ტყუილი მილიონ დოლარად *9*
წამით გაშეშდა,თვალები თითებით მოიფშვნიტა და წელზე ხელებშემოკრული მიუტრიალდა ჯანაშიას. - რა ხდება? - მშვიდობაა? რა სახე გაქვს,ვინ დაგირეკა? მშვიდი და გაწონასწორებული ტონით ჩაეკითხა ტატო. - ჩემმა სიძემ. მოკლედ მოუჭრა თაბაგირმა და შემდეგი კითხვის დასასმელად გაემზადა;რა ხდება მეთქი?! - ეჰ..პირი გააწკლაპუნა ჯანაშიამ და თავი დანანებით გაიქნია,იქვე თავისუფალ სავარძელში ჩაეშვა და ფეხი ფეხზე გადაიდო. სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და მოკიდების გარეშე მოითავსა ბაგეებს შორის;არც კი ვიცი,როგორ გითხრა..მე თვითონაც დილიდან შოკში ვარ. სავარძლის სახელურს ორი ხელით დაეყრდნო დიმიტრი და ცივი მზერა უთავაზა,ჯანაშიას. - მოყევი.მალე. - გუშინ,შენ მირზასთან ერთად იყავი აეროპორტში,როცა ჩვენ სატვირთოების გზატკეცილს ვუახლოვდებოდით.მთელი გზა დაძაბული იჯდა მანქანაში,ხმას არ იღებდა,ეს რა თქმა უნდა არ გამკვირვებია,ის ხომ ასეთი ტიპია,ზედმეტად ნერვიული და გულჩათხრობილი;ვიფიქრე,ისევ ელენას პონტია მეთქი,აღარ ჩავერიე..საუბრისას თვალები გაუსწორა თაბაგირის გადიდებულ გუგებს,მშრალად ჩაახველა და საუბარი განაგრძო. არ ვიცი,მომეჩვენა თუ არა,მაგრამ ზედმეტად ნელა მივდიოდით კიდეც მაშინ,როცა გზა თავისუფალი იყო. ამ ყველაფერმა უფრო მეტად დამძაბა. როცა სატვირთოებს მივუახლოვდით და ვიდეოჩანაწერებს ვამოწმებდით,იასონის ტელეფონმა დარეკა. ის მაშინვე გარეთ გავარდა და დაძაბული საუბრობდა,მინის მიღმა არაფერი მესმოდა,მე მაიძულა კამერებთან დავრჩენილიყავი და შემემოწმებინა გასული ან შემოსული მანქანა..რომ შემოვიდა,ტელეფონი ქურთუკის უბეში ჩაიგდო,მერე არ ვიცი,სკამზე გადაკიდა და ორივენი კამერების თვალიერებაში ვიყავით არცისე ცოტა ხანს..მერე,ანზორი მოვიდა..სატვირთოების მფლობელი. იასონმა გადაწყვიტა დაეკითხა დაწვრილებით და მანქანამდეც გაჰყვა,მგონი ანაბეჭდებიც აიღო,არ ვიცი..მათი საუბარი ისევ არ მესმოდა.. მერე,ისევ ტელეფონმა დარეკა,ზარი არადა არ წყდებოდა,მოკლედ.ავდექი და ტელეფონი შევამოწმე. - მერე?! - ამის დედაც..ჩაეცინა ჯანაშიას და კვლავ თაბაგირს ახედა. ზარი გადავამოწმე,ნომრის მფლობელი ვინმე ლერი ჭიპაშვილია! კაცი,რომელიც ბენდელიანის მარჯვენა ხელია! თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა,სავარძლიდან გველნაკბენივით წამოხდა და სახე მოისრისა. - რა ჯანდაბა ვქნათ?! - იასონს არაფერი არ აგრძნობინო,ეს ყველაფერი ჩვენ ორს შორის უნდა დარჩეს,ყველაფერს პირადად მე გავარკვევ. - მოიცა,ჩვენ აქ საქმე ვაკეთოთ და მაგ მლიქვნელმა ნაბიჭ/ვარმა ჩაგვი*ვას და კიდევ არ ვაგრძობინო?! - რასაც გეუბნები იმას გააკეთებ!! დაიღრიალა თაბაგირმა და სკამი მოისროლა კედლისკენ. ჩაწითლებულ თვალებში წვრილ-წვრილი ძარღვებიც კი მოუჩანდა,გული ლამის საგულედან ამოვარდნოდა,ისე ხმაურიანად ქოშინებდა,აკანკალებული თითებით სიგარეტის ღერსაც ვერ იმორჩილებდა და დაკუჭული ღერი მაგიდაზე მიაგდო. შანსი არაა..იასონი ამას არ იზამს..ფუ შენი დედასაც შევე/ცი! მანქანის გასაღები ტელეფონთან ერთად მოიმარჯვა ხელში და სწრაფი ნაბიჯით დატოვა სათაო ოფისი. * * * სახე მოქუფრული იდგა,თითქოს გონებაში ალაგებდა ყოველ სიტყვას,ყოველ წინადადებას,რომელიც უნდა წარმოეთქვა. შესაძლო ვარიანტებს განიხილავდა და ნინას მიშტერებოდა,რომელიც აშკარად არ იყო კმაყოფილი,მისი საქციელით. ზმანებაში ჩაძირული,კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა,ფეხაკრეფით გავიდა შემოსასვლელამდე და კარის ზღუბლთან მდგარ,ყურებამდე გაღიმებულ ყურაშვილს გახედა. - მოდი. სრულიად უცერემონიოდ შემოიპატიჟა,ისე რომ მისთვის არ შეუხედავს,კარი ფრთხილად მიხურა და თავისი საძინებლისკენ ანიშნა,წასულიყო. - შორენა დეიდა,გამარჯობა..როგორ ბრძანდებით? სავარძელში მჯდარ ქალს მიესალმა,რომელიც სერიალს დიდი ყურადღებით შესცქეროდა,ხოსე ანტონიოსა და როზარინა მენდესის სიყვარულის ისტორიაზე,შიგადაშიგ კი,სიგარეტს აბოლებდა და კვამლში გახვეული აცრემლებულ თვალებს ისრესდა. - ოხ..ნიკუშაა?რამდენი ხანია არ მინახიხარ,სად დაგვეკარგე?ეგრე უნდა? ირონიული მზერა გააპარა ბარბარესკენ,რომელიც არც ისე გახარებული ყოფილიყო დეიდის ამჩატებული ქვევებით. - დაშორდიით? თვალები დააწვრილა შორენამ და ჩუმად ჩასჩურჩულა. - არა,ჩვენ ხომ იცით,ასე ვართ..ხან ვჩხუბობთ,ხან ვრიგდებით. - აი,ზუსტად ეგ მომენატრა..კარგი იყო ახალგაზრდობა,ეჰ.. ხელი აიქნია ქალმა და კვლავ ტელევიზორის ეკრანისკენ მიმართა თვალები. - ნიკუშა,წამოდი! თვალები აატრიალა მაშარელმა და ოთახისკენ გაემართა. ყურაშვილიც მის ნაბიჯებს მიჰყვა და საძინებელში შესულს მომღიმარი მზერა ნინას დანახვისას ჩამოერეცხა. - ვაა..ფურცელაძეე..სხვათაშორის გადაკოცნა და ბარბარას შეხედა დაბნეულმა;ისე,მეგონა მარტო ვიქნებოდით,რავი.. - მე გავალ.. კართან აწურული ფურცელაძე გასასვლელად მოემზადა,თუმცა ბარბარას სიტყვებმა შეაჩერა და იძულებული გახადა,თავის ადგილს დაბრუნებოდა. - ნინამ არ იცოდა,აქ რომ მოხვიდოდი.. ასე რომ ჩემს დაქალს შენს გამო აქედან ვერ გავუშვებ. - კარგი.. მხრები აიჩეჩა ყურაშვილმა,როცა ბარბარესკენ ჩასახუტებლად გაწეული,გოგონას ხელებმა უკან გასწია. - შენ თქვი რომ სალაპარაკო გაქვს,გისმენ,რა გინდა?! ყურაშვილმა ნინას გახედა,რომელიც ტელეფონში გაფაციცებული იყურებოდა და კლავიატურაზე თითებს უაზროდ ათამაშებდა,თითქოს ვინმეს ეჩათავებაო.შემდეგ კი ისევ ბარბარას მიუბრუნდა,ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ერთ სიტყვას ამოაყოლა მისი სინანული. - მაპატიე. ზედმეტი მომივიდა..მივხვდი,რომ ასეთი რეაქცია არ უნდა მქონოდა,ასე არც უნდა მოვქცეულიყავი,შევცდი რა..თან მაგრად ვიეჭვიანე იმ ტიპზე.. იმ მომენტში რა ვიცოდი რატო ჩაუჯექი მანქანაში ვიღაცა პიჟონს...ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი..ძმაკაცებთან ვიდექი და ბოლო დონის *ლე გამოვედი,ჩემი შეყვარებული რომ ასე მოიქცა ყველას თვალწინ. - ნეტავ როდის უნდა გაიზარდო ნიკუშა?! - აუ ჩემი ეხლა არ დამიწყო გაჭედვა! დავივიწყოთ ყველაფერი და შევრიგდეთ რა,ხომ იცი რომ მაგრად მიყვარხარ და ვერავინ შეცვლის შენს ადგილს პატარა? - ხელები გაწიე! შეუღრიანა მაშარელმა და ისევ ძლიერი ბიძგით უკან გასწია მისკენ მომართული ყურაშვილი. - რა ჯანდაბა გეტაკა,გოგო?! როდის იყო ვიღაც თეონებზე და მარიამებზე ჭედავდი?! ნუღარ ჭირვეულობ,დავშორდი ბოჭორიშვილს გიმეორებ უკვე მეათასედ! მწვანე თვალები წყვდიადივით ჩამუქებოდა ბრაზისგან. - იცი,მეგი რომ აქ მყავდეს,რას მეტყოდა შენზე?! კოპალეიშვილის სახელის ხსენებაზე გაშპა ყურაშვილი,გამშრალი ტუჩები ენით გაილოკა და მზერა აარიდა მაშარელს. მიუხედავად გონებაში დალაგებული წინადადებების და შემზადებული პასუხებისა,თითქოს ყველაფერი დავიწყდებოდა და მხოლოდ გულიდან ამოსული სიტყვები მოსდგომოდა ტუჩებზე,რომელსაც ერთი სული ჰქონდათ,გაეჟღერათ. - არ იცი?! მე გეტყვი.. მეტყოდა,რომ პერვერტი ნაბი*ვარი ხარ..კიდევ იმას,რომ ჩემი ცხოვრებიდან უნდა გაა*ვა უკანმოუხედავად! და არასდროს აღარ ვიფიქრო შენზე,რადგან ამ ტოქსიკურ ურთიერთობას მაინც ერთი ბოლო აქვს,დასასრული ნიკუშა! და-სას-რუ-ლი! თითების იმიტაციითა და დამარცვლით გაუმეორა სიტყვა მის წინ მდგომს,რომელიც უყვარდა.მუცელში სინანული ნემსებივით ერჭობოდა და თითოეული უჯრედი სტკიოდა,რადგან მამაკაცი,რომელიც მის წინ ასე ახლოს იდგა,ამავდროულად კი მისგან ძალიან შორს ყოფილიყო. - არ აქვს დასასრული,გაიგე?! არ აქვს..ასე იყო,ყოველთვის ვჩხუბობდით,მაგრამ გიყვარვარ და ჩემს გარეშე ვერ გაძლებ,მე კიდევ შენს გარეშე! ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები,გესმის?! ხელი ჰკრა მაგიდას,რაზეც ნინა წამით შეხტა და იძლებული გახდა,უკანმოუხედავად გასულიყო ოთახიდან მიუხედავად ბარბარას მკაცრი მოთხოვნის. - ვერ გეტყვი,რომ არ მეზიზღება ყველა ის გოგო,რომელიც ჩვენი დაშორების შემდეგ გყოლია..ვერ გეტყვი,რომ არ მომნატრებიხარ ისე საშინლად,რომ ყველაფერს გავიღებდი,ოღონდ შენთან ვყოფილიყავი..იმასაც ვერ გეტყვი,როგორ უგონოდ მიყვარდი მიუხედავად შენი ყვირილის,დამცირების ან ღალატისას,ან თუნდაც მაშინ,როცა ჩემი ნახატების გამოფენაზე არ მოდიოდი და სხვასთან ერთად იყავი.იმასაც ვერ გეტყვი,რატომ ვითმენდი ამ ყველაფერს და ჯანდაბა,იქნებ იმაზე მეტად მიყვარდი,ვიდრე ორივეს წარმოგვედგინა?მაშინაც კი,როცა საუკეთესო მეგობარი წავიდა ამ წყეული ცხოვრებიდან,როგორ მჭირდებოდი და როგორ მინდოდა შენგან ერთი თბილი სიტყვა მსმენოდა..ვერც ამას გეტყვი..მაგრამ მორჩა..დასრულდა ნიკუშა..წადი. - ბარბი..გთხოვ.. ხელებში მოაქცია მისი სახე,რაზეც მაშარელს ნიკაპი სატირლად აუთრთოლდა და ხელებით მკერდზე მიაწვა. - გაეთრიე!! წადი!! შენი დანახვაც კი გულს მირევს,ნიკა! კიდევ ერთხელ ჰკრა ხელი და მთელი ემოციები ერთიანად ამოანთხია. გაეთრიე ნიკუშა!!ჩემს ცხოვრებაში,აღარ გამოჩნდე,დამთავრდა..მორჩა! აღარ გპატიობ და შენთან აღარ მინდა!! - შენ რა,მიყვირი?! პატარა..იცოდე,შეცდომას უშვებ.. თითი გამაფრთხილებლად აუქნია ცხვირწინ,სასოწარკვეთილს სიცილიც კი ეპარებოდა სახეზე,მაშარელის ასეთი ქცევისგან. - არა,გეშლება..ეს შენ უშვებ დიდ შეცდომას,აღარ გამამეორებინო.. გაეთრიე ჩემი სახლიდან!!! ყელში მობჯენილი ცრემლები ლამის ახრჩობდა,უკვე იმდენად უჭირდა ხმამაღლა საუბარი. - რა ხდება რა გაყვირებთ?! ოთახში პლედშემოუხვეული შორენა შემოვარდა,რომელიც ხან ერთს უყურებდა,ხან მეორეს.- უიმე,კიდევ ჩხუბობთ?!ჩაიკისკისა ქალმა და თვალები ლამის შუბლზე აუვიდა,როცა ბარბარას შეხედა..პირველად ხედავდა მის დისშვილს ასეთ გაცეცხლებულს,ასეთ სახეშეცვლილს და თვალებგაბზარულს,რომელიც იმ მომენტში თითქოს ყველაფერზე იყო წასმვლელი,ეს ის ბარბარა არ იყო,რომელსაც ოცდასამი წლის განმავლობაში ზრდიდა და ხედავდა,მომენტალურად შიშმაც კი აიტანა,ამიტომ სიტყვა აღარ წამოსცდენია,ნიკუშას მკლავში მოავლო ხელი და თვალებით,თხოვნით ანიშნა,მასთან ერთად გასულიყო. - იცოდე,ინანებ..ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე!! შორენას ხელისგან გაითავისუფლა მკლავი და შესასვლელისკენ გაქცეულმა,ისე მიხურა რკინის კარები,ლამის ანჯამებიდან ამოაგდო. - დეი..კარგად ხარ? - ნინას უთხარი შემოვიდეს და მარტო დამტოვე! ქალს აღარ უყოყმანია,ნინას მისცა საშუალება შესულიყო ვიწრო კარში და ოთახიც პლედის ფრიალით დატოვა. ფანჯრიდან უსასრულობაში აგზავნიდა ნაღვლიან თვალებს,როცა საკუთარი დაქალის ხელები იგრძნო,როგორ მოეხვივნენ და შეშინებული ხმით,ძლივს გაბედა შეეკითხა მაშარელისთვის,თავს როგორ გრძნობდა. - რამე ხომ არ გინდა? აწყლიანებულ თვალებში ჩახედა ბარბარეს და ძალდატანებით გაიღიმა. - მინდა,მეგი რომ ჩემთან იყოს..სხვა არაფერი. - მართლა აღარ შეურიგდები? ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა ფურცელაძემ. - ყველაფერი მორჩა.. - კარგი..მიხარია,თუ მაგ იდიოტთან ყველაფერი დაასრულე,ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო,უკეთესს იმსახურებ.. - კარგი,მოდი უბრალოდ ჯანდაბაში გავუშვათ ყურაშვილი და ლეპტოპი გახსენი.გამოსაშვებისთვის რაიმე ნორმალური კაბა გვჭირდება. - ბარბარე? - ჰო? კოპები შეკრა მაშარელმა და სასოწარკვეთილ მეგობარს შეხედა აბრჭყვიალებულ ცისფერ თვალებში. - ვერ გცნობ..რა გეტაკა? მხრები აიჩეჩა მაშარელმა და ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა. - თუ გავერკვევი,შენც გაგაგებინებ. სხეულზე ალმოკიდებული საჭეს ხელებით ისე ჩაფრენოდა,თითქოს ტყავის მატერიასაც დამწვრის სუნი გამოსვლოდა.გზაზე წინ გადაღობილი მანქანებისთვის გამაყრუებელი სიგნალი გაეშვა და პირი არ გაჩერებოდა მათი ლანძღვა გინებით,შეეძლო ნებისმიერს დაჯახებოდა და ადგილზე გაესრისა,თუნდაც ზებრაზე გადასული ადამიანი ყოფილიყო. მანქანის დამუხრუჭების ხმა,კორპუსის ეზოს წინ ექოსავით ისმოდა.თაბაგირი სწრაფად გადმოსულიყო შავი პორშედან,მეხუთე სართულისკენ აეხედა და კბილები ერთმანეთზე ძლიერად დაებჯინა.სანამ ლიფტი სართულებს აივლიდა და სენსორზე ციფრი "ხუთი" დაეწერებოდა,სულს უხუთავდა იქ დგომა,ჟანგბადი ტვინს აღარ მიეწოდებოდა და რაც უფრო დრო გადიოდა მით უფრო ვეღარ ეტეოდა კანში. ვენებში სისხლისმაგვარი სითხე გაყინვოდა და გულისცემა ყურებში საყვირით ჩაესმოდა. ზარის ღილაკს რამოდენიმეჯერ დააჭირა და რამოდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ კარი ფრთხილად გააღო გამხდარმა,ხუჭუჭათმიანმა გოგონამ,რომელიც სამხარაძის პერანგში გამოწყობილი ნახევრად შიშველი იდგა მეტლახზე. - იასონი სახლშიაა?! ეცადა გატეხილი ხმა ცოტათი მაინც დაერეგულირებინა და დაუპატიჟებლად შეიჭრა მისაღებისკენ. - იასონი სამსახურში წავიდა ნახევარი საათის წინ,ბატონო დიმიტრი.. კეფაზე ხელები შემოიწყო თაბაგირმა და კედელთან ატუზულ შავტუხას ახედა,თავით ფეხებამდე შეათვალიერა და სახეზე ირონიული ღიმილი გაუკრთა. - სამზარეულო საით არის,მიააა?! ფეხზე წამომდგარი ზემოდან დააჩერდა გოგონას,რომელმაც კულულები ყურებს უკან გადაიწია და ხელით ანიშნა,მამაკაცის ინტერესის ობიექტი. - წყალს მომიტან?! - დიახ,რა თქმა უნდა. სამზარეულოსკენ მიმავალ გოგონას გახედა თაბაგირმა,რომელმაც წამით დრო იხელთა,პატარა,ჩიპის მაგვარი მოწყობილობა მაგიდის ქვემოდან მოათავსა,შემდეგ კი ისიც მიასკენ დაიძრა. - ღმერთო ჩემო! ის იყო წამით შემოტრიალდა მია,რომ ლამის მთელი ჭიქა წყალი ზედ შეასხა დიმიტრი თაბაგირს მის წინ რომ აეტუზა და პირზე ხელი მიიფარა.- მაპატიეთ..მეგონა მისაღებში მელოდებოდით. - ხდება ხოლმე. ამოიხრილა მამაკაცმა და დარჩენილი წყალი დააგემოვნა ისე რომ კალანდაძისთვის თვალი არ მოუშორებია. ჩემით..ხელით ანიშნა ნიჟარისკენ,სადაც ცარიელი ჭიქა მოათავსა და კარადის გვერდით,მარცხენა ხელში მოთავსებული მეორე ჩიპი ხელის ვირტუოზული მოძრაობით დააყენა. - იასონს გადაეცი,რომ მნიშვნელოვანი საქმე მაქვს,ამას ტელეფონში ვერ ვეტყოდი,აქ ამიტომაც ამოვედი..სამწუხაროა,რომ არ დამხვდა,იმედია მალე განთავისუფლდება. - კარგით,გადავცემ ბატონო დიმიტრი. გამოსამშვიდობებელი ღიმილით დაასაჩუქრა კალანდაძე და კიბეები სწრაფად ჩაირბინა. მანქანაში მოთავსებული ტელეფონს ხელში ატრიალებდა,მოსასმენი აპარატი ერთ ყურში მოითავსა და მანქანის ღმუილით გაუჩინარდა. * * * აპრილის ოც რიცხვს ითვლიდა კალენდარი,ქარი დაუკითხავად ძვრებოდა გოგონების გაშლილ თმებში და ჯინაზე უწეწავდა,რომლებიც ამწვარი თვალებითა და ჩქარი ნაბიჯით შესულიყვნენ უახლოესი ტანსაცმლის მაღაზიაში და გაკვირვებული გამყიდველის სახე დაეიგნორებინათ. - რამით დაგეხმაროთ? წარბი ასწია კონსულტანტმა და ალმაცერად დახედა ორ,სიცილ-ხარხარით მდგომ ახალგაზრდას. - თქვენ ვერ დაგვეხმარებით ქალბატონო,ჩვენ უკეთ ვიცით,რა ავარჩიოთ.ხელი აუქნია ბარბარემ და ხელში მომარჯვებული ორი,მუქი წითელი და ოქროსფერი კაბით გაიწია გასახდელამდე,სადაც ფურცელაძეც თან გაიყოლა. - მირანდა პრისლივით რომ დაუჭირე სახე,რა გგონია?! ნახე,სათვალიდან ისე იყურება ქურდები ვეგონებით და ეხლა დაცვის ბიჭებსაც დაგვაყენებს. - დაგვაყენოს ვინც უნდა..გავერთობით! მხრები აიჩეჩა ბარბარემ და ტანზე მომდგარ წითელ კაბას შეავლო თვალი სარკეში. - ლამაზია? - იდეალური,თანაც ცოტა არ იყოს და გამომწვევი,დაო ჩემო.. ცხვირი შეჭმუხნა ფურცელაძემ. - სხვათაშორის,შენთვისაც გამოვნახე კაბა,მიდი აიღე და მოიზომე,სანამ იმ თვალებგადმოკარკლულმა გაგვაპანღურა! - კარგი არჩევანია! მოლარემ ნაძალადევი ღიმილით გაუწოდა ცელოფანში გახვეული კაბები გოგონებს და ზრდილობიანად დაემშვიდოდა,შემდგომში ვიზიტის პერსპექტივით. ფეხსაცმლის ვიტრინებთან მდგარ ახალგაზრდებს,უკნიდან მანქანა ჩუმი სვლით მიახლოვებოდა და იქვე,თითქოს უჩინარივით დაეპარკინგებინა. მანქანაში აპარატის გამაწვრილებელი ხმა და უაზრო შიშინი,მამაკაცის ხავერდოვან ხმას შეეცველა,რომელსაც ინტერესის ობიექტი ადგილზე ჰყავდა გამოჭერილი და ბრძანების გაცემას ელოდა,თავისი უფროსისგან - აღმაშენებელი,ნომერი 22. ახალგაზრდა ქალი მიზანშია. ჩემი ხმა ისმის?! - ისმის.ლოკაცია დამიდასტურეთ,მარტოა თუ ვინმე ახლავს თან?! - ახლავს.სავარაუდოდ თავისივე ასაკის გოგონა. ღილაკს თითი დააჭირა და მანქანის მინა ფრთხილად ჩასწია. - მოქმედებაზე გადასვლის ბრძანება გაცემულია,რომელიც თანხმობას ექვემდებარება. მანქანიდან გადასული,სათვალიანი მამაკაცი რამოდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა ობიექტს და გოგონას ზურგს უკან ისე ახლოს დადგა,მაშარელმა მისი ხმამაღალი სუნთქვაც კი იგრძნო,მაშინვე შეტრიალდა და თვალები თავით ფეხებამდე ააყოლა. - უკაცრავად,აღმაშენებლის 22 ნომერი საით არის? ორი თავით მაღალს ახედა მაშარელმა და შეკრთა. შავ სამოსში უჩვეულოდ გამოწყობილი მამაკაცი რომ დაინახა,საშინელმა სიცივემ დაუარა სხეულში,გული კი კარგს ნამდვილად არ უგრძნობდა. - ეს არის 22 ნომერი. კოპეშეკრულმა,კბილებში გამოსცრა უცნობს და ფურცელაძის ძებნა დაიწყო თვალებით. - გმადლობთ. შავი სათვალიდან უცნაურად გაბურღა მზერამ,რომელსაც თითქოს მინის შიგნითაც ხედავდა.მაღაზიიდან გამოსულმა ფურცელაძემ შესძახა მაშარელს დაბრუნებულიყო ფეხსაცმელების ახალი კოლექციის სტდენთან,ხოლო როცა ბარბარა მოტრიალდა,მამაკაცი თითქოს მიწას ჩაეყლაპა,არსად აღარ ჩანდა. ფოტოები შეტყობინების ფანჯარაში ატვირთა,ნაცნობი მამაკაცის ნომერი აკრიფა და იქვე,ბონუსად ხელწერაც მიუთითა. " ჩვენ უკვე ძალიან ახლოს ვართ,მინისტრო.." გაგზავნის ღილაკს დააჭირა და კმაყოფილმა ჩაათვალიერა ფოტოები,სადაც მაშარელთან ერთად ლერი ჭიპაშვილი იდგა აღმაშენებლის ქუჩაზე. - როგორ ფიქრობთ,რამდენად გაიყიდება მისი სხეული? ლერის გვერდით მჯდომმა მამაკაცმა ყელზე მოჭერილი ჰალსტუხი მოიხსნა და სასიამოვნო მზერით შეხედა ჭიპაშვილს. - ვფიქრობ,დანაწევრებისთვის ცოდოა..უფრო პროსტიტუციაა მასზე ზედგამოჭრილი. ნამდვილად კარგ ფასში გაიყიდება,ახალი ხორცია..ორაზროვნად ჩაილაპარაკა ბენდელიანმა და წვერზე ხელი მოისვა. შენი დედასაც შევე/ცი შე ნაბიჭ/ვარო!!!ტორპედოზე ხელი ძლიერად დაარტყა და ერთიანად დაჭიმული სხეულით გადმოვიდა მანქანიდან,კარებს ორივე ხელით დაეყრდნო და გულით ყელამდე ამოსული ჟანგბადს ვეღარ ისუნთქვდა. ფუ შენი...ფუ შენი დედაც მოვტყ/ან თაბაგირო!! როგორ ვერ გავთავლე..მაშკა როგორ არ გავითვალისწინე!!! მოვკლავ. ერთ სიტყვას ამოაყოლა მთელი ის ემოციები,რომლებიც სისხლის მაგიერ გასჯდომოდა ვენებში და მოძრაობის უნარს აკარგვინებდა.ყოველი ფიქრი,რომელიც თითქოს წყლის ნაპირზე ამოტივიტებულიყო,კლავდა,ანადგურებდა,მიწასთან ასწორებდა და სასოწარკვეთილს ვეღარ გაერკვია გეგმა ბ-იდან დაეწყო თუ ა-დან.ან სულაც გაექარწ....ბინა ეს მწველი გრძნობები,ფიქრები რომელიც მოსვენებას აღარ აძლევდა და ერთადერთი გამოსავლი რომელსაც მხოლოდ ღილაკივით თითის დაჭერა სჭირდებოდა,პრეზიდენტის სიკვდილი იყო. აიღეე!!აიღე პატარავ აიღე ყურმილიი!!სმენის არეალს მხოლოდ გამაწვრილებელი ზარი ჩაესმოდა,რომელიც არა და არ ჩერდებოდა და არც მეორე ხაზიდან აპირებდნენ პასუხს. ზმანებაში ჩაძირულს,ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა,რომელთანაც მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებას. - დიმიტრი?! - ყველაფერი არის ძალიან ცუდად!! ამის დედაც..ის ნაბიჭ/ვარი ჩემიანებს მიადგა..ფუ ამის!! - როგორ,ნატალია ხომ შენ გყავს?! - მყავს ეს დედამოტყ**ული მყაავს ხო!!! მაგრამ ნატალია ერთია,გესმის?! ერთიიი! ვერ გავწირავ ჩემი ოჯახის წევრებს..მომისმინე,მინდა რომ ჩემი ოჯახი აქედან გავუშვა და ამაში შენ უნდა დამეხმარო ისევ!! - კარგი,რა თქმა უნდა დაგეხმარები,დეტალებს იასონთან გადავაგზავნი,ყოველი შემთხვევისთვის. - არა,არ გააგზავნო. ჯანაშიას გაუგზავნე,ის მიხედავს. - მოხდა რამე?! დაიძაბა მამაკაცი. - მაგას ვარკვევ,მოხდა თუ არ მოხდა!! შეშლილივით შემოიწყო ათრთოლებული ხელები კეფაზე. - კარგი,თავი ხელში აიყვანე,ახლა ცივი გონებით უნდა იმოქმედო,ყველაფერი კარგად გაანალიზე და იცოდე,არც იფიქრო რომ იარაღის დამიზნება გიშველის.სიკვდილი ზოგიერთი ადამიანისთვის ხსნაა,ჩვენ კი რისთვის ვიბრძვით?რომ სიცოცხლეში ვაგრძნობინოთ,როგორია როცა კვდები და ამავდროულად როცა ცოცხალი ხარ. ადამაინებს ამ ორს შორის უჭირთ ყოფნა,სწორედ ესაა სატანჯველი.ხაზზე ვიქნები,სისულელე არ გააკეთო,გიმეორებ! ტელეფონი გათიშა და სავარძელზე მიაგდო.პედლებს მთელი ძალით მიაჭირა ფეხი და მაშარელის სახლისკენ დაიძრა. გაშმაგებული,რკინის კარს ხელებით ძლიერად ურტყამდა,ზარის ღილაკს შეუსვენებლივ აჭერდა და თვალებში სისხლი ექცეოდა,სანამ კარის ზღურბლზე საყვარელ სახეს არ მოჰკრა თვალი. - დიმიტრი?! აქეთ იქით მიმოიხედა მაშარელმა და ვერც კი გაანალიზა,როგორ მიიკრო თაბაგირმა მის მკერდზე,სადაც გამალებით უცემდა გული.სად იყავი..სად ჯანდაბაში იყავი მაშკა!!!დაიღრიალა მამაკაცმა და მისი სახე ხელისგულებში მოიქცია,აფთარივით მიიკრო ისევ გულზე და ხელები კვლავ მოხვია,თითქოს სურდა ბოლომდე შეეგრძნო მისი სხეული,რომ ის მასთან იყო,სახლსალამათი და უვნებელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.