შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც მე მინდა (თავი 2 და 3)


24-05-2020, 19:44
ავტორი bird of life
ნანახია 1 893

და აი მოვიდა საღამოც... ბატონი ალექსანდრეს ზარს ველოდებოდი, რომ კლუბისკენ წავსულიყავი. აბა ახლა წარმოიდგინეთ ტანზე რა მაცვია... მუხლებამდე შავი კაბა და შავი ბოტასები, ხელში კი მუქი ლურჯი ჩანთა მიჭირავს. ვიცი, რომ წესით მოკლე, ძალიან მოკლე კაბით უნდა მივდიოდე, მაგრამ დამიჯერეთ, ასე უფრო მივიქცევ გაბრიელ ქალდანის ყურადღებას. ისე როგორ მაინტერესებს ეს სვანური გვარი სად გაჩითა რაა. აი მირეკავს უფროსი.
-ალო, ლილე, ახლახანს მივიდა კლუბთან.
-კარგით, მივდივარ.
ამ დროს თავისი ოთახიდან ნიტა გამოვიდა.
-ლილე, ასე გამოწყობილი სად მიდიხარ?
ეჭვის თვალით ამათვალიერა.
-გასართობად საყვარელო, მიდი შე დაიძინე, მეც მალე მოვალ.
-იცოდე იმ ვიღაც გაბრიელის საქმესთან თუ რამე კავშირი გაქვს, გირჩევნია დაივიწყო, რომ პატარა და გყავს.
გულში რაღაცამ გამკრა. მართლა ცუდი საქციელია საკუთარი დის მოტყუება, მაგრამ ასეა საჭირო, არც ნიტა და მითუმეტეს არც ცოტნე არ მომცემდნენ იმის უფლებას, რომ სხვების სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი თავი ჩამეგდო საფრთხეში.
-კარგი ნიტა წავედი, თორემ დავაგვიანებ.
პასუხის დაბრუნებას არ დავლოდებივარ, ისე გამოვვარდი სახლიდან. დიდი სისწრაფით დავძარი ჩემი რაში და ბატონი ალექსანდრეს მიერ გამოგზავნილ მისამართზე მივედი. ოჰო, ეს რა დონე კლუბია, ნაკლებს არ კადრულობს ჩვენი გაბო. ყველაფერი მოგვარებული იყო და ამიტომ კლუბშიც თავისუფლად შემიშვეს. ბატონმა ალექსანდრემ ფოტო მაჩვენა იმ გაბრიელის და წესით მარტივად უნდა მეცნო. ვაიმეეეე... გაბრიელს ვერა, მაგრამ ცოტნეს ვხედავ, აუ რა დარხეული მაქვსსს, ვსიო შარში ხარ ლილე შენგელია, რა გინდოდა? ,,შენთვითონ გადაწყვიტე აქ მოსვლა, არავის დაუძალებია“. ოჰ ჩემმა ნერვების მომშლელმა მეც გამოიღვიძა. ,,მოკეტე რა, შენი უაზრობების თავი არ მაქვს“, აჰა, გამოეპასუხა მეორე, წყნარი მე. იფიქრე ლილე, იფიქრე. ცოტნე ვიღაცას ელაპარაკებოდა, მაგრამ ვერ დავინახე ვის. ჩემთვის, წაყნარად, მშვიდად ვაპირებდი გასვლას, როდესაც ცოტნემ შემამჩნია. აი რაააა, ბედი არ გინდა ახლა?
-ლილე...
ცოტნეს ამ ერთ სიტყვაში, მხოლოდ გაკვირვება და სიბრაზე იხატებობა. მეც სხვა გზა არ მქონდა მას მივუახლოვდი.
-ცოტნე...
-აქ რას აკეთებ?
მის ნათქვამში იმხელა სიბრაზე და სიმკაცრე იგრძნობოდა, მომინდა, რომ აქვე წყალივით ავორთქლებულიყავი.
-რა იყო ცოტნე? არ შეიძლება გასართობად წამოვიდე.
მხიარულ ნოტაზე ვუთხარი და მის წინ მჯდომ ბიჭს გავხედე. არა, არა, არა, არაააააა... ვაიმე შე საცოდავო ლილე, რა დააშავე? აბა გამოიცანით ვინ დაინახა ჩემმა თვალებმა? რაღათქმაუნდა ბედი ახლაც არ მაქვს და გაბრიელ ქალდანი მიზის წინ და მიყურებს. ფოტოშიც კი სიმპაწიჩკა იყო, მაგრამ რეალობაში... ვაიიი... მემგონი წინ თვით სიმპატიურობა მიზის... არა ლილე არ დაიწვა. უცბად გამოვერკვიე და ისეთი სახე მივიღე თითქოს მართლა არ ვიცოდი ვინ იყო.
-ცოტ, შენც მეგობართან ერტდ მოსულხარ გასართობად. არ გამაცნობ?
ჩემებური ნაზი და უცოდელი კრავის თვალები და ხმა გამოვიყენე. რატომღაც გაბრიელი ძალიან გაკვირვებული იყო მე, რომ დამინახა, აშკარად არ მელოდა, მაგრამ იმან სადიდან იცის მე ვინ ვარ? ან მოივადეთ ცოტნეს რა უნდა გაბრიელთან ერთად? აქ რაღაცაშია საქმე და გავარკვევ.
-ლილე გაიცანი ეს არის ჩემი მეგობარი გა...
აქ ცოტე გაჩერდა.
-ცოტნე, რა იყო მეგობრის სახლეი დაგავიწყდა?
კმაყოფილი სახით ვიყავი, მაგრამ ვნ დაგაცდის.
-არა კაცო, რა დამავიწყდა, უბრალოდ რაღაც გამახსენდა და... ხო ეს არის გა... გაგა.
დავიანხე გაბრიელმა რამხელაზე დაუბრიალა თვალები და როგორ შეუბღვირა, მაგრამ მე ვითომდაც არაფერი შემიმჩნევია.
-გამარჯობა გაგა, მე ლილე ვარ.
სახელი გაგა გამოვკვეთე და გასაცნობად ხელი გავუწოდე.
-სასიამოვნოა ლილე.
მანაც შეაგება თავისი ხელი ჩემსას. აუ რა ხმა აქვს... აი როორ ვთქვა, რაღაცნაირი მამაკაცური, თან კიდე მისი პირიდან წარმოთქმული ჩემი სახელი ვაფშე ხო დაცემაა. ახლავე აღგიწერთ გაბრიელს, წარმოიდგნეთ, საშუალო ზომის აჩეჩილი ყავიდფერი თმა, ცისფერი თვალები, პდნავ კეხიანი ცხვირი და ბიჭის კვალობაზე საკმაოდ კარგი ტუჩებიც აქვს, ასევე არ მინდა გამომრჩეს, მისი ნავარჯიშები სხეული, რომელიც სპორტულ სამოსში ძალიან კარგად ჩანს. ,,ალოჰააა, ლილეეეე, რეებზე ფიქრობ“, აი გამოფხიზლდა ისევ ჩემი მეორე მე, მაგრამ ამჯერად მას ვეთანხმები. სწრაფად მოვაშორე ხელი გაბრიელს და ცოტნეს მივუტრიალდი.
-თქვენ განაგრძეთ საუბარი, მე გავერთობი, ცოტას დავლევ, ცოტას ვიცეკვებ და რავიცი. აბა გაერთეთთთ.
სწრაფად გავეცალე ბიჭებს და ცოტა მოშორეიბით ბართან მივედი და ვისკი შევუკვეთე. არ გაგიკვიდეთ, საკმაოდ კარაგდ ვიტან სასმელს და მალე არ ვთვრები, ასე, რომ თავს ვაძლევ ხოლმე უფლებას ვისკიც გადავკრა ხოლმე. ორი ჭიქის შემდეგ საცეკვაოდ გავედი. ნუ რათქმაუნდა გაბრიელი ჩემს ყოველ ქმედებას აკვირდებოდა და მეც ვცდილობდი, რომ ჩემი მიხვრა-მოხვრა მეკონტროლებინა. ჩემთან ახლოს ერთი ბიჭი მოვიდა, საკმაოდ სიმპატიურიც იყო.
-გამარჯობა. შეიძლება ვიცეკვოთ?
-აჰამ...
ახლა უკვე მასთ ერტად დავიწყე ცეკვა, გამიკვირდა, ხელებს ნამდვიალდ არ აფათურებდა უადგილო ადგილას, თანაც ხმაც არ ჰქონდა ისეთი,ლოგინში შეტყუება, რომ უნდა შენი.
-სახელს მეტყვი?
საყვარლდა მკითხა ბიჭმა.
-კარგი, თუ შენ შენს სახელს მეტყვი.
-კარგი... მე ზუკა ვარ.
-მე ლილე.
სინამდვილეში საერთოდ გადამავიწყდა გაბრიელი, მაგრამ ზისტად მისი მხრიდან ვგრძნობდი გაბრიელის მზერას, რომელიც თავიდან თბილი იყო, მაგრამ ზუკას გამოჩენ ის შემდეგ გაცივდა. მისი მოპოვება ახლა ურო მარტივი იქნება, თუ ცოტნეს იცნობს, მაგრამ გავიგებ აუცილებლად რა იმალება. ამ დროს რაღაც ხამური მომესმა, იმ მხიდან სადაც ცოტნე და გაბრიელი ისხდნენ და არც შემვცდარვარ, რაღაცაზე კამათობდნენ, არა ახლავე უნდა ჩავაცხრო ეს, თორემ არავის არ გველის კარგი დღე.
-ბოდიში ზუკა, უნდა წავიდე.
-არაუშავს, იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.
-იმედია.
სწრაფად მივირბინე ბიჭებთან, რომელიბც სადაც იყო გაგლიჯავდნენ ალბათ ერთმანეთს. მათ შუაში ჩვდექი და ორივე ხელით უკან გავწიე.
-რა ხდება აქ? ცოტნე ახლავე სახლში.
-ლილე გადი...
არც კი გამოუხედავს ჩემთვის ისე მიპასუხა.
-არა ცოტნე, წამოხვალ ახლავე.
-ლილე, სალაპაროკო გვაქვს.
-ეგ მემგონი ლაპარაკი არაა.
-რა გინდა ცოტნე, გითხარი, რომ არაფერი არ იცი და ვერ ხვდები რა ხდება.
დასჭექა გაბრელმა და მისი ხმა ექოსავით გაისმა დადუმებულ კლუში. არა რააა, მაინც ვერ ვიგებ რა ხდება. ხოტნემ მაშინვე დაარტყა თან ისე, რომ გაბრიელი წაბარბაცდა. გაბრიელისგანაც მიიღო ციტნემ ერთი კარგი, შეკრული მუშტი ყბაში. ლილე მოიფიქრე რამე. მიდი იფიქრე ტვინო, იფიქრე. აი მომივიდა იდეა, რომელიც ძალიან სულელურია, მაგრამ წესით უნდა გაამართლოს.
-აააააა...
დავიკივლე და ჩავიკეცე, მაშინვე ყველამ მე მომაქცია ყურადღება, სწრაფი რეაგირება კი გაბრიელმა მოახდინა და თავი დამიჭირა, სანამ იატაკს დავარტყამდი, ნუ რათქმაუნდა დებილი არ ვარ, საკუთარი თავი ასე, რომ გავწირო, რათქმაუნდა თუ არავინ დამიჭერდა მაშინაც მქონდა იდეა. მე არ ვინძრეოდი თვალებს არ ვახელდი. გაბრიელმა ხელში ამიყვანა, ოჰოოო, რა მუსკულარუტა და ბიცებსი აქვს პირდაპირ შოკი რაა. მესმის ცოტნეს ხმა, რომელიც ეუბნება, რომ ყველაფერ მისი ბრალია, გაბრიელი მანქანაშ მსვამს, თვითონ საჭესთან ჯდება, უკან, ჩემთნ კი ცოტნე ჯდება.
-მას თუ რამე მოუვიდა შენი ბრალი იქნება და დარწმუნდი, რომ ცოცხალს არ დაგტოვებ.
-არაფერი მოუვა.
იმხელაზე დაიყვირა გაბრიელმა, ლამის მეც კი მივანებე თავი ჩემს მსახიობობას, მაგრამ ცოტას ვაწვალებ იქნებ გავიგო რაშია საქმე.
-მოგეწონა ხო?
საკამოდ მოულოდნელი კითხვა დასვა ცოტნემ. აი ამ პასუხს კარგად უნდა დავუკვირდე.
-არცერთი კითხვა არ არის იმდენად რთული, რამდენედაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა.
ვერ მივხვდი ეს რას ნიშნავდა. გაბრიელსაც ცოდნია გაუგებარი და ფილოსოფიური აზრების ფრქვევა.
-და მერე გგონია რაც მას გაუკეთე, რაც ჩვენ გაგვიკეთე ამას გაპატიებს?
იმხელა ხმაზე კითხა ცოტნემ, ლამის დავყრუვდი. რა ხდება? რა გააკეთა ასეთი? რატომ არ არის იმის შესაძლებლობა, რომ მომწონდეს, ან მოვეწონო? ,,ლილე, ლილე, გამოფხიზლდი შენ მისია უნდა შეასრულო, გაბრიელი ცუდი ბიჭია“, აჰა, გამომძახა შიგნიდან ჩემმა მეორე მემაც.
-ცოტნე სადაც არაფერი გესაქმება იქ ნუ ყოფ ცხვირს და ტრა*ი დააყენე.
მშვიდი, მაგრამ დაძაბული ტონით უპასუხა გაბრიელმაც.
-რომ იცოდე, როგორ მინდა საკუთარი ხელით გაწამო და მოკლა, როგორც ეს...
-გაჩუმდი, ამის დე*აც, მოკეტე.
როგორც ჩანს ცოტნეს ამ სიტყვებმა ჩვენი ცუდი ბიჭი გააბრაზა, რადგან ტონის აწევასთან ერთდ ისე დაამუხრუჭა, მემგონი გადავვარდი წინა სავარძელში.
-რატომ გაბრიელ? გეშინია, რომ ლილემ არაფერი გაიგოს? თუ ის განაღვლებს, ლილე სადაც მუშაობს? ან იქნებ ის, რომ არავის შეყვარების უფლება არ გაქვს? რით ვერ თმობ შე ღორო, იმ დედამო**ნულ ბოსის ადგილს?
აი აქ უკვე მართლა გაურკვევლობაში ჩავვარდი, რა შუაშია ჩემი სამსახური, ან გაბრიელმა რა იცის ამაზე? ან საერთოს რატომ არ აქვს უფლება ვინმე შეიყვაროს, ახლა საერთოდ ავირიე.
-ცოტნე...
იმხელაზე იღრიალა, უკვე ეჭვი შემეპარა იმაში, რომ ის მგელი, ან რომელმე მტაცებელი ცხოველი არ იყო. გული მიგრძნობდა აქ კარგი არაფერი მოხდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი სპექტაკლის დასრულების დრო იყო. ნელ-ნელა გავხილე თვალები და ვითომდა გაოგნებით ვიკითხე.
-სად ვართ?
-დაწყნარდი, საყვარელო უბრალოდ გული წაგივიდა და ვიფიქრეთ, რომ სახლში წაგიყვანდით.
მითხრა ცოტნემ და გულზე მიმიკრა, შემდეგ კი გაბრიელს შეუბღვირა. გაბრიელს ამდენი ხნის განმავლობაში არ გაუღიმია, ან მე მგონია ასე. სახლშიც მივედით.
-მადლობა და ნახვამდის.
-კარგად.
ცივად მითხრა, რაც ცოტა არ იყოს მეწყინა. ცოტნემ სახლში ამიყვანა. კარები როგორც კი შევაღე გაცეცხლებული ნიტა ,,შემომეგება“.
-როგორ გაბედე?
აშკარად გაბრაზებული იყო, ღმერთი გთხო ოღონდ ის არ იყოს ახლა რასაც მე ვფიქრობ.
-რა როგორ გავბედე ნიტა?
ისე ვიქცეოდი ვითომდა არაფერი არ ვიცოდი და მეც პირველად ვიგებდი ახალ ამბავს.
- გეყო სპქეტაკლის დადგმა, მე ეგრე ვერ გამაცურებ. ლილე ასეთ საფრთხეში როგორ ჩაიგდე თავი? ვერ ხვდები ხო რა გააკეთე?
-რა მოხდა ნიტა?
ახლა უკვე ნერვებმოშლილი ცოტნე ჩაგვეჭრა საუბარში.
-რადა ამ ქალბატონმა გაბრიელ ქალდანის საქმე აიღო ხელში.
-რა გააკეთა?
იმხელა ხმაზე იღრიალა ცოტნემ, ადგილზე შევხტით მეც და ნიტაც.
-გოგო, შენ ნორმალური ხარ?
გამწარებული იყო ცოტნე.
-ცოტნე დაწყნარდი.
-არა არ შენ ჩემს გაგიჟებას არ შეწყვეტ ხომ არასდროს?
ნერვიულად მოისვა შუბლზე ხელი.
-ახლავე იტყვი მაგ საქმეზე უარს.
მკაცრად და გადაჭრით მითხრა მან, რაზეც ნამდვილად არ მქონდა კარგი რეაქცია.
-არა.
-გაიმეორე კიდევ ერთხელ რა თქვი.
აი ახლა უკვე კარგი დღე არ მელოდა. ეჰ შე საწყალო ლილე, რა კარგი გოგო იყავი, ჩემი ერთი მე უკვე მგლოვობს, მეორე კი ისევ არ აჩერებს ენას, ჩემს ნერვებზე დაკვრას განაგრძობს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია და არავინ მაძალებდა ამის გაკეთებას.
-არა-თქო.
-ლილე... შენ წარმოდგენა არ გაქვს ვისთან იჭერ საქმეს... ცეცხლს ეთამაშები.
-ცოტნე გაიგე, რომ ვერ დავუშვებ იმ ბინძური სამყაროდან კიდევ ვინმე უდანაშაულო გამოასალმონ სიცოცხლეს, ისე როგორც იოანე.
-და ასე შენ, რომ დგები საფრთის ქვეშ არაფერი?
-მე გავუმკლავდები. ვიცი, რომ ამას შევძლებ. ხო, მართლა შენ რა გინდოდა გაბრიელთან?
სხვა თემაზე გადავატანინე ყურადღება, თუმცა მე ხომ ახლაც არ მწყალობს ბედი. აი ახლა უნდა ჩაირთოს ის მუსიკა ,,რა ვქნა, რომ ბედი არ მწყალობსსს“. ეჰ ლილე კიდე, რომ ღადაობის ხასიათზე ხარ რა.
-სხვა თემაზე ვერ გადამატანინებ საუბარს. ესყველაფერი შენი დადგმა იყო?
-ნუუ... ეგრე გამოდის...
-არც გული წაგსვლია ხომ ასეა.
-არა... გული მართლა წამივიდა.
აბა იმას ხომ არ ვიტყოდი ყველაფერი გავიგონე რაც ლაპარაკეთ შენ და იმ კანონიერი ქურდების ბოსმა-თქო. ცოტნემ ეჭვის თვალით შემომხედა და შემდეგ ნიტას მიუბრუნდა.
-საიდან გაიგე ნიტა?
-საიდან და ეს ქალბატონი ასე ჩაცმული და ასე გვიან, რომ გაბრძანდა სახლიდან მის სამსახურში ვიყავი და ბატონმა ალექსანდრემ მითხრა ახალი და სერიოზული საქმე აიღო ხელშიო.
-აუუუ ეგეც უნდა გამეფრთხილებინა რა.
საკმაოდ ხმამაღალი გამომივიდა ჩემი ფიქრები.
-ლილე, რას ნიშნავს ეგეც? რა ც? კიდევ ვინ იცის.
აი სად დამერხა მე და სად მიწევს ჩემი საუკეთესო მეგობრის ღალატი. ბოდიში კატიუშა.
-კატომ...
ხმადაბლა და დამორცხვილად ვთქვი.
-ვინ?
თვალები გაუფართოვდათ ნიტასაც და ცოტნესაც.
-კატომ...
-ოხ კატო. მერე მაგას დავსჯი, მაგრამ ახლა შენ დაურეკავ ბატონ ალექსანდრეს და ეტყვი, რომ გადიხარ თამაშიდან.
-რა? მაგას არ ვიზამ.
-ლილე ჭკუიდან ნუ გადაგყავარ.
-რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ გაბრიელის ჩამოსვლის შემდეგ შეიცვალე?
წყნარი ტონით შევეკითხე, რაზეც უფრო გამწარდა.
-ფუ ამის დედას შევე*ი. ხვალ ვილაპარაკებთ ახლა კი, დროზე ოთახებში.
-კარგი მამიკო.
ბოლო სიტყვა გამოკვეთით ვთქვი და მთელი ირონია ჩავაყოლე შიგნით. ნიტას მაჯაში ჩავკიდე ხელი და მისი ოთახისკენ გავათრიე. საწოლზე გადავწექი, ნიტაც გადავიყოლე და მთელი ძალით ჩავიხუტე.
-ბოდიში ჩემო ლამაზო... მაგრამ ვეღარ დავუშვებდი იმას, რომ იონეს ნაირად დამართნოდათ სხვა უდანაშაულო ადამიანებსაც.
-ლილე... შენ...
მის ლაპარაკში იგრძნობოდა, რომ ტიროდა. წამოვჯექო თავიდა ავაწევინე.
-არ იტირო ნიტა, მე...
-არა ლილე, შენ არ გესმის. დედას და მამას სახეების გახსენებას როდესაც ვცდილობ სულ შენი და იოს სახე მიდგება თვალწინ. იო დავკარგეთ, არ მინდა, რომ შენც დაგკარგო.
მეც მომაწვა ცრემლები თვალებზე. ხო დამავიწყდა მეთქვა, რომ დედა და მამა, რომ გარდაიცვალნენ ნიტა სულ რაღაც 2 წლის იყო და ჩემი და იოს ხელში გაიზარდა, ნუ რათქმაუნდა თავიდან ბებოც გვეხმარებოდა. ცრემლებს მივეცი გადმოსვლის საშუალება. ნიტას შევხედე და გამეღიმა, რადგან მასაც იოანეს ფერის თვალები ჰქონდა, მხოლოდ მე ვგავდი მამას თვალის ფერით.
-ნიტა, მე შენ არასდროს, არასდროს არ დაგტოვებ, გპირდები.
-იმას ნუ მპირდები რისი ასრულებაც არ შეგიძლია.
-დამიჯერე ამას შენს გამო შევძლებ. ჩემი პატარა გოგო. აბა ახლა არ გინდა უნის ამბები მომიყვე?
უნივერსიტეტის ხსენებაზე ხველება აუტყდა.
-არაფერი ისეთი...
-ნიტააა...
ცალი წარბი ავწიე და ისე შევხედე. მან სახე დაილაგა და შემთვევით ქვედა ტუჩზე იკბინა. მე მივხვდი ეს რასაც ნიშნავდა. პირველად იოანესთან ასე, რომ გავაკეთე მიხვდა, რომ ვიღაცამ პირველი კოცნა მომპარა.
-არააა... არ არსებობს. ვინ? როდის? როგორ?
იმხელაზე ვიყვრე ნიტა შიშისგან ადგილზე შეხტა.
-რა იყო? რა გყვირებს?
-პატარა ქალბატონო ვიცი ეგ ჟესტი რასაც ნიშნავს, მეც ეგეთი რაღაცა გავეკთე იომ, რომ პირველ კოცნაზე გამომტყუა ამბები.
-კარგი ხოო... გეტყვი...
-არ მეტყვი და შენი აჯობებს.
სიცლით ვუთხარი მე.
-ესე იგი ახალია ჩენს უნიში, უცხოეთიდან ახლა ჩამოვიდა, ბოლო კურსზეა.
სხვათაშორის მეც მისი ასაკის ვიყავი პირველად, რომ მაკოცა იმ ვიღაცამ. აზრზე არ ვარ ვინ იყო, სრულიად შემთხვევით შეხვდნენ ჩვენი ტუჩები ერთმანეთს, თანაც სიბნელე იყო და ვერაფერი დავინახე, მხოლოდ მისი ტუჩების გემო მახსოვს, ამდენი წლის შემდგეაც კი. ძველი მოგონებების გახსნებაზე ყურებამდე გამეღიმა.
-ლილე... ვაიმე ღმერთო შენ დაგვიფარე...
ჩემი სახის დანახვაზე უცბად შეიცხადა და ხელის გული მკერდზე მიიდო.
-რა მოხდა?
-ლილე რაზე ფიქრობდი?
-მე... არაფერზე...
-აბა მაშინ გაიხსენე ბოლოს ასე ყურებამდე და გულწრფელად როდის გაიკღიჭე და როდის გადმოყარე 32-ივე კბილი?
-ახლა მე ვიღიმოდი?
-კი ბატონო.
-აა ხო, ჩემი პირველი კოცნა გამახსნედა და...
მოტყუებას აზრი არ ჰოქნდა ან რატომ უნდა მომეტყუებინა, სამსახურშიც მყოფნის მსახიობობა.
-ჩემთვის არასდროს არ მოგიყოლია ეგ ამბავი და მიდი რა მოყევი.
მოსასმენად გაემზადა, მე მის ბავშვურ საქციელზე გამეცინა და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ამბის თხრობა.
-იოს დაბადების დღე იყო...




3 თავი

-მაშინ ზუსტად 19-ის ვიყავი, შენ დაახლოებით 14-ის და იო იმ დღეს გახდა 23-ის. აიჩემა წელს ჩემი დაბიდუბი რესტორანში უნდა გადავიხადო და მთელი თბილისი თავზე უნდა დავიმხოო. შენც იქ იყავი, კუდში დაყვებოდი იოს აქეთ-იქით, ძალიან მორცხვი იყავი მაგ პერიოდში. ნუ მოკლედ კარგად შემთვრალია რა ყველა, შუა გულაობის დროს, საპირფარეშოში გავედი, უცბად შუქი ჩაქრა და ცოტა არ იყოს შემეშინდა, შემდეგ ვიღაც არ ვიცი ვინ, რასაც ქვია მეცა ტუჩებში, ძალიან მომეწონა და მეც ავყევი, დღემდე მახსოვს მისი ბაგეების გემო და მისი სურნელი. ძალიან მძაფრი სუნამო ესხა, თითქოს ოდნავ Fრეშ არომატიც დაკრავდა. არ ვიცი შეიძლება ვინმეში ავერიე, მაგრამ არა მგონია, რადგან უეჭველი იგრძნობდა, რომ მე ის სხვა არ ვიყავი, სავარაუდოდ იმასაც მიხვდებოდა, რომ პირველი იყო ეს ჩემთვის. აი კოცნა იყო ძალიან უცნაური და სასიამოვნო, მის საკმაოდ ძლიერ მკლავებს ვგრძნობდი, მუცელში კი აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა, მთელი სხეული თავდაყირა დამიდგა, ვერ გაიგებდი ნაწლავები სად მქონდა, ან საერთოდ ღვიძლი სად გაქრა, თითქოს მიქსერი ჩამიყეს და ამთქვიფეს. მერე სახლში, რომ მივედით ჩემი უცნაური ხასიათი შეამჩნია და, რომ მკითხა დღეს რა მოხდაო, მეც ტუჩზე ვიკბინე, მაშნვე მიხვდა და რესტორანში გავარდა ვიდეოკონტროლის ჩანაწერები უნდა ვნახოო, ნუ მე რას გავხდებოდი, ისეთი ჯიუტი იყო. ვიდეო მასალა წაშლილი დახვდა, მერე აქეთ-იქით დააბოტებდა და ბოლოს, რომ ვეღარ ვაწყნარებდნენ ვერც ძმაკაცები და ვერც მშობლები, მერე მე შევედი და ვუთხარი ისეთი არაფერი იყო, ნუ თავიდან კი ერთი ამბავი ავტეხეთ მაგაზე, მაგრამ მერე მაინც შეიგნო, რომ ისეთი არაფერი მომხდარა.
ძველი მოგონების გახსენებაზე ერთროულად ვიცინოდი და ცრემლებიც მომდიოდა. მომენატრა იო, ჩემი მხიარული, მასხარა და მზრუნველი იო. მისი სიკვდილზე ორიოდე სიტყვას გეტყვით. ვიღაც კანონიერმა ქურდებმა მოკლეს, რადგან მას არ უნდოდა, რომ მათ ,,კლანს“ შეერთებოდა. მე მაშინ დავიფიცე, რომ ნებისმიერ ფასად ვიპოვიდი იოს მკვლელს და ვაზღვევინებდი ყველაფრისთვის. მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემი ცხოვრებიდან მხიარული, ბავშვური და რისკიანი ლილე ამოვშალე და ახალ ლილეს შევეგებე, რომელიც ძლიერი იყო და ყველაფერზე იყო წამსვლელი მისი საყვარელი ადამიანების გამო. მახსოვს იოსთან ერთად დავდიოდი ხოლმე რობლებზე, ნუ თავიდან, რომ გაიგო ის, რომ მე ამით ვიყავი გატაცებული, იმდენი მეჯუჯღუნა, მეწუწუნა, მაგრამ ვერ გადამაფიქრებინა, შემდეგ იყო ყველაზე მთავარი... სიმღერა, საოცარი ხმა მქონდა ნამდვილად, იო მეტყოდა ხოლმე შენ, რომ მღერი, მგონია, რომ ანგელოზი მელაპარაკება, შენი სახითო, იოსაც შესანიშნავი ხმა ჰქონდა და ერთადაც ვმღეროდით ხოლმე, ნიტასაც ვუმღეროდით, მაგრამ იო ხანდახან ჩემს ნამღერზე იძინებდა ხოლმე, ბავშვობაშიც დედა მეუნებოდა, იოანეს ეგრე ტკბილად დედის იავნანაზე არ ეძინებოდაო და შენ ასეთი რა დამართეო. მამას პრინცესა ვიყავი მე, მუდამ გათამამებული, ასე ვთქვათ მამიკოს გოგო. მენატრება, სამივე მენატრება უსაზღვროდ. ახლა გამოვერკვიე ფიქრებიდან და შევხედე თვალებაცრემლიანებულ ნიტას. ახლოს მივიწიე და ჩავეხუტე, ამ ჩახუტებაში მთელი ჩემი ემოციები ჩავაქსოვე.
-ნიტა, ვიცი, რომ ძალიან გენატრება, მეც ასე ვარ, მაგრამ ხომ გახსოვს რას გვეუბნებოდა?
-არა...
საყვარლად და ბავშვურად ამომხედა, ამაზე ღიმილი ვერ დავფარე.
-რას და... ყოველთვის გჯეროდეს და შეახსენე საკუთარ თავს, რომ წინ უკეთესი დღეებია. მომისმინე პატარავ, არ არსებობს შიში იმედის გარეშე და არც იმედი შეიძლება არსებობდეს შიშის გარეშე. ნებსმიერ დროს გწამდეს და ნებისმიერ დროს, ყველაზე უკუნით სიბნელეშიც კი იპოვე სინათლის ჩამრთველი... ახლოს მოდი...
საწოლის საზურგეს მივეყრდენი და ნიტას ჩემთან ვუხმე, ისიც მოვიდა და ჩაწვა, ისე, რომ მე მასზე მქონდა ხელი მოხვეული.
-კარგად მოკალათდი.
ისიც მოეწყო და გაიტრუნა. მე Alan Walker-sing me to sleep დავიწყე, ეს იყო ნიტას საყვარელი სიმღერა, რომელსაც ძილის წინ ვუმღეროდი ხოლმე. სიმღერას მოვრჩი. საკუთარ თავს ვერ ვუჯერებდი, მომეჩვენა თითქოს თავიდან დავიბადე, თითქოს გულის რაღაც ნაწილი შემევსო.
-არ მჯერა.
თქვა ნახევრადმძინარე ნიტამ და ამჯერად მალევე ჩაიეძინა, მეც მის საწოლში, კაბის გაუხდელად მიმეძინა. ხვალ შაბათია ამიტომ შემიძლია კარგა ხანს მეძინოს, მაგრამ ვინ გაცდის, ბატონი ალექსანდრე მირეკავს.
-გისმენთ.
-ლილე, ახლავე გადი სახლიდან და სპორტულ კლუბში წადი.
-სად?
უცბად გამოვფხიზლდი.
-გაბრიელიი...
-აააა, ხო მივხვდი, თქვენ მისამართი გამომიგზავნეთ და მეც ახლავე მივალ.
ნელა ავდექი ისე, რომ ნიტას არ გაღვიძებოდა, მაგრამ საუბედუროდ მაინც გაეღვიძა.
-სად მიდიხარ, ლილ?
-სპორტდარბაზში.
-რატო?
-ისევ და ისევ ჩვენი ცუდი ბიჭი.
-აუ მე რატომღაც მგონია, რომ ის გაბრიელი კარგი ტიპია.
-თუ გარეგნულად შეხედავ კარგი კი არა ,,ზე“ ტიპია, მაგრამ რათ გინდა.
-რავიცი, რავიცი...
თან ვლაპარაკობდი და თან სავარჯიშ ტანსაცმელს ვიცვამდი. შემდეგ სამზარეულოში გავედი და ნაუცბათევად შევჭამე საჭმელი, ნუ საჭმელი რა, ერთი ცალი ვაშლი, აბა მეტს ვერაფერს ვასწრებდი და...
-მეც წამოვალ რაა.
შემოსასვლელში სავარჯიშო ფორმაში გამოწყობილი ნიტა შემოვარდა.
-არა ნიტა, საშიშია.
-ოოოო, ახლა ნუ დაიწყე რაა, ან მეც წამოვალ ან არადა გაბრიელთან საქმეებს ჩაგიშლი.
-როგორ?
ირონიულად ვთქვი. ნიტამ კი ჩემი ტელეფონი აათამაშა ხელში.
-აუ ნიტა შემომაკვდები, მომეციიიი, ჩემი ტელეფოონიიიიი.
-ვაიმე მიშვლეთ მკალვეეენნნნნ.
მთელი სახლი შემოვირბიენთ და ბოლოს მაინც დავიჭირე და დასჯის მიზნით, ღუტუნი დავუწყე.
-აუუუ... ლილე.... გაჩერ.... დიიიიიი.
სიცილისგან რასაც ქვია იგუდებოდა.
-კარგი წავედი და ჭკვიანად.
ნიტას ვაკოცე და კარებსკენ წავედი.
-ლილეეე...
აი ხომ იცით ,,სასტუმრო ტრანსილვანიაში“, მოწყენილი ღამურის სახეს, რომ აკეთებს მეივისი, ისეთი სახე მიიღო.
-კარგი, კარგი, ოღონდ ეგრე ნუ მიყურებ.
-იესსსსს.
გახარებულმა აქეთ-იქით ხტუნვა დაიწყო.
-კარგი წამოდი, თორემ მართლა გამიშვებენ სამსახურიდან.
სასწრაფოდ ჩავედით დაბლა და სპორტული კლუბსკენ წავედით. ოხხხ, როგორც ყოველთვის ჩვეულებრივ სპრტულ დარბაზსაც არ კადრულობს. ყველაფერი მოაგვარეთ და შიგნით შევედით. მე და ნიტა სხვადასხვა ტრენაჟორებზე დავსხედით, მე თვალებით გაბრიელის ძებნა დავიწყე და ვიპოვე კიდეც. ნიტას გვერდითა ტრენაჟორზე გადავჯექი.
-ნიტა, ნიტა, აი ის არის ხედავ?
-აბა სად?
-სარკეებთან, მარჯვნივ.
-კი, კი, ვხედავვვ, ტიტუუუუუ, ლილე მაგი რა ზევსის შვილი აგიგდია ჰა?
აცენტით და სიცილით მესაუბრება ნიტა.
-ჩუ გოგო, თორემ აგდებას გაჩვენებ მე შენ.
-ვაიმეეეეე....
იმხელაზე იყვირა, გული სულ მთლად გემეპარა ნასკებში.
-რა ხდება ასეთი, რომ შეყარე მთელი დარბაზი?
გაბრაზებით ვკითხე ნიტას, რომელიც ჩემს უკან იმალებოდა.
-ლილეეეე, ის ბიჭია, მე, რომ გითხარი პირველი კოცნა და რაღაცეები თქო.
-ეეეე, რა მაგარია, აბა სად?
-აი იქ.
გაბრიელის გვერდზე მდგარ ბიჭზე მანიშნა.
-შენ გოგო ხომ არ გაჟრუალებს? ეგ იცი ვინ არის?
-ვინ?
-ვინ და დათო ამირეჯიბი.
-ვინ?
-რას ვერ მიხვდი, გაბრიელის ბანდაშია ეგეც.
-დედაააა, მიშველეთ ვინცხამ, დამკალით აქვე და ახლავე.
დაიწყო სოფლის ქალივით ქოთქოთი ნიტამ.
-ნიტა, ჩუუუუუ.
-აუ ეგ ვინ უნდა იყოს ისეთი მე, რომ შამეშინდეს? ჰა ჰა ჰა, მე არაფრის მეშინიააა.
ხმამაღლა იძახდა ჩემი ბატი და, წინ როგორც კი შეტრიალდა, მაშინვე იმ დათოს შეასკდა. ისიც წამოდგომაში დაეხმარა.
-გამარჯობა ნიტა, ცოტა წინ,რომ იყურო ხოლმე, აღარავის შეეჯახები.
-და შენთვის ვინმე სუთქვამს, რომ თვდაჯერებული იდიოტი ხარ?
-ჰმმმმ.... არა.
-ანუ მე პირველი ვარ? მოიცადე სურვილს ჩავიფიქრებ.
სიცილით ელაპარაკებოდა ნიტა. გული მიგრძნობს, რომ მე თუ არ გავაჩერე ეს ჩემი პატარა და, მალე რაღაც მოხდება.
-ნიტა... ხომ არ დაგავიწყდა ჩვენ აქ რისთვის მოვედით?
-კარგი რა ლილ... ხო მართლა გაიცანი ეს დათოა, უნიში ახალია, დათო გაიცანი ეს ჩემი უფროსი დაა, ლილე.
დათომ ისე შემომხედა, მეგონა, რომ მკვდრეთით ვიყავი ამდგარი, ან საერთოდ სული ვიყავი.
-დათო...
და აი გამოჩნდა ჩვენი ცუდი ბიჭიც.
-ლილე? შენც აქ ხარ?
-ხო, როგორი დამთხვევაა არა?
-კი...
ორაზროვნად თქვა და ეჭვის თვალით შემომხედა. ვსიო გეგმის ასრულების დროა.
-ნიტა, შენ თუ გინდა დათოს ელაპარაკე, მე უნდა ვივარჯიშო.
ვთქვი და სარბენი ბილიკისკენ წავედი. ნუ ყველანაირად ვცდილობდი, რომ მიმზიდველად გამომსვლოდა ვარჯიში, რაც გამომდიოდა, ნუ გაბრიელი არ ვიცი, მაგრამ სპორტდარბაზში სხვა კაცები და ბიჭები ისე მიყურებდნენ მეგონა, რომ მათი მოსანადირებელი ირემი ვყოფილიყავი. როდესაც გაბრიელის გვერდზე მდგარ ტრენაჟორზე დავიწყე ვარჯიში ვგრძნობდი, მწველ მზერას, რომელიც ცალ მხარეს მიხურებდა, ისიც კი გავიგონე რამხელა ნერწყვი გადაყლა ჩვენმამ გაბრიელმა. მიზანი შესრულებულიაააა... ახლა უკვე მე გავიხედე გაბირიელისკენ. უჰჰჰჰჰ... რა სექსუალურია ვარჯიშის დროს, პირდაპირ შოკი. რაღაც დაცხა ხო? ვიგრძენი როგორ წამოვწითლდი და როგორ ვცქუმტავდი. ღმერთო, რა მჭირს? რატომ ვიქცევი მოზარდი ბავშვივით? რატომ ვიბნევი? ,,ლილეეეეეეე, გამოფხიზლდიიიი, ის ცუდი ბიჭია“, გამომძახა შიგნიდან ჩემმა მემ. ,,ვიცი, უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ, თავი უნდა შევაყვარო ხომ არ დაგავიწყდა?“, გამოეპაუსხა ჩემი მეორე მეც. ისევ განვაგრძე ვარჯიში, მაგრამ ამჯერად ბოქსის განყოფილებაში გადავინაცვლე. ვვარჯიშობდი, როდესაც ვიღაც ბიჭი მომიახლოვდა.
-საყვარელო... არ გინდა სადმე ერთად წავიდეთ?
-არა...
ისე ვუპასუხე მისკენ არც კი გამიხედია.
-მოდი რა რატომ გრცხვენია.
წელზე შემომხვია ხელი და მის სხეულზე ამიკრა. დავინახე როგორ აენთი თვალები ბატონ გაბრიელს და როგორ დაეჭიმა მთელი სხეული, არა ეჭვიანობა კი კარგია ამ შემთხვევეაში, მაგრამ ვნმე უფრო ღირსეულს ვიპოვი.
-მომშორდი...
ტონს გავუმკაცრე და ცოტა ავუწიე კიდევაც.
-ოჰჰ, შენ რა გიცხი ყოფილხარ პატარავ.
კოცნას აპირებდა, როდესაც მისი ხელის კუნთის ნერვზე დავაჭირე, მაშნვე მომშორდა. მე კი ყურში ვუჩურჩულე.
-არ გეგონოს, რომ მხოლოდ ბოქსს ვფლობ, ახლა კი თუ არ მომშორდები კარგი დღე არ დაგადგება. ხო მართლა ხელის პარალიზება რამოდენიმე საათში გაივლის, ასე, რომ პანიკას ნუ ატეხავ.
გავუშვი და ხელი ვკარი, რომ წასულიყო და ასეც მოიქცა. გაბრიელს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. აუუუუ, ეს როგორ ვერ უნდა გავაღიმო რააა, რა უბედურებაა, ერთხელ მაინც ვნახო, როგორია გაღიმებული გაბრიელი, უფფფფფ. ისე გავერთე ამ ბოქსის ვარჯიშში, რომ ვერც გავიგე როგორ მომიახლოვდა გაბრიელი.
-ძლიერი ხელი გქონია.
-როგორც დაინახე.
-არ გინდა შევეჯიბროთ.
შეჯიბრის ხსენებაზე მისკენ შევტრიალდი და კმაყოფილმა გავიღიმე.
-რატომაც არა, თან რამდენი ხანია არავისთვის არ მომიგია.
-ოჰჰჰ... როგორ შემაშინეთ.
მის სიტყვებზე დავეჭყანე და ენა გამოვუყე. ლილე, რას აკეთებ, რა გჭირს? პატარა ბავშვეს რატომ ემსგავსები მის გვერდით? ჩვენს წინ ორი ბოქსის ტომარა ეკიდა, რომელიც უფრო დიდი ძლით გაექანებოდა ის მოიგებდა.
-აბა დავიწყოთ, ბატონო გაგა?
გაგა არ დამვიწყებია, საიდან გამახსნედა რაა, როგორი მაიმუნი ვარ ნუუ...
-ვინ?
-რა იყო შენი სახელი აღარ გახსოვს?
გამომცდელად ვკითხე გაბრიელს.
-როგორ არა, უბრალოდ სხვა სახელი გვიგე თითქოს და....
-არაუშავს... აბა ჰე. 3... 2... 1...
ორივემ ერთდროულად დავრტყით ტომრებს ხელი, პირველ ჯერზე მე გავიმარჯვე.
-როგორც ვხედავ, შენზე მეტი ძალა მაქვს.
-გოგო ხარ და დაგინდე, თორემ...
-კარგი თავიდან ვცადოთ.
-3... 2... 1...
თავიდან დავრტყით ტომრებს ხელი, ამჯერად ბაგრილემა იმხელაზე გააქანა ტომარა, ლამის ჩამოწყდა ის საცოდავი და დეფორმაციაც განიცადა. გაბრიელი დადგა და გემჯგიმა.
-აბა ამაზე რას იტყვი?
-რას ვიტყვი და დებილი ხარ.
-რას ნი...
სიტყვა ვერ დაამთავრდა ის გაქნეული ტომარა, რომ მოხვდა. ისეთი სახე ჰქონდა ლამის იატაკზე დავიწყე ხოხვა. აი მე უკვე ვხარხარებდი და თან სულსაც ვეღარ ვითქვამდი. დავწყნარდი, შემდეგ გაბრიელს მივუხლოვდი, თითის წვერებზე ავიწიე და ყურში საოცრად ვნებიანი ხმით ჩავჩირჩულე.
-ამის შემდგე მოგება ბოლომდე შეინარჩუნე ხოლმე.
ეს ვთქვი და გასახდელისკენ ავიღე გეზი. უცბად ხელი დამიჭირა, მოაფრებულ ადგილას შემიყვანა და ტუჩებზე მოწყურებულივით დამაცხრა. ეს რა არის? პირველი კოცნა გამახსენდა, იგივე გემოს ვგრძნობ, იგივე სუნამოს სურნელი მიღიტინებს ცხვირში. მუცელში მთელი პეპლები და ზოოპარკი კი არა, მგონია, რომ მთელი დედამიწა მაქვს და ზედ მცხოვრები ყველა ადამიანი, თუ ცხოველი ერთად დადის აქეთ-იქით და უსასრულო ქაოსს ქმნის. ძალიან დამცხა. გაბრიელმა კოცნა შეწყვიტა და ყურში მიჩურჩულა.
-მეორედ ეგეთი ხმით აღარ დამელაპარაკო.
თვითონ სწრაფად გაეცალა იქაურობას და მე დამტოვა აქ არეული და დაბნეული, რა ენაღვლება. ეს რა იყო? ღმერთო ის არის? ჩემი პირველი კოცნის ავტორი? როგორ? რანაირად? მაშნ სადიან მიცნობდა? არა შანსი არაა, უბრალოდ სუნამო დაემთხვა მერე რა? მაშინ ტუჩების გემო რატომ მეცნო? არა ის ვერ იქნება. ლილე მოეშვი გაბრიელზე ფიქრს, არ შეიძლება მაინცდამაინც ის მოგეწონოს, ცუდია, ძალიან ცუდია, ის ხალხს კლავს. მოკვლაზე, მაშნვე იო გამახსენდა და ეს უაზრო ფიქრები გავფანტე, მიზნად დავისახე, რომ ნებისმიერ ფასად ჩავსვამდი მას ციხეში, ისე, რომ სამუდამო არ ასცდებოდა. მეც გავედი სპორტდარბაზში და იქ ვერც გაბრიელი, ვერც დათო და ვერც ნიტა ვერ დავინახე, მაშინვე ჩემი ტელეფონი ავიღე და ნიტას დავურეეკ.
-ალო, ნიტა, სად ხარ?
-სახლში ვარ ლილე, ბოდიში რა ვერ გაგაფრთხილე, მმწყინდა და დათომ მომაცილა.
-კარგი, მეც მალე მოვალ.
-ოკკკკ.
გამითიშა. მეც გასახდელში შევედი და სწრაფად მოვემზადე წასასვლელად. გამოვედი სპორტული კლუბიდან, მანქანაში ჩავჯექი და სახლის კართანაც თვალის დახამხამებაში ავღმოჩნდი.
-ნიტაა, მოვედიიი.
პასუხი არ არის.
-ნიტააააა...
ახლა უფრო ხმამაღლა დავიყვირე.
-ვინმეა აქქქქ? ნიტაააა...
-კი, კი აქ ვარ.
-ნიტა, ამდენი ხანი სად ხარ? უკვე ნერვიულობას ვიწყებდი.
-არა ლილე, კარგად ვარ. ისე შენ და გაბრიელი....
-რა მე და გაბრიელი?
მთელი სახე ამიხურდა და გადამიწითლდა კოცნის გახსენებაზე.
-რავიცი... ისე საყვარლად ერთობოდით, ასეთი მხიარული დიდი ხანია არ მინახიხარ, დათოც იმას ამბობდა გაბრიელი ასეთი მომთმენი და თბილი არასდოს მინახავსო.
-ოხ... ეგ თუ თბილი იყო, მე მაშინ ინგლისის დედოფალი ვარ.
-კარგი ახლა, მორჩი. ისე მართლა არ გავს რაღაც ცუდ ბიჭს და ისეთს როგორსაც ბატონი ალექსანდრე ამბობს.
-რას ამბობ ნიტა? ის ბოსია ნიტა, კანონიერი ქუდების ბ-ო-ს-ი, ცუდია.
-მე ეგრე არ მგონია.
-კარგი მოვრჩეთ ახლა, დათოსთან რა ხდება?
-მაგ იდიოტის ხსენებაც კი არ მინდა.
-რატომ? რა მოხდა?
-რა და საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტია, სუფთა ჩამორჩენილი და ტვინგამორეცხილი.
-ნიტა, გირჩევნია მართლა ეგრე ფიქრობდე, რადგან ისიც გაბრიელის ბანდაშია და ისიც გარეულია ბინძურ საქმეებში.
-მართლა ეგრე ვფიქრობ. რა? შენ გგონია, რომ მომწონს ან რამე ეგეთი? რა სისულელეა.
ეჭვის თვალით გავხედე, აწითლებულ ნიტას. ვიცი, რომ მოწონს, უეჭველი მოწონს, მე ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს და მეც ვიცი, რას ნიშნავს მისი ეს ქცევები. ტანსაცმელ ვიცვლი და მაღაზიაში ჩავდივარ, სადაც ჩიფსებს, შოკოლადებს და კიდევ ბერვ სასუსნავებს ვყიდილობ და ისევ სახლში ვბრუნდები.
-ლილეე... ეგენი მე მომეცი და შენ თუ გინდა წადი.
უცბად მომვარდა ნოტა და პარკები ხელიდან გამომგლიჯა.
-ვაიმეეე, რა საცოდაობაა რაა, ჩემს დას, ჩემზე მეტად შოკოლადები და ჩიფსები უყვარს.
ტყუილი ცრემვლი მოვიწმინდე და გულზე ხელი მივიდე, იმის აღსანიშნავად, რომ შეშფოთებული ვიყავი. ნიტა სწრაფად მოვიდა ჩემთან და მთელი ძალით ჩაემხუტა.
-შენ ხარ ყველაზე, ყველაზე მაგარი და და ძალიან, ძალიან მიყვარხარ.
-მეც ძალიან, ძალიან მიყვარხარ.
მეც მივიხუტე პატარა და. ასეთ მომენტებში მახსოვს იო გამოხტებოდა ხოლმე დ დაიყვირებდა მე აქ უფროსი ძმა ვარ თუ პროპკაო, მის ძლიერ ხელებს ორივეს მოგვხვევდა და თბილად გვიკრავდა გულში. თვალიდან ობოლი ცრემლი გადმომვარდა, მაგრამ ხასიათი მაინც არ გამფუჭებია, ისევ კარგ ხასიათზე ვიყავი.
-ნიტ, წამოდი რამე კარგი ფილმი ავარჩიოთ და ჩვუჯდეთ შუაღამემდე.
-კარგიიი, თან ორშაბათისთვის ცოტა სამეცადინო მაქვს, რაღაცეები გუშინ ვიმეცადინე და ხვალ დავასრულებ, დროც დამრჩება.
-ძალიან კარგი, მომისკმინე, წლის დამთავრებისთვის კარგად უნდა მოემზადო, ხომ იცი მნისვნელოვანია შენი შეფსება მომავლისთვის.
-აუცილებლად... როდის გიანხავს, რომ მე დაბალი შეფასეა ამეღოს რამეში.
-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ შენ.
ეს ვუთხარი და თმები ბავშვურად ავუწეწე, ვიცი ვერ იტანს როდესაც ასე ექცევაინ, ამიტომ სამზარეულოში მოვკურცხლე.
-ლილლლლ... 19-ის ვარ უკვე და მორჩი რააა...
-კარგი კარგი ხო.
ხელში ჩიფსებით სავსე ჯამით და შოკოლადებით გამოვედი.
-ნუუუ... იცი ხომ, რომ ჩიფსებს ვერაფერს დავუშავებ და მაგ შანს იყენებ.
-შეიძლება ეგრეც ითქვას.
მეც სიცილით ვუთხარი. ცოტა ხანში უკვე დივანზე ვისხედით და ,,შუაღამის მზე“-ს ვუყურებდით. დასასრულს მივუახლოვდით, როდესაც ნიტამ ფილმი დააპაუზა.
-ნიტა რატომ დააპაუზე? ყველაზე საინტერესო მომენტი იყო.
-მიმღერე.
-რა?
მისი სათხოვარი საკმაოდ უჩვეულო იყო და მის მკაცრ ტონსაც არ ველოდი.
-რაც გითხარი, walk with me მიმღერე.
-ნიტა რა დაგემართა?
-მიმღერე.
-არა.
იმხელაზე დავიყვირე მეთვითონაც შემეშინდა.
-ეს ერთხელ იყო და დაწყნარდი.
მეც არ ვიცი რატომ არ ვმღეროდი, გუშინ ხომ თავისუფლად შევძელი ამის გაკეთება. იოს საყვარელი სიმღერა გამახსენდა, მთხოვდა ხოლმე, რომ ამავე ფილმიდან ,,where I stand“ მემღერა. მისი სიკვდილის შემდეგ თითქმის შევიძულე სიმღერა და საერთოდ მუსიკა, სიმღერაბესაც კი აღარ ვყვებოდი. ძალიან მირთულდებოდა ამის გაკეთება. ნიტა წამოდგა და ოთახსიკენ წავიდა.
-ნიტა...
-არა ლილე, არაუშავს. მე ფილმის ყურების ხასიათი აღარ მაქვს.
ნახვერად ჩემსკენ შემობრუნებული მელაპარაკებოდა, შემდეგ გზა გააგრძელა, მაგრამ ისევ შეჩერდა.
-მეგონა, რომ უკვე შეეჩვიე იმ აზრს, რომ ასე ვეღარ განაგრძობ ცხოვრებას.
ახლა კი უკანმოუხედავად შევიდა ოთახში. კიდევ დიდი ხანი ვიჯექი ერთ ადგილას, გაშტერებული და იოანეზე ვფიქრობდი. ახლა მივხვდი რას ნიშნავდა მისი სიტყვები, როდესაც მეუბნებოდა, რომ მომავალში ტუნდაც მის გარეშე ისევ მხარულად უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება და დავრჩენილიყავი ის საყვრელი, ბავშვური და ყოველთვის მომღიმარი და მუდამ ნათელი მზე დავრჩენილიყავი. ხო ის მზეს მეძახდა, რადგან ჩემი სახელი სვანურ მითოლოგიაში მზის ღვთაებას ნიშნავს. არა, სვანი არ ვარ. დედა და მამა მეუბნებოდნენ სწორედ სვანეთში გაპარულან და იქ დაუწყიათ ოჯახური ცხოვრება და მეც ამის საპატივსაცემოდ დამარქვეს ეს სახელი. ნუ მოკლედ ძალიან შორს წავედი. ამაზე ვფიქრობდი და ვერც მივხვდი როგრ დავიწყე იოანეს საყვრელი სიმღერის შესრულება, ახლა რატომ ვმღერი? ხომ არავინ მისმენს? არც ნიტა და არც არავინ ვისთვისაც იო მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არ ვმღერი სხვისთვის, ამას ჩემი მოგონებებისთვის და იოსთვის ვაკეთებ. სიმღერა, რომ დავასრულე, ნიტა გამოვარდა შეშლილივით ოთახიდან და ისე მიყურებდა თითქოს იქ ჩემს მაგივრად ლილე შენგელია კი არა დისნეის სამყაროდან გადმომხტარი რომელიმე ანიმაციის გმირი იდგა.
-შენ არ გძინავს?
-ლი...ლე.... შენ....
-ვაიმე ნიტაა, ნორმალურად თქვი რა.
-შენ.... ვაიმეე.... შენ...
სიტყვებს ვერ აბამდა ერთმანეთზე ნიტა, მოულოდნელად მოვიდა და ისე ჩამეხუტა ძირს ავღმოჩნდით ორივე.
-ნიტა ხომ კარგად ხარ?
-არა, არ ვარ, შენ ახლა რა გააკეთე?
აღფრთოვანებული მელაპარაკებოდა ნიტა.
-როგორც ჩანს არ გეძინა ხო ამდენი ხანი? როგორც ჩანს სიმღერის ტექსტი არ დამვიწყებია.
-ვაიმეეეეეეეე, ლილეეეეეეეეეეეე.
-რა გაყვირებს გოგო?
-შენ where I stand იმღერე. იო გამახსენდა.
-ხოო, მეც ვერ მივხვდი როგორ დავიწყე სიმღერის შესრულება.
-შენშია ლილ, იო ისევ აქ არის.
თქვა და ხელი გულზე მომადო.
-შენთანაც არის.
მეც იგივე გავაკეთე.
-ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შენ განსაკუთრებული იყავი.
-საყვარელო... მე თქვენს, შენს, კატოს და ხოტნეს გარეშე არაფერი არ ვარ, იოს გარეშე კი ნახევარი სიცოცხლე მომაკლდა, რომელიც ვერ შევივსე.
-ლილე, ერთ რაღაცას გეტყვი, მაგრამ არ გამიბრაზდე რააა.
შრეკის, კატის თვალები მიიღო ნიტამ და რამეზე უარს როგორ ვეტყოდი.
-შენ, გაბრიელთან ერთად რაღაც უფრო სხვანაირი ხარ, უფრო მხიარული, ლაღი და ბავშვური, თითქოს სიცარიელე რომელიც გუკში ყველას გვაქვს, შენში იწყებს ამოვსებას და ისეთივე ხდები, როგორიც რამდენიმე წლის წინ. არ შეგიმჩნევია, რომ.......




გამარჯობააა, აბა როგორ მოგწონთ ჩემი მოთხრობა, იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ, ყველანაირად ვეცადე, რომ მოცემული რჩევები გამეთვალისიწნებინა. ველოდები თქვენს შეფასებებს, ახალ თავებზე. მადლობა ვინც შემფისეთ და გამიზიარეთ თვენი შთაბეჭდილება, თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. blush



№1  offline წევრი კეტი

ვაუ შოკი იყო ლიზ ბრავო !!:)

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

აუ კარგი რააააა ასე როგორ უნდა მომკვდარიყო იოოოო :'(
იმდენს საუბრობენ იოანეზე ძალიან შემიყვარდა უკვე და ახლა ოთხმაგად მტკივა გული რომ მოკვდა :(
მალე დადე შემდეგი

 


№3 სტუმარი ანუ

როდის დადებ

 


№4  offline წევრი bird of life

კეტი
ვაუ შოკი იყო ლიზ ბრავო !!:)

მადლობაა, მაგრამ იცოდე მალე თუ არ დადებ ახალ თავს ეგ აფერისტობა არ გიშველის laughing heart_eyes

სტუმარი ანი
აუ კარგი რააააა ასე როგორ უნდა მომკვდარიყო იოოოო :'(
იმდენს საუბრობენ იოანეზე ძალიან შემიყვარდა უკვე და ახლა ოთხმაგად მტკივა გული რომ მოკვდა :(
მალე დადე შემდეგი

მადლობააა, რომ შემიფასე და შენი აზრი გამოხატე, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მომავალ თავებში დიდი სიურპრიზები გელოდებათ. smiley heart_eyes

ანუ
როდის დადებ

ყველანაირად ვეცდები, რომ მალე დავდო, ამ ბოლო დღეებში ცოტა გადატვირთული ვარ რაღაც მიზეზების გამო. relaxed

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე კიდევც მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent