შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მზე (სრულად) +18


23-05-2020, 23:52
ავტორი სესო
ნანახია 35 179

გამოფენიდან გამოვედი და წვიმის წვეთებს ღიმილით შევაგებე სახე. გამარჯობა ახალო წარმატებავ. ღრმად ამოვისუნთქე ბედნიერებით გაჟღენთილი ნახშიროჟანგი და ბარისკენ გავუყევი გზას. ბარში შესულს ჩემი და, სიძე და მათი მეგობრები უკვე დამხვდნენ.
-გილოცავ პატარავ.-ჩემი და მომეხვია და მერე სიძემაც მომხვია დიდი მკლავები.
-ჩვენი ნენეს დღეა დღეს!-თქვა და სასმლით სავსე ჭიქა მომაწოდა რომელიც მაშინვე გამოვცალე.
-ჩვენი არტი გოგო ხარ.-მიშომ, ჩემი სიძის ძმაკაცმა კბილები გამოაჩინა და თავზე მაკოცა.
-მოკლედ, ახლა დამირეკა ჩვენმა ბატონიშვილმა დარეკა, დამისხით მოვდივარო.
-ცოლს ვეღარ უძლებს?-მიშო აროხროხდა.
-ალბათ მალე ამოსცხებს უკანა*ში წიხლს.-შეკრულ მუშტს გაშლილი ხელის გული დაარტყა დაჩიმ, ჩემმა სიძემ.
-ვიზე საუბრობთ?-ვიკითხე და მარტინის მორიგი ჭიქა დავცალე.
-დავით გელოვანზე.-ეშმაკურად ჩაიცინა დაჩიმ.
-იმ დავით გელოვანზე?-საჩვენებელი თითი ზემოთ ავწიე და ისე ვკითხე. თავი დამიკრეს და მერე უკან გახედეს ვიღაცას. წამოვარდნენ და მერე როხროხის ხმებიც გაისმა. თავი უკან მივუბრუნე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით გელოვანს გავხედე.
-ჩვენო მხატვარო, ეს არის მინისტრის მოადგილე დავით გელოვანი.-ჩემმა დამ ამიხსნა.-დავით, ჩემი და ნენე.
-სასიამოვნოა ქალბატონო ნენე.-როგორი გალანტური იყო ღმერთო! ხელი ჩამოვართვი და ოდნავ გავუღიმე.
-ჩემთვისაც.-თვალებიდან გულებს ვისროდი.
“ცოლიანია” განგაშივით გაისმა გონებაში და მეც გამოვფხიზლდი.
-იმ დღეს ავიწყვიტეთ, იმდენი ვიცეკვე ბარი თავზე დავიმხე. მაგიდაზე ვიდექი და ხმამაღლა ვყვიროდი წარმატებული ქალი ვარ მეთქი. მერე ნელი მუსიკა იყო, კიდევ ხელები იყო ჩემს სხეულზე და სიამოვნების ჟრუანტელი იყო მთელ სხეულში. სახლში მახსოვს ორნი ავბრუნდით მე და ის. კარის დახურვისთანავე ამაკრა რკინის ზედაპირზე და მაშინვე დაიწყო ჩემი სხეულის შესწავლა. მისი შეხება მაბრუებდა, ვის ახსოვდა ბარიერები? მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ის იყო ჩემში და განუზომელ ვნებას მანიჭებდა. ჩემს შიშველ მკერდზე ედო თავი და ღრმად სუნთქავდა სექ.სის ოხშივარით გაჟღენთილ ჰაერს.
-დილით პირველს გამეღვიძა, მის შავ თმას და სიმპატიური სახის ნაკვთებს დავუწყე თვალიერება, მის ყელზე სამ პაწაწინა ხალს ვუყურებდი და მომინდა ისევ შეეგრძნო ჩემს თითებს მისი კანი. ხალებზე გადავატარე თითები და წამოვდექი, არ ვიცოდი რა იქნებოდა ახლა, თუმცაკი არაფერს ვნანობდი, არც მასთან დაკარგულ ქალიშვილობას და არც იმაზე ვნერვიულობდი რომ ამიერიდან ყველაფერი შეიძლება შეცვლილიყო. უკვე 23 წლის ვიყავი და ეს ყველაფერი უკვე გააზრებული მქონდა. ყავა გავიკეთე და ჩემი ბინის მისაღებში, კედელში ჩაშენებული ფანჯრიდან გადავხედე ქალაქ, მიყვარდა ეს ხედი. აივანზე ზეწარ აფარებული გავედი და სავარძელში ჩავჯექი. ხატვა მომინდა, მუზა რომელიც კარგა ხანია გამიქრა ისევ დაბრუნდა და სიამოვნებისგან მთელ სხეულში სითბო მომედო. მისაღებში დავბრუნდი, იატაკზე გავშალე ჩემი საღებავები და ტილო, საღებავების უაზროდ გადასმა ხელებით დავიწყე ტილოზე და მერე ისვ ვიგრძენი შეხება.
-ამ პოზაში შენი ნახვა სამოთხეს უდრის.-საღებავიანი ხელები ბეჭებზე გადამისვა და კისერზე მომაკრო ტუჩები. თვალები მიმენაბა და თავი უკან გადავწიე. ზეწარი მომაძრო და მთელ ბეჭებზე ამისრიალა თითები. ახლა შიშველი ვიყავი შინაგანადაც და გარეგნულადაც. მისკენ შევბრუნდი, ნახატზე გადამაწვინა და ზემოდან მომექცა. ვიგრძენი ომის იყო, ადამიანი იყო ვისაც 23 წელი ვეძებდი.
-ეს არასწორია.-აღმომხდა როცა ტუჩები ყელისკენ ჩამიცურა და ჩემი სხეული შეუერთა თავისას.
-ჩემ ცხოვრებაში სწორი მხოლოდ კარიერაა.-აღმოხდა ოხვრით.-შენში?
-ჩემში შენ ხარ და ვერ ვფიქრობ.-გამეცინა, მასაც მოედო ტუჩებზე ღიმილი და ზემოდან დამიწვინა, არ ჩერდებოდა და მეც ბიძებისგან მონიჭებული სიამოვნებისგან ვითიშებოდი. მოძრაობა თავად განვაგრძე და მალე სიამის კრუნჩხებიც დამეწყო. ვხვდებოდი რომ ეს ყველაფერი არასწორი იყო მაგრამ არ მადარდებდა, მთავარი ის იყო, მთავარი ჩემს ქვეშ მწოლიარე კაცი იყო. აქტის დასასრულს მის მკერდზე მივესვენე და აჩქარებულ გულს დაწყნარება ვუბრძანე. წამოდგა, ჩემიანად წავიდა სააბაზანოსკენ და წყლის თბილი ჭავლის ქვეშ დავდექით. იატაკზე წყალი სტაფილოსფრად და წითლად იღებებოდა, მერე ლურჯად და შავადაც. სააბაზანოდან გამოვედი, მოვწესრიგდი და მისაღებში ყავით ხელში მჯდარ კაცს შევხედე “ჩვენს” ნახატს რომ ღიმილით უყურებდა.
-უნდა წახვიდე.-მის წინ დავჯექი და ვეცადე თვალებში არ შემეხედა.
-სინამდვილეში რას ფიქრობ ნენე?-მკითხა და ცალყბად, უცნაურად ჩაეღიმა.
-ეს არასწორია დავით, შენ ცოლი გყავს და ამ შემთხვევაში ყველაზე არასწორი ვარ. არა და მე ძალიან მიყვარს ჩემი თავი.
-მეც ეგ უნდა მეთქვა. მე ცოლი მყავს, შენ ჩემთვის იდეალური ხარ. მიუხედავად ამისა არ მინდა ამ ეტაპზე ოჯახი დამენგრეს.-ვიცოდი, ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, კაცია რომელსაც დიდი მიზნები და გეგმები აქვს.
-გასაგებია.-გავუღიმე.-სასიამოვნო იყო შენთან რამდენიმე საათის გატარება.-ხელი გავუწოდე, ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა და ჩემ ხელს თავისი შეაგება.
-იმედია ასეთ სიტუაციაში აღარ აღმოვჩნდებით.-წარბი აწია, როგორი იდიოტია. კარისკენ წავიდა მე კი უცბათ წამოვიძახე.
-მაქსიმუმ ნახევარი წელი.
-რა?-შემობრუნდა.
-მაქსიმუმ 6 თვე გაძლო ჩემს გარეშე, მეტის იმედი არ მაქვს.-ჩემ თავში დარწმუნებული ვარ, კი.
-ვნახოთ მხატვარო.-გამიცინა და კარი გაიხურა. ესეც ასე, მგონი გავები.
მთელი დღეები ხატვაში გავლიე, ვიჯექი, ვიწექი, ვიდექი და ვხატავდი. მერე ტელევიზორის ყურება მომინდა და ჩავრთე. არხიდან არხზე ვრთავდი და ფილმს ვეძებდი. საინფორმაციო გამოშვებაში მთავრობის „ბანკეტს“ აჩვენებდნენ. ყველა თავისი ცოლით და ქმრით იყვნენ. დავითიც იყო, გრძელფეხება, ტუჩებდაბერილ გოგოსთან ერთად იდგა და ღიმილით მიირთმევდა შამპანიურს. გულში რაღაცამ მწარედ გამკაწრა და ნერვებმოშლილმა. გადავრთე სხვა არხზე. ჰარი პოტერის ყურება დავიწყე და თავდაცვის მომავალი მინისტრი გადამავიწყდა კიდეც.
მერე ჩემმა დამ, ნიამ დამირეკა, საღამოს ჩვენთან ვიკრიბებით და ამოდიო. შხაპი მივიღე, ჯინსის შორტი და ლურჯი, თავისუფალი მაისური გადავიცვი, მიშკას ავახიე და დღემდე მისტირის. ფეხზე კეტები ჩავიცვი და ბინა დავტივე. ფეხით წავედი ჩემი დის სახლისკენ და ლიფტში შესულმა ხუთიანს მივაჭირე თითი.
-აბა ჩემო პუნტულებო, კუსკუსებო, სიყვარულებო, როგორ ხართ?-ვკითხე და ორივე ჩავკოცნე.
-კარგად ნენეკო, შენ?-დაჩიმ ლოყაზე მაკოცა.
-შესანიშნავად, ისე მიდის საქმე, მალე ახალი გამოფენა მექნება.-ხელისგულები ერთმანეთს შემოვტყორცნე და მისაღებში შევკუსკუსდი. სიტყვები გადამეყლაპა დივანზე მჯდარი დავითი და მისი ცოლი რომ დავინახე.-მომავალი მინისტრიც აქ გვყოლია.-გავუღიმე და მანაც დაფარული ღიმილით ამომხედა.
-როგორ ხარ ნენე?-გადამკოცნა და შეუმჩნევლად მოვიპარე მისი გრილი სურნელი.
-კარგად ბატონო დავით, თავად?-მის ცოლს გადავხედე.
-ეს ჩემი ცოლია ლენკა.-გამაცნო გადაპრანჭული გოგო რომელიც რატომღაც ამრეზით მათვალიერებდა.-ლენკა, გაიცანი ნენე მარგიანი, ცნობილი მხატვარი.
-სასიამოვნოა.-მივუგდე და იქვე, მიშკას გვერდით ჩამოვჯექი.
-შენი ნახატები ვიცი, ჩემი მეგობრები გიჟდებიან.-ტუჩები დაპრუწა, ნერვები მომეშალა, როგორი ხელოვნურია.
-თქვენ არ მოგწონთ?-ჩემი აფერისტი თავაზიანი თავი რა ვთქვი.
-არა.
-რატომ?-მისი პირდაპირობით და უტაქტობით ცოტა გაკვირვებული დავრჩი და ჩემი დის მოტანილი გრეიფრუტიანი წყალი მოვსვი.
-უაზროა, აზრზე ვერ ვხედავ ვერც ფერთა შეხამების და ფიგურების აზრს.-მხრები აიჩეჩა.
-ნუთუ.-გამეცინა და მის ქმარს გადავხედე ამრეზით და „ეს ცოლად რამ მოგაყვანინა“ გამომეტყველებით.-ამას წინად ერთი დავხატე, მე ძალიან მომწონს, გაჩვენებ და აზრი მითხარი.-ტელეფონი მოვიმარჯვე და ის ნახატი ვაჩვენე მის ქმრის და ჩემი რომ იყო.
-უცნაურია.-წარბები შეკრა და ტუჩები გაბუშტა, ვაიმეეე ცაკალელი.
-გეთანხმები, დიდი დატვირთვა აქვს ჩემთვის და გამოფენაზე არ გამაქვს, საძინებელში დავკიდე.-გავუღიმე და ჩემს დას შევხედე რომელმაც ყველაფერი იცოდა და ქმრის ყელში ხითხითებდა. გვიანობამდე არ დარჩენილან, არც მე დავრჩენილვარ დიდხანს, სახლისკენ ისევ ფეხით წავედი და მაღაზიაში ნაყიდი ლუდის ბოთლების თანხლებით ავირბინე კიბე. კარი შევაღე და მისაღებისკენ წავედი, დივანზე მჯდარი დავითი რომ დამხვდა სულაც არ გამკვირვებია. ქილები გავხსენი, ერთი წინ დავუდე, მეორე მოვიყუდე და მის მოპირდაპირედ სავარძელში ჩავჯექი. ერთხანს ვუყურებდი, ისიც მიყურებდა და თითქოს სულ სხვა იყო მისი მზერა, წინასგან განსხვავდებოდა.-2 თვეც ვერ გაძელი გელოვანო?
-რის მიღწევას ცდილობ?-მკითხა და ლუდი მოიყუდა.
-მე? სიმშვიდეში ცხოვრებას, სხვას არაფერს.-თავი უკან გადავწიე და ჭერს ავხედე.
-სიმშვიდეში ჩემი ცოლის გამოწვევით იცხოვრებ გგონია?-ჩაეცინა, ისე გასაგიჟებლად მთელი მსოფლიოს მდედრი სასტავი რომ ფეხქვეშ გაეგებოდა.
-ცოლად როგორ მოიყვანე?-სახე დავმანჭე და კისერი წამოვწიე.
-ადვილად სამართავია.-წამწამებს ქვემოდან ამომხედა, ლუდით დასველებული ტუჩები ენის წვერით გავილოკე და მის დაჭიმულ ძარღვებს შევხედე.
-წარმოდგენაც არ მინდა ახლა შენს თავში რა ხდება.-გამეღიმა.
-მე კიდევ უკვე წარმოდგენილი მაქვს შენს ტრუსში რა ხდება.-პერანგის ერთი ღილი შეიხსნა და კისერზე ჩალურჯებაც გამოუჩნდა.
-ქალებს არ იკლებ მომავალო მინისტრო?-კისერზე ვანიშნე დს წამოვდექი. ფანჯარასთან დავდექი და ხედს გადავხედე.
-რატომ უნდა მოვიკლო მხატვარო?-ვიგრძენი რომ ჩემს უკან იდგა და ისიც ვიგრძენი ამ საღამოს რომ წასვლას არ აპირებდა.
-სახლი არ გაქვთ ბატონო დავით?-მისკენ შევბრუნდი, გაიღიმა და წელზე მომხვია ხელი.
-თბილისში? არა.-თავი გააქნია და ზემოდან დამხედა თავისებური, უნიკალური მზერით.
-აქ რა დაგრჩენია?
-ბევრ კითხვას სვამ.-ტუჩებზე ვიგრძენი მისი ტუჩები და წინააღმდეგობის გაწევის სურვილმა ხელი დამიქნია, კარგად იყავიო. მაბრუებდა, ჭკუიდან გადავყავდი მის მოფერებას, მის ხელებს ჩემს სხეულზე და ტუჩებს რომლებიც შეხების ადგილს მიწვავდა. სრულიად შიშველი ვიწექი ჩემს საძინებელში და თავი მის გულზე მედო. არ ვაპირებდი მასთან რამეზე საუბარს, არც იმაზე რომ ვერ ვიტანდი მოღალატე კაცებს და იმ ქალებს ვისთანაც ღალატობდნენ. დასანანია რომ ასეთ ქალად ვიქეცი, ჩემდაუნებურად.
-წადი.-მოვშორდი მის სხეულს და მეორე მხარეს გადავბრუნდი.-მეძინება, უბრალოდ ადექი და წადი.-მშვიდად ამოვთქვი. ვიგრძენი როგორ იმატა ტემპერატურამ, როგორ დაიჭიმა ჩემს გვერდით მწოლიარე მამაკაცი და როგორ გაუხშირდა სუნთქვა.
-დარწმუნებული ხარ რომ ჩემი წასვლა გინდა?-მკითხა და მხარზე მომაკრო ცხელი ტუჩები, კანი დამეშანთა.
-მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული რომ საყვარლის სტატუსი არ მინდა.-ხმის ტემბრი არ მეცვლებოდა, ჩემი თავის მიკვირდა თუმცა ემოციების ზღვა ისედაც არასდროს ვყოფილვარ.
-არც გექნება.-ოთახიდან გასვლამდე ჩაილაპარაკა მე კი თავს ძილის უფლება მივეცი როგორც კი შემოსასვლელი კარი გაჯახუნდა. დილით უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ ქალაქიდან უნდა გავსულიყავი. ნიას დავურეკე.
-ნიაკო, მე ქალაქიდან გავდივარ.-უცბათ მივაყარე როგორც კი მიპასუხა.
-სად მიდიხარ ცოლის დავ?-დაჩის ხმა მომესმა და გამეცინა.
-არ ვიცი, ზაფხულია, სადმე გავიგულავებ.-პატარა ჩემოდანი შევკარი და მანქანის გასაღები ავიღე მაგრამ ისევ თავის ადგილზე დავაბრუნე.
-შვებულებას ვიღებ ორშაბათიდან და კავშირზე იყავი, შეიძლება ჩამოგაკითხოთ.-ჩემმა დამ ჩამყვირა.
-კარგი.-გავუთიშე და სახლი დავტოვე. მატარებლის სადგურამდე მივედი ტაქსით და ერთი ბილეთი ავიღე ბორჯომისკენ. ვგრძნობდი ვიღაც რომ მომყვებოდა და მაინც არ ვიმჩნევდი. მატარებელში ავედი და ადგილი დავიკავე ფანჯარასთან. პიჯაკიანი მამაკაცები ამოვიდნენ და ორი სკამის მოშორებით მოთავსდნენ, უკვე ვხვდებოდი რაც ხდებოდა და ეს ფაქტი მაღიზიანებდა. მატარებელი დაიძრა, მიყვარდა ამ ტრანსპორტით გადაადგილება, რაღაც სხვანაირად მიზიდავდა ტყეებში სიარული და ფანჯრიდან ყურება. ბორჯომში ორსაათნახევარში ჩავედით და სასტუმროში დავბინავდი. დაღლილი საწოლზე მივესვენე და ჩამეძინა. რამდენიმე დღე არ გავსულვარ ოთახიდან, ვიჯექი, ვფიქრობდი, ვსვამდი, ვჭამდი და ფანჯრიდან ვუყურებდი წინ გადაშლილ წიწვოვან ტყეებს. მეოთხე დღეს გარეთ გავედი და პარკში გავისერინე, მტკვარზ ეგადებულ ხიდზე ვიდექი და ვფიქრობდი, როგორ მძულდა ეს მდინარე. მდინარე რომელიც სულ მშიერია, სულ დაძრწის და ეძებს მსხვერპლს რომელიც დაანაყრებს. ხიდს გავეცალე და ისევ სეირნობა განვაგრძე, ისევ მომყვებოდნენ ვგრძნობდი. შენობას ამოვეფარე და დაველოდე როდის შემოუხვევდნენ ისინიც, მალევე რომ შემოუხვიეს და დამინახეს შეკრთნენ.-გამარჯობა ბიჭებო.-გავუღიმე.. ხმა არ გაუციათ, იდგნენ და მკაცრის სახეებით მიყურებდნენ, დაუმუშავებია ბატონ დავითს.-მე ახლა სასტუმროში დავბრუნდები თქვენ კი ქალაქში. თქვენს დამქირავებელს თუ რაც ჰქვია გადაეცით რომ შემეშვას და თავისი გზით წავიდეს კარგი?-გავუღიმე, არც ახლა გაუციათ ხმა, შენობას გამოვეცალე და სასტუმროსკენ წავედი. ნიამ დამირეკა საღამოს.
-ნენე, ხვალე ბათუმში მივდივართ, არ წამოხვალ?-მკითხა და მეც ზღვის შეგრძნების სიამოვნება რომ წარმოვიდგინე თვალები მივნაბე.
-წამოვალ, გამომივლით?-ჩავძახე და აივანზე დავჯექი.
-ადრე წამოვალთ და დაგირეკავთ. შენი სახლის გასაღები მაქვს და რამე ჩაგილაგო?-მკითხა სანამ გათიშავდა.
-კი, ჩემ ოთახში რომ შეხვალ მესამე უჯრა გამოაღე, ზღვის ტანსაცმელი დევს, საცურაო კოსტუმებიც და წამომიღე.-გავთიშე და ოთახში შევბრუნდი საწოლზე არხეინად გაწოლილი ბატონი რომ დამხვდა. მოულოდნელობისკენ შევკივლე და გულზე მივიჭირე ხელი.-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-წონასწორობა ვერ დავიცავი და კედელს მივეყრდენი.
-როგორ შეამჩნიე?-პირდაპირ მკითხა და სასმელების მაცივრიდან მინიატურული ვისკი გამოიღო.
-არც ისე პროფესიონალები იყვნენ.-ერთი მეც გადმოვიღე და მოვიყუდე.-აქ რომ ხარ ცოლმა იცის?-ირონიულად ვკითხე და საწოლზე ავბობღდი.
-ჩემი ცოლი პარიზშია დაქალებთან ერთად მოდის კვირეულზე.-გაიცინა და ჰალსტუხი მოიხსნა.
-და შენც ჩემთან გამოიქეცი არა?-ირონიულად ჩამეცინა, ვიცოდი ისევ ვერ. გავუძლებდი, ისევ დავნებდებოდი და თავი მეზიზღებოდა.
-რა ვქნა სხვა ქალი თუ აღარ მინდა?
-ასაკის ბრალი, ალბათ იმპოტენტი ხდები.-მხრები ავიჩეჩე.
-მინდას და გამომდის შორის დიდი განსხვავებაა მხატვარო.-ჩაეცინა.
-ამაზრზენი კაცი ხარ.-ისევ მოვიყუდე ბოთლი და საკუთარ მოკეცილ მუხლზე ჩამოვდე საფეთქელი.
-კი, ვარ.-თავი დამიკრა და ზემოდან დამხედა. ჩემი ნიკაპი ხელში მოიქცია და თავი ამაწევინა. თვალებში მიყურებდა და ვხვდებოდი როგორი ვნება ტრიალებდა ოთახში.-ისევ წასვლას მომთხოვ?-წამწამებს ქვემოდან ამომხედა და მერე თვალებში ჩამხედა.
-გულს მირევს სექ*ის შემდეგ შენს გვერდით წოლა.-ხელი გავაწევინე და მის წინ დავდექი.-იმიტომ რომ ცოლი გყავს და მე ოჯახის დამანგრევლის იარლიყს ამაკრავენ კეფაზე. გული მერევა იმიტომ რომ ვიცი ისედაც წახვალ დილამდე და ტყუილები არ მხიბლავს, არც სხვისთვის სათქმელი და არც საკუთარი თავისთვის.-პერანგის ღილები გავუხსენი და თითები შიშველ მხრებზე შევუცურე. მიყურებდა, არაფერს აკეთებდა, უბრალოდ მიყურებდა და ელოდებოდა ჩემს შემდეგ ქმედებებს. თითები პრესზე ჩავუსრიალე და შარვლის ქამარს დავწვდი.
-არ გინდა.-ხელები დამიჭირა და ქამრიდან გამაშვებინა.
-შენ ხომ მხოლოდ ამის გამო მოხვედი?-ვკითხე და ხელები გამოვგლიჯე ხელებიდან.-მიპასუხე, სხვა რამე გინდა ჩემი სხეულის გარდა? არ გეწინააღმდეგები, მოდი, აისრულე საწადელი და მერე საბოლოოდ შემეშვი!-ვყვიროდი, საკუთარი თავი მაღიზიანებდა, მისი შეხებაც გამაღიზიანებლად სასიამოვნო იყო. მისი თვალები მძირავდა და ესეც მაღიზიანებდა. ამეტირა, ბაბუს გარდაცვალების შემდეგ არ მიტირია, ეს კი 6წლის წინ მოხდა. 6წლის შემდეგ პირველად ავტირდი, ავტირდი და მისი სურნელიც უფრო მკაფიოდ ვიგრძენი. მისი ხელები ვიგრძენი მხრებზე და მისი შიშველი მკერდი ვიგრძენი ჩემს სახესთან.-ნუ მიშავებ სულს დავით, ნუ მწირავ.-ამოვიბუტბუტე და მხრებზე მოვხვიე ხელები. არ მინდოდა მის გარეშე ყოფნა. არ მიყვარდა მაგრამ არც არაფერი მაკლდა. ზოგჯერ ადამიანს დაინახავ და ხვდები რომ ის არის ვისაც დიდი ხნის მანძილზე ელოდი, ეძებდი და ბოლოს არასწორ დროს იპოვე. ვერ ვიპოვე სწორ დროს, რომ მეპოვა მაინც არაფერი იქნებოდა ისე როგოც არის. მე გზა მოჭრილი მაქვს და არც მომავალი ჩანს ამ მდგომარეობაში მასთან ერთად მაგრამ ხომ უნდა იყოს რაღაც რაც ციხიდან გაგვიყვანს? რაღაც რაც ფრთებს წააგავს? ჯადოქრის ცოცხზეც არ მექნებოდა პრობლემა, უბრალოდ იმ ჩიხიდან მასთან ერთად გამოვსულიყავი.
-დაიძინე.-თავზე მაკოცა და საწოლზე დამაწვინა. ვიცოდი რომ დილით იქ აღარ იქნებოდა, თვალები დავხუჭე და გონება გავთიშე, ახლა მხოლოდ ძილი მინდოდა. დილით თავთან ნია მეჯდა და თმაზე მეფერებოდა. თვალები რომ გავახილე გამიღიმა და მეც სწრაფად მოვეხვიე.
-დაგირეკა?-ვკითხე ისე რმ აივანზე მდგარ დაჩის არ გაეგო.
-დამირეკა. ადექი, წავიდეთ უკვე.-თავზე მაკოცა და მეც სწრაფად წამოვდექი. სააბაზანოში შევედი და მოწესრიგებული დავბრუნდი უკან. დაჩის მოვეხვიე, ნივთები ავიღე და ნომერი დავტოვეთ. ქვემოთ მითხრეს თქვენი ხარჯები დაფარულიაო და მეც დაჩის გავხედე.
-შენი ოინებია?-შევუბღვირე.
-ჩემ ნიას გეფიცები ერთი თეთრი არ გადამიხდია.-ხელები აწია და მეც ნიას გადავხედე. თვალი ჩამიკრა, მივხვდი, იმ იდიოტმა დაფარა ხარჯები.
-მიშოსთან ვრჩებით?-ამოვიოხრე და ისე გავხედე დაჩის.
-არა, ბათუმი გადავიფიქრეთ და კვარიათში მივდივართ.-თვალი ჩამიკრა სარკიდან.-მაგარი კოტეჯები გავჩითეთ.
-ვინ და ვინ მივდივართ?-ვკითხე ინტერესით იმედია დავითს არ იტყოდა.
-მიშო იასნია, გიორგა და მაკუშა მოდიან, ლევანი და საბა, ჩვენ და მინისტრის მოადგილე მობრძანდება ეულად, ცოლის გარეშე, მარა მგონი სესილია მოჰყავს.
-სესილია ვინ არის?-ტელეფონიდან უცბათ ამოვწიე თავი და აკანკალებული თითები დავიმორჩილე.
-შვილია დავითის. 13 წლის არის, აკვანში ჩასახა იმ ჩემისამ.-ჩაიცინა. მე აღარ ვიცოდი რა მექნა, თავს საშინლად ვგრძნობდი. ისიც არ ვიცოდი შვილი თუ ჰყავდა თან არც ისე პატარა.
-ცოლისგან ჰყავს?-მოჩვენებითად გავიკვირვე.
-არა გოგო, მაგასთან ბავშვს გააკეთებდა?-გაეცინა საძაგლად.-გაიგებით დააქორწინეს 4 წლის წინ და დასანახად ვერ იტანდა ლენკას, მერე პროსტა ეცადა დაელაგებინა ურთიერთობა და ეხლა “მეგობრები” არიან.
-მეგობრები ბენეფიტებით.-ნიამ ჩაუსწორა სიცილით.-მარა დათა მარტო მაგას შეელევა? ქალები ახვევია.
-გასაგებია.-ჩამეცინა, მათი სიტყვები ნერვებს მაძიძგნიდა. ამოვიოხრე და უკანა სავარძლებზე გადავწექი, წამალი დავლიე წამოსვლამდე და ჩამეძინა. რომ გავიღვიძე უკვე ზღვის სუნს ვგრძნობდი და ფილტვებში სასიამოვნოდ მედებოდა დამახასიათებელი ნესტიანი ჰავა. მანქანიდან რომ არავინ გადამიყვანა წარბები შევკარი, წამოვიწიე და კარი გავაღე. მანქანიდან გადავედი და ფიჭვებში ჩამალული კოტეჯების უკან ზღვას გავხედე. ბარგი რომ შეიტანეს მე რატომ დამტოვეს ნეტა. დაჩიმ კოტეჯიდან გადმომხედა და ხელი ამიწია.
-ცოლის დას გაუღვიძია სასტაავ.-სიცილით შევიდა და მერე გარეთ გამოქანდა. ხელში ამაფრიალა და კოტეჯისკენ გამარბენინა.
-რატომ დამტოვე მანქანაში?-გავუბრაზდი და წარბები შევკარი.
-იზვინი რა, ტკბილად გეძინა და არ გაგაღვიძე.-ლოყაზე მაკოცა, წარბები გავხსენი და მისაღებში მჯდარ საზოგადოებას გადავხედე, ლუდის ქილები რომ ეჭირათ და დაღლილი სახეებით გვიყურებდნენ, ბატნი მომავალი მინისტრი არ ჩანდა. ცალკე კოტეჯში დამაბინავეს, ყველა წყვილ წყვილად იყო ჩემი და მშოს გარდა. იმან მე თქვენთვის სად მცალია ნაშობა უნდა ავყარო საღამოობითო და მეც რაღა დამრჩენოდა მეტი? ღამე იყო, მზე ჩასულიყო, ყველა გარეთ ვიყავით და წრეში ბურთს ვთამაშობდით, გვერდით ცეცხლს ანთებდნენ ნია და დაჩი. მიშო და მე წრეში ვიდექით და ვერ გვჭრიდნენ, მანქანამ რომ შემოუხვია კოტეჯებისკენ თამაში შევწყვიტეთ და მეც გული ამიფართხალდა. მანქანა იქვე გაჩერდა და საჭის მხრიდან დავითი გადმოვიდა, ჯინსის შარვალი ეცვა და შავი მაისური, კეტები რომ დავუნახე სიცილი მომინდა მაგრამ მერე მეორე მხრიდან გაღებული კარიდან ბავშვი რომ უნდა გადმოსულიყო. ლამაზი და დახვეწილი თინეიჯერი ბავშვი გადმოვიდა. გრძელი, აშოლტილი ფეხები, ლამაზი ტანი და გრძელი თმა ჰქონდა. აშკარად არ იყო ჩვეულებრივი 13 წლის ბავშვი, ასაკთან შედარებით საკმაოდ დიდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, დათამ ხელი გადახვია მხარზე და ისე წამოვიდნენ ჩვენკენ, წინასწარ ვგრძნობდი, მაგარი მამა-შვილობა ექნებოდათ.
-ნათლიას გოგოც მოსულა.-გიჟმა მიშომ დაავლო ხელი და დიდი მკლავებით დაფარა ბავშვი.
-რამდენი ხნით გაქვს შვებულება ბატონო ჩემო?-დაჩი გაეკრიჭა და მოეხვია მეგობარს.
-ერთ თვიანი.-ნია გადაკოცნა.
-გაიგე მიშოოო, გვიგულავიაო.-მხარზე მიარტყა მეგობარს ხელი და სესილი ჩაიხუტა.
-გაგულავებ მე შენ.-თვალები უბრიალა ნიამ და მეც ჩუმი სიცილი ამიტყდა.
-ოხ, როგორ ბრძანდებით მხატვარო?-დათამ გადამკოცნა, ისე ნაზად მომადო ლოყა ლოყაზე ლამის ნაყინივით ჩამოვიღვენთე.
-კარგად მომავალო მინისტრო, თავად?-არაფერი შემიმჩნევია, მადლობა ჩემს უემოციობას რომ ზუსტ დროს იცის გამოჩენა.
-ეს ჩემი შვილია სესილი.-შვილს ხელი მოხვია და ჩემს წინ დააყენა.-მამი, იცანი?-კითხა შვილს რომელსაც უჩვეულოდ უბრწყინავდა თვალები.
-ვგიჟდები თქვენს ნახატებზე.-აჟიტირებულმა წამოიძახა.
-გამოფენაზე დაგპატიჟებ.-თვალი ჩავუკარი და ლოყაზე მოვჩქმიტე.
-მამას არ პატიჟებ?-ჩაიცინა დათამ.
-თქვენ ისედაც მობრძანდებით ხოლმე ბატონო დავით.-გავუღიმე, სესილი ძალიან საყვარელი და კომუნიკაბელური აღმოჩნდა. მალევე შევეწყვეთ ერთმანეთს და მეორე დღეს ზღვაზეც გავაღწიეთ. საცურაო კოსტუმზე სარაფანი გადავიცვი და კოტეჯიდან გავედი. სწორედ ამ დროს გამოვიდნენ მამა-შვილიც და ბატონი დავითის შორტებში და მაისურში ნახვამ ცოტა არ იყოს და დააცხუნა კიდეც ირგვლივ, როგორ უღმერთოდ უხდებოდა!
-შეყვარებული არ გყავს ნენე?-მკითხა სესიმ და დიდი მამის მსგავსი შავი თვალები მომანათა. დავითს რომ ჩაეცინა გავხედე და შევუბღვირე.
-არა სეს, არ მყავს.-გავუღიმე, ფიჭვის ხეები მორჩა და ქვიანი სანაპირო დაიწყო.
-არა და როგორი ლამაზი ხარ, სად აქვთ ამ კაცებს თვალები.-დაბღვერილმა ახედა მამას, აშკარად არ მოსწონდა დედინაცვალი.
-მალე ეყოლება მამი შენ ნუ ჯავრობ. ქმარსაც გამოკრავს ხელ მასე ვფიქრობ.-თავზე აკოცა შვილს, სესი გაიქცა დავითმაც და შეუმჩნევლად მომიჭირა უკანალზე ხელი.
-ნორმალური ხარ?-თვალები ვუბრიალე, გასაგიჟებლად გაიცინა.
-ჩემ შვილს დაუდაქალდი რამდენიმე საათში, ლენკა 4 წელია მაგას ცდილობს.-იცინოდა.
-იცის ბავშვმა რომელია უკეთესი.-გამეცინა, ზედმეტად ნელა მივდიოდით.
-ნარცისი.-ზემოდან დამხედა “შეძრწუნებულმა”.-გავიგე დოქტორის ხარისხის ასაღებად იბრძვისო.-დასერიოზულდა უცებ.
-მაგას ბრძოლა არ უნდა, მთავარია გონება გქონდეს.
-შენზე ნარცისი არავინ მინახავს, იცი?-უკვე ის დრო იყო სარაფანი გადამეძრო და ნერწყვები ეყლაპა ბატონს.
-ვიცი, გენებში მაქვს.-ჩანთა და პირსახოცი იქვე დავაგდე, სარაფანი გავიხადე და დათას შევხედე ვნება მორეული ომ მიყურებდა. შორტი და მაისური გაიხადა და აქეთ მაყლაპა ნერწყვები. წყალში შევედი და ღრმად შევცურე. ცურვა ჩემმა ბიძაშვილმა მასწავლა რომელიც ახლა საზღვარგარეთ მოღვაწეობს მედიცინის სფეროში.
ღრმად შესულს დათაც შემომყვა. ჯიბრზე უფო შორს მივცურავდი მაგრამ ნადირს რა შეაჩერებს? ბოლოს გადამასწრო კიდეც, ნაპირზე ხალხი წერტლებივით ჩანდა.
-ძალიან შორს წამოვედი.-ამოვთქვი და წყალზე გავწექი.
-ურთიერთობებშიც შორს მიდიხარ ხოლმე.-ხელი მომხვია წელზე და პირდაპირ მის გულმკერდს ავეკარი.
-თუ გინდა უკან დავიხევ.-თვალებში შევხედე, ბრწყინავდა, თუმცა ისე არა როგოც უნდა ებრწყინა.
-შეგიძლია უკან დახევა?-მკითხა და ტუჩებზე დამხედა.
-ძალიან ცუდად ვიქცევით დავით.-თავი დავხარე დამის გულს მივაბჯინე.
-კაი? არ ვიცოდი.-ჩაეცინა.-მაქსიმუმ 1 წელში ლენკას გავშორდები.
-მერე ის თანახმაა?-ჩამეცინა.
-შენ დაწყნარდი.-თვალი ჩამიკრა.
-ვინ გითხრა რომ შენთან საერთოდ მინდა ურთიერთობა?-ვკითხე და წარბი ავქაჩე.
-შენმა სხეულმა ნენე.-ხელი მომიჭირა დუნდულაზე და კვნესის შესაკავებლად ტუჩზე ვიკბინე.-ფრთხილად პატარავ, ზუსტად შეარჩიე სურვილები.-ხელი ტრუსში ჩამიცურა და კვნესა ვეღარ შევიკავე.-გარყვნილი ქალი, შუა ზღვაში როგორ კრუტუნებს უყურეთ.-ხელი სიცილით გავაშვებინე და ნაპირისკენ წავედი.
-საძაგელი კაცი ხარ.-მივაძახე და ჩავყვინთე. ნაპირზე ასულს ნია ეშმაკურად მიყურებდა და მიცინოდა. დანარჩენებს ალბათ არც დავუნახივართ და ყურადღება არ მოგვაქციეს. მერე ისევ წყლისკენ წავიდა ყველა, მხოლოდ მე და სესი ვიყავით სანაპიროზე.
-მამაჩემი გიყვარს?-სესის უეცარი კითხვის გამო კოლა გადამცდა და ხველება ამიტყდა.
-საიდან მოიტანე სესი?-ვკითხე და თვალიდან წამოსული ცრემლი მოვიწმინდე.
-ვხედავ როგორ უყურებთ ერთმანეთს. ალბათ მალე კონტრაქტსაც დაარღვევს და ლენკას დაშორდება.-მხები აიჩეჩა.
-რა კონტრაქტს სესა?-ვკითხე, ამომხედა და გამიღიმა.
-თუ ლენკა შეიტანს გაყრაზე საბუთებს ლენკას მამის კომპანიის ნახევარი დარჩება ბაბუს. თუ მამა შეიტანს მაშინ ბაბუს კომპანიის ნახევარი გადაეცემა ლენკას მამას.-საიდან იცოდა ამ ბავშვმა ამდენი?
-შენ საიდან იცი ეგ სესა?
-მამას კაბინეტში იდო კონტრაქტი და წავიკითხე.
-ჯანდაბა.-ჩამეცინა, ასეთი რამე არ გამიგია.
-ბებოსაც ძალიან უყვარხარ, ნიაც და დაჩიც ძალიან უყვარს. დაჩი ბებოს გაზრდილია და როგორც მამა უყვარს ისე უყვარს დაჩიც. ბავშვობაში მეუბნებოდა როგორც რატი ბიძია გიყვარს ისე შეიყვარე დაჩიცო.
-რატი დათას ძმაა?-ვკითხე და ლოყიდან თმა მოვაშორე.
-კი, ნახევარ ძმა, ბაბუს შვილია. რატი ბიძია ძალიან სერიოზულია, მამაც ხომ სერიოზულია მაგრამ იმას მგონი ჩემი და ბებოს გარდა არავინ უყვარს.-შეიფერა და თმა უკან გადაიყარა, გამეცინა, ისეთი საყვარელი იყო და ისე გავდა დათას მინდოდა მაგრად მეკოცნა.
-რაზე ჭორაობთ?-ნია მოგვიჯდა გვერდით და სესას თავზე აკოცა.
-საიდუმლოა.-გავუცინე.
-მეც მაქვს რაღაც საიდუმლოდა მინდოდა მეთქვა მაგრამ აბა, არ გინდათ.-მხრები აიჩეჩა.
-ორსულად რომ ხარ ეგ ისედაც ვიცი.-ენა გამოვუყავი. პირი დააღო და წარბები აქაჩა.-ყბა არ ჩამოგვარდეს ნიკოლოზის ასულო.
-საიდან კი მაგრამ?
-მაგის მიხვედრას რა უნდა. სიმპტომები გაქვს და მუცლის ტკივილით კედლებზე არ დადიხარ აგერ უკვე მეორე ან მესამე თვეა.-თვალი ჩავუკარი.
-გინეკოლოგი ხარ თუ მხატვარ პოლიტიკოსი?-თვალები აუწყლიანდა.
-ქალი ვარ ნია.-ხელი მოვხვიე და თავზე ვაკოცე.-გილოცავ ჩემო ერთდერთო.-ჩუმად ვუთხარი.
-ვინ ატირებს ჩემ ცოლს?-დაჩი მოგვიახლოვდა და ნია რომ დაინახ ბრაზით გადმომხედა.
-შენი შვილი.-ნიამ სიცილით უთხრა.
-ვინო?-თვალები გაუფართოვდა და სახეზე უცნაური გამომეტყველება გადაეკრა დაჩის.
-შვილიო, შვილიოოო.-გაუცინა სესამ. დაჩიმ იქ ამბავი ატეხა? დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. საღამოსთვის გადავდეთ პატარა კანდელაკის დაბადების აღნიშვნა და დავიშალეთ. კოტეჯში შევედი, წყალი გადავივლე და საშხაპიდან გამოსულმა საწოლზე წამოგორებული დათა დავინახე.
-კარი გადაკეტილია, ყველა ისვენებს, მე კიდევ შენი აბრაწული ყვრიმალები მესექსუალურება. რა ვქნათ?-მკითხა და წელზე შემიცურა ხელი.
-გარყვნილი კაცი ხარ.-კისერზე მოვხვიე ხელები და მის ტუჩებს თავად მივწვდი. საწოლზე დამაგდო, გამეცინა და პირსახოცი შევიხსენი, ჯანდაბა, რა უთავმოყვარეო ქალი ვარ! კვნესა წამსკდა პირველი ბიძგისას და ხელები მხრებზე მოვუჭირე. ვნების ქარცეცხლში ჩაკარგულს უცბათ მომშორდა, მუხლებზე დამაყენა და აზრზეც ვერ მოვედი ისევ რომ შეუერთა ჩემ სხეულს თავისი. კისერში მის სუნთქვას ვგრძნობდი და მთელი სხეული დაჭიმული მქონდა. ხელი უკან წავიღე და კისერზე შევუცურე.
-მიდი პატარავ, ნუ წვალობ.-მიხვდა სიამოვნების გახანგრძლივებას რომ ვცდილობდი, ვეღარ გავძელი, მოვეშვი, სხეული ამიკანკალდა, სიამოვნებისგან კვნესას ვუმატე და წელზე რომ არ შემოეხვია ხელი დათას წავიქცეოდი კიდეც. ჩემში მოძრაობას არ წყვეტდა, სიამოვნებას მიხანგრძლივებდა მერე კი თავადაც მოდუნდა, საწოლზე დაწვა და ზემოდან დამიწვინა. მის გულზე მედო თავი და სუნთქვას ვაგულირებდი, ჩემ თმაში ახლართული თითები მხრებზე შემომხვია და მივხვდი რომ დამწვარი ვიყავი.
-დამწვარი ვარ.-ამოვიკვნესე და მხრებს შევხედე.
-დამცავი მალამო არ გქონდა?-მისაყვედურასავით.
-წავისვი და მაინც დავიწვი.-ნელ-ნელა მემატებოდა კანის წვა. წამოვდექი, გრილი სარაფანი და ტრუსი ჩავიცვი და თმა უბრალოდ დავიმაგრე ზემოთ.-მაღაზიაში უნდა გავიდე.
-რა გინდა მაღაზიაში?-შორტი და მაისური სხარტად ჩაიცვა და შემომხედა.
-მაწონი.-მალე ხტუნვას დავიწყებდი ისე მეწვოდა მთელი ბეჭები.
-მზეზე აღარ გახვიდე, მე მოგიტან.-თავზე მაკოცა და კოტეჯიდან გაიპარა. საწოლზე დავჯექი და სარკეში გავხედე ჩემს ბეჭებს, ჩვეულებრივ არ ვიწვები ხოლმე. საწოლზე გადავწექი და სიცილი ამიტყდა, მხურვალე, გასაგიჟებელი სექ.სის შემდეგ მაღაზიაში მაწონზე რომ მივდიოდი ძალიან დიდი იდიოტიზმია, არა? უკანა კარიდან შემოვიდა დათა და მაწონი და ტკბილეული მოიტანა, საიდან იცოდა რომ მიყვარდა?! და ზოგადად საიდან იცის ამდენი რამ ჩემზე? ნეტავ საიდან!-მე ვერ მივეკარები, ნიას დავურეკავ და წაგისვამს.-მითხრა, იცბათ ავხედე, სახეს მანჭავდა და ისე უყურებდა მაწვნის ბოთლს.
-ახლა არ მითხრა რომ რძის ნაწარმს დასანახად ვერ იტან.-გამეცინა, ძალიან საზიზღრულად გამეცინა.
-მაწონი არ მევასება, ხაჭო და ნადუღიო თუ რაღაც სირო.ბა როა ეგეც.
-რძე გევასებათ მომავალო მინისტრო?
-აბა ბავშვს რომ გამიჩენ რძის გაქრობამდე კი არ დაგელოდები.-მკერდზე დამხედა, გამეცინა და ბალიში ვესროლე. ნია შემოვიდა და ჩვეულებრივ წამოვიდა ჩემსკენ.
-რა გეტაკა, ხო არ იწვებოდი ადრე.
-მზეს შეშურდა ჩემი სიმხურვალის და დამარტყა.-გავეკრიჭე, თავში წამომითაქა.
-ეს რამ მოგაწონა დათა?-მომღიმარს კითხა და მაწონს ამრეზით დახედა.-ვერ ვიტან და გული თუ ამერევა დაჩი გცემს.
-ხო აბა რა.-გამეცინა. ცივი მასა მთელ გაწითლებულ ადგილებში გადამისვა და მეც სიამოვნებისგან თვალები მიმენაბა. მზე ჩასული იყო რომ გავიღვიძე და წყალი გადავივლე. წითელი შორტი და თეთრი მაისური ჩავიცვი, თმა გავიშერი და გარეთ გავედი, ბეჭები აღარ მეწვოდა. ცეცხლი იყო ეზოში დანთებული და გიორგი და სესა მწვადებს წვავდნენ. დათა და დაჩი ვერ დავინახე ალბათ წასულები იყვნენ. მე მაკუნასთან და ნიასთან ჩამოვჯექი.
-ბეჭებმა გაგიარა?-ნიამ მკითხა და მხრებზე დამაკვირდა.
-გამიარა.-ღრმად ჩავისუნთქე ზღვის ჰაერი და სიამოვნებისგან თვალები მივნაბე.
10 დღე გავჩერდით კვარიათში, მერე კი ბახმაროში წავედით. გავირუჯე, იმდენად მომწონდა ჩემ ტანზე მუქი ფერი სიხარულისგან დავხტოდი. საღამოობით როცა მარტო ვრჩებოდი და ველოდი მის გამოჩენას, ვხვდებოდი როგორ მიყროლდებოდა სული და როგორ მავლებდა ცოდვის კლანჭებს ეშმაკი. ვხვდებოდი რომ ეს ურთიერთობა უნდა დამემთავრებინა, სწრაფად და უმტკივნეულოდ, არ ვიცი როგორ, როდის მაგრამ მალე....
არასდროს უთქვამს ჩემთვის რომ ლამაზი ვიყავი პირდაპირ სიტყვებით, მიყვარხარზე საუბარიც კი ზედმეტია, უბრალოდ აქ იყო, ჩემთან, მეფერებოდა, მიფრთხილდებოდა და იმასაც ვერ ვხვდებოდი ჩემს სულს უფრთხილდებოდა თუ სხეულს. ღალატი, ღმერთო როგორი ამაზრზენია. როგორი ამაზრზენები ვიყავით ორივე, ისიც ცოლის ღალატისთვის და მეც დავითის შეყვარების და საკუთარი თავის ღალატისთვის.
-რაზე ფიქრობ?-შიშველ სხეულზე მისი ხელები მეხვეოდა და სიამოვნებაში ვიყავი ჩაკარგული. უკვე ბოლო დღე იყო, ხვალ თბილისში ვბრუნდებოდით, დავითი კი ნაცნობად დარჩებოდა ჩემთვის. ხვალიდან ყველაფერი შეიცვლებოდა, საერთოდ ყველაფერი.
-ვერ გავგრძელდებით დათა.-ამოვთქვი, ხმას არ იღებდა, მივხვდი მასაც იგივეს თქმა უნდოდა.
-რა ვქნათ ნენე?-მკითხა და წამოჯდა. სიგარეტს მოუკიდა და გამომხედა.
-არაფერი, დავრჩეთ კარგ ნაცნობებად.-გამეცინა, ტკივილით და სიმწრით გამეცინა.
-რომელთაც კარგი სექ.სი ჰქონდათ?-ჩაეცინა, ბოლი გამოუშვა ტუჩებიდან. წამოვიწიე, ბეჭებზე მივეკარი შიშველი მკერდით და კისერზე ვაკოცე.
-ამ ეტაპისთვის ასეა საჭირო.-ხელებს მის გულზე დავასრიალებდი. მკერდზე ხელი რომ მოვუჭირე გაიცინა.
-მე შეიძლება წავიდე.-ჩემი ხელი აიღო და თითებზე მაკოცა.
-სად?-ვკითხე და ხერხემალზე ავაყოლე ცხვირის წვერი.
-ამერიკაში 5 ან 6 თვით.-ჩაახველა.
-კარგია, იქნებ ესეც დაგვეხმაროს.
-ეს მხოლოდ მონატრებას და სურვილს გამიმძაფრებს ნენე.-ხელი მომხვია და მუხლებზე დამისვა უპრობლემოდ.-რა ვქნა ნენე?
-გააკეთე ყველაფერი იმისთვის რომ ჩემთან იყო.-ტუჩებზე ვაკოცე და ტუჩებიდან ქვემოთ ჩამოვცოცდი. ვიცოდი რომ ბოლო იყო მისი ამბორი, ვიცოდი და ვცდილობდი მისი სურნელი სამუდამოდ დამახსოვრებოდა ჩემ გონებას. დილით ჩემს გვერდით რომ დავინახე, ცრემლები მომადგა. თმაზე მეფერებოდა და მიყურებდა, ლოყაზე ვაკოცე და წამოვდექი. სააბაზანოში შევედი, რომ გამოვედი წასული იყო. სარკეში ჩავიხედე, გამოუძინებელი მქონდა თვალები და გამომეტყველება მკვდრის. თმა ავიკეცე, შარვალი ჩავიცვი, ზემოდან ჟაკეტი და ოთახი მოვასუფთავე. დაჩის მანქანაში ჩავჯექი და ღრმად ჩავისუნთქე მოგონებებით სავსე ჰაერი. ყველა ამჩნევდა ჩემს უხასიათობას და ცვლილებას, დასანანი იყო რომ თავის მოჩვენება არასდროს შემეძლო. შემეძლო ეჭვიანობის და რაიმე მცირედის შენიღბვა მაგრამ ტკივილის რომელიც სულს თაგვივით მიღრღნიდა? არასდროს. დაჩიმ კატა მომიყვანა, იქნებ ამან გიშველოსო და ჩემ ნაცრის ფერი კნუტის ყელზე შებმულ საყელოს რომ დავხედე მივხვდი ეს ფისო სულაც არ იყო დაჩის საჩუქარი. პატარა ლამაზი ფორმის ოქროს ფერ ზედაპირზე ის თარიღი ეწერა როდესაც გავიცანი, სწორედ იმ დღის თარიღი მე რომ ჩემი თავი სამუდამოდ მას ვაჩუქე.
...................................................................................................................................
-კიდევ ვერ დაივიწყე ის სი.რი?-გამოფენაზე “ჩვენი” ნახატის წინ ვიდექი ჩემს მომაბეზრებელ თაყვანის მცემელთან ერთად და თვალებში მთელი ემოცია მაწვებოდა. ახალი წლის დღეები ისე გავიდა მასზე არაფერი მსმენია. უკვე 20 იანვარი იყო, ჩემ გამოფენაზე ხალხი ჭიანჭველებივით შემოდიოდნენ და ნახატებს ესეოდნენ.
-უნდა დამევიწყებინა და არ ვიცოდი?-გავხედე, ნახატს ძლივს მოვაშორე თვალი.
-სიცოცხლის ბოლომდე ასე აპირებ ტანჯვას?-ამრეზით გახედა ნახატს, მიხვდა რომ ამ ნახატს მასთან ვაკავშირებდი და ვერ იტანდა, მეკი მას ვერ ვიტანდი.
-კი, იმიტომ რომ მისნაირს ვეღარ ვიპოვი.-მის საგულდაგულოდ დავარცხნილ თმას და კოდალაზე სამი სანტიმეტრით დიდ ცხვირს შევხედე.
-იქნებ უკეთესი იპოვო?-აშკარა ზიზღი აღებეჭდა სახეზე როცა ჩემკენ მომავალი სესა დაინახა.
-უკეთესი არ არსებობს ჩემთვის. მე ბრმა არ და მის გარდა ვერავის ვხედავ, არავისი მესმის, ვერავის ვგრძნობ. ახლა კი უკაცრავად, ჩემი მეგობრის შვილს აქაურობა უნდა დავათვალიერებინო.
-იცი მაინც მე და მაგ შენს მეგობარს როგორი ურთიერთობა გავქვს?-ზიზღი თვალებშიც კი გაუჯდა.
-აბა მკითხე, მაინტერესებს?-წარბი ავუწიე და გავეცალე. სესას მოვეხვიე და ნახატებისკენ წავედით. ბევრი ვილაპარაკეთ, ერთი ნახატი ვაჩუქე კიდეც და მერე ლანკამ მოაკითხა, სახლში უნდა წაეყვანა. მანქანიდან გადმოვიდა და წნ დამიდგა. შხვართი ფეხები წინ გამოწია და ტანით მანქანას მიეყრდნო.
-კარგია ცოლიან კაცთან სე.ქსი?-მკითხა ირონიული ღიმილით. მეც არ მომიშორებია ცინიკური ღიმილი სახიდან და წარბი ავწიე.
-ვფიქრობ ფიქტიურ ცოლთან არაფრის ახსნა არ ღირს.
-ცოლი რომელთანაც სე.ქსი გაქვს ფიქტიურად არ ითვლება.-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
-როგორ ძლებ მოღალატე კაცთან ლენკა?-ვკითხე ისე თითქოს კონტრაქტის შესახებ არაფერი ვიცოდი, სახე მოეშალა.
-შენ რომ გაყვებოდი არ გიღალატებდა გგონია? დავით გელოვანი ქალებს არ იკლებდა და არც არასდროს მოიკლებს, ფაქტი მანქანაში მიზის.
-აღარ მინდა ლაპარაკი, არ ვთვლი საჭიროდ.
-უბრალოდ, თუ იცი სად არის, მითხარი.-სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა ქალს.
-არ ვიცი, მეგონა შენ იცოდი.-ანუ იქარ არის სადაც მითხა მივდივარო.
-მე მინდა რომ გავშორდე და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. მაგრამ არაფერი გამოდის, კონტრაქტი ყველას დედას გვიტირებს ნენე.-იცინოდა.-ან მე უნდა მოვკვდე ან ის, მე კიდევ სიკვდილს არ ვაპირებ ნენე, დავითი მითუმეტეს.-მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას გაეცალა. გამოფენაზე შევბრუნდი, ვფიქრობდი სად იყო და ამ ფიქრებმა დაჩისთან მიმიყვანა.
-რა ხდება საღამოს დედოფალო?-თავზე მაკოცა უცბათ.
-სად არის?-ვკითხე პირდაპირ. დაიბნა, მიხვდა და დაიბნა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და ბოლოს ნერვიულად გადაჰკრა მთელი ჭიქა ვისკი.
-საიდუმლო მისიაზეა რუსეთში.-ჩუმად მითხრა და იქედან გამიყვანა. ცარიელ დერეფანში ვიდექით და კედელზე ვიყავი მიყრდნობილი.-იდენტობა გავუქრეთ. აარ არის მონაცემები თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით გელოვანზე, საერთოდ გამქრალია და ახლა სხვა სახელი და გვარი აქვს.-თავი დავხარე, ჩემი დათა იყო, მაინც დავითი იყო, ის დავითი მე რომ მიყვარდა.
-ანუ ქორწინებაშიც აღარ არის.-ქვემოდან ავხედე.
-პიროვნება დავით გელოვანი აღარ არსებობს ნენე. ახლა არსებობს ალექსანდრე, ალექსეი ჯაფარიძე.-გაეცინა.-გელოვანიდან ჯაფარიძემდე. თავადობას არ თმობს ეგ ახვა.რი.-ახარხარდა, მეც გამეცინა.-ხვალ დარეკავს ო საათზე, დაელაპარაკები?
-უბრალოდ იქ ვინები რა.-მუდარით გავხედე.
-კარგი.-თავი დამიკრა და ხელი მომხვია. გამოფენა დამთავრდა, ყველა ნახატი გავყიდე ერთის გარდა. იმ ერთის ასე ძალიან რომ მიყვარდა. მეორე დღეს, თორმეტ საათზე უკვე დაჩის კაბინეტში ვიჯექი და ფეხს ნერვიულად ვათამაშებდი.
-მალე დარეკავს?-უკვე ოცდამეათედ ვაწყვეტინებდი მუშაობას. დაღლილი სახით ამომხედა და ამოიოხრა.
-ტვინი მო.ტყანი უკვე.-მოურიდებლად მითხრა, შევუბღვირე.-ერთ საათში დარეკავს ალბათ. ტიპი მთავრობაშია შემძვრალი და თვეში რამდენჯერმე რეკავს ისედაც. რო გამოიჭირონ ტრუპია, აწამებენ და ნაგლეჯ-ნაგლეჯ გამოგიგზავნიან მის გვამს, ამიტომ ნერვები მოთოკე და მოიცადე.-დაამთავრა და კომპიუტერში გაისმა კიდეც რეკვის ხმა.
-ოცი წუთი მაქვს, დაწყე.-დათას ხმა გაისმა და გული ამიფანცქალდა.
-მაქსიმუმ ერთი წელი და აახვიოს მანდედანო, ზემოდან დაგაბარეს.-სწრაფად ლაპარაკობდა დაჩი და ხანდახან გამომხედავდა.-ერთ წელში გაშიფრავენ შენ მისიას.
-არც გაატრა.კო, უკვე იყნოსეს რაღაც ამ დედამო.ტყნულებმა.-ამოოხვრის ხმა მომესმა.
-ალექსანდე ჯაფარიძედ რჩები შე.ჩემა?-კითხა დაჩიმ სიცილთ.
-მომიწევს, ლანასაც ხო უნდა ავახვევინო.
-რამე ისეთი გადაწყვიტე შე.ჩემა?
-ხვალ რაღაცას მოგიტანენ და მიეცი რა.-მუდარა გაისმა დათას ხმაში.
-ვის?-თავი გაისულელა დაჩიმ.
-სულ გამოყ.ლევდი?-იყვირა მეორე მხრიდან.-სახელი რო ვთქვა და ესენი მისმენდნენ ჩემზე მალე მაგას დაიტირებთ.-ღრიალებდა.
-რა დღეში გაქვს ნერვები შე გამოსი.რებულო.-ისევ იცინოდა დაჩი.
-დაცვა გვყავს შენ დაწყნარდი.-თვალები ვჭყიტე, რომელი დაცვა?
-გაუძლიერეს?
-გაუოთხმაგეს შეჩე.მა რამ დაგაპანიკიორა.-ხელი აიქნია დაჩიმ.
-10 წუთი დამრჩა, მომიყევი როგორ ხართ.-საათს გავხედე.
-რავი, ჩვენ აპრილში ველოდებით ჩემ ვაჟკაცს.-ღიმილი მოედო სახეზე დაჩის.-კატის პატრონი ნელ-ნელა ძალიან ცნობილი ხდება.-ჩამეცინა.
-კარგად არის?-ხმა გატეხილი ჰქონდა, გული მომიკვდა.
-ცდილობს.-თავი ჩავხარე, ცრემლი მომადგა. ნელა ავდექი და ვცადე ისე დამენახა მისი სახე რომ თავად არ დავენახე.
-მანდ ვინმეა?-ხმა გაუმკაცრდა დათას.
-არა, რაზე მეკითხები?
-ნაბიჯების ხმა ისმის შე.ჩემისა.-იყვირა.
-რა დღეში გაქვს ნერვები შე სი.რო.-თვალები მიბრიალა დაჩიმ. დაჩის სკამი გავაგორე და მონიტორის წინ დავდექი. დავინახე, თმა გადაპარსული ჰქონდა, ლინზები ჩასმული და ნაცრის ფერი თვალები უჩანდა. ყელიანი შავი სვიტრი ეცვა და ნერვიულად ათამაშებდა თითებს ტუჩებთან.
-მანდ რა გინდა?-მიყვირა, თუმცა თვალები გაბრწყინებული ჰქონდა.
-ნუ მიყვირი ისე თითქოს არ გაგხარებოდა.-კაბინეტში იჯდა, ყავისფერ ტყავის სავარძელში.
-მანდ აღარ მიხვიდე გესმის? ნუ იგდებ თავს საფრთხეში თორემ რომ ჩამოვალ ყელს გამოგჭრი.
-ნერვებს გაუფრთხილდი.-წარბები შევკარი.
-სანამ ჩამოვალ ის შენი თმებზე შეყვარებული ყლ.ე მომაშორე თორე მე სხვანაირად გავაქრობ. წავედი, სხდომა იწყება.-გათიშა.
-ეს ნორმალურია ახლა?-დაჩის გავხედე რომ იცინოდა.
-მომკლავს.-ტუჩზე სიცილით იკბინა და ლოყაზე მაკოცა. წამოვედი, სახლში წავედი და მერე შევამჩნიე ადევნებული შავი ჯიპი. 1 თვე ისე გავიდა ვერაფერი გავიგე, მხოლოდ ვფიქრობდი და მეშინოდა რომ გამოიჭერდნენ. მერე გავიგე, რუსეთში სპეც მისიით წასული სამხედროები გამოიჭირეს და ცხინვალში აწამებენო, გული შემიღონდა. შუა ღამეს გავაღე კარი და სადარბაზოდან გავვარდი. გასასვლელთან დაცვა იდგა და რომ დამინახეს გზა გადამიღობეს.
-გამიშვით, უნდა წავიდე.-ვუყვირე.
-ბრძანება გვაქვს რომ აქედან არ გაგიშვათ ქალბატონო ნენე.
-სად არის, კარგად არის?-სასოწარკვეთილი ვეკითხებოდი, სუნთქვა მიჭირდა.
-არ ვიცით, ქალბატონო ნენე.-თავი დახარა ერთ-ერთმა. თვალები ამიტრიალდა, ვერ შევიკავე წონასწორობა და მერე გავითიშე. სად ხარ დათა, სად ხარ ჩემო მზეო?
.............................................
-ნენე, მშობიარობა დაეწყო ნიას, ბრძანება გაცემულია, დაცვა წამოგიყვანს.-უცბათ ჩამყვირა დაჩიმ, გათიშული გავედი გარეთ და ისე აღმოვჩნდი დაცვის მანქანაში არაფერი მახსოვს. საავადმყოფოში დაცვა შემომყვა, თვალები ავატრიალე. დერეფანში ხალხი ირეოდა, ბევრი ადამიანი იყო. დედა და მამა არ ჩანდნენ, სვანეთიდან ალბათ ხვალე ჩამოვიდოდნენ. მონატრებულ მიშკას მოვეხვიე და ცრემლები გადმომცვივდა.
-ჩშშ, რა გატირებს მარგიანის ქალო?-ჩუმად მკითხა, თავზე მეფერებოდა. დავწყნარდი, ამოვიოხრე და მოვშორდი. ხალხი მოვათვალიერე, დაჩი არ იყო, დერეფანში ქუსლების კაკუნი გაისმა, ხმისკენ მივაპყარი მზერა და დათას მშობლები დავინახე. ისეთი ლამაზი წყვილი იყო, ორივე მაღლები, მამა სიმპატიური ჭაღარა კაცი იყო, დედა ლამაზი, ნაზი ქალი. მიშკას ავხედე, წყვილს უღიმოდა.
-დიდი ხანია შეიყვანეს?-იკითხა მამაკაცმა, როგორ გავდა დათას ხმას, ცრემლები ახლიდან მომადგა.
-საკმაოდ.-მიშომ უპასუხა.-ნენე მოდი.-დამიძახა, გული ამიფრიალდა. მისკენ წავედი და წითელი თვალები მივანათე წყვილს.-გაიცანით ნიას და ნენე, ნენე გიოგი და ლალი, დათას მშობლები.-გავუღიმე, ისინიც მიღიმოდნენ, ვითომ იცოდნენ? არა მგონია, რატომ უნდა სცოდნოდათ?
-სასიამოვნოა ნენე.-ხელი გამომიწოდა გიორგიმ, მის ხელს ჩემი შევაგებე.
-ჩემთვისაც.-თავი დავუკარი. ორი საათი დერეფანში დავდიოდი, ჩემმა ბიძაშვილმა ყავა მომიტანა და ცოტა აზრზე მოვედი. ბლოკიდან ექთანი რომ გამოვიდა იმის ძალაც არ მქონდა მასთან მივსულიყავი და რამე მეკითხა. სამაგიეროდ ბიძაჩემმა ითავა ეგ საქმე.
-რა ხდება როგორ არიან?-კითხა და ყურები ვცქვიტე.
-მშობიარობა გართულდა, პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი გვჭირდება.
-მე მაქვს.-წამოვდექი. ექთანმა სისხლის ასაღებად ჩამიყვანა მიმღებში.
-თქვენი ვინ არის?-მკითხა ჟღალმა ექთანმა.
-და.-გავუღიმე.
-ახლა საკეისროს უკეთებენ, ბუნებრივად ძალა არ ეყო რომ გაეჩინა. პირველ მშობიარობაზე ჩემი დაც ასე იყო, მერე საკეისრო გაიკეთა, არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება.-ჯერ ანალიზებზე გაგზავნა ჩემი სისხლი და რომ დარწმუნდნენ არაფერი მჭირდა ვენებიდან ბლომად სისხლი გამომწოვეს. მიმღებში ვიწექი და მოუთმენლად ველოდებოდი როდის გაჩნდებოდა ჩემი დისშვილი. მერე წამოვდექი და დერეფანში გავედი, დერეფანში კუთხეში იდგა დაჩი და თავი ჰქონდა დახრილი, მისკენ წავედი და მოვეხვიე.
-კარგად იქნება, ძლიერია ხომ იცი?-ჩუმად ვუთხარი, ხელი მომხვია, არ იყო სიტყვები საჭირო, ისედაც ყველაფერს მივხვდი. 1 ტანჯული საათის მერე გამოვიდა იგივე ჟღალი და ღიმილით გვახარა ბატონი კანდელაკის დაბადება.-ჩემი და როგორ არის?-დაჩის ეხვეოდნენ ბიჭები, მე კიდევ სასოწარკვეთილი თვალებით შევყურებდი ექთანს.
-კარგად არის, ჯერ-ჯერობით რეანიმაციაში დარჩება, დანარჩენზე ექიმს ესაუბრეთ.-სამშობიაროდან გამოსულ ექიმზე გვანიშნა რომელიც რატომღაც დაჩის მოეხვია.
-მადლობა.-ექთანს გავუღიმე და კედელს მივეყრდენი, თავბრუ მეხვეოდა, დაცვის ბიჭებიდან ერთ-ერთი მაშინვე ჩემთან გაჩნდა და ხელი შემაშველა.
-კარგად ხართ?-ჩუმად მკითხა.
-ძალიან კარგად ვარ.-გავსწორდი და გავუღიმე, დაჩის მოვეხვიე და ექიმიც გავიცანი რომელიც დათს ძმა, რატი აღმოჩნდა.
-უნდა წახვიდე, ხვალ დაცვა მოგიყვანს, გთხოვ არ მახვეწნინო რა ისედაც შოკი მაქვს ისევ.-დაჩი მომეხვია და თავზე მაკოცა. ბავშვი ვნახე და იქედან ისე გამაქცუნეს თითქოს თაყვანისმცემლების ჯგუფი მომდევდა რომლებსაც ჩემი მოკვლა უნდოდათ.
-მეორე დღეს საავადმყოფოში მივედი თუ არა ჩემ დასთან ვითხოვე შეშვება. პალატაში გადაიყვანეს და უნდა შევსულიყავი დერეფანში დედაჩემი რომ გამოჩნდა.
-დედა გენაცვალოს.-ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა, ეს ქალი მაოცებდა, მისი სურნელი იყო ხსნა, ყველაფრიდან.
-ვინერვიულე დედა.-ამოვიტირე, მერე მამის დიდ მკლავებში მოვთავსდი და კარგა ხანს აღარც გამოვცლილვარ. პალატაში შეუშვეს, საწოლზე იწვა ჩემი და, ცისფერი ბუშტებით იყო მორთული იქაურობა და მკერდზე პატარა ბათუ ეწვინა. ბათუ კანდელაკი იყო ის გოლიათი ბატონი მთელი საავადმყოფო რომ ფეხზე დააყენა.
-დეიდას ბიჭი.-ბავშვი ავიყვანე, დაჩიმ რომ ფოტო გადამიღო და მეც გაოცებულმა ავხედე.
-სამახსოვროდ ცოლის დავ.-თვალი ჩამიკრა. დიდხანს არ დავრჩით, ნია სუსტად იყო. იქედან წამოვედით და დაცვა რომ ამედევნა მამაჩემი გაოცებული სახეც დავაფიქსირე.
-რა ხდება ნენე?-მკითხა მკაცრი ხმით, როგორც სჩვეოდა.
-სახლში აგიხსნით.-ამოვიოხრე. ბინაში შევედით და მისაღებში დავსხედით, მამაჩემი წარბებს არ ხსნიდა, დედა კი მიღიმოდა.
-გისმენთ.-მოხრილ მუხლებს დაეყრდნო მამა და თითები ერთმანეთში ახლართა.
-შეყვარებული მყავდა.-დავიწყე და მივხვდი როგორ დაიძაბა მამას სხეული.-დაჩის მეგობარი, დავით გელოვანი.-ქვემოდან ავხედე.
-ის კაცი ცოლიანია ნენე, რას მეუბნები?-დედას სახიდან ღიმილი მოესალა.
-მაცადე დედა.-ჩავახველე.-ცოლი ფიქტიურად ყავდა, კონტრაქტი დადეს რის შედეგადაც თუ დავითი შეიტანდა გაყრაზე საბუთებს ბატონი გიორგის კომპანიის ნახევარი გადაეცემოდა ლენკას, დათას ცოლის მამას, იგივე იქნებოდა იმ შემთხვევაშიც თუ როლებს შევცვლიდით.-ამოვიოხრე, მამა ბრაზდებოდა.-მერე რუსეთში გაგზავნეს, დავით გელოვანი ყველაფრიდან გააქრეს, შეუცვალეს გარეგნობაც და ახლა ალექსანდრე ჯაფარიძე არსებობს რომელიც რუსეთში იყო მთავრობაში შემძვრალი.-ნიკაპი ამიკანკალდა.
-გაუგეს დედა?-ლოყაზე მიირტყა ხელი დედამ, თავი დავუქნიე.
-არ ვიცი სად და როგორ არის.-ამოვიოხრე, ცრემლები მოვიწმინდე და მამას გავხედე.-ვინაიდან დავით გელოვანი აღარ არსებობს, არც ის კონტრაქტია ძალაში.
-ეს არ ცვლის იმას რომ ცოლიან კაცთან დაიწყე ურთიერთობა.-მამა მკაცრი იყო თუმცა ხმა შედარებით რბილი ჰქონდა წეღანდელთან შედარებით.
-მამა.-ქვემოდან ავხედე.-მიყვარს.-ამოვიოხრე, პირველად ვთქვი და დანაშაულის გრძნობა გამიჯდა მუცელში, კუჭის თავი ამეწვა და ფეხის თითებიდან შემომიძვრა საშინელი გრძნობა. მე ის არ მიყვარდა, ეს სიტყვა ვერ აღწერდა ჩემს გრძნობებს.-ის ჩემი ადამიანია.-ამოვთქვი და წამოვდექი, მამას გვერდით დავჯექი და ლოყაზე ვაკოცე.-უკვე პაპა ხარ მამი.-ხელები მაგრად მოვხვიე.
-კარგი გრძნობა ყოფილა.-გამიღიმა როგორც შეეძლო ჩემს გაუცინარ მამიკოს და ხელი მომხვია.
-მიყვარხარ მამა, შენ ჩემი პირველი სიყვარული ხარ.-ჩუმად ვუთხარი, თავზე მაკოცა.
დღეები დღეებს მისდევდა და მალე ნესტოებში გაზაფხულის სურნელიც შემომიძვრა. ფანჯარას რომ გააღებდი გაზაფხულის არომატით გამჯდარი ჰაერი გეტაკებოდა ცხვირ-პირზე. ამ გაზაფხულს ბედნიერი არ ვყოფილვარ, ამ გაზაფხულს ჩემი მზე არ ამოსულა. ჩემი მზე დათა იყო, ის კი არ ჩანდა, ნეტავ სად იყო საერთოდ? კარგად იყო? ეს და სხვა მრავალი კითხვა ტრიალებდა ჩემს უნიკალურ ტვინში. რას არ ვიზამდი ახლა რომ გვერდით მყოლოდა, მის გულზე დამედო თავი და სამყაროში ყველაზე სასიამოვნო მელოდია მომესმინა მისი გული რომ ქმნიდა. გაზაფხული იასამნების გამო მიყვარდა, იასამნები კი არავის მოჰქონდა ჩემთვის, მე ვყიდულობდი, არა და ბახმაროში რომ ვიყავით დამპირდა.
....…………
-გვირილები მიყვარს, მაგრამ იასამნები მირჩევნია.-მის დაწნულ გვირგვინს დავხედე და თავზე დავიდგი.
-იმიტომ გაქვს იასამნის სუნი?-ლოყაზე მაკოცა.
-იასამნის კი არა ლავანდის სუნი მიდის.-გამეცინა, თვითონ ბალახზე გადაწვა და ისე იცინოდა.-იასამნის სუნს ვერ მივითვისებ, არც მინახავს ისეთი სუნამო სუფთა იასამნის სუნი რომ ჰქონოდა.
-მე შეგიქმნი იასამნის სუნამოს, მხოლოდ შენთვის, ყველაზე უნიკალურისთვის.-ყელში მაკოცა.-ლავანდაც მომწონს.-გაიცინა, მეც ავყევი.
....………………
არც იასამნები ჩანს, არც იასამნების სურნელი და არც ჩემი მზე, ეული ვარ, გარშემო ბევრი ადამიანი მახვევია მაგრამ მე ჩემი მზე მინდა, მე მთვარე ვარ რომელიც მზეს ეძებს გამუდმებით. სად ხარ დათა? სად ხარ ჩემო მზეო?
..….…………
25წლის ვხდებოდი, სვანეთში ვიყავით ჩვენს სახლში ყველა ერთად. დედა, მამა, დაჩი, ნია, პატარა ბათუ, მიშკა, სულ ყველა და მათ შორის დაცვაც რომელიც რატი გელოვანსაც თან ახლდა ისევე როგორც მე. წინა წელს, ზუსტად იმ დღეს დათასთან ერთად ვიხდიდი ამ ბედნიერ წუთებს, ახლა ყველა მყავს დათას გარდა, სესაც კი იქ იყო. ბათუ ხელში ავიყვანე და გულზე მივიხუტე, 5თვის ბატონი უკვე საკმაოდ გაეშმაკებული იყო. სულ მე მყავდა, ყველგან ვატარებდი, ისიც ნებივრობდა ჩემს მკლავებში. ვერაფერი დავხატე ამ ხნის მანძილზე, ვერაფერი მომივიდა აზრად ჩემი მზის, ჩემი სინათლის წყაროს გარეშე. ბნელში ვარ, ღამეში დავბოდიალობ და მაინც ვერ ვპოულობ მუზას რომელიც ოსტატურად დამემალა. ბათუ მიცინის, თავზე ვკოცნი და თვალებს ვხუჭავ, ნეტა ახლა აქ იყო, გვერდით მედგეს და ისიც ისევე ეფერებოდეს ბათუს როგორც მე. გაუაზრებლად წამომივიდა ცრემლი, სწრაფად მოვიშორე და დაძინებული დისშვილი ოთახისკენ წავიყვანე. ერთი ხმის მოსასმენი ოთახში დავდე, მეორე კი წამოვიღე ტირილის ხმა რომ გაგვეგო. ქვემოთ რომ ჩავედი დაჩი ეზოს ბოლოში იდგა კოშკთან და ვიღაცას გაცხარებით ელაპარაკებოდა რაღაცაზე. გული ცუდს მიგრძნობდა, იმდენად რომ შეკუმშვა ვიგრძენი და ცოტა ხანს გავითიშე. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, სად ვიყავი, ვონ ვიყავი და ვის ველოდი. სად იყო ჩემი დათა? ეს ფიქრები რამდენ ხანს გაგრძელდებოდა? აქამდე ცოცხალი როგორ მოვედი? არ ვიცოდი! ვერ ვიგებდი!
-ნენე, მოდი.-დაჩიმ დამიძახა და მეც დაჰიპნოზებული მისკენ წავედი.
-რა ხდება?-ქვას რომ წამოვკარი ფეხი და ძლივს შევიკავე თავი დაცემისგან მერე ვკითხე.
-იპოვეს.-ქვემოდან ამომხედა. თვალები ცრემლით ამევსო, გულზე ხელი მივიჭირე, ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.
-სად არის ჩემი დათა?-ვკითხე ძალა გამოცლილმა, გამოფიტულმა, გამოთაყვანებულმა.
-ციმბირში ყავდათ, სხვადასხვა ორგანიზაციები ჩავრიეთ, მოკლედ, გამოვიხსენით მაგრამ არ ვიციამის შემდეგ როგორ იქნება.-ტკივილი იყო მის თვალებში, ხმაში, არსებაში. დაჩის ტკივილი ღრღნიდა მე კი უკვე გადაყლაპული ვყავდი.
-რა სჭირს გამაგებინე.-ვუყვირე, აშკარად მივიქციეთ ხალხის ყურადღება.
-12მოტეხილობა, დაზიანებილი ხერხემალი, თავის ტვინის ტრავმა, სხეულის 13% დამწვარი აქვს, მთლიანად ჭრილობებით და შრამებით აქვს დაფარული ტანი. ბერლინში ყავთ, მკურნალობენ, ცდილობენ რომ გადაარჩინონ, თქვეს გავლის შანსები მცირეაო.-ღობის ფიცარს თავი მიადო და რამდენჯერმე რიტმულად დაარტყა.
-ამის მერე რა იქნება?-ვკითხე გაშტერებულმა, ვკანკალებდი, ყველაფერი მტკიოდა, თავი მალე ბომბივით ამიფეთქდებოდა.
-გამოჯანმრთელდება და როგორც დაიგეგმა, შეიძლება პრემიერიც კი გახდეს.-ქვემოდან ამომხედა.
-რა ადვილად ამბობ, ღმერთო.-ღობეს დავეყრდენი, ცოტაც და წავიქცეოდი.-ბილეთი დამიჯავშნე ბერლინის მიმართულებით.-ცოტა ხნის შემდეგ ვუთხარი.-პირველივე რეისით.-ნელა წავედი სახლისკენ და მივხვდი, ახლა ძლიერი უნდა ვყოფილიყავი! ჩემთვის, სესასთვის და დათასთვის, ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, დედა უნდა მეტირა ყველასთვის.
-სად მიდიხარ ნენე?!-მამამ მკითხა, გავხედე, ნელა, აუჩქარებლად გავიღიმე.
-დათასთან მივდივარ მამი, ჩემ დათასთან მივდივარ.-სახლისკენ მიმავალს მხოლოდ დათასთან მივდივარ მეკერა პირზე. დილის ხუთ საათზე აეროპორტში ვიყავი, მე და რატი ვიდექითდა ველოდებოდით როდის მოვიდოდა ჩვენი დრო რეგისტრაციისთვის.
-უკაცრავად, თქვენ რატი გელოვანი ბრძანდებით?-შავებში ჩაცმული მამაკაცი მოგვიახლოვდა.-თქვენ კი ნენე მარგიანი.
-კი, ჩვენ ვართ.-რატიმ უპასუხა.
-აქეთ წამობრძანდით თუ შეიძლება.-ხელით გვანიშნა. რატიმ თავი დამიკრა და მეც მას გავყევი, რიგის გარეშე, რეგისტრაციის გარეშე, ყველაფრის გარეშე გავიარეთ და ასაფრენ ბილიკზე აღმოვჩნდით. სამხედრო ვერტმფრენი დაჯდა რამდენიმე წუთში.-ბრძანება გვაქვს რომ ახლავე გადაგაფრინოთ.
-ვისგან არის ბრძანება?-ვიკითხე.
-ზევიდან და კიდევ ზევიდან ქალბატონო ნენე.-ვერტმფრენზე გამოსახულ ამერიკის დროშაზე მანიშნა. არ მინდოდა ეს ყველაფერი, არ მინდოდა ახლა გერმანიაში წასვლა, მე მხოლოდ დათა მინდოდა ჩემს გვერდით. გზაში თვალები დავხუჭე, მეშინოდა, ქვემოთ არ ვიხედებოდი, მერე დაშვებას ვიწყებთ ბერლინის აეროპორტშიო ინგლისურად წარმოთქვა პილოტმა და ვინებე თვალის გახელა. აეროპორტიდან გამოსულებს შავი, დაბურულ შუშებიანი ჯიპი დაგვხვდა და მათ წაგვიყვანეს საავადმყოფომდე სადაც ჩემი დათა იწვა. დერეფანში არავის დავუყოვნებივართ, წინ ექიმი გვიძღვებოდა რომელსაც რატიც იცნობდა, თურმე სტუდენტები ყოფილან. ბოლო სართულზე არავინ დადიოდა, მხოლოდ ერთი პალატის კარი იყო ღია და რატი მიხსნიდა რომ ეს განსაკუთრებული პაციენტებისთვის გამოყოფილი სართული იყო. ეს იყო რეანიმაციაც, პალატაც, სარეაბილიტაციო ცენტრიც, საერთოდ ყველაფერი. პალატაში რატი შევიდა, მე კარების ჩარჩოსთან შევჩერდი, ცოტა ხანს ვიდექი, მერე თავი წამოვწიე და საწოლზე მწოლიარე დავითს შევხედე. თითებში რაღაც რკინები ჰქონდა, თავი შეხვეული, თვალები დახუჭული, ფეხი თაბაშირში, ცრემლები მომადგა. სახეზე შრამები და ნაკაწრები ჰქონდა. მის საწოლთან მივედი, ვერ ვეხებოდი, რომ სტკენოდა ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი. თვალები გაახილა და ამომხედა, ისეთი საშინელი იყო მისი თვალები წამით ვინატრე რომ მოვმკვდარიყავი და ეს თვალები დამევიწყებინა.
-წადი.-ამოიხრიალა, ისე მითხრა გავშეშდი, როგორ წავსულიყავი? როგორ მოვშორებოდი ამდენი ხნის უნახავ ჩემ დათას?
-არა.-თავი გავაქნიე.
-წადი.-ხმას აუწია.-წადი მეთქი!
-არ წავალ!-ცრემლი მოვიწმინდე და ჩამოვჯექი.
-რატომ? გგონია აქედან ერთი და ორ თვეში წამოვვარდები? გგონია ძველი დათა დაგიბრუნდება? შენ ძველი დათა გიზიდავდა და გიყვარდა, ახლანდელს ვერ შეიყვარებ.-იცინოდა, სუსტად იცინოდა.
-ვერ წავალ.-თავი გავაქნიე.
-წახვალ, ვერ გამიძლებ და გაიქცევი.-დარწმუნებით ჩაილაპარაკა.-სხეულის გარეშე რაში გჭირდები მხატვარო? ასეთი ხეიბარიც გეყვარები?-გაიცინა, მწარედ, ტკივილიანად და სუსტად.-არ გეყვარები.
-ხო, მე შენ არ მიყვარხარ, არც მეყვარები.-გავუღიმე, სახეზე ფრთხილად შევახე თითის ბალიშები და მთელ სიგრძეზე ჩამოვატარე.-მე შენ გაღმერთებ გელოვანო.-დამსკდარ ტუჩზე მივაკარი ტუჩები.
-წადი, რატი წაიყვანე, მოშორდი აქედან.-ყვიროდა, მე რეაგირება არ მქონია.
-წამოდი ნენე, ხვალ მოდი ისევ.-ჩუმად მითხრა და მეც საწოლზე მწოლიარე ურჩხულად ქცეულ ჩემს მზეს გავხედე. კიდევ ერთხელ ვაკოცე და რატისთან ერთად დავტოვე იქაურობა. მე სასტუმროში დამაბინავეს, რატი ისევ საავადმყოფოში წავიდა. ბერლინში ცა ყოველთვის მოღრუბლულად მეჩვენებოდა, ბერლინი ჩემი უბედურების საწყისი წერტილი არ ყოფილა თუმცა აქ გავაცნობიერე რომ ვერასდროს მოვშორდები მამაკაცს რომელიც შეიძლება ხეიბარიც კი დარჩეს. მე მას ვაღმერთებ, ჩემთვის ის არის მთელი სამყარო, თუნდაც იმ ორბორბლიან დაწყევლილ ეტლში იჯდეს ან ჯოხით იაროს მთელი ცხოვრება, ის ჩემი სულია, ჩემი მზეა რომელიც არსებას მითბობს, როგორ დავტოვო? ვერა, ვერ დავტოვებ!
1საათით ჩამთვლიმა, თვალები დასიებული მქონდა და ვამპირს ვგავდი. ჭრელი ქვედაბოლო და თეთრი მაისური ჩავიცვი. ჩანთა ავიკიდე და საავადმყოფოსკენ წავედი. თმა სახეზე მედებოდა და ლავანდის სურნელით ივსებოდა ფილტვებში არემარე. საავადმყოფოში არავის გავუჩერებივარ, ლიფტით ბოლო სართულზე ავედი და პალატისკენ დავიძარი. რატი კარის წინ სავარძელში იჯდა დაღლილი სახით და მძინარე ძმას უყურებდა.
-როგორ არის?-ვკითხე, ამომხედა და გამიღიმა.
-ხვალ თითებიდან ჩხირებს ამოუღებენ.-მის ხელებს გავხედე ასე ძალიან რომ მიყვარდა და მიყვარს.-თაბაშირებს ერთ თვეში მოხსნიან, მერე ხერხემალზე ოპერაციას გაუკეთებენ. ფსიქოლოგი უნდა ავუყვანოთ, ზემოდან ბრძანებაა, მინისტრობისთვის უნდა მოამზადონ.-ამოიოხრა და წამოდგა.
-წადი დაისვენე, მე მივხედავ.
-ნენე, იქნებ არ ღირს.
-ფსიქოლოგი თავად ვარ რატი.-გავუღიმე. რატი წავიდა, მე სავარძელში ჩავეშვი და თვალები დავხუჭე. ცოტა ხანში ჩახრინწული ხმა მომესმა.
-ვინმემ ჩამოსვლა გთხოვათ?-იყვირა ისევ.
-ნუ მიყვირი.-წამოვდექი და მისკენ წავედი.-მე შენთვის არაფერი დამიშავებია, რატომ მიყვირი?-საწოლზე ჩამოვუჯექი და ლოყაზე მივეფერე.
-მომშორდი.
-ორიენტაცია შეიცვალე?-ვკითხე და ლოყაზე ვაკოცე.
-მეღადავები?-თვალები აატრიალა.
-ცოტას.-თითებით ვაჩვენე.-სულ რომ წიხლით გამაგდო, არ წავალ დათა.-გავუღიმე. ტელევიზორის პულტი ავიღე და ჩავრთე, ყველგან გერმანული, ყველგან ქერები, ქალები და კაცებიც, მომბეზრდა, გამოვრთე. ხმა აღარ ამოუღია, ზედაც არ შემოუხედავს, რამდენჯერმე მეგონა ჩაეძინათქო მაგრამ არა, ვერ იძინებდა, რაღაც აწუხებდა.-რამე გაწუხებს?-ვკითხე და მის თითებს დავხედე.
-ეგ ჩხირები მაწუხებს.-თითებზე დაიხედა.-ანუ სანამ დედას არ გაგინებ და არ გცემ არ წახვალ?
-არა, არ წავალ.
-ბავშვსაც ვერ გავაკეთებ.
-სესა იდეალური შვილი იქნება.
-ვერასდროს დაგაკმაყოფილებ.
-შენი ნახვაც მაკმაყოფილებს.
-შენ დაქალებს რომ ქმრები და შეყვარებულები ედგებათ გვერდით მე ვიჯდები, ეგ არ გაღელვებს?
-არ იჯდები, მალე ადგები და გაივლი კი არა ირბენ კიდეც.-ფეხზე დავადე ხელი.
-ექიმს დაუძახე.-უცბათ ისეთი ხმა ამოუშვა ინსტიქტურად წაოვდექი.-დაუძახე.-მიყვირა. ექიმს დავუძახე და ისიც სწრაფად შემოვარდა. გერმანულად ელაპარაკებოდა და ერთი სიტყვაც არ გამიგია, მერე ექიმმა ფეხების სინჯვა დაუწყო.
-ერთ ფეხში აქვს მგრძნობელობა, მეორეში არა.-ინგლისურად მითხრა, გამეღიმა, ანუ სწორ გზაზე ვიდექით.-ალბათ ხერხემალზე ოპერაცია მაინც დასჭირდება და მერე რეაბილიტაციის კურსს გაივლის.
-ანუ სიარულს შეძლებს?-ბედნიერმა ვკითხე.
-შეძლებს, თუ მოინდომებს. ყველაფერი მის ფსიქოლოგიაზეა დამოკიდებული.-გამიღიმა და ოთახიდან გავიდა. ისევ საწოლზე ჩამოვუჯექი და მკლავზე ჩამოვუსვი ხელი, შეკრთა, ყელზე ძარღვები დაემჩნა.
-რა გავაკეთე?-ვიკითხე უცებ და ხელი უკან წავიღე. საავადმყოფოს პერანგის მკლავი ავიკეცე და ცრემლები გადმომცვივდა. მთელი ხელი დამწვარი ჰქონდა.-რა გიქნეს? რა გაგიკეთეს? მითხარი დათი, რა გაგიკეთეს?-ვტიროდი და მის დამწვარ ხელს ვუყურებდი.
-ნავთი დამასხეს და ცეცხლი წამიკიდეს, მერე თოვლში გამაგდეს და ერთი საათი ციმბირში შიშველი ვიყავი, -30ში.-ამოილაპარაკა და თვალები დახუჭა. პირზე ავიფარე ხელი ხმამაღლა რომ არ მეყვირა. ტკივილისგან რომ არ გავგიჟებულიყავი ჩემ მზეს ვუყურებდი, მზეს რომელიც სამყაროს მითბობდა.-ისტორიაში ჩემის სახელი უკვე წერია, ახლა სიკვდილიც შემიძლია.-გაიღიმა.-წადი თორემ სიცოცხლეს გაგიმწარებ ნენე.
-შენ ხარ ჩემი სიცოცხლე, ამდენ ხანს თურმე მკვდარი ვიყავი, ახლა კი გიპოვე, შენ ხარ ჩემი მზე, ჩემი სიცოცხლე, ჩემი გაზაფხული ხარ, გესმის? ჩემი ერთადერთი გაზაფხული ხარ.
-მალე მოგბეზრდება მაგ სიტყვების გამეორება და წახვალ.-გაიცინა.-სხვანაირი არ გეყვარები, შენ ძველი დათა შეგიყვარდა!-იღრიალა ისევ.
-თავი არ გეტკინა? რა გაფუჭებული რადიოსავით ჩაიხვიე „ძველი დათა“? რომელი დათა? ისევ ის დათა ხარ უბრალოდ გატკინეს, სულის შეძვრამდე გატკინეს და ახლა სულის შეძვრისგან მოყენებულ ზარალს ვთვლი, მერე ავანაზღაურებ კიდეც.-ლოყიდან შუბლზე გადავედი და ყველა ის ადგილი დავუკოცნე სადაც მივუდექი.-ბავშვის გაკეთებაზე მართლა თქვი?
-შემეშვი.-ამოიოხრა და მეც განვეშორე. პალატაში მეორე საწოლი შევატანინე და იქ ვცხოვრობდი, სასტუმროზე უარი განვაცხადე. მიუხედავად იმისა რომ პირიქით ველოდი, ჩემი და დათას ურთიერთობა დამძიმდა, მე არა, ის შეიცვალა, სულ მეუხეშებოდა, მას შემდეგ რაც ხელები ნორმალურად აამოძრავა სულ ცდილობდა ეტკინა, ხან საჭმლით სავსე ჯამი გადამავლო, ხან ცხელი ყავა. რამდენჯერაც მივუახლოვდი იმდენჯერ ხელი მკრა, ვხვდებოდი რომ რთული იყო, ვითმენდი ძალიან ბევრს. რამდენჯერაც მისი სახისკენ წავიღე თითები მკლავში მწვდა და გაუცნობიერებლად ლამის მომტეხა კიდეც ხელი. მერე თითქოს გონზე მოვიდოდაო, ხელი სულ დალურჯებული მქონდა, ვუძლებდი, ყველაფრისთვის უნდა გამეძლო, ჩემი დათა უნდა გამეცოცხლებინა ამ მონსტრში. სამი ფსიქოლოგი ტირილით გააქცია, მეცინებოდა მათ სახეებზე, მერე მე შევიდოდი და ირონიულად ვესვროდი ხოლმე საძაგელ სიტყვებს. მეოთხე ფსიქოლოგი რომ გააქცია მოთმინება ამომეწურა.
-რას ეუბნები ასეთს ბღავილით რომ გარბიან და სლუკუნით სხეს იხოკავენ?-მის წინ დავჯექი.
-ყველაფერს ვუყვები.-მხრები ოდნავ, შეძლებისდაგვარად აიჩეჩა.
-მე მომიყევი.-ფეხი ფეხზე გადავიდე და ფურცელი და კალამი ავიღე.
-მეღადავები? ისინი შენზე პროფესიონალები იყვნენ.
-რა იცი, იქნებ მე უკეთესი ვიყო?-ამოვიოხრე.-დაიწყე.
-არა.
-რა გინდა, მეტყვი?-თავი საწოლის კიდეს ჩამოვადე. ჩემი შეკრული თმა ხელზე მოხერხებულად დაიხვია და თავი ამაწევინა.
-მომშორდი, მაღიზიანებ.-წამოვდექი, ღრმად ჩავისუნთქე და ჩემ სავარძელში ჩავეშვი. ლეპტოპი ავიღე და წერა განვაგრძე. წიგნზე ვმუშაობდი, ალბათ ეს წიგნი იქნება ჩემი საგანძური, სათაური შესაბამისი, რეალური აქვს:
„მთელი ცხოვრება მზის პალატაში“
ნიამ დარეკა, სწრაფად ვუპასუხე და მონატრებული სახეების გამოჩენას დაველოდე.
-დეი-და.-ტიტინი რომ მომესმა ცრემლები გადმომხვივდა.
-დეიდას ბარტყი ვინ არისო, ვინო?-მონიტორზე მის გაბერილ ლოყებთან მივიტანე ჩალურჯებული მკლავი.
-მოგვენატრე ცოლის და.-დაჩის ღიმილი დავინახე მოპირდაპირე მხრიდან, გავთბი.-მანახე ის ურჩხული სად არის.-ლეპტოპი დათასკენ წავიღე, შორს დავდექი და ისე შევახედე.-რა არი შე.ჩემა, აღარ დგები?-გაიცინა.-გოგო რა შორს დგახარ, ხელშეუხებლობის ოქმი გააფორმეთ?-იცინოდა ისევ.
-მაღიზიანებო და აღარ ვეკარები.-იუმორი გავურიე ხმაში, წამით გაჩუმდა დაჩი, მერე ისევ ბათუს ტიტინმა განმუხტა სიტუაცია.
-მალე ჩამოდით რა.-ბოლო სიტყვები ეს იყო რაც გავიგე და მერე კავშირი გაწყდა. ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი და მერე რომ მომბეზრდა წერა ფანჯრიდან გავხედე ნაწვიმარ ქალაქს. ახლა ნოემბერია, წვიმს, ის იმავე პალატაშია რომელშიც მე, მაგრამ ის შორს არის, მე კი უკვე ხოხვით მივდევ, აღარ შემიძლია, არ გავჩერდები, ბოლომდე მივიყვან საქმეს, არ დავთმობ მე ჩემს მზეს.
-მამა!-სესას ხმა რომ მომესმა მეგონა მეჩვენებოდა. პალატაში საგრძნობლად გაზრდილი სესილია იდგა და მამისკენ მიდიოდა, სწრაფად მოეხვია მაგრამ არანაირი ემოცია დათას სახეზე, მხოლოდ ნაზად მიადო ბავშვს ხელი ბეჭზე და ისიც მალე მოშორდა. რატი კართან იდგა და თვალებით მეკითხებოდა რაღაცებს, მეც თვალებითვე ვპასუხობდი.
-სესა, რამხელა გაიზარდე.-წვრილი მკლავები რომ მომხვია თავზე ვაკოცე და ხელი მოვხვიე.-აქ საიდნა გაჩნდით?
-მამა მომენატრა და წამოსვლა მინდოდა მაგრამ როგორც ჩანს თვითონ არავინ ენატრება.-სევდიანად გამიღიმა ბავშვმა. დათას გავხედე და სინანულით სავსე მზერა მივაპყარი.
-სეს, იცი, აქ გემრიელ ცხელ შოკოლადს ყიდიან, კაფეტერიაში, დავლიოთ? თან თბილისური ამბები მომიყევი.-ხელი მოვხვიე მოწყენილს და ისიც ნელი ნაბიჯებით გამომყვა. კაფეტერიაში ჩავედით და ცხელი შოკოლადი შევუკვეთეთ.
-რატომ არ გამცა ხმა?-მკითხა და ცრემლიანი თვალებით ამომხედა.
-ბევრი გადაიტანა სეს, ძალიან ცუდად არის.-თავი ჩავხარე.-მამაჩემი თბილი კაცი არასდროს ყოფილა, ვუყვარდით თუმცა თავისებურად ცივად, მხოლოდ დედასთან ამჟღავნებდა სითბოს ისიც მზერით.-გამეღიმა.-ვერ ვხვდები რას გრძნობ მაგრამ დამიჯერე, ძველ მამას თუ ვერა მსგავსს მაინც დაგიბრუნებ.-გულზე მივიკარი. ცხელი შოკოლადი დავლიეთ და პალატაში მივდიოდით დათას ჭამის დრო რომ მოუვიდა. წვნიანი შემოუტანა ექთანმა და გამოიძახეს, დამიბარა შენ აჭამეო, ისედაც სულ მე ვაჭმევ. მის საწოლთან დავჯექი, სესა მოშორებით სავარძელში იჯდა, არ ვიცი შემთხვევით მოხდა თუ ძალით გააკეთა მაგრამ საშინელმა წვამ გონება დმაიბინდა. მთლიანი ჯამი გულზე მქონდა გადავლებული და ალბათ მთელი თუ არა ნახევარი გულმკერდი დავიწვი. ხმა არ ამომიღია, თვალები ძლიერად დავხუჭე და სესას გამო თავი შევიკავე, წამოვდექი და სააბაზანოში შევედი. რომ გამოვედი ექთანიც და სანიტარიც ოთახში იყვნენ, მე ისევ მეწვოდა გული, ექთანმა წამიყვანა და მალამო წამისვა, ისევ პალატაში დავბრუნდი, ისევ იგივე სკამზე დავჯექი და შევხედე.
-მეგონა წახვედი.-შემომხედა, გულზე მაკვირდებოდა.
-ვერ ეღირსები.-გავუღიმე. სესას გავხედე, ჩაფიქრებული, თვალს არ გვაშორებდა და მერე ატირდა. მასთან მივედი დს გულზე მივიკარი.-რა გჭირს პატარა?-თავზე ვაკოცე.
-წავიდეთ ნენე, ის მონსტრია, ვერ გავუძლებთ, შენ როგორ უძლებ?-ამომხედა, უკვე დიდი გოგო იყო, 14წლის გახდა და სხვანაირად აზროვნებდა.
-ის მამაშენია სესა.-თავზე ვაკოცე, ხელი მომუშტული ჰქონდა დათას და თვალები დახუჭული, ყბებს ჭიმავდა სიბრაზისგან.-ძალიან უყვარხარ.
-რატის დაურეკე.-მიყვირა დათამ, სესა შეხტა.-წაიყვანოს, სულ გამო.სირდა აქ რომ ჩამომიყვანა ბავშვი?-ყვიროდა ისევ.
-რა გაყვირებს?-არც მე დავაკელი.-მოენატრე და ჩამოვიდა, რა მოხდა? შენ როგორ შეხვდი? მანდედან ადგომა რომ შეგეძლოს ალბათ ცემაში მოგვკლავდი ორივეს.-ვუყვირე და სესასთან ერთად გავედი პალატიდან დერეფანში რატი მორბოდა, ატირებული ძმისშვილი რომ დაინახა ბრაზი მოედო სახეზე. პალატაში შევიდა, არ ვიცი რა უთხრა დათას მაგრამ რომ გამოვიდა დამემშვიდობა და სესა წაიყვანა, ისევ დაბრუნდნენ მე კი მარტო დავრჩი იმ მონსტრთან ადრე რომ მიყვარდა. ვის ვატყუებ, ახლაც მიყვარს.-რამე დაგიშავა ბავშვმა?-ვკითხე და ჩანთა ავიღე.
-სად მიდიხარ?-ირონიულად მკითხა
-იყავი მარტო ერთი დღით და იფიქრე რატომ მივდივარ, იმედია ინფორმაციის გადმაუშავებას დაიწყებს ეგ შენი გამოფიტული ტვინი. აი წყალი დალიე და უკეთესად იმუშავებს.-მინერალური წყლის ბოთლი საწოლის გვერდით დავუდე და პალატიდან გამოვედი. სასტუმროში ერთი ღამით ოთახი ვიქირავე და საწოლზე დავწექი თუ არა გავითიშე. რომ გავიღვიძე თორმეტი სრულდებოდა. ჩავიცვი, მოვწესრიგდი და ისევ საავადმყოფოსკენ წავედი. პალატაში შევედი თუ არა მის თვალებს წავაწყდი.-მიხვედი დასკვნამდე?
-წადი ნენე.-ღრმად ჩაისუნთქა წამლის სუნით გაჟღენთილი ჰაერი.
-არა!-თავი გავაქნიე. გული ისევ მქონდა შეწითლებული. მაკვირდებოდა.
-წამალი წაისვი.-უღიმღამოდ მესროლა ალბათ ექთნის შემოტანილი წამლის კოლოფი.
-როგორი თავაზიანი ხარ, გმადლობთ.-გავუღიმე და იქვე ჩამოვჯექი. მერე გავაცნობიერე რომ ვერ ვხედავდი და მისკენ წავედი.-ვერ ვხედავ და წამისვი.--მალამო მივაწოდე.-თან ხელებსაც გაავარჯიშებ.-მიყურებდა, არაფერს მეუბნებოდა არც მზერით არც სიტყვით. მერე ის სიმპატიურო ექიმი შემოვიდა ამდენ ხანს რომ მეპრანჭებოდა. გამიღიმა და ჩემს მოშიშვლებულ მკერდს ხარბად დახედა, ხამი გერმანელი ეს!
-როგორ გრძნობთ თავს?-ინგლისურად ელაპარაკებოდა ექიმი მეც რომ გამეგო.
-ეს კარგად არის, მე გუშინ მკერდი დავიწვი და იქნებ წამალი წამისვათ? ბატონი ხელების გავარჯიშებაზე უარს აცხადებს.-დათას გადავხედე ძაღვებდაბერილი რომ მიყურებდა.
-არ მიაქციო ყურადღება, მე წავუსვამთ, კარგად ვარ.-ხელიდან გამომგლიჯა მალამო და გულში გემრიელად გადავიხარხარე.
-მაშ ხელს აღარ შეგიშლით.-მშვიდი ნაბიჯებით დატოვა პალატა ექიმმა. ხელი დამავლო და საწოლზე ჩამომსვა უხეშად.
-თვითკმაყოფილი სახე ნუ გაქვს.-უხეშად მითხრა და თითები შემახო.-თითებს რომ გახებ ორგა.ზმი გეწყება?-სერიოზულად მკითხა. თვალებში შევხედე და მალამო ხელიდან გამოვგლიჯე.
-იდიოტი.-სააბაზანოში შევედი და თავად წავისვი მალამო.
-ხელები გამიჭუჭყიანდა.-ხელი მაჩვენა, სველი ხელსახოცი ავიღე და თითები გავუწმინდე.
-ოპერაციას როდის გაიკეთებ?-ვკითხე და ქვემოდან ავხედე.
-კვირის ბოლოს დაგეგმა.-ძლივს გამცა ნორმალური პასუხი ამ 5 თვის მანძილზე და თვალები გამიფართოვდა. შევხედე, გამომეტყველება არ ეცვლებოდა.
-აიძულე შენს უნიკალურ გონებას და ფეხზე დადექი, გესმის? მე და სესის გვჭირდები, ყველანაირი, მაგრამ ცოცხალი გვჭირდები. ახლა მკვდარი ხარ და დასანანია ჩემი აქ ყოფნა რომ ვერ გაცოცხლებს.-თვალთან ახლოს ყვრიმალზე ვაკოცე და წამოვდექი. პალატიდან გავედი, აკვარიუმთან ვიდექი, თევზებს ვუყურებდი როგორ ცურავდნენ.
……………………
-როგორ არის?-ვკითხე საოპერაციოდან ახლად გამოსულ ქირურგს.
-მაგარი მინისტრი ეყოლება თქვენს პატარა ქვეყანას.-გამიღიმა და მხარზე მომითათუნა ხელი.
-ანუ დაძლია? გაივლის?
-არ ვიცი რა მოხდა და როგორ მაგრამ ისეთი დაზიანებებით როგორითაც ის შემოიყვანეს, მაქსიმუმ 4 დღე ცოცხლობენ ხოლმე.-გამიღიმა.-რა იპოვა ასეთი დიადი ძალის მატარებელი ამ კაცმა ვერ გეტყვით მაგრამ ისიც საოცრებაა ფეხზე რომ რამდენიმე კვირაში დაუბრუნდა მგრძნობელობა. ახლა მასზეა დამოკიდებული როდის გაივლის, დაზიანება აღარ არსებობს.
დერეფანში გაკრეჭილი ვიჯექი და გვერდიდან სხეულის მოხვევა რომ ვიგრძენი შევკრთი. გვერდით გავიხედე და დაჩის დანახვაზე ბედნიერების ცრემლები მოამდგა.
-გაივლისო დაჩი.-მხრებზე ვუჭერდი ხელებს. ჩემი და დერეფანში ნელა მოდიოდა და თან ბათუს მოატატებდა.
-მოგვენატრე დეიდაა.-მისკენ გავიქეცი, პატარა ხელში ავიტაცე და დიდს ისე ჩაეხუტე. ცრემლები რომ ვღვარეთ მერე ნარკოზიდან გამოსვლის პროცესში მყოფი დათა და პალატაში შეიყვანეს.
-ძალიან შეიცვალა?-დაჩიმ მკითხა და ჩემი მზის წამოზრდილ თმას წაეთამაშა.
-ძალიან.-პალატა დავტოვეთ და თეთრი კარის წინ დავსხედით.-ვერ მიტანს, იმდენად არ ვადარდებ რომ შუა ღამეს რომ წავიდე არ მკითხავს სად მივდივარ.
-შენი მოშორება უნდა, ჰგონია რომ დატანჯავ.
-მარტო ჩემთან არ არის ასე დაჩი. სესასთანაც ცივია, რატისთანაც, დედამისს იმხელა უღრიალა შენი ფეხი არ დავინახო აქო მე მეტკინა ლალის ნაცვლად. მესმის რთულია, ყველაფერი რისკის ქვეშ დააყენა მაგრამ არ ცდილობს დაჩი, არ ცდილობს და ეს მკლავს.-ცრემლები მოვიწმინდე.-არ ვიცი იმას თუ ეცდება რომ გაიაროს მაინც.-იმ დღეს სასტუმროში დავრჩით. მეორე დღეს განწყობა ავიმაღლე, ნება ვიბოძე რომ გამეღიმა და დაჩისთან, ნიასთან და ბათუსთან ერთად წავედი საავადმყოფოსკენ. პალატის კარი შევხსენი და ღიმილი სახეზე შემაშრა ლენკა რომ დავინახე საწოლის გვერდით სავარძელში მჯდარი.
-გამარჯობა ნენე.-ირონია და მთელი ცინიზმი ჩააქსოვა ამ ორ სიტყვაში.
-გამარჯობა.-გავუღიმე და დათას შევხედე, არანაირი ემოცია, არანაირი სიტყვები, ცარიელი შუშის მზერა მხოლოდ.-რატომ შეწუხდი ლენკა? დათა იქ არ ჩამოვიდოდა? ისევ თქვენს სახლში არ მოვიდოდა? ძალიან დაიხარჯე.-ის გვირილები ამდენ ხანს რომ ყოველ დღე მიმქონდა პალატაში საყვავილიდან ამოვიღე და გადავყარე.
-მისი ცოლი მე ვარ, აქ უუფლებო მხოლოდ შენ ხარ.-ხმა არ გამიცია. დაჩის და ნიას გვერდი ავუარე, ჩანთა ავიკიდე და წასვლამდე თავზე ვაკოცე ჩემ მზეს, კაცს რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა.
-ცოლი აღარ ხარ, საღამოს დავბრუნდები და აქ აღარ დამხვდები იმედია.-ბათუ ავიყვანე და პალატიდან გავედი. მერე საავადმყოფოც დავტოვე და საღამომდე დისშვილთან ერთად მოვიარე ბერლინის ქუჩები. საღამოს ტაქსი გავაჩერე და საავადმყოფოსთან მისულმა ფული გადავუხადე. ბათუს ეძინა. პალატაში რომ შევედი ლენკა ისევ იქ იჯდა და ბათუს ხელი ურცხვად ეჭირა, ისიც არ უწევდა წინააღმდეგობას.
-ნენე, იქნებ შენც წამოხვიდე?-დაჩიმ მკითხა, გავუღიმე და ორივე გავუშვი. მოშორებით მდგარ დივანზე ჩამოვჯექი და ტელეფონში ბოდიალი დავიწყე. ლენკას ლაპარაკი და დათას მოკლე პასუხები ნერვებს მიშლიდა. მერე ის ექიმი შემოვიდა და ისე გადამკოცნა როგორც დიდი ხნის ნაცნობი. ამ ექიმის ქცევები ჩემს წისქვილზე წყალს ასხავდა.
-როგორ გრძნობთ თავს? გამარჯობა, მე მისი ექიმი იოჰანი ვარ.-ხელი ჩამოართვა ლენკას.-შესამოწმებლად მოვედი. ხვალ შემოწმება გექნებათ მგრძნობელობაზე. იმედია ორივე არ რჩებით, მხოლოდ ერთი ადამიანის დარჩენაა შესაძლებელი.-ლენკას გადახედა.
-ხომ შეიძლება ამჯერად მე დავრჩე?-გულუბრყვილოდ იკითხა ლენკამ.-მე მისი ცოლი ვარ.
-ყოფილი ცოლი ხარ.-დათამ შეხედა და თვალებით ანიშნა გადიო, გავბრწყინდი, გავიბადრე, ნეტავ ყოველთვის ასეთია “მესამე” პირის ცხოვრება? ლენკა გავიდა, ფეხის თრევით და სანამ გავიდოდა მკვლელი მზერაც მესროლა.
-ქალბატონო ნენე იქნებ ხვალ სადმე გვევახშმა?-ექიმმა გამიღიმა, ჩავახველე.
-არა მგონია შესაძლებელი იყოს ექიმო იოჰან.-გავუღიმე. რა გაეწყობაო, მხრები აიჩეჩა და მეც წარბაწეულ დათას გავხედე.
-იცის ჩემი ქალი ხარ და ასე დაუფარავად პაემანზე გპატიჟებს?-იმხელა წინადადება თქვა სიხარულით ამევსო გული.
-იცის ლენკამ რომ ჩემი კაცი ხარ მაგრამ ურცხვად აცხადებს ჩემი ქმარიაო.-საწოლზე ჩამოვუჯექი.
-წადი, მასთან ერთად ივახშმე.
-არა.
-მე არ მადარდებს.-უდარდელი სახე მიიღო მაგრამ თვალებში ტკიპასავით დაბუდებული ეჭვიანობა ვერ გადაფარა.
-მე მადარდებს და არ მინდა სხვასთან ერთად პაემანზე.-თვალებში შევხედე.
-უკეთესს გეტყვი. იცი, სამწუხაროდ წელს ქვემოთ ვეღარაფერს ვაკეთებ და იქნებ ჩემ თვალწინ სე.ქსიც გქონდეთ? თვალს გაუხარდებოდა.-ნაგლად გამიცინა. თვალებში სისხლი მომაწვა მაგრამ გავატარე, უარესებიც უთქვამს. ფეხზე გავიხადე და მის გვერდით მოვთავსდი, მენატრებოდა მასთან ძილი.
-იმისთვის რომ შენი თვალები ვასიამოვნო სულაც არ მჭირდება კაცი.-ჯანსაღ მხარზე ვაკოცე და მუცელზე გადავადე მკლავი.
-შეიძლება რამე მატკინო.-ხმა შეეცვალა.
-არაფერს გატკენ მაგრამ თუ არ მოკეტავ და ჩემს გამწარებას არ შეეჩვევი შეიძლება ძვლები დაგიმტვრიო.-ღიმილით ავხედე და ლოყაზე ვაკოცე.-სულ რომ ასჯერ მკრა ხელი, ასმეერთედ დაგიბრუნდები.-ჩავიჩურჩულე და დავძინე. ფხიზლად მეძინა და ვიგრძენი როგორ გაუხშირდა სუნთქვა, როგორ აათამაშა თითები ჩემს ხერხე სიზმარში ვნახე?
-გაიღვიძე ნენე.-ნიას ხმამ გამაღვიძა. დათას ავხედე, ეძინა და ხელი რომელიც მთელი ღამე მესიზმრებოდა ჩემს წელზე ედო. ხელი მოვაშორებინე და წამოვდექი. დაჩი ღიმილით გვიყურებდა, მე კი დავაიგნორე, სააბაზანოში შევედი და მოვწესრიგდი. გამოსულს ბატონი გაღვიძებული დამხვდა, ექთანმა მოაწესრიგა და მერე ექიმიც შემოვიდა. ფეხის გულზე რომ უჩხვლიტეს და შეხტა, ბედნიერებისგან მეკივლა თუ მეხტუნა ვერ გადავწყვიტე. ფეხის გულებიდან ზემოთ ამოყვნენ, გრძნობდა, ამის დედაც! ყველაფერს გრძნობდა.
-ოპერაცია წარმატებულია!-ხელები ერთმანეთს შემოჰკრა იოჰანმა მეც სახეზე ჩამოვისვი ხელები.
-მადლობა ღმერთო.-ჩავიბუტბუტე და ყვრიმალზე ვაკოცე დათას.-გაღმერთებ გელოვანო.-ყურის ქვემოთ ვაკოცე, გაიღიმა, უცნაურად, ამ ხნის მანძილზე პირველად გაიღიმა, სითბო მომედო სხეულში, ცდილობდა, აზრზე მოდიოდა. 2 კვირაში რეაბილიტაცია დაიწყო. ჯერ გამართულად ვერც დადიოდა. საავადმყოფოში ნამდვილი სახლი მოიწყო ბატონმა, არ იღიმოდა, არც გრძელ პასუხებს იძლეოდა კითხვებზე, ისევ ცუდად მექცეოდა და მას შემდეგ რაც გააცნობიერა რომ დამოუკიდებლად გადაადგილება შეეძლო მეუბნებოდა რომ დავბრუნებულიყავი. ამასობაში ახალი წელიც მოვიდა და მეც გარეთ გავედი რაღაცების საყიდლად. პატარა თოვლის პაპის შოკოლადები ვიყიდე ყუთით და დათას და სესას საჩუქრები ვუყიდე, საავადმყოფოში ღამით დავბრუნდი. საწოლზე იჯდა და ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას.
-მერე დაგირეკავ.-ხმა სერიოზული ჰქონდა, ტონი ყინულის, შემომხედა, ცხვირი გაყინული მქონდა, თმა აწეწილი და ვკანკალებდი, ალბათ ამიტომაც მიყურებდა ისე თითქოს ზუსტად ისეთი საფრთხობელისთვის შეეხედა პაპაჩემს რომ ედგა ყანის შუაში.-უფრო თხელი არაფერი გქონდა?-კოჭებზე დამხედა რომელსაც არასდროს ვფარავდი.
-სამწუხაროდ არა.-მოვქესრიგდი, ყავა გავიკეთე და ჩემს შოკოლადებთან ერთად დავჯექი დივანზე.-გინდა?
-არა.-თავი გააქნია, სხვა პასუხს არც მოველოდი. იმ ნაწარმოების ფაილი ამდენ ხანს რომ ვწერდი ერთ-ერთი რედაქციის მეილზე გადავგზავნე და ლეპტოპი დავხურე. ფანჯარაში დავჯექი და გაყინულ ბერლინს გადავხედე.
-ახლა თბილისში ცივი მზე იქნება.-აღმომხდა უცებ.-დეკემბრის მზე შენ გგავს, ცივია შენსავით.-გამეღიმა. ყავა მოვსვი და დათას გავხედე.-მართლა არ დაბრუნდები?-ვკითხე და თავი დავხარე.
-თბილისში მივდივართ ხვალ ღამით ნენე.-თითები ახლართა და მუხლებზე დაიწყო იდაყვები, ზუსტად ისე, ადრე რომ იცოდა ხოლმე.
-ჯერ არ გამოჯანმრთელებულხარ.-ფანჯრიდან ჩამოვედი.
-უკვე კარგად ვარ და ტვინი არ მოტყ.ნა ეხლა რა.-ხელი აიქნია და შემომხედა.-იქ ჩასვლის წამიდან შენ შენთვის იქნები, მე ჩემთვის.-გამაფრთხილა, ისედაც აღარ ვაპირებდი გაციებული, გაყინული გრძნობის ასანთის ღერებზე წაკიდებული 5 წამიანი ცეცხლით გალღვობას.
-რა დაგიშავე ასე რომ გაცივდი დათა?-ლოყაზე ხელის გული მივადე და ცერით მოვეფერე წვერიან ლოყაზე.
-მეძინება.-ხელი გამაშვებინა და საწოლზე გადაწვა. დაველოდე მის მშვიდად დაძინებას და წამოვედი. საჩუქრები იქვე დავუტოვე, არაფერი წამომიღია საბუთების და ტელეფონის გარდა, არც ტანსაცმელი, საერთოდ არაფერი. დაცვა მომყვებოდა მაგრამ გავაჩერე, ვუთხარი თავადაც იცისთქო და იქედან ისე ავვორთქლდი როგორც ასფალტიდან ორთქლდება წვიმის წვეთები მზის გამოჩენისას.
.……………………………
6 თვე გავიდა მას შემდეგ რაც დათა არ მინახავს, მხოლოდ ტელევიზორში მოვკრავდი ხოლმე თვალს და მაშინაც ჯოხი ეჭირა ხელში. გული საგულედან მვარდებოდა მისი სახის დნაახვისას, ყველგან ალექსანდრე გელოვანით იყო გაფორმებული, გვარი მაინც დაიბრუნა. მის გვერდით არ მინახავს სახელი ლანა, ლანკა ან ლიანა, მხოლოდ სესა იყო, სესა და ლალი. მე სად ვიყავი? მე სვანეთში, მამისეულ სახლს დავუბრუნდი, ხატვას ვეღარ ვაგრძელებდი, წიგნი კი უკვე გაყიდვების ფართო მასშტაბებს ითვლიდა. ყველას აინტერესებდა ვინ იყო წიგნში ასახული მამაკაცი რომელიც მზის სახელით მყავდა მოხსენიებული. ნია და დაჩი მოდიოდნენ ხოლმე, მეზობლის შვილიშვილიც დიდი მოწიწებით მესალმებოდა ამ ბოლო დროს. დედა და მამა საბერძნეთში წავიდნენ მამიდასთან და 1 კვირაში ჩამოვიდოდნენ, მე მარტო ვიყავი. მთებში ჩაკარგულ სახლში მარტო ვცხოვრობდი და ეს იდეალური რამე იყო.
დილით ადრე ავდექი, დილის რუტინა შევასრულე, წითელი სვიტრი და თეთრი შარვალი ჩავიცვი. ჩვენს პატარა სასტუმროში მხოლოდ ერთი წყვილი იყო დაბინავებული, სეზონი ნელ-ნელა იწყებოდა. ეზოში ყვავილებს მივხედე, ზოგი ახლა ჩავთესე ქოთნებში და ჟურნალისტების მორიგი ზარი უპასუხოდ დავტოვე.
-ტელეფონი აგიფეთქე ლამის.-მეორე მხრიდან მიყვირა დაჩიმ.
-რა ხდება, დედამიწა იქცევა?-მობეზრებულად ვკითხე.
-შენმა დამ სვანეთში მივდივარო და მომყავს ხვალ.
-მარტო თქვენ მოდიხართ?-ვკითხე ინტერესით.
-არა, ყველა.-გამითიშა. ვხვდებოდი რომ ის არ მოვიდოდა, მაგრამ არც მინდოდა მოსულიყო, მერე ყველაფერი გართულდებოდა. ის დღე მოსაბეზრებლად დასრულდა, ბოლოს მივხვდი მაგრად იწვიმებდა და სანამ ჭექა-ქუხილი შიშისგან ჩამაფსმევინებდა მივხვდი რომ უნდა დამეძინა.
დილა არ დაწყებულა წვიმის ხმით, არც ჩიტების ჭიკჭიკით, დილა ბათუს ღუღუნით დაიწყო. თვალები სწრაფად გავახილე და ჩემთან მობობღებული პატარა გულზე მივიკარი.
-დეიდას გოჭო, როგორ მომენატრე დეი.-გულზე მივიკარი და ყელში ვაკოცე. ხელებს მხვევდა და თან თმაზე მეთამაშებოდა.
-დეიდა.-ტიტინებდა და თვალზე ცრემლებიც მადგებოდა, როგორ მენატრებოდა. წამოვდექი, მოვწესრიგდი და ბათუსთან ერთად ჩავედი კიბეზე. მისაღებში იყო ყველა, მიშო იცინოდა როგორც ყოველთვის, დაჩი და ნია ჩახუტებულები ისხდნენ, წყვილები არ ჩანდნენ ალბათ სასეირნოდ იყვნენ, ბოლოს კი ჩემდა გასაკვირად ჩემი მზე იჯდა სავარძელში და სერიოზული სახით სვამდა წყალს.
-რა სიფათი გაქვს?-დაჩი მომეხვია და ბავშვი გამომართვა.
-იდილია დამირღვიეთ.-სახე დავმანჭე, მიშო მომეხვია და ხელებში ჩამმალა, ჩემი გოლიათი.
-რომელი იდილია, იმ სირბა.ნჯო გეგისთან რო მოიწყვე?-დაჩი ჩამეკითხა, ცეცხლი წამეკიდა საიდნა გაიგო?
-საიდან გაიგე?-წარბები შევკარი.
-მგლებს და ტურებს დავავალე ეთვალთვალათ.-თავზე მაკოცა.-რანაირი სვანი ხარ, არაფერი სვანის შენ არ გაცხია, ცხვირი მითუმეტეს.
-გურულების გენზეა ეგ.-ნიამ გამოსძახა სამზარეულოდან.
-ნენეე.-გეგის ხმა მომესმა დერეფანში და დაჩის გავხედე, ვერ მივხვდი ძარღვები რატომ დაებერა.
-აქ ვარ გეგი.-ისე ფავუძახე თვალი არ მომიშორებია დაჩის მფეთქავი არტერიისთვის.
-უნდა შემეხსენებინა წამლის დალევა მაგრამ როგორც ჩანს სტუმრები გყავს.-არც მას ჰქონდა ნაკლები გამომეტყველება.
-მადლობა რომ გამახსენე, ნამდვილად აღარ მახსოვდა, შემოხვალ?
-წავა.-მიშკამ გამიღიმა იძულებით.
-ხო, ნამდვილად უნდა წავიდე.-ირონიულად გადახედა ბიჭებს.-არ დაგავიწყდეს შუადღეს და საღამოსაც.
-კარგი.-ღიმილით გავაცილე.
-მომხედე აქ, რა წამლებს სვამ შენ?-დაჩიმ შემომიბღვირა.
-რა შენი საქმეა.-ენა გამოვუყავი და სერვანდთან მივედი სადაც წამლები მელაგა. სასურველი ამოვიღე და სამზარეულოსკენ წავედი. ნიას ლოყაზე ვაკოცე და წამალი დავლიე.
-ისევ სვამ?-მკითხა და ქვემოდან ამომხედა.
-მჭირდება.-მხარზე ვაკოცე და მანაც კისკისით გამაცილა. მისაღებში დავბრუნდი, დაჩიმ მანიშნა ჩამოჯექიო.
-გკითხე წეღან რაღაც.
-აღარ მახსოვს მამიკო.-ტუჩი გადმოვაბრუნე.
-ნენე.-თვალები მიბრიალა.
-შეეშვი შე.ჩემა იქნება ქალურებს სვამს რამეს.-მიშკამ მიარტყა ხელი, მეც ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე.
-მართალია მიშკა, იქნებ რამე მასეთს ვსვამ?- წამოდგა, ვერც გავაცნობიერე ისე აღმოჩნდა წამლებთან და ყველას სახელი გადაიკითხა.
-ექიმთან თბილისში იყავი?-მკითხა უცებ.
-ხო.-წყალი დავლიე და ქოთნიდან ოდნავ ამოწვერილ ყვავილს მივეფერე.
-კარგი.-არაფერი უთქვამს. საქმე იმაში იყო რომ ეს წამლები დამამშვიდებლები იყო. რაც ბერლინიდან ჩამოვედი ნორმალურადაც კი აღარ მეძინა მე კი არ მინდოდა, ექიმთან წავედი და დანიშნულება მომცა, ნია მწვანე რეცეპტიან გიჟს მეძახდა, რა თქმა უნდა ხუმრობით.
-მამა.-სესას ხმა რომ გავიგე უცბათ წოვხტი და კარისკენ გავიხედე.-ნენეე.-იყვირა და ისე უცებ ჩამეხუტა აზრზე ვერ მოვედი. ხელები მალევე შემოვხვიე სხეულზე და თავზე ვაკოცე მონატრებულს.
-ყოველდღე იზრდები სესა.-თმაზე მივეფერე.-როგორ მომენატრე.-გაბრწყინებულ თვალებში ჩავხედე.
-რაღაცები მაქვს მოსაყოლი, ამაღამ შემიკედლებ?-გამეკრიჭა.
-შეგიკედლებ.-თვალი ჩავუკარი.
-ეე, მეც მინდა.-ოთახში ახლად შემოსული ნია აბუზღუნდა.
-დავუშვათ საიდუმლო შეკრებაზე?-ვკითხე ქალბატონს.
-აბა რა.-გაიცინა.
-ჩემი გოგო.-თავზე ვაკოცე და იქვე ჩამოვჯექი. სესა მამამისის გვერდით დაჯდა.
-წყალს მომიტან?-პირველად გავიგე ამდენი ხნის შემდეგ მისი ხმა, მთელ ტანში ჟრუანტელმა ჩაისრიალა გველივით და მთელ სხეულზე მომეხვია მონატრების ალი. სესამ ჭიქა გამოართვა და გაკუნტრუშდა, თვალი გააყოლა შვილს და მის თვალებში სითბო რომ დავინახე გამიხარდა, გულწრფელად გამეხარდა.
-გუშინ იწვიმა?-მიშკამ მკითხა და ფანჯარას მოცილდა.
-არ ეტყობა ეზოს?-ჩემი ატალახებული ეზოს წარმოდგენაზე დავსევდიანდი.
-ჭექა-ქუხილი იყო?-ჩემმა დმა მკითხა შიშ ჩამდგარი თვალებით.
-კი, იყო.-თვალები დავხუჭე, მზერა მწვავდა, ჩემი მზე მზერით მწვავდა.
-მერე?-დაჩიმ მკითხა და ბათუს თავზე აკოცა მამის მხარზე რომ ედო თავი და ღუღუნებდა.
-მივეჩვიე.-ხელი ავიქნიე, სესა მოვიდა და წყალი მიაწოდა მამამისს. საღამომდე მისთვის ზედაც არ შემიხედავს, არც სურვილი მქონდა, არც ძალა. თავით იყო გადაშვებული საპარლამენტო ცხოვრებაში და არ მინდოდა რამით ხელი შემეშალა, ალბათ ვერც მოვახერხებდი ამას. ბედნიერება ცხვირწინ მყავდა მაგრამ ჩემი მზე არ ცდილობდა ჩემი არსების გათბობას, ის მხოლოდ ყინავდა. საღამოს სესასთან ნიასთან, მაკუნასთან. საბა, გიორგი, ლევანი, მიშო, დათა და დაჩი დავაძინეთ და ისე შევიკრიბეთ. მამის საწოლიდან გამოპარული რომ ჩამეხუტა ისე ვიგრძენი დათას სუნი, ისე მძაფრად თითქოს გვერდით მეწვა და ამს ვეხუტებოდი.-მამაშენი სუნი გიდის.-ჩუმად ვუთხარი ნიასგან და მაკუნასგან მალულად
-აბა რა ხდება ქალბატონო?-მაკუნამ პლედი მოიხვია და ისე კითხა ქალების ჯგუფში ყველაზე პატარა წევრს.
-შეყვარებული მყავს.-უცბათ განაცხადა და საწოლზე გადაწვა.-და საშინლად მიყვარს.
-რამდენი წლის არის?-მკითხა მაკუნამ.
-15ის ხდება.-გავუღიმე.-რამდენი წლის არის შენი შეყვარებული?-გვერდით მივუწექი.
-16.-ლოყები აუწითლდა.-გიგი ქვია.
-რა გვარია?-ვკითხე და თმაზე მოვეფერე.
-კაიშაური.-წავუშტვინე.-ხევსურია.
-სვანი და ხევსური ერთად, კატასტროფაა.-გამეცინა.-მაგრამ მჯერა კარგი ბიჭი იქნება
-კარგიო? ვერ ვიგებ სვანი ეგა რის თუ მე! ჩვეულებრივი ხეა, მაგრამ საყვარელია და მიყვარს.-თავიდან დრაკონს გავდა, ბოლო სიტყვების თქმისას ისე მოლბა ბულკი მეგონა და გემრიელად ჩავკოცნე.
-მამაშენმა იცის?-ვკითხე უცებ
-არა.-ტუჩზე იკბინა, გამეცინა, აშკარად ავანერვიულე.
-ძველებური მამაშენი რომ ყოფილიყო რჩევებსაც კი მოგცემდა.-ჩუმად ამოვიბუტბუტე და წამოვდექი.-თქვენ დაიძინეთ, მალე მოვალ.-ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გავედი. პირველ სართულზე ჩავედი და აბაზანაში შევედი და შხაპი მივიღე, იქედან გამოსულს კედელზე აყუდებული დათა დამხვდა, ხელში შვ ჯოხს ათამაშებდა და მიყურებდა, პირდაპირ თვალებში.
-როგორ ხარ?-მკითხა და ოდნავ გამიღიმა, ნაგლად, ცინიკურად, ირონიულად, მონატრებულად, ყველანაირად გამიღიმა იმ ერთი ღიმილით.
-სიცოცხლით ვტკბები, თავად?-მის მოპირდაპირე კედელს მივეყრდენი და ხელები გადავიჯვარედინე.
-ვცდილობ ჯოხი გადავაგდო.-ჯოხზე მანიშნა.
-მაფიის ბოსს გავხარ.-გამეცინა უცებ.-გიხდება, ვაღიარებ.-თავი დავხარე.
-რატომ გაიპარე იმ ღამეს?
-არ მინდა ამაზე საუბარი -ჩემსკენ წამოვიდა, ცოტათი კოჭლობდა. ერთი ხელი ჩემი კისრის გასწვრივ კედელზე შემოდო და გამიღიმა.
-მე ასმეერთედ გკარი ხელი, შენ კი ასმეორედ აღარ მოსულხარ.-ცრემლები მომაწვა ამდენი ხნის შემდეგ.
-ჩემს გარეშე აშკარად კარგად ხარ, მოსვლას აზრი ჰქონდა?-ავხედე.
-ჰქონდა.-ყელში მაკოცა და გულმა გამალებით დაიწყო ძგერა. სახეზე ბევრი დეფექტი ჰქონდა, ცხვირზე ოდნავ კეხი, შრამები რომლებიც ყელისკენაც ჩაყვებოდა, მაგრამ იმდენად ასიმპატიურებდა ეს ყველაფერი თავის შეკავება ძალიან რთული გახდა. სააბახანოში შევედით და კარი საგულდაგულოდ გადაკეტა.
-რას აკეთებ?-ვკითხე და წამით ვეცადე მომეშორებინა.
-შენს სიყვარულს ვცდი.-პირსახოცი მომხსნა და შიშველ სხეულზე ხარბად დამხედა.
-შემეშვი.-ვცადე მოვშორებოდი. ხელები ძლიერად მომხვია და სარეცხის მანქანაზე შემომსვა.-რას აკეთებ დათა, გამიშვი.-ვცდილობდი დამეჯერებინა რომ ეს მხეცი ჩემი დათა არ იყო, სულ ტყუილად ვცდილობდი. მალევე ვიგრძენი ბიძგი და სიამოვნებისგან, ტკივილისგან, დამცირებისგან სხეული ამიკანკალდა. ცრემლები გადმომცვივდა რომელიც ტუჩებით შემიშრო ჩემმა მზემ. ასე არ მინდოდა, მისი გასართობი არ მინდოდა ვყოფილიყავი. მერე ისიც გავაცნობიერე თავი რომ არ დაუცავს და კივილი მომინდა, რისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს? თვალთ დამიბნელდა და როცა მივხვდი ყველაფერი დასრულდა, მის მკლავებში გათიშული ჩავესვენე, უკვე მაღიზიანებდა ყველაფრის შეხება ჩემს სხეულზე. ვგრძნობდი როგორ მირტყამდა სახეზე ხელებს, მერე ცივი წყალი მასხურა, სპირტი შემასუნთქა და ფხიზელი გათიშვიდანაც გამოვიღვიძე. თვალებში შევხედე, რა იწნებოდა სითბოთი შემოეხედა ჩემთვის? ხელები გავაშვებინე, პირსახოცი შემოვიხვიე დ აგასვლამდე შევბრუნდი მისკენ.
-იმედია დაკმაყოფილდი.-ყველაფერი მტკიოდა. ოთახში შევედი, საცვლები ჩავიცვი და საწოლში შევწექი. ჭექაქუხილისთვისაც აღარ მიმიქცევია ყურადღება მთელი ღამე რომ სხეულში მიძვრებოდა მისი გამოგზავნილი შიშების ჯარი. შუა ღამეს ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა ვიღაც, უკნიდან მომიწვა და ხელები მომხვია სხეულზე. თავს დამცირებულად ვგრძნობდი, დამცირებულად და გაგიჟებულად. მისმა შეხებამ თან გამაღიზიანა და თან არაამქვეყნიურად მასიამოვნა. მშვიდად დავიძინე, ვიცოდი ჩემი მზე მოუვლიდა იმ შიშების ჯარს ჭექა-ქუხილმა რომ გამომიგზავნა.
დილით რომ გავიღვიძე ისევ მეხვეოდა მისი ხელები და მე მისკენ ვიყავი შებრუნებული. მთელ მკლავზე აჩნდა დამწვრობის კვალი, სხეული ნაიარევებით ჰქონდა გავსებული, ადგილი არ ჰქონდა მთელი, ყველგან ჰქონდა შრამები. თითები შრამებზე გადავუსვი და წამოდგომას ვაპირებდი ისევ რომ დამაწვინა. გულზე ისე მიმიხუტა, თითქოს სურო იყო და აღარასდროს გამიშვებდა. წასვლა მინდოდა, სუნთქვა მიჭირდა ახლა მის მკლავებში. მიუხედავად იმისა რომ პრინციპებს გადავაბიჯე და ცოლიან კაცთან დავიწყე ურთიერთობა, არ მინდოდა სათამაშო ვყოფილიყავი, მის თვალებში კი გრძნობებიდან მხოლოდ ვნება და ჟინი ჩანდა, ადრე სხვანაირი იყო, თბილი და გრძნობებით სავსე, ახლა ფიტული იყო რომელსაც სტაბილური სექს.ისთვის ვჭირდებოდი.
-სად მიდიხარ?-მკაცრი, ბოხი და ცივი ჰქონდა ხმა.
-გამიშვი.-ხმა მიკანკალებდა, მისი ხელებისგან თავის დახსნა მჭირდებოდა რომ მესუნთქა.
-რატომ?-ისე მკითხა თითქოს ვერაფერს ხვდებოდა.
-გამიშვი.-ნიკაპი ამიკანკალდა ხმასთან ერთად და მალე მთელი სხეულიც ამიცახცახდებოდა.
-ჩემი ხარ, არ დაგავიწყდეს.-ჩუმად მითხრა და ყურის ძირში მაკოცა, გული მიკანკალებდა, ხელები რომ გამიშვა ასე მეგონა მეორედ დავიბადე. სარაფანი გადავიცვი, ოთახიდან გავვარდი, არ ვიცოდი სად მივდიოდი, მივრბოდი და არავინ მაინტერესებდა. არც ის მაინტერესებდა რომ ციოდა და გავიყინებოდი, საით მიმათრევდა ჩემი ქვეცნობიერი ვერ ვიგებდი. ბოლოს ტყეში აღმოვჩნდი, დიდი ხავსიანი ხის ძირას დავეცი და მთელი ხმით ავღრიალდი. სული მტკიოდა, არსება მტკიოდა და ამ ბუმბერაზ ტკივილებთან გულის ტკივილი პატარა წიწილა იყო. ცრემლები ყელში ჩამდიოდა, სიცივისგან კანი გამითეთრდა, მხედველობა დამებინდა, სუნთქვა მიჭირდა. წამოდგომა ვცადე მაგრამ ვერ წამოვდექი, ცხელი ცრემლები წამიერად მითბობდნენ სახეს. ყველაფერს დათას ფერი ჰქონდა, მზე იჭყიტებოდა ტოტებს შორის მაგრამ ვერ მათბობდა, მთელ სხეულზე დათას სუნი ამდიოდა, მთელი სხეულით ვცახცახებდი.
-ნენე, აქ რა გინდა?-ჯერ ცხენის და მერე გიგის ხმა მომესმა. სასოწარკვეთილი მზერით ავხედე და ისევ ამიკანკალდა წამით დაწყნარებულს ნიკაპი.-სულ გაიყინე.-თავისი სპორტულის ჟაკეტი მომახვია და წამომაყენა.-რა მოგივიდა ნენე?-ჩუმად მეკითხებოდა და ცდილობდა დავეწყნარებინე. ის მართლაც კარგი მეგობარი იყო, იმდენად კარგი რომ მასთან თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი. ცხენზე შემომსვა, ძალა გამოცლილი მქონდა. უკნიდან მომიჯდა და ცხენი სოფლისკენ მოაბრუნა.
-რომელი საათია?-ვკითხე როცა კოშკები გამოჩნდა.
-ექვსია ნენე. რომელზე გამოხვედი სახლიდან?-მკითხა წყრომით.
-დილით, არ მახსოვს ზუსტად რომელი იყო.-ძლივს ამოვთქვი და გამშრალი ტუჩები ენით გავისველე. ჩემს სახლთან გააჩერა ცხენი და ჩამომსვა, ხელში ავყავდი რომ გავაჩერე და ხელზე დავეყრდენი. ნელა მივყავდი სახლისკენ და შესული არ ვიყავი ნია რომ მომეხვია მთელი ძალით.
-სად იყავი ნენე, გული გამიხეთქე.-ტიროდა მე კი თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ემოციებისგან დამძიმებულმა, ან უფრო გამოფიტულმა ძალა ვეღარ ვიგრძენი და ჩავიკეცე, მერე ყველაფერი ბნელმა მოიცვა და გავითიშე.
......
ნიშადურის მძაფრმა სუნმა ამწვა ცხვირის ნესტოები და თვალები ნელა გავახილე. თავზე ნია მადგა და ცრემლებისგან დასიებულ სახეზე შიში ეტყობოდა. სესა გვერდით მეჯდა და ხელის გულს მიზილავდა. სხვა არავინ იყო და ისევ წამსკდა ცრემლები.
-ჩემო გოგო, მოდი ეს დალიე.-წამალი გამომიწოდა მაგრამ თავი გავწიე, ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე.-სესა, დაჩის უთხარი კარგად არისო რა.-ბავშვს გაუღიმა, მანაც მაკოცა და როგორც კი გავუღიმე ოთახიდან გაიქცა.-რა მოგივიდა?
-აღარ ვუყვარვარ, მაგრამ ჩემთან სე.ქსი უნდა. იქნებ არც არასდროს ვყვარებივარ ნია?-ჩუმად ვებუტბუტებოდი და ცრემლებს ვიმშრალებდი.-გუშინ მე რომ არ ავყოლოდი ყველაფერს იზამდა და საწადელს აისრულებდა, ამან მომკლა ნიაკო, როგორ შეეძლო ტკივილი მოეყენებინა ჩემთვის?-ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.-გასართობად, ჩვეულებრივ მე.ძავად ვჭირდები.
-ჩშ, ნუ ამბობ ეგრე.-თავზე მაკოცა და თმაზე ჩამომისვა თითები.-ცოტა ხანს აზრზე მოსვლა სჭირდება ნენე, შენ უნდა დაეხმარო რომ ძველი “მე” დაიბრუნოს.
-რის ხარჯზე ნია? ჩემი სიცოცხლის?-ავხედე და მერე თითქოს აზრზე მოვედი.-გუშინ თავი არ დაუცავს, მაგ წამლებს აღარ დავლევ.
-გიჟი ხარ გოგო? არ არსებული ბავშვი გამო წამლები არ უნდა დალიო?-შემომიღრინა, თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
-ორსულად რომ დავრჩე სულ შიშში ვიქნები.
-საერთოდ არ არსებობს ეგ ბავშვი, რა დარწმუნებული ხარ რო მიზანში მოარტყა დაორსულდები?
-უბრალოდ თავს ვიზღვევ.
-და თუ დაორსულდები გაჩენას აპირებ?-ვიცი არ ესმოდა ჩემი, შეიძლება ვერც ვერავის გაეგო, მე მესმოდა ჩემი თავის.
-რა თქმა უნდა.-ნელა წამოვდექი და კარადასთან მივედი, თბილად ჩავიცვი, თმა შევიკარი და კარები გამოვაღე. მისაღებში რომ შევედი დაჩი მომეხვია და დიდ ხელებში ჩამმალა, ის იყო ძმა რომელიც მე არასდროს მყოლია.
-როგორ შემაშინე ნენე.-ჩუმად მითხრა, გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
-მშია.-ჩამოვჯექი და ნიას ავხედე.
-წამალი დალიე ჯერ.-დაჩი ვიტრინისკენ წავიდა ნიამ რომ გააჩერა.
-აღარ დავლევ.
-რატომ?
-იმიტომ.-ხელი ავიქნიე და სესას მოვხვიე ხელი.-შეგაშინე?-ჩუმად ვკითხე.
-ცოტა.-გამიცინა და თავი გულზე მომადო, მამამისის სუნი ასდიოდა მთლიანად.
-გამოვისყიდი.-ცხვირზე მოვუჭირე თითები.
-დეიდა.-ფეხზე ამომაბობღდა ბათუ, კალთაში დავისვი, თავი გულზე დამადო და გაიტრუნა.
-დეიდას სუნთქვა.-თავზე გადავუსვი თითები. ვივახშმეთ და დასაძინებლად წავედი. ვიცოდი რომ მოვიდოდა ამიტომ სავარძელში ჩავჯექი და თვალები დავხუჭე. ოთახის კარი გაიღო და ჯოხის ხმაც გაისმა ნაბიჯებთან ერთად.
-სად იყავი?-მტკიცე ჰქონდა ხმა, თვალები ნელა გავახილე.
-რაში გაინტერესებს? შენ მარტო სექ.სის გამო არ გჭირდები?-არ განვრძრეულვარ, ჯოხი კუთხეში დადო და კოჭლობით წამოვიდა სავარძლისკენ.
-სულელობ.-თავი გააქნია.
-რატომ მეუბნება შენი თვალები სხვა რამეს?
-რომელი თვალები ნენე? -ჩაიცინა.-ესენი?-თავის თვალებთან მიიტანა ჩემი თითები.-რომ გეხები გაღიზიანებს? გეშინია ჩემი? ძალიან შევიცვალე და გაშინებ არა?-სახეზე მეფერებოდა. სხეულში დავლილი ჟრუანტელი დავაიგნორე და ვეცადე გავცლოდი.-ასმეორედ რატომ აღარ მოხვედი?-ჩაეცინა.
-შენ გელოდებოდი მაგრამ შენი მოსვლა ჩემსაზე მტკივნეული იყო.-თვალები ამიწყლიანდა, ეს კაცი ბოლოს მიღებდა.
-გუშინ რომ გდომოდა გავჩერდებოდი ნენე. რომ გეთქვა წადიო, მართლა რომ მეგრძნო შენი სურვილი ჩემგან წასვლა იქნებოდა წავიდოდი.-ჩუმად მითხრა და წამომაყენა. მის წინ დამაყენა და თვალებში ჩამხედა.-აქ რა დაგრჩა? რატომ წამოხვედი და დაიკიდე ყველაფერი?-მკითხა უეცრად. ისეთი თბილი მოემჩვენა წამით ძველი დათა მეგონა.
-ახლა ძველი დათა მგონიხარ.-ლოყაზე მივადე ხელის გული.-მაგრამ შენ აღარასდროს იქნები ისეთი როგორიც იყავი.
-როგორ გეტყობა რომ ხელოვანი ხარ.-ჩაიცინა.-გულუბრყვილო მაგრამ საშიში.-ცხვიის წვერი გამიხახუნა ლოყაზე.-წამლებს რატომ აღარ სვამ ნენე?
-აღარ მჭირდება.
-თუ გეშინია?-სვიტრის ქვეშ შემიცურა თითები.
-რისი უნდა მეშინოდეს?-მთლიანად მას მივენდე, მისი თითები ჩემს ხერხემალზე გონებას მირევდა.
-იქნებ გუშინ ის ბავშვი გავაკეთე ადრე რომ ვამბობდით?
-შენ ჩვენს ბავშვზე არასდროს გისაუბრია.
-მართალია, მხოლოდ ვფიქრობდი.-სვიტრი გამხადა და თითები ნაზად, გასაგიჟებლად აათამაშა ჩემს შიშველ მკერდზე.
-სესა შემოვა.
-ჩემ შვილს ჩაუდაქალდი ნენე?
-ახლა ის მაინტერესებს კოჭლობით საწოლამდე როგორ მიმიყვან.-მეცინებოდა, რა მექნა?
-ახლა დამცინე?-წარბები შეკრა.
-კარგი, ჩუმად ვარ.-ლოყაზე ვაკოცე და სავარძელზე ნაზად დავაგდე.
-როგორი ნაზი ხარ.-ირონიულად მითხრა, სვიტრი ჩავიცვი, წარბები აქაჩა, კარი გავაღე და სანამ გავიდოდი თვალი ჩავუკარი.
-არც ერთ ყალბ სიტყვას და საქციელს არ გაპატიებ რომლითაც მეც მსჯიდი და თავსაც ისჯიდი.-კარები გავიხურე და სესას ოთახში შევედი. გვერდით მივუწექი და მშვიდად დავიძინე.
....................................
-მოგვენატრე დე.-ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა დედამ. ყველა რომ მოგვიკითხეს მერე დათას გახედა მამამ და ხელი გაუწოდა.
-სასიამოვნოა შენი კვლავ ნახვა.-უთხრა მტკიცე ხმით მამამ და დათამაც თავი დაუკრა, ეს რა მამაჩემს ეპრანჭება?
-ჩემთვისაც ბატონო ნიკოლოზ.-ხელი ისევ ჯოხს მოკიდა და სანამ სახლში შევიდოდით მანიშნა დარჩიო. გვერდით დავუდექი და ავხედე.-უნდა დაბრუნდე.-მტკიცედ გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემს მაგივრად, გამეცინა.
-რატომ? იქ რა დამრჩენია?
-ცოლად უნდა გამომყვე.-
-ღადაობის ნერვები არ მაქვს დავით!
-სერიოზულად გეუბნები ნენე. ცოლად უნდა გმომყვე!
-ვალდებული ვარ?
-არა, უბრალოდ ეს შენც გინდა.
-შენ რა ხეირი მაგით?
-მეც მინდა.-გვერდულად ჩაეცინა.
-დავფიქრდები.-ცხვირი ავიბზუე და სახლისკენ წავედი.
-ნენე, დღეს მივდივარ, ერთ კვირაში წვეულება იქნება, თუ მოხვალ პასუხი დადებითად ჩაგეთვლება.-მომიახლოვდა და მერე გადამისწრო კიდეც. იმ დღეს ყველა წავიდა, მხოლოდ მე დედა და მამა დავრჩით.
-ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?-მკითხა მამამ ისე თითქოს არაფერი იცოდა.
-მამა კარგი რა.-გამეცინა.-ორივემ კარგად ვიცით რომ შენ ჩემზე კარგად იცი ყველაფერი.
-ნენე, მე არაფერში ჩავერევი, იმ კაცმა ყველაფერი კარგად იცის და სწორი გზით მიდის. შენ ჯიუტი იყავი და ახლაც ხარ, თუ რამე გენდომება ბოლომდე მიიყვან საქმეს. ვიცი რომ ძლიერი ხარ და ისიც შენზე ათჯერ უფრო ძლიერია მაგრამ მე შენ იმიტომ არ გამიზრდიხარ რომ დატანჯულიყავი. მე მისთვის მემეტები, იმიტომ რომ ღირსეული კაცია მაგრამ შენ გემეტება შენი თავი მისთვის? შეიძლება შენ მას უწოდებ მზეს მაგრამ ჩემი მზე თქვენ ხართ და ბედნიერებაა როცა აცნობიერებ რომ შენს ცაზე 1ის მაგივრად 3 მზე კაშკაშებს.-თავზე მაკოცა.
-მიყვარხარ მამა.-პასუხის გაცემისგან თავი შევიკავე და ხელები მოვხვიე. ორ დღეში თბილისში წავედი და იმ წვეულებისთვის მზადება დავიწყე. ნიას ვუთხარი არავისთვის ეთქვა ჩემი ჩამოსვლის ამბავი და კაბის საყიდლად წამომყოლოდა. ბოლოს რომ ვეღარ ვიპოვე სასურველი და დაღონებული მივდიოდი სახლში ნიამ მანიშნა ერთ-ერთი ვიტრინისკენ. წითელი, ატლასის კაბა ვიყიდე, ლამაზი მხრებით და თითქმის კოჭამდე, ტანზე გამოყვანილი, ფეხზე ვერცხლისფერი მაღალ ქუსლიანები და სახლში წავედი. 2 დღე დარჩა, ორ დღეში იწყებოდა ახალი ეტაპი.
დილით ავდექი და სალონში წავედი. მოვემზადე და საბოლოოდ საღამოს დავბრუნდი სახლში, დიდად არ გადავპრანჭულვარ, უბრალო, სადა მაკიაჟი და წითელი, ხასხასა ტუჩსაცხი წავისვი. 7 საათზე სახლი დავტოვე და იმ წვეულებაზე წავედი რომელიც პრეზიდენტის დაბადების დღეს ეძღვნებოდა. წვეულება ღია ცის ქვეშ იმართებოდა, მცხეთაში. რვას რომ წუთები აკლდა მცხეთაში შევედით, მძღოლი დაჩიმ გამომიგზავნა რომელმაც შემთხვევით მნახა მაღაზიაში. დიდი ვილის წინ გაჩერდა ავტომობილი და მანქანიდან გადავედი. დაცვამ თავი დამიკრა და შემატარა უპრობლემოდ, მისაღები გავიარე და უკანა ეზოში, აუზთან მდგარ მაგიდებს შევხედე. ჩემი ჯოხიანი მზეც დავინახე და მისკენ მოხდენილად გავაბიჯე. ირგვლივ ქალების უმეტესობას შავი ფერის კაბები ეცვათ, წითელი მხოლოდ მე ვიყავი და ამის შეგრძნებამ რომ გამორჩეული ვიყავი სიამოვნებით ამავსო. ყველა ქალს სიამოვნებს იმის გაცნობიერება რომ სხვებს არ გავს. ორ ქალთან და სამ მამაკაცთან ერთად იდგა, რომლებიდანაც პარლამენტის წევრები ადვილად ამოვიცანი.
-ბოდიში ძვირფასო, დამაგვიანდა.-მკლავზე შევუცურე ხელი დათას და ლოყაზე ვაკოცე.-გამარჯობა.-ღიმილით გადავხედე დანარჩენებს. ხელი წელზე შემიცურა დათამ და მაგრად მომიჭირა ხელი, მერე დაიხარა და საფეთქელზე მაკოცა.
-გაიცანით ნენე მარგიანი, ჩემი საცოლე.-დანარჩენებს ჩემი თავი წარუდგინა და სიამოვნებისგან გავიბადრე. ქალებმა შურით შემომხედეს, მამაკაცებმა ხარბად დამიწყეს თვალიერება, როგორ ვერ ვიტან ხამებს.
-თუ არ ვცდები წიგნის ავტორი უნდა იყოთ.-ერთ-ერთმა ქალმა წამოიძახა.-”მთელი ცხოვრება მზის პალატაში” არა?-ეჭვით შემომხედა.
-ჩემ ცოლს თქვენი ნახატი აქვს სახლში.-ერთ-ერთმა კაცმა ქვემოდან ამომხედა, ალმური მომედო სახეზე.
-კი, ხატვა ცოტა ხანს შევწყვიტე.-გავუღიმე.
-ძალიან მომეწონა თქვენი წიგნი.-გამიღიმა ქალმა.-ნუთუ თქვენი მზე ბატონი დავითია?
-შესაძლოა.-გავუღიმე და დათას ავხედე.
-ბედნიერებას გისურვებთ.-გაგვიღიმა ორივეს. დათამ თავი დაუკრა და იქედან გამიყვანა.
-აქ ჩემზე მეტი ადამიანი შენ გიცნობს, ხედავ?-გადმომხედა და ჩაიცინა.-ეს ყალბი ღიმილი უკვე ნერვებს მიშლის?
-ხალხი ისე რატომ მიყურებს თითქოს გმირი ვიყო?
-ჩემი გაძლებისთვის ნამდვილად გმირი ხარ.
-ანუ აღიარებ?
-როდის არ ვაღიარებდი?-თვალები აატრიალა ზუსტად ისე ადრე რომ იცოდა. გამეღიმა და მის ხელს ჩემ წელზე რომ ედო ჩემი თითები ჩავჭიდე.
-ამ ერთ კვირაში იმდენად აღარ კოჭლობ?-ჩავიფხუკუნე.
-იმდენი არ ქნა ფეხი მოგტეხო და ჩემსავით დაგაკოჭლო.-თვალები მიბრიალა.
-კარგი რა. ეროვნული გმირი ხარ ბოლობოლო.
-ჯერ არ მაქვს ეგ წოდება.
-როდის გექნება?
-რომ მოვკვდები მერე.-გაიცინა, მწარედ.
-მე რუსეთში ნაგულავებ კაცს სახლში არ შემოვუშვებ.-წარბები ავწიე.
-ხო, გულაობის თავი მქონდა იქ, აბა რა.-ჩაეცინა ისევ.
-მომიყვები?-ვკითხე უცბათ.
-არც კი იფიქრო.-ყბები დაეჭიმა.
-კარგი რა, ჩათვალე რომ ფსიქოლოგი ვარ.
-არა!-მოკლედ მომიჭრა, ამოვიოხრე.
-ისეთი რა არის რასაც ვერ მიყვები?
-რა მოგიყვე ნენე? როგორ დამიმტვრიეს ძვლები თუ ცეცხლი როგორ წამიკიდეს? რომელი ერთი მოგიყვე?-გული დამეწვა, ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და მის თითებს ჩემები მოვაშორე.
-შენი სხეული მეტყვის ყველაფერს.-გავუღიმე და ლოყიდან პომადის კვალი მოვაშორე. კამერის ჩხაკუნის ხმაც მოისმა და ჟურნალისტებმაც დაგვიჭირეს, დაიწყო.
................................................
-ყოველთვის როცა მგონია გამოსწორების გზაზე ხარ იგივე ხდება.-მის კაბინეტში კედელზე აყუდებული ვიდექი და თვალს არ ვაშორებდი მის მზერას.
-ამჯერად რა მოხდა?-სათვალე მოიხსნა და ტყავის სავარძელს მიეყრდნო. მისკენ დავიძარი და ნაცემი ვაჩაძის სურათები მაგიდაზე დავუყარე.]
-რატომ იყრი მთელ შენს ჯავრს ჩემს თაყვანისმცემლებზე?-ჩამოვჯექი და ისე შევხედე.
-ჩემი ცოლის ყოველ გავლაზე რომ .....ვდებიან პროსტა გავატარო?-სერიოზული ხმით მკითხა.-ჩასწორება, ჩემი ორსული ცოლის დანახვაზე.-თეატრალურად ჩაასწორა ნათქვამი.
-კარგი იქნება შენი ორსული ცოლი მაშინაც გაგახსენდეს შენს მდივანს რომ ჟი.მავ აი ამ მაგიდაზე.-ამრეზით დავხედე მის მაგიდას, გაეცინა.
-ეგ საიდანღა მოიტანე? დავიჯერო ჰორმონები გალაპარაკებს?-წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა.
-არაა, ძალიან პატიოსანი და ერთგული ხარ.-ირონიულად ავხედე.-მინეტ.ს იმ დღეს მე გიკეთებდი არა?-ამრეზით ავხედე.
-ცოლს ხო არ გაკადრებდი?-თვალი ჩამიკრა სიცილით.
-ააააა, ვერ გიტან.-წამოვხტი და კარისკენ წავედი, გზა გადამიღობა და კარზე აეყუდა, ხელები წელზე მომხვია და ერთი ხელი ოდნავ გამობერილ მუცელზე მომადო.-გამიშვი, ექიმთან მივდივარ.
-ჩემზე კარგი ექიმი სად გეგულება?-ყელში მაკოცა, ჩემი ჰორმონებით თამაშობდა ეს დამპალი კაცი!
-შენ შვილს ეგულება და იქნებ დამდოთ პატივი მინისტრო?
-სანამ არ მეტყვი რომ მაპატიე არ გაგიშვებ, ჩემი კაციც გამიგებს.-მუცელზე მომეფერა თითებით.
-გოგოა მეთქი გითხარი უკვე.-წარბები შევკარი.
-მაპატიე?
-შენ მე ისეთები დამმართე იმ ამბებთან შედარებით შენი ღალატი ზღვაში წვეთია.-ხელი გვაშვებინე.
-არ მიღალატია.-აშკარად ხალისობდა.
-არა ბიჯოს, გსინჯავდა ის გოგო უბრალოდ.
-ატეხილი იყო და მადლი მოვისხი.-ჩემსკენ წამოვიდა.
-თათბირი არ გაქვს? მომშორდი.-ამოვიოხრე.
-არა, ექიმთან მეც მოგყვები.-პიჯაკი მოისხა მხრებზე და კარი გამიღო. ვხვდებოდი როგორ მიდიოდა ნელ-ნელა ცხოვრებაში დაბრუნების გზაზე და მიხაროდა. ჩვენი ქორწილის შემდეგ 5 თვე გავიდა და მე უკვე 4 თვის ფეხმძიმე ვიყავი. მიუხედავად იმისა რომ ღალატში ერთხელ გამოვიჭირე და ისიც იმ დღეს ჩემს ორსულობაზე რომ უნდა მეთქვა მაინც გავატარე. არ ვიცი რატომ, ადრე ვამბობდი ქმრის ღალატს არ ავიტანთქო მაგრამ მაინც გავუტარე, შეიძლება არ მიპატიებია მაგრამ ფაქტია იმ დღის შემდეგ სხვისკენ არც გაუხედავს. დღემდე ჩვენ ქორწილზე საუბრობს ხალხი, ამაღელვებელზე და საოცარზე. ქორწილის შემდეგ ჯოხი აღარ დაუჭერია, არ სჭირდებოდა, ოდნავ კოჭლობდა და მხოლოდ ღამით აწუხებდა ტკივილები. ვიცოდი რომ ყოველ ღამით კოშმარებს ნახულობდა და მეც მასთან ერთად განვიცდიდი. რომ გავიგე ორსულად ვიყავი, საოცარი იყო, ყველაზე სასწაული გრძნობა მთელ სამყაროში. ყველა თავს მევლებოდა, მათ შორის ბატონი მინისტრიც რომელსაც მხოლოდ ბოლო ერთი კვირაა ნორმალურად გავეცი ხმა. კი, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ აასრულეს და პრემიერად დანიშნეს. ახლა ქვეყნის მეორე ლედი ვარ როგორც თავად მიწოდებს. საავადმყოფოში შესვლამდე ხელი ჩამკიდა და მეც ხელი მოვხვიე მკლავზე, სწორედ იმაზე ადრე რომ დამწვარი ჰქონდა და ახლაც რომ დაშრამული აქვს. პერსონალი მოწიწებით მოგვესალმა, როგორ ვერ ვიტანდი ამ პროცესს, გინეკოლოგის კაბინეტში შევედით და ექიმს გავაცანი ჩემი ქმარი. ქმარი და არა პრემიერი!
-ვნახოთ როგორ არის პაწუკა.-კამერა მუცელზე დამადო და აქეთ-იქით ტრიალი დაიწყო.-რამდენი კვირის ხართ?
-ხუთი თვის გავხდები მალე.-მუცელზე დავიხედე და მერე კამერას გავხედე.
-ძალიან კარგი, განვითარება ნორმალურია, პრობლემები არ არის, უბრალოდ აქ რაღაც უჩვეულოა.-იღიმოდა ექიმი, ვერ ვხვდებოდი თუ უჩვეულო იყო რატომ იღიმოდა.
-რამე ხდება ექიმო?-ვიგრძენი როგორ დაიძაბა დათაც.
-იცით, უჩვეულოა მაგრამ ტყუპებზე ბრძანდებით ორსულად, უცნაურია რომ ეს აქამდე ვერ შევამჩნიეთ.-სახეზე ფერი წამივიდა, სიხარულისგან თუ მოულოდნელობისგან ვერ მივხვდი. პირზე ავიფარე ხელი და დათას ავხედე, იღიმოდა და მონიტორს არ აშორებდა თვალს. მერე დაიხარა და თავზე მაკოცა, ისეთი მრავლის მთქმელი იყო ეს კოცნა სიტყვაც ვერ ვთქვი მე. ექიმის კაბინეტიდან გამოსულმა ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა, თავზე მაკოცა და გზა განვაგრძეთ, ისეთი სხვანაირი იყო, ისეთი ბედნიერი, ბოლო 2 წელია ასეთი არ მინახავს. ყველა აღაფრთოვანა ამ ამბავმა, ლალიმ თქვა მე მყავდა ტყუპის ცალი და და იქედან გადმოვიდა გენიო. მეღიმებოდა მის ღელვაზე და კუჭში დევნაზე, ისეთი საყვარელი და ბავშვური იყო.
-კარგად ვარ ლალიკო, დაწყნარდი.-გავუღიმე და მუცელზე მივიდე ხელი.-უთხარით ბებოს რომ კარგად ვართ დე.-ხელი გადავისვი და ტელევიზორში გამოჩენილ ჩემ ქმარს შევხედე. ისეთი სერიოზული და მკაცრი იყო წამით მომინდა აქ მყოლოდა და ჩამეკოცნა.
-როგორ ხარ ღიპუც?-მუცელზე მაკოცა სესამ და გვერდით დამიჯდა.
-შენ როგორ ხარ?-ლოყაზე ვაკოცე.
-კარგად, რაო მამიკომ რა თქვა?-ტელევიზორს აუწია. ცოტა ხანს ვუსმენდით, მერე საინფორმაციო გამოშვება დასრულდა.
-მოსიარულე ტვინის შვილი ვარ.-წამოწვა და თავი მუცელზე მომადო.-პაწუკებო გესმით? მალე გამოდით რა.-მუცელზე მაკოცა და მარჯვენა მხარეს დარტყმაც ვიგრძენი.-ყოჩაღ პაწუ.-გაეცინა სესას.
-მე არ მანიშნებენ ხოლმე.-წარბები შევკარი.
-გელოვანების კოდის მატარებლები არიან.-აკისკისდა სესა.
-ცანცარა.-თავზე ვაკოცე და მალე დათაც მოვიდა.
-აი შენი მწნილი.-მაგიდაზე დამიდო და პერანგის ღილები გაიხსნა.
-მადლობა გეთაყვა.-თავსაფარი მოვხსენი კიტრის წნილის ბანკას და კიტრის ჭამის ნაცვლად წვენი დავლიე.
-რას აკეთებ, გაგიჟდი?-ბანკა ხელიდან ამაცალა გაბრაზებული სახით.
-მომეციიიი.-ავბუზღუნდი და წლის წამოვიფაფხე.-მინდაა.
-არ შეიძლება წვენი.-ხელი მაღლა აწია, მე კი ისე ვუყურებდი მწნილის ბანკას თითქოს რაღაც საოცრება იყო.-ლალის ხომ ჰქონდა თავის გაკეთებული სარდაფში?
-კარგი რა, მე ნაყიდის წვენი მომწონს.-ყელი ლამის გამოვიღადრე.-მომეცი რა.-სატირლად მოვემზადე.
-ახლა იტირებს.-სესა ოთახიდან გავარდა და ლალის დაუძახა.-ბებოო, შენი შვილი შენს ორსულ რძალს ატირეებს.-მესმოდა როგორ მოქოთქოთებდა ლალი და როგორ კისკისებდა სესა, საძაგელი ბავშვი.
-მინდაა.-ცრემლები გადმომცვივდა, მივხვდი შედარებით მოლბა და კისერზე მოვხვიე ხელები, მერე ერთი ხელი მკლავზე ავუცურე და ბინგოოო, ქილა ჩემს ხელში იყო.
-მანიპულატორი.-ჩაიბუტბუტა და ოთახისკენ წავიდა. უკან ავედევნე, თან ქილიდან წვენს ვსვამდი და თან ვჭამდი.-ფორმას ვერასდროს დაიბრუნებ.
-დარწმუნებული ვარ საყვარლები მრავლად გეყოლება.-გავუცინე და ოთახში შესული სავარძელზე დავჯექი.
-რას გადაეკიდე ამ საყვარლებს?-მიყვირა უცებ, შევხტი. დღემდე ვერ მივეჩვიე, ვერასდროს მივეჩვეოდი. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და პერანგის ღილები გაგლიჯა.-დდშვც.-მხოლოდ ბგერები მისწვდა ჩემს ყურთასმენას. ჩემსკენ წამოვიდა და სავარძელში მჯდარმა გავაცნობიერე რომ თავი ჩემ კალთაში ედო. თითები ფრთხილად შევუცურე თმაში, დავიხარე მაგრამ ვერ მივწვდი მუცლის გამო და ოდნავ წამოვაწევინე თავი, სახე დავუკოცნე ნელა და ისევ მუხლებზე დავაბრუნებინე.-ბოდიში.-თვალები გაახილა ღიმილით.
-ჩემი მზე ხარ, ზოგჯერ მახმობ, ზოგჯერ მახარებ.-ჩამეღიმა, მზე კარგია მაგრამ გადამეტებული არაფერი ვარგაო ამბობენ.
-რთულია იმ ყველაფრის მერე ძველი მეს დაბრუნება.-სახეზე ჩამოისვა ხელები. მის თითებზე ოქროსფერი საქორწინო ბეჭედი ისე მომწონდა მეშვიდე თვეში რომ არ ვყოფილიყავი უსათუოდ ეს გახდებოდა ჩვენი სე.ქსის შეუდარებელი მიზეზი.
-ვიცი მაგრამ უკვე 2წელი გავიდა.-სახეზე ვეხებოდი, მერე მისი მარჯვენა ხელი ავიღე და თითებზე მივეფერე.
-2წელი ძალიან ცოტაა ნენე.-მარცხენა ხელით სახეზე მომეფერა.-მალე გამოდით მამი.-ჩაიბუტბუტა ჩემ მუცელთან და წამოდგა. შხაპი მიიღო, მე წამოვწექი საწოლზე და მუცელზე ვისვამდი ხელებს, თან მეღიმებოდა პირსახოც შემოხვეული რომ გამოვიდა დათა და დიდი ნერწყვი გაჭირვებით გადავყლაპე. მოწესრიგდა და ჩემს გვერდით დაწვა, ხელები მუცელზე მომხვია და თავი გულზე დამადო, ისეთი მშვენიერი იყო იმ წამს ყველაფერი სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია. მალე ჩაეძინა, თმაში ვუხლართავდი თითებს და ღიმილი არ მტოვებდა. მალე ჩემი დათა დაბრუნდებოდა, აი ის დათა გონება რომ გადამიტრიალა პირველივე ნახვაზე. იმ ღამეს წინა ღამეებისგან განსხვავებით 6 საათი ეძინა და ეს რეკორდული დრო იყო. მერე მეც ჩამეძინა და საათების თვლა აღარ გამიგრძელებია.
..................
აკაციების სურნელი ტრიალებს ყველგან. ისეთი ნაზი და ტკბილი სუნი აქვთ აკაციის ხეებს, ისეთი ლამაზები არიან თვალს ვერ ვწყვეტ. დათა უკნიდან მეხვევა და გიგანტურ მუცელზე მეფერება.
-იქნებ საკეისრო გაგეკეთებინა ნენე?-მკითხა და ყელში მაკოცა, მასაც ეშინოდა, ჩემსავით.
-არა, ბუნებრივად უნდა გავაჩინო.-თავი გავაქნიე.-ვიცი რომ არაფერი მოხდება.
-ლავანდის სუნი აღარ გაქვს.-ჩაეცინა და პატარა ყუთი გამომიწოდა.-რომ დაგპირდი შენთვის სუნამოს შევქმნითქო, შევქმენი კიდეც.
-სერიოზულად?-უცბათ გავხედე, თავი დამიქნია. ყუთი გავხსენი და მოვარდისფრო სითხეს შევხედე, დავყნოსე და სიამოვნებისგან თვალები მიმენაბა.
-მოგწონს?-მკითხა ღიმილით.
-მოიცა, რაღაც უცნაურია.-წარბებკ შევკარი.-აკაციაც გარეულია?-გონება გამინათდა, თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და აკაციის მაღალ ხეებს ახედა.
-პირველად რომ გნახე აკაცია ყვაოდა, ნიას და დაჩის ქორწილი იყო და ისეთი ლამაზი იყავი გვერდით ლანკა რომ არ მდგარიყო. უსათუოდ მოგიტაცებდი.
-ვირი.-წარბები შევკარი, გამიცინა.
-მაგრამ ლანკა გვერდით მედგა და ხალხიც ასე თუ ისე გვიყურებდა. იმ დღეს არ შეგიმჩნევივარ, არც დაგინახივარ, დაფარფატებდი და არაფერი გადარდებდა დის ქორწილის გარდა. შავი ფერი რომ ძალიან გიხდება ნათქვამი მაქვს?-მკითხა უცებ.
-არა.
-შენი ფერია შავი, წითელიც, თეთრიც გიხდება და ყველაზე საყვარელი მაშინ ხარ ვარდისფერ კაბებს რომ იცვამ ამ მუცლით. ასე მგონია ყველაზე ლამაზი ხარ ორსული. სულ რომ ორსულად იყო არ გინდა?-გამეცინა, შეშლილი იყო ჩემი მზე.
-არ შემასვენებთ ბატონო მინისტრო?-გულუბყვილო სახე მივიღე. ბავშვები არ ისვენებდნენ მთელი დღე და ტკივილებიც მქონდა შიგა და შიგ, დღე დღეზე ველოდი ჩემს პაწუკებს. ამ დღეების განმავლობაში გვერდიდან არ მშორდებოდა და სულ მამხნევებდა დათა.
-რაღა დროს ჩემი შესვენებაა უკვე დავბერდი.-გამიცინა, ასე ლაღად უკვე დიდი ხანია არ გაუცინია.
-მხოლოდ 37ის ხარ.-დავფიქრდი.-ნამდვილად ბერდები.-ცრემლებით ამევსო თვალები.-რატომ ვბერდებით? უფრო ადრე რატომ არ შეგხვდი?
-ახლა მაგის გამო იტირებ?-თავზე მაკოცა.-მე კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით ნენე. შენ მყავხარ, სესა მყავს, ეს პატარები გვეყოლება მალე, ქვეყნის სამსახურში ვდგავარ და ჩემი სახელი ისტორიაში შევა როგორც 13 რუსი პარლამენტარის მკვლელის. საერთოდაც არ ვფიქრობ რომ რამე დავაშავე, არ ვნანობ იცი? ძაღლისშვილები, რომ შემძლებოდა ყველას ამოვხოცავდი.-ღრმად ჩაისუნთქა.-რუსეთში რომ ხარ ქართველი სულ სხვანაირად გრძნობ თავს. გგონია რომ იქ ყველა შენი მტერია, მეც ასე ვიყავი.
-არ გინდა, ნუ საუბრობ.-გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.-შენ ხარ ჩემი მთელი გალაქტიკა და რამდენჯერაც არ უნდა გამაგდო ისევ შენთან მოვალ ბოლოს.
-მოუშორებელი ჭირი ხარ, არა?-წელზე მომხვია დიდი ხელები.
-არა, უბრალოდ კირჩხიბი ვარ და ჩვენი მოშორება. ზედმეტად რთულია.-გამეცინა. ხელები მოვხვიე და სიმშვიდეში ჩავიძირე მის სურნელთან ერთად. ჩემი დათა მიბრუნდებოდა, ჩემი დათა მალე გადმოიწეოდა წინა პლანზე.
-შეგცივდება.-მოღრუბლულ ცას ახედა, ხელი მომხვია და სახლისკენ წამიყვანა. ბედნიერი ნამდვილად ვიყავი.
მეორე დღეს შედარებით ცუდად ვიყავი, სუნთქვა მიჭირდ ადა მუცელიც მტკიოდა, იმაზე ძლიერად ვიდრე აქამდე. დღის დამი საათი იყო ტკივილები რომ გაუსაძლისი გახდა და დათამაც ხელი მომკიდა, ამიყვანა და სამშობიაროსკენ წამიყვანა. ტკივილი ჯოჯოხეთური იყო, მოლოდინი გასაგიჟებლად სასიამოვნო თუმცა ეს მერე გავაცნობიერე. ჯერ ტკივილებით იმ დონემდე მივედი რომ სიკვდილს ვნატრობდი. ჩემი ხელი ეჭირა და წარამარა მკოცნიდა მტევანზე. გაუძელიო მეჩურჩულებოდა და თავად უფრო კანკალებდა ვიდრე მე. უეცარი შვება ვიგრძენი და ბავშვის ტირილის ხმამ გააყრუა სამშობიაროს ბლოკი. სიხარულის შეგრძნება ვერ მოვასწარი ისევ რომ ტკივილი დამესყო. მეორე ადვილად გავაჩინე და მერე ორივე გულზე დავიწვინე ძალა გამოცლილმა. თავზე ისევ მკოცნიდა დათა და დამეფიცება ეს იყო ყველაზე ბედნიერი მომენტი ჩემ ცხოვრებაში.
პალატაში ყველაფერი ცისფერი ბუშტებით იყო მორთული და თავზეც ლურჯი ბაფთა დამასვეს. ძალა არაფრისთვის არ მქონდა მაგრამ ვცდილობდი გამეღიმა მაინც, დათა მინდოდა, ის კი არ ჩანდა. ბავშვები შემომიყვანეს, ჯერ ერთს ვაჭამე, მერე მეორეს და შევიგრძენი რომ ეს იყო ბედნიერება რომელიც მთებს გადაადგმევინებდა ადამიანს. მერე მათაც დაიძინეს და მეც მთლიანად დაცლილს ჩანეძინა.
………………
-ლალიი, ჩემი პერანგი არ გააუთოვე?-მეორე სართულიდან მესმის ღრიალის ხმა და ნიკოლოზს ვუცინი.
-რომელი დედა.-წამოხტა უცებ ლალი.
-ლალიკო, მოდი ბავშვებს აჭამე, მე მივხედავ.-ფაფით სავსე ჯამი მივაწოდე და ლოყაზე ვაკოცე. მეორე სართულზე ავირბინე და ოთახის კარი შევაღე.-რა გაღრიალებს ამიხსენი?-მშვიდად ვკითხე, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ღრმად სუნთქავდა.
-ეს რა არის?-წამალი დამანახა და ფეხებთან დამიგდო.
-ჩასახვის საწინააღმდეგო აბები.-უდარდელად ვუთხარი და მისი გაპიწკინებული პერანგი გამოვიღე და საწოლზე გადავდე.
-რატომ სვამ ამ სი.რობებს?-მკითხა ხმამაღლა. კარადას შუბლი მივადე და ცრემლებს თვალების დატოვების უფლება არ მივეცი.
-იმიტომ რომ ცუდად ვარ დათა.-ხმა ამიკანკალდა.-აღარ შემიძლია, გესმის? აღარ მინდა გამუდმებით შენს ღალატს ვიტანდე, ვეღარ გავუძლებ. მესმის რომ არ მოგწონვარ ასეთი მოუწესრიგებელი და ვერ დაგყვები ყოველთვის ყველგან მაგრამ ხომ შეიძლება რომ მეც გამიგო? მაშინ უნდა დავშორდეთ, მე სხვა გზას ვერ ვხედავ.-ამოვიოხრე და მის დაბერილ ძარღვებს შევხედე, თვალები წითელი ჰქონდა და გამომეტყველება გიჟის. ჭაღარა შერეულ თმაში ხელი შეიცურა და ჩაიცინა.
-ბოდავ.-წამოდგა.-მეგონა ეგ ეტაპი უკვე გავიარეთ და შენი ნდობა დავიბრუნე.-ქვემოდან ამომხედა.
-მოღალატეს მეორედ აღარ ენდობიან, არ იცოდი?-ირონია გავურიე ხმაში.
-პოსტ მშობიარობის პერიოდი გაქვს?-ყბებზე მომიჭირა ხელი და თავლებში ჩამხედა.-მას შემდეგ შენთვის არ მიღალატია.
-დავიჯერე კი.
-მატყუარობას ნუ მაბრალებ.-თვალები მიბრიალა.-აღარასდროს მიხსენო ის ამბავი და არც ის გამახსენო როგორ ედო ჩემი პე.ნისი ვიღაც ნაშას პირში.-თმაში მისრიალებდა ცხვირს.-რძის სუნი გიდის.-ჩაიცინა.
-შენ კიდევ რძე არ გიყვარს.-ცრემლები მომერია.
-შენი რძე გემრიელია.-გაიცინა, ტუჩზე იკბინა და მეც მხარზე მივარტყი ხელი.-აღარ მინდა არსად წასვლა. ხომ არ გამესინჯა შენი რძე ისევ?-პერანგი რომელიც ცოტა ხნის წინ შემოიცვა ისევ გაიხადა და ხელი მომხვია.
-წადი, სირცხვილია.-პერანგს დავწვდი და ისევ შემოვაცვი.
-არ არის.-ყელში მაკოცა.-კარგი წვაალ.-რომ გავფართხალდი ხელები ოხვრით გამიშვა.-საღამოს მზად დამხვდი.-კარებიდან გასვლამდე მითხრა და თავი დავუკარი მეც. უკვე მაღიზიანებდა ის რომ ყველაფერზე ვეთანხმებოდი და გულში ვიფიქრე რომ უკვე დრო იყო იმ საცვლების გამოყენების ნიამ რომ მაჩუქა ქორწილისთვის.
შავი მაღალი გეტრები ჩავიცვი და ბრეტელებით დავიმაგრე ტრუსზე, მაქმანებიანი ბიუსჰალტერი ჩავიცვი და ისინიც ბრეტელებით დავამაგრე მაღალყელიან ტრუსზე. ბავშვებს ბებოსთან და ბაბუსთან ეძინათ, მე კი ოთახში ვიყავი და ვემზადებოდი. შავი ატლასის ხალათი მოვიცვი და მაღალ ქუსლიანები ჩავიცვი, სულ მინდოდა ამის გაკეთება. სავარძელში ვიჯექი კარი რომ შემოაღო და საწოლიდან რომელზეც ვეგულებოდი მზერა სავარძელზე გადაიტანა. თმა უკან გადავიყარე და წამოვდექი. ბორკილები რომელებიც ხელში მეჭირა გამოვაჩინე და მასთან ახლოს მისულმა უცბათ გადავკეტე კარი.
-ხალათის შიგნით რა არის?-ეშმაკურად მკითხა და ატლასის ქამარი უცბათ გახსნა.-აქ რძეზე უკეთესი რამე გქონია. ბევრად უკეთესი.
-ბორკილებს შენ გამოიყენებ თუ გინდა რომ მე გაწამო?-ყბებზე გავუხახუნე ტუჩები, არ მიკოცნია, უბრალოდ ტუჩები გავუხახუნე.
-წამების რომელ ხერხებს გამოიყენებ?-მკითხა და ხალათი გამხადა.
-ყველაზე საშინელებს.-საწოლზე დავაგდე და პერანგი გავხადე. საწოლზე ცალი ხელით მივაბი და სიცილი რომ დაიწყო წარბები შევკარი.-ნუ მაიძულებ ასე დაგტოვო.-ქამარი გავუხსენი და ხელი ჩავუცურე ტრუსში.-აქ რა გვაქვს? მე ბანანი მგონია.-წარბები ავწიე.-ვითომ ბანანია?-სიამოვნებისგან ხმა ჰქონდა ჩაწყვეტილი.-ხომ არ გამესინჯა?
-ნენე.-თვალები მიბრიალა, მეცინებოდა. შარვალი გავხადე და ტუჩები ჭიპის ქვემოთ მივაკარი. შეაკანკალა, ტუჩები ქვემოთ ჩავუცურე და მისი გამაგრებული ღირსება ტუჩებში მოვიქციე. ისე ამოიოხრა ალბათ მეზობელ ოთახშიც გაიგეს. თავი მის ყელში ჩავდე და იქვე მივაკარი. მერე კი ხელები გავუხსენი. გააზრება ვერ მოვასწარი ისე დამაგდო საწოლზე და ზემოდან მომექცა. მერე კი, ცოტა ხანში მისავათებული ვიწექი საწოლზე, ის არ წყვეტდა მოძრაობას, მე კი ძალა აღარ მქონდა. როგორღაც ავყევი და ჩემს მკერდზე დამხობილს თმაში შევუცურე თითები.-ჯოხიან კამფეტს ხშირად ჭამდი?-მკითხა უცებ.
-მოკეტე.-გამეცინა. გვერდით დამიწვა და ხელი მომხვია.
-დაიძინე ნენე, ხვალ ყაჩაღები დაგვახტებიან.-ბავშვების გახსენებაზე სითბო ჩამეღვარა სხეულში.
-მიყვარხარ დათი.-ლოყაზე ვაკოცე. ხელები მჭიდროდ მომხვია, ეს სიტყვა არასდროს უთქვამს ჩემთვის. ვაპატიე ის ღალატი მაგრამ დავიწყება ხომ რთულია? ვერ დაივიწყებ, სუნთქვას მიკრავს ყოველ გახსენებაზე და ღრმად ვვოხრავ. მისი საქციელები მიმტკიცებს იმას რომ მისთვის პირველ ადგილად ვდგავარ და სხვა სამყარო ვარ სადაც მხოლოდ ამს შეუძლია ყოფნა. მზეები ეგოისტები არიან რადგან ერთადერთების იარლიყს ირტყავენ, მერე კი ცხოვრება თან ადვილია, თან რთული.
დილით ღუღუნის ხმა მაღვიძებს. თვალები ნელა გავახილე და გვერდით მწოლიარე ნიკოლოზს, სანდროს და დათას შევხედე ტყუპებს რომ ეთამაშებოდა. ისინიც ღუღუნებდნენ და უღიმოდნენ მთ მსგავს მამაკაცს.
-მამი, დედიკო არ გააღვიძოთ.-ორივეს აკოცა და მერე ერთმანეთს რომ მოეხვივნენ გამეცინა.-უკვე გაუღვიძია.-წარბები აქაჩა. სანდრომ დაიჭყიპინა და ჩემკენ მოფოფხდა. ჩემი მკერდი უცებ იპოვა და კვების წყარო ტუჩებს შორის მოიქცია.-ღორი ბავშვი.
-მტკივა.-ხელზე ვუკბინე დათას და სანდროს ვაკოცე.
-როდის გადაეჩვევიან?-წამოდგა, ტრუსი ჩაიცვა და სიგარეტის ღერიანად გარე გავიდა.
-ცოტა ხანში, ხო დე.-ორივეს ვაკოცე და პერანგი ჩავიცვი. სანდრომ კი ტირილი დაიწყო მაგრამ მტკიოდა და ვეღარ გავუძელი. ბავშვებს ჩავაცვი და დაბლა ჩავიყ ანე, სესამ აიჩემა მე მეყოლება შენ ადიო და მეც ზემოთ ავედი ქმართან. ზურგიდან ჩავეხუტე და კისერში ვაკოცე.
-სადმე წავიდეთ.-თავზე მაკოცა.
-სად?-ვკითხე ღიმილით.
-სადაც მეორედ დაორსულებას შეძლებ.-წელზე მოხვეული ხელით ახლოს მიმიკრა.
-რატომ გეჩქარება ასე?-ჩამეცინა.
-რომ დაორსულდები რაღაც საიდუმლო უნდა გაგიმხილო.-ცხვირზე მაკოცა.
-ისედაც ვიცი რომ გიყვარვარ.-ნიკაპზე ვაკოცე და რომ ჩაიცინა ტუჩის კუთხეში ვუკბინე.-ჩემი მზე ხარ დავით.
-შენ კიდევ ანგელოზი რომელიც ბნელში გამოჩნდა.-პირველად მითხრა ასეთი წინადადება და გულში სითბო მომედო, ისე როგორც ჭინჭარი ედება მოუვლელ ეზოს.
რამდენჯერ ვიჩხუბებდით, რამდენჯერ ვერ გავუგებდით ერთმანეთს, რამდენჯერ გავიცინებდით, ვაკოცებდით, რამდენჯერ გვეყვარებოდა, ვერავინ მოსთვლის. მე მხოლოდ ის ვიცოდი რომ ყველაფერს ვაპატიებდი და ვიცოდი ისიც რომ ჩემი დათა დაბრუნებოდა და შეეცდებოდა გავებედნიერებინე, თუმცა ისედაც ცდილობდა. მე მიყვარდა ის, ყველაფერს ვაპატიებდი მაგრამ ვერ დავივიწყებდი, ასეა, როცა გიყვარს პატიობ მაგრამ ვერ ივიწყებ...
მს ის მიყვარდა, იმ დონემდე რომ შემეძლო მისთვის მთაში წვიმის შემდეგ ცისარტყელა ვყოფილიყავი, ბარში კი გვალვის დროს წვიმად მოვსულიყავი. არ ვიცი კიდევ რამდენ წიგნს დავწერდი იმაზე თუ როგორ მიყვარდა მე ჩემი მზე მაგრამ ერთი რამ ფაქტია და ფაქტად რჩება...
ის იყო სულის ნაწილი რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებენ ხოლმე. ის ჩემი მზე იყო, მე მთვარე ვიყავი. მთვარე კი მზის გარეშე ფუნქციას კარგავს რომანტიკოსთათვის. მინდა რომ ყველამ იპოვოს ის სულის ნაწილი რომელიც მზესავით გაათბობს გაყინულ სულებს და ვინ იცის იქნებ ზოგმა გაუშვა კიდევ თავისი მზე.
მე ჩემი მზე მყავდა, საძინებლის კედელს ისევ ამშვენებდა „ჩვენი“ ნახატი, ბედნიერება იყო თუ არა?! ბედნიერება ცივი ზამთრის შემდეგ ცხელ ზაფხულში იმალებოდა.



მოგესალმებით დაკარგული და ისევ გამოჩენილი მე
სულ რაღაც სამ დღეში შეთხზული ისტორიაა, რეალურობაზე თავს ვერ დავდებ მაგრამ უცბათ რაც მოვიფიქრე ის დავწერე
დიდი ხანია არაფერი დამიწერია და მადლობა ღმერთს მუზა დამიბრუნდა
ველი შეფასებებს, კრიტიკას და ყველაფერს რაც კი მოგაფიქრდებათ
ისიამოვნეთ!



№1  offline წევრი ვიპნი

ამ დილით როგორ გამაბედნიერე,ისე კარგად აღწერე ყველაფერი გული ახლაც მტკივა,ყოჩაღ ნიას სიძლიერეს,სამწუხაროა რომ მეორე ნახევრები ბევრი ვერ აფასებს ქალების ასეთ თავგანწირვას.იმედი მაქვს დათა აღარასდროს ატკენს გულს ნენეს .წარმატებები შემდეგშიც❣️

 


№2  offline წევრი სესო

კატალეა
სესილი იყო ჩემთვის საოცრება ????

ალბათ მეორე ნაწილი იქნება და სესილიზე დავწერ♥️

ვიპნი
ამ დილით როგორ გამაბედნიერე,ისე კარგად აღწერე ყველაფერი გული ახლაც მტკივა,ყოჩაღ ნიას სიძლიერეს,სამწუხაროა რომ მეორე ნახევრები ბევრი ვერ აფასებს ქალების ასეთ თავგანწირვას.იმედი მაქვს დათა აღარასდროს ატკენს გულს ნენეს .წარმატებები შემდეგშიც❣️

დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონათ♥️♥️

 


№3  offline წევრი ნანა73

მომეწონა ისტორია. სიუჟეტიც და ყველა მასში შემავალი ნიუანსები.
მართლა მომეწონა, ერთ ამოსუნთქვაზე ჩავიკითხე kissing_closed_eyes
გრძნობებით სავსე.
ნენე შეუდარებელი, სულგრძელი, ერთგული.
დიალოგები - მოკლე და ყოვლისმთქმელი.
ისე დარედაქტირება ძალიან არ აწყენდა.
წარმატებები! ❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი ტაისა

აუ როგორი კარგი ხარ heart_eyes
ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ძალიან მომეწონა.
სესა რა საყვარელია heart_eyes
გამიხარდება ,თუ მალე დაბრუნდები.
გელი

 


№5  offline წევრი სესო

ნანა73
მომეწონა ისტორია. სიუჟეტიც და ყველა მასში შემავალი ნიუანსები.
მართლა მომეწონა, ერთ ამოსუნთქვაზე ჩავიკითხე kissing_closed_eyes
გრძნობებით სავსე.
ნენე შეუდარებელი, სულგრძელი, ერთგული.
დიალოგები - მოკლე და ყოვლისმთქმელი.
ისე დარედაქტირება ძალიან არ აწყენდა.
წარმატებები! ❤️❤️❤️

ვეღარ მოვითმინე, იმდენი ხანია არაფერი დამიდია გვიანობამდე ვწერე და დრედაქტირება აღარ მიფიქრია♥️ მადლობა♥️

ტაისა
აუ როგორი კარგი ხარ heart_eyes
ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ძალიან მომეწონა.
სესა რა საყვარელია heart_eyes
გამიხარდება ,თუ მალე დაბრუნდები.
გელი

ვეცდები♥️

 


№6 სტუმარი სტუმარი nancho

სესო ძალიან კარგი ხარ.

 


№7  offline წევრი სესო

სტუმარი nancho
სესო ძალიან კარგი ხარ.

მადლობა♥️

 


№8  offline წევრი Imagination88

უბრალოდ "კარგია" რბილად ნათქვამია. საშინლად მომეწონა, არ ვიცი როგორ შევაფასო.

ძლიერი პერსონაჟები იყო, შემიყვარდნენ.

მე ვერ ვპატიობ ღალატს რაა, მაინც უყვარს ამ კაცს ქალები ვერ მოვაცილეე :)). იმედია ნენეს კიდე არ უღალატებს.

რა საიდუმლო უნდა გაუმხილოს??

აუ ძალიან კარგი იქნება მეორე ნაწილი.

დროებით❣️❣️

 


№9  offline წევრი სესო

A.N.A
უბრალოდ "კარგია" რბილად ნათქვამია. საშინლად მომეწონა, არ ვიცი როგორ შევაფასო.

ძლიერი პერსონაჟები იყო, შემიყვარდნენ.

მე ვერ ვპატიობ ღალატს რაა, მაინც უყვარს ამ კაცს ქალები ვერ მოვაცილეე :)). იმედია ნენეს კიდე არ უღალატებს.

რა საიდუმლო უნდა გაუმხილოს??

აუ ძალიან კარგი იქნება მეორე ნაწილი.

დროებით❣️❣️

საიდუმლო ნენემ ამოიცნო♥️ ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ♥️ მალე იქნება მეორე ნაწილიც♥️

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

კარგი ისტორია იყო, ძალიან კარგი. მიყვარს ასეთი სიუჟეტები.
ოღონდ ჩემთვის ჩინურივით გაუგებარი დარჩა ღალატის ამბავი :D. ბოლოს იმით მთავრდება კიდეც, რომ ვერ ივიწყებს თურმე, მაშინ როდესაც სიცილით გადააგორეს ვიღაც მდივნის ამბავი. ანუ დათა ის კაცია, ცოლს "იმნაირს" რომ ვერ აკადრებს და ამიტომ შანსს არ უშვებს ხოლმე ხელიდან რომ სხვებთან "იმნაირები" აკეთოს?!
ერთადერთი შენიშვნა მექნება. ისტორიის სიუხვის/სიდიდის გამო მსგავსი რაღაცეები აღარ დაწერო ხოლმე რაა.

 


№11  offline წევრი სესო

grafo
კარგი ისტორია იყო, ძალიან კარგი. მიყვარს ასეთი სიუჟეტები.
ოღონდ ჩემთვის ჩინურივით გაუგებარი დარჩა ღალატის ამბავი :D. ბოლოს იმით მთავრდება კიდეც, რომ ვერ ივიწყებს თურმე, მაშინ როდესაც სიცილით გადააგორეს ვიღაც მდივნის ამბავი. ანუ დათა ის კაცია, ცოლს "იმნაირს" რომ ვერ აკადრებს და ამიტომ შანსს არ უშვებს ხოლმე ხელიდან რომ სხვებთან "იმნაირები" აკეთოს?!
ერთადერთი შენიშვნა მექნება. ისტორიის სიუხვის/სიდიდის გამო მსგავსი რაღაცეები აღარ დაწერო ხოლმე რაა.

პირველ რიგში მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის <3 ღალატის ამბავს რაც შეეხება, მანდ ნახსენები მაქვს რომ საკმდო დიდი ხანი იყვნენ მაგ ამბის გამო ნაჩხუბრები <3 "იმნაირს" რაც შეეხება ეს იყო უბრალოდ ხუმრობა რისი მეშვეობითაც გაქილიკდნენ "მსგავსი" კაცები <3 მადლობა კიდევ ერთხელ! <3

 


№12  offline წევრი sofo_sofia13

როგორ მიხარია რომ დაბრუნდი და ძალიან კარგიი იყოო <3

 


№13  offline წევრი maria mari

სიტყვებით ვერ ავღწერ... საოცარი მოთხრობა და თვით საოცრება ავტორიი... მეორე ნაწილი იქნებაო ყური მოვკარი და მართალია??<3♡

 


№14 სტუმარი სტუმარი Megi

ძალიან, ძალიან მომეწონა. როგორ გავიგო მეორე ნაწილის დადება

 


№15  offline წევრი სესო

sofo_sofia13
როგორ მიხარია რომ დაბრუნდი და ძალიან კარგიი იყოო <3

მიხარია ამ სიტყვების მოსმენა♥️♥️

maria mari
სიტყვებით ვერ ავღწერ... საოცარი მოთხრობა და თვით საოცრება ავტორიი... მეორე ნაწილი იქნებაო ყური მოვკარი და მართალია??<3♡

იქნება, ოღონდ სესილიაზე♥️ მადლობა♥️

სტუმარი Megi
ძალიან, ძალიან მომეწონა. როგორ გავიგო მეორე ნაწილის დადება

ჯგუფში დავდებ და აქაც ჩემ ნიკს რომ დაინახავთ მიხვდებით♥️

 


№16 სტუმარი Mari

Dzaan sasiamovno da gemrieli casakitxi iyo❤????

 


№17  offline წევრი სესო

Mari
Dzaan sasiamovno da gemrieli casakitxi iyo❤????

მადლობა♥️

 


№18  offline წევრი haddes

მომეწონა კარგი იყო სასიამოვნოდ იკითხება❤პირველად წაგიკითხე და გამიხარდა შენი "აღმოჩენა"❤ რედაქტირება სჭირდება რამდენიმე ადგილას მკვეთრად ჩანს ეს. წავიკითხე მეორე ნაწილიც აქვსო და მართალია? ❤

 


№19  offline წევრი სესო

haddes
მომეწონა კარგი იყო სასიამოვნოდ იკითხება❤პირველად წაგიკითხე და გამიხარდა შენი "აღმოჩენა"❤ რედაქტირება სჭირდება რამდენიმე ადგილას მკვეთრად ჩანს ეს. წავიკითხე მეორე ნაწილიც აქვსო და მართალია? ❤

იმდენად მინდოდა მალე დამედო რედაქტირება აღარც გამხსენებია♥️ მეორე ნაწილი იქნება ოღონდ ამ წყვილზე არა♥️ სესილი იქნება მეორე ნაწილში მთავარი გმირი♥️

 


№20 სტუმარი სტუმარი Eka

Dzalian visiamvne

 


№21  offline წევრი სესო

სტუმარი Eka
Dzalian visiamvne

მადლობა♥️

უბრალოდ ნენე
მომეწონა ძალიან! წარმატებებს გისურვებდი, მაგრამ არ გჭირდება.

წარმატება ახლა ის არის რაც წყალივით მჭირდება♥️ მადლობა შეფასებისთვის♥️

 


№22 სტუმარი სტუმარი ელენე

აუ ძალიან მომეწონა❤️???? ხან სევდიანი მაგრამ საბოლოოდ დადებითი და სასიამოვნო წასაკოთხია ძალიან❤️❤️????????

]აუ ძალიან მომეწონა❤️ხან სევდიანი მაგრამ საბოლოოდ დადებითი და სასიამოვნო წასაკოთხია ძალიან❤️❤️

 


№23  offline წევრი სესო

სტუმარი ელენე
აუ ძალიან მომეწონა❤️???? ხან სევდიანი მაგრამ საბოლოოდ დადებითი და სასიამოვნო წასაკოთხია ძალიან❤️❤️????????

]აუ ძალიან მომეწონა❤️ხან სევდიანი მაგრამ საბოლოოდ დადებითი და სასიამოვნო წასაკოთხია ძალიან❤️❤️

მიხარია რომ მოგეწონათ♥️

 


№24  offline წევრი sofo_sofia13

შემდეგი ისტორიით როდის დაგვიბრუნდები სესო? <3

 


№25  offline წევრი სესო

sofo_sofia13
შემდეგი ისტორიით როდის დაგვიბრუნდები სესო? <3

ვეცდები მალე დავბრუნდე <3

 


№26 სტუმარი სტუმარი მეგი

სესო გაგრძელება არ ექნება?ფიდი ხანია ველოდები

 


№27  offline წევრი სესო

სტუმარი მეგი
სესო გაგრძელება არ ექნება?ფიდი ხანია ველოდები

ექნება, უბრალოდ არ ვიცი როდის <3

 


№28  offline წევრი ელენე (ნენე)

სასიამოვნო ისტორიაა, ისეთია, არასდროს რომ დაგავიწყდება. წარმატებები!

 


№29  offline წევრი სესო

უბრალოდ ნენე
სასიამოვნო ისტორიაა, ისეთია არასდროს რომ დაგავიწყდება. წარმატებები!

მადლობაა♥️♥️♥️

 


№30  offline წევრი ხ_ა_თ_ო

მერამდენჯერ წავიკითხე უკვე და არ მბეზრდება ❤❤❤ საცრად წერ ???????? ხო მართლა მეორე ნაწილს ველი რომელსაც სესილიზე აპირებდი დაწერას, იმედი მაქვს არ გადაგიფიქრია დაწერა????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent