შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნების მსხვერპლი #7

27-05-2020, 01:13
ავტორი ანე ლაშხი
ნანახია 4 221

ბრეგაძე უყურებდა თვალებში ქეთის და ამჩნევდა, რომ ათასი ემოციით დატვირთულ ქალს ყველაფერი ერთმანეთში ქაოსურად არეოდა. აღელვება ყველაზე აშკარა იყო, რასაც თვალის გარდა, ნაკანის სხეულიც გამოხატავდა. თუმცა, ეს მხოლოდ ქიმია იყო, ჯერ კიდევ გაუღვივებელი, მაგრამ ნაპერწკლებით სავსე.
- ქეთი, მე მინდა დრო მოგცე. - მშვიდად უთხრა ლევანმა. იცოდა, დრო ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დასაფიქრებლად და ასაწონ-დასაწონად. ამ ნაბიჯამდე თვითონ ყველაფერი გათვლილი ჰქონდა ზედმიწევნით. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა ქალისთვისაც მიეცა აზროვნების, განმარტოების საშუალება. - სულ ერთია, რას მიპასუხებ. არა, არა, მოგატყუე. ვიგულისხმე ის, რომ შენი პასუხი ჩემთვის მისაღები იქნება. დანარჩენზე თვითონვე უნდა ვიზრუნო. - რადგან არეული ჰქონდა ტვინში დეტალები ნაკანს, ლევანი ზედმიწევნით ცდილობდა აეხსნა თავისი სიტყვების მნიშვნელობა მისთვის. - არ მინდა იფიქრო, რომ ჩემთვის მინიმუმს ნიშნავ. არ გადაგეკიდები. მინდა იცოდე, რომ სიამოვნებას მომანიჭებს შენ გვერდით დგომა, მხარდაჭერა და დახმარება. ხანდახან ხდება ისე, რომ გინდა მარტო ამოძვრე ჭაობიდან, მაგრამ რაღაც ქვემოთ ძალაუნებურად გექაჩება. შენ კიდევ, ამოსვლის ნაცვლად უკან ეშვები. ვიღაც თოკს გიჭრის, თითქოს. ჰოდა, ერთად ამოვათრიოთ, რა. თუნდაც, სადღაც წერტილამდე მისვლისას დასრულდეს ყველაფერი. მთავარია, ახლა მარტო ვერ დაგტოვებ და არ მოგცემ უფლებას, ისევ შენში დაიგროვო ამდენი გულისტკივილი. ვერ გავუძლებ ამას. - ლევანი არასდროს ყოფილა მსგავსად მოლაპარაკე აქამდე მისთვისაც ისეთივე უცხო იყო გვერდიდან საკუთარი თავის ასე აღქმა, როგორც ნაკანისთვის. პირველად უყურებდა ლევან ბრეგაძეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში და უკვირდა კიდეც, რადგან არასდროს არაფერს ხსნიდა და ტოვებდა ისე, როგორც თვითონვე თვლიდა საჭიროდ. ყოველთვის ლაკონურად გადმოსცემდა სათქმელს. ახლა კი, გრძნობათა ჯაჭვის თითოეულ რგოლს განმარტავდა შეფარული ნერვიულობით. არაფერს ნანობდა. არც იმ კოცნას და არც მოულოდნელ გამოცხადებას. მხოლოდ ის უტრიალებდა თავში, რომ საყვარელი ქალი მარტო არ უნდა დაეტოვებინა პრობლემებთან. - გელოდები. არ ვიცი, რა კონკრეტული დრო დაგჭირდება, მაგრამ იფიქრე. არ ვარ ის ტიპი, რომ რამე დაგაძალო. ერთი ის მიტყდება, რომ არასწორად არ მიიღო ასეთ დროს ჩემი გამოჩენა. დანარჩენს ეშველება, მენდე. მე და შენ, ქეთი, ჩვენ ერთად შევძლებთ, გესმის? იგრძენი, რომ გყავარ და გჭირდები. - ქალის ხელები თავის მტევნებში მოიქცია და თითის ბალიშები რბილად გადაატარა, მოეალერსა. მერე შუბლზე აკოცა და პასუხს არ დალოდებია, ნაკანის სახლი დატოვა.
ქეთი იდგა. ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი და ემოციებით დახუნძლული იყო. თითქოს იგი ასწლოვანი მუხას ჰგავდა, რომელსაც ტოტებზე სხვადასხვა სიტყვა ეკიდა.
მერე თავისი ოთახისკენ წავიდა, საყვარელ საწოლში გაინაბა და ფიქრის საშუალება არ მისცა გონებას. თვალები დახუჭა და თითქოს, ბრეგაძის დასიზმრებას ცდილობდა დანარჩენის გააზრების გარეშე. რაღაცის დაჭერას ცდილობდა.

***
ახალი ცხოვრების პირველი ნაბიჯის გადადგმას ენერგიამოზღვავებული იწყებდა ზურა. ჩვეულებრივზე ადრე გაეღვიძა. როგორც იცოდა ხოლმე, არ დაზარებია ფეხზე ადგომა და ნახევარი საათით ისევ არ უცვლია გვერდი საწოლში. სწრაფადვე მოემზადა და ყავა თვითონვე გაიკეთა. საკუთარი თავის უკვირდა, ისეთ ტალღაზე იყო. ტელეფონში ბრეგაძის ნომერი მოიძია და დაურეკა:
- გაუმარჯოს ძმას, მშვიდობიანი დღე. ეს რა ცხოვრება გაქვს, დილას ჩემნაირი დიდებული ადამიანის ხმის გაგონებით იწყებ. - სიცილით მიესალმა.
- ძმა კი არა, მორდას მოგხსნი, შე ბრიყვო. - ტელეფონს იქიდან შემოუღრინა ბრეგაძემ.
- ნუ ატ/რაკებ ახლა, ძმები ვართ უკვე. აბა, რას მეხმარები?
- კაცი ვარ და ჯიგრულად დაგიდექი ტო. ჩემთან რომ წაუყ/ლევე, დაგავიწყდა?
- შენთან კი არა, ათას ვინმესთან ჩავისვარე და ვცდილობ გამოვასწორო, მეტი შუაზე ვერ გავიხევი ახლა.
- კაროჩე, მოეშვი მაგ ბაზარს და გელოდები ნახევარ საათში.
- ოც წუთში რომ მოვიდე, შიშველი დამხვდები? - ახარხარდა ზურა და თან ყავა მოსვა.
- ტაქსის ფული დაიტოვე, ბეზდელნიკო? - არც ბრეგაძემ დააკლო.
- ტრუსიკით არ დამხვდე. სულ რომ უკანასკნელი ადამიანი იყო ამ სამყაროში და პიდა/რასტი დაბადებიდან, შენ მაინც არ მოგცემ.
- შენ მოგიტ/ყან ბინძური სული! - შეიკურთხა ლევანმა და ტელეფონი გაუთიშა.
ზურამ შეგრილებული ყავა ერთიანად ჩაცალა. სახლის გასაღები აიღო და ბრეგაძისკენ გაეშურა.
დრო გათვალა, მაგრამ მისდა გასაკვირად საცობები არ იყო გზად და ნახევარი საათიც არ დასჭირვებია ლევანთან მისასვლელად.
კარზე ზარი რომ დარეკა და ურდულის ხმა გაიგონა, აქედან მიაძახა:
- მართლა შიშველი თუ ხარ, არ გამიღო. - გაუჩერებლად იცინოდა და კარის გაღებისთანავე ბრეგაძის გაცეცხლებული სახე დაინახა თუ არა, ჩუმად ფხუკუნი განაგრძო.
- ქალი რომ იყო, ვაგზლის ბო/ზი იქნებოდი.
- პორ/ნოვარსკვლავობას ისევ ვაპირებ და ტრანსგენდერობას ნუღარ შემტენი, ბლინ. - დივანზე დავარდა ზურა და კმაყოფილი იყო ლევანის ნერვების გაღიზიანებით.
- ბავშვთან ეგრე თუ ილაპარაკებ, ფერფლად გაქცევ. - სერიოზულად თქვა ბრეგაძემ.
- დამაცადე ტო, ბავშვებთან მაგარი ბუნჩულა ტიპი ვარ. - გაიკრიჭა ნაკანი. - მართლა, ქეთის ამბავზე რა ხდება? - უცებ შეიცვალა მიმიკა ბიჭმა და ინტერესით იკითხა.
- მიხედილია, დღის ბოლომდე გააქრობენ ყველაფერს.
- მართლა ტო?
- ისე როდის მიბაზრია რამე?
- ჯიგარი ხარ, იმენა!
- ნუ პლასტელინობ ხოლმე, ერთი. - ხელი აიქნია ბრეგაძემ, ფეხზე წამოდგა და თავის ოთახში გავიდა.
ტუმბოს უჯრა გამოსწია და თავისი საათების კოლექციას კმაყოფილი დააჩერდა. საყვარელი საათი ამოიღო, მთლიანად შავი, მხოლოდ ნაცრისფერი ციფერბლატებით და ხელზე მოირგო. ჩვეულებრივ, სახასიათო განწყობა შეიქმნა და ისევ ზურასთან დაბრუნდა. - აეგდე და წამოდი, გეყოფა ამდენი ნებივრობა, მიიღე დივნის ფორმა.
სახლი დატოვეს ბიჭებმა და გაემართნენ დანიშნულების ადგილზე.
ნაკანს ისევ არ გაუჩერებია ენა გზაში და გაუჩერებლად ლაპარაკობდა, მობეზრებული ბრეგაძე ხანდახან შეუკურთხებდა ხოლმე, მაგრამ აშკარა იყო, ადრინდელი დაძაბულობა სადღაც გამქრალიყო და ზურა მართლა ძმასავით აღიქვამდა ლევანს, უფასებდა გაწეულ დახმარებას და მადლიერი იყო მისი. გაუტეხელი და მუდმივად აღრენილი კაზინოს უფროსი არც ისე მარტივი მოსალბობი იყო, მაინც ალმაცერად უყურებდა ზურას და ჯერ აკვირდებოდა. ერთს კი ხვდებოდა, ყველაზე დიდი ტრავმა ბიჭს ბავშვობიდან ჰქონდა შემორჩენილი და სწორედ ამან გამოიწვია შემდეგ ყველაფერი. შინაგანად ჯერ კიდევ ვერ გაზრდილიყო ნაკანი. ამას ისიც ემატებოდა, რომ კეთილმოსურნეებს თავიდან იშორებდა და დახმარების საშუალებას არავის აძლევდა. ჩარჩა ბავშვობაში ზურა და ყველა ჭრილობის დაფარვას მანიაკალური მიდრეკილებებით და მუდმივად აკრული ირონიული გამომეტყველებით ცდილობდა. რეალურად კი, არავინ იცის, ვინ არის დამნაშავე. თვითონ ზურა მხოლოდ სატანური ბუნების მქონე ღმერთს აბრალებდა ყოველივეს.
ფიქრებში გართული ბრეგაძე ყურადღებას არ აქცევდა ბიჭს და მგზავრობისას დროც მალე გავიდა.
ჯერ ადრე იყო ბაღში წასვლამდე და სახლში ეგულებოდა ლევანს ძიძაც და პატარა ანაბელიც. ზურას ნერვიულობაც ეტყობოდა, რადგან არ უნდოდა ბავშვი გაენაწყენებინა პირველი შეხვედრისას, ან აღმზრდელთან ცუდი ურთიერთობა ჰქონოდა.
მანქანიდან გადმოვიდნენ და სახლისკენ გასწიეს. რამდენიმე წუთის შემდეგ კარი არც ისე ხნიერმა ქალბატონმა გააღო.
- დილა მშვიდობისა, ლელა. - გაუღიმა ბრეგაძემ და სახლში შევიდა, ზურაც უკან შეჰყვა.
- გამარჯობა, ბატონო ლევან. ხომ მშვიდობაა? - გაკვირვებულმა იკითხა ქალმა სტუმრების ხილვისას.
- კი, სალაპარაკო მაქვს შენთან. - ეს თქვა და ანაბელის კისკისიც გაიგონა კაცმა. - ვაა, ძიას გოგო, აი, ყველაზე ლამაზი ხარ, იმენა! - ხელში აიტაცა დისშვილი და დაატრიალა, ლოყები დაუკოცნა პატარა გოგოს, რომელიც აჟრიამულებდა გარემოს და სიცოცხლის სურვილს უღვიძებდა ყველას.
- ნაწყენი ვარ, რომ არ მნახულობდი. - ტუჩები გამობურცა ბავშვმა და მოზრდილ თმებზე წაეთამაშა ბრეგაძეს.
- ერთი ნაყინი გამოასწორებს?
- თუ მარწყვის იქნება, კი. - პირი გააწკლაპუნა გოგონამ წარმოდგენისას.
- და კიდევ?
- არაფერი, გაპატიებ, თუ დამაბრუნებ ისევ მიწაზე.
ძირს ჩამოსვა ბრეგაძემ ანაბელი. ბავშვი ნაკანისკენ წავიდა, ირგვლივ შემოუარა და წინ დაუდგა ბოლოს, ალმაცერად შეავლო თვალი, ხელები გადაიჭდო და თვალებმოჭუტულმა დააკვირდა, ტუჩზე თითი მიიდო ჩაფიქრებულმა:
- შენ ვინ ხარ?
- მე კარგი ბიჭი ვარ, რომელიც გაგართობს ხოლმე. - გაეცინა ზურას ბავშვის ქცევაზე.
- ესე იგი, მეთამაშები?
- შენ დურაკა, თუ იცი?
- ეგ რა არის?
უცებ ლელას და ლევანს სიცილი აუტყდათ ნაკანის სერიოზულ შეკითხვაზე.
- კარტია, რა. ეგ როგორ არ იცი?
- მე მხოლოდ ხუთი წლის ვარ, მალე ექვსი წლის გავხდები და ბიძია მეუბნება, რომ ცუდია.
- მე გასწავლი და ბაღში დააბოლე ბავშვები, ფულზე ითამაშე, საკაიფოა. პირველ კლასში იმდენი ხურდები მქონდა, პავიდლოიანი ბულკები მევასებოდა და ჩანთას ვიტენიდი სულ.
- ეე, შენ ხომ არ გააფრინე, ბიჭო? - ხმას აუწია ლევანმა. - რაებს ასწავლი? პატარაა ტო.
- ბავშვია და თავისი ჯიბის ფული ექნება, რა იყო ტო?
- შენ დარჩები ახლა ცარიელი ჭუჭუ, თუ არ მოკეტავ. - თვალები დაუბრიალა და ენას კბილი დააჭირა, რომ პატარასთან ერთად არ გაელანძღა ნაკანი.
ბავშვი იდგა და გაკვირვებული უყურებდა ორივეს, ლელას კი ჩუმად ეღიმებოდა მათ შემყურეს.
- ლელა, ცალკე გავიდეთ, აგიხსნი, რაც ხდება და ზურა მანამდე ანაბელთან იქნება. იმედია, ნორმალურად დაელაპარაკება ბავშვს. - გამაფრთხილებელი ტონი ჰქონდა ბრეგაძეს და წარბაწეული უყურებდა ნაკანს.
- დიახ, რა პრობლემაა.
სამზარეულოში გავიდნენ და ზურა იქვე ჩამოჯდა, ბავშვი კალთაში ჩაისვა.
- ანაბელ, ახლა რა მითხარი, იცი? ბაღში თუ გაწვალებენ შენ? - წაბლისფერ თმებზე წაეთამაშა ბავშვს ნაკანი.
- კი, ხშირად მეჩხუბებიან.
- მერე შენ არაფერს აკეთებ?
- მასწავლებელს ვეუბნები და უყვირის. ბიძიამ მითხრა, რომ სხვებს არაფერი უნდა დავუშავო.
- ბიძაშენს მოეშვი, კაცო. შენ ხომ ძლიერი გოგო უნდა იყო? მე გასწავლი ყველაფერს და თავსაც დაიცავ.
- ბიძია გაბრაზდება. - დარწმუნებულმა თქვა ბავშვმა.
- მერე შენ ხომ არ უნდა გატირონ ტო? იქით ატირე. აბა, რა პონტია, დაჩაგრული უნდა იყო?
- არა, არა. შენ ვერ გაიგე. მასწავლებელი რომ უყვირის სხვებს, მე აღარ მერჩიან მერე.
- ყველაზე ძლიერი გოგო გახდები, პატარავ. ჩემი ხომ გჯერა? - თბილად გაეღიმა ნაკანს.
- ბიძია არ გაბრაზდეს, მეშინია. ნაყინს არ მაჭმევს.
- არაფერი ვუთხრათ და მე გაჭმევ ბევრ ნაყინს.
მალევე ოთახში ლევანი და ლელა დაბრუნდა. ქალი დიდად არ იყო კმაყოფილი გადაწყვეტილებით, ეტყობოდა, მაგრამ, რადგან ზურას დახმარება სჭირდებოდა, თავს უარის თქმის უფლება ვერ მისცა და წინააღმდეგობა არ გაუწევია ბრეგაძისთვის.
- მოგვარებულია, მე გავეშვი ახლა და მიხედეთ თქვენ საქმეს. ნაკანო, ჭკვიანად. - ბავშვი ჩაიხუტა ლევანმა დამშვიდობებისას და ლოყები დაუკოცნა. - ნაყინი შემდეგი შეხვედრისას, კარგი? - ბავშვის თანხმობის შემდეგ ლელას მადლობა უთხრა და კარისკენ წავიდა.
- ჯიგარი ხარ, ძმა! - სიტყვები დააწია ზურამ და თვითონაც გაეღიმა ბრეგაძის ჩაცინებაზე.

***
ოთახში მოუსვენრად მიმოდიოდა. დეტალ-დეტალ აწყობდა ყველაფერს, რა უნდა გაეკეთებინა და ეთქვა ქალისთვის. ნერვიულობდა კიდეც. შანსი მიეცა, რომ მომენტი სათავისოდ გამოეყენებინა და რაღაცების სანაცვლოდ სასურველი მიეღო. ახლა ვეღარაფერი შეაფერხებდა, რადგან ზუსტად იცოდა, როგორც უნდა ემოქმედა. ამ შემოთავაზებაზე ნამდვილად არ ეტყოდა ქეთი ნაკანი უარს, ცხადი იყო. ყველამ იცოდა, ქალს კარიერა ისევ თავიდან უნდა დაეწყო ბრძოლით და კვლავ წარმატებისთვის მიეღწია, წუმპედან ამოსულიყო. ზღვარი უცნაურად იშლებოდა.
ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო, გონებაში კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ყველა გეგმას, ნაბიჯი რომ არ არეოდა ან გამორჩენოდა რამე და ბოლოს დარწმუნებულმა აკრიფა ნაკანის ტელეფონის ნომერი. ერთი წუთიც არ დასჭირვებია, უპასუხა ქეთიმ და მაშინვე დაიწყო საუბარი ბიჭმაც:
- გამარჯობა, ქეთი!
- ჟურნალისტების უზნეობას საზღვარი არ აქვს! - გაბრაზებული ლაპარაკობდა ქალი ტელეფონს იქიდან, ვიღაც უცხოსგან პირდაპირ ასეთი მიმართვა არ ესიამოვნა.
- ოთო ვარ, ბერიძე.
- რა მნიშვნელობა აქვს?
- სალაპარაკო მაქვს შენთან, შევხვედრივართ რამდენჯერმე წვეულებებზე.
- ვთქვი, რომ ჟურნალისტებისთვის არ მცალია.
- არც მე მცალია მაგათთვის, შენ უნდა გელაპარაკო - მეთქი.
- რა ტონია?! - უფრო გაცხარდა ქეთი.
- მეტისმეტად ხელსაყრელი წინადადება მაქვს და ამის დრო არ არის, დამიჯერე.
- რა ჯანდაბა გინდათ?
- შევხვდეთ და აგიხსნი.
- რატომ არ უნდა ვიფიქრო, რომ ვიღაც მანიაკი ხარ, რომელიც რაიმეს დამმართებს? - დაეჭვებული ხმა ჰქონდა ნაკანს.
- იმიტომ, რომ ეს წინადადება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენთვის.
- და მაინც უნდა შეგხვდეთ?
- მამუკა ბერიძის შვილი ვარ.
ქალს წამიერად ამოუტივტივდა თავში ყველასთვის ცნობილი და სახელგანთქმული ბიზნესმენის შესახებ ინფორმაცია. ის იყო კაცი, რომლისთვისაც შეუსრულებელი სურვილი არ არსებობდა. კიდევ უფრო შეიპყრო ეჭვებმა ქეთი და დაინტერესდა, რა სურვილი ამოძრავებდა ახალგაზრდა ბიჭს.
- უნდა გენდოთ?
- ერთი მიზეზი მაინც მითხარი, რატომ არა, როცა შემიძლია დაგეხმარო.
- მეეჭვება. იქნებ, ვიღაცის მოგზავნილი ხართ?
- არ გახსოვარ? ეგეთი ტიპი ვარ?
- მამუკა ბერიძეს რაში აწყობს ეს ვითარება?
- ირიბად აღვნიშნე, რომ მაქვს ძალა და მე მაწყობს ჩემი საქმისთვის. მისამართს მოგწერ და მოხვალ. თუ არ მოხვალ, წააგებ, მითქვამს. - სიტყვები თქვა თუ არა, ტელეფონი გათიშა ბერიძემ და მისამართი ტექსტური შეტყობინებით გაუგზავნა ნაკანს.

***
საღამო ხანი იყო, როცა ზურა ლელას და ანაბელს დაემშვიდობა და პირველი სამუშაო დღე კმაყოფილმა დაასრულა. ეგონა, ბავშვთან ურთიერთობა არც ისე კარგად გამოუვიდოდა, რადგან არ ჰქონდა ამის გამოცდილება და ისედაც, დიდად არ იყო ბავშვების მოყვარული, მაგრამ, როცა ახალ ცხოვრებას იწყებ, ახალი სირთულეებისთვისაც მზად უნდა იყო. ნაკანი ფიქრობდა, რომ ამ ეტაპზე ანაბელთან ურთიერთობა საუკეთესო გამოსავალი იყო, რომელიც მას ნამდვილად დაეხმარებოდა და გონს მოიყვანდა. უცებ, არსაიდან გამოჩენილი ანგელოზივით გამოეცხადა პატარა გოგონა, რომელმაც მისი ახალი ცხოვრების პირველი დღეც კი გააბედნიერა და სახიდან ღიმილი არ ჩამოშორებია ბიჭს.
რაღაც ხსნას ეძებდა ნაკანი და ხვდებოდა, რომ დღეიდან ყველა ათვლა ანაბელით და მასთან ურთიერთობით დაიწყებოდა.
სასიამოვნო ფიქრებიდან უცებ გამოერკვა ზურა და იმ ერთადერთ საქმეს მიუბრუნდა, რომელიც მოუგვარებელი დარჩა.
ტაქსი გააჩერა და ზოიძისკენ გასწია.
მისამართზე რომ მივიდა, ტელეფონზე გადაურეკა:
- შენს სახლთან ვარ და ჩამოდი.
გაუთიშა და ვიღაცის მანქანას მიყრდნობილი, თითებში სიგარეტგაჩრილი ელოდა ვახოს. კვამლს ყელში იგუბებდა და ფილტვების დახეთქვასაც არ დაეძებდა. ნერვები ყელში ასხამდა. ყველაფერი დაეჭიმა, როცა წინ მომავალი ზოიძე დაინახა. სიგარეტის ნამწვი ძირს დააგდო, ფეხით გასრისა და დაგროვილი კვამლი წინ დამდგარ ვახოს სახეში შეაბოლა:
- კიდევ კარგი, ბოლომდე არ იპრო/ჭე და სახლში პრინცესასავით არ ჩაიკეტე. - ახარხარდა ზურა და მუშტები მოსაქნევად მოამზადა.
- შენ არ გეყო, რაც მიქარე და გირტყი? - დაიღრიალა ვახომ და ხელი მიჰკრა მხრებზე ბიჭს.
- ჰოდა, შენს დედას მოვტ/ყნავ ახლა. - მუშტი მაშინვე სახეში მოუქნია ზურამ ზოიძეს და ძირს დააგდო. მთელი ძალით ურტყამდა და ხელის უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა. ვიდრე სახე არ დაუსისხლიანა, იქამდე არ მოეშვა და მერე წიხლებს ურტყამდა სხეულზე. ვახო ტყუილად წვალობდა და მახეში გაბმულ თაგვს ჰგავდა. ლომივით ბრდღვინავდა ნაკანი. ყოველი ახალი დარტყმისას უფრო დიდ ძალას გრძნობდა და მოზღვავებულ ენერგიას მთლიანად ხარჯავდა.
რომ არა ირგვლივ გასაშველებლად შეკრებილნი, მკვდარს დატოვებდა იქ დასისხლიანებულ, ძალაგამოცლილ და ნეკნებჩამსხვრეულ ზოიძეს, რომელსაც სიცოცხლის ნატამალი არც კი ეტყობოდა.
ძლივს აკავებდნენ ზურას, რომელიც გამწარებული იგინებოდა და იფურთხებოდა. საშუალება რომ მიეცათ, იქვე დამარხავდა თავისი ხელით ვახოს.
- შე ახვარო! არაკაცი ხარ და მთვრალზე ხელის აწევა რომ სი/რობაა, შენს აზროვნებამდე ვერ მივა. ჩამოსხმა ხარ! - არ ჩუმდებოდა ნაკანი და ზოიძე ძლივს აატყავეს მიწიდან.
არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა ცოცხალი და გამოძვრებოდა ამ სიტუაციიდან.

***
იჯდა ქეთი და საათებს ითვლიდა. ფიქრობდა მთელი დღე იმაზე, რა ეპასუხა ბრეგაძისთვის. მიუხედავად იმისა რომ არ აჩქარებდა ლევანი მას, თვითონ მაინც მოუსვენრად გრძნობდა თავს. ორჭოფობის შემდეგ ტელეფონი აიღო:
- ლევან, მე ვარ. - ტუჩზე იკბინა.
- ვიცი, რომ შენ ხარ. - სიცილით უპასუხა ბრეგაძემ.
- არ არის სასაცილო! - უცებ აენთო და გაბრაზდა ქალი.
- ნერვიულობდი?
- რაღაცის სათქმელად დაგირეკე, უბრალოდ.
- მითხარი, ქეთი. - ხმა დაუთბა ლევანს და ნაკანმაც იგრძნო ასე - შორიდან.
- მე არ ვარ მზად სერიოზული ურთიერთობისთვის და არ მინდა, ეს ფსიქოლოგიური მომენტი ცუდად აისახოს შემდეგში.
- მესმის, მეც ამას გიხსნიდი.
- თუ დამაცდი სიტყვის დასრულებას, აბა?!
- კი, კი. - ბრეგაძეც ღელავდა, ეტყობოდა.
- როცა შენ… აქ იყავი, ახლოს და ჩემთან, ვგრძნობდი რაღაცას და მწერლები ამას უხილავ ქიმიას ვეძახით, რომელიც ორ ადამიანს შორის ქსელივით არის გაბმული. ეს კი დაზუსტებით ვიცი, რომ მართალს ვამბობ. მინდა, ჩემ გვერდით იყო, ლევან!
ბრეგაძე დუმდა, ხმა არ ამოუღია და ბოლო სიტყვებმა გულისცემა ისე აუჩქარა, ნაკანს ტელეფონშიც ესმოდა სუნთქვის ხმა.
- ქეთი… - გაჩუმდა და სიტყვის სათქმელად მოემზადა. - ახლა ძალიან მაგრად ჩაგეხუტე!

№1  offline მოდერი ანე ლაშხი

სიყვარულის ადამიანებო, გძინავთ? ნამუსმა შემაწუხა და რომელი საათია, რა დროს გამოგეცხადეთ მოჩვენებასავით, მაგრამ კმაყოფილების გრძნობას მაინც უაზროდ ვყავარ შეპყრობილი.
დილით გამოცდა მაქვს, მე კიდევ ვზივარ ახლა უაზროდ გაღიმებული და ერთი სული მაქვს, როდის წაიკითხავთ და მომიყვებით მერე ყველაფერს, გამანდობთ თქვენს აზრებს. ცოტა მოწყენილი დღეები იყო და მინდა, თქვენთან ერთად გავაფერადო. ჰოდა, ქენ იუ ჰელფ მი? აი ნიდ! რილი! მიყვარხართ და ბოდიშს გიხდით არაპუნქტუალურობისთვის. თუმცა, ყველაფერი ისე არ არის, როგორც გარედან ჩანს, არა? როგორი სევდიანი სიტყვა გამომივიდა, მგონი, თქვენი მონატრება ძალიან მომეძალა. :(((( ორი ათას ხუთას სიტყვამდეა, როგორმე უნდა ვიმყოფინოთ, მერე ისევ გაორმაგებული ძალებით დაგიბრუნდებით, გპირდებით!!!
ძალიან უყვარხართ თქვენს ანეს, ციცინათელები, ყველა ჩემს გულში ხართ და მათბობთ!!! ♥️♥️♥️♥️♥️ იცოდეთ, სენტიმენტალურობაზე არ დამცინოთ. ხანდახან მეც კი ვიცი ხოლმე. :დ ♥️ ტკბილებო თქვენ! ♥️♥️♥️

№2  offline წევრი დარინა

იგრძენი, რომ გყავარ და გჭირდები. ჩემზე იმოქმედა ამ დრაზა რადგან აი ლევანი ისეთი ტიპის მამაკაცია ყველანაირად ჩამოყალიბებული და თავის გრძნობებში დარწმუნებული რომელმაც იცი რა უნდა და ვინ უნდა, სწორედ ეს მომეწონა მასშიი და კი გამოვარჩიე ისტორიის დასაწყისიდან, ხო ქეთის გადაწყვეტილებაც მომეწონა რადგან მას ლევანისნაირი ძლიერი მამაკაცი სჭირსება გვერდით, რომელსაც ეყვარება და გაუფრთხილდება, მგონი არაერთხელ აღვნიშნე რომ ეს წყვილი საოცრად მომწონს, აი იმ ვახოსთან რა უნდოდა მეც ვერ გავიგეე ზურასავით :dddf კი მესიამოვნა ზურამ ზოიძე კარგად რომ ჩაბეთქვააა, ეკუთვნოდაა აი კი ამოვითვალისწუნე ეს პერსონაჟი დაა, აი ზურას და ლევანის დიალოგებზე ძალიან ვცალისობ აი ორივე ისეთი საყვარლები არიან ხომ იციი მე ორივე მიყვარს და მიხარია რომ თანდათან დამეგობრდებიან რადგან ასეთი პირი უჩანს, ხო ლევანი სწორად ფიქრობდა ზურა ჯერ კიდევ არ არის გაზრდილი და ჩარჩენილია ბავშვობაშიი, მგონია რომ ანაბელი დააბრუნებს ვხოვრების გზაზეე, აი ოთო საერთოდ საიდან გაეძრო რა უნდა ვინ უნდა და რა ჯანდაბას აკეთებს, ჩემი მეგვარე მაინც არ იყოს :დდდდ მაგას მგონი ლევანის რისხვა არ აცდებააა. მგონი შემიყვარდიიი :ddd ❤️❤️❤️ კი არადა მიყვარხარ.

№3  offline მოდერი ანე ლაშხი

დარინა

ვაიმეეეე, აი შენი რა მაკლდა!!!! შენი ცეცხლი და მოზღვავებული ენერგია, რომ მოხვალ და გადამთელავ ასე, ოღონდ კარგი გაგებით და მერე ვზივარ უაზროდ გაღიმებული, გაბადრული, გადაცისკროვნებული და რა ვიციიი, ღიმილს ვერ ვიშორებ სახიდან, ისეთი ბედნიერი ვარ ახლა!!! კიდევ კარგი რომ ახლა დავდე და ხვალინდელ დღეს არ დაველოდე, აუ, მართლა უსაზღვროდ გამახარე და ისეთი ტკბილი სიტყვები იყო, ყველა პერსონაჟის მსჯელობა და ამის წაკითხვა, ერთი დიდი სიამოვნებაა მართლა, რა!!! ოჰ, ოთო ისეთი ვინმეა. :დდდდ მინდა რომ სულ აქ იყო და ასე შემოგრიალდე, უუუზარმაზარი მადლობა, მეც მიყვარხარ შენ, თბილო!!! ♥️♥️♥️♥️♥️♥️

№4  offline წევრი მე♥უცნაურე

ლევანი და ქეთი ყველას და ყველაფერს ჩრდილავს, ისეთი წყვილია❤️
ორივემ იცის რა უნდათ ცხოვრებისგან და პოულობენ გზას მიიღონ ის, რაც უნდათ.

ის ტიპი მაინტერესებს ვინაა, ასე თავხეხურად რომ ურეკავს ქეთის და თან მის გამოყენებას გეგმავს.

ზურა კი, ლევანის თქმის არ იყოს, მართლა ბავშვია.

№5  offline წევრი აბაშიძე

ანე.

პირველ და ბოლო ნაწილს აგაკრავ სახეზე რომ სულ ასე რაღაცნაირად წერო.

მიყვარს!

მეშვიდე თავია.
აი თითქოს ხო ცოტააა მაგრამ პირველი თავიდან აქამდე ძალიან გაიზარდე.
ნელ-ნელა ვიღებ იმას რაც მინდა.
ძალიან მიხარია ხო იცი.
აი ყველაზე მეტად საერთოდ.

სხვათაშორის ძალიან გამახარე ამ შუაღამეს.
მითუმეტეს არ გელოდი.

ანაბელმა საყვარლად შემოანათა.
ზურასაც გაანათებს წესით.
იმედი მაქვს ამ ორის საყვარელი მომენტები იქნება.
ხოლო ზურას ზოგადად შანსები რამდენად ექნება მგონი ლევანზეა დამოკიდებული რა.

ეგ თუ ჩააწყობს ქეთისთან სააქმეეებს.
ოღონდ რთულად იქნება.

აი ნინოს დაბრუნება კი ზღაპარია მგონი.

ბერიძე ზედმეტად ინტრიგნულად შემოაგდე.
იმაზე ფიქრსაც კი არ მაცდი რომ ბოლომდე გაახარებ ქეთის.

ნაკანის ამ გადაწყვეტილრბას ველოდი.

ბრეგაძის ბოლო სიტყვებზე დავდნი.

ბერიძე მაშინებს რა.

კიდევ დატანჯავ შენ ქეთის.

ნერვებს მიშლი.

მიყვარხარ ხო.

შემდეგამდე.

№6  offline მოდერი ანე ლაშხი

მე♥უცნაურე
ლევანი და ქეთი ყველას და ყველაფერს ჩრდილავს, ისეთი წყვილია❤️
ორივემ იცის რა უნდათ ცხოვრებისგან და პოულობენ გზას მიიღონ ის, რაც უნდათ.

ის ტიპი მაინტერესებს ვინაა, ასე თავხეხურად რომ ურეკავს ქეთის და თან მის გამოყენებას გეგმავს.

ზურა კი, ლევანის თქმის არ იყოს, მართლა ბავშვია.

მემგონი, ყველაფერი ზუსტად დაიჭირე, ხომ? ისეთი კმაყოფილი ვარ, ვერც კი წარმოგიდგენია შენ! მიხარია რომ ამ დროს აქ ხარ და მკითხულობ! უსაზღვრო მადლობა ერთგულებისთვის! ♥️♥️♥️

აბაშიძე
ანე.

პირველ და ბოლო ნაწილს აგაკრავ სახეზე რომ სულ ასე რაღაცნაირად წერო.

მიყვარს!

მეშვიდე თავია.
აი თითქოს ხო ცოტააა მაგრამ პირველი თავიდან აქამდე ძალიან გაიზარდე.
ნელ-ნელა ვიღებ იმას რაც მინდა.
ძალიან მიხარია ხო იცი.
აი ყველაზე მეტად საერთოდ.

სხვათაშორის ძალიან გამახარე ამ შუაღამეს.
მითუმეტეს არ გელოდი.

ანაბელმა საყვარლად შემოანათა.
ზურასაც გაანათებს წესით.
იმედი მაქვს ამ ორის საყვარელი მომენტები იქნება.
ხოლო ზურას ზოგადად შანსები რამდენად ექნება მგონი ლევანზეა დამოკიდებული რა.

ეგ თუ ჩააწყობს ქეთისთან სააქმეეებს.
ოღონდ რთულად იქნება.

აი ნინოს დაბრუნება კი ზღაპარია მგონი.

ბერიძე ზედმეტად ინტრიგნულად შემოაგდე.
იმაზე ფიქრსაც კი არ მაცდი რომ ბოლომდე გაახარებ ქეთის.

ნაკანის ამ გადაწყვეტილრბას ველოდი.

ბრეგაძის ბოლო სიტყვებზე დავდნი.

ბერიძე მაშინებს რა.

კიდევ დატანჯავ შენ ქეთის.

ნერვებს მიშლი.

მიყვარხარ ხო.

შემდეგამდე.

ცხოვრებაში არაფერი მარტივად არ ხდება და ჩემგან რას ითხოვ სულ ბედნიერებას, შე ტუტუცო გოგოვ? :(((( იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსაო და ვინ მოვა, მაგაზე შენ იფიქრე ახლა, მე კი ვიცი უკვე. :დდდდ ნინო და წერტილი, ან კიდევ ორი წერტილი მარჯვნივ, ენი აიდეაზ? ბერიძე არ არის საშიში ტიპი, მაგრამ არც კარგი. ყველაფერი კარგად იქნება, პატარავ, არ იდარდი. :დდდ აი, დასაწყისზე კი გამეღიმა, მართლა! გენიოსი ვარ - მეთქი, ხომ ვიძახი, არა? ჰოდა, ჩამეფსკვენი, გაძლევ უფლებას. რა ამაყი ვარ. :დდ გამავსე! შემდეგამდე, ქეთო. ♥️♥️♥️

№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა არც. ელოდი დღეს თუ დადებდი გამიხარდა რომ ვნახე.ზურამ გამოსწორება დაიწყო პატარა ანაბელმა იქნებ ასწავლოს ჭკუა.ქეთი და ლევანი კი უცნაური წყვილია მაგრამ ჯობია ძლიერთა იყოს ვიდრე ზოიძესთან.ვლოდრბი გაგრძელებას♥️????

№8  offline მოდერი ანე ლაშხი

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა არც. ელოდი დღეს თუ დადებდი გამიხარდა რომ ვნახე.ზურამ გამოსწორება დაიწყო პატარა ანაბელმა იქნებ ასწავლოს ჭკუა.ქეთი და ლევანი კი უცნაური წყვილია მაგრამ ჯობია ძლიერთა იყოს ვიდრე ზოიძესთან.ვლოდრბი გაგრძელებას♥️????

ვაიმე, როგორ გამიხარდა ახალი მკითხველის დანახვა ამ შუა ღამისას! უჰ, გადავწითლდი, რა, მოკლედ! არც მე ველოდი, თუ იქნებოდა დღეს, მაგრამ გულმა არ მომითმინა და მიხარია, რომ თვალყურს მადევნებდი. ძალიან დიდი მადლობა ამ სითბოსთვის, ხშირად გამოჩნდით და გამაღიმეთ! ♥️♥️♥️

№9 სტუმარი სტუმარი ელენე

ბრეგაძე და ქეთი? წინ საინტერესო ამბები გველის. ზურას პიროვნება კარგად დაგვანახე ამ თავში. რა ლაზღანდარა ტიპია :დდ კარგად ვიხალისე, განსაკუთრებით ბავშვთან ურთიერთობისას :დდ ეგ გააგიჟებს მაგ ბავშვს. არ გამიკვირდება "ბრძოლა წესების გარეშე" სპორტული ინტერესიც თუ ჩამოუყალიბდება ანაბელს.
გელოდები! ❤️

№10  offline მოდერი ანე ლაშხი

სტუმარი ელენე
ბრეგაძე და ქეთი? წინ საინტერესო ამბები გველის. ზურას პიროვნება კარგად დაგვანახე ამ თავში. რა ლაზღანდარა ტიპია :დდ კარგად ვიხალისე, განსაკუთრებით ბავშვთან ურთიერთობისას :დდ ეგ გააგიჟებს მაგ ბავშვს. არ გამიკვირდება "ბრძოლა წესების გარეშე" სპორტული ინტერესიც თუ ჩამოუყალიბდება ანაბელს.
გელოდები! ❤️

ბოლოზე კი გამეცინა, ვინ ხარ? ძალიან საყვარლად თქვი, სიმართლე აუცილებად უნდა გავაჟღერო მეც. პატარა მუშკეტერს გაზრდის, ან ჟანა დარკს, ეგ არის, რა. :დდდ ვნახოთ, ბრეგაძე და ქეთი რა ცეცხლს დაატრიალებს. ^_^ მიხარია, რომ მელოდები და მადლობა დიიიდი! ♥️♥️♥️

№11  offline წევრი Tskrialashvili Mariami

შოკიპიკიპანიკა, რა თავი იყო ეს ბიიჭოოოოოს ^_^
სისაყვარლე ჯერ მარტო დასასრული იყო სიხარული ♡♡♡
"ახლა ძალიან მაგრად ჩაგეხუტე" ეს სიტყვები ქეთის კი უთხრა, მაგრამ მე მივიღე :დდდ
მეც ჩავებსკვნებოდი ლევანს ცოტა პატარა რომ იყოს, მაგრამ ეხლა დავფიქრდი და სიყვარულმა ასაკი ხო არ იცის არა? ამიტომ ამას ვწერ და თან ვეხუტები ^_^ :D შ ე მ ო მ ე ჭ ყ ლ ი ტ ე ბ ო დ ა ♡

ოოო აი ვახომ, რომ მიიღო საკადრისი,
ეგ ნაწილი ხო საერთოდ მაგრად გამისწორდა ,
ერთი ორი მეც კი დავუმატე წარმოსახვაში :დდდ
აწი ეცოდინება მთვრალ კაცზე ხელის აწევას რაც მოყვება :)

აი ეხლა კი მომივიდა ძილოს დრო, მაგრამ ასე ტკბილად თუ შემოვიძინებდი რას ვიფიქრებდი ^_^ *

ხოდა აქაც წარმატებები გამოცდაში ♡♡♡♡♡

№12  offline მოდერი ანე ლაშხი

Tskrialashvili Mariami

რა საყვარელი ხარ, გოგო. სულ შენ მოგიძღვნი და გაჩუქებ ლევანს აწი, გინდ სტენკა დაუდგი და გინდ შკაფი. :დდდდ ♥️♥️♥️ მაშინ ისე გულდაწყვეტილი თქვი მთვრალ კაცზე ხელის აწევაზე, თავს ვერ ვაპატიებდი ზოიძე ისე რომ დამეტოვებინა საღად და ჯანმრთელად. ჰოდა, გასიამოვნე. :დდდდ მადლობა, მადლობა და მადლობა! სულ სულ ყველაფრისთვის, ჯიგარო! ♥️♥️♥️

№13  offline წევრი ვიპნი

ეს ოთო ბერიძე საიდან მოენძრაო ჩემი "ბეხრეკი "(ბეხრეკი-ბებერი)ბრეგაძე იტყვის მალე :D:D რა სვავებით დასტრიალებენ ეს კაცები ჩვენს ქეთუს,ოდნავ ფეხი წაგიცდეს და ყველა სათავისოდ რომ აპირებს გამოყენებას რა.ძიძაზე მაგრად ვიცინე100% დარწმუნებული ვიყავი ახალგაზრდა გოგო იქნებოდა და ეგ ითამაშებდა ზურას მობრუნებაში დიდ როლს,სასიამოვნოდ გამაოცე,და აქაც სიურპრიზი დამახვედრე ანაბელის როლით და ცოტა ხანში შესული ძიძით,მაგრამ ისე ამ ბიჭს დიდი ქალები მოსწონს და რა ვიცი :D ეტყობა გადაწყვიტე ნინოს დაუტოვო ზურიკო,არადა მაინც არ მომწონს ეგ გოგო.ასე მგონია ისე იყო გადართული ასაკობრივ სხვაობაზე ფიქრით რეალურად ზურას ბუნებით და პრობლემებით არც დაინტერესებულა,აგერ ამ "ბეხრეკ" ლევანს არ გასჭირვებია უცებ დადო ზურიკოს ფსიქოანალიზი,ამ ქალებს რაღა დაემართა ნეტა.??პ.ს. იმედია ექიმთან ვიზიტმა კარგად ჩაიარა.ყველეფერი კარგად იქნება,მთავარია შემართება❣️

№14  offline მოდერი ანე ლაშხი

ვიპნი

დილაუთენია რომ ამ სიტყვების წაკითხვით დაიწყებ, როგორ არ გინდა ბედნიერი არ იყო? ♥️♥️ როგორ გამაცინე ოთოზე, იქნებ, რაშვება, კაცო, დააცადე ჯერ ამ ბიჭს, მოგაწონოს თავი. :დდდდ რატომღაც მებანალურა ძიძის მომენტის შემოგდება, აქ უფრო ანაბელზე გადავიტანე ყველაფერი და ჩემთვის ბავშვი იმდენად დიდი რწმენაა, ზოგადად, რომ მგონია, ზურასთვის დიდი შვება იქნება მასთან ურთიერთობა და მაგ ხაზში გამყავს. წერის დროს ძალიან სასიამოვნოა და ღიმილი არ მშორდება სახიდან. ^_^ რეალურად, არაფერი გადამიწყვეტია, ნინო ზის ახლა თავისი ფორმით და გლოვობს ყველაფერს, ცოტა კარიერისტკა აღმოჩნდა, მაგრამ მაინც დასანანია შრომა რომ წყალში გეყრება. :დდდ ლევანი ძალიან მოგწონს, ხომ? შეგატყვე და მეც მომწონს, ეგ და ზურაც თანაბრად მიყვარს. °_° ყველაფერი კარგადაა, ბოლოს განსაკუთრებულად გავთბი და მადლობა ამისთვის!!! ♥️♥️♥️

№15 სტუმარი სტუმარი gvantsa

გამიხარდა ეს თავი,მიხარია რომ ზურაზე ჩემი წარმოდგენა გამართლდა ,ცანცარში რეალური ზურას დამალვას ცდილობს და გამოსდის კიდეც,საკუთარი დაც კი არ იცნობს რეალურ ზურას .ძალიან ხშირია და სამწუხაროდ ძალიან ბევრია ჩვენს ირგვლივ რეალური ზურა,რომელსაც ბავშვობის ტრამვა მოყვება და უჭირთ ბავშვობის ტრამვიდან გამოსვლა,ზოგი ცანცარში მალავს ამას და ზოგიც აგრესიული ხდება ძალიან,მგონია რომ პატარა ანაბელი შეძლებს იმას რაც ქეთიმ და ნინომ ვერ შეძლეს,ზურა დააბრუნოს რეალობაში და ბოლოს და ბოლოს გაიზარდოს.

№16  offline მოდერი ანე ლაშხი

სტუმარი gvantsa

მემგონი, ყველაფერი ძალიან ზუსტად განმარტე და გამიხარდა, რომ ასე დაინახე. ანუ, შევძელი, რომ შემექმნა ისეთი პერსონაჟი, როგორიც მინდოდა ყოფილიყო. ჰოდა, ძალიან კმაყოფილი ვარ. უუუუდიდესი მადლობა, გვანცა! მიხარია, რომ ჩემი მკითხველი ხარ და ყოველთვის აქ ხარ!♥️♥️♥️

ჯანდაბა! ეს რა იყო, ჰააა??!!! დაგინებულია თუ რა, არ ვიცი, მაგრამ, სულ ვუსმენ ხოლმე რაღაც სიმღერებს, როდესაც ისტორიებს ვკითხულობ და მაინცდამაინც, როცა ვიწყებ შენი ისტორიის კითხვას, სულ რაღაც sad მელოდია ირთვება და მეც იმენა ცრემლებად ვიღვრები ამ მელოდიის ფონზე, თან მითუმეტეს ასე ემოციებით თუ არის გადაჭედილი...არ ვიცი, უბრალოდ სიტყვები, მართლა ზედმეტია ჩემში არსებული ემოციების გადმოსაცემად...არც კი ვიცი რა ვთქვა. უბრალოდ დავმუნჯდი. განსაკუთებით, ლევანის ეს გარდასახვა მაგიჟებს, ჭკუიდან გადავყავარ. იმდენად მომწონს ეს "ნაძირალა" ტიპი, აი, რომ იტყვიან მზე და მთვარე ამოსდის მასზეო, ზუსტად ეგრე ვარ. არაორდინალური წყვილია ლევანი და ქეთი. მართლა იგრძნობა მათ შორის ქიმია და იმედი მაქვს, ეს ორი ურთიერთსაპირისპირო ელემენტი, ისე შეეზავებიან ერთმანეთს, რომ საბოლოოდ საოცარი კონსისტენციის ქმინილება წარსდგება ჩვენს წინაშე. ზურიკო...მისი ქცევები, თავიდანვე ცნობილი იყო ჩემი ტვინის რაღაც ნაწილისთვის. კარგად ვხვდებოდი, რომ ამ ლაწირაკული ქცევების მიღმა, რაღაც ამოუცნობი ტრაგიზმი ტრიალებდა და სწორედ ამ ქცევების მეშვეობით ცდილობდა, რომ გადაეფარა ყველაფერი. ერთი იყო ეს ფიქრი და მეორე იყო შენი ჩანაფიქრი, ამიტომაც დიდად არ გამიმხელია ჩემი აზრები, ისევ შენ დაგელოდე და რაღა დაგიმალო და მესიამოვნა, რომ გამართლდა ჩემი ვარაუდები. იმსახურებს ზუკო ყველაფერ კარგს. რაც შეეხება ანაბელს... რატომღაც მომეწონა ეს ახალი პერსონაჟი და მართლა მზის სხივებივით მოეფინა მის ცხოვრებას. ვფიქრობ, ზუკო თავის რეალურ სახეს, ამის შემდეგ უფრო გამოვალენს. მისთვის, ერთგვარი ხსნა იქნება ეს ბავშვი...საერთო ჯამში კი ვგიჟდები შენზე. რა მოულოდნელად ააფეთქე ჩემში ახალი ატომური ბომბების პარტია, აზრზე არ ხარ...ცუნამის მოვარდნას ჰგავდა ეს თავი და ერთიანად წალეკა ჩემში ყველაფერი...დავიღალე ამ ემოციების აფეთქებისგან. ნეტა გამაგებინა რას მიკეთებ და მეტი არ მინდა არაფერი...და სანამ დავამთვარებ ჩემს ღაღადს, ეს ოთია საიდან მოშტრაკუნდა...რა უხურს ახლა ამ მეტიჩარა მამონტოზავრს?! ჩაუდენელი არ ჩაიდინო ანე და არ გამასუნელო, ქალო...ნუ შემშლი საბოლოოდ smileისე ნუ იზამ, რომ ამ ოთიამ, რაღაცები მოჩორტოს. ჩემი გული, ამდენს უბრალოდ ვერ გაუძლებს და სანამ ისტორია დასრულდება, გავალ მარილზე და წერილს დავტოვებ თუ არა, არ ვიცი sweat_smile sweat_smile კიდევ ემოციებში ვარ! ნეტა შემეძლოს ამ ემოციების ამოხეთქვა, თუმცა...ლავ უ გურლ და გელი უერთსულოდ sweat_smile heart_eyesისა და, წარმატებები გამოცდებში და გულის ფრიალებში. ვიცი, რომ არაჩვეულებრივად გაუმკლავდები გამოცდებს. ასეთ სიგიჟე რამეს ართმევ თავს შესაშურად და გამოცდები ამასთან შედარებით ბულკია sweat_smile (მგონი უაზრო გამხნევება გამომივიდა...მაგრამ მართლა წარმატებები შენ, ჩემო კარგო! blush)

№18  offline მოდერი ანე ლაშხი

ლიკა ახრახაძე

მინდა რომ ძალიან მაგრად ჩაგეხუტო ახლა ამ საოცარი სიტყვებისთვის და ჩემში გამოწვეული ყველა აფეთქებისთვის!!! აი, სერიოზულად, ეს იყო რაღაცა აპოკალიფსის მსგავსი და გადამიარე, გადამთელე, მომჯლაგე, მომაჩანჩურე და დამატყვევე!!! ღმერთო, ნეტავ რატომ არ ვკვდები ახლა ამას რომ ვკითხულობ? ან რით დავიმსახურე, რომ მეუბნები ასეთ სიტყვებს? ახლა აქ ჩემი პირველი ნაბიჯებია, არც კი ვფიქრობდი რომ წარმატებული იქნებოდა, მაგრამ უკან დახევა არასდროს არ მიყვარს და ცდასაც წინ არაფერი ედგა, ჰოდა, სად ვიყავი აქამდე? მეძინა! გამომაფხიზლე და შემომარტყი. უაზროდ ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანი ახლოს თუ შორს, როგორც არის, მაგრამ ძალიან გულთბილად და ჩემებურად! ყველა ფსიქოტიპი გამიშალე და უზომოდ მიყვარს ეს, რომ იცოდე. ისე მიყვარს, რომ შემიძლია მერაღაცამდენედ გავხსნა და წავიკითხო. მაბედნიერებს შენი აქ ყოფნა და შენ - საერთოდ!!! აი, სიტყვებში გაქვს მაგია, გულწრფელად გეუბნები! მადლობა აბსოლუტურად ყველაფრისთვის!!! გკოცნი! თუ დამიჯერებ, ცოტა ავცრემლდი... ♥️♥️♥️♥️♥️♥️

ანე ლაშხი

უბრალოდ, იმდენად აღმაფრთოვანებს შენი ისტორია და შინაგან ცეცხლს მმატებს, რომ არ შემიძლია არ გითხრა და არ ვთქვა ის მინიმუმი მაინც, რასაც განვიცდი ხოლმე. ისევ შენი დამსახურებაა ჩემგან ასეთი უანგარო და უდიდესი სითბო, რომლის გამოხატვაც მინდა ბოლომდე, მაგრამ სიტყვები უძლურია გრძნობების გადმოსაცემად. ამიტომ, იმ მცირედით შემოვიფარგელები, რასაც ყოველი თავის შემდგომ დიდი სიყავრულით გადმოგცემ. ჰო, მადლობა შენ ანე, რომ ასეთი თბილი, ემოციური და ამაღელვებელი ამბავი შექმენი. მართლაც იმსახურებ ყოველივე კარგს, რასაც თითოეული მკითველისგან იღებ. ისიც მომწონს, რომ პრინციპული ხარ და შენი მიზნის მისაღწევად, არაფერს უშინდები. ეს, ისტორიაშიც კარგად ჩანს. შენი ბობოქარი სული, თითოეულ პერსონაჟზეა გადანაწილებული. გყვარობ და ულევ წარმატებას გისურვებ შენ! ნამდვილად იმსახურებ ყველაფერ საუკეთესოს!♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

№20  offline მოდერი ანე ლაშხი

რაღა უნდა გითხრა, მართლა არ ვიცი, ჩვეულებრივად მამუნჯებ და ვზივარ ახლა ასე დებილივით. დიდის ამბით გაუჩერებლად მოლაპარაკე მგონია თავი, ამ დროს წუთში შეგიძლია ენა ჩამაგდებინო და უბრალოდ მომღიმარი დამტოვო. ეს ისე სასიამოვნოა, ვერც წარმოიდგენ. და საერთოდ შენ, როგორც აღებული პიროვნება, ძალიან სასიამოვნო ხარ, თუნდაც შენი თბილი ხასიათის და დამოკიდებულების გამო. მინდა, რომ სულ გამოჩნდე და გამახარო, ამაციმციმო!!! თვითონ იმსახურებ ყველაფერ საუკეთესოს და ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, ჩემო გოგო! ♥️♥️♥️♥️♥️

№21  offline წევრი mishkakovich

ნამდვილადდ მაგარიი იყოო შენიი არ ვიციი და მეც დებილივით ვიღიმიი მეც შეყვარებულიი ვარრ ერთ უსაყვარლეს გოგოზეეე ❤❤❤❤ უმაგრესიი ხარ ანეე ლაშხიი ????????

მაგარიიი იყოოო ახლა მეც დებილივით ვზივარ და ვიღიმიი ქეთისავით ???????? შეყვარებული ადამიანის გული და გონება მაინც სულ სხვაა ❤ საუკეთესო ხარ ანეე

№22  offline მოდერი ანე ლაშხი

mishkakovich

ძააალიან დიდი მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის! ძალიან მაგარი რამეა სიყვარული! ♥️♥️♥️♥️

№23  offline წევრი mishkakovich

ნამდვილადდ ძალიანნ მაგარი რამაა ????????

№24  offline მოდერი ანე ლაშხი

♥️♥️♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent