შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სია [სრულად]


21-05-2020, 14:10
ავტორი Spongebob
ნანახია 6 778

*ქორწილამდე ერთი თვით ადრე*

-ჩემი აზრით ცხოვრებისეულ შეცდომას უშვებ, რომლის გამოსწორების შანსი აღარასდროს მოგეცემა.- ნამცხვრის თეფშებით ხელდამშვენებული მაკო გამოდის სამზარეულოდან. ერთ თეფშს თავისთვის იტოვებს, მეორეს მე მიდებს ცხვირაბზუებული.- ვერ ვხვდები საერთოდ რამ მოგაფიქრა მაგ ადამიანზე დაქორწინება.
-კარგი, მაკო რა!-უკმაყოფილოდ ვკრავ წარბებს. უკვე მერამდენედ განვიხილავთ ამ საკითხს, სათვალავი ამერია.-ამიკო კარგი ბიჭია, სერიოზული, თბილი, მზრუნველი... რაც მთავარია, არასდროს გასჩენია შენი დელფინებიან აუზში ჩაგდების სურვილი. არც ბებიაჩემის სათვალიდან ამოუღია გამადიდებელი შუშა და არც მეჭიდავება ხოლმე.
-ჩემი აზრით, შენი შეშლილი ყოფილი მიალიარდჯერ ჯობს ახლანდელს!- ბედნიერად უციმციმდება თვალები. ჰო, მაკო და ლუკა კარგი მეგობრები იყნენ, ნამდვილი ძმაკაცები.- ის დაგავიწყდა, დაბადების დღეზე დიდი სატვირთოთი რომ წაგვიყვანა რესტორანში. აი, შენი ყოფილი რომ არ იყოს, მოვძებნიდი და ცოლად გავყვებოდი.- წარბებს მიწევს, რომ უფრო დამაჯერებილი იყოს, მაგრამ მერე სახე ემანჭება.- ფუ ,არა! მაგრამ მისნაირ ძმაზე უარს არ ვიტყოდი.
-კარგი, დროა ჩემს ყოფილ შეყვარებულზე საუბარს მოვეშვათ, ერთხელ და სამუდამოდ!
-აუ ის გახსოვს, ბათუმში რომ ვიყავით და ... უეჭველი ის დონდლო მოვიდა.- ზარის ხმაზე ბედნიერი ღიმილი სახიდან ეხსნება და კარის გასაღებად მიდის. ცოტა ხანში ამიკოსთან ერთად შემოდის და მერე უკმაყოფილო სახით მარტო გვტოვებს. არა და ლუკასთან მსგავს რამეს ძალიან იშვიათად აკეთებდა ხოლმე, ისიც მაშინ, თუ ძალიან უხასიათოდ იყო, ან ჩვენ ვიყავით მოტოვებული სახლის ნანგრევებში დამალული. ამ ბოლო დროს, მაკოს დამსახურებით, ჩემგან დამოუკიდებლად ლუკასა და ამიკოს შორის უამრავ შედარებას ვაკეთებ ხოლმე, რაც საერთოდ არ მომწონს. ფიქრებიდან საქმროს აფრიალებულ ხელს გამოვყავარ და იმ იმედით, რომ კითხვა არ დაუსვამს სულელივით ვუღიმი.
-არ წავიდეთ?
-სად?
-საღამოს, ერთ-ერთ ბარში კონცერტია მეთქი.
-ა, ჰო...-დაბნეული ვლუღლუღებ- არ ვიცი.
-ამ საღამოს სტუმრებისთვის უნდა დაგვერეკა.- მინერალური წყლით ხელდამშვენებული შემოდის მაკო.- თქვენს ქორწილში უნდა მოვიწვიოთ.- აფერისტულად უღიმის ამიკოს და დივანზე ეხეთქება.
-ხვალ დაურეკავთ, რა მნიშვნელობა აქვს? ან თუ გინდათ წასვლამდე დაუგზავნეთ ყველას ერთი და იგივე შეტყობინება.
-არა მეგობარო,- ხელს უწევს იმის ნიშნად რომ გაჩუმდეს.- ეს რიტუალი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვობიდან გვაქვს დაგეგმილი.
-ბავშვობაში თარიღიც დათქვით?
-დიახ, ზუსტად ერთი თვით ადრე ვაკეთებთ ამას. თან, მომსვლელებს მოსამზადებლად დრო სჭირდებათ, მარტო შენ ხომ არ იქნები გამოპრანჭული? არა, მესმის რომ სიძე-პატარძალი თქვენ იქნებით და უნდა ბრწყინავდეთ, მაგრამ მგონი ლამაზი არ იქნება ყოველდღიურ ტანსაცმელში გამოწყობილი სტუმრებ...
-კარგი, კარგი სხვა დროს წავიდეთ!-მაკოს ქაქანისგან დაღლილი თვალებდაჭყეტილი გარბის ოთახიდან.
-გეყოფა უკვე!- თვალებს ვუბრიალებ დაქალს და ამიკოს უკან მივყვები. ზურგითაც ვგრძნობ მაკოს ცინიკურ და კმაყოფილ მზერას.
-საღამოსთვის შენს ზარს დაველოდები, ძვირფასო !- მომაძახა ლიფტში შესულს და რკინის კარი მოგვიხურა.
ლიფტში ხმამაღლა სასაუბრო არაფერი ჩაგვიდენია, პირველ სართულზე ჩასულები ერთმანეთს მოვშორდით და ამიკოს მანქანაში ჩავსხედით.
-მართლა ვერ წამოხვალთ ანუ? - უკანასკნელ შანსს ეპოტინება.
-ვერა, მისთვის ეს ღალატის ტოლფასი იქნება.
-კარგი, მთავარია შენ იყო ბედნიერი.- ნიკაპზე მკოცნის და გაბადრული ქოქავს მანქანას.- ხომ არ გინდა მოგიტაცო?
-არა, სავაჭრო ცენტრში დამტოვე და წადი.
-სავაჭრო ცენტრში რა გინდა? გამოგყვები.
-არა, დღევანდელი რიტუალისთვის უნდა ვიყიდო ნივთები.
-კარგი.- სიცილით აქნევს თავს და შუქნიშანთან ჩერდება. თავის ხელში მოქცეული ჩემი ხელი ტუჩებთან მიაქვს და ნაზად მკოცნის. ნუ სარგებლობ ჩემი სისუსტით ბატონო ამირან!

**********
საღამოსთვის ყველაფერი მზად მაქვს. ჩემს საძინებელში კარავი გავშალე, შიგნით კი წითელი სანათი, ბალიშები, ძველი სახლის ტელეფონი და სტუმრების სია მოვათავსე და მაკოს მოსვლამდე უამრავი სასუსნავიც ავიტანე ოთახში. ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ სანათის წითელი შუქი ანათებდა და მართლაც ისეთ ჯადოსნურ ატმოაფეროთ ქმნიდა, როგორიც ბავშვობაში გვქონდა წარმოდგენი. ბედნიერი ღიმილით შევყურებ ახდენილ ოცნებას და მაკოს უკმაყოფილო მზერას. როდის მოვიდა?
-ეს რა ჯანდაბაა?- შეკრული წარბებით ფურცლავს სიას.- ვინ არიან ესენი?
-ქორწილის სტუმრები.- კარავში ვძვრები და გაკვირვებული შევყურებ ნერვებმოშლილს.
-ამირანის ნათესავებთან მარეკინე ახლა!- ბლოკნოტი კარავიდან მოისროლა და ჟაკეტის ჯიბიდან ძველი, ლურჯი ბლოკნოტი ამოიღო.- აი, ნამდვილი სია!
-არ არსებობს!-ხმამაღლა მეცინება და ხელიდან ვგლეჯ.- აბა დავკარგეო?
-რომ არ მეთქვა, ისევ გააგრძელებდი ჩემზე ძალადობას და წარმთევის მცდელობებს.
-როგორ გავერთეთ მაშინ!-ვგრძნობ, რომ თვალები ნელ-ნელა ცრემლებით მევსება.
-აუ, აბა!- ბედნიერი კოტრიალდება ზურგზე და წითელ სანათს უყურებს თვალებმოჭუტული.- რა თქმა უნდა ყველას არ დავპატიჟებთ, მაგრამ დავურეკოთ მაინც რა!
-იქნებ აღარ აქვთ ეგ ნომრები?
-არ აქვთ და დააბრალონ თავიანთ თავებს. გამაზავენ შესანიშნავი ლიკა ჯაფარიძისა და დონდლო ამირანის ქორწილს და ეგ იქნება, ვერც უმშვენიერეს პატარძლის მეჯვარეს იხილავენ...
-მაკო, მწყინს ამირანს ასე რომ მოიხსენიებ.-ვეუბნები სერიოზული სახით.
-გწყინს არა ის! ის უფრო საწყენი იქნება, გულწრფელად რომ აღარ გეტყვი რამეს.
-კარგი, პირველმა მე დავრეკო?
-გააჩნია ვინ არის სიაში.- დასერიოზულებულ სახეზე კვლავ უბრუნდება ეშმაკური ღიმილი და ბლოკნოტს შლის.- თედო ინწკირველი...ვინ ჯანდაბაა?- ჩაფიქრებულ მზერას მტყორცნის და მეც მოგონებების ყუთში ვიწყებ ქექვას.
-მგონი ის არის, მესამე კლასიდან რომ გადავიდა.
-და ეგ რატომ გვიწერია?
-მისი გაზრდილი ვარიანტი მოგწონდა და მაგიტომ.
-მე რატომ არ მახსოვს?
-იმიტომ რომ, ყოველ დღე ახალ-ახალი ყურადღების ობიექტები გყავდა.
-თინეიჯერი მაკო ნუ გამოგყავს! - წარბებს მიკრავს და ნომრის აკრეფვას იწყებს.- გავიდა!- თვალებს ჭყეტს აღტაცებული.
-აუ, მე რომ ვერ მოვისმენ? მოდი, მობილურებით დავრეკოთ რა!- ძალიან ვცდილობ ოცნებაში სულ მცირედი ცვლილების შეტანას. მაკოც ყოყმანით მთანხმდება და სანამ უპასუხებენ ყურმილს კიდებს.
-ასე მარტივად?- ვფიცავ, მართლა გაოცებული ვარ.
-ჰო, მაინც არაფერი ისმოდა.- მხრებს იჩეჩს და ტელეფონსაც აგდებს კარავიდან.
-აბა გავიდაო?
-მოგატყუე.-მეკრიჭება და ჯიბიდან მობილურს აძრობს.- ულიმიტო მაქვს.
-კარგი დარეკე.
-მიკარნახე, 555-67-43-ბოლო ორ ციფრს არ ვასახელებთ!- იკრიჭება და სანამ უპასუხებენ ტუჩებს ილოკავს.- მართლა გავიდა.- ყურიდან იშორებს მობილურს და სფიქერზე გადაჰყავს.
-გისმენთ?!-ახალგაზრდა ქალის ხმა გვესმის.
-ცოლია ალბათ...-ჩურჩულებს მაკო და ხმის გასაწმენდად ახველებს.- უკაცრავად, თედო ინწკირველთან ვრეკავთ?
-არა გენაცვალე, ნომერი შეგეშალათ.
-მენაცვალა თურმე.- მანჭვით აჯავრებს ქალს.- და ხომ არ იცით მისი ნომერი?
-არა გოგონა, არ ვიცნობს მსგავსს.- სიტყვის თქმას არ გვაცდის ტელეფონს თიშავს.
-უხ ტუტუცი, იმის თქმაც არ მაცადა ლიკა მითხოვდება მეთქი! - კბილებს შორის ცრის მაკო.- შენ არ გეღირსოს კაცის ალერსი!
-კარგი, კარგი, შემდეგი ვინ არის?- სიცილით ვშლი ბლოკნოტს. -თეიმურაზ ჯანაშვილი. ამასთან რა თქმა უნდა არ ვრეკავთ!
-რატომ?
-ლუკას უახლოესი ძმაკაცია მაკო, რას ნიშნავს რატომ?
-მერე რა?! გთხოვ რა!
-არა მეთქი, როგორ შეიძლება?- თვალებდაქაჩული ვუყურებ ტუჩებმოპრუწულ მაკოს.
-მისი ხმის გაგონების გეშინია?!- ეშმკაური ღიმილი ეპარება.
-არა, უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ უნდა დავპატიჟო ყოფილი შეყვარებულის უახლოესი ძმაკაცი საკუთარ ქორწილში?
-იმიტომ, რომ წესით შენს ქორწილში ეგ უნდა ყოფილიყო ბიჭის მეჯვარე და არა დოყლაპია ჯაბა.- კბილი გაჰკრა ამირანის ძმაკაცსაც.
-ბოლოსთვის შემოინახე, დავფიქრდები.
-კარგი.-იღიმის კმაყოფილი და ახალ ნომერს ეძებს. - აი, ანამარია მაღლაკელიძე!
-მართლა აპირებ მაგის ჩემს ქორწილში დაპატიჟებას?
-არა რა თქმა უნდა, უბრალოდ ვეტყვი რომ თხოვდები!- გაკრეჭილი კრეფს ნომერს, მაგრამ ქალის ხმა გვატყობინებს, რომ ეს ნომერი არ არის რეგისტრირებული.- წაკლა!-უკმაყოფილოდ ფრუტუნებს და ტელეფონს თიშავს.- გეფიცები, უკვე მუღამს მიკარგავენ!

მოკლედ, უამრავ იმედგაცრუებას შევეჯახეთ თავით. ზოგი არ პასუხობდა, რომც ეპასუხათ კაცმა არ იცის იქნებოდნენ თუ არა ისინი, ვისაც ჩვენ ვეძებდით. უმრავლესობას ნომერი შეცვლილი ჰქონდა, ან საერთოდაც გაუქმებული. საბოლოოდ სამი ნომერი დაგვრჩა, რომელიც თემოს, ლუკასა და ნიკას ეკუთვნოდათ.
-პირველი ვის დავურეკო?- ხმამაღლა ჩაფიქრდა მაკო.
-არცერთს. სისულელეა რა!- მის გადარწმუნებას ვცდილობდი.
-ლუკათი დავიწყოთ.- ყურადღების ღირსადაც არ ჩამთვალა, აჟიტირებულმა აკრიფა ლუკას ნომერი, რომელიც ჩემდა გასაკვირად ისევ ზეპირად ვიცოდი. გულაფრიალებული ველოდებოდი წარსულში ჩარჩენილი ადამიანის ხმას და ზუსტად ვიცოდი, მაკო ჩემზე მეტად ღელავდა.
-გავიდეს რა, გავიდეს!- თვალებდახუჭული ბუტბუტებდა ჩემი დაქალი.-არ გადის.-დაღონებულმა ჩამოყარა ხელები.-თავიდან ვცდი.- ისევ აკრიფა ლუკას ნომერი, მაგრამ სანამ ზარი გავიდოდა ტელეფონი გამოვგლიჯე და გავთიშე.
-რას აკეთებ?- თვალებდაჭყეტილმა გამომხედა.
-ყველას თითოჯერ დავურეკეთ, მაგას რატომ აძლევ მეორე შანსს?
-მეორე შანსი შენ უნდა მისცე, თორემ მე ახლაც თანახმა ვარ მასთან ძმაკაცობაზე.
-კარგი მაკო რა! ჩემს მომავალ ქმარს შეურაცხყოფას აყენებ მაგით.
-არც არასდროს დამიმალია, რომ ეგ შენი ამირანი იდიოტია! -მხრები აიჩეჩა და ტელეფონი გამომართვა.- თემოსთან დავრეკავ.
-არ მინდა.
-ლიკა, გეფიცები ოცნებებს მიმსხვრევ!- ყურზე აიფარა მობილური და განაბული დაელოდა ზარის გასვლას.- ჩუმად, გავიდა!- თვალებდაჭყეტილმა ჩართო სფიქერი და ანერვიულებულმა ერთმანეთს გადავხედეთ.
-გისმენთ?!-ოთახის სიჩუმე მამაკაცის ხმამ დაარღვია.- ალო?!
-ეეუფ!-ყბა მოეღრიცა მაკოს.- რა ხმა აქვს!
-უკაცრავად, ვინ გნებავთ?
-ისა...თემო გვინდა ჩვენ...კი არა და მინდა...თემო ხარ თუ არა ძმაო?- დაბნეული ლუღლუღებდა და გეფიცებით, ასე დიდი ხანია არ მიცინია.
-ერთი წუთით გადავცემ.- ხმით ჩაეცინა ბიჭს და უცნაური ხმების შემდეგ მეტნაკლებად ნაცნობი ხმაც გაისმა.
-გისმენთ, რა გნებავთ?
-გეფიცები ამის ხმა ყოველთვის ნერვებს მიშლიდა!-მიჩურჩულა მაკომ და ტელეფონის ეკრანს წარბებაქაჩულმა დახედა.- თეიმურაზ, როგორ ხარ ბიჭო?- აკაკანდა მაკო.
-ნორმალური ხარ გოგო?- წელზე ვუჩქმიტე თვალებდაჭყეტილმა.
-რომელი ხარ?- გაეცინა თემოს.
-გიცნობს, იდიოტო!- ჩურჩულით ვეჩხუბები გადაფიჩინებულ დაქალს.
-მაგიტომ დავურეკე რომ მიცნოს!- ღრიალებს მთელ ხმაზე .- ვერ მიცანი პატალა ბიჭიი?
-მეცნობი, მაგრამ თან ვერ მეცნობი. არა, კი ვხვდები ვინც ხარ, უბრალოდ უცნაურია...
-აბა, აბაა!- თავს აქნევს მაკო და მეც ვეღარ ვიკავებ სიცილს.
-მართლა ის ხარ ვინც მგონიხარ?-უზარმაზარი გაკვირვება ეტყობა ხმაზე.
-შენ ვინ გგონივარ?-თავიდან ფიჩინდება მაკო და ტელეფონის მეორე მხრიდან რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმაც გვესმის.- შენა ბიჭო, ის ზეგზი კაცი ვინ მელაპარაკა წეღან?
-ნორმალური ხარ გოგო?- ძალიან ვბრაზდები მის ასეთ თავისუფლებაზე.
-როდის ვიყავი მორიდებული ეგ მითხარი.
-მაგრამ რა წესია?
-ო მოიცა ლიკა რა!- წარბშეკრული იქნევს ხელს და ტელეფონს ისევ გაბადრული სახით უყურებს.
-ლიკაც მანდ არის?!- გაკვირვება არა, ახლა გაოცება იგრძნობა მის ხმაში და მე ძალიან მრცხვენია!
-ეჰ, აქ არის, აქ არის, მაგრამ... გამიფრინდება ცოტა ხანში.
-კარგი თემო, ბოდიში!- ტელეფონს ვგლეჯ ხელიდან და ვუთიშავ.- არ იყო ამდენი საჭირო!- სანამ რამეს მეტყვის თვალებს ვუბრიალებ და კარავიდან გავდივარ.
-ნიკა დაგვრჩა!
-დაურეკე, მე რამე სასმელს ამოვიტან.
-ოჰ, მოუნდა გოგოს მოდუნება. მიდი, მიდი მეც წამომიღე ჭიქა.- გაკრეჭილი მიქნევს ხელს და მეც კარადის თაროდან წითელი ღვინის ბოთლს ვიღებ. მაქსიმალურად ვწელავ დროს, არ მინდა ნიკასთან საუბრის მოსმენა. ბოლოს ბოკლებსაც ვიღებ და ოთახში ვბრუნდები.
-ძლივს მოაღწია!-უკმაყოფილო სახით მხვდება დაქალი და კარავში ბრუნდება. მეც წინ ვუჯდები და ბოკლებს ვავსებ.- რა გითხრა ნიკამ?
-სიცხე ხომ არ გაქვს? ჯერ არ დამირეკია, გელოდებოდი.
-რატომ?
-რას ნიშნავს რატომ?!- ღვინის უკანასკნელ წვეთს ისრუტავს და ნომერს კრეფს. ჩემდა სამწუხაროდ ზარი ისევ გადის.
-აი ბიჭები, ნომრებს კი არ ცვლიან!
-გისმენთ.- გვესმის ისევ ის ხმა, ამჯერად სიცილინარევი.
-წეღან შენ იყავი?- ისევ იცინის მაკო.
-ჰო, ზეგზი კაცი. - აქ მეც მეცინება.
-ანუ როგორც ყოველთვის ერთად ხართ.- ბედნიერი ხუჭავს თვალებს, მე კი ისევ ღვინის ბოთლის გამოცლით სამუშაოებს ვატარებ.- ესე იგი, ლუკაც მანდ არის?- ეშმაკურად აციმციმებული თვალებით მიყურებს და თან ზურგში მიტყაპუნებს ხველაამტყდარს.
-ჰო, აქაა.- იბნევა.
-მერე, რა საჭირო იყო ნომრის გამოცვლა?
-ტელეფონი დაკარგა რამდენიმე დღის წინ და ჯერ არ აღუდგენია ნომერი, თორემ როდის იყო ჩვენ ცვლილებებისკენ ვისწრაფვოდით?- ეს წაკბენა აშკარად ჩემკენ იყო მომართული.
-ჰოო.- წარბებაწკეპილმა გადმომხედა ოთხი თვალით. აშკარად დავთვერი.
-ნიკოლოზ, მაგ ბრეკეტებიან კბილებს ჩამოგიღებ!- ვემუქრები, რამდენადაც შემიძლია.
-მოვიხსენი.
-მოუხსნია ბიჭს!- გადავხედე კმაყოფილ დაქალს.
-ჩემი ლიკა დაბრუნდა!-შუბლზე მეამბორა მაკო.
-ერთხელ არ შევიკრიბოთ?- ყოველთვის ფანტასტიკური იდეები აწუხებდა ნიკას.
-ახლა ლიკას ქორწილში თუ შევიკრიბებით თორემ...
-თხოვდება?
-ზუსტად ერთ თვეში! - ისე აღმართა გრძელი, საჩვენებელი თითი თითქოს დაინახავდნენ.
-გილოცავთ მაშინ.- ამასღა გვიგდებს და გვითიშავს.
-ეს რა იყო?- თვალებგაფართოებული დასჩერებია ეკრანს მაკო.
-არ მაინტერესებს.
-არ გაინტერესებს კი არა, გრცხვენია!
-ჰო, ვერ ვხვდები რატომ გავაკეთეთ ეს სისულელე?- საწოლზე ზურგით ვეგდები და თვალებს ვხუჭავ.
-აუ, მე გავერთე!-კმაყოფილი წვება სავარძელში.-ნეტავ არ წასულიყო!
-გინდა, ამაღამ ყველაფერი გავიხსენოთ, ვიცინოთ, ვიტიროთ, მაგრამ ხვალიდან მათზე საუბარს და ამირანის კრიტიკას შეწყვეტ!- საუკეთესო იდეა მომდის და გამოფხიზლებული ვხტები საწოლიდან.
-როგორ არ მინდა!
-საიდან დავიწყოთ?-ცხვირწინ მოკალათებულს ვაშტერდები.
-რად უნდა დაწყება, რაც გაგვახსენდება მოვყვეთ.
-დელფინარიუმში რომ ვიყავით, ლუკამ აუზში რომ ჩაგაგდო...-ვიწყებ ყურებამდე გახსნილი პირით. - დედაჩემის სალათში მწვანილის მაგივრად რაღაც უბედური პლანი რომ ჩაყარეს.
-ღმერთო, მაგ დღეს რამდენი ვიცინე!- ახარხარებული წვება იატაკზე.-ის გახსოვს? მამაშენთან ერთად კომპოტები რომ მოხუფეს.
-და თავიანთ ექსკურსიაზე, დიდი ჩანთებით რომ წაგვიყვანეს?
-დირექტორის ჩიბუხში თუთუნის მაგივრად ნარკოტიკი რომ ჩაყარეს.
-თემო ბათუმში კაცთან რომ იწვა!- მთელ ხმაზე გვიტყდება სიცილი.
-ეგ როგორ იყო?
-რა ვიცი, გათხლეშილი მთვრალი იყო, სანაპიროზე ვრჩები ამაღამო და დილით კაცთან ჩახუტებული ვიპოვეთ.
-ლუკამ თემოს თავში ჩაქუჩი რომ ჩაარტყა!
-და ნიკას რომ ფეხის თითებს უწელავდნენ?
-ჩაძინებულ ლუკას ფეხები რომ გაპარსე გახსოვს?- თავს აქეთ-იქით იქნევს და გიჟივით იცინის.
-და თემოს მანიკურები წავუსვით.
-ვიღაც ქალს რომ ბეჭედი გააძრეს თითიდან.
-და ლუკას თმა მიქსერში რომ ახლართე?
-სამაგიეროდ მაგის მერე მივხვდით, რომ გადაპარსული თავი უფრო უხდებოდა.
-თემოს რომ კოკაინი მოვუყარეთ ნამცხვარზე, შაქრის პუდრის მაგივრად.
-რა ტუტუცი ბავშვები ვიყავით ღმერთო!-ბედნიერად იკრიჭება, მერე კი უსერიოზულდება და აცრემლებული თვალებით მიყურებს.-შევხვდეთ რა! გეხვეწები, გათხოვებამდე ეს იყოს ჩვენი უკანასკნელი სიგიჟე.
-არა, ნუ სულელობ!
-გემუდარები! აი, ვგრძნობ რომ რაღაც უნდა გავაკეთო, უნდა დაგეხმარო.
-ჰო, კაბის ასარჩევად გამომყევი და ეგ იქნება დახმარება.
-მაგრამ ჩვენი გეგმები?!-საცოდავი თვალებით მიყურებს.- ჩვენ ხომ ქორწილის წინა დღეს რამე სიგიჟე უნდა ჩაგვედინა, ჰოდა ეგ იყოს ჩვენი უკანასკნელი სიგიჟე!
-არა, ამიკოსთან სირცხვილია! რანაირად ვუთხრა ყოფილ შეყვარებულს და მის ძმაკაცებს უნდა შევხვდე მეთქი?
-და რა საჭიროა რომ უთხრა? ის გეუბნება ვისთან...
-იქნებ ცოლები ჰყავთ, ან შეყვარებულები, ან რა ვიცი...
-ვის ჰყავს ცოლი? შენ თუ გჯერა შენი ნათქვამის?
-არა მაკო, სირცხვილია!
-აი, ხომ ხედავ მის გვერდით რანაირი ხარ?! ლუკას გვერდით როცა იყავი საზღვრები არ არსებობდა. არ გაინტერესებდა ხალხი რას იტყოდა, თავისუფლები და ბედნიერები ვიყავით ყველა! და ახლა? ახლა ვიღაც გაჩითული ტიპის მეასე შეყვარებული ხარ, ხალხი ჯერ კიდევ მის ყოფილ შეყვარებულებს მისტირის და შენ ბედნიერი არ ხარ! ერთი ამბავი მაინც გახსენდება იმის მსგავსი, რასაც წეღან ვიხსენებდით?
-მაშინ ბავშვები ვიყავით, ახლა გავიზარდე და დავსერიოზულდი.-საიდან ამხელა სისულელე ლიკა?!
-ოღონდ ეგ არ თქვა რა!-სიცილით აქნევს თავს.- კი არ დასერიოზულდი, შენი საქმროს ჩარჩოებში მოექეცი.
-კარგი გვეყოფა, დავიძინოთ.-ბლიშისქვეშ დაკეცილ პერანგს ვიღებ და გამოსაცვლელად მივდივარ. როცა ვბრუნდები მაკო საწოლში გაშხლართული, ჭერისთვის თვალგაშტერებული მხვდება.
-გეხვეწები, ამ ერთხელ ეს გავაკეთოთ და გეფიცები, ხმას აღარ ამოვიღებ!
-არა მეთქი და დავამთავროთ!- სინათლეს ვაქრობ და ჩემს ადგილზე ვწვები.
-იფიქრე მაინც.
-ძილინებისა მაკო!- მთელ სიმკაცრეს ვიკრებ და მისკენ ვაგზავნი. მშვიდი ძილი კი ვუსურვე და კომფორტულადაც მოვკალათდი, მაგრამ მთელი ღამე ძილი არ მომკარებია. ბიჭებზე ფიქრში დამათენდა, ნეტავ ახლა როგორები არიან? ისევ ისეთი მაგრები არიან თუ ისინიც დასერიოზულდნენ? როგორც კი შვიდი საათი გახდა მაღვიძარამ დარეკა, მეც ჩვეულებისამებრ ფეხზე წამოვდექი და გაწელ-გამოწელვების შემდეგ სააბაზანოში შევედი. სარკეში რომ ჩავიხადე, უცნაურად ბედნიერი ვიყავი. არა და როგრც წესი, თვალებდასიებული და თმააბურძგნული ვარ ხოლმე. მომზადების შემდეგ მაკოც გავაღვიძე და ერთად ვისაუზმეთ. ჩემგან განსხვავებით ის უხასიათოდ ჩანდა, ლაპარაკიც ეზარებოდა და იძულებით თუ მეტყოდა ერთ-ორ სიტყვას. ზუსტად ვიცი ასე გუშინდელის გამოა.
-ამიკო მომაკითხავს და გავალ, თუ გინდა გაგიყოლებთ.
-არა, წადით, მე ცოტა მერე წავალ და გასაღებისთვის გამომიარე.
-სამსახურში არ მიდიხარ?
-არა, სხვა საქმე მაქვს.
-კარგი.-მხრების ჩეჩვით ვდგები და ყავიან ჭიქას ვავლებ. ცოტა ხანში ტელეფონზე შემოსული ზარი მატყობინებს რომ საქმრო ქვემოთ მელოდება. მეც მაკოს ვემშვიდობები და ქვემოთ ჩავდივარ.

**********
როგორც კი მეგობარი სახლიდან გავიდა ფეხზე წამოვარდა და ფანჯრიდან გადიახედა.
-მელოტი, იდიოტი! ნეტავ რა მოსწონს ამ გამოქლიავებულში?-სახედამანჭული უყურებდა წყვილის მისალმებას.- შეხედე როგორ ებრდღვნა! ფუ, ტუჩებზე როგორ შევხედო ჩემს დაქალს? ხომ შეგრცახა ბოზად მთელმა სამეზობლომ, იდიოტო ჯაფარიძე! არა, რაღაც გენიალური როგორ ვერ უნდა მოფიქრო მაკრინე?- ჩაფიქრებული აეკრო ფანჯარას.- ვაიმე, მაკრინე მეთქი!-გაინაბა- ჩემი ლუუ, ახლა ხომ ვიქნებოდით ყველანი ბედნიერები?! ჯანდაბა ამირანს.
ქოთქოთით დაბრუნდა მეგობრის საძინებელში, რომ გუშინდელი არეულობა დაელაგებინა, მაგრამ რატომღაც განსაკუთრებული ყურადღება ლურჯმა ბლოკნოტმა მიიქცია. კმაყოფილი ღიმილით დაწვდა და ბოლო გვერდზე გადაშალა.
-ბატონი ნიკოლოზი მინდოდა.
-უნდა შევხვდეთ.-სიტყვის თქმა არ აცადა, ტელეფონი გაუთიშა და მესიჯად ერთ-ერთი კაფის მისამართი გამოუგზავნა.
-ყოველთვის სექსუალური ტვინი ჰქონდა რა!- ბედნიერი სახით ქექავს დაქალის კარადას, მოკლე სარაფანს და მაღალქუსლიან სანდლებს იცვამს და გრძელი თმის ფრიალით ჩადის ქვემოთ.
-ახლა ჩვენ ისეთ ადგილზე წავააალთ!- ლურჯ მანქანას კაპოტზე ეთათუნება და მალევე წყვეტს ადგილიდან.
საცობებიდან თავის დაღწევის შემდეგ თითქმის მიტოვებულ შენობაში, ე.წ კაფეში შედის და “დარბაზს” ათვალიერებს. ერთ-ერთი კუთხიდან ვიღაც სათვალეებიანი ტიპი უწევს ხელს და უღიმის.
-ამ სათვალეებიანი თახვისთვის გამოეწყვე, მაკრინე?- იმედგაცრუებული უახლოვდება ბიჭს და იძულებით უღიმის.
-სხვანაირი მახსოვდი.- ჩანთას გვერდით აგდებს და ბიჭის წინ კალათდება.
-უკაცრავად?
-რა, შენ არ ამიწიე ხელი? საერთოდ შენ არ მითხარი უნდა შევხვდეთო და ეს იდიოტური კაფეც შენ არ შეარჩიე?!
-უკაცრავად გოგონა, მე ოფიციანტს ვეძახდი.-დაბნეული ლუღლუღებს ბიჭი.
-ნიკა არ ხარ?
-არა, ლექსო ვარ.-ღიმილშეპარული უწვდის ხელს.
-გაწიე ხელი, ლაწირაკო!- ნერვებმოშლილი დგება სკამიდან და ახლა უკვე ნამდვილად ხვდება ვისთან მოვიდა. სიცილისგან აწითლებულ, ახალგაზრდა მამაკაცს ღიმილით უახლოვდება და მის წინ ნელი მოძრაობებით ჯდება.
-ეს რა საქციელი იყო?!
-თქვენ მიეჭერით იმ ბიჭს, მე რა უნდა მექნა? განა მქონდა უფლება, ხელი შემეშალა?!
-ო, კარგი მორჩი.- უმისამართოდ იქნევს ხელს.
-გუშინ რა გჭირდათ?-ღიმილით წრუპავს ყავას.- ძალიან მოულოდნელი იყო.
-ეჰ! საიდან დავიწყო არც კი ვიცი...
-თხოვდებაო ლიკა.
-ა, ჰო.- უკმაყოფილოდ ფრუტუნებს.- ვიღაც იდიოტი გამონახა, თურმე მზრუნველი და სერიოზული ყოფილა. ამირან...
-ვიცით, ჰო.
-საიდან?
-გუშინ თავი შეგვახსენეთ და გადაგათვალიერეთ, ფოტოებიც ვნახეთ.
-ა, ჰო.
-ქორწილი როდის არის? რადგან დაგვპატიჟეთ, მოვალთ.
-სად მოხვალთ, ხომ არ გააფრინე? აქ იმისთვის მოვედი, რომ ქორწილის ჩაშლის გეგმა გვჭირდება!
-მე რატომ უნდა დავგეგმო, ჩემი ძმაკაცის ყოფილი შეყვარებულის ქორწილის ჩაშლა?
-იმიტომ რომ ეგ ჩამოთვლილი, შენი მეგობარიც იყო ერთ დროს. ლუკას ცოლი ჰყავს?
-რა ცოლი!-სიცილით სწორდება სკამზე.- უნდა გენახა გუშინ რანაირი იყო.
-ანუ?-ბედნიერად იღიმის.
-ანუ ლუკა ისევ წარსულშია ჩარჩენილი.
-ლიკას ჩვენ დავაბრუნებთ, არაა პრობლემა!
-პირველ რიგში უნდა შევახვედროთ.-საქმიან იერს იღებს და მაჯაზე შემოხვეულ გუჩის საათს ამარიაჟებს.
-აი თუ ეს გამოვიდა,- ბიჭთან ახლოს იწევა და ჩურჩულებს.-გეფიცები მოგცემ...
-რას?-თვალებგაფართოებული უყურებს გოგოს, მიუხედავად იმისა რომ ზუსტად იცის ‘იმას' არ გულისხმობს.
-ადრე რომ მთხოვდი, შორენა მასწავლებლის ნომერს.- მთელ ხმაზე ისმის მისი ჭიხვინის ხმა.
-შეშლილო ბავშვო!

*********
საღამოს ამიკოსთან ერთად ბრუნდება დაქალის სახლში.
-ოჰ, გამარჯობა!-გაბრწყინებული ეგებება სტუმრებს.
-კარგად ხარ?
-უკვე აღარ.-თვალებდაწვრილებული უღიმის ამიკოს.- გასაღებს გამოგიტან.
-არ გინდა, აქ ვრჩები დღეს.
-ესეც?
-არა, მე წავალ.-საცოლეს დამშვიდობების კოცნას ჩუქნის და გამართული ნაბიჯებით მიდის გასასვლელისკენ. მაკოც უკან ედევნება ქოთქოთით.
-არც მორიდება, არც ზრდილობა...
-ნახვამდის მაკო!-კბილებსშორის ცრის ამირანი და რკინის კარებს მთელი ძალით იჯახუნებს.
-ჩამოვარდა! - მისაღებში, ლიკასთან დაბრუნდა და წინ ჩამოუჯდა.- ძალიან ცუდად მოქმედებს ეს ადამიანი, ვერც კი ვხვდები მთელი ცხოვრება ამას როგორ უნდა ვუყურო?
-იქნებ ამიხსნა საბოლოოდ რა არ მოგწონს?
-პირველი და განსაკუთრებული- მასთან ბედნიერი არ ხარ! მეორე და მნიშვნელოვანი- საერთოდ არ შეგეფერება! მესამე და უმთავრესი- მე არ მოვწონვარ! მეოთხე და ასევე მნიშვნელოვანი- ზედმეტად ხელოვნურად შექმნილი იმიჯი აქვს! მეხუთე და ყველაზე მთავარი- არ გიყვარს! შეცვლა გაიძულა მაგ ტიპმა! შეიძლება აქვს რაღაც, რასაც მხოლოდ შენ ხედავ და ამ მიზეზით გგონია რომ გიყვარს, მაგრამ არის რაღაცები რასაც შენ ვერ ამჩნევ, ან უარესი-სპეციალურად ხუჭავ თვალს! პირველივე დღიდან ფლირტაობა დამიწყო, ზუსტად ვიცი ნებისმიერზე შეუძლია სხვა თცალით ყურება, არც ახლობელი იცის და არც შორეული!. მის რომელიმე მდედრ მეგობარს იცნობ? არა. რატომ? იმიტომ რომ ქალთან მეგობრობა რას ნიშნავს არ იცის. ადამიანები არ იცვლებიან, მათ შორის ხარ შენც! ერთ დღეს ყელში ამოგივა ეგ შენი სერიოზულობა, მოზომილი ნაბიჯები, გაწერილი რუტინა და მოგინდება ისევ ის გახდე, ვინც რეალურად ხარ... მაგრამ გეყოლება შვილები და როგორ შეიძლება ბავშვები მამას დააშორო?! არ არის ამირანი ის კაცი, რომელიც შენს გვერდით უნდა იყოს.
-იქნებ იმიტომ არ მოგწონს, რომ ისევ ლუკაზე ხარ ჩაციკლული?!
-ლუკას მას ნუ ადარებ რა! და საერთოდ... მარტო მე არ ვარ წარსულს ჩაბღაუჭებული. გუშინ როგორი ბედნიერი იხსენებდი.
-არ გეწინააღმდეგები.
-ვიცი, სწორედ მანდ ვარ მეც.
-მაკო, მათთან უამრავი ბედნიერი და ლამაზი დღე გვაქვს გატარებული, თავზე დამტყდარ საშინელებასაც ერთად გავუძელით, მაგრამ სამუდამო არაფერია. დავშორდით მე და ლუკა და ამას აღარაფერი ეშველება. იქნებ მხოლოდ იმიტომ იყვნენ ჩვენს ცხოვრებაში, რომ ლამაზი მოგონებები დაგვრჩენოდა?!
-ნუ სულელობ, ეს ჩვენი ბედისწერაა, გაიგე?
-ჩემი ბედი ამიკოა.
-ხოდა თუ მართლა ეგრეა შენს ბედს დააფსეს კატებმა!
-გამოვიცვლი და ვისაუბროთ...
ოთახში შესული კლასიკურ ტანსაცმელს იშორებს და მაკოს სპორტულ შორტსა და მაისურში გამოწყობილი, დაუდევრად შეკრული კოსით ბრუნდება მეგობართან, რომელიც ცივი ყავის მომზადებითაა დაკავებული.
-დღეს ცოტა ვიკამათეთ...-ინტერესით აკვირდება დაქალის რეაქციას და ისიც არ აყოვნებს. გაბრწყინებული თვალებით ტრიალდება და ბოთლის ნჯღრევას წყვეტს.
-რატომ? სერიოზულად? აღარ შერიგდებით?
-მაკო, ვიკამათეთ მეთქი.
-რაო, რა უნდოდა? პაპარაცები დაგვდევენ და ეცადე უფრო მაღალქუსლიანებით იკაკუნოო? თუ ტუჩსაცხის ფერი არ მოეწონა?
-არა. თემა შენ ხარ.-მზერას არიდებს სახემოღრეცილს.
-რა უნდა?
-ხვდება, რომ არ მოგწონს.
-მაგას ნებისმიერი მიხვდება, იმიტომ რომ არ ვმალავ.
-საქმეც ეგაა. იქნებ... რა ვიცი, ეცადე რომ მოერიდო ამ წაკბენებს და რაღაცებს.- მთელი სიფრთხილით არჩევდა სიტყვებს, არ უნდოდა მაკოსთვის ეწყენინებინა.
-დიდი ბოდიში, მაგრამ მაგ გველეშაპის გამო ვერ შევიცვლები! შეიძლება შენ რაღაცით მოგაჯადოვა, კომფორტული ტანსაცმლიდან მოტკეცილ ქვედაბოლოებში გამოგამწყვდია, თმის უთოებით და სახვევებით დაგიფუფქა თმა და ისიც გაიძულა რომ მაკო შენგელიასთვის შეცვლა გეთხოვა, მაგრამ ჩემზე ეგ ჯადო არ ჭრის. ეგ ჩემზე უარესი ჯადოქარი ვერ იქნება... და ჰო, მაგას კამათი კი არა ჩემზე ჭორაობა ჰქვია.
-გგონია დავეთანხმე და ვუთხარი, ჰო, აუცილებლად ვთხოვ აღარ გიკბინოს მეთქი?!- შეურაცხყოფილი სახით მიაჩერდა დაქალს.- ვუთხარი რომ შენ მთელი ჩემი ცხოვრება ხარ და თუ კიდევ გაბედავს არჩევნის წინაშე დამაყენოს, დაუფიქრებლად აგირჩევდი შენ.
-ტყუილად ცდილობ ჯაფარიძის ქალო, ეგეთი საუბრებით ვერ შემაცვლევინებ აზრს! თან ხომ ხედავ, ეს არმოწონება ორმხრივია, მე ვერაფერს შევცვლი.- ხმაურით შეისრუტა ყავის ქაფი.
-არ მინდა მთელი ცხოვრება შენსა და მას შორის გახლეჩილმა გავატარო.- დაღონებული დაენარცხა ბარის სკამზე.
-ვიცი, ძალიან კარგად მესმის შენი. შეიძლება ფიქრობ- მე რომ ნამდვილი მეგობარი ვიყო, არ შეგიქმნიდი ამდენ უხერხულ სიტუაციას და ამირანთან დაახლოებას შევეცდებოდი, ასეც გავაკეთებდი სიყალბე და აფერისტობა მაგის მოგონილი რომ არ იყოს. მის მზერაში სიყვარული არც ერთხელ შემიმჩნევია, მხოლოდ ვნება, დაუფლების სურვილი და საზიზღრობები ტრიალებს მის გონებაში, ამაში დარწმუნებული ვარ. უამრავი შეყვარებული ჰყავდა, ლიკა. შენს გაცნობამდე ერთი კვირით ადრე დაშორდა საცოლეს. აი თავს დავდებ, შენ რომ რამე დაგემართოს და მას თავის კეთილდღეობასა და შენს სიცოცხლეს შორის მოსთხოვონ არჩევნის გაკეთება, თავისივე ხელით მოგკლავს.
-კარგი, აღარ მინდა მასზე საუბარი. რაც გასაგები იყო გავიგე.
-ჩემს წინადადებაზე არ გიფიქრია?-მთელი სიფრთხილით და აფახულებული წამწამებით შეაპარა ლიკას.
-არა, დრო არ მქონდა.
-ანუ დაფიქრების შანსიც განიხილება?
-რას ხედავ ლუკაში ასეთს? თან რა მოიგონე, რატომ უნდა შევხვდეთ? ათი წელი გავიდა, მათაც აქვთ თავიანთი ცხოვრება და ვფიქრობ, ჩვენი ადგილი არ მოიძებნება.
-ჩვენი ადგილი მათ ცხოვრებაში ყოველთვის იყო და ვისაც არ უნდა დაეკავებინა, ქერა თმიანი იქნება ეს თუ დიდ ძუძუებიანი, ყურებით გამოვათრევ და ისევ დავუბრუნდები ჩემს ადგილს. გუშინ როგორ გვესაუბრნენ, როგორი აჟიტირებულები იყვნენ ისინიც.- მთელი აღფრთოვანებით საუბრუბდა ბიჭებზე.- აი ლუკამ კი ხმა ვერ ამოიღო. იქ იყო, მაგრამ ვერაფერი თქვა.
-ან არაფერი, არ აჰყვა ამ სისულელეს.
-ლუკა და რამე სისულელეს არ აჰყვა?! უბრალოდ ენა ჩაუვარდა, ვერაფერი მოიფიქრა რომ ეთქვა. ბოლოს და ბოლოს თავს დაიცავდა და გვეტყოდა ნომერი არ გამომიცვლიაო, მაგრამ ვერ მოიფიქრა. ჩემი აზრით, მის ცხოვრებაში შენი ადგილი ისევ ცარიელია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი გავა, ლუკას კარგად იცი როგორი სიყვარული შეეძლო, გადაფიქრებების და დავიწყებების გარეშე.
-ლუ.- დაუგეგმავად შეეპარა ღიმილი გოგოს.
-გეხვეწები დავივიწყოთ ეს ათი წელი, ასე მოულოდნელად დავუბრუნდეთ ჩვენს ადგილებს და დავაქლიავოთ ყველა. მერე რა ისტორიები გვექნება შვილებზე მოსაყოლი, წარმოგიდგენია?!
-ნუ ცდილობ ჩემს აყოლიებას, ერთ თვეზე ნაკლებში ქორწილი მაქვს.
-ლუკაზე იქორწინე!-ბრწყინვალე იდეა მიაწოდა დაქალს.
-გვეყოს მაკო.
-თავს მოვიკლავ რა!- ცოტა დააკლდა ატირებამდე.- საიდან მოათრიე ეგ ამირანი თუ ვიღაც?

******
ლუდის ბოთლებით ხელდამშვენებული ავიდა ბინაში, სადაც ჩვეულებისამებრ, ორივე ძმაკაცი დახვდა.
-რისთვის შეგვყარე ეს ნაღები საზოგადოება?- ფეხი ფეხზე გადაიდო წაბლისფერთმიანმა და წვერიანმა ბიჭმა.
-შემომადე ბარემ კისერზე!-უკმაყოფილო სახით გადაჯდა დივნის ბოლოში ლუკა
-ცოტა დათვერით და მერე გეტყვით.
-რა პონტში?-ლუდის ბოთლები გამოართვა და სამზარეულოში წააცუნცულა ლუკამ.
-ტვინის იმასქნის თავი რო აღარ გქონდეთ.
-შე ზრდილობიანო ბიჭო, რა ჩაიდინე?
-მაკო ვნახე.- კისერწაგრძელებულმა გახედა სამზარეულოში მყოფ ძმკაცას.-მოანგრიე ეს ბანძი კედელი, ვერ ვხედავ.
-ვინ მაკო? აბაშიძე? კიკნაძე? კურტანიძე?
-ვინ არიან ეგენი, ბიჭო?
-რა ვიცი, იქნებ გავარტყა მეთქი.
-გაა*ვი რა!- ხელი აუქნია ძმაკაცს და ლუკას შეეჭრა სამზარეულოში.-არაფერს იტყვი?
-გამოვიტან ამათ და მერე დაფქვი.
-გამოეყარეთ და ნუ წამიბილწავთ სამზარეულოს!
-ცისფერები თანამშრომლებში მოიკითხე, მზეო.-შეუბღვირა ნიკამ.
-კაი, რა პონტში შეხვდი და რა ხდებაო რაო?
-ეს ლუდია თუ მსხლის ლიმონათი, რა ფერია?
-გაა*ვი თემო, ბევრად უფრო საინტერესო რაღაცაზე ვლაპარაკობთ.
-კაროჩე, ლიკა თხოვდებაო რა. ვიღაც პრო*ი ტიპი აუკიდებია.
-ეგრე მაკომ გითხრა თუ შენით გამოიტანე დასკვნა?
-დედას გეფიცები თვითონ მითხრა!- სიცილით მოიყუდა ბაკალი.- მაგარი დაფრენილია ეგ გოგო.
-ჰო, მერე რაო?
-ხოდა ქორწილის ჩაშლაში უნდა დამეხმაროთო რა.
-ეგრე ძაან არ ევასება?- წარბებაქაჩული წამოდგა თემო.
-შენ რა უთხარი?
-ბაზარი არაა მეთქი.
-ახლა ძალიან ღრმა და არქეოლოგიური კითხვა რომ დავსუვა, ხომ დროულია?- მხარი მიჰკრა თემოს.
-რატო ტო, ერთი ეგ არ გვაქვს ცხოვრებაში გაკეთებული და მაგასაც ვიჩალიჩებთ!-თვალი ჩაუკრა ნიკას.
-ჩვენ ვინ გვეკითხება? ოცდარვა წლის ადამიანს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს ვის გაყვება ცოლად.
-ვერ ვხდები რა პონტში უთმობ იმ გამოსირებულს?-ნერვებმოშლილმა შეკრა წარბები.
-და მე რა უნდა გავაკეთო, დავადგე და ვუთხრა- ლიკა, იმას არ გაჰყვე მე გამომყევი თქო?!
-ფაქტია გიყვარს.-მხრებისჩეჩვით გადახედა თემომ.
-და ეგ ფაქტი არაფერს ცვლის!
-მართალი ხარ, თუ ეგეთი ქათამი იქნები ვერაფერს შეცვლი. კაროჩე, შენი არ ვიცი მაგრამ მე არ დავუშვებ, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი და ჩემი ძმაკაცის საყვარელი ქალი ვიღაც ამირანს გაჰყვეს ცოლად. მით უმეტეს დახმარება მაკომ გვთხოვა, ზნაჩიტ საქმე რთულადაა.
-მეც თქვენთან ვარ.
-შენ ეკლესიაში დაგველოდე, რომ პატარძალი ჩვენ მოგიყვანოთ.-თავზე გადაუსვა ლუკას ხელი.
-ხო და ჭაღარები ითვალე.- აჰყვა თემოც.
-ჭაღარა მაქვს?- თავზე გადაისვა ხელი ლუკამ.
-არა, წუხელ თემომ ამოგაცალა.
-რა? შიგ ხო არ გაქვს? უფრო მეტი ამომივა!-შეშფოთებული უყურებდა თემოს.
-დაურეკე მაშინ მაკოს და მოვიდეს, დავგეგმოთ.- ყურადღება არ მიაქცია ლუკას შეკივლებას.
-არა, მე თვითონ გამოვალ კავშირზეო. ლიკამ არაფერი იცის.
-ხო არ ღადაობთ? ძაან გაუტყდება.
-რომ დაგინახავს ასეთ სიმპათიურს აღარ ექნება მაგის თავი.-თვალი ჩაუკრა ნიკამ.
-კიდევ კარგი შვილი არ მყავს, საწყალს ცისფერებით ფლირტის ყურება მოუწევდა.
-შე ხუმარა ბიჭო, ხომ ხედავ ალერსი მოგაკლდა, ყველგან სექსი გელანდება!
-ბოდიში, ნიკოლოზივით კუნთებიანი ვერ ვარ, არ მიდგას უფასო ქალების რიგი.
-ამ ნომრით დაგირეკათ მაკომ?- აწკრიალებული ტელეფონი აუფრიალა ცხვირწინ.
-ჰო.
-მერე ეს ნომერი საიდან აქვს, ნიკა?!-წარბაწეულმა გადახედა ძმაკაცს.
-უპასუხე, კაცო.
-გისმენ მაკრინე.
-ღრმად ისუნთქე, პატარავ.- ჩაიქირქილა თემომ.
-ჩვენც მოგვასმენინე რა!
-...ხოდა უნდა დამეხმარო რა! მაგარი ბანძი ტიპია, მიუხედავად იმისა რომ არ უყვარს, მაინც ტკიპასავითაა მიკრული.- მთელ ოთახში მაკოს ქოთქოთი ისმოდა და ბიჭებსაც უნებურად ეპარებოდათ ღიმილი.- აი, შენ მხოლოდ ის წარმოიდგინე როგორ ეხება ლიკას სხვა და ფეხით მოგვაკითხავ ვიცი! აი, ბოლო იმედი ხარ მართლა... ალო?! მოკვდი ბიჭო? უკვე მოდიხარ?
-აქ ვარ.- ოფლით დაცვარულ შუბლზე ჩამოისვა ხელი.- არ ვიცი მაკო, უნდა დავფიქრდე, სერიოზული ამბავია.
-რა არ იცი, ბიჭო?- სამივე მხრიდან შეუტიეს დაბნეულ ბიჭს.
-კაროჩე, ერთი- ორი დღე ვიფიქრებ და გადმოგირეკავ რა!
-ერთ-ორ დღეში ხო გააკეთა ბავშვი იმან! ახლავე მჭირდება პასუხი. თუ არ გინდა და გკიდია ისევ ჩემით ვიზამ რამეს. ბოლოს და ბოლოს ვეტყვი ლიკას მე მოვწონვარ და ვერ გეუბნება მეთქი.
-კარგი.
-რა კარგი?-კმაყოფილებით გაეჟღინთა ხმა.
-ჩავშალოთ, კარგი!- ეშმაკური ღიმილით გადახედა გაბადრულ ძმაკაცებს და აკივლებულ მაკოს ტელეფონი გაუთიშა.

***********
-დღეს გცალია?
-ხომ გითხარი მე თვითონ დაგირეკავ მეთქი? ცოტა ხნის წინ ლიკა აქ იყო, რამე რომ გაეგო?!
-კარგი ნუ ყვირი, ყური მომძვრება.
-ყური კი არა ... არაფერი.
-დღეს მოდი ჩვენთან და წესიერად განვიხილოთ რა უნდა ვქნათ.
-დღეს?-ღრმად ჩაფიქრდა გოგო.- მგონი მცალია.
-ხოდა მისამართს მოგწერ და ამოდი.
-კარგი, ლუკაც მანდ დამხვდეს.
-გაკოცე.
-ვერ ხარ ხო?-თვალებდაჭყეტილმა დახედა მობილურს.
-ლოყაზე.- სიცილნარევი ხმით გაუთიშა ტელეფონი.
-ლოყაზე!- გამოაჯავრა ჯღანვით და ნერვებმოშლილმა მიაგდო ტელეფონი.- რა ჩავიცვა?
ოთახში დათუნია ჩუსტებით შეფრატუნდა და დიდი კარადის წინ დადგა. რაც მოსწონდა ან არ მოსწონდა ყველაფერი გადმოყარა და საწოლზე გაშალა. ძალიან ღელავდა, გული სიხარულისგან უფართხალებდა. ტანსაცმელს ტანასაცმელზე იცვლიდა და ვერ ხვდებოდა რომელი უნდა ჩაეცვა. საბოლოოდ ისევ სიფრიფანა კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო, გრძელი თმა ზემოთ აიწია და სახლიდან გასაღების ჩხრიალით გავიდა.
-ვერ გავიგე, შუა ღამით უნდა ამოვიდე თუ სადაა ამდენხანს მისამართი?- ტელეფონში ჩასჩხავლა ნიკას და სიტყვის თქმა არ აცადა ისე გაუთიშა ტელეფონი. სამაგიეროდ ნახევარ წუთში მესიჯი მიიღო და მთელი სისწრაფით დაიძრა თემოს სახლისკენ.

***
-არა, იცი რას ვერ ვხვდები? ჩემი სახლი შეხვედრების ადგილად რატომ გადაიქცა?
-სხვაგან რომ ვხვდებოდეთ მოსვლა დაგეზარებოდა.
-დაგირეკავდით.
-მიდი, მიდი რამე გვაჭამე.- პირდაპირ სამზარეულოში შევარდა ლუკა.- თემო, ეს ბავშვი ვისია?!- გაკვირბებული დასჩერებოდა ხუთ წლამდე ბავშვს.
-ჩემი არაა.-უკან მიჰყვა ბინის პატრონიც და ბიჭს თმები აუჩეჩა. - მეზობელმა დამიტოვა და...
-ეს რომეოა?-პატარა კბილები გადმოყარა ბიჭმა.
-რომეო ვარ, რომეო!-თავი დაუქნია ბავშვს ისე, რომ თემოსთვის არ მოუშორებია მკვლელი მზერა.
-ეს აპოლონაა!- ახალი დასკვნა დადო ბავშვმა ნიკას დანახვისას.
-რა უნდა?- ისეთი თვალებით დახედა, თითქოს არაამქვეყნიურ რამეს ხედავდა.
-რეები უთხარი ბავშვს?-ხელი მიჰკრა ლუკამ.
-ჯადოქარი დეიდა როდის მოვა?-აციმციმებული თვალებით ახედა თემოს.
-ეგ მართლა ჯადოქარია.- სიცილით დაეთანხმა ნიკა.- კარგი, შენ ის გვითხარი შენ რა გქვია?
-მე დემე ვარ.
-კარგი დემე, ჯადოქარი დეიდა რომ მოვა არაფერი წამოგცდეს, კარგი? თორემ თემოს თავს მოაცლის თავისი ცოცხით.- ბავშვის წინ ჩაიმუხლა ნიკა.
-გიხდება ხო იცი?!-თვალით ანიშნა ბავშვზე ლუკამ.
-გამანებე თავი კაცო, შარია!-ხელი აიქნია და ფეხზე წამოდგა.-გაქვს რამე საჭმელი?
-რა ვიცი, დედამისმა ამისთვის დამიტოვა რაღაცები მაგრამ თუ გინდათ ჭამეთ.-ხელით ანიშნა მაცივრისკენ.
-რომ არ მშიოდეს ვიტყოდი რა უნამუსობაა მეთქი.- მაცივრიდან გადმოალაგა სალათი და წვენის ბოთლი ლუკამ.
-არა, ეგ ჩემი გაკეთებულია, შეგიძლიათ ჭამოთ.
-ფუ, არ მინდა!- უკან შეაბრუნა სალათი.- წვენიც მეყოფა.
-ყლ...ორტო.-ცალი თვალით დახედა ბავშვს.
-მამა სად ჰყავს ამ ბავშვს?- შოკოლადმომარჯვებული ჩამოჯდა ნიკა.
-არ მყავს, სხვა ცოლი მოიყვანა.
-აჰა...-ეშმაკურად ჩაეღიმა ნიკას.- და დედიკო რამდენი წლისაა?
-შენ შტერი ხომ არ ხარ, ბიჭო?- თვალები დაუბრიალა თემომ.
-ორიანი და ექვსიანი.
-ოცდაექვსი წლის დედიკო და მეზობელი ბიძია თემო...ჰმ.- გახალისდა ნიკოლოზი.
-აი, სუფთა პი*ალო!-ნერვებმოშლილმა გადახედა ახარხარებულ ლუკას.
-რას ასმენინებ, ბიჭო, ბავშვს?
-ბოდიში, არ დაიმხასოვრო!
-გააღებს ვინმე კარს?- ტელეფონში გამოძვრა მაკო.
-არ გვესმოდა, გაგიღებ ახლავე.-ტელეფონი გათიშა და კარის გასაღებად წავიდა.- მაკო მოვიდა და გამოდით.
-მობრძანდით ქალბატონო მაკო.- ღიმილით შეეგება ნიკოლოზი და შიგნით შეუშვა.
აჩქარებული გული კიდევ უფრო მეტად აუჩქარდა, ლუკას და თემოს სახეებს რომ მოჰკრა თვალი. ერთ ადგილზე მიყინული იდგა და ხან ერთს უყურებდა აწყლიანებული თვალებით ხან მეორეს. მათ მიმართ მონატრება ერთ წამში გაუასმაგდა და ძლივს შეიკავა თავი რომ არ მიფრენოდა და არ ჩახუტებოდა.
-მოდი, მოდი.- სიცილით დაუქნია ლუკამ ხელი და მისკენ წასული გულში მაგრად ჩაიკრა, მერე თემოსაც მისცა მასთან მიახლოების უფლება.
-რა საყვარელი ჯადოქარია!-გაკრეჭილმა ახედა ნიკას.
-შენ დეიდად გეკუთვნის.
-ჯერ მოგიკითხოთ თუ პირდაპირ საქმეზე გადავიდე?- გაბრწყინებულმა დაილაგა ხელები მუხლებზე.
-როგორც გინდა.
-კარგად ვართ ქალბატონო მაკო, ყველანი შესანიშნავად... საქმეზე გადავიდეთ.- გოგოს წინ მოკალათდა ნიკოლოზი და დემე კალთაში ჩაისვა.
-ეს ვინაა?- თითი გაიშვირა ბავშვისკენ.
-ჩემი ბიჭია.- გაკრეჭილმა გადაუსვა თავზე ხელი ბავშვს და მაკოს სახეზე ხმით ჩაეცინა.
-მეზობლისას უფრო ჰგავს ვიდრე შენსას.- მწარედ უკბინა ბიჭს და ლუკას მიუბრუნდა.- მოკლედ, ქორწილამდე რაც დრო დაგვრჩა ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ.
-ხომ გითხარი ჯადოქარია მეთქი.- ჩასჩურჩულა კალთაში მოკალათებულ ბიჭს და აქაქანებულ მაკოს ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო.
-ვინც მოსასმენად არ არის მზად გავიდეს ძალიან გთხოვთ.
-განაგრძე, გისმენ.
-მოკლედ, რაც შეიძლება ხშირად უნდა შეგვხვდეთ რა! აი, მაგალითად ხვალ სასეირნოდ წავალთ და სრულიად შემთხვევით თქვენც იქ გამოჩნდებით. მერე თემო მოვა, მეცნობითო და მეც აგყვები თამაშში. მაგრამ,-საჩვენებელი თითი აღმართა და ხმა გაიმკაცრა- არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგეტყოთ, რომ იქ შემთხვევით არ გამოჩენილხართ.
-და მაგ ორწუთიანი შეხვედრით რამეს შევცვლით? თან თემო რომ მოვა ლუკა რა შუაშია?
-გენაცვალე, ვინმემ გითხრა შენ შორიდან უყუროო?! მოხვალთ, ცოტას ვიჭორავებთ, ლიკას გაქცევა რომ მოუნდება და იტყვის ჩვენ გვეჩქარებაო, ჯელტმენობას გამოიჩენთ და სადმე დაგვპატიჟებთ.
-და ის თავის საქმრო რომ გამოჩნდეს?-ტუჩი მოიკვნიტა თემომ.
-სახეს ავახევ... არ გამოჩნდება.
-რომ დაურეკოს ან გამოგიაროთ?
-ვაიმე, ამირანის გაცნობა თუ გინდათ მითხარით და მოგცემთ მისამართს!- წარბები შეკრა გოგომ.
-კარგი, კარგი.- დანებების ნიშნად აწია ხელები ლუკამ.- განაგრძე, გისმენთ.
-მართლა დაგვპატიჟებთ, კაფეში ან სადმე. ვისაუბრებთ, ძველ დროს გავიხსენებთ, მერე თუ გნებავთ სახლამდეც მიგვაცილებთ და დაგვემშვიდობებით, დანარჩენი ჩემი საქმეა!
-ანუ ტვინში შეუძვრება და ამოკორტნის.- განუმარტა ბიჭებს ნიკამ.
-გმადლობთ დახმარებისთვის!
-თქვენს გვერდით მიგულეთ...
-რომ არ გაამართლოს?
-ლუკა, ძალიან დადინჯებული მეჩვენები და ეს საერთოდ არ მომწონს!
-კარგი, გვითხარი მაშინ სად მოვიდეთ და იქ გავჩნდებით.
-კარგი, ჩემი წასვლის დროა.
-ასე მალე? დარჩი ცოტა ხანს, რამე ცივს დაგალევინებ.
-არა თემო, არ მინდა რამე იეჭვოს. ეს საქმე რომ გამოგვივა მერე ჩვენებურად შევუბეროთ!- თვალი ჩაუკრა ბიჭს და გაკრეჭილი წამოდგა ფეხზე. მერე ბავშვის წინ გაჩერდა და ნიკოლოზიც გვერდულად აათვალიერა.
-თუ მართლა ამის შვილი ხარ, დედაშენს გადაეცი რომ უკვე არ მომწონს!
-ნომერი მოამზადე ჩემი გოგო, ნომერი.- ყურებამდე გახსნილი პირით ახედა ნიკოლოზმა .
-გაგაცილებ.- ფეხზე წამოდგა ლუკა და გოგოს უკან გაჰყვა.- მაკო.
-ჰო.- ეშმაკური ღიმილით მოტრიალდა გოგო.
-როგორ არის?
-ხარივითაა არ იდარდო.- ლოყაზე მოუთათუნა ხელი ბიჭს.- და დროა შენც ძველი ლუ გახდე.
-შეხვედრამდე.-სიცილით აკოცა ლოყაზე გოგოს და კიბეებზე ჩასულს ხელი დაუქნია.-ლუ...

*********
მანქანა მეგობრის სახლის წინ გააჩერა, ტელეფონი მოიმარჯვა და გადავიდა. კარზე გაუჩერებლად აკაკუნებდა იქამდე, სანამ კარი თვალებდასიებულმა ლიკამ არ გაუღო.
-რა გჭირს, კარგად ხარ?- დივანზე ჩამოჯდა და მოჭუტული თვალებით დააკვირდა გოგოს.
-კი. წუხელ არ მეძინა და გაბრუებული ვარ.- აჩეჩილი თმები ხელით დაივარცხნა.
-რატომ არ გეძინა? რამე მოხდა?
-არაფერი, უბრალოდ ვერ დავიძინე.
-გინდა ყავა გაგიკეთო?
-ნწ. დავლიე უკვე.
-გეფიცები, საერთოდ არ მომწონხარ.- ფეხზე წამოდგა, დაქალის სახე ხელებში მოიქცია და მთლიანად მოათვალიერა.- რა ხდება?
-დაჯექი რა.
-აჰა, ვზივარ.-კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა და დაელოდა როდის ალაპარაკდებოდა ლიკა.
-შენი დამსახურებით ძალიან დიდი ხანია ღამით არ მძინავს.
-მე რა შუაში ვარ?
-შუაში კი არა თავში ხარ! უკვე რამდენი ხანია ლუკაზე და საერთოდ, წარსულზე ვფიქრობ. ძველ მეს ვიხსენებ, ახლანდელთან ვადარებ და არ ვიცი, ძალიან დაბნეული ვარ. იმის მაგივრად რომ დავფიქრდე, თავში ყველაფერი დავალაგო და ისე გადავდგა ნაბიჯები, ყოველ დღე ვფიქრობ, ვფიქრობ და კიდევ უფრო მეტად ვიბნევი, დაუფიქრებლად ვიქცევი. ეს მე არ მგავს, არც ახლანდელს და არც ძველს. ვეღარ ვხვდები რა მინდა ამ ცხოვრებისგან, რისთვის ვიბრძვი, რის მიღწევას ვცდილობ... იმასაც ვერ ვხვდები საერთოდ ვარ თუ არა ბედნიერი.
-თუ ჩემი სიტყვები დეპრესიაში გაგდებს, საერთოდ აღარაფერს გეტყვი თუ გინდა. შენი დაბნევა და თავგზის არევა არ მინდოდა, უბრალოდ ვცდილობ დაგანახო რა არის ნამდვილი და რა არა. მინდა შენც ხვდებოდა რომ ბედნიერი არ ხარ, ამირანი არ არის ის კაცი ვისთანაც შენ ბედნიერ ცხოვრებას ააწყობ. კარგი, გასაგებია რომ შენ ზრდასრული ადამიანი ხარ, მაგრამ მე შენი მეგობარი და ვერ მოგცემ თავის განადგურების უფლებას. ვიცი რომ მასთან ბედნიერი არ ხარ, იმიტომ რომ მე ბედნიერი ლიკა ნანახი მყავს...
-აღარაფერი ვიცი, გუშინ ამიკოსთანაც ვიჩხუბე.
-რაზე?
-ვუთხარი დრო მჭირდება, უნდა დავფიქრდე მეთქი და შენ დაგაბრალა. აღარ მომწონს ეს სიტუაცია, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს.
-ჰოდა,- ტაში შემოჰკრა და ფეხზე წამოდგა.- დღეს ნერვიულობას დედა უტირე და გავიდეთ სადმე, გავიბოდიალოთ.
-არ ვარ მაკო ხასიათზე.
-ვხედავ, მაგრამ ასე ჯდომით ვერც მოხვალ. ადექი, გამოიპრანჭე და სადმე წავიდეთ
-არ მინდა, აქ ვიყოთ და რამეს ვუყუროთ.
-არავის უკითხავს გინდა თუ არა, ადექი და წავიდეთ.- ლიკას ოთახში წაკაკუნდა და კარადა გამოაღო.
-არ შემეშვები ხო?- უკან გაჰყვა დაქალს.
-ეს ლურჯი კაბა ჩაიცვი, იმ ლურჯ სანდლებთან ერთად.- წინ აუფრიალა კაბა.
-მაგაზე არ ამბობდი ძალიან მოკლეაო?!
-ეგ ამირანისთვის...-გაეკრიჭა და საკიდიანად გაუწოდა.- თმაც გაისწორე და ეგ ჩაშავებული თვალებიც ცოტა შეათეთრე, ქვემოთ დაგელოდები, იცოდე უკან ამობრუნება არ დამჭირდეს!


**********
-ვერ ვხდები მანქანა რატომ დატოვე?- დაღლილი მიბობღავდა აღმართზე.
-ო, აბა აქ მანქანით ვინ სეირნობს?
-რაღაც უცნაურობას მიგრძნობს გული...-წარბაწეულმა გახედა დაქალს.
-ალბათ ამირანი წაიქცა.
-ხასიათს უარესად ნუ გავიფუჭებთ.
-წამოდი სადმე დავსხდეთ, დამელეწა ფეხები, მეგობრობას რა ვუთხარი თორემ მანქანა რამ დამატოვებინა?!
-მეგობრობა რა შუაშია?
-მეგობრობა ვინ ახსენა, მოლანდებებიც აგკიდა იმ შენმა საქმრომ?
-იქ დავსხდეთ.- თითი გაიშვირა ხის სკამისკენ და აჩქარებული ნაბიჯით წავიდა, რომ არავის დაესწრო.
-“ეგრე იდიოტებივით ნუ უყურებთ, შესამჩნევები ხართ.”- ნიკას გაუგზავნა მესიჯი და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა სკამზე მოკალათებულ დაქალს.
-“ახლავე მოვიდეთ?”
-“ამოსუნთქვა დაგვაცადეთ.” - ტელეფონი ჩანთაში ჩააცურა და სკამზე დაენარცხა.
-ვის სწერდი ეგეთი გამომეტყველებით?-მუხლები დაიზილა ლიკამ და გაშტერებულ მაკოს აუფრიალა ხელი.- რას გადმოკარკლე ეგ თვალები, რა დაინახე?
-არაფერი, რა მკითხე?-თვალი მოაშორა ბიჭებს და გაკვირვებულ დაქალს გახედა.
-ვის სწერდი მეთქი.
-ა, არ ვწერდი, ვკითხულობდი. რაღაც აქციააო და დავინტერესდი.
-ცოტა ხანს დავისვენოთ და გავიაროთ სადმე ხო?
-უკაცრავად, შეიძლება?- წინ აესვეტნენ ბიჭები და მათ მსახიობობაზე მაკომ სიცილი ძლივს შეიკავა.
-რა გნებავთ?-სუნთქვაშეკრული უყურებდა ნაცნობ სახეებს ლიკა.
-ლიკა და მაკო?-ღიმილშეპარული ხმით იკითხა თემომ და აწითლებულ მაკოს თვალი ჩაუკრა. ენაჩავარდნილი ლიკა კი სათითაოდ ათვალიერებდა სამივეს, ხანდახან მაკოსაც გახედავდა გაფართოებული თვალებით.
-გამარჯობა.-ძლივს ამოილუღლუღა და ლუკას ღიმილზე მზერა მიეყინა.
-გამარჯობა ლიკა.-თბილი თვალებით უყურებდა მონატრებულ გოგოს.
-როგორ ხართ?- სიცილით დაიხარა ნიკა და ჯერ ლიკას აკოცა, მერე მაკოს.
-ჩემი გაჭირვება მაქვს, ნუ იცინი.- ფხუკუნით უჩურჩულა მაკომ და სკამზე გასწორდა.- მოდით ბიჭებო, ჩამოჯექით.- სკამის ბოლოში მიიწია და ბიჭებს ანიშნა ლუკა ლიკას გვერდით დასვითო.
-ჰო მართლა ლიკა, გილოცავთ.-ზრდილობიანად გაუღიმა ფეხზე დარჩენილმა ნიკამ.
-მადლობა.
-აუ, ასეთი უხერხულობა ჩვენს შორის ძაან მიტყდება, ტო.-მეორე ბოლოში მჯდარი თემო გადმოიხარა და ყველას გადახედა. წარსულის გახსენებამ ღიმილი მოჰფინა ლიკას და ეს არავის გამორჩენია.
-წამოდით, სადმე დავსხდეთ და ვისაუბროთ.- ‘მოულოდნელად' დაებადა ნიკას იდეა.
-რას იტყვი?- ჩუმად მიჰკრა მაკომ ხელი დაქალს, რომელმაც საცოდავი მზერით მიახვედრა რომ არ იცოდა.
-რა ვიცი, ჩემი აზრით კარგი იდეაა!- ფეხზე წამოხტა და ნიკას გვერდით დადგა მაკო.
-მაშინ წავედით, ხო ლიკა?- აციმციმებული თვალებით გახედა გვერდითმჯდომ გოგოს ლუკამ.
-ხო ლუკა.-თავი დაუქნია და ფეხზე წამოხტა.
-აქ დავსხდეთ სადმე თუ ჩავიდეთ ბარში ან რა ვიცი...
-აქ იყო სადღაც კაფე, თუ გინდათ იქ დავსხდეთ.- როგორც იქნა ხმის ამოღება შეძლო ლიკამ.
-გაიხსნა.-ჩურჩულით მიჰკრა ხელი მაკომ ნიკას.
-მე თანახმა ვარ.- მხრები აიჩეჩა ნიკამ.- გზა ვიცი, თუ გინდათ წავიდეთ.
-ჰო, ჰო წავიდეთ.- წინ გაიჭრა ლუკა და დანარჩენებიც გაჰყვნენ.
-მე რას მომყვები, ლიკასთან დარჩი შე სი*ო.- იდაყვი გაჰკრა ნიკამ.
-აუ, ზუსტად იცი რომ ზემოთაა?- აწუწუნდა ტერფებამწვარი მაკო.
-ხმას ნუ იღებ, შენს გამო მაცვია მეც ეს იდოტობები!- უკნიდან მიაძახა ლიკამ.
-უთხარით რომ ჩემ გამო კი არა ლუკასთვისაა გამოპრანჭული, თორემ მე მეცინება მაგაზე რომ ვფიქრობ.-ბუტბუტით გადასძახა თემოს.
-აუ, შემეშალა, ტო!- შუბლში შემოირტყა ხელი ნიკამ.- ქვემოთ ყოფილა.-უკან მიბრუნდა და გვერდიგვერდ მდგომ წყვილის დანახვაზე ჩაეღიმა.
-აი, ზუსტად ვიცოდი რა!- უკამყოფილოდ ნოპრუწა ტუჩები მაკომ.
-თუ იცოდი, ვერ თქვი?-შეუტია დაქალს ლიკამ.
-ორიათას თორმეტი წლის აგვისტო მარტო მე გამახსენდა?- გაკრეჭილმა თემომ გადახედა მეგობრებს.
-აუ ეგ კი არა, იმ ღამით რომ დაგირეკეთ მე და ლიკამ ისეთები...-უეცრად მკლავზე იგრძნო ჩქმეტა და ტკივილისგან ლამის აკივლდა.- ისეთები არ გავიხსენეეეთ! ვერ ხარ გოგო? ამომგლიჯე ბარემ ხორცი და წაიღე გასაყიდად! - მაინც ვერ შეიკავა თავი და აკივლებულმა დაიზილა ხელი.
-კაი, აქაც ლამაზია, მთელი თბილის ჩანს.- დიდი ხის ძირში ჩამოჯდა ლუკა და დანარჩენებსაც ანიშნა მოდითო.
-მცოდნოდა ასეთ ადგილზე მოვდიოდით, თითო-თითო ქილა ლუდს ვიყიდდით.- გვერდით მიუჯდა თემო.- ლიკას სცივა, მიეცი ეგ შენი დასაწვავი ჟაკეტი.- უჩურჩულა ბიჭს და ფეხები გაშალა.
-გოგონებო, ხომ არ გცივათ? მაინც მაღალზე ვართ და...-მოსაცმელი გაიხადა ბიჭმა და წინ მოკალათებულ გოგოებს გადახედა.
-მე არა, მაგრამ ეს ხო იცი რა მცივანაა!-შეუმჩნევლად ჩაუკრა თვალი ბიჭს და გაწვდილი მოსაცმელი გამოართვა.- ჰა, ჩაიცვი.- თვალებდაქაჩულ დაქალს მოახურა მხრებზე და თვალები დახუჭა.-ისე, აქაც რამდენჯერ ვართ ნამყოფი...
-მერე მე რომ მეჩხუბებით, რატომ არ გაგახსენდათ არცერთს რომ აქ არაფერი იყო, ამ ხის გარდა?
-ისედაც გამოირჩეოდი შენ შენი მოკლე გზებით.- გაეცინა ლიკას.
-ეგ გზები მართლა მოკლე იყო, თქვენ იყავით მოუხერხებლები.
-ნახეთ რა ვიპოვე!- გაკრეჭილმა მიანათა ფარანი ხეზე ამოკაწრულ სახელებს. დაინტერესებული მაკო ფეხზე წამოხტა და აკისკისებულმა დაიწყო კითხვა.
-ლუკას + ლიკა = რაო რა წერია?
-კარგი არაფერი დამიწერია, ამიტომ ნუ წაიკითხავ.- სიცილით გასწია ლუკამ გოგო და აწითლებულ ლიკას თვალი ჩაუკრა.
-მაკო ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპი რომელმა მოიფიქრეთ?- შეკრული წარბებით გადახედა გოგომ.
-მე.- ამაყად გაიჯგიმა ნიკა.
-ყოჩაღ. თემო პლანისმძოველი.- აკისკისებულმა გადახედა გამხიარულებულ ახალგაზრდებს.- ნიკოლოზ სიმპაწიაგა ( ოცნებას კაცი არ მოუკლავს რეგვენო).
-მახსოვს მაგის ამოკაწვრაზე რამდენი იწვალე.- სიცილით გააქნია თავი ნიკამ.
-აუ, რა კარგი დრო იყო!
-ყველაზე მაგრად მე მაინც ზღვაზე დასვენება მახსენდება.
-მაინც რა?
-ალბათ ის, გასარუჯად რომ დაწვა და ჩაეძინა.
-კარგად მახსოვს მაგ დროს როგორ ისარგებლეთ ჩემი მდგომარეობით...
-ლამაზად გეხატა ქვები, რა გინდა?
-ჰო, ძროხასავით რომ ვიყავი დაკოპლილი.
-არაუშავს, ლუკასაც ეხატა რაღაც.- სიცილით გახედა ყოფილ შეყვარებულს ლიკამ.
-მე რატომ არ ვიცი?-ინტერესით წაიგრძელა კისერი მაკომ.
-იმიტომ რომ მაგის შემდეგ მაისური აღარ გამიხდია.
-და აბა იმან საიდან იცის?... ა, ჰო. და რა გეხატა?
-აი, რაც შენი ყოფილი შეყვარებული იყო ეგ.
-ააა.-გაეცინა.

******
-მგონი დროა დავიშალოთ ხო? გვიანია უკვე.- მაჯაზე შემოხვეულ საათს დახედა ლიკამ.
-უი, თერთმეტი საათი გამხდარა.
-მერე რა პრობლემაა, მანქანით ვართ და გაგიყოლებთ.-მხრები აიჩეჩა თემომ.
-არ შეწუხდეთ, ტაქსით წავალთ.- კაბა დაიფერთხა ლიკამ.
-არ შევწუხდებით.-ამოილუღლუღა ლუკამ.
-არა ლუკა, აღარ დაიგრძელოთ გზა.
-კარგი მაშინ.
-რა კარგი მაშინ, ვერ არის ეს ბიჭი?-გადაუჩურჩულა ნიკას მაკომ.
-წამოდი, გზაში მოვიფიქრებთ რამეს.
-წადით, მოვიფიქრე უკვე.- თავდაჯერებული ღიმილით გაჰყვა უკან მეგობრებს და პირველივე ლოდს ფეხი ისე მიაჭირა რომ ფეხსაცმელს ქუსლი მოსტეხვოდა.- მიშველეთ!- დაიწივლა ‘სასოწარკვეთილმა'.
-როგორ მოახერხე?- მასთან მიირბინა ლიკამ და წამოსვლაში მიეხმარა.
-გინდა უცბად ჩაგიყვანო?
-არა ნიკოლოზ, მაშინ რომ დამახეთქე ეგ ისევ მახსოვს.
-მაშინ სამასი კილო იყავი, მომწყვიტე წელი.
-სამოც კილოზე მეტი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ და შენს უძლურებას მე ნუ მაბრალებ!
-ჩემი წასაყვანი ხარ და დროა გაჩუმდე.
-სულ არ მჭირდება შენი წაყვანა, ვინმე ახალგაზრდა, სიმპათიურ ბიჭს შევუვარდები ბორბლებში და ის მიმაცილებს. მერე მე შევიპატიჟებ, ღვინით გავუმასპინძლდები, რომ დავთვრებით...
-შენს სექსუალურ ფანტაზიებში ეჭვი არ გვეპარება მაკო, აღარ მოგვიყვე.-გააჩუმა დაქალი ლიკამ.
-აი, მოვედით.-მანქანის კარი გამოაღო ნიკამ.- მოეწყვეთ.
-ოჰ, გაუსისინებია ბიჭს მერსედესი.- კოჭლობით მივიდა მანქანამდე და მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი.
-უკან ვერ დაეტეოდი?- თვალები დაუბრიალა ლიკამ და ფანჯარასთან მიიყუჟა.
-დამიზღნარდი გოგონი!- უკმაყოფილოდ შეკრა წარბები.
-წავედით?- სარკიდან გახედა გაბადრულ ძმაკაცს ნიკამ და თანხმობის მიღების შემდეგ წამში მოსწყდა ადგილს.
-ახალგაზრდა ვარ ჯერ!- წამოიკივლა ლიკამ და გვერდითმჯდომის მკლავს ჩააფრინდა.
-აუ ბოდიში, დამავიწყდა.- ნელ-ნელა უკლო სიჩქარეს და ეშმაკურად მომღიმარ მაკოს თვალი ჩაუკრა.
-სამშობლო შენით ამაყობს.- მალულად აუწია ცერა თითი გოგომ.

*******
-აი აქ ჩამოვალ.- კორპუსის წინ გააჩერებინა მანქანა მაკომ.- შენ რას იზამ სახლში წახვალ?
-არა, მეც ამოვალ.-მანქანიდან გადახტა ლიკა.
-პრინციპში, თუ გინდათ თქვენც ამოდით, გაგიმასპინძლდებით.
-სხვა დროს გამოგივლით.
-კარგი ბიჭები ხართ, აბა თქვენ იცით.- ხელის დაქნევით დაემშვიდობა და კორპუსის შესავლელთან მდგომ დაქალს ხელკავი გამოსდო.- სულ ფეხებზე მკი*ია შენი შიშები, ლიფტით უნდა ავიდეთ.
-მიდი ჰო, მეც დაწყვეტაზე მაქვს.
-აუ, როგორ გავერთე!- სახლის კარი შეხსნა და ლიფტში გახსნილი ფეხსაცმელი წამში მოისროლა.
-ჰო, კარგი იყო.
-მაგრამ ძალიან დავიღალე.- დივანზე გაიშხლართა და ფეხის თითები შეათამაშა.- ნიკოლოზ ლორთქიფანიძეს უნდა გაუხმეს თავი, იმხელა გზაზე რომ აგვიყვანა ტყუილად.
-ის ხე აღარ მახსოვდა.- მაგიდასთან მოკალათებული ნიკაპით დაეყრდნო ხელს და გაეღიმა.- როგორი საყვარლები იყვნენ, ისევ ისეთები.
-ადამიანები არ იცვლებიან მეთქი! აი, არ შევხვდეთ, არ შევხვდეთო... ხომ გაგიგია? სადაც არის ბედი შენიო...
-ნუ სულელობ რა!- სიცილით აიქნია ხელი.
-ოჰ, ერთი ამათ შეხედე რა!- ტელეფონი შეატრიალა მაკოსკენ.- სამივე ერთდროულად რომ მიგზავნის მეგობრობის მოთხოვნას.
-ჩემთან არ მოსულა ნეტა?- ტელეფონი გახსნა, ამირანისგან მოსული შეტყობინებები დააიგნორა და სოციალურ ქსელში შეძვრა.- იდიოტები, ჩემთანაც ეგრეა.
-მე სამივეს დავუდასტურე.
-მე მერე მოვიფიქრებ, ამიკოსთან...მეც დავუდასტურე.
-ჩემი ჭკვიანი გოგო! ამირანთან რას აპირებ?
-რაზე?
-რა ვიცი...-დაიბნეული აცეცებდა თვალებს.
-ჩემსა და ამირანს შორის არაფერი შეცვლილა, ორ დღეში დაბადების დღე აქვს და მასთან ვრჩები.
-სექსი გექნებათ?- თვალებგაფართოებული წამოჯდა მაკო.
-არ ვიცი, არ შეიძლება?-გაეცინა.
-მე არაფერს გეტყვი, სანამ მაგ ნაბიჯს გადადგამ დაფიქრდი.

************
-აქ რას აკეთებ?- გაკვირვებული უყურებდა საცოლის დაქალს.
-სალაპარაკოდ მოვედი, იმიტომ რომ სხვა გზას არ მიტოვებ.
-ცოტა ხანში ლიკა უნდა მოვიდეს.
-გაგიკვირდება და ვიცი.
-შიგნით შემოდი.- კბილებსშორის გამოსცრა და შიგნით შეუძღვა მაკოს.
-ლიკას თავს რატომ არ ანებებ?
-შენ უნდა გკითხო?!
-თავი უნდა დაანებო.
-კარგი ერთი, ზედმეტად ქალური ხომ არ ხარ უფროსი ძმის როლის მოსარგებად?
-მომისმინე, ნუ გავიწყდება რომ ლიკასთვის რაღაცის მოყოლა შემიძლია. სანამ ამას გავაკეთებ, სჯობს თავადვე მოშორდე.
-თქმა რომ შეგძლებოდა აქამდეც ეტყოდი.
-მე შენ დრო მოგეცი, შენ კი ადექი და ცოლობა სთხოვე! ჩვენ ასე არ გვილაპარაკია.
-მომისმინე ლამაზო, შენ ერთი უმნიშვნელო ადამიანი ხარ. დღეს თუ ხარ ლიკას ცხოვრებაში, ხვალ აღარ იქნები. მეგობრები მიდიან და მოდიან, ერთს მეორე ცვლის და ამის გამო არავინ კვდება. რამდენად ახლო მეგობარიც არ უნდა იყო, არ გაქვს უფლება რომ მის გადაწყვეტილებაში ჩაერიო, მგონი შენი დაქალი ბავშვი არ არის! ჰო, ცოტა სულელია ჩემნაირი ადამიანის ჯერ კიდევ რომ სჯერა, მაგრამ შენ არავინ ხარ. შენს სიტყვას რამე ფასი რომ გააჩნდეს მისთვის, ამდენი ხნის მერე ისევ ჩემთან არ იქნებოდა. ამიტომ დროა შეეგუო ჩემს არსებობას, თუ არ გინდა რომ ლიკამ თავადვე მოგისროლოს თავისი ცხოვრებიდან!
-აი ეს წუთი დაიმახსოვრე.- ცინიკური ღიმილით წამოდგა გოგო.-ამ წუთიდან შენს სახელს და რეპუტაციას საფლავი ეთხრება. სულ ცოტა მოითმინე, ნახავ რა შეუძლია მაკოს და ლიკა ვის მოისვრის თავისი ცხოვრებიდან. ჩემთან ასეთი ტონით საუბრით კი ძალიან მაგრად შეგეშალა! - თავდაჯერებული ნაბიჯებით დატოვა ბინა და კმაყოფილებისგან გაბერილს ჟრუანტელმა დაუარა.
-დედას გიტირებ, შე კაცო!

*****
-დაბადების დღეს გილოცავ!- წითელ ქაღალდში შეფუთული ყუთი გაუწოდა.
-შემოდი ძვირფასო.-ტუჩები მიაკრო ლიკას ტუჩებს.
-უხასიათოდ მეჩვენები, რამე მოხდა?- დაკვირვებით შეათვალიერა ბიჭი.
-არაფერი, გელოდებოდი.
-ოჰ, რა რომანტიკული ხარ!- ნაზი ღიმილით ახედა ამირანს და სანთლებით გაფორმებულ მაგიდას მიუბრუნდა.
-სანამ გაცივდება საჭმელი დავსხდეთ, მერე დესერტიც იქნება.-თვალი ჩაუკრა და სკამი გამოუწია. მერე მის წინ მოკალათდა და წითელი ღვინო ჩამოასხა ბოკლებში.
-ჩვენ გავიმარჯოს!
-გაგვიმარჯოს.-წითელი სითხე მოწრუპა და მერე მაგიდაზე დააბრუნა ჭურჭელი.
-დღემ როგორ ჩაიარა?
-რა ვიცი, როგორც ყოველთვის. შენ რას აკეთებდი?
-ჯერ ვემზადებოდი, მერე მოლოდინის რეჟიმში გადავედი.
-ამიკო,.დაღლილი მეჩვენები, თუ გინდა დავისვენოთ.
-ჯერ ვივახშმოთ და მერე წყალს გადავივლებ... შეგიძლია შემომიერთდე.

******
-არაფერი იკადრო ჯაფარიძის ქალო!- ბოლთას სცემდა სახლში დაბრუნებული მაკო.- იმედი მაქვს შეამჩნევ იმ წითელ ტრუსს და მიხვდები რომ შენი არ არის... რეკავს!- თვალებდაჭყეტილმა დახედა ეკრანზე გამისახულ ლიკას ფოტოს.
-გისმენ!
-მაკო, ვერ ვხდები რა უნდა გავაკეთო და მირჩიე.-ხმადაბლა და ჩქარა ლაპარაკობდა ლიკა.
-არ ჩაუწვე საწოლში, რა უნდა ქნა? მაგაზე ხომ მეკითხები?
-აბაზანაშია. აქ ვიღაცის წითელი, მაქმანებიანი ტრუსი ვნახე, მერე ტელეფონიც შევამოწმე და საყვარელი ჰყავს!
-სასწრაფოდ წამოდი მაქედან და აქ განვიხილოთ. სანამ გამოვა გამოასწარი.
-კარგი, გამოვდივარ.
-გელოდები.- გულაჩქარებულმა გათიშა ტელეფონი და კმაყოფილს ჩაეღიმა.- ესე იგი საყვარელი მართლა გყავს და იმ წითელი ნაჭრის გამო სინდისი არ უნდა მაწუხებდეს. გენიოსი ხარ მაკრინე, გენიოსი! - დივანზე წამოკოტრიალდა და დაქალის ლოდინს შეუდგა. მის მოსვლამდე კიდევ ერთი გენიალური იდეა დაებადა და ნიკოლოზთან გადარეკა.
-მოემზადეთ, ბარში უნდა დაგვხვდეთ!
-ვერ გავიგე?!
-ერთი ბარია რა, მისამართს მოგწერ, მანდ მიხვალთ და ჩვენც შემთხვევით მანდ გადავწყვეტთ მოსვლას.
-რა ხმა გაქვს, რამე მოხდა?-გაეცინა.
-ჩემი აზრით ამირანის ზეობის ხანას წერტილი დავუსვი! მოემზადეთ.
-კარგი.

********
ტელეფონი გათიშა და სტუმრებს გაბრწყინებული სახით მიუბრუნდა.
-მისამართს მომწერს და იქ უნდა დავხვდეთ, ამირანი მოვაშორეო.
-ვერაფერი გავიგე...- დაბნეული უყურებდა ლუკა.
-მე ხო რას ამბობ, დეტალურად მაქვს გააზრებული სიტუაცია! შეშლიალია მეთქი რომ გეუბნებით არ მიჯერებთ!
-ვინ არ გიჯერებს? ნუღარ ტლიკინებთ ამდენს, გვითხრა აქ მოდითო და ჩვენც წავიდეთ.
-ნეტავ რა ჩაიდინა?- სიცილით წამოდგა ლუკა და დანარჩენებს წინ გაუძღვა.
-მანქანა დატოვე, ტაქსით წავიდეთ.- მანქანასთან მისულ ნიკას დაუყვირა თემომ.
-ესე იგი ვთვრებით?-წარბები შეათამაშა ნიკამ.
-რატომაც არა. გზა გაეხსნა ბოლოს და ბოლოს...
-მაგას გზა სულ ხსნილი ჰქონდა, ტვინზე ვიკითხოთ თორე...
-აბა ახლა ყველნი გავჩუმდეთ!- დირიჟორის მოძრაობით გააჩუმა ლუკამ ძმაკაცები და თეთრ მანქანას ხელი დაუქნია.
-ნახე როგორ ეჩქარება, ამოიგდო ლამის ხელი.- სიცილით ჩახტა მძღოლის გვერდით თემო და მისამართი უკარნახა.

*********
-რიგორც იქნა!-როგორც კი ზარის ხმა გაიგონა ფეხზე წამოხტა და გასაღებად წავიდა.-შემოდი.-კარი ფართედ გააღო და სახეაშლილი მეგობარი სახლში შეუშვა.
-ახლაც ვერ ვიჯერებ! როგორ ვერ ვამჩნევდი!- ჩანთა მიაგდო და ოთახში იქით-აქეთ სიარულს მოჰყვა.- ნეტავ როდის უნდა გამეგო?!
-როცა დრო მოვიდა ხომ გაიგე, დაჯექი და ყველაფერი მომიყევი.
ლიკაც მაკოს წინ მოკალათდა და გულის ფორმის ბალიში მოიქცია ხელებში.
- სახლში მივედი, ვივახშმეთ. მერე თქვა რომ დაღლილი იყო და წყალს გადაივლებდა. მეც სულელივით ჯდომისგან რომ დავიღალე დავიწყე ოთახში ბოდიალი და ვიღაცის წითელი ტრუსი არ ვიპოვე?!
-რას ამბობ!-თვალებგაფართოებულმა აიფარა პირზე ხელი.- მერე?
-მერე რომ მივხვდი რაშიც იყო საქმე მისი ტელეფონი ავიღე. არა, იცი რა არ მესმის? თუ საცოლე გყავს და მასთან ერთად ვიღაც კახპა, ხომ შეიძლება ტელეფონი დაბლოკო?!
-იდიოტია მეთქი გეუბნებოდი და არ მიჯ... კარგი ჩუმად ვარ.
-ვიღაც ნატალი ვიპოვე, მაგ სახელით მაგის სანაცნობოდან არავის ვიცნობდი , დავინტერესდი და აჰა, ბინგო! მთელი მიმოწერა გადავქექე, ისეთი საზიზღრობები ეწერა...თურმე ეს ჩვენი ამიკო, ნატალის დათუნია ყოფილა.
-კარგი ეგრე დეტალურად არ მინდა.-სახე დაემანჭა და გააჟრჟოლა.-რას აპირებ?
-მასთან აღარაფერს. ხვალ წავალ და ამ ბეჭედს მივუგდებ.
-რატომ?
-რაში მჭირდება მისი ნაჩუქარი ბეჭედი?
-მაგან სამი წელი წაგართვა, დიდი ამბავი შენ ერთი ბრილიანტის ბეჭედი თუ შეიწერე. მიდი მოიხსენი, ამას ისეთ ფასად გავყიდი...
-სერიოზულად?-ინსტიქტურად წაიღო ხელი ბეჭდისკენ.
-მიდი ჰო და მერე მაგის ფულით ჩვენ ვიგულაოთ. რა ეგონა ბიჭს?!
-შეშლილი ხარ...- სიცილით გადააგდო თავი სკამის საზურგეზე.
-რას გრძნობ?
-განსაკუთრებულს არაფერს. უბრალოდ თავი ძალიან სულელი მგონია და ვნანობ. ნეტავ შენთვის დამეჯერებინა...
-აი გენაცვალე, გეუბნებოდი და არ დამიჯერე!- საბოლოოდ მაინც ვერ შეიკავა თავი და აქაქანდა.-ჯერ იმას გაფრთხილებდი, არ ჩანს ეგ სანდო ტიპი მეთქი და ლამის შვილები გაუჩინე. მერე გითხარი არ გიყვარს მეთქი და არა, გინდა თუ არა ჩემი ბედიაო. აჰა! რომ გყვარებოდა ახლა ხომ ჩამოიხოკავდი სახეს, დედა, როგორ მიღალატაო?! ერთადერთი ვინც გიყვარდა, ეგ ლუკაა! წავიდა ერთი კვირით ბიჭი და გამიფრინდა ჩემი მტრედიო, სამი წელი მისტიროდი. მაშინ, როცა შენს კორპუსთან ათენებდა და აღამებდა, იდიოტივით რომ არ დაგეფასებინა თავი და ერთხელ მაინც ჩათრეულიყავი, გაიცნობდი მაგ იდიოტ და დონდლო ამირანს? მის იდიოტ ძმაკაც ჯუბას?
-ჯაბა ჰქვია.
-სხვა ვერაფერი გაიგონე? იმას კი არ უნდა ნანობდე მე რომ არ დამიჯერე, არამედ იმას, რომ ლუკას მეორე შანსი არ მიეცი. შენ სიყვარულის გარტყმაშიც არ ხარ! სიყვარულია ყველაფერი ის, რაც ლუკასთან გაკავშირებს და არა ის ვიღაც დონდლო ამირანი. საერთოდ ვერ ვხვდები რა სისულელეში იცხოვრე და მაცხოვრე ბოლო ორი წელი?! რამდენჯერ გაგიცრუა მაგ ხისთავიანმა იმედი, მაგრამ მაინც მასთან გარბოდი. გგონია არ ვიცი? ლუკას ფეხებში უნდა ჩაუვარდე რომ ამხელა სისულელე გაპატიოს. უფრიალა გოგომ ბეჭდიანი ხელი...
-ჩემსა და ლუკას შორის დიდი ხანია ყველაფერი მორჩა.
-კიდევ ვერ ისწავლე ჭკუა ხო?- ნესტოები დაებერა გაბრაზებულს.-კიდევ ვერ მიხვდი, რომ მე მხოლოდ სიმართლეს ვღაღადებ და ამ შენი ჩახვეული წინადადებებით წინააღმდეგობა არ უნდა გამიწიო?
-მგონი შენ უფრო გაქვს ეგ აზრი ჩახვეული.
-მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ყოველთვის ცივი გონებით მოქმედებს, შესაბამისად, არასდროს მიჭირს სიტუაციების რეალურად აღქმა! და იცი მთაწმინდაზე ყოფნისას რა აღვიქვი?
-რა?
-ის რომ ბედნიერები ვიყავით. მეც, ნიკაც, თემოც, ლუკაც და რაც მთავარია შენც! მე ბედისწერის მჯერა ლიკო. თუ ასე არ არის, რატომ მოგვინდა შენი საქორწილო სტუმრების სიის ჩამოწერა? და მიუხედავად იმისა, რომ ლუკა სიძე უნდა ყოფილიყო, მისი ნომერიც იქვე გვეწერა. შენი აზრით რატომ?! თოთხმეტი წელი გავიდა მაგ სიის შედგენიდან და ბიჭებს ისევ ის ნომრები აქვთ, შენი აზრით რატომ?! გუშინწინ ჩვენც მთაწმინდაზე წავედით, ზუსტად იქ გავჩერდით სადაც ბიჭები იყვნენ, შენი აზრით რატომ მოხდა ასე?! მე დამთხვევების არ მჯერა, მე ბედისწერის მჯერა!
-ძალიან ცუდად მოქმედებ ჩემს გონებაზე.-წარბშეკრული უყურებდა აქაქანებულ დაქალს.
-შენ კი ჩემს ნერვებზე! ადექი, სადმე უნდა წავიდეთ და დავლიოთ, თორემ ვგრძნობ რომ ფხიზელზე აუცილებლად შემომაკვდები!
-ნუ სულელობ, საქმროს დავშორდი ახლახანს.
-საქმროს კი არა ერთ სელაპს მოშორდი! და ჰო, ზუსტად მაგიტომ უნდა დავლიოთ. აღვნიშნოთ რა!
-ვგრძნობ რომ ამაღამ არ მომეშვები, ამიტომ თანხმობას გიცხადებ.
-მაშინ გამოვიკაზმოთ და გავეშუროთ სადმე.- ტაში შემოჰკრა და ფეხზე წამოხტა.
-გამოვიკაზმოთ რა სიტყვაა?
-მიდი, მიდი რამე მოძებნე, მომინდომა გოგომ კლასიკური ტანსაცმელი!-ცხვირაბზუბულმა მოიშორა ლიკა და როგორც კი გოგო თვალს მიეფრა ტელეფონი ამოაძრო ჯიბიდან.
-“ცოტა ხანში გამოვალთ, ნუ გაითხლიშებით!”
-“გაითხლიშებით რა სიტყვაა?”
-თქვენი ფილოლოგი...- კბილებშორის გამოსცრა და თავადაც შეუერთდა ლიკას ტანსაცმლის ქექვაში.

*******
-რომელი საათია?-გვერდით მდგომ დაქალს გადახედა.
-არ ვიცი, შენ არ მითხარი ტელეფონი დატოვეო?!
-ტელეფონი დატოვე კი არა, ტელევიზორი გამორთე მეთქი, იდიოტო!
-აუ, მე შენიც დავტოვე.
-ჰო, კარგი არაუშავს, ამიკუნკულას გარდა არავინ დაგვირეკავდა მაინც...
-აქამდე ამირანი იყო და ახლა რაღაცკუნკულა გახდა?
-მაგან ისეთი სიკეთე ჩაიდინა...
-კარგი შემოდი, კლუბიდან გამოგდებული თინეიჯერებივით ვდგავართ.- ხელკავი გამოსდო მაკოს და ერთად შევიდნენ შენობაში.
-რა დავლიოთ?-მაშინვე ააყოლა მუსიკის რიტმს ტანი მაკომ.
-ინდაურივით იკლაკნები.- გაეცინა ლიკას.
-ბოდიში ახლა, ვენურ ვალსს ვერ გიცეკვებთ აქ...და დაკლაკნილი ინდაური სად ნახე?
-ო, წამოდი სადმე დავსხდეთ რა!
ბენდის წინ მოკალათებულებთან ბრძოლის შემდეგ ძლივს მიაღწიეს თავისუფალ მაგიდასთან.
-მოიფიქრე რა დავლ...ლიკა!- გაოგნებული უყურება მათ მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ბიჭებს.-მორჩა, საბოლოოდ დავიჯერე რომ რაღაც არსებობს, ახლა ვეღარავინ გადამარწმუნებს!
-რა ხდება?- გაკვირვებული მიტრიალდა იმ მხარეს საითაც თვალებდაჭყეტილი მაკო იყურებოდა და ლუკას, ნიკასა და თემოს დანახვაზე ფერი დაკარგა.-ეგენი არიან ხო?-გაოგნებული მიუტრიალდა მაკოს.
-ჰო.
-წავიდეთ რა!- ფეხზე წამოხტა ლიკა.
-დაეგდე გოგო, ვერ ხარ? აჰა, დაგვინახეს.
-წავიდეთ.-მავედრებელი მზერა სტყორცნა დაქალს და მალევე თემოს ხმაც გაიგონა.
-თქვენ დაგვდევთ თუ ჩვენ დაგდევთ?-ტრადიციულად ჩამოუარა გოგოებს და გადაკოცნა.
-მე არავის დავდევ, ბოდიში მოიხადეთ რა!-ცხვირი აიბზუა ნიკამ.
-მოდით, დასხედით.- გაკრეჭილმა მიიპატიჟა მაკომ.
-არაფერს სვამთ?-თვალი მოავლო ცარიელ მაგიდას ლუკამ.
-ახლახანს მოვედით და...
-შენ რას შვრები ლიკუნა, როგორ მიგდის საქმეები? ქორწილს როდის აპირებ, მოვემზადოთ ჩვენც.
-ქორწილი აღარ იქნება!-მთელი სიხარულით განაცხადა მაკომ და ლიკას თვალების ბრიალს მზერა აარიდა.
-რატო, კაცო?- შეშფოთდნენ თემო და ნიკა.
-არ გვინდა მაგ თემაზე ლაპარაკი რა!- უხერხულად შეიშმუშნა ლიკა.- რაც მთავარია ცხოვრებისეული შეცდომა არ დავუშვი, ხო მაკო?
-ჰო, ჰო. ვაფრთხილებდი გენაცვალე და არ დამიჯერა.
-კარგი, რას დალევთ?
-ყველაფერი დავლიოთ, დავთვრეთ!
-ერთი ხმა მაკრინეს ჩემგან.-გაუცინა ლუკამ.
-არავინაა წინააღმდეგი, დავქაციოთ ქვეყანა ამაღამ.- ფეხზე წამოხტა თემო და შეკვეთის მისაცემად გაეშურა.
-ჰო მართლა, ბატონო ნიკოლოზ, შვილი ვის დაუტოვეთ?
-ვინ შვილი?- დაინტერესებული წამოიწია ლიკა.- შვილი გყავს?
-არა.-გაეცინა ნიკას.-დაგაბოლე მაშინ.
-ეგრეც ვიცოდი!
-რამდენი გიფიქრია მაგაზე. ეგ კი არა, გირჩევნია ნომერი გამიმზადო!-შეახსენა დანაპირები გოგოს.
-ტელეფონი მომეცი, ჩაგიწერ.
-რა ნომერზეა საუბარი?- დაინტერესებული ჩაერთო ლიკა.
-ჩვენი პაწაწუნა საიდუმლოა.
-გეტყვით მერე, გაღადავებთ!- თვალი ჩაუკრა მაკომ.
-ხმას ამოიღებ და ენას ამოგაცლი!
-ვერაფერსაც ვერ მიზამ.
-თუ ვერ გიზ...-სიტყვა გაუწყდა და ხმით ჩაეცინა.
-მოვითხოვ სასწრაფოდ მომაშორო შენს ბინძურ ფანტაზიებს!
-მოიტანენ ცოტახანში, ნამდვილი თვითმკვლელობა შევუკვეთე.- ხელები ერთამენთზე გაახახუნა თემომ და ახალგაზრდებს შეუერთდა.
-რა შეუკვეთე ეგეთი?
-რა ვიცი, რაღაცა საფირმო აქვთ. აი, მოაქვთ.
სამი შუშის ბოთლი, დაჭრილი ლიმონი და ჭიქები დაუწყვეს მაგიდაზე და გაეცალნენ.
-აბა, პირველი რას გაუმარჯოს?-არყის ჭიქები შეავსო ნიკამ.
-ლიკას არ გათხოვებას!- ერთ ყლუპად გადაჰკრა სასმელი მაკომ და აწითლებული სახე უამრავ ნაწილად დაეშალა.- რა ჯანდაბაა ბიჭო ეს? ვერ ვსუნთქავ.
-დათრობა თუ გინდათ ესაა ყველაზე ძლიერი რაც მოეპოვებათ.- მხრები აიჩეჩა თემომ და მაკოს მინაბულ თვალებზე გაეცინა.- დათვერი უკვე?
-რა სისულელეა! ბევრს ნუ ჭიკჭიკებთ, თქვენც უნდა დალიოთ.
-ჩვენ ვჭიკჭიკებთ თუ ჩიტები, შენს თავზე?
-ნიკოლოზ, მაგ დაბრეკეტებულ კბილებს ჩამოგიღებ!- გამაფრთხილებლად დაუქნია თითი და მუღამში შესულმა თვითონვე შეივსო ჭიქა. მთელი ოვაციებით შეეგება ლიკას დამანჭულ სახეს და გახალისებულმა ახალი იდეა წამოჭრა.
-მოდით, ისეთი რამ ვუთხრთ ერთმანეთს, რისი თქმაც ამ ათი წლის მანძილზე გვინდოდა და ვერ ვეუბნებოდით. მე დავიწყებ! -გაშლილი თმები მხრებიდან გადაიყარა და სკამზე გასწორდა.- ლუკიტო, შენით დავიწყებ.
-გისმენ, აბა!-ოდნავ შემთვრალმა გაუღიმა.
-ლიკას ვიღაც გადაეკიდა და გართმევს, მეც მენატრები მეთქი მინდოდა მეთქვა მაგრამ... თქვენ, ბატონო ნიკოლოზ, მინდა გითხრათ რომ შორენას ნომერი არ ვიცი და ჰო, თქვენც ძალზედ მომანატრეთ თავი. თქვენ, ძვირფასო თეიმურაზ, ბათუმში ქვები რომ დამაწყვე მაგისთვის სამაგიეროს აუცილებლად გადაგიხდი! ნუ ლიკას ისედაც ყველაფერს ვეუბნებოდი.
-ახლა შენ ლიკუ და მერე ჩვენ დავიწყებთ...-ხელი გადაჰხვია ნიკამ.
-ჰმმ ვისგან დავიწყო? კარგი, მაკო იყოს.
-მე?-გაკვირვებულმა აწკიპა წარბები.- რამის თქმა თუ გინდოდა ვერ მითხარი?
-ვერა. იმიტომ რომ ის ქვები თემომ კი არა მე დაგაწყვე და მეშინოდა.
-შე... შე ამირანის ყოფილო საცოლევ!
-თემო და ნიკა, ნეტავ შეგვძლებოდა მეგობრობის გაგრძელება, ძალიან მაკლიხართ და მენატრებით.
-მე?-თვალები შეანათა ლუკამ და გოგოს სიცილზე თვითონაც გაეღიმა.
-შენთვის იმდენი რამის თქმა მინდოდა მაგრამ, მხოლოდ ერთს გეტყვი- ვნანობ, რომ არ მოგისმინე.
-ნანობ?-თვალები დაჭყიტა მაკომ.- ამ ათი წლის მანძილზე ეგ ფაქტი გააზრებული გქონდა და მე არ მითხარი?
-მეშინოდა.- თვალები დახარა ლიკამ.- მეშინოდა იმის, რომ თუ ამას ვიტყოდი, მართლა ვინანებდი. ათი წელია თავს ვაჯერებ რომ სწორად მოვიქეცი, მაგრამ გილოცავ მაკო, ვერ დავაჯერე!
-თავი ყველაზე ბანძ მელოდრამაში მგონია, რამე დამალევინეთ თორემ ცუდად გავხდები!- წარბშეკრულმა თავადვე შეივსო ჭიქა და ისევ ერთყლყპად გადაკრა.- მეზიზღები თემო, ეს რამ მოგატანინა?
-ახლა თქვენი ჯერია.- შეახსენა ლიკამ და მანაც დაქალს მიბაძა.
-მე დავიწყებ.-ხელი ასწია თემომ.- ვაღიარებ- მაკრინეს სიგიჟეები დაგვაკლდა, მისი და ლუკას დუეტი ყოველთვის ის ჯოჯოხეთი იყო ჩვენთვის, რომელიც ასე მაგრად გვისწორდებოდა ყველას. იმასაც ვაღიარებ რომ ფეისბუქზე ხშირად გათვალიერებდი და ასე თუ ისე, რაღაცებს ვგებულობდი.
-შე აფერისტო!- სიცილით გადააქნია თავი მაკომ.-მაინც მეზიზღები ეს რაღაც რომ დამალევინე!
-ლიკა, შენ მაკოზე მეტად მაკლდი, იმიტომ რომ უშენოდ ლუკა სერიოზულ კაცად გადაიქცა და სისულელეების კეთებას შეეშვა.
-მე ასეთ ბანძობებს ვერ გეტყვით, შემეშვით.- თავი დაიძვრინა ნიკამ და ჩაფიქრებულ ლუკას ანიშნა შენი ჯერიაო.
-რაღაცები ვინანე თქვენთან მიმართებაში. ერთ დროს ისიც ვიფიქრე რომ თქვენი წასვლა ჩემთვის კარგი იყო, მაგრამ მაგასაც ვნანობ, ყველაზე დიდი სისულელე რაც კი როდესმე თავში მომსვლია, ეგ არის. ჩვენ გაგვიმარჯოს რა, ყველას ერთად!
-ამაღამ სად ვიძინებთ?-მკვდარი ინდაურივით გადაიქნია თავი მთვრალმა მაკომ.
-აქ.

***************

პირველი ნიკა გამოფხიზლდა. ლურჯი ცის დანახვამ სწრაფად გამოფხიზლება აიძულა და შეშინებული წამოხტა ფეხზე. რბილი თეთრეულის ნაცვლად მწვანე ბალახს რომ შეეხო კიდევ უფრო შეეშინდა და ყვირილით წამოხტა ფეხზე. ცოტა ხნით მზერაც დაებინდა, მერე თვალები მოისრისა და გარემო მოათვალიერა. ერთმანეთზე გადახლართული მაკოს და თემოს დანახვისას სიცილი აუტყდა და მაშინვე ჯიბეები მოიქექა ტელეფონის მოსაძებნად, მაგრამ ვერ იპოვა. ახარხარებული დაადგა თავზე გოგო-ბიჭს და მათ გაღვიძებას შეეცადა.
-აეყარეთ ფეხზე!-ძლივს ლუღლუღებდა ახარხარებული.- ბიჭო, თემო!-ფეხით შეანჯღრია მიწაზე გართხმული.
-შემეშვი დედა!-ხელი აიქნია და გვერდის შეცვლა სცადა, მაკოს კივილმა რომ შეძრა მთელი ქუჩა.
-ხელი! დედა, ხელი მტიკვა!- აკივლებული დარბოდა და მაჯას იზელდა.- მგონი მომტყდა!- სიმწრისგან ცრემლებიც კი გადმოსცვივდა.- რა ხდება? სად ვარ?- გამოფხიზლებულმა მოათვალიერა გარემო.- თქვენ აქ რა გინდათ?- გაშტერებული უყურებდა ბიჭებს.
-არაფერი მახსოვს!-თავზე იჭერდა ხელებს თემო.- აქ რა გვინდა?
-სად აქ?
-არ ვიცი, გარეთ რა!
-თავი Hangoverში მგონია.- გაეცინა მაკოს და ხელის ტკივილიც გადაავიწყდა.- ლიკა სადაა?- შეშფოთების ახალმა ტალღამ დაუარა გოგოს და დაქალის ძებნა დაიწყო.
-არც ლუკაა.-ნათურა აენთო ნიკასაც.
-ლუკა იყო წუხელ ჩვენთან?
-აუ ეს რა სი*ია!- ნერვებმოშლილმა აიქნია ხელი.
- ჩემს მაისურს რგოლები რატომ აქვს ამოჭრილი?- გაკვირვებული უყურებდა მკერდთან ამოჭრილ ქსოვილს.
-ვიპოვე!- თავიდან ახარხარდა ნიკოლოზი და ნაგვის ურნასთან მიყუდებული წყვილის წინ ჩაიმუხლა.-რაღაც ძალიან ცუდი გავაკეთეთ გუშინ.
-ეს რა არის?-უჯრიანი რვეულის ფურცელი ააცალა მძინარე დაქალს მაკომ.- ქორწინების მოწმობა!-სიცილით გადაშალა ორად გაკეცილი რვეული და აკისკისებულმა გაუწოდა ნიკას.
-“თანახმა ვარ”, “მეც”. ნეტა რომელი რომელს ეკუთვნის?
-ბეჭდებიც რომ უკეთიათ შეხედე!- არათითებზე შემოხვეულ წითელ ნაჭრებზე მიანიშნა მაკომ.
-რა ხდება?-დაბოხებული ხმით იკითხა ლუკამ.
-ცოლი მოიყვანე.
-შვილი მყავს?
-ჯერ არა, დაიძინე!- თავზე გადაუსვა ხელი თემომ.
-ჩვენ გავეცალოთ, რომ გაიღვიძებ... ეს ვინაა?-შუა გზაზე დაგდებულ ამირანს უყურებდა ნიკა.
-ამიანია, მაგრამ აქ რა უნდა? -თვალები ჭყიტა მაკომ.- ვაიმე, ის “თანახმა ვარ” თუ ამისია მოვკლავ!
-არა, ლუკას ეკეთა ბეჭედი.
-აბა ამას აქ რა უნდა?
-თქვენ გამოგვიარეთ წუხელ, წამოდით დავლიოთო.- ზურგს უკან მოესმათ ბიჭის ხმა.
-შენ ვინღა ხარ, ტო?-წარბები შეკრა თემომ.
-ჯუბიკოა.
-ჯაბა, მაკო.- უკმაყოფილო სახით შეუსწორა ბიჭმა.-არაფერი გახსოვთ?
-ძმობას გაფიცებ ყველაფერი მოგვიყევი.
-წუხელ ამიკოსთან ვიყავი, შუა ღამით მთვრალი ბიჭი მოვიდა, ლუკა ყოფილა და ხვეწნა დაგვიწყო წამოდით ჩვენთან ერთად უნდა დალიოთო. მერე თქვენ ორიც მოხვედით და სანამ არ დაგთანხმდით არ მოგვეშვით. ტაქსის მძღოლი გათიშული ეგდო მანქანის გვერდით და მძღოლობა მე შემომტენეთ. მერე სადღაც გამაჩერებინეთ, მაღაზიაში სასმელი იყიდა ლიკამ და ამიკოსთან ერთად დაიწყეთ სმა. მერე მთვრალმა ამიკომ მე თუ არ გაგათხოვე ისე როგორ შეიძლებაო ლიკას უთხრა და ხელის მოსაწერად წაგვიყვანეო ტვინი შემიჭამეთ, თან გზას მასწავლიდით და ლიკას სახლში ავედით. იქ რაღაც ბლოკნოტიდან ამოხიეთ ფურცელი და ლუკას და ლიკას ქორწინება გააფორმეთ, ბეჭდები რომ არ გქონდათ ამ ბიჭის მაისურიდან ამოჭერით და ის გაიკეთეს. მერე მაკომ, ჩემს მეზობლად ერთი მამაო ცხოვრობს და ბარემ ჯვარსაც დაიწერთო და იქ წამაყვანინეთ თავი... ჯვარი მართლა დაიწერეს.
-ანუ ცოლ-ქმარი არიან?- თვალები დაჭყიტა მაკომ.
-ჰო
-და აქ როგორ მოვხვდით?
-ეგ არ მახსოვს, მანქანა სადღაც დაგვრჩა და მერე მეც დავლიე.
-ასწორებს.-ხმით ჩაეცინა ნიკოლოზს და ნაგვის ყუთთან მძინარე წყვილს გახედა.



*********
დასასრული.



№1  offline წევრი ვიპნი

ვაიმეეე ,რა მაგარი გოგო ხარ,აი ისეთი ღიმილა მოთხრობა იყო,პოზიტივებით,ფერადობებით და სიყვარულებით სავსე ❣️❣️ კიდევ მინდა ბევრი ასეთი მოთხრობა ❣️მაკოს ბედნიერებაც გვახარე რაა:)

 


№2  offline წევრი Spongebob

ვიპნი
ვაიმეეე ,რა მაგარი გოგო ხარ,აი ისეთი ღიმილა მოთხრობა იყო,პოზიტივებით,ფერადობებით და სიყვარულებით სავსე ❣️❣️ კიდევ მინდა ბევრი ასეთი მოთხრობა ❣️მაკოს ბედნიერებაც გვახარე რაა:)

მადლობა მადლობა და მადლობა❤ მაკოს ამბავიც ჩაფიქრებულია უკვე და ვნახოთ რა გამოვა ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

პატარააა სიგიჟე იყო აი მაკოოოო საოცრებააა

 


№4 სტუმარი სტუმარი Khatuna

ძალიან კარგი და ძალიან იუმორი! !!!მაგარია

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

რამდენი ხანია ასე არ მიცინიაა. მაგარი იყო. ყოჩაღ

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან ვისიამოვნე ????????????მაკოზე ისტორიის გაგრძელებას თავისი სიგიჟეეით ვისურვებდი

 


№7  offline წევრი Spongebob

სტუმარი გვანცა
პატარააა სიგიჟე იყო აი მაკოოოო საოცრებააა

მადლობაა❤

სტუმარი Khatuna
ძალიან კარგი და ძალიან იუმორი! !!!მაგარია

❤❤

Qeti qimucadze
რამდენი ხანია ასე არ მიცინიაა. მაგარი იყო. ყოჩაღ

მიხარია თუ გაგამხიარულეთ❤

სტუმარი მარიამი
ძალიან ვისიამოვნე ????????????მაკოზე ისტორიის გაგრძელებას თავისი სიგიჟეეით ვისურვებდი

მიხარია ძალიან❤ ისტორიის მეორე ნაწილს ვგეგმავ და გაგიზიარებთ აუცილებლად❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგი ისტორიაა,კარგად ვიხალისე,მართლლაც რა კარგია ბავშვობა.

 


№9 სტუმარი სტუმარი gvantsa

კარგად ვიხალისეე ,სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას მაკოს სიყვარულის ისტორიით :))

 


№10 სტუმარი თათულიიი

რა კარგობა იყოოო..
ძალიან მომეწონა იმდენი ვიცინეე...
მაგარი გოგო ხარ
ველოდები მეორე ნაწილს წარმატებებიი

პ.ს. ნიკოლოზი მიყვარსს

 


№11  offline წევრი Barbare ❤

მშვენალურ ხასიათზე დამაყენა ????❤ შემიყვარდა თითოეული (რათქმაჯნდა ხუთეული ამირანკუნკულას და ჯუმბერის გამოკლებით :დ ) მაკო განსაკუთრებით...კარგად ვიცინე :დდდ მშვენიალურად წერ ❤ ჩავუჯდები შენს სხვა ისტორიებს ❤

 


№12  offline წევრი Spongebob

სტუმარი gvantsa
კარგად ვიხალისეე ,სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას მაკოს სიყვარულის ისტორიით :))

მადლობაა❤

თათულიიი
რა კარგობა იყოოო..
ძალიან მომეწონა იმდენი ვიცინეე...
მაგარი გოგო ხარ
ველოდები მეორე ნაწილს წარმატებებიი

პ.ს. ნიკოლოზი მიყვარსს

ძალიან მიხარია ❤❤

Barbare ❤
მშვენალურ ხასიათზე დამაყენა ????❤ შემიყვარდა თითოეული (რათქმაჯნდა ხუთეული ამირანკუნკულას და ჯუმბერის გამოკლებით :დ ) მაკო განსაკუთრებით...კარგად ვიცინე :დდდ მშვენიალურად წერ ❤ ჩავუჯდები შენს სხვა ისტორიებს ❤

იმედი მაქვს ისინიც მოგეწონება❤ მადლობა დიიდი❤

 


№13  offline წევრი დელირიუმი

სიგიჟეაა????????❤

 


№14  offline წევრი ენნე

როგორ ვიხალისე❤️
მომწონს ძალიან შენი იუმორი, ყოჩაღ. აქამდე არ გიცნობდი და მიკვირს❤️❤️❤️

უი მცოდნიხარ❤️ “სხვა ქალაქში”❤️

 


№15  offline წევრი likuu_s

ვაუ! მიკვირს, აქამდე რომ არ ვიცოდი შენი მოთხრობები. როგორ გამომრჩა? :დდ
ძალიან მომეწონა! კარგი, იუმორისტული მოთხრობა იყო.
ველი მაკოს ამბებს! :დდ

მანამდე, სხვებსაც წავიკითხავ აუცილებლად.

წარმატებები!<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent