ფრთხილად შეარჩიე ოცნება, რადგან შეიძლება ახდეს (თავი 11)
ამჯერად ნოას მკლავებში გაეღვიძა ელენეს. ნოა ისევ მის გვერდით იწვა როცა ადრე ყოველთვის დილით დგებოდა და ელენეს მის გვერდით აღარ ხდებოდა ნოა ახლა მის გვერდით იწვა, მაგრამ არ ეძინა ელენეს უყურებდა და სუნთქვასაც კი აკონტროლებდა რომ მის ელეს არ გაღვიძებოდა. - დილამშვიდობისა ელე - დილამშვიდობისა - ავდგეთ? - კი. ასე ტკბილად კარგა ხანია არ მძინებია - მიხარია თუ ჩემს გვერდით შეძელი ტკბილად დაგეძინა. - ნოა მე ვერ გამოვხატავ ჩემს გრძნობებს, მაგრამ უკვე ხომ იცი რომ შენს გვერდით სხვანაირად ვარ ყველაფერი მავიწყდება. - ვიცი ელენე. ჩვენ სწორედ ამით ვგავართ ერთმანეთს. ჩვენს გრძნობებზე საუბარი არცერთს არ გვიყვარს. - ნეტავ სხვა საერთოც გვაქვს?- ელენეს გაეღიმა - შეიძლება - ნოას დღეს წავალთ მდინარეზე? - კარგი ამინდია და თუ გინდა წავიდეთ - კი მინდა, მაგრამ ჯერ ვჭამოთ რამე ძალიან მშია - მეც მშია. რა გვაქვს საჭმელი? - სალათა დევს მაცივარში და ის ვჭამოთ - კაი გამოვიღებ და სანამ ხელ- პირს დავიბანთ ისიც ისეთი ცივი აღარ იქნება - ჯერ მე შევდივარ ნოა დაგასწარი- ელენე სწრაფად წამოხტა საწოლიდან და აბაზანისკენ გაიქცა. ნოამ მიხვდა რომ აზრი არ ქონდა წინააღმდეგობის გაწევას - იცოდე ამისთვის დაგსჯი ელენე - შენ საჭმელი გამოიღე მაცივრიდან რაც შეეხება სასჯელს დაგელოდები - შეშლილი ხარ - ვიცი მადლობა კომპლიმენტისთვის. - არაფრის. მალე გამოვიდა ელნე მერე ნოას შევიდა. სანამ ნოა შესული იყო ელენემ მაგიდაზე დაალაგა თეფშები და ყველაფერი რაც საჭირო იყო და ნოას გამოსვლას დაელოდა. - ნოა მოდი დაჯექი ვისაუზმოთ და მერე წავიდეთ - ნუ ჩქარობ დამაცადე ცოტა მივფხიზლდე - ჰო კაი დაჯექი აქ. ნოა შენზე მომიყევი რა. - რაგაინტერესებს ელენე - რავი ყველაფერი. - ვცხოვრობთ აქ იმერეთში, მაგრამ მე ძირითადად მაინც თბილისში ვარ, მაგრამ აქ ყოფნა მირჩევნია თბილისში ყოფნას. მყავს ერთი და ლიზა და დედა მაია. მამა ადრე გარდამეცვალა - ვწუხვარ - ჩემი და პირველ კურსზეა. მიყვარს მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაში ცხენით ჯირითი უკვე ჰობად მაქვს ქცეული. კიდევ ძაღლები მიყვარს. - მეც მიყვარს ცხოველები - კიდევ ერთი საერთო - მართალია. ნოას შენი საყვარელი ფერი შავია? - კი როგორ მიხვდი? - თითქმის ყველა ტანსაცმელი შავი გაქვს და - ვიღაც ჩემს კარადაში დაძვრება- ნოა ჭამდა და იღიმოდა ელენეს დაბნეულ რეაქციაზე. - მათ შენი სურნელი ასდის და მაგიტომ - ჩემი სურნელი? - ჰო რაცარუნდა ბევრჯერ გარეცხო მაინც ასდის შენი სურნელი - საყვარელი ხარ ელენე - კიკინები მაკლია და იმენა ბავშვი ვარ ხომ? - მე რომ ბავშვებზე ვგიჟდები იცი შენ? - პედოფილო - ცილს მწამებთ ქალბატონო ელენე მანამ არ ვაპირებ შენს ცოლად შერთვას სანამ სრულწლოვანი არ გახდები - გგონია ეს მოხდება ნოა?- ელენეს სახე მოეღუშა. - კიარ მგონია ასე იქნება ელენე მთავარი დაბრკოლება ის იყო რომ შენ არ გიყვარდი და როცა ესეც გადავლახეთ ახლა რაღა გვიშლის ხელს? - ჩემი მშობლები ნოა. გგონია შვილს იმას მიათხოვებენ ვინც ის იძულებით მოიტაცა? - ჰო ეს ცოტა რთული იქნება, მაგრამ რამეს მოვახერხებ. - ნოა არ მინდა წასვლა იქ სადაც შენ არ იქნები. მართალი მშობლები სიგიჟემდე მენატრებიან, მაგრამ იქ რომ დავბრუნდე და შენ ვეღარ გნახო ხომ იცი რომ აქ მეტკინება? - ელენემ ხელი გულზე მიიდო - შენ თუ გეტკინება მეც მეტკინება ელენე ესეც ხომ იცი. და რომ მოგენატრები ფანჯარასთან დადექი ფარდები გადაწიე და წარმოიდგინე რომ შენი ფანჯრიდან რომ ხე ჩანს და შენ რომ ყველაზე მეტად მოგწონს იმ ხის უკან ვდგავარ და ჩუმად გიყურებ უბრალოდ შენ ვერ მხედავ. - შენ ხუმრობ , მაგრამ მართლა არის ჩემი ოთახის ფანჯრის პირდაპირ ერთი დიდი ხე. - ჰოდა თუ ერთ დღეს ერთად აღარ ვიქნებით და მოგენატრები იქ წარმომიდგინე იმ ხის უკან კარგი? - კაი. ნოამ ელენეს შუბლზე აკოცა და თეფშები სამზარეულოში გაიტანა. არუნდოდა ნოას რომ ელენესთვის ისევ ტუჩებში ეკოცნა და ელენეს ამის გამო უხერხულობა ეგრძნო, რადგან ყოველი კოცნის მერე ელენეს რცხვენოდა და თვალებს ხრიდა. ელენემ ნოას მაისური ჩაიცვა და მდინარეზე წავიდნენ. - ვიცი ახლა ისევ თვალებს დახრი, მაგრამ მაინც უნდა გითხრა რომ ჩემი ტანსაცმელი უფრო გიხდება - ნუ დამცინი ნოა- ელენემ მართლაც დახარა თვალები. - არ დაგცინი მართლა გიხდება - კაი ერთი. - მომკიდე ხელი და ჩავიდეთ. რაც გასწავლე ისინი გახსოვს ელე? - მგონი კი მერე ნოამ ელენეს აკოცა ტუჩებში მოულოდნელად. - ესეც ჩემი სასჯელი - კაი რა ნოა - მიდი მე გიჭერ და გაცურე - ხელი არ გამიშვა იცოდე - კარგი 2 საათი მაინც იყვნენ წყალში ელენეს შედარებით უკეთესად გამოსდიოდა. მერე ნაპირზე გამოვიდნენ - აუ ძაან დავიღალე. - იმიტომ რომ ჯერ ცურვა არ იცი რომ ისწავლი კიარ დაიღლები სიამოვნებას მიიღებ ცურვისას - ნეტა ეგ დღე როდის დადგება - მალე - ოღონდაც - წავიდეთ სახლში გამოიცვალე არ გაცივდე - კაი წავიდეთ სახლში მივიდნენ ორივემ იბანავა და მშრალი ტანსაცმელი ჩაიცვეს ელენეს ისევ გრძელი კაბა ეცვა სხვა ფერის და სხვა ნაქარგებით. - ნოა ახლა რავქნათ დაღამებას ველოდით. მე ისე დავიღალე ცხენზეც ვერ დავჯდები. რამე მეთამაშე რა აქ სახლში - ელენე ნუ გადამრიე სახლში რაუნდა გეთამაშო. - მაგალითად ჰმ......... მაგალითად ტელეფონს ქეისს მოვხსნი მერე მოშორებით რამეს დავდგამთ და ვინც იქ ჩააგდებს ამ ქეისს მოგებულიც ის იქნება - საოცარი ფანტაზიის უნარი გაქვს ელენე -მადლობა ნოა. ჰა აბა რას იტყვი ვითამაშოთ? - კარგი ვითამაშოთ. ამხელა კაცი რას ვთამაშობ ღმერთო - მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა ბავშვს რომ იტაცებდი- ელენემ სიცილით უთხრა. ნოასაც გაეღიმა - მაპატიეთი მილედი - არაუშავს მილორდ. მოშორებით ცოტა დიდი თასი დადგეს სადაც ქეისი უნდა ჩაეგდოთ და თამაში დაიწყეს. - ნოა რაზე ვითამაშოთ? - რავი შენ რაზეც გინდა - სურვილებზე გაწყობს? - კი პირველი ხელი ნოამ მოიგო - გისმენ ნოა სურვილი მითხარი - მოიცა დავფიქრდე - კაი გელოდები - გატაცების სცენა გაითამაშე ელენე - ისე ეგ შენ უფრო მოგიხდებოდა - ნუ მკბენ ელენე - მე გამტაცებელი უნდა ვიყო თუ ვინც მოიტაცეს ის - ამჯერად გამტაცებელი - კაი ელენე თავზე ქუდი დაიხურა და ჩამოიფხატა რომ ვითომ სახე არ დაენახათ. მერე მოჩვენებით პიროვნებას თითქოს პირზე ხელი ააფარა, წამალი შეასუნთქა და გონებადაკარგული წაიყვანა. - მსახიობობაზე არ ფიქრობ? - არა სამართალზე მინდა - საცოდავი დამნაშავეები შენ თუ მოსამართლე გამოხვალ. ყველა დამნაშავეს ალბათ უვადოს პატიმრობას მიუსჯი - და ვინ გითხრა რომ მოსამართლეობა მინდა? -აბა - ადვოკატობა - აჰა ეს უკვე სულ სხვა თემაა - დიახაც. - განვაგრძოთ ამჯერადაც ნოამ მოიგო. - შედი ოთახში და ეგ კაბა გამოიცვალე - კაი რა ნოა ჩემი ტანსაცმელი გადავყარე ისე გაიცრიცა და სხვა კაბის ჩაცმას რა აზრიაქვს ყველა ერთნაირია ჩემთვის - კაბა არა შეგიძლია ჩემი ტანსაცმელი ჩაიცვა. - მართლა? - ჰო ვეღარ ვუყურებ შენს ტანჯვას როგორ იხუთები ამ კაბაში - აუ რაკარგი ხარ რომ იცოდე. მალე დავბრუნდები. ელენეს ნოას შავი სპორტული ეცვა ქვემოდან. მართალია დიდად ქონდა, მაგრამ ქამარი ეკეთა. ზემოდანაც ნოას მაისური ჩაიცვა ნაცრისფერი და გამოვიდა. - ახლა არ მითხრა გიხდებაო - კაი არ გეტყვი- ნოას გაეღიმა ამჯერად ელენემ მოიგო - გადი ეზოში და ხმამაღლა დაიძახე რაც გინდა - იმედია მეზობლები არ მოგვივარდებიან შეშინებულები ხომარ გაგიჟდენო. - იმედია ნოამ კარები გააღო და არც კი დაფიქრებულა ისე იყვირა მთელი ხმით - მიყვარხაააარრრრ ელე მერე შემოტრიალდა და ელენეს აწყლიანებული თვალები დაინახა - ელენე ახლა არ იტირო რა გთხოვ - არ ვიტირებ - ნოა მეც ძალიან მიყვარხარ. - ვიცი ელენე. ნოამ ისევ შუბლზე აკოცა და თამაში განაგრძეს . ისევ ელენემ მოიგო - ახლა იცი რაქენი ანეგდოტი მომიყევი რა სიცილის ხასიათზე დავდექი - რა უცნაური ხარ ხოლმე ელენე ნოამ ანეგდოტი მოუყვა და ელენემაც ბევრი იცინი . ზედიზედ მესამედ მოიგო ელენემ - ახლა მინდა რომ მაგრად ჩამეხუტო ნოა - სერიოზულად ამბობ ამას?- ნოას გაეღიმა - არასერიოზულს ვგავარ ახლა? - საერთოდ არა- ნოა ელენესკენ წავიდა და მაგრად ჩაიხუტა. ელენემ ვეღარ მოითმინა და აკოცა. ნოაც რათქმაუნდა აყვა. ნოა ყელს უკოცნიდა ისე ნაზად და ფრთხილად რომ ელენე ვერაფერს აკეთებდა. მერე ელენეს ფეხები წელზე შემოიხვია და ხელში აიყვანა. - ელენე უნდა გავჩერდეთ- თან კოცნიდა და თან ბუტბუტებდა - ვიცი - არ მინდა მერე ინანო - ჰო უნდა გავჩერდეთ ნოამ ძირს დასვა ელენე და როგორც ჩვევია ხოლმე შუბლზე აკოცა - ჯერ ადრეა ყველაფერი ელე - მაგიტომ მიყვარხარ ნოა სწორედ რომ სხვებს არ გავხარ. სხვა ბიჭებს არ გავხარ - მეც მაგიტომ შემიყვარდი ელენე პირველივე დანახვისას ასეთი რომ ხარ - ნოა მერე რაიქნება - მერეზე მერე ვიფიქროთ ელენე კაი? ახლა იმით დავტკბეთ რაც გვაქვს ამ მომენტებით დავტკბეთ - მშია - რამე გავაკეთოთ ერთად გინდა? - მინდა. რა გავაკეთოთ? - რამე ჩვენ თვითონ მოვიფიქროთ, მაგრამ ისეც არ გავრისკოთ რომ მერე გადასაყრელი დარჩეს და ჩვენ მშივრები დავრჩეთ - მე რომ ადამიანი სამზარეულოში შემიშვებს ეგ არუნდა გამორიცხოს - ეგეც მართალია, მაგრამ მე მომწონდა შენი მომზადებული წვნიანები ავად რომ ვიყავი და მაჭმევდი. - აბა არ მომწონდაო - მოგატყუე - მატყუარავ - უფრო სწორედ გეხუმრე - წამო ახლა ნუღარ ვიკამათებთ და რამე მივამზადოთ თორემ მოვკდები შიმშილით. ორივემ სამზარეულოს მიაშურეს. იმედი ჰქონდათ რომ იქაურობას არ გადაწვავდნენ. ხაჭაპურები გამოაცხეს და გემრიელადაც მიირთვეს, მაგრამ სამზარეულო მთლიანად ფქვილით იყო მოსვრილი - აუფ ამის მილაგებას კიუნდა 1 საათი - გეთანხმები- დაეთანხნა ნოა - ნოა შენ ნაგავი გაიტანე მე ჭურჭლის რეცხვას დავიწყებ - კაი ელე მიალაგეს და საშინლადაც დაიღალნენ - სახლში ამდენს არ ვალაგებდი და ახლა გამიჭირდა. ნეტა დამეჯერებინა დედაჩემისთვის როცა მეუბნებოდა მიყურე და ისწავლეო - არაუშავს ამის მერე ხომ ისწავლი - ამის მერე აუცილებლად. ხვალ ჩვენი ცურვის გაკვეთილი არ ჩატარდება სავარაუდოდ, რადგან წვიმას აპირებს. - ჰო ალბათ. ისე კარგად გამოგდის ელენე და რაგინდა მალე ისწავლი - ჩემს გამხნევებას ცდილობ? - სულაც არა მართლა კარგი პოროგრესი გაქვს -ნუთუ? - კი. ცხენზე ჯირითიც მალე ისწავლე და ეს რატომ უნდა გაგიჭირდეს? - რავიცი აბა - უკვე გაწვიმდა - მიყვარს წვიმა - და თან გეშინია - სულაც არა - კაი რა ელე გამოტყდი . რომ გაწვიმდა და ოთახში შემომივარდი ისიც მე ვიყავი? - ეგ იმიტომ რომ მეგონა ვიღაც იყო - ჰოდა შეგეშინდა - მოგკლავ ნოა იცოდე გითხარი არ შემშინებია წვიმის უბრალოდ მეგონა ვინმე იყო და მაგის შემეშინდა- თან სიცილით თან გაბრაზებით ეუბნებოდა ელენე - ეგ მოკვლით მუქარა მაინც ვერ მოიცილე შენი ლექსიკონიდან ხომ?- ნოასაც ეცინებოდა განსაკუთრებით ელენეს მიმიკებზე - გირჩევ გაიქცე სანამ დაგეწიე და მართლა ვიძიე შური - სად გავიქცე ელენე გარეთ წვიმს - ჰოდა წვიმაში გაიქეცი - მეღადავები ხომ? - სამამდე ვითვლი- ელენე სიცილს ვერ იკავებდა - გაგიჟდი ელენე? - ერთი, ორი ნოა უკვე წამიდგა ფეხზე და გარეთ გავარდა - და სამი მოვდივარ - ელენე გაჩერდი ნუ მარბენინებ - რაიყო დაიღალე - თუ არ გავიქცევი რას მიზამ? - შურს ვიძიებ რომ ჩემი არ გჯერა - მაინც როგორ იძიებ შურს?- ნოას ეცინებოდა და თან სწრაფად მირბოდა - დაღლილს მოგიწევს ხელში ამიყვანო და ისე წამიყვანო სახლში, იმიტომ რომ უკვე დაღლილი ვიქნები შენ რომ დაგიჭერ, ეს იქნება შენი სასჯელი - გეხვეწები ელე გავჩერდეთ კაი მჯერა შენი ორივე თავიდან ფეხებამდე დასველდა, მაგრამ ამან მაინც ვერ შეაჩერა. - ახლა გვიანია ბატონო ნოა. იცი რატომ დაგედევნე? - არა რატომ? - ეს ერთადერთი მიზეზი იყო რომ წვიმაში გამომყოლოდი სხვა შემთხვევაში დაიწყებდი რომ დავსველდებიდით და გავცივდებოდით - ჰმ პატარა მატყუარა ხარ - ვიცი - ელენე გაჩერდი აღარ შემიძლია. ნოა გაჩერდა ელენემ ძლივს მიირბინა ნოამდე მერე ორივე ძირს ,, გაიშხლართნენ" და ცას ახედეს. წვიმდა , წვიმის წვეთები ორივეს ეცემოდა სახეზე თვალებს ახუჭინებდა. ხელები ჩაკიდეს ერთმანეთს და 3-4 წუთი არცერთს ამოუღია ხმა. - ელენე რატომ შეგიყვარდი? - გგონია ვიცი? არვიცი. არც ის ვიცი როდის შემიყვარდი და არც ის რანაირად. უბრალოდ მიყვარხარ მიზეზებისა და დაფიქრების გარეშე.არც მინდა ვიფიქრო იმაზე თუ რატომ შემიყვარდი, რადგან ადამიანს ფიქრები გონებას ურევს და უწამლავს. ახლა აქ როცა ჩვენს გარდა არავინაა მირჩევნია დავტკბე ერთად ყოფნით, ვიდრე ვეძიო მიზეზი თუ რატომ შემიყვარდი. ასეა ნოა უპირობოდ შემიყვარდი. - შენი სიყვარული ყველა სხვა სიყვარულზე უფრო გულწრფელი და სუფთაა. პირველად გიყვარს ვინმე და არ იცი რაარის სიყვარული, მაგრამ იცი რასჭირდება სიყვარულს. - და რა სჭირდება? - ნდობა ელენე. და სწორედ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მენდობა - არვიცი რატომ, მაგრამ პირველივე წუთიდან გენდობოდი - ამას ვამჩნევდი და მიკვირდა რატომ უნდა მენდობიდეს გოგო რომელიც მოვიტაცე მეთქი, მაგრამ ახსნა ვერ ვუპოვე. - ზოგჯერ არაა საჭირო პასუხები იპოვო. ზოგჯერ არც სიტყვებია საჭირო. ნოა რატომ თავიდანვე არ მითხარი რომ გიყვარდი - ამწუთას შენ თვითონ თქვი ელენე რომ ზოგჯერ არც სიტყვებია საჭირო. მინდოდა შენ თვითონ მიმხდარიყავი ამას. - შენი თვალებით ყველაფრის მიხვედრა ადვილია - ეგ შენთვის იმიტომ რომ ჩემნაირი ხარ რაღაცით მაინც რაღაც ძაფი გვაკავშირებს. ამიტომაც გესმის ჩემი უთქმელი სხვებს კი არ ესმით. - რომ არა ჩემი ოჯახი და ნაცნობები შენთან ერთად სამუდამოდ დავიკარგებოდი თუნდაც კოსმოსში ან თუნდაც შენში ჩავიკარგებოდი - ჩემში რომ ჩაიკარგო მეშინია არ მოგწამლოს ჩემმა სულმა - შენი სული ჩემს გარდა ყველას ავნებს. მაგრამ მე ვერ მავნებს. - ელე წამო წავიდეთ გავცივდებით - კაი წავიდეთ ნოა წამოდგა მერე ელენე წამოაყენა. ელენემ ხელი კრა ნოას და გაიქცა - აბა ახლა შენ დამიჭირე - გიჟი ხარ ელენე - ვიცი. თუ სახლამდე ვერ დამიჭირე მე მოვიგებ - კაი გარბოდა ელენე მთელი ძალით, ნოაც უკან მიჰყვებოდა, მაგრამ ჯერ ცოტა შორს იყო. ბევრი აღარ აკლდა სახლთან მისვლამდე ნოა წამოეწია და ზურგიდან აეკრო, ხელები მუცემზე შემოხვია - ხომ დაგიჭირე - რამსიგრძე ფეხები გაქვს შანსი არიყო ჩემი მოგების - სულ სველსაც კი კარგი სუნი აგდის ელე - შენს სურნელს მაინც ვერ აჯობებს - კაი რა მეღადავები? - არა. წამო შევიდეთ - მე წაგიყვან. სასჯელი დაგავიწყდა - ვაი ეგ როგორ დამავიწყდა - ნახე როგორი კარგი ვარ შეგახსენე - აბაა ბატონო ნოა მიმიყვანთ სახლამდე? - რათქმაუნდა ქალბატონო ელენე ეს ჩემთვის დიდი პატივია - ჩემთვისაც ნოამ ელენე ხელში აიყვანა და სახლისკენ წავიდა. ელენემ ხელები კისერზე შემოხვია და თავი ნოას კისერზე დადო რომ მისი სუნი ეყნოსა. პირველი რათქმაუნდა ელენე შევიდა აბაზანაში მერე ნოა. ორივემ გამოიცვალეს ელენემ ისევ ნოას სპორტულები ჩაიცვა ოღონდ სხვა. - ელე ამის მერე უფრო ბევრი ტანსაცმლის ყიდვა მომიწევს - რატომ? - ორივემ რომ ჩავიცვათ მაგიტომ. გეფიცები ისე გიხდება ეგ ტანსაცმელი რომ ისე მეარ მიხდება. ის კაბები მარტო გარეთ რომ გახვალ მაშინ ჩაიცვი ისე სულ ეგენი გეცვას რა - ნუ დამცინი ნოა. ისედაც აღარ ვაპირებდი სახლში იმ კაბების ჩაცმას. - მოდი აქ დაჯექი პლედს მოგცემ და მოუხურე - არ მცივა არ მინდა - გაცივდები ელენე - მერე რა ვალში ხარ შენ მომივლი ნოას გამომეტყველება რომ დაინახა ელენეს გაეცინა - რააა არ მომივლი? - რათქმაუნდა მოგივლი ელენე მაგას თქმა უნდა? მაგრამ არ მინდა რომ გაცივდე - არ გავცივდები მაგრამ შენ რომ გაჩერდე მოვიხურავ - თავი მტკივა და დღეს ადრე მინდა დაძინება ნოა - თავი გტკივა? სიცხე ხომარ გაქვს - არა რა სიცხე - მოიცა ვნახო.- ნოამ ტუჩები ელენეს შუბლს შეახო. - არა სიცხე არ გაქვს. მოიცა მაშინ თავის ტკივილის წამალს მოგცემ - კაი დავლევ და დავიძინებ - კაი მაცა მოგიტან. ნოამ წამალი დაალევინა შუბლზე აკოცა ტკბილი ძილი უსურვა და მის ოთახში გავიდა - ელე იცოდე რამე თუ მოგინდა დამიძახე კაი? - კაი - ტკბილი ძილი - შენც ნოა ელენემ სპორტული გაიძრო და მაისურით დაიძინა მხოლოდ. თავის ტკივილის გამო მალე ჩაეძინა. ხვალ დაიწყებოდა ახალი დღე ახალი ამბებით. -ელენე გაიღვიძე - ოო ჯერ ადრე იქნება - გაიღვიძე ელე არაა ადრე 10 საათია უკვე - და მეუბნები რომ ადრე არაა? - ადექი რაღაც უნდა გაჩვენო - რა უნდა მაჩვენო?- ელენე თვალებს არ ახელდა - ადექი და გაჩვენებ ელენე საწოლზე წამოჯდა. ნოა ფანჯარასთან მივიდა ფარდა გადაწია და მაშინვე მოჭრა ელენეს მზის სხივებმა თვალი. - არ მჯერა. გუშინდელი წვიმის მერე ასეთი მზე? - კი ელე ასეთი მზე - ასეთი მზე თუ იქნება მთელი დღე ხვალ ისევ შევძლებთ მდინარეზე წასვლას. - ჰო. მე გავალ ჩაიცვი და შემოვალ - კაი როცა ჩაიცვა დაუძახა ნოას და ისიც შემოვიდა. ისაუზმეს მიალაგეს და გარეთ გავიდნენ. - ცხენს მე გამოვიყვან ამჯერად - მართლა? - კი. ელენემ მოიყვანა ცხენზე მერე ოსტატურადაც დაჯდა და ტყისკენ გააქროლა ბენსე. -ბენსე დავბრუნდეთ უკან ნოა მარტო დავტოვეთ და არ მოიწყინოს. 10 წუთში დაბრუნდა უკან. - ნოა ახლა შენ დაჯექი ცოტახანი და გაისეირნე. - არ მინდა ელე - რატომ? - რავი ისე უბრალოდ ელენე ცხენიდან ჩამოვიდა და ნოასტამ მივიდა - ნოა რა გჭირს? - რაუნდა მჭირდეს ელენე? - არვიცი შენ რომ ცხენზე უარი თქვი ესეიგი რაღაც მოხდა. - არაფერი უბრალოდ მირჩევნია შენ გიყურო როგორ ჯირითობ. - მაოცებ - შენც. - ნოა ხვალ გორაზე მინდა ასვლა - ავიდეთ არაა პრობლემა. - ძალიან მომენატრნენ. - ავიდეთ ელენე და დაელოარაკე. ორი წუთი გაჩუმდნენ და მერე ისევ ნოამ დაიწყო - მაპატიე რომ მათ დაგაშორე - რომ არ დაგეშორებინე, მაშინ შენ ვერ გაგიცნობდი ამიტომ ჩშ ხმა არ ამოიღო ამ საკითხზე გთხოვ. - მაგ..... - ჩშ- ელენემ ტუჩებზე თითები მიადო და მერე ლოყაზე აკოცა. ეს დღეც დაღამდა და ორივე დასაძინებლად დაწვნენ. ელენემ იცოდა რომ ხვალ რთული დღე ელოდა, მაგრამ არიციდა როგორ მოქცეულიყო უკვე აღარ იცოდა არადა მაშინ როცა მამამისს ელაპარაკა ზუსტად იცოდა რომ ამას გააკეთებდა, მაგრამ ახლა აღარ იყო ამაში დარწმუნებული. არჩევანის წინაშე იდგა და იმაზე ფიქრში ჩაეძინა რომ ხვალ რაღაც ცუდი ან კარგი მოხდებოდა. გათენდა ელენეს ისევ მზის სხივებმა მოჭრეს თვალი და საწოლზე წამოჯდა. მერე ადგა ჩაიცვა ხელ-პირი დაიბანა და ნოას საძებნად გავიდა გარეთ - ნოა - აქ ვარ ელენე - მოდი ვისაუზმოთ - კაი 5 წუთში მოვალ ელენეს დააინტერესა რას აკეთებდა ნოა სახლის უკან და იქეთკენ წავიდა - ნოა აქ რას აკეთებ? - ცხენს დავვარცხნე ელენე - დილამშვიდობისა მაშინ - დილამშვიდობისა -დაამთავრე? - თითქმის - მე უკვე გავშალე სუფრა და ერთად ვისაუზმოთ - მადლობა ერთად გაგვეკეთებია - შენ არ იყავი სახლში და მე გავაკეთე - კაი მივრჩი წავიდეთ სახლში შევიდნენ ნოამ ხელები დაიბანა და სუფრას მიუსხდნენ. - რომ ვისაუზმებთ წავიდეთ ელენე თუ გინდა - კი მინდა ისაუზმეს აალაგეს და მერე ცხენით წავიდნენ გორაზე. - ელე ტელეფონი შენ გაქვს ხომ? -კი მე მაქვს - მე იმ ქვაზე ჩამოვჯდები და შენ ელაპარაკე - კარგი ელენე მოშკრებით გავიდა და პირველი რათქმაუნდა მამასთან დარეკა - ალო მაა მე ვარ როგორ ხართ? - ....... - მეც კარგად -....... - ჰო ვიცი შევთანხმდით რომ დღეს უნდა დამერეკა შემთვის და დავრეკე კიდევაც -....... - უკვე მანდ არიან? -....... - მამა იქნებ არ ღირს -...... - ერთ დღეს ისედაც გამომიშვებს. თანაც ცუდად არ მექცევა -........ - ვიცი ვიცი მამა, მაგრამ ის კარგია ცუდი ნამდვილად არ არის - ........ - მე არ ვარ დარწმუნებული მინდა თუ არა რომ ეს გავაკეთო -......... - რათქმაუნდა მენატრებით ყველა, მაგრამ მას თუ დაიჭერენ ციხეში მოხვდება და მე ეს არ მინდა -........ -კაი დედა დამალაპარაკე -......... - კარგად დე შენ? -........ - მამას უკვე ვუთხარი რომ არ მინდა ამის გაკეთება -........ - ის ისეთი არ აღმოჩნდა მე რომ მეგონა -....... - ვიცი რომ მაშინ დაგპირდით რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ იმის მერე ერთი კვირა გავიდა და კიდევ შეიცვალა რაღაცეები რისი ახსნაც არ შემიძლია -......... - დედა სპიკერზე ჩართე - კარგია თუ ისედაც ჩართული გქონდა და მამაც ისმენდა. ახლა კი დედა და მამა მე არ მინდა იმის გაკეთება რაც თქვენ მითხარით გადავიფიქრე მალე დავბრუნდები ისედაც -........ - გაუშვით მანდ ვინც გყავთ მოყვანილი -....... - კარგია თუ წავიდნენ - ...... - ნინაც მაქ არი? კაი დამალაპარაკე მაშინ - ....... - ალო ნინ მე კარგად შენ? - ....... - შენ ხომ იცი მათზე მეტი მოგიყევი ამიტომ უნდა დამიჯერო. ნოას უკვირდა ამდეხანს რომ ლაპარაკობდა ელენე სხვა დროს ხომ 15 წუთში თიშავდა და უკან ბრუნდებოდნენ. ახლა კი 20 წუთზე მეტი გავიდა. მერე ელენეს ბიძა დაალაპარაკეს. ელენე აღარ ნერვიულობდა რადგან ეგონა რომ ამას დროუს გაყვანის მიზნით აღარ აკეთებდნენ რადგან უთხრეს რომ ვინც მოყვანილი ყავდათ გაუშვეს. ელენემ გათიშა და ნოასთან მივიდა - დღეს ალბათ ბევრ ვინმეს ელაპარაკე - ჰო ბიძაჩემსაც ველაპარაკე ანუ დღეს ცოტა ფორმალურობის დღე მქონდა ნოას გაეცინა - ახლა რა ვქნათ წავიდეთ სახლში? - წავიდეთ და იქ რამეს მოვიფიქრებთ რა ვქნათ და რით გავირთოთ დღეს თავი. ცხენი გააქროლეს და ფერდობზე დაეშვნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.