შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარილისი |6|


24-05-2020, 23:33
ავტორი Âme
ნანახია 640

ლილიმ იხელთა თუ არა დრო, მაშინვე ჩამოიპარა პირველ სართულზე, ფრთხილად გამოიხურა კარი და ეზოს ბოლოსკენ წავიდა, სადაც ანარა და ნიკოლი ეგულებოდა. შორიდან ვერ შენიშნა სილუეტები. თვალები დააწვრილა მხედველობის სიმკვეთრის გასაზრდელად, მაგრამ, მაინც არავინ ჩანდა. ნაბიჯს მოუჩქარა. თავიდან იფიქრა, იქნებ ძელსკამზე ისხდნენ, როგორ ყოველთვის, მაგრამ , იქაც სიცარიელე... ყველა შესაძლო ადგილი დაათვალიერა, მაგრამ არსად ჩანდნენ.
-ღმერთო , ოღონდ ის არ მოხდეს, რაც გავიფიქრე,- შეწუხებული გულში ლოცვასავით იმეორებდა ერთსა და იმავეს. ბოლოს, ჭიშკრისკენაც გავარდა . შესახვევი გაიარა. თავქვუდმოგლეჯილმა მიირბინა მთავარ გზამდე. მაგრამ, თითქოს, მთელი შემოგარენი მის წინააღმდეგ აჯანყდა და პირქუშმა ღამემ შთანთქა ორთავე. შუბლზე შემოიტყა ხელი და თავი შეუძლოდ რომ იგრძნო, იქვე , საფეხმავლო კანტზე ჩამოჯდა, ძალაგამოცლილი. ჯერ კარგად ვერ მოესწრო მომხდარის გაანალიზება, გული აუჩქარდა. გუმანით გრძნობდა , რომ ნიკოლას ამბავს მაინც გაგებდა და კიდევ ერთ სიგიჟეს ჩაიდენდა, მაგრამ ბავშვის წაყვანას თუ გაბედავდა, აზრდაც არ მოსვლია. თავს იდანაშაულებდა, არ უნდა გამომეყვანა და მით უმეტეს მარტო არ უნდა დამეტოვებინაო, მაგრამ რას იფიქრებდა, ასეთ ამბავს თუ დაატრიალებდა . იჯდა განადგრებული და გამოსავლის პოვნას ცდილობდა. ანარა კი, ნიკოლასთან ერთად უკვე სახლისკენ მიმავალი, შემთხვევით გამვლელი მანქანის ღია საზიდარზე იჯდა, ბოსტნეულის კონებს შორის. თავის მოსასხამში გაეხვია პატარა, საღამოს სიცივისგან დასაფარად და მეთი სითბოსთვის, გულმოდგინედ შემოეკრო მკლავები.
-მე ვთქვი, რომ მოხვიდოდი. ვიცოდი, რომ იგრძნობდი და გამოჩნდებოდი. -იმედიანი თვალებით ამოხედა ნიკოლამ და მუცელზე აკოცა. ტანში ჟრჟოლასავით დაუარა თბილმა შეხებამ და მხოლოდ ახლაღა გაახსენდა ბავშვი, რომელიც მის სხეულში გადარჩენისთვის იბრძოდა. მოღერებული საყელო დაიფარა და კალთები შემოიკეცა სითბოს დასაჭერად. ეგონა, გაუსკდებოდა თავი ყველაფერზე ფიქრით. ღმერთს შეევედრა ნაყოფს არაფერი მოსვლოდა. რამდენი კონსულტაციაც არ უნდა გაერა ფსიქოლოგთან, რა რჩევა დარიგებაც არ უნდა მიეღო, მიხვდა, ახლა ორმაგად გრძნობდა დედობრივ პასუხისმგებლობას. სამ სიცოცხლეზე უნდა ეზრუნა და ცდილობდა, დაშტერილი ენერგია მოეკრიბა. ნაცნობ ადგილებს რომ მოჰკრა თვალი, მძღოლს მინაზე მიუკაკუნა, გაჩერების ნიშნად. მის კალთაზე ჩაძინებული ნიკოლა ფრთხილად შეაფხიზლა და ნელა ჩამოსვა მანქანიდან. სადღეღამისო აფთიაქის ფანჯარასთან ზლაზვნითა და მთქნარებით მოიტანა უძილობისგან მიმიკამორღვეულმა ფარმაცევტმა მალამო და როგორც კი გამოისტუმრა, ბუზღუნით დაკეტა პატარა სარკმელი. ჯიბეში გასაღები ხელის ფათურით მოიძია, ადგილზე იყო. აუჩქარებლად აიარა კიბეები და ბავშვთან ერთად შევიდა სახლში.
დაღლილობისგან ძლივს იდგა ფეხზე ნიკოლა და ძილმორეულ თვალებს მძიმედ აფახულებდა.
ხელჩაკიდებულმა შეიყვანა საძინებელში. ღამის სანათი აანთო და საღამურად მისი მაისური გადმოუდო. დაოსებულ სხეულს შემოაცალა ზედა სამოსი. ჭრილობებზე ალაგ-ალაგ მიკროდა ქსოვილი, მაგრამ ტკივილის გამოხატვის თავიც არ ჰქონდა. პატარა კოლოფს თავი მოხსნა და თითით ფრთხილად გადაატარა ჭრილობებზე გრილი მალამო. გამხდარ სხეულზე ფუმულა საბანი გადააფარა და გვერდით მიუწვა . ახლა ზუსტად ისე იყვნენ , როცა-მაშინ , დასჯილი ანარას სანახავად რომ მოვიდა და სინესტეში გაატარა მთელი ღამე . ამჯერად სხეული ნიკოლას ეწვოდა, თუმცა, არც მისი გულის ფლეთა იყო ნაკლები . თავზე ეფერებოდა და ყოველი თვალის დახუჭვის შემდეგ უნდოდა ყველაფერი მოჩვენება ყოფილიყო, რომ მის თვალებს , ნიკოლას სიფრიფანა ზურგი ასე არასდროს ენახა. თუმცა, თვალების ხამხამი არაფერს ცვლიდა და ყოველ ჯერზე, ისევ რეალობაში ეღვიძებოდა.
***
ნერვიულობისგან მთელი ღამე გაათენა ლილიმ. ანარა ტელეფონს არ პასუხობდა. ხომ უთხრა, ენერგია ეწურებაო და ალბათ აღარც გახსენებია ჩართვა. იცოდა ბავშვი საიმედო ხელში იყო ,მაგრამ ახლა იზოლდაზე ჯავრობდა. რა მოხდებოდა, როცა გათენდებოდა და ნიკოლა არ გამოჩნდებოდა. მერე რა უნდა გაეკეთებინა . საკუთარი თავი ჯანდაბას, არც ანარას ელოდა კარგი დღე. ამჯერად, იზოლდა ასე უმოქმედოდ აღარ დაჯდებოდა და რადგან რეალური მიზეზი მიეცა, აუცილებლად გადმოანთხევდა ყველაფერს. ცას აისი რომ მოედო, უკვე ვეღარ გაუძლო . ფეხებზე წინდები ამოიცვა, თასმები შეიკრა და მერის გამოჩენას კარში დაელოდა. არასოდეს იგვიანებდა. ახლა კი მოსვლამდე დარჩენილი ხუთი წუთი ისე გაიწელა, ეგონა, საათის ისრის ყოველი გადაადგილება ტვინში უკაკუნებდა და ყვავივით დასჩხაოდა თავზე. ნერვიულად, დატეხვამდე ისრესდა თითებს. ეზოში შემოაბიჯა თუ არა , მისალმებაც არ აცადა . ხელი მაჯაში ჩაავლო და იქვე საკვების მარაგის ოთახში შეიყვანა. სწრაფ-სწრაფად აყრიდა სიტყვებს ერთმანეთს და გაუგებრად ისროდა რეპლიკებს . თავზე ხელები შემოეწყო და ვიწრო კედლებს შორის ბოლთას სცემდა. მერი ცდილობდა ცოტათი დაემშვიდებინა და ბოლოს, როგორც იქნა გარკვეული აზრი გამოიტანა „მონათხრობიდან“.
-ღმერთო ჩემო, ახლა სად არის ?-ღრმად ამოისუნთქა მერიმ და თმა გადაიწია.
-არვიცი , არაფერი ვიცი მერი. ჩემთან ცხოვრობდა , მაგრამ ახალ სახლში გადავიდა.
-ბავშვი საფრთხეშია მასთან?
-არა , არა , არავითარ შემთხვევაში. ნიკოლა ყველაზე მეტად უყვარს ამ ქვეყნად. მე ის მაშინებს , რომ ამით თავს დაიღუპავს. არავინ აპატიებს მსგავს საქციელს.
-იქნებ, როგორმე შევძლო სიტუაციის გამოსწორება .
-როგორ, როგორ?- ნერვიულობისგან ყბა უკანკალებდა ლილის,- იზოლდა ახლა ნამდვილად უჩივლებს . ოჰ, ყველაფერი ჩემი ბრალია , მარტო არ უნდა დამეტოვებინა,- ყოველ მეორე წინადადებას თვითგვემას აყოლებდა. რომ ვერ შესძლო მისი დაცვა , რომ იზაბელის თხოვნა ვერ შეასრულა და ანარას სათანადოდ ვერ მოუარა. მერიმ წინამძღვარს თხოვა განთავისუფლება. მიზეზად ოჯახური პრობლემები მოიგონა . ლილის დამშვიდობებისას ყურში უჩურჩულა არ იდარდოო და ანარას მოსაძებნად გაეშურა. მონაყოლის შინაარსი რამდენჯერმე გადაიმეორა თავში . იცოდა, იზოლდა რისი გამკეთებელიც იყო. ბევრჯერ თავადაც შეესწრო და გამოექომაგა ბავშვებს ,მაგრამ გაგონილმა რეალურმა ამბებმა შეძრა. უფრო სწორად , ზუსტ შესატყვისს ვერც უძებნიდა. თავში კადრებად მოდიოდა მოსმენილი და იმპულსები ტვინს ურევდა. ესმოდა ანარასი და უნდოდა ,მთელი გულით უნდოდა დახმარებოდა. ნერვიულობისგან დაცვარული შუბლი რამდენჯერმე მოიწმინდა . ბევრჯერ, ბევრჯერ შეხედა ლილის ფურცელზე დაწერილ მისამართსა და პარალელურად გზად შენობებზე გაკრულ ნომრიან ფირფიტებს. სიგიჟე იყო რასაც აპირებდა, ნადვილი სიგიჟე. მაგრამ , გული კარნახობდა, რამე გზა უნდა მოეძებნა. როგორმე, დროულად მიეგნო ანარასთვის და დახმარების ხელი უყოყმანოდ გაეწოდებინა.

***
იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ყოფილიყო, დილით თვალი გაეხილა და პირველი ნიკოლას დაბურცული ტუჩები დაენახა. უნებურად გაეღიმა, სახეზე ფაქიზად დაუსვა თითები და ცხვირით საფეთქელზე მიინაბა. მშვიდად სუნთქავდა, როგორც-არასდროს და არაფერზე ფიქრობდა. პატარა სახლი, ის და ნიკოლა. სხვა, არც არავინ იყო საჭირო ბედნიერი კერისთვის. რამდენიმე წუთი თვალდაუხამხამებლად უყურა. შემდეგ, დაბუჟებული ხელი ფრთხილად გამოაცალა თავს ქვემოდან, რამდენჯერმე შეკრა მუშტი მჩხვლეტავი გრძნობის გასავლელად, შუბლზე თბილად აკოცა და საბნიდან გამოძვრა. მაჯაზე შერჩენილი რეზინით უცებ აიხვია თმა და მძინარეს გაშლილი გადასაფარებელი მჭიდროდ შემოუკეცა გვერდებზე. ფეხისწვერებით გამოვიდა ოთახიდან, შეამოწმა , სათავსოებში დაგროვებული წყალი თუ ეყოფოდა. ჩანთიდან ამოღებული გათიშული ტელეფონი იქვე, შემოსასვლელის ტუმბოსთან შეაერთა და საუზმის მოსამზადებლად სამზარეულოში შევიდა. ნიკოლას უყვარდა ბლინები, ხილის მურაბით, და ფორთოხლის წვენით. კედელზე მიკიდებულ უჯრებში ბევრი არაფერი ჰქონდა. ეგ კი არა, ბოლო დროს ბავშის ხათრით თუ ჭამდა, ძლივს-ძლივობით. კიდევ ერთხელ, ფრთხილად შეიხედა ოთახში , დარწმუნდა მშვიდად ეძინა . ფეხსაცმელები ჩაიცვა, საფულე აიღო , კარი გადაკეტა და ლამის ღიღინით გაუყვა მაღაზიისკენ. უნდოდა ყველაფერი ძალიან ლამაზად გამოსულიყო და მარილისის გარეთ მათი პირველი დილა განსხვავებულად აღენიშნა, როგორც , ნამდვილი ოჯახი. თუმცა, ახლა თამაშს არ აპირებდა. უნდოდა სინამდვილედ ექცია მისი ოცნებები. რაც სჭირდებოდა სწრაფად მოიქუჩა მკლავებში და გასასვლელში ფულის გადასახდელად დაყოვნდა. რიგში დგომისას მოულოდნელად გაუელვა თვალწინ იარების მიყენების წარმოსახვითმა პროცესმა და გააჟრჟოლა. ღმერთო, წარმოდგენაც კი ზარავდა. ღირებული არაფერი გააჩნდა იზოლდას , რამეთუ შეწყალების განცდა. იოტის ოდენაც კი ვერ გაიხსენა , რის გამოც, მის ამ ქვეყნიდან გაქრობას არ ინანებდა. აჩქარებული ნაბიჯით დაბრუნდა სახლში. სამზარეულოს მაგიდაზე მოსამზადებლად გაშალა ყველაფერი და პატარა ჯამი გამოდგა ხელის სათქვეფთან ერთად . არ უნდოდა ეს წუთები როდესმე დასრულებულიყიო. საშუალება რომ ჰქონოდა, ყველაფერს წაშლიდა ცხოვრებიდან , ამ ეპიზოდს ჩაიწერდა და დაუღალავად, დაუღალავად გაიმეორებდა მთელი დარჩენილი დრო.
***
თავიდან ეუცნაურა ახალი კედლები. შეშინებული წამოჯდა და ყურადღებით დაათვალიერა ოთახი. გადაღლილი გონება ძლივს უსწორებდა თვალს შეჩვეული სურათიდან სიახლეში გადანაცვლებას და მცირე ფორიაქვს იწვევდა. თუმცა, ნაცნობმა ხმამ და მომიჯნავე ოთხდან მომავალმა ღიღინა ბგერებმა უმალ გაახსენა ყველაფერი და თმააბურძნგულმა შემოაბიჯა პატარა შიშველი ფეხებითა და თვალების ფშვნეტით .
-დილა მშვიდობის,- ნიკოლას საოცრად ტკბილი ხმა, ყოველ ჯერზე, ანგელოზის გალობასავით ჩაესმოდა ანარას. ახლაც, შეხედა თუ არა, თვალები გაუნათდა, ხელები გაითავისუფლა და მის მოახლოებას დაელოდა.
-უკვე გაიღვიძა ანას ერთადერთმა სიხარულმა.?
-ანუ, მართალია, რომ, ჩვენ გუშინ მარილისიდან წამოვედით? მეგონა , დამესიზმრა,-გულუბრყვილოდ ჩაიბურტყუნა ნიკოლამ და მაგიდასთან მიდგმულ მაღალ სკამზე აბობღდა.
-არა , არ დაგესიზმრა.
-შენ მართლა გიჟი ხარ ,- გაეცინა , შემდეგ ქვემოდან ამოხედა და ისევ გააგრძნო,- და მე შენ ძალიან მიყვარხარ დედა ანა,-უცებ შეწყვიტა ანარამ საქმიანობა. ხელები მოხვეულ წინსაფარზე შეიწმინდა და მის წინ ჩაიმუხლა.
-მხოლოდ შენთვის, კარგი? შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ყოველთვის გახსოვდეს, რაც არ უნდა მოხდეს, შევთანხმდით ?
-შევთანხმდით. ამ ბლინებსაც ჩემთვის აკეთებ?- ცალი თვალით ეშმაკურად გადახედა ჯამში მოქცეულ ცომს და ფეხები აათამაშა.
-კი ,ამასაც მათ შორის,-სიცილი ვეღარ შეიკავა ანარამ, მისი გამომეტყველება რომ დაიჭირა.
-იცი როგორი იყავი? სუპერ გმირს ჰყავდი. ხელში ამიტაცე და ღობეზე გადმოვფრინდით. აი, ასე...- არ ჩერდებოდა და ჟესტებით ცდილობდა ღამის ამბების გახსენებას.
-ნიკოლა მორჩი ჩემს დაცინვას,- ხალისმა აიყოლა ისიც და ცოტა ხანში, ფანჯრებიდან გამოფრქვეული ხმამაღალი კისკისი მოედო ეზოს. ყველა მოძრაობას ახალი სიცოცხლე შემოჰქონდა და თითქოს, კედლებზე დახატული ყვავილებიც აყვავდნენ უცაბედად. პატარა მხიარულად დახტოდა აქეთ-იქეთ, ანარას ქცევებს აჯავრებდა და წამით არ ჩერდებოდა.
-შედი მიდი, ხელები დაიბანე და ვისაუზმოთ,-მხიარულად გამოსძახა და ბოლო ბლინიც ააცალა ტაფას .
-შენც წამოდი და ერთად ვისაუზმოთ.
-წამოვალ, წამოვალ პატარა მაიმუნო,-წელზე მოუღუტუნა და მასთან ერთად შევიდა სააბაზანოში. ნიკოლა წყალს წვრილ წვეთებად ასხურებდა სახეზე და შესვენებას არ აპირებდა. თითქოს, დრო შენელდა და ამ კედლებს სამუდამოდ დარჩა სამახსოვროდ ბედნიერი ღიმილები. გაწუწული, ქაფიანი, მოკისკისე სახეები.
საპნის ბუშტების ბოლო ფთილებს აცილებდა ხელებიდან , კარზე კაკუნი რომ გაიგონა. თავიდან ყურადღება არ მიუქცევია, რადგან არავის ელოდა. ეგონა ,მეზობელთან მივიდა ვინმე და უბრალოდ შორეული ხმა შემოდოდა. თუმცა , შემდეგ დილით, ადრიანად კარს მომდგარი გოგონა გაახსენდა. ნიკოლას პირსახოცი მიაწოდა, ხელების გასამშრალებლად და კარი ისე გაღო ჭუჭრუტანაში არც კი გაუხედავს. უწყინარ სტუმრობასა და კარის მეზობლის წაღებული ჯეზვეს დაბრუნებას ელოდა. გასაღები რამდენჯერმე მოატრიალა, სწორედ მაშინ დაიწყო ტუმბოზე დადებულმა ტელეფონმა, რეკვა და შეღებული კარი ინერციით გაიღო. ყურმილის მეორე მხარეს ლილი იყო. აკანკალებული ხმით აფრთხილებდა იქაურობას გაცლოდა, რომ იზოლდა ვერ შეაჩერა და ახლა ისე იძებნებოდა, როგორც კრიმინალი, ბავშის გამტაცებელი. წამებში გაიყინა. ეგონა მყუდრო, თბილი ოთახიდან სუხსხიან ზამთარში გააგდეს შიშველი. ტერფებიდან დაუარა უცნობმა განცდამ და ეკლად დააყარა მთელ სხეულზე. ნელა, ცივად მობრუნდა და დერეფანში მოწყობილი სანახაობის შემხედვარე, ადგილზე გახევდა. ორი ფორმიანი ახალგაზრდა იდგა თავაწეული და საპასუხო რეაქციას ელოდა. ერთიანად, კიდევ ერთხელ დაუარა ჟრჟოლამ და ცალი თვალი აბაზანისკენ გააპარა.
-ღმერთო, სადაც არსებობ ,გადმომხედე,-გულში ბუტბუტებდა, ხვდებოდა სხვა გზა აღარ დარჩენოდა და წამიერად დახუჭა თვალები.
-ქალბატონი ანარა დევინე ბრძანდებით?-მკაფიოდ ისმოდა ოფიცერთა ხმა . თავად, ისევ იმ ადგილას იდგა ჩუმად და ვერაფერს აკეთებდა. საოცარი სისწრაფით მიექანებოდა უფსკრულისკენ . გონებაში უწყვეტად ჩაესმოდა ლილის სიტყვები: ბოროტმოქმედი, ბავშის გამტაცებელი. აქ, ერთადერთი ბოროტმოქმედი და მოძალადე იზოლდა გახლდათ. მაგრამ , ის ახლა კანონის უზენაესობის ძალითა და უფლებით ცდილობდა მისთთვის ერთადერთი იმედის წაგლეჯას. ნუთუ, ასე უნდა ხდებოდეს. თითქოს სამართლიანობისთვის ვიბრძვით, სიმართლე გვაინტერესებს. ვიცავთ კანონებს და ვცდილობთ, ჩვენს ირგვლივ ბედნიერი გარემო შევქმნათ. ამ დროს კი, ძალაუფლების კვერთხი ყოველთვის იმ ადამიანის ხელში აღმოჩნდება, ვინც ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებს. ნამდვილად კომიკური იყო. სხვა დროს ალბათ სასაცილოდ არ ეყოფოდა. მაგრამ, ახლა, ნამდვილად აკეთებდა ამას იზოლდა, ურცხვად,მოურიდებლად. იცოდა დაანგრევდა, გაანადგურებდა , მიწასთან გაასწორებდა და სწორედ ეს ნგრევის პროცესი ანიჭებდა უდიდეს სიამოვნებას. ნებართვა არც უთხოვიათ, ისე შემოვიდნენ სახლში და ბავშვის ძებნა დაიწყეს .
-მე მოვრჩი, ვისაუზმოთ?-ხელები საგულდაგულოდ შეიმშრალა თუ არა , კარიდან გამოჰყო თავი და ანარასთან მიირბინა,-სტუმრები გვყავს ?- გულუბრყვილოდ იკითხა და მისკენ გამოწეული ფორმიანებისგან თავის ასარდებლად ანარას მოეფარა. თუმცა , ისინი დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდნენ და შეჩერებას არ აპირებდნენ.
- არა , არა თქვენ მას ვერ წაიყვანთ,-აფორიაქებული ხელებს ასავსავებდა და ბავშვს ეფარებოდა.
-ქალბატონო, თქვენ ბავშის გატაცება გედებათ ბრალად. თქვენთვისვე სჯობს არ შეგვეწინააღმდეგოთ.
-რა? არა , არა ,-მეორე მხრიდან იწევდა ნიკოლა და კაბაზე ებღაუჭებოდა.
-გატაცება? მე ის მარილისის ძინამღოლის კლანჭებიდან დავიხსენი. ჩემი შვილია, მას ვერ წაიყვანთ.
-ბავშვი სოციალურ მუშაკებთან იქნება უსაფრთხოდ,-მხოლოდ ახლა გაარჩია ანარამ ახალი სახე. რომლის შემოსვლა ვერც კი შენიშნა და რომელიც, ცდილობდა ნიკოლას ხელებიდან ჩაბღუჯული კაბის ქსოვილი გაეთავისუფლებინა. ცოტა ხნის წინ ძეგლივით მდგომი წამებში იქცა გიჟად. ნიკოლას გულში იხუტებდა და ხელის გაშვებას არ აპირებდა. მეორე ხელით მის ირგვლივ შეკრებილი უცხოების მოგერიებას ცდილობდა. მაგრამ, განა მარტო რას გახდებოდა. ნიკოლას სახე გაწითლებოდა , ბოლო ხმაზე ყვიროდა , რომ არ დატოვებდა. სამყარო გაჩერდა ანარას გარშემო და დაიბინდა. გაუაზრებლად ტრიალებდა სახეები მხედველობის ირგვლივ. ყრუდ ჩაესმოდა ბრძანებები და მოთხოვნები. ბავშვის ხმა გულზე ეცემოდა და დაჭრილ მხეცს ამსგავსებდა.
-დედას ვერ წაიყვანთ,- რამდენჯერმე გაუსხლტა ხელიდან სოციალურ მუშაკს, მაგრამ, ყოველ ჯერზე, ვიღაც დგებოდა მათ გამოწვდილ ხელებს შორის და ეთმანეთთან მიახლობის საშუალებას არ აძლევდათ. საკინძე ლამის აიწყვეტდა ღილებს, საოცარი ძალა მისცემოდა კაფანდარა სხეულს და ბოლომდე ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას. გაწეწილი თმა სახეზე ჩამოყროდა და გახშირებული სუნთქვისგან ჰაერში ირწეოდა.
***

სირბილით ამოიარეს მერიმ და ლეონმა კიბეები. დილიდან მოყოლებული ცდილობდა ანარას სახლის მისამართის დადგენას. ბოლოს, როგორც იქნა, ლეონს მიაგნო. გული ლამის ამოვარდნოდა საგულედან. საპატრულო ეკიპაჟის ციმციმები დაუსრულებლად იცვლიდნენ ფერებს. მათი დანახვისას, მკვეთრად მოაბრუნა საჭე და უახლოეს შესაძლო ადგილას გაჩერდნენ.
-მოგვასწრეს , მოგვასწრეს,-აფორიაქდა მერი. თავქუდმოგლეჯილები გადმოხტნენ და სადარბაზოში შევარდნენ. გაფრთხილება, მშვიდად მოგვარება, ყველა გეგმა, რაც გზაში მოიფიქრეს, დაგვიანებული და უსარგებლო გახდა წამის მეასედში.
მეზობლები ფანჯრებიდან იყურებოდნენ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ანარას ყვირილი და ბავშვის ტირილი ისე ირეოდა ერთმანეთში საშინლად აბნევდა. ჩქარობდა, ჩქარობდა, მაგრამ დააგვიანდა. იზოლდას უკვე აემოქმედებინა მისი მცოცავი მარწუხები და ყველას სათითაოდ დასახრჩობად შემართულიყო.
-ღმერთო ჩემო, ვერ მოვასწარი,-სადარბაზოში აიწურა მერი და მხრები ჩამოყარა.
- აქ რა ჯანდაბა ხდება, ვერავინ ამიხსნით?- ღრიალით შევარდა ლეონი სახლში და შეეცადა ქალზე მოხვეული ძლიერი მკლავები მოეცილებინა, მაგრამ ოფიცრები არ აპირებდნენ პოზიციების დათმობას. ბოლო- ბოლო ეს მათი სამსახური იყო და ვალდებულები იყვნენ, ზემდგომთა ბრძანება პირნათლად შეესრულებინათ.
-მაპატიე ნიკოლა, მაპატიე,- ვედრებასავსე თვალებით ემუდარებოდა ანარა და ჩანჩქერად დადენილი ცრემლების ნახევარს უნებურად ყლაპავდა. ლაპარაკიც უჭირდა უკვე, ისე ჩახლეჩოდა ხმა.
-მას ასე ცხოველივით ვერ წაიყვანთ, ფეხმძიმედაა. მუცლით ჩემს შვილს ატარებს ,- ხმამაღლა იმეორებდა და იმეორებდა, მაგრამ უშედეგოდ. ამაოდ ცდილობდა ვითარების შემსუბუქებას.
-ყოველთვის, ყველაფერს გაპატებ დედა,მიყვარხარ ანა ,- ეს იყო ბოლო სიტყვები, რაც იმ დღეს მისგან გაიგონა. კაბის ბოლო გაიხა და ნიკოლას ხელში შერჩა ქსოვილის ნაფლეთი. უნიფორმაში გამოწყობილმა ორმა კაცმა ისევ ძლიერად ჩაავლო ხელებში და სახლიდან ძალით გაიყვანა. მერი კედელთან ჩაკეცილ ბავშვს მივარდა და მხრებზე მოეხვია. ცდილობდა რამე ეთქვა ,რითაც ცოტათი მაინც დამშვიდდებოდა. მაგრამ იგი, გულამოსკვნილი ტიროდა და პაწაწინა ხელებით იცილებდა ყველა მოახლოებულ სხეულს.
-გამოგიყვან ანარა, არ შეგეშინდეს. აუცილებლად გამოგიყვან ,-სადღაც შორიდან ესმოდა ლეონის ხმა. მანქანაში თავდახრილი ჩასვეს და გამაყრუებელი ხმებიც გაისმა. კონტარსტების საუკეთესო მაგალითი იყო მისი ცხოვრება, მაგრამ ეს, მეტისმეტი გახლდათ. ცრემლებად იღვრებოდა და კარგად ხვდებოდა რა დიდი განსაცდელში ჩავარდა. ვიწრო ოთახში უმოწყალოდ შეკეტეს. სულ იძახდა, რომ მარტო იყო ამ ქვეყნად. ახლა, მართლა მარტო დარჩა. კედელთან მიდგმულ სკამამდე მილასლასდა და მოწყვეტით დაეშვა. აკანკალებული ხელები კალთაზე დაიწყო და თავი ჩაქინდრა. აქედან გამოსავალი არ არსებობდა. სასწაული თუ იხსნიდა, მაგრამ, მის ცხოვრებაში გამართლების სიხშირეს თუ გავითვალისწინებთ, ამის იმედზე ნამდვილად ვერ იქნებოდა. საბოლოოდ დამთავრდა ყველაფერი, შესაძლებლობები უგზო-უკვლოდ დაიკარგა და მეწყერივით ჩამოწოლილმა დარდმა ერთიანად დანისლა წარსულში მილიონჯერ წარმოდგენილი და დაგეგმილი ბედნიერი მომავალი. ლეონი ისე დაადგა თავზე ნაბიჯების ხმა ვერც გაიგო. ჯიბეებში ხელჩაწყობილი იდგა .სახეზე ნამდვილად ეტყობოდა გაბრაზება, მაგრამ ცდილობდა თავი შეეკავებინა.
-ბატონო ლეონ , მე ... მე ასე არ მინდოდა მომხდარიყო,- დაწითლებული თვალები შეანათა და ბლუკუნ-ბლუკუნით ძლივს ამოიღო ხმა და ნელა მიუახლოვდა ჩაკეტილი კარის მეორე მხარეს მდგომს.
-მე შენ გთხოვე ანარა. მე შენ გაგაფრთხილე. ეშმაკმაც დასწყევლოს,-ხელი ისე მაგრად დაატყა რკინის სვეტებს, მეტალმა მთელს სიგრძეზე გაიზრიალა.
-მაპატიეთ, მე მხოლოდ ჩემი შვილის დაცვა მინდოდა.
-შვილის? შენ შვილი არ გყავს . თავშესაფრიდან ბავშვი მოიტაცე. თუ ხვდები მაინც, რა მძიმე ბრალდებაა.
-ცემდნენ, თქვენ არ იცით როგორ ტკენდნენ. მე არ შემეძლო მისი იქ დატოვება ბატონო ლეონ,-კიდევ უფრო ემატებოდა ცრემლების ნაკადი. ნიაღვაივით მოდიოდა ნიკაპამდე და მთელს გულ-მკერდს უსველებდა.
-იცი, რას უნდა აკეთებდე? შენ ახლა უნდა იწვე, ისვენებდე, მშვიდ გარემოში მუსიკას უსმენდე. ჩემ შვილზე უნდა ზრუნავდე. შენ ვალდებული ხარ მას გაუფრთხილდე. ნუთუ, ერთი წუთით მაინც არ დაფიქრდი, რომ შეიძლებოდა რამე მოსვლოდა. ის, ხომ მხოლოდ შენზეა მონდობილი და სიცოცხლისთვის იბრძვის. გითხარი, რომ ეილინი ვერ გადაიტანს მორიგ იმედგაცრუებას. მე შენ გთხოვე, რომ თუ რამე პრობლემა იყო დაგეხმარებოდი, მაგრამ შენ, შენ რა გააკეთე. ყველაფრის დამალვა არჩიე. რატომ ანარა, რატომ?- იგრძნო უკვე კონტროლს კარგავდა და ცხელი სუნთქვა ცეცხლივით ეფრქვეოდა ტუჩებზე.
-თქვენი შვილი ჯერ არ დაბადებულა და უკვე მასზე ფიქრობთ. ჩემი კი იქ იტანჯება. აჭრელებული აქვს ტანი , იმიტომ რომ ტირანი აღმზრელი გვყავს. მას არ აურჩევია იქ ყოფნა. ის არ არის დამნაშავე, რომ თქვენნაირი მზრუნველები არ აღმოჩნდნენ მისი ნამდვილი მშობლებ . ნიკოლა არ იმსახურებს ასეთ ცხოვრებას. მე არ შემეძლო იქ დამეტოვებინა, ნუთუ ასე რთულია ამის გაგება .
-შენი შვილი არ არის. რაც ჩაიდინე, კრიმინალია, კრიმინალი, გაიგე?
-ჩემია.. არ არის , რადგან სხვამ გაააჩინა? მაშინ, ეს ბავშვი როგორ დაუძახებს დედას ქალბატონ ეილინს,- ბოლო ხმაზე ყვიროდა და ცდილობდა სიბრაზე ერთიანად ამოენთხია,-აქ იზოლდა უნდა იჯდეს და არა მე. მაგრამ, სად არის ხოლმე სამართალი, ახლა რომ გამოჩნდეს,- სახეზე შეახმა ლეონს ყველა ემოცია. თავს ძლივს აკონტროლებდა. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და ეცადა ცოტათი დამშვიდებულიყო, რომ რაციონალურად აზროვნების საშუალება მისცემოდა.
- ყველანაირად ვეცდები,რომ აქედან, რაც შეიძლება მალე გაგიყვანო. ილოცე, რომ ჩემი შვილი კარგად იყოს,-სახე ახლოს მიუტანა და ბოლო სიტყვები მარცვალ- მარცვალ გაუმეორა. მის შემდეგ არაფერი უთქვამს , თავი გაატრიალა და მძიმე ნაბიჯებით დატოვა იქაურობა . რკინის გისოსებს მოჭიდებული თითები გათეთრებოდა. ისევ მარტო დარჩა თუ არა, ნერვებმა უმტყუვნა და ხმით ატირდა. თავს ვეღარ იკავებდა. იგრძნო როგორ ეცლებოდა ძალა ,ფალანგები ჩამოუცურდა და იქვე დაეცა. ისეთი უსუსური იყო, როგორც- არასდროს. ამჯერად, მხოლოდ საკუთარ თავს კი არ ვნებდა, არამედ ყველაზე ფასეულს, ძვირფასსა და ხელშეუხებელს.
როცა თავად, ცხოვრებაში დაკარგული სხვისი ნაიარევის მოშუშებას ცდილობ , საქმე ნახევრამდე მიგყავს და მასაც გახიდულს ტოვებ არსებობასა და არარსებობას შორის. გინდოდა დახმარებოდი და უარესი გამოგივიდა, შენი უღონობის, უძალობის, უუნარობის გამო. ფიქრობ, იქნებ, უშენოდ ბევრად კარგად ყოფილიყო. იქნებ, სხვა რომ მიგეშვა, სხვისთვის რომ დაგეთმო ასპარეზი, დღეს ფეხზე წამომდგარისთვის გემზირა სიხარულის თვალებით . ახლა კი, ზიხარ და ფიქრობ , ფიქრობ და გამუდმებით ეძებ ათასნაირ გზას , მაგრამ რეალობას ვერ შეცვლი. კარგად იცი შენი ბრალია , მაგრამ ვერაფერს შველი. ზიხარ და ფიქრობ, ისედაც დაკარგული კიდევ უფრო გშთანთავს უსასრულობა და თავს ვეღარ ერევი. გინდა ბოლო ხმაზე ამოიკივლო სულის ყველა მოძრაობა . ყველაფერს უშვებ ხელს, იმის შიშით, რომ თან არ გაიყოლო და იკარგები კიდევ უფრო შორს , გაუგებრობაში . თან მიგაქვს იმედები, გაუზიარებელი სითბო და სიყვარული , კეთილი სურვილებით გავსებული გული, მაგრამ შენ უკვე იქ ხარ სადაც ეს ყველაფერი არაფერში სჭირდებათ . ზიხარ მარტო და ნელ-ნელა გლეჯენ სხეულს შიგნიდან დაგუბებული გრძნობები. გლეჯენ და პეპლებად მიფრინავენ , იქ სადაც სჭირდებათ. და რჩები გაგლეჯილი, ემოციადაშტერილი სხეულის ამარა.



№1 სტუმარი ღამის სტუმარი

ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე არ მეყო ალარაც ძაან იმპულსურია მარა ბავშვია ჯერ სულ როგორ უნდა იტანჯოს ამ გოგომ ნუთუ არ გამოანათებს მის ცხოვრება ში.ძაან მომწონს ველი შემდეგს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent