შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოკეანის პირზე -(სრულად)


23-05-2020, 14:10
ნანახია 3 645

სვის მოაფიქრდა ამ დილაადრიან დარეკვა_ჯერკიდევ სიზმრად მყოფს მოუვდა ეს აზრი თავში, როცა ტელეფონის ზარი გაიგონა.
ვინ თუ არა......
_ზღალბი დილამშვიდობის, რაიყო გოგო რო გირეკავ სავარცხალი მაინც გადაისვი მაგ თმებზე სანამ აიღებ ყურმილს გამისკდა ამ დილაადრიან სათუთი გული._მხირული გამოფხიზლებული ხმით მიაყარა ლიზამ
-როდის უნდა მოეშვა ჩემ თვითნაბად ანდღულაძის პრიჩოზე ღადავს.
-ეეე ცექე დე ლიზა და ზღალბი ლეკავს ნახე ლასგავს ანჩო.-უიეცრად გამოჩნდა პატარა ელენე-მომეცი დე ტელეფონი-გაისმა ანიკას ხმაც.-ჩემი გოგონები სულ დაგავიწყდით რა გამოდით ამ დილით კარგი ალადები დავაცხვე ყავა და ვიჭორაოთ.
-ვაიმეეე როგორ მომენატრა ალადები და ყავაც მინდა ჯერ არ დამილევია.-თქვა ლიზამ.
-იცით რას გეტყვით მე მეძინება დიდი მადლობა ნახვამდის.-გათიშვას აპირებდა მაგრამ ლიზამ იმხელა უღრიალა ნამუსზე ააგდო მძინარე ანდღულაძის ბიძაშვილი.
ზლოზინით აეფხიკა საწოლიდან სრული ამ სიტყვის მნიშვნელბით გაემზადა და სადარბაზოსთან ლოდინის რეჟიმში მყოფ ლიზას მანქანაში ჩაჯდა.
-ეეე ახალი მანქანა, ეს რატო არ მითხარი ჩუმალა მაიმუნო-უსყვედურა ანჩომ.
-მაგის თქმა მინდოდა რო დაგირეკე ამ დილით ჩამოვიდა მაგრამ ელემ შემიშალა ხელი. ისე რა სიცოცხლეა.
-აუ რაკაი ბიჭი გყავს რა, შენ რო შეგეფერება ისეთია, ტყავის სალონი შავი და რამე.... ეს თუ გამომაფხიზლებდა ახლა ...... აუ ბოლობოლო მასწავლე რა ტარება.-ბუზღუნით თქვა ანჩომ.
-მართვის მოწმობა გაქვს და მე რაღა გასწავლო? მშიშარახარ მარა ვიზამთ რამეს მე და ჩემი პრინცი.... აბა მზად ხარ ფორსაჟ 12 ის მონაწილე გახდეე?_ეშმაკურად გახედა ლიზამ
-გენდობი-თქვა ანანომ და სავარძელს მიეყრდნო.
ლიზა მართლაც, რომ შუმახერი იყო მალევე მივიდნენ ანიკასთან დაქალის საყვარელი ტკბილეული იყიდეს და გოგონების სანახავად ავიდნენ.
-დეეე ნაქე დიდი ლიზა მოვიდაა ეეე ცემი ნაცლია თუ რა ქვია ამას ესეც აქააა ...-თლიფინით თქვა ელენემ
-ჩემი სურნელოვანი გოჭი ვინარის -გემრიელად მოეხვია ანჩო.
-ეგ მარტო შენი არ არის რაა.. მოდი ჩემთან დეიდას სუნსულავ...-დიპლომატიური ღიმილით მიმართა ლიზამ.
-აუუუუ ჩემი გოგონები ორივეს ერთად უნდა ჩაგეხუტოთ-აი ეს იყო ის რაც სამივეს აკლდა უკვე დიდი ხანია.-მოდით უნდა გაჭამოთ ადამიანურად რაიყოთ ხალხო რას გევხართ ჩაცვენილი ეს ყვრიმალები ეს ლავიწები რა არის..... კაცი ხელს რო მოგკიდებთ ცოტა ხორცი უნდა მოყვეს-ხითხითით უთხრა ანიკამ
-მეყო რაც პატარაობაში ხორცები მქონდა ახლა ასეთი მომწონს ჩემი თავი და ანჩოც კრასავიცამ მყავს ასეთი????შენ კიდე ისე გიხდება დედობაა რო თვალები გიციმციმებს.-ფართო ღიმილით თქვა ლიზა
-აუ ხო რა ვეთანხმები ლიზას მადლობა რომ ჩემი სათქმელი თქვი ისედაც მეძინებოდა და მიხსენი ბევრი საუბრისგან, მაგრამ მაინც ბევრი გამომივიდა ნათქვამი....
-აბა მიირთვით.
-აუუუ გოგოებო ძან გადაღლილები ვართ აშკარად......ყველაფერმა დგვღალა....ანჩოს მაინც რომ ვუყურებ ვხვდები რომ ზღვა, რუჯი, გამოძინება პირდაპირ წამალივით იმოქმედებდა ამის ჩასიებულ გამოუძინებელ თვალებს.ისე რაღა იყო რა ნუ მუშაობ ამდენს შენია ეგ კომპანია და გყავს თანამშრომლები შეეშვი რა ნუ იღლი თავს, აწი ბიჭების თვალიერება უნდა დაიწყო გესმის...სიძე მინდა მეე....
-დავაი დავაწვეთ სადმე სადაც ზღვა და პლიაჟია მე მზად ვარ ჩემ თავს დავუთმო, დრო ყველა და ყველაფერი წყალსაც წაუღი სამუშაო და კომპანია.
-მე ვერ წამოვალ. ჩემმა ბიჭმა საჩუქარი გამიკეთა ზეგ პარიზში მივფრინავ ერთი კვირით, მერე იქედან ესპანეთსი, მერე იტალია და ბოლოს ინგლისი ნუ ერთისიტყვით სამოგზაუროდ მივდივართ 2 თვით.
-აუუუ რამაგარიაა-აღტაცებულმა თქვა ლიზამ-ერთად სხვა დროსაც წავალთ მაგრამ ახალ უეჭველი უნდა წავიდეთ მე და ანჩო მაინც წავალთ.
ბევრი ილაპარაკეს იწუწუნეს, მერე ლაშაც შემოუერთად და ცოლის დაქალებთან ერთად მანაც მოწრუპა ყავა და მოისმინა გოგონების წუწუნი, თუმცა არასდროს აღიზიანებდა ეს .გოგონებმა შეაქეს კიდევაც სიძე სიურპრიზის გამო.
შუადღე გადასული იყო როცა ანიკას დაემშვიდობნენ, მანქანაში ჩასხდნენ
-ანჩო მოდი ავიღოთ სასუსნავები სახლში ავიდეთ და ბილეთები ვიყიდოთ ნუ კაროჩე მივაგვაროთ მოგზაურობის რამე რუმეები....
-აი ზუსტად მაგის შემოთავაზება მინდოდა რაა,ჩემ გულში ზიხარ,მოდი უნდა გაკოცო.
მხიარულად გადაეხვიცნენ ერთმანეთს და როგორც ჩვევიათ ისეთი ქარიზმით შეაბიჯეს მარკეტში.
ლიზამ ანანო კალათში ჩასვა და თინეიჯერი ბავშვებივით დაიწყეს სუპერმარკეტში სირბილი.
-კაიიიი.-უეცრად თქვა ანჩომ-ამათმა ახლა ჩვენ მოგვბაძეს თუუ-თქვა და ლიზას მოშორებით მდგარ ბიჭებისკენ მიუთითა....4 იყვნენ ორს კალათის სადავეები ეპყრა ხოლო დანარჩენი ორი შიგ იჯდა.ლიზას გაეცინა
-გინდა ვუჩვენოთ სეირი?-არამზადული სახით გახედა დაქალს
-აბა რაააა_წინ შეუპოვარო დაქალო_ეს თქვა თუ არა ანჩომ ლიზამ იმ წამსვე გვერდში ამოუდგა კალათით ბიჭებს და რბოლა შესთავაზე, რაზეც დათანხმდნენ.
საბოლოო შედეგი დასრულდა 4:0 გოგონების სასარგებლოთ.ბიჭები კი დამწაუხრებულნი იყვნენ ფიქრობდნენ როგორ გაემართლებინათ თავი.
ერთ-ერთ მათაგნს მიზეზი მოფიქრებული ჰქონდა უნდა ეთქვა მაგრამ ანანო არ დააცადა.
-მომისმინეთ მეგობრებო არარჩვეულებრივათ გავერთეთ აბა ნახვამდის ....ნუ გეშინიათ არსად გაგამხელთ.... ეს თქვა და გოგონებმა ერთად მოხვიეს პარკებს ხელი და მანქანისკენ გაეშურნენ.
სახლში დაღლილები მივიდნენ, მაგრამ ნასიამოვნები.
ლიზას,რომ ანანოს ლოგინი უყვარდა მგონი ისე არაფერი მოსწონდა ქვეყნის გულზე ,ამიტომ გადაწყვიტა დღეს მეგობართან დარჩენილიყო და ხვალ ერთად გაფრენილიყვნენ საღამოს.
გემრიელად მოკალათდნენ
-აუ სად წავიდეთ?-ტუჩების პრუწკვით იკითხა ლიზამ.
-ჰავაიზე-გაკრეჭილმა თქვა ანჩომ
-ეგახარ ჩემო დაო-ღიმილით მიუგო ლიზამ-აი ბილეთებიც, აფრენა საღამოს 19:00 ჩასვლა 06:00
ხვალ.
-ვიყიდოთ!-თქვა ბედნიერმა ანჩომ
-ვიყიდოთ!-დაეთანხმა კმაყოფილი ლიზა
აუუუ რამაგარიიააა- წიკვინი დაიწყეს ერთდროულად...ასეთი ბედნიერი კარგახანი არ ყოფილან.
-მოდი ახლა ტნსაცმელები ლოსიონები მზის სათვალები და რაღაცეები შევუკვეთოთ-თქვა ანჩომ
ყველაფერი გემოვნებიანად აარჩიეს და იმ საღამოსვე მოუტანა კურიერმა ბოლოს დაღლილებს ღრმად ჩაეძინათ.
დილით ლიზამ, რა თქმა უნდა პირველმა გაიღვიძა. ყავა გაამზდა ტკბილეული ერთ ლანგარზე დაალაგა და მძინარე მეგობრას თავზე დაადგა.
-როგორ გინდა ეს ზღარბისებრთა ოჯახია წარმომადგენელი გააღვიძო-იმედგაცრუებით თქვა ლიზამ. ფარდები გადასწია მათი საყვარელი მუსიკა ბოლო ხმაზე ჩართო და ცეკვა დაიწყო.
ცოტა კი აბუზღუნდა ანჩო მაგრამ თვალი რომ გაახილა და მოქანავე სტოლბა დაინახა ლიზას სახით სიცილი აუტყდა.
-დილამშვიდობის ჩემო სტოლბა მეგობარო, მადლობა ყავისთვის-ეს თქვა და საბანში ჩაძვრა-შეგიძლია მუსიკას ოდნავ დაუწიო და დამტოვო,დიდი მადლობა ნახვამდის.
-ნურას უკაცრავად....მოუნდა ახლა გოგოს....ადგა დროზე ჩაიცვა ისაუზმა გაემზადა გასასვლელად.....საყიდლებზე გავიაროთ თუ ინებებთ კომპანიაშიც .
-აუ იცი რა ვიფიქრე-თვალების წკურვით თქვა ლიზამ.
-აბა რა მოგივიდა მაგ გენიალურ უტვინო თავში....კაი ხო ჯასთ ჯოუკ-სცილით თქვა მას შემდეგ რაც ლიზამ პულტი დაუმიზნა.
-ჩვენ ბავშვებს ვუთხრათ რო მივდივართ და პატარა გაცილებასავით გავაკეთოთ ლადოსთვის ან გიოსთვის მაინც უნდა მეთხოვა აეროპორტში გაყვანა და ბარემ გემრიელობებს გავაკეთებ და დავპატიჟოთ.
-აუ ძან კაი აზრია დროზე ჩავიცვათ და ვიყიდოთ რაღაცეები ოღონდ შენ აკეთებ მე გეხმარები-ღიმილით უთხრა ანჩომ.
-მოდი შევთანხმდეთ თავიდანვე მე ვაკეთებ შენ წამოწოლილი უყურებ ტელევიზორს სულ ასეა და ნუ მოვიტყუებთ თავს მაგრამ ამ ჯერად ჩანთებს ჩაალაგებ მერე აღარ გვეცლება.
-არის სერ-საყვარლად გაეპრუწკა ლიზას.
დაახლოებთ შუადღისთვის ყველაფერი მზად ჰქონდათ გაფრენამდე 5 საათი რჩებოდა და მალე მათი მეგობრებიც მოვიდნენ.
-მობრძანდით ბატონებო ეს ხართ სულ? გოგონები არ წამოგყვნენ? ამდენი რამე ტყუილად გავაკეთე ვინმემ მაინც წაიღეთ აქ გამიფუჭდება ჩემი ნახელავები სულ საკუთარი თითები ჩავაყოლე....-ბუზრუნებდა ლიზა რადგან მხოლოდ ლადო გიო დათა და ალექსანდრე დახვდა კარებთან და გაბრიელი ანანოს ბავშვობის მეგობარი...
-აუუუ ლიზა ტვინი მეტკინა უკვე ასე თუ გააგრძელებ უკვე მიმყავხარ აეროპორტში-წაიბუზღუნა გიორგიმ
-ამას უყურე რა ..-ჩაიხითხითა ლიზამ
-ყველა ძან მოგვენატრეთ რა ბიჭებო -თქვა ანანომ და თითოეულს გემრიელად ჩაეხურტა.
არაჩვეულებრი გამოვიდა გაცილების ღონისძიება ცოტა დალიეს კიდევაც..... კარში გადიოდნენ როცა ანანო ბიჭებს მიუბრუნდა..
-გასაღებს გიტოვებთ და ყველაფერი დამიწკრიალეთ სუფრა აალაგეთ და ჭურჭელი დარეცხეთ...
-არის უფროსო...-თავის დაკვრით თქვეს ბიჭებმა.
აეროპორტში მისულებმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ დალიეს გოგონების სადღეგრძელო და ცრემლებით დაემშვიდობნენ მეგობრებს..
-რა გატირებთ დასასვენებლად მივდივართ ვერ ხარ თქვენ რაა-ეს თქვა და კარგად შემოარტყა ანჩომ ამ ცრემონიალის ავტორ დათას.
-რეგისტრაცია იწყება...აბა ჩემო სიყვარულებო და მეგობრებო ნახვამდის დაგიბრუნდებათ მალე დასვენებული ლიზა გაკოცეთ ბევრი....-ანანოს ჩაჰკიდა ხელი, სირბილით და მეორე ხელის ქნევით გაემართა რეგისტრატურისკენ.....მაგრამ უპსიიი.....
-ანჩო ახლა მე ზედმეტი მომივიდა დალევა ჰალუცინაციები დამეწყო, ტვინის მუტაცია, თუ მართლა ის ბიჭებია არიან ჩვენ რომ იმდღეს მივაჩუხანეთ მარკეტში...
-კი თან ხელს გვიქნევს ყველაზე მაღალი...არ დავიბნეთ ჩვენც დავუქნიოთ..
-რა დავუქნიო გოგო უკან ბიჭები არაიან იფოქრებენ თავის ნაშებთან ერთად მიდიანო.მარა მამენტ...ხო და იფიქრონ...ეს თქვა და გამეტებით დაუქნია ხელი ბიჭებს..
ასე დასრულდა მათი კონტაქტი...ანანომ და ლიზამ მშვიდად გაიარეს რეგისტრაცია თვითმფრინავშიც ავიდნენ კარგად მოკალათდნენ და დაიძრნენ...
ტრადიციულად აფრენისას ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს შემდგე ფილმი ჩართეს და ასე გაატარეს დროო...
-აუ ანჩო არ გეძინება?
-კიი თან ძალიან მოდი დავიძინოთ და ყურსასმენებიც გავიკოთ მაინც ხმაურმა რომ არ შევგაწუხოს..ეს თქვეს და თავები ერთმანეთს მიადეს დასაძინებლად მაგრამ უკნიდან პირდაპირ მათ ყურებთან ბოლო ხმაზე ხვრინვა მოისმა...
-ეს ვინღაა ღმერთო ყურში რამე მყავს თუ რისი ხმა მაძიძგნის ნერვებს ასე გამეტებით-სასოწარკვეთილი ხმით თქვა ლიზამ...
-შენც ლიზა?.....
გაბრაზებულმა გოგონებმა ყურსასმენები მოიხსნეს და ჰოი საოცრებავ...
-გამარჯობათ გამარჯვებულო გოგონებო..
-დამთხვევაც ამას ქვია_ თვალები გადაატრიალა ანჩომ.
-გაგიმოარჯოთ დამარცხებულო მიჩუხანებულო ბიჭებო როგორ გიკითხოთ?-ნიშნისმომგები მზერა სტყორცნა ლიზამ ბიჭს, რომელიც სასტიკად ეცნობოდა მაგრამ ვერ იხსენებდა ვინ იყო არაა მარტო მარკეტიდან კი არა ისე ცხოვრებიდა ეცნობოდა ის ვიღაც იყო, ვიღა ლიზას ნაცნობი მაგრამ ვერც ბიჭი სცნობდა მას.
-მშვენივრად... ვინაიდან ჩვენი მარშუტები და დისლოკაციის ადგილები ერთმანეთს დაემთხვა ჩვენ გვსურს იქ არაჩვეულებრივ ჰავაიზე რევანში ავიღოთ.
-აი იქაც თუ თქვენ გადაგაწყდით მაშინ ვიტყვი რომ ბედი არამაქვს რადაგან იმედი მაქვს იქ თქვენზე ბევრად ნორმალურ ბიჭებს შეხვდები-მრისხანეთ თქვა ანჩომ...
-კარგი იყოს რევანში..._ხელი გაუწოდა ლიზამ
-მოემზადე დამარცხებუსთვის თქვა ბიჭმა...
-მოემზადე მიწასთან გასწორებისთვის -ლიზამ თვალებდაწვრილებით უთხრა ბიჭს და საკუთარია დგილები დაიკავეს .
-აუ იმენა მიყვარხარ ლიზა-ეს თქვა და საყვარლად აკოცა ლიზას ანჩომ
-შენც მიხვდი ხო რა ჩავიფიქრე...
-კი რა მიხვედრა უნდა სად მოგვძებნიან ესენი ამხელა ჰავაიზე და რომც მოგვძებნონ მე და შენ ხომ სუპერ წყვილი ვართ სამარკეტო რბოლაში..
-ოფ ქორსსს -აღტაცენით თქვა ლიზამ და დაძინება გადაწყვიტა ასე მოიქცა ანჩოც...
მალე გავიდა დრო... როგორც იქნა დააბიჯეს ფეხი ჰავაის ცხელ ქვიშაზეეე
-აუ ძან კარგი სასტუმროა კარგი ადგილი არჩვეულებრივი პლაჟი გამაგრილებელი სასმელები....ღმერთო თუ სიზმარია ცოტახანი მაცადე რა დავტკბე და მერე გამაღვიძე..-აღტაცებით ამბობდა ანჩოო..
-არა ეს რეალობაა-ეს თქვა დაქალი ფეხზე წამოაგდო და საბანაოდ შევარდენენ ორივე...ტკბებოდნენ წყალში ნარნარით...მალე სასტუმროში დაბრუნდნენ და პირველად გავიდნენ საქართველოსთან კომუნიკაციაში და რა თქმაუნდა ანანოსთან პირველი ზარი განახორციელა გაბრიელმა...
-გოგო თქვენ სულ შეიშალეთ?ვის უქნევდით ხელს იქ გამეტებით .. გადაწყვიტეთ მარტო არ ყოფილიყავით და ნაშებიი ააგდეთ?
-რეებს ბოდიალობა ამხელა კაცი არ გრცხვენია.... _ერთად მიაყარა ორივემ_ჩვენი ნაცნობები არიან შორიდან ვიცნობთ და უხერხული იქნებოდა რომ არ მივსალმებოდით..
-უცნაური არ არის რომ ერთი და იგივე ადგილას მიდიოდით...
-მერე მე რა ვქნა ? თუ არ გჯერა მე რა გიყო?და ასე თუ აპირებ გააგრძელო მაშინ დაგემშვიდობები და საღამოს მოგწერ.... გკოცნიი...-გაუთიშა.
ორივეს ისტერიული სოცილი აუტყდა..
-კაი მოვრჩეთ ჩამოვრეკოთ ჩვენებთან და მერე მოვემზადოთ კლუბისაკენ ჰერი ჰერიი....-ხელების მანჭვით თქვა ლიზამ
-ვუიმე რა პირველკლასელივით თქვი_აიბზუა ცხვირი ანჩომ.
საღმოსთვის უკვე მზად იყვნენ... ისევ გაბრიელის ზარი ....
-რაშვებით გოგონებო-უკვე დამშვიდებული იყო-კარგი მჯერა შენი ანანო..-რა ლამაზი ხარ..სად მიდიხართ..დამენახეთ...
-რავი გავისეირმებთ...
-ჯანდაბა თქვენ იმდენს იზამთ მანდ ფეხით ჩამომიყვანთ მოიშორეთ მაკიაჟი და შარვალი და ჰუდი ჩაიცვით ისე გადით...
- აფრენ ხო 1 საათი ვიწვალე მაკიაჟზე...და შენ თუ ასე ძან გინდა ჩამოდი არაა პრობლემა..მიყვარხარ ....პაკა....
-ახლა გიორგი რეკავს... დაიწუწუნა ლიზამ...ხო გიო გისმენ უკვე მოგენატრეთ?
-ოჰ გამოკმაზულან გოგონები აბა დამენახვეთ.....მოგიტაცებთ ვინმე გახსოვს ამ მიზეზით გაცილებდით ხოლმე სახლში მასწავლებლის მერე მაგრამ ახლა თუ გინდათ მოგიტაცონ დაბერდით უკვე ხო ხედავთ...ერთი ბალონი ტონალური გჭირდებათ...
-აბა ეხა აუდე აქედან....._უთხრა ლიზამ და გათიშაა-ჰე წავედით..
ნამდვილად თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ ყველანაირი გადაჭარბების გარეშე...უცხოელი თუ ადგილობრივი ყველა მათ აყოლებდა თვალს...ქართველმა ლამაზმანებმა ყველა დაჩრდილა..
-მოდი აქ შევიდეთ...კაი მუსიკა ისმის...-თქვა ანჩომ
-ჩვენუ მალუმააა_აწიკვინდა ორი წლის ბავშვივით ლიზა
-ვინმემ დამიჭიროს- ერთდროულად თქვეს გოგონებმა როცა შიგნით მომღიმარი მალუმა დაინახეს...
-მე დაგიჭერთ ორივეს არაა პრობლემა...-გაისმა უკნიდან ხმა ...
-ეს ვინღაა.....ისევ შენნ და შენი საძმაკაცო?-განრისხებულმა გახედა ანჩომ...
-რაპატარაა ჰავაი-სიცილით მიუგო ბიჭმა...
-ასე ხო კარგიი... ხვალ საღამოს 7 ზე სავაჭრო ცენტრში გელოდებით საბოლოო მიწასათან გასწორების საჩევნებლას გაწყობს...-თქვა ლიზამ.
-მაწყობსს...._ისევ ხელი ჩამოართვეს და ბიჭს მოშორდნენ
-აუუ ანჩოო ეს ბიჭი მეცნობა გეფიცები დეჟავუ მემართება თან ერთხელ კიარა ღრმა ბავშვობაში დაახლოებით საჯერ მაინც მყავს ნანახი...
-მოდი რა დავტკბეთ ამ დღით და ხვალ ვიფიქროთ ვინაა ის ბიჭი კაი?ეს დალიე...._ვისკით სავსე ჭიქა მიაწოდა ლიზას..
-ჩვენ გაგვიმარჯოს.._ერთი ამოსუნთქვით გადაკრეს 1,2,3,4,5, და მეექვსე ჭიქაზე მათი საყვარელი მალუმას mala mia გაჟღერდა აქ კი მიხვდნენ რომ ცეკვის დრო იყო...არაჩვეულებრივად ერთობოდნენ ხალხში შეერივნენ და ისე ცკვევდნენ უეცრად ანანომ ვიღაცის ძლიერი ხელი იგრძნო რომელმაც სწრაფად დაატრიალა და არაჩვეულებრივი მოძრაობაა გააკეთებინა მერე იმავე ხელმა უფრო მეტად აიყოლია ცეკვაში...
-ღმერთო ვინაა ეს რატო ვერ ვშორდები...გთხოვ აქ არ წავიქცე და დავდნე ახლა ამის ხელებში და არ მინდა მეტი არაფერი... რაა არის ეს ვიღაცაა ჩემი გემოვნება აქვს შესწავლილი თუ ზუსტად ჩემი საყვარელი მამაკაცის სუნამო რატომ ასხია..._ამას ყველაფერს ჩუმად თავისთვის ფიქრობდა თუმცა მეორე დღეს აღარაფერი ახსოვდა...ფაქტი იყო რომ სასტუმროში იყვნენ ლიზას მალუმას ტატუ ჰქონდა გაკეთებული ხელზე თავად ფოტო ჰქონდა მალუმას ავტოგრაფით და ნამდვილად გვარიანად იყვნენ გამომთვრალნი...
-გაფიცებ რა დავლიეთ ამდენი რომ საკუთარუ სახელი და გვარიც კი არ გვახსოვს.....ან სახლამდე როგორ მოვედით....ღმერთო რამე გამახსენე გთხოვ..._ბოლთას სცემდა ლიზა
-კაი დამშვიდდი რა მერე რა რო დავლიეთ აქ დასასვენებლად წამოვედით, ხო და შევირგოთ...მიდი მოწესრიგდი,ყავა დავლიოთ და სანაპიროზე გავიდეთ....-მშვიდი ტონით თქვა ანანომ
მალე ისევ ზღვაში აღმოჩდნენ...გუშინდელი ყველაფერი ნეგატიური წყალს გაატანეს და გამაგრილებელი სასმელების ბუნგალოსკენ გაეშურნენ...
-რა დავლიოთ?
-არ გრცხვენია რას კითხულობ?..Two cups of cold coffee...-ითხოვა ანჩომ
-არა ყავა ნამდილად გვჭირდებოდა...იცი ნელ-ნელა მიტივტივდება მოგონებები სადაც ვიხსენებ თუ საიდან მეცნობა ის ბიჭი...ძალიან პატარები ვიყავით მაშინ..დეიდაჩემის ქორწილზე მყავს მგონი ნანახი...და მერე კიდევ ზაფხულის პერიოდში რამდენჯერმე..._თქვა ლიზამ
-აუ გახსოვს ნელი ბებო რომ გვიყვებოდა როგორ ცემე ვიღაც ბიჭი დეიდაშენის ქორწილზე აი სულ ცუდად ვხდები ეგ რო მახსენდება...
-მოიცაა...ეგ არის...ეგ არის...-აღტაებით წარმოთქვა ლიზამ
-ვინ ეგ...-გაოცდა ანანო
-ის ბიჭი არის ის პატარა ბიჭუნა რომელიც დეიდაჩემის ქორწილზე ვცემე...დამიანე მესხი....
-კაიი ხო არ მეღადავები...აუ გავაფრენ ახლა....ეგ ის არა არის შენ რო მთელი ბავშვობა მეუბნებოდი უნდა გაგაცნოთ და დაგაჯახოთ ერთმანეთსო და მე სულ ცხვირს ვიბზუებდი.....კიდე კაი რომ არ გავიცანი. ეგეთ თავკერძა იდიოტს არც კი გავხედავდი...-თქვა კმაყოფილმა ანანომ.
-აი დღეს სავაჭრო ცენტრში კიდევ ერთხელ ვაჩვენებ სეირს მაგ ონავარს... არა ისე კი გამიკვირდა საიდან მეცნობა ეს გატეხილი რუსულ-ქართული აქცენტითქო და თურმე სადახარ ჩემო ლიზა-კისკისით თქვა ლიზამ.
-აუ მოდი დავსტალკოთ ინსტაგრამზე და გავიგოთ მართლა ეგაა თუ არა...-სიტყვით გამოვიდა ანჩო.
-რომ გეუბნები ჩემ სულში ზიხარმეთქი არ გჯერა რა...მიდი დროზეე..
-უყურე ამას გუშინ ესენიც კარგად გამომთვრალა თავის ძმაკაცებითურთ..ცალყბა ღიმილით თქვა ანჩომ..
-მოიცა ერთი წუთი გააჩერე ეგ ფოტო...ანჩო ეს შენ ხარ?....გუშინ ერთად იცეკვეთ?-ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა ლიზას..
-ჯანდაბა...კი გუშინ ვიღაც მეცეკვა ეს მახსოვს მაგრამ ეს თავქარიანი არადასტოინი არსება თუ იყო არ ვიცოდი....
-ჩვენ მაგათ ვუჩვენებთ_თქვა ლიზამ და მუჭი გაუწოდა.ანანომაც მიარტყა მუჭი ერთმანეთს გადაეხვივნენ და სასტუმროში ავიდნენ.
რბოლისთვის მოემზადნენ....გასვლისას ლიზას ტელეფონმა დარეკა.
-დეი როგორ ხარ... ძან მომენატრე რა.
-ჩემი ლეკვი მეც ძან მომენატრე...შენ რაც მუშაობა დაიწყე მის შემდეგ სულ დაგავიწყდა ყველა...კარგი საყვედურებს რომ ჩამოხვალ მერე მიიღებ ჩემი გამომცხვარი ტკბილეულების შეჭმა რომ მოგიწევს ახლა რაღაც უნდა გითხრა... მანდ სადაც თქვენ ხართ არის ჩვენი ნათესავი დამიანე ხომ იცი ჩემ ქორწილზე შენ რო ცემე ხო და შეეხმიანე და არ მოგიწევთ მარტო სიარული ერთად უფრო კარგად გაერთობით..
-მადლობ რჩევისთვის ტკბილო დეიდა მაგრამ არ გვინდა ახლა გავალთ გავისეირნებთ მერე უკან დავბრუნდებით და დავიძინებთ...აბა კარგად გკოცნით ყველას მიყვარხართ.
-უხ დამიანე მესხი შენ ხომ არ იცი დღეს რა გელოდება გაგახსენებ 4 წლის ლიზიკოს მწარე ხელს.
-შენ დამიანე მესხი იმ ფოტოსთვის სადაქალო გადაიმტერე
ეს თქვა და გავიდნენ გოგონები გარეთ სავაჭრო ცენტრისკენ გაემრთნენ სპორტულებში გამოწყობილები.
მოლში შესულებმა ერთმანეთის გამხნევება დაიწყეს.
-ჰე აბა ჩვენ ვიცით ამათ უნდა ვაჯობოთ.-ტქვა ლიზამ.
-ვიცი აბა არ ვიცი ცხვირში უნდა ამოვადინოთ იმ ფოტოს დადების გამო...წამო კომფორტული ურიკა ავარჩიოთ
-წამო.
-გამარჯობათ ქართველო ამომავალო ვარსკვლავო გოგონებო.
-გაგიმარჯოს ბატონებო... მზად ხართ სრული ფიასკოსათვის.-უთხრა ლიზამ
-არა ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვართ აქ მოსული.
-პატარა შესწორება მინდა შევიტანო თუ ჩვენ მოვიგებ ჩემს ფოტოებს აქრობ ინსტაგარამიდან და თუ ტქვენ მოიგებთ დღეს ჩვენ გპატიჟებთ სასმელზე გაწყობს.
-მაწყობს...
ადგილი აირჩიეს და რბოლაც დაიწყო.აი სად გამოადგა ლიზას გრძელი ფეხები,ცხენივით მიაბიჯებდა თავდაპირველად თანაბარ პოზიციებს ინარჩუნებდა ორივე მხარე მაგრამ ბოლო მოსახვევმა გადაწყვიტა დღევანდელი დღის დასასრული...და გაიმარჯვა სიგიჟის პიკამდე მისულმა დაქალებმა.
-კიდევ ერთი დამარცხებაა შენს ანაგრიშზე დამიანე მესხი 2:0... ხომ არ გახსენდება ვინემ შენი ღრმა ბავშვობიდან რომელიც პატარაობაში გჩაგრავდა.... ნუ მერე წამოიზარდე და ჩემზე მაღალი იყავი თან კარგად არ გიცნობდი და ვერიდებოდი დარტყმას...
-ეგეთი არავინ მახსენდება...
-გაიხსენებ მანამდე კი ინსტაგრამიდან ეგ ფოტოები გააქვრე დროზე...როგორც დამარცხებულებმა ეს უნდა გააკეთოთ გალერიიდანაც და ინსტაგარამიდანაც იშლება ჩემი ფოტოები...არა მომეცი ტელეფონი მეთვითონ წავშლი....
-რადგან სხვა გზა არ მაქვს აჰა აიღე..
ანანომ ტელეფონი წაართვა და სასწრაფოდ გააქრო ფოტოები.როცა მიწოდებას აპირებდა ბიჭმა ხელი მაგრად მოუჭირა და მისკენ მიიზიდა.
-ეს ნამდვილად დავიმსახურე ამხელა გარჯისთვის....და ანანოს ტუჩებს დააცხრა.ანჩო მალე გაეცალა ერთი კარგად ამოსცხო და ლიზას გახედა...
-მეორედ ასე არ მეუზრდელო პატარა ბიჭო თორემ 4 წლის ლიზიკოს დარტყმული მონაგონი იქნება ჩემსასთან გესმის-უთხრა ანჩომ.
-ეეე ლიზა შენ ხარ ლიზა აბაშიძე რა დამავიწყებს შენს თავს იმ დღის მერე ერთი კვირა დალურჯებებით დავდიოდი-მიაძახა გოგონებს.
სავაჭრო ცენტრიდან გამოსულებმა ერთმანეთს გადახედეს და ისტერიული სიცილი აუტყდათ.
-ეს რა ვქენით....არა იმ არსებას ამ სიუზრდელეს არ ვაპატიებ მე მაგას ვუჩვენებ.
-რა ჩაიფიქრე?
-მომყევი და ნახავ.
ისევ უკან შებრუნდნე ბიჭებს დაუწყეს თვალთვალი,ანჩომ რაღაც ძვირადღირებული პატარა ნივთი აიღო და ბიჭს ჯიბეში ჩაუცურა ისე რომ ვერაფერს მიხვდა.ბიჭებმა ყველაფრის საფასური გადაიხადეს რაც აიღეს და კარებში გადიოდნენ როცა გასასვლელში დეტექტორი აწიკწიკდა.
-უნდა შეგამოწმოთ-უთხრა დაცვამ.
-ბოლოდე გაჩხრიკეთ....თქვენ რა ამის მოპარვას აპირებდით... წამობრძანდით განყოფილებაში
გოგონები გარეთ იდგნენ ანანო კმაყოფილი ღიმილით უქნევდა ხელს.დამიანე ყველაფერს მიხვდა და ანანოს თითი ჟესტიკულაცით დაემუქრა სიკვდილით რაზეც ანჩომ დაჭყანვით უპასუხა.
გახარებულებმა ტკბილეული იყიდეს ცოტა ისეირნეს ფოტოები გადაიღეს და სახლში ავიდნენ...
გემრიელად მოკალათდნენ.
-ლიზა იცი მალე ისეთი დრო დადგება ჩემთვის რო ძან მნიშვნელოვანია და ეს დრო რომ არ დამდგარიყო მე ასეთი ბედნიერი ვერასდროს ვიქნებოდი ალბათ და ყოველთვის მარტოსულად ვივლიდი დაბადების დღეს გილოცავ შე ჩემო გულის ჭიავ ნერვების ტრენაჭორო ენაჭარტალა არსებავ...-ლამის ცრემლები მოადგა ანჩოს.
-რაა? დღეს ჩემი დაბადების დღეა?..
-კი დაბერდი 26 ბევრია უკვე უნდა იფიქრო აწი...
ერთმანეთს გადაეხვივნენ ანანომ კი ლიზას საჩუქარიც გადასცა.
-ღმერთო რა საუცრებაა, აქ ყველა ჩვენი ფოტოა?
-ნუ მთლად ყველა ვერა მაგრამ სასაცილოები და კარგები ჩანაწერებიცაა ეგ მერე წაიკიტხე ახლა ჩამეხუტე...
ერთმანეთს მოეხვივნენ და ასე დაეძინათ.
დილით ტელეფონის ზარმა გაღვიძა გოგონები.
-გამარჯობათ ქალბატონებო თქვენი ნომრისკენ ვიღაც ახალაგაზრდა მოემართებ შეჩერება ვერ მოვახერხეთ-გატეხილი ინგლით ელაპარაკებოდა მიმღებიდან კაცი.
მალე კარზე კაკუნის ხმაც გაისმა.
ლიზამ კარი გააღო...
-გილოცავ დაბადების დღეს ლიზა
დიდი გოგო გაიზარდე.-ტორტით ხელში ლიზას კარებთან გაბრიელი დახვდა.
-ვაიმეე როგორ გამახარე აქ საიდან გაჩნდი...დიდი მადლობა...-ტორტი ჩააქრო და მეგობარს მოეხვია.-შემო.
-ვაიმეე გაბრიელ-წამოიკივლა ანანომ ლოგინიდან ახტა და პირდაპირ კისერზე შემოახტა.
-ჩემი ანდღულაძის ბიძაშვილი გოგო ვინარისოო...როგორ მომენატრე შე გაძეძილო ზღარბო.-თბილად მოეხვია გაბრიელი.
-ჰე აბა რას ვშვებით დღეს რა გაქვთ დაგეგმილი-იკითხა გაბრომ.
-არაფერი ამ ქალბატონს ისიც კი არახსოვდა რომ დაბადების დღე ჰქონდა ასერომ მე მოვიფიქრე...ესეიგი 1.წავალთ სალონში ბიჭუნი შენც წამოდი თუგინდა შეათვალიერე გოგონები
2. წავალთ საყიდლებზე
3.ავარჩევთ სამივე სადღესასწაულო ლუქს.
4.დავივლით ყველა ბარს და გამოტყვრომამდე დავლევთ სამთავე.
როგორ მოგწონთ გეგმა?
-აი მეოთხე პუნქტს თუ შევასრულებთ ხვალ ალბატ პუტინის ავტოგრაფის ტატუთი გავიღვიძებ და ნამდვილად არ მინდა სამშობლოს მოღალატეობა დამბრალდეს ამ პატრიოტ ქალს.-სიცილით ტქვა ლიზამ.
-არაფერიც არ განიხილება გასაჩივრება დროზე მოემზადეთ გავდივართ-თითის აწევით მბრძანებლური კილოთი თქვა ანჩომ
-პირველ რიგში ჯობია სარკეში ჩაუხედავად დაივარცხნო თმები შენ ქალბატონო ვერ გაგიმეტებ მაგ ბუდის სანახავად ნამდვილად და სხვათაშორის მე მზად ვარ და თქვენ გიცდით.
-შენ ახალი ჩამოსულიხარ დარჩი თუ გინდა დაისვენე და საყიდლებზე წამოდი ჩვენთან ერთად.-უთხრა ლიზამ გაბრიელს.
-არაფერიც არ არის დაღლილი წამოვა აბა რას იზამს შენი დაბადებისდღეა ბოლო ბოლო.
-მართალია ანჩო.
გავიდა გარეთ სამი მუშკეტერი ბიჭი შუასი მოიქციეს და მთელი გზა ტვინი გაუბურღეს ცდილობდნენ ერთი სოტყვა მაინც დაეცდინათ მისი პირადი ცხორებიდან მაგარამ უშედეგოთ ყოველთვის იერიშზე გადმოდიოდა.
მალე სალონშიც მივიდნენ.
გოგონები დასხდნენ გასალამზებლად.
-აბა რა გვინდა რომ გავიკეთოთ-იკითხა გოგონამ.
-მე მინდა....მოიცა თქვენ ქართველიხართ...რა მაგარია ამ შუაგულ ჰავაიზე ქართველს რომ შეხვდები ეს უკვე ბედისწერაა.
-დიახ ქართველი ვარ მივხვდი რომ თქვენც ქართველები იყავით და ამიტომ გკიტხე ქართულად.
გოგონა გარეგნულადაც ქართველს გავდა ქერა შავთვალება ლამაზი პირსახის ნაზი გოგონა იყო.
-რა გქვიათ-ჰკითხა გაბრიელმა
-ლილე გაბიანი.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა ლილე-სამივემ ერთდროულად თქვა რაზეც ლილემა გულიანად გაიცინა.
გოგონებმა ხელი შეავლეს გარეგნობას და ლილესაც ტხოვეს შეერთებოდათ ამ ზეიმში გაბიანი დათანხმდა. სალონის შემდეგ ერთად გაეშურნენ საყიდლებზე.
ძალაინ კარგად გაერთნენ უნდა გენახათ რა სასაცილო იყო გოგონები თავის ჭკუაზე რომ ატრიალებდნენ გაბრიელს ტანსაცმელიც მათი გემოვნებით აარჩევინეს ბოლოს დაიშალნენ და შეხვედრა საღამოს დანიშნეს.
-ნამდვილად კარგი იყო გამიხარდა თქვენი გაცნობა, ნამდვილად კარგი მეგობრები შევიძინე თქვენი სახით აბა საღამომდე.
-საღამომდე ლილე...წინ არაცვეულებრივი გართობა გველოდება-მიაძახა გაბრომ
-მაზდახართ ჩემო მოსიარულე შარებო-მცირე ხნიანი კაკუნის შემდეგ გაისმა გაბროს ხმაც.
-მცირე შტრიხებიც და იუბილარი მაზადააა მეც მზადვარ.-გაისმა ანჩოს ხმა.
გოგონები აბაზანიდან გამოვიდნენ
-ჯანდაბა მაინდამაინც ეს კაბები რატომ ჩაიცვით გინდათ ჰავაიზეც ავიკიდო მტრები?-თქვა გაბრიელმა
-ეგ კიარა შენ თავს მემგონი დღეს ლილე მოგვტაცებს-კისკისიტ თქვა ანჩომ.
-გეთანხმები ანჩო...ჩაკა...და რას უწუნებ ჩემს კაბას ასევე შეგახსენებთ რომ ვინმემე თითიც რო დამიქნიოს წამო უნდა ავეკიდო და ქმრად მოვიყვანო უკვე იმა ასაკშივარ ასე რომ გავერთოთ.
ერთმანეთს თბილად ჩაეხუტნენ და სასტუმროდან გავიდნენ.დანიშნულების ადგილას დახვდათ ლილეც.
-აი გეფიცები ამდენ ხალხში გამოარჩევ და იტყვი რომ ქართველია ისეთი ლამაზია.-თქვა ანჩომ
-გეთანხმები.
-მეც გე...... უფროსწორად წამოდი შევიდეთ-გადააკეთა სათქმელი გაბრომ
-რაო ბიჭი მოვინუსხეთო
-საიდან მოგაქვს ესეთი სიტყვები- ჩაიცინა გაბრომ.
-ეს ჩემგან საჩუქრად-ერთდროულად თქვა გაბრომ და ლილემ და ლიზას საჩუქრები გაუწოდა.
-მადლობა ბავშვებო რა საჭირო იყო-თბილად მოეხვია მეგობრებს.-წამო შევიდეთ.
-აბა რას დალევთ გოგონებო.
-რამე ისეთ რასაც შენ სვამ ხოლმე კლუბში ბიჭებთან ერტად გასართობათ-თქვა ანჩომ და გოგონებიც დაეთანხმნენ გაბროც წავიდა სასმელის მოსატანად.
-ჯანდაბა-უჩურჩულა ლიზას ანჩომ-ამ თავკერძამ მთელი ჰავაი იყიდა რუსული რუბლებით თუ ყველგან რატომ მეყრება და მებლანდება ფეხებში-თქვა ანჩომ და დამალვა სცადა.
-ვინ?...სად?...ანჩო დამინახა და დაგინახა.
-ჯანდაბა.
-ჩვენსკენ მოდის... რა უნდა...კარგი დამშვიდდი მე მოვაგვარებ... ოღონდ ამოდი მანდედან მაინც ცანხარ და აზრი? გაბრო იეჭვებს რამეს. ჯობს ჩვეულებრივად მივესალმოთ რომ გაბრო შარში არ გავხვიოთ.
-გამარჯობათ გოგონებო-თქვა დამიანემ-ლიზა გილოცავ დაბადებისდღეს შენ კი პატარა ეშმაკო დაქალის იუბილეს-მიმართა მეგობრებს.
-გამარჯობა დიდი მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის-მოკლედ მოუჭრა ანჩომ.
-არა პატარა ქალბატონო ანგარიში გვაქვს გასასწორებელი-თქვა დამიანემ.
-არანაირი ანგარიში,ყველაფერი დამთვარდა ჩვენ მოვიგეთ სამაგიეროც მიიღე და ვსო ბარი ბარში ვართ-ხელები დაიფერთხა ანჩომ...უცებ ლილე ფეხზე ადგა და გოგონებს უჩურჩულა-მე გაბრიელს შევაკავებ მანამდე მოაგვარეთ ამ თავკერზა იდიოტს.
-აჰამ კარგი-ღიმილით უთხრეს გოგონებმა.
-აბა ბიჭი მოუსვი ახლა აქედან,ნახვამდის-თქვა ლიზამ.
-არაფერიც იცით რა მე მთელი ღამე განყოფილებაში ვიყურყუტე და აი ახლა შენ გვერდით მჯდომმა ლამაზმანმა რომელიც ამ ყველაფრის შემოქმედია უნდა გადაიხადოს საფასური-თქვა დამიანემ.
-ვათ?აბა ახლა მოხიე აქედან რა საფასური არა ღორის კანჭები ბაჟეში შემეშვი თორემ მარტო არ ვართ გაითვალისწინე.-თქვა ანჩომ.
-ააა იმ გოგოთი მაშინებ და ვინც არ უნდა იყოს ეს უნდა გააკეთო.
უცებ დაინახა ანჩომ რომ გაბრიელი მათკენ აპრებდა წამოსვლას.
-კარგი მოვდივარ-თქვა დაბნეულმა ანჩომ.-ასე არა, მიიღე რაც გინდა, მოდი და ვიცეკვოთ.
გავიდნენ თუ არა საცეკვაოდ უეცრად ჩაირთო სიმღერა movements საოცრად ცეკვავდენენ.გაბრიელი კი ლილემ შეიყოლია საცეკვაოდ ლიზა კი იჯდა და სვამდა რადგან ცეკვა საერთოდ არ ეხრხება.
-იცი საფასურში მარტო ცეკვა არ მიგულისხმია
-უი ბოდიში კიდე რა თქვენო აღმატებულებავ?-ცინიკური სახით თქვა ანჩომ
სიტყვის დასრულებაც კი არ აცადა დამიანემ,უცებ შეაშრა ანჩოს სიტყვა პირში და არაჩვეულებრივ გრძნობას მიეცა.არასდროს უგრძვნია მას ასეთი სიამოვნება შინაგანად საკუთარ თავს ებრზოდა მაგრამ ვერაფერი გააწყო.მიდი ანჩო... მიდი ანჩო...მოშორდი ანჩო...
-შე საზიზღარო მაღალო ხვლიკო ხო გაგაფრთხილე მეორედ არ გამიბედოთქო ხო და ესეც შენ-ისეტი თხლიშა მუცელში ბიჭი ჩაიკეცა. დანშაულის ადგილს სწრაფად გაეცალა ანჩო და დქალთან მივიდა.
-ლიზა რას გევხარ ამდენი რამ დაგალევინ ასე მალე?
-რავი დამტოვეთ ყველმა მარტო და მეც ვიხელთე დრო და მივუძღვენი თავს ასეთი დღე.
-კარგი მოიცა ვეტყვი გუგულებს და გავიდეთ-თვალების ციმციმით თქვა ანჩომ.
-მიდი ხო.
-გაბრო ჩვენ წავალთ რა ლიზას ბევრი მოუვიდა და მივიყვან სახლში მეც დავიღალე.
-კი მაგრამ ჩვენც წამოვალთ-თქვა გაბრომ.
-არა რა იყავი ტაქსს ვიქირავებთ და 10 წთში სასტუმროში ვარ, დაგირეკვა და ხვალ დილით რომ გავირვიზე მოგწერ პატაკი ჩაბარებულ.-სიცილით თქვა ანჩომ
-კარგი ოღონდ არ მანერვიულოთ აბა შენ იცი- უთხრა და შუბლზე აკოცა.
-მოდი ჩემო ლოთო წავიდეთ აქედან-უთხრა ანჩომ ლიზას.
-წავიდეთ ოღონდ სად წავიდეთ იცი?-თითი მაღლა ასწია ლიზამ-მაღაზიაში ვიყიდოთ კოკაკოლა ნამცხვრები და სანაპიროზე ჩამოვჯდეთ რა.
-აუ მთვრალი რომ ხარ
-არც ისეთი რომ კომპანიონობა ვერ გაგიწიო.
-კარგი.
გოგონები სანაპიროზე ისხდნენ და ოკეანეს გაჰყურებდნენ.
-ლიზიკო იცი როგორ მიყვარხარ შე საზიზღარო მაიმუნო ბავშვო 1 საათში უკვე აღარ იქნება შენი დაბადების დღე. მაგრამ მე მაინც მიყვარხარ.
-ვიცი ხო მარტო შენ და ჩემ ოჯახს ვუყუვარვარ ხო იცი ის გამოთქმა ყველას თავისი მახინჯი უყვარსო აი ზუსტად ისე.
-მახინჯი კი არა შენ ხარ ჩემი მზე და სიცოცხლე,აბა გამეკრიჭე ჰოლივუდის ღიმილით-ლიზაც გაეკრიჭა.-მიდი დავამთავროთ ესეც და წავიდეთ სახლში.
მალე სახლში მივიდნენ და ტკბილად დაიძინეს.
-ლიზაა ლიზაა ჩემო ლიზა გაიღვიძე მე ხომ მღვიძავს-ღრიალებდნენ გაბრიელი და ანჩო ერთად.
-რაიყოთ ხალხო ძილსაც აღარ მაცლით გასკდა თავი.-დაიბუზღუნა ლიზამ.
-აქ რისთვის ჩამოვედით ადე რა სანაპიროზე გავიდეთ-უთხრა ანჩომ
უცებ წამოხტა ლიზა-მხოლოდ ერთი პირობით-გაბრიელ ლუდზე დამპატიჟებ.
-რამდენი კათხა გნებავთ ქალბატონო-ნაზი ღმილითი მიმართა გაბრომ
-იმდენი რამდენიც მდგომარეობიდან გამომიყვანს.
სამივემ ერთად გაიცინა ლიზას გიჟურ გამონახტომზე შემდეგ ერთმანეთს მზაკრული თვალებით გადახედეს.მოოცა ეს ის გამოხედვაა თუ მეშლება რამე.არა აქ უკვე დაუნდობელი ბრძლოა დაიწყება.... თქვენს წინაშეა ბალიშების ომიიი...
სამივე მეომარი ცალ-ცალკე ფრონტზე გაიშალა ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ ბალიშები პირდაპირ სახეში ეხეტქებოდათ...და ბოლო დარტყმა საფირმო რომელსაც ანჩოური დარტყმა ჰქვია ერთი მოცხომა ორი კურდღელი ძირსაა...და ლიზა და გაბრო ძირს აგდიან ერთ ერთ კუთხეში მეორე მეორეში....ანჩომ კი სიხარულისგან ყიჟინა შემოსცხო და კივილი დაიწყო...ბოლოს დამარცხებულებიც ავიდნენ ლოგინზე და ერთად დაიწყეს პატარებივით ხთუნვა ლოგინზე...
-თქვენ არ იცით როგორი რთულია ორ ასეთ გოგოსთან ერთდ სიარული თვალები დამეფსო უკვე ყველას ვინც გამოგხედავთ მე უნდა მოვიგერიო... რანაირად...არა რა გიორგი მაინც წამომეყვანა...
-ნუ წუწუნებ დიახაც უნდა დაგვიცვა...მეტი რაგევალება ამხელა კაცს...-თქვა ანჩომ
-ჩვენ ისეტ ასაკსი ვართ უკვე ანჩ რომ აწი აქეთ უნდა ვათვალიეროთ-თქვა ლიზამ და უცებ ბრწკენა იგრძნო.
-ვაი ლიზა აბაშიძე შენ სისხლს დავლევ იცოდე-ჩაუსისინა გაბრომ.
-კაი ხო კაი მიდი ლუდი მოიტანე გაშრა პირი რაღას მალაპარაკებ ამდენს ვერ გავიგე ხო იცი ვერ გადაიტანს ამ ბახუსს ჩემი გული ასე.
-კაი კაი მორჩი მომაქვს.
გოგონები მარტო დარჩენენ
-ანჩ გუშინდელი ბუნდოვნად მახსოვ ის კი ვიცი შენ და დამიანე რო ცეკვავდით მაგრა ბოლომდე არ მახსოვს და რამოხდა?
-არაფერი ისეთი ისევ სისულელე ჩაიდინა და მიიღო საფასური მუცელში.
-აი ამიტო მიყვარხარ რა
-აბა ინებეთ გოგონებო.
-უი ვაჟბატონო შენ და ლილემ რა ქენით გუშინ.
-რავი გავერთეთ და წამოვედით.
-უი კაი კაცო...სხვა რაქენითთქო...ხო არ ჩაგივარდა გულში...-ცბიერი თვალით გახედა ანჩომ
-არვიცი ვნახოთ
-კარგი მოვიცდით,მ ო ვ ი ც დ ი თ.-წარმოთქვა ანჩომ.
-ჯანდაბა-იჩურჩულა ლიზამ
-რახდება-იკითხა ჩუმად ანჩომ
-ეს შენი ბედია ანჩ და რავქნათ ყველგან გვეჩეხება და წინ ვერ აღვუდგებით-წაიქირქილა ჩუმად ისე რო გაბროს არაფერი გაეგო ლიზამ.
-ჩემი ბედი არა კვახი.
-დიახ ახლა ნახე ხელს რო დააქნევს და მოვა... რავქნათ.
-მე მეორედ ამ არსებასთან ახლო კონტაქტს არ დავამყარებ ასეც უქნია გაუერთიანებია გაბრიელს მისი ლამაზი მოჯართული მორუსო სახე.-თქვა გამწარებულმა ანჩომ
-ნახე მოდის და ხელს იქნევს.
-შენ უნდა გააცნო გაბროსო როგორც ნაეთესავი.
-ხო მაგას ვაპირებ.-თქვა ლიზა-დამიანე როგორ ხარ
-კარგად ლიზა შენ?-
-მეც კარგად გაიცანი ეს ჩვენი მეგობარი გაბროა,გაბრო ეს კი ც
ჩემი ნათესავი დამიანე..
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც...
-იცით საიდანღაც მეცნობით...თქვენ მუსიკოსი არ ხართ?-უეცრად თქვა დამიანემ.
გოგონებს წარბები შუბლზე აუვიდათ გაბრო კი დაიმორცხვა.
-ახლა მთლად ეგრეც ვერ ვიტყოდი მაგრამ...
-ძალიან მომწონს თქვენი სიმღერები და სულ მინდოდა რომ ფართოფართო საზღვრებს გასცდენოდა თქვენი შემოქმედება.
-დამიანე ხო,მოდი აქეთ ბარისკენ გადავინაცვლოთ და იქ ვისაუბროთ.
-დიახ,მოვდივარ.-გაიარა ანჩოს ხელზე აკოცა თვალი ჩაუკრა და გაბროსთან მანამ მივიდა სანამ შემობრუნდებოდა.
-აი უსაზიზღრესი ტიპია უსაზიზღრესი-თქვა გაბრზებულმა ანჩომ
-ამან შენ კიარა გაბროც კი დაკერა აწი ქორწილის სუფრას გაგიშლი და წავიდა გულავი-თქვა ლიზამ ხითხითით და ცეკვის იმიტაცია გააკეთა.
-ოხ ლიზა აბაშიძე რატო არ ამოგძვრა ეგ ენა ან მე რატო არ ამოგაღებინე და დაგაკავებინე ხელში რო გაჩუმებულიყავი მიუყენა გაბრიელს ფანები გოგომ კარზე.
-დაზღნარდი რა გთხოვ.ილაპარაკონ რამდენიც უნდათ ჩვენ გავცურით მერე გავირუჯოთ და მშვიდათ ავიდეთ სახლში.
ასეც მოიქცნენ ბიჭები ისევ იქ დატოვეს სადაც თავიდან დასხდნენ.
სახლში ავიდნენ თუარა ანჩო ისევ წუწუნს მოჰყვა.
-არა ეს თვალის ჩაპაჭუნება და ხელზე ამბორი რაღაა რომელი საუკუნე ფუ ეს ძველმოდური არსება სად გავჩითეთ რა,ან საერთოდ შენი ნათესავი რატოა...მითხარი რომ ასეთი მეორე არ გყავს სანათესაოში.
-არა ეს ერთია და განუმეორებელი.-თქვა ლიზამ ქირქილით-ხო ხედავ ეს ერთიც შენთვის მემეტება.დაამთავრა თუარა პასუხად ბალიში მიიღო სახეში.
-ნუ გველობ....აუ ტკბილი მინდა თორე დამეწყო დეპრესია...
-შეიყვარე დამიანე ბიჭი და საჩუქრად მოჰყვება ერთი შეკვარ დამინეს სიმაღლე რაფაელო პლისუ უფსო მიტანა ლიზასგან საჩუქრად როცა მოგინდებათ შოკოლადი დავალეთ დამიანეს და მყისვე მოგიტანს.დატკბით ჩვენი ახალი სერვისით.
-მორჩი ლაყბობას და შედი სააბაზანოში დროზე რო მალე გავიდეთ და გვისეირნოთ გავეცალოთ იმ ორ მანიაკს .
-მიმაქროლებს ოცნებებში
სურვილიდან სურვილამდე
დ ა მ ი ა ნ ე!-წაიღიღინა ლიზამ-ამას მე კი არა შენ უნდა მღეროდე ჩიტო-თქვა და კარი მოიხურა ამით ფაქტიურად საკუთრი სახე იხსნა ალეწვისგან იმიტომ რომ ანჩოს ჩუსტიკი აიცილა.
--აუ რა მალე გავიდა 5 დღე მაგრმა კიდე ბევრი დარჩა წინ და დარჩენილი დრო დავიმხოთ ჰავაი თავზე და პლიუს გაბროს ლილე მოვაყვანიოთ.
-და პლიუს შენ შეგვაყვაროთ დამიანე და წავიდა ქეიფი.
-ლიზა მე რო ავტყობ შენ მარტო ქეიფისთვის მათხოვებ და მაცალე ეს ერთი კვირა და ერთი სუფრა ჩემზე იყოს თან რა ჯობია სამეგობრო მოვიყრით თავს.
-ნურას უკაცრავად მე მინდა ვიყო ჯერ მეჯვარე და ქორწილის ორგანიზატორი ნუ მერე "ბიჭია თუ გოგო"ფართის ორგანიზატორი და ბოლოს ნათლია და ნუ მერე თქვნი ცხოვრების მეგზური და თქვენი მონა მორჩილი ლიზა.-თქვა ხითხითით ლიზამ
-ვაი ლიზა აბაშიძე შენ თუ აქ ვინმე არ აგკიდო მე ვიყო კუ...
-კუხარ...
-ხო არა? მაცადე-უკაცრავად იცით იმ გოგონას ძალიან მოეწონეთ და შეიძლება ფოტო რომ გადაიღოთ მასთან ერთად?-კითხა ინგლისურად საკმაოდ სიმპატიურ გამვლელს.
-კი რატომაც არა -უპასუხა ქართულად რამაც გოგონები გაოცებული დატოვა.
ლიზა უხერხულად დაუდგა გვერდით გაიკრიჭა ბიჭმა ხელი გადახვია და ფოტოსთვის მზად იყვნენ.
-არაჩვეულებრივი ფოტოა დიდი მადლობა.
-არაფერს, თუ შეიძლება თქვენი სახელი?-მიმართა ლიზას.
-ლიზა ჰქვია ლიზა აბაშიძე ცნობილი გამომძიებელი-სწრაფად უპასუხა ანჩომ და ხელი ჩამოართმევია ძალით.ლიზა კი ამდროს მომაკვდინებელ მიმიკებს იღებდა ანჩოს საპასუხოდ.
-დიდი მადლობა ნახვამდის ბატონო?...-დაიბნა ანჩო სურდა სახელი გაეგო
-ერეკლე დევდარიანი.
-ნახვამდის ბატონო ერეკლე
-ნახვამდის იმედია კიდევ სევხვდებით.-მოაძახა ერეკლემ
-გოგო შენ სულ გაგიჟდი ამხელა ქალმა ჭკუა სად დაკარგე დამიანეს რო აკოცე მაშინ?
-არა არსად არ დამიკარგავს რავქენი რა გავაკეთე ცუდი?
-იცი მაინც ის ვინ იყო?
-ვინ?
-ერეკლე დევდარიანი საქართველოს ნაკრებში თმაშობს რაგბს 14 ნომრით შენ რა არასდორს გიყურებია რაგბი ადამიანო?
-არა არ მიყვარს მე უფრო კალათბურთი.
-ხო და რო გეუბნები დამიანე შენი ბიჭიათქო გწყინს და ხან ბალიშს მესვრი ხან სასტუმროს მომსახურე პერსონალს...მთელი თავისი შეგნებული ცხოვრებაა კალათბურთს თამაშობს ეგ ბიჭი.
-მართლა?მერე რა მაინც ხეპრე და გაუთლელია დარწმუნებული ვარ მოუქნელია და ჩემი კოსტია მამიკო არც კი ათამაშებდა თავის ნაკრებში.
-შენ ეგრე იფიქრე და მართლა მაგრა თამაშობს პროსტა ექიმობა უნდოდა ბავშვობიდან და ახლა არის კიდევაც პლასტიკური ქირურგი ბიჭი.
-ოჰ ვინც მაგასთან რამის გასაკეთებლად მიდის თავითონვე უჯდება კალთაში მიქელას ჩემი სუბიექტური აზრით.
-აუ რა ხისთავიანი ხარ ხოლმე, მე ძან მომწონს ეგ ბიჭი სასიძოდ და გაბროც თუ მოხიბლა წასულია შენი
საქმე.
-ძაღლი ახსენეო და ჯოხი ხელში დაიკავეო ამას ქვია რა...შეხე ერთად მოდიან მოჭუკჭუკებენ ბიჭები...
-ოჰ საღამომშვიდობის ბიჭებო..
-საღამომშვიდობის ჩემო ოქროებო რატო გამეცალეთ თვალსდახელშუა სანაპიროდან ვეღარ გიპოვეთ...-თქვა გაბრომ
-რავი გადავწყვიტეთ გაგვესეირნა...-უპასუხა ანჩომ
-იცით ჩემს ახალშეძენილ მეგობარს და ლიზას ნათესავს ძან მაგარი რამ მოაფიქრდა.
-რა მოაფიქრდა ამ თავკერძას ასეთი მის თივით სავსე თავში-ფიქრობდა ანჩო.
-მოკლედ აქვე ახლოს არის ატრაქციონები ძან კარგი გასართობებია და კარგ დროს გავატარებთ.
-მე თან ლილეს დავურეკე უკვე.
-ხო რა, გვინდა რომ წყვილებად დავიყოთ და ისე ვითამაშოთ.
-მე და ლილე, დამიანე და ანჩო, და ლიზა შენ რჩები უწყვილოდ...
-მე ვიქნები ლიზას მეწყვილე და დამიანე მარტო იყოს-თქვა ანჩომ.
-არაფერიც მე არ მჭირდება მეწყვილე და მეორე ნახევარი მე ვარ ერთი მთლიანი გაიგეთ ხალხოოო-თქვა სიცილით ლიზამ-მე გიყურებთ და თან გადავიღებ ხომ იცით ეს ჩემი ჰობია.
-არაჩვეულებრივი იდეააა-თქვა გაბრომ- აი ლილეც მოსულა.
-გამარჯობათ მეგობრებო, ვინმე ახალი შემოგვიერთდა?
-დიახ მე დამიანე ვარ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო ლილე.
-ჩემთვისაც ოღონდ ქალბატონო არა ლილე ჩვეულებრივად ლილე.
-კარგით აბა დავიძრათ ატრაქციონებისკენ-შეჰყვირა ლიზამ.
არაჩვეულებრივად ერთობოდნენ მარტო ანჩო იყო გაბღუზული იმის გამო რომ მეწყვილე არ მოსწონდა მაგრამ დამიანე აშკარად არ აცლიდა მას ასეთ ხასიათზე ყოფილიყო ყველა გასართობ თამასში მიღეს მონაწილეობა და გამარჯვებულის სტატუს ძირითადში გაბრიელი და ლილე ინარჩუნებდნენ. ლიზა სიცილით კვდებოდა მათ დანახვაზე, უხაროდა და ბედნიერი იყო რომ მეგობრებს ასეთებს ხედავდა იცოდა რომ ანჩო აუცილებლად დამიანესი გახდებოდა ორმაგად ხალისობდა ამაზე.
-დროა ეშმაკის ბორბალზეც დასხდეთ და გადმოხედოთ ჰავაის აბა მიდი თქვენ იცით.-თქვა ლიზამ.
-მოიცა შენ რატო არ მოდიხარ-თქვა საშინელი სახით ანჩომ.
-ჯერ ეს ერთი სიმაღლის მეშინია მერე მეორე ორზე მეტი არ შეიძლება ერთად და მარტო ვერ გვჩერდები ზემოთხსენებული მიზეზის გამო ასე რომ თქვენ რომ ჩამოხვალთ მე აქ ვიქნები მე და ნაყინი უნდა განვმარტოდეთ აბა მიდით გაკოცეთ ბევრი -და ლიზა გაუჩინარდა.
-ოხ ლიზა აბაშიძე შენი გაუჩინარდი ესმაკებში როგორ შემატოვე ამ რუს სნეგურაჩკა კაცს ვუიმე-ფიქრობდა ანჩო თავისთვის.
ეშმაკის ბორბალზეც ავიდნენ წყვილები ცალ ცალკე დასხდნენ. ლილე და გაბრიელი აშკარად დაახლოვდნენ.
-ლილე იცი არაჩვეულებრივად გავერთე-თქვა გაბრომ.
-მეც ძალიან ბავშვობა გავიხსენე.
-იცი რას მივხვდი?
-რას?
-მივხვდი რომ აქ ის ვიპოვე ვისაც ადამიანები მხოლოდ ერთხელ პოულობენ...ლილე შენ ჩემთვის ის ერთადერთი ხარ... ლილე მიყვარხარ-ეს თქვა გაბრიელმა და წყვილი სიყვარულის ზღვაში ჩაიძირა...და რახდებოდა ზევით დამიანესა და ანჩოსთან...მესამე მსოფლიო ომი, ანჩო ჯერ კიდევ იმაზე ჩხუბობდა თუ რა დაბდურა მეწყვილე ყავდა ცეკვის დროს რომელმაც ლამის ფეხის თითის ძვლები დაულეწა იმდენჯერ დააბიჯა.
-კარგი რა აღიარე რომ მაგრად გავერთეთ-უთხრა დამიანემ.
-არაფერიც შენთან ერთად პარკიც კი მიტოვებული ჩერნობილი მგონია.
-მეწყინება იცოდე და მოგიწევს მერე დამშვიდება-ნიშნის მოგებით უთხრა ბიჭმა.
-ხო აბა მოვიკლავ თავს ბატონ დამიანეს არ ვატკინო სათუთი გული სულ ამის ფიქრში ვარ ხომ იცი ერთი შენზე ვზრუნავ და მეორე პუტინის ჯანმრთელობაზე.
-ზუსტადაც მოიკლავ...
-არამც და არამც სანამ პირში სული მიდგას.
-ეგრე ხო, კარგი-თქვა დამიანემ და ანჩოს ტუჩებს მიახლოვდა რომელიც ალუბლის სურნელით იყო გაჟღენთილი, მაცდური ხილი რომელიც თავისკენ იზიდავს ყველას და ყველაფერს.
და აი იგრძნო ანჩომაც თავისი საყვარელი ცივი ტუჩები,ტკბებოდა და იძირებოდა თითეული შგრძნებისას...ვერ ეწინააღმდეგებოდა საკუთარ თავს რადგან სწორედ ამ თავკერძა იდიოტმა დაიპყრო მისი გულიც გონებაც და კუჭიც კი..

ლიზა როგორც ყოველთვის თავისი საყვარელი სანაყინისკენ დაიძრა აიღო თავისი ნაყინი და იქვე ჩამოჯდა, ფოტოების თვალიერებას შეუდგა.
-გასაგიჟებელია, უმაგრესი ფოტოები გამოგივიდა ლიზა ოქროს ხელები გაქვს რა ოქროს...აი ამ ფოტოს გაბროს და ლილეს ქორწილზე გამოვიყენებ, არა კი მართალია ჯერ სიყვარული არ აუხნიათ მაგრამ მე ხო ვიცი რო ზაფხულის ბოლოს ქორწილში ვიგულავებ?აი ამ ფოტოს კი ანჩოს და დამიანეს ქორწილში გამოვიყენებ-თავისთვის ლპარაკობდა ლიზა.
მერე ადგა და ეშმაკის ბორბალისკენ წავიდა სადაც მეგობრებს დაელოდა უცებ მის ბავშვობის სიმპატია გამოჩნდა.
--ამის დედაც რა არის კიმარა წელს მთელი საქართველო ჰავაიზე ისვენებს?ფუ როგორ მეზიზღება ეს ბიჭი აი მაშინ ხო მომწონდა მერე უკვე შემზიზღდა და ახლა გულიც მერევა ნამდვილი ლონდრეა იმედია ვერ მიცნო თან ვიღაც გრძელფეხება ახლავს, ეჰ როგორ არ გაგიმართლა გოგონი მარტო მაგ ფეხებით მოხიბლავდი მასზე ასჯერ კარგ ბიჭებს მაგრამ არა არავის აქვს თავში ჭკუა მე რა გავჩნდი ასე მოზგი მოკლედ-ფიქრობდა და თან საკუთარ თავს დასცინოდა.
-ოჰ ქალაბატონო ლიზა აქ ხარ-თვალების ტრიალით უთხრა ანჩომ
-კი მოვედი,აბა როგორ იყო?.
-არაჩვეულებრივი, გასაგიჟებელი-თქვა ლილემ.
-კარგი თუ გინდათ სადმე ვივახშმოთ და მერე დავიშალოთ-თქვა დამიანემ
-აუ არა გვირჩევნია სახლში წავიდეთ ძალიან გვეძინება.-თქვა ლიზამ და ანჩოს ხელი მოხვია.
-აბა კარგათ ბავშვებო, მადლობა ამ ლამაზი დღისთვის-თქვა ლილემ.
-მე გაგაცილებ ლილე-თქვა გაბრომ
-კარგი
-ამათ უყურე რა ერთი-ჩაიცინა ანჩომ
-ხო ძან საყვარლები არიან-თქვა ლიზამ
-გოგონებო მე გაგაცილებთ თან მანქანით ვარ-თქვა დამიანემ
-არა გთხოვ ფეხით მინდა გავლა არაა საჭირო დიდი მადლობა მშვიდობიანი ღამე ხვალ ისევ შეგეხმიანებით-უთხრა ლიზამ
-კარგი რახან არ იშლით-უთხრა გოგონებს და გადაკოცნა ისინი ანჩოს კი რაღაც ჩასჩურჩულა.
ლიზამ ანჩო პარკიდან სირბილით გამოიყვანა.
-რაიყო ადამიანო რატო მომარბენინებ.
-რატო და იქ ის ლონდრე იყო.
-ვინ?
-ვინ და მაუგლიში რო დათვია ის.
-კაი ხო არ ღადაობ.
-არა, თან ვიღაც ანგელოზივით გოგო ედგა გვერდით.რა მოეწონა ამ ლონდრეში პირდაპირ მიკვრის
-შენ რა მოგეოწნა.
-რავიცი გოგო მაშინ ცხვირმოუხოცავი ღლაპი ვიყავი.
-აუ ისე უბრალოდ უყურე წამოვედით დასავენებლად განსატვირთად და აქაც იგივე საზიზღრები გვხვდებიან...
-ეს როდის ვნახე ბოლოს არც მახსოვს და იმედია ვერც მიცნო.-კაი ახლა შენ მოყევი რა ქენით შენ და დამიანემ.-წარმოთქვა ინტერესიანი ხმით ლიზამ.
-აუ არაფერი რა უნდა გვექნა ნუ ხარ პაჯიგატელი დასჯილი ბავშვებივით ვისხედით.
--დავიჯერე და ყველაფერი რა.
-ხო კარგი კარგი მაკოცა...და მეც ავყევი ფუ რა დებილი ვარრრრ....
-კაი გავგიჟდები რამაგარიაააა-იყვირა თუ არა ლიზამ წვიმა დაიწყო.
მეგობრებმა მხიარულად დაიწყეს ხტუნვა სიამოვნებდათ წვიმის წვეთები...ირგვივი სიცარიელე იყო მხოლოდ ისინი და ბედნიერება...ძალიან კი დასველდნენ მაგრამ ღირდა...მალე სასტუმროშიც დაბრუნდნენ.
დილით სიშინელმა ტელეფონის ზარმა და კარზე კაკუნმა ერთდროულად გააღვიძა გოგონები.ანანომ ტელეფონს უპასუხა:
-გამარჯობათ ქალბატონო ანანო მე ჰავაის საავადმყოფოს მედ პერსონალი ვარ ცენტრალური საავადმყოფოდან გიკავშირდებით-ინგლისურად ესაუბრებოდა ვიღაცას ანანაო ამასობაში ლიზამ კარი გააღო და გაბროც შემოვიდა.
-დიახ გისმენთ-უპასუხა ანანომ
-თქვენი მეგობარი ავარიაში მოყვა ბოლო ზარი თქვენთან ჰქონდა განხორციელებული თუმცა აქ როგორც ჩანს ვერ დაგიკავშირდათ ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ დაგკავშირებოდით, დამიანე მესხის მდგომარეობა ახლა სტაბილურია, თუ შეგიძლიათ მობრძანდით ან ნათესავებს დაგავკავაშირეთ.-დაასრულა კაცმა მონოლოგი.
-კარგით.-მხოლოდ ეს მოახრეხა ეთქვა ანჩოს ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და ლიზას ხელებზე უსულოდ დაეცა..
-ანჩო რაგჭრს...ანჩო... გამოფხიზლდი...გაბრო წყალი და ნიშადური დროზე....-დაიყვირა ლიზამ.
-ანჩო ჩემო სიცოცხლე გონს მოდი გთხოვ-პანიკაში იყო გაბრო.
ცოტახანში ანანო გონს მოვიდა და ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან.
-რახდება გოგო გამაგებინე ადამიანურად.
-დამიანე ავარიაში მოყვა-სასწრაფოდ წამოხტა ტანზე გადაიცვა და გარეთ გაიქცა...მეგობრებიც უკან გაჰყვნენ პირველივე ტაქსი გააჩერეს და საავადმყოფოში მივიდნენ.
-გამარჯობა, ჩვენ დამიანე მესხს ვეძებთ როგორც შეგვატყობინეს ავარიაში მოყვა, რომელ პალატაშია თუ შეგიძლიატ გვითხრათ?-თავაზიანად უთხრა ლიზამ.
-დიახ ახლავე..324პალტა მეორე სართულზე.
-გმადლობთ.
ანჩო სასწრაფოდ პალატისკენ გაიქცა მეგობრებიც გაეკიდნენ...სანა პალატაში შევიდოდა ანანო ექიმს შეხვდა.
-გამარჯობა ბატონო ექიმო მე დამიანეს ახლობელი ვარ მითხარით რა სჭირს.
-რთულადაა საქმე თუმცა აშკარად გამოძვრა საშინელი ავარია იყო ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა სძინავს წამლის ზემოქმედებიდან მალე გამოვა და შემდეგ შეგეძლებათ მოინახულოთ.
-დიდი მადლობა ექიმო-უთხრა ანჩომ.
-დამშვიდდი ჩემო ლამაზო ყველაფერი კარგად იქნება ეგ მაიმუნი მალე ფეხზე წამოხტება და ჩვენზე ჯანიანი იქნება,გესმის.
-სულელი ვარ იცი სულელი, უნდა გავყოლოდით გუშინ ჩვენ და იქნებ ეს არც დამართნოდა, ეტყობა ნასვამი დაჯდა საჭესთან, ჩემი ბრალია რომ იქ გული ვატკინე და მაგის გამოა რომ ახლა პალატაში უგონოდ წევს, ჯანდაბა ანანო ჯანდაბა რა იდიოტი ხარ ხოლმე ხომ შეიძლება ცოტა კორექტული იყო და ადამიანებს გული არ ატკინო.
-დამშვიდდი გთხოვ წამოდი ქვევით წავიდეთ ყავა დავლიოთ და მოხვალ აზრზე-უთხრა ლიზამ-შენ აქ დარჩი-ანიშნა გაბროს,მანაც ტავი დაუქნია.
-აბა მოდი ახლა ღრმად ჩაისუნთქე ცრემლები მოიწმინდე ყავა მოსვი და დაიწყე მოყოლა რა უთხარი ასეთი იმ ბიჭს ბორბალზე.
-დეგენერატი რომ დავიბადები... რა და რომ არასდროს გავხედავ მისნაირ ბიჭს, რომ ძალიან მაღალი თვითსეფასება აქვს იმასთან შედარებით რასაც წარმოადგესნ ისიც კი ვუთხარი რომ მეზიზღება და მტელს მსოფლიოში ყველაზე აუტანელი არსებაა და გავაფრთხილე რომ თუ კიდევ შემეხებოდა ანა ჩემთან კონტაქტის დამყარებს შეეცდებოდა თავს მოვიკლავდი... აი შენი დაქალი მე ასეთი შტერი ოდესმე გახსოვარ?-დაასრულა ანანომ
-მაგრად გიმუშავია მაგ ბიჭის მენტალიტეტის დეგრადაციაზე ყოჩაღ! როგორც კი გაიღვიძებს ბოდიში უნდა მოუხადო.
-ვიცი.
-ისე ასთი დაბნეული არასდროს მინახავხარ, მგონი შეგიყვარდა, მაგრამ იცი რა მაკვირვებს გუშინ თითქოს ყველაფერი მშვენივრად იყო არც ცუდ ხასიათზე ყოფნა ეტყობოდა და არაფერი.
-დავაფიცე რომ შენ არაფერს გეტყოდა და ამიტომ იქცეოდა ასე.
-გასაგებია...შენ არხ არ ადამიანო ნორმალური ბიჭს ისე უყვარხარ რომ ინერვიულა დალია და მერე რას შეასკდა კაცმა არიცის და ახლა სავადმყოფოში წევს ორ ოპერაცია გადატანილი.
-ვიცი ხო აუცილებლად მოვუხდი ბოდიშს.
-კარგი ხო მოიკრიბე ძალა ცოტახანს ბაღში გავიაროთ მერე ადი ისიც გამოფხიზლდებოდა და დაელაპარაკე.
-კარგი მადლობა ლიზა შენ რომ არ მყავდე არ ვიცი რა მეშველებოდა.
-ხომ იცი რაც არ გკლავს გაძლიერებს ჩემო ანჩო.-უთხრა სიყვარულით ლიზამ და გულში ჩაიკრა.
მალე გოგონები ზევით დაბრუნდნენ ანანოს ექმიმმა შეატყობინა რომ დამიანე ძალიან კარგად იყო ყველაფერი რიგზე ჰქონდა და ხვალ აუცილებლად გაწერდნენ...ძალიან გაუხარდა მაგრამ ანანო რის ანანოა რომ მისი ცრემლებისთვის სამაგიერო არ გადაუხადოს თავკერძას.
-გამარჯობა ბატონო თავკერძა იდიოტოვ თავს როგორ გრძნობთ-ჰკითხა დამიანეს ღიმილით პალატაში შესულმა ანჩომ
-რავი ცუდად.
-კაი ნუ გამაცინებ...მშვენივრად მოწყობილხარ ხომ იცი...ჯობია ამ ადგილს შეეჩვიო იმიტომ რომ დიდი ხნის გატარება მოგიწევს აქ ამასთანავე დიდიხანს შეიძლება შენით ვერ იმოძრაო ასე რომ ცუდ დღეში ხარ ჩემო ძმაო...ყველა გლოვობს ამბობენ რო ერთ თვეში მოკვდები ამიტომ ვერ შემოვიდა ლიზა და რადგანაც მე ყველაზე გულქვა ვარ მათ შორის მე გამომიშვეს შენთვის ამ ამბის სათქმელად.
- შენ ხო ყველაფერი მწყობრში გაქვს გოგო?წეღან იყო ექიმი შემოსული და ყველაფერი კარგდააო ხვალ გაგწერთო რეებს ბოდავ?
-ხო და ზუსტად მაგას გიხსნი რომ ექიმმა ვერ შეძლო სიმართლე ეთქვა შენთვის ამიტომ მე მთხოვ და შემომიშვა თორე ვინ შემომიშვებდა აქ დასაშვები არ არის მნახველები.-ანჩომ ირონიული, სისაწ.... სახე მიიღო თმაც ბავშვივი ჰქონდა დაპწნილი და ნებისმიერს მოუნდებოდა იმ მომენტში მისთვის ლოყები აეწიწკნა.
-ახლა იცი რას გიზამ შე ცუღლუტო არსებავ?-უთხრა დამიანემ ფეხზე წამოხტა და ანანოს ლოყებს ეცა მერე ღიტინზე გადავიდა და ბოლოს გოგოს კომპენსაცია მოსთხოვა-აბა ახლა ჩემი შეშინებისთვის ხომ იცი რგორ უნდა მომიხადო ბოდიში.
-არანაირი ბოდიში რაც მართალია მართალია-ხელიდან დაუსხლტა ბიჭს-ახლა კი დაეგდე ლოგინზე სანამ ჭრილობა გაგხსნია იდიოტთა ბელადო.
-არ დავწვები სანამ ჩემსას არ მივიღებ-და ანჩოსთან ახალოს მივიდა მერე გოგოს არც კი ჰკითხა ისე აკოცა და შეივსო საკმარისი ენერგიით თითქოს ყველა ჭრილობა შეუხორცდა მაგრამ უცებ მწარე რეალობამ გამოაფხიზლა უკვე ანჩოს ხუთი თითი ლოყაზე ეხატა.
-არხარ რა ნორმალური.
-შენ გირჩევნია მაგ ლოგინზე დაეგდო მაგრამ რაში მანაღვლებს ასეც გიქნია მანდ ამოგხდომია სული სიცოცხლის ბოლომდე-კარებში გასვლისას მიაძახა.
-კარგად საყვარელო-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ბიჭმა.
-აბა რაო მოუხადე ბოდიში?-უთხრა ლიზამ ანჩოს.
-ბოდიში არა ჩემიფეხები ლაზღანდარობა დამიწყო ხო და მიიღო კიდევაც.
-ოხ შენი გამოსწორებ არ იქნება.
მალე სასტუმროში დაბრუნდნენ მოწესრიგდნენ და საღამოს დაიძინეს.დილით კი საავადმყოფოში წავიდნენ.
-აუ ლიზა ახლა მაგარი რამე უნდა გავუჩალიჩო იმ გვლხოკერას-თქვა ანჩომ.
-შენ ხო ხარ კარგად ბიჭი ძვლივს გადარჩა გინდა პანაშვიდზე ვიჯდე მთელი დღეს საქართველოში რო ჩავალ?.
-მოკლედ რა ასე როგორ გავხართ ერთმანეთს ორივე ეგოისტები.მე მაინც უნდა გავაკეთო ეს და შენ თუ გინდა ფანჯრიდან იცინე.
-კაი ვიცინებ.
საავადმყოფოში მივიდნენ ანანომ ჩუმად გადაიცვა ექთნის ხალათი აირწინაღი გაიკეთა და პლატაში შევიდა.
-გაამრჯობათ ბატონო...დამიანე -თქვა წვრილი ხმით ინგლისურად.
-გამარჯობათ დღეს ხომ გამწერთ?-იკითხა დამიანემ.
-დიახ მაგრამ მანამ პატრა პროცედურა უნდა ჩაგიტაროთ ნემსი უნდა გაგიკეთოთ რომელიც არის ამ სიტუაციასი საუკეთესო დამცავი მიკრობებისგან რომ ინფექცია არ შეგეჭრათ, ძალიან მწარეა ამიტომ მზად იყავით-დაასრულა ანანომ სათქმელი და 3 ლიტრიანი რკინის ნემსი გაამოაჩინა საიდანღაც.
-რაღაც გეშლებათ უეჭველად,ქალბატონო ეს რომ ერთ ადგილას გამიკეთოთ ვეღარ დავჯდები ხო არაფერი გეშლებათ გადაამოწმეთ!-აშკარად ძალიან შეშინდა.
-არა ბატონო როგორ გეკადრებათ გთხოვთ მაცადოთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება და მომეხმაროთ გაგიკეთოთ ეს ნემსი-ანანო მეტად გახალისდა როცა დამიანემ ჩა***ლი კურდღლის სახეე მიღო უცებ მივარდა ანჩო გადაატრიალე დამიანე და ისტერიული სიცილი აუტყდა როცა ბიჭმა ბოლო ხმაზე დაიწყო ჯაჯღანი.
-მოიცა მოიცაა-გადმობრუნდა ბიჭი და როცა ექთნის მაგივრად სიცილით აყირავებული ანჩო დაინახა გაუხარდა, მერე გადაწყვიტა შეეშინებინა.-აუუ შენ არ ხარ ხომ ნორმალური გამეხსნა ჭრილობები გოგონი შეხედე სისხლი მომდის-რაც შეიზლება მიიჭირა მაისური წრილობებზე რომ სისხლი დასტყობოდა.
ანანოს სახე აელეწა და გარეთ გავარდა კივილით ექიმს მოიხმობდა.
ექიმთან ერთად შევარდა პალატასი.
-რა მოხდა შვილო რატომ გაგეხსნა ჭრილობები.
-მე არა არ გამხსნია ჭრილობა უბრალოდ გამაბრზა და მიიღო კიდევაც საკადრის ბატონო ექიმო.
-ოხ ეს ახალბაზრდები-ჩაიცინა ექიმმა-კარგით ბატონო დამიანე გაწერილი ხართ უკვე თქვენ ქალბატონო ანანო გევალებათ ამ ყმაწვილს მოუაროთ იცოდეთ დაგირეკავთ და ჩამაბარებთ ანგარიშს როგორ მდგომრეობაშია. ორ კვირაში ნაკერები ამოიღეთ სავარაუდოთ ამას საქართველოში გაგიკეთებნ აბა ნახვამდის გამოჯანმრთელებას გისურვებთ-გავიდა ექიმი და ლიზა და გაბრო შემოუშვა.
-აბაა აფერისტო ახლა თქვი როგორ ხარ?
-ცუდად!-საცოდავი სახით ახედა ბუზღუნით დაკავებულ ქალბატონს.
-რატო არ გააფრთხო სული?!-წარბები შეკრა და დალურჯებულ ადგილას უჩქმიტა.
-მეტკინა გოგო!
-აუ თქვენ არ აფრენდეთ რაა!-ხელი ჩაიქნია ლიზამ და იქვე მდგარ სავარძელში დაეცა.
-მე ამათი ნერვი არ მაქ ლილე უნდა ვნახო!
-ამათ უყურეებ?!-კარებში გასულს მიაძახა ლიზამ-ყველამ იპოვნა მეორე ნახევარი რა!-ამოილაპარაკა და იქვე მოკამათე წყვილს.ბატონი მესხი თვალებს უჟუჟუნებდა წარბშეკრულ ქალს მაგრამ ის მაინც მტკიცედ იდგა-მართლა არ მაქვს თქვენი ნერვი რააა!-ბოლოს წამოიძახა და ისიც გავიდა.ანანოც უკან გაყვა.
-ლიზა მე მივდივარ!
-სად მიდიხარ?!გაგიჟდი?...ვინ მიხედავს მაგას!
-ჩვენ რა შუაში ვართ!ვერ აფასებს და იყოს ისე!-ცხვირი აიბზუა და გააცინა კიდეც აბაშიძე.
-არა ვერ დავტოვებთ ასე!
-ოო ვიცი ხოო!...კაი ძაან დაღლილი ჩანხარ შენ მაინც წადი!
-აი მოვა გაბრიელი და წავაყვანინებ თავს!ფეხით მეზარება!
-გამარჯობა გოგონებო!-უკნიდან მოესმათ ბოხი ბარიტონი და გოგონებმაც მალევე მიიხედეს უკან.
-ბატონო ერეკლე!-გაიცინა ანანომ.
-ჯანდაბა!-ჩაიბურტყუნა ლიზამ ისე რომ არავის გაეგონა მაგრამ მაინც მოკრა ყური ეშმაკმა ანანომ.
-აქ რას აკეთებთ?ხომ მშვიდობაა?-დაეჭვებით შეათვალიერა გოგონები.
-კი ერთი იდიოტი ავარიაში მოყვა და იძულებული ვართ აქ ვიყოთ!-ლიზას ხელი მიკრა ამოიღე ხმაო.
-თავად რას აკეთებთ აქ?
-ჩემი მეგობარია აი იმ პალატაში!-ხელი დამიანეს პალატისკენ გაიშვირა დ ანანოს სახეც წამში მოიშალა-უკვე მივდიოდი ხომ არ გჭირდებათ რამე?
-კი!-წამსვე წამოიძახა ანანომ-ლიზა ძალიან დაიღალა სახლში უნდოდა წასვლა მაგრამ მეგობარი რომელსაც უნდა წაეყვანა იგვიანებს იქნებ დაეხმაროთ?
-რა პრობლემაა?!-წამსვე გაუღიმა დევდარიანა.
-არ არის საჭირო!
-რას ამბობთ!
-არ მინდა თქვენი შეწუხება!
-ლიზა მეწყინება!-ხელი მხარზე მიადო და გასასვლელისკენ წაიყვანა.ლიზამ კი გადმოხედა მკვლელი თვალებით ანანოს მაგრამ ის უკვე მხიარულ ნოტაზე დამიანეს ნერვების მოსაშლელად იყო შესული.
.....
დარჩენილმა დღეებმა სწრაფად გაიარა,თუმცა უამრავი რამ მოხდა.გაბრიელმა ვეღარ მოითმინა და ლილეს ულტიმატუმი წაუყება ან ცოლად მომყვები ან მორჩებაო,ისიც დასთანხმდა.ანანოს და დამიანეს ურთიერთობა თითქოს დათბა მაგრამ ბოლოს მაინც იჩხუბეს.ამჯერად ისე გაბრაზდა დამიანე ბოლო ხმაზე უღრიალა რაც გინდა ის ქენიო კარი გაიჯახუნა და წავიდა,ასე დატოვა არანაკლებ გაბრაზებული გოგო.სამაგიეროდ ერეკლემ უფრო აქტიურად დაიწყო ლიზასთან შეხვედრა.ბოლოს როგორც იქნა ურთიერთობაზეც დაითანხმა მაგრამ ეს მხოლოდ სამშობლოში დაბრუნებიდან ორი კვირის შემდეგ.
..........
ორივემ საქმეს მიხედა.ლიზას ხასიათები გაცილებით გამოკეთდა.არა ისედაც ხო ასეთი პოზიტიური იყო მაგრამ...სამსახურში?!ახლა იქაც ყველას უღიმოდა.საღამოობით დროს ერეკლესთან ერთად ატარებდა.
სამაგიეროდ ანანო მთლიანად გადაეშვა საქმეში.ისე იყო გაღიზიანებული ყველა თათბირი მისი ხმის აწევით და თავდახრილი თანამშრომლებით მთავრდებოდა.
როგორც იქნა მოახერხეს ანასთან ასვლა.
-როგორც იქნა გაგახსენდით!-ორივეს ერთად მოეხვია ანა და მისაღებში გაუძღვა.
-ანცო და ლიზაა!-წამოიყვირა პატარა სიხარულმა და ისიც მოეხვია ორივე მათგანს.
-მოენატრე ნათლიას ჩემო სიცოცხლე!-ხელში აიტაცა და მასთან ერთად ჩამოჯდა დივანზე.
-მომიყევით აბა რას აკეთებდით ჰავაიზე?
-მოგიყვეს იმან!-ანანოს შეუბღვირა ლიზამ.
-ჩემთან არაფერი მომხდარა შენ იპოვე შენი რაგბისტი და მოყევი შენ!
-უი ხო მომიყევი აბა თქვენზე ერთი ლაშასთან ერთად ჩავუჯდები რაგბს და გავიგებ ვინაა ჩემი სასიძო!
-აუ რა სასიძო!ჯერ ძაან ადრე მოგდომებია!
-ვნახავთ მაგას!
-თქვენ რა ქენით?
-ძალიან კარგი იყო!მეორე თაფლობისთვე გვქონდა ფაქტიურად!...თან ბავშვები მაიამ დაიტოვა!
-უი მართლა?
-ხო...ლაშას უთხრა ხო არ გაგიჟდი სად მიგყავს ესენი წადით დაისვენეთ მე მივხედავ ჩემს შვილიშვილებსო!
-აუ რა ჯიგარია მაია დეიდა!
-ამას რა ჭირს?-ჩაფიქრებულ ანანოზე მიანიშნა რომელიც ნათლულის თითებს ეთამაშებოდა და ერთი სიტყვაც არ ესმოდა მისი ტიტინიდან-ანანოო!
-ჰო გისმენ!
-რა გჭირს?
-არაფერი უბრალოდ დავიღალე!
-ხო როგორ არა!...ეგ გაბრაზებულია,არადა თვითონაა დამნაშავე!...ბიჭმა სიყვარული აუხსნა და ამან სიცილი მორთო!
-გაგიჟდი გოგო შეენ?ადამიანის გრძნობებს როგორ დაცინე?!
-არა ანა არ დაუცინავს!-ისევ ლიზა ალაპარაკდა მის მაგიერ-ამ შტერს და უტვინოს ეგონა ეხუმრებოდა ხოდა ეჩხუბა ის ბიჭიც და გაიჯახუნა კარი.
-ხოდა იყოს ისე!აი დარდი რაა!-წამოიძახა ანანომ და კიდევ ერთხელ აკოცა ოდნავ შეშინებულ ნათლულს რომელსაც არასდროს ენახა მისი ტკბილი ნათლიის ყვირილი-არ შეგეშინდეს ჩემო ტკბილო!
-რატო ყვირის ჩემი საყვარელი ცოლის და?-ოთახში თავი შემოყო ლაშამ და მოეხვია მონატრებულ გოგონებს.
-შტერი როა იმიტომ!
-რა უნდათ ანჩო?რას გერჩის ეს ორი!
-მჩაგრავენ ლაშიკო!
-ლიზას შენ მიხედე და იმის გაჩუმებას ჩემ თავზე ვიღებ!-მერე ოთხივეს სიცილი აუტყდა-ახალი ამბავი იცით გოგოებო?-თვალები გაუბრწყინდა ლაშას.
-რა ამბავი?-ორივემ ბრალმდებელი სახით გახედა ანას.
-ვერ მოვასწარი თქმა!...მოკლედ ორსულად ვარ!-ეშმაკურად გაიღიმა და შეეგება გოგონებს რომლებიც მაშინვე მისკენ წავიდნენ.
-ნუ მომიკლავთ ბავშვს!-იცინოდა ლაშა.
ლიზა ერეკლემ წაიყვანა,ანანო კი ლაშამ,დაიჩემა ვინმემ არ მომტაცოს შენი თავიო და?! სახლის წინ გაუჩერა.გოგომაც ლოყაზე აკოცა საყვარელ სიძეს და სახლისკენ დაიძრა.კინაღან გული გაუსკდა კარის გაღებისას უკნიდან მოხვეული ხელები რომ იგრძნო.სწრაფად შეტრიალდა და გაშეშდა მესხი რომ დაინახა.
-ანანო!
-შენ!...აქ რას აკეთებ?
-ზოგადად საქართველოში გადმოვსახლდი!
-რატომ მიატოვე მოსკოვი პუტინის ბიძაშვილო?...უიმე რა იყო აღარაა პრეზიდენტი და
სამსახური?
-აი ახლა სურვილი მაქვს გაგგუდო!
-ყოჩაღ გაზრდილო?!
-კოცნისგან!-კოცნას აპირებდა თუმცა არ აცადეს,ქალი თავად დაეპატრონა საყვარელ ტუჩებს.
.............
წლები გადიოდა და ყველას ბედნიერება კიდევ უფრო იზრდებოდა.
მის წინ ულამაზესი ქალიშვილი იდგა.ლამაზ კაბაში გამოწყობილი.უყურებდა და სიამაყით ივსებოდა ასეთს რომ ხედავდა.
-რა ლამაზია არა?-ანას უკნიდან აეკრო და ყელში ტუჩები მიაწება.
-ჰო!
-შენი ასლია!
-სკოლა დაამთავრა!არ მჯერა რომ ასე მალე გავიდა წლები!
-ეეე რა ლამაზი ხარ ელე?!-ოთახიდან მთქნარებით გამოვიდა ბატონი მიშო.
-ჰო პატარავ მე ყოველთვის ლამაზი ვარ!აი შენ კი ჩემზე მეტად გავხარ ნათლიაჩემს ძილისგუდავ!-თვალი ჩაუკრა და ლოყაზე აკოცა.
-რამდენჯერ გაგაფრთხილე ნუ მკოცნი პომადა რო გისვიათქო!
-ტუჩსაცხი!
-რაც არის!
-მოდი დედას სიხარულო!-ამჯერად 16 წლის ბიჭს მოეხვია ქალი-ჩემი ჭკვიანი!
-ლუკა და ოთო სად არიან?
-ლუკა გიტარაზე წავიდა ოთო კიდე დავაძინე დე!
-მოვიდაა!-ღრმად ცაისუნთქა ელენემ როცა მანქანის ხმა გაიგო.ხელჩანთა აიღო და სახლიდან გავიდა.ლაშა ფანჯრიდან უყურებდა როგორ მოეხვია ბიჭი მერე კი ნაზად ეამბორა საყვარელი ქალის ტუჩებს.ანამ ქმრის დაბერილი ძარღვები რომ შეამჩნია სწრაფად მიაკრო ბაგეები.
-გეყოს!
-მეოთხე კლასიდან უყვარს!
-ეს კარგია ლაშა!-ამჯერად მის ტუცებს დასწვდა.
..............
სამზარეულოში იყო და ცივ წვენს მიირთმევდა.
-მოვედიი!-წკრიალა ხმა გაისმა ოთახში.
-მოდი მამას სიცოცხლე!...აბა როგორ ჩაიარა სპექტაკლმა გუშინ?
-კარგად მა თან ძალიან!მშია!
-რა გინდა მითხარი და მოგიმზადებ!
-რამე მარტივი ხო?-წამოიძახა სწრაფად-გინდა მოგეხმარო?
-არა!...მა მაპატიე რა გუშინ რო ვერ დაგესწარი! ძალიან რთული დამწვრობის პაციენტი შემოიყვანეს!
-არაუშავს მა! დედა და ტყუპებიც იქ იყვნენ! თან შენ ადამიანების ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნო!
-ასეთი ჭკვიანი როგორ ხარ მა ათი წლის ასაკში?-ჩაეხუტა და თავზე აკოცა საყვარელ შვილს.
-დედა არ მოსულა?
-არა ჯერ დღეს შეხვედრა აქვს და ცოტა დააგვიანდება!
-ალექსანდრე და იოანე?...სულ არ არიან სახლში რაა!
-რა ვქნა მამას სიცოცხლე ხო არ გამოვკეტავ თექვსმეტი წლის ბიჭებს არა?
-კარგი ხო არაფერს ვამბობ!კარგია რომ დღეს არ ხარ მორიგე!
-გინდა ფილმს ვუყუროთ?
-კი!-გახარებულმა წამოიძახა-თან ბატი-ბუტი გავაკეთოთ!-მართლაც მშვიდად უყურებდნენ ფილმს,მერე ტყუპებიც შეუერთდნენ.ანანომ დარეკა მაგვიანდება და არ დამელოდოთო.
უკვე ყველა ოთახებში იყო სახლში რომ შეაბიჯა.გვიანობამდე გაუგრძელდა შეხვედრა მერე ოფისში რაღაც საბუთები უნდა მოეწესრიგებინა.ჩანთა იქვე დადო და ელისაბედის ოთახში შევიდა.პატარა ქალბატონს უკვე ეძინა,საბანი გაუსწორა თავზე აკოცა და უხმაუროდ დატოვა ოთახი.მერე იოანეს კარზე მიაკაკუნა და ფრთხილად შეაღო.გაეღიმა როცა ფილმის ყურებით გატაცებული შვილი დაინახა.
-დეე!-მიუახლოვდა და საწოლზე ჩამოჯდა-მომენატრე დე!
-მეც!არ შემომიერთდები?
-ვერა დე!ძალიან დავიღლე!
-ხვალ შაბათია და იმედია ორივე სახლში ხართ!ელისაბედი მოწყენილი დადის ამ ბოლო დროს და სადმე წავიდეთ ყველა ერთად!
-ჩემი მზრუნველი!წავიდეთ დე აუცილებლად!
-მიყვარხარ!
-მეც!ტკბილი სიზმრები დე!-თმები აუჩეჩა,შუბლზე აკოცა და დატოვა.ამჯერად უკვე მეორე ტყუპის ოთახთან მივიდა,საუბრის ხმა რომ შემოესმა შედგა.
-არა...კი დამირეკა დღეს!...მიშო ხომ გითხარი!..გადამიარა ფაქტიურად მაგას თავისი სულელი დაქალების უფრო ჯერა და ყავდეს ისინი!დიახაც!
დავაი წავედი!-ის ის იყო ოთახის კარი უნდა შეეღო თავად რომ დაუძახა ბიჭმა.
-დედა?!-მანაც მოჭუტული თვალებით და საყვარელი სახით შეაბიჯა ოთახში-მისმენდი?!-წარბშეკრული უყურებდა და ამ დროს ნამდვილი მამამისი იყო.
-არა!უფრო სწორად მომესმინა!ბოდიში დეე!-საწყალი სახით გახედა და მიუახლოვდა.
-კარგი არაუშავს!-აშკარად ვერ იყო ხასიათზე.
-არ მომიყვები?
-აუცილებელია?
-არ არის!თუ არ გინდა ნუ მომიყვები,მაგრამ იქნებ რამე რჩევა მოგცე!
-შეყვარებული მყავს!...მაგრამ ახლა უაზროდ მეჩხუბა და ძალიან ვარ გაბრაზებული!
-რატო გეჩხუბა?!-ბიჭმა თავი მის კალთაში ჩადო ის კი შავ თმაზე ეფერებოდა.
-მისი სულელი დაქალების ბრალია!ვიღაცა გოგოსთან დაინახეს იოანე და მე ვეგონე!მოახსენეს მერე მართასაც და გაბრაზებულია!
-აუხსენი დე სიტუაცია და გაუვლის!
-ვცადე მაგრამ არ მისმენს!ხოდა იყოს ახლა და ღვაროს ცრემლები!
-ალექსანდე შეურიგდი!აგრძნობინე რომ გიყვარს!...ხომ გიყვარს?-დაეჭვებით დახედა.
-კარგი რა დედა?!რომ არ მიყვარდეს ასე ვიქნებოდი?
-მაშინ აპატიე!მერე ისიც გაპატიებს!
-არაფერი ჩამიდენია!იმ შენს შვილს კიდე მოვლავ!გოგო არ გაკარებია რამდენი ხანია და იმ დღეს იმ შტერების წინ მოუნდა ხო?-თვალები დააბრიალა და დედას წარბშეკრულმა ახედა.
-მეც გავაბრაზე ერთხელ მამაშენი!
-როდის?
-სიყვარული რომ ამიხსნა მაშინ!მეგონა მეხუმრებოდა ან მატყუებდა და სიცილი ავტეხე!მერე მეჩხუბა და მთელი თვე არ მინახავს!
-მერე?
-სახლის კართან დამხვდა ანასგან დაბრუნებულს!მაპატია...იცი რატომ?ვუყვარდი!
-ანუ ამბობ რომ უნდა ვაპატიო უნდობლობა?
-ხვალვე შეურიგდი მართას!
-მართალი ხარ!მიყვარხარ დე!
-მეც სიცოცხლეზე მეტად!ძილინების და აბა მართა სიზმრებში!-გაიცინა აკოცა და ოთახიდან გავიდა.ამჯერად უკვე საკუთარი ოთახისკენ აიღო გეზი.ეგონა დამიანეს ეძინებოდა მაგრამ შეცდა.
-ნახევარი საათია მოხვედი დავიჯერო მიირთვი?-თვალები დააწვრილა და სიცილით გახედა ქალს.
-არა!ბავშვებს დავხედე!ელისაბედმა რაო?-სწრაფად მოირგო პიჟამა და ქმარს მიეხუტა.
-გამიგო რა თქმა უნდა მამიკოს გოგოა!...დაიღალე?
-ჰო!...ხვალ მორიგე თუ არ ხარ სადმე წავიდეთ!-უთხრა და ყელში აკოცა.
-წავიდეთ!
-იოანემ მითხრა რომ ელისაბედი მოწყენილიაო! მგონი უყურადღებოდ მრჩება!-ძილ-ბურანში იყო და ისე ლაპარაკობდა.
-დაიძინე!-თავზე აკოცა საყვარელ ქალს-მასზე ნუ ღელავ! შენგან ყურადღება არ აკლია.
............
სახლში რომ დაბრუნდა უკვე ბინდდებოდა.უკნიდამ მოეხვია სამზარეულოში მოფუსფუსე ცოლს.
-ერეკლეე!...დამეწვება ბლინები და მოგკლავ!
-რა დროს ბლინებია ლიზაა?
-ირაკლიმ მთხოვა და ვუკეთებ!
-სადაა თვითონ?-სახლი მოათვალიერა და შემდეგ თავადაც მიეხმარა საყვარელ მეუღლეს.
-იოანეს,ალექსანდრეს და მიშოს უნდა შეხვედროდა მოვა მალე!-ამოილაპარაკა და ლოყაზე აკოცა დევდარიანს.
-ასე ხო?!-წარბები შეკრა სვანმა-მე ვარ ქმარიი!ქმრებს ცნობისთვის ტუჩებში კოცნიან!
-დათას გაეღვიძება!დაღლილი მოვიდა კალათბურთიდან მერე ნიკოლოზი დამიძინა და თვითონაც მისძინებია!
-მოვედიიი!დედა სად ხარ?!
-სამზარეულოშიიი!
-უჰ რა სუნია!მშიააა!
-ნუ ყვირი არ გააღვიძო ისინი!თორნიკე არ შეგხვედრია?
-ხო გითხრა ცურვაზე მივდივარო!
-არ აქვს დღეს ცურვა ირაკლი!...გამაგიჟებს ეგ ბავშვი!
-ლიზუნაა!-ტელეფონი ხელიდან აართვა უფროსმა დევდარიანმა-მე ვიცი სადაცაა!
-აბა?
-შეყვარებული ჰყავს ბიჭს!დაბადების დღე აქვს იმ გოგოს და საჩუქრის მისაცემად წავიდა!
-რატომ არ მითხრა?!ავარჩევინებდი საჩუქარს!
-მე ავარჩევინე!
-შენი გემოვნება რო ვიცი დაშორდება ის გოგო დღესვე!-გაიცინა და ენა გამოუყო ქმარს.
-ჩემი უგემოვნობა იმაში დაინახე ცოლად რო მოგიყვანე?
-გადი ახლა აქედან დროზე!
-მამაა!-ირაკლიმ უხერხული მზერით შეხედა მამას.
-რამდენი გინდა?-გაიცინა და ბარათი გაუწოდა-აჰა არ მაქვს შენი თავი რამდენიც გინდა დახარჯე!
-ჰო ეგეც დაა-სწრაფად გამოართვა კარტა და ჯიბეში ჩაიცურა-ვარჯიშები როდის გაქ?მოვიწყინე და მანდ მაინც მოვალ!
-ყოველდღე მაქვს!მაგრამ შენ არ მიგიღებ!
-რატომ ვითომ?
-მასხოვს წინა წელს როგორც იარე და იმიტომ!
-არა მამა ახლა მჭირდება!ჯერ ეს ერთი ფორმაში უნდა ჩავდგე და მერე მეორე...
-მერე მეორე იმ გოგოს სპორტსმენი ბიჭები მოსწონს და თამაშზე დაპატიჟება გინდა!-ლიზამ დაასწრო უმცროს დევდარიანს და ჭინკებ ათამაშებული თვალებით შეხედა.
-დედა?!...შენ საიდან იცი?
-დედაშენმა ყველაფერი იცის შვილო?გამომძიებელი რომ ვარ დაგავიწყდა?
-რა დაგვავიწყებს!ნახევარჯერ არ ხარ სახლში!
-მამაშენი არის ყველაზე ბუზღუნა კაცი მთელს მსოფლიოში!-ისევ გაიცინა და ლოყაზე აკოცა კაცს.ამ დროს ოთახიდან დათაც გამოვიდა პატარა ნიკოლოზით ხელში-გაიღვიძეთ დეე?...მომიყვანე ეგ და ჭამე!
-არა!ამას ვერ შევჭამ არ შეიძლება!რამე სალათი არ გვაქ?...ფორმას უნდა გავუფრთხილდე!
-ეეე ამ პატარა მაიმუნს უყურეთ რა?!ფორმას უნდა გაუფრთხილდეს!მადლობა დე უგემრიელესუ იყო!-წვრილი ხმით გააჯავრა ირაკლიმ,თმა აურია,დედას აკოცა და ოთახი დატოვა.
-გაგიკეთებ დე სალათს!
-მიყვარხარ!
-ჩემი სიცოცხლე!
......
კაბინეტში იჯდა და მონიტორზე რაღაც მონაცემებს აკვირდებოდა,მისი ოთახის კარი დაუკაკუნებლად რომ შეაღეს.წარბშეკრულმა გახედა სტუმარს თუმცა მალევე გაეღიმა იქ მისი გოგო რომ დაინახა.
-მააა!
-მოდი მამას პრინცესა!
-როგორ ხარ?
-კარგად! აქ რამ მოგიყვანა?-თვალებმოჭუტულმა გახედა.
-რაღაც უნდა გთხოვო!
-გისმენ!
-მაა!-მოეხვია და ლოყაზე აკოცა-ჩემი მეგობრები მიდიან წყნეთში...
-არა!
-აუ კაი რაა!
-თექვსმეტი წლის გოგოს არ გავუშვებ წყნეთში თინეიჯერების მოწყობილ წვეულებაზე!
-მამაა!არაფერს დავაშავებ...
-სახლში ვილაპარაკოთ თათბირი მეწყეყება!-სწრაფად აკოცა შვილს და ოთახი დატოვა.მია კი გაბრაზებული წავიდა.სახლში მისვლისთანავე მოხვდა თვალში დედის მხარზე აქვითინებული შვილი და გულში ჩხვლეტა იგრძნო.
-მოხვედი?...მამაა!-ხელი აუფრიალა წინ შვილმა-რამ გაგაშტერა მამა?
-დემეტრე დამაცადე!
-არ გაუშვებ ხო?
-არ ვიცი...ასე თუ გააგრძელა გავუშვებ!
-გაბრიელ!-მისაღებიდან დაუბრიალა თვალები ლილემ და ატირებულ შვილზე მიანიშნა.
-აი ახლა რა ვქნაა!-ამოიბუტბუტა თავისთვის,მისაღებისკენ დაიძრა,შვილს ხელი მოხვია და მუხლებზე დაიძრა.
-კაი რა მა!ამხელა გოგო რაზე ტირი?
-მინდა წასვლა!
-არ მომწონს მია მსგავსი სიყუაციები!
-არაფერს გავაფუჭებ!თან ტყუპები,მიშო და ირაკლიც მოდიან!ხო იცი ისინი როგორებია არიან?....ისედაც არავის მაკარაებნ ახლოს!
-კარგი ხო!...ნერვებს მიშლით!-ამოიბუზღუნა თავისთვის.
-საუკეთესო ხარ!-უცებ აკოცა და ოთახისკენ გაიქცა მოსაწესრიგებლად.
-ამის ს*რი შეყვარებულიც მიდის ხო?-წარბშეკრულმა გახედა ცოლს.
-დაშორდა მაგას!
-უი რას ამბობ!-წამსვე გაიღიმა.
-მიატოვა!...შენმა შვილმა!
-მამიკოს გოგო!-კმაყოფილმა ამოილაპარაკა და უკნიდამ მოეხვია ცოლს-დემეტრე სად წავიდა?
-ნია და ინა უნდა გამოიყვანოს ბაღიდან!
მალევე დაბრუნდა დემეტრე დებთან ერთად.გოგონები მამას მოეხვივნენ,მიირთვეს,მამიკოსთან ითამაშეს და დასაძინებლად წავიდნენ.
-ზღაპარი გინდათ?-ჯერ უფროსს გახედა მერე კი ინას რომელიც სულ რაღაც ერთი წლით უმცროსი იყო ნიაზე.
-არა!დიდები ვალთ უკვე ალ გვინდა!
-ჩემი გოგოებიი!-კარგად ჩაკოცნა ბავშვები გაბრიელმ და ოთახი დატოვა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent