქედან წავიდოდი და საბოლოოდ დავივიწყებდი ამ ქვეყანას, ამ ხალხს და ამ ცხოვრებას! აღარ მინდოდა ისედაც მოშხამული გონება უარესად მომეწამლა.
- კარგად ხარ? - ხმადაბლა მკითხა ლუკამ - მგონი ჯობდა, რომ არაფერი მეჩვენებინა.
- არაფერია, - სახეზე ხელი მოვისვი და მაგიდაზე დაყრილ ფაილებს გავხედე - უბრალოდ ახლა ვხვდები მამაჩემი ასეთი გაბოროტებული რატომ დადიოდა ბოლო დღეებში, ალბათ საშინელებაა როცა იგებ, რომ შენი მეწყვილე და მეგობარი სინამდვილეში შენი მტერია.
- ამაზე ფიქრით თავს ნუ დაიტანჯავ ნაია, მსგავსი შემთხვევები ხშირია ცხოვრებაში, ისეთი ჩაგარტყამს დანას ზურგში ვისგანაც არ მოელი. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო, ყველას არ უნდა ენდო ვინც გიცინის, თაფლი ყოველთვის ტკბილი არ არის.
- ვიცი, უკვე ბევრჯერ გამოვცადე საკუთარ ტყავზე! - ჩავილაპარაკე მწარედ, მაშინვე ინა დამიდგა თვალწინ, მე მას მეგობრად ვთვლიდი, მან კი...
- კარგი, საკმარისია - ლუკამ ფაილები მოაგროვა და საქაღალდეში ჩაუძახა - ეს იმიტომ შევინახე, რომ ამ წყეული საქაღალდის გამო ბევრი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია შენთვის ტკივილის მოყენება, მათ შორის შეიძლება კიდევ აღმოაჩინო ნაცნობები, ეს კი იმედგაცრუების მეტს არაფერს მოგიტანს. თუ ვცდები და ნახვა გინდა ხელს არ ვახლებ.
- არ ცდები, მე აქ ვამთავრებ ჩემს ისტორიას - საქაღალდეს ხელი მოვკიდე და ბუხარში შევუძახე - მათთან უკვე აღარაფერი მაკავშირებს, მნიშნველობა არ აქვს იქ ვისი სახელი წერია, ჩემთვის ეს ხალხი ისედაც სულერთია!
- მკითხაობას აზრი არ აქვს, დავიდოვი აქ არის და ყველა კითხვაზე პასუხს გაგვცემს, მაგრამ მისი ჯერ კიდევ ცოცხლად დატოვება სხვა რამისთვის მჭირდება.
- რისთვის? - ვკითხე ფრთხილად.
- ის იმ ვირთხამდე მიმიყვანს ვის გამოც კინაღამ ყველანი დავიხოცეთ, ამის გასაგებად კი ლექსოს უნდა დაველოდოთ.
სწორედ ამ დროს ეზოში მანქანის ხმა გავიგეთ. მე და ლუკამ ერთმანეთს გადავხედეთ, როგორც ჩანს ბიჭები დაბრუნდნენ.


თავი ოცდამეთხუთმეტე
კარი გაიღო და ზღურბლზე აჩი გამოჩნდა. ლუკას დანახვაზე ისეთ სახე გაუხდა, თითქოს ვერ იჯერებდა იმას რასაც საკუთარი თვალით ხედავდა. ტუჩებაკანკალებულს თვალები აუწყლიანდა, მისკენ გამოიქცა და ლუკას ჩაეხუტა.
- მეგონა, რომ... - ვეღარ დაასრულა, ხმა საშინლად უთრთოდა, თან მთელი ძალით ეკვროდა ლუკას წელზე.
- ყველაფერი რიგზეა მეგობარო, - ლუკამ ღიმილით გადაუსვა თავზე ხელი - მოიცა შემოგხედო, ხომ კარგად ხარ?
თავი ააწევინა და ყურადღებით შეათვალიერა. აჩის თვალებში ცრემლები უბრჭყვინავდა და კბილს კბილზე აჭერდა, რომ თავი როგორმე შეეკავებინა.
- მე კარგად ვარ, მაგრამ თორნიკე...
მის ნათქვამზე ოთახში ბიჭები შემოვიდნენ. უფრო სწორად ლექსოს და ბექას თორნიკე მოჰყავდათ. საშინლად გამოიყურებოდა, სახეზე ფერი არ ედო და ცივი ოფლი ასხამდა, არც ბექა გამოიყურებოდა უკეთ, ტუჩები გალურჯებოდა და სახე გაცრეცოდა, მაგრამ ფეხზე მაინც იდგა.
- რა სჭირს? - ვიკითხე შეშინებულმა და ბიჭებს დავეხმარე, რომ თორნიკე ტახტზე დაეწვინათ.
- ბევრი სისხლი დაკარგა, თან ჭრილობები სტკივა, ავთანდილს კი გამაყუჩებლები აღარ აქვს.
- მიმიშვით! - ლუკამ ანერვიულებულმა მისწი-მოსწია ყველა და თორნიკეს გვერდით ჩამოჯდა საწოლზე. სვიტერი აუწია და ჭრილობებს თვალი შეავლო.
- თორნიკე! - სახეზე ოდნავ წაუტყაპუნა ხელი, მანაც ძლივს გაახილა თვალები და ლუკას დაელმებულმა ამოხედა.
- ლუკა... - ამოიჩურჩულა ძალაგამოცლილმა.
- რა გჭირს , ორმა ტყვიამ როგორ დაგაგდო ამხელა კაცი?
- წადი შენი...
ლუკას ოდნავ გაეღიმა, ბიჭები კი გასუსულები იდგნენ და ხმას არ იღებდნენ. როცა ლუკამ მაისური აუწია ჭრილობას მეც მოვკარი თვალი და გული გადამიქანდა. ძალიან ბევრ სისხლს გამოეჟონა, კანი კი გასწითლებოდა და ალაგ-ალაგ ჩალურჯებოდა.
- ამ სიტყვებისთვის მოგვიანებით მოგთხოვ! სამაგისოდ კი ფეხზე უნდა დადგე, წაქცეულისთვის ნეკნების დამტვრევა ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება!
თორნიკეს გაფითრებულ სახეზე ღიმილმა გადაურბინა. გაჭირვებით წამოჯდა და კედელს ქოშინით მიეყრდნო.
- აი ეს სხვა საქმეა! - შეაქო ლუკამ და მხარზე მეგობრულად წაუტყაპუნა ხელი. თორნიკეს სახე ტკივილისგან ულაპლაპებდა.
- ყველანი ცოცხლები ხართ? - აკანკალებულმა ოთახს თვალი მოავლო და მზერა ჩემზე შეაჩერა - მიხარია, რომ კარგად ხარ, როცა მაშინ გაიქეცი... - ვეღარ დაასრულა, ხველა აუტყდა და ფერი უფრო დაკარგა.
- ყველა კარგადაა, ახლა ჯობია შენ თავზე იფიქრო. ენერგიას ნუ ხარჯავ, მე წამლებს მოვატანინებ და გამოკეთდები, როცა მგზავრობას შეძლებ აქედან წავალთ - უპასუხა ლუკამ და ახლა ბექას მიუბრუნდა, რომელიც სკამზე ჩამომჯდარიყო და შუბლშეჭმუხნული კედელს მიყრდნობოდა.
- შენ როგორ ხარ?
- გადავრჩები, მგზავრობამ დამღალა, მაგრამ არაუშავს, ცოტას დავისვენებ და ფორმაში ვიქნები.
- არა, ორივე უნდა გამოკეთდეთ, დანარჩენს მე და ლექსო მივხედავთ.
- კი, მაგრამ მე შემიძლია დაგეხმარო! - გააპროტესტა ბექამ.
- შენ უკვე საკმარისად დამეხმარე მეგობარო, ახლა ორივეს დასვენება გჭირდებათ.
ლუკა წამოდგა და ლექსოს თვალით ანიშნა რაღაც, შემდეგ ბექას გადაულაპარაკა ხმადაბლა და მეორე ოთახში გაუჩინარდნენ. აჩიმ კი სიტუაციით ისარგებლა და ჩემთან მოირბინა.
- მიხარია, რომ კარგად ხარ, - ჩამეხუტა და თბილად გამიღიმა - რომ წახვედი, ძალიან ვინერვიულე, მეგონა უკან აღარ დაბრუნდებოდი.
თავი უხერხულად ვიგრძენი, მშვენივრად მახსოვდა რა მიზეზით მივატოვე ისინი.
- ყველაფერი რიგზეა, ამაზე ნუღარ ფიქრობ, ახლა ერთად ვართ და აღარაფერი მოხდება, ავთანდილი სად არის? არ შემოსულა.
- ალბათ მანქანაში ზის ისევ, რაც წახვედი იმის მერე საკუთარ თავს არ ჰგავს. ხმას არ იღებდა და ანერვიულებული სულ ფანჯარას გასცქეროდა.
- წადი შემოიყვანე.
- კარგი.
მიპასუხა სხარტად, ჩამომეხსნა და გარეთ გავარდა, მე კი თორნიკეს მივუახლოვდი და გვერდით მივუჯექი.
- გმადლობ, - ვუთხარი ხმადაბლა - შენი წყალობით ვართ ყველა ცოცხლები.
- იქ ნამდვილი საგიჟეთი იყო, - ჩაიცინა თორნიკემ და შუბლშეჭმუხნულმა ფერდზე ხელი მიიდო - შენც რომ არ გეყოჩაღა მარტო მე ვერაფერს გავხდებოდი. ყოჩაღ, კარგად ისვრი. პირველად ვნახე გოგო ასეთ დროს კივილით, რომ არ გარბის სახლიდან.
- ერთ წამს თავში გამიელვა მაგ მომხიბვლელმა აზრმა.
ვუპასუხე სერიოზულად. თორნიკემ შემომხედა და ორივეს სიცილი აგვიტყდა. ამ პატარა ჟესტმა კიდევ უფრო დაუკარგა ფერი. მისი მდგომარეობა მაფორიაქებდა.
- ახლა უნდა დაისვენო, ბევრი სისხლი დაკარგე, ამ ქოხში რამე თუ მოიძებნება ცხელ ჩაის გაგიკეთებ, ბოლოს როგორც მახსოვს გშიოდა. - ვუპასუხე ღიმილით.
- აუჰ, მართლაც კარგი იქნებოდა. წასვლას ვაპირებდი უკვე, როცა სროლის ხმა გავიგე და მანქანა მოვაბრუნე. კიდევ კარგი იმ იდიოტებმა დროზე ადრე ატეხეს სროლა, თორემ მარტოებს შეგატოვებდით - თორნიკეს სახეზე მიწის ფერი დაედო. - მანქანიდან რომ გადმოვედი ორი ისე უჩუმრად მომეპარა, რომ ვერ შევამჩნიე, დამჭრეს მაგრამ მათი მოკვლა მაინც მოვასწარი.
- ამაზე ნუღარ ფიქრობ, ყველაფერი რიგზეა, ახლა კი რამეს მოვძენი, ცხელი ჩაი მეც მინდა. - ის იყო წამოვდექი, რომ ოთახში აჩი შემოვარდა.
- ნაია, ექიმი არსად ჩანს!
- რა თქვი? - ვკითხე დაფეთებულმა, - რას ნიშნავს არსად ჩანს?
- არც მანქანაშია და არც ახლო-მახლო!
- ნაია! - თორნიკემ შეშფოთებით გამომხედა - დავიდოვი!
- ჯანდაბა! ბიჭები გააფრთხილე! - ვუთხარი სწრაფად და მაშინვე გარეთ გავვარდი.
ბევრი აღარ მიფიქრია, ინსტიქტურად გავიქეცი სარდაფისკენ. სახლს შემოვურბინე და ცუდი წინათგრძნობა გამიმართლდა. ხუფი ახდილი დამხვდა. ქამრიდან იარაღი ამოვიღე და სარდაფში ჩავძვერი, ის იყო ბოლო კიბეც ჩავათავე, რომ შუბლზე იარაღის ლულა მომადეს.
- არ გაინძრე, თუ არ გინდა, რომ ეგ ლამაზი თავი წაგაძრო! - ჩაისისინა დავიდოვმა და იარაღს დამცველი მოხსნა.
ექიმი ოთახის კუთხეში ატუზულიყო და შიშნარევი მზერით მომჩერებოდა, არნახულმა სიბრაზემ ტანში ცხელ ტალღად დამიარა.
- გაიძვერა! - ჩავისისინე გაცოფებულმა - ეს როგორ გაბედე?! ხომ იცი ამის გამო რა მოგელის?!
- ნაია, გეყოფა, ექიმს თავი დაანებე. გეგონა ასე იოლად დამთავრდებოდა ყველაფერი? არა საყვარელო, მთელი მხიარულება ახლა იწყება. დამიჯერე, ამჯერად ხელიდან ვეღარ დამისხლტები!
- აქედან ცოცხალი ვერ გახვალ! - გავუცინე გესლიანად - მე რომც მომკლა ლუკა მაინც ჩაგაძაღლებს.
- მე ასე არ ვფიქრობ!
გამიღიმა ცბიერად და თავისკენ დამქაჩა. თავპირდასისხლიანებული საზიზღარი შესახედი იყო, ბიჭებს ისე ეცემათ, რომ სახის ნაკვთებს ვერ გაარჩევდით, მარცხენა ფეხით კი კოჭლობდა. მისი ხარბი სუნთქვა ყურთან მესმოდა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. სწორედ ამ დროს ყვირილი გავიგე, ბიჭები სარდაფისკენ მორბოდნენ.
- არც კი გაბედოთ აქ ჩამოსვლა, თორემ თქვენს პატარა თოჯინას ტვინს დავანთხევინებ! - გაჰყვირა დავიდოვმა და ძლიერად ჩამებღაუჭა მხარზე.
- დავიდოვ! - მომესმა ლუკას ღრენა - სისულელე არ გააკეთო, თორემ ნაწილ-ნაწილ აგკუწავ!
- როგორც ყოველთვის ძალიან მეგობრული ხარ ლუკა, - გაიცინა დავიდოვმა და იარაღი საფეთქელზე მომადო - მაღლა ამოვდივარ, ასე რომ ყველამ უკან დაიხიეთ. ერთი არასწორი მოძრაობა და გოგოს მოვკლავ!
დავიდოვმა კიბეებისკენ მიბიძგა, თვითონ კი ძლიერად ჩამებღაუჭა და უკან ამეფარა. კბილების ღრჭიალით ავუყევი კიბეებს. თან საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა, რომ ასე ცხვარივით გავები - ისევ.
კიბეები ავათავე და ზემოთ ამოვედი, დავიდოვი ისევ ჩემს ზურგს უკან იმალებოდა. ბიჭების უკან დაეხიათ, ყველას იარაღი ჰქონდა მომარჯვებული ლექსო და ლუკა შუაში იდგნენ, ბექა და თორნიკე კი აქეთ-იქით გაფანტულიყვნენ. დავიდოვი ალყაში იყო.
- ძალიან სასიამოვნო სურათია, მაგრამ მაგ იარაღების დაყრა მოგიწევთ, შეგიძლიათ მესროლოთ, მაგრამ მანამდე მას გამოემშვიდობეთ! - თავით ანიშნა ჩემზე.
- არც კი გაბედო! - დავუსისინე ლუკას - გაქცევის საშუალება არ მისცე, ესროლე!
- არა თოჯინა, - დავიდოვმა ცბიერად ჩამჩურჩულა ყურში - ის შენ არაფრის დიდებით არ გავნებს, ხომ ასეა ლუკა?!
- ნაიას თავი დაანებე! - მშვიდად უთხრა ლუკამ და იარაღი დაუშვა - გოგოს შეეშვი და ხელს არ გახლებ!
- ვიცი, რომ შენ შენს სიტყვას ყოველთვის ასრულებ მეგობარო. ბოლოს და ბოლოს ამას შენი სტატუსი გაიძულებს, მაგრამ შენი ჩემდამი გრძნობები ვეჭვობ, რომ გამონაკლის დაგაშვებინებს.
- გითხარი ხელს არ გახლებ-მეთქი, იარაღი დაუშვი სანამ მოთმინება მყოფნის!
- ეგრე არ გამოვა, აბა ოთხივემ იარაღები შორს მოისროლეთ, სწრაფად!
- არა მეთქი! ლუკა, ეს არ გააკეთო! - ვუყვირე გააფთრებულმა.
- წყნარად! - შემიღრინა დავიდოვმა - მან უკვე ნახა საკუთარი დედის სიკვდილი, ახლა ნუ აყურებინებ მის საყვარელ ქალსაც როგორ დავანთხევინებ ტვინს, თან მის თვალწინ, როგორ ფიქრობ ამ სცენას ოდესმე დაივიწყებს?!
ლუკამ ბიჭებს გადახედა, ყველამ დაუშვა იარაღი და ბუჩქებში მოისროლეს. ხელები სიბრაზიზგან ამიკანკალდა.
- მშვიდად, - ჩამჩურჩულა ყურში - ხომ მიცნობ არა? ერთი ზედმეტი მოძრაობა და ტვინს დაგანთხევინებ! ახლა კი ყველამ უკან დაიხიეთ, სწრაფად!
ბიჭებმა ნელ-ნელა დაიხიეს უკან. ამ დროს ექიმი ამოძვრა სარდაფიდან და დავიდოვს წინ გადაეღობა.
- ახლა მითხარი სად არის ჩემი შვილიშვილი, შენ ხომ დამპირდი. ყველაფერი გავაკეთე რაც მთხოვე, გითხარი ლუკას სად ვყავდით გადამალულები, გაგათავისუფლე. გთხოვ, ახლა მაინც მითხარი! - სახეზე ცრემელბი ჩამოსდიოდა და ერთიანად კანკალებდა.
- მაპატიე ავთანდილ, მაგრამ ის უკვე დიდი ხნის მკვდარია, სხვათაშორის კარგ ფასად გაიყიდა, ამისთვის ორივეს მადლობა.
- არა! - იკივლა სახეშეშლილმა, მუხლი მოეკვეთა და ჩაიკეცა - მატყუებ, ამას ვერ გააკეთებდი, ის ხომ მხოლოდ შვიდი წლის იყო?!
- რა მარაზმია!
დაიღინა დავიდოვმა, ელვის სისწრაფით დაუმიზნა იარაღი ექიმს და შუბლში ტყვია ესროლა. ავთანდილი მოცელილი ჩაემფხო თოვლში, გახვრეტილი შუბლიდან კი სისხლი გადმოედინა, ქათქათა ფიფქები წითლად შეიღება. დავიდოვმა ძლიერად მომქაჩაჩა და ლულა ისევ საფეთქელზე დამიმიზნა.
- ავადმყოფი ხარ! - დავისისინე შეძრწუნებულმა - რა უქენი ბავშვს?!
- ლაპარაკს მორჩი და წინ იარე!
- დავიდოვ! - ლუკამ გამაფრთხილებლად ასწია ხელები - უკანასკნელად გაფრთხილებ, ნაია გაუშვი. ეს მხოლოდ ჩვენ გვეხება!
- მორჩი! - იყვირა დავიდოვმა - ხომ ხედავ, რომ ისევ ჩემს ხელში ხარ? ერთი პატარა მოძრაობა და შენს გოგოს შენს თვალწინ ტვინს გავასხმევინებ, ასე რომ ნუ მემუქრები!
- ნაია! - მომესმა ღრიალი და სახლის კუთხიდან აჩი გამოქანდა, ხელში კი მოზრდილი ნიჩაბი ეკავა - ხელი გაუშვი ნაბოზარო, თავი დაანებე!
- აჩი! - ვუყვირე შეშინებულმა - უკან დაიხიე!
ლექსომ აჩის ხელი დაავლო და უკან ამოიფარა, ის კი არ ჩერდებოდა და გამწარებული ფართხალებდა.
- ეს პატარა ტარაკანა კიდევ ცოცხალია? რაიყო მოაშინაურეთ? - გამომხედა სიცილით - რა სასაცილოები ხართ!
- ნაიას შეეშვი! - ღრიალებდა აჩი - თავი დაანებე-მეთქი! რამე გააკეთეთ! წასვლის უფლება არ მისცეთ! - ბრდღვინავდა გააფთრებული.
- აჩი! - შეუძახა ლუკამ - წყნარად!
- დაუჯერე მეგობარო, - მეგობრულად გახედა აჩის - ხელს თუ შემიშლი, შენს საყვარელ მეგობარს შენს თვალწინ გავასხმევინებ ტვინს. შენ ხომ ეს არ გინდა? როგორც იქნა იპოვე ვიღაც ვინც შენზე იზრუნებს, ისე ნუ გააკეთებ, რომ შენს გამო შუბლი გავუხვრიტო!
- ბავშვს შეეშვი! - შევუღინე გაცოფებულმა.
- ლუკა, - აჩის ცრემლები წამოუვიდა და ლექსოს მკლავზე ჩაებღაუჭა - გემუდარები, არ გაატანო, არ მისცე უფლება, რომ წაიყვანონ. მის გარდა არავინ მყავს, ლუკა!!!
- აჩი! - დავუყვირე გულმოკლულმა - გაჩერდი, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ტირი!
- ლუკა! - იღრიალა აჩიმ და ჩაიკეცა.
- ბავშვი გაიყვანეთ! - ვიყვირე ცრემლმორეულმა.
ბექამ აჩის ხელი დაავლო და ბუჩქებისკენ ძალით წაიყვნაა, ლუკა კი დავიდოვს არ აცილებდა ცხოველურ მზერას.
- შენ მე გჭირდები, ნაია არა. გოგო გაუშვი, ჩემები წავლენ და ნაიას წაიყვანენ, მე და შენ კი მარტონი დავრჩებით. ხომ იცი, სანამ ცოცხალი ვარ, სიმშვიდეს ვერ იპოვი, ყველგან მოგაგნებ დავიდოვ! - ლუკას ხელები საშინლად უკანკალებდა და გააფთრებულ მზერას არ აშორებდა დავიდოვს - და იცი რაც მოგელის, გოგო გაუშვი!
- ამ დრამების გარეშე არ შეგიძლიათ ხომ? - ზიზღით დაიფრუტუნა დავიდოვმა და დაცინვით გადახედა ლუკას. - ახლა კი თუ დაამთავრეთ გამატარეთ!
ხელით მიბიძგა და წინ გამათრია. ბიჭები ფრთხილად ადევნებდნენ თვალს დავიდოვის თითოეულ მოძრაობას. ლუკა გააფთრებული შეჰყურებდა და ნებისმიერ წამს მზად იყო ყელში სცემოდა.
- მანქანასთან მიმიშვით, არცერთი ახლოს არ მოხვიდეთ! ლუკა, სისულელეს ნუ იზამ, არ მაინტერესებს შენი მუქარა, ნაიას მოვკლავ!
- ნაია! - მომესმა აჩის განწირული ღრიალი.
მანქანასთან მიმათრია და საჭის მხირდან კარი ძალით გამაღებინა, შიგნით შემტენა და უკან შემომყვა. ბიჭები მანქანას შემოეხვივნენ. ლუკამ თვალით რაღაც ანიშნა ლექსოს. დავიდოვს ჩაეღიმა, ცალი ხელით მოიხურა კარი და მანქანა დაქოქა, ისე, რომ ჩემთვის იარაღი არ მოუშორებია.
- ესეც ასე!
მანქანა სწრაფად დაძრა და სანამ რამეს მოვიმოქმედებდი იარაღის კონდახი მთელი ძალით შემომკრა საფეთქელზე. მძიმე დარტყმამ წამში დამიბნელა თვალებში და გავითიშე.
თვალები, რომ გავახილე, დავიდოვი მანქანას გზატკეცილზე მიაქროლებდა. მტკივანი საფეთქელი მოვისრისე და სავარძელზე წამოვჯექი.
- აჰ, გაიღვიძე საყვარელო? - გამომხედა ღიმილით - მაპატიე დარტყმისთვის, მაგრამ სხვანაირად ვერ გაგაჩერებდი, მე კი იქიდან უნდა წამოვსულიყავი!
- ტყუილად გიხარია, დაგედევნებიან! შორს ვერ წახვალ.
- აჰ, ამაზე ექიმმა იზრუნა, სანამ ჩემთან გამოიქცეოდა იმ მანქანას, რომელსაც ლუკა ბუჩქებში მალავდა, ყოველი შემთხვევისთვის, საბურავები დაუხეთქა, ასე, რომ ფეხით დაწევა ცოტა გაუჭირდებათ.
- ნაძირალა! - ჩავისისინე გაბოროტებულმა - რაღას ელოდები? შენი მწარე გამოცდილებით ვერაფერი ისწავლე?
- შენს მოკვლას არ ვაპირებ, - გაიღმა და ეშმაკურად გამომხედა - არა, შენ ჩემთან ერთად წამოხვალ. ჩემი პატარა გოგო იქნები, სანამ შენ ცოცხალი ხარ, ლუკა იქამდე ვერ მოისვენებს სანამ არ გიპოვის. ოოო წარმომიდგენია ეს როგორ გაამწარებს, ჭკუიდან გადაიყვანს ის აზრი, რომ შენ ჩემთან ხარ და ის ვერაფერს აკეთებს - ისევ. ეს კი შეცდომას დააშვებინებს. მართალია ის ძალიან ჭკვიანია, მაგრამ მაინც ადამიანია, რომელსაც მთელი გულით უყვარხარ, ეს კი ჩემი ერთადერთი კოზირია.
- ისევ ძველ სიმღერას მღერიხარ, - გავხედე ირონიულად - ყოველთვის არასწორ მხარეს იყურები !
- კარგი რა, მართლა იფიქრე, რომ ჩემთვის რამის დაშავებას შეძლებდით? და ასე იოლად ჩამიგდებდით ხელში? მცდელობას არაუშავდა. შენი ბიჭი ისე შემომივარდა აგარაკზე, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, უნდა ვაღიარო, რომ მაშინ ჭკუაში მაჯობა და სანამ ჩემი ხალხი მის აგარაკზე გავგზავნე, მის მოსაკლავად ის ჩუმად მომეპარა უკნიდან, ისე რომ იმ იდიოტებმა ვერც კი შენიშნეს! - დაიღრინა გაცოფებულმა - არაუშავს, როცა აქედან გავაღწევ სათითაოდ სარზე წამოვაგებ ყველას.
გზას გავხედე, ყველაფერი ისეთი მარტივი იყო, რომ გულზეც კი მომეშვა. ყველა გრძნობა სადღაც გაქრა. დავიდოვს აღარ ვუსმენდი. ირაკლიზე ვფიქრობდი, თვალწინ მედგა მისი სიხარულისგან გაბრწყინებული თვალები, ბავშვური ხალისით როგორ ერთობოდა კინოში სულელურ მულტფილმზე. მერე ის საღამო გამახსენდა ჩემს ოთახში რომ დარჩა, არა იმიტომ, რომ კოშმარებს ვხედავდი და მდარაჯობდა, იმიტომ რომ მისი ახლოს ყოფნა ყველაფერს მავიწყებდა. თვალწინ მედგა კლუბში გატარებული საღამო, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო აუარებელი ხალხი იყო, ვერავის ვამჩნევდით, თითქოს ყველაფერი გაქრა, მარტო ირაკლის ვხედავდი, მის სიყვარულით ანთებულ თვალებს და ბედნიერ ღიმილს.
მთელი ამ თვეების განმავლობაში ამ მოგონებებს გულის ბნელ კუნჭულში საიმედოდ ვკეტავდი, რომ როგორმე არსებობა გამეგრძელებინა. ახლა კი ყველაფერი ისევ სინათლეზე გამოვიდა და ისევ მომიცვა საშინელმა, აუტანელმა ტკივილმა. მაშინვე თვალწინ დამიდგა ირაკლის ცარიელი თვალები, გაშეშებული სხეული და სისხლით მოთხვრილი სახე. მთელი სხეული ამიკანკალდა - სიბრაზე, სიძულვილი, ბოღმა, ტკივილი, სასოწარკვეთა, რისხვა - თავი დავკარგე, ჩემში ყოველგვარი ადამიანური ბოროტებამ გადაფარა.
- შენ აქედან ვერ გააღწევ, ამის უფლებას არ მოგცემ! მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ცოცხალი გაგიშვა!
ვიკივლე გააფთრებულმა და საჭეს ვესცი. დავიდოვი მოულოდნელობისგან აირია და საჭის დამორჩილება ვერ შეძლო. მანქანამ მართვა დაკარგა და აწყვეტილი მხეცივით აქეთ-იქით მიაწყდა. ამ ჯაჯგურში იარაღი ხელიდან გაუვარდა და სადღაც ძირს ჩავარდა.
- რას აკეთებ არანორმალურო?! - დაიღრიალა შეშინებულმა და მთელი ძალით გამაწნა სილა სახეში, რომ თავიდან მოვეშორებინე, მაგრამ საჭეს ცოცხალი თავით არ ვუშვებდი ხელს - ასე ხომ დავიხოცებით? შენც მოკვდები!
- სამაგიეროდ თან გაგიყოლებ! - დავიღრინე გაალმასებულმა და მთელი ძალით ჩამოვკაწრე სახე.
მინდოდა მისთვის თვალები ამომეთხარა, საკუთარი ხელით დამეფლითა და ამეკუწა, ისე მეწამებინა როგორც მე მაწამებდა ეს საშინელი, ამაზრზენი ტკივილი. დავიდოვი თევზივით აფართხალდა, რომ თავიდან მოვეშორებინე, მაგრამ სულ ტყუილად. საშინელმა რისხვამ ისეთი ძალა მომცა ხელებში, რომ ძვრა ვერ მიყო. გამწარებული ჩავაფრინდი და სადაც მივწვდი ყველგან ხორცი ამოვაგლიჯე ფრჩხილებით.
ვიღას ახსოვდა საჭე, მანქანა არანორმალურივით აწყდებოდა აქეთ-იქით, დავიდოვი კი მთელი ხმით ღრიალებდა. თან საჭის დამორჩილებას ცდილობდა, თან ჩემს თავიდან მოშორებას.
- საკუთარი ხელით ამოგგლეჯ გულს ცხოველო! - ვიკივლე ჭკუიდან გადასულმა - არავინ და არაფერი მჭირდება, აქვე მოგიღებ ბოლოს!
მანქანამ საბოლოოდ დაკარგა მართვა, ჯებირი გაანგრია და თავდაღმართზე მოწყვეტით დაეშვა. ძლიერმა ბიძგმა მანქანის საქარე მინაზე მიმახეთქა, დავიდოვმა კი მთელი ძალით დასცხო თავი საჭეს და უმალ დაკარგა გონება. მანქანამ ოღროჩოღრო ბუჩქები გადათელა და მოზრდილ ქვას შეასკდა, ჰაერში აფრინდა და ლაწალუწით დაეშვა თავდაღმართში. მანქანაში მომწყვდეული გამეტებით ვეხეთქებოდი აქეთ-იქით, რამდენჯერმე რაღაც მწარეს დავსცხე ბეჭები და ტკივილისგან სუნთქვა შემეკრა. ფსკერამდე ისე ჩავაღწიეთ, რომ ვერაფრის გააზრება ვერ მოვასწარი. ერთი ეგ იყო, რომ საბოლოო დახეთქებისას სუნთქვა შემეკრა და თვალებში დამიბნელდა, ვეღარაფერს ვხედავდი.
მინდოდა თვალებზე ხელი მომესვა, რომ როგორმე მხედველობა აღმედგინა, მაგრამ ვერ ვინძრეოდი, ყოველი გოჯი არანორმალურად მტკიოდა. შავი ბურუსი მძლავრად ჩამებღაუჭა და ისევ დავკარგე გონება.


თავი ოცდამეთექვსმეტე
ჯოჯოხეთურმა ტკივილმა გონს მომიყვანა. ყველაფერი მტკიოდა და განძრევას ვერ ვახერხებდი. თვალები ძლივს გავახილე, მაგრამ ყველაფერი საშინლად გადღაბნილიყო, რამის გარჩევა მიჭირდა. თავქვეშ სისველე ვიგრძენი, რაღაც ბლანტი ამაზრზენად მოედინებოდა კისრისკენ. თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე, ვერ ვხვდებოდი სად ჯანდაბაში ვიყავი, ან რა მოხდა. წამოჯდომა ვცადე, მაგრამ მაშინვე არამიწიერი ტკივილი მეკვეთა მთელს ორგანიზმზე და ადგილზე გამაქვავა. სასოწარკვეთილმა ამოვიკვნესე. თვალები ისევ გავახილე და რამდენჯერმე ავახამხამე, რომ ფიგურები უფრო მკვეთრად გამერჩია.
დიდი წვალების შემდეგ, მხედველობა აღმიდგა და გაოცებულმა მოვათვალიერე ერთიანად დალეწილი და დაფშვნილი მანქანა. მე კი საქარე მინაზე ვეგდე ერთიანად დალეწილი და დასისხლიანებული. გარშემო სულ შუშის ნამსხვრევები ეყარა. უცებ თავში ყველაფერი ქარბორბალასავით დამიტრიალდა და მომხდარი გამახსენდა -სახეჩამოხოკილი და დასისხლიანებული დავიდოვი, განგრეული ჯებირი და ჰაერში მფრინავი მანქანა.
აკანკალებულმა გაჭირვებით წამოვწიე თავი და დავიდოვი მოვათვალიერე. ის ჩემგან მოშორებით ეგდო უგონოდ. სახე სულ სისხლში ამოთხვორდა, მარცხენა ლოყაზე კი ღრმა ჭრილობა მოუჩანდა. წამოდგომა ვცადე, მაგრამ ჯოჯოხეთური ტკივილისგან ლამის შევიშალე. მარჯვენა ფეხს ვერ ვანძრევდი. თავი გაჭირვებით წამოვწიე და ფეხს დავხედე, რომელიც არაბუნებრივად მომღრეცოდა.
- ჯანდაბა!
აკანკალებულმა მიმოვიხედე და ჩემს გვერდით იარაღი შევამჩნიე. ხელი გავიწვდინე და წავეპოტინე, რომ მივწდომოდი. ჩემს ფართხალზე დავიდოვიც შეინძრა და თვალები ძლივს გაახილა. როგორც კი ეს შევნიშნე ტანჯვა-წამებით გავფოფხდი იარაღისკენ და სასწრაფოდ ვტაცე ხელი.
- ააჰ! - დაიგმინა გამწარებულმა და გაჭირვებით ამობრუნდა პირაღმა. იარაღი მაშინვე გადავტენე და შუბლში დავუმიზნე.
- არ გაინძრე! - ჩავისისინე გაცოფებულმა და იარაღს მთელი ძალით მოვუჭირე ხელები.
- შეშლილი ძუკნა ხარ! - დაიღრინა გამწარებულმა და აკანკალებული ხელი ჭრილობაზე მიიდო.
- აქედან ცოცხალი ვერ წახვალ ! - იარაღს დამცველი მოვხსენი და დავიდოვი მიზანში ამოვიღე.
- მესროლე რაღას უცდი?! - იყვირა გააფთრებულმა - თავი იმისთვის არ გაწირე, რომ მოგეკალი? არანორმალური ხარ, ნამდვილი შეშლილი. რამდენჯერაც შენი მოკვლა ვცადე იმდენჯერ ჩავფლავდი. როგორც ჩანს, ერთი პატარა გოგოს ხელით მიწერია სიკვდილი!
- შენ რა ამას აქამდე ვერ ხვდებოდი? - ვუპასუხე გესლიანი ღიმილით - სად გაქრა შენი დიდება? შენი სიამაყე? ერთი შენს თავს შეგახედა, საძაგელი ჭიაყელა ხარ, რომელიც შიშით ელოდება, როდის დაადგამენ ფეხს და როდის გასრესენ!
- სათანადოდ ვერ შეგაფასე, ისევ - ჩაიცინა ირონიულად და ტკივილისგან შეიჭმუხნა - შენი სიძულვილი და სიშმაგე იმაზე ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი.
- შენ ვერაფერს წარმოიდგენ ავადმყოფო! შენ არ იცი რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ამას ვერასოდეს იგრძნობ, იმიტომ რომ უგრძნობი ცხოველი ხარ და აქვე ჩაძაღლდები ცოფიანი ძაღლივით!
- მე მგონი მართალი ხარ, - გამომხედა გვერდულად და სისხლი გადმოაფურთხა - ორივე ფეხი მოტეხილი მაქვს, აქედან ჩემით ვერ გავალ.
- ეს რატომ გააკეთე? მინდა ვიცოდე ირაკლი რისთვის მოკვდა, რაიმე მიზეზი უნდა არსებობდეს, უნდა იყოს რამე რის გამოც მას სიცოცხე წაართვი! - ვიკივლე გაკაპასებულმა - რაიმე, იმის გარდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ხელს გიშლიდა! რატომ?! რატომ გაყენებს სიამოვნებას ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება!
- იმიტომ რომ, ჩემთვის სულერთია.
მიპასუხა უემოციოდ და გვერდულად გადმობრუნდა რომ ესუნთქა. როგორც ჩანს მასაც ისევე ჰქონდა ნეკნები დალეწილი, როგორც მე.
- რა არის სულერთი? რა დაგიშავეს ბავშვებმა? რა დაგიშავა მამაჩემმა ან ირაკლიმ?! თუმცა რას გეკითხები, შენ შენთვის საყვარელი ადამიანი არ დაინდე და დანარჩენები რაში გედარდება. შენ არ იცი რას ნიშნავს სიყვარული, უგრძნობი ცხოველი ხარ!
- ტყუილია! - იღრიალა თვალზეცრემლმომდგარმა - მერი მიყვარდა, მთელი გულით მიყვარდა, მისთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებდი!
- ის შენს გამო მოკვდა ახვარო! შენ რომ არ მისულიყავი იმ ღამეს, მისი ოჯახი, რომ არ გაგენადგურებინა ის დღეს ცოცხალი და ჯანმრთელი იქნებოდა. მაგრამ ჭირივით ხარ, რასაც ეხები ყველაფერს ანადგურებ! ამას ეძახი სიყვარულს?! ეგოისტო ! ვერ აიტანე, რომ უარგყვეს და ყველაფერი მოკალი რაც მას უყვარდა, ეს სიყვარული არ არის ეს ავადმყოფობაა!
- მიყვარდა! - შემომხედა სიძულვილით სავსე თვალებით და სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა - მთელი გულით მიყვარდა, ის ერთადერთი იყო რაც ცხოვრებაში გამაჩნდა, რაც მიყვარდა და რასაც ვეთაყვანებოდი. ის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო და მე ის გავანადგურე, როგორ ფიქრობ ამის მერე რამეს ვიგრძნობდი? შენ ხომ იცი რას ნიშნავს სიყვარული? შენი ირაკლის გამო ლამის შემომაკვდი და ახლაც ბიჭები არჩიე საკუთარ სიცოცხლეს და თვითმკვლელობაზე წახვედი!
- მოკეტე! - ჩავისისინე გააფთრებულმა - შენს თავს ნუ მადარებ! მე სიკვდილი მირჩევნია ვიდრე მათ რამე დავუშავო. ნებისმიერ წამს ირაკლის ადგილს გავუცვლიდი სამარეში, ყველაფერს გავიღებდი ოღონდ დამებრუნებინა, მაგრამ შენ ის წამართვი! შენ ყველაფერი წამართვი რაც გამაჩნდა!
- მერი მიყვარდა, - იმეორებდა გიჟივით და ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა - ჩემებურად, მაგრამ მაინც მიყვარდა.
- რამე მითხარი! შეუძლებელია ასეთი გულქვა სულიერი არსებობდეს! მითხარი რისთვის აკეთებდი ამყველაფერს! უკანასკნელი შანსი გაქვს, რომ თავი გაიმართლო, რამით მაინც!
- ასე გაცილებით იოლი იყო, - გაიღიმა, თუმცა ეს არ იყო ღიმილი, არავითარ ემოციას არ გამოხატავდა ეს ჟესტი. არც დაცინვა, არც სასოწარკვეთა არც შიში, არაფერი, მხოლოდ სიცარიელე - ასე იოლი იყო ცხოვრების გაგრძელება, როცა ყველას და ყველაფერს ადანაშაულებ საკუთარი თავის გარდა, რადგან თუ ერთი წამით მაინც დაფიქრდები რა გაუკეთე მას ვინც მთელი არსებით გიყვარდა, მაშინ.... - ხელები ამიკანკალდა და თვალებგაფართოებული მივაჩერდი დავიდოვს, რომელიც ტიროდა და ალბათ პირველად მეუბნეოდა სიმართლეს! სიმართლეს, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩემსას - ასე იოლი იყო. ყველაფერს ვანადგურებდი რაც მას უყვარდა, ყველაფერს ვსპობდი. მის საყვარელ სათამაშოებს ვამტვრევდი, სხვანაირად ზიზღს ვერ გამოვხატავდი, ზიზღს შენი ღმერთის მიმართ, რომელმაც ეს დაუშვა! რატომ გაიქცა მერი ჩემგან? მას ხომ ისე ვერასდროს ვერავინ შეიყვარებდა, როგორც მე მიყვარდა. რატომ მკრა ხელი, რატომ მიმატოვა?! შემომხედე რას დავემსგავსე! შემომხედე!!! სად იყო შენი ღმერთი როცა მამაშენს ვკლავდი? როცა ირაკლის მოკვლა ვუბრძანე, სად იყო შენი ღმერთი როცა სარდაფში ნაწილებად გშლიდი, სად?!
- შენს ავადმყოფობას მას აბრალებ? - ჩავიჩურჩულე გაოგნებულმა და თვალზე ცრემელი ჩამომიგორდა - ამიტომ გააკეთე ეს? რომ მერის დაკარგვის გამო სამაგიერო გადაგეხადა მისთვის? ამიტომ კლავდი ბავშვებს? ამიტომ ამომიხოცე ოჯახი, რომ საკუთარი ჩასვრილის აღიარება არ გინდოდა?! ესაა მიზეზი?! - დავიჩურჩულე თვალებგაფართოებულმა.
- ფეხზე რას ფიქრობ, - გაჭირვებით შესწორდა და სისხლი გადმოაფურთხა - ყველანი იმსახურებდით იმას რაც დაგემართათ. უსუსური, საცოდავი მტირალა არსებები ხართ. როგორც კი რამე გაგიჭირდებათ, მაშინვე მასთან გარბიხართ, მუხლებზე ხოხავთ და ევედრებით, რომ გიშველოთ. თქვე საცოდავო არარაობებო, ის კი არ იცით, რომ მას სულ ფეხებზე ჰკიდიხართ! მას ჩვენი დიდი ხანია აღარ ესმის, ალბათ არც არასდროს ესმოდა.
- საცოდავი ხარ, საცოდავი და ცარიელი. იმდენად დაგაბრმავა ბოროტებამ, ბოღმამ და სიძულვილმა, რომ მონსტრად იქეცი. საკუთარ ცოდვებს ყველას და ყველაფერს აბრალებ, რომ შენი დამპალი სულის თრევა როგორმე გააგრძელო. შენ არასდროს გყვარებია მერი, ასე, რომ ყოფილიყო წახვიდოდი და თავს მოიკლავდი! მას შემდეგ რაც მას გაუკეთე, მაგრამ არა, რაღაც ჰალუცინაციას გამოეკიდე და მისი სახელით ანადგურებდი გზად ყველაფერს. ავადმყოფი ხარ, შეშლილი ავადმყოფი. ეს მისი ბრალი არ არის, ეს შენი ბრალია! მერის სიკვდილში მხოლოდ შენ ხარ დამნაშავე, ცხოველო! მერჩივნა არაფერი მომესმინა, ეს უარესია, გაცილებით უარესი! ვიღაც მანიაკის არანორმალურ ფანტაზიებს ჩემი ცხოვრება შეეწირა! მაგრამ, იცი ყველაზე მტკივნეული რა იქნება შენთვის? შენ არავინ გყავს, არავის მოენატრები, არავის გაახსენდები, არავის დააკლდები და არავინ გიტირებს. არავის ჩამოუვა თვალზე ცრემლი შენს გამო, ყველას ეცოდინება რა გააკეთე, როგორი ცხოველი ხარ და ერთადერთი რასაც დაიმსახურებ ეს ზიზღი იქნება. დროთა განმავლობაში კი ყველას მიავიწყდები, მხოლოდ ცუდი მოგონებად დარჩები, რომელსაც აღარავინ გაიხსენებს. აი ეს არის სიკვდილი ახვარო! მთელი ეს დრო მეჯავრებოდი, მთელი არსებით მძულდი, მინდოდა შენთვის ნაწლავები დამეყრევინებინა, მაგრამ ახლა.... მეცოდები, საცოდავი არარაობა ხარ, უმნიშვნელო მატლი. ერთი მხრივ კარგია გამოქცევა, რომ მოახერხე. არ მინდოდა შენს ბინძურ სისხლში ლუკას გაესვარა ხელები, იმდენად საცოდაობა ხარ, რომ ამად არ ღირხარ.
- და შენ? - გამომხედა აცრემლებულმა - შენი ხელით მოსაკლავად ვღირვარ?
- ღირხარ, - ვუპასუხე ღიმილით - იმიტომ, რომ მეც ზუსტად შენნაირი ნაგავი ვარ. ვერაფერი გავაკეთე, როცა ირაკლი ჩემს მაგივრად კვდებოდა, ვერც მაშინ მოვახერხე თავის შეკავება, რომ შურისძიებაზე უარი მეთქვა და ლუკა ამაში არ გამეხვია. მან უამრავი მეგობარი დაკარგა შენს დევნაში. მეც მას ვადანაშაულებდი ყველაფერში, მაგრამ ახლა ვხედავ რომ მთელი ეს დრო იმ დემონს ვემსგავსებოდი, რომელიც მთელი არსებით მძულდა. ნათქვამია სანამ ვინმეს ტალახს ესვრი იქამდე ხელებზე დაიხედეო, მაგრამ შენ მაინც ჩაგაძაღლებ! ზუსტად ვიცი ვინც ვარ და რასაც წარმოვადგენ, მე შენზე უარესი ვარ, ამიტომ ჩემი ხელით მოკვდები აქ და ახლავე!
- შენ ის გიყვარდა, მთელი გულით გიყვარდა მე კი ის წაგართვი, - ჩაიღიმა გველურად - ეს ტკივილი მთელი სიცოცხლე დაგტანჯავს, სულს მოგიწამლავს იმის გააზრება, რომ მას უკან ვერაფერი დააბრუნებს, სამყაროც რომ შეძრა ის ისევ ცივი და მკვდარი დარჩება, სამუდამოდ! სხვა თუ არაფერი ესეც საქმეა!
- ეს ირაკლისთვის!!! - ჩავისისინე გამძვინვარებულმა და სასხლეტს დავუშვი.
ტყვია ელვის სისწრფით მოსწყდა აალებული იარაღის ლულას და დავიდოვს პირდაპირ შუბლში დაეძგერა. ბოროტი ღიმილი სახეზე შეეყინა და თავი ჩამოუვარდა. გახვრეტილი შუბლიდან კი სისხლმა დაიწყო დენა. თვალები ღია დარჩენოდა, ზუსტად ისე, როგორც ირაკლის, მაგრამ ჩემი ბიჭისგან განსხვავებით მის თვალებში რაიმე განსხვავება ვერ შევამჩნიე, ისინი ძველებურად უსიცოცხლო და ცარიელად გამოიყურებოდნენ.
ახლა კი საბოლოოდ დამთავრდა ყველაფერი. ჩემი დემონი, რომელიც წლების განმავლობაში მტანჯავდა, საკუთარი ხელით მოვკალი. ბოროტი სული, რომელმაც საყვარელი ადამიანები ამომიხოცა და უამრავი ხალხი გააუბედურა, რომელიღაც ხრამში ეგდო შუბლგახვრეტილი. ეს იყო მისი დასასრული, მასთან პირველივე შეხვედრის დღიდან ამაზე ვოცნებობდი და მივაღწიე კიდეც.
იარაღი ხელიდან გამივარდა და თვალები დავხუჭე. ეს დასასრული იყო, საბოლოო დასასრული, რომელიც გარდაუვალი იყო, მშვენივრად ვიცოდი დავიდოვთან საბოლოო შეხვედრა როგორც დამთავრდებოდა, ისე ვიყავი დალეწილი, რომ მეც ალბათ მალე მომეღებოდა ბოლო. აქედან ვერ გავაღწევდი, იარაღიც კი ბოლო შერჩენილი ძალებით მეკავა ხელში. განძრევა არ შემეძლო და არც მადარდებდა.
- გთხოვ, თუ იმ წყეულ სარდაფში არ მომჩვენებიხარ და მართლა შენ იყავი დამენახე, ირაკლი! - ამოვიჩურჩულე სასოწარკვეთილმა. თვალის კუთხეებიდან ცრემლები წამომივიდა და თმაში ჩაიკარგა - გევედრები დამენახე, უკანასკნელად. მე იქ ვერ მოვალ სადაც შენ ხარ, მე მანდ არავინ მომიშვებს იკა. მეტისმეტად ბევრი საშინელება ჩავიდინე, რომელსაც არ ვნანობ. ამიტომ გევედრები, თუ ჩემი გესმის, ბოლოჯერ დამენახე, მერე კი მშვიდად მოვკვდები. უკანასკნელი დაპირება შეგისრულე, ახლა შემიძლია მოვკვდე, მანამდე.... მხოლოდ ერთხელ...
ველოდებოდი, მთელი გულით ველოდებოდი, რომ გამოჩნდებოდა, ვნატრობდი, რომ გამოჩენილიყო, მაგრამ არაფერი მომხდარა. გული მომიკვდა და ცრემლები ღაპა-ღუპით წამომივიდა. ალბათ ყველაფერი მომეჩვენა, მართლაც მომეჩვენა.
- კარგი - ჩავიჩურჩულე სასოწარკვეთილმა - იყოს ასე. არაუშავს, დავიმსახურე! მაპატიე, ყველაფერი ავურიე. მაპატიე, რომ მაშინ ხელი გკარი, მაპატიე, რომ ასეთი ბნელი ადამიანი ვარ. არ გიმსახურებდი! მიყვარხარ, მთელი გულით მიყვარხარ და მეყვარები სანამ ჩემი ცოდვილი სული იარსებებს.
ვიგრძენი როგორ დამიმძიმდა ორგანიზმი, კიდურები გამეთოშა. ხელ-ფეხს ვეღარ ვგრძნობდი. ვკვდებოდი, ნელ-ნელა ძალა მეცლებოდა და მიხაროდა. ძალიან მინდოდა ეს ტანჯვა დასრულებულიყო, ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო, რომ აღარაფერი მეგრძნო. ტუჩებზე ღიმილი გადამეფინა და თვალები დავხუჭე. რა მშიშრები ვართ ადამიანები, სიკვდილის ყველას გვეშინია. კანკალით ველოდებით იმ დღეს როდესაც სიკვდილის ანგელოზსს გავახსენდებით. ათას ხერხს მივმართავთ საბრძოლველად, რომ გარდაუვალ აღსასრულს თავი დავაღწიოთ, ალბათ ჩვენი მცდელობები გვერდიდან ძალიან სასაცილოდ ჩანს. ახლა კი როცა ზღვარზე ვიდექი ვიაზრებდი, რომ საშიში არაფერი იყო, სულ მალე ბოლო ძალებიც გამომეცლებოდა და ჩემი სხეული ლპობაშეპარულ ლეშად გადაიქცეოდა. ერთადერთი რაც მაწუხებდა, ის იყო, რომ მარტო ვკვდებოდი. ჩემთან არავინ იყო, საერთოდ არავინ. აი ეს ყოფილა ნამდვილი სევდა და მწუხარება, როცა იმქვეყნად გადაბარგებისას არავინ გაცილებს.
თითქოს მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამიელვა, ლუკასთან გატარებული ღამეები, მისი ანგელოზური, მწვანე თვალები, რომელიც მუდამ სუნთქვას მიკრავდა. ლექსოს იდიოტური ხუმრობები, ჩემი უახლოესი მეგობარი, რომელიც მთელი გულით მიყვარდა. ყველას ვინც მიყვარდა დიდი ტკივილი მივაყენე, ირაკლი, ლუკა, ლექსო, აჩი და დედა. ჩემი საყვარელი, ლამაზი და სათნო დედიკო. იმედი მქონდა, რომ ოდესმე მაპატიებდნენ.
- ნაია!
მომესმა შეშინებული ყვირილი, ან შეიძლება მომეჩვენა კიდეც, სიკვდილის წინ ადამიანებს რაღაცეები ხომ ეჩვენებათ ხოლმე?
- ნაია! ჯანდაბა, ლექსო, სწრაფად, მანქანას მოუარე!
არა არ მეჩვენებოდა, ეს ნამდვილად ლუკას ხმა იყო, გული შემიტოკდა. თვალების გახელა მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, მეტისმეტად დაღლილი ვიყავი, მეძინეობდა.
- ლუკა, აქ არის, სწრაფად!
- ჯანდაბა, ნაია!!!
ვიგრძენი, როგორ ჩამჭიდეს ხელი და რაც შეიძლებოდა ფრთხილად ამწიეს, მაგრამ ამ მოძრაობამაც კი არანორმალური ტკივილი მომგვარა და ამოვიკვნესე.
- ფრთხილად, სულ დამტვრეულია, ჯანდაბა, ლექსო!
- ფრთხილად ასწიე, გამოვიყვან, მოიცადე....
როგორც იქნა მანქანიდან გამომათრიეს, ბეჭებით ცივი თოვლი ვიგრძენი და გადაჩეხილი ჭრილობები საშინლად ამეწვა, მაგრამ მეორე წამს გამიარა, გამეყინა და ტკივილიც სადღაც გაქრა.
- ნაია, თვალი გაახილე, ასე არ მომექცე, ნაია!!!
ლუკას სასოწარკვეთილი ხმა გულს მიფლეთდა, შეიძლება ვეღარც გადავრჩენილიყავი, მაგრამ მისთვის ბოლოჯერ უნდა შემეხედა. მისი მწვანე თვალებისთვის ბოლოჯერ უნდა შემევლო თვალი. თავს ძალა დავატანე და თვალები გავახილე, ბუნდოვან გამოსახულებაში, ნელ-ნელა ლუკას სახე გამოიკვეთა. თვალები შეშლილივით უელავდა.
- ლუკა...
- ნაია! - სასოწარკვეთილს ცრემლები წამოუვიდა - აქედან ახლავე წაგიყვან, გამოკეთდები, კარგად იქნები, გესმის?! ჩემთან დარჩი, გთხოვ.
- ასეთი სახე ნუ გაქვს, - ამოვიჩურჩულე ძალაგამოცლილმა - არ მინდა ისე წავიდე, რომ ასეთი მახსოვდე...
- არა, არ მოგცემ სიკვდილის უფლებას! არავითარ შემთხვევაში!
დაიღრინა გაცეცხლებულმა, ხელები ნაზად შემიცურა წელს ქვემოთ და ხელში ამიყვანა, საშინელიმა ტკივილმა გონება დამიბინდა. იმდენად ვიყავი დაუძლურებული, რომ ამოკვნესაც ვერ მოვხერხე.
- ლექსო! მანქანა!
- ახლავე!
- მიყვარხარ. - ჩავიჩურჩულე ცრემლმორეულმა და ბოლოჯერ გავახილე თვალები.
- მეც მიყვარხარ, გადაგარჩენ! აუცილებლად! თუნდაც ეს იყოს ბოლო რასაც გავაკეთებ, აუცილებლად გადაგარჩენ!
ჩამჩურჩულა აცრემლებულმა და მანქანისკენ გამაქანა, რომელიც წარმოდგენა არ მქონდა იქ საიდან გაჩნდა.
ის იყო გონება ისევ დამებინდა და თვალები უნდა დამეხუჭა, რომ „ის“ დავინახე. დაჭეჭყილ და დამტვრეულ მანქანასთან იდგა, სევდიანად შემომყურებდა და სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა. ლამის ლუკას ხელში ავფართხალდი, ალბათ ასეც ვიზამდი და ირაკლისთან მივირბენდი, რომ შემძლებოდა, მაგრამ განძრევას ვერ ვახერხებდი, მხოლოდ თვალებდაჭყეტილი მივჩერებოდი და თვალს ვერ ვწყვეტდი.
ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც მახსოვდა. სიმპატიური და სიცოცხლით სავსე, მაგრამ ამჯერად თვალებში სევდა ედგა და მშვენიერ სახეს ცრემლები უსველებდა. ლამის გული შემიღონდა და აკანკალებული ხელი გავიწვდინე. მინდოდა, რომ მოსულიყო, რომ ჩავხუტებოდი, მოვფერებოდი, მეთქვა, რომ მიყვარდა. ბოდიში მომეხადა ყველაფრისთვის, სასოწარკვეთილი ვიწევდი მისკენ და თვალებით ვევედრებოდი, რომ მოსულიყო. ნუთუ ვერ ხედავდა, ვერ ამჩნევდა, რომ მზად ვიყავი მოვმკდარიყავი, ოღონდ ერთხელ მაინც შევხებოდი.
ლუკა შედგა და გაოცებული მომაჩერდა, მე კი აცრემლებული ირაკლისკენ ვიშვერდი ხელს და თვალებით ვევედრებოდი, რომ ახლოს მოსულიყო.
- ნაია, რას აკეთებ? - ლუკა უარესად განერვიულდა.
- მოვიდეს! - ამოვიჩხავლე სასოწარკვეთილმა - უთხარი, მოვიდეს!
ხმა ჩამიწყდა, ვეღარ ვლაპარაკობდი, ლამის ჭკუიდან გადავსულიყავი, ისე მინდოდა ახლოს მისვლა. ჩემი ირაკლი, ჩემი მზე სულ რამდენიმე ნაბიჯზე იდგა ჩემგან და მიახლოება არ შემეძლო! ლუკა გაოცებული შებრუნდა იმ მხარეს საითაც ხელს ვიშვერდი და მერე მე შემომხედა.
- ნაია, რას ამბობ?
- ლუკა, ბოდავს, თავი აქ დარტყმული, სწრაფად ჩასვი მანქანაში! - გამოსძახა ლექსომ.
ლუკამ წამით დაეჭვებულმა შემომხედა, მერე კი აჩქარებით დაიძრა მანქანისკენ. სასოწარკვეთილმა კისერი წავიგრძელე, რომ ირაკლი თვალთახედვის არედან არ დამეკარგა. რატომ იდგა ასე?! რატომ არ მეუბნეოდა არაფერს! რატომ არ მოდიოდა ჩემთან?!
- მიყვარხარ!
ამოვიჩურჩულე ხმადაბლა, ვიცოდი, რომ გაიგებდა, მართალია ხმა საერთოდ აღარ მქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ გაიგებდა.
ირაკლიმ ოდნავ დამიქნია თავი და გაიღიმა. ცრემლები მასაც ღაპა-ღუპით ჩამოსიდოდა თვალებზე, მკლავი ოდნავ ასწია და ხელი მაჯაზე მოისვა, რაღაცას მანიშნებდა, რაღაცის თქმა უნდოდა.
- ვიცი, ახლა უკვე ვიცი... - ვუპასუხე უხმოდ, მეტს ვეღარ გავუძელი და გონება დავკარგე.






****
თვალები ძლივს გავახილე და პირველი რაც თვალში მომხვდა ეს თეთრი ჭერი და მოცისფრო-მოთეთრო კედლები იყო. ოთახში საზიზღარი წამლების სუნი იდგა, როგორ ვერ ვიტანდი ამ სუნს. ამის გამო მეზიზღებოდა საავადმყოფოები, იქ მუდამ ავადმყოფობის და სიკვდილის სუნი იდგა. თვალები ავახამხამე და ოთახი მოვათვალიერე.
საწოლის გვერდით სამედიცინო მაგიდაზე უამრავი წამალი დაეხვავებინათ, იქვე იდგა მომცრო წვენის ბოთლი და ერთი ცალი ვაშლი. გაოცებულმა წვეთოვანს ავხედე, რომელზეც შეერთებული ვიყავი და რამდენიმე წამალი ერთდროულად შემდიოდა ვენაში. წამოწევა ვცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე მთელი ტანი გამშეშებოდა და საშინლად მტკიოდა. მარჯვენა ფეხი კი თაბაშირში ჩაესვათ და მაღალ ბალიშზე შემოედოთ.
შეშინებულმა ოთახი მოვათვალიერე, აშკარად საავადმყოფოში ვიყავი. წარმოდგენა არ მქონდა აქ როგორ მოვხვდი. ბოლოს რაც მახსოვდა ის იყო, თუ როგორ გამომათრიეს ამოყირავებული მანქანიდან და როგორ ამიყვანა ლუკამ ხელში. მისი ცრემლიანი სახე გონებიდან არ ამომდიოდა და....
ფართხალი შევწყვიტე და უღონოდ მივესვენე ბალიშს. ცოტახანში პალატის კარი გაიღო. სწრაფად გამოვერკვიე ფიქრებიდან და ცრემლები საჩქაროდ შევიმშრალე, თუმცა ირაკლის ხატება არსად გამქრალა. ოთახში თეთრ ხალათში გახვეული ექიმი შემოვიდა. მაღალს და გამხდარს შევერცხლილი თმა წვერი ძალიან უხდებოდა.
- აჰ, გაიღვიძე ძვირფასო? - ღიმილით მომიახლოვდა და კაშკაშა თაფლისფერი თვალები შემომანათა - აბა თავს როგორ გრძნობ?
- ყველაფერი მტკივა, სად ვარ ექიმო? - ვიკითხე შეშინებულმა.
- საავადმყოფოში ხარ, ჩემო კარგო. რაც შეეხება ტკივილებს ეს ბუნებრივია, თითქმის ყველა ძვალი დამტვრეული გაქვს. ოთხი ნეკნი გაქვს მოტეხილი, პლიუს შენი მარჯვენა ფეხი. ავარიისას შუშა ფერდში შეგერჭო, საკმაოდ ღრმა ჭრილობა იყო, შინაგანი სისხლდენა დაგეწყო. რაც შეეხება ძველ ჭრილობებს, რომელიც ბეჭებზე გაქვს... მოკლედ, სასწაულია, რომ გადარჩი. ალბათ ზემოთ ვიღაცას ძალიან უყვარხარ. ახლა ტკივილგამაყუჩებლის დოზას ცოტას მოგიმატებ, რომ თავი უკეთ იგრძნო.
- და ჩემები სად არიან? - ვიკითხე მორიდებით.
არც კი ვიცოდი რა ხდებოდა ან ბიჭები თუ იყვნენ აქ, მაგრამ იქვე გამახსენდა რომ საავადმყოფოში ვერ გამოჩნდებოდნენ.
- შენი პატარა მეგობარი სასადილოშია ჩასული და მალევე დაბრუნდება. გვერდიდან არ მოგშორებია, ერთი სული ჰქონდა, როდის გაიღვიძებდი. - მიპასუხა ღიმილით და მოზრდილი შპრიცი ამოაძვრინა ჯიბიდან.
- აჩი?
ამოვიჩურჩულე დაბნეულმა. ექიმმა წამალი წვეთოვანში შემიშხაპუნა, შემდეგ კი ლოგინზე ჩამოჯდა და ყურადღებით შემომხედა.
- ნაია, ვიცი აქ რაც ხდება. ნურაფერზე იდარდებ, ლუკა ჩემი ძველი მეგობარია, - შეშფოთებულმა ექიმს ავხედე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი მომესმა - ყველანაირად ვეცდები დაგეხმაროთ. აქ ჩემს გარდა არავინ შემოვა, პირადად მოგხედავ, ჭრილობებსაც მე დაგიმუშავებ და სახვევებს მე შეგიცვლი, შენ ერთადერთი რაც გევალება ისაა, რომ დამეხმარო, მალე უნდა გამოკეთდე.
- კი, მაგრამ ეს როგორ? ლუკა აქ როგორ მოვა?
- ეს ჩემი კერძო კლინიკაა, - მიპასუხა ღიმილით - ლუკა დღე ვერ გამოჩნდება აქ, გასაგები მიზეზების გამო. ღამით კი აუცილებლად მოგაკითხავს, ასე რომ ახლა უნდა დაისვენო. ბევრი სისხლი დაკარგე და იმაზე მეტად ხარ დაშავებული ვიდრე შენი ასაკის გოგონას შეუძლია ატანა. ძალიან ძლიერი გოგო ხარ, ეს კიდევ ერთხელ უნდა დამიმტკიცო და ბოლომდე გამოჯანმრთელდე, კარგი?
- კარგი - ვუპასუხე მოღლილმა და ბალიშებს მივესვენე.
- ძალიან კარგი, - გამიღიმა ექიმმა - მე გიორგი მქვია. თუ რამე დაგჭირდება ამ პატარა ღილაკს დააჭირე თითი და მაშინვე შემოვალ კარგი? - პატარა თეთრი აპარატი მომაჩეჩა ხელში.
- კარგი, გმადლობთ.
- და მართლა ნაია, ლუკამ მითხრა რომ შენთან არავინ არ უნდა შემოვუშვა, ვინც არ უნდა იყოს, მაგრამ აქ ერთი ბიჭია მოსული. ამბობს, რომ შენი ახლო მეგობარია, ლუკასთან ვაპირებდი დარეკვას, მის გარეშე ვერავის შემოვუშვებ.
- ბიჭი? სახელი არ უთქვამს?
- დაჩი, თუ არ ვცდები ასე თქვა.
- დაჩი? - ვიკითხე გაკვირვებულმა, კი მაგრამ როგორ გაიგო? - ყველაფერი რიგზეა ექიმო, საჭირო არ არის ლუკასთან დარეკვა. ჩემი ახლო მეგობარია და ვენდობი, ძალიან გთხოვთ შემოუშვით, მისი ნახვა მინდა.
- კი, მაგრამ... - შეყოყმანდა აღელვებული.
- ყველაფერი რიგზეა! - ვუპასუხე მტკიცედ - მისი ნახვა მინდა.
- კარგი, მაგრამ ცოტახნით, შენი გადაღლა არ შეიძლება.
ექიმი გავიდა და ორ წუთში პალატის კარი ისევ გაიღო და ამჯერად ოთახში დაჩი გამოჩნდა. ერთიანად გადაფითრებულს სახე წაშლოდა. ძალიან გამიხარდა მისი დანახვა, უკეთ გამოიყურებოდა. როგორც კი თვალი მომკრა, სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ.
- ნაია! - აღელვებული მომიახლოვდა და გადამეხვია.
ტკივილისგან შევიჭმუხნე, ერთიანად დამტვრეულს ზედმეტი მოძრაობაც კი სუნთქვას მიკრავდა. დაჩის სუსტად მოვხვიე ხელები, წვეთოვანთან იმდენი მილი მაკავშირებდა, რომ წესიერად ვერც ვინძრეოდი
- ჯანდაბა! როგორ შემაშინე, კინაღამ ჭკუიდან გადავედი, ექიმი შენთან არ მიშვებდა.
- ჰო, გრძელი ამბავია, შენ აქ რას აკეთებ? - ვკითხე გაკვირვებულმა და ყურადღებით შევათვალიერე - ვხედავ, უკეთ ხარ, ძალიან მიხარია.
- სამაგიეროდ ახლა შენ ხარ ერთიანად დამტვრეული, - ტანჯული მზერით შემათვალიერა და მზერა ჩემს ფეხზე შეაჩერა - ნაია რა მოხდა? ტელევიზორში ათას საშინელებას აჩვენებდნენ. თქვეს, რომ დაიღუპე, ლამის შევიშალე.
- ყველაფერი რთული ასახსნელია. როგორც ხედავ ცოცხალი ვარ, ცოტა სარემონტო ვარ, მაგრამ მაინც ცოცხალი. - ვუპასუხე ღიმილით.
- ასეთ მდგომარეობაში კიდევ ხუმრობის თავი გაქვს?! - გამომხედა მკაცრად.
- უბრალოდ, ძალიან მიხარია შენი ნახვა. კარგია, რომ გამოჯანმრთელდი, შენზე ვნერვიულობდი.
- ორი კვირის წინ გამომწერეს, არაფერი მჭირს. ცოტახანი აქტიურ ცხოვრებას უნდა მოვერიდო, სხვა მხრივ რიგზე ვარ. აქ დედაჩემს მოვაკითხე ოპერაციას იკეთებს და შენ შემთხვევით დაგინახე, როგორ მოგიყვანეს. ერთიანად დალეწილი და სისხლიანი იყავი, თვალებს არ ვუჯერებდი, მაგრამ ლუკა ვიცანი და...
- მოიცა, დედაშენს ოპერაციას უკეთებენ? ხომ მშვიდობაა? - ვკითხე აღელვებულმა.
- კი, ბრმანაწლავის ოპერაციაა, კარგად იქნება. მაგრამ ახლა სხვა რამ მადარდებს, რატომ არ მითხარი ვინ იყო სინამდვილეში ლუკა?
- როგორ მეთქვა, გაიცანი დაჩი, ეს ლუკაა, კანონიერი ქურდი-თქო? - ვუპასუხე სარკასტრულად.
- უნდა გეთქვა! - ჩაისისინა უკმაყოფილოდ - იდიოტის როლში გამოვედი, რომ მცოდნოდა ვინ იყო სხვანაირად მოვიქცეოდი. რას წამოვიდგენდი, რომ.... კი მაგრამ შენთან რა ესაქმება? რას ნიშნავდა ის ნაბოდვარი, რომ გაგიტაცა?
- ეს ყველაფერი ტყუილია, ლუკას არ გავუტაცებივარ. პირიქით, მისი წყალობით ვარ ცოცხალი.
- მოიცა, ანუ მართლა გაგიტაცეს? - მკითხა გადაფითრებულმა.
- ამაზე ლაპარაკი არ გვინდა, უკვე აღარ აქვს მნიშნველობა.
- ჰო, როგორ არა! ახლავე მომიყევი ყველაფერი და არც კი გაბედო თავის არიდება, ან ის ბავშვი ვინ არის? ლამის ადგილზე მომკლა, ცოცხალი თავით არ მიშვებდა შენთან.
- ჩემი მეგობარია. - გამეცინა. წარმოვიდგინე, აჩი როგორ ეჭიმებოდა დაჩის.
- ჰო, ეგ შევამჩნიე. ნაია - დაჩიმ ხელზე ხელი ძლიერად მომიჭირა - მომიყევი რა მოხდა? ლუკამ არაფერი მითხრა, ექიმს ჩაგაბარა და მაშინვე გაეცალა აქაურობას, დალაპარაკება ვერცკი მოვახერხე.
დაჩის ყურადღებით შევხედე. არ ვიცოდი მისთვის რა მეთქვა, ან მეთქვა თუ არა საერთოდ რამე. მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ თავს არ დამანებებდა და რაც არ უნდა ყოფილიყო, მას ჰქონდა უფლება სცოდნოდა, ის ირაკლის უახლოესი მეგობარი იყო და უკვე ჩემიც.
- ის მკვდარია, ვინც ირაკლი მოგვიკლა, ყველა მკვდარია - ვუპასუხე პაუზის შემდეგ და დაჩის თვალი გავუსწორე. წამით დაიბნა, შემდეგ კი სახე შეეცვალა.
- რა თქვი? - ამოიჩურჩულა გაფითრებულმა - როგორ? ეს როგორ მოხდა?
- ყველაფერი რომ მოგიყვე დღეს ვერ დავამთავრებ და ამის ცოდნა არც გჭირდება. მხოლოდ ის მინდა იცოდე, რომ ყველაფერი მორჩა. საფრთხე აღარ არსებობს, მისი მკვლელები სათანადოდ დაისაჯნენ. - ჩავილაპარაკე ხმადაბლა.
მხოლოდ ახლაღა გავაცნობიერე, რომ დავიდოვი მართლაც მოვკალი, რომ ჩემი ხელით გავუხვრიტე შუბლი და ამან ვერავითარი შვება ვერ მომგვარა. იმის ცოდნა რომ ირაკლის მკვლელი მკვდარი იყო არ მაბედნიერებდა, თუმცა არც მამწუხრებდა, უბრალოდ თავს ასე გაცილებით მშვიდად ვგრძნობდი. ის ჭია რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში შიგნიდან მჭამდა გაჩერდა, ყველაფერი ჩამობნელდა და გაირინდა. სულში კი ის უზარმაზარი სიცარიელე, რომელიც ირაკლის სამუდამოდ დაკარგვამ მომგვარა, უფრო გაიზარდა.
- ეს ლუკამ გააკეთა? - მკითხა ხმადაბლა, როცა მეტყველების უნარი დაუბრუნდა.
- არა, - დაჩის მზერა გავუსწორე - მე დავხოცე, ყველა.
დაჩი გაუნძრევლად იჯდა საწოლზე და ენაწართმეული მომჩერებოდა. არ ვიცი რა უფრო აშინებდა, ჩემი უგულო დამოკიდებულება ამ ყველაფერზე, თუ ის რაც გავაკეთე. ისეთი თვალებით მიყურებდა თითქოს არ უნდოდა იმის დაჯერება რასაც ისმენდა. მის თვალებში ათასი ემოცია ირეოდა, ბრაზი, ტკივილი, სასოწარკვეთა და შიშიც კი. ბოლოს კი თვალი ამარიდა და სახეზე ხელი ნერვიულად მოისვა.
- ეს რა გავაკეთე! - ამოიჩურჩულა სასოწარკვეთილმა - შენთვის წასვლის უფლება არ უნდა მომეცა. რას იტყოდა ირაკლი აქ რომ ყოფილიყო, ჩემს ძმას ვერაფერ გავუკეთე, საერთოდ ვერაფერი.
- მორჩი, თავს ნუ იტანჯავ, - ვუპასუხე ხმადაბლა - ვერ შემაჩერებდი, იცი რომ ასეა, იქამდე არ გავჩერდებოდი სანამ იმ ნაძირლებს სულს არ ამოვხდიდი, შენ რაც შეგეძლო გააკეთე, დაჩი. ყველას ჩვენი ტვირთი გვაქვს სათრევი. ნუ ცდილობ იმის აკიდებას რაც შენ არ გეკუთვნის!
- შენს თავს შეხედე, საერთოდ ვეღარ გცნობ. მელაპარაკები, მისი ხმა გაქვს, მისი გარეგნობა, მაგრამ ძველი ნაიასგან აღარაფერია დარჩენილი.
- ძველი ნაია ირაკლისთან ერთად მოკვდა დაჩი. ვეღარასდროს ვეღარ იქნება ყველაფერი ძველებურად, ირაკლი დავკარგეთ, ორივემ. ამან კი ჩვენი ცხოვრება შეცვალა, მე შემცვალა. ახლა ასეთი ვარ, საბოლოოდ დანგრეული და გაპარტახებული, თუმცა მაინც ცოცხალი.
- არ ვიცი რა გითხრა, იმის კითხვისაც კი მეშინია რა გადაიტანე, ყველაფერი თვალებში გაწერია, შენი ასეთი მზერა არასოდეს მინახავს, არ ვიცი როგორ დაგეხმარო.
- მინდა რომ ყველაფერი დაივიწყო, მინდა, რომ ბედნიერი იყო, ის რომ აქ იყოს ამას გეტყოდა. ცხოვრება უნდა გააგრძელო დაჩი, ის შენ ყველაზე მეტად გაფასებდა და გენდობოდა, ვალდებული ხარ ასე მოიქცე.
- და შენ? - ამომხედა აწყლიანებული თვალებით - შეძლებ ამას? შეძლებ ცხოვრების გაგრძელებას?
ხმა ვერ ამოვიღე, ყელში ბურთი გამეჩხირა. სწორედ ამ დროს პალატის კარი უკვე მესამედ გაიღო. ოთახში აჩი შემოვიდა კოლით ხელში და როგორც კი დაჩის მოჰკრა თვალი, სახეზე მაშინვე სიბრაზე დაეტყო.
- მე რა გითხარი შენ?! - შეუღრინა აჩიმ.
- ჰეი, მეგობარო! - შევუძახე აჩის - ის ჩემი მეგობარია, ასე რომ დამშვიდდი.
- ლუკამ თქვა, აქ არავინ შემოუშვაო. ასე, რომ აქედან მიბრძანდეს!
- არ ვიცი ლუკამ რა თქვა, მაგრამ დაჩი ჩემი ახლო მეგობარია და ის არსად არ წავა. შენ კი დაწყნარდი!
- მესმის, რომ მასზე ღელავ, - დაჩიმ მეგობრულად გაუღიმა - მაგრამ დამიჯერე, ნაია შენზე ნაკლებად არ მიყვარს.
- ეს კი ნამდვილად პირველად მესმის შენგან, -
გავუცინე დაჩის და თმა მხიარულად ავუჩეჩე. აჩის სახე შეურბილდა, თუმცა დაჩისთვის ეჭვიანი მზერა არ მოუშრებია. გაბუსხული მივიდა მაგიდასთან და სკამზე ჩამოჯდა.
- როგორ ხარ? - მკითხა ხმადაბლა.
- ნუ ნერვიულობ, მართალია საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ გამოვკეთდები და რა სახეები გაქვთ? ჯერ არ ვკვდები ხალხო!
- იხუმრა! - დაიღრინეს ერთდროულად.
- მაგარია, - სახეზე ღიმილი გადამეფინა - ორი უხასიათო, ნამდვილად ღვთის საჩუქრები ხართ!
ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ექიმის მიერ გაკეთებულმა წამალმა იმოქმედა. მწველი ტკივილი, რომელიც მთელს ტანში მივლიდა ნელ-ნელა მიყუჩდებოდა. საშინელი დაღლილობა ვიგრძენი. დაჩისთან საუბარმა გამომფიტა. უკვე თვალები მეხუჭებოდა, როცა დაჩიმ სიჩუმე დაარღვია.
- ნაია, - დამიძახა ხმადაბლა, თავი მივაბრუნე და თვალებში შევხედე, სევდიანი მზერით მომჩერებოდა - ჩემითაც ვხვდები, რომ შენი ამბავი არავინ უნდა გაიგოს, ხომ ასეა.
- მართალი ხარ.
- ანუ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მართლაც დაიღუპე?
- ჰო, ასეა საჭირო - ვუპასუხე მოქანცულმა.
- თუ საფრთხე აღარ არსებობს ეს რაღაში გჭირდება?
- ძაღლები, ისინი მოსვენებას არ მომცემენ. მე კი მათთვის არაფერი მაქვს სათქმელი.
- გასაგებია, ეგ სულ დამავიწყდა. ისე იცი რა ამბები ატყდა პროკურატურაში? მთელი პოლიცია ფეხზე დგას.
- რას გულისხმობ? - ვკითხე დაბნეულმა და მაშინვე გამოვფხიზლდი.
- ჩვენი მოხუცი, - დაჩის ნაცვლად აჩიმ მიპასუხა, სკამი ახლოს მოაჩოჩა და გვერდით მომიჯდა - ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მისი უფროსობა ზოგი ციხეში გაისტუმრა, ზოგმა კი გაქცევით უშველა თავს, უმრავლესობა კი მაინც დააკავეს.
- შეხედე სონგულიას, - გამეცინა გამხიარულებულს - როგორც ჩანს სიტყვას ასრულებს, ეგ ბებერი არამზადა.
- სონგულია? - დაჩიმ დაეჭვებულმა გამომხედა - რა გამომრჩა?
- ისეთი არაფერი, მამაჩემის ფაილები ხელში ჩაუვარდა, ის რასაც ირაკლი ეძებდა, შედეგი კი სახეზეა.
- ფაილები? - უცებ დაჩი ყველაფერს მიხვდა და თვალები გაუფართოვდა - ესეიგი ის აყალმაყალი პოლიციაში...
- ჰო, ბევრი ვირთხა დაძვრებოდა განყოფილებაში, სწორედ ამიტომ არ თქვა მამაჩემმა თავის დროზე ყველაფერი. იცოდა, რომ ვერაფერს გახდებოდა, ან დააკავებდნენ ან მოკლავდნენ და როგორც ხედავ არ ცდებოდა.
- სამაგიეროდ ახლა ყველაფერი თავის ადგილზეა, - ჩაიცინა აჩიმ - ჩვენი ბებერი ყოველთვის მომწონდა, ცოტა ჯაჯღანაა, მაგრამ კეთილი კაცია.
- კეთილიო? - აღშფოთებულმა გადახედა აჩის - ეგ ნაძირალა! თავის დროზე არ მიმიშვეს, თორემ თავ-ყბას გავუერთიანებდი! მე და ირაკლის სულ კუდში დაგვსდევდა იმის იმედით, რომ რამეში გამოგვიჭერდა!
- ირაკლი შენი მეგობარი იყო? - ხმადაბლა ჰკითხა აჩიმ, შევამჩნიე სახე როგორ შეეცვალა.
- ჰო, - უპასუხა მოკლედ და გაღიზიანებულმა მე გამომხედა - რა საერთო გაქვს მაგ ნაბიჭვართან? ხომ იცი, რომ მისი ნდობა არ შეიძლება?
- ყველაფერი იცვლება მეგობარო, შეიძლება ერთ დროს მტერი, შენი ახლო მეგობარი გახდეს, ან პირიქით. - დაჩიმ ფრთხილად გამომხედა.
- ანუ იცი?
- ჰო, - ვუპასუხე მშვიდად - მაგრამ, ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნველობა, შეცდომა ყველას მოსდის.
- ეს არ ყოფილა შეცდომა! - შემიღრინა გაცეცხლებულმა - გიღალატა და პირდაპირ პოლიციაში გაიქცა. ათასი სისულელე უთხრა ძაღლებს, როგორ შეგიძლია ამას შეცდომა უწოდო?!
- დაშორდი? - შევხედე გამომცდელად, თუმცა პასუხი ისედაც სახეზე ეწერა.
- მას შემდეგ რაც გააკეთა... - აღარ დაამთავრა, თვალი ამარიდა და ფანჯარას გახედა.
- დაჩი, შენი დაცვა უნდოდა, უყვარხარ. ეს შენს გამო გააკეთა. ამაში შემიძლია გავუგო.
- და ამან თავი უკეთ უნდა მაგრძნობინოს? - გამომხედა გაალმასებულმა - ასე არ არის, მისი საქციელი... აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი.
- კარგი, მაგრამ მაინც დაფიქრდი.
- მე ცოტახნით დაგტოვებთ, დედაჩემის ამბავს გავიგებ და დავბრუნდები.
მიპასუხა მოქუფრულმა და წამოდგა. ვხვდებოდი, რომ ახლა ცოტახნით მარტო ყოფნა უნდოდა, მეტისმეტად ბევრი ცუდი რამ მოისმინა, ამის გადახარშვისთვის კი დრო სჭირდებოდა.
- კარგი.
- თუ რამე მოხდება მაშინვე დამიძახე აჩი, აქვე ვიქნები.
- კარგი, გმადლობ.
- დროებით.
დაჩიმ შუბლზე მაკოცა და ოთახდან სწრაფად გავიდა. გული დამწყდა, ვხვდებოდი, როგორ განცდიდა ინას ამბავს. მასაც უყვარდა, მაგრამ მისი საქციელი ვერ ეპატიებინა და რა საკვირველიც არ უნდა ყოფილიყო, ისევ მე ვიგრძენი თავი დამნაშავედ.
- ყველაფერი რიგზეა? - მკითხა აჩიმ.
- კი, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს - სახეზე ხელი მოვისვი და ბალიშზე შევსწორდი - ძალიან მიხარია, რომ აქ ხარ. - გავუღიმე თბილად.
- ბოდიში, დაჩისთან დაკავშირებით უხეშად გამომივიდა, მაგრამ უკვე ვეღარავის ვენდობი, ექიმის ამბის შემდეგ...
- ჰო, ავთანდილი... - ექიმის სასიწარკვეთილი სახე გამახსენდა, როგორ ევედრებოდა დავიდოვს და ცუდად გავხდი - ყველას თავისი მიზეზი აქვს თუ რატომ აკეთებს იმას რასაც აკეთებს, თუმცა დაივიწყე. ყველაფერი უბრალოდ წარსულში დავტოვოთ, ხომ არ იცი ჩემთვის წვენი შეიძლება? ძალიან მწყურია.
- გავალ ექიმს მოვძებნი და ვკითხავ.
- გმადლობ.
- მალე დავბრუნდები.
აჩი პალატიდან გავიდა და ისევ მარტო დავრჩი. ამოვიოხრე და ბალიში გაჭირვებით შევისწორე. ისე მჭიდროდ ვიყავი გაკოჭილი, რომ მოძრაობა საშინლად მიჭირდა, ეს წვეთოვანის მილები კი ნერვებს მიშლიდნენ. ის იყო თვალები დავხუჭე, რომ კარი ისევ გაიღო.
- კი, მაგრამ ექიმი ასე....
თვალები გავახილე და სიტყვა გამიწყდა. ოთახში უცნობი იდგა, ერთიანად შავებში იყო შემოსილი და თავზეც შავი კაპიშუნი წამოეფარებინა. სახეს ნიღაბი უფარავდა, ისე იყო შეფუთული, რომ მხოლოდ თვალები მოუჩანდა.
- ვინ ხარ?
ვკითხე მკაცრად და ბალიშზე წამოვიწიე. მაგიდას სწრაფად გავხედე, რომ რამეს მივწდომოდი, რაც თავის დასაცავად გამომადგებოდა.
- მშვიდად! - დაიჩურჩულა უცნობმა და ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა - მხოლოდ საუბარი მინდა.
- ვინ ჯანდაბა ხარ? აქ როგორ შემოხვედი? - ვკითხე გაღიზიანებულმა. ვერაფერი მოვიხელთე ამიტომ ისევ ფრჩხილებით საბრძოლველად მოვემზადე.
- რაღაცის თქმა მინდა, შემდეგ კი წავალ და ვეღარასდროს მნახავ კარგი? - დაეჭვებულმა უცნობი ყურადღებით შევათვალიერე, მისი ხმა მეცნობოდა, თან ძალიან.
- ერთმანეთს ვიცნობთ? - ვკითხე წარბშეკრულმა.
სწორედ ამ დროს კარის სახელური აჭრიალდა, უცნობი კი ელვის სისწრაფით შესხლტა პალატის საპირფარეშოში და კარი ფრხილად მიიხურა. ოთახში კი აჩი შემოვიდა.
- ექიმმა თქვა გაზიანი არაფერი შეიძლებაო, ნატურალური კიდევ... ნაია, მოხდა რამე? - სიტყვა გაუწყდა და სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა, ალბათ სახეზე ჯერ კიდევ შეშფოთება მეწერა.
- არაფერი, კარგი, შეგიძლია ნატურალური წვენი მიყიდო? ბროწეულის ან ვაშლის.
- კარგი, მაგრამ ხომ კარგად ხარ?
- კი, ყველაფერი რიგზეა და დაჩისაც ჰკითხე რამე ხომ არ უნდა. ალბათ დიდი ხანია აქ არის და არაფერი უჭამია.
- კარგი.
აჩიმ თავი დამიქნია და ოთახიდან სწრაფად გავიდა. როგორც კი კარი გაიკეტა, უცნობი აბაზანიდან გამოვიდა და ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა.
- დამენახე ვინ ხარ.
ვუთხარი ხმადაბლა. ნიღბიანი შეყოყმანდა, შემდეგ კი ნელა გადაიძრო კაპიშუნი, საყელო ჩამოსწია და დასახიჩრებული სახე გამოაჩინა.
- შეუძლებელია, - ჩავიჩურჩულე გაოცებულმა და ნახევრად დამწვარი სახე მოვუთვალიერე - რატი?!
- გამარჯობა, ნაია.



თავი ოცდამეჩვიდმეტე
- კი, მაგრამ რა დაგემართა? ან აქ რას აკეთებ? - აღარ ვიცოდი რა მეკითხა.
- ამაზე ამბობ? - ცივი ღიმილით მანიშნა ნახევრად დამწვარ სახეზე - სუვენირია, დავიდოვისგან.
- ვისგანო? - დაბნეულს წამით ყველაფერი გადამავიწყდა - მოიცა, ეს შენ...
- ჰო, მე გიგზავნიდით შეტყობინებებს. ირაკლის ჩანაწერი მე მივუტანე დაჩის და იმ კანონიერ ქურდსაც მე მივაწოდე ფაილები.
- კი, მაგრამ შენ რა კავშირი გაქვს ამ ამბავ... აჰ, თუმცა მამაშენი... ყველაფერი გასაგებია.
- ჰო, ის მეორე ნაბიჭვარს მიეყიდა, შემდეგ კი როცა მიხვდა რა შარშიც გაჰყო თავი ათესვა მოინდომა.
რატიმ ზიზღით ჩაიფრუტუნა, სკამი ახლოს მოსწია და ჩემს წინ ჩამოჯდა.
- და ამდენი ხანი სად იყავი? რა მოხდა? რატომ არ გამოჩნდი?
- გრძელი ამბავია - მიპასუხა მოკლედ და დაკვირვებით შემათვალიერა.
- საკმარისი დრო მაქვს, - ვუპასუხე შუბლშეკრულმა - მომიყევი რა მოხდა.
რატიმ ერთხანს მიყურა, შემდეგ კი თვალი ამარიდა. ვხედავდი, რომ ლაპარაკი უჭირდა. მის დასახიჩრებულ სახეს გულისტკივილით შევყურებდი და დაჯერება მიჭირდა, რომ ჩემს წინ კიდევ ერთი გაუბედურებული ადამიანი იჯდა, კიდევ ერთი მსხვერპლი, დავიდოვის აუარებელი ცოდვების ნაყოფი. ბოლოს ალბათ გადაწყვიტა, რომ ჯობდა ამ შხამისგან დაცლილიყო და მოყოლა დაიწყო.
- დავიდოვმა მაშინვე ჩვენი ამოხოცვის ბრძანება გასცა. მისმა ძაღლებმაც არ დააყოვნეს. ერთ-ერთ მოტელში ვიყავით გაჩერებულები, მეორე დღეს ქვეყნიდან ვაპირებდით წასვლას. წინა ღამით კი მე და მამაჩემმა მაგრად ვიჩხუბეთ, ვიცოდი რაც გააკეთა. ვიცოდი რომ გიორგის უღალატა და ახლა კუდამოძუებული გარბოდა სანამ თვითნაც იგივე მოუვიდოდა. მე უარი ვუთხარი, შენთან ერთად არსად არ წამოვალ მეთქი. დედას ვთხოვე გამომყოლოდა, მაგრამ უარი მივიღე, ქმრის მიტოვება არ უნდოდა. გაცეცხლებული გამოვვარდი მოტეილდან. ქუჩაში დავხეტიალობდი და ვსვავდი. მრცხვენოდა, რომ ასეთი მამა მყავდა. მთელი ცხოვრება მისით ვამაყობდი, შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში ხარბი და ფულის მონა იყო. მის გამო კი ბევრი დაზარალდა, მათ შორის კი მისი მეწყვილეც, კაცი რომელიც მეგობრად თვლიდა, ამ ყველაფერზე გული მერეოდა - სახე ზიზღით დაემანჭა, ვიგრძენი ფრჩხილები როგორ შემესო ხელისგულში.
- მოტელში გვიან დავბრუნდი, გადაწყვეტილი მქონდა დედა და სალომე ძალით წამომეყვანა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, როცა ადგილზე მივედი მოტელი ერთიანად ალში გახვეული დამხვდა. - თვალი ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა და ისე ყვებოდა, თითქოს იქ იყო და ყველაფერს თვალს ადევნებდა, გული მომეწურა - მესმოდა როგორ კიოდნენ დედაჩემი და ჩემი და. ვცადე შიგნით შევვარდნილიყავი და გამომეყვანა, მაგრამ ვერ მოვახერხე, მხოლოდ ეს შრამი მივიღე საჩუქრად, მე კი მეხანძრეებმა გადამარჩინეს.
- რატომ არ გამოჩნდი? რატომ არ მოხვედი ჩვენთან? - ვკითხე გულმოკლულმა.
- და რა მეთქვა, ნაია? ნაძირალა მამაჩემმა მამაშენი სასიკვდილოდ გაიმეტა-მეთქი?
- ეს შენი ბრალი არ იყო რატი! - ვუპასუხე მკაცრად.
- მრცხვენოდა, გამოჩენის კი მეშინოდა. ვიცოდი, რომ თუ ცხვირს გამოვყოფდი დავიდოვი მაშინვე თავს წამაცლიდა, როგორც არასასურველ მოწმეს. ამიტომ გაუჩინარება ვარჩიე, სანამ...
- სანამ? - ვკითხე ფრთხილად და დავიძაბე.
- ერთ ჩემს მეგობართან ვიმალებოდი. სოფელში მყუდრო ადგილი იყო, არავინ მაწუხებდა და არავის ვაწუხებდი. ჩემს ძმაკაცს პერიოდულად ამოჰქონდა ჩემთვის პროდუქტები, ძალიან მეხმარებოდა. ერთხელაც ჩემს მეზობლად ბიჭები ამოვიდნენ, არ ვიცი რა საქმე ჰქონდათ, მაგრამ ვიღაცას ეძებდნენ, მათ შორის კი ირაკლი შევამჩნიე.
- და გამოელაპარაკე?
- ჰო, თავი ვეღარ შევიკავე. ვიცოდი რომ უსასრულოდ ვერ დავიმალებოდი და ასე ჯდომაც აღარ შემეძლო. ყოველ ღამით მესიზმრებოდა როგორ იწვოდნენ ცეცხლში ჩემები. მეტის ატანა აღარ შემეძლო, სამაგიეროს გადახდა მინდოდა და როცა ირაკლი დავინახე...
- სიმართლე მოუყევი, აი თურმე საიდან გაიგო ყველაფერი.
- ჰო, მე ვუთხარი, მას შემდეგ კი ერთად ვცდილობდით ყველაფრის გამოჩხრეკვას.
- ვაჩემ იცოდა რამე შენი არსებობის შესახებ?
- არა, ირაკლის არავისთვის არაფერი უთქვამს.
- იმ ღამეს შენ მოსწერე, მაშინ როცა კარნავალზე ვიყავით. - გამახსენდა ტექსტური შეტყობინება, რომელმაც იმ ღამით პანიკაში ჩამაგდო.
- ჰო, მე და ირაკლიმ იმაზე მეტი გამოვქექეთ ვიდრე ვიფიქრებდით. ვაჩეს ინფორმაციის ნახევარი ჰქონდა, მე კი მეორე ნახევარი გადმოვქაჩე, პრაქტიკულად ყველაფერი ხელთ გვქონდა, მაგრამ სადღაც შეცდომა დავუშვი ისევე როგორც ვაჩემ, ლოკაციით მომაგნეს და კინაღამ ამიყვანეს.
- დავიდოვის ხალხი დაგესხა თავს?
- არა, პოლიცია, მაგრამ დავიდოვის ძაღლები იყვნენ. მაშინ მივხვდი, რომ დავიწვით და ირაკლის მივწერე, რომ გამეფრთხილებინა, მეგონა მასაც პოლიცია მიადგებოდა მაგრამ...
- დავიდოვმა თავისი მკვლელები გამოგზავნა. ირაკლი ხელებში ჩამაკვდა...
- ვწუხვარ ნაია, ჩემი ბრალია. ამ ყველაფერში მე ჩავითრიე. მე რომ მისთვის არაფერი მეთქვა ახლა ცოცხალი იქნებოდა. - სახეზე ხელები აიფარა, ერთიანად აკანკალებდა.
- რატომ არ მოხვედი ჩემთან? რატომ არ დამელაპარაკე? - რატიმ სახიდან ხელები მოიშორა და ტანჯული მზერით ამომხედა.
- ირაკლის დაკრძალვაზე ვიყავი, შორიდან გითვალთვალებდი. ცალკე მინდოდა შენთან ლაპარაკი, მაგრამ პოლიციამ სწრაფადვე წაგიყვანა, იქიდან კი გაუჩინარდი. შენი კვალი დავკარგე, ვეღარ გიპოვე, ვიფიქრე, რომ შენც მოგწვდნენ.
- ამიტომ მიაგზავნე ვიღაც სკოლაში?
- ჰო, ჩემი მეგობარი მივიდა, მაინტერესებდა შენმა მეგობრებმა რამე თუ იცოდნენ, მაგრამ ვერაფერი გავიგე. ამიტომ ისევ დაჩის დავუწყე თვალთვალი, ვიცოდი, რომ თუ ცოცხალი იყავი ის მომიყვანდა შენამდე, მაგრამ ვცდებოდი. დაჩი ისე გიკავშირდებოდა, რომ ვერ მოგაგენი.
- რატომ არ დაელაპარაკე? ხომ იცოდი, რომ მისი ნდობა შეგეძლო?
- ვიცოდი, მაგრამ ამ ამბავში ირაკლი ჩავითრიე და ნახე ყველაფერი როგორ დასრულდა, აღარ მინდოდა ვინმეს სიცოცხლით გამერისკა. მხოლოდ ის მინდოდა, რომ ირაკლისთვის ბოლო სურვილი შემესრულებინა. იმ შემთხვევაში თუ რამე მოუვიდოდა, მისი ჩანაწერი შენთვის უნდა მომეცა, მაგრამ ვერ გიპოვე ამიტომ დაჩის დავუტოვე კართან. იმედი მქონდა რომ გადმოქცემდა. - რატიმ თვალი ამარიდა, დავინახე სახის მთელ ნაწილზე, როგორ აღებეჭდა ტკივილი.
- გააგრძელე.
- შემდეგ დაჩიც საავადმყოფოში მოხვდა და შენამდე მოსაღწევი გზა საერთოდ მომეჭრა. მეგობრებისგან გავიგე, რომ ვაჩე გაუჩინარდა და მივხვდი, რომ მასთანაც მიაღწიეს. გარეთ გამოსვლა სიკვდილის ტოლფასი იყო, ამიტომ ისევ დავეშვი ფსკერზე. შორიდან ვადევნებდი თვალყურს ყველაფერს და ველოდებოდი, როდის გამოჩნდებოდა რამე ხელჩასაჭიდი. შემდეგ კი გავიგე, რომ მირანდა საქართველოდან გაემგზავრა, მეგონა შენც თან გაჰყევი და ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე. პოლიციაში მე ვერ მივიდოდი, რომ ყველაფერი მომეყოლა, გარეთ მე ვერ ვისეირნებდი. ერთადერთი რაც დამრჩენოდა მიმალვა იყო.
- სანამ არ გაიგე, რომ ლუკა დადიანმა გამიტაცა.
- ჰო, მერე მივხვდი, რომ რაღაც გამომრჩა, რომ ამდენი ხანი ისე ოსტატურად იმალებოდი, რომ შენამდე ვერ მოვაღწიე, რაღაცეები დავაკავშირე ერთმანეთთან და იოლად მივხვდი რომ ეს დავიდოვის მორიგი მახე იყო. დადიანს შენთან არაფერი ესაქმებოდა, დავიდოვი კი ისე თამამად ვეღარ მოქმედებდა, რა თქმა უნდა, კანონიერ ქურდთან დატაკება არც ისე ჭკვიანურად გამოუვიდა, მაგრამ მათ შორის შენი სახელის ხსენებამ დამაეჭვა. მივხვდი, რომ დადიანთან რაღაც გაკავშირებდა, მაგრამ რა?
- აგარაკზე როგორ მიაგენი?
- ქუჩა ყველაზე სწრაფი გზაა ადამიანის მოსაძებნად, რამდენიმე სწორ პიროვნებასთან გასაუბრება და დაახლოებით ვიცოდი სად უნდა მომეძებნა. მასთან მისვლას ვერ გავბედავდი, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ დადიანი ჩემი ერთადერთი ხსნა იყო. მხოლოდ მას შეეძლო დავიდოვისთვის კისრის მოგრეხა, მაგრამ შევცდი, მისი აგარაკი დაიწვა, ყველაფერი ჰაერში აიწია, დავიდოვი კი ისევ სუფთა გამოძვრა ამ საქმიდან.
- ჩემი აქ ყოფნის შესახებ როგორ გაიგე?
- პატარა ბავშვისგან, გავიგონე ექიმს როგორ ეკითხებოდა ნაია ხომ გადარჩებაო. შენი სახელის ხსენებამ დამაეჭვა, გადავწყივტე შემემოწმებინა და გამიმართლა.
- და აქ რას აკეთებ? რა გინდოდა საავადმყოფოში?
- დაჩისთან მინდოდა დალაპარაკება, აღარ ვიცოდი რა მექნა, გავიგე, რომ პოლიციამ კორუმპირებული თანამშრომლები დააკვა, რომ როგორც იქნა დავიდოვის შესახებ ყველამ ყველაფერი გაიგო. თუმცა ეს მაინც არაფერს ცვლის ის მაინც ცოცხალია და სახიფათო. დაჩისთან მოსვლა კი იმიტომ გავბედე, რომ მეკითხა შენს შესახებ რამე ხომ არ იცოდა.
- გასაგებია.
ბალიშს მივეყრდენი და რატის დაკვირვებით შევხედე. ჩემგან განსხვავებით მას აღარავინ ჰყავდა, დავიდოვმა ოჯახი ერთიანად ამოუწყვიტა
- ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. - ვუპასუხე ხმადალბა.
- ორივემ დავკარგეთ ცხოვრება ხომ ასეა? - სკამს მიეყრდნო და სევდიანად შემომხედა - აქ რას აკეთებ? მეგონა აქედან შორს წახვიდოდი.
- და ასე უბრალოდ დავივიწყებდი მომხდარს?
- სად დაშავდი? ყური მოვკარი რომ ძლივს გადაგარჩინეს, რა მოხდა?
- დავიდოვზე ნუ ინერვიულებ, ის პრობლემას აღარ წარმოადგენს. - მის შეკითხვას თავი ავარიდე.
- შენ რა იცი? შენ წარმოდგენა არ გაქვს რა შეუძლია!
- ვიცი, იმიტომ რომ მკვდარია! - რატის თვალები გაუფართოვდა და სწრაფად წამოიწია სკამზე.
- რა თქვი? შენ რა იცი?
- მეც იქ ვიყავი როცა ჩაძაღლდა, - ვუპასუხე მშვიდად - ის მკვდარია, შენ კი შეგიძლია ამაზე აღარ იდარდო, დამალვა აღარ მოგიწევს.
- შეუძლებელია - რატიმ ეჭვით შემომხედა - შენ როგორ გადარჩი?
- ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს შენთვის, ის მკვდარია და მთელი მისი ბანდაც. ასე რომ აქედან შორს წადი და ახალი ცხოვრება დაიწყე, ვიცი, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ...
- დარწმუნებული ხარ? - მკითხა პაუზის შემდეგ, აშკარად უჭირდა იმის დაჯერება, რომ აჩრდილი, რომელსაც ამდენი წლების განმავლობაში ემალებოდა ბოლოს და ბოლოს მკვდარი იყო.
- კი - ვუპასუხე მოკლედ.
- დაუჯერებელია, - სახეზე ხელი მოისვა და წამოდგა - მთელი ეს დრო მისგან გაქცევას შევალიე.
- მე კი მის დევნას. ვიცი რასაც გრძნობ, მაგრამ ახლა ყველაფერი დასრულდა რატი, ის ცოცხალი აღარ არის, გაქცევა აღარ გჭირდება.
- და ახლა რა უნდა ვაკეთო? - თვალზეცრემლმომდგარი შემობრუნდა და სევდიანად მომაჩერდა - მე აღარავინ დამრჩა - ჩემი ცხოვრება, ოჯახი, ყველაფერი განადგურდა.
- მაგრამ შენ ჯერ კიდევ გყავს მეგობრები. ჩემზე უკეთ ვერავინ გაგიგებს. ირაკლის სიკვდილი მთელი სიცოცხლე გამტანჯავს, ჩვენ ორივეს ამით მოგვიწევს ცხოვრება. სხვა გზა არ არის. ვერ მოგატყუებ, რომ ეს იოლი იქნება. შეიძლება დღეს და ხვალ ეს ვერ მოახერხო, მაგრამ ოდესმე შეძლებ, ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ისწავლი.
რატიმ წამით ფანჯარას გაუშტერა თვალი, მერე კი კაპიშუნი წამოიფარა თავზე და საყელო ისევ ცხვირამდე აქაჩა.
- ერთ დღესაც გაიღვიძებ და აღმოაჩენ, რომ სულ სხვა განზომილებაში ცხოვრობ, რომ სამყარო, რომელსაც შენ იცნობდი, დაინგრა, განადგურდა და თავზე ჩამოგექცა. იმის გააზრებაც ვერ მოვასწარი როდის დავკარგე ყველაფერი და სიმართლე გითხრა ამას ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ. ყოველ წამს ველოდები, რომ ვინმე ტყვიას მესვრის...
- საფრთხე აღარ გემუქრება, ვიცი რომ იოლი არ იქნება, მაგრამ ამას გაუმკლავდები - ვუპასუხე მისი სიტყვებით დათრგუნულმა. ზუსტად ვიცოდი რასაც გრძნობდა, მეც ასეთ პარანოიკად ვიქეცი. საკმარისი იყო რამე მოულოდნელი მომხდარიყო, რომ მაშინვე იარაღისკენ გამირბოდა ხელი.
- არც კი ვიცი ეს ამბავი მახარებს თუ მაშინებს, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მიზანი დავკარგე. - ჩაილაპარაკა სევდიანად და კარისკენ წავიდა, შემდეგ კი შემობრუნდა და შემომხედა - ვიცი, რომ ცხოვრება შენც გაგინადგურე. ირაკლი ამაში არ უნდა ჩამეთრია, მას სიცოცხლეზე მეტად უყვარდი ნაია. არ მახსოვს ვინმეს ვინმე ასე ძალიან ჰყვარებოდა. შენი დაცვა უნდოდა და ამისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი, ამას საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ.
- უბრალოდ წადი კარგი? - აღარაფრის მოსმენა აღარ მინდოდა.
- მაპატიე. - გაიმეორა ხმადაბლა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.





****
ტუჩებზე ნაზი შეხება ვიგრძენი, გაბრუებულმა თვალები გავახილე და სიბნელეში, მთვარის შუქზე, ლუკას სილუეტი გავარჩიე. მწვანე თვალებით თბილად მომჩერებოდა და მიღიმოდა. გული სიხარულით შემიტოკდა, წამოწევა ვცადე, რომ ჩავხუტებოდი, მაგრამ როგორც კი წამოჯდომა დავაპირე, ბეჭებში მწველმა ტკივილმა დამიარა და სუნთქვა შემეკრა.
- არ იმოძრაო, ჯერ კიდევ სუსტად ხარ. - მითხრა ხმადაბლა და საბანი შემისწორა.
- მინდა, რომ მოგეხვიო, მომენატრე!
ჩავიბუზღუნე უკმაყოფილოდ, ლუკას ჩუმად ჩაეცინა, დაიხარა და ისევ ნაზად მეამბორა ტუჩებზე. მთელს ტანში სითბო ჩამეღვარა, გაყინული კიდურები გამითბა და გული გამალებით ამიძგერდა. თითქოს სასიცოცხლო ძალები შთამბერეს.
- მეც მომენატრე, - მიჩურჩულა ყურში და ღაწვები დამიკოცნა.
- აჩი სად არის? - ვკითხე ინტერესით და ოთახი მოვათვალიერე.
- ლექსოს გავაყოლე, რამდენიმე დღეა არ უძინია. ცოტა დასვენება არ აწყენს. - მიპასუხა თბილად. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- ჩვენი შეხვედრების ტრადიცია არ მომწონს, - გავუცინე გახალისებულმა - მე სულ ტრამივრებული ვწევარ ლოგინში მომაკვდავივით და შენ სულ არსაიდან ჩნდები ვამპირივით.
- არ შემიძლია არ დაგეთანხმო! - ჩაილაპარაკა შეწუხებულმა და სევდიანად შემათვალიერა.
- ნუ გაქვს ეგეთი სახე, ეს ხუმრობა იყო. - გავუღიმე თბილად და ქურთუკზე დავექაჩე, რომ ისევ ეკოცნა.
- ხუმრობა თუ სამწუხარო რეალობა? - ლუკა ჩემსკენ დაიხარა და თავისი უძირო, გამაოგნებლად მწვანე, თვალებით სევდიანად მომაჩერდა - რა მოგიხერხო ნაია ნაკაშიძე? დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ჩემს გვერდით შენ ნათელი მომავალი არასოდეს გექნება.
- დაიწყო! - თვალები უკმაყოფილოდ გადავატრიალე - არ მოგბეზრდა ერთი და იგივე სისულელის ათასჯერ გამეორება? მე მეგონა, რომ აღფრთოვანდებოდი ჩემი თვითგადარჩენის ინსტიქტით. უკვე მერამდენედ დავუსხლტი კლანჭებიდან ლუციფერს. პირად რეკორდს ვამყარებ.
- ნაია, ეს სასაცილო არ არის! - ლუკა შუბლშეკრული მომაჩერდა.
- მართალი ხარ, არ არის, მანქანით ხრამში გადაჩეხვა დიდი ვერაფერი გასართობია. სხვა დროს რამე უფრო ეფექტურს ვცდი... ვიხუმრე - დავამატე საჩქაროდ, როცა მისი გამომეტყველება შევამჩნიე.
რამდენიმე წუთს მდუმარედ მიყურა. თვალებში სევდა და ტკივილი ჩაბუდებოდა. ზუსტად ვიცოდი რაზეც ფიქრობდა და ამაზე ლაპარაკი არ მინდოდა. რაც მოსახდენი იყო უკვე მოხდა, დემონი, რომელიც წლების განმავლობაში ორივეს ღამის კოშმარი იყო გაქრა, სამუდამოდ გაუჩინარდა და უკან ვეღარასდროს დაბრუნდებოდა. სხვა აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა.
- ლუკა, გეყოფა! - ვუპასუხე ხმადაბლა, მისი სახის გამომეტყველება გულს მიხეთქავდა - ყველაზე უკეთ მესმის რას გრძნობ და თავს ნუ იდანაშაულებ, მოსახდენი მოხდა, ეს უკვე წარსულია!
- კინაღამ დაიღუპე, - მიპასუხა პაუზის შემდეგ და წამოდგა - სასწაულმა გადაგარჩინა, ისევ საფრთხეში აღმოჩნდი და კინაღამ დაგკარგე - ისევ.
წელში გასწორდა და ფანჯარას დანისლული მზერით გახედა, აქამდე მისთვის ასეთი მზერა არასოდეს შემინიშნავს, გული მტკივნეულად შემეკუმშა.
- მაგრამ გადავრჩი, - დავამატე გაღიზიანებულმა - ჰო, იოლი არ იყო. ბევრი საშინელება გამოვიარეთ, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩაიარა ლუკა, დავიდოვი მკვდარია! ის მიიღო რაც დაიმსახურა.
- ცდები. - მიპასუხა მშვიდად და მზერა გამისწორა, მისი თვალები ისევ მორევს დამსგავსებოდნენ, ჭაობს რომელშიც ტკივილი და ბოღმა ბობოქრობდა - არაფერი დასრულებულა ნაია. შეიძლება ერთი მკვდარია, მაგრამ ჩემთვის არაფერი შეცვლილა, მისმა სიკვდილმა ვერაფერი შეცვალა. ამით ჩვენი ცხოვრება არ გამოსწორებულა, არც ჩემი მშობლები გაცოცხლებულან. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი როცა ეს მოხდა, ისინი კარგად არც კი მახსოვს. წარსულის დევნაში კი ლამის შენ დაგკარგე, ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში. ამბობ, რომ მისი სიკვდილით ყველაფერი დასრულდა? ცდები, მისნაირი ბევრია ამ დამპალ სამყაროში. ამას არასოდეს ექნება დასასრული. კიდევ ბევრი გამოჩნდება ისეთი ვინც იარაღს ხელში ამაღებინებს, მაიძულებს, რომ ისევ დავღვარო სისხლი და ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება. ეს ყველაფერი ლაბირინთს ჰგავს, რომელსაც გასასვლელი არ აქვს. მე კი ზედმეტად ბევრჯერ გავრისკე შენით, ვერ გელეოდი, ათას მიზეზს ვიგონებდი, რომ რეალობისთვის თავი ამერიდებინა და შეხედე, ისევ საავადმყოფოში აღმოჩნდი და მე ვერაფრის შეცვლა ვერ შევძელი.
- შენ რომ აქ არ მოგეყვანე ვერ გადავრჩებოდი, - ამოვიჩურჩულე დაზაფრულმა, მისი სიტყვები ძალიან მაშინებდა - და საერთოდ ცოცხალი რომ ვარ ამას შენ უნდა გიმადლოდე და ეს შენ მშვენივრად იცი! ახლა თავიდან ნუ მომაყოლებ მთელ რიგ მიზეზებს რის გამოც ჯერ კიდევ პირში სული მიდგას! ასე რატომ მელაპარაკები?
არაფერი მიპასუხა, ფანჯარას მიუახლოვდა და გარეთ გაიხედა. მზერა ისევ დაებინდა. ასე მაშინ იქცეოდა, როცა რაღაც არასასიამოვნო ჰქონდა მოსაგვარებელი, რაღაც რისი გაკეთებაც ძალიან უჭირდა. მე კი მისი ასეთი ქცევები და სიტყვები ძალიან მაშინებდა, იმდენად გავნერვიულდი, რომ ლოგინში წოლა აღარ შემეძლო, გაჭირვებით წამოვიწიე და წვეთოვნები ხელებიდან ავიგლიჯე.
- რას აკეთებ? - დამიცაცხანა შეშფოთებულმა და მაშინვე ჩემს გვერდით გაჩნდა, რომ შევეჩერებინე.
- ვცდილობ იდიოტური აზრებისგან გაგათავისუფლო!
შევუღრინე გაბრაზებულმა და შევეწინაღმდეგე, რომ კიდევ ერთი წვეთოვანის მილი ამომეგლიჯა ვენიდან, მაგრამ ლუკამ გასაქანი არ მომცა. ამ ჯაჯგურში კი მწველი ტკივილი ვიგრძენი ბეჭებში და სუნთქვა შემეკრა.
- ნაია! ახლავე მოისვენე, თორემ ექიმს გამოვიძახებ და დამამშვიდებელს გავაკეთებინებ!
დამემუქრა გაბრაზებული. ფართხალი შევწყვიტე და ღრმად ჩასუნთქვა ვცადე, რამდენიმე წამი დამჭირდა სუნთქვის აღსადგენად.
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ასე რატომ მელაპარაკები? - ამოვიჩურჩულე გულმოკლულმა და თვალებში ყურადღებით მივაცქერდი. ყბაზე კუნთები დაეჭიმა და თვალი ამარიდა - ლუკა!
- მიყვარხარ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ - მიპასუხა მხურვალედ და თვალებში თბილად შემომხედა - და სწორედ ამის გამო უნდა გაგეცალო სანამ საბოლოოდ ბოლო არ მოგიღე.
- არა! - თავი ისტერიკულად გავაქნიე, ამას სერიოზულად ვერ მეტყოდა, ამას ვერ დავუშვებდი! ის თუ წავიდოდა დავიღუპებოდი - ასე ვერ მომექცევი, ახლა, როცა ყველაზე მეტად მჭირდები ამას ვერ გამიკეთებ!
- ვალდებული ვარ, - დაიჩურჩულა სასოწარკვეთილმა და თვალებში სევდიანად შემომხედა - ეს დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვერ შევძელი, ალბათ იმიტომ, რომ ეგოისტი ვარ, ჩემმა ეგოიზმმა კი არაერთხელ ჩაგაგდო საფრთხეში. ნაია, საკმარისია. ახლა როცა საფრთხე აღარ გემუქრება ისევ შეძლებ ცხოვრების გაგრძელებას, მირანდასთან დაგაბრუნებ, შემდეგ კი...
- არ გაბედო! - დავისისინე თვალზეცრემლმომდგარმა და მთელი ძალით ჩავებღაუჭე მის ქურთუკს - ახლა თუ მიმატოვებ საბოლოოდ დავიშლები. ირაკლის სიკვდილის შემდეგ სული კბილით მეკავა, სიცოცხლე აღარ მინდოდა, მაგრამ შემდეგ შენ გამოჩნდი და ყველაფერი შეიცვალა! ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა, შენ და ლექსო ჩემთვის ყველაფერი ხართ, ამის უფლება არ გაქვს! ამას ვერ წამართმევ! თქვენ ჩემი ოჯახი ხართ!
თავი ვერ შევიკავე და გამწარებულს ცრემლები წამსკდა, მთელი ტანი ერთინად მიკანკალებდა. ლუკას გააფთრებული მივჩერებოდი თვალებში და მის ქურთუკს ხელს არ ვუშვებდი. მეშინოდა, რომ თუ ხელს გავუშვებდი გაქრებოდა, როგორც ერთი ღამის სიზმარი. არაფრის დიდებით არ გავუშვებდი! არ მაინტერესებდა მისი ცხოვრების წესი, არ მაინტერესებდა რამდენად დიდი საფრთხე გველოდა წინ - მის გარეშე საერთოდ არაფერს არ ჰქონდა აზრი.
ლუკამ ტკივილით სავსე თვალებით შემომხედა. მის მზერაში მტკიცე და ურყევ ნაპერწკალს ვხედავდი. აშკარა იყო, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა. მწველი ცეცხლი გულზე მომედო, სუნთქვა გამიჭრდა და მზერაც დამებინდა, ლუკას სახეს ბუნდოვნად ვარჩევდი.
- ნაია, მე თუ ახლა შენთან დავრჩები, ადრე თუ გვიან ჩემი ბნელი ცხოვრება მოგვაკითხავს. ზედმეტად ბევრი მტერი მყავს, მათ კი აუცილებლად მოუნდებათ შენთვის ზიანის მოყენება ჩემს გასანადგურებლად. ასეთი დარტყმის ქვეშ ვერ დაგაყენებ. შენთვის სიცოცხლესაც გავწირავ, შენ ეს იცი. ვერ მოგცემ იმის უფლებას, რომ ჩემს გვერდით თავი დაიღუპო.
- ეს შენი გადასაწყვეტი არ არის! - დავისისინე გაცოფებულმა და თავი გავაქნიე, რომ როგორმე საღ გონებაზე დავრჩენილიყავი - შენს გარეშე სიცოცხლეს, შენს გვერდით სიკვდილი მირჩევნია და მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს! ეს ჩემი არჩევანია, მე შენ გირჩევ, მას შემდეგ რაც ერთად გადავიტანეთ ახლა ვერ მიმატოვებ! და! - ხმას ავუწიე გაღიზიანებულმა, როცა რაღაცის თქმა დააპირა - ცხოვრება თავისი რიტმით მიდის, შეიძლება ხვალვე დამეჯახოს მანქანა ქუჩაში და მოვკვდე, ან სხვა უბედური შემთხვევა მოხდეს! ყველაფერს საკუთარ თავს დააბრალებ?! არ აქვს მნიშნველობა მომავალში რა იქნება, მე შენს გვერდით მინდა ყოფნა, იმიტომ რომ მიყვარხარ და იმიტომ, რომ შენ ერთადერთი ხარ ვის გამოც ვაგრძელებ ცხოვრებას და თუ შენ წახვალ...
- ნაია! - დაიღრინა გაბრაზებულმა - ამას ნუ აკეთებ!
- მართალი ხარ, - ერთიანად აცახცახებულმა ლუკას მზერა გავუსწორე - დავიდოვის სიკვდილმა ვერაფერი შეცვალა. ვერც შვება მომგვარა და ვერც ის ტკივილი შემიმსუბუქა, რომელიც შიგნიდან მჭამს. თავს უკეთ არ ვგრძნობ, პირიქით ჩემში ყველაფერი ნაკუწებად იქცა. როცა დავიდოვს თვალებში ჩავხედე და სასხლეტს დავუშვი მივხვდი, რომ გვიანი იყო, უკვე ძალიან გვიანი იყო. ირაკლის ვეღარ დავაბრუნებ, რაც არ უნდა გავაკეთო ის აღარ დაბრუნდება, მაგრამ შენ... შენ აქ ხარ და არ მოგცემ წასვლის უფლებას! გინდა, რომ მიმატოვო? კარგი, მაშინ ჯერ მომკალი იმიტომ, რომ ასე ცხოვრება აღარ შემიძლია.
ლუკას თვალებში ტკივლი გაუათკეცდა. ვიცოდი რასაც გრძნობდა, ვიცოდი, როგორ უჭირდა ჩემი ყურება. ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებდა, მაგრამ არ მანაღვლებდა, წასვლის უფლებას ვერ მივცემდი. მის გარეშე მოვკვდებოდი, მზად ვიყავი იმ განსაცდელისთვის რომელიც წინ მელოდა. ყველაფერს გადავიტანდი ოღონდ ლუკა არ წასულიყო.
- ასე რატომ მექცევი? - ამოიჩურჩულა მრისხანედ.
- იმიტომ, რომ მიყვარხარ. იმიტომ რომ, რაც არ უნდა თქვა ყველაფერი უსარგებლოა, გარდა იმისა რაც ამდენი ცუდის უკან იმალება და ეს შენც მშვენივრად იცი. ერთადერთი რასაც მნიშვნელობა აქვს ამ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ეს სიყვარულია და მე მის დათმობას არ ვაპირებ. არავის მივცემ უფლებას, რომ საყვარელი ადამიანი ისევ დამაკარგინოს. ლუკა მე მათი არ მეშინია, მე შენი დაკარგვის მეშინია.
ცრემლმორეულმა ჩემსკენ მივიზიდე და ვნებიანად ვაკოცე. საკუთარი გულისცემა მეთვითონ მესმოდა. საოცარია, მაგრამ მისი ტუჩები ყველაფერს მავიწყებდნენ, იმ უსაშველო სიცარიელესაც, რომელიც გამუდმებით მტკივნეულად მახსენებდა თავს. როცა ჩემს გვერდით იყო, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი და იმედი მიჩნდებოდა, რომ ყველაფერს გავუმკლავდებოდი, იმ დიდ ტკივილსაც, რომელიც წამითაც არ მაძლევდა მოსვენებას. ლუკა ჩემთვის ყველაფერი იყო და მისი დაკარგვა უბრალოდ არ შემეძლო.
- რთულია, - ჩაიჩურჩულა აღგზნებულმა და სახეზე ხელი ნაზად ჩამომისვა - იმაზე რთულია ვიდრე წარმომედგინა. ასე არასდროს არაფერი გამჭირვებია.
- არ არის საჭირო, - ვუპასუხე სასოწარკვეთილმა - ამის გაკეთება აუცილებელი არ არის. ჩვენი გზები დიდი ხნის წინ გადაიკვეთა ლუკა, ამას ვეღარაფერს მოვუხერხებთ. მე შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ.
- ჩემს გვერდით კი მუდმივ განსაცდელში იქნები, მე როგორ ვიცხოვრო ამით?
- ჩვენ ერთად ყველაფერს გადავლახავთ როგორც აქამდე ვახერხებდით, ჩემს მიტოვებაზე კი არც იფიქრო, ყველაფერს გადავიტან - ამის გარდა.
ლუკამ ერთხანს სევდიანად მიყურა მერე კი დაიხარა და ტუჩებზე ვნებიანად დამეწაფა. ეს დანებებას ნიშნავდა. გული სიხარულით ამევსო, ლუკას კისერზე ხელები შემოვხვიე და ჩემსკენ მივიზიდე.
არ ვიცი რამდენი დრო დამრჩენოდა, საათეები, დღეები და იქნებ წლებიც. ამას მნიშნველობა არ ჰქონდა. ბოლო თვეებმა ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალეს და ბევრ რამეს მივხვდი. შეიძლება ადამიანმა ასი წელი იცოცხლო და სიკვდილის წინ მიხვდე, რომ თურმე ეს წლები ფუჭად გაგიტარებია, ან შეიძლება სულაც ვერ მიაღწიო ღრმა სიბერეს, მაგრამ კმაყოფილი იყო იმ ცხოვრებით რომელიც გაგაჩნდა.
ბევრი საშინელება გადამხდა თავს, რამდენჯერმე კინაღამ დავიღუპე კიდეც მაგრამ ისევ სიყვარულმა წამომაყენა ფეხზე. საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა ამაღებინა ხელში იარაღი. მე მოვკალი ადამიანი, რომელმაც ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქცია ყველას და ამას არცერთი ჩვენგანისთვის არ მოუტანია სიამოვნება. პირიქით, ეს ახალი და ბევრად მძიმე ჯვარი იყო, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა მეთრია - თუმცა ლუკამ იცოდა და მეც ვიცოდი, რომ ამდენი წლების ტანჯვა ამად ღირდა....



ეპილოგი
- საავადმყოფოში თვენახევარი ვიწექი, შემდეგ კი საქართველო ლუკასთან ერთად დავტოვე და აი უკვე ათი წელია აქაურობას აღარ გავკარებივარ.
თხრობა დავასრულე და მამა სტეფანეს ავხედე, რომელიც შუბლშეკრული ისმენდა ჩემს ნაამბობს და ჩაფიქრებული დასცქეროდა თავის მუხლებს. ნეტავ რა უფრო აფრთხობდა ის რომ ამდენი ადამიანი მოვკალი, თუ ჩემი უგულო საუბრის ტონი როგორითაც მათ სიკვდილს ავღწერდი.
- ეს ყველაფერი იმაზე მძიმე მოსასმენი აღოჩნდა ვიდრე ველოდი... - როგორც იქნა დაარღვია სიჩუმე. თვალებში ვერ ვუყურებდი - გასაკვირი არ არის რომ ღამით ვერ იძინებ, სული იმდენად გაქვს დამძიმებული, რომ მოსვენებას არ გაძლევს.
- შეიძლება ახლა უარეს სისასტიკეს ვაღიარებ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩადენილს არ ვნანობ.
მტკიცე ხმა მქონდა, იქნებ არც მქონდა და უბრალოდ თავს ვაჯერებდი რომ ასე იყო, მაშინ გული დანაშაულის გრძნობით რატომ არ მიფრთხიალებდა? მოძღვარმა თავი ასწია და ყურადღებით ჩამაცქერდა თვალებში.
- მაშ რისთვის მოხვედი ჩემთან, ნაია? - მკითხა მშვიდი ხმით, თუმცა მიუხედავად მისი ტონისა ტანში მაინც ჟრუანტელმა დამიარა.
- ვიცი რაც ჩავიდინე და ისიც ვიცი რადაც ვიქეცი. წარსულს ვერ შევცვლი, ვერც თავს მოვიკატუნებ რომ მკვლელი არ ვარ. ვერ დავიჩოქები ხატების წინაშე და ცრემლებით დანამული სახით უფალს პატიებას ვერ შევთხოვ, როცა იოტისოდენა სინანულსაც ვერ ვგრძნობ. შანსი რომ მომცემოდა ყველაფერი თავიდან დამეწყო, ისევ ასე მოვიქცეოდი. მაგრამ ვერ გამიგია, რატომღა ვხედავ კოშმარებს? რატომ მესიზმრება სისხლისგან დაცლილი გვამები? რატომ? რატომ მაშინებენ ისინი ასე ძალიან თუ ჩემთვის მათი სიკვდილი სულერთია?
- და იქნებ სულაც არ არის სულერთი? იქნებ განიცდი, იმას რაც გააკეთე, განიცდი შენი გულის მძვინვარე გამოვლინებას. გძაგს ის რაც ჩაიდინე და მისგან განთავისუფლება გინდა. მაგრამ ამას იქამდე ვერ მოახერხებ სანამ საკუთარ თავს არ გამოუტყდები სიმართლეში.
ვითომ? არადა დარწმუნებული ვიყავი, რომ მათი სიკვდილი სულ ფეხებზე მეკიდა. მაშინ რა გრძნობა იყო ეს? რა მხრავდა შიგნიდან გაუჩერებლად?!
- შენ მითხარი, რომ სარდაფიდან თავი დააღწიე, - გააგრძელა აუღელვებლად და თბილად მომაცქერდა თვალებში, აშკარა იყო ჩემს თვალებში მდუმარე პროტესტი ამოიკითხა - მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. შენ კიდევ იმ ბინძურ სარდაფში ხარ გამომწყვდეული და ხსნის გზა ვერ გიპოვია შვილო. შენ ჯერ კიდევ გაბრაზებულიხარ, ჯერ კიდევ ბობოქრობს შენში სიძულვილი, ამას შენს თვალებში ვხედავ. სწორედ ამიტომ ამბობ, რომ არ ნანობ შენს ჩადენილ საქციელს, მაგრამ ნაია, გიყურებ და ჩემთვის ცხადზე უცხადესია, რომ შენ იმ მკვლელებზე კი არ ხარ გაცოფებული, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდი, არამედ შენს თავზე. დღემდე სჯი საკუთარ თავს და დღემდე იდანასაულებ თავს ირაკლის და მამაშენის სიკვდილში. აი ეს არის სიმართლე. სანამ საკუთარი ქვეცნობიერის ხმას არ ჩასწვდები, სანამ არ მოუსმენ მას, თუ რის თქმას ცდილობს შენთვის, მე ვერ დაგეხმარები...
ირაკლის საფლავის წინ ვიდექი და მამა სტეფანეს სიტყვებზე ვფიქრობდი. ამდენი წლების ტანჯვა მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალი იყო რომ საკუთარი თავი მეზიზღებოდა? კი, ეს მართალი იყო, მერადა როგორ მეზიზღებოდა ის ანარეკლი, რომელიც ყოველ დილით სარკიდან შემომცქეროდა. რამდენჯერ ჩამიმტვრევია მინა ამის გამო, რამდენჯერ მიღრიალია ბოლო ხმაზე ტკივილისგან და მერე რა? რატომ ვწუწუნებდი? ხომ ვიცოდი რომ ეს მომელოდა? რა მეგონა, დრო გავიდოდა და წარსული ასე იოლად დამანებებდა თავს? თუ მოძღვართან თუ მივირბენდი და ყველაფერს პირნათლად ჩავუკაკლავდი ამით იმ ბნელ და გახრწნილ საცეცებს მოვიშორებდი, რომელიც სულზე აყროლებული ტკიპებივით მომწებებოდა?! გამეცინა და ჰორიზონტს გავხედე.
ადამიანის ეგოიზმს საზღვარი არ აქვს. ამის ცოცხალი მაგალითს წარმოვადგენდი. აი როცა, შენ, მკითხველო, ყველაფერი იცი ჩემს შესახებ ახლა მისმენ და ფიქრობ, რომ მაგარი ნაგლი ვარ, გეთანხმები. ჯერ ათას სისაძაგლეს ჩადიხარ და მერე არც გინდა რომ დაისაჯო? ისევ გამეცინა. წვეტიანი აზრები და ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის ამართლებს - წამიერ შვებას გრძნობ, შეგიძლია ხანდახან შენც სცადო, როდესაც სინდისი ჭირივით გადაგეკიდება და თავიდან ვეღარ იშორებ.
რაც უფრო მეტს ვუღრმავდებოდი საკუთარი ქვეცნობიერის ყველაზე ბნელ და ღრმა კუნჭულებს, მით უფრო მეტად ვიზიზღებდი საკუთარ თავს - ზიზღი კარგია, ეს გაიძულებს, რომ უკეთესი გახდე. შეიძლება ვერც გახდე, მაგრამ იმდენი მაინც მოახერხო, რომ ერთხელ დაშვებული შეცდომა მეორედ აღარ გაიმეორო. აი ასე თავხედივით გარიგებ ჭკუას და ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ცხოვრების ადამიანს კიდევ ბევრჯერ გადამიბრუნდება ფეხი, კიდევ ბევრჯერ წავიტეხავ კისერს და კიდევ ბევრჯერ ჩავიდენ ისეთ საშინელებას, რომ ერთ დღესაც საკუთარი სულის სიმძიმე იმდენად შემაწუხებს, რომ დავეცემი და ვეღარც ავდგები.
რა გგონია ყველა შენს საქციელს გამართლება აქვს თუკი ამას სამართლიანობის სახელით აკეთებ? რა გგონია ომში მეომარი თავს კარგად გრძნობს როცა მოწონააღმდეგეს კლავს იმ მოტივით რომ ეს მის ქვეყანას და ხალხს გადაარჩენს? ფიქრობ რომ მისი ხმალი არ მძიმდება? ან არ აწუხებს მის მიერ თითოეული წართმეული სიცოცხლე? - აწუხებს, ტანჯავს და ნაკუწებადაც გლეჯს, მაგრამ რა, იარაღს აგდებს და სახლში იმ არგუმენტით გამორბის, რომ მეტი აღარ შეუძლია? რომ მის ხელებზე საკმარისზე მეტი სისხლია და ეს უნდა შეწყდეს?! არა, ასე არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იაზრებს ეს ქმედება რა დასასრულამდე მიიყვანს, მაინც დაუღალავად აგრძელებს ბრძოლას იმ იმედით, რომ შეუნდობენ. იმ იმედით, რომ ერთ დღეს მის სულში გაჩენილი სინდისის გრძნობა აიძულებს ეკლესიაში მიფორთხდეს და მონანიება ითხოვოს. იქნებ ცრემლებსაც თუ გულწრფელად დააფრქვევს ეშველოს კიდეც რამე, ა?
მაგრამ საკუთარ თავს სად დაემალები? შეძლებ მისგან გაქცევას? როგორ ფიქრობ როგორ მონდომებითაც არ უნდა აფრქვიო ცრემლები სარკის წინ შენი ქვეცნობიერი შეგარჩენს შენს მიერ ჩადენილ სიბინძურეს? ან როგორ მონდომებითაც არ უნდა დასაჯო საკუთარი თავი შვებას იგრძნობ? საკუთარი გამოცდილებით გეუბნევი, რომ არა. მთელი ათი წლის განმავლობაში ჩუმად ვებრძოდი საკუთარ თავს - ვტიროდი როცა არავინ მიყურებდა, ვყვიროდი როცა არავინ მისმენდა. ვლანძღავდი საკუთარ თავს როცა ამას ჩემს ნაცვლად არავინ აკეთებდა და მაინც შვება ვერა და ვერ ვპოვე - სანამ მასთან არ დავბრუნდი ვინც ასე მიფორიაქებდა სულს, ვისაც ასე ვნატრობდი და ვის გამოც მიწაშიც ჩავძვრებოდი და გვერდით მივუწვებოდი თუ ამას მთხოვდა.
- ყვავილების წამოღება ისევ დამავიწყდა. ალბათ ახლა ნერვებიც გეშლება ერთხელ მაინც დამდე პატივი და ერთ წყეული ვარდი მაინც მომითრიეო... საოცარია შენი ჯიჯღინა ხმა ყურში ჩამესმის, თითქოს ეს სიტყვები ჩემს ნაცვლად შენ გეთქვას - გამეცინა და თვალზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად შევიწმინდე - დღემდე გელოდები, დღემდე ყოველ დილით იმ იმედით ვიღვიძებ რომ გნახავ, რომ დაბრუნდები, მომიბოდიშებ მიტოვებისთვის და ჩამეხუტები. მეტყვი, რომ გიყვარვარ და ასე აღარასდროს მოიქცევი. სასაცილოა არა? ვიცი რომ აღარასდროს დაბრუნდები, ათი წელი საკმარისი დროა საიმისოდ, რომ რეალობას შეეგუო, მაგრამ მე მაინც გელოდები... - საფლავთან დავიჩოქე და მიწას ხელი ნაზად გადავუსვი - დაე, შეწყდეს ეს გაუთავებელი ბორგვა, იყოს შენებურად. ცხოვრება მართლაც მიგვიჩენს ყველას ჩვენს ადგილს. ვერ მოგატყუებ, რომ ოდესმე გაპატიებ ჩემს მიტოვებას, მაგრამ ისიც ხომ კარგად იცი, რომ უკიდურესად გაბრაზებულზეც კი სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.
ჩავიღიმე და თვალიდან ცრემლი ჩამომივარდა, ამჯერად დაჭერა ვერ მოვასწარი, აცქმუტებული მიწას შეერია და გაუჩინარდა.
- მაპატიე, მაპატიე რომ შენი ნაადრევად წასვლის მიზეზი მე ვიყავი. მაპატიე, რომ ვერ გავხდი შენთვის ადამიანი ვისაც წლების განმავლობაში მოთმინებით უცდიდი. მაპატიე, რომ ვერ დაგიფასე ის რასაც ჩემთვის აკეთებდი. მაპატიე, რომ ჩემი სიყვარული საკმარისი არ აღოჩნდა შენს დასაცავად... ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი. შენს სამუდამოდ გაუჩნარებას კი იმიტომ ვერ ვეგუები, რომ შენ ჩემი მეორე ნახევარი ხარ. სულის ნაწილის დაკარგვა, ეს საშინელი ტკივილია, ახლა მთელი ცხოვრება დასახიჩრებულს მომიწევს ცხოვრება, მაგრამ ასეთსაც კი მაქვს ვალდებულებები. მყავს ქმარი, რომელიც მთელი ჩემი არსებით მიყვარს, ყოველშემთხვევაში იმით რაც ჩემგან დარჩა. მთელი ეს წლები მდუმარედ ითმენდა ჩემს ტანჯვას, იცოდა როგორ მიჭრდა უშენობა და არც ერთხელ არ უთქვამს შეწყვიტე, შენ უკვე ჩემი ცოლი ხარ, მე მეკუთვნი, ნუ მისტირიხარ მას ვინც აღარასდროს დაგიბრუნდებაო. პირიქით, მუდამ გვერდით მედგა, მამხნევებდა და ვუყვარვარ ისეთი როგორიც მე საკუთარი თავი მძულს. შენ კი ჩემი სულის მუდმივ ტკივილად დარჩები და ერთხელაც, როცა მეც დავტოვებ ამ წუთისოფელს მოგძებნი, გპირდები რომ მოგძებნი და გიპოვი. ახლა კი ხელი უნდა გაგიშვა, როგორც არ უნდა მიჭირდეს ეს. არ მინდა ლუკასაც ისევე მოვექცე, როგორც შენ მოგექეცი. არ მინდა ერთხელ დაშვებული შეცდომა, რომლისთვისაც უკვე ამდენი წელია თავს ვისჯი, ისევ გავიმეორო. მშვიდად განისვენე საყვარელო, ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს...
ნაზმა სიომ დაუბერა და გაზაფხულის ტკბილი სურნელით ფილტვები ამივსო. უცებ ძალიან მომინდა, რომ შევხებოდი, რომ კიდევ ერთხელ მეგრძნო მისი სიახლოვე. ბოლოს როდესაც ირაკლი ვნახე კინაღამ დავიღუპე, მას შემდეგ კი თვალითაც აღარ მინახავს. იქნებ აუცილებლად სიკვდილის პირას უნდა ვყოფილიყავი, რომ ჩემთან მოსულიყო? წვეტიანი აზრები ჩემი გონების დატოვებას აშკარად არ აპირებდნენ.
- ნაია?!
გაოცებულმა წამოძახილმა მთელი ტანით შემაკრთო. სწრაფად წამოვდექი, უკან მივბრუნდი და უსაზღვრო სიხარულმა ერთიანად ამავსო.
- დაჩი! - ამოვიჩურჩულე გაოცებულმა. ცრემლები მაშინვე მოვიწმინდე, სწრაფად მივუახლოვდი და გადავეხვიე - ღმერთო, რამდენი დრო გავიდა!
იმდენად მიხაროდა მისი დანახვა, რომ ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი. ჩემი მეგობრისთვის წლებს თავისი დაღი დაესვათ. კიდევ უფრო გამაღლებულს და გასიმპატიურებულს ძალიან უხდებოდა სპილოსძვლისფერი ზედა, რომელიც ისედაც ფართო და დაკუნთულ გულ-მკერდს კიდევ უფრო შესამჩნევს უჩენდა. თმა ოდნავ გამუქებოდა და მზეზე ჩალისფრად უბზინავდა. სახეზე წვერი მოსდებოდა, მოცისფრო-მონაცისფრო თვალები მხიარულად უციმციმებდა.
- ნაია, - დაჩიმ გულში ჩამიკრა და მაგრად მომეხვია - არც კი მჯერა, რომ ნამდვილად შენ ხარ, მოიცა კარგად შემოგხედო! - ხელები შემიშვა, უკან გადგა და ყურადღებით შემათვალიერა - ჯანდაბა, უფრო გალამაზებულხარ.
- ჰო, ჰო, როგორ არა, - გავუცინე დარცხვენილმა და აღფრთოვანებულმა ისევ შევათვალიერე - ძალიან მომენატრე.
- მეც, წლებია არ მინახიხარ, მეგობარო - დაამატა წყენით და სევდიანად შემომხედა.
- მაპატიე, ხომ იცი...
- ვიცი, ახსნა საჭირო არაა, - თბილად გამიღიმა და თავზე ხელი გადამისვა - პატარა ნაია, როგორ დაქალებულა. გიყურებ და თვალებს ვერ ვუჯერებ, რომ ნამდვიად შენ ხარ.
- ნუთუ ასე შევიცვალე? - გავუცინე დარცხვენილმა.
- თან ძალიან შეცივალე, - მიპასუხა სიცილით - წლებმა უფრო დაგამშვენა.
- შენც უფრო გაზრდილხარ, გამაღლებულხარ და გასიმპატიურებულხარ - ვუპასუხე გახალისებულმა - ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს გნახავდი, უფრო სწორად აქ... - აღარ დავასრულე, სევდა ისევ მომერია.
- არცერთი მისი დაბადების დღე არ გამომიტოვებია. ამ დღეს ყოველთვის მოვდივარ აქ - ჩაილაპარაკა ხმადაბლა და საფლავის ქვას გახედა - წლები გავიდა, მაგრამ ის ისევ ძალიან მაკლია, დღემდე ვერ ვეგუები, რომ აღარ არის და როგორც ვხედავ ვერც შენ. მესმოდა როგორ ტიროდი - მითხრა ხმადაბლა და სევდიანად ჩამაცქერდა თვალებში.
მისი სიტვები გულზე მომხვდა, თვალები ამიწყლიანდა და დაჩის მზერა ავარიდე, არ მინდოდა მის წინაშე მეტირა. დაჩის ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა, ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა.
- ეს კი ნამდვილად არ შეცვლილა, - ჩაიცინა თავისთვის - ტუჩები ისევ ისე გებურცება როცა ტირილის შეკავებას ცდილობ, როგორ მომნატრებიხარ...
ღრმად ჩავისუნთქე რომ დავმშვიდებულიყავი, მისმა გამოჩენამ დიდი ხნის მივიწყებული გრძნობები ერთიანად ამიშალა. ვერც კი ვხვდებოდი ჩემი მეგობარი როგორ მაკლდა მთელი ეს წლები. დაჩის ჩამოვეხსენი და ღიმილით ავხედე.
- შენ როგორ ხარ? ალბათ ბევრი რამ შეიცვალა შენს ცხოვრებაში.
- თითქმის - გამიღიმა სევდიანად.
- ოჯახი?
- არა, - სიცილით გააქნია თავი - ცოლი, შვილები და მსგავსი რამ ჩემი საქმე არ არის.
- მე კი მეგონა, რომ შენ და ინა...
- არა, - თავი გააქნია და უკან დაიხია - მე და მას საერთო არაფერი გვაქვს, არც არასდროს გვქონია.
- ეხმიანები ხოლმე? - ვიკითხე პაუზის შემდეგ, რაც აქედან წავედი მის შესახებ აღარაფერი მსმენია.
- არა, მხოლოდ ის ვიცი, რომ გათხოვდა და ახლა ოჯახი აქვს. სხვა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
- და შენ რატომ ხარ მარტო? - ვკითხე გულმოკულმა.
- არ ვიცი. ირაკლის დაღუპვა, შენი გაუჩინარება, ყველაფერმა იმოქმედა. ჩემი ცხოვრება დღემდე ვერ დამილაგებია. არ ვიცი ეს რისი ბრალია, ალბათ წარსულის ჭრილობები მეც ისევე ვერ მომიშუშებია როგორც შენ და იმ წლებში ჩავრჩი როცა ჯერ კიდევ ერთად ვიყავით ყველა. - მიპასუხა ღიმილით. გული შემეკუმშა, ნაცნობი გრძნობა იყო.
- ძალიან მწყინს ამის მოსმენა. რამდნჯერ გთხოვე, რატომ ერთხელ მაინც არ ჩამოხვედი ჩემთან?
- მაპატიე, ჩემთვის რთული იყო, მეტისმეტად რთული იყო შენი ნახვა. ეს წარსულს გამახსენებდა, წარსულს, რომელიც დავკარგე და რომელიც ასე ძალიან მენატრება. - მიპასუხა ხმადაბლა და სევდიანად გახედა საფლავის ქვას - თუმცა, ახლა აქ ხარ და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ისევ გნახე.
- მე კი გული მტკივა, რომ შენი ცხოვრება ასე წარიმართა. ბევრჯერ წარმოვიდგინე ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთს გნახავდი. აქ რა დაგრჩენია, ჩვენთან წამოდი. მე და შენ ბავშვობის მეგობრები ვართ დაჩი, ძმასავით მიყვარხარ. კარგად იცი, რომ ლუკას გაუხარდება შენი იქ ყოფნა, დიდ პატივს გცემს.
- ვიცი და ორივეს ძალიან დიდი მადლობა, ვიფიქრებ ამაზე.
- აქ დიდხანს დარჩენას არ ვაპირებ, მალე ისევ გავემგზავრები, თუ გადაწყვეტ ერთად წავიდეთ. შენი აქ დატოვება არ მინდა, მითუმეტეს იმის შემდეგ რაც მოვისმინე!
- დედა!
- ირაკლი? - გავიხედე ზურგსუკან - აქ რას აკეთებ? - გავხედე დაბნეულმა.
- მამამ გამომგზავნა, მითხრა დედას სჭირდებიო... - მოახლოებულს სიტყვა გაუწყდა და შუბლშეკრულმა დაჩის გახედა. - ეს ვინ არის?!
- დედა?! - დაჩიმ გაქვავებული სახით შემომხედა - შენი შვილია? - ძლივს დაიჩურჩულა და ირაკლის აწყლიანებული თვალებით შეხედა - ირაკლი? ირაკლი დაარქვი?
- ჰო, ჩემი ბიჭია - ვუპასუხე ღიმილით. ირაკლი კი ისევ გაფხორილი იდგა და უცნობ მამაკაცს ეჭვით ათვალიერებდა.
- და ეს ვინ არის? - გაიმეორა მკაცრად.
- ირაკლი! - შევუბღვირე გაბრაზებულმა.
- მე და დედაშენი ბავშვობის მეგობრები ვართ. - უპასუხა დაჩიმ, როცა მეტყველების უნარი დაუბრუნდა და ხელი გაუწოდა. ირაკლიმ ჯერ მე შემომხედა, მერე კი ისევ დაჩის შეუბღვირა.
- თუ ასეა მაშინ რატომ არასდროს მინახიხარ? - შეუღრინა გაბრაზებულმა. აღშფოთებულმა ირაკლის შევუბღვირე, დაჩის კი გაეცინა.
- ლუკას ხასიათები დაგყოლია, - გაიცინა მხიარულად და ხელი დაუშვა - გარეგნობით კი დედას ჰგავხარ, მისი თვალები გაქვს. - ღიმილით შეუთვალიერა მტრულად მომზირალი ლურჯი თვალები. ირაკლის ნირი არ უცვლია, ისევ ისე აფხორილი უყურებდა დაჩის.
- ირაკლი, დაჩი ჩემი უახლოესი მეგობარია!
გადავულაპარაკე შვილს და გვერდში მსუბუქად ვუბიძგე. ირაკლიმ უკმაყოფილოდ შემომხედა, მერე ისევ დაჩის გახედა. აშკარად ვერ გადაეწყვიტა რა ექნა.
- არ მსიამოვნებს, როდესაც უცხო მამაკაცი დედაჩემს ესაუბრება - წარმოთქვა გაღიზიანებულმა. ორივეს გაგვეცინა.
- ჰო, კი, ნამდვილად ლუკას ხასიათები აქვს! - გამხიარულდა დაჩი - ახლა ირაკლი რომ გხედავდეს... - აღარ დაასრულა, ჩაიღიმა და თვალი აგვარიდა. თვალზე ისევ ცრემლი მომადგა.
- კარგი, - თქვა ბოლოს - ახლა ჩემი წასვლის დროა, შენ და ლუკას მოგვიანებით გინახულებთ.
- უკვე მიდიხარ? - ვკითხე გულდაწყვეტილმა.
- ჰო, მაგრამ მალე ისევ შევხვდებით, შენს წინადადებაზე აუცილებლად ვიფიქრებ.
- ხომ იცი სადაც უნდა მომძებნო? - გავხედე ღიმილით.
- რა თქმა უნდა, ჩვენს ადგილას, თეთრ კაფეში, ხვალ საღამოს გეცლება?
- კი, შევხვდეთ.
- მაშინ ხვალამდე - ბოლოჯერ გადამეხვია და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა ბილიკს. ირაკლი კი მე მომიბრუნდა.
- დე, ეს ვინ იყო? - მკითხა ინტერესით.
- აჰ, ირაკლი დადიანი, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, რომ ხალხს უხეშად ნუ ელაპარაკები მეთქი? - შევუბღვირე შვილს.
- ლექსომ მითხრა ვინც არ მოგეწონება აგრძნობინე, რომ შენგან თავის შორს დაჭერა მისი საუკეთესო გადაწვეტილება იქნებაო. - მიპასუხა ამაყად.
- სხვა დროს როცა შენი ძმაკაცი ჭკუის სწავლებას დაგიწყებს გადაეცი დედიკომ შემოგითვალა თვალი ჩაგილურჯდებაო!
- თვითონ უთხარი, მე რა ფოსტის ცხენი ვარ აქეთ-იქით პერედაჩებით ვირბინო?... კაი ბოდიში - დაამატა ღიმილით და ირაკლის საფლავს გახედა - ესაა ირაკლი?
- ჰო, - ვუპასუხე სევდიანად, ჩემი შვილი პირველად იყო ჩემი საუკეთესო მეგობრის საფლავზე. ძალიან მინდოდა რომ ირაკლისთვის ჩემი შვილი მენახებინა - შენ არ იცნობ, მაგრამ...
- არა, ვიცნობ - შემაწყვეტინა და ღიმილით გამომხედა - მამამ მომიყვა მასზე. ასე მითხრა ის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადამიანი იყო, რომელიც ცხოვრებაში ოდესმე შემხვედრიაო. მითხრა, ის რომ არა შენ არ დაიბადებოდი და მამა ასეთი ბედნიერი არ იქნებოდაო. დედიკო სწორედ მან გადაგირჩინა და როდესაც ტაძარში შეხვალ მის სახელზე აუცილებლად დაანთე სანთელიო. მისი სახელი კი იმიტომ დაგარქვით, რომ მინდა მისნაირი ვაჟკაცი, ძლიერი, სამართლიანი და კეთილშობილი პიროვნება გაიზარდოო. ყოველთვის გახსოვდეს რომ დედას და მამას გულში ამ პიროვნებას განსაკუთრებული ადგილი უკავიაო. სანამ აქ მოვიდოდი გზაში ვფიქრობდი, რომ ამ ადამიანმა მარტო დედაჩემს კი არა მეც მაჩუქა მომავალი და მწყინს, რომ მისთვის მადლობის გადახდა არ შემიძლია...
ირაკლი დადუმდა და ისევ საფლავთან ჩაიცუცქა. მე კი გახევებული ვიდექი და შვილის მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას გულში სათუთად ვინახავდი. ლუკას მიმართ ენით აუწერელი მადლიერება ვიგრძენი. სახეზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად მოვიწმინდე და შვილის გვერდით დავიჩოქე.
- ძალიან გაუხარდებოდა შენი გაცნობა, - გავუღიმე ირაკლის და თავზე ვაკოცე - ვერც კი წარმოიდგენ ხანდახან როგორი ერთნაირი ვირები ხართ!
- მიყვარს რომ მლანძღავ ხოლმე. - გამიცინა გამხიარულებულმა.
- ლუკა და ლექსო სად არიან? აქ როგორ მოხვედი?
- აქ არიან... უფროსწორად უკვე მოდის - გაიცინა და მოპირდაპირე მხარეს თავით მანიშნა.
ბილიკზე ლუკა მოაბიჯებდა თეთრი ვარდებით ხელში. ქარი შავ ლაბადას უფრიალებდა, სახეზე კი სევდა ეხატა, მაგრამ როგორც კი მე და ირაკლის თვალი მოგვკრა სევდა სიხარულმა შეცვალა და ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა. ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა, საფლავთან ვარდები დააწყო და წამომაყენა.
- კარგად ხარ? - ჩამჩურჩულა ხმადაბლა, ისე რომ ირაკლის არაფერი გაეგო.
- კი - ვუპასუხე ღიმილით და ირაკლის თავზე ხელი გადავუსვი - ახლა ნამდვილად კარგად ვარ.
ლუკა ყურადღებით ჩამაკვირდა თვალებში, შემდეგ კი სახეზე ღიმილი გადაეფინა და შუბლზე ნაზად მაკოცა.
- რამდენი წელია ამ მზერას ველი, - მიპასუხა ხმადაბლა და ახლოს მიმიზიდა - რაღაც შეიცვალა.
- ჰო, - ლუკას თვალებში ჩავხედე და გული სიყვარულით ამევსო - ნამდვილად შეიცვალა.
- მამა, - ირაკლიმ ბოლოჯერ შეხედა საფლავს და ლუკას ეშმაკურად შეხედა - შეიძლება იარაღის სროლა ვისწავლო?
- არა! - ერთხმად ვუპასუხეთ ორივემ. ირაკლი მოიღუშა და გაბრაზებულმა შემოგვიბღვირა.
- ესე იგი, აჩისთვის ყველაფერი შეიძლება და ჩემთვის არა ხომ?
- როცა ჩემხელა გახდები მეგობარო, პრეტენზიები მაშინ წამოაყენე - აჩიც მოსულიყო და ირაკლის ეშმაკურად შესცქეროდა.
წლებმა აჩიც ძალიან შეცვალა, ერთდროს პატარა და გამხდარი ბიჭუნა ახლა, მაღალ და მოხდენილ მამაკაცად ქცეულიყო. შავი აჩეჩილი თავი და თეთრი სიმპატიური სახე იდეალურად უხდებოდა მის ათლეტურ აღნაგობას.
- ხალხო, ძალიან არ მსიამოვნებს თქვენი შეწუხება, მაგრამ ლექსომ ტვინი გამომაჭამა, არ შეიძლება რომ წავიდეთ? თორნიკე უკვე ჭკუიდან გადაიყვანა რომ მოვდიოდი უკვე ანბანის ბოლო ასოზე იფიქრებდა გინებას, ბექა კი საერთოდ წავიდა მოგვიანებით გნახავთო - შემოგვხედა გატანჯული სახით.
- კარგი, წავიდეთ - ვუპასუხე სიცილით და ირაკლის საფლავს ბოლოჯერ შევავლე თვალი.
- აი, ამას ვგულისხმობდი, საკმარისია ამ ტრაკმა რამე თქვას, რომ ყველა ყველაფერს უსრულებს!
- სიტყვები! - დავუცაცხანე ირაკლის. ლუკას სიცილი აუტყდა.
- მოდი აქ! - აჩიმ მხარზე მოიგდო ირაკლი და სიცილ-სიცილით წაიყვანა მანქანისკენ.
- დამსვი თორემ თავ-ყბას გაგიერთიანებ! ხომ იცი, რომ ვიზამ, დამსვი-მეთქი!
- ჰო, ჰო აუცილებლად - ახარხარდა აჩი.
- თუ გინდა ცოტახანი დავრჩეთ - ლუკამ ყურადღებით შემითვალიერა სახე.
- ყველაფერი რიგზეა საყვარელო, - კისერზე ხელი მოვხვიე და ტუჩებზე ნაზად ვაკოცე - მართლა კარგად ვარ, სანამ აქ მოვიდოდი თავს საშინლად ვგრძნობდი, დაბნეული და დაკარგული ვიყავი, მაგრამ ახლა უკეთ ვარ და კიდევ, ძალიან დიდი მადლობა.
- რისთვის? - მკითხა დაბნეული ღიმილით.
- შენი საქმე არ არის! - ვუპასუხე თვალებანთებულმა და ისევ ვაკოცე. ლუკას ჩაეცინა და მჭიდროდ მიმიკრა მკერდზე.
- საყვარელო, მომენტის გაფუჭება ნამდვილად არ მინდა, მაგრამ იარაღი თან გაქვს? - მკითხა ლუკამ.
- ვაიმე, ირაკლი! - დამცეცხლა თავში.
- ასეც ვიცოდი, - ისევ გაეცინა ლუკას - ნუ ნერვიულობ მე მაქვს.
- სულაც არ არის სასაცილო! გუშინწინ იარაღი ისევ ამწაპნა! კიდევ კარგი, რომ შიგნით ტყვიები არ მედო, ეს ბავშვი ჭკუიდან გადამიყვანს!
- ძალიან მაგონებს ერთ ადამიანს. - მიპასუხა გამხიარულებულმა.
- მე შენთვის იარაღი არასოდეს მომიპარია! - შევუბღვირე ნაწყენმა.
- მამაშენს ხომ მოჰპარე? - გამომხედა ნიშნის მოგებით. თავი ვერ შევიკავე და გამეღიმა.
- არაფერი ამიწაპნია, უბრალოდ ვითხოვე!
მომესმა ჯუჯღუნი ზურგსუკნიდან. ლუკას ჩამოვეხსენი და შევბრუნდი. ირაკლის გულხელი დაეკრიფა და გაბრაზებული გვიბღვერდა.
- აჰ, ამას თხოვება როდის აქეთ ჰქვია? - ვკითხე წარბაწეულმა.
- ლექსომ მითხრა ასეც უწოდებენ ხანდახანო.
ლექსო მისი სათაყვანებელი კერპი იყო, ამაში დღითიდღე ვრწმუნდებოდი. რაც არ უნდა მეკითხა და მეთქვა ყველაფერზე ლექსოს ციტირებით მპასუხობდა. ხანდახან იმდენად მეშლებოდა ნერვები, რომ სახლიდან ერთმანეთს ასწრებდნენ ხოლმე ხარხარით.
- აჰა, ესეიგი ისევ ლექსო ხომ?!- თვალები გავაკვესე.
- ჯანდაბა! ეს არ მითქვამს, მე არაფერი არ მითქვამს! - მიხვდა, რომ ზედმეტი წამოსცდა და უკან-უკან დაიხია.
- ირაკლი დადიანი, თუ კიდევ ერთხელ დაუკითხავად მოჰკიდებ ხელს იარაღს პირობას გაძლევ, რომ მწარედ განანებ! დამაცადე ჯერ ლექსო ვნახო!
- ვიღაცას დაერხაა! - ახითხითდა ეშმაკურად.
- მოდი აქ! - ლუკამ შვილს ხელი წაავლო და მხრებზე შემოისვა - დედას ნერვებს ნუ უშლი, თორემ შენც და ლექსოსაც პრობლემები გექნებათ, გაიგე მეგობარო?
- ბოდიში, ახლა შეიძლება წავიდეთ? ძალიან მშია.
- წავიდეთ - ვუპასუხე ღიმილით, საფლავს ბოლოჯერ გავხედე და ქმარ-შვილს უკან მივყევი.
- აუ მა, გთხოვ რა სულ ერთხელ მასროლინე, სულ ერთხელ რა, გეხვეწები.
- არა-მეთქი!
- გთხოვ რა, კაცურად...
ჩემებს უკან მივყვებოდი თან ჩუმად მეცინებოდა. ირაკლის ოცნებად ჰქონდა იარაღის სროლა ესწავლა, მისი შემხედვარე მართლაც საკუთარი თავი მახსენდებოდა, თავის დროზე მეც ასე ვეხვეწებოდი მამაჩემს ჩემთვის სროლა ესწავლებინა. როგორც ჩანს გენები მართლაც თავისას შვება.
შევყოვნდი და უკან მოვიხედე, ლუკას მიერ მოტანილ თეთრ ვარდებს სიო ნაზად არხევდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ უეცრად გულში სითბო ჩამეღვარა, მთელს ორგანიზმში დამიარა და კიდურები გამითბო.
გაინტერესებთ, მაშინ როცა მომაკვდავი ვიწექი მანქანაში, მართლა დავინახე თუ არა ირაკლი? მართლა ბრუნდებიან თუ არა ჩვენი საყვარელი ადამიანები უკან, როცა ისინი ასე ძალიან გვჭირდებიან? შეიძლება. გულით თუ უხმობთ აუცილებად იგრძნობთ მათ სიახლოვეს. არსებობს ცხოვრებაში რაღაცეები რასაც მეცნიერები ვერ ახსნიან, მოძღვარი ვერ გეტყვის და ვერც რომელიმე ბრძნულ წიგნში ამოიკითხავ შენს სასურველ კითხვაზე პასუხს. არსებობს რაღაცეები რაზეც კითხვები არ უნდა დასვათ, უბრალოდ უნდა ირწმუნოთ. ენდოთ გულს და გრძნობებს, მაშინ თქვენს თვალწინ სრული ჭეშმარიტება გადაიშლება.
მიუხედავად იმისა, რომ ირაკლიმ სამუდამოდ მიმატოვა, მე მაინც ვგრძნობდი მის სიახლოვეს, ის ჩემთან იყო. ეს სამყარო მეტისმეტად შეუცნობელი და იდუმალია ჩვენთვის, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის, რომლებსაც მხოლოდ იმის გვჯერა რასაც საკუთარი თვალით ვხედავთ. მაგრამ როცა ერთი წუთით მაინც მიატოვებ ეჭვებს და სტერეოტიპებს, აუცილებლად იგრძნობ მას... მას ვისაც მთელი გულით ნატრობდი! სახეზე ნაზი შეხება ვიგრძენი, ნაცნობმა ტკბილმა სურნელმა ფილტვები ამივსო. გული ამიჩუყა და ცრემლებში ღიმილმა გამოანათა.
- ირაკლი!...

დასასრული...



№1 სტუმარი სტუმარი Nasia

რა მაგარი გოგო ხარ პროსტა შენ უნდა წერო და წეროოოო მაგისთვის ხარ მოვლენილი ამ სამყაროში !!!!

 


№2  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი Nasia
რა მაგარი გოგო ხარ პროსტა შენ უნდა წერო და წეროოოო მაგისთვის ხარ მოვლენილი ამ სამყაროში !!!!

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო! ^_^ <3 <3 <3 თბილი და ტკბილი სიტყვებისთვის <3 <3 <3 <3

 


№3 სტუმარი თამრი

ძალიან მომეწონა .ემოციები არ ვიცი რამდენ ხანს გამყვება .დიდი მადლობა და აუცილებლად გააგრძელე წერა .

 


№4  offline ახალბედა მწერალი belle...

თამრი
ძალიან მომეწონა .ემოციები არ ვიცი რამდენ ხანს გამყვება .დიდი მადლობა და აუცილებლად გააგრძელე წერა .

მადლობა შენ ^_^ <3 <3 <3

 


№5  offline წევრი goddess

უნიკალურია, ემოციებით სავსე და საოცარი დასასრულით სხვანაირად არც წარმომედგიბა <3

 


№6  offline ახალბედა მწერალი belle...

goddess
უნიკალურია, ემოციებით სავსე და საოცარი დასასრულით სხვანაირად არც წარმომედგიბა <3

გმადლობ ძვირფასო ^^ <3 <3 <3 <3

 


№7  offline მოდერი Catherine Di Perso

12 წლის ანაბელმა გაუაზრებლად დამაჭირა იმ მაზოლზე, რომელსაც გარეშე თვალისგან ვმალავდი. ალბათ, ვერ მიხვდები კონკრეტულად რომელ მომენტზე მაქვს საუბარი, მაგრამ ასე უკეთესია.
ოხ, ნიანგო, ნერვს მიწიოკებ.
უკიდურესად სუბიექტურად გამიტყდა მოძღვრის თემა. ღვთის დადანაშაულება, სად იყო, როცა მე ირაკლის მოკვლის ბრძანება გავეცი... ასე მგონია, ღმერტს მაგრად უტყდება, როცა მსგავსი ადამიანები მის სახელს ახსენებენ. არა იმიტომ, რომ საზიზღრობებს სჩადიან, არა. უბრალოდ, უტყდება რომ სი'რები ფარად იყენებენ. მაგრამ, რომ უტყდებოდეს, რა ძალა ადგია, სიცოცხლის უფლებას რომ აძლევს?
ღმერთი მოკვდა, ბელ. ნიცშეს ყურადღებით წაკითხვა და გაგება ნიჭია. და ჰო, მე აღმომაჩნდა ეს ნიჭი. ღმერთი ადამიანებში მოკვდა.
ჩემი ღმერთი კი ბორდოსფერია.
მადლობა, რა.

 


№8 სტუმარი სტუმარი მანანა

ანაბელ, ძალიან მომენატრება შენი გმირები, ეს იყო საოცრება .

 


№9  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
12 წლის ანაბელმა გაუაზრებლად დამაჭირა იმ მაზოლზე, რომელსაც გარეშე თვალისგან ვმალავდი. ალბათ, ვერ მიხვდები კონკრეტულად რომელ მომენტზე მაქვს საუბარი, მაგრამ ასე უკეთესია.
ოხ, ნიანგო, ნერვს მიწიოკებ.
უკიდურესად სუბიექტურად გამიტყდა მოძღვრის თემა. ღვთის დადანაშაულება, სად იყო, როცა მე ირაკლის მოკვლის ბრძანება გავეცი... ასე მგონია, ღმერტს მაგრად უტყდება, როცა მსგავსი ადამიანები მის სახელს ახსენებენ. არა იმიტომ, რომ საზიზღრობებს სჩადიან, არა. უბრალოდ, უტყდება რომ სი'რები ფარად იყენებენ. მაგრამ, რომ უტყდებოდეს, რა ძალა ადგია, სიცოცხლის უფლებას რომ აძლევს?
ღმერთი მოკვდა, ბელ. ნიცშეს ყურადღებით წაკითხვა და გაგება ნიჭია. და ჰო, მე აღმომაჩნდა ეს ნიჭი. ღმერთი ადამიანებში მოკვდა.
ჩემი ღმერთი კი ბორდოსფერია.
მადლობა, რა.

ჰეი... მოიმხედე აბა... ამ თემაზე მე და შენ ვისაუბრებთ მაგრამ არა აქ და არა ახლა. ნიცშე ჩემი საყვარელი "ცინიკოსია" ვგიჟდები მის შემქმედებაზე და არც უხეშ ობიექურობას დავიშურებ "დამპალი ნა'ბიჭვარია" <3 <3 <3 წლები გავიდა და მე დღეს პირველად გადავიკითხე ნაწარმოების დასასრული და... გამეღიმა, კალანდია <3 თურმე ბევრი რამ დამვიწყებოდა ცხოვრებაში რისიც მჯეროდა და ახლაღა მივხვდი სიმძიმის მიზეზს... ვიცი, რომ მიმიხვდები რაც ვიგულისხმე <3 <3 მიყვარხარ პატარავ, ჩემი ღმერთი ღვინისფერია <3 <3 <3

სტუმარი მანანა
ანაბელ, ძალიან მომენატრება შენი გმირები, ეს იყო საოცრება .

უღრმესი მადლობა ქალბატონო მანანა <3 <3 <3 ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ ახალი გმირებით ახალი ემოციებით და ახალი ხედვებით <3 <3 <3 <3

 


№10 სტუმარი სტუმარი nancho

ემოციებით ვარ სავსე,ყველაფერი იყო,ბრავო,მიგორავენ ცხელი ცრემლები,რა უნდათ არ ვიცი,დამენანა ნიას დაკარგული ბავშვობა,ირაკლის სიცოცხლე,ლუკას დედა,და კიდევ რამდენი.....საცრად კარგი იყო.ბრავო,ბრავო ,ბრავო,წარამტებები ისტორიისთვის,

 


№11 სტუმარი Qeti qimucadze

Belsss arvici ragitxraa. Namdvilad shen rom gekadreba iseti dasasruli iyo. Rom movyve yvepa peraonajis daxasiatebas. Xval dilamde ver davasrulebb. Arada adamians ramdenis gadatana sheuzliaa. Naiati agfrtovanebuli varr. Man miagcia mizans asetuisee. Leqso chemtvis yvelaze sayvareli personajia. Mixariaa rom tornike da beqa kargad ariann. Miuxedavad imisa. Rom calsaxad mkvleli da civsisxliani adamianebinrealobashi aravis mogvconss. Aq mainc gvicevs mati simpatiaa. Realobashi arvicit mati istoria. Ganvlili gza da mxolod medlis erti mxarit ganvsjit xolme. Avtandili shemecoda. Didi mizezi hqonda ase moqceuliyoo. Ici es istoria iyo asafetqeblad gamzadebuli nagmtyorcnivit. Ai camzomi rom chartulia da ici ver gishvelia veraferi. Ise mivechvie mzafr siujetebs guli damcydaa. Ragas davelodo yovel gamit. Iqneb kidev gaqvs sadme zveli istoria rom gvasiamovno. Udidesi madloba shen. Au rrac me amis kitxvisas cremli davgvare. Imdeni sikete. Bedniereba. Sixaruli da evro gvqonodes titeul chvenganss. Carmatebebi brilianto. Me mainc geliii. Saocari iyo asetive dasasrulitt

 


№12  offline წევრი ვიპნი

კიდევ კარგი რომ მკითხველი ბოლომდე ვერ იაზრებს იმ ტკივილს რასაც პერსონაჟები განიცდიან,ძნელია ასეთ ტკივილთან ერთად ცხოვრება,მაგრამ კარგია რომ ბოლოს ცოტათი მაინც შვება იგრძნო და საკუთარ თავს ბედნიერების უფლება მისცა.სიურპრიზებით სავსე იყო ეს თავიც,ისე ვისურვებდი რომ ახალი ისტორია რატიზე შეგექმნა,მაგრამ რადგანაც შენი განხრა დეტექტივია ,არა მგონია რატის ცხოვრებას ჰეფი ენდით ველოდოთ. გისურვებ კიდევ ბევრი მოთხრობის შექმნას,მკითხველის გულში დიდხანს უნდა დარჩე,ისე რომ ერთი წლის მერეც როცა შემოვა საიტზე ვინმე და შენს სახელს დაინახავს მოთხრობის ავტორად,გიცნოს დადაუფიქრებლად წაიკითხოს ,ყოველგვარი რეკომენდაციების გაწევის გარეშე.წარმატებები.❣️

 


№13  offline წევრი ნან

ბევრი მატირე.ღამეც მათევინე,ძალიან მაგარი გამოგივიდა მაგრამ...ირაკლი ძალიან მტკივნეული იყო ბოლომდე.მიუხედავად იმისა,რომ ყველაფერი დალაგდა ის მაინც დამენანა სიკვდილისთვის.ძალიან მაგარი გოგო ხარ ..ერთიანობაში იმდენად კარგად გამოგდის მოვლენების განვითარება ,რომ სასიამოვნო წასაკითხია ,თუნდაც ეს ცუდი ამბის გადმოცემა იყოს.????წერა არ შეწყვიტო რაც მთავარია.მე ყოველთვის სიხარულით დაველოდები შენს შემოწმედებას♥

 


№14  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი nancho
ემოციებით ვარ სავსე,ყველაფერი იყო,ბრავო,მიგორავენ ცხელი ცრემლები,რა უნდათ არ ვიცი,დამენანა ნიას დაკარგული ბავშვობა,ირაკლის სიცოცხლე,ლუკას დედა,და კიდევ რამდენი.....საცრად კარგი იყო.ბრავო,ბრავო ,ბრავო,წარამტებები ისტორიისთვის,

მიყვარს მე შენი თბილი ცრემლები ემოციით სავსე ნანჩო <3 <3 <3 <3 გმადლობ ჩემო კარგო ^_^ <3 <3

Qeti qimucadze
Belsss arvici ragitxraa. Namdvilad shen rom gekadreba iseti dasasruli iyo. Rom movyve yvepa peraonajis daxasiatebas. Xval dilamde ver davasrulebb. Arada adamians ramdenis gadatana sheuzliaa. Naiati agfrtovanebuli varr. Man miagcia mizans asetuisee. Leqso chemtvis yvelaze sayvareli personajia. Mixariaa rom tornike da beqa kargad ariann. Miuxedavad imisa. Rom calsaxad mkvleli da civsisxliani adamianebinrealobashi aravis mogvconss. Aq mainc gvicevs mati simpatiaa. Realobashi arvicit mati istoria. Ganvlili gza da mxolod medlis erti mxarit ganvsjit xolme. Avtandili shemecoda. Didi mizezi hqonda ase moqceuliyoo. Ici es istoria iyo asafetqeblad gamzadebuli nagmtyorcnivit. Ai camzomi rom chartulia da ici ver gishvelia veraferi. Ise mivechvie mzafr siujetebs guli damcydaa. Ragas davelodo yovel gamit. Iqneb kidev gaqvs sadme zveli istoria rom gvasiamovno. Udidesi madloba shen. Au rrac me amis kitxvisas cremli davgvare. Imdeni sikete. Bedniereba. Sixaruli da evro gvqonodes titeul chvenganss. Carmatebebi brilianto. Me mainc geliii. Saocari iyo asetive dasasrulitt

ქეთუს მადლობა სიყვარულო ^_^ <3 <3 <3 რა ვაკეთ ახლა უთქვენოთ ყოველ ღამით ა? ((( აღარაფერი დამრჩა გამოსატანი ჩიხის გარდა. ჩიხს კი ვერ ავტვირთავ (( <3 <3 <3 დაველოდოთ სიახლეებს იქნებ უფრო მაგარი ამბით შევძლო შენი გულის გახარება <3 <3 მადლობა მუდამ გვერდით დგომისთვის, მიყვარხარ და გაფასებ ^_^ <3 <3 <3 პაწუას განსაკუთრებული სითბო და სიყვარული ჩემგან დუჩეს თქმის არ იყოს მოარტყი მუშტი მეგობარო, ჯერ არც კი დაბადებულხარ და უკვე მეგობრები ვართ ;) <3 <3 <3 <3

ვიპნი
კიდევ კარგი რომ მკითხველი ბოლომდე ვერ იაზრებს იმ ტკივილს რასაც პერსონაჟები განიცდიან,ძნელია ასეთ ტკივილთან ერთად ცხოვრება,მაგრამ კარგია რომ ბოლოს ცოტათი მაინც შვება იგრძნო და საკუთარ თავს ბედნიერების უფლება მისცა.სიურპრიზებით სავსე იყო ეს თავიც,ისე ვისურვებდი რომ ახალი ისტორია რატიზე შეგექმნა,მაგრამ რადგანაც შენი განხრა დეტექტივია ,არა მგონია რატის ცხოვრებას ჰეფი ენდით ველოდოთ. გისურვებ კიდევ ბევრი მოთხრობის შექმნას,მკითხველის გულში დიდხანს უნდა დარჩე,ისე რომ ერთი წლის მერეც როცა შემოვა საიტზე ვინმე და შენს სახელს დაინახავს მოთხრობის ავტორად,გიცნოს დადაუფიქრებლად წაიკითხოს ,ყოველგვარი რეკომენდაციების გაწევის გარეშე.წარმატებები.❣️

რატი მოგეწონა და ეგრევე უკან დაიხიე კარგს არაფერს დამართებსო არა? ;დდდდ <3 <3 <3 <3 კი საყვარელო ჩემი სფერო კი ასეთია მაგრამ მოდი შენთვითონ მითხარი რეალობის ჩარჩოებს არ გაცდეთ და ისე... როგორ ფიქრობ, მომხდარის შემდეგ, რატის, ნორმალური ცხოვრება ექნება? ))) <3 <3 <3 <3 მოკლე დროში ძალიან შემიყვარდით ყველა და ერთი მათგანიც თუ მიცნობს უკან დაბრუნებისას იმ ერთით ამევსება გული ბედნიერებით <3 <3 <3 <3 <3 გმადლობ რომ ბოლო წერტილამდე აქ იყავი <3 <3 <3 ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს მართლა <3 <3 შენი არ ვიცი და მე კი მემახსოვრები ^_^ <3 <3 <3 <3

ნან
ბევრი მატირე.ღამეც მათევინე,ძალიან მაგარი გამოგივიდა მაგრამ...ირაკლი ძალიან მტკივნეული იყო ბოლომდე.მიუხედავად იმისა,რომ ყველაფერი დალაგდა ის მაინც დამენანა სიკვდილისთვის.ძალიან მაგარი გოგო ხარ ..ერთიანობაში იმდენად კარგად გამოგდის მოვლენების განვითარება ,რომ სასიამოვნო წასაკითხია ,თუნდაც ეს ცუდი ამბის გადმოცემა იყოს.????წერა არ შეწყვიტო რაც მთავარია.მე ყოველთვის სიხარულით დაველოდები შენს შემოწმედებას♥

გმადლობ, ნან <3 <3 <3 <3 ვიცი ეგ ყრუ ტკივილი და ფარული გულისწყვეტა რასაც ნიშნავს <3 <3 <3 ბოლო წერტილი რომ დავსვი ისევ ირაკლის სახე მედგა ჩანაწერებიდან, ცრემლებში გამორეული ღიმილით <3 და... მეტკინა <3 <3 ალბათ ზუსტად ამის ბრალი იყო, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერს ვწერდი <3 პაზლები წლების შემდეგ შეიქმნა <3 იკა ყველას ტკივილად დაგვრჩა და ეს იმას ნიშნავს რომ საბოლოოდ წასვლამდე მაინც შეძო, გაგაღიმა და თავი შეგაყვარა. ისევე როგორც მე ^_^ <3 <3 <3 <3 გმადლობ ბოლომდე გვერდით დგომისთვის <3 <3 <3 <3

 


№15 სტუმარი სტუმარი მარი

სასწაული ხარ??? მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით?

 


№16 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ და უდიდესი მადლობა ასეთი სიამოვნებისთვის.
ერთს გთხოვ, მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით <3

 


№17  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი მარი
სასწაული ხარ??? მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით?

მადლობა საყვარელო და ვეცდები ^_^ <3 <3 <3 <3

სტუმარი მოიისფრო
ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ და უდიდესი მადლობა ასეთი სიამოვნებისთვის.
ერთს გთხოვ, მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით <3

უღრმესი მადლობა შენ სითბოსთვის და სიყვარულისთვის!!! <3 <3 <3 მთელი გულით ვეცდები თხოვნა რაც შეიძლება მალე შეგისრულო <3 <3 <3

 


№18  offline წევრი შამხათი

დასრულდა და მოვედი ტრადიციულად:) სასიამოვნო და საინტერესო წასაკითხი იყო, მიუხედავად ამდენი სისხლისღვრისა, სიუჟეტი ტრადიციულად შენებური, დეტექტივს პლუს სასიყვარულო ისტორია, ბევრი სევდა იყო და ბევრი ემოცია, ისეთი მომენტებიც, როცა მთავარი გმირის ტყავში შემძვრალი, ძლივს ვიკავებდი ცრემლებს.თუმცა, ეს იმ დონის ნაწარმოები არ არის, როგორიც პაზლების ქურდია. ეს შენ თვითონაც იცი, გაცილებით დახვეწილი და გაზრდილი ხარ პაზლების ქურდში. მიუხედავად ამისა, საინტერესო იყო ნამდვილად და კარგად იკითხებოდა. რაც შემიძლია ნაიაზე და ლუკაზეც ასევე: სწორია ის მიდგომა, რომ გარემოებები ქმნიან და ცვლიან ადამიანებს, რაც არ უნდა სუფთა გულის იყვნენ ისინი, ნებისმიერ ადამიანში მსგავსი ტრაგედია ძალიან მძიმე კვალს სტოვებს და შემდეგი მისი ცხოვრება ან შურისძიებით სრულდება, ან თვითმკვლელობით. არ მიკვირს არც ის სისასტიკე, რასაც მრავლად ვხედავთ, რადგან , როდესაც საკუთარ თავზე გამოცდი ამ ყველაფერს, არავინ იცის, როგორ მოიქცევა მსგავს შემთხვევებში. სავსებით ლოგიკურია მსგავსი ქმედება.
შენგან ბევრ სასიამოვნო ნაწარმოებს ველოდები და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.
P.S. რაც შეეხება " ჩიხს" , წავიკითხე ნაწყვეტი და ძალიან დამაინტერესა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ჩახლართული და სასიამოვნო განვითარება ექნება. წარმატებებს გისურვებ!

 


№19  offline ახალბედა მწერალი belle...

შამხათი
დასრულდა და მოვედი ტრადიციულად:) სასიამოვნო და საინტერესო წასაკითხი იყო, მიუხედავად ამდენი სისხლისღვრისა, სიუჟეტი ტრადიციულად შენებური, დეტექტივს პლუს სასიყვარულო ისტორია, ბევრი სევდა იყო და ბევრი ემოცია, ისეთი მომენტებიც, როცა მთავარი გმირის ტყავში შემძვრალი, ძლივს ვიკავებდი ცრემლებს.თუმცა, ეს იმ დონის ნაწარმოები არ არის, როგორიც პაზლების ქურდია. ეს შენ თვითონაც იცი, გაცილებით დახვეწილი და გაზრდილი ხარ პაზლების ქურდში. მიუხედავად ამისა, საინტერესო იყო ნამდვილად და კარგად იკითხებოდა. რაც შემიძლია ნაიაზე და ლუკაზეც ასევე: სწორია ის მიდგომა, რომ გარემოებები ქმნიან და ცვლიან ადამიანებს, რაც არ უნდა სუფთა გულის იყვნენ ისინი, ნებისმიერ ადამიანში მსგავსი ტრაგედია ძალიან მძიმე კვალს სტოვებს და შემდეგი მისი ცხოვრება ან შურისძიებით სრულდება, ან თვითმკვლელობით. არ მიკვირს არც ის სისასტიკე, რასაც მრავლად ვხედავთ, რადგან , როდესაც საკუთარ თავზე გამოცდი ამ ყველაფერს, არავინ იცის, როგორ მოიქცევა მსგავს შემთხვევებში. სავსებით ლოგიკურია მსგავსი ქმედება.
შენგან ბევრ სასიამოვნო ნაწარმოებს ველოდები და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.
P.S. რაც შეეხება " ჩიხს" , წავიკითხე ნაწყვეტი და ძალიან დამაინტერესა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ჩახლართული და სასიამოვნო განვითარება ექნება. წარმატებებს გისურვებ!

როგორც ყოველთვის ზუსტი, დინჯი, ობიექტური და ძალიან კარგი ხარ! <3 <3 <3 <3 კი, ეს ნაწარმოები არ არის პაზლების ქურდის დონის, ბევრი ნიუანსის გამო. გამოვყოფდი მთავარს - მხოლოდ შურისძიებაზე საუბრობს (ერთგვარი პროტესტი მქონდა საზოგადოების მიმართ ამ პერიოდში). ასაკიდან გამომდინარე მძაფრი გრძნობები წინადადებებსაც ემჩნევათ და პერსონაჟებსაც. თუმცა, რომ არა ჩემი პირველი პერსონაჟები პაზლების ქურდამდე ვერც ვერასდროს მივიდოდი <3 <3 <3 ნაწარმოები ზრდის თავის შემოქმედს და "შენი სახელით" დაწყებით სკოლა იყო ასე ვთქვათ, რომელიც უკვე გავიარე ;დდ <3 <3 კიდევ ერთხელ მადლობა ობიექტური შეფასებისთვის ძალიან ვაფასებ <3 <3 რაც შეეხება ჩიხს, ის სულ სხვა გალაქტიკაა. დიდი ნახტომი და გამოწვევა იყო ჩემთვის და თავს როგორ გავართმევ ისევ თქვენ შემიფასებთ ამას ^_^ <3 <3 <3 დროებით ^_^ <3 მომავალ შეხვედრამდე <3 <3 <3

 


№20  offline წევრი დარინა

დილიდან ვუვლიდი რადგან არაფრის დაწერის თავი არ მქონდაა, ჯერ კიდევ იმ ემოციების ზეგავლენის ქვეშ ვარ რაც ამ ისტორიამ მომიტანაა, ზედმეტად მტკივნეული და ძალიან ძალიან ემოციური ისტორია გამოგივიდაა, ყველაზე მაგარი დასასრულით, მე ყოველთვის დასასრულებზე მაქვს პრეტენზია, მაგრა ეს უკვე მეორე ისტორიაა და აი გეფიცები იმედი არ გამცრუებია პირიქით ისეთი დასასრულები აქვს როგორიც უნდა ქონდეს, მკითხველის კომფორტზე და ბედნიერებაზე ნაფიქრიი, გუშინ გითხარი რომ ის ავტორი ხარ რომელსაც ყველანაირად ვენდობიმეთქიი და მართლაც ასეააა, აი აბსოლიტურად ჩემს სრულ ნდობას გიცხადებ, მიხარია რომ ჩვენთან მოხვედი და ასეთი ემოციები გვაჩუქეე, აი არასდროს არ დავიღლები ამის თქმით, სულ გაგიმეორებ რომ განსაკუთრებული თბილი და ტკბილი ხარ,
იმდენი ზღვა ემოცია მაქევს თავზეე გაბრუებული ვარ, ირაკლის სიკვდილს ვერ ვეგუები და ვერც ვერასდროს შევეგუები რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო კიდევ ისე მეტკინება გული როგორც პირველად წაკითხვის მომენტშიი, საოცარად ძლიერი თბილი და ნაიაზე შეყვარებული ბიჭი იყოოო,
სომგულიაზე რომ ეჭვები გვქონდა და ეს გაგვიქარწ.... და ისეთი არ აღმოჩნდა როგორიც თავიდან გვეგონა ეს გამიხარდაა რადგან მართლა ყველაფერი ფულზე არ იყიდებააა, მომწონსა ნაიასთან დიალოგის მომენტებშიი, ბოლო თავებში მამხიარულებდაა.
ლექსო კი მართლაც საოცარი მეგობარია, რომელმაც მის გამო გაწირული სიცოცხლე ნაიას დიდხანს ვერ აპატია და ამაში საკუთარ თავსაც იდანაშაულებდაა, აჩის და მაგის ურთიერთობა ცალკე თემა იყოოო, ერთმანეთზე რომ ეჭვიანობდენ ძალიან ვხალისობდიიი.
აი ეს ქალი პერსონაზები ჩემს ნახევრად სიყვარულს იმსახურებენ თავიანთი სიჯიუტით, აი ნერვებს უფუჭებენ საყვარელ ბიჭებს რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს ისე წირავენ მათ გამო არც ფიქრობენ, მართალია ანალოგიურად იქცევიან ისინიც მაგრამ მაინც, აქ შედარებით არ ვუბრაზდებოდი ნაის, ალბათ ყველაზე მეტად გაუმართლა ნაიას ლუკას რომ შეხვდა.
აი არ ვიცი ისეთი კარგი ლუკა გყავს სიტყვებიც ზედმეტია მის აღსაწერად, მართლა ძალიან კარგი პერსონაჟია, მიუხედავად თავისი სტატუსისაა, ალბათ ყველაზე ადამიანურიიი, თბილი საყვარელი და ყველაზე მზრუნველი, რომელსაც ერთხელაც კი არ დასცდენია ნაიას მიმართ სატვედურიი, ჩემთვის განსაკუთრებულ პერსონაჟად დარჩება ეს ბიჭიი, აი ბოლო მომენტშიი ხომ მეც კი დამაჟრიალაა, ირაკლიზე რომ ქონდა ნათქვამი პატარა ირაკლისთა, ასეთი პიროვნებები იშვიათობაა, ყველაზე მეტად გული ამიჩუყდა დედა გადაგვირჩინააა რომ უთხრაა. მიყვარს მე ეს ტკბილი ისტორია იმდენჯერ მოვუბრუნდები წასაკითხად❤️❤️❤️❤️ ჯერ კიდევ ვერ ვეგუები რომ დამთავრდა და ამაღამ 12 საათს რომ
არ დაიდებაა, მონდა მალე დაგვიბრუნდეე ახალი ისტორიოთ. ხომ იცი როგორ მიყვარხარ მე შენ ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№21  offline ახალბედა მწერალი belle...

დარინა
დილიდან ვუვლიდი რადგან არაფრის დაწერის თავი არ მქონდაა, ჯერ კიდევ იმ ემოციების ზეგავლენის ქვეშ ვარ რაც ამ ისტორიამ მომიტანაა, ზედმეტად მტკივნეული და ძალიან ძალიან ემოციური ისტორია გამოგივიდაა, ყველაზე მაგარი დასასრულით, მე ყოველთვის დასასრულებზე მაქვს პრეტენზია, მაგრა ეს უკვე მეორე ისტორიაა და აი გეფიცები იმედი არ გამცრუებია პირიქით ისეთი დასასრულები აქვს როგორიც უნდა ქონდეს, მკითხველის კომფორტზე და ბედნიერებაზე ნაფიქრიი, გუშინ გითხარი რომ ის ავტორი ხარ რომელსაც ყველანაირად ვენდობიმეთქიი და მართლაც ასეააა, აი აბსოლიტურად ჩემს სრულ ნდობას გიცხადებ, მიხარია რომ ჩვენთან მოხვედი და ასეთი ემოციები გვაჩუქეე, აი არასდროს არ დავიღლები ამის თქმით, სულ გაგიმეორებ რომ განსაკუთრებული თბილი და ტკბილი ხარ,
იმდენი ზღვა ემოცია მაქევს თავზეე გაბრუებული ვარ, ირაკლის სიკვდილს ვერ ვეგუები და ვერც ვერასდროს შევეგუები რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო კიდევ ისე მეტკინება გული როგორც პირველად წაკითხვის მომენტშიი, საოცარად ძლიერი თბილი და ნაიაზე შეყვარებული ბიჭი იყოოო,
სომგულიაზე რომ ეჭვები გვქონდა და ეს გაგვიქარწ.... და ისეთი არ აღმოჩნდა როგორიც თავიდან გვეგონა ეს გამიხარდაა რადგან მართლა ყველაფერი ფულზე არ იყიდებააა, მომწონსა ნაიასთან დიალოგის მომენტებშიი, ბოლო თავებში მამხიარულებდაა.
ლექსო კი მართლაც საოცარი მეგობარია, რომელმაც მის გამო გაწირული სიცოცხლე ნაიას დიდხანს ვერ აპატია და ამაში საკუთარ თავსაც იდანაშაულებდაა, აჩის და მაგის ურთიერთობა ცალკე თემა იყოოო, ერთმანეთზე რომ ეჭვიანობდენ ძალიან ვხალისობდიიი.
აი ეს ქალი პერსონაზები ჩემს ნახევრად სიყვარულს იმსახურებენ თავიანთი სიჯიუტით, აი ნერვებს უფუჭებენ საყვარელ ბიჭებს რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს ისე წირავენ მათ გამო არც ფიქრობენ, მართალია ანალოგიურად იქცევიან ისინიც მაგრამ მაინც, აქ შედარებით არ ვუბრაზდებოდი ნაის, ალბათ ყველაზე მეტად გაუმართლა ნაიას ლუკას რომ შეხვდა.
აი არ ვიცი ისეთი კარგი ლუკა გყავს სიტყვებიც ზედმეტია მის აღსაწერად, მართლა ძალიან კარგი პერსონაჟია, მიუხედავად თავისი სტატუსისაა, ალბათ ყველაზე ადამიანურიიი, თბილი საყვარელი და ყველაზე მზრუნველი, რომელსაც ერთხელაც კი არ დასცდენია ნაიას მიმართ სატვედურიი, ჩემთვის განსაკუთრებულ პერსონაჟად დარჩება ეს ბიჭიი, აი ბოლო მომენტშიი ხომ მეც კი დამაჟრიალაა, ირაკლიზე რომ ქონდა ნათქვამი პატარა ირაკლისთა, ასეთი პიროვნებები იშვიათობაა, ყველაზე მეტად გული ამიჩუყდა დედა გადაგვირჩინააა რომ უთხრაა. მიყვარს მე ეს ტკბილი ისტორია იმდენჯერ მოვუბრუნდები წასაკითხად❤️❤️❤️❤️ ჯერ კიდევ ვერ ვეგუები რომ დამთავრდა და ამაღამ 12 საათს რომ
არ დაიდებაა, მონდა მალე დაგვიბრუნდეე ახალი ისტორიოთ. ხომ იცი როგორ მიყვარხარ მე შენ ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ჩამათბო, დამათბო, გამათბო და გამაღიმა ამ გადარეულმა გოგომ!!! <3 <3 <3 დაო, მიხარია რომ გაგიცანი! <3 <3 არა არ მიხარია, ბედნიერი ვარ რომ გაგიცანი და ჩემს სამეგობროს კიდევ ერთი თბილი და ტკბილი ადამიანი შეემატა ჩემი საყვარელი მკითხველის სახით. არ იშურებს ემოციებს, არც ნერვებს, არც განცდებს და ბოლომდე მოგყვება თითოეულ წინადადებაში! <3 <3 <3 <3 ჩემთვის, როგორც პირველ რიგში მწერლისთვის ეს ძალიან დიდი მოტივაციაა დარო! შენ ხარ ჩემი ძალიან დიდი მოტივაცია ჩემო საყვარელო! <3 <3 <3 გული მითბება რადგან პერსონაჟები ისე გულთან მიგყავს ახლოს, მერე იმათაც უყვარდები, გეჩვევიან და შენს ნაწილად გრძნობენ თავს! გამორჩეულო! ვგიჟდები შენს სიგიჟეებზე, მუქარებზე, კალანდიას იუმორზე ;დდდდ უზარმაზარ რეფერატებზე ჯერ რომ დააგროვებ ხოლმე და მერე გულიანად ჩაუჯდები და შეუჩერებლად წერ! წერ და გულახდილი ხარ, წერ და თითები თბილი გაქვს. ვგრძნობ ამას და ბედნიერი ღიმილი არ მშორდება ხოლმე ტუჩებიდან. მიყვარხარ და გაფასებ ჩემო კარგო <3 <3 <3 <3 და კიდევ უფრო მეტ და კარგ ისტორიებს შემოგთავაზებ, მერე კიდევ უფრო მძაფრი მუქარებით პოსტები რომ ამიტალახო ;დდდდდდდდდდ <3 <3 <3 მიყვარხარ-მეთქი, ქალო!!! <3 <3 <3 <3

 


№22  offline წევრი svien

vaime ar vici ra gitxra xelebi ar memorchileba sasawerad....shoki xar????male velodebi axal istorias❤

 


№23  offline ახალბედა მწერალი belle...

svien
vaime ar vici ra gitxra xelebi ar memorchileba sasawerad....shoki xar????male velodebi axal istorias❤

გმადლობ საყვარელო <3 <3 <3 ვეცდები რაც შეიძლება მალე შემოგთავაზოთ ბევრად უფრო მაგარი ნაწარმოებები <3 <3 <3

 


№24 სტუმარი ციცინო დეიდა

ძალიან მაგარი გოგოს მაგარი ისტორია. შეუდარებელი ხარ ანაბელ! წერე შეუჩერებლად!!! ეს შენზე უკეთესად არავის გამოდის!!!! ქართული დეტექტივების დედოფალი ხარ!!!!

 


№25  offline ახალბედა მწერალი belle...

ციცინო დეიდა
ძალიან მაგარი გოგოს მაგარი ისტორია. შეუდარებელი ხარ ანაბელ! წერე შეუჩერებლად!!! ეს შენზე უკეთესად არავის გამოდის!!!! ქართული დეტექტივების დედოფალი ხარ!!!!

ვაიმე ^_^ ^_^ ^_^ ^_^ გიცანი! გიცანი! გიცანი! ;დდდ <3 <3 <3 <3 <3 <3 უღრმესი მადლობა ჩემო თბილო ადამიანო ^_^ <3 <3 <3 მიყვარხარ და გაფასებ <3 <3

 


№26 სტუმარი სტუმარი კატო

ცოტა მეუცნაურება, რომ აღარ დაველოდები შენს ისტორიებს შუაღამით.
ჩემი აზრები თითოეულ პერსონაჟზე შეიცვალა მემგონი :დდდ
ნაია თავიდან სასტიკად მაღიზიანებდა, მიჭირდა მის ტყავში შეძრომა, ჩემი ახლობლების მოკვლით რომ ვინმე დამემუქროს... მაშინვე თავს მოვიკლავ ალბათ, მართლა. ნაია არ იყო ცუდი გოგო, თურმე.
ლუკა და ლექსო რომ არ ყოფილიყვნენ მის გვერდით, ყველაფერი სასტიკად გაუჭირდებოდა.
ლექსო იყო უ ს ა ყ ვ ა რ ლ ე ს ი !!!!
დავიდოვი იყო უბრალოდ ცუდი კაცი,
მასზე სხვა რა უნდა ვთქვა არ ვიცი.
მისი მონოლოგი ღმერთზე... უსიტყვოდ.
პატარა, იარაღის ქურდი იკაა????????????????
რა გოოჭიიაა რაა. ისე, ჩვენში დარჩეს და დედამისის და მამამისის შვილს რომ იარაღი არ აეღო ჩუმად, ეგ უფრო გასაკვირი არ იქნებოდაა? :დდდდდდდ
აუუუ, იცი რა მაგარი გოგო ხაააარ?
ახლა რა ვქნა ხოლმე, არვიციიი რააა.
"ჩიხი" როდის იქნებააა, ერთი სული მაქვს.
ვფიქრობ, "ჩიხი" სულ სხვა განზომოლება იქნება.
ისე, ასე მგონია, მწერლისთვის ემოციურად ყველაზე რთული ძალადობის მსხვერპლის ტყავში შესვლაა, შენ რას ფიქრობ? ელს და დედამისს ვგულისხმობ.
და ხოო, არაფერი გაქვს კიდევ ჩრდილშიი? :დდდდდდდდ ეს ისე, შემოგაპარესავით, რავიციი.
აუუუ, სხვაა რაღააა დამრჩენიაა... "ჩიხის" ლოდინის მეტი ამ ცხოვრებაშიი ჯერ არვიცი :დდდდდდდდდდდდდ
სულ გაბრაზებული კი არ ვარ ხოლმე, გოოოგოოო, ეს ბოლო ნაწილი იყო და მინდოდა სენტიმენტალური გამომსვლოდაა, ამიტომ ზედმეტი ჰაიჰუისგან თავი შევიკავეე.
აბა, ჰეე, ჩაგეეხუტეეე <33333

 


№27  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი კატო
ცოტა მეუცნაურება, რომ აღარ დაველოდები შენს ისტორიებს შუაღამით.
ჩემი აზრები თითოეულ პერსონაჟზე შეიცვალა მემგონი :დდდ
ნაია თავიდან სასტიკად მაღიზიანებდა, მიჭირდა მის ტყავში შეძრომა, ჩემი ახლობლების მოკვლით რომ ვინმე დამემუქროს... მაშინვე თავს მოვიკლავ ალბათ, მართლა. ნაია არ იყო ცუდი გოგო, თურმე.
ლუკა და ლექსო რომ არ ყოფილიყვნენ მის გვერდით, ყველაფერი სასტიკად გაუჭირდებოდა.
ლექსო იყო უ ს ა ყ ვ ა რ ლ ე ს ი !!!!
დავიდოვი იყო უბრალოდ ცუდი კაცი,
მასზე სხვა რა უნდა ვთქვა არ ვიცი.
მისი მონოლოგი ღმერთზე... უსიტყვოდ.
პატარა, იარაღის ქურდი იკაა????????????????
რა გოოჭიიაა რაა. ისე, ჩვენში დარჩეს და დედამისის და მამამისის შვილს რომ იარაღი არ აეღო ჩუმად, ეგ უფრო გასაკვირი არ იქნებოდაა? :დდდდდდდ
აუუუ, იცი რა მაგარი გოგო ხაააარ?
ახლა რა ვქნა ხოლმე, არვიციიი რააა.
"ჩიხი" როდის იქნებააა, ერთი სული მაქვს.
ვფიქრობ, "ჩიხი" სულ სხვა განზომოლება იქნება.
ისე, ასე მგონია, მწერლისთვის ემოციურად ყველაზე რთული ძალადობის მსხვერპლის ტყავში შესვლაა, შენ რას ფიქრობ? ელს და დედამისს ვგულისხმობ.
და ხოო, არაფერი გაქვს კიდევ ჩრდილშიი? :დდდდდდდდ ეს ისე, შემოგაპარესავით, რავიციი.
აუუუ, სხვაა რაღააა დამრჩენიაა... "ჩიხის" ლოდინის მეტი ამ ცხოვრებაშიი ჯერ არვიცი :დდდდდდდდდდდდდ
სულ გაბრაზებული კი არ ვარ ხოლმე, გოოოგოოო, ეს ბოლო ნაწილი იყო და მინდოდა სენტიმენტალური გამომსვლოდაა, ამიტომ ზედმეტი ჰაიჰუისგან თავი შევიკავეე.
აბა, ჰეე, ჩაგეეხუტეეე <33333

ვაიმე პატარავ ;დდდდ <3 <3 <3 <3 ითმინა ითმინა და მაინც გადმოღვარა ემოციები ბოლოს ;დდდდ <3 <3 ჩემო საყვარელო ემოციურად ცოტა შეისვენე და "ჩიხისთვის" მოემზადე. სათაური პირდაპირ კავშირშია სცენართან იცოდე ;დდდდდდდ <3 <3 გყვარობ, ადამიანო! <3 <3 <3

 


№28  offline წევრი du-da

დიდხანს ვფიქრობდი რა დამეწერა, ემოცია,ბრაზი, სიხარული,უვრლა გრძნობა ერთად ამერია. ცოტა გამაბრაზა ნაიას დაუჯერებელმა საქციელებმა,უაზრიდ შემაყვარა თავი ლექსომ და ირაკლიმ. კარგად ვიცი მეგობრობის, ასეთი მეგობრობის ფასი. იმდენად კარგად გადმოეცი,ალბათ შენს ცხივრებაშიც იქნება ასეგი კარგი სამეგობრო.თავისუფლად შემიძლია გითხდა,რომ დეტექტივი შენი ძლიერი მხარეა. ემოცია რაც დასასრულმა მოიტანა ხომ საერგოდ, გამეღიმა და ასე უაზროდ გაღიმებული დავდივარ კაი ხანია.???????????????????????? მინდა რომ.წერო და მე შენი ერთგული მკითხველი ვიქნები სულ.

 


№29  offline ახალბედა მწერალი belle...

du-da
დიდხანს ვფიქრობდი რა დამეწერა, ემოცია,ბრაზი, სიხარული,უვრლა გრძნობა ერთად ამერია. ცოტა გამაბრაზა ნაიას დაუჯერებელმა საქციელებმა,უაზრიდ შემაყვარა თავი ლექსომ და ირაკლიმ. კარგად ვიცი მეგობრობის, ასეთი მეგობრობის ფასი. იმდენად კარგად გადმოეცი,ალბათ შენს ცხივრებაშიც იქნება ასეგი კარგი სამეგობრო.თავისუფლად შემიძლია გითხდა,რომ დეტექტივი შენი ძლიერი მხარეა. ემოცია რაც დასასრულმა მოიტანა ხომ საერგოდ, გამეღიმა და ასე უაზროდ გაღიმებული დავდივარ კაი ხანია.???????????????????????? მინდა რომ.წერო და მე შენი ერთგული მკითხველი ვიქნები სულ.

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო ^_^ <3 <3 <3 კიდევ უფრო კარგ სიახლეებს შემოგთავაზებთ მალე ასე რომ ჩემთან დარჩი ^_^ <3 <3 <3

 


№30  offline წევრი ნანა73

ღმერთო ჩემო, ანაბელ, როგორ შევძლებ აგიხსნა ის განცდა რაც ამის კითხვისას მეუფლებოდა..
მიუხედავად წარმოუდგენელი, ფანტასტიკაში გადაზრდილი მოქმედებებისა, (წარმოუდგენელია 18-19წლის მოზარდმა ამდენი გადაიტანოს და შეძლოს გაუმკლავდეს ცხოვრების დარტყმებს) ეს რომანი, იმდენად კარგია, იმდენად გამართულია, იმდენად მძაფრია შემიძლია თამამად გითხრა, ბავშვობის მერე, ასეთი აღარაფერი წამიკითხავს.
წარმომიდგენია საკონკურსო ნამუშევარი რა სასწაული იქნება! heart_eyes
არაჩვეულებრივი ავტორი ხარ საყვარელო!
❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent