შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულმა იცის (3 თავი)


22-05-2020, 20:04
ავტორი EllaTriss
ნანახია 2 961

თიკო სახლში რომ მივიდა თამარს და კახას უკვე ეძინათ. თითქოს გაუხარდა კიდეც, მათი თავი ნამდვილად არ ჰქონდა. მეორე დილას სკოლაში წასვლას არც გეგმავდა მაგრამ მაღვიძარამ კვლავ ყველაფერი გააფუჭა და გოგონა რეალობაში დააბრუნა. თავი საშინლად სტკიოდა, სახლში დარჩენას და მთელი დღე უსაქმური მამინაცვლის ყურებას ისევ წასვლა ამჯობინა. სახლიდან შეუმჩნევლად გავიდა და სკოლისკენ აიღო გეზი,როგორც კი მივიდა, იქვე ახლოს კიბეებზე ჩამოჯდა. მალე სკოლასთან შავი მერსედესი გაჩერდა, იქიდან კი ნინი და ლევანი გადმოვიდნენ. ნინი ძმას თბილად დაემშვიდობა და წასვლა დააპირა, როცა მოახლოებულ თიკოს მოჰკრა თვალი
- თიკუუ რა კარგია რომ გნახეე, რაღაც უნდა მოგიყვე წამო - ხელი მოჰკიდა და წასვლა დააპირა მაგრამ თიკო არც განძრეულა
- შენ წადი და მეც მალე მოვალ
ნინიმ გაკვირვებული მზერით შეხედა ჯერ ძმას და მერე მეგობარს
- წადი ნინი მე და თიკოს რაღაც სალაპარაკო გვაქვს - მხარი აუბა ლევანმაც
- კარგი მაგრამ გაკვეთილზე არ დააგვიანო - გააფრთხილა მეგობარი და წავიდა
- მომისმინე - წამოიწყო საუბარი თიკომ - ჩემზე არასწორი შთაბეჭდილება დაგრჩა გუშინდელის გამო, ისეთი გოგო მართლა არ ვარ შენ რომ იფიქრე, გეფიცები არ ვარ. ბარში და ასეთ ადგილებში არასდროს დავდივარ, გუშინ პირველად დავლიე იქ.
- რატომ მიხსნი?
- იმიტომ რომ სანამ გაბრაზდები მინდა სიმართლე იცოდე, ნინი ჩემი ერთადერთი მეგობარია, მასთან ყოფნასაც თუ ამიკრძალავ არაფრის გამო..
- არაფრის გამო? გოგო შენ ნორმალური ხარ საერთოდ? თუ მართლა არ ხარ ისეთი, რაგინდოდა იმ ბარში?
- ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს
- ხო აბა რაა, ნინისგან თავი შორს დაიჭირე გაფრთხილებ - თქვა და მანქანის კარი გამოაღო
- მოიცადე, არა! შემიძლია აგიხსნა
- იცი, საერთოდ არ მინდა შენი მოსმენა - თქვა და მანქანაში ჩაჯდა, თიკოს აღარც უცდია გაკიდება, ატირებული გაიქცა სკოლაში. გაკვეთილები მშვიდად მიმდინარეობდა. შესვენებაზე ეზოში თიკომ გადაწყვიტა ნინისთვის ყველაფერი ეთქვა და ასეც მოიქცა
- რაა? ესეთი რამ მოხდა და არმითხარი? - ჯერ კიდევ ემოციებში იყო ნინი
- არმინდოდა შენთვის ბედნიერი დღე გამეფუჭებინა, ისედაც დაგღალე ჩემი პრობლემებით - მოწყენილმა ამოთქვა
- გაგიჟდი? აბა მეგობრები რისთვის არსებობენ, ასეთ მომენტში მარტო არ უნდა ყოფილიყავი
- ვიცი, მაპატიე, მაგრამ შენს ძმას არ უნდა რომ შენთან ვმეგობრობდე
- მაგას ვინ ჰკითხავს საერთოდ. სახლში რომ მივალ ვეჩხუბები. ვინ მისცა მაგის უფლება რომ შეურაწყოფა მოეყენებინა შენთვის
- ნინი გთხოვ არ გინდა მაგის გამო არ მითქვამს. არმინდა ჩემსგამო იჩხუბოთ. ნინის აღარაფერი უთქვამს. გაკვეთილების დასრულების შემდეგ თიკო კიდევ ბევრს ემუდარა ნინის ლევანისთვის არაფერი ეთქვა თუმცა ნინიმ როგორც ყოველთვის არ დაუჯერა და სახლში მისული გააფთრებული ეცა ძმას
- შენ სულ გავიჟდი? ასაკის მატებასთან ერთად ტვინი გაკლდება? - ყვირილით შევარდა ძმის ოთახში და ჯერ კიდევ ცხელი ყავის ჭიქა ძირს მოისროლა
- ოოპს, დაწყნარდი, რაგჭირს
- რა მჭირს? თიკომ ყველაფერი მითხრა. როგორ გაბედე იმ გოგოს დამცირება?
- ნინი ჯერ დაწყნარდი ნუ ყვირი გიჟივით და ადამიანურად ვილაპარაკოთ
- ძმაო შენ არ გესმის, იმ გოგოს საშინელი მამინაცვალი ჰყავს, რომელიც გამუდმებით სვამს და სახლში ყველაფერს ამტვრევს, ხანდახან ცოლსაც კი სცემს ხოლმე, იმ დღეს კი თურმე თიკოსთვისაც დაურტყამს - ბოლო სიტყვები ცრემლნარევი ხმით თქვა
- რა სისულელეა ეგ საიდან მოიგონე - თავიდან არ დაიჯერა ლევანმა
- არაა სისულელე. ჩვენ რომ ბედნიერად გავიზარდეთ ყველას არ აქვს უდარდელი ბავშვობა... თავის პრობლემებიც ეყოფა შენ კიდევ ზედ დაუმატე გუშინ, ასეთ ადამიანად როდის იქეცი ძმაო
- მე საიდან უნდა მცოდნოდა, იქ იჯდა და სვამდა
- და ვინც სვამს ყველა ბო*ია ?
- წესიერად ილაპარაკე! - ხმას აუწია ლევანმაც - ხვალ მივალ და ბოდიშს მოვუხდი, დაკმაყოფილდი?
- ილოცე რომ გაპატიოს თორემ მე შენ არ გაპატიებ არასდროს - თქვა და საძინებლიდან გაიქცა.



№1  offline წევრი It’s olivia

მალე დადე რა შემდეგი თავი❣️

 


№2  offline წევრი EllaTriss

It’s olivia
მალე დადე რა შემდეგი თავი❣️

ვეცდები მალე დავდო, დიდი მადლობა რომ კითხულობ ❤

 


საინტერესოა და ცოტა თავებს თუ გაზრდი და ასევე შინაარსობრივად უფრო გაამსუყებ, კარგი იქნება. ცოტა მეტი ისაუბრე. უფრო გამოკვეთე პერსონაჟების ემოციები და ქულ იქნება blush წარმატებები შენ და გელი heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი ninachka

მომწონს!☺️ იმედია მალე დადებ ❤️

 


№5  offline წევრი EllaTriss

ლიკა ახრახაძე
საინტერესოა და ცოტა თავებს თუ გაზრდი და ასევე შინაარსობრივად უფრო გაამსუყებ, კარგი იქნება. ცოტა მეტი ისაუბრე. უფრო გამოკვეთე პერსონაჟების ემოციები და ქულ იქნება blush წარმატებები შენ და გელი heart_eyes

დიდი მადლობა შეფასებისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ ❤

სტუმარი ninachka
მომწონს!☺️ იმედია მალე დადებ ❤️

მადლობა რომ კითხულობ, ვეცდები მალე დავდო ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent