შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი ამბორი +18 (თავი 7)


21-05-2020, 12:50
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 199

დილის პირველმა მზის პირველმა სხივმა ალექსის ოთახში შემოაღწია, რომელიც ნაზად შეეხო ახალგაზრდის სახის ნაკვთებს და ძილში სასიამოვნოდ ჩააღიმა.
ალექსის შემხედვარეს ადამიანს სიმშვიდის გრძნობა დაეუფლებოდა. მისი ღრმა და ამავდროულად ბრწყინვალე თვალები გალაქტიკის იმიტაციას ქმნიდა, კალმით დახატული სასიამოვნო აღნაგობის ტანი კი თითოეულ ქალს გულს უთრობდა. მარჯვენა თვალის ქვემოთ ხალი ჰქონდა განთავსებული, რომელზედაც ხშირად ვკოცნიდი. მიყვარდა მისი თითოეული დეტალი, თითოეული სიტყვა... თითოეული მიხვრა-მოხვრაც კი, რადგან სწორედ მან მასწავლა თუ როგორია რეალური, ნათელი ცხოვრება. მის მკლავებმა მაგრძნობინა, რომ სახლი მქონდა, რომელშიც ყოველთვის უკითხავად მივიდოდი რომელი საათიც არ უნდა ყოფილიყო...
მზეს ღრუბელი გადაეფარა. ქარიც ამოქროლდა. ასეთ სიტუაციაში, ჩემი თავი სულ გზადაკარგული ფოთოლი მეგონა, რომელიც საკუთარ მიწას მოსტაცეს და უცხოეთში გაახიზნეს. ბუნების მაგივრად მე გამცრა ტანში... სახეც მომექუფრა. სწორედ ამ წამს თითქოს ალექსმა სულიერი აპოკალიფსის მოძალვა იგრძნოო თვალები ფრთხილად გაახილა, ბედნიერი დილა მისურვა და ყველაზე გემრიელ შოკოლადზე უფრო ტკბილად მაკოცა.
- გაგაღვიძე?- დარცხვენილმა მივუგე მას, რომელიც ახალგამოღვიძებული თვალებს ზანტად ისრესდა.
- სამაგიეროდ შენ გხედავ, თე... ზოგჯერ თავი სიზმარში მგონია.
- გუშინ რომ არ მყოლოდი არ ვიცოდი რა მეწეოდა. ჩემი სულის ნავსაყუდელი ხარ, ალექს.
- არასოდეს დავუშვებ ოდესმე გეტკინოს. ვეცდები ყოველთვის ბედნირების კვალი ისახებოდეს შენს სახის ნაკვთებზე, ვიდრე სასოწარკვეთილებისა.
- არამიწიერი არსება ხარ, ალექს...
- არ ვიცი თე, ვინ ან რა გგონივარ. ასე ძალიან მნიშვნელოვნადაც არ მიგრძნობინებია თავი შენთვის. უბრალოდ ყოველთვის ვცდილობდი, რომ ტკივილი გამეყუჩებინა შენთვის. ვგონებ აზვიადებ ჩემს ადამიანურობას...

უეცრად ოთახში მობილურის დარეკვის ხმა გაისმა. ხელები ტუმბოსკენ წავიღე და ეკრანს შევხედე. პროკურორი იყო. ტანში გამცრა... ვხვდებოდი, რომ კარგი ამბავი არ უნდა ყოფილიყო.
- სასწრაფოდ ამ მისამართზე მოდი, თებეა. შენზეა დამოკიდებული ამ ადამიანის სიცოცხლე. სუიციდის ფაქტი.... მესიჯის სახით გამოვგზავნი მისამართს და გთხოვ... უბრალოდ მალე მოდი.- კბილებში გამოსცრა უჩამ და მყისიერად დამიკიდა მობილური.
სხეულში არასასიამოვნო გრძნობამ დამიარა. თითქოს ძარღვებში არსებული სისხლის კი წამიერად გაჩერდა და ფუნქციონირება შეწყვიტა. ჩემი გამომეტყველება არც ალექსისთვის ყოფილა შეუმჩნევი... მან რამდენიმე კითხვა მომაძახა, თუმცა იმდენად ვიყავი საკუთარ გრძნობებში ჩაფლული, რომ მისი არცერთი სიტყვები არ სწვდებოდა, ჩემს გონებას. არ მახსოვს რა და როგორ ჩავიცვი... სასწრაფოდ სახლიდან გავედი და იმ მისამართისკენ ავიღე გეზი, რომელიც უჩამ მომწერა. ბედი ჩემი, რომ გასვლისთანავე ტაქსიც იმწუთშივე გამოჩნდა.

მთელი გზა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი... კვლავ წარსული შემოიჭრა ჩემს გონებაში და კვლავ აგრძელებდა საკუთარი გრძნობებით მანიპულირებას. კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც საყვარელი ადამიანი დავკარგე. სიკვდილის ბასრმა ბრჭყალებმა გამომტაცა და მიისაკუთრა. ახლაც სხეული მიხურს იმის წარმოდგენისას, თუ როგორ ავიდა უსულო სკამზე, როგორ უპირობოდ გაანადგურა საკუთარი სხეული საკუთარივე ხელებით. ადამიანი ყველაზე ეგოისტი არსებაა მთელ მსოფლიოში. იგი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი განცდებით კმაყოფილდება და სრულიად ივიწყებს იმ ადამიანებს, რომლებიც მის უკან დგანან. ვერ აცნობიერებენ, რომ მისმა ერთმა მცდარმა ნაბიჯმა, როგორ შეიძლება მთლიანად დაანგიოს სხვების ცხოვრებაც. ვერ ვიტყვი, რომ ვინც სუიციდის გზას დაადგა ყველა სუსტი იყო. საკუთარი ს ყველაზე დიდი გამბედაობა სჭირდება... ერთია მისი მანიით იყო შემყრობილი და მეორე თუ რას ახორციელებ ქმედებით. სუიციდით შეპყრობილ ადამიანებს ახლო ადამიანთა დეფიციტი აღენიშნებათ... უმეტესწილად ახლობლები ვერ აცნობიერებემ თუ უშუალოდ რა ტკივილი ჩნდება იმ პიროვნების თვალებში, როდესაც უმზერენ. ზოგჯერ ადამიანს სურს უბრალოდ ვინმემ იგი ამოიცნოს, გაშიფროს ყოველგვარი წარმოთქმული სიტყვის გარეშე... სურთ, რადგან სუიციდით შეპყრობილ ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარი გრძნობების საჯაროდ გამოტანა. ძალიან ხშირად შეფარვით გვეუბნებიან თავიანთ გასაჭირს, თუმცა ამ წამოძახილს ყურადღების ღირსად არ ვთვლით... თითოეულ ჩვენგვანს გვგონია, რომ ესა თუ ის პიროვნება ვერასოდეს ვერ შეძლებდა საკუთარი თავის განადგურებას... მას ხომ ასე ძალიან უყვარდა სიცოცხლე... თუმცა ზოგჯერ დგება ისეთი მომენტებიც, როდესაც სიცოცხლის სიყვარული უკანა ფლანგზე იწევს და წინ იჭრება საშინელი ტკივილის გრძნობა, რომელსაც შენს სხეულში ვერა და ვერ იტევ... ერთ დროს მეც მეგონა, რომ ჩემი ახლო მეგობარი ამ ნაბიჯს არასოდეს არ გადადგამდა, თუმცა ეს შეძლო. თურმე ჩვენს შორის ყველაზე დიდი გამბედაობა მას ჰქონია და ამას ვერ ვხვდებოდით. ამის შემდგომ საკუთარ თავს დავპირდი და ასევე მის ყველაზე თბილ სულს, რომ ასეთ ქმედებას არასოდეს აღარ გავიმეორებდი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს შემდეგი რამ... თითოეულ ჩვენს სიტყვას თუ ქმედებას შესაძლოა თავისი საზღაური ჰქონდეს. არ უნდა დავუშვათ ჩენმა უგუნურმა საქციელმა სხვისი ცხოვრება დაჩრდილოს, ნაცარტუტად აქციოს... სუიციდით შეპყრობილ ხალხს ისედაც ყველაზე მეტად უჭირთ. ჩემს მეგობარს ამას დავპირდი... დავპირდი, რომ სხვა მისნაირ ადამიანებს დავეხმარებოდი და ნებას არ მივცებდი საკუთარი ცხოვრების უპირობო კავალერი გამხდარიყო... ამიტომ გავხდი ფსიქოლოგი და ამიტომ ვდგავარ დღეს აქ... ამიტომ ნიშნავს ჩემთვის იმ დანიშნულ ადგილზე მისვლას ამდენი მნიშვნელობა. იგი უნდა გადამერჩინა, თორემ საკუთარ მეგობარს ვუღალატებდი. მისთვის კიდევ ერთხელ იმედების გაცრუება კი ყველაზე მეტად აღარ მინდოდა. ვიცოდი, რომ ახლა იგი მიყურებდა. ალბათ ჩემით ამაყობს კიდევაც.

ამ ფიქრების შედეგად მგზავრობა მალე დასრულდა. აღარ მახსოვს, როგორ გადმოვედი ტაქსიდან, როგორ დავემშვიდობე მძღოლს... გონებაში მხოლოდ და მხოლოდ ის მიტრიალებდა, რომ აუცილებლად უნდა მიმესწრო იმ პიროვნებისთვის.
ჩემს დანახვისას უჩა მომიახლოვდა, რაღაცა მითხრა, თუმცა ისევ ვერ გავიგე, ყურები სრულიად დახშული მქონდა. გულის ფეთქვაც კი გონებაში დაუსრულებლად მესმოდა.
დაბინდული გონებით იმ ადგილისკენ მივიწეოდი, სადაც ის გოგო იდგა... „კორპუსის“ ბოლო სართულზე იდგა შემაღლებულ ადგილზე და ცდილობდა საკუთარ თავში მხნეობა მოეკრიბა, რომ გადახტომოდა. ფრთები გაეშალა... მარადიული ტკივილისგან გათავისუფლებულიყო. გოგონას დანახვისას უფრო აირია ჩემში კადრები... მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ სანამ საკუთარ ქმედებაში დარწმუნდებოდა უნდა მიმეღწია იმ ადგილამდე.
ანერვიულებული „პადიეზში“ შევვარდი. გარედან ხალხის ხმაური ისმოდა. შიგადაშიგ ოჯახის წევრების ტრაგიკული ტირილიც, რომელიც უფრო და უფრო ამღვრევდა საკუთარ სულს. „ანანო, დედა... რა შეგცოდე ასეთი, რომ ამხელა ტკივილისთვის მწირავ? შენ ხომ ყოველთვის ამბობდი, რომ დედის ცრემლებს არავის, არასოდეს არ შეარჩენდი... ახლა რატომ ცდილობ, რომ შენი ქმედებით სიკვდილამდე აატირო მშობელი...“- ისმოდა ხმები...
რამდენჯერმე სწრაფად დავაჭირე „ლიფტის“ გამოძახების ღილაკს... დრო გადიოდა... გული უფრო და უფრო იწყებდა აჩქარებას. თითქოს ჩემს ჯინაზე „ლიფტიც“ აგვიანებდა მოსვლას...
- წყეულო! დროზე, რომ გაიღო არ შეგიძლია?- და მწარედ მკარი კარებს წიხლი.

რამდენიმე წამში ისიც გაიღო. ალბათ გაუკვირდა ჩემი ამდაგვარი გარდასახვა. სართულები ნელ-ნელა ილეოდა... იმ გოგონაზე ფიქრის გადამკიდე სრულიად გადავიწყებული მქონდა ის ფაქტი, რომ კლაუსტროფობია მჭირდა... როგორც იქნა ზანტად გაიღო კარებიც... გაბრუებული გარეთ გამოვედი. გოგონას შორიდან ვხედავდი. ჯერ კიდევ შემაღლებულ ადგილას იდგა. კიდევ კარგი... მადლობა ღმერთს!!!
- არ მომიახლოვდე, თორემ გადავხტები! არცერთი ნაბიჯი! იცოდეთ ამის გამკეთებელი ვარ!- წამოიყვირა გოგონამ ჩემს დანახვაზე და თავისი დაოსებული სახით შემომხედა. მის დანახვისას უფრო და უფრო გამრავალკეცდა შინაგანი გრძნობები.
- ანანო... შენი გადასაწყვეტია რას და როგორ იზამ. ვიცი, როგორი საშინელებაა, როდესაც სიცოცხლის სურვილი სრულიად დაკარგული გაქვს... როდესაც ოცნებები ფერფლად იქცევა. მე მესმის შენი და ვიცი ახლა რას გრძნობ...- რაც შემეძლო მშვიდად მივუგე მას, თუმცა ვინ იცოდა ამ ყალბ ნიღაბის ქვეშ როგორი სასოწარკვეთილი ადამიანი იმალებოდა. მისი სიცოცხლე ხომ სრულიად ჩემს სიტყვებზე იყო დამოკიდებული.
- მან მე მიმატოვა... გესმის? გურიკამ მიმატოვა! ცოლად არ მოვყავარ... არადა ორსულად ვარ მისგან. ასეთ ცხოვრებას სიკვდილი სჯობს... ვერ ვიცხოვრებ ამ ტკივილთან ერთად. უნდა გესმოდეთ ჩემი!
- იცი? გურიკა მობილურზე გირეკავდა და პატიებას გთხოვდა. ამბობდა, რომ გაკვირვებული იყო და არ იცოდა რას საუბრობდა. ანანო... განა ვინმე მიატოვებს საკუთარ შვილს? განა შეიძლება მამამ მამობა გაწიროს?- მოულოდნელად წარმოვთქვი ეს გაუანალიზებელი და ცრუ სიტყვები. ვცდილობდი სუიციდის ჩადენა გადამეფიქრებინა მისთვის. ვცდილობდი, თუნდაც ეს ტყუილის ხარჯზე მომხდარიყო. ხშირად ადამიანს იმის თქმა შველის მდგომარეობიდან გამოსაყვანად, რისი მოსმენაც მას სურს.
- არ მჯერა!- მოულოდნელად დაიყვირა მან.- თუ ეს სიმართლეა დამალაპარაკეთ... მაგრამ თუ გავიგე, რომ მატყუებთ იმწუთშივე აქედან გადავხტები!
- რა თქმა უნდა დაგალაპარაკებთ. დაგალაპარაკებთ თუ ახლა აქედან ჩამოხვალთ.- კიდევ კარგი მობილური ტელეფონი თან მქონდა წაღებული. პროკურორ უჩას „ვოისით“ საუბარს ვუგზავნიდი. მინიშნებას ვაძლევდი, რომ გურიკასთვის ხმა აუცილებლად უნდა მიეწვდინად... თუმცა მანამდე დრო როგორმე უნდა გამეყვანა.
- არ ჩამოვალ მანამ სანამ მის ხმას არ გავიგებ!- ზიზღით და დაეჭვებით წარმოთქვა მან. შიგადაშიგ უჩა მწერდა, რომ გურიკა ყურმილს არ იღებდა. იძულებულნი იყვნენ რამდენიმე ადამიანი მის სახლში მისულიყო, რადგან ადგილზე მოეყვანათ.
- დარეკვას არ სჯობს პირადად ნახო, ანანო? როგორც კი ეს ამბავი გაიგო ეგრევე წამოვიდა... შენთან წამოვიდა, ანანო გესმის? მას უყვარხარ. ძალიან უყვარხარ და უარს არ იტყვის არც შენზე და არც თქვენს შვილზე. უბრალოდ მისიც უნდა გესმოდეს, საყვარელო. დაბნეული იქნებოდა ძალიან, როდესაც შენს ორსულობაზე გაიგებდა. მალე მოვა შენი გურიკა და შესაძლებლობა გექნება თავადვე გამოელაპარაკო.
- ანუ მოდის? ჩემთან მოდის?- ოდნავ აუკიაფდა ჩამქვრალი თვალები მას, თუმცა ადგილიდან არ იძვროდა.- თუ მოდის მაშინ მალე მოვა. თუ მალე მოვა ანუ აქ დაველოდები.

დრო ნელა მიდიოდა... წამები იწელებოდა... ვციდლობდი ანანო ამ სამყაროსკენ მომეტრიალებინა, თუნდაც ეს ტყუილის თქმის ხარჯზე ყოფილიყო დაფუძნებული.
როგორც იქნა შორიდან გაისმა მანქანის მოსვლის ხმა. ანანოს სხეულის მოძრაობას ვაკვირდებოდი. მეშინოდა რაიმე არ გამომრჩენოდა.
- ის მოვიდა... გურიკა მოვიდა, გესმით?- ცრემლები წამოსცვივდა მას და ჩემკენ შემოტრიალდა.
- ხომ გეუბნებოდი, ანანო... ახლა კი ჩამოდი... ხომ არ გინდა საყვარელ ადამიანს გული ატკინო ასეთ სიტუაციაში შენს დანახვისას? იგი ხომ ნერვიულობს შენზეც და თქვენს შვილზეც...- თბილი ტონით მივუგე მას და ქვემოთ ჩამოსვლა შევთავაზე. ანანომაც, რამდენიმე ნაბიჯი ქვემოთ ჩამოდგა. ჩამოდგა და მოულოდნელად ატირებული წინ დამიდგა.
- შეიძლება ჩაგეხუტოთ?- აცახცახებული სხეულით მომმართა მან. ჩემს სხეული ერთიანად მოეშვა... თითქოს მძიმე ტვირთი მომაშორეს მხრებიდახო. ვიცოდი... ვიცოდი ახლა, რომ ჩემი მონატრებული მეგობარი, ჩემი საქციელით ამაყობდა. მეც ბედნიერი ვიყავი. ამ წუთს ერთდროულად ორი სიცოცხლე ვიხსენი.



№1  offline მოდერი Mary Drey

მკითველის ნამდვილად არ ვიცი, თუმცა მე ამ თავის წერისას იმდენი ემოცია დავხარჯე... იმდენი ცრემლი გავიღე... იმედი მაქვს თქვენამდე ამ განცდამ მოაღწია. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ "უკანასკნელი ამბორი" ნახევრად ავტობიოგრაფიულია. heart_eyes

 


№2 სტუმარი lile

imdeni vinrviule. zalian kargad gakvs datserili sheni grdznobebi. karad gadmoeci adamoanis shavbneli fikrebic. bravo.... sheudarebelia. velodebi akhal tavs. male dade ra.

 


№3  offline მოდერი Mary Drey

lile
imdeni vinrviule. zalian kargad gakvs datserili sheni grdznobebi. karad gadmoeci adamoanis shavbneli fikrebic. bravo.... sheudarebelia. velodebi akhal tavs. male dade ra.


ძალიან დიდი მადლობა, ლილე ასეთი თბილი სიტყვებისათვის. ნეტავ იცოდე რამდენი ემოცია ჩავდე ამ თავში. სრულიად დავიცალე. ვნახოთ, შევეცდები მალე ავტვირთო ახალი თავი! <333

 


№4  offline წევრი lortkia

ძალიან კარგად გაქვს ეს პრობლემა წამოჭრილი რომელიც მსოფლიოშია გამეფებული.ასეთი საუბრებით უნდა მოხდეს ადამიანების გადარჩენა.ბრავო! heart_eyes

 


№5  offline მოდერი Mary Drey

lortkia
ძალიან კარგად გაქვს ეს პრობლემა წამოჭრილი რომელიც მსოფლიოშია გამეფებული.ასეთი საუბრებით უნდა მოხდეს ადამიანების გადარჩენა.ბრავო! heart_eyes



მეც ვფიქრობ, რომ ყველაზე პრობლემურ თემებს ვეხები ამ წიგნში. მინდა თითოეული მკითხველი დაფიქრდეს იმ არსებულ სიტუაციაზე, რაც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში და არამხოლოდ მის ტერიტორიაზე აღინიშნება. ის ცრუ სტერეოტიპები, რომელიც ადამიანის გონებას ჩარჩოში სვამს. სუიციდი კი ის ერთ-ერთი მტკივნეული და ამავდროულად რთულად შესაცნობი საკითხია, რომელზედაც თითოეულმა ადამიანმა ხმა უნდა ამოვიღოთ. ზოგადად ვინც თავს იკლავს მას დამნაშავედ არ ვთვლი. ჩემთვის დამნაშავეა ის ადამიანი, რომელმაც ვერ ამოიცნო იმ პიროვნების თვალებში ჩალექილი სულისშემაწუხებელი სევდა. სუიციდური ფიქრები ასე უეცრად არ იბადება ადამიანის გონებაში. უმეტესწილად ის ადამიანი მის გარშემომყოფებს ნამიოკებს ურტყავს, რომ ამ ჭაობიდან ამოიყვანონ. სამწუხაროა, რომ უმეტესწილად მათ საუბარს ვაიგნორებთ. უფრო რეალურად რომ მივუდგეთ მათსიტყვებს განა იქნებოდა ამდენი სუიციდის მაჩვენებელი? განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში... <333

მადლობა, რომ მკითხულობ.
მიხარია ის ფაქტი, რომ თითოეული ჩემი ჩაფიქრებული სიტყვა სწორად გაიგე და გაანალიზე.
<333
შემდეგ თავამდე!

 


№6 სტუმარი lile

Mary Drey
lortkia
ძალიან კარგად გაქვს ეს პრობლემა წამოჭრილი რომელიც მსოფლიოშია გამეფებული.ასეთი საუბრებით უნდა მოხდეს ადამიანების გადარჩენა.ბრავო! heart_eyes



მეც ვფიქრობ, რომ ყველაზე პრობლემურ თემებს ვეხები ამ წიგნში. მინდა თითოეული მკითხველი დაფიქრდეს იმ არსებულ სიტუაციაზე, რაც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში და არამხოლოდ მის ტერიტორიაზე აღინიშნება. ის ცრუ სტერეოტიპები, რომელიც ადამიანის გონებას ჩარჩოში სვამს. სუიციდი კი ის ერთ-ერთი მტკივნეული და ამავდროულად რთულად შესაცნობი საკითხია, რომელზედაც თითოეულმა ადამიანმა ხმა უნდა ამოვიღოთ. ზოგადად ვინც თავს იკლავს მას დამნაშავედ არ ვთვლი. ჩემთვის დამნაშავეა ის ადამიანი, რომელმაც ვერ ამოიცნო იმ პიროვნების თვალებში ჩალექილი სულისშემაწუხებელი სევდა. სუიციდური ფიქრები ასე უეცრად არ იბადება ადამიანის გონებაში. უმეტესწილად ის ადამიანი მის გარშემომყოფებს ნამიოკებს ურტყავს, რომ ამ ჭაობიდან ამოიყვანონ. სამწუხაროა, რომ უმეტესწილად მათ საუბარს ვაიგნორებთ. უფრო რეალურად რომ მივუდგეთ მათსიტყვებს განა იქნებოდა ამდენი სუიციდის მაჩვენებელი? განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში... <333

მადლობა, რომ მკითხულობ.
მიხარია ის ფაქტი, რომ თითოეული ჩემი ჩაფიქრებული სიტყვა სწორად გაიგე და გაანალიზე.
<333
შემდეგ თავამდე!



namdvild problemur temazea.

 


№7  offline მოდერი Mary Drey

@Daldoni Daldoni- მიხარია თუ ამ თავმა შენზე შთაბეჭდილება დატოვა. მიზანიც ის იყო, რომ მკითხველამდე ის განცდა მისულიყო, რაც რეალურად მქონდა ჩაფიქრებული. მადლობა შეფასებისთვის. შემდეგამდე! <333

 


№8  offline წევრი Debby Ryan

რამდენი ვინერვიულე.
მეთქი ეხლა იმგურიკას ვერ იპოვიან და არ მოვა და ვაი თუ ეს აქედან გადახტეს, მერე ამას სინდისის ქენჟვა დატანჯავს....

 


№9  offline მოდერი Mary Drey

Debby Ryan
რამდენი ვინერვიულე.
მეთქი ეხლა იმგურიკას ვერ იპოვიან და არ მოვა და ვაი თუ ეს აქედან გადახტეს, მერე ამას სინდისის ქენჟვა დატანჯავს....



ხოდა ამიტომ თებეას ასეთ ქმედებას გამართლებას ვუძებნი. ზოგჯერ ტყუილი სასიცოცხლოდ საჭიროა. <333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent