შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი ამბორი 18+ (თავი 9)


26-05-2020, 15:08
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 491

ადამიანი ყველაზე ეგოისტი არსებაა მთელ დედამიწაზე. მას შეუძლია თავისი ამოუცნობი ფენომენის წყალობით სხვისი ცხოვრება ნაცარტუტად აქციოს.
გული დამძიმებული მქონდა... მინდოდა მთელი ძალით მეყვირა და შინაგანი ხმები გამეთავისუფლებინა, რომლებიც მუდამ შიგნიდან ძვლებს მიღრღნიდა. მინდოდა მთლიანი ემოციები გარშემო მიმოფანტულიყო. ალბათ ისევ საკუთარ თავზე ვფიქრობდი.
ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ აფასებს დაკარგულ პიროვნებას, როდესაც მისკენ თითოეული მისასვლელი გზა მოჭრილი ხვდება. სწორედ მაშინ გრძნობს, იმ დაუოკებელ სულის ყივილს, რომელიც მთლიანად ბინდავს ადამიანურ ბუნებას.
უკანასკნელად, როდესაც საკუთარ ანარეკლს თვალები გავუსწორე, ყოფის აუტანელი სიმძიმე ვიგრძენი. თითქოს ერთიანად თითოეულმა ადამიანმა ლპობა დაიწყო და სრულიად მარტო... სამყაროს რიტმებისგან ყოვლად გამოცლილი უმისამართო მისამართზე გამგზავნა. შენ ხვდები რას ნიშნავს, როდესაც ძვლები ერთიანად ავისმომასწავებელ სიმფონიას გამოსცემს? როდესაც გრძნობ, როგორ იღვენთება ორგანოებიდან თვალით უხილავი და რთულად შესამჩნევი მეწამულისფერი სისხლი. ჩემი ქმედება ყველთვის უკუპროპორციულია გონების. ფიქრები კი პირდაპირპროპორციული ჩანაფიქრისა. ეს კი მაშინებს, მაგრამ არა ისე როგორც სარკიდან გამოსახული აჩრდილი, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის შთანთქავს, ჩემს ადამიანურ ბუნებას. როგორ მინდა გაჩერდეს. ნეტავ შეწყდება კი ოდესმე?!
ზოგჯერ მგონია, რომ მთლიანი სახლი სარკეებით არის მოჭედილი, როგორც ეს მთაში ასვლის დროს აკიაფდებიან-ხოლმე ახლო, მაგრამ ძალიან შორეული ვარსკვლავები. გინდა გრძელი ხელები მათ სამყაროს შეუერთო, თუმცა არ გამოგდის. ცის ნაპრალები ეტაპობრივად იხსნება. მისი ღრმულიდან თავს ჰყოფს ყველა იმ ადამიანის მეტყველი სახე, რომლებსაც ერთ დროს სასიკვდილო იარები არგუნე. სარკე ცოდვებს იტევს. ყოველთვის ბუმერანგივით გიბრუნებს უკან მასში ჩალექილ ნეგატივს. ზეცაც სარკის მსგავსია. (ისევ ეს მწარე, ირონიული სიცილი... უბრალოდ გაჩერდეს!...)
გალეული მთვარე სარკმლიდან ანათებს. მისი სხივები დაბინდულ ოთახს მკრთალად ეცემა კედლებზე. გაცრეცილ ლოგინზე ემბრიონის პოზაში ვწევარ. სხეულს წამოზრდილი ფრჩხილებით ვკაწრავ. მგონია, რომ ფიზიკური ტკივილი სულიერ შფოთვას მიაძინებს. შემდგომ წავა... მთვარის ნაკვალევს გაუყვება და სადღაც შორს... ჩემგან ძალიან შორს გადაიხვეწება... ისე, რომ ვეღარ მიპოვის.
ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო საკუთარი „მე“- ების გამოძახილს, რომლებიც სარკეში ავი სულებივით არიან ჩამალულნი. თავისკენ მიხმობენ. უნდათ მათზე ჩამოფარებული შავი ნაჭერი გადავხადო და ამღვრეული, სულისჩამამფრენლად გაჟღენთილი შიშით ამაყად ჩავხედო თვალებში. იციან ამის შემდგომ, როგორ მწარედ გავტყდები... ისინი ხომ ჩემზე კარგად მიცნობენ. ცნობენ სადღაც ბნელ კუნჭულში არსებულ მოუშუშებელ იარებს. ამით კი ჩემს ცხოვრებაზე მანიპულირებენ. თუ გტკივა, ეს ერთადერთი გასაღებია იმისათვის, რომ მიხვდე ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ თუ არა... მე ვსუნთქავ... ჩემი გამოფიტული ფილტვები ჟანგბადით ავსებენ მოშიებულ ალვიოლებს. ამოტყორცნილი ჰაერი კი, სულს მიწვავს. წარსულს მახსენებს. ალბათ სხეულში საკუთარი სარკე დამაქვს.
- Can you feel me?!- ღიღინ-ღიღინ წაიმღერა ერთ-ერთმა ჩემგანმა “pink Floyd- hey you”-ს მონაკვეთი. იცოდა ამ სიმღერას რამხელა ღრმა ფესვები ჰქონდა ჩემში გაკვალული. რის შემდგომაც ავისმომასწავებლად აუთამაშდა ბაგეები. ხვდებოდა, რომ უწინდელივით ტანში გამცრა.
- თავიდან მომწყდი, თებეა!
- საკუთარ გონებას ვერასოდეს გაექცევი, თე... მე შენში ვარ! არ გინდა, რომ მიმიღო, რადგან ჩემი გეშინია. არადა კარგი ვარ. სარკეს მოაცილე ეს წყეული შავი ნაჭერი, თე... ვიგუდები!- ხრიწინით აღმოთქვა მან.
- ვხვდები შენს მზაკვრულ გეგმებს, თებეა! ადრე გენდე და როგორ სასტიკავ შევცდი... ასეთ შეცდომას ხელახლა სულელიც აღარ ჩაიდენს.- ემოციების ფონზე ცრემლები წამსკდა და აკანკალებული სხეულით აქეთ-იქით მონოტორულად ვქანაობდი.
- შენ მე არ მიცნობ... მე კი ყველაზე მეტად შეგიცანი, თე. ჩამხედე რა თვალებში... იცი, როგორ მომენატრე?- გამომწვევად წარმოთქვა ისევ იმ „მე“-მ, ხოლო მისი თითოეული გონებაში გაჟღერებული სიტყვა სხეულზე ცეცხლის წაკიდების იმიტაციას ქმნიდა.
- შენ ისევ გინდა საკუთარი თავი წარსულის მეშვეობით დავკარგო.
- არა... მე მინდა ისევ ჩვენთან იყო.

„Hey you, out there in the cold
Getting lonely, getting old
Can you feel me?“
- თე, გთხოვ... ბევრ ადამიანს გვენატრები.- ისევ გაისმა თებეას ხმა. მოჭუტული თვალები ნელ-ნელა გავახილე. ვგრძნობდი, როგორ თრთოდა სხეული მოსალოდნელი საფრთხის წინაშე. ჩემი თითოეული მოლეკულა ჩვილი ბავშივით კრუსუნებდა.- არა, თე? იძულებულს მხდი, რომ ეს თავადვე გავაკეთო. ხომ იცი, რომ ვიზამ?- ირონიულად ჩაიხითხითა მან.
- არა, გთხოვ რა. მეშინია სარკის... საკუთარი წარსულის.- მუხლებით მის წინ დავეცი და გაუანალიზებლად თმებიც ქაჩვა დავიწყე... სწორედ ისე ფსიქიკურად აშლილებს, რომ სჩვეოდათ.
- შენ, აქ მყოფი თითოეული ადამიანი მოკალი! ნეტავ თუ ხვდები, რამხელა სისხლი გაწევს ზურგზე. ნუთუ არ გაწუხებს?- ცაში გაელვებული ელვასავით ისმოდა თებეას ხმა...
- ვხვდები... ვხვდები და როგორ ვნანობ ნეტავ იცოდე... გთხოვ, თებეა. აღარ მსურს მათი ტანჯული სახის ნაკვთების დანახვა. ისედაც ყოველი ღამით ვგრძნობ, როგორ ვრცელდებიან ჩემში.

გაღებული ფანჯრიდან შემოსული დაუპატიჟებელი სიო, ჩემს აჩეჩილ თმებს ჰაერში არხევს.
დასისხლიანებული სხეულიდან ოხშივარი ამომდის და ვგრძნობ, როგორ იკვებება ჩემი თითოეული დაღვრილი სისხლით საკუთარი „მე“-ები. ტანში კვლავინდებურად მცრის. ისევ მინდა, თებეამ და მისიანებმა სამუდამოდ მომიკეტონ ცხოვრებისეული, უხილავი კარი. (ნეტავ ახლა რომელი საათია? მალე გათენდება? მზის სხივები მინდა...)

სარკეზე გადაფარებული შავი ნაჭერი ირხევა... მის გამოძრავებასთან ერთად ჩემში რაღაც არანორმალური ფენომენის მქონე ადამიანის იწყებს ცახცახს. ალბათ, ძალიან სცივა... ალბათ, ჩემნაირად მარტოსულია. მართლაც, რომ მარტო’ სული...
ოთახიდან შემოსული ნიავი უფრო და უფრო ცხოველდება. ემსგავსება იმ აღზნებულ ტალღას, რომელიც შტორმის მოახლოვებას იუწყება. მინდა ფეხზე ავდგე, მივკეტო ძველი, მამაპაპისეული ფანჯარა, მაგრამ უსუსურობა საშუალებას არ მაძლევს, რომ წელში გავსწორდე. ირონიულად მეღიმება, თუმცა ვინ იცის ამ ერთ მიმიკაშიც რამდენი გულისტკივილი იმალება.
- „Open your heart, I'm coming home.“- ისევ ამოიგმინა თებეამ და თვალები მოახლოებული ვნებათაღელვისგან მოჭუტა. მისი სხეული ელოდა იმ ამოუცნობ ფენომენს, რომელიც მასში სიცოცხლის ჟინით ავსებდა.

ძალიან მიჭირს დაჯერება, რომ ამ ავისმომასწავებელ სარკეში მყოფი ადამიანები ჩემს ცხოვრებას აღწერენ...
ასეთი სახეშეცვლილნი...
ასეთი ცხოვრებამობეზრებულნი...
ხან ახალგაზრდები და ხანაც საშინლად ბებრებიც....
უმეტესწილად კი კვლავ მარტო’ სულნი...
სწორედ ამ ახლანდელი „მე“-სავით.

- მზად ხარ?!- ბოლოს აღმოთქვა თებეამ, რომელსაც ვარსკვლავებივით ჰქონდა ანთებული თვალები...

ოთახში აუტანლად ჩამოცხა. სხეული ერთიანად ცვარით იფარებოდა, ხოლო გონება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ფიქრობდა, რომ როგორმე აქედან სწრაფად უნდა დამეღწია თავი.
ვგრძნობდი, როგორ უყვებოდა წარსული მოტიტვლებულ სხეულს... როგორი გამჭოლი მზერით და ამავდროულად შეფარული ირონიით აგრძელებდა საკუთარი ცხოვრების გაკრიტიკებას.
ახლა უფრო ბნელა ჩემს ოთახში და სწორედ ეს თვალითუხილავი გარემოება უფრო და უფრო აღრმავებს, ჩემს ფობიებს.. მეტად ვრცელდება გონებაში სუიციდური აზრებიც. ზოგჯერ როგორ მინდა უსასრულობის შავ ლაქას ვკითხო თუ მაინცდამაინც რატომ ისადგურებს ადამიანის სამყაროში სიკვდილის მიმართ ფიქრები მხოლოდ და მხოლოდ ღამის პერიოდში. ალბათ ის არც კი მიპასუხებს, როგორც ეს დანარჩენებს სჩვეოდათ. ისევ მარტო დამტოვებს საკუთარ გრძნობებთან და მოუშუშებელ, ღრმა იარებთან ერთად.
მე ადგილიდან არ ვიძვრი... უფრო სწორად ვერ...
თვალებს ვერ ვაცილებ სარკის ნაპრალებს, რომლიდანაც ეტაპობრივად იღვენთებიან ყველა ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი სიკვდილის მიზეზად ან ცხოვრების დამანგრევლად მთვლიდნენ.
შემდგომ?
შემდგომ ცა ირხევა...
ვარსკვლავები დიდდება...
გულის ხმა დედამიწის გულისცემას უტოლდება...
სხეული მძიმდება...
თვალები ცრემლებით ივსება...
მომაკვდავი გონება ცდილობს რეალობის მარწუხებს შეეხიზნოს, თუმცა იგი ისევ გამირბის...
ოთახში სიო აღარ ქრის...
ფანჯარაც დაკეტილია...
ჟანგბარი მჭირდება, თუმცა ჰაერი არ არის...
სულის იარები იხსნება...
ოთახში გმინვის ხმა ვრცელდება...
თებეა ისევ ირონიულად ხარხარებს....
მე თავი მტკივდება....
მინდა ახლა მაინც გაჩერდეს, თუმცა არ ჩერდება...
სარეცელი მეწამულისფერად ივსება....

- „ჯოჯოხეთი ყველას საკუთარ თავში აქვს, რომელსაც ვერსად გაექცევა.“- ბოლოს გამარჯვებული ტონით აღმოთქვამს, თებეა და კვლავ სარკეების შორის მყოფი ნაპრალებიდან უჩინარდება.



№1 სტუმარი lile

metskina aleksi da te rom dashordnen.
emotsiuri iko xalian.

 


№2  offline მოდერი Mary Drey

lile
metskina aleksi da te rom dashordnen.
emotsiuri iko xalian.


მეც მეწყინა, რომ დავაშორე, მაგრამ თებეა ალექსში იმ გრძნობას ვერ ხედავდა, რომელიც ორ მონათესავე სულს არსებობისათვის სჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი იქნებოდა მათთვის უერთმანეთობა, მაგრამ ილუზიებში ყოფნას ნამდვილად სჯობს.
წინ ძალიან დიდი ისტორიები გელოდებათ...
იმედი მაქვს იმედებს არ გაგიცრუებთ.
მადლობა, რომ მკითხულობ! <33

 


№3  offline წევრი Debby Ryan

ავფორიაქდი. ვერ ვხვდები თებეას გრძნობებს ალექსის მიმართ, თუმცა იმას კი ვხვდები, რომ თებეაზე ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს. რთულია "შენი ადამიანის" პოვნა და შემდეგ უფრო მტკივნეულია მისი დაკარგვა.
სულმოუთმენლად ველი შემდეგ თავს. <3

 


№4  offline მოდერი Mary Drey

Debby Ryan
ავფორიაქდი. ვერ ვხვდები თებეას გრძნობებს ალექსის მიმართ, თუმცა იმას კი ვხვდები, რომ თებეაზე ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს. რთულია "შენი ადამიანის" პოვნა და შემდეგ უფრო მტკივნეულია მისი დაკარგვა.
სულმოუთმენლად ველი შემდეგ თავს. <3



თებეა ზოგჯერ იმპულსურია... სწორედ ეს ღუპავს უმეტესწილად ადამიანს. ალექსი ყოველთვის მეცოდებოდა... ახლა უფრო მეტად.
მადლობა, რომ კითხულობ.
შემდეგამდე.
პ.ს. ბოდიშით ყველას, რომ ვაგვიანებ ახალი თავების დადებას... ეს ონლაინ სწავლება ბოლოს ფსიქიატრიულში ამომაყოფინებს თავს. -.-

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent