შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი {9}


25-05-2020, 20:50
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 495

გაფითრებული სახით და ჩაწითლებული თვალებით შეაღო კარი,მთლიანი სხეული უთრთოდა ნერვიულობისგან, ფეხები არ ემორჩილებოდნენ, რომ გზა განეგრძო. ნელი, თითქმის უხმო ნაბიჯით დაფარა მანძილი, საწოლამდე და არანაკლებ გაფითრებულ დემნას დახედა, გული რომ აუდიოდ-ჩაუდიოდა.
-ჩემო პატარა! დისკენ გადაატრიალა თავი და ახლოდან დააკვირდა ქალის ნაკვთებს, რომელიც ასე ძალიან უყვარდა
-დემნა! ძლივს ამოილიღლუღა და ძმის განიერ მხრებს სუსტად ჩააფრინდა.
რას უნდა ეტკინა ფანგანისთვის? ალბათ მხოლოდ ამ ადამინის დაკარგვა გაასწორებდა ბოლომდე, ყველაფერს დაძლევდა ოღონდ უდემნაობას ვერ.
-კარგად ვარ! ყელთან აკოცა და ღრმად შეისუნთქა სასიამუვნო არომატი, რომელზეც პატარაობიდანვე გიჟდებოდა.
-სული მეწვის გესმის? რა ჯანდაბაა? უღონოდ ჩამოყარა ხელები და კიდევ ერთხელ აათვალიერა მწოლიარე კაცი.
-კარგი რა ანიუტა, რანაირი ხარ. რას ზრუნავ ჩემზე, ხომ იცი რა ვირი ვარ? ეცადა გაეღიმა მაგრამ არ გამოუვიდა. ჭრილობა იმდენად სტკიოდა დანა პირს აღარ უხსნიდა უმცროს ფანგანს.
-ვინ დაგჭრა? უცბად შეეცვალა მზერა ანოს
-რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია კარგად ვარ დანარჩენს ეშველება დაო ჩემო. ნუ მიყურებ ჯიქური თვალებით არ გეტყვი, შენი ქმარიც იყო მოსული და დამღალეთ უკვე, კაცი ვარ თუ პროპკა? ჩემით მოვგვარდები
-დემნაა! გაბრაზებული ხმით წამოიყვირა ანომ და გაპროტესტება სცადა კაცმა, რომ თითი დაუქნია
-პატარავ არ მიცნობ? ირაკლის დავაყენებ ფეხზე და ორ დღეში მოგვარებული იქნება, რაღა შენს ქმარს ვათქმევინო სი*ია ჩემი ცოლის ძმაო. არადა მართლა სი*ი ვარ შენ, რომ გაგათხოვე ესე, უპონტოდ.
-ყველა მე მაგიჟებთ. ფეხზე გიჟივით წამოხტა ანო და მალევე დატოვა პალატა, რომელშიც სული ეხუთებოდა.
კარი გახსნა თუ არა, მაშინვე ჩაიკეცა და ათრთოლებულ ნინიას გახედა. ფერი არ ედო...
-ჩემი ბრალია! ანოს ყურთან ამოიჩურჩულა და მასთან ერთად ჩაიკეცა კედელთან.
-არავის ბრალი არაა გესმის? ძლიერად შეანჯღრია სხეული, არავის ბრალი არაა!
ღრმად სუნთქავდა თვალებ დახუჭული. მიუხედავად იმისა, რომ დაინახა დემნა და მისი ხმაც გაიგო, მაინც საშინლად იყო. გული გამალებით უფეთქავდა. საშინელი ტკივილი თავბრუს ახვევდა და ადგომის ძალაც არ ჰქონდა. მხარში ძლიერი ხელის ჩავლებაზე, თავის აწევა მოახერხა. ამაღლობელის თვალებს, რომ გადააწყდა თითქოს დაივიწყა, რომ ცუდად იყო და თავად წამოდგა ფეხზე. მხარზე დაყრდნობილი ძლივს ჩამოჯდა სკამზე და სანდროს გაწვდილი წყალი გამოართვა.
-კარგად ხარ? კაცის ჩურჩულზე უნებურად შეუხტა მფეთქავი ორგანო და ნაძალადევად გაიღიმა
-მთავარია ის იყოს კარგად! ხელი პალატის კარისკენ გაიშვირა და თეთრ იატაკს დააჩერდა.
-ანო!
-არ გინდა სანდრო გთხოვ, გთხოვ კარგი? იმასაც ვერ ვხარშავ ჯერ რა მოხდა.
-ამის დედაც! უღონოდ ჩამოყარა ხელები.
-კარგი პატარავ! შუბლზე მიაკრო ტუჩები და მალევე მოშორდა იქაურობას.



კართან მდგარ ბექაურს მთვრალი მზერა მოავლო და თავი ისევ გვერდით გაატრიალა. იმდენად ჰქონდა საკუთარი ყოფა ყელში ამოსული, ვეღარაფერს აკონტროლებდა. ცხოვრება ყელზე მარწუხებივით ჰქონდა შემოხვეული და მხრებზე ტვირთად ეწვა ყოველი გათენებული დღე. ზიზღით შეათვალიერა გამოცლილი ვისკის ბოთლი და მზერა ისევ ბექაურზე გადაიტანა, რომელიც ხმის ამოღებას არ ჩქარობდა.
-გისმენ! ხელები ფართედ გაშალა ამაღლობელმა და ფეხზე წამოდგა.
-როდემდე აპირებ სი*ივით ყოფნას? პრეზიდენტი ხარ, შენ კიდევ დასტირიხარ შენს ცოლს. მე მაპატიე მაგრამ გამო*ლევდი უკვე. არჩევნები ახლოვდება, ხალხი ბრძენია ძმაო ჩემო, როგორც აგირჩიეს ისე გადაგირჩევენ და მოგეტ*ნება კარგი.
ნერვიულად დააბიჯებდა ბექაური და ხანდახანს თავზე ხელს ისვამდა
-რა ვქნა? ვიხვეწო? თუ კარტოფილი დავარიგო?
-ამის დედაც! საყელოში სწვდა მეგობარს და მთელი ძალით მოუქნია მუშტი, რომელიც ამაღლობელის სახეს გამეტებით შეასკდა. გახეთქილი ტუჩიდან სისხლმა იჩქეფა და ტკივივილნარევი მზერა სტყორცნა ბექაურს.
-პატიება არ მთხოვო.
-არც გთხოვ, ცოტახანში ასე გააკეთებს ყველა და დაჯდები სი*ივით სახლში იმის მოლოდინში როდის გააჩენს შენი ცოლი შვილს, როდის იძიებ შურს, როდის მოიტყნავ კარგს სამუდამოდ. და რაა? რაა მითხარი? ბავშვით ხელში სი* მამას დაემსაგვსები, რომელიც პამპერსებს უცვლის ბავშვს და ფაფებს აჭმევს? მაშინ შენ ის სანდრო აღარ ხარ. დედას უნდა დააშორო ბავშვი, რომელიც ჯერ არ ჩასახულა და უკვე დაუგეგმე მომავალი? ვინ ხარ ვინ? ბოლო დონის *ლეე? დავიჯერო ასეთი მეგობარი მყავდა სულ და ახლა გავაანალიზე?
ხელებს ნერვიულად იქნევდა ბექაური და ყელზე მობჯენილ ზიზღს უკან აბრუნებდა.
აგიჟებდა ამაღლობელის უემოციო სახე ხანდახან, რომ შეუტოკდებოდა ხოლმე.
ხელი საბოლოოდ აიქნია და გიჟივით გავარდა გარეთ.
ოთახში მარტოდ დარჩენილს ისევ სდიოდა ტუჩიდან სისხლი, რომელმაც თეთრი პერანგი საკუთარ ფერზე შეუღება.
ნელი ნაბიჯით დატოვა სამყოფელი და წვიმის წვეთებს სახე შეუშვირა.
-ჯანდაბა ამაღლობელო! მთელი ძალით მიიჭირა ხელი გულზე და მტკივნეულად ამოიხრიალა.
ყველაზე მეტად მას ეზიზღებოდა ეს ცხოვრება, მიუხედავად ყველაფრისა არაფრით იყო ბედნიერი. ახლა ნანობდა, რომ ანო თავის დროზე არ გახდა მისი ცოლი. მის დამოკიდებულებებს ნანობდა ამაღლობელი.
ყელში ეჩხირებოდა საკუთარი ქცევები, რომლის გამოც ბევრი რამ თავისივე ხელით გაანადგურა და მხოლოდ ანოს დადანაშაულება არდაბადებულ ბავშვზე არსებას უნგრევდა. მიუხედავად იმისა, რომ ანოს იცნობდა ძალიან კარგად მხოლოდ ის დაადანაშაულა, არადა ერთი შეწინააღმდეგება, როდესაც ის წასვლას სთხოვდა და შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. ამაზე ფიქრებმა ისე გაიტაცა ვერც მიხვდა, როგორ დასველდა მთლიანად, წვიმაში. მთელი სხეული ეწვოდა სიცივისგან, რომელიც ტანსაცმლიდან პირდაპირ სხეულში აგზავნიდა იმპულსებს.
---
სახლში დაბრუნებულმა ხმაურიანად დადო გასაღები მინის მაგიდაზე და თავად მძიმე ნაბიჯებით აუყვა საძინებლამდე კიბეს. გული უხტოდა ისე უნდოდა ანოს იქ ყოფნა, მაგრამ იმედგადაწურული ზოზინით აბიჯებდა საფეხურებს. თეთრი კარი შეაღო თუ არა ტუჩის კუთხე ჩატეხა, საწოლზე მჯდარი ანო, რომ დაინახა, არეული მზერით, თმებ აწეწილი ღვინის ჭიქით ხელში. ტუჩები უჩვეულოდ გასწითლებოდა და ოდნავ შესიებული ბაგეები ამაღლობელის ჭკუიდან გადაცდენას ცდილობდნენ.
-არ გელოდი აქ! პერანგზე ღილები ერთი ხელის მოსმით გაწყვიტა და მთელს სხეულზე შემოტმასნილი, ძლივს მოიშორა.
-წვიმამ მოგონებები ხომ არ დაგისველა? სარკაზმი არ სცილდებოდა ქალის ბაგეებს.
-მე არაფერი დამსველებია ანო, რასაც შენზე ვერ ვიტყვი. ღიმილნარევი სახით შეტრიალდა და სააბაზანოს კარში გაუჩინარდა.
-იდიოტი! ამოიღმუილა ნამთვრალევმა და ჭიქა ტუმბოზე დააბრუნა. კაცის გრილ არომატს მთელს ოთახში მოესწო გავრცელება და ჯიუტად უძვრებოდნენ ქალს სასუნთქ გზებში.
მოშიშვლებული მხრები კიდევ უფრო მოიშიშვლა და თხელი პენუარის ამარა შეწვა საწოლში. დემნას დაურეკა, იცოდე ნინიას დაუჯერე, ბავშვი არ გადამირიოვო და მალევე დაემშვიდობა. ამ ორ დღეში მოესწრო დამშვიდება და ყველაფრის გაანალიზება, იმაშიც დარწმუნდა, რომ დემნა კარგად იყო და მეტი აღარაფერი ჰქონდა ამ ეტაპზე სანერვიულო. სანდროსთან ურთიერთობა ისედაც არ ჰქონდა დალაგებული და არც ცდილობდა რამე დაელაგებინა.
საკეტის ხმამ გამოაფხიზლა და გაბრაზებული მზერა სტყორცნა, ნახევრად შიშველ ამაღლობელს, მკერდთან წყ*ის წვეთები, რომ შემორჩენოდა და მენჯთან კარგავდნენ კვალს. მის ხორბლისფერ კანს მკერდის ღართან არსებულ არეზე, მცირე ბეწვი ისე უბზინავდა, როგორც ბრილიანტი მზეზე.
მენჯთან ახლოს შრამზე, შეაჩერა მზერა ფანგანმა და ნერწყვი ძლივს გადაუშვა საყკაპავ მილში.
უსირცხვილოდ, რომ შემოიძარცვა პირსახოცი და საცვალი მის თვალწინ ამოიცვა, ამაზე მთელს სხეულში ლავა ჩაეღვარა და ფეხებს შორის ვულკანის აგეთქება იგრძნო, დასამშვიდებლად ამაღლობელი, რომ ესაჭიროებოდა.
-ველურო! ბალიში გაიქნია მისი მიმართულებით და წყალი მოსვა
-ხომ შეიძლება ტიტველმა არ ირბინო აქეთ-იქეთ? დეგენერატო!
-პატარავ ნუ ღრინავ, ამაღამ შენს ხასიათზე არ ვარ და ვერ დაგაწყნარებ.
-იმპოტენტო! ერთუჯრედიანო!
-ანო მანდ ნუ მომიყვან!
ხვდებოდა ფანგანი, რომ სე მოქცევით აუცილებლად მოიტყუებდა საწოლამდე, ამიტომ დათმობას არც აპირებდა.
-შენხ ეხლა არაფერი გააკეთო განსაკუთრებული! ტუჩები სპეციალურად განუსხა და სულ რამდენიმე წამში ამაღლობელის ძლიერი ტორი და განრისხებული მზერა, რომ იგრძნო გული საგულედან ამოუფრინდა.
-მაშინ მაბრაზებ, როცა არ უნდა გამაბრაზო! ყურთან ახლოს დაიჩურჩულა სანდრომ და ქალის ფეხს, თლილი თითები აატარა, თან ხელს არ უშვებდა მის სახეს, რომელსაც წამოწევის საშუალებას არ აძლევდა. ყბის ძვალზე დატოვებულმა სველმა კოცნამ ყველაფერს გამოთიშა ფანგანი. დავლილ ჟრუანტელზე გაეღიმა და ბიკინის რეზინთან აცეკვებული თითები უკან დააბრუნა.
-ძილინებისა პატარავ! კიდევ ერთხელ მიაწება ტუჩები ყბაზე და საკუთარ მხარეს გადაწვა.
-შუქი ჩააქრე როცა თავს დაიმშვიდებ! ხმაურიანად გაიცინა და თვალები დახუჭა, რომელიც მალევე გადაიზრდებოდა ძილში, ანოს კივილი, რომ არა.
-გაეთრიე ამ ოთახიდან ახლავე. ფეხზე იდგა, არეული მზერით, თითქმის შიშველი. ძუძუს თავები გამკვრივებოდა და მოძრაობაში ყვებოდა, არათანაბრად მფეთქავ გულს, რომელიც ცოტაც და ამოხტებოდა.
-დამაძინე ანო! ამოიღრინა კაცმა და ზურგი იცვალა.
-შენ დამაცადე... უბრალოდ დამაცადე.
ატლასის ხალათს დასწვდა და ხმაურით დატოვა ოთახი.

***
გრილმა ჰაერმა დაამშვიდა და დაჭიმული სხეულიც მოუდუნდა ფანგანს. ხალათის ბოლოები აიკეცა და საქანელაზე ჩამოჯდა.
ყველაფრისგან გადაღლილს მხოლოდ დასვენება უნდოდა მაგრამ, გულს ვერაფერს უხერხებდა. მიუხედავად ყველაფრისა უყვარდა ამაღლობელი... პირველივე წამიდან უყვარდა, მაშინ მანქანაში რომ გაიგო მისი ხმა, იმ წამიდან შეუყვარდა. მათი პირველი სექ*სის გახსენებაზე ტანზე სასიამუვნო ჟრუანტელმა გადაუარა.
ყველაფერი სხვაგვარად იყო მაშინ.. გაბრაზებული ამაღლობელი და დამამშვიდებელი ანო.

წარსული*
-დედას შევე*ი! ღრიალით შევარდა ანოს სახლში და ერთი ხელის მოსმით გაიხადა პიჯაკი.
-ხომ აგიხსენი? უკან მოჰყვა გაფითრებული ფანგანი
-რა ამიხსენი როგორ გელოლიავება ის სი*ი? ვერ გავიგე რა უნდა!
-ჩემი კურსელია სანდრო! კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს
-შენი კურსელი, რომაა მაგიტომ გიყურებდა ისეთი მზერით? თვალებს დავთხრი
-შეეშვი უაზროდ გაფრენებს რა! ქუსლიანები იქვე მიყარა
-გაფრენებს არა ანო, ვერ ვიტან ასე, რო დააციცებს შენს სხეულზე თვალებს. მერე, რომ გეცეკვა...
ნელა უახლოვდებოდა ქალის სილუეტს, რომლის გახშირებული სუნთქვა კილომეტრშიც ისმოდა.
-აქ, რომ შეგეხო. თლილი თითები მოშიშვლებულ ზურგზე გადაატარა ანოს. ქალის რეაქციაზე გაეღიმა და კიდევ უფრო გათამამდა. წითელი კაბა ფრთხილად მოაშორა სხეულიდან, ისე რომ კოცნას არ წყვეტდა. საცვლის ამარა ხარბად შეათვალიერა და ხელში აიტაცა.
-საძინებელი პირდაპირ ხო? კოცნებს შორის ძლივს ამოიჩურჩულა.
რბილ საწოლზე აღმოჩნდნენ. ანოს დაჭიმული სხეული მალევე მოდუნდა, ძლიერმა ბიძგმა ყველაფერი შეცვალა. მთელი ხმით ყვიროდა ამაღლობელის სახელს და უფროდაუფრო ეწებებოდა მის სხეულს.
-ჩემი ხარ ანო!
-და კიდევ ცოდვილი ხომ? ყელთან მიაფრქვია ცხელი ჰაერი და კბილებით წაეტანა.

***
ბოდიშით დაგვიანებისთვის. იმედი მაქვს ისიამუვნებთ ამ თავით.



№1  offline წევრი კეტი

მოკლედ საოცრება ხარ რა და შენი ისტორია ხო შოკია

 


№2 სტუმარი maco maco

ერთად წავიკითხე და გელოდები, საინტერესოდ წერ, პირველად ჩიხი ვნახე და მომეწონაა

 


№3 სტუმარი სტუმარი კრისტი

როდის დადებ ახალ თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent