შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დააძინებ?...

24-05-2020, 02:22
ავტორი belle...
ნანახია 10 091

- დამაძინებს? - მეკითხება დამფრთხალი, დიდი ცისფერი თვალებით.
- არ ვიცი, ვნახოთ...
ინტერესით ვუყურებ გოგონას. საწოლზე მოკუნტული წევს და ჩუმად ტირის. შიშები ახრჩობს, რეალობა ახრჩობს, მოტყუებული ქვეცნობიერი ანაწევრებს.
- შენ ვინ ხარ? - მეკითხება ისევ, თან გოგონას აწყლიანებული თვალებით შესცქერის. ის ერთადერთია, ერთადერთი, რომელთანაც თავი დაცულად უნდა იგრძნოს, მაგრამ ვერ გრძნობს! პირიქით, ეშინია! სიკვდილამდე ეშინია მისი!
- მე...
მომკელის ხელებზე დავიხედე, როგორ ამეხსნა მისთვის ვინ ვიყავი, როცა ამ პატარა არსებას ჯერ საკუთარი რაობაც კიარ ჰქონდა გაცნობიერებული?!
- მე, ის ვარ, ვინც დაგაძინებს, თუ ის ამას გადაწყვეტს.
გოგონაზე ვანიშნებ და ვცდილობ ისე საზარლად არ გამომივიდეს, როგორც ალბათ გამოვიყურები. ბავშვებთან მუშაობა ყოველთვის ჭირს, უდანაშაულო თვალები, სპეტაკი სული და ჯერ კიდევ უმანკო არსება. არა... ჩემთვისაც კი, მეტისმეტად რთულია!...
- რატომ ტირის?
- ეშინია.
- ჩემი? - პაწია ტუჩები ებურცება. ტირილისთვის ემზადება და ჯერ ტირილიც არ იცის.
- დედის უფრო. მერე კი ალბათ საკუთარი თავის.
- დედა რა არის?
- დედა ეს ადამიანია, ვინც ყველა უსიამოვნებისგან გიცავს და არასოდეს მისცემს უფლებას ვინმეს რამე გავნოს. დედა ყველაზე წმინდაა, პატარავ.
- მაშინ მას რატომ ეშინია მისი? პირიქით, თავი დაცულად არ უნდა იგრძნოს?
- მე გითხარი, რომ დედა ადამიანია, ადამიანები კი როგორ გითხრა...
სწორ სიტყვებს ვარჩევ, რომ მისთვის საკითხი ცოტათი ნათელი მაინც გავხადო, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, სადღაც ჯანდაბაში მეფანტება. უცებ, კარი იღება და ზათქით ასკდება კედელს, ოთახში სახეგადაფითრებული ქალი შემოდის. პაწია არსება მოულოდნელობისგან მთელი სხეულით კრთება, გოგონას მსგავასად, რომელიც დაფეთბული კუთხისკენ იწევს და შიშით სავსე თვალებით უყურებს დედას, რომელმაც შობა.
- ეს როგორ გააკეთე? - იწყებს კივილს - თავი მომჭერი სახალხოდ! ჩვენი ოჯახი შეარცხვინე და შენი თავიც დაიღუპე, რისთვის?! კი მაგრამ, რისთვის?!
- რას აკეთებს? ასე რატომ აკეთებს? - პატარა არსება ჩემს მკლავს უკან იმალება და შიშით უყურებს ქალს, რომელიც შვილს მონდომებით ლანძღავს.
- ნუ გეშინია. ხანდახან ასეც აკეთებენ ხოლმე. მშვიდად, არაფერს გავნებს.
- მასაც უნდა, რომ დამაძინო?
- ჰო.
- კი მაგრამ, რატომ, რა დავუშავე? მე მასთან მინდა - პაწია თითს გოგონასკენ იშვერს - ძალიან მინდა მასთან, შეიძლება, რომ ჩავეხუტო? ცოტახნით მაინც და მერე თუ გინდა დამაძინე, აქ მთბილა - გულზე ხელს იდებს - უცხოდ მთბილა.
- მაგას სიყვარული ჰქვია. შენ ის გიყვარს.
- მას? - ცისფერი თვალები ცრემლით ევსება - მას არ ვუყვარვარ? მე რატომ ვერ ვგრძნობ იგივე სითბოს მისგან?
- მასაც უყვარხარ, მაგრამ ეშინია.
- შიში რა არის?
- აი ის ქალი, - გაფშეკილ თითს გააფთრებული დედისკენ ვიშვერ, რომელიც შვილს უკვე აბორტზე არწმუნებს.
- აბორტი რა არის? ცუდია?
- დაძინებას ნიშნავს.
- ესე იგი, ცუდია...
ისიც კი არ იცის დაძინება რა არის, მაგრამ ხვდება, რომ დედამის ვერ ჩაეხუტება და ეს აშინებს. მის პატარა თვალებში უზომო სევდას ვხედავ. ადამიანო... წყეულო ადამიანო, როგორ შეგიძლია ასეთი დაუნდობელი იყო?!
- უთხარი, ნუ ტირის, დავიძინებ... - ტუჩები ისევ ებურცება, ტირილი უნდა - უთხარი ასე ნუ განიცდის, მისი ემოციები ჩემში იჭრება, თავს ცუდად ვგრძნობ.
ყბაზე კუნთი მეჭიმება, მზერა დედა-შვილზე გადამაქვს, რომელიც ახლა მამისთვის სიმართლის შეტყობინებით ემუქრება. გოგონა დაზაფრული უყურებს მშობელს და იაზრებს, მთელი არსებით იაზრებს - თვითონ კანონის ფარგლებში, რომ არ მოქცეულიყო, ასე არ გაუმართლებდა! მასაც უყოყმანოდ მოკლავდნენ!
ქალი რომელმაც შობა!
ქალი, რომელმაც გაზარდა!
ქალი, რომელიც ყოველ ღამე მის საწოლთან ათევდა... მოკლავდა!
შიშთან ერთად მის თვალებში ზიზღი იღვიძებს, ზიზღთან ერთად, სასოწარკვეთა, სასოწარკვეთას კი, მრისხანება მოსდევს! საბოლოო ჯამში კი უძლურება იმარჯვებს...
დამარცხდა...
ამ ტვირთის თრევას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, ჰო... ეს ნაყოფი მისთვის პირველ რიგში ტვირთია, შემდეგ კი შვილი...
ერთი თავის დაქნევა...
მხოლოდ ეს ერთი უსუსური ჟესტი და ამით ყველაფერი გადაწყდა...
კანონმა!!
ხალხის აზრმა!!
გარშემომყოფების დამოკიდებულებამ!! - უდანაშაულო ბავშვის სიცოცხლეზე ისე გაიმარჯვა, რომ არც უბრძოლია!
ადამიანებში უსუსურობა ყარს!!!
ადამიანებში უგულობა ყარს!!!
ადამიანებში შიში ყარს!!
ერთმანეთსი შიში!!!
- მაგრამ, მაინც ვერ გავიგე, რატომ არ შეიძლება რომ მას ჩავეხუტო?
პაწია ლოყებს ცრემლები უსველებს, ცრემლები, რომელიც დაბადების სიხარულს არ ეკუთვნის. მე კი ვდუმვარ, რადგან პასუხი, რომელიც მის კითხვას ეკუთვნის... პასუხი სულაც არ არის!

№1  offline წევრი ნანა73

აი, ამ დილით ამის წაკითხვა და თვალების ცრემლებით მობანა შენი ბრალია.
ეს აბორტის წინ წასაკითხ მასალად უნდა იქცეს...
ბოლო დღეები ძალიან ბევრი ხარ ჩემს ფიქრებში ანაბელ და ეს მომწონს.
ერთი ნახვით შეყვარებაზე გსმენია რამე?
❤️❤️❤️

№2  offline ახალბედა მწერალი belle...

ნანა73
აი, ამ დილით ამის წაკითხვა და თვალების ცრემლებით მობანა შენი ბრალია.
ეს აბორტის წინ წასაკითხ მასალად უნდა იქცეს...
ბოლო დღეები ძალიან ბევრი ხარ ჩემს ფიქრებში ანაბელ და ეს მომწონს.
ერთი ნახვით შეყვარებაზე გსმენია რამე?
❤️❤️❤️

დილამშვიდობის მშვენიერო ^_^ <3 <3 <3 სასიამოვნო დღეს გისურვებ <3 <3 ცრემლები მოიწმინდე და მზეს გაუღიმე <3 <3 <3 მეც მიყვარხარ ^_^ <3 <3

№3  offline წევრი ვიპნი

ახლა ვიტირებ :(

№4  offline ახალბედა მწერალი belle...

ვიპნი
ახლა ვიტირებ :(

დედამ შვილი არ უნდა მოკლას <3

№5 სტუმარი სტუმარი თაკო

დავიწყე და რომ მივხვდი რაზეც იყო, ჩანახატი , შევეშვი. ჩემთვის ზედმეტად მძიმეა ეს თემა :(

№6  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი თაკო
დავიწყე და რომ მივხვდი რაზეც იყო, ჩანახატი , შევეშვი. ჩემთვის ზედმეტად მძიმეა ეს თემა :(

და კიდევ უფრო მძიმე თემის შედეგი თაკო <3 <3

№7 სტუმარი მარი ენჯიბაძეეე

მეჩვენება თუუ ასე მალე დაბრუნდიი ????????

№8  offline ახალბედა მწერალი belle...

მარი ენჯიბაძეეე
მეჩვენება თუუ ასე მალე დაბრუნდიი ????????

უბრალოდ ჩანახატებია საყვარელო <3 <3 არაფერი განსაკუთრებული ^_^ <3 <3

№9  offline წევრი ნან

ესაა საზოგადოებაა.ესაა ის დამპალი "საზოგადოება" რომელმაც იმდენი "ქალი" მოკლა და შეიწირა პატარა ანგელოზები რომლებსაც სიცოცხლე სწყუროდათ.რავდენი მძორი დაიარება რომელსაც ეს დანაშაული და სირცხვილი გონია.რატოა სირცხვილი როცა ახალ სიცოცხლეს შობ?ისა არაა სირცხვილი რო იპარავ ან თუნდაც მუშაობის ყველანაირი უნარი გაქვს მაგრამ გეზარება ან დამლაგებლად მუშაობა გიტყდება და მათხოვრობ.როდის უნდა მოკვდეს ის საზიზღარი აზროვნება რომელსაც უქმროდ შვილის გაზრდა თავის მოჭრა გონია.და იცით ვინ არიან პირველ რიგში სიკვდილის ღირსნი?დედები რომლების საკუთარ შვილებს სულს უკლავენ,მათ მეორე გულს,მათი ცხოვრების აზრს.ეს ის თემაა რომელიც ჩემში არასდროს შეიცვლის აზრს და არასდროს შევცვლი პოზიციას მიუხედავა იმისა რომ 2გოგონას დედა ვარ.თუ დადგება ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში პირველი დამცველი მე ვიქნები მათი და პირველ თითის გამომშვერელს თითს მოვამტვრევ ძირში!

№10  offline ახალბედა მწერალი belle...

ნან

ეს ჩვენი სამწუხარო რეალობაა ნან <3 <3 ყველა დედა შენსავით რომ ფიქრობდეს ამდენი მკვლელობა აღარ იქნებოდა. ვერც კი ვუშვებ იმ ფაქტს, რომ შეიძლება საკუთარ შვილს რამე ავნო, მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცამ არ გაგჭოროს. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში სხვაგვარად ხდება. სხვისი ცოდვებისთვის და არასწორი ქმედების გამო პასუხს უდანაშაულო ბავშვები აგებენ...

№11  offline წევრი maviwyara

მე არ ვაპირებ ჯერ წაკითხვას როცა დასრულებ მერე, რადგან რა მოითმენს თავიდან თავამდე.
--------------------
M.N

№12  offline ახალბედა მწერალი belle...

maviwyara
მე არ ვაპირებ ჯერ წაკითხვას როცა დასრულებ მერე, რადგან რა მოითმენს თავიდან თავამდე.

ჩანახატია უბრალოდ <3 <3 დასრულებულია ისტორიას გაგრძელება არ აქვს <3 <3

№13  offline წევრი maviwyara

belle...
maviwyara
მე არ ვაპირებ ჯერ წაკითხვას როცა დასრულებ მერე, რადგან რა მოითმენს თავიდან თავამდე.

ჩანახატია უბრალოდ <3 <3 დასრულებულია ისტორიას გაგრძელება არ აქვს <3 <3

აჰა კარგი
--------------------
M.N

№14 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ადამიანო, წყეულო ადამიანო... წავიკითხე ეს ჩანახატი და მუნკის ცნობილი ნახატი გამახსენდა მომენტალურად????????... ყველა გინეკოლოგს ბროშურებად დაბეჭდილი ეს ჩანახატი დაურიგეთ. ეს იქნება აორტის პრევენცია. შესანიშნავად წერთ ავტორო. რა ბედნიერებაა რომ არსებობთ. მადლობა

№15  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი ხათუნა
ადამიანო, წყეულო ადამიანო... წავიკითხე ეს ჩანახატი და მუნკის ცნობილი ნახატი გამახსენდა მომენტალურად????????... ყველა გინეკოლოგს ბროშურებად დაბეჭდილი ეს ჩანახატი დაურიგეთ. ეს იქნება აორტის პრევენცია. შესანიშნავად წერთ ავტორო. რა ბედნიერებაა რომ არსებობთ. მადლობა

უღრმესი მადლობა საღამოს გალამაზებისთვის ქალბატონო ხათუნა <3 <3 <3 <3 <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent